kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის...

79
1 გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ საქართველოს სახალხო დამცველის გაძლიერების პროექტი დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) უფლებების განხორციელება მცირემასშტაბიანი კვლევის ანგარიში თბილისი 2013

Upload: others

Post on 04-Mar-2020

5 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

1

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში

გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“

საქართველოს სახალხო დამცველის გაძლიერების პროექტი

დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) უფლებების განხორციელება

მცირემასშტაბიანი კვლევის ანგარიში

თბილისი 2013

Page 2: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

2

შესავალი

შესავალი ....................................................................................................................................... 3

კვლევის ძირითადი პრინციპები და მეთოდოლოგია ..................................................... 3

სამართლებრივი კვლევა ......................................................................................................... 4

სოციალური კვლევა ................................................................................................................ 6

საერთაშორისო აქტებით დადგენილი რეგულაციები ............................................................ 7

ადექვატური საცხოვრებელი პირობები ................................................................................ 7

ჯანმრთელობის დაცვა .......................................................................................................... 11

განათლება .............................................................................................................................. 15

შრომა და დასაქმება ............................................................................................................... 18

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები ........................................... 21

საცხოვრებლის უფლება ........................................................................................................ 22

ჯანმრთელობის დაცვის უფლება ........................................................................................ 26

განათლების უფლება ............................................................................................................ 29

შრომის უფლება ..................................................................................................................... 31

კვლევის შედეგები ..................................................................................................................... 35

გამოთხოვნილი ინფორმაციის ანალიზი ............................................................................ 35

ფოკუს–ჯგუფების დისკუსიისა და ინდივიდუალური შეხვედრების შედეგები ............. 35

ქ.ყ.-ს შემთხვევა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და სამედიცინო საჭიროებების უგულებელყოფის აღსაკვეთად ............ 42

რაოდენობრივი კვლევის შედეგები ......................................................................................... 46

კვლევის შედეგების ზოგადი მიმოხილვა ........................................................................... 46

მონაცემთა მიმოხილვა რესპონდენტთა სქესის მიხედვით .............................................. 51

მონაცემთა მიმოხილვა რესპონდენტთა ასაკის მიხედვით ............................................... 52

მონაცემთა მიმოხილვა განათლების დონის მიხედვით ................................................... 56

მონაცემთა მიმოხილვა შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით ............................................................................................................................... 60

შეჯამება ...................................................................................................................................... 66

რეკომენდაციები ........................................................................................................................ 70

დანართი: .................................................................................................................................... 73

რაოდენობრივი კვლევისათვის გამოყენებული კითხვარი............................................ 73

Page 3: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

3

შესავალი

წინამდებარე კვლევა შემუშავებულია გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ - საქართველოს სახალხო დამცველის გაძლიერების პროექტის ფარგლებში. ნაშრომი ასახავს 2013 წლის მაისი-ივნისის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) უფლებების (ადექვატური საცხოვრებელი პირობები, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას, გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჯანდაცვაზე, განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა) განხორციელების კუთხით არსებული პრობლემების გამოვლენა. გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში – ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების მიმართ რელევანტური რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის ჩატარების არეალი განისაზღვრა ქალაქების - გორის, ზუგდიდის, წყალტუბოს, ფოთის, თელავის მუნიციპალიტეტებით.

კვლევის ძირითადი პრინციპები და მეთოდოლოგია კვლევის ჩატარების ძირითადი პრინციპები იყო: სარწმუნო და ზუსტი ინფორმაციის მოპოვება, კონფიდენციალობის დაცვა, სანდოობა, ზიანის მიუყენებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, სენსიტიურობა, პროფესიონალიზმი1. კვლევის მეთოდოლოგია აერთიანებს სამართლებრივი კვლევისა და სოციალური კვლევის კომპონენტებს (რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა). კვლევის ფარგლებში განხორციელდა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი აღნიშნულ უფლებებთან კავშირში, ოფიციალური სახელმწიფო უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი, ასევე ამ უფლებების

1 გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი (2001). „სახელმძღვანელო ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებ“, პროფესიული ტრენინგების სერია #7, თავი V, ძირითადი პრინციპები, გვ. 87. ჟენევა, ISBN 92-1-154137-9

Page 4: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

4

განხორციელების ემპირიული კვლევა ანკეტირების მეთოდითა და ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით. ინფორმაციის ანალიზი განხორციელდა სტატისტიკური პროგრამის (SPSS 20) საშუალებით, აღწერითი და დასკვნითი სტატისტიკის ელემენტების გამოყენებით, როგორიცაა: სიხშირეთა განაწილება, არაპარამეტრული სტატისტიკური კრიტერიუმები, პირსონის კორელაციის კოეფიციენტი, კორელაციური და ფაქტორული ანალიზი. კვლევა დაგეგმეს და ჩაატარეს: ირინე ობოლაძე – გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი, იურისტი; ნათია ფირაშვილი – სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

სამართლებრივი კვლევა

საკვლევი საკითხების შესახებ სრულფასოვანი სურათის შესაქმნელად გაანალიზდა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გარანტიები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს 2006 წლის კონვენციის შესაბამისი ნორმები, ზემოთ დასახელებული უფლებების, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ეროვნული საკანონმდებლო ბაზა. კერძოდ:

• ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია • ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ

საერთაშორისო პაქტი • ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ

გაეროს 2006 წლის კონვენცია • გაერთიანებული ერების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ

უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარები • საქართველოს კონსტიტუცია • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი • საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ • საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულება

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“

• საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის N1162 განკარგულება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის

Page 5: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

5

დამტკიცების შესახებ“ • სამეთვალყურეო საბჭოს დოკუმენტები სათანადო საცხოვრებელთან

დაკავშირებით • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით

გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება

• საქართველო შრომის კოდექსი • საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი • ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი • ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონი • პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი

გამოთხოვნილ და გაანალიზებულ იქნა ინფორმაცია შემდეგი სახელმწიფო უწყებებიდან:

• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

• სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის, ფოთის, გორის, წყალტუბოს, თელავის სოციალური მომსახურების ადგილობრივი სამსახურებიდან.

კვლევის მიზნებისა და ინტერესის სფეროს გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენცია მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

1. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას, გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ ახალი საცხოვრებელი ბინების მიღების სტატისტიკა;

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საცხოვრებელი ფართის რეაბილიტაციის განხორციელების სტატისტიკა;

3. აღნიშნული პირებიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ქალების (გოგონების) სტატისტიკა;

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინების (ადაპტირებული საცხოვრებელი გარემო, შშმ პირის საჭიროებისთვის დამატებითი ფართის გამოყოფა) შემთხვევების სტატისტიკა;

5. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში საცხოვრებელი ფართების გადაცემის დროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვის სტატისტიკა2.

2 2013 წლის 9 ივლისის N596/09 კორესპონდენცია

Page 6: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

6

სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის, ფოთის, გორის, წყალტუბოს, თელავის სოციალური მომსახურების ადგილობრივი სამსახურებიდან გამოთხოვილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

1. აღნიშნული რეგიონების მონაცემებით დევნილის სტატუსის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთო რაოდენობა;

2. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სტატისტიკა და ასაკობრივი სპექტრი;

3. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ ქალთა სტატისტიკა; 4. აღნიშნულ პირთა განაწილების სტატისტიკა საცხოვრებელი ადგილის

მიხედვით (ქალაქში, სოფლად); 5. სხვადასხვა ტიპის სამზრუნველო დაწესებულებაში დევნილ შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე ქალთა (გოგონათა) მოთავსების სტატისტიკა3.

სოციალური კვლევა

სოციალური კვლევის კომპონენტი ჩატარდა თვისობრივი კვლევის მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ფოკუს-ჯგუფების, კითხვარული მეთოდისა და ინტერვიუს საშუალებით. თვისობრივი კვლევის მონაწილეები შერჩეულ იქნენ პროექტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის მიხედვით. გამოიყო რესპონდენტთა 3 კატეგორია:

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები; 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (ქალების, გოგონების)

კანონიერი წარმომადგენლები (მეურვე, მზრუნველი, ოჯახის წევრები); 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საველე სამუშაოები განხორციელდა 2013 წლის მაისი-ივნისის თვეში. სულ მოეწყო შეხვედრები 7 ფოკუს-ჯგუფთან (2 - გორში, 1- წყალტუბოში, 1 - ფოთში, 1 - თელავში, 2 - ზუგდიდში). გასვლითი შეხვედრები მოეწყო ასევე მესტიის მუნიციპალიტეტში. ფოკუს-ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 77 პირმა. კვლევის კითხვარის გავრცელების მიზნით ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა იმ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება. კვლევის კითხვარი შეავსო სულ 100 პირმა. 3 2013 წლის 5 აპრილის N400/09, 401/09, 402/09,403/09,404/09 წერილები

Page 7: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

7

რესპონდენტთა მოძიების სირთულიდან გამომდინარე, მონაწილეები შეგროვდა მიზნობრივი შერჩევის (არაალბათური შერჩევა) გზით. კითხვარის შევსების შედეგად მიღებული მონაცემები სპეციალური პროგრამით (SPSS) დაამუშავა სტატისტიკოსმა.

საერთაშორისო აქტებით დადგენილი რეგულაციები

ადექვატური საცხოვრებელი პირობები საცხოვრებლის უფლება ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილია, რომელიც მჭიდრო კავშირშია სხვა უფლებებთან, ადამიანის ღირსებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებთან, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან. მიჩნეულია, რომ ადექვატური საცხოვრებელის უფლება ცხოვრების სათანადო დონის შემადგენელი ნაწილია4. უფლება სათანადო საცხოვრებელზე პირველად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით იქნა აღიარებული, რომლის თანახმად „ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად5“. ადექვატური (სათანადო) საცხოვრებლის უფლება შემდგომში აისახა ადამიანის უფლებათა სხვა დოკუმენტებში. ამ მხრივ განსაკუთრებით ავტორიტეტულ დოკუმენტად მიჩნეულია „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“, რომლითაც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული ადექვატური საცხოვრებლის უფლება. აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ამ 4 http://www.ohchr.org/Documents/Publications/HR_PUB_11_02_ru.pdf გვ. 5 5 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 25(1) საქართველოში ძალაშია 1991 წლის 15 სექტემბრიდან.

Page 8: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

8

უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად იღებენ შესაბამის ზომებს, აღიარებენ რა, ამ მხრივ, თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას“6. საცხოვრებლის უფლება აღიარებულია სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით. მათ შორისაა: 1951 წლის კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, 1965 წლის საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის კონვენცია და სხვა. საერთაშორისო ხელშეკრულებების უმეტესი ნაწილი, ამა თუ იმ უფლების დადგენის დროს შეიცავს დისკრიმინაციის ამკრძალავ ნორმებს, მათ შორის სქესის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, რომლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში, იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე (მუხლი 3); კონვენციის მე-14 მუხლში (პუნქტი 2) ხაზგასმულია სოფლად მცხოვრები ქალების უფლება ცხოვრების ჯეროვანი პირობებით, განსაკუთრებით საბინაო პირობებით, სანიტარული მომსახურებით, ელექტრო და წყალმომარაგების, აგრეთვე ტრანსპორტით და კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით; კონვენციის მე-15 მუხლი მამაკაცებსა და ქალებს თანაბარ უფლებებს ანიჭებს პირთა გადაადგილებისას და საცხოვრებელი ადგილის არჩევის დროს; მე-16 მუხლის თანახმად აღიარებულია მეუღლეთა თანაბარი უფლება ქონების ფლობის, შეძენის, მართვის, გამოყენების და მისი უფასოდ და ფასიანი განკარგვის მიმართ7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს 2006 წლის კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს (გოგონებს) სპეციალურ მუხლს უთმობს (მე-6 მუხლი), რომლის თანახმად მონაწილე 6 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1483577&lang=ge# საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან 7 რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994წ. 22 სექტემბრის N 561 დადგენილებით. საქართველოში ძალაშია 1994 წლის 25 ნოემბრიდან.

Page 9: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

9

სახელმწიფოები აღიარებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები მრავალგვარი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და ამასთან დაკავშირებით იღებენ ზომებს მათი უფლებებისა და ძირითად

თავისუფლებათა სრული და თანაბარი უზრუნველყოფისათვის; მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ქალთა ყოველმხრივი განვითარების, წინსვლის, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და წინამდებარე კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლებებისა და ძირითად

თავისუფლებათა გარანტირებისათვის; კონვენციის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულად

ჩართვისათვის აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას შენობა-ნაგებობების, გზების, ტრანსპორტის, შიდა და გარე ობიექტების, სკოლების, საცხოვრებელი სახლების, სამედიცინო დაწესებულებების და სამუშაო ადგილების მისაწვდომობა როგორც ქალაქში, ისე სოფლის პირობებში (მუხლი 9, პ. 1); კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად: „კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის თანაბარ

უფლებას, სხვებთან თანასწორი არჩევანით იცხოვრონ საზოგადოებაში და იღებენ ეფექტურ და შესაბამის ზომებს, რათა ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამ უფლების სრულ რეალიზებასა და მათ

სრულყოფილ ჩართვას ადგილობრივ საზოგადოებაში, მათ შორის უზრუნველყოფენ: (ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ უფლებას თავად

შეარჩიონ საცხოვრებელი ადგილი, სად და ვისთან სურთ მათ ცხოვრება და არ იყვნენ ვალდებულნი, დასახლდნენ საცხოვრებლად სპეციალურად

გამოყოფილ ადგილებში; (ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ბინაზე, ინსტიტუციური და სხვა სახის საზოგადოებრივი დამხმარე მომსახურების მისაწვდომობას, ინდივიდუალური დახმარების ჩათვლით, რაც აუცილებელია მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისათვის, საზოგადოებისაგან იზოლაციისა და სეგრეგაციის პრევენციისათვის“;

კონვენციის 28-ე მუხლი (პუნქტი 1) ადგენს ცხოვრების ადექვატური სტანდარტის მარეგულირებელ ნორმებს, რომელთა თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ადექვატური სტანდარტის საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადექვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ

გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე8.

8 ხელმოწერილია საქართველოს მიერ 2009 წელს, დღემდე რატიფიცირებული არ არის.

Page 10: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

10

სათანადო (ადექვატური) სტანდარტის საცხოვრებელი პირობების უფლების უზრუნველყოფა ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა, რადგან თითოეულ მათგანს რატიფიცირებული აქვს მინიმუმ ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება, სადაც საუბარია სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე9. სათანადო (ადექვატური) საცხოვრებლის უფლების შესახებ გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა 1991 წელს გამოსცა მე–4 ზოგადი კომენტარი10, სადაც განმარტებულია თუ როგორ უნდა იქნეს გაგებული სათანადო (ადექვატური) საცხოვრებლის უფლება. კომიტეტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება ვიწროდ არ უნდა იქნას განმარტებული; ის განხილულ უნდა იქნას მშვიდ, უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ცხოვრების უფლებად. რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადექვატური სტანდარტის საცხოვრებელ პირობებად? ეს შესაძლოა განპირობებულ იყოს სხვადასხვა ფაქტორით. დასახელებულ დოკუმენტში გამოკვეთილია ზოგადი ასპექტები, რომლებიც ადექვატური საცხოვრებლის განსაზღვრების დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. ზოგადი კომენტარის (მე–8 პუნქტი) თანახმად სათანადო საცხოვრებელი გულისხმობს: ა) შესაბამის სამართლებრივ გარანტიებს – ფართის ფლობის ფორმის მიუხედავად, ყველა ადამიანი უნდა იყოს უზრუნველყოფილი გარკვეული სახის პირობებით, რაც დაიცავს იძულებითი გამოსახლების, დევნისა და სხვა საშიშროებისაგან; ბ) მომსახურების, მასალების, საშუალებების და ინფრასტრუქტურის არსებობას –უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გარკვეული პირობები, რომლებსაც ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, კომფორტისა და კვებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს; გ) სახსრებზე ხელმისაწვდომობას – ნებისმიერი პირისა ან ოჯახური მეურნეობისათვის საცხოვრებელი ხარჯები ისეთ ფარგლებში უნდა იყოს, რომ საფრთხის წინაშე არ დადგეს და ხელი არ შეეშალოს ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას; დ) საცხოვრებლად ვარგისიანობას – საცხოვრებელი ვარგისი უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ პირს უნდა ჰქონდეს სათანადო ფართი და დაცული იყოს სიცივისაგან, ნესტისაგან, სიცხისაგან, წვიმისაგან, ქარისა ან 9 http://www.ohchr.org/Documents/Publications/FS21_rev_1_Housing_ru.pdf 10 http://www1.umn.edu/humanrts/russian/gencomm/Repcomm4.html

Page 11: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

11

ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა საშიშროებებისაგან; ე) ხელმისაწვდომობას – სათანადო საცხოვრებელი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც ამის უფლება აქვს; ვ) ადგილმდებარეობას – სათანადო საცხოვრებლის ადგილმდებარეობა ხელმისაწვდომობის საშუალებას უნდა იძლეოდეს დასაქმებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, სკოლაზე, ბავშვთა ზრუნვის ცენტრებსა და სხვა სოციალურ მომსახურებაზე; ზ) შესაფერისობას კულტურის თვალსაზრისით – შენობათა არქიტექტურა, გამოყენებული მასალები და მათი გათვალისწინების პოლიტიკა შესაბამისად უნდა ასახავდეს საზოგადოების კულტურულ თვითმყოფადობას და მრავალფეროვნებას.

ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის ყველა უფლება ურთიერთკავშირშია, ერთმანეთზეა დამოკიდებული და განუყოფელია. მათგან ჯანმრთელობის დაცვის უფლება ერთ-ერთი ფუძემდებლურია. მიჩნეულია, რომ ჯანმრთელობის უფლება ცხოვრების სათანადო დონის შემადგენელი ნაწილია11.

საერთაშორისო საკანონმდებლო სივრცეში ჯანმრთელობის დაცვის უფლება პირველად მოხსენიებულია ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (WHO) 1946 წლის წესდებაში (კონსტიტუციაში), რომლის პრეამბულაშიც ნათქვამია, რომ „ჯანმრთელობა ეს არის სრული ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არა მხოლოდ ავადმყოფობის და ფიზიკური ნაკლის არარსებობა“12. პრეამბულაში ხაზგასმა კეთდება ჯანმრთელობის დაცვის უფლების განხორციელების დროს სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვაზე. ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზე, როგორც ცხოვრების სათანადო დონის შემადგენელ ნაწილზე საუბარია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლში. ჯანმრთელობის დაცვის უფლება აღიარებულია შემდგომ პერიოდში მიღებული ყველა ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტის მიხედვით.

11 http://www.ohchr.org/Documents/Publications/Factsheet31ru.pdf გვერდი 1. 12 http://apps.who.int/gb/bd/PDF/bd47/RU/constitution-ru.pdf აღნიშნული წესდება(კონსტიტუცია) მიღებულია ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციის მიერ 1946 წელს.

