rama.moh.gov.gerama.moh.gov.ge/res/docs/20171031155508... · web viewპირველადი...

423
სსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს: 1. რრრრრრრ რრრრრ რრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ? *რ) რრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრ, რრრრრრრრრრრ რრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრ; რ ) რრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რრ რრრ რრრრრრრრრრ. ; რ ) რრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრ რრრრრრრ. 2. რრრრრრრ რრ რრრრ რრრრრ რრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრ: რ ) რრრრრრრრრრრ რრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ; რ ) რრრრრრრრრრრ რრრრრ რრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრ რრ რრრრრრრრ რრრრრრ რრრრრ რრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრ 20 რრრრრ რრრრ; რ ) რრრრრრრრრრრრ რრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრ რრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრ; რ ) რრრრრრრრრრრ რრრრრ რრრრრრრრრ რრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრ რრრრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრ; *რ) რრრრრრრრრრრრრ რრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრ 1 რრრრრრრრრ. 3. 24 რრრრ რრრრ რრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრ რრრრრრრრრ. რრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რრრრრ, რრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრ რრრრრრრრ. რრრრრრრ რრრრრ რრრრ რრრრრრრრ: რ ) 6 რრრრრ რ ) 1 რრრრ რრრრრრ რ ) 2 რრრრ რრრრრრ *რ) 3 რრრრ რრრრრრ რ ) 5 რრრრ რრრრრრ 4. 74 რრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრ რრრრ რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რ ) რრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრ რ ) რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრრრრ რრრრრ რ ) რრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრ რ ) რრრრრრრრრრრრ *რ) რრრრრრრრრ რრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ 5. რრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრ: რ ) რრრრრ რრრრ რრრრრრ რ ) რრრრ რრრრ რრრრრრ

Upload: others

Post on 27-Dec-2019

5 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

სპეციალობისა და პროფესიონალიზმის საფუძვლები:

1. რომელია სწორი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან?

*ა) სკრინინგი მეორეული პრევენციის სინონიმია და გულისხმობს ასიმპტომური პაციენტის გასინჯვას, გამოკითხვას ან გამოკვლევას დაავადების არსებობის ან არარსებობის დადგენის მიზნით;

ბ ) სკრინინგი პირველადი პრევენციის სინონიმია და გულისხმობს დაავადების გამომწვევ მიზეზზე ზემოქმედებას და მის აღმოფხვრას. ;

გ ) სკრინინგი მესამეული პრევენციის სინონიმია და გულისხმობს ჩამოყალიბებული დაავადების კონტროლსა და მართვას.

2. რომელია არ არის სწორი ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან:

ა ) საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კარცინომა იწყება ადგილობრივი დისპლაზიით;

ბ ) საშვილოსნოს ყელის კიბოს ადგილობრივი დისპლაზიის ფორმასა და ინვაზიურ ფორმას შორის დროის შუალედმა შეიძლება შეადგინოს 20 წელზე მეტი;

გ ) პაპანიკოლაუს ტესტი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ეფექტური მეთოდია;

დ ) საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბოს არსებობაზე ეჭვის დასადასტურებლად პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კოლპოსკოპია და ცერვიკალური ბიოფსია;

*ე) პაპანიოკოლაუს ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია მენოპაუზის პერიოდიდან მოყოლებული ყოველ 1 წელიწადში.

3. 24 წლის ქალს არ აღენიშნება ცერვიკალური ნეოპლაზიის რისკ ფაქტორები. ორჯერ ჩაუტარდა პაპანიკოლაუს სინჯი, ორივე შემთხვევაში პათოლოგია არ აღინიშნა. შემდეგი ნაცხი უნდა გაკეთდეს:

ა ) 6 თვეში

ბ ) 1 წლის შემდეგ

გ ) 2 წლის შემდეგ

*დ) 3 წლის შემდეგ

ე ) 5 წლის შემდეგ

4. 74 წლის პაციენტი გამოკვლეული უნდა იყოს კოლორექტალურ სიმსივნეზე ყოველწლიურად

ა ) რექტალური გასინჯვა თითით

ბ ) ბარიუმის პნევმოკონტრასტული ოყნით

გ ) ელასტიური სიგმოიდოსკოპით

დ ) კოლონოსკოპით

*ე) განავალის ფარულ სისხლდენაზე გამოკვლევით

5. მაღალი არტერიული წნევის სკრინინგის დაწყება ბავშვებში საჭიროა:

ა ) ექვსი თვის ასაკში

ბ ) ერთი წლის ასაკში

გ ) ორი წლის ასაკში

*დ) სამი წლის ასაკში

ე ) ხუთი წლის ასაკში

6. ჩვეულებრივ სმენის სკრინინგი ჩვილ ბავშვთა ასაკში უნდა ჩატარდეს

*ა) როგორც ახალშობილთა მოვლის ნაწილი საავადმყოფოში

ბ ) 1-2 თვის ბავშვის შემოწმებისას

გ ) ერთი წლის ასაკში

დ ) 2-3 წლის ასაკში

7. პირველადი პრევენცია გულისხმობს:

ა ) დაავადებათა დიაგნოსტიკას ადრეულ - პრეკლინიკურ სტადიაზე;

ბ ) დაავადებათა გართულებების, ინვალიდობის თავიდან აცილებას;

*გ) დაავადებათა განვითარების თავიდან აცილებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას, რისკფაქტორების შემცირებას;

8. მეორეული პრევენცია გულისხმობს:

ა ) დაავადებათა განვითარების თავიდან აცილებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას, რისკფაქტორების შემცირებას;

ბ ) დაავადებათა გართულებების, ინვალიდობის თავიდან აცილებას;

*გ) დაავადებათა დიაგნოსტიკას ადრეულ - პრეკლინიკურ სტადიაზე;

9. მესამეული პრევენცია გულისხმობს:

ა ) დაავადებათა განვითარების თავიდან აცილებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას, რისკფაქტორების შემცირებას;

*ბ) დაავადებათა გართულებების, ინვალიდობის თავიდან აცილებას;

გ ) დაავადებათა დიაგნოსტიკას ადრეულ - პრეკლინიკურ სტადიაზე;

10. არტერიული ჰიპერტენზიის პირველადი პრევენცია მოიცავს:

ა ) არტერიული წნევის პერიოდულ შემოწმებას – სკრინინგს;

*ბ) რისკ-ფაქტორების მოდიფიცირების გზით არტერიული წნევის მატების თავიდან აცილებას;

გ ) არტერიული ჰიპერტენზიის სათანადო მკურნალობას, კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორების მოდიფიცირებას.

