მოსემოსემოსე...

41
მოსე მოსე მოსე მოსე ხონელი ხონელი ხონელი ხონელი და და და და მისი ამირან დარეჯანიანი —— ძმანო, პატივით მივმართოთ თვალნი წარსულთა ძველთა საუკუნეთა. მათში სახენი სჩანან ნათელნი გმირთა, მამულის განმადიდეთა!... გრიგოლ წერილი მ. ჯანაშვილისა. ――▬▬▬▬―― ტფილისი ტფილისი ტფილისი ტფილისი. 1895 . 1895 . 1895 . 1895 წ. სტამბა მაქსიმე შარაძისა. ნიკ. ქუჩა №21. Типограф я М. Шарадзе и Ко Тифлисъ. ник. ул. № 21. Дозволено цензурою Тифлисъ, 26 Мая 1895 г. მოსე მოსე მოსე მოსე ხონელი ხონელი ხონელი ხონელი და მისი მისი მისი მისი « « « « ამირან ამირან ამირან ამირან დარეჯანიანი დარეჯანიანი დარეჯანიანი დარეჯანიანი »

Upload: others

Post on 12-Sep-2019

8 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

მოსემოსემოსემოსე ხონელიხონელიხონელიხონელი დადადადა

მისი ამირან ─ დარეჯანიანი

——

ძმანო, პატივით მივმართოთ თვალნი

წარსულთა ძველთა საუკუნეთა.

მათში სახენი სჩანან ნათელნი

გმირთა, მამულის განმადიდეთა!...

გრიგოლ

წერილი

მ. ჯანაშვილისა.

――▬▬▬▬――

ტფილისიტფილისიტფილისიტფილისი. 1895 . 1895 . 1895 . 1895 წწწწ....

სტამბა მაქსიმე შარაძისა. ნიკ. ქუჩა №21.

Типографія М. Шарадзе и Ко Тифлисъ. ник. ул. № 21.

Дозволено цензурою Тифлисъ, 26 Мая 1895 г.

მოსემოსემოსემოსე ხონელიხონელიხონელიხონელი და

მისიმისიმისიმისი « « « « ამირანამირანამირანამირან ― დარეჯანიანიდარეჯანიანიდარეჯანიანიდარეჯანიანი »»»»

არცოდნა არცოდვაა.

ხალხ. თქმულ.

მოსე ხონელი. იგავ-ალეგორია. პრომეთეოსი და ამირანი. ძველი

გმირები და წმ ნინო. მსგავსება ამირან-დარეჯანიანისა და ვეფხის

ტყაოსნისა. შავთელი და რუსთველი. ავთანდილი (ლეგენდით) და

ავთანდილი ვეფხის-ტყაოსნით. ამირან-დარეჯანიანში მოთხრო-

ბილია საქრისტიანო საქართველოს ბრძოლა მაჰმადიანობასთან.

ბრუთია პრომეთეოსი და არა ამირანი. ამირანმა ცეცხლი მოს-

ტაცა არმაზს და შეშის თაყვანისმცემელი შეიქმნა. ქაჯეთი და

ქაჯნი. ხაზარეთი. გმირი ალღუზონ. მეფე ჩაჩანთა. მეფე კალ-

მუხთა. გორანდის მთავარი ასლან გამრეკელი. ოსთა მეფეები.

ჭენთა სამეფო. არაბეთი საქართველოა. ქორწილი ამირანისა

და ხვარეშან ქალისა (თხრობა ხონელისა). დასკვნა. მოსამზა-

დებელი ხანა და მისი ნაყოფი. როგორ უნდა გამოიცეს ამი-

რან-დარეჯანიანი.

დღემდის თითქმის არა ვიცით-რა შესახებ იმ

კაცისა, რომელსაც ჰქვიან მოსე ხონელი. ვიცით

მხოლოდ, რომ „ამირან დარეჯანისძე მოსეს უქია

ხონელსა“. ხოლო როგორ უქია, ვინ ყოფილა ეს

ამირანი, რა გაუკეთებია საქებელ- სადიდებელი,–

ყოველივე ეს წყვდიადით მოცულია ჩვენთვის. აგერ

შვიდი-რვა საუკუნე კიდეც სრულდება „ამირან-და-

რეჯანიანის“ დაწერის შემდეგ და დღემდის კი ეს

წიგნი არ არის დასტამბული. ნუთუ იგი, მართლაც,

დაბეჭდვის ღირსი არ არის? ნუთუ მას ვერ შეიწყ-

ნარ-შეიგუებს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ერი, ქვე-

ყანა? ნუ დავივიწყებთ, რომ თუ „ამირან-დარეჯა-

ნიანი“ დიდის ღირსების წიგნი არ ყოფილიყო, თვით

პოეტთა მეფეც არ მოიხსენიებდა მისის დამწერის

სახელს.

მოსე ხონელი დავით აღმაშენებელის თანამედ-

როვე ყოფილაო, ამბობენ ზოგიერთნი. მას ჯერ უს-

წავლია გელათის სკოლაშიო და მერე სწავლის და-

სამთავრებლად დავით მეფეს იგი, სხვა ახალგაზდებ-

თან ერთად, წარუგზავნია საბერძნეთსო, იქიდგან რომ

დაბრუნებულა, იგი დაუნიშნავთ მთის მმართველა-

დო. აქ დაუყვია რაოდენიმე ხანი და შემდეგ სამეფო

კარს მიუწვევიათ და სხვა თანამდებობა მიუციათო

მისთვის. ასრეა ზეპირ თქმულობით. ხოლო ნამდვი-

ლად კი არა სჩანს, თუ მოსე ხონელს რომელ წე-

ლიწადს დაუწერია თვისი უკვდავი ქმნილება. და-

ჭეშმარიტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ «ამირან-და-

რეჯანიანის» ავტორი ყოფილა რუსთველის წინა-

მორბედი, და, როგორც საქმის გარემოება და თვით

„ამირან-დარეჯანიანის“ შესწავლა გვიჩვენებს, მოსე

ხონელი უნდა ყოფილიყო თანამედროვე თამარ დე-

დოფლისა. თუ მოსეს ჰქონდა ბედნიერი და დღე-

გრძელი ცხოვრება, მას შეეძლო მოსწრებოდა

აღმაშენებლის მეფობასაც და თავის თვალითაც

ეხილა დიდებული მეფობა თამარ დედოფლისა, ვი-

ნაიდგან პირველის სიკვდილსა (†1125 წ.) და

მეორის გამეფებას (1184 წ.) შორის მხოლოდ 59 წლის

მანძილია. არც ისა სჩანს, თუ მოსე რომელი გვარისა

ყოფილა. ხონელი მას ზედ-დასდებია მხოლოღ მისთ-

ვის, რომ იგი ყოფილა ხონის მკვიდრი.

თუმცა მოსე ხონელის შრომა უკვე შესწავლი-

ლი გვქონდა, მაგრამ ეხლახან „წერა-კითხვის“ წიგნთ-

საცავიდგან კიდევ გამოვიტანეთ ერთი ცალი «ამი-

რან - დარეჯანიანისა»1) და ხელ-ახლა გადავიკითხეთ

იგი დიდის გულმოდგინებით.

„ამირან - დარეჯანიანი“ 316 კაბადონოვანი

ხელთნაწერი. იგი გადაწერილია ძველის დედნიდამ

19 აპრილს 1825 წელს. წიგნის ტექსტი დაბო-

ლოვებულია ასრე: «აჰა, დასრულდა წიგნისა ამის

თქმულობა,― მოსე ხონელისა მიერ ნასიტყვნი საკა-

ცობო და სამხედრო ამბავნი. და ისმინეთ მკითხველ-

თა ყოველთა. ამინ»

ჩვენ განგებ გავხაზეთ სიტყვები, „საკაცობოსაკაცობოსაკაცობოსაკაცობო“ და

„სამხედროსამხედროსამხედროსამხედრო". წინააღმდეგ ერთის მეცნიერისა, რო-

მელიც «ამირან - დარეჯანიანის» შესახებ ამბობს:

_____________________

1) წერა-კ. წიგნთ-საცავში არის ექვსიოდე ხელ-ნაწერი

მოსე ხონელის ქმნილებისა. ჩვენ გვქონდა №1119. შინაარსი

„ამირან-დარეჯანიანისა" მოკლედ მოთხრობილი აქვს ბროსეს

(BuIIet. scien de I’ Acad. imp. des sc. de S.-Petersburg, III.

გვ. 7-16) და უფრო ვრცლად ა. ხახანაშვილს

(Очерки по ист. груз. словесности. Выпускъ I. Народный

эпосъ и апокрифы).

„ქრისტიანობის კვალს ამ მოთხრობაში ვერა ვპოვებ-

თო“, ჩვენ კი გვგონია, რომ ამ წიგნში ალეგორი-

ულ-იგავურად გამოხატულია საქრისტიანო საქართ-

ველოს ბრძოლა არაბ-სპარს-თურქებთან რჯულისა

და თავისუფლების დასაცველად. გვჯერა აგრეთვე

ისიც, რომ ,,ამირან-დარეჯანიანში“, ვითარცა უკვ-

დავ „შაჰ-ნამეში", ადვილ გასაგებ და მოთხრობი-

სებრ ენით გამოხატულია ჩვენი ისტორია, ბრძო-

ლა მამულის შვილებისა უამრავ სარკინოზებთან.

ხონელის ჭაბუკნი და გმირნი ებრძვიან მოსეულ

მტრებს, დევებს, ვეშაპებს, გველებს, ბუმბერაზებს,

ლომებს, დათვებს, მგლებს, თეთროსან, შავოსან,

წითლოსან ხალხებს, ბაყბაყ-დევს, ხაზარანს, სარკი-

ნოზებს, თურქებს და სხვ.

აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ისტორიის ალეგო-

რიულ-იგავურად მოთხრობა ძველ დროს ძრიელ

გავრცელებულიყო ყველა ხალხებში. ალეგორია-იგა-

ვითვე გამოთქმულია ჩვენი „ვეფხის-ტყაოსანი“, სა-

ხალხო სიმღერა „მოდი, ვნახოთ ვენახი“ და სხ. „მა-

მათ ცხოვრებაში“ სწერია: „ დათვი მოასწავებს

სპარსთა მეფობასა ბაბილონში, ლომი – სარკინოზთა

(არაბთა) მეფობას ბაღდადს ბაბილოვნისას, მგელნი,

არიან მწვალებელნი, თიკანნი-ეშმაკთა მსახურნი,

ხოლო კრავნი, ხბონი და კურონი ჭეშმარიტნი და

უმანკო სამწყსონი ქრისტესნი... ლომთა და მგელთა

მათ არა აქვსთ უფლება განხეთქად კრავთა მათ სა-

მწყსოთა ქრისტესთა (გვ. 398).

ამნაირადვე სიმღერით „მოდი, ვნახოთ ვენახი“

ჩვენს ხალხს იგავ-ალეგორიულად გამოუთქვამს, რომ

ვენახი (საქართველო?) შეჭამა თხამო, თხა – მგელმა,

მგელი – თოფმა, თოფი – ჟანგმა, ჟანგი – მიწამ, მი-

წა – თაგვმა, თაგვი – კატამ, კატა – დათვმა, დათვი –

ფრანგმა. სწორედ ამნაირივე იგავურ-წინასწარმეტყვე-

ლებრივი თქმულობა აქვთ ურიათაც *. ამავე ალეგო-

რიამ და თვისებათა მსგავსებამ წარმოშობა გვარნი

მგელაძე, დათაძე, ლომიძე, თიკანაძე, ცხვარაძე,

ვეფხვაძე, შველიძე, ვეშაპიშვილი, დევიძე, ფალავან-

დიშვილი და სხ.

მოსე ხონელის გმირებს ამირანს, ამბრის, უსიპს,

ბადრიძეს, სავარსიმიძეს 2), სეფე დვალი დარისპანი-

ძეს 3), ქოსიძეს და სხ. და აგრეთვე მათს ლაშქარს:

(რომლის რიცხვი იშვიათ შემთხვევაში არის 40.000-

60,000 მეომარი) დევ-გველ-ვეშაპებთან ერთად ებრძ-

_______________________

*) ტეილორი „Первоб. культура“ 2) ბადრიძე და სავარსამიძე. ეს გვარნი დღესაც არი-

ან საქართველოში. სავარსამიძე ღენერალიც კი იყო, (მი-

სი ბიოგრაფია იხილე გუნიას კალენდარში). 3) მ. ხონელი სწერს: ხან სეფე დვალი დარისპანისძე,

ხან სეფედგალე დარისპანისძე. ამიტომაც ვფიქრობთ,

რომ სეფე სახედი უნდა იყოს (იმერეთში დღესაც ხშირია

ეს სახელი), ხოლო დვალი -გვარი (რაჭაში არიან აზნაუ-

რები, რომელთა გვალია დვალი. აქედგანვე წარმომდგა-

რა ქართლელ აზნაურების დვალიშვილების გვარი. არის აგ-

რეთვე სოფელი, რომელსაც ჰქვიან დვალიშვილები, ხო-

ლო, ოსეთში არის აგრეთვე ქვეყანა დვალეთი).

ვიან უამრავნი ლაშქარნი მტრისა, ხანდისხან 800,000

კაცი.

ვიდრე მოვიყვანდეთ ცნობებს შესახებ ამირა-

ნისა და მის მოძმე ჭაბუკების ბრძოლისა აურაცხელ

მტრებთან, საჭიროა წინათვე გამოვარკვიოთ ზოგი-

ერთი წვლილი.

«ამირან-დარეჯანიანი»-დან ცხადად სჩანს, რომ

მ. ხონელს თვისი მოთხრობა აუშენებია უუძველეს

თქმულობაზე შესახებ ამირანისა (პრომეთეოსისა). ხო-

ლო ბერძნების მიერ მოთხრობილი ლეგენდა „პრო-

მეთეოსი", საზოგადოდ, მცირედ განსხვავდება ქარ-

თულ ლეგენდისაგან „ამირანი".

„„„„პრომპრომპრომპრომეეეეთეოსითეოსითეოსითეოსი"""".... „„„„ამირამირამირამირაააანნნნიიიი““““

პრომეთეოსმა ადამიანებს მი-

სცა ცეცხლი, რომელიც მოს-

ტაცა ზევესს და რომელიც

დამალა მცენარის ნართიკსის4)

გულში. ზევესმა ჱეფესტს

(მჭედელს) უბრძანა მიემსჭ-

ვალა იგი კავკასიონზე. ამის

შემდეგ არწივი ყოველ დღე

მოდის და ღვიძლს უჭამს

ამირანი შეებრძოლა ქრის-

ტეს. ამან აჯობა და მიმსჭ-

ვალა კავკასიონზედ. ყორანი

უზიდავს საჭმელს. მეგობ-

რად ჰყავს ძაღლი. მონადი-

რეს მიესმა კვნესა ამირანისა

(ხევს. ლეგენდა). ქრისტემ

ამირანი მიაბა რკინის სვეტ-

ზე, რომელსაც ყოველ წლივ

_____________________________

4) ჩვენს გმირისეულს მოთხრობებში ხშირად შეგვხვდება

ნართი (გორგალი). ვინ იცის, ამ ჩვენებურს ნართს რაიმე და-

მოკიდებულება ჰქონდეს ბერძნულ ნართიკსთან.

მას.დღისით შეჭმუღი ღვიძ- ამაგრებს ფრინველი (სკან.

ლით, ისევ უმთელდება ღამე ლეგენდა). მიჯაჭვულ სვეტს

(აპოლოდორ 140 წ. ქრ. წ.) ყოველ წლივ ამაგრებენ მჭე-

არგონავტებს (მე - XII საუკ. დელნი (ქართლ. ლეგენდა).

ქრ. წ.) მიესმათ კვნესა პრო-

მეთეოსისა (ა. როდოსელი

250 წ. ქრ. წ.).

ერთობა ლეგენდებისა შესახებ ამირანისა და პრო-

მეთეოსისა უკვე მიღებულია მეცნიერთაგან. ხოლო

ჩვენ იმათი მიმდევარნი არა ვართ, რომელნიც ამტკი-

ცებენ, რომ, ვითომ, ამირანი იყოს არიმანი სპარს-

თა, ანუ ჩვენ-მიერ გადმოკეთებული პრომეთეოსი.

პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ამირანი“ აღმო-

ცენებულია საქართველოს ნიადაგზე *), რომ მას არა-

ვითარი კავშირი არა აქვს არიმანთან და რომ ბერძ-

ნებს ჩვენი ლეგენდა გადაუკეთებიათ პრომეთეოსად.

ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ მრავალ კულტუ-

რულ წვლილს, რომელიც შეუმუშავებიათ ქართვე-

ლებს, დღესაც ზოგიერთნი მიაწერენ ბერძნებს, რო-

მაელებს, სპარსებს, არაბებს და სხ. მაგ. სიტყვა

მაყარი არაბულიაო, გვეუბნებიან. არაბული ყერი-დგან

წარმოსდგა მოყარი (moqar) და ამისაგან ქართული

მაყარი. ჩვენის აზრით კი სიტყვა მაყარი არის მიმ-

ღეობა ზმნისაგან ყრა. მა-ყარი არის ის კაცი, რო-

მელიც ნეფე-დედოფალს წინუძღვის, მფარველობს,

და, შემოიყვანს-რა ეზოში, თავზე გადააყრის ოქრო-

ვერცხლის ფულს. ეს ჩვეულება შეინიშნება ძველით-

______________________

*) ამასვე ამტკიცებს გ. ე. წერეთელი („Кавквазъ",

1892 წ., №№ 73, 74).

განვე და სრულდება დღესაც საქართველოში, ხო-

ლო ფულის უქონლობისა გამო ნეფე-დედოფალს

თხილს გადააყრიან ხოლმე. ასრე იციან, მაგი საინ-

გილოში, საცა მაყარი ნეფეს გადააყრის ერთ ლან-

გარ თხილს და ღარიბ-ღატაკნი და წვრილ-ფეხო-

ბა აგროვებს მას. სიტყვა მაყარი გვხვდება თვით ად-

გილის სახელწოდებაშიაც, მაგ. გუდგუდგუდგუდაააამმმმააააყყყყაააარირირირი. მოიგო-

ნეთ ლეგენდა ამ გუდამაყრის გაშენების შესახებ და

დარწმუნდებით, რომ მაყარიმაყარიმაყარიმაყარი არაბული მომომომოყყყყერერერერიიიი არ არის.

დიაღ, იქმნება სიტყვის მაყრის ახსნაში მე ვსცდე-

ბოდე, მაგრამ ამას კი ვიტყვი, რომ ვიდრე კარგად

და ზედ-მიწევნით არ შევისწავლით ჩვენს ენას, ჩვენს

ზნე ჩვეულებას, არც უნდა ვამტკიცოთ, რომ მაყა-

რი არაბული სიტყვააო, ამირანი არიმანიაო, ღმერ-

თი სპარსული სიტყვააო, ნინა იტალიურიაო 5)

____________________

5) გამოჩენილი ლიტტრე და სს. ამბობენ: ქრის-

ტიანობა რომ ადვილად მოფენილიყო ხალხშიო, ქრის-

ტიანეთა მოძღვრებმა ბევრი ძველი წეს ჩვეულება არ შესც-

ვალესო, ქრისტიანულ წეს-ჩვეულებას ძველებური სახელები

დაუტოვესო. ნინოს სახელიც ალბად ასრე წარმოსდგა. მი-

რიანის ცოლს ერქვა ნანა, წარმართ ქართველებს ჰყვანდათ

ღმერთ-დედოფალნი აჲაჲაჲაჲ----ნინანინანინანინა და დაჲდაჲდაჲდაჲ----ნნნნინაინაინაინა. ლეკურად დედას

ჰქვიან ნინონინონინონინო,,,, ინგილოურად ნანანანანანანანა, აფხაზურად ანანანანანანანან,,,, მეგ-

რულად ნაიანაიანაიანაია, გურულად ნენანენანენანენა.... სააკვნო სიმღერას ნანანანანანანანა.

მეგრულად ენას ჰქვიან ნინანინანინანინა, სვანურად ნინნინნინნინ. აი ამ საღმთო

სიტყვებიდგან, ალბად, წარმოსდგა სახელი მოციქულთა

სწორის და საქართველოს დედის ნინოსი. მოგვი-

ვიმეორებ „ამირანისა“ და „პრომეთეოსის“ მსგავ-

სება ეჭვს გარეშეა. ახლა ვნახოთ, ამ გვარივე კავ-

შირი არის თუ არა „ამირან-დარეჯანიანსა“ და ხალ-

ხურ ლეგენდას „ამირანს" შორის.

ლეგენდითლეგენდითლეგენდითლეგენდით.... მოსემოსემოსემოსე ხხხხოოოონელითნელითნელითნელით....

ამირანი იყო სულკალმა- ბადრი იყო იამანის ძე (გვ.

ხის, დარეჯანისაგან ნაშობი, 15 ) უსიბი მას გაუხდა

შვილი. ამირანის უფროსი ძმად და ეტიკად (გვ. 22).

ძმებია ბადრი და უსიბი ერთს ქვით-კირის კოშკში

(სვანურის ლეგენდით ამი- ეწერა ესრეთ: ამირან დარე-

რანის მამა იყო მონადირე ჯანისძე, ბადრი იამანისძე

და დედა დალი. ამირანი (გმ. 3). უსიბი ბაღას ქმა-

იშვილა იამანმა, რომელსაც რია (გვ. 40). უსიბი ამი-

_____________________

ტანა ახალი ენა (ნინა), მან გვიგალობა ახალი ნანა, მან

დაანგრია წარმართული ღმერთები აჲ-ნინა და დაჲ-ნინა,

მან გაგვაახლა და გვათაყვანა ნინოსვე, არა წარმართულს,

არამედ ქრისტიანულს. თვით ის გარემოება, რომ მცხე-

თაში დაბინავებულმა ნინომ „შექმნა სახე ჯვარისა ვაზის

ნასხლევისაგან" იმასვე გვეუბნება, რომ მევენახე-მეღვი-

ნეობა პატივდებული იყო საქართველოში ძველითგანვე.

უეჭველია, წმ. ნინომ კარგად იცოდა, თუ რა სასწაულს

მოახდენდა «ვაზის ჯვარი», იმ ვაზისა, რომელსაც ქართ-

ველი კაცი, ალბად, მაშინაც ისრევე დაჰღიღინებდა, რო-

გორც დაჰღიღინებს ჩვენს დროსაც: «ვაზის ჭირიმე, ვა-

ზისა, უფლისგან კურთხეულისა».

ჰყვანდა შვილები ბადრი და რანს თვის პატრონად ჰხა-

უსიფი; ქართლურ ლეგენ- დის (გვ.48).

დით ამირანი შვილია უსიპი-

სა, რომელსაც ჰყავს ძმები

სულკალმახი და ბადრი).

ჭიანი, დევის თავიდგან რომ გაახვნეს კარნი კლდისანი

ამოცოცდნენ, ვეშაპებად იქც- და გამოვიდეს სამნი-ვეშაპ-

ნენ. ერთი იყო თეთრი, ნი: ერთი შავი, ერთი თეთ-

ერთი წითელი და ერთიც შა- რი და ერთი წითელი თქვა

ვი. ამირანმა თქვა: თეთრი ამირან დარეჯანისძემა: შა-

ბადრს, წითელი უსიპს და ვი მე, თეთრი შენ, სავარ-

შარი მე, ამირანს. უსიპმა სიმიძე, და წითელი უსიბს.

უპასუხა: შავიც შენ, წითე- უსიბ მოახსენა: ჩემი წი-

ლიც და თეთრიცაო. თელიც შენთვის მომიხსე-

ნებიაო (იქვე).

ამირანი სასტიკად შეება შემოგვიტიეს ვეშაპთა. მო-

გველაშაპებს. მოჰკლა თეთ- ვიდა წითელი. ჰკრა ამირანმა

რიც და წითელიც. მერე, და- ხმალი და მოკლა. მერმე მე

ღალული და დამაშვრალი, (სავარსიმიძე) და იგი თეთ-

შეება შავს. შაკმა ჩაყლაპა რი ვიბრძოდით. ჰკრა და

ამირანი და თავის დედისკენ იგიც მოკლა ამირანმა. ამა-

ბასწია. ძმები გაიქცნენ ამი- ზედან შავმა შემოუტიკა

რანის საშველად. ესროლა უკანიდაღმე, ჩანთქა და გა-

უსიპმა ისარი და ცხრა ად- იქცა. მივეწივე, ვკარ ხმა-

ლი კუდი მოსწყვიტა გვე ლი და კუდი მოვკვეთე. მას

ლაშაპს... ამირანს ჯიბეში ადგილს სახლი იყო და მას

ალმასის დანა ედვა. ამოიღო შიგან სეიხვეწა. ვეღარ შე-

იგი, გამოსჭრა მუცელი და ვიგენით გზა და კვალი მი-

გამოვიდა. სი. ხელი იყო ამირანისა

(ჩვეულება ჰქონდაო), რო-

მე იქით და აქეთ მოგვში-

გან (ლაფჩინის ყელში) ორ-

ნი დაშნანი ესხნიან. ამო-

იხვნა, შიგან მუცელი გა-

უჭრა, გამოჰკვეთა გვერდი

და გამოვიდა სისხლით

მოსვრილი (გვ. 46).

ამირანმა უთხრა უსიპს: ამირანმა გვიბრძანა ჩვენ:

მტერი არ მიზამდა იმას, ავათ მიშველეო (იქვე).

რაც შენ მიყავიო, არ მიშ-

ველეო.

ჩაბალხეთს შევიყარენით, კლეს ბალხეთი. ბალხეთის

თავს მოვხვდით ბალხის კა- მეფე მოუკლავს ვისმე ბალ-

რავსა. დევები (300 დევი) ხამს ყამისძეს. ამირანი მე-

ხმალ ქვეშ მოვატანენით. ფის საშველად მიდის 500-

დავსხედით ღვინის სმაზედა. ის კაცით, მუსრს ავლებს

მტრებს და ათავისუფლებს

ბალხეთს. და მერე „ვსმი-

დით ხოშგურულსა 6 ) ლა-

ლის ფერსა ღვინოსა (გვ.

303).

----------------------------------------- 6) ხოშგურული, მგონი, გურიას მოგვაგონებს, ვინაიდგან

„ხოშ" თითქმის მუდამ რთულად იხმარება: ხოშტარია ხოშ-

ამირანის ცოლს,რომელსაც ამირანის ცოლი იყო, ხვა-

იგი იტაცებს ზღვის გადაღ- რეშანი *), ზღვათა მეფის

მიდგან, ჰქვიან ყამარი. ყა- ასული. ქაჯნი გასწყვიტა

მარის მამა გამოეკიდება ამი- ამირანმა, იგი ქალი გამო-

რანს თავის ლაშქრით-ქაჯე- იყვანა და შეირთო. ყამარ

ბითა და ეშმაკებით. ამირა- ყამრელი ამირანის მეგო-

ნი ამარცხებს მას. ბარია.

ამბრი მოკვდა. დაუდეს ურემ- ამბრი ომარის ძე დიდი

ზედ და შეუბეს 12 უღე- გმირი იყო და მომხრეობ-

ლი ხარ-კამეჩი. ფეხი ამბ- და არაბთა მეფეს. მის საშ-

რისა ძირს ეთრეოდა. მისმა ველად წავიდა ამირანი

დედამ სთხოვა ამირანს ურემ- 10000 მეომრით. ერთიდღის

ზე დაუდე ფეხიო. ამირან- სავალი რომ გაიარეს, მო-

მა ვერც კი დასძრა, რად- უვიდა კაცი და მოახსენა:

გან ფეხი მძიმე იყო (სვა- ამბრი მოკვდაო. დაუმძიმ-

ნურის ვარიანტით ადვი- და ამირანს სიკვდილი ამბ-

ლად ასწია ფეხი და ურემ- რისა (გვ. 88).

ზედ შედვა). დაღონდა ამი-

რანი.

______________________________

კაკალა, ხოშამბარი; ხოშგერმა (იგივე ხოშაგერმა) სოფელია

საბარათიანოში. სიტყვაში ხოშ-გურული ხოშ, შესაძლებე-

ლია, უდრიდეს სვანურს ხოჩა, კარგი, კეთილი.

*) ხვარეშანი ითქმის აგრეთვე ხვარაშან-ად. სვანური ხვა-

რი უდრის ქართულს ვარ. მაშასადამე ქართულს სახელებს ხვა-

რა-მზე, ხვარე-შან დაუცავს ძველანდელი ფორმა ხვარ.

მსგავსებამსგავსებამსგავსებამსგავსება თხროთხროთხროთხრობბბბაააათთთთაააა შშშშეეეესსსსავალავალავალავალისისისისაააა....

შესავალშესავალშესავალშესავალიიიი ლეგენდისლეგენდისლეგენდისლეგენდისაააა შესშესშესშესავაავაავაავალლლლიიიი „„„„ამირანამირანამირანამირან----დარედარედარედარე----

ჯანიჯანიჯანიჯანიანიანიანიანისასასასა“.“.“.“.

ამირანი და ძმანი მისნი სა- მონადირენი გავიდნენ სა-

ნადიროდ წავიდნენ. ნახეს ნადიროთ. ერთი ქურციკი

ხარი-ირემი, უზარმაზარი ნახეს. რქანი ოქროს ფერ-

რქიანი. ირემი გაიქცა. მო- ნი ესხნეს. ჭლიკნი შავნი.

ნადირენი მიჰყვნენ. მოუკვ- შეუტივეს. გაიქცა. მიჰყვ-

ლიეს კვალი, ნახეს დანაჭ- ნენ. ქურციკი კლდოვან ად-

ლიკი ეშმაკისი. უცხო მთაზე გილას ჩაიხვეწა. მოიხედეს

კოშკი ნახეს, ანაგები ბრო- და ნახეს სახლი ერთი

ლის ქვისა. კოშკში ლომი ქკიტკირის. შევიდნენ და

იწვა. მარჯვნივ ედვა ხმალი, ნახეს: იყვნეს დაწერილნი

თითებსა და თითებს შუა ჭაბუკნი. ერთი დიდი ჭა-

წიგნი ჰქონდა ქაღალდისა. ბუკი იყო, ჯაჭვი ტანსა

წაიკითხეს. ეწერა: ეცვა და ხმალი ხელთა ჰქონ-

და და ზედან ესრეთ ეწე-

რა (გვ. 1-3).

უნდა შევნიშნოთ, რომ თვით რუსთველსაც

კარგად სცოდნია ხონელის «ამირან-დარეჯანიანი».

საზოგადოდ, ეს უკვდავი ქმნილება ძრიელ გავრ-

ცელებული ყოფილა მაშინდელ დროს. ამ კითხ-

ვას ნათელს ჰფენს თვით „ქართლის ცხოვრებაც“. მას-

ში სწერია: „თამარ მნათობისათვის თანამდებ-არს გა-

მორჩეულ იქმნას ისეთი ქმარი, ვითარცა ხვარეშა-

ნისათვის ამირანი, ხაზართა მზისათვის მზე-ჭაბუკი 7)

(„ ამირან-დარეჯანიანში დაწვრილებით აღწერილია

დაქორწინება ამირანისა და ხვარეშანისა, მზე-ჭაბუკი-

სა და ხაზართა მზისა). ამას გარდა „ამირან-დარეჯა-

ნიანში“ ხშირად იხმარება მიმართვა: „ცხონდი, მე-

ფეო, უკუნისამდე დიდებით“. იგივე ფრაზა გვხვდე-

ბა ქართლის ცხ. გორგასალ გმირის ისტორიაში (იხ.

გვ. 114). ხონელის გმირები იბრძვიან რკინით („და

განაწონა პოლეტიკნი კინენი "), იგივე შეგვხვდება

ქართლ ცხ., მგონი, მხოლოდ ერთხელ: «განაწონა

კინენი» (გვ. 367). ხონელის გმირს ამბრის ჰყავს

ცხენი ზერდაკი თოხარიკი, რომელიც იყიდა 3000

დრაჰკანად (გვ. 54). დავით სოსლანის ცხენსაც ჰქვი-

ან ზერდაგი, რომელიც ეყიდა საჩინელისაგან და

ფასად მიეცა ციხე და სოფელი (ქართლ. ცხ., გვ.

305). ხონელის გმირების მტრებთან ბრძოლის დროს,

მოპირისპირენი გამოდიან ბანთა და შუკათა 8) ზედა,

ჰსცემენ ბუკ-დაბდაბსა და სხ. (იხ. გვ. 110 და სხ.).

ქართ. ცხოვრებაში: შეიქმნა ცემა ბუკთა და დაბ-

დაბთა... წარმოდგენ ბანთა და შუკათა ზედა (გვ.

299).

ახლა შევადაროთ „ამირან-დარეჯანიანი" და

„ვეფხის-ტყაოსანი“ .

