ისტორიულ პირთა...

285
იიიიიიიი იიიიი იიიიიიიიიიი სსსსსსს. სსსს I. სსსსსსსსსს სსსსსსსსსს. სსსსსსსს სსსსსსს. სსსსსსს სსსს. სსსსსსსს I. სსსსსსს სსსსსსს. სსსსსსსსსს სსსსს. სსს სსსს სსსსს. სსს სსსსს სსსსსს. სსს სსსსსსსსსს სსსს სსსსს. სსსს სსსსსსსსს. სსსსსს სსსსსსსსს. სსსსსსსსს სსსსსს. სსსსსსს სსსსს. სსსსსსსსსს. სსსსსს სსსსსს. სსსსსსს სსსსსსს. სსსსსსსს სსსსსს. სსსსსს სსსს. სსსსსსსსს სსსსს. სსსსსსს სსსსსს სსსსსსსს. სსსსსსს სსსსსს სსსსსსსს. სსსსსსს II. სსსსსსს სსსსს. სსსსსსსს სსსსს. სსსსსსსს სსსსს. სსსსსსს სსსსს. 1

Upload: others

Post on 21-Jan-2020

21 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

ისტორიულ პირთა ბიოგრაფიები

ისტორიულ პირთა ბიოგრაფიები

სარჩევი.

აბას I.

ალექსანდრე მაკედონელი.

ათათურქი მუსტაფა.

დიონიცი კარლ.

ელისაბედ I.

ფაბიუსი კვინტუს.

ფაბრიციუსი გაიუს.

ფონ ბოკი ფედორ.

ფონ ფრიჩი ვერნერ.

ფონ ფრიდებურგი ჰანს გეორგ.

ფოში ფერდინანდ.

ფრანკო ფრანსისკო.

გარიბალდი ჯუზეპე.

ჰიტლერი ადოლფ.

ჯალალედინი.

კადაფი მოამარ.

კაიტელი ვილჰელმ.

კამილუსი მარკუს.

კარლოს დიდი.

კლავდიუსი აპიუს.

კორვუსი მარკუს ვალერიუს.

კურსორი ლუციუს პაპირიუს.

ლეოპოლდ II.

ლივიუსი ტიტუს.

მანლიუსი ტიტუს.

მარციუსი გაიუს.

მარიუსი გაიუს.

მიულერი ჰაინრიხ.

მუსი პუბლიუს უფროსი.

მუსი პუბლიუს უმცროსი.

მუსოლინი ბენიტო.

ნაპოლეონ I.

ნაპოლეონ III.

პეტრე I დიდი.

პლუტარქე.

რუტილუსი გაიუს მარციუს.

დე გოლი შარლ.

სციპიონ ბარბატუსი ლუციუს.

სიმა ციანი.

სტალინი იოსებ.

სავონაროლა.

ნარამსინი.

აბას პირველი (ირანი).

აბას Iაბას I, შაჰ-აბას დიდად წოდებული (დ. 27 იანვარი, 1571 გ. 19 იანვარი, 1629), ირანის შაჰი (1587-1629) სეფიანთა დინასტიისა, შაჰ მუჰამად ხუდაბანდას ძე, მხედართმთავარი.

აბას I-ის ტახტზე ასვლის პირველსავე წლებში გამუდმებული შინაფეოდალური ომებისაგან დასუსტებულმა ირანმა ოსმალეთთან ომში (1578-1590) მარცხი განიცადა. 1590 წელს აბას I იძულებული გახდა ოსმალეთთან დაედო ირანისათვის საზარალო ზავი. შემდეგ ენერგიულად შეუდგა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ებრძოდა ამირების სეპარატისტულ მისწრაფებებს, ყიზილბაშურ-თურქმანულ არისტოკრატიას სახელმწიფო და სამხედრო სარბიელზე დაუპირისპირა ირანის სამსახურში დაწინაურებული ქართველები, სომხები, ჩერქეზები (ე.წ. "ახალი არისტოკრატია"). მაგ., ისპაანის ტარუღა აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო. ქართველებს ნიშნავდნენ ირანის პროვინციების ბეგლარბეგებად. ყულარაღასის თანამდებობაც ხშირად ქართველებს ეჭირათ. ქართველები დაწინაურდნენ კულტურულ სარბიელზეც.

აბას I-მა ჩაატარა სამხედრო რეფორმა. შექმნა მუდმივი ჯარი (თოფანქჩიებისა და ღულამთა ნაწილები), საარტილერიო პარკი (თოფხანე), ღულამთა გვარდია (ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა). სამხედრო რეფორმის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამაჰმადიანებულმა ქართველმა ალავერდი-ხან უნდილაძემ და ინგლისელებმა - ძმებმა ანტონ და რობერტ შერლებმა.

1598 აბას I-მა დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაანში გადაიტანა. ირანის ცენტრალური რაიონების აღორძინების მიზნით მშობლიური მიწიდან აყარა და ირანში გადაასახლა სომეხი ვაჭარ-ხელოსნები (1605) და ქართველი გლეხები (1616 - კახელების გადასახლება ირანში), ხელს უწყობდა ვაჭრობა-ხელოსნობისა და საქალაქო ცხოვრების განვითარებას.

აბას I დამპყრობლურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. 1601-1602 წლებში დაიპყრო ბაჰრეინის კუნძულები. ოსმალეთთან ომების შედეგად (1603-1612, 1616-1618, 1623) აღადგინა ირანის ბატონობა ამიერკავკასიასა და ერაყში. 1597 უზბეკებს წაართვა ხორასანი, 1622 დიდ მოგოლებს - ყანდარი. დიდ ყურადღებას აქცევდა აბრეშუმით ვაჭრობას, რაც შაჰის ხაზინის მონოპოლია იყო. ცდილობდა აბრეშუმის ექსპორტი ევროპაში აეცდინა ოსმალეთის საქარავნო გზებისათვის და სპარსეთის ყურით წარემართა. 1622 ოსტინდოეთის ინგლისის კომპანიის ფლოტის დახმარებით პორტუგალიელებს წაართვა კუნძული ჰორმოზი (კუნძულის არებას ხელმძღვანელობდა იმამყული-ხან უნდილაძე).

აბას I-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საკითხს. ამიერკავკასიაში ბატონობის უზრუნველსაყოფად აბას I-ს აუცილებლად მიაჩნდა ქართლ-კახეთის ქრისტიანული სამეფოების ყიზილბაშურ-მაჰმადიანურ სახანოებად გადაქცევა. 1614, 1616, 1617 ირანის ლაშქარი აბას I-ის მეთაურობით სამჯერ შემოესია ქართლ-კახეთს და ააოხრა (აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში), 1624 წელს აბას I-ის ბრძანებით, სარწმუნოების შეცვლის მოთხოვნით სასტიკად აწამეს კახეთის დედოფალი ქეთევანი, 1625 წელს კი აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით კვლავ დიდი ლაშქარი გამოგზავნა (მარაბდის ბრძოლა 1625, სააკაძე, გიორგი). ქართველთა აჯანყებებმა 1615, 1625 (მარტყოფის ბრძოლა 1625) და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ აბას I-ის გეგმები ჩაშალა. შაჰი იძულებული გახდა საქართველოს მიმართ კომპრომისული პოლიტიკის გზას დასდგომოდა. აბას I-ის დროს ირანს გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიური და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან.

