xix საუკუნის 90-...

579
I XIX საუკუნის 90-იანი წლების ქართული ლიტერატურა სოციალურ პოლიტიკური ვითარება და მწერლობა XX საუკუნის ქართული მწერლობა სათავეს XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებს. უახლესი ქართული მწერლობის ჩამოყალიბების ისტორია უშუალოდ დაკავშირებულია მუშათა კლასის რევოლუციური მოძრაობის განვითარების, რევოლუციური მარქსიზმის გავრცელების, მარქსისტული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების წარმოშობისა და ჩამოყალიბების ისტორიასთან. ეს იყო დრო, რომელსაც . . ლენინმა განმათავისუფლებელი მოძრაობის მეორე ეტაპის დასასრულისა და მესამე ეტაპის დასაწყისისპერიოდი უწოდა, როდესაც მთელი ძლიერებით დაიწყო შემართება მასების რევოლუციურმა მოძრაობამ და პროლეტარიატი, ერთადერთი ბოლომდე რევოლცუციური კლასი, ჩაუდგა მას სათავეში და პირველად დარაზმა იგი აშკარა რევოლუციური ბრძოლისათვის1 . ლიტერატურა, როგორც ზედნაშენური კატეგორია, მკაფიოდ ასახავს საზოგადოებრივb ცხოვრების ისტორიული ხასიათის მოვლენებს. თავის მხრივ ისტორიულ მოვლენათა განვითარება განაპირობებს ლიტერატურის განვითარების გზასაც. მაგრამ ლიტერატურის სპეციფიკური ბუნება ის არის, რომ იგი მხატვრულ ფორმებში ასახავს ცხოვრების მოვლენებსა და ფაქტებს, ამიტომ დიდია მისი აღმზრდელობითი ძალა, იდეური ზემოქმედება საზოგადებაზე. ამ გარემოებამ განაპირობა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ზრუნვა იმისათვის, რომ მწერლობა დაექვემდებარებინა მუშათა კლასის რევოლუციური მიზნებისათვის. XX საუკუნის ქართული მწერლობის განვითარება ძირითადად განსაზღვრა იმ საზოგადოებრივმა მოვლენებმა და ფაქტებმა, იმ კლასობრივმა ურთიერთობამ და დამოკიდებულებამ, რომელიც დამყარდა საქართველოში სამრეწველო პროლეტარიატის ჩამოყალიბების შედეგად. სამრეწველო კაპიტალიზმს მოჰყვა სამრეწველო პროლეტარიატის ჩამოყალიბება და განვითარება. ისტორიის ასაპარეზზე გამოვიდა ყველაზე უფრო რევოლუციური კლასი, რომელიც თანდათანობით იზრდებოდა რიცხობრივად, იწრთობოდა პოლიტიკურად და რომელსაც თანაუგრძნობდა ყველა პროგრესული და რევოლუციური ძალა. 1 .. ლენინის, თხზ., . 18, გვ. 19.

Upload: others

Post on 03-Sep-2019

26 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • I XIX საუკუნის 90-იანი წლების ქართული

    ლიტერატურა

    სოციალურ პოლიტიკური ვითარება და მწერლობა XX საუკუნის ქართული მწერლობა სათავეს XIX საუკუნის 90-იანი

    წლებიდან იღებს. უახლესი ქართული მწერლობის ჩამოყალიბების ისტორია უშუალოდ დაკავშირებულია მუშათა კლასის რევოლუციური მოძრაობის განვითარების, რევოლუციური მარქსიზმის გავრცელების, მარქსისტული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების წარმოშობისა და ჩამოყალიბების ისტორიასთან.

    ეს იყო დრო, რომელსაც ვ. ი. ლენინმა “განმათავისუფლებელი მოძრაობის მეორე ეტაპის დასასრულისა და მესამე ეტაპის დასაწყისის” პერიოდი უწოდა, “როდესაც მთელი ძლიერებით დაიწყო შემართება მასების რევოლუციურმა მოძრაობამ და პროლეტარიატი, ერთადერთი ბოლომდე რევოლცუციური კლასი, ჩაუდგა მას სათავეში და პირველად დარაზმა იგი აშკარა რევოლუციური ბრძოლისათვის”1.

    ლიტერატურა, როგორც ზედნაშენური კატეგორია, მკაფიოდ ასახავს საზოგადოებრივb ცხოვრების ისტორიული ხასიათის მოვლენებს. თავის მხრივ ისტორიულ მოვლენათა განვითარება განაპირობებს ლიტერატურის განვითარების გზასაც. მაგრამ ლიტერატურის სპეციფიკური ბუნება ის არის, რომ იგი მხატვრულ ფორმებში ასახავს ცხოვრების მოვლენებსა და ფაქტებს, ამიტომ დიდია მისი აღმზრდელობითი ძალა, იდეური ზემოქმედება საზოგადებაზე. ამ გარემოებამ განაპირობა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ზრუნვა იმისათვის, რომ მწერლობა დაექვემდებარებინა მუშათა კლასის რევოლუციური მიზნებისათვის.

    XX საუკუნის ქართული მწერლობის განვითარება ძირითადად განსაზღვრა იმ საზოგადოებრივმა მოვლენებმა და ფაქტებმა, იმ კლასობრივმა ურთიერთობამ და დამოკიდებულებამ, რომელიც დამყარდა საქართველოში სამრეწველო პროლეტარიატის ჩამოყალიბების შედეგად.

    სამრეწველო კაპიტალიზმს მოჰყვა სამრეწველო პროლეტარიატის ჩამოყალიბება და განვითარება. ისტორიის ასაპარეზზე გამოვიდა ყველაზე უფრო რევოლუციური კლასი, რომელიც თანდათანობით იზრდებოდა რიცხობრივად, იწრთობოდა პოლიტიკურად და რომელსაც თანაუგრძნობდა ყველა პროგრესული და რევოლუციური ძალა.

    1 ვ.ი. ლენინის, თხზ., ტ. 18, გვ. 19.

  • მშრალი ციფრები ყველაზე ნაკლებად ეგუება მხატვრული ლიტერატურის მოვლენებისა და კატეგორიების ახსნას, სამგიეროდ ისინი დიდად გვეხმარებიან გავერკვეთ საზოგადოებრივი ცხოვრების ეკონომიკურ პროცესებში. ავხსნათ ეკონომიკურ სფეროში მომხდარი გარდატეხის ხარისხი და ტემპი, ავხსნათ ის მოვლენები, რომლებიც საფუძვლად უდევს ლიტერატურის განვითარებას.

