შინაარსი - bs-hotspots-project.eu for public... · თავი iv....

72
შინაარსი ტერმინთა განმარტებები ………………………………………………………… 4 თავი I. ბუნებრივი გარემოს ძირითადი კომპონენტები და სტრუქტურა ………. 9 1.1. გარემოს ცნება ………………………………………………………………………. 9 1.2. ეკოლოგიური ფაქტორები ………………………………………………………… 10 1.3. აბიოტური ფაქტორები …………………………………………………………….. 11 1.4. ბიოტური ფაქტორები………………………………………………………………. 14 1.5. პოპულაციების სტრუქტურა და ფუნქციონირება ……………………………… 15 1.6. ეკოლოგიური სისტემები …………………………………………………………… 16 თავი II. ეკოლოგიური მონიტორინგის მეთოდოლოგია .......................................... 17 2.1. ეკოლოგიურის მონიტორინგის რაობა …………………………………………... 17 2.2. ეკოლოგიური მონიტორინგის სტრუქტურა და კლასიფიკაცია ……………… 20 2.3. ეკოლოგიური მონიტორინგის მეთოდები ………………………………………. 20 2.4. ეკოლოგიური მონტორინგის სისტემები ………………………………………… 21 2.5. ორგანიზაციული მიდგომა სინჯებისა და საანალიზე ნიმუშების აღებისათვის................................................................................................................... 23 2.5.1. აღჭურვილობისა და ანალიზის მეთოდების შერჩევა .......................................... 23 2.5.2. ინსტრუმენტალური მეთოდების შერჩევა ............................................................ 23 2.6. მეთოდური მითითები საზოგადოების მონაწილეობისათვის ეკოლოგიურ მონიტორინგში .............................................................................................................. 25 თავი III. გარემოს დაბინძურების წყაროები, მათი კლასიფიკაცია და ბიოინდიკაციის მეთოდები ეკოლოგიურ მონიტორინგში ........................................................................ 26 3.1. დაბინძურების წყაროები. დაბინძურებათა კლასიფიკაცია ............................ 26 3.2. დამაბინძურებელთა შედეგები გარემოზე ............................................................ 28 3.3. გარემოს დაბინძურების ქიმიური და ბიოლოგიური ინდიკაციის მეთოდები ეკოლოგიურ მონიტორინგში................................................................. 28 3.3.1. ქიმიური და ბიოლოგიური ინდიკაციის მარტივი მეთოდები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის .............................................................. 29

Upload: others

Post on 09-Oct-2019

8 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

შინაარსი

ტერმინთა განმარტებები ………………………………………………………… 4

თავი I. ბუნებრივი გარემოს ძირითადი კომპონენტები და სტრუქტურა ………. 9

1.1. გარემოს ცნება ………………………………………………………………………. 9

1.2. ეკოლოგიური ფაქტორები ………………………………………………………… 10

1.3. აბიოტური ფაქტორები …………………………………………………………….. 11

1.4. ბიოტური ფაქტორები………………………………………………………………. 14

1.5. პოპულაციების სტრუქტურა და ფუნქციონირება ……………………………… 15

1.6. ეკოლოგიური სისტემები …………………………………………………………… 16

თავი II. ეკოლოგიური მონიტორინგის მეთოდოლოგია .......................................... 17

2.1. ეკოლოგიურის მონიტორინგის რაობა …………………………………………... 17

2.2. ეკოლოგიური მონიტორინგის სტრუქტურა და კლასიფიკაცია ……………… 20

2.3. ეკოლოგიური მონიტორინგის მეთოდები ………………………………………. 20

2.4. ეკოლოგიური მონტორინგის სისტემები ………………………………………… 21

2.5. ორგანიზაციული მიდგომა სინჯებისა და საანალიზე ნიმუშების აღებისათვის................................................................................................................... 23 2.5.1. აღჭურვილობისა და ანალიზის მეთოდების შერჩევა .......................................... 23 2.5.2. ინსტრუმენტალური მეთოდების შერჩევა ............................................................ 23 2.6. მეთოდური მითითები საზოგადოების მონაწილეობისათვის ეკოლოგიურ მონიტორინგში .............................................................................................................. 25

თავი III. გარემოს დაბინძურების წყაროები, მათი კლასიფიკაცია და ბიოინდიკაციის მეთოდები ეკოლოგიურ მონიტორინგში ........................................................................ 26

3.1. დაბინძურების წყაროები. დაბინძურებათა კლასიფიკაცია ............................ 26

3.2. დამაბინძურებელთა შედეგები გარემოზე ............................................................ 28

3.3. გარემოს დაბინძურების ქიმიური და ბიოლოგიური ინდიკაციის მეთოდები ეკოლოგიურ მონიტორინგში................................................................. 28 3.3.1. ქიმიური და ბიოლოგიური ინდიკაციის მარტივი მეთოდები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის .............................................................. 29

Page 2: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

თავი IV. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და მონიტორინგი. კლიმატის ცვლილება და დaცვა…………………………………………………….. 30 4.1. ატმოსფერული ჰაერის შემადგენლობა ............................................................. 30

4.2. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანების წყაროები და მონიტორინგი........... 30

4.3.კლიმატის ცვლილება .............................................................................................. 31

4.4. ატმოსფერული ჰაერის დაცვა ............................................................................... 34

თავი V. წყლის რესურსები, მონიტორინგი და მართვა ……………………………. 35

5.1. წყალი, როგორც სასიცოცხლო გარემო და რესურსი მოსახლეობისთვის......... 35

5.2. წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროები ...................................................... 36

5.3. შავი ზღვის დაბინძურების პრობლემები.................................................................. 36

5.4. წყლის დაბინძურების პრობლემები საქართველოში.............................................. 37

5.5. ჯანმრთელობა და წყლის ინდიკატორები................................................................. 38

5.6. მდინარეთა აუზური მართვა....................................................................................... 39

5.7. სასმელი წყლის უსაფრთხო გეგმა............................................................................... 41

5.8. წყლის უსაფრთხო გეგმა თემებსა და სკოლებში..................................................... 42

5.8.1. რა არის წყლის უსაფრთხო გეგმა............................................................................. 42

5.8.2. შეზღუდვები სასმელი წყლის ხარისხის ტესტირებისას.................................... 43

5.9. წყლის ჩარჩო დირექტივა (WFD), როგორც წყლის მართვისადმი ევროპული

მიდგომა........................................................................................................................ 43

თავი VI. Bეკოსისტემების მრავალფეროვნება, მონიტორინგი და მართვა……… 44

6.1. ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება.................................................................... 44

6.2. წყლის ეკოსისტემები (ბიოსისტემები) და მათი მონიტორინგი ......................... 45

6.3. ხმელეთის ეკოსისტემები (ბიოსისტემები) და მათი მონიტორინგი.................... 46

თავი VII. ბიოფერმერული მეურნეობების განვითარება და ქიმიკატების გამოყენების შემცირება …………………………………………………………………….................... 47

7.1. ბიოლოგიური მეურნეობები..................................................................................... 47 7.2. პესტიციდები................................................................................................................ 49

Page 3: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

7.3. სასუქები...................................................................................................................... 50 7.3.1. მინერალური სასუქები........................................................................................ 51 7.3.2. ბაქტერული სასუქები........................................................................................... 51 7.3.3. ორგანული სასუქები............................................................................................. 51 7.3.4. ბაქტერიულ-ორგანული მინერალური სასუქი “ბომსი”................................. 52 7.3.5. ბიოჰუმუსი (ვერმიკულტურა) ............................................................................ 52

თავი VIII. ალტერნატიული ენერგიების გამოყენება და კლიმატის ცვლილების შერბილება………………………………………………………………………………… 53

8.1. არაგანახლებადი ენერგორესურსები და მათი გამოყენების შედეგად წარმოშობილი პრობლემები ............................................................... 53

8.2. ალტერნატიული (განახლებადი) ენერგიები.................................................... 54 8.2.1. მზის ენერგია....................................................................................................... 54 8.2.2. ქარის ენერგია...................................................................................................... 55 8.2.3. გეოთერმული წყლები ...................................................................................... 56 8.2.4. ჰიდროენერგეტიკა.............................................................................................. 57 8.2.5. ბიოგაზის ენერგეტიკა........................................................................................ 58

თავი IX. გარემოს დაცვის სამართლებრივი ასპექტები …………………………... 59

9.1. ეროვნული კანონმდებლობა, საზოგადოების მონაწილეობა გარემოზე ზემოქმედების ექსპერტიზაში და შეფასებაში........................................................ 59 9.1.1. ეკოლოგიური ექსპერტიზა............................................................................ 60 9.1.2. გზშ-ისანგარიშის საჯარო განხილვა............................................................. 61 9.2. ეკოლოგიური აუდიტის არსი............................................................................... 63 9.3. გარემოს დაცვის საერთაშორისო კონვენციები ................................................ 63 9.4. ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.

ორჰუსის კონვენცია .............................................................................................. 67

გამოყენებული ლიტერატურა............................................................................................ 70

Page 4: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

4

ტერმინთა განმარტებები

აბიოტური ფაქტორები - კლიმატური და ნიადაგ-გრუნტის ფაქტორები (ტემპერატურა, სინათლე, ტენიანობა, ჰაერის მასების მოძრაობა, ატმოსფერული წნევა, ზღვებსა და ოკეანეებში წყლის დინებები, მარილიანობა, მოქცევები და უკუქცევები).

აერობები - ორგანიზმები, რომლებიც არსებობისთვის ჟანგბადს საჭიროებენ.

ამინდი – ატმოსფეროს ყოველდღიური მდგომარეობა, ქაოტური არასწორხაზოვანი, დინამიური სისტემა.

ანაერობები – ორგანიზმები, რომლებიც უჟანგბადო არეში ბინადრობენ.

ალტერნატიული ენერგიების მიმართულებები – ჰელიოენერგეტიკა, ქარის, ბიოგაზის, გეოთერმული ენერგეტიკა, ალტერნატიული ჰიდროენერგეტიკა, ადამიანის კუნთური ძალა, ჭექა–ქუხილის ენერგეტიკა, მართვადი თერმობირთვული სინთეზი, ენერგიის განაწილებითი წარმოება, წყალბადის ენერგეტიკა და კოსმოსური ენერგეტიკა.

ანთროპოგენური ფაქტორი – ადამინის ზემოქმედება გარემოზე.

ანაბიოზი - სასიცოცხლო პროცესების დროებით შეჩერება.

ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება - ატმოსფეროში ნივთიერებათა ფონურზე მეტი კონცენტრაციით დაგროვება, რაც უარყოფითად მოქმედებს ეკოსისტემაზე.

ბაქტერული სასუქები – ნიადაგის ნაყოფიერებისა და სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი მიკროორგანიზმები.

ბიოსფერო - ცოცხალი ორგანიზმებით დასახლებული დედამიწის გარსი.

ბიომრავალფეროვნება – ბიოცენოზში შემავალი სახეობების მთლიანი რაოდენობა.

ბიომასა – მოცემულ ბიოცენოზის ცოცხალი ორგანიზმების მთლიანი ბიომასა.

ბიოგეოცენოზი - აბიოტური ფაქტორებისა (ეკოტოპის) და ცოცხალი ორგანიზმების (ბიოცენოზის) ერთობლიობა.

ბიოლოგიური მეურნეობა – სოფლის მეურნეობის წარმოების სისტემა, სადაც არ გამოიყენება ქიმიური ნივთიერებები.

ბიოპროდუქტი - ბიომეურნეობაში მიღებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

ბიოლოგიური დაბინძურება – გარემოზე ადამიანის ზემოქმედების შედეგად მიკროორგანიზმების მასიური გამრავლება;

Page 5: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

5

ბიოცენოზი – ერთგვაროვან საცხოვრებელ გარემოში (ხმელეთის, ან აკვატორიის ნაწილი) ისტორიულად ჩამოყალიბებული მცენარეების, ცხოველების, სოკოებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა.

ბიოტური ფაქტორები - ორგანიზმთა ერთი ჯგუფის ზემოქმედება ორგანიზმთა მეორე ჯგუფზე.

ბიოჰუმუსი– წვიმისმიერი ჭიაყელების მიერ ორგანული ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიიღებული ნიადაგი.

გ გარემო - გეოგრაფიული გარსის ნაწილი, რომელიც შედგება ბუნებრივი კომპონენტებისა და მასზე მოქმედი სოციალური ზემოქმედების ფაქტორებისგან. გეოგრაფიული გარემო - დედამიწის გარსის ნაწილი, რომელიც ხასიათდება რელიეფის, ჰიდროგრაფიული ქსელების, კლიმატური ფაქტორებისა და ცოცხალი ორგანიზმების თავისებურებებით. განახლებადი ენერგია – ენერგია,რომლის მიღებაც შესაძლებელია მუდმივგანახლებადი, ამოუწურავი წყაროებიდან, როგორიცაა მზე, ქარი, წყალი, ბიომასა და სხვა.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ)– დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა დაგამოკვლევის პროცედურა, რომლის მიზანია გარემოს ცალკეული კომპონენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – მთავრობის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით მინიჭებული უფლება და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე.

გარემოს დაცვის ნორმები – „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული გარემოს დაცვის ნორმები.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები - გენური ინჟინერიის გზით მიღებული ორგანიზმები.

დაბინძურება - სხვადასხვა ეკოსისტემაში უცხო ელემენტების (ქიმიური, ბიოლოგიური, ფიზიკური, თერმული, მექანიკური) ჭარბი რაოდენობით მოხვედრა. ე ევტროფიკაცია - წყალსატევებში მინერალური და ორგანული ნივთიერებების დიდი რაოდენობით დაგროვება. B ეკოლოგია - (ბერძნ. oikos - სახლი, logos - სიტყვა, სწავლება) მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცოცხალი ორგანიზმების ერთმანეთთან და გარემოსთან ურთიერთქმედებას.

Page 6: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

6

ეკოლოგიური ნიშა – გარემოს პარამეტრების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ სახეობის საარსებო და ფუნქციონალურ მახასიათებლებს.

ეკოლიგიური ფაქტორი - გარემოს მხრიდან ორგანიზმზე მოქმედი ნებისმიერი ელემენტი, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენს ცოცხალი ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების როგორც ცალკეულ ფაზაზე, ასევე მთელ სასიცოცხლო ციკლზე.

ეკოსისტემა – ბიოლოგიური სისტემა, რომელიც შედგება ცოცხალი ორგანიზმების თანასაზოგადოებისა (ბიოცენოზი) და მათი საცხოვრებელი გარემოსაგან (ბიოტოპი).

ეკოლოგიური მონიტორინგი - გარემოს ელემენტებზე დროსა და სივრცეში მრავალჯერადი, მიზანმიმართული დაკვირვების, შეფასებისა და ცვლილებების პროგნოზირების ინფორმაციული სისტემა.

ეკოლოგიური აუდიტი - მონიტორინგის საფუძველზე პროექტის განხორციელების შეფასების პროცესი.

ენერგიის ტრადიციული, არაგანახლებადი წყაროები – ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ნავთობი და ბირთვული სათბობი.

ენერგოეფექტურობა - გარკვეული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ნაკლები რაოდენობის ენერგიის მოხმარებით არსებული პირობების შენარჩუნებას.

ენერგოდაზოგვა - ნიშნავს ნაკლები ენერგიის მოხმარებას, თუმცა შესაძლოა არსებული პირობების გაუარესება.

ვ ვერმიკულტურა – წვიმისმიერი ჭიაყელების მიერ ნაკელისა და სხვა ორგანული ნარჩენების გადამუშავება. ზ ზღვრულად დასაშვები კონცენტრცია (ზდკ) - ნივთიერების დასაშვები რაოდენობა, რომელიც არ იწვევს ცვლილებებს ეკოსისტემაში.

ზოოცენოზი - ცხოველთა თანასაზოგადოება.

კლიმატი– ამინდის საშუალო მაჩვენებელი (საშუალო ტემპერატურა, ნალექი, მზიანი დღეების რაოდენობა და სხვა).

კლიმატის ცვლილება – დედამიწის კლიმატის მერყეობა მთლიანობაში, ან ცალკეულ რეგიონებში დროის განმავლობაში, რომელიც გამოიხატება მრავალწლიანი ნიშნულიდან ამინდის პარამეტრების სტატისტიკურად დადასტურებული გადახრებით და გრძელება 10–დან მილიონი წლის განმავლობაში.

კომენსალიზმი - ერთი ორგანიზმის კვება მეორე ორგანიზმის კვებითი ნარჩენებით.

Page 7: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

7

კომპოსტი - სასუქი, რომელიც მიიღება ორგანული ნივთიერებების (მათ შორის კომუნალური ნარჩენების) მიკრობული დაშლის შედეგად.

კონვენცია - ნორმებისა და პრინციპების განმსაზღვრელი საერთაშორისო სამართლებრივი ხელშეკრულება.

კონკურენცია - შეჯიბრი, წინააღმდეგობა, ნებისმიერი ანტაგონისტური დამოკიდებულება ერთი, ან რამდენიმე სახეობის ინდივიდებს შორის, გამოწვეული მისწრაფებით, მიაღწიონ გარკვეულ მიზანს; არსებობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი გამოვლინება. არსებობს შიდა სახეობრივი, სახეობათშორისი, პირდაპირი და ირიბი კონკურენცია.

მ მდგრადი ორგანული ნაერთები - ნივთიერებები,რომლებიც გარემოში მოხვედრისას დიდი ხნის განმავლობაში არ იშლებიან.

მექანიკური დამაბინძურებლები– მექანიკური აგენტები, რომლებიც არ იწვევენ გარემოში რაიმე ფიზიკურ–ქიმიურ ცვლილებებს.

მიკრობიოცენოზი – მიკროორგანიზმთა თანასაზოგადოება.

მინერალური სასუქები –აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი, რთული და კომპლექსური სასუქები და მრეწველობის ანარჩენები (კირქვა, ტკილი – მერგელი, დილომიტის ფქვილი, ცარცი, სერპენტინიტი, თაბაშირი).

მშენებლობის ნებართვა – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულინებართვა.

ო ორგანული სასუქები – ნაკელი, ტორფი, საპროპელი (ტბებში დაგროვილ დამპალ ლამი), ბიოჰუმუსი. ორგანიზმი - (ლათ. organizo - ვაგებ, ვაძლევ აწყობილ სახეს) ინდივიდი, რომელსაც აქვს სისტემური აგებულება)

პ პარაზიტიზმი – ბიოტური კავშირის მეორე ფორმა, როდესაც ერთი ორგანიზმი იკვებება მეორე ორგანიზმის ხარჯზე. პესტიციდები – მავნებლებისგან დაცვის ქიმიურ და ბიოლოგიურ საშუალებების საერთო სახელწოდება.

პოპულაცია - ერთი სახეობის ორგანიზმთა ერთობლიობა, რომელიც დასახლებულია გარკვეულ არეალზე, ხასიათდება თავისუფალი შეჯვარებით და რამდენადმე იზოლირებულია ამავე სახეობის ინდივიდთა სხვა დაჯგუფებებისგან.

პოპულაციის რიცხოვნობა - პოპულაციის შიგნით ინდივიდთა რაოდენობა.

Page 8: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

8

პოპულაციის სიმჭიდროვე - ფართობის, ან მოცულობის ერთეულზე ინდივიდთა საშუალო რიცხვი.

ს საერთაშორისო სამართალი - ნორმებისა და პრინციპების ერთობლიობა, რომლის თანახმად ხდება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განსაზღვრა.

სასუქი – ნივთიერება, რომელსაც იყენებენ სოფლის მეურნეობაში მცენარეთა კვების გაუმჯობესებისთვის.

საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური, ან იურიდიული პირი, რომელიც მიმართავს შესაბამის ორგანოს ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად.

სათბურის გაზები - ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი და რამდენიმე სხვა არაპირდაპირი მოქმედების გაზი.

სათბურის ეფექტი - ატმოსფეროს მიერ დედამიწის ზედაპირის თბური გამოსხივების შთანთქმის შედეგად ჰაერის მიწისპირა ფენის გათბობის ეფექტი, რომელსაც აძლიერებს წყლის ორთქლისა და სათბურის გაზების მაღალი კონცენტრაცია ატმოსფეროში.

სიმბიოზი - ორგანიზმებს შორის დამყარებული ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობები.

ფ ფიტოცენოზი – მცენარეთა თანასაზოგადოება.

ფიზიკური დამაბინძურებლები – სითბური, ხმაურის, სინათლის, ელექტრომაგნიტური და რადიაქტიური დამაბინძურებლები.

ქ ქიმიური დამაბინძურებლები - მძიმე მეტალები, პესტიციდები, ჰერბიციდები, ნავთობპროდუქტები, აზოტოვანი სასუქები, გოგირდისა და ნახშირბადის დიოქსიდები, ფტალატები, ქლორორგანული შენაერთები და სხვა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ იშლებიან და ხვდებიან კვებით ჯაჭვებში. წ წყლის აყვავილება – წყალსატევებში წყალმცენარეების მასიური გამრავლება. ჰ ჰუმუსი – ნიადაგის ზედა ფენა.

Page 9: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

9

თავი I. ბუნებრივი გარემოს ძირითადი კომპონენტები და სტრუქტურა

1.1. გარემოს ცნება

გარემო გეოგრაფიული გარსის ნაწილია, რომელიც შედგება ბუნებრივი კომპონენტებისა და მასზე მომქმედი სოციალური ზემოქმედების ფაქტორებისაგან. გეოგრაფიული გარემო კი თავის მხრივ დედმიწის გარსის ნაწილია, რომელიც ხასიათდება რელიეფის, ჰიდროგრაფიული ქსელების, კლიმატური ფაქტორებისა და ცოცხალი ორგანიზმების თავისებურებებით.

ეკოლოგიური პოზიციიდან გარემო ეს არის ბუნებრივი სხეულებისა და მოვლენების ერთობლიობა, რომლებთანაც ორგანიზმი არის პირდაპირ და არაპირდაპირ და ურთიერთობაში. ორგანიზმის გარემომცველი გარემო

ხასიათდება დიდი მრავალფეროვნებით, რომლის ელემენტები, მოვლენები და პირობები განიხილება დროში და სივრცეში.

ცოცხალი ორგანიზმებისათვის გარემო წარმოადგენს არეალს, სადაც ორგანიზმი ვითარდება და ფუნქციონირებს. გარემოს პარამეტრების ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავენ ამა თუ იმ სახეობის საარსებო პირობებსა და ფუნქციონალურ მახასიათებლებს ეკოლოგიური ნიშა ეწოდება.

სოციალური გარემოს ფორმირება, რომელიც გარემოს ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში გამოიხატებოდა, ადამიანთა პირველყოფილი საზოგადოების ფორმირების ადრეული ეტაპებიდან დაიწყო. ნადირობა, ცეცხლის დანთება და შენახვა, მცენარეული რესურსების საკვებად გამოყენება იყო ის პირველი ეტაპი, რომელშიც აისახა ადამიანის, როგორც სოციალური არსების გარემოზე ზემოქმედება. ადამიანთა საზოგადოების განვითარების ყოველი შემდგომი ეტაპი უფრო ინტენსიურს ხდიდა გარემოს ათვისების პროცესს და მეტ ცვლილებებს იწვევდა ბუნებაში, რაც ხშირად ბუნებაში ევოლუციური პროცესების ცვლილებების მიზეზი ხდებოდა.

ამდენად, გარემო გულისხმობს ადამიანის მოქმედების არეს მოცემულ

ისტორიულ ეტაპზე და მოიცავს საზოგადოების არსებობისა და განვითარების აუცულებელ პირობებს, კერძოდ კი საზოგადოებრივი ცხოვრების ბუნებრივ, ტექნოგენურ, სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს.

