დღეს ბიბლიოთეკის გარემონტებას...

8
პრობლემები სოფლების ამბულატორიებში განცხადებები „ჰარმონია” ორკესტრთან ერთად ამინდი წყლის ხარისხი უნდა შემოწმდეს 2 გვ. 7-8 გვ. 3 გვ. 8 გვ. 2 გვ. დღეს ნომერშია ბიბლიოთეკის გარემონტებას ვადამდე გვპირდებიან სამართლიანობა აღდგა ამბების აკიდო „სათნოების სახლის” დირექტორი შეიცვალა ა(ა)იპ ხარაგაულის „სათნოების სახლის“ დირექტორად გიორგი ჩიჩილიძე 2 ივლისს დაინიშნა. ყოფილი დირექტორის, მაკა შველიძის, განცხადებით, მან თა- ნამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. „მე მგონი, რომ შემოთავაზებები იქნება, - ამბობს ქალბატონი მაკა, - ალბათ სხვაგან დავსაქმდები. ასე უმჯობესი იყო, რომ მამაკაცს დაეკა- ვებინა ეს თანამდებობა. მე კარგად განვეწყვე, ნორმალური სიტუაციაა და ასე სჯობდა ჯერჯერობით.“ მაკა შველიძე ა(ა)იპ ხარაგაულის „სათნოების სახლის“ დირექტორად 2011 წლის იანვრიდან მუშაობდა. გაზიფიცირება ხარაგაულში ხარაგაულში გაზიფიცირება 2012 წლიდან მიმდინარეობს. „სოკარ გაზის“ ზესტაფონი-ხარაგაულის უბ- ნის აღრიცხვისა და დისტრიბუციის სამსახურის სპეციალისტ მიხეილ ბანცაძის ინფორმაციით, ამჟა - მად მიმდინარეობს კიკნაძის ქუჩის 11,13,15 და 19 ბინების საპ- როექტო სამუშაოები. „დაახლოებით ერთ კვირაში გადავინაცვლებთ პატარა ხარაგაულში სამონტაჟო სამუშაოებისათვის. დაწყებულია პა- ტარა ხარაგაულის მოსახლეობიდან დოკუმენტების მიღება, ბუნებრივი აირის სამონტაჟო სამუშაოები პა- ტარა ხარაგაულში წლის ბოლომდე დასრულდება“. გაზსადენიდან ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობას მაისიდან არემონტებს ტენდერში გამარჯ- ვებული შპს „გურო.“ შენობის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 104 949 ლარზე გამოცხადდა. „გურომ“ სამუშაოების ჩატარება 83 950 ლარად ივალდებულა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 3 აგვისტოს უნდა დასრულდეს. სამუშაოთა მწარმოებელ ნიკო ფცქიალაძის ინფორმაციით, დაგეგმილი სამშენებლო სამუშა- ოების დიდი ნაწილი შესრულე- ბულია. კერძოდ, კედლებიდან ჩამოირეცხა ძველი ნალესი და გაილესა თავიდან. შენობაში არ- სებული ხის იატაკის ქვეშ ამოივ- სო სიცარიელე და მიმდინარეობს იატაკზე მეტლახისა და ლამინა- ტის დაგება. ნაწილობრივ შეიცვა- ლა შუა გადახურვა. დამონტაჟდა შიგა და გარე კიბე. მთლიანად გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილი, აიგო შესასვლელი პანდუსი. ამჟამად მიმდინარეობს სამღებ- რო სამუშაოები და იგება იატაკი. ნიკო ფცქიალაძის ინფორმაციით, შენობის სახურავი კარგ მდგომა- რეობაშია და შეცვლას არ საჭი- როებს. მშენებლები ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუ- შაოების დასრულებას ვადამდე, ივლისის შუა რიცხვებისთვის, ვარაუდობენ. თამთა გოგოლაძე ლეღვნის საჯარო სკოლის დი- რექტორი თამარ ტაბატაძე თანამ- დებობიდან 2011 წლის 15 ივლისს გაათავისუფლეს. მიზეზად საატესტატო გამოცდებზე დაბალი შედეგები დასა- ხელდა. „განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსის ირაკ- ლი ანდრიაშვილის წერილი მიიღო სკოლის სამეურვეო საბჭომ, რომ განეხილათ ჩემი გათავისუფლების საკითხი, - იხსენებს თამარ ტაბატაძე, - სამეურვეო საბჭო წინააღმდეგი იყო. ხარაგაულიდან ვერაფერი საიმედო პასუხი მივიღე და იძულებული გავხ- დი, სამეურვეო საბჭოსთვის მეთხოვა, აღესრულებინათ ჩემი გათავისუფლე- ბის მითითება.“ ხელისუფლების შეცვლის შემ - დეგ თამარ ტაბატაძემ განათლების სამინისტროს სპეციალურ კომისიას მიმართა. კომისიამ დაასკვნა, რომ თამარ ტაბატაძე უკანონოდ იყო გა- თავისუფლებული. ამის შემდეგ მან სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. „რადგან ხელშეკრულება 2013 წლამდე მქონდა დადებული, თანამ- დებობაზე ჩემი აღდგენის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაავალა ლეღვნის საჯარო სკოლას და 24 თვის ანაზღაურებას, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, 14 თვეში ავიღებ. 2015 წლის იანვრიდან ვიღებ განაცდურს,“ - ამბობს თამარ ტაბატაძე და დასძენს, რომ სამართლიანობისთ- ვის ბრძოლა აუცილებელია. ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 2 ივლისს დაიწყო და 22 ივ- ლისამდე გასტანს. ხარაგაულიდან წელს ეროვნულ გამოცდებს 110-მდე აბიტურიენტი აბარებს. „გამოცდების ჩაბარებისას ძა- ლიან ვნერვიულობ, - ამბობს ხარა- გაულელი აბიტურიენტი თამარ ჩხიკ- ვაძე, - უკვე ორი გამოცდა ჩავაბარე, კიდევ ორი უნდა ჩავაბარო, - უცხო ენაში და ქართულ ლიტერატურაში. ორივე გამოცდაში მაღალი ქულების მიღებაა საჭირო ჩემგან არჩეულ ფაკულტეტებზე ჩასარიცხად. ტეს- ტები საკმაოდ რთულია. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას,“ - ამბობს თამარი. ხარაგაულელმა აბიტურიენტ- მა ირაკლი შარიქაძემ უკვე ორი გამოცდა ჩააბარა, - ქართული ენა- სა და ლიტერატურაში და ზოგად უნარებში. ირაკლიც ოთხ გამოცდას აბარებს. „ისტორია უფრო რთულად ჩასაბარებელი მეჩვენება, თუმცა ძალიან არ ვნერვიულობ“, - ამბობს ირაკლი. ხარაგაულელ დათო აბაშიძეს რომ დავუკავშირდით, ზოგადი უნა- რების გამოცდაზე გასასვლელად ემზადებოდა. გვითხრა, რომ არ ღე- ლავდა. „გამოცდები ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ყველა პირობაა იმისათვის, რომ მშვიდად იმუშაო. ყველაზე მეტად ინგლისური ენის გამოცდა მაშინებს. თუმცა იმედი მაქვს, ჩაბარება არ გამიჭირდება,“ - ამბობს დავით აბაშიძე. საერთაშორისო ურთიერთობე- ბის ფაკულტეტი აირჩია ხარაგა- ულელმა აბიტურიენტმა თორნიკე ჭყოიძემ. მისი აზრით, გამოცდები საშუალო სირთულისაა და მოსწავ- ლეს, რომელიც სკოლაში კარგად სწავლობდა, ჩაბარება არ გაუჭირ- დება. „ქართული და უნარები უკვე ჩავაბარე. წინ კიდევ სამი გამოცდა მელის და იმედი მაქვს, კარგ შედეგს ვაჩვენებ“. წარმატებებს ვუსურვებთ აბიტუ- რიენტებს. თამთა გოგოლაძე წარმატებები აბიტურიენტებს გვ. 7 ხარაგაულის მუნიციპალიტე- ტის გამგებელმა კობა ლურს - მანაშვილმა 2 ივლისს მიმართა წერილით ხარაგაულის ღია ესტრადისა და პარკის რეაბი - ლიტაციისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჰესპია მურის“ დირექტორ კარ- ლო კოპალიანს. მან ათ სამუ- შაო დღეში უნდა წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემოთავაზებული ფა- სის - 449 999 ლარის, - ხუთი პროცენტის ოდენობით და მოავ- ლიოს უფლებამოსილი წარმო- მადგენელი ხელშეკრულების გასაფორმებლად. ამ ტენდერში ოთხი ორგანიზა- ცია მონაწილეობდა და 489 922 ლარზე იყო გამოცხადებული. პარკისა და ღია ესტრადის სარეაბილიტაციოდ 10 ივლისი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 25 (645) www.chkh.org

Upload: others

Post on 26-Feb-2020

6 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: დღეს ბიბლიოთეკის გარემონტებას ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/25-645-2015w.pdf2 xtvb [fhfufekb 10 ივლისი,

პრობლემები სოფლების ამბულატორიებში

განცხადებები

„ჰარმონია” ორკესტრთან ერთად

ამინდი

წყლის ხარისხი უნდა შემოწმდეს

2 გვ.

7-8 გვ.

3 გვ.

8 გვ.

2 გვ.

დღეს ნომერშია

ბიბლიოთეკის გარემონტებას ვადამდე გვპირდებიან

სამართლიანობა აღდგა

ამბების აკიდო

„სათნოების სახლის” დირექტორი შეიცვალაა(ა)იპ ხარაგაულის „სათნოების

სახლის“ დირექტორად გიორგი ჩიჩილიძე 2 ივლისს დაინიშნა.

ყოფილი დირექტორის, მაკა შველიძის, განცხადებით, მან თა-ნამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„მე მგონი, რომ შემოთავაზებები იქნება, - ამბობს ქალბატონი მაკა, - ალბათ სხვაგან დავსაქმდები. ასე უმჯობესი იყო, რომ მამაკაცს დაეკა-ვებინა ეს თანამდებობა. მე კარგად განვეწყვე, ნორმალური სიტუაციაა და ასე სჯობდა ჯერჯერობით.“

მაკა შველიძე ა(ა)იპ ხარაგაულის „სათნოების სახლის“ დირექტორად 2011 წლის იანვრიდან მუშაობდა.

გაზიფიცირება ხარაგაულშიხარაგაულში გაზიფიცირება 2012

წლიდან მიმდინარეობს. „სოკარ გაზის“ ზესტაფონი-ხარაგაულის უბ-ნის აღრიცხვისა და დისტრიბუციის სამსახურის სპეციალისტ მიხეილ ბანცაძის ინფორმაციით, ამჟა-მად მიმდინარეობს კიკნაძის ქუჩის №11,13,15 და №19 ბინების საპ-როექტო სამუშაოები. „დაახლოებით ერთ კვირაში გადავინაცვლებთ პატარა ხარაგაულში სამონტაჟო სამუშაოებისათვის. დაწყებულია პა-ტარა ხარაგაულის მოსახლეობიდან დოკუმენტების მიღება, ბუნებრივი აირის სამონტაჟო სამუშაოები პა-ტარა ხარაგაულში წლის ბოლომდე დასრულდება“.

გ აზსადენიდან

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობას მაისიდან არემონტებს ტენდერში გამარჯ-ვებული შპს „გურო.“ შენობის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 104 949 ლარზე გამოცხადდა. „გურომ“ სამუშაოების ჩატარება 83 950 ლარად ივალდებულა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 3 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

სამუშაოთა მწარმოებელ ნიკო ფცქიალაძის ინფორმაციით, დაგეგმილი სამშენებლო სამუშა-ოების დიდი ნაწილი შესრულე-ბულია. კერძოდ, კედლებიდან ჩამოირეცხა ძველი ნალესი და გაილესა თავიდან. შენობაში არ-სებული ხის იატაკის ქვეშ ამოივ-სო სიცარიელე და მიმდინარეობს იატაკზე მეტლახისა და ლამინა-ტის დაგება. ნაწილობრივ შეიცვა-ლა შუა გადახურვა. დამონტაჟდა შიგა და გარე კიბე. მთლიანად გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილი, აიგო შესასვლელი პანდუსი.

ამჟამად მიმდინარეობს სამღებ-რო სამუშაოები და იგება იატაკი. ნიკო ფცქიალაძის ინფორმაციით, შენობის სახურავი კარგ მდგომა-

რეობაშია და შეცვლას არ საჭი-როებს.

მშენებლები ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუ-

შაოების დასრულებას ვადამდე, ივლისის შუა რიცხვებისთვის, ვარაუდობენ.

თამთა გოგოლაძე

ლეღვნის საჯარო სკოლის დი-რექტორი თამარ ტაბატაძე თანამ-დებობიდან 2011 წლის 15 ივლისს გაათავისუფლეს. მიზეზად საატესტატო გამოცდებზე დაბალი შედეგები დასა-ხელდა. „განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსის ირაკ-ლი ანდრიაშვილის წერილი მიიღო სკოლის სამეურვეო საბჭომ, რომ

განეხილათ ჩემი გათავისუფლების საკითხი, - იხსენებს თამარ ტაბატაძე, - სამეურვეო საბჭო წინააღმდეგი იყო. ხარაგაულიდან ვერაფერი საიმედო პასუხი მივიღე და იძულებული გავხ-დი, სამეურვეო საბჭოსთვის მეთხოვა, აღესრულებინათ ჩემი გათავისუფლე-ბის მითითება.“

ხელისუფლების შეცვლის შემ-დეგ თამარ ტაბატაძემ განათლების სამინისტროს სპეციალურ კომისიას მიმართა. კომისიამ დაასკვნა, რომ თამარ ტაბატაძე უკანონოდ იყო გა-თავისუფლებული. ამის შემდეგ მან სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

„რადგან ხელშეკრულება 2013 წლამდე მქონდა დადებული, თანამ-დებობაზე ჩემი აღდგენის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაავალა ლეღვნის საჯარო სკოლას და 24 თვის ანაზღაურებას, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, 14 თვეში ავიღებ. 2015 წლის იანვრიდან ვიღებ განაცდურს,“ - ამბობს თამარ ტაბატაძე და დასძენს, რომ სამართლიანობისთ-ვის ბრძოლა აუცილებელია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 2 ივლისს დაიწყო და 22 ივ-ლისამდე გასტანს.

ხარაგაულიდან წელს ეროვნულ გამოცდებს 110-მდე აბიტურიენტი აბარებს.

„გამოცდების ჩაბარებისას ძა-ლიან ვნერვიულობ, - ამბობს ხარა-გაულელი აბიტურიენტი თამარ ჩხიკ-ვაძე, - უკვე ორი გამოცდა ჩავაბარე, კიდევ ორი უნდა ჩავაბარო, - უცხო ენაში და ქართულ ლიტერატურაში. ორივე გამოცდაში მაღალი ქულების მიღებაა საჭირო ჩემგან არჩეულ ფაკულტეტებზე ჩასარიცხად. ტეს-ტები საკმაოდ რთულია. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას,“ - ამბობს თამარი.

ხარაგაულელმა აბიტურიენტ-მა ირაკლი შარიქაძემ უკვე ორი გამოცდა ჩააბარა, - ქართული ენა-სა და ლიტერატურაში და ზოგად უნარებში. ირაკლიც ოთხ გამოცდას აბარებს. „ისტორია უფრო რთულად ჩასაბარებელი მეჩვენება, თუმცა ძალიან არ ვნერვიულობ“, - ამბობს

ირაკლი.ხარაგაულელ დათო აბაშიძეს

რომ დავუკავშირდით, ზოგადი უნა-რების გამოცდაზე გასასვლელად ემზადებოდა. გვითხრა, რომ არ ღე-ლავდა. „გამოცდები ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ყველა პირობაა იმისათვის, რომ მშვიდად იმუშაო. ყველაზე მეტად ინგლისური ენის გამოცდა მაშინებს. თუმცა იმედი მაქვს, ჩაბარება არ გამიჭირდება,“ - ამბობს დავით აბაშიძე.

საერთაშორისო ურთიერთობე-ბის ფაკულტეტი აირჩია ხარაგა-ულელმა აბიტურიენტმა თორნიკე ჭყოიძემ. მისი აზრით, გამოცდები საშუალო სირთულისაა და მოსწავ-ლეს, რომელიც სკოლაში კარგად სწავლობდა, ჩაბარება არ გაუჭირ-დება. „ქართული და უნარები უკვე ჩავაბარე. წინ კიდევ სამი გამოცდა მელის და იმედი მაქვს, კარგ შედეგს ვაჩვენებ“.

წარმატებებს ვუსურვებთ აბიტუ-რიენტებს.

