მეხუთასე ნომრის ბედნიერი დამთხვევა -...

8
^ BDKBCB7 GFHFCRTDB @_!@ O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb #25 (500) www.chemikharagauli.com ...კ ვირა საღამოა. მე და ნინომ რედაქცია საკლასო ოთახად გადავაკეთეთ. ბოლო ხანს სულ ჩვენს სივიწროვეზე ვფიქრობდი და ცოტა კი- დეც მეშინოდა, როგორ დავეტეოდით 12 უფროსკლასელთან ერთად რედაქციის ერთადერთ მომცრო ოთახში. მაგიდები ისე განვალაგეთ, რომ ირგ- ვლივ 12 სკამი თავისუფლად მოთავსდა. ახლადშეძენილ დაფას კედელზე ადგილი საგულდაგულოდ მივუჩინეთ. მგონი, დავეტევით! - არც ისე პატარა აღმოჩნდა ჩვენი რედაქცია... ონკურსში გავიმარჯვეთ. ძა- ლიან გვეამაყება, რომ „ჩემ ხარა- გაულს” ჟურნალისტიკის დარგში აღი- არებულმა სპეციალისტებმა ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს გურჯაანში, ბათუმში, ფოთსა და გურიაში მოქმედ ძლიერ მედიასაშუალებებთან ერთად. ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვა- ლის” დავაფუძნეთ. სტუდენტები კონკურსის წესით შევარჩიეთ. ხვალ პირველ გაკვეთილს თემაზე „რა არის ახალი ამბავი” მე ჩავატარებ, მეორე გაკვეთილს - „სიზუსტე, მიუკერ- ძოებლობა, სიცხადე” - ნინო გაუძღვება. აირექსმა, - ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ, - სპეციალურად ამ პროექტისთვის მოგვიმზადა სახელმძ- ღვანელო. სულ 28 გაკვეთილის ჩატა- რებაა განსაზღვრული. ყველაზე წარმატებული მონაწილე- ებისთვის კონკურსები გამოცხადდება და წამახალისებელი პრიზებიც და- წესდება. ჩვენი უმცროსი მეგობრები - „იმედი ხვალის” სტუდენტები განაახლებენ ახალგაზრდულ გაზეთს „იმედი ხვა- ლის.” ბედნიერი დამთხვევაა, რომ ჟურნა- ლისტთა სკოლა „იმედი ხვალის” და- ფუძნება „ჩემი ხარაგაულის” მეხუთასე ნომრის გამოსვლას ედრება. ...კ ვირა საღამო მიიწურა. ხვა- ლინდელი გაკვეთილის თემა აირექსის ტრენინგზე საფუძვლიანად დავამუშავეთ და ფაქტიურად „გადა- ღეჭილი” მაქვს; მაგრამ ტვინი ხომ უნდა მომართო ახლის მიღების მოლოდინით აღსავსე, დაინტერესებული ახალგაზრ- დების დასახვედრად?! ჩემი გონება კი ვერა და ვერ ამოდის „დროებითი საშვის” კალაპოტიდან. ხვალ საკრებულოს სხდომაა. პარასკევს სოფიკომ ივალდებულა, ორშაბათს სხდომაზე მე წავალო. -როგორ არა, მაშინვე შეგიშვებენო, - მიახალა ნინომ. საკრებულომ მხოლოდ ჩემზე გასცა „დროებითი საშვი.” ნინოს და სოფიკოს უთხრეს, საშვი ლაურას ხომ მივეცითო. -ჩვენი ფოტოები მაინც დაგვიბრუნო- ნო, - წუხს ნინო... ედაქციის ერთი კედელი ლამის გაივსო ჯილდოებითა და სერ- თიფიკატებით. მათგან ნახევარი ნინოსია თვითმ- მართველობის საკითხების საუკეთესოდ გაშუქებისთვის. უცნობ ჟურნალისტთა დარღვეული უფლებების დასაცავად საათობით ვმდგარვარ პარლამენტის წინ გა- მართულ აქციაზე და ახლა, რომც მეცალოს, როგორ გადავურბინო წინ ამ ჩემს „უსაშვო” ნინოსა და სოფიკოს და როგორ წავიდე საკრებულოს სხდო- მაზე (?!). იდევ ერთი საოცრება - ამ ჩემი „დროებითი საშვით” მხოლოდ საჯარო სხდომებზე დასწრების უფ- ლება „მომენიჭა” (მერე რა, რომ ეს კანონითაა ნებისმიერი მოქალაქისთვის გარანტირებული). სხდომების გარდა პერიოდში რო- გორ უნდა შევიდე ადმინისტრაციულ შენობაში, სამწუხაროდ, ამ საშვზე არსად არის აღნიშნული. თუ რომელიმე ხელისუფალი ფიქ- რობს, რომ ჟურნალისტმა მოქალაქის- თვის განკუთვნილი ერთჯერადი საშვი სისტემატურად უნდა აიღოს, თავადაც ხომ მოქალაქეა და შენობაში ყოველი შესვლისას მანაც აიღოს მოქალაქის საშვი. ააა, აქ მუშაობთ? საკრებულოსა და გამგეობაში ჟურ- ნალისტებიც სამუშაოდ შევდივართ და არა პირადი პრობლემების მოგვა- რებისთვის. ...ო რშაბათ დილაა. 10 საათი სრულდება. ნელ-ნელა იკრიბებიან ბავშვები. პირველ გაკვეთილზე მშობლებთან ერთად გამოცხადდნენ. მშობლებმა ჩვენგან უნდა მოისმი- ნონ, რა პროექტში ჩაერთვნენ მათი შვილები. აიწყო გაკვეთილი და... უზარ- მაზარი დადებითი ენერგია მოზღვავდა ამ გონიერი, ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდებისგან. როგორც თევზი წყალში კი არა, ისე ვგრძნობ თავს, როგორც ჩიტი ლაჟვარ- დოვან ცაში. უსწრაფესად გარბის 40 წუთი... ჩემს უმცროს მეგობრებთან ვთანხ- მდები, რომ შემდეგში კიდევ უფრო საინტერესოები გავხდებით. ედაქციის სარკმელთან საკრე- ბულოს წევრებმა ჩამოიარეს. გვიღიმიან და წარმატებებს გვი- სურვებენ. 10 წუთში საკრებულოს სხდომა დაიწყება. რა მოხდება, ვინ იცის... ლაურა გოგოლაძე მეხუთასე ნომრის ბედნიერი დამთხვევა - იმედი ხვალის

Upload: others

Post on 17-Sep-2020

5 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: მეხუთასე ნომრის ბედნიერი დამთხვევა - იმედი ხვალის · ღეჭილი” მაქვს; მაგრამ

^ BDkBcB7 gfhfcrtDB @_!@ o8 >jDtkrDBhtekB lfvjerBlt,tkB ufptsB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb#25 (500)

www.chemikharagauli.com

...კვირა საღამოა. მე და ნინომ რედაქცია საკლასო ოთახად

გადავაკეთეთ. ბოლო ხანს სულ ჩვენს სივიწროვეზე ვფიქრობდი და ცოტა კი-დეც მეშინოდა, როგორ დავეტეოდით 12 უფროსკლასელთან ერთად რედაქციის ერთადერთ მომცრო ოთახში.

მაგიდები ისე განვალაგეთ, რომ ირგ-ვლივ 12 სკამი თავისუფლად მოთავსდა.

ახლადშეძენილ დაფას კედელზე ადგილი საგულდაგულოდ მივუჩინეთ.

მგონი, დავეტევით! - არც ისე პატარა აღმოჩნდა ჩვენი რედაქცია...

კონკურსში გავიმარჯვეთ. ძა-ლიან გვეამაყება, რომ „ჩემ ხარა-

გაულს” ჟურნალისტიკის დარგში აღი-არებულმა სპეციალისტებმა ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს გურჯაანში, ბათუმში, ფოთსა და გურიაში მოქმედ ძლიერ მედიასაშუალებებთან ერთად.

ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვა-ლის” დავაფუძნეთ.

სტუდენტები კონკურსის წესით შევარჩიეთ.

ხვალ პირველ გაკვეთილს თემაზე „რა არის ახალი ამბავი” მე ჩავატარებ, მეორე გაკვეთილს - „სიზუსტე, მიუკერ-

ძოებლობა, სიცხადე” - ნინო გაუძღვება. აირექსმა, - ჩვენმა პარტნიორმა

ორგანიზაციამ, - სპეციალურად ამ პროექტისთვის მოგვიმზადა სახელმძ-ღვანელო. სულ 28 გაკვეთილის ჩატა-რებაა განსაზღვრული.

ყველაზე წარმატებული მონაწილე-ებისთვის კონკურსები გამოცხადდება და წამახალისებელი პრიზებიც და-წესდება.

ჩვენი უმცროსი მეგობრები - „იმედი ხვალის” სტუდენტები განაახლებენ ახალგაზრდულ გაზეთს „იმედი ხვა-ლის.”

ბედნიერი დამთხვევაა, რომ ჟურნა-ლისტთა სკოლა „იმედი ხვალის” და-ფუძნება „ჩემი ხარაგაულის” მეხუთასე ნომრის გამოსვლას ედრება.

...კვირა საღამო მიიწურა. ხვა-ლინდელი გაკვეთილის თემა

აირექსის ტრენინგზე საფუძვლიანად დავამუშავეთ და ფაქტიურად „გადა-ღეჭილი” მაქვს; მაგრამ ტვინი ხომ უნდა მომართო ახლის მიღების მოლოდინით აღსავსე, დაინტერესებული ახალგაზრ-დების დასახვედრად?!

ჩემი გონება კი ვერა და ვერ ამოდის

„დროებითი საშვის” კალაპოტიდან.ხვალ საკრებულოს სხდომაა. პარასკევს სოფიკომ ივალდებულა,

ორშაბათს სხდომაზე მე წავალო.-როგორ არა, მაშინვე შეგიშვებენო,

- მიახალა ნინომ. საკრებულომ მხოლოდ ჩემზე გასცა

„დროებითი საშვი.” ნინოს და სოფიკოს უთხრეს, საშვი

ლაურას ხომ მივეცითო. -ჩვენი ფოტოები მაინც დაგვიბრუნო-

ნო, - წუხს ნინო...

რედაქციის ერთი კედელი ლამის გაივსო ჯილდოებითა და სერ-

თიფიკატებით. მათგან ნახევარი ნინოსია თვითმ-

მართველობის საკითხების საუკეთესოდ გაშუქებისთვის.

უცნობ ჟურნალისტთა დარღვეული უფლებების დასაცავად საათობით ვმდგარვარ პარლამენტის წინ გა-მართულ აქციაზე და ახლა, რომც მეცალოს, როგორ გადავურბინო წინ ამ ჩემს „უსაშვო” ნინოსა და სოფიკოს და როგორ წავიდე საკრებულოს სხდო-მაზე (?!).

კიდევ ერთი საოცრება - ამ ჩემი „დროებითი საშვით” მხოლოდ

საჯარო სხდომებზე დასწრების უფ-ლება „მომენიჭა” (მერე რა, რომ ეს კანონითაა ნებისმიერი მოქალაქისთვის გარანტირებული).

სხდომების გარდა პერიოდში რო-გორ უნდა შევიდე ადმინისტრაციულ შენობაში, სამწუხაროდ, ამ საშვზე არსად არის აღნიშნული.

თუ რომელიმე ხელისუფალი ფიქ-რობს, რომ ჟურნალისტმა მოქალაქის-თვის განკუთვნილი ერთჯერადი საშვი სისტემატურად უნდა აიღოს, თავადაც ხომ მოქალაქეა და შენობაში ყოველი შესვლისას მანაც აიღოს მოქალაქის საშვი.

ააა, აქ მუშაობთ? საკრებულოსა და გამგეობაში ჟურ-

ნალისტებიც სამუშაოდ შევდივართ და არა პირადი პრობლემების მოგვა-რებისთვის.

...ორშაბათ დილაა. 10 საათი სრულდება.

ნელ-ნელა იკრიბებიან ბავშვები. პირველ გაკვეთილზე მშობლებთან

ერთად გამოცხადდნენ.

მშობლებმა ჩვენგან უნდა მოისმი-ნონ, რა პროექტში ჩაერთვნენ მათი შვილები.