    90-იანი წლებიდან საქართველოში ქალაქის მოსახლოება სამჯერ-ოთხჯერ უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე სოფლის მოსახლეობა. ასე მაგალითად: თუ თბილისში 1865 წელს მოსახლეობის რაოდენობა უდრიდა 76 770 კაცს, 900-იანი წლების დამდეგისათვის, 1898 წელს, ეს ციფრი 272 00-მდე გაიზარდა. ამგვარად, თბილისის მოსახლეობა 900 –იანი წლებისათვის თითქმის ოთხჯერ მეტი იყო, ვიდრე ბატონყმობის გაუქმების წინა წლდებში. თბილისის მოსახლეობის ზრდას პროპორციულად მიჰყვებოდა სამრეწველო ცენტრების – ქუთაისის, ბათუმის, ფოთის მოსახლეობის ზრდა. ასე, მაგალითად: თუ ქუთაისის მოსახლოება ბატონყმობის გაუქმების წლებში არ აღემატებოდა 11 000-ს, 900-იანი წლებისათვის იგი 45 000-მდე გაიზარდა, თუ 1865 წელს ფოთის მოსახლეობა უდრიდა 1039-ს, ამ დროისათვის იგი ავიდა 19 000-მდე. ბათუმისა კი 15 000-დან 35 000-მდე. ასე შეიცვალა ქალაქების მოსახლეობა და სახე. ეს ფაქტი დაკავშირებული იყო ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ ღრმა ეკონომიკურ ცვლილებებეთან. ქალაქის ასეთი სწრაფი ტემპით განვითარებას, მოსახლოების რიცხობრივ ზრდას ხელი შეუწყო ბატონყმობის გაუქმებამ. რასაკვირველია, ბატონყმობა მხოლოდ ფორმალურად გაუქმდა, გლეხი ფაქიურად კვლავ მემამულის ხელში რჩებოდა. ვ.ი. ლენინი მიუთითებდა რეფორმის შემდგომდროინდელი გლეხის მდგომარეობაზე: “გლეხებს არა თუ მეურნეობის წარმოება არ შეუძლიათ, არამედ ქათმის გასაშვები ადგილიც კი არ გააჩნიადთ”2.

    XIX საუკუნის ცნობილი პუბლიცისტი ნ. ნიკოლაძე სამართლიანად შენიშნავდა: “გლეხთა განთავისუფლება საქართველოში იმით დამთავრდა, რომ მთავრობამ ყმა გლეხებს სახელწოდება შეუცვალა და უწოდა მემამულეთა მიწებზე დასახლებული გლეხები”3. ამავე გარემოებაზე მიუთითებდა ნიკო ხიზანიშვილიც: “იქ, სადაც გლეხი დროებით ვალდებულია თავისი ბატონისა, კანონის წინაშე თანასწორობას უფრო თეორეტიკული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრაქტიკული. იქ თანასწორობა მშვენიერი სიტყვაა და არა განხორციელებული პრინციპი”4. ეს ასე იყო, მაგრამ ის მცირედი ფორმალური თავისუფლებაც, რომელიც გლეხმა მოიპოვა, მას უფლებას აძლევდა შედარებით თავისუფლად აერჩია თავისი საცხოვრებელი და სამუშაო

    2 ვ.ი. ლენინი, თხზ., ტ. 12, გვ. 320. 3 ნ. ნიკოლაძე, თხზ., ტ. 1, 1962 წ., გვ. 268. 4 ნ. ხიზანიშვილი ( ნ. ურბნელი), “ჩვენი გლეხკაცობა და ახალი სამართალი”, ჟურნ. “იმედი”, 1882 წ., № 2.

  • ადგილი. ეს გარემოება ჰქონდა მხედველობაში ი. სტალინს, როცა წერდა: “მართალია, გლეხობამ მთავრობისაგან მოიპოვა მცირედი პირადი თავისუფლება, აიძულა რა იგი ანგარიში გაეწია ხალხის გულისწყრომის ძალისათვის... მაგრამ, რას ნიშნავს გლეხობისათვის მარტო ასეთი პირადი თავისუფლება, როცა მას მიწა და ნამდვილი თავისუფლება არа აქვს”.

    როგორც ვხედავთ, გლეხკაცობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, გაჭირვება და სიღატაკე კვლავ მძიმე ტვირთად აწვა მას, რაც აიძულებდა მოენახა თავის გადარჩენის გზა, შიმშილისაგან და წყურვილისაგან თავის დაღწევის საშუალება. ყოველივე ამის გამო 90-იანი წლებისათვის აშკარა ხდება ღარიბ გლეხთა ლტოლვა ქალაქისაკენ. “მწარე ბედმა... გლეხს მიატოვებინა ცოლ-შვილი. მოხუცი დედ-მამა და ბათუმის ქარხნების ალაყაფის კარებთან ამოაყოფინა თავი. აქ მას სხვა ათასიც დაუხვდა, და, თუ სამუშაო რამ გამოჩნდა, ამუშავებენ იმას, ვინც ყველაზე ნაკლებ შრომის სასყიდელს მოითხოვს”5.

    ამავე პერიოდში თვალსაჩინოდ იზრდება საქართველოს ქალაქებში მრეწველობა, ფაბრიკა-ქარხნების რიცხვი და, ამის კვალობაზე, მუშათა კლასის რიცხვი. ასე, მაგალითად: თუ 1875 წელს მაშინდელ თბილისის გუბერნიაში 492 სარეწაო, პრიმიტიული ფაბრიკა იყო, 1898 წლისათვის სარეწაოების, ფაბრიკა-ქარხნების რიცხვი 3899-მდე გაიზარდა. ამის შესაბამისად იზრდება მუშების რაოდენობა თბილისში. თუ 1875 წლის აღრიცხვის მიხედვით თბილისის გუბერნიის ფაბრიკა-ქარხნებში მომუშავე მუშების რიცხვი უდრიდა 3682-ს, 1898 წლისათვის ეს სტატისტიკური მაჩვენებელი არსებული აღრიცხვით გაიზარდა 11 3000-მდე. თუ ქუთაისის გუბერნიაში 1875 წელს სულ 29 პრიმიტიული სარეწაო და ფაბრიკა იყო 351 მუშით, 900-იანი წლებისათვის ქუთაისის გუბერნიაში აღრიცხულია 502 ფაბრიკა-ქარხანა 4 252 მუშით.

    ეს სტატისტიკური მონაცემები უბრალო მშრალი ციფრები როდია. ეს იმის მაჩვენებელია, თუ რა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა სამრეწველო კაპიტალიზმის ცხოვრების წესი და როგორ იზრდებოდა ამის მიხედვით კაპიტალიზმის მესაფლავე პროლეტარიატის რაოდენობა საქართველოში. კაპიტალისტური ცხოვრების დამკვიდრების ტემპს ხელი შეუწყო რკინიგზების გაყვანამ საქართველოში, 1871 წელს დაიწყო პირველი დიდი მაგისტრალის თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანა, 1883 წელს კი თბილისი რკინიგზით დაუკავშირდა შავი ზღვის მეორე ნავსადგურს ბათუმს, ხოლო 1895 წელს თბილისი ბაქოს შეუერთდა რკინიგზის მაგისტრალით. სწორედ ამ წლებში სწრაფი ტემპით ვითარდება საქართველოში ტყიბულის ქვანახშირის და ჭიათურის მარგანეცის ამოღება და მისი ექსპლოატაცია. საქართველო კაპიტალისტური ცხოვრების საერთაშორისო ფერხულში ჩაება.