11. არტერიული ჰიპერტენზიის მეორეული პრევენცია მოიცავს:

*ა) არტერიული წნევის პერიოდულ შემოწმებას – სკრინინგს;

ბ ) რისკ-ფაქტორების მოდიფიცირების გზით დაავადების განვითარების თავიდაან აცილებას;

გ ) არტერიული ჰიპერტენზიის სათანადო მკურნალობას, რისკ-ფაქტორების მოდიფიცირებას.

12. არტერიული ჰიპერტენზიის მესამეული პრევენცია მოიცავს:

ა ) არტერიული წნევის პერიოდულ შემოწმებას – სკრინინგს;

ბ ) რისკ-ფაქტორების მოდიფიცირების გზით დაავადების განვითარების თავიდაან აცილებას;

*გ) არტერიული ჰიპერტენზიის სათანადო მკურნალობას, რისკ-ფაქტორების მოდიფიცირებას

13. 55 წლის მამაკაცმა მოგმართათ ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების მიზნით. ჩივილები არ აქვს. რომელ სკრინინგულ ღონისძიებას ჩაუტარებთ ამ პიროვნებას?

ა ) სისხლის საერთო ანალიზი;

*ბ) არტერიული წნევის გაზომვა;

გ ) პროთრომბინის ინდექსის განსაზღვრა;

დ ) შარდის საერთო ანალიზი.

14. 28 წლის ქალმა მოგმართათ ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების მიზნით. ჩივილები არ აქვს. რა პრევენციული ღონისძიებებია ნაჩვენები ამ ასაკის ახალგაზრდა ქალებისთვის?

ა ) პაპანიკოლაუს ნაცხი და საკვერცხეების პალპაცია;

*ბ) პაპანიკოლაუს ნაცხი;

გ ) პაპანიკოლაუს ნაცხი და მამოგრაფია;

15. სკრინინგის ჩატარება მიმართულია დაავადებების ადრეული დიაგნოზისთვის, რომლებიც:

ა ) იშვიათია, მაგრამ ხასიათდება მაღალი სიკვდილობით;

*ბ) ხასიათდება ხანგრძლივი პრეკლინიკური ფაზით;

გ ) შესაძლებელია განიკურნოს დაავადების ნებისმიერ ეტაპზე.

16. იმუნიზაცია მიეკუთვნება:

*ა) პირველად პრევენციას;

ბ ) მეორეულ პრევენციას;

გ ) მესამეულ პრევენციას.

17. მამოგრაფია მიეკუთვნება:

ა ) პირველად პრევენციას;

*ბ) მეორეულ პრევენციას;

გ ) მესამეულ პრევენციას.

18. ორსულობის 12 კვირის ვადამდე ნერვული ღეროს განვითარების ანომალიის პრევენციის მიზნით რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავას დანიშვნა. აღნიშნული ღონისძიება არის:

*ა) პირველადი პრევენცია;

ბ ) მეორეული პრევენცია;

გ ) მესამეული პრევენცია.

19. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტისთვის მკურნალობის მედიკამენტური რეჟიმის დანიშვნა და რჩევა-დარიგება რისკ-ფაქტორების მოდიფიკაციის შესახებ არის ამ დაავადების:

ა ) პირველადი პრევენცია;

ბ ) მეორეული პრევენცია;

*გ) მესამეული პრევენცია.

20. ჩამოთვლილთაგან რომელია პირველადი პრევენციის მაგალითი?

ა ) იშემიური შეტევის პრევენციის მიზნით ასპირინის დანიშვნა პაციენტისთვის, რომელსაც სტაბილური სტენოკარდია აქვს;

*ბ) პაციენტის განათლება ოსტეოპოროზის შესახებ;

გ ) სისხლში გლუკოზის დონის პერიოდული განსაზღვრა დიაბეტის გამოსავლენად;

დ ) ახალშობილებში სმენის სკრინინგი.

21. ჩამოთვლილთაგან რომელია მეორეული პრევენციის მაგალითი?

ა ) იშემიური შეტევის პრევენციის მიზნით ასპირინის დანიშვნა პაციენტისთვის, რომელსაც სტაბილური სტენოკარდია აქვს;

ბ ) პაციენტის განათლება ოსტეოპოროზის შესახებ;

*გ) სისხლში გლუკოზის დონის პერიოდული განსაზღვრა დიაბეტის გამოსავლენად;

დ ) იმუნიზაცია.

22. ჩამოთვლილთაგან რომელია მესამეული პრევენციის მაგალითი?

*ა) იშემიური შეტევის პრევენციის მიზნით ასპირინის დანიშვნა პაციენტისთვის, რომელსაც სტაბილური სტენოკარდია აქვს;

ბ ) პაციენტის განათლება ოსტეოპოროზის შესახებ;

გ ) სისხლში გლუკოზის დონის პერიოდული განსაზღვრა დიაბეტის გამოსავლენად;

დ ) იმუნიზაცია.

23. ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების მიზნით მოგმართავთ 51 წლის ქალბატონი. ჩივილები არ აქვს. რომელი ღონისძიების ჩატარებაა რეკომენდებული?

ა ) კოლონოსკოპია;

*ბ) მამოგრაფია;

გ ) ეკგ;

დ ) სისხლის საერთო ანალიზი.

24. ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების მიზნით მოგმართავთ 40 წლის მამაკაცი. ჩივილები არ აქვს. ჯანმრთელია. რომელი ღონისძიების ჩატარებაა რეკომენდებული?

*ა) არტერიული წნევის გაზომვა;

ბ ) ელექტროკარდიოგრაფია;

გ ) სისხლის საერთო ანალიზი;

დ ) შარდის საერთო ანალიზი.

25. 34 წლის ქალბატონი მოგმართავთ ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების მიზნით. ჩივილები არ აქვს. რომელი ღონისძიების ჩატარებაა რეკომენდებული?

*ა) პაპ-ტესტი;

ბ ) მამოგრაფია;

გ ) პაპ-ტესტი და მამოგრაფია;

დ ) სისხლის საერთო ანალიზი;

26. ჩამოთვლილი დებულებებიდან პრევენციასთან დაკავშირებით სწორია:

ა ) მესამეული პრევენცია გულისხმობს დაავადებების განვითარების თავიდან აცილებას;

ბ ) პირველადი პრევენცია გულისხმობს ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია დაავადებათა გართულებების და ინვალიდობის თავიდან აცილებისკენ;

*გ) ასიმპტომური დაავადებების სკრინინგი იგივე მეორეული პრევენციაა და გულისხმობს დაავადების აღმოჩენას `ფარულ~, ასიმპტომურ ეტაპზე;

27. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული კომბინაცია?

ა ) პირველადი პრევენცია – პაპ-ტესტი;

*ბ) მეორეული პრევენცია – მამოგრაფია;

გ ) მესამეული პრევენცია _ ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლება.

28. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული კომბინაცია?

*ა) პირველადი პრევენცია – იმუნიზაცია;

ბ ) მეორეული პრევენცია – რისკ-ფატორების მოდიფიკაცია;

გ ) მესამეული პრევენცია _ არტერიული წნევის სკრინინგი.

29. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული კომბინაცია?

*ა) პირველადი პრევენცია – ტრავმების თავიდან აცილება (მაგ. უსაფრთხოების ღვედების შეკვრა);

ბ ) მეორეული პრევენცია – რისკ-ფატორების მოდიფიკაცია;

გ ) მესამეული პრევენცია _ კოლონოსკოპია.

30. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ განეკუთვნება ასიმპტომური დაავადებების სკრინინგის ტესტის შერჩევის კრიტერიუმებს?

ა ) მარტივი და იაფი;

ბ ) პაციენტისათვის მისაღები;

გ ) მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა;

*დ) მაღალტექნოლოგიური.

31. საოჯახო მედიცინა არის:

*ა) აკადემიური და მეცნიერული დისციპლინა საკუთარი საგანმანათლებლო შინაარსით, კვლევითი, მტკიცებებზე დაფუძნებული და კლინიკური საქმიანობით, პირველად ჯანდაცვაზე ორიენტირებული კლინიკური სპეციალობა;

ბ ) მეცნიერული დისციპლინა, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ დაავადებათა პრევენციაზე;

გ ) როგორც პირველად, ისე მეორეულ და მესამეულ ჯანდაცვაზე ორიენტირებული კლინიკური სპეციალობა;

32. რომელი ტერმინი არ მიესადაგება ოჯახის ექიმს:

ა ) ექიმი სპეციალისტი;

*ბ) ზოგადი პროფილის ექიმი;

გ ) პირველად ჯანდაცვაში დასაქმებული ექიმი;

დ ) ზოგადი პრაქტიკის ექიმი.

33. ოჯახის ექიმის საქმიანობაში ჰოლისტიკური მოდელირება ნიშნავს:

ა ) პაციენტის ყველა ორგანოსა და სისტემის დეტალურ შესწავლას და შედეგების შეფასებას;

*ბ) პაციენტის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებას, ოჯახური მდგომარეობისა და სოციალური კავშირების გათვალისწინებას;

გ ) პაციენტის ფსიქოტიპისა და სოციალური მდგომარეობის შეფასებას;

დ ) მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოხტიკასა და მკურნალობას, დაავადებების პრევენციას და ცხოვრების ჯანსაღ წესის დანერგვას.

34. ოჯახის ექიმი:

ა ) დაკავებულია მხოლოდ გავრცელებული ინფექციური და არაინფექციური დაავადებების პრევენციით და მართვით;

ბ ) დაკავებულია მხოლოდ მოზრდილების ჯანმრთელობის პრობლემებით;

გ ) დაკავებულია მხოლოდ მოზრდილებისა და მოხუცებულების ჯანმრთელობის პრობლემებით;

*დ) დაკავებულია ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებით, მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა, დაავადებისა ან პიროვნული მახასიათებლებისა.

35. ქვემოთ მოცემულთაგან, რომელი განმარტებაა სწორი:

*ა) ოჯახის ექიმი პასუხისმგებელია, უპირველეს ყოვლისა, ყოვლისმომცველი და უწყვეტი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფისათვის ყოველი ინდივიდისათვის, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, დაავადებისა;

ბ ) ოჯახის ექიმი პასუხისმგებელია მხოლოდ დაავადების საწყისი სტადიისა და არადიფერენცირებული ფორმის ამოცნობისათვის;

გ ) ოჯახის ექიმი პასუხისმგებელია მხოლოდ მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვისათვის;

დ ) ოჯახის ექიმი პასუხისმგებელია მხოლოდ დაავადებათა პრვენციის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის.

36. ოჯახის ექიმი ხელს უწყობს რესურსების რაციონალურ გამოყენებას პირველად ჯანდაცვაში:

ა ) იაფი მედიკამენტების შერჩევითა და მედიკამენტებზე დახარჯული თანხების შემცირების გზით;

*ბ) სამედიცინო დახმარების კოორდინაციის, სხვა სპეციალისტებთან ერთობლივი საქმიანობის გზით, პაციენტის ადვოკატის როლის შესრულებით იმ შემთხვევებში, როცა აუცილებელია არასაჭირო სკრინინგის, ტესტირებისა და მკურნალობის თავიდან აცილება;

გ ) პაციენტების მიმართვით საავადმყოფოში, სადაც მათ დახმარების გაუწევენ შესაბამისი დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები;

დ ) მწვავე დაავადებების ამოცნობისა და რაციონალური მართვის გზით.

37. ოჯახის ექიმი:

*ა) ითვალისწინებს და, თავისი კომპეტენციების ფარგლებში, მართავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს შორის;

ბ ) დაკავებულია მხოლოდ უკვე დიაგნოსტირებული დაავადებების მქონე პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობით;

გ ) ორიენტირებულია მხოლოდ დაავადებათა ადრეულ ამოცნობაზე, რის შემდეგაც პაციენტს აგზავნის შესაბამის სპეციალისტთან;

დ ) პასუხისმგებელია მხოლოდ დაავადებათა პრევენციისათვის.

38. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრებაა სწორი პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო კონსულტაციის ჩატარების შესახებ:

ა ) აუცილებელია, რომ პაციენტს დასაწყისშივე სწორი კალაპოტი მივცეთ, რისთვისაც კონკრეტული, სპეციფიკური კითხვების დასმაა საჭირო;

ბ ) პაციენტს არ უნდა მივცეთ დიდი დრო თავისი დაავადების შესახებ დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად, რადგან ეს ბევრი დროის გაფლანგვას გამოიწვევს;

*გ) კონსულტაციის დასაწყისში რაც უფრო დიდხანს აცდით პაციენტს საუბარს, მით უფრო მეტად იქნება შესაძლებელი მისი პრობლემის განსაზღვრა;

დ ) კონსულტაციის ჩატარებისას პაციენტის ემოციებზე რეაქცია არ არის ექიმის ფუნქცია, რადგან ეს არ იძლევა პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემაზე კონცენტრაციის საშუალებას.

39. პაციენტისათვის დახურული კითხვის დასმა გულისხმობს შემდეგს:

ა ) კითხვას, რომლის შინაარსი ბოლომდე ნათელი არ არის პაციენტისათვის და შეიცავს დაფარულ ინფორმაციას;

*ბ) კონკრეტული კითხვის დასმას, რომელიც ასევე კონკრეტულ პასუხს საჭიროებს, მაგალითად, `ჰოს~ ან `არას~

გ ) კითხვა, რომლის მიზანია პაციენტის ვიზიტის მიზეზის გაგება.