თამთა გოგოლაძე

წარმატებები აბიტურიენტებს

გვ. 7

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგებელმა კობა ლურს-მანაშვილმა 2 ივლისს მიმართა წერილით ხარაგაულის ღია ესტრადისა და პარკის რეაბი-

ლიტაციისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჰესპია მურის“ დირექტორ კარ-ლო კოპალიანს. მან ათ სამუ-შაო დღეში უნდა წარადგინოს

ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემოთავაზებული ფა-სის - 449 999 ლარის, - ხუთი პროცენტის ოდენობით და მოავ-ლიოს უფლებამოსილი წარმო-

მადგენელი ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ამ ტენდერში ოთხი ორგანიზა-ცია მონაწილეობდა და 489 922 ლარზე იყო გამოცხადებული.

პარკისა და ღია ესტრადის სარეაბილიტაციოდ

10 ივლისი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№25 (645)

www.chkh.org

Page 2: დღეს ბიბლიოთეკის გარემონტებას ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/25-645-2015w.pdf2 xtvb [fhfufekb 10 ივლისი,

2 xtvb [fhfufekb 10 ივლისი, 2015 წ.

სკოლებსა და ბაღებში წყლის ხარისხი უნდა

შემოწმდეს

საქართველოს პარლამენტში ხა-რაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის ბიუროს ხელმძღ-ვანელმა მარი ბერაძემ საკრებულოს წევრებს 6 ივლისს სხდომაზე ფოტო-კოლაჟით წარუდგინა ის პრობლე-მები, რაც დეპუტატის ბიურომ სოფ-ლებში გასვლის დროს დააფიქსირა. მარი ბერაძის ინფორმაციით, სოფელ ჩხერის ზედა უბნის გზა ისეა დაზიანე-ბული, რომ იქ სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ მიდის. მისივე თქმით, ამ უბანში მცხოვრები მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომაროებაშია, - არ აქვთ წამლებისა და საკვების ფული.

გასაკეთებელია კიცხის სპორტუ-ლი მოედანი. სპორტული მოედნის მნიშვნელობაზე დეპუტატის ბი-უროსთან არსებული „სამოქალაქო განათლების ცენტრის“ კიცხელმა მოსწავლემ ისაუბრა.

მარი ბერაძემ დეპუტატებს ზამ-თარში გადაღებული სხლითის გზის მონაკვეთის ფოტო წარუდგინა. მანვე ისაუბრა ნუნისისა და მარელისის გზე-ბის, ასევე წიფაში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის მძიმე მდგომარეობაზე.

„თქვენთვის ინფორმაციის წარმოდგენის მიზანია, რომ გამო-თავისუფლებული თანხით მოგვარ-დეს ეს პრობლემები, ან გაითვალის-წინოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას,“ - აღნიშნა მარი ბე-რაძემ. მისივე ინფორმაციით, მან განცხადებები აღნიშნულ პრობლე-მებზე გადაუგზავნა მუნიციპალიტეტის გამგეობას.

მარი ბერაძისგან საკრებულოში ინფორმაციის წარდგენას არერთგ-ვაროვანი რეაქციები მოჰყვა დეპუ-ტატებისგან.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძის თქმით, პრობლემები, რაც მოსახ-ლეობის წინაშეა, სოფლის მხარდა-ჭერის პროგრამის დროს კრებებზე სახელდება და მოსახლეობა ირჩევს, რომელი პრობლემა მოგვარდეს პირველ რიგში. „2012 წლიდან ყველა არჩევნებში ჩართული ვარ. როდესაც ბატონი ნოდარ ებანოიძე საარჩევნო შეხვედრებზე დადიოდა, მე მისი შტაბის აქტივის წევრი ვიყავი და აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე

ვიყავი მასთან ერთად. დიდ პატივს ვცემ ბატონ ნოდარს. წინასაარჩევნოდ ის თითქმის ყველა ოჯახს ჰპირდე-ბოდა, რომ აქ მოვა გაზი, აქ იქნება ასფალტი, არჩევნების შემდეგ ყველას გექნებათ კოოპერატივიო. მე არ ვამ-ბობ, რომ ვინმემ პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას. ჩვენთვის ყველა ადამიანი პრიორიტეტია, მაგრამ ეს მონტაჟები და კინოფილმები ჩემთ-ვის მიუღებელია. ეს რომ მცოდნოდა, წამოვიღებდი „ქართული ოცნების“ გაზეთს, სადაც ბატონ ნოდარს ყველა სოფლის პრობლების გადაწყვეტა აქვს ჩამოთვლილი. საინტერესოა, თქვენ რას წყვეტთ, გარდა იმისა, რომ ნეგატიური ინფორმაცია გამოიტანეთ. მოსახლეობა მაბარებს, სად არის ბატონი ნოდარიო. ყველა პრობლემა საკრებულოს მაჟორიტარებზე გადმო-დის,“ - აღნიშნა მანანა ბარბაქაძემ.

საკრებულოს წევრის, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო მხოლოდ პრობ-ლემების წარმოჩენითაა დაკავებული და საქმეს არ აკეთებს. „არ გვჭირ-დება ჭკუის დარიგება ბიუროსგან,“ - აღნიშნა მან.

ვარლამ თავზარაშვილი: -თქვენ კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ხართ ხელისუფლების ოპოზიციაში და ხელისუფლების მოწინააღმდეგე ხართ.

საღანძილის მაჟორიტარი დეპუ-ტატის, დავით კიკნაძის ინფორმა-ციით, გასულ პარასკევსა და შაბათს სხლითში შეკეთდა გზის ყველაზე ცუდი მონაკვეთები. მისივე თქმით, სპორტული მოედნის მოწესრიგება

ადგილობრივი ძალებითაც შეიძლე-ბა და ყველაფრის მოსაგვარებლად ხელისუფლებას არ უნდა ვუყუროთ.

საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმო-მადგენლის, კობა ყრუაშვილის თქმით, ის კარგად იცნობს ჩხერის მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობ-ლემებს და მათთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. მისივე ინფორ-მაციით, შარშან ხახალაშვილების უბნის გზა შეკეთდა და წელსაც იგეგმება მისი შეკეთება. „ერთად რომ წავსულიყავით პრობლემების გასაცნობად, უკეთესი იქნებოდა,“ - აღნიშნა კობა ყრუაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, მნიშვნელოვანია, აქტიური თანამშრომლობა შედგეს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და საკრებულოს წევრებს შორის, ერთად შეისწავლონ საკითხები და სწორი მიდგომით მოაგვარონ.

„გაუგებარია, რა არის საკამათო და საჩხუბარი. პრობლემები ერთი ხელის დაკვრით ვერ მოგვარდება. მშვიდად შევხედოთ ამ საკითხებს და მათ გადასაჭრელად მშვიდად ვითანამშ-რომლოთ. მტკივნეულად ამ პრობლე-მებისთვის არ შემიხედავს იმიტომ, რომ ჩვენ ვმუშაობთ მათ მოსაგვარებლად. რომ მოვისმენთ, სად უფრო მწვავედ დგას ესა თუ ის საკითხი, შემდეგ უფრო ზუსტად დავგეგმავთ, რომელი მათგა-ნია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გამოვძებნით მათი გადაჭრის გზებს,“ - აღნიშნა ინგა მაღრაძემ.

გვერდი მოამზადანინო კაპანაძემ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 ივლისს გამართულ მორიგ სხდომაზე ცნობად მიიღო ხარა-გაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ანგარიში 2014 წელს გაწე-ული საქმიანობის შესახებ. ანგარიში დეპუტატებს ცენტრის ახალმა ხელმძღ-ვანელმა შმაგი ხიჯაკაძემ წარუდგინა. ანგარიშში საუბარია სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების სა-ნიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ „დაბა ხარა-გაულის სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ხოლო სოფლებში სარ-გებლობენ ადგილობრივი წყაროების წყლით. მარელისის საჯარო სკოლაში წყლის რეზერვუარის სანიტარული დამუშავება აუცილებელია, ლეღვნის საჯარო სკოლას ესაჭიროება წყლის სათავე ნაგებობის აღდგენა, ხოლო №3 კორპუსში - ეზოში წყლის შეყვანა. წიფის საჯარო სკოლას ესაჭიროება წყალმომარაგების სისტემის შეკეთება, რომ სკოლას წყალი მიეწოდოს საკუ-თარი მილებით წყლის ავზიდან. კიცხის საჯარო სკოლის წყალმომარაგება ტექნიკურად გაუმართავია, სარგვეშის სკოლას კი არ აქვს წყალი და დამლა-გებელს მოაქვს ვედროებით.

ტუალეტში წყალმომარაგების წერტი-ლები არ არის თითქმის არც ერთ სკოლა-ში, - არის ტუალეტთან ახლოს ან ეზოში, მაგრამ არ არის სათანადოდ აღჭურვილი - არ დევს მუდმივად საპონი. ამის მიზე-ზად სახელდება მოსწავლის მიერ საპნის არამიზნობრივად გამოყენება. არ დევს ხელის გასამშრალებელი საშუალება, საბავშვო ბაღებში კი გასამშრალებლად იყენებენ ინდივიდუალურ პირსახოცებს. ყველა საჯარო სკოლის ტუალეტის კაპიტალური შენობა ორმოზეა და არ არის ჩარეცხვადი. გამონაკლისია ბორის, ხარაგაულის #3 და მარელისის საჯარო სკოლები. სასწავლო დაწესებულებების ტუალეტებში არ არის განათება და არ დევს მუდმივად ქაღალდი. ამის მიზეზად ასახელებენ ბავშვების მიერ არამიზნობ-რივ გამოყენებას. არც ერთ სასწავლო და სააღზრდელო დაწესებულებას არ აქვს სადეზინფექციო საშუალებები, გამონაკლისია ბორის საჯარო სკოლა. სკოლები იყენებენ მხოლოდ სარეცხ საშუალებებს - ხსნარებს. ამის მიზეზად ასახელებენ შესყიდვის ხელმიუწვდომ-ლობას. ტუალეტების დასალაგებელი ინ-

ვენტარი არ არის მარკირებული, ხოლო ტექნიკური გამართულობის შემოწმება ხორციელდება პერსონალის მიერ.

სასწავლო და სააღმზრდელო და-წესებულებებში აუცილებელია წყლის პრობლემების მოგვარება, წყლის ხარისხის შემოწმება. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტუალეტების სისუფთავეს, საასანიზაციო ორმოების დროულად დაცლას, ტუალეტებში სისტემატურად საპნისა და ტუალეტის ქაღალდის არსებობაზე ზედახედველობას. აუცი-ლებელია ქლორშემცველი სადეზინ-ფენქციო საშუალებების გამოყენება.“

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, საკრებუ-ლოს წევრ დავით კიკნაძის ინფორმა-ციით, სკოლების წინაშე მდგარი ყველა პრობლემა მისთვის ნაცნობია. „ჩვენ განათლების სამინისტროს წინაშე და-ვაყენეთ ეს საკითხები. რომელ სკოლა-საც აქვს ფინანსური შესაძლებლობა, აგვარებს პრობლემებს. ამავე დროს, ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს უფლება, დაეხმაროს სკოლებს,“ - ამბობს დავით კიკნაძე. მისი ინფორმა-ციით, უკვე მოგვარებულია სარგვეშისა და ხარაგაულის №3 საჯარო სკოლებში წყალმომარაგების პრობლემა, კიცხში დებეტი არასაკმარისია, რადგან იმ წყლით სოფელმაც უნდა ისარგებლოს. „თუ სადმე არ არის ტუალეტის ქაღალ-დი ან განათება, ეს არის მენეჯმენტის პრობლემა. სკოლებს წლის განმავ-ლობაში რამდენჯერმე ვამოწმებთ და, პირველ რიგში, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობით ვინტერესდებით,“ - ამბობს დავით კიკნაძე.

შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, 15 აგვისტოდან მათი სამსახური შეამოწ-მებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის წყლის ქიმიურ და ბაქტერი-ოლოგიურ შემადგენლობას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი თხელიძის თქმით, კომისიამ მოიწონა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაც-ვის ცენტრის ახალი ხელმძღვანელის სამომავლო გეგმები. გივი თხელიძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში დეზინ-ფექციას იმაზე გაცილებით იაფად ჩაატა-რებს ჯანდაცვის ცენტრი, ვიდრე ეს დღეს უჯდებათ საბავშვო ბაღებს. ამის შესახებ საკრებულო მომავალში იმსჯელებს.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2014 წლის ანგა-რიშში აღნიშნულია, რომ „პირველადი ჯანდაცვის რგოლების უმრავლესობა აღჭურვილია მაცივრებით ასაცრელი მასალის შესანახად. არ აქვთ მაცი-ვარი ხევისა და ხიდრის უბნებს. აქვთ მაცივარი, მაგრამ არ მუშაობს ლაშის საექიმო უბანზე. აღნიშნულ მაცივარში, დღიდან მისი მიღებისა, ვერ მოხერხდა ტემპერატურული რეჟიმის დარეგული-რება. წყალაფორეთის სამედიცინო უბანს არ მიეწოდება ელექტროენერ-გია. მსგავსი პრობლემაა უმრავლეს უბანზე. შენობები არ არის აყვანილი ბალანსზე, ამიტომ ენერგოკომპანია

არ აძლევს მრიცხველის დადგმის უფ-ლებას. აღნიშნული პრობლემა დიდი ხანია დასმულია და ზოგადად სახელმ-წიფოში მოუგვარებელია.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ექიმ ბესო ფოც-ხვერაშვილის თქმით, სამედიცინო ამბულატორიების წყლითა და ელექტ-როენერგიით მომარაგების პრობლემა, წლებია, ვერ გვარდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტ-რის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, მათ მიიღეს მაცივრები და ის ამბულატორიები, სადაც დღემდე მაცივარი არ ჰქონდათ, აღიჭურვება ასაც-რელი მასალის შესანახი მაცივრებით.

პრობლემები სოფლების

ამბულატორიებში

სკოლებში გასულ წლებში მოს-წავლეთა ღრმა სამედიცინო შემოწ-მება ტარდებოდა. ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვარლამ ჭიპაშვილი საკრებულოს 6 ივლისის სხდომაზე დაინტერესდა, ხომ არ გეგმავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მსგავს აქციას.

საკრებულოს წევრის, ექიმ აზა ფურცელაძის თქმით, მოსწავლეთა

სამედიცინო შემოწმება ხარაგაულის საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის ექიმების მონაწილეობით როცა ტარ-დებოდა, მაშინ ხარაგაულში 41 ექიმი მუშაობდა და არა - შვიდი. „ახლა ეს შეუძლებელია. უმჯობესია, უბნის ექი-მი შევიდეს სკოლაში და შეამოწმოს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგო-მარეობა. უბნის ექიმებმა სოფელში ყველა ბავშვის ისტორია ვიცით, და-

ბადებიდან სკოლის დამთავრებამდე. თუ რაიმე პათოლოგია აღმოჩნდა და ექიმმა რომელიმე დაავადებაზე იეჭვა, მისცემს მიმართულებას, სად და როგორ იმკურნალოს,“ - ამბობს აზა ექიმი. მისივე თქმით, ძალიან კარგი აქციაა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ საბავშვო ბა-ღების აღსაზრდელთა და სკოლების მოსწავლეთა გამოკვლევა ინვაზიაზე.

შესაძლებელია თუ არა მოსწავლეთა სამედიცინო შემოწმება

მეპაიეები ქონების დაბრუნებას ითხოვენ

„ამ განცხადებას ორი სტატუსით ვაკეთებ, - როგორც რაიკავშირის სა-ინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი და „პატრიოტთა ალიანსის“ ხარა-გაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, - მიმართა ხარაგა-ულის მუნიციალიტეტის საკრებულოს წევრებს 6 ივლისს სხდომაზე თემურ ფცქიალაძემ, - დღევანდელი ხელი-სუფლება ხალხმა სამართლიანობის აღდგენისთვის აირჩია. ამ კუთხით ძვრები ძალიან უმნიშვნელოა. კერ-ძოდ, მინდა ხარაგაულის მაგალით-ზე გითხრათ, - 2006-2007 წლებში წინა ხელისუფლებამ კრიმინალური გზით 350 მეპაიეს ხარაგაულში ძა-ლით ჩამოართვა ქონება. მოტივი იყო ის, რომ თქვენ ვერ უვლით, ჩვენ მოვუვლითო. როგორც მოუარეს,

- ვხედავთ. ხარაგაულის სავაჭრო ცენტრი ინგრევა და ანალოგიური მდგომარეობაა სოფლებში. გადა-ვწყვიტეთ, ჯერ საკრებულოს და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მოგმართოთ და მერე - სხვა უწყე-ბებს. ვითხოვთ, რომ გამოიჩინოთ ინიციატივა და გვიშუამდგომლოთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან იმ ქონების მეპაიეებისთვის დაბრუ-ნებაზე, რომლებიც ჯერჯერობით გაუყიდავია.“

თემურ ფცქიალაძის ინფორმა-ციით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ საკითხზე ორმხრივად იმუშავეს, - ერთმა ჯგუფმა სასამარ-თლოს მიმართა, მეორემ პროკუ-რატურას. „საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა

ეს პროცესი ჭიანურდება. ამასობაში შენობა-ნაგებობები ნადგურდება, - ამბობს თემურ ფცქიალაძე, - სარე-კომენდაციო წერილით მიმართეთ პრემიერ-მინისტრს, რომ დაგვიბრუნ-დეს ქონება. კანონიერების აღდგენა არის მთავარი.“

მისივე თქმით, არ არის სავალ-დებულო, წერილით მიმართოს საკრებულოს და სხდომაზე მისი განცხადებაც საკმარისია. მან საკრე-ბულოს შესთავაზა, შექმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საკითხს.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, შეეცდებიან დე-ტალური ინფორმაცია მოიძიონ მეპაიეებისგან, რათა ცენტრალურ ხელისუფლებაში გაგზავნილი მასა-ლა იყოს სრულყოფილი.

