სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ...

24
1 სიძულვილის ენა (სამართლებრივი ჩარჩოები საქართველოსთვის) კვლევა მომზადებულია ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში www.gdi.ge 2014

Upload: others

Post on 04-Aug-2020

9 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

1

სიძულვილის ენა

(სამართლებრივი ჩარჩოები საქართველოსთვის)

კვლევა მომზადებულია ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“

ფარგლებში

www.gdi.ge 2014

Page 2: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

2

სარჩევი

1. შესავალი .....................................................................................................................3 2. საერთაშორისო გამოცდილება ..................................................................................4 2.1. ევროპა .........................................................................................................................4 2.2. ამერიკის შეერთებული შტატები .............................................................................7 3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა .....................................11 4. საქართველოს შიდა კანონმდებლობა ..................................................................... 15 4.1. მაუწყებლობა და გამოხატვის სხვა სფეროები ....................................................... 16 4.2. კანონპროექტები ........................................................................................................20 5. რეკომენდაციები ........................................................................................................21

Page 3: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

3

1. შესავალი

არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის ენის დეფინიცია. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაცით სიძულვილის ენა შემდეგნაირად განიმარტება: სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას , რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით.1

სიძულვილის ენა საკმაოდ მჭიდრო კავშირშია გამოხატვის თავისუფლებასთან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას და თავად ამ საზოგადოების საფუძველს. გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტით, რომელიც ადამიანის უფლებებს შეეხება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე–19 მუხლის მიხედვით: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა; ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად.“

სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი სტანდარტი და სამართლებრივი მიდგომა. იგი განსხვავებულადაა რეგულირებული სხვადასხვა სახელმწიფოში.

მიუხედავად ამისა შეგვიძლია გამოვყოთ ორი ძირითადი მიდგომა, პირობითად ევროპული და ამერიკული. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია. შესაბამისად, ევროპული მიდგომის მიხედვით გამოხატვის თავისუფლება უფრო მეტადაა შეზღუდული, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სიძულვილის ენა არ არის კრიმინალიზებული.

მოცემული კვლევის მიზანია ამ ორი მიდგომის მიმოხილვა, ასევე საქართველოში სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი, ამის საფუძველზე კი არსებული პრობლემების წარმოჩენა და რეკომენდაციების წარმოდგენა.

1 ევროპის საბჭო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია სიძულვილის ენაზე No. R(97) 20., 1997;

Page 4: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

4

1. საერთაშორისო გამოცდილება – ევროპული და ამერიკული მიდგომა

2.1 ევროპა

გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას შეგვიძლია გამოვყოთ სამი ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტი: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეცია, საერთაშორისო კონვეცია „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და საერთაშორისო პაქტი „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.“

ადამიანის უფლებათა კონვეციის მე–10 მუხლის მიხედვით გამოხატვის თავისუფლება ყველასთვის აღიარებულია, თუმცა ეს უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას (მაგალითად იმ შემთხვევაში, როდესაც ამ უფლების სარგებლობით ირღვევა სხვათა უფლებები და თავისუფლებები).

„რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის“ შესახებ არსებული კონვეცია გაცილებით მეტ მოთხოვნებს უყენებს ხელმომწერ სახელმწიფოებს და ავალდებულებს მხარეებს, რომ რასიზმსა და სიძულვილზე იდეების გავრცელება დასჯად ქმედებად გამოაცხადონ2.

„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე–20 მუხლი მოითხოვს, რომ სახელმწიფოებმა საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში აკრძალონ „ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივებისკენ მიმართული ყოველგვარი გამოსვლა, რომლის მიზანია დისკრიმინაციის, მტრობის ან ძალადობის წაქეზება3“.

ევროპაში სიძულვილის ენასთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ასეთი მიდგომის ჩამოყალიბება მეორე მსოფლიო ომმა და მისმა გამომწვევმა მიზეზებმა განაპირობა. მაგალითად, დღესდღეობით სიძლვილის ენის მარეგულირებელი ნორმები არსებობს, დანიაში, რომლის სისხლის სამართლის კოდექსით დასაჯადია რასისტული სიძულვილის გამოხატვა და გავრცელება. საფრანგეთის კანონმდებლობით დასჯადია რასისტული დისკრიმინაციისაკენ, სიძულვილისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზება. მსგავსი მიდგომაა ასევე ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სასამართლომ სხვადასხვა საქმეში გამოხატვის იმ ფორმების იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც მისი აზრით შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც შეურაცხმყოფელი, შესაბამისად ასეთი გამოხატვა ეწინააღმდეგება თავად ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვეციასაც. უმცა ამასთან ერთად

2 „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვეციის მე–4 მუხლის ა) ქვეპუნქტი; 3 <http://www.legal-project.org/issues/european-hate-speech-laws> [18.02.2014]

Page 5: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

5

სასამართლო ერიდება თავის გადაწყვეტილებებიდან მკაცრ გადახვევას და განსხვავების გაკეთებას, როდესაც საქმე ეხება ერთის მხრივ ექსტრემიზმის ნამდვილ და სერიოზულ წაქეზებას და მეორეს მხრივ ინდივიდების უფლებას (ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ჩათვლით)– გამოხატონ საკუთარი აზრი თავისუფლად და „შეურაცხყონ, აღაშფოთონ ან შეაწუხონ“ სხვები.4

როგორც უკვე აღინიშნა, დღესდღეობით არ არსებობს ერთხმად აღიარებული დეფინიცია იმისა, თუ რა ელემენტებს შეიცავს სიძულვილის ენა და ზოგადად რა მიიჩნევა სიძულვილის გამომხატველად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დამკვიდრდა რამდენიმე პარამეტრი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდება „სიძულვილის ენის“ დახასიათება, იმისათვის, რათა მოხდეს მისი გამიჯვნა და გამორიცხვა კონვეციის მე–10 და მე–11 მუხლებისგან.

