patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · web viewთამარ...

18
ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბბ. ბბბ ბბბბბბბბბბბბბ 18 ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ. XIII ბბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ _ ბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბ, ბბბბბბბბ ბბბბბბბბბ XI ბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბ ბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბ. ბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ. ბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბ ბბბბბ ბბბბბბბ. ბბბბბბ ბბბბბბბბ, ბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ, ბბბბბბ, ბბბბბბბბბბბბბბბ, ბბბბბბბბბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბ. ბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ, ბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ. ბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბ-ბბბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბბბბბბბ. ბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბ ბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბ ბბბბბბბ, ბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბ, 1196 ბბბბ ბბბბ.

Upload: others

Post on 29-Jan-2020

6 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

ბეთანიის სამონასტრო კომპლექსიბეთანიის სამონასტრო კომპლექსი მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს. იგი დედაქალაქიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. XIII საუკუნეში მოღვაწე ცნობილი ისტორიკოსის _ სტეფანოს ორბელის მიხედვით, ბეთანიის მონასტერი XI საუკუნეში მსხვილ ფეოდალებს ორბელებს ეკუთვნოდათ და მათი საგვარეულო აკლდამა იყო. ორბელები საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას განაგებდნენ. მათი გავლენა ვრცელდებოდა მთელ ქვემო ქართლზე. როგორც ცნობილია, ორბელების ფეოდალური სახლის წარმომადგენლები სამეფო კარზე სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდნენ, კერძოდ, ამირსპარსალარის, მანდატურთუხუცესისა და ათაბაგისას.

რაც შეეხება ბეთანიის სამონასტრო კომპლექსს, იგი სხვადასხვა დროის არქიტექტურულ ნაგებობებს აერთიანებს. მთავარ ნაგებობას თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აგებული ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი წარმოადგენს. მთავარ ტაძარს დასავლეთით ეკვრის მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც ლაპიდარული წარწერის თანახმად, 1196 წელს აიგო. სამონასტრო კომპლექსში შედის თაღოვანი შესასვლელი, რომლის ზედა ნაწილში კოშკია.

Page 2: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მთავარი ნაგებობაა და გეგმის მიხედვით ჩაწერილი ჯვრის ტიპისაა. ძეგლი თავისი აღნაგობით და მდიდრული დეკორით XII-XIII საუკუნეების ძეგლების ჯგუფში შედის (იკორთა, ქვათახევი, ფიტარეთი, თიღვა).

Page 3: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

როგორც ირკვევა, ძეგლი ძველი აგურით აშენებული ტაძრის ადგილას აიგო. ეს უკანასკნელი კი მცირე ზომის აგურით ნაშენ ტაძარს წარმოადგენდა. ძველი ნაგებობა მთლიანად მოექცა ახალ სატაძრო სივრცეში. როგორც ითვლება, დასავლეთით მდებარე აგურით ნაშენი კარიბჭე ადრეული ნაგებობის ნაწილია. თუმცა, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, აღმოსავლეთი ნაწილიც არქაულ ფორმას განეკუთვნება, რომელიც XII საუკუნეში ახალი პერანგით შემოსეს. თამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ძველი ნაგებობის ადგილას ახალი აიგო.

Page 4: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

ბეთანია. გუმბათის ყელის მორთულობა

ამგვარი გადაკეთებები უცხო არაა ქართული არქიტექტურისთვის, თუ გავიხსენებთ მანგლისის, სვეტიცხოვლის, იშხნის თავდაპირველ ნაგებობის განახლების მიზეზს, დავინახავთ, რომ ძველი მცირე ზომის ტაძრები ახალი, უფრო დიდი ზომის მოდელებით შეიცვალა. გამოითქვა ვარაუდი თავად ბეთანიის სამონასტრო კომპლექსიის თავდაპირველი არქიტექტურული ტიპის შესახებაც. მიჩნეულია, რომ იგი არ იყო ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის.

Page 5: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

ბეთანია. მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნა

ტაძარი მოხატულია. სამეფო პორტრეტების გამოსახულება მასში შემსვლელთ ეგებება. ლაშა-გიორგის თავზე არსებული გვირგვინი და ხმალი მკვლევრებს ავარაუდებინებს, რომ ასეთი დეტალით წარმოდგენილი მოხატულობა მისი გამეფების შემდეგ უნდა შესრულებულიყო. კერძოდ, 1207 წელს. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი სამეფო რიგში თამარის პორტრეტის არსებობას მის მეფობის ხანაში მოხატულობის ნიშნად მიიჩნევს. მკვლევრები მოხატულობის რამდენიმე ფენას გამოყოფენ, ეს ფენები დღეს ნაკლულად შემოგვრჩა.