რატომ ითვლება პრობლემებზე საუბარი ოპოზიციონერობად

Page 3: დღეს ბიბლიოთეკის გარემონტებას ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/25-645-2015w.pdf2 xtvb [fhfufekb 10 ივლისი,

3xtvb [fhfufekb10 ივლისი, 2015 წ.

„ჰარმონია“ ორკესტრთან ერთად

ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი პროფესიის არჩევაა. მომავალი ცხოვრება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის კი, ნამდვილად მოიაზრება სწორად დაგეგმილი და არჩეული კარიერა. პროფესიის არჩევისას დიდი ყურადღება უნდა მივაქ-ციოთ პიროვნების ფსიქოტიპს. ადამიანის ფსიქოტიპის გააჩნია ინდივიდუალურ - ფსიქოლოგიური თავისებურებები, ტემპერამენტი, მიმართულება, კონფლიქტურობა და სხვ. 15-18 წლის ასაკისთვის, ტემპერამენტის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური თავისებურებები მოიპოვებენ გარკვეულობასა და სიმტკიცეს და შესაძლებელია გან-ვიხილოთ, როგორც რეალური პირობები, რომლის გათვალის-წინება საჭიროა მომავალი გზის არჩევისას.

ტემპერამენტი არის ადამიანის უმაღლესი ნერვიული მოქმედების ტიპი, თანდაყოლილი ფსიქო-ლოგიური თვისება, რომელიც გადაეცემა მემკვიდრებით. არსე-ბობს ოთხი ტიპის ტემპერამენტი, ესენია: ქოლერიკი, ფლეგმატიკი, სანგვინიკი და მელანქოლიკი. თი-თოეული ტიპის ფსიქოლოგიური თავისებურებები შეესაბამება ამა თუ იმ პროფესიულ საქმიანობას, სადაც ადამიანი შეძლებს, რომ მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას. პროფესიის შერჩევისას აუცილე-

ბელია გავითვალისწინოთ ინდი-ვიდუალური და ფსიქოლოგიური თავისებურებები, რათა საქმიანობა დაკავშირებული იყოს სიამოვნე-ბასთან და არ იწვევდეს ნერვულ დაძაბულობასა და სტერესებს. განვიხილოთ თითოეული ტიპი:

ქოლერიკი - ტემპერამენტის ტიპი, რომელიც ავლენს ძლიერ ემოციებს და გაუწონასწორებ-ლობას. ეს ტიპი ხასიათდება ენერგიულობით, სიმკვეთრით, მიზანმიმართულებით, მოძრაობე-ბის სიძლიერით, სწრაფი ტემპით. ასეთი ტემპერამენტის ადამიანს შეუძლია მკვეთრი ცვალებადობა. ხან ძალიან აფეთქებულია, ხან ძა-ლიან მოუთმენელია, მიმართულია ემოციური სტრებისკენ, ზოგჯერ არის აგრესიულიც კი. ქოლერიკი არის ძალიან შრომისმოყვარე, მოუსვენერი, მოძრავი, იმპულსუ-რი, თავის თავში თავდაჯერებული ადამიანი. ის არის წარმატებული იმ პროფესიებში, სადაც აუცილე-ბელია ინიციატივა და ჟინი. ქოლე-რიკულ ტემპერამენტს შეიძლება შევუსაბამოთ პროფესიები, სადაც მუდმივად აუცილებელია რისკი. ისინი წარმატებით ასრულებენ ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: მეხანძრე, ევაკუატორი, მაშველი, ბიზნესმენი და სხვ. ზოგჯერ ქოლე-რიკები ხდებიან არაჩვეულებრივი ადვოკატები, კომერსანტები, მე-წარმეები. თუ ქოლერიკმა ამოირ-ჩია საქმე, რომელიც ითხოვს

ყურადღების კონცენტრაციას, ერთფეროვნებას, ისეთი პრო-ფესია, როგორიცაა მხაზველი ან კორექტორი, ის ძალიან მოკლე დროში მიხვდება, რომ ეს არ არის მისთვის შესაფერისი საქმიანობა.

ფლეგამიტიკი - ტემპერამენ-ტის ტიპი, რომელიც ავლენს სი-ნელეს, უყურადღებოა მიზნებისა და ინტერესების მიმართ. არ აქვს მეტყველი მზერა და მისი მიმიკები შეუმჩნეველია. ადამიანი ფლეგ-მატური ტემპერამენტით რთუ-ლად გადაირთვება საქმიანობის ერთი სახეობიდან მეორეზე და ნაკლებად წარმატებულად ადაპ-ტირდება ახალ გარემოსთან. ბუნებაში დომინირებენ მშვიდი, თანასწორი ხასიათისა და განწ-ყობის ფლეგმატკები. გრძნობები და განწყობები მტერთანაც კი იგივეა, ინარჩუნებენ სიმშვიდეს და არიან თავშეკავებულები, გაწონასწორებულები, დაფიქ-რებულები, შრომისმოყვარეები და მომთმენი. მათ მოუხდებათ ისეთი საქმიანობის სახეობა, სადაც არ არის საჭირო გადა-წყვეტილების სწრაფად მიღება, ოპერატიულობა, საქმიანობის ცვალებადობა. ფლეგმატიკები ირჩევენ გონებრივ სამუშაოს. ბევრი მეცნიერი არის ამ ტიპის წარმომადგენელი, რადგანაც მისთვის სიამოვნებაა სიღრმისე-ული გამოძიება არჩეული საკით-ხისა. მათ უხდებათ მეყვავილის,

ფოტოგრაფის, მეფუტკრის პრო-ფესიები და სულაც არ აძლევთ სიამოვნებასა და სიხარულს ის საქმიანობები, რომლებიც არის მუდმივ ცვლილებასთან დაკავ-შირებული, მაგალითად, აგენტი, დისტრიბუტორი და სხვ.

სანგვინიკი - ეს არის ტემ-პერამენიტის ტიპი, რომელიც არის მოძრავი და ილტვის, იყოს შთაბეჭდილებების ქვეშ. არის გულისხმიერი, კომუნიკაბელური. სანგვინიკები არიან შრომისმოყვა-რეები. დამახასიათებელია სწრაფი და ცოცხალი მოძრაობები, მიმიკის მრავალფეროვნება და მეტყველე-ბის სწრაფი ტემპი. ისინი მიმარ-თულნი არიან შთაბეჭდილებების ცვლილებისკენ, სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, ადვილად შემოდიან კონტაქტში, აქვთ ჭარბი დადებითი ემოციები. საკმაოდ ად-ვილად და მსუბუქად გადალახავენ ბარიერებს. ადამიანები ასეთი ტემ-პერამენტით არიან მხიარულები, მონდომებულები, მოხერხებულე-ბი, არ უყვართ კონფლიქტები, იდეალურად უხდებათ ისეთი პროფესიები, როგორიცაა გამყიდ-ველი, ორგანიზატორი, მასობრივი ღონისძიებების ხელმძღვანელობა და ნებისმიერი მოძრავი პროფე-სია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების არახანგრძლივ, ზე-დაპირულ კონტაქტებთან. მათთ-ვის არ იქნება სასურველი ერთ-ფეროვანი მუშაობა, რომელიც

დაკავშირებულია ყურადღების კონცენტრირებასთან, როგორიცაა პროგრამისტი, კორექტორი და სხვა, ტექნიკასთან დაკავშირებული პროფესიები.

მელანქოლიკი - ტემპერამენ-ტის ტიპი, რომელიც მოწყვლა-დია გულისტკივილის მიმართ და ღრმად განიცდის ნებისმიერი სახის ცხოვრებისეულ მოვლენებს. მათ აღენიშნებათ მოძრაობების შენე-ლება, მეტყველებისა და მოტო-რიკის თავშეკავება და ასევე ხშირი დაღლილობა. მელანქოლიკს ახასიათებს მაღალი ემოციური მგრძნობელობა, ანუ სენსიტიურო-ბა, ემოციების სიღრმე და სიმტკიცე. ნაკლებად გამოხატავენ ემოციებს, არიან მშვიდები, მოწყენილები, უყვართ სიჩუმე, სიმარტოვე, არიან რომანტიულები, ნაკლებად კომუ-ნიკაბელურები. მათ მოუხდებათ ისეთი პროფესიები, რომლებიც არ ითხოვს ადამიანებთან ხშირ კონ-ტაქტს. ისინი არიან უფრო შემოქ-მედებითი ადამიანები, მხატვრები, პოეტები, მწერლები, მათ ასევე უხდებათ მუშაობა ქაღალდებთან, მცენარეებთან. მელანქოლიკი იქნება ძალიან კარგი მსმენელი.

ბაია კუბლაშვილიივანე ჯავახიშვილის

სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

მესამე კურსის სტუდენტი

ხარაგაულის მოსწავლე-ახალ-გაზრდობის სახლთან არსებულმა სამუსიკო სტუდია „ჰარმონიამ“ 6 ივლისს ხარაგაულის კინოთეატ-რის დარბაზში ქუთაისის სახელმ-წიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკვე მეოთხედ გაიმართა კონცერტი. მოსწავლეებმა წარმო-ადგინეს საფორტეპიანო და ვოკა-ლური ნაწარმოებები.

„ორკესტრთან ურთიერთობა უდიდეს სტუმულს აძლევს ბავშ-ვებს და უზრდის მოტივაციას უკე-თესად სწავლისათვის, - ამბობს ფორტეპიანოს პედაგოგი ციური ბლუაშვილი, - მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ბევრს მეცადინეობენ. ძალიან გვეხმარებიან მშობლები. გასულ წლებში კონცერტები იმართებოდა მშობლების ფინანსური მხარდაჭე-რით და ეს გარკვეულ პრობლემებს უკავშირდებოდა. წლევანდელი კონცერტისათვის ორკესტრის ჰო-ნორარი, მათი ტრანსპორტირება, აფიშები და სხვა ხარჯები მთლი-

ანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 3 ათასი ლარით.“ ციური ბლუაშვილის თქმით, შეიძი-

ნეს ახალი ინსტრუმენტი. პოლი-ციის ყოფილ შენობაში გამოეყოთ რამდენიმე ოთახი, რითაც მოს-წავლეებს მიეცათ კომფორტულ გარემოში მეცადინეობის შესაძ-ლებლობა.

ექვსი წელია, თამარ მეიფა-რიანი სტუდია „ჰარმონიას“ მოს-წავლეა. „ჩვენთვის ორკესტრთან ერთად შესრულება სასარგებლო გამოცდილებაა. ბევრს ვმეცადი-ნეობდი. ვცდილობდი მაღალ დონეზე შემესრულებინა,“ - ამბობს თამარი.

-კონცერტზე ძალიან ვნერვი-ულობდი, მაგრამ ვფიქრობ, კარ-გად გამომივიდა, - ამბობს გიგა ხიჯაკაძე, - მადლობა ჩემს პე-

დაგოგებს, ქუთაისის სიმფონიურ ორკესტს და დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილს.

ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ასეთ გამოცდილ და ძლიერ ორკესტრთან რომ მომიწია მუ-შაობა.

-სტუდია „ჰარმონიას“ მოსწავ-ლეებისთვის, ვფიქრობ, მიღწე-ვაა, ორკესტრთან ერთად რომ შევძელით შესრულება, - ამბობს მადონა შველიძე, - მადლობა პედაგოგებს ჩვენთვის გაწეული შრომისათვის.

კონცერტის შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა ხარაგაულის ის-ტორიული მუზეუმის დირექტო-რის მოადგილე ეკა შველიძე: „ეს იყო პროფესიონალიზმის გამოვლინება. კარგად ჩანს მას-წავლებლების დიდი შრომა და

ხარაგაულელი ახალგაზრდების ნიჭიერება. შესანიშნავი ბავშვები არიან. განსაკუთრებით გამო-ვარჩევ გიგა ხიჯაკაძესა და მადონა შველიძეს. დარწმუნებული ვარ, მადონა სერიოზულ სიტყვას იტყვის საოპერო ხელოვნებაში“.

ქუთაისის სიმფონიური ორ-კესტრის მთავარი დირიჟორის, რევაზ ჯავახიშვილის თქმით, ამ ორკესტრმა არაერთხელ ითანამშ-რომლა სტუდია „ჰარმონიასთან.“ „ყოველთვის გამორჩეული მოს-წავლეები ჰყავთ ნიჭიერებითა და მუსიკალური მონაცემებით. მა-დონა შველიძე განსაკუთრებული ნიჭიერებისა და შესაძლებლო-ბების მქონეა და დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ, თუკი ის გააგრძელებს და სერიოზულად მოეკიდება ამ საქმეს. მას აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება მომ-ღერალს, - უპირველეს ყოვლისა ხმა, ხმის ტემბრი, სითბო ამ ხმაში, გული, ნიჭიერება.

ასეთი ბავშვები ჩვენ ხარა-გაულში მრავლად გვინახავს წლების მანძილზე ურთიერთობი-სას. ამ მოსწავლეებს ახასიათებთ

მრავალმხრივობა არა მარტო ვოკალსა და ფორტეპიანოში. ნამდვილად მისასალმებელია ფორტეპიანოს მასწავლებლის, ქალბატონ ციური ბლუაშვილისა და ვოკალის მასწავლებელ ქალ-ბატონ ნანა ლურსმანაშვილის ღვაწლი ამ საქმეში. მათ ჭირდებათ უფრო მეტი მხარდაჭერა, რადგან უდაოდ დიდ საქმეს აკეთებენ.“

სტუდია „ჰარმონიას“ მოსწავლე გიგა ხიჯაკაძის მშობელი მარინა მაღრაძე ამბობს, რომ როგორც ყველა დედას, მასაც ძალიან უნდა, რომ მისი შვილი წარმატებული იყოს და ეს დღე ამის დასტურია.

„ასეთი კონცერტებით მოსწავ-ლეები ეჩვევიან აუდიტორიასთან და ორკესტრთან ურთიერთობას. კლასიკური მუსიკა და ორკესტრი თანამედროვე თაობას ნაკლებად აინტერესებს. ამიტომ ასეთ კონ-ცერტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სხვა ბავშვებისთვისაც.“

თამთა გოგოლაძეფოტოებზე: ორკესტრთან ერ-

თად ასრულებს თამარ მეიფარი-ანი; გოგონათა ანსამბლი - კესო შარიქაძის, თეო გოლუბიანის, ელისო კიკნაძის, ქეთი დავაძის, ნინო ავალიშვილისა და მადონა შველიძის შემადგენლობით - ორ-კესტრთან ერთად

პიროვნების ფსიქოტიპი - ტემპერამენტის შესაფერისი პროფესიები

Page 4: დღეს ბიბლიოთეკის გარემონტებას ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/25-645-2015w.pdf2 xtvb [fhfufekb 10 ივლისი,

4 xtvb [fhfufekb 10 ივლისი, 2015 წ.

„საქართველოს რკინიგზის“ მოდერ-ნიზაციის პროექტი არის უმნიშვნელო-ვანესი ჩვენი ქვეყნის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშ-ვილმა 5 ივლისს, სარკინიგზო სადგურ „ძირულასთან“ ახალი გვირაბის გახს-ნის ცერემონიაზე.

„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნი-ზაციის პროექტი, რომლის ღირებულება 700 მილიონ ლარს შეადგენს, 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად კი ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 65 მი-ლიონ ტონამდე გაიზრდება. შემცირდება ეკოლოგიური რისკები მოლითი-ხარაგა-ულის სარკინიგზო უბანზე, გაუმჯობესდება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავში-რებული საოპერაციო საქმიანობა და თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო თითქმის ერთი საათით შემცირდება.

„იმისათვის, რომ სრულად გამო-ვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, პორტებთან ერთად, ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორი-სო სტანდარტებს, პასუხობდეს თანამედ-როვე მოთხოვნებს და, რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს დამატებითი ტვირთის გატარების შესაძლებლობა. თავდაპირ-ველი პროექტი ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა, ტვირთგამტარიანობა მცირდებოდა 50%-ით. აღნიშნული პროექტით კი სამჯერ გაიზრდება გამ-ტარუნარიანობა. ჩვენი ქვეყნის მთავარი პოტენციალი არის ადგილმდებარეობა, რომლის გონივრული გამოყენებაა აუცილებელი. ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა სწორედ მსგავსი პროექ-ტის მეშვეობით უნდა მოხდეს,“-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

-არჩევნებიდან ერთი წელი გავი-და. რა დადებითი მოიტანა ახალმა კოდექსმა? რა სახის პრობლემები გამოიკვეთა ამ ხნის განმავლობაში და როგორ მოხდა მათთან გამკ-ლავება?

