ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში...

60
აღიარება ხელისგულზე კარის პირისპირ იმედგაცრუებული ვიდექი, ცოტაც და ავტირდებოდი. სიმწრისგან ხელებს ერთმანეთს ვუჭერდი. ბღავილი არ გაბედო, რადა! - ვუმეორებდი საკუთარ თავს. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. თავი ერთჯერადი სალფეტკი მეგონა, რომლითაც ანდრიამ ბინძური ფეხსაცმელი გაიწმინდა და გადააგდო. გულის არეში აუტანელი ტკივილი მომაწვა. არ ვიცი მართლა გული მტკიოდა თუ შელახული თავმოყვარეობა მაწუხებდა. როგორც კი სადარბაზოში წყვილის ხმა მინელდა, ფანჯრის რაფაზე შემოვჯექი. მინდოდა დამენახა როგორ მიდიოდა მახარაძე... მსურდა ძალიან ძლიერად მტკენოდა და იქნებ მერე მაინც ჩამომსხვრეულიყო ჩემი ყველა ილუზია. საკუთარი ფანტაზიების ნანგრევებში ცოტა ხანს თავს მოვიმკვდარუნებდი, მერე კი მტკიცედ გადავწყვეტდი, თავს აღარასდროს გავისულელებ - მეთქი და Hate Story-ში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა. ქუჩა ლამპიონებით იყო განათებული. დავინახე, რომ სადარბაზოდან გამოსულ მახარაძეს ნატალი ზურგზე შემოესვა. ჯანდაბა! ცრემლები ვერ შევიკავე და მაინც ცალმხრივად შეყვარებული გოგოსავით ავქვითინდი. საცოდავი დასანახი ვიყავი. მე კი ყოველთვის ყველაფერზე მეტად კაცების სიყვარულით დაბეჩავებული ქალები მეზიზღებოდნენ. მიკვირდა როგორ ზლუქუნებდნენ კაცისთვის, რომელსაც ფეხებზე ეკიდა მათი გრძნობები. სად ქრებოდა ქალური თავმოყვარეობა? იქნებ ქალური თავმოყვარეობა სინამდვილეში არც არსებობს და უბრალოდ მამაკაცების საწვალებლად გამოგონებული მითია... -ცარიელი ადგილი ვარ მისთვის. როგორ ვიფიქრე რომ... - საკუთარ თავზე გავბრაზდი! კანკალმა ამიტანა და მრისხანებამ ყელში წამიჭირა. მინდოდა ანდრიას მთელი სახლი გადამეტრიალებინა! ყველა ნივთი დამელეწა და კედლებიც გიჟივით დამეჯღაპნა. დავაწერდი რომ ანდრია სი*ი, ნაგავი, საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოდი და გეოისტია; ვაგინებდი, გავაბანძებდი და დავცინებდი... გაცეცხლებული წამოვვარდი. სკამს ჩავაფრინდი და ის იყო მთელი ძალით ფანჯრისთვის უნდა მიმეხეთქებინა, მოულოდნელად გავშეშდი. რას აკეთებ? ვკითხე საკუთარ თავს. ასე ხომ ვერ გაიმარჯვებ? სკამი მაგიდასთან დავდგი, ფანჯარა გამოვაღე და გრილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი და გონებით მემოქმედა. თხუთმეტი წუთი ეზოს თვალს არ ვაშორებდი. დებილ რადას, რომელსაც ზღაპრების სჯეროდა, იმედი ჰქონდა, რომ ანდრია დაბრუნდებოდა. როცა დარწმუნდა რომ მახარაძემ ყველა სხვა რიგითი ქალივით მოატყუა, გულის რომელიღაც კუნჭულში ტირილით შეძვრა და დაიმალა. როგორც კი მისი სენტიმენტებისგან გავთავისუფლდი, მახარაძის პოპულარულობის საიდუმლოს ჩავწვდი: ანდრია მის გვერდით ყველას განსაკუთრებულ ადამიანად აგრძნობინებდა თავს, ამიტომ არასრულფასოვნების კომპლექსით დატანჯული ხალხი ბუზებივით ეხვეოდა. თოთოეულ მათგანს უნდოდა ცოტახნით მაინც ეფიქრა სხვებზე უკეთესი ვარო. ვიღაცამ... არა, ვიღაცამ კი არა, ძალიან მაგარმა ბიჭმა შეამჩნია, რომ სხვებს არ ვგავარო... მეც ხომ იგივე მახეში გავები? უჯრები დავქექე, ,,პასტა“ და ფუცელი ვიპოვე და სასწრაფოდ ჩავიწერე ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი... იდეები, რომელსაც

Upload: others

Post on 31-Aug-2019

8 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

აღიარება ხელისგულზე

კარის პირისპირ იმედგაცრუებული ვიდექი, ცოტაც და ავტირდებოდი.

სიმწრისგან ხელებს ერთმანეთს ვუჭერდი. ბღავილი არ გაბედო, რადა! - ვუმეორებდი

საკუთარ თავს. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. თავი ერთჯერადი სალფეტკი მეგონა,

რომლითაც ანდრიამ ბინძური ფეხსაცმელი გაიწმინდა და გადააგდო. გულის არეში

აუტანელი ტკივილი მომაწვა. არ ვიცი მართლა გული მტკიოდა თუ შელახული

თავმოყვარეობა მაწუხებდა. როგორც კი სადარბაზოში წყვილის ხმა მინელდა,

ფანჯრის რაფაზე შემოვჯექი. მინდოდა დამენახა როგორ მიდიოდა მახარაძე...

მსურდა ძალიან ძლიერად მტკენოდა და იქნებ მერე მაინც ჩამომსხვრეულიყო ჩემი

ყველა ილუზია. საკუთარი ფანტაზიების ნანგრევებში ცოტა ხანს თავს

მოვიმკვდარუნებდი, მერე კი მტკიცედ გადავწყვეტდი, თავს აღარასდროს

გავისულელებ - მეთქი და Hate Story-ში ყველაფერი თავის ადგილს

დაუბრუნდებოდა. ქუჩა ლამპიონებით იყო განათებული. დავინახე, რომ

სადარბაზოდან გამოსულ მახარაძეს ნატალი ზურგზე შემოესვა. ჯანდაბა! ცრემლები

ვერ შევიკავე და მაინც ცალმხრივად შეყვარებული გოგოსავით ავქვითინდი.

საცოდავი დასანახი ვიყავი. მე კი ყოველთვის ყველაფერზე მეტად კაცების

სიყვარულით დაბეჩავებული ქალები მეზიზღებოდნენ. მიკვირდა როგორ

ზლუქუნებდნენ კაცისთვის, რომელსაც ფეხებზე ეკიდა მათი გრძნობები. სად

ქრებოდა ქალური თავმოყვარეობა? იქნებ ქალური თავმოყვარეობა სინამდვილეში

არც არსებობს და უბრალოდ მამაკაცების საწვალებლად გამოგონებული მითია...

-ცარიელი ადგილი ვარ მისთვის. როგორ ვიფიქრე რომ... - საკუთარ თავზე

გავბრაზდი! კანკალმა ამიტანა და მრისხანებამ ყელში წამიჭირა. მინდოდა ანდრიას

მთელი სახლი გადამეტრიალებინა! ყველა ნივთი დამელეწა და კედლებიც გიჟივით

დამეჯღაპნა. დავაწერდი რომ ანდრია სი*ი, ნაგავი, საკუთარ თავზე შეყვარებული

იდიოდი და გეოისტია; ვაგინებდი, გავაბანძებდი და დავცინებდი... გაცეცხლებული

წამოვვარდი. სკამს ჩავაფრინდი და ის იყო მთელი ძალით ფანჯრისთვის უნდა

მიმეხეთქებინა, მოულოდნელად გავშეშდი. რას აკეთებ? ვკითხე საკუთარ თავს. ასე

ხომ ვერ გაიმარჯვებ? სკამი მაგიდასთან დავდგი, ფანჯარა გამოვაღე და გრილი ჰაერი

ღრმად ჩავისუნთქე. ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი და გონებით მემოქმედა.

თხუთმეტი წუთი ეზოს თვალს არ ვაშორებდი. დებილ რადას, რომელსაც ზღაპრების

სჯეროდა, იმედი ჰქონდა, რომ ანდრია დაბრუნდებოდა. როცა დარწმუნდა რომ

მახარაძემ ყველა სხვა რიგითი ქალივით მოატყუა, გულის რომელიღაც კუნჭულში

ტირილით შეძვრა და დაიმალა. როგორც კი მისი სენტიმენტებისგან

გავთავისუფლდი, მახარაძის პოპულარულობის საიდუმლოს ჩავწვდი: ანდრია მის

გვერდით ყველას განსაკუთრებულ ადამიანად აგრძნობინებდა თავს, ამიტომ

არასრულფასოვნების კომპლექსით დატანჯული ხალხი ბუზებივით ეხვეოდა.

თოთოეულ მათგანს უნდოდა ცოტახნით მაინც ეფიქრა სხვებზე უკეთესი ვარო.

ვიღაცამ... არა, ვიღაცამ კი არა, ძალიან მაგარმა ბიჭმა შეამჩნია, რომ სხვებს არ

ვგავარო... მეც ხომ იგივე მახეში გავები? უჯრები დავქექე, ,,პასტა“ და ფუცელი

ვიპოვე და სასწრაფოდ ჩავიწერე ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი... იდეები, რომელსაც

Page 2: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

ტკივილი შობს, თითქმის ყოველთვის გენიალურია. შეიძლება შემაძრწუნებელი

იყოს, მაგრამ მაინც გენიალური!

ელექტროენერგია მალევე ჩართეს. ჟურნალისტური გამოძიება ჩვეულებრივზე

მეტი ყურადღებით ჩავატარე. ტანსაცმელების ჯიბეები დავქექე, ქვითრებს,

ჩანაწერებს, ფოტოებს და სავარაუდო მინიშნებებს სურათები გადავუღე. ბინის ყველა

კუთხე-კუნჭული შევისწავლე: ლეიბი, ბალიშები, ზეწარი, უჯრები, საპირფარეშო.

სამწუხაროდ, ანდროს კომპიუტერში ვერ შევაღწიე. პაროლი ვერაფრით გამოვიცანი.

მახარაძის ბინიდან გამთენიისას უჩვეულო სიმშვიდით გამოვედი. მისი

ბოტასები და გრძელი ჯემპრი მეცვა. ლიფტში შესულმა სარკეში ჩავიხედე და

უჩვეულოდ გავიღიმე. ეს გამარჯვების ძალიან საშიში ღიმილი იყო. ***

შვიდის ნახევარზე ნაზის სახლის კარზე დავაკაკუნე. ხალათით და ბიგუდებით

დამხვდა.

-ღმერთო დიდებულო, სახეზე რა დაგემართა, რადა? - შეიცხადა.

-დიდი ისტორიაა...

-იტირე?

-მერე მოგიყვები. მინდა დავწვე და დავიძინო.

-კარგი.

საძინებელში შემომყვა. ლოგინზე პირქვე გავიშხლართე. მეგონა, მომენტალურად

დამეძინებოდა, მაგრამ ბალიშში სახე ჩავრგე თუ არა, კვლავ ავტირდი.

-ის ბიჭი ნახე? - უფროსი მეგობარი გვერდით მომიჯდა.

-არაფერი გამოგვივა... არაფერი... - ჩემი სიტყვები ძლივს ისმოდა.

- მოვლენებს წინ ნუ უსწრებ... - ნაზიმ პარიკი მომხსნა და თმაზე ხელი გადამისვა.

დიდხანს ვტიროდი, მეგობარი გვერდიდან არ მომშორებია. ბოლოს კი, როგორც იქნა,

ჩამეძინა.

მეექვსე თავი

მდიდრების კვარტალში ალბათ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ... ქალაქის ამ

ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი კერძო სახლები თითქოს

ფერად ხეებში იკარგება. უჩვეულო სიჩუმე სიმშვიდის განცდას გიღვიძებს. გინდა,

რომ გზა არასდროს დამთავრდეს და კოპწია ეზოებ შორის მარადიულად ისეირნო.

ორქოსფრად ან ვერცხლისფრად შეღებილი ღობეების მიღმა ძვირადღირებული

ავტომობილები ჩანს. ადვილი მისახვედრია, რომ ვიღაცამ შინ სადილისთვის

შეირბინა. აქ თითქმის ყველას ჰყავს მოსამსახურე და ძაღლი, ზოგს ორი ან სამიც კი.

ჰაერში ზამთრის მოახლოება იგრძნობოდა. გასათბობად ხელები ჯიბეებში

ჩავილაგე. შავი ჭიშკრის წინ გავჩერდი. ამ სახლის მისამართს ანდრიას სახლში

წავაწყდი, გადავწყვიტე შემერბინა და შემემოწმებინა. კედელზე მიკრული აბრა

შევათვალიერე. სამ ენაზე (ქართულად, რუსულად და ინგლისურად) დაეწერათ: ,,აქ

ცხოვრობენ მახარაძეები.“ ეზოში შევაბიჯე თუ არა ძაღლი ყეფით მომვარდა და

Page 3: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

შემახტა. შემეშინდა, წამოვიკივლე და გავშეშდი. ძაღლი ბეწვის უზარმაზარ, თეთრ

გორგალს ჰგავდა და შავი, ჭკვიანი თვალები ღილებს მიუგავდა.

- გთხოვ, არ მიკბინო... გეხვეწები... - თითქოს ჩემი ნათქვამი გაიგო, ყეფა შეწყვიტა,

რამდენჯერმე დამსუნა და ფეხებში ენაგადმოგდებული დამიგორდა. მოვეწონე -

მეთქი, გავიფიქრე, ჩავიმუხლე და მადლიერების ნიშნად მოვეფერე. საბელზე მის

პატრონს ოქროსფერი მონეტა ჩამოეკიდებინა და თავისივე ხელით სახელი ,,ქულა“

ამოეკაწრა.

-ქულა, შენ რა საყვარელი ყოფილხარ. მე კი თავიდან შემეშინდა. მე რადა მქვია.

სასიამოვნოა შენი გაცნობა. ვიმეგობროთ? - თათზე მოვკიდე ხელი. ქულამ ამლოკა.

ეზო შევათვალიერე. სახლის წინ გაშენებულ ნაძვნარში ორი ბალიშებიანი ჰამაკი

გაებათ. მათ შორის ხის ძველებური მაგიდა იდგა. მაგიდაზე წიგნები და სიგარეტის

ნარჩენებით ავსებული საფერფლე იდო. მოპირდაპირე მხარეს გრილი დავინახე,

ირგვლივ სხვადასხვა ზომის მორები შემოელაგათ და ფიცრებისგან შინაურულად

ორი მაგიდა შეეკრათ. სახლისკენ ამავალ გზაზე ქვაფენილი დაეგოთ, რომელსაც

ორივე მხრიდან დაბალი ბუჩქნარი მისდევდა. სახლის პირველ სართულს ორი

ვიტრინის მსგავსი ფანჯარა ჰქონდა, უფრო სწორად, კედლის ნაცვლად მთლიანად

შუშა ჩაედგათ. ფარდები ჩამოფარებული იყო, ამიტომ ოთახებს ვერ ვხედავდი.

ვერცხლისფერ კარს ფესვებით და ყვავილებით გაფორმებული სახელური

ორიგინალურობას სძენდა. მეორე სართულიდან ეზოს ორი ოთკუთხედი აივანი

გადმოჰყურებდა. მათზე შემოლაგებულ, მტვრიან ქოთნებში ოდესღაც, , ალბათ,

ყვავილები ხარობდა. აივნებ შორის კედელს სურო აყოლოდა. მესამე სართულზე ოთხ

გასაწმენდ ფანჯარას ვხედავდი, მათ შუაზე ჰყოფდა მრგვალი და ყველაზე დიდი

აივანი. აივნის კარი გაეღოთ და ქარი მორძისფრო ფარდებს აფრიალებდა.

გეგონებოდათ სახლში დამწყვდეული მოჩვენება გარეთ გამოღწევას ცდილობსო.

აივანზე საქანელა (ე.წ. ,,კაჩალკა“) ირწეოდა. ამ სახლმა ერთდროულად დამთრგუნა

და დაუძლეველი ინტერესი გამიღვივა. რთული წარმოსადგენი იყო, რომ ანდრია

მახარაძე ერთ დროს აქ ცხოვრობდა. თუ ასეთი მდიდარი დედ-მამა ჰყავდა,

არაკომფორტული ერთოთახიანი რატომ დაიქირავა? ამის გარდა ბევრი შეკითხვა

მიტრიალებდა თავში და პასუხები აუცილებლად უნდა მეპოვა.

-უკაცრავად? არის სახლში ვინმე? - მაქსიმალურად ხმამაღლა დავიძახე. -

მასპინძელო! - არავინ გამომხმაურებია. ცოტა ხანს დავიცადე, შემდეგ კი კარზე

დავაკაკუნე. ქულამ შარვლის ბოლოში ჩამავლო კბილები და მომქაჩა, წამომყევიო.

ეზოს უკანა მხარეს გამიძღვა. პირველ რიგში, ზამთრის დასაწყისისთვის უჩვეულოდ

მწვანე ბალახმა მომჭრა თვალი. სწრაფადვე მივხვდი, რომ ხელოვნური იყო. შემდეგ

კაფელით მოპირკეთებული აუზი დავინახე. თვალი თუ არ მატყუებდა, სიგრძით

ხუთ მეტრამდე იქნებოდა, სიღრმით - ორი. წყალს მწვანე ფერი დაჰკრავდა,

მომაკვდავი ფოთლები მასში მიტოვებული ნავებივით დაცურავდნენ. აუზთან ახლოს

ქალის სილუეტი შევნიშნე. ნაქსოვი ,,ჟაკეტი“ ეცვა, მხრებში მოხრილი და მობუზული

გასცქეროდა ჰორიზონტს. ფიქრებს ისე შორს წაეყვანათ რომ ჩემი ძახილი ვერ

გაიგონა. მხოლოდ ქულას ყეფამ მოწყვიტა დარდებს და ჩემკენ მოაბრუნა. მისი

ზურმუხტისფერი თვალებიდან ენით აღუწერელი სევდა გადმოიღვარა. წარბებს

Page 4: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

შორის დარდისგან ნაოჭი ჩაღრმავებოდა. ალისფერ თმაში ჭაღარას გვირილებივით

წამოეყო თავი. გამოყვანილი ყვრიმალები, სწორი, მოგრძო ცხვირი და წვეტიანი

ნიკაპი ჰქონდა. არისტოკრატს ჰგავდა. ქუჩაში რომ დამენახა, ვერასდროს

მივხვდებოდი ანდრიას დედა არის-მეთქი.

-ალბათ ანდრო მამას გავს... - გავიფიქრე და დიასახლისს მივესალმე.

-რატომ დაიგვიანე? - მისი სევდა მკაცრმა გამომეტყველებამ შეცვალა.

-უკაცრავად?

-შენიშვნას უკადრისობ? - ქედმაღლური ტონი ჰქონდა. - ასე არაფერი გამოვა. - თავი

მრავლისმთქმელად გააქნია. - რთული მისახვედრია, რომ პირველ სამუშაო დღეს არ

უნდა დაიგვიანო?! - ისე შემათვალიერა თითქოს რენტგენში გამატარა.

- ბოდიშს გიხდით. - მივხვდი რომ თავის პოტენციური მოახლეში შევეშალე და

ავყევი. მეტი დამაჯერებლობისთვის თავი დასჯილი ბავშვივით ჩავქინდრე.

-თამარი ჩემი უახლოესი მეგობარია და ვენდობი... პირდაპირ გეტყვი, თამარს

შენთვის რეკომენდაცია რომ არ გაეწია, არ აგიყვანდი... უცხო ხალხს არ ვენდობი. თან

ძალიან ახალგაზრდა ხარ... ახალგაზრდები უპასუხისმგებლოები არიან.

- იმედს არ გაგიცრუებთ. - გამიკვირდა ასე ძალიან ვინ გაამწარა ეს ქალი-მეთქი.

- იმედს? არა... დიდ იმედებს არც ვამყარებ შენზე. - ისე მელაპარაკებოდა თითქოს

წინასწარმეტყველებდა აუცილებლად რამეს დააშავებო.

- ხვალ აღარ დაიგვიანო! ერთსა და იმავე თემაზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს.

გასაგებია?

- დიახ.

- გასაგებია თუ არა, მაგას მომავალში დავინახავ. ახლა მომყევი, სახლს

დაგათვალიერებინებ და აგიხსნი რა გევალება.

რა ირონიულია ცხოვრება. სახლში ჭურჭელი ერთხელაც არ დამირეცხავს,

,,უბორკაზე“ ხომ საუბარიც ზედმეტია... მახარაძეების უზარმაზარ სახლში კი

მოსამსახურე გავხდი. მხოლოდ ოთახების დალაგება კი არა, ქვეშაგების გამოცვლა,

ტანსაცმლის რეცხვა, კერძების მომზადება და ძაღლის მოვლაც კი მევალებოდა.

-დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე იმუშავებ. განსაკუთრებულ შემთხვევებში,

თუ ჩვენთან შეყოვნდები, სახლში მძღოლი წაგიყვანს. შაბათ-კვირას დაისვენებ, თუ

ჩემი მეუღლე ,,ვიქენდზე“ წვეულებას არ მოაწყობს. საყიდლებზეც შენ ივლი. რა თქმა

უნდა, მანქანა მოგემსახურება. ანაზღაურება თვეში 350$. დოლარის კურსს

მნიშვნელობა არ ექნება. თანახმა ხარ?

საქართველოში ბოლო დროს ლარი ისტორიულად გაუფასურდა.

ეკონომისტების ნაწილი ამბობს, მცოცავი კურსის პირობებში ვალუტის რყევა

ნორმალურიაო, სხვები შიშობენ, რომ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი რეალურ

გეგმას თუ არ დაისახავს, საბოლოოდ გავკოტრდებით. ამის პასუხად მთავრობა რას

აკეთებს? ამას წინ პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, მოსახლეობამ ერთხელ და

სამუდამოდ უნდა დაივიწყოს ლარის კურსიო. აბა რა უნდა გვახსოვდეს ძალიან

საინტერესოა... სიმართლე რომ ვთქვა, ჩემს ოჯახს საერთოდ არ უჭირს, დედა

პედაგოგია, კერძო სკოლაში ასწავლის, გარდა ამისა, სახლში აბიტურიენტებს

ამზადებს (ხელფასს თავიდანვე დოლარში იღებდა, ბავშვებსაც დოლარში

Page 5: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

ამზადებდა), მამა - არქიტექტორია, თავისი სამშენებლო კომპანიც აქვს, პლუს ბებო

ინგლისიდან ფულს გვიგზავნის. ასე რომ დოლარის გამყარება პირადად ჩვენ

უარყოფითად არ შეგვხდებია, მაგრამ საერთო ჯამში ქვეყანა უკიდურესად

გაღარიბდა... ვინ იცის, გოგონას, რომლის ადგილიც დავიკავე, ეს 350$ როგორ

სჭირდებოდა...

შემოსასვლელის კედლები, დესაო და მაგიდა ოჯახური პორტრეტებით

აეჭრელებინათ: ანდრია ბაღის ზეიმზე, ანდრია ცხენზე, ანდრია ველოსიპედზე,

პირველკლასელი ანდრია მასწავლებელთან ერთად, ანდრია აუზზე, ანდრია

კარატეზე, ანდრია ფეხბურთზე, ანდრიას დაბადების დღე, ანდრია ჩვილი ბავშვით

ხელში, ანდრია დედასთან ერთად და ანდრია მამასთან ერთად. ანდროს მამას

კუნაპეტივით შავი თმა და წვრილი, ყავისფერი თვალები ჰქონდა. მოკლე ცხვირი და

დიდი ტუჩები შვილისგან რადიკალურად განსხვებულ იერს სძენდა.

-რა ჰქვია თქვენს შვილს?

-ანდრუშა.

- ამ სურათზე ხელში თავისი და უჭირავს?

- მაშო.

- რა საყვარელია მაშო. ისე ანდრია არც თქვენ გგავთ, არც თქვენს მეუღლეს. - ეს

სიტყვები რატომ წამოვაყრანტალე არ ვიცი. ვერ ჩავიდგე ენა მუცელში? - აქ

ცხოვრობს?

- ზედმეტად ცნობისმოყვარე ხარ.... შენი სახელი შემახსენე.

- ნესა.

- ნესა?

- აგნესას შემოკლებული ვარიანტი.

- აგნესა, მაღიზიანებენ ჭორიკანა ადამიანები.

- გასაგებია.

- არა, ჩვენთან ერთად სამი წელია აღარ ცხოვრობს. კიდევ რა გაინტერესებს? ნომერი?

ჰყავს თუ არა შეყვარებული? რა მანქანით დადის? - თვალებს ისე მიბრიალებდა,

შემეშინდა ცოტაც და ხელს დამარტყამს-მეთქი. - ბოლოს და ბოლოს დედამისი ვარ

და იქნებ ცოტა მომერიდო?!

- აწი კითხვებს აღარ დავსვამ.

- ვხედავ, ნელ-ნელა ვუგებთ ერთმანეთს.

ვიცოდი, მახარაძეებთან მუშაობა ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ანდრიას

წარსულის ამოქექვის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი! გადავწყვიტე მთელი

მოთმინება მომეკრიბა და ამ ქალის ჭირვეულობა ამეტანა.

-როგორ მოგმართოთ, ქალბატონო?

-ქალბატონო რუსუდან.

ამ ქალის შემხედვარე არ მიკვირდა, რომ მახარაძე სახლიდან გაიქცა. ანდრია

შინაგანად თავისუფალი ტიპი იყო და ამ ანჩხლის კონტროლს ვერ გაუძლებდა. ,,ორი

კვირა ანდრია მახარაძის ტირან დედასთან ერთად.“ - ბლოგისთვის მშვენიერი

სათაური იქნებოდა. მინდოდა სასწრაფოდ ჩამეწერა. იდეებს ერთი ძალიან ცუდი

თვისება აქვს, ჩანიშვნა თუ არ მოასწარი, ელვისებური სისწრაფით ქრება.

Page 6: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

-აგნესა, სახლში რამე თუ დაიკარგება, პასუხს შენ მოგთხოვ.

როგორ უნდა გაუჭირდეს ადამიანს, თქვენთან მუშაობას რომ დასთანხმდეს-

მეთქი, კინაღამ წამომცდა.

-ყველაფერი გავარკვიეთ. მუშაობას შეუდექი.

***

სამსახურიდან გასავათებული გამოვედი. ტაქსის ფული არ მქონდა, ამიტომ

გაჩერებამდე ფეხით ვიარე. ავტობუსი, როგორც მოსალოდნელი იყო, ხალხით

გატენილი დამხვდა. ხელიც ვერაფერს მოვკიდე და რამდენჯერაც მძღოლმა

დაატორმუზა, იმდენჯერ ვიღაცას უხერხულად მივეჯახე. კისრის, ბეჭებისა და

წელის ტკივილი გამიძლიერდა. ყოველთვის ასე მემართება, როცა დაღლილი ვარ.

ერთ-ერთ მგზავრს ვთხოვე ფანჯარა გამოაღეთ, ჰაერი არ მყოფნის-მეთქი, მაგრამ

გავცივდებიო უხეშად მომახალა, ამიტომ უახლოეს მეტროსთან ჩამოსვლა მომიწია.

ექსკალატორზე მდგარმა ფეხებში სისუსტე ვიგრძენი და ჩამოვჯექი. ზურგს უკან

ბიჭებმა ჩემზე შაყირი დაიწყეს. წარმოდგენაც არ მაქვს დაღლილ ადამიანში

სასაცილო რა იპოვეს. ალბათ არასდროს უმუშავიათ და წარმოდგენაც არ აქვთ რა

ძნელია დღის ბოლოს ფეხზე დგომა - მეთქი, გავიფიქრე. ვაგონში ერთმა თავაზიანმა

კაცმა ადგილი დამითმო. ფასონობა არ დამიწყია (თავიდან რომ ქალები თავს

იგიჟებენ, რას ბრძანებთ ბატონო, იჯექითო, არა და სინამდვილეში ერთი სული აქვთ

როდის ჩამოდებენ ტრ*კს), მადლობა გადავუხადე და მოწყვეტით დავეშვი.

მახარაძეების ოჯახზე ჩავფიქრდი და ისე ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.

-გაიღვიძე, გოგონა, ბოლო გაჩერებაა. - მოხუცის ხმამ შემაფხიზლა. მიღიმოდა. არც

ერთი კბილი არ ჰქონდა, მაგრამ კეთილი თვალებით მიყურებდა და არ შემშინებია.

-მადლობა, ბებო. ჩამთვლივა ეტყობა... სად ვართ? - როგორც გაირკვა, სახლს

გამოვცდი, მეტიც ანდრია მახარაძის უბანში აღმოვჩნდი. პიკის საათი აღარ იყო,

ამიტომ შინ ,,მარშუტკით“ დაბრუნება გადავწყვიტე. მეტროდან ამოსვლისას

დავინახე ლოთი მაწანწალას გამეტებით სცემდა და აგინებდა. მინდოდა ძაღლს

დავხმარებოდი, მაგრამ შემეშინდა. გაავებულ კაცს ხელში ცარიელი ბოთლი ეჭირა,

არ გამომიქანოს და დამჭრას-მეთქი. გაჩერებაზე ხასიათმოშხამული გავიძურწე.

ფეხები უკან მრჩებოდა. სინდისი მქენჯნიდა. ანდროს მეზობლის ძაღლი გამახსენდა.

მასაც ურტყამდა პატრონი... და ამ მაწანწალასავით, მასაც არავინ ეხმარებოდა.

მახარაძის ბინისკენ წავედი. გზაში გეგმას ვაწყობდი, ძაღლი როგორ უნდა

გამეთავისუფლებინა. მაღაზიაში შევიარე, ყველაზე იაფი ძეხვი ვიყიდე და იქვე

დავაჭრევინე. სადარბაზოში შევიპარე, კარს მივუახლოვდი და ძაღლის ყეფით

მივხვდი, რომ მისი პატრონი შინ არ იყო. ჩანთიდან ე.წ. ,,ატმიჩკა“ ამოვაძრე. ეს

ძალიან პრაქტიკული ნივთი პირველ კურსზე ვიყიდე, მაშინ როცა გაზეთის გამოცემა

გადავწყვიტე. (გაზეთს ჩემი სახსრებით, უფრო სწორად დედ-მამისა და ბებიას

დაფინანსებით, ვბეჭდავდი.) მადონას ეროტიკულ ფოტოებს უნივერსიტეტის ,,სექსის

ოთახშივე“ გადავიღებდი (და სასტუმროში ,,ჩალიჩი“ არ დამჭირდებოდა) იმ დღეს

,,ატმიჩკა“ შინ რომ არ დამრჩენოდა.

Page 7: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

ძეხვის ერთი ნაჭერი კარის წინ დავდე, მეორე და მესამე კიბეებზე, მეოთხე

სადარბაზოს გასასვლელთან, მეხუთე ექვს - შვიდ ნაბიჯში. დარჩენილი ნაწილი

ჯიბეში ჩავიდე. ვივარაუდე, ძაღლი თუ გამომეკიდება, ხორცს გადავაგდებ და

ყურადღებას გავუფანტავ-მეთქი. ცხოველი გაუჩერებლად ყეფდა და კარს ფხაჭნიდა.

