სამედიცინო -...

306

Upload: others

Post on 06-Sep-2019

6 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება
Page 2: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

სამედიცინო დეონტოლოგია

გარი ჩაფიძე

თბილისი, 2014

Page 3: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

წინამდებარე სახელმძღვანელო თავისებური გაგრძელებაა პროფესორ გარი ჩაფიძის მიერ ამ ათიოდე წლის წინ გამოცემული წიგნის „ბიოეთი-კა” მასში ავტორი წიგნის რედაქტორის, ფილო-სოფიურ მეცნიერებათა დოქტორის, სამედიცი-ნო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადე-მიკოსის აწ განსვენებული უდიდესი მეცნიერის ბატონ დავით გეგეშიძის „ბიოეთიკის” სფეროში გაღებული ღვაწლის შესახებ გვესაუბრებოდა, ამ წიგნის რედაქტორიც ბატონი დავითია, გამოცე-მის, რომელიც ფეშმარიტად უდიდესი შენაძენია სამედიცინო სფეროში დასასაქმებელ და დასაქმე-ბულ პირთათვის.

რედაქტორი დავით გეგეშიძე

ISBN 978-9941-0-6079-3

Page 4: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

3

ჰიპოკრატეს ფიცი (V-VI სს. ჩვ. წ–მდე)

„ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰი-გიენასა და პანაცეას, და ყველა ღმერთსა და ქალ-ღმერთსა, მოწმეებათ ვრაცხ რა მათ, რომ კეთილ-სინდისიერად, ჩემის ძალ-ღონისა და ჩემის მიხ-ვედრილობის შესაბამისად აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება:ვინც შე-მასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობ-ლების თანასწორად მივიჩნიო იგი, გაუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საწიროებისას შევეწიო გა-საჭირში; მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივი-ღო და ეს ხელოვნება, თუკი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყო-ველგვარი პირობის გარეშე; რჩევა დარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა ვამცნო ჩემს ძეთ, ძეთ ჩემი მასწავ-ლებლისა და მოწაფეებსაც, რომელნიც შეკრულ-ნი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისა და კვალობაზე და არავის ვამცნო სხვას.

ჩემი ძალ–ღონისა და მიხედულობის შესაბამი-სად მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დაუდგინო ავადმყოფს და ავერიდო ყოველგვარ ვნების მიყენებას და უსამართლობას. არ მივცე არცერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალე-ბა და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრუ-ლებისა; ასევე არ მივცე არც ერთ ქალს მუცლის მოსაშლელი პესარიუმი. სპეტაკად და უმწიკლოდ

Page 5: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

4

მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ჩემი ხელოვნება. რომელ სახლშიც შევიდე, მხოლოდ ავადმყოფის სასიკეთოდ შევაღო ამ სახლის კარი და არ იყოს გულსა ჩემსა წინაგანზრახვა, უმართებლობა და ავი სურვილი, მითუმეტეს ზრახვანი სამიჯნურო-ნი ქალთა მიმართ და რუშობის ნდომა კაცთა მი-მართ, არცა აზატთა და არცა მონათა მიმართ.

ოდეს მკურნალობის ჟამს – ან თუ სხვა დროს – ყური მოვკრა ანდა ვიხილო რაიმე კაცთა ცხოვ-რებიდან, რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არავის გავუმხილო იგი.

და მე განუხრელად შემსრულებლისა ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემსა ხე-ლოვნებაშიც, და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუ-ნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიცი ანდა ცრუ აღთქმა დავდო, პირუკუ მომეგოს მე”.

Page 6: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

5

ექიმის ფიცი

ვხდები რა სამედიცინო პროფესიის წარმომად-გენელი, საზეიმოდ ვფიცავ:

• ჩემი ცხოვრება მივუძღვნა ადამიანის სამსახურს; • ღირსეული პატივი და მადლიერება მივაგო

ჩემს მასწავლებლებს; • კეთილსინდისიერად და ღირსეულად შევასრუ-

ლო ჩემი პროფესიული მოვალეობა; • პაციენტის ჯანმრთელობა გავიხადო ჩემს უმ-

თავრეს საზრუნავად; • შევინახო ჩემთვის მინდობილი საიდუმლო პა-

ციენტის სიკვდილის შემდეგაც კი; • შეძლებისდაგვარად დავამკვიდრო საექიმო

პროფესიის კეთილშობილური ტრადიციები; • კოლეგები მივიჩნიო ძმებად და დებად; • არ დავუშვა პაციენტის ასაკის, ჯანმრთელო-

ბის მდგომარეობის, აღმსარებლობის, რასის, სქე-სის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური მდგო-მარეობის ზეგავლენა ჩემი პროფესიული მოვალე-ობის აღსრულებაზე;

• კვლავაც უსაზღვრო პატივი ვცე ადამიანის სი-ცოცხლეს მისი ჩასახვისთანავე, ვერავითარმა ძა-ლამ ვერ მაიძულოს გამოვიყენო სამედიცინო ცოდ-ნა კაცთმოყვარეობის კანონების წინააღმდეგ;

ამ აღთქმას ვდებ საზეიმოდ, ნებაყოფლობით და უანგაროდ.

Page 7: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

6

აუცილებელი განმარტებები:

ანთროპოლოგია – (ბერძ. anthropos - ადამიანი და logos – მოძღვრება) მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის ბიოლოგიურ ბუნებას, ადა-მიანის წარმოშობას, რასებს. ფილოსოფიაში ანთ-როპოლოგია არის ადამიანის გაგება, როგორც ბუნების უმაღლესი და ყველაზე სრულქმნილი პროდუქტისა, რომლის შემეცნება იძლევა ბუნე-ბის საიდუმლოებათა გასაღებს, რადგან ადამი-ანის სხეულებრივ მოქმედებათა ორგანულ ერთი-ანობაში მონაწილეობს ყველა მისი პროდუქტული ძალა.

აქსიოლოგია – (ბერძ. axia – ღირებულება და logos - მოძღვრება) ფილოსოფიური დარგი, რო-მელიც სწავლობს ღირებულების რაობას.

ევთანაზია – (ბერძნ. eut - ტკბილი, უშფოთვე-ლი, thanatos - სიკვდილი) უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მი-სივე დაჟინებული თხოვნით. ევთანაზია მოიცავს სამ კომპონენტს: 1. ავადმყოფის დასაბუთებულ თხოვნას; 2. სიბრალულს, არა ანგარებას; 3. ავად-მყოფის სიკვდილის გარდუვალობას.

მოვლა ტერმინალურ მდგომარეობაში – პაციენ-ტის მოვლა, როდესაც მკურნალობის არსებუ-ლი მეთოდებით შეუძლებელია მისი დაავადების მდგომარეობის ფატალური პროგნოზის გაუმჯო-

Page 8: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

7

ბესება; აგრეთვე, მომაკვდავი ავადმყოფის მოვ-ლა.

პაციენტი – ჯანმრთელი ან დაავადებული, რო-მელიც სარგებლობს, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით.

პრევენცია – ( ლათ. praeventio წინასწარი) წი-ნასწარი ზომების მიღება რისამე თავიდან ასაც-დენად.

აქტიური ევთანაზია – შეგნებული მოკვდინე-ბა მოწყალების საბაბით, რომელიც სრულდება სხვის (მედიცინის ან სხვა დარგის წარმომადგენ-ლის) მიერ – „შევსებული შპრიცის მეთოდი”.

პასიური ევთანაზია – შეზღუდული ან რთული მეთოდებით ორგანიზებული მკურნალობის შეწყ-ვეტა–გამორიცხვა, რომელსაც ავადმყოფის მოკვ-დინება მოჰყვება.

ნიჰილიზმი – (ლათ. nihil არაფერი). აბსოლი-ტური უარყოფა, თვალსაზრისით ყოველი სახის დადებითი იდეალის ნერგაცია, ყველაფრისხელა-ღებით უარყოფა, საყოველთაოდ აღიარებული ნორმების მიუღებლობა. ხმარებაში შემოიტანა გერმანელმა ფილოსოფოსმა ჰაინრის იაკობმა (1743–1819), თეორიულად დაასაბუთა ფრიდრის ნიცშემ.

დისთანაზია – „ცუდი კვდომა” –= „გამოუყენე-ბელი შპრიცის მეთოდი” ექიმის მიერ „მოცემული სიტუაციის მორალის” საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, ავადმყოფის მდგომარეობისა

Page 9: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

8

და ინტერესების რეალური შესაძლებლობის გათ-ვალისწინებით.

ორთოთონაზია – ექიმის გადაწყვეტილებით მო-მაკვდავი ადამიანისთვის წამლების შეზღუდვა ან მთლიანად შეწყვეტა.

ტრუენტი – საკუთარი სპეციალობასთან (ძირი-თადად სამედიცინო დარგთან( ერთად ჰუმანიტა-რულ–საგანმანათლებლო დარგში მოღვაწე ექიმი. ტერმინი, გადატანით მნიშვნელობით, პირველად იხმარა გამოჩენილმა ბრიტანელმა ქირურგმა, გა-ნათლებულმა და ტრუენტმა, ლორდმა ბიორკლი მოინიგანმა (1856–1936 წ. წ.) ლექციაში: „ცნობი-ლი ექიმისა და არანაკლებ ცნობილი ჟურნალის-ტი–ტრუენტის თომას ლინაკრუსის (1460–1534 წ. წ.) შესახებ.

ინიექცია – (ლათ. injectio – შეგდება) – სხეულის ქსოვილებსა და ღრუებში სამკურნალო ხსნარის გარკვეული დოზის შეყვანა, შეშხაპუნება.

რეანიმაცია (ლათ. re–კვლავ, ხელახლა და animo – გავაცოცხლებ) – სხვადასხვა საშუალებით სი-ცოცხლის აღდგენა, დაბრუნება (კოლაფსის, აგო-ნიის, არასრული კლინიკური სიკვდილის დროს).

რეანიმატოლოგია – მედიცინის დარგი, რომე-ლიც სწავლობს რეანიმატოლოგიას.

სუიციდი – პირდაპირი მნივშნელობით თვითმკ-ვლელობა.

სუიციდოლოგია – მოძღვრება თვითმკვლელო-ბის შესახებ.

Page 10: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

9

სუიციდენტი – პირი რომელმაც შეიძლება თავი მოიკლას.

პარასუიციდი – ადამიანებში ჩანერგილი სიკვ-დილის (თვითმკვლელობის) გაუცნობიერებელი სურვილი.

თანატოლოგია – (ბერძ. thanatos – სიკვდილი და logos მოძღვრება) მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ორგანიზმში მიმდინარე სიკვდილის-წინა და სიკვდილიშემდგომ პროცესებს, აგრეთვე სიკვდილის ნიშნებს.

ტოქსინი – ბერძ. toxikon შხამი) – შხამიანი ნივ-თიერება, რომელსაც გამოყოფს ზოგი მიკრორა-ნიზმი, აგრეთვე მცენარე და ცხოველი.

ტოქსემია – (ბერძ. toxikon შხამი, haima სისხ-ლი) – ორგანიზმის მოწამვლა ტოქსინებით.

ტოქსიკოლოგია – (toxikon შხამი, logos – მოძღ-ვრება, სწავლება) – მეცნირება, რომელიც სწავ-ლობს შხამიანი ნივთიერებების თვისებებს, ორგა-ნიზმზე ამ ნივთიერებათა მოქმედების მექანიზმს, მათ მიერ გამოწვეულ პათოლოგიურ პროცესებს (მოწამვლას), მათ მკურნალობასა და პროფილაქ-ტიკას.

ტოქსიკოლოგი – ტოქსიკოლოგიის სპეციალის-ტი.

პატერნალური – (იტალ. paternate მამობრივი) – პაციენტ–ექიმის ურთიერთობაში ავადმყოფი-სადმი ექიმის მზრუნველი, მამობრივი, მშობლი-ური დამოკიდებულება.

Page 11: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

10

XXI – განსაკუთრებული ხილვითი რაობის სა-უკუნეა, ამიტომაც, ჯერ კიდევ მეოცედან გადმო-ყოლილ უამრავ მეცნიერებებს ახლებიც დაემატა და შემეცნებითმა მიღწევებმა თანამედროვე რე-ალური ასახვა ჰპოვეს ნებისმიერი მიმართულე-ბით, განსაკუთრებით საყურადღებოა სამედიცი-ნო რეალობა, ყველაფერთან ერთად, ეს ისეთი სათუთი სფეროა, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, უფრო მეტიც, როგორც სულ-მნათი სოკრატე იტყოდა, „თუ სულს არ უმკურ-ნალებ, სხეულის განკურნება შეუძლებელია!” – გესმით ძვირფასებო! – მარტო სხეულის კი არა, სულის მკურნალებიც არიან მედიცინის მუშაკები, ამიტომაც სამედიცინო დეონტოლოგიის არსის ჩა-მოყალიბება, იოლი როდია, თუმცა იგი ბიოთეკის მეცნიერების თანმდეგია, ამიტომაც ამ სახელმ-ძღვანელოში ორი ერთმიმართულებიანი ცნების განხილვა სინქრონულად გადავწყვიტეთ.

ბიოეთკის, როგორც დამოუკიდებელი მეცნი-ერების დახასიათებისათვის მივუთითებთ ამ მეცნირების ობიექტზე; ავხსნით მისი პრინციპე-ბის რაობას; გავარკვევთ ბიოეთიკის სპეციფიკას – გამოვყოფთ იმ კატეგორიებს, რომლებსაც ეს მეცნიერება სხვა მეცნიერებებისაგან განსხვა-ვებითგანიხილავს; დავასახელებთ იმ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც იგი თავის მიზანს ას-რულებს; განვმარტავთ ბიოეთიკის ამოცანებს და ფუნქციებს; გადმოვცემთ მისი წარმოშობის

Page 12: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

11

ისტორიის ძირითად ეტაპებს; გავარკვევთ ფილო-სოფიასთან, ეთიკასთან, სამედიცინო ეთიკასთან, საექიმო ეთიკასთან და სამედიცინო დეონტოლო-გიასთან მის მიმართებას. ამით ბიოეთიკის რო-გორც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგის და-საბუთების ცდა გამართლებული იქნება.

მეცნიერებების სიმრავლის მიუხედავად, მეც-ნიერებათა კლასიფიკაცია, ძირითადად, ბუნების შესახებ მეცნიერებების (ბუნებათმეცნიერების) და საზოგადოების შესახებ მეცნიერებების (სა-ზოგადოებათმეცნიერებების) პრინციპით არის მიღებული. ბუნებათმეცნიერებების – ფიზიკის, ქიმიის, ასტრონომიის, ბიოლოგიის, გეოლოგიის და ა. შ. შესასწავლი ობიექტი არის ბუნება. საზო-გადოებათმეცნიერებების – ისტორიის, იურისპ-რუდენციის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის, კულტუროლოგიის და ა. შ. ობიექტი არის საზო-გადოება – სოციუმი, ადამიანთა ურთიერთობები. აღნიშნული დაყოფა პირობითი ხასიათისაა, რად-გან გარკვეული მეცნიერებების რიგი ბუნებისა და სოციუმის მომიჯნავე ობიექტის კანონზომი-ერებებს შეისწავლიან.

მეცნიერების პრინციპები მეცნიერების არსს, მის ფუნქციას განსაზღვრავენ. თუ მეცნიერების ობიექტის შესახებ რამდენიმე (ზოგჯერ ათეული) მეცნიერება ფუნქციონირებს, მეცნიერების სა-განზე მსჯელობის დროს მხოლოდ ერთი მეცნი-ერება იგულისხმება.

Page 13: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

12

მეცნიერების ობიექტის მრავალფეროვნებიდან მეცნიერების საგნის მრავალასპექტიანობა იმით განსხვავდება, რომ ეს უკანასკნელი ერთი რიგის მოვლენას ასახავს, ერთი მეცნიერების ქვედის-ციპლინების საგნის შესწავლას ისახავს მიზნად. მაშინ, როდესაც მეცნიერების ობიექტის შესახებ არსებული დისციპლინები განსხვავებული რიგის მეცნიერების სახით ყალიბდებიან.

ადამიანი ურთულესი ბიოლოგიური, სოციალუ-რი, სულიერი, ზნეობრივი ნორმების მატერებელი არსებაა. გამოჩენილი ფრანგი მეცნიერის, თე-ოლოგიაში ახალი მიმდინარეობის – ტეირდიზმის ფუძემდებელი პიერ ტეიარ დე შარდენის (1881–1955 წ. წ.) განმარტებით ადამიანი სამყაროს ანა-ლოგიური არსებაა, რადგან მასში სამყაროა აკუ-მულირებული. ადამიანი თვით სამყაროს, ღმერ-თის სახეა.

ადამიანს როგორც შესწავლის ობიექტს სხვა-დასხვა მეცნიერებები (ბიოლოგია, მედიცინა, ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია და სხვა) სწავლო-ბენ. მედიცინა (ლათ. მედიცინე – ვკურნავ) არის მეცნიერება ადამიანის დაავადებათა გამოცნო-ბის, მკურნალობის შესახებ. თანამედროვე ფიზი-ოლოგიისა და ექსპერიმენტალური პათოლოგიის ფუძემდებლის კლოდ ბერნარის (1813–1878) გან-მარტებით „მედიცინა არის მეცნიერება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დაავადებათა განკურნების შესახებ”. როგორც სხვა მეცნიერე-

Page 14: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

13

ბებს, მედიცინასაც, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებას, თავისი კვლევის ობიექტი, შესას-წავლი საგანი, ამოცანები და კვლევის მეთოდე-ბი აქვს. თვით მედიცინა როგორც მეცნიერული ცოდნისა და პრაქტიკული (კლინიკური) რჩევების გარკვეული სისტემა, მრავალფეროვან მიმართე-ბებს და ასპექტებს მოიცავს, რომლებიც, ძირი-თადად, თეორიული და პრაქტიკული მედიცინის დისციპლინების სახით არიან წარმოდგენილნი. თეორიული მედიცინა სამედიცინო–ბიოლოგიურ დისციპლინათა რიგს აერთიანებს, პრაქტიკული მედიცინა – კლინიკური, სამედიცინო–სოციალუ-რი, ჰიგიენური, პროფილაქტიკური და სხვა დის-ციპლინების სისტემებს.

თეორიული მედიცინის დისციპლინებიდან ადა-მიანის სხეულის აგებულებას შეისწავლიან ანა-ტომია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია, ორგანიზმის ფუნქციებსა და მოქმედების კანონზომიერებებს – ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ბიოფიზიკა; პათოლო-გიური პროცესების წარმოშობას, მიმდინარეობას და განვითარებას – პათროლოგიური ანატომია, პათოლოგიური ფიზიოლოგია; ადამიანის ორგა-ნიზმზე სამკურნალო საშუალებების სამკურნალო და ტოქსიურ მოქმედებას – ფარმაკოლოგია, ტოქ-სიკოლოგია და სხვა. ასევე მრავალფეროვნებით აღინიშნება პრაქტიკული მედიცინის დისციპლი-ნების სიმრავლე.

შესამჩნევია კლინიკური მედიცინის ვიწრო სპე-

Page 15: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

14

ციალიზაციის (მისი დიფერენციაციის) სწრაფი პროცესი, რაც ადამინის ერთი ორგანოს ან ორ-განოთა სისტემის დაავადებათა ლოკალიზაციის პრინციპს ეფუძნება. ამ თვალსაზრისით თერაპი-ული რიგის დისციპლინებს ცალკე დარგებად გა-მოეყო: კარდიოლოგია, პულმონოლოგია, ნეფრო-ლოგია, გასტროენტეროლოგია, კლინიკური ენ-დოკრინოლოგია, ნევროპათოლოგია, ქირურგია, ოტოლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია. ავადმ-ყოფის ასაკის და სქესის შესაბამისად ცალკე დარ-გებად გამოიყო: პედიატრია, გერიატრია, მეანობა და გინეკოლოგია.

ადამიანის ზოგადი ჰიგიენის პარალელურად არის: ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენა, კომუნა-ლური ჰიგიენა, კვების ჰიგიენა, შრომის ჰიგიენა, რადიაციული ჰიგიენა.

დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდების თავისებურებათა მიხედვით ცალკე დარგებად დაფუძნდნენ სხივური დიაგნოსტიკისა და სხივუ-რი თერაპიის მეცნიერება, რადიოლოგია, ფიზი-ოთერაპია. პათროლოგიური პროცესების კანონ-ზომიერებათა გათვალისწინების აუცილებლობამ საჭირო გახადა ისეთი კლინიკური დისციპლინის ცალკე გამოყოფა, როგორებიცაა: ონკოლოგია, ფთიზიატორია, ვენერგოლოგია და სხვა.

მედიცინის დარგების დიფერენციაციის პარა-ლელურად კვლევის ფარგლების გაფართოებამ, სხვადასხვა კანონზომიერებათა კავშირების გათ-

Page 16: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

15

ვალისწინების აუცილებლობამ საჭირო გახადა სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის ინტეგრა-ცია. ასე წარმოიშვა: ბიოქიმია, ნეიროქირურგია, ბიოფიზიკა, ნეიროფიზიოლოგია და სხვა.

სამედიცინო მეცნიერებების სიმრავლისა და „სიმდიდრის” მიუხედავად სამედიცინო მოღვა-წეობა, კლინიკური საქმიანობა აუცილებლად გულისხმობს ამ მეცნიერებათა გამაერთიანე-ბელ ფაქტორს – პაციენტექიმის, ექიმთა შორის ურთიერთობას, ექიმთა საზოგადოებასთან და ტექნიკურ ინსტრუმენტალიასთან დამოკიდე-ბულებას, ავადმყოფის ახლობლებთან, საექიმო პერსონალთან, ფარმაცევტულ საშუალებებთან მიმართებას. აღნიშნული ურთიერთობების, მომა-ვალში შესაძლო მოქმედებების (ჯერარსი) დარე-გულირებისათვის საჭიროა გარკვეული ხასიათის ეთიკურ–მორალური ნორმების და პრინციპების სისტემა, რომლის განხორციელების სიძნელეების გადაწყვეტის აუცილებლობას ამ პროცესში თავი-სებური ცვლილებები შეაქვთ.ს წორედ ეს სფერო, ეს ობიექტი არის ზოგადი ეთიკის ერთ–ერთი სა-ხის სამედიცინო ეთიკის (პროფესიული ეთიკის), საექიმო ეთიკის, სამედიცინო დეონტოლოგიის „მოქმედების ასპარეზი”.

სამედიცინო ეთიკის, საექიმო ეთიკის, სამედი-ცინო დეონტოლოგიის პრინციპები ჩვენს წელ-თაღრიცხვამდე V საუკუნის დასასრულსა და IV საუკუნის დასაწყისში ანტიკური მედიცინის რე-

Page 17: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

16

ფორმატორმა, მედიცინის მამად წოდებულმა ჰი-პოკრატემ (ძვ. წ. 460–377) ჩამოაყალიბა. ისინი (არ ავნო, სიფრთხილე გამოიჩინე წამლის გამოც-ვლის დროს, პატივი ეცი შენს მასწავლებელს და სხვ). შეადგენენ იმ საერთო ზოგადეთიკურ პრინ-ციპებს, რომლებიც აერთიანებენ და აკავშირებენ სამედიცინო ეთიკის განვითარების მთელ ისტო-რიას, ქმნიან პროფესიული ეთიკის განსაკუთრე-ბულ სახეს. ეს პრინციპები სამედიცინო ეთიკის საფუძველთ საფუძველია, ამიტომ ჰიპოკრატეს ექიმის ფიცი საექიმო პროფესიის მორალურ კო-დექსად არის მიჩნეული.

საექიმო ეთიკის, სამედიცინო ეთიკის და სამე-დიცინო დეონტოლოგიის ცნებებში მოაზრებუ-ლი შინაარსის, მათი ურთიერთდამოკიდებულე-ბის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობა აღინიშნება. ზოგიერთის მსჯე-ლობის თანახმად საექიმო ეთიკა უფრო ფართო მოცულობის ცნებაა, ვიდრე სამედიცინო ეთიკა ან სამედიცინო ეთიკის „სამოქმედო არეალი” უფრო ფართოა, ვიდრე საექიმო ეთიკის და სამედიცინო დეონტოლოგიის და ა. შ.

სამედიცინო ეთიკა, საექიმო ეთიკა და სამედი-ცინო დეონტოლოგია ერთი რიგის ცნებებია. მაგ-რამ მათ შორის აღინიშნება არა არსებითი ხასი-ათის განსხვავებანი.

საექიმო ეთიკის ცნებაში, ძირითადად, მოიაზრე-ბა ის ზოგადეთიკური პრინციპები, ქცევის ნორ-

Page 18: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

17

მებად მიღებული პოსტულატები, ტრადიციულად შემუშავებული მოთხოვნები, მედიცინის შესახებ არსებული სხვადასხვა კანონებით, კოდექსებით, ინსტრუქციებით გათვალისწინებული საკანონ-მდებლო აქტები, რომლებიც ექიმ–პაციენტის, ექიმთა შორის ურთიერთობებს არეგულირებენ.

სამედიცინო ეთიკის ცნებაში აღნიშნულ ურ-თიერთობებთან ერთად სამედიცინო პერსონალ-თან ჯანმრთელობის დაცვის სისტემის და ამ სისტემის სტრუქტურების წარმომადგენლებთან, პაციენტის ახლობლებთან, მათ ნათესავებთან ურთიერთობა იგულისხმება. ამავე ცნებაში მო-იაზრება სამედიცინო დარგის წარმომადგენელთა შედარებით გაფართოებული (არასაექიმო) ურ-თიერთკავშირი.

სამედიცინო დეონტოლოგია საექიმო ეთიკისა და სამედიცინო ეთიკის ცნებებში ნაგულისხმევი ურთიერთობების (ექიმისა და პაციენტის, საექი-მო პერსონალის და პაციენტის, მისი ნათესავ–ახლობლების, სამედიცინო ტექნოლოგიის წარ-მომადგენლების და გამოკვლევების შედეგების დამუშავების ადამიანების – ბიოლოგების, ქიმი-კოსების, ინჟინრების და აშ. შ. ფარმაცევტული საშუალებების და სადაზღვევო სისტემის წარმო-მადგენლების და ა. შ.) მომცველია. ამასთან ერ-თად სამედიცინო დეონტოლოგიაში წინა პლანზე გამოდის ჯერარსი (მომავლის შედეგის „უნდაზე“) ფენომენი. ამიტომ სამედიცინო დეონტოლოგია

Page 19: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

18

აღნიშნული ურთიერთობებიდან გამომდინარე შედარებით გლობალური ხასიათის პრობლემებს მოიცავს. ასე მაგალითად, როგორ მოექცეს აბორ-ტის გაკეთების დროს ექიმი პაციენტს, ეს საექი-მო ეთიკის სფეროა. როგორი დამოკიდებულება უნდა დამყარდეს აბორტის დროს პაციენტსა და ექიმს, ექთანს, საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ა. შ. შორის – ეს სამედი-ცინო ეთიკის სფეროა. მაგრამ ზოგადი პრობლემა – რამდენად ზნეობრივია საერთოდ აბორტი – ეს უკვე ბიოეთიკის „პირდაპირი საქმეა”.

ტერმინი „დეონტოლოგია” თავდაპირველად ინგლისელმა ფილოსოფოსმა, იურისტმა, უტი-ლიტარიზმის ფუძემდებელმა იერემია ბენტამმა (1748–1832) იხმარა. მან წიგნში „დეონტოლოგია ანუ მეცნიერება მორალის შესახებ” ჩამოაყალი-ბა დეონტოლოგიის როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების პრინციპები. მისი განმარტების თა-ნახმად, ადამიანის მოქმედების მორალური შეფა-სების საზომი ამ მოქმედების სარგებლიანობის გამორჩენის, კმაყოფილების, სიკეთის და ბედნი-ერების მიღწევაა. ისინი განსაზღვრავენ ადამი-ანის ჯერარს – იმას, რაც უნდა იყოს – ბედნიერე-ბას, ამცირებენ ტანჯვას. ბეტმანის მტკიცების თანახმად, ცხოვრების უმაღლესი პრინციპი ადა-მიანისთვის მეტი ბედნიერების მინიჭებით განი-საზღვრება. ბენტამმა დეონტოლოგიის ზოგადი პრინციპების განხორციელება მიზანშეწონილად,

Page 20: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

19

უპირველეს ყოვლისა, მედიცინაში მიიჩნია. მან ზოგად დეონტოლოგიასთან ერთად პროფესიული ეთიკის ერთ–ერთი სახის – სამედიცინო დეონტო-ლოგიის თეორიული საფუძვლები დაამუშავა.

დეონტოლოგია (დეონ – საჭირო, ლოგოს – მოძ-ღვრება) როგორც ეთიკური მოძღვრება ფართო გაგებით არის მეცნიერება მოვალეობის და ჯე-რარსის შესახებ. სამედიცინო დეონტოლოგია, მოიცავს რა პაციენტ–ექიმის ადმინისტრაციულ–რეგლამენტირებულ ურთიერთობებს, აზუსტებს და აწესრიგებს მათი შესრულების მექანიზმს, მოითხოვს სამედიცინო პერსონალისაგან, საზო-გადოებრიობისაგან. ჯანდაცვის სისტემის წარმო-მადგენლებისაგან დადგენილი ნორმების (ზნეობ-რივი პრინციპების) შესრულებას, რომლებიც მიზნად ავადმყოფის მკურნალობისათვის სარ-გებლიანობის მაქსიმალური ამაღლების მიღწევას ისახავს. სამედიცინო დეონტოლოგია მოიცავს საექიმო საიდუმლოების დაცვის ტრადიციების სფეროს. სწორედ ამიტომ დეონტოლოგია უფრო ფართო მოცულობის ცნებაა, ვიდრე სამედიცინო დეონტოლოგია.

ისტორიულ ეპოქებში მეცნიერული კვლევის მეთოდების გაფართოება, ახალი მეცნიერებე-ბის წარმოშობა, ტექნოლოგიების განვითარება, ცვლილებები ადამიანთა ცნობიერების შინაარს-ში სამედიცინო ეთიკის, საექიმო ეთიკის, სამეც-ნიერო დენტოლოგიის პრინციპებში გარკვეული

Page 21: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

20

კორექტივების შეტანის საჭიროებას აყენებდა. ეს მოთხოვნები განსაკუთრებით აქტუალურად XX საუკუნის ბოლოს დაისვა. სამედიცინო ეთიკის ცნებაში საჭირო გახდა იმ პრინციპების შეტანა, რომლებიც ჰიპოკრატეს ექიმის ფიცში მოცემუ-ლი არ იყო. ასე მაგალითად: ჰიპოკრატეს ფიცი არ მოითხოვდა სიცოცხლის გახანგრძლივების ღონისძიებებს. ინგლისელმა ფილოსოფოსმა, ექს-პერიმენტალური მეთოდის ფუძემდებელმა ფრენ-სის ბეკონმა (1561–1628) დაასაბუთა ექიმის და-ნიშნულების ისეთი მოთხოვნები, როგორებიცაა: 1. დაავადების განკურნება, 2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და 3. სიცოცხლის გახანგრძლივება. ბეკონის დებულება – „ექიმის მოვალეობა სიცოცხლის გახანგრძლივებაა” სამე-დიცინო ეთიკის, საექიმო ეთიკის და სამედიცინო დეონტოლოგიის ერთ–ერთ აუცილებელ ატრიბუ-ტად იქცა.

შემდგომ წლებში ჰიპოკრატეს ფიცის პრინცი-პებით დატვირთული სამედიცინო მოვალეობები სამართლებრივი იმპერატივებით შეივსო – ეგრეთ წოდებული თომას პერსივალის კოდექსი, ამერი-კელ ექიმთა ასოციაციის 1874 წლის კოდექსი და სხვა.

სამედიცინო დარგების სწრაფმა განვითარებამ, ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის საერთაშორისო საკანონმდებლო დოკუმენტებმა ჰიპოკრატეს ექიმის ფიცის ზოგიერთი პრინციპის

Page 22: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

21

„კრიზისი” გამოიწვია, რადგან ისინი და სინამდ-ვილის მოთხოვნები ერთმანეთს არ ეთანხმებოდ-ნენ. ამის გათვალისწინებით „სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსში”, რომელიც მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის – „მსა” მიერ 1949 წელს იქნა დამტკიცებული და წარმოადგენდა 1948 წელს იგივე ასოციაციის მიერ მიღებული „ჟენე-ვის დეკლარაციის ფიცის” ტექსტის სრულყოფას – სამედიცინო პროფესიული ეთიკის პრინციპები და ზნეობრივი ნორმები გაცილებით ფართოდა ისახა, ვიდრე ისინი ჰიპოკრატეს ექიმის ფიცით იყო დაკანონებული. კერძოდ: „ექიმის საერთო ვალდებულებების” პარალელურად მასში შეტა-ნილ იქნა „ექიმის ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ”, „ექიმის ვალდებულებები ავადმყოფის მიმართ”, „ავადმყოფის უფლებები” და სხვა. ჰი-პოკრატეს ექიმის ფიცთან „კონფლიქტი” მოუხდა მოქალაქეობრივი ეთიკის ძირითად პრინციპს – ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების უზ-რუნველყოფის მოთხოვნებს, საჭირო გახდა არსე-ბითი ხასიათის ცვლილელების შეტანა ცნებებში: „დონორი”, „გამოსაცდელი”, „მომაკვდავი ადა-მიანი”, „სიკვდილი”, ამიტომ ჰიპოკრატეს ექიმის ფიცის შინაარსის გაფართოების აუცილებლობა უფრო საჭირო გახდა.

უკანასკნელი ათეული წლის განმავლობაში სი-ფართოვით და სიღრმისეული თავისებურებებით წარმოჩინდა სამედიცინო–ბიოლოგიური აღმოჩე-

Page 23: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

22

ნები და ამ მიმართულებით მეცნიერული კვლევე-ბის შედეგები: ცხოველების და ადამიანების ახა-ლი სახეობების კლონირების შესაძლებლობები; ახალი მიკროორგანიზმების კონსტრუირებისა და მათი გავრცელებით გამოწვეული საშიშროება-ნი; ქალის ორგანიზმის გარეშე განაყოფიერების შესაძლებლობანი; ვაქცინო პროფილაქტიკური საშუალებების მიზნობრივი და არამიზნობრივი (ბოროტად) გამოყენების რეალობანი; ქსენობი-ოტიკების მოზღვავების შეჩერების საჭიროებანი; უახლოესი ტექნიკურ–ინჟინერული მიღწევების შესაძლო უარყოფითი შედეგები; ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის შედეგად გამოწვეული კატასტროფების რეალობანი და ა. შ. მედიცინის ტექნოლოგიზაცია და ქიმიზაცია (ახალი აღმოჩე-ნები – ულტრაბგერითი ტექნიკის განვითარების შედეგები, კომპიუტერიზაცია განვითარების შე-საძლო პერსპექტივები), რასაკვირველია, ეხმარე-ბა ექიმს მუშაობაში, მაგრამ ტექნოლოგიების სიმ-რავლე ექიმის ავადმყოფთან დაშორების საშიშ-როებას, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის უნიკალური ფენომენის დაკნინების რეალობას ქმნის. ცხადია, ყოველივე აღნიშნულმა არსები-თად შეცვალა ზნეობრივი პრინციპების ტრადიცი-ული ხასიათი – ადამიანის სამყაროსადმი, ადამი-ანისადმი, სიცოცხლე–სიკვდილისადმი მიდგომის კრიტერიუმები. მთელი პრინციპულობით დაისვა ზოგად მსოფლმხედველობრივ–ფილოსოფიურ–

Page 24: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

23

ზნეობრივი პრობლემები მოითხოვა აპოკალიპსუ-რი პარადიგმების მცდარების დასაბუთება და მათ ნაცვლად ახალი ზნეობრივი იმპერატივების შემუ-შავების საჭიროება – რა არის სიცოცხლის საზრი-სი? რა ღირებულება აქვს ჯანმრთელობას და რა არის ავადმყოფობა? როგორია სიცოცხლე–სიკვ-დილის ურთიერთობა? რა „დოზით” შეგვიძლია ჩავერთოთ ბუნების საიდუმლობებეში? (აბორტი, სუიციდი, ევთანაზია, ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაცია და სხვა) რას მოგვიტანს უახ-ლოეს მომავალში ეს მიღწევები? (გენომი, გენური ინჟინერია, ხელოვნური ადამიანის შექმნა და ა. შ.) მედიცინის ზედმეტად ინსტრუმენტალიზაცია, არსებითად ხომ არ იმოქმედებს მეცნიერების ამ სახეობის სპეციფიკაზე? და ა. შ. ე. ი. დღის წეს-რიგში, როგორც იტყვიან, მთელი სიგრძე–სიგა-ნით დადგა აქსიოლოგიური ხასიათის პრობლემე-ბი.

ყველა ჩამოთვლილი და მისი რიგის საკითხე-ბი აღარ „ეტეოდა” სამედიცინო ეთიკის, საექიმო ეთიკის, სამედიცინო დეონტოლოგიის ჩარჩოებში. ისინი ბიოსამედიცინო ეთიკის, როგორც სიცოც-ხლის რაობის, სამყაროს მომავლის (ჯერარსის), ადამიანთ აბედის, სიცოცხლის არსის, ავადმყო-ფობის და ჯანმრთელობის და ა. შ. მეცნიერების „მოქმედების სფერო” გახდა. გადამწყვეტი მნიშვ-ნელობა შეიძინა ადამიანთა უფლებების საყოველ-თაო აღიარებამ, მათი დაცვის მექანიზმების ამოქ-

Page 25: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

24

მედებამ, თავისი ადგილი განესაზღვრა ექიმს, „ხმის ამოღების” უფლება მიეცა პაციენტს. ჰიპოკ-რატეს ყველაზე ცნობილმა პრინციპმა „არ ავნო ავადმყოფს” ცვლილებები განიცადა. როდესაც თანამედროვე პროფესიონალი ქირურგი–ტრანს-პლანტოლოგი ნერგავს თირკმელს ან ცოცხალი დონორის ფილტვის ნაწილს (იმ შემთხვევაშიც, როცა მას დონორის თანხმობა აქვს), ეთიკური ნორმების დაცვა საკმარისი არ არის. დამატებით აუცილებელია სამართლებრივი უზრუნველყოფა.

კლინიკური მედიცინის განვითარების თანამედ-როვე პროგრამებმა ჰუმანიზმის პრინციპების და-ზუსტება მოითხოვა. ბევრი ზნეობრივი ნორმის და კრიტერიუმის გადაფასება გახდა საჭირო. ასე მაგალითად: შეესაბამისება თუ არა ჰიპოკრატეს ექიმის ფიციდან გამომდინარე პრინციპებს და რელიგიურ (საეკლესიო) პოზიციებს ხელოვნური განაყოფიერება ან მომაკვდავი ადამიანის სიცოც-ხლის გახანგრძლივებისათვის ტექნიკური საშუ-ალებების გამოყენება? საჭიროა თუ არა „ადამი-ანის მიღება” ინკუბაციის საშუალებებით და ა. შ.

საუკუნეების განმავლობაში აბსოლუტურ ჭეშ-მარიტებად მიჩნეული პრინციპების კრიტერიუმე-ბის ერთი რიგი გადასასინჯი გახდა. ყოველივე ამან შეცვალა საექიმო აზროვნების შინაარსი და თავისი შესაბამისი ასახვა ავადმყოფის მკურნა-ლობის დროს მისაღებ გადაწყვეტილებებში ჰპო-ვა.

Page 26: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

25

სწორედ აღნიშნული და სხვა გარემოებების გამო ამერიკელმა ბიოლოგმა ვ. რ. პოტერმა 1969 წელს გამოცემულ წიგნში „ბიოეთიკა–მომავალ-თან კავშირის ხიდი” ხმარებაში შემოიტანა ახალი ცნება „ბიოეთიკა”. ბიოეთიკა მიჩნეული იქნა „ბი-ოლოგიის საუკუნის” ადეკვატური ასახვის მსოფ-ლმხედველობად (ჰ. ბროუდი), ახლად ღირებუ-ლებათა კულტურად (დ. კოლახენი), მის მიზნად ადამიანის ბუნების „დინამიურ თვისობრიობაში” ახსნა დაისახა (დ. ვოქსი). ბიოეთიკის ფუძემდებ-ლებმა პ. ბროუდმა, ვ. ვოქსმა, დ. კოლახენმა, ვ. პოტერმა, ჯ. ფლეტჩერმა, ს. გოროვიტციმ, ე. პე-ლეგრინმა, რ. ტიტმასმა, რ. ფოქსმა, ზ. მაპესიმ, ჯ. ზემბატიმ, თ. მერიემ, გ. ენესიმ ჩამოაყალიბეს „ბიოეთიკური კრედოს” პრინციპები, რომლებიც ბიოსამედიცინო ცოდნის ადამიანურ ღირებულე-ბებთან შეერთების პრტინციპებს დაუკავშირეს. ძალიან მოკლე დროში ეს ცნება მეცნიერებაში საყოველთაოდ დამკვიდრდა. დაიწყო მასში მოაზ-რებული შინაარსის დაზუსტება. საერთო იყო ის, რომ ბიოეთიკას განიხილავდნენ როგორც სადის-ციპლინათაშორისო მეცნიერებას; კულტურულ ღირებულებათა ახალ ფორმას; მედიცინაში ტექ-ნოლოგიების დანერგვის დროს წარმოშობილი აქ-სიოლოგიური ხასიათის სიძნელეების გადაწყვე-ტის საშუალებას და ა. შ.

ბიოეთიკა სამედიცინო დეონტოლოგიის პრობ-ლემების მხოლოდ ახლებური სახელწოდება

Page 27: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

26

როდბია. ბიოეთიკამ ასახა პაციენტი–ექიმის ურ-თიერთობის ყველა მხარე, რადგან მასში, ერთი მხრივ, აირეკლა ამ ურთიერთობიდან გამომდინა-რე ფილოსოფიური, აქსიოლოგიური, ზნეობრივი ხასიათის პრობლემები და, მეორე მხრივ, საჭირო გახდა ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების და-ნერგვის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის, სიცოც-ხლის ჩასახვის საკითხების ახლებური გააზრე-ბა, აქსიოლოგიური თვალსაზრისით მათი ახსნა. აქტუალობა შეიძლება საერთოდ სიცოცხლისა და სიკვდილის პრობლემის, კერძოდ, სიკვდილის დადგენის კრიტერიუმების შეცვლის საკითხთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობამ. ბიოეთიკაში ექიმთა და პაციენ-ტთა აზროვნების გაფართოების რეალობა აისახა.

დამოუკიდებელი მეცნიერების – ბიოეთიკის პრინციპები საერთაშორისო ხასიათის დოკუმენ-ტებში აისახა, რაც იმითაც დასაბუთდა, რომ სა-მედიცინო დარგის წარმომადგენლების ყოველდ-ღიურ საქმიანობაში პაციენტისათვის სიკეთის მოტანის მიღწევა დამატებითი ხასიათის მოთ-ხოვნების შესრულებას საჭიროებდა – მხოლოდ კლინიკური ინფორმაციისა და სამედიცინო მა-ღალტექნოლოგიური გამოკვლევების საფუძველ-ზე პრობლემები არ წყდებოდა. ექიმების მხრიდან პაციენტების მიმართ მხოლოდ პატერნალური დამოკიდებულების პრინციპის გატარება წარ-მოშობილ კაზუსებს ვერ ძლევდა. საჭირო გახდა

Page 28: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

27

ფილოსოფიური, რელიგიური, ისტორიული ტრა-დიციების, მორალური იმპერატივების, ღირებუ-ლებების, ახლებური პარადიგმების არსენალის – ინსტრუმენტალიის გამოყენება.

ბიოეთიკა აუცილებლობით დაუკავშირდა ფი-ლოსოფიურ მეცნიერებას, რადგან მასში ცენტ-რალურ–ძირითად საკითხად სიცოცხლე–სიკვდი-ლის, ჯანმრთელობა–ავადმყოფობის პრობლემა დაისვა. აქსიოლოგიური შინაარსით „დატვირ-თულმა” ბიოეთიკამ გაარღვია ვიწრო პროფესი-ული (სამედიცინო) ეთიკის ჩარჩოები და დღის წესრიგში მსოფლმხედველობრივი პრობლემების ახსნა მოითხოვა. აუცილებელი გახდა სიცოცხ-ლის ფილოსოფიასთან კავშირის დამყარება. ბიო-ეთიკოსებს „მიაკითხეს” ფ. ნიცშეს, ვ. დილთაის, ო. შპენგლერის, ზ. ფროიდის, ა. ბერგსონის, ო. ი. გასეტის ფილოსოფიურ მემკვიდრეობას. გაჩნდა მოწიწების ეთიკის შემუშავების საჭიროება. ამდე-ნად, ბიოეთიკა დაუკავშირდა კულტურულ ღირე-ბულებებს, საჭირო გახდა მითოსურ აზროვნება-ში, მსოფლიო რელიგიებში, ფილოსოფიაში „საკვე-ბის” შერჩევა და მისი მიზნობრივი გამოყენება. თუ რა მდიდარი არის ის ისტორიული მემკივდრეობა, რომელსაც ბიოეთიკა, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების სისტემა ეყრდნობა და რომლითაც „იკვებება” ბიოეთიკის კატეგორიათა სისტემა, რომლის ძირითადი კატეგორიებია: „სიცოცხლე–სიკვდილის”, „პაციენტ–ექიმის”, „გენომის” და

Page 29: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

28

სხვა. როგორი უნდა იყოს ექიმის ავადმყოფთან ურთიერთობა? როგორი ზნეობრივი თვისებები უნდა გამოავლინოს მან თავის საექიმო მოღვაწე-ობაში? ამ და მის მსგავს კითხვებთან დაკავშირე-ბული პრობლემები სამედიცინო დარგის წარმო-მადგენლებს, ავადმყოფებს, მათ ახლობლებს, მო-მიჯნავე დარგის წარმომდაგენლებს ყოველთვის აინტერესებდათ. ამ მიმართულებით უზარმაზარი მოცულობის მემკვდრეობა არის დაგროვილი, ეს ყოველივე ბიოეთიკის „გამგებლობაში” შედის. ამ უდიდესი მემკვიდრეობის გამოყენებით ბიოეთი-კაში იოლდება დასახელებულ კატეგორიებსა და ცნებებში მოაზრებული შინაარსის განმარტება.

ფილოსოფიურ და რელიგიურ მდიდარ მემკვიდ-რეობაზე დაფუძნებული ბიოსამედიცინო ეთიკა იურიდიულ, ფილოსოფიურ, თეოლოგიურ ტრადი-ციებსაც მოიცავს: ა) ჰიპოკრატეს ტრადიცია; ბ) იუდაიზმის ეთიკა, იმ წმინდა წიგნებზე დაფუძნე-ბული, რომლებიც ადამიანებს ღმერთმა უბოძა; გ) კათოლიკური და პროტესტანტული რელიგიების პოზიციები ეთიკურ ღირებულებებზე; დ) დასავ-ლეთის საგანმანათლებლო ტრადიცია; ე) ინგ-ლის–ამერიკული იურიდიული ტრადიცია; ვ) სხვა ტრადიციები (კონსფუციანელობა, ინდუიზმი, ბუ-დისტური, ისლამური).

ბიოეთიკა მჭიდროდ უკავშირდება კულტურო-ლოგიას. იგი იხილავს არა მხოლოდ ადამიანის აწ-მყოში ყოფნას, არამედ მის მომავალში, სამყარო-

Page 30: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

29

ში არსებობასაც (ჯერარსის პრობლემებს). ამდე-ნად ბიოეთიკამ თავისი ავტორიტეტული სიტყვა უნდა თქვას მომავლის რეალობის, აპოკალიპსის თავიდან აცილების საკითხშიც.

არც ისე უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ბიო-ეთიკა სამედიცინო ეთიკისაგან, საექიმო ეთიკი-საგან და სამედიცინო დეონტოლოგიისაგან ჩი-ნური კედლით იყოს გამოყოფილი. პირიქით, იგი (ბიოსამედიცინო ეთიკა) განზოგადებული, ფილო-სოფიური, მსოფლმხედველობრივი ხასიათის მეც-ნიერებაა, რომელიც ჰიპოკრატეს ექიმის ფიცის პრინციპების გამოყენებით თანამედროვე კულ-ტურულ ღირებულებებს ესადაგება.

ბიოეთიკა არც ისე უნდა წარმოვიდგინოთ, რო-გორც ტრადიციული ფილოსოფიური და ზნეობ-რივი პრობლემების უბრალო განმეორება. XX სა-უკუნის დასასრულისათვის საჭირო გახდა გლო-ბალური აზროვნების დონეზე სიცოცხლის, ჯანმ-რთელობის, ავადმყოფობის, სიკვდილის ცნებებში მოაზრებული შინაარსის შეცვლა, სინამდვილემ აუცილებელი გახადა შიდსთან, ნარკომანიასთან, ჰეპატიტებთან, ავთვისებიან სიმსივნეებთან და-კავშირებული ეთიკური პრობლემების გადაწყ-ვეტის მოდელების შექმნა, ფინალობის საშიშრო-ების პრობლემის ამოხსნა.

სამედიცინო ეთიკის პრობლემატიკის განზოგა-დოებამ ბიოეთიკა წარმოშვა, რომელმაც დღის წე-რიგში მისი საწიერიდან ადამიანის თავისთავთან

Page 31: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

30

დამოკიდებულების, მისი ბიოსფეროსთან, სიცოც-ხლესთან კავშირმიმართულების პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობა დააყენა. ამდენად, მთელი პრინციპულობით დაისვა ბიოეთიკისა და ფილოსოფიის ურთიერთობის აუცილებლობა.

არ შეიძლება ბიოეთიკის როგორც ფუნდამენტა-ლურ–თეორიულ და პრაქტიკულ–გამოყენებითი ცოდნას ოპოზიციურ ფორმად დახასიათება. ბიო-ეთიკა გაიაზარება როგორც ერთელუი შემთხვე-ვების ანალიზის შედეგები, როგორც კაზუსტების მორალი. ბიოეთიკა თავს იმკვიდრებს, როგორც მორალური კოლიზიების გამოვლენა და ალტერ-ნატიულ გადაწყვეტილებათა ძიებები.

მაშასადამე, ბიოეთიკა, ერთი მხრივ, წარმოიშ-ვა როგორც მედიცინაში ტექნოლოგიურ რევო-ლუციებზე რეაქცია, ადამიანის ორგანოების და ქსოვილების რეპროდუქციის ტრანსპლანტაციის, გენური ინჟინერიის, გენომის, ადამიანის რეპრო-დუქციის შესაძლებლობების სხვადასხვა ახსნის შედეგი, მეორე მხრივ, ამ პრობლემებიდან გამომ-დინარე დასკვნების განხილვის შედეგად ბიოეთი-კამ ფილოსოფიურ–აქსიოლოგიურ დისციპლინა-თა რიგში გადაინაცვლა, უფრო ზუსტად, ბიოეთი-კა ამ მეცნიერებათა კავშირის სახით წარმოჩინდა.

ცნებები „ბიოეთიკა” და „ბიოსამედიცინო ეთიკა” თავის შემადგენელ ნაწილად მოიცავს ტერმინს „ეთიკა”.

ეთიკა ფილოსოფიური დისციპლინაა, რომელიც

Page 32: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

31

შეისწავლის ზნეობის და მოარლის გამოვლენას. არსებობს მორალისა და ზნეობის გამოვლენის სამყარო და არსებობს მეცნიერება, რომელიც აღ-წერს და შეისწავლის მას. ეს იმის ანალოგიურია, თუ როგორ ვანსხვავებთ ერთმანეთისგან სიცოც-ხლესა და ბიოლოგიას, როგორც მეცნიერებას მის შესახებ.

ყოველდღიურ საუბარში ტერმინი „ეთიკა” ხში-რად გამოიყენება არამეცნიერული გაგებით (რო-გორც ტერმინები „ბიოლოგია” და „ფსიქოლოგია“). როგორც სინონიმი ტერმინისა „მორალი”. მაგალი-თად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ „ეთიკურ ქცევაზე”, მხედველობაში გვაქვს მორალურად გამართლებუ-ლი, ღირსეული საქციელი. ამ სახელმძღვანელოში ტერმინს „ეთიკა” ჩვენ გამოვიყენებთ მეცნიერული გაგებით. ეთიკოსთა შორის კამათს იწვევს ურთიერ-თმიმსართება ცნებებისა „მორალი” და „ზნეობა”. ხშირად ისინი სინონიმებად მოიაზრება, თუმცაღა მათ შორის გარკვეული განსხვავებაა. არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც მორალი გაგებუ-ლია როგორც ერთობლიობა (უფრო ზუსტად კი – სისტემა, ე. ი. გარკვეული კავშირებისა და ელემენ-ტების მოწესრიგებული ერთობლიობა) ნორმებისა – აკრძალვების იდეალები, მოთხოვნები, მითითე-ბების – რომლებიც მიღებული და გაზიარებულია მოცემულ საზოგადოებაში. ეს ნორმები ფესვგადგ-მულია მათ კულტურაში და საკმაოდ სტაბილურად გადაეცემა თაობიდან თაობას.

Page 33: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

32

ზნეობა კი მორალის ასეთი გაგებისას ახასი-ათებს ადამიანთა რეალურ მოქმედებას მისი ამ ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ე. ი. „უზნეოდ” მიიჩნევა ის ადამიანი ან ის საქციელი, რომელიც დაარღვევს სწორედ მოცემულ, არსე-ბულ საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს, მაგრამ ის შეიძლება დაემორჩილოს რაღაც სხვა ნორმებს.

ექიმისა და ავადმყოფის ურთიერთობის საკითხი ყოველთვის იდგა სამედიცინო ეთიკის ყურადღე-ბის ცენტრში. ტრადიციული სამედიცინო ეთიკის პოზიცია ამ საკითხზე ყველაზე უკეთ ჰიპოკრა-ტეს ცნობილ დებულებაშია გადმოცემული: „არ ვავნოთ ავადმყოფს”. თანამედროვე მედიცინის განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ამ დებუ-ლების შემდგომი გაღრმავების, გაფართოების, ახალ იდეებში ტრანსფორმირების საკითხი.

ტრადიციული სამედიცინო ეთიკა ექიმს შეუზ-ღუდავ უფლებას აძლევდა გაეგო პაციენტის სხე-ული. მართალია, ამ შემთხვევაში ექიმებს ამოძრა-ვებდა კეთილი განზრახვა – დახმარება გაეწიათ ავადმყოფებისათვის, შეემსუბუქებინათ მათი მდგომარეობა, მაგრამ დღეს, როცა წინა პლანზეა წამოწეული ადამიანის თავისუფლების პრობლე-მა, საკითხი უკვე სხვანაირად ისმება: ვალდებუ-ლია თუ არა ექიმი გაითვალისწინოს კონკრეტუ-ლი ადამიანის – პაციენტის აზრი იმ საკითხის შესახებ, რომელიც ექიმს ამოძრავებს? საკითხის ამგვარი დასმა ბიოსამედიცინო ეთიკაში უფრო

Page 34: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

33

ზოგად პრობლემაში გადაიზარდა – ესაა პიროვ-ნების, ამ შემთხვევაში პაციენტის თვითდენტი-ფიკაციის პრობლემა. დაიწყო ამ პრობლემის ფი-ლოსოფიური, ეთიკური, თეოლოგიური და სხვა ასპექტების ინტენსიური დამუშავება.

ბიოსამედიცინო ეთიკამ, როგორც მედიცინა-ში ჰუმანიზმის კონკრეტულმა გამოვლენამ, მიზ-ნად დაისახა პაციენტის უფლებების გაზრდა. ე. წ. აქტიური პაციენტის ჩამოყალიბება. ბიოეთიკა მოითხოვს პაციენტ–ექიმის ურთიერთობაში ორი-ვე მხარე, ეთიკური თვალსაზრისით, ერთნაირი უფლებით აღიჭურვოს. ბიოსამედიცინო ეთიკამ გაარღვია ექიმის კარჩაკეტილი მოღვაწეობის საზღვრები, საექიმო გადაწყვეტილებების მი-ღებაში აქტიურად ჩააბა პაციენტი, ავადმყოფმა ადამიანმა თავისუფლება მოიპოვა. ამ შემთხვე-ვაში მხედველობაში გვაქვს ბიოსამედიცინო ეთი-კაში გაბატონებული ტენდენცია, ისე კი პაციენ-ტისა და ექიმის ურთიერთობაზე ბიოეთიკოსებს შორის ჯერ კიდევ შეიმჩნევა აზრთა სხვადასხვა-ობა; თუკი ბიოეთიკოსთა ერთი ნაწილი მოითხოვს საექიმო გადაწყვეტილება მიღებაში გაზრდას, მეორე ნაწილი, პირიქით, საკითხის ასე დასმას არასწორად მიიჩნევს.

ექიმისა და ავადმყოფის ურთიერთობაზე ბი-ოეთიკოსების მიერ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, უამრავი ნაშრომი გამოქ-ვეყნდა. მათ შორის, ჩვენი აზრით, მეტად საინტე-

Page 35: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

34

რესო თვალსაჩინო ბიოეთიკოსის ვითჩის შეხედუ-ლებანი. ვითჩის აზრით, ექიმსა და ავადმყოფს შო-რის შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ურთიერთო-ბის ოთხი ტიპი: 1. ექიმი – ინჟინერი, ამ შემთხვე-ვაში ის გამოდის, როგორც სწავლული, მეცნიერი. მისი ამოცანაა შეკრიბოს და აცნობოს ავადმყოფს ყველაფერი მისი დაავადებისა და მკურნალობის შესახებ. ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მხოლოდ თვითონ ავადმყოფი იღებს. 2. ექიმი – ღვთის მსა-ხური, რომელიც მისდევს პაციენტს – „სარგებლო-ბა მოუტანოს ავადმყოფს და არ ავნოს მას”. ესაა პატერნალიზმის პრინციპი. ამ შემთხვევაში ექიმს ჰგონია, რომ მხოლოდ მან იცის, თუ რა არის კარ-გი ავადმყოფისათვის და რა საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული მისთვის სამედიცინო დახ-მარების გასაწევად. 3. ექიმი – კოლეგა ამ კოლე-გიურ მოდელში ექიმი და ავადმყოფი გამოდიან როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორები, გაერთიანებულნი მათი ინტერესებისა და მათ წი-ნაშე მდგარი ამოცანების ერთიანობით. ამ მოდე-ლის ჩარჩოებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კონფიდენციალობისა და ურთიერთნდობის პრინციპი. 4. სახელშეკრულებო მოდელი. ექიმი-სა და ავადმყოფის ურთიერთობა განისაზღვრება თავისებური კონტრაქტის საფუძველზე. ეს არის კონტრაქტი ამ სიტყვის იურიდიული მნიშვნელო-ბით. ამ მოდელის ჩარჩოებში მხარეები არ არიან თანასწორნი, თუმცა მათ აქვთ საერთო ინტერე-

Page 36: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

35

სები და შესაბამისი უფლებები და ვალდებულება-ნი ერთმანეთის მიმართ.

ამ ოთხი მოდელიდან, ვიჩთის აზრით, პატერნა-ლიზმის პრინციპი არ ეთანხმება ავადმყოფისადმი ექიმის პატივისცემის პრინციპს და ასკვნის რომ მხოლოდ სახელშეკრულებო მოდელი უზრუნველ-ყოფს ექიმსა და ავადმყოფის ურთიერთპატივის-ცემაზე დამყარებულ სათანადო ქცევებს.

ვითჩის სტატიის გამოსვლის შემდეგ (1986 წ.) და მანამდეც, მრავალი მოსაზრება გამოითქვა ექიმისა და ავადმყოფის ურთიერთობის საკით-ხებზე. ამ მხრივ დამახასიათებელია ამერიკის სა-მედიცინო ასოციაციის ჟურნალის „ჯამას” 1992 წლის ერთ–ერთ ნომერში ეთიკისა და სამართ-ლის საქმეების შემაჯამებელი სტატია, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ჩვენთვის საინ-ტერესო საკითხებზე. ან სტატიასა და ავტორთა პუბლიკაციებში შენარჩუნებულია ვითჩის ზემოთ მითითებული ოთხი მოდელი, ოღონდ უფრო ხორ-ცშესხმული და სრულყოფილი სახით. ამასთან ერ-თად შეიცვალა ცალკეული მოდელების ზოგადი სახელწოდება: საინჟინრო–მეცნიერული მოდელი ცნობილია როგორც ინფორმაციული მოდელი, კოლეგიური მოდელი მთელ რიგ პუბლიკაციებში ინტერპრეტაციულ მოდელად იწოდება, სახელ-შეკრულებო მოდელს ხშირად სათათბირო მოდე-ლის სახელით მოიხსენიებენ. იმისათვის, რათა სრული სურათი გვქონდეს ექიმისა და ავადმყო-

Page 37: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

36

ფის ურთიერთობის გაგებაზე ბიოსამედიცინო ეთიკაში, საჭიროა უფრო დაწვრილებით განვი-ხილოთ თითოეული მოდელი, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ინფორმაციული მოდელის თანახმად, ექიმის უპირველესი მოვალეობაა განახორციელოს პა-ციენტის სურვილი, გაითვალისწინოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ექიმს ევალება მის ხელში არსებული მთელი ინფორმაცია სრულად გააცნოს ავადმყოფს. ავადმყოფმა უნდა იცოდეს, თუ რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა, რა საექიმო პროცედურები სჭირდება მას მკურნალო-ბისათვის, რა სარგებლობას მოუტანს მას მკურ-ნალობა, დაკავშირებულია თუ არა ის გარკვეულ რისკთან, საფრთხესთან. რამდენია ამ საფრთხის ხვედრითი წილი და ა. შ. როცა ავადმყოფი ექიმის-გან მიიღებს სრულ ინფორმაციას, ამის შემდეგ იგი თვითონ წყვეტს, დაიწყოს თუ არა მკურნალობა, და თუკი დაიწყო, თვითონ ირჩევს მკურნალობის მეთოდს. როგორც ვხედავთ, ინფორმაციული მო-დელი სრულ თავისუფლებას აძლევს ავადმყოფს. იბადება კითხვა, რა უნდა ქნას ექიმმა იმ შემთხ-ვევაში, როცა ავადმყოფის არჩევანი არ იქნება მისი ობიექტური მდგომარეობის შესატყვისი, ე. ი. ავადმყოფის მიერ არჩეული მკურნალობის მე-თოდი იქნება ადექვატური? ინფორმაციული მო-დელის თანახმად, ასეთ შემთხვევაშიც ავადმყო-ფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი

Page 38: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

37

რჩება. ერთადერთი, რაც ექიმს ასეთ შემთხვევაში შეუძლია, ეს არის მისი უნარი მოთმინებით აუხ-სნას ავადმყოფს მისი მდგომარეობა, მისი დაავა-დების ობიექტური სურათი, შესაძლო შედეგები, რაც ავადმყოფის არჩევანს შეიძლება მოჰყვეს. ექიმმა უნდა გამოიყენოს მთელი თავისი ხელოვ-ნება, ცოდნა და გამოცდილება, რათა დაარწმუ-ნოს ავადმყოფი და ნებაყოფლობით შეაცვლევი-ნოს მის მიერ არჩეული მკურნალობის მეთოდი. ამრიგად, ინფორმაციულ მოდელში ექიმ–ავადმ-ყოფის ურთიერთობაში გადამწყვეტი მნიშვნელო-ბა ავადმყოფს ენიჭება, თუმცა ექიმზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული და მისი როლი იზრდება კიდეც იმ შემთხვევებში, როცა ავადმყოფის არჩე-ვანი არ არის მისი დაავადების ადექვატური.

რა შეიძლება ითქვას ინფორმაციული მოდელის ავკარგიანობაზე, მის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე? ინფორმაციულ მოდელს, ცხადია, აქვს დადებითი მომენტები. მთავარი ამ შემთ-ხვევაში არის ის, რომ აიარაღებს რა პაციენტს აუცილებელი ინფორმაციით, ექიმი მას ეხმარე-ბა კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღება-ში. მაგრამ ამ მოდელის უარყოფითი მომენტები, ჩვენი აზრით, აშკარად გადასწონის დადებითს და იგი საკმაოდ შორს დგას ექიმისა და ავადმყო-ფის სასურველი ურთიერთობისაგან. ამ მოდელის ძირითადი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ავადმყოფს არჩევანის ზედმეტ უფლებას აძლევს

Page 39: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

38

და ამით ძალაუნებურად ამცირებს ექიმის როლს, მას მხოლოდ ავადმყოფის მიერ მიღებული გა-დაწყვეტილების თანხმობის უფლებას უტოვებს. ლიტერატურაში ინფორმაციული მოდელის სხვა ნაკლოვანებებზეც მიუთითებენ, კერძოდ იმაზე, რომ პაციენტებს სურთ ექიმში არა მარტო პრო-ფესიონალი დაინახონ, არამედ ადამიანი რომელ-საც აქვს შეწყნარების უნარი. თუკი ექიმი შემო-ისაზღვრება მხოლოდ სამედიცინო რეკომენდაცი-ებით, რომ მხედველობაში არ მიიღებს პაციენტის სულიერ მდგომარეობას, მის განწყობას, მაშინ ავადმყოფი სამართლიანად გამოხატავს უკმაყო-ფილებას.

პატერნალურ მოდელს ხშირად ექიმ–პაციენტის მამობრივ, „მშობლიურ” დამოკიდებულებას უწო-დებენ (ლათინური „პატერნუს” ნიშნავს „მამობ-რივს“). ამ მოდელის თანახმად, ექიმი, მას შემდეგ, რაც დაწვრილებით გაეცნობა ანამნეზის ძირი-თად მონაცემებს, დაადგენს პათოლოგიური პრო-ცესის სტადიებს, ჩაატარებს ყველა შესაბამის სა-მედიცინო გამოკვლევას, გაითვალისწინებს კონ-კრეტული შემთხვევებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას, რომელიც ტკივილების გაყუჩების, დაავადების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის საერთოდ დაავადების განკურნებისათვის იქნება საჭირო. ამის შემდეგ იგი საქმის კურსში აყენებს ავადმ-ყოფს, უსაბუთებს მას მიღებული გადაწყვეტი-

Page 40: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

39

ლების სისწორეს იმისათვის, რათა პროცედურე-ბის ჩატარებისა თუ სხვა სახის მოქმედებისათვის დაითანხმოს იგი. იმ შემთხვევებში, როცა ავადმ-ყოფი შეეცდება არ დაემორჩილოს ექიმის გადაწ-ყვეტილებებს, ეს უკანასკნელი აიძულებს მას მი-იღოს მისი რჩევები.

როგორც ვხედავთ, ექიმი ფაქტიურად ავადმყო-ფის ჩარევის გარეშე ირჩევს მკურნალობის მეთო-დებს, ესე იგი ამ მოდელში პაციენტის უფლებები, გადაწყვეტილების მიღებაში მისი აქტიური მო-ნაწილეობა ძალზე შეზღუდულია, უმნიშვნელოა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ავადმყოფის პოზიციის ობიექტური სამედიცინო მონაცემების შემთხვე-ვაში გადამწყვეტი უპირატესობა ექიმს ეძლევა, რომელიც ერთპიროვნულად იღებს ისეთ გადაწყ-ვეტილებებს, რომელსაც მიიჩნევს ყველაზე ადექ-ვატურ მკურნალობად. ამ მოდელში ავადმყოფის ავტონომია გაგებულია როგორც ექიმის მიერ გა-მოტანილი დასკვნისადმი თანხმობა.

