georgian lenguage

6
ეეე ეეე ეეეეეეეეეე ეეეე ეეეეეეეეეეეე ეეეეეეეე, ეეეე ეეეე ეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეე_ ეეეეეეე ეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეე, ეეეე ეეეე ეეეეეეეე, ეეეეეე ეეეეეეეეეეე _ ,,ეეე ეეეეე ეეეეე” (ეეეეეეეეე) ,,გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ, გგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგგგ _ გგგგგ გგ გგგგგგგგ _ გგგგგგგგ, გგგგგგგგ გგგგგგგგ გგგ გგგგგგგგგგგგგ _ გგგგგ, გგგგგგგგ გგ გგგგგ.“ /გგგგგ გგგგგგგგ/ გგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგ, გგგგ გგგგგგგგ გგგგგ გგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგ გგ გგგგგგგგ. გგგგგ გგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგ. გგ გგგგგგგ გგგგგგგ გგ გგგგგგგ. გგგგგგგ გგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგ გგგგგგგგგ გგგგ-გგგგ: „გგგ გგგგგგგგ გგგ გგ გგ გგგგგგგგ...“ გ-გგგ-გ გგ გგ- გგგ-გგ-გ, გგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგ-გგგ-გ. გგგგგგგ გგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგგ. გგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგ-გგგგ: ,,გგგგგგ გგგგგგგგ გგ გგგგგ გგგგგგგგგ“. გგგგგგ გგგგ გგგგ გგგგგგგგ, გგ, გგგგ გგგგგგგგგგ, გგგგგგგგ, გგგგგგგგგგგ... გგგ გგგგგგგგ გგგ გგგგგ გგგგგ გგგგგგგ/გგგგგ გგგგგგ გგ გგგ გგგგგგ/გგგგ გგგგგგგგგ გგგგგგ. გგგგ გგგგგ, „გგგგგგგგგგგ გგგ გგგგგგ გგ გგგგგგ გგგ გგგ გგგგგგ“, _ გგ გგგგ გგგგგგგ, გგგგგგ გგგგგგგგ. გგგგ გგგგგგგგგ გგგგგ: „გგგგგგ გგგგ: გგგგგ გგგგგგ! გგ გგგგგ გგგგგგ.“ გგგ გგგ: გგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგ გგ გგგგგგგგ, გგგგგგ გგ გგგგგგგგგგგგგ გგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგ - გგგ გგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგ. გგგ გგგგ გგ, გგგ გგგგგგგგ გგგგგ გგგგგგგგგ. გგგ გგ გგგგგ გგგგგგგგგ გგ გგგგ, გგგგგ გგგგგგგგგ/გგგგგგგ/გგგგ გგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგ, გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ _ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ. გგ გგგგგგგგგგ გგგგ გგგგ გგგგ-გგგგგგგგ: ,,გგგგგ გგგ, გგგგგ გგგგგგგგგ გგგგგ, გგგგგგგგ; გგგგგ გგგგგ გგ გგგგგ გგ გგგგ გგგგგ გგგგგგ”. გგგგგგგ, გგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგ გგგგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგ, გგ, გგგ გგგ გგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგ 1

Upload: giorgi-sabadze

Post on 16-Jan-2016

62 views

Category:

Documents


0 download

DESCRIPTION

hello this is

TRANSCRIPT

Page 1: georgian lenguage

ენა ვერ განიხილება ოდენ დამოუკიდებელ სისტემად, ვერც ოდენ საზოგადოებრივ მოვლენად_ ეთნოსის თუ სოციუმის მახასიათებლად, ვერც ოდენ კულტურულ, სულიერ ღირებულებად _ ,,ენა სულია ერისა” (ჰუმბოლდტი)

,,განსხვავებით ცხოველისაგან, რომელიც ორ განზომილებაში _ დროსა და სივრცეში _ ცხოვრობს, ადამიანი ცხოვრობს სამ განზომილებაში _ დროში, სივრცეში და ენაში.“ /ჯემალ ქარჩხაძე/