_______________________ 7) ქართ. ცხ., გვ. 284.

8) შუკა სვანურად ჰქვიან ქუჩას. შუკა ქუჩადვე განმარ-

ტებულია ქართულს ლექსიკონებში. იმერეთში, მგონი, შუ-

კას მაგიერ ამბობენ ფშუკა. მშობლიური შუკა დაგვივიწყნია

და მის მაგიერ ვხმარობთ სპარსულს ქუჩე!

დედა აზრის მხრივ ორთავე მოთხრობანი მცი-

რედ გაირჩევიან ურთიერთისაგან, თუ, რასაკვირვე-

ლია, არ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას,

რომ მოსე ხონელს თვისის მოთხრობის საამბობლად

გამოუყვანია სავარსიმიძე, „თვით მხილველი და დამს-

წრე იმ ამბებისა", რომელსაც ასწერს ავტორი (ამ

გვარივე ხასიათისაა „კალმასობა“, საცა იონა ხელა-

შვილის პირით ბატონიშვილები იოანე და ბაგრატი

მოგვითხრობენ საქართველოს ვითარებისა და კულ-

ტურის ისტორიას; ამ გვარადვე ნაამბია „ვისრამია-

ნი" ცა)

ვეფხისვეფხისვეფხისვეფხის ტყაოსანიტყაოსანიტყაოსანიტყაოსანი ამირანამირანამირანამირან----დარეჯანიანიდარეჯანიანიდარეჯანიანიდარეჯანიანი

ნადoრობის დროს როს- ნადირობის დროს აბესა-

ტევან მეფე შეხვდება ჭა- ლომ მეფე შეხვდება სახლს,

ბუკს, ვეფხის ტყავით მო- რომელზედაც სწერია სა-

სილს. მის ამბის შესატ- ხელი ამირანისა. სახლის

ყობად გაგზავნის კაცებს. გარეშემო მინდორი მო-

ჭაბუკი გასწყვეტს ამ კა- ფენილიწა აღწყვეტილ კა-

ცებს და გადიჩქმალება. მე- ცებისა და ცხენების ლეშე-

ფე დანაღვლიანდება. გაგ- ბით. მეფე შეიტყობს, რომ

ზავნის კაცებს მის მოსაძებ- ეს კაც-ცხენები დაუხოცია

ნად. ავთანდილი მიაკვლევს გმირს ამირანს. მოისურ-

ჭაბუკის კვალს. ავთანდი- ვებს მის ამბის შეტყობას.

ლივე შეიტყობს ჭაბუკის ვერ შეიტყობს. დანაღვლი-

საყვარლის ამბავს, მის ანდება. გაგზავნის კაცებს

ტყვეობას. მივლენ ავთან- ამირანის ამბის შესატყო-

დილ, ტარიელ და ფრიდონ, ბად. მიაგნებენ სავარსიმიძეს,

ბამოიხსნიან ქაჯეთს დამწყვ- ამირანის ყმას. სავარსიმიძე

დულს დარეჯანს, მოკლენ უამბობს მეფეს ამირანის

არაბეთს, ავთანდილი შეირ- ისტორიას. ამირანს სწვავს

თავს თინათინს და მერე ხვარეშანის სიყვარული. ხვა-

ტარიელს გააცილებს ინ- რეშანი მაღალს და მაგარს

დოეთს. კოშკშია შემწყვდეული. ამი-

რანი და მისნი სამნი მე-

გობარნი მიდიან ქალის გა-

მოსახსნელად. მუსრს ავ-

ლებენ დევ-გმირებს, ვაჭ-

რებს იხსნიან მეკობრეთა-

გან, გამოჰყავთ ქალი და

მას ირთავს ამირანი.

ასეთია დედა აზრი ორთავე ამა თხუზულებათა.

ახლა შევადაროთ ზოგიერთი კერძოობანიც.

ვეფხისვეფხისვეფხისვეფხის ტყაოსანიტყაოსანიტყაოსანიტყაოსანი ამირანამირანამირანამირან დარეჯანიანიდარეჯანიანიდარეჯანიანიდარეჯანიანი

იყო არაბეთს მეფე როსტე- იყო ინდოეთს მეფე აბესა-

ვან ლომ

...მორჭმული, განგებიანი , მორჭმული, განგებიანი.

(დასაწყისი)

სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ მიიხმო მეფემან დიდებულ-

ოდენ მარტო ასული, სოფ- ნი და დაჯდა. მიუგზავნა

ლისა მნათი მნათობი,მზი- ასულსა თვისსა კაცი, ვითა:

საცა დასთა დასული. მეფემ შვილო, მე დავბერებულვარ

მოიხმნა ვაზირნი, გვერდსა და შენა ხარ მკვიდრი სა-

დაისხნა... მე გარდავსულ- მეფოისა ჩემისა და არა მი-

ვარ, სიბერე მჭირს... ღმე- ვის შენგან კიდე სხვა ძე...

რთმან არ მომცა ყმა შვი- პირ-მზე ასული მისი ვნა-

ლი. ასულო, დღეს შენ ხარ ხეთ და კსთქვით: თუცა

მეფე არაბეთს... . დაუდგეს არა არს ხორციელი, თუმ-

ტახტი ფასდაუდებელი. ცა მზე არსო. ვფიცავ ღმე-

რთსა ცხოველსა, მზე მას

ვერა სჯობდა. შეუმკეს ტახ-

ტი მნათობი 9) ( გვ. 28-33)

ნადირობიდგან... მეფე შე- ნადირობიდგან მეფე შე-

მობრუნდა, დაღრეჯილი წა- მობრუნდა. უფროსსა შე-

ვიდა, აღარცა ჰკრა ასპარეზ- ჭირვებასა მიეცა. აღარცა გა-

სა. ყველა-კაი მოიშალა. ვიდა სანადიროდ და აღარცა

მეფე საწოლს შემოვიდა გადიხადა ნადიმი. შევიდა

სევდიანი. სპასპეტი ავთან- ჯაზაირ, ვეზირთა უხუცესი,

დილ მხოლოდ შეჰყვა... და მოახსენა: გაგზავნეთ კაც-

ქალი მოვიდა და მოახსენა: ნი ქალაქთა სპარსეთისათა,

თუ ყოფილა მოყმე ხორ- ნუ თუ ვინმე ყმა დარჩო-

ციელი, მას ნახვიდა სხვაცა მილიყოს მისი (ამირანისა)

____________________________ 9) ხონელი ერთ ადგილას მოგვითხრობს მნათობთა ქვეყ-

ნის ამბავს. ამ ქვეყნის მეფეს ჰყავს შვიდი ასული მნათობი.

მათ შესართველად მოდიან მეფის ძენი და დიდებულნი. სამს

ასულს ამ მეფისას თხოულობს თავის შვილებისათვის ამირა

მუმლი ბაღდადელი.

ვინმე, გაგზავნე კაცი ყო- და მით ვსცნათო. გაგზავ-

ველგან მისთა ამბავთა მცნო- ნა კაცნი სპარსეთსა და

ბელი. კაცნი წავიდეს. იარეს ყოველსა ქვეყანასა შინა.

მათ ერთი წელიწადი. წარმავალთა დაყვენს ჟამნი

მრავალნი (გვ. 8).

ქედსა გარდადგეს. მოქარავ- ხევსა წავადექით. მას ხევსა

ნენი ზღვისა პირსა დაყ- შიგან დგას ქარავანი ურიცხ-

რით დგეს შეჭირვებულ- ვი. მოგვეგებნენ წინა ყოველ-

ნი. მუნ ქარავანი ურიცხვი ნივე და თაყვანისსცეს პატ-

იდგა ზღვისა კიდესა... რონსა ჩვენსა (ამირანს).

ჰკითსა : „ვაჭარნო , ვინ ჰკითხა „ძმანო, ვინ ხართ?"

ხართ?“ უსამ იყო ქარა- ჩვენ მოქარავნენი ვართ,

ვნისა უხუცესი. მოახსენა ბრძანეთ და გარდმოხედით

ხოტბა. ჰკადრეს: „ჩამო- ჩვენსა ლარსა შინა და მო-

ხე და მოგახსენოთ ამბავი გახსენოთ ამბავნი ჩვენნი.

და საქმე ჩვენი“. გარდახ- შეგვასხმიდიან ქებასა. გაე-

და. ჰკადრეს: «ჩვენ ვარ- ხარნეს სიხარულითა დიდი-

თო მობაღდადენი ვაჭარნი, თა. გარდავხედით კარავსა

ზღვათა მეფისა ქალაქსა უხუცესისა მათისა. მოქა-

გარდმონაჭარნი. აქ ვპოვეთ რავნეთა უხუცესსა აბრამ

ერთი კაცი, რომელმაც გვი- ერქვა. მოიხმო ამირან და-

თხრა, რომ ქარავანი ეგ- რეჯანის ძემან და უბრძანა:

ვიპტით გამოვემართენით, „ვინა ხარ შენ და ანუ ვი-

ზღვასა შევვლეთ, მუნ მე- სი არს ესე ქარავანიო?"

კობრეთა დაგვხოცეს ძე- ზე-ადგა აბრამ და ეგრე მო-

ლის სახნისითა. ეს არის ახსენა „ცხონდი უკუნისამ-

მიზეზი აქ დგომისა», ყმა- დე, ამირან დარეჯანისძე,

მან უთხრა: „მე მივინდობ ვითაც ჩვენი აჯა ეს არის:

სისხლსა თქვენსა". მოქა- ბასრელნი ქარავანნი ვართ

რავნენი აივსნენ სიხარული- (სხვა ადგილას მოხსენე

თა დიდითა. შევიდეს, ჩასხ- ბულია მოქარავნენი ბაღ-

დეს ხომალდსა. მათი ბად- დადელნი, და სხვანი კი-

რაგა 10) ავთანდილ უძღ- დევ ნისრელნი ეგვიპტელ-

ვის. გამოჩნდა ნავი მეკობ- ნი), ინდოეთიდგან ვართ

რე (ბრძოლა, მეკობრეთა შე- მომავალი ურიცხვითა ლა-

მუსრვა, გასხმა ვაჭართა, რითა. აქა იმიტომ ვყოვ-

ვაჭართა უფროსის ცოლი- ნით, რომე წინა მეკობრე-

საგან დარეჯანის ამბის შეტ- ნი გვიმზერიან. ესე არს მი-

ყობა და მისი გზა-კვალის ზეზი აქა დგომისა შიშითა

მიკვლევა). მათითა ( შემდეგ ავტორი

დაწვრილებით მოგვითხ -

რობს მეკობრეებთან ბრძო-

ლას, მათ შემუსვრას, ვაჭ-

რების გასხმას , ვაჭართა

უფროსის ჩვენებითა და

მისის კაცის ეტიკობით ხვა-

რეშანის გზა-კვალის მიკვ-

ლევას) გვ. 131-138)

გამოჩნდა ნავი მეკობრე. ნავითა მოვლენ ლაშქარნი

__________________________________

10) „ამირან-დარეჯანიანში" გმირი ეუბნება მეკობრეთა-

გან დაშინებულ ვაჭრებს: „საბადრაგო მომეცით და თქვენსავე

ქვეყანასა მშვიდობით გაგასხათო“ (გვ. 173).

ჰკიოდეს და მოდიოდეს. შე- ურიცხვნი. გვესროდეს, შე-

უშინდა ქარავანი მათ ლაშ- გვაჭირვებდეს. მაშინ გვი-

ქართა სიდიდესა... ჩაიხრ- ყივლა ბადრი იამანისძემან:

ჩენით თანა კარნი... ვეღარ ჩაიმალენით ნავთა შიგანო.

გარდესწრნეს მეკობრენი. ჩავიმალენით. მოვიდა მე-

გარდუხტა მტერთა მლეწე- კობრეთა თავადი და ყიო-

ლი. ზღვა გაიარა ავთან და: ვითა გარდიხვეწებითო.

დილ. ჰნახეს ქალაქი, მოცუ- ეგრე მოგვეახლა. ახლტა

ლი ესე ბაღისა ტევრითა. ბადრი და მის ნავსა შიგან

მის ქვეყანასა სიტურფე რა გარდახლტა. ჰკრა ხმალი

გაიგონო შენ რითა! (იხ. და მოკლა. სხვანი ლაშ-

დაწვრილებით ვეფხ.-ტყ" . . ქარნი უჩინო იქმნენ. გა-

გვ. 155. ოზურგეთში გა- ვიარეთ იგი ზღვა და მი-

მოც.) ვედით იმიერ ზღვისა კუნ-

ძულსა, ზღვათა მეფის ქვე-

ყანასა. და ვნახეთ ზღვისა

კიდესა ოცი ათასი სოფე-

ლი და ქვეყანა მშვენიერი,

რომელ არა ნახულა მსგავ-

სი კაცისა თვალითა (გვ. 26).

ფატმანი, ვაჭართა უხუცე- ვაჭართა უფროსი ჰკითხავს:

სის ცოლი, შავგრემანი, საით მიდიხარო? – საცო-

უმეგობრდება ავთანდილს. ლისა ჩემისა ჭენთა მეფეს

ჩაჩნაგირი ემუქრება ფატ- ასულისა გამოსახსნელად მი-

მანს: ბოზო დიაცო, ვარ ვალო.– იქ სავალი გზა სა-

შენთა შვილთა შენითა კბი- გრძნეულო არისო. ერთი

ლითა დამაჭმეველად. ფატ- შაოსანი დიაცი არის და მან

მანი აკვლევინებს ჩაჩნაგირს იცის ყველა მის გზისა ამ-

და მერე უამბობს ნესტან ბავიო და იგი გითხრობსო.

დარეჯანის ამბავს. ნესტანი მოქარავნენი შინ წავიდნენ.

შეუპყრიათ ქაჯებს და ცი- გავგზავნეთ შიკრიკი ჭენ-

ხეში დაუპატიმრებიათ. ქა- თა მეფისა ასულისა თანა.

ჯეთის მეფეს ნესტან უკ- სეფე დვალემ შაოსან დი-

ვე დაუწინდავს საცოლედ აცსა გზის ჩვენება სთხო-

როსან ყმისადა. ფატმანი ში- ვა. შაოსანმა მოახსენა: ჯავ-

კრიკის ხელით მიაწვდის წე- რი ამომიყარე რაზიმან დე-

რილს ნესტანს და სთხოვს ვისა, რომელმაც შვილები და-

მანდაური ამბავი შეგვატყო- მიტყვევა. დევმა დიაცს უთხ-

ბინეო, შენ გამოსახსნელად რა: „როსკიპო“! და შემოუ-

მოყმენი მოვიდნენო. ნეს- ტივა სეფე დვალს, რომელმაც

ტანი ატყობინებს. ავთან- დევი მოკლა. დიაცმა უთხრა:

დილ, ტარიელ და ფრიდონ ჭენთა მეფის ასული შთა-

მიდიან ჯარით, ჟლეტავენ კეტილია მაღალს კოშკში და

კოშკის მცველებს გამოჰ- კართა ზედან ხუთასი რჩე-

ყავთ ნესტან-დარეჯანი, და ული არაბი უყენიაო. წა-

არ იზარებენ შორეული გზა ვიდნენ. შავიდნენ ჭენთა მე-

გაიარონ, რათა ზღვათა სამე- ფის ქალაქში, რომლის

ფოში მივიდნენ რომ მადლო- შუაგულს კოშკი იყო და

ბა უთხრან ფატმანს. ფატმანი მასში იჯდა მეფის ასული.

გადაჰკოცნის ნესტანს. ტა- მოიკვლიეს ციხეში შესასვ-

რიელი მადლობას მოახსე- ლელი ბზა. მეფის ასულმა

ნებს, ქაჯთა ციხეს უბო- ზემორე ხსენებულ შიკრიკის

ძებს ზღვათა მეფეს. მეფე პირით შემოუთვალა: ხვად

დაუმადლებს და მიუძღვნის არაბთა მეფის შვილზედ მა-

ლარს, გვირგვინს, ოქროს თხოვებენო. სეფე დვალემ

ტახტს და გააცილებს. აცნობა: მზად იყავი და ამა-

ღამვე გამოგიყვანთო. ღა-

მე მიუხდა მეტოქე სასიძოს,

შემუსრა მისი ლაშქარი. ქა-

ლი გამოიყვანა, და წავიდ-

ნენ. ჭენთა მეფე გამოეკიდა

მათ. იბრძოლეს მრავალი.