დაიწყო გაკვეთილი და... უზარ-მაზარი დადებითი ენერგია

მოზღვავდა ამ გონიერი, ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდებისგან.

როგორც თევზი წყალში კი არა, ისე ვგრძნობ თავს, როგორც ჩიტი ლაჟვარ-დოვან ცაში.

უსწრაფესად გარბის 40 წუთი... ჩემს უმცროს მეგობრებთან ვთანხ-

მდები, რომ შემდეგში კიდევ უფრო საინტერესოები გავხდებით.

რედაქციის სარკმელთან საკრე-ბულოს წევრებმა ჩამოიარეს.

გვიღიმიან და წარმატებებს გვი-სურვებენ.

10 წუთში საკრებულოს სხდომა დაიწყება.

რა მოხდება, ვინ იცის...

ლაურა გოგოლაძე

მეხუთასე ნომრის ბედნიერი დამთხვევა - „იმედი ხვალის”

Page 2: მეხუთასე ნომრის ბედნიერი დამთხვევა - იმედი ხვალის · ღეჭილი” მაქვს; მაგრამ

2 xtvb [fhfufekb ^ BDkBcB @_!@ o

დიდწილად გამართლდა წინასწარი ვარაუდები საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლი-ლებებთან დაკავშირებით, საიდანაც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წარდგენა. რის მანიშნებე-ლია სამთავრობო ცვლილებების ფორმა თუ შინაარსი და რამდენად დამაჯერებ-ლად გამოიყურება ოპონენტებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვანო მერაბიშვილის სამთავრობო პროგ-რამა - „მეტი სარგებელი ხალხს?” ბოლო დღეებში გახმაურებულ სტრუქ-ტურულ სიახლეს საქართველოს მთავ-რობაში, ცხადია, დასაქმების სახელმ-წიფო მინისტრის აპარატის შექმნა და ამ უწყების ხელმძღვანელად პაატა ტრაპაიძის დასახელება წარმოადგენს. 3 ივლისს გაცხადებულ სიახლეებს შო-რის კი საყურადღებოა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე კობა სუბელიანის ჩანაცვლება დალი ხომერი-კის კანდიდატურით, რომელიც მანამდე აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრად მუშაობდა. სუბელიანის გამოცვლამ გან-საკუთრებული კმაყოფილება აგრძნობინა „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას,” რომლის ფრაქციამაც პარლამენტში, დევნილებთან დაკავშირებული მწვავე პრობლემების გამო, არაერთხელ და-აყენა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმ-გებლობის საკითხი. იმავე მიზეზის გამო, „ქრისტიან-დემოკრატები” ასევე ძლიერად ისურვებდნენ, რომ მთავრო-ბის განახლებულ შემადგენლობაში აღარ ეხილათ ხათუნა კალმახელიძე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ამჟამინდელი მინისტრი. მაგ-რამ „ქრისტიან-დემოკრატებისა” და სა-პარლამენტო ოპოზიციის სხვა არაერთი წარმომადგენლის ეს სურვილი არ შეს-რულდა. პრეზიდენტი თვლის, რომ კალ-მახელიძე თავის პოსტზე უნდა დარჩეს. წინასწარ გამოთქმული ვერსიების მი-ხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოსალოდნელი სიახლე იყო განათლების მინისტრად ხატია დეკანოიძის კანდიდატურის წარდ-

გენა, რომელიც, გავიხსენოთ, რომ ასევე ახლად დანიშნული იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაია მიმინოშვილის გათავისუფლების შემდეგ.

ხატია დეკანოიძეს ადგილი დიმიტ-რი შაშკინმა გაუთავისუფლა, რომე-ლიც, პრეზიდენტის წარდგინებით, განახლებულ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. შაშკინი პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბაჩო ახალაიას მიერ წამოწყებულ „წარმატე-ბულ რეფორმებს,” სამხედრო სფეროს მრეწველობის აღორძინებას, ქვეყნის თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნ-ვასა და „თითოეული ჯარისკაცისა და თითოეული ოფიცრის კეთილდღეობაზე” ფიქრს. შაშკინის გადაყვანა თავდაცვის სამინისტროს პირველ პირად საკმაოდ მოულოდნელი იყო ბევრისთვის, თუმცა ყველაზე ხმაურიანი საკადრო ცვლილე-ბა მაინც ბაჩო ახალაიას უკავშირდება. 3 ივლისს, ანუ მას შემდეგ, რაც პრე-ზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ სიაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე 31 წლის ბაჩო ახალაიას კანდიდატურის წარდგენა დადასტურდა, დაიწყო მითქმა-მოთქ-მა იმის შესახებ, თუ რა იყო მთავარი ამოცანა: ვანო მერაბიშვილის გაპრე-მიერება თუ ბაჩო ახალაიას გადაყვანა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. თუკი მშვიდობის, დემოკრატიისა და

განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ გია ნო-დიას შევეკითხებით, მისი აზრით, სამთავ-რობო საკადრო ცვლილებების მთავარი მიზეზი ვანო მერაბიშვილს უკავშირდება: „ამ გადანაცვლების ძირითადი აზრი იყო ვანო მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად და სწორედ ამ სვლას უკავშირდება, ფაქტობრივად, ყველა სხვა ცვლილება, გარდა ერთა-დერთისა - სუბელიანის შეცვლისა.” მართალია, ცვლილებების მთავარ მიზნებსა და ამოცანებს, უპირველეს ყოვლისა, წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებს, მაგრამ გია ნოდია ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებას ხანმოკლე შედეგებზე გათვლილ სვლად არ მიიჩ-ნევს. ის თვლის, რომ მერაბიშვილი 2013 წლის შემდეგაც მოიაზრება ძლიერი პრე-მიერ-მინისტრის პირველ კანდიდატურად და მისი გაპრემიერებით შემცირდება საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ „სააკაშვილი პუტინის გზას დაადგება.” მერაბიშვილის გადაყვანას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელისუფლების წარმატებულ სვლად მიიჩნევს პარტია „ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია. თუმცა მას, სხვების მსგავსად, გარკვეულ ეჭვებს აღუძრავს „ძლიერ ხელად” მიჩნეული ბაჩო ახალაიას წარდგენა შინაგან საქ-მეთა მინისტრად ესოდენ დაძაბულ წინა-საარჩევნო ვითარებაში:

„ამით ხელისუფლებამ, მე მგონი, გააკეთა დეკლარირება იმისა, რომ ის აპი-რებს პოლიციის წნეხისა და გავლენის ქვეშ ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია და არ აპირებს ფეხი აიღოს იმ პედალი-რებიდან, რაც ამ პერიოდში მასობრივად ხდება და ხედავს მთელი საქართველო, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური წნეხის განხორციელება ამომრჩეველზეც, პო-ლიტიკურ პარტიებზეც და ასე შემდეგ.” მანანა ნაჭყებია, ისევე როგორც გია ნოდია, არ ეთანხმება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ვანო მერაბიშვილი, როგორც შედარებით ლმობიერი ფიგურა, წინასაარჩევნო გარემოში უბრალოდ განარიდეს შინაგან საქმეთა მინისტრის სადავეებს და რომ მისთვის საკმაოდ უსიამოვნო იქნებოდა სავარძლის დათ-მობა ბაჩო ახალაიასთვის. ამგვარი ვარაუდების საპირისპიროდ 3 ივლისს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმედო ხელს უტოვებს, მას სჯერა ახალაიასი და, მეტიც, ახალაიას კანდიდატურა პრეზიდენტს თავად მან შესთავაზა: „მე მაქვს გარანტია, მე ვარ დარწ-მუნებული, რომ ბაჩო არის საუკეთესო კანდიდატურა და მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი ინიციატივა მხარდაჭერილ იქნა პრეზიდენტის მიერ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთად გავაგრძელებთ, მასთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, კვლავ რეფორმებს ყველა სამინისტროში და ყველა უწყებაში.”

ვანო მერაბიშვილი ასევე იმედოვ-ნებს, რომ მის მიერ პარლამენტისთვის 3 ივლისს წარდგენილი სამთავრობო პროგრამა - „მეტი სარგებელი ხალხს” - ხალხს მართლაც მეტ სარგებელს მო-უტანს. აქვე ვთქვათ, რომ 4 წელიწადზე გათვლილი პროგრამის უმთავრეს მი-მართულებებს დასაქმება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. უკვე გადაწყვეტილია, რომ პენსიების დაფი-ნანსების მიზნით - 6 მილიარდი ლარი, ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით - 3 მილიარდი ლარი, სოციალური დახმარე-ბის მიზნით - 3 მილიარდი ლარი, სოფლის მხარდაჭერის მიზნით - 4 მილიარდი ლარი, ხოლო განათლების დაფინანსების მიზნით - 4 მილიარდი ლარი დაიხარჯე-

ბა. ამასთან, ჯანმრთელობის დაზღვევა გამიზნული იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და რომ გარკვეული ტიპის ხარჯების დასაფარად თითო-ეულ ოჯახს 4 წელიწადზე გათვლილი 1000-ლარიანი ვაუჩერი დაურიგდება. ამ და სხვა დაპირებებს წმინდა წყლის პოპულიზმად მიიჩნევენ „ახალი ეკონო-მიკური სკოლის” წარმომადგენლები. მაგალითად, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სახელმწიფო მოქალაქეების შემოსავლებს არ უნდა აკონტროლებდეს და რომ ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვით საქართვე-ლოს მიერ ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ უკან გადაიდგმება. იმავე შინაარსის პრე-ტენზიები აქვს პაატა შეშელიძეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებების მისამართითაც. ანალიტი-კოსი მიიჩნევს, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირებები თითქმის იდენტურია. მსგავსება შესამჩნევია ხსენებულ კოალი-ციაში შემავალი პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების” ლიდე-რისთვის ირაკლი ალასანიასთვისაც, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მი-ბაძვაზე ლაპარაკობს. 3 ივლისს გაკეთე-ბულ კომენტარში ალასანიამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი, ეტყობა, გულდასმით ეცნობა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებს და პრიორიტეტებსაც სწორედ ამ გამო-სვლების მიხედვით აყალიბებს. თუმცა, „თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის თქმით, წინა არჩევნებისთვის მიცემული და დღემდე შეუსრულებელი დაპირებების გათვალისწინებით, ხალხი ახალ დაპი-რებებს ასე იოლად ვეღარ დაიჯერებს. პარლამენტის კომიტეტებში და ფრაქ-ციებში 3 ივლისს გამართული არაერთი განხილვის შემდეგ ახალი სამთავრობო პროგრამა - „მეტი სარგებელი ხალხს” - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტის რიგ-გარეშე სხდომაზე 4 ივლისს წარადგინა. ამავე სხდომაზე დეპუტატებმა ნდობა გამოუცხადეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.

ლელა კუნჭულიარადიო თავისუფლება

ცვლილებები მთავრობაში და შეფასებები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 16 მაისის #166 ბრძანების თანახმად, საკონტროლო სალარო აპარატი, რომელიც აღარ გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისთვის, ექვემდებარება რეგისტრაციიდან მოხსნას. აღნიშ-ნულის შესახებ პირმა განცხადებით საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს უნდა მიმართოს.

„სსა-ს რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სსა-ს საგა-დასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის, განმცხადებელმა განც-ხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს უნდა წარუდგინოს სსა. რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, ხორციელდება სსა-ის გაუნაშთავი ჯამის (აპარატის მაჯამებ-ლის მაჩვენებლის ფიქსაცია) ამობეჭდვა რეგისტრაციის დღიდან მოხსნის დღემ-დე (გარდა GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევისა) და მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში კეთდე-ბა აღნიშვნა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. პირს, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი სამუ-შაო დღის ვადაში, გადაეცემა სსა და ცნობა მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (დანართი Z6), რომელშიც ასახულია ინფორმაცია რეგისტრაცი-იდან მოხსნის თარიღის, გაუნაშთავი ჯამის და ,,Z” ანგარიშის რაოდენობის შესახებ,” - აღნიშნულია ბრძანებაში.