აბას I-ის დროს ირანი პოლიტიკურად ძალზე გაძლიერდა.

ალექსანდრე მაკედონელი.

ალექსანდრე დიდი

მაკედონიის მეფე

მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 336

მმართ. დასასრული: ძვ. წ. 323

წინამორბედი: ფილიპე II

მემკვიდრე: ალექსანდრე IV

დაბ. თარიღი: 20 ივლისი, ძვ. წ. 356

გარდ. თარიღი: 11 ივნისი, ძვ. წ. 323

გარდ. ადგილი: ბაბილონი

ალექსანდრე დიდი ებრძვის დარიუს III-ს. ძვ. წ. III საუკუნის ბერძნული მოზაიკა.ალექსანდრე დიდი, მაკედონელი, ასევე ალექსანდრე III, მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო რა თითქმის მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავუს აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამეხდრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.

ბიოგრაფია

ალექსანდრე მაკედონელი მეფე ფილიპე II-ისა და ოლიმპიას შვილი იყო. ალექსანდრეს მასწავლებლები იყვნენ ლეონიდასი (შესაძლოა მისი ბიძა) და არისტოტელე. ბავშვობიდანვე იგი სიმამაცით გამოირჩეოდა. მან გახედნა თავისი უსაყვარლესი ცხენი ბუცეფალი, რომლის სიკვდილის შემდეგ (ბუცეფალი მოკვდა ჰიდასპეს ბრძოლაში ძვ. წ. 326 წელს) ალექსანდრემ ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქს ამ ცხენის სახელი უწოდა. გარდაიცვალა ძვ. წ. 323 წლის 10 ივნისს ბაბილონში. მას ჰყავდა სამი ცოლი: როქსანა, სტატიერა და პარისატისი. მისი ორივე შვილი, ჰერაკლე (ბარსინა) და ალექსანდრე (როქსანა), ადრეულ ასაკში მოკლეს. თვისი მეფობის პერიოდში ალექსანდრე მაკედონელმა, რომელსაც მეფე ფილიპესგან მხოლოდ მაკედონია და საბერძნეთი ჰქონდა ჩაბარებული, შემოიერთა მთელი შუა აზია და მივიდა ინდოეთის ნახევრამდე. მან დაარსა 70 ქალაქი და 70 ივეს უწოდა ალექსანდრია. როგორც ალექსანდრე მაკედონელის ისტორიკოსი პლუტარქე გვეუბნება იგი იყო უსაზღვროდ ამბიციური დ სამართლიანი და გვიყვება ასეთ ისტორიას: როდესაც ალექსანდრე ეგვიპტის უდაბნოებში ილაშქრებდა მას აღარც წყალი ჰქონდა და აღარც საჭმელი. მეომართა ჯგუფი გაემართა და მას მუზარადით წყალი მოართვეს. ალექსანდრემ მუზარადი ხელში აიღო და როდესაც შეხედა ამდენ მშიერ მწყურვალე მეომარს, მუზარადი ამოატრიალა და წყალი უდაბნოს ცხელ ქვიშაზე დაღვარა.

მნიშვნელოვანი თარიღები

ძვ. წ. 340 : როდესაც ფილიპე II აჯანყების ჩასახშობად იყო წასული, ალექსანდრე მართავდა მაკედონიას. მას აუჯანყდა მაედი. მან აჯანყება ჩაახშო და ქალაქს ალექსანდროპოლისი დაარქვა.

ძვ. წ. 336 : მოკლეს ფილიპე II და ალექსანდრე გახდა ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი.

ძვ. წ. 334 : ივნისში , გრაციუსის ბრძოლაში, მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, სექტემბერში კი აიღო ჰალიკარნასი.

ძვ. წ. 333 : მან გადაჭრა გორდას ნასკვი. ამავე წლის ნოემბერში დაატყვევა სპარსების სამეფო ოჯახი.

ძვ. წ. 332 : 14 ნოემბერს იგი აღიარეს ეგვიპტის ფარაონად. მომდევმო წლის ზამთარში დაიწყო ალექსანდრიის მშენებლობა. 1 ოქტომბერს გაუგამელას ბრძოლაში მან საბოლოოდ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიუს III. 21 ოქტომბერს ალექსანდრე შევიდა ბაბილონში.

ძვ. წ. 330 : მთლიანად დაიპყრო სპარსეთი.

ძვ. წ. 329 : იგი შეიჭრა ცენტრალურ აზიაში. იქსარტეს ბრძოლაში მან დაამარცხა სკვითები.

ძვ. წ. 328 : წარმატებით ჩაახშო სპიტამენესის აჯანყება მაკედონიაში.

ძვ. წ. 327 : სიკვდილით დასაჯა სამეფო კარის მემატიანე კალისთენესი. ამავე წელს ალექსანდრემ დაიპყრო სოგდიის კლდე, აჯანყებულთა მთავარი ციხე. აგვისტოში იგი დაქორწინდა როქსანაზე, ბაქტრიელი მთავრის ოქსირატესის ასულზე. ამავე წლის ზაფხულში მან ინდოეთი დაიპყრო.

ძვ. წ. 326 : ჰიდასპეს ბრძოლაში ალექსანდრემ მეფე პორუსი დაამარცხა. სექტემბერში ჯარმა მას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ეს დიდზანს არ გაგრძელებულა.

ძვ. წ. 325 : ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია.

ძვ. წ. 324 : ალექსანდრემ ქ. სუსაში გასცა ბრძანება, რომ ჯარისკაცებს ცოლად მოეყვანათ სპარსი ქალები. თვითონ კი დარიუს III-ის ქალიშვილზე-სტატირაზე იქორწინა. ივლისში მას ჯარი კვლავ აუჯანყდა ქალაქ ოპისთან. ოქტომბერში, ეკბატანაში, გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი ჰეფესტიონი (სავარაუდოდ ის მისი საყვარელიც იყო).

ძვ. წ. 323 : ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში. 10 ივნისს იგი გარდაიცვალა მძიმე დაავადების გამო.

ათათურქი მუსტაფა ქემალ

12.03.1881 - 10.11.1938

თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1923-1938 წლებში. თურქეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი რევოლუციის ლიდერი, სამხედრო მოღვაწე. მუსტაფა ქემალ ფაშა ოსმალეთის იმპერიის პრიოდში იყო სამხედრო ელიტის ერთ-ერთი ლიბერალი წარმომადგენელი, წარმატებით იბრძოლა პირველ მსოფლიო ომში. მისი დიდი დამსახურებაა ინგლისელთა მარცხი გალიპოლის ოპერაციაში (1915წ.). 1916 წელს მას ებოძა ბრიგადის გენერლის ჩინი და ფაშას ტიტული. 1918 წელს ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ევროპის სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს მისი დანაწილება. 1919 წელს მუსტაფა ქემალმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა თურქეთის როვნული კონგრესი, სადაც თურქეთის პატრიოტული ძალები გაერთიანდნენ. ამ ძალამ ვერ იხსნა ოსმალეთის იმპერია, მაგრამ გადაარჩინა თურქეთი. 1919-1922 წლებში მუსტაფა ქემალმა ინტერვენტებისგან გაწმინდა ანატოლია, დაამარცხა ბერძნები და სომხები. 1922 წელსვე მან დაამხო სტამბოლის მარიონეტული ხელისუფლება და მთელი თურქეთი მას დაემორჩილა. იგი იყო პირველი ვინც სცნო რუსეთის საბჭოთა მთავრობა, სამაგიეროდ კი დიდი დახმარება მიიღო ლენინისგან. 1922 წლის 1 ნოემბერს მან გააუქმა ოსმალეთის იმპერია, ტახტიდან გადააგდო უკანასკნელი სულთანი და თურქეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. 1923 წელს მუსტაფა ქემალი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა. ამ პოსტზე ყოფნისას მან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა (ლათინურ ანბანზე გადასვლა, სამოქალაქო კანონმდებლობა, ევროპული ტანსაცმლის და ცხოვრების წესის შემოღება და სხვ.) და თურქეთი ევროპული განვითარების გზაზე დააყენა. 1934 წელს მას სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებებისთვის მიენიჭა ტიტული

ათათურქი-თურქების მამა.