-თვითმმართველობის კოდექს-მა ბევრი დადებითი ცვილება მო-იტანა. დავიწყეთ ტერიტორიული ოპტიმიზაცია, გაიზარდა თვითმ-მართველი ქალაქების რაოდენობა. შესაბამისად, ძალიან მკაფიოდ გა-იწერა მექანიზმები, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი მომავალში. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა პირდაპირი არჩევითობა, აბსოლუ-ტურად ყველა მერი და გამგებელი არის პირდაპირ არჩეული. ძალიან მკაფიოდ გაიმიჯნა კომპეტენცი-ები და განისაზღვრა დელეგირების პრინციპები. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოხდეს დარგობრი-ვი კანონების ქაოტური ნორმების გამოსწორება. საუბარია 124 კანონ-ზე, რომლებიც გაერთიანდება ერთ პაკეტში და მთლიანად განაახლებს კანონმდებლობას. კოდექსმა მოგვ-ცა საშუალება, მკაფიოდ გავმიჯნოთ უფლებამოსილებები ხელისუფლე-ბის დონეებს შორის. ასევე გაიწერა ზედამხედველობის სისტემა, რო-მელიც შეესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას. მომზადდა ფისკალური დეცენტრალიზაციის საფუძველი და უკვე 2016 წლის იანვრიდან, საშე-მოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილი მუნიციპალიტეტს დარჩება. გაფართოვდა მოქალაქეთა მონა-წილეობის მექანიზმები. მთავრობამ უკვე მოახდინა ამ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში. ასევე ქონებასთან დაკავშირებით ჩაიდო გარკვეული ვალდებულებები, რომ-ლის მიხედვითაც, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემის გეგმა. მეორეს მხრივ, მუნიციპალიტეტს გაუჩნდა საშუალება, დაირეგისტრიროს თა-ვისუფალი სასოფლო-სამეურნეო მიწა. ამ შემთხვევაში ის დგება უპირატეს მდგომარეობაში ცენტ-რალურ ხელისუფლებასთან შედა-რებით. გარდამავალ დებულებებში იყო ბევრი დებულება, რომლებ-ზეც ჩვენ ვმუშაობთ, მათ შორის მოხელეთა უწყვეტი სწავლების კონცეფცია, რომელიც მთავრობამ

დაამტკიცა და მალე ამუშავდება ადგილობრივ მოხელეთა სწავლე-ბის უწყვეტი სისტემა. ახლადჩამო-ყალიბებულ ქალაქებში საკმაოდ წარმატებით წარიმართა ქონების და ბიუჯეტის გამიჯვნის პროცესი,

რადგან მთავრობამ საკმაოდ დე-ტალურად განსაზღვრა ქონების და ბიუჯეტის გამიჯვნის წესი. ამჟამად ინტენსიურად გადავდივართ სექ-ტორულ დეცენტრალიზაციაზე და უახლოეს მომავალში მთავრობა შესთავაზებს პარლამენტს ერთ-ერთ ყველაზე ვრცელ პაკეტს, რომელ-საც, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.

-გამოსწორდა თუ არა ის მავნე პრაქტიკა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება უკანონოდ ერევა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში?

-რასაკვირველია, სიახლეების დანერგვის პროცესი მარტივად არ მიმდინარეობს. ჩვენ ვცდილობთ გარკვეული ჩარჩოები შევქმნათ.

ხშირად მუნიციპალიტეტის აღქმა, როგორც დამოუკიდებელი ინსტი-ტუციის, საერთო საკანონმდებლო სივრცეში (რომელიც ამავდროულად არის საჯარო ხელისუფლების შედა-რებით დამოუკიდებელი და ავტონო-მიური სტრუქტურა) არასათანადოა ცენტრში და, ზოგ შემთხვევაში, თავად მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ვცდილობთ ეს პროცესი დავძლიოთ საკანონმდებლო რეგულაციებით, სასწავლო პროცესებით და ყოველ-დღიური მუშაობით მუნიციპალიტე-ტებთან.

-თქვენ ახსენეთ გარდამავალი დებულებები. მათი შესრულება განსაზღვრული იყო გარკვეულ ვადებში, თუმცა დროულად არც ერთი მათგანი არ შესრულებულა. რა იყო ამის მიზეზი და მსგავსი ტემპით რამდენად მოესწრება რეფორმის შემდგომ ეტაპზე გადა-სვლა?

-ძალიან ბევრი საკითხი მოესწ-რო. გარკვეულ საკითხებთან დაკავ-შირებით ჩვენ შევიტანეთ ცვლილე-ბები კანონში და გადავწიეთ ვადები. ზოგიერთი თემა შეყოვნდა, თუმცა არა იმის გამო, რომ ვიღაცამ სათა-ნადოდ არ იმუშავა, არამედ კონ-სულტაციების გამო. ძალიან ბევრი განხილვა ჩავატარეთ და ამან გარ-კვეული დაბრკოლება გამოიწვია,

თუმცა ვფიქრობ, რომ უახლოეს ერთ თვეში ეს ცვლილებები შეტანილი იქნება და წარმატებით გადავალთ რეფორმის შემდგომ ეტაპზე.

-კოდექსით ჩვენ გვაქვს სუსტი მერის ინსიტუტი. თქვენი აზრით, პირდაპირ არჩეული მერის/გამ-გებლის ინსტიტუტი ხომ არ საჭი-როებს გაძლიერებას?

-თავიდან იყო მოსაზრებები, რომ საკრებულოს მხრიდან გამგებლის გადაყენების მექანიზმი შექმნიდა გარ-კვეულ პრობლემებს. თუმცა, ჩვენ ვხე-დავთ პრაქტიკაში, რომ ამ მექანიზმს არ გამოუწვევია მერის/გამგებლის ინსტიტუტის დასუსტება. ნახევრად ხუმრობით გეტყვით: მუნიციპალი-ტეტების ერთი ნახევარი მიიჩნევს, რომ საკრებულოა ძალიან ძლიერი, მეორე ნახევარი - რომ მერია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ რადგან არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ე.ი. საკითხები კარგად არის დარეგულირებული. როდესაც კანონპროექტზე ვმუშაობ-დით, სტრასბურგში, ევროსაბჭოს მოწინავე ექსპერტებთან გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები თი-თოეულ ნიუანსზე, რათა მიგვეღო მაქსიმალურად დაბალანსებული მოდელი და დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საკრებუ-ლოსა და გამგებლის ფუნქციები არსებითად არის დაბალანსებული. რასაკვირველია, ჩვენ გარკვეულად გავითვალისწინეთ ის ტრადიციები, რომლებიც ზოგადად არსებობდა ჩვენთან მუნიციპალურ ინსტიტუციებს შორის ურთიერთობაში. მინდა შეგახ-სენოთ თვითმმმართველობის ქარ-

ტია, რომლითაც აღმასრულებელი ხელისუფლება წარმომადგენლობით ორგანოსთანაა პასუხისმგებელი. ანალოგიური მიდგომა არის გატა-რებული ჩვენს კონსტიტუციაში. ანუ, ერთის მხრივ ის არის პასუხისმგე-ბელი საკრებულოსთან და მეორეს მხრივ ის არის პირდაპირ არჩეული, ანუ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე. ამჟამად ჩვენ გარკვეული ნიუანსების კორექტირებას ვაკეთებთ, რადგან ზოგჯერ პროცედურული გართულე-ბები ხდება. ჯამში ეს არის საკმაოდ დაბალანსებული მოდელი. ამასთან, ევროპის საბჭოს დელეგირებულ ხელისუფლებათა კონგრესის სხვა-დასხვა დოკუმენტების მიხედვით, საარჩევნო ციკლის შიგნით თამაშის წესების მკვეთრი ცვლილება არ არის რეკომენდირებული. ანუ ჩვენ არჩეული მოდელით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და თუ რაიმე სახის არ-სებითი ცვლილებები გვინდა, ეს უნდა ავამოქმედოთ არჩევნების შემდგომ.

-არასამთავრობო ორგანიზაცი-ების მხრიდან გამოითქვა მთელი რიგი შენიშვნები კონკურსებთან და ატესტაციებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამის მიზეზი?

-მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი, - როდესაც გასულ წელს ჩვენ დავ-ნერგეთ ატესტაციის და კონკურსების პროცესში ტესტირების სისტემა, ამან საჯარო სამსახურის შესახებ კანონში რევოლუციური ცვლილება მოახდი-ნა. ჩვენ გვქონდა მუნიციპალიტეტე-ბი, სადაც მოხელეთა 97 პროცენტს არასოდეს გაუვლია ტესტირება და, ფაქტობრივად, ყველას მოუწია ამ პროცესში ჩართვა. წელს ჩვენ უკვე 1700-მდე მოხელეს ჩავუტარეთ ტრენინგი მხოლოდ ჩვენი ხარჯით და გარდა ამისა, გარკვეულ კოორ-დინაციას ვუწევთ დონორებსაც. ამჟა-მად ჩვენ ვმუშაობთ კანონპროექტზე საჯარო სამსახურის შესახებ, რომე-ლიც დაარეგულირებს გარკვეულ საკითხებს, რათა ჩვენი კონკურსები კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე გავხადოთ.

ხარვეზები ნამდვილად არის, მაგრამ თუნდაც ის, რომ ყველას, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, მო-უწია საკანონმდებლო თუ ნორმატი-ული აქტების შესწავლა, უკვე დიდი მიღწევაა. როდესაც ვსაუბრობთ სა-ჯარო მოხელეზე, უნდა გავითვალის-წინოთ, რომ არსებობს მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ყველა მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანდათან მივიდეთ ისეთ სისტემაზე, სადაც ადგილობრივი მოხელეების კვალიფიკაციის შეფასების და მათი პროფესიული განვითარების სის-ტემა არსებობს. მუნიციპალიტეტებს კოდექსით მიეცათ ფაქტობრივად დამოუკიდებლობა სახელფასო პოლიტიკაში, რაც ძალიან მნიშვნე-ლოვანია, რათა მუნიციპალიტეტებმა შეძლონ უფრო კვალიფიციური კადრების მოზიდვა.

ერთმა გუბერნატორმა დაიჩივლა, რომ მუნიციპალიტეტმა, ფინანსური თავისუფლებიდან გამომდინარე, ძა-ლიან ბევრი კვალიფიციური კადრი წაიყვანეს და მას უჭირს გუბერნატო-რის აპარატში ამ კადრების მოზიდვა. ვიღაცისთვის ეს შეიძლება ნეგატი-ური მაგალითია, თუმცა ჩვენთვის ეს არის პოზიტიური მაგალითი.

-რიგი მუნიციპალიტეტებისა საკმაოდ უარყოფითად აფასებს ხაზინაზე გადასვლას. ამბობენ, რომ იკვეთება ცენტრის მხრიდან თვითმმართველობის საქმიანობა-ში ჩარევის სურვილი. თქვენ თუ

ხედავთ ამაში ცენტრალიზაციის ტენდენციას?

-ხაზინასთან დაკავშირებით პირველ თვეებში იყო გარკვეული ხასიათის ტექ-ნიკური პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, ანგარიშების დარეგისტ-რირება. თუმცა ამ დროისთვის პრობ-ლემები ამ კუთხით აღარ გვაქვს. ბევრი ქვეყანა არსებობს მსგავსი მოდელით და თუ კანონებს და კანონქვემდებარე აქტებს ყველა ზედმიწევნით დაიცავს, პრობლემები არ შეიქმნება. ამ ეტაპზე ის, რომ ამას რაიმე სახის პრობლემა შეექმნა უშუალოდ ცენტრალიზაციის კუთხით, არ არის მართალი. მცდე-ლობა იმისა, რომ ეს გამოყენებული იყოს მუნიციპალიტეტის დამოუკიდებ-ლობის შესაზღუდად, არ ყოფილა. მომავალში თუ შეიქმნება ეს პრაქტიკა, ჩვენ ვიქნებით პირველი მოწინააღმ-დეგეები. რასაკვირველია, ცენტრა-ლურ ხელისუფლებას გააჩნია ბევრი ფინანსური ბერკეტი, რომ შეზღუდოს მუნიციპალიტეტების ფინანსური დამო-უკიდებლობა, მაგრამ ეს ინსტრუმენტი ჯერ არ გამოყენებულა.

-რა ვითარებაა ტერიტორიული ოპტიმიზაციის კუთხით, რომე-ლიც გარდამავალი დებულებების თანახმად 2017 წლისთვის უნდა განხორციელდეს?

-ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ტერიტორიული ოპტიმიზაციის კუთ-ხით. ძალიან ბევრი მეთოდური მასალა დავამუშავეთ, თუმცა, ყველა რეფორმას აქვს გარკვეული ფაზა. ამჟამად ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ცოტა სხვა საკითხებზე, რო-გორიცაა 124 დარგობრივ კანონში ცვლილების შეტანა, გარდამავალ დებულებებში ცვლილებების შე-ტანა, მოქალაქეთა მონაწილეობა, სწავლება. ზაფხულისთვის დავას-რულებთ რეფორმის ძალიან მნიშვ-ნელოვან ეტაპს, რომლის შემდეგაც შესაძლებლობა მოგვეცემა კონცენტ-რაცია მოვახდინოთ სხვა საკითხებზე. „ჟურნალისტთა ქსელი თვითმ-მართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის”

ivote.ge

თენგიზ შერგელაშვილი: „თვითმმართველობის კოდექსმა ბევრი

დადებითი ცვლილება მოიტანა“

სარკინიგზო გვირაბი გაიხსნა

მგლების თავდასხმა შინაურ ცხოვე-ლებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გახშირდა. მაგალითად, სოფელ ლეღვანში 11 ოჯახი დაზა-რალდა. მგლებმა ლეღვნელების შვიდი ძროხა, ორი ღორი, ერთი მოზ-ვერი და ერთი დეკეული გაანადგურეს. გარეული ცხოველი თავს პირუტყვს ღორეშასა და ღარიხევში. ლეღვანში გამგებლის წარმომადგენელმა გელა მაღრაძემ და ღორეშის მაჟორიტარმა დეპუტატმა თეიმურაზ კუპრაძემ რე-აგირებისთვის წერილობით მიმართეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრე-ბულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს.

„ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირუტყვი არა მარტო მარჩენალი, არამედ შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მოსახ-ლეობა საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს გარეული ცხოველისაგან თავდაცვას. ამიტომ გთხოვთ დახმარებას,“ - მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღ-რაძემ გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს და დახმარება სთხოვა.

გარეული ცხოველების მომრავლების გამო მოსახლეობისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით განსახორ-ციელებელი ღონისძიებები ასახულია გარემოს დაცვის მინისტრის 2014 წლის წლის 31 ოქტომბრის #146 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „გარეული ცხოველების რეგულირების წესის შე-სახებ.“ ამ დებულების თანახმად, თუ თავდამსხმელი ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზიანს აყენებს მათ ქონებას და საფრთხის აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში მისი ბუნებიდან ამოღება ხორციელდება დაუყოვნებლივ და საჭიროებს გარემოს დაცვის სამინისტ-როს წინასწარ თანხმობას. თუ თავდამსხ-მელი გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ადამიანსა და მის ქონებაზე თავდასხმის მომენტში, გარემოს დაცვის სამინისტრო გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების უფლე-ბას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (მუნიციპალიტეტის გამგეობას) გადასცემს და მათ შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

გამგეობის ქონების მართვის სამსა-ხურიდან მიღებული ინფორმაციით, მათ უკვე გადმოეგზავნათ გარემოს დაცვის სამინისტროდან ხელშეკრულების პროექტი. სამსახურის უფროსის, როინ გელაშვილის ინფორმაციით, ამ სამი-ნისტროსთან ხელშეკრულების დადების შემდეგ გამგეობა იზრუნებს მგლების თავდასხმისგან მოსახლეობის დაცვაზე.

ნინო კაპანაძე

მგლებისგან დასაცავად

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ელექტორატმა 12 ქალაქის მერი, 59 გამგებელი და 71 ახალი საკრებულო სამი წლისა

და ოთხი თვის ვადით აირჩია.2014 წლის არჩევნები, ოთხი წლის წინ გამართული ადგილობრივი

არჩევნებისგან უმთავრესად იმით განსხვავდებოდა, რომ პირველად 11 ქალაქსა და 59 მუნიციპალიტეტში პირდაპირი წესით მოხდა

მერებისა და გამგებლების არჩევა. აქამდე პირდაპირი გზით მერს მხოლოდ თბილისი ირჩევდა. ამასთან, ადგილობრივი

თვითმმართველობის კოდექსით განისაზღვრა მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად

უნდა განხორციელდეს. გამოცემა „თვითმმართველობის დროა“ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტირს

მოადგილეს, თენგიზ შერგელაშვილს, იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე ესაუბრა, რომლებიც კოდექსის მიღების შედეგად

დადგა ხელისუფლების წინაშე.