40. როდის არის მიზანშეწონილი ღია კითხვების გამოყენება:

*ა) კონსულტაციის დასაწყისში;

ბ ) კონსულტაციის ბოლოს;

გ ) არა აქვს მნიშვნელობა, როდის იქნება გამოყენებული.

41. რომელი მოსაზრებაა სწორი არავერბალური კომუნიკაციის შესახებ:

ა ) ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ ერთი ფორმით იყოს წარმოდგენილი;

ბ ) არავერბალური კომუნიკაცია, უმთავრესად, ჩვენს ნებისყოფას და კონტროლს ექვემდებარება;

*გ) როცა ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია ერთმანეთს არ ესადაგება ან ერთმანეთის საპირისპიროა, უპირატესობა არავერბალური კომუნიკაციის საშუალებით მიწოდებულ `გზავნილს~ ენიჭება.

42. პაციენტისათვის ღია კითხვის დასმა გულისხმობს შემდეგს:

ა ) კითხვა, რომელიც ძალზე მარტივი და გასაგებია პაციენტისათვის და ითხოვს ძალიან კონკრეტულ პასუხს, მაგალითად, `ჰოს~ ან `არას~;

*ბ) ზოგადი კითხვა, რომელიც არ ითხოვს კონკრეტულ პასუხს და პაციენტს საშუალებას აძლევს გამოთქვას თავისი აზრი;

გ ) კითხვა, რომელიც გასაგები ენით არის ჩამოყალიბებული.

43. არავერბალურ კომუნიკაციას არ განეკუთვნება:

ა ) შეხება;

ბ ) ხმის ტონი, სიძლიერე;

გ ) თვალებით კონტაქტი;

*დ) მოკლე, ბუნდოვანი წინადადებებით საუბარი;

ე ) მანძილი მოსაუბრეებს შორის.

44. კონსულტაციის ჩატარებისა და სამედიცინო ჩანაწეების შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან, რომელი არ დასტურდება კვლევებით:

*ა) კონსულტაციის დროს სამედიცინო ჩანაწერების წარმოება ექიმისათვის ჩვეული საქმეა და ის არ იწვევს კომუნიკაციის გაუარესებას ექიმსა და პაციენტს შორის;

ბ ) ვიზიტის დაწყებისას პაციენტები თავს იკავებენ ექიმთან საუბრის გაგრძელებაზე მანამ, სანამ ექიმი თვალით კონტაქტს არ დაამყარებს მათთან (სანამ არ შეხედავს პაციენტს);

გ ) პაციენტები შუა საუბარში ჩერდებიან, როცა ექიმი სამედიცინო ჩანაწერებში იხედება და აგრძელებენ საუბარს მაშინ, როცა ექიმი კვლავ დაამყარებს მათთან თვალით კონტაქტს;

დ ) პაციენტის აზრების თავისუფალი მსვლელობა ფერხდება, როცა ექიმი სხვაგან იყურება და კვლავ აღდგება, როცა ექიმი მზერას კვლავ პაციენტზე გადაიტანს.

45. დ.პენდლეტონის მიხედვით, რომელი არ განეკუთვნება ოჯახის ექიმის ამოცანებს კონსულტაციის წარმოებისას:

ა ) განსაზღვროს პაციენტის მომართვის მიზანი;

ბ ) განსაზღვროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაძლო სხვა პრობლემები;

გ ) ჩართოს პაციენტი პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში და მათ განხორციელებაში;

დ ) სათანდოდ გამოიყენოს დროს და სხვა რესურსები;

*ე) არ დაასრულოს კონსულტაცია, სანამ არ დაისმება დაავადების ზუსტი დიაგნოზი.

46. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრებაა სწორი პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო კონსულტაციის ჩატარების შესახებ:

ა ) თუ ექიმი ამჩნევს, რომ გულჩახვეული პაციენტი (ე.წ. `ინტროვერტი~) გარკვეულ საკითხზე საუბრისას, პაციენტი თავს უხერხულად გრძნობს, ექიმმა უნდა მიატოვოს აღნიშნული თემა;

ბ ) ექიმმა თავი უნდა აარიდოს პაციენტისათვის უხერხულ საკითხებზე საუბრის დაწყებას;

*გ) გულჩახვეულ პაციენტთან კონსულტაციის ჩატარებისას, როდესაც პაციენტი შეეხება ალკოჰოლთან, წამალთან, იმპოტენციასთან ან სხვა `უხერხულ~ პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხს, ექიმმა უნდა გაამხნევოს პაციენტი და სტიმული მისცეს მას, რათა სრულად გამოხატოს თავისი აზრი.

47. რომელი მოსაზრებაა სწორი პაციენტისათვის ცუდი დიაგნოზის შეტყობინების მეთოდის შესახებ (ე.წ. `სპაიკს~ მოდელი):

ა ) უმჯობესია კონსულტაციის დასაწყისშივე ავიღოთ ინიციატივა და პაციენტს ვუთხრათ სიმართლე მისი დიაგნოზის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი გაუგებრობა;

*ბ) დასაწყისში უმჯობესია, გავარკვიოთ, რა იცის პაციენტმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

გ ) ყველა შემთხვევაში უმჯობესია, ცუდი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია პირველად მიავწოდოთ პაციენტის ახლობელს და მერე პაციენტს. ეს დაგევხმარება პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდების ოპტიმალური ფორმის შერჩევაში.

48. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან როგორ გარემოში ჯობია პაციენტისათვის ცუდი ინფორმაციის (მაგ., დაავადების და/ან პროგნოზის შესახებ) მიწოდება:

ა ) ტელეფონით, რადგან ეს ამცირებს სტრესს როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის;

ბ ) მისაღებში, ფეხზე დგომისას, რაც ხაზს უსვამს ექიმის მოუცლელობას და თავიდან ააცილებს ექიმს დამატებით და უხერხულ კითხვებს;

გ ) სხვა სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით, რაც ხაზს უსვამს ექიმის სიტყვების მნიშვნელობას და ობიექტურობას;

*დ) ექიმის საკონსულტაციო ოთახში, მყუდრო და მშვიდ გარემოში ისე, რომ საკმარისი დრო იყოს ინფორმაციის გაზიარებისა და საუბრისათვის.

49. პაციენტს, 59 წლის ქალბატონს დაუდგინდა მკერდის კიბოს დიაგნოზი, რის შესახებაც პათოლოგანატომიური გამოკვლევის დასკვნა რამდენიმე საათის წინ მიიღეთ (ჩატარებული იყო მამოგრაფია და ბიოფსია). ახლა პაციენტი თავის შვილთან ერთად მოვიდა თქვენს ოფისში (ოჯახის ექიმის კლინიკაში) და კორიდორში გკითხათ გამოკვლევის შედეგის შესახებ. როგორ მოიქცევით?

