ჯანსაღი კვება, სწორი კვების...

4
ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ. ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ 15%- ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, 15%-ჯჯ – ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯ 70%-ჯჯ – ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ. ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ, ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ, ჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ. ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ. ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ. ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ. ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ. ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ. ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ – ჯჯ ჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ ჯჯჯჯ.

Upload: tamomakharashvili

Post on 15-Apr-2017

201 views

Category:

Art & Photos


6 download

TRANSCRIPT

Page 1: ჯანსაღი კვება, სწორი კვების პრინციპები

ჯანსაღი კვება, სწორი კვების პრინციპებიჯანსაღი კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ით განსაზღვრავს სამედიცინო მომსახურეობა, 15%-ით – გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70%-ით – ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება. ყოველივე ამის გათვალისწინებით კი, ალბათ დამეთანხმებით რაოდენ მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ ვიკვებებით.დაბალანსებული და სწორი კვების დროს, ადამიანის ორგანიზმი თავად იღებს იმ სიცოცხლისათვის საჭირო ვიტამინებს და მინერალებს, რომელიც სჭირდება ორგანიზმს. ადამიანების უმრავლესობა, ძირითადად გოგონები თინეიჯერულ ასაკში მიმართავენ სხვადასხვა სახის დიეტებს წონის კორექციისათვის, რასაც ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება მოჰყვეს, მითუმეტეს გარდატეხის ასაკში.  მკვეთრად შემცირებული რაციონის მქონე დიეტების დაცვისას, ვითარდება მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტი,  რამაც სხვადასხვა სახის პათოლოგიურ მდგომარეობამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.

სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველს წარმოადგენს. ჯანსაღი კვების რაციონი, აუცილებლად გულისხმობს ისეთი ელემენტების დაბალანსებულ მიღებას, როგორებიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები. ბალანსირებული რაციონი – ეს არის პროდუქტების მიღება ოპტიმალური თანაფარდობით, რომლის თანამედროვე მოდელს პირამიდის სახე აქვს.

Page 2: ჯანსაღი კვება, სწორი კვების პრინციპები

ცილები – ეს ის კომპონენტია, რომლისაგანაც შედგება ორგანიზმი და სიცოცხლისათვის ყველა აუცილებელი ნივთიერებები: ფერმენტები, ვიტამინები, ჰორმონები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები;

ცხიმები ცხიმში ხსნადი ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით აწვდიან ორგანიზმს ენერგიას;

ნახშირწყლები – ამარაგებენ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიით;

საკვები ბოჭკოები – ხელს უწყობს საჭმლის სწორ მონელებას, ისინი ძალიან დიდ როლს ასრულებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს პროფილაქტიკისათვის;

მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები უზრუნველყოფენ ნივთიერებეთა ცვლის პროცესებს, ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებას;

მეცნიერების მიერ ჯანსაღი კვებისათვის, რეკომენდირებულია  საკვების მიღება დღეში საშუალოდ 3-4-ჯერ. უფრო მეტი ენერგიისათვის აუცილებელია დილის მსუბუქი, ვიტამინებით და მინერალებით დატვირთული საუზმე. სადილზე უფრო მეტი უპირატესობა ენიჭება ცილის შემცველ პროდუქტებს, როგორებიცაა ხორცი და თევზი. დამტკიცებულია, რომ ასეთი პროდუქტები იწვევენ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობის ზრდას.  ძილის წინ კი რეკომენდირებულია მსუბუქი საკვების მიღება, რათა არ მოხდეს მომნელებელი სისტემის გადატვირთვა.  აქედან გამომდინარე ვახშმად შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეული, ხილი, რძე, ჩაი. რისი გადამუშავებაც საჭმლის მომნელებელ სისტემას უფრო თავისუფლად შეუძლია. და მთავარი! ეცადეთ ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე ივახშმოთ, ეს დაგეხმარებათ ზედმეტი წონის თავიდან არიდებაში და უზრუნველყოფს თქვენს მშვიდ ძილს.

Page 3: ჯანსაღი კვება, სწორი კვების პრინციპები

გაითვალისწინეთ! კვების რაციონის დაწყება რეკომენდირებულია ბოსტნეულითა და სალათებით, ის ხელს უწყობს კუჭის მოქმედების გააქტიურებას და მომნელებელი სისტემის წვენის გამოყოფას. კვებისას აუცილებელია კარგად დაღეჭილი საკვები, ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელების პროცესში. ეცადეთ კვების დროს გვერდით გადადოთ ტელეფონი, ტელევიზორი, წიგნები, ყველაფერი ის რაც ყურადღების გაფანტვას იწვევს და არასდროს არ მიირთვათ საკვები სწრაფ რეჟიმში, ამის შედეგად თქვენ ძალიან დიდ ზიანს აყენებთ თქვენს ჯანმრთელობას და გარკვეულწილად წონას. სანამ მოიმატებთ და დიეტის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდებით, დაიმახსოვრეთ! ჯობია ცოტ-ცოტა ყველაფერი მიიღოთ დღის განმავლობაში და ჩემი ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები გაითვალისწინოთ. გარანტიას გაძლევთ ასეთ სიტუაციაში დიეტა ნამდვილად არ დაგჭირდებათ.21-ე საუკუნეში ძალიან ფართოდაა გავრცელებული სწრაფი კვების ობიექტებიც. ახლა შეგვიძლია რამდენიმე საკების კატეგორიზაცია, რომელთა მიღებაც არ არის რეკომენდირებული. სასურველია თუ შეზღუდავთ სწრაფი კვების ობიექტების რაციონს, ჰამბურგერებ

ს, ჩიზბურგერებს, პიცას, დიდი

Page 4: ჯანსაღი კვება, სწორი კვების პრინციპები

რაოდენობით ტკბილეულს, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენს კბილებზე.  მოერიდეთ ნამცხვრებს, ფუნთუშებს და მურაბებს მათ დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობა აქვთ და ეს შემდგომ თქვენს წონაზეც აისახება.  არ არის რეკომენდირებული ტკბილი გაზიანი სასმელის დიდი რაოდენობით მიღებაც, ის ბერავს მუცელს და დისკომფორტის განცდას გიქმნით, ასევე შეზღუდეთ ლუდიც. არ არის რეკომენდირებული დიდი რაოდენობით მაიონეზი, კეტჩუპი, ჩიფსები და სხვადასხვა საკნატუნო, ისინი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავენ ცხიმებს, რაც უარყოფითად აისახება თქვენი კუჭის გადამამუშავებელ ორგანოზე და ამავდროულად თქვენს წონაზე.ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღი პროდუქტებით, მიიღით ყველა ის ვიტამინიი და მინერალი რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება და თუ ზედმეტი წონის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით, ნუ დაიცავთ დიეტას, ებრძოლეთ მას ფიზიკური დატვირთვით. დაიმახსოვრეთ! ვარჯიში და სწორი კვება თქვენი ჯანმრთელი ცხოვრების უპირველესი საწინდარია!