უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3...

27
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი - თამარ კოპალეიშვილი ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა საგარეო ფაქტორების გავლენა პოსტ-საბჭოთა საქართველოს პოლიტიკური ელიტების ფორმირებაზე ხელმძღვანელი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი: თამარ კიკნაძე თბილისი - 2018

Upload: others

Post on 30-Jul-2020

16 views

Category:

Documents


1 download

TRANSCRIPT

Page 1: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის

დოქტორანტი - თამარ კოპალეიშვილი

ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა

საგარეო ფაქტორების გავლენა პოსტ-საბჭოთა საქართველოს

პოლიტიკური ელიტების ფორმირებაზე

ხელმძღვანელი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი,

ასოცირებული პროფესორი: თამარ კიკნაძე

თბილისი - 2018

Page 2: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

2

საგარეო ფაქტორების გავლენა პოსტ-საბჭოთა საქართველოს

პოლიტიკური ელიტების ფორმირებაზე

სადისერტაციო პროექტის სტრუქტურა

შესავალი

(თემის აქტუალობა/ საკითხის ზოგადი მიმოხილვა)

წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია მსოფლიოში ყველაზე

მნიშვნელოვანი საკითხი - პოლიტიკური ელიტა. როდის და როგორ

წარმოიშვა ტერმინი - „პოლიტიკური ელიტა―, რა დადებითი და უარყოფითი

გავლენა მოახდინა ამა თუ იმ ქვეყნის განვითარებაში კონკრეტულმა

პოლიტიკურმა ელიტამ, როგორ იცვლებოდა ის საუკუნეების განმავლობაში

და რა როლი ეკისრება მსოფლიო პოლიტიკურ ელიტას XXI საუკუნის

გლობალურ გამოწვევების გადაწყვეტაში.

მოცემულ ნაშრომის ძირითად საგანს წარმოადგენს პოლიტიკური

ელიტის კვლევა საქართველოში, მის სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე, ამასთან

განსაკუთრებით განხლულია პოსტსაბჭოთა პერიოდის რამდენიმე ეტაპი, 1989

წლიდან დღემდე განხილულია საქართველოს პოლიტიკური ელიტის 80-იანი

წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის

დაშლისას გამოჩნდა ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოები; ახალი

ძალები მოექცნენ მმართველობის სადავეებთან ამ ქვეყნებში და მათი ახალი

წყობა სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა. ამ ქვეყნებში სხვადასხვა

―საწყისი‖ პირობების და გარემოებების შედეგად განსხვავებული სოციალური

სტრუქტურები და სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის განსხვავებული

ურთიერთობები განვითარდა.

ძირითადი ცნება ამ კვლევაში არის ―ელიტა‖. ელიტათა თეორიის

დამფუძნებლების, ვილფრედო პარეტოს, გაეტანო მოსკას და რობერტ

მიხელსის მიერ ელიტად მიიჩნევა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მართავენ

Page 3: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

3

სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის არაპროპორციული რესურსები.

ტერმინები, რომლებიც განსაზღვრავენ ასეთ რესურსებს განსხვავდება,

მაგრამ მათ საერთო აქვთ ერთი რამ: ასეთ სისტემებში უმცირესობა მართავს

მასებს, დემოკრატიული სისტემის შემთხვევაშიც კი (შუმპეტერი 1942). საბჭოთა

კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებული სახელმწიფოების

თანამედროვე კვლევებში როგორიცაა ივან სზელენის ―კაპიტალიზმის შენება

კაპიტალისტების გარეშე‖ და ჯონ ჰიგლის ―ელიტა სოციალიზმის შემდეგ‖

ყურადღება მახვილდება ელიტის რეპროდუქციის თეორიაზე.

საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პროტესტით გამოსვლის (1989 წელს)

და საბჭოთა კავშირის დაშლის (1991) შემდეგ პირველი ეროვნული

არჩევნები ჩატარდა საქართველოში, რომელშიც პარტიამ ―მრგვალი მაგიდა-

თავისუფალი საქართველო-მ‖ გაიმარჯვა და ზვიად გამსახურდია გახდა

პრეზიდენტი. ამას მოჰყვა 1991-1995 წლებში ორი ეთნიკური ომი

აფხაზეთსა და ოსეთში და სამოქალაქო ომი. 1992 წელს ედუარდ

შევარდნაძე გახდა პარტიის ―მოქალაქეთა კავშირის‖ ლიდერი და 1995

წლიდან ვარდების რევოლუციამდე იყო საქართველოს პრეზიდენტი. 2003

წლის ნოემბერში ხელისუფლების სათავეში ნაციონალისტური პარტია

მოვიდა და ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილმა მოიგო 2004 წლის

თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნები მოსახლების უმრავლესობის (90%)

მხარდაჭერით.

2003 წლიდან საქართველოს მოსახლოების და უცხოელი

სპეციალისტების ყურადღება მიპყრობილი იყო მიხეილ სააკაშვილის

სახელისუფლებო გუნდის მიმართ. წინამდებარე კვლევაში გაანალიზებულია

ცვლილებები, რომლებიც მოხდა ყველაზე უფრო გავლენიან ელიტებში.

კვლევის ძირითადი ნაწილი ეთმობა მმართველი ელიტის შედარებას

ვარდების რევოლუციამდე - ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძის

პოლიტიკური ელიტის და რევოლუციის შემგომი პერიოდი. მოხდა თუ არა

ფუნდამენტური ცვლილელები? არის თუ არა ახალი გუნდები ნამვდილად

Page 4: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

4

―ახალი‖? კვლევის მიზანია მოიძებნოს კავშირი ―ძველ‖ და ―ახალ‖

მმართველობის ტიპებს შორის და გაეცეს პასუხი კითხვებს: არის თუ არა

ახალი მმართველობის სისტემა ―ძველის‖ მემკვიდრეობა? რა არის ახალი

სისტემის მახასიათებლები?

ჩემი აზრით, ―რევოლუციის‖ შედეგად ხელისუფლება მნიშვნელოვნად

არ განსხვავდება ძველისგან. სახელისუფლებო გუნდის ზოგიერთი წევრი

ხელისუფლებაში იყო ძველი მმართველობის დროსაც. რაც შეეხება,

ახალ სახეებს მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ძველი მთავრობის წევრებთან. ეს

ნიშნავს რომ ქვეყნის პოლიტიკა დიდად არ შეცვლილა, პატარა ჯგუფებს

რომლებიც არასამთავრობო ორგანიზეციებიდან არიან და აქტიურად

აპროტესტებენ ძველ სისტემას არ შეუძლიათ სიტუაციის შეცვლა.

საქართველოში ამ სფეროში მთელი რიგი წამყვანი ექსპერტების აზრით

სწორედ ასეთი სიტუაცია შეიქმნა რევოლუციის შემდგომ.

კვლევისთვის, მე გადავწყვიტე გამეანალიზებინა ისეთი პუნქტები,

როგორიცაა წარმოშობა (კავშირები, სისტემა) და პოლიტიკა (მოქმედება) და

ყურადღება გამემახვილებინა კავშირზე ახალ და ძველ მმართველ

ელიტას შორის, მათ გამორჩეულ და აქტიურ წევრებზე და მნიშვნელოვან

პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ამისათვის ერთმანეთს შევადარე

სიტუაცია ვარდების რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ და

გამოვიყენე კომპეტენტური ექსპერტების მოსაზრებები. მე შევისწავლე

მმართველი გუნდის ფორმაციისა და ტრანსფორმაციის პროცესი და

გავაანალიზე ინტერვიუები, როგორც პოლიტიკური უმრავლესობის

წარმომადგენლების, ასევე უმცირესობის, არასამთავრობო ორგანიზაციების

წევრების და ექსპერტების ინტერვიუები. კვლევისათვის გამოყენებულია

მასალები და ინტერვიუები, რომლებიც შეგროვებულ იქნა რამდენიმე

წლის განმავლობაში, საქართველოში. მნიშვნელოვანი სოციალურ-

პოლიტიკური მოვლენების და ელიტათა ცვლის პერიოდებში: 2003 წელს

ვარდების რევოლუციამდე, 2005-2006 წლებში ვარდების რევოლუციის

შემდეგ, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციები, 2008 წელს რიგგარეშე

საპრეზიდენტო არჩევნები, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, აგვისტოს

Page 5: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

5

მოვლენების შემდეგ და 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ

2011 წლის დასაწყისი და ბოლოს ახალი ცვლილებებია საქართველო

პოლიტიკურ ელიტაში 2012 წლიდან.