ის იყო სახელური უნდა ჩამომეწია, რომ მახარაძის ხმა გავიგონე.

-რას აკეთებ? - წამით გავშეშდი. ,,ვერ მიცნოს რა... ვერ მიცნოს...“ - გულში

ვიმეორებდი.

- ქურდი ხარ? - ანდროსკენ არ მიმიხედია. უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

- აბა? - მოულოდნელად კარი გავაღე, დავიძახე თავს უშველე - მეთქი და გავიქეცი.

ძაღლი ველურივით გამოვარდა, ძეხვის ნაჭრები საერთოდ არ შეუმჩნევია, მე და

ანდრიას საკბენად გამოგვეკიდა.

-ვიღაცა გიჟი ხარ! ეს რატომ გააკეთე?! - ანდრო ჩემზე უფრო სწრაფად გარბოდა.

სპორტული მოედანი გადაჭრა და უკან მოიხედა. მიხვდა ძაღლი მეწეოდა, უხო

უკმაყოფილებით დაიღრიალა, დაბრუნება არ უნდოდა, მაგრამ შევეცოდე და მაინც

ჩემკენ გამოიქცა. ხელი ჩამკიდა და გამაქროლა. ნახტომების გაკეთებას ძლივს

ვასწრებდი. გულის ფიცარი ამტკივდა და ამეწვა. სუნთქვა აღარ შემეძლო.

-ცუდად ვარ! გაჩერდი რა... გაჩერდი...

ბინების ჩიხში შევირბინეთ და რომელიღაც სარაბაზოს მეცხრე სართულს

შევაფარეთ თავი. შუქი არ ინთებოდა, ამიტომ თუ აქამდე ჩემი სახე ვერ გაარჩია,

სიბნელეშიც ვერ მოახერხებდა. არამგონია დამახსოვრებოდა ,,ოთხთვალა“

(მითუმეტეს უსათვალოდ) და გოგონა, რომელიც მის სურათებს აგროვებდა. ბოლოს

და ბოლოს, როგორც თავშიავარდნილი ბიჭები თვლიან, ,,ჩემნაირი“ ათასია. ასე რომ

ვერ მიცნობდა, შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი.

-წესით ძაღლი თავიდან უნდა მოგვეშორებინა... - თქვა მახარაძემ და სახიდან ოფლი

მოიწმინდა. - რა სასაცილო იქნება, პირველ სართულზე რომ დაგხვდეს. - არხეინად

დააყოლა. თითქოს კიდევ ხუთი კილომეტრის გარბენა შეეძლო.

-ხო, ძალიან. - ისეთი ტონით ვუპასუხე, აშკარად მივახვედრე იუმორი არ გაქვს-

მეთქი.

- რატომ გამოუშვი ის ძაღლი? მაგისი პატრონი მთელ სამეზობლოს ტვინს მოგვ**ნავს.

- ეგ ჩემი პრობლემა არ არის. - ვეცადე ხმა დამეწვრილებინა.

- და მაინც რატომ?

- მის ადგილას წარმოიდგინე თავი. ვიღაცამ ოთხ კედელში რომ გამოგამწვდიოს და

რამდენჯერაც გაბრაზდება, ბოღმა შენზე ანთხიოს. უმოწყალოდ გცემოს... თავს

საშინლად იგრძნობ, არა? როგორც ჩანს, შენ არასდროს გყოლია ძაღლი, კატა ან

თუთიყუში მაინც...

- მართალია. თუმცა სახლიდან წამოვედი თუ არა, მამაჩემმა დედაჩემს ლეკვი

მიუყვანა. რა სისულელეა იფიქრო, რომ შვილის წასვლის ტკივილს ძაღლი

დაგავიწყებს.

- შენი პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს. ჩემი პრობლემებიც მეყოფა. – წამოვდექი,

ტანსაცმელი დავიფერთხე და კიბეებს ჩავუყევი.

Page 8: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

- იცი რომ ამ საქციელისთვის შეიძლება დაგიჭირონ? - მომაძახა, მაგრამ არ

გამომყოლია.

- ბინაში კამერები არ გაქვთ. შენ თუ არ დამაბეზღე, ,,შემრჩება.“

- და რატომ არ უნდა ჩაგიშვა?

- რა ვიცი აბა? იქნებ სინდისმა შეგაწუხოს. დიდი ხნის წინ თავად უნდა

გაგეთავისუფლებინა ეგ ძაღლი.

,,მარშუტკაში“ ვიჯექი, ,,ნაუშნიკებით“ ამოჩემებულ სიმღერებს ვუსმენდი და

ვიხსენებდი რა ძლიერად ეჭირა ანდრიას ჩემი ხელი, როცა ერთად მივრბოდით.

ნეტავ, იმ შემთხვევაში თუ ეცოდინებოდა, რომ ,,ოთხთვალა“ ან ,,გოგონა მაღალ

ქუსლებზე“ ვარ, მაინც მიხსნიდა ძაღლის კბილებისგან? მაინც ასეთი საყვარელი

იქნებოდა ჩემთან? მაინც გადამიშლიდა გულს?

***

მეორე დილასვე ლექტორებს დავუკავშირდი და ავუხსენი სამსახურის გამო

ლექცია-სემინარებს გავაცდენ და საშინაო დავალებებს ონლაინრეჟიმში მოგაწოდებთ,

შუალედურებს რაც შეეხება, თუ გამიცდა, გთხოვთ აღმადგენინოთ-მეთქი.

მგზავრობისას სოციალურ ქსელში კურსელების პოსტებს გადავხედე. დიანას შესახებ

ჩემი დასურათებული სტატია თითქმის ყველას ჰქონდა გაზიარებული ანუ ქაჯაიას

გაბოზების ამბავი მალე მთელ საქართველოს, მათ შორის სამეგრელოსაც,

მოედებოდა. დიკას ფეიჯზე გადავედი, მაინტერესებდა თავს როგორ იმართლებდა.

გაუქმებული დამხვდა. ხომ შეეძლო დაეწერა ფოტოშოპიაო? ეს ძუკნა მაბრალებს და

იგონებს ჩემი სტრიპტიზიორობის ამბავსო? მაგრამ დამალვა ამჯობინა. Facebook-ის

ჯგუფში კურსელების პოსტები გადავიკითხე: ზოგი წერდა ვიცოდიო, სხვები

კითხულობდნენ, სოფლიდან ჩამოსულ გოგოებს სულ ასე როგორ ემართებათო?

(თითქოს ქალაქელებში მსუბუქი ყოფაქცევის გოგოები ცოტანი იყვნენ). შედარებით

ძველ პოსტებში ჭორაობდნენ მადონას ქმარს ოფიციალურად განქორწინება

მოუთხოვია და საცხოვრებლად სოფელში გადასულაო. ერთადერთი ქალიშვილიც,

პროტესტის ნიშნად, მამას გაჰყოლია. თურმე იძახის დედა აღარ მყავს, მოკვდაო.

სამეზობლოსა და სანათესაოში ლანძღავენ, ეს ლექტორი ქალი ამ ასაკში რამ აატრუა

და ააცუნდრუკაო.

მეშვიდე თავი

რუსუდანი ანდრიას ოთახში არასდროს მიშვებდა, საძინებელს ყოველ მეორე

დღეს თავად ალაგებდა (ანიავებდა, ბალიშებს ამზეურებდა, ყველა ნივთს და

ფანჯრებს საგულდაგულოდ წმენდდა), ამიტომ ვიპარებოდი და ინფორმაციის ჩუმად

შეგროვებას ვცდილობდი. დიასახლისი სახლიდან იშვიათად გადიოდა, ხშირად

ეზოში სეირნობდა ან ჰამაკში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. წიგნების კითხვა და

ფილმების ყურება უყვარდა. ძალიან დახვეწილი გემოვნება ჰქონდა. მიკვირდა

რუსუდან ან მეგობარი არ ჰყავს, ან ნათესავი-მეთქი? ძალიან მარტოსული

Page 9: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

მეჩვენებოდა ეს ქალი. მახარაძის მამას ორი კვირის განმავლობაში ერთხელაც არ

შევხვედრივარ. როგორც მივხვდი, სამსახურში ძალიან ადრე მიდიოდა (თბილისური

საცობების გადამკიდე არც მიკვირს) და შინაც საკმაოდ გვიან ბრუნდებოდა. ძალიან

დაკავებული კაცი იყო (დიდი ალბათობით ბიზნესმენი ან ექიმი), რადგან შუადღეს

სადილისთვის ერთხელაც არ შემოურბენია. შეიძლება რომელიმე ამოჩემებულ

რესტორანში მიდიოდა და კოლეგასთან ან მეგობართან ერთად საყვარელ მენიუს

შეექცეოდა.

ანდრიას ოთახში პირველად რომ შევიპარე სასიამოვნოდ გაოცებული

დავრჩი. კედლები ლურჯად შეეღებათ, ჭერი კომიქსების პერსონაჟებითა და

ფეხბურთელების კარიკატურებით მოეხატათ. ანდროს ახლანდელი საცხოვრებელი

ბინის სადარბაზო გამახსენდა. ალბათ მახარაძემ თავისი ბინა ფასის ან

კომფორტულობის მიხედვით კი არა, სწორედ კარიკატურებით შეარჩია. ჩრდილოეთ

კედლის მთელ სიგრძე-სიგანეზე წიგნების კარადა მიედგათ. ერთი თაროც კი არ იყო

ცარიელი. იქვე მოძრავი კიბე მიემაგრებინათ. კიბეზე ავძვერი და ჟანრობრივად

დახარისხებული წიგნები უფრო ახლოს შევათვალიერე. ბევრი ნანცობი დეტექტივი,

სათავგადასავლო ნაწარმოები და რომანი შემხვდა, აქვე იდო მსოფლიოს კლასიკად

აღიარებული წიგნებიცა და თანამედროვე ლიტერატურაც. ჩემი ყურადღება მიიქცია

ენციკლოპედიებმა, ფსიქოლოგიის თემატიკის ნაშრომებმა, მეცნიერულმა

გამოცემებმა, ფრანგმა განმანათლებლებმა, ბიოგრაფიებმა, პოლიტიკურმა,

ასტროლოგიურმა და ისტორიულმა წიგნებმა. მახარაძის ბიბლიოთეკა

თავბრუდამხვევად მრავალფეროვანი იყო. კარადასთან ორი კომფორტული

სავარძელი იდგა, მის ირგვლივ პუფები ეყარა. გეგონებოდათ ანდრია სულ ცოტა

ხნის წინ წიგნს კითხულობდა, დედამისმა დაუძახა, ათი წუთით ჩაირიბინა და მალე

უკან ამობრუნდებაო. ოთახს უზარმაზარი ფანჯარა ჰქონდა. ფანჯრის წინ ჭოგრიტი

იდგა. წამრმოვიდგინე ანდრო როგორ ჯდებოდა ხოლმე ფანჯარაზე, საყვარელ

სიმღერებს უსმენდა, თავის ეზოს ათვალიერებდა და დაღამებას ელოდა, რომ

ჭოგრიტით ვარსკვლავებს დაკვირვებოდა. ფანჯრიდან ოთხი-ხუთი ნაბიჯის

მოშორებით ფართო სამუშაო მაგიდა იდგა, მუდამ გამორთული კომპიუტერით.

ანდრიას ვიდეოთამაშების კოლექციაც ჰქონდა. დისკების ნაწილი (ალბათ ისინი,

რომლებიც განსაკუთღრებით უყვარდა) მაგიდაზე ჰქონდა დალაგებული.

მოპირდაპირე მხარეს ფეხბურთელების პოსტერები გაეკრა. პლაკატებთან

დამაგრებულ კუთხის უჯრაზე ფეხბურთში მოგებული თასები და ჯილდოები

ჩამოემწკრივებინათ. იქვე იყო ჩამოკიდებული სხვადასხვა ღონისძიებაში

ჩართულობისთვის ან გამარჯვებისთვის მიღებული სიგელები. საწოლის

მოპირდაპირე მხარეს პლაზმური ტელევიზორი და DVD იდგა. სახლიდან წასულ

ანდრიას, როგორც ჩანდა, თან თითქმის არაფერი წაეღო, რადგან მის პერსონალურ

სააბაზანაშო დედამისს კბილის ჯაგრისი და ბოლოს გამოყენებული შამპუნიც კი

შენახული ჰქონდა. ოთახის ცენტრში ლამაზი, ხის კიბე სხვენში ადიოდა, სადაც

მახარაძის გარდერობი მოეწყოთ. ანდროს ნივთები, რომელიც ახლა აღარ

მოერგებოდა (და ალბათ არც მოეწონებოდა), რუსუდანს საგულდაგულოდ

დაეკიდებინა კარადებში. ყველაზე მეტად უზარმაზარი სარკე მომეწონა, რომელსაც

Page 10: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

მთელი კედელი დაეკავებინა. სხვენში ანდრიას პირველი ფეხბურთის გუნდის

ფორმაც ვნახე.

ამ ყველაფრის მერე, ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ

მახარაძეების სახლი კეთილმოწყობილი იყო: თეფშებსა და ჭიქებს ჭურჭლის სარეცხი

მანქანა რეცხავდა, ტანსაცმელს - სარეცხის მანქანა, იატაკს არ ვგვიდი,

მტვერსასრუტით ვასუფთავებდი. ქულას ბეწვი სცვიოდა, ამიტომ თითქმის ყველა

ოთახი ყოველ დღე მოსაწესრებელი იყო. ძაღლის დანახვაზე სულ ანდრიას სიტყვები

მახსენდებოდა. ყველაზე მეტად კულინარიულ ასპექტში მოვიკოჭლებდი.

განსაკუთრებული დაძაბულობით ვაკეთებდი სადილებს, თავიდან ძალიან

უგემურად - ხან მარილი აკლდა, ხან ზედმეტად მლაშე იყო, ზოგჯერ კარტოფილი

ჩაიხარშა, ზოგჯერ ხორცი. მოკლედ, ძალიან ვწვალობდი. რუსუდანი საჭმელს

იშვიათად ჭამდა. ვფქირობდი ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, ამ ქალს ჭლექი ან

ანორექსია დაემართება-მეთქი. ოჯახის უფროსი, მგონი, შინ დაბრუნებამდე

ვახშმობდა, ამიტომ კერძებს უმეტესწილად უბრალოდ ნაგავში ვყრიდი. მახარაძეების

მძღოლი, თენგო 40 წლამდე თავაზიანი კაცი იყო. საცობებში დგომისას არასდროს

იგინებოდა, ქართული ესტრადის ნაცვლად ჯაზსა და ბლუზს უსმენდა, მისგან

ერთხელაც არ მომისმენია ,,ორი დიპლომის“ მითი (ყველა ტაქსისტი და მძღოლი ხომ

ყვება, რომ სახლში ორი დიპლომი აქვს), ცოტა არ იყოს სიტყვაძუნწი იყო და

მახარაძეების ოჯახური ამბები ვერ დავტყუე. მხოლოდ ის გავარკვიე, რომ მათთან

ათი წლის განმავლობაში მუშაობდა და კმაყოფილი იყო.

-ერთი შეხედვით რუსუდანი ქედმაღალი ქალი მოგეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში

ძალიან საყვარელია. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ შრომას აფასებს. - მითხრა

თენგომ ერთხელ როცა ,,კარფურიდან“ ვბრუნდებოდით.

-ბატონი ბეგი რა პროფესიისაა?

-თავისი კლინიკა აქვს. ოპერაციებსაც ატარებს. ხშირად უცხოეთში ლექციებისთვის

და ოპერაციების გასაკეთებლად იწვევენ.

- ანდრიას და მაშოს კარგად იცნობთ?

- მაშო ცოტათი ჯიუტი და ახირებული ბავშვი იყო. ანდრიას ფეხბურთს

ვეთამაშებოდი ხოლმე. მეგონა ფეხბურთელი გამოვიდოდა, მაგრამ... - თავი

სევდიანად გააქნია.

- მაგრამ? - ინტერესი ძლივს დავმალე.

- ჯერ ჯირითისას ცხენიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა, მერე - ხიდან და იგივე

ფეხი დაიზიანა. საოპერაციო გახდა.

- რამდენი წლის იყო?

- თექვსმეტის. ძალიან განიცადა.

უცნაური ადამიანი რომ ვარ ამას აქამდეც შემაჩნევდით, მაგრამ ჩემს კიდევ

ერთ თავისებურებაზე გიაბობთ. ჩემდაუნებურად ძალიან უმნიშვნელო ციფრები

მამახოსოვრდება და მნიშვნელოვანი მავიწყდება. მაგალითად, შეიძლება ვერ

გავიხსენო პირადი ნომერი ან ბანკის ანგარიშის პაროლი, მაგრამ ძილში გიპასუხოთ

რა რიცხვში შედგა ,,დისნეის“ ახალი მულტფილმის პრემიერა. არ მახსოვს ზუსტად

რა დღეს მივედი მახარაძეებთან სახლში, მაგრამ მახსოვს პირველად ნორმალურად

Page 11: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

როდის ვისაუბრეთ მე და რუსუდანმა. ეს იყო 20 დეკემბერი. სამზარეულოში

ვტრიალებდი, სალათისთვის მოხარშულ ბოსტნეულს ვჭრიდი. რუსუდანი

ტელევიზორს უყურებდა, როგორც ჩანს მოსწყინდა და სამზარეულოში გამოვიდა,

უღიმღამოდ გამოაღო მაცივარი, რძის ჭიქა მაგიდაზე დადგა და ჩემ წინ მოკალათდა.

მაკვირდებოდა. ავნერვიულდი და ჯერ დანა ხელიდან გამივარდა, მერე თითი

გავიჭერი. რუსომ საძინებლიდან ,,პირველადი დახმარების ყუთი“ ჩამოარბენინა,

სპირტი წამისვა და თითიც შემიხვია.

-ცოტა უფრო ფრთხილად უნდა იყო, ნესა.

-ვეცდები. - რეზინის თხელი ხელთათმანი გავიკეთე და კერძის მომზადება

გავაგრძელე.

-შენი ტოლები უნივერსიტეტში სწავლობენ. შენ არაფერი გაინტერესებს?

- ფულს ვაგროვებ.

- რა გინდა რომ გამოხვიდე?

- ექიმი.

ჩემს პასუხს დიდად არ გაუკვირვებია. ალბათ იმიტომ, რომ საქართველოში

ყველას ექიმობა, ჟურნალისტობა, ადვოკატობა ან ეკონომისტობა სურს.

- სერიოზული მიზეზი გაქვს, იმისთვის რომ ექიმი გახდე?

- დიახ. მინდა ადამიანებს დავეხმარო.

- კეთილშობილური სურვილია. სამედიცინოს სტუდენტები წუწუნებენ თორმეტი

წელი სწავლა რა ამბავიაო...

- წვალების გარეშე არაფერი გამოდის.

- მართალია. მიზნის მისაღწევად მსხვერპლის გაღება აუცილებელია. ამ დროს

შედეგისგან ორმაგ სიამოვნებას იღებ. ზუსტად ამას ვეუბნებოდი ჩემს სტუდენტებს.

- სამედიცინო უნივერსიტეტში ასწავლიდით?

- დიახ, სანამ ანდრო სახლიდან არ წავიდა და...

- დეპრესიაში არ ჩავარდით? - ისევ ენამ გამისწრო წინ. ადრე გაცილებით უკეთ

ვმართავდი საკუთარ თავს. ამ ბოლო დროს რა ჯანდაბა მჭირს-მეთქი, გავიფიქრე.

- ხო... - რუსომ ნაღვლიანად ჩაიხედა რძით სავსე ჭიქაში.

- ალბათ გინდოდათ, რომ თქვენი რომელიმე შვილი ექიმი გამოსულიყო.

- რა თქმა უნდა, ვოცნებობდი ანდრუშა გამოჰყოლოდა ჩვენს გზას.

- თქვენს? - ვითომ ვერ მივხვდი, რომ ბეგის გულისხმობდა.

- მამამისიც ექიმია. ჩვენს ოჯახს თბილისსა და ქუთაისში კლინიკები აქვს გახსნილი.

სხვათაშორის შემიძლია მეუღლეს დაველაპარაკო და პრაქტიკანტთა ჯგუფში

ჩაგსვამს.

- ძალიან გამახარებდით... - გავუღიმე. საპასუხოდ თავადაც გამიღიმა. ეს იყო

პირველი შემთხვევა, როცა ამ ქალის სახეზე ღიმილი დავინახე.

-ანდრომ ჩააბარა სამედიცინოზე? აგიხდინათ ოცნება?

- არა, მაგრამ ახლა სხვა ოცნება მაქვს. უბრალოდ მისი ნახვა მინდა. - რძე ისე მოსვა

თითქოს ვისკი იყო, დაათრობდა და დარდს გაუქარწყლებდა. - ჟურნალისტიკაზე

სწავლობს. ექიმად უნდა დაიბადო, ექიმი ვერ გახდებიო, სულ იძახდა. ალბათ

მართალიც არის.

Page 12: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

ჩემს ადილას ბევრი იფიქრებდა, ანდრომ მშობლების წნეხს ვერ გაუძლო, არ

შეეძლო სხვისი არჩეული პროფესიით ეცხოვრა და სახლიდან მაგიტომ წავიდაო,

მაგრამ არა... ჟურნალისტური ინტუიცია მკარნახობდა, რომ ეს ოჯახი უფრო დიდ

საიდუმლოს მალავდა.

***

შვიდი საათი შესრულდა. ქულას დავემშვიდობე და რუსუდანის ძებნა

დავიწყე, რომ გამეფრთხილებინა მივდივარ-მეთქი. ვეძახდი და, როგორც

ყოველთვის, არ გამაგონა. ანდრიას ოთახის კართან ჩამჯდარი ვიპოვე. მიახლოება

მეუხერხულა, ამიტომ დავიცადე სანამ თვითონ გამომელაპრაკებოდა.

-რა უცნაურია არა? რაც უფრო დიდია სახლი, მით უფრო მძაფრია მარტოობის

შეგრძნება, როცა საყვარელი ადამიანები მიდიან. - ჩაილაპარაკა რუსომ.

-თუ მარტო დარჩენა არ გინდათ, შემიძლია ცოტა უფრო გვიან წავიდე. - შევთავაზე.

გაზეთისთვის დღესაც ვერფერს დავწერ-მეთქი, გული დამწყდა. მახარაძეებთან

მისვლის შემდეგ გოგონა მაღალ ქუსლებზე დაიკარგა და გაზეთის გამოცემაც

დროებით შეწყდა. უნივერსიტეტში ალბათ ხშირად მახსენებდნენ. მოვენატრებოდი

ჭორბიუროს.

-ერთი ჭიქა ჩაი დავლიოთ...

-კარგი, ავადუღებ.

რუსუდანს ნამტირალები თვალები ჰქონდა, მისი სახიდან სიმკაცრე წაშლილიყო

და კვლავ ის სევდა დაბრუნებულიყო, პირველი შეხვედრისას რომ დავინახე.

ტროპიკულ ჩაის ვრწუპავდით და მის ისტორიებს ვუსმენდი. მომეჩვენა, რომ

თავიდან რუსუდანის ცხოვრება ბანალურ ფილმს ჰგავდა. შეძლებული ექიმების

ოჯახში დაიბადა, უზრუნველოფილი ბავშვობა ჰქონდა, პირველ სიყვარულში არ

გაუმართლა, ბიჭი რომელიც უყვარდა შელაპარაკებისას დაჭრეს და ადგილზე

მოკვდა. იმ დროს ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია, ამიტომ ოჯახმა სამოგზაუროდ გაუშვა.

მერე პეტერბურგში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა და მესამე კურსზე ბეგი

გაიცნო. რუსოს თქმით, ბეგი გამორჩეულად სიმპათიური არ იყო, ამიტომ გულში არ

ჩავარდნია. თან იმ პერიოდში რუს გოგოსთან ერთად ცხოვრობდა. საქართველოში

დაბრუნების შემდეგ რუსოს ,,ვიღაც“ მდიდარი ოჯახის შვილი გაურიგეს. ეს ,,ვიღაც“

ბეგი აღმოჩნდა. ბეგის მშობლებს ბიჭის არჩევანი დაუწუნებიათ, ლენა ჩვენ არ

შეგვეფერებაო. რადგან რუსუდანი ბეგის იცნობდა, ქორწინებას დათანხმდა. თავის

მხრივ, ბეგისაც უცნობი გოგონას შერთვას, კურსელზე დაქორწინება ერჩია.

თანაცხოვრებაში რუსუდანს და ბეგის ერთმანეთი შეუყვარდათ.

- კი არ მივეჩვიე, მართლა ძალიან შემიყვარდა. უბრალოდ... პირველად რომ

მიყვარდა, ისე არა... ისე ვერა... პირველი სიყვარული შეუცვლელი და

შეუდარებელია.

- რით მოგხიბლათ ბატონმა ბეგიმ ისე, რომ თქვენი გატეხილი გული გაამთელა?

- ჩემი გაოცება შეეძლო.

- დღესაც გაოცებთ ხოლმე?

Page 13: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

- ო, ძალიან! ნამდვიალდ გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება ადამიანი ცოლისთვის

ვერასდროს პოულობდეს დროს. - გაიცინა. - ბეგი ამბობს რომ ანდრიას წასვლის

შემდეგ შევიცვალე. მე თუ მკითხავ ისიც შეიცვალა... სინამდვილეში ადამიანები კი

არა ურთიერთობები იცვლება. როცა ცხოვრებაში რაღაც ძალიან მტკივნეული

გემართება, მაშინაც კი თუ გაიცინებ, უწინდებურად კარგად ვეღარაფერი იქნება.

ტრაგედიები ღრმა კვალს ტოვებს. შენ შეიძლება ამ კვალს ყურადღება არ მიაქციო,

მაგრამ კვალი ყრუდ ყოველთვის გტკივა. ახლა ჩემთვის მთვარია ბეგი ყველა

საქმინიანი თუ არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ჩემთან დაბრუნდეს... იმიტომ

რომ ვბერდები. სიბერეში მარტოობა ჯოჯოხეთზე უფრო საშინელი ასატანია.

რუსუდანი ცოტახნით პრაქტიკოსი ექიმი იყო, მაგრამ მეორე შვილის, მაშოს,

გაჩენის შემდეგ, უნივერსიტეტის ლექტორი გახდა. ჩემთან საუბრისას თავისი

პრაქტიკის ყველაზე საინტერესო პაცენტები გაიხსენა. რაღაც მომენტში მართლა

დავფიქრდი საბუთები სამედიცინო ფაკულტეტზე ხომ არ გადავიტანო, რაიმე

სასარგებლოს მაინც გავაკეთებ - მეთქი.

რუსუდანმა საოჯახო ალბომები დამათვალიერებინა, ანდრიას ბავშვობაზე

მიამბო. ძალიან ბევრი ვიცინე. ანდრო შვიდი წლის იყო, როცა პირველად მამამისთან

ერთად თვითმფრინავით იმგზავრა, მთელი გზა ტიროდა ჩამოვვარდებით და

დავიხოცებითო; მეხუთე კლასში მასწავლებელი შეყვარებია. მაგიდაზე ანონომურ

სასიყვარულო წერილებს უტოვებდა. ერთ დღეს დამრიგებელს გამოუჭერია. თურმე

პატარა ანდრუშას ისე შერცვხენია, სანამ კლასი არ გამოუცვალეს, სკოლაში არ

დადიოდა; თორმეტი წლის იყო, როცა რუსუდანმა თეატრში ნათესავებთან ერთად

წაიყვანა, სპექტაკლის ბოლოს უტირია. ბიჭებმა დასცინეს გოგო ხარო, ამდგარა და

ჩხუბის დროს ერთისთვის თავი გაუტეხია, მეორესთვის - ცხვირი. დედამისს

ნათესავებისთვის პატიება უთხოვია, ანდრო კი გაიძახოდა, რას ებოდიშები, ღირსები

იყვნენ, ნეტავ ყურები რატომ არ დავაჭერიო. მახარაძეები ბაკურიანში სახლის

შეძენამდე კოტეჯს ქირაობდნენ. ერთხელ როცა ბეგი თბილისში იყო, რუსუდანი კი

მეზობელთან გადავიდა, კოტეჯს ცეცხლი მოეკიდა. მაშო სალხში მარტო იყო, ანდრო

ეზოში თამაშობდა, ბოლი რომ დაუნახავს სახლში დაუფიქრებლად შევარდნილა და

ბავშვი გამოუყვანია. თოთხმეტი წლის ანდრია მამამისის კლინიკაში მის ტოლა

ლევკემიით დაავადებულ ბიჭს კვირაში ორჯერ მაინც აკითხავდა სკოლის მერე.

პირველად შეყვარებულის დაბადების დღეზე დამთვრალა და იმ გოგოს საყვარელ

კაბაზე არევია გული. ათ საათამდე სენტიმენტალურ ისტორიებს ვისმენდი. საუბარი

შინ ნაადრევად დაბურნებულმა ბეგიმ შეგვაწყვეტინა.

-გამარჯობა. ეს ჩვენი ახალი დამხმარეა? - გამიღიმა და ხელი ჩამომართვა. მესიამოვნა

რომ ,,მოსასმახურე“ ან ,,დამლაგებელი“ არ დამიძახა.

-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

-ჩემთვისაც, მშვენიერო ლედი.

-დღეს რაღაც ადრე დაბრუნდი შინ, ბეგი.

-საყვარელო, ვიგვიანებ და მსაყვედურობ რატომ დაიგვიანეო. ცოტა ადრე მოვდივარ

და მეკითხები, ადრე რატომ მოხვედიო. ყველა ქალი ასეთი უცნაურია? - გამომხედა.

Page 14: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

გავიღიმე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ანდრო ფიზიკურად მამამისს საერთოდ

არ ჰგავდა.

-გშია? ყველამ ერთად ვივახშმოთ. - რუსუდანი ფეხზე საქმიანად წამოდგა.

-ქალბატონო რუსუდან, ბატონო ბეგი, მე წავალ.

-არავითარ შემთხვევაში! - მახარაძეებმა თავი გაიგიჟეს და ვახშამზე დამიტოვეს.

სალათა მოეწონათ. მგონი, მართლა გემრიელი გამომივიდა. გამონაკლისებიც ხდება!

რუსომ სუფრასთან ახსენა ნესასაც ექიმობა უნდა და წავეხმაროთო. რუსუდანმა

დამშვიდობებისას კარამდე მიმაცილა, მხარზე მეგობრულად დამადო ხელი და

მითხრა:

-არ გეწყინოს ხანდახან უხეშად რომ გექცევი...

შინ თენგომ წამიყვანა. როგორც ყოველთვის ჩუმად იჯდა და მუსიკას უსმენდა.

შუა გზაზე ფანჯარა ოდნავ ჩამოწია და სიგარეტს მოუკიდა.

-ოცი წელია ვეწევი და აწი თავს ვერ დავანებებ. შენხელა რომ ვიყო მოწევას არც

დავიწყებდი. - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, ვიდრე ჩემთვის.

-სწორი ყოფილხარ, თენგო, რუსუდანი მართლაც საყვარელი ქალია...

