ევროკავშირის ისტორია · web viewევროპის...

27
ეეეეეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეე უუუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუ, უუუუუუუუუუუუუ, უუუუუუუუუუუუ უუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუ. 1795 უუუუ, უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ, უუუუუუუ უუუუუუ (უუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუ-უუუუუუუუუუუუუ), უუუუუ უუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ, უუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუ. უუუუუუ უუუუუუ უუუ უუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუ, უუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუ. 1849 უუუუ, უუუუუუ უუუუუუუ, უუუუუუ უუუუუ, უუუუ: ,,უუუუუუუ უუუ, უუუუუუუ უუ უუუუუუუუუუუ უუუუუ უუუ, უუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუ, უუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუ უუ უუუ უუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუ. უუუუუუუ უუუ, უუუუუუუ უუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუ, უუუუუ უუუუუუუ (უუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუუუუ) უუ უუუუუუუუუუუ (უუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუუუ). უუუუუუუ უუუ, უუუუუუუ უუუუუუუუ უუ უუუუუუუ უუუუუუუ უუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუ. 1925 უუუუ, უუუუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუ, უუუუუუუ უუუუუუუუ, უუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუუუ (უუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუ, უუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუ უუუუუუუ უუუუ) უუუუ: ,,უუ, უუუუუუუუუ უუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუ, უუ უუუუ უუუუუ უუუ, უუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუუ. უუუუუ უუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუ, უუუუ უუუუუუუ უუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუ უუ უუუუუუ. უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუ

Upload: others

Post on 29-Dec-2019

18 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

ევროკავშირის ისტორიაევროპის შეერთებული შტატები

უკანასკნელი საუკუნის ბევრი ევროპელი მწერლის,

ინტელექტუალის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის წარმოსახვაში არსებობდა.

1795 წელს, გერმანელმა ფილოსოფოსმა, ემანუელ კანტმა (რომელიც ცხოვრობდა დღევანდელი რუსეთის ქალაქ-კალინინგრადში), თავის ესეიში სამოთხისეული მშვიდობისაკენ მოგვითხრო ევროპის ქვეყნების ფედერაციაზე, რომლის დანიშნულებაც იქნებოდა მშვიდობის უზრუნველყოფა. კანტის მიზანი იყო ევროპის ქვეყნებს შიგნით მშვიდობის დამყარება, ამიტომაც შემოიტანა წინადადება ნებაყოფლობითი ფედერაციის შესახებ.

1849 წელს, ფრანგი მწერალი, ვიქტორ ჰიუგო, წერს: ,,დადგება დღე, როდესაც ამ კონტინენტის ყველა ერი, საკუთარი ინდივიდუალურობის დათმობის გარეშე,

მჭიდრო გაერთიანებად შეიკვრება და დიდ ევროპულ ძმობას დაუდებს საფუძველს. დადგება დღე, როდესაც აღარ იარსებებს საბრძოლო ველი, გარდა ბაზრისა (რომელიც იხსნება ვაჭრობისათვის) და სულიერებისა (რომელიც იხსნება იდეებისათვის). დადგება დღე, როდესაც ტყვიებსა და ბომბებს შეცვლის ხმის მისაცემად გამზადებული ბიულეტინის ქაღალდები.

1925 წელს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არისტიდ ბრიანდმა,

ლოკარნოს პაქტის დადებისას (ლოკარნო იტალიის ზღვისპირა პატარა ქალაქია,

სადაც სამშვიდობო პაქტს მოეწერა ხელი) თქვა: ,,აქ, ლოკარნოში ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულად, ეს არის ახალი ენა, რომელსაც სწავლა სჭირდება.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის კონტინენტი წარმოადგენდა კონფლიქტების თეატრს, რისი შედეგიც იყო მილიონობით დაღუპული ადამიანი და ნგრევა. საუკუნეების განმავლობაში ევროპას ბევრი სისხლისმღვრელი ომი ჰქონდა. მარტო საფრანგეთმა და გერმანიამ სამჯერ იომეს 1870 წლიდან 1945

წლამდე პერიოდში. ევროპელი ლიდერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის შედეგად არის შესაძლებელი. ახალი ევროპის ხედვა,

რომელიც დაამარცხებდა ანტაგონისტურ ნაციონალიზმს, ჩამოყალიბდა. ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს ტოტალიტარიზმთან ბრძოლისა და საპროტესტო მოძრაობების შედეგად.

Page 2: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

1950 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა,

წამოაყენა დასავლეთ ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის ინდუსტრიების ინტეგრაციის წინადადება, რამაც შედეგად გამოიღო 1952 წელს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის შექმნა. ეს არის დღევანდელი ევროკავშირის წინაპარი (ამ წინადადების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას იხილავთ შემდეგ თავში).

არსებობდა ევროპის სამომავლო ინტეგრაციის ორი ძირითადი მიდგომა:

ფედერალური და ფუნქციონალური.

ფედერალური მიდგომის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადგილობრივმა, რეგიონულმა, ეროვნულმა და ევროპის ხელისუფლებამ შეთანხმებით ითანამშრომლონ ერთმანეთთან.

ფუნქციონალური მიდგომა კი ითვალისწინებს ეროვნული სუვერენიტეტის ეტაპობრივ გადასვლას თანამეგობრობის დონეზე.

დღეს ეს ორივე მიდგომა გაერთიანდა იმ მოსაზრების გარშემო, რომ ეროვნული და რეგიონული ხელისუფლება უნდა მართავდეს დამოუკიდებლად, თუმცა ამავდროულად უნდა ექვემდებარებოდეს დემოკრატიული ევროპის ინსტიტუტებს.

ეს უკანასკნელები პასუხისმგებელნი იქნებიან იმ საკითხებზე, სადაც ერთიანი ქმედება უფრო ეფექტური იქნება ვიდრე ინდივიდუალური ქვეყნებისა ცალ-ცალკე.

ეს საკითხებია:

ერთიანი ბაზარი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობა საგარეო და უშიშროების პოლიტიკა დასაქმების პოლიტიკა გარემოს დაცვა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა თავისუფალი და სამართლიანი არეალის შექმნა (შიდა პოლიტიკა)

ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობა (1952)

თავდაპირველად ევროპული ინტეგრაციისაკენ მიმართული ღონისძიებანი იფარგლებოდაექვს დამფუძნებელ ქვეყანას შორის (ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია,

ლუქსემბურგი და ნიდერლანდები) ქვანახშირისა და ფოლადის საერთო ბაზრის შექმნით. იმდროინდელ ომისშემდგომ პერიოდში ეს კავშირი ითვლებოდა მშვიდობის უზრუნველყოფის საშუალებად და მიზნად ისახავდა გამარჯვებულთა

Page 3: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

და დამარცხებულთა გაერთიანებას ინსტიტუციონალურ სტრუქტურაში, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა ეთანამშრომლათ როგორც თანასწორებს.

არსებობდა ოთხი ევროპული ინსტიტუტი:

უმაღლესი ხელისუფლება - წევრი ქვეყნებისა და მათი კომპანიებს აღმასრულებელი ორგანო, რომელიც შედგებოდა ცხრა წევრისაგან საბჭო - როგორც საკანონმდებლო ორგანო საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგებოდა წევრი ქვეყნების საპარლამენტოდელეგაციებისაგან და ზედამხედველობას უწევდა უმაღლეს ხელისულებას სასამართლო.აღნიშნული თანამეგრობის ხელშეკრულებას მოქმედების ვადა გაუვიდა ძალაში შესვლიდან 50 წლის შემდეგ, 2002 წლის ივლისში.

