buddishm religon

27
გგგგგგგგგგ! • გგგგგგგგგგ გგგგ გგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგ“გგგგგგგ“. გგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგ. გგგგგ გგ გგგ გგგგგგ გგგგგგგ. გგგ გგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგ გგგგგ გგგგგგ (გგგგგგგგგგგგგგგგგ) 4 გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ

Upload: tb

Post on 17-Jan-2017

851 views

Category:

Education


1 download

TRANSCRIPT

Page 1: Buddishm religon

გამარჯობათ!

• გამარჯობათ დღეს ჩვენი პრეზენტაციის თემაა“ბუდიზმი“. ჩვენი პრეზენტაციის დახმარებით გაიგებთ ბუდიზმის შესახებ ყველაფერს.

• როგორ და სად გაჩნდა ბუდიზმი.• ვინ დაუდო საფუძველი ბუდიზმს• ბუდიზმის წმინდა წიგნი• პაგოდა (ღირშესანიშნაობები)• 4 კეთილშობილური ჭეშმარიტება• ბუდიზმის განშტოებები• იოგა• ბუდიზმის მიმდევრები მსოფლიოში

Page 2: Buddishm religon

ბუდიზმის დაარსება

• ძველი წელთაღრიცხვის VI_ V საუკუნეში ინდოეთში ქვეყნიერებას მოევლინა პრინცი გაუტამა. მოხუც მეფეს ძლიერ გაუხარდა ერთადერთი მემკვიდრის დაბადება და მაშინდელი ტრადიციისამებრ, ქვეყნის ყველა კუთხიდან მოიწვია უძლიერესი ვარსკვლავთმრიცხველნი, რათა გამოეთვალათ მომავალი ხელმწიფის სვე-ბედი. თითქმის ყველა ასტროლოგმა ერთი და იგივე პასუხი მოახსენა ხელმწიფეს:   “შენს ძეს ორი შესაძლებლობა აქვს ამ ცხოვრებაში მეფეო, – უთხრეს მათ, – პრინცი გაუტამა ან დიდი იმპერატორი გახდება, ან მიატოვებს ქვეყნიერებას, რათა ეძიოს ჭეშმარიტება და მსოფლიოს უდიდესი გასხივოსნებული მოძღვარი გახდება. მეფე ძალიან დაამწუხრა ამ ამბავმა მას ტახტის მემკვიდრე სჭირდებოდა და არა განდეგილი, ამიტომ მეფემ პრინცი გაუტამა გაზარდა ისე, რომ მან არაფერი არ იცოდა სიკვილზე, გაჭირვებაზე და ავადმყოფობაზე. თუმცა 28 წლის შემდეგ მან გაიგო ყველაფერი სიკვდილზე გაჭირვებაზე და ავადმყოფობაზე. მან იმ დღესვე დატოვა სასახლე და ჭეშმარიტების საძებნელად გაემართა. გაუტამა თვეობით შიმშილობდა და მხოლოდ ციდან ჩამოვარდნილი ფრინველის სკინტლით იკვებებოდა. ამ ყოფაში მან ექვსი წელიწადი გაატარა. ერთხელაც ასკეტი გაუტამა მდინარეში ჩავიდა საბანაოდ. მდინარე პატარა იყო, მაგრამ ისეთი   დასუსტებული იყო შიმშილისაგან, რომ ვეღარ ამოვიდა წყლიდან, თუმცა იგი ამოფორთხდა ნაპირზე, დაჯდა ხის ძირში და დაიძინა უშფოთველი, უზრუნველი ძილით, ხოლო განთიადზე უკანასკნელი ვარსკვლავის გაქრობასთან ერთად ძველი ადამიანიც გაქრა და დაიბდა ახალი ადამიანი – ბუდა. 

Page 3: Buddishm religon

ბუდას სწავლება

•  ბუდას სწავლება კონცენტრირებულია ადამიანზე, მის ფსიქოლოგიაზე, ამქვეყნიური სატანჯველისაგან გადარჩენის მეთოდებზე. თითოეულ ადამიანს ბუდა ინდივიდუალურად უდგება. არა აქვს დოგმები, წესები. თავის მოსწავლეებს ის ინდივიდუალურად უნიშნავდა თვითგანჭვრეტისა და ცნობიერების გათავისუფლების მეთოდებს (მედიტაციებს). ბუდისტურ გადმოცემებში 900-ზე მეტი ასეთი მედიტაციაა აღწერილი.

