კითხვის დასმის, გაგებისა და...

31
ია ფირცხალავა დ.კაზრეთის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კითხვის დასმის, გაგებისა და გააზრების პრობლემა მე-5, მე-6 კლასებისა და საბაზო საფეხურის სწავლებაში. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

Upload: others

Post on 04-Jan-2020

21 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

ია ფირცხალავა

დ.კაზრეთის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

კითხვის დასმის, გაგებისა და გააზრების პრობლემა მე-5, მე-6 კლასებისა და საბაზო

საფეხურის სწავლებაში.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

გვერდი 1

2017-2018 სასწავლო წელი.

1

სარჩევი

შესავალი ...................................................................................................... 3

თავი 1-ლი ...................................................................................................... 3

საკვლევი მასალის მიმოხილვა. ........................................................................ 3

1.1 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ. ....................................................... 3

1.2 კითხვის დასმის გაგებისა და გააზრების პრობლემა და მასთან დაკავშირებული

სირთულეები ............................................................................................ 4

1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები ................................................ 5

1.4 კვლევის მიზანი ..................................................................................... 6

1.5 კვლევის ამოცანა .................................................................................... 6

მე-2 თავი ....................................................................................................... 7

2.1 პრაქტიკული კვლევის არსი .......................................................................... 7

მე-3 თავი ....................................................................................................... 8

3.1 ლიტერატურის მიმოხილვა. ......................................................................... 8

თავი მე-4 ...................................................................................................... 10

4.1 მეთოდოლოგია ....................................................................................... 10

4.2 კვლევის სამიზნე ჯგუფი.............................................................................. 10

4.3 შერჩევა. ................................................................................................ 10

4.4 მონაცემთა შეგროვება ............................................................................. 10

4.5 კვლევაში ჩართული ადამიანები და მათი პასუხისმგებლობა. ............................... 11

4.5 კვლევის ვადები ...................................................................................... 12

თავი მე-5 ...................................................................................................... 13

კვლევის შედეგები........................................................................................ 13

5.1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი .............................................................. 13

5.2 მეორადი შედეგების ანალიზი .................................................................. 14

5.3 ინტერვიუ ............................................................................................ 15

5.6 კითხვარი ............................................................................................ 15

5.7. ფოკუსირებული დაკვირვება .................................................................... 15

თავი მე-6 ..................................................................................................... 15

ინტერვენცია და მისი შედეგები ........................................................................ 15

6.1 ინტერვენცია. ........................................................................................ 15

6.2 ინტერვენციის შეფასების მეთოდები .......................................................... 16

6.3 ინტერვენციის შეფასება ......................................................................... 17

თავი მე-7 ...................................................................................................... 17

გვერდი 2

2017-2018 სასწავლო წელი.

2

7.1 მიგნებები. .............................................................................................. 17

7.3 თვითკრიტიკა....................................................................................... 18

დასკვნა. ....................................................................................................... 19

დანართები ................................................................................................... 20

დანართი №1 ................................................................................................ 20

დანართი №2 ................................................................................................ 21

დანართი №3 ................................................................................................ 23

დანართი №4 ................................................................................................ 23

დანართი №5 ................................................................................................ 24

დანართი №6 ................................................................................................ 24

დანართი №7 ა ............................................................................................. 25

დანართი №7 ბ .............................................................................................. 26

დანართი №7 გ.............................................................................................. 27

დანართი №8 ................................................................................................ 28

სამოდელო გაკვეთილის სლაიდები ............................................................... 28

სამოდელო გაკვეთილის გეგმა ..................................................................... 28

დანართი №9 ................................................................................................ 28

დანართი №10 ............................................................................................... 28

ბიბლიოგრაფია ............................................................................................. 29

კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია .......................................................... 30

გვერდი 3

2017-2018 სასწავლო წელი.

3

შესავალი სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია კითხვის დასმის ეფექტური

გამოყენება. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ამ საშუალების სწორად

და მიზანმიმართულად ჩართვა საგაკვეთილო აქტივობებში, მეტიც, სწორედ.

კითხვას უკავშირდება კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარბა. მოცემული

ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. ნაშრომში სრულად არის

ასახული კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები, არსებული

სირთულეები, მათი გადაჭრის გზები და პრობლემის შემცირების საშუალებები.

ნაშრომი შედგება 7 თავისაგან.თავები მოიცავს აზრობრივად დაკავშირებულ

თემებს, რომლებშიც გაერთიანებულია კვლევის ყველა ეტაპი, პროცესი, მასში

ჩართული მასწავლებლები და მოსწავლეები. პრობლემები, გამოკითხვა, ანკეტა

დანართები და დოკუმენრაცია.

1-ლი თავი მოიცავს საკვლევი საკითხის მიმოხილვას.მე-2-პრაქტიკული კვლევის

არსი. მე-3 -ლიტერატურის მიმოხილვა. მე-4-მეთოდოლოგია, მე-5 -შედეგი, მე-6-

ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები. მე-7-მიგნებები, რეკომენდაციები და

კვლევის ნაკლოვანებები.

თავი 1-ლი საკვლევი მასალის მიმოხილვა.

1.1 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ.

პედაგოგიურმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა

ტექსტის გააზრებისას აწყდება ისეთ პრობლემას, როგორიცაა თავად კითხვის

გაგება. ეს ტენდენცია, განსაკუთრებით პრობლემატურია დაწყებით და საბაზო

საფეხურის მოსწავლეებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა

კითხვის დასმის გაგებისა და გააზრების საკითხთან მიმართებით.(რომელიც

აუცილებელი წინაპირობაა მაღალი დონის აზროვნების მისაღწევად)ამ მიზნით

მივმართე სკოლაში არსებულ სხვადასხვა კათედრას,გავიარე კონსულტაციები

პედაგოგებთან. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პრობლემა ნათლად ჩანს

როგორც ტექნიკურ, ასევე საბუნებისმეტყველო საგნების სწავბლების დროსაც.

ინფორმაციის მიღების შემდეგ დავგეგმე კვლევის ჩატარება, შევარჩიე საკვლევი

ჯგუფი-მე-5, მე-6 კლასებისა და საბაზო საფეხურის -მოსწავლეები. თავად კვლევის

პროცესში სისტემატურად გავდიოდი სხვადასხვაგვარ კონსულტაცის როგორც

პედაგოგებთან,ასევე დირექციასთან.

ჩვენს სკოლაში 368 მოსწავლეა მათგან კვლევაში ჩართულია 149

მოსწალვე დაწყებითი საფეხურიდან 70 ხოლო საბაზოდან 79 კვლება

ხორციელდებოდა მასწავლებლების ჩართულობით (ქართული ენისა და

ლიტერატურის კათედრიდან 4 პედაგოგი,მათემატიკის კათედრიდან - 2 უცხო

გვერდი 4

2017-2018 სასწავლო წელი.

4

ენების კათედრიდან - 4. საბუნებისმეტყველო საგნების კათედრიდან-3). სკოლას

ჰყავს 7 უფოსი და 17 პრაქტიკოსი მასწავლებელი. თანამშრომლობის ფარგლებში

პედაგოგები გადიან გადამზადებას და პერიოდულად თავადაც ატარებენ

ტრენინგებს. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც,

ადმინისტრაციის მოსაზრებით, საშუალებას იძლევა ხარისხიანად წარიმართოს

სწავლა-სწავლების პროცესი.

მსურს პედაგოგებთან ერთად შევქმნა სკოლაში ინოვაციების დანერგვითა

და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კითხვის დასმაზე

ორიენტირებული საგაკვეთილო აქტივობების ფონდი.

1.2 კითხვის დასმის გაგებისა და გააზრების პრობლემა და მასთან დაკავშირებული სირთულეები

კითხვის დასმა,მისი მიზანმიმართული გამოყენება,უმთავრესია

ანალიზისა და შეფასების უნარის განვითარებისა და სწავლის

მოტივაციისათვის.კითხვის დასმის სწავლება უზრუნველყოფს სწავლა-

სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებთან გამკლავებას კითხვები საჭიროა

იმისთვის, რომ უკეთ შევძლოთ გარე სამყაროში ორიენტირება ალისონ კინგის

თქმით, „მას, ვისაც შეუძლია კითხვის დასმა, შეუძლია აზროვნებაც“

ისმება კითხვა,როგორი კითხვა შეიძლება ჩაითვალოს კარგ კითხვად,რა თქმა

უნდა ,ამის ცალსახად ფორმულირება შეუძლებელია.მასწავლებელი იყენებს

კითხვის დასმის შესაბამის ფორმებს,საგნის,თემისა და მიზნის

გათვალისწინებით,თუმცა სწავლებაში გენერირდება კითხვათა კლასი თუ ერთ

შემთხვევაში კითხვა არ უნდა გვაძლევდეს ზუსტი პასუხის ნაირგვარობას,მეორე

შემთხვევაში სწორედ ისაა კარგი კითხვა,რომელიც ალტერნატიული პასუხების

შესაძლებლობას იძლევა. კითხვის დასმა პრობლემის ამოცნობის საშუალებას

წარმოადგენს.ჩვენს მოსწავლეებს შორის გაბატონებულია აზრი, რომ ნებისმიერ

შეკითხვაზე არსებობს „სწორი პასუხი“ და თუ კარგად ისწავლეს, დასმულ

კითხვაზე პასუხს ყოველთვის იპოვიან,ეს მიმართება არ არის ყოველთვის სწორი

,რადგან არ უნდა მივიჩნიოთ ტრაგედიად, რომ კითხვა დარჩეს

პასუხგაუცემელი.ე.ი. მოსწავლეს დაუტოვოს ფიქრის მოტივაცია.

ვფიქრობ, :.

• მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს რაც შეიძლება მეტი ღია,

შემოქმედებითი კითხვა, რომლებიც მრავალი ალტერნატიული პასუხის

გაცემის შესაძლებლობას იძლევა და რომლებიც შემდგომი დისკუსიისკენ

არის მიმართული.

• მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ არჩევანი და ეს არჩევანი მათ თვითონვე

უნდა შექმნან.

• მასწავლებელმა სწავლების ისეთი ფორმა უნდა გამონახოს, რომ

მოსწავლეებმა

გვერდი 5

2017-2018 სასწავლო წელი.

5

თვითონ შექმნან კითხვების „ბანკი“, რომლებიც კვლევისა და მასალის

შესწავლისკენ იქნება მიმართული

• და უმთავრესი მოსწავლე თავად უნდა სვამდეს მიზანმიმართულ

კითხვებს,რომელთა პასუხებიც თავად ექნება ფორმულირებული.

კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა და მასწავლებელთა

აკადემიური ურთიერთობისას ერთგვარ სინთეზს,რომელიც უზრუნველყოფს

სააზროვნო უნარის მაღალი დონის განვითარებას.

1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები

ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის

გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. კვლევის ჯგუფთან მსჯელობის შედეგად

და პედაგოგთა გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე

ფაქტორი

მოსწავლეები;

1) კითხას სვამენ მხოლოდ კითხვისთვის?(უთხრეს,დაავალეს,)

2) ვერ იგებენ კითხვითი სიტყვების მნიშვნელობას.

3) მიმართული არიან მარტივი ,მხოლოდ ცოდნაზე ორიენტირებული

კითხვის დასმაზე?

4) ტექსტთან მიმართებით იდეურად არამთავარ მარტივ კითხვაზე

ორიენტირებენ?

5) სვამენ ერთჯერად უფუნქციო კითხვებს,რომლებსაც ბმა არ აქვსთ

მომდევნო აქტივობებთან?

მასწავლებლები:

1) ხშირად არჩევენ დახურულ კითხვებს.

2) ცვლიან კითხვის ფორმულირებას.

3) გაურბიან რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებს კითხვის შედგენისას.

პირველ რიგში მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ სიტუაცია, როდესაც მას არ

შეუძლია კითხვაზე პასუხის გაცემა, შეიძლება ჩავთვალოთ ნორმალურად, მეტიც,

სწორედ „ჩავარდნილი“ კითხვა არის საზომი და სტიმულატორი

მასწავლებლისათვის ა) ჩაანაცვლოს ბ) გაამარტივოს გ) დაუბრუნდეს თემას დ)

განმარტოს ცნებები? და სხვ.

სწავლა-სწავლების მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სწორედ

სწორად ფორმულირებული კითხვა,კერძოდ,კითხვითი წინადადებების კითხვითი

სიტყვების ცნებების განსაზღვრა, (მაგ. სად? როდის? რატომ? რა მიზნით? რა არის

მოტივაცია? სად ჩანს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი? მტკიცებულბაა თუ ვარაუდი?)

• ზოგჯერ სჯობია კითხვის დასმა, ვიდრე წინასწარ პასუხის ცოდნა (ჯ.

ტერბერი)

• საერთოდ რისთვის არსებობს კითხვა?

გვერდი 6

2017-2018 სასწავლო წელი.

6

• ფსიქო - პედაგოგიური კვლევის შედეგად გამოიკვეთა პრობლემა:

პედაგოგები გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმით, თუ რა დონეზე

სვამენ კითხვებს მოსწავლეები. მოსწავლეთა კითხვები ხშირ

შემთხვევაში მარტივია და მხოლოდ საგნის ფაქტობრივ მხარეს

უკავშირდება...

შესაძლებელია დახურული კითხვების ინტენსიური გამოყენება

როგორც წერით ,ასევე ზეპირი დავალებების დროს,მოითხოვდეს ცოდნაზე

მიმართულ პასუხებს,მაგრამ ანალიზისა და მსჯელობის გაშლის საუკეთესო

საშუალებაა .ე.წ.“ჯაჭვური კითხვები“.დაკვირვებამ გვიჩვენა ,რომ

დავალებებში ჭარბობს დახურული კითხვები,რაც ხელს ვერ უწყობს

ანალიტიკური აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას.

1.4 კვლევის მიზანი

პრობლემის იდენტიფიცირება ,მიზანმიმართული სტრატეგიის შემუშავება,

სასკოლო საგაკვეთილო ფონდის შექმნა.კითხვის დასმის აქტივობებით.კითხვის

უნარის განვითარება.საგანთა შორის ინტეგრირება ზემოაღნიშნული აქტივობებით

ისეთი მუშაობის დაგეგმვა, რომელიც უზრუნველყოფს კითხვების გარკვეული

„ბანკის“ შექმნას, რომელიც განსაზღვრავს მასალაში ჩაწვდომის - შესწავლის

არეალს.

პროექტის მიზანია, კვლევაში ჩართულმა პირებმა დეტალურად შეისწავლონ

არსებული პრობლემა და შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები და

გამონახოს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, რაც პედაგოგებს

დაეხმარება ისეთი საგაკვეთილო აქტივობების შემუშავებაში, რომელთა ფორმა

და წარმოება მოსახერხებელი იქნება მასწავლებლებისთვის და აგრეთვე

რეალურად გააუმჯობესებს სწავლა - სწავლების პროცესის წარმართვას.

1.5 კვლევის ამოცანა კვლევის ამოცანაა,გამონახოს ოპტიმალური მიდგომები კითხვის დასმის,

გაგებისა და გააზრების პრობლემასთან მიმართებით. შევიმუშაოთ სხვადასხვა

სტრატეგია გაკვეთილის დაგეგმვისას. პრობლემის იდენტიფიცირება,

მიზანმიმართული სტრატეგიის შემუშავება, სასკოლო საგაკვეთილო ფონდის

შექმნა.

მოსწავლესა და მასწავლებელს შესთავაზოს აქტივობები,რომელიც

უზრუნველყოფს:

• ტექსტის გაგების უნარის განვითარება;

• ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;

• კითხვის დასმის უნარის განვითარება;

• სასიცოცხლო უნარ-ჩვევების (თანამშრომლობის უნარის) განვითარება;

გვერდი 7

2017-2018 სასწავლო წელი.

7

ტექსტი რთული და მრავალფუნქციური ფენომენია, რომელიც შეიცავს

სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ტექსტი გამოიყენება

ესთეტიკური, სასწავლო, სამეცნიერო,პრაქტიკული და სხვა კუთხით.

ხშირად ესა თუ ის ტექსტი სწავლისა და კვლევის მნიშვნელოვანი წყაროა,

შესაძლებელი ხდება ღირებული ინფორმაციების შესწავლა,შემეცნება და

განხილვა. შესაბამისად, ამა თუ იმ ტექსტს ხშირად მიმართავენ სასწავლო

და კვლევითი მიზნებისათვის.კრიტიკული კითხვა არის ტექსტის აღქმისა და

ინტერპრეტაციის პირველი ეტაპი.კრიტიკული კითხვა, როგორც მეთოდი

ანტიკური ეპოქიდან არის ცნობილი. წყაროების დამუშავება, ანალიტიკური

სელექცია, მნიშვნელოვანისა და მეორეულის აღნიშვნა სასწავლო და

სამეცნიერო დისკურსების შემადგენელი ნაწილია. ტექსტზე მუშაობა

მოითხოვს მასალაში მნიშვნელოვანი საკითხების მონიშვნას, გარკვეული

კომპონენტების, ჯგუფების მიხედვით დალაგებას მისი კვლავ გამოყენების

მიზნით. სასკოლო სივრცეებში ტექსტის კრიტიკული კითხვის მეთოდებს

დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კრიტიკული კითხვა, როგორც სწავლების

პრაქტიკული მეთოდი ტექსტის დამუშავებისას მრავალმხრივი მუშაობის

საშუალებას იძლევა: ტექსტის გააზრება, ჩაღრმავებულად შესწავლა,

შემდგომში ინფორმაციის სწრაფი მოძიება და გამოყენება სწორედ

კრიტიკული კითხვის მეთოდით არის შესაძლებელი.

სტრატეგია- პაუზებით კითხვა პაუზებით კითხვა მოსწავლეებს ხელს უწყობს

გაიაზრონ და სიღრმისეულად დაამუშაონ ნარატიული ტექსტები.

აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ

კრიტიკული აზროვნება, ისინი სწავლობენ კითხვის დასმას, ვარაუდების

გამოთქმასა და არგუმენტირებულ მსჯელობას. მეთოდი საშუალებას

გვაძლევს ყველა დონის მოსწავლეს გავააზრებინოთ და დავამუშავებინოთ

თუნდაც რთული ტექსტი. ამასთანავე, “პაუზებით კითხვა“ კითხვისადმი

მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა.

მე-2 თავი

2.1 პრაქტიკული კვლევის არსი პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ

მიდგომას. თავისთავად ეს არის ხანგრძლივი ურთიერთობითი პროცესი

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, აგრეთვე დირექციასთან.

თანამშომლობითი მიდგომა ცვლილებისადმი წინააღმდეგობის გაწევის

შემცირების ინსტრუმენტს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება

გარკვეული ცვლილებების დანერგვა. თანამშრომლობითი პროგრამის

გვერდი 8

2017-2018 სასწავლო წელი.

8

საშუალებით პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთგუნდად

ერთიანდებიან, პრობლემას თვალს უსწორებენ, ერთმანეთს უზიარებენ

მოსაზრებებს, იღებენ გადაწყვეტილებას, გააზრებულ პასუხისმგებლობას და

აღწევენ სასურველ შედეგს. ცვლილება ეფექტურად ხორციელდება იმ ადამიანების

კვლევის პროცესში ჩართვით, ვისაც უშუალოდ ადგება ზარალი.

მე-3 თავი

3.1 ლიტერატურის მიმოხილვა. სწორად დასმული კითხვა, როგორც უკვე აღვნიშნე,განაპირობებს მოსწავლის

ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას,მეტიც კითხვა არის ორიენტირი

ცოდნის მიღებისა და მისი გამოყენების საკითხში.ამ თემას არაერთი სამეცნიერო

ნაშრომი და კვლევა მიეძღვნა,რომელთა გაცნობა-გათვალისწინება,ვფიქრობ

მნიშვნელოვანია ყოველი ახალი კვლევის დაგეგმვისას,მეტიც,სწორედ ეს

ლიტერატურა იყო არსებითი ჩემ მიერ დაგეგმილ კვლევაში.კვლევის

ჩატარებამდე გავეცანი კოლეგების ,ფსიქოლოგებისა და განათლების

მკვლევარების ნაშრომებს.პირველ რიგში მნიშვნელოვანია კვლევის მეთოდიკის

სახელმძღვანელო მერი ლუი ჰოლი, ჯოან მ.არჰარი, ვენდი.ს.კასტენი „პრაქტიკის

კვლევა პედაგოგებისათვის „მოგზაურობა ყვითელი აგურის შარაზე“, რომელშიც

დეტალურად არის აღწერილი პედაგოგიური კვლევის საფეხურები.

მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური პრინციპებია განხილული ბლუმის ნაშრომში

ბენჟამენ ბლუმის ტაქსონომია თეორიის მიხედვით, გამოყოფენ აზროვნების

შემდეგ დონეებს: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება.

აზროვნების ეს დონეები საფეხურებს ქმნიან, სადაც ყოველი მომდევნო დონე

უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და

გამოყენება აზროვნების ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და

შეფასება კი — აზროვნების ზედა დონეში.სწორედ ანალიზისა და სინთეზის ზედა

დონის უზრუნველყოფისათვის არის მართებული კითხვის დასმის ,გაგებისა და

გააზრების უნარის განვითარება.ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის

დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების

გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში.

• ნაწილების შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან

სტრუქტურის დანახვა; (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი)

• მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;(რატომ?რა

მიზნით?)

• მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა

.სინთეზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც ანალიზის

საწინააღმდეგო პროცესს წარმოადგენს

გვერდი 9

2017-2018 სასწავლო წელი.

9

• პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება

• პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა

თემის დამუშავებას წინ უსწრებდა გამოკითხვა და კვლევა იმის შესახებ,

თუ რა ტიპის კითხვებს სვამს მასწავლებელი ძირითადად საგაკვეთილო

პროცესში აღმოჩნდა, რომ მასწავლებელი გაკვეთილზე ძირითადად სვამს

ისეთ კითხვებს, როგორებიც ცოდნის, გაგების და გამოყენების დონეებს

აკმაყოფილებს, ანუ დაბალი სააზროვნო უნარების განვითარებას უწყობს

მხოლოდ ხელს. რაც შეეხება მაღალ სააზროვნო დონეებს-ანალიზს,

სინთეზს და შეფასებას- მასწავლებელი იშვიათად მიმართავს ან საერთოდ

არ იყენებს მას. ამ დაკვირვების მოკლე ანალიზის საფუძველზე

გადავწყვიტე კიდევ ერთხელ დავბრუნებოდი ბლუმის განათლების მიზნების

ტაქსონომიას და ჩემი პრაქტიკა გამეზიარებინა კოლეგებისათვის

(დავგეგმე გაკვეთილი კითხვაზე ორიენტირებული აქტივობებით)

გავეცანი მასწავლებლის გზამკვლევს .,რომელშიც პედაგოგები

უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს,ლევან ახვლედიანის ორ

სტატიას „კითხვის დასმის სტრატეგიები.ინტერნეტგაზეთი“maswavlebeli.ge”

სოკრატული მეთოდი -; სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს

მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ (და არა ინფორმაციულ)

კითხვებს (მაგ., რას ფიქრობთ ამაზე? რა განმარტებები გვჭირდება

ამისთვის?), არ აწოდებს არანაირ ინფორმაციას მოსწავლეებს. ამ დროს

მასწავლებელი განიხილავს გამონაკლისებს და მარტივ იდეას ეჭვქვეშ

აყენებს. იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას, არამედ მათ სთხოვს

აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის

გადაწყვეტამდე. სოკრატული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია

დისკუსიით, დებატებით, პრობლემური კითხვების დასმით და სხვა. ზოგჯერ

მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთა მიერ გამოთქმული

მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ

პოზიციას, ხელს უწყობს იმ პასუხების ეჭვქვეშ დაყენებას, რომელთაც

გვაძლევენ სხვადასხვა ავტორიტეტები და სხვა. მოსწავლეები

თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს დასმულ

პრობლემასთან დაკავშირებით, თამამად თხზავენ ჰიპოთეზებს და

ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს.

ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები გაკვეთილზე:

1. მასწავლებელი სვამს პრობლემურ შეკითხვებს, რათა წაახალისოს

მოსწავლეთა აზროვნება მოცემულ საკითხებზე;

2. მასწავლებელს მოჰყავს დამხმარე და საწინააღმდეგო მაგალითები

მოცემული მოვლენის საილუსტრაციოდ;

3. მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს;

4. მასწავლებელი ხელს უწყობს კლასის დისკუსიაში ჩაბმას;

5. მასწავლებელი ახალისებს საკუთარი და სხვების აზრების კრიტიკული

შეფასების უნარის განვითარებას;

6. მასწავლებელი მოსწავლეს სთხოვს, ფაქტებისა და ცნებების ანალიზს,

მასალაში მოცემული ფარული არსის გაგებას და ა.შ.

გვერდი 10

2017-2018 სასწავლო წელი.

10

7. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ დააკავშიროს სხვადასხვა

წყაროდან მიღებული ცოდნა, სხვადასხვა ელემენტისაგან შექმნას ახალი

სტრუქტურა;

8. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ გამოიტანოს დასკვნა

(შეაფასოს) საკუთარ არგუმენტაციაზე დაყრდნობით.

თავი მე-4 4.1 მეთოდოლოგია

ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხი და მასთან დაკავშირებული

კითხვები.მოცემულია კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა,რომელშიც

გაწერილია უშუალოდ შესასრულებელი სამუშაოები. შევიმუშავე გრაფიკი

კვლევის აქტივობებისათვის--სტრატეგიულ გეგმა. ბევრად უფრო მკაფიო

და რეალისტური იქნება აქტივობათა ჩამონათვალი, სავარაუდო

ხანგძლივობის, მონაწილეთა პროფილის განსაზღვრის შემთხვევაში.

გავუზიარე გრაფიკი კოლეგებს. ვკითხე, რას ფიქრობენ ისინი ყოველივე

ამის შესახებ.

4.2 კვლევის სამიზნე ჯგუფი

1. მე-5 მე-6 და საბაზო საფეხურის კლასები.

4.3 შერჩევა. კვლევაში გამოვიყენე შერჩევის ორი ტიპი

სრული ტიპი-საკვლევი პრობლემის შესასწავლად დავგეგმე კვლევაში

ჩამერთო სრულად მე-5 მე-6 და საბაზო საფეხურის ყველა მოსწავლე (149)

კითხვარი განკუთვნილია მოსწავლეებისათვის (იხ.დანართი #1)

მიზნობრივი შერჩევა-კვლევის ფარგლებში ეს შერჩევა გამოვიყენეთ იმ

მასწავლებლებისათვის ,რომლებიც ასწავლიან ზემოთ მოყვანილ

კლასებს.კითხვარი გამზადებული იყო მასწავლებლებისათვის (ქართულის

კათედრიდან 4 პედაგოგი; მათემატიკის -2;საბუნებისმეტყველო-2; უცხო

ენის-3;ისტორიის -3) (იხ.დანართი #2)

4.4 მონაცემთა შეგროვება კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების

მეთოდებად გამოვიყენე ორი ძირითადი ჯგუფი თვისებრივ (დაკვირვება,

დიალოგი, ფოკუსჯგუფები .) და რაოდენობრივ (მასობრივი ზეპირი თუ

წერილობითი გამოკითხვა – ანკეტირება) კითხვარები,ინტერვიუ, ფოკუს

ჯგუფი.,ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე.მეორადი მონაცემნის

ანალიზი.

გვერდი 11

2017-2018 სასწავლო წელი.

11

დიალოგი- განხორციელდა მასწავლებლებთან. ზეპირი ზოგადი

ინფორმაციის საფუძველზე

მეორადი მონაცემის ანალიზი-ანალიზი გულიოსხმობს აქამდე

არსებული შემაჯამებელი სამუშაოების იმ დავალებებს,რომლებშიც

კითხვებია გამოყენებული.შევარჩიეთ სხვადასხვა საგანი

ინტერვიუ-სკოლის მოსწავლეებთან,რამაც მოგვცა საშუალება

განგვესაზღვრა მოსწავლეთა დამოკიდებულება კითხვის დასმის,გაგებისა

და გააზრების პრობლემასთან მიმართებით.რამდენად ნათელია მათთვის

ის კითხვები,რომლებიც მოცემულია უშუალოდ სახელმძღვანელოებსა და

სხვადასხვა ტექსტთან მიმართებით მოცემულ დავალებებსა და

აქტივობებში.,ინტერვიუ ავიღე შერჩევითად კლასიდან 3 მოსწავლე

(მაღალი ,საშუალო და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები)

ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე-დავაკვირდი მე-5

კლასს,როგორც დაწყებითი საფეხურის იმ შემთხვევას ,როცა

მასწავლებლების ცვლილება ხდება საგნების მიხედვით.მოვიპოვე ზეპირი

ინფორმაციაც სხვა საგნების მასწავლებლებისგან.

ამ ყოველივეს საფუძველზე: ბოლო ეტაპი იყო მიზანმიმართული

კითხვარის გამოყენება,რომელიც შევადგინე სხვა მეთოდების შედეგებზე

დაყრდნობით.

კითხვარი--მოსწავლეებში სრული ; მასწავლებლებში მიზნობრივი.

(იხ,დანართები #1;#2)

4.5 კვლევაში ჩართული ადამიანები და მათი პასუხისმგებლობა.

1. მე-5, მე-6 და საბაზო საფეხურის მოსწავლეები

2. მასწავლებლები (მათ შორის მოცემული კლასების დამრიგებლები

3. სკოლის ადმინისტრაცია.

• კვლევის ჯგუფი

• კვლევის ინსტრუმენტები

• გამოკითხვა

• გამოკითხვის შედეგების ანალიზი

• ინტერვენბციის დაგეგმვა

• ინტერვენციის შედეგების ანალიზი

• პროექტის ვადები

• შედეგების გაცნობა სკოლისათვის.

გვერდი 12

2017-2018 სასწავლო წელი.

12

4.5 კვლევის ვადები

აქ

ტივო

ბა

ოქ

ტო

მბერ

ნო

ემ

ბერ

დეკემ

ბერ

იან

ვარ

თებერ

ვალ

მარ

ტი

აპრ

ილ

მაის

ივნ

ის

პობლემის იდენტიფიცირება

სავარაუდო გეგმის შემუშავება

ინტერვიუ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან

• •

კვლევის თემის გაცნობა

მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან შეხვედრა

• • • • • •

მეორადი მონაცემების

შეგროვება

• •

მეორადი მონაცემების ანალიზი

• •

კითხვარის შედგენა, დამუშავება

გამოკითხვა •

მიღებული შედეგების ანალიზი

სავარაუდო ინტერვენციების განხილვა

ინტერვენციის განხორციელება

ინტერვენციის შედეგების ანალიზი

გვერდი 13

2017-2018 სასწავლო წელი.

13

თავი მე-5 კვლევის შედეგები

5.1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი პრაქტიკული კვვლევის მიზანი იყო გაგვერკვია რა იწვევდა

მოსწავლეათა შორის კითხვის დასმის, გაგებისა და გააზრების სირთულეს.

სწორედ ამ მიზნით განვახორციელეთ, ვფიქრობ მიზანმიმართული და

სწორად დაგეგმილი აქტივობები. ყოველივე ემსახურებოდა იმას,რომ

მიგვეგნო პრობლემის გამომწვევ მიზეზისათვის და გადაგვედგა ქმედითი

საგანმანათლებლო ნაბიჯები. კვლევაში ჩართული იყო სკოლის დიდი

ნაწილი,რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ, რა შედეგები მოგვცა კვლევამ,

ამას გვაწვდის გამოკითხვის შედეგები (იხ.დანართი #3 #4; #5;#6;)

(საბოლოო შედეგებიN7 ა.ბ.გ.)

კვლევის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა საინტერესო ტენდენციები. მე-

5 კლასის გამოკითხვის შედეგები რადიკალურად არ განსხვავდებოდა მე-9

კლასის შედეგებისაგან, რა თქმა უნდა, ასაკობრივი ზღვარი გვაძლებს იმის

საფუძველს, რომ საბაზო საფეხურის ბავშვებში სტანდარტის

გათვალისწინებით მოსწავლეთა განვითარება აკადემიური თვალსაზრისით

გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემა ნათლად ჩანს, კვლევაში ჩართულ

ბავშვებთან მიმართებით. გამოკითხვისას ტესტი შევადგინე ბლუმის

ტაქსონომიის მიხედვით. კითხვები მიმართული იყო მარტივიდან

რთულისკენ.ექვსივე დონე და მისი შესაბამისი კითხვები. მოყვანილი მაქვს

პრაქტიკული კითხვები, რაც გაკვეთილზე გამომიყენებია. აღწერილი მაქვს

ის აქტივობები, რომლებიც მასწავლებელმა უნდა განახორციელოს

გაკვეთილზე, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მაღალი სააზროვნო უნარების

განვითარება. ვფიქრობ, ეს გამოკითხვა დაეხმარება მასწავლებლებს

გააუმჯობესონ თავიანთი პრაქტიკა და ხელი შეუწყონ მოსწავლეების ზედა,

მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეთა უმრავლესობა უმკლავდებოდა

ტექსტში პირდაპირ მოცემულ პასუხებს, მაგრამ უჭირდა ისეთი კითხვების

დასმა ან პასუხის გაცემა, რომელიც სააზროვნო დონის მაღალ საფეხურს

წარმოადგენს.

ქართული ენა და ლიტერატურა სასწავლო საგნებს შორის

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ყველა დანარჩენი საგნის

შესწავლის საშუალებაა, ამავე დროს ქმნის ბაზისს ადამიანის

მსოფლმხედველობის, ღირებულებათა სისტემის

ჩამოყალიბებისა და პიროვნული ზრდისთვის ჩემს უმთავრეს ამოცანას

წარმოადგენს შევაყვარო მოსწავლეს კითხვა, გამოვუმუშავო

ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის აღქმისა და

გაცნობიერების უნარი. ქართული და მსოფლიო ლიტერატურის

ურთიერთკავშირის გააზრებისა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება

სახელმძღვანელოსა და საგნის სწავლების მეთოდიკას.

მოცემულ გამოკითხვაში იყო ორი სახის დავალება,

გვერდი 14

2017-2018 სასწავლო წელი.

14

პირველი-მოცემულია ინფორმაციული ტექსტი და კითხვითი

სიტყვები,რომლებითაც მოსწავლეებს უნდა შეედგინათ კითხვები

მეორე-მოცემულია ინფორმაციული ტექსტი და კითხვები,მოსწავლეებს

ევალებოდათ პასუხები გაეცათ ტექსტის მიხედვით(ტექსტის გააზრება)

შედეგებმა ნათელყო:

• მოსწავლეთა 58% პასუხს სცემს ცოდნაზე ორიენტირებულ კითხვებს

• მოსწავლეთა 63% ვერ არჩევს მიზეზს მიზნისგან?

• მოსწავლეთა 67% ვერ სვამს კითხვას რა მიზნით?. . .

• მოსწავლეთა 82% ირჩევს მარტივ კითხვას

• მოსწავლეთა 67% ვერ სვამს ჟაჭვურ კითხვებს.

• მოსწავლეთა 77% ირჩევს კითხვის შედგენისას მარტივ კონსტრუქციებს.

• მოსწავლეთა 38% ადგენს არალოგიკურ,,შინაარსობრივად გაუმართავ

კითხვებს.

კითხვების დასმა. კარგი მკითხველი სვამს შეკითხვებს წაკითხულის

ირგვლივ, რაც ეხმარება მას კითხვის პროცესში გაიაზროს შინაარსი.

მოსწავლეებს ევალებათ გაიაზრონ კონტექსტი და დასვან სხვადასხვა ტიპის

შეკითხვები.

ახსნა-განმარტება. კარგი მკითხველი კითხვის პროცესში, იქ, სადაც უცნობ

სიტყვასან ბუნდოვან მოსაზრებას აღმოაჩენს,ჩერდება და ცდილობს გაიაზროს

კონკრეტული სიტყვისა და წინადადების კონტექსტი.

შინაარსი. შეჯამება. ეს ცოტა უფრო რთული ეტაპია კითხვის დროს.

მოსწავლეებს უჭირთ ლაკონიურად და გასაგებად გადმოსცენ ყველაზე

მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ყურადღება უნდა გაამახვილონ საკვანძო

სიტყვებზე.

5.2 მეორადი შედეგების ანალიზი როგორც ზემოთ აღვნიშნე,კვლევის ერთ-ერთ მეთოდად გამოვიყენე

მეორადი ანალიზი, წინა წლების შემაჯამებელი დავალებებზე დაკვირვებით.

შევისწავლე სხვადასხვა საგანში მოცემული დავალებების როგორც სტრუქტურა,

ასევე შესრულებული დავალებების აკადემიური ხარისხი.

ანალიზის შედეგად გამოვლინდა:

• შეთავაზებულ დავალებებში ნაკლებადაა გათვანისწინებული მაღალი

აზროვნების დონეზე გათვლილი საკითხები (ჩანს ,რომ მასწავლებლები

ერიდებიან რთული დავალებების მიცემას

• რიგ შემთხვევებში მოცემულია მაღალი სააზროვნო დონის კითხვები

თუმცა პროცენტული მაჩვენებელი სწორად გაცემული პასუხებისა მცირეა

• დავალებების დიდი ნაწილი ე.წ. ტესტურია, რომლებიც გათვლილია

მხოლოდ ცოდნასა და გაგებაზე.

მონაცემების გაცნობის შემდეგ დაიგეგმა რამდენიმე სახის ინტერვენცია

გვერდი 15

2017-2018 სასწავლო წელი.

15

5.3 ინტერვიუ ინტერვიუ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. კვლევის მეთოდებიდან

გასაკუთრებული ინტერესი გამოიწვია რესპოდენტთა მხრიდან ინტერვიუმ.

ინტერიუს მიზანი იყო ზეპირი გამოკითხვით გამეგო კითხვის დასმასთან

დაკავშირებული პრობლემები. ავთენტური მასალის მისაღებად ინტერვიუს

ვიწერდი რიგ შემთხვევებში ფურცელზე, რიგ შემთხვევებში აუდიო

ტექნიკით. თავდაპირველად მივმართე დახურულ კითხვებს,შემდეგ ღია.

მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ თავად სახელმძღვანელოებში

პარაგრაფების ბოლოს მოცემული კითხვების ნაწილის გაგება უჭირთ,

სწორედ კითხვის ფორმულირების გამო. ისინი მასწავლებლებისაგან

იღებენ გამარტივებულ ფორმას კითხვისას და ამის შემდეგ პასუხობენ

5.6 კითხვარი გამოვიყენეთ შერეული სახის, როგორც დახურული ასევე ღია კითხვებით.

რესპოდენტებს საშუალება მივეცით ერთ-ერთი პუნქტში დაემატებინათ

მათთვის პრობლემური საკითხი, კითხვა, რომელიც არ იყო ასახული

ანკეტაში. (კითხვარი დავურიგე მასწავლებლებს) (იხ დანართი N1)

5.7. ფოკუსირებული დაკვირვება ფოკუსირებული დაკვირვებისათვის კვლევაში ჩავრთე მე-5 კლასის

მოსწავლეთა ნაწილი (განაყოფის 20 მოსწავლე). ვაკვირდებოდი

სისტემატურად, აქტივობებსი ვრთავდი სხვადასხვა დანიშნულების

კითხვებს, ჩემი მიზანი იყო პრობლემის მიზეზების დადგენა და

ინტერვენციის დაგეგმვა. როგორც მოცემულ კლასში, ასევე საბაზო

საფეხურის მოსწავლეებთა ვაწარმოებდი ჩანაწერთ ადღიურს

თავი მე-6 ინტერვენცია და მისი შედეგები

6.1 ინტერვენცია. შედეგების გათვალისწინებით დავგეგმე მასწავლებლებისათვის გამეცნო

კვლევის შედეგები (დართული დოკუმენტაციით) განვიხილეთ თითოეული საკითხი

და შევიმუშავეთ მომავალი აქტივობა. შეხვედრას 10 პედაგოგი დაესწრო

სხვადასხვა კათედრიდან. გაიმართა დისკუსია. დაისვა მრავალი კითხვა.

საბოლოოდ შევიმუშავეთ ინტერვენციის რამდენიმე აქტივობა

გვერდი 16

2017-2018 სასწავლო წელი.

16

• დაიგეგმა საგანმანათლებო ლექცია მოსწავლეებისათვის - როგორ

დავსვათ კითხვა.

• დაიგეგმა კითხვაზე ორიენტირებული აქტივობებით შემუშავებული

გაკვეთილების ჩატარება. (სხვადასხვა საგანში)

• სამოდელო გაკვეთილი (დანართი N8)

• შემუშავდა არგუმენტირებული მსჯელობისათვის აუცილებელი სტრუქტურის

გამოყენება სხვადასხვა დავალებებსა და ზეპირმეტყველებაში (ჯაჭვური

კითხვები) (იხ დანართი N9 N10) (დაურიგდათ მასწავლებლებს)

• დაიგეგმა დავალებებსა და შემაჯამებელ სამუშაოებში გამოვიყენოთ უფრო

მეტი ღია, სააზროვნო კითხვა .

მოცემული აქტივობებისათვის შეირჩა ორი კვირა. პედაგოგებს უნდა

ემოქმედათ ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმით და მოეწოდებინათ შედეგების

ანალიზი. (შენიშვნები)

6.2 ინტერვენციის შეფასების მეთოდები ინტერვენციის შეფასებისათვის მივმართე კვლევაში ჩართულ

მასწავლებლებს სხვადასხვა კათედრიდან

• ინტერვიუ მასწავლებლებთან -კათედრის მასწავლებლებთან რომლებმაც

ახალი სტრუქტურის საგაკვეთილო გეგმებით იხელმძღვანელეს 2 კვირის

განმავლობაში. ინტერვიუს მიზანი იყო დაგვედგინა: როგორ აფასებდნენ

პედაგოგები ახალი სტრუქტურით ჩატარებულ აქტივობებს. მოახდინა თუ

არა რაიმე სახის გავლენა აღნიშნულმა გეგმამ გაკვეთილის ხარისხზე.

ეფექტური აღმოჩნდა თუ არა ახალი სტრატეგიები. გამოიყენეს თუ არა

მიმდინარე შემაჯამებელ სამუშაოებში განსხვავებული კონსტრუქციის

კითხვები. როგორი იყო შედეგი.

• ინტერვიუ მოსწავლეებთან - მოცემული ორი კვირის შემდეგ მოსწავლეებს

მივმართე. ვთხოვე გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები, სიახლეებთან

მიმართებით, რა დარჩა მათთვის ამოუხსნელი? რომელი მიმართულებით

უჭირთ კვლავ კითხვებზე ორიენტაცია? რა აღმოჩნდა მათთვის

საინტერესო?

რომელი გაკვეთილი აღმოჩნდა მათთვის ინოვაციური.

სახელმძღვანელოში მოცემული გაკვეთილების კითხვებიდან რომელი

კითხვა დარჩათ პასუხგაუცემელი. სვამენ ისინი თუ არა ჯაჭვურ კითხვებს?

მასწავლებელთა მოსაზრებით, პრობლემა რომ შემცირდეს საგაკვეთილო

პროცესში უნდა დაინერგოს კითხვებზე მიმართული აქტივობები

სისტენმატურად. უნდა შემუშავდეს სკოლაში საგაკვეთილო აქტივობების

ნუსხა მრავალჯერადი გამოყენებისათვის, რაც ჩვენი კვლევის ერთ-ერთი

მთავარი მიზანიც გახლდათ. მონიტორინგისათვის მომდევნო სასწავლო

წლებში დავგეგმეთკითხვის დასმაზე ორიენტირებული დისკუსიებისა და

ღონისძიებების გამართვა.

გვერდი 17

2017-2018 სასწავლო წელი.

17

6.3 ინტერვენციის შეფასება ინტერვენციის დასრულების შემდეგ მასწავლებლებს კიდევ ერთხელ

შევხვდი. ვთხოვე მოცემული ორკვირიანი დაკვირვებისა და ახალი

მეთოდოლოგიის გამოყენების შემდეგ მოეწოდებინათ ინფორმაცია.

აღმოჩნდა, რომ:

• მოსწავლეთა დიდი ნაწილი აქტიურად იყო ჩართული კითხვაზე მიმართულ

დავალებებში.

• მოსწავლეები არჩევდნენ ერთმანეთისაგან კითხვითი სიტყვების

დანიშნულებას, და უმეტეს შემთხვევაში სწორად პასუხობდნენ.

• მოსწავლეები კითხვის დასმისას აღარ მიმართავენ მარტივ

ფორმულირებას (მხოლოდ ცოდნაზე ორიენტირებულს)

• ტექსტების გააზრებისას სვამდნენ ჯაჭვურ კითხვებს.

• წერითი დავალებების შესრულებისას ეფექტურად მიმართავდნენ კითხვის

დასმას.

• მასწავლებლები აღარ ცვლიან რთული კონსტრუქციის კითხვებს მარტივით.

• ხშირად გამოიყენება დავალებებში ღია კითხვები.

თავი მე-7 მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები

7.1 მიგნებები. ინტერვენციის განხორციელების შედეგად შემდეგი საკითხები გამოიკვეთა.

მოსწავლეთა უმრავლესობა აქტიურად ჩაერთო ინტერვენციის ეტაპზე დაგეგმილ

სასკოლო აქტივობებში

ა) ლექცია-როგორ დავსვათ ეფექტური კითხვა.

მოსწავლეებს განემარტათ, მათ მიერ დაშვებული შეცდომები. (მიზეზები,

არასწორი სტრატეგიის შერჩევა.) დამატებითი სამუშაოები ახალი მიდგომებითა

და მიზანმიმართული აქტივობებით უფრო საინტერესო და პასუხზე

ორიენტირებული აღმოჩნდა. ამგვარი გაკვეთილები ჩატარდა სხვადასხვა საგანში

.მასწავლებლები კმაყოფინი იყვნენ მოსწავლეთა აქტიურობთ.

ბ) სამოდელო გაკვეთილი, რომელიც ჩავატარე მე-10 კლასში ერთ-ერთი ახალი

ფორმა იყო არამხატვრული ტექსტების გაგება-გააზრებისათვის. კითხვის დასმისა

და პასუხის შესაბამისი მართებული ფორმის მოძიებისათვის. ლოგიკური

დავალებების შესრულებისათვის. გაკვთილის ვიდეო ვერსია ხელმისაწვდომი

გახდა პედაგოგებისათვის. გაკვეთილის ინტერპრეტიპებული ვარიანტები

შესაძლებელია გამოვიყენოთ საბაზო საფეხურის სწავლებისათვის.

გვერდი 18

2017-2018 სასწავლო წელი.

18

გ) შეიქმნა ელ.რესურსი ჯაჭვური კითხვები. ავტორის პოზიციის (ემოციის)

ამოცნობის ხერხები. განკერძოებული გამოთქმები.

.7.2 რეკომენდაციები.

ზემოთ მოცემული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, მხოლოდ ერთობლივი

მუშაობით. პედაგოგები სისტემატურად უნდა უზიარებდნენ საკუთარ

გამოცდილებას ერთმანეთს. უნდა იგეგმებოდეს ინტეგრირებული გაკვეთილები,

რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჯვარედინი კითხვის დასმის, თემის

გლობალურად განხილვის, საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისა და

არგუმენტირებული მსჯელობისათვის. საგანთა შორისა ურთიერთობა

უზრუნველყოფს მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებასა და სასწავლო

პროცესისადმი ინტერესის გააქტიურებას.

რ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ე ბ ი :

გაკვეთილზე თანმიმდევრობით გამოიყენეთ :

• შეკითხვები, რომლებიც მოკლე პასუხს მოითხოვს (დახურული - დიახ? არა?

შედარებით დახურული - როდის? რატომ?)

• შეკითხვები, რომლებიც ვრცელ პასუხებს მოითხოვენ, რომელშიც

ნათლად გამოჩნდება მოპასუხეს აზრი (ღია შეკითხვები - როგორია თქვენი

აზრი? რა იცით მოლაპარაკებების წარმოების შესახებ?)

• ალტერნატიული შეკითხვები - როდესაც შეკითხვებში ვთავაზობთ ორ ან

მეტ ალტერნატივას, როდესაც ასარჩევად არის მოცემული პასუხების

რამდენიმე ვარიანტი

• რიტორიკული შეკითხვები გამოიყენეთ მოხსენებების დროს,

პრეზენტაციისას, შეკითხვის ეს ფორმა გამოიყენება საწინააღმდეგო აზრის

ჩანასახშივე ჩასახშობად.

• კონტრშეკითხვის გამოყენების ტაქტიკაა უბიძგოს პასუხის გაცემისაკენ.

ასეთ ტაქტიკას უფრო მეტად მიმართავენ მაშინ, როცა არა აქვთ მტკიცე

არგუმენტაცია და ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით შეკითხვის

არეკვლას ახდენენ, ანუ შეკითხვაზე შეკითხვით პასუხობენ.

7.3 თვითკრიტიკა კვლევა საინტერესო აღმოჩნდა როგორც ჩემთვის,ასევე მასში ჩართული

მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.საინტერესო იყო ყოველი ახალი დღე.

თუმცა მუშაობის პარარელურად გადავაწყდი არაერთ სირთულეს. სამუშაო

შრომატევადი აღმოჩნდა. კვლევაში ჩართული იყო 5კლასი. (მე-5-დან მე-9-ს

ჩათვლით) კარგი იქნებოდა კვლევაში გამომეყენებინა მოცემულ მეთოდებთან

ერთად სხვა მეთოდებიც მაგ. დაკვირვება. პრობლემას ართულებდა ისიც, რომ მე

მხოლოდ მე-5 კლასს ვასწავლი დანარჩენ კლასებთან უშუალო ურთიერთობა არ

მაქვს. მხოლოდ მასწავლებელთა მონაცემებითა და გამოკითხვებით ვახერხებდი

პრობლების იდენტიფიცირებასა და ინტერვენციას.

გვერდი 19

2017-2018 სასწავლო წელი.

19

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, კვლევამ თავისი წვლილი შეიტანა

პრობლემასთან მიმართულ სირთულეების გადაწყვეტაში.

დასკვნა. სკოლაში განხორციელდა ზემოაღნიშნული პრაქტიკული კვლევა.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო მოსწავლეებში კითხვის დასმისა და გამოყენების

უნარის გაუმჯობესება. კვლევის ფარგლებში შეიქმნა კვლევის ჯგუფი, რომელიც მე-

5, მე-6 და საბაზო კლასების მოსწავლეებისაგან შედგებოდა. კვლევის სხვადასხვა

მეთოდის გამოყენებისა და ანალიზის შედეგად სკოლაში განხორციელდა

ინტერვენცია, რომლის მიზანი იყო გაკვეთილის ეფექტიანობის გაზრდა. კითხვაზე

ორიენტირებული აქტივობების განხორციელება.

კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით

შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს

გავაცანი. მასწავლებლებმა გაიზიარეს კვლევის ფარგლებში განხორციელებული

ცვლილებები. აქტიურად თანამშრომლობდნენ ჩემთან,რისთვისაც მადლობა

მინდა გადავუხადო.

ვიმედოვნებ, სკოლას გამოადგება ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა

,რომელიც გახდება მომავალი თანამშრომლობისა და სწავლის ხარისხის ერთ-

ერთი კომპონენტი.

გვერდი 20

2017-2018 სასწავლო წელი.

20

დანართები დანართი №1

კლასი ____

მოსწავლე ______________________________

(შეგიძლიათ არ მიუთითოთ ვინაობა)

1 ) წაიკითხეთ მოცემული ტექსტი და შეადგინეთ კითხვები მოცემული კითხვითი

სიტყვების გამოყენებით

ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი

გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა

შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა

საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს

ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში

თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების

შეკვეთებს იღებდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე,

შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ

მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს,

პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია;

ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი

ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც

უცნობი დარჩა.

ა) რა__________________________________________________________?

ბ) როდის______________________________________________________?

გ) რა მიზნით___________________________________________________?

დ) რატომ______________________________________________________?

ე) როგორ_____________________________________________________?

დავალება #2

წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს:

როდესაც ფიროსმანის მემკვიდრეობას ვეცნობით, ნათელი ხდება მხატვრის

ინტერესთა მრავალფეროვნება, რჩება შთაბეჭდილება, რომ მას სავსებით

ჩამოყალიბებული მსოფლგაგება ჰქონდა და შეგნებულად, თანამიმდევრულად

ქმნიდა თავის მხატვრულ სამყაროს. ფიროსმანის შემოქმედებამ XX საუკუნის 10-20-

იან წლებში მიჯნაზე, როდესაც ხელოვნებაში მწვავედ დაისვა ქართული ეროვნული

ფორმის ძიების საკითხი, დიდი გამოძახილი პოვა ქართველ მხატვართა ახალი

თაობის წარმომადგენლებში, რომელთაც სამართლიანად მიაჩნდათ, რომ

ფიროსმანი ეროვნულ ნიადაგზე ორგანულად აღმოცენებული მხატვარია. დღეს

ფიროსმანის შემოქმედება საყოველთაო სახალხო სიყვარულით სარგებლობს.

გვერდი 21

2017-2018 სასწავლო წელი.

21

ა) ვინ მიიჩნევდა ფიროსმანის შემოქმედებას ეროვნულ საწყისებზე დაფუძნებულად?

____________________________________________________________________________

ბ) რამ გამოიწვია მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ ხელოვნებაში პრობლემა?

____________________________________________________________________________

გ) რისი თქმის საშუალებას გვაძლევს ფიროსმანის შემოქმედების გაცნობა?

____________________________________________________________________________

დ) რა განაპირობებს ფიროსმანის შემოქმედების მრავალფეროვნებას?

____________________________________________________________________________

დანართი №2 ანკეტა მასწავლებლებისათვის

მოგესალმებით!

როგორც ცნობილია ,ვახორციელებ კვლევას საბაზო საფეხურზე პედაგოგთა და

მოსწავლეთა ჩართულობით-„კითხვის დასმის,გაგებისა და გააზრების

პრობლემასთან დაკავშირებით“. თქვენ როგორც _____________________ (საგანი)

მასწავლებელს

გაქვთ თუ არა პრობლემა ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით.პრობლემის

არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია(შეავსეთ კითხვარი)

1. ზეპირ და წერილობით დავალებებში უპირატესობას ღია კითხვებს ანიჭებთ თუ

დახურულს ?

o ღია

o დახურული

o ორივე

2. როგორ კითხვებს უმკლავდებიან მოსწავლეები უკეთესად?

o ღია

o დახურული

o ორივე

3. გთხოვთ მონიშნოთ ერთი ან რამდენიმე კითხვა,რომელთა გაგებაც გაუჭირდათ

მოსწავლეებს, მისი ფორმულირების გამო?

გვერდი 22

2017-2018 სასწავლო წელი.

22

o რა მიმართება ჩანს _________________

o სად ჩანს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი -

o თქვენი აზრით _________________

o განსაზღვრეთ ვარაუდია თუ მტკიცებულება

o როგორი ურთიერთკავშირია _________________

o რა დანიშნულება აქვს _________________

o სხვა _____________________________________________________________

4. რომელი ტერმინებისა და ცნებების გაგება უჭირთ ბავშვებს კითხვების

ფორმულირებისას? (გთხოვთ მიუთითოთ)

_____________________________________________________________________

5. როდესაც ხვდებით რომ მოსწავლემ თავად კითხვის შინაარსი ვერ გაიგო:

o ცვლით კითხვის ფორმას

o ამარტივებთ კითხვას

o ეძებთ მოსწავლეს ,რომელიც თავად განმარტავს მოცემულ კითხვას

დანარჩენებისათვის

o სხვა გზა________________________________________________________

6. ხომ არ გამოყოფდით მოცემულ საკითხთან მიმართებით სხვა საკითხებსაც

______________________________________________________________________

გმადლობთ აქტიური მონაწილეობისათვის!

გვერდი 23

2017-2018 სასწავლო წელი.

23

დანართი №3

დანართი №4

13%

87%

გამოყენება.

სწოპი პასუხი

არასწორი პასუხი

სწორი პასუხი

58%

არასწორი პასუხი

42%

ფაქტი

სწორი პასუხი

არასწორი პასუხი

გვერდი 24

2017-2018 სასწავლო წელი.

24

დანართი №5

დანართი №6

აანალიზებს,

21%

ნაწილობრივ

აანალიზებს,

ვერ

აანალიზებს,

68%

ანალიზი

18%

21%61%

სინთეზი-შეფასება

სწორად აფასებს სწორად ვერ აფასებს არ ესმის კითხვის შინაარსი

გვერდი 25

2017-2018 სასწავლო წელი.

25

დანართი №7 ა

63%

61%

64%

54%

72%

72%

65%

67%

61%

51%

23%

37%

41%

18%

32%

0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% 80%

მე-5 კლასი

მე-6 კლასი

მე-7 კლასი

მე-8 კლასი

მე-9 კლასი

შედეგები

სვამს და პასუხობს რთული კონსტრუქციის კითხვებს

პასუხობს მარტივბ კითხვებს

სვამს მარტივ კითხვებს

გვერდი 26

2017-2018 სასწავლო წელი.

26

დანართი №7 ბ

25% 26%

12%

39%

63%

33% 33%

79%

55%

63%

33%

0% 1% 0% 0%

17%

10%

17%

0%

31%

8%

23%

33% 33%

56%

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

მე-5 მე-6 მე-7 მე-8 მე-9

გამოკითხვის შედეგები

რა? როდის/ რა მიზნით? რატომ? როგორ?

გვერდი 27

2017-2018 სასწავლო წელი.

27

დანართი №7 გ

25%

10%

37%

33%

63%

33%

33%

50%

44%

63%

25%

10%

17%

17%

50%

42%

37%

37%

39%

56%

0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70%

მე-5

მე-6

მე-7

მე-8

მე-9

ტექსტის გააზრების შედეგები

რა განაპირობებს? რისი თქმის საშუალებას გვაძლევს? რამ? ვინ?

გვერდი 28

2017-2018 სასწავლო წელი.

28

დანართი №8

სამოდელო გაკვეთილის სლაიდები

სამოდელო გაკვეთილის გეგმა

დანართი №9 კითხვითი სიტყვები თემის ძირითადი ცნებები

თემის ძირითადი ცნებები

როგორ? რა? სად? რატომ? რამდენი? საიდან? როგორი?

დანართი №10

გვერდი 29

2017-2018 სასწავლო წელი.

29

ბიბლიოგრაფია 1. ბენჟამენ ბლუმის ტაქსონომია

2. „გზამკვლევი“ მე-2 ნაწილი.

3. გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული

რესურსი

https://goo.gl/R9tqN9

4. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის პუბლიკაციები.

https://goo.gl/ANAEXK

5. ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“

ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.

https://goo.gl/4K8BWJ

6. მერი ლუი ჰოლი,ჯოან მ.არჰარი,ვენდი.ს.კასტენი „პრაქტიკის კვლევა

პედაგოგებისათვის „მოგზაურობა ყვითელი აგურის შარაზე“

7. სოკრატული მეთოდი

https://goo.gl/EpTXPQ

გვერდი 30

2017-2018 სასწავლო წელი.

30

კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია 2017-2018 სასწავლო წელს (ნოემბრიდან მაისის ჩათვლით) განვახორციელე

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე „კითხვის დასმის,გაგებისა და გააზრების

პრობლემა მე-5, მე-6, და საბაზო კლასების მოსწავლეებში“.

პროცესი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. კვლევის ყველა ეტაპზე ჩართული

იყვნენ სკოლის პედაგოგები. რამდერჯერმე შევხვდი თავად პროცესის დროს, მათთან

უშუალო კონსულტაციებით განვახორციელე მრავალმხრივი ინტერვენცია.

კვლევის დასრულებისთანავე შევხვდი სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს

(მათ, ვინც ჩართული იყვნენ კვლევაში და მათაც, ვინც სურვილი გამოთქვა)

წარვადგინე დოკუმენტაცია-შედეგები ,დიაგრამები, დაგეგმილი ინტერვენციის

განხორციელების გზები და შესრულებული აქტივობები (სამოდელო გაკვეთილის

გეგმა და ვიდეო ვერსია; კითხვებზე ორიენტირებული დავალებები; განკერძოებული

სიტყვები და გამოთქმები-განმარტებებით, კითხვითსიტყვიანი წინადადებები-

განმარტებებით) ის პედაგოგები, რომლებიც ჩართული იყვნენ კვლევაში თავადაც

მონაწილეობდნენ დისკუსიაში.

ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა და მასწავლებელთა

უკუკავშირი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის კვლევა და

განხორციელებული ინტერვენციები.ისინი აღნიშნავდნენ, რომ საინტერესო იყო

მათთვის ახალი მეთოდით ჩატარებული აქტივობები სხვადასხვა საგანში, სურდათ

მომავალ წელსაც ჩაეტარებინათ კითხვაზე ორიენტირებული გაკვეთილები,

განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემ მიერ ჩატარებული საგანმანათლებლო

ლექცია - „კითხვის დასმის სტრატეგიები“. მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ მათ

დაეხმარა ჩემ მიერ დარიგებული მასალა (კითხვითი სიტყვების გამოყენების

მართებულობა, განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, ელ.რესურსი, რომელიც

უზრუნველყოფს თვალსაჩინოდ წარმოადგინოს მასწავლებელმა საკითხი)

იხ.დანართები.

კვლევა ხანგრძლივი და შრომატევადი აღმოჩნდა. მუშაობის პარარელურად

გადავაწყდი არაერთ სირთულეს. კვლევაში ჩართული იყო 5კლასი. (მე-5-დან მე-9-ს

ჩათვლით) კარგი იქნებოდა კვლევაში გამომეყენებინა მოცემულ მეთოდებთან ერთად

სხვა მეთოდებიც მაგ.დაკვირვება. პრობლემას ართულებდა ისიც, რომ მე მხოლოდ

მე-5 კლასს ვასწავლი დანარჩენ კლასებთან უშუალო ურთიერთობა არ მაქვს.

მხოლოდ მასწავლებელთა მონაცემებითა და გამოკითხვებით ვახერხებდი

პრობლების იდენტიფიცირებასა და ინტერვენციას.

კოლეგებს მადლობა მინდა გადავუხადო დახმარებისათვის,ვიმედოვნებ სკოლას

გამოადგება ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

კაზრეთის №2 საჯარო სკოლის პედაგოგი: ია ფირცხალავა