***

სახლში მივედი თუ არა სოციალურ ქსელში შევძვერი. კურსელების

პოსტებით გავიგე, რომ უნივერსიტეტიდან ბიჭები ნარკოშემოწმებაზე წაუყვანიათ და

ჩხრეკის ორდერის წარდგენის საფუძველზე მათი სახლებიც დაუთვალიერებიათ. აბა

რა ეგონათ გასახდელში რომ პლანს ტოვებდნენ? ქართველთა ნაწილი კი გაიძახის

მარიხუანას დეკრიმინალიზაციაა საჭიროო (ისედაც დას*ბულია ერი და კიდე ეს

გვინდა? ) მაგრამ საქართველო ამსტერდამი ვერ გახდება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ

რომ ჩვენთან ,,დაბოლების“ კულტურა არ არსებობს. ხამებივით მიასკდებიან და

საქართველოც ,,ჩარჩენილებით“ აივსება.

***

მომდევნო დღეს სიხარულით წამოვხტი ლოგინიდან. ასეთი შემართებით,

მგონი, მახარაძეებთან არასდროს წავსულვარ. მიხაროდა, რომ მე და რუსუდანს

ურთიერთობა გამოგვიკეთდა. ეზოს კარი შევაღე თუ არა ქულა ყეფით შემომეგება.

ხელები ამილოკა და პატრონის ოთახისკენ გაიქცა. მივხვდი, რუსო თავის

საძინებელში იქნებოდა.

- ქალბატონო რუსუდან, მოვედი! - შემოსასვლელიდან გავძახე და ქურთუკი

გავიხადე.

- ნესა, ჩემთან შემოდი. - მომეჩვენა, რომ ხმა შეცვლილი ჰქონდა.

ოთახში შევაკითხე. საწოლზე ღონემიხდილი იწვა. ძალიან ფერმკთალი იყო და

ოფლი სდიოდა.

- ავად ხართ?! გუშინ ხომ კარგად იყავით?!

- ხო. მაღალი სიცხე მაქვს. - შევნიშნე ტუმბოზე თერმომეტრი იდო.

Page 15: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

- ბატონ ბეგის დავურეკო?

- არა, აეროპორტშია. თურქეთში მიფრინავს 3 დღით. რუსეთის ელჩის ანკარაში

მოკვლის და ბერლინის საშობაო სოფელში ტერაქტის მერე ძალიან დაშინებული ვარ.

იმედია მშვიდობით დაბრუნდება სახლში.

- აბა როგორ მოვიქცე? რა გავაკეთო?

- ხელი რომ გაგეჭრა, სამზარეულოში წამლების ყუთი ჩამოვიტანე. რომელიღაც

თაროზე შემოვდე. დაძებნე და სიცხის დამწევი ამომიტანე.

- ჩაისაც ავადუღებ. წვნიანს მოგიმზადებთ და სადილზე უარი არ თქვათ. როგორ

გგონიათ, ვირუსია?

- დიდი ალბათობით კი. როგორც ჩანს, იმუნიტეტი დამიქვეითდა.

მთელი დღე საწოლში გაატარა. ადგომის თავი არ ჰქონდა, მაგრამ საყვარელ

ეზოში გასეირნების ან აივანზე სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა რომც მოესურვებინა,

უფლებას არ მივცემდი. რა უცნაურია, როცა საკუთარ სახლში მოახლე გეუფროსება,

არა? საღამოს შვიდ საათზე ვინ იცის მერამდენედ დავხედე მძინარე რუსუდანს.

შუბლზე ხელის დადებით მივხვდი, რომ სიცხემ კვლავ აუწია. შევაღვიძე, წამალი

დავალევინე და ვკითხე, ვის დავურეკო რომ ღამე თქვენთან დარჩეს-მეთქი.

- არავის...

- როგორ თუ არავის... დედათქვენს?

- რვა წლის წინ გარდაიცვალა. - ვინანე დედა რატომ გავახსენე-მეთქი.

ავადმყოფობისას, პირველ რიგში, ყველას დედა გვახსედება. დარწმუნებული ვარ,

მაშინაც, როცა თავად გავხდები მშობელი, სიცხის ან ტკივილის დროს დედაჩემის

ჩახუტება მომინდება.

- და ან ძმა?

- არ მყავს. - ჩემსავით დედისერთა ყოფილა.

- უახლოესი მეგობრები და ნათესავები?

- ყველას თავისი პრობლემები აქვს, ღამის გათენებას ვერავის მოვთხოვ. - ეს ქალი

მართალია - მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ხომ არ ვიტყოდი?!

- კარგი. თქვენს ქალიშვილს დავურეკავ.

– მისი ქმარი თვლის, რომ მაშოზე ცუდ გავლენას ვახდენ.

სიძე-სიდედრს შორის ტრადიციული უთანხმოება... როდის უნდა გადააბიჯოს

საზოგადოებამ ამ კლიშეს?

- ჰგონია, რომ მაშოს მის წინააღმდეგ განვაწყობ. მაშო თუ გაიგებს რომ ავად ვარ,

აუცილებლად გამოიქცევა, მაგრამ ქმართან ჩხუბი მოუწევს, ამიტომ არავითარ

შემთხვევაში არ დაურეკო.

- ანდრო? - მაგას მაინც ხომ არ ,,გაუჭედავს“ ნატალი-მეთქი, გულში დავაბოლოვე.

-ანდრომ სახლიდან წასვლისთანავე ახალი მობილურის ნომერი შეიძინა, დამბლოკა

სოციალურ ქსელში, რამდენჯერმე გამოიცვალა საცხოვრებელი ბინა რომ ვერ

მიმეგნო... მე, რა თქმა უნდა, ახალი ნომერიც გავიგე, მის სოციალურ გვერდს მაინც

ვათვალიერებ და ყველა მისამართი ვიცი, სადაც კი უცხოვრია, მაგრამ არ ვეძალები.

- ავად ხართ. წუთში აქ გაჩნდება, როცა ამას გაიგებს. ბოლოს და ბოლოს დედამისი

ხართ.

Page 16: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

- მაგრამ ანდრუშა ფიქრობს რომ დედამისი არ ვარ.

-არ ვიცი თქვენ შორის რა მოხდა, მაგრამ გასაჭირში სრულიად უცხო ადამიანებსაც კი

ეხმარებიან... მე დავრჩები დღეს თქვენთან.

- არა, არა...

- კი, კი. გადაწყვეტილია.

- არ ხარ ვალდებული.

- ვიცი. ვალდებულება არაფერ შუაშია. მინდა და ვრჩები.

- დანამატს მოგცემ თვის ბოლოს.

- ამას ფულის გამო არ ვაკეთებ. - გულწრფელად ვუთხარი.

რუსუდანს თვალები აუწყლიანდა და სასწრაფოდ დახუჭა. ალბათ ფიქრობდა, რომ

მეცოდებოდა და საკუთარი თავი ეზიზღებოდა. ხელზე მოვეფერე.

-ვიცი, რომ მარტო არც თქვენ დამტოვებდით.

რუსოზე მზრუნველობისას აუხსნელი და საოცრად სასიამოვნო განცდა

დამეუფლა. თითქოს გულიდან ტკბილმა, თბილმა და ბლანტმა სითხემ გამოჟონა,

სისხლში ჩაიღვარა და მთელ სხეულს მოედო. მგონი, ენდორფინი - ბედნიერების

ჰორმონი - მხოლოდ სირბილის, შოკოლადის ჭამის ან სექსის დროს კი არა - სიკეთის

კეთების მომენტშიც გამოიყოფა. ქულა ჩვენთან იყო. პატრონის საწოლს წუთითაც არ

მოშორებია. ძაღლების ერთგულება შთამაგონებელია. განდომებს საკუთარ თავს

დაუმტკიცო, რომ ჯერ კიდევ ადამიანი ხარ.

- ნინა, დღეს ჩემს თანაკურსელთან ვრჩები. დედამისი ავად გახდა და ეშინია

მარტო ღამის გათენება. საწინააღმდეგო, ხომ არაფერი გაქვს? - გულის მოსაგებად

ვკითხე, თორემ უარი რომც ეთქვა არაფერი შეიცვლებოდა, რუსუდანს ვერ

მივატოვებდი. ნინამ არ იცოდა, რომ უნივერსიტეტს ვაცდენდი და ვმუშაობდი. ეს

ამბავი რომ გაეგო ერთ ამბავს ატეხდა: სწავლაზე ხელი აიღეო, გაფუჭდიო,

უპასუხისმგებლოდ იქცევიო... როგორც მშობლებმა იციან. (თავის დროზე ალბათ მეც

იგივეს ვეტყვი ჩემს შვილებს.) საუბარი რომ დავასრულე დიასახლისის ოთახში

შევბრუნდი.

-დედას ელაპარაკე?

-გავაფრთხილე რომ ხვალამდე ვერ დავბრუნდები შინ.

-კარგად მოქცეულხარ. შენ და დედა კამათობთ ხოლმე?

-ვფიქრობ, ყველა დედა-შვილი კამათობს. ყველაზე ხშირად ოთახის მოწესრიგებაზე. -

გამეცინა. - მე შემიძლია ქაოსში ვიცხოვრო, ის კი პედანტია. ყველაფერი თავის

ადგილას თუ არ დევს და არ ბზინავს, ვერ ისვენებს, ნერვები ეშლება. ვერ ვიტყვი რომ

საუკეთესო შვილი ვარ, მაგრამ დედა ნამდვილად საუკეთესო მყავს. კიდევ ვერ იტანს

როცა მის ნივთებს ვეხები, მე კი აუხსნელი მიზეზის გამო ყოველთვის მჭირდება მისი

დამტენი, კოსმეტიკა, ბიჟუტერია, ტანსაცმელი... - ფეხებთან ჩამოვუჯექი, როგორც

დედაჩემმა იცოდა.

- მე და მაშო არ ვჩხუბობდით, სანამ მის ცხოვრებაში ერეკლე არ გამოჩნდა. 17 წლის

გაიპარა და გათხოვდა. ამ ამბავმა თავზარი დამცა. ჩემს შვილს ყველაფერი ჰქონდა,

მათ შორის თავისუფლება და ფული. გოგონები ადრე იმიტომ თხოვდებიან, რომ

თავისუფლების მოპოვება ან უკეთესი ცხოვრება სურთ... მაშო ბავშვობიდანვე

Page 17: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

პრინცესასავით იზრდებოდა. ზოგჯერ ვდარდობდი მე და ბეგი ზედმეტად ხომ არ

ვანებივრებთ-მეთქი. მოკლედ გათხოვდა... ჩემი სიძე თავიდანვე არ მომწონდა.

უბრალოდ კი არ ამომიჩემებია... გაუნათლებელი, უმუშევარი და უპერსპექტივო იყო.

ჩემი სულელი გოგო რით მოხიბლა დღესაც ვერ ვხვდები. მაშოს ნამდვილდ არ

შეეფერებოდა. ვშიშობდი ჩემი შვილი გაიზრდება, გემოვნება შეეცვლება და ოჯახი

დაენგრევა - მეთქი. მართლაც, ცხრამეტი წლის დაბადების დღეზე ერეკლეს

ხმაურიანად დაშორდა. იმ რესტორანში, რომელშიც მაშოს დაბადების დღეს

აღნიშნავდნენ, ერეკლეს ყოფილი შეყვარებულის კორპორაციული საღამო იყო.

როგორც მაშო ყვება, მთვრალ ერეკლეში ძველმა გრძნობებმა იფეთქა და ყოფილ

შეყვარებულს არშიყი დაუწყო. რესტორანში სტუმრების თვალწინ ნამდვილი

სანახაობა გამართეს. ჩვენთან დაბრუნდა, ძალიან იმედგაცრუებული იყო. გაუქრა

ილუზია, რომ თითქოს სიყვარულის ცეცხლი სამუდამოდ გიზგიზებს... საკუთარი

ოცნებების ნანგრევებში მოყვა. მზერაც კი შეეცვალა. ვიგრძენი რომ გაიზარდა...

ვიგრძენი, რომ ცხოვრებაში და საკუთარ თავში რაღაც ახალი აღმოაჩინა! არ ვიცი

შემჩნეული გაქვს თუ არა, როცა დრო გადის ყველაფერი ცუდი ნელ-ნელა გავიწყდება

და ადამიანთან, რომელიც გიყვარდა, მხოლოდ თბილი მოგონებები გაკავშირებს.

დაველოდე და როცა მიხვდი, რომ მაშოს ბრაზმა გაუარა, დაველაპარაკე. ავუხსენი

რომ ოჯახი ხანდახან ქალურ სიამაყეზე მაღლა დგას.... რომ ოჯახი უდიდესი

პასუხისმგებლობაა, რომელსაც პარტნიორის შეცდომების გამო თავიდან ვერ

მოიშორებ. ერეკლეს არ ვიცი ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობის აწყობა არ

გამოუვიდა, არ ვიცი ცოლი მოენატრა... მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს...

მოაკითხა მაშოს და წაიყვანა. ოთხ თვეში ახალი მიზეზით დაშორდნენ. მაშო უჩიოდა

სახლში ძალიან გვიან ბრუნდება, იძინებს ან კომპიუტერთან ზისო, როცა ვურეკავ

ზარებზე არ მპასუხობს, არსად დავყავარო... მოკლედ, სტანდარტული ამბავი

დატრიალდა, როცა თანაცხოვრებაში კაცს ცოლი ბეზრდება. წამდაუწუმ

შორდებოდნენ და რიგდებოდნენ. დავიღალე დაუსრულებელი გაურკვევლობებით

და სკანდალებით. ბოლოს როცა მაშო დაბრუნდა და აზლუქუნდა ერეკლემ შენი

ნაჩუქარი ბრილიანტის ,,ტროიკა“ დაუკითხავად გაყიდა, ითამაშა და ფული წააგოო,

მკაცრად მოვთხოვე ოფიციალურად დაშორდი - მეთქი. დავემუქრე კიდევ ერთხელ

თუ შეურიგდები, სახლში ფეხს აღარასდროს მოგადგმევინებ - მეთქი. ორი კვირის

შემდეგ თეატრიდან დავბრუნდი. მოახლემ კარშივე მითხრა ერეკლე იყო მოსული,

მაშოს თავგზა აუბნია და წაიყვანაო. ჩემი ქალიშვილი ისე წავიდა, რომ არც კი

დამემშვიდობა. -რუსოს ხმა გაუწყდა. - შენ შეიძლება იფიქრო, მაშოს ერეკლე ძალიან

უყვარსო. არა, ეს სიყვარული კი არა ძალიან დიდი სისულელე და უთავმოყვარეობაა. -

რუსუდანი ატირდა. მისკენ მივიწიე და გადავეხვიე. სიმთვრალის არ იყოს, რასაც კი

გულში ვინახავთ, ავადმყოფობისას ყველაფერი ცრემლებად იქცევა.

-იტირეთ...

-რა? - გაკვირვებით ამოისლუკუნა.

-რა და იტირეთ-მეთქი. როცა ვტირი და მეუბნებიან არ იტიროო უფრო მეტირება.

იქნებ თქვენც მასე ხართ?

Page 18: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

***

ჩემგან რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, განთიადზე გამეღვიძა.

რუსუდანის გვერდით ვიწექი. სიცხე აღარ ჰქონდა. ვაკვირდებოდი მშვიდად მძინარე

ქალს. სახეზე მთელი ღამის ტირილის კვალი ემჩნეოდა. ნეტავ რა ესიზმრებოდა?

თავისი მაშო? მაშო, რომელიც შინ დაბრუნდა და ბოდიში მოუხადა? ვინ ტყუოდა ამ

სიტუაციაში და ვინ იყო მართალი ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მთავარი იყო

დედა-შვილი კვლავ შეხვედროდა ერთმანეთს. ბედის ირონია არაა? გქონდეს

უშველებელი სახლი და ბევრი ფული, მაგრამ თითქმის მარტო ცხოვრობდე ამ სახლში

და აღარც ფულის ხარჯვა გინდოდეს.

რუსომ თვალი გაახილა თუ არა გავუღიმე და სინი ავწიე. ფოდნოსზე

გემრიელი საუზმე იდო. ოთახში კენკრის ჩაის სურნელი იფრქვეოდა.

-მშვენიერი დილა გათენდა! სიცხე არ გაქვთ, გარეთ მზე ანათებს, თქვენი საყვარელი

ეზოც უჩვეულოდ ლამაზია, ამიტომ... ამიტომ გემრიელად უნდა ისაუზმოთ და მაშოს

დაურეკოთ.

-ახალგაზრდებში სწორედ ეს მომწონს! შეგიძლიათ ღამე ფუსფუსში გაათენოთ,

დილას კი მაინც ენთუზიაზმით შეხვდეთ. - სინი ხელში დაიჭირა, მუხლებთან პატარა

მაგიდა დავუდგი და კერძები გადმოვალაგე.

- ხომ დაურეკავთ მაშოს?

- კარგი რა, ნესა...

- არა, არა. უნდა დაურეკოთ. რა იყოთ, გეშინიათ? - ვითომ დავცინესავით.

- ხო, მეშინია.

- არ გეშინოდათ, როცა მშობიარობდით ან გეშინოდათ და ამ შიშს გაუმკლავდით. არ

გეშინოდათ, როცა პირველად ხელში აიყვანეთ და მიხვდით რომ ეს პაწაწუნა არსება

თქვენზე იყო მოწეპებული... და ახლა როცა ზრდასრული ქალია მისი გეშინიათ?

მაშოსი, რომელმაც თქვენს ხელში აიდგა ფეხი... მაშოსი, რომელმაც ალბათ პირველი

სიტყვა ,,დედა“ თქვა? მე რომ დედაჩემთან ნაჩხუბარი ვიყო, ძალიან გამიხარდებოდა

თუ შერიგებისთვის პირველ ნაბიჯს გადმოდგამდა.

- დავფიქრდები.

-მშვენიერია. რომ შეჭამთ, დამიძახეთ. მანამდე ქულას მივხედავ. - ოთახიდან გასვლას

ვაპირებდი, მაგრამ რუსომ შემაჩერა.

-რაღაც მინდა გკითხო. - ინტერესიანი თვალებით გავხედე.

- პირველად რომ მოხვედი ანდრიაზე მკითხე ვინ არისო... მაშინ ძალიან უხეშად

გიპასუხე. მაინტერესებს მოგეწონა?

უხერხულში ჩავვარდი და დავიბენი. ვერ გადავწყვიტე რა უნდა მეთქვა.

-დიახ, ძალიან... - სახეზე ავილეწე. ბოლოს და ბოლოს ანდრია მახარაძის დედას პირში

ვუთხარი თქვენი შვილი უზომოდ მომწონს-მეთქი.

კმაყოფილებით გაეღიმა.

-გამიხარდებოდა ჩემი შვილის გვერდით რომ დამენახე. სიამოვნებით გაგაცნობდი.

მგონია, რომ შეეფერებით. ვინ იცის, იქნებ ერთმანეთისთვისაც ხართ გაჩენილები! -

Page 19: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

ძალიან გაიჭრა ოცნებებში - მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ უზომოდ

სასიამოვნო იყო რუსოსგან ამ სიტყვების მოსმენა.

-არამგონია მოვწონებოდი... ძალიან ლამაზია. არ გეწყინოთ, მაგრამ მასეთი ბიჭები

ნარცისები და მექალთანეები არიან. მოდელებს და მსახიობებს დასდევენ.

- ნესა, შენც ძალიან ლამაზი ხარ. შეუხედავი რძალი არავის უნდა. საოცარი შვილები

გეყოლებოდათ! - ვიფიქრე ჩემდამი მადლიერების გრძნობა ალაპარაკებს, თორემ

ლამაზმანი ნამდვილარ არ ვარ-მეთქი და პასუხად უბრალოდ გავუღიმე.

- მე და ბეგის ოთხი წლის განმავლობაში შვილი არ შეგვეძინა. ორივემ ვიმკურნალეთ,

მაგრამ უშედეგოდ. საზღვარგარეთაც წავედით... ჩავთვალეთ უძლურები ვართ-მეთქი

და ბავშვის აყვანა გადავწყვიტეთ. ორი კვირის ანდრუშა გულში რომ ჩავიკარი

თითქოს თავიდან დავიბადე, სიცოცხლის აზრი მომეცა, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში

ყველაზე ბედნიერი მომენტი. ძალიან დიდხანს ველოდი ამ წუთს... ამ შეგრძნებას... ამ

ბიჭისთვის სიცოცხლეს დავთმობ-მეთქი, ქმარს გადავულაპარაკე. მაშინ ბეგი ორივეს

ჩაგვეხუტა და მითხრა, რომ საუკეთესო დედა ვიქნებოდი. ექვს თვეში გამოკვლევებზე

გავედი, ეჭვი მქონდა ან საკვერცხეების ანთება დამემართა, ან კისტოზი-მეთქი,

აღმოჩნდა რომ ორსულად ვიყავი. რომ გითხრა შვილებს ერთმანეთისგან არ

ვანსხვავებდი-მეთქი, მოგატყუებ. ანდრია უფრო მიყვარდა. დედა ამას არ უნდა

ამბობდეს... არ უნდა ამბობდეს კი არა, არც უნდა გრძნობდეს მაგრამ... ჩემი

ქალიშვილი ხვდებოდა რომ მის უფროს ძმაზე ვაფანატებდი და იქნებ მეც კი ვიყავი

მისი ნადრევი გათხოვების ერთ - ერთი მიზეზი... ამას ვერასდროს ვაპატიებ

საკუთარ თავს! საშინლი დედა ვარ! დღესაც არ ვიცი ანდრუშამ ვისგან გაიგო, რომ

ნაშვილები მყავდა. აფექტში ჩავარდა, ისტერიკა დაემართა, არასდროს მყავდა უწინ

ისეთ მგომარეობაში ნანახი, სახლში კონცერტი გამართა, იყვირა, იუზრდელა,

ყველაფერი დალეწა რაც კი ხელში მოხვდა. ბეგი მისმა საქციელმა ძალიან გააბრაზა,

უმადური ხარო ეძახა, როგორც ჩანს მართლა არ ხარ ჩვენი შვილი და ყველაფერს

სისხლი წყვეტს, თორემ ასე არ მოექცეოდი შენს გამზრდელ დედ-მამასო. ანდრიამ

დაიფიცა ჩემს გაზრდაზე დახარჯულ ფულს დაგიბრუნებთ, თქვენი

დასაყვედრებელი რა მჭირსო, მერე კი ისე რომ არაფერი ჩაულაგებია ან

გაუყოლებია, სახლიდან გავარდა და უკან მოუხედავად გაიქცა. მე და ბეგის

შემოგვითვალა ნამდვილ მშობლებს ვეძებ და დამივიწყეთო.

- იპოვა ბიოლოგიური დედ - მამა?

- კი, დედამისი იპოვა. - რუსო შეჩერდა. ცოტა ხნით კედელს გაუშტერა თვალი,

შემდეგ კი უფრო მისუსტებული ხმით განაგრძო. - ანდრიამ გულიდან ამოგვირეცხა.

მუშაობა დაიწყო. რამდენჯერმე სამსახურში მივაკითხე, მაგრამ ჩემთან შეხვედრა არ

მოისურვა. ბოლოს როცა ყელში ამოუვიდა, რომ შენობის კართან ველოდი, მეჩხუბა,

გამაგდო და სამსახურიც გამოიცვალა. - რუსუდანი ხელით საბნის ბოლოს აწვალებდა.

- ჩავთვალე შვილს ცხოვრებას ვურთულებ - მეთქი და ჩემგან გავანთავისუფლე.

სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წელი დაიცადა, დამოუკიდებლად ემზადებოდა,

შემდეგ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით მოხვდა. ძალიან ვამაყობდი მისი

მიღწევით. ახლა მეორე კურსზეა.

Page 20: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

ანდრია მახარაძის საიდუმლო გავიგე! დიახ! მე ეს შევძელი! უზომოდ ამაყი და

ამავდროულად ენით გამოუთქმელად სევდიანი ვიყავი. მინდოდა რუსუდანისთვის,

დედისთვის რომელიც ორივე შვილმა მიატოვა, ანდრიაც დამებრუნებინა და მაშოც...

მაგრამ უფრო... ანდრია!

მერვე თავი

ბეგიმ გადაწყვიტა ცოლთან ერთად ახალ წელს პეტერბურგში შეხვედროდა,

ამიტომ ოცდაცხრა დეკემბერს რუსუდანთან ერთად რუსეთში გაფინდა. რუსომ

წასვლამდე მიამბო, რომ ბეგის ნათესავები იქ ცხოვრობენ და სტუდენტობის დროს

შეძენილი მეგობრების მონახულებასაც აპირებდნენ.

- სამ იანვარს ღამით დავბრუნდებით. ოთხში გელოდებით. იქნებ ქულა შენთან

წაიყვანო?

-აუცილებლად. დედაჩემს ძალიან უყვარს ძაღლები.

-მშვენიერია!

ანდრია მახარაძის ბიოლოგიური დედის საპოვნელად რამდენიმე დღე მქონდა.

რუსუდანის და ბეგის პირადი ნივთები გადავქექე და ვიღაც სიდონიას მისამართს

წავაწყდი. ყურადღება იმიტომ მივაქციე, რომ იგივე მისამართი, წარწერით სიდონია

ხელაძე, ანდროს სახლშიც ვიპოვე.

მომდევნო დღეს სემესტრის ბოლო ლექცია გვიტარდებოდა. გადავწყვიტე

მონატრებულ უნივერსიტეტში შევივლი და სიდონიას საძებნელად მერე წავალ-

მეთქი. არ ვიცი ლექციები მომენატრა თუ ანდრო... მოკლედ ჟღალი პარიკი მოვირგე,

,,ბრეკეტები“ გავიკეთე და თაფლისფერი ლინზები ჩავისვი.

აუდიტორიაში შევედი თუ არა ვიგრძენი, რომ ხალხს მოვენატრე... ნუ მთლად

მე არა... გოგონა მაღალ ქუსლებზე დააკლდათ. ლაპარაკობდნენ, ნეტავ,

უნივერსიტეტის მთავარი ჭორიკანა სად დაიკარგაო. აზრზე არ იყვნენ რა ბომბა

სტატიას ვუმზადებდი. დიანას ბოზობაზე ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ. მხოლოდ

ანდრია მახარაძე თუ გადაჩრდილავდა ამ თემას და ალბათ საწყალი ქაჯაიაც

ამოისუნთქავდა!

ანდრია დარბაზში ჩაფიქრებული შემოვიდა. ყველამ თვალი გააყოლა, მაგრამ

თავად არავის მისალმებია, თითქოს ვერავინ შეამჩნია. მახარაძეს კურსელების არ

შემჩნევა არ ჩვეოდა. გმარჯობას ყოველთვის ამბობდა. არა იმიტომ რომ

ზრდილობიანი იყო ან უნდოდა ვინმესთვის ესიამოვნებინა, უბრალოდ ყურადღების

ცენტრში ყოფნა უყვარდა და მისალმებით ყოველთვის აფიქსირებდა მოვედიო.

გავიფიქრე, საინტერესოა სად გაქრა ის ლაღი ბიჭი მანჩოს რომ ეფლირტავებოდა -

მეთქი. როგორ შეუძლია ანდრია მახარაძეს ყოველ ჯერზე სხვადასხვა ადამიანად

მომევლინოს-მეთქი, გამიკვირდა. იქნებ ამ ტიპს გაორება სჭირდა? არა, არა გასამება ან

გაოთხება!

ანდია გვერდით მომიჯდა. ჯიბიდან ჩიპი ამოიღო და ხელში ათამაშა. მივხვდი,

რომ პრეზენტაციის გასაკეთებლად იყო მოსული. რუსუდანის სიტყვები გამახსენდა,

რეპეტიტორებთანაც კი არ უვლია, მუშაობდა და თან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად

Page 21: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

დამოუკიდებლად მეცადინეობდაო. ანდრო სულ სხვა თვალით დავინახე, ჩემ

გვერდით ყველაზე მიზანდასახული და შრომისმოყვარე ბიჭი იჯდა, ვინც კი ოდესმე

მენახა. აუდიტორიას გადავხედე. რამდენიმე ნიჭიერი და ერთი-ორი ბეჯითი

ჯგუფელი მყავდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ანდრია მახარაძე ყველაზე დიდ

წარმატებას მალევე მიაღწევდა. ერთი შეხედვით ქარაფშუტა და ზედაპირული

ანდრუშა, სინამდვილეში მომთმენი და ღრმა ადამიანი იყო, უბრალოდ თავის

სულთან ახლოს, ჩემი არ იყოს, არავის უშვებდა... უეცრად აღმოვაჩინე, რომ მე და

ანდრო იმაზე მეტად ვგავდით ერთმანეთს, ვიდრე მეგონა!

-ბიჭი ,,გადაგიგდია?“ - მკითხა უეცრად. გამიკვირდა მე მომმართავს - მეთქი?

- რამე მითხარი?

- გკითხე, ბიჭი ,,გადაგიგდია“ თუ არა-თქო.

- კი. - ,,გადამიგდია“ არა იხვის ტოლმა, ვის დავუპატიჟებივარ პაემანზე რომ

,,გადამეგდო?!“

- ანუ ნორმალურია როცა ქალი უკვალოდ ქრება შენი ცხოვრებიდან?

- ვინმემ ,,დაგადო“ თუ რა ხდება?

- ,,დამადო“ ცოტა ისეთი ნათქვამია რა...

- ვერ გაგამტყუნებ...

- რაში?

- ჩემთვის ვინმეს რომ ,,დაედო,“ არც მე ვაღიარებდი...

- მისმინე გოგონი...

- ყურადღებად ვარ ქცეული. - ცინიკურად გავუღიმე.

- შენ ,,პასტა“ არ ,,შეგაწერე“ ერთ-ერთ ლექციაზე?

-,,შემაწერე“ არა, გეთაყვა, გაჩუქე.

- ვიჩუქე. - კმაყოფილებით გამიღიმა. როგორც იქნა, ყველასთვის კარგად ნაცნობი

ანდრია დაბრუნდა!

- შენ ხომ ნატას შეყვარებული ხარ?

- ვარ. მერე?

- დაშორდით?

- არა. არ მევასება ყველა წაკინკლავებაზე რომ შორდებიან წყვილები.

- აბა რა ,,გადაგდებაზე“ დარდობ?

- დაიკიდე.

აუდიტორიაში ლექტორი შემოვიდა. ლოლა ნიჟარაძე პრეზენტაციის

გასაკეთებლად ლეპტოპს მიუჯდა.

-მითხარი. - წავიჩურჩულე და ხელზე ვუპწკინე.

-შენ რა ცნობისმოყვარე და მოუშორებელი ვინმე ხარ!

-შეგახსენებ, თავად მომიჯექი გვერდით.

ლექტორმა გვისაყვედურა სალაპარაკოდ თუ მოხვედით, დერეფანში გადით და

იქ განაგრძეთ, ხელს გვიშლითო.

-სწორად შეგირჩევია პროფესია. შენგან კარგი ჟურნალისტი დადგება. - კიდევ უფრო

ხმადაბლა მითხრა მახარაძემ.

-ვიცი. - თავდაჯერებით ვუპასუხე.

Page 22: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

-ოჰ. - ჩაიცინა.

-რა? - ღიმილის შეკავება ვცადე.

-მოსიარულე თავმდაბლობა ხარ.

-შენსავით. - თვალი ჩავუკარი.

-ვიღაცას მაგონებ.

ვის? რადას, რომელსაც საჯაროდ ,,ოთხთვალას“ ეძახი თუ მანჩოს, რომელიც

ჩაბნელებულ ბინაში მიაგდე და ნატალის გაყევი? მინდოდა მეთქვა, მაგრამ პასუხად

უბრალოდ ეშმაკურად გავუღიმე.

