skripti.3_

7
E.Tugendhat/U.Wolf: Logisch-semantische Propädeutik, Stuttgart 2004, იიიიიიიიი იიიიი იიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიი: 1. იიიიიიიიიიიი (იიიიიიიიიი) იიიიიიიიი იიიიიიიი, 2. იიიიიიიიიიიიი (იიიიიიიიიიიი) იიიიიიიიი იიიიიიიი. იიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიი. 11. აააააააა (აა. 185-199) იიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიი იიიიიი იიიიიიი (იიიიიიიიი იიიიი: იიიიიიი იიიიიიიიიიიიიი იიიიი იიიიი იიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიიი) იი იიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიი, იიიიიიი იიიი იიიიიი იიიიიიი იიიიიიი იიიიიიი, იიი იი იიიი (იიიიი „იიიიიიიიი“ [=იიიიიიიი] იი „იიიიიიიიი“ იიიიიიიიიიიი). იიიიიიი იიიიიიიიიიიიიიი იიიიიიიი (იი იიიი იიიიიი) იი იიიიიიიიიიიი (იი იიიი იიიიიი). იი იიიიიიიიი იიი იიიიიიიიიიიიი იიიიი იიიიიიი. იიიიიიიიიიი იიი იიიიი იი იიიიი იიიიიი იიიიიი იიიიიიიიი იიიიი იიიიიიიიიიიიიი. იიიიიიიიიიი იიიი იიიიიიიიი, იიი იიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიი იიიიიი იი იიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიი იიიი იიიიიიიი: (1) იიიიიიიი იიიიიიიიიიი: იიიიიიიი იი იიი იიი? იიიი იიიიიი იიიიიიი იიიიი (იიიი იიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიი), იიიიიი იიიიიიიი იი იიი? (2) იიიიიი იიიი იი, იიიი იიიიიიიიიიიიი იიიიიი იიიიიი (იიი იიი იიიიიიიიი). იი იიიიი იიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიიი იიიიიი იი იიიიიიიი იიიიი: (a) იიიიიი იიიიიიი იიიიიი იიიიიიიი იი (b) იიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიი. (a)-იი იიიიიიიიიიი: იიიიიი იიიი იიიი იიიიიიიიიიიი იიიიი იიიიიიი, იიიიიი იიიი იი იიი იიი იიიიიიიიი? (b)-იი იიიიიიიიიიი: იიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიი იიიიიიიიიიი იიიიიი იიიიიიიიიიიიიი, იიიიიიიი იიიიიი იიიიიიი იიიი იიიიიიიიი იიიიიი. იი იიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიიი იიიიიიიიიიიიიი „იიიიიიიიიიიი იიიიიიიიიი“. იიიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიი იიიიიიიიიიიიიიიიი. იიიიიიიი იიიი იიიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიი იიიიიიიიიიიი: იიიიიიი იიიიი იიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიი. იიიიიიი იი იიიიი იიიიიიი იიიიიიიიიიი. იიიიიიი იიიიიიი იიიიიიი იიიიიიიი იიიი იიიიიიიიიიი. იიი იიი იიიიიიიი. იიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიიიი იი იიიიიიიიი იიიიი იიიიიიი წწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწ იიიიიიიიიიიი: 1

Upload: john-oshea

Post on 01-Dec-2015

35 views

Category:

Documents


6 download

DESCRIPTION

logika

TRANSCRIPT

Page 1: skripti.3_

E.Tugendhat/U.Wolf: Logisch-semantische Propädeutik, Stuttgart 2004,

იდენტობის ცნება ორი მნიშვნელობით გამოიყენება: 1. ქვალიტატიური (თვისობრივი) იდენტობის საზრისით, 2. ქვანტიტატიური (რაოდენობრივი) იდენტობის საზრისით. იდენტობის მაგივრად ხანდახან იგივეობაზე საუბრობენ ხოლმე.