ა ) პაციენტს შვილის თანდასწრებით, იქვე (კორიდორში) ვეტყვი გამოკვლევების შედეგებს;

ბ ) ჯერ პაციენტის შვილს გავესაუბრები, შემდეგ მასთან ერთად გადავწყვეტ, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია მის დედას;

გ ) პაციენტს შვილთან ერთად შევიპატიჟებ საკონსულტაციო ოთახში და ორივეს ვაცნობებ გამოკვლევის შედეგებს;

*დ) პაციენტს ვეტყვი, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს სათქმელი და ოთახში შევიპატიჟებ; ამასთან, ვკითხავ, ხომ არ აქვს სურვილი, რომ შვილიც დაესწროს კონსულტაციას და თუ თანახმა იქნება, შვილსაც საკონსულტაციო ოთახში მივიპატიჟებ.

50. პაციენტს შეატყობინეთ პაპანიკოლაუს ტესტის გამოკვლევის შედეგები, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს არსებობაზე მიუთითებს. კიბოს დიაგნოზის ხსენებისას პაციენტმა ტირილი დაიწყო. როგორ მოიქცევით:

ა ) პაციენტს ხელ მოვკიდებ, თანავუგრძნობ და დავამშვიდებ;

ბ ) პაციენტს `დავუყვავებ~ მისი ემოციური რექციის შემცირების მიზნით და ვეტყვი, რომ ახლა ტირილს დრო არ არის;

*გ) პაციენტის ცოტა ხნით ვაცდი ემოციების გამოხატვას და შემდეგ შევეცდები თანაგრძნობის გამოხატვას.

51. რომელი მოსაზრებაა სწორი პაციენტისათვის ცუდი ამბების შეტყობინების შესახებ:

ა ) პაციენტს ცუდი ამბავი უთხარით სწრაფად, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი სტრესი;

ბ ) პაციენტისათვის ცუდი ამბების მიწოდებისას ჯობია გამოიყენოთ შეძლებისდაგვარად მეტი სამედიცინო ტერმინი, რათა ნაკლები სტრესი გამოიწვიოთ;

*გ) მიაწოდეთ ინფორმაცია მცირე `ულუფებით~ და ხანგამოშვებით შეამოწმეთ, რამდენად გაიგო ეს ინფორმაცია პაციენტმა; გამოიყენეთ პაუზები, რათა საშუალება მისცეთ პაციენტს და დამსწრე პირებს (ოჯახის წევრებს) აღიქვან (`გადახარშონ~) ნათქვამი.

52. მოგმართათ პაციენტმა, რომლის ოჯახის ექიმიც თქვენ ხართ და რომელიც ითხოვს მისი სამედიცინო ჩანაწერების ასლს, რადგან გეგმავს სხვა, კერძო, ექიმთან ვიზიტს; როგორ მოიქცევით:

ა ) ვეტყვი, რომ მას სამედიცინო ჩანაწერების გაცნობის უფლება არ აქვს და ამონაწერს გადავცემ უშუალოდ ექიმს;

*ბ) გავაკეთებ ჩანაწერების ასლს და გადავცემ პაციენტს;

გ ) გავაკეთებ ჩანაწერების ასლს და გადავცემ პაციენტის ოჯახის წევრს;

დ ) უარს ვეტყვი პაციენტს სამედიცინო ჩანაწერების ასლის გაკეთებაზე და შევთავაზებ ამონაწერის გამზადებას ან მის მიერ შერჩეული ექიმისათვის ინფორმაციის ზეპირად (მაგ., ტელეფონით) მიწოდებას.

53. პაციენტისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან, რომელს არ ეთანხმებით:

*ა) ექიმის მოვალეობა პაციენტის მკურნალობაა; ამიტომ სამუშაო დროის ძირითადი ნაწილი სადიაგნოზო და სამკურნალო პროცესს უნდა დაუთმოს. მან უნდა მოიპოვოს პაციენტის ნდობა და, როგორც ექსპერტმა, საკუთარი შეხედულებებისამებრ უნდა წარმართოს მკურნალობის პროცესი. ამით ექიმი დაზოგავს ძვირფას დროს და აიცილებს თავიდან რთული სამედიცინო საკითხების გარჩევას და ახსნა-განმარტებების მიცემას პაციენტისათვის, რომელსაც, ბუნებრივია, არ გააჩნია არავითარი კომპეტენცია სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

ბ ) პაციენტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება საექიმო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია; ამასთან, პაციენტმა კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული საკუთარი ჯანმრთელობის საკითხებში. ამიტომ ექიმმა პაციენტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას საკმარისი დრო უნდა დაუთმოს.

გ ) პაციენტი უნდა იყოს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესის აქტიური მონაწილე. ამიტომ მას ექიმმა ყველა სათანადო განმარტება უნდა მისცეს. ამასთან, ექიმი უნდა დარწმუდნეს, რომ პაციენტმა გაიგო მისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

54. პირველადი ვიზიტით მოგმართათ 54 წლის პაციენტმა ქალმა, რომელიც თქვენს სამიზნე რეგიონში ახალი გადმოსულია. პაციენტს არტერიული ჰიპერტენზია (II სტადია, ნაციონალური გაიდლაინის მიხედვით) და მცირედ გამოხატული გულის უკმარისობის ნიშნები აქვს. პაციენტმა გითხრათ, რომ პერიოდულად იღებს ანტიჰიპერტენზიულ წამლებს, მაგრამ არ უნდა მათი მუდმივად მიღება, რადგან ინსტრუქციის მიხედვით ყველა მათგანს სხვადასხვა გვერდითი მოქმედება აღენიშნება. პაციენტის გამოკვლევის შედეგად გადაწყვიტეთ შარდმდენისა და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორის დანიშნვა. ამასთან, იცით, რომ აგფ-ინჰიბიტორმა შეიძლება გამოიწვიოს ხველა, ანგიონევროზული შეშუპება და სხვა გვერდითი მოვლენები. როგორ მოიქცევით?

*ა) ავუხსნი პაციენტს მისი დაავადების არსს და შეთავაზებული წამლების მნიშვნელობას, მათი გამოყენებისას მოსალოდნელ დადებით ეფექტს; ასევე, ვაცნობებდი წამლის შესაძლო გვერდითი მოქმედების შესახებ, რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს ის.