თანამედოვე პირობებში ადამიანის მიერ გარემოს ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებულმა და ხშირად არარაციონალურმა გამოყენებამ მრავალი ლოკალური და გლობალური ეკოლოგიური პრობლემების წინაშეAდააყენა თანამედროვე საზოგადოება, რამაც ბიძგი მისცა გარემოს შესწავლისათვის ახლებური მიდგომებისა და მეთოდოლოგიების გამოყენების აუცილებლობას. მნიშვნელოვნად გააფართოვდა გარემოს შესწავლის არეალი და შინაარსობრივად

Page 10: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

10

იგი მეცნიერების ინტერდისციპლინარულ ნაწილად ჩამოყალიბდა. ძირითადი საფუძველი კი გარემოსმცოდნეობაში მაინც მისი ზოგადი ეკოლოგიური ნაწილია, მაგრამ დღევანდელ პირობებში ბუნებრივი და სოციალური კომპონენტების ურთიერქმედებათა გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია გარემოში მიმდინარე რთული პროცესების შესწავლა.

გარემოს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა თხოულობს გარეკვეული გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებას, რასაც სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და უწყებები არეგულირებენ.ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია გარემოს ეკოლოგიური მონიტორინგი და აუდიტი, რომელიც გულისხმობს გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებასა და შეფასებას, ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის შექმნილი საშიში და კრიტიკული სიტუაციების გამოვლენის მიზნით.

ამდენად, გარემოს შესწავლა განიხილება მისი ბუნებრვივი კომპონენტებისა და სოციალური კომპონენტების ურთიერთქმედებათა საფუძველზე.

1.2. ეკოლოგიური ფაქტორები

ეკოლოგიური ფაქტორი ეს არის გარემოს მხრიდან ორგანიზმზე მომქმედი ნებისმიერი ელემენტი, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენს ცოცხალი ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების როგორც ცალკეულ ფაზაზე, ასევე მთელ სასიცოცხლო ციკლზე.

ეკოლოგიური ფაქტორები ორი კატეგორიისაა: აბიოტური და ბიოტური. აბიოტური ფაქტორები არაცოცხალი ბუნების მხრიდან მომქმედი ფაქტორებია, ხოლო ბიოტური ფაქტორები ცოცხალი ბუნების მხრიდან მომქმედი ფაქტორებია. ამასთან ერთად ადამინის ზემოქმედება გარემოზე განიხილება ანტროპოგენულ ფაქტორად, რომელიც თავის მხრივ ზემოქმდებს გარემოსა და მის კომპონენტებზე აბიოტური და ბიოტური ფაქტორების სახით.

არსებობს კიდევ ეკოლოგიური ფაქტორების სხვაგვარი კლასიფიკაციაც. მაგალითად პირველადი და მეორადი პერიოდული ფაქტორები. პირველად პერიოდულ ფაქტორებს მიეკუთვნება მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწის მოძრაობასთან: წელიწადის დროების მონაცვლეობა და სეზონურობა, განათებულობის დღეღამური მონაცვლეობა და შესაბამისი ბიორითმები. მეორადი პერიოდული ფაქტორები უშუალოდ გამომდინარეობს პირველადი პერიოდული ფაქტორებიდან. მაგალითად, ტემპერატურა, ტენიანობა, ნალექები, მცენარეული საკვების დინამიკა, წყალში გახსნილი გაზების შემცველობა და სხვა.

Page 11: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

11

არაპერიოდულ ფაქტორებს მიეკუთვნება ის ფაქტორები, რომლებსაც არ ახასიათებთ მოწესრიგებული პერიოდულობა და ცილკურობა. ასეთებია ნიადაგისა და გრუნტის ფაქტორები, სახვადსხვა სახის სტიქიური მოვლენები და ანტროპოგენული ფაქტორები.

1.3.აბიოტური ფაქტორები

აბიოტურ ფაქტორებს მიეკუთვნება კლიმატური და ნიადაგ-გრუნტის ფაქტორები. ძირითადი კლიმატური ფაქტორებია: ტემპერატურა, სინათლე, ტენიანობა, ჰაერის მასების მოძრაობა (ქარები), ატმოსფერული წნევა. გარდა ამისა აბიოტურ ფაქტორებს მიეკუთვნება ზღვებსა და ოკეანეებში წლის დინებები, მარილიანობა, მიქცევები და უკუქცევები, ედაფური ფაქტორები და სხვა.

ა) სინათლე

მზის სხივური ენერგია, რომელიც დედამიწაზე აღწევს შედგება მოკლეტალღიანი (0.17- 4.0 მკმ) ულტრაიისფერი, საშუალო ტალღიანი (0.4 – 0.76 მკმ) ხილული სპექტრისა და გრძელტალღიანი (0.75 -10 მკმ) ინფრაწითელი სხივებისაგან. დედამიწაზე მზის სხივური ენერგიის მეშვეობით ხორციელდება ფოტოსინთეზი და გარემოს არარორგანული კომპონენტებიდან ორგანული ნივთიერერებების წარმოქმნა. ფოტოსინთეზის შედეგად გამოიყოფა ჟანგბადი და ნახშირწყლები, რომლებსაც როგორც თავად მცენარეები, ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმები გამოიყენებენ სუნთქვისათვის და საკვებად.

განათებულობას ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცოცხალი ორგანიზმების ფიზიოლოგიურ ადაპტაციებში. მცენარეთა და ცხოველთა ცირკადული ანუ დღე-ღამური რიტმები დაკავშირებულია დღე-ღამურ მონაცვლეობასთან.

სინათლისადმი დამოკიდებულების მიხედვით განასხვავებენ სინათლის მოყვარულ, ჩრდილის მოყვარულ და ჩრდილის ამტან მცენარეებს, ხოლო ცხოველებს ყოფენ ფოტოფილებად (სინათლის “მოყვარულებად”) და ფოტოფობებად (სინათლის “მოძულეებად”).

ბ) ტენიანობა

ატმოსფერული ჰაერის ტენიანობა დაკავშირებულია ჰაერში წყლის ორთქლის შემცველობასთან. ატმოსფეროს ქვედა შრეები ტენით უფრო მდიდარია, იქ კონცენტრირდება მთელი ტენიანობის 50%. წყლის ორთქლის შემცველობა ჰაერის ტემპერატურაზეა დამოკიდებული.

ტენისადმი მოთხოვნილების მიხედვით განასხვავებენ მცენარეთა და ცხოველთა რამოდენიმე ეკოლოგიურ ჯგუფს. ესენია: ჰიდროფილები ანუ ჰიდრობიონტები; ჰიგროფილები, რომლებიც ბინადრობენ ძლიერ ტენიან ადგილებში; მეზოფილები,

Page 12: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

12

რომლებიც ბინადრობენ ზომიერი ტენის პირობებში და ქსეროფილები, რომლებიც მშრალი ადგილსამყოფელის ბინადარნი არიან.

გ) ტემპერატურა

დედამიწაზე ტემპერატურას განსაზღვრავს ატმოსფეროში ტემპერატურული რეჟიმი და იგი მჭიდროდაა დაკავშირებული მზის გამოსხივებასთან.

ცოცხალი ორგანიზმების ზრდა განვითარებისათვის და გავრცელებისათვის ტემპერატურული რეჟიმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ორგანიზმებს გააჩნიათ თავიანთი ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური დიაპაზონი და ისინი ადაპტირებულნი არიან გარკვეულ ტემპერატურულ რეჟიმთან. ამ დიაპაზონის საზღვრებიდან გასვლის შემთხვევაში ორგანიზმებში ქვეითდება ორგანიზმთა ცხოველმყოფელობა და გარკვეულ ზღვარს იქით ჩერდება ყოველგვარი სასიცოცხლო პროცესები. ამ ზღვარს გამძლეობის ზღურბლს უწოდებენ. სასიცოცხლო პროცესების დროებით შეჩერებას კი ანაბიოზს უწოდებენ.

ორგანიზმები, რომელთა ტემპერატურა დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე, პოიკილოთერმულ (ცივსისხლიან) ორგანიზმებს უწოდებენ. ხოლო ორგანიზმები, რომელთა ტემპერატურა არ არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე და თბორეგულაციის კარგად განვითარებული მექანიზმი გააჩნიათ ჰომოიოთერმულ (თბილსისხლიან) ორგანიზმებს უწოდებენ. A

ტემპერატურაზე დამოკიდებულების მიხედვით გამოიყოფა მცენარეთა ძირითადი ეკოლოგიური ჯგუფები. ესენია:

• თერმოფილები, ანუ სითბის მოყვარულები; ისინი ცხოვრობენ ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელებში;

• კრიოფილები, ანუ სიცივის მოყვარული მცენარეები; ისინი ბინადრობენ მაღალმთიან და პოლარულ ოლქებში;

• მეზოფილები, რომლებიც ამ ორ ჯგუფს შორის არსებობენ და ხასიათდებიან ტემპერატურული ადაპტაციების დიდი დიაპაზონით;

არახელსაყრელი ტემპერატურული პირობებისაგან თავის დასაცავად

ორგანიზმებს გააჩნიათ სხვადსხვა მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური და ეკოლოგიური ადპტაციები.

დ) Hჰაერი

ჰაერის მნიშვნელობა ორგანიზმებისათვის გამოიხატება ძირითადად ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლაში, რაც სუნთქვით პროცესებთან არის დაკავშირებული.

Page 13: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

13

ჰაერის შემადგენლობაში არის აზოტი – 78%; ჟანგბადი – 23%; ნახშირბადის დიოქსიდი _ 0.03% და დანარჩენი _ ინერტული გაზები.

ორგანიზმებს, რომლებიც არსებობისათვის ჟანგბადს საჭიროებენ აერობებს უწოდებენ, ხოლო ორგანიზმებს, რომლებიც უჟანგბადო არეში ბინადრობენ მათ

ანაერობებს უწოდებენ.

წყალში ჟანგბადის გაჯერების ხარისხი დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, ატოსფერული ჰაერის მოძრაობაზე, წყალში ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედებაზე.

ჰაერის მასების გადაადგილება ანუ ქარები დედამიწის ზედაპირის არათანაბარი გათბობისა და წნევის მერყეობის შედეგია. ჰაერის ნაკადი მიმართულია დაბალი წნევისაკენ, ანუ იმ ადგილებისაკენ, სადაც ჰაერი უფრო გამთაბარია. დედამიწის ბრუნვაც გავლენას ახდენს ჰაერის მასების გადაადგილებაზე. მიწისზედა ფენაში ჰაერის მასების გადაადგილება მოქმედებს კლიმატზე, აორთქლებაზე და მცენარეთა ტრანსპირაციაზე.

ატმოსფერული ცირკულაცია ხშირად დაკავშირებულია ცხოველთა სხვადასხვა სახეობების გააქტიურებასთან, მაგალითად მწერების მასიურ გამრავლებასთან. ქარს მცენარეთა ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ქარით იმტვერება ანემოფილური მცენარეები. Gგარდა ამისა ქარი მონაწილეობს მცენარეთა თესლებისა და ნაყოფების გავრცელებაში. მრავალი სახეობის გეოგრაფიული გავრცელება და განაწილება ბიოტოპში ქარებთანაა დაკავშირებული.

დ) ნიადაგი

ნიადაგი მიწის ზედა ფენაა, რომელიც შეიცავს ჰუმუსს და უზრუნველყოფს მცენარეთა ზრდა-განვითარებას. ნიადაგის ნაყოფიერება განისაზღვრება მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით, რომლებიც მთლიანობაში წარმოქმნიან ედაფურ

ფაქტორებს.

ნიადაგი წარმოადგენს მყარი, თხევადი და გაზისებური კომპონენტების ნარევს. იგი ყალიბდება ქანების, კლიმატის, მცენარეთა, ცხოველთა და მიკროორგანიზმების ურთიერთქმედების შედეგად. თავად ნიადაგი განიცდის ცვლილებას. იგი ვითარდება, გარდაიქმნება და ამიტომაც არსებობს ნიადაგის სხვადსხვა ტიპები.

ნიადაგის ზედა ფენა, ჰუმუსი, შეიცავს ნეშომპალას და რაც უფრო სქელია ჰუმუსის ფენა ნიადაგი მით უფრო ნაყოფიერია.

ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა დამოკიდებულია მის მინერალურ

შემადგენლობაზე.

Page 14: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

14

ნიადაგი შეიცავს სხვადსხვა ბაქტერიებს, რომლებიც ორგანული ნივთიერებების მინერალიზაციას იწვევენ, მათ რედუცენტებს უწოდებენ. გარდა ამისა მასში არის ნიტრიფიკაციის ბაქტერიები, რომლებიც ატმოსფერულ აზოტს აფიქსირებენ.

ე) წყლის აბიოტური ფაქტორები

დედამიწის წყლის გარსს ჰიდროსფეროს უწოდებენ. წყალში მცხოვრები ორგანიზმებისათვის საარსებო გარემოს სიმკვრივე ხმელეთის ორგანიზმებისაგან განსხვავებით 800-ჯერ მეტია ატმოსფერული ჰაერის სიმკვრივეზე, ხოლო

სიბლანტე _ 55-ჯერ მეტი.

გარდა სიმკვრივისა და სიბლანტისა წყალი ხასიათდება სხვა თვისებებითაც: მოძრაობა, ტემპრატურა, ტემპერატურის სეზონურ მერყეობასთან დაკავშირებული რეჟიმი, გამჭვირვალობა, ჰალინურობა (მარილიანობა), PPH (მჟავიანობა) და სხვა.

წყლის ზედა ფენაში მცხოვრებ მიკროსკოპულ ორგანიზმებს უწოდებენ პლანქტონს, წყალში თავისუფლად მცურავ ორგანიზმებს უწოდებენ ნექტონს, ხოლო წყლის ფსკერზე მცხოვრებ ორგანიზმებს უწოდებენ ბენთოსს.

1.4. ბიოტური ფაქტორები

მცენარეები წარმოადგენენ პროდუცენტებს, რამდენადაც ისინი პირველად ორგანულ ნივთიერებას ქმნიან და უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით და ენერგიით სხვა ორგანიზმებს. ამდენად კვებითი ანუ ტროფული ფაქტორი კვებითი ჯაჭვების საფუძველია. ორგანიზმებს, რომლებიც მოიხმარენ მზა ორგანულ ნივთიერებებს, კონსუმენტები ეწოდება (ცხოველები, მიკროორგანიზმების დიდი ნაწილი).

ბიოტური კავშირის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა მტაცებლობა, როდესაც ერთ-ერთი ორგანიზმი ანადგურებს მეორე ორგანიზმს და მას საკვებად იყენებს. მაგალითად ფრინველები იკვებებიან მწერებით, მტაცებელი უმარტივესები ბაქტერიებით და ა.შ.

ბიოტური კავშირის მეორე ფორმაა პარაზიტიზმი, როდესაც პარაზიტი სახლობს მასპინძლის ორგანიზმში და იკვებება მის ხარჯზე. ხშირად ასეთი პარაზიტები სხვადასხვა დაავადებების გამომწვევნი არიან ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმებში. ურთიერთობის სხვა ფორმაა კომენსალიზმი, როდესაც ერთი ორგანიზმი იკვებება მეორე ორგანიზმის კვებითი ნარჩენებით. სიმბიოზის შემთხვევში კი ორგანიზმებს შორის ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობები მყარდება.

Page 15: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

15

ცოცხალი ორგანიზმების თავისებურებებს, რომლებიც მემკვიდრეობით არიან განმტკიცებულნი და უზრუნველყოფენ გარემოში ეკოლოგიური ფაქტორებისადმი შეგუებას, ადაპტაციებს უწოდებენ.

1.5. პოპულაციების სტრუქტურა და ფუნქციონირება

პოპულაცია ეწოდება ერთი სახეობის ორგანიზმთა ერობლიობას, რომელიც დასახლებულია გარკვეულ არეალზე, ხასიათდება თავისუფალი შჯვარებით და რამდენადმე იზოლირებულია ამავე სახეობის ინდივიდთა სხვა დაჯგუფებებისაგან.

თითოეულ პოპულაციას ახასიათებს განსაზღვრული სტრუქტურა: ასაკობრივი (სხვადსხვა ასაკის ინდივიდების შეფარდება), სქესობრივი (სქესის თანაფარდობა), სივრცობრივი (კოლონიები, ოჯახები, ჯოგები და სხვა). გარდა ამისა, თითოეულ პოპულაციას ახასიათებს გარკვეული რიცხოვნობა და რიცხოვნობის დინამიკა..

ადამიანი ზემოქმედებს პოპულაციებზე, ცვლის მის პარამეტრებსა და სტრუქტურას, არღვევს მათ შესაბამისობას ეკოლოგიური ფაქტორებთან. ამის შედეგად პოპულაციებში ხდება რიცხოვნობის მკვეთრი შემცირება და ასეთი სახეობები შეაქვთ წითელ წიგნში და მათ განიხილავენ, როგორც გადაშენების პირას მდგომ სახეობებს. მათი რიცხოვნობის მკვეთრი შემცირება გამორიცხავს თავისუფალი შეჯვარებას და შესაბამისად ვერ იძლევა მასალას ბუნებრივი გადარჩევისათვის.Uუკიდურესი შემთხვევაა სახეობის გენოციდი, განსაკუთრებით კი, როდესაც სახეობა ერთი პოპულაციითაა წარმოდგენილი.

ამდენად, გადაშენების პირას მყოფ სახეობათა პოპულაციების მონიტორინგი და დაცვა აუცილებელი პირობაა ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.

პოპულაციის რიცხოვნობა გამოისახება პოპულაციის შიგნით ინდივიდთა რაოდენობით. ზოგიერთ სახეობის პოპულაციები წარმოდგენილია, რამოდენიმე ათეული ინდივიდით, ხოლო ზოგიერთი სახეობის პოპულაციები კი რამოდენიმე ათასეული ინდივიდით.

პოპულაციის სიმჭიდროვე არის ფართობის ან მოცულობის ერთეულზე ინდივიდთა საშუალო რიცხვი.პოპულაციის სიმჭიდროვე სახეობის სპეციფიკური მაჩვენებელია. თითოეულ სახეობას პოპულაციის სიმჭიდროვის ოპტიმალური საზღვრები გააჩნია და მისი მერყეობა დამოკიდებულია მთელი ეკოსისტემის მდგომარეობაზე.

Page 16: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

16

1.6. ეკოლოგიური სისტემები

ეკოსისტემა – ეს არის ბიოლოგიური სისტემა, რომელიც შედგება ცოცხალი ორგანიზმების თანასაზოგადოებისა (ბიოცენოზი) და მათი საცხოვრებელი გარემოსაგან (ბიოტოპი).

ეკოსისტემის მაგალითებად შეიძლება დავასახელოთ მდელო, ტყე, ტბა და სხვა. ტყე რთული თვითმარეგულირებელი სისტემაა, სადაც სახლობენ ერთი და იგივე სახეობისა და სხვადასხვა სახეობის მცენარეები და ცხოველები, სადაც წამყვანი როლი უკავიათ მერქნიან მცენარეებს და ამ სახეობათა შორის რთული ურთიერთკავშირებია დამყარებული.

ბიოცენოზი – ეს არის ერთგვაროვან საცხოვრებელ გარემოში (ხმელეთის, ან აკვატორიის ნაწილი) ისტორიულად ჩამოყალიბებული მცენარეების, ცხოველების, სოკოებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა. ბიოცენოზი არის დინამიური, თვითრეგულირებადი სისტემა, რომლის კომპონენტები მჭიდრო ურთიერთკავშირშია. ბიოცენოზის მნიშვნელოვანი რაოდენობრივი მაჩვენებლებია ბიომრავალფეროვნება (მასში შემავალი სახეობების მთლიანი რაოდენობა) და ბიომასა (მოცემულ ბიოცენოზის ცოცხალი ორგანიზმების მთლიანი ბიომასა).

ბ ი ო გ ე ო ც ე ნ ო ზ ი

E ekotopi

A atmosfero

(klomatotopi)

niadagi

(edafotopi)

biocenozi

M მcenareebi

(fitocenozi) P

Mmikroorganizmebi

(mikrobiocenozi)

ნახ. 1. ბიოგეოცენოზის სქემა

cxovelebi

(zoocenozi)

Page 17: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

17

ეკოსისტემა და ბიოგეოცენოზი ერთმანეთთან ახლოს მდგომი სინონიმებია, მაგრამ მათ შორის შინაარსობივი სხვაობაცაა. ეკოსისტემა უფრო ფართო მცნებაა და იგი შეძლება მოიცავდეს რამოდენიმე ბიოგეოცენოზს. გარდა ამისა, ბიოგეოცენოზი გამოკვეთილად ხმელეთის ეკოსისტემაა, რომელსაც გააჩნია თავისი საზღვრები.

ბიოგეოცენოზის ფორმულირება მოიცავს აბიოტური ფაქტორების, ანუ ეკოტოპის და ცოცხალი ორგანიზმების, ანუ ბიოცენოზის ერთობლიობას. თავის მხრივ ეკოტოპი შედგება კლიმატური (კლიმატოტოპი) და ნიდაგის (ედაფური) ფაქტორების ერთობლიობისაგან. ბიოცენოზი კი მოიცავს მცენარეთა (ფიტოცენოზი), ცხოველთა (ზოოცენოზი) და მიკროორგანიზმთა (მიკრობიოცენოზი) თანასაზოგადოებებს. ბიოცენოზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა მისი შემადგენელი კომპონენტების ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება.

ბიოგეოცენოზი ბიოსფეროს ელემენტარული სტრუქტურული ელემენტია. ანტროპოგენული ზემოქმედება ყოველთვის.

თავი II. ეკოლოგიური მონიტორინგის მეთოდოლოგია

2.1. ეკოლოგიური მონიტორინგის რაობა

მონიტორინგი, როგორც მეთოდი გარემოს სხვადასხვა პროცესების თვალყურის მიდევნებისა უძველესი დროიდან გამოიყენებოდა მეცნიერული კვლევებისა თუ გარემოზე ადამიანის პრაქტიკული მოღვაწეობის შეფასებისათვის. გარემოზე დაკვირვების მაგალითები მოყვანილია ჩვენი ერის I საუკუნის ისტორიულ წყაროებში, როგორიცაა გაია სეკუნდა პლინეას “საბუნებისმეტყველო ისტორიის” წყაროები. ამ წყაროს ოცდაჩვიდმეტი ტომი მოიცავს ასტრონომიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, ბოტანიკის, ზოოლოგიის, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, ისტორიისა და მეცნიერების სხვა დარგების ენციკლოპედიურ მონაცემებს შუასაუკუნოვან ეპოქამდე.

მოგვიანებით, XX საუკუნეში გაჩნდა ტერმინი მონიტორინგი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს ერთ ან რამოდენიმე ელემენტზე მრავალჯერადი მიზნმიმართული დაკვირვების სისტემას დროში და სივრცეში.

უკანასკნელ ათწლეულებში საზოგადოება თავის საქმიანობაში სულ უფრო ფართოდ გამოიყენებს ცნობებს გარემოს მდგომარეობის შესახებ. ამ ინფორმაციას საჭიროებს ადამიანთა ყოველდღიური სამეურნეო საქმიანობა სოფლის მეურნეობის, საცხოვრებელი შენობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, გზების,

Page 18: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

18

ჰიდროელექტროსადგურების, თუ სხვა სამრეწველო ობიექტების როგორც მშენებლობისას, ისე მათი ფუნქციონირებისას. ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ საშუალებას იძლევა, რომ ვაუწყოთ საზოგადოებას ბუნებაში მოსალოდნელი გართულებული მოვლენების შესახებ. ხოლო ეს სირთულეები მხოლოდ გარემოში მიმდინარე ბიოსფერული პროცესების შედეგი არ არის, ეს მოვლენები უმეტესწილად ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგია.

ამდენად, ეკოლოგიური მონიტორინგი არის გარემოზე დაკვირვების, შეფასებისა და ცვლილებების პროგნოზირების ინფორმაციული სისტემა, რომელიც იქმნება ბუნებრივი პროცესებისაგან ანთროპოგენული ზემოქმედების გამოსაყოფად (ნახ. 2). ეკოლოგიური მონიტორინგის სისტემა უნდა აგროვებდეს, სისტემაში მოყავდეს და აანალიზებდეს ინფორმაციას:

• გარემოს მდგომარეობის შესახებ; • გარემოში მიმდინარე ცვლილებათა მიზეზების შესახებ (ე.ი. ზემოქმედების

ფაქტორებისა და წყაროების შესახებ); • გარემოზე ზემოქმედების დასაშვები ცვლილებებისა და დასაშვები

დატვირთვის შესახებ; • ბიოსფეროს არსებული რეზერვების შესახებ.

sainformacio sistema (monitoringi) marTva

pirdapiri kavSiri ukukavSiri

ნახ. 2. მონიტორინგის სისტემის ბლოკ-სქემა

dakvirveba

faqtiuri

mdgomareobis

Sefaseba

garemos

xarisxis

regulireba

mdgomareobis

prognozireba

prognozirebadi

mdgomareobis

Sefaseba

Page 19: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

19

ამგვარად, ეკოლოგიური მონიტორინგის სისტემა მოიცავს დაკვირვებებს ბიოსფეროს ელემენტების მდგომარეობაზე და ანტროპოგენული ზემოქმედების წყაროებსა და ფაქტორებზე.

