საბიუჯეტო ორგანიზაციებში...

9
1 საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის სრულყოფა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით თეიმურაზ გოგნაძე თსუ მთავარი სპეციალისტი ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ორგანიზაციებში მატერიალური და არამატერიალური აქტივების ბუღალტრული ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა ხდება ინვენტარიზაციის საშუალებით. ბუღალტერია როგორც მეცნიერება ზუსტად უნდა ასახავდეს დაწესებულების სამეურნეო საქმიანობას. მაგრამ რიგ შემთხვევაში სააღრიცხვო მონაცემები განსხვავდება ფაქტობრივი მდგომარეობისაგან. ასეთი უზუსტობის აღმოჩენა და აღმოფხვრა მხოლოდ ინვენტარიზაციის მეშვეობითაა შესაძლებელი[1]. ინვენტარიზაციის ჩატარება აუცილებელია: ქონების ფაქტიური მდგომარეობის დასადგენად; ქონების ყიდვა-გაყიდვისას ან გაქირავების დროს; წლიური ბუღალტრული ნაშთების დასასმელად; მატერიალური პასუხისმგებელი პირის ან ხელმძღვანელის შეცვლისას; ბოროტმოქმედების ან ვანდალიზმის ფაქტების გამოვლენისას; კომპანიის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში; ძირითადი საშუალებების გადაფასების დროს; ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორიცაა წყალდიდობა და ხანძარი. მასშტაბურობის მიხედვით ინვენტარიზაცია შეიძლება იყოს სრული და ნაწილობრივი. სრული ინვენტარიზაცია მოიცავს საწარმოს რესურსების მთელ ერთობლიობას და ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების წინ. ნაწილობრივი ინვენტარიზაცია ტარდება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მოიცავს საწარმოს რესურსების ნაწილს, მის რომელიმე ერთ ჯგუფს. მაგალითად მხოლოდ ფულად საშუალებებს ან მხოლოდ მზა პროდუქტებს და ა.შ. პერიოდულობის მიხედვით ინვენტარიზაცია შეიძლება იყოს დაგეგმილი, მოულოდნელი, საკონტროლო, სასწრაფო და პროგრამით გათვალისწინებული. პერიოდული ინვენტარიზაცია ტარდება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, მაგალითად ყოველთვიურად, ყოველდეკადურად, ხოლო უეცარი ინვენტარიზაცია კი მატერიალურ პასუხისმგებელ პირთა კეთილსინდისიერების შემოწმების მიზნით. სასწრაფო ინვენტარიზაცია ტარდება სასწრაფო შემთხვევის გამო, მაგალითად მატერიალური პირის შეცვლისას და ა. შ. ხასიათის მიხედვით ინვენტარიზაცია შეიძლება იყოს გეგმიური (პროგნოზირებული) და შემთხვევითი (მოულოდნელი). ინვენტარიზაციის მთლიანი პროცესი სქემატურად ასე შეიძლება წარმოვადგინოთ:

Upload: others

Post on 26-Dec-2019

10 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

1

საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესისსრულყოფა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით

თეიმურაზ გოგნაძეთსუ მთავარი სპეციალისტი

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

ორგანიზაციებში მატერიალური და არამატერიალური აქტივების ბუღალტრული ნაშთებისფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა ხდება ინვენტარიზაციის საშუალებით. ბუღალტერიაროგორც მეცნიერება ზუსტად უნდა ასახავდეს დაწესებულების სამეურნეო საქმიანობას. მაგრამრიგ შემთხვევაში სააღრიცხვო მონაცემები განსხვავდება ფაქტობრივი მდგომარეობისაგან. ასეთიუზუსტობის აღმოჩენა და აღმოფხვრა მხოლოდ ინვენტარიზაციის მეშვეობითაა შესაძლებელი[1].

ინვენტარიზაციის ჩატარება აუცილებელია: ქონების ფაქტიური მდგომარეობის დასადგენად; ქონების ყიდვა-გაყიდვისას ან გაქირავების დროს; წლიური ბუღალტრული ნაშთების დასასმელად; მატერიალური პასუხისმგებელი პირის ან ხელმძღვანელის შეცვლისას; ბოროტმოქმედების ან ვანდალიზმის ფაქტების გამოვლენისას; კომპანიის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში; ძირითადი საშუალებების გადაფასების დროს; ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორიცაა წყალდიდობა და ხანძარი.