არცთუ იშვიათად, პატერნალურად, ორიენტირე-ბული ექიმები, რათა გაამართლონ თავიანთი მოქ-მედება, ამტკიცებენ, რომ თვითონ პაციენტებს არ სურთ გაიგონ „ცუდი ამბები”, ე. ი. სიმართლე მათი დაავადებების შესახებ და რომ მართალ ინ-ფორმაციას მათთვის საგრძნობი ზიანის მოტანა შეუძლია. ამგვარი მოსაზრება არა გვგონია სათა-ნადოდ დასაბუთებული იყოს. საქმის ფაქტიური მდგომარეობის შესწავლა, კლინიკის პირობებში

Page 41: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

40

ავადმყოფზე დაკვირვება ადასტურებს, რომ ბევრ პაციენტს, რომლებსაც მათი სიცოცხლისათვის საშიში დაავადებანი აქვთ, მაინც სურს გაიგოს სიმართლე, ჰქონდეს სრული ინფორმაცია საკუ-თარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ჯერ კიდევ კანტის დეონტოლოგია კატეგორი-ულად უარყოფდა ექიმის უფლებას ავადმყოფი-სათვის ტყუილი ეთქვა. იმავე კანტმა ერთ–ერთმა პირველმა გამოჰყო ერთმანეთისაგან ტყუილი და თვალთმაქცობა, ფარისევლობა, და რაც მთავა-რია, არ მიაკუთვნა თვალთმაქცობა ამორალურ საქციელთა რიცხვს. კანტის მოსაზრებებით, ბიო-ეთიკოსები, რომლებიც იზიარებენ იმ აზრს, რომ ყოველთვის არაა მიზანშეწონილი ავადმყოფის ინფორმირება, გამოსავალს იმაში პოულობენ, რომ ექიმებს მიეცეთ თვალთმაქცობის უფლება. მიმართავს რა თვალთმაქცობას, ექიმი არ აწვდის ავადმყოფს მცდარ ინფორმაციას, არამედ მხო-ლოდ ქმნის ისეთ პირობებს, რომლებიც ავადმ-ყოფს უბიძგებს თვითონ გააკეთოს მცდარი დას-კვნები. როგორ უნდა შეფასდეს პატერნალური მეთოდი მთლიანად? ალბათ, არ იქნება საკამა-თო, თუ ვიტყვით, რომ ე. წ. ექსტრემალურ სიტუ-აციებში, როდესაც საექიმო გადაწყვეტილების მიღების დაგვიანებას თუნდაც მცირე დროით შე-საძლებელია ავადმყოფისათვის ძალზე მძიმე შე-დეგი მოჰყვეს, ეს მოდელი არა მარტო მთლიანად

Page 42: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

41

გამართლებულია, არამედ ერთადერთი და შეუც-ვლელია. რაც შეეხება ჩვეულებრივ, ნორმალურ, ორდინალურ სიტუაციას, მისი გამოყენება, ყო-ველ შემთხვევაში ბიოსამედიცინო ეთიკის პოზი-ციებიდან, მიღებულად უნდა მივიჩნიოთ. სხვათა შორის, დასავლეთის ქვეყნებში თვითო ექიმები ძალზე იშვიათად ირჩევენ მკურნალობის პატერ-ნალურ მეთოდს.

ინტეპრეტაციული მოდელი ითვალისწინებს ექიმ–ავადმყოფის ურთიერთობის შემდეგ შესაძ-ლო ვარიანტებს: ა) ავადმყოფის მდგომარეობის ახსნა. ბ) შესაძლო სამედიცინო მოქმედებების არ-ჩევანში დახმარება. გ) ამ მოთხოვნების მაქსიმა-ლური ეფექტით რეალიზაცია. სინფორმაციო მო-დელის მსგავსად ამ მოდელში ექიმის მოვალეობაა მიაწოდოს ავადმყოფს რაც შეიძლება სრული ინ-ფორმაცია იმის დაავადების, ჩასატარებელი სა-ექიმო მანიპულაციების, რისკისა და მოსალოდნე-ლი შედეგების შესახებ. მონაცემების გაცნობისა და ექიმის რჩევის მიღების შემდეგ პაციენტი თვი-თონ ირჩევს მკურნალობის მეთოდს, იღებს საბო-ლოო გადაწყვეტილებას. ისე როგორც საინფორ-მაციო მოდელში, ამ მოდელშიც გასაგები მიზეზე-ბის გამო ხშირ შემთხვევაში ავადმყოფის მიერ მი-ღებული გადაწყვეტილება არ იქნება ობიექტური და საფუძვლიანი. სწორი გადაწყვეტილების მი-ღებას, სამწუხაროდ, ყოველთვის პროფესიონალი ექიმებიც ვერ ახერხებენ და რა გასაკვირია, რომ

Page 43: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

42

არაპროფესიონალი ავადმყოფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მცდარი იყოს. ასეთ შემთხვე-ვაში ექიმის მოვალეობაა დაეხმაროს ავადმყოფს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ამისათვის საჭიროა ექიმი ღრმა პროფესიონალურ ცოდნას-თან ერთად ფლობდეს ადამიანის ფისქოლოგიის საფუძვლებს, რაც დაეხმარება მას ავადმყოფის ნდობის მოპოვებაში. მოცემულ მოდელში ექიმი გვევლინება როგორც მრჩეველი, ავადმყოფის აუცილებელი ინფორმაციის მომმარაგებელი, ამ-ხსნელი იმისა, თუ მკურნალობის რა საშუალებები შეესაბამება ავადმყოფის მდგომარეობას და რა არა. ამდენად, ამ მოდელს ბევრი საერთო აქვს ინ-ფორმაციულ მოდელთან, მაგრამ აღინიშნება გან-სხვავებაც, რაც პაციენტთან ურთიერთობის მეტ კონტაქტში გამოიხატება. მისი მიზანია პაციენ-ტისათვის მუშაობის ჩატარების აუცილებლობის შეგნებაც.

რაც შეეხება ინტერპრეტაციულ მოდელის საერ-თო შეფასებას, მისი ძირითადი დადებითი მომენ-ტია ის, რომ ეს მოდელი ავადმყოფისა და ექიმის ურთიერთობას ყველაფერზე და ყველაზე მაღლა აყენებს. მოდელის უარყოფითი მხარეებიდან ბი-ოეთიკოსები უპირველეს ყოვლისა მიუთითებენ მისთვის დამახასიათებელ გარკვეულ ვიწრო სპე-ციალიზაციაზე. რაც, ცხადია, ხელს უშლის ექი-მის ზოგადი კვალიფიკაციის ამაღლებას. მოდე-ლის უარყოფით მხარედ მიჩნეულია ისიც, რომ ის

Page 44: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

43

მთლიანად ვერ გამორიცხავს ავადმყოფისადმი მკურნალობის მეთოდის იძულებით თავს მოხვე-ვის შემთხვევებს.

სათათბირო მოდელის მიხედვით ექიმის მოვა-ლეობაა დაეხმაროს ავადმყოფს იმ რეკომენდა-ციების შერჩევაში, რომლებიც მისთვის ყველაზე მეტად არის სასარგებლო და შესაძლებელია მათი კლინიკურ სიტუაციაში განხორციელება. ექიმ-მა რაც შეიძლება უფრო სრულყოფილად უნდა მიაწოდოს ავადმყოფს მის ხელთ არსებული ყვე-ლა სამედიცინო ინფორმაცია, განუმრატოს მას, მკურნალობის რომელი მეთოდის გამოყენებაა მოცემულ შემთხვევაში უკეთესი. ამასთან ერთად ექიმმა არავითარ შემთხვევაში ავადმყოფს თავს არ უნდა მოახვიოს საკუთარი თვალსაზრისი, თან-ხმობა ურთიერთშეთანხმების, საერთო განსჯის შედეგად უნდა იქნას მიღწეული. განსახილველ მოდელში ექიმი მოქმედებს როგორც ავადმყოფის მეგობარი და მრჩეველი, მოთმინებით უხსნის მას საქმის ვითარებას, აცნობს მისაღები გადაწყვეტი-ლებების შესაძლო ვარიანტებს, ითვალისწინებს პაციენტის ცოდნის დონეს, მის პროცესიას, რე-კომენდაციას უწევს ავადმყოფს აირჩიოს მკურნა-ლობის სპეციალისტის თვალსაზრისით ყველაზე საუკეთესო და სასარგებლო მეთოდი.

სათათბირო მოდელის შეფასების დროს ძირი-თადად უნდა ჩაითვალოს ის, თუ რამდენად შეძ-ლებს ექიმი სწორად შეაფასოს და გაითვალისწი-

Page 45: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

44

ნოს ავადმყოფის ინდივიდუალური თავისებურე-ბები, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა არსებობს მისი ჯანმრთელობის მკვეთრად გაუ-არესების, ზოგჯერ კი სიცოცხლის დაკარგვის საშიშროებაც. ამ მოდელის ერთ–ერთი ნაკლი ის არის, რომ ხშირ შემთხვევებში ექიმისათვის ძნე-ლია ავადმყოფის მიერ შერჩეული სხვადასხვა, ზოგჯერ ურთიერთსაპირისპირო პრიორიტეტები-დან გამოაცალკეოს ის, რაც ყველაზე მნიშვნელო-ვანია მკურნალობისათვის. ამ მოდელის მეორე ნაკლად ასახელებენ იმას, რომ საბოლოო გადაწყ-ვეტილების მიღებაზე გავლენას ახდენენ არა მარ-ტო ავადმყოფის შეხედულებები, არამედ ექიმის რჩევები. ამიტომ ექიმის რეკომენდაციები საბო-ლოოდ ავადმყოფის მიერ არჩეულ ღირებულებებს კი არ უნდა ეფუძნებოდეს, არამედ საერთოდ აღი-არებულ ღირებულებებს. და ბოლოს, სათათბირო მოდელის მიხედვით არჩეული პოზიცია ყველა სი-ტუაციისათვის მისაღებად ითვლება, რაც ავადმ-ყოფს არჩევანის შესაძლებლობა არ უტოვებს.

სათათბირო მოდელის და სხვა მოდელების გან-ხილვა არ იქნება მეტნაკლებად სრული, თუ ამ მო-დელებთან დაკავშირებით არ შევეხებით ბიოსა-მედიცინო ეთიკის ერთ–ერთი ძირითადი ცნების – კომპეტენტურობის საკითხს.

ბიოეთიკურ ლიტერატურაში კომპეტენტურო-ბის ცნება მოდელურ სიტუაციებთან მჭიდრო კავშირში განიხილება, კერძოდ, რამდენადაა

Page 46: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

45

კომპეტენტური ის ავადმყოფი, რომელიც უარს აცხადებს მისი ჯანმრთელობის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელ თერაპიაზე. კომპეტენტურობასთან დაკავშირებული რთული ეთიკური სიტუაციების განხილვის დროს ამე-რიკელი ბიოეთიკოსები არცთუ იშვიათად იმოწ-მებენ სხვადასხვა ინსტანციების სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებებს. იმის საილუს-ტრაციოდ, თუ რაოდენ ძნელია კონკრეტული ინდივიდის კომპეტენტურობის სწორი შეფასება, ასეთი მაგალითი მოჰყავთ: 72 წლის ავადმყოფი ქალი, რომელმაც უარი განაცხადა განგრენით დაზიანებული კიდურების ამპუტაციაზე, ამერი-კის სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკომ-პეტენტურად იქნა აღიარებული, თუმცა ყველა სხვა მხრივ ის ფსიქიკურად ნორმალური იყო. ამ შემთხვევის ანალიზის შედეგად ბიოეთიკოსები შემდეგ დასკვნამდე მიდიან: სასამართლოს გა-დაწყვეტილება სინამდვილეში განისაზღვრება არა ავადმყოფის კომპეტნეტურობის ხარისხით, არამედ სრულიად სხვა ხასიათის კომპლექსებით. თითქმის ყველა ბიოეთიკოსი ეთახმება იმ აზრს, რომ ადამიანის სიცოცხლეს, კონკრეტულ სიტუ-აციასთან დაკავშირებით, შეიძლება სხვადასხვა დახმარება ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, როცა ექიმი სამედიცინო დახმარებას უწევს არაკომპე-ტენტურ პაციენტს, ის, ხშირად, მისდაუნებურად კომპეტენტური და არაკომპეტენტური ინდივი-

Page 47: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

46

დების სიცოცხლის სხვადასხვა ღირებულების წარმოდგენას ემყარება.

ექიმისა და ავადმყოფის ურთიერთობის ყველა-ზე უფრო მიღებული მოდელებიდან, რომლებიც ზევით განვიხილეთ, შეიძლება თუ არა ამოვარ-ჩიოთ ერთი რომელიმე მოდელი, რომელიც იქნება ყველაზე ეფექტიანი, ოპტიმალური, რაციონალუ-რი, ყველა შემთხვევისათვის გამოსადეგი? მედი-ცინის თავისებურებებიდან გამომდინარე, თვით საკითხის ამგვარი დასმა მცდარია, მიუღებელია. მედიცინაში არასოდეს არ ყოფილა, არ არის და არც შეიძლება იყოს რაიმე უნივერსალური მე-თოდი მკურნალობისა, რომელიც ყოველთვის, ყვლეგან, ყველა ვითარებაში გამოდგება. აქედან გამომდინარე, არც ექიმისა და ავადმყოფის ურ-თიერთობა არის ყოველთვის ერთნაირი, ერთნიშ-ნა, ცალსახა. განსაკუთრებული კლინიკური სი-ტუაცია განსხვავებულ მიდგომას, განსხვავებულ მოდელს მოითხოვს. რასაკვირველია, ეს სრულე-ბით არ ნიშნავს იმას, რომ ოთხივე დასახელებუ-ლი მოდელი ერთნაირი ღირებულებისაა. ცხადია, არა, სინამდვილეში ზოგიერთი მოდელის გამოყე-ნების არე გაცილებით უფრო მეტია, ზოგიერთის უფრო შეზღუდული, ერთ მოდელს შეიძლება და-დებითი მომენტები უფრო მეტი ჰქონდეს, ვიდრე მეორეს და ა. შ. განვიხილოთ ეს საკითხი უფრო დაწვრილებით.

როგორც უკვე ვთქვით, განსხვავებულ კლინი-

Page 48: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

47

კურ სიტუაციას განსხვავებული მოდელის შეესა-ბამება. მკურნალობის პროცესში ერთმა მოდელმა შეიძლება შეცვალოს მეორე, მაგრამ აქ ძირითადი ისაა, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში შერ-ჩეულ იქნას ყველაზე მისაღები მოდელი. მასთან ერთად, მოცემულ შემთხვევაში ამა თუ იმ მოდე-ლის გამოყენების მიზანშეწონილობა ყოველთვის ავადმყოფის ობიექტური მდგომარეობით უნდა განისაზღვროს, მიუღებელია წინასწარ, აბსტრაქ-ტულად რომელიმე მოდელის გაიდეალება, სხვა მოდელების უგულველყოფა. ასე მაგალითად, ექ-სტრემალურ სიტუაციაში, როდესაც არსებობს სიკვდილის სერიოზული საფრთხე, როდესაც სულ მცირე დაყოვნებამაც კი შეიძლება გამოუსწორე-ბელი ზიანი მიაყენოს ავადმყოფს, და როცა ექიმს არ რჩება დრო ავადმყოფთან შეთანხმებისათვის, ასეთ პირობებში, ცხადია, ყველაზე უფრო მისა-ღებია პატერნალური მოდელი, როგორც მოცემუ-ლი სიტუაციის შესატყვისი, შესაფერი. სულ სხვა მშვიდი კლინიკური პირობები, როცა სიტუაცია არ ითხოვს გადაუდებელ ჩარევას, ხოლო ავადმყოფს ეძნელება არჩევანის გაკეთება. ასეთ შემთხვევაში ყველაზე უფრო მისაღებია, ალბათ, ინტერპრეტა-ციული მოდელი იქნება. მაგალითად: ავადმყოფი 65 წლისაა, მკურნალობდა ლეიკოზიის წინააღმ-დეგ, რეციდვით შემთხვევაში იგი ქიმიოთერაპი-აზე უარს აცხადებს. სიტუაცია იმით მძიმდება, რომ ამ ქალს უნდა შეეძინოს შვილიშვილი. ავადმ-

Page 49: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

48

ყოფი ექიმს სთხოვს დააზუსტოს, ქიმიოთერაპიის შემთხვევაში იცოცხლებს თუ არა ის შვილიშვი-ლის დაბადებამდე. ამ შემთხვევაში ყველაზე ოპ-ტიმალურად ინტერპრეტაციული მოდელი უნდა იქნას მიჩნეული, თუმცა ეს არ გამორიცხავს, გან-საკუთრებით მაშინ, როცა ორიენტირი არ იქნება გამოკვეთილი, სხვა მოდელის, კერძოდ, ინფორმა-ციული მოდელის გამოყენებას.

ბიოეთიკურ ლიტერატურაში ექიმისა და ავად-მყოფის ურთიერთობის მოდელებზე მსჯელობის დროს ბევრი ავტორი განხილული ოთხი მოდელი-დან უპირატესობას სათათბირო მოდელს ანიჭებს, ზოგიერთი მათგანი კი უფრო შორს მიდის და მას იდეალურ მოდელად მიიჩნევს. ასეთი დასკვნის გა-კეთების საშუალებას მათ ის გარემოება აძლევს, რომ სათათბირო მოდელი ემყარება ავტონომიის კონცეფციას. მართლაც, სათათბირო მოდელის უპირატესობა ცხადი გახდება, როცა მას დავუ-პირისპირებთ პატერნალურ მოდელს, რომელიც პიროვნების (ამ შემთხვევაში ავადმყოფის) უფ-ლებების ძალდატანებით შეზღუდვას ემყარება. ვინაიდან ბიოეთიკოსები სათათბირო და პატერ-ნალური მოდელის განსხვავება–დაპირისპირების საკითხს დიდ ყურადღებას უთმობენ, მოგვაწევს ამ საკითხის უფრო დაწვრილებით განხილვა.

ავტონომიის კონცეფცია ანუ პიროვნების უფ-ლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი ქცევა (თვითგამორკვევის უფლება) ბიოეთიკა-

Page 50: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

49

ში განიხილება როგორც ერთ–ერთი ყველაზე უფრო ფუნდამენტური უფლება, როგორც წესი, ამ პრობლემის სამ ასპექტს გამოყოფენ: 1. ავტო-ნომია როგორც ამა თუ იმ ქცევის ჩადენის (ან არ ჩადენის) თავისებურება; 2. ავტონომია როგორც თავისუფალი არჩევანის განხორციელების უფ-ლება, ქალი, რომელსაც უნდა, მაგრამ სიღარიბის გამო არ შეუძლია აბორტის გაკეთება, მოკლე-ბულია ამუფლებას, თუმცა მისი თავისუფლება (პირველი პუნქტის აზრით) დარღვეული არ არის; ანალოგიურად, თავისუფალი არჩევის უფლებას მოკლებულია ავადმყოფი, რომელსაც სურს, მაგ-რამ ფიზიკური სისუსტის გამო არ შეუძლია თავი მოიკლას. არჩევანის თავისუფლების დარღვევას ადგილი აქვს იმ შემთხვევაშიც, როცა ავადმყოფს, რომელსაც არ სურს მონაწილეობა მიიღოს მისი ადავადების მკურნალობის ალტერნატიული მე-თოდების არჩევაში, ამა თუ იმ მეთოდის ექიმი ახ-ვევს თავს. 3. ავტონომია როგორც უნარი – ეფექ-ტიანად განიხილოს შექმნილი სიტუაცია.

ზემოთ მოყვანილ პირველ ორ შემთხვევაში პი-როვნების ავტონომიის შეზღუდვა პირდაპირ თუ არაპირდაპირ გარეშე ფაქტორების ზეგავლენი-თაა განპირობებული, მესამე შემთხვევაში კი ლა-პარაკია შეზღუდულობაზე, რაც იმაზე დამოკიდე-ბული, თუ რამდენად შეუძლია ავადმყოფს გონივ-რულად გააანალიზოს სიტუაცია, განსაზღვროს მოქმედების მიზანი და ჰქონდეს მისი განხორცი-

Page 51: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

50

ელების უნარი. ეს უნარი, თავის მხრივ, შეიძლება შემცირდეს სხვადასხვა გარემოების ზეგავლენით უპირველეს ყოვლისა, მოცემულ ინდივიდს ეს უნარი შეიძლება საერთოდ არასაკმარისად ჰქონ-დეს გენვითარებული. ემოციურ აგზნებას, შიშს, აპათიას შეუძლია მისი საგრძნობი დასუსტება. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როცა მიზა-ნი, რომელიც აირჩია ავადმყოფმა, არ ემთხვევა საერთოდ მიღებულს? თუკი ავადმყოფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთოდ მიღებულ ნორმებს, მაგრამ შეესაბამე-ბა მოცემული პიროვნების ხასიათს, წარსულში მისი ქცევების საერთო „ხაზს”, ასეთ შემთხვე-ვაში ექიმს არ უნდა მიეცეს უფლება შეზღუდოს მისი ქცევები. ამასთან დაკავშირებით მოვიყ-ვანთ ავადმყოფის მიერ სასიცოცხლო მაჩვენებ-ლებით განპირობებულ დონორული გადასხმაზე უარის თქმის ორ შემთხვევას: ერთი ავადმყოფი იყო „იეღოვას მოწმეების” რელიგიური სექტის წევრი, მეორე კი არარელიგიური ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ძლიერი ტკივილები და მაღა-ლი ტემპერატურა ჰქონდა. პირველმა ავადმყოფ-მა სისხლის გადასხმაზე უარი თქვა რელიგიური მოტივებით, მეორემ კი იმიტომ, რომ სურდა რაც შეიძლება ჩქარა მოხვედრილიყო ზეცაში. სადაც, მისი აზრით, ის განთავისუფლდებოდა „წვალები-საგან”. მეორე შემთხვევაში, ცხადია საქმე გვაქვს ინდივიდის უნარის დროებით დაქვეითებასთან,

Page 52: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

51

რომელსაც არ შეუძლია ადექვატურად შეაფასოს სიტუაცია, რომელშიც ის მოხვდა.

სხვადასხვა ეთიკური თეორიების ჩარჩოებში პიროვნების ღირებულება და მისი ავტორნომი-ები სხვადასხვაგვარად განისაზღვრება. კანტის დეონტოლოგია, მაგალითად, ნებელობის ავტო-ნომიის პრინციპს ემყარება და, მაშასადამე, აღი-არებს პიროვნების ავტონომიას და პატივს სცემს მას. უნდა ითქვას, რომ უტილიტარიზმის კონ-ცეფციაში ავტონომიის პრინციპს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, თუმცა აქ ეს პრინციპი სარგებ-ლიანობის პრინციპის ნაწარმოებადაა მიჩნეული. ამის გამო უტილიტარიზმს დასაშვებად მიაჩნია პიროვნების ავტონომიის შეზღუდვა.

ბიოეთიკურ ლიტერატურაში სხვა პიროვნების ან საზოგადოების მიერ პიროვნების თავისუფ-ლების შეზღუდვის უფლების დასაფუძნებლად შემდეგი არგმუნტები მოჰყავთ: 1. პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა გამართლებულია იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია მეორე პი-როვნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (ზიანის არ მიყენების პრინციპი); 2. როცა მხო-ლოდ ამ გზით შეიძლება მეორე პიროვნების ზი-ანისაგან დაცვა; 3. როცა მხოლოდ პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა არ მისცემს საშუალე-ბას ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს (პატერნალიზ-მის პრინციპი); 4. როცა ეს კეთდება მოცემული პიროვნების „საკეთილდღეოდ” (უკიდურესი პა-

Page 53: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

52

ტერნალიზმის პრინციპი); 5. როცა ეს აუცილებე-ლია იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ამორალური საქციელის ჩადენა (ლეგალური მო-რალიზმის პრინციპი); 6. სხვა ადამიანის კეთილ-დღეობის გულისათვის (სოციალური კეთილდღე-ობის პრინციპი).

პირველი ორი პრინციპი თითქმის არ მოითხოვს შეპასუხებას, შეკამათებას. ლეგალური მორა-ლიზმის პრინციპი ზოგჯერ გამოიყენება თვით-მკვლელობის წინააღმდეგ მიღებული ზომების დასაფუძნებლად, აგრეთვე საერთოდ „მორალის გასამტკიცებლად”. სოციალური კეთილდღეობის პრინციპით არცთუ იშვიათად ცდილობენ ადა-მიანზე გამოკვლევების ჩატარების მართლზომი-ერების დასაბუთებას.

პატერნალიზმის პრინციპის გამოყენების საზ-ღვრების საკითხი ბიოთიკოსებს შორის მეტად მწვავე დისკუსიას იწვევს. პატერნალიზმი, რო-გორც პიროვნების თავისუფლების ძალადობრი-ვი შეზღუდვა, განპირობებულია მის კეთილდ-ღეობაზე ზრუნვით. სამართლებრივი თვალსაზ-რისით პატერნალიზმის დაშვება ეჭვს არ იწვევს: კანონი რეკომენდაციებს კი არ იძლევა, არამედ აიძულებს. საქმე რთულდება მაშინ, როცა დღის წესრიგში დგება ამ პრინციპის სამედიცინო პრაქ-ტიკაში გამოყენების საკითხი. უკეთ რომ წარმო-ვიდგინოთ წარმოქმნილი პრობლემების სირთუ-ლე, მოვიყვანოთ დამახასიათებელი მაგალითები:

Page 54: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

53

1. ექიმმა არ აცნობა ავადმყოფს, რომ მას ალც-ჰეიმერის დაავადება აქვს, იმის გამო, რომ ავად-მყოფს არაერთხელ განუცხადებია, რომ თუ მას ასეთი დაავადება აღმოაჩნდება, ის უსათუოდ თავს მოიკლავს. ექიმი თავის საქციელს ამ შემთ-ხვევაში იმით ხსნის, რომ არ უნდა ზიანი მოუტა-ნოს, ავნოს ავადმყოფს. 2. ექიმი უარს აბმობს გა-უკეთოს აბორტი ქალს, რომელიც პატარა ქალაქ-ში ცხოვრობს, სადაც მის გარდა სხვა ექიმი არ არის. ორივეს ესმის, რომ ქალს არა აქვს ქალაქში გამგზავრების საშუალება. ამ შემთხვევაში ექიმის გადაწყვეტილება ემყარება მის შინაგან რწმენას, რომ შემგომში ქალი ინანებს, რომ მან აბორტი გა-იკეთა. 3. ავადმყოფი ექიმს სთხოვს მისი მონაწი-ლეობის გარეშე გადაწყვიტოს მისი მკურნალობის საკითხი, მაგრამ ექიმი იგნორირებას უკეთებს ავადმყოფის თხოვნას, რადგან ფიქრობს, რომ ავადმყოფზე კარგად არავინ იცის, თუ რა არის მისთვის უკეთესი.

ზემოაღნიშნულ არცერთ შემთხვევაში იძულე-ბის ნატამალიც კი არ ჩანს. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ ექიმების მიერ მიღებული გადაწყ-ვეტილებები პატერნალიზმის სულისკვეთებით არიან გაჟღენთილნი. პირველ და მეორე შემთხ-ვევაში ექიმი ეპყრობა ავადმყოფს, როგორც ისეთ არსებას, რომელსაც არა აქვს საკუთარი ინტერე-სების სწორად განსაზღვრის უნარი. პირველ და მესამე შემთხვევაში ექიმი ზღუდავს ავადმყოფის

Page 55: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

54

არჩევანის შესაძლებლობებს. და ბოლოს, სამივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ექიმის მიერ ავადმყო-ფის უფლებების უზრუპირებასთან.

როგორც ვნახეთ, ავადმყოფისა და ექიმის ურ-თიერთობების შესახებ ბიოეთიკურ დისკუსიებში აქცენტი უპირატესად ორი სახის უკიდურესობა-ზეა გამახვილებული: ავტონომიაზე და პატერნა-ლიზმზე. აკრიტიკებენ რა ექიმებს პატერნალიზ-მის გამო, ბევრი ავტორი ავადმყოფის უფლებების გაზრდას მოითხოვს. ამგვარი შეხედულება ყვე-ლაზე მეტად ინფორმაციულ მოდელშია ასახული და დომინირებულ სტანდარტად არის მიჩნეული. თავის მხრივ, როგორც უკვე ვნახეთ, არც ინფორ-მაციული მოდელია ნაკლოვანებებისაგან დაზღ-ვეული. მისი ძირითადი ნაკლი ისაა, რომ მასში ავ-ტონომია არასწორად არის გაგებული, ვინაიდან ექიმის მოვალეობად ეს მოდელი მხოლოდ და მხო-ლოდ ავადმყოფის სურვილის განხორციელებას მიიჩნევს. ავადმყოფისა და ექიმის ურთიერთო-ბის ჩამოთვლილ და დახასიათებულ მოდელებს შორის უპირატესობას საბოლოოდ მაინც სათათ-ბირო მოდელს უნდა მიენიჭოს. რაც, ცხადია, არ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს კონკრეტუ-ლი სიტუაციების შესაბამისად სხვა მოდელების გამოყენების შესაძლებლობას.

საექიმო პროფესია უაღრესად რთული და მრა-ვალმხრივია, ხოლო მისი საგანი და ობიექტი – ადამიანის სიცოცხლე ყველაზე უფრო ამაღლე-

Page 56: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

55

ბული და სათუთი, ამიტომ სამედიცინო პროფე-სიის წარმომადგენელს ექიმს, რომ შეისწავლოს ეს სიცოცხლე, გაუფრთხილდეს და მოუაროს მას, სჭირდება მრავალი თვისება, მახასიათებელი, რომელთა გარეშე ვერ შეასრულებს თავის მაღალ ჰუმანურ მისიას.

ჰოლანდიელმა ექიმმა ვან ტიულპმა წამოაყენა წინადადება, რომ მედიცინის გერბად და სიმბო-ლოდ შემოღებულიყო ანთებული სანთელი, რომ-ლითაც გამოხატული აზრი: „ვიწვი სხვებისათვის ნათებაში”, ხოლო XX საუკუნის გამოჩენილმა ექიმმა ფ. გააზმა საექიმო პროფესიის სიდიადე ასე გამოხატა: „ბედნიერებისაკენ ყველაზე უფრო საიმედო გზა არა ბედნიერად ყოფნის სურვილია, არამედ ის, რომ სხვები გახადო ბედნიერი. ამი-სათვის საჭიროა ყურად იღო სხვების გასაჭირი, იზრუნო მათზე, გიყვარდეს ისინი; ამასთან, რაც უფრო ხშირად ავლენ ამ სიყვარულს, მით უფრო ძლიერი ხდები”. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ გააზის საფლავის ქვაზე ამოკვეთილია სიტყვები: „იჩქარე აკეთო სიკეთე”. ძველი ინდოელი ქირურგი წერდა: „ექიმი ავადმყოფისათვის მამა უნდა იყოს, გამოჯანმრთელების პერიოდში – მისი დამცველი, ხოლო ჯანმრთელისათვის კი – მეგობარი”. არაბი ფილოსოფოსისა და ექიმის ავიცენას სიტყვბეით კი „ექიმს თვალები უნდა ჰქონდეს არწივის, ხე-ლები – ქალწულის,სიბრძნე – გველისა და გამბე-დაობა – ლომისა”. ასეთი ექიმის მაგალითი იყო

Page 57: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

56

ხარკოველი ოფთალმოლოგი ლ. გირშმანი, რო-მელმაც მთელი თავისი ცხოვრება შესწირა ავადმ-ყოფთათვის თავდადებულ შრომას. „მე მაქვს არა მუშაობის ბოლო საათი, – ამბობდა იგი, – არამედ მუშაობას ვამთავრებ მაშინ, როდესაც ვღებულობ უკანასკნელ ავადმყოფს”. ამ თავდადების შედეგი იყო, რომ შირშმანის დაკრძალვის დღეს ქალაქში საერთო გლოვა გამოცხადდა და მუშაობა შეწყვი-ტეს ქარხნებმა, სკოლებმა და სხვა დაწესებულე-ბებმა.

გამოჩენილ მკურნალსა და მწერალს ვ. ვერე-საევს ერთი მეტად საყურადღებო მაგალითი მოაქვს: „დიდებისა და გამოცდილების მწვერვალს მიღწეულმა ბილროთმა ერთ თავის ნაცნობ ქალს მისწერა: „ბევრი ნაოპერაციევი ავადმყოფი მყავს და უფრო მეტი საოპერაციო. სულ მათზე ვფიქ-რობ. მათი რიცხვი წლითიწლობით იზრდება და ჩემი უღელიც უფროდაუფრო მძიმდება. ერთი საათის წინ დავტოვე მშვენიერი ქალი, ვისაც გუ-შინ ოპერაცია გავუკეთე. – საშინელი ოპერაცია.. როგორი თვალებით მომჩერებოდა ამ საღამოს. – „ვიცოცხლებ?” ვიმედოვნებ, რომ იცოცხლებს. მაგრამ რაოდენ არასრულყოფილია ჩვენი ხელოვ-ნება! ნეტავ კიდევ მომცა ცოდნისა და გამოცდი-ლების შეძენის ასი წელი – იქნებ მაშინ მაინც შემ-ძლებოდა ცოტა რამ”.

ეს სიტყვები ას წელზე მეტი ხნის წინათაა ნათ-ქვამი, მაგრამ ისინი დღესაც ინარჩუნებენ ცხო-

Page 58: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

57

ველმყოფელ ძალას ყოველი ექიმის მოღვაწეობა-ში, რომელსაც სამედიცინო ცოდნა და საექიმო ხელოვნება თავის რწმენად გაუხდია, თავისი პრო-ფესიის პატივისმცემელი ექიმი უნდა ცდილობ-დეს განივითაროს დაკვირვების უნარი, სიმამაცე, ოპტიმიზმი, გამბედაობა და ამავე დროს სიფრ-თხილე ავადმყოფისათვის სასიცოცხლო საკით-ხების გადაჭრაში. ექიმის ავტორიტეტის მარტო მის პროფესიულ გამოცდილებასა და ცოდნაზე როდია დამოკიდებული. აქ უაღრესად დიდი მნიშ-ვნელობისაა მისი ერუდიცია, კომუნიკაბელობა, ტაქტი, პრინციპულობა, კეთილმოსურნე დამოკი-დებულება კოლეგებისადმი. ამასთან ექიმს უნდა ჰქონდეს კლინიკური აზროვნების უნარი, რომ ავადმყოფი განიხილოს მთელი მისი ცხოვრების გათვალისწინებით, რათა დაადგინოს ის მიზე-ზები და ვითარებები, რომლებმაც ხელი შეუწყ-ვეს ავადმყოფის წარმოშობასა და განვითარებას, შემდეგ მოახდინოს ყველა მონაცემის ანალიზი და სინთეზი, რის საფუძველზეც უნდა გააკეთოს გან-მაზოგადებელი დასკვნები. ექიმობა მოწოდებისა და ავადმყოფის ჭეშმარიტი სიყვარულის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ექიმი, როგორი დაღლი-ლიც უნდა იყოს, როგორი გუნებაგანწყობილებაც უნდა ჰქონდეს, მაინც ყველგან და ყოველთვის უნდა ფიქრობდეს ავადმყოფზე და ყოველ წუთს მზად იყოს მის დასახმარებლად. ასეთია ექიმის პროფესია და ჭეშმარიტი ექიმის ცხოვრების წესი.

Page 59: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

58

ექიმის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სამედიცინო დაწესებულებებში გამეფებული ატ-მოსფერო, რომელშიც ხვდება ახალგაზრდა, გა-მოუცდელი ექიმი. ეს კოლექტივი ეხმარება მას დეონტოლოგიურ აღზრდაში. ასევე მნიშვნელობა აქვს ექიმის შემოქმედებით კონტაქტებს, ავადმ-ყოფთა საერთო შემოვლებს, ავადმყოფის მონა-ცემების საერთო გარჩევებს, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდების ძიებას. ექიმი ყოველდღიურად უნდა იღებდეს ახალ–ახალ ინ-ფორმაციას, ახალ ცოდნას. ავადმყოფობასთან ბრძოლაში მისი ძირითადი პრინციპი უნდა იყოს სიცოცხლის დამარცხების შეუძლებელობის რწმე-ნა, ავადმყოფში შიშისა და განცდის დაძლევის აუცილებლობა, ბრძოლა ადამიანისა და საერთოდ კაცობრიობის ჯანმრთელობისათვის. ექიმის მოქ-მედებაში და ავადმყოფთან მის ურთიერთობაში ერთდროულად ვლინდება მისი მორალური, მსოფ-ლმხედველობრივი და ფსიქოლოგიური სახე, მისი აღზრდისა და კულტურის დონე. როდესაც ექი-მი ავადმყოფის ჯანმრთელობის აღდგენისათვის ზრუნავს, ამით ის ასრულებს არა მარტო კერძო, არამედ საზოგადოებრივ ამოცანასაც და ამ გზით საზოგადოებრივ მოთხოვნებსაც ემსახურება. ამა-ვე დროს, ექიმი კონტაქტში შედის ავადმყოფთან, როგორც კონკრეტულ პიროვნებასთან და ამდე-ნად მან არ შეიძლება არ გაითვალისწინოს მისი თავისებურებები, ინტიმური, ფიზიკური და სუ-

Page 60: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

59

ლიერი სამყარო, ფსიქიკური მდგომარეობა, მისი ემოციები, განცდები, მსჯელობები, სოციალური და ოჯახური მდგომარეობა. ავადმყოფის სიცოცხ-ლისათვის პასუხისმგებლობის შეგნება ექიმისგან მოითხოვს განსაკუთრებულ გულისხმიერებას და ყურადღებას, რაც დადებითად მოქმედებს ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო–პროფილაქტიკუ-რი ღონისძიებების შედეგიანობაზე.

ამის მაგალითია ს. პ. ბოტკინის მოღვაწეობა. ბევრი უბრალო ფარმაკოლოგიური საშუალება, რომლებმაც ბოტკინი ავადმყოფებს უნიშნავდა, საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებდა, მაშინ როდე-საც ნაკლები გამოცდილების ექიმების მიერ იმავე საშუალებების დანიშვნა სრულიად უშედეგო იყო. ამ აზრს ადასტურებს ნ. პიროგოვის მაგალითი, მას განუვითარდა წყლული, რომელმაც დაკარგა შეხორცების უნარი. კონსიულიმმა დაადგინა ავთ-ვისებიანი სიმსივნე. ოჯახის დაჟინებული თხოვ-ნით ნ. პიროგოვი წავიდა ვენაში ცნობილი ქირურ-გის ბილროთის კლინიკაში. ბილროთმა უარყო სიმსივნის ავთვისებიანობა და ზედმეტად ჩათვა-ლა ოპერაციული ჩარევა. პიროგოვის თანმხლები ექიმის გადმოცემით, ვენისაკენ მგზავრობისას ნ. პიროგოვი იყო დაღონებული, მოტეხილი და დაჩა-ჩანაკებული. მაგრამ ბილროთის პასუხსმა მასში გარდატეხა მოახდინა. იგი გახალისდა, გამოცოც-ხლდა და გაახალგაზრდავდა კიდეც. საქართვე-ლოში დაბრუნებისას კვლავ ხელი მოჰკიდა თავის

Page 61: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

60

საყვარელ საქმეს – ცხენზე ვარჯიშს და სხვა გა-სართობებს.

ცხადია, ბილროთმა მაშინვე დასვა სწორი დიაგ-ნოზი მაგრამ დარწმუნებულმა იმაში, რო პროცეს-ში შორს იყო წასული, და რომ ყოველგვარი ჩარე-ვა უშედეგო იქნებოდა, გადაწყვიტა გაემხნევები-ნა მეგობარი. მისმა ავტორიტეტმა და საქციელმა იმედი ჩაუსახა ავადმყოფს და აღსასრულამდე დარჩენილი დრო შეუმსუბუქა. ასეთია ექიმის ავტორიტეტის მორალური ზემოქმედების ძალა, რომელმაც ყოველთვის უნდა სძლიოს ავადმყო-ფის უიმედობა და პესიმიზმი. ერვინ დიკის სიტყ-ვებით რომ ვთქვათ, – „ექიმად ყოფნა ნიშნავს ორ შორის ყოველთვის იყო ძლიერი”, ე. ი. ავადმყოფ-თან მიმართებაში ყოველთვის ძლიერი უნდა იყოს ექიმი.

მაგრამ ავადმყოფს გამოკვლევისა და მკურნა-ლობის პროცესში გარდა ექიმისა, ურთიერთობა აქვს სამედიცინო დაწესებულებების მთელ კო-ლექტივთან, ამიტომ მის სულიერ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე ზეგავლენას ახ-დენს მკურნალობის პროცესში მონაწილე ყოველი ადამიანი.

სამედიცინო მომსახურება კი დღეს, როგორც წესი, დიდ დაწესებულებებში (საავადმყოფოებში, კლინიკებში, მოხუცებულთა სახლებში და სხვა) წარმოებს. ამ დაწესებულებებში, ავადმყოფთა მკურნალობასა და დიაგნოსტიკაში გარდა ექიმე-

Page 62: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

61

ბისა სხვადასხვა სამედიცინო და დამხმარე პერ-სონალი მონაწილეობს. სამედიცინო მომსახურე-ბაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს, აგრეთვე, ამგვარი დაწესებულებების ადმინისტრაცია. აქე-დან გამომდინარე, აუცილებელია განვიხილოთ ყველა ამ პირთა ქცევის ეთიკა, აგრეთვე უფლე-ბები პაციენტებისა, რომლებიც სრულიად ახალ და უჩვეულო პირობებში იმყოფებიან.

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი ორგანიზაცია, რომელმაც შეიმუშავა პაციენტის უფლებების ბილის ტექსტი (1979 წ.) იყო ამერი-კის საავადმყოფოს ასოციაცია, რომელიც ძირი-თადად, საავადმყოფოს ადმინისტრაციული პერ-სონალით იყო წარმოდგენილი. მართალია ამ დო-კუმენტის დებულებები გამოსვლისთანავე მწვავე კრიტიკის ობიექტად იქცა და ბილი ასოციაციაში შემავალ საავადმყოფოთა დაახლოებით მხოლოდ ნახევარმა აღიარა. ამის მიუხედავად, მთელი რიგი თვალსაჩინო ბიოეთიკოსები მას მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ ფართო პრო-ფილის სამედიცინო დაწესებულებების პირობებ-ში ავადმყოფთა მომსახურების ეფექტიანობის გა-საუმჯობესებლად.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პაციენტს აქვს შემდეგი უფლებები: – მოითხოვოს ტაქტიანი და თავაზიანი მოსაზრება; დასმულ დიაგნოზზე, სამ-კურნალო თერაპიაზე, მოსალოდნელ პროგნოზზე და სხვა მისთვის საინტერესო საკითხებზე სრული

Page 63: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

62

ინფორმაციის მიღება; მიიღოს ექიმისაგან ცნობე-ბი, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერ პროცე-დურებში (მათ შორის თერაპიულშიც) მონაწილე-ობის მისაღებად საჭირო ინფორმირებული თანხ-მობისათვის; უარი თქვას თერაპიაზე (თუ ეს დაშ-ვებულია მოქმედი კანონმდებლობით); გაეცნოს ამ უარის მოსალოდნელ სამედიცინო შედეგებს; მოითხოვოს მის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის კონფიდენცი-ალური განხილვა და სამედიცინო დოკუმენტა-ციის შენახვისათვის პირობების შექმნა; დაეთან-ხმოს ან არ დაეთანხმოს მონაწილეობა მიიღოს სამკურნალო თერაპიაზე ან მის სამედიცინო მომ-სახურებაზე.

ექიმების უმეტესობა, რომლებიც ჯერ კიდევ გა-ნაგრძობენ პატერნალიზმის პოზიციებზე დგომას, ამტკიცებენ, რომ ჯანმრთელობა და პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებია, ვიდრე ავადმყოფის თვითგამორკვევის უფლება.

ყველაზე ხშირად ეჭვის ქვეშ აყენებენ პაციენ-ტის უფლებას – გაეცნოს საკუთარი დაავადების ისტორიას, აგრეთვე მისი ინფორმაციული თანხ-მობის უფლებას. ბიოეთიკოსთა უმრავლესობა კრიტიკულად მიმოიხილავს პატერნალიზმის მიმ-დევართა ამ არგუმენტებს და ააშკარავებს მათ უსაფუძვლობას. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ უახლოეს პერიოდში დემოკრატიულ ქვეყნებ-

Page 64: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

63

ში პაციენტის უფლებები კიდევ უფრო გაიზრდე-ბა. ამ მხრივ საინტერესო მოსაზრებებს გამოთქ-ვამს ამერიკელი ბიოეთიკოსი ჯ. ენესი, რომლის მსჯელობებში შეიძლება ხუთი ძირითადი ასპექტი გამოიყოს:

1. საერთოდ მიღებულ რუტინულ პროცედუ-რებზე უარის თქმა. დღეს, როდესაც ავადმყოფი ეკითხება მედდას, რატომ კეთდება ეს პროცედუ-რა, ყველაზე ხშირად მას ასეთი პასუხი ესმის – „ნუ ღელავთ, ეს საყოველთაოდ მიღებული პროცედუ-რაა”. ავტორის აზრით, ნებისმიერი პროცედურა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის ნამდვილად სჭირდება ავადმყოფს.

2. ავადმყოფობის ისტორიის თავისუფალი წვდომა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უფლება დღეს აღიარებულია როგორც აშშ–ს ფედერალური, ისე მთელი რიგი შტატების კანონმდებლობით, სა-ავადმყოფოების სამედიცინო პერსონალი ჯერ კი-დევ ათვალისწუნებით უყურებს იმ პაციენტებს, რომლებიც ცდილობენ ამ უფლების რეალიზებას.

3. ავადმყოფის თავისუფალი მონახულება დღე–ღამის ნებისმიერ დროს.

4. ინფორმაციის მიღების უფლება, რაც აუცი-ლებელია ავადმყოფისაგან ინფორმაციული თანხ-მობის მისაღებად. ავადმყოფს უნდა მიეცეს უფ-ლება იცოდეს, თუ როგორია იმ სამედიცინო პერ-სონალის კვალიფიკაცია, რომლებიც სხვადასხვა პროცედურებს უტარებს, ეს მოთხოვნა იმითაა

Page 65: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

64

განპირობებული, რომ ავადმყოფებს არ სურთ საცდელი ბაჭიების როლში გამოსვლა, არ უნდათ გამოუცდელის სტუდენტების ცოდნის ასამაღლე-ბელი ობიექტები.

5. პაციენტის უფლების დასაცავად დამატებითი ზომების შემუშავება. აუცილებელია იმის აღიარე-ბა, რომ თავისი უფლების დასაცავად პაციენტს შეუძლია მოიწვიოს სხვა პირი (ადვოკატი), რო-მელიც საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებს პაციენტისათვის მნიშვნელოვანი გადაწ-ყვეტილების მიღებაში.

პაციენტის უფლებების ახლებურმა გაგებამ თავისი გამოხატულება ჰპოვა მედდის ეთიკის კოდექსში, რომელიც ამერიკის ექთანთა ასოცი-აციამ მიიღო 1976 წელს. მასში ჩამოყალიბებულია მედდის მოვალეობანი პაციენტების, კოლეგებისა და საზოგადოების წინაშე. ამ კოდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურებაა ის ფაქტი, რომ მასში პაციენტისა და მედდის ურთიერთობები განხილულია სახელშეკრულებო (სათათბირო) მოდელის ჩარჩოებში, აქედან გამომდინარე, მედ-დის ძირითად ამოცანად პაციენტის გულისხმიერი მომსახურებაა მიჩნეული. ავადმყოფის მომსახუ-რება ადამიანური ღირსების პატივისცემასა და თითოეული პიროვნების უნიკალურობის აღიარე-ბას უნდა ემყარებოდეს. ისეთი მომენტები, როგო-რიცაა ავადმყოფის სოციალური და ეკონომიკუ-რი სტატუსი, მისი პიროვნული თავისებურებანი,

Page 66: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

65

მისი დაავადების ხასიათის და სხვა, მხედველობა-ში არ უნდა იქნას მიღებული. მედდა იძლევა გა-რანტიას დაიცვას პაციენტის პირადი ინტერესე-ბი, დაიცვას მის დაავადებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაცია უცხო პირებისაგან. მედდა მოწოდებულია დაიცვას პა-ციენტი იმ შემთხვევაში, როცა მისი ჯანმრთელო-ბა და უსაფრთხოება შეიძლება დაზარალდეს სხვა ინდივიდის არაკომპეტენტური, არაეთიკური ან არაკანონიერი მოქმედებების გამო. ამ სხვა ინდი-ვიდში ექიმიც იგულისხმება.

მითითებულ კოდექსში ავადმყოფისა და მედდის ურთიერთობას მთელი თავი აქვს დათმობილი. ეს მოდელი პრინციპულად არ განსხვავდება ვითჩის მოდელისაგან.

ამდენად, მედდის მოქმედება განსხვავებული იქნება იმისდამიხედვით, თუ რომელ მოდელს დაეყრდნობა ის თავის მუშაობის პროცესში. ბიო-ეთიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მედდების მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში საკ-მაოდ წინააღმდეგობრივია: ერთი მხრივ, ის მო-ვალეა კარგად მოემსახუროს ავადმყოფს, მეორე მხრივ, მას ევალება შეასრულოს ექიმის მითითე-ბები (დაიცვას დისციპლინა), რაც მთელ რიგ ეთი-კურ პრობლემებს ქმნის. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

1. ეთიკური დილემა ჩნდება იმ შემთხვევაში, როცა ექიმის მითითებები არღვევს (პირდაპირ ან

Page 67: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

66

არაპირდაპირ) ავადმყოფის უფლებას ადექვატურ სამედიცინო მომსახურებაზე. ეს ხდება მაშინ, რო-დესაც ექიმის მითითებანი სამედიცინო თვალსაზ-რისით არასწორია (არასწორი დიაგნოზი და მის-გან გამომდინარე არასწორი თერაპია). მეორე სა-ხით დილემა მედდის წინაშე დგება მაშინ, როდე-საც ის დარწმუნდება იმაში, რომ ექიმი არღვევს ავადმყოფის თვითგამორკვევის უფლებას. რო-გორ უნდა მოიქცეს მედდა მითითებულ დილემურ სიტუაციებში? ბიოეთიკოსების უმრავლესობა თვლის, რომ რადგანაც როგორც ექიმი, ისე მედდა მოვალენი არიან უზრუნველყონ პაციენტის სამე-დიცინო მომსახურება, ამიტომ მედდამ ყოველთ-ვის ავადმყოფის სასარგებლოდ უნდა იმოქმედოს. როცა ექიმისაგან სამედიცინო თვალსაზრისით არასწორ მითითებას მიიღებს მედდას აქვს მორა-ლური უფლება არ შეასრულოს იგი, თუმცა ამას მისთვის მეტად არასასურველი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად, სამსახურიდან განთავი-სუფლება დაუმორჩილებლობის გამო, ცხადია, ეს საკმაოდ რთული საკითხია, რომელიც ჯერ კიდევ შორსაა პრაქტიკული გადაწყვეტისაგან.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა იმის აღ-ნიშვნა, რომ ზოგიერთი ავტორი არაფერ უჩვე-ულოს არ ხედავს იმაში, რომ მედდის კომპეტენ-ტურობა ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება აჭარ-ბებდეს მკურნალი ექიმის კომპეტენტურობას. ექთნებმა, როგორც წესი, უკეთ, ვიდრე ექიმებმა,

Page 68: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

67

„იციან” ავადმყოფი, რადგან მასთან მჭიდრო კონ-ტაქტში იმყოფებიან. ისინი მუდმივად იმაღლებენ პროფესიულ დონეს, ხოლო მათ სპეციალიზაციის ხარისხი საკმაოდ მაღალია; 2. მეორე სახის დილე-მა, ეთიკური თვალსაზრისით, არცთუ ისე რთუ-ლია. იმისთვის, რომ გაარკვიოს, არღვევს თუ არა ექიმის მითითებები ავადმყოფის თვითგამორკვე-ვის უფლებებს, მედდას არ სჭირდება სპეციალუ-რი ცოდნა. მაგრამ არც ისე ადვილია საკუთარ თავში გამბედაობა იპოვო და იმოქმედო ისე, რო-გორც სინდისი გიკარნახებს.

ბიოეთიკოსები ასახელებენ და აანალიზებენ მთელ რიგ ფაქტორებს, რომლებიც ართულებენ მედდის მიერ ნაკისრ ეთიკურ ვალდებულებე-ბის შესრულებას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ექიმისა და მედდის განსხვავებული სოციალური მდგომარეობა, აგრეთვე მათი განსხვავება განათ-ლების დონით. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ სადღეისოდ ექიმები, როგორც წესი, მამაკაცები არიან, ხოლო მედები საპირისპირო სქესს განე-კუთვნებიან, რაც თანამედროვე საზოგადოებაში მიღებული ნორმების შესაბამისად გარკვეულწი-ლად ზღუდავს მედდის ქცევებს.

მედდის მოქმედება მნიშვნელოვნად განისაზღ-ვრება იმ ეთიკური ნორმებით, რომლებიც მოცე-მულ სამედიცინო დაწესებულებაში არის გამეფე-ბული. ამიტომ ჩვენ არა გვაქვს უფლება მოვით-ხოვოთ მედდისაგან მოიქცეს ისე, როგორც ეს

Page 69: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

68

შეეფერება გმირს ან წმინდანს აქედან გამომდი-ნარე, მთელი რიგი ავტორები მოითხოვენ ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც მედდებს საშუალებას მისცემდა დროულად მიეწოდებინათ ადმინისტრაციისათვის ინფორმაცია სხვადასხვა დარღვევების შესახებ ისე, რომ ამას არ მოჰყო-ლოდა რაიმე გართულება და რეპრესიული ზომე-ბი განმცხადებლის წინააღმდეგ.

ბიოეთიკურ ლიტერატურაში დიდი ყურადღება ექცევა საექიმო საიდუმლოების დაცვის პრობლე-მას. ყოველ ავადმყოფს აქვს უფლება მოითხოვს საექიმო საიდუმლოების დაცვა. ეს უფლება, ცხა-დია, არის ადამიანის უფლების დაცვის ერთ–ერთი ასპექტი. ასევე ცხადია, არის ადამიანის უფლების დაცვის ერთ–ერთი ასპექტი. ასევე ცხადია, რომ იგი ადამიანის ისეთი ფართო და უმნიშვნელოვა-ნესი უფლების ერთ–ერთი ასპექტია, როგორიცაა პიროვნების თავისუფლება. პიროვნებამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სხვა პირისათვის რა სახის ინფორმაციის გადაცემა მიაჩნია შესაძლებლად. ყოველ ადამიანს აქვს უფლება არ დაუშვას სხვა ადამიანების ჩარევა მისი პირადი ინტერესების სფეროში. თითოეულმა ინდივიდმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა ზომით შეიძლება ეცნობოს სხვა ადამიანს მისი საკუთარი აზრები, განცდე-ბი, გრძნობები. ეს იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ავადმყოფი ხშირად თავისი ავადმ-ყოფობის მიზეზს, მის ხასიათს და მასთან დაკავ-

Page 70: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

69

შირებულ მოვლენებს არავის უმხელს, თვით ოჯა-ხის წევრებსაც კი. მაგრამ იგი „იხსნება” ექიმთან, როგორც კი ნდობით განეწყობა მისდამი. ამიტომ ექიმის მორალური მოვალეობაა გაუფრთხილდეს ამ ნდობას. ექიმის მიერ საიდუმლოს გამჟღავნება შეიძლება საბედისწეროა ღმოჩნდეს ავადმყოფი-სათვის. ჯერ კიდევ „ჰიპოკრატეს ფიცში” ეწერა: „ოდეს მკურნალობის ჟამს, ანუ სხვა დროს, ყური მოვკრა რაიმეს კაცთა ცხოვრებიდან, რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩ-ნიო და არავის გავუმხილო იგი”. ამის შემდეგ სა-ექიმო საიდუმლოების დაცვას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა. ფეოდალიზმის ეპოქაში შეიქმნა პირველი საკანონმდებლო აქტები, რო-მელთა ძალითაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში საიდუმლოს გამმჟღავნებელი ექიმი სხვადასხვა ზომით ისჯებოდა – ხან ფულადი ჯა-რიმით, ხან კი დაპატიმრებითაც. ავსტრიის კანონ-მდებლობის მიხედვით, პროფესიული საიდუმლო-ების გამხელისათვის პირველ შემთხვევაში ექიმს სამედიცინო პრაქტიკის უფლება ეკრძალებოდა სამი თვით. მეორე შემთხვევაში – ერთი წლით, ხოლო მესამე შემთხვევაში კი – სამუდამოდ. საფ-რანგეთში კი თანამდებობიდან ათავისუფლებდ-ნენ, ან ექიმის დიპლომს ართმევდნენ. დღეს კი საექიმო საიდუმლოს გამჟღავნებისათვის მედი-ცინის მუშაკი არა მარტო ზნეობრივ გაკიცხვას იმსახურებს, არამედ იურიდიულ პასუხისმგებ-

Page 71: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

70

ლობასაც. პასუხისმგებლობა ვრცელდება მედი-ცინის ყოველ მუშაკზე, დაწყებული საავადმყო-ფოს მიმღებიდან. ამიტომ „ჯანმრთელობის დაც-ვის მსოფლიო საზოგადოება” კატეგორიულად მოითხოვს, რომ ავადმყოფობათა რეგისტრირე-ბის შედგენისას აუცილებელია მკაცრად შესრუ-ლებული საიდუმლოს დაცვის წესები. პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სხვა ექიმებისათვის იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ამას მოითხოვს ავადმყოფის ინტერესები.

საექიმო საიდუმლოებაში გულისხმობენ ორი სა-ხის ინფორმაციას: ცნობებს ავადმყოფობის შესა-ხებ, რომელიც მედიცინის მუშაკმა მიიღო და არ შეიძლება გამჟღავნებულ იქნას საზოგადოებაში, და ცნობებს ავადმყოფობის შესახებ, რომლებიც ექიმმა ავადმყოფს უნდა შეატყობინოს. მაგალი-თად, არასასურველი დიაგნოზი, ავადმყოფობის საშიში პროგნოზიდა სხვა.

ეს უკანასკნელი სერიოზული პრობლემაა ჯან-მრთელობის დაცვის მთელ სისტემაში. ეცნობოს თუ არა ავადმყოფს მისი დაავადების სიმძიმის შე-სახებ (იგულისხმება განუკურნებელი დაავადება-ნი)?

უცხოეთის ბევრ ქვეყანაში მიღებულია, რომ ავადმყოფმა უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის შესახებ. არაფრის და-მალვა არ შეიძლება. იქ ბატონობს სრული ინფორ-მაცია. ჩვენთან და პოსტსოციალისტურ ქვეყნებ-

Page 72: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

71

ში დამკვიდრებულია ტრადიცია, რომ ავადმყოფს მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვაწვდით. ორივე პოზიციის გასამართლებლად არსებობს არგუმენტები და საკმაოდ მნიშვნელო-ვანიც – დასავლეთის პოზიციის არგუმენტი ასე-თია – როცა ავადმყოფმა იცის თავისი დაავადე-ბის შესახებ, მისი ორგანიზმი მობილიზაციას უკე-თებს მთელ სასიცოცხლო ძალებს (ფიზიკურსაც და ფსიქიკურსაც) და აქტიურად ებრძვის ავადმ-ყოფობას. ხოლო როცა პაციენტს არ ესმის მისი მდგომარეობის სიმძიმე, იგი სერიოზულად არ ეკიდება მკურნალობას (განაგრძობს სიგარეტის წევას, ალკოჰოლის მიღებას და ა. შ.) სიტუაციის არასწორი შეფასების გამო, პროცესი შორს მიდის და ხშირად ცუდად მთავრდება. გარდა ამისა, პა-ტივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებას, თავად გან-საზღვროს, როგორ უნდა იცხოვროს დარჩენილი დრო, რა განკარგულებები გასცეს მისი გარდაც-ვალების შემთხვევაში, დაწეროს ანდერძი, მოაგ-ვაროს თავისი პირადი პრობლემები.

არც მეორე პოზიციის არგუმენტებია სუსტი: საკუთარი დიაგნოზის გაცნობა (იგულისხმება გა-ნუკურნებელი დაავადებები) ზოგჯერ ისეთ მძი-მე შედეგს იძლევა, რომ ავადმყოფი სულიერად სწორედ მისი შეტყობის დროს კვდება, ხოლო დარჩენილი სიცოცხლე მხოლოდ ბიოლოგიური სიცოცხლეა. დიდი ჰუმანისტი ექიმი, პოლონელი ვ. ბეგანსკი ამასთან დაკავშირებით წერდა, რომ

Page 73: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

72

„ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სიცოცხლე, მაგ-რამ არასდროს არ უნდა დაკარგოს გამოჯანმრ-თელების იმედი”. დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ი. კანტი არაეთიკურად თვლიდა ავადმყოფისათ-ვის ტყუილის თქმას. მისი აზრით, ავადმყოფმა სიმართლე უნდა იცოდეს, რომ მეტი ენერგიით და სიცოცხლის გადარჩენის დიდი სურვილით შეებრ-ძოლოს დაავადებას. თვით კანტმა, რომელიც და-ბადებიდან სუსტი და ავადმყოფი იყო, თავისი ნე-ბისყოფით სძლია უძლურებას და ოთხმოც წლამ-დე იცოცხლა დაძაბული შემოქმედებითი შრომის პირობებში. „როდესაც ლოგინს მიჯაჭვული ტკი-ვილებით გატანჯული ავადმყოფი სიკვდილს ნატ-რობს, არ დაუჯეროთ, რადგან ეს მისი სურვილი არ არის”, ამბობს ი. კანტი.

საერთოდ კი, ყოველი ადამიანი იმდენად უნი-კალურია, იმდენად განსხვავებული თავისი და-მოკიდებულებით სიცოცხლესთან, სიბერესთან, სიკვდილთან, რელიგიურ რწმენასთან, რომ ექიმი ვალდებულია დიფერენცირებულად მიუდგეს მას და შეარჩიოს ინდივიდუალური პოზიცია თითოე-ულის მიმართ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბიოეთიკოსებს საექიმო საიდუმლოების დარღვევა დაუშვებლად მიაჩნიათ. ამასთან ერთად, ზოგიერთ ავტორს, ცალკეულ შემთხვევაში, მაინც დასაშვებად მიაჩ-ნია საექიმო საიდუმლოების, კონფიდენციალო-ბის პრინციპის დარღვევა. უპირველეს ყოვლისა,

Page 74: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

73

აქ ისეთი შემთხვევები იგულისხმება, როდესაც კონფიდენციალობის პრინციპი წინააღმდეგობა-ში მოდის ექიმის სხვა ვალდებულებებთან, შესა-ბამისდა – პაციენტის უფლებებთან, ინტერესებ-თან მაგალითად, ექიმი, რომელსაც სურს დაიცვას ავადმყოფი სუიციდისაგან, ვალდებულია აცნო-ბოს სხვა პირებს იმის შესახებ, რომ ავადმყოფი მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფება. კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა და-საშვებია იმ შემთხვევაში, როცა მისმა შესრულე-ბამ შეიძლება ზიანი მოუტანოს სხვა ადამიანებს ან საზოგადოებას მთლიანად, ეთიკური და სამარ-თლებრივი თვალსაზრისითაც გამართლებულია ექიმის მოქმედება, როდესაც ეს უკანასკნელი სა-თანადო ორგანოებს აწვდის ინფორმაციას მშობ-ლების მიერ ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ. დაუშვებელია ექიმის მიერ გარკვეული პროფესიის ადამიანების (მეისრე, მძღოლი, პილო-ტი) ისეთი დაავადებების დაფარვა, როგორიცაა ეპილეფსია და გულსისხლძარღვთა დაავადებანი. იგივე შეიძლება ითქვას მემკვიდრული დაავადე-ბების შესახებ.

ფსიქიატრიის მედიცინის სხვა დარგებისაგან არსებითი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მის არსენალში იგულისხმება ზოგიერთი დაავა-დებულის მიმართ იძულების გაომყენება. რაც, რასაკვირველია, ზღუდავს ადამიანის თავისუფ-ლებას. ფსიქიკურად დაავადებულის იძულებითი

Page 75: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

74

დახმარება გულისხმობს სიღრმისეულ, დაძაბულ წინააღმდეგობას. იძულებითი მკურნალობა კი ფსიქიკურად დაავადებულთა შორის დაახლო-ებით 25% აღწევს და რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ავადმყოფის აღრიცხვაზე აყვანა მისი თანხმობის გარეშე, მასზე აუცილებელი მეთვალყურეობის დაწესებას, იძულებითი ჰოსპიტალიზაცია, სტაცი-ონარში „ჩაკეტვა”, სამედიცინო პროცედურების იძულებითი ჩატარება (იზოლირება, ფიქსაცია), ქიმიური პრეპარატების მიცემა. ცნობიერების და მოქმედების მოდულირება. ჩამოთვლილ ზომებს შეიძლება მივაკუთვნოთ ავადმყოფის ფსიქიური მდგომარეობის შესახებ დიაგნოზის დასმა, რომ-ლის მიმართ პაციენტთა უმრავლესობა თანახმა არ არის, რასაც ისინი ხშირად აგრესიული ფორ-მითაც კი გამოხატავენ.

ცხადია, იძულების გამოყენება, მითუმეტეს, ასეთი მასშაბით სერიოზულ ეთიკურ–იურიდიულ დასაბუთებას, რეგულაციას და კონტროლს საჭი-როებს. რაც შეიძლება უნდა შეიკვეცოს იძულების მომენტი, რომ მთლიანად გამოირიცხოს წინასწარ განზრახული ბოროტება. მაგრამ ფსიქიატრიის ობიექტისა და საგნის სპეციფიკის გათვალისწი-ნებამ შეიძლება უშედეგო გამოიღოს. ფსიქიატ-რიაში ხშირად ისეთი პრობლემები იჩენს თავს, რომლებიც მედიცინის სხვა სფეროებში ასე რე-ლიეფურად არ გამოვლინდება. საკითხი ეხება ფსიქიურად დაავადებულ ავადმყოფთა კომპე-

Page 76: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

75

ტენტურობას, მათ უნარს ადექვატურად გაიაზ-როს ინფორმაცია მათი ფსიქიკური აშლილობის შესახებ და დამოუკიდებლად მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება. ეს ფსიქიატრიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც უშუალო-დაა დაკავშირებული ეთიკურ პრობლემებთან, პიროვნების თავისუფლებასთან, ინფორმაციული თანხმობის ნორმებთან.

