ზოგადი ფსიქოლოგია - eon.ge · დიმიტრი...

451

Upload: others

Post on 02-Sep-2019

44 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • დიმიტრი უზნაძე

    ზოგადი ფსიქოლოგია წიგნი პირველად გამოიცა 1940 წელს.წიგნი წარმოგიდგინათ http://clouds.ge/ -მ.მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის და არა კომერციული

    გამოყენებისთვის.

    http://clouds.ge/

  • წინასიტყვაობაწინასიტყვაობა

    კარი პირველიფსიქოლოგიის შესავალი

    ფსიქოლოგიის საგანი და ამოცანა1. მეტაფიზიკური ფსიქოლოგია2. ემპირიული ფსიქოლოგია3. ბიჰევიორიზმი.4. ემპირიზმისა და ბიჰევიორიზმის ძირითადი შეცდომა6. ფსიქიკურის ობიექტურობა7. ფსიქოლოგიის საგანი8. ფსიქოლოგიის ამოცანა

    ფსიქოლოგიის მეთოდებითვითდაკვირვებასხვათა დაკვირვება1. ანალოგიის თეორია2. ანალოგიის თეორიის კრიტიკა3. ფსიქიურის ობიექტური მოცემულობის შესაძლებლობაექსპერიმენტი1. ექსპერიმენტის ცნება2. ექსპერიმენტის პირობები3. ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის სახეები

    ცნობიერების მოვლენათა კლასიფიკაცია1. კლასიფიკაციის სიძნელე2. ძველი კლასიფიკაცია3. ელემენტარული პროცესების კლასიფიკაციის ცდები4. შტუმფის კლასიფიკაცია

    ფსიქიკური პროცესების შუალობითი ხასიათი1. ფიზიკურის ფიზიკურზე ზემოქმედების უშუალობა2. “უშუალობის თეორია “ ფსიქოლოგიაში3. უშუალობის თეორიის კრიტიკა4. მთლიანი სუბიექტი როგორც ამოსავალი ცნება ფსიქოლოგიაში

    კარი მეორეპიროვნების ბიოლოგიური საფუძვლები

    წინასწარი შენიშვნებიკონსტიტუციის მოძღვრებაშინაგანი სეკრეცია

  • ნერვული სისტემალოკალიზაციის მოძღვრება

    კარი მესამეგანწყობის ფსიქოლოგია

    განწყობა1. მიზანშეწონილობის პრობლემა: მექანიციზმი და ვიტალიზმი2. მიზანშეწონილების პრობლემა: განწყობა3. განწყობა და ადამიანი4. განწყობის ცნება ბურჟუაზიულ ფსიქოლოგიაში5. განწყობის სუბიექტური ფაქტორი6. განწყობის ობიექტური ფაქტორი7. განწყობის ცნების მცთარი გამოყენებაფიქსირებული განწყობა1. ფიქსირებული განწყობის ცნება2. ფიქსირებული განწყობის ილუზიებიგანწყობის ზოგადი ფსიქოლოგიისთვისგანწყობის დიფერენციული ფსიქოლოგიისთვისგანწყობა პათოლოგიურ შემთხვევებში1. განწყობა და პათოლოგია2. განწყობა შიზოფრენიის დროს3. განწყობა ეპილეფსიის დროს4. განწყობა ისტერიის შემთხვევებში5. ჯანმრთელობის გაუმჯებესება და განწყობა

    კარი მეოთხეემოციურ განცდათა ფსიქოლოგია

    ემოციური განცდები1. ცნობიერების მუშაობის უკიდურესი ეტაპები2. ემოციური განცდის შედარებითი პრიმიტულობა3. ემოცია და გრძნობა — ვიწრო მნიშვნელობითგრძნობა1. გრძნობის დამოუკიდებლობის საკითხი2. ელემენტარული გრძნობების ძირითადი რომელობები3. გრძნობათა კლასიფიკაციაემოცია და მისი კლასიფიკაციის ცდები1. გრძნობა და ემოცია2. ემოციის ძირითადი კლასებიემოციურ განცდათა რომელობითი დახასიათება1. სუბიექტურობა2. პოლარული ხასიათი3. პოლუსების ასიმეტრიულობა4. ემოციური მდგომარეობის ერთიანობა

  • 5. ამბივალენტობაემოციური განცდის გრადუალური დახასიათება1. ინტენსიობა2. ექსტენსიობა3. სიღრმე4. გრძნობის ხანიერობა5. ემოციურ განცდათა გრადუალური განსხვავებულობის ქვალიტატური ხასიათი

    1. გუნება2. აფექტი.

    ემოციური განცდა და სხეული1. გრძნობა და გამომხატველი მოძრაობა2. ემოცია და გამომხატველი მოძრაობა3. ჯემს-ლანგეს თეორია4. ემოციის ფიზიოლოგიური საფუძვლებიტემპერამენტი1. ტემპერამენტის ცნება2. ტემპერამენტის ტიპოლოგია

    კარი მეხუთექცევის ფსიქოლოგია

    იმპულსური ქცევა1. ცოცხალი არსება და ვიტალური მოთხოვნილება2. ვიტალური მოთხოვნილება და ქცევა3. მომსახურება როგორც ქცევის ცალკე ფორმა4. იმპულსური ქცევა და მომსახურება5. შრომა და მოთხოვნილება6. შრომა და ნებელობანებელობა1. ცნების ზოგადი განსაზღვრება2. ნებელობის სხეულებრივი საფუძვლებინებელობის აქტის შესრულება1. ნებელობის პერიოდები2. ნებისმიერი ქცევის მიმდინარეობა3. დეტერმინაციის ტენდენციის და კვაზი-მოთხოვნილების თეორიები4. განწყობა როგორც შესრულების საფუძველიგადაწყვეტილების აქტი1. ნებელობის განცდის ფენომენოლოგია2. გადაწყვეტა განწყობის შეცვლის განცდაანებელობის სიმტკიცის საკითხი1. ნებელობის სიმტკიცის საფუძველი2. ნებისყოფის სიმტკიცის ექსპერიმენტალური შესწავლის ცდები.3. ნებელობა და პერსევერაცია4. განწყობა და ნებისყოფიის სისუსტე

  • მოტივაცია ნებელობის აქტის წინა პერიოდი1. ამ პერიოდის შესწავლის მნიშვნელობა2. ამ პერიოდს აზრი3. არჩევანი და მოტივი4. ფიზიკური ქცევის ცნება5. მოტივის ცნება ფსიქოლოგიაში6. მოტივის ფუნქცია7. მოტივი და მაღალი მოთხოვნილებები8. მოტივაცია და განწყობა9. ნებისმიერი და იმპულსური ქცევა10. ნებელობის აქტიურობა11. ნებელობის თავისუფლების პრობლემააქტიობის სხვა სახეები1. შთაგონების პრობლემა2. იძულება და მისი როლი ნებელობის გენეზისშიაქტიობის ონტოგენეტური განვითარებახასიათი1. ხასიათის ცნება2. მთელი და ნაწილობრივი ხასიათში3. გარემო და ხასიათი4. ხასიათის ტიპები5. შპრანგერისა და შტერნის კრიტიკა6. ტიპოლოგიის სხვა ცდები