ეკოლოგიური მონიტორინგის ზემოთჩამოთვლილი ფუნქციებიდან გამომდინარე მონიტორინგი მოიცავს მოქმედების სამ ძირითად მიმართულებას:

ა) დაკვირვებას გარემოს მდგომარეობისა და ზემოქმედების ფაქტორების შესახებ.

ბ) შეფასებას გარემოს ფაქტიური მდგომარეობის შესახებ;

გ) პროგნოზს გარემოს მდგომარეობის შესახებ და პროგნოზირებადი მდგომარეობის შეფასებას.

უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის სისტემა თავად არ შეიცავს ქმედებებს გარემოს თვისობრივი მართვისათვის, მაგრამ წარმოადგენს აუცილებელ ინფორმაციულ წყაროს ეკოლოგიურად მართებული გადაწყვეტილებების მიღებისას.

ხშირად გამოიყენება ტერმინი გარემოს კონტროლი, რომელიც გარემოს ამა თუ იმ ფაქტორის (მაგ. წყალსატევის წყლის ხარისხის კონტროლი, ატმოსფერული ჰაერის კონტროლი და სხვ.) ანალიტიკურ მდგომარეობას განსაზღვრავს. მაგრამ ამ ტერმინის გამოყენება მისაღებია მაშინ, როდესაც აქტიური მარეგულირებელი ზომები და ქმედებებია გასატარებელი.

გარემოსდაცვითი ქმედებების ლექსიკა ამ ტერმინს შემდეგნაირად განსაზღვრავს: ეკოლოგიური კონტროლი – სახელმწიფო ორგანოების, საწარმოებისა და მოქალაქეთა ქმედებები გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვისათვის.

განასხვავებენ სახელმწიფო, საწარმოო და საზოგადოებრივ ეკოლოგიურ კონტროლს.

ეკოლოგიური კონტროლის ამოცანებს წარმოადგენს: ადამიანის სამეურნეო თუ სხვა საქმიანობის შედეგად გარემოში მიმდინარე ცვლილებების პროცესებზე დაკვირვება; გარემოსდაცვითი გეგმებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოს მდგომარეობის გაჯანსაღების, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და გარემოს ხარისხობრივი ნორმატივების შემოწმება.

ეკოლოგიური მონიტორინგის სისტემა მოიცავს გარემოზე დაკვირვების

ა) სახელმწიფო სამსახურის კონტროლს; ბ) საწარმოო კონტროლს; გ) საზოგადოებრივ კონტროლს.

Page 20: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

20

2.2. ეკოლოგიური მონიტორინგის სტრუქტურა და კლასიფიკაცია

მონიტორინგის ტიპი

მონიტორინგის ობიექტი

ზემოქმედების წყაროების მონიტორინგი

ზემოქმედების წყაროები

ზემოქმედების ფაქტორების მონიტორინგი

F ფაქტორები ფიზიკური / ბიოლოგიური / ქიმიური

ბიოსფეროს მდგომარეობის მონიტორინგი

გეოფიზიკური მონიტორინგი

ბუნებრივი გარემო

ატმოსფერო, / ოკეანე /. ხმელეთის ზედაპირი მდინარეებით, ტბებითა და მიწისქვშა წყლებით / ბიოტა

ბიოლოგიური მონიტორინგი

ნახ. 3. ეკოლოგიური მონიტორინგის კლასიფიკაცია

ეკოლოგიური მონიტორინგის კლასიფიკაციის სხვადასხვა მიდგომები არსებობს იმის და მიხედვით, თუ რა ამოცანაა დასახული, რომელი ბუნებრივი გარემო განიხილება და როგორია ორგანიზაციული დონე. ნახ. 3 ასახვს ეკოლოგიური მონიტორინგის მთელ ბლოკს. ეკოლოგიური მონიტორინგი შეიცავს როგორც ბიოლოგიურ, აგრეთვე გეოფიზიკურ ასპექტებს, რაც განსაზღვრავს მისი განხორციელებისას კვლევის მეთოდების ფართო სპექტრის გამოყენებას.

2.3. ეკოლოგიური მონიტორინგის მეთოდები

მონიტორინგის მეთოდების გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ბიოსისტემებთან გვაქვს საქმე, რა სიზუსტის შედეგების მიღებაა საჭირო ამა თუ იმ კომპონენტის მიხედვით და რა ფინანსურ სახსრებს უკავშირდება იგი. არჩევენ მონიტორინგის სხვადასხვა მეთოდს:

• დისტანციური მეთოდები (აეროკოსმოსური, მონაცემების კომპიუტერული დამუშავების;

• ფიზიკო–ქიმიური; • ბიომონიტორინგის მეთოდები; • მონაცემთა სტატისტიკური და მათემატიკური დამუშავება; • გეოინფორმაციული სისტემები;

Page 21: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

21

• ლიტერატურა.

2.4. ეკოლოგიური მონტორინგის სისტემები

თანამედროვე ეტაპზე გარემოზე ზემოქმედების წყაროებზე დაკვირვებათა ქსელი თითქმის მთელ მსოფლიოს მოიცავს. მსოფლიო თანასაზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა გარემოს მონიტორინგის გლობალური სისტემა (GEMS), რომლის ძირითადი დებულებებისა და პროგრამების ფორმულირება მოხდა 1974 წელს მონიტორინგისადმი მიძღვნილ პირველ სამთავრობოთაშორისო სხდომაზე. უპირველეს ამოცანად მიჩნეულ იქნა გარემოს დაბინძურებათა და მათი გამომწვევი ზემოქმედების ფაქტორების მონიტორინგი.

რამდენედაც ეკოსისტემები თავისი შემადგენლობითა და მასშტაბებით სხვადასხვანაირია, ამდენად დაკვირვებათა სისტემები და ქსელები შესაბამისად დიფერენცირებულია. მონიტორინგის სისტემა შეიძლება განხორციელდეს რამოდენიმე დონეზე, რომელთაც შეესაბამებათ სპეციალურად შემუშავებული პროგრამები:

• იმპაქტური დონე ითვალისწინებს ძლიერი ზემოქმედების შესწავლას ლოკალური მასშტაბით (ი). მაგალითისათვის იმპაქტური მონიტორინგის პროგრამა შეიძლება შეეხოს ერთი რომელიმე კონკრეტული საწარმოს მიერ ნარჩენებისა და სხვა გამონაყოფების შესწავლას;

• რეგიონალურ დონეზე ხდება დამაბინძურებელ ნივთიერებათა მიგრაციისა და ტრანსფორმაციის გამოვლენა იმ სხვადასხვა ფაქტორების ფონზე, რომელიც დამახასიათებელია რეგიონის ეკონომიკისათვის (რ);

• ფონურ დონეზე განიხილება ბიოსფეროს ნაკრძალები, სადაც გამორიცხულია

ყოველგვარი სამეურნეო საქმიანობა (ფ). ფონური მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო პროგრამის “ადამიანი და ბიოსფერო” ფარგლებში, რომლის მიზანია დააფიქსიროს გარემოს ფონური, ანუ ბუნებრივი მდგომარეობა, რაც აუცილებელია გარემოზე ანტროპოგენული ზემოქმედების შეფასებისათვის.

დაკვირვებათა პროგრამის ჩამოყალიბება ხდება დამაბინძურებელ ნივთიერებათა და ინტეგრალური მახასიათებლების პრიორიტეტების შერჩევის პრინციპით. ამ შემთხვევაში გამოიყოფა ის დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც ექვემდებარებიან პირველ რიგში განსაზღვრას, ხოლო შემდგომ ეტაპზე განისაზღვრება ინტეგრალური მახასიათებლები, რომლებიც მოიცავენ პროცესების, მოვლენებისა და ნივთიერებების ჯგუფურ განხილვას. ცხრილში 1 მოცემულია დამაბინძურებელ ნივთიერებათა კლასები, რომლებიც მიღებულია პრიორიტეტულად გარემოს მონიტორინგის გლობალურ სისტემაში (GEMS).

მონიტორინგის სისტემის ორგანიზაციისას პრიორიტეტების განსაზღვრა დამოკიდებულია კონკრეტული პროგრამების მიზნებსა და ამოცანებზე. მაგალითად, ტერიტორიული მასშტაბის მონიტორინგისას სახელმწიფო სისტემაში პრიორიტეტი

Page 22: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

22

ეძლევა ქალაქებს, სასმელი წყლის რესურსებს და თევზების ქვირითობის ადგილებს; დაკვირვებათა არეალებში პირველადი მნიშვნელობა ენიჭება ატემოსფერულ ჰაერსა და მტკნარ წყალსატევებს. ინგრედიენტების პრიორიტეტულობა განისაზღვრება იმ კრიტერიუმების განხილვით, რომლებიც ასახავენ დამაბინძურებელი ტოქსიკური ნივთიერებების თვისებებს, გარემოში მათი დაგროვების მოცულობასა და ბოლოს ბიოტასა და ადამიანზე ზემოქმედების სიხშირესა და სიდიდეს.

სხვადასხვა ორგანიზაციათა ფუნქციები ეროვნული მონიტორინგის სისტემაში განსხვავებულია. გარემოსდაცვითი ორგანოები, ეკოლოგიური მონიტორინგის სამსახურები, სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა, საზოგადოებრივი გარემოსდაცვითი ორგანოები განსხვავებულ პასუხისმგებლობას ინაწილებენ ეროვნული მონიტორინგის სისტემაში. რა თქმა უნდა სახელმწიფო ორგანოებს ძირითადი პასუხიმგებლობა ეკისრებათ ეკოლოგიურ მონიტორიგში.

ხშირად სხვა ორგანიზაციებსაც საკმაოდ დიდი ინფორმაციული მასალის მოწოდება შეუძლიათ. იმისათვის, რომ ეფექტურად იქნას გამოყენებული სახელმწიფო სამსახურების მიერ მიღებული მონაცემები, საჭიროა ვიცოდეთ თითოეული მათგანის ფუნქციები ეკოლოგიურ მონიტორინგში.

დამაბინძურებელ ნივთიერებათა კლასიფიკაცია პრიორიტეტული კლასების მიხედვით.

ცხრილი 1.

klasi damabinZurebeli nivTiereba

garemo programis tipi (monitoringis done)

1 gogirdis dioqsidi, Sewonili nawilakebi

radionuklidebi

Hhaeri

sakvebi

i, r, f

i, r 2 Oozoni

_________________ qlororganuli SenaerTebi da dioqsinebi

kadmiumi

Hhaeri biota, adamiani

sakvebi, wyali, adamiani

i (troposfero) fF(stratosfero)

i, r

i

3 nitratebi, nitritebi

azotos oqsidebi

wyali, sakvebi

haeri

i

i 4 vercxliswyali

sakvebi, wyali

i, r

Page 23: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

23

tyvia

naxSirbadis dioqsidi

haeri, sakvebi

haeri

i

f 5 naxSirbad. oqsidi

navTobis naxSirwyalbadebi

Hhaeri

zRvis wyali

i

r, f

6 ftoritebi mtknari wyali

i

7 azbesti

dariSxani

haeri

sas.wyali

i

i 8 mikrobiologiuri

daWuWyianeba

reaqciisunariani naxSirwyalbadebi

sakvebi

haeri

i, r

i

2.5. ორგანიზაციული მიდგომა სინჯებისა და საანალიზე ნიმუშების აღებისათვის

მონიტორინგის პროცესში უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება 1. აღჭურვილობისა და ანალიზის მეთოდების შერჩევასა და 2. ინსტრუმენტალური მეთოდების შერჩევას. 2.5.1. აღჭურვილობისა და ანალიზის მეთოდების შერჩევა ამ მხრივ უნდა გამოიკვეთოს შემდეგი: • დაკვირვებათა პრიორიტეტეულობა; კომპონენტები, პარამეტრები, გარემოს

ობიექტები; • სამუშაოს მიზნები; • ყოველთვის არ არის აუცილებლობა იმისა, რომ გამოვიყენოთ

დამაბინძურებელთა განსაზღვრის ინსტრუმენტალური მეთოდები – არსებობს საკმაოდ მარტივი და ინფორმატიული ხერხები, რომლებიც არ თხოულობენ რთულ აღჭურვილობასა და დიდ პროფესიულ მომზადებას (ვიზუალური მეთოდები, ბიოინდიკაციის ზოგიერთი მეთოდები და სხვა);

• გაზომვების საშუალებებისა და მეთოდების შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კომპონენტებსა და რა პარამეტრებზე ვაწარმოებთ დაკვირვებას და აგრეთვე მთლიანად პროგრამის ამოცანაზე.

2.5.2. ინსტრუმენტალური მეთოდების შერჩევა

ინსტრუმენტალური მეთოდების შერჩევა განისაზღვრება: • მეთოდიკის ვარგისიანობით; • აუცილებელი აღჭურვილობისხელმისაწვდომობით;

Page 24: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

24

• ანალიზის ღირებულებით; • ხელსაწყოს მგრძნობიარობით; • გაზომვის ხანგრძლიობის აუცილებლობითა და შერჩევით; • ანალიზის მსვლელობაზე ხელისშემშლელი ფაქტორებით.

გაზომვის სიზუსტე არის გაზომვის ხარისხის მახასიათებელი, რომელიც ასახავს შედეგების ცდომილების ნულთან სიახლოვეს. Gგაზომვის მაღალი სიზუსტე შეესაბამება შემადგენელთა მცირე ცდომილებებს (როგორც შემთხვევითს, ისე სისტემატიკურს).

გაზომვის ცდომილება არის გაზომვის შედეგის მახასიათებელი, რომელიც წარმოადგენს ნაპოვნი სიდიდის მნიშვნელობის გადახრას მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობიდან.

განასხვავებენ გაზომვის აბსოლიტურ ცდომილებას, გამოსახულს გაზომვის სიდიდის ერთეულებში და გაზომვის შეფარდებით ცდომილებას, რომელიც წარმოადგენს აბსოლიტური ცდომილების შეფარდებას გაზომვის სიდიდის ჭეშმარიტ მნიშვნელობასთან (ერთეულის წილადებში, პროცენტებში და სხვა).

გაზომვის ცდომილება წარმოადგენს შედეგს არახელსაყრელი ფაქტორების (ტემპერატურის მერყეობა, ელექტრომაგნიტური გადაცდენები) ზემოქმედებისა გაზომვის საშუალებებსა და გაზომვის სიდიდეებზე. გაზომვის ცდომილება შეიძლება იყოს აგრეთვე მეთოდისა და თავად გაზომვის საშუალებათა არასრულყოფილების (საწყისი გრადუირების უზუსტობა, არასტაბილურობა დროში) შედეგი.

მეთოდების შერჩევის შემდგომი ეტაპია სინჯების აღება და მომზადება.

სინჯის აღება უნდა მოხდეს ისე, რომ იგი ასახავდეს გარემოს საკვლევი ობიექტის რეალურ შემადგენლობას. მაგალითად, წყლის ეკოსისტემის შესწავლისას უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება ფსკერიდან აღებულ მასალას, რადგან დამაბინძურებელ ნივთიერებათა დიდი ნაწილი გროვდება სწორედ ფსკერზე. ცდომილებათა მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა რამოდენიმეჯერ პარალელური განსაზღვრის ჩატარება. სინჯის აღება უნდა მოხდეს ფრთხილად, რათა არ მოხდეს მისი სხვა დამაბინძურებლით დაჭუჭყიანება. მნიშველოვანია, აგრეთვე სინჯების სწორი შენახვა, რათა ფოტოქიმიური და თერმული დაშლის, სხვადასხვა ქიმიური რეაქციებისა და მიკრობიოლოგიური გარდაქმნების შედეგად არ მოხდეს მისი შემადგენლობის ცვლილება. იმ შემთხვევაში თუ საველე პირობებში ვერ ხერხდება ანალიზური სამუშაოები, აუცილებელი ხდება სინჯების კონსერვაცია. სინჯების კონსერვაციისას უნდა მოხდეს მისი რამოდენიმე პორციად დაყოფა, რათა შესაძლებელი გახდეს მათი ცალკეული თანმიმდევრული ანალიზის ჩატარება.

Page 25: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

25

სინჯის მომზადების სტადია არის საკუთრივ ანალიტიკური ფაზის პირველი ეტაპი, რომლის დროსაც უნდა გამოირიცხოს ყველა ხელშემშლელი ფაქტორი და შერჩეული მეთოდიკის მიხედვით მოხდეს მისი ანალიზი.

ყოველივე ამის შემდგომ ხდება შედეგების აღრიცხვა და დოკუმენტირება, რომელიც ეკოლოგიური მონიტორინგის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რადგანაც ამ შემთხვევაში ხდება ანალიზის შედეგების დაფიქსირება, ინფორმაციული სახის მიცემა და ამის საფუძველზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღება.

2.6. მეთოდური მითითები საზოგადოების მონაწილეობისათვის ეკოლოგიურ მონიტორინგში

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება საზოგადოების მონაწილეობითა და მხარდაჭერით უნდა მოხდეს. ამისთვის კი აუცილებელია მოსახლეობის სათანადო განათლება და ინფორმირებულობა - ადამიანებს უნდა შეეძლოთ შეაფასონ ეკოლოგიური რისკის დონე და მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები. საზოგადოებრივი ეკოლოგიური მონიტორინგის განმახორციელებელი სუბიექტები შეიძლება იყვნენ შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები, თემები, ექსპერტები, სტუდენტები, სკოლების მოსწავლეები, მოხალისეეები და სხვა დაინტერსებული პირები.

საზოგადოებრივი ეკოლოგიური მონიტორინგის ეფექტურობა ძირითადად დამოკიდებულია მის სწორად ორგანიზებაზე. სიტუაციის წინასწარი შესწავლა და შესაძლო ზემოქმედების ანალიზი შესაძლებელს გახდის იმ პრობლემის გამოვლენას, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ უფლებამოსილი ოფიციალური ორგანიზაციები.

მონიტორინგის ზოგადი თანმიმდევრობა:

• მიზანი და ამოცანები – ეს გულისხმობს პრობლემის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და მის საფუძველზე გარკვეული ზომების მიღებას. ამდენად მონიტორინგის ძირითადი მიზანია ინფორმაცის მოპოვება;

• პრიორიტეტების განსაზღვრა: დაკვირვების ობიექტები და განსასაზრღვრი პარამეტრები;

• ინფორმაციის წარდგენა დაინტერესებულ აუდიტორიის, დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისათვის. ინფორმაციის გავრცელება;

• სიტუაციის წინასწარი ანალიზი; • დაკვირვების ადგილებისა და რეჟიმის განსაზღვრა; • უკუკავშირი – მონიტორინგის პროგრამის შეცვლის შესაძლებლობა; • ანალიზის მეთოდებისა და ხელსაწყოების შერჩევა; • სინჯების აღება;

Page 26: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

26

• ღონისძიებების გატარება სიტუაციის გასაუმჯობესებლად ანდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიღწევა.

• შედეგების დოკუმენტირება სამუშაოს ყველა ეტაპზე. ოქმებისა და ცხრილების შედგენა.

მთლიანობაში პროგრამა უნდა იყოს:

• მეცნიერულად დასაბუთებული; • მოქნილი; • შედეგის მომცემი; • ეკონომიური, მართვადი და კონტროლირებადი.

თავი III. გარემოს დაბინძურების წყაროები, მათი კლასიფიკაცია და ბიოინდიკაციის მეთოდები ეკოლოგიურ მონიტორინგში

3.1. დაბინძურების წყაროები. დაბინძურებათა კლასიფიკაცია.

ცივილიზაციის დღევანდელ ეტაპზე, გარემოს დაბინძურებამ გლობალური ხასიათი მიიღო. დაბინძურების წყაროები მრავალგვარია. ლოკალური დამაბინძურებელი აგენტები სწრაფად ვრცელდებიან გარემოში და იკავებენ ახალ არეალებს. გარემოს დამაბინძურებლად ითვლება ყველა ის ახალი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური აგენტი, რომელიც ხვდება გარკვეულ ეკოსისტემაში და მისთვის არ არის დამახასიათებელი.

დაბინძურებათა უშუალო ობიექტებს წარმოადგენენ მიწა, წყალი, ნიადაგი ატმოსფერო; ხოლო არაპირდაპირ ობიექტებს მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმები და ადამიანი.

დამაბინძურებელი წყაროები მრავალგვარია: სამრეწველო და თბოენერგეტიკული კომპლექსები, საყოფაცხოვრებო და მეცხოველეობის ნარჩენები, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასუქები, პესტიციდები, ჰერბიციდები, ნავთობგადამამუშავებელი და წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოები და ა. შ.

გარემოს დაბინძურება შეიძლება იყოს ორგვარი:

• ბუნებრივი - რომლის მიზეზი შეიძლება იყოს ბუნებრივი კატასტროფები (ვულკანების ამოფრქვევა, წყალდიდობა, ხანძრები და სხვა);

• ანთროპოგენული - რომელიც გამოწვეულია ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად.

ანტროპოგენული დაბინძურება თავის მხრივ იყოფა ბიოლოგიურ, მექანიკურ, ფიზიკურ და ქიმიურ დაბინძურებად:

Page 27: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

27

• ბიოლოგიური დაბინძურება გამოვლინდება მიკროორგანიზმების მასიურ გამრავლებაში გარემოზე ადამიანის ზემოქმედების შედეგად;

• მექანიკური დამაბინძურებლები ისეთი მექანიკური აგენტებია, რომლებიც არ იწვევენ გარემოში რაიმე ფიზიკურ–ქიმიურ ცვლილებებს;

• ფიზიკური დამაბინძურებლები იყოფა სითბურ, ხმაურის, სინათლის, ელექტრომაგნიტურ და რადიაქტიურ დამაბინძურებლებად:

ა) სითბური, ანუ თერმული გაჭუჭყიანების მიზეზია საწარმოებიდან და შენობების გამათბობელი საშუალებებიდან თბილი და ცხელი ჰაერის მასების, ან ცხელი წყლებისა და გაზების გამოყოფა, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებიდან ცხელი გამონაბოლქვების გამოტყორცნა;

ბ) სინათლით დაბინძურების წყაროებია სხვადასხვა ხელოვნური განათებები, რომლებიც იწვევენ ანომალიებს მცენარეთა და ცხოველთა განვითარებაში.

გ) ხმაური განსაკუთრებით იგრძნობა დიდ ქალაქებში, ტრანსპორტისა და სამრეწველო კომპლექსების მუშაობის შედეგად.

დ) ელექტრომაგნიტური დაბინძურების წყაროებია ელექტროგადამცემი ხაზები, რადიო და ტელევიზია, ფიჭური სატელეფონო კავშირები, ზოგიერთ საწარმოთა დანადგარები და ა.შ. რადიაქტიური დამაბინძურებლები იწვევენ ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილებში იონიზაციას და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ე) რადიაქტიური დაბინძურების წყაროებია ატომური ელექტროსადგურები, სამკურნალო თერაპიაში გამოყენებული დასხივებები, ბირთვული იარაღი და სხვა. • ქიმიური დამაბინძურებლების უდიდესი სპექტრია თანამედროვე

ბიოსფეროში. მძიმე მეტალები, პესტიციდები, ჰერბიციდები, ნავთობპროდუქტები, აზოტოვანი სასუქები, ატმოსფეროში გამოყოფილი გოგირდისა და ნახშირბადის დიოქსიდები, ფტალატები, ქლორორგანული შენაერთები და სხვა. მრავალი მათგანი წარმოქმნის მდგრად ორგანულ

შენაერთებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ იშლებიან და რჩებიან ბუნებაში და ხვდებიან კვებით ჯაჭვებში.