Page 12: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

12

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“-ს მე-12 მუხლის თანახმად ყველა ადამიანს აქვს უფლება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე. ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესავალ ნაწილში საუბარია ჯანმრთელობის დაცვის უფლების განხორციელებისას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვაზე; ამავე კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად: „1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ სამედიცინო მომსახურების მისაწვდომობა, კერძოდ, ოჯახის სიდიდის დაგეგმვის საკითხში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებთან ერთად მონაწილე სახელმწიფოები ქალებისათვის უზრუნველყოფენ შესაბამის მომსახურებას ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, როცა ეს საჭიროა, უწევენ უფასო მომსახურებას, აგრეთვე უზრუნველყოფენ შესაბამის კვებას ორსულობის და მეძუძურობის პერიოდში“13. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს 2006 წლის კონვენციის 25-ე მუხლის თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ისარგებლონ ჯანმრთელობის დაცვის მაქსიმალურად მისაღწევი სტანდარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ჯანდაცვის სფეროს სამსახურების მისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის; ითვალისწინებენ გენდერულ სპეციფიკას, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სარეაბილიტაციო მომსახურებაში. კერძოდ, მონაწილე სახელმწიფოები: (ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზრუნველყოფენ ჯანდაცვის თანაბარი სტანდარტების, ხარისხისა და დონის უფასო

მომსახურებითა და პროგრამებით, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროსა და ზოგადად მოსახლეობაზე გათვლილი საზოგადოებრივი პროგრამების ჩათვლით;

(ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზრუნველყოფენ უშუალოდ

შეზღუდული შესაძლებლობისთვის აუცილებელი ჯანდაცვის მომსახურებით, მათ შორის ადრეული დიაგნოსტიკით, შესაბამის შემთხვევებში – კორექციითა და მომსახურებით, რომლის მიზანია შემდგომი

13 რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994წ. 22 სექტემბრის N 561 დადგენილებით. საქართველოში ძალაშია 1994 წლის 25 ნოემბრიდან.

Page 13: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

13

შეზღუდულობის მინიმუმამდე დაყვანა და პრევენცია, მათ შორის ბავშვებსა და მოხუცებში; (გ) სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას ახდენენ Aაღნიშნული კატეგორიის პირთა საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს, მათ შორის სოფლად;

(დ) ჯანდაცვის პროფესიონალებს მოეთხოვებათ თანაბარი ხარისხის მომსახურება გაუწიონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ

შორის თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, ადამიანის უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტონომიისა და საჭიროებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებით,

ტრენინგების, სახელმწიფო და კერძო ჯანდაცვის სისტემაში ეთიკური სტანდარტების მიღებით;

(ე) კრძალავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციას სამედიცინო დაზღვევის გაცემისა და სიცოცხლის დაზღვევის დროს მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ნებადართულია ეროვნული კანონმდებლობით და ითვალისწინებენ მათ გაცემას სამართლიან და ნორმალურ პირობებში; (ვ) არ დაუშვებენ შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეულ

დისკრიმინაციულ უარს, ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურებაში, ასევე საკვებისა და სითხის მიღებაში: სათანადო (ადექვატური) სტანდარტის საცხოვრებელი პირობების უფლების ანალოგიურად ჯანმრთელობის დაცვის უფლების უზრუნველყოფა ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა, რადგან თითოეულ მათგანი მიერთებულია მინიმუმ ერთ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლითაც აღიარებულია ჯანმრთელობის უფლება; გარდა ამისა სახელმწიფოებს აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება ნაკისრი აქვთ სხვადასხვა საერთაშორისო დეკლარაციის თანახმად, ასევე საერთაშორისო კონფერენციებზე14. როგორია ჯანმრთელობის უფლების ძირითადი ასპექტები? გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი განმარტავს, რომ ჯანმრთელობის უფლება თავის თავში მოიცავს სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ფართო სპექტრს, რომელიც ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების პირობებს ქმნის და ჯანდაცვის ისეთ ძირეულ ფაქტორებს ითვალისწინებს, როგორიცაა: უსაფრთხო სასმელი წყალი და სათანადო სანიტარული პირობები; უსაფრთხო საკვები და კვების რეჟიმი; ადექვატური საცხოვრებელი; ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი შრომის და გარემო პირობები; განათლება და ინფორმირებულობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში; სქესთა თანასწორობა.

14 http://www.ohchr.org/Documents/Publications/Factsheet31ru.pdf, გვ. 2

Page 14: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

14

ჯანმრთელობის უფლება არ უნდა იქნეს გაგებული ვიწროდ. ჯანმრთელობის უფლება მოიცავს როგორც თავისუფლებებს, ასევე სხვა მსგავს უფლებათა ჩამონათვალს. თავისუფლებებს მიეკუთვნება საკუთარ ჯანმრთელობაზე და სხეულზე კონტროლის უფლება, მათ შორის სქესობრივი და რეპროდუქციული თავისუფლება, და ყოველგვარი ჩარევისაგან თავისუფლების უფლება, მაგალითად - წამებისაგან თავისუფლების უფლება და თავისუფალი თანხმობის გარეშე სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტებისაგან თავისუფლების უფლება15.

კომიტეტი თავისი ზოგადი ხასიათის შენიშვნაში ხაზს უსვამს გენდერულ პრობლემატიკას და ქალის ჯანმრთელობის უფლებას, კერძოდ: „კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოებს, როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, მოახდინონ გენდერული პრობლემატიკის ინტეგრირება ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, დაგეგმვაში, პროგრამებში და კვლევებში. გენდერული მიდგომა აღიარებს, რომ მამაკაცისა და ქალის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს როგორც ბიოლოგიური, ასევე სოციალურ-კულტურული ფაქტორები. სქესობრივი ნიშნით დეტალურ განშლაში სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების შეგროვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სფეროში უთანასწორობის გამოვლენისა და აღმოფხვრისათვის“.

„ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის აუცილებელია შემუშავდეს და განხორციელდეს ეროვნული სტრატეგია მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქალთა ჯანმრთელობის უფლების წახალისების მიზნით. ეს სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ქალებზე ზეგავლენის მქონე დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის ღონისძიებებს, ასევე მაღალხარისხიანი და ეკონომიურად ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების სფეროს ჩათვლით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი უნდა გახდეს ქალთა ჯანმრთელობისათვის საშიში ფაქტორების შემცირება, განსაკუთრებით დედათა სიკვდილიანობის შემცირება და ქალების დაცვა ოჯახური ძალადობისაგან. ქალთა ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია აღმოიფხვრას სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს ჩათვლით. ასევე მნიშვნელოვანია ქალთა მავნე ტრადიციული კულტურისაგან და ნორმებისაგან, რაც ქალებს ხელს უშლის სრულად ისარგებლონ თავიანთი რეპროდუქციული უფლებებით, დაცვის მიზნით გატარდეს პრევენციული, მასტიმულირებელი და აღდგენითი ღონისძიებები16.

15 http://daccess-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G00/439/36/PDF/G0043936.pdf?OpenElement 16 http://daccess-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G00/439/36/PDF/G0043936.pdf?OpenElement პუნქტი 20-21

Page 15: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

15

განათლება განათლების უფლება ადამიანის ერთ-ერთი უფლებაა და ამავდროულად ის სხვა უფლებების განხორციელების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. განათლების უფლება სოციალურ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლის თანახმად: 1. ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. განათლება დაწყებითი და ზოგადი მაინც, უფასო უნდა იყოს. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი - ერთნაირად მისაწვდომი ყველასათვის თითოეულის უნარისამებრ. 2. განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გადიდებისაკენ. 3. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. 4. მშობლებს აქვთ პრიორიტეტის უფლება აირჩიონ რა სახის განათლებაც სურთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის. განათლების უფლებასთან მიმართებაში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (1966 წ.) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: „წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად“17. ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად: „მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას იმისათვის, რომ აღმოფხვრან ქალთა დისკრიმინაცია, რათა მათთვის უზრუნველყონ მამაკაცთან თანაბარი უფლება განათლების სფეროში, კერძოდ, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ: ა) პროფესიის ან სპეციალობის არჩევაში ორიენტაციის, და როგორც

17 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1483577&lang=ge საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან

Page 16: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

16

სასოფლო, ისე ქალაქის რაიონებში ყველა კატეგორიის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების დიპლომების მიღების ერთნაირი პირობები; ამ თანასწორობის უზრუნველყოფა ხდება სკოლამდელი, ზოგადი, სპეციალური და უმაღლესი ტექნიკური განათლების, აგრეთვე ყველა სახეობის პროფესიული მომზადების სფეროში; ბ) ერთნაირი სასწავლო პროგრამების, ერთნაირი გამოცდების, ერთნაირი კვალიფიკაციის მასწავლებელთა შემადგენლობის, თანაბარი ხარისხის, სასკოლო შენობების და მოწყობილობების მისაწვდომობა; გ) სწავლების ყველა დონეზე და ყველა ფორმაში მამაკაცთა და ქალთა როლის ნებისმიერი სტერეოტიპური კონცეფციის აღმოფხვრა ერთობლივი სწავლების და სწავლების სხვა სახეობათა წახალისების გზით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ მიზნის მიღწევას, და, კერძოდ, სახელმძღვანელოების და სასკოლო პროგრამების გადასინჯვის და სწავლების მეთოდების ადაპტაციის გზით; დ) სტიპენდიების და განათლებისათვის სხვა დახმარების მიღების თანაბარი შესაძლებლობანი; ე) განათლების მიღების გაგრძელების პროგრამების, უფროსი ასაკის ადამიანთა შორის წერა-კითხვის გავრცელების პროგრამების და ფუნქციური წიგნიერების პროგრამების მისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობანი, რომელთა მიზანია, კერძოდ, მამაკაცთა და ქალთა ცოდნაში ნებისმიერი განსხვავების რაც შეიძლება მალე შემცირება; ვ) სკოლადაუმთავრებელ გოგონათა რიცხვის შემცირება და იმ გოგონებისა და ქალებისათვის პროგრამების შემუშავება, რომლებმაც ნაადრევად დაანებეს თავი სკოლას; ზ) სპორტულ მეცადინეობებსა და ფიზიკურ მომზადებაში აქტიური მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობანი; თ) საგანმანათლებლო ხასიათის სპეციალური ინფორმაციის, მათ შორის ოჯახის სიდიდის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციის და კონსულტაციების მისაწვდომობა ოჯახთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ხელშეწყობის მიზნით“18. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენციის 24-ე მუხლის თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას განათლებაზე. ამ უფლების დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში რეალიზებისათვის, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების მისაწვდომობას.

18 რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994წ. 22 სექტემბრის N 561 დადგენილებით, ძალაშია 1994 წლის 25 ნოემბრიდან

Page 17: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

17

გაერთიანებული ერების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი თავის ზოგად კომენტარში მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ფორმის და საფეხურის განათლებისათვის აუცილებელია ისეთი ურთიერთდამოკიდებული და ფუძემდებლური მახასიათებლები, როგორიცაა: ა) სასწავლო დაწესებულებების არსებობა, მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობები; ბ) ხელმისაწვდომობა - სასწავლო დაწესებულებები და პროგრამები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველა ადამიანისათვის, დისკრიმინაციის გარეშე. ხელმისაწვდომობას თავის მხრივ აქვს სამი, ურთიერთდაკავშირებული განზომილება:

i. დისკრიმინაციის დაუშვებლობა: განათლება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით დაუცველი ფენებისათვის;

ii. ფიზიკური მისაწვდომობა: უზრუნველყოფილ უნდა იქნეს განათლებისადმი უსაფრთხო ფიზიკური მისაწვდომობა, მაგალითად გეოგრაფიულად ხელსაყრელ ადგილას მდებარე დაწესებულებებში სწავლის საშუალებით (მაგალითად, ახლომდებარე სკოლა), ან თანამედროვე ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობის საშუალებით (მაგ. „დაუსწრებელი სწავლების“ პროგრამებზე მისაწვდომობით);

iii. ეკონომიკური ხელმისაწვდომობა: განათლება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

გ) მისაღებობა - განათლების ფორმები და შინაარსი, სასწავლო პროგრამების და მეთოდების ჩათვლით, მისაღები უნდა იყოს (ანუ შესაბამისად, უნდა ითვალისწინებდეს კულტურულ თავისებურებებს და იყოს ხარისხიანი) მოსწავლეებისათვის და, შესაბამის შემთხვევებში - მშობლებისათვის; დ) ადაპტირება - განათლება უნდა იყოს მოქნილი, ცვალებადი საზოგადოებებისა და ჯგუფების მოთხოვნებისადმი შემგუებელი და უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა განსხვავებული სოციალურ-კულტურული ნორმების მოთხოვნებს19. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში ხაზგასმულია დისკრიმინაციის დაუშვებლობა და თანაბარი მოპყრობა განათლების უფლების რეალიზაციის დროს. დისკრიმინაციის აკრძალვა სრულად ვრცელდება განათლების ყველა ასპექტზე20.

19 daccess-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G99/462/18/PDF/G9946218.pdf?OpenElement პუნქტი 6. 20 daccess-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G99/462/18/PDF/G9946218.pdf?OpenElement პუნქტი 31-37

Page 18: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

18

შრომა და დასაქმება

შრომისა და დასაქმების უფლება ეკონომიკური უფლებების შემადგენელი ნაწილია და ის ადამიანის არსებობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. შრომის უფლება ინდივიდუალური უფლებაა, რომელიც ეკუთვნის ყველას, ამასთან დასაქმებულთა ჯგუფისთვის ის კოლექტიურ უფლებას წარმოადგენს. შრომა მოიცავს ყველა სახის სამუშაოს, იქნება ეს დამოუკიდებელი შრომითი საქმიანობა თუ დაქირავებით სამუშაოს შესრულება. სხვა უფლებების ანალოგიურად შრომის უფლება აღიარებულია საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიხედვით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად: 1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. 2. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები. 3. ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის თანახმად: 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. 2. ზემოაღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

Page 19: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

19

ამავე პაქტის მე-7 მუხლის თანახმად პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც, კერძოდ, გულისხმობს: ა) ანაზღაურებას, რომელიც ყველა მშრომელს უზრუნველყოფს სულ მცირე: i) სამართლიანი ხელფასითა და ტოლფასოვანი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურებით რაიმე ნიშნით განსხვავების გარეშე, კერძოდ, ქალებისათვის ქმნის შრომის ისეთი პირობების გარანტიას, რომელიც მამაკაცის შრომის პირობებზე უარესი არ იქნება, და თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების შესაძლებლობას; ii) მასა და მის ოჯახს ღირსებული არსებობის შესაძლებლობებით, წინამდებარე პაქტის დებულებათა შესაბამისად. ბ) უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობებს; გ) თითოეულისათვის უფრო მაღალი სამსახურებრივ საფეხურზე დაწინაურების თანაბარ შესაძლებლობას, მხოლოდ და მხოლოდ შრომითი სტაჟისა და კომპეტენციის შესაბამისად; დ) დასვენების, თავისუფალი დროის ქონის და სამუშაო საათების გონივრული შეზღუდვის, აგრეთვე პერიოდული ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას ისევე, როგორც ანაზღაურებას საზოგადოებრივი უქმე დღეებისათვის. ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას დასაქმების სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები, კერძოდ: ა) შრომის უფლება, როგორც ყველა ადამიანის განუყოფელი უფლება; ბ) სამუშაოზე დაქირავებისას თანაბარი შესაძლებლობის უფლება, მათ შორის დაქირავებისას შერჩევის ერთნაირი კრიტერიუმების გამოყენება; გ) პროფესიის ან სამუშაოს სახეობის თავისუფალი არჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების და დასაქმების გარანტიის, აგრეთვე სამუშაოს ყველა შეღავათის და პირობების გამოყენების, პროფესიული მომზადების და გადამზადების, მათ შორის მოწაფეობის, გაზრდილი დონის პროფესიული მომზადების და რეგულარული გადამზადების უფლება; კონვენციის აღნიშნული მუხლის თანახმად ასევე დადგენილია, რომ ქალებისთვის უნდა შეიქმნას თანაბარი შრომის პირობები, მუშაობის ხარისხის შეფასებისადმი თანაბარი მიდგომა, პენსიაზე გასვლის, უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, მოხუცებულობის და შრომისუნარიაობის დაკარგვის სხვა შემთხვევებში სოციალური უზრუნველყოფის უფლება, აგრეთვე ანაზღაურებადი შვებულების უფლება; ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხო პირობების, მათ შორის თაობის გაგრძელების ფუნქციის შენარჩუნების უფლება; ქორწინების ან მშობიარობის გამო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან

Page 20: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

20

აცილებისა და მათთვის შრომის ეფექტიანი უფლების გარანტირების მიზნით მონაწილე სახელმწიფოების მიერ მიღებულ უნდა იქნას საჭირო ზომები, რაც გამორიცხავს სამუშაოდან დათხოვნას ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულების საფუძველზე, ასევე დათხოვნას ოჯახური მდგომარეობის გამო; ანაზღაურებადი შვებულების ან ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების დასრულების შემდეგ ქალებს უნდა შეუნარჩუნდეთ ადრინდელი სამუშაო ადგილი, თანამდებობრივი საფეხურის ან სოციალური დახმარების დაკარგვის გარეშე. სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ ქალთა განსაკუთრებული დაცვა ორსულობის პერიოდში, რაც ითვალისწინებს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესრულების აკრძალვას.

გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 2006 წლის კონვენციის 27-ე მუხლის (შრომა და დასაქმება) თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას შრომაზე, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე; აღნიშნული მოიცავს საკუთარი შრომით ცხოვრების უზრუნველყოფის შესაძლებლობის მოპოვების უფლებას, მაშინ როდესაც შრომითი ბაზარი და სამუშაო გარემო არის ღია, ინკლუზიური და მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მონაწილე სახელმწიფოები, შესაბამისი საფეხურების გავლით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, იცავენ და ხელს უწყობენ შრომის უფლების რეალიზებას, მათ შორის მათთვის, ვინც შეზღუდვა მიიღო შრომითი მოვალეობის შესრულებისას.21.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის კონვენციით მინიჭებული შრომისა და დასაქმების უფლების სრულყოფილად რეალიზების მიზნით სახელმწიფოებს ეკისრებათ მრავალმხრივი ვალდებულებები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფა, შეიმუშაონ აღნიშნულ პირთა საჭიროებებზე მორგებული ტექნიკური და პროფესიული ორიენტაციის პროგრამები; სხვადასხვა პროფესიის დაუფლების მიზნით ხელმისაწვდომი გახადონ შესაბამისი განათლების მიღება; კონვენციის მოთხოვნაა დასაქმების სფეროში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვა, მათ შორის სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი დაწინაურების, ერთი და იმავე სახის სამუშაოს შესრულებისას თანაბარი ანაზღაურების, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის, ძალადობისაგან დაცვის, პროფესიულ კავშირებში გაწევრიანების თვალსაზრისით; 21 www.parliament.ge/.../1418_23909_928433_convenciakartuliteksti...

