მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო...

22
მარიამ იობიძე მე რომანტიული ტერორისტი ვარმე რომანტიული ტერორისტი ვარ,ვჭამ სიგარეტებს და ვჯდები ტრანსპორტში,რომელიც პარანორმალურ სამყაროში მიდის. სამგზავროც მაქვს,ექიმიც დანიშნულებაც და სრული უფლებაც აქ ვიჯდე. კონტროლიორი,რომელიც თითოეულ სავარძელთან ჩერდება და ათიდან ცხრას კინწისკვრით აგდებს ღია კარიდან,ჩამომივლის,თბილად გამიღიმებს,თავზე ხელს გადამისვამს და მეტყვის,რომ სასურველი და აუცილებელი სტუმარი ვარ იმ სამყაროსთვის,სადაც სულიერად დაავადებული ადამიანები ფუმფულა დათუნიებით თამაშობენ. როცა ბოლო გაჩერებას ვუახლოვდები,გული უფრო გამალებით მიცემს,ხელებს ნერვულად ვმანჭავ და კომპლექსურად,პალტოში თავჩარგული ჩავდივარ. შეშლილები არასასიამოვნოდ მიყურებენ,არმოსწონთ ჩემი ვიზიტი,რადგან ფსიქიატრის ყურადღებას პირველი მე ვიქცევ. ისინი შეშლილობაში მეჯიბრებიან და იციან,რომ არავითარი შანსი არ აქვთ გამარჯვების. მე კი ძალიან მინდა დავმარცხდე. მირჩევნია მთელი სამყარო ფეხით შემოვიარო,ვიდრე ამ საძაგელი ტრანსპორტით ვიმვზავრო. მე რომანტიული ტერორისტი ვარ. ასე ჰქვია ჩემს დიაგნოზს,რომელიც თეთრხალათიანმა,დიდთავიანმა,გასიებულმა და მახინჯმა კაცმა დამისვა.ის მეუბნება რომ ვერასოდეს შევძლებ სიყვარულს. რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავს ადამიანური ღირსებები. რომ მე არ ვეძებ ვინმე კონკრეტულ,შესაფერის პარტნიორს. რომ მე მზად ვარ პირველივე შემხვედრი,რომელიც გამიღიმებს,შევიყვარო. მაგრამ საკმარისია,მან ჩემი შეშლილობა შეამჩნიოს,როცა პერანგს არ გავუუთოებ,როცა ღილს არ დავაკერებ პიჯაკს,როცა არ ვაკოცებ შუბლზე,რადგან ვწერ და არ მცალია. საკმარისია ეს ყოველივე და მე მას დავშორდები. დავშორდები და არ ვაღიარებ,რომ სიყვარული არ შემიძლია,მაგრამ მაინც დიდი სურვილი მაქვს ამის. ყოველ სეანსზე ყველაზე გამაღიზიანებელი მისი ბოლო სიტყვები და ჩემზე ნაკლებად შეშლილების დამცინავი მზერაა. მე რომანტიული ტერორისტი ვარ ... მე არასოდეს მეყოლება მეორე ნახევარი - ასე ამბობს ჩემი მახინჯი ექიმი. შედეგის მიუხედავად,მას უნდა გამოვართვა ორი აბი,რომელსაც აწერია - ვკურნავ შეშლილობას,სიყვარულის ხაზით.- ლუი,გთხოვ გაიგე,არ შეიძლება ადამიანი ასე წერდეს,ასეთი სულიერი სამყარო ჰქონდეს და ის პალატაში გამოამწყვდიო. _ ექიმმა ლუიმ ქაღალდები ნერვულად დაახეთქა მაგიდას და კოლეგას ლამის ყელში სწვდა.

Upload: others

Post on 29-Oct-2019

8 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

მარიამ იობიძე „მე რომანტიული ტერორისტი ვარ“ „მე რომანტიული ტერორისტი ვარ,ვჭამ სიგარეტებს და ვჯდები ტრანსპორტში,რომელიც პარანორმალურ სამყაროში მიდის. სამგზავროც მაქვს,ექიმიც დანიშნულებაც და სრული უფლებაც აქ ვიჯდე. კონტროლიორი,რომელიც თითოეულ სავარძელთან ჩერდება და ათიდან ცხრას კინწისკვრით აგდებს ღია კარიდან,ჩამომივლის,თბილად გამიღიმებს,თავზე ხელს გადამისვამს და მეტყვის,რომ სასურველი და აუცილებელი სტუმარი ვარ იმ სამყაროსთვის,სადაც სულიერად დაავადებული ადამიანები ფუმფულა დათუნიებით თამაშობენ. როცა ბოლო გაჩერებას ვუახლოვდები,გული უფრო გამალებით მიცემს,ხელებს ნერვულად ვმანჭავ და კომპლექსურად,პალტოში თავჩარგული ჩავდივარ. შეშლილები არასასიამოვნოდ მიყურებენ,არმოსწონთ ჩემი ვიზიტი,რადგან ფსიქიატრის ყურადღებას პირველი მე ვიქცევ. ისინი შეშლილობაში მეჯიბრებიან და იციან,რომ არავითარი შანსი არ აქვთ გამარჯვების. მე კი ძალიან მინდა დავმარცხდე. მირჩევნია მთელი სამყარო ფეხით შემოვიარო,ვიდრე ამ საძაგელი ტრანსპორტით ვიმვზავრო. მე რომანტიული ტერორისტი ვარ. ასე ჰქვია ჩემს დიაგნოზს,რომელიც თეთრხალათიანმა,დიდთავიანმა,გასიებულმა და მახინჯმა კაცმა დამისვა.ის მეუბნება რომ ვერასოდეს შევძლებ სიყვარულს. რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავს ადამიანური ღირსებები. რომ მე არ ვეძებ ვინმე კონკრეტულ,შესაფერის პარტნიორს. რომ მე მზად ვარ პირველივე შემხვედრი,რომელიც გამიღიმებს,შევიყვარო. მაგრამ საკმარისია,მან ჩემი შეშლილობა შეამჩნიოს,როცა პერანგს არ გავუუთოებ,როცა ღილს არ დავაკერებ პიჯაკს,როცა არ ვაკოცებ შუბლზე,რადგან ვწერ და არ მცალია. საკმარისია ეს ყოველივე და მე მას დავშორდები. დავშორდები და არ ვაღიარებ,რომ სიყვარული არ შემიძლია,მაგრამ მაინც დიდი სურვილი მაქვს ამის. ყოველ სეანსზე ყველაზე გამაღიზიანებელი მისი ბოლო სიტყვები და ჩემზე ნაკლებად შეშლილების დამცინავი მზერაა. მე რომანტიული ტერორისტი ვარ ... მე არასოდეს მეყოლება მეორე ნახევარი - ასე ამბობს ჩემი მახინჯი ექიმი. შედეგის მიუხედავად,მას უნდა გამოვართვა ორი აბი,რომელსაც აწერია - „ვკურნავ შეშლილობას,სიყვარულის ხაზით.“ - ლუი,გთხოვ გაიგე,არ შეიძლება ადამიანი ასე წერდეს,ასეთი სულიერი სამყარო ჰქონდეს და ის პალატაში გამოამწყვდიო. _ ექიმმა ლუიმ ქაღალდები ნერვულად დაახეთქა მაგიდას და კოლეგას ლამის ყელში სწვდა.

Page 2: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

- მომისმინე ბრიყვო,მართალია ამის გარეთ ჩვენ საუკეთსო მეგობრები ვართ,მაგრამ ამ შენობაში ყველაფერი ისე იქნება,როგორც მე მინდა. - ვერ ვხვდები რა მოგდის. - რა მომდის? ვერ ხვდები არა ? ერთხელ მაინც თუ გინახავს მისი შეშლილი სახე? - არა,არ მინახავს. მაგრამ საკმარისია ეს ჩანაწერი და მე დავხატე მისი შინაგანი სამყარო. - შინაგანი სამყარო,ჰაჰ _ გულიანად გადაიკისკისა ექიმმა - ზოგჯერ სულიერი მდგომარეობა და ფსიქიკური რყევები ერთმანეთში ერევათ და არ მინდა მათ რიგში ჩაგწერო. ის ტერორისტია,ხალხს კლავს,გრძნობებით თამაშობს. სასაცილოა,უნდა ნახო რას ჰგავს და კიდევ მე მიწოდა დიდთავიანი მახინჯი. ლუი მართლაც შეუხედავი ვინმე გახლდათ.ახმახი,მსუქანი,ბრგე აღნაგობის. მოუნელებელი საკვები ნაკეცებად ედო მუცელზე,თავიც უდაოდ დიდი და უცნაური ფორმის ჰქონდა. საერთოდ ლუი ნერვიული ტიპი იყო,გაგიკვირდებოდათ,შეიძლება არ გეთქვათ,მაგრამ გონებაში აუცილებლად გაიფიქრებდით - ამას ფსიქიატრობა ვინ ურჩიაო. ექთანი გაბრაზებული გავიდა კაბინეტიდან და პალატებს ნელი ნაბიჯით ჩაუარა,თითქოს ახალ მოსულს ეძებდა. ახალმოსული გახლდათ ტერორისტი კლემენტინა ბოვუარი. იგი მოსასვენებელ ოთახში იატაკზე იჯდა,ხელში წიგნი ეჭირა - „ადამიანებით მანიპულირება“. წიგნი გადაშლილი იყო,თუმცა კლემენტინას თვალები ერთ წერტილს მიშტერებოდა,ისე გამოიყურებოდა თითქოს მისი სული სხეულიდან გამოსულიყო და სადღაც დაფრინავდა. ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით,რომ რაღაც პროტესტის გრძნობა ჰქონდა და ამ ყოველივემ გარეგნული გამოვლინებაც ჰპოვა. უცნაური ჩაცმულობა ჰქონდა მაშინ,როდესაც შეშლილის თეთრ პერანგს გახდიდნენ. თმა ცისარტყელას ფერებში გაეღება,თითქმის ყველა ფერი ეკითხებოდა თმაზე. და თვალები ... თვალები ყავისფერი ჰქონდა,მაგრამ რაღაც სხვანაირი,აი ისეთი,როგორიც კატებს - აგრესიული. იგი მუდმივად დასცინოდა სხვებს,მუდამ იმის ფიქრში იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის იკარებდა,კითხულობდა,წერდა ან წიგნს გადაშლიდა და მისი გონება სხვა განზომილებაში ჰპოვებდა თავშესაფარს. კლემენტინას ბრალი ედებოდა რომანტიულ ტერორიზმში და მისი ფსიქიატრიულში ყოფნა უფრო დასჯას წააგავდა,ვიდრე დასახმარებლად გაწვდილ ხელს. ექთანი გოგონას მიუახლოვდა,ისე მიიწევდა მისკენ,უეჭველად მიხვდებოდით,რაღაცის თქმას აპირებდა,თუმცა დაასწრეს - რა იყო,ჩემი გაჟიმვა გინდა ? _ ისე უთხრა,თვალი არ მოუშორებია იმ წერტილისთვის,რომელსაც აქამდე უყურებდა. ექთანს თითქოს არც გაეგონა ეს სიტყვები და კითხვა შეუბრუნა

