ალექსანდრე პირველი დიდი

15
აააააააააა I აააა (1412–1442აა) იიიიიიი იიიიიიიი იიიი იიიიიიიიიიი.იი იიიიი:davitashvililali555@gma il.com

Upload: -

Post on 27-Jul-2015

123 views

Category:

Education


4 download

TRANSCRIPT

Page 1: ალექსანდრე პირველი დიდი

ალექსანდრე I დიდი

(1412–1442წწ)

ისტორის პედაგოგი ლალი დავითაშვილი.ელ

ფოსტა:[email protected]

Page 2: ალექსანდრე პირველი დიდი

ქრონოლოგიაკონსტანტინეI1407-1412

ალექსანდრეI1412-1442

ვახტანგIV1442-1446

Page 3: ალექსანდრე პირველი დიდი

ალექსანდრე დიდი იყო გაერთიანებული საქართველოს მეფის კონსტანტინე პირველისა და ნათია ამირეჯიბის ვაჟი.

მამამისი–კონსტანტინე პირველი 1412წელს შავბატკნიან თურქმანებთან წინააღმდეგ ჩალაღანის ბრძოლაში დაიღუპა.  "შავბატკნიან" თურქმანთა მბრძანებელმა ყარა-იუსუფმა სამხრეთ აზერბაიჯანში გაბატონების შემდეგ ჩრდილოეთ აზერბაიჯანსაც შეუტია. შირვან-შაჰმა და სიდი ალი შაქისელმა დახმარებისათვის საქართველოს მეფე კონსტანტინეს მიმართეს.ტყვედჩავარდნილ კონსტანტინეს თვით აღყოინლუს მეთაურმა მოჰკვეთა თავი.

Page 4: ალექსანდრე პირველი დიდი

მეფობის დასაწყისშივე ალექსანდრემ მოიგერია თურქმანთა შემოტევები და ქვეყნის მართვას ენერგიულად შეუდგა.არადა,თემურლენგის 16 წლიანი შემოსევებისაგან იავარქმნილ ქვეყანას მშველელი ნამდვილად სჭირდებოდა.

Page 5: ალექსანდრე პირველი დიდი

.1425 წელს მან დროებითი საკომლო გადასახადი შემოიღო,რომელიც 1440 გააუქმა.ამ გზით აკრეფილი თანხით მეფემ მრავალი ეკლესია–მონასტერი და ციხე–ტაძარი შეაკეთა,მათ შორის,სვეტიცხოვლის ტაძარი.

Page 6: ალექსანდრე პირველი დიდი

.1431–1435წლებში ალექსანდრემ შემოიერთა ლორე და სივნიეთი(ყარაბახი).ამან საქართველოს მოსახლეობა 60000 –ით გაზარდა.აღნიშნულმა მოვლენამ ხელი შეუწყო საქართველოში სომეხი ლტოლვილების ჩამოსახლებას.

Page 7: ალექსანდრე პირველი დიდი

1438წ ალექსანდრემ ელჩობა გააგზავნა ფერარა–ფლორენციის საეკლესიო კრებაზე(ერთი საერო და ორი სასულიერო პირი),თუმცა ქართველ ელჩებს კამათი მოუვიდათ რომის პაპთან,როცა ქართველებმა პაექრობის დროს არგუმენტირებულად დაუსაბუთეს პაპს, რომ ერესი არა მართლმადიდებლობაში, არამედ კათოლიციზმში უნდა ეძებოს..ქართველმა დესპანებმა ხელი არ მოაწერეს ფლორენციის უნიას და დატოვეს კრება.

Page 8: ალექსანდრე პირველი დიდი

1440 წელს საქართველოს თავრიზის მმართველი ჯეჰან–შაჰი შემოესია.თურქმანებმა აღდგომა დღეს თბილისი აიღეს. შაჰმა სამშვილდე ვერ აიღო,თუმცა ამ ქალაქის კარებთან 1664 მოჭრილი თავისაგან მინარა დაადგმევინა.

Page 9: ალექსანდრე პირველი დიდი

ალექსანდრე I-მა ალაგმა ურჩი მთავრები - დადიანი, შარვაშიძე, სამცხის ათაბაგი ივანე; ზოგიერთი ერისთავთერისთავი გადააყენა და მათ ადგილებზე ბატონიშვილები - ვახტანგი, დიმიტრი და გიორგი დანიშნა. მაგრამ ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო: ბატონიშვილები, რომელთა როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან გაიზარდა, მამის სიცოცხლეშივე მეფეებად იწოდებოდნენ;

Page 10: ალექსანდრე პირველი დიდი

სამეფო დოკუმენტები უწინდებურად არა მარტო მეფის,არამედ მისი ოჯახის წევრთა სახელითაც გაიცემოდა, რაც აშკარად მოწმობდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებას. ამ ტენდენციამ თავი მის მემკვიდრეებშიც იჩინა,რამაც საქართველო სამეფო–სამთავროებად დაშლის პირამდე მიიყვანა.

Page 11: ალექსანდრე პირველი დიდი

1442წ.ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე,ალექსანდრე იძულებული გახდა,ტახტიდან გადამდგარიყო და ბერი ათანასეს სახელით ბერად აღკვეცილიყო.სამეფო ტახტზე კი მისი ვაჟი ვახტანგ IV(1442–1446წწ.)ავიდა.

Page 12: ალექსანდრე პირველი დიდი

ალექსანდრე I დიდი1412–1442

გიორგი VIII1446–1466წ1466–1477წ

ვახტანგIV1442-1446

Page 13: ალექსანდრე პირველი დიდი

ჯერ თემურ–ლენგის,შემდგომ კი შავბატკნიანთა ურდოების თარეშისაგან დამცრობილ საქართველოში ნანატრი მშვიდობის,სტაბილურობის დამყარებისა და ქვეყნის წინსვლისათვის მიღწეული წარმატებებისათვის ქართველმა ხალხმა ალექსანდრე პირველს დამსახურებულად “დიდი” უწოდა.

Page 14: ალექსანდრე პირველი დიდი

ალექსანდრე დიდის ფრესკა შემორჩენილია ნაბახტევის ეკლესიაში.(ხაშურის მუნიციპალიტეტი).

Page 15: ალექსანდრე პირველი დიდი

გმადლობთ ყურადღებისათვის!