Page 21: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

21

აღნიშნული საერთაშორისო აქტით დადგენილი შრომისა და დასაქმების მარეგულირებელი ნორმები გამოყენებულ უნდა იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე. კონვენციით განსაზღვრული წესები თანაბრად ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან სამუშაოს მაძიებლები, არიან დასაქმებულნი, სამსახურებრივი დაწინაურების დროს, ასევე იმ პირების მიმართ, რომლებმაც შესაძლებლობის შეზღუდვა მიიღეს შრომითი საქმიანობის განხორციელების პერიოდში და სურთ მუშაობის გაგრძელება. გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის N18 ზოგად კომენტარში (მიღებულია 2005 წლის 24 ნოემბერს), რომელიც ეხება შრომის უფლებას, ხაზგასმულია სახელმწიფოთა მხრიდან ყოვლისმომცველი დაცვის სისტემის შექმნა გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით. ორსულობა არ უნდა წარმოადგენდეს ბარიერს დასაქმების დროს, ასევე სამუშაოდან დათხოვნის საფუძველს. კომენტარში ასევე ხაზგასმულია ზოგიერთი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებში დამკვიდრებული შეზღუდვა ქალთა განათლებისა და დასაქმების კუთხით22.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები ზემოთ მიმოვიხილეთ საკვლევ თემასთან დაკავშირებული უფლებების შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები. წინამდებარე თავში განხილულ იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები, ასევე დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას, გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, დასაქმების, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებების ხელმისაწვდომობაზე არსებული საკანონმდებლო ბაზა.

22 http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=E%2fC.12%2fGC%2f18&Lang=en

Page 22: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

22

საცხოვრებლის უფლება

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუციაში სათანადო საცხოვრებლის უფლებას ცალკე მუხლი არ აქვს დათმობილი, თუმცა 39–ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საქართველოს სამოქალო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის ანალოგიურად, არ შეიცავს სათანადო საცხოვრებელთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებს, თუმცა კოდექსით დადგენილია თუ რა მიიჩნევა პირის საცხოვრებელ ადგილად, ასევე განსაზღრულია უძრავი ნივთის (მიწა, შენობა-ნაგებობები, მათ შორის საცხოვრებელი) ცნება23, მასზე საკუთრების შეძენისა და დაკარგვის საფუძვლები და ა.შ. საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“

1996 წელს საქართველოს პარალამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“, 2011 წელს მასში განხორციელებული ცვლილებების თანახმად კანონის სათაური ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დევნილი დროებითი საცხოვრებლით საქართველოს ტერიტორიაზე. 23 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702 მუხლი 20, მუხლი 149

Page 23: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

23

სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები ეხმარებიან დევნილებს დროებით დასაქმებაში, სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემწეობებსა და სხვა დახმარებებს, უზრუნველყოფენ მათთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელებას (მუხლი 54)24. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულებით დამტკიცდა იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია.

სტრატეგია აყალიბებს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და მიზნად ისახავს პირობების შექმნას დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის, ასევე მათი ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმას. აღნიშნული დოკუმენტით სახელმწიფო აღიარებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა დევნილთა შორის უსახსრობა, მიწისა და სხვა უძრავი ქონების უქონლობა; დევნილ მოსახლეობაში უმუშევრობის მაღალი და, შესაბამისად, დევნილებით მჭიდროდ დასახლების რაიონებში ეკონომიკური აქტიურობის დაბალი მაჩვენებლები; უვარგისი და ხშირ შემთხვევებში საფრთხის შემცველი საბინაო პირობები; ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისა და განათლების ხელმიუწვდომლობა; სოციალური დაცულობის დაბალი ხარისხი, დახმარებაზე დამოკიდებულობის სინდრომი და უინიციატივობა. როგორც ზემოთ ითქვა ამ და სხვა სახის პრობლემების გადაჭრის მიზნით სტრატეგიით დასახულია ორი ძირითადი მიზანი - პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის და დევნილი მოსახლეობის ინტეგრაცია.

24 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31516&publication=6&lang=ge „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

Page 24: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

24

ამ უკანასკნელი ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგიის მიზანს წარმოადგენს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება. სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს25. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, 2008 წლის 30 ივლისს საქართველოს მთავრობის №489 განკარგულებით მიღებულ იქნა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სა-მოქმედო გეგმა“, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სა-მხედრო აგრესიის შემდეგ გადაიხედა და არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“ ; 2012 წლის 13 ივნისს საქართველოს მთავრობის N1162 განკარგულებით კი მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცება. სამოქმედო გეგმის ამოცანებში გაწერილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიმართულებები, სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებები, სამოქმედო გეგმის ფინანსური გათვლა და უზრუნველყოფა, საკოორდინაციო და გასაჩივრების, ასევე მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები.

სამეთვალყურეო საბჭოს დოკუმენტები სათანადო საცხოვრებელთან დაკავშირებით

დევნილთა სათანადო საცხოვრებლის უფლების დაცვასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტები.

25 საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის #47 განკარგულება http://government.gov.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=98&info_id=27525

Page 25: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

25

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 18 იანვრის N3 ბრძანების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებას წარმოადგენს [...] დევნილთათვის გრძელვადიანი განსახლების მექანიზმის/პროცედურის, დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების, კრიტერიუმების და პროცედურების, დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის და მშენებლობის სტანდარტების, ასევე, სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სპეციფიკურ საკითხზე პროცედურებისა და პრინციპების შემუშავება და დამტკიცება [...]26. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2009 წელს შემუშავებულ იქნა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტები27, რომლებიც სამოქმედო გეგმის თანახმად, ამოსავალ დოკუმენტად არის მიჩნეული გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას, კოლექტიური ცენტრებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცარიელი შენობების რეაბილიტაციისას, ასევე, მრავალსართულიანი სახლების აშენებისას. აღნიშნული დოკუმენტით დადგენილია მინიმალური ფართის ოდენობა ოჯახის წევრების რაოდენობის შესაბამისად და განსაზღვრულია, თუ რა ტიპის სარემონტო სამუშაოები უნდა განხორციელდეს შენობაში. სამეთვალყურეო საბჭომ ასევე მიიღო დევნილთა გრძელვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტები . აღნიშნული სტანდარტების თანახმად [...] იმ შემთხვევაში, როცა დევნილთა ოჯახში ცხოვრობს ერთი ან ერთზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე წევრი, საცხოვრებლის დიზაინი (ზოგადი მოხმარების ფართების ჩათვლით) უნდა შეიქმნას იმგვარად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე წევრებმა შეძლონ საცხოვრებელი ფართის გამოყენება. შენობა უნდა მოიცავდეს ისეთ დეტალებს, როგორიცაა მცირე სიმაღლის საპირფარეშო და აბაზანა, განიერი კარები, ეტლისთვის გადასაადგილებელი პანდუსები დ ა. შ. [...]28. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტებს არა აქვთ სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა, რადგან არ მიიჩნევა ნორმატიულ 26 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 18 იანვრის #3 ბრძანება, მე-2 მუხლი, 1-ლი პუნქტი, „თ“ ქვეპუნქტი. http://mra.gov.ge/files/Shelter%20Standards_Georgian.pdf 27 იხ. http://mra.gov.ge/files/Shelter%20Standards_Georgian.pdf 28 იხ. http://mra.gov.ge/files/collective_GEO.pdf

Page 26: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

26

აქტებად, თუმცა სახელმწიფო ორგანოებმა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებისას, უნდა იხელმძღვანელონ სწორედ აღნიშნული დოკუმენტებით. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით სხვა რიგ საკითხებთან ერთად დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ . ამ წესის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად: [...] „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, კომისიამ შესაძლებელია საცხოვრებელი ფართი დევნილ ოჯახს გადასცეს კენჭისყრაში მონაწილეობის გარეშე“29.

ჯანმრთელობის დაცვის უფლება საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის თანახმად ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება; სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას; ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში. საქართველოს კონსტიტუციის გარდა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს არეგულირებს საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს

29 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანება.

Page 27: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

27

ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის თანახმად: არ დაიშვება პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო. 41-ე მუხლის თანახმად პაციენტს უფლება აქვს ჰქონდეს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გამონაკლის შემთხვევას არეგულირებს საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“. კანონის 42-ე მუხლი ადგენს მედიცინის მუშაკთა და სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომლის მოვალეობას, დაიცვას სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო, გარდა იმ შემთხვევებისა როცა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს გარდაცვლილი პირის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო, საგამოძიებო ორგანოები, ან ეს აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე თავით დადგენილია ნორმები, რომლებიც ემსახურებიან უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვას. კანონის 132-ე მუხლით სახელმწიფო ხელს უწყობს უსაფრთხო დედობას, საწარმოებსა და დაწესებულებებში ბავშვთა მოვლისათვის საჭირო პირობების შექმნის და დაფინანსების საკანონმდებლო უზრუნველყოფას, დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. ორსული ქალის სამედიცინო მეთვალყურეობა, მშობიარობისა და მშობიარობისშემდგომი სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ქალთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით სახელმწიფოს პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს აბორტების შემცირება. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ: ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას; ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს ექიმმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს

Page 28: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

28

ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. არჩევანი ქალის პრეროგატივაა. თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით (მუხლი 140)30.

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია მოქალაქის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონის თანახმად საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. კანონის მე-6 მუხლი შეიცავს დისრიმინაციის ამკრძალავ ნორმას. კერძოდ, აკრძალულია პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს პაციენტის პირადი ცხოვრების კონფიდენციალობას და ხელშეუხებლობას, როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ (მუხლი 27). სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში. ორსულისა და მეძუძური დედის უფლებები დაცულია კანონის მე-7 თავის მიხედვით. აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღონ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია ორსულობის, მშობიარობის ან ლოგინობის პერიოდში დაგეგმილი ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში ნაყოფზე ან ახალშობილზე შესაძლო პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედების შესახებ (მუხლი 35).

30 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=29980 „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი

Page 29: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

29

მშობიარეს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის და ნაყოფისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ; მშობიარეს არა აქვს უფლება უარი თქვას ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ნაყოფის დაბადებას და რომელიც მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია (მუხლი 36). მელოგინე ქალს უფლება აქვს გვერდით იყოლიოს ახალშობილი, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მის სხვაგან გადაყვანას არ გადაწყვეტს, აგრეთვე საკუთარი შეხედულებისამებრ კვებოს ახალშობილი (მუხლი 38)31.

განათლების უფლება

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით აღიარებულია განათლების უფლება. აღნიშნული მუხლის თანახმად ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება; სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში; სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება; სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

31 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16978&lang=ge - „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი

Page 30: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

30

აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის თანახმად ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. ამავე მუხლში საუბარია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის სწავლების პროცესის განხორციელების მექანიზმებზე; კანონით დადგენილია მათი ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად - ინკლუზიური განათლება.

ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების დანერგვას (მუხლი 3);

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში უფლებამოსილების განხორციელებისას იღებს ზომებს ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მისაღებად; ... შეიმუშავებს ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს (მუხლი 26); მათთვის იქმნება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და დამატებითი სასწავლო პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება ამ პირთა სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული მოსწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. აღნიშნული კანონის თანახმად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის დააწესოს შეღავათები მათი სწავლისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად (მუხლი 33)32;

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი სხვა რიგ საკითხებთან ერთად აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პროცესს;

უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს აღნიშნულ სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და

32 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=29248

Page 31: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

31

შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით (მუხლი 3, პუნქტი 2, „თ“ ქვეპუნქტი); კანონით ანალოგიური ვალდებულება აქვს დაკისრებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (მუხლი 3, პუნქტი 3, „კ“ ქვეპუნქტი);

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად (მუხლი 3, პუნქტი 3, „დ“ ქვეპუნქტი);

აღნიშნული კანონის 43-ე მუხლის (სტუდენტის უფლებები) თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით33.

შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის თანახმად: 1. შრომა თავისუფალია. 2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. 3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. 4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. კონსტიტუციის მე–14 მუხლის თანახმად ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა34.

33 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32830&lang=ge 34 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=30346&lang=ge

Page 32: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

32

კონსტიტუციით დადგენილი დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმა თანაბრად ვრცელდება ქვეყნის ძირითადი კანონით დადგენილ ყველა უფლებასთან მიმართებაში.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“

საქართველოში შრომის უფლების რეალიზების დროს დისკრიმინაციის აკრძალვაზე საუბარია შრომისა და დასაქმების სფეროს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტში - საქართველოს ორგანულ კანონში: საქართველოს შრომის კოდექსში. კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად აკრძალულია არასრულწლოვანთან, ასევე ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის, ასევე არასრულწლოვნის შრომითი უფლებების დაცვის კუთხით კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად აკრძალულია ამ პირთა დასაქმება ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე), ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება – მისი თანხმობის გარეშე. კოდექსის მე-19 მუხლი ადგენს დამატებით შესვენებას მეძუძური ქალისათვის: „დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის

Page 33: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

33

ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა; ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება“. კოდექსის მე-6 თავი განსაზღვრავს დასაქმებულისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ასევე ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების მიცემის წესს. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, დაუშვებელია დასაქმებულის გათავისუფლება დისკრიმინაციის საფუძვლით, ასევე დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების განმავლობაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლებისა. შრომის კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით დადგენილია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება. აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს ორსული ქალის დაცვა ისეთი შრომისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან ნაყოფის კეთილდღეობას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას35.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომით უფლების დაცვის მარეგულირებელ ნორმებს შეიცავს ასევე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავი.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი

საქართველოში სახელმწიფო სექტორში შრომით ურთიერთობას აწესრიგებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას, ადგენს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. სახელმწიფო დაწესებულებებში ქალის შრომის უფლებას აღნიშნული კანონის რამდენიმე მუხლი ეხება. კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის თანახმად დადგენილია მოხელის სამსახურებრივი პირობების დროებით შემსუბუქება და მისი დროებით გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე.

35 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1155567&lang=ge

Page 34: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

34

მოხელისათვის სამსახურებრივი პირობების შემსუბუქების და მისი შესაბამისი გადაყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში, სამედიცინო დასკვნაში მითითებული ვადის გათვალისწინებით მოხელე თავისუფლდება თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა. აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ფეხმძიმე ქალებზე ფეხმძიმობის პერიოდში. მოხელე ქალის სამსახურიდან განთავისუფლების შეზღუდვა დაწესებულია კანონის 111-ე მუხლის თანახმად, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო. უნდა აღინიშნოს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის სათანადოდ დარეგულირებული სახელმწიფო დაწესებულებში დასაქმებული ქალის შრომითი უფლებები. კანონში არც დისკრიმინაციის ამკრძალავი ზოგადი ნორმა დევს. რაც შეეხება საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედებას საჯარო მოხელეებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

კვლევის სფეროში შემავალი უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ სფეროს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არეგულირებს. თუმცა ერთია საკანონმდებლო ბაზის არსებობა, სხვა საკითხია მისი სათანადოდ შესრულების მექანიზმების არსებობა. ჩვენს მიერ ქვეყნის 6 რეგიონში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში დევნილი მოსახლეობის, მათ შორის დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) უფლებების (ადექვატური საცხოვრებელი პირობები, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას, გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჯანდაცვაზე, განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა) განხორციელების კუთხით არსებული მრავალმხრივი პრობლემა, რომლებზეც კონკრეტულად ქვემოთ გვექნება საუბარი.

Page 35: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

35

კვლევის შედეგები

გამოთხოვნილი ინფორმაციის ანალიზი საქართველოს სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას, გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაგან რამდენმა მიიღო ახალი საცხოვრებელი, რამდენი პირის საცხოვრებელი ფართის რეაბილიტაცია განხორციელდა, რამდენი იყო მათ შორის შშმ ქალი, მოხდა თუ არა ამ პირთა საჭიროებების გათვალისწინება და საცხოვრებელი ფართების გადაცემის დროს, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის სახელზე აღირიცხა უძრავი ქონება. სამინისტროდან მიღებული კორესპონდენციის თანახმად: „სამწუხაროდ აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება შეუძლებელია, ვინაიდან, თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღრიცხვა არ ხორციელდება. დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისას, საცხოვრებელი ფართით კმაყოფილდება იძულებით გადაადგილებული პირის ოჯახი, სულადობის შესაბამისად“36. სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის, წყალტუბოს, თელავის, ზუგდიდის, ფოთის რაიონული განყოფილებებიდან მიღებულ იქნა ინფორმაცია აღნიშნულ ქალაქებში დევნილის სტატუსის მქონე პენსიის მიმღებ პირთა რაოდენობის, მათ შორის ქალთა რიცხოვნობის შესახებ, მათ შორის ქალაქად და სოფლად მცხოვრებ პირთა სტატისტიკა; ფოთისა და ზუგდიდის რაიონული განყოფილებებიდან ასევე მივიღეთ დევნილი შშმ ქალების საკონტაქტო ინფორმაცია (საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონი), რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა მათთან კომუნიკაციის დამყარებაში. აღნიშნულ პირებთან სატელეფონო გასაუბრებისა და მათი მხრიდან თანხმობის შემდეგ დაიგეგმა ფოკუს-ჯგუფების მოწყობა, განხორციელდა ვიზიტები მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილებზე.