მასშტაბურობის მიხედვით ინვენტარიზაცია შეიძლება იყოს სრული და ნაწილობრივი.სრული ინვენტარიზაცია მოიცავს საწარმოს რესურსების მთელ ერთობლიობას და ტარდება

წელიწადში ერთხელ მაინც წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების წინ.ნაწილობრივი ინვენტარიზაცია ტარდება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მოიცავს

საწარმოს რესურსების ნაწილს, მის რომელიმე ერთ ჯგუფს. მაგალითად მხოლოდ ფულადსაშუალებებს ან მხოლოდ მზა პროდუქტებს და ა.შ.

პერიოდულობის მიხედვით ინვენტარიზაცია შეიძლება იყოს დაგეგმილი, მოულოდნელი,საკონტროლო, სასწრაფო და პროგრამით გათვალისწინებული.

პერიოდული ინვენტარიზაცია ტარდება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, მაგალითადყოველთვიურად, ყოველდეკადურად, ხოლო უეცარი ინვენტარიზაცია კი მატერიალურპასუხისმგებელ პირთა კეთილსინდისიერების შემოწმების მიზნით.

სასწრაფო ინვენტარიზაცია ტარდება სასწრაფო შემთხვევის გამო, მაგალითადმატერიალური პირის შეცვლისას და ა. შ.

ხასიათის მიხედვით ინვენტარიზაცია შეიძლება იყოს გეგმიური (პროგნოზირებული) დაშემთხვევითი (მოულოდნელი).

ინვენტარიზაციის მთლიანი პროცესი სქემატურად ასე შეიძლება წარმოვადგინოთ:

2

გეგმიური ინვენტარიზაცია ტარდება წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, ხოლომოულოდნელი ინვენტარიზაცია კი სტიქიური უბედურების და სხვა არანორმალური მოვლენებისშემდეგ შემოწმების ჩატარების მიზნით.

ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით საწარმოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემულიბრძანების საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია, განისაზღვრება ინვენტარიზაციისობიექტი და ჩატარების ვადები. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ შესაბამისისამსახურების წარმომადგენლები და საწარმოს მთავარი ბუღალტერი.

ინვენტარიზაცია ტარდება ფასეულობათა შენახვის ადგილების მიხედვით მატერიალურადპასუხისმგებელი პირების თანდასწრებით და შედეგებისათვის საინვენტარიზაციო კომისია ადგენსინვენტარიზაციის უწყისს, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. მატერიალურიპასუხისმგებელი პირი იძლევა ასეთ ხელწერილს: "საინვენტარიზაციო უწყისში მოცემულიმთელი ფასეულობა, ყველა დასახელების მიხედვით, კომისიის მიერ შემოწმებულია ნატურალურგამოსახულებაში ჩემი თანდასწრებით და შეტანილია უწყისში, რის გამოც საინვენტარიზაციოკომისიის მიმართ პრეტენზია არ მაქვს. უწყისში ჩამოთვლილი ფასეულობა იმყოფება ჩემს პირადპასუხისმგებლობაში".

kombinirebuliprogramiT

gaTvaliswinebuli

rekomendirebuli

dagegmili

saswrafo

sakontrolo

inventarizacia

miznobrivi

sruli

moulodneli

sainiciativo

savaldebulo

შერჩევითი

3

ფაქტობრივი ნაშთების სააღრიცხვო ჩანაწერებთან შედარებისათვის საინვენტარიზაციოუწყისი გადაეცემა ბუღალტერიას. შედარების შემდეგ კომისია ყოველ გადახრაზე შესაბამისიპირებისაგან ღებულობს წერილობით ახსნა-განმარტებას, განიხილავს მათ მიზეზს და შემოაქვსწინადადებები შემდგომი გამოსწორების მიზნით. საინვენტარიზაციო კომისიის გადაწყვეტილებაფორმდება ოქმით, რომელსაც ამტკიცებს საწარმოს ხელმძღვანელი.

მაშასადამე ფინანსური აღრიცხვის მონაცემების ფაქტობრივ მდგომარეობასთანშესაბამისობის შემოწმება ხდება ინვენტარიზაციის გზით[2].