-რა გქვია?

-კრავაი. - არც კი ვიცი ეს სახელი რამ მომაფიქრა. მგონი, გურამ რჩეულიშვილის

რომელიღაც ნოველაში წავაწყდი ოდესღაც. (ადვილი მისახვედრია, რომ

რჩეულიშვილი ჩემი ერთ-ერი საყვარელი მწერალია. ერთ ეპოქაში რომ

დავბადებულიყავით ან საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით ან საყვარლები.) ოდესმე

ქალიშვილი თუ შემეძინა, აუცილებლად კრავაის დავარქმევ - მეთქი, გავიფიქრე.

***

ვცდილობდი წარმომედგინა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ანდრია

მახარაძის ბიოლოგიური დედა, აუცილებლად ქერა და ცისფერთვალა. ხომ

შეიძლებოდა, რომ ანდრო მამას დამსგავსებოდა? არა, მე მაინც დარწმუნებული

ვიყავი, რომ დედას ჰგავდა. ნეტავ, რატომ მიატოვა შვილი? რომელი ნორმალური

ქალი დატოვებს თავის უსუსურ ახალშობილს ბედის ანაბარა? ხომ აბსურდია რომ

ქალში მშობიარობის შემდეგ დედის ინსტინქტმა არ გაიღვიძოს? რამ შეიძლება ხმა

ჩააწყვეტინოს ამ ინსტინქტს? ვინ იყო სიდონია, ეგოისტი თუ გარემოებების

მსხვერპლი? მოღალატე თუ ერთგული დედა, რომელმაც შვილს უკეთესი მომავალი

აჩუქა? ამ სიტუაციაში საერთოდ რა შუაში ვიყავი, მაგრამ მაინც... როგორი დედა

ვიქნებოდი მე? რა შემთხვევაში ვიტყოდი უარს შვილზე? სულ ასე ხდება... როცა

ვინმეს შეცდომების გაანალიზებას იწყებ, საკუთარ თავზეც ფიქრობ. რას გააკეთებდი

მის ადგილას? შეძლებდი იდეალების დევნას?

ხელაძე ე.წ. ,,ხრუშოვკაში“ ცხოვრობდა. გაურემონტებელ სადარბაზოში

შევედი და ბოლო სართულზე ავედი. გეგმა არ მქონდა. გადავწყვიტე იქვე

მოვიფიქრებ სიდონიას რა უნდა ვუთხრა - მეთქი. სულელური გადაწყვეტილება კი

იყო, მაგრამ იდეების ექსპრომტად მობილიზება საინტერესო პროცესია. ესეც რომ არა,

გეგმები ყოველთვის არ ამართლებს და ზოგჯერ დროს ტყუილად კარგავ. ახლა

ბოდიალს მოვეშვები და გეტყვით სიდონიას ბინაში რა სურათი დამხვდა.

კარზე რამდენჯერმე დავაკაუნე, მაგამ არავინ გამომხმაურებია, ამიტომ

ყოველი შემთხვევისთვის სახელური ჩამოვწიე. ღია დამხვდა. ჟურნალისტებს ხომ

გვასწავლიან ყველა ღია კარში შედითო, კარი თუ დახურული დაგხვდათ, ფანჯარა

იპოვეთო... ხო და... ფანჯრის ძებნა არ დამჭირვებია, პირდაპირ შევაჭერი. სახლში

შემაძრწუნებელი სიჩუმე იყო. ასეთი სიწყნარის შემდეგ, ჩვეულებრივ, უბედურება

ხდება.

Page 23: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

-ქალბატონო სიდონია, სახლში ხართ? კარი ღია იყო და შემოვედი... ვაკაკუნებდი და

ვერ გაგაგონეთ. - სამზარეულოში არავინ დამხვდა, ამიტომ საძინებელში მორიდებით

შევიხედე და ლამის გული გამისკდა! ცოტაც რომ დამეგვიანა ალბათ სიდონიას

ნაცვლად ჭერზე ჩამოკიდებული გვამი დამხვდებოდა. ანდრიას დედა სკამზე იდგა,

კისერზე თოკი შემოეხვია.

- ქალბატონო სიდონია, გადაირიეთ? რა ჯანდაბას აკეთებთ?!

- მე... მე...

- ჩამოდით, ძალიან გთხოვთ. ჩემ ხელში ნუ მოიკლავთ თავს. ყავა დავლიოთ,

ვილაპარაკოთ, საღამოსთვის გადადეთ სუიციდი.

სიდონიას ბინაში ყავა კი არა წყალიც ვერ დავლიე. მგონი, თავიდან ეს ქალი

შიმშილით და წყურვილით აპირებდა თავის მოკვლას, მაგრამ მერე მიხვდა, რაჭულად

გამომდისო და გადაიფიქრა. როგორი იყო მახარაძის დედა? ულამაზესი! ფერიას

ჰგავდა. გრძელი, სწორი, ოქროსფერი თმა ჰქონდა, კანი - რძისფერი, თვალები

ზუსტად ანდროსნაირი: თან ცისფერი, თან ნაცრისფერი, შიგნით ყვითელი

წერტილებით, დამატყვევებელი და სულისშემძვრელი. ასეთი სევდიანი და უიმედო

თვალები ალბათ მხოლოდ იმ დედას აქვს, რომელსაც შვილი წაართვეს.

-ვინ ხარ? - ცოტა არ იყოს გაბრაზებული იყო თვითმკვლელობაში ხელი რომ

შევუშალე. როგორც ჩანს, დიდხანს იკრეფდა სიმამაცეს...

-ანდრია მახარაძის საცოლე. - ეს სისულელე რამ წამომაყრანტალებინა წარმოდგენაც

არ მაქვს. ესეც შენი ექსპრომტი! სიდონიას თვალები გაუფართოვდა და მთელი

სხეულით აცახცახდა.

-ჩემმა შვილმა გამოგიშვა? - თვალები ცრემლებით აევსო და მათ შესაკავებლად

ტუჩები მოიწუწნა.

-ნუ... ისა... შეიძლება მასეც ითქვას... - აშკარად დავაბნიე ქალი. - უფრო სწორად

თქვენი მისამართი გავიგე და ისე მოგაკითხეთ, რომ ანდრო არ გამიფრთხილებია.

თქვენი გაცნობა მინდოდა.

- არ ვიცოდი რომ ანდრიას საცოლე ჰყავდა.

- ერთმანეთს პირველად უნივერსიტეტში შევხვდით.

- ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ სარძლოს ასეთ სიტუაციაში გავიცნობდი.

ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ. - თვალები მორიდებით დახარა. - ვერ

წარმოიდგენ როგორ მრცხვენია შენი.

- იცით? მე მესმის თქვენი.

- რას გულისხმობ?

- მეც მიცდია თავის მოკვლა. - მტკნარი სიცრუე! უბრალოდ სხვა ვერაფერი

მოვიფიქრე. არასდროს დამიწყნარებია ადამიანი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ

სუიციდს ცდილობდა. საერთოდაც მგონია, რომ თავის მოკვლა გულის სიღრმეში

არავის უნდა, მათ შორის არც სიდონიას. ბოლოს და ბოლოს თუ სიკვდილი გინდა,

კარს ღიას არ დატოვებ იმის იმედით ვინმე შემომაკითხავს და გადამარჩენსო.

-რატომ? შენ ხომ ასეთი ლამაზი და ახალგაზრდა ხარ. - მოიცა, მოიცა, ახალგაზრდამ

და ლამაზმა არ შეიძლება აიჩემოს სიკვდილი მინდაო? ეს ორი კომპონენტი

სიკვდილის ზედაპირულ სურვილს გამორიცხავს? ისე სიკვდილი ზარმაცებისთვისაა.

Page 24: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

წევხარ და ისვენებ სანამ სხვები სიცოცხლეს ებრძვიან. აღიარეთ, რომ ჩემი დასკვნები

გაოცებთ!

- იცით ქალბატონო სიდონია? თქვენც ლამაზი და ახალგაზრდა ხართ, მთლად

ჩემნაირიც არა, მაგრამ... - ხელაძეს გაეცინა.

- რა საყვარელი გოგო ხარ...

- კრავაი.

- კრავაი. - როგორ მინდოდა ,,რადა“ დაეძახა. რადა... რადა... მშვენიერი სახელია, არა?

ადვილად წარმოთქვამ, სულ ორი მარცვალია, მარტივადვე იმახსოვრებ.

- ჩემს ბიჭს კარგი გემოვნება ჰქონია. - ალბათ, ანდროს დედამ ჩემი გულის მოგება

სცადა. სიდონია სამზარეულოში გამიძღვა, რამდენიმე თარო გამოაღო, მაგრამ

ჭურჭლის გარდა არაფერი დაგვხვდა.

- ყავის დასალევად მყუდრო კაფის შერჩევა მოგვიწევს. - გამომხედა და

უხერხულობის დასაფარად გამიღიმა.

***

თბილისში ბევრი კაფეა, მაგრამ მე ,,1904“ ავარჩიე. იქნებ იმიტომ რომ, როცა ,,1904-

ში“ პირველად მივედი, არავინ დამხვდა თავაზიანი და თბილი დიასახლისის გარდა.

მე და სიდონიამ ცხელი სასმელები შევარჩიეთ. სანამ შეკვეთას მოგვიტანდნენ

მახარაძის დედა საპირფარეშოში გავიდა. ინტერიერს სიამოვნებით მოვავლე თვალი

და როგორც პირველად, მაშინაც წერის სურვილმა ამიტაცა. ჩანთიდან ,,ბლოკნოტი“

ამოვაძვრინე და წერა დავიწყე:

,,ici ra mgonia? 1904 _ Si SevxvdebiT. susxian dRes, roca gareT iwvimebs, me ki, rogorc

yovelTvis uqolgo, Tavs kvlav am Tbil kafes Semovafareb, davjdebi ,,kafkas kuTxeSi” da

Soridan galumpul quCas davakvirdebi. ratom kafka? imitom, rom martooba uyvarda. me

ki Sens lodinSi araferi damrCenia martoobis garda... da kidev… mec vwer. Tan sul Senze.

Sen albaT mwvane kars swrafi nabijiT Cauvli, uecrad SeCerdebi da ukan mobrundebi. ar

vici kafes Wreli abris Tu bedisweris ,,brali” iqneba. kars SemoaReb Tu ara, kedelze gakruli

kaba da kacis Sarvali gagaognebs. kidev... werilebis korianteli:

,,bebiam maswavla, rom yvelas Tavisi surneli aqvs. suni ki ar arsebobs feris gareSe. is

mzissuniani iyo da alublisferi.” _ Seni aromati vaniliviT tkbili iqneba.

,,Tu ki iarsebebda masze lamazi mamakaci, me mainc davrCebodi misi mzeris erTguli.”

,,am navs avaSenebT da Cven viqnebiT mTeli floti, me da Sen erT navSi.”

Page 25: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

vici, rom ramdenime werils waikiTxav da siyvaruli mogindeba... mogindeba, rom vinme

giyvardes... da masac uyvarde.

siZveliT mocul, abaJuris mbJutavi SuqiT ganaTebul oTaxSi Semoabijeb, erTi Tvalis SevlebiT

ipovi fortebianos. dekoracia? ikiTxav ufro SenTvis, vidre CemTvis, magram me mainc

gipasuxeb: daukariT. pianinosTan mjdari Cemi zurgis mxurvalebas igrZnob. Seni ferkmTali

da grZeli TiTebi CemTvis ucnob melodias aaJRerebs... notebi jer kedlis qviSisfer nawils

aekroba, mere _ Sindisfers. es feradi, ayvavilebuli printic rogor uxdeba kafes! da suraTebi?

Sen xom ar ici rom Tedo rexviaSvili SesaniSnavad xatavs! dakvras morCebi, gagikvirdeba

Senken erTxelac rom ar gamovixede, magram mainc usityvod miujdebi ,,martoxela

mamakacebis” magidas. rogorc iqna, mivxvdebi! mivxvdebi, rom es Sen xar... kedelze

pirispir mixatuli, mSveneri mandilosani dumiliT dasmul SekiTxvebze ar gipasuxebs,

mxolod yavas mosvams.. arc Seni usityvo dialogi moewoneba.

_ ki. _ mkafiod warmovTqvam me.

_ ukacravad, rame miTxariT? _ SemaTvaliereb da ifiqreb, rom SeuZlebelia Cemi Tvalebi

vinmes ar Seuyvardes.

_ xom gaintersebT musika momewona Tu ara?

Sen igrZnob, rom ,,martosuli mamkacebis” magidasTan aRaraferi gesaqmeba, me ki

,,kafkas” mivatoveb da ,,Seyvarebulebis magidasTan” gadavsxdebiT... mogiyvebi, rom ori

Tvis win zustad am adgilas wyvili daSorda. xmamaRla iCxubes da qali gaiqca. biWi erTi

saaTi mainc eloda mis dabrunebas. gulnatkeni qalebis ambavi xom ici? droulad Tu ar

daedevne, ukan ar dabrundeba. xaTunam miambo, rom erTi kviris win zustad am adgilas

Serigebulan. Sen arc is ici, rom xaTuna giguaSvili 1904_is maspinZelia. am silamazes xom

xedav? yvela kunWuli misi moxatulia. dromoWmuli aveji ojaxTan da megobrebTan erTad

Tavisi xeliT gaacocxla. STambeWdavia?!

Page 26: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

menius aiReb... ginda CvenTvis gemrieli kerZi da wiTeli Rvino SeukveTo: ,,tfilisi, 1904

weli. pirveli dRea, rac konka eleqtro tramvaim Caanacvla. mTawmindazec didi

mSenebloba mimdinareobs. Cemi quCa kvlav Zveleburad mSvidia, Semodgomis foTlebiT

mofenil quCas mivuyvebi... da ai isev gamoCnda qali, romelic yovel diliT mxvdeba.” –

kiTxvas wyvet da miyureb, TiTqos ici rom istoriis gagrZelebas mogiyvebi.

_ Sen ar ici, rom ,,1904 wlidan samyaroSi mTavari gaxda, adamianma ipovos adamiani.”

es ucnobi kaci ki pirvelad gamoelaparaka ucnob qals... qals, romelic TavdaviwyebiT

uyvarda. gaxsnili konvertebi, romelic SemosasvlelSi waikiTxe, maTi piradi werilebia.

sayvarelo, Sen mgoni jer marTla araferi ici... da yvelaferi siyvarulma unda gaswavlos.

amitom, iCqare!

1904_Si gelodebi...

kafeSi, sadac siyvarulis sjeraT!“

თავი ავწიე და სიდონიას ინტერესიან თვალებს შევეფეთე.

-მგონი, ძალიან გავერთე. დიდი ხანია მოხვედით? - დავინახე რომ ჩვენ წინ

ფაიფურის, ყვავილებით მოხატული ჭიქები იდო. - როგორც ჩანს კი... - დავაბოლოვე.

-არ შეგაწყვეტინე, რადგან ვნებით წერდი.

-ვნებით?

-წამაკითხებ?

-ინებეთ.

ხელაძემ ჩემი ჩანაწერი ღიმილით ჩაიკითხა, ბოლოს ,,ბლოკნოტი“ დახურა, თვალი

თვალში გამიყარა და დარწმუნებით მითხრა:

-ერთ დღეს შენ კარგი მწერალი გახდები. ვინ იცის, იქნებ ჩემი ისტორიაც წიგნად

აქციო. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მამაჩემს თანამდებობა ეჭირა. ვიოლონოზე

დავდიოდი. საკმაოდ მკაცრად მზრდიდნენ და მარტოს ქუჩაშიც კი არ მიშვებდნენ.

მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი - ასე დამახასიათებდა ყველა, ვინც

მიცნობდა. მხოლოდ მუსიკაში ვპოულობდი ნანატრ თავისუფლებას. ერთი იყო...

სუხლხანი... ,,ვოლკს" ეძახდნენ. ქურდულ გზას მიჰყვებოდა. მუსიკალურ

სკოლასთან ტრიალებდა. მგონი, ერთი ნახვით შემიყვარდა. ერთი ნახვით

სიყვარული მხოლოდ ბავშვობაში თუ დაემართება ადამიანს... ხო... სწორად ვთქვი...

დაემართება როგორც დაავადება. მე და სულხანი ერთმანეთს ვერ

ველაპარაკებოდით, ჩვენი მზერა რამდენიმე წამს გადაიკვეთებოდა ხოლმე... სულ ეს

Page 27: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

იყო... ,,ვოლკი“ მოდიოდა, ფანჯარასთან დგებოდა და მთელი გაკვეთილი თვალს

არ მაშორებდა. მისმენდა და ღიმილი არ შორდებოდა. მეც მთელი მონდომებით

ვუკრავდი, რომ მისთვის კიდევ უფრო მომეწონებინა თავი. ჩემთვის კოსმოსივით

იყო... რაღაც ისეთი რასაც ვერ მიწვდები... რასაც ვერ ამოიცნობ... ერთ დღეს

პედაგოგი ცუდად გახდა და ადრე გამოგვიშვეს. გულაჩქარებული გამოვედი

შენობიდან. სუხო კართან ყვავილით ხელში დამხვდა. არაფერი მითქვამს ისე

გამოვართვი. მის თითებს ოდნავ შევეხე... ახლაც მთელ ტანზე მბურძგლავს როცა

ჩვენს პირველ შეხებას ვიხსენებ. თითქოს დენმა დაარტყაო, შეცბა! უეცრად ხელი

მომკიდა, მანქანაში ჩამსვა და წამიყვანა. არ შევწინააღმდეგებივარ. პირიქით, თავი

სიზმარში მეგონა. იქამდე ხომ მხოლოდ ფიქრებში ვბედავდი მასთან ერთად

გაპარვას... მამაჩემი ,,ვოლკს " სიძედ არაფრით არ მიიღებდა, ვიცოდი ეს, მაგრამ

ვიფიქრე დავიმალებით-მეთქი. მზად ვიყავი უარი მეთქვა ყველაზე და ყველაფერზე.

მოგვაგნეს, დღესაც არ ვიცი როგორ. სულხანი დაიჭირეს, მე კი ლენინგრადში

გამამწესეს. იქ ვიმშობიარე. ბავშვი არ დამატოვებინეს. ჯერ მომატყუეს, რომ

დაბადებიდან რამდენიმე საათში მოკვდა, მერე გავიგე, რომ საქართველოში

გაუგზავნიათ. მამაჩემის მარწუხებიდან თავი როგორც კი დავიხსენი, სამშობლოში

დავბრუნდი და ჩემს ბიჭს ძებნა დავუწყე. ვერაფრით ვიპოვე. ბოლოს თავად

მომაგნო. - სიდონიამ თხრობა შეწყვიტა, მაგრამ ისედი განცდა დამიტოვა რომ კიდვ

რაღაც უნდა ეთქვა. დუმილი დიდხანს გაეწელა, უტაქტობა გამოვიჩინე და

მოუთმენლობით ვკითხე:

-და? და რა მოხდა?

- სახლში მომაკითხა... ერთმანეთის პირისპირ ვისხედით... არც ერთი ვიღებდით

ხმას... ბოლოს თვალებში ჩამხედა... მითხრა მძულხარო, ადგა და უკანმოუხედავად

წავიდა. ალბათ მისთვის უფრო ადვილია ვძულდე, ვიდრე გაიგოს მიზეზი რის გამოც

,,მივატოვე.“ მის მერე სახლში ვაკითხავდი, სამსახურშიც, მაგრამ სულ მიყვიროდა,

მლანძღავდა, მეჩხუბებოდა, არ მისმენდა, მეუბნებოდა, რომ ჩემი დანახვა არ სურდა

და მაგდებდა.

- ბოლოს დანებდით?

- დავურეკე და ვუთხრი, რომ ორი კვირის განმავლობაში უნდა გადაეწვიტა სურდა

თუ არა ჩემი მოსმენდა და ჩვენი ურთიერთობისთვის შანსის მიცემა. მერე უკვე

ვეღარასდროს მნახავდა... აღარ შევაწუხებდი.

- არ მოვიდა, არა?

- როგორც ხედავ...

- ეს საძაგელი, ეგოისტი ბიჭი! - გავიფიქრე.

მეცხრე თავი

იმ საღამოს როცა საახალწლო შოპინგზე წავედი, მგონი, თბილისში,

,,გამყინვარების პერიოდი“ დაიწყო. სიყვარულია როცა სიცივისგან კიდურებს ვერ

გრძნობ, შენ კი მაინც დადიხარ და დადიხარ... საჩუქარს არჩევ და არჩევ, რომ

Page 28: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

საყვარელი ადამიანი გაახარო. შინ დაბრუნებულმა ყველაფერი საგულდაგულოდ

შევფუთე, წერილებიც დავწერე და გავაანალიზე, რომ საახალწლო განწყობამ დიდი

ხანის წინ შემოაღწია ჩემში. ჩვენს ოჯახში ერთი ძალიან კარგი ტრადიციაა,

უზარმაზარი ნაძვის ხის ქვეშ (რომლის მორთვაშიც უმეტესწილად მონაწილეობას

ვიღებ, წელს კი მხოლოდ დედამ ააწყო) ღამის 12 საათზე საჩუქრებს ვდებთ. ეს არის

სიმბოლური მადლობა მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთზე ზრუნვისთვის,

მიღებული სითბოსთვის და სიყვარულისთვის.

იმის მიუხედავად, რომ დიდი ვარ, თოვლის ბაბუის მაინც მჯერა... სანტა

კლაუსი იქამდე მოგაკითხავს, სანამ მოუთმენლად ელოდები. ის შეიძლება

საკვამურიდან არ ჩამოძვრეს, არც სახლში შემოიპაროს და მისთვის გამზადებული

რძე არ დალიოს... სანტამ შეიძლება ირმებთან ერთად ჯადოსნური მარხილით არ

იფრინოს... მაგრამ ის მაინც არსებობს! თეთრწვერა, პუტკუნა, საყვარელი თოვლის

ბაბუა, არაფერია თუ არა კეთილშობილი და ამაღლებული იდეა, ელფები კი - ჩვენ,

ყველანი, ვისაც ძალიან ცივ საღამოს, სამსახურის თუ უნივერსიტეტის შემდეგ

ახლობლების საჩუქრებისთვის საათობით პორწიალი არ გვეზარება.

საშინელი შვილი ვარ, რადგან ნინას ერთი კერძის მომზადებაშიც არ

დავხმარებივარ, სამაგიეროდ საცხობთან ხაჭაპურის და ლობიანის რიგში ვიდექი,

მერე საკონდიტროსთან გავატარე ორმოცი წუთი, რომ დედაჩემის გაბარებული

ტორტი მიმეტანა შინ. ნინამ სამოცლარიანი ტორტი გააბარა და ოცდაათლარიანი

გამოაცხვეს. არ ვიცი არაორგანიზებულობის თუ სიზარმაცის გამო.

საახალწლო მაგიდაზე თოვლის ბაბუებითა და ფიფქებით გაფორმებული

სუფრა გადავაფარეთ. დედამ სერვანდიდან ჭურჭელი გამოალაგა. ნინასთან ამ

საკითხზე სულ ვკამათობ, ჩემი აზრით, ლამაზი სერვისი მხოლოდ დღესასწაულებზე

ან სტუმრებისთვის კი არა, მაშინ უნდა გამოიყენო, როცა შენს გულს გაუხარდება.

სანთლები დავანთეთ და ახალი წლის მოლოდინში სუფრასთან შევირიბეთ. პირველი

საათისთვის სტუმრებს ველოდით. არ გეგონოთ რომ სტუმრები არ მიყვარს,

უბრალოდ ხალხმრავლობა მაინც მყუდროებას მირღვევს, პლუს მეორე დღეს ძალიან

ბევრი დასარეცხი ჭურჭელი და არეული სახლი გხვდება, ასე რომ ხალხის მიღებას

მაინც სტუმრად წასვლა სჯობს.

გადავწყვიტე გასულ წელს დავლოცავ და მომავალს შევეგებები - მეთქი. სულ ეს

იქნებოდა... ერთადერთი ჭიქა! რაღაცნაირი სიმთვრალე მაქვს, ჯერ ძალიან კარგ

ხასითზე ვარ, მერე უზომოდ ფილოსოფიური ვხვდები და ჩემ გვერდით გაგიჟება

შეიძლება, ბოლო სტადიაზე შემაწუხებელ სენტიმენტალურობას ვავლენ -

გაუჩერებლად ვტირი. არ ვიცი რა მატირებს... ხან ცხოვრების ამაოება, ხან ბავშვები,

რომლებიც ომით ან შიმშილით იღუპებიან, ხან სამოგზაუროდ წასვლა მინდა, ხან

წიგნის გამოცემა, ზოგჯერ მგონია რომ მარტოსული ვარ და არავის ესმის ჩემი,

მოკლედ ტირილის მიზეზი არასდროს მელევა.

რა არის ახალი წელი? 365 დღიან ციკლთან დამშვიდობება თუ საკუთარი

თავისა და ცხოვრების შეცვლის ახალი შანსი? (თუ ცხოვრების შეცვლის შანსია,

გამოდის, რომ ჩემი ახალი წელი მაშინ დადგა, როცა გაზეთის გამოცემა

გადავწყვიტე.) 12 საათზე ჩემებმა შამპანიური ჩამოასხეს და შოკოლადები გაცვალეს.

Page 29: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

ასე ულოცავენ ხოლმე ერთმანეთს ახალი წლის მოსვლას. ჰო... და კიდევ... ფრაზა ,,ასე

ტკბილად დამიბერდი!“ ვნახოთ რამდენად ტკბილად დავბერდები. (სხვათაშორის არ

მესმის იმ ადამაინების, რომლებსაც სიბერის შიშის გამო ახალგაზრდობაში

სიკვდილი ურჩევნიათ. დაბერება ცხოვრებისგან ყველაზე დიდი საჩუქარია. ნაოჭები

და ჭაღარა გაგახსენებს ვინ იყავი, საიდან მოდიხარ და როგორ შექმენი საკუთარი

თავი.) ტელევიზორიდან რუსული მუსიკები ჟღერდა, ეს იმიტომ რომ საქართველოში

შოუებს ვერ დგამენ და სახალწლო კონცერტიც (თუ ამას კოცნერტი ჰქვია)

გამაღიზიანებლად უხარისხოა. დედაჩემი და მამაჩემი წინა ახალი წლის ღამეს

სიცილით იხსენებდნენ, მე კი სიდონიაზე ვფიქრობდი. ნეტავ რას აკეთებდა ეს

მშვენიერი ქალი?

- დედა, მე გასასვლელი ვარ.

- სად? - უკმაყოფილო და გაოცებული სახით გამომხედა ნინამ.

- მეგობრები უნდა ვნახო. - ჩემგან ეს წინადადება ალბათ სასაცილოდაც კი ჟღერდა.

მართალია ვიტყუებოდი მეგობრები მყავს-მეთქი, მაგრამ დედამ სიმართლე

გადასარევად იცოდა.

- ხო? - ნინამ ხელები გადაიჯვარედინა. - არ შეგიძლია ახალი წლის ღამე მაინც

გაატარო მშობლებთან ერთად? გაიზრდები და ინანებ... არსებობს მომენტები,

რომელსაც ვეღარასდროს გაიმეორებ.

კარგი იქნებოდა დედებს ხშირად რომ ვუსმენდეთ. ახლა როცა წარსულს

ვიხსენებ, ვხვდები რომ ნინა ბევრ საკითხში მართალი იყო. შეიძლება ეპოქა იცვლება,

მაგრამ ზოგიერთი ადამიანური ფაქტორი უცვლელი რჩება.

-მა... - მამაჩემს მუდარის თვალებით გავხედე.

-შეეშვი. - მხარი ამიბა მამამ. - ახლა უნდა გარეთ გასვლა და მხიარულება, თორემ

ჩვენს ასაკში რადაც სახლში იჯდება და სტუმრებს დაელოდება. - გაიცინა.

- შენი ბრალია რომ რადა ასეთი თავისნათქვამაა!

- მოდი, რადა წავიდეს, ჩვენ დრო ვიხელთოთ და ვიცეკვოთ! - მამამ ნინას ხელი

მოხვია.

- სხვა დროს მამაშენი ვერ გიშველის! - დედამ თითი დამიქნია და სანამ დერეფანში

გავიდოდი მომაძახა თბილად ჩაიცვიო. საძინებელში შევირბინე, კრავაის ფორმაში

ელვისებური სისწრაფით გამოვეწყვე და სახლიდან გავიპარე.

თბილისის ცენტრალურ უბნებს საახალწლოდ ლამაზად რთავენ, ასე რომ

სიცივეში სეირნობაც კი სასიამოვნო და რომანტიკულია. ყოფილი პარლამენტის წინ,

ნაძვისხესთან დავდექი. ცოტა ხნით მის ოქროსფერ სათამაშოებს ვაკვირდებოდი,

მერე მობილური ამოვიღე და ანდროს დედას დავურეკე.

-ქალბატონო სიდონია, ახალ წელს გილოცავთ!

-კრავაი, როგორ გამახარე რომ დამირეკე! მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი.

-როგორ ხართ?

-უკეთესად. შენ?

-მე რომანტიკულად.

-ანდრო როგორ არის?

Page 30: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

-მშვენივრად. ერთად შევხვდით ახალ წელს. კარგ ხასიათზეა. ახლახან მეგობრებთან

შესახვედრად წავიდა. მე რუსთაველზე ვდგავარ და ვფიქრობ რა გავაკეთო. სახლში

არ მინდა. გცალიათ, რომ გამოხვიდეთ?

***

სიდონიას მოსვლამდე ძალიან შემცივდა და ყავა ვიყიდე, ვიფიქრე გავთბები-

მეთქი. დრო ვიხელთე და ნაზისაც დავურეკე, მოვესიყვარულე. ამდენი წლის

განმავლობაში ჩემი პირველი მეგობარი იყო. ანდრიას დედა თეთრ დუტის

ქურთუკში და ლურჯ შარვალში ,,სნეგურაჩკას“ ჰგავდა. დამინახა თუ არა

ხელთათმანები მოიხსნა და გამომიწოდა.

-ამ ყინვაში უხელთათმანოდ რამ გამოგიყვანა?

-რავიცი... გაიკეთეთ მე ყავით ვთბები.

სიდოსთან ერთად სუპერმარკეტამდე ავისეირნე. ქალაქს ისე ათვალიერებდა

თითქოს საახალწლო დეკორაციებს პირველად ხედავსო.

-შეიძლება ერთსა და იმავე ადგილას ასჯერ გაიარო, მაგრამ ვერც ერთხელ შეამჩნიო

ქუჩაზე როგორი შენობები დგას, როგორაა მორთული, რას იუწყებიან აფიშები...

უბრალოდ შენს საქმეზე მიდიხარ და საკუთარ პრობლემებში ხარ ჩაძირული. ამ

დროს ბევრი მნიშვნელოვანი წვრილმანი გეპარება. როცა საკუთარ არსებას სცდები

და სამყაროს აღქმას მართლა იწყებ, სასიამოვნოდ გაოცებული რჩები... თურმე

რამდენი რამ ვერ შეგიმჩნევია... რამდენი რამ უნდა გეგრძნო და ცოტა დაგიგვიანია... -

მითხრა ,,სნეგურაჩკამ.“

-ახალ წელს ვისთან ერთად შეხვდით?