სხვადასხვა დამაბინძურებლები, რომლებიც ხვდებიან ბიოგეოცენოზებში, არღვევენ ნივთიერებათა წრებრუნვას, მათ ასიმილაციას, ენერგიის ნაკადს, რის შედეგადაც მოცემულ ეკისისტემაში ირღვევა და ქვეითდება მისი პროდუქტიულობა.

მეცნიერულად შესწავლილი და დადგენილია მრავალი დამაბინძურებლის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ), რომელთა გადაჭარბება იწვევს ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებს.

Page 28: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

28

3.2. დამაბინძურებელთა შედეგები გარემოზე

გარემოს დაბინძურება არის ნივთიერებათა და ენერგიის დაკარგვის არასასურველი პროცესი, რომელიც გამოწვეულია ადამიანის სამეურნეო მოქმედების შედეგად, როგორიცაა ნედლეულის მოპოვება და დამუშავება, რასაც თან ახლავს ბიოსფეროში ნარჩენების გამოყოფა და გაფანტვა.

გარემოს დაბინძურებას მოჰყვება როგორც ცალკეული ეკოსისტემების, ასევე მთელი ბიოსფეროს შეუქცევადი რღვევა, მათი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების შეცვლა. დაბინძურების შედეგად იკარგება ნაყოფიერი მიწები, მცირდება ეკისისტემებისა და მთელი ბიოსფეროს პროდუქტულობა. დაბინძურება პირდაპირ თუ არაპირდაპირ აუარესებს ადამიანის, როგორც საზოგადოების ძირითადი მწარმოებელი ძალის ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობას.

წყალსატევებში ბიოგენური ნივთიერებების ჭარბად მოხვედრა იწვევს წყალსატევის ევტროფიკაციას, ანუ წყალსატევის „აყვავილებას“, რაც გამოიხატება მავნე წყალმცენარების დიდი რაოდენობით გამრავლებაში. შედეგად წყალსატევში მცირდება ჟანგბადის კონცენტრაცია, გროვდება მავნე წყალმცენარეების მიერ გამოყოფილი ტოქსინები და ხდება თევზების მასიური დაღუპვა.

მდგრადი ორგანული ნაერთები და რადიაქტიური დამაბინძურებლები განსაკუთრებით სახიფათო დამაბინძურებლებს წარმოადგენენ. Mმდგრადი ორგანული ნართები არ იშლებიან და საკამოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან გარემოში. ცნობილი გახდა, რომ მრავალი ამ ქიმიური ნაერთებიდან, ისევე როგორც რადიაქტიური დამაბინძურებლები ძლიერი მუტაგენებია და ცოცხალ ორგანიზმებში იწვევენ გენეტიკურ ცვლილებებს. მუტაციათა დიდი ნაწილი მემკვიდრეობით გადაეცემა შემდგომ თაობებს და სწრაფად ვრცელდება პოპულაციებში. შედეგად იცვლება გენოტიპთა სიხშირეები, რაც არღვევს პოპულაციებში გენოტიპთა პირვანდელ თანაფარდობას და ამცირებს ბიოცენოზის მდგრადობას, რაც საბოლოოდ ბიომრავალფეოვნების დეგრადაციაში გამოვლინდება.

3.3. გარემოს დაბინძურების ქიმიური და ბიოლოგიური ინდიკაციის მეთოდები ეკოლოგიურ მონიტორინგში

გარემოს დაბინძურების მონიტორინგისათვის ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ბიოინდიკაციის სხვადსხვა მეთოდი. ქიმიური და რადიაქტიური დამაბინძურებელი აგენტის მუტაგენობის დასადგენად გამოიყენება მეთოდები, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ სპეციალიზირებული ლაბორატორიებისა და სამეცნიერო–კვლევითი ორგანიზაციებისათვის. ბუნებრივი წყალსატევების დაბინძურებათა ბიოინდიკაციისათვის გამოიყენება

Page 29: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

29

გარემოში დაბინძურების რისკის შესაფასებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიური მონიტორინგისა და ბიოინდიკაციის მეთოდების სწორ შერჩევას, დამაბინძურებელი აგენტების მოქმედების დიაპაზონისა და დაზიანებათა ხარისხის დადგენას.

3.3.1. ქიმიური და ბიოლოგიური ინდიკაციის მარტივი მეთოდები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ხელმისაწვდომია მარტივი ინდიკაციის მეთოდების გამოყენება, რომელთა ჩატარებაც შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, მოხალისეებს, თემებს და დაინტერესებულ საზოგადოებას. ყოველივე ამის ორგანიზება შეუძლიათ გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს.

წყლის სუნი, ფერი, გემო, გამჭვირვალობა, წყლის ხარისხის მაჩვენებელია.არსებობს ექსპრეს მეთოდები წყლებში ნიტრატების შემცველობის ტესტირებისათვის. მაგალითად ჭის წყლებში, ტბორებსა და სხვა წყალსატევებში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნიტრატ ტესტები, რომლებითაც მიახლოებითი სიზუსტით დგინდება ნიტრატებისა და ნიტრიტების შემცველობა წყალში. (სურათი).

ხელოვნური აკვარიუმის მიკროეკოსისტემის მოდელირების მეთოდის გამოყენებითაკვარიუმის თევზებზე შესაძლებელიასხვადასხვა დამაბინძურებლების ზემოქმედებაზე ვიზუალური დაკვირვება,კერძოდ კი ზრდა–განვითარებაზე, გადარჩენისუნარიანობაზე, გამრავლებაზე, წყალში ორიენტაციაზე, და სხვა ფიზიოლოგიურ პარამეტრებზე.

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ხელმისაწვდომი მეთოდია მცენარეთა და და ცხოველთა სახეობებზე დაკვირვება პარკებში, დაცულ ტერიტორიებში, წყალსატევებში, სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, ეზოებსა და საწარმოების ტერიტორიებზე. წყალსატევების ევტროფიკაცია ვიზუალურადაც შესამჩნევია, რამდენადაც ასეთ წყალსატევებში წყალი ამწვანებული და ბლანტია.

ამასთანავე საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ ზუსტი და სრული ინფორმაციის მოთხოვნა სახელმწიფო სტრუქტურებიდან: სამინიტროებიდან, გარემოს ეროვნული სააგენტოდან და სხვა უწყებებიდან.

Page 30: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

30

თავი IV. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და მონიტორინგი. კლიმატის ცვლილება და დაცვა

4.1. Aატმოსფერული ჰაერის შემადგენლობა

ატმოსფერული შრე, რომელიც დედამიწას გარს აკრავს დედამიწის ზედაპირიდან 1100-1400 კმ სიმაღლეზეა. გარემომცველი აიროვანი შრე მრავალკომპონენტიანია და სიმაღლესთან ერთად მისი შემადგენელი კომპონენტების კონცენტრაცია თანდათან კლებულობს. ჰაერის უმთავრესი მასა დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ-დე შრეშია.

დედამიწის ზედაპირთან ატმოსფერული ჰაერის შემადგენლობა ტენის გარეშე ასეთია: აზოტი 78,09%, ჟანგბადი – 20.95%, არგონი – 0,93%, ნახშირორჟანგი – 0,03%.

ატმოსფერო განიცდიდა ევოლუციას და მისი ქიმიური შემადგენლობა გამუდმებით იცვლებოდა. ბოლო 60 წლის მონიტორინგი გვიჩვენებს, რომ ატმოსფერული ჟანგბადის კოცენტრაცია მხოლოდ 0.01%-ით შეიცვალა, მაშინ როდესაც ატმოსფერული ნახშირორჟანგის კონცენტრაცია მკვეთრად გაიზარდა. ატმოსფერული ნახშირორჟანგის 20% ტექნოგენური წარმოშობისაა. ატმოსფეროს ჟანგბადის დაგროვება კი ფოტოსინთეზის პროცესებთან არის დაკავშირებული.

4.2. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანების წყაროები და მონიტორინგი

ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება ეწოდება ატმოსფეროში ფონურზე მეტი კონცენტრაციით ნივთიერებათა დაგროვებას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ეკოსისტემაზე.

უახლოეს წარსულში ბიოლოგიური და ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენებამ გამოიწვია გარემოში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევები.

მზარდ ენერგომოხმარებას, რომელიც წიაღისეული საწვავის გამოყენებაზეა დაფუძნებული, მოჰყვა წვის პროდუქტებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. წარმოებაში გამოყენებული ქიმიური ტექნოლოგიები ვერ უზრუნველყოფენ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებას, რის გამოც გარდა გაზებისა, მტვერის სახით გროვდება ბენზაპირენი, დიოქსინები, მდგრადი ორგანული ნივთიერებები. დღეისათვის ცნობილია 300000-მდე არაორგანული და 600000-მდე ორგანული ნივთიერება, რომელთა უმრავლესობა ბუნებაში ადრე არ არსებულა.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგს საფუძვლად ედება საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის არქივის მონაცემები. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში სხვადსხვა პროგრამებით ჩატარდა გარკვეული

Page 31: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

31

გამოკვლევები ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანებაზე (მაგალითად, შავი ზღვის სანაპირო ზოლში ჩატარებული ექსპერიმენტული დაკვირვებები და სხვა), რომელთა მონაცემების გამოყენებაც სრულიად მისაღებია ატმოსფერული ჰაერის ხანგრძლივი დაკვირვების პროცესისათვის. მრავალწლიურ ჭრილში გაჭუჭყიანების ინტენსიური ზრდა ძირითადად ადგილობრივი წყაროების ხარჯზე მიმდინარეობს.

ატმოსფეროში აეროზოლების კონცენტრაციის ცვლილება დიდად არის დამოკიდებული მეტეოროლოგიურ პირობებზე. ატმოსფეროსათვის დამახასიათებელი თვითგაწმენდის უნარი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ნალექების რაოდენობაზე, ატმოსფეროში წყლის შემცველობაზე, ქარის სიჩქარეზე და სხვა კლიმატურ ფაქტორებზე.

ატმოსფეროში აეროზოლების დაგროვებამ წარმოშვა კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის საფრთხე დედამიწაზე.

4.3. კლიმატის ცვლილება

კლიმატის ცვლილება არის 10-დან მილიონი წლის განმავლობაში დედამიწის კლიმატის მერყეობა მთლიანობაში, ან ცალკეულ რეგიონებში, რომელიც გამოიხატება მრავალწლიანი ნიშნულიდან ამინდის პარამეტრების სტატისტიკურად დადასტურებული გადახრებით. კლიმატის ცვლილებას სწავლობს მეცნიერება პალეოკლიმატოლოგია. კლიმატის ცვლილების მიზეზია დედამიწაზე მიმდინარე დინამიკური ცვლილებები. უკანასკნელ წლებში ტერმინი „კლიმატის ცვლილება“ გამოიყენება თანამედროვე კლიმატის ცვლილების კონტექსტში (გლობალური დათბობა).

კლიმატის ცვლილება განპირობებულია ატმოსფეროში, ოკეანეებში და მყინვარებზე მიმდინარე პროცესებითა და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული ეფექტებით. გარე ფაქტორებს წარმოადგენს მზის რადიაციული გამოსხივების ინტენსივობის მერყეობა და დედამიწის ორბიტისა და ღერძის ცვლილება.

ამინდი არის ატმოსფეროს ყოველდღიური მდგომარეობა, ქაოტური არასწორხაზოვანი, დინამიური სისტემა. კლიმატი – ეს ამინდის საშუალო მაჩვენებელია. მისი მაჩვენებლებია საშუალო ტემპერატურა, ნალექი, მზიანი დღეების რაოდენობა და სხვა.

კლიმატის ცვლილების ყველაზე მგრძნობიარე მაჩვენებელია მყინვარების მდგომარეობა. გასულ საუკუნეში მყინვარები ზამთრის განმავლობაში ვერ აღადგენდნენ ზაფხულის განმავლობაში დაკარგულ მასას.

კლიმატის გლობალური ცვლილება ჩვენს ეპოქაში დაკავშირებულია გლობალური ტემპერატურის მატებასთან.

მეცნიერული კვლევებით დადგენილია დედამიწაზე კლიმატის გლობალური ცვლილები. თანამედროვე კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის

Page 32: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

32

ერთერთ მიზეზად ითვლება ანთროპოგენური ფაქტორი. ადამიანის საწარმოო საქმიანობისა და ინტენსიური ინდუსტრიალიზაციის შედეგად დედამიწის ატმოსფეროში გროვდება ზოგიერთი გაზის გადამეტებული კონცენტრაცია, რაც ხელს უშლის დედამიწიდან „ზედმეტი“ სითბოს არეკვლას. ამ გაზებს ეწოდებათ „სათბურის გაზები“. ეს გაზებია ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი და რამდენიმე სხვა, არაპირდაპირი მოქმედების გაზი.

კლიმატის ცვლილების ამჟამინდელი ფენომენი საცნაური გახდა წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა შემჩნეულ იქნა მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი აწევის ტენდენცია და გახშირებული კლიმატური კატასტროფები.

სათბურის გაზების მაღალი და მუდმივად მზარდი კონცენტრაცია, ქმნის “ღრუბელს” დედამიწის გარშემო, რაც იწვევს “სათბურის ეფექტს” პლანეტაზე. კლიმატის ცვლილება გამოიხატება სხვადასხვაგვარი უარყოფითი ხასიათის მოვლენებით მთელს მსოფლიოში. აღნიშნული გაზები შთანთქავენ დედამიწიდან ატმოსფეროში არეკლილ ინფრაწითელ გამოსხივებას და აბრუნებენ მას დედამიწაზე. ტემპერატურის მატებას ყველაზე მეტად ხელს უწყობს ნახშირორჟანგი, რომელიც შეადგენს სათბურის გაზების მთლიანი რაოდენობის 63%, შემდეგ მეთანი (24%), აზოტის ქვეჟანგი (10%), სხვა გაზები – 3 %.

დღეისთვის უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილება პლანეტის მასშტაბით ნამდვილად ხდება და გამოიხატება საშუალო

ტემპერატურის აწევაში და ამასთან დაკავშირებით ნალექების გახშირებაში, რაც მრავალი, უკიდურესად უარყოფითი ფორმით აისახება ექსტრემალური მოვლენების გახშირებაში. კლიმატის ცვლილების მავნე შედეგები მოიცავს მყინვარების დნობას მთებზე და ყინულის ფენების განლევას ოკეანეებში, ე.წ. “სიცხის ტალღებს”, გვალვებს, ერთის მხრივ, და ძლიერ წვიმებს, მეორეს მხრივ, ოკეანის დონის აწევას, დატბორვების, წყალდიდობების, ღვარცოფების, მეწყერების, ზვავების გახშირებას, ცუნამების, სხვადასხვა ქარიშხლების გაძლიერებასა და გახშირებას. კლიმატის შეცვლის შედეგად იცვლება ბუნება, ეკოსისტემები, რომელთაგან მრავალი ვერ ასწრებს ადაპტაციას და გადაგვარდება; იზრდება ადამიანთა დაავადების რისკი, მათ შორის ეპიდემიების გავრცელებისაც. “სათბურის ეფექტით” გამოწვეული მავნე შედეგები სულ უფრო

მეტ მრავალფეროვნებასა და ინტენსივობას ავლენს წლიდან წლამდე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს და სასწრაფოს ხდის პრობლემის მოგვარების აუცილებლობას.

კლიმატის ცვლილების ამჟამინდელი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში XXI

საუკუნის ბოლოსათვის გლობალური საშუალო ტემპერატურა გაიზრდება 1,4-

5,800-ით, ხოლო ზღვის დონე სავარაუდოდ აიწევს 9-დან 88 სანტიმეტრამდე 1990 წელთან შედარებით, რაც შესაბამისად გაამძაფრებს ბუნებრივ კატაკლიზმებს

Page 33: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

33

მთელს მსოფლიოში. შეიცვლება და გადაგვარდება ეკოსისტემები, ზოგიერთი მათგანი საერთოდ გაქრება, შეიცვლება ცხოველთა, მცენარეთა სახეობების გავრცელების არე, ზოგი მათგანი საერთოდ გაქრება, გაჩნდება ახალი სახეობები, წყლით დაიფარება ზოგიერთი კუნძული, გაძნელდება საკვების მოპოვება იმის გამო, რომ ზოგან შემცირდება წყლის რესურსები, რაც გაზრდის არიდული მიწების ფართობს, ზოგან კი – პირიქით, ხშირი წყალდიდობები და წყალმოვარდნები შეამცირებს ნიადაგის სასოფლო-სამეურნეო მიზნით

გამოყენების შესაძლებლობას. წარმოიშობა მრავალი ისეთი საშიშროებაც, რომლის წინასწარმეტყველება დღეს არც კი შეგვიძლია.

სათბურის გაზების ემისიის შემცირების პერსპექტიული სფეროებია ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სამრეწველო პროცესები (აზოტის წარმოება, ცემენტის წარმოება, მეტალურგიული წარმოებები), სოფლის მეურნეობა, ნარჩენების გადამუშავება.

კლიმატურ პროცესებზე დაკვირვებისათვის გამოიყენება სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებს და იღებენ ინფორმაციას კლიმატური პარამეტრების შესახებ. აღებული ინფორმაცია იკრიბება, სისტემატიზირდება და მუშავდება ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში.

2006-2009 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა ძირითადი კლიმატური პარამეტრების (ტემპერატურა, ნალექები) ცვლილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, 1960 წლამდე პერიოდთან შედარებით 1957-2006 წწ პერიოდის ჰაერის საშუალო ტემპერატურა გაიზარდა დასავლეთ საქართველოში 0.20-ით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 0.30-ით, საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა – შესაბამისად 0.30 და 0.70-ით, ხოლო საშუალო მინიმალური – შესაბამისად 0.6 და 0.30-ით.

შეიცვალა ნალექთა წლიური ჯამებიც: დასავლეთ საქართველოში შემცირდა 27, ხოლო აღმოსავლეთში – გაიზარდა 41 მმ-ით. ეს ცვლილებები კიდევ უფრო მკვეთრადაა გამოხატული ზოგიერთ რეგიონში.

კლიმატის ცვლილების შედეგებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა შავი ზღვის სანაპირო ზოლი, სადაც ადგილი აქვს ზღვის დონის აწევას და შტორმული მოვლენების სიხშირისა და სიმძლავრის მატებას.

ლომის წილი სათბურის გაზების გაფრქვევაში მოდის განვითარებულ

ინდუსტრიულ ქვეყნებზე, რომელთაც ეკისრებათ ისტორიული პასუხისმგებლობა კლიმატის მიმდინარე ცვლილების მოვლენისა და მისი შედეგებისათვის. თუმცა ეს პროპორცია განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის დღითიდღე იცვლება და სულ უფრო და უფრო იზრდება განვითარებადი ქვეყნების წილი სათბურის გაზების მსოფლიო ემისიებში. თუმცა საქართველოს სათბურის

Page 34: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

34

გაზების ემისიები Dძლიერ შემცირდა 90-იან წლებში. ეს გამოწვეული იყო

პოლიტიკური ძვრებით და ეკონომიკის მოშლით.

4.4. ატმოსფერული ჰაერის დაცვა.

ატმოსფერული ჰაერის დაცვითი ღონისძიებებისათვის აუცილებელია მისი მუდმივი მონიტორინგი, აეროზოლების ოპტიკური სიმკვრივის სივრცითი განაწილების ოპერატიული შეფასება და გაჭუჭყიანებაზე კონტროლი.

ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი წყაროებიდან გაფრქვევების შემცირებისათავის მნიშვნელოვანია ავტოტრანსპორტის გაფრქვევათა რეგულირება. ეს ღონისძიებებია: განთების სისტემის რეგულირება, წვის პროცესების ოპტიმიზირება, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება-კონტროლი, გამონაბოლქვ აირთა რეცირკულიაცია, საბოლოო გამონაბოლქვის კატალიზური (მრავლსაფეხურიანი) გაწმენდა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ოპტიმალური ორგანიზება.

სამრეწველო გაფრქვევები მოიცავენ ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა: CO,CO2, SO2,

NO2, CxHy, აქროლადი ორგანული ნაერთები, მყარი ნაწილაკები და სხვა.

სამრეწველო გაფრქვევათა შეზღუდვისათვის გამოიყენება მტვერდამჭერი (სალექარები, ციკლონები, ელექტროფილტრები და ა.შ.) და აირგამწმენდი (თერმული, თერმოკატალიზური, აბსორბციული, ადსორბციული, წვის ღუმელები, ღიაჩირაღდნული და სხვა) აპარატები. მათი ეფექტური გამოყენება მნიშვნელოვანწილად ამცირებს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევევებს. ასევე მნიშვნელოვანია თვით ძირითად ტექნოლოგიურ პროცესთა და სათანადო დანადგართა სრულყოფა, ნარჩენთა გადამუშავება (რეციკლირება), მასალათა და ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიათა ფართოდ დანერგვა, ენერგოწარმოებაში განახლებად (სუფთა) ენერგოწყაროთა გამოყენება, კვების მრეწველობაში ცილების ბიოლოგიური სინთეზის განვრცობა და ა. შ.

არსებული მდგომარეობა გვკარნახობს გარემოს (და ცხადია, პირველ რიგში ატმოსფერული ჰაერის) ქიმიური შემადგენლობის მართვის და კონტროლის აუცილებლობას უპირატესად ისეთი ნივთიერებების მიმართ, როგორიცაა: ოქსიდები, მძიმე ლითონები (მათი ნაერთები), პესტიციდები, მდგრადი ორგანული ნაერთები, უჯერი და ციკლური ორგანული ნაერთები, ბენზ-ა-პირენი და სხვა.

კლიმატის გლობალური ცვლილება და ოზონის შრის გათხელება ის გლობალური პრობლემებია, რომელშიც აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობა და რომელსაც გაერო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) არეგულირებენ.

Page 35: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

35

თავი V. წყლის რესურსები, დაბინძურების წყაროები და მართვა

5.1. წყალი, როგორც სასიცოცხლო გარემო და რესურსი მოსახლეობისთვის

წყალი ერთ-ერთი ძირითადი ბუნებრივი რესურსია დედამიწაზე. იგი ძირითადი კლიმატური ფაქტორიცაა და მასზეა დამოკიდებულია ცოცხალი სამყაროს განვითარება. დედამიწის ფართობის უდიდესი ნაწილი წყლითაა დაფარული და იგი წარმოდგენილია ოკეანეების, ზღვების და კონტინენტალური წყალსატევების სახით. ამდენად დედამიწაზე წყლის ეკოსისტემებს უფრო დიდი ფართობები უკავიათ, ვიდრე ხმელეთის ეკოსისტემებს.

წყლის ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებზეა დამოკიდებული ცოცხალ ორგანიზმთა ეკოლოგიური თავისებურაბანი. მაღალი ხვედრითი სითბოტევადობა და ცუდი სითბოგამტარობა განაპირობებს წყლის დიდ თერმულ მდგრადობას, რასაც უდიდესი მნიშველობა აქვს კლიმატური პირობების ჩამოყალიბებისათვის და ჰიდრობიონტებისათვის.

წყლის ანომალური თვისებაა – გაცივებისაგან გაფართოვება +40C -დან 00-მდე, რითიც წყალი განსხვავდება სხვა სითხეებისაგან, რომლებიც გაყინვისას ყველაზე დიდი ხვედრითი წონისანი არიან. ამის გამო წყალი გაყინვისას არ იძირება და იყინება მხოლოდ მისი ზედაპირი, რომელიც ქვედა ფენებს იცავს შემდგომი გაცივებისაგან.

