ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების...

63
ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში 2017 ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევა თბილისი

Upload: others

Post on 08-Jul-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში

2017

ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევა

თბილისი

Page 2: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში

ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევა

2017

მერაბ კაკულია, ნოდარ კაპანაძე, ლალი ქურხული

Page 3: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

კვლევა განახორციელა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

კვლევის ხელმძღვანელი: პროფესორი მერაბ კაკულიაწამყვანი მკვლევარი: ნოდარ კაპანაძემკვლევარი: ლალი ქურხული

პუბლიკაციაში წარმოდგენილია ავტორთა პირადი მოსაზრებები.დაუშვებელია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ გამოცემული მასალების კომერციული მიზნით გამოყენება ფონდის თანხმობის გარეშე.

© ფრიდრიხ ებერტის ფონდი, 2017

ISBN 978-9941-27-558-6

Page 4: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

ñàðùäåèñàðùäåè

1. øäñàåàêè1. øäñàåàêè .............................................................................................................................. .............................................................................................................................. 5

2. çäíðèóêè ãà ëäçíãíêíâèóðè üàìàëûöåðäáè2. çäíðèóêè ãà ëäçíãíêíâèóðè üàìàëûöåðäáè ................................................................ ................................................................ 82.1. სიღარიბის ევოლუცია .........................................................................................................................82.2. როგორ გავზომოთ სიღარიბე? ...........................................................................................................92.3. ინფორმაციის წყარო ..........................................................................................................................122.4. სიღარიბის ზღვარი ............................................................................................................................152.5. ქრონიკული და წარმავალი სიღარიბე ...........................................................................................172.6. შემოსავლების უთანაბრობის მაჩვენებლები ................................................................................18

3. ñèöàðèáä ñàõàðçåäêíøè3. ñèöàðèáä ñàõàðçåäêíøè .................................................................................................. .................................................................................................. 203.1. დროითი მწკრივები...........................................................................................................................203.2. პანელური შეფასებები ......................................................................................................................233.3. ქრონიკული სიღარიბე ......................................................................................................................25

4. øäëíñàåêäáè ñàõàðçåäêíøè4. øäëíñàåêäáè ñàõàðçåäêíøè ............................................................................................ ............................................................................................ 294.1. დროითი მწკრივები...........................................................................................................................294.2. პანელური შეფასებები ......................................................................................................................334.3. შემოსავლების უთანაბრობა ............................................................................................................35

5. ñèöàðèáä ãà øäëíñàåêäáèñ óçàìàáðíáà5. ñèöàðèáä ãà øäëíñàåêäáèñ óçàìàáðíáà ......................................................................... ......................................................................... 435.1. დროითი მწკრივები...........................................................................................................................435.2. პანელური შეფასებები ......................................................................................................................46

6. õðíìèéóêè ñèöàðèáä ãà øäëíñàåêäáèñ óçàìàáðíáà.6. õðíìèéóêè ñèöàðèáä ãà øäëíñàåêäáèñ óçàìàáðíáà. .................................................... .................................................... 49

7. ôàõòíðäáè7. ôàõòíðäáè ......................................................................................................................... ......................................................................................................................... 51

8. ãàñéåìäáè8. ãàñéåìäáè ........................................................................................................................... ........................................................................................................................... 58

9. ðäéíëäìãàúèäáè9. ðäéíëäìãàúèäáè ................................................................................................................ ................................................................................................................ 60

10. ü÷àðíäáè10. ü÷àðíäáè .......................................................................................................................... .......................................................................................................................... 61

Page 5: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

4

Page 6: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

5

1. შესავალი1. შესავალისიღარიბის დაძლევა კვლავაც რჩება საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ერთ-

ერთ მთავარ გამოწვევად. 2016 წელს, ჩვენი გამოთვლებით, ყოველი მეშვიდე ოჯახი ქვეყანაში საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარდა. ამასთან, 2012-2014 წლებში მნიშვნელოვანი კლების შემდეგ, 2015-2016 წლებში სიღარიბის დონე არსებითად არ შეცვლილა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული კლება შეიძლება ეპიზოდურ ხასიათს ატარებდეს და სინამდვილეში არსებობს სიღარიბის მასშტაბის ზრდის სერიოზული რისკი. ვითარებას ართულებს ისიც, რომ 2014-2016 წლებში შეჩერდა ყველაზე მდიდარი და ღარიბი შინამეურნეობების შემოსავლების დონეებს შორის განსხვავების შემცირების ტენდენცია, რომელიც წინა წლებში შეინიშნებოდა. ყოველივე ეს სიღარიბის და უთანაბრობის პრობლემების შემდგომი ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევისა და სიღარიბის შემსუბუქების უფრო ქმედითი პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მეტყველებს.

წინამდებარე ნაშრომს არც აქვს და ვერც ექნება ამ მრავალგანზომილებიანი პრობლემის სრულყოფილად განხილვის პრეტენზია. ჩვენი კვლევის ძირითადი მიზნებია:

1. ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბის დონის წლიური და კვარტალური დროითი მწკრივების ანალიზი;

2. ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბის დონის პანელურ მონაცემთა დინამიკის შესწავლა;

3. ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ ქრონიკული სიღარიბის დონის დინამიკის ანალიზი;

4. სიღარიბის ინდექსის გაანგარიშება და მისი ცვლილების შესწავლა;5. შინამეურნეობების შემოსავლების, კერძოდ, ნომინალური მთლიანი სახსრების, მთლიანი

შემოსავლებისა და ფულადი შემოსავლების წლიური და კვარტალური მწკრივების ანალიზი სახელმწიფო სოციალური გასაცემლების და პენსიის ჩათვლით და მათ გარეშე;

6. შინამეურნეობების შემოსავლების პანელურ მონაცემთა დინამიკის შესწავლა სახელმწიფო სოციალური გასაცემლების და პენსიის ჩათვლით და მათ გარეშე;

7. შინამეურნეობების შემოსავლების უთანაბრობის ანალიზი დეცილური კოეფიციენტების გამოყენებით;

8. ჯინის ინდექსის წლიური და პანელური დინამიკის შესწავლა სახელმწიფო სოციალური გასაცემლების და პენსიის ჩათვლით და მათ გარეშე;

9. სიღარიბის დონისა და შემოსავლების უთანაბრობის ურთიერთკავშირის ტენდენციების გამოვლენა წლიური და კვარტალური მწკრივებისა და პანელურ შეფასებათა ანალიზის საშუალებით;

10. საკუთრივ ქრონიკული სიღარიბისა და შემოსავლების უთანაბრობის ურთიერთკავშირის ტენდენციების გამოვლენა;

11. სიღარიბის, მათ შორის, ქრონიკული სიღარიბის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის ანალიზი;

12. რეკომენდაციების შემუშავება.სანამ სიღარიბისა და უთანაბრობის ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტების ანალიზზე გადავალთ,

თვით სიღარიბის არსში უნდა გავერკვეთ, ანუ შევეცადოთ პასუხი გავცეთ კითხვას - თუ რა არის სიღარიბე?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თითქოს ერთი წინადადებითაც შეიძლება - სიღარიბე არის კეთილდღეობის ნაკლებობა. ერთი შეხედვით, უმარტივესი დეფინიციაა, მაგრამ ძალიან რთულია იმის განმარტება, თუ რა არის კეთილდღეობა და რას ნიშნავს კეთილდღეობის „ნაკლებობა“. როდესაც ინდივიდის კეთილდღეობას განვიხილავთ, ცხადია, რომ იგი კონკრეტული ადამიანის მოთხოვნილებებს და ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებს ასახავს. გაცილებით რთულადაა საქმე, როდესაც ცნება „კეთილდღეობას“ საზოგადოების მასშტაბით განვიხილავთ. ამ დროს საჭიროა პასუხი გავცეთ კითხვების მთელ რიგს:

რა დონეებზე შეიძლება კეთილდღეობის გაანალიზება? რა არის კეთილდღეობის შემადგენელი ელემენტები? შეიძლება თუ არა ამ ელემენტების გაზომვა? რა ერთეულებში უნდა გაიზომოს ისინი? რა არის კეთილდღეობის მინიმალური სტანდარტი?

Page 7: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

6

კეთილდღეობის სტრუქტურიზება შესაძლებელია გეოგრაფიული, დემოგრაფიული, ეთნიკური და სხვა ნიშნებით. შეიძლება გამოვყოთ კეთილდღეობის ხუთი სხვადასხვა დონე:

ელემენტარული დონე - ინდივიდუალური კეთილდღეობა; მიკრო დონე - ოჯახური კეთილდღეობა; მეზო დონე - სამეზობლოს (დასახლების დონეზე) კეთილდღეობა; მაკრო დონე - ქვეყნის დონეზე კეთილდღეობა; მეგა დონე - კეთილდღეობა საერთაშორისო მასშტაბით.

მასშტაბების ზრდასთან ერთად იზრდება კეთილდღეობის შეფასების სირთულე და შემადგენელი ელემენტების მრავალფეროვნება. შედარებისთვის მეტ-ნაკლებად ჰომოგენურია მაკრო დონე, თუმცა შეიძლება ისიც არაერთგვაროვანი იყოს ქვეყნების სიდიდიდან გამომდინარე. მაგალითად, ერთნაირად ჰომოგენურ ქვეყნებად ვერ ჩაითვლება სომხეთი - მონოეთნიკური ქვეყანა, უპირატესად მსგავსი ტრადიციების მქონე მოსახლეობით და მცირე ტერიტორიით და რუსეთის ფედერაცია - დაახლოებით 200-მდე სხვადსხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობით, 17.5 მილიონი კვადრატული კილომეტრი ტერიტორიით და ყველა კლიმატური სარტყელით - არქტიკულიდან სუბტროპიკულამდე. მიუხედავად ამისა, მაკრო დონე ყველაზე მეტად ჰომოგენურადაა მიჩნეული, რაც ორი ურთიერთშემავსებელი შემადგენელით არის განპირობებული: პირველია ეთნოფსიქოლოგიური შემადგენელი - ნებისმიერ ქვეყანაში, როგორი მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს იგი, არის ერთი დომინანტური ჯგუფი, რომელიც აყალიბებს ცხოვრების სტანდარტს ამ ქვეყანაში; მეორეა პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც განპირობებულია ქვეყნის ერთიანობის სურვილით და, შესაბამისად, კეთილდღეობის შეფასების ერთიანი სტანდარტებიც ამას ემსახურება.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ კეთილდღეობა არის ქვეყნის მასშტაბის მოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემადგენელი ელემენტები განსხვავებულია ინდივიდუალურ, საოჯახო და დასახლების დონეზე, თუმცა ამ განსხვავებების სტანდარტიზება შესაძლებელია ქვეყნის შიგნით და ისინი მეტ-ნაკლებად ერთ ვექტორზეა განლაგებული.

კეთილდღეობა შეიძლება იყოს: მატერიალური - საყოფაცხოვრებო პირობები, კვება, სხვადასხვა ტიპის უძრავ-მოძრავ ქონება და ა. შ. ინტელექტუალური - ცოდნა, განათლება, ჯანმრთელობა, უნარ-ჩვევები, კავშირები და ა. შ., ანუ ადამიანური კაპიტალი; მორალური - მორალთან, ზნეობასთან და სამართალთან დაკავშირებული გარემოებები, განწყობები და გარემო.

ამ ჯგუფებში შემავალი კომპონენტები ცვალებადია ქვეყნების, რეგიონების და ინდივიდების მიხედვით და ამდენად საერთო კეთილდღეობის დახასიათება საკმაოდ რთულია, თუმცა - არა შეუძლებელი. გარდა ამისა, ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია - სამართალი თუ ტანსაცმელი, ავტომანქანა თუ საინჟინრო განათლება, საკვები თუ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა.

მართალი იქნება, თუ ვიტყვით, რომ განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის აღნიშნული მაჩვენებლების პრიორიტეტულობა განსხვავებულია. მართალია, ზემოთ ითქვა, რომ ჰომოგენური გარემოს ყველაზე მაღალი დონე ქვეყნის მასშტაბია, მაგრამ ქვეყნის შიგნით საზოგადოება არასდროს არის ერთგვაროვანი სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსით, გნებავთ - ინტელექტუალური შესაძლებლობებით. ამდენად, როდესაც კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ინტერესთა მსხვილი ჯგუფების გამოყოფა, რომლებიც კეთილდღეობის აღქმის თვალსაზრისით უფრო მეტად ჰომოგენურია, ვიდრე მთლიანად საზოგადოება.

ზემოთქმულიდან საკმაოდ კარგად ჩანს, რომ სიღარიბე უაღრესად ფარდობითი ცნებაა და ზომვადი და არაზომვადი ფაქტორების მთელ რიგს შეიცავს. ამასთან, იგი სრულიად კონკრეტულ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხეებს შეიცავს:

1. სიღარიბე და უთანაბრობა არსებითად აფერხებს სოციალურ განვითარებას - საზოგადოების ნაწილი ვერ მონაწილეობს სოციალურ ცხოვრებაში, ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, ვერ ახერხებს ინვესტიციას ადამიანურ კაპიტალში, რაც არსებითად აფერხებს სოციუმის ჰარმონიულ განვითარებას. განსაკუთრებით ნეგატიურია ქრონიკული სიღარიბის ზეგავლენა, ვინაიდან სოციალური რეგრესი სიღარიბეში ხანგრძლივი ცხოვრების გარდაუვალი შედეგია;

2. სიღარიბე და უთანაბრობა არსებითად აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას - მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა სიღარიბის დონის უკუპროპორციულია და რაც უფრო მაღალია

Page 8: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

7

სიღარიბე და უთანაბრობა, მით უფრო დაბალია მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, რაც ავტომატურად ნიშნავს მოთხოვნის დაბალ დონეს და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია;

3. სიღარიბე და უთანაბრობა არსებითად აფერხებს პოლიტიკურ განვითარებას - რაც უფრო მაღალია სიღარიბე და უთანაბრობა, მით უფრო დაქსაქსული, პოლარიზებული და გაუცხოებულია საზოგადოება. მით უფრო ქაოსური და ურთიერთსაპირისპიროა ინტერესთა ჯგუფები, რაც არსებითად ართულებს პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას;

4. სიღარიბე და უთანაბრობა ზრდის საზოგადოების შიგნით დაპირისპირების მუხტს და აქედან გამომდინარე, სოციალური აფეთქების რისკს შეიცავს - რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიღარიბის რაღაც მაჩვენებლის პირობებში აუცილებლად მოხდება სოციალური აფეთქება, მაგრამ ის ქმნის საზოგადოების შიდა დაპირისპირებისათვის ერთობ ნაყოფიერ ნიადაგს, რაც არსებითად უიოლებს საქმეს შიდა საზოგადოებრივი დაპირისპირების მოსურნე ინტერესთა ჯგუფებს.

ამ არასრული ჩამონათვალიდანაც ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიღარიბისა და უთანაბრობის ნეგატიური ზეგავლენა და რისკები და, აქედან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხის დეტალური შესწავლა, ანალიზი და პრევენცია.

წინამდებარე ნაშრომი სიღარიბის მხოლოდ ერთ განზომილებას - დღეს ოფიციალურად მოქმედი საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბეს შეეხება და სწორედ ამ ზღვრის მიმართ განვიხილავთ ქრონიკული და წარმავალი სიღარიბის ცალკეულ ასპექტებს.

Page 9: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

8

2. თეორიული და მეთოდოლოგიური წანამძღვრები2. თეორიული და მეთოდოლოგიური წანამძღვრები

2.1. სიღარიბის ევოლუცია2.1. სიღარიბის ევოლუცია

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, სიღარიბე ფარდობითი ცნებაა და ზოგადად კეთილდღეობის ნაკლებობას ნიშნავს. კეთილდღეობა სიცოცხლის არსის შეცნობისა და რეალიზაციის ხარისხია. რა სახით შეიძლება გამოვლინდეს სიღარიბე და რა ფორმები შეიძლება მიიღოს? ამ ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხი რომ გავცეთ, აუცილებელია ადამიანის ინტერესებისა და საჭიროებების შემდეგი ძირითადი ჯგუფების გამოკვეთა:

1. ადამიანი ცოცხალი ორგანიზმია და მან უნდა იარსებოს. ამისთვის მინიმუმ საჭიროა, რომ მას ჰქონდეს საკვები;

2. არსებობის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ჰქონდეს საკმარისი რაოდენობით საკვები, თანაც, სასურველია, - მრავალფეროვანი. გარდა ამისა, საჭიროა, რომ ადამიანს ჰქონდეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საცხოვრისი, აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები და ა. შ.;

3. მინიმალური ნივთიერი უზრუნველყოფის შემდეგ ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობა, განათლება, სოციალური მომსახურება და სხვა არანივთიერი, მაგრამ სრულიად კონკრეტული მომსახურება და მათზე წვდომა;

4. ნივთებითა და მომსახურებით უზრუნველყოფის შემდეგ ადამიანს სჭირდება უსაფრთხო სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და პოლიტიკური გარემო, ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა და ა.შ.

5. დაბოლოს, ადამიანს აუცილებლად სჭირდება მომავლის პერსპექტივა - ორიენტირები, რომლისკენაც მიისწრაფვის. ეს ორიენტირები შეიძლება იყოს მატერიალური ან/და არამატერიალური, მაგრამ ორიენტირების არსებობა ადამიანის კეთილდღეობის აუცილებელი წინაპირობაა.

აქედან გამომდინარე შეიძლება განვიხილოთ სიღარიბის გამოვლინების 5 ძირითადი ტიპი: ფიზიოლოგიური სიღარიბე - როდესაც პრიორიტეტი კვებაა და ეს იმდენად ძირითადი პრიორიტეტია, რომ ყველა სხვა პრობლემა უკანა პლანზე გადადის; საშემოსავლო სიღარიბე - როდესაც საკვები ენერგიის მიღების პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია და დგება ცხოვრების ხარისხის პრობლემა: დღეში 2200 კკალ. საკვები ენერგიის მიღება აუცილებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი. ახლა უკვე მნიშვნელოვანია ის, თუ რისგან შედგება ეს 2200 კკალ. ენერგია და, გარდა კვებისა, აქვს თუ არა პიროვნებას მინიმალურად აუცილებელი არასასურსათო საქონლისა და მომსახურების მიღების შესაძლებლობა; სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქვს თუ არა პიროვნებას ისეთი შემოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს სასურველი დიეტის კომპოზიციას და მინიმალურ არასასურსათო ხარჯებს; დეპრივაციული (არამონეტარული) სიღარიბე - როდესაც საკვები და მინიმალური არასასურსათო საქონლითა და მომსახურებით უზრუნველყოფის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, მაგრამ ჰორიზონტზე ახალი ორიენტირები იკვეთება, რომლებიც განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა მომსახურებისა და საქონლის მისაწვდომობას გულისხმობს. ამდენად, დეპრივაციული სიღარიბე უფრო მაღალი რეგისტრის სიღარიბეა, ვიდრე წინა ორი საფეხური; სტრუქტურული სიღარიბე - თავის თავში მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურაზე წვდომის ნაკლებობით გამოწვეულ, ისე კანონმდებლობის არასრულყოფილებასთან დაკავშირებულ სიღარიბეს. გარდა ამისა, სტრუქტურული სიღარიბის მნიშვნელოვანი შემადგენელი შეიძლება იყოს ტექნოლოგიურ პროგრესზე მიდევნების ან ჩამორჩენის საკითხიც. ამდენად, სტრუქტურული სიღარიბე უკვე განვითარებაზე ორიენტირების საზომად შეიძლება განვიხილოთ და ეს უფრო მაღალი რეგისტრის სიღარიბეა, ვიდრე წინა სამი საფეხური; მენტალური სიღარიბე - წარმოადგენს ადამიანის ცნობიერებიდან მომდინარე სოციალური ქცევის მოდელს, რომელიც ეყრდნობა მის სუბიექტურ განცდას, რომ ის ღარიბია (თუმცა მოხმარების დონისა და ხარისხის მიხედვით ის შეიძლება სულაც არ იყოს ღარიბი) და საჭიროებს დახმარებას (სახელმწიფოს, ნათესავების თუ მეგობრების მხრიდან).

წარმოდგენილი კონცეფციური დაყოფა პირობითია. ბუნებრივია, სიღარიბის ევოლუციის

Page 10: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

9

ჩამოთვლილ გამოვლინებებს შორის არ არის გავლებული მკაცრად განსაზღვრული სადემარკაციო ხაზი. მათი ურთიერთდამოკიდებულება დიფუზიურია, ერთიდან მეორე საფეხურზე გადასვლა შეუმჩნეველია, მაგრამ ამ ნიშნით საზოგადოების განშრევება სიღარიბის შემცირების ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების აუცილებელი წინაპირობაა. სიღარიბის მხოლოდ უმარტივესი გამოვლინების შესწავლა და დახმარებების პროგრამის შემუშავება საკმარისი არ არის სიღარიბის პრობლემის მოსაგვარებლად, რაც საქართველოში არსებულმა პრაქტიკამაც აჩვენა.

ზემოთქმულიდან თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სიღარიბის ადეკვატურ შეფასებას, დიაგნოსტიკასა და ანალიზს ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისათვის. წინამდებარე ანგარიშის ფორმატი არ იძლევა ამ საკითხის დეტალური განხილვის შესაძლებლობას. ამდენად, კვლევაში განხილულია მხოლოდ დღეს ოფიციალურად მოქმედი საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბის დონის მაჩვენებლები, რომელიც სიღარიბის ევოლუციის ზემოთ განხილული საფეხურებიდან ყველაზე ახლოსაა საშემოსავლო სიღარიბესთან.

2.2. როგორ გავზომოთ სიღარიბე?2.2. როგორ გავზომოთ სიღარიბე?

სიღარიბის გაზომვა საკმაოდ რთული და კომპლექსური ამოცანაა. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი საკმაოდ ბევრ პირობითობას შეიცავს და ფართომასშტაბიანი კონსენსუსის შედეგია.

დღემდე არსებული გამოცდილებით სიღარიბის შეფასების ორი ძირითადი მიდგომა არსებობს, ესენია:

ველფეარისტული მიდგომა, რომლის დროსაც სიღარიბის დონის შეფასება ხდება, როგორც მონეტარული, ისე არამონეტარული ინდიკატორებით; უკანასკნელებს განეკუთვნება: მისაწვდომობის (მაგალითად, განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე და ა.შ.); ხანგრძლივი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფის; დასაქმების, განათლების მიღწეული დონის და სხვა მაჩვენებლები. მოკლედ რომ ვთქვათ, ველფეარისტული მიდგომით სიღარიბის შეფასების დროს ცხოვრების დონის საკმაოდ კომპლექსური შესწავლა ხდება; არაველფეარისტული მიდგომა, რომლის დროსაც სიღარიბის დონის შეფასებისათვის არ გამოიყენება არამონეტარული მაჩვენებლები, ხოლო კეთილდღეობის მინიმალური სტანდარტი საკმაოდ დაბალია და მხოლოდ შემოსავლების ან ხარჯების გარკვეული დონით განისაზღვრება.

ველფეარისტული მიდგომით სიღარიბის დონის შეფასებას ძირითადად მაღალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში იყენებენ, ხოლო არაველფეარისტული მიდგომით უფრო ისეთი ქვეყნები სარგებლობენ, რომელთა ეკონომიკაც განვითარების მაღალი დონით არ გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ სიღარიბის შეფასების მსოფლიოში არსებულ პრაქტიკაში სუფთა სახით ველფეარისტული ან არაველფეარისტული მიდგომა თითქმის არ გვხვდება - პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში გამოყენებული ველფეარისტული მიდგომა შეიცავს არაველფეარისტულ კომპონენტს და პირიქით.

ზემოთ წარმოდგენილი კონცეფციური საფუძვლები სიღარიბის შეფასების და ანალიზისთვის ორივე მიდგომის გამოყენებას გულისხმობს, მაგრამ ეს გაცილებით ფართო ფორმატის ამოცანაა, ვიდრე ჩვენი კვლევა ისახავს მიზნად. ამიტომ წინამდებარე ანგარიშისათვის გამოყენებულია საქართველოში დღეს მოქმედი პრაქტიკა.

სიღარიბის შეფასებისათვის საქართველოში დღემდე ძირითადად არაველფეარისტული მიდგომა გამოიყენება.1 არაველფეარისტული მიდგომით სიღარიბის შეფასებისას საზოგადოდ ორი განსხვავებული კრიტერიუმი გამოიყენება:

სიღარიბის განსაზღვრა შემოსავლების მიხედვით - ამ შემთხვევაში სიღარიბის შესწავლა ხდება მოსახლეობის შემოსავლების კეთილდღეობის წინასწარ განსაზღვრულ დონესთან შედარებით; სიღარიბის განსაზღვრა მოხმარების მიხედვით - ამ შემთხვევაში სიღარიბის შესწავლა ხდება მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯების კეთილდღეობის წინასწარ განსაზღვრულ დონესთან შედარებით.

თითოეულ მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. შემოსავლების მიხედვით სიღარიბის განსზღვრა უმჯობესია იმ ქვეყნებისათვის, სადაც დაბალია

ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე და შემოსავლების აღრიცხვა მაქსიმალური სიზუსტით ხდება. გარდა ამისა, შემოსავლების წყაროების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ხარჯების მიმართულებებთან შედარებით. ამდენად, შემოსავლების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია შედარებით უფრო სრულია.საქართველოში აღნიშნული პრობლემა წინა წლებში არსებით ხასიათს ატარებდა - რესპონდენტები

1 აღსანიშნავია, რომ მისამართული სოციალური დახმარების სისტემაში სიღარიბის დიაგნოსტიკა ველფეარისტული მიდგომის გამოყენებით ხდება.

Page 11: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

10

ნაკლები ხალისით და დაბალი სიზუსტით იძლეოდნენ ინფორმაციას საკუთრი შემოსავლების შესახებ. ბოლო წლებში ეს პრობლემა აღარ არის იმდენად აქტუალური.

მოხმარების მიხედვით სიღარიბის შეფასების უპირატესობა ის არის, რომ უნდა მოხდეს მოსახლეობის კეთილდღეობის შესწავლა. კეთილდღეობა თავის არსით არის საქონლისა და მომსახურების ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს შინამეურნეობისა თუ ინდივიდის ღირსეულ ყოფას. ამის გამო მოხმარების ცნება შინაარსობრივად უფრო ახლოა კეთილდღეობასთან, ვიდრე შემოსავლების ცნება. შემოსავალი ჯერ კიდევ არ ნიშნავს მოხმარებას. გარდა ამისა, შემოსავლები გაცილებით უფრო ნაკლებად სტაბილურია, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც მთლიანი დასაქმების თითქმის ნახევარი საკუთარ მეურნეობაში თვითდასაქმების წილად მოდის. ამასთან, ამგვარი შემოსვლები სეზონური ფაქტორის ძალიან ძლიერ გავლენას განიცდის და ნაკლებად სტაბილურია. თუმცა აქვე თავს იჩენს ამ მიდგომის გარკვეული ნაკლოვანებაც. მაგალითად, სამომხმარებლო ხარჯებში შედის ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ყველა შესაძლო რესურსს იყენებს და ძალიან ხშირად მწვავე ავადმყოფობა ნიშნავს შემდგომი ხანგრძლივი პერიოდით სიღარიბეში ცხოვრებას.