    5 “კვალი”, 1898 წ., № 28

  • კაპიტალიზმის განვითარების ამ პროცესს ამიერკავკასიასა და, კერძოდ, საქართველოში ვ.ი. ლენინი შემდეგნაირად ახასიათებდა:

    “... თანდათან იდევნებოდა ადგილობრივი საუკუნეობრივი “შინამრეწველური სარეწები, რომლებიც ეცემოდნენ მოსკოვიდან შემოტანილი ფაბრიკატების კონკურენციის გამო. ეცემოდა იარაღის ძველებური წარმოება ტულიდან და ბელგიიდან შემოტანილ ნაწარმთა კონკურენციის გამო. ეცემოდა რკინის შინემრეწველური დამუშავება შემოტანილი რუსული პროდუქტის კონკურენციის გამო, აგრეთვე სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თიხის, ქონისა და სოდის, ტყავის და სხვ. შინამრეწველური დამუშავება. ყველა ეს პროდუქტი უფრო იაფად მზადდებოდა რუსეთის ფაბრიკებში, რომლებიც კავკასიაში გზავნიდნენ თავის ნაწარმს. ეცემოდა რქის დამუშავება ყანწად საქართველოში ფეოდალური წყობილების და მისი ისტორიული ნადიმების დაცემის გამო, ეცემოდა ქუდის სარეწი აზიური კოსტუმის ევროპულით შეცვლის გამო, ეცემოდა რუმბებისა და ქვევრების წარმოება ადგილობრივი ღვინისათვის, რომელიც პირველად გამოჰქონდათ გასაყიდად (რაც იწვევდა მეკასრეობის განვითარებას) და რომელიც თავის მხრივ იპყრობდა რუსეთის ბაზარს. ამრიგად რუსეთის კაპიტალიზმი კავკასიას ითრევდა საქონლის მსოფლიო ბრუნვაში, ანიველირებდა მის ადგილობრივ თავისებურებებს — ძველებური პატრიარქალური კარჩაკეტილობის ნაშთს, - ჰქმნიდა ბაზარს თავის ფაბრიკებისათვის. ქვეყანა, რეფორმის შემდგომი ხანის დასაწყისში ოდნავ დასახლებული ან დასახლებული მთიელებით, რომლებიც მსოფლიო მეურნეობიდან და ისტორიიდანაც კი განზე იდგნენ, თანდათან ნავთის მრეწველთა, ღვინის ვაჭართა, ხორბლისა და თამბაქოს მეფაბრიკეთა ქვეყანად იქცეოდა”6.

    ბატონყმობის გაუქმებამ და კაპიტალიზმის წარმოშობამ საქართველოში შექმნა მტკიცე შინაგანი ეკონომიკური კავშირი.

    ყოველივე ამან საქართველოს ფეოდალური ყოფა არსებითად შეცვალა და კაპიტალისტური განვითარების რელსებზე შეაყენა. პროლეტარიატის რიცხობრივ ზრდას, მის ჩამოყალიბებას თან მოჰყვა პროლეტარიატის პოლიტიკური და კლასობრივი შეგნების განვითარება. რუსეთიდან საქართველოში გადმოსახლებული რევოლუციონერების კეთილმყოფელი გავლენით, რუსეთის მუშათა კლასის მაგალითის მიხედვით რუსეთსა და საზღვარგარეთ განათლებამიღებული ინტელიგენციის მცირე ჯგუფი სათავეში უდგება რევოლუციური მუშათა კლასის, პროლეტარიატის ბრძოლას თვითმპყრობელობის წინააღმდეგ.

    როგორც ცნობილია, მარქსიზმის გავრცელება საქართველოში, მისი პირველი ოფიციალური აღიარება 90-იანი წლებიდან მოხდა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული მარქსისტული ჯგუფების პროგრესული წარმომადგენლები არალეგალურად იყრიდნენ თავს ხან თბილისში, ხან 6 ვ.ი. ლენინი, თხზ., ტ. 3, გვ. 703-704.

  • ზესტაფონში – ჭიათურის მარგანეცის კანტორაში, ხან სხვაგან, ე.ი. იმ ადგილებში, სადაც მუშათა კლასი ფეხს იკიდებდა და მტკიცდებოდა. პირველი საორგანიზაციო კრება მოწვეული იქნა 1892 წლის 25 დეკემბერს. ამ არალეგალური ჯგუფის ოფიციალური თავშესაფარი გახდა “კვალი” (1893 წ.). “კვალის” გარშემო თავმოყრილმა ჯგუფმა “მესამე დასმა” თავისი არსებობა საჯაროდ ამცნო ქვეყანას 1894 წლის 12 მაისს, ეგნატე ნინოშვილის დასაფლავების დღეს.

    როგორც ეს ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში არის აღნიშნული, “მესამე დასი” პირველი მარქსისტული ორგანიზაცია იყო საქართველოში. მის სახელთან დაკავშირებულია ბევრი არსებითი ცვლილება ჩვენს სოციალურ-პოლიტიკურსა და კულტურულ ცხოვრებაში. “მესამე დასის” ჯგუფმა რუსეთის რევოლუციური პროლეტარიატის მაგალითის მიხედვით სცადა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები, მუშათა მოძრაობა გადაეყვანა ფართო პოლიტიკურ-რევოლუციურ რელსებზე, მოემზადებინა ნიადაგი თვითმპყრობელობის დასამხობად მიმართული პოლიტიკური მოძრაობისათვის. 90-იან წლებში საქართველოში უკვე გაჩაღდა ბურჟუაზიისა და თვითმპყრობელობის წინააღდმდეგ პოლიტიკური მოძრაობა. დაიწყო საქართველოს პროლეტარიატის რევოლუციური ძალების პირველი მოსინჯვა, პირველი საბრძოლო დემონსტრაცია, მიმართული თვითმპყრობელობისა და კაპიტალიზმის წინააღმდეგ. 1890 წელს მუშათა ფართო პოლიტიკური დემონსტრაცია და გაფიცვები მოეწყო ადელხანოვის ტყავის ქარხანაში, ბოზარჯიანცის ფაბრიკაში და მთელ რიგ სხვა მსხვილ საწარმოებში. 1898 წელს 500-მდე მუშა შეიკრიბა ქალაქგარეთ მლაშე ტბის რაიონებში, დემონსტრანტ მუშებს მარქსისა და ენგელსის პორტრეტები მიჰქონდათ. საქართველოს მუშათა კლასი იწყებს შეგნებულ პოლიტიკურ ცხოვრებას. მუშათა წრეებში რევოლუციური სული დატრიალდა. რევოლუციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოძრაობაში მოიყვნა ამღელვარებული ძალები და მიმართა ისინი მეფის თვითმპყრობელობისა და კაპიტალიზმის დასამხობად. ასე გაიარა საქართველოს მუშათა კლასმა თავისი განვითარების მეტად საინტერესო და რთული რევოლუციური გზა.

    ამ დიდი მასშტაბის სოციალურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა გარდატეხვამ გამოხატულება ჰპოვა საზოგადოებრივ აზროვნებაში. არ შეიძლებოდა ამ დიდ მოვლენებს თავისი ასახვა არ ეპოვა ჩვენს მხატვრულ ლიტერატურაშიც და მართლაც, ვინც დაუკავშირდა 90-იანი წლების ქართულ მხატვრულ ლიტერატურას, ის ადვილად შენიშნავს ამ დიდ გარდატეხას.