ბ ) ავუხსნი პაციენტს მისი დაავადების არსს და შეთავაზებული წამლების მნიშვნელობას, მათი გამოყენებისას მოსალოდნელ დადებით შედეგებს; ამასთან, არაფერს ვეტყვი წამლის შესაძლო არასასურველი ეფექტის შესახებ, რათა უარი არ თქვას წამლის მიღებაზე ან თავი არ დაანებოს მას.

გ ) გავკიცხავ პაციენტს ექიმებისადმი დაუმორჩილებლობის გამო და ავუხსნი, რომ წამლის დანიშვნა ექიმის საქმეა, დანიშნულების გულმოდგინედ შესრულება კი – პაციენტისა.

55. პაციენტისათვის სამედიცინო კონსულტაციის ჩატარების შემდეგ თქვენს სამუშაო ოთახში გესტუმრათ კოლეგა, რომელიც მოწვეული იყო სხვა პაციენტის გასასინჯად. მან გითხრათ, რომ ოთახიდან ახლად გასული პაციენტი მისი მეზობელია და გკითხათ, ჯანმრთელობის რა პრობლემის გამო მოგმართათ მან. როგორ მოიქცევით?

ა ) ყველაფერს გულახდილად გავუზიარებ კოლეგას;

ბ ) კოლეგას ვაცნობებ პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ, თუკი ეს პრობლემა არ შეეხება სქესობრივად გადამდებ დაავადებას ან მსგავს უხერხულ საკითხს;

*გ) თავს შევიკავებ კოლეგისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე.

56. 61 წლის მამაკაცი რომელმაც ბოლო 6 თვის მანძილზე რამოდენიმეჯერ გაიარა სამედიცინო შემოწმება, უჩივის ხველას და ადვილად დაღლას. გულმკერდის რენტგენოგრამაზე, რომელიც ჩაუტარდა ამ ვიზიტის დროს, აღმოჩნდა საეჭვო კვანძი ფილტვში. სამედიცინო ჩანაწერის შემოწმებისას ექიმმა ყურადღება მიაქცია, რომ გულმკერდის რენტგენოგრამაზე, რომელიც გადაღებულია 3 თვის წინ, შეინიშნება უფრო მცირე ზომის კვანძი იმავე მხარეს. ექიმმა ყურადღება ვერ გაიხსენა ეს ჩანაწერი, ის არ იყო ხელმოწერილი მის მიერ. აღმოჩნდა რომ მას გამორჩა ეს ჩანაწერი. როგრო უნდა მოიქცეს ექიმი:

ა ) არ გაუმხილოს პაციენტს წინა რენტგენოგრამის შედეგები, რადგანაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამოდენიმე თვით დაგვიანება რაიმე გავლენას იქონიებს გამოსავალზე.

ბ ) არ გაუმხილოს პაციენტს წინა რენტგენოგრამის შედეგები, რადგანაც ამან შეიძლება პაციემტს ექიმის რწმენა დაუკარგოს.

გ ) გააუქმოს ძველი რენტგენოგრამის პასუხი.

*დ) აცნობოს პაციენტს შეცდომის შესახებ, იმის მიუხედავად მოითხოვს თუ არა იგი ძველ ჩანაწერს.

57. თუ ექიმისათვის მორალურად მიუღებელია მკურნალობის ის ფორმა, რომელსაც მოითხოვს პაციენტი, მან უნდა მოიმოქმედოს შემდეგი:

*ა) გადასცეს მზრუნველობა სხვა ექიმს, რომლისთვისაც მისაღებია პაციენტის სურვილები.

ბ ) უარი თქვას პაციენტის შემდგომ მზრუნველობაზე.

გ ) დაემორჩილოს პაციენტის მოთხოვნას.

დ ) შეეცადოს დაარწმუნოს პაციენტი, რომ მან მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.

ე ) დანიშნოს ისეთი მკურნალობა, რომელიც ექიმის თვალსაზრისითსაუკეთესოა პაციენტისათვის.

58. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა შეიძლება გახდეს ეთიკის კომისიის განსჯის საგანი, გარდა ერთისა

ა ) პაციენტის აქვს ნაწლავის კიბო. მისი ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ სამედიცინო პერსონალმა დაუმალოს დიაგნოზი პაციენტს, ექიმებს მიაჩნიათ, რომ პაციენტს უფლება აქვს და სჭირდება იცოდეს თავისი დიაგნოზი.

*ბ) პიროვნული კონფლიქტები სამედიცინო პერსონალს შორის, ხელს უშლის სამუშაო პროცესის ნორმალური მსვლელობას.

გ ) აზიელი პაციენტისა ოჯახის წევრები, რომელიც დაავადებულია საკვერცხის შორსწასული კიბოთი, მოითხოვენ ქიმიოთერაპიის ჩატარებას, ამავე დროს ითხოვენ, რომ დაავადების ბუნება და მკურნალობის რისკი დამალულ იქნას პაციენტისაგან.

დ ) 76 წლის პაციენტი დემენციის დიაგნოზით, ჰოსპიტალიზირებულია მძიმე ასპირაციული პნევმონიის დიაგნოზით; 10 დღიანმა შესაბამისმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.

59. ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი 43 წლის კაცი მოითხოვს სეკობარბიტალის (Seconal®) ექვს თვიანი დოზის გამოწერას, აცხადებს რა აპირებს გამოიყენოს ეს პრეპატატი უმტკივნეულოდ სიცოცხლის დასასრულებლად. როგორ უნდა მოიქცეს ექიმი ამ შემთხვევაში?

ა ) გამოწეროს ერთ თვიანი მოხმარებისათვის განკუთვნილი სეკობარბიტალი (Seconal®) და ურჩიოს ავადმყოფს დამატებითი დოზისათვის სხვა დროს შემოიაროს.

ბ ) გააგზავნოს პაციენტი კოლეგასთან, რომელიც სავარაუდოდ გამოუწერს მას მოთხოვნილი ოდენობის წამლით.

გ ) უარი თქვას პაციენტთან ამ საკითხის განხილვაზე.

*დ) შეაფასოს პაციენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების უნარ და გაარკვიოს რამდენად არის პაციენტი ინფორმირებული მისი მდგომარეობის და შესაძლო ალტერნატივების შესახებ.

ე ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

60. ჰოსპიტალიზირებული პაციენტი გაწერე ექიმის შეხედეულების საწიანაჭმდეგოდ, რადგანაც პაციენტის დაზღვევა არ ფარავს უფრო დიდ ხნით მის საავადმყოფოში მკურნალობას. ამას მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება. სასამართლოს გადაწყვეტილებით პასუხისმგებლობა ეკისრება:

ა ) პაციენტს, რომელიც დათანხმდა საავადმყოფოდან გაწერაზე.

*ბ) ექიმს; ნებისმიერი გადაწყვეტილება პაციენტის საავადმყოფოდან გაწერაზე შესახებ ექიმის პასუხმგებლობაა.