ჭენთა მეფემ უთხრა როსაბს

(როსაბ შეადარე რუსთ-

ველის როსანს): თუცა სეფე

დვალს აჯობო, იგი ჰირმ-

ზე ასული ჩემი მოგცე ცო-

ლად შენდაო. შეიბნენ. სე-

ფე დვალემ მოკლა. ჭენთა

მეფე შეურიგდა სეფე დვალს,

იშვილა – ისიძევა. სეფე

დვალი წავიდა ცოლითა

და მეგობრებით და, თუმ-

ცა მოკლე გზა ჰქონდათ,

მაგრამ შორეული არჩიეს,

რათა მადლობა გადაეხადნათ

შაოსან დიაცისათვის. შაო-

სანი დიდის სიხარულით გა-

მოეგება, უძღვნა მრავალი:

მარგალიტი , გვირგვინი ,

ფარღულნი და სხ. სეფე

დვალიმ იგი დედობილად

დაისვა. ხმლით დაჭერილი

ქვეყანა მას და მის შვი-

ლებს მისცა. და წავიდნენ.

ვიკმაროთ შედარება ამ ორთავ უკვდავ თხზულება-

თა. მათი მსგავსება ანუ განსხვავება უფრო ნათლად გამო-

ჩნდება „ამირან-დარეჯანიანის“ დაბეჭდვისა და მისის ყო-

ველ მხრივ შესწავლის შემდეგ. ვინ იცის „აქამდის ამბად

ნათქვამი, აწ დავჯე რუსთველმან და გავლექსე“ იმას მო-

ასწავებდეს, რომ მოსე ხონელის მიერ „ნასიტყვნი

ამბავნი“ (პროზა) შეიქმნენ «აწ მარგალიტი წყობი-

ლი» (პოემა). ხოლო აქვე კიდევ დავურთავ ორიოდ

შედარებას.

რუსთველირუსთველირუსთველირუსთველი შავთელიშავთელიშავთელიშავთელი

ვინმცა ჰქმნა რიცხვი ოქრო- ვინმცა იწყოს რიცხვი, იქ-

სა, მნას

ვერვისგან დანათვალისა, ურიცხვი გოარი მათგან და-

ნათვალისა,

მუნ იდვა რიყე თვალისა რიყე თვალისა, წინ ნათა-

ხელწმინდათ განათალისა; ლისა.

ჩნდისჩნდისჩნდისჩნდის მარგალიტიმარგალიტიმარგალიტიმარგალიტი ოდეოდეოდეოდე---- ჰსჩანსჰსჩანსჰსჩანსჰსჩანს მარგალიტიმარგალიტიმარგალიტიმარგალიტი . . . . . . . . . . . .

ნინინინი ოდენოდენოდენოდენ

ბურთისაბურთისაბურთისაბურთისა საბურთალისასაბურთალისასაბურთალისასაბურთალისა.... ბურთისაბურთისაბურთისაბურთისა საბურთალისასაბურთალისასაბურთალისასაბურთალისა....

ჰპოვეს ერთი ზარადხანა (?) აქვს ზარდახჩანი, ლუსკუ-

აბჯრისათვის ახლად ქმნილი, მებრ მათთვის დასაკრძალი-

მუნ აბჯარი, ყოვლი ფერი, თა. იყვის ჭურჭელთა, სხვათ

ასრე იდვა, ვითა მწნილი. (ტა- უცხო ფერთა, სიმრავლით

რიელის სასახლე. გვ. 200) დება ურიცხვისა (თამარის

სასახლე. გვ. 52 იხ. ჩუ-

ბინაშვილის ქრისტომ.)

««««აააავთვთვთვთაააანნნნდილდილდილდილიიიი»»»» ((((სსსს აააახხხხაააალლლლ.... ლელელელე---- რუსთველირუსთველირუსთველირუსთველი....

გეგეგეგენდნდნდნდაააა).).).).

ავთანდილ გადინადირა ქედი მთით ჩამოვიდა ავთანდილ,

მაღალი ტყიანი... ნახტომსა გავლო წყალი და ტყენია.

მშველსა ისარი ჰკრა... მუხისა ისრითა მოკლა ნადირი.

ძირსა ჩამოხდა, ცეცხლი შამბისა ძირსა გარდახდა,

დაანთო ძლიერი. ცეცხლი დააგზო კვესითა.

სანამსანამსანამსანამ მწვადიმწვადიმწვადიმწვადი შეიწოდაშეიწოდაშეიწოდაშეიწოდა ცხეცხეცხეცხენნნნსასასასა მისცამისცამისცამისცა საძსაძსაძსაძოვარიოვარიოვარიოვარი,,,,

ცხენსაცხენსაცხენსაცხენსა მისცამისცამისცამისცა საძსაძსაძსაძოვარიოვარიოვარიოვარი.... ვინემვინემვინემვინემ მწვადიმწვადიმწვადიმწვადი შეიწოდესშეიწოდესშეიწოდესშეიწოდეს....

ახლა ვნახოთ, არის თუ არა „ამირან-დარეჯა-

ნიანში“ კვალი ქრისტიანობისა. ზევითაც ვსთქვით და

ახლაც ვიმეორებთ, რომ ერთის მეცნიერის აზრით

ამ თხზულებაში არავითარი კვალი არ არის ქრის-

ტიანობისა, და მისივე აზრით „სიტყვა ამინ თხრო-

ბის ბოლოში, ალბად, ჩაკერებულია შემდეგი დრო-

ის გადამწერისაგან".

სიტყვა ამინ „ამირან-დარეჯანიანში“ შეგვხდება

არა მარტო ბოლოში, არამედ შიგაც, რამდენიმეჯერ.

„ამირან-დარეჯანიანი“, ჩვენის აზრით, არის ნამდ-

ვილი საქრისტიანო თხზულება და ამ მხრივ იგი

აჭარბებს თვით მაშინდელ დროის „ვეფხის-ტყაოსანსაც "

და ჩახრუხაძის ,,შესხმასაც". ჩვენი ავტორი ისე ვერ

წარმოსთქვამს ფრაზას ან დიალოგს, რომ შიგ არ ჩა-

იტანოს სიტყვა „ღმერთო".

ა) გამო ღმერთო გცდის, თუ რაძნი ჭაბუკნი

იყვნესო11) (გვ. 237)

ბ) დია ღმერთო, უმალე მოკლაო12) (გვ. 67)

გ) ვფიცავ ღმერთსა ცხოველსა (გვ. 12).

დ) ცხონდი, მეფეო, უკუნისამდე. ადიდნეს

ღმერთმან მოყვარენი თქვენნი და არცხვინოს ორ-

გულნი თქვენნი (ეს ფრაზა წიგნში გამეორებულია

მრავალჯერ).

ე) დაუსრულებელმცა ჰყვნეს უფალმან დიდე-

ბა სუფევისა თქვენისა აწ და უკუნისამდე ამინ (გვ. 39)

ვ) ნუმცა დასრულდების სუფევა მეფობისა თქვე-

ნისა აწ და უკუნისამდე. ამინ (გვ. 297) და სხ.

ზევით დავინახეთ, რომ «ამირან-დარეჯანიანს»

დიდი კავშირი აქვს სახალხო ლეგენდასთან ,,ამირა-

ნი". ხოლო ამ ლეგენდაში ნათქვამია, რომ ამირა-

ნის ნათლია იყო ქრისტეო. ამას გარდა, იმავე ლე-

გენდის მოწმობით, ამირანი ასრე ემუქრება ბაყბაყს:

„ ბაყალყანო, შენ ქრისტიანს არავინ შეგაჭმევს

(„ივერია" 1889 წ. № 240). სვანურის ლეგენდით

ამირანი იმიტომ დაისაჯა, რომ დაარღვია ქრისტეს

_____________________

11) ღმერთო, გამოგცდის, თუ როგორნი ჭაბუკნი იყვნე-

ნო.

12) შეადარე: „დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვე-

ნი" (ვეფ. ტყ. ზვ. 63)

სახელით დიდებული ფიცი („ივერია", 1887, № 212).

სახელითა ქრისტესითა ამირანი დაეძმობილა ანდ-

რერობს (იქვე). მიმსჭვალული ამირანი დაინახა მწყემს-

მა. შეეშინდა. ამირანმა უთხრა: ნუ გეშინიან, მე

ქრისტიანი ვარო („ივერია“ 1887, № 145)

ამგვარად ჩვენ ვხედავთ, რომ მოსე ხონელის

გმირებიცა და სახალხო ლეგენდისაც ერთნაირად

ფიცულობენ სახელითა ქრისტესითა, და სახელითა

ღვთისა ცხოველისა, რომელმაც მხოლოდ, როგორც

ვიცით, მისცა ქვეყნიერებას სასოება დაუსრულებელის

სუფევისა, სუფევისა აწ და უკუნისამდე.

რომ „ამირან-დარეჯანიანში" გამოხატულია საქ-

რისტიანო საქართველოს ბრძოლა სარკინოზებ-სპარ-

სებთან და შემდეგ თურქებთან, ეს მტკიცდება მით,

რომ მოსე ხონელს დაუსახელებია ისტორიულნი პირ-

ნი, ვითარცა ამირა მუმლი ბაღდადელი, აბულკასიმ

აბულკასიმისძე, აბუბაქარი და სხ.

ვახუშტი სწერს: „გამოჩინებულიყო სარკინოზ-

თა მოძღვარი მაჰმად და დაეპყრა ყოველი არაბეთი

და იამანეთი (ხონელი იხსენიებს იამანებს და იამან-

თა გმირებს. სახალხო ლეგენდით ბადრი და უსიბ

იყვნენ იამან*) მეფის ძენი. ამავე მეფემ იშვილა ამი-

_____________________________

*) იამანისაგან წარმომდგარა ქართული გვარი იამანიძე.

წარჩინებულ აკაკის წერილში „მცირე რამ“ ვკითხულობთ:

„იამანიძეები დღეს ერისთავები აღარ არიანო“ („კვალი", № 22,

1895 წ.). ვახუშტის თქმით საქართველოში იპოება იამანის

ქვა (იხ. „ქართლი“, გვ. 78).

რან დარეჯანისძე). ხალიფა აბუბექირ (ხონელის

აბუბაქარ?) შევიდა ბაღდადს და დაატოვებინა სპარს-

თა ცეცხლის მსახურება. შემდგომად მოვიდა მურვან-

ყრუ აბულკასიმ (731 წელს) და დაიპყრა კავკასია.

შემდეგ მოვიდა აბულკასიმ აბულსაჭის ძე (მე X სა-

უკ. დასაწყისს).

წმ. აბოს ცხოვრებაში სწერია, რომ ქართლის

ერისთავი ნერსე ადარნასეს ძე ამირა მუმლის ბაღ-

დადელის ბრძანებით შეიპყრეს სარკინოზებმა და წა-

იყვანეს ბაღდადსო. იგი იქიდგან რომ დაბრუნდა,

თან წამოიყვანა ჭაბუკი სარკინოზი აბო (იგივე აბ-

რამ.) ეს აბო მოინათლა. იგი აწამეს სარკინოზებმა

786 წელს).

წმ. ნეოფიტეს ცხოვრებაში სწერია, რომ სარ-

კინოზმა აჰმად, ნათესავმა ამირა მუმლისამ, რომელ-

საც ეპყრა არაბეთი, სირი (?) და მიდია, წარმოგზავ-

ნა ლაშქარი საქართველოს. ამ ლაშქრის მოთავენი

იყვნენ ომარ და ბურულ. ომარი რომ მივიდა შიო

მღვიმის ასაკლებად და ნახა ამ დიდებულ მონასტ-

რის მამების ცხოვრება, განცვიფრდა ფრიად, მოი-

ნათლა და ეწოდა ნეფოიტე 13). შემდეგში იგი ღირს

იქმნა საეპისკოპო ხარისხისა და მიეცა ურბნისის კა-

თედრა.. იგი აწამეს სარკინოზებმა და მოჰკლეს.

ამნაირადვე სარკინოზთა მახვილმა გაჰგმირა არ-

ჩილ მეფე ( † 718 წ.), გობრონი (მე X საუკ. დასაწ-

ყისს), გმირნი დავით და კოსტანტინე და სხ.

____________________ 13) ნეოფიტე ბერძნული სიტყვაა და ითარგმნება ახალნერგად.

ქართლურ ლეგენდით „ამირანის“ მამას ერქვა

სულკალმახი, მოსე ხონელი კი არ იხსენიებს ამი-

რანის მამის სახელს და მას სთვლის მხოლოდ დარე-.

ჯანის ძედ. სვანურის ლეგენდით ამირანის დედის

დალის ქმარი იყო დარჩელიანი(«სამზრუნველოს» კრე-

ბული № X, გვ. 6). ცხადია, რომ აქ არეულია რა-,

ღაც ისტორიული ამბავი და, შესაძლებელია, ამ ამ-

ბავს რაოდენათმე ნათელს ჰფენდეს შემდეგი ცნობა

შესახებ დარჩილისა და კალმახისა.

წმ. არჩილ მეფის დროს, როდესაც სარკინოზ-

ნი მოსვენებას აღარ აძლევდნენ ქვეყანას, კლარჯე-

თის დიდკაცობის ერთი ნახევარი გამაგრდა ტაოში

და შეუალს კლდეში ააშენა სახელგანთქმული ციხე

„კალმახი". შემდეგში აქ მოღვაწეობდა დიდებული

მეფე საქართველოისა დავით კურატპალატი, რომ-

ლის შვილობილმა ბაგრატ შემუსრა მტერნი, შეაერ-

თა საქართველო და დაიპყრა მთელი კავკასია. ამავე

კალმახში მოღვაწეობდა გმირი სულა კალმახელი

(შეადარე ლეგენდის სულკალმახს).

მურვან ყრუს ანუ აბულკასიმის შემოსევის დროს

ანაკოფიაში გამაგრდნენ ძმანი არჩილ და დარჩილ.

ესენი სასტიკად შეებნენ მტერს. არჩილი მოკლულ

იქმნა, ხოლო დარჩილი გამაგრდა იმავე ციხეში (მა-

მათ ცხ., გვ. 328). ყველა ამ გმირების ამბავი ჩვენს

მატიანეს თითო-ოროლა სიტყვით აღუნიშნავს, ეჭვი

არ არის, რომ ძველ დროს გმირების თავგადასავალს

ერის თქმულობა შეამკობდა ბრწყინვალე შარავან-

დედით. ხოლო ამ თქმულობას, რადგან არ იყო

დაწერილი, შემდეგი თაობა აურევდა და აი ამ არევ-

დარევისაგან, როგორც საფიქრებელია, წარმოსდგა

ის, რომ ამირანის სახელს მიეწება ღვაწლი სხვა და

სხვა გმირთა, სხვა და სხვა მამულისშვილთა, ზოგი

ამათგანი ხალხმა დასახა ამირანის მამად, ვითარცა

სულა კალმახელი ანუ გმირნი კალმახისანი, ზოგი

ძმად, ვითარცა ბადრი და უსიპი, ზოგი მამობილად,

ვითარცა მეფე იამანთა (ალბად მოკავშირე ქართველ-

თა) და სხ.

ვიმეორებ, „ამირან-დარეჯანიანში“, ჩვენის აზრით,

ძველის ლეგენდის ამირან-პრომეთეოსის კალაპოტ-

ზე უნდა იყოს გამოჭრილი საქრისტიანო ხანა სა-

ქართველოს ისტორიისა. აქვე მოვიყვან ზოგიერთ

შედარებითს მაგალითებს ამ აზრის საფუძვლად.

ა) ამირანს ნათლიად გაუხდა ქრისტე (ლეგენ-

დით).

ა) მირიან მეფე (საქართველო) გაქრისტიანდა

და ნათელ იღო ქრისტეს მიერ.

ბ) ქვითკირის სახლის (საყდრის?) ზღუდის კარ-

თა ეწერნეს ამირან დარეჯანისძე ცხენსა ზედან მჯდო-

მარე. ნიშანი მისი მრავალ არს ქვეყანასა ამას შინა

(„ამირან-დარეჯანიანი“)

ბ) ნინომ ურჩია მირიან მეფეს და ანდერძად და-

უტოვა ქართველებს აეგოთ ტაძარნი წმ. გიორგის

სახელობაზედ. ეს გიორგი იყო ნინოს ნათესავი და

განთქმული მხედარი და გმირი. ქართველებმა მის სა-

ხელობაზე ააგეს 365 ტაძარი და ამ საყდრებზედ გა-

მოსახეს წმ. გიორგი ცხენსა ზედან მჯდომარე.

გ) „შევედით მეფის წალკოტსა შიგან. ხენი ვნა-

ხეთ. ერთი ხე შვენიერი, გარეშემოზღუდვილი, და

ამას იტყოდეს, ვითა ზეთი გამოვალს მათ ხეთაგან

ასეთი, რომელ სნეულსა შეასვან, გამთელდების, თუმ-

ცა ბრმათა თვალთა უწვეთონ, აღეხილების, და ყო-

ველსა სენსა ჰკურნებსო. და არა ითქმის სიკეთე მის

წალკოტისა კაცისა ენისაგან“ (ეს წალკოტი იყო

მეფის სატახტო ქალაქში) („ამირ-დარეჯ.“ გვ. 165).