აღნიშნული ორი მიდგომიდან, ჩვენი აზრით, უფრო მისაღებია სიღარიბის შეფასება მოხმარების მიხედვით, რისი პრაქტიკაც არსებობს საქართველოში. მაგრამ აქვე თავს იჩენს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - როგორ განვსაზღვროთ შინამეურნეობის სიღარიბე და როგორ შევადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა დემოგრაფიული კომპოზიციის ოჯახები; მაგალითად, ავიღოთ 4 წევრისაგან შემდგარი სამი სხვადასხვა კომპოზიციის შინამეურნეობა:

1. შრომისუნარიანი ასაკის მშობლები და ორი არასრულწლოვანი შვილი;2. საპენსიო ასაკის მშობლები და ორი შრომისუნარიანი ასაკის შვილი;3. შრომისუნარიანი ასაკის მშობლები და შრომისუნარიანი ასაკის ორი შვილი.

სამივე შინამეურნეობა ოთხი წევრისაგან შედგება, მაგრამ კომპოზიციის მიხედვით ისინი არსებითად განსხვავდებიან. მათი პირდაპირ შედარება და სიღარიბის განსაზღვრა მარტივად ერთ სულზე გადაანგარიშებული მთლიანი მოხმარების მიხედვით არ იქნება კორექტული.

შინამეურნეობების ურთიერთშედარების უზრუნველსაყოფად გამოვიყენეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ საკვებ ენერგიაზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილების შესაბამისი ეკვივალენტურობის სკალა, რომლის მიხედვითაც ხდება შინამეურნეობის დემოგრაფიული კომპოზიციის გადაანგარიშება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ეკვივალენტურ მოზრდილზე. ამისათვის გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტები:

კოეფიციენტი1 სკოლამდელი ასაკის ბავშვი 0.642 მოზარდი 1.003 შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცი 1.004 შრომისუნარიანი ასაკის ქალი 0.845 საპენსიო ასაკის მამაკაცი 0.886 საპენსიო ასაკის ქალი 0.76

ეკვივალენტურ მოზრდილზე გადაანგარიშების შემდეგ მნიშვნელოვანია მასშტაბის ეფექტის შეფასება. მასშტაბით ეკონომიის კოეფიციენტის განსაზღვრის აუცილებლობას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ შინამეურნეობის სამომხმარებლო საჭიროებები მათი ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იზრდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი ორსულიანი შინამეურნეობების საჭიროება უფრო ნაკლებია, ვიდრე ორი ერთსულიანი შინამეურნეობებისა. ეს გამოწვეულია იმით, რომ შინამეურნეობის ფარგლებში არის საერთო მოხმარების საგნები და ნივთები, რომელთა რაოდენობა ოჯახის წევრების რაოდენობის ზრდასთან ერთად არ იზრდება. მაგალითად, ერთი და იგივე ნათურა შინამეურნეობის 1 წევრსაც და 7 წევრსაც ერთნაირად ანათებს, ერთ ტელევიზორს შინამეურნეობის 1 წევრიც და 5 წევრიც ერთნაირად უყურებს და ა.შ.

ოჯახის ზომის მიხედვით მასშტაბის ეკონომიის ეფექტის კოეფიციენტი ემპირიულია და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე დგინდება. თვითონ შინამეურნეობების გამოკვლევის მონაცემებიც აჩვენებს, რომ ეკვივალენტურ მოზრდილზე გადაანგარიშებული შინამეურნეობის ზომის ცვლილებასთან ერთად მოხმარებაც იზრდება, მაგრამ შინამეურნეობის ზომის და მთლიანი მოხმარების ურთიერთდამოკიდებულებას ყველაზე უფრო ზუსტად ხარისხობრივი ფუნქცია აღწერს და არა წრფივი ან ექსპოდენციური ფუნქცია. ამ დასკვნის საფუძველს გვაძლევს სხვადასხვა რეგრესიული მოდელის ფაქტობრივ მონაცემებთან შესაბამისობის ხარისხის R2 მაჩვენებელი, რომელიც წრფივი რეგრესიული მოდელისათვის 0.5022-ია, ხოლო ექსპოდენციურისთვის - 0.5113.

Page 12: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

11

ხარისხობრივი მოდელისათვის კი ეს მაჩვენებელი 0.6728 შეადგენს, რაც გაცილებით მაღალ შესაბამისობაზე მიუთითებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შინამეურნეობის ზომის და მთლიანი მოხმარების ურთიერთდამოკიდებულება ხარისხობრივია.

ქვემოთ, დიაგრამაზე #1, მოცემულია შინამეურნეობის ეკვივალენტურ მოზრდილზე გადაანგა-რიშებული ზომისა და შინამეურნეობის მთლიანი მოხმარების რეგრესიული ანალიზის შედეგები მთლიანად, 2009-2016 წლების ყველა დაკვირვებისათვის, სადაც წლები არ არის გამიჯნული. აღნიშნულ პერიოდში მასშტაბის ეკონომიის ეფექტის კოეფიციენტი 0.44-ია, რაც ძალიან ძლიერი ეფექტის მაჩვენებელია, თუმცა ამ კოეფიციენტის გამოყენება არ იქნება გამართლებული, ვინაიდან იგი არ ითვალისწინებს ინფლაციის ეფექტს, რომელსაც უდავოდ აქვს ზეგავლენა შინამეურნეობის სამომხმარებლო ხარჯებზე.

დიაგრამა #1: შინამეურნეობის ზომისა და სამომხმარებლო ხარჯების ურთიერთდამოკიდებულება დიაგრამა #1: შინამეურნეობის ზომისა და სამომხმარებლო ხარჯების ურთიერთდამოკიდებულება 2009-2016 წლებში2009-2016 წლებში

y = 361.7650x0.4428

R² = 0.6728y = 69.3138x + 382.5440

R² = 0.5022y = 388.0281e0.1245x

R² = 0.5113

0.00

100.00

200.00

300.00

400.00

500.00

600.00

700.00

800.00

900.00

1,000.00

0 1 2 3 4 5 6 7 8

მთლიანი

მოხმარ

ება,

ლარ

ი თვეში

შინამეურნეობის სულადობა ეკვივალენტურ მოზრდილზე გადაანგარიშებით

2009-2016 ხარისხობრივი ტრენდი წრფივი ტრენდი ექსპოდენციალური ტრენდი

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

უფრო კორექტული იქნება იგივე ანალიზის ჩატარება თითოეული წლისთვის. როგორც ამგვარი ანალიზის შედეგები აჩვენებს, წლების მიხედვით ხარისხობრივი დამოკიდებულება კიდევ უფრო შესაბამისია, ვიდრე მთლიანად საანგარიშო პერიოდში. R2-ის მნიშვნელობა 0.80-ის მახლობლობაში ტრიალებს, რაც საკმაოდ მაღალ სიზუსტეზე მიუთითებს, ხოლო მასშტაბის ეკონომიის ეფექტის კოეფიციენტი 0.6-ის ნიშნულთან ახლოს იმყოფება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამჟამად მასშტაბის ეკონომიის ეფექტის კოეფიციენტის 0.8 მნიშვნელობას იყენებს, რაც საკმაოდ სუსტი ზეგავლენის მანიშნებელია. ასეთი ზეგავლენა შესაძლოა განპირობებული იყოს კომუნალური გადასახადების საკმაოდ დაბალი ხვედრითი წონით შინამეურნეობის ხარჯებში ამ 10-15 წლის წინ, რომელიც ამჟამად გაცილებით უფრო მაღალია. სწორედ კომუნალური ხარჯები არის ხარჯების ის ტიპი, რომელიც მასშტაბის ეკონომიის ეფექტის ძლიერ ზეგავლენას განიცდის.

Page 13: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

12

დიაგრამა #2: შინამეურნეობის ზომისა და სამომხმარებლო ხარჯების ურთიერთდამოკიდებულება დიაგრამა #2: შინამეურნეობის ზომისა და სამომხმარებლო ხარჯების ურთიერთდამოკიდებულება 2009-2016 წლებში, წლების მიხედვით2009-2016 წლებში, წლების მიხედვით

y = 245.02x0.5697

R² = 0.8181

y = 250.82x0.5713

R² = 0.7733

y = 322.77x0.5227

R² = 0.7828

y = 345.37x0.4955

R² = 0.8142

y = 369.75x0.5439

R² = 0.8643

y = 392.77x0.5621

R² = 0.8459

y = 393.53x0.5679

R² = 0.8425

y = 393.8x0.5613

R² = 0.8166

0.00

200.00

400.00

600.00

800.00

1,000.00

1,200.00

1,400.00

1,600.00

0 1 2 3 4 5 6 7 8

მთლიანი

მოხმ

არება

- ლარ

ი/თვეში

შინამეურნეობის სულადობა ეკვივალენტურ მოზრდილზე გადაანგარიშებით2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

ტრენდი 2009 ტრენდი 2010 ტრენდი 2011 ტრენდი 2012 ტრენდი 2013 ტრენდი 2014 ტრენდი 2015 ტრენდი 2016

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

საბოლოო ჯამში, წინამდებარე ნაშრომში:1. სიღარიბის გაანგარიშებისათვის გამოყენებულია შინამეურნეობის მთლიანი მოხმარების

მაჩვენებელი;2. შინამეურნეობების ურთიერთშედარებისათვის გამოყენებულია ეკვივალენტურობის

იგივე სკალა, რასაც საქსტატი იყენებს;3. ერთ ეკვივალენტურ წევრზე მთლიანი მოხმარების გადაანგარიშების შემდეგ მასშტაბის

ეკონომიის ეფექტის კოეფიციენტი 0.6-ის ტოლია და ეს მნიშვნელობა მიღებულია ემპირიული დაკვირვების საფუძველზე.

2.3. ინფორმაციის წყარო2.3. ინფორმაციის წყარო

სიღარიბის და უთანაბრობის კვლევისათვის ინფორმაციის ერთადერთი წყაროა შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზები, რომელიც საქსტატის ვებგვერდზეა განთავსებული.

შინამეურნეობების ინტეგრირებულ გამოკვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური უწყვეტად ატარებს 1996 წლიდან. მისი შერჩევის ბაზად გამოყენებულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მისამართების ბაზა. დაკვირვების ობიექტები ის შინამეურნეობებია, რომლებიც შერჩევაში მოხვედრილ მისამართებზე ცხოვრობენ. გამოკვლევისათვის შერჩეულია დაახლოებით 3350 შინამეურნეობა, რომლებთანაც ტარდება დაახლოებით 2800 ინტერვიუ.

შერჩევა ორსაფეხურიანი სტრატიფიცირებული პროცედურით ხორციელდება. პირველ საფეხურზე, PPS (Probability Proportional to Size) მეთოდით, პირველადი ერთეულები - სააღწერო უბნები შეირჩევა. საქართველოს მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის უწყისებით შექმნილია სააღწერო უბნების მონაცემთა ძირითადი ბაზა მათი იდენტიფიკატორების, მოსახლეობის სულადობისა და მისამართების რაოდენობის ჩვენებით. ამ აღწერის მონაცემებით დაკვირვების ტერიტორია დაახლოებით 11000 სააღწერო უბნად არის დაყოფილი.

მსხვილი ხდომილობებისთვის შერჩევა რეპრეზენტატული უნდა იყოს რეგიონულ ჭრილშიც, ამიტომ მისამართების შესარჩევი რაოდენობა გადანაწილებულია რეგიონებში, იქაური მოსახლეობის რაოდენობის კვადრატული ფესვის პროპორციულად. ამით წარმომადგენლობა შედარებით გაუდიდდათ მცირე რეგიონებს (მაგალითად, გურიის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს). რეგიო-

Page 14: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

13

ნებში გამოიყო ერთგვაროვანი, დაახლოებით თანაბარი ზომის სტრატები, ცალკე - საქალაქო და ცალკე - სასოფლო დასახლებული პუნქტებისათვის.

შერჩევის პროცედურის პირველ საფეხურზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოთავსებული 11000 სააღწერო უბნიდან 336 სააღწერო უბანი შეირჩევა, მეორე საფეხურზე კი შერჩეული უბნებიდან სისტემატური შერჩევის წესით ამოკრეფილია 3350 შინამეურნეობა.

შერჩეული უბნები ყოველი რეგიონისთვის სტრატების დონეზე თანაბრადაა დაყოფილი 12 საროტაციო ჯგუფად, რათა თითოეულ თვეში შესაბამისი საროტაციო ჯგუფის მისამართები ახალი მისამართებით ჩანაცვლდეს. ამრიგად, ყოველთვიურად ხდება მთელი შერჩევის 8.3 პროცენტით განახლება. ერთი წლის მანძილზე კი მთელი შერჩევა ახლდება. თითოეული შინამეურნეობა შერჩევაში რჩება ერთ წელს და ამ პერიოდში მისგან ოთხჯერ აიღებენ კვარტალურ ინფორმაციას.

შერჩევის ასეთი, ერთი შეხედვით, რთული კონსტრუქცია განპირობებულია იმით, რომ შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევა მრავალფუნქციურია - შერჩევის დიზაინი შესაძლებლობას იძლევა ერთდროულად მოხდეს:

1. კვარტალურ მონაცემთა ბაზების ფორმირება - ერთი კვარტალის განმავლობაში გამოიკითხება მთელი შერჩევა და ეს გამოკვლევა თანაბრადაა განფენილი დროში - კვარტალის თვეებში და სივრცეში - მთლიანად ქვეყანაში;

2. წლიურ მონაცემთა ბაზის ფორმირება - კვარტალურ მონაცემთა ოთხი ბაზის გაერთიანების გზით;

3. პანელურ მონაცემთა ბაზების ფორმირება - იმ შინამეურნეობების მონაცემთა ბაზის ფორმირება, რომლებთანაც 4 კვარტალური ინტერვიუ ჩატარდა. ეს უკანასკნელი გარემოება უმნიშვნელოვანესია ქრონიკული და წარმავალი სიღარიბის შეფასებისათვის. პანელურ მონაცემთა ბაზის შესაქმნელად მინიმუმ 7 კვარტალური გამოკვლევაა საჭირო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. ძირითადი კვარტალი. ეს არის პანელის შემდგენელი 7 კვარტალიდან მე-4, ანუ შუა კვარტალი, რომელშიც პანელში მონაწილე ყველა შინამეურნეობა იყო გამოკითხული.

პანელურ მონაცემთა ბაზები სამი ტიპისაა:3.1. მცოცავი პანელი - რომელშიც შინამეურნეობების გარკვეული ნაწილი მეორდება და

მათი ძირითადი კვარტლები უბრალოდ მიმდევრობით მიჰყვება ერთმანეთს;3.2. დამოუკიდებელი პანელი - რომელშიც შინამეურნეობები არ მეორდება, მაგრამ

მეორდება გამოკვლევის პერიოდი და ამ პანელების ძირითადი კვარტალი 4 კვარტალითაა ერთმანეთისგან დაშორებული;

3.3. დროში არათანაკვეთადი პანელები - რომელშიც არც შინამეურნეობები და არც გამოკვლევის პერიოდი არ მეორდება და ამ პანელების ძირითადი კვარტალი 7 კვარტალითაა ერთმანეთისგან დაშორებული.

ქვემოთ მოცემულია გამოკვლევის სქემა.გამოკვლევის ამ უნიკალური სქემიდან გამომდინარე 2009-2016 წლებში, ანუ იმ პერიოდში,

რომლის მინაცემთა ბაზები საქსტატის ვებგვერდზეა განთავსებული, შესაძლებელია:1. 32 კვარტალური შეფასების გენერირება, რაც საკმაოდ ხანგრძლივი დროითი მწკრივია და

შეფასებების საიმედოობაც მაღალია;2. 8 წლიური შეფასების გენერირება, რაც ასევე საკმაოდ ხანგრძლივი დროითი მწკრივია და

ტენდენციების ანალიზისთვის საკმაოდ საიმედო მასალას იძლევა.რაც შეეხება პანელური მონაცემების ანალიზს, 2009-2016 წლების მონაცემთა ბაზების საფუძველზე

შესაძლებელია:1. 26 მცოცავი პანელური ბაზის და, შესაბამისად, შეფასებების გენერირება;2. 7 დამოუკიდებელი პანელურ მონაცემთა ბაზის და შესაბამისად შეფასებების გენერირება;3. დროში არათანაკვეთად პანელურ მონაცემთა 4 ბაზის გენერირება.

პანელურ მონაცემთა ბაზებით მოცული პერიოდი და პანელის ტიპების განლაგება მოცემულია ქვემოთ (იხილეთ ცხრილი #1).

Page 15: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

14

შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის სტანდარტული სქემაშინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის სტანდარტული სქემა

წელი კვარტალი თვე საროტაციო ჯგუფები

01 02 03 04 05 06 07 08 09 10 11 12

2009

I 01 4;In 3 2 1 02 4;In 3 2 1 03 4;In 3 2 1

II 04 1 4;In 3 2 05 1 4;In 3 2 06 1 4;In 3 2

III 07 2 1 4;In 3 08 2 1 4;In 3 09 2 1 4;In 3

IV 10 3 2 1 4;In 11 3 2 1 4;In 12 3 2 1 4;In

2010

I 01 4;In 3 2 1 02 4;In 3 2 1 03 4;In 3 2 1

II 04 1 4;In 3 2 05 1 4;In 3 2 06 1 4;In 3 2

III 07 2 1 4;In 3 08 2 1 4;In 3 09 2 1 4;In 3

IV 10 3 2 1 4;In 11 3 2 1 4;In 12 3 2 1 4;In

1,2,3,4 - ვიზიტის ნომერი

პანელური ინტერვიუ

In - საწყისი ინტერვიუ

კვარტალური შეფასება წლიური შეფასება

წყარო: საქსტატი

ცხრილი #1: პანელურ მონაცემთა ბაზების განლაგება 2009-2016 წლებშიცხრილი #1: პანელურ მონაცემთა ბაზების განლაგება 2009-2016 წლებშიმცოცავი პანელი პერიოდი დამოუკიდებელი პანელი დროში არათანაკვეთადი

პანელები1 Q1-09/Q3-10 1 12 Q2-09/Q4-103 Q3-09/Q1-114 Q4-09/Q2-115 Q1-10/Q3-11 26 Q2-10/Q4-117 Q3-10/Q1-128 Q4-10/Q2-12 29 Q1-11/Q3-12 310 Q2-11/Q4-1211 Q3-11/Q1-1312 Q4-11/Q2-1313 Q1-12/Q3-13 414 Q2-12/Q4-1315 Q3-12/Q1-14 316 Q4-12/Q2-1417 Q1-13/Q3-14 518 Q2-13/Q4-1419 Q3-13/Q1-1520 Q4-13/Q2-1521 Q1-14/Q3-15 622 Q2-14/Q4-15 423 Q3-14/Q1-1624 Q4-14/Q2-1625 Q1-15/Q3-16 726 Q2-15/Q4-16

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

Page 16: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

15

2.4. სიღარიბის ზღვარი2.4. სიღარიბის ზღვარი

სიღარიბის შესწავლის პირველ საფეხურს სიღარიბის ზღვრის დადგენა წარმოადგენს. სიღარიბის ზღვარი არის კეთილდღეობის მინიმალური სტანდარტი. წინამდებარე ანგარიშში სიღარიბის ზღვრად გამოყენებულია ოფიციალურად დადგენილი საარსებო მინიმუმი, რომელსაც ყოველთვიურად აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ხდება ერთი ეკვივალენტური მოზრდილისათვის მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულების საფუძველზე. უკანასკნელის შემადგენლობა განისაზღვრა 2005 წელს და მასში შედის 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი, რომელიც ყველაზე გავრცელებული იყო (და, სავარაუდოდ, ახლაც ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია) შუა დეცილური ჯგუფების (მოხმარების მიხედვით ზრდადი განაწილების 10-პროცენტიანი ჯგუფები, რომელთაგანაც 1-ლ ჯგუფში შედიან ყველაზე დაბალი მოხმარების მქონე შინამეურნეობები, ხოლო მე-10 ჯგუფში - ყველაზე მაღალი მოხმარებისა) დიეტის კომპოზიციაში.

საარსებო მინიმუმის, როგორც ასეთის, შეფასება არ წარმოადგენს წინამდებარე ანგარიშის ამოცანას. ამდენად, საარსებო მინიმუმის ოფიციალურ დონეს ჩვენ განვიხილავთ, როგორც მოცემულობას.

დიაგრამა #3: საარსებო მინიმუმი (მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება) თვეში ერთ დიაგრამა #3: საარსებო მინიმუმი (მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება) თვეში ერთ ეკვივალენტურ მოზრდილზე, ლარიეკვივალენტურ მოზრდილზე, ლარი

0.00

20.00

40.00

60.00

80.00

100.00

120.00

140.00

160.00

180.00

1Q09

2Q09

3Q09

4Q09

1Q10

2Q10

3Q10

4Q10

1Q11

2Q11

3Q11

4Q11

1Q12

2Q12

3Q12

4Q12

1Q13

2Q13

3Q13

4Q13

1Q14

2Q14

3Q14

4Q14

1Q15

2Q15

3Q15

4Q15

1Q16

2Q16

3Q16

4Q16

134 130126 126 126 128

134

148

157163

155 156 156151

147150 149 149

146152

155 153150

160 161 161158

164 163160

157161

y = 0.9987x + 133.14R² = 0.6093

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

სიღარიბის ოფიციალურად დადგენილი ზღვარი სრულებითაც არ არის საკმარისი სიღარიბის სრულფასოვანი დიაგნოსტიკისა და ანალიზისათვის. სიღარიბის ფენომენის მეტ-ნაკლებად სრულფასოვან კვლევას, შესაბამისად, სიღარიბის სხვადასხვა ზღვარის გამოყენება სჭირდება, რომლებიც შეიძლება მოცემული იყოს როგორც მონეტარულ, ისე არამონეტარულ განზომილებებში.

სიღარიბის ევოლუციის თითოეული ფორმისათვის საჭიროა დამოუკიდებელი ზღვარის შემუშავება:

ფიზიოლოგიური სიღარიბის ზღვარი: გაანგარიშება უნდა მოხდეს საკვები ენერგიის მეთოდით 2200 კილოკალორიის ენერგეტიკული შემცველობის მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. კალათის შემადგენლობა უნდა ეფუძნებოდეს კვების პროდუქტების მოხმარების არსებულ სტრუქტურას. გაანგარიშება უნდა მოხდეს შეწონილ საბაზრო ფასებში; საშემოსავლო სიღარიბის ზღვარი: ეს ზღვარი უნდა წარმოადგენდეს ფიზიოლოგიური სიღარიბისგან დაცულობის ზღვარს. მისი გაანგარიშებისათვის, ფიზიოლოგიური

Page 17: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

16

სიღარიბის ზღვარისაგან განსხვავებით, გამოყენებული უნდა იყოს სასურსათო კალათის უფრო მრავალფეროვანი შემადგენლობა, რომელიც შედგენილი იქნება შედარებით ძვირი კალორიებისგან. საშემოსავლო სიღარიბის ზღვარში გათვალისწინებული უნდა იყოს არასასურსათო კომპონენტიც, მაგრამ დღეს არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებით არასასურსათო საქონელი და მომსახურება წარმოდგენილი უნდა იყოს კონკრეტული დასახელებებით, მაგალითად: 2 ცალი საპონი, 100 კილოვატი ელექტროენერგია და ა.შ. დღეს გავრცელებული პრაქტიკით საარსებო მინიმუმის არასასურსათო ნაწილი მინიმალური სოციალური სტანდარტის შესაბამისად ითვლება - სასურსათო კალათის ღირებულებას ემატება 30 პროცენტი არასასურსათო საქონლის წილად. არამონეტარული სიღარიბის ზღვარი: ეს ზღვარი უფრო ფართო მიდგომას საჭიროებს: სასურსათო და არასასურსათო კომპონენტთან ერთად აუცილებელია არამონეტარული კომპონენტის ჩართვაც, რაც ცალკეულ საქონელსა და მომსახურებაზე წვდომას გულისხმობს; მაგალითად, წვდომა საბაზო განათლებაზე, წვდომა უმაღლეს განათლებაზე, მიღებული განათლების ლიკვიდურობა, წვდომა ჯანმრთელობის დაცვაზე, წვდომა სხვა სერვისებზე და ა. შ.; სტრუქტურული სიღარიბის ზღვარი: ამ ზღვარის გაანგარიშება კიდევ უფრო კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. გარდა სასურსათო, არასასურსათო და არამონეტარული კომპონენტისა, აქ უნდა დაემატოს მეზო (დასახლებების) დონის მახასიათებლები: ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები და ა.შ. სტრუქტურული სიღარიბის შეფასება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და არც სხვა ქვეყნებში არ მომხდარა მსგავსი ანალიზი, თუმცა პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სტრუქტურული სიღარიბის პრობლემა ძალიან არსებითია; მენტალური სიღარიბის ზღვარი: მისი დადგენაც ალბათ ყველაზე რთულია. მენტალური სიღარიბის ზღვარი, მონეტარულის გარდა, მნიშვნელოვანი დოზით უნდა მოიცავდეს არამონეტარულ კომპონენტს და განწყობათა მთელ კასკადს. მისი დადგენისათვის აუცილებელია მოსახლეობის სამომხმარებლო ქცევის, მოთხოვნების, განწყობებისა და მოლოდინის ფუნდამენტური კვლევა.

წინამდებარე ანგარიშში სიღარიბის ზღვრად გამოყენებული ოფიციალური საარსებო მინიმუმი კონცეფციურად შედარებით ახლოსაა საშემოსავლო სიღარიბის ზღვართან, თუმცა არ არის მისი იდენტური.

საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით სიღარიბის დონის მაჩვენებლების გაანგარიშებისათვის გამოყენებულია სიღარიბის ფარდობითი ზღვარი - მედიანური მოხმარების 60 პროცენტი. სიღარიბის და უთანაბრობის დინიმიკის შეფასებისათვის ამ ზღვარის მიმართ დათვლილი მაჩვენებლები, ჩვენი აზრით, ნაკლებად გამოდგება. ამის მიზეზი აღნიშნული ზღვარის შინაარსია: განაწილების მედიანა ნიშნავს, რომ ეს არის განაწილების შუა წერტილი, ანუ 50 პროცენტი მეტია, ხოლო 50 პროცენტი - ნაკლები. მედიანური მოხმარების 60 პროცენტზე ქვემოთ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ განაწილებაში მთლიანი რაოდენობის 20-25 პროცენტი იქნება. ამდენად, ამ ზღვარის მიმართ სიღარიბის დონე არსებითად არ იცვლება: მიუხედავად იმისა, იცვლება თუ არა ცხოვრების დონე ქვეყანაში და ობიექტურად იზრდება თუ არა მთლიანი მოხმარება, მედიანის 60 პროცენტის მიმართ სიღარიბის დონე მაინც ზემოთ ხსენებულ ფარგლებში იქნება.