ევროპის ეკონომიკური კავშირი, ევრატომი (1957)

1957 წელს ექვსმა დამფუძნებელმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნათ ევროპის ატომური თანამეგობრობა - ევრატომი, რათა შესწავლილიყო ბირთვული ენერგიის გამოყენება. აგრეთვე შეიქმნა ეკონომიკური თანამეგობრობა, რომელიც საფუძვლად ედო მუშახელის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალ მომოქცევას. გაუქმდა საბაჟო გადასახადები წარმოებულ საქონელზე და დაფუძნდა საერთო სამეურნეო და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა. რომის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 1958 წლის იანვარში, არის ზოგადად ფორმულირებული ჩარჩო-ხელშეკრულება. იგი განსხვდებოდა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის დეტალურად ფორმულირებული ხელშეკრულებისაგან.

ინსტიტუტების შერწყმა (1967)

ზემოთაღნიშნულმა სამმა ევროპულმა ხელშეკრულებამ, რომელთაც საერთო საპარლამენტო ასამბლეა და სასამართლო ჰქონდათ, 1967 წლიდან ჩამოყალიბა საერთო კომისია (როგორც აღმასრულებელი და უმაღლესი ხელისუფლების შემცვლელი) და საერთო საბჭო.

პირველი გაფართოება (1973)

ექვსი დამფუძნებელი ქვეყნის წარმატებამ ბიძგი მისცა დანიას, ირლანდიას და გაერთიანებულ სამეფოს, რომ შეეტანათ განაცხადი, რათა გაწევრიანებულიყვნენ ევროპულ თანამეგობრობაში (როგორც მას მაშინ ეძახდნენ). ისინი 1972 წელს იქნენ მიღებულნი, რაც გახლდათ შედეგი რთული მოლაპარაკებებისა, რომლის დროსაც საფრანგეთმა, პრეზიდენტ დეგოლის მეთაურობით, ორჯერ გამოიყენა

Page 4: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

ვეტოს უფლება (1961 წელს და 1967 წელს). 1973 წელს მომხდარი პირველი გაფართოება, რომელმაც წევრი ქვეყნების რიცხვი ექვსიდან ცხრამდე გაზარდა,

უკავშირდებოდა მოვალეობების გაღრმავებას. კავშირის მოვალეობები შეეხო სოციალურ, რეგიონულ და გარემოს დაცვის საკითხებს.

ევროპის მონეტარული სისტემა (1979)

70-იან წლებში, შეერთებულმა შტატების მიერ დოლარის მიმოქცევის შეზღუდვამ,

აშკარა გახადა ეკონომიკური და ფინანსური გაერთიანების საჭიროება. ეს იყო დასაწყისი მსოფლიო მაშტაბით ფინანსური არასტაბილურობის პერიოდისა, რაც კიდევ უფრო გამწვავდა ნავთობის ორი კრიზისით - 1973 და 1979 წლებში. 1979

წელს ევროპის მონეტარული სისტემის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო გაცვლის კურსების სტაბილიზირებას და დაეხმარა მონაწილე ქვეყნებს, რომ ეხელმძღვანელათ მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკით, რაც მათ ერთმანეთის დახმარებისა და ეკონომიკური არეალის მეშვეობით დამყარებული დისციპლინით სარგებლობის საშუალებას აძლევდა.

მეორე (1981) და მესამე (1986) გაფართოებებითანამეგობრობა გაფართოვდა სამხრეთის მიმართულებითაც, რაც განაპირობა 1981 წელს საბერძნეთის, ხოლო 1986 წელს ესპანეთისა და პორტუგალიის შეერთებამ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა მოიშორეს დიქტატურა და გადავიდნენ დემოკრატიულ სისტემაზე. 70-80-იან წლებში, ევროპულმა თანამეგობრობამ დაიწყო მნიშვნელოვანი როლის თამაში საერთაშორისო არენაზე. ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებებს ხმელთაშუაზღვისპირეთის სამხრეთ ქვეყნებთან, ისევე როგორც აფრიკის, კარიბისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებთან, რომლებიც თანამეგობრობასდაუკავშირდნენ ოთხი თანმიმდევრული ,,ლომეს კონვენციით (1975, 1979, 1984 და 1989 წლებში) და რომლეთაც სახელი ტოგოს დედაქალაქის მიხედვით დაერქვათ.

1994 წლის აპრილში, ქ. მარაკეჩში GATT-ის ყველა წევრის მიერ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა WTO -ს - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას. მსოფლიო ვაჭრობა ახალ ფაზაში შევიდა. ევროკავშირმა,

როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდმა სავაჭრო პარტნიორმა გაითავისა, რომ საერთაშორისო დონეზე აქტიური მუშაობა შემდეგ მიზანსაც მოიცავდა -

Page 5: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

საერთაშორისო ასპარეზზე მოძებნილიყო საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკა, როგორც ერთი ევროპული ხმა და სახე.

1986 წლის ერთიანი აქტი1980-იანი წლების დასაწყისის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ,,ევროპესიმიზმისჩამოყალიბებას დაუდო საფუძველი. ამან გზა გაუხსნა 1985 წლიდან დაწყებულ გაცილებით იმედისმომცემ შეხედულებებს გაერთიანების გაძლიერების პერსპექტივებზე. ,,თეთრი წიგნის საფუძველზე, რომელიც 1985 წელს ჟაკ დელორის თავმჯდომარეობით არსებულმა კომისიამ ჩამოაყალიბა,

გაერთიანებამ აიღო მოვალეობა 1993 წლის 1 იანვრისათვის შეექმნა საერთო ბაზარი.

ერთობლივმა აქტმა, რომელსაც ხელი მოეწერა 1986 წელს და რომელიც ძალაში 1987 წლის ივლისიდან შევიდა, დაამტკიცა ეს ამბიციური მიზანი და დაიწყო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ახალი პროცედურები. სახელდობრ: შიდა ბაზრის პოლიტიკის საკითხებზე წევრ ქვეყნებს ჩამოერთვათ ვეტოს უფლება და შემოვიდა ე.წ. ,,კვალიფიცირებული უმრავლესობა.

აღნიშნული ძალაში შევიდა 1987 წლის 1 ივლისიდან.

მაასტრიხტის ხელშეკრულება (1991)

ბერლინის კედლის დანგრევამ (რასაც 1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანიის გაერთიანება მოჰყვა), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბჭოთა კონტროლიდან გათავისუფლებამ და დემოკრატიზაციამ, აგრეთვე 1991

წლის დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლამ განაპირობა ევროპის პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლა. წევრმა ქვეყნებმა მიზნად დაისახეს გაეძლიერებინათ კავშირიდა მოილაპარაკეს ახალი ხელშეკრულების შესახებ, რომლის მთავარ საკითხებზე შეთანხმება 1991 წლის დეკემბრის მაასტრიხტის ევროპის საბჭოს სხდომაზე მოხდა. ევროკავშირის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 1993 წლის ნოემბერში, აყალიბებდა წევრი ქვეყნებისათვის ამბიციურპროგრამას:

სავალუტო კავშირი 1999 წლისათვის ახალი საერთო პოლიტიკა ევროპის მოქალაქეობა საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკა

Page 6: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

შიდა უსაფრთხოებამეოთხე გაფართოება (1995)

1995 წლის 1 იანვარს, კიდევ სამი ქვეყანა შეუერთდა ევროკავშირს. ავსტრიამ,

ფინეთმა და შვედეთმა გააფართოვეს კავშირი, დაუმატეს რა მას საკუთარი თავისებურებები, ახალი სივრცეები ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში. უკვე 15-ის კავშირი ორი ძირითადი პრობლემის წინ იდგა:

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის, მალტისა და კვიპროსის დაფარვა სავალუტო კავშირის დინამიკის გამოყენებას, 1998 წლის 2 მაისს შექმნილი ევროს საფუძველზე, უნდა უზრუნველეყო წევრი ქვეყნების ეკონომიკისათვის უკეთესი მიმოქცევა და უკეთესი პირობები დასაქმების მუდმივი ზრდისათვის ამსტერდამის ხელშეკრულება (1997)

მაასტრიხტის ხელშეკრულების დებულების თანახმად, წევრმა ქვეყნებმა მოილაპარაკეს მომდევნო ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც 1997 წლის ოქტომბერს ქ. ამსტერდამში მოეწერა ხელი და ძალაში შევიდა 1999 წლის მაისში.