Page 5: დღეს ბიბლიოთეკის გარემონტებას ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/25-645-2015w.pdf2 xtvb [fhfufekb 10 ივლისი,

5xtvb [fhfufekb10 ივლისი, 2015 წ.

ხარაგაულის კინოთეატრში 28 ივნისს 13 ივნისის სტიქიით დაზარა-ლებულთათვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა (წამყვანები მარიამ მაღლაფერიძე, ნუგზარ მა-ჭავარიანი). კონცერტი ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულოსგან იყო ორგანიზებული. ახალგაზრდული საკრებულო პროექტ „ახალგაზრდუ-ლი თვითმმართველობის ინიციატივა - 2015“ ფარგლებში ჩამოყალიბდა. საქველმოქმედო კონცერტში მონაწი-ლეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები და მომღერლები: თიკო ჯანიაშვილი, თიკო ლურსმანაშვილი, თამარ ლურს-მანაშვილი, სალომე კვირიკაშვილი, ნია ბერაძე, ფოლკლორული ანსამბ-ლები „საუნჯე“ და „კახორი“, ბორის სკოლასთან არსებული ფოლკლორუ-ლი ანსამბლი „მთიები“, ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი.“

ნანა ჭიპაშვილი, ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე: -ახალ-გაზრდული საკრებულოს წევრებ-მა გადავწყვიტეთ საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება. კონცერტი გამგეობის, კულტურის ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურცენტრის თანადგომით გაიმართა. ღონისძიების მომზადებაში აქტიურად იყო ჩართუ-ლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭი-პაშვილი. ასევე დიდი მადლობა ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა ლურსმანაშვილს.

ახალგაზრდული საკრებულო 4 ივლისს გეგმავს დასუფთავების აქციას ხარაგაულის პარკის ტერიტორიაზე, ასევე ველორბოლისა და დოღის ჩატა-რებას. ივლისის ბოლოს იგეგმება ახა-ლი სპორტული თამაშის „nightgame“ გამართვა, რომლის პროექტისათვის მზადება უკვე დაწყებულია.

საქველმოქმედო კონცერტმა მაყუ-რებელთა დიდი მოწონება დაიმსახუ-რა. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენრტრის უფროსმა დავით კიკნაძემ მადლობა გადაუხადა ახალ-გაზრდულ საკრებულოს. პროექტის დასავლეთ საქართველოს კოორდინა-ტორმა გიორგი მღვდელაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი სახის და მასშტაბის ღო-ნისძიება არც ერთ მუნიციპალიტეტში პროექტის ფარგლებში არ განხორ-ციელებულა.

იური აბულაძე, ახალგაზრდუ-ლი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: -ჩვენს მოლოდინს გადა-აჭარბა დღევანდელმა დღემ. ხალ-ხის აქტიურობამ მაქსიმუმს მიაღწია. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ დღისათვის.

თამარ ჩხიკვაძე, სოფო შველიძეახალგაზრდული საკრებულოს

საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის წევრები

გერმანია, ანგელა მერკერს

ძვირფასო ქალბატონო ანგელა, მოგესალმებით ღვთისმშობლის წილხვედრი, მზიური საქართველო-დან. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ნაყოფიერ პოლიტიკურ მოღვა-წეობას. უღრმესი მადლობა, რომ თქვენ ბრძანდებით იმ რჩეულთაგა-ნი, ვინც იბრძვით მშვიდობისათვის; იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველა სახელმწიფო და ერი იყოს ბედ-ნიერი. მხოლოდ მშვიდობა არის წყარო ხალხთა ბედნიერებისა და სიყვარულისა.

მოგეხსენებათ, რომ სახელმ-წიფოს გონივრული მართვა უნდა. ქვეყანას უნდა ჰყავდეს თავის ხალხზე მზრუნველი მთავრობა, რომელმაც უნდა უპატრონოს თავის ერს, თესოს ხალხში სიკეთე და სიყვარული. სწო-რედ სიყვარულით აღფრთოვანებუ-ლი ხალხია საიმედო ყოველგვარი განსაცდელის დროს. სადაც ნდობა, ერთგულება და სიყვარული არ არის, ასეთ სახელმწიფოს საძირკველი აქვს შერყეული და დასაღუპად არის განწირული.

პირადად მე მსურს ვიცხოვრო ისეთ სამყაროში, ისეთ სახელმწი-ფოში, სადაც უპირველეს ყოვლისა მშვიდობა იქნება. ასევე დაცული იქნება ადამიანთა უფლებები, მოწეს-რიგებული იქნება სოციალურ-ეკო-ნომიკური მდგომარეობა, არ იქნება უმუშევრობა და სიღატაკე. ვიცხოვ-რებდი ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის პოლიტიკური დაპირისპირება, მუშტიკრივი, ლანძღვა, სამარცხვინო საქციელი და სხვა უმსგავსობა.

საქართველოში დავიბადე და აქ ვიზრდები. ჩემი მიზანია, კარგი სწავლითა და ცოდნით ვიყო ჩემი საყვარელი სამშობლოს ღირსეული შვილი. საქართველოს ოდითგანვე იცნობდა მსოფლიო თავისი ტრადი-ციებით, ნიჭიერებით, კულტურითა და სტუმართმოყვარეობით.

ჩვენ ქრისტიანები ვართ. უძველე-სი საუნჯე დაგვრჩა მამა-პაპათაგან: „მამული, ენა და სარწმუნეობა.“ ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მხოლოდ სარწმუნეობრივი აღმ-სარებლობა კი არა, პოლიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრა-ვალი ნაწილის გასაერთიანებლად.

სარწმუნოების ერთობა ერის ერ-თობას გულისხმობდა. საუკუნეების მანძილზე გავუძელით მტერს, გადა-ვარჩინეთ ქვეყანა და სახსენებელი

არ ამოვიკვეთეთ. დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში,

შემაშფოთებელია, რომ რუსი ოკუ-პანტები შემოიჭრნენ ჩვენს ტერიტო-რიაზე და დაღვარეს მშვიდობიანი და უდანაშაულო, თავისუფლებისმოყვა-რე ხალხის სისხლი; დაეპატრონენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ნაწილს; მიიტაცეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი.

სამწუხაროდ, სამაჩაბლოს ე.წ. „საზღვარი“ თითქმის ყოველდღე მოიწევს ჩვენსკენ და თვითნებურად ავლებენ მავთულხლართებს. ჩვენი ნათესავების ნახევარი მავთულხ-ლართების იქით დარჩა. ამას ძალიან განიცდის როგორც საზღვრისპირა მოსახლეობა, ასევე მთელი საქარ-თველო.

ათასობით ადამიანი გადაიქცა ლტოლვილად. ჩვენი მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს მათი სო-ციალური ყოფის მოსაწესრიგებლად. ჩვენი ქვეყნის ასეთ მდგომარეობას ძალიან განვიცდით მე და ჩემი მე-გობრები. გვინდა, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრებ თანატოლებთან მეგობ-რული ურთიერთობა დავამყაროთ. შემდეგ ალბათ უფროსებიც მოგვ-ბაძავენ. მთავარია, რომ აფხაზებმა, სამაჩაბლოელებმა და ქართველებმა დავიბრუნოთ ერთმანეთი და ამის შემდეგ უფრო ადვილად მოხდება ტერიტორიების დაბრუნება. ჩემი და ჩემი თანატოლების ოცნებაა საქართ-ველოს გაერთიანება, გამთლიანე-ბულ და გაბრწყინებულ ქვეყანაში ცხოვრება.

ქალბატონო ანგელა! გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მსოფლიოს გამორჩეულ პოლიტი-კურ მოღვაწეებთან ერთად მონახოთ ისეთი გზა, რომელიც დაგვეხმარება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუ-ნებაში. და თუ ეს ასე იქნება, მე მარ-თლაც ვიცხოვრებ ისეთ სამყაროში, რომელზედაც ვოცნებობ.

ანი გაჩეჩილაძე

თბილისი, ინგა გრიგოლიას

ძვირფასო ინგა! დიდი ხანია ვოცნებობდი თქვენთვის წერილი მომეწერა. როგორც იქნა, ოცნება ავისრულე. შეწუხებული ვარ ასეთი სამყაროს ცქერით და ჩემი აზრი ამ თეთრ, ქათქათა ფურცელზე გადმო-ვიტანე. თითქოს ამ პრობლემისათ-ვის პატარა ვარ, 13 წელი ახლახან შემისრულდა, მაგრამ ჩემი დიდი

სურვილია, თავი დავაღწიო ამ რუტი-ნულ ცხოვრებას და გავიღვიძო ისეთ სამყაროში, სადაც ყველა ადამიანი ბედნიერად იცხოვრებს.

თქვენ ჩემთვის მისაბაძი პიროვ-ნება ბრძანდებით. ძალიან ვაფასებ თქვენს პროფესიონალიზმს. თქვენი

გადაცემები აგებულია რეალურ ცხოვრებაზე. ზუსტად, შეულამა-ზებლად აშუქებთ ჩვენს ირგვლივ არსებულ რეალურ სინამდვილეს. ამ გადაცემის საშუალებით ბევრი ავადმყოფი დაფინანსდა და გაეწია დახმარება.

სამყარო, რომელშიც მე ვცხოვ-რობ, მიმზიდველი და მშვენიერი ნამდვილად არ არის. მინდა, რომ ეს სამყარო შეიცვალოს. ჩემი დიდი სურვილია, ყველგან სუფევდეს სიყვარული. არ იყოს კაცთა კვლა, ატირებული დედები და სამათხოვ-როდ გამოწვდილი ჩემი ტოლი გო-გო-ბიჭების ხელები. გული მეკუმშება, როცა ვხედავ, შიმშილისაგან გაყვით-ლებული ადამიანი ნაგავში როგორ იქექება. მინდა, ყველას შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტი და წამლის ყიდვა, ქვეყნად იყოს უამრავი ღიმილიანი სახე, პესიმიზმი დაამარცხოს ოპტიმიზმმა. არ მინდა, ჩემს ქვეყანაში ბოგინებ-დეს ძალადობა, მკვლელობა და კორუფცია. ჩემი დიდი სურვილია, საქართველოში დაისადგუროს სიმშ-ვიდემ და მშვიდობამ.

ძვირფასო ინგა! ძალიან მინდა თქვენისთანა პროფესიონალები ბევრი ჰყავდეს ჩემს სამშობლოს, სწავლა შეძლოს ყველა ღირსეულმა და ნიჭიერმა ახალგაზრდამ და არა „ფულიანი მამების“ შვილებმა. საჭი-რო ცოდნის მიღებისა და პროფესიის

დაუფლების შემდეგ, მხოლოდ ღირ-სეულმა შეძლოს სამსახურის შოვნა და ნეპოტიზმს არ ჰქონდეს ადგილი.

ჩემი აზრით, ჩვენს სამყაროში ცხოვრება მშვენიერი გახდება მაშინ, როცა ადამიანები ღვთის სიყვარულს ისწავლიან.

ყველაფრის მიუხედავად, მე ამაყი ვარ იმის გამო, რომ საქართველო-ში დავიბადე და ქართველი ვარ. მე რუსთველის, აღმაშენებლის, თამარის, სააკაძის, ფიროსმანის, ქეთევანის, აკაკის, ილიას, ვაჟას სამშობლოდან ვარ. დიახ, ჩემი სამშობლო ამ გენიოსთა და გმირთა ქვეყანაა. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, როცა ქართულ ცეკვას ვუყურებ და ქართული სიმღერით ვტკბები. ჩვენ ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით აუცილებლად მყარად დავდგებით ფეხზე და სწორედ იმ სამყაროს შევქმნით, რომელსაც ბედნიერი მომავალი მოაქვს.

ძვირფასო ინგა! მე მჯერა, რომ ამ ოცნებების გაფერადებაში დამეხ-მარებით. არ მოდუნდეთ, აკეთეთ მძაფრი და აქტუალური გადაცემები. როცა შესაბამის განათლებას მივი-ღებ და ჟურნალისტი გავხდები, მეც აქტიურად ჩავებმები ამ ფერხულში. იმედი მაქვს, ეს წერილი თქვენამდე აუცილებლად მოვა და უახლოეს მომავალში ერთმანეთს შევხვდებით.

თამარ ჭიპაშვილი

პლანეტა მარსი, უცხოპლანეტელ ემსძვირფასო ემ! ძალიან გახარე-

ბული ვარ, რომ შევძელი კავშირის დამყარება თქვენთან, უცხოპლანე-ტელთან. ვფიქრობდი, რომ უცხოპ-ლანეტელები ბოროტები იყვნენ, მაგრამ ეს ფიქრები გამიქარწყლდა მას შემდეგ, რაც თქვენ გაგიცანით. როცა თქვენი ხომალდი ჩამოვარდა, საბედნიეროდ, მე თქვენი გადარჩენა შევძელი. მოხარული ვარ, რომ სი-კეთითვე მპასუხობთ და მთავაზობთ სამყაროს შეცვლას.

როგორ შეცვლიდი სამყაროს? მე თქვენს კითხვას ამ წერილით გავცემ პასუხს.

მსოფლიო უკიდურეს განსაცდელ-ში იმყოფება. მე კი ვეცდები, რომ ხალხს იმედი არ გავუცრუო, ეს შანსი სამყაროს სასიკეთოდ გამოვიყენო. მე არ გთხოვთ ფულს, სამუდამო სიცოც-ხლეს, ფრენას, დროში მოგზაურობას და არც ცხოველების ენის ცოდნას. მინდა, რომ სამყარო შევცვალო, მინ-და დავეხმარო ყველას, - წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. არ უნდა გვძულ-დეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანე-თის სიყვარულით. დიდ ადამიანებს უთქვამთ: დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევსო, - მართლაც ასეა. მინდა ვიცხოვრო სამყაროში, სადაც როგორც ზღაპრებში, ასევე რეალობაშიც, ყველაფერს ბედნიერი

დასასრული აქვს. მინდა ყველა ბრმას თვალი აეხილოს, უპატრონოთა თავშესაფარში ყველა ბავშვს უთხრან, მოემზადე, შენი მშობლები მოვიდნე-ნო, ყველა უსახლკაროს ბინა აჩუქონ. მინდა, რომ სიტყვა „დევნილი“ საჭი-რო აღარ იყოს ქართულ და უცხოურ

ლექსიკონებში...დედამიწამ სიკეთე დაივიწყა.

„ცხოვრების გზა ლამაზი და თავი-სუფალი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა“ - სიყვარული, სარწმუნოება და პატივისცემა ცო-ტას თუ ახსოვს. მსურს, რომ იყოს ბევრი კეთილი და განათლებული ადამიანი. მინდა, რომ მსოფლიო სასიკეთოდ შეიცვალოს.

მინდა, ქვეყნად სამართალი დაბ-რუნდეს. ნათქვამია, ქვეყანას სამი რამ აკლია: „ცას კიბე,ზღვას -ხიდი და ადამიანს - სამართალი“. მინდა, რომ ყველა ბედნიერი და კეთილი იყოს, პატივს სცემდნენ ერთმანეთს, განურჩევლად სქესისა და რასისა.

მინდა ახალი ტექნოლოგიების უსარგებლოდ გამოყენება შეიზღუ-დოს, ტერორისტები და ბოროტ-მოქმედები შეიცვალონ, სამყაროში სიმშვიდემ და ბედნიერებამ და-ისადგუროს, დემაგოგები გაქრენ მსოფლიოდან.

ვიცხოვრებდი იქ, სადაც ყველას აქვს სწავლისთვის პირობები შექმნი-ლი, სადაც სიტყვის და სარწმუნოების თავისუფლებაა.

ძვირფასო ემ! ვფიქრობ, რომ ჩემს დახმარებას შეძლებთ. არ მინდა დე-დამიწელებზე ცუდი შთაბეჭდილება შეგექმნათ, ამიტომ ჩვენს დადებით მხარეებზეც ვისაუბრებ. პლანეტა დე-დამიწა, მეცნიერების მტკიცებით, 2.5 მილიარდი წლის წინ შეიქმნა. დრო-თა განმავლობაში ჩამოყალიბდა მუსიკა, ლიტერატურა, არქიტექტურა, ცეკვა და სხვ.

მე ღვთისმშობლის წილხვედრ ულამაზეს საქართველოში ვცხოვ-რობ. აქ ძალიან მრავალფეროვანი ბუნებაა. გვაქვს უძველესი კულტურა. მიუხედავად იმისა, რომ საქართ-ველო ბევრმა ურჯულომ გააცამტ-ვერა და ააოხრა, ჩვენ მაინც ფეხზე ვდგავართ და მომავალს იმედით შევყურებთ, ერთმანეთს ჭირსა თუ ლხინში მხარში ვუდგავართ.