11. არსებობა (გვ. 185-199)

ტრადიცია განასხვავებს ყოფნას როგორც კოპულას (რელატიური ყოფნა: როდესაც განსაზღვრულობა რაიმე სხვას მიმართ რელატიურად მოიხმარება) და ყოფნას აბსოლუტური საზრისით, როდესაც ჩვენ საგნის შესახებ უბრალოდ ვამბობთ, რომ ის არის (ყოფნა „მუნყოფნის“ [=დაზაინის] ან „არსებობის“ თვალსაზრისით). საგანში განასხვავებდნენ ესენციას (რა არის საგანი) და ექსისტენციას (თუ არის საგანი). ეს ტრადიაცია შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. არისტოტელეს ჯერ კიდევ არ ქონდა ყოფნის როგორც არსებობის ცნება გამომუშავებული. ფაქტობრივად იმის საჭიროება, რომ დაეწყოთ საუბარი ინდივიდუალურის არსებობის შესახებ მხოლოდ ორ თეოლოგიურ საკითხთან დაკავშირებით დადგა დღის წესრიგში: (1) ღმერთთან მიმართებაში: არსებობს თუ არა იგი? ჩვენ გვაქვს ღმერთის ცნება

(მისი ესენციის შესახებ წარმოდგენა), მაგრამ არსებობს კი იგი? (2) ღმერთი არის ის, ვინც ინდივიდუალურს აძლევს ყოფნას (ანუ მათ არსებობას).

ამ ორივე საკითხის დასმისას განსხვავება ხდება ყოფნის ორ საფეხურს შორის: (a) მხოლოდ შესაძლო ყოფნის საფეხური და (b) ნამდვილი ყოფიერის საფეხური. (a)-ში იგულისხმება: ღმერთი არის ჩემს წარმოდგენაში რაღაც შესაძლო, მაგრამ არის თუ არა იგი ნამდვილად? (b)-ში იგულისხმება: ინდივიდუალური არსებულები არიან უპირველესად მხოლოდ შესაძლებლობები, რომლებიც მხოლოდ ღმერთის მიერ ღებულობენ ყოფნას. ამ მიმართებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიიღო ეგრეთწოდებულმა „ონტოლოგიურმა არგუმენტმა“. ონტოლოგიური არგუმენტი მომდინარეობს ანსელმ კენტერბერიელისგან. დეკარტეს მიერ ონტოლოგიური არგუმენტი განახლებული იქნა შემდეგნაირად: ღმერთის ცნება არის სრულყოფილი არსებულის ცნება. ამდენად ეს ცნება მოიცავს არსებობასაც. ამდენად ღმერთის ცნებაში არსებობა უკვე იგულისხმება. ანუ იგი არსებობს. ღმერთის არსებობის დამტკიცების ამ არგუმენტს კანტი უარყოფს წმინდა გონების კრიტიკაში შემდეგნაირად:„ყოფნა არ არის რეალური პრედიკატი, ანუ რაიმეს ცნება, რაც საგნის ცნებას შეიძლება მიეწეროს. ... წინადადება „ღმერთი არის ყოვლისშემძლე“ შეიცავს ორ ცნებას, რომლებსაც თავისი ობიექტები აქვთ: ღმერთს და ყოვლისშემძლეობას; სიტყვა „არის“ არ არის პრედიკატი, არამედ ის, რაც პრედიკატს სუბიექტთან აკავშირებს. ახლა კი ვიღებ სუბიექტს (ღმერთს) მისი ყველა პრედიკატით (რომელთა შორისაც ყოვლისშემძლეობაც შედის) და ვამბობ: „ღმერთი არის“ ან „ ეს არის ღმერთი“; ასე მე ახალ პრედიკატს აღარ ვუმატებ ღმერთის ცნებას.“ (B 626f).

1

Page 2: skripti.3_

ამგავრად ჩვენ უკვე კანტთან ვხვდებით იმ თვალასაზრისს, რომ არსებობა არ არის პრედიკატი გრამატიკული საზრისით. აქ ცხადია მხოლოდ შემდეგი იგულისხმება: არსებობა თავის მხრივ არ არის ცნებობრივი განსაზღვრულობა, როგორადაც მას ღმერთის არსებობის ონტოლოგიური არგუმენტი განიხილავს. კანტი აქ ოპერირებს შემდეგი წარმოდგენით, რომ არსებობა არის რაღაც, რაც საგანს, რომელიც როგორც შესაძლო არის დაწანამღვრებული, მიეწერება. უფრო ადრინდელ ნაშრომში, რომელიც ასევე ღმერთის არსებობის დასაბუთებას ეხება, კანტი უფრო მეტსაც ასაბუთებს:

„არ არის სრულიად სწორი გამოთქმა ის, რომ მარტორქა არის არსებული ცხოველი, არამედ პირიქით: გარკვეულ ზღვის ცხოველს მიეწერება ის პრედიკატები, რომლებსაც მე მარტორქასთან ერთად მოვიაზრებ. არა: ჩვეულებრივი ექვსკუთხედები არსებობენ ბუნებაში, არამედ: გარკვეულ საგნებს ბუნებაში, როგორებიცაა ფუტკრების ფიჭა ან მთის კრისტალი მიეწერება ისეთი პრედიკატები, რომლებიც ერთად მოიაზრება ექვსკუთხედის ცნებაში.“ (Kant, Der einzig mögliche Beweisgrund zu einem Demonstration des Daseins Gottes“)

კანტი აქ ანვითარებს თანამედროვე თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც „არსებობა“ არა მხოლოდ არ არის რეალური პრედიკატი, არამედ სემანტიკური თვალსაზირისით საერთოდ არ არის პრედიკატი და არსებობის ოპერატორის მეშვეობით შეიძლება გამოიხატოს. წინადადებები, როგორიცაა „მარტორქები არსებობენ“ არის დამაბნეველი, რადგან ისინი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს ჩვენ (შესაძლო) მარტორქებისთვის არსებობის პრედიცირება ხდება. ის, თუ რა იგულისხმება ასეთ წინადადებებში, უფრო ნათელია, თუკი მის ფორმულირებას ისე მოვახდენთ, როგორც ამას კანტი აკეთებს: ბუნებაში გარკვეულ საგნებს მიეწერებათ ის პრედიკატები, რომლებიც წინაპირობაა იმისათვის, რათა ჩვენ მათ მარტორქები ვუწოდოთ. კანტი აქ იმაზე მიუთითებს, რომ არსებობის წინადადებები გაგებული უნდა იქნას როგორც პარტიკულარული წინადადებები (ანუ ისინი განსხვავებული უნდა იქნას სხვა ტიპის წინადადებებისაგან).

ეს მოსაზრება აუცილებელია იმ მიზეზის გამო, რომელზეც კანტი ზემოთ მოყვანილ ციტატაში მიანიშნებს და რომელიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ვიდრე ის დასაბუთებები, რომლებსაც უახლეს ლიტერატურაში ვხვდებით. კანტი ზემოთ მოყვანილ ციტატამდე წერს:

„იმისათვის, რომ ამ წინადადების სისწორე ასეთი საგნის მუნყოფნამდე აჩვენოს, მავანი სუბიექტის ცნებაში არ ეძებს მის სისწორეს. ... მე ეს ან დავინახე ან სხვებისგან გავიგე, რომლებმაც ის ნახეს.“

კანტი აქ აცხადებს, რომ ჩვენ ასეთი წინადადების სემანტიკა მხოლოდ მაშინ გვესმის, თუკი ჩვენს თავს ვეკითხებით, თუ როგორ შეგვიძლია მისი „სისწორე“ (ჭეშმარიტება) „ვაჩვენოთ“. იმის დასადგენად ჭეშმარიტია თუ არა წინადადება „მარტორქები არსებობენ“ ჩვენ (შესაძლო) მარტორქებს კი არ ვიკვლევთ იმის გასარკვევად აქვთ თუ არა მათ არსებობის პრედიკატი, არამედ ვიკვლევთ ცხოველებს რეალურ სამყაროში რათა გავარკვიოთ არის თუ არა რომელიმე მათგანი მარტორქა.

2

Page 3: skripti.3_

12 ყოფნა, ნეგაცია, აფირმაცია (გვ. 201-242)

12.1. არსებობა, იდენტობა კოპულა

იდენტობის წინადადებებს ჩვენ ხშირ შემთხვევაში გამოვთქვამთ სიტყვით „არის“. წინადადება „მწუხრის ვარსკვლავი არის იდენტური ცისკრის ვარსკვლავისა“ არის მხოლოდ რთული ფორმულირება იმისა, რომ „მწუხრის ვარსკვლავი არის ცისკრის ვარკვლავი“. ასევე სიტყვა „არსებობის“ მნიშვნელობით ვიყენებთ სიტყვას „არის“.შევადაროთ სიტყვა „არის“ გამოყენება შემდეგ წინადადებებეში:

(1) ღმერთი არის(2) მწუხრის ვარსკვლავი არის ცისკრის ვარსკვლავი(3) მწუხრის ვარსკვლავი არის პლანეტა