ამ ხელსეკრულებით ადაპტირებულ და გაძლიერებულ იქნა კავშირის პოლიტიკური კურსი და ძალაუფლება, განსაკუთრებით იურიდიული თანამშრომლობის, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების, საგარეო საქმეებისა და ჯანდაცვის საკითხებში.

ევროპარლამენტს, როგორც გაერთიანების უპირველეს დემოკრატიულ ხმას,

მიეცა დამატებითი ძალაუფლება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებდა მისი, როგორც ერთიანი კანონმდებლის მნიშვნელობას.

ნიცას შეთანხმება (2000)

ნიცას ხელშეკრულება შეიმუშავეს 2000 წლის დეკემბერში, ხელი მოაწერეს 2001

წლისთებერვალში და ძალაში შევიდა 2003 წლის თებერვალს. მისი ძირითადი მიზანი იყო გაფართოვების ახალი ტალღისათვის ინსტიტუციონალური საფუძვლის მომზადება. ნიცას სამიტის ერთ-ერთი შედეგი იყო ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის ერთსულოვანი მიღება. ეს გახლდათ 50 პუნქტისაგან შემდგარი კრებული ევროპის სამართალში ადამიანის თავისუფლების, ეკონომიკური და სოციალური უფლებებისშესახებ.

მეხუთე გაფართოვება (2004)

Page 7: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

2004 წლის 1 მაისიდან ევროკავშირში 25 წევრი ქვეყანა შედის. ახალი წევრები არიანბალტიისპირეთის რესპუბლიკები: ესტონეთი, ლატვია და ლიტვა, აგრეთვე პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია,

კვიპროსი და მალტა. რაც შეეხება თურქეთის ჩრდილოეთ კვიპროსს, იქ უნდა ჩატარდეს განსაზღვრული სამუშაოები, რადგან სამხრეთის ბერძნულმა მხარემ უარი განაცხადა გაეროს შემოთავაზებაზე კუნძულის კვლავ გაერთიანების თაობაზე; თუმცა, ჩრდილოეთი ამ გეგმაზე თანახმაა.

ახალი გაფართოვებები...?

ბულგარეთი და რუმინეთი მუშაობს კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და ევროკავშირის სამართლებრივი აქტების მიღებაზე. მათი ევროკავშირში გაწევრიანება 2007/2008

წლისთვის არის ნავარაუდები ხორვატიამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და 2005 წელს დაიწყება მოლაპარაკებები. მას დიდი შანსი აქვს 2007/2009 წლებში გაწევრიანებისა მაკედონია გაწევრიანების წინადადებით შემოვიდა 2004 წლის მარტში. თუმცა,

მზადებები რამოდენიმე წელს გასტანს თურქეთი რამოდენიმე წელია ძალიან სერიოზულად მუშაობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ვარაუდობენ, რომ 2004

წლის დეკემბერში ევროპის სახელმწიფოსა და მთავრობათა მეთაურები (ევროპის საბჭო) მწვანე შუქს აუნთებენ ევროკავშირისა და თურქეთის მოლაპარაკებებს,

რაც რამოდენიმე წელი გაგრძელდება ბალკანეთის დანარჩენმა სახელმწიფოებმა (ყოფილი იუგოსლავია: ბოსნია-ჰერცოგოვინა, სერბია,

მონტენეგრო; ალბანეთი), ან რეგიონებმა (კოსოვო), შესაძლოა მომდევნო წლებში შემოიტანონ წინადადებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამ წინადადებებზე მუშაობას რამოდენიმე წელი დასჭირდება.

ევროკავშირში გაერთიანება შესაძლებელია:

ყველა ევროპული ქვეყნისთვის მათთვის, ვინც იყენებს საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ სისტემას და შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირში არსებულ კონკურენციაში გააკეთებს ევროკავშირის მიღწევების სრულად ათვისებისათვის, ევროპის სავალუტო კავშირის ჩათვლით. ევროპაში ამ მიღწევებს ყველა ენაზე acquis communautaire უწოდებენ მათთვის, ვინც დაიმსახურებს ევროკავშირის კომისიის კეთილგანწყობასა და დადებით შეფასებას მათთვის, ვისაც მხარს დაუჭერს საბჭოს ფარული კენჭისყრა მათთვის,

ვისაც მხარს დაუჭერს ევროპის პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა

Page 8: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

მათთვის, ვისაც მხარს უჭერენ წევრი ქვეყნები (პარლამენტში ან რეფერემდუმის გზით) მათთვის, ვისი გაწევრიანების ხელშეკრულების საბოლოო რატიფიცირებას თავისივე პარლამენტი გააკეთებს (ან რეფერენდუმის გზით) არსებობს გაფართოვების აშკარა ტენდენცია - ყველა ევროპულ ქვეყანაში არის გავლენიანი (თუმცა არა ყოველთვის უმრავლესობა) ჯგუფები, რომლებიც ამ საკითხს ლობირებენ. უფრო მეტიც, 25 წევრამდე გაფართოვებით ევროკავშირმა აირჩია ევროპის სრულად მომცველი ხედვა. ევროკავშირი არც ერთ ქვეყანას არ აიძულებს თავის წევრობას, მაგრამ 1993 წელს დანიაში, კოპენჰაგენში ევროპის საბჭოს სესიის მიერ ფორმულირებული პირობები და ევროკავშირის ხელშეკრულების პირობები შესრულებული უნდა იქნას.

ევროკავშირის კონსტიტუცია (მიღებული 2004 წლის 18 ივნის)

მოსამზადებელი ფაზის შემდეგ, 2002-2003 წლების სპეციალურ კონფერენციაზე ე.წ.

კონვენტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტისა და მთავრობათა წევრები, აგრეთვე ევროკომისია, რომელსაც მეთაურობდა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დესტენი,

ევროკავშირის მთავრობა თავდაპირველად ერთსულოვანდ არ უჭერდა მხარს ევროკავშირის კონსტიტუციის ჩარჩო დოკუმენტს, რომელსაც უნდა უზრუნველეყო გრძელი ვადით ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მუშაობა. ევროკავშირის კონსტიიტუცია მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს სესიაზე ქ. დუბლინში (ირლანდია)

2003 წლის დეკემბდრიდან 2004 წლის ივნისამდე ჩატარებული დისკუსიების შემდეგ. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა რამოდენიმე წლის მანძილზე იხელმძღვანელოს ამ კონსტიტუციით, რომელიც შეიცავს ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიას.

ევროკავშირის პოლიტიკა და ადმინისტრაცია გულისხმობს ეროვნული და საერთოინტერესების მუდმივ ბალანსს, ეროვნული ტრადიციების მრავალფეროვნებისა დაინდივიდუალურობის პატივისცემას. ასეთი მიდგომის პოზიტიურობაზე შემდეგი ფაქტებიც მიუთითებენ:

არსებობს ერთიანი ბაზარი, სადაც ადგილი აქვს საქონლის, მომსახურეობის,

კაპიტალისა და ხალხის თავისუფალ მიმოსვლას - მეტი ხალხის, ვიდრე აშშ-ს და რუსეთს ერთად აღებული.

Page 9: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

ევროკავშირის შიგნით არსებობს ერთიანი სივრცე ვიზისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე (რამოდენიმე გამონაკლისით).

არსებობს ევროკავშირის საერთო ვალუტა (რამოდენიმე გამონაკლისით), ევრო.

ევროკავშირი, რომლის შემადგელობაც 1952/1957 წლებში 6 წევრს არ აღემატებოდა თანდათანობით გაიზარდა და 2004 წლისათვის წევრთა რიცხვმა 25

მიაღწია; იმავდროულედ, სულ უფრო მეტი ქვეყანა იღწვის გაწევრიანებისათვის.

ევროკავშირის მეგა-პროექტების ციკლები

თუკი ვინმე ევროკავშირის ისტორიის ანალიზს გააკეთებს აღმოაჩენს რამოდენიმე მეგა-პროექტს, ისეთს, როგორიცაა ერთიანი ბაზარი,

სავალუტო კავშირი და ა.შ.