წყლის რესურსებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობისათვის ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის, ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების, გარემოს შენარჩუნების საქმეში. აქედან გამომდინარე მოსახლეობის, მრეწველობის, ენერგეტიკის დასოფლის მეურნეობის წყლით უზრუნველყოფა იყო და ამჟამადაც რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად ქვეყნების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

საქართველო მდიდარია როგორც ზედაპირული, ისე მიწისქვეშა (მათ შორის თერმული და სამკურნალო მინერალური) წყლის რესურსებით. ზედაპირული წყლები წარმოდგენილია შავი და კასპიის ზღვის აუზების მდინარეებით, ბუნებრივი და ხელოვნური ტბებითა და წყალსაცავებით.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შექმნილია მტკნარი წყლის საერთო დეფიციტი, ადგილი აქვს მისი წყაროების თანდათანობითი დეგრადაციასა და დაბინძურების მატებას. ამის მიზეზებია წყლის ობიექტების არასაკმარისად გაწმენდილი ჩამდინარე წყლებით და სამრეწველო ნარჩენებით დაბინძურება, ბუნებრივი წყალშემკრები ფართობების შემცირება, ტყის მასივების განადგურება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის არასწორი მეთოდებით წარმოება, წარმოებისა და მოხმარების არსებული სტრუქტურების და მეორეს მხრივ წყლის რესურსების გამოყენებისადმი წაყენებული მოთხოვნების შეუსაბამობა. ასეთი მდგომარეობაა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში.

Page 36: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

36

5.2. წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროები

მოსახლეობა წყალის რესურსებს იყენებს საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულებით. შესაბამისად წყლების დაბინძურების წყაროებიც მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

წყლის დაბინძურების ძირითადი წყაროებია:

• კომუნალური კანალიზაცია, რაც იწვევს ზედაპირული წყლების ბაქტერიოლოგიურ დაბინძურებას და ორგანული ნაერთებისა და ფოსფატების მატებას. საქართველოში ყველაზე მეტად დაბინძურებული არიან მდინარეები;

• საწარმოო და სამედიცინო დაწესებულებების ჩამდინარე წყლები; • ჩამონადენები სასოფლო-სამეურნეო ფართობებიდან,რის გამოც ზედაპირული

წყლები დაბინძურებულია სასუქებით და პესტიციდების ნარჩენებით; • საყოფაცხოვრებო პოლიგონებიდან (ნაგავსაყრელებიდან) ჩამონადენები; • სამრეწველო საწარმოები არიან ძირითადი წყაროები, საიდანაც ხდება წყლის

რესურსების დაბინძურება სპეციფიკური ნივთიერებებით (ნავთობპროდუქტები, ფენოლი, მძიმე ლითონები);

• წყალსატევების ერთ-ერთი პოტენციური დამაბინძურებელია მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებიდან გაუწმენდავი ჩამდინარე წყლები. როგორც ძველი, ასევე ახლად შექმნილი ფერმები არ არიან აღჭურვილი ეფექტური გამწმენდი ნაგებობებით და ნაკელის შეკრებისა და უტილიზაციის სისტემებით;

• დაბინძურების კიდევ ერთი წყაროა სამელიორაციო სისტემები, რომლებიც არ არიან აღჭურვილნი საკოლექტორო-სადრენაჟო ქსელებით. ამის შედეგად ხდება წყლის რესურსების დაბინძურება მინერალური სასუქებითა და პესტიციდებით;

• წყლის რესურსების ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენენ ფარმაცევტული და კოსმეტიკური საწარმოები, საყოფაცხოვრებო ქიმია. მათ მიეკუთვნება ქსოვილებისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, საცხოვრებელი ბინების საღებავები, კედლებისა და იატაკების სინთეზური მოსაპირკეთებელი საშუალებები და სხვა), რომლებიც საკამაოდ ფართოდ გამოიყენებიან ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში.

5.3. შავი ზღვის დაბინძუნძურების პრობლემები

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაბინძურებულია ნავთობპროდუქტებით ფოთიდან სარფის მიმართულებით. ნავსადგურები, საზღვაო კატერები, საზღვაო-სანაპირო სპორტული და გასართობი ტრანსპორტი, ავტომაგისტრალები, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და სპონტანური ნაგავსაყრელები წარმოადგენენ დაბინძურების ძირითად

Page 37: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

37

წყაროებს სანაპირო ზონაში, რასაც აძლიერებს არამდგრადი ტურისტული ინდუსტრია.

5.4. წყლის დაბინძურების პრობლემები საქართველოში

• სამკურნალო დაწესებულებების, ინფექციური და ტუბერკულიოზის საავადმყოფოების ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებოების უქონლობა.

• ქვეყნის წყლის რესურსებზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობა და მინერალური სასუქების გამოყენება. ზედაპირული წყლები დაბინძურებულია სასუქებით და პესტიციდების ნარჩენებით.

• წყლის რესურსების დაბინძურების დიფუზურ წყაროებს წარმოადგენენ ქალაქების ნაგავსაყრელები და პოლიგონები; როგორც წესი ისინი არ არიან აღჭურვილნი მიწისქვეშა წყლების დაბინძურების თავიდან აცილების საშუალებებით. მრავალი მათგანი განლაგებულია უშუალოდ მდინარეების ნაპირებზე. საქართველოს ტერიტორიაზე მრავლადაა არალეგალური ნაგავსაყრელები. ხშირად სამრეწველო ნარჩენები თავსდება საყოფაცხოვრებო

ნაგავსაყრელებზე და პოლიგონებზე, საიდანაც საბოლოო ჯამში დამაბინძურებელი ნივთიერებები ჩანადენი წყლების მეშვეობით ხვდებიან მდინარეებსა და წყალსატევებში. ამ მხრივ განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს წყალშემკრები აუზების დაბინძურება, რამდენადაც სასმელი წყალის დაბინძურების საფრთხე ამ წყალშემკრებიაუზების დაბინძურებასთან უშუალოდ არის დაკავშირებული.

• საქართველოსათვის რისკ-ფაქტორების შემცველია ტრანსნაციონალური მილსადენები. ნავთობკომპანიების მიერ მიუხედავად გარემოსადმი მაქსიმალურად უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებისა, ნავთობის დაღვრის შესაძლო რისკი მაინც არსებობს.

• არანაკლებ საყურადღებოა ნავთობმომპოვებელი და ნავთობსაძიებო

სამუშაოები, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებენ ქართულ-

უცხოური ნავთობკომპანიები და რომლებიც არანაკლებ საფრთხეს უქმნიან გარემოსა და შესაბამისად წყლის რესურსებს. ამის მაგალითია საძიებო

სამუშაოებისას ნონოწმინდაში გაზისა და ნავთობნარევი წყლის დიდი ჭავლით ამოხეთქვა, რომელმაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიაყენა და გამოიწვია ნიადაგისა და მიმდებარე ტყის მასივების ნავთობპროდუქტებით დაბინძურება. აგრეთვე გამოიწვია სასმელი წყლის სათავეების დაბინძურება და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება.

• საქართველოში შემოტანილი საყოფაცხოვრებო და სასოფლო სამეურნეო

ქიმიკატების დიდი ნაწილი ხშირად არასერტიფიცირებულია და მათი

Page 38: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

38

ქიმიური შემადგენლობაც უცნობია. სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით არსებული ადგილობრივი სამსახურებიც ვერ უზრუნველყოფენ მათი ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრას.

• მიუხედავად გაუმჯობესებისა, საქართველოში მაინც ვერ ხერხედება წყლის რესურსების რეგულარული მონიტორინგი, რისი მიზეზეზებიცაა სანიტარული სამსახურების გაუქმება,სერტიფიცირებული ლაბორატორიების ნაკლებობა, სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების არასათანადოდ

აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

5.5. ჯანმრთელობა და წყლის ინდიკატორები.

საზოგადოების ჯანმრთელობა გარკვეულწილად დამოკიდებული სუფთა წყლით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე. მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება ხშირ შემთხვევაში წყლის მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ დაბინძურებასთან არის დაკავშირებული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით საერთო დაავადებების 5,7% უხარისხო წყლით არის გამოწვეული.

სასმელი წყლის დამაბინძურებლები იყოფიან 4 ძირითად ჯგუფად:

• არაორგანული ქიმიკატები (ტყვია, ნიტრატები, სპილენძი, ქრომი, დარიშხანი და სხვა). ისინი არ შეიცავენ ნახშირბადს;

• ორგანული ქიმიკატები შეიცავენ ნახშირბადს (ბენზინი, სარეცხი საშუალებები, სხვა მდგრადი ორგანული ნაერთები);

• რადიონუკლიდები (გამოყოფენ იონიზირებულ რადიაციას. მაგალითად როდონი);

• მიკროორგანიზმები.

ცნობილია, რომ სასმელ წყალში ნიტრატების მაღალი კონცენტრაცია იწვევს ჰემოგლობინანემიას. ეს სინდრომი ისტორიულად ენდემურია უნგრეთისათვის, ისევე როგორც ჩიყვის სინდრომი ენდემურია საქართველში სვანეთში, იმ განსხვავებით რომ სვანეთში სასმელ წყალში იოდის ნაკლებობას აქვს ადგილი და არა მაღალ კონცენტრაციას. იოდის დეფიციტი წყალში კი ჩიყვის გამოვლენის მიზეზია.

ტყვიის მაღალი კონცენტრაცია წყალში უარყოფითად მოქმედებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების მუშაობაზე, მუსკულატურის ტონუსზე. ვერცხლისწყალი ორგანიზმში მოხვედრისას გარდაიქმნება მეთილმერკურად, რაც უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინის განვითარებაზე და იწვევს მენტალობის, მეხსიერებისა და მეტყველების დაქვეითებას.

Page 39: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

39

მდგრადი ორგანული ნივთიერებები ძლიერ ტოქსიკურნი არიან. ისინი შეიცავენ პოლიქლორინულ ჰიდროკარბონატებს, და დიოქსინს. ამ ნივთიერებებით

წყლების დაბინძურება და ადამიანისა და ცხოველების სხეულში მათი სულ

მცირე დოზით მოხვედრაც კი იწვევს ნეიროლოგიური და რეპროდუქციული სისტემების დაზიანებებს.

წყლისა და ჰიგიენის ინდიკატორები ყოვლისმომცველია და შესაძლებელს ხდის წყლის ცვალებადი ელემენტების მონიტორინგს. მათი გამოყენების არსი მდგომარეობს შემდეგში:

• დაბინძურებული წყლების დამუშავების დაფარვის არეალების გამოვლენა; • წყლის პარამეტრების შეფასების ხარისხის გაუმჯობესება; • სუფთა სასმელი წყლისა და ჰიგიენის ხელმისაწვდომობა მოსახლეობისათვის; • სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებების გამოვლენა.

5.6. მდინარეთა აუზური მართვა

წყლის რესურსები, მათი ჰიდროგრაფიული მახასიათებლების და გეოგრაფიული მდებარეობის, განსაკუთრებული სამეცნიერო და ესთეტიკური, აგრეთვე ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობის გათვალის წინებითი ყოფა შემდეგ ჯგუფებად:

ა) განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის (მყინვარები და თოვლის მუდმივი საფარი, განსაკუთრებული სამეცნიერო, ესთეტიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობის ზედაპირული წყლის რესურსები);

ბ) სახელმწიფო მნიშვნელობის (ტრანსსასაზღვრო წყლები, სანაპირო წყლები, ზედაპირული წყლები და მიწისქვეშა წყლები);

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის (ქვეყნისშიდა მდინარეები, ტბები და წყაროები).

წყლის რესურსების თანამედროვე მართვა დაფუძნებულია ინტეგრირებულ

მიდგომაზე და ითვალისწინებს ყველა სექტორის ჩართვას ამ საქმეში.

წყლის ინტეგრირებული მართვა სააუზო მიდგომას მოითხოვს: წყალსატევები ურთიერთდამოკიდებულნი არიან, დონეების მიხედვით.მდინარეთა ზედა წელში მიმდინარე პროცესები პრობლემებს ქმნიან ქვედა ნაწილებში, ამის გამო

აუცილებელი ხდება სააუზო მიდგომა.

მდინარეები ჩაედინებიან ზღვებსა და იკეანეებში და შესაბამისად გავლენას ახდენენ სანაპირო წყლების დაჭუჭყიანებაზე.

Page 40: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

40

დაბინძურების დატვირთვა განსაკუთრებით სახიფათოა ტბებისათვის. ზოგადად

კი სააუზო მიდგომა და რაოდენობრივი და ხარისხობრივი ასპექტების ინტეგრაცია აუცილებელია როგორც ტბებისათვის, ასევე ზღვების სანაპირო ზონებისათვის.

მდინარის აუზის მართვის გეგმა წარმოადგენს მდინარის აუზს მიკუთვნებული წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების დადგენისა და წყლის რესურსების მონიტორინგის სამართლებრივ საფუძველს.

მდინარის აუზის მართვის გეგმით უნდა განისაზღვროს:

• დამაბინძურებელ/მავნე ნივთიერებათა წყლის ობიექტებში ჩაშვების/ემისიის ზღვრულად დასაშვები რაოდენობები/ნორმები;

• წყლის ობიექტების კლასიფიკაცია წყლის სტატუსის (მდგომარეობის) მიხედვით; • წყლის ხარისხის მაჩვენებლები – წყლის ხარისხისადმი წაყენებული მინიმალური

მოთხოვნები; • სხვადასხვა სახეობის წყლის რესურსების ხარისხობრივი მდგომარეობის

კომპლექსური მაჩვენებლები (წყლის მიზნობრივი ეკოლოგიური სტატუსი/ეკოლოგიური სტატუსი);

• წყლის ობიექტების ხარისხობრივი მდგომარეობის მიზნობრივი ნორმები; • წყალაღების კვოტები (მათ შორის მიწისქვეშა წყლის ხელმისაწვდომი რესურსების

მოპოვების კვოტები); • ძირითადი და პრიორიტეტული დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩამონათვალი

და მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები; • წყლის რესურსების კანონმდებლობით დადგენილი სხვა რაოდენობრივი და

ხარისხობრივი მაჩვენებლები.

მდინარის აუზის მართვის გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მდინარის აუზის მართვის გეგმის განხორციელების მოქმედებათა/ღონისძიებათა პროგრამა, რომლითაც უნდა განისაზღვროს გეგმის განხორციელების ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალურ–ტექნიკური ასპექტები.

საქართველოში წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს კანონი “წყლის შესახებ”. შესაბამისად, წყლის ხარისხის მართვის გაუმჯობესებისათვის საქართველოს კანონში “წყლის შესახებ” პერიოდულად

ხდება კანონმდებლობაში ცალკეულ ნორმატიული აქტებში ცვლილებების შეტანა.

Page 41: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

41

5.7. სასმელი წყლის უსაფრთხო გეგმა

სასმელი წყლის ხარისხობრივი მართვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის გამწმენდი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასა და ხარისხობრივი სტანდარტების დაცვას.

უსაფრთხო და სუფთა სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ადამიანის აუცილებელ უფლებას. 2010 წლის ივლისში გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია წყლის უფლებათა შესახებ. წყლის და სანიტარიის უფლება ჩართული იქნა ადამიანის უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციაში.

წყლის უსაფრთხოების გეგმის მიზანი მკვეთრად არის განსაზღვრული:

ეს არის სასმელი წყლის უვნებლობა და უსაფრთხოება.

წყლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა:

• სისტემის შეფასება; • ოპერატიული მონიტორინგი; • მართვა და კომუნიკაცია; • ურთიერთინფორმირება და გაუმჯობესება.

წყალმომარაგების სისტემებისათვის წყლის უსაფრთხოების გეგმის შემუშავება და რეალიზაცია მოიცავს შემდეგ საკითხებს:

• ჯგუფის ჩამოყალიბება და წყლის უსაფრთხოების გეგმის შემუშავების მეთოდის შერჩევა;

• ყველა იმ საფრთხისა და სახიფათო მოვლენის განსაზღვრა, რომელთაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიონ წყალმომარაგებაზე როგორც წყალაღების, ასევე გაწმენდისა და მიწოდების დროს მომხმარებლის მიერ გამოყენების ადგილებში;

• ცალკეულ საფრთხესა და სახიფათო მოვლენასთან დაკავშირებული რისკის განსაზღვრა;

• ყოველ მნიშვნელოვან რისკთან დაკავშირებული საკონტროლო ღონისძიებებისა და ბარიერების ეფექტიანობის შეფასება;

• ბარიერების მართვის ეფექტიანობის დადასტურება; • სისტემის მუდმივი უსაფრთხოების დემონსტრირება; • საფრთხეების, რისკებისა და საკონტროლო ღონისძიებების რეგულარული

განხილვა; • ზუსტი ჩანაწერების გაკეთებით გამჭვირვალობისა და შედეგების დასაბუთების

უზრუნველყოფა.

Page 42: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

42

5.8. წყლის უსაფრთხო გეგმა თემებისა და სკოლებისთვის

წყლის უსაფრთხო გეგმა (WSP) არის სისტემური, საყოველთაო და მრავალნაირი პირობებისთვის შესაბამისი მნიშვნელოვანი იარაღი პატარა თემების წყალმომარაგებისთვის. WSP ძალიან ეფექტურად უზრუნველყოფს სასმელი წყლის (წყალმომარაგების) მარაგის უსაფრთხოებას.

წყლის უსაფრთხო გეგმის შესწავლა ხელს უწყობს თემების დასაქმებასა და გაძლიერებას WSP –ს განვითარებისა და განხორციელების საქმეში. WSP გეგმის განვითარება და დანერგვა შესაძლებელია ექვსი მიღწევადი ამოცანის საშუალებით. WSP გეგმის მიდგომების მიხედვით პატარა თემებს შეუძლიათ გააუმჯობესონ თავიანთი სასმელი წყლის სისტემების მართვა სასმელი წყლის ხარისხის მზარდი და მდგრადი გაუმჯობესების მიზნით.

5.8.1. რა არის წყლის უსაფრთხო გეგმა

WSP გეგმის მიდგომა ყურადღებას ამახვილებს პრევენციული რისკის მართვაზე. ის მოითხოვს, რომ სასმელი წყლის ხარისხის დასაცავად, სანამ პრობლემა მოხდება, უსაფრთხოების რისკები წინასწარ იყოს განსაზღვრული, პრიორიტიზირებული და მართული. ამ მიდგომას მივყევართ სანიტარული მეთოდოლოგიის ინსპექციამდე, რომელიც გაუმჯობესებისთვის გვთავაზობს სწრაფ შედეგს და სამოქმედო ღონისძიებებს.

წყლის უსაფრთხო გეგმა მოითხოვს აგრეთვე რეგულარულ კონტროლს და წყლის ხარისხის პერიოდულ დადასტურებას. WSP გეგმა ასაბუთებს უსაფრთხო წყლით უზრუნველყოფის პროცესს და პრაქტიკას თემის დონეზე.

არსებითია გვახსოვდეს, რომ WSP ვენის დოკუმენტი არ წარმოადგენს დასასრულს, არამედ პირიქით, დასაწყისია. WSP გეგმის ზედმიწევნით განხორციელება არის გასაღები. WSP გეგმის მუშაობის მიზანი არის უსაფრთხო და მისაღები სასმელი წყლის მარაგის მიწოდების მუდმივი უზრუნველყოფა პრაქტიკაში.

უსაფრთხო წყლის გეგმა გამოიყენება იქ, სადაც ყველა რისკის დაუყოვნებლივ მინიმალიზება შეუძლებელია (მაგალითად, შეზღუდული რესურსების გამო). უსაფრთხო წყლის გეგმა გამოიყენება, რათა მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა და დროთა განმავლობაში მზარდი გაუმჯობესება. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ WSP–ს ფორმულირება და განხორციელება მოითხოვს როგორც დროს, ასევე ჭეშმარიტ ვალდებულებებს ყველა დონეზე, თემის შიგნით ყველა წამყვან წევრს შორის. წყლის უსაფრთხო დაგეგმვა უნდა განვიხილოთ არა როგორც ერთჯერადი ვალდებულება, არამედ როგორც წყალმომარაგების მიმდინარე, ყოველდღიური ოპერირების, შენარჩუნებისა და მართვის ინტეგრირებული ნაწილი, მომავალში მისი ფინანსური მხარდაჭერის, თემის ჩართულობისა და ბუნებრივი რესურსების ბაზის მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

Page 43: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

43

WSP მიდგომა არის წყლის უსაფრთხოების რისკების შეფასება, პრიორიტიზება და მუდმივი მენეჯმენტი წყლის დაგროვების ადგილიდან მომხმარებლამდე.

5.8.2. შეზღუდვები სასმელი წყლის ხარისხის ტესტირებისას იმისათვის, რომ შეამოწმონ, უსაფრთხოა თუ არა წყალი დასალევად, სასმელი წყლის მომმარაგებლები ეყრდნობიან იმ ტესტების შედეგებს, რომლებიც ტარდება წყლის ხარისხის დასადგენად მიკროორგანიზმებსა და სხვა დამაბინძურებლებზე.

სამწუხაროდ, ასეთი სახის ტესტირებაზე გადაჭარბებულ დამოკიდებულებას რამდენიმე უმთავრესი უარყოფითი მხარე აქვს.

• წყლის ხარისხის შემოწმება ძვირია განსაკუთრებით პატარა თემებისთვის; • არარეალური და შეუძლებელია მთელი წყლის შემოწმება. შესაძლებელია

მხოლოდ იმ წყლის შემოწმება, რომელიც თემს მიეწოდება; • თემში, ან ჯანდაცვის ორგანოებში წყლის ხარისხის შედეგების მიღებას სჭირდება

გარკვეული დრო. ამიტომ პრობლემების იდენტიფიცირებამდე შესაძლოა მოხდეს ადამიანების დაავადება;

• წყლის ხარისხის ტესტის შედეგები იძლევა მწირ ინფორმაციას, თუ რატომ, სად და როდის მოხდა დაბინძურება. ამიტომ თუ წყლის ხარისხის პრობლემა კიდევაც აღმოჩნდა, შესაძლებელია ზომები, რომელიც უნდა მიიღოს სოფელმა პრობლემის გამოსასწორებლად, არ იყოს ნათელი.

ტესტირება არის და მუდამ იქნება მნიშვნელოვანი ნაწილი უსაფრთხო სასმელი წყლის დადასტურებისთვის, თუმცა მომხმარებლის დაცვისა და სასმელი წყლის მარაგის დაბინძურების რისკის შესამცირებლად საჭიროა დამატებითი ღონისძიებები.

5.9. წყლის ჩარჩო დირექტივა (WFD) როგორც წყლის მართვისადმი ევროპული

მიდგომა

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება გარემოს დაცვის და მათ შორის, წყლის სექტორში საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნებს მიუახლოვოს. საქართველოს კანონმდებლობის ევროპული კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნულ პროგრამაში მოცემულია ევროკავშირის ის კონკრეტული დირექტივები წყლის სექტორში, რომლებთან მიახლოებაც მიჩნეულია პრიორიტეტულად. ევროკავშირის მიდგომებთან და პრინციპებთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, საქართველოში ჯერჯერობით ხელშესახები ნაბიჯების განხორციელება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის დირექტივებში მოცემული მოთხოვნები, ჰარმონიზაციის პროგრამის მიხედვით, ფორმალურად

Page 44: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

44

დეკლარირებულია როგორც სავალდებულო და ამრიგად, ეროვნული პოლიტიკის მიზნებს წარმოადგენს.

ჰარმონიზაციის პროგრამაში წყლის სფეროში პირველი რიგის პრიორიტეტად მიჩნეულია ევროკავშირის ექვსი დირექტივა:

1. წყლის ჩარჩო დირექტივა (2000/60/EC);

2. დირექტივა სასმელი წყლის შესახებ (98/83/EC);

3. დირექტივა სარეკრეაციო წყლების შესახებ (2006/7/EC);

4. დირექტივა მნიშვნელოვანი ავარიული დაბინძურების კონტროლის შესახებ (96/82/EC);

5. დირექტივა დაბინურების ინტეგრირებული პრევენციის და კონტროლის შესახებ (2008/1/EC);

6. დირექტივა მუნიციპალური ჩამდინარე წყლების შესახებ (91/271/EEC).

