ნაწილი i უსახლკარონი ნოემბრის ......- ეს...

32
ნაწილი I - უსახლკარონი ნოემბრის ცივი საღამო იყო. ქარი ქროდა. ქუჩები დაცარიელებულიყო და ქარიც აქეთ-იქით დააქროლებდა მტვერსა და ნაგავს. ხეები შრიალებდნენ,ძლიერად ირხევოდნენ, თითქოს საცაა ქარი ფესვებიანად ამოგლეჯსო. კორპუსებს შორის ქარის ზუზუნი ისმოდა. ქუჩა ცარიელი იყო, გარეთ არავინ იმყოფებოდა გარდა ერთი პატარა გოგონასი, რომელსაც ქარი თმას უწეწავდა და სახეში ეხეთქებოდა. გოგონა მარტოსული იყო, ობოლი, უსახლკარო, მას ყველა უფრთხოდა და ზიზღით უყურებდა. მის გამოწვდილ ხელს არავინ არაფრად არ აგდებდა და აი ამ საშინელ, ავბედით დღეს გოგონა მარტო იყო ცივ, ავისმომასწავლებელ, მიტოვებულ ქუჩაში. ხელში გამხმარი პურის ნაჭერი ჰქონდა ჩაბღუჯული და ნელ-ნელა ციცქნიდა. უეცრად მასთან ერთი მისი თანატოლი ბიჭი მივიდა, გოგონა შეკრთა. -შენც უსახლკარო ხარ ხომ? - ცნობისმოყვარეობით ჰკითხა ბიჭმა. -კი -ამოილუღლუღა გოგონამ, რომელიც სიცივისგან კანკალებდა. -წამოდი, წამომყევი, - ბიჭმა ხელი გაუწოდა. -სად? -ჩემთან, არ თბილა, მაგრამ ამასთან შედარებით სითბოა, თან წვიმისგანაც დაცული იქნები, წამოდი, ნუ გეშინია. გოგონამ ბიჭს ხელი მოჰკიდა.ეს ისეთი უცნაური გრძნობა იყო, თბილი, გასაოცარი. წამით მის თვალში იმედის ნაპერწკალი გაკრთა. ის ბიჭს გაჰყვა. ბიჭმა გოგონა ერთ მიტოვებულ,ნაავარიებ, ჩამონგრეულ შენობაში მიიყვანა. - აი, ეს ჩემი სახლია, - გოგონამ მიმოიხედა, შენობის ნახევარი მიწასთან იყო გასწორებული. ქარი იქაც უბერავდა,თუმცა ზოგან ჭერი მთელი იყო. იქ ერთი გადასაფარებელი და ბალიში იდო, ძირს პურის ნაფშვენები ეყარა. - ესე იგი აქ ცხოვრობ? - ჰო, საჭმლის საძებნელად გამოვედი და შენ გიპოვნე, ქუჩაში ყოფნას აქ ჯობია.აქ დარჩი, წავალ იქნებ რაიმე ვიპოვნო. - კარგი. ბიჭმა გოგონას გაუღიმა და შენობიდან გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ის დაბრუნდა. ხელში ცხელი პური ეჭირა, მან ის გოგოს მისცა. -ეს ხომ თბილი და ახალია. - წამოიძახა გახარებულმა. -ჰო , გუშინ კეთილმა კაცმა 2 დოლარი მომცა და იმით ვიყიდე, თან დღეს ხომ ასეთი სტუმარი მყავს, - ბიჭმა გაიცინა. -მე ემანუელი ვარ, შენ რა გქვია? -არ ვიცი. -როგორ თუ არ იცი? - სახელით ჩემთვის არავის მოუმართავს, არ ვიცი საიდან მოვდივარ, ვინ ვარ. - გოგოს ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. - არა, გთხოვ ნუ იტრებ, შენ ამიერიდან - კამილი იქნები.ერთ ჩემს მეგობარს ერქვა ასე, მოგწონს? -კი, - გოგონა ბიჭს ჩაეხუტა, ჯერ კიდევ ტიროდა. -ნუ ტირი, უკვე გვიანია, დაწექი, დაიძინე. აი გადასაფარებელი, ცოტას გაგათბობს.- ბიჭმა გადასაფარებელი მიაწოდა. -მერე შენ? -მე არამიშავს, - ემანუელმა კამილს გაუღიმა.

Upload: others

Post on 24-Jan-2020

15 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

ნაწილი I - უსახლკარონი

ნოემბრის ცივი საღამო იყო. ქარი ქროდა. ქუჩები დაცარიელებულიყო და ქარიც აქეთ-იქით დააქროლებდა მტვერსა და ნაგავს. ხეები შრიალებდნენ,ძლიერად ირხევოდნენ, თითქოს საცაა ქარი ფესვებიანად ამოგლეჯსო. კორპუსებს შორის ქარის ზუზუნი ისმოდა. ქუჩა ცარიელი იყო, გარეთ არავინ იმყოფებოდა გარდა ერთი პატარა გოგონასი, რომელსაც ქარი თმას უწეწავდა და სახეში ეხეთქებოდა. გოგონა მარტოსული იყო, ობოლი, უსახლკარო, მას ყველა უფრთხოდა და ზიზღით უყურებდა. მის გამოწვდილ ხელს არავინ არაფრად არ აგდებდა და აი ამ საშინელ, ავბედით დღეს გოგონა მარტო იყო ცივ, ავისმომასწავლებელ, მიტოვებულ ქუჩაში. ხელში გამხმარი პურის ნაჭერი ჰქონდა ჩაბღუჯული და ნელ-ნელა ციცქნიდა. უეცრად მასთან ერთი მისი თანატოლი ბიჭი მივიდა, გოგონა შეკრთა. -შენც უსახლკარო ხარ ხომ? - ცნობისმოყვარეობით ჰკითხა ბიჭმა. -კი -ამოილუღლუღა გოგონამ, რომელიც სიცივისგან კანკალებდა. -წამოდი, წამომყევი, - ბიჭმა ხელი გაუწოდა. -სად? -ჩემთან, არ თბილა, მაგრამ ამასთან შედარებით სითბოა, თან წვიმისგანაც დაცული იქნები, წამოდი, ნუ გეშინია. გოგონამ ბიჭს ხელი მოჰკიდა.ეს ისეთი უცნაური გრძნობა იყო, თბილი, გასაოცარი. წამით მის თვალში იმედის ნაპერწკალი გაკრთა. ის ბიჭს გაჰყვა. ბიჭმა გოგონა ერთ მიტოვებულ,ნაავარიებ, ჩამონგრეულ შენობაში მიიყვანა. - აი, ეს ჩემი სახლია, - გოგონამ მიმოიხედა, შენობის ნახევარი მიწასთან იყო გასწორებული. ქარი იქაც უბერავდა,თუმცა ზოგან ჭერი მთელი იყო. იქ ერთი გადასაფარებელი და ბალიში იდო, ძირს პურის ნაფშვენები ეყარა. - ესე იგი აქ ცხოვრობ? - ჰო, საჭმლის საძებნელად გამოვედი და შენ გიპოვნე, ქუჩაში ყოფნას აქ ჯობია.აქ დარჩი, წავალ იქნებ რაიმე ვიპოვნო. - კარგი. ბიჭმა გოგონას გაუღიმა და შენობიდან გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ის დაბრუნდა. ხელში ცხელი პური ეჭირა, მან ის გოგოს მისცა. -ეს ხომ თბილი და ახალია. - წამოიძახა გახარებულმა. -ჰო , გუშინ კეთილმა კაცმა 2 დოლარი მომცა და იმით ვიყიდე, თან დღეს ხომ ასეთი სტუმარი მყავს, - ბიჭმა გაიცინა. -მე ემანუელი ვარ, შენ რა გქვია? -არ ვიცი. -როგორ თუ არ იცი? - სახელით ჩემთვის არავის მოუმართავს, არ ვიცი საიდან მოვდივარ, ვინ ვარ. - გოგოს ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. - არა, გთხოვ ნუ იტრებ, შენ ამიერიდან - კამილი იქნები.ერთ ჩემს მეგობარს ერქვა ასე, მოგწონს? -კი, - გოგონა ბიჭს ჩაეხუტა, ჯერ კიდევ ტიროდა. -ნუ ტირი, უკვე გვიანია, დაწექი, დაიძინე. აი გადასაფარებელი, ცოტას გაგათბობს.- ბიჭმა გადასაფარებელი მიაწოდა. -მერე შენ? -მე არამიშავს, - ემანუელმა კამილს გაუღიმა.

გოგონას მალე ჩაეძინა. მთელი ღამე ქარი ქროდა, ზუზუნებდა. ემანუელს არ ეძინა, იგი კამილს შესცქეროდა. გათენდა...ქარი ჩადგა, უკვე მზე ამოდიოდა, როცა კამილს გაეღვიძა. -გამარჯობა, - მიუგო ემანუელმა. -გაგიმარჯოს, - გოგონამ გაიღიმა. -როგორ გეძინა? -კარგად.შენ? -მე არ მეძინა. -მთელი ღამით? -კი. -კი მაგრამ, როგორ? ასე... -მიჩვეული ვარ. - ემანუელმა გააწყვეტინა. -გასაგებია, -კამილს შერცხვა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ემანუელმა თქვა: -წავალ, იქნებ ვინმე ღვთისნიერმა ერთი-ორი გროში მომცეს, რომ ლუკმა-პური მაინც ვიშოვოთ. -მეც წამოგყვები. -კარგი. ორივენი პარკში წავიდნენ. ემანუელი ხალხთან მიდიოდა და დახმარებას სთხოვდა. კამილი კი სკამზე ჩამოჯდა და ხელი გაიშვირა.მალე გოგონას ხელში მონეტა აღმოჩნდა, მერე კიდევ ერთი და ასე გაგრძელდა, სანამ დოლარი და 10 ცენტი არ შეაგროვა. შუადღით იგი ემანუელს შეხვდა. -რამდენი იშოვნე?-ჰკითხა ბიჭმა. -დოლარი და 10 ცენტი. -მე 70 ცენტი. დღეს 2 დოლარზე მეტი რომ შევაგროვოთ კარგი იქნება. - ჰო, კარგი იქნება. - გოგონა დაეთანხმა. - ჰეი, ბიჭუნი, - უკნიდან ვიღაცამ დაიძახა.ემანუელი მიტრიალდა.-ჰო შენ ბიჭუნი, აქ მოდი, - უცნობს ბოხი, საზარელი ხმა ჰქონდა. ემანუელი მივიდა. -რა გქვია? -ჰკითხა უცნობმა. -ემანუელი. -რამდენი წლის ხარ? -10 წლის. - დედაშენი სადაა? -დედა არ მყავს. -მამა? -არც მამა. -სად ცხოვრობ? -ქუჩაში! - ემანუელი ამდენი კითხვებით გაღიზიანდა. -კარგი, - უცნობმა ბიჭს 10 დოლარიანი გაუწოდა.ემანუელმა თვალი მიაშტერა.-აიღე, გამომართვი. -ეს ხომ 10 დოლარიანია? -ჰო ეგაა, აიღე. ბიჭმა ფული სასწრაფოდ გამოართვა. -ის გოგო შენი დაა? -არა, მეგობარია.

-კარგი, იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს,აბა კარგად. -კარგად,მადლობა. - უცნობმა ბიჭს გაუღიმა და წავიდა. ემანუელი კიდევ კარგა ხანს უყურებდა ამ კეთილ ადამიანს. კამილი ბიჭს მიუახლოვდა. -რა უნდოდა? -არ ვიცი. -რამე მოგცა? -კი ,10 დოლარი. -ღმერთო, - გოგოს სახეზე დიდი სიხარული და ბედნიერება აღებეჭდა. -ჰო, ახლა ჩვენ მდიდრები ვართ, კამილ. -ჰო, ასეა , ჩვენ ახლა მდიდრები ვართ. -სახლში წავიდეთ, ეს ფული 1-2 კვირა გვეყოფა. -კარგი. ბიჭმა გოგონას ხელი მოჰკიდა და სახლისკენ გზას გაუდგნენ . კაცი, რომელიც მათი სიხარულის მიზეზი გამხდარიყო ბავშვებს ჩუმად აედევნა. დღეები, კვირები გადიოდა.ბავშვები ძალიან დაახლოვდნენ და დამეგობრდნენ. ემანუალი კამილს დასავით ექცეოდა და მისგანაც იგივე მოპყრობას იღებდა. ისინი მათხოვრობდნენ, ხან პარკებში, ხან ქუჩებში, თუმცა მაინც ბედნიერები იყვნენ, რადგან მათ ერთმანეთი ჰყავდათ.ამასობაში დადგა ცივი ზამთარიც. დეკემბრის ცივ ღამეებს ემანუელი და კამილი ხშირად თეთრად ათენებდნენ. აუტანელი სიცივის გამო მათ დაძინება არ შეეძლოთ. აკანკალებულები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, მათ კოცონიც ვერ შველოდათ, რომელსაც ემანუელი წვალებით ანთებდა. რა გასაკვირია, ისინი უსახლკაროები იყვნენ. არ ჰქონდათ თბილი სახლი, თბილი ტანისამოსი. მათ ძონძები ეცვათ, თხელი, დახეული ძონძები. ფულს ტანსაცმლისთვის ვერ იმეტებდნენ, რადგან ტანისამოსზე მეტად საჭმელი სჭირდებოდათ.დღეები ერთფეროვნად, მათხოვრობაში და ცივი ღამეების გადატანაში გადიოდა. არადა ზამთარი ჯერ მხოლოდ ფეხს იკიდებდა, წინ სასტიკი იანვარი და თებერვალი იყო. ამასობაში დადგა შობის დღესასწაულიც. ქუჩებში ხალხი ირეოდა, ყველას საჩუქრების საყიდლად ეჩქარებოდა, რომელსაც შობის ღამეს თბილ სახლებში თავიანთ შვილებსა და ახლობლებს მიართმევდნენ.ემანუელი და კამილი კი ქუჩებში მოწყალებას ითხოვდნენ, თუმცა მათთვის ვის ეცალა. ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, როცა შეძლებული ადამიანები მათ ხელს კრავდნენ და გამოლანძღავდნენ „-ბიჭო, გაიწიე, ფეხებში ნუ მებლანდები, მათხოვარი!“ , „-მომშორდი ბინძურო ჭიაყელავ!“ და სხვა მრავალი. დადგა შობის ღამეც. ქუჩები სრულებით დაცარიელებულიყო, ყველა სახლში საზეიმო განწობა სუფევდა.ყველა გემრიელ სუფრასთან აღნიშნავდა ამ დღესასწაულს ორი პატარა უსახლკარო, კეთილი ბავშვის გარდა, მაგრამ ეს დღესასწაული ყველაზე წრფელად მათ გულებში ღვივოდა. კამილი და ემანუელი მუხლებზე იდგნენ, ხელები ერთმანეთისთვის ჩაეკიდათ,თვალები დაეხუჭათ და ჩუმად წარმოსთქვამდნენ: „მადლობა ღმერთო არსებობისთვის. გთხოვ, გადაგვატანინე ცივი ზამთარი, მოგვეცი პური და წყალი. დაგვეხმარე ჩვენ და არ მოგვაკლო წყალობა შენი, ამინ!“ როცა ლოცვა დაასრულეს ემანუელმა კამილს უთხრა: -იცი, შენთვის საჩუქარი მაქვს. -მართლა?- გოგონას თვალები აუციმციმდა. -აი ნახე. - ემანუელმა კამილს ყელსაბამი მიაწოდა. ქალთევზის უბრალო, მაგრამ ლამაზი ყელსაბამი იყო.