დიონიცი კარლ.

გროსადმირალი კარლ დიონიციკარლ დიონიცი (დ. 16 სექტემბერი, 1891, გრიუნაუ (ბერლინი), გერმანია - გ. 24 დეკემბერი, 1980, აუმიულე (ჰამბურგი), გერმანია ) - გერმანელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გროსადმირალი, მესამე რაიხის სამხედრო საზღვაო ძალების მთავარსარდალი მეორე მსოფლიო ომში, ჰიტლერის სიკვდილის შემდგეგ მისი მემკვიდრე რაიხსპრეზიდენტისა და ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე 1945 წლის მაისში.

1910 წლის 1 აპრილს დიონიცი გერმანიის საიმპერიო საზღვაო ფლოტის კადეტი გახდა. სასწავლო პრაქტიკა მან კრეისერ «ჰერთა»-ზე და ფლენსბურგის საზღვაო სკოლაში გაიარა. 1912 წლის 1 ოქტომბერს იგი გამწესებულ იქნა კრეისერ «ბრესლაუ»-ზე ამსახუროს, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ცურავდა. 1913 წელს მას ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა.

01.04.1910-31.03.1911 - პირველადი პრაქტიკა კრეისერ «ჰერთა»-ზე

01.04.1911-30.09.1912 - საზღვაო სკოლა და სპეცპრაქტიკა

პირველი მსოფლიო ომი

პირველი მსოფლიო ომის დაწყებას დიონიცი მცირე ზომის კრეისერ «ბრესლაუ»-ზე შეხვდა. კრეისერი ფორმალურად თურქეთის მიერ იყო ნაყიდი, მისი დროშის ქვეშ ცურავდა »მიდილი»-ს სახელით და იბრძოდა რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ შავ ზღვაში.

1916 წელს დიონიცს ობერლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა და მას შემდეგ რაც კრეისერი «ბრესლაუ/მიდილი» შესაკეთებლად პორტში იქნა სტაციონირებული იგი ერთ-ერთი აეროპორტის მმართველად იქნა გამწესებული დარდანელის ფრონტზე. სწორედ აქ ჩაეწერა იგი მოხალისედ ახლადშექმნილ წყალქვეშა ნავების მეზღვაურთა შემადგენლობაში. შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების შემდეგ 1918 წლის თებერვალში იგი U39-ზე ზედამხედველ ოფიცრად იქნა დანიშნული. მალე დიონიცი UC25-ის კომანდანტად დაინიშნა, ხოლო 1918 წლის 5 სექტემბრიდან მეთაურობდა UB68-ს. ამ წყალქვეშა ნავით იგი ინგლისელებს ებრძოდა ხმელთაშუა ზღვაში. ერთ-ერთი რეიდის დროს დიონიცის წყალქვეშა ნავი ინგლისი ფლოტის გემების მიერ იქნა ჩაძირული და ის და მისი მებრძოლები ტყვედ ჩავარდნენ.

ტყვეობაში ჩავრდნამდე სამსახურის პერიოდში დიონიცი მიხვდა, რომ გერმანული სამხედრო სტრატეგია გამოეყენებინათ წყალქვეშა ნავები მხოლოდ და მხოლოდ გემების დამცავ-გამცილებელ ერთეულებად არაეფექტური იყო. ამიტომ 1919 წლიდან, როცა ის გაათავისუფლეს ტყვეობიდან, იგი წყალქვეშა ნავების სამხედრო შესაძლებლობების თეორიულ შემუშავებას შეუდგა.

01.10.1912-11.09.1916 - კრეისერი »ბრესლაუ/მიდილი»

12.09.1916-00.12.1916 - სამხედრო აეროპორტი »სან-სტეფანო» და »დარდანელი»

00.12.1916-16.01.1917 - წყალქვეშა ნავის მეთაურის საგანმაათლებლო კურსი

17.01.1917-28.02.1918 - U39

-ის ზედამხედველი ოფიცერი

01.03.1918-04.09.1918 - UC27-ის კომენდანტი

05.09.1918-04.10.1918 -UB68-ის მეთაური

მშვიდობიანობის დრო. ომის შემდეგ დიონიცი რაიხსმარინეს რიგებში შევიდა და 1919 ივლისში გადაიგზავნა ბალტიის ზღვის ფლოტის შტაბში სამუშაოდ. 1920 წლის მარტიდან იგი მეთაურობდა სხვადასხვა წყალქვეშა ნავს. 1921 წლის 1 იანვარს დიონიცს მიენიჭა კაპიტან-ლეიტენანტის წოდება.

1923 წლიდან იგი საზღვაო თავდაცვის განოფილებაში მუშაობდა, ვიდრე 1927 წელს კრეისერ ნიმფე-ს ნავიგაციის ოფიცრად არ დაინიშნა. 1928-1933 წლებში დიონიცი სხვადასხვა წყალქვეშა ნავების ფლოტილიას სარდლობდა. 1928 წლის 1 ნოემბერს იგი კორვეტენკაპიტანი გახდა, ხოლო 1933 წლის 1 ოქტომბერს მას ფრეგატენკაპიტანის წოდება მიენიჭა.

1934 წლის სექტემბერში იგი დაინიშნა კრეისერ ემდენ-ის კომენდანტად და 1935 წელს იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მრავალთვიან საწვრთნელ ექსპედიციაში გაიგზავნა. ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ ადმირალმა ერიხ რედერმა დიონიცი წყალქვეშა ნავების წარმოების ხელმძღვანელად დანიშნა. იმავე წლის 27 სექტემბერს იგი წყალქვეშა ნავების ფლოტილია ვედინგენი-ს სარდლად დაინიშნა და 1 ოქტომბერს საზღვაო კაპიტნის წოდება მიენიჭა.

1936 წლის 1 იანვარს მისი თანამდებობის სახელი შეიცვალა და ამიერიდან იგი წყალქვეშა ნავების ფიურერად

იწოდებოდა. 1939 წლის 28 იანვარს დიონიცს კომოოდორის სამხედრო წოდება მიენიჭა.