    კარი მეექვსეაღქმის ფსიქოლოგია

    აღქმის ელემეტარული პირობები და კანონზომიერებანი1. აღქმის რაობა2. გაღიზიანება3. გრძნობის ორგანო4. შეგრძნება5. შეგრძნების მომენტები6. ე.წ. “სპეციფიკური ენერგიის კანონი “7. ვებერისა და ფეხნერის კანონიშეგრძნებათა ფსიქოლოგია1. შეგრძნების პრობლემა თანამედროვე ფსიქოლოგიაშიმხედველობა1. მხედველობის შეგრძნებათა ძირითადი რომელობანი2. ნეიტრალური ფერები3. სპექტრალური ფერებისმენა1. ხმაური2. ტონი

  • გემო და სუნი1. სუნის შეგრძნება2. გემოს შეგრძნებაშეხების მოდალობანი1. შეხების შეგრძნება2. ტემპერატურის შეგრძნება3. ვიბრაციის შეგრძნება4. კინესთეტური შეგრძნება5. წონასწორობის შეგრძნება6. ორგანული შეგრძნებაშეგრძნებათა ინტერმოდალური ერთიანობა1. საკითხის დაყენება2. მეტყველების მოწმობა3. სინეთეზია4. ექსპერმენტული საბუთები5. ინტერმოდალური ერთიანობის საფუძველიაღქმა1. აღქმა2. აღქმის საგანი და შინაარსი3. საგნისა და შინაარსის ურთიერთობა4. აღქმის კონსტანტობის პრობლემა5. აღქმის კატეგორიალობის საკითხი6. გეშტალტის ცნება7. გეშტალტის ფაქტორები8. ფიგურა და ფონი9. გეშტალტთეორიის კრიტიკასივრცის აღქმა1. ნატივიზმი და გენეტიზმი2. სიდიდის აღქმა3. მესამე განზომილებადროის აღქმა1. აწყმოს განცდა2. უმოკლესი აწმყო3. მაქსიმალური აწმყო4. რითმი5. ხანიერების შეფასება6. ნატივიზმის საკითხი7. სენსორული შინაარსიდაკვირვება1. “შეგრძნებითი აღქმა “2. დაკვირვებააღქმის ონტოგენეტური განვითარება

  • 1. ადრეული ბავშვობა2. აღქმის შემდგომი განვითარება3. აღქმის სტრუქტურული განვითარება

    კარი მეშვიდემნემური პროცესების ფსიქოლოგია

    მნემური პროცესის უმარტივესი ფორმები1. მნემე2. ხანიერობაუშუალო მეხსიერება1. უშუალო მეხსიერება2. უშუალო მეხსიერების მოცულობის საკითხიეიდეტური ხატი1. ეიდეტური ხატი2. ეიდეტური ხატის ტიპოლოგია3. ეიდეტიზმი როგორც პრიმიტული ფენომენი4. ეიდეტური ხატის ტემპორალური თავისებურებაპერსევერაცია1. პერსევერაციის ნება2. პერსევერაცია როგორც წარმოდგენაცნობა1. ცნობა და მოგონება2. ცნობა როგორც მეხსიერების დამოკიდებული ფორმა3. განმეორება როგორც ფაქტორი ცნობის4. ჩვეული და ნაცნობი5. ნაცნობობის რომელობა6. ნაცნობობის გრძნობა7. ცნობა და განწყობა8. ცნობის ილუზიებიწარმოდგენათა ასოციაცია1. წარმოდგენა2. წარმოდგენა და აღქმა3. ასოციაცია4. ასოციაციის კანონები5. ასოციაციის კანონთა რედუქცია6. რეინტეგრაციის კანონი7. ასოციაცია და განწყობა8. ასოციაციური მეხსიერება როგორც მეხსიერების დაბალი ფორმა9. რეპროდუქციის სიზუსტის საკითხიაქტიური მეხსიერების ფორმები1. ნებისმიერი მეხსიერებასწავლა და მოგონება1. ებინგჰაუსის მეთოდი

  • 2. სწავლა და მოგონება როგორც ნებისმიერი მეხსიერების ფორმებისწავლა1. სწავლის ცნებადასწავლის სისწრაფის ფაქტორები1. ნებელობა2. ინტერესი3. ფიზიოლოგიური ფაქტორი4. სენსორული ფაქტორი5. ინტელექტუალური ფაქტორიდასავლეთის “კანონები “1. დამახსოვრებული ერთეულის რიგში ადგილმდებარეობის კანონი2. ფუკოს კანონი3. გეშტალტიზაციის კანონი4. სწავლის ტემპი5. განმეორების ადგილმდებარეობის კანონი6. “ჰიპერფიქსაციის “ კანონი7. იოსტის კანონი8. მთლიანად სწავლის კანონიდავიწყება1. დავიწყების ორი ცნება2. დავიწყების ფენომენოლოგია3. დავიწყების ძირითადი კანონი და დავიწყების მრუდე4. დავიწყების სხვა ფაქტორებიმოგონება1. მოგონება2. მოგონების დათარიღების საფუძველი3. მოგონების აწმყოზე დამოკიდებულება როგორც მისი ფაქტორი4. ობიექტური და სუბიექტური წარსული5. აწმყოს განცდის გავლენა წარსულზეჩვენების ფსიქოლოგია1. კვლევის მეთოდები2. ჩვენების ფსიქოლოგიის პრაქტიკული მნიშვნელობა3. ჩვენების ფსიქოლოგიის მთავარი შედეგები4. შეცდომის ფაქტორებიმეხსიერების თეორიები1. ორი თეორიული საკითხი2. კვალის თეორია3. მიულერის თეორია4. ასოციაციის თეორია5. განწყობის თეორია6. დარწმუნებულობის საფუძველიმეხსიერების დაავადებანი

  • 1. ჰიპერმნეზია2. ჰიპომნეზიამეხსიერების ონტოგენეტური განვითარება1. ცნობა2. უშუალო მეხსიერება3. ასოციაციური მეხსიერება4. სწავლა5. მოგონება

    კარი მერვეაზროვნების ფსიქოლოგია

    აზროვნება1. აღქმა და აზროვნება2. აღქმისა და აზროვნების განსხვავება4. დეტერმინაციის ტენდენცია5. აქტიურობა6. ტრანსპოზიციაპრაქტიკული აზროვნება1. კელერის ცდები2. “ცდისა და შეცთომის თეორია “3. “გარდასვლის განცდის თეორია4. ანთროპოიდის აზროვნების საკითხი5. პრაქტიკული აზროვნება6. მომსახურება და პრაქტიკული აზროვნებახატოვანი აზროვნება1. ხატოვანი აზროვნება2. მეტყველება და ხატოვანი აზროვნება3. საგნის აზროვნება4. ხატოვანი აზროვნება და მიმართებათა ასახვაცნებითი აზროვნება1. ასოციაციონიზმი აზროვნების ფსიქოლოგიაში2. აზრი როგორც არათვალსაჩინო განცდა3. ცნებითი აზროვნება და თვალსაჩინო შინაარსია. ცნება1. აზრი და თვალსაჩინოება2. ცნება და ზოგადი წარმოდგენა3. ცნების შემუშავების პროცესი4. ცნების გაგებაბ. მსჯელობა1. მსჯელობის რაობა2. მიმართების აღქმა და მსჯელობა3. დარწმუნებულობის პრობლემაგ. დასკვნა

  • 1. დასკვნა2. დასკვნის პროცესიაზროვნების განვითარება ონტოგენეზში1. აზროვნების განვითარების პირობები ფილოგენეზსა და ონტოგენეზში2. ინტელექტუალური ინტერესის განვითარების ძირითადი პერიოდები3. ცნებითი აზროვნების განვითარება4. დაწყებითი სკოლის პერიოდი (8-10 წ.)5. ცნება საშუალო სკოლის დასაწყის წლებში (11-13 წ.)6. ბოლო საფეხური სასკოლო ასაკში (14-17 წ.)