სიძულვილის ენა არ არის დაცული იმ შემთხვევაში თუკი სახეზე გვაქვს სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ორი მიდგომიდან ერთ–ერთი:

(1) კონვეციის მე–17 მუხლთან მიმართებაში (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა), როდესაც სახეზეა სიძულვილის ენა და იგი უარყოფს კონვეციის ფუნდამენტურ უფლებებს;

(2) კონვეციის მე–10 და მე–11 მუხლების მე–2 პუნქტებთან მიმართებაში, რომლითაც დაწესებულია გამოხატვის თავისუფლების და შეკრება–მანიფესტაციის შეზღუდვის საფუძვლები. აღნიშნული მიდგომა გამოიყენება მაშინ, როდესაც სახეზეა სიძულვილის ენა, თუმცა იგი არ ეწინააღმდეგება კონვეციის ფუნდამენტურ ღირებულებებს (არაა მიმართული მათი განადგურებისაკენ).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთი საქმე განიხილა, რომელიც ეხებოდა კონვეციის მე–10 და მე–11 ან სხვა მუხლებს და დაკავშირებული იყო სიძულვილის ენასთან. მაგალითად საქმეში Vona v. Hungary სასამართლომ ჩათვალა, რომ ადგილი არ ჰქონდა კონვეციის მე–11 მუხლის დარღვევას, ვინაიდან სახელმწიფოს ჰქონდა იმის უფლებამოსილება, რომ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში გადაედგა პრევენციული ნაბიჯები დემოკრატიის დასაცავად და არ დაეშვა ისეთი ასოციაციის საქმიანობა, რომელიც რასისტულ და შეურაცხმყოფელ მესიჯებს ავრცელებდა დემონსტრაციების საშუალებით.5

საქმეში Féret v. Belgium ბელგიამ პოლიტიკური პარტიის თავჯდომარე გაასამართლა საარჩევნო კამპანიის დროს მის მიერ გავრცელებული სლოგანების და კომენტარების გამო, რომლებიც შეიცავდნენ შემდეგი შინაარსის სიტყვებს: „გამოდით ბელგიის ისლამიზაციის 4 „offend, shock or disturb“ ; მაგ. Handyside v. the United Kingdom, 7 December 1976, § 49 <http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/pages/search.aspx?i=001-57499#{"itemid":["001-57499"]} > 5 Vona v. Hungary (9 July 2013) §57. <http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/pages/search.aspx?i=001-122183#{"itemid":["001-122183"]} >

Page 6: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

6

წინააღმდეგ“, „შეაჩერეთ ყალბი ინტეგრაციის პოლიტიკა“, „გაგზავნეთ არაევროპელი სამუშაოს მაძიებლები სახლში“.6 სასამართლომ ჩათვალა, რომ ადგილი არ ჰქონდა კონვეციის მე–10 მუხლის დარღვევას, ვინაიდან აპლიკანტის მიერ გაკეთებული კომენტარები უცხოელთა წინაშე აღვივებდნენ უნდობლობის, მიუღებლობისა და სიძულვილის გრძნობასაც კი. ამასთან ერთად ცხადი იყო, რომ მისი კომენტარები შეიძლება მიჩნეულიყო რასისტული სიძულვილის წაქეზებად. შესაბამისად, აპლიკანტის გასამართლება სახელმწიფოს მიერ, სასამართლომ გაამართლა უწესრიგობის თავიდან აცილებისა და სხვათა უფლებების, განსაკუთრებით კი იმიგრანტთა საზოგადოების დაცვის ინტერესებით.7 მსგავსი მიდგომა ჰქონდა სასამართლოს ასევე საქმეში Leroy v. France.8

თუმცა მაგალითად საქმეში Jersild v. Denmark სასამართლომ ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა კონვეციის მე–10 მუხლის დარღვევას და ჟურნალისტის მიერ გაკეთებული დოკუმენტური ფილმი მთლიანობაში არ იყო მიმართული რასისტული შეხედულებებისა და იდეების პროპაგანდისაკენ, არამედ იგი უბრალოდ აცნობდა საზოგადოებას ამ საკითხის შესახებ.9

რაც შეეხება პოლიტიკურ გამოსვლას, საქმეში Otegi Mondragon v. Spain ბასკური მემარცხენე ფრთის საპარლამენტო გუნდის ერთ–ერთმა მომხსენებელმა პრესკონფერენციის დროს ესპანეთის მეფე მოიხსენია როგორც წამების დამცველი და მეთაური, რომელიც საკუთარ მონარქიულ რეჟიმს წამებასა და ძალადობის საშუალებით ავრცელებდა. ამის გამო იგი გაასამართლეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მე–10 მუხლის დარღვევას, ვინაიდან მეფის მიმართულებით გაკეთებული კომენტარები ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ მეფის ინსტიტუციონალურ პასუხისმგებლობას, როგორც სახელმწიფოს სიმბოლოს და მმართველს (და არა პირადად მას ან მის პირად ცხოვრებას) და გამოხატული აზრი წარმოადგენდა საჯარო ინტერესის საგანს.10

სასამართლოს ასევე საკმაოდ საინტერესო მიდგომა აქვს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების დაცვის კუთხით. ოტო პრემინგერის საქმეში სასამართლომ აღნიშნა, რომ „როდესაც კრიტიკა გამოთქმულია ისეთი, ფორმით, რომელიც შეურაცხყოფს მორწმუნეებს, სახელმწიფოს წარმოეშობა პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები დემოკრატიულ საზოგადოებაში მიუღებელი გამოხდომებისაგან და

6 „Stand up against the Islamification of Belgium”; “Stop the sham integration policy” ; “Send non-European job-seekers home”; 7Féret v. Belgium (16 July 2009) <http://hudoc.echr.coe.int/sites/eng-press/pages/search.aspx?i=003-2800730-3069797#{"itemid":["003-2800730-3069797"]} > 8 Leroy v. France (2 October 2008); <http://hudoc.echr.coe.int/sites/eng-press/pages/search.aspx?i=003-2501837-2699727#{"itemid":["003-2501837-2699727"]} > 9 Jersild v. Denmark (23 September 1994) §31–37 < http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/pages/search.aspx?i=001-57891#{"itemid":["001-57891"]} > 10Otegi Mondragon v. Spain (15 March 2011) §51; 56 <http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/pages/search.aspx?i=001-103951#{"itemid":["001-103951"]}>

Page 7: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

7

უზრუნველყოს მათი მხრიდან რელიგიური უფლებებით მშვიდობიანი და დაუბრკოლებელი სარგებლობა.“11 შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ კინოთეატრებში იმ ფილმის ჩვენების აკრძალვა , რომელშიც რელიგიური პერსონაჟები გამოხატულნი იყვნენ პროვოკაციული ფორმით, არ წარმოადგენდა კონვეციის მე–10 მუხლის დარღვევას, ვინაიდან არსებობდა ფილმის აკრძალვის „მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება“.12

ამრიგად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომის მიხედვით სიძულვილის ენა არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციით დაცული და იგი შესაძლებელია სახელმწიფოების მიერ კრიმინალიზებული იყოს.