ასევე მნიშვნელოვანია იძულებითი ზომების მიღების დროს შემდეგი გარემოების გათვალის-წინება: დაუბრუნო ადამიანს ჯანმრთელობა საერთოდ მიღებული ნორმების შესაბამისად, თუ მივაღწიოთ სიკეთეს, როგორც ეს მას ესმის? ამ სიკეთში ჯანმრთელობას როგორც ფასეულობას წამყვანი ადგილი უჭირავს, როდესაც ექიმი ავად-მყოფს ჯანმრთელობას უბრუნებს, იგი სიკეთეს აკეთებს. მაგრამ თუ ჯანმრთელობის მდგომარე-ობა სუბიექტურ შკალაზე შედარებითი დაბალია, ვიდრე პირად თავისუფლების და ავტონომიის ფასეულობანი, მაშინ ექიმის მიერ დაძალებული მკურნალობა ავადმყოფის მიერ აღიქმება, რო-გორც სიკეთე მაშინ მორალურად როგორ გავა-მართლოთ იძულებითი ფაქტორი, როდესაც იგი არ გამომდინარეობს უსაფრთხოების მოსაზრე-ბიდან? პრობლემის გადაწყვეტა ფსიქიატრებს საშუალებას მისცემს გააკეთოს არჩევანი – მო-ვალეობის შესრულება თუ მორალური საქციელი ან პაციენტის ავტონომიის პატივისცემა? სამწუ-

Page 77: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

76

ხაროდ, პროფესიული ეთიკა არსებული კოდექსე-ბი გვერდს უვლის ამ მწვავე საკითხს. უახლოეს მომავალში უნდა დამუშავდეს და დამტკიცდეს პროექტი: „ფსიქიატრიული დახმარება და მოქა-ლაქეთა უფლებები”, მისი ძირითადი პოსტულა-ტები ასეთი უნდა იყოს: პაციენტის უფლებებისა და თავისუფლებისგარანტიები, დისკრიმინაციის არდაშვება იმ პირების მიმართ, რომლებიც ფსი-ქიურად დაავადებულნი არიან, სასამართლოს მექანიზმების შემუშავება იძულებითი ხასიათის დახმარების დროს, მათ განხორციელებაზე საზო-გადოებრივი კონტროლი და სხვა.

ეთიკური კოდექსი ვერ იმოქმედებს სამედიცინო დაწესებულებების ეთიკური კომისიების გარეშე. ხოლო ეს უკანასკნელნი ვერ იმუშავებენ, თუ არ იქნა განხორციელებული საერთო კონტროლის დახვეწილი სისტემა, რომელიც არ იქნება სახელ-მწიფოებრივი, სამთავრობო, სამართლებრივი კონტროლი. თუ ჩვენ ამ იერარქიას ავაგებთ, მას-ში ჩაიწერება კომისიების ეთიკური კოდექსები და ეთიკური სანქციები. ფსიქიატრია ამ გზით ვითარ-დება და შეიძლება მან, ამ თვალსაზრისით, მედი-ცინის სხვა დისციპლინებსაც კი გაუსწროს.

ბიოეთიკოსთა შრომებში მოყვანილია მთელი რიგი ფაქტები, რომლებიც გვიჩვენებენ, თუ რა ფართო მასშტაბებით ირღვევა თანამედროვე სა-ავადმყოფოებში ავადმყოფთა უფლებები საექიმო საიდუმლოების შენახვისას. ასე მაგალითად, ქი-

Page 78: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

77

რურგიული განყოფილების რიგითი ავადმყოფის ისტორიის გაცნობას ახერხებს ამ დაწესებულე-ბის არანაკლებ 25, სავარაუდოდ 100 თანამშრო-მელი მაინც. ამ მდგომარეობიდან გამოსავალს მთელი რიგი ავტორები იმაში ხედავენ, რომ აუცი-ლებლად უნდა მოხდეს ავადმყოფის შესახებ მთე-ლი ინფორმაციის კლასიფიცირება მისი კონფი-დენციალობის დონის მიხედვით. ამასთან, თვით პაციენტს, როცა იგი გაეცნობა თავისი ავადმყო-ფობის ისტორიას, უნდა მიეცეს შესაძლებლობა განსაზღვროს მასში შემავალი ინფორმაციის კონ-ფიდენციალობის დონე. გარდა ამისა, ექიმ–ფსი-ქიატრის დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა გა-მოცალკევდეს სხვა საექიმო დოკუმენტაციისაგან და ცალკე ინახებოდეს.

საექიმო საიდუმლოების შენახვის საკითხის გან-ხილვისას ბიოეთიკოსები საბოლოოდ იმ დასკვ-ნამდე მიდიან, რომ არ შეიძლება ექიმის მიერ სა-ექიმო საიდუმლოების დაცვის აბსოლუტიზირება. აუცილებლად უნდა განისაზღვროს ის საზღვრე-ბი, რომლის დარღვევითაც ექიმი ზიანს მოუტანს სხვა ადამიანებს და საზოგადოებას მთლიანად.

ბიოსამედიცინო ლიტერატურაში ფართოდ მი-მოიხილავენ იმ ეთიკურ პრობლემებს, რომლებიც გერიატრიულ სამედიცინო დაწესებულებების სა-მედიცინო პერსონალის წინაშე დგას. ეს განხილვა, ცხადია, მჭიდროდ უკავშირდება. ისეთ ძირეულ ბიოსამედიცინო პრობლემებს, როგორიცაა პირა-

Page 79: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

78

დი ავტონომიის, პატერნალიზმის, ინფორმირებუ-ლი თანხმობის საკითხები. გადამწყვეტ ფაქტორს ამ შემთხვევაში პაციენტის ფსიქიკური უნარის დაქვეითება წარმოადგენს. როგორც შესაბამისი გამოკვლევები გვიჩვენებს, 65 წელს გადაცილე-ბული პირების დაახლოებით 10%–ში შეიმჩნევა, კლინიკური თვალსაზრისით, ინტელექტის მნიშ-ვნელოვანი დარღვევები, ხოლო იმ პაციენტებ-ში, რომლებიც ღრმად მოხუცებულთა სახლებში არიან მოთავსებულნი, ფსიქიკური მოქმედების საგრძნობი დარღვევის ნიშნები დაახლოებით 75 პროცენტს აღწევს. ასეთი ავადმყოფების ნდობის მოპოვებაში ყურადღებასთან ერთად მნიშვნელო-ვანია სამედიცინო პერსონალის ტაქტიანი მოქ-მედება. ტაქტი, როგორც ქცევის შინაგანი ზომა, განპირობებულია ადამიანის შინაგანი კულტუ-რით, მისი ზნეობრივი შეგნების დონით, სამედი-ცინო პერსონალის უტაქტო საქციელი მათდამი ავადმყოფის უნდობლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ხელშემწყობი პირო-ბაა. უტაქტობის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს მოხუცებული ავადმყოფისადმი ხშირად ექიმის ან სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ ნათქვა-მი: „ეჰ, ნეტავ მეც მაცოცხლა თქვენს ასაკამდე. რაღაც გეტკინებათ, აბა, რა იქნება, ხომ ხედავთ, ახალგაზრდები იხოცებიან”. ხშირად კი სამე-დიცინო პერსონალი უფრო შორს მიდის, როცა ღრმად მოხუცებულ ადამიანებს უარს ეუბნებიან

Page 80: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

79

სტაციონარში გადაყვანასა და ოპერაციულ დახ-მარებაზე იმ მოსაზრებით, რომ – „გზას ვერ გაუძ-ლებთ, ცუდად გახდებით” ან „ოპერაციას ვერ გა-დაიტანს”. მედიცინის მუშაკის ასეთი საქციელი ძლიერ ზეგავლენას ახდენს ავადმყოფზე. რაც ხშირად სავალალო შედეგით მთავრდება და სა-ხელს უტეხს მთლიანად სამედიცინო სამსახურს. საზოგადოების თვალში მედიცინის მუშაკებისად-მი უნდობლობა კი ექიმის ავტორიტეტის დაკარ-გვას იწვევს, რაც უმნიშვნელოვანესია ექიმ–პა-ციენტის ურთიერთობაში. ამის მაგალითად პი-როგოვთან დაკავშირებული ერთი შემთხვევაც გამოდგება. 1854 წელს თურქეთთან ომის დროს ლაზარეთში საკაცით თავმოკვეთილი ჯარისკაცი მოიტანეს. განცვიფრებულმა ექიმმა სანიტრებს მიზეზი ჰკითხა. სანიტრებმა გულწრფელად უპა-სუხეს: – „თქვენო აღმატებულებავ, თავი უკან მოაქვთ. ამბობენ პიროგოვი იქ არის, მას კი ყვე-ლაფერი შეუძლია”. ასეთია ექიმის ავტორიტეტით გამოწვეული რწმენა, რომელსაც ბევრი სასწა-ულის მოხდენა შეუძლია მედიცინაში.

განსაკუთრებით რთულია ღრმად მოხუცებულ-თა ფსიქიკური მოქმედების სიღრმისეული დარღ-ვევების შეფასება. შეიძლება თუ არა გამოკვლევის შედეგად გამომჟღავნებული დარღვევები ჩაით-ვალოს შეუცქევადად? ეთიკური თვალსაზრისით რთული პრობლემები იქმნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს დარღვევები აშკარად შეუქცევად

Page 81: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

80

ხასიათს ატარებს (მაგალითად, ალცჰეიმერის და-ავადების ან ტვინის მრავალჯერადი ინფარქტის დროს). როგორ და რამდენადაა ექიმი ვალდებუ-ლი აცნობოს ავადმყოფს (და მისი ოჯახის წევ-რებს) დაავადების პროგნოზი? აქვს თუ არა ექიმს უფლება ამგვარ ავადმყოფებთან ურთიერთობის დროს მისდიოს პატერნალისტურ ორიენტაციას? გერიატრიულ ავადმყოფთა ფსიქიკური მოქმედე-ბის სიღრმისეულ დარღვევების შეფასება გაძნე-ლებულია აგრეთვე მრავალრიცხოვანი ტესტების არსებობით, რომელთა გამოყენება ხშირად ურ-თიერთსაწინააღმდეგო შედეგს იძლევა.

ექიმების პოზიცია, რომელთაც გერიატრიულ ავადმყოფებთან აქვთ საქმე, საბოლოოდ ორ ურ-თიერთსაწინააღმდეგო მიდგომაზე შეიძლება და-ვიყვანოთ. ერთნი, ძირითადად პატერნალისტუ-რად განწყობილი სპეციალისტები, პაციენტთა პი-როვნული ავტონომიის უფლების დარღვევას და-საშვებად მიიჩნევენ, მეორენი ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. რა შეიძლება ითქვას ამ ორი პოზიციის შესახებ? რასაკვირველია, პიროვნების უფლების შეზღუდვა დიდი ბოროტებაა, მაგრამ არც საპირისპირო პოზიციაა უნაკლო, რადგან შეიძლება სერიოზულ გართულებასთან გვქონდეს საქმე და ცალკეულ შემთხვევებში ავადმყოფის დაღუპვამდეც კი მივიდეს საქმე. ძალზე გახმა-ურებულია რუსეთში ცნობილი ექიმის სპასკის მა-გალითი. მან სიკვდილის წინ გასინჯა ა. პუშკინი,

Page 82: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

81

შემდეგ კი გაემგზავრა მეორე, ასევე მძიმე მდგო-მარეობაში მყოფ მოხუც ავადმყოფთან. ტკივი-ლით გატანჯულმა ავადმყოფმა ჰკითხა მას: „ექი-მო, მითხარით, არის ჩემი გადარჩენის შანსი, გა-მოვჯანმრთელდები?” ექიმმა სპასკიმ, რომელიც პუშკინის გარდაცვალების ფაქტით გაოგნებული იყო, მკაცრად უპასუხა: „არავითარი, მაგრამ ბო-ლოს და ბოლოს რა მოხდა, ჩემო კარგო? ჩვენ ყვე-ლანი ხომ სიკვდილის შვილები ვართ! პუშკინიც კი მოკვდა, გესმით თქვენ? პუშკინი! მით უმეტეს ჩვენ – მე და თქვენ შეიძლება მოვკვდეთ”. ამ პა-სუხიდან ერთი საათის შემდეგ ავადმყოფი გარ-დაიცვალა. აი, როგორი მნიშვნელობა აქვს ექიმის სიტყვას და ტაქტს.

მაშასადამე, პაციენტის, მისი ახლობლების და სამედიცინო პერსონალის (უპირველეს ყოვლისა მედდების) ურთიერთობის პრინციპების შემუშა-ვება ბიოსამედიცინო ეთიკის ერთ–ერთი მნიშვნე-ლოვანი პრობლემაა. მისი გადაწყვეტა უნდა მოხ-დეს ზოგადი ზნეობრივი პრინციპების, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინების საფუძველზე, ე. ი. ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებუ-რებების საფუძველზე. ამ პრობლემების ზოგადი, ყველასათვის მისაღები ზნეობრივი მაგალითების შექმნის ცდები უნაყოფოდ უნდა იქნეს მიჩნეული. ამის ნათელი მაგალითი იყო პაციენტთან დამო-კიდებულების საბჭოური მოდელი. აღნიშნული თეზისის დაცვა იმის გარანტიაა, რომ შენარჩუნე-

Page 83: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

82

ბული და დაცული იყოს პაციენტის როგორც მო-ქალაქის თავისუფლების უფლება.

ბიოეთიკის ჩარჩოებში ყველა იდეურ წინააღმ-დეგობათა და სულიერ ძიებათა ნამდვილ საწყისს წარმოადგენს განგაში და ზრუნვა ადამიანთა მოდგომის მომავალზე. მომავალზე ფიქრისას კი ყოველი ადამიანი (მათ შორის სამედიცინო პერ-სონალიც) უნდა აკეთებდეს მორალურ არჩევანს ღირებულებათა სისტემაში. არჩევანის შერჩევი-სას კი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ადამიანი, მისი სიცოცხლე, მისი კეთილდღეობა, მისი ღირ-სების დაცვა. ზნეობრივი ღირებულებების სიმყა-რით ხასიათდება, ისინი, კერძოდ მედიცინაში, თა-ობიდან თაობას გადაეცემა, ყალიბდება როგორც საექიმო ეთიკის ნორმები და ზნეობრივი პროგრე-სის მაჩვენებლები ხდება. ეს პროგრესი ყველაზე მეტად მედიცინაში დასტურდება და ექიმობის, როგორც ყველაზე ჰუმანურ პროფესიის ეთიკად ყალიბდება, რომელშიც ადამიანის ჯანმრთელობა ითვლება უმაღლეს სიკეთედ, ხოლო მისი სიცოცხ-ლე – ყველაზე პრიორიტეტულ სოციალურ ღირე-ბულებად.

ბიოეთიკის კატეგორიათა სისტემის ძირითადი კატეგორიის – „სიცოცხლე–სიკვდილის” დეფი-ნიცია ცნებების – „სიცოცხლე” და „სიკვდილი” ცალ–ცალკე განსაზღვრებით არ იქნება სრულ-ყოფილი, რადგან მათში მოაზრებული შინაარსის სიკვდილის და სიცოცხლის ურთიერთმიმართება-

Page 84: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

83

ში, ურთიერთგანსაზღვრულობაში არის შესაძლე-ბელი. მხედველობაში გვაქვს არა ამ კატეგორი-ების სამედიცინო ბიოლოგიური გაგება, არამედ ფილოსოფიური, აქსოლოგიური განმარტება.

ვის არ უცდია „სიცოცხლე–სიკვდილის” ფენომე-ნის ამოხსნა, გონიერ და განსწავლულთ, ცხოვრე-ბისეული სიბრძნით დახუნძლული და ბუნებრივი – ქარიზმატული ნიჭით მომადლებულთ, ირაცი-ონალური ჭვრეტის უნარით დაჯილდოებულებს და აღქმის დიდოსტატებს, ისტორიკოსებს და პო-ეტებს, განდიდებულებს და დაბეჩავებულებს, ას-კეტებს და მჩქეფარე ცხოვრებით თავგასულებს, ბავშვებს და მოხუცებს, ქალებს და მამაკაცებს.

რა ხერხი, და რა საშუალება არ გამოუყენებიათ „სიცოცხლე–სიკვდილის” სიღრმეში ჩაწვდომი-სათვის, საიდან არ მისდგომიან მის მრავალსა-ხეობას, მტკიცებათა და ნეგრაციათა რა ფორმა არ მოუმარჯვებიათ. ამის მიუხედავად, დღემდე დაუდგენელია ყველასათვის მისაღები პასუხის შინაარსი, სხვადასხვა მოსაზრებების შეფასების საზომი–კრიტერიუმიც არ არის გამონახული.

ძველი ინდუსტრი წარმოდგენების თანახმად „სიცოცხლე–სიკვდილის” ფენომენი ამოხსნა, „სი-ცოცხლე–სიკვდილის” პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია მანამ, სანამ ადამიანი თვითცნობი-ერების ტყვეობაში იმყოფება. ამ თვალსაზრისით მიზნის მიღწევა მხოლოდ მაშინ არის განხორცი-ელებადი, როცა ღვთიურისა და ადამიანურის

Page 85: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

84

შერწყმა მოხდება; როცა მისტიკურის გასხივოს-ნების ჟამი დგება; როცა უმაღლესში დანთქმის – საფშვინველის დაუფლება მოხერხდება; როცა უზენაესის ზიარება ხორციელდება; როცა გონი სრულ ექსტაზში მოექცევა და სხვა.

ძვ. წელთაღრიცხვის IV-III ს. ეპიკურემ სიცოც-ხლე–სიკვდილის ურთიერთობის საისტორიო სი-ლოგიზმი ააგო: „ამრიგად, ბოროტებათაგან უსა-შინლესი – სიკვდილი ჩვენ სრულიად არ გვეხება, რადგან როცა ჩვენ ვართ, სიკვდილი არ არის, ხოლო როდესაც სიკვდილი არის, ჩვენ აღარ ვართ, ასე რომ, იგი სრულებით არ ეხება არც ცოცხ-ლებს, არც მკვდრებს, რადგან პირველთათვის იგი არ არსებობს, მეორენი კი უკვე აღარ არსებობენ”.

რომაელმა პოეტმა და ფილოსოფოსმა ლუკრე-ციუს კარმუსმა (დაახ. 99–55 ძვ. წ.) სიკვდილის ახსნა – დამარცხება თვით სიკვდილის მარადი-ულობით და უკვდავებით სცადა: სწორედ ამ მიზ-ნით „უკვდავი სიკვდილის”, „მარადიული სიკვდი-ლის” ცნებები გონივრულ იარაღად გამოიყენება.

ლუკრეციუსის მსგავსად რომაული სტოიციზ-მის წარმომადგენელმა, მორალისტმა სენეკამ (დაახლ. ძვ. წ. 65) სიკვდილ–სიცოცხლის ცნების რამდენიმე ნიშანზე მითითებით მისი დეფინიციის პრეტენზია განაცხადა. მისი აზრით: სიკვდილის შიშით სიკვდილი უმეცრებაა, ხალისიანი სიკვდი-ლით სიკვდილი ძნელი და იდეალურია; უშიშრად სიკვდილი მხოლოდ ბერძენთ ხელეწიფებათ.

Page 86: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

85

ანტიკური ფილოსოფიის მამამთავრებს პლა-ტონსა (428–348 ძვ. წ.) და არისტოტელეს (384–322 ძვ. წ.) მხედველობის გარეშე არ დარჩენიათ „სიცოცხლე–სიკვდილის” კატეგორიის დიფენი-ციის აუცილებლობა. მათ ამ კატეგორიის საინ-ტერესო ასპექტებს მიაქციეს ყურადღება, პლა-ტონის აზრით, სიკვდილის ცოდნა შეუძლებელია, რადგან არავინ იცის ადამიანისათვის არის თუ არა იგი სიკეთე, ამის მიუხედავად მისი ყველას ეშინია, თითქოსდა იცოდნენ, რომ იგი დიდი ბო-როტებაა. არისტოტელეს განმარტებით, იმის მი-უხედავად, რომ ყველამ იცის სიკვდილის გარდა-უვალობა, არავინ მის შესახებ არ ფიქრობს, რად-გან იგი მოახლოებული არ არის.

საინტერესოდ ახსნა „სიცოცხლე–სიკვდილის” რაობა ქართულმა მსოფლმხედველობამ, რომე-ლიც კლასიკურად რუსთაველის ფილოსოფიურ ნააზრევში გამოვლინდა; მისი ძირითადი პოსტუ-ლატები შემდეგი სახით არის წარმოდგენილი; სიკვდილის „დაჭრა” შეუძლებელია – სიკვდილი ყველას ათანაბრებს – „სუსტსა” და „ძალგულო-ვანს”; ყველა ცდება, ვინც წამიერად არ მოელის სიკვდილს; სიკვდილამდე მოკვლა ეწინააღმდეგე-ბა ბუნებრივ კანონთმიმდინარეობას და ა. შ.

სიცოცხლე–სიკვდილის ურთიერთმიმართების კლასიკური ახსნა მოცემულია აღორძინების ხა-ნის პერიოდის ფილოსოფოსის მიშელ მონტენის (“533–1592) წიგნში „ცდები” (სპეციალური თავში

Page 87: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

86

იმისათვის რომ ფილოსოფოსობა სიკვდილისათ-ვის მზადება ნიშნავს).

სიკვდილის გარდაუვალობის, მის წინაშე შიშის ახსნისას მონტენი იშველიებს მითოლოგიური პერსონაჟის ტანტალოსის მაგალითს. ტანტალო-სი ღმერთებმა იმით დასაჯეს, რომ მოათავსეს თოკზე მიბნეული დიდი კლდის ქვეშ. ტანტალოსი ყოველ წამს განიცდიდა შიშს, რომ თოკი გაწყდე-ბოდა და კლდე მას გაჭყლეტდა. ასეთივე მდგო-მარეობაშია, მონტენის განმარტებით, ადამიანი – იგი მუდმივად შიშის ქვეშ იმყოფება და არ იცის, როდის აღიგვება „მიწისგან პირისა”. რა უნდა გა-აკეთოს ტანტალოსმა – ადამიანმა ამ შიშისგან თავის დასაღწევად? როგორ დაიხსნას თავი ამ შიშისაგან? როგორ განთავისუფლდეს მისი ცნო-ბიერება ამ შიშზე ფიქრისაგან? ამ უძნელესი ხა-სიათის კითხვებზე მონტენი საინტერესო პასუხს გვთავაზობს, რომელთა შორის საუკეთესოდ ით-ვლება ის აზრი, რომლის მიხედვით აუცილებელ, ჩვეულებრივ, ბუნებრივ მოვლენად უნდა იქნას მიჩნეული, – გადით ამ ქვეყნიდან, გადით ისევე, როგორც შემოხვედით, ხომ მშვიდად და უშფოთ-ველად გადმოაბიჯეთ სიკვდილიდან სიცოცხ-ლეში? მაშ, ასევე გადადით ახლა სიცოცხლიდან სიკვდილში, თქვენი სიკვდილი სამყაროს წესრი-გის ერთ ნაწილია; ის არის სამყაროს სიცოცხლის ნაწილი... თქვენი სიცოცხლის ყოველ წამს თქვენ-სავე ცხოვრებას სტაცებთ, თქვენ მის ხარჯზე

Page 88: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

87

ცხოვრობთ, მთელი თქვენი სიცოცხლის საქმე ისაა, რომ სიკვდილი ზარდოთ, სანამ გრძელდება სიცოცხლე, გრძელდება კვდომაც, რადგან სიკვ-დილს მხოლოდ მაშინ თუ დააღწევთ თავს, როცა მოკვდებით, როცა თავს დააღწევს სიცოცხლეს, მანამ ცოცხლობთ, იმავდროულად კიდეც კვდე-ბით”.

მიშელ მონტენმა სიცოცხლე–სიკვდილის ურ-თიერთობის პარადიგმა შექმნა – „სიკვდილზე ფიქრი თავისუფლებაზე ფიქრს ნიშნავს”, რომ-ლის თანახმად ადამიანის დაბადებასთან ერთად იბადება მთელი სამყაროც და, აქედან გამომდი-ნარე, მის სიკვდილთან ერთად მთელი სამყაროც კვდება. ამიტომ განგაში იმის გამო, რომ ასი წლის შემდეგ აღარ ვიარსებებს, ისევე უსაფუძვლოა, როგორც მითქმა–გოდება იმის გამო, რატომ ასი წლის წინათ არ ვცხოვრობდითო.

მიშელ მონტენის მოსაზრების ლოგკიურობის მიუხედავად, მასში არსებითი ხასიათის ნაკლო-ვანებები აღინიშნება: ჯერ ერთი, მონტენის კონ-ცეფცია წინასწარ – აპოსტერიორული დებულე-ბის ჭეშმარიტად მიღებას ითხოვს; მეორეც, რო-გორც უნდა იფიქრო და შექმნა უშიშარი სამყარო გარდაუვალობის აუცილებლობის წინაშე დგომის აუცილებლობა, ყოველი ადამიანის ცხოვრების კონკრეტული შემთხვევის დროს აზრში ჩამოყა-ლიბებული ზოგადი – აბსოლუტური ჭეშმარიტე-ბის დამღით მიღებული თეზისი ძალას კარგავს,

Page 89: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

88

„არ ერგება” ადამიანის მიერ აღიარებულ სულიერ ღირებულებებს, „ვერ ანეიტრალებს” ბიბლიის ყოვლისმომცველ სენტენციაში – „ამაოება, ამაო-ებათა და ყოველივე ამაოა” – მოაზრებულ შინა-აარსს.

მიშელ მონტენის მოძღვრების გავლენის შედე-გად გერმანელმა ფილოსოფოსმა არტურ შოპენ-ჰაერმა (1788–1860) სიცოცხლე–სიკვდილის ურ-თიერთობის კონცეფცია შექმნა იმ აზრით, რომ ეს თემა სპეციალურად განიხილა. ადამიანებს, – მსჯელობდა შოპენჰაუერი, – აწუხებთ კითხვე-ბი: რა იქნება სიკვდილის შემდეგ? აქვს თუ არა სიცოცხლეს საზრისი? რატომ უნდა მივანიჭოთ სიცოცხლეს სიკვდილთან შედარებით უპირატე-სობა? შოპენჰაუერი არ გაურბის ამ ურთულეს კითხვებზე პასუხის გაცემას. მისი ღრმა რწმენით, არ ყოფნა სიკვდილის შემდეგ უნდა გავითავისოთ დაბადებამდე არყოფნის მსგავსად. სინანული იმის გამო, რომ არად ვიქცევით, არ უნდა განვას-ხვავოთ იმისგან, რომ დაბადებამდე არ ვიყავით. შოპენჰაუერი სიკვდილს ისეთივე ბუნებრივ ფე-ნომენად მიიჩნევს, როგორც სიცოცხლეს. მეტიც, საბოლოო ჯამში იგი სიკვდილს სიცოცხლეზე მე-ტად აფასებს.

სპეციალურ ფილოსოფიური მიმდინარეობის – „სიცოცხლის ფილოსოფიის” წარმომადგენლებმა (ფ. ნიცშე, ვ. დილთაი, ო. შპენგლერი, ზ. ფროიდი, ა. ბერგსონი, ო. გასეტი) სიცოცხლის არსის თავი-

Page 90: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

89

სებური მოდელი შექმნეს. მათ უარყვეს დებულე-ბა, რომლის თანახმად ადამიანის არსს შეადგენს შემეცნება, როგორც მისგან დამოუკიდებლად და სამუდამოდ დამყარებული წესრიგისადმი ზიარე-ბა. ამიტომ ბუნებრივი იყო ის, რომ სიცოცხლის ფილოსოფიაში სიცოცხლის წინასწარ განსაზღვ-რული იდეა თვითგანსაზღვრულობის იდეამ შეც-ვალა. ადამიანის სიცოცხლის და სიკვდილის აზრი და ღირებულება თვით ადამიანის შინაგანი, სიღ-რმისეული ტენდენციების განხორციელებლად წარმოჩინდა. უარყოფილი იქნა სიცოცხლის ინ-ტერობა და მის ნაცვლად სიცოცხლის აქტივობა – შემოქმედობითობა დამკვირდა.

სიცოცხლის ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმო-მადგენელმა ფრიდრიხ ნიცშემ (1844–1900) გა-ითავისა სიცოცხლე–სიკვდილის ურთიერთობის მრავალფეროვნება. კერძოდ ის, რომ სიკვდილმა არ უნდა იბატონოს ადამიანზე. მეტიც, ადამიანმა იმას უნდა მიაღწიოს, რომ დაძლიოს სიკვდილის შიში. ამიტომ მან ახლებურად უნდა გაიზიაროს საკუთარი სიკვდილის ფასი, მისი ფენომენი. ამის მისაღწევად ნიცშე აღზრდის ორიგინალური სის-ტემის შექმნას მოითხოვს, სისტემისა, რომელიც სიკვდილსაც კი არ შეუშვებს მის ზონაში, მეტიც, დაამარცხებს კიდეც მას. ამ სისტემით აღზრდილი ზეკაცის ყოვლად ძლიერია. იგი ადამიანის ჭეშ-მარიტების საბოლოო მიზანია. სწორედ ზეკაცი აძლევს ადამიანს სიცოცხლეს საზრისს, „ღმერ-

Page 91: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

90

თის სიკვდილის” შემდეგ თვით ზეკაცი იქცევა ღმერთად, იგი იჭერს მის ადგილს. ადამიანი ამ სანუკვარ იდეალამდე გაივლის აქლემის, ლომის და ბავშვის საფეხურებს. აქლემი–ადამიანი შებო-ჭილი კერპებით და ფორმულით „შენ უნდა”, ლო-მად იქცევა, რომელშიც პრინციპს „შენ უნდა” და-უპირისპირდება პრინციპი – „მე მსურს”, მაგრამ ჭეშმარიტი თავისუფლებისათვის ადამიანი უნდა მოვიდეს ბავშვის – „თამაშის” საფეხურამდე. სწო-რედ ამ ეტაპზე აღწევს ადამიანი ისეთ მდგომარე-ობას, სადაც თვითონ ქმნის ღირებულებებს, ე. ი. თავისუფლდება გარედან თავსმოხვეული ღირე-ბულებებიდან.

გერმანელმა ფილოსოფოსმა ვილჰელმ დილთაიმ (1833–1911) თავისებური ინტერპრეტაციით ახს-ნა სიცოცხლის ღირებულების და მისი სიკვდილ-თან მიმართების ნიცშესეული გაგება. სიცოცხლე, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთისგან განსხვა-ვებულ ინდივიდებში ხორციელდება, ვერ ეგუება ჩარჩოებს, საზღვრებს. ამიტომ ფინალის აუცი-ლებლობა ტრაგიზმია. ცხოვრება მუდმივი ძიება, მუდმივი მოქმედებაა, განუწყვეტლობა. ამდენად მისი შესაძლებლობების ამოუწურავია, ე. ი. (სი-ცოცხლე) შთაუწვდომელია, მარადიულია.

სიცოცხლის ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმო-მადგენელი ფრანგი ფილოსოფოსი ანრი ბერგსონი (1859–1914) სიკვდილ–სიცოცხლის ურთიერთო-ბის გარკვევისას მეტ მნიშვნელობას სიცოცხლის

Page 92: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

91

რაობის გაგებას ანიჭებდა. სიცოცხლე, – ბერგსო-ნის აზრით, – არის „შემოქმედებითი ევოლუცია”, რაც წინასწარ განსაზღვრული მიზნების, საშუ-ალებების, პირობების ფარგლებს გარეთ გასვლას ნიშნავს. „ცოცხლობა” დაკავშირებულია სიტუ-აციების მიხედვით მიზნების ცვლასთან, ახალ ღი-რებულებებთან ურთიერთობის დამყარების სიძ-ნელეებთან. ამიტომ საჭიროა „ინტელექტის ჩვე-ვების” საზღვრების გადალახვა და ინტუიციის გა-მოყენება, რათა დავაფასოთ სიცოცხლე. სიცოცხ-ლის ფილოსოფიის სხვა წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, ბერგსონი უშვებს სულის უკვდა-ვების რეალობას, სული არ ქრება, სხეულებრივი ორგანიზმის დაშლის შემდეგ. იგი განაგრძობს არსებობას. ეს დაშვება, საბოლოო ჯამში, ბერგ-სონთან პანთეიზმში გადაიზარდა. მაგრამ შეიძ-ლება უსაფუძვლოდ ჩაითვალოს სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ სპეციალური მიმდინარეობის („სიცოცხლის ფილოსოფია“) არსებობა იმ აზრით, რომ საერთოდ ყოველი ფილოსოფიური სისტე-მა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, საბოლოოდ, ამ პრობლემით არის დაკავშირებული, მის გადაწყ-ვეტას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ საყოველ-თაოდ არის მიღებული დეფენიციები: „სიკვდილი ფილოსოფიის მუზაა”. „ფილოსოფოსობა სხვა არ არის რა, თუ არა სასიკვდილოდ მზადება” ამ აზ-რით სწორი იყო, ალბათ, XVII საუკუნის რელიგი-ური ორდენის – ტრანსპისტების – ქცევა და განს-

Page 93: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

92

ჯა, როცა ისინი ყოველდღე და ყოველწამს ერთმა-ნეთს სიკვდილის გარდაუვალობას ახსენებდნენ. წესად ჰქონდათ მისალმება ლათინური სენტენ-ციით: „მემენტო მორი” „გახსოვდეთ მორი” – „გახ-სოვდეთ სიკვდილი”. „მომენტო მორი” გვახსენებს ყოველდღიურობას, მაგრამ იგივე ყოფიერება გვაიძულებს არ ვიფიქროთ ადამიანისათვის ყვე-ლაზე მნიშვნელოვან საკითხებზე – სიკვდილის აუცილებლობაზე.

ადამიანმა რომ შეაჯამოს, თავისი ცხოვრების რამდენი დრო დაუთმო ამ კითხვაზე ფიქრს, გა-მოირკვევა, რომ ყველაზე ცოტა. მაშინაც კი, რო-დესაც ცხოვრების რეალობა შეახსენებს ამ აუცი-ლებლობას (სხვა ადამიანის დაკრძალვა, პანაშვი-დები და ა. შ.), ადამიანს მსჯელობა და ფიქრი სხვა თემებზე, საკითხებზე, პრობლემებზე გადააქვს, ან იმშვიდებს თავს იმით, რომ სიკვდილი მას არ ეხება, სხვა კვდება, ის არა, ან განსჯიდა ხსნის ამ თემას.

სიკვდილის ეს ასპექტი მთლიანობაში აღიქვა, გაითავისა და აღწერა ლევ ტოლსტოიმ მოთხ-რობებში: „ივან ილიჩის სიკვდილი” და „სამი სიკ-ვდილი” როდესაც ივან ილიჩმა ახალგაზრდობის დროს ისწავლა ლოგიკის სახელმძღვანელოდან სილოგიზმი:

ყველა ადამიანი მოკვდავია;კაიუსი ადამიანია;მაშასადამე, კაიუსი მოკვდავია.

Page 94: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

93

მაშინ არ ჩადო მასში კონკრეტული შინაარსი. კვდომის კატეგორია მან ზოგადად წარმოიდგი-ნა, კვდომა კაიუსს ეხებოდა და არა ივან ილიჩს, იგი ხომ კაიუსი არ იყო, შინაგანად ივან ილიჩს არ სურდა სილოგიზმის გათავისება. ასე გაურბოდა სიკვდილთან შეხვედრას ივან ილიჩი, მაგრამ რო-დესაც სიკვდილმა მასაც მიაკითხა, დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ იგი კაიუსი ხდებოდა. ეს კი სტანჯავ-და მასაც და მისი ტანჯვით – მის ახლობლებსაც.

მოთხრობაში „სამი სიკვდილი” ტოლსტოიმ სამი ცოცხალი არსების: ქალბატონის, გლეხის და ხის სიკვდილი აღწერა, მათი აღსასრულის პროცესი ერთმანეთს შეადარა. ქალბატონი, ტოლსტოის განმარტებით, საშინელი სიკვდილით კვდება, რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე სიკვდილის წინაშე ცრუობდა. იმასვე აკეთებს იგი სიცოცხ-ლის დასასრულის დროს. ამიტომ ამ ქალბატონს სიკვდილი არ უმსუბუქდება. მისი აზროვნება ქარგაზე არის გამოჭრილი – „რატომ უნდა მოვ-კვდე მაშინ, როცა ძალიან მინდა სიცოცხლე?” გლეხი კი მშვიდად კვდება, რადგან სიკვდილის გარდაუვალობა მას შეგნებულად აქვს. ისიც ხო-ცავდა ცხვრებს, ჭრიდა ხეებს, მის თვალწინ იხო-ცებოდნენ მოხუცები. გლეხის რელიგია ბუნება იყო და არა ქრისტიანობა, თუმცა ასრულებდა მის წეს–ჩვეულებებს. რაც მთავარია, გლეხი სიკვდი-ლის წინაშე არ თამაშობს, გლეხები კი მშვიდად, პატიოსნად და ლამაზად იხოცებიან, იმიტომ რომ

Page 95: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

94

არ ცრუობენ, არ თამაშობენ, არ ნანობენ იმაზე, რაც უნდა მოხდეს”.

ტოლსტოი ხედავდა და გრძნობდა ცხოვრე-ბის საოცრებას, მეექვსე გრძნობის საშუალებით სწვდებოდა ნეტარების სიღრმეებს – მდელოში ერთი უცნაური და მაღალი ყვავილის ნახვამ ჰაჯი მურატის ასოციაცია გამოიწვია და გასაოცრად მოკლე დროში დაწერა „ჰაჯი მურატი” საშინლად განიცდიდა ანა კარენინას თვითმკვლელობას, მაგრამ მან – ავტორმა ვერ შეძლო მისი გადარ-ჩენა. ტოლსტოიმ ვერ დაძლია იმ ფიქრის საშინე-ლება, რომ იგი უნდა წასულიყო ამ უმშვენიერესი ჰარმონიული სამყაროდან, სადაც ყველაფერი თა-ვის ადგილზეა, სადაც ორი ერთნაირი ფოთოლიც კი არ არის (ორი ერთნაირი ერთია).

ტოლსტოის არ აკმაყოფილებდა სიცოცხლის საზრისის შესახებ მანამდე შექმნილი მოდელები. ამიტომ უარყო მართლმადიდებლობის ძირითადი პრინციპები და საკუთარი რელიგია – ბოროტე-ბისთვის წინააღმდეგობის არგაწევის რელიგია შექმნა.

საბალეტო ხელოვნების თვალსაჩინო სპეცი-ალისტმა მორის ბეჟარმა წიგნში „რომელთა სი-ცოცხლე?” მეტად საინტერესო, მრავლის მთქმე-ლი მოსაზრება გამოთქვა: „მომწონს იმის მტკი-ცება, რომ თითოეულ ჩვენგანს დაბადების რამ-დენიმე თარიღი აქვს. მე ისიც ვიცი, თუმცა მას იშვიათად ვაცხადებ ხოლმე, რომ სიკვდილის თა-

Page 96: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

95

რიღიც რამდენიმეა. პირველად მე შვიდი წლისა მოვკვდი მარსელში, როცა დედა გარდამეცვალა. მოვკვდი მამაჩემის გვერდით საავტომობილო კა-ტასტროფაში და მოვკვდი სულ ახლახან... ლოზა-ნის კლინიკის ერთ–ერთ პალატაში”.

ბეჟარის აზრი გასაგები არ იქნება, თუ სიკვდი-ლის მისეული აღქმა არ განიმარტა. სიკვდილი, მორის ბეჟარის რწმენით, აღმატებული ორგა-ნიზმია, ამ დროს ადამიანი კარგავს თავის სქესს, ეროვნებას, რაობას და სრულყოფილ, იდეალურ, ნამდვილ ადამიანურ არსებად – ანდროგინად იქ-ცევა „სიკვდილის შემზარავი წამი, – განმარტავს ბეჟარი, – ეს უმაღლესი სიამოვნებაა. მე ვიტყოდი, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა არსებობს: სქესის აღმოჩენა (მისი აღმო-ჩენა ყოველ კერძო შემთხვევაში თავიდან ხდება) და სიკვდილთან მიახლოება, სხვა დანარჩენი ამა-ოებაა”. პრობლემის განმარტების მიზნით ბეჟა-რი სიკვდილის შემდეგ სახის დეფინციას ახდენს: „სიკვდილი – ეს ისეთი მოვლენაა, რომელსაც ელის თითოეული ჩვენგანი, თითოეულ ჩვენგანს ხომ ასე ძალუმად სურს იცოდეს, როდის, როგორ, სად ეწევა სიკვდილი. ამასთან შედარებით ყოვე-ლივე სხვა – ოპერის დირექტორობა, ნობელის პრემია, ნებისმიერი წარმატებას სისულელეა. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს ასეა!”

მორის ბეჟარის აღნიშნული სახის განზოგადე-ბული დეფინიცია საბალეტო ხელოვნებაში სიკვ-

Page 97: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

96

დილის თემის თავისებურმა ინტერპრეტაციამ გა-ნაპირობა.

უფრო ზუსტად თუ ვიტყვით – ცნობილი ბალე-რინების მიერ სწორედ ამ თვალსაწიერიდან გან-ხორციელდა ბახის მუსიკაზე შექმნილი ბალეტი „სიცოცხლე”. რასაკვირველია, ხელოვნების ყვე-ლა დარგი – მუსიკა, პროზა, პოეზია, ქანდაკება და ა. შ. სათანადო ადგილს თმობს სიკვდილ–სი-ცოცხლის უბერებელ და უშრეტ თემას. მაგრამ სწორედ საბალეტო ხელოვნებაში ჰპოვა მან სა-ოცარი, ამაღლებული განსახიერება. საკმარისია დავასახელოთ უკვდავი საბალეტო ჰიტი–მიხეილ ფოკინის „გედი” – სენ სანსის მუსიკაზე, რომელიც შემდეგ „მომაკვდავი გედის” სახელით დამკვიდრ-და და 1907 წლიდან დიდი ბალერინების რეპერ-ტუარის განუყოფელი ნაწილი გახდა. სხვადასხ-ვაგვარად კვდებოდნენ (კიდურების სინქრონული რხევა, ხელების ტალღისებური ლივლივი) ოლგა სპეცივცევას, ანა პავლოვას, მაია პლისეცკაიას, ვერა წიგნაძის მომაკვდავი გედები. მათ შორის საერთოც ბევრი იყო.

მიქელანჯელოს პიეტაში (ქრისტეს დატირება – მარმარილოს განთქმული კომპოზიცია! წარმო-ჩინდა სიკვდილის სილამაზე, დიდებულება და უკ-ვდავება. რომში (ვატიკანში), პეტრეს დიდებული ტაძრის შესასვლელის მარჯვენა მხარეს, ღვთისმ-შობელი – ნაწამები იესო ქრისტეთი ხელში, ცოც-ხალი, სევდანარევი ბედნიერებით სავსე დედა

Page 98: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

97

დასცქერის ღმერთის ძეს, რომელიც სუნთქავს და არსებობს. რამდენი რამ არის ამ სცენაში წარ-მოჩენილი: ღვთისმოსაობა, ერთგულება, სინაზე, იმედი, სინანული, მოწყალება, კაცთმოყვარეობა, შენდობა და სხვა.

სიკვდილის ფენომენი, სიკვდილის ფილოსოფი-ური კატეგორია ყოველმხრივ იქნა გააზრებული ეკზისტენციალურ ფილოსოფიაში, ცხოვრების საზრისის ეს ფილოსოფიური მიმდინარეობა ცნე-ბას „სიკვდილი” სპეციალურად იხილავს. ეს ცნება ამ ფილოსოფიის ძირითადი კატეგორია.

მარტინ ჰაიდეგერის შრომაში „ყოფიერება და დრო” ერთი პარაგრაფი დათმობილი აქვს სიკვდი-ლის ფენომენის გარკვევას – „სხვისი სიკვდილის განცდადობა და მთელი მუნყოფელობის წვდომის შესაძლებლობა”. საერთოდ დასახელებული შრო-მის „მუნყოფიერების შესაძლებელი მთლიანობა და ყოფნა სიკვდილისაკენ” პარაგრაფებში განხი-ლულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: „სიკვდი-ლის ეკზისტენციალური ანალიზის გამიჯვნა ფე-ნომენის სხვა შესაძლებელი ინტერპრეტაციები-საგან”, „სიკვდილისაკენ ყოფნა და მუნყოფიერე-ბის ყოველდღიურობა”, ყოველდღიური ბოლოს-კენ და სიკვდილის სრული ეკზისტენციალური ცნება” და სხვა. როგორც ცნობილია, ჰაიდეგერი ცნებებში განსაკუთრებულ შინაარსს დებდა, მისი არსის წვდომა საკმაოდ რთულია. იგივე უნდა ით-ქვას სიკვდილის შიშის ჰაიდიგერისეულ გაგებაზე

Page 99: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

98

მისი განმარტებით, ადამიანის სტრქტურა – „სამ-ყაროში ყოფნა” – არის შიში. ადამიანი განიცდის ამ შიშს იმიტომ, რომ ის არის „თავის სახლში” იგი არის „სამყაროს ყოფნაში”, სადაც ძრწოლვას გა-ნიცდის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჰაიდეგერის გა-გებით, ადამიანი კი არ განიცდის შიშს, არამედ მისი (ადამიანის) არსებობა თვით არის შიში, ე. ი. ადამიანისათვის შიში გარეგანი რამ კი არ არის, არამედ შინაგანი. ანალოგიურია სიკვდილიც, იგი ყოფიერების თავისებური ფორმაა და არსებობას თავიდანვე ახასიათებს. „დაიბადა თუ არა ადამი-ანი, ის უკვე მოზრდილია სიკვდილისათვის”. ამი-ტომ ადამიანი ვერ გაექცევა სიკვდილს – იგი თა-ვიდანვე გადასროლილია სიკვდილში. სიკვდილი არ ემართება ადამიანს, იგი მისი არსებითი მომენ-ტია.

ჰაიდეგერმა ტოლსტოის „ივან ილიჩის სიკვდი-ლი” დაწვრილებით აღწერა, როგორც სიკვდილის ფენომენის მისეული გაგების კლასიკური მაგალი-თი: ივან ილიჩის მხრიდან საკუთარი თავის დაიმე-დება. დამამშვიდებელი გამოთქმა „იხოცებიან”, „მე ის არ მეხება” მხოლოდ თავის მოტყუებაა, სა-შუალო უპიროვნო ადამიანის თამაშია, შექმნილი ილუზიაა, რომელიც სიკვდილთან მიახლოებისას საპნის ბუშტივით ქრება. ჰაიდეგერმა აღნიშნული ნაწარმოების პერსონაჟის ივან ილიჩის ფილოსო-ფიური განსჯის ჩვენებით დაასაბუთა, რომ უპი-როვნო არსება არ არის ნამდვილი არსება, რო-

Page 100: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

99

გორც არსებობა არის „ყოველთვის ჩემი” ასევე სიკვდილი არის „ყოველთვის ჩემი”. იგი სრულიად არ არის აბსტრაქტული და არც აპრიორული. იგი კონკრეტულია, რადგან ეს არ მოგვწონს, ამიტომ მას წარმოვსახავთ როგორც ზოგადს, აბსტრაქ-ტულს: კი არ იხოცებიან, არამედ მე ვკვდები, ის კვდება, თქვენ კვდებით, ჩვენ ვკვდებით და ა. შ. როგორ ცდილობს ადამიანი სიკვდილისაგან, სიკ-ვდილის შიშისაგან თავის დაღწევას? ადამიანი გარბის თავის თავიდან, საზოგადოებაში და იგი ხდება ისეთივე, როგორც სხვები არიან. ითქვიფე-ბა რა მასაში ადამიანი ლაყბობს, ცნობისმოყვა-რეობს, ცრუობს, ორაზროვნებს და ა. შ. ადამიანი ყოველდღიურ ადამიანად გადაიქცევა. ასეთი არ-სებობა ადამიანისათვის დამამშვიდებელია. იგი აღარ განიცდის სხვის სიკვდილს, იმიტომ რომ ეს მას არ ეხება. ადამიანს ავიწყდება, რომ ის, ვინც გარდაიცვალა, თავისი გარდაცვალებით გარ-დაიცვალა, რომ ასეთივე გარდაცვალებით გარ-დაიცვლება სხვაც.

ჰაიდეგერმა სიღრმისეულად განიხილა „სიკვდი-ლის”, „სიკვდილის წინაშე შიშის”, „ძრწოლვის” და სხვა კატეგორიები. მან არ გაიზიარა ამ კატეგო-რიების თეოლოგიური ინტერპრეტაცია (ავგუს-ტინე ლუთერი, კალვინი, კირკეგორი და სხვები), მაგრამ, როგორც ეს სპეციალურ ლიტერატურაში არის აღნიშნული, სწორედ საკითხის განხილვის სიღრმისეულობის გამო ჰიდეგერის გაგებას „სე-

Page 101: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

100

კულარიზებული თეოლოგიის” სახესხვაობა ეწო-და.

ესკზისტენციალური ფილოსოფიის სხვადასხ-ვა წარმომადგენელი სხვადასხვა პრობლემის ამ-სახველ ცნებებს განსხვავებულად მოიაზრებს, ასევეა ამ შემთხვევაშიც. თუ მარტინ ჰაიდეგერი „სიკვდილს”, „სიკვდილის წინაშე შიშს” და ა. შ. ტერმინებს, ცნებებს ჰერმენევტიკული დატვირ-თვით აანალიზებს, ეკზისტენციალური აზროვნე-ბის მეორე კლასიკოსი, სიმონა დე ბოვუარი, სიკ-ვდილის ფენომენს სრულიად განსხვავებულად – შედარებით მარტივ, გასაგებ, რომანტიკულ, შეიძლება ითქვას, ადამიანურ ფორმაში წარმო-სახავდა. მხედველობაში გვაქვს მისი ფილოსოფი-ური მოთხრობა „ძალიან მშვიდი სიკვდილი”. ბო-ვუარი, ერთი გააზრებით, ნატურალისტურადაც კი აღწერს საკუთარი დედის სიკვდილს. ამ საში-ნელ ფენომენს, დედის განცდებს და რეალობის-გან გაქცევის პოზიციებიდან სიკვდილის აღწერა იზიარებს ტანჯვის, ძრწოლვის ასპექტიდან.

განზოგადებული ინტერპრეტაციის შედეგად კონკრეტული შემთხვევა „სიკვდილის”, „სიკვდი-ლის შიშის”, „ძრწოლვის” და სხვა კატეგორიების ცხოვრების საზრისის არსის წვდომის დონემდეა აყვანილი. იმის მიუხედავად, რომ შვილი მომაკვ-დავი დედის ადგილას აყენებდა თავს, იგი (შვილი) ბოლომდე მაინც ვერ ითავსებდა სიკვდილს, რად-გან მისი სიკვდილი მისსავე ყოფაში იყო, დედის

Page 102: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

101

სიკვდილი კი დედის ყოფაში „ძნელია სიკვდილი იმისათვის, ვისაც ასე ძალუმად უყვარს სიცოცხ-ლე” , – ასკვნის ბოვუარი.

სიღრმისეული ფსიქოლოგიის დონეზე ბოვუარი იჭრება ადამიანური განცდების სიღრმეში, შე-უმეცნებლად და აუხსნელად მიიჩნევს თითქოსდა მარტივ – გასაგებ მოვლენას – განსაკუთრებუ-ლი სენით დაავადებული ადამიანის, ახლობლის – დედის გარდაცვალებით გამოწვეულ სულიერ ტკივილს – უკურნებელი სენით შეპყრობილის რეალიზაციას – გარდაცვალებას. ამით სიმონა დე ბოვუარი ნათელყოფს სიკვდილის ფენომენის სიძლიერეს, მის ქარიზმატულობას.

მნიშვნელოვანია ბოვუარის პასუხი, მისი პოზი-ცია სიკვდილის შემდგომი სახელისათვის – დი-დებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭების შესახებ. ეკზისტენციალისტებმა, ამ შემთხვევაში ბოვუარმა, პირდაპირ მოგვახალეს, რომ ადამიანთა სწრაფვა და ბრძოლა დატოვონ სახელი, მაგალითად, დასაფლავდნენ პანთეონში, ქიმერაა და თავის მოტყუება.

აღნიშნული პოზიციის საპირისპიროდ არსებობს მეორე რეალობა. მის თანახმად ყოველ ადამიანს საკუთარ „მე“–ში შექმნილი ჰყავს მისივე საკუთა-რი „იდეალური ტიპის” ხატი, როგორადაც ყოფ-ნა მისი ცხოვრების მიზანია და რომლისკენაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე მიისწრაფვის „მე“–ს და „არამე“–ს საუბარში სწორედ ასეთი სა-

Page 103: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

102

ხის „იდეალური ტიპის” ხატი დომინირებს, საზ-რისიანს ხდის ცხოვრებას. ასე იყო ინგლისელი ეკზისტენციალისტის მწერალ ენტონ უესტამის რომანის „ბნელი ღამის” გმირის ჯონ უილისის პიროვნებაშიც. მაგრამ ბედმა იგი „იდეალურ მე“–სთან უცნაურ ვითარებაში შეახვედრა: ჯონ უილი-სი ასამართლებს ფაშისტური გერმანიის ერთგულ მსახურს, გენერალ ფონ კენელმს. რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოაქვს. მაგრამ სასამართ-ლო პროცეზე ჯონ უილისის ცნობიერებაში ამო-ტივტივდება ნაკადი, რომელიც მტკიცე აზრად ჩა-მოყალიბდება და დაიპყრობს მთელ მის არსებას. როგორც პიროვნება გენერალი ფონ კენელმი იმ თვისების მქონეა, რომლებიც ჯონ უილსის „იდე-ალურ ტიპს” ახასიათებდა მაღალკულტურულო-ბა, სიდარბაისლე, ბუნებრივი მოკრძალება, სი-ფაქიზე, თავდაჭერილობა და ა. შ. მათ შორის კა-ნონის შესრულებისადმი ერთგულება, რამაც იგი საბრალდებო სკამამდე მიიყვანა.

გაგულისებული იმით, რომ მისი „იდეალური ტიპი” განგებამ სხვაში (სამხედრო დამნაშავეში) გაანივთა და არა მასში, იგი გაუცხოვდება „იდე-ალური ტიპისგან” და თვითონვე დაასრულებს ფიზიკურ არსებობას, მან ვერ გადალახა რა წარ-მოშობილი ეკზისტენციალური ვაკუუმი ზღუდე, მასში (ამ ვაკუუმში) ჩაინთქა.

ეკზისტენციალისტი მწერლის ენტონი უესტის მიერ დანახული და შესანიშნავად აღწერილი ეკ-

Page 104: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

103

ზისტენციალური ყოფის „კუთხე” – ასპექტი არა მხოლოდ საინტერესოა და აზროვნების სირთუ-ლის თავისებურებების ნათელი დემონსტრაციაა, არამედ ჭეშმარიტების კრიტერიუმის პირობითო-ბის მაგალითიცაა.

რეალური ფენომენია იდეისათვის სიკვდილი, მაგრამ არ შეიძლება მისი გამარტივება. ჯერ ერთი, იდეისათვის სიკვდილი იდეის – იდეალის – ღვთაებრიობას ადასტურებს. სწორედ ამ აზ-რით ამბობდა ფრიდრიხ შლეგელი: „იდეები არიან უსასრულო, დამოუკიდებელი, მუდმივი თავის თავში მოძრავი ღვთაებრივი აზრები”, „იდე-ისათვის სიცოცხლე სიკვდილს ბედნიერს ხდის”, „იდეით ცოცხლობდე, – წერდა გოეთე, – იმას ნიშ-ნავს, რომ შეუძლებელს ისე იპყრობდე, თითქოს შესაძლებელი იყოს”.

იდეისათვის, იდეალისათვის სიკვდილი ადამი-ანის – ანთროპოსის – ისეთი მდგომარეობაა, რო-დესაც მას შეგნებული აქვს და მყარად სჯერა მისი უზენაესობა, იდეალის და საკუთარი არსების იგი-ვეობა. მაგრამ ეს არ არის ფანატიკური რწმენა, რომლის დროსაც რწმენა სუბიექტური განსჯის შედეგად არის მიღებული. ფანატიკური რწმენის დროს გონება არ მოქმედებს. გონება არ მუშაობს. აღნიშნული იდეის, იდეალისათვის სიკვდილის ფენომენის დროს განსჯა გასარწმუნოებულია და სარწმუნოება განსჯადი.

იდეალი შეიძლება იყოს ქარიზმატული პიროვ-

Page 105: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

104

ნება, ბელადი, პოლიტიკური ლიდერი, სამშობლო, მოვლენა, საგანი, პროცესი – „ნამდვილი რამ თა-ვის უმაღლეს ჭეშმარიტებაში” (ჰეგელი).

იდეისთვის (დავით აღმაშენებლის ქვის მოვლის ვალდებულების გამო) განუტევებს სულს ნოდარ წულეისკირის მოთხრობის „დავით აღმაშენებლის ქვა” (გმირი პანტე, და რაც ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს, ამ სიკვდილში პოვებს იგი ბედნი-ერებას, სიცოცხლის საზრისს: „უკეთეს სიკვდილს ვერ ინატრებდა ადამიანი. სასაცილოც კი იყო ამ-გვარი ფიქრი, მაგრამ პანტეს იმის ძალაც აღარ ჰქონდა აბეზარი ფიქრი მოეშორებინა და სიცოც-ხლის უკანასკნელი წამებისთვის მაინც შეეხედა მიწიერით ვალით”.

თვითშეწირვის დროს სიკვდილის ფენომენი, მისი ონტოლოგიური, გნოსეოლოგიური, რელიგი-ური და ა. შ. რაობა ერთი ფოკუსში იყრის თავს და რეალიზდება სიკვდილზე გონებით გამარჯვებით.

ამ დროს ადამიანს არ „სტკივა სიკვდილი”, არ აშინებს, მეტიც – სიკვდილი მას ბედნიერს ხდის, იგი სიკვდილში ითქვიფება, სიკვდილთან ერთიან-დება. აღნიშნულის ნათელ დადასტურებას წარ-მოადგენს იაპონური სეპკუ ანუ ხარაკირი, რომე-ლიც იაპონიაში ფართოდ გავრცელებულ თვითმ-კვლელობათა სხვა ფორმებს შორის ყველაზე მე-ტად არის მოწონებული.

პიროვნება, რომელიც ხარაკირს „იკეთებს”, ტკივილს არ განიცდის. იგი მშვიდად ირჭობს ხან-

Page 106: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

105

ჯალს მარცხენა ფერდში და ჭიპის ქვემოთ მარჯ-ვენა ფერდამდე მას ჰორიზონტალურად ატარებს. შემდეგ ხანჯლის მოძრაობას გარკვეული მიმარ-თულებით ვერტიკალურად აგრძელებს. თუ ამ გზით სიცოცხლე არ წყდება, ასეთ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ხარაკირს იკეთებს, ხანჯალს ყელში ირჭობს და სიცოცხლეს განდევნის სხე-ულიდან.

ყოველივე ეს კეთდება, როგორც წესი, მშვიდად, ტკივილის შეგრძენების სრული გამოვლენის გა-რეშე, მეტიც, ხარაკირებული ადამიანი „მკურნა-ლობს”, რიტუალის შესრულების კონტროლირე-ბას უსაბუთებს თავის საზეიმო განწყობილებას და ბედნიერებას.

ხარაკირის რიტალური დახვეწილობა და გან-საზღვრულიწესების თანმიმდევრობის აუცილე-ბელი დაცვა ამ რიტუალს სილამაზეს ანიჭებს და მიზანმიმართულებას აძლევს, ხელს უწყობს იაპო-ნელ სამურაებს ცხოვრებასთან კავშირის ლამაზ გადაწყვეტაში.

სიკვდილის, ანუ ფინალის, პრობლემა უნივერ-სალური ხასიათისაა იმ აზრით, რომ დგას ყველა ადამიანის წინაშე იმის მიუხედავად, რა პროფე-სიის, განათლების, რომელი სოციალური ფენის, რასის, მრწამსის და ა. შ. წარმომადგენელია იგი!

ეს პრობლემა დგას განუკურნებელი სენით შეპ-ყრობილი ადამიანის და სრულიად ჯანმრთელი ადამიანის წინაშე, ცხოვრების საზრისის დაკარ-

Page 107: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

106

გული ადამიანის და თავისი მდგომარეობით გა-ლაღებული ადამიანის წინაშე.

გლობალური გააზრებით სიკვდილის პრობლემა დგას არა მხოლოდ მოაზროვნე ცხოველის – ადა-მიანის წინაშე, არამედ საერთოდ ცოცხალ არსება-თა და კერძოდ, ცხოველთა წინაშეც. ასეთი ახსნის შემდეგ ალბათ უფრო გასაგებია დიმიტრი უზნა-ძისეული დეფინიცია, რომლის თანახმად სიკვდი-ლი არის ჭურჭელი, სიცოცხლე კი სითხე. როგორც ჭურჭელი ფორმას აძლევს სითხეს, ისე სიკვდილი აფიქსირებს სიცოცხლის რაობას, თავს უკრავს მას, ამის ანალოგიურად, სიკვდილის გააზრების ფორმა სიცოცხლის რაობას განაპირობებს.

კაცობრიობის ისტორიაში აღინიშნა სიკვდილ–სიცოცხლის, სიკვდილის წინაშე შიშის და სიცოც-ხლის ღირებულების ადამიანებისათვის ყველაზე მისაღები მოდელის გონივრული, ღვთაებრივი შემუშავება. მას შემდეგ, როდესაც სიკვდილის შიში ვერ დაძლია, სიცოცხლის რაობა ვერ ახსნა პოზიტიური ხასიათის ღირებულებებმა, მოინახა თვით სიკვდილის პოზიტიურობის ყოვლადძლი-ერი ფორმულა – „სიკვდილისა სიკვდილითვე”. ამ ფორმულამ მოხსნა სიძნელე, დაამარცხა სიკვდი-ლი. „ესე საწუთრო არს, არახილული იგი საუკუ-ნოი” – რეალიგიური მსოფლგაგების ამ საძირკ-ველზე აშენებული სიკვდილ–სიცოცხლის ურ-თიერთობა, შიში სიკვდილის წინაშე, მარტივად და მისაღებად აიხსნა.

Page 108: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

107

ბიოეთიკის ძირითადი კატეგორის – სიცოცხ-ლე–სიკვდილის რაობის შესახებ ფილოსოფიურ, რელიგიურ სისტემებში, კულტუროლოგიაში დაგ-როვილი მეტად მდიდარი, მრავალფეროვანი მასა-ლის ზოგადი მიმოხილვაც კი ადასტურებს იმას, რომ ყოფნა–არყოფნის ანუ სიცოცხლე–სიკვდი-ლის, პრობლემა ადამიანის (მათ შორის ავადმყოფი ავადმყოფის) უძირითადესი ფენომენია და, რაც მთავარია, არ არის მიკვლეული ამ პრობლემის საბოლოო, ყოვლისმომცველი ახსნა. თითოეულ ადამიანს მისი ახსნის ინდივიდუალური (შეიძლე-ბა ითქვას უნიკალური) მოდელი აქვს შექმნილი. ამ თვალსაზრისით საინტერესოა რუსი მოაზროვ-ნის ნიკოლოზ ბერდიაევის დასკვნა: მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვეძებდი პასუხს კითხვაზე: „რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი?” მივაგენი – ჩემი ცხოვრების მიზანია ვეძებდე პასუხს კითხვა-ზე: „რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი!”

ბიოსამედიცინო ეთიკამ ძირფესვიანად შეცვალა ტრადიციული წარმოდგენა სიკვდილზე. ეთიკური დისკუსიების ამგვარი ცვლილებები მნიშვნელო-ვანწილად განაპირობა თანამედროვე სამედიცი-ნო–ბიოლოგიური მეცნიერების, კერძოდ, რეანი-მატოლოგიის წარმატებებმა. ადამიანთა დიდი ნაწილის შეგნებაში სიკვდილი დაკავშირებულია სუნთქვისა და გულისცემის შეწყვეტასთან, რაც არ შეესატყვისება თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს.

Page 109: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

108

ამჟამად რეანიმაციული ღონისძიებებით შე-საძლებელია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნე-ბა სუნთქვისა და გულის მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც. უფრო მეტიც, ხელოვნური სუნთქვის აპარატის, ხელოვნური თირკმლის, კარდიოსტი-მულატორების, გულის კლაპანური აპარატის, პროთეზითა და სხვა საშუალებათა გამოყენებით ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შენარჩუნებულ იქნას საკმაოდ ხანგრძლივი დროით. ეთიკური მე-დიცინის წარმომადგენელთა მტკიცებით, ზღვა-რი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განისაზღ-ვრება არა გულისა და ფილტვების მოქმედებით, არამედ ადამიანის თავის ტვინის სიცოცხლისუ-ნარიანობით. სანამ ტვინი ცოცხალია, ადამიანიც ცოცხალია, თუნდაც გული გაჩერდეს და სუნთ-ქვა შეწყდეს, ადამიანი მკვდარია თუ მისი ტვინი შეუქცევადად იღუპება, თუნდაც გული ძგერდეს და ფილტვები სუნთქავდეს. ახლა უფრო დაწვრი-ლებით ადამიანის ტვინის სიკვდილის კრიტერი-უმების შესახებ.

ინტენსიური თერაპიის განვითარების შედეგად წარმოშობილ ეთიკურ პრობლემებს შორის განსა-კუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ადამიანის მყარ ვეგეტატიურ მდგომარეობასთან დაკავში-რებული საკითხები. მყარი ვეგეტატიური მდგომა-რეობა ხასიათდება ცნობიერების ნიშნების უქონ-ლობით, გარემოსთან გაცნობიერებული ურთიერ-თობის არ არსებობით, ამასთან შენარჩუნებულია

Page 110: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

109

ძილისა და ღვიძილის ფაზები, დამოუკიდებელი სუნთქვა და ტვინის ღეროს რეფლექსები, რომლე-ბიც არეგულირებენ ჰომეოსტაზს. ასეთ მდგომა-რეობაში მყოფ პაციენტს დაკარგული აქვს ღეჭ-ვისა და ყლაპვის უნარი და ვერ ახდენს ტკივილზე ადეკვატურ რეაგირებას.

მყარი ვეგეტატიური მდგომარეობა, როგორც წესი, ვლინდება ავადმყოფის კომიდან გამოსვლის შემდეგ და შეიძლება შენარჩუნდეს ხანგრძლივი დროით – რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვით ან წლებითაც კი. ასეთი ავადმყოფები მთლიანად ძვი-რადღირებულ სამედიცინო მხარდაჭერაზე არიან დამოკიდებული და ხანგრძლივი დროით მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ბუნებრივად იბადება კითხვა: რამდენადაა გამართლებული ამ-გვარი ავადმყოფის მიმართ ხანგრძლივი აქტიური თერაპიულ ღონისძიებების ჩატარება და მათი სი-ცოცხლის შენარჩუნება.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა გაირკვეს ავადმყოფის ვეგეტატუ-რი მდგომარეობიდან გამოსვლის ალბათობის სა-კითხი. ამ მხრივ უკანასკნელ წლებში სამედიცინო და ეთიკური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელო-ვანი ცვლილებები მოხდა. კერძოდ, თუკი 1982 წელს თვალსაჩინო ნევროლოგები თვლიდნენ რომ ვეგეტატიური მდგომარეობის შენარჩუნება შე-საძლებელია სულ რაღაც 2–4 კვირით, უკვე 1988 წელს აღწერილ იქნა სრული რეაბილიტაციის 11

Page 111: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

110

შემთხვევა ავადმყოფების მითითებულ მდგომა-რეობაში შვიდკვირიანი ყოფნის შემდეგ. იმავე წელს ოფიციალურად იქნა აღიარებული ვეგეტა-ტიურ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებისადმი დაკვირვების წარმოება ერთიდან სამი თვის გან-მავლობაში მათი მდგომარეობის შეუქცევადობის დადგენის მიზნით. ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო და-მუშავება მეთოდებისა, რომლებიც ვეგეტატიური მდგომარეობიდან ავადმყოფის გამოყვანის საშუ-ალებას იძლეოდნენ 4–6 თვის შემდეგ.

