საქართველოს ეკონომიკის კვარტალური...

34
საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა 2018 წლის I კვარტალი ივლისი 2018

Upload: others

Post on 05-Sep-2019

41 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

საქართველოს ეკონომიკისკვარტალური მიმოხილვა

2018 წლის I კვარტალი

ივლისი 2018

Page 2: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

1

საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) ყოველკვარტალურ ელექტრონულ გამოცემას, რომელიც მიზნად ისახავს გააცნოს მკითხველს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები. მიმოხილვა ეყრდნობა როგორც ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებს, ისე ექსპერტულ შეფასებებს.

ავტორთა ჯგუფი: მერაბ კაკულია (ჯგუფის ხელმძღვანელი) ნოდარ კაპანაძე ლელა ბახტაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდიშიო ჩიტაძის ქუჩა 3ა, თბილისი, საქართველო, 0108ტელეფონი: + 995 32 247 35 55, ფაქსი: + 995 32 298 52 65 ელფოსტა: [email protected]

პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

მიმოხილვა გამოხატავს ავტორთა ჯგუფის მოსაზრებებს, რომელიც შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და SIDA-ს თვალსაზრისს.

Page 3: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

2

სარჩევი

1. ეკონომიკური ზრდა ..........................................................................................................................3

2. დასაქმება .............................................................................................................................................7

3. ნაერთი ბიუჯეტი და სახელმწიფო ვალი ....................................................................................11

4. ინფლაცია ...........................................................................................................................................16

5. საგარეო ვაჭრობა ..............................................................................................................................19

6. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ..........................................................................................24

7. საბანკო სექტორი ..............................................................................................................................30

Page 4: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

3

1. ეკონომიკური ზრდა

ცხრილი 1.1: ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკაცხრილი 1.1: ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა

მშპ მიმდინარე ფასებში,

მლნ. ლარი

მშპ მუდმივ 2010 წლის ფასებში,მლნ. ლარი

მშპ-ის რეალური ზრდა,

პროცენტული ცვლილება

მშპ დეფლატორი, პროცენტული ცვლილება

მშპ ერთ სულზე (მიმდინარე ფასებში), ლარი**

მშპ ერთ სულზე (მიმდინარე ფასებში),

აშშ დოლარი**

მშპ მიმდინარე ფასებში, მლნ. აშშ დოლარი

2012 26167 23654 6.4 1.0 5818 3523 15847

2013 26847 24455 3.4 -0.8 5988 3600 16140

2014 29151 25586 4.6 3.8 6492 3676 16508

2015 31756 26323 2.9 5.9 8551 3767 13988

2016 3029 27072 2.8 4.2 9146 3865 14378

Q1 7419 5699 2.9 4.9 1994 819 3047

Q2 8262 6545 3.1 2.6 2221 1004 3734

Q3 8892 7095 2.6 4.6 2390 1029 3829

Q4 9455 7733 2.8 4.7 2541 1018 3788

2017* 38042 28422 5.0 6.5 10231 4079 15165

Q1* 8332 6003 5.3 6.6 2241 861 3201

Q2* 9196 6864 4.9 6.1 2473 1023 3802

Q3* 9942 7408 4.4 7.1 2674 1105 4107

Q4* 10572 8147 5.4 6.1 2843 1096 4077

2018* 9150 6323 5.3 4.3 2453 987 3682

Q1* 9150 6323 5.3 4.3 2453 987 3682წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური შენიშვნა: * წინასწარი მონაცემები ** 2015, 2016 და 2017 წლებში ერთ სულზე გაანგარიშებულ მაჩვენებლებში ასახულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები. წინა წლების მაჩვენებლებში გამოყენებულია აღწერამდელი დემოგრაფიული მონაცემები. წინა წლების მოსახლეობის რიცხოვნობა აღწერის მონაცემების გათვალისწინებით დაზუსტდება, რაც გამოიწვევს ერთ სულზე გაანგარიშებული მაჩვენებლების დინამიკური მწკრივების დაზუსტებას 2003-2014 წლების მიხედვით

2018 წლის I კვარტალში, წინასწარი შეფასებით, მშპ-ის რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პრო ცენტი შეადგინა, რაც ბევრად აღემატება 2015-2016 წლების ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელს. ამგვარი წინმსწრები დინამიკა 2017 წელს ჩამოყალიბდა და 2018 წელსაც გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ საანალიზო პერიოდში მშპ-ის რეალური წლიური ზრდის ტემპი, სეზონური შესწორებით და მის გარეშე, იდენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონური ფაქტორის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე თითქმის ნულოვანია.

4207 47

12 5017 55

8843

2450

72 5362

5985

4581

5370 58

2564

6648

8858

18 6276 66

7150

0559

09 6362

7180

5365

6196 67

2073

0455

3963

49 6912

7522

5699

6545 70

9577

3360

0368

64 7408

8147

6323

0

1000

2000

3000

4000

5000

6000

7000

8000

9000

Q109

Q209

Q309

Q409

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 1: მუდმივ ფასებში მშპ-ის კვარტალური დინამიკა 2009-2018წლებში (მლნ. ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

Page 5: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

4

წინა კვარტალთან შედარებით, რეალური მშპ 22.4 პროცენტით შემცირდა, თუმცა ეს კლება სეზონური ხასიათისა იყო: მშპ პირველ კვარტალში, როგორც წესი, ნაკლებია მეოთხე კვარტალის მშპ-ზე და ეს მიმართება ორ ათეულ წელზე მეტია არ იცვლება.

4.94.4 5.45.3

4.65.0

5.25.3

-1000.0%

-800.0%

-600.0%

-400.0%

-200.0%

0.0%

200.0%

400.0%

600.0%

800.0%

1000.0%

Q109

Q209

Q309

Q409

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q418

დიაგრამა 2: მშპ-ის რეალური ზრდის ტემპები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით: კვარტალური დინამიკა (პროცენტი)

რეალური ზრდის ტემპი სეზონურად შესწორებული ზრდის ტემპი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წვლილი მშპ-ის რეალურ წლიურ ზრდაში 2018 წლის I კვარტალში არსებითად განსხვავდებოდა (იხ. ცხრილი 1.2).

ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სექტორმა შეასრულა (0.7 პროცენტული პუნქტი). ერთობ მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე სხვა კომუნალური და სოციალური მომსახურებისა და უძრავი ქონებით ოპერაციების წვლილი (შესაბამისად, 0.6-0.6 პროცენტული პუნქტი). მომსახურების სფეროს მხოლოდ ამ სამი სექტორის ჯამურმა წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში თითქმის 2 პროცენტი შეადგინა. შედარებით მოკრძალებული როლი შეასრულეს ამ სფეროს სხვა სექტორებმა: საფინანსო სექტორმა, განათლებამ და ჯანდაცვამ.

მთლიანობაში, 2018 წლის I კვარტალში მომსახურების სფეროში მთლიანი დამატებული ღირებულება წლიურ გამოსახულებაში 5.4 პროცენტით გაიზარდა, რამაც მშპ-ის 5.3-პროცენტიან ზრდაში 3.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ეკონომიკის რეალური სექტორებიდან საანალიზო პერიოდის ეკონომიკურ დინამიკაში შესამჩნევი იყო დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის წვლილი (შესაბამისად, 0.6 და 0.5 პროცენტული პუნქტი).

საერთო ჯამში, საანალიზო პერიოდში მრეწველობის წილად შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულება მუდმივ ფასებში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1 პროცენტით გაიზარდა, რამაც მშპ-ის 5.3-პროცენტიანი ზრდიდან 1.5-პროცენტული პუნქტი შეადგინა.

2018 წლის I კვარტალის რეალურ ეკონომიკურ ზრდაში ნეგატიური წვლილი შეიტანა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორმა და მასთან დაკავშირებულმა შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავებამ. თითოეულმა მათგანმა 0.1 პროცენტული პუნქტით გააუარესა კვარტალური ეკონომიკური დინამიკის მაჩვენებელი. მართალია, ეს უარყოფითი ეფექტი ჯამურად დრამატული არ იყო, მაგრამ იგი სწორედ იმ სექტორებში გამოიკვეთა, რომლებზეც მთლიანი დასაქმების თითქმის ნახევარი მოდის.

Page 6: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

5

ცხრილი 1.2: ცალკეული სექტორების რეალური ზრდის ტემპები და მათი წვლილი მშპ-ის რეალურ ცხრილი 1.2: ცალკეული სექტორების რეალური ზრდის ტემპები და მათი წვლილი მშპ-ის რეალურ ცვლილებაში 2018 წლის I კვარტალშიცვლილებაში 2018 წლის I კვარტალში

ცვლილება წინა წლის შესაბამის

პერიოდთან შედარებით (მლნ. ლარი)

ცვლილება წინა წლის შესაბამის

პერიოდთან შედარებით

(%)

წვლილი მშპ-ის ცვლილებაში (პროცენტულ პუნქტებში)

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა -7.8 -2.2 -0.1

სამთომოპოვებითი მრეწველობა 6.9 11.4 0.1

დამამუშავებელი მრეწველობა 38.6 6.6 0.6

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება 16.2 10.0 0.3

პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ -3.1 -3.0 -0.1

მშენებლობა 29.3 8.7 0.5

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი 42.5 5.1 0.7

სასტუმროები და რესტორნები 17.2 10.9 0.3

ტრანსპორტი 1.0 0.2 0.0

კავშირგაბმულობა -0.7 -0.3 0.0

საფინანსო საქმიანობა 22.6 9.1 0.4

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა 38.7 13.4 0.6

საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა 3.1 1.8 0.1

სახელმწიფო მმართველობა 16.3 3.4 0.3

განათლება 11.9 5.2 0.2

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება 9.4 2.8 0.2

სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა 36.2 13.4 0.6

შინამოსამსახურის საქმიანობა და შინამეურნეობების საქმიანობა, დაკავშირებული საკუთარი მოხმარებისათვის საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან -0.1 -1.4 0.0

ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება -18.2 13.6 -0.3

მშპ საბაზისო ფასებში 262.2 5.1 4.3

(+) გადასახადები პროდუქციაზე 57.0 6.5 1.0

(-) სუბსიდიები პროდუქციაზე 0.5 1.3 0.0

მშპ საბაზრო ფასებში 320.3 5.3 5.3

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

2009-2018 წლებში აგრარული სექტორის მთლიანი გამოშვების წილი რეალურ მშპ-ში სეზონური ეფექტის გარეშე, კვარტალურად, საშუალოდ 3.2 პროცენტით მცირდებოდა; მრეწველობაში შექმნილი დამატებული ღირებულების წილი კი - 1.1 პროცენტით იზრდებოდა; ხოლო მომსახურების სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების ხვედრითი წონის საშუალო კვარტალური ზრდის ტემპი 0.1 პროცენტი იყო.

Page 7: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

6

393

393

392

392

384

379

378

384

393

403

410

409

400

394

398

409

423

433

441

443

444

445

447

449

448

450

452

453

451

453

453

450

443

442

441

439

438

927

931

938

954

979

998

1008

1011

1031

1067

1109

1145

1180

1200

1207

1199

1197

1209

1234

1264

1285

1291

1298

1307

1332

1338

1354

1374

1416

1430

1438

1446

1486

1502

1519

1534

1542

2939

2931

2960

3015

3077

3138

3196

3258

3306

3355

3393

3449

3506

3568

3590

3605

3621

3678

3733

3793

3827

3868

3895

3933

3958

3994

4018

4045

4058

4084

4123

4183

4240

4295

4350

4413

4444

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

Q109

Q209

Q309

Q409

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 3: სეზონურად შესწორებული რეალური მშპ-ის სტრუქტურის კვარტალური დინამიკა გამსხვილებული სექტორების მიხედვით

(მლნ.ლარი)

სოფლის მეურნეობა მრეწველობა მომსახურება

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

მთლიანი დამატებული ღირებულების სეზონურად შესწორებული მაჩვენებლის საშუალო კვარტალური ზრდის ტემპი სოფლის მეურნეობაში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულებისათვის 0.1 პროცენტი იყო, მრეწველობისათვის - 5.1 პროცენტი, ხოლო მომსახურების სექტორისთვის - 4 პროცენტი. ეკონომიკის გამსხვილებულ სექტორებში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების სტრუქტურა არსებითად უცვლელია, თუ არ ჩავთვლით სოფლის მეურნეობის ხვედრითი წონის შემცირების შეუქცევად და წრფივ ტენდენციას.