აგრეთვე აღმოაჩენს ამ მეგა-პროექტების განხორციელების სიჩქარის ზრდას,

განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში - ეს მაშინ, როცა წლების მანძილზე ვერ ხერხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად 1970-იან წლებში (გამონაკლისია ევროპის პარლამენტის პირდაპირი სახალხო არჩევნები).

ზოგი მეგა-პროექტის ციკლი შეიძლება განისაზღვროს როგორც წარსულისათვის,

ასევე აწმყოსთვის და მომავლისთვის1985-1993 ევროკავშირის ერთიანი ბაზარიეს პროექტი ევროკავშირისათვის ჯერ კიდევ 1985 წლამდე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ბაზრის პროექტი 1993 წლის 1 იანვარს დასრულდა, მაინც არსებობდა გარკვეული სექტორები, რომლებიც გაუმჯობესება და დახვეწას საჭიროებდნენ.

1985-2002 ევროპის მონეტარული კავშირიზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ევროპის მონეტარული კავშირი ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო (ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის, პიერ უერნერის გეგმის თანახმად კი 70-იანი წლების დასაწყისში). ეს მოხდა მაშინ, როდესაც ევროპარლამენტის წევრთა ჯგუფმა ჩამოაყალიბა გუნდი, რომელიც მუშაობდა ევროპის ვალუტის საკითხზე. მოგვიანებით, მას მოჰყვა საკითხის დეტალურად განხილვა ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტის, ჟაკ დელორსის მეთაურობით (საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი), რაც დაგვირგვინდა მაასტრიხტის ხელშეკრულებით. სწორედ მაასტრიხტის ხელშეკრულებაშია მითითებული ევროს შემოღების ზუსტი ვადა. კომპანიებისა და მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანი ეტაპი გახლდათ 1994 წელს ქ. ფრანქფურტში ევროპის მონეტარული ინსტიტუტის (წინამორბედი ევროპის ცენტრალური ბანკისა,

რომელიც 1999 წელს გაიხსნა) დაარსება.

Page 10: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

1989-2015 კომპანიების თანამშრომლობა1994 წლიდან არსებული ერთიანი ბაზრის შემდეგ, შეუძლებელია განსაზღვრა კომპანიების თანამშრომლობის არაორგანიზებული ტალღის საწყისი თარიღისა.

ყველა პატარა და საშუალო ზომის ფირმისათვის (რომელთა რიცხვიც ევროკავშირში დაახლოებით 15 მილიონს აღწევდა) ცხადი გახდა, რომ თანამშრომლობა გადარჩენისათვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენდა. იმის გამო, რომ არ არსებობს რაიმე ადმინისტრაციული სტიმულატორი კომპანიების თანამშრომლობაში და რადგან ყველა კომპანია აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის, შეუძლებელია მათი ურთიერთთანამშრომლობის სიხშირის გამოთვლა.

დაახლოებით 2015 წლისათვის ყველა კომპანია გააცნობიერებს, რომ ახალ წევრ ქვეყნებშიც კი არსებობს თანამშრომლობის აუცილებლობა.

1993-2015 ევროკავშირის გაფართოება1993 წლიდან გაფართოვების თემამ, კოპენჰაგენის სამიტზე გაწევრიანების კანდიდატქვეყნებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმების დაწესებით, 2004 წლის პირველ მაისამდე იარსება, როცა ორგანიზაციაში 10 ქვეყანა გაერთიანდა. 2015 წელი არის მომავალი გაფართოვების შესაძლო ვადა (რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია,

ბალკანეთის სხვა ქვეყნები, თურქეთი; ზოგი დასავლეთ დსთ-ს ქვეყანა,

როგორებიც არიან უკრაინა და მოლდოვა).

2000-2015 ელექტრონული ბიზნესი და საერთაშორისო კონკურენცია ეს საკითხი,

რომელიც მოულოდნელია ბევრი ეკონომიკის აგენტისათვის, წარმოადგენს მრავალ ინიციატივას, რომლის მსგავსიც არის მაგალითად, ,,ელექტრონული ევროპა და ძირითადად ეხება ბიზნესს (თუმცა სახელმწიფოს მიეცემა სახელი-

ელექტრონული მთავრობა". კომისიამ დაისახა მიზანი, რომ 2010 წელს ევროკავშირი გახდეს ყველაზე დინამიური ეკონომიკური სივრცე მსოფლიოში.

200-2015 ევროკავშირის კონსტიტუციაევროკავშირის კონსტიტუცია, რომელიც ფუნდამენტური უფლებების ქარტიასაც მოიცავს, ევროკავშირის საბჭოს მიერ 2004 წლის 18 ივნისს იქნა მიღებული.

რადგანაც წევრ ქვეყნებში კვლავ მიმდინარეობს მისი რატიფიცირებისა და განხილვის პროცესი, კონსტიტუციის საბოლოო დამტკიცების თარიღი უცნობია. ეს პროცესი შესაძლოა 2015 წლამდეც გაგრძელდეს.

2002-2015 ერთიანი საგარეო და უშიშროების პოლიტიკაამ თემაზე დისკუსიები სულ უფრო ინტენსიური გახდა ისეთი მოვლენების შემდეგ,

როგორიც იყო იუგოსლავიის კონფლიქტი 90-იან წლებში, 2001 წლის 11

Page 11: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

სექტემბერი და ზოგადი ანტიტერორისტული ღონისძიებები მსოფლიო მაშტაბით.

თუმცა, ეს დისკუსიები ევროკავშირში დეკადების მანძილზე გრძელდებოდა (,,ეკონომიკური გიგანტი - პოლიტიკური ჯუჯა"). მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კონსტიტუციას სერიოზულად მოეკიდნენ, აშკარა გახდა, რომ ერთიანი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა საკმაოდ აქტუალური იქნებოდა მომავალში. თუმცა,

მისი რეალური განხორციელება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.

2003-2015 მდგრადობა, გარემოსა და ენერგეტიკის პოლიტიკა,

მაღალტექნოლოგიურიტენდენცია და ნაწილობრივი განხორციელება პრინციპისა - პატარა არის ლამაზი მდგრადობა უკვე რამოდენიმე წელია რაც პრიორიტეტულია ევროკავშირშიც და გაეროშიც. ეს მოიცავს გარემოსთან და ენერგიასთან დაკავშირებულ მრავალ ასპექტს და დაკავშირებულია ევროკავშირის მესამე მსოფლიოსთან ურთიერთობასთან. ამ კონტექსტში რამოდენიმე სოციოლოგიური ტენდენცია შეიძლება იყოს განხილული: მზარდი მოთხოვნილება ხელუხლებელ გარემოზე,

თუ ხალხი იმუშავებს მაღალი ტექნოლოგიებით, შესაძლოა ნაწილობრივი განხორციელება პრინციპისა - ,,პატარა არის ლამაზი, რაზეც ევროპაში ბევრი დისკუსია მიმდინარეობს შემდეგი შინაარსით - ,,პოსტ-მატერიალური საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოლიტიკა, ის მაინც რეაგირებას მოახდენს სხვა ხმებზე იმ დიალოგში,

რომელსაც აწარმოებს და მოუხდება გაუმკლავდეს განსაზღვრულ მოთხოვნილებებს ამ სფეროში.

2003 - 2010 ინდუსტრიული და სოციალური პოლიტიკა ინდუსტრიული და სოციალური პოლიტიკა დემოგრაფიულ ზეწოლასთან, ევროს სტაბილურობასთან,

ევროკავშირის ზოგ ნაწილში უმუშევრობის შედარებით მაღალ მაჩვენებელთან და სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად გახდა მომავლის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი.

განსაკუთრებით კი ახლა, რადგან ევროკავშირის ახალ კონსტიტუციაში გაჩნდა მოთხოვნები სოციალური პოლიტიკის შესახებ.