ფოკუს–ჯგუფების დისკუსიისა და ინდივიდუალური შეხვედრების შედეგები

36 2013 წლის 8 აგვისტოს N05/02-12/43380 კორესპონდენცია

Page 36: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

36

კვლევის ფარგლებში ჩატარებულ 7 ფოკუს-ჯგუფში (2–გორში, 1–წყალტუბოში, 1-ფოთში, 1-თელავში, 2-ზუგდიდში) მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; ინდივიდუალურ შეხვედრებზე ვიმყოფებოდით ამავე რეგიონებში მცხოვრებ შშმ პირებთან, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება; გასვლითი ვიზიტები მოეწყო მესტიის მუნიციპალიტეტში. დისკუსიებისა და ინდივიდუალური შეხვედრების დროს გამოიკვეთა ის ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც ადგილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის კვლევის სფეროს მიკუთვნებული უფლებების განხორციელების კუთხით. საკვლევი საკითხების ირგვლივ არსებული რეალობის უკეთ წარმოჩენის მიზნით წინამდებარე თავში შევეცდებით გავაანალიზოთ ფოკუს-ჯგუფებისა და ინდივიდუალური შეხვედრების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია შემდეგ პრობლემებთან დაკავშირებით: არასათანადო საცხოვრებელი და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები, არაადაპტირებული გარემო, არასაკმარისი ფართი, დასაქმებაზე, სათანადო სამედიცინო მომსახურებაზე, ინკლუზიურ განათლებაზე ხელმიუწვდომლობა, დამხმარე საშუალებების არქონა და სხვა. კვლევის არეალში შემავალ რეგიონებში მცხოვრები დევნილები საუბრობენ საცხოვრებელი ფართის სიმცირესა და არაადაპტირებულ გარემოზე, ახალ საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ საამშენებლო და სხვა სახის ხარვეზებზე: „ფოთის ახალ რაიონში არც ერთი კორპუსი არ არის ადაპტირებული შშმ პირთა საჭიროებებზე; ერთ-ორ ადგილზე არის ვითომ პანდუსი, რომლის სტანდარტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას“(ფოთის ფოკუს-ჯგუფი); „ჩვენი სახლები თითქოს და ახალი აშენებულია, მაგრამ ქვეწარმავლებით ივსება წვიმის დროს, უამინდობის დროს ჩვენს სახლებში ისე წვიმს, როგორც გარეთ“. (გორის დისკუსიის მონაწილე); „ჩემი მეუღლე ინვალიდია, გვყავს ორი ვაჟი, ფართი არ გვყოფნის, სულ ორი ოთახი მოგვცეს, აქედან ერთი გაერთიანებულია სამზარეულოსთან, ამას თუ სამზარეულო ჰქვია. სად დავიძინო?“ (ფოთის ფოკუს-ჯგუფი); ქალაქ ფოთში მცხოვრებმა გადაადგილების შეზღუდვის მქონე შშმ ქალმა მიიღო ახალი საცხოვრებელი ფართი, მაგრამ შენობა ადაპტირებული არ არის და მას აქვს სახლიდან დამოუკიდებლად გამოსვლის პრობლემა: „თუ ჩემი და არ მოვიდა და არ ჩამიყვანა ვინმეს დახმარებით, მარტო ვერ ჩავალ. გარდა გადაადგილების პრობლემისა, გართულებული მაქვს დიაბეტი, ექიმთან

Page 37: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

37

ხშირად მიწევს წასვლა, მუდმივად ვინმე უნდა შევაწუხო, რომ დამეხმაროს კიბეზე ჩასვლაში“(ინდივიდუალური ვიზიტი ფოთში). „როგორც ხედავთ ვცხოვრობთ მეოთხე სართულზე, აქედან როგორ უნდა ჩავიდე პირველ სართულზე. თუ გამოუვალი მდგომარეობა არაა, ჩემი პრობლემის და სხეულის წონის გამო მუდმივად ოთახში ყოფნა მიწევს. სხვისი დახმარებითაც კი რთულია ჩემი ეტლით აწევა (ინდივიდუალური ვიზიტი ფოთში); დევნილები საუბრობენ განსახლებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის არქონაზე და/ან ნაკლებობაზე: „სახელმწიფო სტარტეგიას არ ვიცნობთ, როცა მოვიდნენ ჩვენთან არ აგვიხსნეს რა უფლება გვაქვს ფართით დაკმაყოფილების დროს. ბევრს ისე მოაწერინეს ხელი რაღაც საბუთებზე, არც იცოდნენ რაზე აწერდნენ ხელს. გვაშინებენ, თუ ხელს არ მოაწერთ, მერე ბინას არავინ აღარ მოგცემთო“(წყალტუბო). „ჩვენი დასახლება მაინც დევნილთა დასახლებად დარჩა, ხშირად ამბობენ ახალი რაიონი დევნილების რაიონია. ეს არის ინტეგრაცია?“ (ფოთის ფოკუს-ჯგუფი); „ვინ გვკითხა საერთოდ გვინდოდა თუ არა აქ ჩამოსვლა. არაფერი ჩვენი უფლებების შესახებ არ ვიცით“ (ფოთის ფოკუს-ჯგუფი); ფოკუს-ჯგუფებისა და ინდივიდუალური შეხვედრების დროს განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა ძველ საცხოვრებელ ფართებში მცხოვრები დევნილი შშმ პირების პრობლემები: „თქვენ თვითონ ხედავთ რა მდგომარეობაშია ჩვენი კორპუსი, აქ საშიშიც კია ცხოვრება, მაგრამ სად წავიდეთ? ბინები ზოგიერთ ისეთ ოჯახს მისცეს, რომ არ ჭირდებოდათ და ჩვენ ამ მდგომარეობაში დაგვტოვეს“. (ინდივიდუალური შეხვედრა წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლებაში); „გარდა იმისა, რომ შენობები ამორტიზებულია, უკვე 20 წელია გვაქვს სუფთა სასმელი წყლის და სანიტარული კვანძების პრობლემა, არ გვაქვს აბაზანა, ჩვენთან მცხოვრებმა ბავშვებმა არც კი იციან რა არის აბაზანა“. (წყალტუბოს ფოკუს-ჯგუფი); „ახალი ფანჯრები ჩაუსვეს ნახევრად დანგრეულ შენობას, წვიმის დროს წყალი ისევ შემოდის“ (ინდივიდუალური შეხვედრა ზუგდიდში);

Page 38: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

38

ზუგდიდი, დევნილთა კომპაქტური ჩასახლება „რამდენი ვინმე მოვიდა უკვე არც ვიცით, მოდიან, აზომავენ აქაურობას, რაღაცას ჩაწერენ თავისთვის და მიდიან. ჩვენ უკვე 20 წელია გაუსაძლის პირობებში ვართ“ (წყალტუბოს კოლექტიურ ცენტრებში ინდივიდუალური შეხვედრების მონაწილე); „ჩვენი შენობა ისეთი ავარიულია, რომელი ეტლით სარგებლობაზეა საუბარი. აქ როგორ ამოვა ეტლით მოსარგებლე ადამიანი, ამ კიბეებზე ჩვენ გვიჭირს გადაადგილება“ (ინდივიდუალური შეხვედრა ზუგდიდში); „შეგვიკეთეს მხოლოდ ფანჯრები, თუმცა ამისთვისაც მადლობელი ვართ.“ (ინდივიდუალური შეხვედრა ფოთში); „ქალაქის ცენტრიდან შორსაა ჩვენი კორპუსი, ტრანსპორტი ჩვენთან არ დადის, მოხუცებს და ინვალიდებს უჭირთ გადაადგილება, სულ ტაქსის ფული ვის აქვს?“ (ინდივიდუალური შეხვედრა თელავში) გარდა არასათანადო საცხოვრებელი პირობებისა გამოიკვეთა ჯანმრთელობაზე, დასაქმებაზე და განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემები: „ეს შენობა დაუმთავრებელი იყო აქ რომ შემოგვასახლეს, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არა გვაქვს, ერთ ოთახში 7-8 სული ვცხოვრობთ, ამას

Page 39: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

39

აბა ცხოვრება ჰქვია? ერთ სართულზე გვაქვს ერთი ე.წ. სველი წერტილი, თქვენი თვალით ნახეთ რა პირობებია აქ, რიგ-რიგობით ვბანაობთ და სარეცხსაც რიგ-რიგობით ვრეცხავთ. არავინ ფიქრობს ჩვენზე, ყველას ვახსოვართ არჩევნების წინ, დამთავრდება არჩევნები და ჩვენ ისევ გაუსაძლის მდგომარეობაში ვრჩებით. საყოფაცხოვრებო პირობების გარდა უამრავი პრობლემა გვაქვს, ახალგაზრდები უმუშევრები არიან, შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირები კი არადა ჯანმრთელი ახალგაზრდების დასაქმებაზე არავინ ფიქრობს“. (ინდივიდუალური შეხვედრა ზუგდიდის კომპაქტურ ჩასახლებაში)

ქალაქი ზუგდიდი, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტი. „ჩვენ არავინ გვაძლევს ინფორმაციას რა კანონები არსებობს, პირველად გავიგეთ, რომ მასწავლებელი შეიძლება სახლში მოვიდეს ეტლით მოსარგებლე ბავშვთან და ასწავლოს“ (გორის დისკუსიის მონაწილე). „ვარ უსინათლო, ონკოლოგიური ავადმყოფი. მაქვს უმწეოს დაზღვევა, მაგრამ ოპერაცია რომ გავიკეთე, თანხის გადახდა მაინც მოგვიწია, ანალიზების გაკეთება და წამლების ყიდვა ნათესავების და ახლობლების მიერ შეგროვებული ფულით მოვახერხე. ტყუილად ამბობენ, რომ შშმ პირები დაზღვეული არიან, მე დაზღვევით ვერასდროს ვისარგებლე, ქიმიის თანხაც ოჯახმა გადაიხადა, ახლა კიდევ მიწევს ქიმია და უსახსრობის გამო უარი უნდა ვთქვა მკურნალობაზე“(ინდივიდუალური შეხვედრა ზუგდიდის კომპაქტურ ჩასახლებაში); „ჩვენი შენობის რეაბილიტაცია მოხდა და ამით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვართ, მაგრამ გვაქვს სხვა პრობლემები, უმეტესობა არ ვმუშაობთ, როცა ავად ხდება ვინმე წამლებს ვერ ვყიდულობთ, ჩვენთან ერთი ინვალიდი ბიჭი ცხოვრობს, ტუბერკულიოზითაა დაავადებული, მართალია სახელმწიფო ეხმარება მკურნალობაში, მაგრამ საწყალს საჭმლის ფული არ აქვს. ხომ იცით როგორი

Page 40: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

40

კვება ჭირდება ასეთ ავადმყოფს, ის კი ხშირად მშიერია“(თელავის ფოკუს-ჯგუფი); „დაზღვევას ვერ ვიყენებთ არაფერი ფინანსდება“ (გორის ფოკუს-ჯგუფი); „ჩვენი შვილი არის 4 წლის, აქვს თევზის დაავადება, თუ არ ექნება საჭირო კრემები, უსკდება კანი. გვაქვს დაზღვევა, მაგრამ იქთიოზის წამლებს ვერ ვყიდულობთ. ვის არ ვთხოვთ დახმარებას და ასე წვალებით ვმკურნალობთ ჩვენს შვილს, რომელსაც ჯგუფიც კი არა აქვს, იმიტომ რომ ამ დაავადებით ჯგუფი არ ინიშნება“(გორის ფოკუს-ჯგუფი); მნიშვნელოვანი პრობლემაა დევნილი მოახლეობის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმება. „ჩვენს ჩასახლებაში მცხოვრები ქალების უმეტესი ნაწილი სამუშოდ დადის სოფელ ქვიტირში,სადაც კერძო პირების სათბურებში მუშაობენ“ „ჩვენთან ერთი ქალი ცხოვრობს, თვითონ და თავისი შვილიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და არსად მუშაობს. დედა დადის ჯართის შესაგროვებლად და ასე გააქვთ თავი“.(წყალტუბო) „სამსახური არავის აქვს, ზოგი ბაზრობაზე დგომით ირჩენს თავს, ზოგს კიდე უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრები უგზავნიან თანხას, ახალგაზრდები გვეცოდებინა, მაგრამ რა ვქნათ“ (ზუგდიდი). „ვარ ბაკალავრი, წელს დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი, სამსახური არ მაქვს, მაგისტრატურაში სწავლას ვერ გავაგრძელებ უსახსრობის გამო, მაგრამ მაინც ვცდი იქნებ დაფინანსება მოვიპოვო. არასამთავრობო სექტორში რომ დავსაქმდე, ამისთვის რა უნდა გავაკეთო?“ (თელავი). დისკუსიებმა გამოავლინა, რომ მოქალაქეების უმეტეს ნაწილს არა აქვს ინფორმაცია მოქმედი სახელმწიფო პროგრამების, იმ შეღავათების და უპირატესობების შესახებ, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არის დადგენილი ჯანმრთელობის დაცვის, ინკლუზიური განათლების მიღების, თუ სხვა უფლებების განხორციელების დროს; არ იციან რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართონ დახმარების მიღების მიზნით. ან თუ მიმართავენ და მათი თხოვნა უპასუხოდ რჩება, არ ფლობენ გასაჩივრების მექანიზმების შესახებ ინფორმაციას; თითქმის ყველა რეგიონში გამოიკვეთა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დამხმარე საშუალებებით სარგებლობის უფლების შესახებ ინფორმაციის არქონა ან/და აღნიშნული უფლების განხორციელების შეზღუდვა:

Page 41: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

41

„ჩემი შვილის სულ წევს, ეტლი არ გვაქვს, არ ვიცი ვის ვთხოვოთ. თუ ფასიანია, თანხა არ გვაქვს, ვერ შევიძენთ“ (თელავის ინდივიდუალური შეხვედრის მონაწილე); „დედაჩემი ვერ დადის, ჭირდება ეტლი, 3 წელია განცხადება დავწერეთ, მაგრამ არ მოგვცეს, ვის ვთხოვო დახმარება აღარ ვიცი; ვცხოვრობთ მეოთხე სართულზე. ეტლი რომ გვქონდეს, ფანჯარასთან მაინც მივა, ქვემოთ ვერ ჩავიყვანთ, კიბეებზე როგორ უნდა ჩამოვიყვანოთ ეტლით, მეოთხე სართულიდან?“ (წყალტუბოს ფოკუს-ჯგუფის მონაწილე); „ჩემს შვილს ეტლი არა აქვს, გვათხოვა სხვამ, მაგრამ დიდია და ბავშვი ვარდება ეტლში“(გორის ფოკუს-ჯგუფი); „ჩვენი შვილი არის 16 წლის, ეტლი არ გვაქვს, სკოლაში ვერ დადის, ეტლი კიდეც რომ ჰქონდეს, სკოლაში ვერ შევა“ (გორის ფოკუს-ჯგუფი); „ეს ეტლი პატარაა, არ შეიძლება ჩემი ზომის ეტლი რომ მომცენ?“(ფოთი, ინდივიდუალური შეხვედრის მონაწილე). მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვთ კერძო სექტორში მცხოვრები შშმ პირების ოჯახებს მესტიის მუნიციპალიტეტში: „ვცხოვრობთ ჩემი მეუღლის ბიძის სახლში, ისინი რუსეთში იმყოფებიან. მე ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, ჩვენს შვილს აქვს გონებრივი ჩამორჩენილობა, ესაჭიროება მკურნალობა, აქ გვიწევს სოფლის ექიმი კონსულტაციებს, მაგრამ ბავშვის საჭიროებისთვის ეს არაა საკმარისი“. (მესტიის მუნიციპალიტეტი); „ნათესავების სახლში ვცხოვრობთ, ჩემი შვილი უკვე 14 წლისაა, ბავშვობიდან ინვალიდია, სკოლაში არ დადის, ხალხმრავლობას ვერ იტანს, საშულება არ გვაქვს, თორემ წავიდოდით თბილისში, იქ გაცილებით მეტი საშუალებაა როგორც მკურნალობის, ისე განათლების მიღების მხრივ, ალბათ სკოლაშიც ივლიდა. ზუგდიდშიც რომ წავიდეთ იქაც ბინა უნდა ვიქირაოთ, ამის საშუალება არ გვაქვს. მთავრობას კერძო სექტორის დევნილები არ ვახსოვართ.“ (მესტიის მუნიციპალიტეტი); ფოკუს-ჯგუფებისა და ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში გამოვლენილ შემთხვევებზე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–12 მუხლის საფუძველზე დაიწო საქმის შესწავლა, მათ შორის ერთ-ერთზე შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაცია.

Page 42: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

42

ქ.ყ.-ს შემთხვევა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და სამედიცინო საჭიროებების უგულებელყოფის აღსაკვეთად საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენლები 2013 წლის 6 ივნისს შეხვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს (გოგონებს), მათ კანონიერ წარმომადგენლებს, აღნიშნულ პირთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრის მსვლელობის დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა ქ.ზუგდიდში, კოსტავას ქ.#30, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირის ქ.ყ.-ს უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ. ინფორმაციის წყაროს შეტყობინებით, აღნიშნულ მისამართზე წლების განმავლობაში ცხოვრობს ქალი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოჯახის წევრების (დედა, და) მიერ იზოლირებულია დანარჩენი საზოგადოებისაგან. სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.

2013 წლის 6 ივნისს განხორციელდა ვიზიტი ქ.ზუგდიდში, კოსტავას ქ.#30, მონახულებულ იქნა თავად 35 წლის ქ.ყ.; რომელიც დედასთან ც. კ.-იასა და ძმასთან ხ.ყ.-სთან ერთად ცხოვრობს. გასაუბრება მოხდა დედასთან და მეზობლებთან. სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ქ.ყ.-ს აღენიშნება მძიმე ფორმის ფსიქიკური აშლილობა, არ არის კონტაქტური. ოჯახის წევრთა გადმოცემით ქ.ყ-ს იღებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განსაზღვრულ სოციალურ პაკეტს. დედა წლების განმავლობაში ქ.ყ-სათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის წინააღმდეგია და განთავსებული ჰყავს შვილი იზოლირებულ ოთახში, მას აკრძალული აქვს გარემოსთან ყოველგვარი კომუნიკაცია. სახალხო დამცველის წარმომადგენლის ადგილზე ყოფნის განმავლობაში ქ.ყ. იმყოფებოდა ჩაბნელებულ ოთახში, რომლის ერთადერთი ფანჯარა ამოჭედილი იყო ხის ფიცრებით და ჩამოფარებული იყო ნაჭრის ნაგლეჯი. ოთახში იგრძნობოდა ფეკალიებისა და სხვა გახრწნილი პროდუქტის სუნი. ირგვლივ მიმობნეული იყო სხვადასხვა ნაჭრები და მონელებული საკვები.. ქ.-ყ არ სარგებლობს საპირფარეშოთი და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს ადგილზე. ოთახში იდგა რკინის საწოლი ბინძური ნაჭრებით თეთრეულის გარეშე, რკინის მოგრძო სკამი და ღია ელექტრო-გამათბობელი. ქ.ყ.-ს დამოუკიდებლად არ შეუძლია აქტიური მოძრაობის განხორციელება -

Page 43: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

43

იატაკიდან ადგომა, გადაადგილება. საკვების ყლაპვა და მონელება აქვს გაძნელებული. აღნიშნული პირის ჰიგიენისა და კვების მდგომარეობა უმძიმესია. ოთახის კარი გარედან იკეტება, შესაბამისად, ქ.ყ-ს წლების განმავლობაში შეზღუდული აქვს თავისუფალი გადაადგილება. არ უტარდება ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა და მეთვალყურეობა. ქ.ყ.-ს მდგომარეობა სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ შეფასდა, როგორც უკიდურესად მძიმე, ხოლო პირობები არაადამიანური და ადამიანის ღირსების შემლახავი. 2013 წლის 7 ივნისს, სახალხო დამცველის წარმომადგენელთა შეხვედრამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ წარმომადგენლებთან გამოავლინა, რომ ქ.ყ.-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 2004 წლიდან, 2007 წლის პირველი ივლისიდან დადგენილი აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უვადოდ. ქ.ყ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გალი-გულირიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 7 მაისის #04-09-01/2018 გადაწყვეტილებით37 ქ.ყ.-ს მეურვედ დაინიშნა დედა ციალა კვატანია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი სამსახურისთვის, როგორც საჯარო უწყებისათვის ქ.ყ.-ს მდგომარეობის შესახებ ცნობილი იყო 2004 წლიდან, ვინაიდან სწორედ 2004 წლიდან აქვს მინიჭებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას ქ.ყ.-ს მდგომარეობის შესახებ, მათ არ განუხორციელებიათ რეაგირება რამდენიმე მიზეზით: მათ არ ჰქონდათ ქ.ყ.-ს ოჯახის წევრების(დედის) მხრიდან ოფიციალური თხოვნა და თანხმობა დახმარების შესახებ; დედის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა ქ.ყ.-ს გადაყვანა შესაბამისი პროფილის სტაციონარში. აღნიშნული შემთხვევის ადამიანის უფლებების კუთხით ანალიზისას იკვეთება ქ.ყ-ს უფლებების დარღვევა ეროვნული კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად: აღნიშნული პირი წლების მანძილზე წარმოადგენდა მშობლის მხრიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლს; როგორც ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს

37 გადაწყვეტილება #04-09-01/2018-07 მაისი, 2013 წ.