ძვირფასო ემ! მადლობა კეთილ-განწყობისათვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინე. იმედია, მეგობრობას გავაგრძელებთ დედამიწაზე მაცხოვ-რებლები და მარსელები, მეცნიერებს შევატყობინებ ამ დიდ აღმოჩენას. ვეცდები, რომ ჩვენს პლანეტებს შორის მუდმივი კავშირის დამყარება შევძლოთ.

P.S წერილს საქართველოს ფოს-ტიდან გიგზავნი. დაწმუნებული ვარ, რომ წერილს მოგიტანენ უსაფრთ-ხოდ და დროულად.

ლიზი ბარბაქაძეფოტოზე: თამარ ჭიპაშვილი,

ანი გაჩეჩილაძე და ლიზი ბარბაქაძე

საქველმოქმედო კონცერტი ხარაგაულში

სამყარო, რომელშიც მინდა გავიზარდო„საქართველოს ფოსტას” მიერ გამართულ წერილის წერის

საერთაშორისო კონკურსში ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანი გაჩეჩილაძემ, ლიზი ბარბაქაძემ და თამარ

ჭიპაშვილმა გაიმარჯვეს. ანიმ წერილი თემაზე „სამყარო რომელშიც მინდა გავიზარდო”

გერმანიის კანცლერს ანგელა მერკერს მიწერა, თამარმა - ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, ლიზიმ - უცხოპლანეტელ ემს.

გთავაზობთ მათ წერილებს მცირეოდენი შემოკლებით.

Page 6: დღეს ბიბლიოთეკის გარემონტებას ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/25-645-2015w.pdf2 xtvb [fhfufekb 10 ივლისი,

6 xtvb [fhfufekb 10 ივლისი, 2015 წ.

სტიქიის დილა14 ივნისს, დილის 8 საათზე, თბი-

ლისში, კახიძის ქუჩაზე საგანგებო ჯგუ-ფის წევრები შეიკრიბნენ. ცოტა ხანში, ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა მეზობლებმა ნაკადად მომავალი მოხალისეები შე-ნიშნეს. საქართველოს წითელი ჯვრის სათავო ოფისი თბილისში ღვარცოფის შედეგად გამოწვეულ ზიანთან საბრ-ძოლველად ემზადებოდა.

„წითელი ჯვრის ოფისში ფორს-მაჟორულ სიტუაციაში შევხვდით. ჩვენ უკვე გვქონდა ინფორმაცია დაზიანებული უბნების შესახებ. და-ვიწყეთ მონაცემთა ბაზაში არსებუ-ლი მოხალისეების მობილიზება,“ - იხსენებს თეონა ნავდარაშვილი,

წითელი ჯვრის თანამშრომელი. კატასტროფებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციებზე გადანაწილდა. – „ჩვენი ჯგუფი სვანიძის ქუჩისკენ გაეშურა. უკვე გვქონდა ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. ამიტომ პირველი დახმარების აღჭურვილობა თან წავიღეთ. ადგილზე მისვლისას რთული მდგომარეობა დაგვხვდა. დაღუპულების ნათესავები არ ფლობ-დნენ ინფორმაციას და ბევრი მათგანი შოკურ მდგომარეობაში იყო. ამიტომ დაუყოვნებლივ ფსიქოლოგიურ დახ-მარებას საჭიროებდნენ. დავიწყეთ დაზარალებულებთან კონტაქტის დამ-ყარება, მათი გადაყვანა უსაფრთხო გარემოში, მეთვალყურეობის გაწევა, ნათესავებთან და ახლობლებთან დაკავშირებაში მხარდაჭერა,“ - აღ-ნიშნავს ნინუკა სირაძე, წითელი ჯვრის ორგანიზაციის ფსიქოლოგი.

„ასევე, პირველი დახმარების ჯგუ-ფები აქტიურად უწევდნენ ექიმამდელ დახმარებას როგორც დაზარალებუ-ლებს, ასევე გაწმენდით სამუშაოებში ჩართულ მოხალისეებს. საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. მოხალისეები ასევე აძლევდნენ შესაბამის რჩევებს მიღე-ბულ დაზიანებებთან დაკავშირებით შემდგომ რეაგირებაზე,“ - გვიყვება მიშა რამაზაშვილი, წითელი ჯვრის თანამშრომელი.

პირველადი რეაგირების ჯგუფები სვანიძის ქუჩის გარდა კიდევ ორ ლოკაციაზე გაეშურა, - გმირთა მო-ედანზე და ე.წ. ახალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე. წითელი ჯვრის კატასტ-როფებზე რეაგირების პროექტის ოფი-ცერი თეა ხორავა და ახალგაზრდულ საქმეთა ოფიცერი ანანო სხირტლაძე პირველი დახმარებისა და ფსიქოსო-ციალური მხარდაჭერის ჯგუფებთან ერთად გმირთა მოედანზე მუშაობდნენ და პირველადი საჭიროებების მოკვ-ლევას აწარმოებდნენ. აქვე მოხდა პირველი შეხვედრა და მოძიებული ინფორმაციის გაცვლა თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან.

კახიძის ქუჩაზე მდებარე სათავო ოფისთან წითელი ჯვრის თანამშრომ-ლებს უწყვეტი სატელეფონო კავშირი ქონდათ დაზიანებული უბნების საჭი-როების შესახებ, რის შედეგად იმავე დღეს ყველა ლოკაცია აღიჭურვა სპე-ციალური რეზინის ფეხსაცმელებით, ნიჩბებით, რეზინის ხელთათმანებითა და პირბადეებით, რაც უზრუნველყოფ-

და მოხალისეების უსაფრთხოებას.კრიზისული სიტუაციის დადგომის-

თანავე სათადარიგო გეგმის მიხედვით წითელ ჯვარში იკრიბება საგანგებო ჯგუფი, სადაც იწყება სამოქმედო გეგ-მის შემუშავება და განხორციელება: „წითელ ჯვარს აქვს საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების სათადარიგო გეგმა, სადაც ზუსტად არის გაწერილი თითოეული ნაბიჯი კრიზისის დადგო-მიდან მის დასრულებამდე. ჩვენ წი-ნასწარ გვაქვს გადანაწილებული ფუქ-ციები, რაც გულისხმობს პირველადი დახმარების ჯგუფების შეკრებასა და ლოკაციებზე გაშვებას, მოხალისეების მოძიებასა და რეგისტრაციას, მათ ინს-

ტუქტაჟს, აღჭურვასა და დავალებებზე გაგზავნას,“ - ამბობს წითელი ჯვრის გე-ნერალური მდივანი მედეა მარღანია.

კახა მამულაძე, წითელი ჯვრის სა-ზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღნიშ-ნავს: „კრიზისულ სიტუაციაში ყველაზე მთავარი დროული რეაგირებაა. ამიტომ წინაწარ არსებული გეგმა, ასევე წლის განმავლობაში მოწყობილი სიმულაცი-ები და სასწავლო ტრენინგები, სწრაფი რეაგირებისა და სამოქმედო გეგმის დროული იმპლემენტაციის საშუალებას გვაძლევს. როდესაც სამოქმედო გეგმა გაქვს, ქაოსის თავიდან აცილებაც შესაძ-ლებელია და დროისა და რესურსების ფლანგვის მინიმუმამდე დაყვანაც. წითე-ლი ჯვრის საზოგადოების სათადარიგო გეგმაში ასევე იდენტიფიცირებულია ის საფრთხეები და მიზეზები, რამაც კატას-ტროფა შეიძლება გამოიწვიოს. პირველ რიგში კი შეფასებულია ბუნებრივი სტიქიის მიერ გამოწვეული რისკები და სამოქმედო გეგმაშიც შესაბამისი აქცენ-ტები კეთდება.“

2008 წლის 26 აგვისტოს საქართ-ველოს პრეზიდენტის 415-ე ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა საგანგებო სიტუ-აციებზე ეროვნული რეაგირების გეგმა. გეგმის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საგანგებო სიტუაციების შე-დეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული არასათამთავრობო ორგანი-ზაციების მოქმედებების ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს წითე-ლი ჯვრის საზოგადოება. ბრძანების მიხედვით, კრიზისული სიტუაციის დროს წითელი ჯვრის საზოგადოებას ოპერატიული რეაგირება ავალია, რაც გულისხმობს სახელმწიფო სტრუქტუ-რებთან თანამშრომლობით დაზარა-ლებულების სურსათითა და წყლით უზრუნველყოფას, საძიებო-სამაშველო და აღდგენითი ღონისძიებების უზრუნ-ველყოფას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების უზრუნველ-ყოფას, ასევე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამაშველო ძალების ჩართვას.

„15 ივნისს წითელი ჯვრის სათავო ოფისში გამართა არასამთავრობო ორგანიზაციათა საკოორდინაციო შეხ-

ვედრა, დაზარალებულთათვის მყისი-ერი, ეფექტური და კოორდინირებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ზემოაღნიშნული განკარგულების შესაბამისად წითელი ჯვრის წარმო-მადგენლები აქტიურად მონაწილეობ-დნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მერიის საკოორდინაციო შტაბების მუშაობა-ში,“ - აღნიშნავს ნია ბურთიკაშვილი, გენერალური მდივნის მოადგილე.

მოხალისეების უსაფრთხოება დაცული

უნდა იყოსფილიალების განვითარების

კოორდინატორი ნინო სამადალაშ-

ვილი ამბობს, რომ „წითელი ჯვრის საზოგადოებას საქართველოს მასშ-ტაბით 37 მოქმედი ფილიალი აქვს, ხოლო. 21 მუნიციპალიტეტში კა-ტასტროფისთვის მზადყოფნისა და რეაგირების 20 კაციანი გაწვრთნილი და შესაბამისად აღჭურვილი ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ წითელი ჯვრის მოხალისეებსა და მიზნობრივი თემის წევრებს გადასცემენ ცოდნას პირველი დახმარებისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის შესახებ, აწყობენ სიმულაციურ ვარჯიშებს კატასტროფებზე მზადყოფნისათვის შესაბამის სახელმწიფო სამსახურებ-თან კოორდინაციით.“ წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყნის მასშტაბით 15,000 მოხალისეს აერთიანებს.

„წითელ ჯვარში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მკაცრად არის გაწერილი უსაფრთხოების ნორმები, რომელთა დაცვაც სავალ-დებულოა როგორც თანამშრომლე-ბისთვის, ასევე მოხალისეებისთვის. საგულისხმოა, რომ წითელი ჯვრის ლოგოს გააჩნია როგორც განმასხ-ვავებელი, ასევე დამცავი ფუნქცია, რაც საგანგებო სიტუაციების დროს არის ხელშეუხებლობის გარანტია, ასევე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები თითოეული ჩვენი მოხალისის უსაფრ-თხოებაზე,“ - გვიხსნის წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.

„14 ივნისს თბილისში 1000-ზე მეტი მოხალისე შემოგვიერთდა, რომელთა გადანაწილება მოხდა რეაგირებისა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გუნდებ-ში. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც გაწმენდითი სამუშაოების შესრულებაში, ასევე ვაკის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობ-რივი ხელისუფლების მიერ გახსნილ ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიმღებ-გამანაწილებელ პუნქტში, სადაც აქტი-ურად მონაწილეობდნენ მოქალაქეთა მიერ გაღებული შემოწირულობების მიღებასა და დახარისხებაში,“ - აღ-ნიშნავენ ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ნინო ოსეფაიშვილი და ქეთი გორდელაძე.

ფეისბუქისა და ვებგვერდის საინ-ფორმაციო პლატფორმის გამო-ყენებით დამატებით კიდევ 520 ახა-

ლი მოხალისე გაერთიანდა წითელ ჯვარში.

„სიტუაციის შეფასებისა და მონი-ტორინგის ჯგუფები დაზარალებული უბნებიდან გვაწვდიდნენ ინფორმაციას საჭიროებების შესახებ. მოხალისეთა ჯგუფები გაიგზავნა პირველადი ინ-ფორმაციის შესაგროვებლად. ისინი ახდენდნენ სპეციალურად შემუშა-ვებული კითხვარის შევსებას დაზა-რალებულთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შეგ-როვდა მონაცემები ბენეფიციართა საჭიროებების შესახებ,“ - ამბობს ნინო დიდბერიძე, სოციალური პროექტების კოორდინატორი.

„ზოგიერთ უბანში ჭირდებოდათ მოხალისეები გამწმენდი სამუშაოების-თვის. ასევე საჭირო იყო მოხალისეები-სა და დაზარალებულების საკვებით, წყლითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფა, - იხსენებს ნათია ლოლაძე, „კახიძის ოფისიდან და ვაკის გამგეობის დახმარების პუნქ-ტიდან ხდებოდა მოხალისეების გადა-ნაწილება სხვადასხვა ლოკაციებზე. ჯგუფების გაშვების წინ, ლიდერები უსაფრთხოების მოკლე ინსტრუქტაჟს აძლევდნენ მათ, შემდეგ ურიგდებო-დათ სამუშაო აღჭურვილობა, დამცავი საშუალებები და დაზიანებულ ტერი-ტორიებზე მათი გადაადგილება წითე-ლი ჯვრის ტრანპორტით ხდებოდა“.

18 წლის ირაკლი ასათიანმა წითე-ლი ჯვრის მოხალისეების მობილიზა-ციის ამბავი მეგობრისგან შეიტყო. დახ-მარების სურვილით ირაკლიმ კახიძის ქუჩის სათაო ოფისს 14 ივნისის დილას მიაკითხა. საგანგებო რეაგირების ჯგუ-ფის დავალებით ახალბედა მოხალისე სვანიძის ქუჩის 19 ნომერში, გამწმენდ სამუშაოებზე მიამაგრეს. ლოკაციაზე გაშვების წინ, ირაკლის უსაფრთხოების

ინსტუქტაჟი ჩაუტარდა და დამცავი აღჭურვილობა გადაეცა.

„მოხალისედ წასვლა მაშინვე გადა-ვწყვტე, როცა ამ ტრაგედიის შესახებ ფეისბუქიდან გავიგე. ქაოსი იყო ქალაქში და რთული იყო მოხალი-სეების კოორდინირებაც. წითელი ჯვარი ორგანიზაციაა, რომელსაც მსგავს სიტუაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია, ამიტომ მათ-თან გავწევრიანდი, რომ დახმარება ზუსტად იქ აღმომეჩინა, სადაც საჭირო იყო. წინასწარ ვიცოდით, რა სამუშაო გველოდა ან როგორ უნდა დაგვეცვა თავი დაზიანებების დროს. იქ კიდევ სხვა მოქალაქეებიც იყვნენ, რომლებ-საც ვეხმარებოდით, ვამარაგებდით დამცავი საშუალებებით. იყო შემთხ-ვევებიც, როცა იქ მომუშავე მოხალი-სეები სხეულის დაზიანებებს იღებდნენ. ჩვენ გვქონდა ინსტრუქცია და ყველას ვუწევდით რეკომენდაციებს, გაეკეთე-ბინათ ტეტანუსის აცრები“.

„ტეტანუსის პრევენცია წითელი ჯვრის რეკომენდაციების ნუსხაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ტეტა-ნუსი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის შემთხვევათა ნახევარზე მეტი ქვედა კიდურების ტრავმით არის გამოწვეული. დაზიანებულ უბნებში მომუშავეები ტეტანუსის რისკ ჯგუფებში აღმოჩდნენ“,- აღნიშნავს პირველი დახმარების კოორდინატორი თეიკო ჩიკვილაძე. მოგვიანებით საქართვე-ლოს ჯანდაცვის სამინისტრომ სტიქიის ზონაში მომუშავე ყველა მოხალისესთ-ვის ტეტანუსის აცრა სავალდებულოდ გამოაცხადა. ამ დრომდე აცრა ყველა მოხალისესთვის უფასოდ არის ხელ-მისაწვდომი.

ვეხმარებით თქვენი დახმარებით

14 ივნისი თბილისელების უმეტე-სობამ თამარაშვილის 10-ში, ვაკის გამგეობის შენობაში, გაატარა. აქ იყო დაზარალებულებისთვის დახმარების შეგროვების ძირითადი პუნქტი. გამგე-ობასთან შეთანხმებით წითელი ჯვრის საზოგადოებამ გაშალა კარვები, სადაც ხდებოდა შემოსული ჰუმანიტარული დახმარების დახარისხება, გადარჩევა და საჭიროებისამებრ განაწილება.