2004 - 2010 ევროკავშირის შიდა უსაფრთხოება ზოგადი ტერორისტული საშიშროების გამო, ევროკავშირის შიდა უსაფრთხოება მნიშვნელოვან საკითხად გვევლინება. ევროკავშირის შიდა უსაფრთხოების პრობლემის მოსაგვარებლად 2004 წელს ,,მისტერ ტერორიზმად წოდებული ნიდერლანდების ყოფილი იუსტიციის მინისტრი იქნა დანიშნული, რომელსაც ჯერჯერობით შეზღუდული კომპეტენცია აქვს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მომავალში ის უფრო ფართო იქნება.

Page 12: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

პოლიციას უკვე მეტი საქმე გაუჩნდა. თანამშრომლობა იზრდება პოლიის ძალებს შორისაც. შიდა უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება 2010 წლისთვისაა ნავარაუდები.

ევროკავშირის რუკა(2004 წლის პირველი მაისის მდგომარეობით)

ევროკავშირის ოფიციალურ რუკებზე, წევრი სახელმწიფოების სახელწოდებები,

როგორც წესი, მათივე ენაზეა დაწერილი.

ენის პრობლემა ევროკავშირშიევროკავშირი იცავს იმ პრინციპს, რომლის მიხედვითაც მის წევრ სახელმწიფოთა ყველა ოფიციალურ ენას აქვს თანაბარი ღირებულება და მნიშვნელობა.

ევროკავშირის დაფუძნებისას დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა ოთხი ენის (ფრანგული, გერმანული, იტალიური და ჰოლანდიური ენების) ქონა. მაგრამ დღეს უკვე პრობლემაა ის, რომ ევროკავშირში არსებობს 25 წევრი სახელმწიფო და 20

ოფიციალური ენა (წევრი სახელმწიფოების ენათა ანბანის მიხედვით):

ჩეხური დანიური გერმანული ესტონური ბერძნული ინგლისური ესპანური ფრანგული იტალიური ლატვიური ლიტვური უნგრული მალტიური ჰოლანდიური პორტუგალიური სლოვაკური სლოვენური ფინური შვედური

Page 13: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

ინქრონული თარგმანის დროს, მაგალითად ევროპარლამენტში, 380 შესაძლო ენობრივი კომბინაციაა, რის გამოც ევროკავშირს სერიოზული სირთულეები აქვს მალტიურიდან ლატვიურზე, ან ესტონურიდან სლოვაკურ ენაზე თარჯიმნების ძებნის დროს. შესაბამისად, თარგმანთა უმეტესი ნაწილიხორციელდება ,,საშუამავლო ენის» მეშვეობით (მაგალითად, საშუამავლო ენაა ენგლისური, მალტიურიდან-ინგლისურზე და შემდეგ ინგლისურიდან ლატვიურზე ხდება თარგმნა). ევროკავშირის ყველა სათათბირო ოთახი აღჭურვილია სინქრონული თარგმანის ელექტრონული მოწყობილობებით. ევროკავშირს არ გააჩნია ენების გაკონტროლების ან ლიმიტირების კონცეფცია და ამის გაკეთება არც ევროკავშირის პოლიტიკას შეესაბამება. თუმცა დღესდღეობით,

პრაქტიკულობისთვალსაზრისით საკმაოდ ბევრი წინადადება განიხილება (2004 წლის ივნისი).

ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებს ევროკავშირის უმეტესი დოკუმენტების 15

გვერდამდე ლიმიტირებას (რაც მათ სწრაფად თარგმნას შეუწყობს ხელს). ბევრი არაოფიციალური შეხვედრა უკვე რამოდენიმე წელია სამ ან ხუთ ძირითად ენაზე მიმდინარეობს. ყველა წინადადება, რომელიც ევროკავშირის ერთ ან ორ ძირითად ენაზე კონცენტრირებას ითვალისწინებდა ჩავარდა, რადგანაც ვერ გადაწყდა თუ რომელი ენა (ენები) უნდა ყოფილიყო ძირითადი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი საშინაო შეხვედრა ამჟამად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ინგლისური ყველაზე პოპულარული ენაა. მეორეს მხრივ, ევროკავშირი აფინანსებს ოფისს ბრიუსელში,

სახელწოდებით ,,იშვიათად გამოყენებული ენების ევროპული ბიურო» (EBLUL),

რომელიც ზრუნავს წევრ სახელმწიფოებში არსებულ უმცირესობათა ენებზე (მაგალითად, ბრეტონული - საფრანგეთში, უელსური ან შოტლანდიურ-კელტური -

დიდ ბრიტანეთში, სლოვენური ან ლათინური -იტალიაში, დანიური ან სლავურ-

სერბული -გერმანიაში,

გალური ენა -ესპანეთში და ა.შ.). ევროკავშირში ენასთან დაკავშირებული სირთულეები მიჩნეულია ევროპის კულტურული მემკვიდრეობის (რაც თავის მხრივ უდიდეს ყურადღებას იმსახურებს) და ასევე წარსულში ,,კოლონიზირების მცდელობების» შედეგად.

რობერტ შუმანის 1950 წლის 9 მაისის მოხსენებამიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ადგილი ჰქონდა რამოდენიმე წარუმატებელ მცდელობას, ევროკავშირის კონკრეტული ისტორია,

როგორც ასეთი, იწყება 1950 წლიდან. 1950 წლის 9 მაისს, საფრანგეთის საგარეო

Page 14: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, მისი მრჩევლის, ჟან მონეს რჩევით,

რომელიც შემდგომში ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის უმაღლესი ხელისუფლების პრეზიდენტი გახდა, ისტორიული მოხსენება გააკეთა.

ეს მოხსენება შემდეგ კონტექსტში უნდა იყოს დანახული:

მეორე მსოფლიო ომის დასრულება და მისი მიზეზები;

ევროპის სახელმწიფოების ეკონომიკური მდგომარეობა;

მოსალოდნელი ცივი ომი საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის;

1948 წლის თებერვლის ,,პრაღის გადატრიალება», რომელმაც ჩეხოსლოვაკიაში კომუნიზმის წინსვლა გამოიწვია;

1948 წლის ივნისის ბერლინის ბლოკადა;

პირველი საბჭოთა ატომური ბომბი, 1949 წლის სექტემბერი;

გერმანიის ხელახალი სამხედრო შეიარაღების შესახებ საუბრის დაწყება აშშ-ში.

ამ პირობებში დაარსდა ევროპის საბჭო (იხილეთ საინფორმაციო ყუთი), თუმცა არც ერთ წევრ სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დათმობა არ სურდა.

საფრანგეთის მთავრობა შეეცადა ემოქმედა ისე, რომ ეს ქმედება მისაღები ყოფილიყო ფრანგი ხალხისათვის.

ეს მოხსენება წარმოდგენილი იყო რამოდენიმე ძალიან მარტივი წინადადებით:

,,დროა გაბედული და კონსტრუქციული მოქმედებისა და არა ფუჭი სიტყვებისა.

საფრანგეთმა იმოქმედა და მისი მოქმედების შედეგები შესაძლოა ძალზედ დიდი იყოს. იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება. მან არსებითად მშვიდობის ხელშესაწყობად იმოქმედა. იმისათვის, რომ მშვიდობას მიეცეს შანსი, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს ევროპა. გერმანიის უპირობოდ ჩაბარებიდან ხუთი წლის შემდეგ, საფრანგეთი დგამს პირველ ნაბიჯს ევროპის მშენებლობისაკენ და ამ სარისკო წამოწყებაში რთავს გერმანიასაც. ეს არის ის, რაც ძირფესვიანად შეცვლის ყველაფერს ევროპაში და სხვა ისეთი შეკავშირებული მოქმედებების საშუალებას მოგვცემს, რაც შეუძლებელი იყო აქამდე. ამ ყველაფრიდან გამოვა ევროპა, რომელშიც ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება წარმოების გაერთიანებითა დაბაზრის გაფართოებით, რაც ფასებს დაბლა დაწევს...»