ევროკავშირის კანონმდებლობა გვთავაზობს წყლის ობიექტების კლასიფიკაციას ეკოლოგიური სტატუსის მიხედვით. 2008 წლიდან საქართველო და მასთან ერთად, სამხრეთ კავკასიის ორი სხვა ქვეყანა - აზერბაიჯანი და სომხეთი ჩართული არიან ევროკავშირის - მდინარე მტკვრის აუზის წყლის რესურსების ტრანსსასაზღვრო მართვის ევროპული პროექტში (ტრანსსასაზღვრო მდინარე - მტკვრის მენეჯმენტი), რომლის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია (ამჟამად მეორე ფაზა მიმდინარეობს) და რომელიც პროექტის ევროკავშირის წარმომადგენელთა საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელობითა და სამი სახელმწიფოს ეკოექსპერტების ურთიერთთანამშრომლობით მიმდინარეობს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, 1992 წელს წყლის რესურსების გამოყენების დაცვის საკითხი გლობალურ პრიორიტეტად გამოაცხადა და 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ დააწესა.

თავი VI. ეკოსისტემების მრავალფეროვნება, მონიტორინგი და მართვა. 6.1. ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება.

ეკოსისტემები წარმოდგენილია ბიოცენოზებით – ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობით. ეკოსისტემაში შემავალი მცენარეების, ცხოველების, სოკოებისა და მიკროორგანიზმების სახეობების მთლიანი რაოდენობა ქმნის ბიომრავალფეროვნებას.

Page 45: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

45

ბიომრავალფეროვნების საფუძველი მისი სახეობრივი მრავალფეროვნებაა, ხოლო

სახეობები წარმოდგენილია პოპულაციებით.

ბიომრავალფეროვნების შესწავლა და მონიტორინგი ხდება გენეტიკურ,

სახეობრივ, ეკოსისტემურ და ლანდშაფტურ დონეებზე.

გენეტიკური მრავალფეროვნება ასახავს გენეტიკური ვარიაციების მრავალფეროვნებას. ასეთ შემთხვევაში მონიტორინგისათვის გამოიყენება გენებისა და გენოტიპების სიხშირეების გამოთვლის მეთოდები.

სახეობრივი ბიომრავალფეროვნება მოიცავს ცალკეული ქვეყნების, ადგილების ან ბიოტოპების სახეობების სიმრავლეს.

ეკოსისტემური მრავალფეროვნება შეიძლება განვიხილოთ ფუნქციონალური ან სტრუქტურული მაჩვენებლების საფუძველზე. ხშირად ეკოსისტემების მრავალფეროვნებას აფასებენ მისი სახეობრივი კომპონენტების საერთო

რაოდენობით, ან ბიომასის რაოდენობით. ეკოსისტემების მრავალფეროვნებასთან ახლოსაა ლანდშაფტური მრავალფეროვნება, თუმცა ისინი განსხვავებულად

განიხილებიან.

6.2. წყლის ეკოსისტემები (ბიოსისტემები) და მათი მონიტორინგი

წყალსატევების ბიოსისტემები ხმელეთის ბიოსისტემებისგან განსხვავებით წყლის გარემოს თავისებურებებით განისაზღვრება.

წყალსატევებში ლოკალურ დონეზე მონიტორინგის ჩატარებისას უნდა გაკეთდეს როგორც მისი ჰიდროქიმიური ანალიზები, ასევე ფიტო და ზოოპლანქტონის სახეობრივი მონაცვლეობის დინამიკაზე დაკვირვება და ბიომასის პროდუქტიულობის განსაზღვრა. ასეთი მოდგომა მოგცემს წყლის ბიოსისტემაში რეალური მდგომარეობის პროგნოზირების საშუალებას.

წყლის ბიოსისტემების დეგრადაციის გამომწვევი მიზეზებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ევტროფიკაცია, რაც განპირობებულია წყალსატევებში მინერალური და ორგანული ნივთიერერებების დიდი რაოდენობით დაგროვებით. ბუნებრივი ევტროფიკაცია ნელი პროცესია, რომელიც საუკუნეებს მოიცავს, მაგრამ თანამედროვე პირობებში ევტროფიკაცია სწრაფი პროცესია და იგი ანთროპოგენული ფაქტორებითაა გამოწვეული. ანთროპოგენული ევტროფიკაცია ხშირად სულ რამოდენიმე წელიწადში შეიძლება განვითარდეს.

არაიშვიათად, ევტროფიკაცია გვევლინება დაჭუჭყიანების შედეგად, ხოლო

დაჭუჭყიანება – ევტროფიკაციის შედეგად. ხშირად ბუნებრივ პირობებში ორივე პროცესი კომპლექსში მოქმედებს.

Page 46: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

46

წყლის ობიექტების ევტროფიკაციის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს “წყლის აყვავილება”.Aამ დროს ხდება ბიოცენოზში ერთი ან რამოდენიმე უფრო მეტად

შეგუებული წყალმცენარის სახეობის დომინირებულ მდგომარეობაში გადასვლა. “წყლის აყვავილებისას” წყლის ზედაპირი მწვანე ან მოწითალო მასით იფარება. ამEწყალმცენარეებიდან უმეტესობა ტოქსინებს გამოყოფს. გამოყოფილი ტოქსინები მომწამლავია და თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების მასიურ დაღუპვას იწვევს. ეს ტოქსინები ადამიანში იწვევს ნერვული სისტემის დაზიანებას, კრუნჩხვებს, დამბლას და სიკვდილსაც კი.

ევტროფიკაციისა და “აყვავილების” უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად გამოყენებული მეთოდები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: პროფილაქტიკური და რეგულირებადი.

პროფილაქტიკური ღონისძიებები გულისხმობენ წყალდამცავი კომპლექსების ამუშავებას, რომელებიც უზრუნველყოფენ წყლის ობიექტების გადამეტებული ევტროფიკაციისაგან დაცვას (წყალსატევში პირობითად გაწმენდილი სამრეწველო

წარმოების და ნაკადების ჩადენის სრული შეწყვეტა, ბუფერული ზონებისა და ჩაკეტილი ციკლების შემოღება). ამ ღონისძიებებს აქვთ პირველხარისხოვანი მნიშვნელობა წყლის დაცვის საქმეში.

წყლების “აყვავილების” რეგულირებადი ღონისძიებები ხშირად დაკავშირებულია ქიმიური მეთოდების გამოყენებასთან.

სხვადსხვა ქვეყნებს შორის წყლის “აყვავილების” მოვლენებს კოორდინაციას უწევს ოიუნესკოს ოკეანოგრაფიის სამთავრობათაშორისო კომისიის წყლების “აყვავილების” სპეციალური პროგრამა (IOC UNESCO Harmful Algal Bloom Program http://www.ioc.unesco.org/hab/ ).

საინტერესოა საქართველოში წყლის “აყვავილების” მოვლენებზე დაკვირვების შედეგები პალიასტომის მაგალითზე. 1934 წლამდე პალიასტომი ცნობილი იყო,

როგორც მტკნარწყლიანი ტბა შავი ზღვის სანაპირო ზონაში. შემდგომში მოხდა არხის ხელოვნურად გაჭრა და მისი ზღვასთან დაკავშირება. ამჟამად

პალიასტომი წარმოადგენს ზღვის ლაგუნას. შედეგად შეიცვალა მისი ჰიდროქიმიური რეჟიმი, რის შემდეგაც დაფიქსირდა “აყვავლილების” პროცესები, თევზების მასიური დაღუპვა და სახეობათა რიცხვის 39–დან 10–მდე შემცირება.

6.3. ხმელეთის ეკოსისტემები (ბიოსისტემები) და მათი მონიტორინგი

ხმელეთის ბიოსისტემა ლანდშაფტურ-გეოგრაფიული ზონის მცენარეული და ცხოველური თანასაზოგადოებების ერთობლიობაა, სადაც თითოეული რგოლი ურთიერთკავშირშია და კვებითი ჯაჭვებით ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

Page 47: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

47

დედამიწაზე განასკუთრებული მნიშველობა აქვთ ტყის ბიოსისტემებს. ისინი წარმოადგენენ დედამიწის ე.წ. “ფილტვებს” და ატმოსფერული ჰაერისათვის ჟანგბადის ძირითადი მომწოდებლები არიან. ამავე დროს ისინი ქმნიან მიკროკლიმატს და დედანიწაზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კონსერვაციისათვის სარეზერვო ადგილებს წარმოადგენენ.

ტყე გაწონასწორებული ეკოლოგიური სისტემაა, საკმარისია ამ სისტემის ერთი რომელიმე კომპონენტი ამოვარდეს ან შეიცვალოს, რომ ტყის ბიოსისტემის ნაწილობრივი ან სრული შეცვლა მოხდეს და იგი უკვე სხვა სისტემა იქნება.

საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა, ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყითაა დაფარული და უნიკალური ბიომრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი. ამ მაჩვენებლით მას ჩამორჩება გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, პოლონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა.

ევროპის ტყის ცენოზების უმრავლესობა ხელოვნური წარმოშობისაა, რომელთაც გაცილებით შეზღუდული და მარტივი სახეობრივი შემადგენლობა ახასიათებთ,

ვიდრე ბუნებრივ ეკოსისტემებს, რომლებიც ევროპაში დიდი იშვიათობაა.

კავკასიის, მათ შორის საქართველოს ტყეები, რომელთა 90-95% ბუნებრივი წარმოშობისაა, ევროპის ქვეყნებისათვის ეტალონად შეიძლება იქნას მიჩნეული. ეს განსაკუთრებით ხელთუქმნელ ანუ პირველქმნილ ტყის ცენოზებს ეხება.

საქართველოს ტყეების ბიომრავალფეროვნება მისი სახეობრივი შემადგენლობითაა განსაზღვრული და იგი დაახლოებით 400-მდე სახეობის ხესა და ბუჩქს მოიცავს.

ტყეების მონიტორინგს აწარმოებენ მეცნიერული კვლევებით, შეისწავლიან მათში სახეობრივ შემადგენლობას, სუქსესიური პროცესების (სახეობრივი შემადგენლობის ცვლის) დინამიკას და მათი გავრცელების არეალებს. თანამედროვე კვლევის მეთოდებია აეროსურათების გადაღება და მონიტორინგისათვის გეინფორმაციული მეთოდების გამოყენება.

თავი VII. ბიოფერმერული მეურნეობების განვითარება და ქიმიკატების გამოყენების შემცირება

7.1. ბიოლოგიური მეურნეობები

XIX – XX საუკუნეების მიჯნაზე სოფლის მეურნეობაში ხელოვნური (ქიმიური) სასუქებისა და შხამქიმიკატების დანერგვამ გაზარდა მოსავლიანობა და შეამცირა შრომატევადობა. მაგრამ დაკვირვებულმა გლეხებმა დროთა განმავლობაში შენიშნეს, რომ :

Page 48: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

48

• ქიმიური სასუქი არ არის სრულყოფილი საკვები მცენარისათვის. ის ფიტავს ნიადაგს და ყოველ წელს მზარდი რაოდენობით შეტანას საჭიროებს. გლეხი დამოკიდებული გახდა ქიმიურ წარმოებაზე.

• შხამქიმიკატების გამოყენების პარალელურად ჩნდება უფრო მეტი ახალი მავნებელი და ახალი დაავადება. არსებული დაავადებები კი უფრო რეზისტენტული ხდებიან საწამლავის მიმართ. საჭირო ხდება დოზის გაზრდა, რაც კიდევ უფრო ზრდის გლეხის დამოკიდებულებას ქიმიურ წარმოებაზე.

• შხამქიმიკატების გამოყენება აჩენს ადამიანის მრავალგვარ დაავადებას და მავნე გავლენას ახდენს გარემოზე. ქიმიზაციის პირობებში მოყვანილ პროდუქციას ნაკლები საყუათო ღირებულება გააჩნია.

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლებების გადასაჭრელად ერთადერთი გამოსავალი ეკოლოგიურ მეურნეობებშია. საჭიროა ძველი ნაცადი გამოცდილებისა და უახლესი მეცნიერული ცოდნის გაერთიანება და მათი საშუალებით გლეხური მეურნეობის ჰარმონიული ჩართვა ეკოსისტემაში.

ბიოორგანულ მიწათმოქმედებას XX საუკუნის დასაწყისში დასაბამი დაუდო შვეიცარიელმა აგროპოლიტიკოსმა, ჰანს მიულერმა. მან დააარსა გლეხთა ეროვნული მოძრაობა. ფერმერები ერთიანდებოდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ჰანს მიულერმა თავის მეუღლესთან, მარია მიულერთან და ექიმ ჰ. პ. რუშთან ერთად შეიმუშავა ბიოორგანული მეურნეობრიობის საფუძვლები. იდეის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ გლეხურ მეურნეობას საკუთარი დამოუკიდებლობის მეშვეობით მიეღწია მდგრადი განვითარებისათვის, რაც გულისხმობს:

• განთავისუფლებას სასუქის, შხამქიმიკატის, ფურაჟის შესყიდვისაგან და საკუთარი მეურნეობის ძალებით ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას (ამით იზოგება თანხებიც).

• დამოუკიდებლობის მიღწევას პროდუქციის გასაღებაში. კერძოდ, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება იძლევა გასაღების ბაზარზე გასვლის საშუალებას იმ მომხმარებლის ხარჯზე, რომელიც აცნობიერებს ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მნიშვნელობას.

მიულერისა და რუშის იდეების საფუძველზე გერმანელმა ფერმერებმა შექმნეს გაერთიანება „ბიოლანდი“, რომელმაც 1991 წელს გამოსცა დირექტივები და რეგისტრაციაში გაატარა სავაჭრო ნიშანი.

ბიოორგანული მეურნეობის დღევანდელი მიზნებია:

• საკუთარ მეურნეობაში შეძლებისდაგვარად ჩაკეტილი წრებრუნვის მიღწევა; • ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება საკუთარი მეურნეობის ძალებით; • ბუნებრივი რესურსებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება და მათი შენარჩუნება

მომავალი თაობისათვის;

Page 49: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

49

• შინაური ცხოველების გამოკვება საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი საკვებით; • შინაური ცხოველების მოვლა მათი ბუნებრივი ინსტინქტების გათვალისწინებით; • ბუნების კანონზომიერების შესწავლა და მათი გამოყენება მეურნეობრიობაში; • მაღალი საყუათო ღირებულების პროდუქციიის შექმნა.

ბიომეურნეობა (იგივე ორგანული მეურნეობა, იგივე ეკომეურნეობა) ნიშნავს სპეციალურად შემუშავებული და შეთანხმებული სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ მეურნეობას. ბიომეურნეობა სოფლის მეურნეობისა და საკვების წარმოების ისეთი სისტემაა, სადაც არ გამოიყენება ქიმიური სასუქები, ჰერბიციდები, პესტიციდები ან სხვა ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიონ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. ამ მეურნეობაში მოყვანილ პროდუქტს ჰქვია ბიოპროდუქტი (იგივე ორგანული პროდუქტი ან ეკოპროდუქტი). ბიომეურნეობაში კატეგორიულად აკრძალულია გენეტიკური ინჟინერიის ტექნოლოგიით მიღებული ორგანიზმების გამოყენება.

სტატუსის შესანარჩუნებლად ბიოპროდუქტების შემდგომი გადამუშავების, შეფუთვისა და რეალიზაციის პროცესიც ასევე შესატყვისი სტანდარტებით იმართება.

ზოგადად ბიომეურნეობები მაშინ შეიძლება განვითარდეს, თუ შემდეგი საკითხები იქნება სისტემურ დონეზე მოგვარებული:

1. კვალიფიკაცია: ფერმერებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა და კვალიფიკაცია, თუ რას ნიშნავს ბიომეურნეობა, ბიოპროდუქტი, რა პერსპექტივები აქვს ამ დარგს, როგორ უნდა მოხდეს მეურნეობის ორგანულზე გადაყვანა და ა.შ.

2. მხარდაჭერა: მსურველმა ფერმერებმა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა შეძლონ კონვენციური (ტრადიციული) მეურნეობიდან ორგანულზე გადასვლა, რომელსაც გარკვეული დროი და ფინანსური რესურსები ესაჭიროება.

3. სერთიფიცირება: ბიომეურნეს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მის მიერ ყველა წესის დაცვით მოყვანილ ბიოპროდუქციას არ შეექმნება პრობლემები და ზოგადად არ დადგება ეჭვქვეშ მისი ორგანულობა.

4. რეალიზაცია: ჩვეულებრივი ფერმერი ვერ დაუკავშირდება უცხოეთში სავარაუდო მყიდველს, ვერ დადებს კონტრაქტს და ვერ მოაგვარებს ექსპორტთან დაკავშირებულ რთულ პროცედურებს. ყველაფერ ამაში მას სერიოზული დახმარება ესაჭიროება. საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების შესახებ აწესრიგებს საქართველოში ბიოლოგიური მეურნეობის მოწყობას, მართვას, ბიოპროდუქციის წარმოებას, გადამუშავებას, რეალიზაციას, აგრეთვე მასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

7.2. პესტიციდები

მავნებლებისგან დაცვის ქიმიურ და ბიოლოგიურ საშუალებებს პესტიციდები ეწოდება. მრავალი ათეული წელია პესტიციდების გამოყენება დიდ ეკონომიურ

Page 50: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

50

ეფექტს იძლევა. თუმცა მათი გამოყენება უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, ნიადაგის, გრუნტისა და სასმელი წყალსატევების, ჰაერის, საკვები და საფურაჟე კულტურების დაბინძურებას. კვებით ჯაჭვში მოხვედრილი პესტიციდები განაპირობებენ ადამიანის ორგანიზმზე ხანგრძლივ ზემოქმედებას და ზრდიან გენეტიკური აპარატის, გულ–სისხლძარღვთა, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების დაზიანებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკს. პესტიციდების ზეგავლენით ხდება ბუნებაში ცოცხალი ორგანიზმების პოპულაციების შემცირება და ეკოსისტემების მთლიანობის დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა გახდა პესტიციდების მავნე ზემოქმედება ადამიანზე და გარემოზე, XXI საუკუნეში მათი წარმოება და გამოყენება კიდევ უფრო გაიზარდა.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მოხდა პესტიციდბის ტოქსიკური ეფექტების მარეგულირებელი საკონტროლო ზომებისა და კანონმდებლობის გამკაცრება. მეტად მნიშვნელოვანია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) „პესტიციდების გავრცელებისა და გამოყენების შესახებ საერთაშორისო წესების კოდექსი“. განსაკუთრებით საშიშ პესტიციდებთან დაკავშირებით შეიქმნა სამი საერთაშორისო შეთანხმება: „მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების სტოკჰოლმის კონვენცია“, „წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის როტერდამის კონვენცია“ და „ოზონდამშლელი ნივთიერებების მონრეალის ოქმი“. საქართველოში სამივე კონვენცია რატიფიცირებულია.

ამდენად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ცოდნა, თუ რა საფრთხეს შეიცავს პესტიციდების.

7.3. სასუქები

სასუქი – ნივთიერება, რომელსაც იყენებენ სოფლის მეურნეობაში მცენარეთა კვების გაუმჯობესებისთვის. მას ათავსებენ ნიადაგში (ან ნიადაგზე), რის შემდეგაც მცენარე იძლევა უხვ მოსავალს. არსებობს მრავალფეროვანი სასუქები, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან წარმომავლობით (მინერალური დაორგანული), აგრეგატული მდგომარეობით (თხევადი, ნახევრად თხევადი, მყარი), მოქმედების თვისებებით, მცენარეში შეღწევის გზით და სხვა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე იყენებენ ნანოტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ახალი ტიპის – ნანობიოორგანულ სასუქებს. ერთი კილოგრამი ამ სასუქის გამოყენება ერთი ტონა შხამქიმიკატების გამოყენების ტოლფასია. ამასთან, ნანობიოორგანული სასუქები ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, გაცილებით იაფი ღირს და ნაკლებ ადამიანურ რესურსს მოითხოვს. უხეში გამოთვლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გამოყენებით პროდუქცია დაახლოებით 40%-ით გაიზრდება.

Page 51: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

51

7.3.1. მინერალური სასუქები

სოფლის მეურნეობაში ნიადაგების ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად, საკვები ელემენტების დეფიციტის შესავსებად და სასოფლო სამეურნეო კულტურათა გასანოყიერებლად გამოიყენება როგორც მინერალური, ისე ორგანული სასუქები და სხვადასხვა აგრომადნეულები. მინერალურ სასუქებს მიეკუთვნება აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი, რთული და კომპლექსური სასუქები. მინერალურ სასუქებს მიეკუთვნება ასევე მრეწველობის ანარჩენები: კირქვა (CaO+ MgO 50-52%), ტკილი – მერგელი (CaO+ MgO 14-17%), დილომიტის ფქვილი (CaO+ MgO 52%-მდე), ცარცი (CaO+ MgO 56%-მდე), სერპენტინიტი ( MgO 35,6%), თაბაშირი.

7.3.2. ბაქტერული სასუქები

ბაქტერული სასუქები არის ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებისათვის მნიშვნელოვანი მიკროორგანიზმები, რომლებიც აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას, მის ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს, იწვევენ მცენარისათვის საჭირო შესათვისებელი ფორმის საკვები ნივთიერებების დაგროვებას ნიადაგში. მიწათმოქმედებისათვის სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობის გაზრდის დანიადაგში მცხოვრები სხვა მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის გაძლიერების საშუალება ბაქტერიული სასუქების გამოყენებაა. ბაქტერიული სასუქებია ნიტრაგინი, აზოტბაქტერინი, ფოსფორბაქტერინი, რომლებიც ამდიდრებენ ნიადაგებს აზოტოვანი და ფისფოროვანი ნივთიერებებით.

7.3.3. ორგანული სასუქები

ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური თვისებების გაუმჯობესებისათვის დამცენარეთა საკვები ელემენტებით უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ორგანულ სასუქებს. ორგანულ სასუქში დიდი რაოდენობით შედის ორგანული ნივთიერება, რომლის მინერალიზაციის შემდეგ მაში არსებული საკვები ელემენტები გადადის მცენარისათვის ადვილად შესათვისებელ ფორმაში.

ნაკელი. იგი წარმოადგენს ცხოველთა მაგარ და თხიერ გამონაყოფს. ნაკელი მცენარისათვის საჭირო ყველა საკვებ ელემენტს შეიცავს.

ტორფი წარმოიშობა ჭაობის მცენარეთა კვდომის შედეგად ჭარბი ტენისა და ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში.

ტბებში დაგროვილ დამპალ ლამს საპროპელი ეწოდება. იგი მდიდარია მაკრო და მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ბიოსტიმულატორებით, ჰუმუსით. საპროპელს აქვს სამკურნალო თვისებები, გამოიყენება მედიცინაში, ვეტერინარიაში. იგი

Page 52: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

52

გამოიყენება ყველა ტიპის ღარიბ ნიადაგზე, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის.

ორგანულ სასუქებს ამზადებენ ასევე ზღვის წყალმცენარეებისაგან. ისინი შეიცავენ ორგანულ ნივთიერებას, ასევე აზოტს, ფოსფორს, კალიუმს, სულფატებს, მაგნიუმს, სპილენძს).

მდინარის შლამი მთელ რიგ მდინარეებს დიდი რაოდენობით მოაქვთ. ისინი ორგანული დამინერალური ნივთიერებებს შეიცავენ. მდინარეთა შლამების შემადგენლობაში შედის აზოტი, ფოსფორი და კალიუმი.

მწვანე სასუქის ქვეშ იგულისხმება სასოფლო სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების მიზნით სპეციალურად დათესილი კულტურების მწვანე მასის ნიადგში ჩახვნას გულისხმობს, რასაც სიდერაცია ეწოდება, ხოლო ამ მიზნით დათესილ კულტურებს – სიდერატები. მწვანე სასუქად უმეტესად გამოიყენება პარკოსანი კულტურები. მწვანე სასუქი ეფექტურია არა მარტო გამოყენების წელს, არამედ 3-4 და 10 წლის მანძილზე. მწვანე სასუქი მრავალმრივ სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს ნიადაგის თვისებებზე.

7.3.4. ბაქტერიულ-ორგანული მინერალური სასუქი “ბომსი”.