სიღარიბის ფარდობითი ზღვრების გამოყენებით გაანგარიშებული სიღარიბის დონის მაჩვენებლები შეიძლება ინფორმაციული იყოს მოცემულ (ფიქსირებულ) მომენტში, მაგრამ გამოუყენებელია დროითი მწკრივების ანალიზისათვის. ანუ ამ მაჩვენებლით მდგომარეობის ცვლილების შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია. მედიანის 60 პროცენტის მიმართ სიღარიბის დონის ოფიციალური მაჩვენებლები2 ადასტურებენ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ცვლილების შეფასებისათვის ისინი ნაკლებად რელევანტურია.

რაც შეეხება აბსოლუტური სიღარიბის დონის ოფიციალურ მაჩვენებლებს, მათი გაანგარიშებისთვის სიღარიბის ზღვრად გამოყენებულია 2004 წელს 1 კკალ. საკვები ენერგიის ფასი, რომელიც ინფლაციის მაჩვენებლით კორექტირდება. ასეთი ზღვარი გამოსადეგია სიღარიბის დონის ცვლილების შეფასებისათვის. საქსტატის შესაბამისი მაჩვენებლები ფაქტობრივად იმავე ტენდენცი-ებს იმეორებენ, რასაც ჩვენ ქვემოთ გამოვავლენთ; თუმცა ჩვენს შემთხვევაში ამ ზღვარის გამოყენე-ბითი ღირებულება დაბალია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სიღარიბის ზღვარის მაჩვენებლები საქსტატის ვებგვერდზე მოცემული არაა, გამოქვეყნებული მაჩვენებლები კი მხოლოდ წლიურ და მთლიანად ქვეყნის დონეზეა გაანგარიშებული.

2 ეს მაჩვენებლები მოცემულია ბმულზე: http://geostat.ge/?action=page&p_id=187&lang=geo

Page 18: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

17

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიღარიბის ამ ზღვარის გამოყენებით ღირებულებას. საქმე ისაა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მოიცავს საქონლისა და მომსახურების ძალიან ფართო სპექტრს. მათ შორის მრავალია ისეთი სახის საქონელი და მომსახურება, რომელიც სიღარიბეში ან მის სიახლოვეს მყოფი ოჯახების თუ ინდივიდების სამომხმარებლო კალათაში არ შედის და, შესაბამისად, ასეთ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას ნაკლები ზეგავლენა აქვს ღარიბების ცხოვრებაზე.

იგივე და შეიძლება უფრო მეტადაც შეეხება 1 კკალ. საკვები ენერგიის ფასსაც. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი კკალ. საკვები ენერგიის კომპოზიცია. მაგალითისათვის, ნიგვზიდან მიღებული 1 კკალ. საკვები ენერგია 30-40-ჯერ ძვირია პურიდან მიღებულ იმავე ენერგიაზე. ამდენად, 1 კკალ. საკვები ენერგიის ფასში მნიშვნელოვანია ამ კილოკალორიის სტრუქტურა. აქ შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი:

თუ 1 კკალ. ენერგიის ფასის გაანგარიშება მოხდა სურსათზე გაწეული მთლიანი ხარჯების მიხედვით, მთლიანად მოხმარებულ საკვებ ენერგიაზე - მიდგომა გასაგებია და აიხსნება, მაგრამ სიღარიბის ზღვრად ამ მაჩვენებლის გამოყენება შეიძლება პრობლემური იყოს. მთლიანად მოხმარებულ საკვებ ენერგიაში შედის როგორც ბოლო დეცილური ჯგუფის მიერ მოხმარებული ძვირი კალორიები, ისე უღარიბესი დეცილური ჯგუფის მიერ მოხმარებული იაფი კალორიები. ამდენად, კიდურა ჯგუფები ყოველთვის იწვევს შეფასების წაძვრას; თუ 1 კკალ. საკვები ენერგიის ფასის გაანგარიშება მოხდა შუა დეცილური ჯგუფების მთლიანი მოხმარების მიხედვით, მაშინ ამ მაჩვენებელს არ ეხება წინა პუნქტში აღწერილი პრობლემა და სირთულეც მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებელს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს შემთხვევაში სიღარიბის ამ ზღვარს მაინც ვერ გამოვიყენებთ, ვინაიდან სიღარიბის ზღვარი სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არაა, განსხვავებით ოფიციალურად მოქმედი საარსებო მინიმუმისა, რომლის ყოველთვიურად განახლებადი მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია საქსტატის ვებგვერდზე.3

2.5. ქრონიკული და წარმავალი სიღარიბე2.5. ქრონიკული და წარმავალი სიღარიბე

ქრონიკული და წარმავალი სიღარიბის ცნებები პანელურ მონაცემთა ბაზების ანალიზთანაა დაკავშირებული.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პანელურ მონაცემთა ბაზა მოიცავს იმ შინამეურნეობებს, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ 1 წლის განმავლობაში და რომლებთანაც ჩატარდა 4 კვარტალური ინტერვიუ. შესაბამისად, პანელური მონაცემების ანალიზის დროს შევისწავლით, თუ 4 დაკვირვებიდან რამდენჯერ იმყოფებოდა შინამეურნეობა სიღარიბის ზღვარს მიღმა. შესაბამისად, იმ შინამეურნეობებს, რომლებიც 4-ვე დაკვირვების დროს სიღარიბის ზღვარს მიღმა იყვნენ, განვიხილავთ, როგორც ქრონიკულად ღარიბ შინამეურნეობებს, ხოლო ასეთი შინამეურნეობების ხვედრით წონას შინამეურნეობების მთლიან რაოდენობაში - როგორც ქრონიკული სიღარიბის დონეს.

რაც შეეხება წარმავალ სიღარიბეს, მასში მოიაზრება შინამეურნეობები, რომლებიც დაკვირვების პერიოდში ერთხელ მაინც იყვნენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და ერთხელ მაინც იყვნენ სიღარიბის ზღვარს ზემოთ. წინამდებარე ანგარიშში ვნახავთ, რომ საკმაოდ მაღალია იმ შინამეურნეობების ხვედრითი წონა, რომლებიც სიღარიბის ზღვარის მიმართ მიგრირებდნენ.

ამდენად, ჩვენი ნაშრომისათვის გამოყენებული ინფორმაციული მასივი - საქართველოს შინა-მეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზები მოიცავს ყველა იმ აუცილე-ბელ წინაპირობას, რომელიც სჭირდება ქრონიკული და წარმავალი სიღარიბის შეფასებას, ესენია:

1. ზუსტად ერთი და იმავე მეთოდოლოგიითა და მეთოდიკით შედგენილი უწყვეტი დროითი მწკრივები;

2. ზუსტად იდენტური პერიოდულობით და საანგარიშო პერიოდით ჩატარებული დაკვირვება;

3. ზუსტად იდენტიფიცირებადი დაკვირვების ობიექტები (შინამეურნეობები), რომლებიც ერთი და იმავე სიხშირით იყვნენ გამოკითხული;

4. ზუსტად ერთი და იმავე მეთოდით გაანგარიშებული საარსებო მინიმუმი, რომელიც ზუსტად იმეორებს შინამეურნეობების გამოკითხვის პერიოდს და, რაც მთავარია,

3 ეს მაჩვენებლები მოცემულია ბმულზე: http://geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo

Page 19: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

18

5. საკმაოდ დიდი ხანგრძლივობის დროითი მწკრივები.გარდა ქრონიკული და წარმავალი სიღარიბის დონეების შეფასებისა, წინამდებარე ანგარიშში

გაანალიზებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ აღწერს სიღარიბისა და უთანაბრობის არსებულ მდგომარეობას. ესაა სიღარიბის ინდექსი. იგი აჩვენებს, თუ საშუალოდ რამდენჯერ ხვდებოდნენ შინამეურნეობები სიღარიბის ზღვარს მიღმა, ანუ ეს არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის შეწონილი საშუალო მაჩვენებელი. მაჩვენებლის ინდექსის მნიშვნელობა ჩვენს შემთხვევაში შეიცვლება 0-დან 4-მდე, სადაც:

0 ნიშნავს იმას, რომ არც ერთი შინამეურნეობა არც ერთხელ არ მოხვედრილა სიღარიბის ზღვარს მიღმა; 4 ნიშნავს, რომ ყველა შინამეურნეობა მუდმივად სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო.

საერთოდ, მაჩვენებლის უნივერსალიზაციის მიზნით უმჯობესი იქნება, თუ დავითვლით ინდექსის ფარდობით მნიშვნელობას, ანუ 100-პროცენტიანი სრული სიღარიბის რამდენი პროცენტია სიღარიბის ინდექსის მიღებული მნიშვნელობა.

2.6. შემოსავლების უთანაბრობის მაჩვენებლები2.6. შემოსავლების უთანაბრობის მაჩვენებლები

შემოსავლების უთანაბრობის შეფასებისათვის წინამდებარე ანგარიშში გამოყენებულია საყოველთაოდ გავრცელებული ჯინის ინდექსი, აგრეთვე - ე.წ. დეცილური კოეფიციენტი, ანუ ყველაზე მაღალშემოსავლიანი დეცილური ჯგუფის შემოსავლების თანაფარდობა ყველაზე დაბალშემოსავლიანი ჯგუფის შემოსავლებთან.

დეცილური კოეფიციენტი გაანგარიშებულია 5-პროცენტიანი ჯგუფებისათვის, ანუ თითოეული დეცილური ჯგუფი კიდევ ორადაა გაყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ განაწილება დაყოფილია 20 ჯგუფად. დეცილური კოეფიციენტი გაანგარიშებულია პირველი და ბოლო ჯგუფის საშუალო შემოსავლების თანაფარდობის გზით.

ჯინის ინდექსის გაანგარიშება შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემებით ხდება, რომლის საფუძველზე შინამეურნეობის შემოსავლები შემდეგი სტრუქტურის მიხედვით იანგარიშება:

1. ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, სულ, სადაც შედის:1.1. შემოსავლები დაქირავებით დასაქმებიდან;1.2. შემოსავლები არასასოფლო თვითდასაქმებიდან;1.3. შემოსავლები სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან;1.4. შემოსავლები ქონების გაქირავებიდან;1.5. სახელმწიფო ტრანსფერტები - პენსია, სტიპენდია, მისამართული სოციალური

დახმარება, დევნილთა შემწეობა და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლები;1.6. უცხოეთიდან მიღებული გზავნილები - სადაც შედის საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის

წევრების ან ახლობლებისაგან გამოგზავნილი ფული ან საჩუქრები;1.7. კერძო ტრანსფერტები - სადაც შედის საქართველოში მცხოვრები ახლობლებისაგან

მიღებული ფული ან საჩუქრები.2. არაფულადი შემოსავლები - ანუ საკუთარი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქ-

ტების მოხმარება, შეფასებული მიმდინარე ფასებში, რომელიც იანგარიშება გამოკვლევის მონაცემებიდან;

3. შემოსავლები, სულ - ანუ ფულადი და არაფულადი შემოსავლების ჯამი.4. სხვა სახსრები, სულ, სადაც შედის:

4.1. შემოსავლები ქონების გაყიდვიდან, რაც პრინციპში არ არის შემოსავალი და არის ქონების სახეცვლილება, თუმცა ეს წარმოადგენს შემომავალი ფულადი ნაკადის წყაროს;

4.2. სესხება ან დანაზოგის გამოყენება, რაც ასევე არ არის შემოსავალი, ვინაიდან ესაა ვალდებულებების ზრდა ან დანაზოგის შემცირება, თუმცა ესეც არის შემომავალი ფულადი ნაკადის წყარო.

5. ფულადი სახსრები, სულ - ფულადი შემოსავლებისა და სხვა ფულადი სახსრების ჯამი, რაც წარმოადგენს შინამეურნეობების განკარგვად ფულად რესურსებს ჯამურად.

6. ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ - შემომავალი ნაკადები სულ, რაც არის ფულადი და არაფულადი შემოსავლების ჯამი და წარმოადგენს შინამეურნეობის განკარგვად რესურსებს სულ.

Page 20: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

19

წინამდებარე ანგარიშში გამოყენებულია უთანაბრობის მაჩვენებლები სამი ტიპის შემოსავლებისათვის:

1. ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, სულ - ვინაიდან უთანაბრობა შედარებით მაღალი სწორედ შინამეურნეობების ფულადი შემოსავლების მიხედვითაა და არსებით გამათანაბრებელ როლს არაფულადი მოხმარება, ანუ ძალზე დაბალეფექტიანი, მაგრამ მინიმუმ საკვების გარკვეული ნაწილით უზრუნველმყოფელი სასოფლო თვითდასაქმება და აქედან მიღებული არაფულადი შემოსავლები ასრულებს;

2. შემოსავლები, სულ - შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლები ფულის სესხების და დანაზოგების გამოყენების გარეშე. ეს არის სწორედ რეალური შემოსავლები, ვინაიდან ქონების გაყიდვა, ფულის სესხება და დანაზოგის გამოყენება, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვან ეპიზოდურ როლს ასრულებდეს შინამეურნეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, აქტივების შემცირება და ვალდებულებების ზრდაა, რაც თავისი ბუნებით შემოსავალი არაა;

3. ფულადი და არაფულადი სახრები, სულ - ანუ შინამეურნეობის მთლიანი შემომავალი ნაკადები. ამ ნიშნით უთანაბრობაც მნიშვნელოვანი ინდიკატორი შეიძლება აღმოჩნდეს.

გარდა ამისა, საჭიროდ მიგვაჩნია სახელმწიფო სოციალური გასაცემლების სიღარიბესა და უთანაბრობაზე ზეგავლენის შეფასება. მათგან განსაკუთრებით მნიშველოვანია ორი ძირითადი გასაცემლის - პენსიისა და მისამართული სოციალური დახმარების მნიშვნელობა.

წინამდებარე ანგარიშში მოცემულია სიღარიბისა და შემოსავლების, ასევე ჯინის ინდექსის მაჩვენებლები სახელმწიფო სოციალური გასაცემლებით და მათ გარეშე.

სიღარიბის დონისა და ჯინის ინდექსის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლისათვის გამოყენებულია წრფივი რეგრესიული ანალიზის მეთოდი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესწავლილია, თუ რამდენად წრფივია დამოკიდებულება ჯინის ინდექსსა და სიღარიბის დონეს შორის.

წრფივი რეგრესიული ანალიზი არის სტატისტიკური მოდელირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტანდარტული მეთოდი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორია მაჩვენებელთა ურთიერთდამოკიდებულების შესაბამისი y=ax+b განტოლება. წრფივი რეგრესიული ანალიზის მეთოდის არჩევა განპირობებულია იმით, რომ ამ მეთოდით გაანგარიშებული სტატისტიკური მოდელი უფრო ადვილად აღსაქმელია, ვიდრე სხვა უფრო რთული რეგრესიული მოდელები. ვინაიდან წინამდებარე ნაშრომი სიღარიბისა და შემოსავლების უთანაბრობის შედარებითი ანალიზის პირველი მცდელობაა, ადვილად აღქმადი მოდელით შემოვიფარგლებით. ანალიზის დროს განხილული იქნება ორი ძირითადი კოეფიციენტი:

წრფივი რეგრესიის B (β) კოეფიციენტი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერია ერთი მაჩვენებლის წრფივი ზეგავლენა მეორე მაჩვენებელზე; ჩვენს შემთხვევაში - რამდენად ძლიერია ჯინის ინდექსის ცვლილების ზეგავლენა სიღარიბის დონეზე, ანუ რამდენად იცვლება სიღარიბის დონე ჯინის ინდექსის ერთეულით ცვლილების შემთხვევაში; მოდელის შესაბამისობის R2, ანუ დეტერმინაციის კოეფიციენტი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორი სიზუსტით ასახავს შემუშავებული წრფივი სტატისტიკური მოდელი რეალურ მაჩვენებლთა ურთიერთდამოკიდებულებას. ეს უმნიშვნელოვანესი კოეფიციენტია ანალიზისათვის, ვინაიდან წრფივი (ისე, როგორც არაწრფივი) მოდელის აგება ნებისმიერი მაჩვენებლებისთვისაა შესაძლებელი, მაგრამ მთავარი ისაა, თუ რამდენად ვალიდურია ეს მოდელი: რამდენად შეესაბამება მოდელი ფაქტობრივ მაჩვენებლებს. სწორედ ამ შესაბამისობას აჩვენებს R2 კოეფიციენტი, რომელიც იცვლება 0-დან 1-მდე. 0 მნიშვნელობა ნიშნავს, რომ აგებული მოდელი საერთოდ არ აღწერს ემპირიულ მონაცემებს, ხოლო 1 მნიშვნელობა ნიშნავს, რომ აგებული მოდელი ძალიან დიდი სიზუსტით აღწერს ემპირიულ მონაცემებს.

Page 21: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

20

3. სიღარიბე საქართველოში3. სიღარიბე საქართველოში

3.1. დროითი მწკრივები3.1. დროითი მწკრივები2009-2016 წლებში სიღარიბის დონის მაჩვენებელი მთლიანობაში მკვეთრად გამოხატულ კლების

ტენდენციას ავლენდა, თუმცა მისი დინამიკა საკვლევ პერიოდში არაერთგვაროვანია. 2009-2011 წლებში სიღარიბის დონე ზრდადი იყო, 2012 წლიდან კი დაიწყო მკვეთრი შემცირება, რაც 2016 წლის ჩათვლით შეუქცევად ხასიათს ატარებდა. ჩამოყალიბებული ტენდენცია მთლიანობაში საკმაოდ წრფივია: R2=0.8383, რაც იმას ნიშნავს, რომ წრფივი ტენდენცია საკმაოდ მაღალი სიზუსტით აღწერს ჩამოყალიბებულ დინამიკას.

საანგარიშო პერიოდში სიღარიბის მაქსიმალური დონე 2010 წელს აღინიშნა, როდესაც მისმა მნიშვნელობამ ქვეყანაში 29 პროცენტი შეადგინა, ხოლო მინიმალური - 2016 წელს - 13.8 პროცენტი. ანუ სიღარიბის დონე აღნიშნულ პერიოდში 2-ჯერ და მეტად შემცირდა. კლების ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერი 2012-2014 წლებში იყო.

დიაგრამა #4: სიღარიბის დონის წლიური დინამიკა დიაგრამა #4: სიღარიბის დონის წლიური დინამიკა

26.6%

23.8%

29.4%

26.6%

29.0% 28.9%

22.4%

16.1%14.8% 14.4% 13.8%

23.8%25.6% 25.7%

18.5%

12.8%11.1% 11.3% 10.3%

29.4%

32.3% 32.1%

26.2%

19.5%18.4% 17.5% 17.3%

0.0%

5.0%

10.0%

15.0%

20.0%

25.0%

30.0%

35.0%

40.0%

45.0%

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

ქვეყანაში, სულ ქალაქად

სოფლად

ტრენდი - ქვეყანაში, სულ - 09-11 ტრენდი - ქალაქად - 09-11

ტრენდი - სოფლად 09-11

ტრენდი - ქვეყანაში, სულ - 11-16 ტრენდი - ქალაქად - 11-16

ტრენდი - სოფლად - 11-16

ტრენდი - ქვეყანაში, სულ - 09-16 ტრენდი - ქალაქად - 09-16

ტრენდი - სოფლად - 09-16

y = 0.0115x + 0.2585R² = 0.7159

y = 0.0096x + 0.2310R² = 0.7656

y = 0.0135x + 0.2859R² = 0.6845

y = -0.0288x + 0.3425R² = 0.8016

y = -0.0288x + 0.3075R² = 0.7911

y = -0.0289x + 0.3774R² = 0.8085

y = -0.0251x + 0.3205R² = 0.8383

y = -0.0257x + 0.2894R² = 0.8469

y = -0.0246x + 0.3516R² = 0.8263

ქვეყანაში

სოფლად

ქალაქად

09-11 11-16 09-16

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

სიღარიბე სოფლად, როგორც წესი, უფრო მასშტაბურია ქალაქთან შედარებით. მონაცემთა დამუშავებამ აჩვენა, რომ საკვლევ პერიოდში საქართველოში სიღარიბის დონე ორივეგან არსებითად შემცირდა, თუმცა, ტენდენციების მსგავსების მიუხედავად, განსხვავება მათ შორის მაინც არსებითია: ქალაქად სიღარიბის დონის შემცირების ტენდენცია 1.3-ჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სოფლად.

საანგარიშო პერიოდის ბოლოს - 2016 წელს - სოფლად სიღარიბის დონე 17.3 პროცენტი იყო, რაც ამ პერიოდის მაქსიმუმზე (2010 წლის) თითქმის 2-ჯერ დაბალია. ქალაქად სიღარიბის მაჩვენებელი 2016 წელს თითქმის 2.5-ჯერ ნაკლები იყო საკვლევი პერიოდის მაქსიმალურ (2011 წლის) მნიშვნელობასთან შედარებით.

სიღარიბის დონის დინამიკა განსხვავებულია გამსხვილებული რეგიონების მიხედვით: განსხვავებულია როგორც ტენდენციის მიმართულებები, ისე მაჩვენებლებიც:

თბილისი სიღარიბის დონის შემცირების ფლაგმანია: სიღარიბის დონე დედაქალაქში 2011-2016 წლებში 3-ჯერ და მეტად შემცირდა, თანაც კლების ტენდენცია ცალსახა და შეუქცევადია; აჭარასა და გურიაში სიღარიბის დონე 26.2 პროცენტიდან 18.5 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა ეს ტენდენცია 2015 წლამდე გაგრძელდა, 2016 წელს კი წინა წელთან შედარებით სიღარიბის დონემ საკმაოდ არსებითად მოიმატა;

Page 22: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

21

სამეგრელოში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში სიღარიბის დონის შემცირების ტენდენცია შეუქცევადი და მყარია. საერთო ჯამში, 2010-2016 წლებში სიღარიბის დონე აქ თითქმის 2.5-ჯერ შემცირდა; ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშიც კლების ტენდენცია ცალსახაა: 2011-2016 წლებში სიღარიბის დონე 2.2-ჯერ შემცირდა. აღსანიშნავია, რომ შემცირების ტენდენცია აქაც შეუქცევადია; შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სიღარიბის დონის შემცირების ტენდენცია საკმაოდ სუსტია. 2010-2016 წლებში ეს მაჩვენებელი 40.4-დან 24.1 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა ეს კლება თითქმის მთლიანად 2012-2013 წლებზე მოდიოდა, რის შემდეგაც ტენდენცია, მართალია, შენარჩუნებულია, მაგრამ ძალზე სუსტია.

დიაგრამა #5: სიღარიბის დონის წლიური დინამიკა გამსხვილებული რეგიონების მიხედვითდიაგრამა #5: სიღარიბის დონის წლიური დინამიკა გამსხვილებული რეგიონების მიხედვით

0.0%

20.0%

40.0%

60.0%

80.0%

100.0%

120.0%

140.0%

160.0%

19.1%

28.1%

20.8%

33.2%

39.7%

2009

21.7%

28.1%

27.9%

30.2%

40.4%

2010

21.9%

26.2%

27.3%

35.4%

37.7%

2011

14.6%

22.8%

21.9%

28.1%

29.6%

2012

9.0%

17.9%

16.0%

16.5%

24.9%

2013

8.1%

16.6%

13.6%

15.3%

24.5%

2014

7.9%

13.5%

13.2%

16.4%

24.3%

2015

7.0%

18.5%

11.2%

13.9%

24.1%

2016

თბილისი აჭარა, გურია სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, სვანეთი ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

სიღარიბის დონის მაჩვენებლის კვარტალური დინამიკა მთლიანობაში ზუსტად იმეორებს წლიური დინამიკის ტენდენციებს, რაც სავსებით ბუნებრივია, თუმცა კვარტალური დინამიკის დროითი მწკრივებიდან ნათლად ჩანს, რომ სეზონური რყევების ზეგავლენა საკმაოდ მაღალია. კვარტალური დროითი მწკრივების სეზონური რყევებისაგან გაწმენდილი მაჩვენებლების მრუდი გაცილებით უფრო ადვილად ასახსნელი, აღსაქმელი და პროგნოზირებადია.

კვარტალური დინამიკის მიხედვითაც, სიღარიბის დონე სოფლად, როგორც წესი, ქალაქად სიღარიბის დონეზე უფრო მაღალია. ცალკეულ კვარტლებში სიღარიბის დონის მაჩვენებლებს შორის განსხვავება მცირდება, მაგრამ ეს მხოლოდ სეზონური რყევის მიზეზითაა განპირობებული და არა რაიმე სისტემური ფაქტორით. სეზონური ფაქტორით შესწორებული დროითი მწკრივი კი თითქმის პარალელურია.

Page 23: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

22

დიაგრამა #6: სიღარიბის დონის კვარტალური დინამიკადიაგრამა #6: სიღარიბის დონის კვარტალური დინამიკა

27% 27% 27% 26%27%

28%29% 29% 29% 29% 29%

28%

26%

24%

21%

19%17%

16%15%

15% 14% 15% 15% 15% 15% 15% 15% 14% 14% 14% 14% 14%

25% 24% 24%23% 24%

24%25%

26% 26% 26% 26%24%

22%

20%

18%

16%15%

14%12%

11% 11% 11% 12% 12% 12% 12% 11% 11% 11% 10% 10% 10%

30% 29% 29% 30%31%

32%32% 33% 33% 32% 32% 32%

30%

28%

24%

21%20% 19% 19% 18% 18% 18% 18% 18% 18% 18% 18% 18% 18% 18% 17% 17%

0.0%

5.0%

10.0%

15.0%

20.0%

25.0%

30.0%

35.0%

40.0%

1Q09

2Q09

3Q09

4Q09

1Q10

2Q10

3Q10

4Q10

1Q11

2Q11

3Q11

4Q11

1Q12

2Q12

3Q12

4Q12

1Q13

2Q13

3Q13

4Q13

1Q14

2Q14

3Q14

4Q14

1Q15

2Q15

3Q15

4Q15

1Q16

2Q16

3Q16

4Q16

ქვეყანაში, სულ სეზონური შესწორებით, ქვეყანაში, სულ ქალაქად

სეზონური შესწორებით, ქალაქად, სულ სოფლად სეზონური შესწორებით, სოფლად, სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

სეზონური ეფექტის ზეგავლენის მიმართულება ქალაქისა და სოფლისათვის იდენტურია. მე-2 და მე-3 კვარტლებში სეზონის ეფექტი დადებითი მნიშვნელობისაა, ანუ სიღარიბის დონე სეზონის ზეგავლენით ზემოთ იწევს, ხოლო 1-ლ და მე-4 კვარტლებში სეზონური ეფექტის ზეგავლენა უარყოფითია, ანუ სეზონის ზეგავლენით სიღარიბის დონე რამდენადმე ქვემოთ ჩამოდის.