Page 3: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

- აბა,როგორია აქ გატარებული ოთხი დღე ? _ ეს არ იყო ირონიული ტონი,მისი დამოკიდებულება კლემენტინას მიმართ,არ გავდა სხვებისას. ის კი თავისას აგრძელებდა - აქ მე არავინ მესაუბრება,თუ ჩემი გაჟიმვა არ გინდა,გირჩევ თავი შორს დაიჭირო ჩემგან. - კლემ, შენ ჩემზე უკეთ იცი რომ არ ხარ შეშლილი. ასე რატომ იქცევი ? _კლემენტინამ წიგნის გვერდები სწრაფ-სწრაფად გადაფურცლა,გადაშლილი გვერდს გაშლილი ხელი ძლიერად დაჰკრა,თითქოს დიდიხნის დაკარგულს მიაგნო და მშვიდი ტონით ხმამაღლა ამოიკითხა - „ჭკუიდან გადამცდარ ადამიანს სიგიჟის მდგომარეობაში ეწვევა საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება,რომლის მიღწევაც რეალურ სამყაროში ვერ მოახერხა“ - დეილ კარნეგი. _ დაასრულა და ნიშნის მოგებით ჩახედა თვალებში ექთანს. ფსიქიატრიულში მჭექარე ხმით გაისმა - აბა,გენიოსნო ძილის დროა მოსასვენებელი ოთახიდან ყველა წამოიშალა,ზოგი რომელ წამალს ყლაპავდა ინდაურივით და ზოგი რომელს. მხოლოდ კლემენტინა იჯდა გაურყევლად. - წამალი დალიე და „ნანა“ ძილის დროა _ აჩრდილივით გამოეცხადა ექიმი ლუიჯი. -ასე შეგიძლია შენს ღორ ცოლს მიმართო,არსად წასვლას არ ვაპირებ. _ როგორც ყოველთვის ფსიქიატრს იმაზე აგრესიულად უყურებდა წარბებს ქვემოდან,ვიდრე სხვა დანარჩენებს. - მომისმინე თავნება გოგოვ,მომბეზრდა შენი თამაშები,ახლავე ადგები და ოთახში წახვალ,წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ტკივილის ატანა მოგიწევს. _ მოთმინება დაკარგული ლუი ლამის თმებში სწვდა პაციენტს. კლემენტინამ გულიანად გადაიკისკისა და როცა სიცილით გული იჯერა,ფეხზე წამოდგა. - მირჩევნია ღრმად ვიძინო,ვიდრე იმ დამპალ ოთახში დავწვე შეშლილთან,რომელიც ყოველ ღამე აყროლებულ გაზებს უშვებს უკანალიდან. - ნუ გავიწყდება,რომ შენც მისნაირი შეშლილი ხარ. ლუიმ ხელი ხელში ჩაავლო და გაძალიანებული გოგონა ფორთხვით წაიყვანა ოთახისკენ. მისი წიხლების მოსაგერიებლად კვლავ შოკური თერაპიის ჩატარება დასჭირდათ. როცა კლემენტინამ თვალი გაახილა,უკვე მზეს მუხლი გაემართა და თითქმის წამომდგარიყო . კედლები იმაზე თეთრი ჩანდა,ვიდრე აქამდე. ოთახს ერთი სრული,ერთი არასრული და ერთიც პოტენციური ფანჯარა ჰქონდა. კლემენტინას სამყაროში ფანრები არ იყო დალუქული და პირველი რაც თავში აზრად მოუვიდა გაქცევა განიზრახა,როცა ფანჯარასთან მივიდა,მხოლოდ მაშინ

Page 4: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

მიხვდა რომ დაბმული ჰყავდათ. მისი განწირული ყვირილი მთელს ფსიქიატრიულს ექოდ მოედო. როცა ექთანი შემოვიდა,გოგონა დაჭრილივით ღრიალებდა. ექთნის ვერცხლისფერმა მაჯის საათმა მისი სახე აირეკლა,ის ისეთი მახინჯი იყო ... ისეთი მახინჯი,რომ ყველაზე მეტად საკუთარი თავი ეზიზღებოდა. - მახინჯი ვარ. მძულხარ. მეზიზღები. ვერ გიტან. მინდა მოკვდე. _ თავი გვერდზე გადააგდო,ზუსტად ისე,როგორც საშინელებათა ფილმებშია,როცა პატარა ბავშვს სული გამოეცხადება. საზარელი სანახავი იყო,სატანისებური ღიმილი მოჰფენოდა მთელს სახეს და მწვანე თვალები ცეცხლისფრად ანათებდა. - არა კლემ. შენ უნდა იცოცხლო,რათა ცხოვრება შეაძულო დანარჩენებს და მთელს სამყაროში სიძულვილი დაამყარო _ თავს ინუგეშებდა საბრალო გოგო. - ფრჩხილები უნდა დავაჭრათ _ თქვა ექთანმა,ისეთი გაოცებული სახით,თითქოს ფსიქიატრიულში მუშაობის პირველი დღე ჰქონოდა. - ნწუ,ნწუ,ნწუ _ საჩვენებელი თითის მოძრაობით იუარა ექთნის გადაწყვეტილება. - რაო პატარავ ასეთი არ მოგწონვარ ? - მორჩი სისულელეებს და ადექი თუ არ გინდა სამუდამოდ ამ ოთახში დარჩე. - მუქარა ყოვლისმოცდნე ექიმმა ლუიმ გასწავლა ? მაინც რამდენი გაკვეთილი დაგჭირდა ამისთვის ? _კლემი ფეხზე წამოდგა,ფეხები ისე დაალაგა,რომ მისი ცერა თითები ოთახის იმ ორ კუთხეს უსწორდებოდა,რომლებიც მის წინ იყო - კრეტინო,შენ რა ჩემი დიაგნოზი არ მოგახსენეს? ჩემთვის ტკივილი არ არსებობს. მე არ მიყვარს. ხვდები ეს რას ნიშნავს ? თუმცა რას გეკითხები,შენთვის ხომ წარმოუდგენელია... იდიოტები,როგორ მძულხართ. - გეყოს მსახიობობა და გამომყევი. მე ვერ დამაბოლებ. მოსასვენებელ ოთახში კლემენტინას შესვლა არავის ესიამოვნა. პაციენტები კუთვნილ ადგილებს ისე მიუსხდნენ,თითქოს თვით ქრისტე ეწვია დედამიწას. ყველა გასუსული იჯდა და მის მორიგ ამაზრზენ საქციელს ელოდა,თუმცა კლემენტინას მობეზრებული ჰქონდა ეს ყოველივე. - ნაბიჭვრები _ თავისთვის ჩაილაპარაკა და ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპდა. ჩანაწერების რვეული გადაშალა და მზერა ისე დაიჭირა თითქოს რაღაცის გახსენებას ლამობდა. შეშლილებიც მოეშვნენ,გათავისუფლდნენ,ზოგი ტელევიზორს მიუჯდა,ზოგი სიგარეტს ეწეოდა,ჯენი კი როგორც ყოველთვის სათამაშო თოჯინას ეფერებოდა და ცდილობდა დაეძინებინა. ის სწორედ მაშინ შეიშალა ჭკუიდან,როცა 2 წლის გოგონა დაკარგა. მას შემდეგ თოჯინას აძინებს და საკუთარი შვილი ჰგონია. ჯენის ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა „შვილის“ დაძინება,კლემი ფანჯრიდან ჩამოხდა,კალამს ხელი დაავლო და ყელთან არტერიამდე მიუტანა. - ამის დედაც. _ დამშვიდებული სახე მოირგო და ცინიკურად განაგრძო - ჯენი,ცოტახნით შეიძლება დავიჭირო შენი შვილი? _ ამაზე შეშლილებმა სიცილ-ხარხარი ატეხეს.ჯენიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თოჯინა მიაწოდა.

Page 5: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

კლემმა სათამაშოს ფეხში მოჰკიდა ხელი და იატაკს დაანარცხა. დედა პანიკაში ჩავარდა,ისტერიული ტირილი ატეხა და ნემსიც მიიღო ხელის კუნთში. კლემენტინა კი ადგილს დაუბრუნდა და ვითომ აქ არაფერიო,წერა განაგრძნო. „თითქოს ყველაფერი ისეა,როგორც უნდა იყოს,ფანჯარა,სარკმლის იქეთ გისოსები - მსხვილი და შავი. ზურგს უკან შეშლილების მთელი არმია,ექთანი,წამლები,ლუი და საზარელი „თეთრი ოთახი“. გისოსებს მიღმა ზამთარია,შიშველ ხეებს თოვლის თეთრი ფიფქები გასათბობად შემოხვევია,თუმცა უსიყვარულოდ,უსიცოცხლოდ - ფიფქები ცივი და მკვდარია. მთელს ეზოს მოსდებია მათი გაყინული ფერები. წარმოიდგინეთ,როგორი ამაზრზენია თეთრი ფერი მათთვის,ვისაც არ ჰყავს ღმერთი,ხელში არ უჭირავს დასახმარებლად გაწვდილი ხელი,ისინი უბრალოდ გამომწვდეულნი,უბრალოდ დასჯილნი არიან. ძალიან რთულია ადამიანს დაეხმარო,როცა თავად არ სურს ეს. მედიკამენტები,თერაპიები,ფსიქოლოგთან სეანსები,ეს უბრალოდ ფეკალური მასაა,რომელიც ლუის პირიდან ისეთივე სიმძლავით გადმოეფრქვევა ხოლმე,როგორც კანალიზაციის მილიდან. მე მათი მსხვერპლი ვარ,ისინი კი ჩემი. დადგება დრო,როცა ჩემზე დამოკიდებულნი გახდებიან. მათ მე ვუყვარვარ და განადგურდებიან,რადგან მე არ შემიძლია ვუპასუხო იგივე.“ მთვარის შუქი კლემენტინას მწვანე თვალებში კიაფობდა. უკვე ყველა ფერი სხვა ფერი იყო. საკმარისი გახდებოდა ფანჯრიდან ანთებული თვალებით გაგეხედათ,დაინახავდით იისფერი თოვლის სინაზეს,ლამპიონების ყვითელ შუქს,ხეებზე სიყვარულით დამდნარ ფიფქებს,იქნებ ადამიანიც კი მოგჩვენებოდათ იქვე ახლოს. თუმცა ფანჯრის აქეთ მაინც წყვდიადი იყო,აქ მხოლოდ დალტონიკს არ გაუჭირდებოდა ცხოვრება,აქ მხოლოდ თეთრი კედლები და შავი ყოფაცხოვრება იყო. მორიგე ექთანი კარის ზღურბლზე იდგა და კლემენტინას უცქერდა. დაკვირვებით ათვალიერებდა მისი სახის გამომეტყველებას,ინტერესით უყურებდა რას გრძნობდა,როცა წერა დაასრულა. დაწერო რამე,ეს ხომ სრული კმაყოფილებაა. როგორ გითხრათ ... ოდესმე თუ გიტირიათ? ტირილის დროს თამბაქო თუ მოგიწევიათ? შეამჩნევდით,როგორ გაგიშრებოდათ ცრემლი,ყელში გაჩხერილი მსხვილი ბურთი,რომელიც ძლივს მიღოღავს თვალებისკენ,ვეღარ გამოსცრა წამწამებმა. თქვენ ამის მომსწრენი უეჭველად გახდებოდით. წერაც თითქმის ასეა. როცა ყველა აზრი ელექტრონებივით ქაოსურად მოძრაობს შენს ბირთვში და ბოლოსდაბოლოს დააწყვილებ ასოებს,შენში კმაყოფილების განცდა შემოდის,სულ მთლიანად მოედება ყველა ნერვს და სისხლს გითბობს,ირგვლივ სიმშვიდის სუნი ტრიალებს. იცით როგორი სუნი აქვს სიმშვიდეს ? და გემო ? არა,მე მესმის თქვენი,რთულია,დღეს რთულია ... როცა დილით იღვიძებ და წამის შუალედით ცნობიერში ჩნდება კითხვები - რა ჩავიცვა ? სად მივდივარ ? დღეს რას ვაკეთებ ? -