ევროპული მიდგომით გამოხატვის თავისუფლება მიჩნეულია ერთ–ერთ მნიშვნელოვან უფლებად, თუმცა ამასთან ერთად მისი შეზღუდვის საფუძვლები გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში. ეს გარკვეულწილად განპირობებულია მეორე მსოფლო ომის შემდგომ ხელმეორედ ანტისემიტური და ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელების შიშით, რომელიც აშკარაა, რომ დღესაც არ გამქრალა. ერთ–ერთი ამის გამოხატულებაა მაგალითად საფრანგეთში არსებული კანონი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება ჰოლოკოსტის, როგორც არსებული ფაქტის უარყოფა. არსებობს ასევე სხვა ევროპული ქვეყნები, სადაც გენოციდის უარყოფა კრიმინალიზებულია, მაგალითად ავსტრია, ბელგია, გერმანია და სხვა.

ამრიგად, მეორე მსოფლიოს ომის დროს დამკვიდრებული ქესნოფობიის და შეუწყნარებლობის საპასუხოდ ევროპამ კურსი აიღო სწორედ იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად დაიცვას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა უმცირესობები, ხელი შეუწყოს ტოლერანტულობას და ზოგადად მრავალფეროვნების არსებობას, თუმცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე.

2.2 ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორება ეხება გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც იცავს, როგორც აზრის ვერბალურ და წერილობით, ასევე მოქმედების საშუალებით გამოხატვას. პირველ შესწორებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ კონგრესს არ აქვს უფლება მიიღოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმები.

11გოცირიძე ე., მუხლი 19, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თბილისი, 2013, 175 [საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი]; იხ. ციტირება: Otto-Preminger-Institut v. Austria, (20 September 1994) §47 <http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/pages/search.aspx?i=001-57897#{"itemid":["001-57897"]} > 12 საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, 175;

Page 8: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

8

კერძოდ კი „კონგრესს ეკრძალება, მიიღოს კანონი, რომელიც შეზღუდავს სიტყვის ან პრესის თავისუფლებას, დააწესებს რელიგიას, ხელს შეუშლის თავისუფალ აღმსარებლობას, ან წაართმევს ხალხს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და უფლებას, პეტიციით მიმართოს მთავრობას''. აღსანიშნავია ის, რომ აშშ–ს კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცული უფლებები ამერიკის კონსტიტუციური წყობის ერთ–ერთი ძირითადი ფუნდამენტია.13 დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის ერთადერთია, სადაც სიძულვილის ენა არ არის დასჯადი და იგი ფაქტიურად გამოხატვის თავისუფლების ნაწილად არის მიჩნეული.

ამერიკის უზენაესი სასამართლო სიძულვილის ენასა და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების შესახებ მსეჯლობისას იყენებს ეგრეთ წოდებულ „ცხადი და მყისიერი საფრთხის“ ტესტს14, რომელიც პირველად დამკვიდრდა საქმეში Schenck v. United States.15 აღნიშნული ტესტი ისტორიულად სიტყვის თავისუფლებას უფრო მეტად ზღუდავდა, ვიდრე პირიქით, თუმცა ბრანდენბურგის გადაწყვეტილების16 შემდეგ აღნიშნული ტესტი გახდა გამოხატვის თავისუფლების უზრუნველმყოფი. ტესტით გაფართოვდა უფლების ფარგლები და მოიცვა გამოხატვის ფორმათა უმრავლესობა. 1969 წელს ბრანდერბურგის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში დაადგინა ახალი სტანდარტი, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: გამოხატვა არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მიზნად ისახავს უკანონო ქმედების მყისიერ გამოწვევას და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ასეთი ქმედება შედგება. ბრანდერბურგის ტესტის თანახმად, რომელიც დღესაც ძალაშია, თუ მკაფიოდ არ იკვეთება ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, ძალადობისა და სიძულვილის ქადაგებაც კი დაცულია პირველი შესწორებით. ბრანდებურგის საქმეში ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კუ კლუქს კლანის წევრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სინდიკალიზმისათვის.17

ამერიკის კონსტიტუციის პირველ შესწორებაზე მომუაშავე იურისტის, ტომ ჰენტოფის მოსაზრებით, ეგრეთ წოდებული „აშკარა და მყისიერი საფრთხის“ ტესტის საშუალებით, გამოხატვის თავისუფლების საზღვრები ფასდება მის მიერ შექმნილი საფრთხის და იმ ზიანის დადგენით, რომელიც ამ გამოხატვამ შეიძლება გამოიწვიოს. ამასთან ერთად სიტყვის გამოხატვის ღირებულება ან ფორმა აღნიშნული ტესტის ელემენტს არ წარმოადგენს.18

13ოქრუაშვილი მ.; კოტეტიშვილი ი.; გამოხატვის თავისუფლება, პირველი ტომი, თავისუფლების ინსტიტუტი, 2005; გამოხატვის თავისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, კარი I ; [გამოხატვის თავისუფლება, თავისუფლების ინსტიტუტი, ტომი I] 14 „The Clear and Present Danger Test”; 15 Schenck v. United States 249 U.S. 47 (1919); 16 Brandenburg v. Ohio 395 U.S. 444 (1969); 17 გამოხატვის თავისუფლება, თავისუფლების ინსტიტუტი, ტომი I; 18< http://www.gvpt.umd.edu/gvpt339/Street.htm> [18.02.2014]

Page 9: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

9

შესაბამისად თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის „აშკარა და მყისიერი საფრთხე“, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გაუმართლებლად ჩაითვლება. ტესტის გამოყენება სასამართლოს მიერ საკმოდ ხშირად ხდება, როგორც გამოხატვის თავისუფლებასთან, ასევე მისე ერთერთ შემადგენელ ნაწილთან, შეკრება–მანიფესტაციის უფლებასთან მიმართებაში.

ჯერ კიდევ 1919 წელს საქმეზე Abrams v. United States ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ოლივერ ვენდალ ჰოლმსი და ლუის ბრანდეისი განსხვავებულ აზრში დაობდნენ, იმის შესახებ, რომ როგორი პოლიტიკური სარჩულის მქონეც არ უნდა იყოს გამოხატვა, ის არ უნდა შეიზღუდოს - გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ნათელი და მყისიერი საფრთხე, რომ ამ გამოხატვის შედეგად დადგება ზიანი. ისინი ცდილობდნენ, სასამართლო დაერწმუნებინათ, რომ საჭირო იყო არა გამოხატვის შინაარსის ანალიზი, არამედ იმის დადგენა, მოიტანდა თუ არა ესა თუ ის გამოხატვა რეალურ და მყისიერ შედეგებს. მათი აზრით, გამოხატვა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა შეზღუდულიყო, თუ ის გადააბიჯებდა ზღვარს გამოხატვასა და ძალადობას შორის.19