05.10.1918-15.07.1919 - სამხედრო ტყვეობა

16.07.1919-13.03.1920 - სამხედრო პორტის შტაბსოფიცერი

14.03.1920-19.04.1920 - ტორპედო-ხომალლდის V5

მეთაური

20.04.1920-14.03.1923 - ტორპედო-ხომალლდების თ 157 და G8

მეთაური

20.03.1923-02.11.1923 - ტორპედოებისა და ნაღმთმცოდნეობის ინსპექტორი, რეფერანტი და ადიუტანტი

03.11.1924-02.10.1927 - საზღვაო თავდაცვის განყოფილების რეფერანტი

03.10.1927-16.12.1927 - სასწავლო პრაქტიკა კრეისერ ნიმფე-ზე

17.12.1927-23.09.1928 - კრეისერ ნიმფე-ს ნაციგაციის ოფიცერი

24.09.1928-29.09.1930 - ტორპედო-ხომალდების მე-4 ნახევარფლოტილიის შეფი

30.09.1930-09.09.1934 - ჩრდილოეთ ზღვის საზღვაო შტაბის 1-ლი საადმირალო შტაბსოფიცერი

29.09.1934-21.09.1935 - კრეისერ ემდენი-ის კომენდანტი

27.09.1935-13.10.1936 - წყალქვეშა ნავების ფლოტილია ვედინგენი-ის შეფი

01.01.1936-16.10.1939 - წყალქვეშა ნავების ფლოტის სარდალი

მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ერთ თვეში 1939 წლის 1 ოქტომბერს კარლ დიონიცს კონტრ-ადმირალის წოდება მიენიჭა, ხოლო 17 ოქტომბერს მის თანამდებობას სახელი შეეცვალა და ამიერიდან იწოდებოდა «წყალქვეშა ნავების მთავარსარდად». 1935-1938 წლების პოლიტიკური კრიზისის დროს დიონიცმა წამოაყენა სამხედრო დოქტრინა მესამედი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ინგლისის სავაჭრო გემების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის საჭირო იყო 300-მდე წყალქვეშა ნავის აგება. აქედან 100 წყალქვესა ნავი ფრონტის ხაზზე უნდა ყოფილიყო, მაშინ როცა 100 ნავი გერმანიის ნავსადგურებიდან ფრონტის ხაზისაკენ გზაზე იქნებოდა და 100 უკან დასაბრუნებელ გზაზე. 1939 წლის 1 მარტს ც-გეგმის

მიხედვით გადაწყდა 149 წყალქვესა ნავის მშენებლობა.

დიონიცის დავალებით წყალქვეშა ნავების შემადგენლობა სპეციალურ სამხედრო განათლებას იღებდა ჯგუფური ბრძოლის ტაქტიკის შესახებ. მას სურდა რომ ინგლური გემების მასობრივი შემადგენლობისთვის გერმანული წყალქვეშა ნავები ასევე მასობრივ შემადგენლობით დაეპირისპირებინა. ამ გეგმას მიიღო მგლების ხროვის ტაქტიკის სახელი.

მართალია საზღვაო ომი წყალქვეშა ნავების მცირე შემადგენლობით (სულ 57 ნავი, აქედან 37 იყო ატლანტის ოკეანეში ცურვისათვის გამოსადეგი) დაიწყო, მაგრამ დიონიცის ამ ტატქიკურმა სვლამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. ჰიტლერი იმედოვნებდა სანამ სსრკ-ს წინააღმდეგ ომს დაიწყებდა მანამ მოეღო ბოლო ზღვაზე ინგლისის ფლოტის ბატონობისათვის და ამ უკანასკნელთან ზავი დაედო. უინსტონ ჩერჩილმა გერმანიის საზავო შეთავაზება უარყო და აქედან გამომდინარე ჰიტლერს ინგლისის დამარცხების 2 გზაღა დარჩა:

სახმელეთო ჯარების გადახსმა ბრითანეთის კუნძულზე

ბრიტანეთისთვის ყველა საზღვაო სასიცოცხლო არტერიის გადაჭრა.

ბრიტანეთის კუნძულზე გადასხდომა (ოპერაცია «ზეელიოვე») გენშტაბის და ადმირალიტეტის შემადგენლობის უმრავლესობას, მათ შორის დიონიცსაც, უშედეგოდ მიაჩნდა. დიონიცი უფრო მეორე იდეას უჭერდა მხარს, რომლის მიხედვითაც ინგლისი სსრკ-ს დამარცხების შემდეგ თვითონ დაყრიდა იარაღს. წყალქვეშა ნავების წარმატებული ოპერაციების შედეგად 1940 წლის 1 სექტემბერს დიონიცს ვიცე-ადმირალის, ხოლო 1942 წლის 14 მარტს ადმირალის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1943 წლის 31 იანვარს კარლ დიონიცს გროსადმირალის წოდება მიენიჭა და «კრიგსმარინეს» მთავარსარდლად დაინიშნა. ამ პოსტზე მან შეცვალა გროსადმირალ ერიხ რედერი, რომელიც ჰიტლერთან საზღვაო ომის სტრატეგიის შესახებ უთანხმობის გამო თავისი სურვილით გადადგა. მიუხედავად ახალი თანამდებობისა დიონიცმა წყალქვეშა ნავების სარდლის პოსტი არ დატოვა და საზღვაო ომის წარმოების მთავარი აქცენტი სწორედ ამ ერთეულზე გადაიტანა.

ამასობაში მოკავშირეებმა მოახერხეს ხელში ჩაეგდოთ გერმანელთა დასაშიფრი მანქანა ენიგმა და «კრიგსმარინეს» ყველა დეპეშა-კოდ-ინფორმაციას დაუყოვნებლივ იგებდნენ. რამაც მათ საშუალება მისცათ წარმატებით ეომათ გერმანული წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ატლანტის ოკეანეში. მიუხედავად ამისა დიონიცი განაგრძობდა წყალქვეშა ომს, რომლის შეწყვეტა მისი აზრით მოკავშირეებს საშუალებას მისცემდა თავი მოეყარათ დიდი სამხედრო შენაერთებისათვის და მეორე ფრონტი გაეხსნათ.

ამ კამიკაძე-ტაქტიკამ დიდი მსხვერპლი მოუტანა გერმანიის წყალქვეშა ფლოტს - 41.000 მეზღავურიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მხოლოდ 27.000 მოესწრო. დაღუპულ მატროსთა შორის იყვნენ კარლ დიონიცის ვაჟები, პეტერი და კლაუს დიონიცებიც. 68 თვის განმავლობაში მიმდინარე შეუწყვეტელ წყალქვესა ომში ჩაძირულ იქნა 781 გერმანული წყალქვეშა ნავი. აქედან 632 მოკავშირეებმა ჩაძირეს,მათ შორის 500 მარტო ინგლისურმა ან ინგლისელთა მიერ კონტროლირებულმა საბრძოლო შენაერთებმა. პროცენტულად ასეთი დიდი დანაკლისი არცერთ საბრძოლო შენაერთს არ ჰქონია. არც გერმანულ და არც მოკავშირეთა მხარეზე.

17.10.1939-30.01.1943 - წყალქვეშა ნავების ფლოტის სარდალი.

30.01.1943-30.04.1945 - «კრიგსმარინეს» მთავარსარდალი.

17.04.1945-30.04.1945 - ამასთანავე «ვერმახტის» ჩრდილოეთის ფრონტის მთავარსარდალი.

01.05.1945-დან - «ვერმახტის» მთავარსარდალი.