    კარი მეცხრეყურადღების ფსიქოლოგია

    ყურადღება1. რა არის ყურადღება2. ყურადღება როგორც აქტი3. ყურადღების სახეები4. ინტელექტუალური ყურადღებაყურადღების თვისებები1. ყურადღების ინტენსიობის საკითხი2. ყურადღების მოცულობა. სენსორული ყურადღების მოცულობა3. ყურადღების განაწილების საკითხი4. ყურადღების ტემპორალური თვისებებიყურადღების პროცესის მიმდინარეობა1. მოთხოვნილება როგორც ყურადღების ძირითადი ფაქტორი2. პასიური ყურადღების ფაქტორებინებისმიერი ყურადღების ფაქტორები1. ნებისყოფა როგორც ფაქტორი2. ნებისმიერი ყურადღების შუალობითი ხასიათი3. მოლოდინიყურადღების გავლენა1. აქტიობის გაცხოველება როგორც ყურადღების ძირითადი ეფექტი2. სენსორული აქტიობა3. ყურადღების გავლენის საკითხი სენსორული შინაარსების ინტენსიობაზე4. ყურადღების გავლენა მოტორულ აქტიობაზე5. ყურადღების გავლენა მეხსიერებასა და ინტელექტუალურ ოპერაციებზე6. ყურადღება და გრძნობაყურადღება და ორგანიზმი1. ყურადღება და ორგანიზმიყურადღების პათოლოგია1. ცნობიერების სინათლის პათოლოგიური დაქვეითება2. ყურადღების აშლილობის ტიპები3. ცნობიერების დავიწროება

  • ყურადღების განვითარება ონტოგენეზში1. ყურადღების მოცულობა2. ყურადღების კონცენტრაცია3. ყურადღების დინამიკურობა

    კარი მეათეწარმოსახვის ფსიქოლოგია

    წარმოსახვა1. წარმოსახვა2. მეხსიერებისა და ფანტაზიის წარმოდგენა შინაარსის მხრივ3. მეხსიერებისა და ფანტაზიის წარმოდგენის საგანი4. რეპროდუქციული ფანტაზიის საკითხი5. ფანტაზიის აზრი და მიზეზი6. ფანტაზიის შემოქმედებითი მუშაობის თეორიები7. ფატაზიის წარმოდგენა როგორც სიმბოლოპასიური ფანტაზია1. პასიური ფანტაზია2. ფანტაზია აღქმაში3. ფანტაზია მეხსიერების პროცესში4. ოცნება5. სიზმარი და მისი თავისებურებები6. სიზმრის მასალა7. სიზმრის თეორიააქტიური ფანტაზია1. მხატვრული შემოქმედება2. შრომა და მხატვრული შემოქმედება3. დამოკიდებული მხატვრული შემოქმედება4. მხატვრული ფანტაზიის მასალა5. შემოქმედების პროცესი6. “მხატვრული ნიჭიერება “ფანტაზია ონტოგენეზში1. ბავშვის სინამდვილეთამაში1. თამაშის სინამდვილე2. თამაში როგორც თავისებური ფანტაზიის პროდუქტი3. თამაშის თეორიები

    ა) აწმყოს თეორიები:ბ) წარსულის თეორიებიგ) მომავლის თეორიებიდ) შტერნის თეორია

    4. ფუნქციონალური ტენდენციის თეორიაბოლოსიტყვაობა

  • ბოლოსიტყვაობა

  • დიმიტრი უზნაძე

    ზოგადი ფსიქოლოგია

    წინასიტყვაობა

    წინამდებარე წიგნი ზოგადი ფსიქოლოგიის ყველა ძირითად პრობლემას ეხება და

    შეიძლება იგი ჩვენს უმაღლეს სკოლებში ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოდ იქნესგამოყენებული.

    როგორც მკითხველი დაინახავს, იგი თვალსაჩინოდ განსხვავდება ფსიქოლოგიისცნობილ კურსებისაგან. არსებითსა და უმთავრესში იგი იმ მასალას ეყრდნობა,რომელიც ჩემი და ჩემი თანამშრომლების კვლევითი მუშაობის შედეგად არისმიღებული. ამით აიხსნება, რომ იგი ახალ თავს შეიცავს, რომელსაც სხვა კურსებშივერსად ვერ შევხვდებით. — თავს განწყობის ფსიქოლოგიის შესახებ, რომელიც ჩვენიკვლევითი მუშაობის ძირითად პრობლემას წარმოადგენს.

    რა თქმა უნდა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, თითქოს ჩვენი წიგნი ანგარიშს არუწევდეს ე. წ. კლასიკური ფსიქოლოგიის მიღწევებს. მკითხველი დაინახავს, რომ ჩვენფართოდ ვსარგებლობთ მნიშვნელოვანი შედეგებით, რომელიც სხვა მკვლევართ აქვთმიღებული, და განსაკუთრებით უახლესი კომპენდიებით, რომელიც ჩვენსგანკარგულებაში იმყოფებოდა (ვ. შტერნი, გ. დიუმა და სხვ.). მკითხველი ხედავს, რომამ პირობებში ჩემი “ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის “ I ტომის (1925 წ.) პირდაპირგაგრძელებას აზრი არ ექნებოდა. ამიტომ მე გადავწყვიტე I ტომის ნაცვლადფსიქოლოგიის მთლიანი კურსი მომეცა. წინამდებარე წიგნის სახით. “ექსპერიმენტულიფსიქოლოგიის “ I ტომი თავის მნიშვნელობას ამ წიგნის შემდეგაც ინარჩუნებს. მისიშინაარსი წინამდებარე წიგნში მხოლოდ რამოდენიმე გვერდს შეიცავს, და ვისაც,მაგალითად, შეგრძნებათა ფსიქოლოგია აინტერესებს, მას დასჭირდებ“ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის “ I ტომს მიმართოს, სადაც ეს საკითხი ფართოდ არისდამუშავებული.