ამ ბრძანების პარალელურად, გავრ-ცელდა ინფორმაცია, რომ მეწარმეები, აპარატების რეგისტრაციიდან არ

მოხსნის შემთხვევაში, 3000 ლარით დაჯარიმდებიან.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს გურიის საგადასახადო სამსა-ხურის უფროსი, ანტონ ბარამიძე. მისი თქმით, ძველი სალარო აპარატის რე-გისტრაციიდან მოხსნა სავალდებულოა, თუმცა ჯარიმას არ ექვემდებარება:

-არანაირი ჯარიმა არ ეკისრებათ. თუმცა, ყველა მეწარმეს აქვს ვალდე-ბულება, რომ ძველი აპარატი რეგისტ-რაციიდან მოხსნას და 6 წლის მანძილზე შეინახოს. ეს არის ჩვეულებრივი, ბუ-ღალტრული დოკუმენტაცია, - გვითხრა ბარამიძემ.

ექსპერტი, საგადასახადო საკით-ხებში, ირაკლი შავიშვილი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

-ვერაფერს გეტყვით, ამგვარ ცვლი-ლებას არ ვიცნობ, - გვითხრა შავიშ-ვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ გურიის საგადასახადო სამსახურის უფროსი, ჯარიმის ალბათობას გამორიცხავს, „გურია ნიუსმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც ნათლად არის განმარტე-ბული, რომ ძველი სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოუხსნელობის შემ-თხვევაში, ჯარიმა 3000 ლარით არის განსაზღვრული. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული დოკუმენტები, საჯარო არ არის და მეწარმეებმა არც კი იციან, რომ ამგვარი ვალდებულება ეკისრებათ. ისიც საგულისხმოა, რომ როცა ახალი სალარო აპარატები დაურეგისტრირეს, მეწარმეები არც კი გაუფრთხილებიათ, რომ ძველი სალარო აპარატები ფინან-სურ დოკუმენტს წარმოადგენდა და მისი შენახვა სავალდებულო იყო მფლობე-

ლებისგან. ახალი სალარო აპარატების რეგისტრირებისას, მეწარმეებს ეუბ-ნებოდნენ, რომ ძველი აპარატი აღა-რაფერში გამოდგებოდა; ჩვენ ვნახეთ მეწარმე, რომელმაც აპარატი შვილებს სათამაშოდ სახლში წაუღო, ახლა კი, 3000-ლარიანი ჯარიმა ელოდება!

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სა-გადასახადო სამსახური არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეწარმეებმა ეს ინფორმაცია გაიგონ. საგადასახა-დო სამსახურის თანამშრომლები ამ ბრძანების შინაარსს და მოსალოდნელ 3000-ლარიანი ჯარიმის საფრთხეს გასაცნობად მხოლოდ ახლობლებს უგზავნიან მესიჯებით.

ზემოთ ნახსენებ დოკუმენტში იმ ორგანიზაციების ჩამონათვალიცაა, რომლებიც ძველი აპარატების რეგის-ტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ. ჟურნალისტებთან საუბარი არცერთი კომპანიის წარმომადგენელს არ სურს და ფინანსთა სამინისტროში გვამი-სამართებენ, სადაც ტელეფონს არც „ცხელ ხაზზე” და არც სხვა მითითე-ბულ ნომერზე არ პასუხობენ.

ამის გამო, დოკუმენტში მითითებულ რამდენიმე ორგანიზაციაში მეწარმის სახელით დავრეკეთ. ყველგან დაგვი-დასტურეს, რომ აპარატის რეგისტ-რაციიდან მოუხსნელობა 3000 ლარით ჯარიმდება. აღნიშნული კომპანიებიდან ერთ-ერთია შპს „ლ.ბ. ინვეტს ჯგუფი,” რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აპარატების რეგისტრაციიდან მოხსნას 5 ლარად ახორციელებს. მათ შორის, ლანჩხუთში, ნინოშვილის ქუჩა #56-ში.

მითითებულ ნომერზე გ. ზოიძემ გვიპასუხა, რომელიც მისი თქმით, ამ

საკითხებში გარკვეული პირია.-ბატონო გელა, როგორც გვით-

ხრეს, 2013 წლის 1 იანვრამდე ძვე-ლი აპარატები რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნას. რომ არ მოვხსნათ მართლა 3000-ლარიანი ჯარიმაა?

-მასე წერია კანონში და მოხსნა არ არის რთული პროცედურა. რეგისტ-რაციიდან უნდა მოიხსნას, ბაზაში უნდა შევიდეს მონაცემები, ზე ჩეკი უნდა ამოვიდეს და მეხსიერება დარჩება იმ კომპანიაში, სადაც ეს გაკეთდა.

-შეგიძლიათ გვითხრათ, რომე-ლი კანონია და რატომ არ იცოდ-ნენ მეწარმეებმა ამის შესახებ?

-როგორ არა. ეს შემოსავლების სამ-სახურმა გააცნო მეწარმეებს. არ ვიცი, ალბათ გამოქვეყნებულიც იქნებოდა.

-სად გააცნეს? მე ახლა გავიგე - ისიც მეზობლიდან.…

-ტექნიკური დეტალები ზუსტდება და შემდეგ ყველას ეცნობება.

-რას ნიშნავს დეტალები ზუსტ-დება, აკი კანონი არსებობს?…

-კანონი არსებობს, უბრალოდ, ახლა ტექნიკურ მომსახურებას ვინ გაუწევს, ეს ზუსტდება. თქვენ სად მუშაობთ, რომელ ორგანიზაციაში?

-ინდმეწარმე ვარ ჩოხატაური-დან.

-კანონის მიხედვით, წლის ბოლომდე არის ვადა. მოხსნა ეღირება 5 ლარი, ეს არის ოფიციალური გადასახდელი და პლუს ტექნიკური მომენტი, როცა აპარატი უნდა გაიხსნას, ბლოკი ამო-იღოს.…

-სულ რა ჯდება მოხსნა?-3000 ლარია ჯარიმა, თუ არ მოხს-

ნიან.-ჯარიმას არ ვგულისხმობთ.

გვაინტერესებს, მოხსნა რა ჯდე-ბა?

-მაქსიმუმ, 15 ლარი დაგიჯდებათ.-თქვენ ხელშეკრულებით ას-

რულებთ ამ მომსახურებას თუ როგორაა?

-ჩვენ, როგორც დისტრიბუტო-რები, ისე ვართ. აპარატები ჩვენ შე-მოგვქონდა. ამ კომპანიას, შპს „L.B IVESTS ჯგუფს” აქვს შემოსავლების სამსახურიდან დავალებული, რომ მან განახორციელოს მოხსნა რეგისტ-რაციიდან.

მსგავს დეტალებს გვიყვებიან სხვა კომპანიებშიც. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ვერ დავადგინეთ, რატომ მალავს შემოსავლების სამსახური ამ ინფორმაციას და რატომ არ უთხრეს მეწარმეებს, რომ ძველი სალარო აპა-რატის რეგისტრაციიდან მოუხსნელობა 3000-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

ნატო გოგელიაგაზეთი „გურია ნიუსი”

P.S. ძველი სალარო აპარატების აღრიცხვიდან მოსახსნელად ზესტა-ფონში შეგიძლიათ მიმართოთ მამუკა წიწილაშვილს მისამართზე წერეთლის ქ. #6, ტელეფონი: 599 55 29 65

3000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაცსაგადასახადო უწყება მალავს

Page 3: მეხუთასე ნომრის ბედნიერი დამთხვევა - იმედი ხვალის · ღეჭილი” მაქვს; მაგრამ

3xtvb [fhfufekb^ BDkBcB @_!@ o

1 ივლისიდან ხარაგაულის საგანმა-ნათლებლო რესურსცენტრის უფროსად მამუკა ჭიპაშვილი დაინიშნა. იგი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმ-ძღვანელობდა.

საკრებულოს წევრებმა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ 2 ივლისს რესურსცენტრის ყოფილი უფ-როსი გიორგი არევაძე აირჩიეს.

საკუთარ ბიოგრაფიას და სამომავ-ლო გეგმებს მამუკა ჭიპაშვილი თავად გაგვაცნობს:

-დავიბადე 1971 წელს ხარაგაულში. დავამთავრე ხარაგაულის #1 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე თბი-ლისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საინჟინრო ფაკულტეტზე. ინსტიტუ-ტის დამთავრების შემდეგ ცოტა ხნით ვმუშაობდი მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფედერაციაში კლუბის ვიცე-პრეზიდენტად, ერთი წელი - ტელევიზიის პირველ არხზე სცენარისტად და რეჟისო-რად. შემდგომ ორი წელი ვცხოვრობდი რუსეთში და მცირე ბიზნესით ვიყავი და-კავებული. დაოჯახების შემდეგ ჩამოვედი ხარაგაულში და დავიწყე მუშაობა გამგე-ობაში. თავიდან რამდენიმე თვე ერთ-ერთ ზონაზე ვიყავი გამგებლის მრჩეველი თვითმმართველობის საკითხებში. 1998-2002 წლებში ვმუშაობდი ხარაგაულის გამგეობის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსად, შემდგომ წლებში - სხვადასხვა თანამდებობებზე: ვიყავი გამგებლის მოადგილე, თანაშემ-წე, დ. ხარაგაულის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული, სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალისტი. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართ-ველობის არჩევნების შემდეგ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით მოვხვდი მუნიციპალიტეტის საკ-რებულოში.

-ბატონო მამუკა, რა პრობლე-მებია უმთავრესად ხარაგაულში

ზოგადსაგანმანათლებლო სკო-ლების წინაშე და როგორია მათი გადაჭრის თქვენეული გზები?

-გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი რესურსცენტრის უფროსი, მივიღე ორი ფაქტორის გამო: შინაგანად ვარ აქტი-ური პიროვნება და მეტი საქმის კეთება მიყვარს. მსიამოვნებს დაძაბულ რეჟიმში მუშაობა და სირთულეებისთვის თავის გართმევა. ეს ჩემთვის საინტერესოა. მიუხედავად შესანიშნავი კოლექტივისა, ის სამსახური, სადაც ვმუშაობდი, ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის საუკეთესო იყო. დარწმუნებული ვარ, ვინც ახლა ჩემს ად-გილზე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ბევრად უფრო მეტს შეძლებს, ვიდრე მე შევძელი.

გარდა ამისა, წლების განმავლობაში, თუ ვინმესთან ურთიერთობის დროს თავს კარგად ვგრძნობდი, ეს იყო მასწავლებ-ლები და მოსწავლეები. ხარაგაულში ჩემი მუშაობის ერთ წელსაც კი ვერ გავიხსენებ, როცა სხვადასხვა სახის პროექტებით არ ვთანამშრომლობდი სკოლებთან. კარგად ვიცნობ ზოგადსა-განმანათლებლო სფეროს და ვაპირებ ბევრი სიახლის დანერგვას. ბუნებრივია, სახელმწიფო პროგრამას და რეფორმას ვერ გადავუხვევ, მაგრამ ზოგადად გეტყ-ვით, რომ ბევრი საინტერესო სიახლე იქნება. ვთვლი, რომ ამ სამსახურში წარმატებული ხელმძღვანელი ვიქნები.

-მაინც რა კონკრეტული პრობ-ლემები დგას სკოლების წინაშე?

-სკოლების პრობლემებს დეტალუ-რად თანდათან ვეცნობი. მე ვიცი ერთი რამ: ხარაგაული არასდროს ყოფილა ინდუსტრიული რაიონი. ის ყოველთვის გამოირჩეოდა განათლებული და ინტე-ლექტუალური საზოგადოებით. ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ყოველ მომდევნო სასწავლო წელს მოსწავლეთა სწავლის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით მაღალი, ვიდრე წინა წლების. ყველაფერი უნდა გა-ვაკეთოთ იმისთვის, რომ სწავლების დონე და ხარისხი გაუმჯობესდეს. მოსწავლეს

უნდა მიეცეს საშუალება, რაც შეიძლება ხარისხიანი განათლება მიიღოს. ამას რა ფორმით შევძლებ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის - სამინისტრო ახორციელებს რეფორმას და ყოველდღიურად სიახლე ინერგება. მე ყველაფერს ვიღონებ, რომ ხარაგაულელი მოსწავლეები არათუ არ ჩამორჩენ სხვა თანატოლებს, არამედ იყვნენ მოწინავეები და წარმატებულები.