ალბერტ შპეერი თავის მოგონებებში იხსენებს, რომ 1945 წლის თებერვალში ერთ-ერთ თათბირზე დიონიცმა შექმნილ ვითარებაზე თქვა:

მე აქ მხოლოდ ფლოტს წარმოვადგენ. სხვა დანარჩენი ჩემი საქმე არაა. ფიურერმა იცის რასაც აკეთებს.

ადოლფ ჰიტლერმა თავისი ანდერძით დიონიცი ყველა მის მიერ დაკავებული თანამდებობის მემკვიდრედ დატოვა, თუმც ამ ანდერძის კანონიერი საფუძველი საკამათო საგანს წარმოადგენს. 1945 წლის 1 მაისს ფიურერის თვითმკვლელობიდან 1 დღის შემდეგ დიონიცი გერმანიის უკანასკნელი რაიხსკანცლერი და რაიხსპრეზიდენტი გახდა. მან იმავე დღეს რადიოთი მიმართა გერმანელ ხალხს:

მე მთელი პასუხისმგებლობით ვიღებ თავზე გერმანელი ხალხის წინამძღოლობას ამ საბედისწერო საათში. ჩემი პირველი ამოცანაა გერმანელები შეტევაზე მყოფი ბოლშევისტი მტრის მიერ განადგურებას გადავარჩინო. ბრძოლა მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად გრძელდება .

დიონიცი და მისი მტავრობა ცდილობდა ზავი დაედო დასავლელ მოკავშირეებთან. თუმცა ასეთი ნაწილობრივი კაპიტულაციის პუნქტი მოკავშირეთა 1943 წლის კასაბლანკას კონფერენციაზე უარყოფილ იქნა. ამის შემდეგ დიონიცის მთავრობის ერთადერთ ამოცანას რაც შეიძლება მეტი გერმანელი მებრძოლის დასავლელ მოკავშირეთა ტყვეობაში ჩაგდება წარმოადგენდა. ამით ისინი გადარჩებოდნენ წითელი არმიის შურისძიებას. ეს ამოცანა შესრულდა კიდეც და ასიათასობით «ვერმახტის» მებრძოლი ამერიკელთა და ბრიტანელთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნა გადასროლილი.

1945 წლის 7 მაისი 2 საათსა და 41 წუთზე ვერმახტის მმართველი შტაბის სეფმა გენერალ-პოლკოვნიკმა ალფრედ იოდლმა, რომელიც დიონიც ნდობით აღჭურვილ პირს წარმოადგენდა «სჰაეფ»-ის ოპერატიულ შტაბში საფრანგეთის ქალაქ რეიმსში ხელი მოაწერა გერმანიის უსიტყვო და სრულ კაპიტულაციას. კაპიტულაციის აქტი მომდევნო დღეს «ვერმახტის» უმაღლესი მთავარსარდლობის, «ჰეერის», «ლუფტვაფეს» და «კრიგსმარინეს» მთავარსარდლების მიერ უნდა ყოფილიყო რატიფიცირებული. ამიტომაც, ამჯერად საბჭოთა ჯარების უმაღლეს შტაბში ბერლინ-კარლსჰორსტში 8-9 მაისის ღამით გერმანიის კაპიტულაციის დოკუმენტს ხელი მოაწერეს დიონიცის მიერ უფლებამოსილმა გენერალ-ფელდმარშალმა ვილჰელმ კაიტელმა, გენერალ-ადმირალმა ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ჰანს-იურგენ შტუმპფმა.

ომის შემდგომი პერიოდი -დიონიცის მთავრობის არსებობამ კაპიტულაციის შემდეგ აზრი დაკარგა. 1945 წლის 23 მაისს დიონიცი და მთელი რაიხის მთავრობა, ისევე როგორც «ვერმახტის» უმაღლესი მთავარსარდლობა ბრიტანელთა მიერ დაპატიმრებულ იქნენ მიურვიკში, ქალაქ ფლენსბურგთან ახლოს. 1945 წლის ოქტომბერში დიონიცი სამხედრო დამნაშავეთა ტრიბულნალს გადასცეს ნიურნბერგში.

მისი ადვოკატის ოტო კრანცბიულერის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ დიონიცის და გროსადმირალ რედერის ბრალდებებიდან მოხსნილ იქნა პუნქტი - მტრული სავაჭრო გემების გაუფრთხილებლად ჩაძირვის შესახებ. ამ პუნქტისათვის ორივე გროსადმირალს სიკვდილით დასჯა ელოდათ. სასამართლოზე დიონიცის და რედერის სასარგებლოდ წარსდგა აგრეთვე აშშ-ის წყნარი ოლეანის ფლოტის მთავარსარდალი, ადმირალი ჩესტერ უილიამ ნიმიცი, რომელმაც წერილობით ჩვენებაში მიუთითა, რომ აშშ-ის ფლოტის სარდლობის ბრძანებები წყალქვეშა ნავებით ბრძოლის წარმოების ხერხების შესახებ არსებითად არ განსხვავდებოდა «კრიგსმარინე»-ს სარდლობის ბრძანებებისაგან. ეს ეხებოდა აგრეთვე «ბრძანება ლაკონია»-საც.

დიონიცი გაასამართლეს მე-2 (მონაწილეობა თავდასხმით ომში) და მე-3 (დანაშაული ომის წესების წინააღმდეგ) საბრალდებო პუნქტების მიხედვით და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს შპანდაუში. მასთან ერთად იჯდნენ რუდოლფ ჰესი, ერიხ რედერი, ვალთერ ფუნკი, ალბერტ შპეერი, ბალდურ ფონ შირახი და კონსტანტინ ფონ|კონსტანტინ ფონ ნოირათი.

სასჯელის სრული ვადის მოხდის შემდეგ კარლ დიონიცი 1956 წელს გაათავისუფლეს და რადგან მისი მეუღლე ინგებორგი უკვე 1952 წელს გარდაიცვალა და მისი ორივე ვაჟი კლაუსი და პეტერი ომში დაიღუპა, მარტოდმარტო ცხოვრობდა აუმიულეში ჰამბურგთან. 1968 წელს მან გამოაქვეყნა ავტობიოგრაფია ჩემი ცვალებადი ცხოვრება, რომელშიც თავის თავს ნაცისტური რაჟიმისაგან დისტანცირებულ სამხედრო მოღვაწედ წარმოადგენს.

უკანასკნელი გერმანელი ოფიცერი, რომელიც მარშლის რანგს ატარებდა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა 1980 წლის 24 დეკემბერს. კარლ დიონიცი დაკრძალულია ვალდფრიდჰოფის სასაფლაოზე აუმიულეში.

ჯილდოები და დაწინაურებები

ჯილდოები rnsdap-ის ოქროს პარტიული ნიშანი» (1944) საპატიო წევრი - Goldenes Parteiabzeichen der Nationalsozialistischen Deutschen Arbeiterpartei.

«მეჯიდის ორდენი» მე-4 კლასის

«თურქული მედალი ხმლებით»

«თურქული რკინის ნახევარმთვარე»

უნგრული «დამსახურების ორდენის» კომანდორის ჯვარი

«შვედეთის სამეფო ხმლების ორდენის» 1-ლი კლასის რაინდის ჯვარი

«სავოიის სამეფო სახლის სამხედრო ორდენის» კომანდორის ჯვარი - Commandantore della ordine Militare de Savoyen

თეთრი ფერის ესპანეთის «ფლოტის დამსახურების ჯვარი»

რუმინული »მიხაილ მამაცის ორდენი» მე-3 და მე-2 კლასის

იაპონური «ამომავალი მზის ორდენი» 1-ლი კლასის

ანჰალტის «ფრიდრიხის ჯვარი» .