    დასასრულ, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანამშრომელებს არამარტო იმ კოლექტიური მუშაობისთვის, რომელსაც ჩვენ, საზოგადოდ, ერთადვაწარმოებთ და რომლის შედეგსაც ეს წიგნი წარმოადგენს, არამედ იმშენიშვნებისთვისაც, რომელიც მათგან ამ წიგნის შესახებ მაქვს მიღებული დაგამოყენებული.

    ავტორითბილისი 5.09.1940

  • -

    ფსიქოლოგიის შესავალიფსიქოლოგიის საგანი და ამოცანა

    რა არის ფსიქოლოგია, ესე იგი, რა არის ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების,საკვლევი საგანი და როგორია მისი ამოცანები? მიუხედავად ფსიქოლოგიისხანგრძლივი ისტორიული წარსულისა, ეს საკითხი დღესაც სადაო საკითხად ითვლება.განსაკუთრებით დიდია აზრთა სხვადასხვაობა ფსიქოლოგიის საგნის შესახებ, და ჩვენცპირველ რიგში ამ საკითხზე უნდა შევჩვრდეთ.

    მართლაც და, რას იკვლევს ჩვენი მეცნიერება? იმისთვის, რომ ნათელი შეიქნეს, თუროგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი მეცნიერების განვითარების დღევანდელსაფეხურზე, ყველაზე უფრო მიზანშეწონილი იქნება, ის ეტაპები იქნესგათვალისწინვბული, რომელნიც მან თავის ისტორიულ წარსულში განვლო.

    1. მეტაფიზიკური ფსიქოლოგიამეცნიერული აზროვნების დასაწყის ეტაპზე ფსიქოლოგიის საკვლევ საგნად სული

    იყო მიჩნეული — არისტოტელი თავის მთავარ ფსიქოლოგიურ გამოკვლევას “პერიფსიქე “-ს ( “სულის შესახებ “) უწოდებს. იგივე მდგომარეობა რჩება საშუალოსაუკუნეებში და ახალი დროის დასაწყისშიც: ფსიქოლოგია სულის შესახებმეცნიერებად ითვლება. საუკუნეთა მიმდინარეობაში ეს შეხედულება იმდენადგანმტკიცდა, რომ მაგალითად, ჰეფდინგს ჩვენს საუკუნეშიც შესაძლოდ მიაჩნიაგაიმეოროს: “ფსიქოლოგია მოძღვრებაა სულის შესახებ, რომ ეს უმოკლესი განსაზღვრაა,რომელიც შესაძლოა ჩვენს მეცნიერებას მიეცეს “-ო.

    მაგრამ ნუ თუ მართლა შეიძლება ფსიქოლოგიის საგნად სული ჩაითვალოს, როგორცამას მთელი საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდნენ?

    საკმარისია ეს საკითხი დააყენოთ, რომ იმწამსვე მისი უარყოფითი გადაჭრისაუცილებლობა იგრძნოთ. მართლაც და, რაა ჩვენი პრობლემის თვალსაზრისითდღევანდელი მეცნიერებისთვის საზოგადოდ დამახასიათებელი? უეჭველიას ის, რომიგი სინამდვილის რომელსამე სფეროს ან მხარეს სწავლობს; მეცნიერული კვლევისსაგანი სინამდვილეა. ამიტომაც საბუნებისმეტყველო მეცნიერების ამა თუ იმ დარგსავიღებთ, თუ სოციალურისას, ვერსად ვერ ვნახავთ, რომ რომელიმე მათგანი ჯერშესასწავლად განზრახული საგნის სინამდვილის შესახებ აყენებდეს საკითხს და მისკვლევა-ძიებას მხოლოდ ამ საკითხის დადებითად გადაჭრის შემდეგ იწყებდეს.

    ყოველი მეცნიერება უშუალოდ მოცემული სინამდვილის ამა თუ იმ მხარესსწავლობს: ფიზიკა — ფიზიკურისას, ქიმია — ქიმიკურისას. ყოველი მეცნიერებისსაგნისთვის მისი სინამდვილის უშუალო მოცემულობაა აუცილებელი. მაშასადამე.იმისთვის, რომ სული მეცნიერული კვლევის საგნად დაისახოს, აუცილებელია, რომმისი სინამდვილე უშუალოდ გვქონდეს მოცემული.

    მაგრამ არის კი ეს ასე? ადამიანი გრძნობს, მსჯელობს, წარმოიდგენს, მიისწრაფის,შფოთავს, ზრუნავს. ჩვენ მხოლოდ ისეთ არსებას ვთვლით სულიერად, რომელსაცყველაფერი ეს, ან რაიმე ამის მსგავსი, შეუძლია განიცადოს. ამგვარ მოვლენებს,ჩვეულებრივ, სულიერ მოვლენებს უწოდებენ, იმიტომ რომ ფიქრობენ — ისინი სულისწყალობით აქვს ადამიანსო. რასაკვირველია, მათ ჩვენ უშუალოდ განვიცდით.

  • მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ სულიერი მოვლენები უშუალოდ გვეძლევა.მაგრამ რაც შეეხება თვითონ სულს, იგი ხომ ამ განცდათა წარმომშვებ ძალად

    ითვლება — მაშასადამე, იგი უშუალოდ სინამდვილის იქით იგულისხმება. ამდენადცხადია, რომ იგი მოკლებული უნდა იყოს იმ აუცილებელ თვისებას, რომელიც ყველამეცნიერების საკვლევი საგნისთვისაა დამახასიათებელი — სახელდობრ, უშუალოსინამდვილეში მოცემულობის თვისებებს.

    აქედან უდაოა, რომ სული არა ნამდვილი მეცნიერული, არამედ ისეთი კვლევისსაგნად თუ შეიძლება დაისახოს, რომელიც ემპირიული სინამდვილის ფარგლებსსცილდება და მეტაფიზიკური სფეროს საზღვრებში ცდილობს შეიჭრეს. მაშასადამე,ფსიქოლოგიის საგნად სულის დასახვა ე. წ. მეტაფიზიკურის და არა მეცნიერულიფსიქოლოგიისთვის არის დამახასიათებელი.

    2. ემპირიული ფსიქოლოგიამას შემდეგ, რაც ემპირისტული ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები შემუშავდა,

    ნათელი შეიქნა, რომ ფსიქოლოგია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ნამდვილმეცნიერებად ჩათვლილიყო, თუ რომ მის საკვლევ საგნად არა მეტაფიზიკური არსი,სული, იქნებოდა მიჩნეული, არამედ ის, რაც უშუალოდ გვეძლევა იმპირიულსინამდვილეში კი, როგორც ზემოთაც იყო აღნიშნული, სულიერი მოვლენებიამოცემული: ჩვენი სხვადასხვაგვარი განცდები — ჩვენი გრძნობები და წარმოდგენები,ჩვენი აზრები და სურვილები. ფსიქოლოგიის საგნად, მაშასადამე, სწორედ ესსინამდვილის არე, ესე იგი, ფსიქიკური მოვლენები უნდა იქნენ მიჩნეულნი. ასეთია ე.წ.ემპირიული ფსიქოლოგიის მსჯელობა.