Page 6: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

ბეთანია. ქტიტორები _ გიორგი III, თამარი და ლაშა-გიორგი წმ. გიორგის წინაშე

გუმბათსა და გუმბათქვეშა თაღებზე მოხატულობა აღარ იკითხება. რაც შეეხება საკურთხეველს და ბემას, მოხატულობა აქ ოთხ რეგისტრადაა განაწილებული. კონქში მაცხოვარია (ყოვლისმპყრობელი) გამოსახული. მის ქვემოთ _ წინასწარმეტყველთა თხუთმეტი ფიგურა, მესამე რეგისტრში _ მოციქულები, მეოთხეში _ მღვდელმთავრები. სარკმლებს შორის კი დიაკვნები.

Page 7: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

ბეთანია. ამაღლება

როგორც ირკვევა, ბეთანიის მოხატულობის ოსტატი XII_XIII საუკუნეებისთვის ერთობ უჩვეულო სქემას იყენებს. ამგვარი პროგრამა ტაო-კლარჯეთის ადრეული მოხატული ძეგლებისთვისაა (ოთხთა ეკლესია, X ს. ბოლო) დამახასიათებელი. რა თქმა უნდა, ოსტატი ზუსტ სქემას არ იმეორებს, ის ბეთანიის არქიტექტურის შესაბამისად ანაწილებს მას.

Page 8: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

ბეთანია. წინასწარმეტყველი დავითი სჯულის კიდობნის წინაშე

ბეთანია. ჯვარცმა

Page 9: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

როგორც ირკვევა, საკურთხევლის კონქის მოხატულობა მოგვიანებით განახლდა. გადაწერის კვალი ყველაზე მეტად მღვდელმთავართა ფიგურების ხილვის შემდეგ ხდება შესამჩნევი. თუ როდის შეიცვალა ძველი მოხატულობა ახლით, უცნობია, თუმცა, ამგვარი შემთხვევა არაერთ ქართულ ძეგლზე გხვდება. როგორც წესი, იგი უმეტესად ძველი დაზიანებული ფერწერის ახლით შეცვლით აიხსნება, თუმცა, გვაქვს გარკვეული შემთხვევები, როცა მოკლე ქრონოლოგიურ მონაკვეთში ახალი დამკვეთი თავისი სურვილისამებრ მანამდე არსებულ ფენას ცვლის.

ბეთანია. საკურთხევლის მოხატულობა

Page 10: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

ბეთანია. ჯვრის აღმართვა და დატირება

სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები მოგვიანებით მოიხატა. ფერწერული ფენა ზედა რეგისტებში თითქმის სრულიად წარხოცილია. რაც შეეხება მოხატულობის პროგრამას, ბეთანიაში წარმოდგენილია არა მარტო ათორმეტ დღესასწაულთა ციკლი, არამედ მაცხოვრის ვნების და ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი სცენები.

Page 11: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

ბეთანია. მარიამ მეგვიპტელის ზიარება ზოსიმეს მიერ

ნიშანდობლივია, რომ ბეთანიის ტაძრის მოხატულობის პროგრამაში თითქმის სრულად შემოგვრჩა ღვთისმშობლის ძველი აღთქმისეული სიმბოლური გამოსახულებები. ბეთანიაში მთელი დასავლეთი მკლავი ეთმობა განკითხვის დღის კომპოზიციას, რომელიც მოიცავს დასავლეთი მკლავის მომიჯნავე კედლებს და თაღებს. ამავე მკლავში, სარკმლებს შორის, განკურნების ორი სცენაა მოცემული.

Page 12: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

ბეთანია; ღვთისმშობელი სამოთხეში

ბეთანია. ეშმაკეულის განკურება დასავლეთი მკლავის სარკმელი

Page 13: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

რაც შეეხება ბეთანიაში ჩვილედი ღვთისმშობლის ხატის წინაშე წარმდგარი ქტიტორის გამოსახულებას, მკვლევრები მას სუმბატ ორბელთან აიგივებენ. აქ იგი ბერის სამოსშია გამოსახულილი. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მოხატულობის ეს ნაწილი, მსგავსად თამარის და ლაშა-გიორგის გამოსახულებისა, მოგვიანებით გადაიწერა. მსგავსი ხელწერითაა შესრულებული დასავლეთი მკლავის ფერწერა. მათივე მიხედვით, თავდაპირველ ფენაზე სუმბატი საერო სამოსით იყო წარმოდგენილი. გამოსახულებას ახლავს განმარტებითი წარწერა _ `დიდი სუმბატ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი~. პალეოგრაფიული ანალიზის მიხედვით, წარწერა XII საუკუნის პირველ ნახევარშია შესრულებული. ქტიტორის ეს პორტრეტი ძალზე საყურადღებოა. როგორც საქართველოს ისტორიიდან ირკვევა, სუმბატი სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად გიორგი III-ს აუჯანყდა. დასჯილი და პატივაყრილი დიდებული ბერად სიმონის სახელით აღიკვეცა და აქ, ბეთანიის მონასტერში, ორბელიანთა ყოფილ საგვარეულო საძვალეში, კარიბჭის ქვეშ მდებარე აკლდამაში, განაგრძო მოღვაწეობა და აქვე აღესრულა.