ამჟამად მყარ ვეგეტატურ მდგომარეობაში მყო-ფი ავადმყოფებისათვის კრიტერიუმად მიჩნე-ულია თორმეტი თვე. აქვე უნდა დავამატოთ, რომ დაფიქსირებულია რამდენიმე შემთხვევა ავადმ-ყოფების მყარი ვეგეტატიური მდგომარეობიდან გამოყვანისა და მათი ცნობიერების აღდგენისა 2–3 წლის შემდეგ. ყველაფერი ეს ნათლად მიუთი-თებს უიმედო პროგნოზის კრიტერიუმების ცვა-ლებადობაზე, რამაც ზოგიერთ სპეციალისტს სა-ფუძველი მისცა უარი ეთქვა „მყარი ვეგეტატიური მდგომარეობის” ცნებაზე და მოეთხოვა ამგვარი პათოლოგიის შექცევადობის შეფასების მიზნით შემდგომი გამოკვლევების წარმოება.

ავადმყოფის ვეგეტატიურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ბიოეთიკურ პრობლემების გან-ხილვისას აუცილებელია გამოვყოთ ამ პრობლე-მის ერთ–ერთი მნიშვნელოვანია სპექტი, რომლის გადაწყვეტით თანამედროვე საზოგადოებრიობა

Page 112: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

111

მეტად დაინტერესებულია. იმის გათვალისწინე-ბით, რომ ამგვარ ავადმყოფთა სიცოცხლის შე-ნარჩუნება საზოგადოებას ძალზე ძვირი უჯდე-ბა, თანაც მათი მკურნალობის ახალი მეთოდების შედეგები ჯერ კიდევ საკმაოდ პრობლემატურია, ყველაფერ ამას დავუმატოთ ასეთი ავადმყოფთა საკმაოდ დიდი რიცხვი (მარტო აშშ 10–დან 15 ათასამდე მოზრდილი და 40–დან 10 ათასამდე ბავშვი), საკითხი ასე დგება: მას შემდეგ, რაც მყა-რად დადგინდა ამგვარ ავადმყოფთა მდგომარე-ობის შეუქცევადობა, რამდენად მიზანშეწონილია მათი მკურნალობის გაგრძელება? ამ საკითხზე ბიოეთიკოსებს შორის არ არის ერთიანი აზრი, თუმცა მათი უმრავლესობა (გამოკითხულთა 75% წინააღმდეგია ამგვარ ავადმყოფთა მკურნა-ლობის შეწყვეტისა; ისინი თვლიან, რომ ამჟამად შეუძლებელია ამ კითხვაზე ერთნიშნა პასუხის გა-ცემა და კაცობრიობის კიდევ დიდხანს მოუწევს მისი განხილვა. ეს გასაგები უნდა იყოს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამგვარ დაავადებათა პროგნოზირების ნებისმიერი მეთოდი ალბათური ხასიათისაა და მხოლოდ დღევანდელი დღისათვის აქვს მნიშვნელობა.

ადამიანის სიცოცხლის უმაღლესი ღირებულები-დან გამომდინარე, ექიმი და საზოგადოება მთლი-ანად ვალდებულია ყველაფერი იღონოს იმისათ-ვის, რათა აღადგინოს და შეინარჩუნოს ადამიანის სიცოცხლე. სხვაგვარი მიდგომა, იმის მტკიცება,

Page 113: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

112

რომ საზოგადოებამ არ უნდა გაიღოს დიდი ხარ-ჯები სრულიად უპერსპექტივო ავადმყოფების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, იმის მიმა-ნიშნებელია, რომ საზოგადოების ფინანსური ინ-ტერესელი დომინირებს მის ზნეობრივ ნორმებ-ზე, რასაც საბოლოო ჯამში შეუძლია გამოიწვიოს კაცობრიობის მიერ საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული ეთიკური ნორმების კრახი. სამ-წუხაროდ, დღესდღეობით თვით განვითარებულ ქვეყნებშიც კი ეს ზნეობრივი ნორმა არცთუ იშ-ვიათად ირღვევა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ XXI საუკუნეში როგორც სახელმწიფო, ისე საზო-გადოებრივი ორგანიზაციები მეტად მნიშვნელო-ვანი პრობლემის გადაწყვეტას მეტ ყურადღებას დაუთმობენ, რაც უსათუოდ შეუწყობს ხელს მის სამართლიან და ღირსეულ გადაწყვეტას.

სიკვდილის ახალი კონცეფცია ჯანდაცვის სფე-როს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა, თუმცა ტვინის სიკვდილის ცნების ფილოსოფიური დასა-ბუთება ექიმ–მედიკოსთა უმრავლესობამ უყოყმა-ნოდ მიიღო და დაიწყო კიდევაც მისი გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში.

სიკვდილის კრიტერიუმების სწორად გამოყე-ნების მიზნით ამერიკის სამკურნალო დაწესე-ბულებებში შეიქმნა სპეციალური კომისიები, რომლებშიც ჩვეულებრივ შედიოდა თერაპევტი, ელექტროენცეფალოგრაფიის სპეციალისტი და

Page 114: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

113

ნევროპათოლოგი ან ნეიროქირურგი. ამ კომისიის ამოცანა იყო ავადმყოფის ისტორიის შესწავლა და ავადმყოფთა გამოკვლევა მანამ, სანამ ტვინის სიკვდილის ეჭვით მათ რეანიმაციულ ღონისძი-ებებს შეუწყვეტდნენ. ამ კომისიების საქმიანობა მიზნად ისახავდა მკურნალი ექიმისათვის საკონ-სულტაციო დახმარების აღმოჩენას, იმის დადგე-ნას, ნამდვილად შეესაბამება თუ არა ავადმყოფის მდგომარეობა ტვინის სიკვდილის კრიტერიუმებს. როცა ექიმი მოახდენდა სიკვდილის კონსტანტა-ციას, ამის შემდეგ ყველა რეანიმაციული ღონის-ძიება წყდებოდა და გვამს მიღებული საერთო წესების შესაბამისად ექცეოდნენ. იმ შემთხვევა-ში, როცა დგებოდა საკითხი გარდაცვლილის ამა თუ იმ ორგანოს გადასანერგად შესაძლო გამოყე-ნების შესახებ, საკონსულტაციო კომისიის არც ერთ წევრს უფლება არ ჰქონდა კავშირი ჰქონო-და მკურნალ ექიმთან ან ქირურგთან, რომელსაც ტრანსპლანტაცია უნდა განეხორციელებინა.

ტვინის სიკვდილთან დაკავშირებული ეთიკური პრობლემები მჭიდროდაა გადახლართული ამავე პრობლემის იურიდიულ ასპექტებთან.

სიკვდილის საყოველთაოდ მიღებული იურიდი-ული განსაზღვრება, რომელიც ადამიანის გული-სა და ფილტვების შეუქცევად დაკარგვას გულის-ხმობს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამედიცინო თვალსაზრისით მოძველებულია, ვინაიდან რე-ანიმაციული ღონისძიებებით შესაძლებელია ამ

Page 115: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

114

ორგანოთა ფუნქციის აღდგენა. თუმცა ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი კარგავს ყოველ-გვარ აქტიურობას და სახეზეა სიკვდილის ყველა ნევროლოგიური სიმპტომი. იბადება კითხვა: ბო-ლოსდაბოლოს, მკვდარია თუ ცოცხალია ასეთი ადამიანი? ეს დილემა მთელი სიმწვავით დგება სისხლის სამართლის კანონმდებლობის წინაშე. შესაძლო მკვლელობის თავიდან აცილების მიზ-ნით ეს საკითხი სადღეისოდ ასე ისმება: რისგან დაიღუპა ადამიანი – სიცოცხლისათვის შეუთავ-სებადი დარღვევებისაგან თუ რესპირატორის გა-მორთვის შედეგად?

ამგვარი შემთხვევები ძირითადად დაკავშირე-ბულია იმ პირთა სიკვდილის მიზეზების დადგე-ნასთან, რომლებშიც რეგისტრირებული იყო ტვი-ნის სიკვდილის ნიშნები, გამოწვეული ძალადობ-რივი ქმედებით, ხოლო მათი შინაგანი ორგანოები შემდგომ გამოყენებული იქნა გადასანერგად. ასეთ სიტუაციებთან დაკავშირებით აშშ–ში მრა-ვალი სასამართლო საქმე იქნა განხილული. ბევ-რი ასეთი საქმე თავიდან იქნებოდა აცილებული, თუკი ტვინის სიკვდილი, როგორც ადამიანის სიკ-ვდილის გამოვლენა, დროულად შეიძენდა იური-დიულ სტატუსს. საბედნიეროდ, სადღეისოდ ეს ნაკლი უკვე გამოსწორებულია და ამერიკის ყვე-ლა შტატში ასეთი სტატუსი უკვე არსებობს.

ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ ყველაფერი წესრიგ-შია. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ

Page 116: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

115

კანონში პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და-ფიქსირდა, რომ „პირი გარდაცვლილად ჩაითვლე-ბა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის სა-მინისტროს მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრული და პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული კრიტერიუმე-ბით დადგინდება პაციენტის თავის ტვინის ფუნქ-ციის სრული, შეუქცევადი დათრგუნვა”.

როგორია ექიმისა და ავადმყოფის ოჯახის წევ-რების მორალური პასუხისმგებლობა განსაკუთ-რებული ღონისძიებებით ავადმყოფის სიცოცხ-ლის შენარჩუნებისა მაშინ, როცა სავსებით ცხა-დია, რომ ეს ადამიანი ვერასოდეს ვერ შეძლებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას და გარშემო მყოფ სხვა ადამიანებთან კონტრაქტი-რებას? თანამედროვე კანონმდებლობა ამ კითხ-ვაზე პასუხს ვერ იძლევა. ექიმს პრობლემის სამე-დიცინო ასპექტების გათვალისწინებით, ცხადია, შეუძლია სიცოცხლის უზრუნველმყოფი ღონის-ძიებების ღირებულების შეფასება, მაგრამ ამ კითხვაზე მთავარი პასუხის გაცემა, ალბათ, თვით ავადმყოფს უნდა დაეკისროს, მას რომ ამის უნა-რი ჰქონდეს. სადღეისოდ გაურკვეველია ისიც, შესაძლებელია თუ არა ასეთი უფლების ავადმყო-ფის ოჯახის წევრებისათვის დაკისრება.

ტვინის სიკვდილის პრობლემის განხილვას ლო-გიკური აუცილებლობით მივყვავართ ბიოეთიკუ-რი დისკუსიების ერთ–ერთ ძირითად საკითხთან

Page 117: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

116

– ესაა საკითხი იმის შესახებ, აქვს თუ არა ავად-მყოფს სიკვდილის უფლება? ეს საკითხი განსა-კუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მედიცინის მუშაკებმა შესაძლებელი გახადეს სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება, მაგრამ იმავდროულად საგრძნობლად გაიზარდა ხანში-შესულ ინდივიდების რიცხვი. ხანდაზმულ ადა-მიანებისათვის განკუთვნილ საავადმყოფოებსა და სახლებში ძაბუნდება დანელ–ნელა იღუპება უამრავი მოხუცი; სამედიცინო დაწესებულებები იძულებული არიან უზრუნველყონ თანამედრო-ვე დონეზე მათი საუკეთესო მომსახურება; ეს იმ დროს, როცა ბევრ ამგვარ ავადმყოფს სურს მის-ცენ მას სწრაფი და უმტკივნეულო სიკვდილის შე-საძლებლობა და აი, კალიფორნიის შტატის საკა-ნონმდებლო ორგანოებმა პირველად შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც ტერმინალურ მდგო-მარეობაში მყოფ ავადმყოფს თავისი სიცოცხლის ღირსეულად დასრულებას ანიჭებს. ვინაიდან სიკ-ვდილი გარდაუვალია, აუცილებელია გავხადოთ ეს გარდაუვალობა ადამიანური და რამდენადაც შესაძლებელია – უმტკივნეულო, აცხადებენ კა-ნონმდებლები. ამ მიზნით მოწოდებულ იქნა სპე-ციალური დოკუმენტის გაფორმება, რომელიც ასახავს ადამიანის უკანასკნელ ნებასურვილს და რომელსაც ხელი მოეწერება იმ დროს, როცა ის სრულ გონებაზეა. მისი ტექსტი ასეთია: „თუკი მე მომელის განუკურნებელი სენით დაავადება,

Page 118: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

117

რომლის დროსაც ორი ექიმის აზრით არ არსებობს გამოჯანმრთელების არავითარი საფუძველი მე მსურს მომცენ სიკვდილის უფლება, არ შემინარ-ჩუნონ სიცოცხლე ხელოვნური საშუალებების ან გმირული ქსელების გამოყენებით”. ადამიანის ამ-გვარ ნებასურვილის შესრულებას, 1985 წლის მო-ნაცემებით, იურიდიულად სავალდებულოდ ითვ-ლებოდა ამერიკის 12 შტატში.

საინტერესოა განსახილველი პრობლემის კიდევ ერთი ასპექტი: საქმე ეხება მასობრივი კატასტ-როფებისა და ომების სიტუაციებს როცა გარდა-უვალი ხდება უფრო პერსპექტიული ავადმყოფე-ბისა და დაჭრილების გამორჩევა წამლებისა და აპარატურის საკმაო რაოდენობით უქონლობის, ან სათანადო პერსონალის არასაკმარისობის გამო. შედეგად სრულიად სიცოცხლისუნარიანი და გადარჩენის გარკვეული შანსის მქონე ადა-მიანების დახმარების გარეშე რჩებიან და უმწეო მდგომარეობაში ვარდებიან. ასეთ ვითარებაში დაინტერესებული პირები უნდა ეცადონ გამოძებ-ნონ ისეთი ტაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებულთა მაქსიმალური რაოდენობის სი-ცოცხლის შენარჩუნებას.

მას შემდეგ, რაც საზოგადოება ბიოლოგიური სიკვდილის კრიტერიუმად ტვინის სიკვდილის აღიარებას დაეთანხმა (ოღონდ ფორმალურად და არა ფსიქოლოგიურად!), ის წააწყდა ტვინის სიკვ-დილის სამნაირ განსაზღვრებას: 1. მთელი ტვინის

Page 119: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

118

დაღუპვა ღეროს ჩათვლით, შეუქცევადი უგონო მდგომარეობა, დამოუკიდებელი სუნთქვის შეწ-ყვეტა და ყველა ღეროსებრივი რეფლექსის გაქ-რობა; 2. ტვინის ღეროს დაღუპვა (შეიძლება შე-ნარჩუნებული იყოს ტვინის ნახევარსფეროების სიცოცხლისუნარიანობის ნიშნები, კერძოდ, მათი ელექტრული აქტივობა); 3. ტვინის იმ ნაწილების დაღუპვა, რომლებიც განაგებენ ცნობიერებას, აზროვნებას, ე. ი. ადამიანის როგორც პიროვნე-ბის შენარჩუნებას. ამ განსაზღვრებების გარშემო კამათი არათუ წყდება, არამედ, პირიქით, სულ უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იღებს. დავიწ-ყოთ ბოლო, მესამე, ვარიანტით. თუ ჩვენ მას და-ვეთანხმებით, მაშინ ფორმალური ლოგიკის თა-ნახმად, დაისმება არა მარტო ასეთი ადამიანებს მკურნალობის საკითხი, არამედ გადასანერგად მათი ცალკეული ორგანოების აღების საკითხიც. აქედან გამომდინარე, ჩვენი დამოკიდებულება მესამე ვარიანტისადმი უნდა იყოს ცალსახა უარ-ყოფითი; მართლაც, ამერიკასა და ევროპის უმე-ტეს ქვეყნებში ასეთი პოზიცია იურიდიულად და-კანონებულია. იგივე პოზიციაა დაფიქსირებული საქართველოს პარლამენტის მიერ. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, რომელიც მიღებულია ინგლის-ში, საზოგადოებისათვის ის საშიში არ არის, ვინა-იდან ამგვარი ავადმყოფები განწირულნი არიან, ყოველ შემთხვევაში სადღეისოდ მათი ხსნის შე-საძლებლობა ნულის ტოლია.

Page 120: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

119

ამგვარად, ბიოეთიკის მიხედვით ჩვეულებრივი წარმოდგენა სიკვდილზე, როგორც ერთჯერა-დად, ერთმომენტიან აქტზე, უნდა შეიცვალოს „საფუძვლიანი” წარმოდგენით: დასაწყისში იღუ-პება ტვინის ქერქი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უმაღლესი პიროვნული თვისებების – აზროვნების და ნებელობის რეალიზაციას.

ამგვარი მდგომარეობა შეიძლება წლობით გაგ-რძელდეს, რადგან ტვინის დაუზიანებლად დარ-ჩენილ ნაწილს (უპირველეს ყოვლისა ტვინის ღე-როს) აქვს უნარი მართოს ორგანიზმის ჰომეოსტა-ზი, სამედიცინო პერსონალის მინიმალური დახ-მარების პირობებში. ქერქის დაღუპვის შემდეგ იღუპება ტვინის ღერო, რის შედეგად ადამიანის ორგანიზმი მთლიანად კარგავს ჰომეოსტაზის შე-ნარჩუნების უნარს. ამ შემთხვევაშიც, უახლოეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შესაძ-ლებელია გულისა და მრავალი შინაგანი ორგანოს მოქმედების შენარჩუნება ხანგრძლივი დროით, რაც ადამიანის სიცოცხლის გარკვეული მინიმა-ლური დონით შენარჩუნების ტოლფასია. შემდეგი ეტაპი – ეს არის შინაგანი ორგანოების სიკვდილი, როცა საბოლოოდ წყდება ადამიანის მთლიანი სა-ხით არსებობა, თუმცა ზოგიერთი უჯრედი ამის შემდეგაც შეიძლება იზოლირებული იქნას და სპე-ციალურ მკვებავ გარემოში მოთავსებით შეინარ-ჩუნოს სიცოცხლისუნრიანობა. ვინაიდან სომატუ-რი უჯრედების ბირთვები მთლიანად ინარჩუნებს

Page 121: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

120

გენების წყობას, შეიძლება ითქვას, რომ გარდაც-ვლილი ადამიანის სიცოცხლის რაღაც ნაწილს (ნაპერწკლის) შენარჩუნება სავსებით შესაძლებე-ლია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თანა-მედროვე ემბრიოლოგიაში წარმატებით ექსპერი-მენტი ტარდება ფანტასტიკურად მოგვეჩვენება მომავალში გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხ-ლება. სხვა საკითხია გაცოცხლებული ადამიანი იგივენაირი იქნება, რაც სიკვდილამდე იყო?

სუიციდი და ევთანაზია როგორც ეთიკური პრობლემები

სუიციდის (თვითმკვლელობის) პრობლემა ბიო-ეთიკის ერთ–ერთი აქტუალური ფენომენია. გან-საკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი სამი ძირითადი ასპექტი: 1. როგორ უნდა შეფასდეს სუიციდი – როგორც ამორალური ქმედება თუ კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვები გადაწყვე-ტილება? 2. ეთიკური თვალსაზრისით დასაშვებია თუ არა სუიციდის აღმკვეთი იძულებითი ზომების მიღება? 3. აქვს თუ არა ექიმს უფლება უყურად-ღებოდ დატოვოს პაციენტის გადაწყვეტილება – უარი თქვას სასიცოცხლო თერაპიაზე?

ამ რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა გაადვილ-დება, თუ წინასწარ მოხერხდება სუიციდის ცნე-ბის მეტნაკლებად მისაღები შინაარსის დადგენა,

Page 122: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

121

რაც, მიუხედავად მრავალი ცდისა, ბიოეთიკოსებ-მა დღემდე ვერ მოახერხეს.

მაგალითად, შეიძლება თუ არა თვითმკვლელო-ბას მივაკუთვნოთ ყველა ის შემთხვევა, როდესაც ადამიანი შეგნებულად წირავს საკუთარ სიცოც-ხლეს ისეთი მიზნის მისაღწევად, რომელიც მას უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია? საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ასეთ ადამიანს კანტიც არ თვლიდა თვითმკვლელად, თუმცა მას საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავედ მიიჩნევდა.

ბიოეთიკოსები, რომლებიც მიზეზის განურჩევ-ლად სუიციდს ამორალურად მიიჩნევენ, თავისი შეხედულებების სისწორის დასამტკიცებლად შემ-დეგი სახის არგუმენტებს იშველიებენ: 1. თვითმ-კვლელობა არღვევს სახარებისეულ მცნებას „არა კაც ჰკლა!” და ამდენად, ღვთაებრივი ნებისადმი დაუმორჩილებლობის აშკარა აქტივს წარმოად-გენს; 2. თვითმკვლელობა ცოდვაა, ვინაიდან ეწინააღმდეგება „ბუნებრივ კანონს, რომელიც თითოეულ ადამიანს ავალდებულებს უყვარდეს თავისი თავი; 2. თვითმკვლელობა ამორალურია, ვინაიდან ზიანს აყენებს სხვა ადამიანებს, საზო-გადოებას მთლიანად.

საპირისპირო პოზიციის სპეციალისტები აანა-ლიზებენ ამ არგუმენტებს და ასკვნიან, რომ ისინი არ გამოდგება იმის დასასაბუთებლად, რომ სუიცი-დი აბსოლუტურად ამორალურია. სუიციდი, მათი აზრით, რასაკვირველია, კარგი არ არის, მაგრამ

Page 123: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

122

არც დიდი უბედურებაა, თვითმკვლელობა ისევე „ცუდია”, როგორც, მაგალითად, სიგარეტის მო-წევა ან უსაფრთხოების ქამრის გამოუყენებლობა, მაგრამ არცერთი მათგანი ჯერ კიდევ ტრაგედია არ არის. დადგენილია, რომ ადამიანები შექმნილი სიტუაციის გონივრული, რაციონალური ანალი-ზის საფუძველზე ძალზე იშვიათად მიდიან თვით-მკვლელობის აზრამდე. ისინი ითვალისწინებენ სხვადასხვა მოტივებსა და ფაქტორებს, რომლებ-საც შეუძლიათ არსებითი ხასიათის ზეგავლენა მოახდინონ ადამიანის მიერ სუიციდისადმი დამო-უკიდებლობის განსაზღვრაში, დაწვრილებით არ-კვევენ პოტენციური სუიციდენტის ნათესავებისა და ექიმების მორალურ ვალდებულებებს. ექიმის მოვალეობანი გარკვეულწილად იმაზეც არის და-მოკიდებული, სად ხვდება იგი თვითმკვლელობის ფაქტს (ან მისთვის მომზადებას) – საავადმყოფოს პირობებში თუ მის ფარგლებს გარეთ;

თუმცა ამის მიუხედავად ექიმი მოვალეა ყველა საშუალება იხმაროს იმისათვის, რომ დაეხმაროს ინდივიდს სიცოცხლესთან ნებაყოფლობითი გა-მოთხოვების საკითხისადმი გონივრულად მიდგო-მაში. გასათვალისწინებელია ის, რომ თვითმკვ-ლელობის ძალდატანებითი აკრძალვა ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა. აღნიშნული მოსაზ-რების წარმომადგენელთა მსჯელობის თანახმად, თუკი მოზრდილი კომპეტენტური ინდივიდი თა-ვის მოკვლას გადაწყვეტს, ჩვენ მის პოზიციას პა-

Page 124: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

123

ტივისცემით, გაგებით უნდა მოვეპყრათ, თავდა-პირველად სუბიექტის ნდობა დავიმსახუროთ და სიტუაციის გათვალისწინებით ვიმოქმედოთ.

პატერნალისტურად ორიენტირებულ მკვლევა-რებს დასაშვებად მიაჩნიათ სუიციდის თავიდან აცილება იძულებითი საშუალებების გამოყენე-ბით. თავის ამგვარ პოზიციას ისინი იმით ასაბუ-თებენ, რომ სუიციდის გადაწყვეტილებას თავისი ბუნებით ირაციონალურად და უკვე დაწყებული სულიერი დაავადებების ერთ–ერთ გამოვლენად მიიჩნევენ, ძალდობის გამოყენებას ისინი საზოგა-დოების ინტერესების დაცვით, აგრეთვე თვითმკ-ვლელობის ამორალურობაზე მითითებით ამართ-ლებენ. ისინი სვამენ კითხვას: სინამდვილეში სურს თუ არა ინდივიდს სიკვდილი, როც ის თვითმკვლე-ლობის ცდას მიმართავს, და თვითონვე უარყოფი-თად პასუხობენ ამ კითხვას. მათი აზრით, ასეთი ცდები უმეტეს შემთხვევაში მიზნად ისახავს არა სიცოცხლის შეწყვეტას, არამედ სუიციდენტის არსებობის პირობების გაუმჯობესებას. ამგვარი ქცევით ინდივიდი გარშემო მყოფთ აცნობებს, თუ რაოდენ უკმაყოფილოა იგი იმ სიტუაციით, რო-მელშიც აღმოჩნდა. როგორც გამოკვლევები გვიჩ-ვენებს, თვითმკვლელობის ცდები ხშირად ნამდ-ვილად აუმჯობესებს სუიციდენტის ცხოვრების პირობებს. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ასეთი ფაქტი: ერთი წლის განმავლობაში მხო-ლოდ 1% მიმართავს თვითმკვლელობის განმე-

Page 125: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

124

ორებით ცდას. დროის უფრო ხანგრძლივ ინტერ-ვალში თვითმკვლელობის განმეორებითი ცდების რაოდენობა 5–15%–ს არ აღემატება. ეს დაკვირ-ვებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს თვითმკვ-ლელობის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების სისწორის, მორალური დასაბუთებისათვის.

თვითმკვლელობის საწინააღმდეგო სამსახურის შექმნის შემთხვევაში აუცილებელია, რომ მან რა-იმე უხერხულობა არ შეუქმნას იმ პირებს, რომ-ლებიც არ ფიქრობენ სიკვდილზე და ამავე დროს არ შეავიწროვონ ნამდვილი თვითმკვლელები ე. ი. ის პირები, რომლებიც სერიოზული განსჯის შე-დეგად მივიდნენ ასეთ გადაწყვეტილებამდე. სუ-იციდის თავიდან ასაცილებელი ზომები არ უნდა იყოს მტკივნეული, უსიამოვნო და ხანგრძლივი. სამედიცინო პერსონალმა, საზოგადოებამ გადა-უდებელი დახმარება უნდა გაუწიოს ყველა პირს, რომლებიც მათი მხედველობის არეში მოხვდება. მათი ჰოსპიტალიზაციის დროს 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინდი-ვიდს შესაძლებლობა ეძლევა გაიზაროს მის მიერ თავის თავისადმი გამოტანილი სასჯელის რაობა. საზოგადოებას „ჭეშმარიტი თვითმკვლელების” უფლებების დასაცავად შეუძლია ღონისძიებების მთელი სისტემის შექმნა. პირებს, რომლებსაც სინამდვილეში სურთ სიკვდილი, შეუძლიათ (მას შემდეგ, რა ისინი თავისი განზრახვის რეგისტ-რირებას მოახდენენ და მოკლე „საცდელ ვადას”

Page 126: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

125

გაივლიან) მოითხოვონ საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ უმტკივნეულო სიკვდილს. აღ-ნიშნულ პრობლემაზე მომუშავე სპეციალისტების აზრით, მოქალაქეთა ცხოვრებაში ამგვარი დელი-კატური ჩარევა საშუალებას მოგვცემს ვიხსნათ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც სათანადო მოტივაციის გარეშე მიმართავენ თვითმკვლელო-ბას. ეს ჩარევა ამავე დროს არ იწვევს პიროვნების თავისუფლების რაიმე სერიოზულ შეზღუდვას.

სასიცოცხლო თერაპიაზე უარის თქმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს განხილული, რო-გორც თვითმკვლელობის პასიური ფორმა, როცა უარის მიზანია სიცოცხლის ხელყოფა და არა სხვა რაიმე მორალური ვალდებულებების შესრულება. ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხს ეძღვნება რ. მაკლინის ნაშრომი, რომელ-შიც დაწვრილებით გაანალიზებულია „იეღოვას მოწმეების” სექტის წევრთა მიერ დონორული სის-ხლის გადასხმაზე უარის თქმის შემთხვევები. ავ-ტორის აზრით, საზოგადოებამ მხოლოდ იმ შემთხ-ვევაში უნდა აღიაროს პაციენტის უფლება – უარი თქვას სასიცოცხლო თერაპიაზე როცა ასეთი გა-დაწყვეტილება „კომპეტენტური პირის” მიერაა მიღებული ეს უარი შეიძლება დასაბუთდეს არა მარტო კონსტიტუციის შესაბამის მუხლზე მითი-თებით, არამედ უფრო ფუნდამენტურ პრინციპზე დაყრდნობით, როგორიცაა ადამიანის უფლება დამოუკიდებლად გადაწყვეტის დროს სასამარ-

Page 127: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

126

თლო ინსტანციები წინააღმდეგობას ხვდებიან. ჩვეულებრივ, სასამართლო ამ საკითხების გადაწ-ყვეტის დროს მხედველობაში იღებს პაციენტის მდგომარეობას, სასიცოცხლო თერაპიაზე კომ-პეტენტური უარის თქმის უფლებას, აგრეთვე მე-სამე პირის (მაგალითად, ბავშვების ინტერესებს). ავტორი არ მალავს თავის კმაყოფილებას ოჰაიოს შტატის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვე-ტილების გამო, რომლის საფუძველზეც ექიმებს ნება დაერთოთ სისხლი გადაესხათ იმ ბავშვისათ-ვის, რომელიც „იეღოვას მოწმეების” სექტის წევ-რის ოჯახში ცხოვრობდა. სასამართლო გადაწყ-ვეტილებაში ნათქვამი იყო რომ თუმცა მშობლებს უფლება აქვთ გარკვეულ პირობებში დათრგუნონ თავისი ბავშვის თავისუფლება, მაგრამ არ არსე-ბობს არავითარი საფუძველი (რელიგიური თუ სხვა), რომელიც მათ შვილისათვის სიცოცხლის წართმევის უფლებას მისცემდა.

მსგავსი სიტუაციების განხილვის დროს მკვლე-ვარები არც ექიმის უფლებებს ივიწყებენ და აღ-ნიშნავენ, რომ ექიმს უფლება აქვს უარი თქვას პა-ციენტის მიერ მისთვის თავს მოხვეულ „არასწორ” თერაპიაზე. კერძოდ, პაციენტს არა აქვს უფლე-ბა მოითხოვოს ექიმისაგან, რომ ამ უკანასკნელ-მა რეკომენდებული ოპერაცია „ჩვეულებრივად” ჩაატაროს, ოღონდ სისხლის გადასხმის გარეშე. ამ მდგომარეობის გათვალისწინება ძალზე მნიშ-ვნელოვანია, ვინაიდან იგი პაციენტს სერიოზუ-

Page 128: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

127

ლი არჩევანის წინაშე აყენებს: ან საერთოდ უარი თქვას რაიმე სამედიცინო დახმარებაზე, ანდა და-თანხმდეს საერთოდ მიღებული პრაქტიკის შესა-ბამისად.

ბიოსამედიცინო ლიტერატურაში ფართოდ გა-ნიხილება სასიცოცხლო თერაპიაზე უარის თქმის იურიდიული და ზნეობრივი ასპექტები. თუმცა ყოველ ადამიანს აქვს კონსტიტუციური უფლება განაგებდეს საკუთარ სხეულს. ექიმს, რომელიც ავადმყოფს გადაუდებელ დახმარებას უწევს, უფ-ლება აქვს უგულებელყოს პაციენტის სურვილი, რომლის კომპეტენტურობა ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, დაქვეითებულია. ექიმს, ცხადია, უფლება აქვს უარყოს იმ პირების მოთხოვნა, რო-მელთაც ფსიქიკური მოქმედების დროებითი ან ხანგრძლივი მოშლა აღენიშნებათ. იურიდიული და მორალური თვალსაზრისით სასიცოცხლო თე-რაპიაზე უარის თქმა სუიციდის ტოლფასია, ვინა-იდან ორივეს მოქმედება ერთნაირ შედეგს იძლე-ვა.

საპირისპირო მოსაზრების მქონე ავტორთა ერთი ნაწილი თვლის, რომ სასიცოცხლო თერაპი-აზე პაციენტის უარს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. იმისდამიუხედავად, თუ რა მოსაზრებები უდევს მათ საფუძვლად, მათი აზრით, საზოგადოების ინტერესები არ შეიძლება პიროვნების თავისუფ-ლების შეზღუდვის საკმაო საფუძველი იყოს – პი-როვნულ ავტონომიას, რელიგიურ თავისუფლებას

Page 129: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

128

ყველამ პატივი უნდა სცეს. მათ მოჰყავთ კონკრე-ტული მაგალითები: ვთქვათ, საავადმყოფოში შე-მოვიდა კუჭის წყლულის მძიმე ფორმით დაავადე-ბული პაციენტი, რომელსაც გადაუდებელი ოპე-რაცია სჭირდება. ის უარს აცხადებს ოპერაციაზე, თუმცა კარგად ესმის, რომ ეს უარი ლეტალურ შე-დეგს გამოიწვევს. ავადმყოფი თავის გადაწყვეტი-ლებას შემდეგნაირად ასაბუთებს: 1. რელიგიური რწმენა მას უკრძალავს სისხლის გადასხმას; 2. მას სიკვდილი სურს, ვინაიდან გაკოტრდა და პირად ცხოვრებაში საშინელი მარცხი იწვნია; 3. ვინა-იდან მას, კუჭის წყლულის გარდა, სხვა მტანჯვე-ლი და განუკურნებელი დაავადებები აწუხებს; 4. სასიცოცხლო თერაპიაზე უარი – ეს პროტესტის სიმბოლური აქტია მთავრობის მიერ. გატარებუ-ლი პოლიტიკის (მაგალითად, ვიეტნამის ომის) წინააღმდეგ ყველა ეს არგუმენტი პატივისცემას იმსახურებს. საზოგადოების ინტერესებზე მითი-თება კი, უბრალოდ რომ ვთქვათ, არასერიოზუ-ლია, ვინაიდან ძალზე გადაჭარბებულად აფასებს ცალკე აღებული ინდივიდის სიცოცხლეს. მათი-ვე მტკიცებით. სასიცოცხლო თერაპიაზე უარის თქმის შედეგად „დაკარგულ” ინდივიდთა საერთო რიცხვი ვერასოდეს მიაღწევს ისეთ სიდიდეს, რო-მელსაც მთელი კაცობრიობის პოპულარიზაციის შეცვლა შეუძლია. ცალკეულ ინდივიდებს კი არ-ცთუ ისე დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ სა-ზოგადოების ცხოვრებაში და უნდა გავიზიაროთ

Page 130: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

129

ის შეხედულება, რომ მთავრობის, სახელმწიფოს, საზოგადოების ინტერესები უფრო მნიშვნელოვა-ნია, ვიდრე პიროვნების თვითგამორკვევის უფ-ლება. ისინი ასკვნიან, რომ სასიცოცხლო თერაპი-აზე უარის თქმის იგნორირება მხოლოდ იმ შემთხ-ვევაშია გასათვალისწინებელი, როცა ასეთი უარი არასრულწლოვანი პიროვნების შეხედულებას ეფუძნება.

თანამედროვე მედიცინას აქვს მძლავრი საშუ-ალებები, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიცოცხლე შეუნარჩუნოს იმ პაციენტს, რომლის ორგანიზმს სამუდამოდ დაკარგული აქვს ასეთი ამოცანის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი. იბადება კითხვა: რამდენადაა მორალურად გამარ-თლებული ასეთი პაციენტების სისცოცხლის შე-ნარჩუნების პრაქტიკა, კერძოდ, საჭიროა თუ არა ვეცადოთ გავუხანგრძლივოთ პაციენტს სიცოცხ-ლე იმ შემთხვევაში, როდესაც: 1. მისი ცნობიერე-ბა შეუქცევადი და დაკარგულია; 2. კვდება რა, ის განიცდის საშინელ ფიზიკურ ტანჯვას და ექიმები იძულებული არიან ყოველგვარი საშუალებით შე-ინარჩუნონ მისი თითქმის უგონო მდგომარეობა; 3. ეს პაციენტი ახალშობილია, მისი ორგანიზმის ანატომიური დეფექტები ტოტალური და მოუშო-რებელია, ე. ი. ღირს კი ვიბრძოლოთ იმ პაციენ-ტის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც ფაქ-ტიურად უკვე მკვდარია ან მასთან ურთიერთობა ნათლად გვარწმუნებს, რომ ჯობია მოკვდეს.

Page 131: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

130

ზრდასრულ პირთა და განვითარების სერიოზუ-ლი დეფექტებით დაბადებულ ახალშობილთა ევ-თანაზიის საკითხის კომპეტენტური განხილვა შეუძლებელია, თუ წინასწარ არ მოხერხდა: 1. „სიკვდილის” ცნების და მისი კრიტერიუმის გან-საზღვრა. 2. ევთანაზიის სამედიცინო პრაქტიკაში შემოღების ეთიკური და იურიდიული საფუძვლე-ბის გარკვევა, აგრეთვე ევთანაზიის ცნების ში-ნაარსის დაზუსტება.

სიკვდილის ცნების ახლებური განსაზღვრის მიზნით გავაანალიზოთ ორი პაციენტის მდგო-მარეობა: პირველი ეს არის ავადმყოფი, რომლის ტვინს (ქერქსა და ღეროს) მთლიანად შეუქცევად აქვს დაკარგული ფუნქციური აქტივობა. პაციენ-ტი პერმანენტულ კომატოზურ (უგონო) მდგომა-რეობაშია, მისი სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა მხოლოდ და მხოლოდ სათანადო აპარატურის სა-შუალებით არის შენარჩუნებული. პაციენტის ამ-გვარ მდგომარეობას, ჩვეულებრივ, „ტვინისმიერ სიკვდილს” უწოდებენ. მეორე პაციენტის ტვინის ღეროები (მაგრამ არა ქერქი) ინარჩუნებს ფუნქ-ციურ აქტივობას, რის შედეგად სუნთქვა და გუ-ლის მოქმედება შენარჩუნებულია, ხოლო ცნობი-ერება დაკარგულია და მისი აღდგენა შეუძლებე-ლია. ამგვარ ავადმყოფს შეუძლია დიდი ხნის გან-მავლობაში დარჩეს ასეთ მდგომარეობაში (იყოს სიცოცხლისა და სიკვდილისზღვარზე) შეიძლება თუ არა ეს პაციენტები ჩაითვალონ ცოცხლებად?

Page 132: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

131

ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის, როდესაც თითქოს მკვდარი ადამიანი „გაცოცხლებულა”, მათგან ყველაზე ცნობილია პოეტ პეტრარკას შემთხვევა, რომელიც საკუთარ გასვენებამდე რამდენიმე საათით ადრე წამოდგა კუბოდან და შემდეგ 30 წელიწადს იცოცხლა; XX საუკუნეში მომხდარი ფაქტი: ნიუ–იორკის საცხედრეში 1964 წელს გაკვეთის დაწყებისას „გვამი” გონს მოვიდა და ყელში სწვდა პათანატომს, რომელსაც იქვე „გული გაუსკდა”.

XX საუკუნის დამდეგს ინგლისელმა მეცნიერებ-მა განხორციელებული კვლევის შედეგად გამო-იტანეს დასკვნა, რომ ინგლისში ყოველწლიურად ცოცხლად დაახლოებით 2,5 ათას კაცს მარხავენ, ამის მიუხედავად მხოლოდ 60–იანი წლების დამ-ლევს შეიქმნა ლონდონში პირველი აპარატი, რო-მელიც გულის სუსტ ელექტრონულ აქტივობას აფიქსირებს. პირველივე გამოცდის დროს საც-ხედრეში დაწყობილ გვამებს შორის აღმოჩნდა „ცოცხალი” ქალიშვილი.

საჭიროა თუ არა ასეთი პაციენტები ცოცხლად ჩავთვალოთ? საჭიროა თუ არა მათი მკურნალობა და, თუ საჭიროა, მაშინ ამისთვის კონკრეტულად რა თერაპიული მეთოდები უნდა იქნეს გამოყენე-ბული? მორალური თვალსაზრისით დასაშვებია თუ არა მათი სასიცოცხლო თერაპიის შეწყვეტა? ან იქნებ დავაჩქაროთ მათი სიკვდილი, გამოვრ-თოთ სიცოცხლის შენარჩუნებისა და გახანგრძ-

Page 133: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

132

ლივების სისტემები, მათ ორგანიზმში შევიყვა-ნოთ პრეპარატის სასიკვდილო დოზა? ამ კითხ-ვებზე, პასუხის გაცემა აუცილებლად მოითხოვს, უპირველეს ყოვლისა, სიკვდილის ობიექტური ნიშნების დადგენას.

ბიოეთიკის წარმოშობამდე სიკვდილის აუცილე-ბელი და საკმარისი ნიშნების დადგენა არ იყო ძნე-ლი. ასეთად ითვლებოდა: სუნთქვის გაჩერება და გულის მოქმედების შეწყვეტა, ე. ი. სწორედ ისეთი ფუნქციების დაკარგვა, რომლებიც სადღეისოდ შეიძლება სათანადო აპარატურის დახმარებით დიდი ხნის განმავლობაში იქნეს შენარჩუნებული.

ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზ-ნით, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სპეცი-ალისტებისაგან დაკომპლექტებულმა კომიტეტმა ჯერ კიდევ 1968 წელს შეიმუშავა სპეციალური ტესტები, რაც შესაძლებლობას იძლევა დადგინ-დეს ტვინის ფუნქციის შეუქცევადად შეწყვეტა. სწორედ „ტვინის სიკვდილი” მიიჩნია ამ კომიტეტ-მა სიკვდილის კრიტერიუმად.

სიკვდილის მომენტის ზუსტი განსაზღვრა არ არის წმინდა აკადემიური საკითხი, ცალსახად შესაფასებელი ფენომენი. მას სხვა ასპექტებიც აქვს. ასე მაგალითად, გვამის ორგანოები შეიძ-ლება სხვა ადამიანისათვის გადანერგვის მიზნით იქნეს გამოყენებული (შესაბამისი ნებართვის მი-ღების შემდეგ).

ჰარვარდის კომიტეტის მიერ მოწოდებულმა

Page 134: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

133

სიკვდილის განსაზღვრებამ ფართო გავრცელება პოვა და სადღეისოდ ყველაზე მისაღებ თვალსაზ-რისად ითვლება. უფრო მეტიც, ამერიკის პრეზი-დენტთან არსებული მედიცინისა და ბიოსამედი-ცინო გამოკვლევების სფეროს ეთიკური პრობ-ლემების შემსწავლელი კომისიის დოკუმენტში ამერიკის ყველა შტატს რეკომენდაცია ეძლევა პაციენტის სიკვდილის კრიტერიუმად ტვინის (ღე-როების ჩათვლით) ფუნქციის შეუქცევადი შეწყ-ვეტა მიიჩნიოს.

ინდივიდის სიკვდილის კრიტერიუმად ტვინის სიკვდილის გამოცხადებას ყველა არ ეთანხმება. მათი აზრით, სიკვდილი, ისევე როგორც სიცოც-ხლე, ბიოლოგიური ცნებაა და ამდენად, შეიძლე-ბა განსაზღვრული იქნეს „სიცოცხლის ნიშნების არქონის” საფუძველზე. ბიოლოგიური თვალსაზ-რისით სიკვდილი ეს ისეთი ფინალური მდგომა-რეობაა, რითაც კვდომის პროცესი მთავრდება. როცა ბიოლოგი ამბობს, რომ ორგანიზმი მკვდა-რია, ის იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმისათ-ვის საჭირო და აუცილებელია სასიცოცხლო სის-ტემებმა ფუნქციონირებაა შეწყვიტეს. აქედან გამომდინარე, ამ ავტორთა აზრით, ორგანიზმი, რომლის სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა შესაბა-მისი აპარატურის წყალობითაა შენარჩუნებული, ცოცხლად უნდა მივიჩნიოთ. ისინი აკრიტიკებენ ს. ვითჩის პოზიციას, რომელიც სიკვდილს განსაზღ-ვრავს, როგორც ადამიანის ბუნებისათვის დამა-

Page 135: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

134

ხასიათებელ თვისებების შეუქცევად, უპირველეს ყოვლისა, ცნობიერებისა და სოციალურად მნიშვ-ნელოვანი ურთიერთობების დაკარგვას. ამასთან დაკავშირებით იგივე ავტორები აღნიშნავენ, რომ მართალია ცნობიერება, ადამიანის სიცოცხლის ღირებულების ერთ–ერთი განმსაზღვრული პი-რობაა, მაგრამ ადამიანის სხეულის სიცოცხლი-სათვის ის არ არის აუცილებელი. მათივე აზრით, სიკვდილი არის არა ღირებულებით (ეთიკური), არამედ ბიოლოგიური ცნება. ღირებულებითი და ბიოლოგიური მიდგომის აღრევამ, აცხადებენ ისი-ნი, განაპირობა ჰარვარდის კომიტეტის პოზიცია დაედგინა სიკვდილის ახლებური დეფინიცია, რო-მელიც მათივე აზრით, სინამდვილეში წარმოად-გენს არა სიკვდილს, არამედ ორგანიზმის კვდო-მის ერთ–ერთ საფეხურს. ბიოლოგიური სიკვდი-ლი, აღნიშნავენ ისინი, დგება ტვინის სიკვდილის და არა გულის გაჩერების ან სუნთქვის ცენტრის „გამოთიშვის” შემდეგ. აღნიშნულ პრობლემას უკავშირდება ევთანაზიის ფენომენი.

ევთანაზია („სასიამოვნო სიკვდილი“) ავადმყო-ფისათვის დახმარების გაწევას გულისხმობს, რო-მელიც გამოიხატება სასიკვდილოდ განწირული ადამიანისათვის ტანჯვის შემსუბუქებით ანუ დახ-მარებით სიცოცხლის ამა თუ იმ სახით შეწყვეტა-ში. კერძოდ ევთანაზიის პრინციპების თანახმად, თუ ავადმყოფის გამოჯანმრთელების არავითარი შანსი არ არსებობს და იგი აუტანელ ტანჯვას გა-

Page 136: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

135

ნიცდის, ექიმმა მას ისეთი საშუალება უნდა მის-ცეს, რომელიც უმტკივნეულოდ შეწყვეტს პაციენ-ტის სიცოცხლეს, კუჭის კიბოთი დასნეულებული ავადმყოფისათვის, რომელიც ძლიერ იტანჯება ტკივილისაგან, ვერ იღებს ვერავითარ საკვებს და განწირულია სასიკვდილოდ, სიკვდილი დიდი მოწ-ყალებაა, მაგრამ აქვს თუ არა ექიმს მორალური უფლება ასეთი წამალი მისცეს მას, რომელიც სი-ცოცხლეს წრაფად, უმტკივნეულოდ შეწყვეტს და ამით იხსნის შემდგომი ენით გამოუთქმელი ტან-ჯვისაგან? ევთანაზიის პრობლემით დაინტერე-სებულ სპეციალისტებს ძირითადად ორ ჯგუფად ყოფენ: მომხრეებად და მოწინააღმდეგებად.

1989 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ მოაწყო ექიმთა ანონიმური გამოკითხვა ევანა-ზიის მიზანშეწონილობის შესახებ. გამოკითხულ-თა 60–ზე მეტმა პროცენტმა მხარი დაუჭირა ევ-თანაზიას. მომდევნო წლებში დასავლეთის ზო-გიერთი ქვეყნის მედიკოსთა გამოკითხვის შედე-გებიც დაახლოებით ასეთი იყო. განსხვავებული სურათია აღმოსავლეთ ერვოპის კერძოდ, ყოფი-ლი სოციალისტური ქვეყნების ბანაკის სახელმწი-ფოებში. აქ ევთანაზიის მოწინააღმდეგეთა რიცხ-ვი სადღეისოდ ბევრად სჭარბობს მის მომხრეებს.

სპეციალურ ლიტერატურაში ევთანაზიის ცნება ორგვარი გაგებით იხმარება: „პასიური ევთანა-ზია” და „აქტიური ევთანაზია”.

პასიური ევთანაზია გულისხმობს მდგომარე-

Page 137: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

136

ობას, როდესაც აუტანელი ტკივილებით გატან-ჯული ადამიანი, რომელიც გრძნობს, რომ გან-წირულია და მისი შველა შეუძლებელია, ექიმს სთხოვს შეუწყვიტოს მკურნალობა, ან ასეთ გა-დაწყვეტილებას თავად ექიმი იღებს.

პასიური ევთანაზიისაგან განსხვავებით, აქტი-ური ევთანაზია გულისხმობს ინექციით ან სხვა საშუალებებით ავადმყოფის ტანჯვისაგან განთა-ვისუფლებას, თუ შეიძლება ასე ითქვას, მის „სა-მუდამო დამშვიდებას”.

პასიური ევთანაზიის პრობლემასთან დაკავში-რებით განასხვავებენ დისთანაზიისა და ორთო-თონაზიის ცნებებს. დისთანაზიის ცნებაში იგუ-ლისხმება ექიმის მიერ ავადმყოფის სიცოცხლის შენარჩუნებელი ძვირადღირებული საშუალებე-ბის შეზღუდვა მაშინ, როცა მისი ავადმყოფობა განუკურნებლად ითვლება. ხოლო სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ზომების (კერძოდ, ძვირადღირებული საშუალებების) შეწყვეტას ან მკურნალობის არდაწყებას, რომელიც იწვევს ავადმყოფის სიკვდილს, ეწოდება ოროთოთონა-ზია.

ზოგიერთი ოროთონაზიას, როდესაც ამოწურუ-ლია ყველა რეანიმაციული საშუალება და ექიმი ყოველნაირად ცდილობს ავადმყოფს შეუმსუბუ-ქოს ტანჯვა, გამონაკლის შემთხვევაში ჰუმანურ აქტად თვლის.

მიუხედავად იმისა, რომ ევთანაზია ოფიციალუ-

Page 138: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

137

რად დღემდე არც ერთ ქვეყანაში კანონმდებლო-ბით არ არის ნებადართული (გამონაკლისია კალი-ფორნიის შტატი, სადაც 1977 წელს ოფიციალუ-რად გაფორმდა კანონი „ადამიანის უფლებების სიკვდილზე”, ამ კანონის თანახმად განუკურნებე-ლი სენით დაავადებულ ავადმყოფს უფლება ეძ-ლევა მოითხოვოს სამედიცინო პერსონალისაგან თავისი სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობის შე-ჩერება; ჩრდილოეთ ავსტრალიის შტატის ქ. დარ-ვინში 1966 წლის ოქტომბერში მოხდა ევთანაზიის ლეგალიზაცია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიზანშეწონილად მიიჩნია მისი დაშვება. ავსტრა-ლიის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ჩაება დისკუსი-აში – უამრავლესობა ევთანაზიის ლეგალიზაციის გაუქმებას მოითხოვს, ფაქტობრივად კი ევთანა-ზიის არაერთი ფაქტია დაფიქსირებული. ამ მხრივ ყველაზე გახმაურებულია სომხური წარმოშობის ამერიკელი ექიმის პროფესორ გევორქიანის საქ-მიანობა: 1990 წლიდან იგი დაესწრო 38 თვითმკვ-ლელობას, პროფესორ გევორქიანის ავადმყოფთა თვითმკვლელობის მეთოდებმა ახლახან კვლავ ააფორიაქა მისი მხარდამჭერებიც და მოწინააღმ-დეგეებიც. ამერიკის კანონმდებლობა ჯერჯერო-ბით უძლურია გევორქიანის წინაშე. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მან სამი სასამართლო პროცესი მოიგო. ამჟამად გევორქიანი პატიმრო-ბაშია, მაგრამ, პროკურორის აზრით, გევორქიანს სასამართლო ისევ გაამართლებს, რადგან, რასაც

Page 139: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

138

გევორქიანი აკეთებს, მიჩიგანში ის დანაშაულად არ ითვლება.

ამ მხრივ საინტერესოა გამოცდილი ამერიკელი კლინიცისტის, 81 წლის ჯონ კრაის მაგალითი. როცა ექიმი კრაი დარწმუნდა, რომ ვერ უშველი-და განუკურნებელი სენით შეპყრობილ თავის პა-ციენტსა და ძველ მეგობარს, ფრედერიკ ვაგნერს, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ მან მედიცი-ნის დას სამი დოზა ინსულინი დაუტოვა. ამ პრეპა-რატის მიღების შემდეგ ავადმყოფმა სამუდამოდ „დაისვენა”. როცა ფაქტი გახმაურდა, ნახევარ-საუკუნოვანი უმწიკვლო სამედიცინო პრაქტიკის მქონე ექიმი ჯონ კრაი დააპატიმრეს წინასწარ-განზრახული მკვლელობის ბრალდებით. ერთი კვირის შემდეგი იგი თავდებით გაათავისუფლეს საპატიმროდან. ორი კვირის შემდეგ ექიმმა კრაიმ, რათა თავიდან აეცილებინა სასამართლო პროცე-სი და შერცხვენა, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

ზოგი ქვეყნის კანონმდებლობა, კრძალავს რა ევთანაზიას, მეორე მხრივ, უშვებს მოქალაქე-თა უფლებას უარი თქვან მკურნალობაზე, რაც, ფაქტობრივად, ევთანაზიის ერთ–ერთი ფორ-მაა. ევთანაზიას უნდა მიეკუთვნოს ის შემთხვე-ვაც, როდესაც საავამდყოფოდან გამოიწერება უიმედო ავადმყოფი ან, როცა პაციენტი იძულე-ბულია წავიდეს ამ ქვეყნიდან იმის გამო, რომ ვერ შოულობს წამალს ან არა აქვს ძვირადღი-

Page 140: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

139

რებული აპარატურით სარგებლობის საშუალე-ბა.

ევთანაზიის გარშემო არსებული მრავალი გან-სხვავებული პოზიციის მიუხედავად, როგორც აღვნიშნეთ, არსებობს ორი მიმართულება: ევთა-ნაზიის ლეგალიზაციის მომხრეები და მოწინააღმ-დეგეები. ორივე მხარეს აქვს საკმაო არგუმენტე-ბი. გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს:

1. ავადმყოფთა უმრავლესობისაგან ნებაყოფ-ლობითი სიკვდილის მოთხოვნა ძირითადად მო-ტივირებულია აუტანელი ტკივილებით, ე. ი. ეს თხოვნა გამოწვეულია იძულებით და არა ობიექ-ტური მდგომარეობით. მედიცინის ისტორიაში მრავალი ფაქტი არსებობს, როდესაც დაჭრილები და დასახიჩრებულები კიდურების ამპუტაციის დროს კატეგორიულად ითხოვდნენ მომაკვდინე-ბელი საშუალებების მიღებას. ისიც ცნობილია თუ როგორ შეუნარჩუნდა სიცოცხლე, ფეხი, ხელი და ა. შ. ათასობით ადამიანს.

2. მედიცინის განვითარების ტემპები, ახალი ტექნოლოგიები და საშუალებები ავადმყოფთა გა-დასარჩენად ადასტურებს, რომ ბევრი დაავადება, რომელიც განუკურნებლად ითვლებოდა, დღეს ექვემდებარება მკურნალობას, ამიტომ ევთანა-ზია ამ მოტივით დაუშვებელია.

3. ევთანაზიის ლეგალიზაცია მიუღებელია ზნეობრივი თვალსაზრისითაც. ყოველი ადამი-ანის სიცოცხლე უნიკალურია, განუმეორებელია

Page 141: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

140

და ექიმი მოვალეა ბოლო წუთამდე ყველა საშუ-ალების გამოყენებით იბრძოლოს მისი გადარჩე-ნისათვის.

4. ევთანაზია საერთოდ მიუღებელია რელიგი-ური მოსაზრებით. ქრისტიანობამ ადამიანები ღმერთის მიერ უკვდავად შექმნილად გამოაც-ხადა, მაგრამ მისი წინაპრის, ადამის ჩადენილი ცოდვის გამო ღმერთმა ადამიანი – უკვდავად შექ-მნილი არსება – მოკვდავი გახადა. ასე დამკვიდრ-და შუა საუკუნეების ე. წ. „თანატოცენტრიზმი”, რომელთანაც პრინციპულ წინააღმდეგობაშია ჰუ-მანიზმით გამსჭვალული სამედიცინო მორალი.

5. არსებობს შესაძლებლობა, რომ საქმე გვქონ-დეს საექიმო შეცდომასთან დიაგნოზის დასმის დროს ან ევთანაზია გამოყენებულ იქნას ბოროტი მიზნებისათვის (იგულისხმება წინასწარ გამიზნუ-ლი მკვლელობა ან ორგანოთა ტრანსპლანტაცი-ისათვის ნებართვის მიღება), რისი შემთხვევებიც საკმაოდ არსებობს.

ევთანაზიის მოწინააღმდეგეთა ამ და სხვა არ-გუმენტების გასაბათილებლად ევთანაზიის მომხ-რეებს მოჰყავთ საკუთარი მოსაზრებები. მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ არცთუ შორეულ მომავალში ევ-თანაზია ეთიკური თვალსაზრისით ჯერ მისაღები გახდება, ხოლო შემდეგ მრავალ ქვეყანაში სამარ-თლებრივ საფუძველსაც შეიძენს. თუკი ეს მართ-ლაც ასე მოხდება, მაშინ დადგება ძალიან რთული საკითხი – ვინ უნდა გააკეთოს ეს? ამ საკითხზე

Page 142: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

141

სპეციალისტებს შორის დიდი დავაა. ერთნი ფიქ-რობენ, რომ ეს ფუნქცია ექიმმა უნდა შეასრულოს (ყოველ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალმა), მეორენი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. მათი აზრით, ექიმი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს პაციენტის მკვლელი, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჰიპოკრატეს ფიცს.

მას შემდეგ, რაც ევთანაზიის შესახებ მიღებულ იქნება შესაბამისი იურიდიული კანონი, მისი შეს-რულება უნდა დაევალოს არა სამედიცინო პერ-სონალს, არამედ ვინმე სხვას („ეგზეკურიების” მსგავსთ), მით უმეტეს, რომ ეს რაიმე ტექნიკურ სიძნელესთან არ იქნება დაკავშირებული. აქვე უნდა დავამატოთ, რომ ეს კანონი (ევთანაზია) არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სულით ავადმყოფებსა და გონებრივად არასრულფასო-ვან ადამიანებს.

ბოლო წლებში, უმეტესად აღმოსავლეთ ევ-როპის ქვეყნებში, კერძოდ, რუსეთში, შეიმჩნევა აქტიური ევთანაზიის მოწინააღმდეგეთა გააქ-ტიურება. ისინი ევთანაზიას თვლიან განუკურ-ნებელ ავადმყოფთა „მკვლელობად მოწყალები-სათვის” და დაუშვებლად მიიჩნევენ არა მარტო იმიტომ, რომ გამორიცხული არ არის საექიმო დიაგნოსტიკური შეცდომა ან შეგნებული ბორო-ტი განზრახვა, არამედ იმიტომაც, რომ ადამიანი, ვინც ევთანაზიას შეასრულებს, შემდგომში მუდამ დაიტანჯება სინდისის ქენჯნით და შეიძლება და-

Page 143: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

142

ემუქროს „რასკოლნიკოვის კოშმარი” ან დოქტორ ჯონ კრაის ბედი.

ევთანაზია ორგანულად უკავშირდება თანამედ-როვე მედიცინის სხვა პრობლემებსაც. აქ ამ კავ-შირის მხოლოდ ერთ მხარეზე მივუთითებთ. მას შემდეგ რაც, ევთანაზია დაკანონდება, გაჩნდება ახალი, თანაც მეტად მწვავე პრობლემა – მომაკვ-დავი ადამიანის სხეულის ჯანსაღი ნაწილების გა-დანერგვის საკითხი მეორე ადამიანისათვის. იმის ანალოგიურად, როდესაც სრულიად ჯანმრთე-ლი ადამიანი წინასწარი განზრახვით სათანადო იურიდიული ხელშეკრულების საფუძველზე თან-ხმობას აცხადებს საკუთარი ჩონჩხის გაყიდვაზე, შეიძლება აქტიური ევთანაზიის მომხრე ადამიან-მაც განაცხადოს სურვილი თავისი სხეულის ნა-წილების გაყიდვაზე, რაც ცხადია, ახალ ეთიკურ პრობლემებს წარმოიშობს.

ევთანაზიის საკითხის განხილვა არ იქნება სრუ-ლი, თუ არ შევეხებით განვითარების სერიოზული დეფექტების მქონე ახალშობილთა ევთანაზიის პრობლემას, რაც ბიოსამედიცინო ლიტერატურა-ში სათანადო ყურადღება ექცევა. ახალშობილთა თუ მოზრდილთა ევთანაზიის საკითხებზე განსხ-ვავებულ შეხედულებებს ვხედავთ. ბევრი ავტორი ახალშობილთა სიცოცხლის ხელყოფას დიდი ხნის წინ დამკვიდრებული პრაქტიკის – პასიური, ძალ-დატანებითი ევთანაზიის გამოვლენად მიიჩნევს.

ახალშობილთა პასიურ ევთანაზიას მორალურად

Page 144: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

143

გამართლებულად თვლიან მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ ბავშვის შემდგომ ცხოვრებას არავითარი აზრი არა აქვს. იმავე აზრს სხვა ავტორები თავისებურად ახასი-ათებენ. კერძოდ ისინი მიუთითებენ, რომ ბავშვი არ არის პიროვნება (ამ სიტყვის ვიწრო გაგებით), ამიტომ ბავშვის ევთანაზია ეთიკურად დასაშვე-ბია, არ არსებობს არავითარი იმედი იმისა, რომ განვითარების პროცესში ის პიროვნებად იქცევა.

ამ საკითხზე სხვა თვალსაზრისიც არსებობს, რომლის მიხედვით ბავშვს, რომელსაც დაბადე-ბიდანვე თანდაყოლილი სერიოზული ეფექტები აღმოაჩნდება, ისევე უნდა მოვეპყრათ, როგორც სხვა „ჩვეულებრივ” ბავშვებს, ვინაიდან ახალშო-ბილი წარმოადგენს პიროვნებას, რომელსაც სი-ცოცხლის უფლება აქვს. ამ თვალსაზრისით ახალ-შობილთა ევთანაზია ყოველთვის ამორალურია, ხოლო ოჯახის, სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობაზე მითითება არადამაჯერებლად ჟღერს.

როგორც ვხედავთ ევთანაზიის პრობლემა ურ-თულესია. ამ ცნებაში იგულისხმება მოვლენათა ფართო წრე, რომლის ყველა ასპექტი სათანადო შეფასებას საჭიროებს. თითოეული ავადმყოფი ბიოლოგიურად და სოციალურად დამოუკიდე-ბელი ერთეულია. მას საკუთრივ მისთვის დამა-ხასიათებელი ფსიქოლოგია აქვს, გარემოსთან

Page 145: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

144

ურთიერთობის ინდივიდუალური ხასიათი პიროვ-ნებათა, ამ შემთხვევაში ავადმყოფთა, ასეთი დი-ფერენციაცია ექიმს კარნახობს, რომ თვითონაც დიფერენციული იყოს მათთან ურთიერთობისას. ზოგადი კრიტერიუმის შერჩევის საკითხს ამძი-მებს თითოეული პიროვნების, ავადმყოფის უნი-კალურობა, მათი ინდივიდუალური თვისებები, მიდრეკილებები, სურვილები, რელიგიურობა, სიცოცხლესთან დამოუკიდებლობის აქსიოლოგი-ური გადაწყვეტის მრავალფეროვნება, ტრადიცი-ები და ა. შ. ასეთ სიტუაციაში გამოსავალი იმაშია, რომ, ერთი მხრივ, ზედმიწევნით იქნეს შესწავლი-ლი ობიექტური პირობები და, მეორე მხრივ, მოხ-დეს წამყვანი ქართველი ექიმების, პირველ რიგ-ში, კლინიცისტების, რეანიმატოლოგების, ტრანს-პლანტოლოგების მოსაზრებების შეჯერება, მათი გამოცდილების გაზიარება.

ასევე საჭიროა სამედიცინო ეთიკისა და სა-სამართლოს ურთიერთობის გარკვევა. ის, რომ ეთიკური რეგულირების დონე უფრო მაღალია, ვიდრე სამართლებრივისა, მტკიცებას მოითხოვს. კანონი იმდენადაა პროგრესული, რამდენადაც ზნეობრივია.

ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექი-მისათვის პაციენტის განადგურების დავალდე-ბულება უზნეობაა. ასეთი უფლება, პოტენციურ ფორმაშიც კი, საზოგადოებრივი მორალის დეს-ტრუქციას, მედიცინისადმი ნდობის დაკარგვას

Page 146: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

145

გამოიწვევს, საზოგადოებრივი ცნობიერების ში-ნაარსში მედიცინის დეფორმაციას მოახდენს.

ასეთი სახის საშიშროება რომ სრულიად რეალუ-რია, ამას ადასტურებს ამ იდეის წინასწარი გან-ხილვაც. მოსაკვდინებელთა შორის ასახელებენ გონებასუსტებს, დეფექტების მქონეთ და სხვა „არასაჭირო”, „უნაყოფო”, უპერსპექტივო” ადამი-ანებს. აქ კი უნდა შევნიშნოთ, რომ საზოგადოებ-რივი მორალის საზომად ყოველთვის ითვლება მათი დამოკიდებულება სულიერ ავადმყოფებთან და ფსიქიკურად არნორმალურ ადამიანებთან, ანუ იმ ტვირთთან დამოკიდებულებას, რომლის ტარებასაც საზოგადოება ნებაყოფლობით და უსასყიდლოდ იღებს თავის თავზე, როცა მათ არ-სებობას უზრუნველყოფს. თორემ ევთანაზიური აგრესია გადაყლაპავს ქრონიკულად დაავადე-ბულებს, არაშრომისუნარიან პირებს, მოხუცებს, ინვალიდებს, და საერთოდ საზოგადოება შეიძ-ლება მივიდეს ასეთი სახის „ბალასტის” მოსპო-ბის იდეამდე. და მაშინ ეს იქნება მისი მორალური დეგრადაციის ნათელი დადასტურება. ცნობილი ფრანგი ფსიქოლოგი შუტცენბერგი სტატისტი-კური მონაცემების საფუძველზე ასაბუთებს, რომ რთული, სპეციალურად დამუშავებული სამედი-ცინო ფსიქოლოგიური სისტემების ზემოქმედე-ბით დაახლოებით 13% უიმედო ონკოლოგიური ავადმყოფი შეიძლება გამოჯანმრთელდეს, დაახ-ლოებით 43%–ს გამოუმუშავდეს სერიოზული,

Page 147: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

146

ხანგრძლივი რემისია. ეს მეოთდები გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და შვედეთში.

აშშ–ის ყველა საავადმყოფოში შექმნილია ეთი-კური კომისიის ინსტიტუტი, რომელიც მორალის სფეროში ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც სასა-მართლო – სამართლებრივ სისტემაში. ჩვენთან ასეთი რამ ჯერჯერობით არ არსებობს.

საქართველოში ევთანაზია კანონმდებლობით ნებადართული არ არის. გამოკითხულ მედიკოსთა 70% მისი კატეგორიული წინააღმდეგია. სამედი-ცინო წრეებში, ამ ბოლო დროს გაცხოველებული დისკუსია დაიწყო სიკვდილისადმი დამოკიდებუ-ლების საკითხზე, რაც ორგანოთა ტრანსპლანტა-ციის რამდენიმე წარმატებული ოპერაციით არის განპირობებული. ორგანოთა გადანერგვა კი თა-ვისთავად ითხოვს ამ საკითხების ზნეობრივ და იურიდიულ გადაწყვეტას.