ადამიანი არსებობს ენაში, ენის არსებობა დროსა და სივრცეში გულისხმობს ადამიანის არსებობას დროსა და სივრცეში. ყველა სხვა ცოცხალი არსებისგან განსხვავებით ის მეტყველია. ეს ღვთიური ნიჭიცაა და ტვირთიც. გახსოვთ ილია ჭავჭავაძის გუთნისდედა როგორ მიმართავს ლაბა-ხარს: „შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი...“ უ-ტყვ-ი და მე-ტყვ-ელ-ი, ხოლო მეტყველების ინსტრუმენტი სი-ტყვ-ა. სიტყვას აქვს თავისი მახასიათებელი. ასე განსაზღვრავს სულხან-საბა: ,,სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი“. საქმის უკან დგას ადამიანი, ის, ვინც საქმიანობს, მქმნელია, შემომქმედია... არც ადამიანი ანუ საქმე ვარგა სიტყვის/აზრის გარეშე და არც სიტყვა/აზრი ადამიანის გარეშე. უფრო მეტიც, „პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი არს ღმერთი“, _ ეს უკვე ბიბლიაა, იოანეს სახარება. ხოლო შესაქმეში წერია: „უფალმა თქვა: იქმენ ნათელი! და იქმნა ნათელი.“

მაშ ასე: სამყარო არსებობს დროსა და სივრცეში, მაგრამ ამ განზომილებებს იქით არსებობს ადამიანური და ამავდროულად ღვთიური განზომილება - ენა და მასშია განსხეულებული სამყარო.ენა არის ის, რაც ადამიანს ქმნის ადამიანად.

ენა თუ თავად ადამიანია და ენის, იგივე ადამიანის/ეთნოსის/ერის ისტორია დროითი განზომილებაა, ადამიანის გარემომცველი ბიოგეოგრაფია _ სივრცითი განზომილებაა. ამ მთლიანობის გამო თქვა ვაჟა-ფშაველამ: ,,მადლი შენ, ყველა ერთმანეთს უფალო, დაუმონია; ამაზე ტურფა და კარგი მე სხვა აღარა მგონია”.

ამდენად, ბიოლოგიური სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან ადამიანს აერთიანებს თანდაყოლილი რეფლექსები და ინტუიცია, ის, რომ მას შეუძლია თავისი არსებობისათვის ბრძოლაში მოიხმაროს თავისივე ცხოვრებისეული გამოცდილება, განასხვავებს კი ის, რომ ადამიანს უნარი აქვს გამოიყენოს სხვათა მიერ მოპოვებული ცოდნა. ამის საშუალებას კი მხოლოდ ენა იძლევა. მაშასადამე, კაცობრიობის განვითარების უწყვეტობას ენა (ენაში დაუნჯებული ცოდნა) განაპირობებს.

ენა იმავდროულად პიროვნების სოციალური და ეროვნული ვინაობის გამომხატველია. ენა გვიჩვენებს მისი მატარებელი ხალხის მსოფლხედვას, ანუ სამყაროში არსებული საგნების თუ მოვლენების სახელდება კოლექტიური დაკვირვების და გამოცდილების შედეგია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და აყალიბებს აზროვნების სისტემას. ენა რომ შედეგის სახით არ გვეძლეოდეს, მაშინ ყოველი ინდივიდი იძულებული იქნებოდა შეექმნა ახალი ენა. ამავე დროს, ენის გამოყენება შემოქმედებითი აქტია, წინააღმდეგ

1

Page 2: georgian lenguage

შემთხვევაში ენას გაქრობის, კვდომის საშიშროება დაემუქრებოდა. ენის საშუალებით ახდენს ინდივიდი იდენტიფიკაციას ენობრივ/ეროვნულ კოლექტივთან და პირიქით, საზოგადოების თვითრეალიზაციის საშუალებაა ენა.