Page 8: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

7

2. დასაქმება

ცხრილი 2.1: დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებელთა დინამიკაცხრილი 2.1: დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებელთა დინამიკა

15 წლის

ა და უფროსი

ასაკი

ს (შრომი

სუნარია

ნი ასაკი

ს)

მოსახლ

ეობა

, სულ

(ათასი კაცი

)

ეკონო

მიკუ

რად

აქტ

იური

მოსახლ

ეობა

(სამუშაო

ძალ

ა)

შსო

-ს კრიტ

ერიუ

მით

(ათასი კაცი

)

დასაქმე

ბული მო

სახლ

ეობა

შს

ო-ს

კრიტ

ერიუ

მით

(ათასი კაცი

)

მათ შორის

უმუ

შევართა რაო

დენ

ობა

შს

ო-ს

კრიტ

ერიუ

მით

უმუ

შევრ

ობი

ს დონე

შსო

-ს

კრიტ

ერიუ

მით

(%)

სამუ

შაო

ძალ

ის

მონაწი

ლეო

ბის

კოეფ

იციე

ნტი

(%)

დასაქმე

ბის დონე

(%)

დაქირ

ავებ

ით

დასაქმე

ბული

(ათასი კაცი

)

თვი

თდასაქმებუ

ლი

(ათასი კაცი

)

2012 3057.3 2004.5 1659.4 716.2 935.7 345.1 17.2 65.6 54.3

2013 3036.9 1978.6 1643.4 693.7 940.4 335.2 16.9 65.2 54.1

2014 3031.6 1984.6 1694.4 743.5 944.4 290.2 14.6 65.5 55.9

2015 3019.1 2018.0 1733.8 798.3 928.0 284.2 14.1 66.8 57.4

2016 3009.4 1996.2 1717.3 801.5 909.5 278.9 14.0 66.3 57.1

2017 3012.3 1983.1 1706.6 824.2 881.6 276.4 13.9 65.8 56.7

Q1 3007.0 1978.9 1674.0 808.4 863.9 304.9 15.4 65.8 55.7

Q2 3014.9 2021.4 1735.4 842.3 892.7 286.1 14.2 67.0 57.6

Q3 3029.4 1992.8 1742.5 841.0 900.3 250.3 12.6 65.8 57.5

Q4 2997.9 1939.1 1674.8 805.2 869.4 264.3 13.6 64.7 55.9

2018 3038.3 1938.7 1666.9 822.5 843.8 271.8 14.0 63.8 54.9

Q1 3038.3 1938.7 1666.9 822.5 843.8 271.8 14.0 63.8 54.9

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

2016 წლის ბოლომდე სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შეფასებისთვის შინამეურნეობების ინტეგრირებულ გამოკვლევას იყენებდა, რომელშიც ჩართული იყო სამუშაო ძალის გამოკვლევის მოდული. 2017 წლიდან სამუშაო ძალის გამოკვლევა გამოეყო შინამეურნეობების ინტეგრირებულ გამოკვლევას და ის ცალკე, დამოუკიდებელი შერჩევით, ტარდება. 2017 წლის ოთხი კვარტალური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სამუშაო ძალის დამოუკიდებელი გამოკვლევის შედეგები.

12.611.5

12.613.8 14.0

16.215.2 15.2

16.015.1 15.0 14.6

12.4 12.0 11.8

13.512.7

13.915.1 15.4

17.4 17.9 18.317.4 17.3 17.2 16.9

14.6 14.1 14.0 13.9

0.0

2.0

4.0

6.0

8.0

10.0

12.0

14.0

16.0

18.0

20.0

2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017

დიაგრამა 4: შსო-ს კრიტერიუმითუმუშევრობის დონე გადასინჯული მონაცემებით და გადასინჯვამდე (პროცენტი)

შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევით

სამუშაო ძალის გამოკვლევის შედეგების მიხედვით შესწორებული

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სამუშაო ძალის დამოუკიდებელი გამოკვლევის შედეგად გაანგარიშებული უმუშევრობის დონის მაჩვენებელი რამდენადმე განსხვავებული აღმოჩნდა შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის ფარგლებში გაანგარიშებული ანალოგიური მაჩვენებლებისაგან. გადასინჯვის არგუმენტების შეფასება

Page 9: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

8

წინამდებარე ანგარიშის მიზანს არ წარმოადგენს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ეს არგუმენტები განხილული არაა.*

2018 წლის I კვარტალის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკაში სულ დასაქმებული იყო 1670 ათასი ადამიანი, რაც 0.5 პროცენტით ნაკლები იყო წინა კვარტალის და 0.4 პროცენტით ნაკლები - წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. დასაქმებულთა რაოდენობის კლება ორივე შემთხვევაში პრაქტიკულად მთლიანად თვითდასაქმებულთა შემცირების ხარჯზე მოხდა, დაქირავებულთა რაოდენობა კი, როგორც წინა კვარტალთან, ისე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა.

შსო-ს კრიტერიუმით, უმუშევრობის დონე საანალიზო პერიოდში 14 პროცენტი იყო, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა კვარტალის შესაბამის მაჩვენებელს და 1.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

სამუშაო ძალის მონაწილეობის კოეფიციენტი (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ხვედრითი წონა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან) საანალიზო პერიოდში 63.8-პროცენტიან ნიშნულზე იყო, რაც უმნიშვნელოდ ჩამორჩება როგორც წინა კვარტალის (0.9 პროცენტული პუნქტით), ისე წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს (1 პროცენტული პუნქტით). შეიძლება ითქვას, რომ ბოლო მონაცემებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის მაჩვენებლის დინამიკის თვალსაზრისით, ქვეყანაში მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გადასინჯული მონაცემების კვარტალური დინამიკა გამოქვეყნებული არ არის, თუმცა წლიური მაჩვენებლების დინამიკა, რომელიც საქსტატის ვებგვერდზეა განთავსებული, სრულიად საკმარისია გადასინჯვის შემდგომ გამოვლენილი ტენდენციების შესაფასებლად. 2002-2017 წლებში 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის შემცირების ტენდენცია აღინიშნებოდა, რაც საკმაოდ რთული დემოგრაფიული მდგომარეობით და მიგრაციით იყო განპირობებული. ამავე პერიოდში გამოიკვეთა აგრეთვე დაქირავებით დასაქმებულთა ხვედრითი წონის ზრდის ტენდენცია, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ 2013-2015 წლებში გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ეს ზრდა რამდენადმე შენელდა, თუმცა 2017 წელს იგი კვლავ გაგრძელდა და დაქირავებით დასაქმებულთა წილი მთლიანი დასაქმების 48 პროცენტამდე გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში მთლიანი დასაქმების ძირითად ნაწილს შეადგენდნენ თვითდასაქმებულები (შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 30-35 პროცენტი), ხოლო მათ დიდ უმრავლესობას - სოფლად თვითდასაქმებულები. შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში თვითდასაქმებულთა ხვედრითი წონის კვარტალური დინამიკა არასტაბილურია სეზონური ეფექტის მაღალი ზეგავლენის გამო, თუმცა წლიური დინამიკა თვითდასაქმებულთა ხვედრითი წონის სუსტ, მაგრამ სტაბილურ ტენდენციას აჩვენებს.

2018 წლის I კვარტალში ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ხვედრითი წონა 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში 36 პროცენტს შეადგენდა. ამ მაჩვენებლის დინამიკაც საკმაოდ არასტაბილურია, თუმცა მთლიანობაში შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

274 260 279 300 294 331 347 361 343 345 345 335 290 284 279 276

660 672 636 632 608 629 622 635 669 684 716 694 744 798 801 824

1088 1116 1093 1050 1008 949 974 975 957 952 936 940 944 928 910 882

2026 2049 2009 1983 1912 1909 1945 1972 1971 1988 2005 1979 1985 2018 1996 1983

1144 1114 1150 1178 1246 1256 1212 1174 1144 1100 1053 1058 1047 1001 1013 1029

3170 3163 3159 3160 3158 3165 3157 3146 3115 3088 3057 3037 3032 3019 3009 3012

0.0

500.0

1000.0

1500.0

2000.0

2500.0

3000.0

3500.0

0%

20%

40%

60%

80%

100%

2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017

დიაგრამა 5: 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური სტატუსის მიხედვით, შსო-ს კრიტერიუმით (ათასი კაცი)

მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ სულ აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა)

თვითდასაქმებული დაქირავებული

უმუშევარი 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა, სულ

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

* http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/labour/dasaqmeba-umushevroba%202018.21.05_pres-relizi_GEO.pdf

Page 10: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

9

ბოლო, 2017 წლის IV კვარტალის, მონაცემებით, მთლიანი დასაქმების 42 პროცენტი სოფლის მეურნეობის წილად მოდიოდა, რაც სოფლად თვითდასაქმების ძალიან მაღალი დონითაა განპირობებული. ეს მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო წინა კვარტალთან შედარებით და 6 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის მონაცემები შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მიხედვითაა დათვლილი, ხოლო 2017 წლის მაჩვენებლები - სამუშაო ძალის გამოკვლევის საფუძველზე. ამდენად, 2017 წლის კვარტალებში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილის მკვეთრი ვარდნა უფრო ამ მიზეზითაა გამოწვეული. მთავარი მაინც ისაა, რომ შემცირების ეს ტენდენცია, რომელიც 2017 წლამდე მონაცემებში გამოიკვეთა, 2017 წელსაც შენარჩუნდა, რაც მის ჩამოყალიბებულ ხასიათზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, აგრარული დასაქმება კვლავინდებურად დასაქმების მთავარი სტრუქტურული მდგენელია.

დასაქმების მეორე მსხვილი სექტორი ვაჭრობა და საყოფაცხოვრებო მომსახურებაა, რომელზეც 2017 წლის IV კვარტალის მონაცემებით, მთლიანი დასაქმების 11 პროცენტი მოდიოდა, რაც 1 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა, როგორც წინა კვარტალის, ისე წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

მრეწველობაში დასაქმებულთა ხვედრითი წონა საანალიზო პერიოდში 8.2 პროცენტი იყო, რაც წინა კვარტალის შესაბამის მაჩვენებელს 0.2, ხოლო წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.5 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ დასაქმების განაწილება ეკონომიკის სექტორების მიხედვით ძირითადად უცვლელია. განსხვავებული მხოლოდ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილის არსებითი შემცირებაა, რაც უფრო მონაცემების შეგროვების სპეციფიკითაა განპირობებული. დასაქმების ძირითადი სექტორი სოფლის მეურნეობაა და მისი ასიმეტრიულად მაღალი ხვედრითი წონის ფონზე სხვა სექტორებში მიმდინარე ცვლილებები სტატისტიკურად არ არის არსებითი.

1669

1666 1691 1745

1622 1652

1659

1657

1618 1683

1706 1765

1704 1740 1813

1756

1682

1706 1763

1770

1720 1751 1790

1783

1761

1800

1809

1797

1733 1771

1777

1744

1673 1735

1742

1675

0

200

400

600

800

1000

1200

1400

1600

1800

2000

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

Q109

Q209

Q309

Q409

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

დიაგრამა 6. დასაქმებულთა განაწილება ძირითად სექტორებში(ათასი კაცი)

სოფლის მეურნეობა ვაჭრობაგანათლება მრეწველობატრანსპორტი და კავშირგაბმულობა მშენებლობასხვა დარგები სულ

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

აგრარული დასაქმება ძირითადად თვითდასაქმებულებს მოიცავდა. 2017 წლის IV კვარტალის მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმების მხოლოდ 2 პროცენტი იყო დაქირავებით დასაქმებული, რაც სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია და შეიძლება ითქვას, რომ ხდომილებაზე დაკვირვება არ არის შესაძლებელი. ეს პროპორცია შენარჩუნებულია მთლიანად 2009-2017 წლების განმავლობაში.

Page 11: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

10

2% 2% 2% 3% 2% 2% 3% 3% 2% 2% 3% 3% 2% 2% 3% 3% 4% 2% 3% 2% 2% 2% 2% 3% 3% 3% 4% 4% 3% 2% 3% 3% 3% 3% 4% 2%

98%

98%

98%

97%

98%

98%

97%

97%

98%

98%

97%

97%

98%

98%

97%

97%

96%

98%

97%

98%

98%

98%

98%

97%

97%

97%

96%

96%

97%

98%

97%

97%

97%

97%

96%

98%

886

900 92

793

083

5 864

882

865

827 89

190

0 928

864 91

4 970

901

844 88

6 907

907

858 89

6 917

877

849 870

879

868

831 87

989

684

072

7 763

752

704

0

200

400

600

800

1000

1200

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

Q109

Q209

Q309

Q409

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

დიაგრამა 7: სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით (ათასი კაცი)

სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებული

სოფლის მეურნეობაში დაქირავებით მომუშავე

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული, სულ

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სექტორში დასაქმებულთა 61 პროცენტი, 2017 წლის IV კვარტალის მონაცემებით, დაქირავებით იყო დასაქმებული. ეს მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე და 8 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის დონეს. აღნიშნული ცვლილება, დიდი ალბათობით, არ არის ეპიზოდური ხასიათისა.

42.7

40.5

40.7

39.1

38.1

44.8

50.0

44.2

46.9

51.5

48.1

50.9

48.1

49.5

47.6

50.1

51.9

50.5

47.7

50.7

52.8

51.9

52.6

51.4

53.3

49.9

54.0

55.8

56.1

55.8

58.1

52.9

62.7

66.7

60.3

60.8

57.3

59.5

59.3

60.9

61.9

55.2

50.0

55.8

53.1

48.5

51.9

49.1

51.9

50.5

52.4

49.9

48.1

49.5

52.3

49.3

47.2

48.1

47.4

48.6

46.7

50.1

46.0

44.2

43.9

44.2

41.9

47.1

37.3

33.3

39.7

39.2

163 16

9

166 17

2

163

158 16

5

157 16

5

159

158 17

3

174

174 18

2

180

179

177

174

168

162 17

1

170 17

8

197

190

184

182

165

163

161 17

1

172

172

171 18

1

0

50

100

150

200

250

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

Q109

Q209

Q309

Q409

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

დიაგრამა 8: ვაჭრობასა დ საყოფაცხოვრებო მომსახურების სექტორში დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით (ათასი კაცი)

ვაჭრობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურებაში თვითდასაქმებული

ვაჭრობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურებაში დაქირავებით მომუშავე

ვაჭრობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურებაში დასაქმებული, სულ

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

საერთო ჯამში, ვაჭრობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურებაში დასაქმებიდან დაქირავებით დასაქმებულთა წილი ბოლო წლებში იზრდებოდა ამავე სექტორში თვითდასაქმების შემცირების ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში ამ სექტორის ინსტიტუციური მოწესრიგების პროცესი შეუქცევადი იყო, რაც თვითდასაქმების შემცირებაში გამოიხატა.