როგორ და რა პერიოდში უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებში?საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის ჩატარება რეგულირდება საქართველოს

ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის 1605 ბრძანებით "საბიუჯეტო ორგანიზაციებშიქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის" დამტკიცებისთაობაზე და შესაბამისად ინვენტარიზაცია უნდა ჩატარდეს ამ წესით განსაზღვრულიმოთხოვნების სრული დაცვით.

მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ნებისმიერი თანამედროვე ორგანიზაციისერთ-ერთი აუცილებელი ღონისძიებაა[3]. ჩვეულებრივ ის დაკავშირებულია მატერიალურიაქტივების მდგომარეობის აღწერასთან და ბუღალტერიაში სათანადო ჩანაწერების წარდგენასთან.ხშირად კომპიუტერული ტექნიკისა და სხვა მატერიალური აქტივების ინვენტარიზაცია ტარდებაIT-რესურსების უფრო ეფექტური გამოყენების მიზნით. ცხადია სისტემური ადმინისტრატორიდაინტერესებულია სად, როდის და ვისგან იქნა შეძენილი ესა თუ ის ტექნიკა საგარანტიო დროისმითითებით, რატომ შეიცვალა ამა თუ იმ სამუშაო ადგილზე კომპიუტერული ტექნიკა, რამაკომპლექტებელი ნაწილები უნდა ვიყიდოთ კომპიუტერების მოდერნიზაციისათვის.

კომპიუტერული ტექნიკის აღწერისათვის არსებობს სპეციალიზირებული პროგრამები,რომლებიც ორგანიზაციებში ცენტრალიზებული აღწერის საშუალებას გვაძლევს. ასეთიპროგრამების უმრავლესობა იყენებს ლოკალური ქსელის შესაძლებლობებს ინფორმაციისმოსაძიებლად ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თსუ საბიუჯეტო ორგანიზაციაა და მასზე ვრცელდებაინვენტარიზაციის ზემოთჩამოთვლილი ყველა დებულებები. ინვენტარიზაციის პროცესიმიმდინარეობს ყოველი წლის ბოლოს და მისი ჩატარება მოითხოვს დიდ დროს, ათეულობითსხვადასხავა კომისიებში მომუშავე პერსონალის დიდ შრომატევადობასთან ერთად. სტატიაშიმიზნად დავისახეთ თსუ-ში ინვენტარიზაციის პროცესის ავტომატიზაციის სრულყოფა.შემუშავებული იქნა მონაცემთა საინვენტარიზაციო ბაზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს:

მნიშვნელოვნად შევამციროთ ინვენტარიზაციის ჩატარების დრო; გავამარტივოთ ინვენტარიზაციის პროცესი; შევამციროთ კომისიის წევრთა რაოდენობა და გაუადვილოთ მათ შრომა; გავაკონტროლოთ თსუ ქონების ადგილმდებარეობა-გადაადგილება; დავამუშაოთ და გავაანალიზოთ ინვენტარიზაციის შედეგები; მონაცემთა სწრაფად დამუშავების დროს მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ადამიანური

შეცდომები.

4

დღევანდელი მდგომარეობით ინვენტარიზაცია მიმდინარეობს თსუ-ს ემბლემიანიშტრიხკოდების საშუალებით, რომელზედაც დროთა განმავლობაში საინვენტარიზაციო ნომერისხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო შეიძლება დაზიანდეს. ამიტომ და სხვადასხვამოსაზრებების გამო მიზანშეწონილად მიმაჩნია ტექნიკის შეძენისთანავე საჭირო მონაცემთაბაზაში საინვენტარიზაციო ნომერთან ერთად ჩაიწეროს მისი საქარხნო ნომერი, რომელიც უფროდაცულს გახდის ამა თუ იმ ძვირადღირებულ ქონებას.

სტატიაში შემოთავაზებულია ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის მოდელი,რომლის გამოყენებაც:

მნიშვნელოვნად ამცირებს ინვენტარიზაციის დროს; მნიშვნელოვნად აიოლებს ინვენტარიზაციის პროცესს; მიიღება ინვენტარიზაციის ოპტიმალური შედეგები.