ავსტრიული «სამხედრო დამსახურების ჯვარი» მე-2 კლასის.

«ჰოენცოლერნთა სამეფო სახლის ორდენის» რაინდის ჯვარი ხმლებით - Ritterkreuz des Kцniglichen Hausordens von Hohenzollern mit Schwertern

«ფრონტზე მებრძოლთა ღირსების ჯვარი» - Ehrenkreuz fьr Frontkдmpfer

«საზოგადო ღირსების ნიშანი» - Allgemeines Ehrenzeichen

«1938 წლის 1 ოქტომბრის ხსოვნის მედალი» - Medaille zur Erinnerung an den 1. Oktober 1938 ორმაგი მოხსენიება «ვერმახტის» ნუსხაში

«წყალქვეშა ნავის ნიშანი» (1918) .

ოქროს «თვითმფრინავის მეთაურის და მზვერავის ნიშანი» ბრილიანტებით (საპატიო მფლობელი, არ უტარებია) - Flugzeugfьhrer- und Beobachterabzeichen in Gold mit Brillanten ოქროს «წყალქვეშა ნავის საბრძოლო ნიშანი» ბრილიანტებით - U-Boot-Kriegsabzeichen in Gold mit Brillanten

«რკინის ჯვარი» (1914) მე-2 და 1-ლი კლასის .

«რკინის ჯვარი» (1939) მე-2 და 1-ლი კლასის.

«რკინის ჯვრის» რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით - Ritterkreuz des Eisernen Kreuzes mit Eichenlaub

რაინდის ჯვარი (21.04.1940) - Ritterkreuz

მუხის ფოთოლი (07.04.1943) - Eichenlaub

დაწინაურებები [რე.04.10 - საზღვაო კადეტი

15.04.11 - საზღვაო სერჟანტი

27.09.13 - საზღვაო ლეიტენანტი

22.03.16 - საზღვაო ობერლეიტენანტი

01.01.21 - კაპიტან-ლეიტენანტი

01.11.28 - კორვეტენკაპიტანი

01.10.33 - ფრეაგატენკაპიტანი

01.10.35 - საზღვაო კაპიტანი

28.01.39 - კომოდორი

01.10.39 - კონტრადმირალი

01.09.40 - ვიცეადმირალი

14.03.42 - ადმირალი

30.01.43 - გროსადმირალი.

ელისაბედ პირველი (ინგლისი).

Elizabeth I

ინგლისის დედოფალი

მმართ. დასაწყისი: 17 ნოემბერი 1558

მმართ. დასასრული: 24 მარტი 1603

კორონაცია: 15 იანვარი 1559

წინამორბედი: მერი I

მემკვიდრე: ჯეიმზ I

დაბ. თარიღი: 7 სექტემბერი 1533

დაბ. ადგილი: გრინვიჩი

გარდ. თარიღი: 24 მარტი 1603

გარდ. ადგილი: რიჩმონდი

დინასტია: ტიუდორები

მამა: ჰენრი VIII

დედა: ანა ბოლეინი

ელისაბედ I იგივე ქალწული დედოფალი (დ. 7 სექტემბერი 1533 - გ. 24 მარტი 1603) - ინგლისისა და ირლანდიის ტიუდორი დედოფალი 1559-1603 წლებში. ქალწული დედოფალი მეტსახელი შეარქვეს, ვინაიდან იგი არასდროს ყოფილა დაქორწინებული. მას ასევე უწოდებდნენ გლორიანას და კეთილ დედოფალ ბესის. ელისაბედი იყო უკანასკნელი ტიუდორი (დინასტია).

ზოგიერთი ისტორიკოსი ელისაბედის მმართველობის წლებს უწოდებს «ინგლისის ოქროს ხანას», რაც ძირითადად დაკავშირებულია კულტურის აყვავებასთან (შექსპირი,მარლოუ,ბეკონი და სხვ.) და ინგლისის როლის ზრდასთან მსოფლიო არენაზე (უძლეველი არმადის განადგურება,დრეიკი,რეილი,ოსტ ინდოეთის კამპანია)

ბეტსი ჰენრიხის ქალიშვილი

ელისაბედი დაიბადა პარასკევს 7 სექტემბერს 1533 წელს გრინვიჩის სამეფო სასახლეში.მისი მამა იყო ინგლისის მეფე ჰენრი VIII, მისი დედა კი ანა ბოლეინი რომელზეც მეფე დაქორწინდა დიდი სიყვარულით. ჰენრი ელოდა ელოდა რომ ანა მას აჩუქებდა ბიჭებს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ.(დიდი ხნის ქორწინებამ ეკატერინე არაგონესთან არ მისცა ინგლისს მამრობითი სქესის სამეფო ტახტის მემკვიდრე,აქედან გამომდონარე ტიუდორების დინასტიის მდგომარეობა იყო საკმაოდ არამყარი)

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ელისაბედის დაბადება არავის არ გახარებია-სამეფო ოჯახში უკვე იყო ქალიშვილი,პრინცესა მერი.ისედაც იმპულსური მეფე ჰენრიხი სრულიად შეიშალა ჭკუიდან თუმცა არ შეიძლება იმის თქმა რომ რომ ჰენრი გულგრილად უყურებდა თავის ქალიშვილებს-ბეტსი ჯანმრთელ და სიცოცხლის მოყვარე ბავვად.მისი ერთადერთი «ნაკლი» იყო-სქესი. დედოფლისგან კი ელოდნენ კვლავ ბიჭს.

ნათლობა გაიმართა 10 სექტემბერს გრინვიჩშივე:სახელი ბეტსიმ მიიღო ჰენრი VIII ის ელისაბედ იორკის საპატივცემულოდ.ნათლობის შემდეგ კი ელისაბედმა მიიღო უელსის პრინცესის ტიტული.

1533 წლის დეკემბერში გოგოს მიუჩინეს საცხოვრებელი ადგილი ჰეტფილდ-ჰაუსის რეზიდენციაში(პატარა სასახლე ლონდონთან ახლოს)

როდესაც ელისაბედი იყო ორი წლის და რვა თვის მან დაკარგა დედა: ანა ბოლეინი დასაჯეს სახელმწიფო დანაშაულისთვის.ანამ არ შვა ჰენრისთვის ვაჟი და ამავდროულად სასამართლომ დაამტკიცა რომ ის ხშირად ღალატობდა კიდეც ქმარს,თუმცა ყველასთვის წინასწარ იყო ცნობილი რომ ჰენრიხს გადაწყვეტილი ჰქონდა მოეცილებინა ანა,და ღალატის ბრალდებები იყო ფალსიფიცირებული. სასჯელი აღსრულდა 1536 წელს. ჰენრიმ გადაწყვიტა კვლავ დაქორწინებულიყო,ელისაბედი გამოცხადდა ბასტარდად(ისევე როგორც რამოდენიმე წლის წინ პრინცესა მარია)ამ სემთხევაში კი მას აღარ ჰქონდა არანაირი იურიდიული უფლება გამხდარიყო დედოფალი.