რაც შეეხება უშუალოდ სიძულვილის ენას, აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების აკადემიურ წრეებში საკმაოდ ფართო დებატები მიმდინარეობს. პროფესორთა გარკვეული ნაწილი20 მიჩნევს, რომ სიძულვილის ენა ევროპის მსგავსად ამერიკაშიც უნდა იყოს რეგულირებული, ხოლო ზოგი21 ფიქრობს, რომ „რასისტული გამოხატვის არაკრძალვა ემყარება არა იმ საფუძველს, რომ, თითქოს, გამოხატვას ზიანი არ მოჰქონდეს, არამედ გამოხატვის ამ კატეგორიის არაკრძალვით ჩვენ ვაღიარებთ გამოხატვის და სიტყვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენს დემოკრატიაში.“22

ამერიკის უზენაეს სასამართლოს არაერთხელ უმსჯელია საკუთარ გადაწყვეტილებებში აღნიშნული თემის ირგვლივ. მაგალითად ვესტბოროს ბაპტისტური ეკლესიის საქმეში სასამართლომ მიიჩნია, რომ ეკლესიას ჰქონდა შეკრება–მანიფესტაციის უფლება და შესაბამისად იმის უფლება, რომ პიკეტირება მოეხდინა 9/11–ისადმი მიძღვნილი ღონისძიების. მოსამართლის, ჯონ რობერტსის აზრით ეკლესიის წევრებს ჰქონდათ იმის უფლება “ყოფილიყვნენ იქ სადაც იყვნენ.”23

სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ამერიკის უზენაესი სასამართლოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის R.A.V. v. City of St. Paul.24 აღნიშნულ საქმეში 14 წლის თეთრკანიანმა ახალგაზრდამ მეგობრებთან ერთად დაწვა ჯვარი ქალაქში მცხოვრები 19გამოხატვის თავისუფლება, თავისუფლების ინსტიტუტი, ტომი I; 20 მაგ. ჯერემი ვოლდრონი, მარი მაცუნდა, ჩარლზ ლორენსი; 21 მაგ. ნადინ სტროსენი; 22 გამოხატვის თავისუფლება, თავისუფლების ინსტიტუტი, ტომი I; 23 Snyder v. Phelps 562 U. S. (2011) , II. pg11; 24 R.A.V. v. City of St. Paul, 505 U.S. 377 (1992);

Page 10: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

10

ერთადერთი შავკანიანი ოჯახის სახლის წინ. დროშის დაწვა ცხადყოფდა, რომ ეს შავკანიანთა ოჯახი როგორც მინიმუმ ამ ახალგაზრდისათვის არ იყო მისაღები სამეზობლოში. ბიჭი გაასამართლეს მინესოტას სისხლის სამართლის კოდექსით, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელს აღნიშნული ქმედებისათვის, კერძოდ კი „პირი, რომელიც საჯარო ადგილზე ან კერძო საკუთრებაში განათავსებს ცეცხლწაკიდებული ჯვრის ან სვასტიკის სიმბოლოს, ობიექტს, დასახელებას, აღწერილობას ან წარწერას და თუ პირი აცნობიერებს ან აქვს გონივრული საფუძველი გააცნობიეროს, რომ ეს ქმედება იწვევს სხვა პირების გაბრაზებას, შეურაცხყოფას ან შიშს მათი რასის, კანის ფერის, წარმოშობის, რელიგიის, მსოფლხედვის ან სქესის გამო, ჩადის დანაშაულს.“ ამერიკის უზენესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს კანონი უსაფუძვლოდ ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას და შესაბამისად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის პირველ შესწორებას და გააუქმა იგი. მოსამართლე სკაილიამ აღიარა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოებრივი ინტერესია, თუმცა მან მიიჩნია, რომ ამ ინტერესის დაცვა შესაძლებელია გამოხატვის თავისუფლების შეუზღუდავადაც.25

მნიშვნელოვანია ის, რომ სიძულვილის ენა განვასხვავოთ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებებისგან (ე.წ. Hate crime), ეს უკანასკნელი გულისხმოს არა სიძულვლის გამოხატვას ენით, სიმბოლურად და ასე შემდეგ, არამედ კონკრეტული დანაშაულის, მაგალითად მკვლელობის ჩადენას სიძულვილის მოტივით. აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის უზენაეს სასამართლოს ცალსახა მიდგომა აქვს და ფიქრობს, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენისას, თუკი მას მოტივად უდევს სწორედ სიძულვილი, სასჯელის დამძიმება არ წარმოადგენს პირველი შესწორებით დაცულ სიკეთეში ჩარევას, ვინაიდან ის საერთოდ არ არის დაცული პირველი შესწორებით.26

ამრიგად გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ამერიკული ხედვა განსხვავებულია ევროპული მიდგომისგან. ამერიკის კონსტიტუცია და ასევე ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ცხადყოფენ, რომ ამერიკელებისათვის გამოხატვის თავისუფლებას ერთ–ერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს და მისი შეზღუდვა მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებშია შესაძლებელი. შესაბამისად სიძულვილის ენა ამერიკული მიდგომით არ არის დაასჯადი ქმედება და იგი ფაქტიურად გამოხატვის ერთ–ერთ ლეგიტიმურ ფორმადაა მიჩნეული, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ასეთი გამოხატვა აშკარა და მყისიერ საფრთხეს ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

25 გამოხატვის თავისუფლება, თავისუფლების ინსტიტუტი, ტომი I; 26 Wisconsin v. Mitchell 508 U.S. 476 (1993);

Page 11: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

11

საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლი ეხება სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას. მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით „დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.“ კონსტიტუცია სიტყვისა და რწმენის თავისუფლებას „უფლებათა იმ კატეგორიას განაკუთვნებს, რომელთა შეზღუდვა დაუშვებელია სახელმწიფო უშიშროების, უსაფრთხოების თუ სხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად. ამავე დროს, თავად მე-19 მუხლის შეზღუდვის ერთადერთ საფუძველს - სხვათა უფლებების დაცვის აუცილებლობა წარმოადგენს.“27 ამრიგად „სიტყვისა და აზრის თავისუფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ, შეუზღუდავ თავისუფლებათა კატეგორიას..... სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუ მისი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს და ეს არის ერთადერთი პირობა, რაც შეიძლება გახდეს სიტყვის და აზრის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი.“28 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მე–19 მუხლთან დაკავშირებით არც თუ ისე დიდია, თუმცა სასამართლოს მოუწია მსჯელობა, იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა შეიძლება იქნეს მიჩნეული სხვათა უფლებების შელახვად რწმენის თავისუფლებასთან მიმართებაში. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ამ დროს სახეზე გვაქვს ღირებულებათა კონფლიქტი რაც მოითხოვს სამართლიანი ბალანსის მიღწევის აუცილებლობას.29 მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად შეძლოს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსება და უფლების მხოლოდ თანაზომიერი შეზღუდვა.30 ამასთან ერთად სასამართლო შეზღუდვის საფუძვლად მე–19 მუხლის მე–3 პუნქტის გარდა ასევე მიუთითებს კონსტიტუციის მე–7 და 44–ე მუხლებს. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში ხაზი გაუსვა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და იგი დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელ და ძირითად ფუნქციონალურ ელემენტს მიაკუთვნა,31 ხოლო თავად მე–19 მუხლი დემოკრატიის პრინციპს დაუკავშირა.