-მეზობელმა მიმიპატიჟა თავისთან.

-თქვენ სუფრა არ გაგიშლიათ?

-არა... არა... კერძების მომზადების თავი ნამდვილად არ მქონდა.

არაჩვეულებრივი იდეა მომივიდა. სიდონიას მკლავი გამოვდე და ,,სმარტში“

შევედი. კალათა გადავიკიდე და პროდუქტის შერჩევა დავიწყე. მახარაძეების ოჯახში

მუშაობისას რაღაც-რაღაცების მომზადება ვისწავლე.

-რამდენიმე კერძს გავაკეთებ. მართალია შესანიშნავი კულინარი არ ვარ, მაგრამ

გპირდებით, არ მოგწამლავთ.

სურსათის მომარაგების შემდეგ ტაქსი გავაჩერეთ და სიდონიას სახლისკენ

წავედით. ორი სალათა მოვამზადე და ხორცი შევწვი. სიდონიამ პიცა შეუკვეთა,

დაიწუწუნა, გამოვაცხობდი ღუმელი რომ მქონდეს და გაგასინჯებდი, მართლა

გემრიელი გამომდისო.

დილის ხუთ სათამდე ვლაპარაკობდით. ბოლოს დედაჩემმა დამირეკა,

გათენდა, შინ აღარ ბრუნდებიო? ამიტომ სიდოს დავემშვიდობე და იქვე გაჩერებაზე

ჩავედი. დათოვლილ ქუჩას მოვავლე თვალი. ულამაზესი იყო! ბაკურიანში წასვლა

ვინატრე, კურორტზე კიდევ უფრო დიდი თოვლი იქნებოდა. ტაქსის გამოძახება

მინდოდა, მაგრამ ან ყველა მანქანა დაკავებული იყო, ან ყურმილს არ იღებდნენ.

იმედი მქონდა რომელიმე ცარიელ ტაქსის ქუჩაში მაინც დავიჭერდი.

Page 31: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

– ვახ, რა მთვრალია! ფეხზე ძლივს დგას! – ბიჭების ხმა შემომესმა. ბარიდან

გამოვიდნენ, თან ვიღაცას მოათრევდნენ. ყურადღება არ მიმიქცევია.

– ბიჭო! – გავიგონე გარტყმის ხმა. – ანდრო!

მახარაძის სახელის გაგონებაზე გვერდზე გავიხედე, მთვრალი ტიპები

შევათვალიერე და ჩემი თანაკურსელი ვიცანი. ძირს გაშხლართულიყო. უბრალო

დამთხვევა იყო, რომ ანდრო ახალ წელს დედამისის სახლთან ახლოს ბარში მოვიდა?

იქნებ ბევრი იმიტომ დალია, რომ გამბედაობა მოეკრიფა, სიდონიასთვის მიეკითხა

და მისი ისტორია მოესმინა, ბოლოს და ბოლოს გაეგო რატომ დატოვა დედამ.

– ნაღდად ზედმეტი მოუვიდა.

- ხო რა! ყველაზე მეტი დალია!

- ივაჟკაცა თავისი ჭკუით? ჩვენ მაგაზე ნაკლები ბიჭები ვართ?!

– სახლში წავიყვანოთ.

– არა. ბარში შევათრიოთ და დავტოვოთ. ამხელა კაცს ძიძა რად უნდა? შედანის

წვეულებაზე გვავიანდება.

- ხო, თან LSD და ამფეტამინი დაუთრევია, დამპირდა შეგახვედრებთო.

- აუ, ,,კაროჩე“ დავიკიდოთ ანდრო რა..

შედარებით მაღალმა და წვერიანმა ტიპმა პირველივე ტაქსი მაინც გააჩერა. ანდრია

მანქანაში ძლივს ჩატენეს, ლამის წიხლით. ცოტა მეწყინა ასე უხეშად რომ

ექცეოდნენ გონებადაკარგულ ,,მეგობარს.“

– წავედით? – უფრო იმიტომ იკითხა მძღოლმა, რომ ბიჭებს მისამართი ეთქვათ.

მოულოდნელად ფანჯარაზე მივუკაკუნე და ვანიშნე შუშა ჩამოწიეთ - მეთქი.

– დაკავებული ვარ, შვილო.

– ახალ წელს გილოცავთ ყველას.... ,,ზდაროვა,“ ბიჭებო, მე ანდრია მახარაძის კარის

მეზობელი ვარ, ელენიკო. წინააღმდეგი ხომ არ ხართ, რომ წამოგყვეთ?

ერთმანეთს კმაყოფილებით გადახედეს. ისეთი გამომეტყველება ჰქონდათ,

თითქოს ფიქრობდნენ ნარკოტიკის ღმერთმა გადმოგვხედა, არ უნდა რომ მაგარი

კაიფი ,,გავმაზოთო.“

– არა, რას ამბობ, მაგრამ ერთი თხოვნა გვექნება... – დაიწყო უწვერომ და ქუდიანმა.

– ოღონდ, მანამდე ავტომობილში ჩაჯექი. გარეთ ცივა, გაიყინები.

– გისმენთ? – წინა სავარძელში მოვკალათდი და ღვედი შევიკარი. საქართველოში

ღვედის გაკეთების კულტურა იქამდე ვერ გაითავისეს, სანამ სახელმწიფომ ჯარიმები

არ დააწესა. რა სულელები არიან ადამიანები, იმიტომ იკეთებენ ღვედს რომ ფული არ

გადაიხადონ და არა იმიტომ, რომ საკუთარი სიცოცხლე დაიცვან.

– წადი, ბაბუ... – ანიშა მაღალმა.

– ალბათ შენი გეგმები გაქვს, ახალი წელია და რამე... მაგრამ თუ მეზობლები ხართ,

ანდროსთან კარგად იქნები და...

-ცოტა შეუძლოდაა და შეგიძლია გაუჩერდე გათენებამდე? - ლაპარაკში ძმაკაცი

ჩაერთო.

-კი გვეუხერხულება, მაგრამ სასწრაფო საქმეზე ვართ გასასვლელები, თორემ არ

გთხოვდით, მართლა... - ბებიაშენს მოუყევი ეგ ზღაპრები-თქო მინდოდა მეთქვა.

Page 32: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

მართლა მიკვირდა ასეთ ხალხთან რატომ მეგობრობდა ანდრო. ძმაკაცზე

მნიშვნელოვანი ნარკოტიკია, აბა რა - მეთქი, გავიფიქრე.

-სასწრაფო თუ დაჭირდა დავრეკო თუ?

- არა, არაფერი მოუწევია ან შეუყნოსია. ,,პროსტა“ ბევრი დალია... ხო ხვდები.

- თუმცა მაინც სჯობს სასწრაფო არ გამოიძახო.

- თქვენს ნომერს მაინც არ დამიტოვებთ?

- რად გინდა რო?

- იქნებ რამე მოხდეს...

- არაფერი მოხდება.

ვერ გავიგე უნდა მშურდეს ადამიანების, რომლებსაც ყველაფრის დაკიდება

შეუძლიათ თუ უნდა მეცოდებოდნენ, რადგან სიღრმისეული გრძნობები არ აქვთ და

ვერც მჭიდრო ურთიერთობებს აყალიბებენ.

***

უკვე მეორედ ვიყავი მახარაძის სახლში. ოთახში შუქი არ ენთო. პარიკმა თავის

ქალის ისტერიკული ფხანა დამაწყებინა, ამიტომ ოთახში შესვლისთანავე მოვიძრე და

დროებით მაგიდაზე დავდე. ანდროს ეძინა. მე ფანჯარასთან ვიდექი, ჩაის ვსვამდი

და გაჭაღარვებულ ქუჩას ვაკვირდებოდი. რაღაც სულელური აზრები მიტრიალებდა

თავში. მაგალითად, რა მოხდებოდა მე და ანდრიას ქორწინების გარეშე ერთად რომ

გვეცხოვრა? შევეწყობოდით? რაზე ვიკამათებდით? სახლში ნასვამი რომ

დაბრუნებოდა და ლოგინზე უგონოდ გაიშხლართებოდა, გავბრაზდებოდი აშარი

ცოლივით თუ მშვიდად გადავბრუნდებოდი და დავიძინებდი?

-ახალ წელს გილოცავ... - გავიგონე ანდროს ხმა.

-მე - მშვიდობით გაღვიძებას. - ვჩურჩულებდი რომ ჩემი ხმა არ ეცნო. - როგორც ჩანს

ძალიან ბევრი დალიე.

-,,სუშნიაკი“ მაქვს.

ფარდა ჩამოვაფარე რომ მთვარის ან ლამპიონების შუქზე ჩემი სახე არ გაერჩია.

მაცივართან მივედი, წყლის ბოთლი გამოვიღე და გადავუგდე. საწოლთან მიახლოება

ვერ გავრისკე.

-გაშინაურებულხარ უკვე.

-ხო, მოვასწარი სანამ გეძინა.

- ვინ ხარ და ჩემს სახლში საიდან მოხვდი? ისე გაგ*იმე რომ არ მახსოვს? თუ შენ

შემომიძვერი, რომ მერე ორსულად ვარო გამომიცხადო? იცოდე ჩემთან ეგ ხერხი არ

ჭრის. მაგრად მკიდია ჩემგან ხარ ორსულად თუ პეტრესგან. თავში ქვა გიხლიათ

ორივეს, შენც და ვითომ არსებულ ნაბიჭვარსაც. ისე იცოდე ეგ კაცის გამოჭერის

ყველაზე იაფფასიანი ხერხია.

- უხეში და უზრდელი ხარ. - მინდოდა დამეყვირა გააჯ*ი, შე უმადურო ს*რო -

მეთქი, არც კი ვიცი თავი როგორ შევიკავე. ისღა მაკლდა ანდრიას სიმთვრალით

მესარგებლა და ლოგინში ჩავგორებოდი. მართლა ვინ ვეგონე მაგ გამოთაყვანებულ

ბიჭს?

Page 33: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

- საშინელი სიმთვრალე და ,,პახმელია“ გქონია.

ანდრიამ ლამის მთელი ბოთლი წყალი ერთი ამოსუნთქვით დაცალა. ისეთი

მშვიდი იყო, აშკარად ოდნავაც არ ნანობდა თავის გამოხტომას.

-შენი ,,ფეხების აწევით“ გამოჭერა რომ მდომოდა, ლოგინში დაგხვდებოდი, მასე

უფრო ადვილად დაგაჯერებდი სექსი გვქონდა და ორსულად ვარ-მეთქი. მომავალში

როცა გადაწყვიტავ უსაფუძვლოდ დაადანაშაულო ადამიანები, ჯერ ტვინი გაანძრიე

და მერე ილაქლაქე. - ტონს ავუწიე. სკამზე დადებული ჩანთა გადავიკიდე და

გაბრაზებული ნაბიჯებით კარისკენ წავედი.

- მოიცა. - ანდრიამ ლოგინიდან წამოდგომა სცადა, მაგრამ თავი ძალიან ასტკივდა.

-რატომ? ჩემი ლანძღვა უნდა გააგრძელო?

-არა. მართალი ხარ. ცუდად გამომივიდა. ახალი წელია, მე კი განწყობაში ჩაგი*ვი.

-კარგია რომ მიხვდი.

-შუქი აანთე. ანდა... არ გინდა, არ გინდა... თვალს მომჭრის. ისედაც თავი მისკდება.

მოვბრუნდი და კარს მივეყრდენი.

-შენი ხმა მეცნობა, ძალიან მეცნობა. ზუსტად ვიცი რომ ადრეც გამიგონია...

-ალბათ სადარბაზოში მეზობელს ვეჩხუბებოდი.

-არა.

-ჯერ კიდევ მთვრალი ხარ და ურევ რაღაცებს. სადარბაზოში შემოვდიოდი როცა

შენმა ძმაკაცებმა ტაქსიდან გადმოგათრიეს. მკითხეს ანდრო მახარაძეს ხომ არ

იცნობო, რამდენჯერმე დანახული მყავდი. ელენიკოც მიყვებოდა შენზე. მგონი

დახატულიც ყავხარ... ვეძებდი მაგ პორტრეტს შენს საძინებელში და ვერ ვიპოვე.

მოკლედ, შენს მეგობრებს ვუპასუხე მეზობლები ვართ-მეთქი. ძალიან გაუხარდათ,

იქნებ გაუჩერდეო. გაგიმართლა, რომ კეთილი გოგო ვარ.

- რომელ სართულზე ცხოვრობ?

- მეორეზე.

- რამდენი ხანია?

- რავიცი აბა... ახალი გადმოსული ვარ ნათესავებთან.

- საიდან ჩამოხვედი?

-ბათუმიდან.

-კილო რატომ არ გაქვს?

-ყველა ბათუმელი აჭარული ინტონაციით არ ლაპარაკობს.

ვერ გავიგე ანდრო უბრალოდ ცნობისმოყვარე იყო თუ რაიმე ეჭვი ღრღნიდა.

-დაიძინე შენ. უნდა წავიდე მე...

-ერთი პირობით დავიძინებ.

-რა ულტიმატუმებს მიყენებ, ვერ ხარ შენ? თუ არც დაიძინებ რა!

-რომ ჩამეძინება მერე წადი... თორემ... თორემ გავგიჟდები!

-რა გაგაგიჟებს?

-ამდენი ფიქრი. აღარ შემიძლია რა... მარტო რომ ვარ სულ ვფიქრობ, სადაცაა

აფეთქდება ეს დედამო**ნული ტვინი!

- გგონია, მე თუ აქვე დავჯდები, ფიქრს შეწყვეტ?

-ხო.

Page 34: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

-არამგონია, მაგრამ კარგი, ვცადოთ.

კართან ჩანთას დავაჯექი, საფულის გარდა შიგნით მაინც არაფერი მედო.

- მიმღერე რა... - ანდრია გულაღმა იწვა. არ ვიცი თვალები დახუჭული ჰქონდა თუ

სიბნელისთვის გაეშტერებინა.

- მეღადავები?

- რა იყო, არ მღერი ხოლმე? სააბაზანოში მაინც.

- ჩემთვის კი ვღიღინებ, მაგრამ შენ რატომ უნდა გიმღერო?

- იმიტომ რომ სტუმრად ხარ, ახალი წელია და არაფერი გიჩუქებია.

სერგი გვარჯალაძის ,,Artificial Love” წავიღიღინე, იმიტომ რომ იმ პერიოდში

ხშირად ვუსმენდი.

- Love has gone, words you said

Broke the rules of the natural love

god gave to us... You've gone, your love is still gravitating me

Still gravitating me... -Lies in words, Lies in eyes,

Lies in your rotten soul

You always lie to me. - ანდრია ამყვა. სიტყვა ტყუილი ყურში უსიამოვნოდ მომხვდა.

ისიც კი ვიფიქრე, რაღაცას ხომ არ მინამიოკებს - მეთქი. სიმღერა რომ დავასრულეთ

გაჩუმდა... დაახლოებით თხუთმეტი წუთი ხმა აღარ ამოუღია და ჩავთვალე ჩაეძინა -

მეთქი. მივუახლოვდი და გადახდილი საბანი გადავაფარე. ზოგჯერ კაცები პატარა

ბავშვებს როგორ გვანან-მეთქი, გავიღიმე. მოულოდნელად სხარტად მწვდა ხელში და

თავისკენ მიმიზიდა. კისერში ჩამიდო თავი და ჩემი სურნელი შეისუნთქა.

-მანჩოს სუნი და კანი გაქვს. - თმაზე ხელი გადამისვა. - თუმცა შენი თმა უფრო

რბილი და სასიამოვნოა... მანჩო ხარ? - ხმა გაუწყდა.

მინდოდა მეპასუხა რა მანჩო, რის მანჩო, ხომ არ გაუბერე-მეთქი, მაგრამ ხმა ვერ

ამოვიღე. გული უსწრაფესად მიცემდა. ალბათ ენა დამებმებოდა და კითხვებს თუ

მომაყრიდა რაიმე დებილობასაც წამოვროშავდი. ანდრია პასუხს არ დალოდებია,

ლაპარაკი განაგრძო:

– არ მითხრა, რომ მეშლები... ვიცი შენ ხარ... – მიმიხუტა და საბანი გადამაფარა. -

შენი გამოჩენა საახალწლო სასწაულია? ადრე არ მჯეროდა ახალი წლის მაგიის და

მსგავსი სისულელეების, მაგრამ... ახლა შენ აქ ხარ... გეხები და ამაზე საოცარი განცდა

არ ვიცი რა შეიძლება იყოს.

განაბული ვუსმენდი. ლოგინში სასიამოვნოდ თბილოდა. საძაგელი, მატყუარა,

სიმთვრალეში გალექსილი - მინდოდა ასე მეფიქრა, მაგრამ თავში მიტრიალებდა: რა

საყვარელია... რა ტკბილია... ყველა ქალზე ასე მოქმედებს ლამაზი სიტყვების მოსმენა

თუ მე ვარ უტვინო, არ ვიცი.

-გელოდებოდი. სახლში დაბრუნებული სავარძელში ვიჯექი, კარს ვუყურებდი და

ვფიქრობდი, ნომერი როგორ არ დამიტოვა-მეთქი.

-მელოდებოდი? რატომ?

Page 35: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

- არ ვიცი... ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობა დაუსრულებელ მოთხრობას

ჰგავს.

-მე კი მგონია, რომ ჩვენი ურთიერთობა არც დაწყებულა. შენ მე მომატყუე და

დამტოვე... მითხარი ვინც არ უნდა იყოს უკან გავაბრუნებო, მაგრამ მაინც წახვედი.

-სხვაგვარად არ გამოდიოდა...

-არა! გამოდიოდა! მაგრამ შენ არჩიე ჩემთვის გეტკინა გული და არა

შეყვარებულისთვის. ალბათ ეს ბუნებრივიცაა. ვინ ვარ მე? არავინ. ვიღაც კლუბში

ნაპოვნი ,,პუტანკა,“ რომელიც სახლში გა*იმვის მიზნით მოათრიე. - გაბრაზებულმა

გადავიხადე საბანი და წამოვდექი. ანდრომ ხელი წელზე ძლიერად მომხვია, რომ არ

გავქცეულიყავი.

-ხელი გამიშვი! - ვუყვირე.

- მე ბო*ებს სახლში არ ვეპატიჟები. მიშველეო რომ მთხოვე, რაღაც ვიგრძენი... არ

ვიცი, შეიძლება უბრალოდ ადამიანური მომენტი იყო... მანქანაში რომ გაიღვიძე და

ატიკტიკდი, მომეწონე.

- შენ ყველა და ყველაფერი მოგწონს, რაც მოძრაობს. განსაკუთრებით თუ დიდი

ძუძუები და ტრაკი აქვს!

- ვერ ვიტყვი რომ დიდი ძუძუები გაქვს.

- ღმერთო... რა საზიზღარია ეს ბიჭი...

- შენი აზრები მომეწონა, მანჩო!

- როგორც ჩანს, ეგ საკმარისი არ აღმოჩნდა. - ანდრიასგან თავი გავინთავისუფლე.

-ან შეხვედრის დღესვე რომელი ნორმალური ადამიანი ექაჩება ქალს ლოგინში?!

- ჩვენ სექსი არ გვქონია!

- მართლა? არ გადამრიო! გაიხსენე რატომ არ გვქონია! იმიტომ რომ შენი

შეყვარებული დაგვადგა თავზე!

- უბრალოდ მინდოდა მოგფერებოდი.

- პრელუდია სხვა არაფერია! უბრალოდ აღიარე რომ ყ*ლე გმართავს.

-უზრდელი და უმადური გოგო ხარ!

- ვინ ვინ და შენ არ უნდა მიმითითებდე ზრდილობაზე! ,,ლიჟბი“ ქალი გამ**იმინა - აი

ვინ ხარ შენ!

- მასე რომ იყოს ნატალის გავაბრუნებდი, დავრჩებოდი და მაგრად გიხ*არდი!

-შენი დედა ვატირე, ანდრია მახარაძე! - პარიკს ხელი დავავლე, ჩანთაში ჩავტენე, კარი

გავიჯახუნე და კიბეებზე დავეშვი.

ანდრო დამედევნა.

- მოიცადე, მანჩო! ვიცი ბრაზი გალაპარაკებდა... მეც გავბრაზდი. მაპატიე რა! ბოდიში.

კაპიუშონი სახეზე ჩამოვიფარე. მასზე მოვლებული ბეწვი თვალებს მიფარავდა.

მახარაძემ მეორე სართულზე დამიჭირა და კედელთან მიმიმწყვდია. თავი ჩავღუნე.

- ძალიან გთხოვ, დარჩი.

- დილის რვა საათია. სახლში უნდა დავბრუნდე.

- შენთან ერთად მინდა...

- მე არ მინდა შენთან ერთად.

Page 36: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

- მატყუებ. - ანდრომ ხელები მომხვია და ძალიან ძლიერად ჩამიკრა გულში.

წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და მეც ჩავეხუტე. არსებობს მომენტები, როცა გინდა

ადამიანი შეგზიზღდეს და უფრო გიყვარდება.

-შენ ხარ ყველაფერი ის, რასაც ვერ ვხსნი... - მითხრა მახარაძემ და ხელში ამიყვანა.

სასწრაფოდ გვერდზე მივაბრუნე სახე. მის ბნელ ბინაში დავბრუნდით. საწოლზე

ფრთხილად დამსვა, გვერდით დამიწვა და თავი კალთაში ჩამიდო.

-საუკეთესო ახალი წელი მაქვს! - კმაყოფილებით ჩაილაპარაკა. ანდრიას ქერა და

რბილ თმაში ხელი ნელა შევუცურე. სიბნელეში მის ნაკვთებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ

თუ თვალებს დავხუჭავდი მაინც დავინახავდი, რომ ოდავ კეხიანი, მაგრამ ძალიან

მოხდენილი ცხვირი, სპილოსძვლისფერი, აზიდული ყვრიმალები და კაცისთვის

უჩვეულოდ გრძელი წამწამები ჰქონდა. როცა ანდრო იცინოდა, ჩემსავით, ლოყები

ეჭყლიტებოდა. სასაცილოა, მაგრამ ამ პატარა ორმოებში ცვირის წვერის ჩადება

მომინდა. შუბლი ფითქინა შუბლზე მივადე. მისი ამოსუნთქული ჰაერი ჩავისუნთქე.

-რადა მოდებაძე, სულელო გოგო, ფრთხილად, თორემ შეგიყვარდება! - მეუბნებოდა

გონება.

-არ შემიყვარდება! ჩემთვის ტკივილის მიყენების უფლებას არავის მივცემ! - იძახდა

გული.

-გაგიცანი თუ არა, ვიგრძენი რომ არასდროს დამავიწყდებოდი... - წაიჩურჩულა

ანდრომ.

- თავიდან ყველას მასე ჰგონია.

-ზუსტად ვიცი, მანჩ.

-დაგავიწყდები, აუცილებლად დაგავიწყდები... ერთ დღეს ქუჩაში შეიძლება მხარი

გამკრა, ბოდიშიო უგულოდ მომიგდო და გზა გააგრძელო.

-არ მინდა რომ დამავიწყდე. - მახარაძე წამოიწია და ტუჩებში მაკოცა. ეს იყო ყველაზე

სასიამოვნო შეგრძნება, რომელიც ცხრამეტი წლის განმავლობაში განმიცდია. ანდროს

ტკბილ ტუჩებში ჩავიკარგე. მეგონა, შემეძლო მთელი ცხოვრება ერთოთახიან ბინაში

მასთან ერთად გამეტარებინა.

-ხომ გეუბნებოდი... - წაიბუზღუნა ტვინმა.

კოცნის შემდეგ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს. ჩახუტებულები

ვიწექით. მთელი სხეულით ვეკვროდი მის ტანს და სიტყვები არც მჭირდებოდა. ამ

ბიჭს ბედნიერების არომატი ჰქონდა. მინდოდა ამ არომატში გავხვეულიყავი და

აღარასდროს დამეხსნა თავი მისგან. ანდროს რომ ჩაეძინა ათი სრულდებოდა.

ყველაფერს დავთმობდი რომ მახარაძესთან ერთად დამეძინა, მაგრამ ბალიშზე

დავადებინე თავი და მაინც გავეპარე. ალბათ უნდა მედარდა, სახლში რომ მივალ

დედაჩემი და მამაჩემი თავ-ბედს მაწყევლინებენ - მეთქი, რადგან არც მათ ზარებს

ვპასუხობდი და არც მესიჯებს, მაგრამ ანდრიას გონებიდან ვერ ვიშორებდი.

მეჩვენებოდა რომ მისი სურნელი ჩემს თმას, კანს და ტანსაცმელს გადმოედო.

,,მარშუტკაშიც“ კი თითქოს გვერდით მეჯდა... არა, თითქოს საზოგადოებრივ

ტრანსპორტში კი არა, მის კალთაში ვიყავი. ჩვენს ყველა დიალოგს ვიხსენებდი,

წარმოსახვით კინოფირს დაუსრულებლად ვახვევდი და ვახვევდი. ჩვენს კოცნაზე

ფიქრისას სახეზე ალმური მედებოდა და გული კვლავ გიჟივით იწყებდა ძგერას!

Page 37: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

ალბათ ანდრო გაიღვიძებდა და იფიქრებდა ყველაფერი დამესიზმრაო. მე კი ამ

მოგონებებით უნდა მეცხოვრა...

მეათე თავი

ოთხი იანვარიც მოვიდა! გაჩერებაზე ჩამოვედი და სიდონიას გადავურეკე.

ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, იმიტომ რომ რუსუდანი უნდა მენახა. გულწრფელად

მომენატრა ეს არისტოკრატული ქალი! გვერდით ენაგადმოგდებული ქულა

მომყვებოდა. კუდს საყვარლად აცანცარებდა, ხვდებოდა რომ სახლში, თავის

პატრონთან, ბრუნდებოდა.

-ანდრო ხომ არ გამოჩენილა?

-ჯერ არა. - სიდოს ხმა დაუდარდიანდა. - ელაპარაკე ჩემზე?

-იცით... ახალი წლის ღამეს თქვენს სახლთან მოვიდა. ვეჭვობ, შეხვედრა სურდა,

მაგრამ ვერ გაბედა. ალბათ ძალიან რცხვენია, რომ მთელი ეს დრო ცუდად

გექცეოდათ. მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა და სახლში წავიყვანე.

-კარგი გიქნია...

-დარწმუნებული ვარ ცოტაც თუ დაიცდით, აუცილებლად მოგაკითხავთ. ალბათ

მამამისის ნახვის სურვილიც ექნება.

- არ ვიცი სულხანი სად არის ან რას აკეთებს.

- რატომ არ სცადეთ მასთან დაკავშირება. მგონი, ძალიან გაუხარდებოდა როცა

გაიგებდა, რომ საყვარელი ქალისგან შვილი ჰყავს.

-შემეშინდა.

-რისი?

-იმის რომ დამივიწყა... იმის რომ უკვე ოჯახი ეყოლება.

-იქნებ არც ჰყავს?

-მაშინ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ მომიკითხა?

-იქნებ გეძებდათ და ვერ გიპოვათ, როგორც თქვენ - ანდრო?

-ჩემი სახელი, გვარი, ასაკი და საცხოვრებელი ქალაქი იცოდა. ჩემ პოვნას წინ რა ედგა?

უბრალოდ არ მოინდომა.

-რაც არ უნდა იყოს, უფლება აქვს შვილს შეხვდეს. ამდენი წელია არაფერი იცის.

-მასთან მისვლას ვერ გავბედავ... სულხანთან შესახვედრად მზად არ ვარ.

-მე რომ მივიდე?

-შენ?

-ხო... როგორც თქვენთან მოვედი. მისამართს მომცემთ?

-არ მაქვს, მაგრამ ვიშოვი.

-კარგი. ისე შეგვიძლია ერთად მივაკითხოთ... იფიქრეთ ამაზე.

მახარაძეების ჭიშკართან სიდონიას დავემშვიდობე და ლამის სირბილით შევედი

ეზოში. არ ვიცი პატარა ბავშვივით რატომ მოვიქეცი, მაგრამ რუსუდანის სახელი

რამდენჯერმე დავიძახე. ყველაზე დიდ, მრგვალ აივანზე გამოვიდა, მოაჯირს

ჩამოეყრდნო და ღიმილით ხელი დამიქნია.

-მოხვედი, ნესა?!

Page 38: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

-რა კარგია რომ ჩამოხვედით! აღარსად წახვიდეთ! თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი

გახარებული ვარ!

კიბეებზე ავირბინე. ჩახუტება მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე ფამილარობაში არ

ჩამომართვას-მეთქი, ამიტომ უბრალოდ გადავკოცნე. რუსო ქულას მოეფერა და თავის

საძინებელში შემიძღვა. მომეჩვენა, რომ დამშვიდებული სახე ჰქონდა. ჩავთვალე

რუსეთში დასვენება მოუხდა - მეთქი. ტუალეტის მაგიდაზე ორი ყუთი ედო, მთხოვა

გახსენიო. ერთში რუსულენოვანი სამედიცინო ენციკლოპედია, თეთრი ხალათი,

პირბდადე და ბლოკნოტი დამხვდა, ზედ ეწერა: ,,მომავალ ექიმს ბევრი სიცოცხლის

გადასარჩენად;“ მეორეში - ძალიან ლამაზი შუშის ზარდახშა, წარწერით

,,საიდუმლოებებისთვის.“ დავფიქრდი, რატომ მაინც და მაინც მინა? იქნებ იმიტომ

რომ ადვილად მსხვრევადია? ამ ზარდახშის ავტორი ალბათ გვახსენებდა, რომ ადრე

თუ გვიან ყველა საიდუმლოს აეხდება ფარდა.

-ახალ წელს და დამდეგ შობას გილოცავ, ნესა!

- უღრმესი მადლობა, მაგრამ მე რომ თქვენთვის არაფერი მომიმზადებია?

- როგორ არა! შენ ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი გამიკეთე, გამბედაობა შემმატე

და მაიძულე მაშოსთვის დამერეკა.

-დაურეკეთ?! სწორად მოქეცულხართ!

-აეროპორტში, რუსეთში წასვლამდე ველაპარაკე. შობას ქმარ-შვილთან ერთად მოვა

და ჩვენთან ერთად შეხვდება. უზომოდ გახარებული ვარ! - რუსუდანს თვალები

უბრწყინავდა. - მაშომ მითხრა, დედა, შენს ზარს ველოდებოდიო.

რუსუდანმა პეტერბურგში გადაღებული სურათები მანახა.