ბეთანია. ქტიტორი _ სუმბატ ორბელი ტაძრის მოდელით ხელში ჩვილედი ღვთისმშობლის ხატის წინაშე

ბეთანიაში მოხატულობის რამდენიმე ფენის არსებობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია თავად მხატვართა ვინაობის ამსახველი წარწერები. ვინ

Page 14: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

იყვნენ ისინი? პირველი მათაგანის სახელი ორნამენტულ სახეშია შეფარვით დატანილი _ `ქრისტე, შეიწყალე დემეტრე.~ წარწერის გაგრძელებას უნდა წარმოადგენდეს ამავე ორნამეტში პოეტური ფორმით გადმოცემული ტექსტი: `არ მარტო ვარ, შავპირი, ჭეშმარიტად. მსაჯულო ყოველთაო, ნუ მარტოქმენ ყოველთა ქრისტიანეთა წმიდათა შენთაგან~.

მხატვრის მეორე წარწერა სამხრეთ მკლავში, აარონის ფერხთით მუხლმოყრით გამოსახულ მცირე ზომის ფიგურასთან იკითხება, რომელიც ბერის სამოსშია გამოწყობილი _ `უფალო, ნუ შეუნდობ სოფრომს.~ ტექსტის ამგვარი შინაარსი მკვლევრებს ავარაუდებინებს, რომ მხატვარი საკუთარ უღირსებას უსვამს ხაზს.

ამრიგად, ბეთანიის სამოსასტრო ანსამბლი, თავისი გამორჩეული ფერწერის წყალობით, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შუა საუკუნეების ქართული ფერწერული ანსამბლების საგანძურში, რომლის მაღალ მხატვრულ ღირსებას ემატება წმ. თამარ მეფის პორტრეტი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართულმა ხელოვნებამ თამარის გამოსახულების მხოლოდ ოთხი ნიმუში შემოგვინახა, ერთ-ერთი მათგანი თავად ბეთანიის ანსამბლს ამშვენებს.

XIX საუკუნის ბოლომდე ბეთანიის მონასტერი დავიწყებას მიეცა. იგი შემთხვევით, ნადირობისას, პოეტმა გრიგოლ ორბელიანმა აღმოაჩინა. მალე ღვთისმსახურნიც გამოჩდნენ. სამონასტრო კერა აღადგინა მღვდელ-მონაზონმა სპირიდონმა (კეთილაძე). იგი თავდაპირველად სრულიად მარტო მოღვაწეობდა. 1894-1896 წლებში მან სენაკები მოაწყო. ამ კეთილ საქმეში მას ვასილ მაისურაძე, შემდგომში არქიმანდრიტი იოანე ეხმარებოდა. ეს მამა 1921 წლიდან, ათონის წმ. მთიდან გამოძევების შემდეგ, ბეთანიის მონასტერში არქიმანდრიტ გიორგისთან (მხეიძე) ერთად დაემკვიდრა. ისინი მაშინდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ბეთანიის მონასტრის დარაჯებად იყვნენ გაფორმებულნი.

Page 15: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

ბეთანელი მამები არქიმანდრიტი იოანე მაისურაძე და არქიმანდრიტი გიორგი მხეიძე

ათეიზმის მძვინვარების პერიოდში სწორედ ბეთანიის მონასტერი იყო ჭეშმარიტი სამონასტრო კერა, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა. აქ მოღვაწე მამები მონასტრის წეს-განგების მიხედვით ცხოვრობდნენ. 1957 წელს მამა იოანე გარდაიცვალა. მისი დაწყებული საქმე ღირსეულად განაგრძო არქიმანდრიტმა გიორგიმ. განუზომელია თითოეული მამის ღვაწლი ღვთისა და ერის წინაშე. 2003 წლის 18 აგვისტოს გამართულ წმ. სინოდის სხდომაზე ბეთანიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) და არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) წმინდანებად შერაცხეს.

Page 16: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

წმ. ბეთანელი მამები _ არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) და გიორგი (მხეიძე)

სამონასტრო ცხოვრების აღორძინება ბეთანიაში არქიმანდრიტ გიორგის აღსრულებიდან 15 წლის შემდეგ დაიწყო.

Page 17: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

წმ. გიორგი და იოანე აღმსარებელნი

1978 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბეთანიის მონასტერში კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება.

Page 18: patriarchate.gepatriarchate.ge/.../2018/12/ბეთანია.docx · Web viewთამარ მეფის ეპოქაში, XII საუკუნის ბოლოს

ბეთანია. საძვალე

აქ მოღვაწე არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ღირსეულად განაგრძო წინაპართა გზა და არაერთი სანაქებო ბერ-მონაზონი გამოზარდა. სწორედ ამ წმინდა

სავანიდან დაიწყო საქართველოში მონასტრული ცხოვრების აღორძინება. დაკეტილი ეკლესია-მონასტრები ამოქმედდა და ღვთიმსახურება აღდგა. ამ ისტორიულ ფაქტს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის სიტყვების მიხედვით, `მზიანი ღამე~ შეგვიძლია ვუწოდოთ.