ევთანაზიის პრობლემის მასშტაბური გააზრე-ბისათვის ალბათ საჭიროა ადამიანმა გაარკვიოს სიკვდილისადმი თავისი დამოკიდებულება. დღე-ისათვის ლიტერატურაში ამ აზრით სამი მიმარ-თულება არსებობს: ბიოლოგიური, რელიგიური და მისტიკური. მასობრივი ინფორმაციის საშუ-ალებები (იგულისხმება საზღვარგარეთ) მხარს უჭერს ევთანაზიის ძნელად დასამტკიცებელ მის-ტიკურ ახსნას, რაც სიკვდილისადმი ადამიანის დამოკიდებულების საკითხს კიდევ უფრო ართუ-

Page 148: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

147

ლებს, მაშინ როდესაც იგი ნათელი და განსაზღვ-რული უნდა იყოს.

ყოველ ადამიანს სიკვდილთან დამოკიდებულე-ბის საკუთარი პოზიცია უნდა ჰქონდეს, დაახლო-ებით ისეთი, რომელსაც აღმოსავლურს უწოდე-ბენ. გამოჩენილი მონღოლი მწერალი, ლინგვისტი და ფილოსოფოსი, აკადემიკოსი რინჩენი წერდა, რომ ადამიანმა სიცოცხლე უნდა წარმოადგინოს როგორც გზა, რომელსაც აქვს დასაწყისი და და-სასრული. მაშინ მისი აზროვნება იქითკენ იქნება მიპყრობილი, თუ როგორ უნდა გაიაროს ეს გზა. სწორედ ასეთი მიდგომით ბევრი პრობლემა, რო-მელიც დასავლეთში ძალიან გართულებულია და ზოგჯერ პათოლოგიური გადახრის ფორმითაც კი ვლინდება, უბრალოდ გადაწყდება. მორალი და ზნეობა უნდა გვეკარნახებოდეს ცხოვრების გზის არჩევას, სიკეთის თესვის აუცილებლობას, მიუხე-დავად იმისა, თუ რამდენ ხანს გასტანს იგი იმით გათავისება და გააზრება, რომ სიკვდილი გარდა-უვალია, მიგვანიშნებს, რომ მის მოსვლას სრული სიმშვიდით უნდა შევხვდეთ. როდესაც ამ აზრე-ბის ავტორს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ამის შესახებ პირადად მოახსენეს, საქმე ეხება შორს წასულ შემთხვევას და არავითარი გამოსავალი არ არსებობს, მას საპასუხო წერილში არც ერთი სიტყვა არ დაუწერია მისი ამქვეყნიდან მოულოდ-ნელი წასვლის ტრაგიკულობის შესახებ და მთე-ლი წერილი ნაციონალურ დამწერლობაზე მოსაზ-

Page 149: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

148

რებებს მიუძღვნა. მორწმუნე ადამიანებისათვის ამის გააზრება უფრო ადვილია. მათ იმქვეყნიური ცხოვრების სწამთ. თუმცა არსებობენ ძლიერი ადამიანები, რომლებიც რელიგიურები არ არიან, მაგრამ სიკვდილს, როგორც გარდაუვალ ფენო-მენს, ისე აღიქვამენ და რადგან სიკვდილის ვადე-ბი შეუცნობელია, ცხოვრება მუდამ მაღალზნეობ-რივი უნდა იყოს.

მაშასადამე, სუიციდისა და ევთანაზიის პრობ-ლემის განხილვა ადასტურებს სამედიცინო ეთი-კის ფილოსოფიურ–აქსიოლოგიურ, ანთროპოლო-გიურ ხასიათს, რადგან სუიციდისა და ევთანაზიის საკითხი ეხება ადამიანის, როგორც შესამეცნებე-ლი ობიექტის, შინაგან ბუნებას. ამ ძიების დროს კი როგორც ადამიანის – პაციენტის, ასევე მისი მკურნალის წინაშე მთელი სიმწვავით დაისმის „ექსის” – არსებობის პრობლემა.

ევთანაზიის პრობლემა, თავისებური ფორმით, იდგა შორეულ წარსულში. სწორედ მაშინ შემუ-შავდა სამარცხვინო ცნება: „არასრულფასოვანი ადამიანი” და დაისვა მისი სიცოცხლის საჭირო-ების საკითხი. სპარტის სინამდვილეში, სადაც მხოლოდ ძლიერი აღნაგობის ადამიანის კულტი ბატონობდა, მარტივად წყდებოდა „არასრულფა-სოვანი” ადამიანის ბედი, ასეთ ადამიანებთან და-მოკიდებულება მათ ანადგურებდნენ.

მონების, როგორც „უუფლებო არსებების” გა-ბატონებულმა შეხედულებამ, სპარტის სინამდ-

Page 150: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

149

ვილეში, რეალურად განხორციელებული თეორი-ული დასაბუთების აუცილებლობა განაპირობა. ანტიკური ფილოსოფიური აზროვნების კლასი-კოსმა – პლატონმა (428–348 ძვ. წ.), იდეალური სახელმწიფო მოდელის აგების დროს, დიალოგში: „სახელმწიფო” გარკვეული ადგილი სწორედ იმ „არასრულფასოვან” ადამიანებთან დამოკიდებუ-ლების გარკვევას დაუთმო. პლატონის აზრით, ასეთი ადამიანები უნდა მოესპოთ. მისი შეხედუ-ლებით, სახელმწიფო მოქალაქეები ჯანმრთელნი და მოწესრიგებულნი უნდა იყვნენ, რათა მათი აღზრდა ისე წარიმართოს, რომ სახელმწიფოში ზედმეტი გახდეს სასამართლო და სამკურნალო დაწესებულებები. „ამის სრულყოფილი მიღწევა რთულია, – მსჯელობდა პლატონი, რადგან რჩე-ბიან ფიზიკურად სუსტი ადამიანები, რა უნდა ვუ-ყოთ მათ?” „მაშასადამე, – ასკვნიდა იგი, – ამგვარ სასამართლო ხელოვნებასთან ერთად, შენ დააკა-ნონებ ჩვენს სახელმწიფოში ისეთ მკურნალობა-საც, რომელზეც ვსაუბრობდით. სასამართლოც და ექიმიც უნდა ზრუნავდეს მოქალაქეებზე, რომ-ლებიც სრულყოფილნი არიან სულითაც და ხორ-ცითაც, ხოლო ვინც ასეთი არ არის, ვინც... სული-თაც მანკიერია და ხორცითაც უკურნებელი, – ის უნდა მოკვდეს”.

პლატონის შეხედულება ფიზიკურად არასრულ-ყოფილ ადამიანთან დამოკიდებულების შესახებ, გამომდინარეობდა იმ პერიოდისათვის დამახასი-

Page 151: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

150

ათებელი ზნეობრივი პრინციპებიდან. პარადოქ-სული ის არის, რომ ისტორიულმა სინამდვილემ ასეთი შეხედულების ხანგრძლივი ბატონობა გა-ნაპირობა.

შუა საუკუნეების საღვთისმეტყველო აზროვ-ნებამ გააღვიძა აზრი ადამიანის, როგორც განსა-კუთრებული, ღმერთისეული ფასეულობის შესა-ხებ. ამ აზრმა კითხვის ნიშანი დაუსვა პლატონის აღნიშნული შეხედულების სისწორეს. XII საუკუ-ნის ებრაელმა ფილოსოფოსმა, სპეციალობით ექიმმა, მოშე მაიმონიდიმ (1135–1204) აღიარა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობა და დაასა-ბუთა ამ ღირებულებისადმი უარყოფითი დამო-კიდებულების მიუღებლობა. თავისი ძირითადი თეზისით – „მაშორე მე, ღმერთო აზრი, თითქოს ყველაფერი შემეძლოს!” – მაიმონიდი კრძალავდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას და ადამიანებს სიცოცხლის ღვთაებრივი წარმოშობის უნიკალუ-რობაზე მიუთითებდა.

იღვწოდა რა იდეალური სახელმწიფოს მოდელის ასაგებად, ინგლისელი ჰუმანისტი თომას მორი (1478–1535) ძირითად შრომაში „უტოპია” არკ-ვევდა სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების ბედ–იღბალს, მიუთითებდა ავადმყოფებთან ურ-თიერთობაზე, უკურნებელი სენით დაავადებულ-თა მოვლის, მათთვის ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის შემსუბუქების საჭიროებაზე. „მაგრამ თუ უკანასკნელ სენს, – მსჯელობდა თომას მორი,

Page 152: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

151

– ამავე დროს ემატება აუტანელი ტკივილი, რო-მელიც ვერაფრით ვარ შეუმსუბუქებიათ, მაშინ მღვდელმსახურნი და ხელისუფლანი ინახულე-ბენ ავადმყოფს და ეუბნებიან ბედშავს: ამ მდგო-მარეობაში მოკლებული ხარ სიცოცხლის ყველა სიკეთეს და ფუნქციას. სინამდვილეში საკუთარ სიკვდილს განიცდი და მძიმე ტვირთად აწვები სა-კუთარ თავსაც და სხვებსაც. რად გინდა გაიხან-გრძლივო ასეთი სიცოცხლე, რომელიც შენთვის წამების დაუსრულებელი ჯაჭვია... გაწყვიტე ეს ჯაჭვი... ნებაყოფლობით გაითავისუფლე თავი სიცოცხლის საპყრობილისაგან ან სხვას მიენდე, რომ გაგათავისუფლონ. შენი სიკვდილი სიცოც-ხლის სიკეთის უარყოფა კი არ იქნება, არამედ შვება აუტანელი წამებისაგან განთავისუფლების გამო... ისინი ვინც ასეთ რჩევას დაიჯერებენ, ნე-ბაყოფლობით იკლავენ თავს, ანდა მათ აძინებენ და ისინი შეუმჩნევლად გადადიან სხვა სიცოცხ-ლეში”.

ასე ლოგიკურად შემოიტანა მსჯელობის საგნად ევთანაზიის პრობლემა თომას მორმა თავის „იდე-ალურ სახელმწიფოში”.

ევთანაზიის (თვითმკვლელობის) კატეგორიული უარყოფა მოითხოვა შუა საუკუნეების გამოჩე-ნილმა თეოლოგმა თომას აქვინელმა (1225–1274). მისი მსჯელობის თანახმად, სიცოცხლის რაიმე სახით ხელყოფა ღვთაებრივის საწინააღმდეგო ქმედებაა.

Page 153: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

152

ადამიანის, მისი ცხოვრების მოვალეობის, სიკ-ვდილის საზრისის საკითხი ფართო მსჯელობის საგნად აღმავლობის პერიოდის ფილოსოფოსების ნაშრომებში წარმოჩინდება. ინგლისელმა ფილო-სოფოსმა, ექსპერიმენტული მეცნიერების ფუ-ძემდებელმა, ფრენსის ბეკონმა (1561–1626) შებ-რალების საბაბით „უშფოთველი ტკბილი სიკვდი-ლის” თემა ბუნებრივად ჩათვალა სიკვდილის აპო-ლოგიის პარალელურად თვით ცნების „ევთანა-ზია” დამკვიდრებაც ფრენსის ბეკონის სახელთან არის დაკავშირებული. ესემი „სიკვდილის თაობა-ზე” ვერულამელი მოაზროვნე წერს: „სიკვდილი მომხიბვლელია ტანჯულთათვის, ვისაც აუტანელ ტვირთად დასწოლია ურვა თუ ბორკილები: და ენატრება აღსასრული გლახაკ ქრისტიანს. გალე-რაზე ნიჩაბს მიჯაჭვულს, დევნილ მეუფეს, საწყა-ლობელს ქვრივს თუ დილეგში პყრობილს – ბედის ჩარხი რომ პირუკუ დაუტრიალდა და ამიტომაც სული მისი ამბოხებულია. ასეთთათვის სიკვდილი ხსნაა, ხოლო სამარე – სანატრელი სარეცელი გან-სასვენებლად”. რაც მთავარია, ბეკონმა აუცილე-ბელ ეთიკურ მოთხოვნად წამოაყენა მომაკვდავე-ბისათვის დახმარება.

სახელმწიფოში „არასრულფასოვანი” ადამიანე-ბის ბედის საკითხი არ დამთავრებულა ფრენსის ბეკონის მსჯელობით. აღმავალმა განმანათლებ-ლობამ და ჰუმანისტური იდეების ქადაგებამ ისევ მაღლა ასწია სიცოცხლის ღირებულება, ადამი-

Page 154: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

153

ანის – როგორც ღმერთის სახისა და პირის, რო-გორც მოაზროვნე არსების კულტი. ამის პარალე-ლურად ჩამოყალიბდა სიკვდილისადმი ზნეობრი-ვი დამოკიდებულების მოთხოვნები. ინგლისელმა მორალისტმა და სამართალმცოდნემ იერამია ბენ-ტამმა (1748–1832) უტილიტარიზმის პოზიციები-დან დაასაბუთა დეონტოლოგიის აუცილებლობა. განმარტა სიკვდილის ცნება. მაგრამ ისტორიაში მოვლენები და პროცესები ერთი მიმართულებით არასოდეს მიმდინარეობენ. ბოროტება თან სდევს სიკეთეს, ისტორიულად გარკვეულ პერიოდებში კი ბატონობს კიდეც მასზე.

ამის ნათელი მაგალითია გერმანიის სინამდვი-ლე. სწორედ გერმანიაში შემუშავდა ნებისმიერი ავადმყოფის ტანჯვის შემსუბუქებაში ექიმის მო-ვალეობის პრინციპები. გერმანელმა ექიმებმა რე-ილიმ (1759–1813) და გუფელანდიმ (1762–1836) კატეგორიულად მოითხოვეს ევთანაზიის აკრძალ-ვა. მაგრამ იმავე გერმანიაში ერთი საუკუნის შემ-დეგ, 1920 წელს გამოცემულ ექიმ–ფსიქიატრის გოშისა და იურისპრუდენციის წარმომადგენლის ბინდინგის წიგნში „არასრულფასოვანი სიცოცხ-ლის მოსპობის უფლება. მისი ფარგლები და ფორ-მები”, თეორიულად და პრაქტიკულად დასმულია იდეალურ სახელმწიფოში „არასრულფასოვან-თა” ადგილისა და როლის საკითხი, მოცემულია მათი ზედმეტობის, ასეთ ადამიანთა მოკვდინების აუცილებლობის დასაბუთების ცდა. საუბედუ-

Page 155: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

154

როდ ამ „მტკიცებულებებმა” ფაშისტურ გერმანი-აში რეალური განხორციელება ჰპოვა.

ადოლფ ჰიტლერის სპეციალური დავალებით ჯანმრთელობისა და ჰიგიენის კომისარს, მედიცი-ნის დოქტორს – კარლ ბრანდტსა და რაიხსლაიტერ ბოილერს დაევალათ, უმკაცრესი საიდუმლოების დაცვით მოემზადებინათ სამუშაოები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სახელმწიფოს სიმტკიცესა და სიჯანსაღეს – „განწმენდნენ” საზოგადოებას ფსიქიკურად არაჯანსაღი „ტვირთისაგან”. მართ-ლაც მალე შემუშავდა ევთანაზიის სპეციალური პროგრამა, რომლის საფუძველზე 1939 წლის 1 სექტემბერს ჰიტლერმა ხელი მოაწერა საიდუმლო ბრძანებას. მის თანახმად შესაბამის სახელისუფ-ლებო უწყებებს დაევალა „არასრულფასოვანი” ადამიანებისაგან (ფსიქიკურად დაავადებულნი, ვენერიული სნეულებებით შეპყრობილნი, ნარკო-მანები, მეძავეები, პათოლოგიური დაავადებების მქონე ახალშობილები და სხვ.) საზოგადოების „გასუფთავება”. ამ ამოცანის შესასრულებლად შეიქმნა ეგრეთ წოდებული საევთანაზიო ცენტ-რები. ისინი ახდენდნენ ადამიანთა კონტიგენტის შერჩევას, ადგენდნენ სიებს სრულიად უდანაშა-ულო ადამიანთა მოკვდინებისათვის. ზუსტი აღ-რიცხვის ბიუროკრატიული აპარატი არ ერიდებო-და სისხლიან ბორბალში გაეტარებინა ხორცად და ძვლად წარმოდგენილი ადამიანები.

სამედიცინო იარლიკით მოქმედი ადამიანთა

Page 156: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

155

სასაკლაოები აფართოებდნენ კინტიგენტის შედ-გენილობას. „არასრულფასოვანთა” ცნებაში თავ-დაპირველად მოაზრებულ ფსიქიკურად დაავადე-ბულებს მალე დაემატა პოლიტიკური მოწინააღმ-დეგეები, სხვა რჯულის, სხვა რასის ადამიანები, პირველ რიგში ებრაელები და კომუნისტები ორი წლის განმავლობაში ამ სისტემამ საშინელ მარწუ-ხებში გატარებით მოკლა 275000–ზე მეტი ტან-ჯული. მათ შორის მრავლად იყვნენ ბავშვები და ასაკში შესულები, იუდაიზმისა და ქრისტიანული მრწამსის წარმომადგენლები. მათ საევთანაზიო ცენტრებში, ადამიანზე ზრუნვის ლოზუნგით გადაიტანეს გოლგოთური წამება, დამცირება, გვემა, აბუჩად აგდება, ადამიანური უფლებების სრული იგნორირება. ყოველივე ეს უხეშად, ბარ-ბაროსულად კეთდებოდა ჰუმანიზმის ნიღბით, ევ-თანაზიის – ტკბილი სიკვდილის დეკლარირებით.

ეგრეწოდებული „ევთანაზიის პროგრამის” წი-ნააღმდეგ ხმა აიმაღლეს იმ პერიოდისთვის ცნო-ბილმა მეცნიერებმა, მწერლებმა, მედიცინის დარ-გის წარმომადგენლებმა. ჰიტლერმა ისეთი პოზი-ცია დაიჭირა, თითქოს ყურად იღო მათი თხოვნა და მოწოდებები – შეწყდა „ევთანაზიის” ცენტრების საქმიანობა. მაგრამ გამოირკვა, რომ ეს მხოლოდ მანევრი იყო. მალე მათ ნაცვლად ფიურერმა გერ-მანიის ტერიტორია საკონცენტრაციო ბანაკებით – დადახაუ, ბუხენვალდი, ოსვენციმი, მათი მსგავსი ოფიციალური ადამიანთა სასაკლაოებით მოფინა.

Page 157: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

156

გერმანიაში მოქმედმა „ევთანაზიის ცენტრებმა” თავისი შავბნელი საქმეები შეასრულეს, ამ ქმედე-ბებს არავითარი საერთო არ ჰქონიათ მედიცინას, სამეცნიერო კვლევებთან. სწორედ ეს დაადასტუ-რა 1946 წლის 28 ოქტომბრიდან 1947 წლის 19 ივ-ლისამდე ამერიკის შეერთებული შტატების პირ-ველი სამხედრო ტრიბუნალის სხდომებმა. ევთა-ნაზიის პროგრამის მამამთავარი კარლ ბრანტი და მისი 22 თანამონაწილე ტრიბუნალმა დამნაშავედ სცნო. ექვს მათგანს სასიკვდილო განაჩენი გამო-უტანეს, დანარჩენებს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.

ნიურნბერგის პროცესმა კიდევ ერთხელ წარმო-აჩინა საექიმო ექსპერიმენტისა და ევთანაზიის შირმით ჩადენილი დანაშაული კაცობრიობის წი-ნაშე. ეს აისახა კიდევაც დოკუმენტში – „ნიურ-ბერგის კოდექსი”, რომელიც ადამიანის უფლებე-ბისა და სამედიცინო პერსონალის მოვალეობის ფუნდამენტური – ფუძემდებლური საერთაშორი-სო დოკუმენტია. მასში მთელი კატეგორიულო-ბით ნათქვამია, რომ სამედიცინო ექსპერიმენ-ტისთვის ადამიანის ნებაყოფლობითი თანხმო-ბა აუცილებელია. კერძოდ, კვლევის მონაწილე ქმედითუნარიანი უნდა იყოს: ამასთან ძალმომ-რეობის, თაღლითობის, მოტყუების, თავისუფ-ლების აღკვეთის, ეშმაკობის ან ძალდატანების სხვა ფორმებს მოკლებული გარემო მას თავისუ-ფალი არჩევანის საშუალებას უნდა აძლევდეს;

Page 158: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

157

გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად კარგად უნდა იცოდეს და გააზრებული ჰქონდეს კვლევაში მონაწილეობის არსი; ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ კვლევის სუბიექტს მის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ეცნობოს ექსპერიმენტის სახის. მასთან დაკავში-რებული დისკომფორტისა და საშიშროების, ექს-პერიმენტში მონაწილეობის შესაძლო გავლენის შესახებ მის ჯანმრთელობაზე, ფსიქიკაზე.

„ნიურბერგის კოდექსის” შემდეგი მოთხოვნებია:– თანხმობის ჭეშმარიტების განსაზღვრა და ამი-

სათვის პასუხისმგებლობა იმ პირებს ეკისრებათ, ვინც კვლევის ინიციატორია, წარმართავს ექსპე-რიმენტს ან მონაწილეობს მასში. ზემოაღნიშნუ-ლი მოვალეობა და პასუხისმგებლობა გაპიროვნე-ბულია, მისი დელეგირება – დასჯადი;

– ექსპერიმენტი ისეთი სარგებლობის მომტანი უნდა იყოს საზოგადოების კეთილდღეობისათვის, რაც სხვა მეთოდით, სხვა საშუალებით მიუღწევა-დია, ის არ იყოს შემთხვევითი და უსარგებლო.

– ექსპერიმენტი უნდა ეფუძნებოდეს ცხოველებ-ზე ჩატარებული ცდების შედეგებისა და დაავადე-ბათა მიმდინარეობის ან სხვა საკვლევი პრობლე-მების ღრმა ცოდნას. კვლევის სავარაუდო შედე-გები უნდა ამართლებდეს ექსპერიმენტს;

– ექსპერიმენტი ისე უნდა ჩატარდეს, რომ თა-ვიდან იქნეს აცილებული ზედმეტი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა და ზიანი;

Page 159: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

158

– ექსპერიმენტი ისე უნდა ჩატარდეს, რომ თა-ვიდან იქნეს აცილებული ზედმეტი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა და ზიანი;

– ექსპერიმენტი არ უნდა ჩატარდეს, თუ მოსა-ლოდნელია, რომ კვლევა გამოიწვევს სიკვდილს ან დაინვალიდებას; შესაძლო გამონაკლისია ექს-პერიმენტი, როცა ექიმი თავად არის კვლევის სუ-ბიექტი;

– კვლევასთან დაკავშირებული რისკი არ უნდა აღემატებოდეს ექსპერიმენტით გადასაწყვეტი პრობლემების ჰუმანისტურ მნიშვნელობას;

– გულდასმით უნდა მომზადდეს და უზრუნველ-ყოფილ იქნეს ადეკვატური პირობები კვლევის სუბიექტის დასაცავად დაზიანების, დაინვალი-დების ან სიკვდილის თუნდაც ნაკლებ სარწმუნო ალბათობისაგან;

– ექსპერიმენტი უნდა წარმართოს მხოლოდ კვა-ლიფიციურმა მეცნიერმა. ექსპერიმენტის წარმ-მართველ და მაშსი მონაწილე მკვლევარს ექსპე-რიმენტის ყველა ეტაპზე მოეთხოვება უმაღლესი დონის ოსტატობა და გულისხმიერება.

– ექსპერიმენტის ნებისმიერ ეტაპზე ადამიანს უნდა ჰქონდეს ექსპერიმენტში მონაწილეობის შეწყვეტის უფლება, თუ ფიზიკური მდგომარე-ობის გამო შეუძლებლად მიაჩნია ექსპერიმენტის გაგრძელება.

– მკვლევარი მზად უნდა იყოს ნებისმიერ ეტაპ-ზე შეწყვიტოს ექსპერიმენტი, თუ ვარაუდობს,

Page 160: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

159

რომ კვლევის კეთილსინდისიერად და ოსტატუ-რად წარმართავს და გულდასმით განსჯის მი-უხედავად ექსპერიმენტის გაგრძელება კვლევის სუბიექტის დაზიანებას, დაინვალიდებას ან სიკვ-დილს გამოიწვევს.

აღნიშნული დოკუმენტი იმიტომ დავიმოწმეთ, რომ ნათელი გაგვეხადა სამედიცინო ექსპერი-მენტის, ევთანაზიის ერთ–ერთი აუცილებელი მოთხოვნის – პიროვნების უფლებების დაკმაყო-ფილების მნიშვნელობა, მისი დანიშნულება. ამ ფუნდამენტურმა მოთხოვნებმა და პრინციპებმა კონკრეტული სახე მიიღო საერთაშორისო სამე-დიცინო ასოციაციის ჰელსინკის დეკლარაციაში: „სახელმძღვანელო რეკომენდაციები ექიმთათ-ვის ადამიანზე ჩატარებული სამედიცინო–ბი-ოლოგიური კვლევის შესახებ” (მიღებული მე–18 საერთაშორისო სამედიცინო ასამბლეის მიერ. ჰელსინკი,ფინეთი, 1964 წლის ივლისი, განახლე-ბულია იმავე ასამბლეის შემდგომი წლების რამ-დენიმე ასამბლეაზე).

მითითებული დოკუმენტები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მათ დასაბამი მისცენ საკითხის ყოველმხრივ განხილვას. ამის დასაბუთებისათ-ვის მოვიტანთ ამონარიდს 42–ე საერთაშორისო სამედიცინო ასამბლეის მიერ (რანჩო მირაჟი, კლაიფორნია, აშშ, 1990 წლის ოქტომბერი) მიღე-ბული დოკუმენტიდან: „განუკურნებელი დაავა-დების, ძლიერი ქრონიკული ტკივილების მქონე

Page 161: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

160

პაციენტის მოვლის სტრატეგიის შესახებ”. „მო-მაკვდავი, ძლიერი ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტისათვის სამედიცინო დახმარებაში მო-ნაწილე ექიმებისა და ყველა სხვა პირის მოვა-ლეობაა ტკივილის შეგრძნების, ანალგეზიური საშუალებების, ფარმაკოლოგიური მოქმედებე-ბისა და პაციენტის, მისი ოჯახისა და მეგობრე-ბის მოთხოვნილებების გაცნობიერება. ამ საერ-თაშორისო დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშ-ნული ისიც, რომ „იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი უკურნებელი სენით არის დაავადებული, ექიმმა ძალისხმევას უნდა მიმართოს მისი ტანჯვის შე-სამსუბუქებლად”.

ამის მიუხედავად, დღემდე არ არის უზრუნველ-ყოფილი ევთანაზიის ისეთი აუცილებელი მოთ-ხოვნის შესრულება, როგორიცაა გამოსაკვლევთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უეჭვო გარან-ტიის დაცვა, მათგან ინფორმირებული თანხმობის მიღება. მეტიც, დაფიქსირებულია აღნიშნული მოთხოვნის უხეში დარღვევების შემთხვევები. მათი ანალიზი მოცემულია პროფესორ ჰენრი ბი-ჩერის შრომაში „ეთიკა და კლინიკური გამოკვლე-ვები”. მასში განსაკუთრებული შეშფოთება არის გამოთქმული იმის გამო, რომ დაავადების ეტი-ოლოგიის შესწავლისა და დამცავი ვაქცინის შე-მუშავების მიზნით ხდებოდა ბავშვების დასნებოვ-ნება ჰეპატიტით. დაფიქსირებული იყო ისიც, რომ ნიუ–ორკის ერთ–ერთ საავადმყოფოში მოხუცი

Page 162: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

161

და დაუძლურებული პაციენტების ორგანიზმში შეჰყავდათ კიბოს ცოცხალი უჯრედები.

მიუხედავად ამისა, „ნიურნბერგის კოდექსის” (1964 წ.) და „ჰელსინკის დეკლარაციის” (1964 წ.) იდეებმა და პრინციპებმა ადამიანზე ექსპერიმენ-ტის ეთიკური და სამართლებრივი რეგულირების პრობლემების შესახებ, ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მათში განსაკუთრებული ადგილი ევთანაზიის საკითხებმა ჰპოვეს.

ევთანაზიის ისტორიის ფურცლებში საინტერე-სოა ამ ფენომენისადმი საექიმო ტრუენტიზმის წარმომადგენლების დამოკიდებულება.

დაგროვილია საკმაო მოცულობის მასალა ექიმი ტრუენტების საგანმანათლებლო, საგამომცემ-ლო, ჰუმანიტარული საქმიანობის შესახებ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯონ ჰოპ-კინსის უნივერსიტეტის პროფესორ უილიამ ოს-ლერის (1849–1919) მოღვაწეობა. მის სახელთან არის დაკავშირებული მოკვდინების პროცესის დინამიკის აღწერის სპეციალური ოქმის შემოღე-ბა. 5 წლის განმავლობაში ოსლერმა შეისწავლა 469 მომაკვდავი ადამიანის ავადმყოფობის ის-ტორია, შეიმუშავა მომაკვდავთა მოვლის ფსიქო-ლოგიური პრინციპები, მიაქცია ყურადღება იმას, რომ მომაკვდავებს უნდოდათ

განმარტოება – თავის თავთან მარტო დარჩენა – „სიკვდილთან დიალოგი”, მაგრამ ამის საშუალე-ბასაც არ აძლევენ ექიმები, რადგანაც მათ ეშინო-

Page 163: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

162

დათ არ დაედანაშაულებინათ უყურადღებობასა და უსულგულობაში. ავადმყოფები ექიმებს მის უფლებას არ აძლევდნენ. ოსლერი ამ კატეგორიის ექიმებს „უზურპატორებს”, „აკვიატებულ თვით-მარქვიებს” უწოდებდა.

ოსლერს თვითონ შეეხო სიკვდილის მსახვრალი ხელი: დაეღუპა მცირეწლოვანი შვილი, შემდეგ 21 წლის ვაჟი – ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუ-დენტი. ოსლერმა შეაგროვა მდიდარი ბიბლიოთე-კა, რომლის ერთი კუთხე წარმოაჩენდა პრობლე-მის – „სიკვდილი, ზეცა და ეშმაკი” მრავალასპექ-ტიანობას.

თავად ოსლერიც „საინტერესოდ” გარდაიცვა-ლა – სიკვდილის წინ იგი კითხულობდა საყვარელ პოეტთა ლექსებს. როცა ესეც აღარ შეეძლო, მა-შინ მეგობრები უკითხავდნენ.

„არც ერთ ადამიანს, – წერდა ოსლერი, – არ შეუძლია იყოს ბედნიერი და მშვიდი, თუ მასა არა აქვს ჰობი. სულ ერთია როგორია მისი გამოვლი-ნება – გარეგნული ინტერესი – ბოტანიკაა ეს, ხო-ჭოები, პეპლები, ვარდები, ყაყაჩოები, თევზაობა, ალპინიზმი, ანტიკვარიატი –მთავარია იგი მყარად იდგეს ციგურებზე და მაგრად იჯდეს უნაგირზე”.

მთავარი ის არის რომ, უილიამ ოსლერი, საექიმო ტრუენტიზმის თეორიტიკოსი, მისი (ტრუენტიზ-მის) ფსიქოლოგიური პრინციპების ფუძემდებე-ლი, სიკვდილის რაობის მცოდნე, კატეგორიულად უარყოფთა ევთანაზიას.

Page 164: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

163

მომდევნო წლებში სახელმწიფოთა უმრავლე-სობამ უარი თქვა ევთანაზიის ლეგალიზაციის იდეაზე. რასკვირველია, განსხვავებული ტრადი-ციების ეთნოფსიქოლოგიურმა სახელმწიფოებმა ევთანაზიის მიმართ სხვადასხვა პოზიცია გამოხა-ტეს.

უკანასკნელი 20–25 წლის განმავლობაში შეიმ-ჩნევა სხვადასხვა რეგიონებში (სახელმწიფოში, ქალაქში, შტატსა და ა. შ.) ევთანაზიის ლეგალი-ზაციის იდეის კანონიზირება.

მაგალითად, 2001 წლის 19 აპრილს ნიდერლან-დების პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა კანონი „ევთანაზიის ლეგალიზაციის შესახებ”. კა-ნონს პარლამენტის 75 დეპუტატიდან 46–მა მის-ცა ხმა. რის შემდეგ ოფიციალურად დაიწყო ევთა-ნაზიის აღსრულება. მხოლოდ ერთი წლის განმავ-ლობაში ოფიციალურად დაფიქსირდა ევთანაზიის 2216 შემთხვევა. აღნიშნული ევთანაზიის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე ნათელ წარმოდგე-ნის შეგვიქმნის ამ საკითხზე შედგენილი იმ ოფი-ციალური „ავადმყოფობის ისტორიის” გაცნობა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს პარლამენ-ტის მიერ არის დამტკიცებული და დღემდე ივსე-ბა ევთანაზიის განხორციელების დროს.

Page 165: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

164

I ავადმყოფობის ისტორიაში იწერება

ა) საბოლოო დიაგნოზი;ბ) ხანგრძლივად მიმდინარეობს თუ არა ავადმ-

ყოფობა;გ) რა სახის მკურნალობა ტარდებოდა;დ) ყველა იმ ექიმის ვინაობა, მისამართი, ტელე-

ფონის ნომერი, რომელთა მომსახურებით სარ-გებლობდა პაციენტი, თითოეულის მიერ დასმუ-ლი დიაგნოზი;

ე) იყო თუ არა პაციენტის სულიერი ან ფიზიკუ-რი ტანჯვა აუტანელი:

– შეიძლებოდა თუ არა დასკვნის გამოტანა, რომ პაციენტს ელოდა მხოლოდ ტანჯვა, რომელიც და-აკარგვინებდა მას ადამიანურ ღირსებას და აუტა-ნელ ფიზიკურ ტკივილს მიაყენებდა;

– ჰქონდა თუ არა პაციენტს იმისი შანსი, რომ ევთანაზიის გამოყენების გარეშე მომკვდარიყო ღირსეულად;

– თქვენი აზრით, როდის იყო პაციენტის სიკვ-დილი მოსალოდნელი, თუ კი არ მიმართავდნენ ევთანაზიას;

– სთავაზობდნენ თუ არა პაციენტს რაიმე საშუ-ალებას მოსალოდნელი ტანჯვის შესამსუბუქებ-ლად. ენიჭებოდა თუ არა პრინციპული მნიშვნე-ლობა იმას, „შეიძლებოდა თუ არა გამონახულიყო ასეთი სახის საშუალებები?”

Page 166: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

165

II ევთანაზიის მოთხოვნა

ა) არის თუ არა პაციენტის განაცხადი ევთანა-ზიის შესახებ ნებაყოფლობითი და გათვითცნობი-ერებული.

თუ არის, მაშინ:– აქვს თუ არა მას ამომწურავი ინფორმაცია და-

ავადების მიმდინარეობისა და სიცოცხლის შეწყ-ვეტის საშუალებების შესახებ?

– ჩაუტარდა თუ არა საუბრები ტანჯვის შემსუ-ბუქების შესაძლებლობის ან შეუძლებლობის შე-სახებ?

ბ) თუკი გააკეთა პაციენტმა შესაბამისი განაც-ხადი, როდის და ვის სახელზე? არიან თუ არა ამის მოწმეები?

გ) აცნობიერებდა თუ არა პაციენტი იმას, რასაც აცხადებდა.

– ჰქონდა თუ არა მას გააზრებული თავისი ფი-ზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა? რა სახის მტკიცებულებათა წარმოდგენა შეგიძლიათ თქვე-ნი მოსაზრების სისწორის დასამტკიცებლად?

დ) განიხილა თუ არა პაციენტმა სხვა ვარიანტე-ბი ევთანაზიის გარდა? თუ განიხილა, მაშინ რო-გორია მისი დამოკიდებულება ამ ვარიანტის მი-მართ, თუ არა, რატომ?

ე) მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა ექიმის ან პაციენტის გადაწყვეტილებაზე მესამე პირმა? თუ მოახდინა, როგორი სახით?

Page 167: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

166

III დებულირებული მოსაზრება

ა) მოეთათბირა თუ არა მკურნალი ექიმი სხვა ექიმებს? თუ მოეთათბირა, ვის (სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი).

ბ) რა დასკვნა გააკეთეს კოლეგებმა I–გ და II–დ პუნქტების მიმართ?

გ) ნახეს თუ არა ექიმებმა პაციენტი? თუ არა, რას ეფუძნებოდა მათი დასკვნა?

IV ევთანაზია

ა) ვინ განახორციელა ევთანაზია და როგორ?ბ) იყო თუ არა პაციენტი ინფორმირებული ევ-

თანაზიის ფორმის შესახებ? თუ იყო, როგორ და ვისი მეშვეობით?

გ) იყო თუ არა ექიმი დარწმუნებული, რომ ევ-თანაზიის არჩეული ფორმა გამოიღებდა მოსა-ლოდნელ ეფექტს?

დ) კიდევ ვინ ესწრებოდა ევთანაზიის განხორ-ციელებას? მათი სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი.

1996 წლის ოქტომბერში ევთანაზიის ლეგალი-ზაცია ჩრდილოეთ ავსტრალიის ქალაქ დარვინ-შიც დაფიქსირდა.

1977 წელს აშშ–ის კალიფორნიის შტატში მიღე-ბული იქნა კანონი: „ადამიანის უფლებების სიკვ-დილზე”. ამ კანონით განუკურნებელი სენით და-

Page 168: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

167

ავადებულ ადამიანს უფლება ეძლევა შეწყვიტოს მკურნალობა. კერძოდ, ამ გადაწყვეტილების შეს-რულების უფლება მისცეს ექიმს, რომელსაც ნება დაერთო გაითვალისწინოს პაციენტის სურვილი სიცოცხლის ნებაყოფლობით შეწყვეტის შესახებ.

1989 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ ევთანაზიის მიზანშეწონილობის შესახებ ექიმთა ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულ-თა 60%–მა ევთანაზიის ლეგალიზაციის დაუჭირა მხარი. შემდგომ წლებში, დასავლეთ ევროპის ზო-გიერთი სახელმწიფო მედიცინის მუშაკთა გამო-კითხვის შედეგებიც დაახლოებით ისეთივე იყო.

1997 წელს აშშ–ის ორიგონას შტატში კანონმ-დებლობამ იურიდიულად მოახდინა ევთანაზიის ლეგალიზაცია.

უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა ევთანაზიის ლეგალიზაციის მომხრეთა რაოდენობის მატე-ბა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებაში. ეს, უპირველესად, იმ რეგიონებში აღინიშნება, სადაც მაღალია სუიციდიის პროცენტული მაჩვენებლე-ბი.

ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტის თეორიტი-ზებას ცდილობს. მაგალითად, 1969 წელს უპსა-ლის (შვეცია) უნივერსიტეტის ფილოლოგმა ინგერ რედელიუსმა წამოაყენა წინადადება სუიციდური კლინიკის დაარსების შესახებ. მისი რეკომენდა-ციის შესაბამისად მოქმედ დაწესებულებაში საუბ-

Page 169: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

168

რის საშუალებით ცდილობენ ზეგავლენა მოახდი-ნონ სუიციდის გადაწყვეტილების შეცვლაზე თუ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია, მაშინ პაციენტს ეხმარებიან სიცოცხლის ღირსეულად დასრულებაში.

მაშასადამე, ევთანაზიის ლეგალიზაციის საკით-ხი კიდევ უფრო აქტიური ხდება. მან მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში მოიცვა. ზოგიერთ, ცალკეულ შემთხვევაში, ევთანაზია კურიოზული, კაზუსური ფორმით ხორციელდება. მაგალითად, 90–იანი წლებიდან ამერიკელი ექიმი ჯეკ კევორ-კიანი თავის მიერ „შექმნილი” სპეციალური სასიკ-ვდილო აპარატით „ეხმარება” განუკურნებელი სენით შეპყრობილ ავადმყოფებს დაასრულონ სი-ცოცხლე.

სხვადასხვა საზოგადოებრივი ასოციაციის, ასე-ვე ცალკეული პირის მიერ კევორკიანის წინააღმ-დეგ სასამართლოში აღძრული საქმეები, ჯერჯე-რობით, ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება. ვერ ხერხდება მისი ქმედების საზოგადოებრივი გაკიცხვა.

90–იან წლებში ქალაქ ვენაში გამოაშკარავდა ოთხი მედდის არაკანონიერი ქმედებები ავადმ-ყოფთა ევთანაზიის საკითხში. 1983–1989 წლებ-ში მათ 50–ზე მეტი ავადმყოფი მოაკვდინეს. ამ ქმედების გამო ქალაქ ვენაში ჩატარებულმა სა-სამართლო პროცესმა მედდებს ვერ დაუმტკიცა სისხლის სამართლის დანაშაული. მათმა ზნეობ-

Page 170: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

169

რივმა დატუქსვამაც ვერ პოვა ფართო გამოხმა-ურება. საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი მხოლოდ პროტესტად დარჩა, თუმცა გამოითქ-ვა სინანული იმის გამო, რომ სამედიცინო დაწე-სებულებებმა და სახელმწიფო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს ვერც საექიმო დანაშაულებრივი ქმედების, ვერც ამ ქმედების შედეგების იურიდი-ული სანქცირება.

ევთანაზიის მიმართ ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრებულია მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება, რასაც ჩვენის აზრით, განსაზღვრავს ქართველი ხალ-ხის დედა ეკლესიის – საქართველოს მართმადი-დებელი ეკლესიის პოზიცია, ძირძველი ეროვნუ-ლი ტრადიციები და წეს–ჩვეულებები, ლოგინში ჩავარდნილზე ზრუნვა ქართულ ყოფაში ღრმად არის ჩაკირული. ქართველისათვის სიცოცხლის ერთი წუთიც კი უდიდესი ღირებულებაა, ქართუ-ლი მართლმადიდებლობის მისი მსოფლმხედვე-ლობისათვის, ევთანაზია აშკარა თვითმკვლელო-ბაა, დიდი ცოდვაა. „თავს არ მოიკლავს ქართვე-ლი, არა” – მოტივაცია ბატონობს არა მხოლოდ ცნობიერებაში, არამედ ქართული ცხოვრების წესშიც.

ქართულ ისტორიოგრაფიასა და იურისპრუდენ-ციაში ევთანაზიისადმი ინტერესი, განხილვის დონეზე. მეოცე საუკუნეშიც გამოიკვეთა. საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსი, გასაგე-

Page 171: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

170

ბი მიზეზების გამო, მთლიანად იმეორებდა იმდ-როინდელი საბჭოთა კავშირის სისხლის სამართ-ლის კოდექსის მუხლებს. პირველ ხანებში კოდექ-სის შესაბამისი მუხლი ევთანაზიას მკვლელობად მიიჩნევდა. მაგრამ გარდაცვლილის თხოვნის და შებრალების მოტივის გათვალისწინებით სასჯე-ლი საგრძნობლად მსუბუქდებოდა. ამ ნორმის ხასიათზე დიდხანს ახდენდა გავლენას რსფსრ–ს 1922 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 1430–ე მუხლის შენიშვნა, სადაც მითითებული იყო, რომ ასეთი დანაშაული სრულად არ ისჯება. ამ ნორმამ ცოტა ხანს იმოქმედა. შემდგომში მტკი-ცედ დამკვიდრდა ნორმა, რომლის თანახმადაც მკვლელობა დაზარალებულის თანხმობით და შებრალების გრძნობით, ოფიციალური კანონმ-დებლობით ისჯებოდა, როგორც ჩვეულებრივი განზრახი მკვლელობა. საბოლოოდ ევთანაზიის გამო გამოწვეული ასეთი სახის ქმედება ფასდე-ბოდა, როგორც ბრალის შემამსუბუქებელი ზოგა-დი გარემოება. ე. ი. ცხადია, რომ ევთანაზია არ იყოს მიჩნეული დამამძიმებელ გარემოებაში ჩა-დენილ მკვლელობად. ამ შემთხვევაში გათვალის-წინებული იყო ავადმყოფის დაჟინებული თხოვნა და სიბრალულის მოტივი.

ქართულ იურისპრუდენციას მხედველობიდან არ გამორჩენია ევთანაზიის პრობლემის სირ-თულე. აწ განსვენებული აკადემიკოსი თინათინ წერეთელი სპეციალურად იკვლევდა ევთანაზი-

Page 172: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

171

ისადმი დამოკიდებულების საკითხს. ამ თემაზე მან წაიკითხა საჯარო ლექციები, დასტამბა სპე-ციალური სტატია „ევთანაზია, როგორც ზნეობ-რივი და სამართლებრივი პრობლემა” ჟურნალში „საბჭოთა სამართალი” (1976 წლი, №6), რომელ-შიც არა მხოლოდ შეჯამებულია ემპირიული ხა-სიათის მასალა და გაანალიზებული საინტერესო მაგალითები, არამედ პრობლემა გააზრებულია პერსპექტივის გათვალისწინებით. „ევთანაზია, – წერდა ჰუმანისტი, პროფესიონალი იურისტი, – წარმოშობს პრობლემას როგორც იურისტების, ისე ექიმებისათვის, რადგან აქ ადამიანის შებ-რალებითი მოტივი, რომელიც მისი სიცოცხლის ისედაც დათვლილი დღეების შემცირების მიზეზი გახდა, კოლიზიაში ადამიანის სიცოცხლის აბსო-ლიტური ღირებულების შეფასებასთან, რომელიც დაცული უნდა იქნეს ყველა პერიოდში და ყველა გამოვლენაში”.

საქართველოს თანამედროვე კანონმდებლობა ევთანაზიას კატეგორიულად კრძალავს. ჯანმრ-თელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 151–ე მუხლის თანახმად „სამედიცინო პერსო-ნალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს ეკრძალე-ბა ევთანაზიის განხორციელება ან ამ უკანასკ-ნელში მონაწილეობის მიღება”. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 110 – მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით, აკანონებს: „მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდ-

Page 173: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

172

ვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლე-ბის მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე”. ისიც საყურადღებოა, რომ 1999 წლის 22 ივლისამდე ეს დანაშაული ითვა-ლისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, ე. ი. მოხდა სასჯელის გამკაცრება.

გასათვალისწინებელია ის, რომ საკანონმდებ-ლო ნორმები, ყოველთვის არ ესადაგება მორა-ლურ პრინციპებს. თანამედროვე პირობებში – გა-უსაძლისი ყოფისა და სულიერების დეგრადაციის დროს, კიდევ უფრო შესაძლებელია ევთანაზიის (როგორც აქტიურის, ასევე პასიურის) მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გაფართოვება. გლობალიზმის გავლენამ შეიძლება არსებითად შეცვალოს ეროვნული ცნობიერება, ერთგვარად შეარყიოს ძირძველი ტრადიციები და წეს–ჩვე-ულებები. ამიტომ ჩვენი ეროვნული რელიგია – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესია – მისი ზნეობრივი პრინციპები, არის ის მტკიცე საფარი, რომელიც დაგვიცავს ამ დანაშაულისაგან.

მაშასადამე, ევთანაზია არ არის მარტივი საკით-ხი. მისდამი მიდგომას მრავალსაუკუნოვანი ის-ტორია აქვს. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში, განსხვავებულ ზნეობრივ–ეთიკურ პირობებში ევ-თანაზიისადმი, სუიციდისადმი დამოკიდებულება კულტურულ დონეებს წარმოაჩენს.

Page 174: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

173

გენეტიკაში, მოლეკულურ ბიოლოგიაში, სამე-დიცინო ინჟინერიისა და ფსიქოლოგიის სფეროში წარმოებულმა გამოკვლევებმა დიდი ხანია გადა-ლახეს ვიწრო პროფესიული ფარგლები და ისინი დღეს განსაზღვრავენ არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის ბედს, არამედ, გარკვეული აზრით, მთე-ლი კაცობრიობის მომავალსაც. ამიტომ უკანასკ-ნელ წლები ამ დარგებში მიმდინარე პროცესებით დიდად დაინტერესდნენ როგორც ბიოთიკოსები, ასევე სწავლული–იურისტები, ფილოსოფოსები, საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწეები და სხვა. იმ საკითხებს შორის, რომლებიც თანამედროვე მედიკოსების, ბიოეთიკოსების, მთელი საზოგა-დოების დიდ ინტერესს იმსახურებენ, უნდა გა-მოვყოთ კლინიკური ტრანსპლანტალოგიის პრობ-ლემები.

სულ რამდენიმე ათეული წელი გავიდა მას შემ-დეგ, რაც სამხრეთ აფრიკელმა კარდიო ქირურგმა კ. ბერნარდმა განახორციელა ოპერაცია (1967 წ.), რამაც ძირფესვიანად შეცვალა ადამიანთა მრა-ვალსაუკუნოვანი წარმოდგენა სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ ზოგადად, წარმოდგენა გულ-ზე, როგორც სულის ადგილსამყოფელზე, ადამი-ანის უმთავრეს ორგანოზე, კერძოდ. სადღეისოდ ტრანსპლატალოგიის პრობლემების განხილვაში აქტიურადაა ჩართული უამრავი მეცნიერ–მკვლე-ვარი, სამეცნიერო დაწესებულება, საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე.

Page 175: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

174

როგორია თანამედროვე რელიგიების წარმო-მადგენელთა დამოკიდებულება ტრანსპლანტა-ციისადმი? რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ეკლესიის მსახურთა უმრავლესო-ბის პოზიცია გამოკვეთილად დადებითია. ტრან-სპლანტაციის მომხრეა დასავლეთის ქრისტიან ღვთისმეტყველთა აბსოლუტური უმრავლესობა, ებრაული ეკლესია, ორგანოთა გადანერგვას და-საშვებად მიიჩნევს, თუ საქმე ეხება ადამიანის სი-ცოცხლის შენარჩუნებას, მართლმადიდებელ ეკ-ლესიათა უმრავლესობაც, პრინციპში, იზიარებს ტრანსპლანტაციის მიზნებს, თუმცა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლე-ბი გვაფრთხილებენ, რომ ადამიანის სხეული არ შეიძლება განვიხილოთ როგორც სათადარიგო ნა-წილების გროვა.

რაც შეეხება ტრანსპლანტალოგიის პრობლემის დაყენებას სახელმწიფოებრივ დონეზე, ამჟამად მსოფლიოს უმეტეს რეგიონებში (ამერიკა, ევრო-პა, აზია) უკვე შექმნილია დამოუკიდებელი ტრან-სპლანტოლოგიური პროგრამები და დაგროვილია თირკმელების, გულის, ფილტვებისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის გარკვეული გამოცდილება.

თანამედროვე კლინიკური ტრანსპლანტოლო-გია, რომელსაც საფუძვლად ქირურგიული მე-თოდი უდევს, ესაა ათეულ ათასობით პაციენტი, რომლებმაც მეორე სიცოცხლე შეიძინეს გულის, ღვიძლის, ფილტვების, თირკმელების, კუჭუკანა

Page 176: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

175

ჯირკვლების გადანერგვის შედეგად; ესაა ასეულ ათასობით პაციენტი, რომლებმაც ახალი სიცოცხ-ლე შეიძინეს სხვადასხვა ქსოვილების, ძვლოვანი ტრანსპლანტატების, მყესების, თვალის რგოლისა და რქოვანას, გულის კლაპანების ტრანსპლანტა-ციის შემდეგ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კლინიკუ-რი ტრანსპლანტალოგია – ეს არის უკვე შემდგარი და საზოგადოების მიერ მანამდე უიმედო ავადმ-ყოფების განკურნების აღიარებული მეთოდი, ეს არის საექიმო რისკის უკიდურესი გამოვლენა და ავადმყოფის უკანასკნელი იმედი! ბუნებრივია, ყველაფერი ეს სპეციფიკურ პრობლემებს ქმნის დეონტოლოგიისა და ბიოსამედიცინო ეთიკის სფეროში.

ძირითად დეონტოლოგიურ პრინციპად ტრან-სპლანტოლოგიაში კვლავ რჩება ჯერ კიდევ ჰი-პოკრატეს მიერ წამოყენებული დებულება „ნუ ავნებ”. გასაგებია, რომ ტრანსპლატოლოგიურ ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ავად-მყოფისადმი მაქსიმალური სარგებლობის მო-ტანა, როცა ტრანსპლანტოლოგიური ბრიგადა დაკომპლექტდება მაღალპროფესიონალი სპეცი-ალისტებით, რომლებიც საექიმო ეთიკის პრინცი-პებით იქნებიან განმსჭვალულნი; მხოლოდ ასეთ ბრიგადებს შეუძლიათ დაიცვან პაციენტის უფ-ლებები და ყალბი ქირურგიული პრიორიტეტები ვერ გადაფარავენ ყველაზე მთავარს პაციენტის, როგორც პიროვნების, აღიარებას და პატივისცე-

Page 177: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

176

მას. ამდენად, ტრანსპლანტოლოგიური პროცესის მონაწილეებისათვის მარტო ექიმის დიპლომი არ არის საკმარისი, ამისათვის აუცილებეელია მთე-ლი ტრანსპლანტოლოგიური ბრიგადის სახელმ-წიფოებრივი ატესტაცია, მისი ლიდერისათვის კი პერსონალური ატესტაცია სათანადო დიპლომ–სერტიფიკატის მიცემით.

არსებობდა და დღესაც არსებობს ე. წ. „წმინდა საექიმო ტყუილი”. ხანდახან ასეთი რამ მიზან-შეწონილია და გამართლებული ონკოლოგიაში, ქირურგიაში, მედიცინის ზოგიერთ სხვა დარგში. რაც შეეხება ტრანსპლანტოლოგიას, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ასეთი „ტყუილი” არათუ მი-უღებელია, არამედ მავნეა; პაციენტებსა და მათ ნათესავებს უნდა მიეწოდოს სრული და ამომწუ-რავი ინფორმაცია ავადმყოფის მდგომარეობაზე, იმაზე, რომ მხოლოდ ფუნქციადაკარგული ორგა-ნოს ნაცვლად დაღუპული ადამიანის ჯანმრთელი ორგანოს გადანერგვას შეუძლია იხსნას პაციენ-ტის სიცოცხლე, რომ არავითარი სხვა გამოსავა-ლი არ არსებობს.

ქირურგიაში ყოველთვის რთული იყო საოპერა-ციოდ ავადმყოფის შერჩევა. ტრანსპლანტოლო-გიის წარმოშობის შემდეგ ეს კიდევ უფრო გარ-თულდა და ჭეშმარიტად ჰამლეტისეულ „ყოფნა–არყოფნის” საკითხად იქცა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რეციპიენტის შერჩევა ტრანსპლანტოლოგიაში ყოველთვის ტრანსპლან-

Page 178: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

177

ტოლოგიური ბრიგადის, უპირველეს ყოვლისა მისი ლიდერის ეთიკური საქციელია. ასევე რთუ-ლია ტრანსპლანტოლოგიაში დონორის შერჩევის საკითხიც. იმის საილუსტრაციოდ, რამდენად რთულია ტრანსპლანტოლოგიაში რეციპიენტის შერჩევა, მოვიყვანთ ერთ მაგალითს, როცა 1970 წელს ვაშინგტონის შტატის ერთ–ერთ საავადმყო-ფოში დაამონტაჟეს აპარატი „ხელოვნური თირკ-მლები”, საავადმყოფოს ექიმები დარწმუნდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ ამ დანადგარით მომსახუ-რებოდნენ ყველა ავადმყოფს, რომელიც ამას სა-ჭიროებდა. დადგა არჩევანის პრობლემა, რომე-ლიც ამ შემთხვევაში ძალიან მწვავე იყო: ვისთვის უნდა მიეცათ გადარჩენის შანსი, ვისთვის კი უარი ეთქვათ და მაშინ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ამ არჩევანის სიმძიმე მათ არ დაკისრებოდათ, და მოითხოვეს, რომ იმ მოქალაქეებისაგან, რომლე-ბიც მოცემულ თემში ცხოვრობდნენ, შეექმნათ ეთიკური კომიტეტი, რომელსაც უნდა გაეკეთე-ბინა არჩევანი, და მაშასადამე, თვითონ ეკისრა მორალური პასუხისმგებლობა. ასე ჩაეყარა სა-ფუძველი ეთიკური კომიტეტებისა და კომისიების შექმნას, რომელმაც შემდგომში ფართო ხასიათი მიიღო.

ტრანსპლანტოლოგიაში მკურნალობის წარმა-ტება დამოკიდებულია არა მხოლოდ ტრანსპლან-ტოლოგიური ბრიგადის წევრების პროფესიონა-ლიზმსა და რეციპიენტის წინასაოპერაციო მდგო-

Page 179: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

178

მარეობაზე, არამედ დონორზეც. ტრანსპლანტო-ლოგიაში შეუძლებელია წყვილის დონორ–რეცი-პიენტის დანაწევრება, ერთიმეორისაგან გამიჯვ-ნა. არ არის დონორი – არ არის ტრანსპლანტო-ლოგია როგორც კლინიკური დისციპლინა. უმნიშ-ვნელოვანესი სასიცოცხლო ორგანოების გადა-ნერგვისას დონორი – ეს არის მკვდარი ადამიანი (ცხადია, ამაში არ შედის ნათესაური გადანერგვა), რომელსაც გარკვეული დროით შენარჩუნებული აქვს თავისი ძირითადი ორგანოების – გულის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმლების და სხვა ქსო-ვილებისა და ორგანოების ფუნქციები. გადანერ-გვისათვის დონორის ორგანოების გამოყენებას საფუძვლად უდევს მისი თავის ტვინის სიკვდი-ლის დაფიქსირება. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში „ადამიანის ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების აღებისა და გამოყენების შესახებ” ადამინის სიკვდილის კრი-ტერიუმად დადგენილია „პაციენტის თავის ტვი-ნის ფუნქციის სრული, შეუქცევადი დათრგუნვა” (თავი 4, მუხლი 15). ეს მუხლი სწორად უნდა იქნას გაგებული უწინარეს ყოვლისა სპეციალისტ–მე-დიკოსების მიერ: თავის ტვინის სიკვდილის დიაგ-ნოსტიკის მუდმივი სრულყოფა სრულებითაც არ ნიშნავს საყოველთაოდ მიღებული კრიტერიუმე-ბის გადასინჯვას. ყოველი ახალი მეთოდიკა ან საშუალება ცვლის მხოლოდ და მხოლოდ ტვინის დიაგნოსტიკის ტექნოლოგიას, გადაწყვეტილების

Page 180: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

179

მიღების დროს და საბოლოო დასკვნას. ყოველივე ამან შეიძლება ხელი შეუწყოს სადიაგნოზო ღირე-ბულების შეფასების სუბიექტურობის წარმოდგე-ნის შექმნას და გამოიწვიოს საზოგადოებრიობის შიში შესაძლო დარღვევების გამო. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ამ საფეხურზე დამთავრ-დეს საექიმო ვალდებულებები და ძალაში შევიდეს იურიდიული უფლება: ტრანსპლანტოლოგებს ეკ-რძალებათ სადიაგნოზო პროცესში მონაწილეობა, ხოლო ტვინის სიკვდილის ყველა კრიტერიუმი დოკუმენტურად უნდა იქნას დარეგისტრირებუ-ლი დონორის ავადმყოფობის ისტორიაში დამო-უკიდებელი სპეციალისტების მიერ.

ცოცხალი ნათესავების დონორობა ტრანსპ-ლანტოლოგიაში სპეციფიკურ ეთიკურ პრობლე-მებს წარმოშობს. ცოცხალი დონორის ორგანო-ების ტრანსპლანტაციის დროს ექიმი პირველად მედიცინის ისტორიაში ხვდება ისეთ სიტუაცი-აში, როცა აუცილებელია სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ოპერირება და მისგან დაუზიანებელი ორგანოს აღება გადასანერგად. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ირღვევა ფიცი „ნუ ავნებ”. მაგ-რამ შევაჯამებთ ორი ადამიანის – დონორისა და რეციპიენტის ზიანს და სიკეთეს, მაშინ ცხადი გახდება, რომ საბოლოოდ სიკეთე უთუოდ გადას-წონის მიყენებულ ზიანს. ჩვენ ვხედავთ, რომ მე-დიცინის ერთ–ერთი ყველაზე უფრო ჰუმანური პრინციპი „ნუ ავნებ” იფარება დონორის საოცრად

Page 181: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

180

ჰუმანური ქცევით, მისი თავგანწირვით – რადაც არ უნდა დაუჯდეს იხსნას ახლობელი ადამიანი. ასეთ სიტუაციებში ქიურგი–ტრანსპლანტოლოგი უნდა ფლობდეს უმაღლეს ოსტატობას, რაც გახ-დება ნათესავი დონორის უსაფრთხოების სამედი-ცინო გარანტი. საზოგადოებამაც უნდა შექმნას დონორის უფლებრივი და ეკონომიური დაცვის ყოველმხრივი გარანტიები. საქართველოს პარ-ლამენტის მიერ მიღებულ ზემოთ მითითებულ კა-ნონში ცოცხალი დონორის უფლებები დაცულია სახელმწიფოებრივი აქტებით (იხ. თ.5)76

კლინიკური ტრანსპლანტოლოგია – XX საუკუ-ნის ეს დიდი მიღწევა – ერთ–ერთი ყველაზე ახალ-გაზრდა სწრაფად განვითარებადი სამეცნიერო დისციპლინაა. გადანერგო ორგანო – ეს უმაღლე-სი ხელოვნებაა, გააკეთო ისე, რომ გადანერგი-ლი ორგანო დიდხანს ემსახუროს ახალ პატრონს – სერიოზული მეცნიერებაა. ტრანსპლანტოლო-გიის ძირითადი პრაქტიკული ამოცანის გადაწყ-ვეტას – რეციპიენტის სიცოცხლის შენარჩუნებას – სხვადასხვა დარგის მრავალი სპეციალისტი: ქი-რურგები, ანესთეზიოლოგები, რენიმატოლოგები, კარდიოლოგები, იმუნოლოგები, ბიოქიმიკოსები, გენეტიკოსები ემსახურება. მედიკოსებისა და ბი-ოლოგების გარდა, ტრანსპლანტოლოგიის პრობ-ლემების გადაწყვეტაში მონაწილეობენ იურის-ტები, კანონმდებლები, ბიოეთიკოსები, ეკლესიის

Page 182: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

181

წარმომადგენლები და სხვა. ყველა მათ უნდა აერ-თიანებდეს ერთი აზრი: რეციპიენტის, ანუ გამო-საკვლევი პირის (თანამედროვე ტრანსპლანტო-ლოგიის განვითარება შეუძლებელია კლინიკური ექსპერიმენტების გარეშე), ინტერესები ყოველთ-ვის უნდა პრევალირებდეს მეცნირებისა და საზო-გადოების ინტერესებზე.

ტრანსპლანტოლოგიაში ზნეობრივი პრინციპე-ბის დანერგვასა და საბოლოო ჯამში ტრანსპლან-ტოლოგიის კოდექსის შემუშავებაში დიდია ბიო-ეთიკური კომიტეტების როლი. მსოფლიოს მრა-ვალ ქვეყანაში უკვე შეიქმნა ბიოეთიკის ეროვნუ-ლი კომიტეტები. ასეთი კომიტეტი უკვე იქმნება საქართველოშიც, რაც მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერის ჯანმრთელობა მისი მომავლის სა-ფუძველია.

ტრანსპლანტოლოგიას, როგორც კლინიკური მედიცინის დარგს, აქვს სოციალური და სამარ-თლებრივი კონცეფციები. სოციალური ასპექტე-ბიდან მნიშვნელოვანია ის დიდი ეკონომიკური დანახარჯები, რაც ტრანსპლანტაციის განხორ-ციელებასთანაა დაკავშირებული. მთელი რიგი ავტორების აზრით, თანამედროვე მსოფლიოში ათეული და ასეული ათასობით ადამიანები საჭი-როებენ ორგანოთა და ქსოვილთა გადანერგვას, რაც უზარმაზარ სახსრებს მოითხოვს, არ გამოიწ-ვევს საზოგადოებრივ უბედურებას, მათი სიკვ-

Page 183: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

182

დილი არსებითად არ ემუქრება საზოგადოების არსებობას, თუმცა ინდივიდუალური ადამიანური უბედურება ამის გამო ნაკლებად მწვავედ როდი შეიგრძნობა. იბადება კითხვა: ვალდებულია თუ არა საზოგადოება დაფაროს უზარმაზარი ხარჯე-ბი, თუ უპირატესობა მიანიჭოს სხვა სოციალურად უფრო მნიშვნელოვან ე. წ. მასობრივ სამედიცინო პროცედურებს, მაგალითად, გრიპის საწინააღმ-დეგო ვირუსთან ბრძოლას? პრობლემის ამგვარ დასმას არც თუ იშვიათად ვხვდებით სახელმწიფო სამედიცინო მოღვაწეთა მხრივ. შეიძლება მათ და-ვეთანხმოთ კიდეც, თუ ამ წუთიერი ინტერესებით შემოვიფარგლებით. მაგრამ თუ დავფიქრდებით საზოგადოების მომავალზე, მედიცინის მომა-ვალზე, ჩვენს ხვალინდელ დღეზე, მაშინ, ალბათ, უფრო სხვაგვარად ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ იმაზე, რომ, ამ მომავლის ინტერესებიდან გამომ-დინარე, უკვე დღეს რაღაცა მაინც გავაკეთოთ.

რასაკვირველია, ბევრი, განსაკუთრებით განვი-თარებადი ქვეყნებისათვის ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების პრინციპები საკმაოდ რთული გა-დასაწყვეტია. სახელმწიფოებრივ სისტემაში სა-ზოგადოებამ დანახარჯები უნდა დაფაროს იმ ზომით, რამდენადაც ეს სახელმწიფოს ეკონომი-კურ პოტენციალს შეესაბამება. ამიტომ ამ საკით-ხების მოგვარებაში სახელმწიფო ორგანიზაციებ-თან ერთად მიზანშეწონილია კერძო სექტორის, მაგალითად, კერძო სადაზღვევო სისტემის ჩარ-

Page 184: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

183

თვა. აუცილებლად უნდა გამოიძებნოს სხვა წყა-როებიც, ვინაიდან ყოველ ადამიანს, მოქალაქეს, პიროვნებას, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა უფლებების გარდა, აქვს კიდევ ერთი, არა ნაკლებ, თუ უფრო მნიშვნელოვანი არა, უფლე-ბა: ესაა სიცოცხლის უფლება. ამიტომ ამა თუ იმ ქვეყანაში თუკი მედიცინის, კერძოდ კლინიკური ტრანსპლანტოლოგიის დონე იძლევა ამის შესაძ-ლებლობას, საზოგადოებამ პირველ რიგში თითო-ეულ ადამიანს უნდა მისცეს ამგვარი სამედიცინო დახმარების გარანტია და გამოძებნოს სათანადო სახსრები.

გენეტიკა მეცნიერული ცოდნის ერთ–ერთი სწრაფად განვითარებადი დარგია. მისი ბევრი მიღწევა დროულად პოულობს პრაქტიკულ გამო-ყენებას მედიცინასა და ბიოლოგიაში. ფიქრობენ და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ მომავალში მედი-ცინა და ბიოლოგია უფრო მეტად დაეყრდნობა გენეტიკის მონაცემებს.

