ზღარბი მოუვლელ ბაღში · ზღარბი ბაღის...

2
ზღარბი ბაღის ერთ-ერთ მოუვლელ კუთხეში ცხოვრობდა. ბალახის უკან, ხის მორის ქვეშ, სადაც დღისით იმალებოდა ხოლმე. დროა, ავდგე და საქმეებს მივხედოთქვა ერთხელაც, როცა მზე ჩადიოდა. მანამდე წვიმდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გარეთ ბევრი ლოქორა, ჭიაყელა და ხოჭო იქნებოდა. ეს ამბავი ზღარბს სულაც არ სწყინდა, რადგან მათ გემრიელად მიირთმევდa. ის-ის იყო, მსუქანი ლოქორა იპოვა, რომ ხმა შემოესმა. ოჰ, ღმერთო“ - თქვა ზღარბმა. მას კომპანია არ უყვარდა. სხვა ცხოველები აშინებდნენ. კარგი იყო, რომ ეკალ-ბარდები იცავდნენ. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც დაგორგლდა. გამარჯობა“ - დაიძახა წრიპა შაშვმა. როცა ზღარბმა შაშვი დაინახა, ისევ გაიშალა. - ცოტა არ იყოს, შემაშინე. - ბოდიში, - მიუგო შაშვმა. რადგანაც წრიპა შაშვი ლოკოკინებს ჭამდა, ზღარბი კი ლოქორებს, საღამოობით საჭმლის საძებნად გამოსულები ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. როგორც წესი, ერთმანეთს მხოლოდ გამარჯობასდა საღამო მშვიდობისასეუბნებოდნენ. ახლაც მიესალმნენ ერთმანეთს და ზღარბმაც გააგრძელა ნადიმი. შაშვმა ლოკოკინა ქვაზე მიანარცხა, ნიჟარა რომ გაეტეხა. დაახლოებით ისე, როგორც შენ ამტვრევ კვერცხის ნაჭუჭს. შემდეგ კი თქვა ზამთარი მოდის“. შეშინებულმა ზღარბმა აქეთ-იქით ყურება დაიწყო. ზამთარი?“ - იკითხა შეწუხებულმა. ჯერ კიდევ პატარა იყო და ზამთარი აქამდე არ ენახა. - ეს მაშინ ხდება, როცა ამინდი ცივია და ნესტიანი. ამ დროს საჭმელი ძნელი საპოვნია. - გააფრთხილა შაშვმა - მე არ ვიშიმშილებ, რადგან ზამთარში კენკრას შევჭამ ბუჩქებიდან. თუმცა, ზღარბი ძალიან შეწუხდა. ის კენკრას არ ჭამდა. ზღარბი მოუვლელ ბაღში ცხოვრობდა....

Upload: others

Post on 07-Aug-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ზღარბი მოუვლელ ბაღში · ზღარბი ბაღის ერთ- ერთ მოუვლელ კუთხეში ცხოვრობდა