გ ) საავადმყოფოს, რომელიც ნაადრევად გაწერს პაციენტს.

დ ) სამედიცინო სადაზღვევო სისტემას, ნაადრევი გაწერის მოთხოვნისათვის.

61. ბიოეთიკური სწავლებისადმი რომელი მიდგომაა გამართლებული ოჯახის ექიმისათვის, რომელთა ოფისში როტაციას გადიან სამედიცინოს სტუდენტები?

ა ) სტუდენტები უნდა მოვარიდოთ პაციენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე დასწრებას.

ბ ) ბიოეთიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების საკითხების სწავლება უნდა ხდებოდეს მხოლოდ უმაღლეს სამდეიცინო სასწავლებელებში, რომლებსაც ამის დიდი გამოცდილება გააჩნიათ.

*გ) მათთან ერთად უნდა მოხდეს დაწესებულებაში მიღებული გადაწყვეტილებების ეთიკური და სამართლებრივი ასპექტების განხილვა.

დ ) დავუშალოთ სტუდენტებს ექიმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ კითხვების დასმა.

ე ) მხოლოდ იმ სტუდენტების მიღება, რომელთა მიდგომა ბიოეთიკური საკითხებისადმი ემთხვევა ექიმისას.

62. სამედიცინო ლიტერატურაში დაბეჭდილი სტატიის მნიშვნელობა შეიძლება განისაზღვროს:

ა ) მთლიანი სტატიის წაკითხვით

*ბ) სტატიის სათაურისა და აბსტრაქტის გაცნობით

გ ) მეთოდების ანალიზით

დ ) რეკომენდაციების წაკითხვით.

63. ჩამონათვალიდან რომელია საუკეთესო დიზაინი კვლევისათვის, რომლის მიზანია მკურნალობის ეფექტურობის დადგენა.

ა ) შემთხვევის კონტროლი

*ბ) რანდომიზირებული კონტროლი

გ ) კოჰორტული კვლევა

დ ) შემთხვევათა სერია

64. კარგად მომზადებული კლინიკური გაიდლაინის ელემენტების ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:

ა ) კლინიკური პრაქტიკისათვის მნიშვნელობა.

ბ ) ავტორობა პირთა ჯგუფის მიერ, რომლებსაც აქვთა შესაბამის სფეროში კლინიკური გამოცდილება

გ ) ფოკუსირება შედეგებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია პაციენტისათვის

*დ) სხვადასხვა ჯგუფების მიერ ერთნაირ საკითხებზე მომზადებული გაიდლაინების განხილვის გამორიცხვა

ე ) გაიდლაინის შექმნის პროცესში გამოყენებულის მტკიცებულებების მიმოხილვა

65. 47 წლის პაციენტ ქალს, დაუდგინდა თავის ტვინის არტერიის ანევრიზმა. პაციენტს ჰყავს ქმედუნარიანი მეუღლე. პაციენტი მოითხოვს, რომ სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდოთ მისი ბავშვობის მეგობარ ქალს, ხოლო მის მეუღლეს არაფერი უთხრათ. როგორ მოიქცევით?

ა ) ინფორმაციას, მიუხედავად პაციენტის მოთხოვნისა, მიაწოდებთ პაციენტის მეუღლეს,მიუხედავად იმისა, ითხოვს თუ არა მეუღლე ინფორმაციას;

ბ ) ინფორმაციას, მიუხედავად პაციენტის მოთხოვნისა, მიაწოდებთ პაციენტის მეუღლეს, თუ ის მოითხოვს ინფორმაციას;

გ ) ინფორმაციას მიაწოდებთ პაციენტის მეგობარს და იმავე ინფორმაციას მიაწოდებთ პაციენტის მეუღლეს;

*დ) ინფორმაციას მიაწოდებთ მხოლოდ პაციენტის მეგობარს.

66. 55 წლის მამაკაცს, ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გაწონასწორებულ, მშვიდ პიროვნებას დაუდგინდა ფილტვის კიბოს დიაგნოზი. საექიმო კონსილიუმმა გადაწყვიტა ქირურგიული მკურნალობა. პაციენტი გთხოვთ, გააცნოთ მისი ავადმყოფობის ისტორიაში არსებული ყველა მონაცემი. როგორ მოიქცევით?

*ა) დააკმაყოფილებთ პაციენტის თხოვნას;

ბ ) არ დააკმაყოფილებთ პაციენტის მოთხოვნას;

გ ) განუმარტავთ პაციენტს, რომ მას არა აქვს უფლება გაეცნოს ავადმყოფობის ისტორიას და არც თქვენ გაქვთ უფლება გააცნოთ მას ავადმყოფობის ისტორია;

დ ) პაციენტს შეაპარებთ ავადმყოფობის ისტორიის დუბლიკატს, რომელშიც არ არის ასახული მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა.

67. 45 წლის პაციენტს, რომელსაც ფსიქიკური დაავადების გამო ჰყავს მეურვე (მისი ძმა), დიაგნოზის დასადგენად ესაჭიროება ინვაზიური გამოკვლევის ჩატარება. პაციენტი ნეგატიურად არის განწყობილი ინვაზიური გამოკვლევის მეთოდებისადმი; ამასთან, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ პაციენტის დაავადების ზუსტი დიაგნოზისა და შემდგომი წარმატებული მკურნალობისათვის აღნიშნული დიაგნოსტიკური გამოკვლევის გამოყენება აუცილებელია. როგორ მოიქცევით?

ა ) განვუმარტავ პაციენტს და მის ძმას პროცედურის მნიშვნელობას და თანხმობას მივიღებ პაციენტისგან

ბ ) განვუმარტავ პაციენტს და მის ძმას პროცედურის მნიშვნელობას და თანხმობას მივიღებ ძმისგან

*გ) განვუმარტავ პაციენტს და მის ძმას პროცედურის მნიშვნელობას და თანხმობას მივიღებ ძმისგან, ამასთან შევეცდები თანხმობის მიღებას პაციენტისგანაც

დ ) განვუმარტავ ძმას პროცედურის მნიშვნელობას და თანხმობას მივიღებ ძმისგან

ე ) განვუმარტავ პაციენტს პროცედურის მნიშვნელობას და თანხმობას მივიღებ პაციენტისგან

68. 15 წლის პაციენტს, ესაჭიროება ინვაზიური გამოკვლევის ჩატარება. პაციენტი ნეგატიურად არის განწყობილი ინვაზიური გამოკვლევის მეთოდებისადმი; ამასთან, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ პაციენტის დაავადების ზუსტი დიაგნოზისა და შემდგომი წარმატებული მკურნალობისათვის, ამ სადიაგნოზო მეთოდის გამოყენება აუცილებელია. როგორ მოიქცევით?