კვლევა შედგება სამი თავისგან. პირველ თავში განხილულია

კლასიკოსებისა და თანამედროვე მკვლევარების მიერ ჩამოყალიბებული

თეორიები ელიტებზე, ელიტათა თეორიის განვითარების ეტაპები

დასავლეთში, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების

მთავრობების თანამედოვე კვლევები.

მეორე თავში აღწერილია საქართველოში მმართველი ელიტების

ჩამოყალიბების პროცესი. ეს მოიცავს პერიოდს საბჭოთა კავშირის

დაშლიდან დღემდე.

მესამე თავში განხილულია საგარეო ძალების, როგორც

მნიშვნელოვანი ფაქტორი პოსტსაბჭოთა საქართველოს ელიტის

ჩამოყალიბების პროცესში: ეროვნუდი და დასავლური ღირებულებების

წინააღმდეგობა, როგორც ქართული ელიტის მნიშვნელოვანი პრობლემა,

გარეშე ფაქტორების გავლენა პოლიტიკური ელიტის ფორმირებაზე და

საქართველოს დასავლური პოლიტიკური ვექტორი.

ბოლოს კი, მოცემულია დასკვნები.

ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის გეგმა

o შესავალი (თემის აქტუალობა/ საკითხის ზოგადი მიმოხილვა);

o ნაშრომის მეცნიერული სიახლე და პრაქტიკული მნიშვნელობა;

o ნაშრომის მიზნები და ამოცანები;

o ძირითადი საკვლევი კითხვა;

o ჰიპოთეზა;

o კვლევის დროს გამოყენებული სავარაუდო მეთოდოლოგია;

o კვლევის დროს გამოყენებული კვლევის მეთოდები;

o კვლევის მოსალოდნელი შედეგების განხილვა;

o სადოქტორო ნაშრომის გეგმა;

Page 6: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

6

o ძირითადი საკვლევი საკითხები;

o სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა;

o ბიბლიოგრაფია.

ნაშრომის მეცნიერული სიახლე და პრაქტიკული

მნიშვნელობა

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბევრი თქმულა და დაწერილა,

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ ეს ის თემაა რომელიც არასდროს კარგავს

აქტუალობას და მუდამ განვითარებას განიცდის მთელს მსოფლიოში.

სადისერტაციო ნაშრომის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ აქ

შესწავლილია თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენს, ისეთ პატარა ქვეყანაზე

როგორიც საქართველოა დასავლური თუ ამერიკული პოლიტიკური ელიტა,

როგორც ქართული კულტურაზე, მის განვითარებაზე, მომავალზე,

ტერიტორიულ მთლიანობაზე და შიდა სახელმწიფოებრივ მოწყობაზე.

როგორ უნდა იყოს ქართული პოლიტიკური ელიტა მომზადებული

საქართველოში დასავლური პოლიტიკის გასატარებლად, როგორ უნდა

ჩამოყალიბდეს და რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს

ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ეროვნული და დასავლური

ღირებულებების წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი პრობლემის

გადაწყვეტისას ოქროს შუალედის მოძებნის დროს.

ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი

გამოადგება ამ საკითხზე მომუშავე ნებისმიერ მეცნიერს, მკვლევარსა თუ

ექსპერტს, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა უმაღლეს

სასწავლებელში სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებში.

ნაშრომის მიზნები და ამოცანები

ქართული პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბების კვლევა, მასზე

მომქმედი ფაქტორების გათვალისწინებით.

Page 7: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

7

დასავლური, ამერიკული და რუსული პოლიტიკური ელიტის

ზეგავლენის შესწავლა ქვეყნის პოლიტიკური განვითარების მხრივ.

ქართული პოლიტიკური ელიტის პასუხისმგებლობა XXI საუკუნის

გლობალური გამოწვევების წინაშე. საქართველოს, როგორც ყველა პატარა

სახელმწიფოსთვის სწორი პოლიტიკური ვექტორის არჩევა, საკუთარი

სახელმწიფოებრიობის, თვითმყოფადობის და თვითგანვითარების გზაზე.

ძირითადი საკვლევი კითხვა:

ქართული ელიტის წინაშე მდგარი ურთულესი გამოწვევები ქვეყნის

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. როგორი იქნება

საქართველოს მომავალი განვითარება, როგორ შეძლებს საქართველო

დღეს არსებულ ეროვნული და დასავლური ღირებულებების

წინააღმდეგობათა გადაწყვეტას თვითმყოფადობის შენარჩუნებით.

ჰიპოთეზა

პოსტ-საბჭოთა საქართველოს პროდასავლურმა პოლიტიკურმა

ვექტორმა განაპირობა ხელისუფლებაში ელიტის მოსვლა, რომელიც

აპელირებს პროდასავლურ ღირებულებებზე და ევროპულ და

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, მაგრამ ამ მიმართულებით

სერიოზული პრობლემებია, რადგან მათი ქმედებები ხშირ შემთხვევაში

ავტორიტარიზმისკენ იხრება, ხოლო ინსტიტუციები მიუხედვად ფასადური

პროდასავლურობისა ეფექტურად არ მუშაობენ.

კვლევის დროს გამოყენებული სავარაუდო მეთოდოლოგია

ნაშრომში გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეცნიერების,

ისტორიკოსების, პოლიტოლოგების, სოციოლოგების, ფილოსოფოსების,

ფსიქოლოგების კვლევები, ნაშრომები, სტატიები, მონოგრაფიები და ა.შ.

კვლევის დროს გამოყენებული იქნება ანალიზური შედარება, თანხვედრა და

განსხვავება სხვადასხვა დასავლური ქვეყნის და საქართველოს პოლიტიკური

Page 8: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

8

ელიტის განვითარების და მოღვაწეობის, ტოტალიტარული,

ავტორიტარული, კლანური თუ სხვა სახის მმართველობის დროს.

განხილული იქნება მიზეზები თუ რამ განაპირობა ამა თუ იმ ელიტის

ცვლილება საქართველოში და რამდენად კარგი იყო თუ ცუდის ეს

სახელმწიფოსთვის.

კვლევის მოსალოდნელი შედეგების განხილვა

ჩვენი სამეცნიერო ნაშრომი დავყავით ცალკეულ თემებად და

შევეცადეთ სიღრმისეულად განგვეხილა თითეული მათგანი, რათა უფრო

თვალსაჩინო გამხდარიყო ჩვენი თემის აქტუალობა და სიღრმე. ეს თემებია:

პოლიტიკური ელიტის არსი და განსაზღვრის პრინციპები

თანამედროვე ელიტარული თეორიის ძირითადი ტიპოლოგია და

მიმართულებები

პოლიტიკური ელიტის ფორმირების მექანიზმები

საბჭოთა პერიოდის ქართული ელიტა

პოლიტიკური კულტურის გავლენა პოსტ-საბჭოთა საქართველოს

ელიტის ფორმირებაზე

საქართველოს დასავლურ-პოლიტიკური ვექტორი

გარეშე ფაქტორების გავლენა პოლიტიკური ელიტის ფორმირება

ეროვნული და დასავლური ღირებულებების წინააღმდეგობა,

როგორც ქართული ელიტის მნიშვნელოვანი პრობლემა

სადოქტორო ნაშრომის გეგმა

სარჩევი

ანოტაცია

შესავალი

თავი I - პოლიტიკური ელიტის კვლევის თეორიულ-მეთოდილოგიური

ასპექტები

1.1.პოლიტიკური ელიტის არსი და განსაზღვრის პრინციპები

ზოგადი განმარტებით ელიტა არის საზოგადოების ის ნაწილი, ანუ

უმცირესობა, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს სოციუმის

Page 9: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

9

პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ვ. პარეტოსა და გ. მოსკას აზრით,

ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს ადამიანთა უმცირესობა, რომელიც

მბრძანებლობს და მართავს უმრავლესობას; სხვაგვარად, ის არის

ორგანიზებული და განსაკუთრებული თვისებების მქონე ადამიანთა ჯგუფი,

რომელსაც მადომინირებელი ადგილი უჭირავს საზოგადოებრივ

ცხოვრებაში. ამიტომ ხშირად ელიტარულობის ქვეშ გულისხმობენ არა

ზნეობრივი ან ინტელექტუალური უპირატესობებისა თუ თვისებების ფლობას,

არამედ ძალაუფლებრივ დომინანტს.

