· web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს...

34
ლლლლლლლლლ ლლლლლლლ ლლლლლლლლლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლლ ლლ ლლლლ ლლლლლლლლლლ ლლლლლ ლლლლლ: სსსს სსსსსსს სსსსსსსს-სსსსსსსსსს ,,სსსსსსს“ სსსსსსსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსს სსსსსს სსსსს ლლლლლლლ ლლლლლ : III სსსსს ლლლლლლლ ლლლლლლლლლ : სსსსს სსსსსსსსს - სსსსსსს, სსსსსს სსსსს სსსს სსსსსსსსსსსს. 2018-2019 სსსსსსსს სსსს. 1

Upload: others

Post on 29-Jan-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

ლექსიკური მარაგის პრობლემები დაწყებით კლასებში და მათი აღმოფხვრის გზები

სკოლა: სსიპ სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის ,,ჯივანის“ სახელობისახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო

სკოლა

სამიზნე ჯგუფი : III კლასი

კვლევას აწარმოებს : თამარ კვინიკაძე - ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი.

2018-2019 სასწავლო წელი.

1. შესავალი ------------------------------------------------------------------------------4-51

Page 2:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

2. თავი 1. 1.1. ინფორმაცია სკოლის შესახებ. სამიზნე ჯგუფი.-----------------------------------61.2 საკვლევი საკითხის მიმოხილვა -----------------------------------------------------61.3 პრობლემის აქტუალურობის დასაბუთება.----------------------------------------6-73. თავი 2. ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------------------------------7-94. თავი 3. 3.1. პრობლემის ანალიზი .----------------------------------------------------93.2. კვლევის მიზანი------------------------------------------------------------------------103.3. კვლევის ამოცანები------------------------------------------------------------------105. თავი 4. კვლევის მეთოდების განხილვა------------------------------------------------------------10-126. თავი 5.5.1. მონაცემთა ანალიზი და შესაძლო ინტერვენციები--------------------------------------13-185.2. განხორციელებული ინტერვენციები-----------------------------------------------------18-205.3. ინტერვენციის შედეგები-------------------------------------------------------------------20-217. თავი 6. პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა----------------------------------218. თავი 7. 7.1 პროექტის ვადები----------------------------------------------------------------------------227.2. რეკომენდაციები,დასკვნები, მიგნებები ------------------------------------------------22-237.3. დასკვნა---------------------------------------------------------------------------------------237.4. მიგნებები -----------------------------------------------------------------------------------237.5. კვლევის ნაკლოვანებები--------------------------------------------------------------------249. რეფლექსია-------------------------------------------------------------------------------------- 24 10. გამოყენებული ლიტერატურა-------------------------------------------------------2511. დანართები------------------------------------------------------------------------------- 26-30

2

Page 3:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

შ ე ს ა ვ ა ლ იმდიდარი ლექსიკური მარაგი კითხვასა და, ზოგადად, სწავლაში წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გააზრებული კითხვაცა და წერაც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ლექსიკურ მარაგზე. პრობლემა კი, რაც უკავშირდება გაგება-გააზრებას, უკავშირდება ლექსიკური მარაგის სიმწირეს. კარგი მკითხველები გამოირჩევიან სიტყვების

3

Page 4:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

ცოდნით და შეუძლიათ დიდი ძალისხმევის გარეშე გამოიყენონ ისინი საჭიროების მიხედვით. არავისთვის არაა უცხო, რომ მდიდარი ლექსიკური მარაგის მქონე მოსწავლე უფრო სწრაფად და უკეთ იგებს ახალ ცნებებს, აზრებსა და იდეებს,ვიდრე მწირი ლექსიკური მარაგის მქონე.

რას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია მისი განმარტება თავისი სიტყვებით და შეუძლია გამოიყენოს ეს სიტყვები სხვადასხვა კონტექსტში.

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩატარდა სსიპ სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის ,,ჯივანის“ სახელობის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის მე-3 კლასში, სადაც 18 მოსწავლეა. სკოლა არაქართულენოვანია და, პრობლემაც, შესაბამისად, ლექსიკური მარაგის სიმწირისა, აქტუალური.

ესგ-ის გათვალისწინებით არაქართულენოვან სკოლებში ქართული, როგორც მეორე ენა ისწავლება პირველი კლასიდან, რაც მეტყველებს საგნის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ ქართული ენის, ანუ სახელმწიფო ენის ცოდნა საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების და კვალიფიციური სამუშაოს პოვნის აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, ჩემ მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა გამომდინარეობს საგნის ცოდნის საჭიროებიდან.

ზოგადად, სკოლებში ბავშვები შედიან განსხვავებული ლექსიკური მარაგით, რაც მნიშვნელოვანწილადაა დამახასიათებელი ოჯახის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობასა და კულტურულ მახასიათებლებზე. შესაბამისად, ბავშვები, რომლებსაც მდიდარი ლექსიკური მარაგი აქვთ, სწავლაში უფრო იოლად აღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, რომლებსაც მწირი ლექსიკა აქვთ. მით უფრო, არაქართულენოვანი მოსწავლეები, რომლებიც მოდიან ოჯახებიდან, სადაც ქართული საერთოდ არ იციან და არც არანაირი ტექნიკური საშუალება აქვთ ისწავლონ. სოფელში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, სადაც 3 წლის ასაკიდან დადიან მოსწავლეები, თუმცა არც საბავშვო ბაღში არაა ქართულის გაკვეთილები, რომ ბავშვმა ელემენტარული საწყისი სიტყვები ისწავლოს. მდგომარეობა საკმაოდ რთულია, სომხურ გარემოში მოსწავლეებს მხოლოდ ქართული ენის 5 გაკვეთილი აქვთ კვირაში ენის სწავლის. ყოველივე ამის გათვალისწინებით კი რთულია მათ ლექსიკურ მარაგზე საუბარი. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მათ გავუმდიდროთ ლექსიკა.