ინვენტარიზაციის ეს მოდელი მოიცავს აპარატურულ, ინფორმაციულ და პროგრამულუზრუნველყოფას, რომლისთვისაც საჭიროა:

შტრიხ-კოდების სპეციალური პრინტერი Zebra S4M (სურათი 1), რომელიცსაშუალებას იძლევა დავბეჭდოთ მარკირებისათვის საჭირო ეტიკეტები უნიკალურიშტრიხკოდებით, რომლებზეც ორგანიზაციის დასახელებასთან ერთადმითითებული იქნება ინვენტარის განთავსების ადგილი კორპუსის, სართულის,ოთახისა და საინვენტარიზაციო ნომრის ჩვენებით;

მონაცემთა შეგროვების მობილური ტერმინალი M3 Mobile MC-7100S (სურათი 2),რომლითაც ვახდენთ შტრიხკოდების სკანირებას და შესაბამის დამუშავებასინვენტარიზაციის დროს;

პროგრამული უზრუნველყოფა (სურათი 3), რომელთა გამოყენებაც უზრუნველყოფსინვენტარიზაციისათვის საჭირო და ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგმიღებული მასალის მომხმარებლის მიერ დამუშავების საშუალებას.

სერვერთან ძირითადად წვდომა აქვს თსუ საფინანსო დეპარტამენტს, რომლისპერსონალურ კომპიუტერში ჩაიტვირთება საჭირო პროგრამები, ხოლო უშუალოდ მათ მიერ ხდებაინვენტარიზაციისათვის საჭირო მონაცემების მომზადება და ჩატვირთვა ტერმინალში, ასევეტერმინალიდან უკვე ინვენტარიზაციის მონაცემების მიღება და დამუშავება, რის შემდეგაც მათშეუძლია ინვენტარიზაციის რეალური შედეგების დაბეჭდვა.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაპროექტებულიმონაცემთა ბაზა "მატერიალურ-ტექნიკური რესურსები" საშუალებას იძლევა აღირიცხოს თსუსტრუქტურული დანაყოფების მატერიალურ პასუხისმგებელ პირზე რიცხული ქონებამომწოდებლის, საგარანტიო ვადის, მდგომარეობის, ცვეთის, განთავსების ადგილის, უშუალომომხმარებლის და სხვა მრავალი კომპონენტის მიხედვით [4].

წინასაინვენტარიზაციო ანუ მოსამზადებელ პერიოდში საჭიროა შემდეგი:*დაინომროს თსუ ყველა კორპუსი და ნაგებობა, სადაც უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაცია;*დაინომროს კორპუსებში არსებული ყველა ოთახები (კაბინეტ-ლაბორატორიები);*დაინომროს ოთახებში (კაბინეტ-ლაბორატორიებში) არსებული ქონება;*ერთჯერადად ამოწერილი უნდა იქნეს არსებული ტექნიკის საქარხნო ნომრები;

5

*მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული ოთახების მიხედვით მატერიალურ პასუხისმგებელპირთა ვინაობა და მათი კოორდინატები;

ყველა ეს მონაცემი უნდა აისახოს მონაცემთა ბაზა "მატერიალურ-ტექნიკური რესურსები".აუცილებელია წინასწარვე დაიგეგმოს ინვენტარიზაციის დაწყებისა და დამთავრების

მკაცრი განრიგი, დადგინდეს რეალურად მოქმედი კომისიის პროფესიული შემადგენლობა დაბოლოს ინვენტარიზაციის შედეგების წარმოდგენის თარიღი.

მაგალითისათვის ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის დროს შეამჩნევთ რომკომპიუტერული ტექნიკისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა აღწერა უნდა მოხდესდეტალურად ნაჩვენები ნიმუშის მიხედვით [5]. აქ პროცესორული ბლოკის მოდელის გარდააუცილებელია სპეციფიკაციის შეტანა მონაცემთა ბაზაში მისი შესყიდვისთანავე, რათა არ მოხდესამ ბლოკის მონაცემების ჩამოწევა, რაც თავისთავად გამოიწვევს კომპიუტერის მოდელის ფაქტიურშეცვლას. თუ i7 პროცესორი არაკეთილსინდისიერი პირის მიერ ჩანაცვლდა i3-ით, ეს უკვე დიდისვლაა უარესობისაკენ მეხსიერებისა და სხვა მონაცემების შეცვლის მიუხედავათაც კი. სხვა სახისკომპიუტერული ტექნიკისათვის საკმარისია მოდელის მითითება საინვენტარიზაციო ნომერთანერთად.