Page 12: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

11

3. ნაერთი ბიუჯეტი და სახელმწიფო ვალი

ცხრილი 3.1: ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლებიცხრილი 3.1: ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები

მთლიანი შემოსავლები **

(მლნ. ლარი)

მთლიანი საგადასახადო შემოსავლები (მლნ. ლარი)

მშპ-ს %

მთლია

ნი

შემო

სავლ

ები

მთლია

ნი

საგადასახად

შემო

სავალი

დღგ

მოგე

ბის

გადასახად

აქცი

ზი

საშე

მოსავლ

გადასახად

იმპო

რტის

გადასახად

ქონე

ბის

გადასახად

2012 7560.0 6671.0 28.9 25.5 11.6 3.3 2.5 6.7 0.3 0.9

2013 7434.3 6659.3 27.7 24.8 10.6 3.0 2.7 7.2 0.3 0.9

2014 8118.9 7241.6 27.9 24.8 11.3 2.8 2.8 6.7 0.3 0.8

2015 8963.3 8010.8 28.2 25.2 11.0 3.2 2.5 7.0 0.2 0.9

2016 9675.5 8786.1 28.4 25.8 9.7 3.1 3.1 7.1 0.2 1.1

Q1 2210.1 2048.5 29.8 27.6 8.7 2.8 3.1 5.6 0.3 0.2

Q2 2295.8 2109.3 27.8 25.5 9.1 3.7 3.2 7.8 0.1 3.0

Q3 2526.6 2317.3 28.4 26.1 10.4 4.2 3.4 7.7 0.2 0.2

Q4 2643.0 2311.0 28.0 24.4 9.3 1.8 2.9 7.0 0.2 0.9

2017* 10921.1 9778.8 28.7 25.7 10.8 2.0 3.8 7.7 0.2 1.0

Q1* 2623.8 2379.4 31.5 28.5 11.5 0.1 4.0 8.9 0.2 0.9

Q2* 2701.0 2371.7 29.4 25.8 10.4 2.5 3.6 7.8 0.2 3.0

Q3* 2709.6 2457.3 27.3 24.7 11.0 1.3 3.9 7.3 0.2 0.1

Q4* 2886.7 2573.4 27.3 24.3 10.5 1.3 3.9 6.9 0.2 0.9

2018*

Q1* 2795.3 2449.9 30.5 26.8 11.6 2.5 3.3 8.5 0.2 0.1წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები შენიშვნა: * წინასწარი მონაცემები ** ფინანსური და არაფინანსური აქტივების გარეშე

2018 წლის I კვარტალში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგრძნობად (6.5 პროცენტით) გაიზარდა, რაც ძირითადად საგადასახადო შემოსავლების და გრანტების ზრდით იყო გამოწვეული. კვარტალური ზრდის მაჩვენებელი კი, პირიქით, 3.2 პროცენტით შემცირდა. მასზე გავლენას უმთავრესად საგადასახადო შემოსავლების კლება ახდენდა.

საანალიზო პერიოდში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურამ გარკვეული ცვლილებები განიცადა: კერძოდ, დღგ-დან მიღებული შემოსავლების მაღალი ტემპით მატებამ წლიურ ჭრილში მისი წილის საგრძნობი (3.1 პროცენტული პუნქტით) ზრდა გამოიწვია; მოგების გადასახადიდან და აქციზის სახით მობილიზებული თანხების კლებას (შესაბამისად, 9.1 და 7.8 პროცენტით) კი მათი წილის შემცირება მოჰყვა (შესაბამისად, 1.3 და 1.5 პროცენტული პუნქტით).

საგადასახადო შემოსავლების უმთავრეს წყაროდ 2018 წლის I კვარტალში დღგ რჩებოდა: მისმა წლიურმა ზრდამ 10.8 პროცენტი შეადგინა, რაც როგორც იმპორტირებული, ისე საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული პროდუქციიდან და მომსახურებიდან დღგ-ის სახით ამოღებული თანხების მატებამ განაპირობა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმპორტირებული პროდუქციიდან მიღებული დღგ 2.9-ჯერ აღემატებოდა საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული პროდუქციიდან და გაწეული მომსახურებიდან ნაერთ ბიუჯეტში აკუმულირებულ თანხებს. კვარტალურ ჭრილში დღგ-დან მობილიზებული თანხების 4.1 პროცენტით შემცირება საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული პროდუქციიდან და მომსახურებიდან დღგ-ის სახით ამოღებული თანხების კლებას უკავშირდებოდა.

საანალიზო პერიოდში საგრძნობი ზრდით (5.2 პროცენტით) ხასიათდებოდა საშემოსავლო გადასახადის სახით მიღებული შემოსავლების წლიური და კვარტალური დინამიკა. მათზე გავლენას როგორც ფიზიკურ, ისე მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა და, ასევე, ფიზიკური პირების მიერ მიღებული დივიდენდების ზრდა ახდენდა.

2018 წლის I კვარტალში ქონების გადასახადიდან მიღებული სახსრების წლიურმა მატებამ 7 პროცენტი შეადგინა. ეს ძირითადად საწარმოთა ქონებიდან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებაზე გადასახადის სახით მობილიზებული თანხების მატებამ განაპირობა. კვარტალურ ჭრილში გამოვლენილი შთამბეჭდავი კლება (14.6-ჯერ) უმთავრესად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწიდან ქონების გადასახადის სახით მიღებული თანხების შემცირებით იყო გამოწვეული.

საანალიზო პერიოდში საგრძნობი წლიური და მკვეთრი კვარტალური კლებით (შესაბამისად, 7.8 და 24 პროცენტით) გამოირჩეოდა აქციზიდან მობილიზებული სახსრები. მათი შემცირება, როგორც წლიურ, ისე კვარტალურ გამოსახულებაში, მეტწილად მობილური კავშირგაბმულობის მომსახურებიდან, საქართველოს

Page 13: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

12

ტერიტორიაზე წარმოებული სპირტიანი სასმელებიდან, ასევე იმპორტირებული თამბაქოდან და მსუბუქი ავტომობილებიდან, ფიქსირებული და ადვალური გადასახადიდან მიღებული თანხების შემცირებას უკავშირდებოდა.

1139

996

1094

1159

1129

1229

1229

1280

1559

1427

1481

1669

1552

1602

1726

1791

1616

1565

1663

1816

1701

1708

1899

1934

1891

1924

2096

2101

2049

2109

2317

2311

2376

2372

2457

2573

2450

-20000

-15000

-10000

-5000

0

5000

-20%

0%

20%

40%

60%

80%

100%

120%

Q109

Q209

Q309

Q409

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 9: 2009-2018* წლების საგადასახადო შემოსავლების კვარტალური სტრუქტურა და დინამიკა (მლნ. ლარი)

საშემოსავლო გადასახადი მოგების გადასახადიდამატებული ღირებულების გადასახადი აქციზიიმპორტის გადასახადი ქონების გადასახადისხვა არაკლასიფიცირებული გადასახადები გადასახადები, სულ

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებებიშენიშვნა: * წინასწარი მონაცემები

2018 წლის I კვარტალში მთლიან შემოსავლებში გრანტების წილის მკვეთრი წლიური და კვარტალური ზრდა (შესაბამისად, 3.4 და 3.7 პროცენტული პუნქტით) ძირითადად განპირობებული იყო როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიმდინარე და კაპიტალური დანიშნულების, ისე ცენტრალური და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული გრანტების, ასევე მიმდინარე და გათანაბრებითი ტრანსფერების მატებით.

ცხრილი 3.2: ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებიცხრილი 3.2: ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები

მთლიანი ხარჯები

(მლნ. ლარი)

მშპ-ს %მთლიანი ხარჯები

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება

თავდაცვა, საზოგადოებრივი

წესრიგი და უსაფრთხოება

სოციალური დაცვა

განათლება ჯანმრთელობის დაცვა

სახელმწიფო ვალი

2012 7994.0 31 3.6 2.7 6.6 2.9 1.6 32.5

2013 7863. 6 29 3.4 2.4 7.4 3.1 2.0 33.9

2014 8813.3 30 3.4 2.2 8.2 3.2 2.4 35.4

2015 9659.4 30 3.4 2.1 7.8 3.4 2.9 41.3

2016 10522.1 31 3.4 2.1 7.8 3.8 3.1 44.4

Q1 2208.3 30 3.5 2.4 8.6 3.7 3.2 177.4

Q2 2565.0 31 3.4 2.0 7.8 3.6 3.1 159.4

Q3 2720.5 31 3.3 2.0 7.7 3.7 2.9 239.6

Q4 3028.3 32 3.6 2.3 7.3 4.1 3.1 159.7

2017* 11474.6 30 3.2 1.8 7.3 3.8 3.0 44.0

Q1∗ 2338.1 28 3.5 1.7 8.3 3.8 3.1 173.7

Q2∗ 2878.1 31 3.2 1.8 7.5 4.1 3.0 163.1

Q3∗ 2885.6 29 3.0 1.9 6.9 3.4 2.7 158.7

Q4∗ 3372.9 32 3.3 1.9 6.6 4.1 3.1 158.2

2018∗ 2514.6 27.5 3.1 5.2 7.5 3.7 2.9 175.9 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გააანგარიშებებიშენიშვნა: * წინასწარი მონაცემები

Page 14: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

13

საანალიზო პერიოდში არაფინანსური აქტივების შთამბეჭდავი წლიური ზრდა (3.1-ჯერ) მეტწილად არასაცხოვრებელი შენობების, მატერიალური მარაგების, არაწარმოებული აქტივების და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან შემოსული თანხების მატებით იყო გამოწვეული. კვარტალურ ჭრილში აღნიშნული მაჩვენებლის მკვეთრი კლება (36.8 პროცენტით) ძირითადად შენობებისა და ნაგებობების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვიდან მიღებული თანხების მნიშვნელოვანმა შემცირებამ განაპირობა.

2018 წლის I კვარტალში ფინანსური აქტივების 5.4 პროცენტით ზრდა ძირითადად გამოიწვია როგორც საშინაო აქტივებიდან, კერძოდ, სესხებიდან და აქციებიდან, ისე ფინანსური ვალდებულებებიდან მიღებული თანხების მატებამ.

საანალიზო პერიოდში, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში ყველაზე მაღალი წილით (41 პროცენტით) სოციალურ უზრუნველყოფაზე გამოყოფილი სახსრები იყო წარმოდგენილი. შრომის ანაზღაურებაზე, საქონლისა და მომსახურების შეძენაზე გაწეულ ხარჯების წილი კი შესაბამისად, 7.5 პროცენტით განისაზღვრა.

2018 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გარკვეული ცვლილებები განიცადა ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურამ: ეკონომიკურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯების წილის 1.7 პროცენტული პუნქტით მატების შედეგად, მან მეხუთედან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების და ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების დაფინანსების 2.1 და 1 პროცენტული პუნქტით შემცირებას, შესაბამისად, მათი მესამედან მეოთხე და მეოთხედან მეხუთე პოზიციაზე გადანაცვლება მოჰყვა. კვარტალურ ჭრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განათლებაზე გამოყოფილი თანხების 1 პროცენტული პუნქტით ზრდამ მოცემული ხარჯის მესამედან მეორე პოზიციაზე გადასვლა განაპირობა.

1285 16

34

1714 2016

1436 1746

1783 2056

1540

1758

1804 23

59

1565 1875 23

26

2228

1464 1715

1863 28

22

1776 21

05

2174 27

26

1987 2285 2514 28

74

2208 25

65

2720 3028

2338 28

78

2886 33

73

2570

-12000

-7000

-2000

3000

0%

20%

40%

60%

80%

100%

120%

Q109

Q209

Q309

Q409

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 10: 2009-2018* წლების საბიუჯეტო ხარჯების კვარტალური სტრუქტურა და დინამიკა (მლნ. ლარი)

დანარჩენისოციალური დაცვაგანათლებაეკონომიკური საქმიანობასაზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროება

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებებიშენიშვნა: * წინასწარი მონაცემები

2018 წლის I კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის სოციალური დაცვის ხარჯები, როგორც წინა წლის შესაბამის პერიოდთან, ისე წინა კვარტალთან შედარებით, უმნიშვნელოდ (შესაბამისად, 1 და 1.2 პროცენტით) გაიზარდა. ეს ძირითადად მაღალი საბაზისო მაჩვენებლებით შეიძლება აიხსნას.

საანალიზო პერიოდში საგრძნობი წლიური ზრდით (8 პროცენტით) ხასიათდებოდა განათლებაზე გაწეული ხარჯები. ეს მეტწილად განაპირობა სკოლამდელი და ზოგადი განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების, მეცნიერებისა და კვლევების ხელშეწყობის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების მატებამ. წინა კვარტალთან შედარებით ერთობ მაღალი საბაზისო მაჩვენებლის ფონზე კი, პირიქით, განათლების სექტორის დაფინანსება მნიშვნელოვნად (21.7 პროცენტით) შემცირდა.

2018 წლის I კვარტალში ერთობ მაღალი - 25.6-პროცენტიანი - წლიური ზრდით გამოირჩეოდა ნაერთი ბიუჯეტიდან ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსება. ამგვარი დინამიკა უმთავრესად რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, ჩქაროსნული მაგისტრალებისა და გზების მშენებლობის, აგრეთვე ელექტროგადამცემი ქსელების რეაბილიტაციის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხების ზრდით იყო განპირობებული. კვარტალურ ჭრილში კი, პირიქით, ეკონომიკურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები 1.3-ჯერ შემცირდა.

Page 15: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

14

საანალიზო პერიოდში მაღალი საბაზისო მაჩვენებლებიდან გამომდინარე, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების წლიური და კვარტალური მატების ტემპი თითქმის უცვლელი დარჩა. ამ სფეროსთვის განკუთვნილი სახსრების დიდი ნაწილი კვლავ ხელისუფლების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების, ფისკალური საქმიანობის, საგარეო ურთიერთობების და სახელმწიფო ვალის მომსახურების დასაფინანსებლად იქნა მიმართული.