პრინცესას უცნაური გადაწყვეტილება

1537 წელს ჰენრი მომდევნო დედოფალა ჯეინ სეიმურმა შვა ვაჟი მეფე ჰენრისთვის.მიუხედავად იმისა რომ ჯეინს უნდოდა შეერიგებინა ჰენრი მის უდანაშაულო გოგნებთან,ელისაბედს მაინც ტოვებდნენ ჰეტფილდ ჰაუსში: ჰენრის არ უნდოდა დაენახა «ბოლეინის მოღალატე» შვილები.

დედოფალ ჯეინის სიკვდილის შემდგომ,ჰენრიხი დაქორწინდა კიდევ სამჯერ.ანა კლევსკის ის უბრალოდ გაშორდა,ახალგაზრდა კეინ ჰოვარდი დაასჯევინა მისი ამორალური ქცევის გამო. ახალგაზრდა დედოფლის სიკვდილმა 9 წლის ელისაბედი არანაკლებ შეაწუხა ვიდრე დედის სიკვდილმა.ამ ასაკში ჩამოუყალიბდა მომავალ დედოფალს ქორწინებისადმი და სექსულალური ურთიერთობისადმი სიძულვილი.

ახალგაზრდობა

ელისაბედმა პატარაობაშივე გამოავლინა თავისი ბუნებრივი შესაძლებლობები-უკვე 9 წლის ასაკში არც ისე ცუდად საუბრობდა ბერძნულად, იტალიურად და ფრანგულად.მისი ლათინურის ცოდნა იყო ბრწყინვალე-ამ ენაზე არამარტო კითხულობდა რომაელი ისტორიკოსების ნაწერებს არამედ ლათინურადვე წერდა წერილებს დედინაცვალ ეკატერინ პარს.მას განათლებას კემბრიჯის საუკეთესო მასწავლებლები აძლევდნენ,ისინი იყვნენ ახალგაზრდა,თავისუფლად მოაზროვნე სწავლულები რომლებიც მხარს უჭერდნენ რეფორმაციას.დროთა განმავლობაში მას აჰყვა მისი პატარა ძმა ედუარდი. 1543-1547 წლებში სამეფო ოჯახში დაისადგურა მშვიდმა ატმოსფერომ.

1547 წლის 18 იანვარს ელისაბედი იმყოფებოდა ენფილდში,სადაც მას შეატყობინეს მისი მამის გარდაცვალების ამბავი.მეფემ დატოვა ანდერძი სადაც ტახტს უტოვებდა მის ვაჟ ედუარდს,ედუარდის სიკვდილის შემთხვევაში(მემკვიდრის არ არსებობის შემხევაში) ტახტი გადაეცემოდა მერის და შემდგომ ელისაბედს.

ელისაბედის დედინაცვალმა,ეკატერინე პარმა,მალევე რაც დაასრულა მეფის გარდაცვალების გლოვა,შეუღლდა სამეფო კარის ავატნიურისტ ტომას სეიმურთან,რომელიც იყო ედუარდ VI ის ღვიძლი ბიძა,მაგრამ სეიმური საკმაოდ ამბიციური აღმოჩნდა,მისთვის არ კმაროდა სეიმურთა კლანთან ახლობლობა,მას უნდოდა მეტი,არსებობს ვერსია რომ ტომას სეიმურს სურდა პრინცესა ელისაბედთან ქორწინება მაგრამ რადგანაც პრინცესა ძალიან პატარა იყო ის მხოლოდ დაუახლოვდა მას,თუმცა არის სხვა ვერსიებიც რომ ამ ურთიერთობაში ელისაბედსაც ჰქონდა სიმპატიების ტომასის მიმართ მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთები არ მოიპოვება.

ეკატერინ პარმა მიუხედავად იმისა რომ როგორც დედას ისე უყვარდა მას ელისაბედი მან მაინც გააგზავნა ის ჰარტპორშირის საგრაფოში.იქ ელისაბედი აგრძელებდა სწავლას რობერტ ეშმორთან რომელსაც გააჩნდა ენციკლოპედიური ცოდნა.ელისაბედი მას აღმერთებდა და მისდამი დიდი პატივისცემა სიკვდილის ბოლომდე გაჰყვა.

ტომას სეიმურმა 1549 წელს,ეკატერინ პარის სიკვდილის შემდეგ სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა,რაც მას არ გამოვიდა რაზეც 1549 წლის ბოლოს საკუთარი თავით აგო პასუხი.ელისაბედზეც არსებობდა ეჭვი მის თანამონაწილეობაზე თუმცა მან მოახერხა უდანაშაულობის დამტკიცება.

1551 წელს ედუარდ VI -მ სამეფო კარზე მიიწვია ელისაბედი-ძმა და და ერთმანეთის დიდი პატივისცემა გააჩნდათ,აქედან გამომდინარე ელისაბედისთვის დიდი დარტყმა იყო 1553 წლის 6 ივლისს ედუარდის გარდაცვალება.

მეფის სიკვდილის შემდეგ ლორდ-პროტექტორმა ჯონ დალიმ ტახტზე აიყვანა ახალგაზრდა ჯეინ გრეი-ქვეყანაში დაიწყო არეულობა,შედეგად სამხედრო კონფლიქტში ჯეინ I ის და პრინცესა მარიას მომხრეებს შორის გაიმარჯვა უკანასკნელმა. ელისაბედი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე დარჩა ჰეტფილდში-დარჩენის რჩევა მას მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მისცა ლორდ უილიამ სესილმა საბჭოს მდივანმა.ელისაბედისთვის ყველაფერი არ დასრულებულა,ტახტზე აღმოჩნდა ეჭვიანი კათოლიკე დედოფალი მერი I

სისხლიანი მერი

1553 წლის ოქტომბერს მერი I ლონდონში ეკურთხა დედოფლად.დედოფალი იყო 36 წლის,შემდგომი 20 წელი იყო მისთვის გამოცდილების დაგროვების პერიოდი.მმართველობის პირველივე წლებიდან მერიმ მიიღო ატიური მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში: მისი უმთავრესი პირადი მიზანი იყო ინგლისის კათოლიკურ სამყაროში,მიუხედავად იმისა რომ ინგლისში უკვე რამოდენიმე თაობა გაიზარდა პროტესტანტულ რწმენაზე,ქვეყანაში დაიწყო სისხლიანი რეპრესიები პროტესტანტებთან მიმართებაში.

1554 წლის იანვარში თავადმა ტომას უიტმა მოაწყო აჯანყება ანტიპაპის მოწოდებით,სტიქიური აჯანყების ჩახშობის შემდეგ მრჩევლებმა მერი I ს ურჩიეს ელისაბედის ტაუერში გადაყვანა: უმცროსი ქალიშვილი (ელისაბედი) ჰენრისა იყო პროტესტანტული რელიგიაზე აღზრდილი.,აქედნა გამომდინარე დედოფალი ეჭვობდა რომ ელისაბედი კავშირში იყო უაიტის აჯანყებასთან.

იმავე დროს ტაუერში ელისაბედი შეხვდა მის ბავშვობის მეგობარს რობერტ დალის,არსებობს ვერსია რომ ახალგაზრდა წყვილი ერთად სეირნობით ატარებდა დროს ტაუერის ეზოში და ეს ურთიერთობა გამოდგა შემდგომში მათი სიყვარულის დასაწყისი.

