qartuli

24

Upload: mziaegiashvili

Post on 06-Jul-2015

496 views

Category:

Education


6 download

TRANSCRIPT

Page 1: Qartuli
Page 2: Qartuli

მოგესალმებით, ჩვენ ვართ N 5 ჯგუფი და ჩვენგადავწყვიტეთ გვემოგზაურა ისრაელში.

ალბათ, არ არსებობს მორწმუნე ადამიანი, ვისაც ისრაელში მოგზაურობაზე არ უოცნებია- იქ, ცასთან ახლოს, სადაც ყველაზე მძაფრადგრძნობ უფლის მადლს და ასე ხელშესახებიაის სიწმინდეები თუ სასწაულები, რომლებიც

ღმერთმა რწმენის გასამტკიცებლადმოგვივლინა. წმინდა მიწაზე ფეხის დადგმა,

სადაც საუკუნეების წინ ჩვენი მაცხოვარიდააბიჯებდა.

Page 3: Qartuli

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ისრაელისჩრდილოეთით ლიბანი და სირია მდებარეობს, აღმოსავლეთით იორდანია, სამხრეთით წითელი ზღვა, ხოლოდასავლეთით ეგვიპტე დახმელთაშუა ზღვა. ყველაზე გრძელი საზღვარი ისრაელს აქვს იორდანიასთან 238 კმ,

ყველაზე მოკლე საზღვარი სირიასთან 76 კმ. საზღვაო სანაპირო ხაზის სიგრძე 273 კმ. ტერიტორიაჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 450 კმ-ზე, ხოლო ყველაზე განიერი ადდილი აღწევს 137 კმ-ს.

ფართობი - 20.800 კვ.კმ, მათ შორის პალესტინის არაბული სახელმწიფოსათვის გაეროს მიერ გამოყოფილიტერიტორია - 6.220 კმ2 (ღაზას სექტორი და იორდანის დასავლეთი ნაპირი).

რეგიონები. ქვეყნის ჩრდილოეთისა და ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთი მხარე მთიანია; დასავლეთში ზღვისპირული დაბლობია, სამხრეთში კი უდაბნო.

ქვეყნის ჩრილოეთში მდებარეობს გალილის მთები და 1967 წელს შემოერთებული გოლანის მაღლობები. ესკუთხეები ყველაზე მწვანე და წყალმრავალია ისრაელში; ზამთარი აქ ყველაზე ცივი და ნალექებიანია. გალილსა

და გოლანს შორისხულას ხეობა და ქინერეთის ტბაა.

ქვეყნის ცენტრალური ნაწილის მთიან, აღმოსავლეთ მხარეს, გალილისაგან იზრეელის ხეობა ჰყოფს. ეს მხარესამარიისა და იუდეის მთებს მოიცავს. ეს მთები ჩრდილოეთის მთებზე დაბალია, მაგრამ ზამთარი აქაც საკმაოდნალექებიანია. იუდეა სამარიის სამხრეთითაა. იუდეის მთების აღმოსავლეთით იუდეის უდაბნოა. ამ უდაბნოს

სამხრეთ-აღმოსავლეთში მკვდარი ზღვის ჩრდილოეთი ნაპირია. სამარიის მთებსა და იუდეის უდაბნოსაღმოსავლეთით იორდანის დაბლობია. ეს დაბლობი თითქმის უდაბნოსავით მშრალი და უნაყოფოა.

ისრაელის სამხრეთში ნეგევი მდებარეობს. ამ მხარეს სახელმწიფოს ტერიტორიის დაახლოებით 60% უკავია. ნეგევის უმეტესი ნაწილი უდაბნოა. ჩრდილოეთ ნეგევის აღმოსავლეთით მკვდარი ზღვის დასავლეთი ნაპირია. შუა და სამხრეთ ნეგევის აღმოსავლეთ კიდეში არავა, ანუ სტეპი მდებარეობს, რომელიც მშრალი და სრულიად

უნაყოფოა.

ისრაელის დასავლეთში, ჩრდილოეთ საზღვრიდან ღაზას სექტორამდე, ზღვისპირული დაბლობია. ისრაელისფარგლებში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო დაახლოებით 190 კილომეტრზეა გადაჭიმული. ზღვისპირული

დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილს აღმოსავლეთით გალილის მთები აკრავს, ცენტრალურ ნაწილს სამარიის მთები, სამხრეთ ნაწილს კი იუდეის მთები და ჩრდილოეთ ნეგევი. დაბლობის უმეტეს ნაწილში ჰავა ძლიერ ნოტიოა; ზღვასთან სიახლოვის გამო, იქაური ზამთრები ნალექებიანობით ქვეყნის მთიან რეგიონებს არ ჩამოუვარდება,

ოღონდ ზღვისპირეთში წელიწადის ამ დროსაც შედარებით თბილა. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 70% ზღვისპირულ დაბლობში ცხოვრობს.