ზემოთ აღნიშნული მაგალითის საფუძველზე აუცილებელია კომპიუტერული ტექნიკისადა სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარდეს IT-სპეციალისტებისმონაწილეობით, მათ მიერ სპეციფიკაციების მითითებით, რათა ადგილი არ ჰქონდეს შეძენილიტექნიკის მონაცემების გაუარესებას.

მონაცემთა ბაზა მატერიალური პასუხისმგებელი პირის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგისახის ინფორმაციას: მატერიალური პასუხისმგებელი პირის გვარი და სახელი, სტრუქტურულიერთეულის დასახელება, თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

ინვენტარიზაციის ჩასატარებელად საჭიროა შემდეგი ღონისძიებები[6]:1. ეტიკეტების ბეჭდვა შენობებისა და ობიექტებისათვის-ხდება ერთჯერ;2. მარკირება შენობებისა და ობიექტებისათვის-ხდება ერთჯერ;3. ტერმინალში საწყისი მონაცემების ჩატვირთვა;4. ობიექტების სკანირება;5. შედეგების ჩატვირთვა კომპიუტერში.მოხდება რა თსუ კორპუსების მიხედვით ოთახებისა და მასში განთავსებული

მატერიალური ფასეულობების მარკირება შტრიხკოდების ეტიკეტების საშუალებით უკვეშესაძლებელია ინვენტარიზაციის დაწყება. ამისათვის საჭირო მონაცემებს კომპიუტერ-სერვერიდან ჩავტვირთავთ ტერმინალში. შესაძლებელია მასში მთელი ორგანიზაციის ქონებისშესახებ ინფორმაციის შეყვანა კორპუსების მიხედვით, ასევე კონკრეტულ მატერიალურპასუხისმგებელ პირზე რიცხული ქონების ჩატვირთვა კონკრეტულ კორპუსებში ოთახებისმიხედვით. ცხადია ინფორმაცია უნდა იყოს დაცული და მასთან წვდომა უნდა ჰქონდეს მხოლოდდა მხოლოდ შემსრულებელ პირს ანუ კომისიის წევრს.

თსუ კორპუსის ოთახში შესვლამდე ტერმინალის საშუალებით ვასკანირებთ ეტიკეტს,როლითაც მარკირებულია მისი შესასვლელი კარები. ამის შემდეგ ვახდენთ ოთახში არსებულიძირითადი საშუალებების რიგ-რიგობით სკანირებას. თუ რამდენჯერმე ხდება სკანირება ერთი

6

ობიექტის ამას პროგრამა გამორიცხავს. ასევე ვაგრძელებთ სხვა ოთახებში და სხვა კორპუსებშიც.სკანირების დამთავრების შემდეგ ვახდენთ ტერმინალიდან უკვე დამუშავებული მონაცემებისდაბრუნებას კომპიუტერ-სერვერში. აქ კი პროგრამის საშუალებით ხდება მიღებული მასალებისშედარება რეალურ უწყისთან და შედეგების (მეტობა, დანაკლისი, ექსპლუატაციისათვის უვარგისიდა ა.შ.) გამოსასწორებლად საფინანსო დეპარტამენტი ადმინისტაციასთან ერთად ღებულობსკანონით განსაზღვრულ ზომებს.

ამ მოდელით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად უმოკლეს დროში და კომისიისუმცირესი შემადგენლობით ვღებულობთ

1.უწყისს ობიექტების რეალური რაოდენობითა და ადგილსამყოფელით ცხრილი #1;2.რეალურ სურათს დანაკლისის შესახებ ცხრილი #2;3.ინფორმაციას ძირითადი საშუალებების მეტობის შესახებ ცხრილი #2;4.ინფორმაციას ძირითადი საშუალებების მდგომარეობაზე (მუშა,არამუშა);5.წინა ინვენტარიზაციის შემდეგ გადაადგილებული ობიექტების ჩამონათვალს.