-რესურსცენტრის ყოფილი ხელ-მძღვანელის, გიორგი არევაძის, გა-თავისუფლება პედაგოგზე ზეწო-ლას უკავშირდება. ხარაგაულის რესურსცენტრის დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირე-ბით იმსჯელა უწყებათაშორისმა კომისიამ. კომისიის მიერ გავრცე-ლებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი არევაძეს დისციპ-ლინარული პასუხისმგებლობა შეეფარდა და მან თანამდებობა

დატოვა.რამდენად შეძლებთ თქვენ სა-

კუთარი თავისა და ხარაგაულელი მასწავლებლების დაცას შესაძლო მოსალოდნელი ზეწოლებისგან?

-მიმაჩნია, რომ პედაგოგები განსაკუთ-რებული, ერუდირებული და განათლებუ-ლი პიროვნებები და მოქალაქეები ბრძან-დებიან. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმემ მათზე პოლიტიკური ზეგავლენა და ზეწოლა მოახდინოს. თუ პედაგოგზე ზეგავლენის მოხდენა ადვილია, მაშინ საერთოდ საეჭვოა მისი მასწავლებლო-ბის საკითხი.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მე ამ თანამდებობაზე ნდობა გამომიცხადა. ყველაფერს ვიღონებ, რომ ხარაგაულის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო.

ნინო კაპანაძე

„ვთვლი, რომ ამ სამსახურში

წარმატებული ხელმძღვანელი ვიქნები”

მინდა გამოვეხმაურო საშვთა სისტემის ამოქმედებას ადმინისტრაციულ შენობაში. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი კობა გოგსაძე, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განმარ-ტავს, აღნიშნული სისტემის ამოქმედება, დამატებითი უსაფრთხოებისთვის გახდა საჭირო და არა მოქალაქეებისთვის პრობ-ლემების შესაქმნელად. ამავე ინტერვიუში თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ძალიან მალე გაზეთი „ჩემი ხარაგა-ულის” რედაქტორისთვის დამზადდებოდა სპეციალური, პლასტიკური საშვი, რომ-ლის საშუალებითაც ქალბატონი ლაურა შეძლებდა სამუშაო დღეებში, 9-საათიდან 6-საათამდე დაუბრკოლებლად შესვლას ადმინისტრაციულ შენობაში. ეს თავისთა-ვად გულისხმობს, რომ მას პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელი არ შეეშლებოდა.

ვფიქრობ, თვითმმართველობას თვითი-ზოლირება, თანაც არსებული მდგომარე-ობის გათვალისწინებით, კარგს ნამდვილად ვერაფერს მოგიტანთ.

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში მეზობელი მუნი-ციპალიტეტების ადგილობრივ ხელისუფ-ლებებთან გვიწევს სამუშაო შეხვედრები. მსგავსი აბსურდული მდგომარეობა არსად მინახავს.

რამდენიმე დღის წინ გაზეთ „ჩემი ხა-რაგაულის” რედაქტორ ლაურა გოგოლა-ძისთვის მართლაც დამზადდა პლასტიკური საშვი. მის უკანა მხარეს აღნიშნულია, რომ „საშვი ძალაშია მხოლოდ საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროსა და საკ-რებულოს კომისიების სხდომებზე დასასწ-რებად.“ აღსანიშნავია, რომ პლასტიკური საშვი დამზადდა მხოლოდ რედაქტორისთ-ვის და რატომღაც ამ ვითომდა „უფლებით” ვერ სარგებლობენ ჟურნალისტები. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქტორმა საკრებუ-ლოს მუდმივი საშვის მიღების მოთხოვნით სამი ჟურნალისტისთვის მიმართა.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართვე-

ლობის შესახებ” (მუხლი 25) თანახმად

საკრებულოს სხდომაა ღიაა. საკრებულოს სხდომის დახურვა შესაძლებელია მხოლოდ საკრებულოს განკარგულებით და ისიც იმ შემთხვევაში, თუ განიხილება სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება.

თვითთმმართველობის უმნიშვნელოვა-ნეს პრინციპებს წარმოადგენს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ თვითმმარ-თველობის განხორციელებაში; ასევე მათი საქმიანობის საჯაროობა. საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსი-ლია თავისი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართ-ველოს კანონმდებლობით არ არის აკრძა-ლული. სწორედ ამ ნიუანსზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. რამდენად არის თქვენი გადაწყვეტილება სამართლიანი ზო-გადად და განსაკუთრებით - დამოუკიდებელ მედიასთან მიმართებაში.

ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” (მუხლი 581.) განსაზღვრავს თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწი-ლეობის უზრუნველყოფას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქე-თა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის ორ-განოები, ადგილობრივი სამსახურები და თანამდებობის პირები ვალდებული არიან, შექმნან ორგანიზაციული და მატერი-ალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, თვითმმართველობის ორგანოების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა კონტროლის გამჭ-

ვირვალობისათვის. მუხლი 583. საკრებულოს და საკრებუ-

ლოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა (28.12.2009. #2515 ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმო-მადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.)

თვითმმართველ ერთეულში რეგისტ-რირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში.

გამოდის, რომ იმ უფლებით, რაც ორგა-ნული კანონით ენიჭება ყველა მოქალაქეს, ვერ სარგებლობენ ჟურნალისტები. მათ, ვინც ვერ მოიპოვა აკრედიტაცია, რაც თავის მხრივ ნიშნავს უპირატესობას - ჰქონდეთ შეუზღუდავი მუშაობის უფლება, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე უფრო მეტად შეზღუდულები არიან.

და ბოლოს ძალიან მარტივად გეტყვით ჩემს სათქმელს. ღმერთმა დაგიფაროთ და სახანძრო ან სასწრაფო დახმარების საჭი-როების შემთხვევაში მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეუშლით თუ არა ხელს იგივე მიზეზით?... მაშინ რატომ არ აძლევთ ჟურნალისტებს საშუალებას, დაუბრკოლებლად შეასრულონ პროფესი-ული მოვალეობა.

ინგა მაღრაძეა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგი-

სა და კვლევის” ცენტრის ხელმძღვანელიიურისტი

თვითმმართველობას თვითიზოლირება კარგს ვერაფერს მოუტანს

(წარდგენილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2 ივლისის სხდომაზე)

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულომ 2 ივლისს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გიორგი არევაძე აირჩია.

გიორგი არევაძე დაიბადა 1958 წლის 5 თებერვალს ხარაგაულში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემა-ტიკოსის კვალიფიკაციით, 1991 წელს - თსუ ასპირატურა მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკის სპეციალობით. 1980-89 წლებში მუშაობდა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუ-ტის „ტრანსავტომატიკა” უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1982-83 წლებში შეთავ-სებით - თბილისის #1 ექსპერიმენტალურ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.

გიორგი არევაძე 1991-1992 წლებში მუშაობდა ხარაგაულის განათლებისა და კულტურის განყოფილების გამგის მოად-გილედ, 1992-94 წლებში ხარაგაულის რაიონის #1 საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად შეთავსებით; 1992-2006 წლებში ხარაგაულის განათლების განყო-ფილების გამგეა; 2006 წლიდან 2012 წლის 5 ივნისამდე - ხარაგაულის საგანმანათლებ-ლო რესურსცენტრის უფროსი. სხვადასხვა წლებში იყო ხარაგაულის რაიონის გამგე-ობისა და საკრებულოს წევრი.

ვრცელ ინტერვიუს ბატონი გიორგი არევაძე გაზეთის შემდეგი ნომრისთვის დაგვპირდა.

კომისიის თავმჯდომარედ გიორგი არევაძე

აირჩიეს

ვწუხვარ, რომ პირადად ვერ ვესწრები საკრებულოს სხდომას და წერილობით მიწევს ჩემი პოზიციის გახმოვანება ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც უმჯობესი იყო დებატების გამართვა საკ-რებულოს სხდომის ფარგლებში.

საქმე ეხება საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ბა-ტონ გიორგი არევაძის კანდიდატურის განხილვას.

ჩვენი მოვალეობაა, პატივი ვცეთ კანონს და, რა თქმა უნდა, საკრებულოს, რომელიც ასევე კანონიდან გამომდინარე, თვითმმართველობის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა.

ის მოტივი, რის გამოც ბატონი გიორგი განათლების სამინისტროს ხარაგაულის რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამ-დებობიდან გაათავისუფლეს, ჩვენ ყველა უფლებას გვიზღუდავს, ხმა მივცეთ მის დანიშვნას კომისიის თავმჯდომარედ, რად-გან ეს თანამდებობა თავისი არსით უფრო მაღალია მის ყოფილ თანამდებობაზე.

თუკი ბატონი გიორგი არ იყო იმ პრო-ცესის შემოქმედი, რასაც პედაგოგების (რომელთა უფლებების დაცვა მის უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენდა) სამსახური-დან უკანონოდ გათავისუფლება (თუ მცდე-ლობა) ჰქვია და ეს გამგებლის დავალებით ხორციელდებოდა (როგორც ვიცით ამ თემის გახილვა უწყებათაშორის საბჭოში კვლავ მიმდინარეობს), საქმე კიდევ უფრო რთულად ყოფილა. ჩვენს საკრებულოს არ აკლია კონფორმისტი ადამიანები და კიდევ ერთის დამატება ბიუროს წევრთა შორის, ვფიქრობ, დიდად არ წაგვადგება.

ბატონი გიორგი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, დიდად არ ირჯე-ბოდა პედაგოგთა საზოგადოების ინტერე-სების სასარგებლოდ და ვფიქრობ, არც თუ უმნიშვნელო როლი აქვს შესრულებული ამ პატივცემული საზოგადოების საჯარო სივ-რციდან განდევნაში (ეს პრობლემას უქმნის ხელისუფლებასაც და მის ოპონენტებსაც, რადგან მათი თავისუფალი აზრის გამო-

ხატვის შეზღუდვის პირობებში საზოგადო-ების ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი თავის უმთავრეს მოვალეობას ვეღარ ასრულებს). ამის მიუხედავად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი გათავისუფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არცთუ სა-მართლიანად მოხდა და რომ იგი მხოლოდ „დაბალი ღობე” აღმოჩნდა ამ პროცესში. ეს რწმენა კიდევ უფრო მიმტკიცდება მისი ამ თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირე-ბით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. ვფიქრობ, ეს არის კომპენსაცია სიმართ-ლის ართქმისთვის, ასეთი სვლები ბატონ თორნიკე ავალიშვილს სჩვევია: ჯერ იყო და პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტ-რაციაში გადაგზავნილი ყალბი ინფორმაცია აპარატის კონკრეტული თანამშრომლის შეცდომას დააბრალა, ქალბატონ იზა ვეფ-ხვაძის გათავისუფლება ასევე აპარატის თანამშრომლების მიერ არასწორი ინფორმა-ციის მიწოდების მოტივით გაამართლა, ასევე სულ ახლახან მის მიერ არაკანონიერად საზღვარგარეთ სტუდენტის დაფინანსების მცდელობაც საფინანსო სამსახურის შეც-დომით ახსნა.

თუკი საკითხი კენჭისყრაზე დადგე-ბა, ბუნებრივია, როგორც ყოველთვის, „მორჩილი უმრავლესობა” ხელს უმტ-კივნეულოდ აუწევს „ზემოდან” წამოსულ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, კოლეგების უმრავლესობის მიმართ ასეთ გადაწყვეტილებაზე მხარის არდაჭერაზე თხოვნისგან თავს შევიკავებ.

მინდა ბატონ გიორგის ვთხოვო, თვი-თონ შეიკავოს თავი ამ თანამდებობაზე არჩევისგან, რადგან დიდი სურვილი მაქვს, ისევ იმ პერსონად წარდგეს საზოგადოების წინაშე, როგორსაც მას იცნობდნენ წლების წინ - განათლებულს, სამართლიანს და მო-ქალაქეობრივად მამაცს. ამით თვითონაც და საზოგადოებაც მოგებული დარჩება.