Page 6: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

იძაბები და საკუთარ თავს კარგავ. არიცი ვინ ხარ მაგრამ იცი ვინ უნდა გახდე. კლემენტინამ იცის სიმშვიდის სუნი. ის შეშლილია და ის მშვიდია. მან იცის ვინ არის,თუმცა მიზნად აქვს მასში ბოლომდე ჩაკლას ბუნებრივობა და იყოს ის ვინც არ არის. ეს არის მისი ყველაზე დიდი პრობლემა,რის გამოც ბევრ დაბრკოლებას აწყდება ცხოვრებაში. - ძილს არ აპირებ ? _ კლემენტინა შეკრთა,ვერც კი ეგრძნო დაღამება,ადგილი,დრო,საცხოვრებელი. - ამას რატომ აკეთებ ? _ ფანჯრიდან ჩამოხტა და მშვიდი მოძრაობით დაემორჩილა ექთანს. - რას ? -სხვებს ხომ უკვე სძინავთ ? - შენ სხვებს არ ჰგავხარ. ოთახში შედი,არ მინდა სამსახური დავკარგო. კლემენტინამ მთელი ძალა მოიკრიბა და რაც შეიძლებოდა ხმამაღლა დაიწყო სიცილი. მის ხმაზე დანარჩენი ექთნები და დარაჯები გამოცვივდნენ. ლუის თანაშემწე გაოგნებული დარჩა ამ საქციელით. დღეს ისეთი მშვიდი ჩანდა პაციენტი,თითქოს მგრძნობიარეც,ჩაფიქრებული,მორჩილი და მშვიდად მოსაუბრე. არც უფიქრია თუ ამ სიკეთეს არ დაუფასებდა და სამსახურს დაატოვებინებდა,მოვალეობის არ შესრულების გამო. თუმცა საბედნიეროდ ექთანმა პირველი და უკანასკნელი გაფრთხილება მიიღო,კლემენტინასთან განსხვავებული დამოკიდებულების გამო. ლუიმ იგი თავის კაბინეტში გამოიძახა და კმაყოფილი სახით შესთავაზა ერთად გაეწიათ „დახმარება“ კლემისათვის. - ახლა ხომ დაინახე,რა იმალებამისი ნაწერების მიღმა ? - თამაშში ვარ. _ მტკიცედ გადაწყვიტა ექთანმა და კარი გაიჯახუნა. დილით შეშლილები მისაღებში იკრიბებოდნენ და ფსიქოლოგის დასმულ კითხვებს მონდომებით პასუხობდნენ. ერთის პასუხს დანარჩენების დაცინვა მოჰყვებოდა.ზოგჯერ,როცა ფსიქოლოგი ვიღაცისთვის სათუთ თემას შეეხებოდა,კუნთში ნემსის გაკეთებაც აუცილებელი ხდებოდა ერთეულებისთვის. მხოლოდ კლემენტინა იჯდა მდუმარედ და აკვირდებოდა ყველას მოძრაობას,ფსიქოლოგის კითხვებს,პაციენტების პასუხებს. მერე ამ ყველაფერს თავის სასიკეთოდ იყენებდა და დაუსრულებლად წერდა ბნელ აწმყოზე,ხან კი ფსიქოლოგის ხმა გამოარკვევდა გარემოს - კლემ,შენ არაფერს გვეტყვი?

- არა,რათქმაუნდა. _ ირონიას არ ღალატობდა ურჩი პაციენტი. ბევრი მცდელობის მიუხედავად ყოველი შეკრება ერთმანეთს ჰგავდა. კლემენტინა ბოვუართან არაფერი იცვლებოდა. დრო გადიოდა და მისი სიძულვილი უფრო ღრმავდებოდა. თუმცა როგორ უნდა დააყენო ადამიანის ჭეშმარიტ გზაზე,როცა ისიც არ იცი ვინ არის.

Page 7: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

ფსიქოლოგი ჯერ კიდევ კლემენტინას ირონიის საპასუხო რეპლიკის მოფიქრებას ცდილობდა,როცა უნებურად აღმოხდა,აი ისე,შენი საყვარელი საქმეც რომ თავს მოგაბეზრებს და თითქოს ბოლო მცდელობა იყოს მიზნის მიღწევისა : - ფსიქოლოგია განიხილავს ადამიანს,როგორც მთლიანობას. მე მაინტერესებს,თქვენ როგორც პიროვნება,სად დგახართ ? ვინ ხართ ან ვინ გინდათ იყოთ ? გაგირჩევიათ ოდესმე ინდივიდი,რომელსაც თამაშობთ ? რა შეხედულება გაქვთ საკუთარ თავზე ? სამყაროზე ? დამიჯერეთ,თქვენგან არავინ არაფერს ითხოვს,ეს თქვენ თხოვთ საკუთარ თავებს იყოთ ისეთები,როგორებიც არ ხართ. გამომდინარე აქედან,სხვა ადამიანი არასოდეს ხდება თქვენი ბედნიერების ან უბედურების მიზეზი. _ თითქოს ყველას მიმართავდა,მაგრამ აშკარად შეამჩნევდით,ყველა ეს სიტყვა კლემენტინას ეკუთვნოდა. ამდენი ხნის მანძილზე პირველად გამოვიდა იგი სიმშვიდის მდგომარეობიდან,როგორც მოაზროვნე და არა როგორც შეშლილი. სწორედ ეს უნდოდა ფსიქოლოგს,სწორედ ის,რომ გაეგო რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. - ტყუილია ! ეს ყველაფერი თქვენი მოგონილია,ჩვენ არაფერს ვთამაშობთ,ჩვენ ის ვართ,რაც თქვენ შეგვქმენით,თქვენი მედიკამენტებით და ათასი სხვა საშუალებებით,რათა დაგვეკარგა ჩვენი ბუნებრივი სახე. ჩვენ ასეთები ვართ და არ შეიძლება სხვაგვარად მოხდეს.მახსოვს,ძალიან პატარა ვიყავი,როცა მსგავსი შეტევები დამეწყო,მამას და დედას საუბარს მალულად მოვუსმინე,მამა ამბობდა : - მე რომ შემეძლოს მისთვის სულიერი ჯანმრთელობის დაბრუნება,ამას არ გავაკეთებდი,ის ახლა გაცილებით ბედნიერია. - მაშინ ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვების არსს,მაგრამ ახლა,როცა აქ ვარ გამოკეტილი,ვხვდები რა არის ბედნიერება და დავრწმუნდი რომ ის სიყვარულის გარეშეც მოდის,მეტიც,შეიძლება მთელი სამყარო გძულდეს მაგრამ ბედნიერად გრძნობდე თავს,მთავარია ეს გრძნობა ძლიერად იყოს შენში. _ თითქოს თვალები აუწყლიანდა,ხელები სიგრძეზე ჩამოუშვა,ნაკვთებს ადგილს ვერ უჩენდა და ყველაფერი ერთიანად უცახცახებდა. ამდენი სიტყვა ერთროულად პირველად თქვა,ასეთი გულწრფელი პირველად იყო,რამაც ყველა გააოცა. ყველაზე გასაკვირი კი ის გახლდათ,რომ კლემს საუბრის დროს არც ერთი ბილწი სიტყვა არ გამოუყენებია,მეტიც,სიტყვა - კრეტინიც კი არ უთქვამს. მერე მორჩილად დალია წამალი,ალბათ ეს პირველი იყო,როცა ენის ქვეშ არ დაუმალავს და ოთახში წავიდა. თუმცა საკითხავია დასაძინებლად,თუ ისე უბრალოდ. მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება

Page 8: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

მარტოობა იყო. მხოლოდ მარტოობაში გრძნობდა,თუ როგორ ძლიერად უყვარდა სიცოცხლე. თქვენთვის ალბათ არარეალური და წარმოუდგენელია,რატომ უნდა გიყვარდეს სიცოცხლე და რატომ უნდა იყო ბედნიერი თუ ამას ვერავის გაუზიარებ. მე მესმის თქვენი,თქვენ ალბათ კლემენტინას ფსიქოტიპი ზუსტად ისე დახატეთ თქვენს გონებაში,როგორც ვწერ. როგორ შეიძლება არსებობდე მეგობრების,ახლობლების,მშობლების,ცხოველების,ბუნების,ნივთების და ბოლოსდაბოლოს საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე. დიახ,სწორად აღვნიშნე - არსებობა,რადგან ასეთ სიცოცხლეს ცხოვრება არ ჰქვია. წარმოუდგენელია,თუმცა კლემენტინას ასეთი წარმოედგინა მისი სიცოცხლე. სამყაროში ყველაფერი კანონზომიერი და მიზეზშედეგობრივია,მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შედეგი ბევრად საინტერესოა,ვიდრე მიზეზი.მხოლოდ ის აინტერესებთ,ვინ არის დამნაშავე და მაშინ,როდესაც ახლანდელი დამნაშავე ამ გზას ადგებოდა,არავის ეცალა მისთვის - ეს ხომ მათი საქმე არაა,როგორც უნდა ისე იცხოვრებს,მაგრამ ახლა მათი განკითხვის საგანი ხდება. საოცარია ადამიანის ბუნება,საოცარი. თვით უფალიც კი არ აპირებს ადამიანის სიკვდილის ბოლო დღემდე განსჯას. როგორ გამიხარდებოდა,თუ ერთ-ერთ თქვენგანს მაინც გაუჩნდებოდა კითხვა - რატომ ? რატომ აკეთებს ამას? ასე როგორ შეუძლია ? იქნებ დაგებადათ კიდეც მსგავსი კითხვები,მაგრამ იმედი არ გაქვთ,არ გწამთ,რომ კლემენტინა თავის ნამდვილ სახეს ოდესმე დაგვანახებს. რწმენა კი ყველა ცოცხალის თვისებაა,იგი თვით რელილგიის საკუთრებაც არ არის,არა თუ რომელიმე რელიგიის. ურწმუნო მოკვდავი არ დაბადებულა,თვით ათეისტსაც კი სწამს იმის,რომ ღმერთი არ არსებობს და ამ აზრს ისევე კბილებით იცავს,როგორც სხვა რელიგიის წარმომადგენლები. ჰო,იმას ვამბობდი მიზეზშედეგობრივი-მეთქი. მკითხველო,ნუ გეგონება ყველაფერი ასე მარტივად. ბოროტება და სიძულვილი არ არსებობს სამყაროში,ეს მხოლოდ სიყვარულის დეფიციტია. სამყაროს შემქმნელს იმდენი ხნის სიცოცხლე რომ ებოძა ადამიანებისთვის,რამდენიც ცხოვრების სწავლას სჭირდება,უკვდავები ვიქნებოდით. უფლის ყველაზე დიდი საჩუქარი აზროვნების უნარია,როცა ეს გაქვს,შეგიძლია გაუმკლავდე შენს ყველაზე დიდ მტერს ფსიქიკას. მაგრამ რატომღაც ეს კანონზიმიერებაც ხშირად ინგრევა. მსგავსი დაავადებები,სწორედ რომ ძლიერი ტიპის ადამიანებს ემართებათ,სწორედ მოაზროვნეებს, გენიოსებს,რადგან მათთვის არ არის სულერთი რა ხდება სამყაროში. ასე რომ,ადამიანები მართლაც შეიძლება ჭკუიდან შეიშალნონ,რათა გიჟური ოცნებების ზღაპრულ სამყაროში