- რა ლამაზია, ეს სად იშოვნე, შენ რა მოიპარე?! - არა, ქუჩაში ეგდო და ავიღე. - ემანუელი გაწითლდა. - ნუ მორცხვობ, - გოგონას გაეცინა. - ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, რომ მიპოვნე, ემანუელ. -მეც, - გოგონამ ბიჭს ლოყაზე აკოცა და ემანუელს ძალიან, ძალიან მაგრად ჩაეხუტა. გავიდა ცივი დეკემბერი, მაგრამ დადგა უფრო სუსხიანი იანვარი.ოთხი იანვრის საღამო იყო.კამილი და ემანუელი როგორც ყოველთვის ერთად, თავიანთ თავშესაფარში იმყოფებოდნენ. - შენ შესახებ ჩემთვის არასდროს მოგიყოლია. - უეცრად გოგონამ ბიჭს მიმართა. - მოსაყოლი არაფერია. - ემანუელ... - კარგი ჰო, ჩემს მშობლებს არ ვუნდოდი, ბავშვთა სახლში ჩამაბარეს. იქ კარგად მექცეოდნენ, როცა 7 წლის გავხდი, ვიღაც ადამიანებზე გამაშვილეს. მსუქანი ცოლ-ქმარი იყო, ძალიან ცუდად მექცეოდნენ. მესამე დღესვე ცემა დამიწყეს იმიტომ, რომ კაცს ტელევიზორის პულტი არ მივუტანე. შემდეგ გავიქეცი და ჩემს ბავშვთა სახლში მივედი,ვუთხარი, იქ არ მინდა, მცემენ-მეთქი, მაგრამ ისევ იქ დამაბრუნეს და დამპირდნენ აღარ გცემენო. მეორე დღეს ისევ მცემეს იმიტომ, რომ ბალახი არასწორად გავუკრიჭე. არადა,ამას არც მასწავლიდნენ. ჰოდა გამოვიქეცი, ოღონდ ბავშვთა სახლში არ დავბრუნებულვარ. ვიცოდი მაინც იმათთან დამაბრუნებდნენ, იმის მერე ვმათხოვრობ და ასე ვცხოვრობ. იმათთან ყოფნას მაინც მირჩევნია. -მათ არასდროს მოუძებნიხარ? -არ ვიცი, არა მგონია. -ძალიან ვწუხვარ. -ნუ წუხხარ, იქიდან რომ არ გამოვქცეულიყავი შენ ვერ გიპოვიდი. -ემანუელმა გოგონას გაუღიმა. - ჰო! -შენზე რას მეტყვი, მართლა არაფერი არ იცი? - არა, არაფერი არ მახსოვს. როგორ გავიზარდე, ვინ გამზარდა. ერთი კაცი მახსოვს, მაღალი, ჭაღარა. თვალი რომ გავახილე მასთან ერთად მანქანაში ვიჯექი, შემდეგ ქუჩაში გადმომაგდო და წავიდა.-გოგონას თვალზე ცრემლი ჩამოუვარდა. -ნუ ტირი. - ემანუალი კამილს მოეხვია. -მოდი, დავიძინოთ, კარგი? - ჰო, მეც დაღლილი ვარ. ისე დღეს კარგი დღე იყო. 2 დოლარი და 20 ცენტი შევაგროვეთ. - გოგონას ხმა არ ამოუღია. ემანუელისგან გათავისუფლდა და დაწვა, მალევე ჩაეძინა. უჩვეულოდ თბილი ღამე იყო. დღეს ემანუელსაც ღრმად ეძინა, თუმცა მათი ეს მშვიდი ძილი დიდხანს არ გაგრძელებულა. კამილი ყვირილმა გამოაღვიძა. ემანუელის ხმა იყო. გოგონა სასწრაფოდ წამოხტა, მის წინაშე შემზარავი სურათი აისახა. ორ მაღალ კაცს ემანუელი დაეჭირა და გარეთ მიათრევდნენ.ბიჭი კი თავის დაღწევას ცდილობდა და მთელ ხმაზე ყვიროდა - გამიშვით,გამიშვითო! მაგრამ მისი ეს გარჯა ამაო იყო. მათ კამილი შენიშნეს. - ბოს! რას იტყვით, გოგონაც წამოვიყვანოთ? - იკითხა ერთ-ერთმა. სიბნელიდან მაღალი კაცი გამოვიდა. კამილიმ ის მაშინვე იცნო. ეს ის კაცი იყო, ერთხელ ბავშვები ასე რომ გააბედნიერა და ემანუელს 10 დოლარი აჩუქა. - შე ნაძირალა! - კამილი მას მივარდა და მუშტების რტყმა დაუწყო.

- ეს რა ალქაჯი ყოფილა, - კაცმა კამილს ხელი ძლიერად გაარტყა, გოგონა ძირს უგონოდ დაეცა. ემანუელი კი წაიყვანეს, იგი კამილს გამოგლიჯეს და სადღაც,მისგან შორს წაიყვანეს... როცა კამილი გონს მოვიდა ის შენობაში სრულიად მარტო იმყოფებოდა. სახე კი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. გოგონა ძალიან დაბნეული იყო, შოკში იყო. მომხდარის გააზრებას ცდილობდა. მას არ შეეძლო ემანუელის დაკარგვა. ის ერათადერთი იყო, ვინც გოგონას გააჩნდა. ემანუელი მისი ძმა იყო,მისი მეგობარი, მისი მეგზური. კამილს უბრალოდ არ შეეძლო მისი დაკარგვა. გოგონას ცრემლები წასკდა. ხმამაღლა ტიროდა და ყვიროდა „ - არააააა, ემანუელ! არაააა, გთხოვ ღმერთო, გთხოვ.“ კამილიმ მთელი ღამე ტირილში გაატარა . მას ლოყა ჩალურჯებოდა, ტუჩები დასიებოდა, ახლა კი უკვე ტირილით თვალებიც ჩასისხლიანებოდა და დასიებოდა. კამილი ემანუელს ვერაფრით ვერ დაკარგავდა. რაიმე უნდა ეღონა, ბიჭი უნდა დაებრუნებინა. მეორე დღეს, ხუთ იანვარს, კამილიმ ძალა მოიკრიბა, მას რაღაც აზრი მოუვიდა, ბიჭის დაბრუნების ერთადერთი და უკანასკნელი იმედი. გოგონამ პოლიციაში წასვლა გადაწყვიტა. ალბათობა იმისა, რომ ვინმე მაწანწალა გოგოს დაეხმარებოდა მისივე მეგობრის მოძებნაში ძალიან მცირე იყო, თუმცა მას მაინც უნდა ეცადა. ეს მისი ბოლო იმედი იყო. კამილი სასწრაფოდ ქუჩაში გავიდა. ფანტანთან მივიდა და შემხმარი სისხლი მოიბანა. ცემისაგან დასიებულ სახეს ვერაფერს ვერ უშველიდა, მაგრამ როგორც შეძლო თავი მოიწესრიგა. იცოდა პოლიციის შენობა სადაც იყო, იქ სირბილით გაემართა. შენობაში შესვლისას პრობლემები არ შექმნია. შიგნით ხალხი ირეოდა, გოგონამ არ იცოდა რა ექნა. შემდეგ ორი კაცი დაინახა, გულზე სამკერდე ნიშნები ეკიდათ. კამილიმ მათკენ მიირბინა და გზაზე გადაუდგა. - გთხოვთ დამეხმარეთ, ის გაიტაცეს, ემანუელი გაიტაცეს. - ემუდარებოდა გოგონა. - აქედან მოშორდი, ბინძურო, თორემ ძალით გაგაგდებ! - უყვირა ერთ-ერთმა დეტექტივმა. კამილი არ იძროდა, სახეზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.- გთხოვთ,-ემუდარებოდა გოგონა. - ქედან მოშორდი! - პოლიციელმა ხელი მკლავში წაავლო და მის გარეთ გათრევას აპირებდა,მაგრამ ამ დროს სხვა დეტექტივი გამოჩნდა და კოლეგას გოგონაზე ხელი გააშვებინა. - ბილ, ეს არ არის ჯელტმენობა, იმიტომ არ უნდა დასაჯო, რომ ცუდად აცვია.- მან დეტექტივს მიმართა. - ჯანდაბას შენი თავი, ამაზე პასუხს შენ აგებ, ნიკ! მთელ შენობას ნუ მოათხვრევინებ. - დეტექტივმა კამილს ხელი გაუშვა და წავიდა. - კარგად ხარ? ცოტა უხეშია, აპატიე, რა გქვია? - კამილი. - კამილ, მე ნიკ ბარნტონი ვარ, ნიკი დამიძახე, - დეტექტივმა გოგონას გაუღიმა. - აბა, აქ რამ მოგიყვანა? - ჩემი მეგობარი ემანუელი გაიტაცეს. - კამილიმ ცრემლები მოიწმინდა. -ოჰო, აბა წამოდი ჩემს მაგიდასთან მივიდეთ და დეტალურად მომიყევი. გოგონამ დეტექტივს უცნობის შესახებ უამბო,მოუყვა თუ როგორ მისცა მან ემანუელს 10 დოლარი, როგორ გამოკითხა ყველაფერი თავის შესახებ და როგორ გაიტაცა ემანუელი ორ კაცთან ერთად. როცა კამილიმ გამტაცებლის აღწერა დაასრულა, ნიკმა ჩანაწერებს გადახედა და კამილს უთხრა: - ცოტა ხნით მოიცადე კარგი? ახლავე დავბრუნდები.

- კარგი, - დეტექტივი ადგა და სადღაც გავიდა. ორიოდე წუთში გოგონასთან დაბრუნდა. ხელში ჟურნალი ეჭირა. ჟურნალი გადაშალა, შიგნით სხვადასხვა ფოტოები იყო ჩაკრული. ნიკმა ფურცვლა ერთ გვერდზე შეწყვიტა. - აბა კარგად დააკვირდი, ეს იყო? - მან გოგონას ფოტოზე მიუთითა, კამილიმ ემანუელის გამტაცებელი მაშინვე იცნო. - კი ესაა. -ეს ჯონ ბარგსია. შვიდი თვეა რაც ციხიდან გაიქცა, არ მეგონა ასე თუ გარისკავდა. ის ბავშვებს იტაცებდა და მათ ერთმანეთს აბრძოლებდა, მათ ჩხუბზე კი ფსონებს დებდნენ და ფულს იღებდა. სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ გაიქცა. მასზე ძებნაა გამოცხადებული. როგორც ჩანს,ისევ ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. აი სულელი. მის მეგობრებს ვიცნობ. ექვსი მათგანი ციხეშია, სამი ჯერ კიდევ თავისუფალია, სამწუხაროდ მათ ვერაფერი ვერ დავუმტკიცეთ. გპირდები იმ ნაძირალას აუცილებლად ვიპოვნი და შენს მეგობარს დაგიბრუნებ, - დეტექტივმა კამილს გაუღიმა. - სად ცხოვრობ? - აქვე,ქუჩის ბოლოს,მიტოვებულ, დანგრეულ შენობაში. - ოჯახი არ გყავს, დედა ან ვინმე? - არა, ემანუელის გარდა არავინ გამაჩნია. - რამდენი წლისაა შენი მეგობარი? - 10-ის. - და მარტო ცხოვრობთ? - დეტექტივს გაუკვირდა. - ჰო ასეა, ჩვენი თავის პატრონები ჩვენ თვითონ ვართ. - კამილს ისევ ცრემლი ჩამოუვარდა. -არა, ნუ იტირებ. გპირდები მას ვიპოვნით. ახლა კი წამოდი. -სად? -ნუ გეშინია, შენს მოტაცებას არ ვაპირებ. - ნიკმა გაიცინა. კამილი დეტექტივს გაჰყვა. ნიკმა ის მაღაზიაში წაიყვანა. ნორმალური ფეხსაცმელი, ჯინსის შარვალი, მაისური და ქურთუკი უყიდა. -ღმერთო, ეს ხომ ძალიან ძვირია? - კამილი ძალზედ გახარებული და დაბნეული ჩანდა. - შენისთანა კეთილი, ლამაზი და საყვარელი გოგონასთვის არა. იცი, ძირითადად უსახლკაროები საკმაოდ უზრდელები და ტუტუცები არიან. ხშირად იპარავენ, არაფრის არ რცხვენიათ და უღირსნი არიან. შენ ასეთი არ ხარ, შენ პირიქით, ბევრ ოჯახში აღზრდილ გოგონაზე ბევრად უკეთესი და აღზრდილი ხარ. - გმადლობთ, სერ. -ალბათ გეშიება, წამოდი რამე ვჭამოთ,კარგი? -კარგი. - კამილიმ დეტექტივს გაუღიმა, მისგანაც ისეთივე თბილი ღიმილი მიიღო პასუხად. ნიკმა ის კაფეში წაიყვანა. გოგონას ლორითა და ფორთოხლის წვენით გაუმასპინძლა. -ძალიან გემრიელია, ასეთი არაფერი გამისინჯავს. - აღტაცებით წამოიძახა კამილიმ,თუმცა სრული ბედნიერებისთვის მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი -ემანუელი აკლდა. -სერ, თუ უზრდელობაში არ ჩამომართმევთ გკითხავთ, შვილები გყავთ? დეტექტივს სახეზე სევდა მოაწვა. - არა, სამწუხაროდ ჩემი მეუღლე უშვილო აღმოჩნდა. - მაპატიეთ, ძალიან ვწუხვარ.

- არაფერია, ქუჩაში გაზრდილისთვის საკმაოდ განათლებული ხარ. - დაახლოებით ერთი წელი იქნება რაც ქუჩაში ვცხოვრობ. მანამდე არაფერი არ მახსოვს, როცა გონს მოვედი მანქანაში ვუჯექი ერთ კაცს,რომელმაც გადმომაგდო და ქუჩაში დამტოვა. - ამნეზია გჭირდა ? - ეგ რას ნიშნავს? - ცნობისმოყვარეობით ჰკითხა კამილიმ. - აი, როცა არ გახსოვს რა მოხდა, ვინ იყავი, ვერ იხსენებ ოჯახის წევრებს,თუმცა გახსოვს სიტყვები, ენა და ბევრი სხვა რამ. - ჰო, ალბათ ეგ დამემართა, არ ვიცი. - კარგი, მე ახლა შენ ჩემთან წაგიყვან, სახლში. ჩემი მეუღლე მოგხედავს. შენისთანა კარგი გოგონა ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდეს. -სერ... ნიკმა კამილს გაუღიმა. ანგარიში გადაიხადა და გოგონა სახლში წაიყვანა. დეტექტივს პატარა და მოკრძალებული, მაგრამ ლამაზი სახლი ჰქონდა. მისი მეუღლე მასავით კეთილი ქალბატონი აღმოჩნდა, როცა კამილის ამბავი შეიტყო „- ოჰ, შე საწყალო.“ ესღა თქვა და გოგონა გულში ჩაიკრა. - კარგით მისტერ დეტექტივო, საქმეებს მიხედეთ. მე ამ საყვარელ გოგონას გავიცნობ, კამილი გქვია ხომ? - დიახ. - წამოდი, კამილ, ცხელი ჩაი გინდა? - ეგ რა არის? - ახლავე ნახავ. - ქალმა გოგონა სამზარეულოში გაიყვანა, ნიკი კი პოლიციაში დაბრუნდა, მან ემანუელის პოვნა მთავარ მიზნად დაისახა.

* * * - გამიშვით, სად მიგყავართ?! ახლავე გამიშვით! - ემანუელი ხმამაღლა ყვიროდა, თუმცა ეს საქმეს ვერ უშველიდა. მას თავზე შავი ტომარა წამოაცვეს და ფურგუნში აიყვანეს. საკმაოდ დიდი ხანი გასულიყო მას შემდეგ, რაც ის კამილს დააშორეს, იმის შემდეგ სადღაც შეუჩერებლივ მიდიოდნენ. -მოკეტე, ბიჭო! - უყვირა ერთ-ერთმა გამტაცებელმა.ემანუელმა ყვირილი შეწყვიტა. - სად მიგყავართ? - ჯოჯოხეთში! - ახარხარდა იგივე გამტაცებელი,რომელმაც ბიჭს მოაკეტვინა. ემანუელს ხმა არ ამოუღია, მთელი გზა ჩუმად იყო. ცოტა ხნის შემდეგ ფურგუნი გაჩერდა. ემანუელმა იგრძნო, როგორ აიყვანა ვიღაცამ ხელში და შენობაში შეიყვანა. მას ტომარა მოხადეს. ემანუელის წინ ის უცნობი იდგა, ათი დოლარი რომ აჩუქა. ბიჭი უცნობს ხმაამოუღებლად მიშტერებოდა. - მითხარი, ბიჭუნავ, ჩხუბი იცი? - უცნობმა ბიჭს ისეთივე ბოხი და საზარელი ხმით მიმართა, როგორც უწინ. ემანუელი დუმდა. - მითხარი-მეთქი,- იღრიალა უცნობმა. -ჯანდაბას შენი თავი, ჩემთვის სულერთია.მე ფსონებს ვიღებ, კი არ ვდებ. დღეს შეიძლება ვერც გადარჩე. ემანუელი საკანში მოათავსეს, მას საჭმელი და წყალი შეუტანეს. - კარგად უნდა ჭამო, რომ სიცოცხლის შანსი მოგეცეს. დღეს გაიგებ თუ რას ნიშნავს ბრძოლა გადარჩენისთვის. - უცნობმა ბიჭს ესღა უთხრა და გაშორდა. ემანუელი

ძალიან დაღლილიყო. ჩაეძინა. დიდხანს ეძინა მანამ, სანამ ვიღაცამ არ შეაჯანჯღარა და არ გააღვიძა. - აქ მოდი ბიჭო! - საკნიდან უხეშად გამოათრიეს და სადღაც გაიყვანეს. ემანუელმა თვალები მოჭუტა. ის უკუნითი სიბნელიდან გაჩახჩახებულ ოთახში იმყოფებოდა, რომელშიც ხალხის ყვირილი და შეძახილები ისმოდა. ემანუელი უფრო დიდ საკანში შეიყვანეს, რომლის გარშემოც ხალხი შეკრებილიყო , სწორედ ეს ხალხი ყვიროდა. - მეგობრებო, წარმოგიდგენთ ემანუელს, დღეიდან უკვე „სკუნსს!“ - წამოიძახა ემანუელის გამტაცებელმა. - მისი მეტოქე კი ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი „ზვიგენია“. - ხალხმა ტაში დაუკრა და ყიჟინას მოჰყვა. საკანში ემანუელის ტოლი ბიჭი შემოვიდა. თავი გადაპარსული, სახე კი ნაიარევებით ჰქონდა დაფარული. მოწინააღმდეგეებს დანები მისცეს. - ბრძოლა სიკვდილამდე,სიკვდილამდე!!! - ეს ფრაზა ისმოდა ყოველი მხრიდან. „ზვიგენმა “ ემანუელს დაუფიქრებლად შეუტია, ემანუელი სისწრაფითა და მოქნილობით გამოირჩეოდა. მან მოწინააღმდეგეს უფლება არ მისცა მისთვის დაერტყა ან რაიმეთი დაეზიანებინა. ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა. ემანუელმა გასაოცარი რამ გააკეთა, იგი მეტოქეს გაუძვრა,უკნიდან შემოახტა, ძირს დააგდო და ზემოდან დაახტა ისე რომ მეტოქეს განძრევის საშუალება არ მისცემოდა. ბიჭმა „ზვიგენს“ დანა გააგდებინა. ხალხი აღტაცებული იყო. ყველა ყვიროდა „-მოკალი,მოკალი, მოკალი!!!“ - ბიჭო, ხომ ხედავ ხალხს რა სურს, მოკალი, თორემ იცოდე შენც მოკვდები! - ემანუელს მიმართა გამტაცებელმა. - გაიგე?! დროზე მოკალი! ბიჭს არ უნდოდა ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. - მომკალი, თორემ მეც მომკლავენ და შენც. - ემანუელს „ზვიგენმა“ ჩურჩულით უთხა. - მე არ შემიძლია. - გამოეხმაურა ბიჭი. -დანა უბრალოდ წვერით, თავთან მომადე. არ ჩამარჭო უბრალოდ მომადე. - რატომ? - მე დავმარცხდი. თუ შენ არა, ისინი მომკლავენ. გააკეთე ეს და დანარჩენი მე მომანდე. ემანუელმა ისე გააკეთა,როგორც ბიჭმა დაარიგა. მან დანა მეტოქეს თავთან მიადო. შემდეგ კი ყველაფერი წამებში მოხდა .„ზვიგენმა“ თავი უცებ მაღლა აწია და პირდაპირ დანის წვერს მოახვედრა, მას დანა თავში ჩაესო და მოკვდა. - ჰოო, აი ასე ბიჭუნა. და ჩვენ ახალი ჩემპიონი გვყავს, შეეგებეთ - „სკუნსს!“ - „ სკუნსი“, „სკუნსი“, „სკუნსი.“ - ხალხი მხოლოდ ამას ყვიროდა. ემანუელი კი გაოგნებული იდგა. მან უნებლიედ ადამიანი მოკლა...