―ელიტა – ესაა ჯგუფი, რომელიც საზოგადოებაში ფლობს

მნიშვნელოვნად მეტ ძალაუფლებას, ვიდრე სხვები―. ელიტა ახდენს

გადაწყვეტილებათა მიღების ფუნქციის მონოპოლიზებას ან საზოგადოებაში

სარგებლობს უპირატესი გავლენით. პოლიტიკური ელიტა არ არის

საზოგადოდ ელიტის ერთადერთი ფორმა, რამეთუ მის გვერდით არსებობენ

ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში ყველაზე მაღალი პრესტიჟით,

სტატუსით, სიმდიდრით სარგებლობენ, გამოირჩევიან ადამიანთა მასისაგან

მორალური და ინტელექტუალური უპირატესობებითა და თვისებებით.

ამიტომ, ისინი პოლიტიკურ ელიტასთან ერთად საზოგადოების ელიტას

შეადგენენ.კონკრეტულ საზოგადოებაში საზოგადოდ ელიტის, კერძოდ კი,

პოლიტიკური ელიტის იდენტიფიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

რეალური, სოციალური და პოლიტიკური მექნიზმების გასაგებად. ფართო

გაგებით, ელიტა მოიცავს იმ ადამიანებს, რომელიც განსაზღვრული

პერიოდის განმავლობაში საგრძნობ ზეგავლენას ახდენენ

საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების

მიღების პროცესზე.

ელიტის ცნების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პირველნი მას განსაზ

ღვრავენ როგორც ერთიან ჯგუფს, რომელსაც უკავია საკომანდო და

სტრატეგიული მნიშვნელობის პოსტები საზოგადოებაში; მეორენი ელიტას

განიხილავენ, როგორც იმ პირთა ერთობლიობას, რომლებიც ფლობენ

ძალაუფლებას, სიმდიდრეს, პრესტიჟს და ცნობილნი არიან; მესამენი მას

განიხილავენ, როგორც საზოგადოების უმაღლეს ფენას; მეოთხენი იყენებენ

Page 10: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

10

რა მორალურ და ფსიქოლოგიურ კრიტერიუმებს, ელიტას განსაზღვრავენ,

როგორც რჩეულ პიროვნებათა ერთ-ერთ სახეს. ელიტას განეკუთვნებიან

ნებისა და ენერგიის განსაკუთრებული ძალის მქონე ადამიანები.

ჩამოთვლილი კონცეფციებიდან:

– პირველი ელიტას განმარტავს ძირითად ინსტიტუტებში მისი პოზიციის

სოციალური მნიშვნელობის თვალსაზრისით და იმ სოციალური სტრუქტურის

თვალსაზრისით, რომელსაც ეს ინსტიტუტები ქმნიან;

– მეორე ოპერირებს სტატისტიკური მონაცემებით ელიტის წევრთა მიერ

იმ განსაზღვრული ფასეულობების ფლობის თაობაზე, რომელიც აღებულია

ინდიკატორთა სახით;

– მესამე ელიტას განიხილავს, როგორც ადამიანთა ერთიან დარაზმულ

და შეკრულ ჯგუფს;

– მეოთხე კი, ელიტას განიხილავს ადამიანის პიროვნების

განსაზღვრული ტიპების მორალური შეფასებების თვალსაზრისით.

მაშასადამე, „პირველი კონცეფციისათვის მთავარი საკითხია ის, თუ რას

მეთაურობენ ისინი, მეოთხისათვის – რასაც ისინი, როგორც ადამიანები

სინამდვილეში წარმოადგენენ―..

ელიტის ჩამოთვლილი კონცეფციებიდან საყურადღებოა:

აქსიოლოგიური, ანუ ღირებულებითი, ფუნქციონალური და

ინსტიტუციონალური თეორიები. მოკლედ, განვსაზღვროთ თითოეული

მათგანისათვის დამახასიათებელი პოსტულატები. აქსიოლოგიური თეორიის

თანახმად, ელიტა ეს არის საზოგადოების უმაღლესი ფენის შემადგენელი

ნაწილი, რომელიც საზოგადოების დანარჩენი წევრებისაგან გამოირჩევა იმ

განსაკუთრებული თვისებებით, რომელსაც მათთვის მოაქვთ ძალაუფლება

და პრესტიჟი. ამდენად, ამა თუ იმ პიროვნების ელიტარულობა

განისაზღვრება, თუ რამდენად ფლობს იგი უმაღლეს უნარებსა და

მაჩვენებლებს საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობის

სფეროში. ამ თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია ვ. პარეტო, რომელიც

თვლიდა, რომ ამ უნარებისა და ფასეულობების ფლობა გამოარჩევს ელიტას

მასისაგან. იგი ასე აყალიბებს თავის ძირითად აზრს: „დავუშვათ, რომ

Page 11: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

11

ადამიანური საქმიანობის ყოველ სფეროში თითოეულ ინდივიდს ენიჭება

გამოცდის შეფასებების მსგავსად, მისი ნიჭისა და უნარების ინდექსი

(მაჩვენებელი, – ა.ბ.). მაგალითად, ყველაზე საუკეთესო სპეციალისტს ეძლევა

ინდექსი 10, ისეთს, ვინც ახერხებს ერთი კლიენტის მიღებას, - 1, დაბოლოს,

კრეტინს – 0. იმას, ვინც შეძლო მილიონის დაგროვება (მნიშვნელობა არა

აქვს პატიოსანი თუ უპატიოსნო გზით) – 10, ათასი ლარის გამომმუშავებელს –

6, იმას, ვინც შიმშილით კვდება – 1, ხოლო იმას, ვინც ღარიბთა თავშესაფარში

იმყოფება – 0 საყურადღებოა, რომ მსჯელობა ეხება ფაქტობრივ და

არაპოტენციურ მდგომარეობას. „ამგვარად, – წერს იგი, – ჩვენ შევადგენთ

იმათ კლასს, ვისაც ყველაზე მაღალი ინდექსი (მაჩვენებელი – ა.ბ.) აქვს

თავისი საქმიანობის სფეროში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ რჩეულ კლასს,

ელიტას―.

მაშასადამე, ელიტა შედგება იმ ინდივიდებისაგან, რომლებიც ფლობენ

იმის მაქსიმუმს, რაც ადამიანებს გააჩნიათ: სიმდიდრეს, ძალაუფლებას,

პრესტიჟსა და ამ ფასეულობების ფლობით განსაზღვრულ ცხოვრების წესს.

ფსიქოლოგიურ-ღირებულებითი თეორიის კრედო ყველაზე ნათლად

გამოთქვა ხოსე ორტეგა-ი-გასეტმა შრომაში „მასების ამბოხი―. იგი ელიტას

განსაზღვრავს, როგორც რჩეულ პირთა ერთობლიობას, რომელსაც

მასებისაგან გამოარჩევს ნებისა და ენერგიის განსაკუთრებული ძალა, თავის

თავზე აღმატების სურვილი, კეთილშობილება. ამ დროს მნიშვნელობა არა

აქვს იმას, მდიდრები არიან ისინი თუ ღარიბები, უკავიათ მაღალი

მდგომარეობა – ისინი რჩეულნი არიან თავიანთი პიროვნული, ზნეობრივი,

ინტელექტუალური, თვისებების გამო. ელიტა ღირსია ფლობდეს იმას, რაც

გააჩნია, სწორედ მათთვის შინაგანად დამახასიათებელი თვისებების გამო. ამ

თეორიის მომხრეები თვლიან, რომ ადამიანები „თავისი ბუნების მიხედვით―

შეადგენენ ელიტას და მათი სიმდიდრე და პრივილეგიები მათივე

რჩეულობისა თუ გამორჩეულობის ბუნებრივი გაგრძელებაა. ამგვარად,

ელიტა ეს არის მაღალი ზნეობრივი და ინტელექტუალური თვისებების

მფლობელ ადამიანთა ჯგუფი ელიტის ჩამოყალიბება ხდება არა

ძალაუფლების, სიმდიდრის, პრესტიჟის მოპოვებისათვის ბრძოლაში, არამედ

Page 12: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

12

იგი არის საზოგადოების მიერ მისი ყველაზე ღირსეული და ფასეული

წარმომადგენლების ბუნებრივი შერჩევის შედეგი. ელიტასა და დანარჩენ

საზოგადოებას შორის არის არა ბატონობისა და მორჩილების, არამედ

მმართველისა და მართულის დამოკიდებულება, სადაც ხაზი ესმება

ხელმძღვანელობას, რომელიც დაფუძნებულია მართულთა მხრივ

თანხმობას, ნებაყოფლობით მორჩილებასა და ძალაუფლების მქონეთა

ავტორიტეტზე. ელიტარულობა საზოგადოების ეფექტური ფუნქციონირების

პირობაა.