ამიტომ მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესში სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს ლექსიკური მარაგის გამდიდრების საკითხს და მნიშვნელოვან კომპონენტად უნდა აქციოს.

4

Page 5:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

ამისთვის კი საჭიროა ჩართოს შემოქმედებითობისა და კვლევის ელემენტები, რითაც საინტერესოს და ეფქტიანს გახდის ახალი სიტყვების ათვისებისა და შესწავლის,მათი გააზრების პროცესს. მოსწავლეებს კი მეტ ინტერესს გაუჩენს საგნის მიმართ,გამომდინარე იქიდან, რომ საქმე გვაქვს მესამე კლასელ მოსწავლეებთან, თამაშის ელემენტების შეტანა საინტერესო იქნება.

კვლევის დროს გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: საკვლევ კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოვიყენე კვლევის როგორც თვისებრივი (უბრალო დაკვირვება), ისე რაოდენობრივი მეთოდები (დიაგნოსტიკური ტესტირება);

დავგეგმე ინტერვენციები: ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოვიყენე სიტყვების მნიშვნელობის სწავლებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების მეთოდები/აქტივობები.

კვლევის შედეგები: ჩატარებული მუშაობის საფუძველზე მივიღე შედეგი - მოსწავლეებს თანდათან გაუმდიდრდათ ლექსიკური მარაგი. მნიშვნელოვნად განუვითარდათ სოციალური უნარები, კერძოდ, აუმაღლდათ თვითშეფასება, მოტივაცია. გახდნენ თავდაჯერებულები. მათთვის აღარ წარმოადგენდა პრობლემას საუბარი იმ თემებზე, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოეთხოვებოდათ. რაც მთავარია, შეუყვარდათ საგანი და ერთმანეთთანაც კი ელემენტარულ კომუნიკაციას ქართულად ახორციელებდნენ.

კვლევის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ დროულად გამოიკვეთება პრობლემა, მოსწავლეებთან სწორად დაიგეგმება მეთოდები და აქტივობები პრობლემის აღმოსაფხვრელად, ამ საკითხზე მუშაობა უფრო საინტერესო ხდება, იზრდება სწავლის ხარისხი და მოსწავლეთა მოტივაცია.

თ ა ვ ი 11.1ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი

სსიპ სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის ,,ჯივანის“ სახელობის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში სწავლობს 127 მოსწავლე და მუშაობს 24 პედაგოგი. მათგან 1 მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა. დანარჩენი პრაქტიკოსია. სამიზნე ჯგუფი,სადაც განვახორციელე კვლევა არის დაწყებითი საფეხური - მე-3 კლასი, კვლევა განხორციელდა 18 მოსწავლეს შორის. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ყველამ. კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში და გრძელდებოდა 4,5 თვე.

5

Page 6:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

1.2საკვლევი საკითხის მიმოხილვა

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს უჭირთ ქართული სიტყვების სწავლა და, მით უფრო, დამახსოვრება. ამასთან სკოლაში ასწავლიან არაქართველი მასწავლებლები, რომელთა გაკვეთილზე ძირითადად მშობლიურ ენაზე საუბრობენ, რაც ასევე ართულებს ქართული ენის შესწავლის პროცესს, შესაბამისად, ქართული სიტყვების სწავლის პროცესს. ამიტომ არის საშიშროება, რომ საგნისადმი ზოგადად მათი დამოკიდებულება იყოს გულგრილი.

კვლევის დასაწყისში გაჩნდა ჰიპოთეზა, კერძოდ:

ა) ლექსიკური მარაგის სიმწირე განაპირობებს ტექსტის აღქმის დაბალ მაჩვენებელს;

ბ) ლექსიკური მარაგი მწირი აქვთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ კითხულობენ კარგად.

გ) ლექსიკურ მარაგზე მიზნობრივი მუშაობა გამოიწვევს კითხვის კომპეტენციის გაუმჯობესებას.