Page 9: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

გამორჩეულად ყოფნის ის გრძნობა მოიპოვონ,რომელიც სასტიკ რეალურ სამყაროში მიუღწეველი აღმოჩნდა. ნუ განვიკითხავთ შეშლილებს,შეშლილობაშიც არის რაღაც სიამოვნება,რაც მხოლოდ მათ იციან. ყველა გენიოსს შეშლილს უწოდებენ,შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება,მაგრამ შეშლილებს არ აღიქვამენ გენიოსებად. მთავარ სათქმელს კიდევ რომ არ ავცდე,გეტყვით რომ ღიმილი გაცილებით მეტი ინფორმაციის მატარებელია,ვიდრე სახის მოღუშული გამომეტყველება. როცა ღამემ თავისი ჰქნა და ყველას მიეძინა,ოთახში ლანდი გამოჩნდა - ამის დედაც. ბოლოსდაბოლოს გავიგებ,რა ჯანდაბას წერ ამ წყეულ რვეულში. _ ექთანი იქვე კართან ჩაიმუხლა და რვეული გადაშალა. „ამბობენ,ბედნიერებაზე წერა უფრო რთულია,ვიდრე უბედურებაზეო. დაახლოებით თერთმეტი წლისა,ყოველშემთხვევაში არა უმეტეს ცამეტისა,დიდი უბედურება დამატყდა თავს. ჩემს გვერდით იყვნენ მეგობრები,მაგრამ არა სულის წუხილის გამზიარებლები.მყავდა ახლობლები,მაგრამ არც ისე ახლო და არ მყავდა მშობლები. დავრჩი სრულიად მარტო,ხორციელად და სულიერად. დავუმეგობრდი კალამს და დავწერე. დავწერე,მაგრამ ეს უფრო დეპრესიული ფსიქოპატის ყვირილს ჰგავდა,ვიდრე რაიმე ლიტერატურულ ღირებულებას. მაგრამ არ ვეშვებოდი ... ვწერდი გულით და არა გონებით. მთელი ჩემი სული მე შევაწმნიდე ლიტერატურას და აღმოვაჩინე,რომ ფურცელი ყველაზე კარგი მეგობარია. მერე ვისმენდი ხმებს,რომლებიც ჩემზე დადიოდა და ისე ჟღერდა თითქოს უცნაური და არანორმალური ვარ,ეს ჩემთვის სრულიად მისაღები იყო. არ შეიძლება ნორმალური გერქვას,როცა ცამეტი წლისა იწყებ საკუთარი თავის აღზრდას. ვაღიარებ,კი არ ვითმენდი-ვუძლებდი. მაგრამ ეს გამძლება იყო საუკეთესო პროცესი,ვისწავლე „ფასი“ ყველა ასპექტში და ყველაფრის. მივხვდი,რომ ვერაფერს წავიკითხავდი იმაზე უკეთესს,რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა ... და მე გადავწყვიტე,ჯერ პოეზიით,მერე ჩანახატებით და ბოლოს პროზაულად მეთქვა,რომ არსებობს რაღაც მესამე. ამ სიტყვებს რომ ვამბობ,ტერენტი გრანელთან სულიერ კავშირს ვგრძნობ. არა სიცოცხლე,არა სიკვდილი,რაღაც სხვა ... ბაქანზე მდგარი მატარებელი,რომელიც ემზადება რელსების დასალაშქრად,ძალიან ჰგავს ცხოვრებას ... მისი ბორბლები მისდაუნებურად ისე უხორცდება ფილტვებში სარკინიგზო გზას,როგორც ჩვენ მოკვდავნი ჩვენდაუნებურად ვეგუებით იმას,რისი შეცვლაც არ გვძალუძს და ყოველი ეს შეხორცება ისეთივე ყურისწამღებია,როგორც

Page 10: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

ჩვენი ფიქრები,რომლებიც ქაოსურად მოძრაობენ ჩვენივე თავში და ვერაფრით ვუსიტყვებთ ერთმანეთს. მისი რიტმიც ... ძალიან ჰგავს ცხოვრებას,ერთი შეხედვით თითქოს დრო ნელა გადის,მაგრამ საკმარისია რაიმეთი დაკავდე ( როგორც მე ვწერ და დავკარგე შეგრძნება დროისა და ადგილისა) წამში გაივლის ყოველივე,თუმცა არ გირჩევთ ჩაიძინოთ. ძილში არ უნდა დაკარგოთ ეს ბედნიერი 10 800 წამი,რომელიც ჩემს ქალაქამდე მიგიყვანთ. ეს იგივეა 24 საათის განმავლობაში იძინო 20 საათი და კიდევ 30 წამი და დაკარგო დღისა და ღამის თვალით ნახვის ბედნიერება. უნდა ნახოთ,თითოეულ წამს,როგორ ტოვებს ერთი ხე თქვენს ფანჯარას,მერე მეორე,მესამე,მეოთხე და ასე დაუსრულებლად. ცხოვრებაშიც ხომ ასეა,ვიღაც იბადება,ვიღაც კვდება. იქნებ 2 წამის შუალედით ასცდნენ ერთმანეთს მომაკვდავი და ახალი სიცოცხლე,ან სულაც ერთ წამში მოხდა ორივე,თითქოს შეთანხმებულიყვნენ. ისეთი საოცარია,თავს აიღერებ და უყურებ,როგორ დაეხეტება ღრუბლებად ქცეული მტვერი მოწმენდილ,ზღვაზე ოდნავ ღია ფერის ცაზე ... წარმოიდგინეთ რამდენი სახლი,რამდენი ქვა და ბოლოსდაბოლოს რამდენი რელსი გამოვიარე და რამდენ საიდუმლოს ინახავენ ისინი. ამაზე რომ ვფიქრობ,ბრაზი მომდის საკუთარ თავზე,რომ არ მესმის მათი საუბარი და მათ ენას „ჩიქჩიქად“ აღვიქვამ. ვინ იცის იქნებ ჩემზეც ეთქვა ორი სიტყვა ... ცხოვრებაშიც ასეა,ის გვაფრთხილებს,გვაძლევს მინიშნებებს,მაგრამ ჩვენ არ გვესმის მისი ენა და მის ლაპარაკს „ბედისწერას“ ვეძახით ... იცით მატარებელი რით განსხვავდება ცხოვრებისგან ? როცა მატარებელში ზიხარ,აუცილებლად წინასწარ იცი რა დროს იქნები დანიშნულების ადგილას და რა გზას უნდა გაუყვე ამის შემდეგ. იცი როდის დამთავრდება „ჩიქჩიქი“ ანუ როდის გაწყვეტს შენთან ლაპარაკს,ცხოვრებაში კი არა. არ იცი,როდის,სად და როგორ გააჩერებს იგი თავის ბაქანზე,როდის შეწყვეტს „ბედს“,ანუ შენთან საუბარს და უარესი ... არ იცი რა გზას გაუყვები ... მატარებელი,ძალიან ჰგავს ცხოვრებას,რომლის ვაგონიდან ზოგი ადრე ვარდება,ზოგი გვიან,ზოგიც ბილეთის აღებისთანავე,ზოგიც კიდე თვითონ ხტება ღია კარიდან ან ფანჯრიდან,რომელიც ვფიქრობ გაწმენდას საჭიროებს. მამაც თითქმის ასე მოიქცა ... სიკვდილი ... სიკვდილი მაშინ შემძულდა,როცა ღრმა ბავშვობაში მამა დავკარგე. 5 წლის ვიყავი,როცა კაიფში გაიპარა. კიდევ კარგი მისი სიყვარული დიდად არ მახსოვს,ალბათ ყველაზე მეტად ამის ამოშლა გამიჭირდებოდა. ხომ ხვდებით,გოგონებისთვის მამა ღმერთს უტოლდება. ამის შემდეგ შემძულდნენ კაცები. მერე იყო სკოლა ... ბავშვობიდან ყველაფერი გადაზედმეტებული მიყვარდა,არა,კი არ