Page 4: Buddishm religon

ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება

1. ტანჯვაეს სამყარო დაუკმაყოფილებელია და ტანჯვითაა სავსე.2. ტანჯვის მიზეზიტანჯვის მიზეზი, შეიძლება განისაზღვროს, როგორც მიჯაჭვულობა ან არასწორი საქმეების კეთების მგზნებარე სურვილი. მატერიალურ სამყაროში ეს სურვილები ვერასოდეს მიგვცემენ მარადიულ ბედნიერებას, რადგან თავისი ბუნებით ისინი დროებითნი ან გარდამავალნი არიან.3. ტანჯვის დასასრულისწორი ქცევის, მედიტაციის და ლოცვის პრაქტიკით ერთეულებისთვის შესაძლებელია გათავისუფლების ან ნირვანის მირწევა.4. ტანჯვის დასრულებისკენ მიმავალი გზაკეთილშობილური რვაჯერადი გზა - ტანჯვის გადაჭრის და მისი დასასრულამდე მიყვანის პოვნის გზაა.

Page 5: Buddishm religon

რვაგზის ბილიკირვაგზის ბილიკი – ეს არის ის რვა “მცნება”, რომლის დაცვა ყველა ბუდისტის ვალია.• 1.სწორი გაგება• 2.სწორი აზრი, • 3.სწორი სიტყვა• 4.სწორი ქმედება• 5.სწორი ხერხით თავისი ცხოვრების შენახვა• 6.სწორი ძალისხმევა• 7.სწორი მიმართულებით გონების მუშაობა• 8.სწორი კონცენტრაცია

Page 6: Buddishm religon

„პანჩა შილა“_ხუთი წმინდა მცნება

• „პანჩა შილა“_სინკრეტული ენიდან, სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს „ხუთ პრინციპს“ ან შესაძლოა „ხუთ სათნოებას“. იგი წარმოადგენს უმთავრს საბაზო კოდექს ბუდისტური ეთიკისს. აღნიშნული 5 აღთქმა, წარმოადგენს ნაწილს ბუდიზმისა და იგი არის ერთ-ერთი რეგულარული პრაქტიკა ბუდისტ-მირიანელების ტრადიციისა. „ხუთი წმინდა მცნების“ წესების სრულ დამცველს, მოიხსენიებენ, როგორც-“უპასაკა“.

• „პანჩა შილას“ უმთავრესი ხუთი შეგონება შეიცავს შემდეგ შინაარსის მქონე მცნებებს.

• 1. უარყოფა, დათმენა და თავშეკავება ნებისმიერი სულიერი არსებისათვის ზიანის მოტანისა, მათი მკვლელობის ჩათვლით.

• 2. უარის განცხადება და უარყოფა მოპარვაზე,ან ისეთი საგნების მითვისებაზე, რომელიც არ გეკუთვნით.

• 3.უარყოფა და თავშეკავება არამართებული სექსუალური გამოვლინებისა.• 4.უარის თქმა ნდობის ბოროტად გამოყენებაზე.• 5.უარის განცხადება ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე და ყოველივე იმ

ნივთიერებაზე, რომელიც თვით კონტროლს აკარგვინებს ადამიანს.

Page 7: Buddishm religon

„ნირვანა“

• ნირვანა_იდეალური მდგომარეობა, როცა სულს აღარ აწვალებს ვნებანი, ადამიანი დანთქმულია სულიერი სინათლით, ზოგადად სულიერებით, რომლის მიღწევა სულით ძლიერსა და ბრძენს ძალუძს.

• ნირვანა_ზუსტად არ არის განსაზღვრული თვით ინდურ მწერლობაშიც კი. ყოველ შემთხვევაში ამ მდგომარეობის აღწერა უშუალოდ ადამიანის განცდაზეა დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, სავსებით ზუსტი ახსნა არ მოეპოვება.