    მაგრამ ემპირიული ფსიქოლოგიისთვის ისტორიულად მარტო ის კი არაადამახასიათებელი, რომ იგი თავის საკვლევ საგნად სულიერ მოვლენებს სთვლის. არა!ამავე დროს იგი იმის გარკვევასაც ცდილობს, თუ როგორია იმ ემპირიულისინამდვილის ფარგლები, რომელიც მის საკვლევ მოვლენებს შეიცავს. იგი არჩევსემპირიულ გარესინამდვილეს. რომელიც ადამიანს გარე გრძნობების, ესე იგი, გარედაკვირვების საშუალებით, ობიექტური სინამდვილის სახით ეძლევა. და იმსინამდვილეს, რომელიც შინაგრძნობის და, მაშასადამე, თვითდაკვირვებისსაშუალებით ევლინება: იგი არჩევს ობიექტურსა და სუბიექტურ ემპირიულსინამდვილეს. მისი აზრით. ფსიქიკური მოვლენები მხოლოდ და მხოლოდთვითდაკვირვების სფეროს შეადგენენ. მაშასადამე, ფსიქოლოგიის საგნად სუბიექტურისინამდვილე უნდა ჩაითვალოს, და ამ აზრით, ემპირიული ფსიქოლოგია სუბიექტურფსიქოლოგიად უნდა იქნეს მიჩნეული.

    ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მეცნიერული დარგები ემპირიულიკვლევის ნიადაგზე დადგნენ, მათი განვითარება არაჩვეულებრივი სწრაფი ნაბიჯითწავიდა წინ. განსაკუთრებით ეს საბუნებისმეტყველო დარგებზე უნდა ითქვას, ესე იგი,სწორედ იმ დარგებზე, რომელნიც გარეგამოცდილების ანუ ობიექტურად მოცემულისინამდვილის სფეროს იკვლევენ. სამაგიეროდ ფსიქოლოგია კვლავ ისე ნვლი ნაბიჯითგანაგრძობდა წინსვლას, როგორც მანამდე, სანამ ემპირიულ მეცნიერებადგადაიქცეოდა. რა არის ამის მიზეზი? ბუნებრივად დგებოდა საკითხი.

    ბუნების მეცნიერებაცა და ფსიქოლოგიაც — ორივე ემპირიულ სინამდვილესიკვლევს. ამ მხრივ განსხვავება მათ შორის არ არსებობს. განსხვავება მხოლოდ იმაშია,რომ ბუნებისმეტყველება ობიქტურად მოცემულ სინამდვილეს სწავლობს, ხოლო

  • ფსიქოლოგია — სუბიექტურად მოცემულს. ეს გარემოება შესაძლებლობას უქმნისბუნებისმეტყველებას, თავისი კვლევის საგანი ობიექტური დაკვირვების გზითშეისწავლოს. ხოლო ფსიქოლოგია, რამდენადაც იგი სუბიექტურად მოცემულსინამდვილეს სწავლობს, მოკლებულია შესაძლებლობას, თავისი კვლევა ამ ობიექტურიდაკვირვების გზით აწარმოოს. იგი იძულებული ხდება, თანახმად ემპირიულიფსიქოლოგიის ძირითადი დებულებისა, თავისი კვლევა-ძიება სუბიექტურიდაკვირვების, ესე იგი, თვითდაკვირვების ნიადაგზე აწარმოოს.

    უნდა ვიფიქროთ, რომ ემპირიული ფსიქოლოგიის უნაყოფობა იქიდანგამომდინარეობს, რომ მის საგნად შინაგამოცდილების სფეროა აღებული, ესე იგი,სფერო, რომელიც ობიექტურად შესწავლის შესაძლებლობას არ იძლევა. ფსიქოლოგიისსაგნის საკითხის სწორი გადაჭრა, მაშასადამე, ვერც ემპირიულმა ფსიქოლოგიამშესძლო.

    3. ბიჰევიორიზმი.ამ საკითხის გადაჭრის უახლეს ცდას ე. წ. ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია იძლევა.

    თანახმად ამ ფსიქოლოგიური მიმართულების წარმომადგენელთა მტკიცებისა,ფსიქოლოგია მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ნამდვილ მეცნიერებად გადაიქცეს, რაციგი თავის კვლევის საგნად — სხვა მეცნიერებათა მსგავსად — ობიექტურად მოცემულისინამდვილის სათანადო სფეროს დასახავს. მაგრამ, როგორც ემპირიულიფსიქოლოგიაც ამტკიცებს, ფსიქიკური სინამდვილე ასეთ სფეროს არ ეკუთვნის.მაშასადამე, გამოდის, რომ ფსიქოლოგიამ ფსიქიკურის კვლევაზე ხელი უნდა აიღოს დათავის შესწავლის საგნად ისეთი რამ აირჩიოს, რაც არ არის ფსიქიკური.

    ამრიგად, ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის მოძღვრების თანახმად, არა მარტოსული, ფსიქიკური მოვლენაც კი არ შეიძლება ფსიქოლოგიის საგნად დაისახოს.მაშასადამე, არა მარტო მეტაფიზიკური ფსიქოლოგია არ შეიძლება ნამდვილმეცნიერებად ჩაითვალოს, არამედ არც ემპირიული ფსიქოლოგია.

    მაგრამ არსებობს კი ისეთი რამ, რაც ობიექტურად მოცემულის სფეროს ეკუთვნის დაამის მიუხედავად მაინც ფსიქოლოგიის საგნად შეიძლება დაისახოს? ბიჰევიორიზმისრწმენით, ასეთი რამ უეჭველად არსებობს. მართლაც და, ფსიქოლოგიის მთავარამოცანას ყოველთვის ადამიანის თავისებურების შემეცნება შეადგენდა. ადამიანისთავისებურება კი მისი ასეთი თუ ისეთი ქცევის სახით იჩენს თავს. ქცევა ყოველთვისგანსაზღვრული სტიმულაციის პირობებში ხდება და ამ სტიმულების ზეგავლენითიცვლება. თუ რომ შესწავლილი იქნება, რა კანონზომიერებას ემორჩილება ადამიანისქცევა, თუ რომ გამოკვლეული იქნება, როგორ იქცევა ამა თუ იმ სტიმულისზეგავლენით ადამიანი, განა ეს ამ უკანასკნელის შემეცნება არ იქნება — შემეცნება,რომელსაც არა მარტო თეორიული, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს!მაგრამ რაა ამისთვის საჭირო? უეჭველია, ადამიანის ქცევის ფორმებისა და იმსტიმულების შესწავლა, რომელთა ზეგავლენის ქვეშაც იგი ხდება. ფსიქოლოგიამ რომთავისი კვლევის საგნად ეს დაისახოს, ამით იგი, ბიჰევიორიზმის რწმენით, თავისმთავარ ამოცანას არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს. ადამიანის ქცევას კი, როგორცმეცნიერების საგანს, უდიდესი უპირატესობა აქვს ფსიქიკურის წინაშე: იგი მოძრაობათასისტემის სახით გვეძლევა. ეს უკანასკნელი კი ობიექტურად მოცემული სინამდვილისარეს ეკუთვნის, ისე როგორც სტიმულებიც, რომელთა პირობებშიც იგი ამა თუ იმ სახესღებულობს.