სამედიცინო გენეტიკის მზარდ პროგრესს თან ახლავს მორალური და სამართლებრივი ხასიათის ბევრი პრობლემის წარმოშობა, რომელთა გადაჭ-რა დიდ ადამიანურ ტკივილთან და საკაცობრიო ღირებულებების გადაფასებასთანაა დაკავშირე-ბული. მაგალითად, საზოგადოების ფართო მასე-ბის ყურადღებას იქცევს პრობლემა, რომელიც ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანების გენე-ტიკურად იდენტური ასლების მიღების შესაძლებ-

Page 185: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

184

ლობასთან არის დაკავშირებული; სხვა, არანაკ-ლებ მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემები, ძი-რითადად, სპეციალისტთა წრეებში განიხილება.

ტრადიციულად სამედიცინო ეთიკის უმთავრეს პრობლემას ექიმისა და ავადმყოფის ურთიერთ-დამოკიდებულების ზნეობრივად მისაღები ნორ-მების დადგენა წარმოადგენს. მათ შორის ურ-თიერთმიმართების ეთიკური რეგულაცია მათ მოქმედებებში, ურთიერთმოთხოვნებსა და ვალ-დებულებებში დაიყვანება შეფასებამდე „რა არის სიკეთე” და „რა არის ბოროტება”. მაგრამ არის მედიცინის ორი სფერო – ინფექციური და მემკ-ვიდრული დაავადებები, სადაც ექიმს უხდება ურთიერთობა არა მხოლოდ ერთ პაციენტთან, არამედ ადამიანებთან, რომლებიც მომეტებული რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან – დაავადებუ-ლი არიან ერთი და იმავე სენით და ამასთანავე, დაავადება გადააქვთ ჯგუფის ერთი წევრიდან მე-ორეზე (ან სხვებზე).

სამედიცინო გენეტიკის ეთიკური პრობლემე-ბის ერთ–ერთი ძირითადი თავისებურება სწორედ ისაა, რომ მემკვიდრული დაავადებები (თუმცა ისინი ცალკეულ ინდივიდებში ვლინდებიან) შთა-მომავლობას რეპროდუქციული პროცესების შე-დეგად გადაეცემა. ამდენად სამედიცინო გენეტი-კის პრობლემებს არა ინდივიდუალური, არამედ საოჯახო (ან საგვარეულო) ხასიათი აქვთ.

სამედიცინო გენეტიკის მეორე თავისებურება

Page 186: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

185

ის არის რომ მემკვიდრული დაავადებების ძა-ლიან მცირე პროცენტი იკურნება მეტ–ნაკლები წარმატებით. მედიცინა, უპირველესად, ამ და-ავადებების პროფილაქტიკითა და დიაგნოსტიკის მეთოდებით შემოიფარგლება. სწორედ ამ გარე-მოებითაა გაპირობებული ისეთი სპეციფიკური პრობლემების არსებობა, როგორიცაა სხვადასხ-ვა პათოლოგიური მდგომარეობის დიაგნოსტიკის მორალურობა, თუ არ არსებობს მისი მკურნალო-ბის ეფექტიანი საშუალებები.

ასევე საეჭვოა, მოუნდება თუ არა ადამიანს სა-კუთარი ბედის ცოდნა, თუკი არ შეუძლია გაექცეს მას. როგორც სპეციალური გამოკვლევებით დად-გინდა, ჰანტინგტონის დაავადების რისკის ჯგუფ-ში შემავალ 150 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 200 დათანხმდა დიაგნოსტიკური პროცედურის ჩა-ტარებაზე. სხვებმა ამჯობინეს არ სცოდნოდათ მოურჩენელი დაავადების დიაგნოზი. მოცემულ სფეროში ერთ–ერთი ავტორიტეტული სპეცი-ალისტის ვ. მაკიუსიკის აზრით, თანამედროვე ადამიანის გენეტიკის ძლიერი პროგრესი მინიმუმ ორ რისკს მოიცავს: 1. ახალი ინფორმაცია გაადი-დებს შუალედს იმათ შორის, რისი დიაგნოსტი-კა და მკურნალობაც შეგვიძლია. უკვე ამჟამად მწვავედ დგას ჰანტინგტონის და მთელ რიგ სხვა მემკვიდრულ დაავადებებთან დაკავშირებული მორალური პრობლემები: 2. მნიშვნელოვნად იზ-რდება სხვაობა იმას შორის, რასაც ჩვენ (ექიმე-

Page 187: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

186

ბი, მეცნიერი, საზოგადოება) ვფიქრობთ, რაც ვიცით, და იმას შორის, რაც ჩვენ ნამდვილად ვი-ცით. მაკიუსიკის აზრით, ეს უკანასკნელი გარე-მოება დაკავშირებულია უნებურ ენთუზიაზმთან, რომლითაც მოცულია სამეცნიერო საზოგადოება საერთაშორისო პროექტის, „ადამიანის გენომიის” რეალიზაციიდან მოსალოდნელი სიკეთის მიღები-სა და ადამიანის მოქმედების ორმირებაზე გენე-ტიკური ფაქტორების ზეგავლენის ხარისხის გა-დაფასების გამო.

სამედიცინო გენეტიკის ეთიკურ პრობლემათა სპეციფიკა იმაშიც მდგომარეობს, რომ გენეტი-კური პრაქტიკის საგანს ძირითადად ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. ამიტომაც, როგორც სამედიცინო დახმარების ნაირსახეობა, სამედიცინო გენეტიკა შეიძლება მხოლოდ ისეთ სოციალურ სიტუაცი-აში განვითარდეს, სადაც როგორც ცალკეული მოქალაქენი, ასევე საზოგადოებაც მთლიანად აღიარებს პასუხისმგებლობას ჯერ კიდევ და-უბადებელ ბავშვებზე, ისევე როგორც „ცოცხალ” თანამოქალაქეთა ჯანმრთელობაზე, ამ პასუხის-მგებლობის აღიარება გვაიძულებს დავფიქრდეთ საზოგადოებრივი რესურსების განაწილებაზე იმ თაობათა შორის, რომელიც უკვე ცხოვრობს და რომელიც მომავალში იცხოვრებს. სამედიცინო გენეტიკის ინტერესთა იგნორირება არსებითად „თაობათა ეგოიზმის” ფორმად იქცევა: ეს იქნე-

Page 188: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

187

ბა განვითარების რესურსების მიღებისა და გა-რანტიების უსამართლო და უთანასწორო წესი. ამასთან, სამართლიანობა ვერ გაიმარჯვებს იმ შემთხვევაშიც, თუ გაუმართლებელ უპირატე-სობას მიიღებენ „მომავალი ადამიანები”. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი იცავს „მომავალი ადა-მიანის” უფლებათა და ინტერესთა უდავო პრი-ორიტეტის პრინციპს უკვე მცხოვრებ ადამიანთა უფლებებისა და ინტერესების წინაშე”. მაგრამ აწ-მყო ხომ მომავალი განვითარების შესაძლებლო-ბათა ერთობლიობაა. თუ ადამიანთა ახლანდელი თაობა არ იქნება საკმარისად განვითარებული და ჯანმრთელი, მაშინ მას თითქმის არაფერი ექნება შთამომავლობისათვის გადასანაწილებელი. თა-ობათა შორის სამართლიანობა, ალბათ, ინტერეს-თა უფრო რთულად ჩამოყალიბებულ ბალანსში უნდა ვეძებოთ. ასე რომ, სამედიცინო გენეტიკისა და მისი მეთოდების საგნის სპეციფიკა განსაზღ-ვრავს მის მორალურ–ეთიკური პრობლემატიკის სპეციფიკას. ამერიკელი მკვლევარის ლ. უოლ-ტერსის აზრით, თანამედროვე სამედიცინო გენე-ტიკის ძირითად ეთიკურ პრობლემებს ისეთი სა-კითხები წარმოადგენს, როგორიცაა: სამედიცინო საიდუმლოების დაცვა (გენეტიკური ინფორმა-ციის კონფიდენციალობა), ინდივიდთა გენეტიკუ-რი ტესტირებისა და პოპულაციის სკრინინგების ჩატარების ნებაყოფლობა, სამედიცინო გენეტი-კური დახმარების ხელმისაწყდომობა (ტესტირე-

Page 189: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

188

ბის, კონსლტირების და სხვა) მოსახლეობის განს-ხვავებული ფენებისათვის, პოტენციური სიკეთი-სა და ბოროტების ურთიერთმიმართება სხვადას-ხვა სახის გენეტიკურ ჩარევათა რეალიზაციისას.

ბიოსამედიცინო ეთიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო გენეტიკური ინ-ფორმაციის მიღებისა და გამოყენების მორალუ-რი პრობლემები.

სამედიცინო გენეტიკა მრავალ მეთოდს იყე-ნებს, მაგრამ განსახილველ პრობლემასთან და-კავშირებით განსაკუთრებით საინტერესოა გე-ნეალოგიური ანალიზი, ტექსტირება და სკრინი-რება გენეტიკური პათოლოგიის გამოსავლენად: თითოეული ამ მეთოდის გამოყენება გარკვეულ მორალურ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ერთ–ერთი ცენტრალური ადგილი გენეტიკური ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხს ეთ-მობა.

ადამიანის რომელიმე დაავადების გენეტიკური ბუნების დადგენის კლასიკური საშუალება გე-ნეალოგიის შედგენაა. გენეალოგიური ანალიზის ასეთი პრაქტიკა თავიდანვე წინააღმდეგობრი-ვია. გენეტიკოსი ინდივიდს, ან წყვილს რომ დაეხ-მაროს, ამისთვის საჭიროა მიიღოს ინფორმაცია სომატური და ფსიქიკური ნიშნების შესახებ, რომ-ლებიც ადამიანთა ჯგუფს (ნათესავებს) ეხება. თუ კვლევის ობიექტები ნათესავებიც ხდებიან მაშინ იმათგანაც უნდა მივიღოთ ინფორმაციული თანხ-

Page 190: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

189

მობა. საქართველოს კონსტიტუციისა და „საქარ-თველოს კანონი მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” თანახმად, ნებაყოფლობითი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ადამიანებ-ზე გამოკვლევების ჩატარება ან რაიმე სახის სა-მედიცინო ჩარევა არ შეიძლება. ასევე რთული საკითხია, უნდა მიიღოს თუ არა პაციენტმა თა-ვის მშობლებისა და უახლოესი ნათესავებისაგან თანხმობა ექიმისათვის მისი დაავადების შესახებ მონაცემების (აქვე იგულისხმება მავნეჩვევები, ხასიათის თავისებურებები და სხვა) მიწოდებაზე, იმაზე, რასაც ექიმ–გენეტიკოსი მისთვის საინტე-რესო მემკვიდრეობით ნიშნად ჩათვლის? აქვს თუ რა უფლება ექიმ–გენეტიკოსს იმუშაოს პაციენ-ტის ნათესავების სამედიცინო ბარათებთან მათი ნებართვის გარეშე?

ექიმ–გენეტიკოსი სრული ინფორმაციის მიღე-ბისა და ანალიზის შემდეგ „ააგებს” გენეალოგიურ რუკას. ამის შემდეგ აქვს თუ არა პაციენტს უფ-ლება იცოდეს მთლიანი სურათი, რომელსაც გა-მოცდილი სპეციალისტი გენეალოგიის შესწავ-ლისას მიიღებს, ან თუნდაც იმ ინფორმაციის მი-ღების უფლება, რაც მასა და მის შთამომავლობა ეხება უშუალოდ? შეიძლება თუ არა პაციენტმა ექიმს გენეალოგიური რუკის ასლი გამოართვას? აქვთ თუ არა მის ნათესავებს უფლება მიიღონ ეს ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე ან, მით უმე-ტეს, მისი უარის მიუხედავად? ყველა აქ დასმულ

Page 191: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

190

კითხვაზე აზრთა სერიოზული განსხვავება არსე-ბობს.

პრობლემათა საფუძელი იმაში მდგომარეობს, რომ სამედიცინო პრაქტიკის ეთიკური სტანდარ-ტები ტრადიციულად აგებული იყო ინდივიდუ-ალური ურთიერთმოქმედების „ექიმ–პაციენტის” მოდელიდან გამომდინარე მისაღებია თუ არა გენეტიკისათვის ისეთი წესები, რომლებიც პირა-დი ცხოვრების ხელშეუხებლობაზეა აგებული? ინფორმაცია დავადების შესახებ, ფსიქიკურ და სომატურ თავისებურებებზე, ჩვევებსა და ცხოვ-რების წესზე – ყველაფერი ეს ხომ პაციენტის პირად ცხოვრებას ეხება. მაგრამ გენეალოგიის ჩარჩოებში ამავე ინფორმაციას შეიძლება სხვა ნათესავისთვისაც ჰქონდეს სამედიცინო–გენეტი-კური მნიშვნელობა. ფლობენ რა მას, პაციენტის ნათესავებს შეუძლიათ უფრო მეტი პასუხისმგებ-ლობით მოეკიდონ შთამომალვობის გაგრძელების საკითხს, დროულად მიიღონ აუცილებელი კონ-სულტაციები, გაიარონ აუცილებელი გამოკვლე-ვები, მიიღონ პროფილაქტიკური ზომები დაავა-დების განვითარებისადმი მიდრეკილების შესაჩე-რებლად და ა. შ.

კონფიდენციალობის დაცვა, ისევე როგორც პა-ციენტის ავტონომიის პატივისცემა, მკრუნალო-ბის უმნიშვნელოვანესი მორალური საფუძველია. მაგრამ ადამიანის დახმარების მოვალეობა, რაც გამომდინარეობს პრინციპიდან „აკეთე სიკეთე”,

Page 192: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

191

ასევე აუცილებელი მორალური მოთხოვნაა მე-დიცინის მუშაკის მოღვაწეობაში. პრაქტიკულად შეუძლებელია უნივერსალური მეთოდის მოძებ-ნა მსგავსი მორალური დილემის გადსაჭრელად ნებისმიერი შემთხვევა ინდივიდუალურ, სიტუ-აციურ ანალიზს მოითხოვს, რომლის მსვლელო-ბისას უნდა გვახსოვდეს, რომ ბიოეთიკის ყველა პრინციპი მისაღებია არა აბსოლუტურად, არამედ მხოლოდ ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღების შედეგების გულდასმით შეფასების შემდეგ.

თუმცა, სიტუაცია შეიძლება რამდენადმე გამარ-ტივდეს, თუ უკიდურეს შემთხვევას განვიხილავთ: თუ ინფორმაცია ეხება იმ ნიშნებს, რომლებსაც არსებითი კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნიათ ან, პირიქით, თუ ინფორმაცია ეხება მძიმე ფსი-ქიკური ან სომატური დაავადების ალბათობას. პირველ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა კონფიდენციალობის მოთხოვნას მივანიჭოთ და თავი შევიკავოთ პა-ციენტის ნათესავებისათვის ინფორმაციის მიწო-დებაზე. მეორე შემთხვევაში კი, როცა სახეზეა მძიმე მემკვიდრული დაავადების განვითარების (შთამომავლობით გადაცემის) აშკარა საშიშრო-ება, რაც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ან რამაც შეიძლება ავადმყოფი დააინვალიდოს, ექიმ–გენე-ტიკოსის მოვალეობაა, ინფორმაციის დროულად მიწოდებისა და კონსულტაციების მეშვეობით, შეძლებისამებრ, პაციენტს, მის ახლობლებსა და

Page 193: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

192

ნათესავებს თავიდან ააცილოს უბედურება. თუმ-ცა ამ შემთხვევაშიც ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ინფორმაციის გადაცემაზე პაციენტისაგან ნებართვა მივიღოთ. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ აუცილებელია მას ვაცნობოთ, რომ კლინიკურად მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მისი წინააღ-მდეგობის მიუხედავად, მის ნათესავს (რომელიც ამას საჭიროებს) გადაეცემა. რა თქმა უნდა, ნათე-სავისათვის ინფორმაციის მიწოდების დროს მხო-ლოდ მისი იმ ნაწილით უნდა შემოვიფარგლოთ, რომელიც მისი ან მისი შთამომალვობის მოცემუ-ლი კონკრეტული მძიმე დაავადების ალბათობას ეხება. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც უკი-დურესს ვერ მივაკუთვნებთ, მიზანშეწონილია ე. წ. „ეთიკური კომიტეტების” ჩარჩოებში განვახო-ციელოთ, რომელიც იმ სამედიცინო დაწესებუ-ლებაში შეიძლება ჩამოყალიბდეს, სადაც სამედი-ცინო–გენეტიკური კვლევა და კონსულტაციები ტარდება.

მორალურად რთული სიტუაციის ერთობლივი განხილვა პრობლემის შედარებით გაწონაწსორე-ბული გადაწყვეტილების მოძებნის საშუალებას მოგვცემს. უფრო მეტიც, მსგავსი განხილვების დროს საზოგადოებაში ჩამოყალიბდება და გა-ფორმდება პროფესიონალთა ჯგუფი, რომელსაც საკუთარი ზნეობრივი ღირებულებანი და ტრადი-ციები ექნება. ამასთან, შეძლებისდაგვარად, თა-

Page 194: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

193

ვიდან უნდა ავიცილოთ ფინანსური და კვლევითი ინტერესების, თვით მედიცინის, გენეტიკოსთა ზეგავლენა მისაღები გადაწყვეტილების ხასიათ-ზე, ასევე გავითვალისწინოთ პაციენტთა სოცი-ალურ–კულტურული თავისებურებანი.

ქართული საზოგადოების ეთნოკულტურული ნაირგვარობა უპერსპექტივოს ხდის რომელიმე ერთი მოდელის მოძებნის მისწრაფებას, რომე-ლიც ექიმებს, გენეტიკოსებსა და პაციენტს შორის ურთიერთობას დაარეგულირებდა. პაციენტთა ნაწილმა რელიგიური, ნაციონალური ან პიროვ-ნული თავისებურებების გათვალისწინებით შეიძ-ლება უპირატესობა პატერნალისტურ ურთიერ-თობას მიანიჭოს ან, პირიქით, პიროვნების ავტო-ნომიის პატივისცემის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობა ამოირჩიოს. ასე გასათვალისწინე-ბელია, რომ ეთნიკურ ჯგუფებში განმსაზღვრელ როლს დღემდე გვაროვნული ურთიერთობები ას-რულებენ. ამ შემთხვევაში, ალბათ, სასურველი იქნება გვარის ავტორიტეტული წარმომადგენ-ლის (უხუცესი ან უბრალო ასაკით უფროსი საერ-თო ნათესავისათვის) შუამავლობა.

მსგავსი პრობლემები წარმოიშობა პეციენტთა გენეტიკური ტესტირებისას რომელიც შეიძლება როგორც პაციენტის მოთხოვნით, ასევე აუცილე-ბელი წესით ჩატარდეს (მაგალითად, პროფესი-ული ჯგუფებისათვის).

უკანასკნელ წლებში მემკვიდრული დაავადებე-

Page 195: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

194

ბის ტესტირების შესაძლებლობანი პრაქტიკაში დნმ დიაგნოსტიკის მეთოდების დანერგვის წყა-ლობით მკვეთრად იზრდება. ადრე რომელიმე მუტანტური გენის გამოვლენა გარკვეული მეტა-ბოლიტების აღმოჩენას ემყარებოდა, რომლებსაც იგი აკონტროლებდა. დნმ–ს დიაგნოსტიკა საშუ-ალებას იძლევა ჩავატაროთ გენების პირდაპირი აღმოჩენა ნებისმიერ ბირთვის შემცველ უჯრედ-ში.

პაციენტისათვის სერიოზულ საშიშროებას იმ გენეტიკური ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენება წარმოადგენს, რომელიც მას ეხება. მაგალითად, აუცილებელი სამედიცინო გამოკვ-ლევის შედეგად მიღებული გენეტიკური ინფორ-მაცია საწარმოს ადმინისტრაციამ შეიძლება გა-მოიყენოს როგორც დისკრიმინაციის საშუალე-ბა, დათხოვნის საბაბი, სამსახურში არ მიღების ან დაწინაურების შეჩერების საფუძველი და ა. შ. ამასთანავე გაიზრდება მესამე პირთა რიცხვი, რომელიც დაინტერესდებიან დნმ ტესტირების შედეგებით (ოჯახის წევრთა გარდა, ოჯახის ექი-მები და ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენ-ლები, მაგალითად, სადაზღვევო და შრომითი და-საქმების სააგენტოები), რაც უფრო სავარაუდოს ხდის კონფიდენციალობის დარღვევასა და დისკ-რიმინაციას გენეტიკურ მოტივებთან დაკავშირე-ბით. იმის გათვალისწინებით, რომ დნმ ნიმუშები ხშირად საჭირო იქნება მივიღოთ ოჯახის რამდე-

Page 196: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

195

ნიმე წევრიდან რამდენიმე შთამომავლობაში, მო-სახლეობის გათვითცნობიერება დნმ ტესტების მნიშვნელობის შესახებ გაიზრდება, ტესტირების საიდუმლოების დაცვა კი ფაქტიურად პრაქტი-კულად შეუძლებელი იქნება. საექიმო საიდუმ-ლოების დაცვის პრობლემები გაიზრდება პათო-ლოგიური გენების ადრეული წინაკლინიკური დეტექციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით იმ პირთათვის, რომლებიც დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან, იმ დაავადე-ბებისა, რომლებიც გვიანდელ ონტოგენეზში ვი-თარდება. მხედველობაში მისაღებია ის ფაქტი, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს გენეტიკური ინფორმაციის გამოყენებისათვის საკმაოდ რაცი-ონალური და გასაგები მოტივები აქვს. მაგალი-თად, თუკი წარმოების ხელმძღვანელი სამუშაოდ არ მიიღებს იმ პირებს, რომლებსაც გარკვეული დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვთ, იგი ამცირებს ფინანსური დანაკარგების რისკს, რაც მუშის ავადმყოფობასთან ან ინვალი-დობასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ადმინისტრაციის ეგოისტური ქცევის ეს რაცი-ონალობა სულაც არ ხსნის მისი მორალურობისა და შრომით კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს. მით უფრო, თუ გამოსაკვლევს ნამდვი-ლად აღმოაჩნდება დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილება, რომლის განვითარება შეიძლება პროვოცირებული იქნას წარმოებაში შრომის პი-

Page 197: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

196

რობებით, მაშინ პრობლემა მორალურად რთულ სახეს მიიღებს. გენეტიკური ინფორმაცია შეიძ-ლება გამოყენებულ იქნას არა მარტო რაციონა-ლურად, არამედ ირაციონალურადაც. რამდენიმე წლის წინ პოპულარული ტელეპროგრამის „если” ერთ–ერთ სიუჟეტში, რომელიც ვ. პოზნერს მიჰ-ყავდა. განხილული იყო სიტუაცია, რომელიც სა-მეცნიერო–გენეტიკური ინფორმაციის კონფიდენ-ციალობის დარღვევის შედეგად წარმოიშვა. რაი-ონული გაზეთის კორესპოდენტმა ადგილობრივი ეკოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილ სტატი-აში, გვაუწყა, რომ ერთ–ერთი სოფლის მკვიდრს ბავშვი – „მუტანტი” გაუჩნდა. თუმცა დედის სახე-ლი მოხსენიებული არ იყო, მაგრამ, რამდენადაც ამ სოფელში ბოლო დროს მხოლოდ ერთი ბავშვი დაიბადა, ფაქტიურად ინფორმაციის გამჟღავნება მოხდა. სიტყვა „მუტანტი” დაღად დააჩნდა ბავშვს და მთელ ოჯახს, რამაც მათ მიმართ თანასოფ-ლელთა მტრული განწყობა და სოციალური იზო-ლაცია გამოიწვია. მსგავსი კოლექტიური აგრესი-ისათვის, რომელიც მიმართულია მემკვიდრეობით დაავადებულ პაციენტისა და მისი ოჯახის წევრე-ბისადმი, არავითარი რაციონალური საფუძველი არ არსებობს. არ შეიძლება მხედველობაში არ მივიღოთ ცრურწმენათა საშიშროება, რომელიც გვაროვნულ ურთიერთობებთან („სისხლის ყივილ-თან“)და მემკვიდრეობაზე მცდარ წარმოდგენებ-თან არის დაკავშირებული გენეტიკური დიაგნოზი

Page 198: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

197

შეიძლება ბავშვს და მის ოჯახს დაღად დააჩნდეს და მათი სოციალურ დისკრიმინაციის საფუძვლად იქცეს.

პოპულაციის გენეტიკური სკრინირება მძიმე მემკვიდრული დაავადებების გენის მატარებელ-თა განსაზღვრის მიზნით ხორციელდება. კლასი-კურ მაგალითად ითვლება სკრინინგის პროგრამა, რომელიც იმ ახალშობილთა გამოსავლენადაა მი-მართული, რომლებიც ფენილკეტონურიით – უმ-ძიმესი მემკვიდრული დაავადებით არიან ავად, რომლის დროსაც პირველ რიგში, თავისა და ზურგის ტვინი ზიანდება. გენეტიკური დეფექტის დროული დიაგნოსტიკა და სპეციალური დიეტის შემდგომი გამოყენება, რაც ფენილალანონს გა-მორიცხავს, ფსიქიკორეაქციული თერაპიის და სოციალური ადაპტაციის მეთოდებთან ურთიერ-თშერწყმაში, მთელ რიგ შემთხვევებში კარგ საერ-თო შედეგს იძლევა. ფენილკეტონურიის გამოვ-ლენის სკრინინგული მეთოდის უბრალოება და შედარებითი სანდოობა მის ფართო გამოყენებას უწყობს ხელს.

სკრინინგის პროგრამების გამოყენებისას შესაძ-ლოა წარმოიქმნას მორალური კონფლიქტი, რაც კონფიდენციალობის წესის დაცვასა და მოვალე-ობის შესრულებასთან არის დაკავშირებული, რო-მელიც ექიმგენეტიკოსს ავალდებულებს აცნობოს პაციენტს მძიმე დაავადების წარმოშობის შესაძ-ლებლობა. ამასთან ერთად, განსაკუთრებული მო-

Page 199: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

198

რალური პრობლემა, რომელიც მემკვიდრული და-ავადებების სკრინირებისას წარმოიშობა, მდგო-მარეობს არა მარტო სკრინინგის პროცედურების ეფექტურ მატერიალურ უზრუნველყოფის აუცი-ლებლობაში, არამედ შემდგომ სრულფასოვანი მკურნალობის, დიეტოთერაპიის და ფსიქოკორექ-ციული დახმარების ჩატარებაში. საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხშირია არასრული და არასრულყოფილი გა-მოკვლევები და შესაბამისად არასრულფასოვანი მკურნალობაც, რასაც ხშირად ძალზე მძიმე ფსი-ქიკური პათოლოგიის ნაცვლად, რომელიც ბავშ-ვის დაღუპვას იწვევს სიცოცხლის პირველივე წლებში, ყალიბდება ნაკლებად მძიმე, მაგრამ ასე-ვე დამაინვალიდებელი პათოლოგია, რაც ათწლე-ულების მანძილზე პაციენტისა და მისი ოჯახის ტანჯვას იწვევს. აქედან გამომდინარე, წარმო-იშობა რეზონული კითხვა – მსგავსი სამედიცინო პრაქტიკა ამცირებს თუ ზრდის ადამიანის ტანჯ-ვის მოცულობას?

პრაქტიკაში სკრინირების ახალი პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის დროს სერიოზული პრობლემები წარმოიშობა. დიაგნოსტიკის არსე-ბულ მეთოდთაგან არცერთი არ არის აბსოლუტუ-რი. ყოველთვის არსებობს მცდარი დიაგნოზების გარკვეული პროცენტი ავადმყოფა ნაწილს ჯანმ-რთელის დიაგნოზი აქვს, ჯანმრთელთა ნაწილს – ავადმყოფის, როგორც პათოლოგიური გენების

Page 200: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

199

მატარებლის. მცდარი დადებითი და მცდარი უარ-ყოფითი დიაგნოზების რაოდენობრივ მიმართებას დინამიური ხასიათი აქვს. რაც უფრო ვეცდებით მცდარი უარყოფითი დიაგნოზების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანას, უფრო მეტ მცდარ დადე-ბით რეზულტატს ვიღებთ და პირიქით. მცდარ უარყოფით დიაგნოსტიკას აშკარად უარყოფითი შედეგები მოსდევს – ავადმყოფს არ უტარდება აუცილებელი მკურნალობა. მცდარმა დადებითმა დიაგნოსტიკამ შეიძლება სერიოზული ფსიქიკური ზიანი მიაყენოს ჯანმრთელ ბავშვს და მის მშობ-ლებს, გაუმართლებელ მკურნალობას კი – მისი ჯანმრთელობის საზიანო შედეგი მოჰყვეს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პოპულაციაში მძი-მე მემკვიდრული დაავადებების გენების კონცენ-ტრაცია დაბალია, მაშინ დიაგნოსტიკის ძალიან ზუსტი მეთოდების არსებობის დროსაც კი იმ ჯანმრთელ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც მცდარი დიაგნოზი აქვთ დასმული პათოლოგიური გენის მატარებლის სახით, შეიძლება შესაბამისი იყოს. გენეტიკოსები გადაწყვეტენ რა ავადმყოფი ბავშვების განკურნებას, აქვე უნდა იცოდნენ, რომ ჯანმრთელი ბავშვების გარკვეულ რაოდენობას ზიანს მიაყენებენ. ამიტომ სკრინირების პროგრა-მების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მი-ღებისას ზედმიწევნით უნდა „ავწონ–დავწონოთ” მათი არა მარტო (და არა იმდენად) ფინანსური, არამედ წმინდა ადამიანური „ღირებულება”.

Page 201: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

200

ანალოგიური პრობლემები შეიძლება ტესტირე-ბის დროსაც წარმოიშვას, მაგრამ რამდენადაც იგი, ჩვეულებისამებრ, გარკვეული სამედიცინო მაჩვენებლების მიხედვით ტარდება, მათ შორის, ოჯახში მემკვიდრული დაავადებების შემთხვე-ვათა გათვალისწინებით, ასევე ინდივიდუალუ-რი წესით – ტესტირებისას მცდარი დიაგნოზის ალბათობა ნაკლებია, თუმცა გამორიცხული არ არის.

სპეციფიკური პრობლემები წარმოიშობა იმ შემ-თხვევებში, როცა თვით სამედიცინო–გენეტიკუ-რი ტესტირების პროცედურა ზიანის მიყენების საფრთხეს შეიცავს. მაგალითად, მემკვიდრული დაავადებების მთელი რიგი (ორსულობის შემთ-ხვევაში) მუცლის შიგნით ამნიოცენტეზის სა-შუალებით შეიძლება იყოს დიაგნოსტირებული, რომელიც ორსულობის არაწინასწარგაზრახულ მოშლის რისკთანაა დაკავშირებული. თუკი არ-სებობს სამედიცინო–გენეტიკური მაჩვენებლები, რომლებიც ბავშვის გენეტიკური პათროლოგიით დაბადების მნიშვნელოვან ალბათობაზე მიუთი-თებენ, მაშინ ჩვეულებრივ, ითვლება რომ ეს რის-კი შეიძლება უგულებელვყოთ.

თუკი პრაქტიკულად ჯანმრთელი ქალი ექიმებს მიმართავს თხოვნით ამნიოცენტეზის ჩატარე-ბისა და ნაყოფის ტესტირების თაობაზე. თუ ამ ქალს არ გააჩნია შესაბამისი მონაცემები და მემკ-

Page 202: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

201

ვიდრული პათოლოგიის რისკი მინიმალურია, მა-შინ ასეთ შემთხვევაში სერიოზული მორალური პრობლემა წარმოიშობა. თუმცა დაუბადებელი ნაყოფი ჩვენში კანონით დაცული არ არის, მაგრამ მორალურად მას სიცოცხლის უფლება გააჩნია და მისი ინტერესები მხედველობაში უნდა იქნას მი-ღებული.

საეჭვოა, მორალურად გამართლებული იყოს ზოგიერთი მედიკოსის „ნეიტრალური პოზიცია, რომლებიც მზად არიან შესაბამისი გასამრჯელოს მიღების იმედით „კლიენტის შეკვეთა” შეასრუ-ლონ. ნაყოფი, მართალია, არ წარმოადგენს „ადა-მიანს ბოლომდე”, მაგრამ იგი მაინც „არ ავნოს” პრინციპის შესაბამისად უნდა იყოს დაცული.

1990 წლიდან ამერიკაში ტარდება გამოკვლევე-ბი, რომელსაც ითვალისწინებს პროექტი „ადამი-ანის გენომი”. მასში დასავლეთ ევროპის, იაპო-ნიისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის სამეცნიერო ცენტრები მონაწილეობენ. პროგრამა „ადამიანის გენომი” 1989 წლიდან არსებობს და, სერიოზული ეკონომიკური სინძლეების მიუხედავად, რუსეთ-შიც ფინანსირდება. პროექტის ამოცანაა მოახდი-ნოს რუქის შედგენა და დაადგინოს დაახლოებით 80 000 გენისა და სამი მილიარდი ნუკლეოტიდე-ბის თანმიმდევრობა, რომლებისგანაც ადამიანის დნმ შედგება.

პროექტის რეალიზაციას ფუნდამენტური მეც-ნიერებისათვის სერიოზული მნიშვნელობა აქვს,

Page 203: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

202

რამდენადაც დიდად გააღრმავებს ჩვენს ცოდნას ადამიანის გენეტიკური აპარატის ორგანიზაცი-ისა და ფუნქციონირების შესახებ. განსაკუთრე-ბით მნიშვნელოვანია ადამიანის გენიომის სამე-დიცინო თვალსაზრისით შესწავლა. უკვე დღე-ისათვის შემუშავებული და სამედიცინო პრაქტი-კაში დანერგილია ადამიანის მემკვიდრული და-ავადებების დიაგნოსტიკის ბევრი ახალი ტექსტი. მაგალითად, ამერიკაში იმ ტესტების დანერგვამ, რომლებიც ტეი–საქსის დაავადებას ადგენს, ამ პათოლოგიით დაავადებულ ბავშვთა შობადობა 90%–ზე მეტით შეამცირა. იმ გენების ლოკალი-ზაციის, სტრუქტურისა და ფუნქციონირების სა-შუალებათა განსაზღვრა, რომლებიც ადამიანის ამა თუ იმ გენეტიკური დარღვევის წარმოშობა-ზე არიან პასუხისმგებელნი, გენური ინჟინერიის მეთოდებით მემკვიდრული მასალის გასწორების შესაძლებლობას განსაზღვრავს.

პროექტის „ადამიანის გენომი” განხორციელე-ბას თან ახლავს რევოლუციური მოლეკულურ–ბი-ოლოგიური ტექნოლოგიები გაჩენა, რომლებიც შემდგომში გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადებების დიაგნოსტიკასა და კორექციაში, ასევე სამრეწველო ბიოტექნოლოგიებში გამოიყე-ნება. ყოველდღიურად იზრდება იმ კერძო ფირმე-ბის რიცხვი, რომლებიც გრანდიოზული მოგების მიღების მიზნით გენომური გამოკვლევების გან-ვითარებაში მნიშვნელოვან რესურსს აბანდებენ.

Page 204: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

203

როგორც აკადემიკოსი ა. აბაევი წერდა: „ამგ-ვარად, ადამიანის გენომი ეს უკვე არა მხოლოდ ფუნდამენტური სამეცნიერო პრობლემაა, არა-მედ როგორც ფინანსური, ასევე მწარმოებლური მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენაც. გენომის შესწავლამ იმ მდგომარეობას მიაღწია, რომ ჰუ-მანისტები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, სა-მართალმცოდენეები და რელიგიური მოღვაწეები და საერთოდ საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს ბიოეთიკის საკითხებით უნდა დაინტერესდეს.

„ადამიანის გენომი” საერთაშორისო პროექტია, ამიტომ იგი საერთო პასუხისმგებლობას წარ-მოშობს შესაძლო უარყოფითი შედეგების გამო. ამასთანავე, თუ განვიხილავთ ამერიკელი სპე-ციალისტების ჯ. ანასის და შ. ელიასის მოსაზრე-ბებს, ვნახავთ, რომ ისინი სამ დონეს გამოყოფენ, რომელთა მიხედვითაც მიზანშეწონილია თვალ-ყური ვადევნოთ პროექტის „ადამიანის გენომი” განხორციელების სოციალურ–ეთიკურ შედეგებს. ჯერ ერთი, ესაა ინდივიდისა და ოჯახის დონე. მე-ორე – საზოგადოების დონე და მესამე – საკუთარ თავზე ადამიანის ფუნდამენტური ფილოსოფი-ური წარმოდგენის დონე. განვიხილოთ ინდივიდი-სა და ოჯახის დონე ათასობით ახალი დიაგნოსტი-კური მეთოდით, რომლებიც ახლო მომავალში იქ-ნება შემუშავებული, ადამიანებს უნიკალური ინ-ფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს მათი გენეტიკური თავისებურებების შესახებ,

Page 205: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

204

რომელიც თანდათანობით დაგროვდება. ამასთან მსგავსი „საკუთრების” ფლობისა და გამგებლო-ბის უფლებების ბუნებრივი ასიმეტრია წარმო-იშობა. მშობლებს, როგორც არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენლებს, მათი გენეტიკური ინფორმაციის გაგების უფლება აქვთ. მაგრამ კა-ნონი არ ითვალისწინებს ბავშვის უფლებებს თა-ვიანთ მშობლებზე გენეტიკური ინფორმაციის მი-ღებაზე, რამდენადაც ბავშვის გენომი მიღებულია ნაწილობრივ მამისაგან, ნაწილობრივ კი დედის-გან. მშობლების შესახებ გენეტიკური ინფორმა-ციის მიღებაზე უფლების შეზღუდვა (ან არარსე-ბობა) ნიშნავს, რომ ხანდახან შეუძლებელი ხდება უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება საკუთარ თავზე. ეს უსამართლობის აშკარა ფორ-მაა თაობათა შორის ურთიერთობაში ოჯახის შიგ-ნით.

ამ სიტუაციაშია უცილებელია ტრადიციული ეთიკის საფუძვლები ისეთი ცნებებით შევავ-სოთ, როგორიცაა „კონფიდენციალობა”; „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა” და „პიროვნების ავ-ტონომია”, რომლებიც უკვე ინდივიდს კი არ უნდა ეხებოდეს, არამედ ოჯახს და ნათესაური კავში-რით გაერთიანებულ ოჯახთა ჯგუფებს (გვარი). მხოლოდ შიდა საოჯახო სოლიდარობა, სამარ-თლიანობა და ურთიერთპასუხისმგებლობა და-იცავს ოჯახის თითოეულ წევრს მესამე პირების არასასურველი შემოჭრისაგან, ინდივიდთა გენე-

Page 206: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

205

ტიკური დახასიათების „გამჭვირვალობისაგან”; საქმის მიმცემების, სადაზღვევო აგენტების ან სახელმწიფო ორგანოებისაგან.

საზოგადოების დონეზე, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის ზოგადბიოლოგიური და, განსა-კუთრებით, გენეტიკური განათლების ხარისხობ-რივი გაუმჯობესების საჭიროება წარმოიშობა. გენეტიკური ინფორმაციის ფლობა გულისხმობს პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის გამოყენება-ზე. ეს უკანასკნელი შეუძლებელია თანამედროვე გენეტიკური ცოდნის საფუძვლების შესწავლის გარეშე, ალბათობითი კანონზომიერების ენის გა-გების გარეშე, რომლებიც აღწერენ მემკვიდრული ნიშნების გამოვლენის თავისებურებებს. გამარტი-ვებული, ერთმნიშვნელოვნად დეტერმინირებული აღწერების გამოყენების ჩვევამ, რაც მასობრივ ცნობიერებაშია გავრცელებული, შეიძლება უაღ-რესად ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ინდი-ვიდის ქცევაზე, რომელიც საკუთარ გენეტიკურ ინფორმაციას განაგებს. მოსახლეობის გენეტი-კური უმეცრება იყო (თუ გავითვალისწინებთ ევ-გენიკის გამოცდილებას) და იქნება ხელსაყრელი გარემო სამარცხვინო პოლიტიკური სპეკულაცი-ისათვის და არაკეთილსინდისიერი კომერციული მოღვაწეობისათვის გენეტიკური ტესტირების და სამედიცინო–გენეტიკური კონსულტაციების სფეროში.

მეორე სოციალური პრობლემა, რომელთანაც

Page 207: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

206

პროექტის „ადამიანის გენომი” რეალიზაციისას უხდება საზოგადოებას შეჯახება, არის საკითხი გენეტიკური დიაგნოსტიკის, სამეცნიერო–გენე-ტიკური კონსულტაციის და მემკვიდრული დაავა-დებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის სა-მართლიანი ხელმისაწვდომობა.

პროექტის „ადამიანის გენომი” განხორციელება ძირითადად საზოგადოებრივ საწყისებზე ხდება. თუ მოლეკულურ–ბიოლოგიური გამოკვლევების უშუალო საბიუჯეტო ფინანსირების წილი მცირე (როგორც ეს საქართველოში ხდება), მაშინ უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოებრივი დაბანდე-ბები ლაბორატორიათა მატერიალურ–ტექნიკურ ბაზაში, განათლებასა და სპეციალისტთა პროფე-სიულ მომზადებაში მეცნიერთა მიერ წარმოებაში გამოყენებული სამეცნიერო ცოდნის პოტენცი-ალი და ა. შ. რამდენადაც პროექტში ძევს მნიშვ-ნელოვანი საზოგადოებრივი რესურსები, ამიტომ მიღებული სიკეთის გამოყენების უფლება გარკ-ვეულწილად ყველას გააჩნია. სამართლიანობა მოითხოვს შეიქმნას საზოგადოებრივი მექანიზ-მები სამედიცინო–გენეტიკური მომსახურეობის უნივერსალური გამოყენების უზრუნველსაყო-ფად. დღეისთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ტექნიკური მიღწევები, პროექტის „ადამი-ანის გენომი” რეალიზაციის დროს მიღწეული სიახლეები, უპირველეს ყოვლისა, ხელს აძლევს

Page 208: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

207

მათ, ვისაც სხვებთან შედარებით უპირატესობა აქვთ ძალაუფლებისა და ფულის მხრივ. მაგალი-თად, ტესტი ჰანტინგტონის დაავადების დიაგნოს-ტიკისათვის ამერიკაში დაახლოებით 8 000 დოლა-რი ღირს, აუცილებელი სამედიცინო–გენეტიკური კონსულტაციების საფასურის გარდა. გარკვეულ-წილად მსგავსი პრობლემები წარმოიშობა გენების პატენტირების დროს (ნუკლეოიდური თანმიმდევ-რობის). 1983 წელს პატენტირებული იყო ცილის სინთეზის კონტროლზე პასუხისმგებელი დნმ თა-ნამიმდევრობაზე, პლაზმოგენის გამააქტივებე-ლი, 1987 წელს – ერიტროპოეტინი; დღეისათვის პატენტის მისაღებად წარდგენილია ლაბორატო-რიული გზით მიღებული ათასი თანამიმდევრობე-ბი. პაციენტი იცავს საკუთრებისა და გამგებლო-ბის უფლებას. თუ ვინმემ რაიმე დააპატენტა, სხვა ადამიანს უფლება არა აქვს გამოიყენოს დაპატენ-ტებული ნივთი, თუ მფლობელს გარკვეულ თან-ხას არ გადაუხდის.

როცა საუბარია ტექნიკურ გამოგონებებზე, მა-შინ ყველაფერი მეტნაკლებად აშკარაა. მაგრამ თანამიმდევრობები ხომ ადამიანის სხეულის „ნა-წილებია”. როგორ შეიძლება თითოეული ადამი-ანის სხეულის ნაწილი ვინმე ერთის საკუთრება იყოს? მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი რესურ-სების გამოყენებით მიღებული პროდუქტი შეიძ-ლება თუ არა კერძო პატენტობისა და საკუთრე-

Page 209: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

208

ბის საგანი იყოს? ეს საკითხები ძნელი გადასაწყ-ვეტია. დამმუშავებლებს არ გააჩნიათ საპატენტო უფლებები, ამიტომ არ შეუძლიათ დანახარჯთა ანაზღაურება, რაც აუბრალოებს მათ მოღვაწე-ობას კერძო ინვესტიციებისათვის მოცემულ სფე-როში. ამავე დროს პატენტირებას ზღუდავს სა-ზოგადოების ყველა წევრის მიერ იმ სიკეთის გა-მოყენებას, რაც მნიშვნელოვანწილად მიღებულია საზოგადოებრივი რესურსების ხარჯზე.

აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ ისიც, რასაც ზოგი სპეციალისტი „ბიოლოგიური ინფორ-მაციის სოციალურ ძალაუფლებას” უწოდებს. რამდენადაც რომელიმე გენეტიკური თვისებების (მათ შორის პათოლოგიური გენებისაც) განაწი-ლება არათანაბარია სხვადასხვა სოციალურ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის, იმდენად წარმოიშობა მათი დისკრიმინაციის რეალური საფრთხე, რო-გორც „ანომალიურისა”, გენეტიკური ტესტირე-ბის შედეგების მიხევდით. უკვე ახლა გამოითქმის მოსაზრება, რომ უსახლკარონი და უმუშევრები „გენეტიკურად არასრულფასოვან” ინდივიდებს წარმოადგენენ და ამ სოციალური პრობლემის გა-დაწყვეტა დროთა განმავლობაში შეიძლება გან-ხორციელდეს გენური ინჟინერიის მეთოდებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული ადამი-ანი ფლობს გენების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც საშუალო სტატისტიკურ „ნორმებს” სცილდება, მაშინ „ნორმალურობის დიქტატურის”

Page 210: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

209

საფრთხე საკმაოდ რეალურია. ისტორია გვიჩვე-ნებს, რაოდენ ადვილად უერთდება გენეტიკური ინფორმაცია (ჩვეულებრივ არაწესიერად ინტერ-პრეტირებული) რასისტულ სტერეოტიპებს დისკ-რიმინაციისა და სხვადასხვაგვარი ურთიერთობე-ბის გასამართლებლად სხვადასხვა ინდივიდუმებ-თან და ჯგუფებთან.

ადამიანის ბუნების ზოგადფილოსოფიური გაგე-ბის დონეზე პროექტმა „ადამიანის გენომი” შეიძ-ლება ხელი შეუწყოს რედუქციონისტური მიდგო-მის გავრცელებას. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ საბოლოო ჯამში ადამიანი განიხილება რო-გორც მოლეუკულათა ნაკრები, რომელიც კარგა-დაა ორგანიზებული. გოეთეს გენიით აღდგენილი უძველესი მითი ჰომონკულუსზე ახალ სიცოცხ-ლეს იძენს.

გენური ინჟინერიის, ექსტრაკორპორალური განაყოფიერების, სუროგატული მუცლადტარე-ბის, დიაგნოსტიკის მეთოდების გამოყენებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს არა მარ-ტო მუცლადყოფნის პერიოდში, არამედ ჩასახვამ-დეც, ადამიანი სულ უფრო და უფრო იწყებს ემბ-რიონების, ჩანასახებისა და ბავშვების „შეკვეთით დამზადებას” ე. ი. ორიენტაციას იღებს „მიიღოს” ბაშვები გარკვეული კატეგორიის მშობლებისათ-ვის (შეიძლება გაბატონებული ელიტისთვის) სა-სურველი გენეტიკური თვისებებით. უკანასკნელ წლებში გააქტიურდა კლონირების მეთოდებით

Page 211: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

210

ცოცხალი არსებების გენეტიკური ასლების შექმ-ნა. ამგვარად, ადამიანის მიერ დაბადების ბუნებ-რივი პროცესი თანდათანობით ტექნოლიზირდება და თავისებურ ლაბორატორიულ წარმოებად იქ-ცევა.

როგორია ამ დროს მშობლების პასუხისმგებ-ლობა ბავშვების წინაშე, თუ მათ არ დააკმაყოფი-ლებთ მშობლებისეული არჩევანი? უცხოურ პრაქ-ტიკაში რეგისტრირებულია შემთხვევეები, როცა ინვალიდებს, რომლებსაც მძიმე მემკვიდრული დაავადებები ჰქონდათ, მშობლების წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეჰქონდათ, რადგან მათ თავის დროზე უარი თქვეს აბორტზე და ამით ხელი შეუწყვეს მათ ტანჯვას.

თუ კულტურის სამყარო განისაზღვრება რო-გორც იმის ერთობლიობა, რაც ადამიანმა ბუნე-ბისაგან განსხვავებით შექმნა, მაშინ ბავშვები „სინჯარიდან”, რომლებიც შემკვეთთა (მშობლე-ბის ან ხელისუფალთა) სურვილით „გაუმჯობე-სებული” გენოტიპის მატარებლები არიან, თანა-მედროვე ცივლიზაციის კანონთა შესაბამისად, უფრო „უკეთეს ადამიანებად” უნდა ჩაითვალონ, ვიდრე ისინი, ვინც ბუნებრივი „არაკულტურული” გზით დაიბადნენ. ჯერ კიდევ 1971 წელს ამერი-კელი ბიოლოგი ბ. გლასი წერდა, რომ თანამედ-როვე ბიოლოგიას შეუძლია ყველა ახალშობილის ჯანმრთელობის ხარისხის გარანტირება, ასე რომ არცერთ მშობელს არა აქვს უფლება დატვირთოს

Page 212: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

211

საზოგადოება მახინჯი ან გონებრივად ჩამორჩე-ნილი ბავშვის დაბადებით.

ენთუზიაზმი , რომლითაც საზოგადოება ადა-მიანის გენომის კვლევისას მოპოვებულ წარმა-ტებებს აღიქვამს, ადამიანურით ვისებების გე-ნეტიკური დეტერმინაციის როლის გაზვიადებას იწვევს. გენების როლის გაზვიადება, საბოლოო ჯამში, პირადი პასუხისმგებლობის მოხსნას ნიშ-ნავს. ნიჭი ან პირიქით, შეზღუდული უნარი, ნორ-მიდან გადახრილი ქცევა და ა. შ., ყველაფერი ეს და ბევრი სხვა განიხილება, როგორც მემკვიდრუ-ლი წინასწარ განსაზღვრულობანი, ამიტომაც სა-მართლიანად აღნიშნავენ ჯ. ანასი და შ. ელიასი: „მეორე საშიშროება მდგომარეობს ტენდენციაში ვივარაუდოთ, რომ გენები უფრო ძლიერია, ვიდრე გარემოს გავლენა და ამიტომ ჩვენი ქცევები უნდა განვიხილოთ როგორც „გენეტიკურად დეტერმი-ნირებულები” და არა როგორც თავისუფალი ნე-ბის რეზულტატი. მსგავსი აზროვნების მოწმეები ჩვენ უკვე ვარ „47, კარიოტიპის 47, xyy მატარებ-ლებს გენეტიკურად მისწრაფება აქვთ დანაშა-ულის ჩადენისაკენ, შესაბამისად, ზოგიერთი ინ-დივიდუმები ზედმეტი ქრომოსომით, რომლებსაც დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, ამტკიცე-ბენ, რომ მათ პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, რადგან მათი გენების ნაკრები დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისაკენაა მიმართული. ჩვეულებ-რივ, მოსამართლეები არ ითვალისწინებენ მსგავს

Page 213: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

212

არგუმენტაციას და იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ის მხედველობაში იყო მიღებული, ბრალდე-ბულებს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალო-ბა მიესაჯათ.

ადამიანის ქცევის გენეტიკური წინასწარგან-საზღვრულობის პრობლემა პარადოქსს წარმო-შობს, რასაც ჩვენი აზროვნება საუკუნეთა მან-ძილზე ეჯახება, როცა ადამიანი საკუთარ თავში ჩაღრმავებას ცდილობს. როგორ უნდა გავიაზ-როთ ადამიანის თავისუფალი ნება, თუ ყველაფე-რი, რაც სამყაროში ხდება, წინასწარგანსაზღვრუ-ლია ღვთის ნებით? რა აზრი აქვს თანამედროვე სამყაროში თავისუფლების, პასუხისმგებლობის, მორალის იდეებს, თუკი ყველაფერი ბუნებრი-ვი აუცილებლობის ძალით ხდება? ერთი მხრივ, დროის ყოველ მომენტში ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობა გენეტიკურად დატერმინირებუ-ლია და გარკვეული ფიზიოლოგიური, ბიოქიმი-ური და სხვა ბიოლოგიური კანონზომიერებიდან გამომდინარე მიზეზობრივად დაკავშირებულია წინა მდგომარეობებთან. ამაზეა აგებული სამეც-ნიერო ცოდნა. მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოება იმ ფუნდამენტურ საფუძველზეა აგებული, რომ ადამიანს თავისუფალი ნება გააჩნია. რაც არ უნდა გააკეთოს მან – ყველაფერი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მისი საქციელი, ე. ი. ის, რაზედაც მას პასუხისმგებლობა ეკისრება: შეიძლება დასა-ჩუქრდეს ან გაიკიცხოს, მოწონებულ ან განკით-

Page 214: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

213

ხულ იქნეს. ამ პოზიციის თანახმად, სოციალური სამყარო თითქოსდა დაყოფილია სიკეთისა და ბოროტების სფეროებად და საზოგადოებაში ადა-მიანთა ურთიერთობა მორალური და სამართლებ-რივი ორიენტაციის გარეშე შეუძლებელია.

გენეტიკური მასალით მანიპულაციის ახალ შე-საძლებლობათა წარმოშობა ინდივიდის მემკვიდ-რული თვისებების გაუმჯობესებისა და გენეტი-კური დაავადებების გავრცელების თავიდან აცი-ლების მიზნით ევგენიკის იდეების აღორძინებას უწყობს ხელს, რაც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში ბიოლოგებსა და პო-ლიტიკოსებს შორის ფართოდ იყო გავრცელებუ-ლი.

ევგენიკის პრობლემები. ტერმინი ევგენიკა 1883 წელს მოგვაწოდა ფრენსის გალტონმა, ჩარლზ დარვინის ბიძაშვილმა, რომელიც მრავალი სა-მეცნიერო აღმოჩენითაა ცნობილი, მაგალითად, პიროვნების იდენტიფიკაციის მეთოდით თითე-ბის ანაბეჭდის შედარებით გზით. გალტონის მი-ხედვით, ევგენიკა მოწოდებულია შეიმუშაოს სო-ციალური კონტროლის პერიოდები, რომლებსაც „შეუძლიათ შეასწორონ ან გააუმჯობესონ მომა-ვალი თაობების რასობრივი თვისებები, როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური XX საუკუ-ნის პირველ ნახევარში, როცა ევგენიკა განსაკუთ-რებით გავლენიანი სამეცნიერო და პოლიტიკური მოძრაობა იყო. მისი ცნობილი წარმომადგენლები

Page 215: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

214

ბევრი ქვეყნის მთავრობებში აბორტის, სტერილი-ზაციის, ფსიქიატრიული დახმარების, განათლე-ბის, ემიგრაციის და სხვა საკითხებში კონსულტა-ციების როლში გამოდიოდნენ.

ევგენიკის მომხრეთა აზრით, საზოგადოებამ მე-დიცინის განვითარების, ინვალიდთა სოციალური მხარდაჭერის, ცხოვრების დონის ამაღლებით და სხვა „ხელოვნური” ზომების ხარჯზე შეასუსტა ბუნებრივი შერჩევის მოქმედება, რის შედეგადაც რასობრივი გადაგვარების საფრთხე წარმოიშვა. „სუბნორმალური” ინდივიდები, მონაწილეობდნენ რა გამრავლებაში, ე. წ. „ერის გენოფონდს” უხა-რისხო გენებით „ანაგვიანებდნენ” პოზიტიური ევგენიკა მიზნად ისახავს უზრუნველყოს უპირა-ტესობა (მაგ., ფინანსური) ფიზიკური და ინტე-ლექტუალური ნიჭით დაჯილდოებულთა კვლავ-წარმოებისათვის. ნეგატიური ევგენიკის ისტორი-ულად საყვარელ ობიექტებს ლოთები, ფსიქიკუ-რად დაავადებულები, ნარკომანები, სიფილისითა და შიდსით დაავადებულები, სისხლის სამართლის დამნაშავენი, „სქესობრივად გარყვნილები” და ა. შ. წარმოადგენდნენ.

1907 წელს ამერიკაში, ინდიანას შტატში მიღე-ბულ იქნა პირველი კანონი იძულებითი სტერი-ლიზაციის შესახებ. კანონი გენეტიკურ საფუძ-ველს ეყრდნობოდა. მსგავსი კანონი შემდგომში თითქმის ოცდაათ შტატში მიიღეს. მეორე მსოფ-ლიო ომამდე ამრიკაში სულ რეგისტრირებული

Page 216: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

215

იყო იძულებითი სტერილიზაციის დაახლოებით 50 000 შემთხვევა. ევგენიკურმა მოსაზრებებმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის იმგ-რაციულ პოლიტიკაზე არსებითი გავლენა მოახ-დინა, როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გადმოსახლებულთა ნაკადმა თითქმის წალეკა ამერიკა. ამის შემდეგ, 20–იანი წლების ბოლოს, გარკვეულწილად ევგენი კოსთა რეკომენდაცი-ითაც, იმიგრაცია 95%–ით შემცირდა.

მეორე მსოფლიო ომამდე დაახლოებით ამერი-კის 30 შტატში ევგენიკურ საფუძვლებზე დაყრ-დნობით შემოიღეს კანონები, რომლებიც კრძა-ლავდნენ რასათა შორის ქორწინებებს. ადამიანი „ზანგად” ითვლებოდა, თუკი მას „ზანგური სისხ-ლით” 1/32 ნაწილი ჰქონდა. ეს ძალიან მკაცრი რა-სობრივი კრიტერიუმი იყო, უფრო მკაცრი. ვიდრე ის, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში გამოიყენე-ბოდა, სადაც „ებრაელად” რომ ჩათვლილიყვნენ, აუცილებელი იყო „ებრაული სისხლის” არანაკ-ლებ ¼ ჰქონოდათ.

საბოლოო ჯამში ევგენიკის იდეებმა ფაშისტუ-რი რასობრივი თეორიის ფორმირებაზე არსებითი ხასიათის ზეგავლენა მოახდინა. ევგენიკის სფე-როში ნაცისტმა სპეციალისტებმა „ერის გენეტი-კური ჯანმრთელობის” ცნება შეიტანეს. ასევე შეიმუშავეს პრევენტიული მედიცინის სპეციალი-ზირებული დარგი – „რასობრივი ჰიგიენა”. 1933 წელს გერმანიაში მიღებულ იქნა „კანონი გენეტი-

Page 217: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

216

კური დაავადებებისაგან შთამომავლობის დაცვის შესახებ”, რომლის გამოყენებამაც იძულებითი სტერილიზაციის 350 000–ზე მეტ შემთხვევამდე მიგვიყვანა. ნაცისტურ გერმანიაში ქორწინების ნებართვის მისაღებად აუცილებელ პირობას გე-ნეტიკური კონსულტაცია წარმოადგენდა.

ომამდელი ევგენიკის გამოცდილება მოწმობს, რა როლის შესრულება შეუძლია გენეტიკური ცოდნისა და უმეცრების ნარევს სახელმწიფოს რეპრესიულ პოლიტიკაში. ასევე ცხადია, რაოდენ ადვილად შეუძლიათ მეცნიერებს მონაწილეობა სახელმწიფოს რეპრესიულ პოლიტიკაში, როდე-საც ანიჭებენ მას რესპექტაბელური ლეგიტიმუ-რობის სახეს. მეცნიერება და სამეცნიერო ცოდნა ბრბოს ყველაზე ბნელი ცრურწმენების გავრცე-ლებისა და პოლიტიკური რეალიზაციის საშუალე-ბად მიაჩნდა.

ბოლო წლებში ევგენიკამ, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ფორმამ, განვითარება სინგაპურში ჰპოვა. 1982 წლიდან ამ ქვეყანაში განსაკუთრე-ბული პროგრამა მოქმედებს, რომელიც განათლე-ბული ქალების ნაყოფიერებას სტიმულს აძლევს და ზღუდავს მას გაუნათლებელთა შორის.

სინგაპურის მთავრობის პოლიტიკა პოზიტიური და ნეგატიური ევგენიკის ნებაყოფლობით ზომებს მოიცავს. პოზიტიური ევგენიკის ღონისძიებებს მიეკუთვნება წყვილთა კომპიუტერული შერჩევა, რომელთა ქორწინების შედეგად ნიჭიერი შთამო-

Page 218: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

217

მავლობა შეიძლება დაიბადოს; კრუიზები „სიყ-ვარულის ნავებში”, რომლებსაც განათლებული, მარტოხელა სახელმწიფო მოღვაწეთათვის (ქალე-ბის) ხაზინა იხდის; სხვადასხვაგვარი ფინანსური შეღავათები, ასევე პრივილეგიები მათი ბავშვე-ბის ელიტარულ სკოლებსა და უნივერსიტეტებ-ში მოწყობისას, ნეგატიური ევგენიკის ღონისძი-ებებს ასევე „ნებაყოფლობითი” ხასიათი აქვთ. ამ ფაქტის დამადასტურებელ არგუმენტად მოაქვთ ფინანსური მოსაზრებები. სახელმწიფო ქალს სახელმწიფო ხარჯით აგებულ სახლში იაფფასი-ანი ბინის შესაძენად უპროცენტო სესხს აძლევს შემდეგი პირობების დაცვით: ასაკი 30 წლამდე, არა უმეტეს ორი ბავშვისა, განათლების დაბალი დონე, შემოსავალი არა უმეტეს 300 დოლარის თვეში და თანხმობა სტერილიზაციაზე. მიუხე-დავად საკმაოდ მკაცრი პირობებისა ეს ზომა იმ ქალთა შორის, რომლებსაც განათლებისა და შე-მოსავლის დაბალი დონე აქვთ, დიდი პოპულარო-ბით სარგებლობს. ამგვარად, აქ ნებაყოფლობითი არჩევანი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არ არის, რამდენადაც ხელისუფლება მანიპულირებს არჩევანით, რომელსაც ქალი ახორციელებს.

საბჭოთა გენეტიკოსთა შორის გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ევგენისტური პოლიტიკა, რა მეთოდებითაც არ უნდა ტარდებოდეს იგი, თე-ორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით სერი-ოზულ წინააღმდეგობას იწვევს.

Page 219: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

218

ევგენიკურად მნიშვნელოვანი ბევრი ნიშანი, ისეთები როგორიც ინტელექტია, დეტერმინირ-დებიან, ალბათ, ასობით გენებით. ყველა ეს გენი ერთნაირად მნიშვნელოვანია. ამ რაოდენობის გე-ნების გადარჩევის ჩატარება არარეალური სელექ-ციური ამოცანაა. ასევე არარეალურია ამ ასობით გენის გენური ინჟინერიის მეთოდებით შეცვლის მცდელობა.

ევგენიკა, როგორც ადამიანის გენეტიკის შემად-გენელი ნაწილი, საბჭოთა კავშირში აქტიურად ვი-თარდებოდა 20–იანი წლების დასაწყისამდე. გა-მოჩენილი მეცნიერები იყვნენ მ. კ. კოლცოვი, ა. ს. სერებროვსკი, ი. ა. ფილიპჩენკო. თუმცა ევგენი-კა საბჭოთა კავშირში არასოდეს წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს. უფრო მეტიც, 20–იანი წლების ბოლოს იგი იდეოლოგიური ზე-წოლის ქვეშ მოექცა და მალევე აიკრძალა. ამას-თან, ზედმეტი არ იქნება აღვნიშნოთ, რომ საბჭო-თა კავშირში სამედიცინო გენეტიკა ფაქტიურად ევგენიკიდან წარმოიშვა.

ამჟამად ვერ ვიტყვით, რომ პროსაბჭოური სა-ზოგადოებრივი აზროვნებისათვის ევგენიკური იდეოლოგია სრულიად უცხოა. თუმცა, ტერმინი „ევგენიკა” პრაქტიკულად არ გამოიყენება, მაგ-რამ მისი იდეები იმ იდეოლოგებისა და პოლიტი-კოსების მსჯელობებში, რომლებიც ცალკეული ინდივიდების ინტერესებთან შედარებით ერის გენოფონდის ინტერესებს ანიჭებს უპირატესო-

Page 220: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

219

ბას, საკმაოდ მკვეთრად გამოიხატება. ცნობი-ლი იურისტი მ. კოვალიოვის აზრით, საკითხები, რომლებიც გენოფონდის ნებისმიერი აქციისაგან უეჭველ დაცვას ეხება: სამეცნიერო, სამედიცინო, სამრეწველო, რელიგიური და კომერციულისაგან, რომლებსაც შეუძლიათ საფრთხეში ჩააგდონ კა-ცობრიობის გენოფონდი, უნდა დარეგულირდეს საერთაშორისო სამართლით, ნორმებით, რომლე-ბიც ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზეა მიღებული. ამასთან, გენოფონდის ინტერესები ცალკეულ პიროვნება-თა ინტერესებისა და უფლებების წინაშე უეჭველი უპირატესობით უნდა სარგებლობდეს.

ევგენიკური განწყობილებები თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. ამას ჩვენ მიერ 1998 წელს ჩატა-რებული სტუდენტთა სოციოლოგიური გამოკით-ხვის შედეგებიც მოწმობს. რესპოდენტთა 36% დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს ფიზიკური გადაგვარების საფრთხე ემუქრება. სტუდენტთა დაახლობით 32%–მა გამოთქვა აზრი ნარკომანთა, შიდსით და ფსიქიკურად დაავადე-ბულთა იძულებითი სტერილიზაციის სასარგებ-ლოდ. დაახლოებით ამდენივემ გამოთქვა თანხ-მობა იმ ნაყოფთა იძულებითი აბორტის სასარ-გებლოდ, რომლებსაც განვითარების სერიოზული ნაკლი და გენეტიკური გადახრები აქვთ დიაგნოს-ტირებული. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ

Page 221: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

220

უმნიშვნელო ნაწილი დაეთანხმა ისეთ მკაცრ ევ-გენიკურ ზომებს, როგორიცაა „ერის ელიტის” გაზრდის მიზნით განსაკუთრებით ნიჭიერი მშობ-ლების მიზანმიმართული შერჩევა.

მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება. მათ შორის იმ გენების კონცენტრაციის დაწე-ვით, რომლებიც მძიმე პათოლოგიის განვითა-რებას განსაზღვრავენ, მორალურად ჯანდაცვის გამამართლებელ მიზნად შეიძლება ჩაითვალოს. მორალურად მიუღებელია მსგავსი მიზნების რე-ალიზაციისათვის იძულებითი საშუალებების გამოიყენება, რასაც XX საუკუნის პირველ ნახე-ვარში ამერიკელი და გერმანელი ევგენიკოსების პრაქტიკაში ჰქონდა ადგილი. მაგრამ ყველა ევგე-ნიკოსი არ იყო და არ არის იძულებითი ზომების მომხრე. მაგალითად, საუკუნის დასაწყისის ერთ–ერთი წამყვანი ევგენიკოსი, ბრიტანელი ხ. ელისი დაჟინებით მოითხოვდა მხოლოდ ნებაყოფლობი-თი ევგენიკური ზომების მიიღებას: „ერთ–ერთი იძულება, რომლებიც ეგგენიკაში შეიძლება გა-მოვიყენოთ, არის იძულება, რომელიც შიგნიდან მოდის”, ე. ი. ინდივიდის პირად რწმენასთან არის დაკავშირებული. თუკი კიდევ ერთხელ მივუბ-რუნდებით უმნიშვნელოვანეს ეთიკურ პრობლე-მას – ნების თავისუფლების პრობლემას – მაშინ ძალდატანების პრობლემისადმი ორი ერთიერთ-საწინააღმდეგო მიდგომა შეგვიძლია განვასხვა-ვოთ კონსერვატიული ლიბერალების აზრით, მოქ-

Page 222: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

221

მედება შეიძლება განხილულ იქნეს როგორც თა-ვისუფალი, ე. ი. ისეთი, რომელიც ძალდატანების ნიშნებს არ შეიცავს, იმ შემთხვევაში, თუკი მისი არჩევისა და განხორციელებისათვის სამართლებ-რივი, ან სხვა ფორმალური (მაგ., ადამიანისტრა-ციული) ბარიერი არ არსებობს. სოციალისტური ტრადიციის ჩარჩოებში ითვლება, რომ ძალდატა-ნება არ არსებობს, თუ ადამიანს პრაქტიკულად შესაძლებლობა აქვს თანხმობა ან უარი განაცხა-დოს გარკვეული მოქმედების შესრულებაზე.