მნიშვნლოვანია აქვე იმის აღნიშვნაც, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლი მოიცავს ორ მნიშვნელოვან კომპონენტს: შინაგან განზომილებას (forum internum) და გარეგან განზომილებას (forum externum), რომელიც მოიცავს აღმსარებლობისა და რწმენის გამჟღავნებასთან, მათ გამოვლინებასთან დაკავშირებულ თავისუფლებას.32 სახელმწიფოს

27 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.9; 28 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის #2/1/241 გადაწყვეტილება, პ.1; 29 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბერი #1/1/477 გადაწყვეტილება, II.პ.45; 30 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბერი #1/1/477 გადაწყვეტილება, II.პ.8, 46-49; 31 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბერის #2/2/180-183 გადაწყვეტილება II.პ.6; 32 საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, 160;

Page 12: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

12

მხრიდან შეზღუდვას მხოლოდ ეს გარეგანი გამოვლინება ექვემდებარება, რაც შეეხება forum internum–ს, ეს არის ადამიანის შინაგანი თავისუფლება, შინაგანი სამყარო, რომლზეც სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვა ვერ დაწესდება. მე–19 მუხლით გარანტირებული აზრისა და სინდისის თავისუფლება მთლიანად მიეკუთვნება შინაგანი თავისუფლების სფეროს. forum externum –ად კი მიიჩნევა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების გარდა, სიტყვის თავისუფლებაც. საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლში ნახსენები სიტყვის თავისუფლება გულისხმობს აზრების, შეხედულებების, იდეების გამოხატვის უფლებას და განსხვავებით „აზრის თავისუფლებისგან“, თავის თავში მოიაზრებს ამ იდეების გარეგან გამოვლენას, გამოხატვას გარე სამყაროში. ამ კუთხით იგი კონსტიტუციის 24–ე მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ 24–ე მუხლით დაცული უფლება გულისხმობს აზრის გამოხატვას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ნებისმიერი სხვა საშუალებით.33 შესაბამისად 24–ე მუხლი უფრო ფართოა და მოიცავს აზრის გარეგან გამოხატვას ნებისმიერი ფორმით. გამომდინარე აქედან სიძულვილის ენას სწორედ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლს შეიძლება დაუკავშირდეს. ვინაიდან სიძულვილის ენის რეგულირება მთლიანად გულისხმობს აზრის საჯაროდ, გარე სამყაროში გამოვლენას და იგი ვერ იქნება განხილვის საგანი კონსტიტუციის მე–19 მუხლთან მიმართებაში.

გამომდინარე აქედან, საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლი უნდა გაიმიჯნოს კონსტიტუციის 24–ე მუხლისაგან, რომელშიც ნათქვამია, რომ „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.“ სასამართლოს აზრით ეს ორი მუხლის ერთგვარად ავსებს ერთმანეთს, მე–19 და 24–ე მუხლების მიზანი არის „დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრისა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის პროცესის უზრუნველყოფა.“34 სასამართლომ 24-ე მუხლი დაუკავშირა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ინფორმაციის თავისუფლად მოპოვებისა და გავრცელების უფლებას, ხოლო მე-19 მუხლი – აზრის თავისუფლებას.35 ამრიგად საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი, მსგავსად მე-19 მუხლისა გამოხატვის თავისუფლების უზრუნველმყოფი ნორმაა, თუმცა 24-ე მუხლით დაცულია გამოხატვის თავისუფლების ზოგადი უფლება.36 სასამართლოს აზრით „ამ მუხლით დაცულია ადამიანის შეხედულებები,

33 საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, 159; 34 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბერი #2/2-389 გადაწყვეტილება, II.პ.16; 35 ტუღუში თ., ბურჯანაძე გ., მშვენიერაძე გ., გოცირიძე გ., მენაბდე ვ., ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი, 2013, 173 [ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა]; 36 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 292;

Page 13: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

13

მისი რწმენა, ინფორმაცია, ასევე ის საშუალებები, რომლებიც მათი გამოთქმისა და გავრცელებისათვის არის შერჩეული, მათ შორის არის პრესა, ტელევიზია, ინფორმაციის და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები.“37

24-ე მუხლთან მიმართებაში საუბრისას სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „... დაცვის სფერო მოიცავს არა მხოლოდ იმ ,“ინფორმაციას“ ან ,“იდეებს“, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ასევე ისეთს, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება’’38 სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ ,“დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არადეკვატურად აღიქვამდეს.“39

რაც შეეხება შეზღუდვის საფუძვლებს, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით „ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“

ამრიგად, კონსტიტუციითვე მოცემულია იმ ლეგიტიმურ საფუძვლებისა და მიზნების ამომწურავი ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია უფლების შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შეზღუდვის სამი ძირითადი კრიტერიუმი:

შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით; უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზნების მიღწევას;

37 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.3; 38 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბერის # 1/3/421,422 გადაწყვეტილება, II.პ.7; 39 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 295; იხ ციტირება: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.106;

Page 14: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

14

უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და იგი უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის პროპორციული საშუალება.40

კონსტიტუციის თანახმად უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანი 24-ე მუხლთან მიმართებაშიც სხვათა უფლებების დაცვაა. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ განაცხადა: „სასამართლომ უნდა შეაფასოს დარღვეული უფლება ან უფლების დარღვევის საფრთხე, რომელსაც შესაძლოა შეიცავდეს კონკრეტული პროგრამა ან ინფორმაცია და დაუპირისპიროს იგი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობას. სასამართლოს უნდა ჰონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს გამოხატვის ფორმის და შინაარსის ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა და, მეორე მხრივ, ის ზიანი, რომელიც ამ უფლების რეალიზაციამ გამოიწვია.“ შესაბამისად სასამართლო ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში აფასებს:

გამოხატვის ფორმის და შინაარსის საზოგადოებრივ მნიშვნელობას; ზიანს, რომელიც ამ უფლების რეალიზაციამ გამოიწვია.41

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, განსხვავებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომისგან42, აღნიშნავს, რომ ,,ზოგადად, სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს.“43