ნოდარ ებანოიძეხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს წევრი

ძვირფასო კოლეგებო!(წაკითხულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

2 ივლისის სხდომაზე)

Page 4: მეხუთასე ნომრის ბედნიერი დამთხვევა - იმედი ხვალის · ღეჭილი” მაქვს; მაგრამ

4xtvb [fhfufekb^ BDkBcB @_!@ o

საქართველოს თანამდებობის პირთა შემოსავლები, რომელთაც ისინი თა-ნამდებობრივი უფლება-მოვალეობის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან იღებენ, წლიდან წლამდე მატულობს. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს მათ მიერ შევსებული დეკლარაცი-ების ანალიზი გვაძლევს. ინსტიტუტის ვებ-გვერდზე (www.idfi.ge), ბლოკში - თანამდებობის პირთა შემოსავლები, განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდიდან მოპოვებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომა-რეობის დეკლარაციები. დეკლარაციებში მითითებული მონაცემების მიხედვით, თანამდებობის პირთა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია სისტემატიურად ახლდება. ვებ-გვერდზე განთავსებული ცხრილი საშუალებას იძლევა მიიღოთ ინფორმაცია მინისტრების, მათი მოად-გილეების, პარლამენტის წევრების, გუბერნატორების და სხვა თანამდებობის პირთა წლიური ანაზღაურების, ყოველთ-ვიური საშუალო შემოსავლის, დანამა-ტებისა თუ პრემიის სახით მიღებული თანხების ოდენობების შესახებ. www.idfi.ge -ზე 2011 წლის დეკლარაციები ახალი 2012 წლის დეკლარაციებით შეიცვალა. ინსტიტუტმა ამავე დროს ჩაატარა 2010, 2011 და 2012 წლების ქონებრივი დეკლარაციების შედარებითი ანალიზი. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ 2012 წელს თანამდებობის პირთა მიერ სამუშაოს შესრულებით მიღებუ-ლი ანაზღაურება გაცილებით მაღალია წინა წლებში მათ მიერ დეკლარირებულ შემოსავლებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების ზრდა არ მომხდარა ხელფასების მატების ხარჯზე და ეს თანხები მაღალჩინოსნებს სავარაუდოდ პრემიების, სამივლინებო ან/და სახელ-ფასო დანამატების სახით დაერიცხათ.

ანალიზის ძირითადი შედეგებითანამდებობის პირთა ყოველთვიური

სარგოები განსაზღვრულია საქართვე-ლოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 იანვ-რის #43 ბრძანებულებით. პრეზიდენტის ხელფასი 4 720 ლარია, რაც წლიურად 56 640 ლარს შეადგენს; პრემიერ მინისტ-რის - 4 250 ლარით (წლიური - 51,000 ლარი), ქალაქ თბილისის მერის 3 540 ლარით (წლიური 42,480 ლარი). ყო-ველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა მინისტრებისთვის 3.540 ლარით - წლიური 42 480 ლარი, მინის-

ტრის პირველი მოადგილისთვის - 2.950 ლარით (წლიური - 35 400), მინისტრის მოადგილეებს თვეში 2.720, წლიურად კი 32 640 ლარი ერგებათ. დეკლარაციებში თანამდებობის პირების მიერ მითითებუ-ლი შემოსავლები გაცილებით აღემატება მოცემულ თანხებს. დანამატის ან/და პრე-მიის სახით არანაირი თანხა არ მიუღია საქართველოს პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილმა 2010 - 2011 წლებში 56 640 ლარის ოდენობის, ხოლო 2009 წელს დეკლარაციის თანახმად 59 000 ლარის ოდენობის თანამდებობრივი სარგო მი-იღო. აქედან პრემიის წილი მხოლოდ 2 360 ლარია. ქალაქ თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ 2011 წელს მიღებული შემოსავალი 95 400 ლარით განისაზღ-ვრა. 2010 წლისთვის კი მის მიერ დეკ-ლარირებულ იქნა 92 362 ლარი. მერის შემოსავალმა 2009 წელს 93 456 ლარი შეადგინა. მინისტრებს შორის 2011 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ოდენობით შემოსავალი ევროატლანტიკურ სტრუქ-ტურებში ინტეგრაციის საკითხებში სა-ხელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მიიღო. მისი შემოსავალი122 400 ლარით განისაზღვრა. ოდნავ ნაკლებია კულ-ტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას მიერ დეკლარირებული თანხა - 121 400 ლარი, მომდევნო ადგილებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ინაწილებენ 109 740 და 105 532.74 ლარის ოდენობის შემოსავლებით. ეს თანხები ბევრად აღემატება მინისტრე-ბის მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისთვის წინა წელს მიღებულ შემოსავლებს.

თანამდებობის პირების დეკლარირებული შემოსავლები

წლების მიხედვითწინა წლებთან შედარებით გაცი-

ლებით მაღალია ყოფილი პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის მიერ 2011 წელს თანამდებობრივი უფლება-მოვა-ლეობის განხორციელებისთვის მიღე-ბული ანაზღაურება. მარტო პრემიის ან/და დანამატის სახით გილაურმა 2011 წელს 101 150 ლარი მიიღო, რამაც ხელფასთან ერთად 152 150 ლარი შეად-გინა, 2010 წლის მონაცემებით 126 241 - ლარი, 2009 წელს კი - 73 789;

2011 წელს 103 142 ლარი მიუღია მთავრობის კანცელარიის უფროსს

დავით კერესელიძეს. 2010 წელს კი მის მიერ დეკლარირებულმა შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე 93 561 ლარი შეადგინა.

ერთადერთი მინისტრი, რომელმაც სამუშაოს შესრულებისთვის 2009-2011 წლებში მხოლოდ კანონით განსაზღვრუ-ლი ხელფასი აიღო იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილია.

სამაგიეროდ 67 763.75 ლარი მხო-ლოდ დანამატის/ან პრემიის სახით აქვს მიღებული იუსტიციის მინისტრის პირ-ველ მოადგილეს თინა ბურჯალიანს, მის მიერ დეკლარაციაში მითითებული თანხა 103 163.73 ლარს შეადგენს, რაც ცოტა-თი ნაკლებია წინა წლის შემოსავალზე. 2010 წელს ბურჯალიანს სამუშაოს შესრულებისთვის 108 900 ლარი მიუღია 2009 წელს კი 95 550 ლარი.

ზოგადად მინისტრების დეკლარირე-ბულ შემოსავლებს გაცილებით აღემატე-ბა მათი მოადგილეების მიერ სამუშაოს შესრულებისთვის მიღებული ანაზღა-ურება. 2011 წლის მონაცემებით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოადგილეების სიას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე ლიდე-რობს 113390.4 ლარით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას შემოსავალი კი 57 400 ლარს შეად-გენს. 102 200 ლარი მიუღია ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილს, ხოლო შემდეგ ადგილებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და თავდაცვის მინისტრის მოად-გილე ნიკა ძიმცეიშვილი ინაწილებენ; მათ ანგარიშებზე 99 480.87 და 95 997.75 ლარი ირიცხება.

მინისტრების მოადგილეების შემოსავლები

მინისტრების მოადგილეების შემთხ-ვევაშიც, შემოსავლების დიდი ნაწილი პრემიებზე/დანამატებზე მოდის:

2011 წელს ასევე გაიზარდა პრეზი-დენტის ადმინისტრაციაში მომუშავე თანამდებობის პირთა შემოსავლები. ყველაზე დიდი თანხა - 81 115 ლარი სამუშაოს შესრულებისთვის 2011 წელს პრეზიდენტის უკვე ყოფილმა მრჩეველმა - ნატალია ყანჩელმა მიიღო. მის მიერ 2010 წელს მიღებულმა შემოსავალმა კი 76 640 ლარი შეადგინა.

პრეზიდენტის მრჩეველმა ალანა გაგ-ლოევამ 2011 წელს სამუშაოს შესრულე-ბისთვის 54 775 ლარი მიიღო, 2010 წელს

- 44 294, ხოლო 2009 წელს - 36 000; პრეზიდენტის სხვა მრჩევლების წლიურ-მა შემოსავალმა 2011 წელს 37 ათასამდე ლარი შეადგინა. 2010 წელს პრეზიდენ-ტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა ნუცუბიძემ სამუშაოს შესრულე-ბისთვის 32 217.18 ლარი მიიღო, ხოლო 2011 წელს - 41 770;

პარლამენტის წევრთა შემოსავლები

პარლამენტის წევრთა 2011 წლის დეკლარაციებში მითითებული თანხებიც ბევრად აღემატება მათთვის განსაზღ-ვრულ წლიურ ხელფასს და სადეპუ-ტატო უფლებამოსილების განხორცი-ელებისათვის დადგენილ დანამატებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდო-მარემ დავით ბაქრაძემ 2012 წელს შევსე-ბული დეკლარაციის მიხედვით 94 305.5 ლარი მიიღო, აქედან პრემიის წილი დაახ-ლოებით 41 ათასამდე ლარია. 2011 წლის-თვის კი მის მიერ დეკლარირებულ იქნა

91 832 ლარის ოდენობის შემოსავალი. ხელფასთან ერთად პრემიებს/დანამა-ტებს იღებენ პარლამენტის ფორმალუ-რი წევრებიც. შალვა ნათელაშვილის წლიურმა შემოსავალმა 2010 წლისთვის 67 111 ლარი შეადგინა, ხოლო 2011 წელს მან დეპუტატის უფლება-მოვა-ლეობის პარლამენტს გარეთ განხორ-ციელებისთვის 67 110 ლარი მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარეებს შორის 2010 წლის მსგავსად სამუშაოს შეს-რულებით მიღებული შემოსავლით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით დარჩიაშვილი ლიდერობს. მან 2011 წელს 77 9959.5 ლარი მიიღო, რაც აღემატება მის მიერ 2010 წელს დეკლარირებულ 72 082.49 და 2009 წელს დეკლარირებულ 65 076

ლარს. 2010 წელთან შედარებით გაიზარ-და რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართ-ველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ბალავაძის თანამდებობრივი შემოსავალი 2010 წელს მის მიერ კომიტეტის თავმ-ჯდომარის თანამდებობაზე მიღებულმა შემოსავალმა 46 896.88 - 2011 წელს კი 69 049.5 ლარი შეადგინა.

2010 წელს დეკლარირებულ თან-ხებს აღემატება ასევე ადამიანის უფ-ლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯ-დომარის - ლაშა თორდიას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის - ზურაბ მელიქიშვილის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის - გიორგი მელაძის და ფრაქცია ̀ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ თავმჯდომა-რის - პეტრე ცისკარიშვილის მიერ 2011 წელს დეკლარირებული შემოსავლები. საქართველოს ყველაზე მაღალანაზღა-ურებადი თანამდებობის პირმა, ენერ-გეტიკისა და წყალმომარაგების მარე-გულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა 2011 წელს წინა წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი შემოსავალი 264 000 ლარი მიიღო. 2010 წელს მის ან-გარიშზე თანამდებობრივი შემოსავალი 241 615.8 ხოლო 2009 წელს 177 833 ლარი ირიცხებოდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის დეკლარაცია ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. რაც შეეხება გუბერნატორებს, მათი დეკლარირებული შემოსავლები 2011 წელსაც გაცილებით მეტია კანონით გან-საზღვრულ თანამდებობრივ სარგოებზე. 73 700 ლარია კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის დეკლარირებულ შემოსავალი, სამცხე-ჯავახეთის გუ-ბერნატორის ლაშა ჭკადუას სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი 70 800 ლარით განისაზღვრა. წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 2011 წელს 58 880 ლარი შეადგინა, ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის შემოსავალმა. იმერეთის გუბერნატორ-მა ლაშა მაქაცარიამ დეკლარაციების თანახმად სამუშაოს შესრულებისთვის 2010 წელს 41 685, ხოლო 2011 წელს 47 200 ლარი მიიღო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

www.idfi.ge

თანამდებობის პირთა შემოსავლების დინამიკა ყოველწლიურად იზრდება

„ზედაზენი” ეტიკეტირების წესს არღვევს

მომხმარhებელმა ფეისბუქის გვერდ-ზე www.momxmarebeli.geგვთხოვა, შეგვემოწმებინა ტარხუნის ლომანათ „ზედაზენში” საღებავის შემცველობა, ვინაიდან ეტიკეტზე მწარმოებელს არ ჰქონდა მითითებული, შეიცავს თუ არა პროდუქტი სინთეზურ საღებავებს.