2018 წლის I კვარტალში ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 1.7 პროცენტით გაიზარდა, კვარტალურ გამოსახულებაში კი, პირიქით, მნიშვნელოვნად (21.7 პროცენტით) შემცირდა. ჯანდაცვის ხარჯები მეტწილად სამედიცინო დაწესებულებების ტექნიკით აღჭურვის, მოსახლეობის სტაციონარული მომსახურების და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის პირველადი სამედიცინო მომსახურების პროგრამების დაფინანსებისთვის იყო განკუთვნილი.

ცხრილი 3.3: ბიუჯეტის მთლიანი სალდოცხრილი 3.3: ბიუჯეტის მთლიანი სალდო

ბიუჯეტის მთლიანი სალდო

(მლნ. ლარი)

ბიუჯეტის მთლიანი სალდო

(მშპ-ის %)

ბიუჯეტის საოპერაციო

სალდო(მშპ-ის %)

სახელმწიფო ვალი (მლნ ლარი)

საშინაოვალი∗∗

საგარეოვალი**

სახელმწიფო ვალი**

სახელმწიფო ვალი

(მშპ-ის %)

2012 -154.7 19.4 0.6 1895.2 6617.2 8512.4 32.5

2013 -303.7 38.6 1.1 2016.9 7089.9 9106.8 33.9

2014 -579.5 65.6 2.0 2570.5 7742.6 10313.0 35.4

2015 -341.0 35.3 1.1 2827.3 10282.1 13109.4 41.3

2016 -479.4 45.6 6.5 3170.6 11932.1 15102.7 44.4

Q1 67.2 3.0 0.9 2791.4 10370.7 13162.1 77.4

Q2 -162.9 63.5 2.0 2871.3 10284.4 13155.7 62.8

Q3 -123.6 45.4 1.4 3010.2 10371.3 13381.5 66.5

Q4 -260.1 85.9 2.8 3170.6 11932.1 15102.7 62.6

2017∗ -324.1 28.2 -0.9 3535.2 13193.9 16729.1 49.2

Q1∗ 343.9 14.7 0.1 3252.5 11193.0 14445.5 57.7

Q2∗ -126.6 44.0 1.4 3418.2 11578.8 14997.0 61.3

Q3∗ -137.3 47.6 1.4 3484.6 12287.8 15772.4 63.0

Q4∗ -404.1 12.0 3.8 3535.2 13193.9 16729.1 63.2

2018∗

Q1∗ 280.7 6.8 3.1 3522.5 12576.4 16098.9 75.9

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებებიშენიშვნა: * წინასწარი მონაცემები ** პერიოდის ბოლოს

საანალიზო პერიოდში, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მსგავსად, ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდო, საგრძნობლად (18.4 პროცენტით) შემცირების მიუხედავად, კვლავ დადებითი იყო, რაც ძირითადად არაფინანსური აქტივების ერთობ შთამბეჭდავმა მატებამ უზრუნველყო.

2018 წლის I კვარტალში საქართველოს სახელმწიფო ვალის უდიდესი ნაწილი - 78.1 პროცენტი - საგარეო ვალზე, 21.9 პროცენტი კი, საშინაო ვალზე მოდიოდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახელმწიფო ვალი თითქმის 11.5 პროცენტით გაიზარდა, წინა კვარტალის მიმართ კი - 3.8 პროცენტით. აღნიშნული მაჩვენებლის მატება ორივე ჭრილში უმთავრესად საგარეო ვალის ზრდით იყო გამოწვეული.

საანალიზო პერიოდში გამოვლინდა მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ დავალიანების წლიურ გამოსახულებაში 11.3 პროცენტით შემცირება, რაც მეტწილად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის, ასევე ორმხრივი კრედიტორების, კერძოდ კი - გერმანიის, იაპონიისა და საფრანგეთის, მიმართ ვალდებულებების კლებამ განაპირობა. კვარტალურ ჭრილში ეს მაჩვენებელი პირიქით, 4.9 პროცენტით გაიზარდა. ეს ძირითადად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის, ასევე აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხების და ევროობლიგაციების ვალდებულებების ზრდას უკავშირდებოდა.

სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების წლიური დინამიკა საანალიზო პერიოდში მნიშვნელოვანი კლებით (27.3 პროცენტით) ხასიათდებოდა. ეს მეტწილად გამოწვეული იყო მრავალმხრივი და ორმხრივი კრედიტორებისათვის როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის სახით გადახდილი თანხების შემცირებით. კვარტალურ ჭრილში ამ მაჩვენებლის 3.8 პროცენტით კლება ორმხრივი კრედიტორების მიმართ არსებული დავალიანების შემცირებამ განაპირობა.

Page 16: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

15

2018 წლის I კვარტალში რამდენადმე შეიცვალა საშინაო ვალის სტრუქტურა: წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6-თვიანი და 12-თვიანი სახაზინო ვალდებულებების წილი, შესაბამისად, 1.5 და 12.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 2-წლიანი, 5-წლიანი და 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების წილი (შესაბამისად, 2.5; 20 და 0.6 პროცენტული პუნქტით) გაიზარდა. ე.წ. „ისტორიული ვალის“ წილი წლიურ გამოსახულებაში 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, წინა კვარტალთან შედარებით კი, პირიქით, 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

საანალიზო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის წლიურმა ზრდამ 11.3 პროცენტი შეადგინა, რაც 2-წლიანი, 5-წლიანი და 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების მოცულობის გაზრდით აიხსნება. აღნიშნული მაჩვენებლის ერთობ შთამბეჭდავი კვარტალური მატება (72.5 პროცენტით) 12-თვიანი სახაზინო ვალდებულებების 2-წლიანი, 5-წლიანი და 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების ემისიის ხარჯზე იქნა მიღწეული.

2018 წლის I კვარტალში სახელმწიფო საშინაო ვალის მომსახურების ხარჯების წლიურმა ზრდამ 63.1 პროცენტი შეადგინა, კვარტალური მატება კი, 36 პროცენტით განისაზღვრა.

Page 17: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

16

4. ინფლაცია

ცხრილი 4.1: ფასების ცვლილებაცხრილი 4.1: ფასების ცვლილება

სამომხმარებლო ფასების ინდექსი, დეკემბერი

2009=100(პერიოდის ბოლოს)

სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილება (%, ბოლო თვე წინა

პერიოდის ბოლო თვესთან შედარებით)

წლიური ინფლაცია(პერიოდის საშუალო)

საბაზო ინფლაცია (პერიოდის საშუალო)

2012 15.2 -1.4 -0.9 1.3

2013 14.6 2.4 -0.5 0.3

2014 18.1 1.9 3.1 2.0

2015 22.8 4.9 4.0 5.7

2016 25.4 1.8 2.1 3.6

Q1 26.1 0.7 5.1 6.7

Q2 23.7 -1.9 2.1 3.9

Q3 24.7 0.8 0.9 2.4

Q4 27.5 2.2 0.6 1.2

2017 33.0 6.7 6.0 4.0

Q1 32.9 4.2 4.9 3.0

Q2 32.5 -0.3 6.6 3.9

Q3 32.4 0.0 6.0 4.4

Q4 36.0 2.7 6.7 4.7

2018 36.6 2.8 3.3 2.2

Q1 36.6 0.4 3.3 2.2წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

2018 წლის I კვარტალში ინფლაციის დონემ საქართველოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.3 პროცენტი შეადგინა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აღემატება ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს.

საანალიზო პერიოდში წლიურ ინფლაციის საკმაოდ დაბალი დონე, უპირველეს ყოვლისა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების უმნიშვნელო ზრდამ განაპირობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სურსათზე ფასების მხოლოდ 0.9-პროცენტიანი მატება. კვების პროდუქტებიდან ფასების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით (20.6 პროცენტით) ზეთი და ცხიმი გამოირჩეოდა. ფასების საშუალოზე მაღალი ზრდა გამოიკვეთა პურსა და პურპროდუქტებზე – 4.95 პროცენტით, თევზეულზე – 6.34 პროცენტით, ხილსა და ყურძენზე – 3.91 პროცენტით. ბოსტნეულსა და კარტოფილზე ფასების მატების დაბალი ტემპი მეტწილად საბაზო ეფექტით იყო გამოწვეული – 2017 წელს ხილისა და ბოსტნეულის ფასებმა მნიშვნელოვანი წლიური ზრდა განიცადეს.

3.294.98

-2.03-1.24

2.598.28

-3.364.21

1.314.75

3.68-1.73

1.100.99

3.912.16

3.994.25

0.924.95

2.396.34

3.2920.55

3.91-0.22

3.221.92

-5.00 0.00 5.00 10.00 15.00 20.00 25.00

სულხანმოკლე მოხმარების საქონელისაშუალო მოხმარების საქონელი

ხანგრძლივი მოხმარების საქონელიმომსახურება

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოტანსაცმელი და ფეხსაცმელი

საცხოვრის, წყალი, აირი და სხვაავეჯი, საოჯახო ნივთები

ჯანმრთელობის დაცვატრანსპორტი

კავშირგაბმულობადასვენება, გართობა და კულტურა

განათლებასასტუმროები, კაფეები და მომსახურებასხვადასხვა საქონელი და მომსახურებასურსათი და უალკოჰოლო სასმელები

უალკოჰოლო სასმელებისურსათი

პური და პურპროდუქტებიხორცი და ხორცპროდუქტები

თევზეულირძე, ყველი და კვერცხი

ზეთი და ცხიმიხილი, ყურძენი

ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილიშაქარი, ჯემი, თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი

კვების სხვა პროდუქტები

დიაგრამა 11: სამომხმარებლო ფასების პროცენტული ცვლილება 2018 წლის I კვარტალში, 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ძირითადი

სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

Page 18: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

17

2018 წლის I კვარტალში წლიურ ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასების საშუალოზე 2.5-ჯერ უფრო მაღალი ტემპით ზრდამ (8.3 პროცენტი), რაც 2017 წელს ამ სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის მატებით იყო გამოწვეული, რომლის გავლენაც გარკვეულწილად 2018 წლის I კვარტალშიც შენარჩუნდა. ფასების წლიურ ზრდაში ასევე არსებითი როლი ითამაშა ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების 4.8 პროცენტით გაძვირებამ.

საანალიზო პერიოდში საშუალოზე მაღალი ტემპით გაიზარდა ტრანსპორტის ფასებიც (3.9 პროცენტით), რაც, ერთი მხრივ, 2017 წლის აგვისტოდან გაზის ტარიფის მატებით იყო განპირობებული, რომლის ზეგავლენის შესუსტება 2018 წლის მეოთხე კვარტალიდანაა მოსალოდნელი, ხოლო მეორე მხრივ - საწვავის ფასების ზრდით. რაც შეეხება საწვავზე აქციზის გადასახადის და საწვავის მსოფლიო ფასების მატებას, ამ ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენა წლიურ ინფლაციაზე თითქმის მიილია.

2018 წლის I კვარტალში წლიურ ინფლაციაში წამყვან როლს ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასების ზრდა თამაშობდა, რომლის ტემპი (4.9 პროცენტი) არსებითად აღემატებოდა სამომხმარებლო ფასების საშუალო ზრდის ტემპს. ამ უკანასკნელზე 1.3-ჯერ და მეტად დაბალი იყო მომსახურებაზე ფასების ზრდის ტემპი. რაც შეეხება საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონლისა და მომსახურების ფასების წლიურ ცვლილებას, ისინი, შესაბამისად, 2 და 1.2 პროცენტით შემცირდა.

2018 წლის I კვარტალში საბაზო ინფლაცია, საწვავსა და სურსათზე შედარებით მაღალი ფასების გამო, კვლავ დაბალი იყო ინფლაციის საერთო მაჩვენებელზე და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტს შეადგენდა.

3.94.4

4.7

2.2

6.6 6.06.7

3.3

-4.0

-2.0

0.0

2.0

4.0

6.0

8.0

10.0

12.0

14.0

16.0

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 12: ფასების წლიური ცვლილება 2010-2018 წლებში:კვარტალური დინამიკა (პროცენტი)

საბაზო ინფლაცია სამომხმარებლო ფასების ინდექსი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

წლიური ინფლაციის შედარებით მაღალი ტემპი (5.5 პროცენტი) აღინიშნა საანალიზო პერიოდში იმპორტირებულ საქონელზე, რომელიც 2.2 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ინფლაციის საერთო მაჩვენებელს. ეს ძირითადად იმპორტირებული ელექტროენერგიის მკვეთრი გაძვირებით (43.7 პროცენტი) იყო განპირობებული.

დამამუშავებელი ინდუსტრიის იმპორტირებულ პროდუქციაზე (NACE კლასიფიკატორის D სექცია) ფასების წლიურმა ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ასეთი დონე მნიშვნელოვანწილად იმპორტირებული საწვავის გაძვირების (14 პროცენტი) შედეგია. არსებითად გაიზარდა აგრეთვე ფასები იმპორტირებულ ლითონსა (14.2 პროცენტით) და მერქნის ნაწარმზე (13.9 პროცენტით).

Page 19: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

18

5.5-2.6

6.443.7

-10.0-3.0

-1.1-0.8

1.22.22.83.4

4.55.1

7.010.0

11.813.914.014.2

-20.0 -10.0 0.0 10.0 20.0 30.0 40.0 50.0

სულ

სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი

ტექსტილი და საფეიქრო ნაწარმი

ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი

სხვა არალითონის მინერალური ნაწარმი

ლითონის მადნები და მოპოვებითი მრეწველობის სხვა პროდუქცია

კვების პროდუქტები, სასმელები და თამბაქოს ნაწარმი

ცელულოზა, ქაღალდი და ქაღალდის ნაწარმი

სხვა სამრეწველო საქონელი

ქიმიური ნივთიერებები, ქიმიური პროდუქტები

ტყავი და ნაწარმი ტყავისაგან

სატრანსპორტო მოწყობილობები

სხვა მანქანები და მოწყობილობები

ელექტრული და ოპტიკური მოწყობილობები

რეზინისა და პლასტმასის ნაწარმი

მერქანი და მერქნის ნაწარმი

კოქსი და ნავთობის გადამუშავების პროდუქტები

ძირითადი ლითონები და ლითონის მზა ნაწარმი

დიაგრამა 13: იმპორტული საქონლის ფასების პროცენტული ცვლილება 2018 წლის I კვარტალში, 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,

საქონლის ძირითადი ჯგუფების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე ანალიზი ეფუძნება სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს. რამდენადმე განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, იმპორტულ პროდუქციაზე ფასების წლიური ინფლაცია გაცილებით დაბალია. განსხვავების სავარაუდო მიზეზი ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშების მეთოდში შეიძლება ვეძებოთ.