* * * ნიკი დაღამებამდე პოლიციაში იყო. ცდილობდა რამისთვის მიეკვლია, თუმცა უშედეგოდ. და მაშინ, როცა იმედები გადაწურული ჰქონდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა რაღაც ხელჩასაჭიდი. ვიდეო ფირი, რომელიც ბენზინ გასამართი სადგურის ვიდეო თვალმა გადაიღო. იქ გამოსახული იყო ლურჯი ფურგუნი, რომლის ფანჯრიდან ერთი კაცი იყურებოდა. ნიკმა მაშინვე ამოიცნო ჯონ ბარგსის ერთ-ერთი მეგობარი - მაიკლ რიპერი, რომელიც იმ დროს გამოძვრა. მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ იყო, თუმცა ყველამ იცოდა, რომ მაიკლიც ამ საქმეში იყო გარეული. ფურგუნს უკან ეტიკეტი ჰქონდა მიკრული, ზედ „ ნილსონის ავტო-

გაქირავება“,ტელეფონის ნომერი და მისამართი ეწერა. საბედნიეროდ მათ 24 საათიანი მომსახურეობა ჰქონდათ. ნიკი მათთან მივიდა და გაარკვია, რომ მანქანა ვინმე ივანე კაზანოვს ექირავებინა. ნიკმა ეს პიროვნება მოიძია და აღმოაჩინა, რომ უკვე ორჯერ ყოფილა ნასამართლევი. ერთხელ მსუბუქი ნარკოტიკის შენახვა- მოხმარებისთვის, მეორედ კი ქუჩური ხულიგნობისთვის. კაზანოვი საკმაოდ შორს, გარეუბანში ცხოვრობდა. პოლიციამ ჩხრეკის ორდერი აიღო და მისი სახლი გაჩხრიკა. იქ მსუბუქ ნარკოტიკებთან ერთად აღმოაჩინეს საბუთები მიტოვებული ქარხნის ქირაობასთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ საეჭვოდ ჟღერდა. კაზანოვი მაშინვე აიყვანეს ნარკოტიკების შენახვისთვის. ნიკი მიხვდა, რომ ძველი ქარხანა სულ სხვა მიზნებისთვის, ბავშვების ორთაბრძოლებისთვის გამოიყენებოდა. დეტექტივმა კაზანოვი იმავე ღამეს, ადვოკატის თანდასწრებით დაკითხა. - თქვენ დაპატიმრებული ხართ მსუბუქი ნარკოტიკის შენახვისათვის, ასევე ბავშვების გატაცებაში და მათ ორთაბრძოლებში მონაწილეობის მიღების დაგეგმასა და ორგანიზებაში. - ეს ტყუილია! - კაზანოვს აშკარად ნერვიულობა დაეტყო. - ჩვენ ყველაფერი ვიცით, ისე ძველი ქარხანა საკმაოდ კარგი არჩევანი იყო. თუ ჩვენთან ითანამშრომლებთ და ჯგუფის დარჩენილ წევრებსაც დაგვაჭერინებთ, გპირდებით ყველაფერს გავაკეთებ, რომ სასჯელი შეგიმსუბუქდეთ. კაზანოვი დამფრთხალი ვირთხასავით გამოიყურებოდა. მან ადვოკატს ახედა, ადვოკატმა თავი დაუქნია. - ერთი მაგათიც, ყველაფერს გეტყვით! - ძალიან კარგი, ორთაბრძოლები როდის იმართება? - ოთხშაბათობით და პარასკევობით, ღამის 11 საათზე. - ჯგუფში სულ რამდენი კაცი ხართ ? - ხუთი. მე, ჯონ ბარგსი, მაიკლ რიპერი, მარკეს დე სერინო და ... - ბილ ფოკოვიტი. - დიახ, ასეა. ესეც გცოდნიათ. - ესენი ბარგსის მეგობრები არიან. ადრე ვერ ჩავავლეთ. ახლა უკვე წასულია მათი საქმე. გმადლობთ თანამშრომლობისთვის. - უთხრა და ოთახიდან საჩქაროდ გამოვიდა. ნიკმა საათს დახედა. ღამის 3 საათი იყო. -ჯანდაბა, რა დრო გასულა. - თქვა მან და სახლისკენ გაემართა.მის ცოლს არ ეძინა, ქმარს ელოდებოდა. - როგორ ხარ? დღეს ძალიან დაიგვიანე. -სახლში შესვლისთანავე მიმართა ცოლმა. - ჰო, თუმცა ვფიქრობ ჩემს ისტორიაში საუკეთესო საქმეა, განსაკუთრებული წარმატებით. - მართლა? აბა მომიყევი. - ჯერ რამე მაჭამე კარგი? -ჰო, ალბათ გეშიება. - ცოლ-ქმარი სამზარეულოში გავიდა. - გოგონა როგორაა? - კარგად, ძალიან კარგი ბავშვია. არ მჯერა, რომ ერთი წელი ქუჩაში მარტო იზრდებოდა. - ჰო.

- შენ რაც წახვედი,ცოტა ვისაუბრეთ და მერე მალევე ჩაეძინა, ეტყობოდა მთელი ღამე თვალი რომ არ მოეხუჭა. შემდეგ სარეცხის გაფენაში და სახლის დალაგებაში მომეხმარა. - მართლა? ძალიან კარგია. - მას რას უპირებ? - სანამ მის მეგობარს ვიპოვნი აქ დარჩეს, მერე, ალბათ, ბავშვთა სახლში მივიყვან. სულ რაღაც 8-9 წლის იქნება, მეტის არა. რაიმე აზრი ხომ არ გაქვს? - კარგი გოგოა, ძალიან კარგიც. ვფიქრობდი ხომ არ გვეშვილა. - ნიკმა ცოლს ახედა. - იცი, ამაზე თავიდან მეც ვიფიქრე. - მერე? - არ ვიცი, ვნახოთ რა როგორ მოხდება. იმის მიხედვით გადავწყვიტოთ. - კარგი. შენის ნებართვით საძინებელში ავალ. - მეც მალე ამოვალ. - ნიკმა ცოლს აკოცა და ცხელი წვნიანის ჭამას შეუდგა. მეორე დღეს პოლიციაში თათბირი დაიგეგმა. ოპერაციის ჩატარებას განიხილავდნენ. გადაწყვიტეს ხვალამდე, პარასკევამდე მოეცადათ. კამილი ისე აღარ ღელავდა. მას ნიკის სავსებით სჯეროდა და იცოდა, რომ დეტექტივი ემანუელს აუცილებლად ცოცხალსა და უვნებელს დაუბრუნებდა. გოგონა მისის ბარნტონს საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა, თან სწავლობდა, თან კი მუყაითად შრომობდა. პატარა კამილი ხშირად იწვევდა ქალბატონის გაოცებას. მისი სიმარჯვე და სიკოხტავე შესაშურიც კი იყო. ასე გავიდა ხუთშაბათი დღე. გათენდა პარასკევი,რომელსაც,როგორც პოლიციისთვის, ასევე კამილისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ის დღეს ემანუელს შეხვდებოდა და მაგრად ჩაეხუტებოდა, თავის ემანუელს, თავის მეგობარსა და მეგზურს. გადაცმულმა პოლიციელებმა ორთაბრძოლებზე დასწრების საშუალება მიიღეს. დაშვება საკმაოდ ძვირი, ასი დოლარი ღირდა. თუმცა, ეს ოპერაციისთვის საჭირო იყო. დღეს ერთმანეთს „ მგელი “ და „ ტურა“ ებრძოდნენ . როგორც კი ბრძოლა დაიწყო, შტურმი მიიტანეს და პოლიციის დანაყოფები მაშინვე შეიჭრნენ შენობაში. სროლა ატყდა. ბარგსი და მისი ხალხი გაქცევას ცდილობდა, თუმცა ისინი ალყაში იყვნენ. უკნიდან მათ პოლიციის დანაყოფი მიადგა და იძულებულნი გახდნენ დანებებულიყვნენ. პოლიციამ ბავშვები გაათავისუფლა. ზოგს უკვე მკვლელობა ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომ ისინი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნეს. ზოგი ოჯახებში დააბრუნეს, ზოგიც ბავშვთა სახლებში მიიყვანეს. რაც შეეხება ემანუელს, ის ნიკმა საკანში გამოკეტილი იპოვნა. ბიჭიც გოგონასავით კეთილი და პატიოსანი აღმოჩნდა. ნიკმა და მისმა ცოლმა გადაწყვიტეს ბავშვები ერთმანეთისთვის არ დაეშორებინათ და ორივე ეშვილათ. ისინიც ცდილობდნენ კარგად მოქცეულიყვნენ და სამაგალითო შვილები ყოფილიყვნენ. რაც შეეხება ბარგსს და მის ჯგუფს, ისინი გაასამართლეს და თითოეულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, გარდა ივანე კაზანოვისა, რომელმაც პოლიციასთან ითანამშრომლა. მას 25 წელი მისცეს. გავიდა დრო. ჩაიარა ზამთარმა, გაზაფხულმა, ზაფხულმა, შემოდგომამ და დადგა ისევ ცივი და მკაცრი ზამთარი. შობის ღამე, რომელსაც ემანუელი და კამილი თავიანთ ოჯახში, თავიანთ ახალ მშობლებთან ერთად, თბილ სახლში, გემრიელ სუფრასთან შეხვდნენ. მათ ხელები ერთმანეთისთვის ჩაეკიდათ და ჩუმად წარმოსთქვამდნენ: „მადლობა ღმერთო არსებობისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენი ოცნებების ახდენისა და თბილი ოჯახისათვის. ამინ! “

ნაწილი II - კამილი -I

ქალაქში გაზაფხულის სამური სურნელი იდგა. ხეები ახალგაფურჩქნულ კვირტებს შეემკო. წვიმის შემდეგ გაზაფხულის სურნელი მთელ ქალაქში კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობოდა. ქუჩის განათებების სინათლეზე მწერები ჯგუფურად დაფრინავდნენ. ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ, ის ღრუბლებისგან სრულიად გადაწმენდილიყო. - ემანუელ,კამილ! შემოდით, უკვე გვიანია. - ლიზ ბარნტონმა თავის შვილებს გასძახა. - ახლავე დედა! - კამილი ლიზისკენ გამოექანა, მას ემანუელიც ფეხდაფეხ მოჰყვა. - სახლში შედით, ხელები დაიბანეთ და დაწექით, დაიძინეთ. ბავშვებმა დედის მითითებები მოისმინეს და სააბაზანოსკენ გაემართნენ. ლიზმა ისინი საძინებელში შეიყვანა, დააწვინა, თხელი საბნები გადააფარა და ორივეს ძილის წინ შუბლზე ნაზად აკოცა. დედამ შვილებს სინათლე ჩაუქრო და თვითონ ქმრის მოლოდინში მისაღებში გავიდა. ნიკი როგორც ყოველთვის სახლში გვიან, თორმეტის ნახევარზე დაბრუნდა. მანქანა სახლის წინ გააჩერა. ჯინსის შარვალი, „ადიდასის“ ფირმის ფეხსაცმელი და ყავისფერი ტყავის ქურთუკი ეცვა. ქმარმა ცოლს სახლში შესვლისთანავე აკოცა და ძლიერად მოეხვია. - ძალიან მომენატრე. - მეც, ძვირფასო. ლიზმა თავი ქმრის მხრიდან ასწია და მას შეხედა. - ნიკ, ასე არ შეიძლება, რამე უნდა მოვიფიქროთ, საერთოდ ვეღარ გხედავ. - ჰო, ჰო. აი უკვე განცხადებას ვწერ, - ნიკი ცოლს მოშორდა და ფურცელი და კალამი აიღო. ლიზი მას გაკვირვებული შესცქეროდა. კაცმა ფურცელზე რაღაც დაწერა, შემდეგ კი ხელი მოაწერა. ქმარმა ფურცელი მეუღლეს მიაწოდა. ლიზმა ის საჩქაროდ გამოართვა. ქაღალდზე ეწერა: „ საჭმელს მაჭმევ, ძვირფასო? ძალიან მშია.“ -ოჰ, ნიკ. - ქალმა ამოიოხრა და სამზარეულოში გავიდა, ქმარიც მას გაჰყვა. - ნიკ, მე სერიოზულად გეუბნები. - როგორც კი ნიკმა ვახშამი დაამთავრა ცოლმა მაშინვე მიმართა, მანამდე კი ქმარს უხმოდ შესცქეროდა. კაცმა ქალს შეხედა. - დავიძინოთ კარგი? ძალიან დაღლილი ვარ. - კარგი, - ლიზმა ჭურჭელი გარეცხა და ქმართან ერთად საძინებელში ავიდა. საძინებელში დიდი ყავისფერი საწოლი, ასევე ყავისფერი კარადა და ორი ტუმბო იდგა, კომოდზე კი მომცრო LG-ის ტელევიზორი იდო. - ბავშვებმა დაიძინეს? - ქმარმა ცოლს ჰკითხა. - კი ძინავთ. - კარგია. - ნიკმა ცოლს აკოცა და გვერდზე გადაბრუნდა. -ნიკ,ნიკ! - გისმენ. - კაცმა პირი ქალისკენ იბრუნა. - დღეს კიდევ რაღაცაზე ვფიქრობდი. - ჩემს ახალ სამსახურზე? -არა, შე სულელო.- ლიზს გაეცინა. -აბა? -კამილზე. -კამილზე? -ჰო, მისი ისტორია ხომ იცი. - კი, ვიცი.

