ანგ. ინტ.გაკვ.(სამოქ.გან.)

4

Click here to load reader

Upload: mziaegiashvili

Post on 06-Jul-2015

331 views

Category:

Education


2 download

TRANSCRIPT

Page 1: ანგ. ინტ.გაკვ.(სამოქ.გან.)

ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის

მზია ეგიაშვილის ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების შესახებ

ქართულ ლიტერატურასა და სამოქალაქო განათლებაში

გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 26. 04. 2014წ.

სკოლა: ახალციხის 1-ლი საჯარო

კლასი: -IX-ბ

ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები: ქართული ლიტერატურა-მზია ეგიაშვილი,

სამოქალაქო განათლება- შორენა ხმალაძე

ძირითადი თემა: ქართული ლიტერატურა- ჭაბუა ამირეჯიბის რომან ,,დათა

თუთაშხიას” პერსონაჟის არქიფო სეთურის გასამართლება

სამოქალაქო განათლება- სასამართლო პროცესი

მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით:

ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს

სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს

კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;

იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან

ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები);

მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული

ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს;

ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და

ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო

არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.

ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.

წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ-კულტურულ ფონს, ასაკს, ცოდნის დონეს,

ინტერესებს და ა. შ.), შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის

რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.;

მიმართულება: კითხვა

Page 2: ანგ. ინტ.გაკვ.(სამოქ.გან.)

ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა

თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-

გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ

გასააზრებლად ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ

დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;

აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და

გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;

სამოქალაქო განათლება

მოქ.IX 9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს მოქალაქის

კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და

პასუხისმგებლობები.

ადარებს ერთმანეთს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს და

თავისუფლებებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის

დებულებებს;

მსჯელობს საქართველოში მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის გარანტიებზე.

მოქ.IX 10. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს სახელმწიფო

მმართველობის სისტემა

ახასისთებს საქართველოს სახელმწიფოს მმართველობას, ადარებს სხვა დემოკრატიულ

სახელმწიფოს, ანალიზის საფუძველზე აკეთებს დასკვნას, თუ რომელი სახელმწიფო

უფრო დემოკრატიულია.

საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:

კითხვა-პასუხის მეთოდი ( მოსწავლე- მართლმსაჯულებმა დაკითხეს

ბრალდებული, დაზარალებული, მოწმეები სამართლიანი განაჩენის გამოტანის

მიზნით)

დისკუსიისა და კამათის სტრატეგიები ( ნაფიცმა მსაჯულებმა იმსჯელეს

ვერდიქტის გამოტანის შესახებ)

სოკრატული მეთოდი (მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა საკუთარი

არგუმენტაციაზე დაყრდნობით, აკეთებენ პრეზენტაციას, მსჯელობენ

ბრალდებულის- არქიფო სეთურის თვისებებისა და დანაშაულის შესახებ)

როლური თამაშის მეთოდი ( მოსწავლეებმა მოირგეს მოსამართლის,

პროკურორის, ადვოკატების, ნაფიცი მსაჯულების, დაზარალებულის,

ბრალდებულის, მოწმეების როლები და ჩაერთვნენ იმიტირებულ სასამართლო

პროცესში)

ძირითადი სასწავლო რესურსები:

Page 3: ანგ. ინტ.გაკვ.(სამოქ.გან.)

ტექნიკა- ინსტრუმენტები: ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, DVD

დისკი; ფორმატები; საწერი მასალები; სასამართლოს ატრიბუტიკის შესაბამისი

თვალსაჩინო სქემა და პლაკატი.

ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა IX კლასის სახელმძღვანელო.

ავტორ-შემადგენელნი: ვახტანგ როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო

ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი. (გამომცემლობა ,,სწავლანი”

2008წ.)

სამოქალაქო განათლება IX კლასის სახელმძღვანელო.

ავტორ-შემადგენელნი: თამარ მეიფარიანი, ლელა მიქიაშვილი, ირინე ჯალაღონია, მაია

გონაშვილი. დამხმარე სახელმძღვანელო: სამართებლივი კულტურა (PH International)

ავტორ-შემადგენელნი: ლიკა გიგაური, მაკა ფერაძე, გიორგი გახელაძე. პროგრამის

ხელმძღვანელი თინათინ ებანოიძე.