Page 44: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

44

კანონის მე-3 მუხლი განსაზღვრავს, ,,ოჯახში ძალადობა გულისხმობს, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობითა და იძულებით“. მათ შორის, იგულისხმება, ,,მშობლის მხრიდან ,,ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.“ გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლის თანახმად, თითოეულ ადამიანს უფლება აქვს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე; სახელმწიფო ვალდებულია შექმნას პირობები, რომლებიც ავადმყოფობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებასა და მოვლას. გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ 2006 წლის კონვენციის 25-ე მუხლის (ჯანმრთელობა) თანახმად მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ისარგებლონ ჯანმრთელობის დაცვის მაქსიმალურად მისაღწევი სტანდარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად:

,,პაციენტს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ჰუმანური მოპყრობით, რომელიც გამორიცხავს მისი

ღირსების შემლახავ ყოველგვარ მოქმედებას; ბ) ისარგებლოს შესაბამისი მკურნალობით აუცილებელი სამედიცინო

ჩვენების მიხედვით, პირობების მინიმალური შეზღუდვით და იმ მეთოდებით, რომლებიც დაამტკიცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ“.

ქ.ყ-ს მდგომარეობა ცხადყოფს, რომ მას არ ჰქონია ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გარანტირებული უფლებით სარგებლობის საშუალება. იგი მოკლებულია ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობასა და ჰუმანურ მოპყრობას. ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად: ,,სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორცილების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება“.

Page 45: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

45

ქ.ყ.-ს მდგომარეობა მიუთითებს, რომ მის მიერ ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიუღებლობამ, რაც გამოწვეული იყო მშობლის მიერ მისი საზოგადოებიდან იზოლაციითა და ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების უზრუვენლყოფაზე უარის თქმით განაპირობა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქ.ყ.-სათვის აუცილებელი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განხორცილების ჩარევის აუცილებლობა.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წლის 13 ივნისს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, რათა უმოკლეს ვადაში მომხდარიყო ქ.ყ.-სათვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების დაუყოვნებელი მიწოდება და ქ.ყ.-ს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებების დაცვა.

ქ.ყ.-ს საცხოვრებელი პირობები

Page 46: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

46

რაოდენობრივი კვლევის შედეგები

კვლევის შედეგების ზოგადი მიმოხილვა

კვლევაში დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) უფლებების შესახებ მონაწილეობა მიიღო 100-მა რესპონდენტმა. რესპონდენტთა 100%-მა მიუთითა საცხოვრებელი ადგილი, აქედან რესპონდენტთა 33% განსახლებულია ზუგდიდში, 25% განსახლებულია ფოთში, 5% განსახლებულია თელავში, 15% განსახლებულია წყალტუბოში, 8% განსახლებულია მესტიაში, 10% განსახლებულია გორში, 2% განსახლებულია მცხეთაში, 2% განსახლებულია ცხინვალში (χ2=68.039, დფ=7, პ<0.0001). გამოკითხულთა 96% იყო დევნილი, ხოლო 4% არ იყო დევნილი (χ2=86.627, დფ=1, პ<0.0001).

რესპონდენტთა 8% იყო მამრობითი სქესის, ხოლო 92% მდედრობითი სქესის (χ2=72.51, დფ=1, პ<0.0001) რაც მიუთითებს რომ სქესის მიხედვით ჯგუფები პროცენტული შემადგენლობით სტატისტიკურად სანდოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ასაკი მიუთითა რესპონდენტთა 91%-მა (91 რესპონდენტი 100 გამოკითხულიდან). რესპონდენტთა ასაკი მერყეობს 7-73 წლების ასაკობრივ დიაპაზონში. გამოკითხულთა საშუალო ასაკი იყო 50.54 წელი (შD=14.09). ანალიზის გაკეთების მიზნით ასაკის მიხედვით რესპონდენტები დაიყო 2 ჯგუფად: 40 წელზე ნაკლები და 40 წლის და მეტის მქონე რესპონდენტებად. მათგან, ვინც მიუთითა ასაკი, პირველ ჯგუფში მოთავსდა რესპონდენტთა 22%, ხოლო მეორეში 78%. გამოვლინდა სტატისტიკურად სანდო განსხვავება ამ ჯგუფებში რესპონდენტთა რაოდენობრივი განაწილების მიხედვით (χ2=29.391, დფ=1, პ<0.0001).

განათლება მიუთითა რესპონდენტთა 87%-მა (87 რესპონდენტი 100 გამოკითხულიდან), რომელთაგან გამოკითხულთა 64.4%-ს აქვს საშუალო განათლება, 20.7%-ს აქვს საშუალო პროფესიული განათლება და 14.9%-ს აქვს უმაღლესი განათლება. განათლების ფაქტორის მიხედვით საკვლევი ჯგუფები პროცენტული შემადგენლობის თვალსაზრისით სტატისტიკურად სანდოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან (χ2=38.382, დფ=2, პ<0.0001).

ოჯახური მდგომარეობა მიუთითა რესპონდენტთა 98%-მა (98 რესპონდენტი 100 გამოკითხულიდან), რომელთაგან 65.3% დაქორწინებულია, 17.3% დაუქორწინებელია, 1% განქორწინებულია, 13.3% ქვრივია, 3.1% მარტოხელა დედაა, რაც ამ ფაქტორის მიხედვით გამოყოფილ ჯგუფებში რესპონდენტთა რაოდენობრივი განაწილების სტატისტიკურად სანდო განსხვავებაზე მიუთითებს (χ2=131.3, დფ=4, პ<0.0001).

დამხმარე საშუალების გამოყენება/არ გამოყენება მიუთითა რესპონდენტთა 96%-მა (96 რესპონდენტი 100 გამოკითხულიდან), რომელთაგან 25% (24 რესპონდენტინ 100 გამოკითხულიდან) იყენებს და 75% (72 რესპონდენტი 100 გამოკითხულიდან) არ იყენებს დამხმარე საშუალებას. აღებულ შერჩევაში

Page 47: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

47

სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მეტი პირი არ იყენებს დამხმარე საშუალებას (χ2=24, დფ=1, პ<0.0001). დამხმარე საშუალების ტიპი მიუთითა რესპონდენტთა 23%-მა (23 რესპონდენტი 100 გამოკითხულიდან). 23 რესპონდენტიდან, რომლებიც იყენებენ დამხმარე საშუალებებს 26.1% იყენებს ეტლს, სმენის აპარატს იყენებს 4.3%, ხელჯოხს 43.5%, სათვალეს 17.4%, გადასაადგილებელ ჩარჩოს 4.3%, პროთეზს 4.3% (χ2=17.435, დფ=5, პ<0.004).

რესპონდენტებიდან 85%-მა (85 რესპონდენტი 100 გამოკითხულიდან) მიუთითა რა მიმართება აქვთ შშმპ-თან, ამათგან 41.2% იყო შშმპ, ხოლო 58.8% იყო შშმპ-ს ოჯახის წევრი ან შშმპ-თა ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამ ორი ჯგუფისათვის რაოდენობრივი შემადგენლობის მიხედვით სტატისტიკურად სანდო განსხვავება არ გამოვლინდა. რესპონდენტებიდან, რომლებმაც მიუთითეს თავიანთი მიმართება შშმპ-თან 41.2% იყო შშმპ, 54.1% იყო შშმპ-ს ოჯახის წევრი და 4.7% იყო შშმპ-თა ორგანიზაციის წარმომადგენელი (χ2=33.482, დფ=2, პ<0.0001).

დევნილთა განსახლების ტიპი მიუთითა რესპონდენტთა 97%-მა (97 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 33% ცხოვრობს დევნილთა კერძო განსახლების ტიპის ობიექტში, ხოლო 67% ცხოვრობს დევნილთა კომპაქტური განსახლების ტიპის ობიექტში (χ2=11, დფ=1, პ<0.001).

ოჯახის ნორმალური ცხოვრებისათვის საცხოვრებლის ფართობის საკმარისობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 98%-მა (98 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 17.3%-თვის საკმარისია მათი ოჯახის ნორმალური ცხოვრებისათვის საცხოვრებლის ფართობი (სივრცე), ხოლო 82.7%-თვის არაა საკმარისი (χ2=40.96, დფ=1, პ<0.0001).

საცხოვრებელ ადგილზე სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცულობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 99%-მა (99 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 43.4%-თვის მათ საცხოვრებელ ადგილზე დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, რესპონდენტთა 1%-თვის ნაწილობრივადაა დაცული, ხოლო 55.6%-თვის არაა დაცული (χ2=49.03, დფ=2, პ<0.0001).

უამინდობის დროს საცხოვრებელი ადგილის დაცულობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 98%-მა (98 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 23.5%-თვის მათი საცხოვრებელი ადგილი დაცულია უამინდობის დროს (წვიმა, ძლიერი ქარი, წყალდიდობა), რესპონდენტთა 7.1%-თვის ნაწილობრივადაა დაცული, ხოლო 69.4%-თვის არაა დაცული (χ2=58.94, დფ=2, პ<0.0001).

საცხოვრებელი ბინის ტერიტორიის განათების შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 99%-მა (99 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა გადმოცემიით 88.9% თვლის, რომ განათებულია ადგილი სადაც მათი საცხოვრებელი ბინა მდებარეობს, ხოლო 11.1% თვლის რომ არაა განათებული (χ2=61.792, დფ=1, პ<0.0001).

Page 48: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

48

სუფთა სასმელი წყლის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 100%-მა (100 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 69%-თვის ხელმისაწვდომია სუფთა სასმელი წყალი, 1%-თვის ნაწილობრივადაა ხელმისაწვდომი, ხოლო 30%-თვის არაა ხელმისაწვდომი (χ2=72.765, დფ=2, პ<0.0001).

კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 99%-მა (99 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 10.1% თვლის, რომ უზრუნველყოფილია კვების პროდუქტებით, რესპონდენტთა 10.1% თვლის, რომ ნაწილობრივადაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით, ხოლო 79.8% აღნიშნავს, რომ არაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით (χ2=95.663, დფ=2, პ<0.0001).

თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდულობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 100%-მა (100 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 25% თვლის, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება, ხოლო 75% აღნიშნავს, რომ არა აქვს შეზღუდული თავისუფლად გადაადგილების უფლება (χ2=25.752, დფ=1, პ<0.0001).

უსაფრთხოდ და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე გადაადგილებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 100%-მა (100 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 26% თვლის, რომ მათთვის ხელმისაწვდომია სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოდ და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე გადაადგილებისათვის, რესპონდენტთა 2% თვლის, რომ მათთვის ნაწილობრივადაა ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო 72% აღნიშნავს, რომ მათთვის არაა ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოდ და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე გადაადგილებისათვის (χ2=76.294, დფ=2, პ<0.0001).

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობის ცოდნაზე კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 98%-მა (98 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 19.4% თვლის, რომ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას, რესპონდენტთა 5.1% თვლის, რომ ნაწილობრივ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას, ხოლო 75.5% აღნიშნავს, რომ არ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას (χ2=81.5, დფ=2, პ<0.0001).

დევნილთა მიერ გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებლის მიღების ან/და მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაციის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 96%-მა (96 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 24% მიუთითებს, რომ მათმა ოჯახებმა მიიღეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და მოხდა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია, რესპონდენტთა 74% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახებს არ მიუღიათ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და არ მომხდარა მათი

Page 49: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

49

საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია, ხოლო რესპონდენტთა 2.1%-მა მიიღო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ბინის მიღების სანაცვლოდ (χ2=75.571, დფ=2, პ<0.0001).

იმ რესპონდენტთათვის, რომელთა ოჯახებმაც მიიღეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და მოხდა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია, შშმპ-ს განსაკუთრებული საჭიროებების დაკმაკოფილება მოითხოვა რესპონდენტთა 7.1%-მა, ხოლო არ მოითხოვა 19.4%-მა (χ2=120.24, დფ=3, პ<0.0001). რესპონდენტებმა რომლებმაც მოითხოვეს მათ საცხოვრებელში შშმპ-ს განსაკუთრებული საჭიროებების დაკმაკოფილება (7 რესპონდენტი) მოთხოვნა შეუსრულდა რესპონდენტთა 14.3%-ს (1 რესპონდენტი) და არ შეუსრულდა რესპონდენტთა 85.7%-ს (6 რესპონდენტი) (χ2=3.571, დფ=1, პ<0.059).

საცხოვრებლის შშმპ-ს განსაკუთრებული საჭიროებების მიხედვით მოწყობის შესახებ ინფორმირებულობის დონე სავარაუდოდ საკმაოდ დაბალია. ინფორმირებულობის არ ქონას აღნიშნავს რესპონდენტთა დაახლოებით 90% (χ2=65.922, დფ=1, პ<0.0001), თუმცა სავარაუდოდ იმ რესპონდენტებსაც არა აქვთ აღნიშნული საკითხის მიმართ ინფორმაცია, რომელთა ოჯახებს არ მიუღიათ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და არ მომხდარა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია.

უძრავი ქონების რესპონდენტის სახელზე აღრიცხვის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 99%-მა (99 რესპონდენტმა 100-დან), აქედან იმ რესპონდენტებისათვის, რომელთა ოჯახი ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა ან/და მოხდა მათი საცხოვრებელი შენობის რეაბილიტაცია, უძრავი ქონების რესპონდენტის სახელზე აღრიცხვა მოხდა გამოკითხულთა 28.3%-თან (28 რესპონდენტი), აქედან ქონების აღრიცხვა მოხდა რესპონდენტთა 96.4%-თან (27 რესპონდენტი) (39.3%-თან უშუალოდ რესპონდენტის სახელზე, 57.1%-თან რესპონდენტის ნათესავის სახელზე), და არ მოხდა გამოკითხულთა 3.6%-თან (χ2=12.5, დფ=2, პ<0.002).

სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 99%-მა (99 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 7.1% თვლის, რომ მათთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო დახმარება, რესპონდენტთა 7.1% თვლის, რომ მათთვის ნაწილობრივადაა ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება, ხოლო 85.9% აღნიშნავს, რომ არაა ხელმისაწვდომი (χ2=122.04, დფ=2, პ<0.0001).

უფასო სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმირებულობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 99%-მა (99 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 58.6% თვლის, რომ ინფორმირებულია უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ, რესპონდენტთა 1% თვლის, რომ ნაწილობრივადაა ინფორმირებული უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ, ხოლო 40.4% აღნიშნავს, რომ არაა ინფორმირებული (χ2=51.38, დფ=2, პ<0.0001).

Page 50: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

50

უფასო სამედიცინო დაზღვევით სარგებლობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 99%-მა (99 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 28.3% სარგებლობს უფასო სამედიცინო დაზღვევით, რესპონდენტთა 22.2% თვლის რომ ნაწილობრივ სარგებლობს, ხოლო რესპონდენტთა 49.5% თვლის რომ არ სარგებლობს უფასო სამედიცინო დაზღვევით (χ2=12.614, დფ=2, პ<0.002).

ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 99%-მა (99 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 5.1%-ს მიაჩნია რომ მიუწვდება ხელი ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე, რესპონდენტთა 2% თვლის რომ ნაწილობრივ მიუწვდება ხელი ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო რესპონდენტთა 92.9% თვლის რომ არ მიუწვდება ხელი ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე (χ2=160.34, დფ=2, პ<0.0001).

ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 98%-მა (98 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 1%-ს მიაჩნია რომ უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტებით, რესპონდენტთა 9.2% თვლის რომ ნაწილობრივ უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტებით, ხოლო რესპონდენტთა 89.8% თვლის რომ არაა უზრუნველყოფილი ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტებით (χ2=143.515, დფ=2, პ<0.0001).

სასწავლო ასაკის მქონე რესპონდენტებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 99%-მა (99 რესპონდენტმა 100-დან), აქედან სასწავლო ასაკის მქონე რესპონდენტებიდან და/ან მათი მეურვეებიდან 15.2%-ს მიაჩნია რომ მისთვის ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაღი, სკოლა, კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება), რესპონდენტთა 31.3% თვლის რომ მისთვის არაა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო რესპონდენტთა 53.5% თვლის რომ არ ეხება აღნიშნული შეკითხვა ასაკის მიხედვით შეუსაბამობის გამო (χ2=22.713, დფ=2, პ<0.0001).

ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმირებულობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 98%-მა (98 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 27.6%-ს აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ, ხოლო რესპონდენტთა 72.4%-ს არა აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ მიუხედავად ასაკისა (χ2=19.755, დფ=1, პ<0.0001).

ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართულობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 100%-მა (100 რესპონდენტმა 100-დან), აქედან სასწავლო ასაკის მქონე რესპონდენტთა 6%-ს (6 რესპონდენტი) ჩართულია ინკლუზიური განათლების პროცესში, ხოლო რესპონდენტთა 41%-ს (41 რესპონდენტი) არაა ჩართული ინკლუზიური განათლების პროცესში, ხოლო 53%-ს არ ეხება

Page 51: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

51

აღნიშნული შეკითხვა ასაკის მიხედვით შეუსაბამობის გამო (χ2=36.614, დფ=2, პ<0.0001).

დასაქმებულობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 98%-მა (98 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 8.2% (8 რესპონდენტი) მიუთითებს, რომ დასაქმებულია, ხოლო რესპონდენტთა 91.8% თვლის რომ არაა დასაქმებული (χ2=66.273, დფ=1, პ<0.0001). დასაქმებული რესპონდენტების 37.5% (3 რესპონდენტი) დასაქმებულია სახელმწიფო სექტორში, 37.5% (3 რესპონდენტი) დასაქმებულია კერძო სექტორში, და 25% (2 რესპონდენტი) თვითდასაქმებულია.

ოჯახში შრომისუნარიანი ადამიანების რაოდენობის შესაფასებელ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 97%-მა (97 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 17.5% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახში არის 1 შრომისუნარიანი ადამიანი, 41.2% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახში არის 2 შრომისუნარიანი ადამიანი, 19.6% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახში არის 3 შრომისუნარიანი ადამიანი, 7.2% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახში არის 3-ზე მეტი შრომისუნარიანი ადამიანი, 14.4% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახში არცერთი ადამიანი არ არის შრომისუნარიანი (χ2=31.608, დფ=4, პ<0.0001).

ოჯახის საშუალო შემოსავლის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 100%-მა (100 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 2% აღნიშნავს, რომ მათი ოჯახის საშუალო შემოსავალია 0-50 ლარი, რესპონდენტთა 10%-თვის 51-100 ლარი, რესპონდენტთა 48%-თვის 101-200 ლარი, რესპონდენტთა 40%-თვის 200 ლარზე მეტი, (χ2=60.941, დფ=3, პ<0.0001).

პროფესიული მომზადების ან გადამზადების პროგრამებში მონაწილეობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 98%-მა (98 რესპონდენტმა 100-დან), აქედან რესპონდენტთა 1%-ს მიუღია მონაწილეობა პროფესიული მომზადების ან გადამზადების პროგრამებში, ხოლო რესპონდენტთა 99%-ს არ მიუღია მონაწილეობა პროფესიული მომზადების ან გადამზადების პროგრამებში (χ2=91.162, დფ=1, პ<0.0001).