ეკა ორბეთიშვილი წითელ ჯვარს ზამთარში შეუერთდა. როგორც აქ-ტიური მოხალისე, ეკა წითელ ჯვარს საჭიროებისამებრ ეხმარება. 15 ივნისს ის ვაკის რაიონის გამგეობაში გამო-იძახეს. საქმე საკმაოდ ბევრი დახვდა. „ყველა მხრიდან მოდიოდა დახმარე-ბა. დასახარისხებელი იყო ფეხსაცმე-ლი ზომების მიხედვით, ქალის, კაცისა და ბავშვის ტანსაცმელი, ჭურჭელი. წითელი ჯვრის ის მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილებული დაზარალებულების საჭიროებებს იკვლევდნენ, რეგულა-რულად გვაწვდიდნენ შევსებულ ან-კეტას, სადაც მითითებული იყო ასევე ტანსაცმლის ზომებიც. ამის საფუძ-ველზე ვამზადებიდით ამანათებს და ყველა დაზარალებულს მიზნობრივად მისდიოდა დახმარება.“

გრძელვადიანი დახმარებაფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ

კატასტროფის დროს დაზარალებუ-ლების მხარდასაჭერად მოქალაქეების მობილიზება პირველ ორ კვირას პიკს აღწევს. ამის შემდეგ ვნებათაღელვა ნელდება, ვითარება კალაპოტში დგება და დახმარებაც შესაბამისად იკლებს. თუმცა საჭიროებები კვლავ რჩება და დღითიდღე მატულობს. წითელი ჯვრის საზოგადოების დო-ნორებისა და ფონდების მოძიების სისტემა დაზარალებულებს გრძელ-ვადიან პერსპექტივაში სთავაზობს დახმარებას.

„ჩვენ, როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთა-შორისო ფედერაციის წევრ ეროვნულ საზოგადოებას, კონტაქტი გვაქვს მსოფლიოს 189 ქვეყნის ეროვნულ საზოგადოებასთან, რომლებიც მზად არიან დახმარება გაუწიონ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას. ამ-ჯერად მივმართეთ საერთაშორისო ფედერაციის საგანგებო ფონდს ჟე-ნევაში. შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კატასტროფების მართვის დეპარტამენტის თანამშ-რომლები თამარ კამკამიძე და გვანცა ჟღენტი. ველით მათგან დასტურს, რათა დავეხმაროთ დაზარალებულებს როგორც ჰიგიენური საშუალებებითა და კვების ამანათებით, ასევე საოგახო ნივთებით,“ - ამბობს ნათია ლოლაძე, „ევროკომისიიდან, დანიისა და ავსტ-რიის წითელი ჯვრის ეროვნული საზო-გადოებებიდანაც ველით მხარდაჭერას.

მათთვის კი, ვისაც მომავალშიც სურს დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მოქმედებს წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიშის ნომერი GE91BG0000000683916102. ასევე შესაძლებელია ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან შემო-წირულობის გაკეთებაც ნომერზე 0901 200 100.

წითელი ჯვრის საზოგადოების ინციატივით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სახლიდან გაუსვლე-ლად შესაძლებელია შემოწირუ-ლობის გადარიცხვა ვებ პლატფორ-მის ammado.com -ის მეშვეობით. „Ammado ეხმარება კატასტროფით გამოწვეული ზიანის შემცირებაში ჩართულ არასამთავრობო ორგა-ნიზაციებს თანხების მოძიებაში. ვებ პლატფორმით თანხის გადარიცხვა კომფორტულია, რადგან ის იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას ნებისმიერ ვალუტაში. Ammado არის გამჭვირვალე ფინანსური ინსტრუმენ-ტი, რომელიც დეტალურად ასახავს შემოსულ თანხებს და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის,“ -აღ-ნიშნავს მარიამ ბექურიძე ფონდების მოძიების ოფიცერი.

რას მოიცავს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფებისთვის

რეაგირების სათადარიგო გეგმა

Page 7: დღეს ბიბლიოთეკის გარემონტებას ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/25-645-2015w.pdf2 xtvb [fhfufekb 10 ივლისი,

7xtvb [fhfufekb10 ივლისი, 2015 წ.

მაქსიმუმ 300 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოსახლესთან ბუნებრი-ვი აირის შეყვანის ღირებულებაა 400 ლარი, რომლის გადახდა შეიძლება როგორც ერთჯერადად, ასევე განვადებით, თვეში 25 ლარის ოდენობით.

საცხოვრებელ სახლში ბუნებ-რივი აირის შესაყვანად მოსახლემ „სოკარ გაზის“ ხარაგაულის ოფისში უნდა მიიტანოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, პირადობის მოწმობის ასლი და სახლის ტექნიკური პას-პორტი. თუ მოსახლეს არ გააჩნია საჯარო რეესტრის ამონაწერი, მას შეუძლია წარადგინოს დაბა ხარაგა-ულის რწმუნებულის ცნობა.

რაც შეეხება ორგანიზაციებში ბუნებრივი აირის შეყვანას, მიხეილ ბანცაძის თქმით, ორგანიზაციებზე არ მოქმედებს განვადება. ჩვე-ულებრივი მრიცხველის დაყენება ორგანიზაციებშიც ჯდება 400 ლარი. ამ თანხას ემატება აგრეთვე შიდა ქსელის მოწყობის ღირებულება. მრიცხველის ღირებულება შეიძ-ლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მოითხოვს დამა-ტებითი სიმძლავრის მრიცხველის დაყენებას.

ჯაფაროულში, ბაზალეთში, ახალსოფელში, თეთრაწყაროსა და ჩხერში დაწყებულია ბუნებრივი აირის შეყვანისთვის დაპროექტების სამუშაოები. თუმცა, როდის დაიწ-ყება ამ სოფლებში მაგისტრალის გაყვანა, ჯერჯერობით, უცნობია,“ - ამბობს მიხეილ ბანცაძე.

20%-იანი თანამონაწილეობა მუნიციპალიტეტებიდანპარლამენტში ხარაგაულის მა-

ჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, პარ-ლამენტში მუშავდება წინადადება, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პროექტებში დაახლოებით 20%-იანი თანამონა-წილეობა გაიღოს თავად მუნიციპა-ლიტეტმა.

„ფაქტია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მეტწილად ადმინისტ-რაციული ხარჯები იწევა, კაპიტა-ლური ხარჯები კი ნაკლებია. ეს ვერ დაარეგულირა ვერც თვითმმართ-ველობის კოდექსში ჩანაწერმა, რომლის თანახმადაც არაფინან-სური აქტივების, ანუ კაპიტალური ხარჯების, მოცულობა კონკრეტულ წელს არ უნდა იყოს ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებელზე ნაკლები. გარკვეული ობიექტური მიზეზებიცაა, კანონის ეს მოთხოვნა რომ არ სრულდება. ამიტომ ვფიქ-რობთ, რომ რგფ-ის პროქტები იმ შემთხვევაში განხორციელდება მუნიციპალიტეტებში, თუ თვითმ-მართველობა თანადაფინანსებას გაიღებს. ვფიქრობ, რომ გონივრუ-ლი იქნება ეს ფორმულა და თვითმ-მართველობას დაავალდებულებს, რაც შეიძლება მეტი კაპიტალური ხარჯი გაწიოს,“ - ამბობს ნოდარ ებანოიძე.

წყლის სისტემის მოსაწყობად

ხარაგაულში მშენებარე საავადმ-ყოფოსა და მისი მიმდებარე ქუჩე-ბის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასაწყებად ხელშეკრულება გამარჯვებულ ორ-განიზაციასთან 30 ივნისს გაფორმ-და. ტენდერი გამოცხადებული იყო 199 947 ლარზე და მასში მხოლოდ ერთი მშენებელი ორგანიზაცია - შპს „პოლიმერკონტეინერი“ (დირექტო-რი კონსტანტინე საღარეიშვილი) მონაწილეობდა. ხელშეკრულების თანახმად, ამ ორგანიზაციამ სამუშა-ოები 173 890 ლარად 7 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეასრულოს.

ჩვენს საყვარელ ქალბატონ მაყ-ვალა (ანგელინა) მაისურაძეს, დიდი გულისტკივილით, მოკრძალებით ვულოცავთ დაბადების დღეს იმ ქვეყ-ნიურ სასუფეველში. 12 ივლისს 62 წელი შეგისრულდებოდა. დიდი ზეიმი იყო ყოველთვის ამ დღეს თქვენს ოჯახში. მთელი ოჯახი, - მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, რძლები, სიძეები და საყვარელი მეზობლები ერთად ვზეიმობდით პეტრე-პავლო-ბის წმინდა დღესასწაულს და შენი დაბადების დღეს. ყველას გვიხაროდა ამ ლამაზი დღის ერთად აღნიშვნა.

ახლაც ერთად მოვალთ ყვა-ვილებით შენ საფლავთან. დაგ-ლოცავთ, მოგიგონებთ კეთილ, ტკბილ და საყვარელ ქალბატონს. გვენატრები, გვაკლიხარ მთელ სამეზობლოს. ხშირად გიხსენებთ.

28 ივლისს წელიწადი შესრულ-დება, რაც შენი სპეტაკი სული ზეციურ სამყაროშია. ღმერთმა ნათელში გამყოფოს. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი ვარძიის მიწა.

შენი ერთგული მეზობლები ვენერა, ნათია და ლია ოჯახებით

ამბების აკიდო

პირველი გვერდიდან

მეუღლე მარინა ცუცქირიძე, შვი-ლები ნინო, თემური, ძმები მევლუდი, მურადი, რძლები ინგა, მანანა, ჟუჟუნა, სიძე მევლუდი ყურაშვილი, ძმისშ-ვილები დათო, თამრიკო, შორენა, ზურა, გია, ნათია, ნანა იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

თამაზი ჭყოიძედაკრძალვა 11 ივლისს სოფ. მო-

ლითში.

მეუღლე კობა მაღრაძე, შვილები ვლადიმერი, გულო იამზე, სიძე მიშა გელაშვილი, შვილიშვილები შალვა, შორენა, შმაგი გელაშვილები, მაზლის-შვილი, მულისშვილი, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები ოჯა-ხებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ნორა არსენაშვილი-მაღრაძედაიკრძალა 5 ივლისს სოფ. მა-

რელისში.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი სამძიმარს ვუცხადებთ ლია და დავით წიქარიშვილებს დედისა და ბებიის

ვარა ხარაიშვილისგარდაცვალების გამო.

წიფის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი იუწყებიან, რომ გარდაიცვალა სკოლის ყოფილი პედაგოგი

ჟიული მახაროპულოდა თანაუგრძნობენ ამავე სკოლის

პედაგოგებს ჯილდა მახაროპულოსა და გია ღამბაშიძეს მამისა და სიმამრის გარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი და ტექპერსონალი თა-ნაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს ჯილდა მახაროპულოს მამის

ჟიული მახაროპულოსგარდაცვალების გამო.

2 ივლისს შეგისრულდა 40 დღე, რაც ჩვენგან წახვედი. დაგვიტოვე ტკივილიანი და სევდიანი მოგონებები. დაუღლელი, მშრომელი ადამიანი იყავი. ძალიან გიყვარდა შენს ვენახებ-ში საქმიანობა. შენი გარდაცვალების შემდეგ შენგან ნალოლიავებ ეზო-კარ-მიდამოს თითქოს მწუხარება დაეტყო. ბოლო წუთამდე საქმეზე ფიქრობდი და იბრძოდი ოჯახისათვის, მაგრამ უეც-რად გიმტყუნა გულმა. ყველას გული დაგვწყვიტე, ვინც კი გიცნობდა. ხშირად გვგონია, სახლში მისულს შენთვის ჩვეული თბილი, უწყინარი გამოხედვით შეგვხვდები. ეს მოგონებები დიდხანს გაგვყვება ჩვენ, - შენს შვილებსა და შვილიშვილებს, რომლებსაც ბებია განსაკუთრებით უყვარდათ.

ძნელია შენზე წარსულში საუბა-რი. ძალიან გვიჭირს უშენობა შენს ოჯახს, მაგრამ ვერაფერს ვშველით. ვცდილობთ ვისწავლოთ უშენოდ ცხოვრება, მაგრამ ძალიან ძნელი ყოფილა. ისღა დაგვრჩენია, უფალს შევთხოვოთ, რომ შენი სული ნათელში გვიმყოფოს. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი სოფელ ნებოძირის მიწა. ჩვენ ყოველთვის ვილოცებთ შენი სულის მოსახსენიებლად. ნათელში გამყოფოს ღმერთმა.

კობა კაკიაშვილი ოჯახით

ლოლა კაკიაშვილი

ამ წერილის წერა ძალიან მი-ჭირს, ლელა. შენ თვითონ უნდა წერდე მამიდას წერილს. შენი გარდაცვალება რომ შევიტყვე, თავზარი დამეცა. გადის 40 დღე სხვა სამყაროში შენი გადასვლის. მწუხარების ცრემლები არასოდეს გაქრება ჩვენს თვალებში. შენ ჩვენთან გინდოდა ყოფნა, მაგრამ შენმა ბედისწერამ ასე ადრი-ანად გაგიყვანა ამქვეყნიდან. აქეთ დარჩნენ გულმოკლული მშობ-ლები, ძმა, ბიძები, ბიძაშვილები, ატირებული ბებია-ბაბუა. ყველა ჩვენთაგანს შენი იმედი გვქონდა. თვალცრემლიანი დაგრჩა ყველა ახლობელი, სამეზობლო, მეგობ-რები, - ყველა, ვინც კი გიცნობდა.

გინდოდა, გქონდა საკუთარი ოჯახი. შენ და ტარიელი სიყვა-რულით ქმნიდით ოჯახს. პატარა გიორგი შეგეძინათ, მაგრამ არ დაგცალდა მათთან ყოფნა. დაგრ-ჩა ფრთამოტეხილი გულნატკენი მეუღლე, 6 თვის გიორგი, რომელ-საც არ ემახსოვრები და შენი გაც-ნობა სურათებით მოუწევს. ძალიან მებრალები, ლელა. 30 წლის ასაკში გამოგვეცალე ხელიდან. 30 იანვარს ტარიელმა ოქროს დაბა-დების დღე გადაგიხადა, გიორგიც მონათლეთ. რა ბედნიერები ვყო-ფილვართ მაშინ. კარგ ოჯახში შეხვედი. ყველას სიყვარული დაიმსახურე, მაგრამ ბედისწერამ გამოგვაცალა შენი თავი.

გიორგი გეძახის, დედაო, მაგ-

რამ შენ აღარ გესმის. ძალიან მებრალები, ჩემო ლელა. გიორგი მიეკუთვნა მაია ბებოს. რაც შენ უნდა გეკეთებინა, შენმა გულდამწ-ვარმა დედამ უნდა გააკეთოს. შენი შვილის პირველ ნაბიჯებს ვერ დაინახავ. სკოლაში რომ მივა, ყველას მიჰყვება დედა. გიორგის დედა კი ამ დროს ზეციდან დალო-ცავს შვილის მომავალს.

ნეტავ იმ დროს, ჩემთან რომ მოდიოდი. აღარასოდეს იკითხავ მამიდას ამბავს, ჩემო დიდო იმე-დო და მოუშუშებელო ტკივილო. კვირა არ გავიდოდა, ტელეფონზე რომ არ დავლაპარაკებოდით ერთმანეთს. იმედიანი საუბარი იცოდი.

მსუბუქი იყოს შენ ნორჩ გულზე დაყრილი საქარის მიწა. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს შენს სულს მარადიულ სასუფეველში.

შენი თვალცრემლიანი და გულმოკლული მამიდა

გულიკო თაბუკაშვილი

ლელას მონატრება

ჩემო ძვირფასო მონატრებულო დედა. ერთი წელი გავიდა, რაც ჩვენ გვერდით აღარ ხარ. გვაკლი-ხარ და გვენატრები ყველას, - შენს შვილებს, შვილიშვილებს, შვილ-თაშვილებს. ზეციურ სასუფეველში გადაინაცვლე. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ძაფი ჩვენი დედაშ-ვილობისა არასოდეს გაწყდება. შენ უხილავად მუდამ ჩვენ გვერდით ხარ, ჩვენო საყვარელო დედიკო. მუდამ ვგრძნობთ შენს სითბოს, მუდამ ჩაგ-ვესმის შენი ხმა. დიდი მონატრება და სიყვარული დაგიტოვე, ისევ შენი დარიგებების მოლოდინში ვიმყო-ფებით. მარადიულად იქნები ჩვენს გულებში. შენს კეთილ საქმეებსა და ლოცვებს უფალი შეისმენს. გკოცნით და გეფერებით. ვლოცულობთ შენი სულის სიწმინდისათვის. ვევედრებით უფალს, დაგიმკვიდროს ადგილი ზე-ციურ სასუფეველში. იძინე მშვიდად შენს კარგ მეუღლესთან ერთად.

შენი შვილები ნათელა და სოსო ჭიპაშვილები

თამარ ჭიპაშვილი

სწრაფად გაირბინა ერთმა წელ-მა. შარშან, 10 ივლისს, ჩემო რუსო, შენი კეთილი სული ზეციურ სამყა-როს შეუერთდა. შენი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არა და არ შუშდება.