Page 11: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

მომწონდა ეს მდგომარეობა,უბრალოდ ვერ ვეშვებოდი. როცა,ცუდ ხასიათზე ვიყავი,იმდენად ზედმეტი იყო,თვითონაც მაწუხებდა. როცა კარგად ვგრძნობდი თავს,ესეც მეზედმეტებოდა. თუ ვინმე შემიყვარდებოდა,ეს იმდენად ზედმეტი იყო,რომ საპასუხოდ ვერავინ ვერაფერს მიბრუნებდა,ასე მხოლოდ მე შემეძლო. თუმცა ვაღიარებ,როგორც ბიჭი,არასოდეს მყვარებია. ყველაზე მეტად მაშინ ვბრაზდებოდი,როცა საკუთარ თავზე ვსაუბრობდი. ხშირად მიწევდა თამაში,რადგან საკმარისი იყო გულწრფელად მელაპარაკა და არ ბეზრდებოდათ ჩემი დაცინვა. ხშირად ჩუმად ყოფნას ვამჯობინებდი,ამ დროს მეკითხებოდნენ,რა მჭირს,რატომ ვგრძნობ თავს ცუდად. ეს კი უფრო მაღიზიანდებდა,ადამიანებს არ შეუძლიათ აზრების კითხვა,ეს ნიჭი ღმერთმა მხოლოდ ცხოველებს და ბუნებას არგუნა. ვიჯექი და ვუსმენდი მათ სულელურ საუბრებს,ბგერებს ისე აუღელვებლად გამოსცემდნენ,თითქოს უკან დაბრუნება შესძლებოდათ. იმდენ სისულელეს იტყოდნენ ხოლმე,ზოგჯერ ვოცნებობდი ყველა დამუნჯებულიყო და საუბარი მხოლოდ მათ შესძლებოდათ,ვისაც გრძნობები გააჩნია. ესენი არიან ჩემი მეგობრები,ცხოველები,მცენარეები,ნივთები,რომლებიც ჩემს ოთახში უწესრიგოდ არის მიმოფანტული და ყოველ ღამე ჩემი მოსმენა უწევთ,თუ როგორი უემოციონი და უაზრონი არიან არსებები,რომელთაც რატომღაც ადამიანები ჰქვიათ. ასეთი იყო სკოლა. სწორედ ამის შემდეგ მეზიზღება ადამიანთა მოდგმა. როცა დღე დაიძინებს და ღამე გაღვიძებას დააპირებს,საწოლს ნაზად ვეკვრი,რომელსაც ჩემი თმის სურნელი ასდის,ალაგ-ალაგ,ცოტა გაფანტულად. შუქს ვაქრობ და ცალ მხარზე,მოკუნტული ვწვები,იმ იმედით,რომ გადაღლილი ცნობიერი მიყუჩდება. საოცარია .. ყოველღამ ერთი და იგივე ხდება,როგორც კი წამწამები ერთმანეთის ალერსს დაიწყებენ,რაღაც ანაზდად გამომაფხიზლებს და ვიწყებ წერას ... ბოლო დროს,მახსენდება ის ასაკი,როცა ჯერ კიდევ მქონდა ვარდისფერი სათვალე,რომელიც მაშინ დავკარგე,როცა მამამ დამტოვა. მახსენდება,ბრაზილიური სერიალები,მოსასვენებელი დივანი,კედლისკენ მამა და მარცხნივ მე ... უკვე ღამეებია ვცდილობ დავწერო ამაზე,მაგრამ ვიცი ამის შემდეგ დიდი კაეშანი დამიმონებს და ვერცერთი მეფე თუ გმირი ვერ დამიხსნის,ამიტომ თავს ვიკავებდი,მაგრამ როგორც ხედავთ არ გამომივიდა ... იცით ?! კიდევ მახსოვს,როცა მე და დედა მარტო დავრჩით,ვცდილობდი დედა გამეღიმებინა. ჰო,ნუ ექვსი წლის ასაკში სხვას ვერაფერს მოიფიქრებდა ბავშვი,მეც ვიჯექი და მთელი დღის განმავლობაში გაუმაძღრად ვჭამდი შოკოლადის პატარა ფირფიტებს და

Page 12: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

ქაღალდებს ისე ოსტატურად ვახვევდი,გეგონებოდა შოკოლადს არავინ შეხებიაო. (ეს ნიჭი მამისგან მერგო) როცა დედა სამსახურიდან ბრუნდებოდა დაღლილს,ხელი შოკოლადის ფირფიტებისკენ მიუწევდა,გახსნიდა და ალბათ,უიღბლობას დააბრალებდა,პირველი ქაღალდის სიფარფატეს,მერე მეორეს,მესამეს და უკვე ხვდებოდა რაშიც იყო საქმე,როცა ორმოცდაათი ქაღალდის სიმყარეს შეამოწმებდა და ქაღალდები ფარფატებდნენ. ეშმაკური მზერით გამომხედავდა - ოჰ,შე პატარა ონავარო. ,მეტყოდა და ორივე სულის მოთქმამდე ვხარხარებდით ... ჰო,არ მბეზრდებოდა მთელი დღე ქაღალდების სინარნარე,რომ საღამოს დედას ეცინა,უბრალოდ ეცინა ... როცა დედამ ინტერფაზა წარმატებით გაიარა და დედისეული უჯრედები გადმომცა,გავჩნდი. თუმცა იყო მცდელობები ჩემი სიცოცხლის შეწყვეტისა მანამ,სანამ დაიწყებოდა ... მახსოვს წვიმდა,მე და მამა გარეთ ბოძთან ვიდექით,ტირილით გულმოჯერებულნი,თუმცა მამა კვლავ აგრძელებდა. მე პატარა ვიყავი და ისე ვერ განვიცადე,როგორც ბოლოს ... თუმცა ყოველთვის ემოციური ვიყავი. ჰო,რას ვამბობდი? როგორც ბოლოს-მეთქი. ბოლოს მამა არ აცილებდა დედას,პირიქით მე და დედას მოგვიწია მისი გაცილება წლების წინ. კარგად მახსოვს აეროპორტის ლამპიონების მკვეთრი შუქები,რომელიც თვალებს მიცრემლიანებდა,მაგრამ მხოლოდ შუქს რომ დავაბრალო,უსამართლობა იქნება. მახსოვს,როგორ ავიარეთ გრძელი კიბე,მახსოვს,როგორ ემზადებოდა დედა ტირილისთვის და მერე დამშვიდებისთვის. მეზიზღებოდა ყველა,ვინც თავიანთი ზურგჩანთებით ფარავდნენ მის სახეს და კარგად ვერ დავაკვირდი. მერე დედა მომეკრა ... ვიგრძენი ჩვენს სხეულებში მყოფმა ძალებმა როგორ გაცვალეს ადგილები. მთელი სახე დამიკოცნა,მეფერებოდა,რაღაც სიტყვებს მეუბნებოდა,არ მახსოვს რას,მაგრამ ყურს მალამოდ ედებოდა. ჩემი ჩუმი ცრემლები მხარს უსველებდა,ვცდილობდი გადამეყლაპა,მაგრამ ყელში ისე მომიჭირა რაღაცამ,მეგონა ვიგუდებოდი. მერე წავიდა,ერთი სული მქონდა როდის მოეფარებოდა თვალს,რომ ვულკანივით ამომეხეთქა. აჰა! თვალს მიეფარა და ახლა სულზე ვიყავი,როდის შემობრუნდებოდა,კიდევ ერთხელ გამიღიმებდა,ოღონდ სევდიანად,ვიცოდი ამას გააკეთებდა.როცა შემობრუნდა,ცრემლიანი თვალები მომაპყრო და სევდიანად გამიღიმა,ვიგრძენი,როგორ მომეკვეთა მუხლები,მეგონა ლიფტი მოწყდა და ქვესკნელში ჩავვარდი,როგორც წინა ღამით დამესიზმრა. მერე მახსოვს გიგანტური ჩიტი. ზუსტად ვერ აგიღწერთ როგორი იყო,თვალებზე რაღაც წყლის

Page 13: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

მაგვარი აპკი მქონდა გადაკრული და მხოლოდ სილუეტების აღქმა შემეძლო. ერთი მახსოვს,თეთრი იყო,დიდი,დიდი ფრთები ჰქონდა და ერთი ფანჯრიდან ჩემი შემქმნელი იმზირებოდა. .................................. როცა დედა ჩამოვიდა,შეგუების პერიოდი გაგვიგრძელდა,რადგან მე რთული ვარ ... და როცა ვიგრძენი,მისი სულის სიახლოვე ჩემს სულთან,უეცრად ცამ დაიღრიალა და ბუხ ! ... დედა აფრინდა ... ასეთი იყო დედა .. სწორედ ამ დღის შემდეგ შემძულდნენ ქალები. როცა ოჯახის გარეშე დავრჩი,გვერდით მყავდა ადამიანი,რომელიც ჩემს მეხსიერებაში არასოდეს წაიშლებოდა რომ არა ეს ამბავი ... 6 წლის ვიყავი,როცა ჩვენი ქუჩის ბოლოში გადმოსახლდა მამასთან ერთად. დედა პატარა ასაკში გარდაეცვალა,ამის გამო ვუგებდით ერთმანეთს. დედაჩემს ყოველთვის ვაფრთხილებდი მისი თანდასწრებით ნუ მომეალერსები-მეთქი. ვგრძნობდი,როგორ უყურებდა,როცა ამას აკეთებდა. ჩვენი ასაკის მიუხედავად,არასოდეს გვითამაშია ერთად. ყოველთვის,როცა ერთმანეთს დროს დავუთმობდით,დაუსრულებლად ვსაუბრობდით. ალბათ იფიქრეთ,ვარდისფერ თოჯინებზე,დიდ პულტიან მანქანებზე,იარაღებზე და მსგავს სათამაშოებზე. არა,ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით იმას,რასაც სულით ვატარებდით. ჩემი მეგობარი ანტუანი ჭროღა იყო,ანუ არც მუქი,არც ღია,არც წითური,ზუსტად ჭროღა. რაღაც ჭაობისფერი თვალები ჰქონდა და არა მარტო ფერი. როცა თვალებში ვუყურებდი (ამას ხშირად ვაკეთებდი,რის გამოც მსაყვედურობდა ხოლმე) ვგრძნობდი,როგორ ვიძირებოდი პირველივე ჭაობში. ანუ გავივლიდი საყლაპავ მილს,სადაც მყარი მიწა იყო,ჩამიტყუებდა და ბახ! ჩავვარდებოდი პირველივე ჭაობში - გულში,საიდანაც ვერ ამოვდიოდი,ვცდილობდი,ფეხს ვითრევდი,მაგრამ ვერ ვახერხებდი. მე კი როგორ გითხრათ,ყოველთვის მინდოდა მქონოდა შავი,ღამისფერი თვალები. ზოგს რომ ცივი ჰგონია,ღამესავით მკაცრი და დაუნდობელი,ზოგს კი პირიქით,თბილი და ვარსკვლავებით მოჭედილი. მაგრამ მქონდა თაფლისფერი არა და ყავისფერი. ანუ ყავასავით ვისაც რამდენი შაქარი უნდოდა,იმდენი უნდა ჩაეყარა და სიტკბო ორმაგად უბრუნდებოდა. მასში შაქრის ნამცეცები იყო,მხოლოდ დამატება სჭირდებოდა. ზოგს ისიც ჰყოფნიდა რაც ხვდებოდა,ზოგიც სულ უშაქროს სვამდა და ჩემი თვალებიდან ნამცეც-ნამცეც იღებდა სიტკბოებას. მოკლედ ცუდი თვალები არ მქონდა,მაგრამ არც ისე საინტერესო,როგორიც ანტუანს. საერთოდ ორივე ჩაკეტილები ვიყავით. არც მე ვმეგობრობდი