მონაცემთა მიმოხილვა რესპონდენტთა სქესის მიხედვით

დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) უფლებების შესახებ კვლევის მონაცემთა რესპონდენტთა სქესის მიხედვით გაანალიზებისას სტატისტიკურად სანდო განსხვავება სქესის მიხედვით არ გამოვლინდა რესპონდენტთა ასაკობრივი ჯგუფებისათვის, განათლების სტატუსების მიხედვით, საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით, ლტოლვილი და არალტოლვილი რესპონდენტებისათვის, ოჯახური სტატუსის მიხედვით, დამხმარე საშუალების გამოყენება - არ გამოყენების მიხედვით, გამოყენებული

Page 52: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

52

დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით და რესპონდენტების შშმპ-თან მიმართების მიხედვით.

რესპონდენტთა სქესის მიხედვით სტატისტიკურად სანდო განსხვავება გამოვლინდა შემდეგი შეკითხვებისათვის:

სქესის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის სუფთა სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის შესახებ (χ2=12.433, დფ=2, პ<0.002). დადებით პასუხს იძლევა კაცების 75% და ქალების 68.5%, უარყოფითს კაცების 12.5% და ქალების 31.5%, პრობლემის ნაწილობრივ არსებობაზე მიუთითა კაცების 12.5%-მა. გასათვალისწინებელია რომ რესპონდენტთა 8% იყო მამრობითი სქესის, ხოლო 92% მდედრობითი სქესის.

სქესის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის უსაფრთხოდ და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე გადაადგილებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის შესახებ (χ2=7.345, დფ=2, პ<0.025). კაცების 0% და ქალების 28.3% თვლის რომ მათთვის ხელმისაწვდომია სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოდ და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე გადაადგილებისათვის; კაცების 87.5% და ქალების 70.7% თვლის რომ მათთვის არაა ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოდ და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე გადაადგილებისათვის. პრობლემის ნაწილობრივ არსებობაზე მიუთითა კაცების 12.5%-მა და ქალების 1.1%-მა.

სქესის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა დასაქმებულობის შესახებ შეკითხვისათვის (χ2=10, დფ=1, პ<0.002). დაუსაქმებელია კაცების უმრავლესობა 62.5% და ქალების უმრავლესობა 94.9%, თუმცა დასაქმებულია გაცილებით მეტი კაცი 37.5%, ვიდრე ქალი 5.6%.

მონაცემთა მიმოხილვა რესპონდენტთა ასაკის მიხედვით

დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) უფლებების შესახებ კვლევის მონაცემთა რესპონდენტთა ასაკის მიხედვით გაანალიზებისას სტატისტიკურად სანდო განსხვავება ასაკის მიხედვით არ გამოვლინდა რესპონდენტთა სქესისათვის, განათლების სტატუსების მიხედვით, ლტოლვილი და არალტოლვილი რესპონდენტებისათვის და გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით.

რესპონდენტთა ასაკის საშუალო მაჩვენებლები სტატისტიკურად სანდოდ განსხვავებულნი აღმოჩნდნენ ოჯახური სტატუსის თვალსაზრისით (F(3,88)=4.116, პ<0.009). დაქორწინებული რესპონდენტების საშუალო ასაკია 50.19 (σ=12.34), დაუქორწინებელი რესპონდენტების საშუალო ასაკია 44.8 (σ=16.37), ქვრივის სტატუსის მქონე რესპონდენტების საშუალო ასაკია 61.85 (σ=6.88),

Page 53: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

53

მარტოხელა დედის სტატუსის მქონე რესპონდენტების საშუალო ასაკია 52.5 (σ=24.75). Bონფერრონი მეთოდით მრავლობითი შედარებების საფუძველზე გამოვლინდა რომ სტატისტიკურად სანდოდ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ასაკის საშუალო მაჩვენებლები დაქორწინებული და ქვრივი რესპონდენტებისათვის (პ<0.034) და დაუქორწინებელი და ქვრივი რესპონდენტებისათვის (პ<0.006). რესპონდენტთა ასაკობრივი ჯგუფებისათვის განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა ოჯახური სტატუსის თვალსაზრისით (χ2=9.833, დფ=3, პ<0.02). 40 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ასაკობრივ ჯგუფში მოთავსებულია დაქორწინებული რესპონდენტების 57.9%, დაუქორწინებელი რესპონდენტების 36.8%, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე რესპონდენტების 5.3%. 40 წლისა და მეტი ასაკის მქონე ასაკობრივ ჯგუფში მოთავსებულია დაქორწინებული რესპონდენტების 66.2%, დაუქორწინებელი რესპონდენტების 12.7%, ქვრივის სტატუსის მქონე რესპონდენტების 19.7%, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე რესპონდენტების 1.4%.

რესპონდენტთა ასაკის საშუალო მაჩვენებლები სტატისტიკურად სანდოდ განსხვავებული აღმოჩნდნენ დამხმარე საშუალების გამოყენება – არ გამოყენების თვალსაზრისით (ტ(86)=2.079, პ<0.041). საშუალო ასაკი რესპონდენტების, რომლებიც იყენებენ დამხმარე საშუალებას, არის 56.25 (σ=14.12), ხოლო საშუალო ასაკი რესპონდენტების, რომლებიც არ იყენებენ დამხმარე საშუალებას არის 48.88 (σ=13.88). რესპონდენტთა ასაკობრივი ჯგუფებისათვის განსხვავება სტატისტიკურად ზღვრული აღმოჩნდა დამხმარე საშუალების გამოყენება – არ გამოყენების თვალსაზრისით (χ2=3.003, დფ=1, პ<0.083). 40 წელზე ნაკლები ასაკის მქონე რესპონდენტებიდან 10% იყენებს დამხმარე საშუალებას და 90% არ იყენებს დამხმარე საშუალებას. 40 წელისა და მეტი ასაკის მქონე რესპონდენტებიდან 29% იყენებს დამხმარე საშუალებას და 71% არ იყენებს დამხმარე საშუალებას.

რესპონდენტთა ასაკის საშუალო მაჩვენებლების განსხვავება სტატისტიკურად ზღვრული აღმოჩნდა რესპონდენტთა საცხოვრებელი რეგიონის თვალსაზრისით (F(6,90)=2.044, პ<0.069). ზუგდიდის რეგიონში მაცხოვრებელი რესპონდენტების საშუალო ასაკია 54.79 (σ=12.4), ფოთის რეგიონში მაცხოვრებელი რესპონდენტების საშუალო ასაკია 50.13 (σ=14.95), თელავის რეგიონში მაცხოვრებელი რესპონდენტების საშუალო ასაკია 56.4 (σ=16.86), წყალტუბოს რეგიონში მაცხოვრებელი რესპონდენტების საშუალო ასაკია 51 (σ=10.63), მესტიის რეგიონში მაცხოვრებელი რესპონდენტების საშუალო ასაკია 47.88 (σ=8.53), გორის რეგიონში მაცხოვრებელი რესპონდენტების საშუალო ასაკია 39.89 (σ=19.23), ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელი რესპონდენტების საშუალო ასაკია 34.5 (σ=9.19). რესპონდენტთა ასაკობრივი ჯგუფებისათვის განსხვავება სტატისტიკურად ზღვრული აღმოჩნდა რესპონდენტთა საცხოვრებელი რეგიონის თვალსაზრისით (χ2=12.027, დფ=6, პ<0.061). 40 წელზე ნაკლები ასაკის მქონე რესპონდენტებიდან 20% ცხოვრობს ზუგდიდის რეგიონში, 35% ცხოვრობს ფოთის რეგიონში, 5% ცხოვრობს თელავის რეგიონში, 10% ცხოვრობს წყალტუბოს რეგიონში, 25% ცხოვრობს გორის რეგიონში, 5% ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში. 40 წლისა და მეტი ასაკის მქონე რესპონდენტებიდან 36.1%

Page 54: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

54

ცხოვრობს ზუგდიდის რეგიონში, 22.2% ცხოვრობს ფოთის რეგიონში, 6.9% ცხოვრობს თელავის რეგიონში, 16.7% ცხოვრობს წყალტუბოს რეგიონში, 11.1% ცხოვრობს მესტიის რეგიონში, 5.6% ცხოვრობს გორის რეგიონში, 1.4% ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში.

რესპონდენტთა ასაკის საშუალო მაჩვენებლები სტატისტიკურად სანდოდ განსხვავებული აღმოჩნდნენ რესპონდენტების შშმპ-თან მიმართების თვალსაზრისით (ტ(66.882)=3.35, პ<0.001). საშუალო ასაკი შშმპ-თათვის არის 56.81 (σ=13.68), ხოლო საშუალო ასაკი შშმპ-ების ოჯახის წევრების/ სხვა კანონიერი მეურვეებისათვის არის 46.22 (σ=13.66). რესპონდენტთა ასაკობრივი ჯგუფებისათვის განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა რესპონდენტების შშმპ-თან მიმართების თვალსაზრისით (χ2=5.416, დფ=1, პ<0.02). 40 წელზე ნაკლები ასაკის მქონე რესპონდენტებიდან შშმპ არის 17.6% და შშმპ-ების ოჯახის წევრი/ სხვა კანონიერი მეურვე არის 82.4%. 40 წელისა და მეტი ასაკის მქონე რესპონდენტებიდან შშმპ არის 49.2% და შშმპ-ების ოჯახის წევრი/ სხვა კანონიერი მეურვე არის 50.8%.

რესპონდენტთა ასაკის საშუალო მაჩვენებლები სტატისტიკურად სანდოდ განსხვავებულნი აღმოჩნდა რესპონდენტების შშმპ-თან უფრო დეტალური მიმართების თვალსაზრისით (F(2,76)=6.247, პ<0.003). საშუალო ასაკი შშმპ-თათვის არის 56.81 (σ=13.68), საშუალო ასაკი შშმპ-ების ოჯახის წევრებისათვის არის 46.93 (σ=13.45), საშუალო ასაკი შშმპ-ების სხვა კანონიერი მეურვეებისათვის არის 39 (σ=15.75). Bონფერრონი მეთოდით მრევლობითი შედარებების საფუძველზე გამოვლინდა რომ სტატისტიკურად სანდოდ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ასაკის საშუალო მაჩვენებლები შშმპ-ების და მათი ოჯახის წევრებისათვის (პ<0.009) და შშმპ-ების და მათი სხვა კანონიერი მეურვეებისათვის (პ<0.049). რესპონდენტთა ასაკობრივი ჯგუფებისათვის განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა რესპონდენტების შშმპ-თან უფრო დეტალური მიმართების თვალსაზრისით (χ2=10.378, დფ=2, პ<0.006). 40 წელზე ნაკლები ასაკის მქონე რესპონდენტებიდან შშმპ არის 17.6%, შშმპ-ების ოჯახის წევრი არის 64.7%, და შშმპ-ების სხვა კანონიერი მეურვე არის 17.6%. 40 წელისა და მეტი ასაკის მქონე რესპონდენტებიდან შშმპ არის 49.2%, შშმპ-ების ოჯახის წევრი არის 49.2%, და შშმპ-ების სხვა კანონიერი მეურვე არის 1.6%.

რესპონდენტთა ასაკის მიხედვით სტატისტიკურად სანდო განსხვავება გამოვლინდა შემდეგი შეკითხვებისათვის:

რესპონდენტთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ (χ2=8.87, დფ=2, პ<0.012). 40 წელზე ნაკლები ასაკის მქონე რესპონდენტთა 10% თვლის, რომ მათთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო დახმარება, რესპონდენტთა 20% თვლის, რომ მათთვის ნაწილობრივადაა ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება, ხოლო 70% აღნიშნავს, რომ არაა ხელმისაწვდომი. 40 წლისა და მეტი ასაკის მქონე რესპონდენტთა 4.2% თვლის, რომ მათთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო დახმარება, რესპონდენტთა 2.8% თვლის, რომ

Page 55: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

55

მათთვის ნაწილობრივადაა ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება, ხოლო 93% აღნიშნავს, რომ არაა ხელმისაწვდომი.

რესპონდენტთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის სასწავლო ასაკის მქონე შშმპ-ებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ (χ2=8.87, დფ=2, პ<0.012). 40 წელზე ნაკლები ასაკის მქონე შშმპ-ებიდან და/ან მათი მეურვეებიდან 40%-ს მიაჩნია რომ მათთვის ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაღი, სკოლა, კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება), რესპონდენტთა 45% თვლის რომ მათთვის არაა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო რესპონდენტთა 15% თვლის რომ არ ეხება აღნიშნული შეკითხვა ასაკის მიხედვით შეუსაბამობის გამო. 40 წლისა და მეტი ასაკის მქონე შშმპ-ებიდან და/ან მათი მეურვეებიდან 6.9%-ს მიაჩნია რომ მათთვის ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაღი, სკოლა, კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება), რესპონდენტთა 26.4% თვლის რომ მათთვის არაა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწსებულება, ხოლო რესპონდენტთა 66.7% თვლის რომ არ ეხება აღნიშნული შეკითხვა ასაკის მიხედვით შეუსაბამობის გამო.

რესპონდენტთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად ზღვრული აღმოჩნდა შეკითხვისათვის სასწავლო ასაკის მქონე შშმპ-ებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ, როდესაც ანალიზი განხორციელდა მხოლოდ იმ რესპონდენტებისათვის, რომლებსაც ეხებათ აღნიშნული პრობლემა (χ2=2.857, დფ=1, პ<0.091). 40 წელზე ნაკლები ასაკის მქონე შშმპ-ებიდან და/ან მათი მეურვეებიდან 41.7%-ს მიაჩნია რომ მათთვის ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაღი, სკოლა, კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება), რესპონდენტთა 52.9% თვლის რომ მათთვის არაა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწესებულება. 40 წლისა და მეტი ასაკის მქონე შშმპ-ებიდან და/ან მათი მეურვეებიდან 21.7%-ს მიაჩნია რომ მათთვის ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაღი, სკოლა, კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება), რესპონდენტთა 78.3% თვლის რომ მათთვის არაა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწესებულება.

რესპონდენტთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად ზღვრული აღმოჩნდა შეკითხვისათვის ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმირებულობის შესახებ (χ2=3.652, დფ=1, პ<0.056). 40 წელზე ნაკლები ასაკის მქონე რესპონდენტთა 45%-ს აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ, ხოლო რესპონდენტთა 55%-ს არა აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ. 40 წლისა და მეტი ასაკის მქონე რესპონდენტთა 23.2%-ს აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ, ხოლო რესპონდენტთა 76.8%-ს არა აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ.

ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართულობის შესახებ კითხვას პასუხი გასცა რესპონდენტთა 100%-მა (100 რესპონდენტმა 100-დან), აქედან სასწავლო

Page 56: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

56

ასაკის მქონე რესპონდენტთა 6% (6 რესპონდენტი) ჩართულია ინკლუზიური განათლების პროცესში, რესპონდენტთა 41% არაა ჩართული ინკლუზიური განათლების პროცესში, ხოლო 53%-ს არ ეხება აღნიშნული შეკითხვა ასაკის მიხედვით შეუსაბამობის გამო (χ2=36.614, დფ=2, პ<0.0001).

რესპონდენტთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართულობის შესახებ (χ2=18.55, დფ=2, პ<0.0001). 40 წელზე ნაკლები ასაკის მქონე რესპონდენტთა 15% ჩართულია ინკლუზიური განათლების პროცესში, რესპონდენტთა 70% არაა ჩართული ინკლუზიური განათლების პროცესში, ხოლო 15%-ს არ ეხება აღნიშნული შეკითხვა ასაკის მიხედვით შეუსაბამობის გამო. 40 წლისა და მეტი ასაკის მქონე რესპონდენტთა 2.8% ჩართულია ინკლუზიური განათლების პროცესში, რესპონდენტთა 29.6% არაა ჩართული ინკლუზიური განათლების პროცესში, ხოლო 67.6%-ს არ ეხება აღნიშნული შეკითხვა ასაკის მიხედვით შეუსაბამობის გამო.

მონაცემთა მიმოხილვა განათლების დონის მიხედვით

დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) უფლებების შესახებ კვლევის მონაცემთა განათლების დონის მიხედვით გაანალიზებისას სტატისტიკურად სანდო განსხვავება განათლების დონის მიხედვით არ გამოვლინდა რესპონდენტთა ასაკობრივი ჯგუფებისათვის, სქესის მიხედვით, საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით, ლტოლვილი და არალტოლვილი რესპონდენტებისათვის, ოჯახური სტატუსის მიხედვით, დამხმარე საშუალების გამოყენება - არ გამოყენების მიხედვით, გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით და რესპონდენტების შშმპ-თან მიმართების მიხედვით.

განათლების დონის მიხედვით სტატისტიკურად სანდო განსხვავება გამოვლინდა შემდეგი შეკითხვებისათვის:

განათლების დონის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის საცხოვრებელ ადგილზე სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცულობის შესახებ (χ2=9.58, დფ=4, პ<0.048). საშუალო განათლების მქონე რესპონდენტთა 35.7% თვლის რომ დაცუალია მათ საცხოვრებელ ადგილზე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, 64.3% თვლის რომ არაა დაცული. უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტთა 63.2% თვლის რომ დაცუალია მათ საცხოვრებელ ადგილზე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, 31.6% თვლის რომ არაა დაცული, ხოლო 5.3% თვლის რომ ნაწილობრივადაა დაცული. საშუალო პროფესიული განათლების მქონე რესპონდენტთა 30.8% თვლის რომ დაცუალია

Page 57: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

57

მათ საცხოვრებელ ადგილზე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, 69.2% თვლის რომ არაა დაცული.

განათლების დონის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის სუფთა სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის შესახებ (χ2=10.248, დფ=4, პ<0.036). საშუალო განათლების მქონე რესპონდენტთა 63.2% თვლის რომ მათთვის ხელმისაწვდომია სუფთა სასმელი წყალი, 36.8% თვლის რომ არაა ხელმისაწვდომი. უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტთა 89.5% თვლის რომ მათთვის ხელმისაწვდომია სუფთა სასმელი წყალი, 5.3% თვლის რომ არაა ხელმისაწვდომი, ხოლო 5.3% თვლის რომ ნაწილობრივადაა ხელმისაწვდომი. საშუალო პროფესიული განათლების მქონე რესპონდენტთა 61.5% თვლის რომ მათთვის ხელმისაწვდომია სუფთა სასმელი წყალი, 38.5% თვლის რომ არაა ხელმისაწვდომი.

განათლების დონის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ (χ2=10.523, დფ=4, პ<0.032). საშუალო განათლების მქონე რესპონდენტთა 8.9% თვლის რომ უზრუნველყოფილია კვების პროდუქტებით, 82.1% თვლის რომ არაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით, ხოლო 8.9% თვლის რომ ნაწილობრივადაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით. უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტთა 31.6% თვლის რომ უზრუნველყოფილია კვების პროდუქტებით, 52.6% თვლის რომ არაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით, ხოლო 15.8% თვლის რომ ნაწილობრივადაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით. საშუალო პროფესიული განათლების მქონე რესპონდენტთა 92.3% თვლის რომ არაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით, ხოლო 7.7% თვლის რომ ნაწილობრივადაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით.