(1)-ში სიტყვა „არის“ გრამატიკულად არის პრედიკატი, მაგრამ არა სემანტკურად. (2)-ში და (3)-ში სიტყვა „არის“ გრამატიკულად მხოლოდ პრედიკატის ნაწილია (ზმნაა). ამასთან სიტყვა „არის“ (2)-ში განსხვავდება სემანტიკური საზრისით სიტყვა „არის“ გამოყენებისგან (3)-ში. (2)-ში წინადადების ორივე ნაწილს შეადგენს საკუთარი სახელები; (3)-ში მხოლოდ ერთ ადგილზე დგას საკუთარი სახელი, მეორე მხარეზე კი ზოგადი არსებითი სახელი. ამდენად მხოლოდ (3)-შია სიტყვა „არის“ კოპულა. წინადადება, რომელსაც აქვს (3)-ის ფორმა გამოთქვამს, რომ ობიექტი (a) შედის (F) ცნების სიმრავლეში. წინადადება, რომელსაც აქვს (2)-ის ფორმა გამოთქვამს, რომ a-თი აღნიშნული ობიექტი იდენტურია ობიექტისა, რომელიც b-თია აღნიშნული. (2)-ე წინადადებაში სიტყვა „არის“ შეიძლება ჩავანაცვლოთ გამოთქმით „არის იდენტური“. ასეთი ჩანაცვლება გამორიცხულია (3)-ში. სიტყვა „არის“ ამ ორ მნიშვნელობებს შორის არსებულ განსხვავებაზე პირველად პლატონმა გაამახვილა ყურადღება თავის დიალოგში სოფისტე. იმის გამო, რომ სოფისტები ამ განსხვავებას არ ითვალისწინებდნენ, ეს მათ მოძღვრებაში გაუგებრობას იწვევდა. მაგალითად სოფისტები არგუმენტირებდნენ ასე:

სოკრატე არის ადამიანიგლაუკონი არის ადამიანისოკრატე არის გლაუკონი (ეს არგუმენტაცია ეფუძნება იმას, რომ ორივე წანამძღვარში „არის“ ნიშნავს იმავეს, რასაც „არის იდენტური“). სოფისტები ასევე აცხადებდნენ: ის, რასაც პრედიკატი ნებისმიერ პრედიკატიულ წინადადებაში (მაგ: „სოკრატე არის მელოტი“) გამოთქვამს (სიმელოტეს), განსხვავებულია ვიდრე ის, რასაც სუბიექტი აღნიშნავს (სოკრატე); და რადგან ისინი მიიჩნევდნენ რომ კოპულა „არის“ იდენტობის საზრისს შეიცავდა, ასკვნიდნენ: მაშასადამე, სოკრატე იდენტურია იმისა, რაც მისგან განსხვავებულია.