აქსიოლოგიურ-ღირებულებითი თეორიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ,

რომ ელიტარულობა არათუ არ ეწინააღმდეგება თანამედროვე

დემოკრატიას, არამედ, პირიქით, აუცილებელია მისი ეფექტური

ფუნქციონირებისათვის.საზოგადოებაში მუდამ იქნებიან `ჩემპიონები~ და

`აუტსაიდერები~, რაც განპირობებულია ადამიანთა ნიჭის, უნარებისა თუ

ენერგიის უთანაბრობით. დემოკრატიული საზოგადოება ადამიანებს აძლევს

შანსს, სასტარტო პირობების თანასწორობას, ზოგი სათანადოდ სარგებლობს

ცხოვრების ამ წესით, ზოგი კი სრულიად ვერ იყენებს მას, ამიტომ შესაბამისად

შედეგებიც განსხვავებლია და უნდა იყოს კიდეც.

ფუნქციონალური თეორია ამოდის პოლიტიკურად ორგანიზებულ

საზოგადოებაში ელიტის ფუნქციონალური „გარდუვალობის თეზისიდან―.

ისინი თვლიან, რომ შეიძლება საზოგადოება მართო ხალხის სახელით,

მაგრამ არა ხალხის მეშვეობით. ხალხს მისი რაოდენობისა და

არაორგანიზებულობის გამო არ ძალუძს მართვის ფუნქციის თავის თავზე

აღება. თვისება, რომელიც განსაზღვრავს ელიტისადმი კუთვნილებას,

მდგომარეობს საზოგადოებრივი პროცესების მართვის ფუნქციის

შესასრულებლად აუცილებელ მაღალ კვალიფიკაციაში.

ელიტა არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფლობს განსაკუთრებულ

კვალიფიკაციას, რომელიც აუცილებელია განსაზღვრული ხელმძღვანელი

პოზიციების დასაკავებლად საზოგადოებაში. მისი უპირატესობა

საზოგადოების სხვა წევრებზე ვლინდება იმაში, რომ ელიტის შემადგენელ

პიროვნებებს იმდენი ელიტა არსებობს, რამდენიც საზოგადოებისათვის

Page 13: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

13

აუცილებელი და მნიშვნელოვანი საქმიანობის სფეროა. თითოეული

ასრულებს თავის ფუნქციებს ისე, რომ არც ერთს არ ძალუძს იყოს

მადომინირებელი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში. ელიტათა

სიმრავლე განპირობებულია სოციალური სტრუქტურების მრავალგვარობით.

სოციალური სტრუქტურის შესაბამისად,

საზოგადოებაში თითოეული ჯგუფი ქმნის საკუთარ ელიტას, რომელიც

იცავს მის ინტერესებს და, ამავე დროს, აქტიურად ზემოქმედებს თავად მასზე.

ადგილი აქვს ელიტათა კონკურენციას, რაც საშუალებას აძლევს

საზოგადოებას, დემოკრატიული პროცედურების მეშვეობით შეარჩიოს

ყველაზე კვალიფიციური და კომპეტენტური ხელმძღვანელობა – მმართველი

ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია სტრატეგიული მნიშვნელობის

გადაწყვეტილებების მიღებითა და ცხოვრებაში გატარებით. ამგვარად,

ფუნქციონალისტების თვალსაზრისით, ელიტები ასრულებენ

მმართველობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ

ფუნქციებს. დემოკრატიისათვისაც კი ელიტა (ელიტები) აუცილებელია,

რამეთუ უზრუნველყოფს ხალხის მიერ არჩეული ხელმძღვანელების

თვისებრივად მაღალ შემადგენლობას. მმართველი ფენა არა მხოლოდ

ფლობს მართვისთვის აუცილებელ თვისებებს, არამედ გვევლინება

დემოკრატიულ ფასეულობათა დამცველად. მაღალი თვისებებისა და

უნარების მქონე ელიტათა მონაცვლეობა – როტაცია, მუდმივად ცვლად

საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განაპირობებს თავად დემოკრატიის

სოციალურ ღირებულებასა და ფასს.

ინსტიტუციური თეორია. მისი ფუძემდებელია ჩარლზ რაიტ მილსი,

რომელმაც თავის წიგნში „მბრძანებელი ელიტა― ნათლად გადმოსცა

ინსტიტუციონალური მიდგომის უპირატესობა, საზოგადოდ ელიტის გაგებაში.

ზოგიერთი ავტორი ელიტის რ. მილსისეულ გაგებას კლასიკურ

კონცეფციასაც კი უწოდებს. დასაწყისშივე შეიძლება ითქვას ამ თეორიის ერთი

უპირატესობის შესახებ, იგი ელიტათა სოციოლოგიური კვლევის სოლიდური

ბაზაა, რომელიც უზრუნველყოფს ელიტათა ემპრიულ იდენტიფიკაციას.

ინსტიტუციონალური თეორია ელიტას განმარტავს ძირითადად ინსტიტუტებში

Page 14: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

14

მისი პოზიციების სოციალური მნიშვნელობისა და იმ სოციალური

სტრუქტურის თვალსაზრისით, რომელსაც ეს ინსტიტუტები ქმნიან. ელიტის

განმარტების საფუძველში დევს ძირითადად სოციალურ ინსტიტუტებში მის

მიერ დაკავებული პოზიციების კუთხით განხილვა. რ. მილსის აზრით,

`―ბრძენებელი ელიტა შედგება ისეთ პოზიციებზე მყოფი ადამიანებისაგან,

რომლებიც შესაძლებლობას აძლევს მათ ამაღლდნენ ჩვეულებრივ

ადამიანთაგან შემდგარ გარემოზე და მიიღონ უდიდესი შედეგების მქონე

გადაწყვეტილებები― (100, გვ. 24). იღებენ თუ არა ისინი გადაწყვეტილებებს

– ეს ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ასეთი საკვანძო პოზიციების

ფლობის აქტი. ცნობილ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე უარის თქმაც

კი თავისთავად წარმოადგენს მოქმედებას, რომელსაც ხშირად უფრო დიდი

შედეგები მოჰყვება, ვიდრე მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს

მილსის აზრით, განპირობებულია იმით, რომ ისინი განაგებენ და

ხელმძღვანელობენ თანამედროვე საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან

იერარქიულ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს. ისინი ხელმძღვანელობენ

მსხვილ კორპორაციებს, მართავენ სახელმწიფოებრივი ხელისუფლების

მექანიზმებს და პრეტენზიებს აცხადებენ მის პრეროგატივებზე. ელიტა

მართავს სამხედრო უწყების საქმიანობას, უკავია სტრატეგიული საკომანდო

პუნქტები სოციალურ სისტემაში, მათ ხელში თავმოყრილია ნამდვილი

საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ძალაუფლებას, სიმდიდრეს,

პრესტიჟს და რომლებითაც მისი შემადგენელი ინდივიდები სარგებლობენ.

1.2 თანამედროვე ელიტარული თეორიის ძირითადი ტიპოლოგია და

მიმართულებები

ელიტა – ეს არის ერთიანი, შეკრული და ძლიერი ჯგუფი, რომელიც

უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოების ცხოვრებაზე. ამ სიძლიერის

გასაღები იმ პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებში კი არ უნდა

ვეძიოთ, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, არამედ – თანამედროვე

საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციებში. სწორედ „ეს იერარქიული

ინსტიტუტები – სახელმწიფო, კორპორაციები, არმია – ქმნიან ძალაუფლების

Page 15: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

15

იარაღებს. როგორც ძალაუფლების იარაღებს, მათ ახლა აქვთ ისეთი

მნიშვნელობა, როგორც ჯერ კიდევ არ ჰქონიათ კაცობრიობის მთელი

ისტორიის განმავლობაში―.