    90-იანი წლებიდან სამწერლო ასპარეზზე გამოდიან ახალი ჯგუფის მწერლები, რომელთაც შემდეგ “მესამე დასის” მწერლები უწოდეს. მწერლობის ამ ჯგუფის ლიტერატურული ინტერესები მტკიცედ უკავშირდებოდა რევოლუციური მუშათა კლასის ბრძოლას თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. ამ მწერლობამ ახალი მოტივები, იდეები და განწყობილებები მოიტანეს ჩვენს ლიტერატურაში. მწერლობის ეს ჯგუფი ღარიბი გლეხკაცობისა და მუშათა

  • კლასის მხატვრულ სახეებში გამოსახვის გზით პირველად ჩვენს სინამდვილეში მთელი სისრულით შეეცადა ლიტერატურის საგნად ექცია გამწვავებული კლასთა ბრძოლა. მწერლობის ეს ჯგუფი (ე. ნინოშვილი, ი. ევდოშვილი, ჭ. ლომთათიძე, ლალიანი, შ. არაგვისპირელი, ნ. ჩხიკვაძე), ანვითარებდა რა კლასიკური მწერლობის დიდ ტრადიციებს, თავის ნიჭსა და ძალას რევოლუციური მუშათა კლასის სამსახურში აყენებდა.

    “მესამე დასის” მწერლები მარქსიზმის დებულების გამოყენებით ცდილობდნენ ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი დიდი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ამბების არსი განემარტათ ხალხისათვის. ისინი უმთავრესად თავს იყრიდნენ “კვალის” გარშემო და მწვავე კამათი ჰქონდათ “ივერიის” მწერლებთან. კამათისა და დავის საგნად იყო: არსებობს თუ არა ჩვენში კაპიტალიზმი და პროლეტარიატი? ვის ეკუთვნის მომავალი? რა გზით მიიმართება ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება, რა ძალა და ლოგიკა წარმართავს ამ განვითარებას? იბეჭდებოდა მთელი რიგი პუბლიცისტური ხასიათის წერილები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ძველი და ახალი თაობის ურთიერთობის, დამოკიდებულების, ცხოვრების მიერ დაყენებული ახალი კითხვების გარკვევას. აქ უნდა მოვიხსენიოთ ე. ნინოშვილის პუბლიცისტური წერილი “ძველი დავა ახალ ქერქში” (1893 წ.), მ. ცხაკაიას “უდროოდ დაკარგულის ე. ნინოშვილის სახელს” (“კვალი”, 1894წ.), ს. ჯიბლაძის “კვალი და მესამე დასის მწერლობა” (1895 წ.), ალ. წულუკიძის “ახალი ტიპი ჩვენს ცხოვრებაში” (“მოამბე”, 1895), ფ. მახარაძის – “გაკვრით პასუხი” (“კვალი” № 20-23), ივ. გომართელი—“ხალხის გულის მესაიდუმლე”, ი. წერეთლის—“მამულიშვილობა ეროვნება თუ ხალხის სამსახური” (“კვალი” , 1900 წ.) და ა.შ. ამ წერილებში მეტწილად წამოყენებულია მარქისზმის დებულებები და მიყენებულია იგი ჩვენი საზოგადოებრივი განვითარების კონკრეტულ პირობებს. აქ არის ცდა გაირკვეს ახალი პერიოდის ხასიათი, სამრეწველო კაპიტალიზმისა და სამრეწველო პროლეტარიატს შორის გაჩაღებული ბრძოლის არსი. წერილების მიზანია მაქსიზმის დებულებათა პოპულარიზაცია.

    ლიტერატურის წინაშე, ახალ ვითარებასთან შეფარდებით. უფრო მწვავედ და მძაფრად დგება ის საკითხები, რომლებიც 60-იანი წლების მწერლებმა წამოჭრეს. როგორც ცნობილია, 60-იანი წლების მწერლობის ძირითადი პრობლემები იყო ნაციონალური და სოციალური საკითები. ბატონყმობის ინსტიტუტის წინააღმიდეგ ბრძოლა ქართულმა ლიტერატურამ მწვავედ დააყენა და სათანადოდ გადაჭრა. 90-იანი წლებისათვის კი ეს მთავარი სოციალური პრობლემა სხვა სახეს იღებს. დგება ძველი ფეოდალური ნარჩენებისა და ახალი წარმოშობილი კაპიტალისტური ყოფისაგან გამოწვეული სოციალური ბორტების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი. სახელდობრ, წამოიჭრა სოციალური პრობლემები—დამოკიდებულება მემამულესმა და გლეხს შორის, დამოკიდებულება კულაკსა და ღარიბ გლეხს შორის, სოფლის მევახშესა და გლეხკაცობას შორის, დამოკიდებულება

  • კაპიტალისტური წარმოების მეპატრონესა და მუშას შორის, ბრძოლა ექსპლოატაციისა და ჩაგვრის წინააღდმეგ... ამის შესაბამისად გამოჩნდა ლიტერატურაში გაპროლეტარებული გლეხკაცობისა და მუშათა კლასის წამომადგენელთა სახეები.

    სწორედ ახალმა დრომ ჩვენი მწერლობის წინაშე მრავალი ახალი საკითხი დააყენა, რომლებიც პასუხის გაცემას მოითხოვდნენ. ეს საკითხი აღელვებდათ არა მხოლოდ ახალი თაობის მწერლებს “მესამე დასელებს”, არამედ ძველი თაობის წარმომადგენლებსაც, რომელბიც მაშინ ინტენსიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდნენ.

    90-იანი და 900-იანი წლების ქართული ლიტერატურა, ისე როგორც ამ პერიოდის რუსული ლიტერატურა, მეტად რთული ხასიათსაა. აქ საქმე გვაქვს რამდენიმე ლიტერატურულ დაჯგუფებასთან. უპირველეს ყოვლისა უნდა მოვიხნენ6იოთ “მესამე დასის” მწერლები, რომელთაც მიზნად დაისახეს ახალი საზოგადოებრივი ცხოვრების გამოსახვა მარქსიზმის პრინციპების გამოყენებით. ეს სრულიად ახალი ტიპის მწერლობა იყო, რომელიც აგრძელებდა XIX საუკუნის დიდი კლასიკური მწერლობის ტრადიციებს, და ამავე დროს ქმნიდა ახალ საფეხურს ჩვენს ლიტერატურაში. მეორე ლიტერატურული თაობა, რომელიც ინტენსიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას აგრძელებს, სახელგანთქმული სამოციანელები იყვნენ: ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი და მათთან ერთად ვაჟა-ფშაველა და ალ. ყაზბეგი. ამ ახალ პერიოდშიაც, 90-იანი წლების ამ გართულებულ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიაც, კლასიკური მწერლობის ეს სახელოვანი მედროშეები კვლავ პროგრესულ როლს ასრულებდნენ. საქმე ისა არის, რომ მეფის რუსეთის შავბნელ პირობებში, 90-იანი წლების ქართული სინამდივლისათვის ჩვენი ხალხის ეროვნული განთავისუფლებისათვის ბრძოლა ისევ და ისევ პირველხარისხოვან კითხვად რჩებოდა. სამოციანელთა შეუპოვარ ბრძოლას ხალხთა განთავისუფლებისათვის,ნაციონალური მებრძოლი მოტივებით აჟღერებულ მათ ნაწერებს დიდი პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა. ისინი ზრდიდნენ ხალხს თვითმპყრობელობასთან, მეფის რუსეთთან შეურიგებლობის სულისკვეთებით. მათი მხატვრული ქმნილებანი მიმართული იყო ეროვნული და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ. როდესაც ილიას თაობის მოღვაწეობას ვაფასებთ ამ პერიოდში, ეს გარემოება არ უნდა დაგვავიწყდეს და მაშინ ნათელი გახდება რამდენად გაუმართლებული იყო “მესამე დაასის” პუბლიცისტების თავდასხმა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ამ თვალსაჩინო და სახელოვან წარმომადგენლებზე. ისინი განგებ ამცირებდნენ 60-იანელების როლსა და მნიშვნელობას ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს მაშინ, როდესაც 90-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას და სხვათა მოღვაწეობას უდიდესი პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს მწერლები ჩვენი ხალხის სულიერ ცხოვრებას კვლავ კოლონიური ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სულისკვეთებით წამართავდნენ.