-იქნებ მისი ამბავი გაგერკვია. ვინ არის, საიდან მოდის, რატომ დატოვეს ქუჩაში, ვინ იყო ის კაცი, ვინც ეს გააკეთა.ის შენი შვილია, შენ ვალდებული ხარ ეს გააკეთო. ბოლოს და ბოლოს შენი სამსახური რამეში ხომ უნდა გამოიყენო.- ნიკი საწოლში წამოიწია. იგი ბალიშს მიეყრდნო და ჩაფიქრდა.-აბა რას იტყვი? -დავფიქრდები. გპირდები ამაზე დავფიქრდები. -გმადლობ,- ცოლმა ქმარს ლოყაზე აკოცა. - ახლა შეგიძლია ტკბილად დაიძინო, დაღლილი იქნები. - ოჰ, ლიზ.- ნიკს გაეცინა. საწოლში გასწორდა და თვალები დახუჭა. მშვენიერი შაბათი დილა გათენდა. ნიკი და ლიზი საუზმობდნენ. ისინი შემწვარ კვერცხს გახუხულ პურთან ერთად მიირთმევდნენ. შუა საუზმის დროს კიბეებიდან ემანუელი და კამილი ჩამოვიდნენ. ბიჭს ცისფერი ღამის პერანგი და შარვალი, გოგონას კი ვარდისფერი საღამურები ეცვა. -გამარჯობა.-თქვა კამილიმ. მშობლებმა შვილებს შეხედეს, ორივეს გაეღიმა. - როგორ გეძინათ? - ჰკითხა ნიკმა. - კარგად.- მამა წამოდგა, შვილებს სათითაოდ აკოცა და ისინი მაგიდასთან დასვა. ლიზმა ბავშვებს შემწვარი კვერცხი და ტოსტები თებშზე დაუდო. საუზმეს ოთხივე გემრიელად შეექცეოდა. -მა, დღეს ისვენებ? - ემანუელმა ნიკს მიმართა. -კი, მერე სადმე გავისეირნოთ. -ვაშა! - ბავშვებმა ხელები ერთმანეთს დაურტყეს.ნიკს გაეცინა. -კამილ, წამოდი ცოტა მოვწესრიგდეთ,-როგორც კი ისაუზმეს ლიზმა გოგონას მიმართა.- შენ კი მამას წაყევი, ემანუელ. ბავშვები უკვე დიდები იყვნენ, გარდა ამისა ისინი სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ ქუჩაში დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ, იზრდებოდნენ, მაგრამ მათ უხაროდათ როცა ვიღაც მათზე ზრუნავდა, უხაროდათ, როცა მშობლები თმებს ვარცხნიდნენ და შუბლზე ტკბილად, სიყვარულით კოცნიდნენ. ეს ცოლ-ქმარსაც აბედნიერებდა, რადგან მათ შვილები არასდროს ჰყოლიათ. ეს მათი ოცნება იყო. ახლა კი ყველასათვის ყველაფერი რეალური გამხდარიყო. ლიზმა კამილი სააბაზანოში გაიყვანა. გოგონა სარკის წინ დააყენა და სავარცხელი აიღო, თმა გადაუწია. კამილს გრძელი, მუქი ყავისფერი თმა ჰქონდა. ლიზმა სავარცხელი ნაზად დაუსვა შვილის თმას. გოგონას აწეწილი თმები როდესაც სავარცხლის კბილანებში გაივლიდა მაშინვე სწორდებოდა, ბზინვარება ეცემოდა და თითქოს ყოველი ღერი სიცოცხლით ივსებოდა. კამილი თავისი მოყავისფრო თვალებით სარკეში უმზერდა დედას, რომელიც გასაოცარი მზრუნველობით შვილს თმას ვარცხნიდა. ამ დროს კი ნიკი და ემანუელი სამზარეულოში საუბრობდნენ. - თმის შეჭრას არ აპირებ? - მამამ შვილს ჰკითხა, თან ხელი ემანუელის შავ, დიდ ხუჭუჭა თმაში შეაცურა. ბიჭი დაიჭყანა და თავი გააქნია. - კარგი მაშინ იყავი ასე გაბურძგნული. - სკოლაში როდიდან უნდა გვატარო? - სექტემბრიდან, გიხარია? - კი ძალიან, მაგრამ მისის ვიკი ძალიან მომენატრება. - ვინახულებთ ხოლმე. ბავშვებს სკოლაში შესვლამდე კერძო რეპედიტორი ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა დღეში ხუთი საათი ამეცადინებდა, რომ მათ წერა-კითხვა, ანგარიში და სხვა რამეები სცოდნოდათ. ბავშვები ძალიან მოწადინებულები იყვნენ, ბევრი რამ

აითვისეს. როცა მისის ვიკი წავიდოდა წიგნებს იღებდნენ და მომდევნო გაკვეთილებს სწავლობდნენ, შემდეგ კი ერთმანეთს უყვებოდნენ. ორივემ კარგად იცოდა ანგარიში, გამრავლება,გაყოფა,შეკრება და გამოკლება. ასევე გეომეტრიისაც გაეგებოდათ. ემანუელს ყველაზე მეტად ისტორია უყვარდა და ის ნიკს ისტორიული წიგნების ყიდვას ხშირად სთხოვდა. მამას ეს ძალიან უხაროდა და შვილს თხოვნას სიხარულით უსრულებდა. კამილის ფავორიტი საგანი კი ბიოლოგია იყო. ბავშვებს უკვე იმდენი ცოდნა ჰქონდათ დაგროვებული, რომ ძალიან დიდ კონკურენციას გაუწევდნენ სხვა მეხუთე კლასელებს. კამილი ემანუელზე ერთი წლით უმცროსი იყო, თუმცა მათ ერთნაირი ცოდნა ჰქონდათ და ორივეს მეექვსე კლასში დასვამდნენ მას შემდეგ, რაც სკოლაში მისაღებ გამოცდებს ჩააბარებდნენ. ბავშვებს კი არაფრის შიში არ ჰქონდათ, რადგან მათ საკმარისი ცოდნა მიეღოთ იმისთვის, რომ მეექვსე კლასში მომხვდარიყვნენ და ამას მხოლოდ წელიწად-ნახევარი დასჭირდა, თუმცა მათთვის ამ დროის მანძილზე არ არსებობდა არანაირი გასართობი საღამოს ცხრა საათამდე და იმ დღეების გარდა, როცა ნიკი სახლში იყო. ასე თავგამოდებით სწავლას არავინ აძალებდათ,თუმცა თავადვე ესმოდათ, რომ სწავლა უმთავრესი იყო და ქუჩაში გატარებული წლები უნდა აენაზღაურებინათ. ლიზი და კამილი სააბაზანოდან გამოვიდნენ. - წამოდი პირი დავიბანოთ.-ნიკმა ემანუელი სააბაზანოსკენ წაიყვანა.-თქვენ კი მოემზადეთ. დღეს ჯერ პარკში წავიდეთ, შემდეგ კი სადმე გავისეირნოთ.- თქვა და შემდეგ ემანუელთან ერთად ყავისფერი კარების მიღმა გაუჩინარდა. თორმეტის ნახევარზე ბარნტონების ოჯახი პარკისკენ დაიძრა. ცენტრალური პარკი მათ სახლთან ახლოს მდებარეობდა, ამიტომ ფეხით გასეირნება გადაწყვიტეს. პარკის შესასვლელთან ნაყინი იყიდებოდა. ნიკმა ბავშვებსა და მეუღლეს შოკოლადის ნაყინი უყიდა, ხოლო თავად ვანილისა შეიძინა. პარკში ქვაფენილით საკმაოდ განიერი გზა იყო გაყვანილი. გზას აქეთ-იქით მიჰყვებოდა გრძელი ხის სკამები, რომალთა უკანაც სხვადასხვა ჯიშის ხეები ჩამწკრივებულიყო, თუმცა ყველაზე მეტად სიმრავლით ნაძვები გამოირჩეოდნენ. პარკი ყველაზე ნაცნობი ბავშვებისთვის იყო. ეს სწორედ ის პარკი იყო, სადაც ემანუელი და კამილი წელიწად-ნახევრის წინ მოწყალებას ითხოვდნენ, სწორედ ამ პარკში დაიწყო ყველაფერი, სწორედ აქ მისცა ბარგსმა ემანუელს 10 დოლარი. მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, თორემ მათ აქ არ წამოიყვანდნენ. ორივენი, კამილიც და ემანუელიც სევდიანად უმზერდნენ არემარეს. სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ ისინი შურით უყურებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ოჯახებთან ერთად პარკში უდარდელად დასეირნობდნენ, უყურებდნენ ბავშვებს, რომლებსაც ერთი ხელი მშობლებისთვის ჩაეჭიდათ, მეორეთი კი მშობლების მიერ ნაყიდ ნაყინს შეექცეოდნენ. კამილს ეს მოგონებები ამოუტივტივდა. სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა,მაგრამ გოგონამ ის მაშინვე მოიწმინდა ისე, რომ ეს ვერავინ შენიშნა. - კამილ, იცი ეს ხეები უნიკალურია და ისინი მხოლოდ აქ იზრდებიან.- ლიზმა გოგონას მაღალ, უცნაურად სტაფილოსფერ ფოთლებიან ხეებზე ანიშნა. - აჰ, - დედის მიმართვამ კამილი ფიქრებიდან გამოარკვია და შეუბრალებელი წარსულის მოგონებებიდან გამოიხსნა. - აი ამ ხეებზე გეუბნებოდი. -ჰო, ძალიან ლამაზებია. -კარგად ხარ? - რა თქმა უნდა. - მან დედას გაუღიმა. - მამა, ეს პარკი ვინ გააშენა? - ემანუელმა ნიკს ჰკითხა.

- ვინ გააშენა? ლიზ, შენ რას ფიქრობ? - ადგილობრივებმა ძვირფასო.- ლიზის ამ პასუხზე ყველას გაეცინა. - ესე იგი არ იცით. - დედაშენმა მშვენიერი პასუხი გაგცა. შენ იცი ვინ ააშენა? -არა.-მიუგო ემანუელმა. -ჰოდა მაშინ დედიკოს დაუჯერე. - ნიკმა ცოლს მზრუნველობითა და სიყვარულით აღსავსე მზერა ესროლა. კამილი,რომელიც საუბარში არ ერთვებოდა უცებ შედგა და რაღაცას, უფრო ზუსტად კი ვიღაცებს მიაშტერდა. ჯერ ყველამ გოგონას შეხედა, თვალები ცრემლებით ჰქონდა დანამული, მერე კი მათ შეხედეს, ვისაც კამილი უყურებდა. ემანუელის ბედნიერი სახე უცებ სევდიანმა გამომეტყველებმა შეცვალა. ისინი კამილისა და ემანუელის ასაკის მათხოვრებს, მაწანწალებს უყურებდნენ. ისეთებს, როგორებიც წელიწად-ნახევრის წინ თავად იყვნენ.გოგონა სკამზე იჯდა და ხელი მაღლა აეშვირა ისევე, როგორც ამას ადრე კამილი აკეთებდა. ბიჭი კი გოგონასთან ახლოს იდგა და გაიძახოდა: -გთხოვთ, სახლი არ გვაქვს, გაიღეთ მოწყალება. ერთი ცენტიც კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გთხოვთ.-მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევდა. ყველა თავის გზაზე მიმოდიოდა. - გთხოვთ.- ამოილუღლუღა ბიჭმა, შემდეგ ატირდა. გოგონას მიუჯდა და თავი ხელებში ჩარგო. გოგო მას ჩაეხუტა. კამილი ჩუმად ტიროდა. მას ცრემლები ღვარაღვარა ჩამოსდიოდა, მისი გულმკერდი წამდაუწუმ იბერებოდა და იკუმშებოდა. ლიზმა თავის შვილებს შეხედა, მასაც ჩამოუგორდა ცრემლი, მაგრამ მაშინვე მოიწმინდა. ნიკმა ჯიბიდან ხუთი დოლარი ამოიღო და ემანუელს მისცა. -ვფიქრობ ეს მათ შენ უნდა მისცე. -გმადლობ. - უთხრა ემანუელმა. ცრემლები შეიშრო და მათხოვრებს მიუახლოვდა. -შეიძლება აქ დავჯდე? - ჰკითხა ბიჭმა.მაწანწალებმა გაკვირვებითა და გაოცებით შეხედეს. მათ დაინახეს ჭაბუკი, რომელიც კარგად, მდიდრულად შემოსილიყო. ჩვეულებრივ ასეთები მათ ზედაც არ უყურებდნენ,თუ შეხედავდნენ ისიც მხოლოდ ზიზღით. ემანუელს ოჯახი შორიდან უცქერდა. ლიზს წინ კამილი ედგა. დედას ხელები შვილისთვის შემოეხვია. ნიკს კი ხელი ლიზის მხარზე ჰქონდა მოხვეული. -კი, - მიუგო ბიჭმა და ემანუელიც მის გვერდით დაჯდა. -რა გქვიათ? -მე ლუკასი, ამას-მან გოგოზე ანიშნა-მონიკა. -სასიამოვნოა, მე ემანუელი ვარ.- ხელი ბიჭს გაუწოდა. ლუკასი ცოტა ხნით ემანუელს გაკვირვებით უყურებდა, მერე კი ხელი ძლიერად ჩამოართვა. - სად ცხოვროთ? -პარკიდან რამდენიმე მილში, ძველი ფარდულია.- ემანუელმა ლუკასს თავი დაუქნია. -აი ეს გამომართვი.- მას ნიკის მოცემული ხუთდოლარიანი გაუწოდა. ლუკასმა ემანუელს კიდევ ერთხელ შეხედა. - აიღე, ნუ გეშინია.- ბიჭმა ფული საჩქაროდ გამოართვა ისევე, როგორც ეს ერთხელ ემანუელმა გააკეთა 10 დოლარის შემთხვევაში. -გმადლობ. -არაფრის,-ემანუელმა გაუღიმა.- აბა კარგად.- სკამიდან წამოხტა და ოჯახისკენ გაიქცა. გზაში შემობრუნდა და მაწანწალებს ხელი დაუქნია, ისინი კვლავაც მას

უყურებდნენ.ემანუელმა ხელი კამილს ჩასჭიდა და მშობლებთან ერთად გზას გაუყვნენ. - რას იტყვით, ზოოპარკში წავიდეთ? - იკითხა ნიკმა. -ვაშა! - წამოიძახეს ბავშვებმა,რომლებსაც ატრაქციონებზე მეტად ცხოველების ნახვა უხაროდათ. მშობლებმა ისინი ზოოპარკში წაიყვანეს, სადაც ბავშვები ცხოველებს აღტაცებული სახით ათვალიერებდნენ. ზოოპარკის შემდეგ ცოტა კიდევ ისეირნეს და სახლში საღამოს დაბრუნდნენ. როგორც კი სახლში მივიდნენ მოშივებულებმა მაშინვე ივახშმეს და მერე ბავშვები როგორც ყოველთვის სამეცადინოდ წავიდნენ. ნიკი და ლიზი კი მისაღებში ფილმის სანახავად გავიდნენ. ფილმი ლიზის არჩეული და ერთ-ერთი მისი უსაყვარლესი იყო-„უბის წიგნაკი“. როცა ფილმი დამთავრდა ნიკმა მოულოდნელად ცოლს უთხა: - დღეს მთელი დღე შენს ნათქვამზე ვფიქრობდი, კამილის თაობაზე. - მერე? - ლიზმა ნიკს ცნობისმოყვარეობით შეხედა. - თანახმა ვარ. - კაცმა მეუღლეს გაუღიმა. - არის! მიყვარხარ. - ქალი ქმრის მუხლებზე მოკალათდა და მას მხურვალედ აკოცა. როცა ლიზმა ნიკს თვალებში ჩახედა და კიდევ ერთხელ აპირებდა კოცნას, კაცმა ჰკითხა: -ლიზ, პიცას გამომიცხობ? -ახლა? -ჰო,რა უჭირს. -ღმერთო, სულ ჭამაზე ფიქრი შეიძლება? მითუმეტეს მაშინ, როცა ცოლთან ხარ. ასეთი გამხდარი მაინც არ იყო. ნიკს გაეცინა. - რას იზამ, სახლში ბავშვები არიან. ლიზმა ქმარს ბრაზიანი მზერა ესროლა, თუმცა მისი თხოვნის შესასრულებლად მაინც გავიდა. ცოტა ხანში სამზარეულოში ნიკიც შევიდა, ცოლს მოეხვია. - ხელები დასვრილი მაქვს.-ლიზმა ეს მის მოსაშორებლად თქვა, თუმცა სულაც არ უნდოდა, რომ ნიკი მოშორებოდა. -გამიბრაზდი?ხომ იცი პიცა რატომაც მიყვარს?-ქალმა პასუხი არ გასცა. -იმიტომ,რომ ის შენი გაკეთებულია და რატომ მიყვარს შენი გაკეთებული პიცა? იმიტომ,რომ შენ მიყვარხარ. -მართლა? რაღაც არ გეტყობა. ასე თუ გააგრძელებ მალე საჭმელზე ვიეჭვიანებ. -საჭმელზე? კარგია. ე.ი ჩვენი განყოფილების ახალი გოგოებისთვის ვერ მოიცლი. სხვათაშორის ერთი-ორი ძალიან მომწონს და რომანის გაბმასაც ვაპირებ. -ჰა? - ნიკს გაეცინა. -სულაც არ მეცინება.- ლიზმა უხეშად მიუგო. -მაშინ პიცა გავაკეთოთ. აბა რაში მოგეხმარო? -ჩემი ქმრის სამზარეულოდან გაგდებაში. -სამწუხაროდ ეს არ შემიძლია.ფიზიკურად ძალიან ძლიერია,ვერ მოვერევი. სამაგიეროდ შემიძლია ზეთის ხილის შეჭმაში მოგეხმარო. - ნიკი ზეთის ხილს დასწვდა და მაშინვე შეჭამა. - ეს პიცისთვის მჭირდებოდა! -მერე რა, პიცა ხომ მაინც ჩემი შესაჭმელია, რა მნიშვმელობა აქვს ზეთის ხილს მანამდე შევჭამ თუ მერე. -ნიკ, ახლავე მომწყდი აქედან!