„ბომსი“ ახალი სასუქია, რომელიც შემუშავებულია ქართველი მეცნიერების მიერ დარეგისტრირებულია საქართველოში გამოსაყენებლად. იგი იწარმოება მიკროორგანიზმების მიერ მურა ნახშირისა და ქვანახშირის (ტყიბულის) წარმოების ნარჩენების დამუშავებით. „ბომსი” შავი ფერის უსუნო ფხვიერი მასაა. არ შეიცავს მძიმე ლითონებს. მისი გამოყენება შეიძლება ყველა ტიპის ნიადაგზე, როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი კულტურებისთვის.

7.3.5. ბიოჰუმუსი (ვერმიკულტურა).

ერთერთი ეფექტური და აღიარებული მეთოდი (ვერმიკულტურა) წვიმისმიერი ჭიაყელების მიერ ნაკელის, ფოთლების, ფესვებისა და სხვა ორგანული ნარჩენების გადამუშავებაა, რის შედეგადაც მიიღება ბიოჰუმუსი.

ვერმიკულტურის მეთოდით შეიძლება გადამუშავდეს ქალაქის ნაგავი (ბასრი მინარევებისაგან გაწმენდის შემდეგ), მცენარეთა ფოთლები, სასაკლაოს და ქაღალდის წარმოების ნარჩენები, ბოსტნეული კულტურების გადამუშავების ნარჩენები. ბევრ ქვეყანაში ნაკელის და სხვა ორგანული ნარჩენების წვიმისმიერი ჭიებით გადამუშავება თვით ფერმერების მიერ ხდება, რაც ბევრად იაფი უჯდებათ მათ, ვიდრე მინერალური სასქების შეძენა და გამოყენება. ზოგიერთ ქვეყანაში (გერმანია, იტალია, კუბა, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეცია, პოლონეთი, უნგრეთი, იაპონია და ა.შ), ჭიაყელების სამრეწველო გამრავლება ხდება და მათ პირდაპირ ნიადაგში უშვებენ, სადაც ისინი შესანიშნავად ვითარდებიან და სწრაფად მრავლდებიან.

Page 53: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

53

თავი VIII. ალტერნატიული ენერგიების გამოყენება და კლიმატის ცვლილების შერბილება

ენერგეტიკული რესურსები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: განახლებადი (წყალი, მზე, ქარი) და არაგანახლებადი (ბუნებრივი წიაღისეული). გამოყენების მიხედვით არსებობს ე.წ. ტრადიციული (ჰიდრო, თბო და ატომური ენერგეტიკა) და არატრადიციული – ალტერნატიული ენერგეტიკა (ჰელიო – მზის, ეოლო – ქარის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების) ენერგეტიკა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში წყალს განახლებად რესურსად აღარ თვლიან.

8.1. არაგანახლებადი ენერგორესურსები და მათი გამოყენების შედეგად

წარმოშობილი პრობლემები

ენერგიის ტრადიციულ, არაგანახლებად წყაროებს წარმოადგენს ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ნავთობი და ბირთვული სათბობი. ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა, ენერგოდამზოგველი ღონისძიებების გატარება, ენერგეტიკული რესურსების მდგრადი გამოყენება და მომჭირნეობით ხარჯვა ენერგოუსაფრთხოებისა და გარემოს დაბინძურების შემცირების ერთერთი ძირითადი პირობაა.

ენერგოეფექტურობა გულისხმობს გარკვეული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ნაკლები რაოდენობის ენერგიის მოხმარებით არსებული საცხოვრებელი პირობების შენარჩუნებას.

ენერგოდაზოგვა ნიშნავს ნაკლები ენერგიის მოხმარებას, თუმცა შესაძლოა არსებული საცხოვრებელი პირობების გაუარესება.

არაგანახლებადი ენერგიის წყაროების (ნავთობი და სხვა წიაღისეული სათბობი) ინტენსიური გამოყენების შედეგად ატმოსფეროში გროვდება ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობა, რაც გლობალური დათბობის ძირითადი მიზეზია.

ნახშირორჟანგის კონცენტრაცია დედამიწის ატმოსფეროში მუდმივად იზრდება. ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მომატების შედეგად 2050 წლისთვის პლანეტის ტემპერატურა სავარაუდოდ 1–3,5 გრადუსით აიწევს. პროცესის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია ანთროპოგენული ფაქტორების (ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული ფაქტორები) მინიმუმამდე დაყვანა, ვინაიდან ეკოლოგების გათვლებით მოსალოდნელია სტიქიური კატაკლიზმები და კლიმატის გლობალური ცვლილებები.

მსოფლიო ენერგეტიკული საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით ენერგიის არატრადიციული წყაროებისა და ატომურიენერგეტიკის

Page 54: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

54

განვითარების მიუხედავად 2100 წლისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები პრაქტიკულად მთლიანად ამოიწურება.

საქართველომ 1994 წელს მოახდინა კლიმატის ცვლილებაზე გაეროს ხელშეკრულებების რატიფიცირება, 1996 წელს შექმნა კლიმატის დაცვის ეროვნული პროგრამა, 1999 წელს მიუერთდა კიოტოს პროტოკოლს. შესაბამისად, არსებობს ენერგოეფექტურობის, ენერგოდაზოგვისა და ალტერნატიული ენერგიების გამოყენების პირობები სუფთა განვითარების მექანიზმის ჩარჩოებში.

8.2. ალტერნატიული (განახლებადი) ენერგიები

განახლებადი ეწოდება ენერგიას, რომლის მიღებაც შესაძლებელია მუდმივგანახლებადი, ამოუწურავი წყაროებიდან, როგორიცაა მზე, ქარი, წყალი, ბიომასა და სხვა. ევროკავშირის გეგმა ითვალისწინებს, რომ 2020 წლისთვის ენერგიის 20%–ის მიღება მოხდეს განახლებადი ენერგორესურსებიდან. არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით სითბური ენერგიის ტრადიციული წყაროები დაექვემდებარებიან გარკვეულ შეზღუდვებს. გარემოს დაბინძურების შემცირების, ენერგომიწოდების უსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით ალტერნატიული წყაროების (განახლებადი ენერგიების) დანერგვა მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში თანდათანობით პოპულარული ხდება.

ალტერნატიული ენერგიების მიმართულებებია: ჰელიოენერგეტიკა, ქარის ენერგეტიკა, ბიოგაზის ენერგეტიკა, ალტერნატიული ჰიდროენერგეტიკა, გეოთერმული ენერგეტიკა, ადამიანის კუნთური ძალა, ჭექა–ქუხილის ენერგეტიკა, მართვადი თერმობირთვული სინთეზი, ენერგიის განაწილებითი წარმოება, წყალბადის ენერგეტიკა და კოსმოსური ენერგეტიკა.

განახლებად ენერგიაში ინვესტიციის ხარჯი მაღალია, თავად ენერგია კი უფასოა.

8.2.1. მზის ენერგია

მზის ენერგია არის მზის მიერ გამოსხივებული ენერგია, საიდანაც შეიძლება მივიღოთ თბური და ელექტროენერგიები.

დედამიწა მზისგან 150 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. მზე ათბობს ატმოსფეროს, ოკეანეს და ხმელეთს. ქმნის კლიმატს, იწვევს ქარს, ზრდის ცოცხალ ორგანიზმებს. მზე ყოველწლიურად აწვდის დედამიწას მთელი მსოფლიოს

Page 55: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

55

ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე შეუდარებლად მეტ ენერგიას.

მზის ინსოლაცია არის ზედაპირის 1 მ2 ფართობზე შთანთქმული მზის ენერგია. მზის ენერგიის მაჩვენებელი სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობისთვის სხვადასხვაა. მაქსიმალური ინსოლაცია, 25000კვტსთ/მ2 არის ეკვატორზე. ეკვატორიდან დაშორებით ეს მაჩვენებელი კლებულობს 400კვტსთ/მ2–დე.

მზის ენერგიის ეფექტურად გამოყენებისთვის საჭიროა წინასწარი შეფასებები და ანალიზი.

80–ზე მეტ ქვეყანაში უკვე მოქმედებს მზის ფოტოელექტროსადგურები. მათი ჯამური სიმძლავრე 22 გიგავატის ტოლია. მზის ენერგია შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაბალი ინსოლაციის პირობებშიც.

ელექტროენერგიისა და სხვა სახის საწვავის დაზოგვა შესაძლებელი ხდება ფოტოელექტრული ელემენტებისა დამზის წყალგამაცხელებლების, იგივე მზის კოლექტორების გამოიყენებით. ისინი მუშაობენ ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე და მზის ენერგიით ათბობენ წყალს.

მზის ენერგიის გამოყენების დადებითი მხარეები:

• მზე ენერგიის განახლებადი წყაროა; • მზის ენერგია საიმედო და ეკოლოგიურად სუფთაა და მისი სხვა ფორმის

ენერგიებად გარდაქმნისას გარემო არ ბინძურდება; • მზის პანელების დაყენების შემდეგ მიღებული ენერგია უფასოა; • ცხელწყალმომარაგებისათვის გამოყენებული ენერგორესურსების მზის ენერგიით

ჩანაცვლება შესაძლებელია.

მზის ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები:

• მზის პანელების მაღალი თვითღირებულება და ფასი; • ელექტროენერგიის მისაღებად დღის სინათლის არსებობის აუცილებლობა; • ამინდის გავლენა მზის ენერგიიდან სხვა ფორმის ენერგიის მისაღებად.

8.2.2. ქარის ენერგია

ქარის ელექტროსადგურები ელექტროენერგიას აწარმოებენ საკმაოდ ძლიერი ქარის დროს. ქარის ენერგიას წარმატებით იყენებენ გერმანიაში, დანიაში, ესპანეთსა და ამერიკაში.

ქარის ენერგიის გამოყენების დადებითი მხარეები:

Page 56: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

56

• არ მოქმედებს ატმოსფეროს თბურ ბალანსზე; • არ იყენებს ჟანგბადს და არ გამოყოფს ნახშირორჟანგს; • შესაძლებელია გარდაიქმნას სხვადასხვა სახის ენერგიად (თბურ, ელექტრო და

მექანიკურ ენერგიებად).

ქარის ენერგიის გამოყენების უარყოფითი მხარეები:

• ქარის ძრავის უარყოფითი მხარეა ინფრაბგერითი ხმაური, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე;

• ქარის დანადგარები ყარყოფითად მოქმედებს სატელევიზიო ქსელებზე.

ქარის ენერგოსადგურებისთვის საქართველოში ყველაზე შესაფერი ტერიტორიაა კავკასიის მაღალმთიანი ზონა, სამხრეთ საქართველოს ზეგანი ჯავახეთის რეგიონში და შავი ზღვისპირეთის სამხრეთი ნაწილი.

8.2.3. გეოთერმული წყლები

გეოთერმული წყლების გამოყენება გულისხმობს დედამიწიდან ამოფრქვეული ცხელი წყლის გამოყენებას. დანახარჯების ანაზღაურება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს წყლები ახლოსაა დედამიწის ქერქის ზედაპირთან. კამჩატკა, კურილიები, იაპონიის კუნძულები, ისლანდია, ახალი ზელანდია მდიდარია ცხელი წყლის გეიზერებით. საქართველო მდიდარია გეოთერმული წყლებით. მათი საერთო რეზერვი დღეში 160000 კუბურ მეტრს აღემატება და შეიცავს გახსნილი მარილების მინიმალურ რაოდენობას. მათი ტემპერატურა მერყეობს 30–110 გრადუსის ფარგლებში. გეოთერმული წყლები გამოიყენება სათევზე გუბურებისა და პირდაპირი გათბობისთვის, სამრეწველო აპლიკაციებისა და სათბურების გასათბობად და ხასიათდება დაბალი სკალირებით.

გეოთერმული წყლების უპირატესობებია: • მათი ამოუწურავი მარაგი. 10კმ. სიღრმეზე მათი რაოდენობა 3500–ჯერ აჭარბებს

ტრადიციული მინერალური საწვავების მარაგს; • ფართო გავრცელება. გეოთერმული წყლების ენერგიის გამოყენების უარყოფითი მხარეები: • გეოთერმული წყლები შეიცავს დიდი რაოდენობით მარილებს, ქიმიურ

შენაერთებს და სხვადასხვა ტოქსიკურ მეტალს. ეს კი გამორიცხავს მათ ჩაშვებას ბუნებრივ წყლის სისტემებში.

Page 57: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

57

8.2.4. ჰიდროენერგეტიკა

ჰიდროენერგეტიკა გულისხმობს ჰიდროელექტროსადგურებში წყლის ნაკადის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნას. არსებობს დიდი, მცირე და მიკროჰესები.

ჰიდროელექტროობა განახლებადი ენერგეტიკის სისტემების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფორმაა. თუმცა ზოგიერთი ქვეყნის კანონი არ აღიარებს დიდი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს, როგორც საიმედო ენერგორესურსს, ადამიანთა სამეურნეო საქმიანობაზე და გარემოზე მისი უარყოფითი ზეგავლენის გამო. აღნიშნული პრობლემა არ ეხება მცირე ჰიდროელექტროსადგურებს (ძირითადად ლაპარაკია 10მვტ სიმძლავრის მცირე სადგურებზე).

ჰიდროელექტროსადგურების დადებითი მხარეები:

• გამოიყენება განახლებადი ენერგია; • მიიღება იაფი ელექტროენერგია; • ატმოსფეროში არ გამოიფრქვევა მავნე ნივთიერებები; • სადგური გაშვების შემდეგ სწრაფად გადადის სამუშაო სიმძლავრეზე.

ჰიდროელექტროსადგურების უარყოფითი მხარეები:

• სასოფლო–სამეურნეო მიწების დატბორვა; • მთიან რეგიონებში მაღალი სეისმურობის გამო რისკების გაზრდა; • უნიკალური ეკოსისტემების რღვევა; • ტროფული ჯაჭვების შემცირება და შედეგად მდინარის დაბინძურება; • თევზების სახეობრივი და რაოდენობრივი შემცირება; • უხერხემლო ცხოველების ელიმინაცია; • გადამფრენი ფრინველების დასაბუდი ადგილების გაქრობა; • ნეგატიური მცენარეული სუქსესიების (ფიტომასის) წარმოქმნა; • ოკეანეებში ბიოგენური მასის ნაკადის შემცირება. • საზღვაო აკვატორიებში და მდინარეთა აუზებში მდინარეთა ნატანის შემცირება

და სანაპირო ზონების ლანდშაფტების გაუარესება.

ალტერნატიული ენერგიის ერთერთი მიმართულებაა მცირე და მიკროჰესების მშენებლობა. მათი უპირატესობებია: • მშენებლობისა და ექსპლოატაციის დროს ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნება; • წყლის ხარისხის შენარჩუნება; • ამინდისგან დამოუკიდებლობა; • მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გამომუშავება;

Page 58: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

58

• მსხვილი ჰიდროენერგეტიკისთვის დამახასიათებელი სხვა პრობლემების არ არსებობა.

ალტერნატიული ჰიდროენერგეტიკის მიმართულებებია აგრეთვე ჩანჩქერების, ზღვის მოქცევითი და ტალღების ელექტროსადგურები.

8.2.5. ბიოგაზის ენერგეტიკა

გაზს, რომელიც წარმოიქმნება ბიომასაში მეთანის დუღილის შედეგად, ბიოგაზი ეწოდება. ბიომასის ლპობა ხდება მეთანოგენების კლასის აქტერიების გავლენით. ბიოგაზს სხვანაირად ჭაობის გაზსაც უწოდებენ. მთელს მსოფლიოში უკვე გამოიყენება, ან ჯერ კიდევ მუშავდება ახალი ტექნოლოგიები ბიოგაზის მოსაპოვებლად. ბიოგაზის მიღება ეკონომიურად გამართლებულია, თუკი ნედლეულის მოწოდება მუდმივად ხდება. მაგ: მეცხოველეობის ფერმებში. ბიოგაზის ერთ-ერთი სახეობაა ლენდფილ-გაზი, რომელიც მიიღება მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე.

სარგებელი:

• განახლებადი ენერგიის წყაროების ადგილზევ ეგამოყენების შესაძლებლობა;

• მცენარეთა და მარცვლეული კულტურების ნარჩენების გამოყენება;

• უმაღლესი ენერგოეფექტურობა ნედლეულისათვის საჭირო ფართობის მიხედვით სხვა ბიოენერგომატარებლებთან (ბიოდიზელი, ბიოსინთეზური საწვავი) შედარებით;

• ნახშირორჟანგისემისიისნეიტრალურობა;

• დეცენტრალიზირებული გენერაცია, რის საფუძველზეც მცირდება მანძილი საბოლოო მომხმარებლებამდე;

• უწყვეტი მიწოდება ბაზისური დატვირთვისას და დამოუკიდებელობა ამინდისაგან;

• მაღალხარისხიანი სასუქის მიღება, რომელსაც მცენარეები უკეთესად ითვისებენ; არის ნაკლებადაგრესიული და უსუნო; არ ახასიათებს მეთანისა და სათბურის გაზების ემისია;

• ნედლეულია დენის, სითბოს და მეთანის (როგორც საწვავის) მისაღებად;

• დამატებითი შემოსავლის წყარო სასოფლო – სამეურნეო საქმიანობისათვის;

• უნარჩენო ტექნოლოგია;

ნაკლოვანებები:

• არასწორი მონტაჟის ან ექსპლოატაციის შედეგად ფეთქებადსაშიშია;

Page 59: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

59

• პროტეინებით ჭარბი ნედლეულის გამოყენებისას წარმოიქმნილი გოგირდწყალბადი მომწამლავია. მეთანი კი 25 – ჯერ მეტ სათბურის ეფექტს იწვევს ვიდრე ნახშირორჟანგი, ამიტომ მათი გაჟონვა დაუშვებელია;

• ზამთრის თვეებში ნარჩენების გატანა სასუქად არ ხდება, ამიტომ საჭიროებს დამატებით ფართს მათ დასასაწყობებლად;

• ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ანტიბიოტიკებით ნამკურნალები ცხოველების ნაკელი დიდი რაოდენობით არ მოხვდეს ფერმენტერში.

თავი IX. გარემოს დაცვის სამართლებრივი ასპექტები

9.1. ეროვნული კანონმდებლობა საზოგადოების მონაწილეობაზე გარემოზე ზემოქმედების ექსპერტიზასა და შეფასებაში

საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელთანაც შესაბამისობაში მოდის ყველა სხვა კანონი.

მთლიანად საქართველოს კანონმდებლობა კი შეესაბამება საერთაშორისო

სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო

შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ

მოქმედი სამართლით. სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიცოდეთ

ჩვენი უფლებები და თავისუფლებები.

კონსტიტუციის მიხედვით სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი და ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურული გარემოს.

ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად

სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და რაციონალურ

ბუნებათსარგებლობას.

ყოველ ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს შესახებ. კონსტიტუციიდან გამომდინარე, საქართველოში მოქმედებს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, რომელიც მოიცავს კანონებსა და კოდექსებს.

Page 60: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

60

9.1.1. ეკოლოგიური ექსპერტიზა

საქართველოს კანონი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით.

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობათა სრულ ნუსხას და საზოგადოების მონაწილეობის სამართლებრივ საფუძვლებს შემდეგ საკითხებში: საქმიანობების განსახორციელებლად გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა, ნებართვის გაცემისას ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მისი პირობები არის სანებართვო პირობები.

ეკოლოგიური ექსპერტიზა არის გარემოსდაცვითი ხასითის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სხვადსხვა სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისას ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას. ეკოლოგიური ექსპერტიზის მიზანია დაასაბუთოს ამა თუ იმ შემოთავაზებული პროექტისა და გადაწყვეტილების გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და წინასწარ

განსაზღვროს გარემოზე ზემოქმედების ყველა დადებითი და უარყოფითი შედეგი.

ნებისმიერ პროექტს, რომელიც ბუნებრივი გარემოს კომპონენტებთან არის შეხებაში, საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გასაცემადუნდა ჩაუტარდეს ეკოლოგიური ექსპერტიზა. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერიზა წინ უძღვის სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიღებას.

სამინისტრო, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ შესაბამის დოკუმენტაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რის საფუძველზედაც დგება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ნებართვა გაიცემა მხოლოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.

ეკოლოგიური ექსპრტიზის ჩატარებისას უნდა გათვალისწინებული იყოს პროექტის ზემოქმედება მთლიანდ ეკოსისტემაზე, ბუნების ბიოტური და აბიოტური კომპონენტების ჩათვლით და ადამიანის უფლებაზე ცხოვრობდეს მისი ჯანმრთელობისა და ცხოვრების პირობებისათვის ხელსაყრელ და უსაფრთხო გარემოში.

Page 61: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

61

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურა ეფუძნება კანონებს: “გარემოს დაცვის შესახებ”, “გარემოსდაცვითი ნებართვების შესახებ”, “სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ”, ასევე სხვა საკანონმდებლო

და კანონქვემდებარე აქტებს.

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება ხორციელდება ინვესტორის (“დამკვეთის”) მიერ საქმიანობაზე განაცხადის კანონმდებლობით დაგენილის წესის წარმოდგენის შემდეგ.

9.1.2. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა

გარემოზე ზემოქმედების შეფასება – გზშ არის პროცესი რომელიც წინასწარმეტყველებს შემოთავაზებული პროექტის გარემოზე ზემოქმედებას. გზშ პროცესის დროს ხდება პროექტის გარემოზე ზემოქმედებათა შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათი მხედველობაში მიღება გადაწყვეტილების მიღების დროს.

პროექტის ციკლისა. პროექტის ციკლი არის საფეხურების სერია, პროექტის დაწყებიდან როგორც იდეა, მის განხორციელებამდე. ყოველ საფეხურზე უნდა ჩატარდეს სპეციფიური პროცედურები და მომზადდეს დაკუმენტები სანამ პროექტი გადავა შემდეგ საფეხურზე. გზშ უნდა დაიწყოს პროექტის ციკლის მოსამზადებელ ფაზაზე. მთლიანობაში გზშ-ის პროცესი წრიულია.

გზშ ითვალისწინებს დაგეგმილ საქმიანობაზე დამასაბუთებელი დოკუმენტაციის შექმნას და აგრეთვე დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება.

გზშ ეტაპებია: სკრინინგი, სკოპინგი, შეფასება-გარემოსდაცვითი შესწავლა, ზემოქმედების შერბილება და მართვა, ანგარიშის მომზადება, ანგარიშის განხილვა, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა, გადაწყვეტილების მიღება და გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა და გადაწყვეტილების მიღების შემდგომი მონიტორინგი, კონტროლი და აუდიტი.

საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენამდე მოაწყოს მისი საჯარო განხილვა.

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის მიზნით და საჯარო განხილვის პროცესში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:

ა) გამოაქვეყნოს თავის მიერ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია როგორც ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში, ისე იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ პერიოდულ ბეჭდვით

Page 62: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

62

ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.

დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

• დაგეგმილი საქმიანობის მიზნებს, დასახელებასა და ადგილმდებარეობას; • მისამართს, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაგეგმილ

საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, გზშ-ის ანგარიშის) გაცნობა;

• საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებების წარდგენის ვადას; • გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის დროსა და ადგილს.

ბ) ბეჭდვით ორგანოში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოებში წარადგინოს გზშ-ის ანგარიშის როგორც დოკუმენტური, ისე ელექტრონული ვერსიები;

გ) მიიღოს და განიხილოს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან წერილობითი სახით წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები;

დ) მოაწყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა თავის მიერ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით;

ე) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე უზრუნველყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს, და სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა წერილობითი მიწვევა.

• გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე დასწრების უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

• გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა ეწყობა იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.

ვ) საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმება.

ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:

• განახორციელოს საქმიანობა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესაბამისად;

• შეასრულოს გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელი ის ღონისძიებები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევს ნებართვის გამცემი ორგანო.

Page 63: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

63

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის, მისი შედეგების გაფორმებისა და გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოებს წარუდგინოს განცხადება ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღებასთან დაკავშირებით.

9.2. ეკოლოგიური აუდიტის არსი

აუდიტი არის მონიტორინგის საფუძველზე პროექტის განხორციელების შეფასების პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის განმახორციელებლი ორგანიზაციის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესაბამისობას პროექტის წინასწარ დასახულ სამუშაოთა გეგმასთან. ამასთან ერთად მონიტორინგისა და აუდიტის შედეგად დგინდება განხორციელდა თუ არა შემარბილებელი ღონისძიებები და მიღებულია თუ არა სასურველი შედეგები.