12.2. ონტოლოგია

3

Page 4: skripti.3_

არისტოტელესგან და გარკვეულწილად პარმენიდესგან მოყოლებული არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც ფილოსოფიის მთავარი საკითხი არის საკითხი ყოფიერის შესახებ. თანამედროვეობაში საკითხის ეს „ონტოლოგიური“ დასმა ჰაიდეგერმა გააგრძელა. ჰაიდეგერი მიუთითებს არისტოტელესეულ განსაზღვრებაზე: „ყოფიერი არის უზოგადესი“. აქედან გამომდინარეობს, რომ ფილოსოფია, თუკი იგი თავს მოიაზრებს უნივერსალურ მეცნიერებად, უპირველესად ყოფნის და ყოფიერის ცნებების თემატიზირება უნდა მოახდინოს. მაგრამ რამდენად არის ყოფნა უზოგადესი ცნება? ამაზე პასუხია, რომ ყველას და ყველაფრის შესახებ შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის. ამდენად ასეთი სახის პასუხისას „ყოფნა“ ზმნურ ფორმად გაიგება; იგი გამოითქმება სიტყვაში „არის“. თუკი ყველაფერი არის, მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი არის ყოფიერი. შეიძლება ვისაუბროთ ასევე ყოფიერის ყოფნის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ყოფნას უკვე არსებობის საზრისი ექნება, რადგან როდესაც ვინმე ამბობს „ეს არის“, მაშინ სწორედ სიტყვა „არის“-ს არსებობის საზრისით მოიხმარს. მოსაზრება, რომ ყოფნა (ყოფიერი) არის უზოგადესი ცნება, ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეების ონტოლოგიებში. არისტოტელესთვის სიტყვა „ყოფნის“ ძირითადი მნიშვნელობა არის ის, რომელიც კოპულაში გამოითქმება. არისტოტელე ყველა პრედიკატების (შესაბამისად ზოგადი ტერმინების) კლასიფიცირებას ახდენს უმაღლესი გვარების რიგში, რომელსაც ის კატეგორიებს უწოდებს (სიტყვა „კატეგორია“ მომდინარეობს არისტოტელესგან და ნიშნავს უპირველესად „პრედიკატს“). უმთავრესი კატეგორიებია: სუბსტანცია (მაგ. ცხენი), ქვალიტეტი (მაგ. ყავისფერი), ქვანტიტეტი (მაგ. 2 მეტრი სიმაღლის), რელაცია (მაგ. პეტრეს მამა). ეს კატეგორიები არისტოტელესთვის არის ზოგადი ტერმინების ანუ ზოგადი ცნებების უმაღლესი ტიპები. შეიძლება ვიკითხოთ, ეს უმაღლესი ტიპები შეიძლება თუ არა, რომ რაიმე ზოგადი ცნების ქვეშ იქნას გაერთიანებული? პასუხია, კი და არა. არა: რადგან არ არსებობს რაიმე შინაარსობრივი, რაც მათთვის საერთო იქნებოდა. კი: რადგან ყოველი ცნებით კოპულას გზით რაღაც გამოითქმება ობიექტის შესახებ; ამდენად ყოველი ცნება გამოთქვამს ყოფნის-განსაზღვრულობას. ყოველი ცნება აღნიშნავს რაიმეს ასე-ყოფნას (So-Sein). ამგვარად როდესაც არისტოტელე ამბობს, რომ ყოფიერი არის უზოგადესი, ამით გულისხმობს არა საგნებს, არამედ მათ განსაზღვრულობებს, და ამასთან „ყოფნა“ აღნიშნავს კოპულასაც. შუა საუკუნეებში ასეთი სახის გაგება სიტყვისა „ყოფნა“ დაიკარგა. ამ პერიოდში ყველა ცნებას მოიაზრებდნენ როგორც წარმოდგენის შინაარსს, ხოლო ყოფიერს (ens) უწოდებდნენ იმას, რაც ყველა ცნებისთვის წარმოდგენის შინაარსის საზრისით საერთო იყო. თომა აქვინელი წერდა: „ ის, რასაც სული სწვდება როგორც ყველაზე უფრო ნაცნობს და რაშიც იგი ყველა ცნებებს მოაქცევს, არის ყოფიერი.“ (De veritate I, 1). დუნს სკოტი კი წერდა: „ჩვენი სულის პირველი საგანი (ანუ უზოგადესი წარმოდგენის შინაარსი) არის ყოფიერი.“ ამდენად აქ სიტყვა „ყოფნა“ უკვე ფილოსოფიური კონსტრუქცია ხდება. ამ შუა საუკუნეობრივ ტრადიაციასთანაა კავშირში ჰეგელი, როდესაც იგი ყოფნას ახასიათებს როგორც „განუსაზღვრელ უშუალოს“ („unbestimmte Unmittelbare“).