  • მაშასადამე, ფსიქოლოგია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიქცევა ნამდვილმეცნიერებად, თუ რომ მის საგნად ქცევა და მისი სტიმულაცია იქნება დასახული — ესეიგი, ისეთი რამ, რაც ობიექტურადაა მოცემული — და არა ფსიქიკური მოვლენები —ჩვენი განცდები, რომელთა ობიექტური

    შესწავლაც ბიჰევიორიზმს შეუძლებლად მიაჩნია.ასეთია ფსიქოლოგიის საგნის პრობლემის ბიჰევიორისტული გადაჭრა. არის თუ არა

    იგი დამაკმაყოფილებელი?1) თუ ფსიქოლოგიის საგნად ქცევა, როგორც გარკვეულა სტიმულებით გამოწვეულ

    მოძრაობათა სისტემა, უნდა იქნეს დასახული, მაშინ, ცხადია, რომ მისი შესწავლისდროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ფიზიოლოგიურ თვალსაზრისს უნდა მიენიჭოს.ამიტომაა, რომ ბიჰევიორისტულ ფსიქოლოგიაში ფიზიოლოგია განსაკუთრებით დიდროლს ასრულებს, ისე დიდ როლს, რომ, ზოგიერთის აზრით, ბოლოსდაბოლოს,ფსიქოლოგიის ადგილი ფიზიოლოგიამ უნდა დაიჭიროს. მაგრამ განა შეიძლებაადამიანის ქცევის გაგება, მისი თავისებურების ახსნა მხოლოდ ფიზიოლოგიურითვალსაზრისით? დღესდღეობით ჩვენთვის ყველასთვის ცხადია, რომ ადამიანისქცევის სპეციფიურ თავისებურებას ფიზიოლოგიური პროცესები კი არა ჰქმნიან, არამედსოციალური პირობები, რომელშიც იგი ყალიბდება. ამიტომაა, რომ ადამიანის ქცევისშესასწავლად პირველ რიგში სოციალურ მეცნიერებათ მიმართავენ, და არაფიზიოლოგიას.

    2) ესეც არ იყოს — ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია არსებითად შეუძლებელიკონცეფციაა; და ეს იმიტომ, რომ ქცევის შესწავლა, როგორც იგი ბიჰევიორიზმს ესმის,სრულიად განუხორციელებელია. მართლაც და, ბიჰევიორიზმის აზრით, ქცევამოძრაობათა კომპლექსს წარმოადგენს, და ფსიქოლოგიის საგნად იგი სწორედ ამ სახითუნდა ვიგულისხმოთ, ესე იგი, როგორც მოძრაობათა კომპლექსი — გარეშე შინაგანი ანუფსიქიკური მომენტის მონაწილეობისა. მაგრამ ნამდვილად მოძრაობათა ესა თუ ისკომპლექსი გარკვეული ქცევის აქტად მხოლოდ ფსიქიკურის ნიადაგზე იქცევა — იმგანცდის ნიადაგზე, რომელიც ამა თუ იმ ინდივიდს ქცევის სუბიექტად აქცევს. ამიტომ,როგორც კი ვცდით, ქცევას ამ განცდის გარეშე შევხვდოთ, იგი იმწამსვე ცალკეულმოძრაობათა თანმიმდევრობად მოგვევლინება, ცალკე მოძრაობებად დაიშლება,რომელნიც ურთიერთს სდევენ თან; ასე რომ ჩვენთვის შეუძლებელი ხდება, ამმოძრაობათა წყებაში, ცალკე კომპლექსების სახით, ქცევის ერთეულები გამოვყოთ.ფსიქიკურისთვის ანგარიშგაუწევლად არასოდეს არ გვეცოდინება, თუ სად იწყება დასად თავდება ესა თუ ის ქცევის აქტი. ნაცვლად ქცევისა იძულებული შევიქნებით, ესცალკეული მოძრაობები შევისწავლოთ, ესე იგი, ქცევის ნაცვლად, მისი მოტორულიელემენტების, ე.წ. რეფლექსების კვლევა ვაწარმოოთ.

    ამრიგად, ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია ძალაუნებურად რეფლექსებისმოძღვრებად ანუ რეფლექსოლოგიად იქცევა. ცალკე რეფლექსების შესწავლა კიფიზიოლოგიის საქმეა, და ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია, მაშასადამე, ფაქტიურადრეფლექსების ფიზიოლოგიას უნდა წარმოადგენდეს.

    4. ემპირიზმისა და ბიჰევიორიზმის ძირითადი შეცდომაროგორც ვხედავთ, ფსიქოლოგიის საგნის დადგენას ვერც ემპირიული ფსიქოლოგია

    ახერხებს და ვერც ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია. რატომ? რა არის ამის მიზეზი?აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმ მკვეთრი წინააღმდეგობისა, რომელიც, პირველი

  • შეხედვით, ფსიქოლოგიური აზროვნების ამ ორ მიმართულებას შორის არსებობს,პრინციპულად ისინი ძალიან ახლო დგანან ურთიერთთან. ერთიცა და მეორეცსრულიად გარკვეულ იდეალისტურ პოზიციაზე დგას. როგორც ემპირიულიფსიქოლოგია, ისე ბიჰევიორისტულიც, ფსიქიკურს თავისთავადს სამყაროდ თვლის,რომელსაც არსებითად არაფერი აქვს ფიზიკურთან საერთო: შინაგანი და გარეგანი,ფსიქიკური და ფიზიკური, მისი აზრით, ორი ურთიერთისაგან სრულიადდამოუკიდებელი სინამდვილის სფეროებია: ერთი მხოლოდ თვითდაკვირვებისთვისაამისაწვდომი, და მეორე — გარე-დაკვირვებისთვის.

    ამ საერთო მეთოდოლოგიური წინამძღვრიდან ემპირიულ ფსიქოლოგიას ერთიდასკვნა გამოაქვს — ფსიქოლოგიის საგანს ფსიქიკური მოვლენები შეადგენენო, ხოლობიჰევიორისტულ ფსიქოლოგიას მეორე — რადგან ფსიქიკურის შესწავლა გარე-დაკვირვებით, ობიექტურად, არ შეიძლება, ამიტომ ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება,ფსიქიკურს კი არა, ფიზიკურს, ობიექტურს, სახელდობრ, ქცევას უნდა სწავლობდესო.როგორც ვხედავთ, ერთიდაიმავე წინამძღვრიდან ორი, ურთიერთის რადიკალურადსაწინააღმდეგო დასკვნაა გამოტანილი. რომელი მათგანია მცდარი? საოცარია, რომორივე თანაბრად სწორია, ესე იგი, იმ წინამძღვრიდან, რომელიც მათ უდევსსაფუძვლად, ორივე თანაბარი უფლებით შეიძლება გამოვიყვანოთ. მაგრამ არსებითადშეუძლებელია ორივე მართებული იყოს: ორი ურთიერთის საწინააღმდეგო აზრიდანმხოლოდ ერთი შეიძლება იყოს სწორი. მაშასადამე, ცხადია, შეცდომა მათს საერთოწინამძღვარში უნდა ვეძიოთ.