Page 20: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

19

5. საგარეო ვაჭრობა

ცხრილი 5.1: საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების დინამიკაცხრილი 5.1: საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების დინამიკა

სავაჭრ

ო ბრუნვ

ა(მლნ.

აშშ

დოლარ

ი)

ექსპ

ორტი

(მლნ.

აშშ

დოლარ

ი)

იმპო

რტი

(მლნ.

აშშ

დოლარ

ი)

სავაჭრ

ო ბალ

ანსი

(მლნ.

აშშ

დოლარ

ი)

5 უმს

ხვილ

ესი სასაქო

ნლო

ჯგუ

ფის

წილ

ი ექსპ

ორტში

(%)

5 უმს

ხვილ

ესი სასაქო

ნლო

ჯგუ

ფის

წილ

ი იმ

პორტში

(%)

5 უმს

ხვილ

ესი სავაჭრ

პარტნი

ორი ქვ

ეყნი

ს წი

ლი

ექსპ

ორტში

(%)

5 უმს

ხვილ

ესი სავაჭრ

პარტნი

ორი ქვ

ეყნი

ს წი

ლი

იმპო

რტში

(%)

5 უმს

ხვილ

ესი სასაქო

ნლო

ჯგუ

ფის

წილ

ი სავაჭრ

ბრუნვ

აში

(%)

5 უმს

ხვილ

ესი სავაჭრ

პარტნი

ორი ქვ

ეყნი

ს წი

ლი

სავაჭრ

ო ბრუნვ

აში

(%)

2012 10433 2377 8056 -5680 50 30 60 49 30 482013 10933 2910 8023 -5112 50 31 57 48 31 472014 11463 2861 8602 -5741 51 30 55 49 30 482015 9505 2205 7300 -5096 44 28 45 48 28 462016 9,408 2113 7295 -5181 45 28 43 49 28 46Q1 1931 443 1489 -1046 46 29 46 52 30 49Q2 2316 506 1,810 -1305 43 25 43 49 25 46Q3 2505 564 1941 -1377 46 26 43 45 27 43Q4 2656 601 2055 -1454 44 30 43 49 29 462017 10710 2728 7982 -5254 47 28 48 50 21 33Q1 2290 577 1713 -1137 48 31 46 49 31 47Q2 2538 658 1880 -1223 48 27 51 47 29 47Q3 2747 706 2041 -1335 45 27 46 47 29 46Q4 3135 788 2348 -1560 46 27 50 54 28 532018 2810 732 2078 -1346 46 28 48 50 29 47Q1 2810 732 2078 -1346 46 28 52 48 29 47

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

2018 წლის I კვარტალში საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23.7 პროცენტით გაიზარდა. მისი 29 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნების წილად მოდიოდა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის შესაბამის მაჩვენებელზე 1 პროცენტული პუნქტით მეტია. დსთ-ის ქვეყნების წილი სავაჭრო ბრუნვაში წლიურ გამოსახულებაში 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 34 პროცენტი შეადგინა. დანარჩენ მსოფლიოსთან სავაჭრო ბრუნვის წილი კი 37 პროცენტი იყო, რაც წინა წლის I კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

0

500

1000

1500

2000

2500

3000

3500

0

500

1000

1500

2000

2500

3000

3500

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 14: მთლიანი სავაჭრო ბრუნვის დინამიკა კვარტალურ ჭრილში და მისი რეგიონული სტრუქტურა (მლნ. აშშ დოლარი)

ევროკავშირის ქვეყნები დსთ-ს ქვეყნები დანარჩენი მთლიანი ბრუნვა

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

Page 21: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

20

სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 2010-2018 წლების კვარტალურ ჭრილში, საკმაოდ მკვეთრი მერყეობის მიუხედავად, მთლიანობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. ამასთან, ევროკავშირსა და დანარჩენ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით ერთნაირი ტემპით იზრდებოდა, დსთ-ის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტემპი კი მცირედ ჩამორჩებოდა ქვეყნების აღნიშნულ ორ ჯგუფს.

საანალიზო პერიოდში ექსპორტის მთლიანი მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27 პროცენტით გაიზარდა (იხ. ცხრილი 5.2). ექსპორტის ზრდაში განსაკუთრებით დიდი წვლილი (21 პროცენტი) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა შეიტანა, ასევე მნიშვნელოვანი იყო სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის წვლილი (13 პროცენტი). ტრადიციული საექსპორტო პროდუქტებიდან მთლიანი ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი იყო ყურძნის ნატურალური ღვინოების წვლილი (10 პროცენტი).

2018 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმნიშვნელოდ შეიცვალა ექსპორტში ხუთი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფის სტრუქტურა: ლიდერთა ხუთეულში აღარ არის სამკურნალო საშუალებები. ეს ადგილი აზოტოვანმა სასუქებმა დაიკავა. უცვლელია მოცულობის მიხედვით პირველი ოთხი წამყვანი საექსპორტო პროდუქციის სახეობათა განლაგება.

ცხრილი 5.2: ხუთი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი ექსპორტშიცხრილი 5.2: ხუთი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი ექსპორტში

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები2017 წლის I კვარტალში

მლნ. აშშ დოლარი % უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები

2018 წლის I კვარტალშიმლნ. აშშ დოლარი %

სპილენძის მადნები და კონცენტრატები 98.4 17 სპილენძის მადნები და კონცენტრატები 118.8 16ფეროშენადნობები 80.7 14 ფეროშენადნობები 85.1 12მსუბუქი ავტომობილები 35.2 6 მსუბუქი ავტომობილები 64.9 9ყურძნის ნატურალური ღვინოები 31.3 5 ყურძნის ნატურალური ღვინოები 41.8 6სამკურნალო საშუალებები 30.4 5 აზოტოვანი სასუქები 29.4 4

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

საანალიზო პერიოდში ხუთი უმსხვილესი საექსპორტო კატეგორიის საერთო ხვედრითი წონა მთლიან ექსპორტში 46 პროცენტია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურია. 2018 წლის I კვარტალის საექსპორტო პროდუქციის პირველი ხუთეული 2010-2018 წლების თითქმის ყველა კვარტალში სოლიდურად არის წარმოდგენილი და მისი ჯამური ხვედრითი წონა მთლიან ექსპორტში 40-55 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

საექსპორტო პროდუქციის ხუთ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფში მოხვედრილი პროდუქციის ჩამონათვალი საქართველოს ეკონომიკის არასახარბიელო სტრუქტურაზე მეტყველებს: ასეთი პროდუქციის 9 სახეობიდან მეტნაკლებად ინდუსტრიული პროფილი მხოლოდ 4-ს ჰქონდა (ფეროშენადნობები, ღვინო, მინერალური სასუქები და საფრენი აპარატები). ნიშანდობლივია ისიც, რომ წამყვანი საექსპორტო პროდუქციის ხუთეულში მუდმივად შემავალი მსუბუქი ავტომობილები საქართველოში საერთოდ არ იწარმოება.

01002003004005006007008009001000

01002003004005006007008009001000

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 15: 2018 წლის I კვარტალში ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებისა და მთლიანი ექსპორტის დინამიკა კვარტალურ ჭრილში

(მლნ. აშშ დოლარი)

სპილენძის მადნები და კონცენტრატები ფეროშენადნობები

მსუბუქი ავტომობილები ყურძნის ნატურალური ღვინოები

აზოტოვანი სასუქები დანარჩენი პროდუქცია

ექსპორტი, სულ

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

2018 წლის I კვარტალში უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა ექსპორტში რუსეთის ფედერაცია იყო, რომელზეც ექსპორტის მთლიანი მოცულობის 13 პროცენტი მოდიოდა - 3 პროცენტული პუნქტით ნაკლები, ვიდრე წინა წლის შესაბამის პერიოდში. ექსპორტის მოცულობის წლიურმა ზრდამ ამ ქვეყანაში 9.3 პროცენტი შეადგინა.

Page 22: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

21

მეორე წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ექსპორტში თურქეთი იყო, რომლის წილი მთლიან ექსპორტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12 პროცენტი შეადგინა. ამ ქვეყანასთან ექსპორტის მთლიანი მოცულობა წლის განმავლობაში 55 პროცენტით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტში პირველი ორი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის პოზიცია წინა წლის შესაბამის პერიოდშიც დასახელებულ ორ ქვეყანას ეკავა. 2017 წლის I კვარტალთან შედარებით, ექსპორტში წამყვანი პარტნიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში ადგილები გაცვალეს აზერბაიჯანმა და ბულგართმა, ხოლო ჩინეთი სომხეთმა ჩაანაცვლა.

ცხრილი 5.3: ხუთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტშიცხრილი 5.3: ხუთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტში

ექსპორტში პარტნიორი ქვეყნების პირველი ხუთეული 2017 წლის I კვარტალის

მონაცემებით

მლნ. აშშ დოლარი % ექსპორტში პარტნიორი ქვეყნების პირველი

ხუთეული 2018 წლის I კვარტალის მონაცემებითმლნ. აშშ დოლარი %

რუსეთი 89.8 16 რუსეთი 98.2 13თურქეთი 54.8 10 თურქეთი 85.4 12ჩინეთი 49.4 9 აზერბაიჯანი 76.4 10ბულგარეთი 39.2 7 ბულგარეთი 62.9 9აზერბაიჯანი 31.2 5 სომხეთი 54.6 7

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

2018 წლის I კვარტალში ექსპორტში ხუთი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნის წილი 2010-2018 წლებში მთლიანი ექსპორტის 40-55 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა. რუსეთის ფედერაცის ხვედრითი წონა მთლიან ექსპორტში 2012 წლამდე უმნიშვნელო იყო. 2012 წლის არსებითი ზრდის შემდეგ, 2015 წელს ამ ქვეყანაში ექსპორტის ხვედრითი წონა კვლავ შემცირდა, თუმცა 2016-2017 წლებში აღნიშნულმა მაჩვენებელმა ისევ ზრდა დაიწყო.

0

100

200

300

400

500

600

700

800

900

1000

0

100

200

300

400

500

600

700

800

900

1000

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 16: 2018 წლის I კვარტალში ექსპორტში წამყვანი პარტნიორი ქვეყნების ხუთეულისა და მთლიანი ექსპორტის დინამიკა კვარტალურ

ჭრილში (მლნ. აშშ დოლარი)

რუსეთი თურქეთი აზერბაიჯანი ბულგარეთი

სომხეთი დანარჩენი ექსპორტი, სულ

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

2018 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იმპორტის მთლიანი მოცულობა 23 პროცენტით გაიზარდა. მის წლიურ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჯგუფის პროდუქციამ შეიტანა (35 პროცენტი). ასევე მნიშვნელოვანი იყო ბუნებრივი აირის, მსუბუქი ავტომობილების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების და სამკურნალო საშუალებების წვლილი (შესაბამისად, 23; 23; 15 და 14 პროცენტი).

საანალიზო პერიოდში ისე, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში ნავთობი და ნავთობპროდუქტები ლიდერობდა, თუმცა ამ ჯგუფის იმპორტის მოცულობამ წლიურ ჭრილში უმნიშვნელოდ იკლო, ხოლო ხვედრითი წონა 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

იმპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ხუთეული, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პრაქტიკულად არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით აღნიშნული ჯგუფების განლაგებაში მომხდარ ცვლილებებს.

Page 23: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

22

ცხრილი 5.4: ხუთი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იმპორტშიცხრილი 5.4: ხუთი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იმპორტში

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები2017 წლის I კვარტალში

მლნ. აშშ დოლარი % უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები

2018 წლის I კვარტალშიმლნ. აშშ დოლარი %

ნავთობი და ნავთობპროდუქტები 121.9 7 ნავთობი და ნავთობპროდუქტები 186.9 9ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები 118.6 7 მსუბუქი ავტომობილები 119.4 6

მსუბუქი ავტომობილები 108.6 6 ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები 119.0 6

სამკურნალო საშუალებები 92.1 5 სპილენძის მადნები და კონცენტრატები 79.6 4სპილენძის მადნები და კონცენტრატები 73.9 4 სამკურნალო საშუალებები 72.1 3

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

2018 წლის I კვარტალში იმპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ხუთეულის ხვედრითი წონა მთლიანი იმპორტის 28 პროცენტი იყო. აღნიშნული პროდუქციიდან მხოლოდ სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რომელიც 2013 წლამდე იმპორტის სტრუქტურაში საერთოდ არ ფიგურირებდა. დანარჩენი ოთხი პროდუქტი თითქმის ყოველთვის საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი.

0

500

1000

1500

2000

2500

0

500

1000

1500

2000

2500

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 17: 2018 წლის I კვარტალში იმპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების და მთლიანი იმპორტის დინამიკა კვარტალურ ჭრილში

(მლნ. აშშ დოლარი)

ნავთობი და ნავთობპროდუქტები მსუბუქი ავტომობილებინავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სპილენძის მადნები და კონცენტრატებისამკურნალო საშუალებები დანარჩენიიმპორტი, სულ

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

როგორც საანალიზო, ისე წინა წლის შესაბამის პერიოდში იმპორტში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო (მთლიანი იმპორტის 15 პროცენტი). იმპორტი ამ ქვეყნიდან 13 პროცენტით გაიზარდა, თუმცა მისი წილი მთლიან იმპორტში ერთი პროცენტული პუნქტით შემცირდა.