განათლების დონის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობის ცოდნაზე (χ2=12.729, დფ=4, პ<0.013). საშუალო განათლების მქონე რესპონდენტთა 14.3% თვლის რომ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას, 82.1% თვლის რომ არ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას, ხოლო 3.6% თვლის რომ ნაწილობრივად იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას. უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტთა 42.1% თვლის რომ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას, 42.1% თვლის რომ არ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას, ხოლო 15.8% თვლის რომ ნაწილობრივად იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას. საშუალო პროფესიული განათლების მქონე რესპონდენტთა 25% თვლის რომ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას, 75% თვლის რომ არ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას.

Page 58: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

58

განათლების დონის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის დევნილთა მიერ გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებლის მიღების ან/და მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაციის შესახებ (χ2=9.614, დფ=4, პ<0.047). საშუალო განათლების მქონე რესპონდენტთა 24.1% მიუთითებს, რომ მათმა ოჯახებმა მიიღეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და მოხდა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია, რესპონდენტთა 75.9% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახებს არ მიუღიათ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და არ მომხდარა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია. უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტთა 36.8% მიუთითებს, რომ მათმა ოჯახებმა მიიღეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და მოხდა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია, რესპონდენტთა 52.6% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახებს არ მიუღიათ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და არ მომხდარა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია, ხოლო რესპონდენტთა 10.5%-მა მიიღო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ბინის მიღების სანაცვლოდ. საშუალო პროფესიული განათლების მქონე რესპონდენტთა 16.7% მიუთითებს, რომ მათმა ოჯახებმა მიიღეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და მოხდა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია, რესპონდენტთა 83.3% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახებს არ მიუღიათ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და არ მომხდარა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია.

განათლების დონის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად ზღვრული აღმოჩნდა შეკითხვისათვის უფასო სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმირებულობის შესახებ (χ2=9.128, დფ=4, პ<0.058). საშუალო განათლების მქონე რესპონდენტთა 55.4% თვლის რომ ინფორმირებულია უფასო სამედიცინო მომსახურებაზე, 44.6% თვლის რომ არაა ინფორმირებული უფასო სამედიცინო მომსახურებაზე. უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტთა 66.7% თვლის რომ ინფორმირებულია უფასო სამედიცინო მომსახურებაზე, 33.3% თვლის რომ არაა ინფორმირებული უფასო სამედიცინო მომსახურებაზე. საშუალო პროფესიული განათლების მქონე რესპონდენტთა 76.9% თვლის რომ ინფორმირებულია უფასო სამედიცინო მომსახურებაზე, 15.4% თვლის რომ არაა ინფორმირებული უფასო სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო 7.7% თვლის რომ ნაწილობრივადაა ინფორმირებული უფასო სამედიცინო მომსახურებაზე.

განათლების დონის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის სასწავლო ასაკის მქონე რესპონდენტებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ (χ2=15.683, დფ=4, პ<0.003). საშუალო განათლების მქონე რესპონდენტებიდან 7.1%-ს მიაჩნია რომ მისთვის ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაღი, სკოლა, კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება), რესპონდენტთა 39.3% თვლის რომ მისთვის არაა ხელმისაწვდომი

Page 59: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

59

საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო რესპონდენტთა 53.6% თვლის რომ არ ეხება აღნიშნული შეკითხვა ასაკის მიხედვით შეუსაბამობის გამო. უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტებიდან 42.1%-ს მიაჩნია რომ მისთვის ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაღი, სკოლა, კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება), რესპონდენტთა 15.8% თვლის რომ მისთვის არაა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო რესპონდენტთა 42.1% თვლის რომ არ ეხება აღნიშნული შეკითხვა ასაკის მიხედვით შეუსაბამობის გამო. საშუალო პროფესიული განათლების მქონე რესპონდენტებიდან 15.4%-ს მიაჩნია რომ მისთვის ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაღი, სკოლა, კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება), რესპონდენტთა 15.4% თვლის რომ მისთვის არაა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო რესპონდენტთა 69.2% თვლის რომ არ ეხება აღნიშნული შეკითხვა ასაკის მიხედვით შეუსაბამობის გამო.

ამ შეკითხვის მიხედვით თუ განვიხილავთ მარტო იმ რესპონდენტებს (შშმპ ან მათი მეურვე), რომელთათვისაც მათი ასაკიდან გამომდინარე აქტუალურია აღნიშნული პრობლემა, კვლავ განათლების დონის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდოა (χ2=11.245, დფ=2, პ<0.004). საშუალო განათლების მქონე რესპონდენტებიდან 16%-ს მიაჩნია რომ მისთვის ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაღი, სკოლა, კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება), რესპონდენტთა 84% თვლის რომ მისთვის არაა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწესებულება. უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტებიდან 72.7%-ს მიაჩნია რომ მისთვის ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაღი, სკოლა, კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება), რესპონდენტთა 27.3% თვლის რომ მისთვის არაა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწესებულება. საშუალო პროფესიული განათლების მქონე რესპონდენტებიდან 50%-ს მიაჩნია რომ მისთვის ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაღი, სკოლა, კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება), რესპონდენტთა 50% თვლის რომ მისთვის არაა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწესებულება.

განათლების დონის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმირებულობაზე (χ2=20.266, დფ=2, პ<0.0001). საშუალო განათლების მქონე რესპონდენტთა 12.7%-ს აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ, ხოლო რესპონდენტთა 87.3%-ს არა აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ მიუხედავად ასაკისა. უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტთა 66.7%-ს აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ, ხოლო რესპონდენტთა 33.3%-ს არა აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ მიუხედავად ასაკისა. საშუალო პროფესიული განათლების მქონე რესპონდენტთა 30.8%-ს აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ, ხოლო რესპონდენტთა 69.2%-ს არა აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ მიუხედავად ასაკისა.

Page 60: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

60

მონაცემთა მიმოხილვა შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით

დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) უფლებების შესახებ კვლევის მონაცემთა შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით გაანალიზებისას სტატისტიკურად სანდო განსხვავება სქესის მიხედვით არ გამოვლინდა განათლების სტატუსის მიხედვით, ლტოლვილი და არალტოლვილი რესპონდენტებისათვის და ოჯახური სტატუსის მიხედვით.

დამხმარე საშუალების გამოყენება - არ გამოყენების ფაქტორით გაანალიზებისას სტატისტიკურად სანდო განსხვავება გამოვლინდა რესპონდენტთა საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით (χ2=16.157, დფ=7, პ<0.024). ზუგდიდის რეგიონში დამხმარე საშუალებას იყენებს რესპონდენტთა 39.4% და არ იყენებს 60.6%, ფოთის რეგიონში დამხმარე საშუალებას იყენებს რესპონდენტთა 30.4% და არ იყენებს რესპონდენტთა 69.6%, თელავის რეგიონში დამხმარე საშუალებას არ იყენებს რესპონდენტთა 100%, წყალტუბოს რეგიონში დამხმარე საშუალებას არ იყენებს რესპონდენტთა 100%, მესტიის რეგიონში დამხმარე საშუალებას არ იყენებს რესპონდენტთა 100%, გორის რეგიონში დამხმარე საშუალებას იყენებს რესპონდენტთა 44.4% და არ იყენებს რესპონდენტთა 55.6%, მცხეთის რეგიონში დამხმარე საშუალებას არ იყენებს რესპონდენტთა 100%, წყნეთის რეგიონში დამხმარე საშუალებას არ იყენებს რესპონდენტთა 100%.

დამხმარე საშუალების გამოყენება - არ გამოყენების მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად ზღვრული აღმოჩნდა ასაკობრივი ჯგუფებისათვის (χ2=3.003, დფ=1, პ<0.083). რესპონდენტებმა რომლებმაც მიუთითეს დამხმარე საშუალების გამოყენება 9.1% მოთავსებულია 40 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 90.9% მოთავსებულია 40 წლისა და მეტი ასაკის მქონე ასაკობრივ ჯგუფში. რესპონდენტებმა რომლებმაც არ მიუთითეს დამხმარე საშუალების გამოყენება 26.9% მოთავსებულია 40 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 73.1% მოთავსებულია 40 წლისა და მეტი ასაკის მქონე ასაკობრივ ჯგუფში.

დამხმარე საშუალების გამოყენება - არ გამოყენების მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა რესპონდენტების შშმპ-თან მიმართების მიხედვით (χ2=17.385, დფ=1, პ<0.0001). რესპონდენტებმა რომლებმაც მიუთითეს დამხმარე საშუალების გამოყენება 80% წარმოადგენს შშმპ პირს და 20% არის შშმპ-თა ოჯახის წევრი/კანონიერი მეურვე. რესპონდენტებმა რომლებმაც არ მიუთითეს დამხმარე საშუალების გამოყენება 27.4% წარმოადგენს შშმპ-ს და 72.6% არის შშმპ-თა ოჯახის წევრი/კანონიერი მეურვე (ამათგან 66.1% არის შშმპ-თა ოჯახის წევრი და 6.5% არის სხვა კანონიერი მეურვე).

Page 61: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

61

შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით სტატისტიკურად სანდო განსხვავება გამოვლინდა შემდეგი შეკითხვებისათვის:

შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის ოჯახის ნორმალური ცხოვრებისათვის საცხოვრებლის ფართობის საკმარისობის შესახებ (χ2=12.433, დფ=2, პ<0.002). რესპონდენტების 30.4%-თვის, რომლებმაც მიუთითეს დამხმარე საშუალების გამოყენება, საკმარისია მათი ოჯახის ნორმალური ცხოვრებისათვის საცხოვრებლის ფართობი (სივრცე), ხოლო 69.6%-თვის არაა საკმარისი. რესპონდენტების 11.3%-თვის, რომლებმაც არ მიუთითეს დამხმარე საშუალების გამოყენება, საკმარისია მათი ოჯახის ნორმალური ცხოვრებისათვის საცხოვრებლის ფართობი (სივრცე), ხოლო 88.7%-თვის არაა საკმარისი.

შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ (χ2=18.527, დფ=10, პ<0.047). რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ეტლის გამოყენებას 20% თვლის, რომ უზრუნველყოფილია კვების პროდუქტებით, ხოლო 80% აღნიშნავს, რომ არაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სმენის აპარატის გამოყენებას 100% თვლის, რომ ნაწილობრივადაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ხელჯოხის გამოყენებას 10% თვლის, რომ უზრუნველყოფილია კვების პროდუქტებით, რესპონდენტთა 10% თვლის, რომ ნაწილობრივადაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით, ხოლო 80% აღნიშნავს, რომ არაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სათვალის გამოყენებას 100% თვლის, რომ ნაწილობრივადაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ გადასაადგილებელი ჩარჩოს გამოყენებას 100% თვლის, რომ ნაწილობრივადაა უზრუნველყოფილი კვების პროდუქტებით. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ პროთეზის გამოყენებას 100% თვლის, რომ უზრუნველყოფილია კვების პროდუქტებით.

შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად ზღვრული აღმოჩნდა შეკითხვისათვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდულობის შესახებ (χ2=10.475, დფ=5, პ<0.063). რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ეტლის გამოყენებას 66.7% თვლის, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება, ხოლო 33.3% აღნიშნავს, რომ არა აქვს შეზღუდული თავისუფლად გადაადგილების უფლება. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სმენის აპარატის გამოყენებას 100% თვლის, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ხელჯოხის გამოყენებას 10% თვლის, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება, ხოლო 90% აღნიშნავს, რომ არა აქვს შეზღუდული თავისუფლად გადაადგილების უფლება. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სათვალის გამოყენებას 25% თვლის, რომ შეზღუდული

Page 62: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

62

აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება, ხოლო 75% აღნიშნავს, რომ არა აქვს შეზღუდული თავისუფლად გადაადგილების უფლება. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ გადასაადგილებელი ჩარჩოს გამოყენებას 100% თვლის, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ პროთეზის გამოყენებას 100% (1 რესპონდენტი) თვლის, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება.

შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობის ცოდნაზე (χ2=17.2, დფ=5, პ<0.004). რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ეტლის გამოყენებას 16.7% თვლის, რომ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას, ხოლო 83.3% აღნიშნავს, რომ არ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სმენის აპარატის გამოყენებას 100% თვლის, რომ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ხელჯოხის გამოყენებას 100% აღნიშნავს, რომ არ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სათვალის გამოყენებას 100% აღნიშნავს, რომ არ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ გადასაადგილებელი ჩარჩოს გამოყენებას 100% თვლის, რომ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ პროთეზის გამოყენებას 100% თვლის, რომ იცნობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას.

შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის დევნილთა მიერ გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებლის მიღების ან/და მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაციის შესახებ (χ2=17.2, დფ=5, პ<0.004). რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ეტლის გამოყენებას, 16.7% მიუთითებს, რომ მათმა ოჯახებმა მიიღეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და მოხდა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია, რესპონდენტთა 83.3% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახებს არ მიუღიათ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და არ მომხდარა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სმენის აპარატის გამოყენებას, 100% მიუთითებს, რომ მათმა ოჯახებმა მიიღეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და მოხდა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ხელჯოხის გამოყენებას, 100% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახებს არ მიუღიათ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში

Page 63: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

63

ახალი საცხოვრებელი ან/და არ მომხდარა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სათვალის გამოყენებას, 25% მიუთითებს, რომ მათმა ოჯახებმა მიიღეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და მოხდა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია, რესპონდენტთა 75% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახებს არ მიუღიათ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და არ მომხდარა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სათვალის გამოყენებას, 16.7% მიუთითებს, რომ მათმა ოჯახებმა მიიღეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და მოხდა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია, რესპონდენტთა 83.3% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახებს არ მიუღიათ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და არ მომხდარა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია, ხოლო რესპონდენტთა 2.1%-მა მიიღო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ბინის მიღების სანაცვლოდ. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ გადასაადგილებელი ჩარჩოს გამოყენებას, 100% მიუთითებს, რომ მათმა ოჯახებმა მიიღეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში ახალი საცხოვრებელი ან/და მოხდა მათი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია. რესპონდენტმა, რომელმაც მიუთითა პროთეზის გამოყენება (1 რესპონდენტი) მიიღო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ბინის მიღების სანაცვლოდ.

შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ (χ2=29.142, დფ=10, პ<0.001). რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ეტლის გამოყენებას, 16.7% თვლის, რომ მათთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო დახმარება, ხოლო 83.3% აღნიშნავს, რომ არაა ხელმისაწვდომი. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სმენის აპარატის გამოყენებას, 100% (1 რესპონდენტო) თვლის, რომ მათთვის ნაწილობრივადაა ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ხელჯოხის გამოყენებას, 11.1% თვლის, რომ მათთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო დახმარება, ხოლო 88.9% აღნიშნავს, რომ არაა ხელმისაწვდომი. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სათვალის გამოყენებას, 100% თვლის, რომ მათთვის არაა ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ გადასაადგილებელი ჩარჩოს გამოყენებას, 100% თვლის, რომ მათთვის ნაწილობრივადაა ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ პროთეზის გამოყენებას, 100% (1 რესპონდენტი) თვლის, რომ მათთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო დახმარება.

დამხმარე საშუალების გამოყენება - არ გამოყენების მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად ზღვრული აღმოჩნდა შეკითხვისათვის უფასო სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმირებულობის შესახებ (χ2=5.764, დფ=2, პ<0.056). რესპონდენტებმა რომლებმაც მიუთითეს დამხმარე საშუალების გამოყენება

Page 64: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

64

41.7% თვლის, რომ ინფორმირებულია უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ, რესპონდენტთა 4.2% თვლის, რომ ნაწილობრივადაა ინფორმირებული უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ, ხოლო 54.2% აღნიშნავს, რომ არაა ინფორმირებული. რესპონდენტებმა რომლებმაც არ მიუთითეს დამხმარე საშუალების გამოყენება 63.4% თვლის, რომ ინფორმირებულია უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ, ხოლო 36.6% აღნიშნავს, რომ არაა ინფორმირებული.

შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ (χ2=24.314, დფ=10, პ<0.007). რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ეტლის გამოყენებას, 100% თვლის რომ არ მიუწვდება ხელი ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სმენის აპარატის გამოყენებას, 100% (1 რესპონდენტი) თვლის რომ არ მიუწვდება ხელი ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ხელჯოხის გამოყენებას, 10%-ს მიაჩნია რომ მიუწვდება ხელი ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო რესპონდენტთა 90% თვლის რომ არ მიუწვდება ხელი ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სათვალის გამოყენებას, 100% თვლის რომ არ მიუწვდება ხელი ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ გადასაადგილებელი ჩარჩოს გამოყენებას, 100% (1 რესპონდენტი) თვლის რომ არ მიუწვდება ხელი ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ პროთეზის გამოყენებას, 100% (1 რესპონდენტი) თვლის რომ ნაწილობრივ მიუწვდება ხელი ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე.

შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა შეკითხვისათვის ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფის შესახებ (χ2=11.664, დფ=5, პ<0.04). რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ეტლის გამოყენებას, 100% თვლის რომ არაა უზრუნველყოფილი ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტებით. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სმენის აპარატის გამოყენებას, 100% თვლის რომ არაა უზრუნველყოფილი ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტებით. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ხელჯოხის გამოყენებას, 10% თვლის რომ ნაწილობრივ უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტებით, ხოლო რესპონდენტთა 90% თვლის რომ არაა უზრუნველყოფილი ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტებით. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სათვალის გამოყენებას, 100% თვლის რომ არაა უზრუნველყოფილი ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტებით. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ გადასაადგილებელი ჩარჩოს გამოყენებას, 100% თვლის რომ არაა უზრუნველყოფილი ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტებით. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ პროთეზის გამოყენებას, 100% (1

Page 65: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

65

რესპონდენტი) თვლის რომ ნაწილობრივ უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტებით.

შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად ზღვრული აღმოჩნდა შეკითხვისათვის ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმირებულობის შესახებ (χ2=9.848, დფ=5, პ<0.08). რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ეტლის გამოყენებას, 66.7%-ს აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ, ხოლო რესპონდენტთა 33.3%-ს არა აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ მიუხედავად ასაკისა. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სმენის აპარატის გამოყენებას, 100%-ს არა აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ მიუხედავად ასაკისა. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ხელჯოხის გამოყენებას, 10%-ს აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ, ხოლო რესპონდენტთა 90%-ს არა აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ მიუხედავად ასაკისა. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სათვალის გამოყენებას, 25%-ს აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ, ხოლო რესპონდენტთა 75%-ს არა აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ მიუხედავად ასაკისა. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ გადასაადგილებელი ჩარჩოს გამოყენებას, 100%-ს (1 რესპონდენტი) აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ პროთეზის გამოყენებას, 100%-ს (1 რესპონდენტი) აქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ.