-ჩვენს ნათესავებს, მიშას და ოლგას, ერთი ტრადიცია აქვთ, 31 დეკემბერს 8 საათზე

სტუმრებთან ერთად უზარმაზარ ნაძვისხეს აწყობენ. მე და ბეგი თეთრ ღვინოს

ვწრუპავდით და საახალწლო მუსიკის ფონზე ნაძვის ხეს სხვებთან ერთად

ვრთავდით. კენწეროზე ვარსკვლავს ყოველთვის მასპინძელი აბნევს. შუქი ჩავაქვრეთ

და ნაძვის ხე ავანთეთ. მიშა კიბეზე იდგა, ჩამოსვლისას ფეხი დაუცურდა და

გადმოვარდა. ბეგის თავზე დაეცა. მე და ოლგას გვეგონა, რომ ორივე დაშავდა და

სასწრაფო გამოვიძახეთ. ექიმებმა გვითხრეს რენტგენია საჭიროო. საავადმყოფოში

გადაიყვანეს. მიშას და ბეგის პალატა პირველ სართულზე იყო. მორიგე მედდას ფული

გადავუხადეთ და მთელი ღამე ქმრებთან ერთად გავატარეთ. თორმეტის ნახევარზე

ოლგა სუპერმარკეტში გაიპარა, სასმელი და საჭმელი იყიდა და ფანჯრიდან

გადმომაწოდა. ახალწელს საავადმყოფოში შევხვდით, მაგრამ ისე დავთვერით და

იმდენი ვიცინეთ, სახლშიც ვერ გავერთობოდით მასე. კიდევ კარგი ბეგის და მიშას

მდგომარეობა მორიგე ექიმს არ შეუმოწმებია, ისიც ძალიან მთვრალი იყო, თორემ

გამოგვყრიდნენ პალატიდან მე და ოლგას. - რუსუდანმა გადაიკისკისა.

- მეორე დღეს ბოთლები და ნარჩენები ჩანთაში გადავინაწილეთ და ჰოლში

გავიპარეთ. გვერდიგვერდ დავსხედით და ერთმანეთს თავები მივადეთ, ვითომ

ძალიან საწყლად აქვე გავათენეთ ღამე. ძლივს ვიკავებდით სიცილს. მალევე გაირკვა,

რომ ჩვენს ქმრებს არც ტვინის შერყევა ჰქონდათ, არც მოტეხილობა, მხოლოდ

მსუბუქი დაბეჟილობით გამოვძვერით, ამიტომ გამოგვწერეს. სახლში მივედით,

გემრიელად გამოვიძინეთ და საღამოს ქვსი საათისთვის სასტუმრო ოთახში

Page 39: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

შევიკრიბეთ. საახალწლო ღონისძიების ბილეთები გვქონდა შეძენილი. ტაქსი

გამოვიძახეთ. შუა გზაზე ოლგამ აღმოაჩინა, რომ ბილეთები დარჩა. მოვბრუნდით და

საცობში მოვყევით, რადგან გზები მოყინული იყო და ავარია მოხდა. მანქანებ შორის

ახალგაზრდები მოტოციკლეტებით დაძვრებოდნენ. მიშამ და ოლგამ ხელი აუწიეს,

ჩვენც გაგვიყოლეთო. ეს კლასიკურად ჩაცმული ხალხი მოტოციკლეტებს

შემოვასხედით და უახლოეს მეტრომდე ავტოსტოპით ვიმგზავრეთ. ექსკალატორზე

ოთხივენი ქართულ სიმღერებს ვმღეროდით. ამ დროს ვიღაცამ ჩამირბინა, მხარი

გამკრა, ჩანთა გამომღლიტა, რომელშიც ფული მედო და გაიქცა. მიშამ დამიჭირა, ბეგი

კი ქურდს დაედევნა. გაჩერებაზე რომ ჩავედით გაცეცხლებული დაგვხვდა. უცნობმა

ვაგონში შეასწრო. ჩემი ქმარი საკუთარ უსუსრობას გაუბრაზებია და დახურული

კარისთვის მთელი ძალით დაურტყამს ხელი. მუშტი გაწითლებული და გასიებული

ჰქონდა. შინ დავბრუნდით და, მართალია აზრი არ ჰქონდა ღონისძიებაზე წასვლას,

იხტიბარი არ გავიტეხეთ. მივედით, ბოლო ორ სიმღერას მოვუსმინეთ და წამოვედით.

ოლგა აწუწუნდა პირველი იანვარია, სახლში რა გვინდაო, ამიტომ ბარში წავედით. იქ

კი ბეგიმ ნამდვილად გამაოცა. ცოტა რომ შეზარხოშდა, მიკროფონი მოითხოვა და

სიმღერა მომიძღვნა, მერე გამომიცეკვა, თან მიმღეროდა და თან მეცეკვებოდა. ისეთი

რომანტიკული იყო, თავი ოცი წლის გოგო მეგონა. სულ დამავიწყდა რომ გამქურდეს.

ბარიდან გამოსულებმა მორთულ ქუჩებში ხელჩაკიდებულებმა ვისეირნეთ. შინ

დაბრუნების შემდეგ ჩემს ქმარს მივეხუტე და მივხვდი, რომ თუ ქალს ქმარში

გაუმართლა, ე.ი. ყველაფერში გაუმართლა! ბედობას ფრანგულ კაფეში ვისაუზმეთ,

ბეგიმ იცის რომ შოკოლადიანი კრუასანები ძალიან მიყვარს, და პოლიციის

განყოფილებაში განცხადების დასაწერად წავედით. შუადღეს საყიდლებზე გავიარეთ

და სავაჭრო ცენტრში შემთხვევით ჩვენს ძველ კურსელს, ალიოშას, გადავეყარეთ. მე

წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ თურმე სტუდენტობის პერიოდში ალიოშა ჩემზე

უგონოდ შეყვარებული ყოფილა. ალიოშა და ბეგი ძმაკაცობდნენ და ჩემს ქმარს მისი

ფარული გრძნობების შესახებ სცოდნია, მაგრამ არასდროს მოუყოლია. ალიოშამ

საღამოს თავის ოჯახში დაგვპატიჟა. რა თქმა უნდა, ვესტუმრეთ. ლამაზი ცოლი და

ორი შვილი ჰყავს. ბიჭი რვა წლისაა, გოგონა - ხუთის. ჩემი კურსელი რომ დათვრა

აივანზე გამიყვანა და ყველაფერი მომიყვა. ბეგიმ შენიშნა, რომ ოთახში შებრუნება

შემაგვიანდა და გამომაკითხა. ისიც ნასვამი იყო და კინაღამ ერთმანეთს დასცხეს. არც

კი ვიცი სიტუაცია როგორ განვმუხტე. სუფრასთან რომ დავბრუნდი, მეღიმებოდა და

ვფიქრობდი, ჩემს ქმარს ჯერ კიდევ ვყვარებივარ-მეთქი. სიმართლე გითხრა,

მოგზაურობამ მაგრძნობინა, რომ კვლავ ცოცხალი ვარ!

***

,,მარშუტკაში“ ავედი და, როგორც ყოველთვის, სოციალურ გვერდზე შევედი.

დაუსრულებელ საცობებში ყოფნისას რამით ხომ უნდა გავირთო თავი? რა კარგი

იქნებოდა თბილისის მერიას ადეკვატური გამოსავალი რომ ეპოვნა ამ პრობლემის

მოსაგვარებლად. კურსის ჯგუფში პოსტს წავაწყდი. ნატალი წერდა ექვს იანვარს სამი

დღით ბაკურიანში მივდივართ, ვისაც უნდა შობას ძალიან მხიარულად შეხვდეს,

Page 40: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

პირადში მომწერეთ და დამატებით ინფორმაციას გაგაცნობთო. ძალიან მომინდა

კურორტზე წავსულიყავი. გადავწყვიტე რუსოსთვის ავანსი მეთხოვა და 3 დღით

გავთავისუფლებულიყავი. გული მიგრძნობდა, რომ უარს არ მეტყოდა.

მეთერთმეტე თავი

მოხუცის ხშირი წვერივით გაჭაღარავებული ბაკურიანი ბავშვობაში

შემიყვარდა. ყოველ ზამთარს მე, დედა, დეიდაჩემი, ჩემი დეიდაშვილი და ბებიაჩემი

სახლს ვქირაობდით. რამდენიმე ფრაგმენტი მკაფიოდ მახსოვს. ერთხელ ბაკურიანში

სეირნობისას დედაჩემს ფეხი აუსრიალდა, ცაში ასროლიი ბურთივით ავარდა და

მთელი ძალით ზურგზე დაეცა. გაგიკვირდებათ და ბებიაჩემმა, იმის ნაცვლად, რომ

მივარდნილიყო და ფეხზე წამოეყენებინა, სიცილი დაიწყო. ცალკე ბებიაჩემი გახდა

მოსაბრუნებელი, ხარხარისგან რომ არ გადაბჟირებულიყო (რა დაუჯერებლადაც არ

უნდა მოგეჩვენოთ, არსებობს იმ ადამიანების სია, რომლებიც სიცილმა შეიწირა.

მაგალითად: ძვ. წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში საბერძნეთში ფილოსოფოსი

კრისიპე ცხოვრობდა. მას ძალიან სასაცილოდ მოეჩვენა მთვრალი ვირი, რომელიც

ლეღვის ჭამას ცდილობდა და ხარხარს გადაჰყვა; მეფე მარტინ პირველი არაგონელი

და ბირმის მეფე ნანდაბადი. ორივე სიცილით დაიღუპა. მოკლედ, ისტორიული

ფაქტები გვიჩვენებს, რომ სიცილით სიკვდილი სახუმარო თემა არ არის) და ცალკე

სუნთქვაშეკრული დედაჩემი, რომელსაც ვშიშობდი, რომ საავადყოფოში გადაყვანა

დასჭირდებოდა. მაშინ სერიოზულად ვიდარდე ვაი თუ ნინას ხერხემალზე რაიმე

დაემართოს და ლოგინად ჩავარდეს - მეთქი. დღეს ეს ამბავი ყველას სიცილით

გვახსენდება. მეორე მკაფიო მოგონება? არ ვიცი რატომ, მაგრამ მე და ჩემმა

დეიდაშვილმა გადავწყვიტეთ რომ ეზოში მდგარ ბაკში უნდა გვებანავა თოვლიან

ზამთარში, ,,კურტკები“ და ,,ვალინკები“ გავიხადეთ (როგორ მახსოვს... მას ცისფერი

ქურთუკი ეცვა, მე - ყვითელი...) და ბაკში ჩავსხედით. საოცარია, რომ ავად არ

გავხდით. დღეს ცოტათი გრილი ნიავი დამიბერავს თუ არა, მაცემინებს. ავანზე

გამოსულ ნინას უნდა დაეძახა სადილი მზად არისო (მაშინ ნაშუადღევს

აუცილებლად წვნიანი უნდა მეჭამა, ვერ ვაპროტესტებდი, ისევე როგორც დილით

ფაფის ულუფას), მაგრამ ადგილზე გაშრა. წამში თითქოს გონს მოეგო, თავის დას

დაუძახა და ორივენი გადარეულებივით გადმოფრინდნენ მეორე სართულიდან.

ერთს თმაში გვწვდნენ, მეორეს - ყურში და თბილ სახლში შეგვათრიეს. რა დასამალია,

გემრიელად მიგვჟეჟეს. ღირსები კი ვიყავით. მგონი, გვკითხეს კიდეც ბაკში რატომ

ჩასხედითო, მაგრამ არ მახსოვს რა ვუპასუხეთ... შეიძლება მიზეზი არც გვქონდა.

დაგვსაჯეს და გარეთ აღარ გაგვიშვეს. ბედი არ გინდა? არა და სწორედ იმ საღამოს

გადმოვიდნენ ახალი მდგმურები კოტეჯის მეორე ნაწილში. უფროსების ლაპარაკს

ყური მოვკარი, ორი ბიჭი ყოფილან, ერთი ჩემზე ცოტათი უფროსი, მეორე ჩემი ტოლა.

ჩემმა დეიდაშვილმა წყალი მოითხოვა, ოთახში მარტო რომ დავრჩით, ღამის ქოთანში

ჩააქცია, ჭიქა ამოაბრუნა, კედელს მიადო და მითხრა, ასე უკეთესად გავიგონებთ ის

ბიჭები რას თამაშობენო. კედელთან რიგრიგობთ ვიდექით ჭიქით ხელში.

მიყურადება რომ მოგვბეზრდებოდა, ჩემი დეიდაშვილი ლოგინზე იწყებდა

Page 41: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

ხტუნაობას, საწოლის ჭრაჭუნის ხმაზე დეიდაჩემი შემოვარდებოდა და ჩხუბით ძირს

ჩამოყჰავდა, მე ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, ლოლოებს ვაკვირდბოდი და ვხატავდი.

მომდევნო დღეს, როცა მშობლებმა გადაწყვიტეს, სახლში ხომ არ დავსვამთ ბავშვებს,

ბოლოს და ბოლოს გასართობად ჩამოვიყვანეთო, ბიჭებს მე და ტატამ ციგა მოვპარეთ,

ეზოს მოყინულ დაღმართზე დავეშვით (არადა უფროსებმა მილიონჯერ გვთხოვეს

ფრთხილად იყავით დაღმართზე ასვლა-ჩამოსვლისასო) და ჯერ რძიან ,,ვედროებს“

შევასკდით (ჩვენს ,,ხაზეიკას“ ყველი ამოჰყავდა და სამეზობლოში ასაღებდა) და, რა

თქმა უნდა, დავაქციეთ, შემდეგ - შეშის მარაგს. ის ციგაც გავაფუჭეთ. ბიჭების

მშობლებმა შვილებს ჩვენთან თამაში აუკრძალეს, ალბათ ჩათვალეს, გოგოები კი არა

ველურები არიანო. ჩემთვის მესამე დაუვიწყარი მოგონება მარადონაა - შავი ცხენი,

უზომოდ ჭკვიანი და გამოცდილი თვალებით. თავიდან ცხენების მეშინოდა და არც

ერთს ვეკარებოდი, ჯირითზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მარადონას პატრონის

წითელი ქურთუკი და ცისფერი თვალები მახსოვს, სხვა არაფერი. დღეს რომ სადმე

გადამეყაროს, ვერ ვიცნობ. ახლა მარადონა უკვე მკვდარი იქნება-მეთქი ვფიქრობდი

,,მარშუტკაში“ მჯდარი. ამ ცხენს ნელ-ნელა მისმა პატრონმა მიმაჩვია. იმ ბიჭს დალევა

უყვარდა. მგონი, სულ შეზარხოშებული დადიოდა. გაიძახოდა ასე ვთბებიო.

მშვენიერი თავის გასასამართლებელი საბუთია. ,,გრეკლას“ მათარა ნამდვილად

სჯობს.

ჩვენს კოტეჯთან ახლოს უზარმაზარი, გასარემონტებელი სასტუმრო იდგა,

მოუვლელ სტუდნეტურ საცხოვრებლელს უფრო ჰგავდა. დაჟანგული, ბადისებური

ღობე მორღვეულიყო და ახლაგაზრდები ჭიშკრით აღარ სარგებლობდნენ, პირდაპირ

ძვრებოდნენ. დედა და დეიდა სასტუმროსთან ახლოს არასდროს გვიშვებდნენ. მე და

ტატას გვჯეროდა, რომ იქ სულები ცხოვრობდნენ და თუ საზღვარს გადავკვეთდით

აუცილებლად დაგვიტოვებდნენ. ვინ იცის, იქნებ ახლა იმ შენობაზე, სადაც სამი დღე

კურსელებთან ერთად უნდა გამეტარებინა, ვიღაც ორი ბოთე ბავში იგივეს

იფიქრდება.

ამაყად აზიდულ მთები თეთრ საბანში გახვეულიყვნენ, ზოგან მორცხვად

გაშიშვლებულ ხეებს მწვანე კაბიანი ნაძვები ეფარებოდნენ. თოვდა, მაგრამ არ

ბარდნიდა. წვრილი ფიფქები დაორთქლილ შუშებს ეწეპებოდა და ზედვე

აკვდებოდა. ავტომობილი მისრიალებდა, მძღოლის ერთი არასწორი მოძრაობა და

ოცი სტუდენტი ხრამში გადაიჩეხებოდა. ბაკურიანისკენ მიმავალი გზა ისეთი

ლამაზი იყო, გაფიქრებინებდა, ასეთ ადგილას სიკვდილიც ღირსო. ჩემი ჯგუფელები

,,მარშუტკის“ უკანა სკამებთან შეკრებილიყვნენ, ჯერ მღეროდნენ, მერე ,,ბრისლი

მიაუს,“ ,,სიმართლე თუ მოქმედებას“ და ,,გაფუჭებულ ტელეფონს“ თამაშობდნენ. ეს

თამაშები არასდროს დაძველდება. მე მძღოლის უკან ვიჯექი, ყურსასმენები მეკეთა

და სიმღერას ვუსმენდი... აბა თუ გამოიცნობთ რომელს? დიახ! Artificial love-ს.

დიანა ქაჯაია ჩვენთან ერთად არ წამოსულა, მოიმიზეზა სამეგრელოში უნდა

დავბრუნდეო, სინამდვილეში ყველამ კარგად იოდა, რომ ჩვენი რცხვენოდა, თორემ

მშობლიურ კუთხეში ვეღარასდროს დაბრუნდებოდა (ან მამამისი მოკლავდა, ან

მეზობლების ჭორაობა თვითმკვლეობამდე მიიყვანდა).

Page 42: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

უეცრად ,,მარშუტკა“ გაჩერდა. ვიფიქრე ძრავა გაგვიფუჭდა ან ბორბალი

დაგვეშვა-მეთქი. ცალი ყურსასმენი მოვიხსენი და ის იყო მძღოლისთვის უნდა

მეკითხა რას ვაპირებთ-მეთქი, ანდრო ჩავიდა.

-კიდე ვინმეს თუ გეფსიათ აქვე მოითავეთ! - დაიძახა მძღოლმა. წამიერი სიჩუმის

შემდეგ გულიანი სიცილი ატყდა. მახარაძემ გამაოგნა. (აი ხომ ხედავთ ეს ბიჭი ჩემს

გაოცებას არ წყვეტს!) ამ სიცივეში მამაკაცური ღისება არ მეყინოს-მეთქი, თავში

გამკრა. მერე მივხვდი, რომ ეგ ჩემი სანერვიულო არ იყო და სიმღერის მოსმენა

გავაგრძელე. ანდრია მალევე ამობრუნდა. გვერდით ჩამიარა, უეცრად გაჩერდა და

სკამებს თვალი მოავლო. დაინახა რომ ჩემ გარდა წინ არავინ იჯდა, მობრუნდა და

,,ნაუშნიკი“ გამომაძრო.

-ასე მარტო უნდა იჯდე მთელი გზა?

მანქანა დაიძრა.

-კი. - მისკენ არ გამიხედავს.

-ოთხთვალა, რა მუდო ხარ!

- ვარ, მერე შენ რა? - სათვალე შევისწორე.

-ყველა ვერთობით, შენ კი თავი ისე გიჭირავს თითქოს ჩვენთან ერთად არ ხარ. თუ

კურსელებთან ურთიერთობა არ ,,გისწორდება,“ საერთოდ რას წამოხვედი? ბევრი

ფული გაქვს და არ იცი როგორ დახარჯო?

-შენი საქმე არაა. - მკვახედ მოვუჭერი.

-გერიდება?

-რატომ უნდა მერიდებოდეს?

-აბა რაშია საქმე?

ანდროს ნატალიმ დაუძახა, დაანებე თავი, თუ უნდა ხვეწნა-მუდარის გარეშეც

შემოგვიერთდებაო. მახარაძემ თავი ისე დაიჭირა თითქოს შეყვარებულის ნათქვამი

საერთოდ არ გაუგონია.

-მიპასუხე, როცა კითხვას გისვამ.

-გეძახიან. დამიბრუნე ჩემი ,,ნაუშნიკი.“

ანდრომ ნატალის უპასუხა უჩემოდ გააგრძელეთ, მე მოგვიანებით ჩაგერთვებითო

და გვერდით მომიჯდა.

-ვინმემ დაგპატიჟა? - წარბები ავუწიე.

-კი.

-რამე ხომ არ მოგესმა?

-არაფრიც. სერგი გვარჯალაძემ დამპატიჟა. ეგ სიმღერა მიყვარს... მომასმენინე და

შეგეშვები. - მობილური ხელიდან დაუკითხავად გამომართვა და Artificial love

თავიდან ჩართო. მუსიკის მოსმენისას ხმა არ ამოუღია, ჩაფიქრებულიყო და

მთებისთვის გაეშტერებინა თვალი. მგონი, ვერც ამჩნევდა რომ გვერდით ვეჯექი.

შიგადაშიგ ეღიმებოდა. ალბათ მანჩო გაახსენდა. მესიამოვნა და თან ვიეჭვიანე...

საკუთარ თავზე გიეჭვიანიათ? ამაზე აბსურდული გრძნობა არ არსებობს... შენივე

თავის კონკურენტი ხარ... თუმცა რა გასაკვირია? არა მარტო სიყვარულში,

აბსოლუტურად ყველა ასპექტში, მთელი ცხოვრება ჩვენს თავს ვებრძვით და

ვამარცხებთ. ,,მეზე“ გამარჯვებით უკეთესები ვხვდებით, წარმატებას ვაღწევთ და

Page 43: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

საზღვრებს, რომელიც ერთი შეხედვით გაურღვეველი გვეგონა, ჰორზონტივით

ვაფართოებთ.

-მომეჩვენა თუ იღიმოდი? - თავი ვერ შევიკავე და ვკითხე.

-შეიძლება ვიღიმოდი კიდეც.

-რამეს გახსენებს ეს სიმღერა?

-თავისთავად სიმღერები კი არ გვიყვარდება... გვიყვარს განცდა, რომელსაც

გვიღვიძებს... ადამიანი ან სიტუაცია, რომელსაც გვახსენებს... ყოველ მოსმენაზე

მუსიკა იმ კონკრეტულ მომენტში გაბრუნებს და ხელახლა თუ ვეღარ განიცდი

ყველაფერს, უცხო თვალით მაინც დააკვირდები.

ანდრო წამოდგა და კაპიუშონი წამოიფარა.

-დალევას ვაპირებთ... - მითხრა სანამ თავის ადგილს დაუბრუნდებოდა.

-ალკოჰოლური სასმელები არ მიყვარს.

-ძალიან ცუდი. ერთ დღეს დალევა მოგინდება, მაგრამ თავი აღარ გექნება. - თვალი

ჩამიკრა. ზურგი მაქცია, კურსელებს შეერია და ერთ-ერთს გიტარა გამოართვა.

ჯგუფელები მის სიმღერას ტაშით აყვნენ.

-მართლა არ მინდა თამაში, სიმღერა და დალევა თუ? - ვკითხე საკუთარ თავს და

დაორთქლილ მინაზე ლოლოების ხატვა დავიწყე.

***

ბაკურიანის ქუჩები ხალხით გადაჭედილიყო. ატალახებული თოვლი

ყოველთვის საშინელი დასანახია. გიფიქრიათ, რომ თოვლი ქალს ჰგავს? თუ მასზე

რამდენიმე ნაკვალევი ჩანს, ჯერ კიდევ ლამაზია, მაგრამ თუ ბრბო გადაუვლის -

ბინძურდება და უშნოვდება. ცენტრალურ, ვიწრო ქუჩაზე საცობში მოვყევით.

გოგონები კოტეჯში გადასასვლელად ემზადებოდნენ. ზოგიერთმა ქურთუკი მოიძია,

სხვები კაშნეს, ქუდს და ხელთათმანებს იკეთებდნენ. ვიღაც-ვიღაცები ,,რუგზაკებში“

ტენიდნენ დარჩენილ სასუსნაოებს და სიგარეტის კოლოფებს ამოწმებდნენ. თამბაქო

ლამის ლარით გაძვირდა, გენაცვალე! სად არის მძღოლისთვის დასატოვებელი

სიგარეტი? შეზარხოშებული ბიჭები რაღაცას მაიმუნობდნენ, მათი სიცილ-ხარხარი

მესმოდა. ჩავთვალე, რომ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უაზროდ

ღლაბუცობდნენ. ალბათ ყველა გოგოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნატრია, რა

იქნებოდა ბიჭად რომ დავბადებულიყავიო. რა თქმა უნდა, მეც. ზიგმუნდ ფროიდს

თუ დავუჯერებთ, ქალებს უპენისობის კომპლექსი გვაქვს (ე.წ. კლიტორი მამაკაცის

განუვითარებელ სასქესო ორგანოდ მიიჩნევა) და კაცების მიმართ, ერთი მხრივ,

ფარულ ბოღმას ვგრძნობთ, მეორე მხრივ, ვნებას. როგორი ბიჭი ვიქნებოდი მე?

ანდრიასავით თავნება, მექალთანე და ეგოისტი? თუ მისი საპირისპირო? ჯანდაბა!

მაინც და მაინც მას რატომ ვადარებდი თავს?!

ჩვენი კოტეჯი ტყეში, ცენტრისგან და სასტუმროებისგან საკმაოდ მოშორებით

იდგა. (ალბათ ნატალიმ ჩათვალა, მთელი ღამე ვიხმაურებთ, მეზობლები

შეწუხდებიან და კონფლიქტს იზოლირებულად დასვენება სჯობსო. ერთი შეხედვით,

მართალი იყო, მაგრამ რაიმე უბედურება რომ დაგვმართვოდა - ღამით დიდი თოვლი

Page 44: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

მოსულიყო ან მთის ფერდობიდან ზვავი დაძრულიყო - ,,დარხეული“ გვქონდა.)

,,მარშუტკიდან“ ჩამოსულმა აღმოვაჩინე, რომ მობილურიც კი არ იჭერდა. კოტეჯი

ორსართულიანი იყო და ოთხ ძელზე იდგა, ხის სქელი მორებისგან შეეკრათ.

სახურავი თოვლის ფუმფულა ფენას დაეფარა. პირველი სართულის აივანზე მრგვალი

კიბეებით ავედით. რიკულებზე მოცისფრო ლოლოები გირლიანდებივით ეკიდა,

მეორე სართულზე კი - ჩურჩხელებივით. თითქოს შვილიშვილებისთვის ბებოს -

გასაშრობად გადმოეკიდა. კართან ამოჭრილ ფანჯარაში შევიხედე და ბუხრიანი

სასტუმრო ოთახი დავინახე. გემოვნებიანად შერჩეული მწიფე ალუბლისფერი ავეჯი

და ოქროსფერი დეკორაცია სიმყუდროვის ეფექტს ქმნიდა. ჩემი კურსელები ჟივილ-

ხივილითა და სტვენით შევარნენ სახლში.

-მომისმინეთ, მეგობრებო, სამზარეულო, მისაღები ოთახი და სააბაზანო, რა თქმა

უნდა, საერთო გვაქვს. სამწუხაროდ კოტეჯში მხოლოდ ერთი საპირფარეშოა. მეორე -

ეზოში, მოშორებით. თუ ვერ მოითმენთ ან რიგში დგომა არ ,,გევასებათ,“ შეგიძლიათ

იქ გახვიდეთ. პირველ სართულზე ერთი საძინებელია, მეორეზე - ოთხი, დიდი იმედი

მაქვს ხუთ საძინებელს ოცი კაცი რამენაირად გავინაწილებთ.

-არამგონია ვინმე დასაძინებლად ავიდეს. - ჩაილაპარაკა იაკობმა და სიგარეტს

მოუკიდა.

-არა, არა, არავითარ შემთხვევაში! სახლში არ ვეწევით! - მკაცრი ტონით წარმოთქვა

ნატალიმ, ჯგუფელს მხრებში სწვდა, მიაწვა და გარეთ გააგდო.

-წესი ნომერი პირველი: კოტეჯში არავინ ეწევა!

-წესები ხომ იმისთვის არსებობს, რომ დავარღვიოთ? - ერეკლე გუგუნავა დივანზე

მოკალათდა და გააბოლა.

-ფეხზე მაინც გაგეძრო! - ვითომ სხვათაშორის აღნიშნა ნატამ, არა და ხელები

კატეგორიულად გადაეჯვარედინებინა. აშკარად გააბრაზა კურსელის გამოხტომამ.

ერეკლე ხომ გახსოვთ? აი ის ბიჭია თავის ლექტორთან რომ იწვა. რა ცუდია, როცა

ვინმეს შენს თავს ასე ახსენებენ. ნატაზე გავჩერდით... ხო... როცა ნერვებს უშლიდნენ

შუბლზე ძარღვი ეჭიმებოდა. სიტუაცია ლოლამ განმუხტა. ამ გაზულუქებულ ტიპს

გვერდით ფისოსავით მიუცუცქდა, თმაზე ხელი ღიმილით გადაუსვა, გაეკეკლუცა და

ვითომ თამაშით გამოართვა სიგარეტი. მერე დაუძახა აბა დამიჭირე თუ მაგარი ბიჭი

ხარო და აივანზე გაქიცა. ეს კრეტინიც დაედევნა. თავი მრავლისმთქმელად გავაქნიე

და პირველი სართულის საძინებელში შევედი. ეს ოთახი მარტო იმიტომ ავირჩიე, რომ

სამზარეულოში და საპირფარეშოში შესასვლელად მეორე სართულიდან

ჩამობაჯბაჯება დამეზარებოდა, მითუმეტეს ღამით. თქვენ შიმშილის შეტევები არ

გაქვთ ხოლმე? აი მე, მაგალითად, ხანდახან ვწევარ, სოციალურ ქსელში

დავძრომიალობ, დილის ოთხი საათია და უეცრად ღმუილი მესმის. ჯერ ვიცდი,

ვამოწმებ ხომ ნამდვილად ჩემი კუჭი იგინება, იქნებ მოჩვენებები ან ურჩხულები

მიკავშირდებიან პარალელური სამყაროდან?! მოკლედ, როცა დანამდვილებით ვიგებ

რომ ჩემი მუცელია, ვდგები, სამზარეულოში ვიპარები და ვჭამ... ვჭამ გასკდომამდე!

მერე, რა თქმა უნდა, ვნანობ და საკუთარ თავს ვპირდები, რომ ღორივით აღარასდროს

ამოვიყორავ მუცელს, მაგრამ ჩემი დაპირება მოკლევადიანია და მხოლოდ მომავალ

შეტევამდე არსებობს. მთელი ირონია ისაა, რომ მთელი დღის განმავლობაში

Page 45: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

შეიძლება არაფერი ვჭამო, უბრალოდ არ მომშივდეს. ჯერჯერობით ფიგურას არაფერი

დასტყობია, მაგრამ ვიცი ასეთი ტემპითა თუ გავაგრძელებ, გავსუქდები ან კუჭ-

ნაწლავს დავიზიანებ... თეორიულ ცოდნაში ისეთი ძლიერი ვარ, ბევრ პროფესორს

შეშურდება, მაგამ პრაქტიკაში მოვუკოჭლებ.

იმდენად უბრალო ოთახი იყო, დაწვრილებით აღწერა არც ღირს. ოთხი ლოგინი

იდგა, შესაბამისად სამ კურსელს შევუამხანაგდი. ამ უღიმღამო საძნებელში ყველაზე

მეტად ფართო ფანჯრის რაფა მომეწონა, რომელზეც ლეიბი დაეგოთ. შეგეძლო მასზე

გემრიელად მოკალათებულიყავი და ულამაზესი ხედით დამტკბარიყავი. ნაძვები

მკაცრ და იდუმალ გოლიათებს ჰგავდნენ, გეგონებოდათ ამ პატარა სახლს წრე

შემოარტყეს და ბოროტი გველეშაპისგან იცავენო. ტყეს თუ დიდხანს გაუშტერებდი

თვალს, მის ხმას გაიგონებდი... გეძახდა, უნდოდა რომ სიღრმეში

თავგადასავლებისთვის შეეტყუებინე, მაგრამ უკან აღარ გამოგიშვებდა. კოტეჯის

მეორე მხარეს გრძელი მაგიდა და ორი სკამი იდგა. როგორც ჩანს, ზაფხულობით

ახალაგზრდები აქ ,,აბირჟავებენ,“ კარტს თამაშობენ და სვამენ. წარმოვიდგინე რომ

ცხელ საღამოს ანდრია მახარაძე თავისი გიტარით ხელში (საინტერესოა გიტარაზე

დაკვრა როდის ისწავლა, ერთი რუსუდანს უნდა მოვაყოლო - მეთქი, გავიფიქრე)

იჯდა და ისედაც უტვინო გოგონებს, სულ მთლად აშტერებდაა! როგორ უყვარს

როცა ყურადღების ცეტრშია მოქცეული, მის თვალებში სიამაყის და

თვითკმაყოფილების ჭინკები დარბიან. გადავწყვიტე ყველა რომ დაიძნებს, გავალ და

თოვლისგან გავასუფთავებ ამ მაგიდას და სკამებს-მეთქი. თავიდან საძინებელში

ციოდა, მაგრამ ,,ზიმა - ლეტა“ ჩავრთე თუ არა სასიამოვნოდ დათბა.