-არის უფროსო!-ქმარმა ცოლს სამხედრო მისალმება აჩვენა და სამზარეულოდან გავიდა,თუმცა რამდენიმე წამში ისევ დაბრუნდა. -ახლა რაღა გინდა?-ჰკითხა ლიზმა. -ცხვირზე რაღაც გაქვს. -რა?-ქალმა ხელი ცხვირზე მოიკიდა. -მოდი მოგაშორებ.- ნიკი მეუღლისკენ დაიძრა, თან საჩვენებელი თითი ფქვილში ამოუსვა. თითი ლიზს ცხვირთან სწრაფად მიუტანა და ფქვილი მოაცხო. ქალი ამან ძალიან გააბრაზა. მანაც ჩაყო ხელი ფქვილში და ნიკს ლოყაზე მოუსვა. -არ იცის პოლიციელის პატივისცემა,-სიცილით თქვა კაცმა,-სხვათაშორის მე შენი და შენი შვილების უსაფრთხოებას ვიცავ. -შენ ჩემს სახლში პოლიციელი არ ხარ. -ვითომ?-ცოლი მკლავებში მოიქცია და ნაზად აკოცა.- საძინებელში ავიდეთ? -სახლში ბავშვები არიან. -მუსიკას ჩავრთავ. -მერე პიცა? -პიცა მოიცდის.მაინც ჩემი შესაჭმელია, რა მნიშვნელობა აქვს როდის შევჭამ. აბა რას იტყვი? ლიზმა ქმარს ისევ აკოცა. -კარგი,რას იზამ პოლიციელი ხარ, უნდა დაგემორჩილო. -ე.ი. ჩემს სახლშიც პოლიციელი ვარ, ხომ? -არა. -კი. -არა. -არც ახლა?-ნიკმა ცოლს მხურვალედ აკოცა. -ჯანდაბას,პოლიციელი ხარ.-ნიკმა გამარჯვებულის ღიმილით ლიზი ხელში აიტაცა. მისაღებში მუსიკა ჩართო და მის მკლავებზე ჩამომჯდარი მეუღლე,რომელსაც ხელი ქმრის კისრისთვის ნაზად მოეხვია საძინებელში შეიყვანა. კვირა დილით ბარნტონების კარზე ზარმა დარეკა. დილის 8 საათი იყო.ნიკის გარდა ყველას ეძინა. წვერს იპარსავდა,როდესაც კარზე ზარი გაისმა. ნახევრად გაპარსულმა დეტექტივმა კარი გააღო და ძალიან გაუკვირდა, როცა იქ მისი სიდედრი- ქალბატონი ევა დახვდა. -რა სიურპრიზია,მობრძანდით.-ევამ სიძე გადაკოცნა და სახლში შევიდა. იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა. ნიკი მას გაოცებული უყურებდა. -რამე მოხდა? -დიახაც მოხდა. -მე რაიმეთი შემიძლია დახმარება? ქალმა თავის სიძეს თვალი გაუსწორა. ნიკმა მის მკაცრ მზერას ვერ გაუძლო და სამზარეულოსკენ გაიხედა. -ჩაის მიირთმევთ? -სახლში დავლიე. „ღმერთო, ეს ვინ არის?!რა უბედურებაა.“-გაიფიქრა კაცმა.დეტექტივს მხსნელად მისი მეუღლე მოევლინა,რომელიც ხალათში გამოწყობილი საძინებლიდან გამოვიდა. -ოჰ დედა. რა სიურპრიზია,-ლიზი დედას მოეხვია.-რამე მოხდა? -რატომ არ გამაგებინეთ ბავშვები რომ იშვილეთ?-ლიზმა ნიკს გადახედა.ის თვალებით ქმარს ეუბნებოდა-მიშველე,ამ სიტუაციიდან გამომიყვანეო. ნიკმა უმალ შენიშნა ცოლის ეს გზავნილი.

-ეს ისე უცებ მოხდა,რომ თქმა ვერ მოვასწარით.-დეტექტივმა მხოლოდ ეს მოიფიქრა. -რამდენი ხანია რაც ბავშვები აიყვანეთ? -რამდენიმე კვირაა.-იცრუა ნიკმა. -უბრალოდ შეგუება გვინდოდა,მაპატიე. ამ დღეებში ვაპირებდით შენსა და ნიკის მშობლების დაპატიჟებას და ყველაფრის თქმას. - ქმარს ლიზმაც აუბა მხარი. -სად არიან?- ჩვეული მკაცრი ტონით იკითხა ევამ. -ძინავთ. -გააღვიძეთ! -დედა,ცოდოები არიან. -ჯერ ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი დამიმალეთ, ახლა მათაც არ მაჩვენებთ. -მოდი ცოტა ხანი ვისაუბროთ,მანამდე გაიღვიძებენ და მერე ნახავთ. -მისმინე ნიკ! ეს შენი იდეა იქნებოდა. ამ ყველაფრის დამალვა,რადგან ჩემი შვილი მე არაფერს დამიმალავდა.ახლა კი პატივი დამდე და ისინი გააღვიძე! -როცა გაიღვიძებენ მაშინ ნახავთ!-ნიკი სიდედრის მძანებლურმა ტონმა და მითითებებმა ძალიან გააბრაზა. -ნიკ, -ლიზმა ქმარს მკლავზე ხელი ძლიერად მოუჭირა. -კარგი, თვითონ ავალ და მათ მე გავაღვიძებ.-ევა წამოდგა და კიბეებისკენ გაემართა. -დედა,დედა,-მას ლიზი დაედევნა.-გთხოვ,მე ჩამოვიყვან. -ოღონდ სწრაფად,მეჩქარება! -კარგი.-ლიზმა კიბეები სწრაფად აირბინა და ბავშვების ოთახში შევიდა. -ბავშვებო,ემანუელ,კამილ.-ლიზი ორივე შვილს ნაზად შეეხო. -რა მოხდა?-იკითხა კამილიმ,რომელიც ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იმყოფებოდა. -ადექით,ბებია მოგივიდათ. ემანუელი საწოლზე წამოიწია. -ბებია? -ჰო,ოღონდ უფრთხილდით და ზრდილობიანად მოექეცით,ცოტათი უხეში ქალია. ლიზი ბავშვებს სწრაფად ჩაცმაში დაეხმარა.თმები ორივეს უცებ გადავარცხნა და ისინი ქვემოთ ჩაიყვანა.როცა კიბეებზე ნაბიჯების ხმა გაისმა ნიკი სააბაზანოდან გამოვიდა. ის ისევ წვერს იპარსავდა.ევა კი დივანზე ლიზსა და ბავშვებს ელოდა. როცა ჩამოვიდნენ ქალი წამოდგა. კამილი დედის წინ იდგა.ლიზს ხელები მის მხრებზე დაედო.ანალოგიური სიტუაცია იყო ნიკისა და ემანუელის შემთხვევაშიც. ევა კამილს მიუახლოვდა. -ლამაზი გოგოა, რა ჰქვია? -კამილი,-მას ლიზმა უპასუხა. ევამ ცინიკურად ჩაიცინა. -ასე თქვენ დაარქვით? -არა, ასე ერქვა. -ამას?-მან ყურადღება ემანუელზე გადაიტანა.ევა ბიჭს დააკვირდა და ადგილზევე გაშრა. -ეს..ეს...-მას ენა დაება. -დედა, კარგად ხარ? -არა,არ ვარ კარგად. ეს.. ეს ის მაწანწალაა პარკში რომ მხვდებოდა.ის მათხოვარია ჭუჭყიანი,ბინძური ძონძები რომ ეცვა. -რაღაც გეშლებათ!

-ნიკ,შეიძლება პოლიციელი შენ ხარ,მაგრამ მე შენზე დაკვირვებული თვალი და კარგი მეხსიერება მაქვს. ეს მაწანწალა სახლში როგორ შემოუშვით?! გინდათ ჩემი ოჯახი გააუბედუროთ? ეს მათხოვარი, ეს ბინძური მათხოვარი! -სიტყვები შეარჩიეთ, ევა,თქვენ ჩემს შვილზე ლაპარაკობთ! -ეს მაწანწალა სავსებით შესაძლებელია შენი შვილი იყოს,მაგრამ ის ჩემი შვილის შვილი ვერ იქნება! ლიზ, წამოდი ამ ბინძურებიდან.-ევამ შვილს ხელი მკლავში წაავლო.ლიზმა მისი ხელი მაშინვე მოიცილა. -მორჩა, საკმარისია! ყველაფერი საკმარისია, რაც გითმინე! ეს ჩემი ოჯახია!შენ არ გაქვს უფლება შენს ჭკუაზე მატარო.ამდენი წელი მხოლოდ შენს ნებაზე ვცხოვრობდი,ეს დრო დამთავრდა.ეს ჩემი ოჯახია,ან ამას შეეგუე, ანდა დაივიწყე,რომ ქალიშვილი გყავს! ნიკი ცოლს გაოცებული უყურებდა.ლიზს საკმაოდ მტკიცე ხმა და გამომეტყველება ჰქონდა. ის დედისერთა იყო ისევე,როგორც ნიკი და ყველაფრისდა მიუხედავად ლიზს დედა ყველაზე მეტად უყვარდა,მაგრამ ახლა ამ ოჯახმა ის შეცვალა.ლიზმა თვით ევასაც გაუბედა,რომ ეთქვა:„ეს ჩემი ოჯახია,ან ამას შეეგუე, ანდა დაივიწყე,რომ ქალიშვილი გყავსო“. მან დედამისს თავისი ოჯახი არჩია,მან მას არჩია ბავშვები,რომლებიც წელიწად-ნახევრის წინ ქუჩაში ხელგამოწვდილნი ისხდნენ, თანაც ეს გაბედულად და მტკიცედ განაცხადა. ალბათ, ამას ნიკი ვერასდროს შეძლებდა,თუმცა ნიკს ამ მხრივ პრობლემები არც ჰქონდა. მას კარგი მშობლები ჰყავდა.მათ უკვე იცოდნენ კამილისა და ემანუელის შესახებ,თუმცა ისინი ნანახი არასდროს ჰყავდათ,რადგან ნიკის მშობლები შვილისგან ძალიან შორს ცხოვრობდნენ.ნიკმა კი ბავშვების სწავლისა და შვებულობის უქონლობის გამო მშობლებთან ჩასვლა ვერ მოახერხა. ევა გაბრაზდა. ჩანთა აიღო და სახლიდან გავარდა.კარი ისე მოაჯახუნა, კინაღამ ჩამოიღო. - კარგად ხარ?-ნიკმა ცოლს ჰკითხა. -კი, უკვე კონტროლითა და მისი სურვილების შესრულებით ძალიან დავიღალე.-ნიკმა მეუღლეს თავი დაუქნია. -თქვენ?-მან ბავშვებს ჰკითხა. - მამას ორივემ თავი დაუქნია. -ჩვენ ერთმანეთს ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგვაშორებს.- ლიზმა მათ მიმართა.-ჩვენ ერთი ოჯახი ვართ,მე დედათქვენი,თქვენ კი ჩემი შვილები ხართ. - ორივენი ლიზს ჩაეხუტნენ.მათ ნიკიც მოეხვია,თუმცა ის ცოლ-შვილებს მალევე მოშორდა. -წვერის გაპარსვა ვერ დავამთავრე.-თქვა და სააბაზანოში გავიდა. -გშიათ?-დედამ შვილებს ჰკითხა. -კი.- ბავშვებმა ერთხმად მიუგეს. -წავედით.-ლიზმა ორივეს ხელები მოჰხვია და ბავშვები სამზარეულოში გაიყვანა, მალე მათ ნიკიც შეუერთდა. -დღეს მუშაობ?-ემანუელმა მამას ჰკითხა. -სამწუხაროდ კი. ნიკი მაგიდას მიუჯდა.ლიზმა წინა დღით დაწყებული პიცა დაამთავრა და ოჯახს იმით გაუმასპინძლდა.როცა საუზმე დაამთავრეს ნიკმა კამილს უთხრა: -კამილ,მინის ჭიქაში წყალი დამისხი,გთხოვ. გოგონამ მამას გაუღიმა, მაშინვე წამოდგა და ნიკს წყალი დაუსხა. ჭიქა მამას მაგიდაზე დაუდგა. -კარგი,თუ ჭამა დაამთავრეთ წადით კბილები გამოიხეხეთ. -უთხრა დედამ.ბავშვები სააბაზანოში გავიდნენ.ნიკმა შარვლის ჯიბიდან ხელთათმანი და სამხილების

შესანახი ცელოფანი ამოიღო. ხელთათმანი გაიკეთა.ჭიქიდან წყალი გადააქცია და ის ცელოფანში მოათავსა.შემდეგ კაცმა ცოლს აკოცა და ტყავის ქურთუკი მოიცვა. გასვლის წინ ბავშვებს დაუძახა: -ნახვამდის,სამსახურში მივდივარ. -კარგად.-მას ემანუელი გამოეხმაურა. ნიკი მანქანაში ჩაჯდა და გეზი პოლიციის განყოფილებისკენ აიღო. დილის ათის ოცი წუთი იყო. გზები მაინცდამაინც გადატვირთული არ იყო.ალბათ იმიტომ,რომ კვირა დღე გახლდათ. ნიკმა მანქანა პოლიციის ავტოსადგომზე გააჩერა. კიბეები ჩქარა აირბინა და პირდაპირ ლაბორატორიაში შევიდა. -ოჰ,ნიკს გაუმარჯოს. -გამარჯობა, ნელსონ. -აბა რა ხდება? დეტექტივმა ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო ცელოფანი,რომელშიც მინის გამჭირვალე ჭიქა იდო. -აი,- ცელოფანი ნელსონს მიაწოდა.-აქედან ანაბეჭდები აიღე და გაარკვიე ის ვის ეკუთვნის. -ახალი საქმეა? -ჰო,შეიძლება ასეც ითქვას. რამდენ ხანში შეძლებ? -მე ხომ მიცნობ ერთ საათში მზად მექნება. -კარგი, იცი ჩემი მაგიდა სადაცაა,ან დამირეკე და ჩამოვალ. -შევთანხმდით.-ნიკმა ნელსონს ხელი ჩამოართვა. -გმადლობ,-კაცმა დეტექტივს გაუღიმა. -არაფრის. ნელსონმა ერთ საათში დაურეკა. დეტექტივი მაშინვე მასთან ჩავიდა. როგორც კი ლაბორატორიაში შევიდა, ნელსონს ჰკითხა: -აბა რა იპოვნე? -ეს ბავშვი დამნაშავეა? ის 10 წლისაა,თან გოგოა,მაგრამ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ,რომ გასაკვირი არაფერია. -უბრალოდ სახელი და გვარი მითხარი კარგი? -კარგი ჩაიწერე. ის ელიზაბეტ დივერსონია. -ელიზაბეტი.-გაიმეორა ნიკმა. -ჰო,ელიზაბეტი ჰქვია. -კიდევ გაიგე რამე? -ადამიანებში და მათ საქმიანობებში ქექვა შენი საქმეა,მე უბრალოდ ანაბეჭდებით მათ ვპოულობ. -კარგი, ნელსონ,მადლობა. -არაფრის. ნიკმა,როგორც კი ლაბორატორიიდან გამოვიდა ცოლს დაურეკა. -გაიგე რამე?-ტელეფონში ლიზის ხმა გაისმა. -ის ელიზაბეტ დივერსონია. -სად ცხოვრობდა? -არ ვიცი,გავარკვევ. -კარგი,მერე გადმომირეკე. -მიყვარხარ. -მეც.

დეტექტივმა ტელეფონი დაკიდა და თავის მაგიდას დაუბრუნდა. ელიზაბეტ დივერსონის შესახებ ცნობები მოიძია. კამილი თურმე დექსტერის ქუჩის 107ბე ნომერში ცხოვრობდა. ნიკმა ელიზაბეტის შესახებ გამაოგნებელი ცნობები მოიპოვა. გოგონა 7 წლის ასაკში გაეტაცებინათ. საქმეს დეტექტივი ლიბრონსი იძიებდა. ის ორი თვის წინ გარდაიცვალა,ლიბრონსი მანქანამ გაიტანა. დეტექტივმა გოგონას გამტაცებლები აიყვანა. ისინი მეტად საშიში ნარკომოვაჭრეები იყვნენ, თუმცა იყო ცნობაც, რომელიც ელიზაბეტის გარდაცვალებას იუწყებოდა.ნიკმა არქივიდან საქმე გამოითხოვა. მან საბოლოო პატაკი დაკვირვებით წაიკითხა: „2011 წლის 10 ოქტომბერს გაიტაცეს 7 წლის ელიზაბეტ დივერსონი. გამტაცებლები გამოსასყიდად 280 000 დოლარს (ბ-დივერსონის წაგებულ ფულს-რაც შემდგომში გაირკვა) მოითხოვდნენ.თუმცა ფულის შეგროვება ვერ მოხერხდა. გოგონა მოკლეს. საბოლოოდ ბ-დივერსონმა თავი მოიკლა. მან წერილი დატოვა,სადაც ის პოლიციელებს გატაცების მოთავეების სახელებსა და გვარებს ატყობინებდა. პოლიციამ უკლებლივ ყველა აიყვანა. მათ გამოძიებასთან არ უთანამშრომლიათ. შემოწმდა მათი ტელეფონები,ბოლო დღეების აქტივობები და მათი კავშირებით შედგა ერთგვარი ბანდაც,რომლის თითოეული წევრიც ციხეში იხდის სასჯელს“. ნიკი პატაკს თვალებგაფართოებული კითხულობდა. ამ საქმეში ყველაფერი რიგზე ვერ უნდა ყოფილიყო,რადგან კამილი ისევ ცოცხალი იყო. მისი მოკვლა თავად გოგონას მონაყოლის მიხედვით არც არავის უცდია, მაგრამ ვიღაცები მისი მკვლელობისთვის სასჯელს იხდიდნენ. ნიკს საქმე თავიდან უნდა გაეხსნა. ის ამ გადაწყვეტილების მოსახსენებლად კაპიტანთან მიდიოდა,თუმცა მისი კაბინეტის კართან შეყოვნდა. იფიქრა,რომ თუ კამილის არსებობა გაჟღავნდებოდა შესაძლოა ბავშვი დედასთვის დაებრუნებიათ და ნიკის,ემანუელისა და ლიზისთვის მის თავი წაერთმიათ,ამიტომ ნიკი უკან გაბრუნდა. გამოძიების ჩუმად და მალულად ჩატარება გადაწყვიტა. ის პატარა კამილს თავის მეუღლესა და ვაჟს ვერ დააშორებდა. თან იმ ყველაფრის შემდეგ,რაც ლიზმა დილით ჩაიდინა. მან ბავშვების გამო მშობელ დედაზე თქვა უარი. ნიკს არ ჰქონდა უფლება მისთვის კამილი წაერთმია. მან თავად,მარტო გადაწყვიტა გამოძიების ჩატარება.ნიკმა მიზნად კამილის ბიოლოგიური დედისა და იმ ჭაღარა კაცის პოვნა დაისახა,რომელმაც გოგონა ქუჩაში დააგდო. ის თავის მაგიდას მიუჯდა და გუგლში კამილის გატაცების შესახებ მოიძია. გაიგო,რომ გოგონას დედას ლიბედი ერქვა. ის ქმრის გვარზე გადასულიყო,თუმცა მისი ქალიშვილობის გვარი ბრენდსონი იყო,რომელიც ქმარ-შვილის დაღუპვის შემდეგ დაიბრუნა.ნიკს ორივე უთუოდ დასჭირდებოდა ისევე, როგორც ქალის მშობლების მისამართი,რომელიც დეტექტივმა არქივის ფაილებში მოიძია. მან ჯერ დექსტერის 107ბე-ში გადაწყვიტა წასვლა,თუ ქალს იქ ვერ იპოვნიდა,რაც საკმაოდ შესაძლებელი იყო, მას მშობლებთან მოიძიებდა. მათ აუცილებლად ეცოდინებოდათ ქალიშვილის მისამართი. დეტექტივი დექსტერის 107ბე-ში მივიდა, თუმცა მისი მოლოდინი გამართლდა. ნიკმა იქ ლიბედის კვალს ვერ მიაგნო. ამ მისამართზე ახლა სხვა ოჯახი ცხოვრობდა. შემდეგ დეტექტივი ლიბედის მშობლებთან მივიდა. ამჯერად გაუმართლა. კარი მსუქანმა,მელოტმა კაცმა გაუღო. დეტექტივის აზრით კაცი 70 წლის იქნებოდა. -გამარჯობა,-ნიკმა მას მიმართა. -გამარჯობა. -ბატონი ბრენდსონი ბრძანდებით? -დიახ,თქვენ ვინ ბრძანდებით? -მე დეტექტივი ნიკ ბარნტონი ვარ.-მოწმობა უჩვენა.- შეიძლება შემოვიდე?