1.3პრობლემის აქტუალურობის დასაბუთება.პრაქტიკის კვლევის ჩატარება გადავწყვიტე მე-3 კლასში, რომელსაც პირველი წელია ვასწავლი. ანუ კვლევის სამიზნე ჯგუფი არიან მე-3 კლასის მოსწავლეები.კლასში სწავლობს 18 მოსწავლე. მათ შორის სსსმ მოსწავლე არცერთი არაა. კლასი არის საშუალო სტატისტიკური მოსწრების, სადაც 7 მოსწავლე გამოირჩევა მაღალი მონაცემებით, 7 საშუალო და 4 ძნელად აღწევს სტანდარტის მოთხოვნებს.საკვლევი საკითხის შერჩევა განაპირობა მისმა აქტუალობამ. მიმაჩნია, რომ დაწყებით საფეხურზე ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ზრუნვა გააუმჯობესებს კომპეტენციას ამ ენაზე.გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებისა და მათი მშობლების ინტერესი დიდია ქართული ენის სწავლისადმი. ისინი უკვე, წინა წლებთან შედარებით, კარგად აცნობიერებენ ქართული ენის სწავლის საჭიროებას. ინტერესით ადევნებენ თვალს თავიანთი შვილების სწავლის პროცესს უშუალოდ ქართული ენის მიმართ, თუმცა ენა არ იციან და ვერანაირად ვერ ეხმარებიან მათ. რაც შეეხება მოსწავლეებს, იციან წერა-კითხვა, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც უნდა ისაუბრონ კიდეც, თუმცა მათ აქვთ მწირი ლექსიკა და ვერ ახერხებენ ამას. აღვნიშნე, რომ კითხულობენ, თუმცა ვერ იგებენ რა წაიკითხეს. აქაც ლექსიკური მარაგის სიმწირე უშლით ხელს. არ იციან სიტყვები, შესაბამისად, არც წაკითხვის პროცესი მოსწონთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი

6

Page 7:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა აღნიშნულ საკითხზე, რათა მოსწავლეთა ინტერესი საგნის მიმართ არ შესუსტებულიყო.

თ ა ვ ი 2

ლიტერატურის მიმოხილვა

ლიტერატურის გაცნობისას ინტერნეტსივრცეში რამდენიმე საინტერესო პრეზენტაციას თუ სტატიას წავაწყდი, რაც ძალიან დამეხმარა კვლევის მიზნების სწორად დასახვასა და შედეგის მიღწევაში. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის kargiskola.ge -ზე განთავსებული რესურსწიგნი ,,კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე”, სადაც დეტალურად არის აღწერილი მიზეზები, რატომ აქვთ მოსწავლეებს მწირი ლექსიკური მარაგი და რა გზები და საშუალებები მიგვიყვანს ამ პრობლემის აღმოფხვრამდე. რა აქტივობები და მეთოდები უნდა განხორციელდეს გაკვეთილზე, რომ პრობლემა აღმოიფხვრას, თან მოსწავლეებს აუმაღლდეთ თვითშეფასება, მოტივაცია და გახდნენ თავდაჯერებულები.ასევე საინტერესო იყო ინტერნეტჟურნალ მასწავლებელში განთავსებული სტატია( ნათია ქათამაძე. 2016 წ. 16 II) ,,ზეპირმეტყველების უნარის განვითარება უცხო ენის სწავლების პროცესში“.

საინტერესო გახლდათ თამარ მახარობლიძის სტატია ,, ქართული, როგორც მეორე ენა“ პორტალზე http://www.nplg.gov.ge- ზე. ქალბატონი თამარი აღნიშნავს, ენის სწავლების დროს სომხებთან ან აზერბაიჯანელებთან, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, რომ არსებითად ურთიერთობა გვაქვს სხვა ჯგუფის ენათა წარმომადგენლებთან და ბევრი რამ უფრო კონკრეტულ ლინგვისტურ პარალელებს მოითხოვს, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის უმთავრესი ფაქტორი, რომ მეორე ენის სწავლება სულაც არ გულისხმობს გრამატიკის ღრმა ანალიზს. ქართული პოლიპერსონალური ზმნის სტრუქტურები ან თუნდაც სახელთა ბრუნების მიწოდება ტიპური სასკოლო გრამატიკის მიხედვით სასურველ შედეგებს ვერ მოგვიტანს. ასეთი მიდგომა ერთობ დააბნევს, გაუგებრობისა და უსიამოვნო სირთულის განცდას შეუქმნის მოსწავლეს. სასწავლო პროცესი უნდა დაიწყოს იმ ინფორმაციით, რაც თითქოს უკვე ნაცნობია მათთვის ან მეტ-ნაკლებად გასაგებია. დაწყება აუცილებელია უმარტივესი ფორმებით. კონკრეტული მეთოდური სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ რამდენიმე გაკვეთილში შესაძლებელი გახდეს ქართულ ენაზე საუბარი.

7

Page 8:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

რაც შეეხება ქართული ენის სირთულეთა დაძლევის გზებს, ნაბიჯ-ნაბიჯ სწორად წარმართული შესაბამისი სასწავლო პროცესით ეს პრობლემა უმტკივნეულოდ შეიძლება გადაიჭრას. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია დავალებისა და სიახლეთა შეტანის ზუსტი დოზების განსაზღვრა. ოდნავი გადაჭარბებაც კი წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებასა და პროტესტს იწვევს. ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია შეპირისპირებითი ენობრივი სავარჯიშოებისა და სათარგმნი ტექსტების ზედმიწევნით კორექტული არჩევანის გაკეთება. ერთი მხრივ, ეს ტექსტები უნდა ემსახურებოდეს ქართული ენისადმი სიყვარულისა და თბილი დამოკიდებულების გამომუშავებას და, მეორე მხრივ, არ უნდა იყოს არაფერი გადაჭარბებული. არაქართული წარმოშობის მოსწავლეებთან გარკვეული სიფრთხილითაა შესარჩევი სასწავლო ლიტერატურაც. (მაგალითად, ასეთი აუდიტორიისათვის, შესაძლოა, შეურაცხმყოფელი ან უსაიმოვნო აღმოჩდეს ზოგიერთი თემა და საკითხი ქართული ლიტერატურიდან.)