სხვადასხვა ენების არსებობა არის შედეგი ერთი და იმავე საგნებისადმი შემოქმედებითი მიდგომისა, როდესაც სახელდებისთვის შეირჩევა საგნის ერთი რომელიმე მახასიათებელი მრავალთაგან. ქართულში „მრავალძარღვათი“ მცენარის ანატომიურ აგებულებას მიექცა ყურადღება, სიტყვით „ქინძისთავი“ ენა საგნის ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას, ხოლო სიტყვით „ცისკარი“ _ ამ მოვლენის არსზე. სახელდებისათვის საგნის რომელიმე თავისებურების ამორჩევის მიზეზი იმდენად ენობრივი ფაქტორი არაა, რამდენადაც ისტორიული, ეთნოგრაფიული, რელიგიური, ფსიქოლოგიური ფაქტორები. ამიტომაც ამბობენ, რომ ენა არის ერის სულის უშუალო გამოხატულება. ამავდროულად ენა იძლევა საშუალებას, საგნის სახელდებისას გამოყენებულ იქნეს ყველა მახასიათებელი და სახელის დიალექტური ვარიაციებით ასახოს ერის მსოფლხედვა. მაგალითისთვის ავიღოთ მცენარეების სახელები. „მრავალძარღვა“ ხევსურულში „ცხრაძარღვად“ იწოდება და იმავდროულად „მოგზაურაც“ ჰქვია, ქვემოიმერულში კი მას „ბამბაძარღვა“ ეწოდება. აქ არსებით სხვაობას „მოგზაურა“ იძლევა. „მსუქანა“ იმერულსა და გურულში არის „უკვდავა ფხალი“, „ძირწითელა“, აჭარულში „თაგვყურა“ ან „თიკნიყურა“, მთიულურში _ „ხველის წამალი“ ან „დაჭრილაის წამალი“, კახურში _ „კლდის დანდური“.

ნებისმიერი ენის ლექსიკური მარაგი საუკეთესოდ ასახავს ამ ენის მატარებელი ხალხის ყოფას, კულტურას, გარემოს, ენობრივ კონტაქტებს, წარმოდგენებს, აზროვნების წესს. მაგალითად, კულტურის გარკვეულმა დონემ შეაპირობა ის ხედვა, რომელმაც წარმოქმნა სიტყვა „ცისარტყელა“. შემდეგ კი უკვე ენა განაპირობებს იმას, რომ მისი მფლობელი სწორედ ასე ხედავს ბუნების ამ მოვლენას, თუმცა ასევე საცხოვრებლის ლოკალიზაციისა და დანარჩენი საქართველოდან/დიალექტებიდან იზოლაციის შემდეგ თურქეთის ქართველების მეტყველებაში ჩნდება სიტყვა „[მ]თისარტყელა“, რაც მიანიშნებს მსოფლხედვის ნაწილობრივ კორექტირებას. კიდევ ერთი მაგალითი: კულტურის გარკვეული დონე განაპირობებს მოკრძალებას მიცვალებულისადმი. ეს მოკრძალება იწვევს მისი ხსენების აკრძალვას. შედეგად, სიტყვა „ცხედარი“ ძვ. მნიშვნელობით „ტახტი“ , დღეს აღნიშნავს მიცვალებულს (ძველი მნიშვნელობა შემორჩენილია სიტყვაში „თანამეცხედრე“).