გამოსვლაში რამოდენიმე ახალი პოლიტიკური პრინციპიც იყო გაჟღერებული:

ევროპა არ იქნება ერთბაშად მთლიანი, ან რაიმე ცალკეულ გეგმაზე დამყარებული. იგი აშენდება ნაბიჯ-ნაბიჯ, რეალური მიღწევების საფუძველზე,

რომელიც პირველად წარმოშობს ნამდვილ სოლიდარობასა და ერთსულოვნებას.

Page 15: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

უნდა აღიკვეთოს ძველიძველი მტრობა საფრანგეთსა და გერმანიას შორის.

ნებისმიერი ქმედება, პირველ რიგში, ამ ორ ქვეყანასთან უნდა იყოს დაკავშირებული, თუმცა ევროპის კარი ღიაა ყველა სხვა ევროპული ერისთვის,

რომელიც კი იზიარებს ამ მიზნებს.

მოქმედება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, შეზღუდულად, მაგრამ გადამწყვეტად:

ქვანახშირისა და ფოლადის ფრანგულ-გერმანული წარმოება უნდა გაერთიანდეს ერთი უმაღლესი ხელისუფლების 1 ქვეშ.

ამ ეკონომიკური ინტერესების შეერთება გამოიწვევს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ჩამოაყალიბებს ევროპულ საზოგადოებას.

უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება წევრი სახელმწიფოებისათვის. თვითონ უმაღლესი ხელისუფლება შემდგარი იქნება დამოუკიდებელი 1მომავალი შეთანხმება ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის შესახებ, რომლის კომისიასაც თავდაპირველად ეწოდა უმაღლესი ხელისუფლება პირებისაგან და ეყოლება თანაბარი წარმომადგენლობა. მისი გადაწყვეტილებები იქნება სავალდებულო.

ამ გეგმას სრულად და გულწრფელად დაეთანხმა გერმანიის კანცლერი კონრად ადენაუერი.

სულ რაღაც ათი დღის შემდეგ ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც ბელგიამ,

იტალიამ, ლუქსემბურგმა და ჰოლანდიამ მიიღო მონაწილეობა.

იმისათვის, რომ შეექმნათ რაიმე ახალი და უნიკალური საერთაშორისო და ევროპის სამართალში, მოლაპარაკების მხარეებს თავიდან უნდა აეცილებინათ ერთსულოვნების პრინციპი ეროვნული ფინანსური შენატანების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას. ან სხვა შემთხვევაში, დაექვემდებარებინათ აღმასრულებელი ორგანო წევრი ქვეყნების ეროვნული ინტერესებისათვის ან წარმომადგენლებისათვის.

ეს იყო ევროკავშირის სამართლის დაბადება. ევროკავშირის სამართალი არის რაღაც სუი გენერის (ლათინური იურიდიული ტერმინი, რაც ნიშნავს ,,უნიკალურს»),

ის რაც არასოდეს ყოფილა მანამდე, არც ეროვნულ, არც საერთაშორისო სამართალში იგი უფრო ,,ტრანს-ნაციონალური» ან ,,ზეეროვნული»

სამართალია3. ევროკავშირის სამართალი ეწინააღმდეგება წევრი სახელმწიფოების ეროვნულ სამართალს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ქმედება ევროკავშირის სამართალთან კონტექსტში მოითხოვს მაღალ ევროპულ სოციალურ კომპეტენციას.

1950 წლის 9 მაისს რობერტ შუმანის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტი:

Page 16: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

,,მსოფლიო მშვიდობა ვერ იქნება დაცული, თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული იმ საფრთხის მოსაშორებლად, რომელიც მას ემუქრება.

ის წვლილი, რომელიც ორგანიზებულ და აქტიურ ევროპას შეუძლია შეიტანოს ცივილიზაციაში, არის არსებითი მშვიდობიანი ურთიერთობების შენარჩუნების საქმეში. საფრანგეთს, რომელიც ოცი წელია ევროპის გაერთიანებაში უმთავრეს როლს თამაშობს, მშვიდობის სამსახურში ყოფნა ყოველთვის უპირველეს მიზნად ჰქონდა დასახული. ევროპის გაერთიანება არ იქნა მიღწეული და ჩვენ გადავიტანეთ ომი.

ევროპა არ იქნება ერთბაშად ერთიანი, ან რაიმე ცალკეულ გეგმაზე დამყარებული. იგი აშენდება კონკრეტული მიღწევების საფუძველზე, რომელიც პირველ რიგში შექმნის დე-ფაქტო სოლიდარობას.

ევროპის ერების გაერთიანება მოითხოვს იმ ძველისძველი უთანხმოების აღმოფხვრას, რომელიც საფრანგეთსა და გერმანიას შორის არსებობდა.

ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ექნება ადგილი, პირველ რიგში უნდა იყოს ამ ორ ქვეყანასთან დაკავშირებული.

ამ მიზნის გათვალისწინებით, საფრანგეთის მთავრობა გამოდის შემოთავაზებით დაიწყოს მოქმედება დაუყოვნებლივ, შეზღუდულად, მაგრამ გადამწყვეტად:

2 იხ. ჟან მონე: მემუარები, ლონდონი 1976 წ., გვ. 323

3 ტრანს-ნაციონალური და ზე-ეროვნული ხანდახან სინონიმებად გამოიყენება.

თუმცა, უმეტეს ლიტერატურაში სახელმწიფო ინსტიტუტები «ზე-ეროვნულს»

გამოიყენებენ, როგორც ,,ერთა დონეზე მაღლა მყოფს», იმავე მნიოშვნელობით კომპანიები და კერძო ინსტიტუტები გამოიყენებენ ,,ტრანს-ნაციონალურს».

ი. ამ კონფერენციის თავჯდომარე, ჟან მონე, თავის მემუარებში კონფერენციისსულისკვეთების შესახებ წერს2: ,,ჩვენ ვართ აქ იმისათვის, რომ დავისახოთ საერთო ამოცანა - ვიმოქმედოთ არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული, არამედ საერთო ინტერესების შესაბამისად.

მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავჭრით საკითხებს, თუ დებატებიდან გამოვრიცხავთ ნებისმიერ სეპარატისტულ განწყობას. რამდენადაც ჩვენ, აქ შეკრებილთ,

შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მეთოდები, შესაბამისად ყველა ევროპელი თანდათანობით შეიცვლის დამოკიდებულებას.

იგი გამოდის შემოთავაზებით, რომ ქვანახშირისა და ფოლადის ფრანგულ-

გერმანული მრეწველობა მოექცეს საერთო, უმაღლესი ხელისუფლების ქვეშ, იმ ორგანიზაციაში, რომელიც ევროპის სხვა ქვეყნებისთვისაც იქნება ღია.

Page 17: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

ევროპის ფედერაციაში ქვანახშირისა და ფოლადის პროდუქციის გაერთიანებამ ეკონომიკის განვითარებაში მომენტალურად უნდა წარმოშვას, საერთო საფუძველის შექმნა, როგორც პირველი ნაბიჯი, და უნდა შეცვალოს იმ რეგიონების ხვედრი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ომისთვის სამხედრო აღჭურვილობის წარმოებით იყვნენ დაკავებულნი და ომის ყველაზე მუდმივ მსხვერპლს წარმოადგენენ.

ამგვარად, წარმოებაში შექმნილი სოლიდარობა ცხადყოფს იმას, რომ ნებისმიერი ომისაფრანგეთსა და გერმანიას შორის ხდება არა მარტო წარმოუდგენელი, არამედ ფიზიკურად შეუძლებელი. ამ ძლიერი მწარმოებლური ერთეულის შექმნა,

რომელიც ღიაა ნებისმიერი მსურველი ქვეყნისათვის და რომელიც საბოლოოდ მზადაა თანაბრად უზრუნველყოს თითოეული წევრი ქვეყანა ინდუსტრიული პროდუქციის ძირითადი ელემენტებით, რეალურ საფუძველს წარმოქმნის ეკონომიკური უნიფიცირების საქმეში.

ეს პროდუქცია მიეწოდება მთელ მსოფლიოს, განურჩევლად, გამონაკლისის გარეშე, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და მშვიდობის მიღწევის მიზნით.