სხვადასხვა თეორიული ნაშრომისა და კოლეგების პრაქტიკული კვლევების გაცნობის შემდეგ, შევარჩიე რამდენიმე ეფექტური სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის განვითარებას. მათი გამოყენებით დავგეგმე გაკვეთილები და სისტემატიურად ვმუშაობდი ჩემს მესამეკლასელებთან.თანმიმდევრობით მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი:

თ ა ვ ი 3

3.1 პრობლემის ანალიზი

ინტერვენციის დაგეგმვამდე დავადგინე პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ შესასწავლი სიტყვა ბევრია და სწავლისთვის გამოყოფილი დრო კი არასაკმარისი. აღვნიშნავთ, რომ წაკითხულის გააზრება სიტყვების ცოდნაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული. შეუძლებელია წაკითხული ტექსტის გააზრება თუკი ვერ ვიგებთ მის შემადგენელ სიტყვათა მნიშვნელობას. ლექსიკურ მარაგთან დაკავშირებული მეორე პრობლემა ისაა, რომ სიტყვათა უმრავლესობა ცალკეულ ტექსტში მხოლოდ თითოჯერაა გამოყენებული. აკადემიური

8

Page 9:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

წარმატების მისაღწევად მოსწავლემ ათიათასობით სიტყვა უნდა იცოდეს. ამ ამოცანის შსრულებას ორი ფაქტორი ართულებს. ა). მოსწავლეს დროის გარკვეულ მონაკვეთში შეზღუდული რაოდენობის სიტყვების დაუფლება შეუძლია. ბ). სიტყვები განსხვავდება სირთულითა და გამოყენების სიხშირით.

3.2 კვლევის მიზანიდადგინდეს ლექსიკაზე მოსწავლეთა მუშაობის სიძნელეების გამომწვევი მიზეზები, გამოინახოს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, შემუშავდეს რეკომენდაციები და დაიგეგმოს ინტერვენციები.

3.3 კვლევის ამოცანები:

გამოკითხვის პროცესის წარმოება შედეგების შეჯამება და კათედრის სხდომაზე წარმოდგენა პრობლემის რეალური მიზეზების გამოკვეთა რეკომენდაციების შემუშავება და ინტერვენციების დაგეგმვა.

თ ა ვ ი 4

4.1 კვლევის მეთოდების განხილვა

კვლევის მეთოდებად გამოვიყენე როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი მეთოდები

რაოდენობრივი: მასობრივი შემოწმება, ზეპირი დიალოგების გამართვა ნასწავლი ლექსიკური ერთეულებისგან, ტესტირება.

თვისებრივი: გამოყენებული იქნა „უბრალო“ დაკვირვება, როდესაც ვაკვირდებოდი მოსწავლეებს როგორ მუშაობდნენ ლექსიკაზე.ერთი სემესტრის განმავლობაში ვაკვირდებოდი კლასს, თავდაპირველად მათ შევთავაზე კითხვარები, დიაგნოსტიკური ტესტირება. კითხვარებზე პასუხებით მე

9

Page 10:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

დავადგენდი ენის ფლობის რა დონეზე იყვნენ მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივი მეთოდების (დიაგნოსტიკური ტესტირება. იხ. დანართი 1) გამოყენებით გამოიკვეთა, რომ კლასში მყოფი 18 მოსწავლიდან მხოლოდ 20%- მა შეძლო სწორად ეპასუხა კითხვებისთვის, ანუ მხოლოდ მოსწავლეთა 20%-ის ლექსიკური მარაგი იყო, შეიძლება ითქვას, მიახლოებული ესგს სტანდარტებს, მოსწავლეთა 30%-მა პროცენტმა მეტნაკლებად უპასუხა სტანდარტის მოთხოვნებს, ხოლო, 50%-მა ვერ გაიგო ვერცერთი კითხვის მნიშვნელობა. მოსწავლეებისათვის მიცემულ დავალებათა შესაბამისობას ვადგენდი ქართული როგორც მეორე ენის ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწერვ შედეგებთან.

ქ.მ. III.4. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული

ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი), ლექსის მოსმენა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ასახელებს პერსონაჟებს, ამოიცნობს მათ ემოციებს, შეგრძნებებს და მიმიკა _ ჟესტიკულაციით

განასახიერებს (მაგ., ეშინია, უხარია, სცივა); ამოიცნობს მოქმედებებს, მოვლენებს და მიუთითებს სათანადო სურათზე ან განასახიერებს; ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს (ანუ ვინ რას აკეთებს); ამოიცნობს მოქმედებათა ადგილს (მაგ., ქალაქში, მაღაზიაში, სახლში...); ამოიცნობს პერსონაჟების დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს და მიუთითებს სათანადო სურათზე ან

განასახიერებს; მოვლენათა თანამიმდევრულობის მიხედვით განალაგებს/დანომრავს სურათებს; მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას.