დაისმის კითხვა: როგორია ქართული ენით დანახული „სამყაროს ხატი“, რა როლი მიუძღვის ქართულ და მის მონათესავე ენებს ქართული კოლექტიური ენობრივი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ცხადია, ქართული ეთნოსოციალური და ენობრივი სინამდვილე, რომელიც წარმოდგენილია სამი ქართველური ენით (ქართული, სვანური (4 დიალექტიტ), ზანური/მეგრულ-ლაზური ანუ ჭანური) და ორ ათეულზე მეტი დიალექტით (17 დიალექტი) და განმტკიცებულია საერთო ეროვნული კულტურითა და სახელმწიფო ქართული ენით, ქართველი ხალხის ყველაზე დიდი სიმდიდრე და მონაპოვარია. შესაბამისად, ქართველური ენები და მათი დიალექტები ქართული არამატერიალური კულტურის ისეთივე ძეგლია, როგორც ხალხური სიმღერები და ლექსები... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ენობრივი კუნძულები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობენ საზღვარგარეთ. ესაა: ლაზური და ქართული ენის რამდენიმე დიალექტი (შავშური, ტაოური, კლარჯული...) თურქეთში, ფერეიდნული ქართული ირანში და ინგილოური აზერბაიჯანში.

აღნიშნულ რეგიონებში, საერთო გლობალიზაციისა და ქვეყნების შიგნით მიმდინარე ურბანიზაციული, ინტეგრაციული და ასიმილაციური პროცესების ფონზე ლაზურიც და ქართული დიალექტიც კარგავს საოჯახო საურთიერთო ენის

2

Page 3: georgian lenguage

ფუნქციას. ზოგადი ტენდენცია ასეთია _ ეთნიკური ლაზებით თუ ქართველებით კომპაქტურად დასახლების ადგილებშიც კი, ახალი თაობა, 20 წლის ასაკის ქვემოთ, განსხვავებით თავიანთი მშობლებისაგან, მშობლიურ ენაზე ვეღარ ლაპარაკობს. მაგრამ, ამავე დროს, ძლიერია ამით გამოწვეული სინანულის განცდა და სწრაფვა ეთნიკური კულტურის, ფოლკლორის, კილოს შენარჩუნებისა. ჩვენი ნათქვამის დასადასტურებლად მოვიყვანთ ამონარიდებს მურატ შაჰინის (თურქეთის ქ. უნიეში მცხოვრები 32 წლის ეთნიკური ქართველის) გზავნილებიდან:

“დიდი მადლობა, ბატონო, ძალვან მომეწონა თქვენი ვებ საიტი… გიმიხარდა, არ დეიკარგოს ქართული ენის თურქეთში ლაპარიკი… გაიხარეთ… :)) დიდი მადლობა.”

“დიდი მადლობა, ძალვან გიმიხარდა, მეც თურქეთში ჩვენებურების, აქავრი ქართველების ენა (ორდუ/უნიაში, ქი ჩემი საიტი მაქვს http://genatsvale.wordpress.com/

ეს ჩემი საიტი არი... მეც მინდა არ დეიკარგოს თურქეთში ბათუმიდან მოტანული ლაპარიკი… იმისთინ მეც ვწერავ უნიაში ქართველების ენა, ანდაზები, სიმღერები… ჩემიდან რამეთუ გინდებიან გულით გავაკეთებ… საქართველოს და ბათუმს ბევრი სელამი… მურატ შაჰინ ძნელაძე.”

ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ მურატ შაჰინის ვებგვერდს ძალიან ბევრი წვეული ჰყავს _ თურქეთის თითქმის მთელი ეთნიკური ქართველობა.

ასევე მგრძნობიარედ ეკიდებიან ფერეიდნელები მშობლიური დიალექტის _ „დედას ენის“ თანდათანობითი დავიწყების პროცესს. ეს დამოკიდებულება ფერეიდნული ”ხალხური რიტორიკის” ამ შესანიშნავი ნიმუშიდანაც ჩანს (ავტორი მიმართავს სოფელ აფუსის მცხოვრებთ, რომელთაც დაივიწყეს ქართული ენა):

აფუსელნო, დედის ენის გამგუებელნო (უარმყოფელნო)!თქვენმა ცხვრებმა არ დაივიწყეს ბღავილი;თქვენმა თხებმა _ კიკინი;თქვენმა ძროხებმა _ ბღავილი;თქვენმა მამლებმა _ ყივილი;თქვენმა ქათმებმა_ კრას-კრასი;თქვენმა ჩიტებმა _ ჭიკ-ჭიკი;თქვენმა ბულბულებმა გალობა არ დაივიწყეს!დედებო, სახლის ბოძებო!აფუსელნო, დედას ენას გამგუებელნო!მე ხომ ვიცი, დედის ენაზე საუბარს ნატრობთ. იმიტომ, რომ ქართული