გაზრდილი რესურსების საფუძველზე ევროპას ექნება საშუალება მიზნად დაისახოს მისი ერთ-ერთი ყველაზე არსებითი ამოცანის განხორციელება,

კერძოდ, აფრიკის კონტინენტის განვითარება.

ამ გზით, მარტივად და სწრაფად განხორციელდება იმ ინტერესთა თანხვედრა,

რომელიც საერთო ეკონომიკური სისტემის დაარსებისთვისაა აუცილებელი; ის შეიძლება იყოს საფუარი, რომლიდანაც შესაძლებელია წარმოიშვას უფრო ფართო და ღრმა საზოგადოება იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში უთანხმოება და სისხლისმღვრელი კონფლიქტი ჰქონდათ ერთმანეთთან.

ძირითადი პროდუქციის გაერთიანებითა და ახალი უმაღლესი ხელისუფლების დაარსებით, რომლის გადაწყვეტილებებიც სავალდებულო იქნება საფრანგეთისთვის, გერმანიასა და სხვა წევრი ქვეყნებისთვის, ეს შემოთავაზება მიგვიყვანს ევროპულ ფედერაციაში პირველი კონკრეტული საფუძველის შექმნასთან, რომელიც ამდენად აუცილებელია მშვიდობის შენარჩუნებისათვის.

აღნიშნული მიზნების განხორციელების ხელშეწყობისათვის საფრანგეთის მთავრობა მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები შემდეგ ამოსავალ პუნქტებზე:

ამოცანა, რომელიც უმაღლეს ხელისუფლებას დაეკისრება, იქნება უმოკლეს დროში პროდუქციის მოდერნიზაციისა და ხარისხის გაუმჯობესების

Page 18: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

უზრუნველყოფა; საფრანგეთისა და გერმანიის, ისევე როგორც სხვა წევრი ქვეყნების ბაზრის ქვანახშირითა და ფოლადით მომარაგება; სხვა ქვეყნებში ექპორტირების თანაბარი განვითარება; ამ მრეწველობაში მომუშავე პერსონალის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და გათანასწორება.

ამ მიზნების მისაღწევად, იმ დროს როდესაც წევრი სახელმწიფოების წარმოება იმყოფება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ ეტაპზე, მიზანშეწონილი იქნება დადგინდეს გარკვეული შუალედური საზომი, ისეთი, როგორიცაა წარმოებისა და საინვესტიციო გეგმის განხორციელება, ფასების გათანაბრების მაკომპენსირებელი მექანიზმის დაარსება, და პროდუქციის რაციონალიზაციის მიზნით ფონდის რესტრუქტურიზაცია. .

წევრ სახელმწიფოებს შორის ქვანახშირისა და ფოლადის გადაადგილება დაუყოვნებლივ გათავისუფლებული იქნება ყოველგვარი საბაჟო გადასახადისაგან და მას არ შეეხება სხვადასხვა სატრანსპორტო ბეგარა.

პირობები თანდათანობით შეიქმნება, რაც სპონტანურად წარმოშობს წარმოების უმაღლეს დონეზე პროდუქციის უფრო ეროვნულ გავრცელებას.

საერთაშორისო კარტელებისაგან განსხვავებით, რომლებიც ზღუდავენ პროდუქციისგავრცელებას და ეწევიან ეროვნული ბაზრის ექსპლუატაციას, ორგანიზაცია მაღალი სარგებელის შესანარჩუნებლად, უზრუნველყოფს ერთიან ბაზარს და პროდუქციის გავრცელების არეალის გაზრდას. ზემოთ განხილული პრინციპები და წამოწყებანი იქნება იმ ხელშეკრულების ძირითადი ბირთვი, რომელსაც ხელი მოეწერება სახელმწიფოებს შორის და გაეგზავნება მათ პარლამენტებს რატიფიკაციისათვის. მოლაპარაკებები, რომელიც აუცილებელია ხელშეკრულების დეტალების შესათანხმებლად, წარიმართება საერთო თანხმობით დანიშნული შუამავალი (მომრიგებელი) მოსამართლის დახმარებით.

მას დაევალება აღნიშნული პრინციპების თაობაზე შესაბამისი შეთანხმების მიღწევის დაფიქსირება, ხოლო მოლაპარაკების ჩიხში მოქცევის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია აირჩიოს თუ რა გადაწყვეტილება იქნას მიღებული. საერთო უმაღლესი ხელისუფლება რომელსაც დაევალება სქემის მართვა და ხელმძღვანელობა, შედგენილი იქნება მთავრობის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი პირებისაგან და მას ეყოლება თანაბარი წარმომადგენლობა.

თავჯდომარე არჩეული იქნება მთავრობებს შორის საერთო თანხმობის საფუძველზე. ხელისუფლების გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის. ხელისუფლების

Page 19: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული იქნება შესაფერისი ზომები.

ხელისუფლებაში წარმოდგენილი იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) წარმომადგენელი, რომელიც წელიწადში ორჯერ სახალხო მოხსენებას გააკეთებს გაეროსთვის, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ახალი ორგანიზაციის მუშაობის ანგარიში, რაც ისევ და ისევ ამ ორგანიზაციის მიზნების დაცვისკენაა მიმართული.

უმაღლესი ხელისუფლების ინსტიტუტი წინასწარ არ განსაზღვრავს საწარმოს ფლობის მეთოდებს...»

ი. დღეს, შუმანის მოხსენება დავიწყებას მიეცა, რადგანაც ევროკავშირში ევროპელთათვის მშვიდობა თავისთავადია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. ამაში ევროკავშირი აბსოლუტურად წარმატებულია. ევროპის მთელი ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა მშვიდობა იმდენ ხანს, რაც ევროკავშირის ქვეყნებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის. აგრეთვე, არც ერთი ეს ქვეყანა არ არის ევროკავშირის პარტნიორებთან ომის მომხრე.

მაგრამ ქვეყნებისათვის, როგორიცაა მაგალითად ბალკანეთის ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში მიმდინარეობდა სამამულო ომები და კონფლიქტები უმცირესობასა და უმრავლესობას შორის (ყოფილი იუგოსლავია), ევრკავშირში გაერთიანება ძალიან აქტუალურია, რადგანაც მათთვის მშვიდობის შენარჩუნების სურვილი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია შეუერთდნენ ევროკავშირს.

ევროკავშირის სიმბოლოები9 მაისი- ევროპის დღე1950 წლის 9 მაისს რობერტ შუმანმა წარმოადგინა მოხსენება ერთიანი ევროპის შექმნის თაობაზე, ევროპულ ქვეყნებს შორის მშვიდობის შენარჩუნების მიზნით.

დღეს, 9 მაისი გახდა ევროპული სიმბოლო (ევროპის დღე, 1985 წლის ევროკავშირის სამიტის შემდეგ), ერთიან ვალუტასთან (ევრო), დროშასთან და ჰიმნთან ერთად, რაც განსაზღვრავს ევროპული კავშირის პოლიტიკურ,

ეკონომიკურ და სულიერ არსს. ევროპის დღეს ევროკავშირის მაშტაბით იმართება სხვადასხვა ფესტივალები და ღონისძიებები. ეს დღე ევროკავშირის ყველა მოქალაქეს აახლოებს ერთმანეთთან.

დღეს, 9 მაისი ევროინსტიტუტების დასვენების დღე (თუმცა არა წევრი ქვეყნების).

იმის გამო, რომ ევროკავშირის ადმინისტრაციულ ორგანოებში ძალიან ბევრი ეროვნული დღესასწაული იყო, მათი უმეტესობა გამოირიცხა, გარდა 24./25.12.