ქ.მ.III.5. მოსწავლეს შეუძლია ქართული ანიმაციური ფილმების ყურება და გაგება.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

ნაცნობი შინაარსის ანიმაციურ ფილმებში "იჭერს" ნაცნობ სიტყვებს, გამოთქმებს; ამოიცნობს პერსონაჟებს (ვინ ვინ არის); ამოიცნობს უცნობი შინაარსის ანიმაციური ფილმების ძირითად შინაარსს.

10

Page 11:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

ქ.მ.III.12. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.

მოდელის მიხედვით წერს საკუთარი სკოლის, ოჯახის, ნათესავების შესახებ და სხვა; მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით (მაგ., მოცემული ბურთისაგან განსხვავებულს

დახატავს და მიუწერს მონაცემებს - ფერი, ზომა, ფასი); ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას; სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს წინადადების ბოლოს.

ქ.მ.III.14. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

სვამს/პასუხობს კითხვებზე, ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., სად არის წიგნი? ჩანთაშია, მაგიდაზეა და სხვა);

პასუხობს/სვამს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ნათესავები, სპორტი, გართობა, ინტერესები _ ვინ არის და სადაურია, სად არის, ვინ რას აკეთებს/რა გააკეთა, ვის რა მოსწონს/აინტერესებს/უნდა და სხვა);

პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (მაგ., რა აქვს, ვინ რა აჩუქა, რა ფერის, რამდენი, როგორი, როდის წავიდა, სად წავიდა, ვის რა მისცა და სხვა).

ქ.მ.III.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მარტივი საუბარი.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

საუბრობს საკუთარი ოჯახისა და ნათესავების შესახებ; იხსენებს მარტივ ამბებს თავის გარშემო (მაგ., რა მოხდა გუშინ; როგორი ბავშვი იყო, როგორი

სათამაშო ჰქონდა...); საუბრობს საკუთარი ინტერესების შესახებ (მაგ., რა უყვარს და რა აინტერესებს; რას აკეთებს

თავისუფალ დროს და სხვა).

პირველადი შედეგები გამოვსახე დიაგრამით,რომელიც ასე გამოიყურება:

თ ა ვ ი 5

11

Page 12:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

20%

30%

50%

დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგები

წარმატებით გაართვათავი

ნაწილობრივ გაართვათავი

ვერ გაართვა თავი

5.1 მონაცემთა ანალიზი და შესაძლო ინტერვენციები:

ტესტირების ანალიზმა ცხადყო, რომ მოსწავლეთა 50%-ს არა აქვს ელემენტარული ენობრივი კომპეტენცია ქართულ ენაზე. არა აქვთ ლექსიკური მარაგი, უფრო ზუსტად,არ იციან არცერთი სიტყვა გარდა ,,გამარჯობისა“. შესაბამისად, შედეგიც უარყოფითი აჩვენა. შედეგებმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ ზოგადი სახის პრობლემა, რომ გარემო არა აქვთ ბავშვებს ქართული, რომ არ არსებობს ქართული არხები და, შესაბამისად, ტელევიზიითაც არ ესმით ენა, ბევრს ვერაფერს მომცემდა. პრობლემების გამომწვევი მიზეზი კიარა მხოლოდ, მათი გადაჭრის გზებიც უნდა მეძებნა. ამ მიზნით კი მოვმართე კოლეგებს ჩემი სკოლიდანაც და სხვა სკოლებში მომუშავეთაც. შევადგინე კითხვარი, რომელსაც ჰქონდა ასეთი სახე:

ა) რა იწვევს ლექსიკური მარაგის სიმწირეს მოსწავლეებში?

ბ) რა მეთოდებით ავუმაღლოთ მოსწავლეებს მოტივაცია ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად?

გ) როგორ შეიძლება მოსწავლეთა დაინტერესება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დასანერგად, რომ ლექსიკურად სწორად იმეტყველონ?

12

Page 13:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

დ) რომელია ყველაზე საიმედო და ეფექტური აქტივობა და სტრატეგიები ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად?

ე) ენიჭება თუა არა განსაკუთრებული როლი სკოლასა და პედაგოგებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში?

ვ) აქვს თუ არა გავლენა სოციუმს ბავშვის ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში?

1) განსაკუთრებული როლი აქვს; 2) არანაირი მნიშვნელობა არა აქვს; 3) მეტნაკლებად აქვს.

კითხვარი შევთავაზე კოლეგებსაც კვლევის დასაწყისში. კითხვარი შეავსეს არა მხოლოდ არაქართულენოვანი სკოლის ენის მასწავლებლებმა, არამედ, ქართულენოვანი სკოლის ენის მასწავლებლებმაც.

აი, რა ჩათვალეს მათ ლექსიკური მარაგის სიმწირის მიზეზად:

ა) მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის არსებობა. არ/ვერ სწავლობენ ენას.