დიაგრამა #7: სიღარიბის დონის კვარტალური სეზონური ეფექტის შეფასება ქალაქის/სოფლის დიაგრამა #7: სიღარიბის დონის კვარტალური სეზონური ეფექტის შეფასება ქალაქის/სოფლის მიხედვითმიხედვით

-6.0%

6.7%

5.0%

-5.6%

-6.5%

3.2%

10.6%

-7.4%

-4.3%

10.0%

-0.5%

-5.2%

-10.0%

-8.0%

-6.0%

-4.0%

-2.0%

0.0%

2.0%

4.0%

6.0%

8.0%

10.0%

12.0%

Q1 Q2 Q3 Q4

სეზონური ეფექტის შეფასება, ქვეყანაში, სულ სეზონური ეფექტის შეფასება, ქალაქად, სულ სეზონური ეფექტის შეფასება, სოფლად, სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

Page 24: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

23

2009-2016 წლების დროითი მწკრივების ანალიზის შედეგად მიღებული შეფასებებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ:

2009-2016 წლებში სიღარიბის დონის მაჩვენებელი მკვეთრად გამოხატული შემცირების ტენდენციას ატარებს. შემცირების ტემპი განსაკუთრებით ძლიერი 2013-2014 წლებში იყო; სიღარიბის დონის შემცირების ტემპი ქალაქად 1.3-ჯერ ძლიერია სოფლად სიღარიბის დონის შემცირების ტემპთან შედარებით; სიღარიბის დონის შემცირების ტემპი ყველაზე ძლიერი თბილისშია. ამის შემდეგ მოდის სამეგრელოს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის რეგიონები. შემცირების ტემპი ყველაზე სუსტი შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთშია, ხოლო აჭარისა და გურიის რეგიონში 2016 წელს სიღარიბის დონის ზრდაც კი დაფიქსირდა. სიღარიბის დონე სოფლად, როგორც წესი, მეტია ქალაქად სიღარიბის დონეზე: 2016 წელს ქალაქად სიღარიბის დონე 10 პროცენტი იყო, ხოლო სოფლად - 17; რეგიონებიდან სიღარიბის ყველაზე დაბალი დონე თბილისშია - 7 პროცენტი, ხოლო ყველაზე მაღალი - შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში - 24 პროცენტი;

3.2. პანელური შეფასებები3.2. პანელური შეფასებები

პანელურ მონაცემთა ბაზების ანალიზის საფუძველზე მიღებული შეფასებები რამდენადმე განსხვავებულია კვარტალური და წლიური შეფასებებისგან, ვინაიდან პანელურ მონაცემთა ბაზა იმ შინამეურნეობებისგან შედგება, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ გამოკვლევაში და რომლებთანაც 4 კვარტალური ინტერვიუ ჩატარდა.

პანელურ მონაცემთა ბაზების ანალიზიც აჩვენებს, რომ სიღარიბის დონე მკვეთრად ჩამოყალიბებულ შემცირების ტენდენციას ატარებს. შემცირების ტენდენცია ერთნაირად ძლიერია როგორც მცოცავი პანელებისთვის, ისე დამუკიდებელი და დროში არათანაკვეთადი პანელები-სათვის. პანელური შინამეურნეობები, როგორც შესავალში აღვნიშნეთ, 7 კვარტალში არიან განაწილებული. გარდა ამისა, პანელური შინამეურნეობები შედარებით ნაკლებად მობილური შინამეურნეობებია, რომლებიც 4-ვე კვარტალური ინტერვიუს დროს საცხოვრებელ მისამართზე იყვნენ.

ქვემოთ მოტანილ დიაგრამაზე გამორჩეული მარკერით აღნიშნულია დამოუკიდებელი პანელები. დიაგრამიდან თვალნათლივ ჩანს, რომ ტენდენცია დამოუკიდებელი პანელების მიხედვითაც იდენტურია და სიღარიბის დონის საკმაოდ მყარად ჩამოყალიბებულ შემცირებას აჩვენებს.

სიღარიბის პანელური დონე ქალაქისა და სოფლის ზუსტად ისეთივე ტენდენციის მატარებელია, როგორც ეს დროითი მწკრივების შემთხვევაში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პანელური შეფასებების შემთხვევაში სეზონური ეფექტი ნიველირებულია, ვინაიდან თითოეული შინამეურნეობა დაკვირვების ქვეშ ერთი წლის, ანუ სეზონების სრული სპექტრის განმავლობაში იმყოფებოდა. სიღარიბის დონე სოფლად, როგორც წესი, ნაკლებია ქალაქთან შედარებით და შემცირების ტენდენცია დაახლოებით პარალელურია (იხილეთ დიაგრამა #8).

გამსხვილებული რეგიონების მიხედვით პანელური სიღარიბის დონის დინამიკა რამდენადმე განსხვავებულია კვარტალურ და წლიურ დროით მწკრივებში ჩამოყალიბებული ტენდენციებისაგან. ბოლო ორი პანელისათვის სიღარიბის დონის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გარკვეული ზრდა შეინიშნება თბილისში და ასევე უმნიშვნელო ზრდა შეინიშნება აჭარასა და გურიაში. აღსანიშნავია, რომ ამ არეალში სიღარიბის დონის გარკვეული ზრდა კვარტალურ და წლიურ დროით მწკრივებშიც აღინიშნა. ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად სისტემური ხასიათისაა ეს ზრდა, ვინაიდან იგი სტატისტიკური ცდომილების ფარგლებს არ სცილდება. მთლიანობაში 2009-2016 წლის პანელური შეფასებები სიღარიბის დონის მკვეთრ და შეუქცევად შემცირებას აჩვენებს (იხილეთ დიაგრამა #9).

Page 25: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

24

დიაგრამა #8: სიღარიბის დონის პანელური დინამიკა ქალაქის/სოფლის მიხედვითდიაგრამა #8: სიღარიბის დონის პანელური დინამიკა ქალაქის/სოფლის მიხედვით

26% 27% 27%28%

29% 29% 29% 29%

27%

25%

23%

21%20%

18%

16%15% 15% 14% 15% 15% 14% 14% 14% 14% 14% 14%

23% 23% 23%25%

26%25% 25%

26%

23%22%

20%

18% 18%

15%

13%12%

11%11% 11% 11% 11% 11%

11% 11%12% 11%

30%30% 31% 31%

32%33% 33%

32%31%

28%

27%

25%

23%

21%

19%18% 18% 18% 18% 18% 18% 18%

17% 18% 17% 18%

0.0%

5.0%

10.0%

15.0%

20.0%

25.0%

30.0%

35.0%

ქვეყანაში, სულ ქალაქად, სულ სოფლად, სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

დიაგრამა #9: სიღარიბის დონის პანელური დინამიკა გამსხვილებული რეგიონების მიხედვითდიაგრამა #9: სიღარიბის დონის პანელური დინამიკა გამსხვილებული რეგიონების მიხედვით

0.0%

20.0%

40.0%

60.0%

80.0%

100.0%

120.0%

140.0%

160.0%

19%

29%

23%

29%

39%

20%

28%

24%

28%

38%

20%

26%

25%

30%

39%

22%

26%

26%

30%

38%

23%

26%

28%

32%

38%

23%

26%

28%

34%

38%

22%

28%

28%

35%

38%

23%

26%

27%

35%

37%

19%

23%

26%

36%

35%

19%

22%

25%

31%

33%

16%

20%

23%

31%

30%

14%

20%

21%

27%

29%

14%

21%

19%

22%

29%

12%

20%

16%

19%

28%

10%

19%

15%

16%

25%

8%

17%

15%

16%

23%

8%

16%

14%

17%

23%

7%

17%

14%

15%

24%

8%

16%

14%

16%

23%

7%

17%

13%

16%

24%

7%

16%

13%

16%

23%

7%

14%

14%

16%

25%

7%

13%

13%

16%

26%

7%

14%

13%

16%

27%

8%

15%

13%

16%

24%

8%

15%

12%

16%

25%

თბილისი აჭარა, გურია სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, სვანეთი ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

Page 26: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

25

საერთო დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ: პანელური სიღარიბის დონე ისე, როგორც სიღარიბის დონის წლიური და კვარტალური დროითი მწკრივი, შემცირების მკვეთრად გამოხატულ ტენდენციას ატარებს და ბოლო პანელის მიხედვით 14 პროცენტს შეადგენს; აღნიშნული მაჩვენებელი ზუსტად ემთხვევა სიღარიბის დონეს 2016 წლის მონაცემებით; ამდენად, სიღარიბის 14-პროცენტიანი დონე ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ მყარად ჩამოყალიბებული მაჩვენებელია.

3.3. ქრონიკული სიღარიბე3.3. ქრონიკული სიღარიბე

ქრონიკული სიღარიბის შეფასება მხოლოდ პანელურ მონაცემთა ბაზების ანალიზის შედეგად არის შესაძლებელი.

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, ქრონიკულ სიღარიბედ მოიაზრება სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოფნის ისეთი შემთხვევები, როდესაც პანელური შინამეურნეობები, 4-ვე კვარტალური დაკვირვების შედეგების მიხედვით, სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებოდნენ.

პანელური მონაცემების ანალიზის შედეგების თანახმად, ქრონიკული სიღარიბის დონე, 2015-2016 წლის ბოლო პანელის მიხედვით, 4 პროცენტი იყო, ანუ შინამეურნეობების 4 პროცენტის ერთ ეკვივალენტურ სულზე გადაანგარიშებული მთლიანი მოხმარება, მასშტაბის ეკონომიის ეფექტის გათვალისწინებით, ნაკლები იყო გამოკითხვის შესაბამისი კვარტალის ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე. ქრონიკული სიღარიბის აღნიშნული დონე არ არის ძალიან მაღალი, თუმცა მაინც საყურადღებოა და სიღარიბის პროფილის დეტალურ განხილვას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ ქრონიკული სიღარიბის დონე ბოლო პერიოდის პანელებში სტაბილურად 4 პროცენტზე დგას, ხოლო მთლიანობაში ტენდენცია შემცირებას აჩვენებს. შემცირების ტემპი განსაკუთრებით ძლიერი 2012-2014 წლების პანელებშია. საკვლევ პერიოდში ქრონიკული სიღარიბის დონე ყველაზე მაღალი 2009-2011 წლებში იყო, როდესაც შინამეურნოებების 10-11 პროცენტი მუდმივად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო. ქრონიკული სიღარიბის ასეთი მასშტაბი, შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშოდ მაღალია.

დიაგრამა #10: პანელური შინამეურნეობების განაწილება სიღარიბეში მოხვედრის სიხშირის დიაგრამა #10: პანელური შინამეურნეობების განაწილება სიღარიბეში მოხვედრის სიხშირის მიხედვითმიხედვით

52%52% 52% 52% 50% 50% 49% 50% 52% 54% 56%59% 61%

64%68% 70% 71% 71% 71% 71% 72% 72% 72% 72% 72% 72%

18%18% 17% 17% 16% 16% 17% 17%16%

17%17%

16% 16%15%

13%13% 12% 12% 12% 13% 12% 12% 12% 12% 12%12%

12%12% 11% 11% 12% 12% 13% 13%12%

12%11%

11% 11%9%

9% 8% 8% 8% 7% 7% 7% 7% 7% 7% 7% 8%9% 9% 10% 10% 10% 10% 10% 10% 10%9%

9%8% 7% 6% 6% 5% 5% 5% 5% 5% 5% 6% 5% 5% 5% 5%

9% 10% 10% 10% 11% 11% 11% 11% 10% 9% 7% 6% 6% 5% 4% 4% 4% 4% 4% 4% 4% 4% 4% 4% 4% 4%

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

არც ერთხელ 1-ჯერ 2-ჯერ 3-ჯერ 4-ჯერ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

Page 27: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

26

ასევე აღსანიშნავია ისეთი შინამეურნეობების ხვედრითი წონის 52-დან 72 პროცენტამდე არსებითი ზრდა, რომლებიც დაკვირვების პერიოდში არც ერთხელ არ ყოფილან სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა, ვინაიდან ქრონიკული სიღარიბიდან გამოსვლა შესაძლოა წარმავალ სიღარიბეში გადასვლას ნიშნავდეს, მაგრამ სრული და შეუქცევადი გაუმჯოების ნიშანი სწორედ ასეთი შინამეურნეობების ხვედრითი წონის ზრდაა.

ქრონიკული სიღარიბის დონე ქალაქად და სოფლად, ბოლო პანელის მონაცემებით, 1 პროცენტული პუნქტით განსხვავდება: ქალაქად ქრონიკული სიღარიბის დონე 3.6 პროცენტია, ხოლო სოფლად - 4.6 პროცენტი.

საკვლევ პერიოდში ქალაქად და სოფლად ქრონიკული სიღარიბის დონის მნიშვნელობები 2009-2011 წლის პანელების მონაცემებით ზრდადი იყო, ხოლო 2011 წლის პანელებში უკვე საგანგაშოდ მაღალ დონეს - 10-12 პროცენტს მიაღწია. ამ პერიოდში ქალაქისა და სოფლის ქრონიკული სიღარიბის დონეებს შორის განსხვავება 2-2.5 პროცენტული პუნქტი იყო, რაც ფარდობითად საკმაოდ დიდია. 2012-2014 წლების პანელებში ქრონიკული სიღარიბის დონე, როგორც სოფლად, ისე ქალაქად, მკვეთრად შემცირდა. ამ პერიოდში ქალაქად და სოფლად ქრონიკული სიღარიბის დონე პრაქტიკულად იდენტური იყო.

2014 წლის შემდგომ პანელებში ქრონიკული სიღარიბის დონემ ქალაქად განაგრძო შემცირება, თუმცა შემცირების ტემპი ისეთი მკვეთრი აღარ იყო, როგორც 2012-2013 წლებში. ამავე პერიოდში სოფლად ქრონიკული სიღარიბის დონე დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 პანელში, სადაც 2016 კალენდარულ წელს გამოკითხული შინამეურნეობებიც მონაწილეობენ, ქრონიკული სიღარიბის დონემ ქალაქად მატება დაიწყო, ხოლო სოფლად - შემცირება.

საერთო ჯამში, ქრონიკული სიღარიბის დონე ქალაქად და სოფლად, 2009-2016 წლების პანელური მონაცემების მიხედვით, პრაქტიკულად პარალელურია. ქრონიკული სიღარიბის შედარებით მაღალი რისკის ზონად ისევ სოფელი რჩება და ეს ტენდენცია მთელი პერიოდის განმავლობაშია შენარჩუნებული.

აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი სიღარიბისაგან განსხვავებით, ქრონიკული სიღარიბის დინამიკა ქალაქის/სოფლის ნიშნით შედარებით უფრო მეტად ცვალებადია.

დიაგრამა #11: ქრონიკული სიღარიბის დონე ქალაქის/სოფლის მიხედვითდიაგრამა #11: ქრონიკული სიღარიბის დონე ქალაქის/სოფლის მიხედვით

7.8%

8.7%

9.6%10.0%

10.4%10.4%10.2%9.8%

8.2% 8.1%

7.0%

5.9%

5.9%

4.7%

3.3%3.6%

2.9% 2.8% 2.9% 3.0%

2.5% 2.4%2.7% 2.6%

3.6% 3.6%

9.7%

10.6%10.6%10.8%

11.5%

12.2%12.4%

11.9%11.4%

9.0%

7.5%

6.5%

5.2%

5.4%

4.8% 4.8% 4.9% 4.8%5.1% 5.2%

4.8%

5.4%4.9% 5.0%

4.7% 4.6%

y = -0.0036x + 0.1067

R² = 0.7988

y = -0.0033x + 0.1197

R² = 0.7329

y = -0.0034x + 0.1131

R² = 0.7816

0.0%

2.0%

4.0%

6.0%

8.0%

10.0%

12.0%

14.0%

ქალაქი სოფელი სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

Page 28: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

27

ქრონიკული სიღარიბის დონე, გამსხვილებული რეგიონების მიხედვით, დაახლოებით ისეთივე ტენდენციებს ავლენს, როგორც სიღარიბის დონის ჩვეულებრივი მაჩვენებლები.

ქრონიკული სიღარიბის დონე ყველაზე დაბალი, თითქმის უმნიშვნელო, თბილისშია - ბოლო წლებში 1 პროცენტის დონეზე. სხვა თანაბარ პირობებში 1-პროცენტიანი ხდომილება შეიძლება სტატისტიკურ ცდომილებას მივაკუთვნოთ, მაგრამ როდესაც ეს ხდომილება ოთხჯერ განმეორებად მოვლენას ეხება, მაშინ 1-პროცენტიანი მოვლენა უკვე ანგარიშგასაწევია. აღსანიშნავია, რომ თბილისში, ბოლო 2 პანელის მიხედვით, ქრონიკული სიღარიბის დონემ 1 პროცენტული პუნქტით მოიმატა. ქრონიკული სიღარიბის საგანგაშოდ მაღალი დონე თბილისში 9 პროცენტი იყო; აჭარასა და გურიაში ქრონიკული სიღარიბის დონე, ბოლო პანელების მიხედვით, 3-4 პროცენტია, რაც ქრონიკული სიღარიბის მაჩვენებლისათვის დაბალი არ არის, მაგრამ არც ძალიან მაღალია. ქრონიკული სიღარიბის მაქსიმალური დონე აჭარასა და გურიაში (11 პროცენტი) 2009-2011 წლებში იყო; სამეგრელოში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში ქრონიკული სიღარიბე 2-3 პროცენტია, რაც ქრონიკული სიღარიბის საკმაოდ დაბალ დონეზე მეტყველებს, თუმცა ამ არეალში ქრონიკული სიღარიბე 9 პროცენტსაც აღწევდა, რაც, ქრონიკული სიღარიბის დეფინიციიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია; ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ქრონიკული სიღარიბე 4 პროცენტია, რაც არცთუ მაღალია, თუმცა ამ არეალში ქრონიკული სიღარიბის დონე 14-15 პროცენტიც იყო, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია; კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ქრონიკული სიღარიბის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი - 9-10 პროცენტია, რაც, ქრონიკული სიღარიბის დეფინიციიდან გამომდინარე, საგანგაშოდ მაღალ დონედ შეიძლება ჩაითვალოს. საყურადღებოა, რომ 2013-2014 წლების მკვეთრი შემცირების შემდეგ ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი აღარ მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ 2009-2011 წლებში ქრონიკული სიღარიბის მაჩვენებელი კატასტროფულად მაღალი იყო და 16-17 პროცენტის გარშემო მერყეობდა, შემცირების რესურსი არათუ ბოლომდე არაა ამოწურული, არამედ ქმედითი ზომების მიღების აუცილებლობაზე მეტყველებს.

დიაგრამა #12: ქრონიკული სიღარიბის დონე გამსხვილებული რეგიონების მიხედვითდიაგრამა #12: ქრონიკული სიღარიბის დონე გამსხვილებული რეგიონების მიხედვით

6%8%

8% 9% 9% 9% 8% 9%7% 6% 5% 4% 5% 4% 3% 2% 1% 1% 1% 1% 1% 1% 1% 1% 2% 2%

11%10% 8% 7% 9% 10% 11% 11%

9% 7%5%

5%5% 5%

5% 5%3% 3% 3% 3% 3% 3% 4% 4%

4% 3%

6%7% 8% 9%

9% 9% 9% 8%

8%8%

7%6% 4%

4%3% 4%

3% 3% 3% 3% 3% 3% 3% 2%3%

2%

6%

9%10%

11%

12% 13%14% 14%

15%

11%

10%

9%6%

6%5% 7%

7% 6% 6% 6% 5% 5% 4% 4%4%

4%

18%

17% 17%16%

17%17%

17%16%

14%

11%

10%

9%

9%8%

6%5%

7% 8% 8% 9%7% 9% 9% 10%

9%10%

0.0%

10.0%

20.0%

30.0%

40.0%

50.0%

60.0%

70.0%

თბილისი აჭარა, გურია სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, სვანეთი ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

Page 29: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

28

სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის სიხშირის მიხედვით გაანგარიშებული სიღარიბის ინდექსი ოთხბალიან სკალაზე გადაანგარიშებით, ბოლო პანელის მონაცემებით, 0.576 ნიშნულზეა.

2009-2016 წლების მანძილზე სიღარიბის ინდექსი არსებით გაუმჯობესებას აჩვენებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო პანელების მონაცემებით მდგომარეობა სტაბილურია, ანუ შემცირების ტენდენცია შეჩერებულია. ბუნებრივია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მაჩვენებელმა ოდესმე ნულოვანი მნიშვნელობა მიიღოს, მაგრამ ბოლო პანელების მიხედვით ჩამოყალიბებული წრფივი ტენდენცია მაინც საყურადღებოა.

დიაგრამა #13: სიღარიბის ინდექსიდიაგრამა #13: სიღარიბის ინდექსი

1.056 1.068 1.080 1.112 1.151 1.161 1.173 1.154 1.084 1.016 0.937 0.857 0.812 0.729 0.644 0.604 0.590 0.578 0.584 0.585 0.565 0.571 0.574 0.576 0.576 0.576

2.944 2.932 2.920 2.888 2.849 2.839 2.827 2.846 2.916 2.984 3.063 3.143 3.188 3.271 3.356 3.396 3.410 3.422 3.416 3.415 3.435 3.429 3.426 3.424 3.424 3.424

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

სიღარიბის ზონა სიღარიბისგან თავისუფალი ზონა

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

პანელური მონაცემების მწკრივების ანალიზიდან გამომდინარე, ქრონიკული სიღარიბის შეფასებასთან დაკავშირებით ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ:

ქრონიკული სიღარიბის დონე, ბოლო პანელების მონაცემებით, სტაბილურად 4 პროცენტია; ქრონიკული სიღარიბის დონე არსებითადაა შემცირებული 2009-2011 წლებთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 10-11 პროცენტი იყო, რაც, ქრონიკული სიღარიბის დეფინიციიდან გამომდინარე, ძალიან მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 2014-2016 წლების პანელების მონაცემებით ქრონიკული სიღარიბის დონე უცვლელია; ქრონიკული სიღარიბის დონე სოფელში ქალაქთან შედარებით მაღალია, თუმცა ეს განსხვავება არაა ისეთი არსებითი, როგორც ჩვეულებრივი სიღარიბის მაჩვენებლების შემთხვევაში. 2009-2016 წლების ქრონიკული სიღარიბის დონის ტენდენციები ქალაქისა და სოფლისათვის პარალელურია; ქრონიკული სიღარიბის დონე განსაკუთრებით მაღალია კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. მართალია, ეს მაჩვენებელი არ არის ისე უკიდურესად მაღალი, როგორც 2009-2016 წლებში, მაგრამ არსებული 9-10 პროცენტიანი დონე საგანგაშოდ მაღალია.

Page 30: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

29

4. შემოსავლები საქართველოში4. შემოსავლები საქართველოში

4.1. დროითი მწკრივები4.1. დროითი მწკრივები

შინამეურნეობების შემოსავლების სტრუქტურის ანალიზისათვის, როგორც ეს შესავალში აღინიშნა, სამი ტიპის შემოსავლებს განვიხილავთ.

მთლიანი სახსრები (ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ) 2016 წელს ერთ სულზე, საშუალოდ, თვეში 329 ლარის დონეზე იყო, მთლიანი შემოსავლები (შემოსავლები, სულ ფულის სესხებისა და დანაზოგების გამოყენების გარეშე) - 293 ლარი თვეში, ხოლო ფულადი შემოსავლებით (ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, სულ) - 267 ლარი. სამივე ეს მაჩვენებელი 2009-2016 წლებში მკვეთრად გამოხატულ ზრდის ტენდენციას ატარებდა.

აღნიშნული ცვლილების ტენდენცია პრაქტიკულად წრფივია: სამივე მაჩვენებლისათვის R2≈0.98. ფულადი შემოსავლებისა და მთლიანი შემოსავლების ცვლილების ტენდენცია თითქმის პარალელურია, რაც იმას ნიშნავს, რომ არაფულადი შემოსავლები თითქმის არ იცვლება და შინამეურნეობების შემოსავლებში ერთგვარ კონსტანტად ფიგურირებს.

დიაგრამა #14: საშუალოდ ერთ სულზე შემოსავლების წლიური დინამიკა, ლარი თვეშიდიაგრამა #14: საშუალოდ ერთ სულზე შემოსავლების წლიური დინამიკა, ლარი თვეში

128

143

160

184

217

242253

267

54 57 5868

8087 87 90

153

168

188

212

243

270279

293

172

194

219

245

276

306315

329

73 77 8091

102110 109 112

y = 21.4268x + 102.8542R² = 0.9840

y = 5.9965x + 45.909R² = 0.9369

y = 21.5741x + 128.9839R² = 0.9842

y = 5.7838x + 56.807R² = 0.9291

y = 23.8196x + 149.8635R² = 0.9845

y = 6.3422x + 65.658R² = 0.9363

0.00

50.00

100.00

150.00

200.00

250.00

300.00

350.00

400.00

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

ნომინალური ფულადი შემოსავლები ფულადი შემოსავლები 1996 წლის ფასებში

ნომინალური მთლიანი შემოსავლები მთლიანი შემოსავლები, 1996 წლის ფასებში

ნომინალური მთლიანი სახსრები მთლიანი სახსრები 1996 წლის ფასებში

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

რაც შეეხება მთლიანი სახსრების დინამიკას, ამ მაჩვენებლის ზრდის ტემპი რამდენადმე აღემატება მთლიანი შემოსავლების და ფულადი შემოსავლების ზრდის ტემპს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულის სესხება, დანაზოგის გამოყენება და ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი, რაც არის მთლიანი შემოსავლებისა და მთლიანი სახსრების ერთადერთი განმასხვავებელი, შინამეურნეობების შემოსავლების სტრუქტურაში ზრდადი მნიშვნელობით გამოირჩევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპონენტის ძირითადი შემადგენელი ფულის სესხებაა. ქონების გაყიდვა და დანაზოგის გამოყენება შედარებით მოკრძალებულადაა წარმოდგენილი.

ეს ტენდენცია საკმაოდ საინტერესო გარემოებაზე მეტყველებს: სესხების და ფინანსური ვალდებულებების ზრდის ტემპი აშკარად უსწრებს შინამეურნეობების რეალური განკარგვადი შემოსავლების ზრდის ტემპს. ძალიან ძნელი სათქმელია, თუ რამდენად ,,პერსპექტიულია“ ეს ტენდენცია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, მაგრამ შინამეურნეობების მიერ ამ გზით ყოველდღიური სამომხმარებლო პრობლემების მოგვარების მცდელობა ფაქტია. ეს საკითხი კიდევ უფრო დეტალურ შესწავლას საჭიროებს. ტენდენციების ასეთი აცილების სოციალური შედეგი საკრედიტო „შავი სიის“ 300 ათასიანი შემადგენლობაა, რაც თვალნათლივ აჩვენებს, თუ როგორი მძიმე სოციალური შედეგის მომტანია ეს გარემოება, რომელიც სტატისტიკურად ძალიან მარტივად,

Page 31: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

30

ტენდენციების აცილებაში, გამოიხატება. სამწუხაროდ, წინამდებარე ნაშრომის ფორმატში ვერ მოხერხდება ამ საკითხის სიღრმისეული ანალიზი, თუმცა ამის საჭიროება აშკარად არსებობს.