მეორე ადგილი იმპორტში 2018 წლის I კვარტალში რუსეთის ფედერაციამ დაიკავა. წინა წლის შესაბამის პერიოდში მეორე პოზიციაზე აზერბაიჯანი იყო.

მთლიანობაში იმპორტში წამყვანი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულიდან ოთხი ქვეყანა უცვლელია. ადგილები გაცვალეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ და აზერბაიჯანმა, ხოლო გერმანია უკრაინამ ჩაანაცვლა.

ცხრილი 5.5: ხუთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იმპორტშიცხრილი 5.5: ხუთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იმპორტში

პარტნიორი ქვეყნების პირველი ხუთეული 2017 წლის I კვარტალის მონაცემებით

მლნ. აშშ დოლარი % პარტნიორი ქვეყნების პირველი ხუთეული

2018 წლის I კვარტალის მონაცემებითმლნ. აშშ დოლარი %

თურქეთი 276.5 16 თურქეთი 313.5 15აზერბაიჯანი 172.9 10 რუსეთი 212.6 10რუსეთი 149.5 9 აზერბაიჯანი 185.9 9ჩინეთი 126.5 7 ჩინეთი 182.4 9გერმანია 102.1 6 უკრაინა 107.5 5წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

2018 წლის I კვარტალის ლიდერი ხუთეულის ხვედრითი წონა მთლიანი იმპორტის 48 პროცენტი იყო. იგივე ქვეყნები მუდმივად სოლიდურად არიან წარმოდგენილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში.

Page 24: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

23

0

500

1000

1500

2000

2500

0

500

1000

1500

2000

2500

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 18: 2018 წლის I კვარტალში იმპორტში წამყვანი პარტნიორი ქვეყნების ხუთეულის და მთლიანი ექსპორტის დინამიკა კვარტალურ

ჭრილში (მლნ. აშშ დოლარი)

თურქეთი რუსეთი აზერბაიჯანი ჩინეთი

უკრაინა დანარჩენი იმპორტი, სულ

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

საანალიზო პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო 20 პროცენტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მთელი 2017 წლის მანძილზე უარესდებოდა, რაც ამ პერიოდში ექსპორტთან შედარებით იმპორტის მკვეთრად წინმსწრები ზრდის ტემპით იყო განპირობებული.

340

394

428 515

465 57

1

514 63

6

537

603

628

608

565 67

0 783 89

2

696

724

734

708

501 580

564

560

443

506

564

601

577 661

706 788

732

1057 12

42 1332 16

05

1453 16

60 1886 20

73

1754 20

47 2179

2076

1622 19

22 2136 23

42

1837

2196

2197 23

72

1796

1726 18

51 1926

1489

1810 19

41 2055

1694 18

77 2037 23

48

2078

-717

-848

-904

-108

9

-987

-109

0

-137

2

-143

7

-121

7

-144

3

-155

1

-146

8 -105

7

-125

2

-135

4

-144

9 -114

1

-147

2

-146

3

-166

4 -129

5

-114

6

-128

7

-136

7 -104

6

-130

5

-137

7

-145

4 -111

8

-121

6

-133

1

-156

0

-134

6

-2000

-1500

-1000

-500

0

500

1000

1500

2000

2500

3000

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 19: მთლიანი იმპორტის, ექსპორტის და სავაჭრო ბალანსის კვარტალური დინამიკა (მლნ. აშშ დოლარი)

ექსპორტი იმპორტი სალდო

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

2010-2017 წლებში იმპორტის ზრდის საშუალო კვარტალური ტემპი 3.1 პროცენტი იყო, ხოლო ექსპორტის - 3.3 პროცენტი, ანუ ექსპორტი იმპორტზე საშუალოდ 1.1-ჯერ სწრაფად იზრდებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ იმპორტის მოცულობები ექსპორტს იმდენად სჭარბობს, რომ მათი ზრდის ტემპებს შორის ეს, ერთი შეხედვით, დიდი განსხვავება სურათს პრაქტიკულად ვერ ცვლის: სავაჭრო ბალანსის სალდო, გარკვეული მერყეობის მიუხედავად, მთლიანობაში გაუარესების შეუქცევად ტენდენციას (კვარტალში, საშუალოდ, 3.2 პროცენტით) ავლენს, რომლის შეცვლა მხოლოდ სისტემური სტრუქტურული ცვლილებების გზით არის შესაძლებელი.

Page 25: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

24

6. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ცხრილი 6.1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა (მლნ. აშშ დოლარი)ცხრილი 6.1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა (მლნ. აშშ დოლარი)

პირდაპირ

ი უცხ

ოური

ინვე

სტიც

იები

, სულ მათ შორის მათ შორის მათ შორის

ევროკავშ

ირის

ქვ

ეყნე

ბი

დსთ

-ის ქვ

ეყნე

ბი

დანარ

ჩენი

ქვ

ეყნე

ბი

სოფლის

მე

ურნე

ობა

მრეწ

ველობა

და

მშენ

ებლობა

უძრ

ავი ქო

ნება

საფინ

ანსო

სე

ქტორი

დანარ

ჩენი

თბი

ლის

დანარ

ჩენი

2012 1022.9 457.3 98.6 403.6 16.1 479.7 56.9 162.3 308.0 767.7 255.2

2013 1020.6 421.1 144.4 393.5 13.0 475.2 62.3 174.4 295.7 742.3 278.3

2014 1818.0 838.5 457.0 628.7 12.3 771.7 149.6 126.6 757.8 1367.0 451.0

2015 1652.5 728.3 632.5 245.2 18.6 453.6 90.1 190.0 900.2 1315.2 337.3

2016 1602.9 382.0 621.7 561.0 8.3 433.6 95.2 153.9 911.8 1374.4 228.4

Q1 408.0 114.8 143.8 149.6 2.2 58.3 43.8 63.4 240.3 292.6 115.4

Q2 414.6 156.6 154.4 103.7 -0.7 95.6 4.0 61.1 254.7 377.1 37.5

Q3 517.1 153.0 162.2 211.3 2.1 185.3 24.9 56.2 248.6 425.4 91.8

Q4 263.1 42.4 161.3 144.2 4.8 94.4 22.5 -26.7 168.2 279.3 -16.3

2017* 1861.9 733.0 522.8 602.9 3.6 611.9 159.8 304.3 782.3 1456.9 405.0

Q1* 416.4 137.3 108.0 171.1 1.2 78.7 82.0 78.1 176.4 345.6 70.7

Q2* 347.7 123.9 133.2 110.7 3.9 112.7 17.5 4.2 209.5 295.6 52.2

Q3* 600.4 190.7 171.6 238.1 5.4 241.9 21.9 73.5 257.7 401.5 198.9

Q4* 497.4 281.1 110.0 106.2 -7.0 178.5 38.5 148.6 138.8 414.2 83.2

2018* 279.3 152.7 76.2 50.5 -0.7 131.5 -18.8 110.6 56.7 224.6 54.7

Q1 279.3 152.7 76.2 50.5 -0.7 131.5 -18.8 110.6 56.7 224.6 54.7წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური შენიშვნა: * წინასწარი მონაცემები

2018 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33 პროცენტით შემცირდა, წინა კვარტალთან შედარებით კი - 44 პროცენტით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 279.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2014-2018 წლების კვარტალებში.

113

177

179 19

5

176 21

1 236

221

223

271 30

7 330

295

247

219

261 29

0

216

266

248

327

210

741

541

335

483 50

4

330

408

415

517

263

416

348

600

497

279

Q1 09

Q2 09

Q3 09

Q4 09

Q1 10

Q2 10

Q3 10

Q4 10

Q1 11

Q2 11

Q3 11

Q4 11

Q1 12

Q2 12

Q3 12

Q4 12

Q1 13

Q2 13

Q3 13

Q4 13

Q1 14

Q2 14

Q3 14

Q4 14

Q1 15

Q2 15

Q3 15

Q4 15

Q1 16

Q2 16

Q3 16

Q4 16

Q1 17

Q2 17

Q3 17

Q4 17

Q1 18

დიაგრამა 20: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სულ(მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

Page 26: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

25

საანალიზო პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 55 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნების წილად მოდიოდა, 27 პროცენტი - დსთ-ის ქვეყნების, ხოლო 16 პროცენტი - დანარჩენი ქვეყნების წილად. ინვესტიციები ევროკავშირის ქვეყნებიდან წლიურ გამოსახულებაში 11 პროცენტით გაიზარდა, დსთ-ის ქვეყნებიდან კი - 29 პროცენტით შემცირდა. მკვეთრად - 72 პროცენტით - შემცირდა ინვესტიციები დანარჩენი ქვეყნებიდანაც.

2018 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არსებით წლიურ კლებაში ყველაზე დიდი წვლილი თურქეთიდან საინვესტიციო ნაკადების შემცირებამ შეიტანა: წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები ამ ქვეყნიდან თითქმის 3-ჯერ შემცირდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიურ კლებაში ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანმა, საიდანაც 50 პროცენტით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა. საინვესტიციო ნაკადების კლება აღინიშნა აგრეთვე კვიპროსიდან (2.5-ჯერ), არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან და მალტიდან ( 2-ჯერ და მეტად).

-33%

-72%

-32%

-29%

11%

-186%

-151%

-121%

-110%

-47%

100%

109%

196%

270%

471%

-300% -200% -100% 0% 100% 200% 300% 400% 500% 600%

სულ

დანარჩენი ქვეყნები

საერთაშორისო ორგანიზაციები

დსთ-ის ქვეყნები

ევროკავშირის ქვეყნები

თურქეთი

კვიპროსი

არაბეთის გაერთიანებული ემირატები

მალტა

აზერბაიჯანი

ჩეხეთი

ლატვია

ლუქსემბურგი

მარშალის კუნძულები

ჩინეთი

დიაგრამა 21: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის პროცენტული ცვლილება წლიურ გამოსახულებაში ინვესტორი ქვეყნების

პირველი ხუთეულისა და ქვეყნების ჯგუფების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

აღნიშნული ქვეყნებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიური კლება რამდენადმე შეარბილა საინვესტიციო ნაკადების მკვეთრმა ზრდამ ჩინეთიდან – 5.7-ჯერ, მარშალის კუნძულებიდან – 3.7-ჯერ, ლუქსემბურგიდან – 3-ჯერ და ლატვიიდან და ჩეხეთიდან – 2-2-ჯერ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ინვესტიციების მატება ჩინეთიდან და ლუქსემბურგიდან, რამაც, შესაბამისად, 8 და 9 პროცენტული პუნქტით შეარბილა საინვესტიციო ნაკადების წლიური შემცირების საერთო ტენდენცია (იხ. დიაგრამა 21).

საანალიზო პერიოდში წამყვანი ინვესტორი ქვეყნების სტრუქტურის ანალიზისათვის საინტერესოა მათი შედარება 2005-2017 წლებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუმულატიური მოცულობის სტრუქტურასთან, ინვესტორი ქვეყნების მიხედვით.

2018 წლის I კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფო იყო, რომელზეც პირდაპირი ინვესტიციების 30 პროცენტი მოდიოდა მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის წილი 2005-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობაში 11 პროცენტი იყო და წამყვან ინვესტორ ქვეყნებს შორის იგი მესამე ადგილს იკავებდა (იხ. ცხრილი 6.2).

მეორე ადგილი უმსხვილეს ინვესტორთა შორის საანალიზო პერიოდში აზერბაიჯანმა დაიკავა (პირდაპირი ინვესტიციების 18 პროცენტი). 2005-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციების კუმულატიურ სტრუქტურაში ეს ქვეყანა ლიდერის პოზიციას იკავებდა და მის წილად მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების 15 პროცენტი მოდიოდა.

Page 27: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

26

-28%

-8%

-1%

4%

-36%

-11%

-10%

-10%

-3%

3%

3%

4%

8%

9%

-40% -30% -20% -10% 0% 10% 20%

დანარჩენი ქვეყნები

დსთ-ის ქვეყნები

საერთაშორისო ორგანიზაციები

ევროკავშირის ქვეყნები

თურქეთი

აზერბაიჯანი

არაბეთის გაერთიანებული ემირატები

კვიპროსი

მალტა

ჩეხეთი

ლატვია

მარშალის კუნძულები

ჩინეთი

ლუქსემბურგი

დიაგრამა 22: ინვესტორი ქვეყნების პირველი ხუთეულისა და ქვეყნების ჯგუფების წვლილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებაში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

2018 წლის I კვარტალში უმსხვილეს ინვესტორთა შორის მესამე ადგილზეა ჩინეთი (პირდაპირი ინვესტიციების 15 პროცენტი). 2005-2017 წლებში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამური სიდიდით ეს ქვეყანა არ არის პირველ ხუთეულში.

მეოთხე ადგილი საანალიზო პერიოდში ნიდერლადების სამეფოს ერგო (პირდაპირი ინვესტიციების 12 პროცენტი). 2005-2017 წლებში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების კუმულატიურ სტრუქტურაში ნიდერლანდები მეორე ადგილზეა - ჯამური ინვესტიციების 14 პროცენტით.

2018 წლის I კვარტალში სიდიდით მეხუთე ინვესტორი აშშ იყო (პირდაპირი ინვესტიციების 9 პროცენტი). 2005-2017 წლებში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების სიდიდით ეს ქვეყანა მეხუთე პოზიციაზეა - ჯამური ინვესტიციების 8 პროცენტით (იხ. ცხრილი 6.2).