ბ) განსხვავებული ინტერესები;

გ) სწავლების მეთოდების არამრავალფეროვნება;

დ) წიგნიერების დაბალი დონე;

აქვე კოლეგებმა მირჩიეს რა უნდა გაკეთდეს პრობლემის აღმოსაფხვრელად, ვის მოვალეობაში შედის ამ პრობლემის გადაჭრა. ნაწილი ფიქრობს, რომ სკოლას ენიჭება უპირატესობა, ნაწილს მიაჩნია, რომ პრობლემა უნდა აღმოიფხვრას ოჯახში, ხოლო ნაწილი კი ფიქრობს, რომ, როგორც სკოლამ,ისე ოჯახმა უნდა იზრუნოს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

პრობლემის მოგვარების შემოთავაზებული გზები კოლეგა ფილოლოგებისაგან შემდეგნაირად გამოიყურება:

ა) ღონისძიებები ქართულ ენაზე;

ბ) ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ღირსშესანიშნაობებზე საუბარი ექსკურსიის შემდეგ (ქართულ ენაზე);

გ) კითხვის დღის მოწყობა;

13

Page 14:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

დ) ქართული ფილმებისა და მულტფილმების ჩვენება და გარჩევა;

ე) საზაფხულო სკოლის მოწყობა;

ვ) გაკვეთილების დაგეგმვა და მრავალფეროვანი აქტივობებით.

იხილეთ ამსახველი მასალა:

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლის ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებელი მარინე მაისურაძე:

სსიპ ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ლომსაძე:

14

Page 15:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებელი მაია ვახტანგიშვილი.

15

Page 16:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

შესაძლო ინტერვენციები

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებია: მოსწავლეს გამოუმუშავოს მეტყველებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები:ლექსების ზეპირად წაკითხვა, სიმღერები, მარტივი დიალოგებისა და სკეტჩების გათამაშება,მინისპექტაკლებში მონაწილეობის მიღება. მოსწავლემ შეძლოს მარტივ ინტერქციაში მონაწილეობის მიღება: დასვას და უპასუხოს მარტივ შეკითხვებს, შეძლოს სურათის აღწერა: დაასახელოს ცხოველი, რაოდენობა, ნიშან-თვისებები, ადგილმდებარეობა, მოქმედებები. შეეძლოს გაბმულად საუბარი ოჯახისა და ნათესავების შესახებ, გაიხსენოს ამბები თავის გარშემო, ისაუბროს საკუთარი ინტერესების შესახებ, რა უყვარს,რა აინტერესებს, რას აკეთებს თავისუფალ დროს და ა.შ.

გადავწყვიტე დამეგეგმა,რა სახით, რა მეთოდებით დავხმარებოდი ჩემს მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში. მანამ,სანამ ჩემს აზრს მივაწვდიდი,მათი აზრი მოვისმინე,რა მოეწონებოდათ ყველაზე მეტად,რა თქმა უნდა დავიხმარე მათი მშობლიური ენის მასწავლებელი, ვინაიდან,მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესაუბრათ ამ ყველაფერზე თავიანთ მშობლიურ ენაზე. რასაკვირველია ლექსიკური მარაგის სიმწირემ აქაც შეუშალათ ხელი თავიანთი აზრი დაეფიქსირებინათ,თუმცა ერთი ცალსახად გასაგები იყო, რომ მათ ყველაზე მეტად თამაშით სწავლა მოსწონთ. ამიტომ გადავწყვიტე მათი ეს აზრი მაქსიმალურად გამეთვალისწინებინა ჩემი მუშაობის დაგეგმვის დროს.

5.2 განხორციელებული ინტერვენციები

1. თითქმის ერთი თვე ვიმუშავე მოსწავლეებთან ახალი სიტყვების დასწავლაზე. კერძოდ, მოსწავლეებს ვთავაზობდი მცირე ზომის ტექსტს. ( იხ. დანართი 2). წაკითხვამდე ვინიშნავდი, სავარაუდოდ, რომელი სიტყვები იქნებოდა მათთვის გაუგებარი და ამ

16

Page 17:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

სიტყვებს ვუწერდი დაფაზე. მათ განმარტებას კი ვაკეთებდით ზოგჯერ კონტექსტით, ზოგჯერ ლექსიკონის საშუალებით,ზოგჯერ თვალსაჩინოებით ( სურათით, რეალური საგნებით, მოქმედებებით, ჟესტ-მიმიკით). შემდეგ ამ სიტყვებზე ვადგენინებდი წინადადებებს. ამის შემდეგ უკვე ვაკითხებდი ახალ ტექსტს, სადაც მოსწავლეებმა უკვე იცოდნენ მასში არსებული სიტყვების მნიშვნელობა. ბოლოს კი ვთავაზობდი, ამ ახალი სიტყვების გამოყენებით დაესვათ კითხვები ერთმანეთისთვის.

2. ვირჩევდით თემებს და ვსაუბრობდით ამ თემების შესახებ. ვმართავდით დიალოგებს სხვადასხვა თემებზე, ამას ვაკეთებდით არა მარტო კლასში,არამედ გარეთ, ბუნებაში, ,,მაღაზიობანას“ ვაკეთებდით მაღაზიაში, ბუნებრივია, ლექსიკას წინასწარ ვააქტიურებდით და მხოლოდ ამის შემდეგ ვაკეთებდით დიალოგებს, ვცდილობდი შესწავლილი სიტყვები ავთენტურ სიტუაციაში გამოეყენებინათ, დავდიოდით სახლებში, სადაც ვათვალიერებდით ოთახებს, ისინი ხსნიდნენ რა ოთახია და რა ავეჯი დგას. რომელი ოთახი უყვართ ყველაზე მეტად და რატომ, ასევე, მაღაზიაში, სადაც ფეხსაცმელი და ტანსაცმელია და ვსაუბრობდით მათ შესახებ. რის შესაძლებლობასაც მაძლევდა სიტუაცია, ვიყენებდი,რომ მათი ლექსიკა აქტიური ყოფილიყო და,რაც მთავარია,დაემახსოვრებინათ ნასწავლი სიტყვები.