-რა გაეწყობა.-კაცმა ნიკს კარი ფართოდ გაუღო და სახლში შეიპატიჟა. -აბა დეტექტივო აქ რას ეძებთ? ჰო მართლა, მე ჯორჯ ბრენდსონი ვარ. -სასიამოვნოა.- ჯორჯს ხელი ჩამოართვა. -გისმენთ. -თქვენს ქალიშვილს ვეძებ. იქნებ მითხრათ სად შეიძლება ვიპოვნო. -რამე დააშავა?-ჯორჯს ხმაში მღელვარება დაეტყო. -არა, არაფერი. კეთილსინდისიერი მოქალაქეა. -ნიკს გაეცინა. -აბა? -უბრალოდ მასთან 2011 წლის საქმეზე მინდა გასაუბრება. -ელიზე?- კაცს უცებ სევდა შემოაწვა. -ელიზაბეტს გულისხმობთ? -ჰო,ელის. ჩვენ მას ასე ვეძახდით. -ჰო მასზე. -გთხოვთ არ გინდათ. ელი ხომ მოკვდა. ლიბედს ამ ტკივილს ნუ შეახსენებთ. ისედაც მთელი ერთი წელი ღრმა დეპრესიაში იყო. ტიროდა,არ ჭამდა. შვილიშვილთან ერთად ქალიშვილიც კინაღამ დავკარგე. გთხოვთ არ გინდათ,-ჯორჯს ხმაში ცრემლები გამოერია.-ყველაფერს მე მოგიყვებით. ოღონდ მას ამაზე არ შეეკითხოთ. - მე ყველა დეტალი მჭირდება. ეს მხოლოდ მას ეცოდინება. მაპატიეთ, მაგრამ... -ამას რატომ აკეთებთ? რაში გჭირდებათ სამი წლის წინ მოკლული გოგონას დახურული საქმე? მისი მკვლელები ციხეში სხედან. მორჩა,ყველაფერი დამთავრდა. -ასე არ არის. -რას გულისხმობთ? ნიკს გონება არეული ჰქონდა. მის ერთ ნაწილს სურდა მოხუცისთვის ეთქვა,რომ მისი შვილიშვილი ცოცხალი იყო,მაგრამ მისი გონების მეორე ნაწილი ლიზზე და ემანუელზე ფიქრობდა. ის იმ ოჯახს ეჭიდებოდა,რომელიც დეტექტივისთვის ყველაზე ძვირფასი იყო. ისინი მისთვის უძვირფასესი ადამიანები იყვნენ, მათ ვერ დაკარგავდა. -გთხოვთ,თუ ღმერთი გწამთ,ყველაფერი მითხარით.არაფერი დამიმალოთ,გთხოვთ. -არ შემიძლია. -როგორ თუ არ შეგიძლიათ?-ჯორჯი ნიკს მივარდა, ხელები მკლავებში მოჰკიდა.-გთხოვთ დეტექტივო,გემუდარებით ყველაფერი მითხარით. ნიკს ძალიან უნდოდა ამ კაცისთვის სიმართლე ეთქვა. -უნდა დამპირდეთ,რომ რასაც ახლა გეტყვით არავის ეტყვით, უნდა დაიფიცოთ. -გეფიცებით.ღმერთის სახელს გეფიცებით არავის ვეტყვი. გთხოვთ,მითხარით რა ხდება. -ელიზაბეტი ცოცხალია. ჯორჯი ნიკს თვალებგაფართოებული მიაშტერდა. -არა,ეს ტყუილია. -რატომ უნდა გატყუებდეთ? -მანახეთ და მაშინ დავიჯერებ. -ეს შეუძლებელია. -გაეთრიეთ ჩემი სახლიდან! თქვენ ჩემი ცხონებული შვილიშვილის გამოყენება გინდათ,ამის უფლებას არ მოგცემთ! ნიკმა საფულე ამოიღო,მას იქ კამილისა და ემანუელის სურათი ედო,რომელიც მათი შვილად აყვანიდან რამდენიმე თვეში იყო გადაღებული. სურათი ფოტო ატელიეში იყო გადაღებული. ბავშვები თეთრი ფონის წინ ერთმანეთზე

ჩახუტებულები იდგნენ. სახეზე ორივეს სიხარული და ბედნიერება აღბეჭვდოდა. დეტექტივმა სურათი ჯორჯს მიაწოდა. -შეხედეთ. ამ გოგონას დააკვირდით.რამდენიმე თვის წინაა გადაღებული. ბრენდსონმა ნიკს სურათი ეჭვით გამოართვა. მას დახედა. კაცის სახეზე რაღაც შეიცვალა. ის მოქუფრული ღრუბლებისგან გადაიწმინდა,მის ადგილზე წვიმის მომასწავებელი ღრუბლები გამოჩნდნენ. კაცის თვალები,მისი ტუჩები ცახცახებდნენ ისევე, როგორც ღრუბლები ირხევიან წვიმის წინ და ამ მომენტში პირველი წვეთიც გამოჩნდა,შემდეგ კი მას სხვა წვეთები მოჰყვა. -ეს შეუძლებელია.-თქვა ჯორჯმა და ცრემლები ხელით მოიწმინდა. -სად არის? -ის ჩემი შვილია. კაცმა ნიკს შეხედა. -წელიწად-ნახევრის წინ ჩემთან მოვიდა...-დეტექტივმა კამილის შესახებ ყველაფერი უამბო. ჯორჯის სახეზე ცრემლის ნამები ყოველ წამს უფრო და უფრო იზრდებოდნენ.ნიკმა თხრობა დაასრულა. -მაპატიეთ,მაგრამ კამილს ვერ დაგიბრუნებთ.ის ჩემი ოჯახია,ის ჩემი შვილია. -მესმის.-თქვა ჯორჯმა.-მადლობა დეტექტივო,თქვენ და თქვენმა მეუღლემ რაც გააკეთეთ ეს.. ეს..სიტყვებიც არ მყოფნის. უბრალოდ მადლობა იმისთვის,რომ ჩემი შვილიშვილი ქუჩაში სასიკვდილოდ არ მიატოვეთ. კამილი... მას ასე თქვენ დაარქვით? -არა,ემანუელმა.კამილს ამნეზია ჰქონდა. -ღმერთო, ის ცოცხალია,-კაცს ცრემლები კიდევ ერთხელ ჩამოუგორდნენ სახეზე. -ჰო-ნიკსაც აეტირა,მან პირველი წვეთები თვალებთანვე შეიშრო. - ის ცოცხალია. -ანუ ის არ მოუკლავთ. -ასე გამოდის. ამ ყველაფრის გარკვევა მინდა. -მან ამ გამოძიების შესახებ იცის? -არა.თქვენი შვილის მისამართი მჭირდება. მინდა გავარკვიო სინამდვილეში რა როგორ მოხდა. -ეს მისთვის საშინელება იქნება... ამ ყველაფრის გახსენება. -ამას მას ვერ ვეტყვი. -ვიცი, ის არ გაჩერდება. შვილის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. -კამილი კანონიერად ჩემი შვილია. ვერაფერს გახდება და კიდევ უფრო დაიტანჯება. -მესმის. მე წაგიყვანთ, მინდა მის გვერდით ვიყო. -როგორც გენებოთ.მანქანით ვარ, ჩემი მანქანით წავიდეთ, მერე უკან მე მოგიყვანთ. -კარგი.-ჯორჯი დეტექტივს დაეთანხმა. ნიკს ქალიშვილის ახლანდელი მისამართი უთხრა და ორივენი მასთან წავიდნენ. ლიბედს პატარა,მაგრამ ლამაზი სახლი ჰქონდა პატარა ეზოთი,რომელიც ყვავილებით იყო მოხატული. სახლი ერთსართულიანი იყო, გარედან ხორცისფრად შეღებილი,ხოლო კარები კი მუქი ყავისფერი ჰქონდა. ჯორჯმა ზარი დარეკა.რამდენიმე წამში შიგნიდან ხმა გაისმა. -ვინ არის?-ქალს ნაზი,არაჩვეულებრივი ჟღერადობის ხმა ჰქონდა. -მე ვარ ლიბედ,ჯორჯი. კარები მაშინვე გაიღო. -აჰ,მამა, არ გელოდი. - ქალი მამას ჩაეხუტა. ნიკის წინ ზრდასრული კამილი იდგა.თვალები,ცხვირი,ტუჩები ყველაფერი კამილის იყო.დედას შვილისგან მხოლოდ სიმაღლე და თმის ფერი განასხვავებდა. ნიკი ლიბედს მონუსხული უყურებდა. ქალს ღია კრემისფერი თმები და მოყავისფრო

თვალები ჰქონდა. მას გრძელი თეთრი შარვალი და ვარდისფერი პერანგი ეცვა.ნიკისა და ლიზის მეგობრები ხშირად შენიშნავდნენ,რომ კამილს ლიზის ცხვირი და ღიმილი ჰქონდა,მათ ხშირად ეხუმრებოდნენ და ეუბნებოდნენ: „-დარწმუნებულები ხართ,რომ ეს ბავშვი ნაშვილებია?“ ნიკს სადღაც სჯეროდა,რომ კამილი რაღაცით მაინც ჰგავდა ლიზს. თუმცაღა ახლა,როცა მან ლიბედი,კამილის ნამდვილი დედა დაინახა ეს აზრი მაშინვე გაუქრა. -გამარჯობა.-მოღიმარმა ქალმა დეტექტივს ხელი გაუწოდა. -გამარჯობა.- მას ნიკმაც გაუღიმა და ლიბედს ხელი ჩამოართვა. -ეს დეტექტივი ბარნტონია.-ჯორჯმა ქალიშვილს ნიკი გააცნო.-ეს კი ლიბედია,ჩემი ქალიშვილი. -სასიამოვნოა.-თქვა ქალმა. -ჩემთვისაც. -სახლში არ შემოხვალთ?-ლიბედი სტუმრებს სახლში შეუძღვა. ისინი მისაღებში შეიყვანა. სახლიც კეთილმოწყობილი იყო. მისაღებში ნაცრისფერი დივანი იდგა,რომლის წინ შუშის მაგიდა,ხოლო მაგიდის უკან კი ორი ნაცრისფერი სავარძელი განეთავსებინათ. კედელზე დიდი პლაზმური ტელევიზორი იყო ჩამოკიდებული. -ყავა ავადუღე,თქვენც ხომ დალევთ? -მე არ მინდა,თქვენ დეტექტივო? -არა,გმადლობთ. -კარგი, რა გაეწყობა.-ლიბედი სამზარეულოში გავიდა,იქედან კი ჭიქით ხელში დაბრუნდა. ნიკი და ჯორჯი დივანზე დასხდნენ. ლიბედი კი მათ წინ სავარძელში მოკალათდა. ოთახში წუთიერმა სიჩუმემ დაისადგურა. -აბა?-ლიბედმა ხელები განზე გასწია და წარბები ზემოთ აზიდა. მას კამილი საქციელითაც ჰგავდა. გოგონაც ზუსტად ასე აკეთებდა,როცა რაღაცას ყვებოდნენ და შემდეგ მოულოდნელად გაჩერდებოდნენ ან მისთვის რამი თქმა სურდათ და საუბარს ვერ იწყებდნენ. -დეტექტივს უნდა ელის შესახებ გაგესაუბროს.-ქალიშვილს მამამ გაუბედავად უთხრა. ლიბედს ღიმილი სახიდან გაუქრა, თვალები ქვემოთ დახარა. სახეზე დარდი და სევდა აღებეჭდა. -რა გნებავთ?-ჰკითხა ნიკს. -ვიცი თქვენთვის ძნელია,ძალიან ძნელია,მაგრამ მის შესახებ უნდა მომიყვეთ,ყველაფერი უნდა ვიცოდე,რა როგორ მოხდა. -ეს რაში გჭირდებათ? ის ხომ მკვდარია. -ჰო, მაგრამ მისი მკვლელია თავისუფალი. -რა?- ქალს სახეზე აღშფოთება და გაოცება ერთდროულად გამოესახა. -დიახ,ის ვინც მისი მკვლელობისთვის ზის ციხეში დამნაშავე არაა. არა,ელიზაბეტის გატაცებაში დამნაშავეა,თუმცა მათ ის არ მოუკლავთ. -აბა ვინ მოკლა? -არ ვიცი. -საიდან იცით, რომ ის სხვებმა მოკლეს? -მე დეტექტივი ვარ, სამწუხაროდ უფლება არ მაქვს,რომ საქმის მასალები გაგიმხილოთ. უბრალოდ მინდა გოგონას გატაცების ყველა დეტალი ვიცოდე,რომ ის საქმეში ჩავრთო.