სუპერმარკეტში „გუდვილი საბურ-თალოზე” პროექტის „მომხმარებლები აკონტროლებენ სურსათის ხარისხს” წარმომადგენლებმა შევიძინეთ ტარ-ხუნის ლიმონათი „ზედაზენი” და მასში სინთეზური საღებავების შემცველობის დასადგენად ლაბორატორიას მივმარ-თეთ.

შპს „ექსპერტიზა+” ტესტირების ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ლიმონათი მართლაც შეიცავს სინთეზურ საღებავებს ტარტრაზინს (E102) და დაპატენტებულ ლურჯს (E131). ორივე ამ საღებავის გამოყენება საკვები პროდუქტების წარმოებაში დაშვებულია, თუმცა პროდუქტის ეტი-კეტზე ეს საღებავები მითითებული უნდა იყოს. ჩვენს მიერ შეძენილი ლიმონათის ეტიკეტზე ეს ინფორმაცია დატანილი არ იყო. უფრო მეტიც, ეტიკეტის მიხედვით პროდუქტი 100% ნატურალურია.

კარტოფილის სენით დაავადებული პური დახლებზე

მომხმარებელმა დარეკა სურსათის ცხელ ხაზზე (2 19 42 42) და გვთხოვა შეგვემოწმებინა ე.წ. „ლოტკინის” პური (ფასი 50 თეთრი), რომელსაც ჩარგ-

ლის ქუჩაზე „ატეესის” მოპირდაპირედ მდებარე პატარა სასურსათო მაღაზი-აში ყიდულობს. პურის გული ხშირად არის სველი და წებვადი.

მომხმარებლის მიერ მითითებულ მა-ღაზიაში შევიძინეთ 50-თეთრიანი პური, რომელიც გამყიდველის განმარტებით, „ლოტკინის” პური იყო.

კვების პროდუქტების ექსპერტებ-მა გაგვიმარტეს, რომ პურის გულის სისველე და წებოვნება შესაძლოა ორი მიზეზით იყოს გამოწვეული: 1) პურის ფქვილი დაავადებულია ე.წ. კარტოფი-ლის სენით; ან 2) დარღვეულია პურის ცხობის რეჟიმი (პური ცხვება ძალზე მა-ღალ ტემპერატურაზე და მისი შიგთავსი ვერ ასწრებს გამოშრობას). შეძენილი პური ლაბორატორიაში მივიტანეთ მასში კარტოფილის სენის არსებობის შესამოწმებლად.

ლაბორატორიიდან მიღებული პა-სუხით, პური მართლაც დაავადებული აღმოჩნდა ე.წ. კარტოფილის სენით. არსებული კანონმდებლობით, ასეთი პურის რეალიზაცია იკრძალება.

„გუდვილის” „საქონლის” პელმენი სოიოს შეიცავდა

თბილისის მაღაზიებში ნაყიდი პრო-დუქტი ეტიკეტით, რომელიც ირწმუ-ნება, რომ პროდუქტი „დამზადებულია საქონლის ხორცით,” შეიძლება მხო-ლოდ საქონლის ხორცს არ შეიცავდეს. მომხმარებელმა გამოგვიგზავნა წერილი ელფოსტაზე, სადაც უკმაყოფილე-ბას გამოთქვამდა ვაკის „გუდვილში” შეძენილ პელმენთან დაკავშირებით.

მას ეჭვი გაუჩნდა, რომ „საქონლის” პელმენი მხოლოდ ხორცისგან არ იყო დამზადებული. „ალერგია მაქვს პარკოსნებზე, ამიტომ დეტალურად ვსწავლობ პროდუქციის ეტიკეტს. პელ-მენზე მითითებული იყო, რომ შეიცავდა საქონლის ხორცს, ფქვილს, მარილს და ოხრახუშს. ვიყიდე პელმენი, მივირთვი, მაგრამ ცოტა ხანში ისეთი ალერგია მომცა საჭესთან მჯდომს, შემთხვევითი გამვლელები რომ არ დამხმარებოდნენ, ალბათ ამ წერილს ვერ იხილავდით,” - წერდა მომხმარებელი.

ამ საჩივარის შემოწმება საქართ-ველოში ვერ მოვახერხეთ. არ მოიძებნა ლაბორატორია, რომელიც ხორცის პროდუქტში სოიოს შემცველობის განსაზღვრაზე დაგვთანხმდებოდა. პროექტის „მომხმარებლები აკონტ-როლებენ სურსათის ხარისხს” წარმო-მადგენლებმა დავუგზავნეთ წერილები საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიებს. ერთ-ერთი ლაბორა-ტორია ლიტვაში დაგვთანხმდა განესაზ-ღვრა ჩვენ მიერ გაგზავნილ ხორცპრო-დუქტებში სოიოს შემცველობა.

23 მაისს სუპერმარკეტში „გუდვი-ლი საბურთალოზე” ძროხის ხორცის პელმენი, მივანიჭეთ მას პირობითი ნო-მერი #9 და სხვა პროდუქტებთან ერთად ლიტვაში გავგზავნეთ. ლიტვის ლაბო-რატორიიდან მიღებული პასუხის მიხედ-ვით, პროდუქტში მართლაც აღმოჩნდა სოიო. კერძოდ, პროდუქტის ცილებში სოიოს ცილების შემცველობამ 2,24% შეადგინა, რაც ალერგიული რეაქციის გამოსაწვევად საკმარისია. კანონმდებ-

ლობა ითხოვს, რომ თუკი პროდუქტი შეიცავს ალერგიის გამომწვევ ნივთი-ერებებს, ისინი აუცილებლად მკაფიოდ მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე. ჩვენ მიერ შეძენილ პროდუქტის ეტიკეტზე კი ინფორმაცია მასში სოიოს შემცველობის შესახებ მითითებული არ იყო.

გაიგზავნა წერილები მეწარმეებთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

პროექტს „სასურსათო პროდუქ-ტებს მომხმარებლები აკონტრო-

ლებენ” სტრატეგიული კვლევებისა და

განვითარების ცენტრი 2011 წლის აგ-ვისტოდან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენ-ტოს დაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში სექტემბრი-დან ამუშავდა სურსათის ცხელი ხაზი - 2 194 242. მომხმარებელს შეუძლია

დარეკოს მითითებულ ნომერზე და აც-ნობოს სავაჭრო ქსელში აღმოჩენილი ან შეძენილი უვარგისი, ვადაგასული, საეჭვო ან არასწორად ეტიკეტირებული სასურსათო პროდუქტების შესახებ.

ცხელი ხაზის გარდა საჩივრე-ბის მიწოდება პროექტის წარმო-მადგენლებისთვის ასევე შეიძლება ვებგვერდის ან ფეისბუქის ასეთივე გვერდის საშუალებით.

დაგვიკავშირდით, ერთად ვაკონტ-როლოთ სურსათის ხარისხი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

ლია თოდუას, პროექტის დირექ-ტორს, 599577959

თინათინ მოსიაშვილს, პროექტის მედიასთან ურთიერთობის კოორდინა-ტორს, 599113202

www.momxmarebeli.ge

მომხმარებლები აკონტროლებენ ხარისხს

Page 5: მეხუთასე ნომრის ბედნიერი დამთხვევა - იმედი ხვალის · ღეჭილი” მაქვს; მაგრამ

5xtvb [fhfufekb^ BDkBcB @_!@ o

-ბატონო ზაურ, გვიამბეთ რა ქირურგიულ პრობლემებთან გიწევთ გამკლავება?-ხარაგაულში ძირითადად ქირურგი-ული მომსახურების გაწევა ტრავმებზე გვიწევს. მთაგორიანი რაიონია და ხში-რია ქირურგიული ტრავმები. ბოლო დროს ბავშვებში გახშირდა ძაღლისგან დაკბენის შემთხვევები. ბავშვებს ძაღ-ლი, ძირითადად, ჭამის ან მოფერების დროს კბენს. არ ითვალისწინებენ იმას, რომ ჭამის დროს ძაღლს არ უნდა მი-ეკარონ. რამდენიმე დღის წინ ჩვენთან გოგონა მოიყვანეს, რომელსაც სახე-ზე საკმაოდ დიდი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ბავშვებში ასევე ხშირია საყოფაცხოვრებო ტრავმები და ჭრი-ლობები, წაქცევის ან ხიდან ჩამო-ვარდნის შემთხვევები. ახალგაზრდა ასაკში სჭარბობს აპენდიციტი, ხოლო შუახნის ასაკში ხშირია თიაქრის ოპე-რაციები. ახალგაზრდებშიც კეთდება საზარდულის თიაქრის ოპერაცია, რაც იშვიათია და ადამიანის კონსტრუქცი-აზეა დამოკიდებული. ქალებში უფრო ჭიპის თიაქარი გვხდება. დღეს მწვავე ქრონიკული დაავადებები ძირითადად არ გვხვდება. ჩვენ, ქართველებმა, სწო-რი და ნორმალური კვება არ ვიცით. ადრე გაცილებით ხშირი იყო მწვავე

დაავადებები, რასაც არასწორი და გადამეტებული კვება იწვევს. კუჭის დაავადებები ძალიან გაიშვიათდა. ადრე ხშირად გვხვდებოდა კუჭის წყლული. დღეს მოსახლეობა შედარებით სწო-რად იკვებება და ნაკლებსაც სვამს. ღარიბ რაიონში საქეიფოდ და დროის სატარებლად ან კი ვის სცალია. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრე-ბის შემდეგ სამუშაოს ჩხოროწყუში მთავაზობდნენ. მინდოდა ჩემს რაიონში მემუშავა, ჩემს ხალხთან. კათედრის პროფესორი, სოფო ბუაჩიძე წარმო-შობით ხარაგაულელი იყო. ძალიან ვუყვარდი და ერთხელ მითხრა, ხარა-გაული მწირი რაიონია და იქ მხოლოდ სახელი გექნება, მეტი არაფერიო. მე მაინც აქ წამოვედი. ჩემი განვლილი გზით კმაყოფილი ვარ. ჩემი პაციენ-ტებისგან პატივისცემას ვგრძნობ. როცა შენგან წასული პაციენტი გზა-ში დაგლოცავს, ხვდები, რომ მისია პირნათლად გაქვს შესრულებული. ყველა ავადმყოფს, რა თქმა უნდა, ვერ მოარჩენ, მაგრამ უხეში შეცდომა არ უნდა მოგივიდეს.ზოგადად, მედიცინაში და განსაკუთ-რებით - ქირურგიაში, უპირველესად, გულისხმიერებაა საჭირო. როცა შენ-თან ავადმყოფი მოდის, შენი პირადი

უნდა დაივიწყო, გვერდზე გადადო და ავადმყოფს მოეფერო.ხარაგაულს არაჩვეულებრივი ქირურ-გები ჰყავდა: სტეფანე დევდარიანი, იური ბერაძე, ვახტანგ არჯევანიძე. მათ გვერდით ბევრი რამ ვისწავლე. სასურველია, ჩვენი მოსახლეობა სამკურნალოდ სხვა ქალაქებში არ წავიდეს. როცა ხარაგაულში არის

შესაძლებლობა ქირურგიული მომ-სახურების, რატომ უნდა გადაიხადო სხვაგან ორჯერ ძვირი? -რა ქირურგიული მომსახურების გაწევა შეუძლია შპს „ადითი” ხარაგაულის ქირურგიულ კა-ბინეტს? -ხარაგაულის ქირურგიულ განყო-ფილებაში ჩემთან ერთად ხაშურელი

ექიმი მალხაზ გოგატიშვილი საქმი-ანობს. ექიმი, პირველ რიგში, ადამიანი უნდა იყო და შემდეგ - პროფესიონალი. ბატონი მალხაზი კარგად აღზრდილი ადამიანი და კარგი სპეციალისტია. გვყავს საოპერაციო და, - ჩვენი მარ-ჯვენა ხელი ლია გიორგაძე. ექთანი ქეთინო თავზარაშვილი ძალიან გუ-ლისხმიერი ადამიანია.ჩვენს ქირურგიულ კაბინეტში ვაკე-თებთ საზარდულის, ჭიპის, ბარძაყის, თიაქრის ოპერაციებს, აპენდიციტს, აპენდექტომიას ყველა ასაკში, ვამუ-შავებთ ტრავმასა და ჭრილობებს, თუ დიდ მოტეხილობასთან არ გვაქვს საქ-მე. მუცლის ღრუსა და კუჭის ოპერაცია ჩვენთან არ კეთდება, რასაც დღეს ჩვენ ,,ადითი” ხარაგაულის საავადმყოფო-ში ვაკეთებთ, ესეც ჩვენი - ქირურგების, მოქნილობის შედეგია. ქირურგიული კაბინეტისთვის დიდი დანაკლისია ის, რომ ანესთეზიოლოგი არ გვყავს. -რას იტყვით მოსახლეობის სა-ყურადღებოდ?-მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ მოერიდონ ტრავმებს. ახალგაზრდობა ძალიან მოდუნდა. ფიზიკურ ვარჯიშს ურჩევნიათ, კომპიუტერთან ისხდნენ. აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. კუნთოვანი სისტემა არ უნდა მოდუნ-დეს. მოსახლეობა უნდა მიეჩვიოს სწორად კვებას. ზედმეტი კვებისგან თავი უნდა შეიკავონ. სიმსუქნე არც ვიზუალურადაა სასიამოვნო და ჯანმ-რთელობასაც საგრძნობლად ვნებს.