აუდიტის განხორციელებას აწრმოებს თვით პროექტის განმახორციელებელი და ვალდებულებათა ამღები ორგანიზაცია, სახელმწიფო უწყებები, შესაბამისი პროფილის ექსპერტთა ჯგუფები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

აუდიტორი ახდენს მოპოვებული ინფორმაციის დოკუმენტირებას, რომელიც ეკოლოგიური მონიტორინგისა და აუდიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რადგანაც ამ შემთხვევაში ხდება ანალიზის შედეგების დაფიქსირება, ინფორმაციული სახის მიცემა და ამის საფუძველზე შეფასება და ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღება.

9.3. გარემოს დაცვის საერთაშორისო კონვენციები (მარპოლოს, ბუქარესტის, ტრანსსასაზაღვრო კონვენციები, ბიომრავალფეროვნების კონვენციები, კიოტოს ოქმი)

ნებისმიერ ქვეყანაში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დადგენილია ადამიანთა ქცევის წესები, რომელთა ერთობლიობასაც ეწოდება სამართალი. მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების მიერ მიღებულია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

თითოეული სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის, პოლიტიკის, სახელმწიფოებრივი მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციის მიზნით ქმნის სამართლის ეროვნულ სისტემას, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქცევის საყოველთაო ნორმების ერთობლიობაა. ეროვნული სამართალი აწესრიგებს ურთიერობებს ქვეყნის შიგნით და უნდა შეესაბამებოდეს სამართლის უფრო

Page 64: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

64

ფართო და ყოვლისმომცველი სისტემის ძირითად პრინციპებს, რასაც საერთაშორისო სამართალი ეწოდება.

საერთაშორისო სამართალი არის ნორმებისა და პრინციპების ერთობლიობა, რომლის თანახმად ხდება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განსაზღვრა. იგი მიიღება სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთშეთნხმებების საფუძველზე. ისევე როგორც ეროვნულ სამართალს, საერთაშორისო სამართალსაც ქცევის წესები, იგივე ნორმები ქმნიან. ნორმა ზოგადი სახელწოდებაა და მას შეიძლება უფრო კონკრეტული დასახელებაც ქონდეს, მათ შორის, ეროვნულ

სამართალში – კანონი, დადგენილება, ბრძანებულება, ბრძანება, ხოლო

საერთაშორისო სამართალში – საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც თავისთავად უფრო კონკრეტულ სახელწოდებებში ჰპოვებს გამოვლინებას, რასაც - კონვენცია, ოქმი, პაქტი და ა.შ. ეწოდება.

ეროვნულ სამართალში მოქმედი ნორმები შესასრულებლად სავალდებულოა ყველასათვის, მხოლოდ ქვეყნის საზღვრებისა და იურისდიქციის ფარგლებში, ხოლო საერთაშორისო ნორმები, იგივე ხელშეკრულებები, შესასრულებლად

სავალდებულოა გლობალური მასშტაბით ყველა იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც მას ოფიციალურად აღიარებენ. საქართველოს სამართლებრივი სისტემა, გარდა ეროვნული სამართლისა, მოიცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსაც, რომლებიც ქვეყნის სამართლის განუყოფელი ნაწილია და უფრო

მეტიც, სამართლებრივი იერარქიის გათვალისწინებით, უპირატესი ძალა ენიჭებათ ეროვნულ ნორმებთან შედარებით, გარდა კონსტიტუციისა.

სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, საკუთარი ინტერესებისა და საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, თვითონ ირჩევენ თუ რომელი საერთაშორისო ხელშეკრულება აღიარონ ოფიციალურად, რომლებიც თავისთავად

სხვადასხვა სფეროებს არეგულირებენ. საერთაშორისო ხელშეკრულებები არსებობს ყველა სფეროში - სოციალურ, სამედიცინო, ადამიანის უფლებათა, ეკონომიკურ, სამხედრო, გარემოს დაცვისა და ა.შ.

გარემოს დაცვის საერთაშორისო სამართლის სფეროში დადებულია ათასობით

ხელშეკრულება და საქართველოს ამათგან რამოდენიმე ათეული ოფიციალურად

აქვს აღიარებული. ამ ხელშეკრულებათა ერთი ნაწილი არეგულირებს ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის, ხოლო მეორე ნაწილი, შექმნილია ზოგიერთ სახელმწიფოთა (მათ შორის საქართველოს) ან ყველა სახელმწიფოთა ურთიერთობების მოსაწესრიგებლად გარემოს დაცვის სფეროში.

საქართველოს საერთაშორისო გარემოსდაცვით თანამშრომლობაში აქტიური მონაწილეობა მისი ახალი ეკოლოგიური პოლიტიკის ერთ-ერთ ელემენტს შეადგენს. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ოზონის შრის დაცვის, დიდ მანძილებზე ჰაერის

Page 65: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

65

ტრანსსასაზღვრო დაბინძურების, გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარი გარეული ფლორის და ფაუნის სახეობებით ვაჭრობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების განხორციელებაში და არის მათი წევრი სახელმწიფო. მათ შორის არის შემდეგი კონვნციები:

• ხომალდებიდან დაბინძურებისაგან ზღვის დაცვის საერთაშორისო კონვენცია (მარპოლოს კონვენცია) ითვალისწინებს კომპლექსურ ღონისძიებებს ზღვის ექსპლოატაციისა და ავარიების შედეგად ნავთობითა და სხვა ნივთიერებებითა და ნარჩენებით დაბინძურების წინააღმდეგ. აგრეთვე ხომალდებიდან საჰაერო სივრცის დაბინძურების წინააღმდეგ. კონვენცია შეიცავს დაზუსტებულ ვალდებულებებს სახელმწიფოების მიმართ, რომლების დროშის ქვეშაც ცურავენ გემები, და აგრეთვე რომლების წყლებშიც ხორციელდება ცურვა. კონვენციას თან ერთვის ოქმები. კონვენციის ხელმომწერი ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არღვევს მას, ექვემდებარება სანქციებს.

• შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენცია (1992 წლის 21 აპრილის ბუქარესტის კონვენცია ) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2009 წლის 24 სექტემბერს. ამ კონვენციის მიზანია შავი ზღვის ეკოსისტემის კარგ ეკოლოგიურ მდგომარეობაში შენარჩუნება, შავი ზღვის ბიოლოგიური და ლანდშაფტის მრავალფეროვნების სტაბილური დაცვადა ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა, სახეობების რეგულირება, იშვიათი სახეობების დაცვა, სახეობების, ლანდშაფტებისა და ჰაბიტატების აღრიცხვა, უცხო სახეობების შეტანის აკრძალვა და სხვა.

• გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია მიიღეს 1992 წელს რიო დე ჟანეიროში. კონვენციის მთავარი მიზანია ატმოსფეროში სითბური აირების კონცენტრაციის სტაბილიზაციის მიღწევა ისეთ დონეზე, რომელიც თავიდან აგვაცილებს საშიშ ანთროპოგენულ ზემოქმედებას კლიმატურ სისტემაზე.

კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია, ანუ რიოს კონვენცია, რომელსაც ამჟამად უკვე 192 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც არის მიერთებული, აყალიბებს საერთაშორისო ქმედებების მთავარ პრინციპებს, რომ ქვეყნები წინ უნდა აღუდგნენ კლიმატის ცვლილების პრობლემას მათი ვალდებულებების და შესაძლებლობების შესაბამისად. სათბურის გაზების შემცირების უზრუნველსაყოფად კლიმატის ცვლილებების კონვენციას შექმნილი აქვს განსაკუთრებული მექანიზმები, რომლებიც ასახულია ე.წ. კიოტოს პროტოკოლში და არეგულირებენ სათბურის გაზების ემისიის შემცირებასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ ასპექტებს. კიოტოს მოქნილი მექანიზმებიდან საქართველოში დაშვებულია სუფთა განვითარების მექანიზმი (სგმ), რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა სათბურის გაზების ემისიის შემცირების შესაძლო სფეროების გამოვლენის, პროექტების მომზადების და გაშვების თვალსაზრისით. კიოტოს ოქმი ანუ კიოტოს პროტოკოლი — გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში დადებული დამატებით საერთაშორისო

Page 66: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

66

შეთანხმებაა. კონვენციისგან განსხვავებით კიოტოს ოქმი ქვეყნებისთვის სათბურის აირების ატმოსფეროში გაფრქვევის კონკრეტულ (თითოეული ქვეყნისთვის განსხვავებულ) ზღვრებს (ლიმიტებს, ქვოტებს) ადგენს. ქვეყნებს ეძლევათ უფლება გაფრქვევათა შემცირების ნაწილი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეასრულონ, ანუ, ფაქტობრივად ქვოტებით ივაჭრონ.

• კონვენცია შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ

საქართველოში ძალაშია 1999 წლის 13 ნოემბრიდან. ხელშეკრულების მხარეებს, შესაბამისი ფაქტებისა და პრობლემების სათანადოდ მხედველობაში მიღებით, გადაწყვეტილი აქვთ დაიცვან ადამიანი და მისი გარემო ჰაერის დაბინძურებისაგან, აგრეთვე, რამდენადაც შესაძლებელია შეზღუდონ, თანდათანობით შეამცირონ და თავიდან აიცილონ ჰაერის დაბინძურება, შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ჩათვლით.

• კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის შესახებ (მიღებულ და

ხელმოწერილ იქნა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რიო-დე-ჟანეიროში 1992 წლის 5 ივნისს)და ამ კონვენციის კარტახენას ოქმიბიოუსაფრთხოების შესახებ, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ნებისმიერი გენური ინჟინერიის საშუალებით მიღებული იმ ორგანიზმის საერთაშორისო ვაჭრობა, მართვა და გამოყენება, რომელმაც ,,შესაძლოა არახელსაყრელი ზეგავლენა მოახდინოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და თანაზომიერ გამოყენებაზე, აგრეთვე საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას“.

• რამსარის კონვენცია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ (1971)

უზრუნველყოფს ჭარბტენიანი ტერიტორიების კონსერვაციასა და მდგრად

გამოყენებას;

• კონვენცია გადაშენების პირას მყოფი იშვიათი სახეობებით საერთაშორისო

ვაჭრობის შესახებ (CITES – მიღებული იქნა ვაშინგტონში, 1973 წელს) არეგულირებს ფაუნის 76 და ფლორის 63 სახეობის ექსპორტს, იმპორტსა და რე-ექსპორტს;

• კონვენცია გარეულ ცხოველთა მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ, რომელიც ხელმოწერილი იქნა ქ. ბონში 1979 წელს და ძალაში შევიდა 1983 წელს. კონვენცია განსაზღვრავს იმ სახეობებისა და Mმათი საბინადრო

ტერიტორიების სრული დაცვის აუცილებლობას, რომლებსაც გადაშენება ემუქრებათ.

• გაეროს კონვენცია მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ

(სტოკჰოლმის კონვენცია) მიზნად ისახავს მდგრადი ორგანული

Page 67: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

67

დამაბინძურებლების (სამრეწველო ქიმიური ნივთიერებები და პესტიციდები) არამიზნობრივი გაფრქვევის მინიმუმამდე დაყვანას.

• კონვენცია სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისა და

განთავსების შესახებ (ბაზელის კონვენცია) გულისხმობს სახიფათო ნარჩენების მართვისა და საბოლოო განთავსებისთვის საჭირო სიმძლავრეების შექმნას: სახიფათო ნარჩენების შემცირებას მინიმუმამდე და მათ განთავსებას წარმოშობის წყაროსთან ახლოს.

• ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენცია მიღებულ იქნა 1985 წელს. მისი

მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ოზონის შრის დაშლით გამოწვეული შედეგებისგან ოზონის დამშლელი ნივთიერებების წარმოების კონტროლის და მათი ხმარებიდან თანდათან ამოღების გზით.

ატმოსფერული ჰაერის დაცვას არეგულირებს რამოდენიმე საერთაშორისო

კონვენცია: • გაეროს “კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია” http://www.unfccc.int,

რომელიც არეგულირებს სითბურ აირთა მიერ ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანებისაგან დაცვას;

• “ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენცია” http://www.unep.org/ozone, რომელიც სასიცოცხლო პროცესებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ულტრაიისფერი რადიაციის მარეგულირებელია;

• სახიფათო ნარჩენების ტრანსასაზღვრო გადაზიდვის კონტროლისა და მათი განადგურების შესახებ ბაზელის კონვენცია http://www.basel.int, რომელიც ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისას მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას ზღუდავს და სხვა.

9.4. ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა. ორჰუსის კონვენცია

გარდა იმ გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა, რომლებიც ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებისა და გონივრული გამოყენებისაკენ არის მიმართული, არსებობს საერთაშორისო ნორმები, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს გარემოს დაცვის სფეროში. მათ შორის, საკვანძო და ყველაზე მნიშვნელოვანია 1999 წლის გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ ქ. ორჰუსში (დანია) მიღებული კონვენცია (ორჰუსის კონვენცია), რომელიც ძალაში 2001 წელს შევიდა.

Page 68: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

68

მხარეებმა ამ კონვენციის მიღებისას გააცნობიერეს, რომ გარემოს ადექვატური დაცვა უმნიშვნელოვანესია ადამიანის კეთილდღეობისთვის და მისი უფლებების, მათ შორის სიცოცხლის უფლების დაცვისთვის.

ყოველ ადამიანს აქვს მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესაბამის გარემოში სიცოცხლის უფლება. აგრეთვე ყოველ მოქალაქეს გააჩნია მოვალეობა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვებთან ერთად დაიცვას და გააუმჯობესოს გარემო ახლანდელი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.

ამ უფლება-მოვალეობების დასაცავად და შესასრულებლად მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ინფორმაცია გარემოს შესახებ. მათ უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება.

ორჰუსის კონვენცია განიხილება როგორც გარემოს დაცვის, ისე დემოკრატიის ერთ-ერთ მნიშველოვან ბერკეტად. კონვენციას გლობალური მნიშვნელობა აქვს და უზრუნველყოფს გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოების გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას და ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას. კონვენციის შემუშავება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ კაცობრიობის ეკონომიკურმა განვითარებამ, თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფმა ზრდამ გააძლიერა ანთროპოგენული ზემოქმედება გარემოზე, რომლის განუყოფელი ნაწილი ადამიანია. ამდენად, ის სამი პრინციპი, რასაც ორჰუსის კონვენცია ეყრდნობა არის საფუძველი იმისა, რომ მოხდეს ადამიანის ე.წ. ეკოლოგიური უფლებების სრულფასოვანი დაცვა, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე.

როგორც აღინიშნა, კონვენციის თანახმად, მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გარემოსდაცვითი ინფორმაცია (პირველი პრინციპი) და სახელმწიფო

ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების დაცვა, მოთხოვნილ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე პასუხი სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გაცემულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 10 დღისა (ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით). საზოგადოებამ ინფორმაციის გაცემაზე შეიძლება მიიღოს უარი იმ შემთხვევებში, თუკი საჯარო დაწესებულება არ ფლობს მოთხოვნილ ინფორმაციას, თუ განაცხადი აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნებს, ან ძალზედ ზოგადად არის ჩამოყალიბებული, ან თუ ხდება ისეთი ინფორმაციის მოთხოვნა, რომლიც ჯერ კიდევ გადამუშავებაშია საჯარო

ორგანზიაციის მიერ. ასევე, ინფორმაციის გაცემაზე შეიძლება საზოგადოებამ მიიღოს უარი, თუკი ეს ინფორმაცია ეხება კონფიდენციალურ საკითხებს, ეროვნულ უსაფრთხოებას დასაზოგადოების უსაფრთხოებას, ინტელექტუალურ

საკუთრებას ან პირადი მონაცემების კონფიდენციალურობას, ასევე იმ მესამე

Page 69: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

69

მხარის ინტერესებს რომელმაც ნებაყოფლობით გასცა ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს არა მარტო უარის მიზეზი, არამედ გასაჩივრების ის ფორმები, რომლებიც ინფორმაციის მომთხოვნმა მხარემ შეიძლება გამოიყენოს ინფორმაციის მიუღებლობით უკმაყოფილების შემთხვევაში.

ორჰუსის კონვენცია სამოქალაქო საზოგადოებას აძლევს ხმის უფლებას ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედებაიქონიოს გარემოზე (მეორე პრინციპი). სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამოხატოს თავისი მოსაზრება და შეშფოთება გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და დარწმუნდეს, რომ ისინი გადაწყვეტილებებში სათანადოდაა გათვალისწინებული. მაგალითად, დაინტერესებული საზოგადოების წევრებს უფლება აქვთ

მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვის პროცესში. გადაწყვეტილებაზე ისინი გავლენას მოახდენენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაეცნობიან განსახილველად გახსნილ

დოკუმენტებს, წარადგენენ მათ შენიშვნებს, დაესწრებიან გამოცხადებულ საჯარო

განხილვებს, სადაც მოითხოვენ სიტყვას და ხმამაღლა განაცხადებენ თავიანთ

მოსაზრებასა თუ შეშფოთებას, დაუკავშირდებიან სხვა დაინტერესებულ პირებს, ერთობლივად იმოქმედებენ და ა.შ. ამ მხრივ, საზოგადოებასაც ეკისრება ვალდებულება _ იყოს აქტიური და რეაგირებდეს მოვლენებზე.

კონვენცია უფლებას ანიჭებს ნებისმიერ ადამიანს, რომლიც თვლის, რომ მას ინფორმაციის მიღებაზე უარი ეთქვა, მისი განაცხადი იქნა იგნორირებული, ან არ მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მიმართოს მართლმსაჯულებას და მართლმსაჯულების საშუალებით

აღიდგინოს საკუთარი უფლებები (მესამე პრინციპი).

Page 70: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

70

გამოყენებული ლიტერატურა:

• Шнитников А. В. Внутривековая изменчивость компонентов общей увлажненности. — Л. Наука, 1969. — 244 с;

• ი. ელიავა, გ. ნახუცრიშვილი, გ, ქაჯაია. Eეკოლოგიის საფუძვლები, 1992; • КРИВЕНКО В. Г. КОНЦЕПЦИЯ ВНУТРИВЕКОВОЙ МНОГОВЕКОВОЙ ИЗМЕНЧИВОСТИ КЛИМАТА КАК

ПРЕДПОСЫЛКА ПРОГНОЗА // КЛИМАТЫ ПРОШЛОГО И КЛИМАТИЧЕСКИЙ ПРОГНОЗ. М., 1992. С. 39-40;

• მ. დევიძე. წყლის “ყვავილობის” მოვლენის შეფასება, როგორც მგრძნობიარე ინდიკატორის ანტროპოგენული ზემოქმედების მიმართ. საერთ. სამეცნ. კონფ.

ბიოლოგიაში, მიძღვნილი ივ. ჯავახიშვილის დაბადების 120 წლისადმი, თსუ,

თბილისი 1996;

• ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსების მართვა. თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 1998;

• მ. ჟორდანია. სამეგრელოს რელიქტური და ენდემური მცენარეები, 1998;

• მ. დევიძე, ქ.ოდიკაძე. Gგარემოს ზოგიერთი დამაბინძურებლის ბიოტესტირება აკვარიუმის თევზების ლაბორატორიული პოპულაციის მოდელზე. თსუ შრომები, ბიოლოგია, თბილისი 1999;

• მ. დევიძე. Bბიოინდიკაციის გენეტიკური მეთოდები ეკოლოგიურ მონიტორინგში.

გენეტიკის აქტუალური საკითხები. Kკონფერენციის მასალები, თსუ

გენეტიკისკათედრა, თბილისი 1999;

• მ. დევიძე. წყლის რესურსები, გამოყენება, მართვა. http://cauenv.cenn.org/st1_eng.html; • მ.დევიძე. გარემოს ეკოლოგია, მონიტორინგი და ექსპერტიზა. 2006

• ევროკავშირი. წყლის ჩარჩო დირექტივა (2000/60/EC), 2009; • საქართველოს ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება. WWF, თბილისი

2000;

• საქართველოს გარემოსდაცვის კანონმდებლობა. საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები გარემოს დაცვის სფეროში, 2000;

• ტ. ჩერქეზიშვილი. ტყე და ადამიანი. WWF, თბილისი 2000;

• М. Девидзе. Упращённые методы биоиндикации для проведения общественного экологического мониторинга водной среды. Фонд «Экология Кавказа», Тбилиси 2002;

Page 71: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

71

• M. Девидзе. Экологический Мониторинг р. Куры, http://cauenv.cenn.org/River/htm , 2002;

• M. Devidze. Legal Aspects of Water Sanitation in Tscalka District. http://cauenv.cenn.org/st1_eng.html A Strategy for Biodiversity Conservation and Sustainable Use. The Pan-European Ecological Network. Council of Europe, 2002;

• Focus on Environment. Technology Research Communication, DBU, www.dbu.de 2002; • Environment and Water Resources Management, the Norwegian Way. Norwegian Monistry of the

Environment, http://www.water-norway.org , 2002; • Harmful Algal Bloom. UNESCO Publishing, 2003;

• ზ. კერესელიძე. ზღვებისა და მტკნარი წყლების ბიოლოგია. თბილისის სახ.

უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2003;

• Environmental Health Indicators for Europe. A polot Indicator-Based Report, WHO, June 2004; • ი. მაჭუტაძე. კოლხეთის ტორფიანები. ველური ბუნების დაცვის საზოგადოება

“ჭაობი”, IUCN 2004;

• გლობალური გარემოს დაცვა. Uსაქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, თბილისი 2005;

• აღდგენითი პროცესის მართვის აუდიტი. “მილსადენის მონიტორინგისა და

დიალოგის ინიციატივა” (PMDI), პროგრამის ნაწილი, 2005. http://www.eurasia.org.ge/pr_pdf/Reinstatement%20Report%20and%20BTC%20Responses_Georgian.pdf 2005;

• სახიფათო და მუნიციპალური ნარჩენების მართვის აუდიტი. “მილსადენის

მონიტორინგისა და დიალოგის ინიციატივა” (PMDI), პროგრამის ნაწილი, 2005. http://www.eurasia.org.ge/pr_pdf/Waste%20Management%20Report%20&%20BTC%20Responses_Georgian.pdf; 2005;

• ბიოინტენსიური მეურნეობა - ზურა კარბელაშვილი, შოთა მანჯავიძე; „ელკანა“. 2008;

• „მზის ენერგიის გამოყენების პოტენციალი საქართველოს მოსახლეობის ცხელწყალმომარაგებისთვის. თანამედროვე ჰელიოსისტემების სქემები და კლასიფიკაცია“ - საქართველოს ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაცია თ. მიქიაშვილი, თ. ჯიშკარიანი, გ. არაბიძე, ო. კიღურაძე, ბ. ჩხაიძე, რ. კანდელაკი; 2009 წელი;

• ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროები. ორჰუსის ცენტრი; 2010 წელი;

• სამოქალაქო მონიტორინგი მოქალაქეთა მონაწილეობით. გზამკვლევი არასამთავრობო

ორგანიზაციისთვის.ს Eurasia Partnership foundation; 2011 წელი;

Page 72: შინაარსი - bs-hotspots-project.eu for Public... · თავი iv. ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანება და

72

• პესტიციდების ტოქსიკურობა და უსაფრთხო გამოყენების პრინციპები. ინგა ღვინერია,

ვალერიან სააკაძე, მანანა ჟურული, რუსუდან ჯავახაძე, მზია წერეთელი, გივი კაციტაძე, თამარ ონიანი; გამომცემლობა „დანი“. 2012 წელი;

• საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ანგარიში 2013-2014, http://moe.gov.ge/files/PDF%20%20qartuli/Angarishi/angarishi_saboloo.pdf

• კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის შეფასება, საქრთველოს ანგარიში.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, კლიმატური ფორუმი აღმოსავლეთში და საქართველოს ქსელი, Austrian Development Agency, Austrian Red Cross, WWF, 2014 .