Zebra S4Mსურათი 1 M3 Mobile MC-7100S

სურათი 2

სურათი 3

6

ობიექტის ამას პროგრამა გამორიცხავს. ასევე ვაგრძელებთ სხვა ოთახებში და სხვა კორპუსებშიც.სკანირების დამთავრების შემდეგ ვახდენთ ტერმინალიდან უკვე დამუშავებული მონაცემებისდაბრუნებას კომპიუტერ-სერვერში. აქ კი პროგრამის საშუალებით ხდება მიღებული მასალებისშედარება რეალურ უწყისთან და შედეგების (მეტობა, დანაკლისი, ექსპლუატაციისათვის უვარგისიდა ა.შ.) გამოსასწორებლად საფინანსო დეპარტამენტი ადმინისტაციასთან ერთად ღებულობსკანონით განსაზღვრულ ზომებს.

ამ მოდელით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად უმოკლეს დროში და კომისიისუმცირესი შემადგენლობით ვღებულობთ

1.უწყისს ობიექტების რეალური რაოდენობითა და ადგილსამყოფელით ცხრილი #1;2.რეალურ სურათს დანაკლისის შესახებ ცხრილი #2;3.ინფორმაციას ძირითადი საშუალებების მეტობის შესახებ ცხრილი #2;4.ინფორმაციას ძირითადი საშუალებების მდგომარეობაზე (მუშა,არამუშა);5.წინა ინვენტარიზაციის შემდეგ გადაადგილებული ობიექტების ჩამონათვალს.

Zebra S4Mსურათი 1 M3 Mobile MC-7100S

სურათი 2

სურათი 3

6

ობიექტის ამას პროგრამა გამორიცხავს. ასევე ვაგრძელებთ სხვა ოთახებში და სხვა კორპუსებშიც.სკანირების დამთავრების შემდეგ ვახდენთ ტერმინალიდან უკვე დამუშავებული მონაცემებისდაბრუნებას კომპიუტერ-სერვერში. აქ კი პროგრამის საშუალებით ხდება მიღებული მასალებისშედარება რეალურ უწყისთან და შედეგების (მეტობა, დანაკლისი, ექსპლუატაციისათვის უვარგისიდა ა.შ.) გამოსასწორებლად საფინანსო დეპარტამენტი ადმინისტაციასთან ერთად ღებულობსკანონით განსაზღვრულ ზომებს.

ამ მოდელით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად უმოკლეს დროში და კომისიისუმცირესი შემადგენლობით ვღებულობთ

1.უწყისს ობიექტების რეალური რაოდენობითა და ადგილსამყოფელით ცხრილი #1;2.რეალურ სურათს დანაკლისის შესახებ ცხრილი #2;3.ინფორმაციას ძირითადი საშუალებების მეტობის შესახებ ცხრილი #2;4.ინფორმაციას ძირითადი საშუალებების მდგომარეობაზე (მუშა,არამუშა);5.წინა ინვენტარიზაციის შემდეგ გადაადგილებული ობიექტების ჩამონათვალს.

Zebra S4Mსურათი 1 M3 Mobile MC-7100S

სურათი 2

სურათი 3

7

ძირითადი საშუალებების ნაშთების უწყისი

201 წლის-----------------

სტრუქტურული ქვედანაყოფის კოდი სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება

ცხრილი11

ძირითადი საშუალება

ზო

მის

ერთ

ეულ

რაო

დენ

ობა

ფას

თან

ხა

დას

ახელ

ება

საინ

ვენტ

არო

ნომე

რი

1 2 3 4 5 6სულ თანხა ძირითადი საშუალების ანგარიშის მიხედვით: *მთლიანი თანხა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიხედვით: *

სტრუქტურული ქვედანაყოფების დასახელების ფაილის სტრუქტურა ასეთია:

რიგითი#

რეკვიზიტის დასახელება იდენტიფიკატორი ველის ტიპი ველის სიგრძე

1 სტრუქტურულიქვედანაყოფის კოდი

sqk Text 4

2 სტრუქტურულიქვედანაყოფისდასახელება

sqdasaxeleba Text 60

ძირითადი საშუალებების სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით განთავსების ფაილს აქვსშემდეგი სახე:

რიგითი#

რეკვიზიტის დასახელება იდენტიფიკატორი ველის ტიპი ველის სიგრძე

1 ძირითადი საშუალებისდასახელება

zsdasaxeleba Text 255

2 ძირითადი საშუალებისმარკა, მოდელი

zsmarka,zsmodeli Text 50

3 ძირითადი საშუალებისსპეციფიკაცია

zsspecifikacia Text 90

4 ძირითადი საშუალებისრაოდენობა

zsquantity Number

8

5 ძირითადი საშუალებისმდებარეობა

Korpusi,otaxi Text 20

6 მომხმარებელი momxmarebliskodi Text 5

7 კონტაქტიმომხმარებელთან

Phone Text 10

8 მდგომარეობა mdgomareoba Text 10

9 ინვენტარიზაციის N InvN Text 14

10 საქარხნო N qarxnisN Text 20

ძირითადი საშუალებების სტრუქტურული ერთეულების მიხედვით ინვენტარიზაციის უწყისი:ცხრილი12

რიგ

ითი

N

საინ

ვენტ

არო

ნო

მერ

დას

ახელ

ება

ზო

მის

ერთ

ეულ

ფაქტიურიმდგომარეობით

აღმოჩნდა

საბუღალტროაღრიცხვის

მონაცემებით

ინვენტარიზაციისშედეგები

ფაქტ. მდგომ. შეტან.ჩამოსაწ.გამოყოფილიდანაკლისი ნამატი

რაო

დენ

ობა

ფას

თან

ხა

რაო

დენ

ობა

თან

ხა

რაო

დენ

ობა

თან

ხა

რაო

დენ

ობა

თან

ხა

რაო

დენ

ობა

თან

ხა

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15გამოყენებული ლიტერატურა

1. http://apphouse.ge/lang/ge/ინვენტარიზაცია/2.http://press.tsu.edu.ge/lessons/internetgak/_biznesi da ekonomika/X4.2..htm3.გოგნაძე თ. სატენდერო დავალების ელექტრონული ფორმირება. ჟურნალი "ეკონომიკა დაბიზნესი", 2011,16.4. www.tsu.edu.ge5.გოგნაძე თ. ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო შესყიდვების მართვის სისტემის

ფუნქციონირების საკითხისათვის. ჟურნალი "ეკონომიკა", 2011,111–12.6.www.oknemi7. მაღრაძე მ. ეკონომიკური ინფორმაციის მანქანური დამუშავება. (ლექციების კურსიეკონომიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა,თბილისი 1986.

9

საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესისსრულყოფა informaciuli teqnologiebis gamoyenebiთ

Teimuraz gognaZe-Tsu mTavari specialisti, biznesis administrirebis doqtori

რეზიუმესტატიაში შემოთავაზებულია თანამედროვე იფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით

საბიუჯეტო ორგანიზაციებში ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ავტომატიზაციისმოდელი. მოდელი მობილური ტერმინალური მოწყობილობის M3 Mobile MC-7100Sგამოყენებაზე. განხილულია სერვერ-კომპიუტერზე სტრუქტურული ქვეგანყოფილებებისმიხედვით პასუხისმგებელი პირებზე რიცხული ძირითადი საშუალებების მონაცემთა ბაზისფორმირების, შეგროვილი ინფორმაციის კომპიუტერში შეტანისა და მონაცემთა ბაზაშიგანთავსებული სააღრიცხვო მონაცემების ინვენტარიზაციის მონაცემებთან შედარების პროგრამითსარგებლობის ინსტრუქცია, საშედეგო ინფორმაციის გამოტანის ფორმები და საფინანსოგანყოფილებაში ანალიზისათვის მათი გადაცემა. სტატიაში ხაზგასმულია იმ დადებითმომენტებზე, რომელიც მიიღება შემოთავაზებული მოდელით საბიუჯეტო ორგანიზაციებშიძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ავტომატიზაციის საფუძველზე.

The improvement of stocktaking process applying the information technologies in thebudgetary organizations

Teimuraz Gognadze – Chief Specialist at TSU, Doctor of business administrationSummery

In the paper there is suggested the automation model of stocktaking of main facilities applyingthe modern information technologies in the budgetary organizations, the model of using themobile terminal equipment of M3 Mobile MC-7100S

There is also reviewed the instructions in formation of database of main facilities being infinancial responsibility of the persons in charge according to the structural sub-divisions on server-computers, the instruction in loading the collected information in computers and applying theprogram of comparing the registration figures existing in the database with the data of thestocktaking, the forms of getting the ensuing information and submitting them to the financialdepartment

The paper also focuses on the positive moments, which are obtained on the basis of the automationof stocktaking of main facilities through the suggested model in budgetary organizations.