მილსი აკეთებს სწორ მეთოდოლოგიურ მითითებას: ამ იერარქიათა

მწვერვალზე იმყოფება თანამედროვე საზოგადოების საკომანდო პუნქტები,

რომელთა გამოვლენა გვაძლევს საზოგადოების უმაღლეს წრეთა თუ

ელიტათა როლის გაგების სოციოლოგიურ გასაღებს. ამ მეთოდოლოგიური

პრინციპის საფუძველზე მილსი აკრიტიკებს ელიტის თეორიებს, რომლებიც

ელიტარულობის მიზეზად ინდივიდთა უნარებს, სიმდიდრესა და პრესტიჟს

ასახელებენ. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, მმართველი ელიტა უბრალოდ

შედგება იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ფლობენ იმის მაქსიმუმს, რაც

ადამიანებს გააჩნიათ: ფულს, ძალაუფლებას, პრესტიჟს, აგრეთვე ამ

დოვლათთა ფლობით განსაზღვრულ ცხოვრების წესს. მაგრამ, შენიშნავს

მილსი, ელიტის შემადგენელი ადამიანები – უბრალოდ ისინი კი არ არიან,

ვისაც ყველაზე მეტი აქვთ; „მათ არ ექნებოდათ ყველაზე მეტი―, რომ არ

ეჭიროთ თავისი განსაკუთრებული პოზიციები მნიშვნელოვან სოციალურ

ინსტიტუტებში, ვინაიდან ეს ინსტიტუტებია ძალაუფლების, სიმდიდრის,

პრესტიჟის აუცილებელი საფუძველი და ამავე დროს, ძალაუფლების

განხორციელების, სიმდიდრის მოპოვებისა და შენარჩუნების, პრესტიჟზე

ყველაზე მაღალი პრეტენზიების რეალიზაციის იარაღი― ძლევამოსილ,

ძალაუფლების მქონე ადამიანებს ჩვეულებრივ უწოდებენ იმათ, ვისაც

შესაძლებლობა აქვთ აღასრულონ და გაიტანონ საკუთარი ნება იმ

შემთხვევაში, როდესაც მას სხვები წინააღმდეგობას უწევენ. ამგვარი

ძლევამოსილებისა თუ ძალაუფლების მრავალი წყარო და საფუძველი

არსებობს, მაგრამ, მილსის აზრით, მათგან ყველაზე ძირითადია სოციალური

ინსტიტუტები.

მილსი სოციოლოგიური თვალსაზრისით სწორად აკრიტიკებს ელიტის

იმ თეორიასაც, რომელშიც მისი წევრები წარმოდგენილია, როგორც

უმაღლესი სოციალური ფენის წევრები, როგორც ჯგუფები, რომლებიც

იცნობენ, ხვდებიან საზოგადოებაში, დაკავშირებულნი არიან საქმიანი

Page 16: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

16

ურთიერთობებით და ამიტომ ანგარიშს უწევენ ერთმანეთს

გადაწყვეტილებების გამოტანის დროს. ასეთი კონცეფციის თანახმად, ელიტა

თავად გრძნობს და სხვების მიერაც აღიქმება, როგორც უმაღლეს სოციალურ

კლასებს შიგნით წარმოქმნილი ცენტრალური ბირთვი. ამ კონცეფციის

თანახმად, ელიტა შეადგენს მეტ-ნაკლებად კომპაქტურ სოციალურ და

ფსიქოლოგიურ მთელს. მათთვის დამახასიათებელია ელიტარულობის

ცნობიერება. იგი მეტ-ნაკლებად აცნობიერებს საკუთარ თავს, როგორც

სოციალურ კლასს. ისინი ერთმანეთთან უფრო სხვაგვარად იქცევიან, ვიდრე

სხვა კლასის წარმომადგენლებთან. ისინი კეთილად ეპყრობიან, უგებენ

ერთმანეთს, ქორწინდებიან ერთმანეთს შორის, ესწრაფვიან იმას, რომ

იმოქმედონ და იფიქრონ თუ ერთობლივად არა, მაშინ უკიდურეს

შემთხვევაში, ერთნაირად მაინც.დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს,

რომ დღეს არსებული ელიტებისაგან ერთეულებმა თუ შეინარჩუნეს თავიანთი

არისტოკრატიულობა. მრავალი ისტორიული მიზეზი არსებობს იმისა, რომ

დავასკვნათ, თუ ასეთი ელიტა არსებობს, მაშინ ის მკვეთრად განსხვავდება იმ

არისტოკრატიული გვარებისაგან, რომლებიც ოდესღაც მართავდნენ

მსოფლიოს ქვეყნებს. ასეთი მმართველი ფენის არსებობის შესახებ

წარმოდგენა დაკავშირებულია ვარაუდთან, რომ მისი წევრების

უმრავლესობა გამოირჩევა სოციალური წარმოშობით, მთელი მათი

ცხოვრების მანძილზე ისინი ინარჩუნებენ არაოფიციალურ კავშირებს

ერთმანეთთან და რომ არსებობს სიმდიდრის, ძალაუფლების, დიდების

განმგებელ იერარქიაში საკომანდო პოსტებზე ადამიანთა ცნობილი

გადაადგილებები. მილსი დამაჯერებლად აკრიტიკებს ამ კონცეფციასაც და

ნათლად აჩვენებს, რომ არა სოციალური წარმომავლობა, არა ნაცნობობა თუ

კავშირები, არამედ მათ ელიტარულობას განსაზღვრავს იმ საკომანდო

პოსტების დაკავება,რომლებიც მათ ჩვენ მიერ უკვე აღწერილ ძირითად

სოციალურ ინსტიტუტებში უჭირავთ. მილსი, ასევე, საფუძვლიანად

აკრიტიკებს თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც ელიტა არის რჩეულ

პიროვნებათა გარკვეული სახე, რომ ელიტას შეადგენენ ნებისა და ენერგიის

განსაკუთრებული ძალის მქონე ადამიანები. თეორიტიკოსს, რომელსაც

Page 17: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

17

სოციოლოგიური მოვლენები ადამიანის ბუნებისაგან გამოჰყავს, – წერს იგი, –

ელიტის ქვეშ შეუძლია იგულისხმოს არა რომელიმე სოციალური ფენა ან

სოციალური კატეგორია, არამედ ერთეული, ერთმანეთისაგან სრულიად

ცალკე მდგომი ინდივიდუმები, რომლებიც უფრო კეთილშობილი,

ენერგიული და ვარგისიანი მასალისაგან არიან შექმნილნი, ვიდრე სხვა

ადამიანები. მნიშვნელობა არ აქვს სიმდიდრეს ან სიღარიბეს – ისინი

რჩეულნი არიან თავიანთი გამორჩეული პიროვნული თვისებების გამო. ეს

კონცეფცია უარყოფს ელიტის სოციალურ ბუნებას, მაგრამ მისი

ნაირსახეობა:მორალური თუ ფსიქოლოგიური კონცეფციები ეხება არა

ცალკეულპიროვნებას, არამედ მთლიანად ფენას, ანუ ელიტას. მილსი

პოულობს ამ თეორიის განმაპირობებელ სოციალურ მექანიზმებს. მისი

აზრით, წარმოდგენა `რჩეულ ადამიანებზე~ მუდმივად წარმოიშობა იმ

საზოგადოებაში, სადაც ზოგიერთი ადამიანი ფლობს გაცილებით იმაზე მეტს,

ვიდრე სხვა დანარჩენი. `ასეთი უპირეტესობების მქონე ადამიანებს არ სურთ

იფიქრონ, რომ მათ ეს უპირატესობები სავსებით შემთხვევით ერგოთ. ისინი

ხალისით ასკვნიან, რომ ღირსნი არიან ფლობდნენ იმას, რასაც ფლობენ

მათთვის შინაგანად დამახასიათებელი თვისებების გამო. თვლიან, რომ ისინი

„თავისი ბუნების მიხედვით― წარმოადგენენ ელიტას და ნამდვილად

წარმოისახავენ, რომ მათი სიმდიდრე და პრივილეგიები მათი რჩეული

პიროვნულობის ბუნებრივი გაგრძელებაა. ასეთ შემთხვევაში ელიტის

განმარტება, როგორც მაღალი ზნეობრივი თვისებების მქონე ადამიანების

ჯგუფისა, მართლაც, რომ ხშირად არის ელიტის, როგორც

პრივილეგირებული მმართველი ფენის იდეოლოგიური იარაღი,

დამოუკიდებლად იმისაგან, ეს იდეოლოგია თავად ელიტისაგანაა შექმნილი

თუ სხვებმა შეუქმნეს მას.მილსი კარგად აცნობიერებს იმ გარემოებასაც, რომ

წარმოდგენა ელიტაზე, როგორც გამორჩეულ პიროვნებათა ჯგუფზე,

ყოველთვის არაა განსაკუთრებულად პრივილეგირებული კლასთა ხელში,

მხოლოდ იდეოლოგიური ფორმულა. იგი ხშირად შეესაბამება სინამდვილეს:

`არიან საკუთარი ცხოვრების ბატონპატრონნი და ფლობენ განსაკუთრებულ

პრივილეგიებს, საზოგადოების უმაღლესი ფენის მრავალი წარმომადგენელი

Page 18: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

18

დროთა განმავლობაში ნამდვილად იძენს იმ სულიერ თვისებებს, რომელიც

ძალიან უახლოვდება იმათ, რომლის მატარებლადაც ისინი საკუთარ თავს

აცხადებენ. არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ მთელი მათი ცხოვრებისეული