ნომინალურთან შედარებით გაცილებით სუსტი, მაგრამ მაინც ცალსახად ჩამოყალიბებული ზრდის ტენდენციით გამოირჩევა რეალური შემოსავლების მაჩვენებელიც. 1996 წლის ფასებში გადაანგარიშებული მთლიანი სახსრები ერთ სულზე თვეში დაახლოებით 112 ლარი იყო, მთლიანი შემოსავლები ერთ სულზე თვეში - 99 ლარი, ხოლო ფულადი შემოსავლები - 90 ლარი. რეალური შემოსავალის ზრდის ტემპი, ნომინალურთან შედარებით, დაახლოებით 3-3.5-ჯერ დაბალია, რაც სრულიად ბუნებრივია. უდავოდ ძალზე პოზიტიურია ის გარემოება, რომ რეალური შემოსავლები წრფივად ჩამოყალიბებული ზრდის ტენდენციას ატარებს. რეალური მთლიანი სახსრები და მთლიანი შემოსავლები, 2009 წელთან შედარებით, 1.5-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ფულადი შემოსავლები - 1.7-ჯერ.

ზუსტად ანალოგიურია ტენდენციები კვარტალური შემოსავლებისთვისაც, მხოლოდ დროითი მწკრივი უფრო მეტად დეტალიზებულია, დაკვირვებების რაოდენობა - უფრო მეტი და ჩანს შემოსავლების სეზონურობის ეფექტის ზეგავლენა.

დიაგრამა #15: საშუალოდ ერთ სულზე შემოსავლების კვარტალური დინამიკა, ლარი თვეშიდიაგრამა #15: საშუალოდ ერთ სულზე შემოსავლების კვარტალური დინამიკა, ლარი თვეში

y = 5.4019x + 110.1588R² = 0.9629

y = 1.5185x + 47.8407R² = 0.9021

y = 5.4186x + 136.6777R² = 0.9606

y = 1.4583x + 58.7750R² = 0.8870

y = 5.9806x + 158.3970R² = 0.9571

y = 1.5990x + 67.8202R² = 0.8858

0.00

50.00

100.00

150.00

200.00

250.00

300.00

350.00

400.00

1Q09

2Q09

3Q09

4Q09

1Q10

2Q10

3Q10

4Q10

1Q11

2Q11

3Q11

4Q11

1Q12

2Q12

3Q12

4Q12

1Q13

2Q13

3Q13

4Q13

1Q14

2Q14

3Q14

4Q14

1Q15

2Q15

3Q15

4Q15

1Q16

2Q16

3Q16

4Q16

ნომინალური ფულადი შემოსავლები ფულადი შემოსავლები 1996 წლის ფასებში

ნომინალური მთლიანი შემოსავლები მთლიანი შემოსავლები 1996 წლის ფასებში

ნომინალური მთლიანი სახსრები მთლიანი სახსრები 1996 წლის ფასებში

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

როგორც 2009-2016 წლის მონაცემები აჩვენებს, ნომინალურ განზომილებაში, მისამართული სოციალური დახმარების წილი მთლიან შემოსავლებში საკმაოდ მოკრძალებულია. ერთ სულზე 293 ლარი საშუალო შემოსავლებიდან მხოლოდ 5 ლარია მისამართული სოციალური დახმარება, ანუ 1.7 პროცენტი, თუმცა იგი პანელური სიღარიბის დონის თითქმის 4-პროცენტიან შემცირებას უზრუნველყოფს, რაც საკმაოდ მაღალი ეფექტის მაჩვენებელია.

მთლიანი შემოსავლები და შემოსავლები მისამართული სოციალური დახმარების გარეშე პრაქტიკულად პარალელურ ტენდენციას ავლენს. ეს ნიშნავს, რომ ნომინალურად ამ წყაროდან შემოსავლები პრაქტიკულად უცვლელია, მაგრამ თუ სიღარიბის დონეზე მის მზარდ ზეგავლენას გავითვალისწინებთ, ერთადერთი არგუმენტირებული დასკვნა ბოლო წლებში სოციალური დახმარების უფრო ზუსტი დამისამართებაა.

რაც შეეხება პენსიას, მთლიანი შემოსავლების ზრდის ტენდენცია პენსიის გარეშე მთლიანი შემოსავლების ზრდის ტენდენციაზე უფრო ძლიერია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის მთლიანი შემოსავლები რამდენადმე უფრო ნელა იზრდება, ვიდრე პენსია და პენსიის როლი სულ უფრო ზრდადი ხდება. პენსიის ნომინალური ზრდის გარდა აქ შესაძლებელია საქმე გვქონდეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებასთან, რაც მოსახლეობის დაბერებასთან და საპენსიო ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წონის ზრდასთანაა დაკავშირებული.

Page 32: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

31

დიაგრამა #16: სახელმწიფო სოციალური გასაცემლების გარეშე საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი დიაგრამა #16: სახელმწიფო სოციალური გასაცემლების გარეშე საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების წლიური დინამიკა, ლარი თვეშიშემოსავლების წლიური დინამიკა, ლარი თვეში

0.00

50.00

100.00

150.00

200.00

250.00

300.00

350.00

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

153

168

188

212

243

270279

293

129141

159

180

206

224232

243

151

165

185

209

239

264274

289

მთლიანი შემოსავლები მთლიანი შემოსავლები პენსიების გარეშე მთლიანი შემოსავლები სოცდახმარების გარეშე

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

ერთ სულზე ნომინალური შემოსავლები ქალაქად, როგორც წესი, მაღალია სოფელთან შედარებით. ქალაქად იგი თვეში 331 ლარი იყო, ხოლო სოფლად - 257 ლარი. ამდენად, ქალაქად ერთ სულზე მთლიანი შემოსავლები 30 პროცენტით აღემატება სოფლად ანალოგიურ მაჩვენებელს.

დიაგრამა #17: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების წლიური დინამიკა ქალაქის/დიაგრამა #17: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების წლიური დინამიკა ქალაქის/სოფლის მიხედვით, ლარი თვეშისოფლის მიხედვით, ლარი თვეში

171185

200

234

271

302

317330

136

151

177191

215

239 241

257

y = 25.2077x + 137.9268R² = 0.9785

y = 17.9573x + 120.0524R² = 0.9809

y = 21.5741x + 128.9839R² = 0.9842

0.0

50.0

100.0

150.0

200.0

250.0

300.0

350.0

400.0

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

ქალაქად სოფლად სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

Page 33: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

32

ყველაზე საყურადღებოა 2009-2016 წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციები, რომელიც აჩვენებს, რომ ქალაქად ნომინალური შემოსავლების ზრდის ტემპი 1.4-ჯერ აღემატება სოფლად შემოსავლების ზრდის ტემპს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქმედითი ღონისძიებების გატარების გარეშე ქალაქსა და სოფელს შორის სოციალური განსხვავებები კიდევ უფრო მკვეთრად გაღრმავდება. ამ დასკვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ტენდენციების პრაქტიკულად წრფივი ხასიათია. როგორც სოფლად, ისე ქალაქად წრფივი ტენდენციაა: R2≈0.98, რაც სხვა თანაბარ პირობებში აღნიშნული პროცესის შეუქცევადობას ნიშნავს. თავად შემოსავლების ზრდა ქალაქადაც და სოფლადაც უდავოდ პოზიტი-ური ტენდენციაა, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ სოფლად შემოსავლების ზრდის ტემპი გაცილებით დაბალია, ვიდრე ქალაქში.

ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების დინამიკა განსხვავებულია გამსხვილებული რეგიონების მიხედვით. განსხვავებულია როგორც შემოსავლები, ისე ცვლილების ტენდენცია:

რეგიონების მიხედვით შემოსავლების დონე ყველაზე მაღალია თბილისში - 2016 წლის მონაცემებით, 379 ლარი ერთ სულზე თვეში. 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და ზრდის ტემპი წრფივი და შეუქცევადია; აჭარასა და გურიაში ერთ სულზე მთლიანი შემოსავლები დაახლოებით 271 ლარი იყო. მაჩვენებლების დიმანიკა ზრდადია, თუმცა ზრდის ტემპი ბოლო წლებში თბილისთან შედარებით დაბალია; სამეგრელოში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და სვანეთში ერთ სულზე შემოსავლები, 2016 წლის მდგომარეობით, 298 ლარი იყო. 2009-2016 წლებში ეს მაჩვენებელი მკვეთრი ზრდის ტენდენციით გამოირჩეოდა; ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ერთ სულზე მთლიანი შემოსავალი 2016 წელს იყო

225 ლარი. შემოსავლის ზრდის ტემპი აქ, თბილისთან შედარებით, არსებითად დაბალია, ხოლო 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ოდნავ, მაგრამ მაინც შემცირდა; შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში 2016 წელს ერთ სულზე ნომინალური მთლიანი შემოსავლები 251 ლარი იყო. 2009-2016 წლებში შემოსავლებს ზრდის ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ზრდის ტემპი არსებითად დაბალია თბილისსა და იმერეთში, რაჭაში, სამეგრელოსა და სვანეთში შემოსავლების ზრდის ტემპზე.

დიაგრამა #18: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების წლიური დინამიკა გამსხვილებული დიაგრამა #18: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების წლიური დინამიკა გამსხვილებული რეგიონების მიხედვით, ლარი თვეშირეგიონების მიხედვით, ლარი თვეში

188.6 200.2 212.8 254.5302.5 336.6 351.6 371.8

121.5 142.6166.2

179.2

208.3240.7 241.7

270.6

158.7174.2

203.3

213.9

240.4

272.1 276.9291.7

131.5148.7

160.3

171.7

195.3

215.5227.2

225.3

130.6

143.5

166.2

199.8

221.0

234.9241.7

250.9

0.0

200.0

400.0

600.0

800.0

1000.0

1200.0

1400.0

1600.0

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016თბილისი აჭარა, გურია სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, სვანეთი ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

დროითი მწკრივების ანალიზიდან გამომდინარე, შემოსავლების შეფასებასთან დაკავშირებით ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ:

Page 34: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

33

სამივე მაჩვენებელი მკვეთრად გამოხატული ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მთლიანი სახსრების ზრდის ტემპი რამდენადმე აღემატება მთლიანი შემოსავლების ზრდის ტემპს, რაც განკარგვად რესურსებში სესხების ზრდად მნიშვნელობაზე მეტყველებს; ინფლაციის გარეშე, ანუ შესადარ (1996 წლის) ფასებში გადაანგარიშებული მთლიანი შემოსავლები ერთ სულზე თვეში 99 ლარია, მთლიანი სახსრები - 112 ლარი, ხოლო ფულადი შემოსავლები - 90 ლარი; შესადარ ფასებში გადაანგარიშებული შემოსავლები შედარებით სუსტი, მაგრამ მაინც აშკარად ჩამოყალიბებული ზრდის ტენდენციით ხასიათდება; შემოსავლების ზრდის ტემპი ქალაქად 1.4-ჯერ აღემატება სოფლად შემოსავლების ზრდის ტემპს; რეგიონების მიხედვით შემოსავლების დონე არსებითად განსხვავებულია, ასევე განსხვავებულია ტენდენციებიც.

4.2. პანელური შეფასებები4.2. პანელური შეფასებები

პანელური მონაცემებით, ერთი შინამეურნეობის მთლიანი შემოსავალი, ბოლო პანელის მდგომარეობით, თვეში ერთ სულზე გადაანგარიშებით, 283 ლარია. ეს მონაცემი არ არის შედარებადი 2016 წლის მონაცემთან, ვინაიდან პანელურ მონაცემთა ბაზა 7 კვარტალურ გამოკითხვაშია განაწილებული. ბოლო პანელური შეფასება მოიცავს როგორც 2016, ისე 2015 წლების კვარტალური გამოკითხვის მონაცემებს. ამდენად, პანელური მონაცემები დამოუკიდებლად უნდა განვიხილოთ, სტანდარტულ კვარტალურ და წლიურ დროით მწკრივებთან მათი შედარება არ არის მიზანშეწონილი.

მისამართული სოციალური დახმარების გარეშე მთლიანი შემოსავლები ერთ სულზე გადაანგარიშებით თვეში 278 ლარია. როგორც ვხედავთ, მისამართული სოციალური დახმარების ჩათვლით და მის გარეშე შემოსავლებს შორის განსხვავება პანელური მონაცემების შემთხვევაშიც 5 ლარია. როგორც დროითი მწკრივების ანალიზისას აღვნიშნეთ, სიღარიბის დონეზე ამ საკმაოდ მცირე მოცულობის ნომინალური თანხის ზეგავლენა საკმაოდ მაღალია.

დიაგრამა #19: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების პანელური დინამიკა, ლარიდიაგრამა #19: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების პანელური დინამიკა, ლარი

158 160166

171 175 178 180 184 188195

204213

220231

237245

253259 261

267 272 270 275 271 276283

132 134139 144 147 149 151 154 158 163

171181

186197 201

207212 214 215

221 224 223 228 224 229234

155 157163

168 171 174 176 180 184191

200210

216227

233240

248 252 255261 266 265 269 266 271

278

y = 5.5892x + 147.2149R² = 0.9743

y = 4.5226x + 124.9415R² = 0.9687

y = 5.4563x + 144.6611R² = 0.9762

0.00

50.00

100.00

150.00

200.00

250.00

300.00

350.00

მთლიანი შემოსავლები მთლიანი შემოსავლები პენსიების გარეშე მთლიანი შემოსავლები სოცდახმარების გარეშე

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

პანელური მონაცემებითაც, ნომინალური შემოსავლები, როგორც კვარტალური, ისე წლიური მონაცემებით, ცალსახად გამოხატული ზრდის ტენდენციის მატარებელია.

Page 35: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

34

პენსიის ჩათვლით მთლიანი შემოსავლების ზრდის ტემპი 23 პროცენტით აღემატება პენსიის გარეშე მთლიანი შემოსავლების ზრდის ტემპს. პანელური მონაცემებიც იმავეს აჩვენებს, რასაც ჩვეულებრივი დროითი მწკრივები, რაც ნიშნავს, რომ ეს დამოკიდებულება ობიექტურად არსებობს და პენსიების როლი შემოსავლების სტრუქტურაში ზრდადი მნიშვნელობისაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანი შემოსავლების ზრდის ტენდენცია პრაქტიკულად წრფივია: R2≈0.97, რაც შეუქცევადი და წრფესთან მაქსიმალურად მიახლოებული ტენდენციის ნიშანია.

პანელური მონაცემებითაც შინამეურნეობათა შემოსავლები ზრდადია როგორც ქალაქად, ისე სოფლად. აღსანიშნავია, რომ ზრდის ტემპებს შორის არსებული სხვაობა რამდენადმე განსხვავებულია დროითი მწკრივებისა და პანელური მონაცემებისათვის. პანელური მონაცემებით, შემოსავლების ზრდის ტემპი ქალაქად 1.5-ჯერ მაღალია, ვიდრე სოფლად, რაც რამდენადმე აღემატება წლიური დინამიკისათვის დამახასიათებელ 1.4-ჯერად ანალოგიურ განსხვავებას. ამის ახსნა არცთუ მარტივია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტაბილურად სოფლად მცხოვრები შინამეურნეობების შემოსავლები 1.5-ჯერ ნაკლებად იზრდება, ვიდრე სტაბილურად ქალაქად მცხოვრები შინამეურნეობების შემოსავლები, ვინაიდან პანელური მონაცემები მოიცავს ისეთი შინამეურნეობებს, რომლებთანაც კვარტალური ინტერვიუ ჩატარდა, ანუ მუდმივად ცხოვრობენ ერთ ადგილას და ნაკლებად მობილურები არიან.

დიაგრამა #20: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების პანელური დინამიკა ქალაქის/დიაგრამა #20: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების პანელური დინამიკა ქალაქის/სოფლის მიხედვითსოფლის მიხედვით

176 177184 186 188 190 192 192 196

204

217229

240

255260

271283 286 290

304 308 309 313307 310

321

139 143 147156 161 165 167

175 180185 190

197 201207

214 219 223231 231 232 236 232

237 237 242248

y = 6.7467x + 154.6016

R² = 0.9581

y = 4.4721x + 139.4470

R² = 0.9722

y = 5.5892x + 147.2149

R² = 0.9743

0.0

50.0

100.0

150.0

200.0

250.0

300.0

350.0

ქალაქად სოფლად სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების ზრდის ტენდენცია ზოგადად ყველა გამსხვილებულ რეგიონში აღინიშნა, თუმცა შემოსავლების მოცულობა და ტენდენციები რამდენადმე განსხვავდება:

თბილისში შემოსავლების რაოდენობა ერთ სულზე გადაანგარიშებით და ზრდის ტემპით ყველაზე მაღალია. ბოლო პანელის მონაცემებით, თბილისში ერთ სულზე გადაანგარიშებით თვეში შემოსავალი 368 ლარი იყო; იმავე მონაცემებით, აჭარასა და გურიაში შემოსავლები 264 ლარი იყო, ხოლო ზრდის ტემპი თბილისთან შედარებით - დაბალი; სამეგრელოში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ბოლო პანელის მონაცემებით, შემოსავლების დონე მხოლოდ თბილისს ჩამორჩება და თვეში ერთ სულზე 281 ლარია. ზრდის ტემპიც მხოლოდ თბილისის ზრდის ტემპს ჩამორჩება; ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში შემოსავლების დონე ერთ სულზე გადაანგა-რიშებით საქართველოში ყველაზე დაბალია - 211 ლარი. ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმითიცაა განპირობებული, რომ შინამეურნეობების ზომა ამ რეგიონებში საქართველოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით მაღალია. რაც შეეხება შემოსავლის ზრდის ტემპს,

Page 36: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

35

ამ არეალში იგი საკმაოდ დაბალია და, ბოლო პანელების მონაცემებით, გარკვეული შემცირებაც კი შეინიშნება; შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში ერთ სულზე გადაანგარიშებით შემოსავალი, ბოლო პანელის მონაცემებით, 238 ლარია, რაც მხოლოდ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მაჩვენებლს აღემატება და ზრდის ტემპით კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

დიაგრამა #21: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების პანელური დინამიკა დიაგრამა #21: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების პანელური დინამიკა გამსხვილებული რეგიონების მიხედვითგამსხვილებული რეგიონების მიხედვით

192 190 199 198 197 201 204 201 207 216 233 247 258 276 277 298 313 311 320 340 347 349 354 342 346368127 131 145 144 157 157 155 165 166 171 180 187 189

203 205 210 217 221 224226 235 235 238 241 251 264

161 166167 182 187 193 195 195 199 201

209218

228241 244

244251 263 263

268 276 271 277 274 273 281

142 142144 150 153 147 152 167 164 176

173163

173177 194

200204 214 213

214 210 215 216 218 218211

134 139145 148 150 156 159

165 175184

192208

207208

221227

232235 230

230 228 222 228 227 238 238

0.0

200.0

400.0

600.0

800.0

1000.0

1200.0

1400.0

1600.0

თბილისი აჭარა, გურია სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, სვანეთი ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

საერთო ჯამში, შემოსავლების პანელური დინამიკის მონაცემებიდან შეიძლება ითქვას, რომ: ნომინალური შემოსავლები, პანელური მონაცემებითაც, ცალსახად გამოხატული ზრდის ტენდენციის მატარებელია; პენსიის ჩათვლით მთლიანი შემოსავლების ზრდის ტემპი 23 პროცენტით აღემატება პენსიის გარეშე მთლიანი შემოსავლების ზრდის ტემპს; შემოსავლების ზრდის ტემპი ქალაქად 1.5-ჯერ მაღალია სოფლისაზე, რაც რამდენადმე აღემატება წლიური დინამიკისათვის დამახასიათებელ 1.4 ჯერად განსხვავებას; პანელური მონაცემებით შემოსავლები ერთ სულზე ყველაზე მაღალია თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი - ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში; შემოსავლების ზრდის ტემპი ყველაზე მაღალი კვლავ თბილისშია, ხოლო ყველაზე დაბა-ლი - შიდა ქათლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.

4.3. შემოსავლების უთანაბრობა4.3. შემოსავლების უთანაბრობამთლიანი შემოსავლებისათვის დეცილური კოეფიციენტი საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე

შემოსავლების მიხედვით განაწილებისათვის 2016 წელს 27-ის ტოლი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთ შინამეურნეობაზე მთლიანი შემოსავლების მიხედვით ყველაზე მაღალშემოსავლიანი - 5-პროცენტიანი ჯგუფების მე-20 ქვეჯგუფში ერთ სულზე გადაანგარიშებული მთლიანი შემოსავალი 27-ჯერ აღემატებოდა ყველაზე დაბალშემოსავლიანი - 1-ლი ქვეჯგუფის - იმავე მაჩვენებლს.

ერთ სულზე გადაანგარიშებით ყველაზე მაღალშემოსავლიან ჯგუფში საშუალო შემოსავალი 25-ჯერ აღემატება ყველაზე დაბალშემოსავლიანი ჯგუფის ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს იმას ნიშნავს, რომ შინამეურნეობის ზომა ამ ტიპის შემოსავლების განაწილებისათვის არ არის მნიშვნელოვანი გამათანაბრებელი ფაქტორი.

ერთ შინამეურნეობაზე შემოსავლების დეცილური კოეფიციენტი 2009-2016 წლებში აშკარად

Page 37: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

36

გამოხატულ შემცირების ტენდენციას ავლენდა. შემცირების ტენდენცია უფრო ექსპოდენცია-ლური ხასიათისაა, თუმცა იმის თქმაც შეიძლება, რომ წრფივი ტენდენციაც საკმაოდ კარგად აღწერს დინამიკას.

რაც შეეხება ერთ სულზე შემოსავლების დეცილურ კოეფიციენტს, მთლიანობაში ისიც შემცი-რების ტენდენციას ატარებს, ხოლო მისი შემცირების ტემპი ერთ შინამეურნეობაზე მთლიანი შემოსავლების დეცილური კოეფიციენტის შემცირების ტემპის იდენტურია.

აღნიშნული ტენდენციები უდავოდ პოზიტიურია, ვინაიდან დეცილური კოეფიციენტი, რომელიც სოციალური პოლარიზაციის საკმაოდ კარგი ინდიკატორია, შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

დიაგრამა #22: დეცილური კოეფიციენტი ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე მთლიანი დიაგრამა #22: დეცილური კოეფიციენტი ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების 5-პროცენტიანი ჯგუფებისათვისშემოსავლების 5-პროცენტიანი ჯგუფებისათვის

y = -4.3690x + 55.9736R² = 0.7787

0.0

10.0

20.0

30.0

40.0

50.0

60.0

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე საშუალოდ ერთ სულზე

51

54

47

31

2726

27 27

55

51

45

30

26 2525 25

y = -4.8462x + 57.1335R² = 0.8303

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

ფულადი შემოსავლების განაწილების პოლარიზაციის აბსოლუტური დონე გაცილებით მაღალია მთლიანი შემოსავლების განაწილების პოლარიზაციაზე. საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე განაწილებისათვის დეცილური კოეფიციენტი 2016 წლისთვის იყო 37, რაც არსებითად აღემატება მთლიანი შემოსავლების იმავე ნიშნით განაწილების კოეფიციენტის მნიშვნელობას - 27-ს. ერთ სულზე განაწილების მიხედვით დეცილური კოეფიციენტი ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების კოეფიციენტის (25) იდენტურია.

აღსანიშნავია, რომ ფულადი შემოსავლების ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე განაწილე-ბების დეცილური კოეფიციენტები არსებითად ისევე არ განსხვავდება, როგორც ეს მთლიანი შემოსავლების განაწილების შემთხვევაში იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შინამეურნეობის ზომა არც ფულადი შემოსავლების მიხედვით პოლარიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რაც შეეხება 2009-2016 წლებში ფულადი შემოსავლების განაწილების ჩამოყალიბებულ ტენდენციას, შემცირების ტენდენცია ცალსახაა და ის უფრო მეტად ექსპოდენციალურია, ვიდრე წრფივი, ვინაიდან R² ექსპოდენციალური ტენდენციისთვის 0.9055-ის ტოლია, ხოლო წრფივისათვის - 0.7793-ისა.

გარდა ამისა, 2009 წელს დეცილური კოეფიციენტის მნიშვნელობა ფულადი შემოსავლების ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე განაწილებებისათვის შესაბამისად იყო 190 და 183, რაც თანრი-გით აღემატება მთლიანი შემოსავლების განაწილების შესაბამის კოეფიციენტებს 51-სა და 55-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფულადი შემოსავლების მიხედვით პოლარიზაციის ხარისხი ძალიან მაღალი იყო და ის არსებითად შემცირდა ბოლო წლებში.

გარდა ამისა, ფულადი და მთლიანი შემოსავლების განაწილების დეცილური კოეფიციენტების შედარება აჩვენებს, რომ არაფულადი შემოსავლები, რაც სასოფლო თვითდასაქმებისთვისაა დამახასიათებელი, მნიშვნელოვან გამათანაბრებელ ფუნქციას ასრულებს.

Page 38: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

37

დიაგრამა #23: დეცილური კოეფიციენტი ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე ფულადი დიაგრამა #23: დეცილური კოეფიციენტი ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე ფულადი შემოსავლების 5-პროცენტიანი ჯგუფებისათვისშემოსავლების 5-პროცენტიანი ჯგუფებისათვის

183

130

77

4639

40

36

25

190

128

75

49

30

41

18

37

y = -20.2176x + 162.8650R² = 0.7793

y = 192.6076e-0.2697x

R² = 0.9055

y = -20.6997x + 164.1813R² = 0.7396

-50.0

0.0

50.0

100.0

150.0

200.0

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე საშუალოდ ერთ სულზე

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

მთლიანი სახსრების მიხედვით განაწილების დეცილური კოეფიციენტები როგორც ერთ შინამეურნეობაზე, ისე ერთ სულზე განაწილებებისათვის დაახლოებით ერთ მიდამოშია, ანუ განაწილებისათვის შინამეურნეობის ზომა გადამწყვეტი გამათანაბრებელი ფაქტორი არაა.

დიაგრამა #24: დეცილური კოეფიციენტი ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე მთლიანი დიაგრამა #24: დეცილური კოეფიციენტი ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე მთლიანი სახსრების 5-პროცენტიანი ჯგუფებისათვისსახსრების 5-პროცენტიანი ჯგუფებისათვის

51

51

46

33

26 2628

26

53

46

44

29

22 23 23 22

y = -4.2552x + 55.307R² = 0.8171

y = -4.7284x + 54.065R² = 0.8363

0.0

10.0

20.0

30.0

40.0

50.0

60.0

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე საშუალოდ ერთ სულზე

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

Page 39: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

38

ერთ სულზე მთლიანი სახსრების განაწილების დეცილური კოეფიციენტი, როგორც წესი, ნაკლებია ერთ შინამეურნეობაზე განაწილების მიხედვით დეცილურ კოეფიციენტზე, მაგრამ ტენდენციები აშკარად პარალელურია. პოლარიზაცია მთლიანი სახსრებისათვის დაახლოებით ისეთივეა, როგორც მთლიანი შემოსავლებისათვის.