    როგორც ვხედავთ, ფსიქიკურისა და ფიზიკურის ურთიერთობის დუალისტურიგაგების ნიადაგზე, რომელსაც განსაკუთრებით დეკარტის ფილოსოფიამ ჩაუყარასაფუძვლები, სხვას რომ თავი დავანებოთ, კერძოდ, ფსიქოლოგიის საგნის პრობლემისგადაწყვეტა მაინც შეუძლებელია.

    ცხადია, ფსიქოლოგიის საგნის პრობლემის გადასაჭრელად ახალს, უფრო სწორმეთოდოლოგიურ წინამძღვრებს უნდა მივმართოთ. ასეთ წინამძღვრებს მხოლოდდიალექტიკური მატერიალიზმი იძლევა.

    5. ფსიქიკურისა და ფიზიკურის ურთიერთობის პრობლემარა დამოკიდებულება არსებობს ფსიქიკურსა და ფიზიკურს შორის? ფსიქოლოგიის

    საგნის დასადგენად ამ საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იგი ორგვარადშეიძლება გავიგოთ: ა) რა დამოკიდებულება არსებობს საზოგადოდ ფსიქიკასა დაობიექტურ, მატერიალურ სინამდვილეს შორის? და ბ) რა დამოკიდებულება არსებობსთვითონ ცალკეულ ორგანიზმში ფსიქიკურ პროცესებსა და ფიზიოლოგიურ პროცესებსშორის?

    პირველ საკითხს ასეთი პასუხი უნდა გაეცეს. ფსიქიკა მატერიის განვითარებისუმაღლეს საფეხურს წარმოადგენს: მას წინ უსწრებს ჯერ მატერიის მოძრაობის ისფორმა. რომელიც მარტო ფიზიკო-ქიმიური პროცესებით განისაზღვრება, და მერე —მატერიის განვითარების უფრო რთული ფორმა, რომელიც სიცოცხლის პროცესებსუდევს საფუძვლად.

    გენეტურად, მაშასადამე, ფსიქიკა ობიექტური სინამდვილის, მატერიისგანვითარების, ერთერთ საფეხურს წარმოადგენს: ფსიქიკა, ლენინის სიტყვით,“განსაკუთრებულად ორგანიზებული მატერიის თვისებაა “; იგი ტვინის “პროდუქტია “,ან მისი “ფუნქციაა “.

  • რა დამოკიდებულება აქვს ფსიქიკას ობიექტურ სინამდვილესთან, რომლისგანვითარების ერთერთ საფეხურსაც იგი შეადგენს? ამაზე ლენინის ასახვის თეორიაიძლევა საბოლოო პასუხს: ფსიქიკა ობიექტური სინამდვილის ასახვას წარმოადგენსო,ამბობს ლენინი. რეალური მატერიალური სინამდვილე ე. წ. გრძნობის ორგანოებისგზით ტვინზე მოქმედებს და ფსიქიკურ პროცესებს. პირველ რიგში, შეგრძნებებსა დააღქმებს იწვევს, რომელნიც თავის მხრივ სინამდვილის სუბიექტურ ხატსწარმოადგენენ. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ შეცდომა იქნებოდა, ეს ხატისარკისებრივი ანარეკლის სახით წარმოგვედგინა. ლენინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომფსიქიკა ობიექტური სინამდვილის პასიურს კი არა, აქტიურ ასახვას წარმოადგენს, რომსწორ ასახვას ადამიანი ობიექტურ სინამდვილეზე აქტიური ზემოქმედების პროცესშიაღწევს.

    ფსიქოლოგიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საკითხს, თუ რა დამოკიდებულებაარსებობს ფსიქიკურსა და ფიზიკურს შორის თვითონ ორგანიზმში, ანდა სხვანაირად.რა ურთიერთობა არსებობს ფსიქიკურსა და ფიზიოლოგიურ პროცესებს შორის?დიალექტიკური მატერიალიზმისთვის ამ საკითხის — ე. წ. ფსიქოფიზიკური საკითხის— გადაჭრა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს. მისთვის ფსიქიკურიცა დაფიზიოლოგიურიც მატერიის მოძრაობის ფორმებს წარმოადგენენ და, მაშასადამე, მათშორის არავითარი უფსკრული არ არსებობს.

    მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ურთიერთისგან არ განსხვავდებოდნენ, რომ მათშორის იგივეობის აღიარება იყოს საჭირო. არა! ფსიქიკისა და ფიზიოლოგიურიპროცესების გაიგივება ისეთსავე შეცდომას წარმოადგენს, როგორსაც მათიურთიერთისაგან სრული მოწყვეტის ცდა. სინამდვილეში ფსიქიკა გარკვეულისპეციფიცკური თვისებებით ხასიათდება და, მიუხედავად იმისა, რომ იგი ტვინის“პროდუქტს “ წარმოადგენს და, მაშასადამე, გარკვეულ ფიზიოლოგიურ პროცესებსემყარება, იგი ამ პროცესებით მაინც არავითარ შემთხვევაში არ ამოიწურება: “უეჭველია,რომ ოდესმე ჩვენ ექსპერიმენტულად შევძლებთ აზროვნების “დაყვანას “მოლეკულარულსა და ქიმიურ მოძრაობებზე ტვინში, მაგრამ განა აზროვნების არსიამით ამოიწურება “-ო, კითხულობს ენგელსი.

    ამრიგად, ფსიქიკურსა და ფიზიოლოგიურს შორის, ფსიქიკასა და სხეულს შორის,არც უფსკრული არსებობს და არც იგივეობის მიმართება: მათ შორის დიალექტიკურიერთიანობა უნდა ვიგულისხმოთ. ფსიქოფიზიკური პრობლემის ასეთი გადაჭრასრულიად გვათავისუფლებს იმ გადაულახავი სიძნელეებისაგან, რომელიც ახლავს თანფსიქოფიზიკური პრობლემის დუალისტური თვალსაზრისით გად აჭრის ცდებს.

    თუ რა ხასიათისაა ეს სიძნელეები. ეს ე.წ. ფსიქოფიზიკური პარალელიზმისა დაფსიქიკურისა და ფიზიკურის ურთიერთზე გავლენის თეორიების განხილვიდან ჩანს,თეორიების, რომელთ გარეშეც დუალისტურ ნიადაგზე ფსიქიკურისა და ფიზიკურისურთიერთობის საკითხის გადაწყვეტა სრულიად შეუძლებელია.