3. ყოველი კვირის ბოლოს ამოვირჩევდით ,,კვირის მნიშვნელოვან სიტყვას“ და ვსაუბრობდით მის შესახებ. ამ სიტყვაზე ვაკეთებდით ზეპირ სავარჯიშოებს.

4. ვიყენებდი თემატურ პოსტერებს. მათზე დაყრდნობით კი მოსწავლეები ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებდ პასუხობდნენ როგორც ერთი სიტყვით,ისე განვრცობილად. მე როგორც მოვთხოვდი. ბუნებრივი მიდგომის ეს გზა ეხმარებოდა მათ ლექსიკის ათვისებაში.

5. ვუყურებდით მულტფილმებს და ვკითხულობდით პატარა ზღაპრებს. მოსწავლეები საუბრობდნენ ნანახის შესახებ და ასახელებდნენ დადებით და უარყოფით პერსონაჟებს, ასევე განმარტავდნენ რატომ ფიქრობენ ასე, რა თქმა უნდა ვაძლევდი საშუალებას ეთქვათ თავიანთ მშობლიურ ენაზეც და არც ამ სიტყვებს ვტოვებდი ყურადღების მიღმა.( იხ. დანართი 3).

6. ხშირად ვაძლევდი შემდეგი სახის სავარჯიშოებს: წინადადებაში ,,დაკარგული სიტყვების მოფიქრება“. მოსწავლეები ფიქრობდნენ ლოგიკურად რა სიტყვა შეიძლება ჩაისვას შეთავაზებულ წინადადებაში, ასევე, ვანაცვლებდი ასოებს და ისე ადგენდნენ სიტყვებს სწორად.

17

Page 18:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

7. მოსწავლეებს ვაძლევდი სიტყვებს და ამ კონკრეტული სიტყვის გამოყენებით აღწერდნენ გარემოს. ვასაუბრებდი წინა დღის მნიშვნელოვან ამბებზე, სადაც ვააქტიურებდი სიტყვებს: იყო, იჯდა, ხატავდა, იწვა და სხვა. ასევე მათ ვთხოვდი ეს ნაამბობი გადმოეტანათ ახლანდელ დროში.

8. განსაკუთრებით მოეწონათ აქტივობა ,,სიტყვების პირამიდა“. ( იხ.დანართი 4). დავხაზე სქემა-პირამიდა და მოსწავლეებს შევთავაზე შეევსოთ ეს სქემა. თავში, ანუ ზედა საფეხურზე დავწერე სამიზნე სიტყვა, მათი დავალება იყო, ქვეშ, მეორე საფეხურზე დაეწერათ ამ სიტყვის განმარტება და მესამე სვეტში კი შეედგინათ წინადადება ამ სიტყვის გამოყენებით.

9. შესწავლილი თემიდან ვირჩევდით ერთ რომელიმეს და ისინი უკვე დამოუკიდებლად ადგენდნენ ტექსტს ამ თემის ირგვლივ. ( იხ. დანართი 5).

პერიოდულად ვიყენებდი, მოსწავლეების განმავითარებელი შეფასების ფორმებს. ვაკვირდებოდი მათ მუშაობას, ვაგროვებდი მონაცემებს იმისათვის, რომ კვლევის პერიოდში მქონოდა ინფორმაცია მათი ჩართულობის შესახებ.

5.3 ინტერვენციის შედეგები

ინტერვენციის შედეგების გადასამოწმებლად ჩავატარე ინტერვენციის შემდგომი დაკვირვება. ინტერვენციის შედეგები შეფასებისათვის წარმოვადგინეთ ინტერვენციამდელ დიაგრამასთან შედარებისათვის. შედეგი ცალსახაა.

18

Page 19:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

20%

30%

50%

დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგები

წარმატებით გაართვა თავი ნაწილობრივ გაართვა თავი

ვერ გაართვა თავი

50%

30%

20%

ინტერვენციის შემდგომი შედეგები

წარმატებით გაართვა თავი საშუალოდ გაართვა თავი

ვერ გაართვა თავი

თ ა ვ ი 66.1 პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპეტენციის უნარის ფლობა: მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ

19

Page 20:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

საქმიანობაში. შეუძლია საკვლევი საკითხის განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება, ანალიზი, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა, პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯიბესების მიზნით.კვლევის შედეგების გაცნობა კი ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს დააკვირდნენ მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესს. ჩავატარებთ კათედრის სხდომას, სადაც განვიხილავთ ჩემ მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელსაც რეკომენდაციის სახით აიღებენ მასწავლებლები.