ღმერთის მოცემული ენაა. რაც რომ ღმერთის მოცემული იყოს, არ დაიკარგების!“ (ჰეიდარ დარჩიაშვილი)

განსაკუთრებით საგანგებო მიდგომას მოითხოვს ლაზური ენა. ლაზები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართულსაც ფლობდნენ, რასაც ადასტურებს პეტრე უმიკაშვილის მიმოხილვა „ტაოს-კარი და კოლა, ჭანეთი“, რომელიც გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა 1877 წელს. ეს ფაქტი მიანიშნებს იმას, რომ ისტორიული ხსოვნა საქართველოსთან და ქართულ კულტურასთან შენარჩუნებული იყო. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით თანამედროვე ლაზებზე. ბუნებრივია, ქართული არ იციან და მათ მენტალობაში მეგრელი და ქართველი გამოცალკავებულია ერთმანეთისაგან, როგორც სხვადასხვა ეთნოსი. მართალია, თურქეთის ქართველები აღიარებენ, რომ „ერთმანეთის განაყარნი ვართო“, ლაზების მიმართ გაუცხოება მაინც იგრძნობა. დავიწყების პირას მისულ ლაზურსაც ბოლო დროს გამოუჩნდნენ ახალგაზრდა ქომაგები, რომლებიც ლექსიკონების, ჟურნალ-გაზეთებისა და ვებ-გვერდების საშუალებით ცდილობენ ენის გადარჩენასა და პროპაგანდას. რწმენა მეგრულთან ერთობისა შეიძლება გადაიქცეს გზად ქართული კულტურისკენ, მით უფრო ისტორიულ ხსოვნაში

3

Page 4: georgian lenguage

დღემდე შემონახულია თამარ მეფის სახელი. ქართველ მეცნიერთა მიერ ლაზურის შესწავლით, სხვადასხვა ტიპის ლექსიკონებითა და ურთიერთობების ინტენსიურობის გაზრდით შეიძლება ლაზურის გააქტიურება ისტორიულ ლაზეთში.

ენის, ისტორიისა და ბიომრავალფეროვნების ურთიერთკავშირში შესწავლა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტრატეგიული ამოცანაა, რასაც ენსახურება სტუდენტური ექსპედიციები, მაგალითად, 2011 წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია და ამ გზით შერჩეულ სტუდენტთა ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში. საკონფერენციო თემები ეხებოდა ენას, ისტორიასა და ბიოლოგიას, ხოლო ექსპედიციის დროს შესწავლილი იქნა ადგილობრივ ქართველთა მეტყველება, კულტურის ძეგლები, ველური/გაველურებული ვაზის ჯიშები. ამ უკანასკნელის 35 ნიმუშია ჩამოტანილი. რა კავშირია მათ შორის? ირკვევა, რომ გაველურებული ვაზის ნაყოფი ყოფაში გამოიყენება: აშრობენ და ფლავში ურევენ. ე. ი. რელიგიური მოტივაციით კი მოიშალა ღვინის დაყენების ტრადიცია, მაგრამ ყოფის შემადგენელ ელემენტად ის მაინც დარჩა. ტაო-კლარჯეთელთა ლექსიკაში დადასტურდა ვაზთან დაკავშირებული ლექსიკა, თუმცა ვაზი, ვენახი სიტყვების მნიშვნელობით მხოლოდ ,,ყურზენი” გამოიყენება.... ამ რეგიონში ვაზი უძველესი დროიდან არსებობს, თანაც ეს ხალხიც ძირძველი მოსახლეა ჭოროხის ხეობისა. საყოველთაოდ აღიარებული ვარაუდი, რომ მსოფლიოში ვაზის მოშინაურება დაიწყო კავკასიის რეგიონში და აქედან გავრცელდა ჯიშები ევროპასა და ამერიკაში, დამატებით არგუმენტაციებს შეიძენს ექსპედიციის დროს დაფიქსირებული ენობრივი მასალითაც და საკუთრივ ველურ თუ გაველურებულ ვაზთა ნიმუშებითაც. ქართული ენა ჯერ კიდევ ახსოვთ გურჯებს, შესაბამისად, არსებობს ცოდნაც იმ ეკოსისტემებისა, რომელშიც ისინი და მათი წინაპრები ათასწლეულების მანძილზე ცხოვრობდნენ, მაგრამ ახალი თაობა ივიწყებს აკვნის ენას, დედაენას, რაც იმას ნიშნავს რომ დავიწყების ბურუსში გაეხვევა ისტორიული მემკვიდრეობაც _ ეკლესია-მონასტრები, ციხეები, ხიდები, ჯერ კიდევ „თამარის ხიდს“ რომ ეძახიან, ყოფაც შეიცვლება და ბიომრავალფეროვნებაც მათ კვალდაკვალ გაფერმკრთალდება.

ბუნებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება ადამიანის ცხოვრების წესია, მაგრამ მან გამოცდილებით იცის, სად გადის ზღვარი ეკოსისტემების გამოყენებასა და განადგურებას შორის. ეს გამოცდილება და ცოდნა ენის საშუალებით გადაეცემა თაობიდან თაობას და ინარჩუნებენ ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობის პირობებს.

უფრო მეტიც, ადამიანი ახალ გარემოშიც ცდილობს იმ ეკოსისტემების იმიტაციას, რომელიც მისთვის ბუნებრივი იყო. ფერეიდანში მე-16 საუკუნეში გადასახლებული ასიათასობით ქართველი სრულიად ხრიოკსა და კახეთის მადლიანი ბუნების საპირისპირო გარემოში ეძებდა მიმსგავსებულ ადგილებს და ქართული სოფლების სახელებს არქმევდა. ამიტომაც, გვაქვს ფერეიდანში მარტყოფი, ვაშლოვანი... თუმცა რეალურად რაც ქართული და მშობლიური გააჩნდათ, მხოლოდ ენა იყო. დღემდე ამ ენის ძალით ინარჩუნებენ კავშირს საქართველოსთან. ამ ვითარების გაცნობისა და შესწავლის მიზნით წელს შედგა სტუდენტური ექსპედიცია ფერეიდანში, ირანში. სტუდენტები დაინტერესდნენ და სათანადო ნაშრომებით წარმოადგენენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქართული ენის ტრანსლაცია ფერეიდნულ ოჯახში, ფერეიდნელების წეს-ჩვეულებები, გამორჩეული ადამიანები და ფერეიდნული ენობრივი მეხსიერების ნიმუშები _ ამბები.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ სანამ ფერეიდნელები, თურქეთის ქართველები, ინგილოები დროის, სივრცისა და ენის განზომილებებში თავის

4

Page 5: georgian lenguage

თავს ხედავენ ქართულ ენაში, მანამდე ისინი რჩებიან ქართველებად, ანუ როგორც თავად ამბობენ, გურჯებად. სანამ საქართველოს ქართველები, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა, ქართული ენით ქმნიან და თაობიდან თაობას გადასცემენ კულტურულ მემკვიდრეობასა და ბიომრავალფეროვნებას, ქართული ენა დარჩება იმ დროითი და სივრცითი საზღვრების მომშლელად, საქართველოს, საინგილოს, ფერეიდანსა და ტაო-კლარჯეთს რომ აშორებს ერთმანეთისგან.

დამატებითი ლიტერატურა:1. ჯემალ ქარჩხაძე, შემოქმედების კანონი, თბ. 2011, ხელმწიფე-ენა, გვ.49-632. ბესარიონ ჯორბენაძე, ენა და კულტურა, თბ., 1997

5