    ა) ფსიქოფიზიკური პარალელიზმითუ ფსიქიკურსა და ფიზიკურს შორის საერთო არაფერია, თუ მათ შორის

    უფსკრულია ამოთხრილი, რომლის გადალახვაც შეუძლებელია, თუ, მაშასადამე,ფიზიკურს არავითარი გავლენის მოხდენა არ შეუძლია ფსიქიკურზე, მაშინ, ცხადია,ყველაფერი, რაც ფსიქიკაში ხდება, ფსიქიკური მიზეზებით უნდა იქნეს ახსნილი, დარაც ფიზიკურ სინამდვილეში ხდება — ფიზიკურით. მაგრამ რატომ არის მაშინ, რომ

  • ფსიქიკური და ფიზიკური მოვლენები ხშირად ისე მიმდინარეობენ, თითქოსერთიმეორეს იწვევდნენ? რატომ არის მათ შორის სრულიად გარკვეული შესატყვისობა?მაგალითად, რაიმე რომ დაინახო, უსათუოდ საჭიროა, ჯერ ერთი, ეს რაღაცფიზიკურად არსებობდეს, და გარდა ამისა იგი მხედველობის ორგანოზე მოქმედებდესდა მასში ფიზიოლოგიურ პროცესებს იწვევდეს. უამისოდ ფსიქიკური პროცესი —დანახვა, აღქმა — შეუძლებელი იქნებოდა. სხვა მაგალითები საჭირო არაა: იმდენადთვალსაჩინოა ფსიქიკურისა და ფიზიკურის ან ფიზიოლოგიურისურთიერთშესატყვისობის ფაქტი.

    დუალისტურ თეორიას ამ შესატყვისობის ასახსნელად. უწინარეს ყოვლისა, ერთიგზა აქვს დარჩენილი. რასაკვირველია, მან უნდა აღიაროს, რომ შესატყვისობის ფაქტიმართლა არსებობს. ამის უარყოფა შეუძლებელია. მაგრამ, რადგანაც მისთვისფიზიკურისა და ფსიქიკურის ურთიერთზე მოქმედება გამორიცხულია, მან უნდაგამოაცხადოს, რომ ეს შესატყვისება ან ღვთისგან არის დაწესებული — როგორცფიქრობდა, მაგალითად, ლეიბნიცი — ან იგი თავისით ავტომატურად ხორციელდება:როდესაც ფიზიკურ სინამდვილეში რაიმე ხდება, სწორედ ამ დროს, სრულიადპარალელურად, ფსიქიკაშიც მისი შესატყვისი მოვლენა ჩნდება — მიზეზობრივიკავშირი ფსიქიკურსა და ფიზიკურს შორის არ არსებობს — არის მხოლოდპარალელიზმი. ეს არის ე. წ. ფსიქოფიზიკური პარალელიზმის ძირითადი იდეა.

    როგორც ვხედავთ, ფსიქიკურისა და ფიზიკურის კავშირის ფაქტს იგი ვერ უარყოფს,მაგრამ იძულებული ხდება, ან სრულიად აიღოს ხელი ამ ფაქტის ახსნაზ, ანდაღმერთის ცნებას მიმართოს: ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმი დუალიზმის უმწეობისჭეშმარიტად თვალსაჩინო ილუსტრაციას წარმოადგენს.

    ბ) ურთიერთზემოქმედების თეორიაარც მეორე თეორიაა უკეთეს მდგომარეობაში. თანახმად ამ მეორე თეორიისა,

    მართალია, ფსიქიკური და ფიზიკური ორი ურთიერთის მოპირდაპირის, არსებითადგანსხვავებული მოვლენების რიგს წარმოადგენს, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ შორისმაინც არსებობს გარკვეული ურთიერთობა.

    ისინი გავლენას ახდენენ ერთმანეთზე, ე. ი. ამა თუ იმ ფიზიოლოგიური პროცესებისმიზეზი შეიძლება რაიმე ფსიქიკური პროცესი აღმოჩნდეს და, პირიქით, რაიმეფიზიოლოგიურმა პროცესმა გარკვეული ფსიქიკური მოვლენა გამოიწვიოს. მაგრამსრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება მოვლენების ურთიერთისგან არსებითადგანსხვავებულმა რიგებმა გავლენა მოახდინონ ერთმანეთზე!

    ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ნამდვილ მეცნიერულ კვლევაზე ხელი უნდა აგვეღო,იმიტომ რომ, როდესაც ჩვენს წინაშე, ვთქვათ, რაიმე ფიზიკური მოვლენის მიზეზისსაკითხი დადგებოდა, ჩვენ ყოველთვის გვექნებოდა შესაძლებლობა, ფიზიკურსამყაროში მისი კვლევის ნაცვლად, ფსიქიკაზე მიგვეთითებია. ეს კი ფიზიკურიკანონზომიერების იდეის უარყოფა იქნებოდა.

    ამრიგად, დუალისტური კონცეფციის ნიადაგზე ფსიქოფიზიკური პრობლემისგადაწყვეტის ცდას სრულიად მიუღებელ დებულებათა აღიარებამდე მივყავართ:ფსიქოფიზიკური პრობლემ მხოლოდ დიალექტიკური ერთიანობის იდეის ნიადაგზეშეიძლება გადაწყდეს.

    6. ფსიქიკურის ობიექტურობათუ ფსიქიკურისა და ფიზიოლოგიურის ერთიანობას ვაღიარებთ, მაშინ ნათელი

  • შეიქნება, რომ ფსიქიკური არა მარტო სუბიექტურადაა მოცემული. არამედობიექტურადაც, რომ ემპირიული

    ფსიქოლოგიის და ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის დებულება ფსიქიკურისმხოლოდ სუბიექტური

    მოცემულობის შესახებ ყალბი, დუალისტური წინამძღვრების ნიადაგზეაღმოცენებული დებულებაა.

    ქვემოთ, როდესაც სხვისი ფსიქიკის დაკვირვების შესახებ გვექნება ლაპარაკი,დაწვრილებით გავეცნობით, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობს ფსიქიკურისობიექტური მოცემულობა. აქ კი ჩვენთვის ისიც საკმარისი იქნება, თუ ნათლადგავითვალისწინებთ, რომ ფსიქიკა, რომელიც სხეულთან ერთადერთ მთლიანსწარმოადგენს, შეუძლებელია, ამ სხეულის ობიექტურად გამოვლენილ პროცესებსა დააქტებშიც არ ჩანდეს და, მაშასადამე, ობიექტური დაკვირვების შესაძლებლობას არგვაძლევდეს. განსაკუთრებით ადამიანის მოქმედების შესახებ უნდა ითქვას, რომმასთან ფსიქიკური

    განცდების განუყრელი კავშირი, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ერთიანობა, ყოველ ეჭვსგარეშეა. მარქსი მიუთითებდა, რომ ადამიანის მოქმედებაში ფსიქიკა, ასე ვთქვათ,სრულიად თვალსაჩინოდ, მაშასადამე, ობიექტურად გვეძლევა, რომ აქ იგი პირდაპირგრძნობადი აღქმის საგანს წარმოადგენს: “ადამიანის მოქმედებაო, ამბობდა იგი...გრძნობადად მოცემული ადამიანის ფსიქოლოგიაა “-ო.

    7. ფსიქოლოგიის საგანიმაგრამ თუ ფსიქიკური ობიექტურადაც არის მოცემული. მაშინ ყოველი ის

    მოსაზრება, რომლის ძალითაც ბიჰევიორიზმი მას, როგორც ფსიქოლოგიის საკვლევსაგანს, უ