Page 8: Buddishm religon

ნეპალი_ლუმბინი

• ლუმბინი _სატაძრო კომპლექსი და ბუდისტი პილიგრიმების წმინდა ადგილი ნეპალში, ინდოეთის საზღვრის სიახლოვეს. ამ ადგილას, დედოფალმა მაიადევიმ შვა სიდჰარტა გაუტამა , იგივე ბუდა გაუტამა, რომელმაც ბუდიზმის  მოძღვრება ჩამოაყალიბა.  ლუმბინი ბუდისტი პილიგრიმების ოთხი უმნიშვნელოვანესი ადგილიდან ერთ-ერთია, ხოლო დანარჩენი სამი მათგანია -კუშინაგარი,ბოდჰგაია  და სარნათჰი. ლუმბინში მრავალი ტაძარი მდებარეობს, მათ შორისაა მაიადევის ტაძარი, ასევე ქვა, რომელზეც გამოსახულია ბუდას დაბადების სცენა. მპლექსი მოიცავს ბუდისტურ მონასტრებს, ტაძრებს, სტუპებს და სხვა მონუმენტებს. აღსანიშნავია, რომ ყოველ ქვეყანას, სადაც გავრცელებულია ბუდიზმი, ლუმბინში საკუთარი ტაძრის აგება შეუძლია. ამის გამო, აქ მდებარეობს ტაილანდური, ჩინური, გერმანული , კამბოჯური  და ა.შ. ტაძრები.

Page 9: Buddishm religon

ბუდას საფლავი და ნაკვალევი!

Page 10: Buddishm religon

ბუდისტური კანონის ბორბალი !!• ბუდისტური კანონის ბორბალი.

განასახიერებს დაბადების, სიცოცხლის, სიკვდილისა და ხელახლა დაბადების ციკლურობას, საიდანაც თავის დაღწევა მხოლოდ ნირვანითაა შესაძლებელი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანური საჭიროებანი თუ სურვილები ქრება და ღმერთთან კავშირს ამყარებ. სულის განსაწმენდათა და ღმერთთან დაახლოვებისათვის ბუდისტები ხშირად მიმართავენ მედიტაციას.

Page 11: Buddishm religon

წმინდა წიგნი „ტიპიტაკა“

• ბუდიზმის ისტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ადრეული ნაწარმოებები ტიპიტაკას სახელწოდებით. (სანსკრიტული „ტიპიტაკა“ სიტყვასიტყვით სამ კალათას ნიშნავს), რომელიც ბუდისტური კანონიკური ლიტერატურის ძეგლია. ესაა წიგნები, რომელიც დაწერილია პალის ენაზე. ტიპიტაკა შედგება სამი ნაწილისაგან. პირველში მოცემულია ბუდისტური თემის კანონიკური წესები, მეორეში_ბუდას საუბრები და გამონათქვამები, მესამეში_მეტაფიზიკური განსჯანი რელიგიისა და სამყაროს შესახებ.

Page 12: Buddishm religon

ბუდიზმის მიმდინარეობები

• დღეს ცნობილია ბუდიზმის ორი მიმდინარეობა თხინაიანა (პატარა ბორბალი) და მახაიანა (დიდი ბორბალი). თხინაიანა “გადარჩენის ვიწრო ბილიკს” ნიშნავს. თხინაიანას ძირითად მოთხოვნებში შედის- უარის თქმა ქვეყნიერებასთან ყოველგვარ კავშირზე, ანუ სამონასტრო ცხოვრება და ძლიერი სულიერი მობილიზაცია, ასკეტიზმი რაც საკმაოდ რთული შესასრულებელია. მახაიანა (დიდი ბორბალი) იმდენად განსხვავდება თხინაიანასგან, რომ ბევრი მას სხვა რელიგიად ან “გამრუდებულ” ბუდიზმადაც მიიჩნევს. მახაიანა გაცილებით ადვილი აღსაქმელია გონებისთვის და ადვილი შესასრულებელი. ამის წყალობით ის ფართოდ გავრცელდა მთელ ინდოეთში და შემდგომ აზიის უმეტეს რეგიონებში