ზღარბი ბაღის ერთ-ერთ მოუვლელ კუთხეში ცხოვრობდა.ბალახის უკან, ხის მორის ქვეშ, სადაც დღისით იმალებოდახოლმე.„დროა, ავდგე და საქმეებს მივხედო“ თქვა ერთხელაც, როცამზე ჩადიოდა.მანამდე წვიმდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გარეთ ბევრილოქორა, ჭიაყელა და ხოჭო იქნებოდა.ეს ამბავი ზღარბს სულაც არ სწყინდა, რადგან მათ გემრიელადმიირთმევდa.ის-ის იყო, მსუქანი ლოქორა იპოვა, რომ ხმა შემოესმა.„ოჰ, ღმერთო“ - თქვა ზღარბმა.მას კომპანია არ უყვარდა. სხვა ცხოველები აშინებდნენ. კარგიიყო, რომ ეკალ-ბარდები იცავდნენ. ყოველი შემთხვევისთვის,მაინც დაგორგლდა.„გამარჯობა“ - დაიძახა წრიპა შაშვმა.როცა ზღარბმა შაშვი დაინახა, ისევ გაიშალა.- ცოტა არ იყოს, შემაშინე.- ბოდიში, - მიუგო შაშვმა. რადგანაც წრიპა შაშვი ლოკოკინებს ჭამდა, ზღარბი კილოქორებს, საღამოობით საჭმლის საძებნად გამოსულებიერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ.როგორც წესი, ერთმანეთს მხოლოდ „გამარჯობას“ და „საღამომშვიდობისას“ ეუბნებოდნენ. ახლაც მიესალმნენ ერთმანეთს და ზღარბმაც გააგრძელანადიმი. შაშვმა ლოკოკინა ქვაზე მიანარცხა, ნიჟარა რომგაეტეხა. დაახლოებით ისე, როგორც შენ ამტვრევ კვერცხისნაჭუჭს. შემდეგ კი თქვა „ზამთარი მოდის“.შეშინებულმა ზღარბმა აქეთ-იქით ყურება დაიწყო.„ზამთარი?“ - იკითხა შეწუხებულმა. ჯერ კიდევ პატარა იყო დაზამთარი აქამდე არ ენახა. -  ეს მაშინ ხდება, როცა ამინდი ცივია და ნესტიანი. ამ დროსსაჭმელი ძნელი საპოვნია. - გააფრთხილა შაშვმა - მე არვიშიმშილებ, რადგან ზამთარში კენკრას შევჭამ ბუჩქებიდან.თუმცა, ზღარბი ძალიან შეწუხდა. ის კენკრას არ ჭამდა. 

ზღარბი მოუვლელ ბაღშიცხოვრობდა....

Page 2: ზღარბი მოუვლელ ბაღში · ზღარბი ბაღის ერთ- ერთ მოუვლელ კუთხეში ცხოვრობდა

უსაჭმლოდ როგორ გაძლებდა? რა ემართებოდათ ზღარბებსზამთარში? მას უნახავს, რომ ჩიტები თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავდნენ,მაგრამ თავად ფრენა არ შეეძლო.ისიც უნახავს, როგორ აგროვებდნენ ციყვები თხილეულს.ამიტომაც თავის პატარა სახლში ლოკოკინების შეზიდვადაიწყო. თუმცა, როცა მეორე საღამოს გაიღვიძა, ყველაგაპარულიყო! აცივდა. ზღარბი ისე დარდობდა, რომ ვერც კი იძინებდა.პატარა საწოლში იმდენ ხანს ტრიალებდა,სანამ მყუდროებასაერთოდ არ გაქრა. ამიტომაც გარეთ გავიდა და უფრო მეტი ფოთოლი შეაგროვა. ესთბილი გროვა მორის ძირში დააწყო. ძალიან მოეწონა. თუმცა,უკვე ძალიან დაღლილიყო იმისთვის, რომ ზამთარზე ედარდა.-        ამ გროვაზე დავიძნებ, - თქვა ზღარბმა და დაამთქნარა, -იქნებ ხვალ უკეთესი რამ მოვიფიქრო.ფოთლებში ჩაეფლო, მოიკეცა და დაიძინა. ეძინა ღრმად, დაკიდევ უფრო ღრმად. ყველაზე ღრმა ძილით, რაც კი შეიძლება.ასეთი განსაკუთრებული ძილით ცხოველები იძნებენ და ამასჰიბერნაცია ჰქვია. მხოლოდ ხანდახან იღვიძებდა, სხვაგვერდზე გადასაბრუნებლად. როდესაც მთლიანადგამოფხიზლდა და თვალები გაახილა, უკვე გაზაფხული იყო! -        ოჰ! - თქვა მან, როცა მიხვდა,რომ მთელი ზამთარი ძილშიგაატარა. - აი, თურმე რას აკეთებენ ზღარბები ზამთარში - დაგაეღიმა.უკვე იცოდა, შემდეგი ზამთრისთვის რა უნდა გაეკეთებინა,სადარდებელი არაფერი იყო.