გ) ამას შეადარეთ აღწერილობა მირიანის წალ-

კოტისა მცხეთას და ხე იგი, რომელი იდგა წალ-

კოტსა ამას შიგან, რომელსაც გამოსდიოდა სამკურნა-

ლო მირონი და რომლისაგან შეჰქმნეს ცხოველს

მყოფელნი ჯვარნი.

თვით სიტყვა „ამირანი“, ჩვენის ფიქრით, უნ-

და აღნიშნავდეს ზოგადს სახელს ყოველის გმირისას

და ეს სახელი უნდა იყოს გავრცელებული მხოლოდ

ქრისტიანობის დროიდგან. თუმცა სახელები ჩვენის

მეფეებისა მირვანისა, რომელსაც აგრეთვე ერქვა მიჰ-

რანი, მირისა და თვით სიტყვა გმირი რაოდენათმე

ემსგავსებიან სიტყვას „ამირანი“, მაგრამ ჩვენ მაინც

გვგონია, რომ ეს „ამირანი“ უნდა იყოს მრავლო-

ბითი რიცხვი სიტყვიდგან ამირა (ამირა, მფლობელი,

ამირანი, მფლობელნი).

მოსალოდნელია, რომ ქრისტიანობის მიღებამ-

დე ქართული სახელი „ამირანისა“ იყო სხვა, მაგალ.

ბრუთი (ბრუთ-საბძელი14) ანუ იმავე „პრომეთეო-

______________________ 14) ბრუთ საბძელი მთაა ქართლში. მისი საღმრთო მნიშვ-

სის მიმსგავსებული წოდება. მოსალოდნელია ისიც,

რომ წარმართულ დროინდელ პრომეთეოსისა და

საქრისტიანო დროის ამირანის მიმსჭვალას კავკა-

სიონზე ჰქონდეს უახლოესი კავშირი და ორთავე ამ

ლეგენდებით იგავ-ალეგორიულად გამოთქმულ-იყოს

სვე-ბედი ქართველის ერისა. ჩვენ ვიცით, რომ უუძ-

ველესს დროს ქართველი ერი მოსახლეობდა კასპი-

ისა და შავი ზღვის შორის და, როგორც ამტკიცებენ,

ეჭირა ფართო და ვრცელი მინდვრები მცირე აზიასა

და არარატ-ვანის ხეობაში. ეს ვრცელი სამფლობელო

ჩვენის ერისა, დროთა-ვითარების გამო, თან და თან შეიზ-

ღუდა, შეიკვეცა და აუარებელ მტრებმა ქართველ-

ნი ნელ - ნელა შერეკეს კავკასიონის მთა - ღე -

ლეებში და შემოზღუდეს თრიალეთ-არტან-ტაოს

მთებით. სხვანაირად რომ ვსთქვათ, ქართველი ერი

მტრებმა მიაბეს და მიაკრეს კავკასიონს, მისჭვალეს

მასზედ. ცეცხლის მოტაცება ღმერთებისაგან და მის-

_______________________

ნელობა დღესაც საიდუმლოებით მოცულია. იქვე არის როკა. იმე-

რეთში, ხანის წყალზე, არის როკითი, და იქვე მთის მწვერვალზე

მიმსჭვალულ გმირს უწოდებენ როკაპს. ქართლში ხმელ-ხმელსა და

მაღალ-მაღალ დედაკაცს როკაპობით იხსენიებენ. ამ როკასა და რო-

კაპს შეადარე წარმართულ დროინდელ მეფეთა სახელები: როკ I

(იგივე ადერკი), დე-როკ, როკ II. სიტყვაში როკაპი „პი“,

ალბად, იმავე მნიშვნელობით იხმარება, რა მნიშვნელობითაც

სახელში ამზას-პი (მზის-პირი? მზე = მეგრ. ბჟა = სვან. მიჟ =

ლაზურ. მჟორა, და ამიტომაც, ალბად, ხან იწერება ამაზასპი,

ხან ამზასპი, ხოლო სხვა მეფე იხსენიება ამაზაერად (მზიერი?)

გამო პრომეთეოსის დასჯა, ალბად, იმას მოასწავებს,

რომ ამ პრომეთეოს-ამირანმა უწინარეს ყოველთა

ისწავლა მჭედლობა, ოქრო-ვერცხლ-სძილენძ-ფო -

ლადის შემუშავება და შემდეგში ხომ იგივე ცეცხლი ―

არმაზი (არი-მზე?) გააღმერთა. და, მართლაც, ისტორიაც

გადმოგვცემს, რომ უუძველესმა ხალხებმა-ფინიკე-

ლებმა, ეგვიპტელებმა და ბერძნებმა პირველად აქ,

ამ ამირანის სამშობლოში, გაიცნეს მჭედლობა, ლი-

თონის დნობა. აკი ამიტომაც შურით აღივსნენ მრა-

ვალნი ერნი და აღბორგებულნი წამოვიდნენ, რომ

წარიტაცონ აქაური ოქროს-მატყლოსანი ვერძი, გა-

ზიდონ აქაური ლითონი და სიმდიდრენი. აი ამ

მტერთა მოსევისაგამო ქართველი ერი შეიჭყლიმებო-

და კავკასიონში.

ამნაირადვე ქრისტიანმა ამირანმაც აგრეთვე მოს-

ტაცა ცეცხლი არმაზ ღმერთს და ცეცხლის მაგიერ

სარწმუნოების სიმბოლოდ დაისახა ჯვარი და იგი

ჯვარი მიმსჭვალა კავკასიონზე. სახალხო ლეგენდით

ამირანი ქრისტემ მიაკრა თავის ძელზედ15) ანუ ჯოხ-

___________________________

15) ვინ იცის, თვით სიტყვას ბრუთ-საბძელს ჰქონ-

დეს რაიმე კავშირი სიტყვასთან ძელი და ბრუთ-საბძელო, ბრუ-

თის სამსჭვალო და საბმელო შემდეგ გადაქმნილიყოს ბრუთ-

საბძელად. და შეიძლება ისიც, რომ სტრაბონის-მიერ მოხსენე-

ბული ქართველების დიდი სალოცავი „ფრიქსაბა", მდებარე

ივერიისა და კოლხიდის მიჯნის მთაზედ, ვერძის-შუბლს" კი არ

აღნიშნავდეს, როგორც სტრაბონი ამბობს, არამედ „ბრუთ-სა-

ბამს“ („ფრიქსაბა" იხ. განის წიგნში).

ზედ, ეს ძელი დაარჭო მიწაში და მას უბრძანა გა-

ედგა ისეთი ფესვები, რომ მთელს ქვეყანას სარტყე-

ლივით ირგვლივ მოსდებოდა, ხოლო ძელის წვერი

ცამდის აწვდილიყო (ივერია, 1889 წ. № 245). ეს

ჯოხი, რასაკვირველია, არის ქრისტეს ჯვარი, რო-

მელსაც ქართველები ეძახიან „ძელი-ცხოველს“ და

რომელმაც, მართლაც, გაიდგა უშველებელნი ფესვ-

ნი და ეს ფესვი მოედვნენ მთელს ქვეყნიერობას,

ე. ი. მთელი მსოფლიო შეიქმნა ძელის მადიდებე-

ლად. მიემსჭვალა-რა ქრისტიანი ამირანი (საქართ-

ველო) ქრისტეს ჯვარზედ, ცხოველ-მყოფელ ძელ-

ზედ, იგი აღარ გადრკა და თავი დასდო ამ ჯვრის

დასაცველად. მის შემდეგ მოდიან არწივნი ამირა-

ნის გულ-ღვიძლის საფათრავად, მოდიან არაბნი,

სპარსნი და თურქნი მის შესამუსრავად, მაგრამ ამაოა

მათი ცდა: ამირანს ფეხს ვერ აცვლევინებენ კავკა-

სიონიდამ, ვერ აშორებენ ხსენბულს ძელს16) და

არა თუ ვერ აშორებენ, პირიქით ძელზედ მიმსჭვა-

ლული და აუარებელ მტერთაგან შევიწროებული ამი-

რანი იმედს არ ჰკარგავს, რომ ბოლოს მას ისევ

«მიეცემა შეძლება ძველანდებულად შეესიოს მტრებს

და შემუსროს იგინი» (იხ. იგივე №-რი).

მართლაცა და, როგორც მოსე ხონელის გმი-

_____________________________

16) მურვან-ყრუს მოახსენეს: შენნი ლაშქარნი მოსრნეს

შიშის მსახურთა ქართველთაო (ქართ. ცხ., გვ. I73.). შე-

შად ძელი იგულისხმება, ქართველების სალოცავი ძელი-ცხო-

ველი (ჯვარი).

რებისა, ისრე სახალხო ლეგენდის «ამირანის» საას-

პარეზო არის კავკასია. ამირანი და მისნი მეგობარ-

ნი მოქმედობენ მეზობლად მდებარე სახელმწიფოებ-

ში: არაბეთს (საქართველო?), დიდოეთს, ხაზარეთს,

ქაჯეთს, ზღვათა სამეფოს, ჭენთა სამეფოს და იამა-

ნეთს. სახალხო ლეგენდით ამირანი თანამედროვეა

ძმათა მხარგრძელთა.

ცხრათაცხრათაცხრათაცხრათა ფრფრფრფრიიიინნნნვევევეველთალთალთალთა მხარგრძელთამხარგრძელთამხარგრძელთამხარგრძელთა

ალგეთისალგეთისალგეთისალგეთის ჭალაჭალაჭალაჭალა გაექნაგაექნაგაექნაგაექნა........

უძმოსაუძმოსაუძმოსაუძმოსა, , , , უმამისძმოსაუმამისძმოსაუმამისძმოსაუმამისძმოსა

ამირანსამირანსამირანსამირანს თათათათავვვვიიიი მოეკლამოეკლამოეკლამოეკლა ((((„„„„იიიივვვვერიაერიაერიაერია", ", ", ", 1889 1889 1889 1889 წწწწ.... №№№№ 224)224)224)224)

ქაჯეთსქაჯეთსქაჯეთსქაჯეთს იხსენიებს რუსთველიც. ქართლის ცხოვ-

რების ქაჯეთის-ციხე არის სამცხეში. თავდაპირველად

მას ერქვა ჰური, შემდეგ საქართველოს გაერთიანე-

ბამდე იწოდებოდა ქაჯთაქაჯთაქაჯთაქაჯთა ციხედციხედციხედციხედ და მერე წუნად

(იგავ წუნდა), რომელიც ძველადგანვე იყო ცალკე

საერისთაო. ამ საერისთაოს მკვიდრთ ერქვათ ქაჯნი.

თვით რუსთველიც გვეუბნება ქაჯების შესახებ:

არარარარ ქაჯნიაქაჯნიაქაჯნიაქაჯნია, , , , კაცნიაოკაცნიაოკაცნიაოკაცნიაო, , , , მინდობიანმინდობიანმინდობიანმინდობიან კლდესაკლდესაკლდესაკლდესა სასასასალლლლსასასასა....

ქაჯნიქაჯნიქაჯნიქაჯნი სახელადსახელადსახელადსახელად მითმითმითმით ჰქვიანჰქვიანჰქვიანჰქვიან, , , , არიანარიანარიანარიან ერთადერთადერთადერთად კრებკრებკრებკრებუუუულნილნილნილნი,,,,

ყოველთაყოველთაყოველთაყოველთა კაცთაკაცთაკაცთაკაცთა მავნებნიმავნებნიმავნებნიმავნებნი, , , , იგიიგიიგიიგი ვერვერვერვერ ვვვვისგანისგანისგანისგან ვნებულნივნებულნივნებულნივნებულნი....17171717))))

ხაზარეთიხაზარეთიხაზარეთიხაზარეთი.... ოსურად „ხაზარ" აღნიშნავს სახლს.

_______________________ 17) ძალიან შესაძლებელია რომ კლარჯი შემოკლებულ

იყვეს ქაჯად და კლარჯეთი ქაჯეთად. შესაძლებელია ისიც,

რიმ პომპონი მელას (15-60 წ. ქრ. შ.) თქმა „კასპიის ტბის

ზედეთ სცხოვრობენ ქაჯნი (каджіи), ჰირკანნი და იბერნი"

(Ганъ, გვ. 97) გვიჩვენებდეს იმავე ჩვენს ქაჯებს.

მაშასადამე ხაზახაზახაზახაზარეთირეთირეთირეთი არის ქვეყანა ბინადარ ხალხი-

სა*). მოსე ხონელი ხშირად იხსენიებს ბაღათარს, ხა-

ზარანს და სხ., რომელნიც ებრძვიან ამირანს,

მაგრამ ეს უკანსკნელი იმარჯვებს და იპყრობს

მათს ციხე-კოშკებს. ბაყათარ გმირი, ოსთა მეფე,

ქართლის ცხოვრებით, ებრძვის ვახტანგ გორგასალს.

ბაღათარივე გვხვდება პოემაში „ალღუზიანი“ **. ამ

ალღუზიანში მოთხრობილია ფრიად საყურადღებო

ამბები შესახებ ჩრდილოეთ კავკასიის სამეფოისა. ამ

სამეფოის დამაარსებელი ყოფილა ალღუზონი, შთა-

მომავალი ბაგრატოვანებისა („იესოვან-დავითიან გვარ-

თაგან სოლომონ ბრძნულნი", „ალღუზიანი", გვ. 5).

„ალღუზონ იყო პირმშო შვილი მეფისა. იგი მამას

შემოსწყრა, გადმოიარა დიდ მთანი“ (გვ. 6). მამამ

მემკვიდრეობა ტახტისა დაუმტკიცა უმცროს შვილს

(გვ. 6). ალღუზონმა დაიპყრა ჩერქეზეთი, ჩაჩანი და

კალმუხი (კალმიკნი?). ეს კალმუხნი იწოდებოდნენ

აგრეთვე ნონებად (ალბად ჰონნი ანუ გუნნი და ალან-

ნი). ამ ლაშქრობაში მას შველოდნენ პონ, ბიბორ,

ულდან, საყურ. ალღუზმა ***) მოჰკლა ნონთა მეფე ამა-

ხუნი, ჩაჩანთ მეფე კაირან (იგივე კაინა ანუ კაირ-

_______________________

*) ხაზარეთში რომ ოსები ყოფილან, ამას ატკიცებს

გუორტიც (იხ. „ივერია", 1877 წ. № 13).

**) ალღუზიანი, გამოც. ნ. გამრეკელისა. ტფილისი

1885 წელს.

***) ცნობილი ოსთა გვარი იაღლუზიძე, ალბად, შთა-

მომავალია ამ ალღუზისა.

ხან). კაირხანის გვამი მიუტანეს მის ცოლს, ჩაჩანთ

დედოფალს მარი ხათუნს*). მოგროვდნენ ჩაჩანნი

და ასრე დაიტირეს თვისი მეფე: „აღდეგი, ძილი გე-

ყოფა, როდის ხარ ჩვეული მისა... დაგვიბნელდა

დღე მნათობი... გმირ მეფეს რისთვის შეებიო“ და

სხ. (გვ. 23). იმავე ალღუზონს ეწვევა ასლან გამ-

რეკელი. ამ გამრეკელის დაწყობილობით მოკლულ

იქმნა ალღუზონი, რომელსაც მემკვიდრედ დაშთა

14 წლის ვაჟი ჭარხილანი. ალღუზონის საფლავის

ძეგლზედ დააწერეს:

„თუ მიკითხამ, მოგახსენებთ: მეფე ვარ ამოსა-

რის **), მპყრობელი დიდთა ქყეყანათ, ძირი დავით მე-

ფის გვარის, მპყრობელი მილანქრის, ბატონი დიდი

ოვსთ, ჩერქესთ, ჩეჩენ, ქისტეთ, ნონთა კარის, პატ-

რონი მთისა და ბარის, იალბუზის, კავკასის და მხა-

რეთა მისთა გარის, მართლ-მორწმუნე ქრისტიანი,

მხარ-გრძელი და მკლავ-მაგარი მეფე“ (გვ. 55). იგი-

ვე, ცოტა განსხვავებით, გალექსილია ამნაირად:

__________________________

*) არმაზის ტაძრის ეკვეტერის ქვაზედ სწერია: „მე, უნ-

დოი დედაკაცი, ხათუნ, ყოფილი მარიამ, დედაჲ საბალთისი

ძმისწული სულდაისი, რომელი ღირს ვიქმენ, წმიდისა ღუთივ

წარმართებულისა კათოლიკე ეკკლესიისა, სულისა შევედრე-

ბად“... ვინ იცის, აქ საბალთის (ვსეველოდის) დედა კი არ იგუ-

ლისხმება, როგორც ჩვენ ვფიქრობდით (იხ. „Кавказъ", 1892

წ. № 122), არამედ ეს მარი ხათუნი, მეუღლე კაირან მეფისა.