Page 14: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

ვინმესთან და არც ის,დედას გაუკვირდა კიდეც ჩვენი დამეგობრება. მერე გავიზარდეთ ... ბევრი არაფერი შეცვლილა,რადგან ვარდისფერი ფერების გაქრობა არ დაგვჭირვებია,არც მანამდე გვქონია ამის ბედნიერება. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო,ორი ერთნაირი ერთად. ანტუანის მამა მალე სულიერად დაავადებულების სამყაროში გადაიყვანეს,ჩემს გვერდით კორპუსშია,მამაკაცების განყოფილებაში. გასეირნების საშუალებას არ მაძლევენ,ვეტყოდი როგორ ძალიან მენატრება მისი შვილი ისეთი,როგორიც გავიცანი. არ არსებობს ქუჩა,სადაც ჩვენი ნაბიჯების კვალი არ იყოს,თუ წვიმამ არ გადარეცხა ... დავდიოდით დაუსრულებლად,ვსაუბრობდით გაუჩერებლად. გაგიკვირდებათ და ვიცინოდით კიდეც ... ის ისეთი იყო,როგორც ნამდვილი ძმა. როცა მასთან ვიყავი,თავი ოჯახში მეგონა. ვგრძნობდი,რომ თუ მშობლები არ მყავს,ძმა მაინც დამრჩა-მეთქი. თუმცა ყველაფერი სხვანაირად აეწყო. მე და ანტუანმა ერთად ბევრი დრო გავატარეთ,ბუნებრივია ერთმანეთის ყოველი ნერვი შესწავლილი გვქონდა. ერთხელაც გათენდა მისთვის მზიანი და ჩემთვის დაბინდული დღე,როცა აღმოხდა - მიყვარხარ. ოღონდ ისე არა,როგორც შენ. - ეს იყო წარმოუდგენელი,ეს იყო ღალატი,ეს იყო მიტოვება. თითქოს აქ მთავრდებოდა სამყარო. მიუხედავად ყველაფრისა, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მასთან ყოფნა,მივხვდი შევძლებდი პატიებას. მხოლოდ იმიტომ უნდა დააფასო ანტუანი,რომ არასოდეს მახვევდა თავს მის გრძნობებს,თუ ორ ჭიქას არ ახუხინებდნენ. ეს იმდენად მტკივნეული იყო ჩემთვის,იმდენად შემჯაჭველი,რომ ფიზიკურად ვეღარ აეწყო ურთიერთობა. ბოლოს საკუთარი ხელით მომათავსა ფსიქიატრიულ პალატაში და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ამის შემდეგ შევიზიზღე მეგობრები ... ხელოვნება ბავშვობიდან ჩემი სფერო იყო. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი,როცა საკუთარ ნაშრომს შორიდან ვუყურებდი. როცა ცეკვავ,შენი სული თითქოს სხეულიდან გამოდის და თითოეულ მაყურებელს უსახლდება. ყველა ადამიანი გრძნობს იმას,რასაც შენ გრძნობ სცენაზე,ხელებაპყრობილი,თითქმის ღმერთამდე. ეს არის გრძნობა,რომელიც თუ დაბადებისთანავე ჩაინერგა შენს სულსა და გონებაში,ვეღარასოდეს განდევნი მას. იწამლები მისი სიყვარულით და ვერანაირი გამორეცხვა თუ გადასხმა ვერ გშველის. კულისებში მდგარს ოთხ დოლზე უფრო ხმამაღლა და სწრაფად გიცემს გული,არ შეგიძლია პულსის დარეგულირება,გიკანკალებს სხეულის ყველა ნაწილი და ტუჩები ... ტუჩები ისე გითრთის,ისე იღიმი,ისე გიშრება ბაგენი,რომ არ შეგიძლია პირის მოკუმვა. ამ დროს ყველა და ყველაფერი გიყვარს,შენი

Page 15: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

დაუძინებელი მტერიც კი შეგიძლია საყვარლად გაიხადო. ვერ შეძლებ სიძულვილს. სწორედ ამიტომ მიყვარდა სცენაზე დგომა. მავიწყდებოდა ყოველი სიძულვილი,რაც აქამდე გიამბეთ. შესაძლებლობა გეძლევა სხეულის ენით,სხეულის ყველა ნაწილით გამოხატო ის,რაც გულის კუნჭულში გაქვს. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება,როცა სრულიად უცხო ქვეყანაში,სრულიად უცხო ადამიანი,უცხო რასისა და რელიგიის წარმომადგენელი ფეხზე დგას და თვალებცრემლიანი გიკრავს ტაშს. არ შეიძლება ამ გრძნობას რაიმე შეადარო. როცა ცეკვავ,შენზე დიდი პასუხისმგებლობაა,თუმცა ხშირ შემთხვევაში,მაინც ერთობი,გავიწყდება სად ხარ,სადღაც მეხუთე განზომილებაში ამოყოფ ხოლმე თავს,გეკარგება დროისა და სივრცის შეგრძნების უნარი და არ გესმის ის მუსიკაც კი,რომელზეც ცეკვავ. რჩები მხოლოდ შენ და შენი სული,რომელიც სცენაზე უნდა დადო. ასეთი ბედნიერია წამები,რომლებსაც ცეკვის დროს განიცდი. ამ ბედნიერ წამებს ოთხი წლიდან ვემსახურებოდი,სული შევაწმინდე,მაგრამ დროთა განმავლობაში ჩემზე ფეხები გაიწმინდეს,ზუსტად ისე,როგორც კარის წინ დაგდებულ ნაჭერზე. ახლა ყველაზე უბედური ვარ,რადგან ბედნიერების ეს გზა ჩემთვის სამუდამოდ დაიხშო. ზუსტად ისე აღმოჩნდა,როგორც ჩარლი ჩაპლინი წერს - „ ხელოვნება სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს,ჯერ ფეხებში ძლიერად ურტყამს“. მე კი ისეთი ბუნება მაქვს,როგორც კი ფეხებში ძლიერ დარტყმას მივიღებ,ფრთების მოსაბმელად აღარ ვბრძოლობ. ჰო და ასე ... შემძულდა ცეკვა ... შევიზიზღე ხელოვნება ... მერე აღმოვაჩინე,რომ რაღაც ისე ვერ იყო,როგორც უნდა ყოფილიყო. თავს ცუდად ვგრძნობდი,მაგრამ ამას ძლიერ ტრავმებს ვაბრალებდი. ვაბრალებდი იმას,რომ მიწევდა დამალვა იმ გრძნობებისა,რაზეც აქამდე გიამბეთ. მიწევდა,თამაში,ბრძოლა,რომ შემეძულებინა ყოველივე,რაც ასე ძალიან მიყვარდა. არ მინდა ეგოისტი გეგონოთ და იფიქროთ რომ სამყაროში,მხოლოდ ჩემი თავი მომწონდა. ამაზეც გეტყვით ... მე ფსიქოპატი ვარ,რომელსაც ფსიქიატრობა სურს. სულ ცოტახნის წინ აღმოვაჩინე,უფრო სწორად,ქვეცნობიერმა ცნობიერს ენა მიუტანა,რომ რაღაც ისე ვერ არის. ღამეში ოთხჯერ ან უკიდურეს შემთხვევაში ექვსჯერ მეღვიძება,ოთახის ჰაერი არ მყოფნის,აივანზე გავდივარ და როცა იანვრის სუსხი ძვლებამდე აღწევს,უკან ვბრუნდები,სარკეში ხშირ-ხშირად ვუყურებ საკუთარ ანარეკლს,რათა დავრწმუნდე,რომ არ ვარ ლურჯი. პირველად ფეხის თითები მეყინება,მერე ნელნელა ზემოთ ამოდის და როცა ტვინამდე აღწევს,რომელიც ვფიქრობ,გადაბრუნებულია,იატაკზე ვწვები,ვიწყებ

Page 16: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

ხელების და ფეხების უმისამართოდ ქნევას,ვყვირი,თითქოს ვიღაც გაზით მგუდავს,სუნთქვა მეკვრის და მკვდრის სუნი მცემს. ნამდვილი მკვდრის ... ეს ყველაზე მეტად მაცოფებს და ისევ აივანზე გავდივარ. მერე მბეზრდება ყოველი მცდელობა,თავი ადამიანად ვიგრძნო. ზოგჯერ ვფიქრობ,რომ მე რეინკარნირებული ჩიტის ნაყოფი ვარ,რადგან ძალიან მინდა ფრენა. როცა,საბოლოოდ იმ აზრამდე მივდივარ,რომ ჩიტი ვარ,მოაჯირზე ჯერ მარჯვენა ფეხს ვდგამ,მერე მარცხენას,ორივე ხელს მხრების გასწვრივ ვშლი და ვხტები. ბოლო წამამდე მგონია,რომ გავფრინდები. როცა ამ სამყაროს გამოვერკვევი და მზე თვალს ახელს,ჩემი ბინის წინ ქვაფენილზე ვიღვიძებ. სწრაფად წამოვვარდები,სახლში ამოვდივარ - „როგორც სჩანს ღმერთს ვუყვარვარ“ - ჩავილაპარაკებ და თავი რომ მარტო არ ვიგრძნო ისევ სარკეში ვლაპარაკობ. საკმარისია საკუთარ თავთან დიალოგი გავმართო,რომ ჩემი ახლობელი მირეკავს და მეუბნება თუ რა კარგი დრო გავატარეთ გუშინ ღამე ერთად,მიყვება თუ როგორ გაუხარდა ჩემი სტუმრობა,ზუსტად მაშინ როცა რეალურად აივნიდან გავფრინდი. მობილურს კედელს ვანარცხებ,ორივე ხელს საფეთქლებზე ძლიერად ვიჭერ და ვფიქრობ რატომ გავიღვიძე ქვაფენილზე,თუ ჩემს ახლობელთან ვიყავი ... როცა საკუთარ თავს ამ ფიქრებზე წავიჭერ ხოლმე,ისტერიული ტირილი მივარდება,ვცდილობ გავარკვიო ვინ ვარ და ასე უცნაურად რატომ ვიქცევი. მერე ვხვდები,რომ წამლები მჭირდება,რომლებიც დამეხმარება მახსოვრობა აღვიდგინო,მაგრამ ჯიუტად არ მივდივარ ექიმთან,რადგან მიჭირს იმის აღიარება,რომ შეშლილი ვარ. როცა ჩემმა შერყეულმა ფსიქიკამ გარეგნული გამოვლინება ჰპოვა,ანტუანმა ფსიქიატრიულში მომიყვანა და ჩემმა მახინჯმა ექიმმა აქ გამომკეტა,ცდილობს ჩემზე ექსპერიმენტები ჩაატაროს,რადგან სხვა შეშლილები ჩემთან შედარებით უფრო ებრალება. მე ხომ სიძულვილით სავსე ვარ და ცდილობს იმ წერტილს მიაგნოს საიდანაც მატკენს. ეს რომ გავიაზრე,საკუთარი თავი შემძულდა ... სულერთი გახდა ის რაც ჩემს ირგვლივ ხდება და გადავწყვიტე ყველასთვის ტკივილი მიმეყენებინა.“ ღამე ისე გაიწელა,თითქოს გათენებას აღარ ინებებდა. ქლოი უფრო ღამის დარაჯს ჰგავდა,ვიდრე ექთანს. როცა კითხვა დაამთავრა საკუთარი თავი უფრო ეგონა შეშლილი,ვიდრე კლემენტინა. თითქოს ყველაფერს ფარდა ახადა,თითქოს მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. როცა დღემ გაიღვიძა და ღამე გაიპარა,დერეფანში ტლანქი და მძიმე ნაბიჯის ხმა გაისმა. ნაბიჯის,რომელსაც ასე ელოდა დარაჯი ღამისა. ქლოი ოთახიდან ქოშინით გავარდა,ფსიქიატრის ფეხებთან მოწყვეტით დაეცა,გაშლილი რვეული ხელიდან გაუვარდა და ძლივს ამოთქვა