ხაზგასასმელია კიდევ ერთი ფაქტორი, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი გაივლის იქ, სადაც გამოხატვა კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს, კონსტიტუციით გაცხადებულ პრინციპებსა და ღირებულებებს შეუქმნის საფრთხეს. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა კონსტიტუციით დაცული სიკეთის უზრუნველსაყოფად შეიძლება განხორციელდეს.“44 ხოლო იმის დასადგენად თუ რა შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ კონკრეტული გამოხატვა დანაშაულად, მაგალითად დანაშაულისაკენ მოწოდების შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჭიროა შეფასდეს ორი რამ, გვხვდება თუ არა მოწოდება ძალადობისკენ და არის თუ არა იგი რეალური. „... 40 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის # 2/2/359 გადაწყვეტილება, პ.1; 41 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 300; 42 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს მაშინაც, თუ გამოხატვა ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ მორალურ ნორმებს (კონვეციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი) 43 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბერის # 1/3/421,422 გადაწყვეტილება, II.პ.7; 44 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.90;

Page 15: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

15

თავისთავად მოწოდების ფაქტი არ შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. ... ამისათვის საჭიროა ძალადობის და/ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, ან ასეთი ქმედების განხორციელების რეალური საფრთხე. ... მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის ქმედება (მოწოდება) ... ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს...“45 ამ შემთხვევაში სახეზეა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, ასევე დანაშაულის თავიდან აცილების მიზანი.46

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას არ განიხილავს როგორც აბსოლუტურ უფლებას, აშკარაა, რომ დაცვის სტანდარტი მე–19 მუხლთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია.47 რაც შეეხება 24-ე მუხლს ამ შემთხვევაში უფლების შეზღუდვის საფუძველი უფრო ფართოა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ნათელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც მე-19 მუხლით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას, ასევე 24-ე მუხლით განსაზღვრულ აზრისა და ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას დემოკრატიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და შეიძლება ითქვას, რომ გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიას შორის კაუზალურ მიმართებას ხედავს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 24-ე მუხლთან მიმართებაშიც არაერთხელ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება „დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.“48 ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლო აღნიშნულ უფლების ქვეშ არსებულ დაცულს სფეროს საკმაოდ ფართოდ განმარტავს და მასში მოიაზრებს გამოხატვის ფორმების საკმაოდ ფართო წრეს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ ეგრეთ წოდებულ “ცხადი და მყისიერი საფრთხის“ ტესტს და სწორედ აღნიშნულ ტესტს იყენებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებაში.

3. საქართველოს შიდა კანონმდებლობა

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად „სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ 45 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.104; 46 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 310; 47 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 177; 48 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილება, II.პ.26; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბერის # 2/2/180-183 გადაწყვეტილება;

Page 16: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

16

და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“49

კანონი ასახულია გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ტერმინი და მინიშნებულია ისიც, რომ „კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.“50 ამასთან ერთად აღნიშნულ კანონში არ არის მოხსენიებული ის თუ რას ნიშნავს სიძულვილის ენა, ან რამდენად არის ის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კანონის მიერ დამკვიდრებული სტანდარტი შესაბამისობაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთან და უფრო ახლოს დგას ე.წ. ამერიკულ მოდელთან.

4.1 მაუწყებლობა და გამოხატვის სხვა ფორმები

როგორ არაერთხელ აღვნიშნეთ, საქართველოში სიძულვილის ენა არ არის კრიმინალიზებული და მისი რეგულირება დღეს დღეობით ძირითადად მედია მაუწყებლობასთან მიმართებაში ხდება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56–ე მუხლი აწესებს პროგრამულ შეზღუდვებს, კერძოდ 56–ე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.“, გარდა ამისა, ასევე „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.“

აღნიშნული რეგულირება კიდევ უფრო მეტად გაშლილია მაუწყებელთა ქცევის კოდექსში, რომლის 31–ე, 32–ე და 33–ე მუხლები ეხება სწორედ მრავალფეროვნებისა, თანასწორობისა

49 „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლი; 50 „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, საქართველოს კანონის მე–2 მუხლი;

Page 17: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

17

და შემწყნარებლობის პრინციპებს და მათ დაცვას. კერძოდ კი მითითებულია,რომ „მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება.“51 მაუწყებლობის ქცევის კოდექსის 33–ე მუხლის მე–4 პუნქტის მიხედვით კი „თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს, როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.“

მაუწყებლობასთან დაკავშირებით სიძულვილის ენის რეგულირებასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, თუ ვის აქვს უფლება გაასაჩივროს მაუწყებლობის მხრიდან კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით „მაუწებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მაუწყებლობის ქცევის კოდექსი, ასევე არსებული პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახეზეა მნიშვნელოვანი ხარვეზები.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მიხედვით მოსარჩელე, როგორც თვითრეგულირების ორგანოში, ასევე კომისიაში ან სასამართლოში შეიძლება იყოს მხოლოდ დაინტერესებული პირი.52 დაინტერესებული პირი კი კანონით განმარტებულია, როგორც „ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა.“ 53

ამავდროულად მაუწყებელთა ქცევის კოდექსი განმარტავს დაინტერესებულ მხარეს, რომელიც არის „ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში.“54

ამრიგად დაინტერესებული პირი და მხარე გამიჯნულია ერთმანეთისგან და დაინტერესებულ მხარეს პირთა კიდევ უფრო შეზღუდული წრე წაროადგენს.

ზოგადად საკუთარი უფლებების დასაცავად შესაბამის ორგანოებისათვის მიმართვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა55, რომელიც გამყარებულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით, მათ შორის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული მხარე არის „ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ

51 მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტი; 52 „მაუწყებლობის შესახებ“ საქარველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტი; 53 „მაუწყებლობის შესახებ“ საქარველოს კანონის მე–2 მუხლის ე) ქვეპუნქტი; 54 მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე–5 მუხლის ვ) ქვეპნქტი; 55 საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი;

Page 18: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

18

და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.“56

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით კი შესაძლებელია გამოვკვეთოთ ორი განსხვავებული საკითხის რეგულირება და შესაბამისად ორი განსხვავებული მიდგომა. პირველი დაკავშირებულია ისეთ შემთხვევასთან, როდესაც კომისიას ან სასამართლოს შეუძლია მიმართოს მხოლოდ დაინტერესებულმა მხარემ, რომელსაც თავისმხრივ მიაჩნია რომ მაუწყებლობამ მისი უფლებები დაარღვია.