თ ა ვ ი 77.1 პროექტის ვადები

აქტივობა თებერვალი

მარტი აპრილი

მაისი ივნისი

პრობლემის იდენტიფიცირება ×კვლევის გეგმის შემუშავება ×ლიტერატურის მიმოხილვა ×მოსწავლეებზე დაკვირვება × ×მოსწავლეების ანკეტირება ×მონაცემების დამუშავება ×

ინტერვენციების განხორციელება ×ინტერვენციის შემდგომი დაკვირვება

და რეკომენდაციები×

კათედრის წევრებთან გაცნობა ×ანგარიშის დაწერა ×

7.2 რეკომენდაციები, დასკვნები, მიგნებები20

Page 21:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

რეკომენდაციები მოსწავლეებისათვის:

ა) მეტი დრო დაუთმონ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას;

ბ) ხშირად უყურონ ქართულ მულტფილმებს და ერთმანეთთან ისაუბრონ მათ შესახებ;

გ) კითხვის დროს ყურადღება მიაქციონ ვინ/რა ასრულებს მოქმედებას, სად? როდის? როგორ?

დ) წაიკითხონ გათვლები და ლექსები და ისწავლონ ზეპირად.

რეკომენდაციები მასწავლებლებისათვის:

ა) მოსწავლეებს ერთდროულად ნუ მივცემთ სასწავლად დიდი რაოდენობით სიტყვებს,

სჯობს იმუშაონ ცოტაზე და ხარისხიანად;

ბ) კლასში მივცეთ უფრო მეტი განმარტებები სიტყვებზე, ვესაუბროთ მათ სინონიმებზე რაც გაუადვლებთ მათ სახლში ახალი სიტყვების დასწავლას.

გ) გამოვიყენოთ წამახალისებელი სტრატეგიები;

დ) მივცეთ სასწავლად, ან წასაკითხად ისეთი ტექსტები, რომლებიც იქნება შესაბამისი კლასის მოსწავლეთა შესაძლებლობების ადექვატური.

7.3 დასკვნა

კვლევის მიზანი იყო იმ მიზეზების დადგენა, თუ რა იწვევს ლექსიკური მარაგის სიმწირეს და რა გზებით, საშუალებებით უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდები: დაკვირვება, ანკეტირება. განხორციელებული აქტივობების დახმარებით გამოვლენილი იქნა პრობლემის რეალური მიზეზები და შემუშავებული იქნა რეკომენდაციები. განვახორციელე ინტერვენცია და მოსწავლეებში ამ გზით გავაუმჯობესე ლექსიკური მარაგი.

7.4 მიგნებები

კვლევის შედეგად გამოიკვეთა ერთი ტენდენცია, კონკრეტულად: განხორციელებული ინტერვენციების შედეგად ლექსიკური მარაგი გააუმჯობესდათ ისეთ მოსწავლეებს,

21

Page 22:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ არცერთი სიტყვა და, უფრო მეტიც, საერთოდ არ ჰქონდათ მოტივაცია.

განხორციელებული ინტერვენციების შედეგად გამოვლინდა, რომ თუ მოსწავლეებთან ხშირად გამოვიყენებ ბუნებრივ მიდგომებს სწავლების პროცესში,თუ ხშირად ჩავრთავ თამაშის

ელემენტებს და ავთენტურ სიტუაციაში ხშირად გამოვაყენებინებ სიტყვებს, ენის შესაწავლისადმი მათი ინტერესი გაიზრდება და დადებით შედეგსაც მივიღებთ.

7.5 კვლევის ნაკლოვანებები

კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ იგი განხორციელდა მხოლოდ ერთ კლასში. თუ კვლევა განხორციელდებოდა უფრო მასშტაბურად და იქნებოდა სრული ჩართულობა, შედეგს უფრო რეალურს მივიღებდი.

რეფლექსია

ინფორმაცია კვლევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ კოლეგებს გავაცანი კათედრის სხდომაზე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია კოლეგებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ კოლეგები, რომლებსაც ჯერ არ დაუგეგმავთ კვლევა, მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას კვლევისა და მისი მიმდინარეობის შესახებ, გაეცნობიან კვლევის სტრუქტურას და მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ პრაქტიკაში, მე კი მივიღებ უკუკავშირს, რასაც გამოვიყენებ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პროცესში.

კათედრის სხდომა წარიმართა საკმაოდ საქმიან ვითარებაში, კოლეგებს მოეწონათ პრაქტიკის კვლევის თემა, რადგან ლექსიკური მარაგის სიმწირის საკითხი ენის ( და არა მხოლოდ ქართული ენის) მასწავლებლებისთვის აქტუალურია. მათ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და აღნიშნეს, რომ წარმოდგენილ კვლევის სტრატეგიებს და ინტერვენციების სახეებს სიამოვნებით გამოიყენებენ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში.

22

Page 23:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

გამოყენებული ლიტერატურა

1. კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე. საქართველოს დაწყებითი

განათლების პროექტი. 2015.

2. ეროვნული სასწავლო გეგმა. 2011-2016 წწ. საქართველოს განათლებისა და

მეცნიერების სამინისტრო. ასევე ახალი რედაქცია.

3. პორტალი http://kargiskola.ge/login.php

4 . http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebitisafekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tsels

5. http://www.nplg.gov.ge

23

Page 24:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

დანართი 1. ( დიაგნოსტიკური ტესტირება)

24

Page 25:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

დანართი 2. ( ინტერვენციები)

25

Page 26:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

3.დანართი

26

Page 27:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

4.დანართი

27

Page 28:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

5.დანართი

28

Page 29:  · Web viewრას ნიშნავს სიტყვების ცოდნა? ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია

29