  • ამიტომ სავსებით გასაგებია, რომ ამ პერიოდშიც ზემოხსენებულ მწერლებს წამყვანი და წარმმართველი ადგილი ეჭირათ.

    მაშინდელ ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში ასევე მნიშვნელოვან ჯგუფს წარმაოდგენდნენ ე.წ. ხალხოსნები. 90-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც ჩვენში რევოლუციურმა მარქსიზმმა მოიკიდა ფეხი, ხალხოსნური ლირეტატურული ჯგუფის იდეური დეგრადაცია სავსებით აშკარა გახდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავამციროთ მათი ღვაწლი 80-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში. მიუხედავად იდეური შეცდომებისა, მწერალთა ამ დასმა გარკვეული კვალი დატოვა ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში. ოღონდ 90-იანი წლების შემდეგ ხალხოსნების იდეური შეცდომები კიდევ უფრო შემაფერხებელ ძალად იქცა. ს. მგალობლიშვილი, ნ. ლომოური, ე. გაბაშივლი, ნ. ხიზანიშვილი, ი. ჯაბადარი, სტ. ჭრელაშვილი ქადაგებდნენ ე.წ. თემურ, გლეხურ სოციალიზმს. რევოლუციის მამოძრავებელ ძალას ისინი გლეხობაში ხედავდნენ, ურაყოფდნენ კაპიტალიზმს და მის მესაფლავე პროლეტარიატს. ამ იდეების ქადაგება მარქსიმზის ეპოქაში მიუღებელი და მავნებელი იყო, “მესამე დასის” პუბლიცისტები გააფთრებულ ბრძოლას უცხადებდნენ ხალხოსნების მცდარ შეხედულებებს. ისინი, წინააღმდეგ ხალხოსნებისა, ამტკიცებდნენ, რომ კაპიტალიზმი ფაქტია ჩვენს ცხოვრებაში, მისი უარყოფა ჩვენზე როდია დამოკიდებული. ახლა ამოცანა ის არის, რომ კაპიტალიზმს – საზოგადოებრივი, კლასობრივი ფორმაციის ან აუცილებელ საფეხურს - ბრძოლა გაუმართონ. ვის შეუძლია აწარმოოს ეს ბრძოლა? რევოლუციურ პროლეტარიატს, – უპასუხებდნენ მარქსისტები, -- პროლეტარიატს, რომელიც სათავეში ჩაუდგება დაჩაგრულთ. თავისუფლებისათვის, სოციალიზმისათვის ბრძოლაში მოწინავე ძალას სწორედ ეს რევოლუციური მუშათა კლასი წარმოადგენს, რომელიც გაიყოლიებს რევოლუციურ გლეხობას თვითმპყრობელობისა და კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მუშათა კლასი, რომელსაც უფრო მაღალი შეგნება აქვს, რომელსაც ეკუთვნის მომავალი, რომელიც იზრდება რიცხობრივად და იწრთობა პოლიტიკურად.

    ამ პოზიციის დაცვაში “მესამე დასის” მწერლები ამარცხებდნენ ხალხოსნებისა და მარქსიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სხვა ჯგუფებსაც. ამასთან დაკავშირებით აქვე უნდა მოვიხსენიოთ გ. წერეთლის მოღვაწეობა ამ პერიოდში. გ. წერეთელმა თავის თავს ნიკო ნიკოლაძესთან ერთად “მეორე დასელი” უწოდა და ამით უნდოდა გამიჯნოდა ი. ჭავჭავაძის თაობას, “პირველ დასს”. უდავოა, რომ გ. წერეთელი და ნ. ნიკოლაძე 60-იანი წლების სახელოვან პლეადას განეკუთვნებოდნენ. ისიც უდავოა, რომ ისინი გვერდით ედგნენ ილიას თაობას, რომელიც თავს იყრიდა “საქართველოს მოამბის” გარშემო. მაგრამ 80-იანი წლებიდან 60-იანელთა თაობას შინაგანი რღვევა დაეტყო. გ. წერეთელმა და ნ. ნიკოლაძემ უფრო მემარცხენე პოზიციები აირჩიეს 900-იან წლებში. კაპიტალიზმის აუცილებლობის აღიარებითა და მისი მხატვრულ ნაწარმოებში გამოხატვით ეს პოზიციები უფრო განამტკიცეს. ამდენად გ.

  • წერეთელს ჰქონდა გარკვეული საფუძველი 60-იანელებისაგან განსხვავებული თვალსაზრისის გამომხატველი დასი ეძებნა. ამ პერიოდში გ. წერეთელი ცდილობდა საერთო ენა მოენახა “მესამე დასთან”, მაგრამ გამოირკვა, რომ მისი ნაციონალური სოციალიზმის პოზიციები, მიუხედავად თავისი სიმპათიებისა, ფაქტიურად “მესამე დასისაგან” განცალკევებული აღმოჩნდა: “საქმე იმაში კი არ იყო მესამეს დაუძახებდით თუ მეექვესე ამ ახალ დასს, საქმე იმაში იყო რომ არსებობდა ახალი დასი, რომლის ფიქრი, რწმენა და იდეალი სხვა იყო, ვიდრე ძველი თაობისა, რომელიც სხვანაირად უყურებდა ჩვენს ცხოვრებას, ვიდრე ძველი მოღვაწეები”7.

    ამ დროის ლიტერატურულ ჯგუფებს შორის მკვეთრად განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ “მესამე დასის” მწერლებს, რომლებიც სამწერლო ასპარეზზე გამოივდნენ 90-იანი წლებიდან.

    მართალია, “მესამე დასელების” თაობა არ იყო დაზღვეული იდეური მერყეობისა და მსოფლმხედველობითი გავლენებისაგან, მაგრამ ამისდა მიუხეჟდავად ამ პერიოდის ქართულ ლიტერატურაში ეს იყო ყველაზე უფრო ახლო დაკავშირებული ჯგუფი რევოლუციურ მუშათა კლასისი ცხოვრებასთან, რომელმაც მწერლობა მუშათა კლასის სამსახურში ჩააყენა. განსაკუთრებით მკაფიოდ ამ თაობის როლი 1905 წლის რევოლუციის ქარბუქიან დღეებში გამომჟღავნდა. “მესამე დასის” მხატვრული პრინციპის გამომუშავებასა და განწყობილების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ეკუთუვნის სოციალისტური რეალიზმის ფუძემდებელს მ. გორკის.