რაც შეეხება მთლიანი სახსრების განაწილებისათვის დეცილური კოეფიციენტის ცვლილების ტენდენციას, მას ცალსახად გამოხატული შემცირების ნიშანი აქვს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, როგორც ფულადი შემოსავლების შემთხვევაში, ის უფრო ექსპოდენციალური ხასიათისაა, ვიდრე წრფივი.

საერთო ჯამში, დეცილური კოეფიციენტების მონაცემებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ:

შინამეურნეობის ზომა არც ერთი სახის შემოსავლისთვის არ წარმოადგენს მნიშვნელოვან გამათანაბრებელ ფაქტორს; ფულადი შემოსავლების პოლარიზაცია გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე მთლიანი სახსრების და მთლიანი შემოსავლებისა, თუმცა ფულადი შემოსავლების მიხედვით პოლარიზაციის ხარისხი ამჟამად უკვე იმავე თანრიგისაა, როგორც მთლიანი სახსრების და მთლიანი შემოსავლების განაწილებისათვის; სამივე ტიპის შემოსავლებისთვის დეცილური კოეფიციენტები შემცირების აშკარად გამოხატულ ტენდენციას აჩვენებენ, რაც უდავოდ პოზიტიური მოვლენაა და ნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პოლარიზაციის ხარისხი მცირდება; შემცირება უპირატესად ექსპოდენციალური ხასიათისაა, ვიდრე წრფივი, ანუ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში შემცირების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა.

დიაგრამა #25: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების ჯინის ინდექსის წლიური დინამიკადიაგრამა #25: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების ჯინის ინდექსის წლიური დინამიკა

0.4481 0.44520.4531

0.4329

0.4045 0.4040 0.4057 0.4080

0.4318 0.4290 0.4302

0.4150

0.39870.3915 0.3932

0.3996

0.4861

0.47650.4683

0.4524

0.43150.4238 0.4253 0.4279

y = -0.0078x + 0.4602R² = 0.7673

y = -0.0064x + 0.4399R² = 0.8091

y = -0.0097x + 0.4928R² = 0.8919

0.3000

0.3200

0.3400

0.3600

0.3800

0.4000

0.4200

0.4400

0.4600

0.4800

0.5000

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

ერთ სულზე მთლიანი სახსრები ერთ სულზე მთლიანი შემოსავლები ერთ სულზე ფულადი შემოსავლები

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსი, 2016 წლის მონაცემებით, 0.3996 ნიშნულზე იყო, ფულადი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსი - 0.4279. ეს განსხვავება ნიშნავს, რომ არაფულადი შემოსავლები საკმაოდ მნიშვნელოვანი გამათანაბრებელი ფაქტორია. მთლიანი სახსრების განაწილების ჯინის ინდექსი 0.4080-ის ტოლია, რაც ნაკლებია ფულადი შემოსავლების განაწილების უთანაბრობაზე, მაგრამ აღემატება მთლიანი შემოსავლების განაწილების უთანაბრობას. ეს ნიშნავს, რომ სესხი უთანაბრობის ზრდის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რაც შეეხება ტენდენციებს, 2009-2016 წლების ფულადი შემოსავლების უთანაბრობა, როგორც წესი, აღემატება მთლიანი სახსრების და მთლიანი შემოსავლების უთანაბრობას. მთლიანი სახსრების

Page 40: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

39

უთანაბრობა, როგორც წესი, აღემატება მთლიანი შემოსავლების განაწილების უთანაბრობას. სამივე განაწილების უთანაბრობა შემცირების ტენდენციას ავლენს. შემცირება უპირატესად ექსპოდენციალური ხასიათისაა. მისი ტემპი შედარებით მაღალია ფულადი შემოსავლების მაჩვნებლებისთვის.

2009-2016 წლის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო სოციალურ გასაცემლებს, კერძოდ, პენსი-ას და მისამართულ სოციალურ დახმარებას მნიშვნელოვანი გამათანაბრებელი ფუნქცია ჰქონდათ.

დიაგრამა #26: მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსზე სახელმწიფო სოციალური დიაგრამა #26: მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსზე სახელმწიფო სოციალური გასაცემლების ზეგავლენის დონის პანელური დინამიკაგასაცემლების ზეგავლენის დონის პანელური დინამიკა

0.4318 0.4290 0.43020.4150

0.3987 0.3915 0.3932 0.3996

0.5134 0.5123 0.50960.4923

0.4717 0.47210.4821 0.49200.4408 0.4403 0.4419

0.42530.4120 0.4079 0.4084 0.4131

0.5299 0.5321 0.52830.5082

0.4922 0.4985 0.5058 0.5121

y = -0.0064x + 0.4399R² = 0.8091

y = -0.0052x + 0.5164R² = 0.5401

y = -0.0056x + 0.4488R² = 0.8008

y = -0.0043x + 0.5327R² = 0.4859

0.0000

0.1000

0.2000

0.3000

0.4000

0.5000

0.6000

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

შეფასებით პენსიის გარეშე სოციალური დახმარების გარეშე პენსიის და სოცდახმარების გარეშე

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

მისამართული სოციალური დახმარების გარეშე ჯინის ინდექსი 2016 წლისთვის 0.3996-ის ნაცვლად იქნებოდა 0.4131. განსხვავება საკმაოდ სერიოზულია. საკვლევი პერიოდის მანძილზე მისამართული სოციალური დახმარების ჯინის ინდექსზე ზეგავლენა უცვლელია. მისამართული სოციალური დახმარება დაახლოებით 0.010-0.015-ით ამცირებს მთლიანი შემოსავლების განაწილების უთანაბრობას.

რაც შეეხება პენსიას, მისი ზეგავლენა უთანაბრობაზე უფრო ძლიერია, ვიდრე მისამართული სოციალური დახმარების ზეგავლენა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ზეგავლენის ზრდადი ხასიათი. მაგალითად, თუ 2009-2011 წლებში პენსიის გარეშე ჯინის ინდექსი 0.06-0.08-ით გაიზარდა, 2015-2016 წლებში ეს სხვაობა უკვე დაახლოებით 0.09-ია, რაც ძალიან არსებითია.

ასევე საყურადღებოა, რომ კიდევ უფრო დიდია ორივე გასაცემელის ერთობლივი ზეგავლენა. რაც ნიშნავს, რომ პენსია და მისამართული სოციალური დახმარება უთანაბრობაზე ზეგავლენის მხრივ ერთმანეთთან კი არ იკვეთება, არამედ ერთმანეთს ავსებს და ერთგვარი რეზონანსის ეფექტს ქმნის.

ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების უთანაბრობის მაჩვენებელი სოფლად, როგორც წესი, დაბალია ქალაქში შემოსავლების უთანაბრობის მაჩვენებელთან შედარებით. საკითხავია, თუ რის ხარჯზეა სოფლად უფრო დაბალი უთანაბრობა ქალაქთან შედარებით? როგორც ნომინალური შემოსავლების დინამიკიდან ვნახეთ, შემოსავლები სოფლად, არსებითად ნაკლებია ქალაქად შემოსავლების მაჩვენებელზე. ამდენად, სოფელში უფრო დაბალი უთანაბრობა მიღწეულია არა ღარიბების გამდიდრების ხარჯზე, რაც ძალიან კარგი იქნებოდა, არამედ მდიდრების გაღა-რიბების ხარჯზე, რაც განვითარების პროცესისთვის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოებაა.

ქალაქად ჯინის ინდექსის დინამიკა 2009-2016 წლებში ერთმნიშვნელოვნად ხასიათდებოდა ჩამოყალიბებული შემცირების ტენდენციით, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ეს ტენდენცია შეიცვალა: ჯინის ინდექსი ქალაქად ოდნავ გაიზარდა, რაც საყურადღებო გარემოებაა.

Page 41: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

40

რაც შეეხება სოფლად შემოსავლების უთანაბრობას, 2009-2016 პერიოდში სამი მეტ-ნაკლებად ჰომოგენური მონაკვეთი გამოიყოფა:

2009-2011 წლები - როდესაც ჯინის ინდექსის მნიშვნელობა ზრდადი იყო; 2012-2014 წლები - როდესაც ჯინის ინდექსი საკმაოდ მაღალი ტემპით მცირდებოდა; 2015-2016 წლები - როდესაც ჯინის ინდექსმა ისევ ზრდა დაიწყო.

დიაგრამა #27: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების ჯინის ინდექსის წლიური დინამიკა დიაგრამა #27: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების ჯინის ინდექსის წლიური დინამიკა ქალაქის/სოფლის მიხედვითქალაქის/სოფლის მიხედვით

0.4507

0.4433 0.4433

0.4307

0.4099

0.3988

0.3902

0.3988

0.40080.4055

0.4131

0.3908

0.37650.3735

0.38260.3877

0.43180.4290 0.4302

0.4150

0.3987

0.3915

0.39320.3996

y = - 0.0093x + 0.4626R² = 0.9062

y = - 0.004x + 0.4094R² = 0.4912

y = -0.0064x + 0.4399R² = 0.8091

0.300

0.320

0.340

0.360

0.380

0.400

0.420

0.440

0.460

0.480

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

ქალაქად სოფლად სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება. 2009-2016 წლებში მთლიანად ქვეყანაში ჯინის ინდექსის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ქალაქად და სოფლად. ეს შესაძლოა ნიშნავდეს ქალაქისა და სოფლის ჰომოგენურობის შემცირებას. ჯინის ინდექსი არის ინდექსი და არ არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში განაწილების უთანაბრობა ქალაქისა და სოფლის ცალკე აღებულ უთანაბრობებს შორის იყოს.

შემოსავლების განაწილების უთანაბრობა განსხვავებულია რეგიონების მიხედვითაც: თბილისში, 2016 წლის მონაცემებით, ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსი იყო 0.3964. უთანაბრობა ოდნავ გაიზარდა 2015 წელთან შედარებით, მაგრამ 2009-2011 წლებთან შედარებით იგი არსებითადაა შემცირებული. შემოსავლების უთანაბრობის მაჩვენებელი მაქსიმალური იყო 2009 წელს - 0.4576, რაც საკმაოდ ღრმა უთანაბრობაზე მიუთითებს; აჭარასა და გურიაში ერთ სულზე შემოსავლების ჯინის ინდექსი 2016 წელს იყო 0.4093. ეს მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით არსებითად გაიზარდა. მაგრამ 2009-2011 წლებთან შედარებით უთანაბრობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. შემოსავლების უთანაბრობის მაჩვენებელი მაქსიმალური იყო 2011 წელს - 0.4832, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია; სამეგრელოში, იმერეთში, რაჭასა და სვანეთში ჯინის ინდექსი ერთ სულზე მთლიანი შემოსავლებისათვის იყო 0.3674, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რეგიონებს შორის. 2015 წელთან შედარებით უთანაბრობა ოდნავ გაიზარდა, მაგრამ 2009-2011 წლებთან შედარებით იგი არსებითადაა შემცირებული. შემოსავლების უთანაბრობის მაჩვენებელი მაქსიმალური იყო 2011 წელს - 0.3950, რაც ძალიან დიდი უთანაბრობის მაჩვენებელი არაა, მაგრამ უფრო მაღალია, ვიდრე 2016 წლის მაჩვენებელი; ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ჯინის ინდექსი 2016 წელს იყო 0.2754. უთანაბრობა

2015 წელთან შედარებით ამ არეალში არსებითად შემცირდა. საკვლევ პერიოდში

Page 42: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

41

უთანაბრობის მაქსიმალური მნიშვნელობა 2010 წელს დაფიქსირდა - 0.4243, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია; შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში ჯინის ინდექსი 2016 წელს 0.4013 იყო. იგი რამდენადმე შემცირებულია 2015 წლთან შედარებით. საკვლევი პერიოდის მაქსიმუმი 2010 წელს იყო 0.4208, რაც დიდად არ განსხვავდება 2016 წლის დონისაგან.

დიაგრამა #28: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების ჯინის ინდექსის წლიური დინამიკა დიაგრამა #28: საშუალოდ ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების ჯინის ინდექსის წლიური დინამიკა გამსხვილებული რეგიონების მიხედვითგამსხვილებული რეგიონების მიხედვით

0.4576 0.4474 0.4475 0.4235 0.4137 0.3981 0.3786 0.3964

0.4537 0.4479 0.48320.4417

0.3836 0.4100 0.3778 0.4093

0.3849 0.38640.3950

0.38340.3601 0.3594

0.35630.3674

0.4204 0.42430.4115

0.3921

0.3851 0.3553 0.4094 0.3754

0.4096 0.4208 0.4142

0.4153

0.4052 0.3975 0.4123 0.4013

0.000

0.500

1.000

1.500

2.000

2.500

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016თბილისი აჭარა, გურია სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, სვანეთი ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი,კახეთი

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

პანელური შემოსავლებისათვის ჯინის ინდექსის დინამიკა დაახლოებით ისეთივეა, როგორც წლიური მონაცემებისათვის, მაგრამ ამ დინამიკაშიც არის რამდენიმე საყურადღებო გარემოება, რომელთაგანაც აღსანიშნავია:

1. განხილული სამი სხვადასხვა ტიპის შემოსავლებიდან ყველაზე მაღალი უთანაბრობით ფულადი შემოსავლების განაწილება გამოირჩევა, რომელიც საკვლევ პერიოდში გენერირებულ პანელებში შემცირების ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ ბოლო ოთხი პანელის განმავლობაში ზრდის საკმაოდ მკვეთრი ტენდენცია ჩამოყალიბდა;

2. ერთ სულზე მთლიანი სახსრების მიხედვით ჯინის ინდექსი, როგორც წესი, უფრო უთანაბროდაა განაწილებული, ვიდრე ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების და უფრო თანაბრად, ვიდრე ერთ სულზე ფულადი შემოსავლები. გამონაკლისი მხოლოდ 2012-2014 წლების სამი პანელია, როდესაც მთლიანი სახსრების განაწილების უთანაბრობა თითქმის ისეთივე იყო, როგორიც მთლიანი შემოსავლების განაწილების უთანაბრობა. აქაც აღსანიშნავია ჯინის ინდექსის საკმაოდ მკვეთრი ზრდის ტენდენცია 2015-2016 წლებში.

განხილული სამი ტიპიდან ყველაზე თანაბარი ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილებაა. ამ განაწილების ჯინის ინდექსი მთელი საკვლევი პერიოდის მანძილზე შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, მაგრამ ბოლო სამი პანელის მონაცემებით შემცირების ტენდენცია მკვეთრი ზრდის ტენდენციით შეიცვალა.

Page 43: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

42

დიაგრამა #29: საშუალოდ ერთ სულზე შემოსავლების ჯინის ინდექსის პანელური დინამიკადიაგრამა #29: საშუალოდ ერთ სულზე შემოსავლების ჯინის ინდექსის პანელური დინამიკა

0.379

0.372 0.374 0.375 0.3750.370 0.368

0.3640.360 0.359 0.359

0.361 0.360

0.363

0.356 0.354 0.355

0.348 0.3460.354

0.349 0.348

0.350

0.344

0.350

0.360

0.429

0.421 0.422 0.4200.416

0.4080.405

0.3960.391 0.389 0.391

0.395 0.393 0.395

0.3860.382 0.386

0.378

0.376

0.385

0.3780.377 0.379

0.3720.378

0.3880.390

0.3840.386 0.387

0.383 0.3840.381

0.378

0.371

0.3650.370 0.372 0.371 0.372

0.3580.355 0.356

0.3520.354

0.359 0.358 0.359 0.3630.359

0.3620.368

0.300

0.320

0.340

0.360

0.380

0.400

0.420

0.440

ერთ სულზე მთლიანი შემოსავლები ერთ სულზე ფულადი შემოსავლები ერთ სულზე მთლიანი სახსრები

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

საერთო დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ: დეცილური კოეფიციენტები ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების, მთლიანი სახსრებისა და ფულადი შემოსავლებისათვის 2015-2016 წლებში საკმაოდ მაღალია, მაგრამ წინა წლებ-თან შედარებით არსებითად არის შემცირებული. შემცირება განსაკუთრებით არსებითი ერთ სულზე ფულადი შემოსავლების დეცილური კოეფიციენტების შემთხვევაშია, როდე-საც შემცირება თანრიგის დონეზეა; ერთ სულზე შემოსავლების განაწილებებიდან ყველაზე მეტად უთანაბრო ფულადი შემოსავლების განაწილებაა. მთლიანი შემოსავლების განაწილება უფრო თანაბარია, რაც იმას ნიშნავს, რომ სასოფლო თვითდასაქმებიდან მიღებული არაფულადი შემოსავლები, მიუხედავად სასოფლო თვითდასაქმების დაბალი მწარმოებლურობისა, მნიშვნელოვან გამათანაბრებელ როლს ასრულებს; ერთ სულზე მთლიანი სახსრების განაწილების უთანაბრობა შედარებით მაღალია ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილებაზე, რაც ძირითადად კრედიტებზე დაბალშემოსავლიანი ოჯახების დაბალი წვდომით არის განპირობებული; 2016 წელს ჯინის ინდექსის მნიშვნელობა, 2015 წელთან შედარებით, რამდენადმე გაზრდილია, რაც საყურადღებო გარემოებაა; მთლიანობაში საქართველოში შემოსავლების განაწილების უთანაბრობა არ არის დაბალი, მაგრამ არც ძალიან მაღალია. ჯინის ინდექსის 0.5-ზე მაღალი მნიშვნელობა უკვე საგანგაშოა, ხოლო 0.6-0.7 მნიშვნელობა, ლათინური ამერიკის და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, - უკვე კატასტროფული. საქართველოში ჯინის ინდექსის მაჩვენებელი ასეთი მნიშვნელობისაგან საკმაოდ შორსაა, მაგრამ არცთუ შორეულ წარსულში, 90-იანი წლების ბოლოს, ფულადი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსი 0.6 მნიშვნელობასთან საკმაოდ ახლოს იყო.

Page 44: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

43

5. სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა5. სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა

5.1. დროითი მწკრივები5.1. დროითი მწკრივები

სიღარიბის დონე და შემოსავლების უთანაბრობა ერთმანეთს უკავშირდება, თუმცა ეს კავშირი არაა პირდაპირი, რასაც ორი ძირითადი მიზეზი აქვს:

1. სიღარიბე მოხმარების მიხედვით ითვლება, ხოლო შემოსავლები ჯერ კიდევ არ ნიშნავს მოხმარებას და

2. ჯინის ინდექსი მთლიანად მოსახლეობაში შემოსავლების განაწილების უთანაბრობას აჩვენებს და ამ შემოსავლებში შედის როგორც სიღარიბის ზღვარს მიღმა, ისე სიღარიბის ზღვარს ზემოთ მყოფი შინამეურნეობების შემოსავლები.

სიღარიბის და უთანაბრობის შედარებისათვის მაჩვენებელთა მწკრივები წრფივი რეგრესიული ანალიზის მეთოდით შეედარა ერთმანეთს, რადგან ეს უფრო მარტივი აღსაქმელია.

2009-2016 წლების წლიური მონაცემები აჩვენებს, რომ სიღარიბის დონე და ჯინის ინდექსი საკმა-ოდ მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი მთელი ქვეყნისა-თვის 3.7639-ის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯინის ინდექსის ერთი ერთეულით ცვლილება 3.7639 ჯერადად აისახება სიღარიბის დონეში. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქად ეს მაჩვენებელი 2.7477-ის, ხოლო სოფლად 4.2504-ის ტოლია, ანუ სოფლად უთანაბრობის სიღარიბეზე ზეგავლენა 1.5-ჯერ ძლიერია.

ასევე აღსანიშნავია, რომ წრფივი რეგრესია საკმაოდ ზუსტად ასახავს ამ დამოკიდებულებას. R²-ის მნიშვნელობა მთლიანად ქვეყანაში 0.9487-ის, ხოლო ქალაქად 0.9283-ის ტოლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წრფივი რეგრესია, შესაბამისად, 95 და 93 პროცენტით აღწერს ამ მაჩვენებლებს შორის დამოკიდებულებას. რამდენადმე განსხვავებულია R²-ის მნიშვნელობა სოფლად - R² = 0.8170, რაც თავისთავად მაღალია, მაგრამ არსებითად ჩამორჩება მთლიანად ქვეყნის და ქალაქის შეფასებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოფლად შემოსავლების უთანაბრობა შედარებით ნაკლები სიზუსტით აღწერს სიღარიბის დონეს.

დიაგრამა #30: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დიაგრამა #30: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დონის წლიური მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება ქალაქის/სოფლის მიხედვითდონის წლიური მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება ქალაქის/სოფლის მიხედვით

y = 2.7477x - 0.9822R² = 0.9283

y = 4.2504x - 1.4222R² = 0.817

y = 3.7639x - 1.3399R² = 0.9487

0.0%

5.0%

10.0%

15.0%

20.0%

25.0%

30.0%

35.0%

40.0%

0.3000 0.3200 0.3400 0.3600 0.3800 0.4000 0.4200 0.4400 0.4600ქალაქად სოფლად სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

Page 45: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

44

გამსხვილებული რეგიონების მიხედვით, ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დონის მაჩვენებლების დამოკიდებულება განსხვავებულია:

თბილისში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 2.1038-ის ტოლია, რაც ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ უფრო სუსტი ზეგავლენის მაჩვენებელია; რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.8624-ის ტოლია, რაც საკმაოდ მაღალია და ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია საკმაოდ მაღალი სიზუსტით (86 პროცენტით) აღწერს ამ ორი მაჩვენებლის ურთიერთდამოკიდებულებას; აჭარასა და გურიაში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 1.3658-ის ტოლია, რაც ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ უფრო სუსტი ზეგავლენის მაჩვენებელია. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.7928-ის ტოლია, რაც საკმაოდ მაღალია და ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია საკმაოდ მაღალი სიზუსტით (თითქმის 80 პროცენტით) აღწერს ამ დამოკიდებულებას; სამეგრელოში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი

3.8697-ის ტოლია, რაც ქვეყნის ანალოგიური ზეგავლენის მაჩვენებლის მსგავსია. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.8018-ის ტოლია, რაც საკმაოდ მაღალია და ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია საკმაოდ მაღალი სიზუსტით (თითქმის 80 პროცენტით) აღწერს ამ დამოკიდებულებას; ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 2.7385-ის ტოლია, რაც ჯინის ინდექსის სიღარიბის დონეზე ზეგავლენის ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 30 პროცენტით უფრო სუსტია. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.5398-ის ტოლია, რაც საკმაოდ დაბალია და ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია მაღალი სიზუსტით ვერ აღწერს ამ დამოკიდებულებას; ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 6.4704-ის ტოლია, რაც ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 1.7-ჯერ უფრო ძლიერი ზეგავლენის მაჩვენებელია. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.4650-ის ტოლია, რაც საკმაოდ დაბალია და ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია მაღალი სიზუსტით ვერ აღწერს ამ დამოკიდებულებას.

დიაგრამა #31: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დონის დიაგრამა #31: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დონის წლიური მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება რეგიონების მიხედვითწლიური მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება რეგიონების მიხედვით

y = 2.1038x - 0.7478R² = 0.8624

y = 1.3658x - 0.3671R² = 0.7928

y = 3.8697x - 1.2576R² = 0.8018

y = 2.7385x - 0.8501R² = 0.5398

y = 6.4704x - 2.3434R² = 0.465

0.0%

5.0%

10.0%

15.0%

20.0%

25.0%

30.0%

35.0%

40.0%

45.0%

0.3000 0.3200 0.3400 0.3600 0.3800 0.4000 0.4200 0.4400 0.4600 0.4800 0.5000თბილისი აჭარა, გურია სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, სვანეთი ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

წლიური მაჩვენებლების შედარებისათვის დროითი მწკრივი მხოლოდ 8 დაკვირვებას მოიცავს, რაც დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი არაა სტატისტიკის სიმწირის გამო. უფრო საიმედო დასკვნების გაკეთება კვარტალური მონაცემების რეგრესიული ანალიზის გზით შეიძლება, ვინაიდან

Page 46: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

45

კვარტალური დაკვირვებების რაოდენობა საკვლევ პერიოდში 32-ია, რაც გაცილებით უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

2009-2016 წლების კვარტალური მონაცემების წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი მთლიანად ქვეყნისათვის 3.3566-ის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯინის ინდექსის ერთეულით ცვლილება 3.3566 ჯერადად აისახება სიღარიბის დონეში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქად ეს მაჩვენე-ბელი 2.4918-ის, ხოლო სოფლად 2.5119-ის ტოლია. სოფლად უთანაბრობის სიღარიბეზე ზეგავლენა თითქმის ისეთივეა, როგორც ქალაქად. აღსანიშნავია, რომ წლიურ გამოსახულებაში სოფლად წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი არსებითად განსხვავდებოდა კვარტალურისგან: ეს მაჩვენებელი ნაკლებია.

წრფივი რეგრესია მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახავს ამ დამოკიდებულებას. R²-ის მნიშვნელობა მთლიანად ქვეყანაში 0.7485-ის, ხოლო ქალაქად 0.7623-ის ტოლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წრფივი რეგრესია, შესაბამისად, 75 და 76 პროცენტით აღწერს ამ მაჩვენებლებს შორის დამოკიდებულებას. სრულიად განსხვავებულია R²-ის მნიშვნელობა სოფლად - R² = 0.3778, რაც ძალიან დაბალი მნიშვნელობაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოფლად შემოსავლების უთანაბრობა პრაქტიკულად ვერ აღწერს სიღარიბის დონეს.

დიაგრამა #32: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დიაგრამა #32: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დონის კვარტალური მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება ქალაქის/სოფლის მიხედვითდონის კვარტალური მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება ქალაქის/სოფლის მიხედვით

y = 2.4918x - 0.8726R² = 0.7623

y = 2.5119x - 0.7383R² = 0.3778

y = 3.3566x - 1.1699R² = 0.7495

0.0%

5.0%

10.0%

15.0%

20.0%

25.0%

30.0%

35.0%

40.0%

0.3000 0.3200 0.3400 0.3600 0.3800 0.4000 0.4200 0.4400 0.4600 0.4800ქალაქად სოფლად სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

გამსხვილებული რეგიონების მიხედვით ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დონის კვარტალური მაჩვენებლების დამოკიდებულება განსხვავებულია:

თბილისში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 1.7085-ის ტოლია, რაც მთლიანად ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ უფრო სუსტ ზეგავლენას ასახავს. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.6012-ის ტოლია. ეს არცთუ მაღალი დონეა და ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია დაბალი სიზუსტით (60 პროცენტით) აღწერს ამ ორი მაჩვენებლის დამოკიდებულებას; აჭარასა და გურიაში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 1.2388-ის ტოლია, რაც მთლიანად ქვეყნის მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ უფრო სუსტ ზეგავლენას გამოხატავს. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.6014-ის ტოლია, ანუ წრფივი რეგრესია ძალიან დაბალი სიზუსტით (60 პროცენტით) აღწერს ამ დამოკიდებულებას.