(შობისა), 1.1. (ახალი წლისა), აღდგომის კვირისა და ა.შ. სამაგიეროდ 9 მაისის

Page 20: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

სახით ახალი დღესასწაული იქნა დამატებული. იმ შემთხვევაში, თუ 25 წევრი სახელმწიფოს ყველა ეროვნული დღესასწაული გამოცხადდებოდა მოქმედად,

მაშინ სამუშაო დღეების უმრავლესობა ,,ევროკრატებისათვის» (რაც ირონიულად ნიშნავს: ,,ევროპელ ბიუროკრატებს») დასვენების დღეები იქნებოდა. 9 მაისი ხშირად აღინიშნება, როგორც ,,ღია კარის დღედ» ევროპული კავშირისშენობებისათვის ბრიუსელში, სადაც მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ ოფისები, შეხვდნენ ევროკავშირის სამოქალაქო მოხელეებს,

მიიღონ ინფორმაცია პირველწყაროდან, გასინჯონ ბუფეტებისა და ბარების შემოთავაზებები და ა.შ.

ევროკავშირის დროშა

ევროპული დროშა არა მარტო ევროკავშირის, არამედ ევროპის ერთიანობისა და იდენტურობის სიმბოლოა. ოქროსფერი ვარსკვლავების წრე წარმოადგენს ევროპის ხალხებს შორის სოლიდარობასა და ჰარმონიას. ვარსკვლავების რიცხვი, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, გამოხატავს არა ევროკავშირის წევრი სქვეყნების რაოდენობას, არამედ სრულყოფილებას,

სისრულესა და ერთობას.

ი. 1995 წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც ევროკავშირი 12 წევრიდან 15 წევრამდე გაფართოვდა და შეიერთა ავსტრია, ფინეთი და შვედეთი, ევროკავშირის თავჯდომარეს უნდა წარმოეთქვა სიტყვა ჩრდილო-ვესტფალიის გერმანულ ბანკში. მას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი შეეგება და შემდეგი სიტყვებით ამაყად მიუთითა დროშაზე, რომელსაც ... 15 ვარსკვლავი ეხატა: ,,ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ უკვე გვქონოდა ევროკავშირის ახალი დროშა, რომლის დიზაინიც ჩვენს სარეკლამო დეპარტამენტს ეკუთვნის.» ეს იყო შეცდომა,

რადგან შეიცვალა მხოლოდ წევრი სახელმწიფოების რაოდენობა, და არა ვარსკვლავების რიცხვი. და მაინ, 2002 წელს, ევროკავშირსა და ყირგიზეთს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების სისრულეში მოყვანისას,

ყირგიზულმა გრავიურების მაღაზიამ შეცვალა ვარსკვლავების რაოდენობა და პირამიდა ქაღალდზე დაბეჭდა კალენდარი და 15 ვარსკვლავიანი დროშა,

რადგანაც იქვე ეწერა- ,,ევროკავშირის 15 წევრის შესახებ.» ეს შეცდომა ევროკავშირის აპარატის მიერ ვერ იქნა დროულად შენიშნული და ამიტომაც,

საჭირო გახდა ყველა პირამიდის განადგურება და ახლიდან სწორად დაბეჭდვა!

Page 21: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

დროშის ისტორია იწყება 1955 წლიდან, როდესაც მხოლოდ ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობა არსებობდა, მისი ექვსი წევრით.

ევროსაბჭო რამოდენიმე წლით ადრე იქნა დაფუძნებული საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში და აქტიურად იცავდა ადამიანის უფლებებს და ქომაგობდა და ხელს უწყობდა ევროპულ კულტურას. ევროსაბჭო, როგორც ,,ამერიკის შტატების ორგანიზაციის ან ,,აფრიკული ერთობის ორგანიზაციის (ახლა უკვე აფრიკული კავშირის) ევროპული ექვივალენტი, ფიქრობდა თუ რა სიმბოლო შეექმნა გამოსაყენებლად. ბევრი განხილვის შემდეგ მიიღეს დღევანდელი დიზაინი -

ლურჯ ფონზე გამოსახული თორმეტი ოქროს ვარსკვლავის წრე. სხვადასხვა ტრადიციებში, თორმეტი წარმოადგენს სიმბოლოს, როგორც წელიწადის თვეების რაოდენობისა, აგრეთვე საათზე ნაჩვენები საათების რაოდენობას. მაგრამ,

როგორც აღინიშნა, აქ რიცხვი 12 არის ერთობის სიმბოლო.

შემდგომში ევროსაბჭომ, სხვა ევროპული ინსტიტუტებიც წაახალისა, რომ მათაც მიეღოთ ეს დროშა და 1986 წლიდან მოყოლებული ევროკავშირის ყველა ინსტიტუტი იყენებს მას. აღნიშნულიდროშა ევროკომისიის, როგორც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს, ერთადერთი ემბლემაა, თუმცა კავშირის სხვა ორგანოებსა და ინსტიტუტებს შეუძლიათ დროშასთან ერთად სხვა ემბლემებიც გამოიყენონ.

ი. ხშირად ევროსაბჭო ერევათ ევროკავშირის საბჭოში. ევროსაბჭოს, უძველეს ევროპულ ორგანიზაციას, მიუხედავად მჭიდრო თანამშრომლობისა, არაფერი აქვს საერთო ევროკავშირთან.

დღეს, რუსეთის ჩათვლით, ყველა ევროპული დემოკრატიული ქვეყანა (45) არის მისი სრული წევრი. ევროსაბჭოს აქვს შიდა-საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებისაგან (თუმცა ევროკავშირის ევროპარლამენტის წევრები პირდაპირი წესით ირჩევიან). მას ასევე მიღებული აქვს დიდი რაოდენობა კანონიერად სავალდებულო კონვენციებისა, მაგალითად, კულტურის პოლიტიკის ან სამართლის სფეროში,

აგრეთვე ევროპის ადამიანის უფლებების კონვენცა, რომლისთვისაც არსებობს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელსაც ადამიანის უფლებების დარგში უამრავი ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული (მაგალითად სიკვდილით დასჯის გაუქმება,

სასამართლო პროცესების ხანგრძლივობა, ლტოლვილთა უფლებები და ა.შ.).

Page 22: ევროკავშირის ისტორია · Web viewევროპის შეერთებული შტატები უკანასკნელი

ნებისმიერ კერძო პირს ხელმომწერი სახელმწიფოდან შეუძლია წავიდეს ამ სასამართლოში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა საშუალება ეროვნული სასამართლოს დონეზე ამოწურულია.

ეს არის არა მარტო ევროკავშირის, არამედ ფართო გაგებით, მთელი ევროპის ჰიმნი. მელოდია გახლავთ მეცხრე სიმფონიიდან, რომელიც 1823 წელს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მიერ იქნა დაიწერილი.

სიმფონიის ბოლო მოქმედებისთვის ბეთჰოვენმა 1785 წელს ფრიდრიხ შილერის მიერ დაწერილი «Ode to joy» (,,ხოტბა მხიარულებას») გამოიყენა. ეს პოემა გამოხატავს შილერის იდეალისტურ ხედვას ადამიანთა რასის დაძმობილების შესახებ - ხედვას, რომელიც ბეთჰოვენმა გაიზიარა.

1972 წელს ევროსაბჭომ საკუთარი ჰიმნის ტექსტად (იგივე ორგანო, რომელმაც პირველად შექმნა ევროპული დროშა) ბეთჰოვენის -,,ხოტბა მხიარულებას” მიიღო.

სიტყვების გარეშე, მუსიკის უნივერსალურ ენაზე, ეს ჰიმნი გამოხატავს თავისუფლების, მშვიდობისა და სოლიდარობის იდეას, რომლისთვისაც არსებობს ევროპა.

1985 წელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურებმა იგი მიიღო, როგორც ევროკავშირის ოფიციალური ჰიმნი. ის მიზნად არ ისახავს წევრი სახელმწიფოების ეროვნული ჰიმნების ჩანაცვლებას. იგი მიღებულ იქნა მრავალეროვნულობის ერთობისა და მათი საერთო ღირებულებების საზეიმოდ.

დღეს ამ ჰიმნის მრავალი ვერსია არსებობს, დაწყებული ისტორიული ინსტრუმენტებით შესრულებიდან, მძიმე მეტალის როკით დამთავრებული.