Page 13: Buddishm religon

ჩან-ბუდიზმი

• ბუდიზმში არის შტო, რომელიც იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას; ეს გახლავთ ჩან ბუდიზმი. მისი დამაარსებელია ლეგენდარული პიროვნება- ბოდხიდხარმა. მან მაშინ დაიწყო ჭეშმარიტების ძიება, როდესაც ბუდიზმი დამყაყებულ, პოლიტიზირებულ რელიგიად გადაიქცა. მიხვდა რა, რომ ვერაფერს მიაღწევდა ნაირფეროვანი რიტუალების შესრულებით, თვითონ შეისწავლა ბუდას მოძღვრება და დაიწყო მედიტაცია. ამისთვის უნდა მჯდარიყო ლოტოსის პოზაში მოდუნებული, ნახევრად მოხუჭული თვალებით და მოეხდინა გონების კონცენტრაცია სუნთქვაზე, მაგრამ აი უბედურება, ბოდხიდხარმას თვალები ეხუჭებოდა და იძინებდა. ყველა ცდა ამაო იყო. მაშინ გამწარებულმა მაძიებელმა მოიგლიჯა თვალის ქუთუთოები და გადაყარა. მისმა შეუპოვარმა ხასიათმა შედეგი გამოიღო. ბოდხიდხარმა გასხივოსნდა. როგორც ყველა გასხივოსნებულმა ოსტატმა, მანაც დაიწყო მოსწავლეების   ძებნა, მაგრამ ინდოეთში არავის აინტერესებდა ჭეშმარიტება, ამიტომ მან ჩინეთს მიაშურა. ჩინეთში გასხივოსნებულ ოსტატს უამრავმა მაძიებელმა მიაშურა, მაგრამ ბოდხიდხარმა დაჯდა პირისპირ კედელთან   და ზედაც არავის უყურებდა. ასე იჯდა,სანამ ერთი ჭაბუკი არ მიუახლოვდა. მან მოიჭრა მარჯვენა ხელი და წინ დაუდო ბოდხიდხარმას. “აჰა, ჩემი ხელი, მიიღე ჩემგან ძღვნად. თავსაც მოვიჭრი თუ არ მობრუნდები!” – შესძახა ჭაბუკმა. მაშინ გაიცინა ბოდხიდხარმამ და მობრუნდა. “ვისაც შეუძლია მარჯვენა ხელი გაიღოს ჭეშმარიტებისათვის, ის ღირსია გადარჩენის”, – თქვა მან. ასე ჩაეყარა საფუძველი ჩან ბუდიზმს.

Page 14: Buddishm religon

„ჩან-ბუდიზმი“ და „კუნგ ფუ“

• ჩან-ბუდიზმის ჩამომყალიბელს_ბოდხიდხარმას მკაცრი და შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა. ის უკომპრომისო იყო მოსწავლეებთან დამოკიდებულებაში. თუ გაუტამა ბუდა თვლიდა, რომ ბუდისტს არ უნდა ეპასუხა აგრესიაზე აგრესიით გინდაც მოეკლათ, ბოდხიდხარმა სხვა აზრისა იყო. ის ამბობდა: “მე მჭირდება ეს სიცოცხლე იმისთვის, რომ მივაღწიო ნირვანას და თუ ვინმე შეეცდება მის ხელყოფას, მე შემიძლია დავიცვა თავი”. ბოდხიდხარმამ შეასწავლა თავის მოსწავლეებს საბრძოლო ხელოვნება, რომელიც შემდეგ შაო-ლინის კუნგ-ფუს სახელით გახდა ცნობილი. კუნგ-ფუ ჩინური საბრძოლო ხელოვნებაა. კუნგ ფუს თითქმის ყველა ტრადიციული სტილი შეიცავს ბრძოლის ოთხ დონეს: ტი – ფეხის მოძრაობის ტექნიკა, და – დარტყმები, შუეი – სხვადასხვა გდება, ჭიდაობის ტექნიკა, ნა – ბლოკირებისა და შებოჭვის ტექნიკა.