Page 47: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

46

დიაგრამა #33: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დიაგრამა #33: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დონის კვარტალური მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება გამსხვილებული რეგიონების დონის კვარტალური მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება გამსხვილებული რეგიონების

მიხედვითმიხედვით

y = 1.7085x - 0.5796R² = 0.6012

y = 1.2388x - 0.3101R² = 0.6014

y = 2.1563x - 0.6139R² = 0.3086

y = 2.1599x - 0.6171R² = 0.4046

y = 0.833x - 0.0321R² = 0.0761

0.0%

5.0%

10.0%

15.0%

20.0%

25.0%

30.0%

35.0%

40.0%

45.0%

50.0%

0.3000 0.3200 0.3400 0.3600 0.3800 0.4000 0.4200 0.4400 0.4600 0.4800 0.5000

თბილისი აჭარა, გურია სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, სვანეთი ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

სამეგრელოში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 2.1563-ის ტოლია, რაც თითქმის 40 პროცენტით დაბალია მთლიანი ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელზე. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.3086-ის ტოლია, ანუ წრფივი რეგრესია თითქმის ვერ აღწერს ამ დამოკიდებულებას; ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 2.1599-ის ტოლია, რაც მთლიანი ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 40 პროცენტით უფრო სუსტ ზეგავლენას ასახავს. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.4046-ის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია დაბალი სიზუსტით აღწერს ამ დამოკიდებულებას; შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი

0.8330-ის ტოლია, რაც მთლიანად ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ უფრო ძლიერი ზეგავლენის მაჩვენებელია. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.0761-ის ტოლია, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია საერთოდ ვერ აღწერს ამ დამოკიდებულებას.

ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ: ჯინის ინდექსი და სიღარიბის დონე საკმაოდ მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს; შეფასებები რელევანტურია მთლიანად ქვეყნის და ქალაქი-სოფლის დონეზე. უფრო მეტად დეზაგრეგირებული მონაცემებისათვის ჯინის ინდექსი და სიღარიბის დონის კავშირი გაზომვადი არაა; უთანაბრობის მაჩვენებლის სიღარიბეზე ზეგავლენა ქალაქად და სოფლად თითქმის ერთნაირია.

5.2. პანელური შეფასებები5.2. პანელური შეფასებებისაიმედო დასკვნების გაკეთება შეიძლება პანელური მონაცემების რეგრესიული ანალიზის

გზითაც. 2009-2016 წლების პანელური მონაცემების წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი მთლიანი ქვეყნის მაჩვენებლებისთვის 4.9215-ის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯინის ინდექსის ერთეულით ცვლილება 4.9215 ჯერადად აისახება სიღარიბის დონეში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქად ეს მაჩვენებელი 2.5315-ის, ხოლო სოფლად 3.2367-ის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლად უთანაბრობის სიღარიბეზე ზეგავლენა, პანელური მონაცემების მიხედვით, რამდენადმე უფრო ძლიერია, ვიდრე ქალაქად.

Page 48: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

47

დიაგრამა #34: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დიაგრამა #34: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დონის პანელური მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება ქალაქის/სოფლის მიხედვითდონის პანელური მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება ქალაქის/სოფლის მიხედვით

y = 2.5315x - 0.8456R² = 0.7265

y = 3.2367x - 0.9349R² = 0.4593

y = 4.9215x - 1.5626R² = 0.6904

0.0%

5.0%

10.0%

15.0%

20.0%

25.0%

30.0%

35.0%

40.0%

0.3000 0.3200 0.3400 0.3600 0.3800 0.4000 0.4200 0.4400 0.4600ქალაქად სოფლად სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

წრფივი რეგრესია მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახავს ამ დამოკიდებულებას. R²-ის მნიშვნელობა მთლიანად ქვეყანაში 0.6904-ის, ხოლო ქალაქად 0.7265-ის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია, შესაბამისად, 69 და 72 პროცენტით აღწერს ამ მაჩვენებლებს შორის დამოკიდებულებას. სრულიად განსხვავებულია R²-ის მნიშვნელობა სოფლად - R²=0.4593, რაც ძალიან დაბალია და ნიშნავს, რომ სოფლად შემოსავლების უთანაბრობა პრაქტიკულად ვერ აღწერს სიღარიბის დონეს.

გამსხვილებული რეგიონების მიხედვით, ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დონის პანელური მაჩვენებლების დამოკიდებულება განსხვავებულია (იხ. ზემოთ მოტანილი დიაგრამა):

თბილისში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 2.0317-ის ტოლია, რაც მთლიანად ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ უფრო სუსტ ზეგავლენას ასახავს. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.7458-ის ტოლია. ეს იმას ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია საკმაოდ მაღალი სიზუსტით (75 პროცენტით) აღწერს ამ ორი მაჩვენებლის დამოკიდებულებას;

აჭარასა და გურიაში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 1.1421-ის ტოლია, რაც მთლიანად ქვეყნის მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ უფრო სუსტი ზეგავლენის მაჩვენებელია. რეგრე-სიის R²-ის მნიშვნელობა 0.4875-ის ტოლია, რაც ძალზე დაბალია და ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია ძალიან დაბალი სიზუსტით (49 პროცენტით) აღწერს ამ დამოკიდებულებას; სამეგრელოში, იმერეთში, რაჭასა და სვანეთში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 2.7247-ის ტოლია, რაც თითქმის 30 პროცენტით დაბალია მთლიანად ქვეყნის მაჩვენებელზე. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.3798-ის ტოლია, რაც ძალიან დაბალია და ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია თითქმის ვერ აღწერს ამ დამოკიდებულებას.

Page 49: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

48

დიაგრამა #35: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დიაგრამა #35: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და სიღარიბის დონის პანელური მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება გამსხვილებული რეგიონების დონის პანელური მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება გამსხვილებული რეგიონების

მიხედვითმიხედვით

y = 2.0317x - 0.6822R² = 0.7458

y = 1.421x - 0.3111R² = 0.4875

y = 2.7247x - 0.7567R² = 0.3798

y = 3.2332x - 0.9597R² = 0.7838

y = -0.9084x + 0.6806R² = 0.0483

0.0%

5.0%

10.0%

15.0%

20.0%

25.0%

30.0%

35.0%

40.0%

45.0%

0.3000 0.3200 0.3400 0.3600 0.3800 0.4000 0.4200 0.4400 0.4600 0.4800თბილისი აჭარა, გურია სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, სვანეთი ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 3.2332-ის ტოლია, რაც მთლიანად ქვეყნის მაჩვენებელზე თითქმის 20 პროცენტით უფრო სუსტ ზეგავლენაზე მიუთითებს. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.7838-ის ტოლია, ანუ საკმაოდ მაღალია და ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია საკმაოდ მაღალი სიზუსტით (78 პროცენტით) აღწერს ამ დამოკიდებულებას; შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი

0.9084-ის ტოლია, რაც მთლიანად ქვეყნის მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ უფრო ძლიერ ზეგავლენას ასახავს. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობაა 0.0483, რაც თითქმის ნულის ტოლია და ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია საერთოდ ვერ აღწერს ამ დამოკიდებულებას.

Page 50: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

49

6. ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა.6. ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა.წინამდებარე ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი შემოსავლების უთანაბრობის და

ქრონიკული სიღარიბის ურთიერთდამოკიდებულების გარკვევაა. ამის გაკეთება მხოლოდ პანე-ლური მონაცემების შედარების გზით შეიძლება.

ჯინის ინდექსისა და ქრონიკული სიღარიბის დონის შედარების წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი მთლიანი ქვეყნისათვის 2.5730-ის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯინის ინდექსის ერთეულით ცვლილება 2.5730 ჯერადად აისახება ამგვარი სიღარიბის დონეში. ეს ზეგავლენა თითქმის 2-ჯერ უფრო სუსტია, ვიდრე ჯინის ინდექსის ზოგადად სიღარიბის დონის პანელურ მაჩვენებლებზე ზეგავლენა. შედარება კორექტულია პანელური შეფასებებისათვის, ვინაიდან ეს აბსოლუტურად იდენტური მწკრივებია. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქად ეს მაჩვენებელი 1.1631-ის, ხოლო სოფლად 1.2022-ის ტოლია, ანუ სოფლად უთანაბრობის ქრონიკულ სიღარიბეზე ზეგავლენა რამდენადმე უფრო ძლიერია, ვიდრე ქალაქად.

წრფივი რეგრესია მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახავს ამ დამოკიდებულებას. R²-ის მნიშვნელობა მთლიანად ქვეყანაში 0.7456-ის, ხოლო ქალაქად 0.6838-ის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია, შესაბამისად, 75 და 68 პროცენტით აღწერს შემოსავლების უთანაბრობისა და ქრონიკული სიღა-რიბის დამოკიდებულებას. სრულიად განსხვავებულია R²-ის მნიშვნელობა სოფლად - R²=0.2899, რაც ძალიან დაბალი მნიშვნელობაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოფლად შემოსავლების უთანაბრობა პრაქტიკულად ვერ აღწერს ქრონიკული სიღარიბის დონეს.

დიაგრამა #36: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და ქრონიკული დიაგრამა #36: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და ქრონიკული სიღარიბის დონის ურთიერთდამოკიდებულება ქალაქის/სოფლის მიხედვითსიღარიბის დონის ურთიერთდამოკიდებულება ქალაქის/სოფლის მიხედვით

y = 1.1631x - 0.4155R² = 0.6838

y = 1.2022x - 0.364R² = 0.2899

y = 2.573x - 0.8663R² = 0.7456

0.0%

2.0%

4.0%

6.0%

8.0%

10.0%

12.0%

14.0%

0.3000 0.3200 0.3400 0.3600 0.3800 0.4000 0.4200 0.4400 0.4600

ქალაქად სოფლად სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

გამსხვილებული რეგიონების მიხედვით ჯინის ინდექსისა და ქრონიკული სიღარიბის დონის პანელური მაჩვენებლების დამოკიდებულება განსხვავებულია:

თბილისში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 0.9157-ის ტოლია, რაც მთლიანად ქვეყნის მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ უფრო სუსტ ზეგავლენას ასახავს. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.6768-ის ტოლია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია საკმაოდ მაღალი სიზუსტით (68 პროცენტით) აღწერს ამ ორი მაჩვენებლის დამოკიდებულებას; აჭარასა და გურიაში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 0.4714-ის ტოლია, რაც მთლიანად ქვეყნის მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ უფრო სუსტი ზეგავლენის ინდიკატორია. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.3128-ის ტოლია, ანუ ძალზე დაბალია და ნიშნავს, რომ

Page 51: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

50

წრფივი რეგრესია ვერ აღწერს ამ დამოკიდებულებას; სამეგრელოში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი

0.7875-ის ტოლია, რაც თითქმის 3-ჯერ დაბალია მთლიანად ქვეყნის მაჩვენებელზე. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.1624-ის ტოლია. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია ვერ აღწერს ამ დამოკიდებულებას; ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 1.1174-ის ტოლია, რაც მთლიანი ქვეყნის მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ უფრო სუსტ ზეგავლენას ასახავს. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.5233-ის ტოლია, ანუ საკმაოდ დაბალია და ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია საკმაოდ დაბალი სიზუსტით (52 პროცენტით) აღწერს ამ დამოკიდებულებას; შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში წრფივი რეგრესიის B კოეფიციენტი 0.6704-ის ტოლია, რაც მთლიანად ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ უფრო ძლიერი ზეგავლენის მაჩვენებელია. რეგრესიის R²-ის მნიშვნელობა 0.0676-ის ტოლია, რაც ნიშნავს, რომ წრფივი რეგრესია საერთოდ ვერ აღწერს ამ დამოკიდებულებას.

დიაგრამა #37: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და ქრონიკული დიაგრამა #37: ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსისა და ქრონიკული სიღარიბის დონის ურთიერთდამოკიდებულება გამსხვილებული რეგიონების მიხედვითსიღარიბის დონის ურთიერთდამოკიდებულება გამსხვილებული რეგიონების მიხედვით

y = 0.9157x - 0.33R² = 0.6768

y = 0.4714x - 0.1198R² = 0.3128

y = 0.7875x - 0.2228R² = 0.1624

y = 1.1174x - 0.3372R² = 0.5233

y = 0.6704x - 0.157R² = 0.0676

0.0%

2.0%

4.0%

6.0%

8.0%

10.0%

12.0%

14.0%

16.0%

18.0%

20.0%

0.3000 0.3200 0.3400 0.3600 0.3800 0.4000 0.4200 0.4400 0.4600 0.4800

თბილისი აჭარა, გურია სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, სვანეთი ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

საერთო ჯამში, პანელური მონაცემების ჯინის ინდექსისა და ქრონიკული სიღარიბის დონის მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულებაზე შეიძლება ითქვას, რომ:

მთლიანად ქვეყნის და ქალაქი/სოფლის დონეზე ჯინის ინდექსსა და ქრონიკული სიღარიბის დონის მაჩვენებლებს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთკავშირი აქვთ, უფრო დეტალიზებულ დონეზე კი ეს კავშირი სუსტია და, შეიძლება ითქვას, რომ არ იზომება; ქრონიკული სიღარიბის დონის და ჯინის ინდექსის მაჩვენებლების შედარება, ანალოგიურად, ქალაქი/სოფელზე უფრო მეტი დეტალიზაციის ჯგუფებში არარელევანტურია; სოფლად როგორც პანელური სიღარიბის დონის, ისე ქრონიკული სიღარიბის დონის კავშირი ჯინის ინდექსთან მეტად სუსტია და ჯინის ინდექსი სოფლად პანელური სიღარიბის და ქრონიკული სიღარიბის დონეს ფაქტობრივად არ განსაზღვრავს.

Page 52: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

51

7. ფაქტორები7. ფაქტორებისიღარიბის ფაქტორული ანალიზი, პირველ რიგში, სიღარიბის სრულფასოვან შესწავლას

მოითხოვს, რაზეც შესავალში გვქონდა საუბარი. წინამდებარე ანგარიშში წარმოვადგენთ სიღარიბეზე მოქმედ ოთხ ყველაზე ძლიერ და ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლებიც შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:

● რაოდენობრივი ფაქტორები:რაოდენობრივი ფაქტორები: მისამართული სოციალური დახმარება - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისამართული სოციალური დახმარების ზეგავლენა სიღარიბის დონეზე, ვინაიდან სიღარიბის შემცირება ამ ტიპის სოციალური დახმარების პირდაპირი ამოცანაა. ამდენად, ძალზე საინტერესოა, როგორ ართმევს თავს ამ რთულ ამოცანას პროექტი სახელწოდებით ,,მისამართული სოციალური დახმარება“; პენსია - თავისი შინაარსით იგი არ წარმოადგენს სახელმწიფო სოციალურ გასაცემელს, მაგრამ ფაქტობრივად პენსიას საქართველოში უფრო სოციალური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ მოქმედებს ცივილიზებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა. ამდენად, პენსიაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახელმწიფო სოციალური გასაცემელი.

სიღარიბის დონის შეფასებისათვის შინამეურნეობების მთლიანი სამომხმარებლო ხარჯები შევამცირეთ იმავე შინამეურნეობის მიერ მიღებული პენსიისა და მისამართული სოციალური დახმარების ეკვივალენტური თანხით და მიღებული შეფასებების საფუძველზე გავიანგარიშეთ სიღარიბის დონე. ამრიგად დაშვების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ შინამეურნეობას, ჰიპოთეტურად რომ არ ჰქონოდა მისამართული სოციალური დახმარებიდან ან პენსიიდან შემოსავალი, მისი იმავე მოცულობით მთლიანი მოხმარება ნაკლები იქნებოდა.

ამ ჰიპოთეზის ერთ-ერთ არგუმენტად გამოდგება ის გარემოებაც, რომ როგორც მისამართული სოციალური დახმარება, ისე პენსია არ წარმოადგენს შემოსავლის იმ წყაროს, რომელიც დაგროვებას ხმარდება. ამ წყაროდან მიღებული შემოსავლები მომენტალურად კონვერტირდება სხვადასხვა ტიპის სამომხმარებლო ხარჯებში. ამდენად, ასეთი დაშვება სულაც არაა საფუძველს მოკლებული.

● თვისებრივი ფაქტორები:თვისებრივი ფაქტორები: უმუშევრობა - წინამდებარე ანგარიშში სიღარიბეზე უმუშევრობის ზეგავლენის შესასწავლად მხოლოდ ემპირიული ანალიზით შემოვიფარგლეთ, ანუ შევადარეთ სიღარიბის დონე შინამეურნეობებში, სადაც არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) კრიტერიუმით ერთი უმუშევარი წევრი მაინც და სადაც ასეთი წევრი არ არის; დასაქმება - აქაც მხოლოდ სიღარიბეზე დასაქმების ზეგავლენის გამარტივებული ანალიზით შემოვიფარგლეთ, ანუ შევადარეთ სიღარიბის დონე შინამეურნეობებში, სადაც არის ერთი მაინც შსო-ის კრიტერიუმით დასაქმებული წევრი და სადაც ასეთი წევრი არ არის.

მისამართული სოციალური დახმარება რომ არ ყოფილიყო, სიღარიბის დონე 2016 წელს 14-ის ნაცვლად 17 პროცენტი იქნებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისამართული სოციალური დახმარება 3 პროცენტული პუნქტით ამცირებს სიღარიბეს, რაც სიღარიბის დონის თითქმის 21-პროცენტიან შემცირებას ნიშნავს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მისამართული სოციალური დახმარება საკმაოდ ეფექტიანი ინსტრუმენტია სიღარიბის საწინააღმდეგოდ.

მნიშვნელოვანია ის, რომ შემოსავლების ამ წყაროს ფარდობითი ზეგავლენის დინამიკა საკვლევ პერიოდში ზრდადია. თუ 2009-2010 წლებში მისამართული სოციალური დახმარების გარეშე სიღარიბის დონე, არსებულთან შედარებით, 6-10 პროცენტით მაღალი იქნებოდა, 2014-2016 წლებში ამ წყაროს ზეგავლენით სიღარიბის დონე 20-25 პროცენტით მცირდება. მთლიანობაში შემოსავლების ამ წყაროს ფარდობითი ზეგავლენა მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა ამ წყაროს მნიშვნელობა სიღარიბის რეალური დონის შემცირებაში. მისამართული სოციალური დახმარება სიღარიბეს სტაბილურად 2-3 პროცენტული პუნქტით ამცირებს და ამ 2-3 პროცენტული პუნქტის წონა მთლიან სიღარიბეში განუხრელად იზრდება სიღარიბის რეალური დონის შემცირების კვალობაზე.

მისამართულ სოციალურ დახმარებაზე უფრო დიდი მნიშვნელობის წყარო პენსიაა. პენსიის გარეშე 2016 წელს სიღარიბის დონე 14 პროცენტის ნაცვლად 34 პროცენტი იქნებოდა. ანუ 2016 წელს პენსიის ზეგავლენით სიღარიბის დონე 20 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ფარდობითად ეს თითქმის 2.5-ჯერ შემცირებაა, რაც პენსიის უდიდეს სოციალურ მნიშვნელობაზე მეტყველებს.

Page 53: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

52

დიაგრამა #38: სახელმწიფო სოციალური გასაცემლების სიღარიბეზე ზეგავლენის დონის წლიური დიაგრამა #38: სახელმწიფო სოციალური გასაცემლების სიღარიბეზე ზეგავლენის დონის წლიური დინამიკადინამიკა

27%

29% 29%

22%

16%15% 14% 14%

29%

31% 31%

25%

19% 18%18%

17%

41%

43%42%

37%

32%33% 33% 34%

41.7%

44.7%

42.7%

38.6%

33.8%35.3% 35.2% 35.3%

0.0%

5.0%

10.0%

15.0%

20.0%

25.0%

30.0%

35.0%

40.0%

45.0%

50.0%

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016სიღარიბის დონე ქვეყანაში სიღარიბე სოცდახამარების გარეშე

სიღარიბე პენსიის გარეშე სიღარიბე სოცდახმარებისა და პენსიის გარეშე

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

აღსანიშნავია, რომ მისამართული სოციალური დახმარებისაგან განსხვავებით, პენსიის გავლენა სიღარიბის დონის მაჩვენებელზე, როგორც აბსოლუტურ, ისე ფარდობით გამოხატულებაში, ცალსა-ხად ზრდადია. ფარდობით გამოხატულებაში ზრდადობა ზუსტად იმავე მიზეზითაა გამოწვეული, რითაც ეს მისამართული სოციალური დახმარების შემთხვევაში იყო, ანუ მნიშვნელის შემცირების კვალობაზე იზრდება ფარდობითი ზეგავლენა. სიღარიბის დონეზე აბსოლუტური ზეგავლენა პენსიის შემთხვევაში, 2014-2016 წლების 18-20 პროცენტთან შედარებით, 2009-2011 წლებში 12-14 პროცენტი იყო. აბსოლუტური ზეგავლენის ასეთი ცვლილება ორი მიზეზით შეიძლება აიხსნას:

შინამეურნეობები სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებიან პენსიაზე, რაც არცთუ სახარბიელო ტენდენციაა და პენსიის, როგორც შემოსავლის წყაროზე დამოკიდებულთა რაოდენობა, ფარდობითად იგივეა, მაგრამ პენსიის მოცულობის ზრდასთან ერთად იზრდება მისი ზეგავლენაც.

აღსანიშნავია, რომ რომელიმე ამ მიზეზის მტკიცება ცალკე დეტალურ ანალიზს საჭიროებს და წინამდებარე ნაშრომის ფორმატს სცილდება.

პანელური მონაცემებით, ჩვეულებრივ დროით მწკრივებთან შედარებით, მისამართული სოციალური დახმარების ზეგავლენა სიღარიბის დონეზე რამდენადმე უფრო მაღალია. თუ წლიური და კვარტალური მონაცემებით მისამართული სოციალური დახმარების გარეშე სიღარიბის დონე 2-3 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იქნებოდა რეალურად არსებულ სიღარიბის დონეზე, პანელური შეფასებებით ეს განსხვავება სტაბილურად 4 პროცენტული პუნქტია. ეს განსხვავება, ერთი შეხედვით, დრამატული არაა, მაგრამ ფარდობით განზომილებაში იგი არსებითია.

აღსანიშნავია, რომ სიღარიბის დონეზე მისამართული სოციალური დახმარების ზეგავლენა ბოლო პანელებში 4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. 2009-2012 წლების პანელურ მონაცემებში ეს განსხვავება ისე, როგორც კვარტალურ და წლიურ შეფასებებში, 2-3 პროცენტული პუნქტი იყო. ეს იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მისამართული სოციალური დახმარების დამიზნების სიზუსტე ბოლო 4-5 წლის მანძილზე რამდენადმე გაიზარდა.

რაც შეეხება პენსიის ზეგავლენას სიღარიბეზე, აღსანიშნავია, რომ აბსოლუტურ განზომილებაში პენსიის გარეშე სიღარიბე, 2015-2016 წლების ბოლო პანელის მონაცემებით, 14-ის ნაცვლად 35 პროცენტი იქნებოდა. განსხვავება ნამდვილად დრამატულია როგორც აბსოლუტურ, ისე ფარდობით განზომილებაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს განსხვავება ბოლო, 2013 წლის შემდგომი, პანელებისა-თვის აშკარად ზრდადია.

Page 54: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

53

დიაგრამა #39: სახელმწიფო სოციალური გასაცემლების სიღარიბეზე ზეგავლენის დონის პანელური დიაგრამა #39: სახელმწიფო სოციალური გასაცემლების სიღარიბეზე ზეგავლენის დონის პანელური დინამიკადინამიკა

26% 27% 27%28%

29% 29% 29% 29%27%

25%23%

21%20%

18%

16%15% 15% 14% 15% 15% 14% 14% 14% 14% 14% 14%

29% 29% 29% 30%31% 31% 31% 31%

29%28%

26%24%

23%

21%19%

18% 18% 18% 18% 18% 17% 17% 18% 18% 18% 17%

41% 41% 42% 42%43% 43% 43% 43%

41%40%

38%36%

35%33%

32%31%

32% 33%33% 34% 33% 34% 34% 34% 34% 35%

42% 43% 43% 43%44% 44% 44% 44%

42% 41%

39%38%

37%35%

34% 33%34% 35% 35% 35% 35% 35% 35% 36% 36% 36%

0.0%

5.0%

10.0%

15.0%

20.0%

25.0%

30.0%

35.0%

40.0%

45.0%

50.0%

სიღარიბის დონე სიღარიბე სოცდახამარების გარეშე

სიღარიბე პენსიის გარეშე ქვეყანაში სიღარიბე სოცდახმარებისა და პენსიის გარეშე

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

შინამეურნეობებში, სადაც, შსო-ის კრიტერიუმის მიხედვით, არც ერთი უმუშევარი წევრი არ არის, სიღარიბის დონე, როგორც წესი, 1-2 პროცენტული პუნქტით დაბალია სიღარიბის საშუალო დონეზე; ხოლო შინამეურნეობებში, სადაც, შსო-ის კრიტერიუმის მიხედვით, უმუშევარი ერთი წევრი მაინც არის, სიღარიბის დონე საშუალოზე 4-5 პროცენტული პუნქტით მაღალია. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის „ნეგატიური“ ზეგავლენა ზრდადია. 2016 წლის მონაცემებით, სიღარიბის დონე ასეთ ოჯახებში 7 პროცენტული პუნქტით მაღალია საშუალოზე. მთლიანობაში ეს ტენდენცია შეიძლება განხილულ იქნეს როგორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტში:

დადებითი კონტექსტია ის, რომ უმუშევრობის „ნეგატიური“ ზეგავლენის ზრდა შეიძლება განვიხილოთ, როგორც დასაქმების სტიმულირების დამატებითი ფაქტორი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმუშევრობა სიღარიბეში მოხვედრის რისკს არსებითად ზრდის, რაც სამუ-შაოს უფრო აქტიურად ძებნის სტიმულატორია და მხოლოდ სოციალური დახმარების ამარა ყოფნის პერსპექტივაც საკმაოდ ბუნდოვანია; უარყოფითი კონტექსტია ის, რომ რამდენადაც სამუშაო ადგილების გენერირებისთვის აუცილებელ სისტემურ ცვლილებებს დრო სჭირდება, რომლის განმავლობაშიც შსო-ის კრიტერიუმით უმუშევრებს სიღარიბეში ყოფნა მოუწევთ.

სიღარიბეზე უმუშევრობის ზეგავლენის შესასწავლად სასურველი და აუცილებელიცაა არასრული დასაქმების, ფარული უმუშევრობისა და სტრუქტურული უმუშევრობის გათვალის-წინება, მაგრამ პირველი დაკვირვებისათვის მხოლოდ უმუშევრობის ფაქტორის დიქოტომიური შეფასებით შემოვიფარგლებით.