12.3. არსებობს სიტყვა „ყოფნის“ ერთიანი საზრისი? ნეგაცია და ვარაუდი

4

Page 5: skripti.3_

ის, რომ სიტყვას „ყოფნა“ განსხვავებული შინაარსები აქვს, თავდაპირველად პალატონმა და შემდეგ არისტოტელემ აჩვენეს. კანტი სიტყვა ყოფნის საზრისთან დაკავშირებულ საკითხზე წერს:„მუნყოფნა არის საგნის აბსოლუტური პოზიცია და ამით განსხვავდება იმ პრედიკატებისაგან, რომლებიც როგორც ასეთი მხოლოდ სხვა საგანზე მიმართების გზით დგინდებიან. პოზიციის ანუ დადგენის ცნება არის სრულიად მარტივი და ერთნაირი ყოფნის ცნებისა. ამრიგად შეიძლება რაღაც მოაზრებულ იქნას როგორც მხოლოდ მიმართების გზით დადგენილი, და მაშინ ყოფნა, რომელიც არის ამ მიმართების დადგენა, არაფერია გარდა დამაკავშირებელი ცნებისა დებულებაში. განიხილება რა ყოფნა არა როგორც მხოლოდ ეს მიმართება, არამედ როგორც თავისთავად და თავისთვის დადგენილი საგანი, მაშინ უკვე ეს ყოფნა არის მუნყოფნა.“ (Der einzig mögliche Beweisgrund zu einer Demonstration des Daseins Gottes). „მუნყოფნაში“ კანტი გულისხმობს „არსებობას“. მისი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ „არის“ კოპულას საზრისით როგორც რელატიური პოზიცია და „არის“ არსებობის საზრისით როგორც აბსოლუტური პოზიცია „პოზიციის“ ანუ „დადგენის“ ერთიანი ცნების ქვეშ ექცევა. აქ იბადება კითხვა თუ რა უნდა გავიგოთ ამ ცნების ქვეშ? სიტყვის „არის“ ორივე მნიშვნელობის ერთიანობა მდგომარეობს იმაში, რომ ორივე მათგანის უარყოფა შესაძლებელია სიტყვით „არის“. ასეთი ინტერპრეტაცია შეიძლება იმ ონტოლოგიურ ტრადიციასაც დავუკავშიროთ, რომელიც „ყოფნას“ მუდამ „არყოფნასთან“ რელაციაში განიხილავდა. ასევე შესაძლებელია იდენტობის საზრისით გამოყენებული სიტყვის „არის“ უარყოფა, რომელსაც კანტი თავის ტექსტში არ ითვალისწინებს. თუმცა მეორეს მხრივ გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ სიტყვის „არა“ გამოყენება უფრო ფართოა, ვიდრე ეს წინადადებათა სამი ფორმაა: არსებობის გამომხატველი წინადადებები, პრედიკატიული წინადადებები და იდენტობის წინადადებები. ტრადიცია ამ განსხვავებებს არ ითვალისწინებდა, რადგან როგორც ვნახეთ, იგი არსებითად პრედიკატიულ წინადადებებზე იყო კონცენტრირებული. არისტოტელე მეტაფიზიკაში (V, 7) ყურადღებას ამახვილებს სიტყვის „არის“ კიდევ ერთ მნიშვნელობაზე: „ყოფნა“ ჭეშმარიტად ყოფნის საზრისით. ყველაზე ნათელი ამ სიტყვის ასეთი გამოყენება არის დიალოგში: ერთი ადამიანი ამბობს რაღაცას და მეორე პასუხობს: „ესე არის (=ეგრეა)“. ეს ცხადია გულისხმობს „ის (რას შენ თქვი) არის ჭეშმარიტი“. სიტყვას „არის“ აქვს იგივე საზრისი, როდესაც ჩვენ მას ნებისმიერი ასერტორული წინადადების წინ ვსვამთ და ვამბობთ „განხორციელებული არის, რომ P“. ეს ნიშნავს იგივეს, რასაც „ჭეშმარიტი არის, რომ P“. წინადადების ნეგაცია (მისი კონტრადიქტორული წინადადება) არის ის წინადადება, რომელიც ჭეშმარიტია, როდესაც პირველი წინადადება არის მცდარი. ამდენად როდესაც ნებისმიერი წინადადების ნეგაცია ხდება, ის რაც უარიყოფა, ყოველთვის არის ყოფნა ჭეშმარიტად ყოფნის საზრისით. ყველა წინადადებაში ყოფნა ჭეშმარიტად ყოფნის საზრისით მოიაზრება. ის, რომ ყველა ასერტორულ წინადადებაში იმპლიციტურად მოიაზრება ყოფნა, წინააღმდეგობის კანონის მაგალითზე არის ცხადი. წინააღმდეგობის კანონის უზოგადესი ფორმულირება არის შემდეგნაირი: „შეუძლებელია, რომ ერთდროულად რაიმე განხორციელებული იყოს და არ იყოს განხორციელებული“. ეს ფორმულირება იმაზე მეტყველებს, რომ წინადადების გამოყენებაში იმპლიცირებული ვერიტატიული საზრისი არის „დაშვების ძალა“, რომლითაც წინადადება გამოიყენება. ამდენად ნეგაცია ეხება არა იმას, რასაც კანტი პოზიციას უწოდებდა, არამედ რაღაც უფრო ზოგადს, რასაც დაშვება (ანუ მტკიცება, აფირმაცია) შეიძლება

5

Page 6: skripti.3_

ვუწოდოთ. კანტისეული სიტყვა „პოზიცია“ შეიძლება მტკიცების, აფირმაციის ფართო საზრისით გავიგოთ.

6