მოგონებები, რომლებლებიც XX საუკუნის პირ-ველ ნახევარში ევგენიკის ბოროტად გამოყენე-ბასთან არის დაკავშირებული, განსაზღვრავენ იმ მწვავე რეაქციას, რითაც თანამედროვე სამეცნი-ერო და სამედიცინო საზოგადოება აღიქვამს წი-ნადადებებს, რომლებიც ადამიანური პოპულაცი-ების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშა-ვებისკენ არის მიმართული. თუმცა ამ პირობებში სახელმწიფოს ჩაურევლობა ბაზრის ძალაუფლე-ბის განმტკიცებას ნიშნავს.

გენეტიკური ინფორმაციის უპასუხისმგებლო გამოყენების ნეგატიური შედეგების მიღების რის-კის სერიოზულობა მორალური პრინციპის „არ ავნოს” განსაკუთრებულ მნიშვნელობას განმსაზ-ღვრავს. ადამიანის გენეტიკაში, ისევ როგორც მეცნიერების სხვა დარგებში, ჰიპოთეზებსა და თეორიულ მოდელებს, რომლებსაც ჯერ არ გააჩ-ნიათ საკმარისი ემპირიული მტკიცება და თეორი-

Page 223: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

222

ული დასაბუთება, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმო-ბა.

ამასთან დაკავშირებით მხედველობაში უნდა მი-ვიღოთ, რომ სამეცნიერო ჰიპოთეზები, როდესაც აღმოჩნდებიან მასობრივ ცნობიერებაში, „შერჩე-ვის” მკაცრი მექანიზმების კონტროლიდან გამო-დიან, საკუთარ სიცოცხლეს იძენენ, მოტივირებენ და წარმართავენ სოციალურ მოქმედებებს, რომ-ლებსაც ხშირად არაერთმნიშვნელოვანი შედეგე-ბი მოჰყვება. მეცნიერება კარგად უნდა გაიაზრონ იმ ზარალზე პასუხისმგებლობა, რომელიც არა-საკმარისად მოფიქრებულ ან მცდარ ჰიპოთეზის „განთავისუფლებას” შეიძლება მოჰყვეს.

მორალური პრინციპის – „არ ავნოს” თვალსაზ-რისიდან გამომდინარე, სამეცნიერო ჰიპოთეზები, რომლებსაც სერიოზული სოციალურ შედეგები მოჰყვება, განსაკუთრებით მკაცრად უნდა იქნას შერჩეული და შემოწმებული. ეს პრინციპი ასევე საკმაოდ სერიოზულ მნიშვნელობას იძენს გენური თერაპიის პრობლემების განხილვის დროს.

გენური თერაპიის მორალური პრობლემები ბიო-ეთიკაში ერთ–ერთი ურთულესი საკითხია თავისი სპეციფიკაიდან გამომდინარე გენური თერაპია მედიცინის განვითარების ერთ–ერთი უახლესი მიმართულებათაგანია. დღეისთვის ის უკვე ასო-ბით პაციენტმა გამოიყენა, ამასთან, ზოგ შემთ-ხვევაში საკმაოდ დამაიმედებელი შედეგებით. მეთოდი დაფუძნებულია გენეტიკური მასალის

Page 224: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

223

გადატანაზე ვირუსული ან ფაგური ვექტორების (გადამტანების) საშუალებით, ან თავიდან ავადმ-ყოფის ლაბორატორიულად იზოლირებულ უჯრე-დებში, რომელიც მას შემდგომში გადაენერგება.

შედარებით პერსპექტიულად ითვლება გენური თერაპიის გამოყენება მონოგენური მემკვიდრუ-ლი დაავადებების სამკურნალოდ, რადგან უფრო ადვილია ერთი გენის მუტაციის დადგენა და შესა-ბამისად ერთი გენის ჩანაცვლება, რომელთა დრო-საც ვარაუდობენ, რომ ორგანიზმში გენეტიკური მასალის შეყვანა, რომელიც ნორმალურად ფუნქცი-ონირებულ გენს შეიცავს, გადამწყვეტ თერაპიულ ეფექტს გამოიწვევს. ასევე პერსპექტიულია ავთვი-სებიანი ახალწარმონაქმნების სამკურნალოდ გენუ-რი თერაპიის მეთოდების შემუშავება. ასევე დიდი იმედია დაკავშირებული შიდსის სამკურნალოდ გე-ნური თერაპიის ეფექტური მეოთდის შექმნასთან. შედარებით არაერთმნიშვნელოვანია გენური თერა-პიის პერსპექტივები მულტფაქტორიალური დარღ-ვევების მიმართებით, როგორებიცაა, მაგალითად, გულისისხლძარღვოვანი დაავადებები. თუმცა აქაც, დაავადების „ვიწრო” ადგილების გამოვლენისას, შე-საძლოა გენეტიკური კორექციის ვარიანტები, რომ-ლებიც ყოველ შემთხვევაში პათოლოგიის განვი-თარების შენელების საშუალებას მაინც მოგვცემს. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით გენური თერაპიის არსებულ მეთოდთაგან საკმარი-სად დამუშავებულად და საიმედოდ არცერთი არ

Page 225: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

224

შეიძლება ჩაითვალოს. წარმატებულ შემთხვევებს, რომლებიც საზოგადოების აღფრთოვანების ენთუ-ზიაზმს იწვევდა, ტრაგიკული წარუმატებლობანი ენაცვლებოდა, რასაც ამ საშიში ექსპერიმენტების შეწყვეტის დაჟინებული მოთხოვნები მოჰყვებოდა. ასეთი სიტუაცია ბუნებრივია, თუ გავითვალისწი-ნებთ, რომ, მაგალითად, ზურგის ტვინისა და შინა-განი ორგანოების გადანერგვის ახლა უკვე რუტი-ნირებულ და პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებუ-ლი მეთოდების კლინიკურ დამუშავებას, თითქმის მეოთხედი საუკუნე დასჭირდა.

ამიტომაც შეიძლება დამაჯერებლად ვივარა-უდოთ, რომ გენური თერაპია უახლოეს ათწლე-ულებში ექსპერიმენტებს არ შეწყვეტს და შესაბა-მისად აუცილებელია სამართლებრივი და ეთიკუ-რი ნორმების გამოყენება, რომლებიც ამ სფეროში წარმოებულ გამოკვლევებს დაარეგულირებენ.

რამდენადაც გენური თერაპია ცხოველმოქმე-დების შედარებით ინტიმურ მექანიზმებში შეჭ-რასთან არის დაკავშირებული, ამდენად გამართ-ლებულია იმ სახელმწიფოების პოლიტიკა, რომ-ლებიც სპეციალურ ნაციონალურ ეთიკურ კომი-ტეტებს აარსებენ. ამ სფეროში ექსპერიმენტები-სა და კლინიკური გამოკვლევების ჩატარებაზე ყველა შეკვეთის ექსპერტიზის მიზნით დაკომპ-ლექტებულია დამოუკიდებელი ექსპერტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისაგან.

ამჟამად გრძელდება მნიშვნელოვანი გაურკვევ-

Page 226: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

225

ლობა პაციენტის ორგანიზმში გენეტიკური მასა-ლის გადატანის შედეგად განვითარებული ნეგა-ტიური მოვლენების აღრიცხვასთან დაკავშირე-ბით და ასევეა გენური თერაპიის ეფექტურობის შეფასების მიმართაც. ამიტომაც მოიპოვა საერ-თაშორისო აღიარება აკრძალვამ, რომელიც ადა-მიანის სასქესო უჯრედების გენური თერაპიის მეთოდით კვლევას ეხება. ამით პოტენციურად არასასურველი გენეტიკური ცვლილებების შთა-მომავლობისათვის გადაცემისა და მათ შემდგომ თაობებში გავრცელების თავიდან აცილებას ცდი-ლობენ. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასქესო უჯრედები ორგანიზმში იზოლირებული არ არის. ასე რომ, რჩება ალბათობა სომატური უჯრედების გენოთერაპიის დროს მოხდეს სასქე-სო ურჯედებზე გენეტიკური მასალის ვექტორე-ბის ზეგავლენა.

გენური თერაპიის სფეროში კლინიკური გამოც-დების ჩატარების ნებართვისათვის აღიარებუ-ლად ითვლება შემდეგი პირობების შესრულება:

1. ცხოველებზე ექსპერიმენტებისას აუცილებე-ლია დავამტკიცოთ, რომ საჭირო გენი შეიძლება გადატანილ იქნას შესაბამის უჯრედსამიზნეში, სადაც იგი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ფუნქ-ციონალურად აქტიური იქნება.

2. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ გენი, რო-მელიც გადატანილი იქნება მისთვის ახალ გარე-მოში, შეინარჩუნებს ეფექტურობას.

Page 227: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

226

3. საჭიროა აბსოლუტური გარანტია, რომ გადა-ტანილი გენი ორგანიზმში არასასურველ შედე-გებს არ გამოიწვევს.

მოჩვენებითი სიმარტივის მიუხედავად, აღნიშ-ნული პირობები არ შეიძლება საკმარისად კონკ-რეტიზირებული იყოს, რომ უნივერსალურ წესად იქცეს. გენური თერაპიის გამოყენების თითოეულ შემთხვევაში მოგვიწევს იმის განსაზღვრა. თუ რა ვადები ჩაითვლება საკმარისად გენის ეფექტურო-ბის შენარჩუნებისათვის, როგორი შეიძლება იყოს პაციენტისათვის პოტენციური რისკი და როგორ მიმართებაში იქნება იგი სავარაუდო დადებით სამკურნალო ეფექტთან.

მსგავსი კონკრეტული სამეცნიერო და მორა-ლური ანალიზი შედარებით წარმატებით განხორ-ციელდება ე. წ. „ეთიკური კომიტეტების” მუშა-ობის ჩარჩოებში. ერთი მხრივ, ასეთ კომიტეტებში დამოუკიდებელ ექსპერტთა მონაწილეობა გამოკ-ვლევისათვის საჭირო მეთოდების მეცნიერული და ობიექტურად შეფასების საშუალებას მოგვ-ცემს. მეორე მხრივ, ეთიკოსების, იურისტებისა და სხვათა (ვისაც „საზოგადოების წარმომადგენ-ლებს” უწოდებენ), მონაწილეობამ იმის გადალახ-ვა უნდა უზრუნველყოს, რასაც ზოგჯერ „სამო-ქალაქო გაუნათლებლობას” უწოდებენ, და რაც ასე დამახასიათებელია ბევრისთვის და კერძოდ, თავიანთ სფეროში საკმაოდ კომპეტენტური მეც-ნიერებისთვისაც.

Page 228: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

227

უკანასკნელ ათწლეულებში გენეტიკისა და გე-ნეტიკური ცოდნის პრაქტიკული გამოყენების სფეროში ეთიკური და სამართლებრივი რეგული-რების აუცილებლობამ განსაკუთრებული მნიშვ-ნელობა შეიძინა. ამის გათვალისწინებით ბევრი საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაცია შესა-ბამისი სამართლებრივი და მორალური ნორმების შექმნას ცდილობს. მათ შორის, უპირველეს ყოვ-ლისა, აღსანიშნავია: ჯანდაცვის მსოფლიო ორგა-ნიზაციის დოკუმენტები – „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ადამიანის გენეტიკის პროგრამა”, „კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედი-ცინის შესახებ”, რომლებიც ევროსაბჭომ 1996 წელს მიიღო; ადამიანის გენომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები: მსოფლიო სამე-დიცინო ორგანიზაციის 1992 წლის დეკლარაცია, იუნესკოს მიერ 1997 წელს დამტკიცებული დეკ-ლარაცია ადამიანის გენომის შესახებ.

ყველა ამ დოკუმენტისათვის საერთოა შეხედუ-ლება იმის შესახებ, რომ სამედიცინო–გენეტიკური დახმარება თითოეული ადამიანის უფლებას უნდა წარმოადგენდეს, რაც შესაბამისად სახელმწიფოს მიერ იქნება გარანტირებული. ამავე დროს, ხაზ-გასმულია იმის აუცილებლობა, რომ უზრუნველ-ყოფილ უნდა იქნას გენეტიკური ინფორმაციის კონფიდენციალობა, მოქალაქეთა პირადი არჩე-ვანის თავისუფლება, არაქმედითუნარიან პირთა დაცვა. შემოღებულია აკრძალვები გენეტიკური

Page 229: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

228

ინფორმაციის ეროვნული, ეთნიკური, ეკონომი-კური , პოლიტიკური ან მოქალაქეთა სხვაგვარი დისკრიმინაციის საფუძვლად გამოყენებაზე.

აქ ჩვენი მკითხველისათვის ინტერეს მოკლებუ-ლი არ იქნება იმ მეცნიერული კვლევების ძირე-ული გაცნობა, რომელიც აბორტის, დედისა და ნაყოფის პრობლემატიკური საკითხია, ამიტომ საუბარი ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე გვსურს ლიტერატურული ჩანართით შოთა ნიშანიძის ლექსით დავიწყოთ:

ძახილი

რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა?

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,ნიავი ვარ და მგონია გშველი, -სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.

Page 230: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

229

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ - შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა,არ დამიობლა ძმები და დები.მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავსცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,მეც გამეხარა ამ სამზეოთი,მეც დამეძახა შენთვის „დედიკო”და მამას ყელზე შემოვხვეოდი.‎ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,როგორც პეპელა ყვავილში რგული,დაბადებამდე რამდენი მიკლდა,ითვლიდა ჩემი პაწია გული.‎ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,შენ ხომ, უძლებდი საკუთარ ტკივილს,მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.‎თურმე ტყუილად მომიხაროდა,შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან...ახლა მოგტირით სხვა სამყაროდანარარაობის ჩრდილი და სევდა.‎რად გააწბილე ღვთის იმედები,რატომ შეშალე და გაამრუდე,ანგელოზების და პლანეტებისკეთილი გათვლა და ვარაუდი?

Page 231: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

230

II

ჰოი, დედებო, რა პასუხს აძლევთ,რას ეუბნებით წარსულს და ხვალეს,ვინ მოუაროს ვაზივით გამძლედიდების მსურველ პატარა მხარეს!‎ვინ მოუაროს შენ ზვრებს და ანბანს,შენ ხმებს, ჩუქურთმას, იმედებს, სიზმრებს.მაგ ცოდვას რაღა მირონი გაბანსდა მაინც გამშრალ ტუჩებზე ვიმცვრევ!‎მირონო, ჩემი მიწის მირონო,იმედო, რწმენავ - სულ შემენახე,სულ იარაგვე, სულ ირიონე,სულ იჯეჯილე, სულ ივენახე.‎ კიდევ სად არის სხვა საქართველო?ჰყივის ლექსი და ციხის ქონგური.მიწაში, დედავ... და ვინ დათვალოსშვილი და ძირი ჩემებრ მოკლული.თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგებდით,„ვეფხისტყაოსანს” თუ ვერ დავწერდით,მაინც ზედმეტი და მოსაკვეთიარ ვიქნებოდით შენთვის არც ერთი...

შვილთა სიმრავლე დაგბედებოდესმტრედის გრუტუნი და მუხის ჩერო,ჩხებით, აკვნებით და ბუდეებითამაღლდი, ჩვენო ფუძევ და ჭერო!..

Page 232: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

231

აბორტის გარშემო დღეს მწვავე დისკუსიაა გა-ჩაღებული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. სრულიად აშკარაა თანამედროვე საზოგადოების ორ ნაწილად დაყოფა – აბორტის მომხრეებად და მოწინააღმდეგებად. ორივეს ჰყავს მრავალ-რიცხოვანი მომხრე და გამოკვეთილი ლიდერე-ბი. ორივე მოიცავს მთელ პოლიტიკურ სპექტრს „სახალხო პარლამენტარებით” დაწყებული და გავლენიანი კონგრესმენებით დამთავრებული. აბორტის პრობლემის განხილვაში აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაცი-ები. ეკლესიის მსახურებს წამყვანი პოზიციები უკავიათ აბორტის მოწინააღმდეგეთა ბანაკში. არიან აგრეთვე ექსტრემისტები და ტერორისტე-ბი, რომლებიც არბევენ სამედიცინო კლინიკებს. სცემენ ექიმებს, ავიწროებენ ქალებს, რომლებიც აბორტის გაკეთებას გადაწყვეტენ. აღსანიშნავია ისიც, რომ აბორტის პრობლემა აღმოჩნდა ერთ–ერთი ასპექტი, სადაც ვერ მოხერხდა ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კანონ-მდებლობის გერმანიის ფედერაციული რესპუბ-ლიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყ-ვანა გერმანიის გაერთიანების შემდეგ. ამის ერთ–ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოკამათე მხარეები პრობლემის სხვადასხვა ასპექტზე აკეთებენ აქ-ცენტს. ერთნი დედის უფლებას აყენებენ წინ, მე-ორენი – ნაყოფისას და შედეგად სრულიად განსხ-

Page 233: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

232

ვავებულ დასკვნამდე მიდიან. აბორტის საკითხზე ეთიკური მედიცინის იმ წარმომადგენელთა პოზი-ცია, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის საწყისად მის ჩანასახს მიიჩნევენ, ნათელია. თუკი ადამი-ანის სიცოცხლის საწყისად მისი ჩანასახი უნდა ჩაითვალოს, გამოდის, რომ ჯერ კიდევ არშობილი ნაყოფი უნდა განვიხილოთ როგორც ადამიანური ინდივიდუმი და, აქედან გამომდინარე, მივანიჭოთ მას გარკვეული ადამიანური უფლებები, უპირვე-ლეს ყოვლისა კი სიცოცხლის უფლება. მაშასადა-მე, აბორტი სხვა არაფერია, თუ არა მკვლელობა აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

სრულიად საპირისპირო პოზიციაზე დგანან აბორტის მომხრეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნაყოფი გარკვეულ მომენტამდე მხოლოდ და მხო-ლოდ ქალის სხეულის ნაწილია და არა ინდივი-დუმი. ამიტომ ქალის სხეულიდან მისი მოცილება ისევე მორალურია და გამართლებული, როგორც ნებისმიერი სიმსივნის ამოკვეთა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ორსულობა საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს. უფრო დაწვრილებით აბორტის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტებს განვიხილავთ აშშ–ში უკანასკნელ ხანებში გამოსული ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე.

აშშ–ში აბორტი დაშვებულია 1973 წლიდან, როცა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილე-ბით მისი აკრძალვა არაკონსტიტუციურად იქნა

Page 234: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

233

მიჩნეული. იმ დროიდან ქალს აქვს ორსულობის შეწყვეტის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. ამასთან ერთად სახელმწიფოს შეუძ-ლია, დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აბორტის გაკეთების დროის შეზღუდვა პირველი ტრიმესტრის ბოლო პერიოდით. ლიტერატურაში იურიდიულ ასპექტებთან ერთად განსაკუთრებუ-ლი ყურადღება აბორტთან დაკავშირებულ ეთი-კურ პრობლემებს ექცევა. აქ, როგორც წესი, წინა პლანზე ორი საკითხია წამოწეული: 1. რა გარემო-ებით შეიძლება აბორტის გაკეთების გამართლე-ბა; 2. აბორტის გაკეთება ნაყოფის განვითარების რომელ საფეხურზე (სტადიაზე) უნდა ჩაითვალოს ეთიკური თვალსაზრისით დაუშვებლად.

ჩვეულებრივი მტკიცებით, ქალს აბორტის გა-კეთების უფლება შემდეგი გარემოებების დროს აქვს: 1. როდესაც ორსულობის გაგრძელება საფ-რთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს; 2. როდესაც ბავშვის დაბადება თუმცა საფრთხით არ ემუქ-რება დედის სიცოცხლეს, მაგრამ ზიანის მომტა-ნი შეიძლება გახდეს დედის ფიზიკური და სული-ერი ჯანმრთელობისათვის; 3. როდესაც საკმაოდ მაღალია მშობიარობის შედეგად მრავალმხრივ არასრულფასოვანი ბავშვის მოვლენის ალბათო-ბა (ფიზიკური და გონებრივი განვითარების დე-ფექტები, მძიმე მემკვიდრული დაავადებები და ა. შ.); 4. როდესაც ორსულობა ინცესტის ან ქალზე ძალადობის შედეგია; 5. როდესაც ორსული ქალი

Page 235: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

234

ქორწინებაში არ იმყოფება და ბავშვის დაბადებას მის რეპუტაციაზე არასასურველი გავლენის მოხ-დენა შეუძლია; 6. როდესაც დედობას (ან მორი-გი ბავშვის დაბადებას) შეიძლება ქალის მატერი-ალური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰ-ყვეს; 7. როდესაც ბავშვის დაბადება ქალისათვის, მისი ოჯახისათვის მძიმე დარტყმა შეიძლება იყოს (ხელს შეუშლის მის კარიერას, გაართულებს ოჯახში მის მდგომარეობას და სხვა). ამგვარი ჩამოთვლა, როგორც მთელი რიგი ავტორები აღ-ნიშნავენ, პრაქტიკულად უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

აბორტის საკითხის განხილვა აუცილებლობით მოითხოვს ბიოსამედიცინო ცოდნის მინიმუმს, რაც დისკუსიაში მონაწილე სპეციალისტების ყუ-რადღების გარეშე არ დარჩენილა. განაყოფიერე-ბის შემდეგ კვერცხუჯრედი (ზიგოტა) ფალოპის მილის გავლით საშვილოსნოში შედის და მის კე-დელზე იმპლანტირდება (ამ პროცესს დაახლო-ებით ორი კვირა სჭირდება). ამ მომენტიდან დაწ-ყებული შეიძლება ვილაპარაკოთ ბავშვის განვი-თარების ემბრიონული სტადიის დადგომაზე, რო-მელიც ორსულობის მერვე კვირის დასასრულს მთავრდება. ამ დროისათვის ნაყოფის ტვინის ქსოვილი ელექტრულად აქტიური ხდება. შემდ-გომში ჩვენ საქმე გვაქვს (თვით დაბადებამდე) არა ემბრიონთან, არამედ განვითარებად ნაყოფ-თან. ნაყოფის განვითარებაში განსაკუთრებით

Page 236: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

235

ორ მომენტს გამოყოფენ: ორსულობის დაახლო-ებით 12–16 კვირას, როდესაც დედა პირველად შეიგრძნობს ნაყოფის მოძრაობას და 20–28 კვი-რას, როდესაც ნაყოფი ხდება „სიცოცხლისუნარი-ანი” ე. ი. დედის სხეულიდან გამოყოფის შემდეგ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. აბორტის გაკეთების მეთოდები, სხვა ფაქტორებთან ერთად, ნაყოფის განვითარების სტადიებით განისაზღვრება, რაც ამ საკითხის განხილვის დროს გათვალისწინებუ-ლი უნდა იქნეს.

იმ სპეციალისტებს, რომლებიც დარწმუნებული არიან აბორტის ამორალურობაში და მისი დაშვე-ბა შესაძლებლად მიაჩნიათ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ორსული ქალის სიცოცხლის შენარჩუნებას, ბიოსამედი-ცინო ლიტერატურაში ჩვეულებრივ „კონსერვა-ტორების” სახელით მოიხსენიებენ. საწინააღმ-დეგო პოზიციაზე მდგომ ავტორებს, რომლებიც აღიარებენ ქალის მიერ აბორტის გაკეთების აბ-სოლუტურ უფლებას, „ლიბერალებს” უწოდებენ. „ლიბერალების” ან „ზომიერების” (ზოგჯერ მათ ასეც მოიხსენიებენ) პოზიცია ამ საკითხში იმაში მდგომარეობს, რომ მათ აბორტები დასაშვებად მიაჩნიათ ეთიკური თვალსაზრისით მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ნაყოფი ჯერ კიდევ არ არის განვითარების განსაზღვრულ სტადიამდე მიღწე-ული, ან თუ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში

Page 237: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

236

ადგილი აქვს გარკვეულ გარემოებებს, რომლე-ბიც ამართლებენ ამ პროცედურის ჩატარებას.

ჩვენი მოქმედებები მორალურად ან ამორალუ-რად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ სხვა ადამი-ანურ არსებებთან მიმართებაში. ამასთან დაკავ-შირებით, აბორტების ჩატარების ზნეობრივი ას-პექტების განხილვა აუცილებლობით მოითხოვს ემბრიონის (ნაყოფის) სტატუსის გარკვევას. კონ-სერვატორულ პოზიციებზე მდგარი ავტორები ამტკიცებენ, რომ ნაყოფს აქვს ყველა (ან თითქ-მის ყველა) უფლება, რაც ნებისმიერ ადამიანურ არსებას უნდა ჰქონდეს. ზოგიერთ შემთხვევაში „კონსერვატორები” უფრო „ფაქიზ” არგუმენტა-ციას მიმართავენ: ვართმევთ რა ემბრიონს სი-ცოცხლეს, ამით ჩვენ ვკლავთ იმას, რაც მომავალ-ში შეიძლება პიროვნება გახდეს. „ლიბერალები” ცხადია, უარყოფენ ამ თვალსაზრისს და მიუთი-თებენ, რომ ნაყოფის უფლებებზე მსჯელობა ისე-თივე უაზრობაა, როგორც, მაგალითად, აპენდიქ-სის უფლებაზე მსჯელობა.

აბორტის საკითხის განხილვა ასევე აუცილებ-ლობით მოითხოვს დროის იმ მომენტების ნათ-ლად განსაზღვრავს, რომლებიც ნაყოფს ეთიკური თვალსაზრისით ორ, არსებითად განსხვავებულ მდგომარეობად ყოფს: მდგომარეობა, რომელ-საც ჩვენ არავითარ „ადამიანურ” შინაარს არ მი-ვაწერთ და მდგომარეობას, რომელსაც ასეთი შინაარსი უკვე მიეწერება. „კონსერვატორების”

Page 238: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

237

მტკიცებით, ორივე ეს მომენტი ემთხვევა ჩასახ-ვას (განაყოფიერებას): ნაყოფი განვითარების ნებისმიერ საფეხურზე ადამიანურ არსებას წარ-მოადგენს. „ლიბერალები” კი, პირიქით, ფიქრო-ბენ, რომ ნაყოფს არ შეიძლება „ადამიანური არ-სების” უფლება მიეწეროს ორსულობის გვიანდელ სტადიებშიც კი. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ დაამტკიცონ, რომ ნაყოფი არ არის პიროვნება. ამ თვალსაზრისის ზოგიერთი მომხრე კიდევ უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ახალდაბადებუ-ლი ბავშვიც კი ჯერ კიდევ არ არის პიროვნება. დამაჯერებელი რომ გახადონ თავისი შეხედუ-ლებები, ისინი ჩამოთვლიან იმ ნიშნებს, რომლე-ბიც პიროვნებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს: 1. ცნობიერება და ტკივილის გრძნობა; 2. ახალი და შედარებით რთული პრობლემების გადაწყვეტის უნარი; 3. თვითაქტივიზაცია (როცა პიროვნების აქტივობა გენოტიპის ან გარემოს კონტროლს არ ექვემდებარება); 4. კომუნიკაციის უნარი; 5. მე-ორე კონცეფციისა და თვითცნობიერების გამო-მუშავება.

ვინაიდან ნაყოფს თავისი განვითარების არ-ცერთ საფეხურზე არა აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, ის არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პიროვნება. აქედან კეთდება ლოგიკური დასკვნა – აბორტი მორალურად (და იურიდიულადაც) და-საშვებია. იმაზე მითითება, რომ ნაყოფი შეიცავს პიროვნებად გახდომის პოტენციურ შესაძლებ-

Page 239: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

238

ლობას, არ შეიძლება აბორტის დამაბრკოლებელ ფაქტორად იქნეს მიჩნეული. ქალის ინტერესები, რომელმაც გადაწყვიტა აბორტის გაკეთება, რათა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, ბედნიერება, თა-ვისუფლება, სიცოცხლე; ყოველთვის გადაწონის განვითარებადი ნაყოფის სიცოცხლის უფლებას.

აბორტის მოწინააღმდეგეებს (ისინი განსაკუთ-რებით ბევრნი აშშ–ში არიან) არ შეუწყვეტიათ თავისი ბრძოლა აბორტის ასაკრძალავად. ისინი მიუთითებენ, რომ, თუმცა უმაღლესი სასამართ-ლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ქალს აქვს აბორტის გაკეთების უფლება, მაგრამ ეს სრუ-ლებით არ აძლევს მას იმის უფლებას, რომ საზო-გადოებისაგან მოითხოვოს შესაბამისი მატერი-ალური სახსრების გამოყოფა. მათი ძალისხმევის შედეგად „უფასო” აბორტების გაკეთება ღარიბი ფენების წარმომადგენლებისათვის ნებადართუ-ლია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც: 1. ორ-სულობა შეწყვეტილ უნდა იქნეს სასიცოცხლო მონაცემებით; 2. თუ ქალი დაორსულდა ინცესტის ან გაუპატიურების შედეგად.

ამასობაში არც ქალის უფლებების გაფართო-ების მომხრეები რჩებოდნენ უმოქმედოდ და თა-ვისი აქტიურობით გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს. ამ წარმატებებმა თავისი გამოხატუ-ლება პოვა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვე-ტილებებში, რომელმაც არაკონსტიტუციურად მიიჩნია იმის მოთხოვნა, რომ აბორტები მხოლოდ

Page 240: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

239

საავადმყოფოს პირობებში კეთდებოდეს, რამაც მნიშვნელოვნად გააძვირა ამ პროცედურის ჩატა-რება. ამასთან ერთად, უმაღლესმა სასამართლომ აკრძალა აბორტის გაკეთებისათვის ქალისაგან ინფორმირებული თანხმობის მიღების პრაქტიკა.

საქართველოს კანონით „ჯანმრთელობის დაც-ვის შესახებ” საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს თავად განსაზღვროს შვილების რა-ოდენობა და მათი დაბადების დრო. სახელმწიფო უზრუნველყოფს დედის უფლებებს რეპროდუქ-ციის სფეროში (მუხლი 140). კონტრაცეპტივების წარმოება, იმპორტი და გავრცელება უნდა მოხ-დეს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება აბორტე-ბის შემცირების გზით სახელმწიფოს პრიორიტე-ტული ამოცანაა. ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირე-ბულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირე-ბული ექიმის მიერ. თუ ფეხმძიმობა საქართვე-ლოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაზე ნაკლები ხანგრძლივობისაა და თუ ორსულს ექიმ-მა ჩაუტარა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრე-ბიდან ოპერაციამდე გასულია კანონმდებლობით დადგენილი მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს ექიმმა უპირატესობა ნაყოფის სიცოცხლის დაცვას უნდა მიანიჭოს, არჩევანი ქალის პრერო-გატივაა (მუხლი 142).

Page 241: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

240

აბორტის საწინააღმდეგო პროპაგანდა და სა-განმანათლებლო მუშაობა აბორტის წინააღმდეგ სახელმწიფოსა და საზოგადოების მოვალეობაა. აბორტის რეკლამა აკრძალულია. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორ-ტი ნებდართულია მხოლოდ სამედიცინო და სო-ციალური ჩვენებების მიხედვით.

ფერტილიზაცია ნებადართულია: ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, თუ მიღებულია როგორც უშვილო წყვილის, ისე დონორის წერილობითი თანხმობა, დადასტურებული სანოტარო წესით; ბ) სამეცნიერო მიზნით გენეტიკური დეფექტე-ბის აღმოცენების მიზეზების, მათი გადაცემის გზების, პროფილაქტიკისა და მკურნალობის შე-სასწავლად. სახელმწიფო, საზოგადოებასთან ერ-თად, ხელმძღვანელობს და აკონტროლებს გამოკ-ვლევებს ხელოვნური განაყოფიერების სფეროში; გ) მხოლოდ სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესე-ბულებაში, თუმცა მას ატარებს შესაბამისი ლი-ცენზიის მქონე ექიმი.

ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფ-ციის – სტერილიზაციის გამოყენება (მუხლი 145) ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამე-დიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექი-მის მიერ, თუ არსებობს პაციენტის წერილობითი მოთხოვნა, პაციენტს ექიმმა ჩაუტარა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან სტერილიზაციამ-

Page 242: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

241

დე გასულია კანონმდებლობით დადგენილი მოსა-ფიქრებელი ვადა.

აბორტის, დედის და ნაყოფის პრობლემა უნდა გადაიჭრას კონკრეტული პირობების შესაბამი-სად. გათვალისწინებული უნდა იყოს დედის სა-მედიცინო–ბიოლოგიური მდგომარეობა, მხედვე-ლობაში უნდა იქნეს მიღებული დემოგრაფიული სიტუაცია. გარკვეულ როლს ასრულებს ეკონომი-კური ფაქტორი, ეროვნული, რელიგიური ტრადი-ციები და პაციენტის სულიერი მდგომარეობა.

წინამდებარე სახელმძღვანელო არასრულყო-ფილი გამოვა, თუ სამედიცინო დეონტოლოგიაში გარკვეულ ადგილს არ დავუთმობთ ნარკომანიის, აივ–ინფექციის შიდსისა და ჰეპატიტების საკით-ხებს.

ამ ოციოდე წლის წინ, საქართველოში ექიმე-ბი, ნარკომანიის ლეგალიზაციას მოითხოვდნენ, მათ ასეთ გადაწყვეტილებას მე დღესაც ვუერთ-დები და საკითხის გაანალიზებისას ყოველთვის ჩემი უფროსი კოლეგა, უძვირფასესი ადამიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსი-ტეტის კათედრის ყოფილი გამგე, აკადემიკოსი, აწ განსვენებული დავით გეგეშიძე მაგონდება, რომელმაც ნაშრომთა მთელი ციკლი მიუძღვნა აღნიშნულ პრობლემას, ისე კი გასული საუკუნის სამოციანი წლების თბილისში ცნება ნარკომანი არ არსბეობდა, იმ დროს იყო მორფინისტის ცნე-ბა, იმიტომ რომ ერთადერთი ნარკოტიკული სა-

Page 243: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

242

შუალება იხმარებოდა – მორფი! შემდეგ ისე დაიხ-ვეწა ნარკოტიკული საშუალებების სია, ისე გაძ-ლიერდა და გამრავლდა, მარტო მორფინში ვერ ჩაეტეოდა, გაერთიანდა და არის ნარკოტიკები, ანუ ნარკოტიკული საშუალებები.

ნარკოტიკებს ორი ასპექტი აქვს, სამკურნალო, გამაყუჩებელი და...

პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს მორფინმა რამდენიმე ათასობით ადამიანი გა-დაარჩინა, იმიტომ, რომ ძლიერი შეტევის დროს ვითარდება ისეთი მდგომარეობა, როდესაც ტკი-ვილებს ვერ უძლებს ადამიანი, ამიტომ ტკივილ-გამაყუჩებელი აუცილებელია.

– ფილოსოფიური კუთხით თუ შევხედავთ, დღეს მსოფლიოს სჭირდება ასეთი დამამშვიდებელი სა-შუალებები – „ნარკოტიკები”. ეს ნარკოტიკი იქ-ნება კარგი ხელოვნება, ადამიანთა შორის კარგი ურთიერთობა, ეს ნარკოტიკი იქნება შენში გამო-მუშავებული უნარი, დატკბე სინამდვილით.

მთელი მსოფლიო აპოკალიფსის მოლოდინშია, არა აქვს მნიშვნელობა იმას, ამ ქვეყანას უჭირს თუ იმ ქვეყანას, ადამიანური ურთიერთობის სა-ყოველთაო დეფიციტია.

60–იანი წლების ჰიპები გავიხსენოთ. იყო პრო-ტესტის გრძნობა იმ ყოფის მიმართ, იმ სოციალუ-რი გარემოს მიმართ, რომელშიც ცხოვრობდნენ. მათ დაინახეს არარაობა, ყველა ფასეულობის დაყვანა დოლარზე, ამიტომ დაიწყეს პასიური,

Page 244: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

243

კეთილი ბრძოლა ამის წინააღმდეგ. ვიეტნამში წავიდნენ და ყვავილები ისროლეს. დღეს ჰიპე-ბი მოხუცდნენ, მაგრამ არც ყოფა შეიცვალა და არც ზნეობრივი ღირებულებები არ შეცვლილა, იგივე პრობლემებია... ფილოსოფია, ლიტერატუ-რა... რელიგიაც კი, როგორც ჩანს საკმარისი არ არის, წარმართული ხანის ქურუმები სკანდალუ-რი რიტუალების შესრულების დროს, ბალახებს ხარშავდნენ და გაბრუებულ მრევლს ექსტაზში აგდებდნენ, იწყებოდა მეექვსე გრძნობის გახს-ნა... ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ნარკო-ტიკის წარმოშობას, ჩვენ ადამიანებს გვაქვს ხუთი გრძნობა: – მხედველობა, ყნოსვა, გემოვნება, შეხება, სმენა, აი შემდეგ იწყება ხელოვნება, შე-მოქმედება... გალაკტიონს ექვსი, შვიდი, ცხრა... გრძნობა ჰქონდა, მაგრამ ამისათვის ნარკოტიკი არ სჭირდებოდა, არ ვთქვათ გალაკტიონი ბევრს სვამდაო... იმ დროს ასე სჭირდებოდა. გალაკტი-ონი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. არც ვაჟა იყო ჩვეულებრივი. როგორც ჩანს, იმის ჭვრეტა, რაც მათ ჰქონდათ, რასაც ჩვენ მხოლოდ ხუთი გრძნო-ბით ვხედავთ და ვაფასებთ, არსში წვდომა არ არის.

ადამიანი რთული ფენომენია. საგანს შეისწავ-ლი, მაგრამ არსთან ვერ მიხვალ, ვერ ჩაწვდები. დოსტოევსკის, ამბობენ, როდესაც ეპილეფსიური სტრესი ჰქონდა, მეექვსე გრძნობა ეხსენებოდა. გალაკტიონი არასდროს ყოფილა ლოთი და ჭუჭ-

Page 245: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

244

ყიანი. ის სუფთა იყო. ტანი ერთი წელიც რომ არ დაებანა, მაინც სუფთა იყო. ტიციანი არასოდეს შარვალს არ გაიუთოებდა. ეს მე მჭირდება და სხვას. ტიციანტი – ტიციანი იყო.

როგორც ჩანს, ანიმისტურ, ოკულტისტურ ქმე-დებებში დაჭერილი იყო მეექვსე გრძნობის მოსვ-ლის ეს მომენტი.

ისინი სხვა სამყაროში გადადიოდნენ. რა მედი-კო–ბიოლოგიური პროცესები ხდებოდა, ეს რთუ-ლია და ჩვენ არ ვიცით. ისე კი წარმართულ საქარ-თველოშიც არსებობდა მსგავსი რიტუალები, მა-გალითად სვანეთში, სვანები კანაფს ხმარობდნენ თუ საპატიო სტუმარი მოუვიდოდათ, გამხმარი კანაფით ცეცხლს დაუნთებდნენ. კანაფი იწვოდა და გამოყოფდა იმ ნარკოტიკს, რომელიც დიდი რაოდენობით არის ამ მცენარეში. საპატივცემუ-ლო სტუმარი ტრანსში ვარდებოდა და სიამოვნე-ბას ეძლეოდა. სვანეთში დღესაც ორმოცის გადახ-დის დროს, სარიტუალო ფლავში ურევენ კანაფის ნარჩენებს. ეს გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ჭირისუფალზე, დარს უქარვებს... ასოციაციათა ცვალებადობას და ნეტარებას იწვევს. მაგრამ ამ რიტუალის მეცნიერული მექანიზმი მათ არ იცოდ-ნენ. მაგიურ, ტოტემისტურ რიტუალებში გამაბ-რუებელი საშუალებები – ნარკოტიკები ცნობილი იყო. ცნობილი იყო მათი დანიშნულება და გამო-ყენების ხერხები. თრიაქის მოწევა და სხვა. მაგ-რამ მერე... მერე სად მივდივართ...?

Page 246: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

245

ნარკომანები ახლა იმასაც ამბობენ, ღმერთებს ვესაუბრებითო, ადამიანი ხომ რთული არსებაა, ღმერთამდე ერთი ნაბიჯია და იმ ერთ ნაბიჯზე ქალი მამაკაცმა უნდა აიყვანოს, მაგრამ მამაკა-ცები იმდენად არაორდინალები ვართ, არ ვაკე-თებთ ამას. ადამიანი, საბოლოო ჯამში, მაინც სიამოვნებისთვის ცხოვრობს, დიახ ცხოვრების ძირითადი მიზანი სიამოვნებაა... ქართულ სუფ-რაზე გვადღეგრძელებენ, ვიცით, რომ ბევრი სიტ-ყვები სიცრუეა, ყალბია... მაგრამ გვსიამოვნებს, დიახ სასიამოვნო ტყუილიც ნეტარებას იწვევს, მაგრამ ეს მეტ–ნაკლებად, ნამდვილი სიამოვნება კი მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის საბოლოო აქტია. ამ დროს ტვინის უჯრედებში გა-მოიყოფა ნივთიერება – ენდოფილები, რომელიც ნეტარებას იწვევს.

შეიძლება ცოლ–ქმარმა 60 წელი იცხოვრონ ერ-თად და ეს სიამოვნება არ ჰქონდეთ. ქართველი ცოლ–ქმარი ერთ ოთახში წევს, ფრანგები პატარა ოთახსაც კი გაიყოფენ... ცოლ–ქმარს ერთად არ უნდა ეძინოთ, თამაშობს ქალი, თამაშობს კაცი, ნამდვილი ურთიერთობა ძალიან იშვიათია, მცირე ენდოფილებს გამოყოფენ და მიტომ, ისე კი, ენ-დოფილები მაშინაც გამოიყოფა, როდესაც კარგ წიგნს წაიკითხავ, ხელოვნებას ეზიარები...

ნარკომანი, არ ვამეტებ, სწორედ ამ მდგომა-რეობას განიცდის. ნაპოლეონი ოცნებობდა, სი-ამოვნება რამდენიმე წუთს გაგრძელებულიყო.

Page 247: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

246

არის ასეთი ნარკოტიკები, რომლებიც რამდენიმე საათით ახანგრძლივებს ამ გრძნობას და ხავერ-დოვანს ხდის. ჩვენ ვეუბნებით ნარკომანს – შენ იცოცხლებ ხუთ წელს. ის მეუბნება, თუ ეს არის ცხოვრების მიზანი, მე ხუთი წლის განმავლობაში გამოვყოფ ტონობით ენდოფილს, შენ კი – არა...

ახლა სხვა კუთხით შევხედოთ. როდესაც ცხოვ-რებაში არის ამდენი საშინელება, სიძულვილი, ღალატი, ბოროტება... ადამიანი ვეღარ უძლებს, ძალიან ცოტანი არიან ისეთებიც, რომლებიც კარ-ლსონს და შიოლას იგონებენ.

ისე კი ხშირად, რეალობიდან გაქცევისთვის ტყუილებს ვიგონებთ და ვმშვიდდებით, რამეთუ ტყუილს შექმნაც ხელოვნებაა.

ნარკომანიის ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი და არსი ადამიანის რთული ბუნებიდან გამოდის. არ მოსწონს რეალობა და ირეალურს, ილუზურს ირჩევს, იქ თავს კარგად გრძნობს. გოგონებში, ქალებშია ნარკომანია. ჩვენი ცხოვრების წესი ვეღარ პასუხობს ქალის გაზრდილ მოთხოვნებს. არ ვაძლევთ იმას, რაც უნდა მივცეთ – ურთიერ-თობას. ალბათ, ცოტაა ოჯახები, სადაც ქმარი ყვავილს უყიდის მეუღლეს. ნარკომანია საქართ-ველოში ეროვნულ ნიადაგზე არ გავრცელებულა. პატრიოტიზმი არ არის ნარკომანიის მიზეზი. მი-ზეზი სოციალური გარემოა.

ნარკოტიკმა ЛСД-მ სიკვდილიც დაამარცხა, ჰო ახლა ნარკოტიკების უამრავი დასახელება არსე-

Page 248: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

247

ბობს. ნარკობიზნესის გაქანება იმდენად დიდია, რომ ახალი პრეპარატების შექმნას აფინანსებენ. რუსეთში ნიჭიერ ქიმიკოსთა კონკურსი ჩაატა-რეს. აარჩიეს ოთხი „ოქროს ტვინი”. ჩამოიყვა-ნეს აზერბაიჯანის ერთ–ერთ ქალაქში. დაუსვეს ამოცანა – მიეღოთ მორფინი, მიიღეს, გამოეგო-ნებინათ ახალი ნარკოტიკი, გამოიგონეს – ჩინუ-რი ცილა. ეს არის ბრწყინვალე საშუალება და კოლოსალური თანხა ღირს შავ ბაზარზე. თუმცა ამასაც ვერ ვუწოდებთ ბოლო ნარკოტიკს. მთე-ლი სინდიკატი მუშაობს ნარკოინდუსტრიაზე. ეს პირები მუშაობის დროს სრულ კომფორტში ჰყავთ. დიდი ჰონორარები, სრული სერვისი, სა-დილი ნიცაში, გასეირნება ვენეციაში, ქალები და ა. შ.

ეს საქმე კი აი, როგორ გაიხსნა. მოსკოვში ჩა-ვარდა ვიღაც ნარკოტიკების გამავრცელებელი დოდო, ქართველი. (სამწუხაროდ, ბიზნესში უკვე ჩნდება ქართული ჭკუა, ქართული გენი). ოთხივე ქიმიკოსი აიყვანეს. იმდენად ნიჭიერები იყვნენ, რომ საჭირო გახდა მათი დაცვა. ერთ–ერთმა უკვე პატიმრობაში, გამოიგონა ისეთი პრეპარატი, რო-მელიც მთელი ქალაქის მოწამვლის შემთხვევაში გაანეიტრალებს საწამლავს. ნარკოინდუსტრია მუშაობს, უზარმაზარ თანხებს დებს ამ ბიზნეს-ში და უზარმაზარ თანხებს იგებს. ჩვენ რას ვა-კეთებთ? არაფერს, ყოველდღიურად ვულახავთ რწმენას ადამიანს, ყოველდღიურად ვათახსი-

Page 249: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

248

რებთ, ხოლო ისინი მასობრივად აძლევენ ასეთ დამამშვიდებლებს.

გლობალური პრობლემაა რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა ამერიკელი ფსიქიატრის წერილი. საინტერესო დაკვირვება ჩაატარა. მსოფლიო მო-ნაცემებით, ფსიქიკური პათოლოგიის დინამიკა მატულობს. რამდენიმე წელის შემდეგ კი პათო-ლოგია ნორმად ჩაითვლება, ხოლო ნორმა პათო-ლოგიად.

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისს, ნარკოტიკუ-ლი საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებე-ბისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის უსას-რულოდ ზრდამ, ნარკომაფიისა და ნარკობიზნე-სის საერთაშორისო მასშტაბების გაფართოებამ, შეძენილი იმუნოდეფიციტის ვირუსი – შიდსის და ჰეპატიტის მასობრივმა გავრცელებამ არა მხო-ლოდ სამედიცინო საზოგადოების, არამედ ყველა ადამიანის, კაცობრიობის წინაშე სამედიცინო–ბი-ოლოგიური, სოციალური, იურიდიული, ფსიქო-ლოგიური და ა. შ. პრობლემების პარალელურად, მწვავე, ურთულესი ეთიკური პრობლემები დააყე-ნა. ამ პრობლემატიკის განსაკუთრებული აქტუ-ალობა საქართველოში ღია, დემოკრატიული სა-ზოგადოების მშენებლობის პერიოდში ადამიანის უფლებების გაფართოებამ და დაცვამ განაპირო-ბა.

ნარკომანიის, აივ–ინფექცია–შიდსის და ჰეპა-ტიტების მითითებული ასპექტები ერთმანეთთან

Page 250: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

249

მჭიდროდ არიან დაკავშირებული და, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს აპირობებენ, ამიტომ თავდაპირველად თითოეულ დაავადებას (ნარ-კომანიას, აივ–ინფექცია–შიდსს და ჰეპატიტებს) მოკლედ მიმოვიხილავთ, შემდეგ მათი თავისებუ-რებების და გავრცელების შედეგად წარმოშობილ ეთიკური ხასიათის პრობლემებს განვიხილავთ. დაბოლოს, სათანადო დასკვნებს გამოვიტანთ.

ნარკომანია ნარკოტიკული საშუალებების არა-სამედიცინო მომხმარებით განპირობებული და-ავადება, რომელიც ვითარდება ამ საშუალებების სისტემატური მოხმარების შედეგად და ავადმ-ყოფში გარკვეული ნიშნების, სინდრომების ერ-თობლიობით ხასიათდება. ეს საშუალებები იწვე-ვენ ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას, ნორმალური ქცევის შეცვლას, მთელი რიგი პათო-ლოგიური ხასიათის ცვლილებებს.

ნარკოტიკული საშუალებები ის ქიმიური ან ბუ-ნებრივი ნივთიერებები და მცენარეებია (მათი ნა-წილებია), რომლებიც განსაკუთრებულ მდგომა-რეობას – ეიფორიას, აგზნებას, ჰალუცინაციებს და ა. შ. იწვევენ.

არსებობს ნარკომანიის სხვადასხვა სახეები: მორფინიზმი, ჰაშიშომანია, ბარბიტუმანია, სტი-მულატორით გამოწვეული ნარკომანია, პოლი-ნარკომანია.

ნარკომანიის ყველა სახისათვის დამახასიათე-ბელია ნარკოტიკული საშუალებებისადმი ორ-

Page 251: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

250

განიზმის რეაქტიულობის შეცვლის პროცესი, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმის ამტანობის (ტოლერანტობის) ცვლილება, რაც იმ ფიზიოლო-გიური ხასიათის კანონზომიერების გამოვლენაა, რომლის მიხედვითაც ორგანიზმი სათანადო შე-გუების, ადაპტაციის უნარით ხასიათდება. ამი-ტომ საჭიროა ნარკოტიკების დოზის გაზრდა, რო-მელიც დროთა განმავლობაში შეიძლება იმდენად დიდი გახდეს, რომ თავდაპირველი მისი მიღების ან ზედოზირების შემთხვევაში ადამიანის სიკვდი-ლიც კი გამოიწვიოს.

ნარკოტიკული საშუალებების ამტანობის შეცვ-ლა ნარკოტიკული თრობის სურათს ცვლის, ზოგ-ჯერ ნარკოტიკული მოქმედების ხასიათიც იცვ-ლება – სედატიური ეფექტი მასტიმულირებული მოქმედების სახეს იღებს.

აღნიშნული მდგომარეობა, როგორც წესი, ადამიანში ნარკოტიკებისადმი ბიოლოგიური ლტოლვის – ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას იწვევს. ნარკოტიკული საშუ-ალებების ზემოქმედების შემდეგ ნარკომანს აღენიშნება აუტანელი ფსიქოსომატური და ნერვულვეგატიტური მოშლილობები, რომლე-ბიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება: მოსალოდ-ნელია გულისცემის აჩქარება, არტერიული ჰიპერტენზია, გუგების გაფართოება, ლორწო-ვანი გარსების სიმშრალე, ოფლიანობა, შემცივ-ნება, ფსიქიკური დაძაბულობა, შფოთვა, მოუს-

Page 252: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

251

ვენრობა, უძილობა, უმადობა, ფაღარათობა, კრუნჩხვები და ა. შ. ყოველივე ეს ნარკომანის ცხოვრებას აუტანელს ხდის. მას ერთადერთი გამოსავალი რჩება, რადაც არ უნდა დაუჯდეს უნდა იშოვოს ნარკოტიკი და მისი დახმარებით „უშველოს თავს”.

ბიოლოგიური, ფიზიკური წამალთდამოკიდებუ-ლების პარალელურად ნარკომანის ცნობიერება-ში მკვიდრდება მეორე სახის დამოკიდებულება – იგი იძულებულია მუდმივად იფიქროს მოსა-ლოდნელ უბედურებაზე აბსტინენციის სინდრომ-ზე – „ლომკის” დაწყებაზე და მისგან მიყენებულ აუტანელ ტკივილზე. ასე ეშვება ნარკომანის ფსი-ქიკური დამოკიდებულების სიღრმეში, რომელიც მას თავის წიაღისაკენ ეწევა. ნარკომანის აზრები მთლიანად ნარკოტიკული საშუალებების შოვნასა და მიღებაზე გადაერთვება. იგი ნარკომანში არა მარტო დომინირებს, არამედ მას სრულ ტყვეობა-ში აქცევს. აღნიშნულის გამო, ნარკომანში მორა-ლური და სულიერი ღირებულებები უფასურდე-ბიან, სიცოცხლე კარგავს საზრისს, ზნეობრივი პრინციპების დაცვის მოთხოვნების სრულიად ქრებიან და ა. შ.

ნარკომანისათვის დამახასიათებელი სინდომე-ბი: ამტანიანობის (ტოლერანტობის) შეცვლა, აბს-ტინენცია – ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდე-ბულება, გამოხატავენ ნარკომანიის არსს, მაგა-რამ მთავარი ის არის, რომ ნარკომანი, როგორც

Page 253: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

252

ადამიანი, საზოგადოებისა და თავის თავისთვის დაღუპულია.

ნარკოტიკული საშუალებები: ოპიუმის ჯგუფის პრეპარატები (მორფიუმი, კოდეინი, პრომედოლი და სხვა), ასევე ჰაშიში (ანაშა, პლანი, მარიხუანა), ასევე სტიმულატორები ორგანიზმში, პირველ რიგში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსები-თი ხასიათის ძვრებს იწვევენ, რომლებიც ფაქტი-ურად შეუქცევადი ხასიათის არიან.

ცვლილებები გამოიხატება ჰიპოთალმუსში, ნათხემში, ამონის რქაში, მხედვლეობის ბორც-ვებში, ვაროლის ხიდში, მოგრძო ტვინსა და ზურ-გის ტვინში. მორფიუმის ინტოქსიკაციის მწვავე პერიოდში მკვეთრად დაზიანებულია ცენტრა-ლური ნერვული სისტემის შედარებით მაღალ-დიფერენცირებული წარმონაქმნები. ვლინდება ბირთვული ციტოპლაზმური ურთიერთობების შეცვლა, რაც ბიოქიმიურ ცვლილებებთან და ნე-ირონებში მეტაბოლურ ძვრებთან არის დაკავში-რებული.

ჰაშიშის ხანგრძლივი ხმარება სასუნთქი გზე-ბის ლორწოვანი გარსის განლევას (ატროფიას) იწვევს. ამ დროს აღწერილია აგრეთვე ფილტვის სკლეროზისა და თავის ტვინის ქსოვილის განლე-ვის შემთხვევები პარკუჭების გაგანიერებით.

სტიმულატორებით გამოწვეული ნარკომანიის დროს სისხლის არეტრიული წნევა მომატებულია, დიურეზი და სუნთქვა – გახშირებული, აღინიშნე-

Page 254: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

253

ბა პირის სიმშრალე, სიგამხდრე, კუჭის კუნთოვა-ნი შრის მოდუნება.

ნარკომანიის ყოველი სახისათვის დამახასიათე-ბელია ფიზიკური განლევა, საერთო სისუსტე და იმუნურ სისტემათ ფუნქციური აქტივობის შესუს-ტება, რის გამოც ნარკომანიის შემთხვევაში ყვე-ლა სახის სომატური დაავადება გართულებებით მიმდინარეობს.

აღნიშნული და მისი ანალოგიური სამედიცინო–ბიოლოგიური შედეგების ლოგიკური დასასრული ის არის, რომ უმთავრეს შემთხვევაში, ნარკომან-ში ყალიბდება სოციალური დეფორმაცია, თავაშ-ვებულობა, მიმბაძველობა, ჰედონისტური მიდრე-კილებანი, უსაქმურობა, უმუშევრობა, ნარკობიზ-ნესის გავრცელებაში მონაწილეობა და ა. შ.

მაშასადამე, ნარკოტიკული საშუალებების არა-სამედიცინო მიზნებით სისტემატური მიღება ფიზიკურად ანგრევს, აავადებს ადამიანის ორგა-ნიზმს, სულიერად აჩანაგებს პიროვნებას, აუკუღ-მართებს მისი ცნობიერების შინაარსს, ცვლის მისი ცხოვრების წესს და საგრძნობლად ამცირებს მისი სიცოცხლის წლებს.

შიდსი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) მიერ გამოწვეული ინფექციური დაავადებაა, უფრო ზუსტად, აივ ინფექციის ბოლო სტადიაა, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები ან იმუნური სის-ტემის მძიმე დაზიანება. აივ ორგანიზმში შეჭრის

Page 255: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

254

შემდეგ აზიანებს ორგანიზმის დამცველ იმუნურ სისტემას და წყობრიდან გამოჰყავს იგი, რის შემ-დეგაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადას, პირველ რიგში ინფექციური ან სიმსივ-ნური დაავადება, როგორც წესი, სასიკვდილო შე-დეგით.

თავდაპირველად ვერც სამედიცინო და ვერც სა-მოქალაქო საზოგადოებამ ვერ გაითავისა შიდსის გავრცელების საშიშროებანი და მასთან დაკავ-შირებული პრობლემები, რაც, ძირითადად, იმით იყო გამოწვეული, რომ ჩამოყალიბდა არასწორი შეხედულება ამ დაავადების გადაცემის გზების შესახებ. მიჩნეული იქნა, რომ შიდსით ავადდე-ბიან მხოლოდ ჰომოსექსუალისტები, ნარკომანე-ბი და მეძავი ქალები. მაგრამ მალე გამოირკვა, რომ შიდსი ამით არ შემოსაზღვრავს თავის კონ-ტიგენტს. დადგინდა აივ ინფექცია–შიდსის გა-დაცემის შემდეგი გზები: სქესობრივი კონტაქტი (როგორც ჰომოსექსუალური, ისე ჰეტეროსექსუ-ალური); ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალ-კეული კომპონენტის გადასხმა; აივინფიცირებუ-ლი სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტის გამოყენება; ინფიცირებული დედისაგან ნაყოფზე ან ახალ-შობილზე გადაცემა მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

შიდსის კლინიკური ნიშნები ნარკომანიის კლინი-კურ ნიშნებს ჰგავს, ეს ნიშნებია: ლიმფური კვან-

Page 256: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

255

ძების გადიდება; ნათლად გამოხატული სისუსტე; ტემპერატურის უმოტივო მომატება საკმაო ხნის მანძილზე; კანსა და ლორწოვან გარსებზე წითე-ლი ფერის კვანძები; ფილტვების ანთება; ოფლი-ანობა; პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვა. რაც მთავარია, ყველა ეს ნიშნები მკურნალობის საშუალებებს არ ექვემდებარებიან.

აღნიშნული და სხვა ვითარების გამო აუცილე-ბელია სპეციალური ლაბორატორიული გამოკვ-ლევების ჩატარება. საქართველოში ასეთი სახის მაღალკვლაიფიცირებული სპეციალობით და-კომპლექტებული სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოს შიდსის და კლინიკური იმუნოლო-გიის ცენტრი.

დადგენილია ვირუსული ჰეპატიტების შვიდი და-მოუკიდებელი ფორმა, რომელთა აღნიშვნა ხდება ლათინური ანბანის მიხედვით: A, B, C, D, E, F, G. ეს ფორმები არ ამოწურავენ ადამიანში ღვიძლის ვირუსული დაზიანების ვარიანტებს. შესაძლოა ვირუსით დაავადების ეტიოლოგიურად ახალი, დამოუკიდებელი ფორმების გამოვლენა.

ჰეპატიტების აღნიშნულ ფორმებს აერთიანებს გამომწვევის პეპატოტროპულობა – ღვიძლის შერჩევითი დაზიანება. ხოლო განსხვავდებიან მთელი რიგი ასპექტებით: ვირუსების ტაქსონომი-ური კუთვნილებით, ინფიცირების მექანიზმით და გადაცემის გზებით, პათოგენეზით და იმუნოგენე-

Page 257: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

256

ზით, კლინიკური გამოვლინებით, მიმდინარეობის სიმძიმით და გამოსავლით, სპეციალური დიაგ-ნოსტიკური კრიტერიუმებით, პროფილაქტიკის და მკურნალობის განსხვავებული პროგრამით.

განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგე-ნენ ნარკომანები, მეძავები, ჰომოსექსუალები. მა-ღალი ინფიცირების ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთ-ვე სისხლთან და მის კომპონენტებთან კონტაქტ-ში მყოფი სამედიცინო პერსონალი, ჰემოდიალიზ-ზე მომუშავე პირები, ქირურგები, გინეკოლოგე-ბი, ჰემატოლოგები, ლაბორანტები, საოპერაციო დები.

ინფექციის გადაცემის მექანიზმის მიხედვით ვი-რუსული ჰეპატიტების უკვე ცნობილი ფორმები ორ ჯგუფად იყოს: ინფიცირების ფეკალურორა-ლური მექანიზმებით მიმდინარე – A და B ჰეპატი-ტები და პრარენტერული მექანიზმით მიმდინარე – დანარჩენი (B, C, D, F, G).

B ჰეპატიტის გამომწვევია დნმ–ის შემცველი ვი-რუსი, რომელიც ჰეპადნავირუსებს მიეკუთვნება.

B ვირუსი საკმაოდ მდგრადია გარემო პირობე-ბის მიმართ. ოთახის ტემპერატურაზე ცხოველ-მყოფელობას 3 თვე ინარჩუნებს, მაცივარში – 6 თვე, გაყინულ მდგომარეობაში – 15–20 წელი, გა-მომშრალ პლაზმაში – 25 წელი.

C ჰეპატიტის ძირითადი თავისებურებაა, მწვავე პერიოდის მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, ქრონიკული ფორმების სიხშირე. ამ დაავადების

Page 258: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

257

შესახებ ინფიცირებულები რამდენიმე წლის შემ-დეგ იგებენ ან შემთხვევით, ან უკვე ქრონიკული ჰეპატიტისათვის დამახასიათებელი ჩივილების განვითარებისას, რადგან ძირითადი სიმპტომები არ არის მკაფიოდ გამოხატული: უმადობა, სისუს-ტე, სახსრების ტკივილი და სხვა. ჩვეულებრივი სიმპტომები და ლაბორატორიული მონაცემების გამწვავებები მონაცვლეობენ რემისიის პერიოდ-თან.

ვირუსული ჰეპატიტები მეტად ვერაგი დაავა-დებაა არა მარტო მისი ფართო გავრცელებით, არამედ იმით, რომ დღეს მსოფლიოში მისი მკურ-ნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს. ვე-რაგია პირველ რიგში იმიტომ, რომ ინფექციის ძი-რითად წყაროს წარმოადგენენ ჰეპატიტით ინფი-ცირებული ნარკომანები. მათ ირგვლივ წარმოიქ-მნება ოჯახური კერები, რომლებიც მოიცავენ მეუღლეებს, ბავშვებს და ოჯახის სხვა წევრებს. ხშირად B და C ჰეპატიტებით დაავადებულთა მეგობრები, ახლობლები, რომლებიც თავს ჯანმ-რთელად თვლიან, ვირუსის მატარებლები არიან. ამ ვირუსის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი წაშლილი ფორმით მიმდინარეობს და პრაქტიკულად ავამყოფი ექიმს უკვე ქრონიკული ფორმით მიაკითხავს ხოლმე.

ვირუსული ჰეპატიტებით ინფიცირებულის ძი-რითადი მიზეზი ინტრავენური ნარკომანიაა. დად-გენილია, რომ ნარკოტიკული საშუალებების არა-

Page 259: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

258

სამედიცინო მიზნით ქართველ მომხმარებელთა, ნარკომანთა, პოლინარკომანთა წრეში გავრცე-ლებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა-სამედიცინო ინექციებს, რომლებიც ძირითადად, ნარკოტიკების ინტრავენური შეყვანას მოიცავს, რასაც ადასტურებს ავადმყოფობის მკვეთრი ზრდა 15–30 წლის ასაკში. C ჰეპატიტს მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც სამართლიანად „ნარკომანთა ჰეპატიტს” უწოდებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცე-მებით, ამჟამად მსოფლიოში შიდსის პანდემიაა – შიდსმა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტი მოიცვა. შიდსით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, 30 მი-ლიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, მათ-გან 2.6 მილიონი ბავშვი. შიდსით გარდაცვლილთა რიცხვებმა უკვე 6 მილიონს მიაღწია. მეცნიერუ-ლი პროგნოზით, საუკუნის დასასრულისათვის ამ დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს. აივ ინფექცია–შიდსით დაავადებულთა რაოდენობის ზრდის ტემპები იმდენად შემაშფო-თებელი და ყოვლისმომცველია, რომ, თერმობირ-თვული ომის შემდეგ, კაცობრიობის ყველაზე დიდ საფრთხედ არის მიჩნეული.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფი-ციალური ცნობით მსოფლიო მოსახლეობის 1/3 ინფიცირებულია B ვირუსით. ყოველწლიურად მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანი ინფიცირ-დება. 350 მილიონზე მეტ ადამიანში დაავადება

Page 260: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

259

ქრონიკული ფორმით და ვირუსმატარებლობის სახით მიმდინარეობს, რომელთაგან უახლოეს ათ-წლეულში 70 მილიონი ღვიძლის კიბოთი და 45 მი-ლიონი ციროზით მოკვდება. ჰეპატიტის ვირუსით ინფცირებულია 80% ხდება ქრონიკული ფორმით დაავადებული, მათგან 50%–ს უყალიბდება ღვიძ-ლის ციროზი.

ნარკომანიის, აივ ინფექცია–შიდსის, ჰეპატიტის საქართველოში გავრცელების ტენდენციები ამ დაავადებათა მსოფლიოში გავრცელების თავისე-ბურებების ანალოგიურია.

არასრული მონაცემებით, ამჟამად, საქართ-ველოში ნარკოტიკული საშუალებების არასა-მედიცინო მიზნით მომხმარებელთა, ნარკომან-თა, ტოქსიკომანთა, პოლინარკომანთა რიცხვმა ათეულ ათასობით მაჩვენებელს გადააჭარბა. გა-ფართოვდა ნარკომანიის გავრცელების გეოგრა-ფია. ნარკომანია ქალაქის მცხოვრებთა პრობლე-მიდან სოფლის მცხოვრებთა ფენომენიც გახდა. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოში მასობ-რივად გამოიყენება კუსტარული წესით დამზადე-ბული ნარკოტიკული საშუალებები.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზა-ციის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღეს საქარ-თველოში რეალურად 2000–მდე აივ ინფიცირებუ-ლი და შიდსით დაავადებულია. მათი პროგნოზით: თუ დაუყოვნებლივ არ გატარდა ღონისძიებათა კომპლექსი, საქართველოში უახლოეს მომავალში

Page 261: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

260

მოსალოდნელია აივ ინფექცია–შიდსის შემთხვე-ვათა სწრაფი მატება (2005 წლისათვის – 20 000 ინფიცირებული) სოციალური და ეკონომიკური შედეგებით განპირობებული. ყურადღებას ისიც იქცევს, რომ აივ ინფექცია–შიდსიც აღარ არის ლოკალური ხასიათის მოვლენა. იგი საქართვე-ლოს ყოველ კუთხეს მოედო.