შინამეურნეობები, სადაც ერთი წევრი მაინც არის შსო-ის კრიტერიუმის მიხედვით დასაქმებული, სიღარიბის დონე 2-3 პროცენტული პუნქტით დაბალია საშუალოზე. აბსოლუტურ განზომილებაში ეს განსხვავება შეიძლება გადამწყვეტად არ მოგვეჩვენოს, მაგრამ ფარდობითად იგი ძალიან მნიშვნელოვანია და სიღარიბის საერთო დონის შემცირების კვალობაზე მისი ფარდობითი მნიშვნელობა იზრდება. შსო-ის კრიტერიუმით, დასაქმებულში გაერთიანებულია ყველა ტიპის დასაქმება, სასოფლო თვითდასაქმების ჩათვლით, რომლის მწარმოებლურობაც ძალიან დაბალია. შინამეურნეობებში, რომლებშიც არ არის არც ერთი დასაქმებული წევრი, სიღარიბის დონე საშუა-ლოზე 10-11 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია.

Page 55: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

54

დიაგრამა #40: შინამეურნეობაში შსო-ის კრიტერიუმით უმუშევარი ერთი მაინც წევრის ზეგავლენა დიაგრამა #40: შინამეურნეობაში შსო-ის კრიტერიუმით უმუშევარი ერთი მაინც წევრის ზეგავლენა სიღარიბის დონეზესიღარიბის დონეზე

25%

27% 27%

21%

15%14%

13%12%

33%

36%

35%

27%

21%

18%19%

21%

27%

29% 29%

22%

16%15% 14%

14%

0

0.05

0.1

0.15

0.2

0.25

0.3

0.35

0.4

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016უმუშევრების გარეშე უმუშევრებით ქვეყანაში, სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების გამარტივებული ზეგავლენა სიღარიბის დონეზე აბსოლუტურ განზომილებაში 2016 წელს რამდენადმე შემცირებულია და მხოლო 6 პროცენტული პუნქტია, თუმცა ფარდობით გამოხატულებაში ეს საკმაოდ დიდი განსხვავებაა.

დიაგრამა #41: შინამეურნეობაში შსო-ის კრიტერიუმით დასაქმებული ერთი წევრის მაინც დიაგრამა #41: შინამეურნეობაში შსო-ის კრიტერიუმით დასაქმებული ერთი წევრის მაინც ზეგავლენა სიღარიბის დონეზეზეგავლენა სიღარიბის დონეზე

39%

45%45%

33%

26%

21%

25%

21%23%25% 25%

20%

14% 14%13% 12%

27%

29% 29%

22%

16%15% 14% 14%

0

0.05

0.1

0.15

0.2

0.25

0.3

0.35

0.4

0.45

0.5

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016დასაქმებული წევრის გარეშე დასაქმებული წევრით ქვეყანაში, სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

Page 56: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

55

მწკრივების შედარებიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ აღნიშნული სისტემურ ხასიათს ატარებს: ბოლო წლების მონაცემებით, ისეთ შინამეურნეობებში, სადაც არც ერთი წევრი არაა შსო-ის კრიტერიუმით დასაქმებული, სიღარიბის დონე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 6-7 პროცენტით მაღალია. ამ მაჩვენებლებში გარკვეულწილად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ჩანს 2015 წლის 11 პროცენტული პუნქტით განსხვავებული მაჩვენებელი.

რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ერთი ფრაგმენტით მთლიანად სიღარიბეზე დასაქმების ზეგავლენის შესახებ საბოლოო დასკვნის გაკეთება შეიძლება, თუმცა წინამდებარე კვლევის ფორმატიდან გამომდინარე საილუსტრაციოდ ეს ფრაგმენტიც საკმარისია.

მნიშვნელოვანია უმუშევრობის, თუნდაც გამარტივებული ფორმით, ქრონიკულ სიღარიბეზე ზეგავლენის შესწავლა.

დიაგრამა #42: შინამეურნეობაში შსო-ის კრიტერიუმით უმუშევარი ერთი მაინც წევრის ზეგავლენა დიაგრამა #42: შინამეურნეობაში შსო-ის კრიტერიუმით უმუშევარი ერთი მაინც წევრის ზეგავლენა ქრონიკული სიღარიბის დონეზექრონიკული სიღარიბის დონეზე

8%8%

8%9%

9%10% 10% 10%

9%

8%

7%

6%

5%4%

3% 3% 3% 4% 4% 4%3% 4% 3% 4% 3% 3%

13%

15%

16%16%

17% 17%

16%

14%

13%

12%

9%

8%9%

9%

7% 7%

6%

5%6% 5%

5%5% 5% 5%

7% 7%

9%

10%10%

10%11%

11% 11%11%

10%

9%

7%

6%6%

5%

4% 4%4% 4% 4% 4%

4%4% 4% 4%

4% 4%

0%

2%

4%

6%

8%

10%

12%

14%

16%

18%

უმუშევარი წევრის გარეშე უმუშევარი წევრით ქვეყანაში, სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

შინამეურნეობებში, სადაც არ არიან შსო-ის კრიტერიუმით უმუშევარი წევრები, ქრონიკული სიღარიბის დონე, როგორც წესი, დაბალია ქრონიკული სიღარიბის საშუალო დონეზე. ბოლო პანე-ლების მონაცემებით, ეს განსხვავება 1 პროცენტული პუნქტია, მაგრამ ფარდობითად ეს 1 პროცენ-ტული პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია ქრონიკული სიღარიბის დეფინიციიდან გამომდინარე.

მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის ,,პოზიტიური“ ზეგავლენა საკმაოდ დაბალია აბსოლუტურ განზომილებაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შსო-ის კრიტერიუმი საკმაოდ მკაც-რია და შინამეურნეობაში შსო-ს-ის კრიტერიუმით უმუშევარი წევრის არარსებობა ავტომატურად არ ნიშნავს მაღალმწარმოებლურ და მაღალშემოსავლიან დარგში დასაქმებული წევრის არსებობას.

რაც შეეხება უმუშევრობის „ნეგატიურ“ ზეგავლენას ქრონიკულ სიღარიბეზე, იგი საკმაოდ არსებითია: 2009-2011 წლების პანელებში მისი „ნეგატიური“ ზეგავლენა 6-7 პროცენტული პუნქტია, რაც საბაზისო 10-11-პროცენტიან ქრონიკულ სიღარიბესთან შედარებით ფარდობითად ძალიან მნიშვნელოვანი „ნეგატიური“ ზეგავლენის მაჩვენებელია. ასევე აღსანიშნავია ბოლო ორი პანელის პირობებში უმუშევრობის „ნეგატიური“ ზეგავლენის მკვეთრი ზრდა, რაც ქრონიკული სიღარიბის შეფასებულ 4 პროცენტიან დონეზე მთელი 3 პროცენტული პუნქტით მაღალია.

ქრონიკული სიღარიბის დონეზე გაცილებით დიდია შსო-ის კრიტერიუმით დასაქმების ზეგავლენა. შინამეურნეობებს შორის, სადაც არის ერთი დასაქმებული წევრი მაინც, ქრონი-კული სიღარიბის დონე ბოლო პანელების მონაცემებით, 1 პროცენტული პუნქტით დაბალია.

Page 57: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

56

2009-2011 წლების პანელების მონაცემებით, აბსოლუტური განსხვავება 2-პროცენტული პუნქ-ტის მიდამოში იყო, მაგრამ ფარდობითად ეს პოზიტიური განსხვავება 10-11-პროცენტიან ქრონიკულ სიღარიბესთან მიმართებით რამდენადმე დაბალია, ვიდრე 1-პროცენტული პუნქტის აბსოლუტური სხვაობა 4-პროცენტიანი ქრონიკული სიღარიბის საბაზისო დონესთან შედარებით.

რაც შეეხება დასაქმების „ნეგატიურ“ ზეგავლენას, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შსო-ის კრიტერიუმით დასაქმებული წევრის გარეშე შინამეურნეობებს შორის სიღარიბის დონეს, ბოლო პანელების მონაცემებით ასეთ შინამეურნეობებს შორის ქრონიკული სიღარიბის დონე 4-5 პროცენტული პუნქტით, ანუ თითქმის 2-ჯერ უფრო მაღალია ქრონიკული სიღარიბის საშუალო მაჩვენებელზე.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შსო-ის კრიტერიუმით დასაქმება ყველანაირ საქმიანობას მოიცავს, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ სიღარიბის ზღვარიც არ არის ძალიან მაღალი სტანდარ-ტის. ამდენად, ამ საკმაოდ დაბალი სტანდარტის ქრონიკული სიღარიბის დონეზე ასევე დაბალი სტანდარტის კრიტერიუმით დასაქმების ზეგავლენა არსებითია.

დიაგრამა #43: შინამეურნეობაში შსო-ის კრიტერიუმით დასაქმებული ერთი მაინც წევრის დიაგრამა #43: შინამეურნეობაში შსო-ის კრიტერიუმით დასაქმებული ერთი მაინც წევრის ზეგავლენა ქრონიკული სიღარიბის დონეზეზეგავლენა ქრონიკული სიღარიბის დონეზე

16%

18%

19%

21%22% 22% 22%

20%

16%

14%

12%

11%12%

11%

9% 8%

7%6% 6%

7%

6%6%

8% 7%

9%8%

7%8% 8% 8%

8%9% 9% 9% 9%

7%

6%5%

4%4%

3% 3% 3% 3% 4% 4% 3% 4% 3% 3% 3% 3%

9%10%

10% 10%11% 11% 11%

11%

10%

9%

7%

6%6%

5%

4% 4% 4% 4% 4% 4%4% 4% 4% 4% 4% 4%

0%

5%

10%

15%

20%

25%

დასაქმებული წევრის გარეშე დასაქმებული წევრით ქვეყანაში, სულ

წყარო: საქართველოს შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, დამუშავებული ავტორთა ჯგუფის მიერ.

განხილული ფაქტორების მთლიანად სიღარიბეზე და ქრონიკულ სიღარიბეზე ზეგავლენის შეფასებაზე დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ:

შინამეურნეობაში შსო-ის კრიტერიუმით უმუშევარი წევრების არსებობა დაახლოებით 50 პროცენტით ზრდის სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის რისკს; შსო-ის კრიტერიუმით უმუშევარი წევრების არსებობა ასევე არსებითად ზრდის შინამეურნეობის ქრონიკულ სიღარიბეში ყოფნის რისკს, ხოლო ბოლო ორი პანელის მონაცემებით, ეს რისკი ჩვეულებრივზე 75 პროცენტით მეტია; შსო-ის კრიტერიუმით დასაქმებული წევრების არარსებობა დაახლოებით 2-ჯერ ზრდის სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის რისკს; შსო-ის კრიტერიუმით დასაქმებული წევრების არარსებობა 2-ჯერ და უფრო მეტად ზრდის შინამეურნეობის ქრონიკულ სიღარიბეში მოხვედრის რისკს; მისამართული სოციალური დახმარების მეშვეობით სიღარიბის დონე საშუალოდ 2-3 პროცენტული პუნქტით მცირდება და სიღარიბის დონის შემცირების კვალობაზე ამ 2-3 პროცენტის წონა სულ უფრო და უფრო იზრდება; სიღარიბის დონის მაჩვენებლის ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს პენსია:

Page 58: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

57

რომ არა პენსია, სიღარიბის დონე 2.5-ჯერ მაღალი იქნებოდა; პანელური მონაცემების მიხედვით, მისამართული სოციალური დახმარების სიღარიბის დონეზე აბსოლუტური ზეგავლენა არსებითად აღემატება ჩვეულებრივი დროითი მწკრივების მიხედვით შეფასებულ აბსოლუტურ ზეგავლენას. ეს იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის საწინააღმდეგო ამ ინსტრუმენტის ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია; მისამართული სოციალური დახმარების სიღარიბის დონეზე აბსოლუტური ზეგავლენა, ბოლო 4 წლის პანელური მონაცემების მიხედვით, არსებითად გაიზარდა, რაც შესაძლოა დამიზნების სიზუსტის ზრდის შედეგი იყოს.

Page 59: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

58

8. დასკვნები8. დასკვნები1. 2009-2016 წლებში ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბის დონის მაჩვენებელი

შემცირების მკვეთრად გამოხატულ ტენდენციას ავლენდა. შემცირების ტემპი განსაკუთრებით მაღალი იყო 2013-2014 წლებში. სიღარიბის დონის კლების ტემპი ქალაქად 1.3-ჯერ ძლიერი იყო, ვიდრე სოფლად;

2. სიღარიბის დონის შემცირების ტემპი ყველაზე მაღალი თბილისშია. შემდეგ მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონები. შემცირების ტემპი ყველაზე დაბალია შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში;

3. ქრონიკული სიღარიბის დონე საქართველოში, ბოლო პანელური მონაცემებით, სტაბილურად 4 პროცენტია, რაც 6-7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2009-2011 წლების დონესთან შედარებით;

4. ქრონიკული სიღარიბის დონე სოფლად, ქალაქთან შედარებით, მაღალია, თუმცა ეს განსხვავება არ არის ისეთი არსებითი, როგორც სიღარიბის აგრეგირებული მაჩვენებლების შემთხვევაში. 2009-2016 წლებში ქრონიკული სიღარიბის დონის ტენდენციები ქალაქისა და სოფლისათვის პარალელურია;

5. ქრონიკული სიღარიბის დონე განსაკუთრებით მაღალია შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში. ამასთან, ეს მაჩვენებელი არ არის ისე კატასტროფულად მაღალი, როგორიც იყო 2009-2016 წლებში, თუმცა მაინც საგანგაშოა არსებული 9-10-პროცენტიანი დონე;

6. ერთ სულზე გადაანგარიშებით შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლები, ფულადი შემოსავლები და მთლიანი სახსრები სესხების ჩათვლით, მკვეთრად გამოხატული ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

7. მთლიანი სახსრების ზრდის ტემპი რამდენადმე აღემატება მთლიანი შემოსავლების ზრდის ტემპს, რაც განკარგვად რესურსებში სესხების ზრდად მნიშვნელობაზე მეტყველებს;

8. ინფლაციის გარეშე, ანუ შესადარ (1996 წლის) ფასებში გადაანგარიშებული მთლიანი შემოსავლები შედარებით სუსტი, მაგრამ მაინც აშკარად ჩამოყალიბებული ზრდის ტენდენციით ხასიათდება;

9. შემოსავლების ზრდის ტემპი ქალაქად 1.4-ჯერ აღემატება სოფლად შემოსავლების ზრდის ტემპს. რეგიონების მიხედვით შემოსავლების დონე არსებითად განსხვავებულია, ასევე განსხვავებუ-ლია ტენდენციებიც;

10. პანელური მონაცემებით შემოსავლების ზრდის ტემპი ქალაქად 1.5-ჯერ მაღალია, ვიდრე სოფლად;

11. დეცილური კოეფიციენტები ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების, მთლიანი სახსრებისა და ფულადი შემოსავლებისათვის 2015-2016 წლებში საკმაოდ მაღალია, მაგრამ, წინა წლებთან შედარებით, არსებითადაა შემცირებული. შემცირება განსაკუთრებით მკაფიოა ერთ სულზე ფულადი შემოსავლების დეცილური კოეფიციენტების შემთხვევაში, როდესაც შემცირება თანრიგის დონეზეა;

12. ერთ სულზე შემოსავლების განაწილებებიდან ყველაზე მეტად უთანაბროა ფულადი შემოსავლების განაწილება. მთლიანი შემოსავლების განაწილება უფრო თანაბარია, რაც ნიშნავს, რომ სასოფლო თვითდასაქმებიდან მიღებული არაფულადი შემოსავლები, მიუხედავად სასოფლო თვითდასაქმების დაბალი მწარმოებლურობისა, მნიშვნელოვან გამათანაბრებელ როლს ასრულებს;

13. ერთ სულზე მთლიანი სახსრების განაწილების უთანაბრობა შედარებით მაღალია ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილებაზე, რაც ძირითადად კრედიტებზე დაბალშემოსავლიანი ოჯახების მიუწვდომლობით არის განპირობებული;

14. მთლიანობაში საქართველოში შემოსავლების განაწილების უთანაბრობა დაბალი არ არის, მაგრამ არც კატასტროფულად მაღალია: ჯინის ინდექსი 0.5-ს არ აღემატება:

15. 2009-2016 წლების წლიური მონაცემებით, ჯინის ინდექსის ერთეულით ცვლილება 3.7639 ჯერადად აისახება სიღარიბის დონეში. ქალაქად ეს მაჩვენებელი 2.7477-ის, ხოლო სოფლად 4.2504-ის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლად უთანაბრობის სიღარიბეზე ზეგავლენა 1.5-ჯერ ძლიერია;

16. ერთ სულზე მთლიანი შემოსავლების განაწილების ჯინის ინდექსი და სიღარიბის დონე საკმაოდ მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. შეფასებები რელევანტურია მთლიანად ქვეყნის და ქალაქი-სოფლის დონეზე. უფრო მეტად დეაგრეგირებული მონაცემებისათვის ჯინის ინდექსი და სიღარიბის დონის კავშირი ვერ იზომება.

Page 60: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

59

17. 2009-2016 წლების პანელური მონაცემებით, წრფივი რეგრესიის მიხედვით, ჯინის ინდექსის ერთეულით ცვლილება 4.9215 ჯერადად აისახება სიღარიბის დონეში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქად ეს მაჩვენებელი 2.5315-ის, ხოლო სოფლად 3.2367-ის ტოლია. თუმცა აღსანიშნავია, რომ სოფლად შემოსავლების უთანაბრობა პრაქტიკულად ვერ აღწერს სიღარიბის დონეს;

18. წრფივი რეგრესიით ჯინის ინდექსისა და ქრონიკული სიღარიბის დონის შედარებისას ჯინის ინდექსის ერთეულით ცვლილება 2.5730 ჯერადად აისახება სიღარიბის დონეში. ქალაქად ეს მაჩვენებელი 1.1631-ის, ხოლო სოფლად 1.2022-ის ტოლია. სოფლად შემოსავლების უთანაბრობა პრაქტიკულად ვერ აღწერს ქრონიკული სიღარიბის დონეს;

19. შინამეურნეობაში შსო-ის კრიტერიუმით უმუშევარი წევრების არსებობა დაახლოებით 50 პროცენტით ზრდის სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის რისკს და არსებითად ზრდის შინამეურნეობის ქრონიკულ სიღარიბეში ყოფნის რისკს. ბოლო ორი პანელის მონაცემებით, ქრონიკულ სიღარიბეში ყოფნის რისკი ამ შემთხვევაში ჩვეულებრივზე 75 პროცენტით მეტია;

20. შინამეურნეობაში შსო-ის კრიტერიუმით დასაქმებული წევრების არარსებობა დაახლოებით 2-ჯერ ზრდის სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის რისკს და 2-ჯერ და მეტად - ქრონიკულ სიღარიბეში მოხვედრის რისკს;

21. მისამართული სოციალური დახმარების მეშვეობით სიღარიბის დონე საშუალოდ 2-3 პროცენტული პუნქტით მცირდება, რის კვალობაზეც ამ 2-3 პროცენტის წონა სულ უფრო და უფრო ზრდადია;

22. სიღარიბის დონის მაჩვენებლის ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს პენსიას, რომლის გარეშეც სიღარიბის დონე 2.5-ჯერ მაღალი იქნებოდა;

23. პანელური მონაცემების მიხედვით, მისამართული სოციალური დახმარების სიღარიბის დონეზე აბსოლუტური ზეგავლენა არსებითად აღემატება ჩვეულებრივი დროითი მწკრივების მიხედ-ვით შეფასებულ აბსოლუტურ ზეგავლენას, რაც სიღარიბის საწინააღმდეგო ამ ინსტრუმენტის საკმაოდ მაღალ ეფექტურობაზე მეტყველებს;

24. მისამართული სოციალური დახმარების სიღარიბის დონეზე აბსოლუტური ზეგავლენა, ბოლო 4 წლის პანელური მონაცემების მიხედვით, არსებითად გაიზარდა, რაც შესაძლოა დამიზნების სიზუსტის ზრდის შედეგი იყოს.

Page 61: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

60

9. რეკომენდაციები9. რეკომენდაციებიწინამდებარე ანალიზიდან გამომდინარე რეკომენდაციები შეიძლება დაჯგუფდეს რამდენიმე

მიმართულებად:1. მეთოდოლოგიური მიმართულება1. მეთოდოლოგიური მიმართულება

1.1. საჭიროდ მიგვაჩნია სიღარიბის მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიის საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნება, რადგან ამის გარეშე სიღარიბის მაჩვენებლების გამოქვეყნება ბევრ კითხვას ბადებს;

1.2. აუცილებელია სიღარიბის დონის და უთანაბრობის ოფიციალური მაჩვენებლების მეტი დეტალიზაცია გეოგრაფიული, დემოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური ნიშნით;

1.3. აუცილებელია შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის ფორმატის უცვლელი სახით დატოვება; კერძოდ, შერჩევის როტაციული სქემის შენარჩუნება, რაც უზრუნველ-ყოფს მონაცემთა წლიური, კვარტალური და პანელური ბაზების შექმნას.

2. კვლევითი მიმართულება2. კვლევითი მიმართულება2.1. აუცილებელია სიღარიბის მაქსიმალურად დეტალიზებული პროფილის აგება, რაშიც უნდა

ჩაერთოს შეძლებისდაგვარად ყველა ინფორმაციული მასივი, რათა შესაძლებელი გახდეს მიკრო-, მეზო- და მაკრო-დონეებზე სიღარიბის ევოლუციის სიღრმისეული შესწავლა;

2.2. საჭიროდ მიგვაჩნია სიღარიბის გამომწვევი და მასზე მოქმედი პირდაპირი და ფარული ფაქტორების სრული სპექტრის შესწავლა და დიაგნოსტირება, რის საფუძველ-ზეც შესაძლებელი იქნება ამ ფაქტორებზე ზემოქმედების ქმედითი ინსტრუმენტების განსაზღვრა;

2.3. საჭიროა შემუშავებული ინსტრუმენტების ზემოქმედების მრავალსცენარიანი მოდელირება და ტაქტიკური ღონისძიებების სავარაუდო ზეგავლენის პროგნოზირება.

3. ინსტიტუციური მიმართულება3. ინსტიტუციური მიმართულება3.1. სიღარიბის შემცირების მასშტაბური გამოწვევა დღის წესრიგში აყენებს შესაბამისი

ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების აუცილებლობას, რომლის ძირითადი რგოლი უნდა იყოს მთავრობის ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო კომისია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით;

3.2. მიზანშეწონილია საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ როგორც მთავრობის წევრები და სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელები (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრები და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი), ისე სოციალურ თემატიკაზე მომუშავე აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

3.3. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა პირველ რიგში საცხოვრებელ მისამართებზე უნდა მოხდეს, საჭიროდ მიგვაჩნია საკოორდინაციო კომისიის მუშაობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და რეგიონებში მომუშავე ანალიტიკოსების აქტიური ჩართვა;

3.4. საკოორდინაციო კომისიის პარალელურად მიზანშეწონილია სიღარიბის დაძლევის სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის შექმნაც, რომელიც იკისრებს ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის მონიტორინგს და მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერას;

3.5. ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფაც, ვინაიდან არსებობს სპეციფიკა, რომელიც მხოლოდ ამა თუ იმ დასახლების, სამეზობლოს თუ ქალაქისთვისაა დამახასიათებელი და რომელიც არ იზომება, თუმცა ძალზე ქმედითია.

4. პრაქტიკული მიმართულება4. პრაქტიკული მიმართულება4.1. სიღარიბის დაძლევის შემუშავებული სტრატეგიის პრაქტიკაში განხორციელება შესაძლე-

ბელი უნდა იყოს: არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ მაკრო დონეზე მომზადებული სცენა-რებით. სტრატეგია დეზაგრეგირებული უნდა იყოს მოკლევადიან ტაქტიკურ ეტაპებად და თითოეული ტაქტიკური ეტაპი დაყოფილი უნდა იყოს ეპიზოდურ ღონისძიებებად;

Page 62: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

61

4.2. ამგვარმა დეტალიზაციამ უნდა უზრუნველყოს მონიტორინგისა და შეფასების სრულფასოვანი სისტემის დანერგვა და აღმავალი და დაღმავალი ინფორმაციული ნაკადების შეუფერხებელი მოძრაობა, აგრეთვე, კომუნიკაციის გამართული და გამჭვირვალე მექანიზმი;

4.3. პრაქტიკული მიმართულების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ინიციატივების შეგროვება და მხარდაჭერა უნდა იყოს: კეთილდღეობის შემადგენელი რომელიმე ელემენტის გაუმჯობესების ინიციატივა შეიძლება მოდიოდეს ზევიდან, მაგრამ გარკეული საფეხუ-რების გავლით მისი აღსრულების ხარისხი შეიძლება იყოს საკმაოდ დაბალი ან საერთოდ არ აღსრულდეს. ამის მიზეზი, როგორც წესი, არის გაუმართავი კომუნიკაცია.

10. წყაროები10. წყაროებისაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი). შინამეურნეობების 1. ინტეგრირებული გამოკვლევის 2009-2016 წლების მონაცემთა ბაზები. http://www.geostat.ge/?action=meurneoba_archive&lang=geo World Bank (2016). Georgia: Recent Trends and Drivers of Poverty Reduction (FY 16 Georgia Poverty 2. Assessments). Poverty and Equality Global Practice. Presentation, August, 17, 2016. http://pubdocs.worldbank.org/en/980951472223098077/Georgia-PPA-FY16-presentation-AUG2016-final.pdfWorld Bank (2011). Georgia. Poverty Dynamics 2003-2010. Washington, DC. http://documents.worldbank.3. org/curated/en/986001468242985347/pdf/631100ESW0P1180sclosed0Dec013020110.pdf Boix, Carles (2010). Origins and Persistence of Economic Inequality. The Annual Review of Political 4. Science 2010. Vol.13:489–516.Gore, C. (2002). Globalization, the International Poverty Trap and Chronic Poverty in the Least Developed 5. Countries. Working Paper No. 30. Chronic Poverty Research Centre. ISBN number: 1-904049-29-X.http://citeseerx.ist.psu.edu/viewdoc/download?doi=10.1.1.557.7222&rep=rep1&type=pdf Johnston, M. (2010). Poverty Trap for Developing Economies. Tutor2u Economics Blog, September 16. 6. www.tutor2u.netPapava, V. (2001). Trends of poverty and well-being in the 90’s of Georgia. UNICEF. Background paper 7. prepared for the Regional Monitoring Report No. 8: A Decade of Transition (2001). Tbilisi. http://www.papava.info/publications/Georgia00pov.pdfPearce, K. (2011). Poverty in the South Caucasus. Caucasus. Analytical Digest No. 24. http://www.css.8. ethz.ch/content/dam/ethz/special-interest/gess/cis/center-for-securities-studies/pdfs/CAD-34.pdfRavallion, Martin (1994). Poverty Comparisons. Chur, Switzerland Langhorne, Pennsylvania: Harwood 9. Academic Publishers. ISBN 9783718654024.Ravallion, Martin (2016). Economics of poverty: History, measurement and policy. New York: Oxford 10. University Press. ISBN 9780190212766.

Page 63: ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა …ქრონიკული სიღარიბე

62