მეორე შემთხვევა კი არის მაშინ, როდესაც მაუწყებლობის მიერ განხორციელებული ქმედებით კონკრეტულ პირს არ ადგება უშუალო ზიანი, თუმცა სახეზეა კანონმდებლობის დარღვევა, რომელიც შესაძლოა მიმართული იყოს საერთო საზოგადოებრივი ინტერესის დასაზიანებლად. თავის მხრივ საერთო საზოგადოებრივი ინტერესი დაცულია კანონით და გულისხმობს იმას, რომ მაუწყებელმა საკუთარ ქმედებები უნდა შეუსაბამოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს. როდესაც მაუწყებლობა არღვევს ქცევის კოდექსს და შესაბამისად აზიანებს საზოგადოებრივ ინტერეს, კომისიაში ან სასამართლოში მიმართვის უფლება უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ იმას, ვისაც უშუალოდ ეხება გადაცემა, არამედ ნებისმიერ პირს. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტორი, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსით საჩივრის შეტანის უფლება აქვს არა დაინტერესებულ მხარეს, რომელიც პირთა უფრო ვიწრო წრეს ეხება, არამედ დაინტერესებულ პირს. თუმცა მსგავსი მიდგომა არ არის ჩამოყალიბებული პრაქტიკაში და ამის საფუძველი კანონში და არც ქცევის კოდექსში არსებული ბუნდოვანი რეგულაციებია.

ამასთან ერთად ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 59’ მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით კანონის 52–ე, 54–ე, 56–ე და 59–ე მუხლებთან დაკავშირებით საჩივრის შეტანა კომისიაში ან სასამართლოში დაუშვებელია.

აღნიშნულ პრობლემას გარკვეულწილდ შეეხო „რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ“ ევროპის კომისიაც (ECRI) 2010 წელს საქართველოს შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში, სადაც აღნიშნა, რომ იმ კონტექსტში როდესაც საქართველოს მოსახლეობაში შეუწყნარებლობის დონე ეთნიკური რუსების, აფხაზების, ოსების და სხვა ეთნიკური უმცირესობების მიმართ საკმაოდ მაღალია, ECRI დარწმუნებულია რომ „აუცილებელია საშუალებების გამოძებნა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება რასიზმისა და შეუწყნერებლობასთან საბრძოლველად, პოლიტიკოსთა გამოსვლებსა და მედიაში.“

საქართველოს კანონმდებლობაში მოიპოვება გარკვეული ნორმები, რომლებიც კრძალავს რასობრივი შუღლის გაღვივებას57 და ასევე არსებობს სიძულვილის ამკრძალავი ნორმები „მაუწყებელთა შესახებ“ საქართველოს კანონში და მაუწყებელთა ეთიკის კოდექსში,

56 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის ბ) ქვეპუნქტი; 57 მაგალითად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე მუხლი;

Page 19: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

19

რომელიც ასევე შეიცავს სიძულვილის გამოხატვის ამკრძალავ დებულებებს და მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან სააპელაციო ორგანოები, რომლებიც მიიღებენ საზოგადოების საჩივრებს და ამ სფეროში მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულო იქნება. კომისიის აზრით ისე ჩანს რომ ეს დებულებები არ გამოიყენება. ზოგიერთი კომენტატორი კი საერთოდ თვლის, რომ ამ დებულებათა დანერგვისათვის შემოღებული მექანიზმები არაეფექტიანია და დახვეწას საჭიროებს.58 სწორედ ამის საფუძველზე კომისიამ საქართველოს მისცა რეკომენდაცია, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ მონიტორინგი გაუწიოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ სტერეოტიპების, აკვიატებული შეხედულებებისა და მცდარი დამოკიდებულებების გამოვლენას პოლიტიკურ დისკურსებსა და მედიაში.“59

სიძულვილის ენის ამკრძალავი რეგულაციები ასევე გვხვდება სხვა საკანონმდელო აქტებში, მათ შორის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონის მე–11 მუხლი პირველი პუნქტის მიხედვით დაუშვებელია ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას.... ისეთი მოწოდება რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.“

ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78.1.გ) ქვეპუნქტში მითითებულია, რომ დისციპლინარულ გადაცდომას წარმოადგენს „ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.“ აღნიშნული გადაცდომისათვის კი ამავე კანონის 79–ე მუხლით დაწესებულია დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები. კანონში მითითებული ზოგადზნეობრივი ნორმები წარმოადგენს საკმაოდ ფართო ინტერპრეტაციის საგანს და მასში შესაძლოა მოვიაზროთ ნებისმიერი გამოხატვა, რომელიც ზოგადზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება.

შემწყნარებლობისა და ტოლერანტულობის დაცვას ეხმიანება ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც თვითრეგულირების მექანიზმს წარმოადგენს. ქარტიის მე–7 მუხლი მიუთითებს, რომ „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“

58 ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, მოხსენება საქართველოს შესახებ, 2010, §54; 59 ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, მოხსენება საქართველოს შესახებ, 2010, §56;

Page 20: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

20

4.2 კანონპროექტები

2013 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი, რომელიც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას ეხებოდა და მისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებდა. კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებული იყო მთავრობის მიერ. პროექტი სამართალდარღვევად აცხადებდა პირის მიერ რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას. ღვთისმსახურების ან/და სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას და რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვას, მათზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებას ან/და მათ დაზიანებას.

აღნიშნული ინიციატივით ფაქტობრივად სამართალდარღვევად ცხადდებოდა რელიგიური ნიშნით სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა და შესაბამისად მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ასევე სხვათა წაქეზება ამგვარი ქმედებისაკენ. არასამთავრობო ორგანიზაციათა და ასევე რელიგიურ ორგანიზაციათა ნაწილის ძალისხმევით აღნიშნული ცვლილების განხილვა პარლამენტში შეჩერდა.

არასამთვრობო და რელიგიურ ორგანიზაციათა განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს და არსებითად აზიანებს გამოხატვის თავისუფლებასა და პლურალური, ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესს ქვეყნაში.“ ამასთან ერთად მსგავსი რეგულირება სეკულარიზმის პრინციპის გათვალისწინებით ხელს შეუშლიდა თავისუფალი საჯარო დებატების არსებობას საზოგადოებაში და გაუმართლებლად შეზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას.60

არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც სახალხო დამცველთან არსებული რელიგიურ უმცირესობათა საბჭოს წევრები, მსგავსი სახის ცვლილების მიღებაში მნიშვნელოვან საფრთხეებს ხედავდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ასეთი რეგულირება არათუ არ გამომდინარეობს უმცირესობათა დაცვის სტანდარტებიდან, არამედ პირიქით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად შეიზღუდოს და შესაბამისად ამით თავად უმცირესობათა უფლებებიც შეილახოს. რელიგიათა საბჭოს წევრები თავის განცხადებაში ღიად აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი წლების განმავლობაში იყვნენ სიტყვიერი თავდასხმის, სიძულვლის, შეურაცხყოფისა თუ დამცირების სამიზნენი, ასეთი რეგულირება არათუ დაიცავდა მათ უფლებებს, არამედ პირიქით, მათი აზრით სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამართლებრივი შეზღუდვების დაწესებით, რეალურად სასურველი შედეგი ვერ დადგებოდა.61

60 <http://gdi.ge/?p=468> [18.02.2014] 61< http://tolerantoba.ge/index.php?news_id=506> [18.02.2014]

Page 21: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

21

ამრიგად, სიძულვილის ენის მსგავსი სახით შეზღუდვა, საფრთხის შემცველი იყო დემოკრატიული განვითარების კუთხით და საზოგადოებაში პლურალიზმის და ტოლერანტიზმის დამკვიდრების ნაცვლად შეზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებდა რელიგიურ უმცირესობებსაც, ვინაიდან ასეთი რეგულირება ხელს შეუშლიდა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით თავისუფალი და ღია დისკუსიების, შეხვედრების გამართვას და უბრალოდ კრიტიკული აზრის და პოზიციის გამოთქმასაც კი.