სოფო ჭიპაშვილი

ზაურ ჭუმბურიძე: ,,ქირურგიაში, უპირველესად, გულისხმიერებაა საჭირო“

შპს ,,ადითი ხარგაულის“ ქირურგიულ განყოფილებაში დღეს ორი ქირურგი - ბატონი ზაურ ჭუმბურიძე და ბატონი მალხაზ

გოგატიშვილი მუშაობს. თუ რა დაავადებებთან ბრძოლა უწევს ქირურგიულ განყოფილებას, ამაზე ქირურგი ზაურ ჭუმბურიძე

გვესაუბრება.

1 ივნისიდან ბაზალეთში სოფლის ამბულატორიის ექიმ თინა მჭედლი-ძესთან და ექთან მარინა ცუცქირი-ძესთან კომპანია „ჯეოჰოსპიტალმა” ხელშეკრულება გააფორმა. უკვე დას-რულდა კონტინგენტის აღრიცხვა და მონაცემების შეგროვება. გასულ ერთ თვეში ექიმს ოცდასამმა პაციენტმა მი-მართა. „მოსახლეობა ინფორმირებულია და ჯერჯერობით, შენობის აშენებამდე, ხარაგაულის პოლიკლინიკაში გვა-კითხავს, - ამბობს ექიმი თინა მჭედ-ლიძე, - ვემსახურებით ისე, როგორც სხვა ამბულატორები. ოთხი წელია ამ საკითხის მოგვარებისთვის ვზრუნავთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერ-თად. მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა.”

„კონტინგენტის აღრიცხვა უკვე დას-რულდა. ხუთას ორმოცდაათ ადამიანს გავუწევთ სამედიცინო მომსახურებას. აქედან 60 მათგანი 0-დან 14 წლამდე მოზარდია,” - ამბობს ექთანი მარინა ცუცქირიძე.

„სოფლის მხარდაჭერის პროგ-რამის” ფარგლებში სამი წლის წინ

ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოს სოფლების მოსახლეობამ პრიორიტე-ტად სოფელში საექიმო ამბულატორიის აშენება მიიჩნია. წლების მანძილზე ამ ტერიტორიული ორგანოს ოთხი სოფ-ლის (ბაზალეთი, ქროლი, ღარიხევი, წიფი) მოსახლეობა ყოველგვარი ამბუ-ლატორიული მომსახურების გარეშე იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ხარაგაულის პოლიკლინიკას მიკუთვ-ნებული ეს სოფლები პროგრამიდან ამოიღო, შემდეგ კი ლაშის სოფლის ამბულატორიას გადასცა.

„ორი წელია, რაც ბაზალეთში ამბუ-ლატორიის ასაშენებლად თანხა მუნი-ციპალიტეტის ბიუჯეტში ირიცხება, - ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი თორნიკე ავალიშვილი, - მშენებლობა დაიწყო 2012 წლის 3 ივლისს და ამბულატორიის შენობის აგებისთვის 26 600 ლარია განკუთვ-ნილი. სამშენებლო სამუშაოებს აწარ-მოებს შპს KGA (დირექტორი კუკური ავქოფაშვილი). სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. აიგება ოთხოთახიანი შენობა სველი წერტი-

ლებით, კეთილმოეწყობა მისი ეზო გარე განათებით.”

შენობის აგებამდე ამბულატორიის-თვის ოთახების დათმობის მზაობა გამოხატა ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორმა იზოლდა ოკრიბელაშ-ვილმა. მისი თქმით, მან შესაბამისი წერილით მიმართა ადგილობრივ ხელი-სუფლებას და შუამდგომლობა სთხოვა განათლების სამინისტროსთან, რათა ამბულატორიას, გამონაკლისის სახით, დროებით დათმობოდა ოთახი. „სამი-ნისტროსთან შეთანხმების გარეშე არ მაქვს უფლება, სკოლის შენობაში სხვა იურიდიული პირი შემოვუშვა, მაგრამ ეს გამონაკლისის სახით მოვითხოვე, - ამბობს სკოლის დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი, - როგორც ვიცით, მშე-ნებლობა სექტემბერში დასრულდება და სკოლის ოთახი მხოლოდ საზაფხულო არდადეგების პერიოდში დასჭირდებო-დათ. თუ ნებას დაგვრთავენ, მე ხელს შევუწყობ ყველანაირად. დაინტერესე-ბული ვარ, რომ სოფელში სამედიცინო ამბულატორია ფუნქციონირებდეს. ვიცი მშობლების აზრი და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ფინანსები გამოიყო და ახლა დროებითი უბინაობა არ უნდა გახდეს პროექტის განხორციელებისთ-ვის ხელისშემშლელი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თორნიკე ავალიშვილის თქმით, მან წერილობით მიმართა გა-ნათლების სამინისტროს, სადაც სამი თვით ბაზალეთის საჯარო სკოლაში ამბულატორიისთვის ოთახის გამოყოფას ითხოვს, თუმცა მისივე თქმით, პასუხი

ჯერ არ მიუღია. „განათლების სამინისტ-როდან თუ თანხმობა ვერ მივიღეთ, მაშინ ამბულატორიას დროებით იმ კერძო სახ-ლში განვათავსებთ, სადაც ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და მისი თანაშემწე მუშაობენ,” - ამბობს გამგებელი.

სამედიცინო პერსონალის თქმით, ბაზალეთის ადმინისტრაციულ-ტერი-ტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის ოთახი კეთილმოუწყობელია და არც ელექტროენერგია მიეწოდება. არ არის ცალკე ოთახი აცრებისთვის.

„ყველაზე კარგი იქნება, თუ დრო-ებით ამბულატორია სკოლის შენობაში განთავსება. ამდენი ხანი ველოდით ბა-ზალეთში ამბულატორიის ამოქმედებას და შენობა რომ აიგება, იმედია, მერე ყველაფერი მოწესრიგდება. შემდგომ

ვიზრუნებთ ამბულატორიის კომპი-უტერული ტექნიკით აღჭურვაზეც და ამაშიც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი გვაქვს,” - ამბობს თინა ექიმი.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მამუკა ჭი-პაშვილის თქმით, იგი დაინტერესდება ამ საკითხით და სამინისტროს წინაშე აუცილებლად დასვამს სკოლაში ამბუ-ლატორიისთვის ოთახის დროებით გამო-ყოფის საკითხს. „ვიკითხავ განათლების სამინისტროში და თუკი მოიძებნება სამართლებრივი ფორმა, რომ სკოლის შენობაში იფუნქციონიროს ამბულატო-რიამ, რატომაც არა, რა პრობლემაა,” - ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.

ნინო კაპანაძე

„დროებითმა უბინაობამ არ უნდა შეაფერხოსპროგრამის განხორციელება”

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში მცხოვრები ლელა ცისკაძე ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა. საბა და

კახა ხუთი წლის შესრულდნენ და მორიგი პროფილაქტიკური აცრა უწევთ. ლელა კმაყოფილია ბაზალეთში ამბულატორიის

ამოქმედებით და ამბობს, რომ ბავშვების ადგილზე აცრის გარდა, ზოგადად ექიმის მომსახურება სოფელში აუცილებელია.

„კარგია, რომ ამბულატორია ამოქმედდა, მაგრამ როგორც შევიტყვე, ჯერ შენობა არ აქვთ. ჩემი ტყუპები ასაცრელები

არიან და ჯერჯერობით, ალბათ ისევ ხარაგაულში მომიწევს წასვლა,” - ამბობს ლელა.

Page 6: მეხუთასე ნომრის ბედნიერი დამთხვევა - იმედი ხვალის · ღეჭილი” მაქვს; მაგრამ

6xtvb [fhfufekb^ BDkBcB @_!@ o

ხარაგაულის ფოლკლორულმა ან-სამბლმა „საუნჯემ” (ხელმძღვანელები დალი და მაია მაღრაძეები) მორიგი აღიარება და გამარჯვება მოიპოვა. ანსამბლი წარმატებით გამოვიდა საერთაშორისო ფესტივალზე ბათუმ-ში. საზოგადოება „ზღვის ჰარმონიამ” წელს უკვე მერვედ უმასპინძლა საერ-თაშორისო ფესტივალ-კონკურსს.

ანსამბლმა „საუნჯემ” გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო კუთხური ტრადიციული ნიმუშების წარმოჩენა.” ანსამბლის ყველა წევრი დაჯილდოვდა დიპლომით და მიენიჭათ ლაურეატის წოდება.

ფესტივალში, რომელიც 25-29 ივნისს ბათუმში გაიმართა, 22 ქვეყნის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდა. მათ შორის რვა უცხოეთიდან - უკრაინიდან, ჩეხე-თიდან, ირანიდან, ნეპალიდან და სხვ.

ფესტივალის დღეებში ანსამბლი სხვადასხვა სიმღერას სთავაზობდა მაყურებელს. „საუნჯემ” პირველ დღეს შეასრულა „თუშური სატრფიალო,” „პატარა საყვარელი ხარ,” „იმერული ლაშქრული სიმღერების პოპური;”

მეორე დღეს - „ეუკუნათ კაკუტეს” მეგრულად, „ბეჩა, ყირამალა” და პო-პური ცეკვის თანხლებით;

მესამე დღეს - „შირაქის ველზე მივდივარ,” „იმერული საარქივი ფერ-ხული,” „იმერული სიმღერების პოპუ-რი” ცეკვის თანხლებით (ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე).

ანსამბლის ხელმძღვანელი დალი მაღრაძე ძალიან გახარებულია წარმატებით. იგი ამბობს, რომ „საუნ-ჯეს” თითოეული წევრისთვის მსგავს ფესტივალებში მონაწილეობას უდი-დესი მნიშვნელობა აქვს. „ბავშვი, რომელსაც მთელი წელი ამეცადინებ, დაინტერესებულია საკუთარი შრომის შედეგის დანახვით, - ამბობს დალი მაღრაძე, - კონკურსში ჩართვით,

წარმატების მოპოვების გარდა, ანსამბ-ლის წევრები მეტად უმეგობრდებიან ერთმანეთს. ხალხური სიმღერისა და ფოლკლორისადმი განსაკუთრებული პატივისცემა უყალიბდებათ, იხვეწე-ბიან და სცენას ეჩვევიან.”

მაია მაღრაძე საკმაოდ კმაყოფი-ლია ფესტივალზე „საუნჯეს” გამო-სვლით. არ ველოდი, ასე კარგად თუ წარმოაჩენდნენ საკუთარ თავს და ძალიან გამიმართლეს იმედები. ფესტი-ვალებში მონაწილეობა აუცილებელი და საჭიროა, რადგან საკუთარ შესაძ-ლებლობებს უკეთ აფასებენ.

ანსამბლ „საუნჯეს” წევრის, ქეთი ლაცაბიძის დედა მარიკა ხომასუ-რიძე პირველ რიგში მადლობას უხდის პედაგოგებს იმ შრომისთვის, რასაც ისინი მთელი წლის მანძილზე ეწევიან. „კონკურსში მონაწილეობასთან ერთად შესანიშნავად დავისვენეთ, ბათუმი დავათვალიერეთ, კარგად გავერთეთ. ერთმანეთთან ურთიერთობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კმაყოფილები და გახარებულები დავბრუნდით ხარა-გაულში,” -დასძენს მარიკა.