ამრიგად, საანალიზო პერიოდში საქართველოს ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნიდან ოთხი (აზერბაიჯანი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და აშშ) 2005-2017 წლების ჯამური მონაცემებითაც უმსხვილესი ინვესტორების პირველ ხუთეულს განეკუთვნება.

ცხრილი 6.2: საქართველოს ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ცხრილი 6.2: საქართველოს ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა

2005-2017 წლები მლნ. აშშ დოლარი % 2018 წლის I კვარტალი მლნ. აშშ

დოლარი %

ინვესტიციები, სულ 16565 100 ინვესტიციები, სულ 279.3 100

აზერბაიჯანი 2485 15 ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო 82.7 30

ნიდერლანდები 2283 14 აზერბაიჯანი 51.0 18

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო 1871 11 ჩინეთი 41.6 15

თურქეთი 1544 9 ნიდერლანდები 32.3 12

აშშ 1262 8 აშშ 23.8 9

დანარჩენი 7118 43 დანარჩენი 47.9 17წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

2018 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 40 პროცენტი საფინანსო სექტორის წილად მოდიოდა, რაც ბევრად ნაკლებია ამ სექტორის წილზე 2007-2017 წლებში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუმულატიურ მოცულობაში (11 პროცენტი).* უცხოური ინვესტიციების განთავსების მიხედვით, 5 ლიდერ სექტორში მოხვედრის სიხშირის ნიშნით, საფინანსო სექტორი მესამე ადგილზეა.**

საანალიზო პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით მეორე ადგილზე, 25-პროცენტიანი წილით, მშენებლობა გავიდა, რომლის წილი 2007-2017 წლებში საქართველოში

* ამ ნიშნით დეზაგრეგირებული მონაცემები 2007 წლიდან არსებობს და, შესაბამისად, საანალიზო პერიოდიც 2007-2017 წლებია.** ეკონომიკის სექტორების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილების ანალიზის მიზნით ავიღეთ 2004-2017 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა სექტორების მიხედვით კვარტალურ ჭრილში და ყოველ კვარტალში გამოვყავით ლიდერი ხუთეული. შემდეგ თითოეულ სექტორს მივანიჭეთ სარეიტინგო ქულა ხუთბალიანი სკალით და გავიანგარიშეთ 2004-2017 წლების 44 კვარტალში ლიდერთა ხუთეულში მოხვედრილი სექტორების რეიტინგი.

Page 28: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

27

განხორციელებული ინვესტიციების ჯამურ მოცულობაში 10 პროცენტია და ამ ნიშნით იგი მეოთხე ადგილზეა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მშენებლობის სექტორი უცხოური ინვესტორების ინტერესის მნიშვნელოვან ობიექტად რჩება.

მესამე ადგილი 2018 წლის I კვარტალში გახორციელებულ ინვესტიციებში დამამუშავებელი მრეწველობის სექტორმა დაიკავა, რომელსაც უცხოური ინვესტიციების 14 პროცენტი ერგო. აღსანიშნავია, რომ 2007-2017 წლებში საქართველოში შემოსული ინვესტიციების კუმულატიურ სტრუქტურაში ეს სექტორი, 11-პროცენტიანი წილით, საფინანსო სექტორთან ერთად, მესამე-მეოთხე ადგილს ინაწილებდა. შეიძლება ითქვას, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით დამამუშავებელი მრეწველობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორად ჩამოყალიბდა.

საანალიზო პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8-8 პროცენტი სამთომოპოვებითი მრეწველობისა და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში განხორციელდა (შესაბამისად, მე-4 და მე-5 ადგილი). 2007-2017 წლებში საქართველოში შემოსული ინვესტიციების ჯამურ მოცულობაში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის ხვედრითი წონა 6 პროცენტია, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობის – 4 პროცენტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ორი სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა, 2007-2017 წლებში ჩამოყალიბებულ ტენდენციასთან შედარებით, 2018 წლის I კვარტალში რამდენადმე გაზრდილია.

2018 წლის I კვარტალში ძალიან მცირე იყო ენერგეტიკასა და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი (3 პროცენტი); არადა 2007-2017 წლებში საქართველოში შემოსული ინვესტიციების კუმულატიურ სტრუქტურაში ენერგეტიკის წილი 13 პროცენტს შეადგენდა და სიდიდით მეორ ადგილზე იყო, ჯანმრთელობის დაცვის სექტორი კი, ენერგეტიკისაგან განსხვავებით, მოკრძალებულად, სულ რაღაც 1-პროცენტიანი ხვედრითი წონით იყო წარმოდგენილი.

საანალიზო პერიოდში საერთოდ არ განხორციელებულა უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. 2007-2017 წლებში საქართველოში შემოსული ინვესტიციების ჯამურ მოცულობაშიც მისი წილი მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს. ინვესტირების თვალსაზრისით, ეს სექტორი თითქმის არასდროს ყოფილა ლიდერთა შორის.

2018 წლის I კვარტალში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის უძრავი ქონების სექტორებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფითი ნიშნის იყო, ანუ ამ სექტორებიდან რესურსების გადინება მოხდა და ეს მაშინ, როდესაც 2007-2017 წლებში საქართველოში შემოსული ინვესტიციების კუმულატიურ სტრუქტურაში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი 24-პროცენტიანი ხვედრითი წონით უპირობო ლიდერი იყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო უძრავი ქონების სექტორის ხვედრითი წონაც – 9 პროცენტი.

ერთი კვარტალის მონაცემებზე დაყრდნობით შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება სწორი არ იქნებოდა, მაგრამ სექტორულ ჭრილში საინვესტციო ნაკადების ასეთი ცვლილება შეიძლება საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების ერთ-ერთი მაჩვენებელი იყოს.

2018 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები თითქმის 6.5-ჯერ შემცირდა კავშირგაბმულობაში და განახევრდა ტრანსპორტში. მთლიანობაში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი ლიდერია ინვესტიციების შემცირების თვალსაზრისით (საინვესტიციო ნაკადებმა აქ 2.1-ჯერ იკლო).

ცხრილი 6.3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სექტორული განაწილება ცხრილი 6.3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სექტორული განაწილება

2007-2017 წლები მლნ. აშშ დოლარი % 2018 წლის I კვარტალი მლნ. აშშ

დოლარი %

ინვესტიციები, სულ 14941 100 ინვესტიციები, სულ 279.3 100სოფლის მეურნეობა, თევზჭერა 146 1 სოფლის მეურნეობა, თევზჭერა -0.7 0სამთომოპოვებითი მრეწველობა 532 4 სამთომოპოვებითი მრეწველობა 22.3 8დამამუშავებელი მრეწველობა 1710 11 დამამუშავებელი მრეწველობა 40.2 14ენერგეტიკა 1907 13 ენერგეტიკა 8.7 3მშენებლობა 1480 10 მშენებლობა 69.1 25სასტუმროები და რესტორნები 939 6 სასტუმროები და რესტორნები 21.9 8ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 3630 24 ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა -16.1 -6ჯანდაცვა და სოციალური დახმარება 202 1 ჯანდაცვა და სოციალური დახმარება 8.4 3უძრავი ქონება 1324 9 უძრავი ქონება -18.8 -7საფინანსო სექტორი 1600 11 საფინანსო სექტორი 110.6 40დანარჩენი სექტორები 1470 10 დანარჩენი სექტორები 33.7 12

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

2018 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები თითქმის 6.5-ჯერ შემცირდა კავშირგაბმულობაში და განახევრდა ტრანსპორტში. მთლიანობაში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი ლიდერია ინვესტიციების შემცირების თვალსაზრისით (საინვესტიციო ნაკადებმა აქ 2.1-ჯერ იკლო). პირდაპირი ინვესტიციების მოცულება ასევე ორჯერ და მეტად შემცირდა უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. სოფლის მეურნეობა არასოდეს გამოირჩეოდა ინვესტიციების დიდი

Page 29: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

28

მოცულობით, მაგრამ უძრავი ქონების სექტორი ამ მხრივ ერთობ მნიშვნელოვანია და მასში ინვესტიციების ცვლილება საერთო სურათზე საკმაოდ მოქმედებს.

საანალიზო პერიოდში აღინიშნა ინვესტიციების მოცულობის ათჯერ ზრდა ჯანმრთელობის დაცვის სექტორში და ექვსჯერ - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. ინვესტიციები თითქმის გაორმაგდა სამთომოპოვებით მრეწველობაში.

-33%

-155%

-123%

-111%

-55%

-540%

27%

32%

37%

42%

65%

97%

528%

873%

-800% -600% -400% -200% 0% 200% 400% 600% 800% 1000%

სულ

სოფლის მეურნეობა, თევზჭერა

უძრავი ქონება

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

ტრანსპორტი

კავშირგაბმულობა

მშენებლობა

ენერგეტიკა

სასტუმროები და რესტორნები

საფინანსო სექტორი

დანარჩენი სექტორები

სამთომოპოვებითი მრეწველობა

დამამუშავებელი მრეწველობა

ჯანმრთელობის დაცვა და სოც. დახმარება

დიაგრამა 23: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის პროცენტული ცვლილება ეკონომიკის სექტორების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

ქვემოთ მოტანილი დიაგრამიდან ნათლად ჩანს, რომ 2018 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33-პროცენტიან წლიურ შემცირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში ინვესტიციების კლებამ (38 პროცენტული პუნქტი). ასევე მნიშვნელოვანი იყო შემცირება უძრავი ქონების სექტორში (24 პროცენტული პუნქტი). კლება იყო სოფლის მეურნეობის სექტორშიც, მაგრამ ინვესტიციების საერთო მოცულობა ამ სექტორში იმდენად მცირეა, რომ მისი წვლილი ნულს უახლოვდება.

-38%

-21%

-16%

-24%

0%

1%

1%

2%

3%

3%

4%

8%

8%

-50% -40% -30% -20% -10% 0% 10% 20%

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

კავშირგაბმულობა

ტრანსპორტი

უძრავი ქონება

სოფლის მეურნეობა, თევზჭერა

სასტუმროები და რესტორნები

ჯანმრთელობის დაცვა და სოც. დახმარება

დამამუშავებელი მრეწველობა

მშენებლობა

დანარჩენი სექტორები

ენერგეტიკა

სამთომოპოვებითი მრეწველობა

საფინანსო სექტორი

დიაგრამა 24: ეკონომიკის სექტორების წვლილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებაში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

Page 30: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

29

საერთო ჯამში, საინვესტიციო ნაკადების შემცირების მასშტაბი სექტორების მიხედვით -54 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა, რომლის -33 პროცენტულ პუნქტამდე მატებაში +8-8 პროცენტული პუნქტი სამთომოპოვებით მრეწველობასა და საფინანსო სექტორში ინვესტიციების ზრდის წვლილი იყო, +4 პროცენტული პუნქტი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების ზრდაზე მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაცვის სექტორში ინვესტიციების ნომინალური მოცულობის 10-ჯერ ზრდის წვლილი საერთო დინამიკის გაუმჯობესებაში მხოლოდ 1 პროცენტული პუნქტია. ასევე 1 პროცენტული პუნქტია დამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციების 6.5-ჯერ ზრდის წილად შეტანილი წვლილი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგიონული განაწილება საანალიზო პერიოდში აჩვენებს, რომ მათი 80 პროცენტი თბილისის წილად მოდიოდა. 2007-2017 წლებში საქართველოში შემოსული ინვესტიციების ჯამურ მოცულობაშიც დედაქალაქის წილი 75 პროცენტს შეადგენდა.

მეორე ადგილი, 14-პროცენტიანი წილით, ქვემო ქართლს ერგო. 2007-2017 წლებში ამ რეგიონის წილი 4 პროცენტს არ აღემატებოდა.

მესამე ადგილზე გავიდა იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, რომლის წილმაც 6 პროცენტი შეადგინა. ამ რეგიონის წილი 2007-2017 წლებში 3 პროცენტს შეადგენდა.

ცხრილი 6.4: ინვესტიციების რეგიონული განაწილება ცხრილი 6.4: ინვესტიციების რეგიონული განაწილება

2009-2017 წლები მლნ. აშშ დოლარი % 2018 წლის I კვარტალი მლნ. აშშ

დოლარი %

სულ 11618 100 სულ 279.3 100

ქ. თბილისი 8742 75 ქ. თბილისი 224.6 80

აჭარა 1051 9 აჭარა -29.2 -10

კახეთი 72 1 კახეთი -0.4 0

სამცხე-ჯავახეთი 302 3 სამცხე-ჯავახეთი 14.5 5

ქვემო ქართლი 495 4 ქვემო ქართლი 38.5 14

სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია 551 5 სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია 12.4 4

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 364 3 იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 16.7 6

შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი 43 0 შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი 2.3 1წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ავტორთა ჯგუფის გაანგარიშებები

სამცხე-ჯავახეთის წილად მთლიანობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 5 პროცენტი მოდიოდა, რაც რამდენადმე აღემატება 2007-2017 წლებში ამ რეგიონის 3-პროცენტიან წილს.

აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით იყო აჭარის რეგიონში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2018 წლის I კვარტალში აჭარიდან კაპიტალი გაედინებოდა,

Page 31: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

30

7. საბანკო სექტორი

ცხრილი 7.1: კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებისა და პასივების დინამიკაცხრილი 7.1: კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებისა და პასივების დინამიკა(მლნ. ლარი, პერიოდის ბოლოს)(მლნ. ლარი, პერიოდის ბოლოს)

მთლიანი აქტივები

მთლიანი აქტივები(მშპ-ის %)

სამეწარმეო სექტორისა და შინამეურნეობებისთვის

გაცემული სესხები

არასაბანკო დეპოზიტები

ნასესხები სახსრები

სააქციო კაპიტალი

2012 13103.1 54.9 8323.3 7649.9 2616.1 2313.32013 14931.6 64.3 9163.7 9664.6 2895.3 2612.92014 18320.7 70.7 11109.6 11617.1 3573.2 3210.72015 23407.4 79.2 14735.5 14346.8 4483.1 3585.12016 25274.4 54.9 16378.5 16991.0 4064.5 3687.9Q1 24727.2 44.2 15949.0 14271.4 4146.8 3549.0Q2 25274.4 43.8 16378.5 14338.1 4064.5 3687.9Q3 25987.1 44.7 16491.0 14898.5 5317.1 3834.7Q4 30149.3 49.9 18902.1 16991.0 6689.5 3978.22017 30287.7 52.0 19315.9 16838.8 6693.9 3997.1Q1 29751.1 46.0 18803.3 16069.1 6611.8 4308.0Q2 30287.7 46.9 19315.9 16838.8 6693.9 3997.1Q3 32312.5 49.7 20249.4 18348.8 7054.5 4212.5Q4 34593.5 52.0 22281.5 19782.0 7560.8 4434.72018Q1 34272.4 54.2 22187.9 19621.4 7388.8 4604.6

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2018 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები 15.2 პროცენტით გაიზარდა, წინა კვარტალთან შედარებით კი, თითქმის 1 პროცენტით შემცირდა. მთლიანი აქტივების წლიურ დინამიკას მეტწილად სამეწარმეო სექტორსა და შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მატება განაპირობებდა, რომლის ხვედრითი წონა მთლიან აქტივებში 64.7 პროცენტით განისაზღვრა.

კომერციული ბანკების მთლიანი პასივების წლიური ზრდა ძირითადად არასაბანკო დეპოზიტების მაღალი ტემპით, ასევე ნასესხები სახსრების საგრძნობი და სააქციო კაპიტალის ზომიერი მატებით იყო გამოწვეული (შესაბამისად, 22; 11.8 და 6.9 პროცენტით). კვარტალურ გამოსახულებაში ამ მაჩვენებლის დაღმავალ დინამიკაზე გავლენას მეტწილად არასაბანკო დეპოზიტების კლება ახდენდა.

2018 წლის I კვარტალში საბანკო სექტორის მთლიანი სააქციო კაპიტალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.9 პროცენტით, წინა კვარტალთან შედარებით კი, 3.8 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებლის მაღალ წლიურ და ზომიერ კვარტალურ მატებას (შესაბამისად, 23.7 და 9.8 პროცენტი) ძირითადად გაუნაწილებელი მოგების ზრდა განაპირობებდა.

ცხრილი 7.2: კომერციული ბანკების დეპოზიტები და სესხები (მლნ. ლარი, პერიოდის ბოლოს)ცხრილი 7.2: კომერციული ბანკების დეპოზიტები და სესხები (მლნ. ლარი, პერიოდის ბოლოს)

დეპოზიტები სესხები

სულ ეროვნულ ვალუტაში

უცხოურ ვალუტაში

დოლარიზაცია (%)

სულ ეროვნულ ვალუტაში

უცხოურ ვალუტაში

დოლარიზაცია (%)

2012 7649.9 2748.2 4901.6 64.1 8712.1 2820.7 5891.4 67.62013 9664.6 3880.4 5784.2 59.8 10469.9 3926.1 6543.8 62.52014 11617.1 4628.8 6988.2 60.2 12965.7 5077.2 7888.5 60.82015 14346.8 4380.3 9966.5 69.5 16013.4 5671.5 10341.9 64.82016 16991.0 4863.5 12127.5 71.4 18907.4 6533.4 12374.0 65.4Q1 14271.4 4166.2 10105.3 70.8 15949.0 5572.8 10376.2 65.1Q2 14338.1 4695.5 9642.6 67.3 16378.5 5649.8 10728.7 65.5Q3 14898.5 4590.5 10308.0 69.2 16491.0 6020.6 10470.5 63.5Q4 16991.0 4863.5 12127.5 71.4 18907.4 6533.4 12374.0 65.42017 19782.0 6813.1 12969.0 65.6 22281.5 9558.2 12723.3 57.0Q1 16069.1 4951.0 11118.1 69.2 18378.9 7180.9 11198.1 60.9Q2 16838.8 5465.7 11373.1 67.5 19344.3 8110.7 11233.6 58.1Q3 18348.8 6358.3 11990.5 65.3 20290.5 8792.6 11497.9 56.7Q4 19782.0 6813.1 12969.0 65.6 22281.5 9558.2 12723.3 57.12018Q1 19621.4 7301.6 12319.8 62.8 22187.9 9930.1 12257.8 55.2

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

Page 32: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

31

საანალიზო პერიოდში კომერციული ბანკების არასაბანკო დეპოზიტების წლიური ზრდის მაღალ ტემპს (21.1 პროცენტი) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების ერთობ შთამბეჭდავი - 47.5-პროცენტიანი, ასევე უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების 10.8-პროცენტიანი მატება უზრუნველყოფდა. კვარტალურ ჭრილში არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა თითქმის 1 პროცენტით შემცირდა, რაც უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების 5.1-პროცენტიანი კლებით იყო გამოწვეული.

3,10

43,

032

3,48

73,

950

4,09

24,

416

5,14

55,

489

5,49

45,

776

6,11

66,

745

6,76

77,

186

7,48

47,

650

7,97

38,

531

8,94

09,

665

9,66

810

,213

10,6

9611

,617

12,5

5812

,631 13

,817

14,3

4714

,271

14,3

3814

,898

16,9

9116

,069

16,8

39 18,3

49 19,7

8219

,621

0

5000

10000

15000

20000

25000

0

5000

10000

15000

20000

25000

Q109

Q209

Q309

Q409

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 25: არასაბანკო დეპოზიტების კვარტალური დინამიკა(მლნ. ლარი)

დეპოზიტები უცხოური ვალუტაში, მლნ. ლარიდეპოზიტები ეროვნული ვალუტაში, მლნ. ლარიდეპოზიტები სულ, მლნ. ლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგრძნობლად შეიცვალა საბანკო სექტორის დეპოზიტების სტრუქტურა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების წილის 6.4 პროცენტული პუნქტით ზრდამ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებლის იმავე ოდენობით შემცირება განაპირობა.

8.8

8.2 8.

5 8.7

8.4

8.2

8.3

7.7

8.9 9.0

9.0

9.8

9.3

9.3

9.1

9.0 9.3

8.4

8.0

7.6 7.8

7.6

7.6

7.5 7.

7

7.6 8.

2

7.3

8.2

7.6

7.3

6.7 7.

1

6.8 7.

4

7.0 7.1

9.9 10

.1

10.1

9.9

9.4

8.8

8.3

8.1

8.0

8.0 8.1 8.

4

8.3

8.1 8.2

8.0

7.7

7.2

6.4

5.8

5.5

5.1

5.0

4.9

4.8

4.7

4.5

3.9

3.7

3.5

3.5

3.3

3.1

2.9

2.7

2.6

2.5

0.0

2.0

4.0

6.0

8.0

10.0

12.0

Q109

Q209

Q309

Q409

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 26: დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტი განაკვეთების დინამიკა კვარტალურ ჭრილში (პროცენტი)

საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები კომერციული ბანკების დეპოზიტებზე ეროვნული ვალუტით

საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები კომერციული ბანკების დეპოზიტებზე უცხოური ვალუტით

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

Page 33: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

32

2018 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კომერციულ ბანკებში ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი უცვლელი დარჩა და 7.1 პროცენტით განისაზღვრა. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე კი საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2.5 პროცენტი შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით, საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე უმნიშვნელოდ, 0.1 პროცენტული პუნქტით, შემცირდა, ეროვნულ ვალუტაში ფორმირებულ დეპოზიტებზე კი, პირიქით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

საანალიზო პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად (20.7 პროცენტით) გაიზარდა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა. ეს მატება განპირობებული იყო როგორც ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების წლიური ზრდის ერთობ მაღალი ტემპით (38.3 პროცენტით), ისე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობის ზომიერი მატებით (12.3 პროცენტით).

5656

5361

5206

5181

5339 57

30

5840 62

56

6354 68

92 7407 7718

7814 83

24 8576

8712

8743 91

64 9482 10

470

1062

9

1111

0

1154

8 1296

6 1457

6

1473

6

1567

1

1601

3

1594

9

1637

8

1649

1

1890

7

1837

9

1934

4

2029

1

2228

2

2218

8

0

5000

10000

15000

20000

25000

0

5000

10000

15000

20000

25000

Q109

Q209

Q309

Q409

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 27: სესხების კვარტალური დინამიკა (მლნ. ლარი)

სესხები ეროვნული ვალუტაში სესხები უცხოური ვალუტაში სესხები სულ

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2018 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხები 0.4 პროცენტით შემცირდა, რაც უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების 3.7 პროცენტით კლებამ გამოიწვია.

3107

2991

2893

2979

3062 33

17

3337 36

10

3664 39

56 4174

4309

4345 46

68

4700

4758

4663

4820

4880 54

05

5404 5584

5658 63

54

7245

7303 78

26

7585

7468

7608

7611

8695

8321

8364 86

38

9624

9520

0

2000

4000

6000

8000

10000

12000

0

2000

4000

6000

8000

10000

12000

Q109

Q209

Q309

Q409

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 28: ეკონომიკის დაკრედიტების სექტორული განაწილება კვარტალურ ჭრილში (მლნ. ლარი)

სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა მრეწველობა

მშენებლობა ვაჭრობა

სასტუმროები და რესტორნები დანარჩენი

სექტორები, სულ

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

Page 34: საქართველოს ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა · საქართველოს ეკონომიკის

33

2018 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან და წინა კვარტალთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების წინმსწრებმა ზრდამ, უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებთან შედარებით, სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტის (შესაბამისად, 5.7 და 1.9 პროცენტული პუნქტით) კლება გამოიწვია.

საანალიზო პერიოდში წლიურ გამოსახულებაში დაკრედიტების ზრდის ერთობ მაღალი ტემპით გამოირჩეოდა ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, მრეწველობის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორები (შესაბამისად, 57.7; 31.5; 26.1; 22.6 და 22 პროცენტით). მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და თევზჭერის, ასევე მშენებლობის დაკრედიტების წლიური მატებაც (შესაბამისად, 17.4 და 12.9 პროცენტი). კვარტალურ ჭრილში გამოიკვეთა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განსაკუთრებით მკვეთრი (63.6 პროცენტით) ზრდა.

2018 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად იკლო ფინანსური შუამავლობის დაკრედიტებამ (12.9 პროცენტით), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დაკრედიტება კი 3 პროცენტით შემცირდა.

ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საანალიზო პერიოდში, 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, გარკვეული ცვლილებები განიცადა ეკონომიკის დაკრედიტების დარგობრივმა სტრუქტურამ; კერძოდ, მრეწველობის და უძრავი ქონებით ოპერაციების წილი, შესაბამისად, თითქმის 2.3 და 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. შედარებით უმნიშვნელოდ მოიმატა სასტუმროებისა და რესტორნების წილმა (0.5 პროცენტული პუნქტით), დაკრედიტების მხრივ უმსხვილესი სექტორის - ვაჭრობის - წილი კი, პირიქით, საგრძნობლად (2.3 პროცენტული პუნქტით) შემცირდა.

2018 წლის I კვარტალში იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების წლიურმა ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა, რაც 2.5-ჯერ ჩამორჩება ფიზიკური პირების დაკრედიტების ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წლიურ გამოსახულებაში საგრძნობლად შეიცვალა ამ ნიშნით მთლიანი დაკრედიტების სტრუქტურაც: იურიდიული პირების წილი 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ფიზიკური პირების წილი კი - ამდენითვე გაიზარდა. კვარტალურ ჭრილში: იურიდიულ პირებზე გაცემულმა სესხების წილმა უმნიშვნელოდ - 0.3 პროცენტული პუნქტით - მოიმატა, ფიზიკური პირების წილმა კი - ამდენითვე იკლო.

საანალიზო პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის კრიტერიუმებით, უმოქმედო სესხები მთლიანი სესხების თითქმის 5.5 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.5 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან და 0.4 პროცენტული პუნქტით დაბალი წინა კვარტალთან შედარებით.

23.3 23

.9

23.9

23.6

23.3

22.2

22.2 22

.9

22.7

22.5

22.3 22.7

22.5

21.8

21.8

21.8

21.7

20.8

20.2

19.0

18.6

18.3

17.8

17.4

17.5

17.4

17.4 18

.4

18.7

18.9

18.0

17.5

17.2

17.3

17.1

17.3 17.8

18.0

18.1

18.2

18.1

17.9

17.4

16.8

15.9

15.4

14.7

14.3

14.4

14.5

14.4

14.3

14.0

13.9

13.4

13.3

12.6

12.3

12.0

11.6

11.2

10.9

10.9

10.7

10.5

10.3

10.0

9.8

9.4

9.1

8.9

8.7

8.5

8.5

0.0

5.0

10.0

15.0

20.0

25.0

30.0

Q109

Q209

Q309

Q409

Q110

Q210

Q310

Q410

Q111

Q211

Q311

Q411

Q112

Q212

Q312

Q412

Q113

Q213

Q313

Q413

Q114

Q214

Q314

Q414

Q115

Q215

Q315

Q415

Q116

Q216

Q316

Q416

Q117

Q217

Q317

Q417

Q118

დიაგრამა 29: სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტი განაკვეთების დინამიკა კვარტალურ ჭრილში (პროცენტი)

საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები კომერციული ბანკების სესხებზე ეროვნული ვალუტით

საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები კომერციული ბანკების სესხებზე უცხოური ვალუტით

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2018 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.6 პროცენტით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე კი პირიქით, 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა. კვარტალურ გამოსახულებაში კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთების 0.8 პროცენტული პუნქტით მატება გამოვლინდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი კი უცვლელი დარჩა.