გამოცდილება და ვარჯიში უმუშავებთ მათ სპეციფიკურ სულიერ – გონით

წყობას ასევე აღსანიშნავია, რომ სანამ ელიტა ცოცხლობს და იფურჩქნება,

როგორც კლასი ან როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც უკავია

საკომანდო პოზიციები, მანამ იგი შეარჩევს და ჩამოაყალიბებს ადამიანებს,

რომლებსაც მისთვის მისაღები სულიერი წყობა ექნებათ, სხვა სულიერი

წყობისა და ყაიდის პიროვნებებს კი უარყოფს. თავად რ. მილსი ელიტის

საკუთარ-ინსტიტუციურ გაგების არსს შემდეგნაირად აყალიბებს: `ჩემი

კონცეფციის არსი დაიყვანება მტკიცებულებაზე, რომ ისტორიულ

გარემოებათა დამთხვევამ ჩვენი განსაკუთრებული ეპოქა მიიყვანა

თანამედროვე მბრძანებელი ელიტის წარმოქმნასთან, რომ ელიტის

წარმომქმნელი წრეების შემადგენელი ადამიანები ჩვენს ეპოქაში იღებენ

(თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად) მნიშვნელოვან

გადაწყვეტილებებს და რომ ძალაუფლების ახლა არსებული იარაღების

გაძლიერებისა და ცენტრალიზაციის შედეგად, მათ მიერ მიღებულ

გადაწყვეტილებებს ან ცნობილი გადაწყვეტილებებიდან გადახვევას თან

ახლავს უფრო სერიოზული შედეგები და ეხებიან ადამიანთა უფრო

მნიშვნელოვან მასას, ვიდრე როდესმე კაცობრიობის მთელი ისტორიის

მანძილზე.

1.3 პოლიტიკური ელიტის ფორმირების მექანიზმები

ელიტათა არსებულ კონცეფციებს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები

აქვს. მიუხედავა იმისა, რომ მილსის ინტიტუციონალური თეორია

გადაჭარბებით აფასებს ელიტის როლს თანამედროვე დემოკრატიულ და

ძლიერი სამოქალაქო ინსტიტუტების მქონე საზოგადოებაში, ეს თეორია

სოციალური მეთოდოლოგიის თვალსაზრისით, უფრო ეფექტური და

ევრისტიკული მნიშვნელობისაა. ამ თეორიის ეფექტურობა ერთ პრაქტიკულ

და ორ თეორიულ უპირატესობაში გამოიხატება. Pპრაქტიკული

Page 19: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

19

უპირატესობაა, რომ იგი არის ყველაზე ადვილი და რეალური გზა, რომელიც

საშუალებას გვაძლევს შევაღწიოთ მთელი პრობლემის `თავად შუაგულში~,

თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი წრეების შესახებ სოციოლოგიური

გააზრებებისათვის არსებობს მეტნაკლებად მისადგომი ფაქტობრივი

მონაცემების დიდი რაოდენობა.

უფრო მნიშვნელოვანია თეორიული უპირატესობები. ძირითადი

სოციალური ინსტიტუტების პოზიციებიდან ელიტის განსაზღვრებას, უწინარეს

ყოვლისა, ის უპირატესობა აქვს, რომ იგი არ გვაიძულებს წინასწარ

გამოვიცნოთ თავად განსაზღვრებაში ისეთი საგნები, რომლებიც ჩვენ

ვალდებული ვართ ღიად დავტოვოთ გამოკვლევისათვის. მაგალითად,

შენიშნავს მილსი, ელიტის მორალურფსიქოლოგიური განმარტება, როგორც

განსაზღვრული სოციოლოგიურ-გონით წყობით გამორჩეულ ადამიანთა

ჯგუფისა, არ არის საბოლოო, რადგან მას უშუალოდ მივყავართ ახალ

კითხვასთან, თუ რატომ აქვთ ამ ადამიანებს ესა თუ ის ხასიათი. ამიტომ

ჩვენთვის უმჯობესი იქნება ღიად დავტოვოთ საკითხი იმის შესახებ, თუ

როგორ სულიერ-გონით წყობას ფლობენ სინამდვილეში ელიტის

შემადგენელი პირები, ვიდრე განვსაზღვროთ ელიტა ამა თუ იმ სულიერ

გონითი წყობის ნიშნის მიხედვით. მეორე თეორიული უპირატესობა

ინსტიტუციონალური გაგებისა ისაა, რომ იგი საშუალებას იძლევა

თანმიმდევრულად მივუჩინოთ ელიტის დანარჩენ კონცეფციებს სათანადო

ადგილი:

1. ადამიანთა მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკავებული

უმთავრესი პოზიციები განსაზღვრავენ განსაკუთრებით ფასეულ

ცხოვრებისეულ დოვლათთა შეძენისა და შენარჩუნების მათეულ შანსებს;

2. მათი ფსიქიკა მნიშვნელოვანი ზომით განისაზღვრება იმ

ფასეულობებით, რომლებსაც ისინი ამის შედეგად ფლობენ და იმ როლით,

რომელსაც ისინი ასრულებენ ძირითად სოციალურ ინსტიტუტებში;

3. დაბოლოს, საკითხი იმის შესახებ, აცნობიერებენ თუ არა ისინი

რჩეული საზოგადოებრივი კლასისადმი თავიანთ კუთვნილებას, მოქმედებენ

თუ არა იმის შესატყვისად, რასაც ისინი ამ კლასის ინტერესებად თვლიან,

Page 20: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

20

რეალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ზომით წყდება ძირითადად სოციალურ

ინსტიტუტებში მათ მიერ დაკავებული ადგილით, აგრეთვე იმ რჩეული

ფასეულობებით, რომლებსაც ისინი ფლობენ, იმ ადამიანთა სულიერი

წყობით, რომელიც ნაჩვენები ფაქტორების გავლენით ყალიბდება.

ამგვარად, თუ გავაღრმავებთ ელიტის ინსტიტუციონალური გაგების

დადებით მომენტებს პოტენციალურ და მარეალიზებელ ძალაუფლებათა

შორის განსხვავების, გადაწყვეტილებათა მიღების მნიშვნელობის

საფუძველზე, მაშინ ნებისმიერი ელიტის იდენტიფიკაციის კრიტერიუმი

აღმოჩნდება ძალაუფლების რესურსთა არსებობა და მათი გამოყენება

მნიშვნელოვანი და მასშტაბური შედეგების მქონე გადაწყვეტილებების

მისაღებად. ელიტას შეიძლება მივაკუთვნოთ უმაღლეს წრეთა ის

წარმომადგენლები, რომლებიც მართავენ საზოგადოების სასიცოცხლო

მნიშვნელობის მქონე სოციალურ ინსტიტუტებს და რომელთა მიერ მიღებულ

გადაწყვეტილებებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის.

ამგვარად, ელიტას შეადგენენ ის ადამიანები, რომლებსაც სტრატეგიული

მდგომარეობა უჭირავთ უმთავრეს საზოგადოებრივ თუ კერძო ინსტიტუტებსა

და დაწესებულებებში: ეკონომიკაში, სამთავრობო სტრუქტურაში, პარტიებში,

სამხედრო ადმინისტრაციაში, რელიგიურ ორგანიზაციებში, პროფკავშირებში,

პარტიებში, განათლებისა და კულტურის სისტემაში, მასობრივი კომუნიკაციის

საშუალებებში და სხვ. ამ სტრატეგიული პოზიციების დაკავებისას ისინი საკმაო

გავლენას, ავტორიტეტსა და ძალას უნდა ფლობდნენ იმისათვის, რათა მათზე

იყოს დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება და ეროვნულ-

სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარება.

ელიტათა ზემოთ განხილული თეორიები, შეიძლება ითქვას, ავსებენ

ერთმანეთს და მათი პრინციპების ერთმანეთზე დამატება, ისე რომ,

მადომინირებელი მნიშვნელობა ინსტიტუციონალურ კონცეფციას ექნება,

შესაძლებლობას მოგვცემს ობიექტურად შევისწავლოთ და განვსაზღვროთ

ელიტის სახეები და მათი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

Page 21: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

21

ელიტათა სახეები. ინსტიტუციონალური მიდგომა საშუალებას

გვაძლევს გამოვყოთ ისეთ გარდამავალ პერიოდში მყოფ საზოგადოებაში,

როგორიც ჩვენია, შემდეგი ელიტები: ეკონომიკური, პოლიტიკური,

სამხედრო, რელიგიური, მეცნიერულ-აკადემიური,ლიტერატურულ-

მხატვრული,სპორტული და სხვ. ამგვარად, არსებობს არა ელიტა მხოლობით

რიცხვში, არამედ ელიტები, რომელთაგან თითოეულს თავისი როლი და

დანიშნულება აქვს საზოგადოებაში.