    როგორც ცნობილია, XIX საუკუნის ქართულმა ლიტერატურამ რუსული მწერლობის კეთილმყოფელი გავლენა განიცადა. რუსეთის რევოლუციონერ-დემოკრატი მწერლების – ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის და სხვათა მოწინავე იდეებს ზიარებულ ქართველ სამოციანელებს არაერთგზის აღუნიშნავთ ეს გარემოება. 90—900–იანი წლების ქართულ ლიტერატურაზე განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო მ. გორკის გავლენა. მ. გორკის პირველი მოთხზრობა “მაკარ ჩუდრა” თბილისში დაიბეჭდა. მ. გორკის ნაწარმოებები უხვად იბეჭდებოდა ქართულ პრესაშიც. 1902 წელს ქართულ ენაზე გამოვიდა მ. გორკის მოთხრობების კრებული, რომელიც მოიწინავე ქართველმა საზოგადოებამ აღტაცებით მიიღო. ამ გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: “ამდენი გატაცებული მკითხველი, ამდენი თაყვანისმცემლი ასე მოკლე დროში არც ერთ რუს მწერალს არ მოუპოვებიაო”8.

    მ. გორკის მებრძოლ მოწოდებას “დაე უფრო მძაფრად დაიგრიალოს ქარიშხალმა”, ფართოდ გამოეხმაურა ქართული მწერლობა. რაც უფრო ახლოვდებოდა 1905 წლის რევოლუციის დღეები, მით უფრო ძლიერდებოდა ეს მებრძოლი ხმა რევოლუციურ-დემოკრატიული მწერლობისა. რევოლუციის

    7 ი. გომართელი, რჩეული თხზულებანი, ტ. I, 1966 წ., გვ. 120. 8 მ. გორკი, მოთხრობები, 1902 წ., გვ. 2.

  • ქარიშხლიან დღეებში ბურჟუაზიისა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლაში აღაფრთოვანებდა ამბოხებულ რევოლუციურ ხალხს “მესამე დასელების” მებრძოლი ლექსები, რომლებსაც ტრიბუნიდან მოედნებზე, კრებებზე წარმოსთქვამდნენ დემონსტრანტი მუშები. არც ის იყო შემთხვევითი, რომ რევოლუციის დღეებში მ. გორკის სახელგანთქმული ლექსი “მზე ამოდის და მზე ჩადის”, რომელიც ამოღებულია მისი პიესიდან “ფსკერზე”, უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ქართველ რევოლუციონერ მუშებშიაც.

    მრავალმხრივია და მრავალფეროვანი ამ პერიოდის ქართული მწერლობის თემატიკა. ვინც კრიტიკული თვალით შეხედავს მაშინდელ ქართულ ლიტერატურას, ადვილად შეამჩნევს, რომ იმდროინდელ მწერლობას, ერთი მხრით, განსაზღვრავს ქართული კლასიკური მწერლობის მოწინავე ტრადიციები, მისი სოციალური, ეროვნული, პროგრესული შეხედულებები, მეორე მხრით, პროლეტარიატის სახელთან დაკავშირებული სოციალისტური ლიტერატურის ნოვატორული მოტივები და იდეები. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა სოციალისტური რეალიზმის ტენდენციები ქართულ მწერლობაში.

    კაპიტალიზმის განვითარებამ ეკონომიკური საფუძველი გამოაცალა არისტოკრატიულ წოდებას, თავადაზნაურობას და პრივილეგიური კლასის როლი თვითონ მიითვისა. კაპიტალიზმი ფეოდალიზმის ნაშთების აღმოფხვრასაც ცდილობდა და თავისი წოდებრივი უფლებების განმტკიცებასაც. კაპიტალიზმის ყვლეფის ობიექტი, პირველ ყოვლისა, მუშათა კლასი და გლეხობა იყო. სოფლად კაპიტალიზმი, კულაკური ზედა ფენის სახით, გლეხობის ხარჯზე არსებობდა, მისი მჩაგვრელი ძალა ხდებოდა. ეს პროცესი აისახა ე. ნინოშვილის “სიმონაში”, შ. არაგვისპირელის მოთხრობაში “ჩემი ბრალი არ არის ღმერთო” და სხვ. შ. არაგვისპირელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კაპიტალიზმი ისეთივე მძარცველი და გაბატონებული კლასია, როგორც წინათაც ჰყავდა გლეხკაცობას ბატონების სახით. შეიცვალა ფორმა ჩაგვრისა, შინაარსი კი იგივე დარჩა. ეს დებულება განზოგადებულად წარმოგვიდგინა არაგვისპირელმა ერთ რემარკაში: “— საწყალო შრომიშვილო, როგორც ვხედავ, შენ ბედი არ გაგიღიმებს... რამდენიმე საუკუნეა, რაც შენ მონადა ხარ და შენი სარჩო-საბადებელი სხვას მიაქვს... წინად თუ ლუარსაბები, რევაზები და არჩილები გაცლიდნენ ხელიდან შენს საცხოვრებელს, ეხლა ისაკები გიხდებიან ბატონად და... ეჰ, საწყალო, როდემდის უნდა ითმინო? ... (... “ჩემი ბრალი არ არის ღმერთო!”)9.

    ასე გამოსახა ქართულმა მწერლობამ ის მძაფრი კლასობრივი ბრძოლა, რომელსაც ადგილი ჰქონდა კაპიტალიზმის დამკვიდრების შედეგად ჩვენს სინამდვილეში. ეს ხანა მშრომელი ხალხისათვის სხვა მხრივაც გართულებული ეპოქა იყო. თუ, ერთის მხრით, ახლად მოვლენილი ბურჟუაზიული ყოფის ადამიანები ტყავს აცლიდნენ გლეხკაცობას, მეორე 9 შ. არაგვისპირელი, თხზ. ტ. I, 1947 წ.. გვ. 103

  • მხრით მშრომელი ხალხის მჩაგვრელ ძალად კვლავ რჩებოდნენ ფეოდალიზმის ნარჩენები. ამას ემატებოდა ცარიზმის მოხელეთა არაადამიანური დამოკიდებულება გლეხკაცობისადმი. არც ეს კითხვები დაუტოვებია ქართულ ლიტერატურას პასუხის გაუცემლად.

    თავადაზნაურობის სულთამხუთაობა გამოიხატა ე. ნინოშვილის “სოფლის გმირებში”, “ქრისტინეში”, ლალიონის “ბეჟუკას ხვედრში” და სხვ. მექრთამე რუსი მოხელეების მზაკვრული მძარცველური სახეები მკვეთრად გამოჩნდა ე. ნინოშვილის “მოსე მწერალში”, ა. ერსითავ-ხოშტარიას “კამისიაში”, შ. არაგვისპირელის ნოველაში “ესეა ჩვენი ცხოვრება” და ა.შ.