Page 17: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

- თამაშიდან გავდივარ! ექთანი ანაზდეულად წამოვარდა ფეხზე და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ფსიქიატრიულიდან. ექიმმა ლუიჯიმ გაფართოებული თვალები გააყოლა ჯერ ქლოის და მერე იგივე გამომეტყველებით დააშტერდა რვეულს,რომელიც მის ფეხებთან ეგდო. ნელი მოძრაობით დაიხარა და პირველი გვერდზე ამოიკითხა - კ ლ ე მ ე ნ ტ ი ნ ა ბ ო ვ უ ა რ ი . დერეფანში ნელ-ნელა შეშლილების რიცხვმა იმატა. სახეს ხელებით იფშვნეტდნენ და სასადილოსკენ მიდიოდნენ. კლემენტინა,ჩვეულებრივ იმაზე გვიან დგებოდა,ვიდრე დანარჩენები. ჯერ კარგად გაიჭიმებოდა ლოგინში,თავს ზემოთ თეთრ ფარდას გადაწევდა,სინათლეს შეიგრძნოდა,ერთს კმაყოფილების განცდით გაიღიმებდა და ასადგომად ემზადებოდა. ბალიშის ქვეშ ხელი შეაცურა და ახლა კი ნამდვილი შეშლილივით წამოვარდა ლოგინიდან. სასწრაფოდ ოთახიდან გავიდა და დერეფანში მყოფ ჯენის ყელში ორივე ხელი წაუჭირა - შე ბოზო,ამას არ გაპატიებ. ახლავე დამიბრუნე ჩემი რვეული. _ ჯენი დაიბნა,ვერ ხვდებოდა რაზე ლაპარაკობდა გაცხარებული ბოვუარი,სუნთქვა შეეკრა და თვალებიდან ცრემლები წასკდა,შეშინებულმა ძლივს ამოილუღლუღა. - რა რვეული ? მე არაფერი მაქვს. _ აცახცახებულ პაციენტს ხელი ჰკრა და მის ოთახში შევიდა,ყველა ნივთი მართლაც რომ გიჟივით გადმოყარა,საწოლი გადაქექა,მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჯენის ოთახში არ იყო რვეული. ამ ხმაურზე ოთახში ექთნები შეცვივდნენ,კლემს ხელებს უკავებდნენ,მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მისი ღრიალი ფსიქიატრიულის კედლებს ბზარებს უჩენდა. - დამპლებო,სად არის ჩემი რვეული ? ახლავე დამიბრუნეთ ჩემი ნაწერები. _ პაციენტი ძლიერად გაბორკეს და დამამშვიდებელი გაუკეთეს. ის ის იყო,კლემენტინას დამშვიდებას მორჩნენ,რომ ექიმი ლუიჯის კაბინეტიდან საზარელი ღრიალის ხმა მოისმა. ექთნები კაბინეტში შეცვივდნენ და დაინახეს ლუი,რომლესაც ყელში თოკი წაეჭირა,მაგრამ მაინც ებრძოდა სიკვდილს,მაგიდაზე კი გადაშლილი რვეული იდო,გაოცებულმა ექთანმა ხმამაღლა ამოიკითხა - „სულერთი გახდა ის რაც ჩემს ირგვლივ ხდება და გადავწყვიტე ყველასთვის ტკივილი მიმეყენებინა. დასასრული ...“ მამაკაცებმა სასწრაფოდ მოხსნეს თოკი ლუის და პირველად დახმარება აღმოუჩინეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ყველასთვის ნათელი გახდა,რომ რვეული რომელსაც ქალბატონი ბოვუარი ეძებდა,ლუიჯთან აღმოჩნდა. მაგრამ ლუიჯის ამგვარ ემოციას ვერავინ ხვდებოდა.

Page 18: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

როცა ლუი გონს მოვიდა,ქლოიც მასთან იყო - ეს რატომ გააკეთე ლუიჯ ? - საკუთარ თავს ვერ ვპატიობ. - ტყუილად სდებს ბრალს საკუთარ თავს,ის ისე კარგად თამაშობდა,ეჭვს ვერ შეიტანდი რომ რეალურად სხვანაირია. - შენი აზრით შეშლილია ? _ ცოტახნის დუმილის შემდეგ,წყნარად იკითხა ლუიმ. - არ ვიცი. ძალიან დაბნეული ვარ,მან უბრალოდ იმდენი რამ გადაიტანა,შეიძლება ამას დავარქვათ დეპრესია,კარგი იყოს ფსიქიკური რყევებიც,იყოს სულიერად დაავადებულიც,მაგრამ რასაც ის სჩადის აქ ეს ზედმეტია,ეს არ ზის მის ბუნებაში,ხომ წაიკითხე ? ხომ ნახე ? თვითონ ამბობს,რომ ეს მისი მიზანი იყო,მიზნად ჰქონდა ყველა დავსჯილიყავით,რადგან მას არ გაუმართლა. სასაცილოა ... შენ მის დასჯას აპირებდი,სინამდვილეში კი ის გვსჯიდა ყველას. გეთანხმები,ეს არ არის ჯანსაღი აზროვნების ადამიანის ცხოვრების წესი,მაგრამ ის უბრალოდ გაუბედურებულია. არვიცი,იქნებ გაგებით მოკიდება და ნუგეში უფრო სჭირდება,ვიდრე მედიკამენტები ... - მაგრამ ის ახლოსაც არ გვიკარებს. ფსქილოგოთანაც არ საუბრობს. - შენ არ იცი ლუი,იმ დღეს,სანამ მის რვეულს ავიღებდი,ფსიქოლოგთან შეკრების საათი ჰქონდათ,ვნახე როგორ იცავდა იმ აზრს,რომ ის ისეთი არ არის როგორიც სჩანს,ამბობდა,რომ ასეთი ჩვენ შევქმენით,ამბობდა რომ ჩვენი ბრალია,რომ ზოგჯერ სატანასავით იქცევა. - ახლა რა უნდა ვქნათ ? - არ ვიცი. - იქნებ ფსიქოლოგს წავაკითხოთ ? იქნებ ვინმეს ვკითხოთ აზრი ? იქნებ უფრო დიდ მასაში გავიტანოთ? ხვდები ? ეს არა მხოლოდ კლემენტინას მომავლის გადაწყვეტაზე იმოქმედებს. ეს ბესტსელერია. ყველა სიტყვა დაკვირვებით წაიკითხე ? მომწონს როგორც წერს. - იქნებ ჩვენ,ფსიქიატრები,ფსიქოლოგები,ექთნები ყველაფერს მძაფრად აღვიქვამთ. იქნებ ეს ჩვეულებრივი ადამიანის ბუნებაა. ჩვენც ხომ გვაქვს პრობლემები,ჩვენც ხომ ვიქცევით ზოგჯერ არაადეკვატურად,ხომ არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით შეშლილი ვუწოდოთ ადამიანს და აქ გამოვკეტოთ? ადამიანი ტანჯვისთვისაა გაჩენილი და ის,ვინც არ იტანჯება არ აქვს უფლება ამ სამყაროში იცხოვროს. - ძალიან ცუდად ვარ,საკუთარ თავს ვერ ვპატიობ ჩადენილს. სჯობს შენ დაასრულო შენი დაწყებული. რვეული კაბინეტშია და როგორც გადაწყვეტ ისე იყოს. ქლოი პალატიდან გავიდა,კლემენტინა უკვე გონს მოსულიყო და

Page 19: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

თავის ოთახში ღონემიხდილი იწვა. ექთანი საწოლზე ჩამოჯდა - კლემ, თავს როგორ გრძნობ ? _ პაციენტი დუმილს არ ღალატობდა,მაგრამ ამჯერად ამ დუმილში ის იგრძნობოდა,რაც აქადე არავის უგრძვნია. - ალბათ ლუის ამბავი უკვე მოგახსენეს ... ძალიან ნანობს თავის საქციელს. შენი რვეული ჩემთანაა,სანერვიულო არაფერი გაქვს. - დამიბრუნე _ თავაუღერებლად ჩაიბუტბუტა კლემმა. ექთანმა თმაზე ხელი ჩამოუცურა - კლემ,თუ ამ რვეულს ცოტახნით მათხოვებ,გპირდები სულ მალე რვეულთან ერთად თავისუფალი ცხოვრების უფლება დაგიბრუნდება. _ კლემი ამ სიტყვებზე ოდნავ წამოიწია,მერე საწოლზე ჩამოჯდა და ექთანს თვალებაცრემლებულმა გახედა. - ეს როგორ ? _ ქლოის სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადაკრა. - ლუიმ მითხრა,როგორც შენ გადაწყვეტ ისე იყოსო. მინდა ფსიქოლოგმა წაიკითხოს ყოველივე,რაც თავს გადაგხდა,მინდა აქედან გახვიდე,შენ არ იმსახურებ აქ ყოფნას. კლემენტინას ცრემლები წასკდა და ექთანს ძლიერად მოეხვია. მეორე დილით კლემენტინა ფსიქოლოგის კაბინეტში დაიბარეს. პაციენტიც მორჩილად გაჰყვა ექთანს. ფსიქოლოგი დივანზე იჯდა და ხელში კლემის რვეული ეჭირა. კლემი მორიდებულად შევიდა ოთახში და ფსიქოლოგს გვერდით ჩამოუჯდა. - კლემენტინა ბოვუარი ... _ ექიმმა სევდიანად გაიღიმა - როგორ გრძნობ თავს კლემ ? - უკეთ _ თავდახრილმა უპასუხა. ფსიქოლოგს გულიანად გაეცინა. კლემი გაოცებული უყურებდა. - მეცინება. პირველად მიპასუხე,როცა გეკითხები როგორ ხარ-მეთქი _ კლემს ისე გაეღიმა,თითქოს სინანულის გრძნობა შეჰპარვოდა სულში. - ბევრი ცუდი გამოგივლია ჩემო გოგო ... იმ ასაკში დარჩი მარტო,როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა ადამიანები. _ ამ სიტყვებს,რომ ძველი კლემენტინა უსმენდეს,ალბათ იტყოდა,ისინი არაფერში მჭირდება,მეზიზღება მათი მოდგმაო,მაგრამ ამჯერად კლემმა კვლავ თვალებდახრილმა უპასუხა მხოლოდ - ჰო. - მინდა ზუსტად ვიცოდე როგორ ხარ,მინდა გულწრფელად მესაუბრო,ჩემთვის სრულებით საკმარისია შენი ნაწერების წაკითხვა,უბრალოდ მინდა დავრწმუნდე,რომ გარეთ უკეთ იქნები. - ეჭვიც არ შეგეპაროთ _ თითქოს სიტყვამ - „გარეთ“ გამოაფხიზლა და ღიმილიც მოჰფინა პატარა სახეზე. - მაინც რის გაკეთებას აპირებ,როცა თავისუფალ ცხოვრებას