-ლიბედ,თუ არ გინდა შეგიძლია არაფერი მოყვე.-ქალიშვილს მამამ მიმართა,თან ის მეორე სავარძელში გადაჯდა და შვილს ხელზე ხელი დაადო. -არა,ყველაფერი რიგზეა,მოვყვები. ის, ვინც ჩემი 7 წლის ელიზაბეტი მოკლა თავისუფლად არ უნდა დაიარებოდეს. ნიკმა ამ ტყუილისთვის თავი დამნაშავედ იგრძნო,მაგრამ ის სხვა მხრივ ქალს ვერ აალაპარაკებდა. -2011 წელი იყო,10 ოქტომბერი. მახსოვს ქარი ქროდა. ის დღე არასდროს დამავიწყდება. ელი სკოლიდან გამომყავდა, მესამე კლასში ახალი გადასული იყო. მანქანა პარკის სადგომზე მეყენა,მანქანამდე ფეხით მივდიოდით. პარკთან ახლოს ვიყავით როცა მოსახვევიდან შავი BMW გამოვარდა. გადასასვლელთან გზა გადაგვიკეტეს. მანქანიდან ერთი კაცი გადმოხტა. მაღალი კაცი იყო,თავზე ნიღაბი ჰქონდა ჩამოცმული. მე ხელი ძლიერად მკრა,ძირს დავეცი და მან ელი წაიყვანა. ის კიოდა,ყვიროდა დედა მიშველეო. წამოდგომა ვცადე,მაგრამ სახეში ძლიერად დამარტყა. ისე ძლიერად,რომ ძირს დავეცი და გონება დავკარგე. როცა გონს მოვედი,-ლიბედი ატირდა- ღმერთო.-ქალიშვილს მამა მოეხვია. -ყველაფერი კარგადაა,ყველაფერი რიგზეა. ნიკმა ქალს ცხვირსახოცი გაუწოდა. -გმადლობთ.- ქალმა დეტექტივს ნამტირალევი ხმით მიუგო. -მაპატიეთ,რომ ამ ყველაფრის გახსენებას გთხოვთ.თუ გნებავთ შევისვენოთ ან სხვა დროისთვის გადავდოთ. -არა.-თქვა ქალმა მტკიცე ხმით და ცრემლები ცხვირსახოცით შეიშრო. -ის ბოლოჯერ მაშინ ვნახე.ჩემი შვილის გვამიც კი არ დამიბრუნეს გამოსაგლოვად და დასამშვიდობლებად. ვინ იცის ახლა რომელიმე ტყეში ან ხრამში გახრწნილი გდია. ჩემი ელიზაბეტი,ჩემი პატარა პრინცესა. - ლიბედი ისევ აქვითინდა. ნიკმა თავი ძალიან ცუდად იგრძნო. მას თავბრუ დაეხვა. -მაპატიეთ.-თქვა და გარეთ გავიდა. მას ჯორჯიც გაჰყვა. დეტექტივი სახლის კიბეზე ჩამოჯდა.თავი ხელებში ჩარგო, ღრმად და ძლიერად სუნთქავდა. კამილი ცოცხალი იყო და მას ამის თქმა არ შეეძლო. ნიკს ძალიან უნდოდა ლიბედის დარდი შეემსუბუქებინა და ქალის საცოდაობისთვის ბოლო მოეღო,მაგრამ ეს არ შეეძლო. -კარგად ხართ?-დეტექტივს მოხუცმა მიმართა. ნიკმა მას ხმა არ გასცა. ჯორჯი მის გვერდით ჩამოჯდა. -ხედავთ მას რას უმალავთ? თქვენ შეგიძლიათ ყველაფერს,მის ტანჯვას ბოლო მოუღოთ. მე ყველაფრისდა მიუხედავად მაინც მორწმუნე ვარ,თქვენ მე ღმერთი დამაფიცეთ. არ მაქვს უფლება ვინმეს რამე ვუთხრა,მათ შორის არც ლიბედსაც. დეტექტივო... -არ შემიძლია.-ნიკმა ღრმად ამოისუნთქა.-მაპატიეთ,მაგრამ არ შემიძლია. დეტექტივი ადგა და შიგნით შებრუნდა. -როგორ ხართ?- ჰკითხა ლიბედმა. -გმადლობთ, კარგად. შეგიძლიათ განაგრძოთ. -საქმეში პოლიცია ჩავრთეთ. გამტაცებლები ორ დღეში დაგვიკავშირდნენ და გამოსასყიდად 280 000 დოლარი მოითხოვეს. ფული ვერ შევაგროვეთ. ყველაფერი გავყიდეთ,ვალები ავიღეთ,მაგრამ მხოლოდ 130 000 შეგროვდა. პოლიციაშიც არ გამოყვეს თანხა,რომ შემდეგ გაცვლის დროს ისინი აეყვანათ. თქვეს,რომ ზედმეტ ხარჯებს ვერ გასცემდნენ და რომ დაფინანსება არ ჰქონდათ. ვადად 5 დღე მოგვცეს. გამოსასყიდი ვერ გადავიხადეთ.შემდეგ კი ელი მოკლეს.-ლიბედი გაჩერდა,ღრმად

ამოისუნთქა და განაგრძო.-ელის სიკვდილიდან ორი დღის შემდეგ ჩემმა მეუღლემ თავი ჩამოიხრჩო. მან ორი წერილი დატოვა. ერთი პოლიციას დაუტოვა,სადაც თვითმკვლელობის მიზეზსა და გამტაცებლების ვინაობებს ახმელდა. მეორე კი მე დამიტოვა. ის წერილი ახლაც მაქვს. -შეიძლება ვნახო? -დიახ.-ლიბედი საძინებელში გავიდა. წერილი ტუმბოში ედო.მან ის ნიკს მოუტანა. დეტექტივმა ქალს წერილი გამოართვა და წაიკითხა. „ლიბედ,მაპატიე. არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო. ყველაფერში დამნაშავე მე ვარ. ისინი, ვინც ელი გაიტაცა საშიში ბოროტმოქმედები არიან. ერთხელ მათთან ვითამაშე. ბევრი წავაგე,280 000 დოლარი. ფული ვერ გადავიხადე. რამდენიმე დღის წინ მანქანა დამიმტვრიეს და საშინლად მცემეს. არანაირ ავარიაში არ მოვყოლილვარ,ეს მათ ჩაიდინეს და დამემუქრეს,რომ ჩემს ოჯახს მოადგებოდნენ. ფულის შოვნის მიზნით ისევ ვითამაშე,ისევ წავაგე და მათ ელი გაიტაცეს. დავურეკე და დამემუქრნენ,რომ თუ პოლიცია მიადგებოდათ ელის მოკლავდნენ.ისინი ამის გამკეთებლები იყვნენ,საკმაოდ პრინციპული ხალხი არიან და უკან არაფერზე არ დაიხევდნენ. შემეშინდა და არაფერი ვთქვი. მეგონა,რომ ფულს შევაგროვებდით,მაგრამ ასე არ მოხდა... მაპატიე.გთხოვ,ჩემი შვილისა და შენს გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს.პოლიციას მათ სახელებსა და გვარებს ვუტოვებ.ალბათ, სხვებიც იქნებიან ამ საქმეში გარეულნი, მაგრამ უფროსები ესენი არიან. იცოდე,რომ ძალიან მიყვარხარ.გთხოვ,მაპატიო“. -შემდეგ რა მოხდა?-ნიკმა ქალს ჰკითხა. -პოლიციამ ისინი აიყვანა,მაგრამ მათ ყველაფერი უარყვეს და არც ის თქვეს ელი სად დამარხეს,ან თუ დამარხეს საერთოდ.მათ BMW აღმოუჩინეს, ის მე ამოვიცანი. აი სულ ესაა.-ქალმა ცრემლები ისევ მოიწმინდა. -გმადლობთ,ძალიან მამაცი ქალი ბრძანდებით.-ნიკმა ლიბედს გაუღიმა დ წამოდგა. -გამაგებინეთ თუ ნამდვილ მკვლელს დაიჭერთ. -აუცილებლად.-ნიკი და ჯორჯი სახლიდან წამოვიდნენ. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ. ნიკმა კაცი სახლში მიიყვანა,თვითონ კი პოლიციაში დაბრუნდა. დეტექტივმა მამა-შვილთან საკმაოდ დიდი დრო გაატარა. ის განყოფილებაში 6 საათისთვის მივიდა და თავის მაგიდას მიუჯდა. -ოჰ,როგორც იქნა გამოჩნდი.-ნიკს ერთ-ერთმა ქალმა ოფიცერმა დაუძახა.-კაპიტანი მთელი დღეა გეძებს.ტელეფონი გამორთული გქონდა. -აქ არის? -ჰო,თავის კაბინეტშია,მიდი ნახე. -მადლობა.-ნიკი მაგიდასთან კიდევ რამდენიმე წუთი ფიქრებში წასული იჯდა,შემდეგ კი კაპიტანთან შევიდა. -მეძებდი? -ჰო,დიქსონის საქმეზე მინდოდა მეკითხა. -ერთ ადგილს ვტკეპნით.მეისონი,ვისაც რამის თქმა შეეძლო მკვდარია. ახლა ექსპერტიზას უკეთებენ.შეიძლება მკვლელს რამე დარჩა ან შეეშალა,ვნახოთ. -კარგი. დღეს მთელი დღეა სამსახურში არ ყოფილხარ. -ჰო მაპატიე.ჩემთვის ძვირფას ადამიანს რაღაც შეემთხვა და იმ საქმეს ვიძიებდი. -საქმეს გახსნი? -არა,სერიოზული არაფერია. უბრალოდ პირადულია. მერე მოგიყვები.

-ნიკ, იცი რა სჯობს? შვებულება აიღო. ისედაც საუკეთესო დეტექტივი ხარ. გვიანობამდე აქ ხარ,დასვენებას იმსახურებ. -ჯერ არ მინდა. -კარგი,მაგრამ იცოდე ორი დღე აქ არ დაგინახო. წადი, ან სახლში დაისვენე, ანდა იმ საქმეს მიხედე. -გმადლობ, შონ. ნიკი კაპიტანს გადაეხვია. ისინი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. -მიდი, ახლავე წადი. თან მანამდე იმედია ექსპერტიზაც ჩატარდება. -ჰო, იმედია. კარგი, კიდევ ერთხელ გმადლობ.-ნიკი კაბინეტიდან გამოვიდა. შენობიდან გავიდა,მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ გაემართა. დეტექტივი შინ 7 საათისთვის დაბრუნდა. კარები ლიზმა გაუღო. -ოჰ,საათი ხომ არ შეგეშალა? -არა ძვირფასო,შონმა 2 დღით გამათავისუფლა. -რა საინტერესოა საიდან მოაფიქრდა.კარგი არ გვინდა შონზე საუბარი. კამილზე რას მეტყვი? -ჯერ რომ შევჭამო და მერე მოგიყვე? -კარგი, რა გაეწყობა. ცოლ-ქმარი სამზარეულოში გავიდა. ლიზმა ნიკს შემწვარი კარტოფილი დაუყარა.დეტექტივი ჭამას შეუდგა,როცა ვახშმობა დაასრულა ცოლს კამილის ამბები მოუყვა. -ღმერთო რა საშინელებაა,-ლიზმა ხელები პირზე აიფარა.-საბრალო გოგონა. დედამისიც რა დღეში იქნება. -ჰო, თუმცა მასთან შეხვედრა უფრო რთულად წარმომედგინა. -რას გულისხმობ? -მეგონა,რომ უფრო რთული იქნებოდა ამ ყველაფრის გახსენება,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ მონაყოლზე ცუდად გავხდი ის არც ისე მძაფრი იყო. ისე ყვებოდა თითქოს ეს ამბავი არა მის შვილს,არამედ სხვას გადახდომოდა. ლიზმა გაკვირვების ნიშნად წარბები აზიდა. -შენ არ მითხარი ტიროდა და განიცდიდაო? -ჰო,მაგრამ თითქოს მის მონაყოლს სიმძაფრე აკლდა. ასეთი შემთხვევები ბევრი მქონია,თუმცა იქ მშობლები ისტრიკაში ვარდებიან,ცუდად ხდებიან.იმას ვგულისხმობ,რომ უფრო მძაფრი რეაქცია აქვთ. ლიბედს კი ეს არ ჰქონია და კამილის ამბავი შეიძლება ითქვას,რომ ჩვეულებრივად მომიყვა. -ნიკ, იმის შემდეგ სამი წელი გავიდა. ეს დიდი დროა.ლიბედი ყველაფერს შეეგუა. აი ამიტომაც აკლდა მის მონაყოლს სიმძაფრე. -ჰო, ალბათ, მართალი ხარ. ბავშვები სად არიან? -შენი აზრით სად იქნებიან? ნიკმა გაიცინა და ზემოთ ავიდა. ბავშვები როგორც ყოველთვის წიგნებს კითხულობდნენ. მამამ შვილებს მყუდროება დაურღვია.როგორც კი ოთახში შევიდა ორივე მაშინვე წამოხტა და ნიკს ჩაეხუტნენ. -რას კითხულობთ? -მე მსოფლიოს დიდებულ ლიდერებს.-თქვა ემანუელმა. -შენ კამილ? -დანიელ დეფოს „რობიზონ კრუზოს“. -მოგწონს? -კი,ძალიან.

-ჩემო გოგონა. - ნიკი ქალიშვილს კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.-ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ.-მამამ შვილს შუბლზე აკოცა. -მეც მიყვარხარ. -ემანუელ,რას უყურებ? აქ მოდი,-ბიჭი მამას მიუახლოვდა.ნიკმა მასაც მოჰხვია მკლავები. რამდენიმე ხანი სამივე ჩახუტებულები უძრავად იდგნენ. -კარგი გვეყოფა,თორემ ამეტირება და ხომ იცით,რომ მამიკოს ტირილი არ უყვარს.-ნიკის ნათქვამზე ბავშვებს გაეცინათ.მამამ შვილებს ხელი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. მისაღებში ჩასვლისთანავე ცოლს ჰკითხა: -რა გავაკეთოთ, რამე ფილმს არ ვუყუროთ? -კარგი. -ოღონდ ამჯერად მას მე ავარჩევ.-ნიკი ტელევიზორის მაგიდასთან მივიდა.ქვედა კარები გამოაღო და დისკები გამოიღო. ფილმი მალევე აარჩია. მან ის დივიდიში ჩადო. მალე ეკრანზე ფილმის სათაური „წარმოუდგენელი ადამიანი ობობა“ დაეწერა. -კარგი რა, ნიკ!-დეტექტივმა ლიზს გაუღიმა. ნიკმა მეუღლე ძლიერად ჩაიხუტა და ფილმის სანახავად მოემზადა. მორიგი ორშაბათი დილა გათენებულიყო. ბარნტონების ოჯახი ერთად მშვიდად საუზმობდა,როცა ნიკის მობილურმა დარეკა. -გისმენთ.-დეტექტივმა მობილური აიღო. -აბა როგორია ორ დღიანი შვებულების პირველი საათები?-ნიკს გაეცინა. -ყველაფერი რიგზეა? -კი უბრალოდ მოგიკითხე.ლიზი მანდაა? -კი. -თუ შეიძლება ტელეფონი მიაწოდე.-ნიკმა მობილური მეუღლეს მიაწოდა. -ვინ არის?-ცოლმა ქმარს ხმადალა ჰკითხა. -შონია. -შონ, როგორ ხარ? -მე კარგად,შენ? -მეც არამიშავს. აბა რა ხდება? -ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს და კარგი იქნებოდა ბავშვებს თუ მოიყვანდი. -კარგი მითხარი სად მოვიდეთ...ვიცი ეგ ადგილი...კარგი მადლობა.-ლიზმა ტელეფონი ნიკს მიაწოდა. -რა უნდოდა? -მაიკლის დაბადების დღე ყოფილა და დაგვპატიჟა. -ღმერთო, სულ დამავიწყდა,კარგია, გაერთეთ. მე სამსახურში მივდივარ. -კარგად.-ბავშვები მამას დაემშვიდობნენ. დეტექტივმა თავისი განუყრელი ტყავის ქურთუკი აიღო და განყოფილებაში წავიდა. ნიკი პირდაპირ თავისი მაგიდისკენ გაეშურა. მან იქიდან საქაღალდე აიღო,რომელშიც კამილის საქმე იდო. ნიკმა იქ მისი გამტაცებლები მოძებნა. გამტაცებლებიდან ჭაღარა მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. მას კრის ბიუთინჯერი ერქვა. დეტექტივმა გაარკვია თუ რომელ ციხეში იხდიდა კრისი სასჯელს და მისკენ გაემართა.ციხე გარეუბანში მდებარეობდა.ნიკმა კრისთან შესახვედრად თავისი პროფესია გამოიყენა. რამდენიმე წუთში ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. გამტაცებელი მაღალი ჭაღარა კაცი იყო,თუმცა ასაკი მაინცდამაინც არ ეტყობოდა. დაახლოებით 40 წლის იქნებოდა. მიუხედავად მისი საქმიანობისა მას სანდომიანი გამომეტყველება

ჰქონდა და მასზე ვერანაირად ვერ იტყოდი ან ნარკოდილერია, ან გამტაცებელი, ანდა მკვლელიო. კრისი ნიკის წინ დაჯდა. -კრის ბიუთინჯერი, ხომ? -ვინ ხართ? -მე დეტექტივი ნიკ ბარნტონი ვარ. -რა გნებავთ? -რაღაცას მალავ, კრის,ასე არ არის? -აქ რატომ ხართ?-კრისი თავს მშვენივრად იჭერდა. -2011 წლის 10 ოქტომბერს რა მოხდა ხომ იცი? პატიმარმა დეტექტივს ხმა არ გასცა. -რა თქმა უნდა იცი.ამის შემდეგ რაც მოხდა, ალბათ, ეგეც იცი. ბიუთინჯერი ისევ დუმდა. -დიახ,სწორედ შენ იცი და სხვა არავინ, მაგრამ უკვე მეც ვიცი. - ვერ ვხვდები რაზე ლაპარაკობთ. -ელიზაბეტ დივერსონი.ის შენ მოკალი? -ეს ჩვენ გავაკეთეთ. -მატყუებ,რამდენიმე ვარიანტი მაქვს. მას თავში რაღაც ჩაარტყეს. ეგონათ მოკვდა და გვამი მოსაცილებლად შენ გამოგატანეს. შემდეგ აღმოაჩინე,რომ გოგონა ცოცხალი იყო და ქუჩაში სასიკვდილოდ დააგდე. ან ეს- მისი მოკვლა შენ დაგავალეს,შენ კი ის ვერ მოკალი. ნიკი კრისის გამომეტყველებას დააკვრიდა.მეორე ვარიანტის მოსმენისას კაცის სახეზე რაღაც შეიცვალა. -ეს არის. ის ვერ მოკალი და აქ შენ მისი მკვლელობისთვის ტყუილად ზიხარ. -ამას ვერ დაამტკიცებთ. ნიკმა საფულიდან კამილის ფოტო ამოიღო. -ეს ახლახან არის გადაღებული. გოგონა ცოცხალია და მე ვიცი ის სადაც არის. ელიზაბეტი ჩემმა მეგობარმა იშვილა. კრისს სახეზე შეშფოთება დაეტყო. -აბა ახლა რას მეტყვი კრის? -გთხოვთ ეს არ გააკეთოთ. -რატომ, არ გინდა აქედან გასვლა? -იმიტომ,რომ თუ მათ გაიგეს, რომ გოგონა არ მოვკალი ჩემს ოჯახს დახოცავენ. -ელიზაბეტი რატომ არ მოკალი? -ის ჩემი შვილის ტოლი იყო, პატარა, უცოდველი გოგონა. შენი აზრით მე მსიამოვნებს ამის კეთება?ნარკოდილერობა და დანაშაულებების ჩადენა? მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია ჩემი ოჯახის რჩენა, თანაც თუ საქმეში ერთხელ შეხვალ, იქიდან ვეღარასდროს გამოხვალ. -რატომ? -იმიტომ,რომ თუ საქმიდან გახვალ მოგაკითხავენ და მოგკლავენ.ელიზაბეტის შესახებ თუ გაიგებენ მას იპოვნიან და აუცილებლად დაამთავრებენ იმას,რაც სამი წლის წინ წამოიწყეს. ჰო,მათ მე დამავალეს გოგონას მოკვლა. მე ეს ვერ შევძელი. როგორ უნდა ჩამეხედა თვალებში ჩემი პატარა გოგონასთვის,როცა მისნაირ სხვა ბავშვს მოვკლავდი? ელიზაბეტს თავში ჩავარტყი.ვიცოდი ამნეზია როგორც შეიძლებოდა დამართნოდა და ის ქუჩაში დავტოვე. ვერსად ვერ მივიყვანდი,რადგან ოჯახი გოგონას იპოვნიდა ან შეიძლებოდა განცხადება გავრცელებულიყო ან რამე ამის მსგავსი. ამიტომ მე ის ქუჩაში, მისი სახლიდან შორს დავტოვე. რისკი მაინც