** ) ოსების ამოსარი, ალბად, უდრის ქართველების აფ-

სარს, ვინაიდგან ვიდრე დიმიტრი გაბატონდებოდა ოსეთს. იგი

ჩკჩკჩკჩკეეეენნნნ ვიყავიყავიყავიყავითვითვითვით ცხრანიცხრანიცხრანიცხრანი ძმანიძმანიძმანიძმანი ჩჩჩჩაააარჯონიძრჯონიძრჯონიძრჯონიძეეეე----ჭჭჭჭაააარრრრხხხხილილილილაააანინინინი::::

ოსოსოსოს ბბბბააააღღღღაააათთთთაააარრრრ, , , , დდდდავავავავითითითით----სოსოსოსოსლსლსლსლაააანნნნ ოთსოთსოთსოთს სამეფოთსამეფოთსამეფოთსამეფოთ მებრძოლანიმებრძოლანიმებრძოლანიმებრძოლანი;;;;

ფიდაროსფიდაროსფიდაროსფიდაროს,,,, ჯჯჯჯაააადდდდააააროსროსროსროს ****), ), ), ), სსსსაყუაყუაყუაყურრრრ დდდდაააა გიორგიგიორგიგიორგიგიორგი მტერთამტერთამტერთამტერთა

რისხვითრისხვითრისხვითრისხვით შემხედვარნიშემხედვარნიშემხედვარნიშემხედვარნი;;;;

ჩვენნიჩვენნიჩვენნიჩვენნი ძმანიძმანიძმანიძმანი,,,, სამნისამნისამნისამნი ბერნბერნბერნბერნიიიი:::: ისისისისააააკკკკ, , , , რომრომრომრომანოანოანოანოზზზზ დდდდაააა ბასილბასილბასილბასილ

იქმნენიქმნენიქმნენიქმნენ ქრისტესქრისტესქრისტესქრისტეს კკკკაააარრრრგგგგნინინინი ყმაყმაყმაყმანინინინი....

ჩვენჩვენჩვენჩვენ ბგიჭირბგიჭირბგიჭირბგიჭირავავავავსსსს მიმმიმმიმმიმაააავვვვაააალთლთლთლთაააა----მომმომმომმომაააავალთავალთავალთავალთა ოთხისოთხისოთხისოთხის კუთხისკუთხისკუთხისკუთხის ვიწვიწვიწვიწ----

რორორორო გზანიგზანიგზანიგზანი;;;;

კასაკასაკასაკასარზედრზედრზედრზედ სიმაგრესიმაგრესიმაგრესიმაგრე მმმმააააქკსქკსქკსქკს დდდდაააა სსსსაბაჟოაბაჟოაბაჟოაბაჟო, , , , ააააქქქქ მიჭირავსმიჭირავსმიჭირავსმიჭირავს კიდისკიდისკიდისკიდის კაკაკაკარირირირი;;;;

სსსსააააიქიოსიქიოსიქიოსიქიოს მოიმედემოიმედემოიმედემოიმედე,,,, სასასასაააააჭჭჭჭააააოსოსოსოს კარკარკარკარგგგგაააა მდგმდგმდგმდგაააარირირირი;;;;

ოქროოქროოქროოქროსსსსაააა დდდდაააა ვვვვერცხლისერცხლისერცხლისერცხლის მიწმიწმიწმიწაააა ამამამამდონიდონიდონიდონი მაქმაქმაქმაქვვვვსსსს, , , , ვვვვითითითითაააა წწწწყალიყალიყალიყალი....

კავკაკავკაკავკაკავკასსსსიიიიონიონიონიონი დდდდავავავავიპყიპყიპყიპყაააარრრრ, , , , ოთხსოთხსოთხსოთხს სამეფოსსამეფოსსამეფოსსამეფოს გგგგააააუმკლუმკლუმკლუმკლავავავავდიდიდიდი;;;;

ქქქქართვართვართვართველსელსელსელს ბბბბაააატონტონტონტონსსსს დადადადა მოვსტმოვსტმოვსტმოვსტააააცეცეცეცე, , , , აააარრრრ დავაგდედავაგდედავაგდედავაგდე ჩჩჩჩემიემიემიემი გვგვგვგვაააარირირირი....

მმმმამწამწამწამწვდვდვდვდაააა, , , , ფიცითფიცითფიცითფიცით მიღმიღმიღმიღაააალლლლაააატტტტაააა, , , , მმმმაააანნნნ დაიდდაიდდაიდდაიდვავავავა ჩემიჩემიჩემიჩემი ბრბრბრბრალალალალიიიი::::

ბბბბააააღღღღაააათთთთაააარრრრ წწწწყაყაყაყალსლსლსლსაააა მიეცმიეცმიეცმიეცაააა, , , , აღაღაღაღიიიიხხხხოოოოცაცაცაცა ოსთოსთოსთოსთაააა ჯარიჯარიჯარიჯარი.**.**.**.**))))

ვვვვინცინცინცინცაააა ეეეესსსს ლექსალექსალექსალექსა იხილოთიხილოთიხილოთიხილოთ, , , , მციმციმციმცირერერერეთთთთ ბრძანეთბრძანეთბრძანეთბრძანეთ შენდობანიშენდობანიშენდობანიშენდობანი....

___________________________

მთავრობდა აფხაზეთში. ამოსარისა და აფსარის ერთ და იგივეობა

მით უფრო მოსალოდნელია, რომ „ალღუზიანის“ თქმით ასლან

გამრეკელი ყოფილა ამოსართა ქვეყნიდამ. შემდეგ იგი შე-

უსმენიათ და მეფეს განუზრახავს მისი მოკვლა, ხოლო გამრე-

კელი გაქცეულა, გაუვლია „კარნი მთისანი" და მისულა ალ-

ღუზონის სამეფოში. ამოსარს მყოფობის დროს გამრეკელი ყო-

ფილა მთავარი ქალაქის გორანდისა. ეს გორანდა, შეიძლება,

ყოფილიყო აწინდელი გურიანთა (ოზურგეთის მაზრაში).

*) ოსთა მეფეების ბაგრატოვანების გენეალოგიაში მოხ-

სენებულნია: გიორგი I (საქართველოს მეფე), დიმიტრი (ოსე-

თის მეფე), დავით, ათონ, ჯადარონ, დავით სოსლან (თამარ

მეფის ქმარი).

**) იხ. ვახუშტის ისტორია, ხელნაწერი თ. ვასილ მა-

ყაშვილისა (იყალთოს).

„ალღუზიანის" ავტორის შესახებ იმის მეტი ცნო-

ბა არა გვაქვს, რაც სწერია ამავე პოემის მე-4 გვერდ-

ზე: „ეს სწერა პირმშო მის (ბაღათარის) ძემან, სოს-

ლან აცდუნა სხვა მთქმელნი". საზოგადოდ ალღუ-

ზიანის ავტორიცა და მოსე ხონელიც მშვენიერად

იცნობენ მთას, მთის ქვეყნებს და მათს მოთხრობა-

ში საერთოც მცირე არ არის; თუნდა ავიღოთ მაგალ.

ის გარემოება, რომ ზემორე მოღებულ ლექსშიაცა

და „ალღუზიანშიაც“, ვითარცა მოსე ხონელის „ამი-

რან-დარეჯანიანში“, წარმოდგენილია მრავალ საუკუ-

ნოვანი ისტორია ოსეთისა ვახტანგ გორგასალს

აქეთ, იმ ვახტანგსა , რომელსაც ოს-ბაყათარმა

მოსტაცა და. საკვირველი ის არის, რომ „ალ-

ღუზიანშიაც“ ისევ ქაჯნი გვხვდებიან: „გვამნი იყვ-

ნენ ქაჯეულნი, სულითა ეშმაკისანნი, საგვემლად

არ-რა მიუდგათ, კერპნი იყვნენ ომისანნი“... (გვ. 13).

ჭენთა სამეფოდ ავტორი, ალბად, იგულისხმებს

ორბელიანთა სამთავროს. ეს ორბელიანნი ანუ ჭენ-

ნი მოვიდნენ საქართველოში სწორედ იმ დროს, რა

დროიდგანაც ხონელი უმთავრესად იწყობს თვის

მოთხრობას, ე. ი. 768 წელს ქრ. შემდეგ 18). რად-

განაც ეს ორბელიანნი „ინდოელნი“ იყვნენ, ამიტო-

მაც, ჩვენის აზრით, ავტორი და თვით რუსთველიც

ზოგიერთ ქართველ გმირებს უწოდებენ ინდოელებად.

მაგალ. ხონელის ინდო ჭაბუკი და რუსთველის ტა-

რიელი, არიან ქართველნი. თვით რუსთველიც ტა-

რიელს ხშირად ინდოდ იხსენიებს („ავთანდილს ინდო

ჰმ) იხი „ორბელიანთ გუჯარი", თაყაიშვილისა.

იტყვის", გვ. 202). ხონელის ერთ გმირს ჰქვიან იბად

აბაში. ორბელიანთ წინაპარს, რომელიც საქართვე-

ლოში შემოვიდა, ერქვა ბირიან აბაში. შემდეგ ამ

აბაშთაგან წარმოსდგნენ აბაშიშვილები, გუგუნავანი

და ორბელიანნი. ბირიან აბაშს მეფემ მისცა დიდი

სამთავრო, რომელსაც განაგებდნენ 7 ხევისთავნი.

ბაგრატ IIIIVVVV დროს ლიპარიტ ორბელიანს თითქმის

სამეფოს ნახევარი ეჭირა. სახელი იბად რომ ქართუ-

ლია, ეს მტკიცდება მით, რომ ფილოსოფოსის არ-

სენის მამა იყო აბად ვაჩნაძე (Addit. et éclairc.,

გვ. 205)

არაბეთის (საქართველოს?) ვითარებას ასრე აგ-

ვიწერს ხონელი: „არაბეთსა შიგან ორნი მეფენი იყვ-

ნეს, ტომნი ერთმანეთისანი, და მტერობდეს ერთი მე-

ორესა, და იყვის ყოველთა დღეთა და ყოველთა

ჟამთა ომი საშინელი, რომე არა გაიგონების კაცი-

საგან ბრძოლა უმეტესი. იცით თქვენცა, არა არი-

ან ჭაბუკნიჭაბუკნიჭაბუკნიჭაბუკნი არაბთაარაბთაარაბთაარაბთაეეეებრნიბრნიბრნიბრნი პირსაპირსაპირსაპირსა ყოვლისაყოვლისაყოვლისაყოვლისა ქვეყანისასაქვეყანისასაქვეყანისასაქვეყანისასა19191919).).).).

და ყოველი არაბეთი შუა გაყოფილ იყო, და იბრძო-

დეს. ერთი ხანთა მეფისა მძახალი იყო და ერთი

იამანთა მეფისა. ესენიცა მოსრულ იყვნეს შველად

მათდა. და გამოხდა წელნი მრავალნი, რომე ერთ-

მანეთსა ბრძოლასა შინა იყვნეს. მოერივნეს ხანნი

იამანთა მით, რომელ იგი თურქნი და არაბნი ერ-

________________________

19) ამისთანა თქმა შესახებ ქართველებისა შეგვხვდება

არა თუ მარტო ქართველების ნაწერებში არამედ უცხოელებისა-

შიაც.-ჭაბუკი სვანურად დღესაც აღნიშნავს გმირს.

თად იყვნეს, მათი ბრძოლა კაცთაგან ძნელი არის.

გააძეს ერთი იგი მეფე და წავიდა იამანსა. და გაჰყ-

ვა ერთი დიდებული მისთაგანი, რომელსა სახელად

ერქვა ომარ, ლომი ჭაბუკი, დიდი და დიდებული

(ამ დიდებულის შვილს ერქვა ამბრი და მეტ სახე-

ლად ამარ)... და მოახსენა ამბრი არაბმან იამანთა

მეფესა: მოოხრებულ არს სამეფო შენი თურქთაგან,

და აწ მიბოძეთ ლაშქარი, და წავალ თურქეთს ზღვე-

ვად ამდენისა სისხლისა, რომელი თხეულ არს მა-

თის ხელისაგან. გაეხარნეს მეფესა და უბრძანა წვევა

ლაშქართა, გავიდეს სპარსალარნი, შეჰყარეს სამოცი

ათასი მხედარი, შეჯდა მეფე იამანთა, გავიდა და ნა-

ხა სპა თვისი და მიათვალა ამბრი არაბსა... და უბრ-

ძანა: „ვესავ ღმერთსა ჩემსა, რომე ძლევა ჩვენდა მო-

უცემიეს" (ამბრი სასტიკად შეებრძვის თურქებს, რო-

მელთა მხედრობის რიცხვი იყო 800,000 კაცი და

დაამარცხებს მათ გამოძევებულ არაბთა მეფის შემ-

წეობით. მერე წაიყვანს ლაშქარს, რომ ამ გამოძე-

ვებულ არაბთა მეფეს დაუბრუნოს მისი მამული. მწვა-

ვედ შეებმიან მოპირისპირე მეფის 200,000 მხე-

დრობას, გაიმარჯვებენ და დაიპყრობენ მთელს არა-

ბეთს. წინანდელი მეფე არაბეთისა გაიქცევა ხანთა

სამეფოს კერძოდ, შემოიკრებს ჯარს და შემოიყვანს

არაბეთს. მთელი არაბეთის ერი გადუდგება ამბრისა

და მის-მიერ გახელმწიფებულ მეფეს, რომელნიც გა-

მაგრდებიან ერთ მცირე ქალაქში. მოპირისპირე მეფე

შემოერტყმის ხსენებულ ქალაქს, შეაჭირვებს მათ,

შეიქმნება ომი საშინელი, ამ არეულობაში „საგდე-

ბელს გარდააყრიან" არაბთა მეფის ძეს და შეიპყრო-

ბენ. მის სახსნელად გავა ამბრი, გასწყვეტავს მოწინააღმ-

დეგეთ, გაათავისუფლებს არაბთა მეფის ძეს, მოჰკლავს

არაბთამეფეს და აგრეთვე მის მოკავშირე ხანთა მეფეს და

გაამეფებს არაბთა მეფის ძეს, 35 წლის ყრმა-ჭა-

ბუკს. ამის შემდეგ მალე დროში კვდება ამბრი და

მის სიკვდილს იგლოვს მთელი არაბეთი და იამანე-

თი). „აქ დასრულდა კარი ამბრი არაბისა და ინდო

ჭაბუკისა არაბეთს შესვლისა. დაუსრულებელმცა

ჰყვნეს უფალმან დიდება სუფევისა თქვენისა აწ და

უკუნისამდე. ამინ" (გვ 89).

როგორც ვიცით, თურქნი პირველად გამოჩნდ-

ნენ 1048 წელს. რამდენიმე წლის განმავლობაში

მათ დასცეს ძირს ძლიერება ბერძენთა, აიღეს ბაღ-

დადი, დაიპყრეს მცირე-აზია, სომხეთი და გაავრცე-

ლეს თვისი მფლობელობა არხიპელაგ-ბოსთორიდგ-

ან შუა გულ აზიის ყაშგარამდე. მაშასადამე ხონე-

ლის-მიერ მოთხრობილი ბრძოლა არაბებისა თურ-

ქებთან უნდა მიეწერებოდეს 1048 წლის მომდევნო

დროს.

თუ ხონელის „არაბეთი“ საქართველოა და მის

მიერ აღწერილი ამბავი შეეხება ჩვენს ქვეყანას, მა-

შინ ეს თხრობა ხონელისა მოგვაგონებს ისტორიას

ბაგრატ IVIVIVIV -ისას, რომლის მეტოქედ განდგომილმა

ლიპარიტ ორბელიანმა გამოიყვანა საბერძნეთს გარ-

დახვეწილი დემეტრე, ბაგრატის ძმა. მაშინ ტფილისი

ეჭირათ არაბებს. ბაგრატმა არ მოინდომა ტფილი-

სის ემირის გაძევება. ლიპარიტ-დიმიტრიმა და ბაგ-

რატმა ბევრი იბრძოლეს. ხან ერთი მხარე იმარჯვებ-

და, ხან მეორე. ბოლოს ბაგრატი იძულებულ იქმნა

წასულიყო საბერძნეთს, იქიდგან რომ დაბრუნდა,

ლიპარიტი შეიპყრეს და წარუდგინეს მეფეს, დემეტ-

რეც უკვე მომკვდარიყო.