გაკვეთილის შედეგები

გაკვეთილი ჩავატარეთ ლიტერატურული სასამართლოს ფორმატით, რომელიც

შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა მოსაზრება დაუპირისპირდეს ერთმანეთს, ასევე

საშუალებას იძლევა კამათითა და არგუმენტირებული მსჯელობით მიღებულ იქნას

ადეკვატური გადაწყვეტილებანი. გაკვეთილი გავიტანეთ საკლასო გარემოს მიღმა და

ჩავატარეთ ჩვენი ქალაქის სასამართლოს ერთ-ერთ სხდომათა დარბაზში. რეალურ

სასამართლო დარბაზში გაკვეთილის ჩატარებამ აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია,

პასუხისმგებლობა, ამ გაკვეთილზე მათ მიერ ჩასატარებელი აქტივობების უკეთ

მოსამზადებლად. მათ კარგად მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატების,

ნაფიცი მსაჯულების, დაზარალებულის, ბრალდებულის, მოწმეების როლები.

კლასის 27-ვე მოსწავლე იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. სასამართლო პროცესი

წარიმართა თანმიმდევრულად და გასამართლდა ჭაბუა ამირეჯიბის რომან ,,დათა

თუთაშხიას” პერსონაჟი არქიფო სეთური.

მოსწავლეები მსჯელობდნენ და აუდიტორიის წინაშე წარმოადგენდნენ სხვადასხვა

თვალსაზრისს სადავო და პრობლემურ საკითხებზე. მსჯელობას განამტკიცებდნენ

არგუმენტებით. კარგად გამოიყენეს დისკუსიისა და კამათის სტრატეგიები. შეძლეს

ტექსტის გააზრება-გააანალიზება, მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება და ახსნა,

სამეტყველო ქცევის შეცვლა სხვადასხვა განცდის გამომხატველი ინტონაციით.

მოსწავლეები გაეცვნენ მართლმსაჯულების სისტემას, მისი მოქმედების წესს. ჩაწვდნენ

სამართებლივ სახელმწიფოში დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების

აუცილებლობას, კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მოვალეობებსა და

Page 4: ანგ. ინტ.გაკვ.(სამოქ.გან.)

პასუხისმგებლობას.

გაკვეთილზე მოსწავლეებს განუვითარდათ შემდეგი უნარ-ჩვევები:

ანალიტიკური აზროვნება;

ადეკვატური ლექსიკის, მიმიკების, ჟესტიკულაციის, ინტონაციის უნარების

განვითარება;

პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა;

შემოქმედებითი უნარი;

როლური თამაშის უნარების განვითარება;

არგუმენტირებული მსჯელობა;

ორატორობის უნარ-ჩვევები;

გაკვეთილი იყო სამფაზიანი.

A ფაზა (გამოწვევა)

(მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება)

მოსწავლე-მოსამართლე ხსნის სხდომას, ყველას ამცნობს, რომ ასამართლებენ ჭაბუა

ამირეჯიბის რომან ,,დათა თუთაშხიას” ერთ-ერთ პერსონაჟს- არქიფო სეთურს.

გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გამოიტანენ სამართლიან ვერდიქტს.

B ფაზა (შინაარსის რეალიზება)

შესავალი სიტყვით გამოდიან პროკურორი და დაცვის ადვოკატი; იკითხებიან

დაზარალებული, ბრალდებული, მოწმეები; საბოლოო სიტყვით გამოდიან დაცვის

ადვოკატი, პროკურორი და ბრალდებული.

C ფაზა (გამთლიანება)

ნაფიცი მსაჯულები მსჯელობენ, მართავენ დისკუსიას, გამოაქვთ ვერდიქტი და

აძლევენ მოსამართლეს. ვერდიქტზე დაყრდნობით მოსამართლე კითხულობს განაჩენს.

26. 04. 2014 წელი.