ეთიკური პრობლემები. ნარკომანთა მსოფლიოს მასშტაბით არნახულმა რიცხობრივმა ზრდამ, აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა კა-ტასტროფულმა მატებამ, ჰეპატიტების გავრცე-ლების მასობრიობამ, საზოგადოებას, ადამიანებს, ექიმებს აპოკალიფსური ხასიათის მოსაზრებები გაუფართოვა. ღვთისმეტყველები, ექსპერტები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, ანთროპოლო-გები, კულტუროლოგები და ა. შ. აღნიშნულ და-ავადებებს, მათი გავრცელების საყოველთაობას ადამიანის მიერ დედამიწაზე დაგროვილი ცოდვე-ბის, უზნეობის, დანაშაულის, უდიერი ქცევების ღმერთისეულ სასჯელად მიიჩნევენ.

თერმოდინამიკის პირველი კანონის თანახმად ერთი სახის ენერგია გადადის მეორე სახის ენერ-გიაში და, როგორც წესი, გადასული (გარდაქმნი-ლი) ენერგიის რაოდენობა იმის თანაბარია, რაც გადასვლამდე იყო. ენერგიათა აღნიშნული ექვი-ვალენტობა საყოველთაოა, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზების გამო, არავინ უფიქრდება იმას, თუ ვინ „წონის”, ვინ „ათანაბრებს” ენერგიების რაოდენო-

Page 262: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

261

ბას, მეტიც, ეს „უხილავი ძალა” რატომ არასოდეს არ აკეთებს გამონაკლისს.

ასტროლოგიაში შემუშავებულია ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, ენერგიათა გარდაქმნის კანო-ნის ფარგლებში დასახლებული ადგილის (ქალა-ქის, დაბის, სახელმწიფოს) მოსახლეობის ბოროტი ზრახვები, უზნეობანი, ნეგატიური მოსაზრებები, ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულობები (ქურ-დობა, სქესობრივი გახრწნილება, ღალატი, გაცე-მა, მკვლელობები და ა. შ.) უკვალოდ არ ქრებიან. ისინი და მისი მსგავსი უარყოფითი აზრები და ქმე-დებები გროვდებიან ატმოსფეროში და წარღვნის სხვადასხვა ფორმით (ომებით, შურისძიებებით, ავადმყოფობით – ნარკომანია, შიდსი, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნე, კანისა და ვენერიული დაავადებანი და ა. შ.) ადამიანებს უკანვე უბრუნდებათ. ამ მიმართებაში ახლებურ ჟღერადობას იძენს საერთო სიყვარულის, რელი-გიური თეზის მნიშვნელობა, ზოგადზნეობრივი პრინციპების დაცვის აუცილებლობა – თუ არ და-ვაგროვებთ უარყოფით მუხტს, არ მივიღებთ შე-საბამის ნეგატიურ შედეგებს და პირიქით.

ნიშანდობლივია ის, რომ ბიბლიის ბოლო წიგნი იოანეს გამოცხადება – აპოკალიფსი ადამიანებს სწორედ ასეთი სახის დასასრულის (ფინალის) ფორმებს აცნობს. განსაცვიფრებლად ასრულდა მესამე ანგელოზის წინასწარმეტყველება, რომ-ლის თანახმად სამი მდინარის შესაყარზე მზე

Page 263: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

262

ჩამოვარდება (ატომური ელექტროსადგურის სიმბოლო) მოწამლავს წყალს, გარემოს, რაც ადამიანთა მასობრივ სიკვდილს გამოიწვევს. რო-გორც გამოირკვა ჩერნობილის ტერიტორიაზე სამმა მიწისქვეშა მდინარემ რადიოაქტიური ნა-წილები განავრცო, რასაც ადამიანთა მასობრივი დასნეულება მოჰყვა. ასრულდა ბიბლიაში ადგი-ლის დასახელების სიზუსტეც – უკრაინულ ენაზე „ჩერნობილ” – ქართულად აბზინდა – რუსულად „პოლინ” – ყვავილის სახელია (უკრაინულად ჩერ-ნობილი აბზინდას ნიშნავს).

ნარკომანთა შიდსით, ჰეპატიტებით დაავადე-ბულთა მიმართ ხომ არ გავრცელდება ერთ–ერთი ანგელოზის წინასწარმეტყველება: „იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ „ვერ ჰპოვებენ მას: ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ”. (იობ. 3, 21, ე. 2, 19, ოსე 10. 8; ლუკ. 23. 30).

მეხუთე ანგელოზის წინასწარმეტყველებაში დაზუსტებულიც კი არის მოკვდინების ფორმა: ჯურღმულიდან ამოსული კალიების გამრავლე-ბის შედეგად, კალიის ნაკბენის შემდეგ (ინფექ-ციების გავრცელება დ. გ.) დაიწყება ადამიანის წამება, რომელიც დაახლოებით ხუთ თვეს გას-ტანს. დამტკიცებულია, რომ აივ–ინფიცირებული და შიდსით დაავადებული ადამიანი არნახული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად განიცდილის საშინელ წამებას, მოახლოებული გარდაუვალი

Page 264: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

263

სიკვდილის მომლოდინე კარგავს მოსვენებას და სწორედ ხუთი თვის შემდეგ დგება მისი სრული დეპრესიის, ფიზიკური და სულიერი განადგურე-ბის – გაჩანაგების პერიოდი.

აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულ-თა განწირულობამ, ნარკომანთა ფაქტიურად გა-ნუკურნებლობამ, ჰეპატიტებით დაავადებულთა გართულებებმა ხსნის უიმედობა წარმოშვა. ამ დაავადებათა განსაკუთრებით ავბედითმა ხა-სიათმა დედამიწაზე სიცოცხლის განადგურების აპოკალიფსური წარმოდგენების ჩამოყალიბება გამოიწვია საბოლოო ჯამში ყოველივე ეს ღმერ-თის მიერ ადამიანებზე მოვლენილ კანონიერ სას-ჯელად წარმოისახა.

შიდსის პათოლოგიური და ეპიდემიოლოგიური შესწავლის შემდეგ დადგენილია, რომ გარკვეული სპეციფიკურობის მიუხედავად ეს დაავადება ისე-თივე სახის თავისებურებებით ხასიათდება, რო-გორც ეპიდემიური და ინფექციური პათოლოგიის საწიერიდან დანახული სხვა დაავადებები, მაგა-ლითად, ავთვისებიანი სიმსივნეები, ცოფი, ჭირი ტუბერკულოზი, ჰეპატიტები და სხვა. შიდსი ტუ-ბერკულოზის მსგავსად ავლენს თავის თავს მა-ნამ, სანამ არ მომწიფდება; შიდსი, როგორც წესი, მთავრდება სიკვდილით, როგორც ჭირი და ცოფი, შიდსი არ ექვემდებარება მკურნალობას, როგორც ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა.

შეიძლება დასახელებულია დაავადებებით გა-

Page 265: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

264

მოწვეული სიკვდილის გარდაუვალობის აღქმა სხვადასხვა იყოს, შეიძლება ასევე განსხვავდებო-დეს თითოეული ამ დაავადებით დასნეულებულის ფსიქოლოგიური შოკი, მაგრამ საბოლოოდ ყვე-ლა მითითებული დაავადების შემდეგ ადამიანის ცნობიერებაში ამოტივტივდება და გავრცელდება (კონკრეტულ შემთხვევაში დომინირდება) ყოფ-ნა–არ ყოფნის, სიკვდილ–სიცოცხლის ზოგადმ-სოფლმხედველობითი პრობლემა.

ფინალის – სიკვდილის წინაშე უსუსურობის გან-ცდის გამო, რასაკვირველია, მეტ ჟღერადობას იძენს შიდსით დაავადებულთა, ნარკომანთა, ავ-თვისებიანი სიმსივნებეებით დასნეულებულ ადა-მიანთა ფსიქოლოგიური განცდები, მათი ზნეობ-რივი პოსტულატების გადასინჯვის აუცილებლო-ბა. ასეთი კატეგორიის ადამიანები, რასაკვირვე-ლია, ვერ დაეთანხმებიან მორალის კატეგორი-ების: „ბედნიერება”, „მშვენიერება”, „სიცოცხლის საზრისი” და სხვა იმ დეფინიციებს, რაც მისაღე-ბია ჯანმრთელი ადამიანებისთვის. ასეთი ავადმ-ყოფ–პაციენტ–ექიმის დამოკიდებულება და საერ-თოდ ამ ადამიანთა სამყაროსადმი ურთიერთობა, ბუნებრივია, თვისობრივად შეცვლილია, გარდაქ-მნილია მათი მსოფლმხედველობის შინაარსი.

ნარკომანთა ეთიკურ ღირებულებათა სისტე-მა თავისი ხასიათის თვითმყოფადობის პარალე-ლურად, ანტიზნეობრივია – იმის საპირისპიროა, რაც საზოგადოების მიერ ქცევის ნორმად არის

Page 266: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

265

მიღებულ–მიჩნეული. ეს თვალნათლივ აისახება იმაში, რომ ნარკომანებს ნარკოტიკების დასახე-ლება, ხმარების და განცდების საკუთარი ცნებე-ბი, ტერმინები და ჟარგონები აქვთ, რომლებსაც ურთიერთობაში ხმარობენ. ისინი ჰერმენევტული თვალსაზრისით საინტერესო სპეციფიკურობით ხასიათდებიან და ნარკომანიის არსს გამოიხატა-ვენ. ისიც აღსანიშნავია, რომ უმრავლეს შემთ-ხევაში ნარკომანიის ცნებათა უმრავლესობა შე-სატყვისი ორი ან მეტი ჟარგონით არის დამკვიდ-რებული. ასე, მაგალითად: პრიხოდი ან ტასკა ან ატხადნიაკი – ნარკოტიკული თრობის სტადიებ-ზე მიუთითებს; პლანაქეში ან ქეში – მარიხუანას მომხმარებელს ჰქვია; მასტერკა ან შმატი ან ჩეკი ან ზახოდი ან კუბი ან დეცი – სხვადასხვა ნარკო-ტიკული საშუალებების საზომი ერთეულების აღ-მნიშვნელად გამოიყენება; წყალი ან მაკი ან შოკო-ლადი ან შავი – ოპიუმის აღმნიშვნელია; კოკნარი ან სალომკა – ოპიუმის ყაყაჩოს ნამჯის სინონი-მებია; პური ან კატიუხა ან კოდა ან კალიკი ან კა-ლიოსა – კოდეინის; გერა ან პუდრა – ჰეროინის; პლანი ან ანაშა ან მოსაწევი ან ბალახი ან თივა ან ტრავკა ან ბოლი ან შალა ან მაცანი ან ნახერხი – მარიხუანასი; კოკა ან კოქსი ან გრაფეტი – კო-კაინის; ჯეფის კოქტეილი ან ეფენდი ან მულკა ან კოსმოსი – ეფედრინის; ლაშადკა ან ცხოვრება – მეტადონის და ა. შ.

თავისი დატვირთვა აქვს ერთჯერად ჟარგო-

Page 267: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

266

ნებს: კოქტეილი – ოპიუმის და ყაყაჩოს ნამჯის ექსტრაქტის ნაერთი; მარფუშა – მორფინი; ხიმ-კა – ჰაშიშის ზეთი; მანაგუა – რძეში მოხარშული მარიხუანა; კაიფი – ნარკოტიკული თრობა; აგდე-ბა – უხარისხო ნარკოტიკის მიერ გამოწვეული არასასიამოვნო ეფექტი; შეკეთება – მარიხუანას მომზადება მოსაწევად; ბაიანი – შპრიცი, წამალი – ნარკოტიკული საშუალებების ზოგადი სახელი; ბაბოჩკა – ერთგვარი საინექციო ნემსი და ა. შ.

მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ ნარკომანებს თა-ვიანთი ფილოსოფია, თავიანთი მსოფლმხედვე-ლობა, თავიანთი ზნეობრივი იმპერატივები აქვთ საკითხის არსს არ ხსნის. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ შედეგს ვაფიქსირებთ და არ ვცემთ პა-სუხს კითხვებზე: რატომ წარმოიშვა ეს განსხვა-ვებული ზნეობა? რამ განაპირობა ნარკომანთა ეთიკური ნორმების ჩამოყალიბება?

ადამიანთა მძიმე, რთულ სიტუაციაში მოხვედრა თანამედროვეობის ჩვეულებრივი მოვლენაა. ბუ-ნებრივია ისიც, რომ ადამიანი ეძებს გამოსავალს, რამდენიმე ხნით მაინც საშინელი სინამდვილიდან თავის დაღწევას. იგი ცდილობს ადამიანთა შორის ნეგატიური ურთიერთობებიდან თავის დაღწე-ვას, საშინელი არსებობიდან დროებით გასვლას, სულიერ ცხოვრებაში მიმდინარე ომის, „მე“–სა და „არამე“–ს შორის შერკინების შედეგად სული-ერი ქარიშხალის ერთგვარ შენელებას; გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი რწმენდაკარგული, ხვა-

Page 268: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

267

ლინდელი დღის უიმედობაში მყოფი ადამიანი ნარ-კოტიკების საშუალებებით აღწევს ამას – ხვდება ილუზორულ, ჰალუცინირებულ სამყაროში, იგი დროებით მშვიდდება, რადგან, ერთი მხრივ, საკ-ვებს აწვდის უჯრედებს – იკმაყოფილებს სამედი-ცინო–ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს და, მეორე მხრივ, მირაჟების სამყაროში ყოფნის დროს სუ-ლიერ სიმშვიდეს აღწევს, საკუთარი „მე“–ს რე-ალიზაციას ახერხებს. ყოველივე ეს მართალია, მოჩვენებითია, მაგრამ ეს დროებითი (მისი მავნე-ობის თუ ზიანის მიუხედავად) მისთვის მისაღებია. ადამიანი ცხოვრების მიზანისა და მამოძრავებე-ლი ძალის – სიამოვნების რეალიზაციას აღწევს, ეს დროებითი სიამოვნება მისი ცხოვრების წესად ექცევა. იგი მისი სულიერი დაკმაყოფილების ერ-თადერთი საშუალებას ხდება. ამ სამყაროში მყოფ ადამიანს კი საზოგადოებრივად მისაღები ზნეობ-რივი ნორმები აღარ აკმაყოფილებს, მეტიც, მას იძულებულს ხდის დაუპირისპირდეს ამ რეალო-ბას, ყოველ შემთხვევაში პროტესტი გამოთქვას მის მიმართ. ასე იქმნება პროტესტანტული ეთიკა.

ასეთ შემთხვევაში ნარკომანის, როგორც ავად-მყოფის, როგორც ადამიანის უფლება–მოვალე-ობის (იგულისხმება როგორც იურიდიული სანქ-ცია, ასევე ზნეობრივი მოვალეობა) სუბიექტის სტატუსის დასადგენად დაისმის საკმაოდ პრობ-ლემური კითხვა – როგორ შევაფასოთ ნარკომა-ნის, როგორც ავადმყოფის, როგორც იურიდიული

Page 269: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

268

პირის მდგომარეობა? როგორ ავხსნათ ის, რომ შექმნა საპირისპირო ეთიკა – შეიმუშავა განსხვა-ვებული ეთიკური პრინციპები.

ამ კითხვებზე ცალსახა პასუხის გაცემა არ შეიძ-ლება საჭიროა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომა. დას-მულ კითხვას სწორი, ამომწურავი პასუხი გასცა დიდმა ილია ჭავჭავაძემ მოთხრობაში „სახრჩობე-ლაზედ”. ეს პასუხი დღესაც საპროგრამოა. „ჩემი ერთადერთი ძმა ერთადერთი კეთილისმყოფელ კატის კნუტივით ჩამოახრჩვეს, – სწერს ერთი შე-ხედვით სრულიად უდანაშაულო გლეხს ჩამოხრ-ჩობილის ძმა, – თქვენ იდექით და სეირს უყურებ-დით... არ შეგარჩენთ... ჩვენ შუა საბოლოოდ ჩავ-ტეხე ხიდი. მე ერთი აქეთ პირას დავრჩი. თქვენ მრავალნი – იქით. განკითხვის დღემ გამოაჩინოს საით არიან მართალნი და საით მტყუანნი”.

ზოგადსაკაცობრიო, ეროვნულ მორალთან ნარ-კომანთა, სასიკვდილოდ განწირულ ადამიანთა დაპირისპირება განსაზღვრულია მათი სიკვდილ–სიცოცხლის, ცხოვრების საზრისთან დამოკიდე-ბულებით, სადაც პიროვნული თვისებები გადამწ-ყვეტ როლს ასრულებენ.

ნარკომანთა, აივ–ინფიცირებულთა და შიდ-სით დაავადებულთა ეთიკურ–ფილოსოფიური პრობლემები არ შემოიფარგლება პირადი განც-ხადებით, გარდაუვალ სიკვდილზე ფიქრით. მათ პარალელურად, დღის წესრიგში დგება ეთიკური

Page 270: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

269

პრობლემების გადაწყვეტის მთელი რიგი, რო-მელთა შესახებ შემუშავებულია სხვადასხვა, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრე-ბები, პარადიგმები, ჰიპოთეზები.

ექიმებისა და სპეციალისტების მიერ ნარკომანე-ბის, აივ–ინფიცირებულ, შიდსით და ჰეპატიტებით დაავადებულ პირთა მკურნალობაზე უარის განც-ხადების ფაქტი ჰიპოკრატეს „ექიმის ფიცის” საწი-ნააღმდეგო ეთიკურ ქმედებად უნდა შეფასდეს და გამოწვეულია, ერთი მხრივ, ამ დაავადებით დას-ნეულების შიშით, მეორე მხრივ, დაავადებულთა კონტინგენტის შემადგენლობით.

როგორც საექიმო პრაქტიკამ დაადასტურა, შიდსით დასნეულების ძირითადი წყაროა ინფი-ცირებული სისხლი, რომელიც შესაძლებელია ექიმის ან სხვა სპეციალისტის სისხლში სხვადასხ-ვა სახის მანიპულაციების ჩატარების პროცესში მოხვდეს. თავდაცვითი ხასიათის ღონისძიებების გატარება, რასაკვირველია, ასეთი სახის რეციდი-ვების პროცენტს საგრძნობლად ამცირებს, მაგ-რამ, მათ მთლიანად არ გამორიცხავს. ამიტომ, ექიმთა ერთმა ნაწილმა, საზღვარგარეთის მთელ რიგ სახელმწიფოებში, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში, „კავშირი გაწყვიტეს ამ დარგ-თან” – უარი თქვეს აივ–ინფიცირებულ და შიდ-სით დაავადებულთა მკურნალობაზე.

ზოგიერთ სახელმწიფოში ამ ტენდენციის შეჩე-რების მიზნით ივინფიცირებულ და შიდსით და-

Page 271: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

270

ავადებულთა მკურნალობაზე დაკავებულ პირებს დამატებითი ანაზღაურება დაუნიშნეს, მაგრამ ამ ღონისძიებას სათანადო შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით, ჩათვალეს, რომ დამატებითი ანაზღა-ურება საშიშროების რეალობის გამო ხდებოდა, რამაც განთესვის პროცენტი გაზარდა. ერთდ-როულად დამატებითი ანაზღაურება მოითხოვეს იმ მომიჯნავე ნოზოლოგიების წარმომადგენლებ-მაც, რომლებიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, აივ–ინფიცირებულ და შიდსით დაავადებულთა მკურ-ნალობაში იყვნენ ჩაბმულნი.

ეთიკური თვალსაზრისით გამართლებული და დასაბუთებული იყო ეს პრეტენზიები იმიტომაც, რომ ეყრდნობოდნენ იმ რეალურ ფაქტს, რომლის თანახმად აივ–ინფიცირებულ დ შიდსით დაავადე-ბულთა აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც წესი, ჰომოსექსუალისტები და ნარკომანები არიან.

მნიშვნელოვან ფაქტორად იყო მიჩნეული ისიც, რომ შიდსით დაავადებულები და ნარკომანები, ფაქტიურად არ ინკურნებიან (ის უმნიშვნელო პროცენტი, რომლებიც შეიძლება განიკურნონ, მხედველობაში არ არის მისაღები). საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანებთან დაზღვევის ორგანოები კავშირს არ ამყარებენ და მათზე ზრუნვას მიზანშეუწონლად თვლიან.

მაშასადამე, აივ–ინფიცირებულ და შიდსით და-ავადებულებს, ნარკომანებს და ტოკსიკომანებს

Page 272: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

271

ერთადერთ ნუგეშად რჩებათ ექიმის პირადი გა-დაწყვეტილება, მათი საექიმო ეთიკური ნორმები-სადმი პირადი ერთგულება. გადამწყვეტი მნიშვ-ნელობა ენიჭება ეთნოფსიქოლოგიურ ტრადი-ციებს, წეს–ჩვეულებების შესრულების პასუხის-მგებლობას. აღნიშნულ შემთხვევაში ქართული მრავალსაუკუნოვანი საექიმო ტრადიციები ხელს შეუწყობენ ქართველ ექიმთა მხრიდან ზოგადზ-ნეობრივი პრინციპების დაცვის უზრუნველყო-ფას.

საექიმო ეთიკური პრინციპების დაცვა განსა-კუთრებული სიმწვავით დგას მათი განხორცი-ელების პროცესში. პირველ რიგში მაშინ, როდე-საც ნარკომანთა, აივ,ინფიცირებულ და შიდსით დაავადებულთა შესახებ ინფორმაციის გაცემაა საჭირო: დაავადებულთათვის ყველაფრის თქმის სირთულის პარალელურად, ოჯახის წევრების, ნა-თესავების, ახლობლების და სახელმწიფო სტრუქ-ტურების (ქალაქის მერია, პოლიცია, სამუშაო ადგილი და ა. შ.) წარმომადგენლობისათვის აღ-ნიშნულის შესახებ ცნობების მიწოდება, როგორც წესი, ზნეობრივი კოლიზიების წარმოშობის მიზე-ზი ხდება, ადამიანთა ურთიერთობას ართულებს. ნარკომანი, აივ–ინფიცირებული, შიდსით დაავა-დებული ადამიანები საზოგადოებიდან გაირიყე-ბიან. მათ საშიშ პიროვნებებად, ზედმეტ ბარგად მიიჩნევენ. აღნიშნული სახის დამოკიდებულება ავადმყოფების მხრიდან ანალოგიური ხასიათის

Page 273: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

272

(ძალადობა, აბუჩად აგდება, აგრესია და სხვ.) რეაქციას იწვევს.

ასეთ პირობებში წარმოშობილი ეთიკური ხა-სიათის სირთულეების დარეგულირება თითქმის შეუძლებელია, მათი ფსიქოთერაპიული კორექ-ცია, ფაქტიურად, არ ხდება.

ნარკომანთა, აივ–ინფიცირებულ და შიდსით დაავადებულთა უიმედო მდგომარეობამ, პესი-მიზმმა, ცხოვრების საზრისის დაკარგვამ, ეგზის-ტენციალურ ვაკუუმიდან თავის დახსნის შეუძ-ლებლობამ ახლებურად დააყენა ევთანაზიასთან (როგორც აქტიურ, ასევე პასიურ ევთანაზიასთან) დამოკიდებულების ეთიკური საკითხიც.

სკანდინავიის ერთ–ერთ სახელმწიფოში შიდსით დაავადებულთა 50% მიმართავს ევთანაზიას, ისე რომ საზოგადოების გაკიცხვას არ განიცდის, ამ სახელმწიფოში როგორც იტყვიან, „თვალს ხუჭა-ვენ” და ასეთ ქმედებებს არც სამართლებრივ და არც მორალურ შეფასებას არ აძლევენ. ესე იგი, ფაქტიურად, საზოგადოებრივი აზრის და სახელმ-წიფოს მიერ ქცევის ასეთი ფორმა მოწონებულია. საექიმო ეთიკის, სამედიცინო დეონტოლოგიის ტრადიციული პრინციპები ამ შემთხვევაში „უსუ-სურნი არიან”.

ეთიკური ხასიათის სიძნელეები წარმოიშვება შიდსის დაავადებული, ნარკომანიით და ტოქსიკო-მანიით დასნეულებული ფეხმძიმე ქალის აბორტის ან მშობიარობის დროს. ჯერ ერთი, ამ კატეგორიის

Page 274: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

273

ქალთა აბორტი „გამართლებულია” იმით, რომ დამ-ტკიცებულია ნაყოფის დასნეულების შესაძლებ-ლობის დიდი პროცენტი, ნარკომან ქალთა მიერ ნაშრომი ახალშობილთა დეფექტები. მართალია, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ თანამედ-როვე მედიცინის მიღწევების გონივრული გამოყე-ნებით შესაძლებელია აღნიშნული რისკის პროცენ-ტული შემცირება, მაგრამ ეს მხოლოდ შესაძლებე-ლია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაავადე-ბულ მშობელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა არც თუ ისე ხანგრძლივია და ახალშობილის აღზრდას უძნელესი პრობლემები ელოდება ეკონომიკური სიძნელეების პარალელურად მას მორალური ხასი-ათის სირთულეების დაძლევა მოუხდება (ობლობა, დედის სითბოს არ არსებობა და სხვ.).

ასეთ შემთხვევაში აბორტის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებების გათვალისწინება მის გაკეთება–არგაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღებას არ-თულებს, ქცევის ზნეობრივ კრიტერიუმებს აზრს უკარგავს.

მაშასადამე, აივ–ინფიცია–შიდსით დაავადე-ბული, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დასნე-ულებული ფეხმძიმე ქალის აბორტის ან ნაყოფის შობადობის პრობლემის ცალსახა გადაწყვეტაც რთული იქნება. ეს არ არის უბრალოდ, მარტივად მოსაგვარებელი საკითხი. მას ჩაფიქრება, სწორი შეფასება და გაბედული გადაწყვეტილების მიღე-ბა სჭირდება.

Page 275: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

274

საინტერესო ეთიკურ პრობლემებს წარმოშობს შიდსით დაავადებულთა, ნარკომანთა და ტოქ-სიკომანთა შესაბამისი წამლებით მომარაგების, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის დროს წარმოშობილი სიძნელეები.

უკანასკნელ წლებში შემუშავებული საზღვარ-გარეთული პრეპარატების ე. წ. „აივ–ის აროტე-ბის ინგიბიტორები”, ფასი საკმაოდ დიდია (20 000 დოლარი წლიურ კურსზე). სახელმწიფოს მიერ მათი მომარაგება განვითარებადი სახელმ-წიფოსაგან გამორიცხულია. მაშასადამე, დგება საკითხი ექიმების მორალური ქცევის შესახებ, რაც შემდეგში გამოიხატება: აქვს თუ არა ექიმს იმის უფლება, გამოუწეროს „სიკვდილმისჯილ” პაციენტს წამალი, რომლის შეძენის საშუალება მას არა აქვს? ანდა, როგორ უნდა შეფასდეს იმ ექიმის მორალური ქცევა, რომელიც იძულებუ-ლია პაციენტებს შორის მათი დიფერენციაცია ეკონომიკური შესაძლებლობების მიხედვით მოახდინოს? ბევრს მსჯელობენ ნარკომანე-ბის ეგრეთ წოდებულ „ჩანაცვლების” მეთოდით მკურნალობის შესახებ. ასე მაგალითად: ნარ-კოტიკებზე დამოკიდებულ პიროვნებას აბსტი-ნენციის სინდრომს მეტადონი უხსნის. შემუშა-ვებულია მეტადონური მკურნალობის მეთოდო-ლოგია, მაგრამ აღნიშნული სახის ქმედებას ის მორალური გამართლება აქვს, რომ ერთი ნარ-კოტიკის შედარებით მძიმე ბოროტებას ნაკლები

Page 276: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

275

ბოროტებით ცვლის. ასეთი კატეგორიის ავადმ-ყოფი მეტადომანი ხდება.

კიდევ ერთი მეტად რთული ზნეობრივი კაზუსი. შიდსი და ნარკომანია უპირატესად შედარებით ახალგაზრდა ადამიანების დაავადებებია. ამის მიუხედავად, ამ დაავადებებისადმი საზოგადო-ების დამოკიდებულება მკვეთრად ნეგატიურია. ზოგიერთი მათი მასობრივი გაჟლეტის იდეის განხორციელების მომხრეც კი არის. ფაქტია, რომ ზოგიერთი მძიმე ქრონიკული, სოციალუ-რი დაავადების მიმართ საზოგადოება, როგორც წესი, ტოლერანტულია. ხოლო იგივე საზოგადო-ება შიდსით ან ნარკომანიით დაავადებულებს სა-ზოგადოებისაგან რიყავს. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მძიმე დაავადება ავადმყოფს შრომით მოწყობაში ხელს არ უშლის. შიდსით ან ნარკო-მანიით დაავადებულის სამსახურში მოწყობა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამერიკის სოციოლოგიური კვლევის ერთ–ერთი ავტორიტეტული ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადასტურა ზემოთ აღნიშნული რეალობა. ნარკომანიით დაავადებულთა 15%–მა აღნიშნა საზოგადოების მხრიდან მათდამი უარ-ყოფითი დამოკიდებულება; 10% დაავადების მი-მართ პესიმისტურად იყო განწყობილი, შიდსით და ნარკომანიით დაავადებულთა 70%–ის აზრით, მათი საზოგადოებასთან ურთიერთობა უარყოფი-თად არის გადაწყვეტილი.

Page 277: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

276

სოციოლოგიურმა და ეპიდემიოლოგიურმა გა-მოკვლევებმა ცხადყვეს, რომ შიდსი და ნარკომა-ნია საზოგადოების მიერ ფაქტიურად გათანაბრე-ბულია კეთრთან. ზოგიერთ სახელმწიფოში შიდ-სით და ნარკომანიით დაავადებულებს აკრძალუ-ლი აქვთ ოჯახის შექმნა. მათ არ თვლიან ადამი-ანებად, ე. ი. შელახულია მათი მოქალაქეობრივი უფლებები. აღნიშნულს სპეციალურ ლიტერატუ-რაში მოყვანილი შემდეგი სახის დაკვირვება ადას-ტურებს: ამერიკის ერთ–ერთ ქალაქში ნარკომა-ნიის წინააღმდეგ საბრძოლველად მერიას შეეძლო 100 000 დოლარის გამოყოფა, რაც პრობლემის გადასაწყვეტად საკმარისი არ იყო. სპეციალისტ-თა ერთი ჯგუფის მსჯელობის თანახმად მთელი თანხა უნდა მოხმარებოდა ანტინარკოტიკულ საქ-მიანობას და პროგრამას, რომელიც იმოქმედებდა არანარკომანთა და შემთხვევით მომხმარებელთა შორის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება-ზე. მეორე ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროგ-რამის გავრცელების შემთხვევაში, ყურადღების გარეშე ნამდვილი ნარკომანები რჩებოდნენ. ამ ორი სხვადასხვა არის გათვალისწინებით ჩამოყა-ლიბდა საკითხისადმი მიდგომის ორი პოზიცია:

1. სამართლიან გადაწყვეტილებად ითვლებოდა ის, როცა სახსრები არ გაიცემოდა იმ პირებზე, რომლებსაც უფრო უჭირდათ. ე. ი. ნარკომანებზე, რადგან ყველაზე გაჭირვებულნი ისინი იყვნენ; 2. მეორე გადაწყვეტილებით დახმარების თანხები

Page 278: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

277

ყველაზე უნდა გადანაწილებულიყო. აღნიშნულ შემთხვევაშიც გამოკვეთილია ნარკომანებისადმი საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება.

ნარკომანთა, შიდსით დაავადებულთა მკურნა-ლობის დროს აღნიშნული ეთიკური პრობლემების პარალელურად სხვა სახის ეთიკური კაზუსებიც წარმოიშვება. ასე, მაგალითად: პროფესიონალი ნარკოლოგებისათვის გაუგებარია, ზნეობრივად მიუღებელია, თუ რატომ უნდა დაწვრილმანდეს იგი იქამდე, რომ ნარკომანს შპრიცის გაკეთება ან უსაფრთხო ნარკომანიის წესები ასწავლოს, ან შიდსის მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა დააკვალიანონ ჰომოსექსუალისტები და მეძავები „უფასო სექსის” საკითხებში პრეზერვატივების ტექნიკის ათვისებაში და სხვ.

ნარკომანების, პოლინარკომანების, ტოქსიკო-მანების, შიდსით, ჰეპატიტებით დაავადებულთა მკურნალობის დროს წარმოშობილი ეთიკური პრობლემები საერთოდ დაავადებულთა მკურნა-ლობის დროს დასმული პრობლემების ანალოგი-ურია, მაგრამ, როგორც ეს ზემოთ აღნიშნულიდან ირკვევა, მათ თავისი სპეციფიკურობაც ახასი-ათებთ.

სამედიცინო დეონტოლოგიის პრინციპების დაცვას ნარკოლოგიაში კერძოდ, ნარკოლოგიურ პრაქტიკაში ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მედიცინის სხვა დარგებში, იმიტომ, რომ ნარკომანი განსაკუთრებული – განსხვავებული

Page 279: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

278

პაციენტია. ექიმთან ურთიერთობას იგი „გამჭ-ვირვალე” ნიღბით ამყარებს. ეს ურთიერთობა არ არის არც პატერნალური, არც ინფორმაციული ხა-სიათის. ამიტომ დადებით შედეგს მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, როდესაც ნარკომანის (პაციენტის) და ნარკოლოგის დიალოგი, მათი ურთიერთობა სათათბირო ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც ნარკომანი დიალოგის სრულფასოვან წევრად წარმოდგება. ამ შემთხვევაში იმას ვგულისხმობთ, რომ ნარკომანმა, შიდსით დაავადებულმა კარგად იცის დაავადების ხასიათის შესახებ, მისი შედე-გები, ისიც, თუ რა საშუალებებით არის შესაძლე-ბელი მკურნალობა. ასე რომ, ექიმ–ნარკოლოგს ტაქტის დაცვის, კავშირის დამყარების მიღწევი-სათვის საკმაო გამოცდილება და მოაზრებულობა სჭირდება. შიდსის მკურნალი მოთმინების, დაყვა-ვების უნარს, მოძღვრის თვისებებს უნდა ფლობ-დეს.

ნარკომანებთან, აივ– ინფექცია–შიდსით და ჰე-პატიტებით დაავადებულებთან ექიმის და საექი-მო პერსონალის ურთიერთობის დროს განსაკუთ-რებული მნიშვნელობა ენიჭება საექიმო საიდუმ-ლოების პრინციპების დაცვას, რადგან საზოგა-დოება აღნიშნული დაავადებებით დასნეულებულ ადამიანებთან ნეგატიურად არის განწყობილი, ფაქტიურად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზოგა-დოებასა და მათ შორის ხიდი ჩატეხილია. სასურ-ველი შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა,

Page 280: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

279

როცა ექიმის მხრიდან თამაში გამორიცხულია, გათვალისწინებულია ის, რომ ნარკომანიით, შიდ-სით დაავადებული საკმაოდ ფრთხილია და ყვე-ლას ეჭვის თვალით შეჰყურებს, პრაქტიკულად აფასებს ყველა სახის ქმედებას, მსჯელობას, არ ტყუვდება და თავსაც არ იტყუებს. სპეციალის-ტის უნიკალური თვისებების გამოვლენის შესაძ-ლებლობას, ნარკოტიკული საშუალებების არასა-მედიცინო მიზნით მომხმარებელთა ნარკომანთა, საშუალებების არასამედიცინო მიზნით მომხმა-რებელთა ნარკომანთა, ტოქსიკომანთა, შიდსით და ჰეპატიტებით დაავადებულთა ანონიმური მკურნალობის ფენომენი ქმნის, კერძოდ: ამ დროს პრაქტიკაში მოწმდება ექიმის, საექიმო პერსონა-ლის სახე, მათი მხრიდან საიდუმლოების დაცვის მოთხოვნების შესრულების დონე. რასაკვირვე-ლია, პაციენტი თავდაპირველად უნდა დავარწმუ-ნოთ იმაში, რომ მკურნალობა ანონიმურია და არ ითვალისწინებს საზოგადოებრივ გაკიცხვას. მას (პაციენტს) ისიც უნდა შევაგნებინოთ, რომ მკურ-ნალობის წარმატება დამოკიდებულია დაავადე-ბის ხასიათზე; რომ გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს პიროვნების მობილიზაცია, მისი ნებისყო-ფა, მისი სურვილი და მზადყოფნა – მოერიოს მის არსებაში „ჩასახლებულ” უდიდესი ძალის მქონე „არსებას”; საზოგადოებას კი უნდა შევაგნებინოთ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ის ჭეშმა-რიტება, რომ მკურნალობის შედეგიანობა დამო-

Page 281: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

280

კიდებულია ავადმყოფობის განვითარების სტა-დიებზე და სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მას მანამდე მივხედავთ, ვიდ-რე ნარკოტიკული საშუალებების ხმარება ჩვევაში არ გადაიზრდება და არ განმტკიცდება, ფიზიკუ-რი და ფსიქიკური დამოკიდებულება არ ჩამოყა-ლიბდება.

აღნიშნულზე იმიტომ მივუთითებთ, რომ თით-ქმის როგორც წესი, მშობლები, ოჯახის წევრები ცდილობენ დამალონ მათი შვილების, ქმრების, ახლობლების ნარკომანიით დაავადება, ამით გა-დაურჩნენ საზოგადოებისაგან გაკიცხვას, მეზობ-ლების, ნათესავების, ახლობლების ჭორს. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი, იგი დამღუპველია. სატკივარი, როცა კიდევ უფრო გამწვავდება, და ყველა სახის ჯებირებს ქარაშო-ტით წალეკავს, ადამიანიც, როგორც ღმერთისე-ული არსება იღუპება.

აღნიშნული ეთიკური ხასიათის პარადიგმები მთელი სიმწვავით აყენებენ ნარკომანის, როგორც ავადმყოფის და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემას. ცხადია ისიც, რომ ამ ურთიერთობის ცალსახა შეფასებაც არ შეიძლება. საზოგადო-ება ავადმყოფ ადამიანზე – ნარკომანზე ზრუნ-ვის ეთიკური ნორმისაგან ვერ განთავისუფლდე-ბა. ამ მიმართებით უნდა ამოქმედდეს მათდამი ზნეობრივი ზრუნვის მექანიზმი, ჩამოყალიბდეს

Page 282: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

281

ანონიმური მკურნალობის სისტემა, შეიქმნას აბ-სტინენციის სინდრომის „მოხსნის” საშუალებე-ბის გადაუდებელი სამსახური. ასეთ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება ნარკომანის, უფლებამო-სილი ადამიანის, დაცვის იურიდიული სტატუსის უზრუნველმყოფელი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა. საჭიროა ნარკომანისა და ნარკო-ტიკული საშუალებების გამსაღებლისადმი ერთ-მანეთისაგან გამიჯვნა. პირველისადმი დამოკი-დებულების ზნეობრივ ნორმად უნდა დაისახოს ლმობიერება, ხოლო მეორისადმი დაუნდობლობა.

ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი პრინციპების – ბიბლიის ათი მცნების გამოყენებით – შესაძლებე-ლად მიგვაჩნია ურთულესი პრობლემის – ნარკო-მანიის, როგორც მრავალასპექტიანი, ურთულესი სამედიცინო–ბიოლოგიური, სოციალური, სამარ-თლებრივი, ფსიქოლოგიური, აქსიოლოგიური, ან-თროპოლოგიური ფენომენის სწორი გადაწყვეტა, ასევე აივ–ინფექცია–შიდსის, ჰეპატიტების სოცი-ალური და ზნეობრივი კოლიზიების გადაჭრა.

მაშასადამე, ნარკომანია, აივ–ინფექცია–შიდსი, ჰეპატიტები არა მხოლოდ სამედიცინო–ბიოლო-გიური პრობლემაა, არამედ ეთიკურიც. იგი მჭიდ-როდ არის დაკავშირებული საზოგადოების ყოფ-ნა–არყოფნის, მისი მომავლის – აპოკალიფსის საკითხთან, დღის წესრიგში დგება ურთულესი დემოგრაფიული პრობლემები, რომელთა გადაწყ-ვეტა ძნელი, მაგრამ საშური, საჭირო საქმეა.

Page 283: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

282

სამედიცინო დეონტოლოგიის დასკვნითი თავი მინდა მედიცინაზე ბრძნულ გამონათქვამებს და-ვუთმო, რამეთუ ამ სამეცნიერო ნაშრომით კიდევ ერთად გავიაროთ მედიცინის ჯანმრთელობის სამყარო...

– არ შეიძლება იმ ავადმყოფის გაჯანსაღება, რომელიც თავის თავს ჯანმრთელად არ თვლის.

ანრი ამიელი

– ჯანმრთელობის მოპოვება და შენარჩუნება მხოლოდ თვით ადამიანს შეუძლია. მედიცინა მხო-ლოდ ეხმარება მას. იგი კურნავს დაავადებას.

– მასწავლებელი და ექიმი – ორი ხელობაა, რომ-ლებისთვისაც ადამიანების სიყვარული აუცილე-ბელი თვისებაა.

ნიკოლოზ ამოსოვი

– იდარდო და შესაძლოა იტირო კიდეც. როდე-საც ვერ იხსნი ადამიანს სიკვდილის ბრჭყალები-საგან. იგრძე სიხარული და იზეიმე შენი განსწავ-ლულობისათვის. როდესაც ყოფილი ავადმყოფი ჩამოგართმევს ხელს და მთელი გულით, მოკრძა-ლებით გეტყვის: „გმადლობთ, ექიმო!”

ალექსანდრე ბაკულევი

– როდესაც ადამიანი ხანგრძლივად ავადმ-ყოფობს, იგი უფრო განსწავლული ხდება, ვიდ-რე ექიმი და იწყებს თავისი დაავადების რაობის

Page 284: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

283

შესწავლას, რაც არც ისე ხშირად კეთილი ექიმის მხრიდანაც არ აღინიშნება.

ონორე დე ბალზაკი

– მთელი სიცოცხლე იმის ცდაა, რომ იგი შეინარ-ჩუნოთ.

ინგებორ ბახმანი

– ფიზიოლოგიაში, დიაგნოსტიკასა და თერაპი-აში გადამწყვეტი ადგილი იმ შემოქმედ ადამიანს უკავია, რომელიც არა მხოლოდ დაავადებას, არა-მედ ავადმყოფს სწავლობს.

აქსელ ბერგი.

– მომავლის ექიმი – ექიმი ექსპერიმენტატორია.კლოდ ბერნარი

– ათასგვარი დაავადება არსებობს, ჯანმრთე-ლობის კი – მხოლოდ ერთი.

ლუდვიგ ბერნე

– ზომიერება არის ბუნების მოკავშირე და ჯანმ-რთელობის დარაჯი.

– უხვი საჭმელი ისე ვნებს სხეულს, როგორც ჭარბი წყალი – ნათესს.

– საჭმელი, რომელსაც ვერ მოვინელებთ, თვი-თონ მის მჭამელს შეჭამს.

აბულ ფარაჯი

Page 285: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

284

– ფიზიკური ვარჯიშისა და თავშეკავების დახმა-რებით ადამიანთა დიდ ნაწილს შეუძლია მედიცი-ნის გარეშე ცხოვრება.

ჟოზეფ ადისონი

– სისტემატურად და ზომიერად მოვარჯიშე ადამიანს არავითარი მკურნალობა არ ჭირდება.

ავიცენა

– თუ ავადმყოფმა თავი უკეთ ვერ იგრძნო ექიმთან საუბრის შემდეგ, მაშინ იგი ექიმი არ არის.

– ყველამ იცის, თუ როგორი მაგიური გამაჯან-საღებელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ექიმის და-მამშვიდებელ სიტყვას და, პირიქით, როგორ მო-მაკვდინებლად მოქმედებს ავადმყოფზე იმ ექი-მის ცივი განაჩენი, რომელმაც არ იცის, ან არც უნდა იცოდეს, ჩაგონების ძალა.

ვლადიმერ ბეხტერევი

– ქირურგს უნდა ჰქონდეს არწივის ხედვა, ლო-მის გული და ნაზი ხელები.

თეოდორ ბილროტი

– გადამეტებით გამღიზიანებლობა, რომელ-საც ჭორებამდე მივყავართ, ამოკლებს სიცოც-ხლეს.

– მხიარული ადამიანები უფრო სწრაფად გა-

Page 286: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

285

მოჯანსაღდებიან ხოლმე, მხიარული ფიქრებიც უთუოდ უხდება ყოველგვარ ავადმყოფობას.

ალექსანდრე ბოგომოლეცი

– გაციება ეს ის ძრავაა, რომელიც არღვევს წო-ნასწორობას ჩვენს ორგანიზმში.

სერგეი ბოტკინი

– კარგად მოხმარებული სიცოცხლე თავის დღე-ში არც მეტად გრძელია და არც მეტად მოკლე.

– ექიმთა არცნობა განათლებულ ადამიანებსაც შეუძლიათ, მედიცინის უარყოფა კი – მხოლოდ უცოდინარებს.

პიერ ბუასტი

– ექიმის მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ თავისი ხელებით ზიანი არ მოიტანოს, ხელი არ შეუშალოს ბუნების ბუნებრივ მკურნალობას.

კლავდიი გალენი.

– ავადმყოფს ყველაზე წინ ესაჭიროება კარგი დიაგნოზი.

– თვითონ წამალი ისე ძლიერად არ მოქმედებს ავადმყოფის განკურნებაზე, როგორც ამ ავადმ-ყოფის სრული რწმენა ექიმისადმი და მის მიერ დანიშნული წამალისადმი.

Page 287: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

286

– თუ ტყის მოვლა არ ვისწავლეთ... სხვადასხვა სენი უფრო გაძლიერდება.

– მედიცინა ჯერ კიდევ შორს არის იმისაგან, რომ განკურნოს ადამიანის ორგანიზმი ყველა და-ავადებისაგან.

– რწმენას... ავადმყოფის მორჩენაში უპირველე-სი მნიშვნელობა აქვს.

– ყოველგვარ ავადმყოფობას მხოლოდ მაშინ მოევლება, როდესაც მის ნამდვილ მიზეზს ვიპოვ-ნით.

იაკობ გოგებაშვილი

– მედიცინა შედგება მეცნიერებისა და ხელოვ-ნებისაგან, რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, იგი მით უფრო დევნის ხელოვნებას, მედიცინა კი უფრო მეტად ხდება მეცნიერული.

– ფიზიკური ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნე-ლოვანი საშუალება სულიერი სიმხნევეა. სული-ერი დაცემა სიკვდილის ტოლია.

უილიამ გოდვინი

– თუ ადამიანმა დაიწყო თავისი ორგანიზმის ან სულიერი მდგომარეობის შესწავლა, იგი აუცი-ლებლად ჩათვლის თავს ავადმყოფად.

იოან ვოლთგანგ გოეთე.

Page 288: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

287

– ავადმყოფობის განკურნება აუცილებელია ჯანმრთელობის დასაფასებლად!

გარი ჩაფიძე

– ნებისყოფის ძალა ყველა წამალზე მეტად გვიშ-ველის.

მაქსიმ გორკი

– სიცოცხლის შემოკლების მიზეზთა შორის გან-საკუთრებული ადგილი უჭირავს შიშს, ჯავრს, მწუხარებას, გულგატეხილობას, სულმოკლეობას, შურს, სიძულვილს.

ქრისტოფ გუფელანდი.

– ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სხეულს, თუ გინდათ, რომ თქვენმა აზრმა სწორად იმუშაოს.

– მხოლოდ მედიცინას შეუძლია გადაწყვიტოს პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად ეხება კაცობრიობის სიდიადესა და ბედნიერებას.

რენე დეკარტე

– მხოლოდ მხნე ადამიანი შეიძლება იყოს ექიმი.– ისტორია არის ხასიათი და არა დაავადება: ამ

ხასიათის მთავარი თვისება აზრის თვითჩანერგვა არის.

პოლ დიუბუა

Page 289: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

288

– ყველაზე უარესი სნეულებანი მომაკვდინებე-ლი კი არ არის, განუკურნავია.

ებნერ ეშენბახი

რაკი ერთხელ ხიფათს გადაურჩებიან, შემდეგ მუდამ ფრთხილობენ გონიერნი.

ეზოპე.

– ვისაც ჯანმრთელი სხეული აქვს, შეუძლია აიტანოს სიცხეც და სიცივეც. ასევე, ვინც სულით საღია, ადვილად გადაიტანს მრისხანებასაც და მწუხარებასაც. სიხარულსაც და სხვა განცდებ-საც.

ეპივტეტი

– არაფერი ისე არ გვაახლოებს სიბერესთან, რო-გორც ზომაგადაცილებული ღვინის სმა, აღირახს-ნილი სიყვარული და უზომო ავხორცობა.

ერაზმ როტერდამელი

– ავადმყოფობა ეს არის სიცოცხლე არანორმა-

ლურ მდგომარეობაში.რუდოლფ ვიხროვი

Page 290: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

289

– განკურნების იმედი ნახევრად განკურნებაა.ფრანსუა ვოლტერი

– რაც უფრო მომწიფებულია პრაქტიკულად ექი-მი, მეტად ესმის ჰიგიენის ძლიერება და თერაპიის შედარებითი სისუსტე.

გრიგორ ზახარიანი

– უპირველესად ყოვლისა უმკურნალე გულს, თუ გსურთ გააღვიძოთ დაბეჩავებული ადამიანის სხეული.

უოშინგტონ ირვინგი

– უნდა ვესწრაფოდეთ იმას, რომ ჯანსაღ სხეულ-ში ჯანსაღი სული იყოს

უნიუს დეციმ იუვენალისი

– ვინც ავადმყოფურად ზრუნავს იმაზე, რომ როგორმე არ დაკარგოს სიცოცხლე, ამ უკანასკ-ნელით ვერასოდეს დატკბება.

იმანუელ კანტი

– ჯანმრთელი ადამიანი ბუნების ყველაზე ძვირ-ფასი ნაწარმოებია.

Page 291: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

290

– ჯანმრთელობა დიდი საქმეა არა მარტო იმათ-თვის, ვინც ჯანმრთელია, არამედ სხვებისთვისაც.

თომას კარლეილი

– ერთნი მუდამ ავად არიან იმის გამო, რომ ძალიან ზრუნავენ თავიანთ ჯანმრთელობაზე, ხოლო მეორენი ჯანსაღნი მხოლოდ იმიტომ, რომ დაავადების არ ეშინიათ.

ვასილ კლიუჩევსკი

– ბედნიერება, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთე-ლობაში მდგომარეობს.

გეორგ კურტისი.

– კარგი ექიმი ისაა, ვისაც რამდენიმე დაავადე-ბის განკურნება შეუძლია, ან თუ მისთვის დაავა-დება უცნობია, შეუძლია დაუძახოს ავადმყოფთან იმ ექიმს, ვინც მის დახმარებას შეძლებს.

– სიცოცხლე ისაა, რის შენახვასაც ადამიანები ყველაზე მეტად ცდილობენ და ყველაზე მეტად არ უფრთხილდებიან.

ჟან ლაბრიუერი

– ის, ვინც არ აფასებს სიცოცხლეს, მას არ იმსახურებს.ლეონარდო და ვინჩი

Page 292: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

291

– საწამლავი, რომელიც უცბად არ მოქმედებს, უფრო უსაფრთხო როდია.

ეფრაიმ გოტჰოლდ ლესინგი

– ყველაზე ჯანმრთელი და ლამაზი, პროპორცი-ული აღნაგობის მქონე ის ადამიანები არიან, რო-მელთაც არაფერი აღიზიანებთ.

ანრე ლიხტენბერგი.

– ვინც უპირველეს ყოვლისა არ არის ადამიანი, ვერასოდეს გახდება ექიმი.

ალექსანდრე მაკედონელი.

– ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ნერვული სის-ტემის ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ყოველივე ის, რაც მათ ასუსტებს, ამოკლებს სი-ცოცხლეს.

ალფრედ მიუსი

– ის ვინც დაავადებულია ავადმყოფობის შიშით, უკვე დაავადებულია შიშის დაავადებით.

– ექიმმა, რომელმაც პირველად დაიწყო თავი-

Page 293: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

292

სი პაციენტის მკურნალობა, ეს უნდა გააკეთოს სათუთად, ხალისით და ავადმყოფისათვის სასი-ამოვნოდ.

მიშელ მონტენი

– ბრძენი უფრო იმას ეცდება, რომ სნეულება აირიდოს, ვიდრე მის წინააღმდეგ საშუალებები ეძებოს.

– ჯანმრთელობა თავად არის სიამოვნება, ანდა აუცილებლად შობს სიამოვნებას, ისევე როგორც ცეცხლი გამოსცემს სითბოს.

თომას მორი.

– ვიცი რა სულისა და სხეულის ერთმანეთზე ზე-მოქმედება, ვთვლი საჭიროდ შევნიშნო, რომ არის წამლები სულისათვის, რომლებიც სხეულსაც კურნავენ.

– დაავადების შეცნობა ნახევრად განკურნებაა.– არ უნდა უმკურნალო მხოლოდ დაავადებას.

არამედ უნდა უმკურნალო თვით ავადმყოფს, მის ორგანიზმს, მის ძალებს.

მათე მუდროვი.

– მომავალი პროფილაქტიკურ მედიცინას ეკუთ-ვნის. ეს მეცნიერება სამკურნალო მედიცინასთან

Page 294: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

293

მჭიდრო კავშირში, ადამიანებს უსათუოდ მო-უტანს სარგებლობას.

ნიკოლოზ პიროგოვი

– ვარჯიში მედიცინის ის ნაწილია, რომელიც კურნავს.

პლატონი

– სნეულებას რაოდენობა არა აქვს.პლინიუს უფროსი

– მთავარი მედიკამენტებია: სუფთა ჰაერი, ცივი წყალი, ხერხი და ნაჯახი.

ვასილ პოლენოვი

– ავადმყოფობა თავისებური ნაადრევი სიბერეა.ალექსანდრე პოპი

– როგორც ჩანს, ექიმთა ყველა სასწაული ავად-მყოფებისადმი ყურადღებაშია. ამ ძალით პოეტე-ბი ბუნებას ასრულდგმულებენ, ექიმები კი ავადმ-ყოფებს საწოლიდან აყენებენ.

მიხეილ პრიშვინი

Page 295: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

294

– ჯანმრთელობა ისევე გადამდებია, როგორც ავადმყოფობა.

რომენ როლანი

– ექიმი რაც უფრო მკურნალობს ავადმყოფს და არა დაავადებას, მით უფრო მეტ შედეგს აღწევს.

გრიგოლ როსსოლომო

– ექიმის სანდომიანი გამომეტყველება – ავადმ-ყოფის გამოჯანმრთელების დასაწყისია.

ფერანდო დე როსახი

– თავშეკავება და შრომა – აი ადამიანის ჭეშმა-რიტი ექიმები.

ჟან–ჟაკ რუსო.

– ქალაქის მცხოვრებთა ჯანმრთელობას იქ ჩა-სული ჯამბაზი მეტად არგებს, ვიდრე წამლებით დატვირთული ასი ჯორი.

ტ. საიდენჰემი

– ლოთობა ნებაყოფლობითი სიკვდილია.– სიცოცხლე ბრძოლაა.– გამოჯანმრთელების ერთ–ერთი პირობაა სურ-

ვილი გამოჯანმრთელებისა...

Page 296: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

295

– ყველაზე უარესი სენი ის არის, რომ საკუთარ სნეულებას მიეჯაჭვები.

– ზოგიერთი წამალი თვით დაავადებაზე უფრო საშიშია.

– უმეცრებაა მოკვდე სიკვდილის შიშით.– სიცოცხლე, ისე როგორც იგავ–არაკი, თავისი

ხანგრძლივობით კი არ ფასდება, არამედ შინაარ-სით.

ლუციუს სენეკა

– საკუთარი დაავადების შეგნება და განკურნე-ბისათვის განწყობა უკვე გემოჯანმრთელების და-საწყისია.

მიგელ სერვანტესი

– ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს აქვს, ჯანმ-რთელობაა.

ნიკოლოზ სემაშკო

– ბედნიერება ჯანმრთელობის პროდუქტია.– ხალისიანობა მხოლოდ ჯანმრთელობის ნიშანი

კი არ არის, არამედ დაავადებებისაგან თავდასხ-მის ყველაზე მოქმედი საშუალება.

სამუელ სმაილსი

– თუ სულს არ უმკურნალებ, სხეულის განკურ-ნება შეუძლებელია.

– როცა ადამიანი თვალყურს ადევნებს თავის

Page 297: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

296

ჯანმრთელობას. მაშინ ძნელად მოიძებნება ექი-მი, რომელსაც ამაზე უკეთ ეცოდინება, თუ რა არ-გებს მის ჯანმრთელობას.

– ჩვენ ვცოცხლობთ არა იმისათვის, რომ ვჭამოთ, არამედ ჩვენ ვჭამთ იმისათვის, რომ ვიცოცხლოთ.

სოკრატე

– სადილად ცოტა ჭამე, ვახშმად კიდევ უფრო ნაკლები, რადგან შენი ჯანმრთელობა შენივე კუ-ჭის სამჭედლოში იჭედება.

– ადამიანის მთელი ცხოვრების საფუძველი რიტმია, რომელიც ბუნებიდან, სუნთქვიდან არის მოცემული.

კონსტანტინე სტანისლავსკი

– ცხოვრებასთან გასამკლავებლად საჭიროა რო-გორც მშვენიერი და ხალისით სავსე სული, ისე ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა და ჯანმრთელობა.

– თუ ჯანმრთელობა არ იქნა, რად გინდა რამე.– თუ იმდენად სულელია ადამიანი, რომ ექიმთან

მისვლაც არ შეუძლია და ვერ მოუხერხებია, იმისი არაფერი ღირს.

– თუ კაცმა თვითონ არ მიხედა თავის ჯანმრთე-ლობას, არავინ სხვა თავს შენთვის არ აიტკივებს. ეს მე პირადი გამოცდილებიდან ვიცი.

– კაციც ის არის, ვინც ჰპოვა ჭირთაგან გამოსავალი.– და მწუხარება განუკურნელი აქვითინდება

გესლით და შხამით.გალაკტიონ ტაბიძე.

Page 298: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

297

– წამლები უფრო ნელა მოქმედებენ, ვიდრე სნე-ულებანი.

ტაციტუსი.

– დღისეული ჭრილობები ძალით განკურნე.თედორე ტიუტჩევი.

– თქვენი ჯანმრთელობის შესახებ იმსჯელეთ იმის მიხედვით, თუ როგორ გახარებს დილა და გაზაფხული.

ჰენრიხ ტორო.

– ავადმყოფობა არის უბედურება, როცა ის არ არის, ეს უკვე ბედნიერებაა.

ლევ ტოლსტოი.

– უცოდინარი ექიმები, როგორც წესი, უვიცები არიან.

– სიცოცხლის გახანგრძლივების მთელი სა-იდუმლოება ისაა, რომ იგი არ შევამოკლოთ.

ერნს ფეიხტერსლებენ

– ყველა წამალზე უმჯობესია დასვენება და თავ-შეკავება.

– ადამიანებს, რომლებიც არ ისმენენ რჩევას, ვერ დაეხმარები.

ბენჟამენ ფრანკლინი.

Page 299: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

298

თუ დაჭრილს ცოცხალს მიუსწრო,ნუ აქვს სიკვდილის დარდია.შუაზე გაჭრილს გაჰკურნავსმის უებარი წამალი;

* ხეები ფოთლებს არხევენ,ბუნება იწყებს ბიბინსა,და მერე სათითაოდაყველა მოჰყვება ტიტინსა:„მე ვარო ამის წამალი”;სხვა გაიძახის – „იმისა”;მინდიაც მოსწყვეტს, თან მიაქვს,ჯერ ზედ ნამი აქვთ დილისა.

* თურმე ზნედა სჭირთ ყვავილთა:ოღონდ ეწამლონ სნეულთა,სიცოცხლით გაფუფუნებულსარად აგდებენ სხეულთა:სალხინოდ ჰსახვენ, კაცთ სარგოდ,ძვალ-ხორცთა ჩამორღვეულთა.ყვავილთ ეს ზნე სჭირთ და ხეებსთურმე მოუვათ ტირილი;*რავარ? განაღა კაცი ვარ,ღირსი, ცის ქვეშე ვიდოდე?იმადვე ყოფნის, რაც ვიყავ, ნეტავ წამალი ვიცოდე!...

ვაჟა–ფშაველა

Page 300: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

299

... როცა ლაპარაკობენ ექიმზე, რომ იგი ჭკვიანია, ბრწყინვალედ იცის ფიზიოლოგია, ანატომია, რა-საკვირველია, მას ძლიერ სიამოვნებს. მაგრამ ექი-მისათვის საუკეთესო ქება ისაა, თუ მას უწოდებენ დაკვირვებულს ან ადამიანს, რომელსაც შეუძლია დაინახოს, რასაც ვერ ამჩნევენ სხვები.

ჟან–მარტენ შარკო

– ჯანმრთელობა ოქროზე ძვირფასია.– ჭრილობა რომელსაც ადამიანი თავის თავს

აყენებს, უფრო ძნელად იკურნება.– ძილი დედაბუნების სასწაულია, უგემრიელესი

საკვებია მიწიერი ნადიმისა.უილიამ შექსპირი

– ჩვენი ბედნიერების ცხრა მეათედი დამოკიდე-ბულია ჯანმრთელობაზე.

– ჯანმრთელობა ისე გადაწონის ყველა სიკეთეს, რომ ჭეშმარიტად ჯანმრთელი მათხოვარი უფრო ბედნიერია, ვიდრე ავადმყოფი მეფე.

არტურ შოპენჰაუერი.

– ჯობს სულ არ იფიქრო, ან იშვიათად იფიქრო სნეულებაზე.

– მედიცინა ჩემი კანონიერი ცოლია, ლიტერა-ტურა კი – საყვარელი.

– ადამიანებს უყვართ თავიანთ დაავადებაზე სა-

Page 301: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

300

უბარი, ეს კი, სხვათაშორის, მათ ცხოვრებაში ყვე-ლაზე უინტერესო რამ არის.

– ექიმის პროფესია გმირობაა, იგი ითხოვს თვითშეწირვას. სულისა და აზრების სიწმინდეს.

– ერთი დაავადება ყოველთვის ამსუბუქებს მე-ორეს.

ანტონ ჩეხოვი

– იმედი ყველაზე საუკეთესო ექიმია, რომელიც ჩემთვის ცნობილია.

– ყოველგვარი სახის დაავადება არის ანარქია, ეს არის აჯანყება ბუნების წინააღმდეგ და მასთან საბრძოლველად ყველა საშუალება კარგია.

სტეფან ცვაიგი

– აზრის ავადმყოფობა უფრო დამღუპველია და უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სხეულის დაავა-დება.

ცელიუს მარკუს ციცერონი

ფსიქოთერაპიის გარეშე შეიძლება მხოლოდ შე-აკეთო ჩექმა ან დაამყნო მცენარე, მაგრამ არამც და არამც არ შეიძლება უმკურნალო ისეთ მგრძნო-ბიარე ორგანიზმს, როგორიც ადამიანია.

ედუარდ ცაგენი

– ვის განუკურნავს სნეული, რჩევით და მარტო ენითა.

Page 302: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

301

– სიტყვა მხოლოდ წამალი გულისთქმის, სურვი-ლისაო.

– კარგია, ექიმო, ნუგეში, მაგრამ იმისთანასათ-ვის, რომელსაც სჯერა, როცა ატყუებენ.

– ხოლერამ თქვა: „ღვთის რისხვა ვარ, სიკვდი-ლის მოციქულიო”.

– ვით სნეულსა თანაუგრძნობს მისივე მსგავსი სნეული.

– წურბელა მკურნალია, მაგრამ ცოტა მყრალია.– თანაგრძნობა უნდა მალამოდ სნეული გულის

ძგერასა.– სიჭაბუკე და სიბერე ორი სხვადასხვა კიდეა.

აკაკი წერეთელი

– ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერ-სა, – არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი.

– ზომას გადამეტული პურის ჭამაც მაწყინარია.– კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.– მწყურვალის წამალი წყალიაო.

ილია ჭავჭავაძე.

– სიცოცხლის მიზანია იცოცხლო ისე, რომ სიკვ-დილის შემდეგაც არ მოკვდე.

მუსა ჯალილი

– მხოლოდ ჯანმრთელობა არის სიცოცხლე.ფრიდრიხ ჰაგედორნი.

Page 303: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

302

– სიცოცხლე ავადმყოფობაა, მთელი მსოფლიო ლაზარეთია, ხოლო ჩვენი მკურნალი სიკვდილია.

ჰაინრიხ ჰაინე

– უგუნურ შეგრძენებებს მინდობა ტლანქი სუ-ლის თვისებაა.

ჰერაკლიტე ეფესელი

– უნდა დავიცვათ სხეულის სიმაგრე, რათა შევი-ნარჩუნოთ სულის სიმაგრე.

ვიქტორ ჰიუგო.

– რასაც წამალი ვერ განკურნავს, დანა განკურ-ნავს.

– რასაც დანა ვერ განკურნავს, ცეცხლი გან-კურნავს.

– უმიზეზო დაღლილობა ავადმყოფობის მომას-წავლებელია.

– ტანვარჯიში, ფიზიკური ვარჯიშები, სიარული მტკიცედ უნდა შევიდეს ყოველი ადამიანის ყო-ველდღიურ ცხოვრებაში, ვისაც სურს შეინარჩუ-ნოს შრომის უნარი, ჯანმრთელობა, სისხლსავსე და მხიარული სიცოცხლე.

– მედიცინა ყველა ხელოვნებას შორის უკეთილ-შობილესია.

– არა მარტო ექიმმა უნდა გამოიყენოს თავის საქმიანობაში ყველაფერი, არამედ ავადმყოფი,

Page 304: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

303

მისი ახლობლები, ყველა გარეშე უნდა დაეხმაროს ექიმს მის საქმიანობაში.

– როცა მეფარდაგეები წმენდენ ფარდაგს და აცლიან მას ჭუჭყს, ასევე ვარჯიში წმენდს ორგა-ნიზმს.

– დაავადებას ბუნება კურნავს, ექიმი მხოლოდ ეხმარება მას.

– ბუნება დაავადებათა ექიმია.– ის ექიმი მიმაჩნია მე უკეთესად, რომელსაც

აქვს წინასწარგანჭვრეტის უნარი.– აუცილებელია, რომ ექიმმა შეინარჩუნოს ხე-

ლები სუფთა, ხოლო სინდისი შეუბღალავი.– არც სიმაძღრე, არც შიმშილი და არც სხვა რამ

არ ვარგა, რაც ბუნებრივ ზღვარს გადასცდება.

ჰიპოკრატე

Page 305: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება

304

Medical Deontologia

გამომცემლობა „კოლორი”

GARI CHAPIDZE

რედაქტორი: დარიკო ონიანიმხატვრული რედაქტორი: ეკა ქურციკიძეტექნიკური რედაქტორი: ქეთევან ცისკარიშვილიკომპიუტერული უზრუნველყოფა: ირმა ჯიშკარიანი

Page 306: სამედიცინო - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/31926/1/Samedicino_ Deontologia.pdf · 4 მოვიხმარო ჩემი ცხოვრება