იმ ნაირადვე, როგორათაც მოსე ხონელი მოგ-

ვითხრობს არაბეთის ამბავს, აღწერილია აგრეთვე

თამარის მამის გიორგის დროის საქართველოს ყო-

ფა-მდგომარეობა (იხ. დაწვრილებით «ქართლ. ცხოვ.»

და ჩვენ-მიერ შედგენილი „საქართველოს ისტორია“).

ხონელის „ამირან დარეჯანისძის" ყოფაცხოვ

რება, თავგარდასავალი აგრეთვე ძრიელ მიემსგავსება

საქართველოს სახელმწიფოს ზრდასა და განვითარე-

ბას. ვახტანგ გორგასლის შემდეგ, როგორც ვიცით,

საქართველო თან და თან დასუსტდა, მრავალ საე-

რისთოებად დაიყო. შემოსეულ სარკინოზებმა გაუ-

ჭირეს სიცოცხლე გაყოფილ-განაწილებულ ქართვე-

ლებს, ბოლოს მონობის მძიმე უღელმა ქართველებ-

ში დაჰბადა აზრი შეერთებისა და შერიგებისა. ეს-

რეთი აზრი პირველად გამოინასკვა არტანუჯისა და

ტაოს მთავრების ოჯახში. ამათთან შემოიკრიბა უკე-

თესი ნაწილი ერისა. ამ ჯგუფმა მამულის შვილები-

სამ ნელ-ნელა განაძლიერა სახელმწიფო უფლება,

ნელ-ნელა შეაერთა საქართველოს დაგლეჯილ-დაკუ-

წულნი ნაწილნი, და ეს ძლიერება მეათე საუკუნის

დასასრულს დაგვირგვინდა მით, რომ აფხაზეთ-სა-

ქართველო შეეხორცა და შეეწება ერთმანეთს. ამ

ძალამ ორიოდ საუკუნის განმავლობაში შემუსრა ძლი-

ერება არაბთა, სპარსთა და თურქთა და საქართვე-

ლო შეჰქმნა დიდებულ სახელმწიფოდ. იგი სახელმ-

წიფო თამარ დედოფლის დროს, როგორც ამბობს

შავთელი, შეიქმნა „მნათობად" აღმოსავლეთისა.

სწორედ ესრეთისავე ბედისაა როგორც ხონე-

ლისა, ისე სახალხო ლეგენდის ამირანი. ვიდრე იგი

შეირთავს მნათობთა ქვეყნის მეფის ასულს ხვარე-

შანს და ვიდრე გახდება მეფედ და შეიქმნება „უმე-

ტეს მეფეთა შორის დიდთა", ბევრს და უამრავს გან-

საცდელს გამოივლის, შემუსრავს მრავალს მტრებს,

ბოლოს, როდესაც მისს სახელს მოეფინება შარავან-

დედი ძლიერებისა და უძლეველობისა, მასთან შემ-

წეობის სათხოვნელად მოდიან დიდოეთის მეფე, ხა-

ზარნი, იამანნი, ბალხნი და სხ., და ამირანიც ყვე-

ლას ეწევა, ყველას ჰშველის.

მოსე ხონელი მოგვითხრობს ერთს ამბავს, რო-

მელიც მოგვაგონებს ისტორიას შესახებ ბაგრატო-

ვანთ შთამომავლობისა და გამეფებისა საქართველო-

ში. იგი სწერს: „....პატრონნი ჩვენნი არა ძველთა-

გან ხელმწიფენი არიან, აზნაურნი იყვნეს, ძალითა

და ჭაბუკობითა გამეფდეს და დიდებასა მიხვდეს. და-

რისპან იყო. გარეშემონი მეფენი მრავალნი გაასხნა

და თვით გამეფდა. მოკვდა დარისპან მეფე და დას-

ტოვა ცოტა ყმა სეფედვალე, ძე თვისი. იმომცრო-

ვეს იგი გარეგანთა მტერთა, დაიწუნეს ეხე პატრო-

ნი ჩვენი, შეკრბნენ, მოადგნენ და წარუღეს ქვეყა-

ნანი სრულობით. სეფე დალს 20) დარჩა მხოლოდ

ერთი ქალაქი, დიდი, ტურფა და კეკელა..; ძე ვინ-

მე იყო და პარსან რაბაშინისძე, იგინი იყვნეს უფ-

როსნი მტერნი პატრონისა ჩვენისანი (გვ. 186). (შემ-

დეგ გაიმართება სასტიკი ბრძოლა. იმარჯვებს სე-

ფედვალე. ბოლოს სძლევენ მტერნი).

გურამ ბაგრატოვანი რომ გამეფდა, წინანდელ მეფე-

თა (სასანიდთა) შთამომავლობამ დიდხანს იბრძოლა ბაგ-

რატოვანებთან, ამის გამო იყო რომ გურამის შემდეგ

იმეფა მისმა შვილმა სტეფანოზმა, მის შემდეგ ადარ-

ნასე სასანიდმა, მერე მისმა შვილმა სტეფანოზმა და

შემდეგ ისევ ბაგრატიონებმა.

დასასრულ აქვე ჩავურთავ ქორწილის აღწერას.

ხონელი სწერს: „გასცა დედოფალმან ბრძანება

ყოველსა სამეფოსა თვისსა და მისწერა წიგნნი, ვი-

თა: მოვიდა ამირან დარეჯანისძე, ლომი ჭაბუკი, სრა-

თა სამეფოთა ჩვენთასა. აწ მოდით და თაყვანის ეცით,

და ნახეთ სასიძო და სამეფო ქვეყანისა ამის ჩვენისა.

_______________________ 20) მოსალოდნელია, რომ დვალეთი იყოს სამთავრო

დვალისა. ვახუშტის თქმით, დვალეთი წარმომდგარა რუსულ

სიტყვებიდამ два лѢта და ამიტომ დვალეთი ორწლოვანებს

ნიშნავსო! მტკნარი შეცდომაა. სიტყვებში დვალ-ეთი, ორ-ეთი,

კახ-ეთი და სხ. ეთი ადგილისა და მამულის აღმნიშვნელი ნაკვ-

თია. ამიტომაც და აგრეთვე ოზურგეთი თათრულ სიტყვებიდამ

„ოსურ გეთ"- იდამ კი არ წარმომდგარა, არამედ წმინდა ქართულ

ფორმიდამ, მეგრულის თავსართავით: ო-ზურგ-ეთი=სა-ზურგ-ეთი.

უთქვენოდ არ შემირთავს პირ-მთვარე ასული ჩემი,―

თუცა თქვენ ნებითა თქვენითა არა მაწვიოთ, არა

თუ სიტყვითა ჩემითა. თუცა ძალედვას მეფობა თქვე-

ნი, შევრთო ასული ჩემი ცოლად, და თუცა მას არ

ძალედვას, გამოვინმირჩიოთ ჭაბუკი სხვა, მისგან

უკეთესი, და იგი ვჰყო. მე ვარ დიაცი ერთი და

მოვდღევებულვარ საწუთროთაგან ჩემთა, და სიბე-

რისა ჟამნი მოახლებულ არს ჩემზედან, და ვერ შემძ-

ლებელვარ მეფობისა წილ, და ვერცაღა ვიქმ ამა საქ-

მესა. ანუ უქმროდ დავარჩინოა მზეთა მზე ასული

ჩემიო!―მაშინ ისმინეს ყოველთა და შემოკრბეს დი-

დებულნი დი მცირენი საპატრონოსა მისისანი და

თაყვანისცეს ამირან დარეჯანისძესა, მიართვეს ძღვე-

ნი დიდი და თქვეს ყოველთა ერთპირად: ცხონდი

უკუნისამდე დღეთა სიგრძითა, მეფეთ მეფეო. და მერ-

მე მოახსენეს დიდებულთა მის ქვეყნისათა დედო-

ფალსა, ვითა: არა სადა გვინახავს თვალითა ჩვენი-

თა ეგეთი კაცი დაბადებიდგან *), ესე სამეფო სვიანი

____________________

*) ქართულ ნაწერებში მხოლოდ ბოლო დროს გვხვ-

დება „დან", ხოლო ძველად მუდამ „დგან“ ანუ თგან

(დაბადებიდგან და სხ.). „დან“ შეადარე თათრულს

ევ (სახლი), ევ-დან (სახლითგან), ათ (ცხენი), ათ-დან

(ცხენიდგან), მეშა (ტყე) მეშა-დან ჩიხდი (ტყითგან გა-

მოგიდა), ჱერ-დან ოლიირ (მიწითგან ჩნდება) ალლაჰ-

დან ოლდი (ღვთისაგან იქმნა), არფა-დან იჩკუ ყაირი-

ირლარ (ქერისაგან სასმელს აკეთებენ), თუთ-დან არა-

ყი ჩიხარ (თუთისაგან არაყი გამოვა), სენ-დან ბუნი ყა-

და უიმედო, იმედ გარდაწყვეტილთა და უმეფოთა

კაცითა, ღმერთმან ისეთი მეფე გამოგვიჩინა, რომელ

არა ნახულა მისებრი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა.

აწე, დედოფალო ჩვენო, ღირს არს ესე მეფედ ჩვენ-

ზედა, და ჩვენ ყოველნივე მორჩილებდეთ და თაყ-

ვანის ვსცემდეთ სმენად ბრძანებათა მისთა... ამაზე-

დან დაასკვნეს ქორწილი ხვალისა დღისათვის და

დაემზადნენ... ოდეს დილასა სინათლე ელვარე აღ-

მობრწყინდა, იწყეს ქორწინება სრათა შიგან სამე-

ფოთა. ჯერეთ არ გვენახა იგი მთიები ხვარეშან ქა-

ლი. მას ჟამსა გამოიყვანეს, კაცისა თვალსა მისებრი

არა უნახავს-რა. დააქორწილეს ორნივე ქალ-ყმანი.

რომელ იყო იგი გვირგვინი დაუფასებელი, დაად-

გეს თავსა მათსა, დალოცეს მეფედ ამირან დარეჯა-

ნისძე და დასვეს ტახტსა მნათობსა და შეასხეს ქება.

იყო სიმრავლე ურიცხვისა ერისა. და არა მინახავს

მოკაზმულობა ეგეთი, - დიდისა და მცირისა ყოველ-

თავე. იქმნა სიხარული უსაზომო. მივედით. შეგვიყვა-

ნეს სხვასა სრასა, რომელსა შიგან დაეგოთ პური.

ორი კუბო (ტახტი) იდგა მათ სრათა შიგან, ერთი

წითელი ძოწეული და ერთი მოწვანე... საჯდომ-

ნი დიდებულთა იყვნეს ოქროს სელნი. დასხდენ

პურად მის ძოწეულისა კუბოსა შიგან იგი ამირან

დარეჯანისძე და ხვარეშან ქალი,ორნივე შემოსილნი

______________________

ირან ოლმაზ (შენგან ამის გამკეთებელი არ იქმნება), ქუ-

თაის-დან გელდი (ქუთაისით მოვიდა), თიფლის-დან ყაჩ-

დი (ტფილისითგან გაიქცა).

ძოწეულითა და ოქროქსოვილითა... და მეორესა

მწვანესა საჯდომსა დაჯდა თვით დედოფალი (ხვა-

რეშანის დედა, მამა უკვე მოჰკდომოდა) მარტო. და

მუნ სამეფოთა ტაბლათა ზედან თვალისა ჭიქათა და

ჯამთა მეტი არა იმსახურებოდა-რა. რომელიმე იყო-

ჭიქა ძოწეული იაგუნდისა, რომელიმე მწვანისა ზურ-

მუხტისა, რომელიმე ყვითლისა იაგუნდისა და რო-

მელიმე ბადახშანისა ლალისა *). რაღას ვსთვლიდე:

გაგვიკვირდა ტურფათა სიმრავლე. და კულავ აზნაურთა

ტაბლათა ზედან ყოველთავე ჯამი ოქროსი და ჭი-

ქები ბაღდადურისა ბროლისანი... და გამოიღეს გვირგ-

ვინი ყვითლისა იაგუნდისა, ბრწყინვიდა იგი, რო-

მელ დაჰფარვიდა მზისა შარავანდედსა... შემოსეს

მეფესა შესამოსელნი და დაადგეს თავსა მისსა გვირგ-

ვინი და შემოსეს ხვარეშან ქალსაცა შესამოსელი

მოთვალ-მომარგალიტებული და დაადგეს გვირგვინი

ერთობილისა იაგუნდისა21) და შეიმოსა დედოფალ-

მაცა მგზავსი სიკეთისა მისისა. და მუნით გამოვიდ-

ნენ მეჭურჭლენი და გამოიღეს შესამოსელნი მათ

დიდებულთათვის... არა იყო განსვენებისა რიცხვი...

გასცეს ურიცხვი დიდებულთა და მცირებულთა ზე-

და... იმღერდეს მგოსანნი და მოშაითნი აჯამთა იქ-

მოდიან ერთი სახლი იყო ცოტა მოჭედილი ოქ-

როთა და თვალ-მარგალიტითა, და კედელნი მურასად

____________________

*) შეადარე; „ჯამი და ჭიქა ფირუზისა და ლალისა"

(რუსთველი. გვ. 71).

21) „გვირგვინი მთელისა იაგუნდისა" (რუსთველი, გვ. 211)

ქმნილნი, და იატაკნი ოქროსანი. ამას შიგან იყო

ნადიმი ჟამადმდე, და გაიყარნეს მუნითგანცა. მერმე ...

საწოლთა შინა ნადიმი გარდავიხადეთ და დიდებულ-

ნიცა თანა შეიტანეს. შევედით სახლსა მას ცოტასა

(ხონელის „ცოტა“ მუდამ პატარას აღნიშნავს), ბრძა-

ნა დედოფალმან: „დიდებულთა რა უნდა, ბრძანონ“.

ამა სიტყვათა ზედან დაზიდნეს ჭახრაკთა და გაიხვნეს გა-

რეგინით ფიცარნი კედელთანი ოქროსანი. დავხედე-

ნით, ყოველთა დიდებულთა და ყოველთა დასტი22) წინა

ედგა. გვიბოძეს სხვა და სხვა უშვენიერესნი საბოძ-

ვარნი. გარდავიხადეთ ნადიმი და გავიყარენით. დავ-

ყავით მას ქორწილსა შიგან დღე ათი... მოიღეს სა-

მოცისა საჭურჭლისა კლიტენი და ეგრე მოახსენა დე-

დოფალმან ამირან დარეჯანის ძესა, ვითა საჭურჭლენი

ყოველნი შენდა მიძღვნიაო... მერმე გავედით სანა-

დიროდ. მოსრულიყვნენ მეავაზენი და ბაზიერნი,

ჰყვათ ავაზა სამოცი, და თეთრი ქორი სამოცი და მწყაზა-

რი ქორი ასი, მეძებართა რიცხვის ანგარიში არ იქნე-

ბოდა... დავბრუნდით. ბრძანა ხვარეშანმან: აჰა, აწ

წარვიდეთ ქალაქსა ჩემსაო. მერმე ბრძანა დედოფალ-

მან: „მე ბერი დიაცი ვარ და ტარება აღარ შემიძლიანო,

თქვენ ყრმანი ხართ და აცოცხლნეს ღმერთმან წელ-

სა მეათასესა 23) მეფობა თქვენი, წადით და განისვე-

ნეთო“. მოახსენეს დედოფალსა: უთქვენოდ არ წა-

_________________________ 22) დასტი, ფიალა, სასმისი.

23) „აწ, შვილნო, ღმერთმან თქვენ მოგცეთ ათას წელ

დღეთა გრძელობა" (რუსთ. გვ. 227).

ვალთო. წამოვიდა დედოფალიცა, ვიარეთ დღისა ერ-

თისა სავალი და მივედით ხვარეშან ქალის საუფლის-

წულოსა. ქალაქი ქალაქსა სჯობდა, ციხეები წით-

ლითა ქვითა ნაგები იყო, ზღუდეები შვენიერნი და

სრანი უცხონი. ..რა სამეფოთა სრათა შევიდოდით,

იყო ფოლორცი, დასხმული წითლითა ქვითა ძო-

წეულითა, იმიერ და ამიერ, სამეფოთა სახლთამდე

ზღუდეთ შექმნილი, და მას ზედან იყო სადგომი მე-

ბუკე-მედაბდაბეთა. იდგნიან და უცემდიან ბუკთა და

დაბდაბთა, და მოშაითთა ხმანი იქმნიან ტკბილ სას-

მენელნი. და მას სავალსა ერქვა გზა მეფეთა. შევია-

რეთ და მივედით კართა ზედან პალატისათა და სხვა

ზღუდე იყო ძოწეულისა ქვისანი, შვენიერნი და მას

ზედან იყვნეს კარნი ძოწეულისანი დიდნი და ტურ-

ფანი. გაახვნეს კარნი პალატისანი, და იყო მას ში-

გან სიმრავლე დიდებულთა, ყოველნივე მოსილნი

ოქრო-ქსოვილითა, და თავ-პირსა ოქრო-რიდე შეშ-

ვენოდათ. მოგვეგებნეს, შეასხეს ქება, თაყვანისცეს

და აწვიეს მას პატრონსა ჩვენსა და მეფესა მათსა.