დღეს საქართველოში ყველაზე მეტად გამოკვეთილია პოლიტიკური

ელიტა; ნელა, მაგრამ ნათლად იკვეთება ეკონომიკური ელიტა;

ჩამოყალიბების პროცესშია სამხედრო და რელიგიური ელიტები. ძველი

იდეოლოგიური ელიტა თანდათანობით კარგავს პოზიციებს და ადგილს

უთმობს ინტელექტუალთა ელიტას, რომელიც ძირითადად მასმედიის,

პოლიტოლოგთა და ყოფილ დისიდენტთაგან წარმოდგება.

თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებებში ერთმანეთისაგან

განასხვავებენ „პოლიტიკურ კლასსა― და „პოლიტიკურ ელიტას―, რათა

კარგად დავინახოთ თუ ვინ მართავს საზოგადოებასა და ფუნდამენტურად

გავერკვეთ ელიტისა და დემოკრატიის დამოკიდებულებაში. პოლიტიკურ

კლასს შეადგენს ძალაუფლებისა და გავლენის მქონე ჯგუფები, რომელიც

უშუალოდ ანგაჟირებულია (განმსჭვალულია – ა. ბ.) პოლიტიკური

ლიდერებისათვის ბრძოლით...

პოლიტიკური ელიტა – ესაა პოლიტიკური კლასის ის ნაწილი,

რომელიც რეალურად იყენებს ძალაუფლებას მოცემულ საზოგადოებასა და

მოცემული დროის მონაკვეთში. ასეთი გამიჯვნა გვეხმარება, რათა კარგად

განვასხვაოთ ძალაუფლებრივი რესურსების პოტენციური ფლობა მისი

აქტუალიზაციისაგან. დავინახოთ, რომ ზოგჯერ პოლიტიკურ კლასს უფრო

მეტი საზოგადოებრივი წონა აქვს, ვიდრე პოლიტიკურ ელიტას. მაგრამ

პოსტსაბჭოური საზოგადოების სპეციფიკა ისეთია, რომ უმჯობესია,

ვილაპარაკოთ უფრო `მმართველ კლასზე―, ვიდრე პოლიტიკურ კლასსა და

ელიტაზე, რამეთუ ტრადიციულად ჩვენთან ყველაზე მეტად ერწყმოდა

Page 22: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

22

ერთმანეთს პოლიტიკა და მართვა, პოლიტიკოსი და ბიუროკრატი...

`მმართველი კლასის― ცნების ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ ფართო

ადმინისტრაციული – მმართველი ფენა, რომელსაც განსაკუთრებული

მნიშვნელობის სტატუსის მქონე ჯგუფისადმი კუთვნილების ძალით

მონოპოლიური უფლება აქვს პოლიტიკურ კარიერასა და საქმიანობაზე.

`მმართველი კლასის~ დამახასიათებელია: ძალაუფლებრივ

უფლებამოსილებაზე განსაკუთრებული პრივილეგიების არსებობა და

საკუთრებისა და ძალაუფლების შერწყმა. რაც უფრო გაიმიჯნება

ერთმანეთისაგან ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურები, მით უფრო

დამაჯერებლად შეგვეძლება ვთქვათ, რომ ყალიბდება დამოუკიდებელი

პოლიტიკური ელიტა, რომელმაც დაიკავა ის სტრატეგიული ადგილი,

რომელიც საშუალებას მისცემს მას გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ

გადაწყვეტილებათა მიღებაზე. პოლიტიკური ელიტა და დემოკრატია. ერთი

შეხედვით, ეს ორი ცნება თითქოს შეუთავსებელია და გამორიცხავს

ერთმანეთს. თუ ერთისთვის დამახასიათებელია ადამიანთა მცირე ჯგუფის

მიერ საზოგადოების მართვაზე ყურადღების გამახვილება, მაშინ მეორე

ხალხის როლზე აკეთებს აქცენტს.

თითქოსდა ელიტარულობა ძირს უთხრის დემოკრატიის მთავარ

პრინციპებს. აქ ნამდვილადაა პრობლემა და სიძნელე, მაგრამ არა

დაუძლეველი. რ. არონის აზრით, მონოლითური ელიტის არსებობა ნიშნავს

თავისუფლების დასასრულს, ხოლო სუსტ და წვრილ-წვრილ ჯგუფებად

დაშლილი ელიტა კი – სახელმწიფოს დასასრულს. ამგვარად, ელიტა

აუცილებელია, მაგრამ ამ ორი უკიდურესობისაგან თავისუფალი.

დემოკრატია თავისუფლად განვითარდება მაშინ, როდესაც ელიტათა

დიფერენციაციას მივყავართ ცალკეულ ძალაუფლებრივ ცენტრთა შორის

შეჯიბრსა და ელიტათა შორის სოლიდარობასთან, რომელიც პოლიტიკური

თამაშის საფუძველმდები პრინციპებისა და წესების შესახებ კონსენსუნსში

გამოიხატება. უპირველესი და ყველაზე რელევანტური მოთხოვნები,

რომლებიც წაეყენება ელიტას დემოკრატიის პირობებში, შემდეგია:

Page 23: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

23

„პლურალიზმი, ელიტათა განცალკევებულ ჯგუფთა არსებობა, ცალკეულ

ელიტარულ ჯგუფთა ავტონომიურობა და ერთმანეთისაგან შედარებით

დამოუკიდებლობა, დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრების ბაზისურ

ღირებულებათა და ძირითად წესთა შესახებ კონსენსუსი― მიუხედავად ამისა,

უნდა შევნიშნოთ, რომ ელიტარული კონცეფციები არ არის ის თეორიული

ბერკეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა დემოკრატიის პოტენციალი

სრულად გამოგვეყენებინა. ელიტათა ეფექტურ მოქმედებას მთელი

საზოგადოების საკეთილდღეოდ განაპირობებს სახელმწიფოსა და

საზოგადოებას შორის არსებული ნათელი დიფერენციაცია. თვით ისეთ

დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი, როგორიც აშშ-ია, სამოქალაქო საზოგადოების

ინსტიტუტთა და მოქალაქეთა ძირითადი მასის „ინერტულობა― (რ. მილსი)

იწვევს `მბრძანებელი ელიტის~ გაძლიერებასა და სოციალური და

პოლიტიკური მოქმედების ერთადერთ ფაქტორად ქცევას. მაშ, რაღა უნდა

ვთქვათ ჩვენ, რომლებმაც გამოვიარეთ ტოტალიტარიზმის ისეთი აღზევების

გრძელი პერიოდი, რომ საზოგადოება თითქმის მთლიანად დაიკარგა

სახელმწიფოს არტახებში. ახლანდელი პროცესები კარგად ავლენს

„მმართველ კლასსა― და „პოლიტიკურ ელიტას―, მაგრამ ცუდად მოსჩანს

საზოგადოება. დღეს „იგი ასიმილირებული კი არაა, არამედ

იგნორირებულია, გათქვეფილი კი არაა, არამედ წარმოდგენილია―. და ისე

რომ არ მოხდეს, რომ დარჩნენ მხოლოდ წარმომადგენლები, ე.ი. ელიტა,

ხოლო საზოგადოება `ინერტულ~ და აპათიურ წარმონაქმნად არ დარჩეს,

აუცილებელია ელიტათა პლურალიზმთან ერთად, სამოქალაქო

საზოგადოების ინსტიტუტებისა და აქტიური, პარტისიპატორული, ანუ

მონაწილეობითი პოლიტიკური კულტურისა და უშუალო დემოკრატიისა და

თვითმმართველობის მექანიზმთა განვითარებაც.