    ამ პერიოდის ქართულმა ლიტერატურამ მხატვრულად განაზოგადა და გვიჩვენა თუ როგორ ბადებდა უსამართლობა და ჩაგვრა ხალხში პროტესტის გრძნობას, როგორც იქცეოდა იგი სახალხო აღშფოთებად, რომელიც იმედს აღუძრავდა მილიონობით დაჩაგრულ ადამიანს. ამ მხრივ უნდა დავასახელოთ ე. ნინოშვილის “სიმონა”, ჭ. ლომთათიძის “მატლი”, ლალიონის “თინა”, ან ერსითავ–ხოშტარიას “ბედის ტრიალი” და სხვა მრავალი.

    90-იანი წლების ქართულ მწერლობას უყურადღებოდ არ დაუტოვებია ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის, მხედველობიდან არ გამორჩენია აგრეთვე ნაციონალური მოძრაობის გაღვივება რევოლუციის აღმავლობის წლებში. პატრიოტული სულითაა გაჟღენთილი შიო არაგვისპირელის ნოველები: “მიწაა”, “ჩემი სამშობლო ჩემი გულია”. აქვე უნდა მოვიხსენიოთ დუტუ მეგრელის “პატარა ქართველი” რომელიც საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობის უკვდავი ჰიმნია. ეროვნულ საკითხს მიუძღვნა ჭ. ლომთათიძემ თავისი მოთხრობა “უბის წიგნიდან”. აღსანიშნავია, რომ “მესამე დასის” მწერლებმა თავისებური სიახლის შეტანა სცადეს ნაციონალური საკითხის გადაწყვეტაში. ამ მხრივ საინტერესოა ჭ. ლომთათიძის ზემოთ დასახელებული მოთხრობა. ავტორის აზრით ქართველი ხალხის ბრძოლა ნაციონალური დამოუკიდებლობისათვის სხვა ჩაგრული ერებისაგან განცალკევებით კი არ უნდა წარმართულიყო, არამედ მათთან კავშირში. ამ ერთობას, ხალხთა შორის ძმურ ინტერნაციონალურ კავშირს უნდა გადაეწყვიტა ხალხთა მომავალი თავისუფლების ბედი (ეს დებულება პირველად ე. ნინოშვილმა წამოაყენა რომანში “ ჯანყი გურიაში”). ასეთ ერთგვარ ინტერნაციონალურ დასაბუთებას აძლევდნენ “მესამე დასის” მწერლები ეროვნულ საკითხს, ასე გამოჰყავდათ ის სოციალური საკითხისადმი თავისებურად დამორჩილებულ თემად. ეს იყო შედარებით ახალი შტრიხი, რომელიც თან მოიტანა ახალმა თაობამ ამ რთული საკითხის გადაწტვეტის დროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ “მესამე დასელების” ერთ ჯგუფში თავი იჩინა ეროვნულიმა ნიჰილიზმმა და კოსმოპოლიტიზმმა.

    უახლესი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი თემა იყო გამოსახვა ინტელიგენციის იმ ახალი ტიპისა, რომელიც 90-900-იან წლებში ჩაისახა და რომელმაც თავისი ბედი მშრომელ ხალხს დაუკავშირა. მუშათა და ღარიბ გლეხთა წრიდან გამოსული ეს რევოლუციონერი ინტელიგენტები ხალხის

  • ინტერესებისათვის დაუცხრომელ მებრძოლად გამოხატა ამ პერიოდის ქართულმა ლიტერატურამ. მოვიგონოთ ე. ნინოშვილის სპირიდონ მცირიშვილი (“ჩვენი ქვეყნის რაინდი”), ლალიონის ვიქტორ აგიაშვილი (“თინა”), ჭ. ლომთათიძის ჯეირან ვარდოსანიძე (“სახჩობელას წინაშე”) და სანდრო და ვანო (“მატლი”).

    იმდროინდელი ქართული მწერლობისათვის დამახასიათებელი იყო ფართო დემოკრატიზმი, რაც წინა პერიოდის კლასიკური ქართული მწერლობის ჰუმანიზმისა და დემოკრატიზმის განვითარებას წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით ახლებურად დაისვა ხელოვნების დანიშნულების საკითხი. ახალი დასის მწერლობამ ახალ საფეხურზე აიყვანა ი. ჭავჭავაძის სკოლის მიერ დამუშავებული რეალისტური კონცეფცია. მას თავისებური სოციალური შინაარსი გამოუძებნა. ამ თაობის აზრით მწერლობა უნდა ჩამდგარიყო მშრომელი ხალხის, კერძოდ, მუშათა კლასის სამსახურში (ირ. ევდოშვილის- “მუზა და მუშა”).

    ამ პერიოდის ქართული ლიტერატურის მონაპოვარი მაინც ის არის, რომ ლიტერატურაში მთელი სისრულით გამოჩნდნენ მუშათა კლასის წარმომადგენლები, პროლეტართა მებრძოლი სახეები. მწერლობაში ხმამაღლა გაისმა რევოლუციისათვის თავდადებულ ადამიანთა მომავლის რწმენით გამთბარი ხმა. თუ ჩვენს ლიტერატურაში მანამდის მუშა წარმოდგენილი იყო მარტო სიბრალულისა და მოწყალების გრძნობით, ახალმა მწერლობამ მუშათა კლასი აჩვენა როგორც ბატონ-პატრონი მომავალი ცხოვრებისა, თავისი ბედის მჭედელი, რომელსაც შესწევს ძალა და უნარი დასცეს კაპიტალისტური ცხოვრების მმართველობის წესი, დაანგრიოს თვითმპყრობელობის ტახტი. ამ პერიოდის ქართული ლიტერატურა დაუნდობლად ამხელდა რა ბურჟუაზიული ცხოვრების წესს, სიყვარულით ხატავდა უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი შეგნებული მუშის სახეს. მოვიგონოთ ირ. ევდოშვილის “საღამო ქალაქში”, მუზა და მუშა”; ჭ. ლომთათიძის “პირველი მაისი” და “თეთრი ღამე”, ლალიონის “შემთხვევა”, “ესაა ჩვენი ბედნიერი დღე”, შ. არაგვისპირელის “და აჰა, მოვიდა მოგვი აღმოსავლეთით” და სხვ. იგი ასახავდა არა მარტო მუშათა კლასსა და კაპიტალიზმს შორის გაჩაღებულ შეურიგებელ კლასობრივ ბრძოლას, არამედ აჩვენებდა იმ გზასაც, რომელსაც უნდა ეხსნა პროლეტარიატი ექსპლოატატორებისაგან. ეს იყო გზა ბრძოლისა, რევოლუციისა (ირ. ევდოშვილის “მეგობრებს”, “სიმღერა”, შ. არაგვისპირელის “სამარცხვინო ბოძთან”, ჭ. ლომთათიძის “სახრობელას წინაშე” და სხვ).