Page 4: Qartuli
Page 5: Qartuli

:א ალეფ :ב ბეთ :ג გიმელ

:ד დალეთ :ה ჰე :ו ვავ

:ז ზაინ :ח ხეთ :ט თეთ

:י იოდ :כ ך ქაფ :ל ლამედ

:מ ם მემ :נ ן ნუნ :ס სამეხ

:ע აინ :פ ף პე :צ ץ ცად

:ק ქოფ :ר რეშ :ש შინ

:ת თავ

Page 6: Qartuli
Page 7: Qartuli
Page 8: Qartuli

ებრაულად მას ეწოდება “ჰაქოთელ ჰამაყარავი” – დასავლეთის კედელი... იგიერთ-ერთია იმ ოთხი საყრდენი კედლიდან, რომელიც ტაძრის მთას ერტყა გარს.

ამ კედელს დიდ სიწმინდეს მიაწერენ, ალბათ იმის გამო, რომ მორიას მთისმწვერვალი, რომელზეც “წმიდათა წმიდა” იდგა, მის მახლობლად

მდებარეობდა.

არაბებს მისთვის “ჰიათ ელმაბქა” – “ცრემლების [ანუ გოდების] კედელი” შეურქმევიათ. ყოველი თაობის ებრაელი აქ მოდიოდა სალოცავად და ტირილით

შეჰღაღადებდა კედლის მდუმარე ქვებს, რომლებიც უკვე ორი ათასი წელია, ისრაელის ძეთა ტკივილისა და ვაების მოწმენი არიან.

დასავლეთის კედელს – “მოწყალების ჭიშკარსაც” უწოდებენ, რადგან, ხალხისრწმენით, უფლის შარავანდედი [შეხინა] აქ არის დავანებული. ბევრი თქმულებაარსებობს ამ კედლის შესახებ... “უხსოვარ დროს წმიდა ტაძრის (ბეთჰამიკდაშის)

სამშენებლო სამუშაო ისრაელის შვილთა სხვადასხვა ფენებზეგადანაწილებულა.

დასავლეთის კედლის აგება თურმე ღარიბებს ხვდათ წილად. როცა მტრებსტაძრის დანგრევა დაუპირებიათ, ზეციური ანგელოზები ჩამოსულან,

კედლისათვის თავიანთი ფრთები გადაუფარებიათ და უთქვამთ: ღარიბთაჯაფით აგებული კედელი არასოდეს დაინგრევა”

Page 9: Qartuli
Page 10: Qartuli
Page 12: Qartuli
Page 13: Qartuli
Page 14: Qartuli
Page 15: Qartuli

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი

მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთიშემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის

ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი

ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის – სიგრძით სულ 207 სანტიმეტრია, სიგანით – 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის

ნახევრამდე, მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია. მას ორივემხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი. ამ

სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიცფლობენ და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის

მიხედვითაა შესრულებული. ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია, რომლისცენტრში ბერძნული წარწერაა: „ქრისტე აღსდგა“. მორწმუნეები მაცხოვრისსაფლავთან უკვე წინა დღით – წითელ პარასკევს იკავებენ ადგილს, რათარაც შეიძლება ახლოს მოხვდნენ პატრიარქთან და მისი ხელიდან მიიღონ

მადლმოსილი ცეცხლი. ისინი მთელ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაშიატარებენ. სანთლებს კონებად კრავენ. თითოეულ კონაში 33 სანთელია, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად. საღამოს ყველაკანდელსა და სანთელს აქრობენ. ტაძარი მთელი ღამე ბნელით არის

მოცული მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრკუსტოდიით – ლუქის ან ცვილის ბეჭდით – დალუქავენ, აღდგომის

ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარიახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შემოიჭრებიან. ეს ხმაური

სიწმინდის შეურაცხმყოფელი არ არის – ისინი ლოცვებს აღავლენენ, რათაუფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოავლინოს მაცხოვრის საფლავზე

Page 16: Qartuli
Page 17: Qartuli
Page 18: Qartuli
Page 19: Qartuli
Page 20: Qartuli
Page 21: Qartuli
Page 22: Qartuli
Page 23: Qartuli

ანა ხმალაძე

თიკო ფერაძე

ზეინაბ ხმალაძე

გულიკო გოგიჩაშვილი

ლაშა ხმალაძე

Page 24: Qartuli