იყო,რომ სადმე მას მისი ოჯახის რომელიმე წევრი წააწყდებოდა,მაგრამ მაინც გავრისკე.გოგონას ამნეზია ჰქონდა, ის ვერ გაიხსენებდა მის ამბავს,მის ოჯახს.ეს მინიმალური რისკი იყო. ამ საქმეში 19 წლის ასაკში გავერიე.ფული არ მქონდა,მშობლები არ მყავდა. ჰოდა ფულის შოვნა მომინდა,მერე კი ვეღარ გამოვედი,გასვლის უფლება არ მქონდა და აი ბოლოს რა მოხდა.გთხოვთ არაფერი თქვათ. დამიჯერეთ ასე იმ გოგონასთვის და ჩემი ოჯახისათვისაც უკეთესი იქნება. -მათ რა უთხარი? -ის,რომ გოგონა მოვკალი და სადღაც შორს ხრამში გადავაგდე.მათ კი ეს მის ოჯახს გადასცეს.შემდეგ პოლიციამ აგვიყვანა. ყველაფერი კი თამაშში წაგებული ფულის გამო მოხდა. -ვიცი.-ნიკი წამოდგა. -დეტექტივო... -გისმენ. -ხომ არავის ეტყვით?გთხოვთ... -კარგი,თუ ასე გინდა. -გმადლობთ. ნიკი ოთახიდან გამოვიდა,ციხე დატოვა და მანქანაში ჩაჯდა. სახლში დაბრუნდა. ლიზი და ბავშვები შონის შვილის დაბადების დღეზე იყვნენ წასულები. ნიკი სახლში მარტო იყო. ჭიქაში ვისკი დაისხა და დივანზე დაჯდა. დეტექტივი კამილზე ჩაფიქრდა. რამდენი რამე გამოუვლია საწყალ ბავშვს. ალბათ, რაღაც მხრივ კარგიც იყო ამნეზია რომ დაემართა,რადგან მას ის ტანჯვა და ტკივილი დაავიწყდებოდა,რაც ამ გატაცებამ მიაყენა.ნიკმა თავი უეცრად ძალიან დაღლილად იგრძნო,რადგან მას წინა ღამით თვალი საერთოდ არ მოეხუჭა, ის მთელი ღამე ლიბედზე ფიქრობდა და თავის თავს დამნაშავედ გრძნობდა,რომ ასე ეგოისტურად მოიქცა, თუმცა სხვაგვარად მას არ შეეძლო.ნიკი მოითენთა, საძინებელში ავიდა და მალევე ჩაეძინა კიდეც. დეტექტივი ზარმა გამოაღვიძა. ქვევით ჩავიდა და კარები გააღო. ლიზი და ბავშვები დაბადების დღიდან დაბრუნებულიყვნენ. -როგორი დრო გაატარეთ? -ძალიან კარგი,კარგად გავერთეთ.-მამას ემანუელმა უპასუხა. -ახალი ამბავი მაქვს.-ქმარს ლიზმა უთხრა. -რა ხდება? -სკოლდან დამირეკეს და მითხრეს,რომ გამოცდები გადმოუტანიათ და ის ხვალ ჩატარდება. -ხვალ? -ჰო. -მერე რა. მე და ემანუელი ყველაფერს კარგად დავწერთ.-კამილიმ მშობლებს მიუგო. -ჰო,ყველაფერი კარგად იქნება.მე თქვენი მჯერა.-მამამ შვილები გაამხნევა-კარგი, წიგნები ჩამოიტანეთ,ცოტა წავიმეცადინოთ,რომ უფრო კარგად ჩააბაროთ. -ახლავე. -ბავშვები ზემოთ ავიდნენ. -შენ როგორ ხარ?-ნიკმა ცოლს ჰკითხა. -კარგად,დღეს რამე გაარკვიე? -კი.ერთ-ერთ ბანდის წევრს კამილის მოკვლა დაავალეს,მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. გოგონას თავში რაღაც ჩაარტყა და ამნეზია დამართა,შემდეგ კი ქუჩაში დატოვა. -რა საშინელებაა. -ჰო, ასეა. -სიმართლის გამჟღავნებას არ აპირებ?

-არა. ასე თავად მთხოვა,რადგან თუ სიმართლე გაირკვევა ისინი მის შვილსა და ცოლს მოკლავენ. -ღმერთო ჩემო. -კარგი,წამოდი ბავშვები ვამეცადინოთ. ნიკი და ლიზი მისაღებში გავიდნენ,მათ იქ კამილი და ემანუელი უკვე ელოდნენ. -რითი დავიწყოთ?-იკითხა ნიკმა. -მათემატიკით!-მამას ორივემ ერთხმად უპასუხა. -ე.ი წილადი არის... სამშაბათ დილას გასაოცარი ამინდი იყო. უკვე საგრძნობლად თბილოდა. მზის სხივები კი თამამად ანათებდნენ და ასხივოსნებდნენ სამყაროს. -ემანუელ,კამილ.ადექით დღეს გამოცდები გაქვთ.-ლიზმა ბავშვებს გასძახა. ისინიც უმალ ქვემოთ ჩამოვიდნენ. ისაუზმეს,კბილები გამოიხეხეს,თმები დაივარცხნეს და ლამაზ ტანსაცმელში გამოეწყვნენ. -წავედით?-იკითხა ნიკმა. -კი, მზად ვართ. -კარგი.-ბარნტონები მანქანაში ჩასხდნენ და სკოლისკენ წავიდნენ. -გახსოვდეთ,რომ მთავარი საერთო ჯამური ქულაა. თითოეულ საგანში მიღებული ქულები შეჯამდება და ასე გამოითვლება თქვენი საბოლოო ქულა. ბარიერი 5 ქულაა,მაგრამ რაც უფრო მაღალ ქულას მიიღებთ უკეთესია. - ლიზმა ბავშვები სკოლაში შესვლამდე დაარიგა. -წარმატებებს გისურვებთ.-ნიკი შვილებს მოეხვია. -მეც,აბა თქვენ იცით. -იმედს არ გაგიცრუებთ, დედა.-ემანუელმა კამილს ხელი ჩასჭიდა და ბავშვები სკოლისკენ დაიძრნენ. ნიკი და ლიზი კი მათ ეზოში ელოდებოდნენ. საათ-ნახევრის შემდეგ სკოლის კარებთან კამილი გამოჩნდა. მას ხელი ლიზმა დაუქნია და გოგონაც დედისკენ გამოემართა. -რა ქენი? -ათი, საერთო ქულაში ათიანი დამიწერა.-გოგონა აღტაცებული იყო. -არის!-მისი წარმატება კამილზე მეტად მშობლებს გაეხარდათ. ნიკმა გოგონა აიტაცა და დააბზრიალა.შემდეგ კი ძირს ჩამოსვა და ჩაეხუტა. -შენით ვამაყობ, ძვირფასო.-მამამ შვილს უთხრა. -მეც, ჩემო პატარავ. გოგონამ ხელი მშობლებს ჩასჭიდა, ემანუელს უცდიდნენ. რამდენიმე წუთში ბიჭიც გამოჩნდა,თუმცაღა ის კამილისავით გახარებული არ ჩანდა. -რა ქენი? -ცუდად ჩავაბარე. -რას ნიშნავს ცუდად ჩააბარე? -8 მივიღე. -მერე ეს კარგია. -ჰო,მაგრამ მინდოდა 9 ან 10 მიმეღო. არადა ყველაფერს ძალიან კარგად ვსწავლობდი. -არაფერია, 9-სა და 10-ს გაისად მიიღებ. რვიანი ცუდი ნიშანი ნამდვილად არაა,არა ნიკ? -ჰო. ცუდი ნამდვილად არაა,პირიქით ძალიან კარგია. -თქვენი წარმატება არ აღვნიშნოთ? ნაყინზე დაგპატიჟებთ. -თქვა ნიკმა. -კარგი.- ბავშვები დაეთანხმნენ.ნიკმა ისინი მანქანაში ჩასვა და ოჯახი კაფეში წაიყვანა. დეტექტივმა იცოდა,რომ იქ საუკეთესო ნაყინი ჰქონდათ.

სახლში საღამოს დაბრუნდნენ. ბავშვები თავიანთ ოთახში ავიდნენ. ნიკი და ლიზი კი მისაღებში დასხდნენ. -ნიკ, რას ფიქრობ კამილს არ უნდა ვუთხრათ?-ცოლმა ქმარს ჰკითხა. -ახლა? ჯერ პატარა ხომ არაა? -პატარა არ არის,მაგრამ... -გეშინია,რომ ის თავის ბიოლოგიურ დედას აირჩევს? -სიმართლე გითხრა,ჰო. -მეც ამას ვფიქრობ. -კამილიმ რა უნდა იცოდეს?- უკნიდან ემანუელის ხმა გაისმა.ბიჭი მშობლებს მიახლოვდა.-სამზარეულოში ჩავდიოდი და შემთხვევით თქვენს საუბარს ყური მოვკარი. ნიკმა ლიზს შეხედა.ქალმა კაცს თავი დაუქნია. -მე კამილის ამბავი გავარკვიე. მის ბიოლოგიურ დედაზე შევიტყვე. გოგონა გაუტაცებიათ. არ ვიცით ეს მას უნდა ვუთხრათ თუ არა. ემანუელმა გაიღიმა. -კამილს მე უკეთ ვიცნობ. ის იმას გრძნობს,რასაც მე.უთხარით, ის იმსახურებს სიმართლის ცოდნას. ჩვენ თქვენ არასდროს მიგატოვებთ, ამის შიში ნუ გაქვთ. ნიკმა ბიჭს გაუღიმა. -კარგი,ვეტყვით.მიდი კამილს დაუძახე. ემანუელი გოგონას ჩამოსაყვანად გაიქცა. -ემანუელი მართალია, ის იმსახურებს სიმართლის ცოდნას. -ჰო.-ქმარს ლიზიც დაეთანხმა. მისაღებში კამილი და ემანუელი გამოჩნდნენ. -კამილ, დაჯექი,რაღაც უნდა მოგიყვეთ.-გოგონა ემანუელის გვერდით ჩამოჯდა. ნიკმა მას ყველაფერი უამბო. როცა თხრობა დაასრულა კამილი მას ჩაეხუტა. -მადლობა,რომ ყველაფერი მომიყევი. -დედაშენთან დაბრუნება არ გინდა?-გაუბედავად ჰკითხა ლიზმა. -არა,თქვენ ხართ ჩემი ნამდვილი მშობლები,თქვენ ხართ ჩემი ოჯახი. არ აქვს მნიშვნელობა წარსულში რა მოხდა,მთავარია აწმყო,მომავალი და მომავალში ჩემი ერთადერთი ოჯახი თქვენ ხართ. ძალიან მიყვარხართ და მე თქვენ არავიზე არასდროს არ გაგცვლით.-გოგონამ მშობლებს გაუღიმა. -ოჰ,კამილ,-ლიზს თვალები აემღვრა და გოგონას ჩაეხუტა.-ჩემო გოგონა. -მაგრამ იცოდე,რომ შენ გყავს დედა,რომელსაც ისევე უყვარხარ,როგორც ჩვენ და ის ყველანაირად ცდილობდა შენს დაბრუნებას,თუმცა მას დღემდე გარდაცვლილი ჰგონიხარ.-გოგონას უთხრა ნიკმა,მასაც აემღვრა თვალები და ისიც კამილს ჩაეხუტა. მათ ემანუელიც მოეხვია.

ნაწილი III

ახალგაზრდა გოგონა ფსიქოლოგიური ცენტრის კიბეებს მიუყვებოდა,მას ყავისფერი ქურქი ეცვა.გოგონას ყავისფერი მბზინავი თმა და ასევე ყავისფერი თვალები ჰქონდა. იგი ძალიან ლამაზი იყო. მან მესამე სართულზე მდებარე ერთ-ერთი კაბინეტის კარზე დააკაკუნა. -მობრძანდით.- შიგნიდან ხმა მოისმა. -გამარჯობა, ელენ,როგორ ხარ?-გოგონა კაბინეტში შევიდა.

-ოჰ,კამილ,რა სიურპრიზია! გამიხარდა შენი ნახვა.- ელენი წამოდგა და კამილს ჩაეხუტა. -მოდი,დაჯექი.ხომ კარგად ხარ? -კი, კარგად ვარ. უბრალოდ დღეს ორი წელი გავიდა იმ ამბიდან და აქ მოსვლა მომინდა...უბრალოდ ყველაფრისთვის მადლობა მინდა გადაგიხადო,ძალიან დამეხმარე.შენ რომ არა დღეს, ალბათ, არც სამსახური მექნებოდა და საერთოდ, ისეთიც არ ვიქნებოდი,როგორიც ახლა ვარ. -მიხარია, რომ დაგეხმარე.ვიცი ძნელია იმ ყველაფრის დავიწყება,მაგრამ ხომ გახსოვს, „წარსული არ უნდა დავივიწყოთ... -მას უბრალოდ უნდა შევეგუოთ“. -ზუსტადაც. სამსახურში საქმეები როგორ მიდის? -კარგად. -პირად ცხოვრებაში? კამილს გაეცინა. -ჯერ ამისთვის ვერ მოვიცალე. -არა უშავს, ჯერ მაინც ახალგაზრდა ხარ.შემახსენე რამდენი წლის ხარ? -21-ის. -21-ის...მომავალი ჯერ კიდევ წინ გაქვს. კამილიმ გაიღიმა,იგი წამოდგა. -კარგი,უნდა წავიდე. -მოდი კიდევ ერთხელ ჩამეხუტე,-ელენი კამილს გადაეხვია.-წარმატებებს გისურებ. -შენც. კამილი კაბინეტიდან გამოვიდა.ქუჩაში გავიდა,სამი ვარდი იყიდა და ტაქსი გააჩერა. -წმ. პეტრეს სასაფლაოსთან მიმიყვანეთ.-უთხრა ტაქსის მძღოლს, რომელმაც გოგონას მაშინვე თავი დაუქნია. გარეთ ბარდნიდა.მიუხედავად იმისა,რომ დეკემბრის შუა რიცხვები იყო,მაინც ციოდა და თოვდა.ტაქსს სასაფლაომდე 10 წუთი დასჭირდა.კამილიმ ფული გადაიხადა და ტაქსიდან გადმოვიდა. სასაფლაოს ჭიშკარს შეხედა,აბრაზე წმ. პეტრეს სასაფლაო ეწერა. გოგონამ ჭიშკარი შეაღო და შიგნით შევიდა.ის საფლავების გრძელ რიგს მიუყვებოდა. მალე დიდი მუხაც გამოჩნდა.ის განცალკევებით იდგა. ხის ძირში კი სამი საფლავი მოჩანდა.კამილი სწორედ ამ საფლავებთან მივიდა.გოგონამ საფლავებთან ჩაიმუხლა. ქვები თოვლის ფანტელებს დაეფარათ.კამილიმ ვარდები საფლავებზე დააწყო და დათოვლილი ქვების გადაწმენდა დაიწყო. წმენდა მარცხენა საფლავიდან დაიწყო.როცა გოგონამ მესამე საფლავის ქვაც გადაწმინდა აქვითინდა და ხელი სახეზე აიფარა. შემდეგ ის ნელ-ნელა ჩამოიცურა პირზე და ისევ საფლავს შეეხო,ოღონდ ახლა ის თითქოს მას ეფერებოდა.კამილი ხელს ქვაზე ამოტვიფრულ წარწერას დიდი მგრძნობიარობითა და სიყვარულით უსვამდა. აცრემლებული თვალებით პირველ საფლავს შეხედა,რომელზეც ნიკ ბარნტონი ეწერა,შემდეგ მზერა მეორე საფლავზე გადაიტანა,რომელზეც ლიზ ბარნტონი იყო ამოტვიფრული.ბოლოს კი გოგონა ისევ მესამე საფლავს დაუბრუნდა,რომლის წარწერაც ამბობდა,რომ იქ ემანუელ ბარნტონი განისვენებდა. -ემანუელ,-წარმოთქვა კამილიმ.-ჩემო ძვირფასო,ემანუელ... გაგრძელება იქნება