Page 15: Buddishm religon

ბუდას გამონათქვამები!

1. . ნუ იცხოვრებ წარსულით, ნუ იოცნებებ მომავალზე, კონცენტრირება გააკეთე აწმყოზე.2.სიკვდილიც კი ვერ შეაშინებს იმას, ვისაც ბრძნულად უცხოვრია ამ ქვეყნად.3. ენა ბასრი დანასავითაა, ის სისხლის გამოდინების გარეშე კლავს.4.დიდი ხნით სამი რამე არ შეიძლება დაიმალოს. მზე, მთვარე და სიმართლე.5.მას, ვისაც საკუთარი თავი უყვარს არასოდეს ავნებს სხვას. 6.ის აზრი, რომ ვინმეს შეუძლია გაგაბედნიეროს ან გაგაუბედუროს, უბრალოდ სასაცილოა.

Page 16: Buddishm religon

ბუდას ქანდაკება მაიტრეი ლეშანში

•  მაიტრეის მსოფლიოში ბუდას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქანდაკებაა, მისი სიმაღლე 71 მეტრია, მხრების სიფართე კი 30 მეტრი. ქანდაკება კლდეშია გამოკვეთილი და შორიდან ჩანს. ქანდაკების მშენებლობა 713 წლიდან, 90 წლის განმავლობაში მიმდინარებდა.  მაიტრეინის ბუდას ქანდაკება მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნეში გამოჩნდა, როდესაც დაიწვა ტაძარი, რომელიც ქანდაკებას ფარავდა. მთაზე განლაგებულია პარკი, ტაძრების კომპლექსი და სულების პაგოდა. ბუდას ირგვლივ კედლებზე ამოკვეთილია ბოდჰისატების გამოსახულებები. მათი რიცხვი  90-ს აღწევს.

Page 17: Buddishm religon

მსოფლიოში უდიდესი ბუდას ქანდაკებები!

• დიდი და მაღალი ქანდაკებები ჯერ კიდევ ძველ დროში შენდებოდა. მაგრამ ბოლო ასწლეულის განმავლობაში აშენდა რამოდენიმე ქანდაკება, რომლებმაც ბევრად აჭარბებს სიმაღლეში მსოფლიო საოცრებებს. 

• პირველი ქანდაკება აშენებულია კაუგის ბორცვზე მიანმაში. მის ფეხებთან მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი დაწოლილი ბუდა. რომლის მშენებლობაც დასრულდა 2008წელს.

• მეორე ქანდაკება, ე.წ „გაზაფხულის ტაძრის ბუდა“ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკებაა, რომლის სიმაღლე 153 მეტრია.

Page 18: Buddishm religon

პაგოდა

• აღმოსავლურ-აზიური ტაძარი-პაგოდა წარმოადგენს  კოშკისებრ, ხშირ შემთხვევაში მრავალსართულიან ნაგებობას, რომელშიც განთავსებულია ბუდისტური რელიკვიები. ძველ ჩინელ ხუროთმოძღვართა მიერ შექმნილი ეს შესანიშნავი ძეგლები დღესაც შემონახულია ჩინეთში, კორეაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში.

Page 19: Buddishm religon

ბორობუდური – მსოფლოში უდიდესი ბუდისტური ტაძარი

• მსოფლიოში უდიდესი ბუდისტური ტაძარი – ბორობუდური,რომელიც ინდონეზიის კუნძულ იავაზე მდებარეობს,ახ.წ.VIII – IX საუკუნეებში აშენდა. ყოველწლიურად ამ კომპლექსს უამრავი ადამიანი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

• ბორობუდურის კომპლექსი მეფე სამარატუნგამ ააშენა. ტაძრის მშენებლობა დასრულდა 824 წლის მაისში, მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ. სახელი ბორობუდური, როგორც ადგილობრივები ამბობენ ნიშნავს მთას ტერასებით, მეორე მოსაზრებით ბორობუდური მაღლობზე მდგარ მონასტერს ნიშნავს.