შევედით მას ტურფასა სრასა შიგან, დედოფალი და

ასული მისი სხვასა საწოლსა შიგან შევიდეს... ვე-

რა შევიგენით, თუ როგორ იყო გებული სრა, და

ესე ვიცი, რომელ კიდელნი იყვნეს ძოწეულისა და

ზედათ თეთრი და მის ცისაგან გამოკრთებოდა ელ-

ვარება, ვითარცა ციმციმი მზისა... მოვიდნენ მეჭურჭ-

ლეთ უხუცესნი და მოიღეს მეფისათვის შესამოსელ-

ნი შვენიერნი, გვირგვინი და ძღვენი, და ჩვენთვის-

ცა საბოძვარნი, რომლისა არა იყო რიცხვი. ჩაიცვა

მეფემან შესამოსელი ოქრო-ქსოვილი, თვალითა მნა-

თობითა შეთხზულნი და მარგალიტი დიდროვანი, და

დაადგეს თავსა გვირგვინი. მოვიდეს ეჯიბნი და აწ-

ვიეს პურადი. წავედით მას სახლსა, სადა პური ეგო...

სახლნი ანაგებად იყვნეს უცხონი და სვეტნი და

ყველა ბრწყინვილედ შეჭედილნი თვალ მარვა -

ლიტითა და სვეტის თავსა ცეცხლის ფერნი ნათობ-

დეს, ასე რომე ამას იტყოდით ამას ღამით არ უნ-

და სინათლეო. იყვნეს კედელნი მოჭედილნი ოქ-

როთა მყარითა და იმღერდეს მგოსანნი და მოშაით-

ნი... მას პურობას შიგან ჭურჭელთაგან თვალის

ჯამთა და ჭიქათაგან კიდე არა იმსახურებდის... მე-

ორესა დღესა სხვასა სახლსა შევედიო ნადიმად. კულავ

დგეს აგრეთვე კუბონი24) ორნი, და კედელნი მის

სახლისანი თეთრი, ვითა თოვლი და მას შიგან დგეს

მრგვლივ მგოსნები და იმღერდეს. დავსხედით ნა-

დიმად. მეფისა წინა დასტი იდგა წითლისა იაგუნდი-

სა და ეგრევე საწდე იაგუნდისა. შეიქმნა ლხინი და

დავიწყეთ შესმა ლალისა ფერთა ღვინოთა... მესა-

მესა დღესა სხვასა სახლსა შეგვიყვანეს ნადიმად...

მცირესა შიგან იგი სახლი ქაფურისა იყო, არა ერთობით ,

განარევით მუღრიბად ნახელოვნები და თვალ-მარგა-

ლიტითა შეკაზმული... და ყნოსით მოგვბერვიდა

სურნელებასა შვენიერსა. იგი სახლი საზაფხულოდ

__________________

24) კუბო ტახტის მნიშვნელობით იხმარება „ქართლ.

ცხოვრებაშიაც": დაუძლურებული თამარი ნაჭარმაგევიდამ წა-

მოიყვანეს კუბოთი ტფილისს (გვ. 334)

იყო განსასვენები 25) ხვარეშან ქალისა... შეღამდა

ზედან და არა გაჰყარეს ნადიმი 26). მაშინ მოიხვნეს

ოთხნი სანთელნი და ოთხსავე ყურეთა აღანთეს-ორ-

ნი ძოწეულნი და ორნი თეთრნი, და იგინი ნათობ-

დეს. მეოთხესა დღესა გვაწვიეს სხვასა სახლსა ნა-

დიმად, ცოტა იყო იგი სახლი, ალვისა და თვალ-

მარგალიტით შეკაზმული. და იგი სახლი იყო საზამთ-

როდ მის ხვარეშან ქალისა. მოიხვნა მეჭურჭლე-

თა უხუცესმან კლიტენი საჭურჭლეთანი ასი 27) და

მიართვა ამირან დარეჯანის ძესა“.. (გვ. 147).

ამით ვათავებ ჩემს საუბარს „ამირან-დარეჯა-

ნიანის" შესახებ. ჩემის აზრით, მოსე ხონელი არის

დიდებული მწერალი ქართველებისა, ხოლო მის-

მიერ შექმნილი «ამირან-დარეჯანიანი», არის ისრე-

თი მებოძირი (ადგილი, საცა იყრებიან ოთხის კუთ-

ხის გზანი), რომელსაც უპყრია შესავალ-გასავლის

კარები ყველა კლასიკურ თხზულებათა. „ამირან-და-

რეჯანიანს" რომ ჰკითხულობს კაცი, ჰგონია ხევსურეთ-

ფშავეთში ვარო და იმათს ამბებს ვისმენ და იმათს

___________________________

25) შეადარე: „ნაჭარმაგევი თამარის მამის გიორგის სალ-

ხინო სახლი იყო" (ქართლ. ცხ. გვ. 266), აზეულა (კოჟორი)-

საზაფხულო.

26) სწორედ ისრე, როგორც ახლა ჩვეულებად აქვთ

ქართველებს: სადილს მოაბმენ ხოლმე ვახშამსაც.

27) „აწ გქონდეს ასი საჭურჭლე“ (რუსთველი, გვ. 71).

ცხოვრებას ვუყურებო *). მოსე ხონელის მიერ აწე-

რილი კლდე-კოშკები დღესაც მრავალია საქართვე-

ლოში,― მათგან ზოგი განადგურებულ-დაზიანებული

და ზოგი ისევ ამაყათ ცათამდე აღზიდული. მოსე ხო-

ნელის ენა-მზეობა თუ არ აღემატება რუსთველისას,

არც ჩამოუვარდება მას. ამას გარდა, მოსე ხო-

ნელის ნაწერით სრულად ირკვევა ის კითხვაც,

რომ IXIXIXIX―XIIXIIXIIXII საუკ. სასულიერო წიგნებიცა და

საეროც ერთნაირის ენით უწერიათ: მაგალითად

მოსე ხონელიცა ( XII XII XII XII საუკ. ) და გიორგი მთა -

წმინდელიც †( 1066 წ. ) ერთნაირად ხმარობენ

ფორმებს: გამგამგამგამოოოო ვვვვინმეინმეინმეინმე ვიდავიდავიდავიდა (ვინმე გამოვიდა), წარწარწარწარ

თუთუთუთუ ვსთქვავსთქვავსთქვავსთქვა (თუ წარვსთქვა), გამოგამოგამოგამო ვვვვინინინინ მირჩიოთმირჩიოთმირჩიოთმირჩიოთ (ვინ

გამომირჩიოთ) და სხ. 28). ეჭვს გარეშეა ისიც, რომ მო-

____________________

*) ზეპირთქმულობით, როგორც ზემოთ ვსთქვით, მოსე

დანიშნულ იქმნა მმართველად მთისა. შესაძლოა, რომ მთად

იგულისხმებოდეს თუშ-ფშავ-ხევსურეთ-დიდოეთი. დიდოეთის

ამბავს ვრცლად გადმოგვცემს მოსე ხონელი. სხვათა შორის ერთ

ადგილას იგი ამბობს, რომ დიდოეთში დიდი აჯანყება მოხდა

და აქაური მეფე განაძევესო. ეს დიდოთ მეფე მოვიდა ამირანთან და

შემწეობა ითხოვაო. ამირანი წავიდა დიდოეთს და ეს ქვეყანა

დაიპყრა და გამოძევებული მეფე ისევ ტახტხე დასვაო. საზო-

გადოდ მოსემ მშვენიერად იცის მთის, და მეტადრე დიდოეთის,

ამბები. ალბად ამით აიხსნება, რომ ლეგენდა შესახებ ამირა-

ნისა ფშავ ხევსურეთში დაცულა უფრო სრულად, ვიდრე სხვაგან. 28) ამგვარივე რთული ფორმები დღეს ისევ იხმარება

სვანთა მიერ.

სე ხონელის სამწერლო კილო და მისი ლექსიკონი

ფრიად გაამდიდრებს ჩვენს აწინდელს ლიტერატუ-

რულს ენას და შემოიტანს მასში მრავალს ახალს

პოეტურ ხატ-სურათს. მაგ., ჩვენის აზრით, ერთ რათ-

მე ღირს ხონელის თქმა: “დილა გათენდა. პირი მი-

წისა ლალის ფერად მზემან შესცვალა", და სხვა.

დღემდის გვისაყვედურებენ, ქართველები რა ხალხი

ხართ, მრავალი საუკუნე გიცხოვრიათ და რუსთველის მე-

ტი ვერა შეგიქნიათ-რა და ეს რუსთველიც თქვენს

გრძელს ისტორიაში მოგვეჩვენება ვითარცა ციდამ

მოწყვეტილი ცისნატეხი, რომლის გაგება და ცოდ-

ნა თქვენც კი გეძნელებათო. ამგვარს საყვედურს

თავისი მიზეზი აქვს და ეს მიზეზი ის არის, რომ ქართ-

ველებს დღემდის არ გვიზრუნვია, რიგიანად შეგვეს-

წავლა ჩვენი კლასიკური მწერლობა, მთელი კრებუ-

ლი ანუ ციკლი იმ თხზულებათა, რომელთა გვირგ-

ვინი არის უკვდავი „ ვეფხის ტყაოსანი“. ვი-

საც შეუსწავლია იოანეს მიერ დაწერილი და

ნოტებით დანიშნული „ საგალობელი“ (მე - X

საუკ.), თხზულებანი ექვთიმე მთარგმნელისა †( 1028

წელს), გიორგი მთაწმინდელისა †( 1066 წ.), ფი-

ლოსოფოს პეტრიწისა, მოსე ხონელისა, შავთელისა,

„ვისრამიანის" ავტორისა, ჩახრუხაძისა და სხ. მისთვის

სრულიად მოულოდნელი არ არის ქართველების დან-

ტეს-შოთას გამოჩენა მე- XIIXIIXIIXII საუკ. გასულს. ამბო-

ბენ, პირველად რუსთველმა შექმნა მაღალ ხარისხო-

ვანი პოეტური ენაო, არც ეს აზრია მართალი, რად-

გან შოთას დრომდე ქართული ენა უკვე აყვავებული

იყო და მით, ფრიად მკაფიოდ, გამოითქმოდა ღვთის

მეტყველება, მეცნიერება (შატბერდის „ქრისტომატია"

ბერაისა), გალობა („საგალობელი“ იოვანესი), პოე-

ზია და სხ. მაგალითად იოანეს გალობისა და გიორგი

მთაწმინდელის ენა-მზეობისა მოვიღებ ორიოდ ნიმუშს.

„„„„საგალობელსაგალობელსაგალობელსაგალობელიიიი" " " " მემემემე ---- XXXX საუკსაუკსაუკსაუკ. . . . რუსთველირუსთველირუსთველირუსთველი....

რომელმანრომელმანრომელმანრომელმან სიბრძნითსიბრძნითსიბრძნითსიბრძნით დაჰდაჰდაჰდაჰ---- რომელმანრომელმანრომელმანრომელმან შეჰქმნაშეჰქმნაშეჰქმნაშეჰქმნა სამყაროსამყაროსამყაროსამყარო

ბადბადბადბადნანანანა ცანიცანიცანიცანი ძალითურთძალითურთძალითურთძალითურთ ძალითაძალითაძალითაძალითა მითმითმითმით ძლიერითაძლიერითაძლიერითაძლიერითა,,,,

დადადადა შეჰქმნაშეჰქმნაშეჰქმნაშეჰქმნა ქვეყანაჲქვეყანაჲქვეყანაჲქვეყანაჲ ყოვლითყოვლითყოვლითყოვლით ზეგარდმოზეგარდმოზეგარდმოზეგარდმო არსნიარსნიარსნიარსნი სულითასულითასულითასულითა

თანათანათანათანა----მკვიდრითურთმკვიდრითურთმკვიდრითურთმკვიდრითურთ ****) ) ) ) ჰყვნაჰყვნაჰყვნაჰყვნა ზეცითზეცითზეცითზეცით მონაბერითამონაბერითამონაბერითამონაბერითა

გიორგი მთაწმინდელს, თვის მიერ ნათარგმნ

სახარების პირველ გვერდზედ, მიუწერია ლექსი, რომ-

ლის სათაურ ასოებში ამოიკითხვის "გეორგი".

გგგგანსაკრთომელთა ღვთისა საქმეთა წიგნი

ეეეემბაზით მადლით აღმომშობელი ჩვენი

ოოოოტკივრათ გუაქვს ოფლის ნამუშაკევი.

რრრრომელთა გწყურის, სვემდით წყალსა ცხოველსა,

გგგგარნა ჩვენდადცა იოხდით, რომლისა

იიიიტყვიან თავნი სტიხოსთანა სახელსა 29)

„ივერიის" მკითხველებს ეხსომებათ აგრეთვე, რომ

____________________________

*) იხ. „საუნჯე მეათე საუკუნისა"

29) იხ. ჩვენს ხელნაწერ რვეულში „Гелатское и Джручское

евангелія съ минятюрами".

აკადემიკოს კალინოვსკის გამოკვლევით ევროპიელთა

ენებზე გადაღებული განთქმული ლექსი «Вечерній

звонъ, вечерній звонъ, как много думъ наводит онъ»,

არის ქმნილება ამავე გიორგი მთაწმინდელისა 30).

დიახ, ჩვენ იქამდის მივედით, რომ აწ თამამად

შეგვიძლიან ვსთქვათ: დიდ-ბუნებოვანი მწერალი ჩვენ

ერთი კი არა გვყოლია, არამედ ამ ერთს (რუსთ-

ველს) გარდა კიდევ ბევრი სხვანიც. შეგვიძლიან

ვსთქვათ ისიც, რომ „ამირან-დარეჯანიანი“ არის

უდიდებულესი ქმნილება ქართველთა გონება-გენიო-

სობისაო, იგი არის მრავალ მნიშვნელოვანი ეპეპეა

ყოვლის ივერიისაო. და რახან ეს უკვდავი ქმნილე-

ბა ამისთანა ხასიათისა ყოფილა, მაშ ჩვენც, ყველა

ქართველნი, მოვალენი ვართ ვიზრუნოთ იგი და-

ვსტამბოთ, გამოვაქვეყნოთ, შევისწავლოთ, შევით-

ვისოთ. ჩემის აზრით „ამირან-დარეჯანიანის" გამო-

ცემას უნდა მიეცეს სამეცნიერო ხასიათი. უწინარეს

ყოვლისა ყველა ვარიანტებიდგან უნდა აღდგენილ

იქმნას პირვანდელი მისი ტექსტი; ამას გარდა, და-

მატებად უნდა დაიბეჭდოს ყველა ვარიანტები სა-

ხალხო ლეგენდისა „ამირანი" (ხევსურული, ქართ-

ლურ-კახური, იმერული, სვანური, ოსური), აგრეთ-

ვე ლეგენდანი „ავთანდილი“, „როსტომი“ (და ხელ-

ნაწერი „როსტომიანი"). ყველა ამ გმირისეულ ლე-

გენდებსა და ნაწერებს აქვსთ რაღაც კავშირი, მო-

30) იხ. „ივერია“ 1886 წ. № 137, მოწინავე წერილი.

იგი ლექსი კაზლოვს ინგლისურიდამ გადმოურუსულებია.

ნათესაობა, დამოკიდებულება. ეს საქმე რომ შეს-

რულდება, მაშინ და მხოლოდ მაშინ ადვილად გა-

ვიგებთ რუსთველის მიერ გამოთქმულს ხატ-სურა-

თებს, მის მიერ ნასიტყვს იგავ-არაკს. აუცილებლად

საჭიროა აგრეთვე მეცნიერულად გამოიცეს „დილა-

რიანი", „რუსუდანიანი", „ალღუზიანი“, „შესხმა-

ნი“ შავთელისა და ჩახრუხაძისა. ყველა ამის არ

შესწავლა და არცოდნა არათუ არცოდვაა, არამედ დი-

დი დანაშაულობა.

19 აპრ.