შშმპ-ების მიერ გამოყენებული დამხმარე საშუალების ტიპის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა დასაქმების სექტორისათვის (χ2=24.073, დფ=10, პ<0.007). რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ეტლის გამოყენებას, კერძო სექტორში დასაქმებულია რესპონდენტთა 16.7%, და არაა დასაქმებული რესპონდენტთა 83.3%. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სმენის აპარატის გამოყენებას, თვითდასაქმებულია რესპონდენტთა 100% (1 რესპონდენტი). რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ ხელჯოხის გამოყენებას, კერძო სექტორში დასაქმებულია რესპონდენტთა 10% და არაა დასაქმებული რესპონდენტთა 90%. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ სათვალის გამოყენებას, არაა დასაქმებული რესპონდენტთა 100%. რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ გადასაადგილებელი ჩარჩოს გამოყენებას, არაა დასაქმებული რესპონდენტთა 100% (1 რესპონდენტი). რესპონდენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ პროთეზის გამოყენებას, არაა დასაქმებული რესპონდენტთა 100% (1 რესპონდენტი).

Page 66: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

66

შეჯამება

კვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (ქალთა, გოგონათა) უფლებების დაცვის კუთხით ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს. კვლევაში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმრავლესობის უფლება ადექვატური საცხოვრებელ პირობებზე, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას, გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჯანდაცვაზე, განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა დღემდე რეალიზებული არ არის. არსებული სიტუაცია კი ხელს უშლის სოციუმში ამ პირთა ინტეგრაციასა და სრულფასოვან ცხოვრებას. დევნილთა უმეტეს ნაწილი არ არის ინფორმირებული გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტების, საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის და სხვა პროცესების შესახებ. არ იცნობენ შესაბამის კანონმდებლობას. კვლევაში მონაწილე პირთა დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებულია დევნილთა გრძელვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტები, რომელთა თანახმად საცხოვრებლის დიზაინი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ საცხოვრებელი ფართის გამოყენება. შესაბამისად ისინი არ ითხოვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებას გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში. ახალი აშენებული საცხოვრებელი კორპუსები არ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს, შენობებს არა აქვს პანდუსები, არ არის მოწყობილი ლიფტები და შიგა ინფრასტრუქტურა. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ვიზიტებმა დაადასტურა, რომ დევნილთა უმეტესი ნაწილს არაადექვატურ საცხოვრებელ პირობები უხდება ცხოვრება. ჩასახლებების ნაწილს არ მიეწოდება სასმელი წყალი, კორპუსებში არ არსებობს და/ან მოუწესრიგებელია სანიტარული კვანძები (აბაზანა, სამრეცხაო, სხვა სველი წერტილები), არც ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში არ არის ცხელი წყალი. სასმელ წყალს ხშირად ეზოებიდან ეზიდებიან.

Page 67: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

67

საცხოვრებელ კორპუსებში დევნილი ქალების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დიდი ძალისხმევისა და მძიმე ფიზიკური შრომის შედეგად არის შესაძლებელი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა. როგორც ძველ კორპუსებში, ასევე ახალ აშენებულ საცხოვრებელ სახლებში დევნილებისთვის გამოყოფილი საცხოვრებლი ფართები ნორმალური ცხოვრებისთვის არ არის საკმარისი. უამინდობის დროს დაცული არ არის საცხოვრებელი ფართების დიდი ნაწილი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელმიუწვდომელია სატრანსპორტო საშუალებები. დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი საჭირო კვების პროდუქტებით. მიუხედავად იმისა, რომ დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უმეტეს ნაწილს უფლება აქვს ისარგებლოს სხვადასხვა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პაკეტით (სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მქონე, საყოველთაო დაზღვევა), მათ ხელი არ მიუწვდებათ საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე. ამის ერთ-ერთ მიზეზად კვლევაში მონაწილე პირები ასახელებენ იმ ფაქტს, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია რა მომსახურების მიღება შეუძლიათ არსებული სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში. გარდა ამისა ისინი აღნიშნავენ მედიცინის მუშაკთა უგულისყურო დამოკიდებულების შესახებ. დაუყოვნებელ გადახედვას საჭიროებს დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი. დევნილთა უმეტესი ნაწილის ძირითად შემოსავალს მხოლოდ სახელმწიფო სოციალური პაკეტი, დევნილის შემწეობა ან/და უმწეოთა დახმარება წარმოადგენს. შესაბამისად ისინი ვერ ახერხებენ მედიკამენტების შეძენას, რაც კიდევ უფრო მეტად აუარესებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან კერძო სექტორში მცხოვრები დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახები. მათი უმეტესი ნაწილი ცხოვრობს ნათესავების კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში, რომლებსაც დიდი ხანია არ ჩატარებია სარემონტო სამუშაოები. ამ მხრივ განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ მაღალმთიან რეგიონში(ზემო სვანეთი) მცხოვრებ დევნილებს. გარდა საცხოვრებელი ბინის პრობლემისა, მათ ხელი არ მიუწვდებათ საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე, ინკლუზიურ განათლებაზე, ტრანსპორტზე და ა.შ კვლევამ დაადასტურა, რომ არ ხდება დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განათლების უფლების რეალიზება. მათი დიდი ნაწილი არ

Page 68: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

68

არის ჩართული ინკლუზიური განათლების პროცესში. ამის მიზეზად დასახელდა ბევრი ფაქტორი, მათ შორის ის, რომ კვლევის არეალში შემავალი რეგიონების უმეტეს ნაწილში არ არის საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც შესაძლებელი იქნება ინკლუზიური განათლების მიღება, არ არის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი შეძლებს გადაადგილებას, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა არ აკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს, მხედველობისა და სმენის შეზღუდვის მქონე პირებისთვის არ იბეჭდება/არ გამოიცემა სასწავლო სახელმძღვანელოები საჭირო ფორმით (ბრაილის შრიფტი, აუდიო-მასალა) და სხვა. სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა დევნილთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების კუთხით. დევნილი ქალების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნაწილი თვითდასაქმების გზების ძიებაშია და ხშირად ისეთი სამუშაოს შესრულებაც უწევთ, რომელიც უკუნაჩვენებია მათი ჯანმრთელობის მდგომარებასთან, ვერ იღებენ შესრულებული სამუშაოს ადექვატურ ანაზღაურებას (დილიდან საღამომდე მუშაობა სათბურებში), გარდა ამისა ზოგჯერ ღირსების შემლახველი და დამამცირებელია (ნაგავსაყრელზე ჯართის ნარჩენების შეგროვება) და ა.შ. რაც შეეხება უძრავ ქონებაზე დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, რეაბილიტირებული და ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის დროს, უძრავი ქონების აღრიცხვა უმეტესწილად მოხდა ოჯახის სხვა წევრებზე და არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებზე. გამონაკლისია შემთხვევები, როცა დევნილი შშმ ქალი მარტოხელაა. კვლევამ ცხადად გამოავლინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი პირების საკითხთა მიმართ არსებული გულგრილი დამოკიდებულება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან.

სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტიდან მიღებული კორესპონდენციის თანახმად სამინისტროს მიერ არ წარმოებს აღრიცხვა თუ რამდენმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა მიიღო ახალი საცხოვრებელი და რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცხოვრებელი ფართის რეაბილიტაცია განხორციელდა, ასევე არა აქვთ მონაცემები, გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში მოხდა თუ არა შშმ პირთა საჭიროებების

Page 69: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

69

გათვალისწინება, გადაცემული ფართები აღირიცხა თუ არა დევნილი შშმ ქალების სახელზე. ზემოთ აღნიშნულმა დეპარტამენტმა გვაცნობა, რომ: „სამწუხაროდ აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება შეუძლებელია, ვინაიდან, თქვენს მიერ მოთხოვილი ინფორმაციის აღრიცხვა არ ხორციელდება. დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისას, საცხოვრებელი ფართით კმაყოფილდება იძულებით გადაადგილებული პირის ოჯახი, სულადობის შესაბამისად“38 მიუხედავად იმისა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია აღიარებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა დევნილთა შორის უსახსრობა, მიწისა და სხვა უძრავი ქონების უქონლობა; დევნილ მოსახლეობაში უმუშევრობის მაღალი და, შესაბამისად, დევნილებით მჭიდროდ დასახლების რაიონებში ეკონომიკური აქტიურობის დაბალი მაჩვენებლები; უვარგისი და ხშირ შემთხვევებში საფრთხის შემცველი საბინაო პირობები; ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისა და განათლების ხელმიუწვდომლობა; სოციალური დაცულობის დაბალი ხარისხი, დახმარებაზე დამოკიდებულობის სინდრომი და უინიციატივობა, ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემების მოგვარების მიზნით ჯერ კიდევ არ არის გადადგმული. საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო ბერკეტების არსებობის მიუხედავად დაბალია დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (ქალთა, გოგონათა) უფლებების სრულყოფილი რეალიზების ხარისხი. შესაბამის სახელმწიფო უწყებათა მხრიდან არ სრულდება კანონმდებლობით მათზე დაკისრებული მოვალეობები. კვლევის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებზე საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობდა 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც, სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესის და წინგადადგმული ნაბიჯებისა, დევნილთა მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება39. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით გასულ წელს შემუშავდა არაერთი რეკომენდაცია, თუმცა როგორც ზემოთ ითქვა ამ პრობლემათა დიდი ნაწილი ისევ მოუგვარებელია.

38 2013 წლის 8 აგვისტოს N05/02-12/43380 კორესპონდენცია 39 http://www.ombudsman.ge/files/downloads/ge/iicsizmorgdfkahkdqvc.pdf საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიში, გვ. 618-660

Page 70: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

70

რეკომენდაციები

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს:

• განახორციელოს ყოვლისმომცველი საინფორმაციო კამპანია, რომლის მეშვეობითაც დევნილები რეგულარულად მიიღებენ ინფორმაციას „იძუ-ლებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა“ და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის ყველა ასპექტთან მიმართებაში;

• უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის, კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტების შესახებ ინფორმაციით;

• განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებას და თავისუფალ არჩე-ვანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების დაცვას;

• გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის დროს გათვალისწინებულ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები, როგორც შენობათა გარე, ისე შიგა ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის თვალსაზრისით; შესაბამისი სტანდარტი და მოთხოვნები ასახულ იქნას საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციისა და სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში;

• უმოკლეს ვადაში განახორციელოს დევნილთა განსახლება იმ ობიექტებიდან, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია შენობების მძიმე მდგომარეობის გამო, რათა თითოეული ოჯახი უზრუნველყოფილ იქნას ადექვატური საცხოვრებელი პირობებით;

• განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ კერძო სექტორის უკიდურესად გაჭირვებულ დევნილებს, რომლებიც საჭი-როებენ გრძელვადიან განსახლებას;

• დევნილთა საარსებო წყაროსა და დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს მათი ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა, ამ პირთა ინტეგრაციის მხარდამჭერი სხვა ღონისძიებები, გენდერული თანას-

Page 71: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

71

წორობის დაცვით.

• ხელშეწყობილ იქნას მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის პროგრამების განხორციელება, რომლებიც წაახალისებენ დევნილთა საქმიანობას ამ მიმართულებით, შესაბამისი ცოდნისა და უნარჩვევების შეძენას;

• უზრუნველყოფილ იქნას რეგიონებში მცხოვრები დევნილებისთვის სოფლის მეურნეობის გაძღოლის სათანადო უნარჩვევებისა და სოფლად დასაქმების ხელშეწყობა;

• აწარმოოს დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სტატისტიკა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ავადობის პროფილის, სავარაუდო რისკის დაავადებების გამოკვლევისა და სახელმწიფო სტარტეგიის ფარგლებში მათთვის დადგენილი სამედიცინო და ფსიქოსოციალური დახმარების/რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავების მიზნით;

• დროულად იქნას განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები და განხორციელდეს მათი ჩართვა არსებული ჰუმანიტარული დახმარების, სოციალური, შინზრუნვისა თუ მიზნობრივი ზრუნვის პროგრამებში, ან საჭიროების შემთხვევაში შემუშავებულ იქნას სპეციალური პროგრამები, გენდერული ასპექტების გათვალისწინებით;

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:

• უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები რეგიონებში ( მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში) მცხოვრები დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, რათა რეალიზებულ იქნას ამ პირთა უფლება დაწყებით და საბაზო განათლებაზე;

• დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს მათი ჩართვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, უზრუნველყოს პროფესიული სწავლების მოტივაციის ხელშეწყობა, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა;

• განახორციელოს სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის

Page 72: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

72

ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით.

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

• დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების გარე და შიგა ინფრასტრუქტურის ადაპტირება ამ პირთა საჭიროებების მიხედვით;

• სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებები, ამასთან მხედველობაში იქნას მიღებული გენდერული ასპექტები;

• უმოკლეს ვადაში გადაიხედოს დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

Page 73: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

73

დანართი:

რაოდენობრივი კვლევისათვის გამოყენებული კითხვარი

კვლევა

დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების)

უფლებების შესახებ

2013 წლის აპრილი

კვლევა ტარდება საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ცენტრის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით.

კვლევის მიზანია იმის შეფასება, თუ რამდენად ხორციელდება საქართველოში დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა (გოგონათა) უფლება ადექვატურ საცხოვრებელ პირობებზე, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას, გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა და დასაქმებაზე, როგორც ეს გარანტირებულია საქართველოს ეროვნული კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციებით. რას ითვალისწინებს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა (გოგონათა) უფლებების დაცვის კუთხით. მუხლი 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები მრავალგვარი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და ამასთან დაკავშირებით იღებენ ზომებს მათი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრული და თანაბარი უზრუნველყოფისათვის; 2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ქალთა ყოველმხრივი განვითარების, წინსვლის, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და წინამდებარე კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა გარანტირებისათვის.

Page 74: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

74

მიმდინარე ეტაპზე, მნიშვნელოვანია თქვენი მონაწილეობა კვლევაში, რათა მოხდეს დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა (გოგონათა) უფლებების შესახებ კითხვარის მონაცემთა ინტეგრაცია და ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება. კითხვარის შევსების დროს შემოხაზეთ თქვენთვის მისაღები პასუხი. მადლობას მოგახსენებთ კვლევაში მონაწილეობისათვის.

ინფორმაცია რესპოდენტის შესახებ

ქალაქი/რაიონი

სქესი/ასაკი

განათლება

ოჯახური მდგომარეობა (დაქორწინებული, დაუქორწინებელი, განქორწინებული, ქვრივი, მარტოხელა დედა)

იყენებთ თუ არა დამხმარე საშუალებას (ეტლი, სმენის აპარატი, ხელჯოხი, ბრაილით ნაბეჭდი ტექსტი, სხვა აუდიო აპარატურა ა.შ.)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელი/ოჯახის წევრი

Page 75: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

75

კითხვარი

საცხოვრებლით უზრუნველყოფა

1. დევნილთა რომელი ტიპის განსახლების ობიექტში ცხოვრობთ? ა) კერძო განსახლების ბ) კომპაქტური განსახლების

2. საკმარისია თუ არა თქვენი ოჯახის ნორმალური ცხოვრებისათვის საცხოვრებლის ფართობი (სივრცე)? ა) დიახ ბ) არა კომენატრი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. არის თუ არა დაცული თქვენს საცხოვრებელ ადგილზე სანიტარულ–ჰიგიენური პირობები? ა) დიახ ბ) არა

4. რამდენად არის დაცული თქვენი საცხოვრებელი უამინდობის დროს (წვიმა, ძლიერი ქარი, წყალდიდობა)? ა) დაცულია ბ) არ არის დაცული კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. განათებულია თუ არა ადგილი, სადაც თქვენი საცხოვრებელი ბინა მდებარეობს? ა) დიახ ბ) არა

6. არის თუ არა თქვენთვის ხელმისაწვდომი სუფთა სასმელი წყალი? ა) დიახ ბ) არა

7. უზრუნველყოფილი ხართ თუ არა კვების პროდუქტებით? ა) დიახ ბ) არა

Page 76: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

76

კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. გაქვთ თუ არა შეზღუდული თავისუფლად გადაადგილების უფლება?

ა) დიახ ბ) არა

9. რამდენად არის თქვენთვის ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოდ და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე გადაადგილებისათვის? ა) ხელმისაწვდომია ბ) არ არის ხელმისაწვდომი კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10. იცნობთ თუ არა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ კანონმდებლობას? ა) დიახ ბ) არა კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

11. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში მიიღო თუ არა თქვენმა ოჯახმა ახალი საცხოვრებელი ან/და მოხდა თუ არა თქვენი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია? ა) დიახ ბ) არა კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

12. ახალი საცხოვრებელი ბინის ან არსებულის რეაბილიტაციის დროს მოითხოვეთ თუ არა თქვენი განსაკუთრებული საჭიროებების დაკმაყოფილება? ა) დიახ ბ) არა კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

13. მოხდა თუ არა თქვენი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება?

Page 77: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

77

ა) დიახ ბ) არა კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

14. თქვენი ოჯახის ახალი საცხოვრებელი ფართით ან/და შენობის რეაბილიტაციის შედეგად დაკმაყოფილების დროს მოხდა თუ არა თქვენს სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვა? ა) დიახ ბ) არა კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ჯანმრთელობის დაცვა

15. არის თუ არა თქვენთვის ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება? ა) დიახ ბ) არა კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

16. ხართ თუ არა ინფორმირებული უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ? ა) დიახ ბ) არა კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

17. სარგებლობთ თუ არა უფასო სამედიცინო დაზღვევით? ა) დიახ ბ) არა კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

18. მიგიწვდებათ თუ არა ხელი ფასიან სამედიცინო მომსახურეობაზე? ა) დიახ ბ) არა

Page 78: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

78

კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

19. ხართ თუ არა უზრუნველყოფილი თქვენი ჯანმთელობისთვის საჭირო მედიკამენტებით? ა) დიახ ბ) არა კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განათლება

20. არის თუ არა თქვენთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაღი, სკოლა, კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება)? ა) დიახ ბ) არა

კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

21. გაქვთ თუ არა ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ? ა) დიახ ბ) არა

კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

22. ხართ თუ არა ჩართული ინკლუზიური განათლების პროცესში? ა) დიახ ბ) არა

კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Page 79: kvleva-devnili shshm qalebi...ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენცია, ბავშვის უფლებების

79

დასაქმება

23. ხართ თუ არა დასაქმებული?

ა) დიახ ბ) არა კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

24. რომელ სექტორში ხართ დასაქმებული? ა) სახელმწიფო ბ) კერძო გ) თვითდასაქმებული კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

25. რამდენი შრომისუნარიანი ადამიანია თქვენს ოჯახში? ა) 1 ბ) 2 გ) 3 დ) 3–ზე მეტი ე) არცერთი

26. რამდენია თქვენი ოჯახის საშუალო შემოსავალი?

ა) 0-50 ლარი ბ) 51-100 ლარი გ) 101-200 ლარი დ) 200+ ლარი

27. მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა პროფესიული მომზადების ან გადამზადების პროგრამებში, თუ კი სად და როდის? ა) დიახ ბ) არა კომენტარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––