Page 20: Buddishm religon

ბუდისტური მონასტერი ბირმაში!• ხმა ბუდისტურ მონასტერზე, სადაც მფრინავი და მოცურავე კატები ცხოვრობენ,

პატარა სოფლიდან შორს გავრცელდა. დღესდღეობით კი, მთელი მსოფლიოდან უამრავი ცნობისმოყვარე ჩადის ამ კატების სანახავად. შორეულ ბუდისტურ მონასტრებში მცხოვრები ბერების მიმართ ევროპელები ყოველთვის გარკვეული სიფრთხილით არიან განწყობილნი  თუმცა, ყველას შეუძლია იამაყოს , რომ თუნდაც ერთხელ უნახავთ სწორედ ეს ბერები. მათ ზებუნებრივ შესაძლებლობებზე წარმოუდგენელი ლეგენდები დადის. რას არ მიაწერენ ხოლმე თავგადაპარსულ ასკეტებს.

• ამბობენ, რომ მათ უამრავი დღე შეუძლიათ, გაძლონ საკვებისა  და ძილის გარეშე. იმასაც ამბობენ, რომ ისინი გარდაცვლილსაც აცოცხლებენ. ორთაბრძოლების ხელოვნებაზე, რომელიც ჩინეთის მონასტრებში ჩაისახა ყველას სმენია. მაგრამ თავად ჩინელებს, ათწლეულების წინ, ტიბეტში ომი თავს დაატყდათ. ტიბეტელებმა მტერს მფრინავი ბერების ჯარი დაუპირისპირეს. ამბობდნენ, რომ ბერებს მართლაც შეეძლოთ ზევით აფრენა ხელჩართული ბრძოლის დროს. თუმცა, მტრის ავიაციის წინააღმდეგ, ისინი მაინც ვერაფერს გახდნენ. ჩვეულებრივ, ბუდისტი ბერები მშვიდობიანები არიან. წარმოდგენა, რომლის სანახავად უამრავი ხალხი იყრის თავს, ზუსტად 5 საათზე იწყება. ისმის მოკლე ბრძანება: “ხონ!” და კატები ფრინდებიან ზემოთ. ისინი მიწის ზევით ეკიდებიან, ფრენისას მალაყს გადადიან, ხტებიან ვიწრო რგოლებში და ცურავენ ტბაში. როგორ შეძლეს ბერებმა მათთვის ამის სწავლება საიდუმლოა. პასუხი კი ამაზე ერთადერთია - ასე სურს ბუდას. 

Page 21: Buddishm religon

კიაიკ-ჰტი-იოს პაგოდა 

• კიაიკ-ჰტი-იოს პაგოდა – ბირმაში, შვეგიინის რაიონში, კელასას მთების ჩრდილოეთის ერთ-ერთ მწვერვალზე ქვეყნის ყველაზე წმინდა ნაგებობა დგას. კაიაკ-ჰტი-იოს პაგოდა ოქროთი დაფარულ ქვაზე დგას და როგორ ინარჩუნებს წონასწორობას, ნამდვილად ვერ გეტყვით. ეს ქვა ამ ადგილას როგორ მოვიდა, არავინ იცის, მაგრამ არსებობს ლეგენდა, რომ ერთ დროს, ის ჰაერში იყო დაკიდებული და მის ქვეშ “კრუხი ბუდეს გაიკეთებდა”. დღეს ამბობენ, რომ ქვა ბუდას თმის ერთ ღერზე დგას, რომელიც აქ სამლოცველოს დამაარსებელმა ბერმა მოიტანა. მიიჩნევენ, რომ ოქროთი დაფარულ ქვას სწორედ ამ ბერის თავის ქალის ფორმა აქვს.

Page 22: Buddishm religon

დალაი_ლამა• დალაი-ლამა — ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური ლიდერი და

ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი. ხშირად „მის უწმინდესობას“ უწოდებენ“. დალაი-ლამა მიიჩნევა დღეგრძელი ტულკუს—ან ბუდისტი ოსტატების ამქვეყნიურ განსხეულებად, რომლებიც გარდაცვალებისა და კვლავშობის ბედის ბორბლისგან თავისუფალნი არიან. დალაი-ლამა, მოძღვრად საკუთარი, თავისუფალი ნებით აირჩევა, რათა კვლავშობილმა ისევ შეძლოს კაცობრიობისთვის ცოდნის მიწოდება.