ნინო კაპანაძე

“საუნჯე” საერთაშორისოფესტივალის გამარჯვებულია

დღეს, 6 ივლისს, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურება იმე-რეთის თეატრალური ფესტივალი. მასში მონაწილეობდა 14 თეატრალური დასი ქუთაისიდან და იმერეთის ყველა რაიონიდან. წარმოდგენები ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე ორი კვირის მანძილზე ყოველდღიურად იმართებოდა. ფესტივალი “არტ ივნისის” ფარგლებში წელს პირველად ეწყობა, თუმცა ორგანი-ზატორები ფესტივალის ტრადიციულად ყოველწლიურად გამართვას გეგმავენ. ჟიური სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს დღეს გამოავლენს და მათ საჩუქრებს გადასცემს.

იმერეთის თეატრალურ ფესტივალში ჩართულია ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი სპექტაკლით “თანამდევი სული” (სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე).

წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის თეატრალურ დასსა და რეჟისორს.

იმერეთის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულები დღეს დაჯილდოვდებიან

ევრო 2012-ის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა

პოლონეთსა და უკრაინაში მიმ-დინარე ევროპის საფეხბურთო ჩემ-პიონატის ფინალი განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ესპანეთის ნაკრებმა ანგარიშით 4:0 სძლია იტა-ლიის ნაკრებს და ევროპის ჩემპიონის თასს დაეუფლა.

უეფას ტექნიკურმა კომიტეტმა, რომელიც 11 სპეციალისტისგან შედგება, ევრო 2012-ის 23 საუკე-თესო ფეხბურთელი დაასახელა. სიაში 10 ესპანელი ფეხბურთე-ლი მოხვდა. ერთადერთი ფეხბურ-თელი ესპანეთის ნაკრების ძირი-თადი შემადგენლობიდან, ვინც ამ 23-კაციან სიაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, დავიდ არბელოა. ევრო 2012-ის საუკეთესო ფეხბურთე-ლების ტიტულს დაეუფლენ:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია), იკერ კასილიასი (ესპა-ნეთი), მანუელ ნოიერი (გერმანია); მცველები: ჟერარდ პიკე, სერხიო რამოსი, ხორდი ალბა (ესპანეთი), ფილლიპ ლამი (გერმანია), პეპე, ფაბიო კოენტრაო (პორტუგალია); ნახევარმცველები: დანიელე დე როსი, ანდრეა პირლო (იტალია), სტი-ვენ ჯერარდი (ინგლისი), ჩავი ერნან-დესი, ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუს-კეტსი, ჩაბი ალონსო (ესპანეთი), მე-სუთ იოზილი, სამი ჰედირა (გერმანია); თავდამსხმელები: მარიო ბალო-ტელი (იტალია), სესკ ფაბრეგასი, დავიდ სილვა (ესპანეთი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი).

Page 7: მეხუთასე ნომრის ბედნიერი დამთხვევა - იმედი ხვალის · ღეჭილი” მაქვს; მაგრამ

7xtvb [fhfufekb^ BDkBcB @_!@ o

გამოსაშვები ზეიმი ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში

Page 8: მეხუთასე ნომრის ბედნიერი დამთხვევა - იმედი ხვალის · ღეჭილი” მაქვს; მაგრამ

8 xtvb [fhfufekb ^ BDkBcB @_!@ o

vsfDfhB htlfMNjhB

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

vBc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ ( $#! @# $% %$

დ. ხარაგაული06.07 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +16ºC;07.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე 18ºC;08.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +28ºC, ღამე +18ºC;09.06 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +28ºC, ღამე +18ºC;10.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +30ºC, ღამე +20ºC;11.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +31ºC, ღამე +21ºC.

ბორითი25.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +28ºC, ღამე +13ºC;07.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +28ºC, ღამე +17ºC;08.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +30ºC, ღამე +18ºC;09.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +31ºC, ღამე +16ºC.10.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +31ºC, ღამე +17ºC.11.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +33ºC, ღამე +21ºC.

კიცხი25.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +17ºC;07.06 - მზიანი დარი, დღე +27ºC,

ღამე +19ºC;08.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +28ºC, ღამე +19ºC;09.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +29ºC, ღამე +19ºC.10.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +30ºC, ღამე +20ºC.11.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +32ºC, ღამე +22ºC.

მოლითი25.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +10ºC;07.06 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +15ºC;08.06 - მზიანი დარი, დღე +29ºC,

ღამე +16ºC;09.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +29ºC, ღამე +13ºC.10.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +15ºC.11.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +31ºC, ღამე +18ºC.

amindi

იკითხეთ გაზეთი “ჩემი ხარაგაული”

ამ ფოტოზე წარმოჩენილი პიროვ-ნება, ვერტყვიჭალელი აკაკი ციც-ქიშვილი, ახლა 83 წლისაა. მაშინ კი, როცა ეს ფოტო გადაიღო, ორმოციანი წლების მიწურულს სრულიად ახალ-გაზრდა ზესტაფონის ფეროშენადნობ-თა ქარხანაში იწყებდა მუშაობას. მას შემდეგ სამოცდახუთმა წელმა განვლო. პირველ შრომით ნაბიჯებს შემდეგი ენაცვლებოდა. მუშაობდა კოლმეურ-ნეობაში, 70-იან წლებში ხარაგაულის თხევადი გაზის საწარმოშიც, მაგრამ მისი ყველაზე საყვარელი საქმე სოფ-ლის მეურნეობა იყო. მევენახეობა, მესიმინდეობა, მეხილეობა, მეცხოვე-ლეობა - აი, ის დარგები, სადაც მის ნახელავს ნაკლს ვერავინ აართმევდა.

ოჯახი ახალგაზრდამ შექმნა ხეველ ანიჩკა ტაბატაძესთან ერთად. ორი შვილი აღზარდეს - ორივე საუკეთესო. ეთერი ბიოლოგია, პედაგოგად მუშაობს სოფელ ფარცხანაყანებში, სადაც თა-

ვის მეუღლესთან, მიშა ჭიპაშვილთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. ტარიელი თბილისში ცხოვრობს თავის დიდ ოჯახთან ერთად. წარმატებით საქმიანობს, მამასაც გვერდით უდგას.

აკაკი ციცქიშვილი ძალიან უყვარს სოფელს. ეს გამრჯე კაცი სტუმართ-მოყვარეობით, მეზობლებისადმი თა-ნადგომით, პურ-ღვინითაა განთქმული. იშვიათი მასპინძლობა იცის, მსუბუქ იუმორთან შეზავებული. ერთ დროს კარგი მონადირე და მებადურიც იყო. დღეს კი იმაზე წუხს, მდინარეში თევზს რომ არავინ ზოგავს აკრძალული სა-შუალებით.

სიბერემ ხელი დამრიაო, - წუხს ბა-ტონი კაკი, საქმეს ძველებურად ვეღარ ვართმევ თავსო. უფრო მტკივნეულად კი იმას განიცდის, სამი წლის წინ ღვთისმოსავი მეუღლე რომ დაეღუპა მოულოდნელად.

მიუხედავად ავადმყოფობისა, ეს

ჭკვიანი კაცი საქმეს ტოლს არ უდებს. დღესაც ძველებურად ესათუთება ვაზს და ღვინის ქვევრებს, კვლავაც დღენი-ადაგ შრომობს და მომავალს იმედის თვალით შეჰყურებს.

თემურ ბლუაშვილი

კაცი, რომელიც უყვარს სოფელს

ჩემო ცელქო, 5 ივლისს დაბადებუ-ლო საბა ლიპარტია, გილოცავ ორი წლის იუბილეს.

17 ივლისს დაბადებულ ლუკა ჭყოიძეს ვულოცავ ორი წლის იუბი-ლეს.

გისურვებთ ბედნიერ ბავშვობას, უბედნიერეს ახალგაზრდობას და ტკბილ სიბერეს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ძალიან გვიყვარხართ. იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა თქვენ გაჩნდით ამ ქვეყანაზე.

ბებია, ბაბუა, ბიძია, თამთა კიკნაძეები

სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის რამდენიმე ლექსი ვისწავლეთ. მასწავ-ლებელმა პოეტზე ბევრი რამ გვიამბო. მაშინ გავიგეთ, რომ ის ფარცხნალის სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად და ცხოვრობდა ფილიპე ხარაძის სახ-ლში, წმინდა კახორის მთის ძირში. იმ სახლში ახლა ოთახ-მუზეუმია. მასწავლებელი დაგვპირდა, რომ დაგ-ვათვალიერებინებდა. და აი, სასწავლო წლის დასასრულს გადავწყვიტეთ მოგვეწყო ლაშქრობა-ექსკურსია გ. ტაბიძის ,,დალაშქრული“ ადგილების მოსანახულებლად.

მასწავლებლის გვირჩია, რომ იმ გზას გავყოლოდით, რომლითაც პოეტი დადიოდა სკოლაში, სკოლა თურმე ეკლესიის ეზოში მდგარ ქოხში მდება-რეობდა. პირველად ეკლესიაში შევე-დით, სანთლები დავანთეთ. ეკლესიის ეზოში ,,გალაკტიონის ცაცხვთან“ ყვავილები მივიტანეთ და სურათი გადავიღეთ. მასწავლებლები გზა-დაგზა გვიყვებოდნენ ამბებს პოეტის მოღვაწეობის შესახებ, გვიკითხავდნენ გაკალტიონის ლექსებს.

ჭიშკართან კეთილი სახის ჭაღა-რა კაცი შემოგვეგება და ოჯახში მიგვიწვია. ეს იყო ფილიპე ხარაძის შთამომავალი ელგუჯა ხარაძე. სახლ-ში მისულებს დაგვხვდა ნატო დეიდა,

რომელმაც დაგვათვალიერებინა ოთა-ხი, სადაც დიდი პოეტი ცხოვრობდა. ნატო დეიდა და ელგუჯა ბიძია გაგვი-მასპინძლდნენ კიდეც, მადლობა მათ ამისთვის! ასევე მადლობა ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, ვინც ეს ოთახ-მუზეუმი შექმნა. გალაკტიონის ოთახ-მუზეუმი-

დან წამოსულებმა აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახლი და ეზო მოვინახულეთ.

ამ ლაშქრობა-ექსკურსიიდან შინ შთაბეჭდილებებით სავსენი დავბ-რუნდით.

მონიკა ბუცხრიკიძე (V კლ.)მარიამ გოგოლაძე (IV კლ.)

საინტერესო მოგზაურობა

თარაზულად: 5. დიაკომე; 8. რძე-ნიყუ; 9. ალიკვ; 10. იტაედ; 11. ბამეა; 12. ნაბიამი; 15. გირიინ; 17. ლიაიტა; 19. ხიარ; 20. კურისტიკაუ; 21. ღაკინდ; 23. ტიამეს; 26. ლინისტა; 29. ვინია; 30. რაკობ; 31. დილან; 32. იციაამბს; 33. ზილიანა.

შვეულად: 1. დონიკორ; 2. სტავე; 3. იმემძ; 4. ნაბაანა; 6. ანიაკვ; 7. ტუ-რაკაკარი; 8. მიირიყ; 13. სინდიმი; 14. კესიმარ; 16. გინერ; 18. დიიარ; 21. უმიკალი; 22. ალატრა; 23. მატიან; 24. არზითრო; 25. ყიაავ; 27. ენალ; 28. თლიბო.

პასუხები:თარაზულად: 5. კომედია; 8. ყურძენი;

9. კვალი; 10. ედიტა; 11. ამება; 12. ნამიბია; 15. ინგირი; 17. იტალია; 19. არხი; 20. კაუსტიკური; 21. კინდღა; 23. მესტია; 26. სტალინი; 29. ნიავი; 30. კობრა; 31. ლანდი; 32. ამბიცია; 33. ანალიზი.

შვეულად: 1. კორდონი; 2. ვესტა; 3. მძიმე; 4. ანაბანა; 6. აკვანი; 7. კარიკატურა; 8. ყირიმი; 13. სიმინდი; 14. მარკესი; 16. ნერგი; 18. იარდი; 21. კალიუმი; 22. არტა-ლა; 23. მანტია; 24. ართროზი; 25. ავყია; 27. ლენა; 28. ბოთლი.

ტვინხვრეტვორდი