ერთ საათში მეტნაკლებად დავლაგდით. ჩემთან ოთახში ბაია ჩუბინიძე, მარი

სულაშვილი და ლუ დევდარიანი შემოასახლეს. საქართველოს რომ ,,მარი“ ან

,,გიორგი“ უნდა ერქვას ამაში, მგონი, ყველა ქართველი დამეთანხმება. ჩვენი ქვეყნის

მასშტაბით ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებელი არ ვიცი, მაგრამ პირადად

ჩემს სანაცნობოში იმდენი მარიამია, მიმართვისას გვარების გამოყენება მიწევს. მარი

სულაშვილზე ორი რამ უნდა იცოდეთ: პირველი, სულაც არ ამართლებს იმ

ასოციაციას, რომელსაც ეს სახელი გიქმნით; რომ თითქოს ნაზი და ფარვანა უნდა

იყოს. ჯგუფში რამდენიმე ბიჭზე მამაკაცური მიხრა-მოხვრა ჰქონდა და კარატეში

საქართველოს ჩემპიონი იყო. მეორე, იუმორის გრძნობა საერთოდ არ ჰქონდა, ამიტომ

მასთან ხუმრობა არ ღირდა. ტრავმატოლოგიურში მოხვედრის რეალური საშიშროება

არსებობდა. ამას ბავშვები პირველივე კურსზე მიხვდნენ, როცა მარის შემთხვევით

ერთ-ერთი ტრიპაჩი ბიჭუკელა შემოელახა. ბაია ჩუბინიძე სტანდარტული 21-ე

საუკუნის გოგო იყო, აიფონ 6 ის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში მამიკოებს რომ

ეუბნებიან აიფონ 7-ს თუ არ მიყიდი, ვენებს გადავიჭრიო. მოკლედ, ბოლომდე

იყენებდა თავისი ოჯახის წევრების სიყვარულს. რაღაცნაირი ლაპარაკი ჰქონდა,

გეგონებოდა ტუჩები სულ დაპრუწკული აქვსო. მსგავს მეტყველებას ახლა

,,ძერსკულს“ ეძახიან. ვაკეში გაზრდილი გოგო იყო. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ

თვითონ ყოველ წინადადებაში უსვამდა ხაზს ვაკელი ვარო. სელფომანიით იყო

შეპყრობილი. რაღაც დოზით სელფომანია მეც მჭირს, მაგრამ ვინაიდან სურათებს

დიდად არ მილაიქებენ (ორმოც მოწონებას თუ ავცდები ხოლმე) ფოტოების

Page 46: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

გამოქვეყნების აზრს ვერ ვხედავ და მობილურში ვიტოვებ. თან რაღაც სევდინაია

ყველა სურათში მარტო რომ ხარ... ალბათ მიხვდით, რომ მარის და ბაიას საერთო

არაფერი ჰქონდათ... და ბოლოს ლუ... სახელი გეუცხოვათ, ხო? კარგად თუ

დაფიქრდებით, მიხვდებით რომ ლუიზას შემოკლებული ვარიანტია. ბებიამისის

პატივსაცემად დაარქვეს. რატომ ტანჯავენ შვილებს, არ მესმის. წარმოიდგინეთ რა

საშინელებაა: ლუიზა დევდარიანი, გამოდი დაფასთან და გაკვეთილი მოყევი. ალბათ

კლასელები დასცინოდნენ და აწვალებდნენ. ხო და რა უნდა ექნა ამ საწყალს? ადგა და

სოციალურ ქსელში ,,ლუ“ დაიწერა, დაქალებმაც აიტაცეს და მერე ყველასთვის

,,ლუდ“ გადაიქცა. ალბათ ამოისუნთქა... თუმცა, ვინ იცის, სახლში იქნებ კვლავ

ლუიზას ეძახიან და ესეც ხმას ვერ იღებს, აქაო და ბებიაჩემს არ ეწყინოსო. მოკლედ,

ოდესემე თუ ჩემი შვილი გამომიცხადებს შვილიშვილს შენს საპატივცემულოდ რადას

დავარქმევო, ვირზე შევჯდები და სასტიკ უარს განვაცხადებ. იქნებ ჩემს შვილიშვილს

სულაც არ მოსოწონს სახელი ,,რადა“ და ნახევარი ცხოვრება (სანამ სახელის

ოფიციალურად შეცვლას მოახერხებს) სირცვილით ბიჭი ვერ უნდა გაიცნოს?! ლუზე

ალბათ ის უნდა იცოდეთ, რომ დანიშნულია. მე თუ მკითხავთ ოცი წელი

ნიშნობისთვის ძალიან ადრეა, მაგრამ საქართველოში ის უფრო უცნაურია ოცდაათი

წლის რომ გათხოვდე. საერთო ჯამში მაგარი უკუღმართი ერი ვართ. ყველაფერი

გვეჩქარება... თუნდაც დაოჯახება... მერე კი ხელში არაფერი გვრჩება, მათ შორის არც

ცოლ-შვილი/ქმარ-შვილი ან თუ ოჯახის შენარჩუნებას ვახერხებთ, ერთ-ერთის, უფრო

ცოლის, თვითგვემის ხარჯზე. ეგ ხომ სიყვარული აღარაა? გამივკირდა ლუმ საქმრო

რატომ არ წამოიყვანა - მეთქი, შეიძლება იჩხუბეს და სულაც მის გასამწარებლად

შემოგვიერთდა. ხომ იციან ასე გოგონებმა? შეყვარებულს ეჩხუბებიან თუ არა კლუბში,

რესტორანში ან ქალაგარეთ გარბიან, ვიდეოებს და სურათებს იღებენ, ინტერნეტში

ტვირთავენ და მეორე ნახევარს აჩვენებენ: უშენოდაც ძალიან მაგრად ვარ, იმედია,

მიხვდი ვინ დაკარგეო. ახლა როცა ბაია, მარი და ლუ გაგაცანით, თხრობის

გაგრძელებაც შეიძლება.

ნაშუადღევს სასრიალოდ წავედით. დამიჯერეთ, საშინელი იდეა იყო. ჯერ

იმიტომ რომ ჩემი ჯგუფელები ნასვამები იყვნენ, განსაკუთრებით ბიჭები, მერე

იმიტომ რომ ნამგზვარებმა დასვენება ვერ მოასწრეს. მე რას მივბანდალებდი, არ ვიცი.

თხილამურებით სრიალი კი არა, ციგაზე რომ დამსვა, შეიძლება რამე მოვიტეხო.

ნატალი და ლოლა მთიდან ძალიან მოხდენილად დაეშვნენ, მარი გაჯიუტდა გინდა

თუ არა სნოუბორდი უნდა ვცადოო, ერთი კი მოსრიალდა, მაგრამ არაფერი უტკენია,

მეორეჯერ - გამოუვიდა. თუ მიხვდებით ,,ინსტაგრამის ქვინი“ რას აკეთებდა? რა თქმა

უნდა, სელფებს იღებდა! ამ გოგოს სასიამოვნო მომენტები სელფების გადაღებაში

ეპარება. რაღაც მომენტში ვიფიქრე ვეცემი, გადავუგდებ ,,აიფონს“ და იქნებ

დაისვენოს-მეთქი, მაგრამ ისტერიკა დაემართებოდა. მე და ლუ გვერდიგვერდ

ვიდექით.

-რაღაცაში უნდა გამოგიტყდე, ლუ.

-სრიალი არ იცი? - გაეცინა ლუიზას.

-ამ... ხო...

-შენი სახელი შემახსენე.

Page 47: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

-რადა.

-რადა, საშიში ან რთული არაფერია. - ლუიზამ ტექნიკური მხარე მარტივი ენით

ამიხსნა და დაეშვა, თან დამიძახა წამომყევი და გზადაგზა დაგეხმარებიო. ნერწყვი

გადავყლაპე. მუხლები მიკანკალებდა, საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ასე თუ გეშინია,

შე დალოცვილო, სახლში დატეულიყავი - მეთქი.

-ფსიქოოგიურად ემზადები, ოთხთვალა? - ანდროს ხმა გავიგონე და უკან მივბრუნდი.

ლოყები და ცხვირი შევარდისფრებოდა, არ ვიცი სიცივის, არ ვიცი სასმელის ბრალი

იყო.

-მიდი რა ისრიალე თუ სრიალებ, მე შემეშვი, მახარაძე!

-კარგად სრიალებ?

-ნორმალურად. - ანდროსთან როგორ გავამხელდი თხილამურებზე პირველად

ვდგავარ-მეთქი, მერე როგორ ამოვძვრებოდი მისი პირიდან?!

-მე პროფესიონალი ვარ! - მუჭი გულზე მიირტყა.

-აბა რა, ეჭვი არ მეპარება... - ცინიკურად ჩავიცინე.

-სულ რატომ ,,მეიაზვები?“

-სულ ,,გეიაზვები?“ მაქსიმუმ რამდენჯერ გვილაპარაკია? 2-ჯერ?

-ვიცი, რომ არ მოგწონვარ. - მახარაძემ ვითომ მეგობრულად ხელი გადამხვია. აი

ზუსტად ისე, როგორც ყველა გოგოს ამოიდებს ხოლმე იღლიაში.

-ხელი გამიშვი... - მისგან თავის დაღწევა ვცადე.

-რას მერჩი არ მეტყვი? - ხელს არ მიშვებდა. ჭიდაობა დავუწყე.

-თავი რომ კინაღამ გამიტეხე, დაგავიწყდა?

-კინაღამ არ ითვლება.

-ძალიან მეტკინა, შენ კი ბოდიშიც არ მოგიხდია!

-ახლა გიხდი ბოდიშს.

-აღარ მჭრდება. უბრალოდ ხელი გამიშვი!

-დაწყნარდი, რა გიჟივით იქცევი?! - ჯიბრში ჩამიდგა და არაფრით გამიშვა.

დავაფიქსირე რომ კურსელი ბიჭები გვიყურებდნენ და ,,კაიფობდნენ.“

-შემეშვი, ვა! - ვუყვირე. ანდრომ ხელი მიშვა, ინერციით უკან გადავიწიე და

გადავვარდი. მახარაძეს ხელიც კი არ გამოუწევია. არ ვიცი, ჩემი დაჭერა არ უნდოდა

თუ უბრალოდ ვერ მოასწრო. ზურგზე დავეცი და თავით მთის ძირისკენ წავედი.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ,,ვოიაჟი“ საავადმყოფოში, ნაკერის დადებით

დასრულდებოდა.

-რადას დაეხმარეთ! - დაიძახა ლუმ. ვცადე მარჯვენა მხარეს გადავგორებულიყავი,

იქნებ თავი შემეკავებინა. ძალიან სწრაფად მივსრიალებდი და სხეულის

დამორჩილებას ვერ ვახერხებდი.

-ჯოხი ჩაარჭე! მალე! - დაიყვირა ლუიზამ. მთელი ძალა მოვიკრიბე და ჯოხი თოვლში

ჩავარჭე. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ვარდნისას ხის ტოტს ჩამოვეკიდე. არ

ვიცოდი უსაფრთხოდ ვიყავი თუ არა. ტანი დაჭიმული და გაყინული მქონდა.

-რადა, როგორ ხარ? ცოცხალი ხარ?

ხმის ამოღება ვერ შევძელი. დავეჭვდი კიდეც, შიშის ფონზე ენა ხომ არ

ჩამივარდა-მეთქი. ცრემლები მომაწვა. არ ვიცი ანდრიაზე ვიყავი ნაწყნენი, ჩემს თავზე

Page 48: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

თუ ზოგადად ცხოვრების უსამართლობამ გამაღიზიანა. სამი დღით დასასვენებლად

რომ წახვალ და პირველივე დღეს ხათაბალაში გაეხვევი, მაგარი უიღბლო უნდა იყო!

ფეხზე ფრთხილად წამოვდექი. მივხვდი, რომ თოვლზე მყარად ვიდექი. მეორე ჯოხიც

ჩავარჭე და კურსელს დავუძახე:

-მარტო ჩამოსვლას ვერ შევძლებ. ძალიან მეშინია.

-მარიამი წამოვიდა ზემოთ. დაელოდე და შენკენ მოსრიალეს რომ დაინახვ, დაუძახე

გამომიყოლე - თქო.

უიღბლობაზე გავჩერდით ხო? გგონით, ვაზვიადებ? მიხვდებით რომ არა...

ხალხი ჩემ გვერდით თავისუფლად სრიალებდა, იცინოდა, ერთმანეთის სახელებს

გაიძახოდა, მათი მხიარულების ფონზე თავს კიდევ უფრო დათრგუნულად

ვგრძნობდი. ხუთი წუთი მაინც ვიდექი. ლუს ხმა აღარ მესმოდა, არც მარი ჩანდა.

ანდრიას უპასუხისმგებლობით და უგულობით გაოგნებული ვიყავი. მანჩო კარგად

ჩასვა მანქანაში და სახლში წაიყვანა... გზაში აჭამა და ასვა... რადგან ქერა და მინი

,,იუბკიანი“ არ ვარ, კინჩხის და კისრის მოსატეხად უნდა გამიმეტოს?! გადამაგდო და

არც კი გამომყვა რომ დავეჭირე. ყვირილი მინდოდა. ნერვები მაწყდებოდა. დავიხარე,

ცალი ხელით თოვლი ავიღე და გუნდა გავაკეთე, უმისამართოთ ვისროდი და

ვცდილობდი ბრაზი გამეყოლებინა. კიდევ ერთხელ რომ ჩავჯექი მახარაძის ხმა

შემომესმა:

-გაიწიე, ოთხთვალა! გაიწიე! - უკან მოვიხედე თუ არა ანდრო მტკივნეულად

შემასკდა. თავი ბურთი მეგონა, რომელსაც ფეხბურთელმა გოლის გასატანად ფეხი

მთელი ძალით დაარტყა. არ ვიცი ჰაერში რამდენი წამი ვიყავი, სანამ ძალიან

მტკივნეულად დავეცემოდი, მაგრამ მერე თოვლის გუნდის პრინციპით ძირს დავეშვი

და რამდენიმე წუთით გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე, ლუ და მარი

დავინახე. მარის ხელებში ვეწვინე. ლუ ძალიან შეშინებული მაკვირდებოდა. სახეზე

ეწერა რომ გულწრფელად ნერვიულობდა. პირში თბილი სისხლი ვიგრძენი.

საშინელი გემო ჰქონდა. ცხვირზე მოვისვი ხელი და თითებიც გამიწითლდა. ლუს

სათვალეში ჩანდა რომ სახე დამლურჯებოდა, ცალი თვალი - გამსიებოდა. წამოდგომა

ვცადე, მაგრამ კიდურები დაბეჟილი მქონდა და თითქმის ყველაფერი მტკიოდა.

-სად არის?! - წავიჩუჩულე.

-რა თქვი? - ჩამეკითხნენ გოგოები.

-სად არის ის ყლ*?! მაგის დედას შე*ეცი! მოვკლავ! აქ მომიყვანეთ, უნდა მოვკლა! -

მინდოდა მეჩხუბა და ანდრიასთვის დამერტყდა, მაგრამ ვტიროდი.

ამაზრზენი და საცოდავი დასანახი ვიყავი, დალურჯებული და სისხლიანი გოგო

იფურთხებოდა.

-მოვედი, ვიშოვე მანქანა! - უეცრად ანდრო მომვარდა და ხელში ფრთხილად ამიყვანა.

დე ჟავიუ მაქვს -მეთქი, ჩავთვალე. ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი რომ ის იყო. მისი

სურნელი და ხმა არასდროს ამერევა სხვა კაცში.

-მეზიზღები, მახარაძე. - ვუთხარი, როცა მანქანის უკანა სავარძელზე დამაწვინა.

-მაპატიე, რადა, მაპატიე, ეს რა გიქენი.

-ახლა რადა ვარ, ხო? როგორც იქნა, დაიმახსოვრე ჩემი სახელი?

-ბოდიში რა... ბორჯომში მივდივართ!

Page 49: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

-ბორჯომში რა გვინდა?

-ექიმმა უნდა გაგსინჯოს.

-ექიმის დედა... შენი დედა... ყველას დედა...

-როგორ გავხარ ერთ ,,ტიპშას...“

-მაგის... არა, მაგას არ შევაგინებ.

***

ექიმმა ჩათვალა, რომ ჩაფხუტმა, ე.წ. .,,კასკამ,“ გადამარჩინა ( მე თუ მკითხავთ -

ღმერთმა) და მახარა ტვინის შერყევა არ გაქვსო. აღმოჩნდა, რომ არაფერი მომიტეხია,

მაგრამ მარჯვენა ხელი ვიღრძე და ჩანთასავით კისერზე ჩამომკიდა.

დაბეჟილობებისთვის გამწოვი მაზები გამომიწერა, ნერვებისთვის - დამამშვიდებელი.

ამიკრძალა თხილამურებით და ციგით სრიალი ან ციგურაობა, სასურველია თუ

მარტო ცხენითაც არ იჯირითებო. დამარიგა დაწექი, დაისვენე და კარგად

გამოიძინეო.

-ისე მაგარი გოგო ყოფილხარ... - ანდრომ მანქანა დაქოქა და გათბობა ჩართო.

ამჯერად წინ ვიჯექი. ქურთუკი გაიხადა და მომაფარა.

-მზრუნველობანას თამაში არ გიშველის, ანდრია მახარაძე.

-უგონოდ რომ გაიშხლართე, მეგონა მოგკალი.

- როცა თვალები გავახილე, ალბათ შვებით ამოისუნთქე, ციხეში თავს არავინ

მიკრავსო.

-ციხე რა შუაშია?!

-თავშია.

- ხო, ციხეში ნამდვილად არ გამიხარდებოდა ჩაჯდომა, მაგრამ უფრო მეტად შენზე

ვიდარდებდი.

-სინდისის ქენჯნა და რამე?

- შენ იგივეს არ იგრძნობდი ვინმე რომ მოგეკლა?

- მთავარია ცოცხალი ვარ.

- სანამ აქ ვართ გვერდიდან არ მოგშორდები.

- ეგ ნატალიმ იცის?

-არა, მაგრამ გაიგებს.

- არამგონია ეს მშვენიერი იდეა მოეწონოს.

- შენც თვლი რომ მშვენიერია, არა? - გაეღიმა.

- მახარაძე, შენ ახლა მეფლირტავები?

- გეფლირტავები? ვინ? მე - შენ? სარკეში ჩაიხედე, ოთხთვალა.

- კიდევ ერთხელ დამიძახებ ოთხთვალას და...

- და რა?! - გამომწვევად გამომხედა. - მომკლავ, როგორც მაშინ ყვიროდი? თუ მცემ?

საინტერესოა როგორ უნდა მომერიო. თუ ,,გაგისწორდება“ თავს გაცემინებ.

- უარესს ვიზამ... უარესს... - იმ მომენტში ისეთი თავდაჯერებული, მშვიდი და

ბოროტი ვიყავი, თავადაც შეემშინდა.

Page 50: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

-ო... - ანდრიამ მხოლოდ ეს თქვა, მანქანა იქვე მიაყენა, ჩემკენ გადმოიწია და ღვედი

გამიკეთა. - ასე უკეთესია. ახლა მებლატავე.

***

კოტეჯის ეზოში შევედით.

-ეს მანქანა პატრონს უნდა დავუბრუნო.

-რაც გინდა ქენი, მე ,,აჩოტებს“ რატომ მაბარებ?

მახარაძემ მანქანა პირდაპირ კიბეებთან გააჩერა, კარი გამიღო და გადმოსვლაში

დაეხმარა.

-ჩემს ოთახამდე დამოუკიდებლადაც მივალ.

-ფეხი რომ დაგისრიალდეს?

-იდიოტს ვგავარ?

-იდიოტს არ გავხარ, მაგრამ ორჯერ კი დაგორდი და...

-გაიხსენე რატომ დავგორდი! იმიტომ რომ ერთი ვირი მეჯიკავებოდა.

-მდა... ზურგს უკან მაინც გამლანძღე.

კიბეებზე ავედი. ანდრია მანქანას მიეყუდა და თვალი გამომაყოლა.

-რა რომეოსავით იქცევი. ვერ ხარ? - შევუღრინე, იმიტომ რომ მისი მზერა ვიგრძენი.

-ოთხთვალას რომ გეძახი რატომ ბრაზდები? გეფერები ხოლმე.

-წადი და მასე შენს შეყვარებულს მოეფერე.

-ჩემს შეყვარებულს რომ ოთხი თვალი არ აქვს?!

ფეხის წვერებზე ავიწიე, ლოლო მოვტეხე და ვესროლე. თავი სწრაფად გასწია და

სიცილი დაიწყო.

-ოთხთვალა ისევ გაბრაზდა... - გულიანად ახარხარდა. - მიდი, გაგორდი ახლა

საძინებლისკენ.

***

ფანჯრის რაფაზე ბალიში დავდე, წამოვწექი და საბანი გადავიფარე. ხეებში

უსაბელო ყელსაბამივით დაკიდებული მთვარე იდუმალ სხივებს აფრქვევდა მთებს

შორის ჩაწოლილ სოფელს. თოვლი ისე ანათებდა გეგონებოდათ ჯადოსნური მტვერი

მოაყარესო. ბაკურიანი ღამით უფრო ლამაზია. მაშინ როცა თითქოს მთელ კურორტს

სძინავს, ზამთრის მთელი საიდუმლოება თვალწინ გეშლება. შორიდან მგლების ან

ტურების ყმუილი ისმოდა. ვფიქრობდი, ნეტავ ანდრია კოტეჯში ასე გვიან რით

დაბრუნდება-მეთქი. ბავშვები სასტუმრო ოთახში მხიარულობდნენ. ლუ მოვატყუე

დაძინებას ვაპირებ-მეთქი, თორემ გვერდიდან არ მომშორდებოდა და ვერ

გაერთობოდა. ეზოს თვალიერებაში ჩამთვლიმა. არ ვიცი ძილღვიძილში რა დრო

გავატარე, მაგრამ ფანჯარაზე კაკუნმა გამაღვიძა. თვალები ნელა გავახილე და ეზოში

გიშერზე შავი, ჯიშიანი ცხენი დავინახე. გრძელი, ხშირი და მბზინავი ფაფარი,

ძლიერი ფეხები, გამოზნექილი გული და გამოყვანილი გავა ჰქონდა. თვალები

მოვიფშვნიტე და ცხოველს კიდევ ერთხელ დავაკვირდი, მაშინღა დავლანდე მასზე

Page 51: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

წამომჯდარი ადამიანის სილუეტი. შუშას ლამის სახით ავეკარი. ბიჭი ჩემკენ

წამოვიდა, ცხენიდან ჩამოხტა, უნაგირიდან პარკი მოხსნა და ფანჯარას გაუსწორდა -

ანდრია მახარაძე იყო, ზღაპრულ პრინცს ჰგავდა... ბავშვობაში ხომ გვიყვებიან და

გვაჯერებენ, რომ ეს პრინცი სიყვარულისთვის ცხრა მთასაც კი გადაივლის. ფანჯარა

გააღეო მანიშნა. მეც დავემორჩილე. ანდრომ პარკი გამომიწოდა.

-ეს რა არის?

-წამლები და კიდევ ერთი ბოდიში.

-ბოდიში ფურცელზე დაწერე და პარკში ჩააგდე თუ ჩაყვირე და თავი მოუკარი?

-ტკბილეული ვიყიდე რომ დაგატკბო.

-შოკოლადებით მთხოვ პატიებას?

-ხვალ დილას ყავასაც გაგიკეთებ.

-აჰა...

-იღებ ჩემს ბოდიშს?

-დავფიქრდები. - ცხენს გავხედე. -ეს ვინ არის?

-სახლში ფეხით ვბრუნდებოდი, ერთი აქაური კეთილი კაცი გადამეყარა, ახლოს

ცხოვრობს და მათხოვა. ხვალ უკან უნდა მივუყვანო.

-რა ჰქვია?

-უმცროსი მარადონა.

-როგორ? გამიმეორე...

-უმცროსი მარადონა.

-შეიძლება ხვალ მის პატრონთან მეც წამოგყვე?

-თუ შოკოლადებს ჭეშამ, კი.

-შევჭამ.

ანდრიამ ფანჯარა გარედან მოხურა, ეს ალბათ ძილინებისას ნიშნავდა და ცხენი

საპირფარეშოს უკან, თავლისმაგვარ ხუხულაში შეიყვანა.

მეთორმეტე თავი

ადრე გამეღვიძა. მახარაძეების ოჯახში მუშაობამ აშკარად შინაგანი რეჟიმი

გამომიმუშავა. დაბეჟილი ადგილები მოვისინჯე, ისევ მტკიოდა. ალკოჰოლის სუნი

იგრძნობოდა. როგორც ჩანდა, წინა ღამით ჯგუფელებთან ერთად ბაიამ, მარიმ და

ლუმაც დალიეს. სამზარეულოში გავფრატუნდი, წყალი მწყუროდა. სასტუმრო

ოთახში რამდენიმე სტუდენტს ჩასძინებოდა, სხვები თავიანთ საძინებლებში

გაკრეფილიყვნენ. მუყაოს ყუთები და ჭიქები ,,ბიჩოკებით“ იყო სავსე. რავიცი,

ნატალისთვის რომ გეკითხათ, ოთახში არავის არ უნდა მოეწია. ბუხარში ცეცხლი

ჩამქვრალიყო, ამიტომ კოტეჯში ციოდა. შეშას შემოვზიდავ - მეთქი, არც მიფიქრია.

სამზარეულოში სრული ქაოსი დამხვდა. სტუდენტებს ქეიფის შემდეგ ნარჩენები და

ერთჯერადი ჭურჭელი შემოეზიდათ.

-ღორები... - ჩავილაპარაკე.

-გეთანხმები. - მახარაძის ახალგაღვიძებული ხმა გავიგონე და მისკენ მივტრიალდი. -

ყველა ადამიანი ღორია. შენ ჩემი სახლი უნდა ნახო...

Page 52: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

,,არა, შენთან ამდენად საშინელი სიტუაციაც არ არის,“ - მინდოდა მეპასუხა, მაგრამ

მივესალმე.

- დილამშვიდობისა. - მომიგო და მაცივარი გამოაღო. - რძის გარდა არაფერია. დალევ?

- მეზიზღება რძე.

- ძალიანაც კარგი, მე მეტი დამრჩება. - ანდრომ თვალი ჩამიკრა და პირდაპირ

მიიყუდა.

- ყავას დავლევდი. - ჩავილაპარაკე, მინდოდა გუშინ მოცემული პირობა გახსენებოდა.

- თან შოკოლადსაც მივაყოლებდი. - ანდრიასკენ თვალი გავაპარე, თან სვიტერის

სახელოს ვაწვალებდი. მახარაძეს ჩაეღიმა.

-ხო? მაშინ აუცილებლად მაღაზიაში უნდა წახვიდე და იყიდო. - დამაკვალიანა ბიჭმა.

თვალები უკმაყოფილოდ გადავაბრუნე და ოთახში შევბრუნდი. მეც მაგარი ვარ რა...

აბა რას ველოდი? შემომთვაზებდა ცხენს შემოვახტეთ და გავქუსლოთო? არ ,,კიდია“

ყავა მინდა თუ ჩაი? საკუთარ თავზე გავბრაზდი. დებილი რომ დაიბადები, არაფერი

გეშველება! ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და წაკითხვა ვცადე, მაგრამ გული ვერ დავუდე.

ერთ გვერდს ჩავიკითხავდი, გადავფურცლავდი და ვხვდებოდი რომ არაფერი

დამამახსოვრდა... წიგნი მივაგდე და დღიურში ჯღაბნა დავიწყე. გაურკვეველ

ფიგურებს ვხატავდი. აშკარად სისულელე იყო ექსკურსიაზე ,,ბლოკნოტის“ წამოღება.

ვინმეს რომ ენახა, ლოლასავით დამემართებოდა. სხვის შეცდომებზე რომ

ვსწავლობდეთ რა კარგი იქნებოდა! შემეშინდა. ისეთი განცდა დამეუფლა, რომ

კართან იდგნენ და ჩურჩულით შემოჭრის გეგმას აწყობდნენ... რამდენიმე წამში

შემოვარდებოდნენ... დღიურს წამართმევდნენ... თმით დამიჭერდნენ... ყველაფერს

წაიკითხავდნენ... შემდეგ კი კოცონზე დამწვავდნენ ან მთის მწვერვალზე ამიყვანდნენ

და იქიდან გადმომაგდებდნენ. ისეთი კარგი წარმოსახვის უნარი მაქვს, წამოვიკივლე!

წამში ,,მოვწვი,“ რომ კინაღამ კურსელები გავაღვიძე და პირზე ხელები ავიფარე.

მარიმ გვერდი იცვალა. ლუ და ბაია არ განძრეულან. უეცრად ფანჯარაზე ვიღაცამ

მოაკაკუნა. მოულოდნელობისგან შევხტი და საწოლიდან გადავვარდი. ჩემს ხელს

ეგღა აკლდა! ფანჯარასთან ანდრო და უმცროსი მარადონა იდგნენ.

- რა გინდა?! - ჟესტებით ვანიშნე.

- გამოდი.

- რატომ?

- ყავა დავლიოთ. - გაითამაშა ვითომ ხელში ჩიქა ეჭირა და რაღაცას სვამდა.

წამოვდექი, ქურთუკი შემოვიცვი და კარისკენ მივბრუნდი. ანდრიამ ისევ

მოაკაკუნა. გაკვირვებით შევხედე.

- ფანჯრიდან გადმოძვერი, ფანჯრიდან! - მანიშნა გააღე და გადმოხტიო. გამეცინა.

- გიჟი ხარ? - საფეთქელთან თითი დავატრიალე.

- ხო! - მახარაძემ სიამაყით დამიქნია თავი.

ფანჯარა გამოვაღე. ანდრიამ წელზე მომკიდა ხელები და ჩამოხტომაში

დამეხმარა.

- მიესალმე მარადონას! - ცხენს ფაფარზე ხელი გადაუსვა.

- გამარჯობა, საყვარელო. მე რადა ვარ. - შუბლზე მოვეფერე და ჭკვიან თვალებში

ჩავხედე.

Page 53: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

ეზოდან სეირნობით გავედით. მთელი ღამე ბარდნიდა და გაუკვალავი თოვლი

ულამაზესი სანახავი იყო. ჩვენი კოტეჯიდან ორმოცდაათ მეტრში ცხენზე

შემოვსხედით და კურორტის ცენტრისკენ წავედით. მარადონა მხიარულად

დაკუნტრუშებდა. ანდროსთვის ცალი ხელი ძლიერად შემომეხვია და ზურგზე

ვეკროდი. მეშინოდა არ გადავვარდნილიყავი. არა... ვიტყუები... შიშზე მეტად ამ

თავნება ბიჭის ჩახუტება მინდოდა.