• XIV დალაი ლამა — მისი უწმინდესობა ლჰამო დონდრუბი დაიბადა 6 ივლისს 1935 წელს ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამდოში. 1950  წელს გახდა ტიბეტის მმართველი, ხოლო  1989  წელს იგი გახდა ნობელის პრემიის  ლაურეატი მშვიდობის სფეროში. იგი არის ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერი, რომლებსაც სწამთ, რომ იგი არის ბუდისტური წმინდანის ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის ბოდჰისატტვისს, რეინკარნაცია, რათა ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ.

Page 23: Buddishm religon

XIV დალაი ლამას გამონათქვამები

• 1. არ მისცე უმნიშვნელო წყენას უფლება, რომ მეგობრობა დაანგრიოს.

• 2. .ყოველდღიურად გამოუყავი საკუთარ თავს რაღაც დრო, რომლის განმავლობაშიც მარტო იქნები.

• 3. გახსოვდეს,რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.

• 4.  კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.

• 5. იყავი მადლიერი.• 6. .გაუზიარე ცოდნა სხვებს.ეს ერთ–ერთი გზაა

უკვდავებისაკენ.• 7. ყოველთვის გახსოვდეს, რომ დუმილი ზოგჯერ ყველაზე

საუკეთესო პასუხია.

Page 24: Buddishm religon

ბუდიზმი საქართველოში!

• ძველ საქართველოში ბუდისტთა თემის არსებობა არ დასტურდება და არც ქართული კულტურის ბუდისტურ სამყაროსთან ცოცხალი კონტაქტებია სავარაუდებელი. ამასთანავე, ფაქტია, რომ ქართული საზოგადოების ელიტარულ ნაწილს ადრეულ შუა საკუნეებში ამა თუ იმ გზით და ამა თუ იმ ფორმით ბუდას ცხოვრებასა და სამქადაგებლო პრაქტიკაზე წარმოდგენა ჰქონდა. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი ლიტერატურა, მათ შორის, იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“ 

• ქართული კულტურის ბუდიზმთან კონტაქტის მაგალითია შუა საუკუნეების ქრისტიანულ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის - „ვარლაამისა და იოასაფის“ ისტორია. ესაა ბუდას ცხოვრების ქრისტიანიზებული ვერსია, რომელშიც მოთხრობილია ინდოეთის გაქრისტიანების ამბავი. მეცნიერებაში დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა, თუ სად და რომელ ენაზე შეიქმნა ეს თხზულება. ქართველები ინდუიზმითა და ბუდიზმით დაინტერესებული იყვნენ აღორძინების ხანაშიც და მომდევნო საუკუნეებშიც. 

• დღესდღეობით საქართველოში, თბილისში, ბუდისტების მცირე ჯგუფი არსებობს.

Page 25: Buddishm religon

იოგა

• იოგა— ინდური კულტურის ცნება, ფართო გაგებით აღნიშნავს სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის, სავარჯიშოების ერთობლიობას, რომლებიც  ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბდა.  იოგა ყველაზე ეფექტიანი და უმძლავრესი მეთოდია უმაღლესი გასხივოსნების გზაზე .

• იოგას ათასწლოვანი მოძღვრება იმ ცოდნას  ინახავს, რომელიც ზეცნობიერების კარს ხსნის. ეს არის გასხივოსნების მეთოდი, სწავლება ჩვეულებრიობის, რუტინიული ყოფნის საზღვის  გადალახვის შესახებ.

Page 26: Buddishm religon

ბუდიზმი დღეს!

• ბუდიზმს  მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის  და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ.

Page 27: Buddishm religon

გმადლობთ ყურადღებისთვის!

პრეზენტაციაზე მუშაობდნენ:• გვანცა იჩქითი• ვაჟა ბაინდურაშვილი• ვალიკო ბეჟანიშვილი• თინათინ ჩოჩელი

01.05.15