სიძულვილის ენის აკრძალვის გარკვეულ ნიშნებს ასევე ვხვდებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მეორე მუხლის მე–5 და მე–6 პუნქტში აღნიშნულია:

“5. დისკრიმინაციად ჩაითვლება, აგრეთვე, ნებისმიერი შევიწროვება, რომელიც ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშნის გამო მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ან პირთა ჯგუფისათვის მტრული, დამაშინებელი, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.”

“6. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას მესამე პირის მიმართ, ამ კანონის გაგებით, დისკრიმინაციის განსახორციელებლად აკრძალულია და იწვევს ამ კანონით დისკრიმინაციისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.”

კანონპროექტის მოცემული დებულებები იძლეოდა ისეთი ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ „ნებისმიერ შევიწროვებაში“ ან/და „ნებისმიერ ქმედებაში“ დაგვენახა სიტყვიერი ან სიძულვილის სხვაგვარად გამოხატვა, რომელიც წააქეზებდა მესამე პირებს დისკრიმინაციისაკენ.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ აღნიშნული დებულებები აღარ გვხვდება, თუმცა მსგავსი პრობლემა შესაძლებელია შექმნას ხსენებული კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტმა, რომლის თანახმად „აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას მესამე პირის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის განსახორციელებლად.“

4. რეკომენდაციები

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სიძულვილის ენის კრიმინალიზება ან სხვა სახის პასუხისმგებლობის შემოღება მნიშვნელოვნად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ხელს შეუშლის დემოკრატიის განვითარებას საქართველოში,

Page 22: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

22

თუმცა ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს, რომ სიძულვილის გამოხატვა პრობლემურ საკითხად არ რჩებოდეს საქართველოში.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები სიძულვილის გამოხატვისა და უმცირესობების მიმართ შუღლის გამწვავებისა და დისკირმინაციის საწინააღმდეგოდ, მაგრამ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე. მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად განხორციელდეს, სხვა უფრო ეფექტური ნაბიჯები, კერძოდ:

1. სახელმწიფომ ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას ტოლერანიტზმის და პლურალიზმის საკითხებზე;

2. მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოს სასკოლო განათლების მიღების პროცესში სახელმძღვანელოების გრიფირებისას ხსენებული საკითხების შეფასებას.

3. გარკვეული რეგულაციები დაწესდეს იმ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, რომლებიც საჯარო ფუნქციების შესრულებისას იყენებენ სიძულვილის ენას.

4. თანამდებობის პირებმა, პოლიტიკოსებმა თავი შეიკავონ საჯაროდ სიძულვილის გამოხატვისაგან, ასევე შეიქმნას პარტიული თვითრეგულირების მექანიზმები;

5. სახელმწიფომ წაახალისოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად;

6. აღმოიფხვრას „მაუწყებელთა შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზები;

გამოყენებული ლიტერატურა

კანონები, სამართლებრივი აქტები:

1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; 2. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეცია; 3. საერთაშორისო კონვეცია „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის

შესახებ“ ; 4. საერთაშორისო პაქტი „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.“ ; 5. საქართველოს კონსტიტუცია; 6. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია და მისი პირველი შესწორება; 7. საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“; 8. საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“; 9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; 10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; 11. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“

Page 23: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

23

12. საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“; 13. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი; 14. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; 15. კანონპროექტი : საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის

შესახებ“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეები

1. Handyside v. the United Kingdom, 7 December 1976; 2. Vona v. Hungary, 9 July 2013; 3. Féret v. Belgium, 16 July 2009; 4. Leroy v. France , 2 October 2008; 5. Jersild v. Denmark, 23 September 1994; 6. Otegi Mondragon v. Spain, 15 March 2011; 7. Otto-Preminger-Institut v. Austria, 20 September 1994.

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს საქმეები

1. Schenck v. United States , 249 U.S. 47 (1919); 2. Brandenburg v. Ohio , 395 U.S. 444 (1969); 3. Abrams v. United States , 250 U.S. 616 (1919); 4. Snyder v. Phelps, 562 U.S. (2011) 5. R.A.V. v. City of St. Paul, 505 U.S. 377 (1992). 6. Wisconsin v. Mitchell 508 U.S. 476 (1993)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეები

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება;

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის #2/1/241 გადაწყვეტილება;

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბერი #1/1/477 გადაწყვეტილება;

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბერის #2/2/180-183 გადაწყვეტილება;

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბერი #2/2-389 გადაწყვეტილება;

Page 24: სიძულვილის ენა · 3 1. შესავალი არ არსებობს ერთხმად აღიარებული სიძულვილის

24

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბერის # 1/3/421,422 გადაწყვეტილება;

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის # 2/2/359 გადაწყვეტილება;

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილება;

დამატებითი მასალა

1. ტუღუში თ., ბურჯანაძე გ., მშვენიერაძე გ., გოცირიძე გ., მენაბდე ვ., ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი, 2013.

2. გოცირიძე ე., მუხლი 19, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თბილისი, 2013;

3. ოქრუაშვილი მ.; კოტეტიშვილი ი.; გამოხატვის თავისუფლება, პირველი ტომი, თავისუფლების ინსტიტუტი, 2005;

4. „რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ“ ევროპის კომისიის მოხსენება საქართველოს შესახებ, 2010;

5. ევროპის საბჭო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია No. R(97) 20., 1997.

6. Europian Court of Human Rights, Fact Sheet- Hate Speech, July 2013.

ლინკები

1. http://www.legal-project.org/issues/european-hate-speech-laws 2. http://www.gvpt.umd.edu/gvpt339/Street.htm 3. http://gdi.ge/?p=468 4. http://tolerantoba.ge/index.php?news_id=506