მახარაძე ნახევრად მორღვეულ ღობესთან გაჩერდა. ერთმანეთზე მიჭედებული

სქელი ტოტები სულს ღაფავდნენ, ერთი წიხლის კვრაც საკმარისი იქნებოდა, რომ

ყველაფერი ჩამოშლილიყო. რა ზარმაცია ქართველი კაცი... საკუთარი კარ-მიდამოს

მოვლას ყანწით ხელში ,,პატრიოტული“ სადღეგრძელოები ურჩევნია. ეზოში

დაჟანგული ხარახურა და დასაჩეხი მორები ეყარა. ერთსართულიანი სახლი ქვით

აეგოთ, მოპირკეთება კი, როგორც ჩანს, დაეზარათ. მანსარდას დავაკვირდი.

ბავშვობაში ვოცნებობდი მანსარდაში შტაბი მქონოდა და მეგობრებთან ერთად

საიდუმლო თათბირები მომეწყო. ოღონდ ასეთი მანსარდა არა... ქარი და წვიმა ხის

დახვრეტილ კედლებში ატანდა, სახურავიც არ უვარგოდა და ალბათ წყლის წვეთები

ნელ-ნელა დაალპობდა სხვენის იატაკს.

- მარადონა ნამდვილად აქ ცხოვრობს?

- კი, ნამდვილად.

- რა იცი ამ ოჯახზე?

- შვილი არ ჰყავთ. კაცი ლოთია.

- თავს რითი ირჩენენ?

- მისი ცოლი სკოლაში ინგლისურის მასწავლებელია, ხანდახან აბიტურიენტებს

ამზადებს.

- ეს კაცი რას აკეთებს?

- ზამთარში ციგებს, თხილამურებს და ცხენს აქირავებს.

- ზაფხულში?

- მარტო - ცხენს.

- მარადონას...

- ხო. როგორც მიამბო, ადრე მამამისს აქირავებდა. იმასაც მარადონა ერქვა. უფროსი

მარადონა უფრო ჭკვიანი იყოო...

- არა და ნათქვამია, ,,სჯობს შვილი სჯობდეს მამასაო...“

- აუ... - ანდროს სიცილი წასკდა.

- ცუდი ჩვევაა დედა-შვილს ან მამა-შვილს ერთსა და იმავე სახელებს რომ არქმევენ.

- რატომ?

- ასე მგონია, მშობლის ბედი შვილის ცხოვრებაში მეორდება. რა თქმა უნდა, სხვა

ადამიანებით, მაგრამ იგივე დილემებით.

- ანუ შენ ბედისწერის გჯერა?

- მეთვითონაც არ ვიცი რისი მჯერა. ხან ასე მგონია, ხან ისე...

- მაინც როგორ?

Page 54: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

- ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მხოლოდ სამ შემთხვევაში არსებობს ბედისწერა: დაბადება,

სიყვარული და სიკვდილი. შენი არჩევანია ცხოვრებას ვის დაუკავშირებ, მაგრამ ვერ

გააკონტროლებ ვინ შეგიყვარდება.

- ანუ გონებაში უშვებ რომ უსიყვარულოდ შეიძლება გათხოვდე?

- პირდაპირ ჩემზე რატომ ვიწყებთ ლაპარას? ცოტა ადამიანი გინახავს, ვინც

უსიყვარულოდ დაოჯახდა?

- შენ შეძლებდი მთელი ცხოვრების გატარებას იმ კაცთან, რომელიც არ გიყვარს?

- მე მეყვარება ჩემი ქმარი... უსიყვარულოდ სექსი ვერ წარმომიდგენია. არ იცი რომ თუ

გინდა ქალის სხეულს შეეხო, ჯერ მის სულს უნდა მიუახლოვდე?

-ყოველთვის მასე არ არის... მე ხშირად მაქვს უსიყვარულო სექსი.

კაცმა რომ გკითხოს, იტყვი რომ შეყვარებულს არ ღალატობ - მეთქი, ლამის

წამომცდა.

- გიფიქრია, რომ შეიძლება ბედმა სიყვარულს შეგახვედროს, შენ კი სხვა გზა აირჩიო?

- შესაძლოა... მაშინ სულ არ გავთხოვდები. ვიმეორებ, მე მეყვარება ჩემი ქმარი.

- აუცილებლად დამპატიჟე ქორწილში.

- აბა რა. შენც.

- ხო მეც... და როგორ მიხვდები, რომ ,,შენი ადამიანი“ იპოვე?

- ჯერ არ მყვარებია. ამ კითხაზე პასუხისთვის უფრო კომპეტენტურ ხალხს მიაკითხე.

- შენი აზრი მაინტერესებს.

- მგონია, რომ მასთან სასაუბრო თემა არ გამომელევა... ყოველთვის სიამოვნებით

მოვუსმენ, მაშინაც როცა უკიდურესად დაღლილი ვიქნები... გავუგებ და ისიც

გამიგებს. მასთან გულახდილი ვიქნები, მაშინაც კი თუ სიმართლე მწარეა, ისიც

გულახდილი იქნება ჩემთან, ტყუილი უბრალოდ არ დასჭირდება. რომც სცადოს,

თვალები ჩაუშვებენ... ხო, თვალებში ამოვიკითხავ როდის რას გრძნობს და რისი თქმა

უნდა ან არ უნდა... მას ეცოდინება, რომ იდეალური არ ვარ, მაგრამ ჩემი ნაკლიც

ეყვარება, სწორედ ამიტომ ვეცდები რომ უკეთესი გავხდე. უფლებას მომცემს

გრძნობებისგან დავიცალო, თუნდაც ვიყვირო, ვიტირო, ხანდახნა ისტერიკა

დავიმართო... როცა გაცეცხლებულს და სახეალეწილს დამინახავს ან ავადმყოფს და

მოუწესრილებელს, არ გაიფიქრებს რომ არჩევანში შეცდა; გამაცინებს მაშინ როცა

დავდარდიანდები, ჩემს უცნაურ იუმორსაც დაუმუღამებს, თან ისე რომ სიცილით

მართლა მუცელი ასტკივდება. ჩემი ადამიანი მაგრძნობინებს, რომ განსაკუთრებული

ვარ... სხვებს არ ვგავარ... ის დამანახებს რომ ბედნიერია... ბენდიერია რადგან

ყოველდღიურობას ვუზიარებ.

ანდრიას ხმა არ ამოუღია. შეიძლება მონოლოგმა დაღალა და აღარც მისმენდა.

ალბათ თავის ფიქრებს გაჰყვა. მისკენ არ მიმიხედავს. ორივეს ჰორიზონტისთვის

გაგვეშტერებინა თვალი... ალბათ გვინდოდა ჰორიზონტის ხაზიდან მომავალი

,,ჩვენი ადამიანი“ დაგვენახა.

- შემცივდა. - ვთქვი დიდი ხნის დუმილის შემდეგ. სახლიდან კვამლი გამოდიოდა. -

შევიდეთ... გავთბეთ.

- კარგი აზრია. - სანამ კარს მივუახლოვდებოდით, ვდარდობდი მახარაძესთან ძალიან

ხომ არ გავიხსენი - მეთქი.

Page 55: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

კარი კოჭლმა ქალმა გაგვიღო. ცალი ხელით ჯოხს ეყრდნობოდა, დიდი და

მეტყველი თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ცხვირი - ქართული, ტუჩები - მოსქო და

მოვარდისფრო, შუბლს შავი ჩოლკა უფარავდა. არ ვიცი ღრმა მიმიკური ნაოჭების თუ

მუდმივად საქმის კეთების გამო, გამომეტყველება დამძიმებოდა და გადაღლოდა.

გრძელი შალის კაბა ეცვა და წინსაფარი ეკეთა, მხარზე ტილო გადაეკიდა, ალბათ თან

ჭურჭელს რეცხავდა და თან საჭმელს აკეთებდა.

- გამარჯობა. ვის ეძებთ?

- გაგიმარჯოთ, ქალბატონო. - დაიწყო ანდრიამ. მეც მივესალმე და გავუღიმე.

ღიმილითვე არ უპასუხია. - თქვენს ქმარს ვეძებთ...

- ამჯერად რა შარში გაება?

- არაფერი, რას ამბობთ. პირიქით, ცხენი მათხოვა რომ კოტეჯში დავბრუნებულიყავი

და გარეთ არ გავყინულიყავი.

- ეგ უჯიშო ცხოველი სად არის? - თვალებით მარადონას დაუწყო ძებნა.

- ეზოში ხეზე მივაბით.

- მოკლედ გადამრევს ეს კაცი რა... უცხოს რომ ცხენს, შემოსავლის წყაროს, გაატანს

იმას რა უნდა ველაპარაკო?! - შეღონებით ამოიოხრა. - გოგია სახლში არ არის.

- ასე ადრე წავიდა?

- ხო. სახლში გაჩერება არ უყვარს. სულ სადღაც დაწანწალებს. - ქალს ბრაზისგან სახე

დაემანჭა.

- მადლობის გადახდა მინდოდა. შეიძლება დაველოდოთ?

- არავინ იცის როდის დაბრუნდება.

- იქნებ ნომერი მაინც მომცეთ, დავურეკავ.

- მობილური არ აქვს. ტექნიკას ვერაფერს უგებს.

- კარგი, მაშინ გადაეცით ანდრია მახარაძემ დიდი მადლობა შემოგითვალათ - თქო.

- კარგი. - დიასახლისმა უცერემონიოდ დახურა კარი.

გული დამწყდა რომ მარადონას პატრონი ვერ ვნახე, მაგრამ გამიხარდა რომ მისი

სახელი მაინც გავიგე, გოგია...

-იგრძენი რა გერმრიელი სუნი გამოდიოდა სახლიდან? - ვკითხე თანაკურსელს.

უმცროს მარადონასთან მივედი და მოვეფერე.

- ვიგრძენი... ისიც ვიგრძენი, რომ ამ ცოლ-ქმარს საშინელი ურთიერთობა აქვს. - ცხენს

ორივენი დავემშვიდობეთ. ბაკურიანის მთავარი ქუჩისკენ სეირნობით წავედით.

დაახლოებით ორმოც მეტრში ჩვენკენ მომავალი ადამიანი დავინახე. მუქი ლურჯი

დუტის ქურთუკი ეცვა, შავი ქუდი ეხურა, წითელი კაშნე შემოეხვია და ხელები

ჯიბეებში ჩაეწყო. როცა მოგვიახლოვდა შევნიშნე, რომ იღიმოდა და ცაში იყურებოდა.

- მგონი, გოგოიას ვხედავ. - გადამომილაპარაკა ანდრიამ. ნაბიჯს ავუჩქარეთ.

მახარაძის სიტყვებზე გული უჩვეულოდ ამიფრიალდა, მეგონა სულ ცოტაც და

საკუთარ ბავშვობას შევხდებოდი.

- ცაში რატომ იყურება? - გადავუჩურჩულე ანდროს.

- მე რა ვიცი. კითხე და გეტყვის.

გოგიამ, როგორც იქნა, ჩვენკენ გამოიხედა, თვალები მოჭუტა, სახე

დაუსერიოზულდა, მაგრამ ანდრო იცნო თუ არა, გადაიხარხარა და მკლავები გაშალა.

Page 56: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

-ჩემო მეგობარო! - ანდრიას დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრივით გადაეხვია.

-როგორ მიხვედი სახლამდე? მგლები ხომ არ აგკიდებიან?

- მშვიდობით მივაღიწე, გოგია. - მახარაძემაც გაუღიმა.

- მგლები ჩამოდიან ხოლმე სოფელში? - ჩავერიე საუბარში.

- კი, ერთხელ ამეკიდნენ. მოგიყვეთ?

- საინტერესო ისტორია იქნება, გული მიგრძნობს.

- მაშინ, ჩემთან წავიდეთ, ცოტა დავლიოთ და თან მოგიყვებით. - მე და ანდროს შუაში

ჩაგვიდგა და ორივეს ხელმკლავი გამოგვდო. გამიკვირდებოდა, რა დროს დათრობაა -

მეთქი, გოგია პირველად რომ მენახა.

- სხვათაშორის ახლახან ვიყავით თქვენთან... მარადონა დავტოვეთ. - აღვნიშნე მე.

- ჩემმა ცოლმა შინ არ შეგიპატიჟათ?!

- ჩვენ ვუთხარით უარი. - გავამართლე ქალი.

- ოხ ეგ აშარი დედაკაცი! სტუმარი მაგან არ იცის... არაფერი არ იცის! - წაიბუზღუნა

კაცმა. მე და ანდრომ ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილი ძლივს შევიკავეთ. გოგია 45

წელზე მეტის არ იქნებოდა, მაგრამ მაინც დაბერებული ჩანდა. უფრო სწორად,

მარადონას პატრონისგან თვალებისა და ღიმილის გარდა არაფერი დარჩენილიყო.

უფრო დაბალი მომეჩვენა... მე რომ გავიზარდე იმის ბრალია, თორემ მართლა ხომ არ

დაპატარავდებოდა. კიდევ... ჩემს მოგონებებში უფრო ძლიერი იყო... ალბათ წლებმა

ჯანი მოაკლო.

- შენი სახელი, მშვენიერო, პატარა ქალბატონო?

- რადა.

- უი, რა უცხო სახელია. არასდროს მსმენია... ანდრიკელას შეყვარებული ხარ?

უხდებით ერთმანეთს, ხო იცი შენ!

- არა, არა, რა შეყვარებული. გუშინ პირველად ვილაპარაკეთ ნორმალურად...

-აქ გაიცანით ერთმანეთი? ბაკურიანი მაგარი ადგილია, ბრახ და ხვდები ადამიანს...

ბრახ და ეს ადამიანი გიყვარდებება... ბრახ და ცოლად მიყვები... ბრახ და შვილებს

უჩენ!

- შორს გაიჭერით, გოგია. - გულიანად გამეცინა. - ანდროს შეყვარებული ჰყავს,

ნატალი ჰქვია, ჩვენს უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული

გოგოა.

- თქვენ უნივერსიტეტში? ანუ კურსელები ხართ?

-დიახ. სამი დღით დასასვენებლად ჩამოვედით ჯგუფელები.

გოგიას ცოლმა კარი გააღო თუ არა ქმარს ქოქოლა დააყარა, ჩვენი არ მორიდებია.

გოგიამ შინ შეგვიპატიჟა და ქალს სთხოვა სუფრა გაგვიშალეო.

- დილა ადრიან ვერ დავლევ, ბიძაჩემო. გუშინ დავთვერი და რადას კინაღამ კისერი

მოვტეხე. არ მინდა დღესაც იგივე განმეორდეს. მთვრალი ვერ ვისრიალებ.

- ხელზე რაც სჭირს, შენი ბრალია?

- ზუსტადაც მისი ბრალია!

- მაშინ ჩაი და ხაჭაპური!

- მხოლოდ ჩაი. - ვუთხარი მე. დიასახლისს სახეზე ეწერა, რომ ხაჭაპურის გამოცხობა

არ უნდოდა.

Page 57: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

- არ მოგერიდოთ, ბავშვებო. მირანდას ასეთი სახე კი აქვს, მაგრამ გულში კეთილია და

სამზარეულოში ტრიალი არ ეზარება.

- ჩემ სახესთან რა გინდა, გოგია შე თვალებდაფსებულო, ჰა?! - შეუტია ცოლმა.

მივხვდი რომ მირანდა იმერელი იყო.

- გაჩერდი, ქალო, პირში ნუ მივარდები! - გოგიამ ცეცხლს შეუკეთა.

- შეშაა დასაჭრელი და ენას რომ მოიფხან, იმედია, საქმეს მიხედავ!

- დამანებე თავი ახლა, ხო ხედავ სტუმრები მყავს?!

- მაგ სტუმრებმა იციან, რო ლოთი ხარ?!

- ფეჩთან ახლოს მოდით, ანდრო, რადა! მგლებზე ამბავს მოგიყვებით.

პატარა, ძველებური დივანი გოგიას სკამთან მივაჩოჩეთ და გავინაბეთ.

-მაშინ დარაჯად ვმუშაობდი. მირანდა ავადმყოფობდა. მორიგე ვიყავი, მაგრამ

სამსახურის ტელეფონზე დამირეკა, მითხრა მაღალი სიცხე მაქვს და ძალიან ცუდად

ვარო. სამსახურში რა გამაჩერებდა? ავდექი და ფეხით წავედი სახლისკენ. ძალიან

თოვდა. ხელში ფანარი მეჭირა. გზაზე კაცი არ ჭაჭანებდა. თვალს მაკლია და თოვლში

მოძუნძულე ცხოველები შორიდანვე ვერ შევნიშნე. სიგარეტი დამივარდა. ძირს

დავიხარე და წამოდგომისას ჩემ წინ ოთხი ბანჯგვლიანი თათი დავინახე. გული

გამისკდა! შიშიგან ხმა ვერ ამოვიღე. წელში გავსწორდი და აღმოვაჩინე, რომ მგლების

ხროვას წრე შემოურტყია ჩემთვის. შუქი ჯერ ერთს მივანათე, მერე ყველას

გადავატარე. თუ სწორად მახსოვს, შვიდნი იყვნენ. ახლომახლო ჯოხიც კი არ ეგდო,

მგლები რომ მომეგერიებინა. ჩავთვალე, მორჩა, გათავდა, ჩემი ცოლის ჩხუბს

ვერასდროს გავიგონებ და ვერც მის გემრიელ საჭმელს შევჭამ - მეთქი. მუხლებზე

დავეცი, ტირილი და ლოცვა დავიწყე. მერე ერთ-ერთი მომახტა, წამაქცია, მისი ცივი

და სველი ცხვირი შემეხო და გონება დავკარგე. თვალები რომ გავახილე, თოვლში

ვიწექი, ირგვლივ ყველაფერი ნისლს დაეფარა, გვერდით ფანარი ეგდო და ისევ

ანათებდა. წამოვჯექი. ვერ მიხვდი ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი... ფანარს ხელი

დავტაცე. ცოტა ხანს ვფიქრობდი გავაგრძელო თუ არა გზა-მეთქი. ჩემ თავს

ვეკითხებოდი მზად ხარ, რომ ჯოჯოხეთში ან სამოთხეში მოხვდე-მეთქი? ბოლოს

ფრხილად და ნელა დავიწყე მოძრაობა. ნისლი თანდათან გაიფანტა და ჩემი სახლი

გამოჩნდა. ფანჯარაში შუქი ენთო, საკვამურიდან კი ბოლი ამოდიოდა. გაყინული

ვიყავი, მაგრამ ამ სურათის დანახვამ გამათბო. ძალიან ბედნიერამ ამიტაცა! ლოყებზე

სიხარულის ცრმელები ჩამომიგორდა. ჩავთვალე, რომ სამოთხეში მოვხვდი. კარი ღია

დამხვდა, შინ შესულმა ჩემი ჩაძინებული ცოლი დავინახე. გვერდით მივუწექი და მეც

ჩამეძინა. მეორე დღეს, როგორც იქნა, მივხვდი რომ გადავრჩი... არ ვიცი როგორ... არ

ვიცი რატომ... მირანდას თუ კითხავთ, მთვარლი ვიყავი და მომელანდა. არა... ნასვამი

კი ვიყავი, მაგრამ არაფერი მომლანდებია. გარეგარე სიარული მაგრად მიყვარს... აი

სახლში ვერ ვჩერდები... მაგრამ... ეს სახლი რომ არ მქონდეს... ჩემი ცოლი რომ არ

მელოდებოდეს... სიცოცხლე არ მენდომებოდა. - გოგიამ თხრობა დაასრულა, ჩაიში

არაყი ჩუმად ჩაასხა, თვალი ჩაგვიკრა და გვანიშნა არ შემჩნიოთო. - ახლა თქვენი

ჯერია....

Page 58: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

ანდროს დივანზე მკლავი ისე გადაედო, თითქოს ჩემთვის ხელის გადახვევა

უნდოდა და ვერ ბედავდა. მახარაძე რაიმეს ვერ ბედავდა ქალთან? ზღაპარი ,,ათას

ერთი ღამიდან.“

- ბავშვობაში გიცნობდით... - დავიწყე მე.

- მომწონს შენი ამბის დასაწყისი.

-წითელი ,,კურტკა“ გეცვათ... ხშირად ეწეოდით და სულ შეზარხოშებული იყავით.

ცხენების მეშინოდა. ერთხელ თქვენ მითხარით, მარადონა არაფერს გაწყენინებსო,

ხელი მომკიდეთ და დაუკითხავად ცხენზე დამსვით. სანამ ჩვენ ვსეირნობდით,

დედაჩემი პარკში გიჟივით მეძებდა. ნინას გამოსასვლელთან გადავეყარეთ. მის მერე

სულ მასეირნებდით... ბოლოს ფულსაც კი არ მართმევდით. უბრალოდ სანამ არ

მომბეზრდებოდა მარადონაზე ვიჯექი და გაუჩერებლად გეტიქტიკებოდით.

- ჩემო რადა, ჩემო ლამაზო გოგო, როგორ მინდა რომ მახსოვდეს... არ გეწყინოს...

მაგრამ მასეთი ნაღდად არაფერი მახსოვს.

- ბუნებრივია, დიდი ხნის წინ მოხდა... თან იმდენ ბავშვს ასეირნებთ მთელი

ცხოვრებაა...

- არა, არა, იმიტომ კი არ დამავიწყდა, რომ ბევრ ბავშვს ვიცნობ... სასმელმა

მახსოვრობა გამიფუჭა. - გოგიას სახეზე სინანული ამოვიკითხე. - კი ვხვდები, რომ

თავს ვიკლავ, მაგრამ.... ვერ ვჩერდები... არ შემიძლია... კიდევ კარგი ცუდი

სიმთვრალე არ მაქვს, თორემ მირანდა დიდი ხნის წინ გამშორდებოდა. ***

კინოთეატრთან ახლოს ერთ-ერთ პოპულარულ კაფეში შევედით, სადაც ხალხი

ლანჩისთვის უკვე შეხიზნულიყო. ანდრიამ გამომიცხადა კუთხეები მომწონსო,

ამიტომ მაგიდაც კუთხეში შევარჩიეთ.

- კუთხეები?

- ხო ძალიან მყუდროდ ვგრძნობ თავს. მგონია, რომ სამყაროს გავეცალე და უსაფრთხო

ადგილი ვიპოვე, სადაც არავისთან ბრძოლა და არაფრის მტკიცება არ მიწევს.

- მე კი კიბეები, გვირაბები და ხიდები მიყვარს.

- კიბეებზე სიარული არ გეზარება?

- ხანდახან კი...

- აბა, კიბე რა საყვარელია?

- კიბეები იმიტომ მიყვარს, რომ მაღლა მიიწევს, გვირაბები იმიტომ რომ - მის ბოლოში

ყოველთვის სინათლეა, ხიდები კი ორ ნაპირს აკავშირებს.

- შენ სამოთხეში ხარ ნამყოფი თუ რა იყო? - გადაიხარხარა.

- რატომღაც მეგონა, რომ უფრო ფილოსოფიური იყავი.

- ფილოსოფია არ ვიცი მე უზმოზე! - მენიუ გადაშალა და წინ დამიდო. - რომელ ყავას

დალევ?

- დიდი არჩევანია?

- არი რა...

- შუადღეა, ამიტომ ამერიკანო იყოს.

Page 59: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

- დღის მონაკვეთების მიხედვით სვამ ყავას? - ანდრომ დაუფარავად დამცინა. ოღონდ

დასაცინი რა იყო, არ ვიცი.

- დღისით ამერიკანო, საღამოს ან ღამე - კაპუჩინო.

- გასაგებია... გასაგები... და რას მიაყოლებ?

- შენ თუ იხდი ეგრევე ლანჩმენიუს შევუკვეთავ. დესერტად კი შოკოლადიან

კრუასანს.

- ვა... დედაჩემსაც შოკოლადიანი კრუასანი უყვარს. - რუსუდანის გახსენებისას

სახეზე სევდამ გადაურბინა. - საერთოდ არ ხარ მორიდებული. - ეჭვი მაქვს, ძალით

გაიღიმა. - აშკარად არც ჩემს ჯიბეს უფრთხილდები.

- შენს ჯიბეს შენ უნდა გაუფრთილდე, თორემ მე არ მადარდებს.

- კარგი, ე.ი. ვუკვეთავთ ორ ლანჩს, ორ ამერიკანოს და ორ კრუასანს.

,,აიფონი“ ამოვიღე და სოციალურ ქსელში შევედი, იმიტომ რომ არ ვიცოდი

ანდროსთან რადას რა უნდა ელაპარაკა. ჩემს ადგილას მანჩო რომ მჯდარიყო,

გაცილებით უფრო მარტივი იქნებოდა ყველაფერი.

- სპეციალურად სახლში დავტოვე მობილური. ვიფიქრე მე და ოთხთვალა

ადამიანურად ვილაპარაკებთ - მეთი.

- მე კი მგონია, რომ ნატას ემალები. - სათვალეებიდან ამოვხედე. წამიყრუა.

- არ დაიღალე ამ Facebook-ითა და instagram-ით? შენც არ გყავდეს ახლა გაგიჟებული

Follower-ები, რომლებიც შენს ,,ვაინებს“ ან ვიდეობლოგებს ელოდებიან.

- შენი აზრით ადამიანი სოციალურ ქსელს მარტო იმიტომ უნდა ჩამოშორდეს, რომ

შენსავით არ უგულავენ ნებისმიერ ფოტოს, თუნდაც განავლის, და არ

უკომენტარებენ?!

- სამყაროში ყველაზე კონფლიქტური გოგო ხარ. ვერ ,,გიმუღამებ.“

- ა, სცადე? რაღაც ვერ შევამჩნიე.

- ხო, ვცადე, მაგრამ, როგორც ჩანს, იმის მიუხედავად რომ ოთხთვალა ხარ, ვერც ერთი

თვალით ვერ იხედები.

წამოვდექი და ქურთუკი სწრაფად შემოვიცვი.

- რას აკეთებ?

- მივდივარ. ერთი წუთიც აღარ მინდა აქ გაჩერება. - ჩანთა გადავიკიდე. უკვე

დააფიქსირეთ, რომ როცა თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი ან გულს მტკენდნენ

ყოველთვის გავრბოდი? ადამიანს, რომელიც გამცირებს გაექცევი, მაგრამ შელახულ

თავმოყვარეობას - ვერა.

- კარგი, სხვაგან ვჭამოთ. - ანდრო სერიოზული სახით წამოდგა და სკამი მაგიდასთან

მიდგა.

- ,,მეკაიფები?“ - ვერ გავარჩიე ხუმრობდა, თავს ძალით ისულელებდა თუ მართლა

ვერ მიხვდა რა მეწყინა.

- გგონია, ინტერიერი ან ხალხმრავლობა დავიწუნე?

- ხო. აბა ამდენი ხანია ოთხთვალას გეძახი და რით ვერ შეეჩვიე? მართლა

მოფერებასავით უნდა გესმოდეს უკვე. დიდხანს ვაპირებთ ამ თემაზე კამათს?

- აღარასდროს. - მოკლედ მოვუჭერი და კარისკენ წავედი. მიმტანმა თვალი

გამოგვაყოლა. მგონი, ყველას ყურადღებაც მივიქციეთ. ალბათ ფიქრობდნენ, ამათ

Page 60: ცოტაც და ავტირდებოდი · ნაწილში შემოდგომა ყველაზე ლამაზია. 3-4 სართულიანი

თავი რომანტიკულ ფილმში ჰგონიათო... ისე ყველა ახალგაზრდას გულის სიღრმეში

მართლა ფილმში ჰგონია თავი, შეიძლება რომანტიკულში არა, მაგრამ

სათავგადასვლო ჟანრში, ბოევიკში ან კომედიაში მაინც.

-კარგი, გაიმარჯვე! ისე იქნება, როგორც შენ გინდა. კმაყოფილი ხარ?! - მომაძახა სანამ

გზაზე გადავირბენდი და ორ ნაძვსშუა გაჭედილ ფიცარზე ჩამოჯდა.

რაღაც საეჭვოდ ადვილად დამნებდა - მეთქი, გავიფიქრე და ცნობისმოყვარეობამ

უკან, მასთან, მიმაბრუნა. მინდოდა გამერკვია რატომ დაიხია უკან.

კაფეში შევბრუნდით. ერთმანეთს არც ხმას ვცემდით და არც ვუყურებდით. კვლავ

კუთხეში დავსხედით. ჩვენ გვერდით მაგიდაზე ჩურჩული დაიწყეს, ზუსტად ვიცოდი

რომ ჩვენზე ჭორაობდნენ. ოფიციანტი მოგვიახლოვდა და გვკითხა რას ინებებთო.

შეკვეთა მიიღო და ის იყო უნდა გატრიალებულიყო, რატომღაც გადაიფიქრა და

დიდი ხნის მეგობარივით გამოგველაპარაკა:

-ძალიან საყვარელი დასანახები ხართ. ჩვენს კაფეში ბევრი წყვილი შემოსულა, ზოგი

კოცნაობდა, ზოგი სელფებს იღებდა... თქვენ იჩხუბეთ, მაგრამ ყველაზე დიდი

სიყვარული ამ ჩხუბში დავინახე. დანარჩენები ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებენ,

თითქოს სხვების დასანახად არიან ერთად. თითქოს სამეგობროს უმტკიცებენ, მარტო

თქვენ კი არ გყავთ შეყვარებულები, მეც მყავს და ბედნიერი ვარო.

მე და ანდროს ერთდროულად აგვიტყდა სიცილი. იმდენი ვიცინე ცრემლები

მომადგა. მიმტანს ჯერ დაბნეული სახე ჰქონდა, მერე მიხვდა, რომ წყვილი არ

ვიყავით, ბოდიში მოგვიხადა და სამზარეულოში გაიქცა.

-საყვარელი გოგოა. - ჩაილაპარაკა ანდრიამ.

-მეც მასე მგონია. - გულახდილად დავეთანხმე.

-ნატალის თუ დავშორდები, აუცილებლად მოგაკითხავ.

-запасная покрышка ვარ?

-რატომ მაინც და მაინც სათადარიგო? იქნებ последняя покрышка ხარ?

,,არ მოუსმინო, რადა... დაივიწყე მისი სიტყვები... ბოდავს რაღაცას... გატყუებს...

არ გაგასულელოს, გოგო!“ - ველაპარაკებოდი საკუთარ თავს. მისმენდა თუ არა, არ

ვიცი.

ქათმის სტეიკი და მექსიკური კარტოფილი მოგვიტანეს. მახარაძემ ნიშნის

მოგებით გამომხედა და ხორცის დაჭრა დაიწყო.

-ცეცხლე. - ვაკელი ,,სწერვასავით“ ჩავილაპარაკე. ცალი ხელით ხორს ვერ

დავანაწევრებდი, ამიტომ კარტოფილის ნაჭერი მაიონეზიან სოუსში ამოვავლე.

ანდრია წამოდგა და ჩვენი თეფშები გაცვალა.

- ჯერ შენ ცეცხლე. - ღიმილით მიპასუხა და ქათამი თავისთვისაც დაიჭრა.