Page 20: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

დაუბრუნდები? - ალბათ,პირველი რასაც გავაკეთებ,ბავშვობის მიზანს განვახორციელებ. მინდა,ის რაც თქვენ წაიკითხეთ დაიბეჭდოს და წიგნად გამოვცე. _ ფსიქოლოგს კმაყოფილების განცდა დაეუფლა,როცა კლემისგან გაიგონა სიტყვა - „მიზანი“. - ოჰო,საინტერესოა ... კარგი აზრია. სად იცხოვრებ ? - აქედან გასვლაზე არასოდეს მიფიქრია,მეტიც,ოცნებაც არ მიცდია ამაზე. ალბათ,რაიმე სამსახურს ვიპოვნი და ბინას ვიქირავებ. წერა მიყვარს ... მამშვიდებს ... დავწერ და იქნებ ამით მივაღწიო წარმატებას. - მართლაც რომ კარგად გამოგდის,ეჭვიც არ მეპარება წარმატებული იქნები. მაშ ბედნიერ მომავალს გისურვებ,რადგან ხვალ საღამოს უკვე აქ აღარ იქნები. _ კლემენტინას სახეზე ბედნიერების,დაბნეულობის და შიშის ფერებმა გადაჰკრა. იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყოველივე მისთვის,არ იცოდა რა ექნა. - გმადლობთ. _ შეშინებულმა ჩაიბუტბუტა და ოთახიდან გავიდა. დაბნეული და ბედნიერი კლემი მოსასვენებელ ოთახში შევიდა და შეშლილებს თბილად მიესალმა. ყველა მასთან მიცვივდა,ეხვეოდნენ,ეფერებოდნენ და თავისუფალი ცხოვრების დაწყებას ულოცავდნენ,კლემიც მადლობით პასუხობდა. ძილის წინ ექთანმა წამალი მიაწოდა და მშვიდობიანი ღამე უსურვა - უკვე აღარ მჭირდება,ხვალ ხომ მივდივარ ... _ იუარა წამლის დალევა კლემენტინამ. - დალიე,უკეთ დაგეძინება. _ წამალი გამოართვა და სწრაფად ჩაყლაპა. მერე ბალიში იატაკზე დადო და ცალ გვერდზე,მოკუნტული დაწვა. თითქმის შუა ღამე იყო,შემოწმებაც დასრულებულიყო და ყველას ეძინა. ყველას,გარდა კლემისა. საერთოდ ასე ხდება,როცა რაღაცას მთელი გულით ელოდება,მოსვენებას ვერ ჰპოვებ და ძილს ვერ ახერხებ. თუმცა აქ რაღაც სხვა იყო,კლემენტინას თავში ათასი აზრი ტრიალებდა,თითქოს ეშინოდა ახალი ცხოვრების დაწყების. წარმოიდგინეთ რაოდენ რთულია,როცა არავინ გყავს მთელს დედამიწაზე,არავინ და არაფერი გაბადია და ცხოვრება ახლიდან უნდა დაიწყო. ახალშობილი ბავშვივით გაუგებრობაში ამოჰყო თავი და უკვე ის კითხვა უჩნდებოდა,საერთოდ უნდოდა კი აქედან წასვლა ? მოსვენება რომ ვერაფრით ჰპოვა,საწოლიდან წამოდგა,ოთახიდან ჩუმად გავიდა და ჯენის ოთახის კარს მიეყრდნო. ისე იდგა,თითქოს რაღაცას ფიქრობდა და ვერაფრით გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო. ბოლოს ნელი მოძრაობით შეაღო კარი,ჯენი ოთახში მარტო იყო,თუ მის თოჯინას არ ჩავთვლით,რომელთანაც ჩახუტებული ეძინა. კლემენტინა

Page 21: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

თავს აჩრდილივით დაადგა და თოჯინა ხელიდან გამოსტაცა. ჯენი შეირხა,თვალები მოჭუტა და როცა ოთახში შემოსული სინათლის ფონზე ლანდი შენიშნა,გამოფხიზლდა. ის იყო კივილს აპირებდა,რომ კლემმა პირი ნაჭრით აუკრა. იქვე ფრჩხილების საჭრელი აიღო,თოჯინა ცხვირწინ მიუტანა ჯენის,ჯერ ცალი თვალი ამოთხარა,მეორე მეორე. ამას ისეთი სახით აკეთებდა,თითქოს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა არა თოჯინის წამება,არამედ ჯენის ტანჯული და შეშლილი სახის ყურება. როცა დედა სულ მთლად შეიშალა,კლემი უფრო დიდი კმაყოფილებით აგრძელებდა სათამაშოს დასახიჩრებას. ბოლოს თავი მოკვეთა,ჯენის კალთაში ჩაუგდო და ოთახიდან გავიდა. ვითომ აქ არაფერიო,საწოლში შეგორდა და ძილს მისცა თავი. დილით მანამ,სანამ კლემს ეძინა დერეფანში რაღაც ჩოჩქოლი იყო,ბოლოს ხმაური გაძლიერდა და კლემიც გავიდა ოთახიდან. მოსასვენებელ ოთახში ჯენის გვამი გამოასვენეს,რომელსაც საკუთარი ხელით გამოეჭრა ყელი. ფსიქოლოგი კლემთან მივიდა,რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ თითქოს ფორმა ვერ მოეძებნა,თვალცრემლიანი,დაბოღმილი სახით უყურებდა. - ეს როგორ გააკეთე ? _ კლემს სახის გამომეტყველება არ შეცვლია,ირონიულად და ნიშნის მოგებით უცქრედა. მერე ფსიქოლოგს ზურგი შეაქცია და ოთახში შევიდა. ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა,თავი საკუთარ მუხლებში ჩარგო და ალტერ ეგოსთან დიალოგი გამართა,მეორე მე ეკითხებოდა : - კლემ რატომ ? შენ ხომ ასეთი არ ხარ? ეს რატომ გააკეთე ? - არ ვიცი. _ პასუხობდა ნამდვილი კლემი ( თუმცა საკითხავია რომელი იყო ნამდვილი) - დღეს უკვე აქედან წახვიდოდი,ბედნიერი მომავალი გქონდა,ბავშვობის ოცნებას აისრულებდი,წიგნს გამოუშვებდი,თავისუფალ ცხოვრებას დაუბრუნდებოდი,ყველაფერს ახლიდან დაიწყებდი,რატომ? რატომ? რატომ ჩაიდინე ეს? _ არ ჩერდებოდა ეგო. - ბედნიერ ცხოვრებას? თავისუფალ ცხოვრებას? განა მინდა ეს? იქნებ სულაც არ მინდოდა აქედან წასვლა? იქნებ მეშინოდა ფსიქიატრიულის და მედიკამენტების გარეშე ცხოვრების? იქნებ აქ ვარ ბედნიერი ? იქნებ შევეჩვიე და სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია ? _ უცებ კლემენტინა რაღაცამ გამოაკრთო,თავი აწია,მზერა ეზოსკენ დაიჭირა და ხმამაღლა იფიქრა - იქნებ მიყვარს ? ჰო,მიყვარს. იქნებ ლუი მიყვარს? ჰო,სწორედ,ის მახინჯი,მსუქანი,დიდთავიანი ექიმი. არა,კლემ ! არა,ოღონდ ეს არა ... ჩანაწერების რვეული ამოიღო,ბოლო გვერდზე გადაშალა და სიტყვა - „დასასრული“ მუქად გადაჯღაბნა.

Page 22: მარიამ იობიძე - palitral.ge · იყო,როგორ აეგდო ვინმე. ხან ჩუმად იჯდა და არავის

„უცნაური ქმნილებაა ადამიანი ... ყოველთვის ვიცოდი,რომ ვერასოდეს ვიტყოდი ახალს,ან რაიმე ისეთს,რაც სულს შეუძრავდა ადამიანს,ერუდირებულზე აღარაფერს ვამბობ ... მიყვარს ყველაფრის რთულად აღქმა და სიღრმეებში ჭვრეტა,მაგრამ საკმარისი გამოცდილებისა და ცოდნის უქონლობის გამო,ვერასოდეს ვხვდებოდი,რატომ არის ადამიანში ორი განსხვავებული ქვეადამიანი. თითქმის წყვდიადში,სრულ სიყრუეში ვზივარ და მიკვირს,რატომ მაღიზიანებს საათის ისრების წიკწიკი,რომელმაც ყური ამადღლიზა და წამის შუალედით რატომ მსიამოვნებს იგივე. მიკვირს როგორ შემიძლია ერთდროულად ვფიქრობდე და ვცხოვრობდე. ვფიქრობდე და ვცხოვრობდე ...საყოველთაოდ აღიარებულ ორ ბუნებას ერთ ორგანიზმში პატივს ვცემ,მაგრამ ყოველთვის მიმაჩნდა,რომ ეს ბრძოლა საკუთარი თავის ძიების გარდა,კიდევ სხვა რამეს ნიშნავს,ოღონდ არ ვიცი რას ... ვფიქრობ ჩემი გამოგონილი ქვეადამიანი ხშირად უფრო სამართლიანი და საყვარელია,ვიდრე მე,რადგან ჩემგან განსხვავებით,მას არ უწევს რეალობის ქარცეცხლში უსუსურად მიხეთქება აშოლტილ ბოძებზე. ჩემს ქვეადამიანს,რომელსაც ხშირად მოფერებით ქვეადამიანუკას ვუწოდებ ხოლმე,მხოლოდ ის ფუნქცია აქვს,როდესაც ღონემიხდილი მივესვენები დივანზე,გვერდით მომიჯდეს და გამასამართლოს,ყველა აზრის საპირისპირო მომიფიქროს და თავს მომახვიოს. გამოდის,რომ ბოლომდე თავისუფალი არასოდეს ხარ ადამიანი,თუ შენს ქვეადამიანუკასთან დიალოგი გაქვს. ამ არა სისხლისმღვრელ,არამედ ფიქრისმღვრელ ბრძოლაში მივხვდი,რომ თუ შენი ქვეადამიანუკა უკეთეს ადამიანად ვერ გაქცევს,დარწმუნებული იყავი,რომ შენი ცხოვრების ბოლო წლებს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარებ. დასასრული“