    ახალი დასის მწერლების ნაწერებს წითელ ზოლად გასდევს კლასობრივი პრინციპი, ძველსა და ახალს შორის ბრძოლას აქ ეს პრინციპი წყვეტს. მათი აზრით კლასების მორიგება არავითარ ძალას არ შეუძლია, მათ შორის არც ეროვნულ დროშას. მიმავალსა და მომავალს შორის, ძველსა და ახალს შორის გააფთრებულ ბრძოლაში წამყვანი ძალა მიკუთვნებული აქვს მუშათა კლასს. მართალია, ეს პრინციპი ყოველთვის არ არის თანმიმდევრულად დაცული აღნიშნულ მხატვართა შემოქმედებაში, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ თითქმის

  • ყოველითვის აქ კლასთა ბრძოლას, ღარიბი გლეხობის და მუშათა კლასის შეურიგებელ ბრძოლას აქვს მინიჭებული მთავარი როლი. ამ მწერლებმა შეცდომებისა და სუსტი მხარეების მიუხედავად, დაინახეს რევოლუციური მუშათა კლასის ბრძოლის გზა და შეეცადნენ მისი ინტერესების გამოხატვას. ასე დადგა ამ პერიოდის ქართული მწერლობის ცენტრში რევოლუციური მშრომელი ხალხის ცხოვრება. ეს თემა თანდათანობით, 900-იან წლებში, განსაკუთრებით 1905 წლის რევოლუციის ქარბუქიან დღეებში წამყვან და ცენტრალურ თემად იქცა.

    ამგვარად, 90-იანი და 900-იანი წლების ქართული ლიტერატურა არის უშუალო და პირდაპირი განვითარება კლასიკური ქართული მწერლობისა, მასში გამოხატული პატრიოტიზმის, ჰუმანიზმის, დემოკრატიზმის მოწინავე ტრადიციებისა. მაგრამ იგი არ არის უბრალო გაგრძელება XIX საუკუნის ქართული მწერლობისა. იგი შეიცავს მთელ რიგ ახალ მომენტებს, ახალ თვისებებს, რომელიც მანამდელი ქართული მწერლობისათვის დამახასიათებელი არ ყოფილა. ეს ახალი გარემოება უშუალოდ უკავშირდება ამ პერიოდში სამოქმედო ასპარეზზე გამოსულ რევოლუციურ მუშათა კლასს. და, ასე, ახალი პერიოდის ლიტერატურა ერთგვარად განპირობებულია რევოლუციური მუშათა კლასის, მშრომელი გლეხკაცობის ცხოვრებით, მათი შეუპოვარი ბრძოლით კაპიტალიზმთან და თვითმპყრობელობასთან.

    უახლესი ქართული მწერლობის თავფურცელი ე. ნინოშვილით იწყება იგი ახალი ტიპის, “მესამე დასის” პირველი მწერალია ჩვენში.

    ე. ნინოშვილმა პირველმა ქართულ მწერლობაში დაწერა მოთხრობა მიძღვნილი მუშათა კლასის ცხოვრებისადმი. იგი წაუკითხავს მწერალ გ. წერეთელს ე. ნინოშვილის ბინაზე ბათუმში. მან “კვალში” დაბეჭდა ამ რომანის შინაარსი და ვრცელი ნაწყვეტი, რომელშიაც დახასიათებულია ბათუმის მუშათა კლასის მდგომარეობა. სწორედ ეს ნაწყვეტი დაბეჭდა ცალკე თავად სიმონ ხუნდაძემ ე. ნინოშვილის ნაწარმოებთა III ტომში სათაურით: “მუშათა თავშესაფარი”, მართალია, ჯერჯერობით ეს მოთხრობა დაკარგულია, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი მოთხრობა მუშათა კლასზე, რომელიც დაწერილია 1893 წელს, ეკუთვნის ე. ნინოშვილს.

    ე. ნინოშვილი იყო ორგანიზატორი და მეთაური “მესამე დასისა”, პირველი მარქსისტული ორგანიზაციისა საქართველოში და თავად პირველი ავტორი მარქსისტული სტატიებისა: “ძველი დავა ახალ ქერქში” და “უებარი საშუალება საქართველოს გამდიდრებისა”; ეს სტატიები შექმნილია მას შემდეგ, რაც ე. ნინოშვილმა იმოგზაურა და იცხოვრა საფრანგეთში თითქმის მთელი წელი, იქიდან ჩამოტანილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთები პირველად არის დამოწმებული ამ სტატიებში. ე.ი. ნინოშვილი იყო პირველი ქართველი მწერალი ევროპული მუშათა მოძრაობისა და მარქსიზმის ორიენტაციას ზიარებული ინტელიგენტი.

    ე. ნინოშვილმა, როგორც მხატვარმა, შექმნა ახალი სახე, ახალი მოდელი ქართველი მებრძოლი, დემოკრატი ინტელიგენტისა – გიორგი და სპირიდონ

  • მცირიშვილი. ეს კლასობრივი მოდელი ინტელიგენტისა არსებითად განსხვავდება მისი წინამორბედის – ილია ჭავჭავაძის არჩილის მხატვრული სახისაგან. მებრძოლ ინტელიგენტთა ეს სახე, კლასობრივი მოდელი ახალი ინელიგენტისა გახდა დროშა, მისაბაძი მოდელი მთელ შემდგომ სოციალ-დემოკრატიულ, რევოლუციურ ქართულ ლიტერატურაში (ჭ. ლომთათიძის ჯეირან ვარდოსანიძე, ლალიონის ვიქტორ აგიაშვილი და დ. კლდიაშვილის თინა (“ მშობლის ნუგეში”).

    ე. ნინოშვილის სამწერლო მეთოდი და სტილი განსაზღვრულია კლასობრივი პრინციპით. მშრომელ კლასთა კონსოლიდაცია, სხვანაირად ინტერნაციონალისტური თვალსაზრისი და ხალხურობის პრინციპი, რომელიც სოციალისტური რეალიზმის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპია, დასახა მან მწერლობის გზად. ამ პრინციპით დახატა მან არა მარტო მისი თანამედროვე საქართველო, არამედ საქართველოს ისტორიული წარსულიც. ამის საუკეთესო ნიმუშია რომანი “ჯანყი გურიაში”. აქ მან პირველად პრინციპულად უკუაგდო თავადაზნურთა დებულება, რომლითაც გურიის აჯანყებულთა თავადაზნაურობის ფრთა ხელმძღვანელობდა და კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა არა რუსეთის განდევნა საქართველოდან, არამედ რუსეთის მშრომელებთან ერთად კლასობრივ კავშირში ჩამოვაგდოთ ბატონყმობა და მივანიჭოთ თავისუფლება მშრომელ ხალხსო. ამ შემთხვევაში რომანის გმირი გიორგი წინამორბედია მცირიშვილისა, ხოლო ამ გმირთა კონცეფცია სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ მწერლობაში.

    აი, რის გამო მივიჩნევთ ჩვენ ე. ნინოშვილს უახლესი ქართული ლიტერატურის დამწყებად.

    პრესა, კულტურული ცხოვრება მე-19 საუკუნის 90-იანი წლების ქართული საზოგადოებრივი

    აზროვნების, კერძოდ, ქართული ლიტერატურის განვითარებაში დიდი და საპატიო როლი შეასრულა ბეჭდვითმა სიტყვამ. მოწინავე ინტელიგენცია ჟურნალ-გაზეთების ირგვლივ იყო შემოკრებილი და ხალხს ყოველდღიურ პრაქტიკულ, საჭირბოროტო საკითხებზე ესაუბრებოდა, სულიერ და გონებრივ საზრდოს აწვდიდა.

    90-იან წლებში თვითმპყრობელობის სასტიკი ცენზურის პირობებში უხდებოდა ბრძოლა “ივერიას”, “კვალს”, “მოამბეს”. მათი მესვეურები რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარება