სატყეო პოლიტიკის...

21
სატყეო პოლიტიკის სამსახური 2015 წლის ანგარიში

Upload: others

Post on 13-Jan-2020

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

სატყეო პოლიტიკის სამსახური

2015 წლის ანგარიში

Page 2: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

სარჩევი

ჩვენ შესახებ __________________________________________________________________ 1

ინსტიტუციური რეფორმა ______________________________________________________ 3

საკანონმდებლო რეფორმა ____________________________________________________ 4

ეროვნული სატყეო პროგრამა _________________________________________________ 8

მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებები ___________________________ 10

საერთაშორისო პროექტები და პროცესები ___________________________________ 16

საკონტაქტო ინფორმაცია ____________________________________________________ 18

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ___ 19

Page 3: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

გვერდი 1

ჩვენ შესახებ

სამსახურის შექმნა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში

განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმის შედეგად საქართველოს გარემოსა და

ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით

დამტკიცდა სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულება. სატყეო პოლიტიკის სამსახურის

ძირითად ფუნქციად განისაზღვრა ტყეების მდგრადი მართვის სფეროში სახელმწიფო

პოლიტიკისა და სატყეო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, სატყეო

სექტორის რეფორმის პროცესის ხელშეწყობა, სატყეო სექტორის რეფორმის პროცესში

პოლიტიკურ და სტრატეგიულ საკითხებზე კოორდინაციისა და მხარდაჭერის

უზრუნველყოფა, ასევე ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დამტკიცება.

სატყეო სექტორის რეფორმის პროცესში პოლიტიკურ და სტრატეგიულ საკითხებზე

კოორდინაციისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა და დონორთა კოორდინაცია.

ფუნქციები

სატყეო პოლიტიკის სამსახურის ფუნქციებია:

სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის

წინადადებების მომზადება;

კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და

საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სატყეო სექტორის

მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების კოორდინაცია;

დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების

პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადება;

სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი

სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით

სპეციალური პროგრამების შემუშავება;

ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების მინისტრისათვის

დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფა;

ტყის საზღვრის კორექტირების შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი

რეკომენდაციების მომზადება;

უფლებამოსილი უწყებების მიერ განხორციელებული ტყეების მდგომარეობის

მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების

შემუშავება;

Page 4: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

გვერდი 2

უფლებამოსილი უწყებების სატყეო სექტორში მიმდინარე საერთაშორისო,

პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის პროცესებში მონაწილეობის

კოორდინაციის უზრუნველყოფა;

სატყეო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კოორდინაციის

უზრუნველყოფა;

სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით

თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ, სამეცნიერო და

არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

სამინისტროს მიერ ინიცირებული ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავების

პროცესის კოორდინაციის უზრუნველყოფა.

სამომავლო გეგმები

სატყეო პოლიტიკის სამსახური ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული

ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე, ქვეყანაში ეფექტური სატყეო პოლიტიკის

ჩამოყალიბების გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. მომდევნო წლების

უმთავრესი გამოწვევის საპასუხოდ, სამსახური ორგანიზებას გაუწევს ახალი ტყის

კოდექსის და კანონქვემდებარე აქტების მომზადებას, დამტკიცებასა და მათი

განხორციელების ხელშეწყობას. ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებისათვის და

მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშესაწყობად, სექტორული რეფორმის ფარგლებში

განხორციელდება სატყეო მეურნეობების გარდაქმნა უკეთესი ადმინისტრირების მქონე

უწყებებად, დაიწყება პროფესიული სატყეო განათლების დანერგვა და ადგილობრივი

მოსახლეობის დასაქმება რეგიონებში ტყის უკეთესი მართვის მიმართულებით.

მომდევნო წლების ძირითადი და უპირველესი მიზანი/გეგმა იქნება სექტორული

რეფორმის გაძღოლა, ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება,

ეროვნული სატყეო პროგრამის გაძლიერება და ტყის სექტორში დაწყებული პროგრამების

პრაქტიკაში წარმატებით დანერგვა.

კარლო ამირგულაშვილი

სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი

22 დეკემბერი, 2015

Page 5: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

ინსტიტუციური რეფორმა

გვერდი 3

ინსტიტუციური რეფორმა

გასვლითი ღონისძიება ყვარელში

სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის მხარდაჭერის მიზნით სატყეო პოლიტიკის

სამსახურის ორგანიზებით 15-17 იანვარს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ყვარელში,

რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს სატყეო სექტორის რეფორმის სრულყოფაზე -

სატყეო სექტორის რეფორმასა და კონცეფციაზე. შეხვედრის დროს მხარეები

შეთანხმდნენ რეფორმის მართვის გუნდის შექმნაზე და განსაზღვრეს შერჩევის

კრიტერიუმები და გუნდის სტრუქტურა. მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები და

განსაზღვრეს პოტენციური საპილოტე პროექტის შერჩევის კრიტერიუმები.

მნიშვნელოვანი დრო დაეთმო სატყეო განათლების სასწავლო ცენტრის დაარსების

პოტენციალის განხილვას.

ცვლილებები სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულებაში

საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციის აღსრულების მხარდასაჭერად და

კომპეტენციათა გამიჯვნის მიზნით 2015 წლის 28 სექტემბერს ცვლილებები შევიდა

სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულებაში და დაკონკრეტდა სამსახურსა და სსიპ

ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის ცალკეული უფლებამოსილებები.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმირება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სატყეო

პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებით დაიწყო ეროვნული სატყეო სააგენტოს

რეფორმირების ანალიზი. რომელიც მონაწილეობრივი მეთოდით შემუშავებული და

საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სატყეო სექტორის რეფორმის

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელდება.

საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის სამეთვალყურეო საბჭო

2015 წელს გაიმართა საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის სამეთვალყურეო

საბჭო, რომელიც შექმნილია სატყეო სექტორის რეფორმის პროცესში პოლიტიკურ და

სტრატეგიულ საკითხებზე კოორდინაციისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.

მიმდინარეობს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, რომელთაგან

მნიშვნელოვანია: სატყეო სექტორის რეფორმის სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაჭის

საპილოტე პროექტის გაგრძელება, ახმეტის ტყის მდგრადი მართვის საპილოტე

პროექტის კონცეფციის მიღება და ა.შ.

Page 6: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

საკანონმდებლო რეფორმა

გვერდი 4

საკანონმდებლო რეფორმა

ტყის კოდექსი

„ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური

ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ

შეთანხმების" ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების 233-ე

მუხლის, ასევე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის N59 განკარგულებით

დამტკიცებული „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და

ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის

ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის

ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის

299-ე პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფომ აიღო ახალი ტყის კოდექსის შემუშავების

ვალდებულება. სატყეო სექტორში კანონაღსრულებისა და მართვის გაუმჯობესების (ENPI-

FLEG II) პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით შეირჩა

საერთაშორისო ექსპერტი, ახალი ტყის კოდექსის შემუშავების მხარდასაჭერად.

ექსპერტის მიერ მომზადდა კანონის პირველი სამუშაო ვერსია და მისი თარგმანი,

რომელიც განსახილველად დაეგზავნა სამინისტროს შესაბამის უწყებებსა და სსიპ-ებს

განსახილველად. შემუშავებული დოკუმენტის სრულყოფისათვის, სატყეო პოლიტიკის

სამსახურმა მსოფლიო ბანკთან კოორდინაციით მოამზადა რეკომენდაციები

ადგილობრივი ექსპერტების ტექნიკური დავალებებისათვის. შედეგად, შეირჩა ორი

კონსულტანტი: ერთი მეტყევე და ერთი იურისტი სპეციალისტი, რომლებმაც სატყეო

პოლიტიკის სამსახურთან თანამშრომლობით და საერთაშორისო ექსპერტის მიერ

მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე მოამზადეს ტყის კოდექსის სამუშაო ვერსია.

სატყეო პოლიტიკის სამსახურის ინიცირებით, 2015 წლის 8 სექტემბერს საქართველოს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის Nი-707 ბრძანებით, ტყის

კოდექსის შემუშავების უზრუნველსაყოფად, შეიქმნა საქართველოს კანონის პროექტის

„ტყის კოდექსის“ შემუშავების მაკოორდინირებელი კომისია, რომელიც

დაკომპლექტებულია სამინისტროს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების,

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე ქ. თბილისის მერიისა და

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

სამმართველოს სპეციალისტებისგან. კომისიის ფარგლებში გაიმართა 8 შეხვედრა, მათ

შორის:

ორი გასვლითი შეხვედრა ყვარელში;

კომისიის 7 სხდომა;

ერთი სარეკომენდაციო შეხვედრა.

Page 7: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

საკანონმდებლო რეფორმა

გვერდი 5

გარდა ზემოაღნიშნულისა, გაიმართა ახალი ტყის კოდექსის პროექტის ძირითადი

მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია მინისტრთან, ხოლო გამოთქმული შენიშვნებისა

და რეკომენდაციების ასახვის შედეგად დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი მომზადდა

2015 წლის დეკემბერში და გაეგზავნათ დაინტერესებულ მხარეებს განსახილველად.

კოდექსის სრულიად ახალ სამართლებრივ წესრიგს დაამკვიდრებს სატყეო სექტორში და

მოიცავს მთელ რიგ მექანიზმებს ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად. ახალი

კანონით გაუქმდება ტყის ფონდის ცნება. ხოლო სატყეო სექტორის მარეგულირებელი

უმთავრესი აქტი დაეფუძნება მდგრადი მართვის საერთაშორისოდ აღიარებულ

პრინციპებს, ასევე მოიაზრებს საქართველოს ტყეების კატეგორიზაციას მათი ფუნქციური

დანიშნულების მიხედვით, რომელთათვისაც დადგინდა მართვის განსაკუთრებული

რეჟიმები. კოდექსი მნიშვნელოვანწილად მოაწესრიგებს ტყეების საკუთრების ფორმებსა

და უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და მიჩენის სამართლებრივ ხარვეზებს. კანონი

ამკვიდრებს ტყის საერთო და სპეციალურ სარგებლობას, ასევე დადგინდება

მექანიზმების ეფექტური მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობისათვის. კოდექსი

ეხმიანება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან

ადგილს უთმობს სატყეო განათლებისა და პროფესიული კვალიფიკაციის განვითარების

ხელშეწყობას.

ყვარლის გასვლითი ღონისძიება

26-30 იანვარს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყვარელში შემუშავდა საკანონმდებლო

ცვლილებების პაკეტი. შეხვედრის დროს მომზადდა ცვლილებების პროექტი შემდეგ

დადგენილებებში:

N242 „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“;

N241 „ტყის მოვლა-აღდგენის წესის შესახებ“;

N240 „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“;

N46 „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-

ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს)

ტექნიკური რეგლამენტი“.

ტყის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის კომპენსაციები

მომზადდა ტყით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას კომპენსაციების

ინიციატივა. გაიმართა 3 შეხვედრა და მომზადდა ცვლილებების პროექტი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N242

დადგენილებაში. განისაზღვრა საკომპენსაციო მოცულობა როგორც სპეციალური

დანიშნულებით სარგებლობისას ხეების მოჭრის შემთხვევაში, ისე ჭრის გარეშე.

Page 8: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

საკანონმდებლო რეფორმა

გვერდი 6

ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის მოწესრიგება

სამსახურს ინიციატივითა და ორგანიზებით მომზადდა სახელმწიფო ტყის ფონდის

არამერქნული რესურსებით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის

მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის ინიციატივა. აღნიშნული წესის მიზანია

სახელმწიფო ტყის ფონდში არსებული არამერქნული რესურსით მდგრადი სარგებლობის

რეჟიმის დადგენა მისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ღირებულებების

გათვალისწინებით, რაც ხელს შეუწყობს რესურსის შენარჩუნებას.

დადგენილების ძალაში შესვლისთანავე, აღმოიფხვრება არსებული ხარვეზი, ხოლო

სარგებლობის სამართლებრივი საფუძვლების გაჩენის შედეგად მეწარმე სუბიექტებს

საშუალება მიეცემათ, მოიპოვონ რესურსი და ხელი შეუწყონ როგორც შიდა მოხმარების,

ასევე ექსპორტის განვითარებას.

დადგენილების პროექტის განსახილველად მოეწყო 2 შეხვედრა საქართველოს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. პარალელურად,

ევროკავშირის პროექტ ENPARD-თან და კომპანია OXFAM-თან თანამშრომლობით

გაიმართა ტყის არამერქნული პროდუქტების 3 ფორუმი, რომელთა ფარგლებშიც

მომზადდა რეკომენდაციები დადგენილების ცალკეულ საკითხებზე, ასევე მეწარმე

სუბიექტებმა გამოთქვეს საკითხის დარეგულირების მიმართ ინტერესი და ხაზი გაუსვეს

ცვლილებების აუცილებლობას.

ტყის კატეგორიზაცია ფუნქციური დანიშნულების მიხედვით

სატყეო პოლიტიკის სამსახურმა CENN-თან და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე

ალტერნატივასთან“ თანამშრომლობით მოამზადა საქართველოს მთავრობის

დადგენილების პროექტი „საქართველოს ტყის კატეგორიზაციის წესის

შესახებ.“ დოკუმენტი საფუძვლად დაედება ტყეების დაყოფას მათი ძირითადი

ფუნქციური დანიშნულების მიხედვით, ასევე განისაზღვრება მართვის სპეციფიური

რეჟიმები ყველა კატეგორიისათვის.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ცეცხლის გაჩენის აკრძალვის მოწესრიგება

შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი საქართველოს კანონებში:

„ნიადაგის დაცვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა კოდექსი“, რომლითაც უნდა აიკრძალოს სასოფლო-სამეურნეო

დანიშნულების მიწებზე ცეცხლის დანთება. დადგინდება პასუხისმგებლობის

კონკრეტული სახეები და ზომები.

Page 9: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

საკანონმდებლო რეფორმა

გვერდი 7

სახელმწიფო ტყის ფონდის ამორიცხვა

სატყეო პოლიტიკის სამსახურმა, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთობლივი

კონსულტაციების შედეგად მოამზადა ცვლილებების პროექტი საქართველოს მთავრობის

N240 დადგენილებაში „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“.

შემუშავებული პროექტი შეთანხმდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების სამინისტროსთან. ცვლილების პაკეტით განისაზღვრა ტყის ფონდის

საზღვრის კორექტირების შემთხვევები, დადგინდა შესაბამისი საინვესტიციო

ღირებულების პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამოსარიცხი ფართობის ზედა

ზღვარი და მერქნიანი მცენარეების შენარჩუნების გარანტიები, ასევე სხვა საკითხები.

კანონპროექტი „ქარსაფარი ზოლების შესახებ“

სატყეო პოლიტიკის სამსახურმა, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა

კომიტეტთან ერთად მოამზადა საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი ზოლების

შესახებ.“ აღნიშნული საკითხის განსახილველად გაიმართა მაღალი დონის სამუშაო

შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა პრეზენტაცია კანონპროექტის შესახებ და

მონაწილეებმა დაისახეს სამოქმედო გეგმა.

პარალელურად, ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურთან კოორდინაციით დაიწყო

ახალი კანონის მომზადების საჭიროების ანალიზი, რომელიც დაარეგულირებს ტყის

ფონდის გარეთ არსებული მერქნული და არამერქნული რესურსებით სარგებლობას.

გამოითქვა ინიციატივაც, რომ ქარსაფარი, ისევე როგორც მინდორსაცავი და გზის

დამცავი ზოლების საკითხები ცალკე თავად გამოიყოს ახალ კანონში.

ბიოსფერული რეზერვატის საკანონმდებლო რეგულირება

შემუშავდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის

საკანონმდებლო ანალიზი და მომზადდა კანონის ცვლილებების რეკომენდაციები

ბიოსფერული რეზერვატის დაფუძნებისათვის სამართლებრივ საფუძველთან

დაკავშირებით.

Page 10: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

ეროვნული სატყეო პროგრამა

გვერდი 8

ეროვნული სატყეო პროგრამა

სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების

პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის, ასევე დონორთა კოორდინაციის

უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის

სამინისტროს ინიციატივით 2013 წლის სექტემბერში დაიწყო ეროვნული სატყეო

პროგრამის (ესპ) შემუშავების პროცესი, რომელსაც სრულ კოორდინაციას უწევს სატყეო

პოლიტიკის სამსახური.

ეროვნული სატყეო პროგრამა საქართველოში წარმოადგენს სატყეო სექტორის

რეფორმის ხელშეწყობის ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც ადაპტირდება ქვეყნის

პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული რეალობის გათვალისწინებით.

პროგრამა წარმოადგენს სატყეო პოლიტიკის დინამიური განვითარების მნიშვნელოვან

ინსტრუმენტს.

ეროვნული სატყეო პროგრამა საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციის

აღსრულების მექანიზმი და პროცესoა, რომელიც მოიცავს დოკუმენტში მოხსენიებული

საკითხების ფართო სპექტრს და სრულად შეესაბამება არსებულ გამოწვევებს სატყეო

სექტორში.

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

ტყის მოვლა-აღდგენა

ტყეების ეკონომიკური შეფასება

სატყეო განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება

საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმა

ტყის მონიტორინგი და საინფორმაციო სისტემები

ტყის მდგრადი მართვის სტანდარტები

საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პოტენციალი;

საქართველოს ტყეებზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილება და

ადაპტაცია.

დაიწყო ახალი მე-9 სამუშაო ჯგუფის შექმნის წინასაორგანიზაციო ღონისძიებები,

რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების ინფორმირებულობასა და ადგილობრივი

მოსახლეობის ჩართულობას ტყის მართვის დაგეგმვის პროცესში.

2015 წელს ესპ-ის ფარგლებში სატყეო პოლიტიკის სამსახური საკმაოდ მცირე

ადამიანური რესურსების გათვალისწინებით უწყვეტ რეჟიმში ორგანიზებას უწევდა 50-ზე

მეტ სამუშაო შეხვედრას, მათ შორის:

ერთი გასვითი ღონისძიება ყვარელში ინსტიტუციურ საკითხებზე;

Page 11: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

ეროვნული სატყეო პროგრამა

გვერდი 9

ერთი გასვლითი ღონისძიება ყვარელში საკანონმდებლო ინიციატივების

მომზადებაზე;

2 გასვლითი ღონისძიება ყვარელში ტყის კოდექსის მომზადებაზე;

ერთი გასვლითი ღონისძიება ყვარელში ახმეტის საპილოტე პროექტის

განსახილველად.

2 აპრილს სასტუმრო თბილისი მერიოტში სატყეო პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებითა

და GIZ-ის ფინანსურ-ტექნიკური მხარდაჭერით, გაიმართა ეროვნული სატყეო პროგრამის

მესამე პლენარული სხდომა. შეხვედრას ესწრებოდა 100-მდე მონაწილე

სამინისტროდან, პარალელური უწყებებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო

სამართლის იურიდიული პირებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და

საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. პარალელურად, განხორციელდა ეროვნული

სატყეო პროგრამის ეფექტურობის კვლევა.

სატყეო პოლიტიკის სამსახური მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ეროვნული

სატყეო პროგრამის პროცესის განმავლობაში განხორციელებული შეხვედრების

აუდიოჩაწერასა და შესაბამისი ოქმების მომზადებას.

Page 12: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებები

გვერდი 10

მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებები

ხეების სხვლა-ფორმირება საქართველოს ქალაქებში

სატყეო პოლიტიკის სამსახურმა GIZ-თან თანამშრომლობით მოამზადა დოკუმენტი

„ხეების სხვლა ფორმირება საქართველოს ქალაქებში.“ აღნიშნული დოკუმენტი არის

სახელმძღვანელო ტექნიკური ნორმების ერთობლიობა, რომელიც ხელს შეუწყობს ხეების

მოვლის, დაცვის, მათი სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებისა და მათ მიერ გამოწვეული

ზიანის თავიდან აცილების ღონისძიებების უკეთ დაგეგმვას. CENN-თან ერთად გაიმართა

ტრენინგები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისათვის, რომლის

დროსაც გადამზადდენ საკრებულოებისა და მერიების/გამგეობების წარმომადგენლები.

დოკუმენტი უკვე დაამტკიცა 6-მა საკრებულომ შესაბამისი აქტებით.

სატყეო სექტორის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის სამეთვალყურეო საბჭოს მეორე სხდომის

გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, GIZ-თან თანამშრომლობით სატყეო პოლიტიკის

სამსახურმა დაიწყო სატყეო სექტორის რეფორმის სტრატეგიისა და 5-წლიანი სამოქმედო

გეგმის შემუშავება. სატყეო სექტორის რეფორმის სტრატეგია განსაზღვრავს მიზნებს

ძირითადი ქმედებებისათვის, რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფს ეროვნული

სატყეო კონცეფციის მიზნის მიღწევას.

ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პოტენციალის ანალიზი

სატყეო პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებით საქართველოში ბიოსფერული

რეზერვატის დაარსებასთან დაკავშირებით გაიმართა 4 სამუშაო შეხვედრა. Michael

Succow Foundation for Protection of Nature - ის მიერ „ბიოსფერული რეზერვატები,

როგორც კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის

ხელშემწყობი რეგიონული მოდელი - საქართველოში მათი შექმნის პოტენციალისა და

განხორციელების შესაძლებლობის კვლევა“-ის ფარგლებში შემუშავდა „საქართველოში

ბიოსფერული რეზერვატის განვითარების პოტენციალის მიმოხილვა“

სატყეო განათლება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული

პროფესიული კვალიფიკაციის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,

სატყეო პოლიტიკის სამსახურის მონაწილეობით შემუშავდა პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტები და შესაბამისი მოდულები სამი

მიმართულებით: „ხის ჭრის ოსტატი“, „ტყის მცველი“ და „ტყის კულტურების ოსტატი“.

Page 13: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებები

გვერდი 11

რომელიც გადაგზავნილია განათლების სამინისტროში ეროვნულ საკვალიფიკაციო

ჩარჩოში პროფესიული კვალიფიკაციების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის

მიზნით.

საგანმანათლებლო უწყებებთან სამსახურმა გამართა განხილვები და გამოვლინდა

პროფესიული კოლეჯები, რომლებიც 2016 წლიდან დაიწყებენ სწავლებას აღნიშნულ

მიმართულებებზე. აგრეთვე, GIZ-თან თანამშრომლობით გადაწყდა კოლეჯებისთვის

ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის საკითხი.

კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმა

სატყეო პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებით საერთაშორისო ექსპერტებთან კოლხური

ბზის ხმობასთან დაკავშირებით გაიმართა 3 სამუშაო შეხვედრა. განახორციელდა

საველე შესწავლები საქართველოს 5 რეგიონში, (კახეთი, სამეგრელო ზემოს სვანეთი,

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, გურია, იმერეთი) კოლხური ბზის ხმობის გამომწვევი

მიზეზების დასადგენად. აღებული ნიმუშები ევროპის ლაბორატორიებში შეისწავლეს.

კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ მცენარეს აღენიშნება, როგორც „ბზის

სიდამწვრე“ ასევე მავნებელი მწერი „ალურა“. დადგინდა მავნებელ-დაავდებების

გავრცელების არეალი. ექსპერტების მიერ მომზადებული რეკომენდაციების

საფუძველზე, სატყეო პოლიტიკის სამსახურისა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს

მიერ დაიგეგმა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები. განხორციელებული

კვლევა დაფინანსდა ENPI-FLEG II-ის პროგრამის ფარგლებში IUCN-ის მხარდაჭერით.

პროექტი GLOBAL FOREST WATCH

დამტკიცდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი,

რომელიც მიზნად ისახავს GFW2.0 ტექნოლოგიის დანერგვას საქართველოში

გაუდაბნოების, ტყისა და მიწის დეგრადაციის, ასევე უკანონო ჭრების შესამცირებლად

და ბიომრავალფეროვნების დაცვისათვის. შედგა შესაბამისი სამუშაო შეხვედრები

სამინისტროში და დაიგეგმა ღონისძიებები 2016 წლისათვის.

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები შემუშავების პროცესშია და

მიმდინარეობს განხილვები ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ქვეყნის ამოცანას

წარმოადგენს GLOBAL FOREST WATCH-ის, როგორც საქართველოში ტყისა და

ლანდშაფტის მართვაში ფართო ეროვნული მფლობელობისა და ჩართულობის

მექანიზმის დანერგვას, გამოყენებას და გაუმჯობესებას. კონკრეტულად პროექტი მიზნად

ისახავს:

GFW-ის ინსტრუმენტების გაუმჯობესებას საქართველოს ტყეებისა და მათი

მრავალფუნქციურობის/სარგებლიანობის თანამედროვე და ხელმისაწვდომი

ვიზუალური და რაოდენობრივი ინფორმაციის მისაღებად;

Page 14: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებები

გვერდი 12

ინტერსექტორული ცნობიერების და კომპეტენციის ამაღლებას ეროვნულ და

ადგილობრივ დონეზე, GFW-ის მონაცემების ანალიზს, ინტერპრეტაციასა და

გამოყენებას;

კონკრეტული ინფორმაციული და ანალიტიკური ვაკუუმის (‘use cases’) შევსებას,

რომელიც ხელს შეუწყობს ტყისა და ტყიანი ლანდშაფტების მართვის

გაუმჯობესებას.

ევროკავშირთან დამეგობრების პროექტი

დამტკიცდა ერთობლივი პროექტი ევროკავშირთან (Twinning Project), რომლის მიზანია

სატყეო სექტორში უკანონო საქმიანობის უკეთ გაკონტროლების მიზნით და ტყის მართვის

გასაუმჯობესებლად სამინისტროში შემავალი შესაბამისი სამსახურების ექსპერტიზის და

შესაძლებლობების გაძლიერება. მომზადდა პროექტის სააპლიკაციო განაცხადის

სამუშაო ვერსია, რომელიც განხილვის პროცესშია მხარეებს შორის.

საქართველოს ტყით დაფარული ფართობების რუკა

GIZ-ის დახმარებით შემუშავდა საქართველოს ტყით დაფარული ფართობების რუკა.

საქართველოს ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმები და ინდიკატორები

GIZ-თან თანამშრომლობით სატყეო პოლიტიკის სამსახურმა მოამზადა საქართველოს

ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმები და ინდიკატორების დოკუმენტის

სამუშაო ვერსია.

ბორჯომ - ბაკურიანის სატყეო უბნის ტყის ხანძრების მართვის გეგმა

ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის (USFS) ჯგუფის მიერ ჩაატარებული

საქართველოს ტყის ხანძრების პროგრამის კვლევისა და წარმოადგინილი

რეკომენდაციების საფუძველზე, სატყეო პოლიტიკის სამსახურთან ერთად მიმდინარეობს

„ბორჯომ - ბაკურიანის სატყეო უბნის ტყის ხანძრების მართვის გეგმა“.

ახმეტის საპილოტე პროექტი

სატყეო პოლიტიკის სამსახურმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის

საზოგადოების (GIZ) დახმარებით დაიწყო ახმეტის სატყეო უბნის ტყის მდგრადი მართვის

საპილოტე პროექტის შემუშავება. სატყეო პოლიტიკის სამსახურმა მოამზადა პროექტის

კონცეფცია, რომელიც მოიცავს ახმეტის სატყეო უბნის ტყის მრავალფუნქციური

გამოყენების და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის

გაუმჯობესების ხელშეწყობას, რაც დაემყარება ბუნებრივი რესურსების მდგრადი

მართვის მეთოდებს.

Page 15: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებები

გვერდი 13

ასევე, პროექტის ფარგლებში, სატყეო პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებითა და

თანამონაწილეობით, გერმანელ სპეციალისტებთან ერთად დაიწყო საქართველოს ტყის

ეროვნული ინვენტარიზაციის მოდელის შემუშავება, რომელიც გამოიცდება ტყის ხუთი

ტიპისთვის. ინვენტარიზაციის მოდელი მოიცავს კრიტერიუმებისა და ინდიკატორების

განახლებას, რომელიც საფუძველს შექმნის სატყეო პოლიტიკის განვითარებისა და

შეფასების ეფექტური მექანიზმების დანერგვისთვის. მათი მეშვეობით, ასევე,

შესაძლებელია მდგრადი სატყეო მეურნეობის პირობებში მიმდინარე პროცესების

განვითარებაზე მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება როგორც ქვეყნის შიგნით,

ასევე მის ფარგლებს გარეთ.

შეშის მოხმარების კვლევა

მიმდინარეობს მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის

მომზადება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში შეშის ყოველწლიური მოხმარებისა და

საჭიროების განსაზღვრას.

საქართველოს ტყეების როლი კლიმატის ცვლილების შერბილებისადმი

სატყეო პოლიტიკის სამსახურმა GIZ-თან თანამშრომლობით მოამზადა დოკუმენტი

„საქართველოს ტყეების როლი კლიმატის ცვლილების შერბილებისადმი“, რომელიც

წარმოადგენს „წინასწარ განსაზღვრული ეროვნული წვლილის“ ტყის ნაწილს.

დოკუმენტი დამტკიცდა 2015 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე და

მოიცავს როგორც სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, ასევე შესაბამისი

ფინანსური დახმარების შემთხვევაში დამატებით წვლილს.

მართვის გეგმების დამტკიცება და ტყეთმოწყობა

სატყეო პოლიტიკის სამსახურმა პირველად მიიღო მონაწილეობა ბორჯომ-ბაკურიანისა

და ხარაგაულის ტყის მართვის გეგმების დამტკიცების უზრუნველყოფაში, ასევე შ.პ.ს „მ3-

ის“ მიერ ახალციხისა და ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბნებში მიმდინარე ტყის

აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) საველე სამუშაოების განხორციელების პროცესში.

მეტყევის დღე

სატყეო პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებით დაიგეგმა მეტყევის დღისადმი მიძღვნილი

საზეიმო ღონისძიება და მომზადდა შესაბამისი საორგანიზაციო მასალა. შეხვედრას 80-

მდე სტუმარი ესწრებოდა. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და

ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სატყეო სექტორში

შეტანილი წვლილისთვის საქართველოს დამსახურებული მეტყევე გამოავლინა. სატყეო

სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მინისტრმა სიმბოლური საჩუქრები

და სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული სიგელები მეტყევეებს პირადად გადასცა.

Page 16: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებები

გვერდი 14

სტაჟირება

სატყეო პოლიტიკის სამსახურმა უმასპინძლა ორ სტაჟიორს, რომლებმაც 3-3 თვის

განმავლობაში ინტენსიურად გაიარეს პრაქტიკა სხვადასხვა საკითხზე. სტაჟიორების

მეშვეობით დაიგეგმა 10-მდე შეხვედრა, ასევე დამუშავდა ტყის ზონირების დოკუმენტი,

სატყეო განათლების სტრატეგიის სამუშაო ვერსია და ასოცირების ხელშეკრულებით

გათვალისწინებული ვალდებულებების საგზაო რუკის ტყის ნაწილი, ასევე ლაგოდეხის

დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა.

სამსახური 2016 წელს გეგმავს სამი ახალი სტაჟიორის აყვანას.

დარგის პოპულარიზაცია მედიასაშუალებებით

მთელი წლის განმავლობაში სატყეო პოლიტიკის სამსახური მედიის მეშვეობით

ეფექტურად აწვდიდა საზოგადოებას ტყესთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია.

გაიმართა არაერთი ვიზიტი მედიასაშუალებებში, მომზადდა მთელი რიგი სიუჟეტები

საკანონმდებლო ცვლილებებზე: ტყის კოდექსი და არამერქნული რესურსებით

სარგებლობის ცვლილებების პაკეტი. შედეგად, გაიზარდა დარგის მიმართ

საზოგადოებრივი ინტერესი და რეფორმის წარმატებით განხორციელების მოლოდინი.

ორმხრივი ვიზიტები სომხეთთან

გაიმართა სომხეთის რესპუბლიკასთან სატყეო სფეროში მემორანდუმის გაფორმების

თაობაზე ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა პარტნიორ. 7-11 ივნისს მსოფლიო

ბანკის ორგანიზებით, ENPI FLEG II-ის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სომხეთის ტყის

მართვის ორგანოების წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი საქართველოში, რომლის

მიზანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობების შეფასება

სატყეო სექტორში.

2015 წლის 20 ოქტომბერს სატყეო პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა

ნებაყოფლობითი ღონისძიებების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა სომხეთსა და

საქართველოში. შეხვედრაზე განიხილებოდა მიმდინარე პროგრამების წარდგენა და

ქვეყნის სამოქმედო გეგმის შემუშავება პროექტისმე-2 წლისათვის.

დონორთა სამთავრობო საკოორდინაციო შეხვედრა

საქართველოს მთავრობამ უმასპინძლა საერთაშორისო დონორ და განმახორციელებელ

ორგანიზაციებს საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელზეც სატყეო პოლიტიკის

სამსახურის ორგანიზებით მომზადდა პრეზენტაცია და მოხსენება სატყეო სექტორში

არსებულ რეალობასა და ღონისძიებებზე, ასევე ხაზი გაესვა სექტორში არსებულ

საჭიროებებს.

Page 17: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებები

გვერდი 15

სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლელობების გაძლიერება

სატყეო პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებით სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი

საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთათვის მიმდინარეობს

ინგლისური ენის ინტენსიური კურსები, რომლის ფარგლებშიც 28 თანამშრომელი

გადამზადდა.

სამსახურის ორგანიზებით დაიგეგმა ტრენინგები სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს

იურიდიული და ადმინისტრაციული დეპარტამენტების თანამშრომელთათვის

ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმართულებით.

სატყეო პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებით დაიგეგმა საერთაშორისო ექსპერტის

ტრენინგები ტყის მდგრად მართვაში. შეხვედრების განმავლობაში მონაწილეებმა

მიიღეს ინფორმაცია ტყის მართვის საუკეთესო პრაქტიკის, ასევე ევროპის ქვეყნებში

არსებული კანონმდებლობის შესახებ.

განხორციელდა ტრენინგები შეხვედრების ორგანიზებასა და მოდერაციაში, რომლის

მიზანი იყო სატყეო პოლიტიკის სამსახურის მიერ ეროვნული სატყეო პროგრამის

ეფექტური განხორციელება.

ასოცირების შესახებ შეთანხმება

სატყეო პოლიტიკის სამსახური მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა „ერთი

მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის

გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა

და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის

განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებულ

ღონისძიებებს, ამასთანავე, მომზადდა კვარტლური და წლიური ანგარიში სატყეო

სექტორისათვის.

Page 18: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

საერთაშორისო პროექტები და პროცესები

გვერდი 16

საერთაშორისო პროექტები და პროცესები

საქართველოს ტყის მართვის გაუმჯობესებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სატყეო პოლიტიკის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პროცესებში.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ სატყეო პოლიტიკის სამსახურის და სსიპ ეროვნული სააგენტოსთვის გერმანიაში განხორციელდა სასწავლო ტურში თემაზე: "ტყის მრავალფუნქციური მართვის თეორია და პრაქტიკა". შეხვედრების ფარლებში მონაწილეები დაეუფლნენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

23-27 მარტს სამუშაო ვიზიტი განხორციელდა ესპანეთის ქალაქ მადრიდში ევროპის ტყეების დაცვის მინისტრთა კონფერენციის (Forest Europe) პროცესის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრებზე მინისტრთა ექსტრაორდინალური კონფერენციისა და ევროპის ტყეების დაცვის მეშვიდე მინისტრთა კონფერენციის მომზადების მიზნით. სამუშაო შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ევროპის ტყეების ორი რეზოლუციის - „მწვანე ეკონომიკა და ტყის მდგრადი მართვის სოციალური ასპექტები“; „ტყეების დაცვა ცვლად გარემოში“, ასევე საერთო გადაწყვეტილებისა და პროცესის სამომავლო დირექტივების მოცემული ზოგადი შინაარსიდან განსაზღვრულ და სამუშაო ფორმებად გარდაქმნა. სატყეო პოლიტიკის სამსახური მონაწილეობდა ზემოაღნიშნული კონვენციების სამუშაო ვერსიების მომზადებაში.

4-15 მაისს სამუშაო ვიზიტი განხორციელდა გაერთიანებული ერების ტყის ფორუმის მე-11 სესიაზე (UNFF-11) ქ. ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო ოფისში, რომლის დროსაც ძირითად განსახილველ თემას წარმოადგენდა „ტყეები: პროგრესი, გამოწვევები და ტყეებზე საერთაშორისო შეთანხმების სამომავლო ნაბიჯები“, ტყეებთან დაკავშირებული ხედვები პოსტ-2015 წლის დღის წესრიგში ტყეების ინტეგრაციაზე, მტკიცე ვალდებულება 2015 წლის შემდგომ ტყეებზე საერთაშორისო შეთანხმების შემუშავებაზე, ტყის მდგრადი მართვისა და სატყეო კანონმდებლობის აღსრულების მნიშვნელობა. ასევე გაიმართა დაინტერესებულ მხარეთა მრავალმხრივი დიალოგი. შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა გაეროს წევრი ქვეყნების მინისტრთა დეკლარაცია და რეზოლუცია - ტყეებზე საერთაშორისო შეთანხმება 2015 წლის შემდეგ.

სატყეო პოლიტიკის სამსახური წარმოდგენილი იყო 26-28 მაისს ბელარუსის რესპუბლიკაში, ქ. მინსკში, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში თემაზე „ტყის მდგრადი მართვა: ევროკავშირის, რუსეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთობლივი კვლევითი პრიორიტეტები“, ვიზიტი გაიმართა ევროპის ტყის ინსტიტუტის ეგიდით ERA-NET პროექტის ,,SUMFOREST"-ის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაზიარება, თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო პრიორიტეტების ჩამოყალიბება, რომელიც ემსახურება ტყის მდგრადი მართვის სფეროში კვლევითი ღონისძიებების საჭიროებებს. სამუშაო შეხვედრის განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა სატყეო სამეცნიერო კვლევითი

Page 19: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

საერთაშორისო პროექტები და პროცესები

გვერდი 17

პრიორიტეტები და გამოწვევები, ასევე ფინანსური მექანიზმების იდენტიფიცირება სატყეო კვლევითი საქმიანობის მხარდასაჭერად.

22-23 სექტემბერს მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინოვში გაიმართა რეგიონული კონფერენცია „ეკოსისტემის ადაპტაცია კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროქტის „Clima East“ - ის ფარგლებში, ENPI - FLEG II პროგრამის" თანამონაწილეობით. კონფერენციის ფარგლებში შვიდი მონაწილე ქვეყნისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განიხილეს პროქტის სტრატეგიულ მიმართულებები და ცალკეული კომპონენტები, ასევე ეკოსიტემების კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის მიდგომები.

5 - 9 ოქტომბერს განხორციელდა სამუშაო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღაში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, რომლის დროსაც ძირითად განსახილველ თემებს წარმოადგენდა სატყეო პოლიტიკისა და ტყის გენეტიკური რესურსების შესახებ არსებული ვითარება, პრობლემები და მათი კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

მიმდინარე წლის 20 - 21 ოქტომბერს განხორციელდა სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოს ქალაქ მადრიდში "ევროპის ტყეების" მე-7 მინისტრთა კონფერენციაზე, რომლის მთავარ საკითხს წარმოადგენდა რეზოლუციების, დეკლარაციის, საერთო გადაწყვეტილებებისა და ევროპის კონტინენტზე ტყეების მართვისათვის პოლიტიკურად ძლიერი ინსტრუმენტის - განახლებული "პან-ევროპული ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების" დამტკიცებასა და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელის მოწერას.

სატყეო პოლიტიკის სამსახური მონაწილეობდა ENPI FLEG II პროგრამის ფარგლებში WWF კავკასიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე ტყეების ბიომრავალფეროვნებისა ეკოსისტემების ფუნქციების ეკონომიკური შეფასების (The Economics of Ecosystem and Biodiversity, TEEB) კვლევის შესახებ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

Page 20: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდი 18

საკონტაქტო ინფორმაცია

კარლო ამირგულაშვილი

ლაშა ხიზანიშვილი

აკაკი ჩალათაშვილი

Tel: 591 81 96 13

[email protected]

Tel: 599 70 75 80

[email protected]

Tel: 598 362 262

[email protected]

გიგია ალექსიძე

ლაშა ძაძამია

თეონა ქერაშვილი

Tel: 599 007 107

[email protected]

Tel: 595 100 708

[email protected]

Tel: 555 44 94 91

[email protected]

ლიკა გიორგაძე

ანთიე ფიშერი

Tel: 593 969 808

[email protected]

Tel: 595 74 51 08

[email protected]

Page 21: სატყეო პოლიტიკის სამსახურიenpi-fleg.ge/geoforestportal/pdf/Forest_Policy_Service_Report_2015.pdf · ჩვენ შესახებ

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

გვერდი 19

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

სატყეო პოლიტიკის სამსახური

გულუას ქ.6, 0114, თბილისი, საქართველო

Tel: 2727290

www.moe.gov.ge