ა ) განვუმარტავ პაციენტს პროცედურის მნიშვნელობას და თანხმობას მივიღებ მისგან

ბ ) მოვიწვევ მშობელს და მას განვუმარტავ პაციენტს პროცედურის მნიშვნელობას და თანხმობას მივიღებ მშობლისგან

*გ) მოვიწვევ მშობელს და მას განვუმარტავ პაციენტს პროცედურის მნიშვნელობას და თანხმობას მივიღებ მშობლისგან, ამასთან ინფორმაციას პაციენტსაც მივაწვდი და შევეცდები მის ჩართვასაც გადაწყვეტილების მიღებაში

დ ) პაციენტს ვკითხავ, თუ იქნება თანახმა, რომ მშობელსაც შევატყობინოთ და მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში ჩავრთავ მშობელს გადაწყვეტილების მიღებაში

69. თქვენს პაციენტს დაუდგინდა დაავადება, რომელიც ქირურგიულ მკურნალობას მოითხოვს. მსგავსი ოპერაცია თქვენი კლინიკის კონსულტანტს მრავალგზის აქვს გაკეთებული და მნიშვნელოვანი წარმატებითაც. თქვენ იცით, რომ თქვენს ქალაქში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, იგივე დაავადების ქირურგიული მკურნალობა სხვა, უფრო ახალი და ეფექტური მეთოდით ტარდება. როგორ მოიქცევით:

ა ) ურჩევთ პაციენტს მიმართოს ზემოხსენებულ სამედიცინო დაწესებულებას და იქ გაიკეთოს ოპერაცია

ბ ) არაფერს ეტყვით ზემოთ მოხსენიებული ალტერნატივის შესახებ და თქვენს კონსულტანტს სთხოვთ ოპერაციას

*გ) დეტალურად განუმარტავთ ორივე მეთოდის უპიირატესობას და ნაკლს და გადაწყვეტილების მიღებას თავიდან ბოლომდე პაციენტს მიანდობთ

დ ) პაციენტს ვთხოვ მიმართოს ზემოხსენებულ დაწესებულებას და შემდგომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება

70. ტარდება კლინიკური გარჩევა. თქვენ მომხსენებელი ხართ. გარჩევას პაციენტი და სტუდენტები ესწრებიან. როგორ მოიქცევით, თუ მოხსენების დროს დაავადების სრულყოფილი სურათის წარმოდგენა პაციენტის ინტიმური ცხოვრების საკითხებთან არის დაკავშირებული:

ა ) თუ საჭიროდ ჩავთვლი, ვისაუბრებ ამ საკითხზე პაციენტის თანდასწრებით, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ეს პაციენტის სასიკეთოდ კეთდება

*ბ) ვისაუბრებ ამ საკითხზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ამის ნებას დამრთავს

გ ) თუ საჭიროდ ჩავთვლი, ვისაუბრებ ამ საკითხზე; ოღონდ მას შემდეგ, რაც პაციენტი დატოვებს აუდიტორიას. ამით უხერხულობას თავიდან ავაცილებ პაციენტს, რომელიც ვერ შეიტყობს რაზე იყო საუბარი. ამავე დროს, კოლეგებს მივაწვდი სრულ ინფორმაციას, რაც მათ სწორი დაკვნის გაკეთებაში დაეხმარება.

71. 82 წლის ონკოლოგიური პათოლოგიით შეპყრობილი ქალბატონი, რომელიც ტერმინალურ მდგომარეობაშია, უარს აცხადებს ანტიბიოტიკების ინექციებზე. ეს უკანასკნელი მას დაუნიშნა საავადმყოფოს ექიმმა, რომელსაც მიმართა პაციენტის შვილმა. როგორ უნდა მოიქცეს ოჯახის ექიმი, რომელიც კურირებს პაციენტს:

ა ) ექიმმა პაციენტისაგან ფარულად (მაგ. შეიყვანოს ანტიბიოტიკი ინფუზიის სისტემაში) უნდა ჩაატაროს ანტიბიოტიკოთერაპია

ბ ) ექიმმა უნდა შეაფასოს აქვს თუ არა პაციენტს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თუ პაციენტს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, უნდა დაარწმუნოს ის ანტიბიოტიკოთერაპიის აუცილებლობაში. თუ პაციენტი წინააღმდეგია, ექიმმა ანტიბიოტიკოთერაპია უნდა განაგრძოს პაციენტის ნათესავების თანხმობის მიღების შემდეგ

*გ) ექიმმა უნდა შეაფასოს აქვს თუ არა პაციენტს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თუ პაციენტს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, უნდა დაარწმუნოს ის ანტიბიოტიკოთერაპიის აუცილებლობაში. თუ პაციენტი წინააღმდეგია, ექიმმა ატიბიოტიკოთერაპია არ უნდა ჩაატაროს;

დ ) ექიმმა ეს საკითხი მხოლოდ პაციენტის ნათესავებთან უნდა შეათანხმოს.

72. 27 წლის ქალბატონს დაუდგინდა არაკეთილსაიმედო პროგნოზის მქონე (მაგრამ არა ფატალური) დაავადების დიაგნოზი. არსებობს მკურნალობის ორი ალტერნატიული მეთოდი - ქირურგიული და თერაპიული. პირველი მათგანი რადიკალურია და სავარაუდოა, რომ სრულიად განკურნავს პაციენტს, მეორე კი კონსერვატიულია და პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღოს წამალი. პაციენტის ოჯახის წევრებისგან იცით, რომ იგი (პაციენტი) წინააღმდეგი იქნება ყოველგვარი ოპერაციული ჩარევისა, როცა არსებობს მკურნალობის არაქირურგიული, თუნდაც ნაკლებ ეფექტური მეთოდი. პაციენტის მეუღლე გთხოვთ, რომ მის მეუღლეს დაუმალოთ თერაპიული მეთოდით მკურნალობის ალტერნატივა და დაიყოლიოთ ოპერაციაზე. როგორ მოიქცევით:

ა ) პაციენტს ვაცნობებდი, რომ შესაძლებელია მისი სრულიად განკურნება ოპერაციული ჩარევით და, რომ მკურნალობის სხვა ალტერნატიული მეთოდი არ არსებობს

ბ ) პაციენტს ვეტყოდი ზოგადად, რომ არსებობს მკურნალობის ორი მეთოდი, რომელთაგან მხოლოდ ქირურგიული მეთოდია ეფექტური და ვთხოვდი თანხმობას

*გ) პაციენტს მივაწვდიდი დეტალურ ინფორმაციას მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების ეფექტურობის, მათი გართულებების და რისკის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას პაციენტს მივანდობდი

73. არტერიული ჰიპერტენზიის პირველადი პრევენცია გული