ინგლისში იზრდებოდა უკმაყოფილება დედოფლის პოლიტიკისადმი,რაც გახდა ნათელი მას შემდეგ რაც 1554 წელს ლონდონში ჩავიდა ფილიპ ესპანელი-მარისა მომავალი მეუღლე.ქორწილამდე მარიამ ტაუერიდან გაანთავისუფლა თავისი და ელისაბედი.გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმაც რომ ტომას უაიტმა სიკვდილის წინ დაიფიცა რომ «ელისაბედს წარმოდგენა არ ჰქონდა აჯანყებაზე».

თავის მხრივ პრინცესა არ დაუტოვებიათ სამეფო კარზე-ის გადაასახლეს ვუდსტოკში (ოქფორდშირის საგრაფოში) ამასთან ერთად ის ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ რადგან მარიასა და ფილიპეს ქორწილი აღმოჩნდა უშვილო. ელისაბედი კვლავ დააბრუნეს თავის ჰეტფილდ ჰაუსის რეზიდენციაში. პრინცესას მოკრძალებული სასახლე იზიდავდა უამრავ ახალგაზრდა არისტოკრატს,ამასთან ერთად ელისაბედი ძალიან მოსწონდა ფილიპსაც რომელსაც თავის ცოლზე მეტად სცემდა პატივს. მერი იყო უკიდურესად არაჯანმრთელ მდგომარებაში...

1558 წლის ნოემბრის დასაწყისში დედოფალმა მარიამ იგრძნო რომ მისი დღეები დათვლილი იყო.საბჭომ გადაწყვიტა ტახტის მემკვიდრედ ოფიციალურად დაესახელებინა მერის და თუმცა დედოფალი ამის სერიოზული წინააღმდეგი აღმოჩნდა: მან იცოდა რომ ელისაბედი ინგლისში დააბრუნებდა მერისთვის საძულველ პროტესტანტიზმს.მხოლოდ ფილიპის სერიოზული ზეწოლის შემდეგ მერი დაეთანხმა საბჭოს გადაწყვეტილებას.

დედოფალი გარდაიცვალა 1558 წლის 17 ნოემბერს,ისტორიაში დარჩა როგორც სისხლიანი მერის სახელით.

ახალგაზრდა დედოფლის პირველი პოლიტიკური სვლები

უკვე 3 დღის შემდეგ მარიას სიკვდილიდან შეიკრიბა პირველი დედოფლის საბჭო.ელისაბედმა სახელმწიფო მდივნად დანიშნა უილიამ სესილი,ტომას პერი კი გახდა სამეფო კარის ფინანსისტი.

1558 წლის 28 ნოემბერს ლონდონში ჩატარდა ტრიუმფალური პროცესია,ახალგაზრდა ბრბოს აღფრთოვანებით შეხვდა ბრბო.

ტახტზე ასვლის მომენტში ელისაბედი იყო 25 წლის.მეთექვსმეტე საუკუნის მდგომარეობის გათვალისწინებით ეს იყო საკმაოდ სოლიდური ასაკი რადგანაც იმ პერიოდში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 50 წელი.ყევლა თანხმდებოდა იმაში რომ დედოფალი ასაკთან შედარებით ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებოდა.

ელისაბედმა დედოფლად კურთხევისთვის აირჩია 1559 წლის 16 იანვარი,ესეიგი მას სურდა ინგლისისთვის შობის შემდეგ ეჩუქებინა კიდევ რამოდენიმე სადღესასწაულო დღე.

1559 წლის 25 იანვარს გაიხსნა ელისაბედის პირველი პარლამენტი,დედოფლად გახდომის შემდეგ მთელი სახელმწიფოს სიმძიმე მან საკუთარ თავზე იგრძნო-ქვეყანა (როგორც მთელი ევროპა) დაყოფილი იყო ორ დაპირისპირებულ ბანაკად,კათოლიკებად და პროტესტანტებად.ელისაბედმა გამოიჩინა განსაკუთრებული გონიერება როდესაც მან დევნა არ დაუწყო მარიას მომხრეებს. თანასწორობის აქტში დედოფალმა გამოხატა მტკიცე პოზიცია რეფორმაციის კურსის გატარების შესახებ,რომელიც დაიწყეს მისმა წინამორბედებმა ჰენრი VIII-მ და ედუარდVI-მ,მაგრამ კათოლიკებისთვის არ აკრძალა მესის ჩატარება.ამ აქტით დედოფალმა თავიდან აიცილა შესაძლო სამოქალაქო ომი.

უკვე 10 თებერვალს პარლამენტმა მიმართა დედოფალს სამეფო ტახტის მომავალი მემკვიდრით უზრუნველყოფის შესახებ:მას უფლება მიეცა თავად აერჩია მომავალი მეუღლე.

პრეტენდენტთა სია გახსნა ფილიპ II-მ,შემდეგ მოდიოდნენ ერცჰერცოგი ფრედერიკი და კარლ ჰაბსბურგი,შვედეთის კრონპრინცი ერიკი,დროტა დრო ამ სიას დაემატა ჰერცოგი ანჟუისკი და რუსეთის ცარი იოანე გროზნი ასევე დედოფლის გულზე პრეტენზიას აცხადებდა რობერტ დალი.

მისი მეუღლის ემი რობერტის სიკვდილის შემდეგ,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რობერტს შეუმცირდა შანსები დაახლოებოდა დედოფალს:ძალაუფლებას და ერის მდგომარეობას ელისაბედი აყენებდა პირად სიამოვნებებზე მაღლა.ემის სიკვდილის შემდეგ ელისაბედი იძულებული გახდა გამოეძიებინა ეს საქმე.დალის უდანაშაულობა დამტკიცებული იყო თუმცა ხალხში დადიოდა აზრი ემის თვითმკვლელობის შესახებ.

პარლამენტი აგრძელებდა ზეწოლას დედოფალზე რათა მას ამოერჩია ქმარი.თუმცა ელისაბედი სულაც არ აპირებდა ძალაუფლების გაყოფას მამაკაცთან,მაგრამ 1559 წელს მას არ შეეძლო მტკიცე უარი ეთქვა პარლამენტისთვისდა მხოლოდ ორაზროვანი პასუხით შემოიფარგლა

ომის წარმოების პირველი გამოცდილება

შოტლადიის მეფე ჯეიმს V და მარია დე გიზი1559 წლის მაისში მეზობელ შოტლანიაში იფეთქა აჯანყებამ -ფრანგი რეგენტის მარია დე გიზის წინააღმდეგ (დედა მარია სტიუარტისა) შოტლანდიელი პროტესტანტების მხარდაჭერას ურჩევდა ელისაბედს სესილი,მაგრამ მან უარი თქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე,რადგან მის მიერ სამხედრო ჩარევას შეიძლებოდა მოჰყოლოდა შეიარაღებული კონფლიქტი საფრანგეთთან.უკვე მმართველობის საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა დედოფლის მიერ შემუშავებული ზოგადად ფრთხილი საგარეო პოლიტიკა.

როგორც შედეგებმა გვაჩვენა ელისაბედი მოიქცა სწორად-შოტლანდიის საზღვრის გავლით მან გაგზავნა დიდძალი ინგლისური ოქრო და არა არმია პროტესტანტების დასახმარებლად რასაც არანაირი დაპირისპირება არ მოჰყოლია ინგლისსა და საფრანგეთს შორის რადგან