თავი II - საქართველოს პოლიტიკური ელიტის ფორმირების

თავისებურებები

2.1 საბჭოთა პერიოდის ქართული ელიტა

Page 24: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

24

2.2 პოლიტიკური კულტურის გავლენა პოსტ-საბჭოთა საქართველოს

ელიტის ფორმირებაზე

თავი III - საგარეო ძალები, როგორც მნიშვნელოვანი გავლენის

ფაქტორები პოსტ-საბჭოთა საქართველოს ელიტის ჩამოყალიბების

პროცესში

3.1 საქართველოს დასავლურ-პოლიტიკური ვექტორი

3.2 გარეშე ფაქტორების გავლენა პოლიტიკური ელიტის ფორმირება

3.3 ეროვნული და დასავლური ღირებულებების წინააღმდეგობა, როგორც

ქართული ელიტის მნიშვნელოვანი პრობლემა

დასკვნა

მას შემდეგ რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებელობა,

ქვეყანაში ადგილი ქონდა პოლიტიკურ კოლაფსებსა და არეულობებს:

საბჭოთა კავშირის დაშლა, შეიარაღებული გადატრიალება, რომელსაც

მოჰყვა ზ. გამსახურდიას საპრეზიდენტო მმართველობის დასრულება და ე.

შევარდნაძის ძალაუფლების დაბრუნება, ვარდების რევოლუცია და

არჩევნები - რომლებსაც მოყვა ოპოზიციური ძალების ხელისუფლებაში

მოსვლა. აღნიშნულმა რყევებმა პოლიტიკაში ვერ შეძლეს ძველი ელიტის

ახალი ელიტით შეცვლა. როგორც აღვნიშნეთ, ე. შევარდნაძე იყო ძველი

ნომეკლატურის ერთ-ერთი ლიდერი საბჭოთა პერიოდში და

დამოუკიდებლობის პირველ წლებში ელიტაში მოვიდნენ ძველი

ნომენკლატურის, ყოფილი ―კომსომოლის‖ წევრები. როგორც ჯეიმს შერმა

განაცხადა: ―კაპიტალიზმისა‖ და ―საბაზრო ეკონომიკის რეფორმის‖

პოსტკომუნისტური სლოგანების მიღმა, ამ ქსელებმა გარდაქმნეს

ბიუროკრატიული ძალაუფლება ფინანსურ ძალაუფლებად და მოახდინეს

არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ თავად სახელმწიფოს ―პრივატიზაცია‖.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი პოზიტიურად აფასებს ვარდების

რევოლუციას და ქართული ელიტის პოსტ-რევოლუციურ ტრანსფორმაციას,

აგრეთვე მმართველი ახალი ელიტის ოპტიმისტური ხედვისა, ცალსახაა,

Page 25: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

25

რომ კვლავ არსებობს უამრავი პრობლემა ქვეყანაში ახალი ელიტის

პოლიტიკის ფორმირების თვალსაზრისით. არჩეული ახალი პოლიტიკური

კურსის მიუხედავად, მმართველი ელიტის შემადგენლობა უშუალოდ

რევოლუციის შემდეგ ფაქტიურად არ შეცვლილა. პოლიტიკას

ახორციელებენ შევარდნაძის მმართველობის პერიოდის ყველაზე აქტიური

პოლიტიკოსები.

ოპოზიციური ძალებიც ძირითადად ძველი რეჟიმიდან მოვიდნენ.

მმართველი ელიტის მიღმა აღმოჩნდნენ ისინი, ვისაც საზოგადოებაში

დაბალი რეიტინგი ჰქონდა, რადგან მონაწილეობდნენ რევოლუციამდე

ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში და ძველი სისტემის კონფორმისტები

იყვნენ. ოპოზიციონერთა მეორე ჯგუფი დაკომპლექტდა იმ ადამიანებისგან,

რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს რევოლუციაში და შემდეგ

იმედები გაუცრუვდათ შემდგომში შექმნილი ვითარებისა და მმართველი

ელიტის გამო. ასეთი ძირითადად არიან არასამთავრობო ორგანიზაციების

წარმომადგენლები და სხვა საზოგადოებრივი ფიგურები. ყველაზე მეტად

კრიტიკის საგანს წარმოადგენს მ. სააკაშვილის რეჟიმის ავტორიტარიზმი და

მოჭარბებული თვითდაჯერებულობა მმართველი გუნდის ხედვების და

ქმედებების მიმართ. ამასთანავე მთავრობის წევრთა უმრავლესობის მიმართ

გაჟღერებული კრიტიკის მთავარ საგანს წარმოადგენს

ანგარიშვალდებულების დაბალი მაჩვებნებელი და მმართველი ელიტის

საეჭვო ქსელებში და ბიზნეს ინტერესტა ჯგუფებში ჩართულობა.

პოლიტიკური ელიტის ცვლილების დინამიკა გვიჩვენებს, რომ

საბჭოთა კავშირის დროიდან დღემდე ხდებოდა ელიტის

რეპროდუცირება. ელიტებს აქვთ უნარი მოერგონ ახალ ვითარებას,

პოლიტიკური კურსის ცვლილებისა და ქსელების წარმოქმნის გზით დარჩნენ

მთავრობისა და ძალაუფლების სათავეში.

ზემოაღნიშნული ვითარება ასახავს ქართული პოლიტიკური ელიტის

ფორმირების სურათს 2012 წდამჟე ხოლო შემდეგ პოლიტიკური ელიტის

Page 26: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

26

მიერ წარმართული არასწორ პროცესების გამო ახალი ცვლილებებია

საქართველო პოლიტიკურ ელიტაში 2012 წლიდან.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ამერიკული დემოკრატია. თარგმნა რ. გაჩეჩილაძემ. გამომცემლობა

―ჯისიაი‖, თბ., 1995.

2. არისტოტელე. პოლიტიკა ნაწილი I-II, თ. კუკავას თარგმანი,

გამომცემლობა―სამშობლო‖, თბ., 1995-1996.

3. ერქომაიშვილი ვ. ფილოსოფია. გამომცემლობა ―ჯვარი‖, თბ., 1998..

4. ვებერი მ. პოლიტიკა, როგორც მოწოდება და ხელობა. თბ., 1994.

5. ვებერი მ. ხარიზმული ბატონობა. ბროშურაში „ო. შპენგლერი პოლიტი-კის

ფილოსოფია. მ. ვებერი ხარიზმული ბატონობა― თბ., 1995.

6. თევზაძე გ. საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები. თბ., 1999.

7. თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის ანთოლოგია. თბ., 1997.

8. კაშია ე. თავისუფლება და ფედერალიზმი. თბ., 1996.

9. კოდუა ე. სოციოლოგიის ისტორია, I-II ნაკვეთი, თბ., 1996.

10. კოდუა ე. სოციოლოგია, I-II ნაკვეთი, თბ., 1998.

11. კოდუა ე. იდეოლოგია `ქიმს~ მიღმა. მაცნე. ფილოსოფიის სერია #1. 1997

12. მაკიაველი ნ. მთავარი. თბილისი 1984.

13. ნოდია გ. იდეოლოგია: ეროვნული და სხვ. ჟურნალი „აფრა― #5, 1998.

14. საქართველოს პოლიტიკური სისტემა, თბ., 1998.

15. Авцинова Г.А. Политическое лидерство. Типология политического

лидера. В Кн. Психология и психоанализ власти. Хрестоматия. Т.1

Издательский Дом „БАХРАХ―. Самара‚ 1999.

16. Алмонд Г.А. Верба С. Гражданская культура и стабильная демократиа.

Политические исследования №4; 1992.

17. Алюшин М.В.‚ Порус В.Н. Власть и „политический реализм―. В книге

Райгородский Д.Я. Психологиа и психоанализ власти. Хрестоматия. Т.1

Издательский Дом „БАХРАХ―. Самара‚ 1999.

18.Nodia Ghia, "1998—A Bad Year for Georgia?" Caucasian Institute for Peace,

Progress,and Development of Democracy, Tbilisi

Page 27: უნივერსიტეტი ფაკულტეტის ... · 2020-04-04 · 3 სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის

27

19. Piven, Frances, and Richard Cloward 1977 Poor People's Movements. New

York: RandomHouse.

20. Tevzadze G. Chiaberashvili, Z. ―Power elites in Georgia‖ Tbilisi 2003.

Waxman, Chaim I. ed. 1968. The End of Ideology Debate. New York: Clarion.

21. Etzioni-Halevy, (1997), Classes and Elites in Democracy and Democratization,

Garland. Publishing Inc., New York and London.

22. Robert Michels, ―The oligarchical tendencies of working class organizations‖,

in EtzioniHalevy, pp. 243-250.

23. Пугачев В.П., Соловьев А.И. введение в политологию. М., 1995, Гл.7. Гл.16.

24. Мухаев Р.Т. Политология. М.:ПРИОР, 1998. Гл.7.Гл.12.

25. Ашин Г.А. Современные теории элиты. М., 1985; Его же. Правящая элита и

общество. // Своб. мысль, 1993, № 7; Его же. Смена элит. // Общ. науки и

современность, 1995, № 1.