ადამიანის სიცოცხლე საფლავ-თან რომ თავდებოდეს, ერთობ ღარიბი იქნებოდაო წუთისოფე-ლი, - უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. ეს რომ მართლაც ასეა, ამის დიდი მაგალითი შენ ხარ, ჩემო რუსკა. შენი სურათი ხატივით მაქვს თვალ-საჩინო ადგილზე და ყოველდღე თვალცრემლიანი ვესაუბრები. გული მტკივა, რუსა, - თითქოს შენთან ერ-თად ამომგლიჯეს. ძალიან მიჭირს უშენოდ, უჭირს შენს ანასაც, თუმცა

ცდილობს, რომ თავი მხიარულად მოგვაჩვენოს, მაგრამ გულში უდი-დეს ტკივილს ატარებს. ასე მიდის ეს უფერული დღეები, რომელსაც შენ გვივსებდი და ალამაზებდი. ყველას მოენატრა შენი ღიმილიანი, ხალისიანი შეხვედრა და მოკითხ-ვები, მაგრამ, ვაი რომ, ყველაფე-რი ხანმოკლე აღმოჩნდა. ყველა დიდი სიყვარულითა ცრემლებით გიხსენებს. ძალიან მოულოდნელი და ნაადრევი იყო შენი იმქვეყნად გამგზავრება. შენი ანა ყველაფერს ისე ლამაზად აკეთებს, როგორც შენ გაგეხარდებოდა. ყველა გვერ-დში უდგას, - დეიდები, მამიდა, ბიძები, ბიცოლები და შენი საყვა-რელი ძამიკოები, - ბესო და ზაზა. არც შენი მეზობლები და საბავშვო ბაღის მეგობრები გივიწყებენ, - სიყვარულით გიხსენებენ. შენ ხომ სიცოცხლე ლამაზად განვლე. სულ ვლოცულობთ შენთვის, - რაც კი ამქვეყნად დაგაკლდა სიხარული და სიყვარული, მანდ მაინც იყავი მშვიდად შენ სიყვარულთან ერთად. კვირას შენი ახლობლები მოვალთ შენ საფლავზე და მუხლმოდრეკით შევავედრებთ უფალს შენს უკვდავ სულს, რომ ნათელში ამყოფოს. ილოცე ანას ბედნიერებისათვის.

თამარ გაჩეჩილაძე

უსაშველოდ გვენატრები, რუსო

ტკივილიანი და ცრემლიანი ერთი წელი გავიდა შენი გარდა-ცვალებიდან, ჩვენო კარგო რუსო. ჯერ კიდევ ვერ შევეგუეთ შენს უდროოდ წასვლას ჩვენი კოლექ-ტივიდან. ყოველ დილით ბაღში მოსულებს გვგონია, რომ შენს ღიმილიან და კეთილ სახეს ისევ ვიხილავთ. მიუხედავად შენი მძი-მე მდგომარეობისა, სხვის ამბავს კითხულობდი, სხვისი გტკიოდა და ცდილობდი, სხვისთვის შეგემ-სუბუქებინა დარდი და მწუხარება შენი თბილი სიტყვებით. ამიტომაც გვენატრები და გვაკლიხარ, ჩვენო ტკბილო და საყვარელო რუსო.

ხარაგაულის №1 ბაგა-ბაღის თანამშრომლები

ჩვენო რუსო

დაბადების დღეს გილოცავთ

ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ და დიდი მადლობა გადა-ვუხადო ზესტაფონელ ექიმ-თერა-პევტს ბატონ ვალერი ნინიკაშვილს, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. ბატონი ვალერი ერთ-ერთი ექიმთა-განია, რომელიც დიდ ყურადღებას, პროფესიონალიზმსა და სითბოს არ მოაკლებს არც ერთ პაციენტს. იგი დიდი ცოდნითაა აღჭურვილი და პაციენტებისადმი გულისხმიერები-თაა გამსჭვალული. ყველა ადამიანი ოჯახის წევრივით უყვარს და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ნებისმი-ერი ადამიანის ჯანმრთელობას. რაც ყველაზე მთავარია, უდიდესი გამო-ცდილების მქონეა ბატონი ვალერი. თითქოს ღმერთის გამოგზავნილი ადამიანია. არ აქვს მნიშვნელობა პაციენტის ვინაობას. ვერასოდეს დავივიწყებ ამ ძვირფასი ადამიანის მზრუნველობას, სითბოსა და ამაგს.

დიდი მადლობა ბატონ ვალერის ჩემს მიმართ გამოჩენილი ყურად-ღებისათვის. მინდა გირჩიოთ, რომ თუ თქვენს ჯანმრთელობას ბატონ ვალერის მიანდობთ, ნამდვილად არ ინანებთ. ამას ჩემი გამოცდილებიდან გიზიარებთ.

დიდი პტივისცემითა და სიყვარუ-ლით, თქვენი მადლიერი პაციენტი

ინგა კურტანიძე

ჩემს ძვირფას ექიმს

Page 8: დღეს ბიბლიოთეკის გარემონტებას ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/25-645-2015w.pdf2 xtvb [fhfufekb 10 ივლისი,

8 xtvb [fhfufekb 10 ივლისი, 2015 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

დ. ხარაგაული10.07 - მზიანი დარი, დღე +31ºC,

ღამე +20ºC;11.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +28ºC, ღამე +22ºC;12.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +26ºC, ღამე +17ºC;13.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +27ºC, ღამე +19ºC;14.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +30ºC, ღამე +21ºC;15.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +30ºC, ღამე +20ºC.

ბორითი10.07 - მზიანი დარი, დღე +32ºC,

ღამე +20ºC;11.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +27ºC, ღამე +20ºC;12.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +25ºC, ღამე +16ºC;13.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +26ºC, ღამე +18ºC;14.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +31ºC, ღამე +18ºC;15.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +18ºC.

კიცხი10.07 - მზიანი დარი, დღე +30ºC,

ღამე +19ºC;11.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +26ºC, ღამე +20ºC;12.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +25ºC, ღამე +15ºC;13.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +25ºC, ღამე +18ºC;14.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +29ºC, ღამე +19ºC;15.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +29ºC, ღამე +20ºC.

მოლითი10.07 - მზიანი დარი, დღე +31ºC,

ღამე +18ºC;11.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +18ºC;12.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +14ºC;13.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +25ºC, ღამე +16ºC;14.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +16ºC;15.07 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +31ºC, ღამე +18ºC.

amindi

ხუმრობენ ხარაგაულელები

ერთ ღარიბ-ღატაკ, უსახლკარო, უმიწაწყლო იორდანეს მაშუალობაში სახელგანთქმულ ფოტინესთვის ფედოსის გარიგება უთხოვია. ფოტინე მიდგომია საპატარძლოს მშობლებს, - ისეთი სასიძო გამოგიძებნეთ, დედამიწის ზურგზე რომ სანთლით ეძიოთ, უკეთესს ვერ იპოვითო.

-მაინც რა აბადია სასიძოს?-ნუ იკითხავ! მე გეტყვი, სახლი არა აქვს, მე გეტყვი, ვენახი არა აქვს,

მე გეტყვი, ძროხა არა ჰყავს, ხარები არა ჰყავს და კიდევ, რა არა აქვს რა, ვერ ჩამოვთვლი. ესაა, რომ დედისერთაა, მარა უკეთესიც არის, არაფერი აქვს გასაყოფი.

-ავშენებულვარ კაცი და ეგ არი.-კი, კი, აპა არა?იორდანეს მეზობლის სახლში გადა-

უხდია ქორწილი. ნაქორწინევს მოყვ-რები რომ მიუწვევია, ალმასხანს ფო-ტინესთვის უთქვამს, - შენ თვითონ და-მათვალიერებინე სიძის ავლადიდებაო.

-რა უნდა დაგათვალიერები-ნო, რაც არაფერი აბადია, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, - უმართლებია თავი ფოტინეს.

ქუთაისის სიმფონიური ორკესტ-რის თანხლებით 6 ივლისს ხარა-გაულში ჩატარებულმა კონცერტმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებული ყურად-ღება მიიპყრო საფორტეპიანო გან-ყოფილებამ. აჟღერდა სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების კომპოზიტორ-თა ქმნილებები. ერთმანეთს ენაცვ-ლებოდნენ ნორჩი შემსრულებლები.

უნებურად, ფიქრებით მეც მათ ასაკში - ბავშვობაში დავბრუნდი. ეს იყო 60-იანი წლები. ჩემმა სკოლის მეგობარმა ხაშურის საესტრადო ანსამბლის კონცერტზე დამასწრო. სცენაზე ანსამბლი უკრავდა. ფორ-ტეპიანოსთან კონცერტმეისტერად ყველაზე პატარა კოხტა გოგონა იჯდა. ეს გოგონა, ანსამბლის სული და გული, ციური ბლუაშვილი, - ჩემი მეგობრის ბიძაშვილი იყო. ქალბა-ტონი ციური ამჟამად ხარაგაულის მოსწავლეთა სახლთან არსებული სამუსიკო სტუდია „ჰარმონიას“ ხელ-მძღვანელია. სწორედ ციური მასწავ-ლებლის აღზრდილები უკრავდნენ

6 ივლისს ჩატარებულ კონცერტზე.ბავშვობაში ხაშურში მოსმენილმა

გამაოცა, - ციური ვირტუოზულად ფლობდა ფორტეპიანოს და არა მარტო ეს, - ანსამბლის სოლისტ მომღერალთა შორის გამოირჩეოდა ციურის ძმა ოთარ ბლუაშვილი. ამა-ღელვებელი იყო არა მარტო მისი ლამაზი ხმა, არამედ მისი სცენიური, დახვეწილად არისტოკრატიული გარეგნობა. ეს საოცარი ბავშვები თანდათან იხვეწებოდნენ და იზრ-დებოდნენ. შემდეგ იყო მუსიკალური სასწავლებელი, კონსერვატორია და ბოლოს „ჰარმონია“.

ბატონი ოთარი კი დღეს ან-სამბლ „ერისიონის“ გენერალური მენეჯერია.

ოთარის შვილმა, რამაზმა, სიეტ-ლში ტელე-კინო სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლისას შეძლო „ნასაში“ შესვლა და დეტალური მასა-ლების მოპოვება კოსმოსში ქართუ-ლი ხალხური სიმღერა „ჩაკრულოს“ გაგზავნის შესახებ და უფრო მეტად ცნობადი გახადა. ვხედავდი, რომ

ისინი ჯანსაღი ნიადაგზე იზრდე-ბოდნენ - მათი მშობლები ცნობილი ავტორიტეტული პედაგოგები იყვნენ.

წლების მანძილზე თვალს ვადევ-ნებ ციური მასწავლებლის ფასდა-უდებელ, შეუფასებელ შრომას და მაოცებს მისი ერთგულება ბავშვების განათლების საქმეში.

იუმორისტული გრძნობით ჭარბად დაჯილდოებულმა ჩემმა მეგობარმა ერთხელ ციურის ხუმრობით უთხრა, - „სანამ როიალი შენც არ დაგეცემა, მანამ არ დაანებებ თავს ხრაგაულში მაგ საქმესო?“ ლიას ნათქვანი ეს სიტყვები შემომესმა მისი მეუღლის, ცნობილი არქიტექტორის ნოდარ მუჯირიშვილის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მშენებლობისას სამშენებლო მძიმე მასალის დაცემის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.

სწორედ ასეთი თავდაუზოგავი შრომის არა ერთი წარმატებული კონცერტის მოწმე გავხდი. ეს ხომ ციური მასწავლებლის კიდევ ერთი შემოდგომა იყო.

მერი მდივნიშვილი

კვლავ ბავშვობაში დამაბრუნე

ვულოცავთ შვილიშვილის შეძე-ნას თამარ (ცუცნა) ავალიშვილს. ვუსურვებთ ნიკოლოზ კიკნაძეს ჯანმრთელობას, ღვთის წყალობას და ლამაზ მომავალს.

ხარაგაულის ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ

დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლები

ვულოცავთ თამარ ავალიშ-ვილსა და ალექსანდრე ბარბა-ქაძეს შვილიშვილის, ნიკოლოზის დაბადებას. ვუსურვებთ პატარას, გაზრდილიყოს ერისათვის სასა-ხელო მამულიშვილი.

ხარაგაულის №1 ბაგა-ბაღის თანამშრომლები

ოქროს დაბადების დღეს ვუ-ლოცავთ ჩვენს საყვარელ ოლიკო ბარბაქაძეს. ჯანმრთელობას, სი-ხარულს, კარგად სწავლას, ბედნი-ერებასა და საუკეთესო მომავალს ვუსურვებთ. მუდამ ფარავდეს უფალი ოლიკოსა და მის ოჯახს.დეიდაშვილები და ბიძაშვილები

ვულოცავ ტყუპი ქალიშვილის შე-ძენას ირაკლი ჭიპაშვილს. ვუსურ-ვებთ ქრისტინესა და ანასტასიას ლამაზ და ბედნიერ მომავალს.

ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი

ვულოცავთ შვილიშვილის შე-ძენას გულო და ზაური გველესი-ანებს. ვუსურვებთ პატარა ილიას ჯანმრთელობას, სიხარულს, სასა-ხელო ვაჟკაცად აღზრდას. მუდამ ფარავდეს წმინდა ილიას მადლი.

ხარაგაულის ივ. აბაშიძის სახელობის კულტურის

ცენტრის თანამშრომლები

ვულოცავთ შვილიშვილის შე-ძენას ალექსანდრე ბარბაქაძეს. ვუსურვებთ ნიკოლოზ კიკნაძეს ჯანმრთელობას, ლაღ ბავშვობას, სიკეთეს და ღვთის ულევ წყა-ლობას.ხარაგაულის საზოგადოებრივი

ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები

ვულოცავთ ტატო ბერაძეს და თამაზ ჭიპაშვილს, ქეთინო დევდარიანსა და ამირან მაისუ-რაძეს შვილიშვილის, რუსიკო ჭიპაშვილს - შვილთაშვილის ამქ-ვეყნად მოვლინებას. ვუსურვებთ პატარა იოანეს, გაზრდილიყოს ჯანმრთელი და სასახელო ვაჟკა-ცი. მუდამ ფარავდეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მადლი.

ბაზალეთში მცხოვრები დევდარიანებისა და

ლომსაძეების უბნის მეზობლები

ვულოცავთ ივნისში დაბადებულ ჩვენს თანამშრომლებს მანანა ღონღაძესა და რუსუდან ჩაჩანი-ძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღვთის მფარველობას.

ზვარის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ ჩვენს თანამშრო-მელს ქეთევან ალხაზიშვილს დისშვილის შეძენას. პატარას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სი-კეთესა და სიხარულს. სასახელო შვილი გაზრდილიყოს.

ზვარის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი

დიდი სიხარულითა და სიყვა-რულით ვულოცავთ ლიკა გვე-ლესიანს და ბექა ბერეკაშვილს ვაჟიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ილიას სიკეთითა და სიხარულით სავსე მომავალს, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას. დაე, ფეხბედ-ნიერი ყოფილიყოს ორი ლამაზი ოჯახის პირველი შვილიშვილის ამქვეყნად მობრძანება.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები

იყიდება ქარხნული წარმოების ხუთტონიანი რკინის ცისტერნა, კარგ მდგომარეობაში, სოფელ ჯაფაროულში. ტელ: 593 24 26 13; ფასი შეთანხმებით.

იყიდება ერთოთახინი ბინა ლოჯით, მეოთხე სართულზე, ბუნებრივი აირით. მის.: ხარაგა-ული, სოლომონ მეფის ქ. №56. ტელ.: 593 76 86 78 (ქეთინო).

ყურადღება!სახლის, მიწის ნაკვეთის

ან რაიმე ნივთის გაყიდვა, შეძენა, გაქირავება გსურთ? სამუშაოს ეძებთ ან ახალი თანამშრომლის დაქირავება გსურთ? ოჯახში დამხმარე ან ძიძა გჭირდებათ? შენება, შეკეთება ან სხვა სახის მომსა-ხურება შეგიძლიათ?

დაგვიკავშირდით რედაქცი-აში ტელეფონებით 22 16 27; 593 900 501; 593 35 65 80 ან

მობრძანდით მისამართზე - ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №59, მეორე სართული, შემოსასვლელი შენობის უკანა მხრიდან.

გ ა ნ ც ხ ადე ბ ი ს გ ა ზ ეთს ა და ვებპორტალზე გამო -ქვეყნებით ჩვენ დაგეხმა -რებით თქვენი სურვილე -ბის განხორციელებასა და სასურველი მომსახურების მიღებაში.

იყიდება

ერთი წელიც არაა, რაც სოფელ ვარძიაში გაიხსნა საბავშვო ბაღი, სა-დაც ძალიან თბილი და ყურადღებიანი გარემოა. ბავშვები ყოველ დილას სიხარულით მიდიან ბაღში. მათ ამ ცოტა ხნის მანძილზე ბევრი რამ ის-წავლეს. დიდი მადლობა ბაღის გამგე ქალბატონ იზოლდა ხიჯაკაძეს ლამაზი გარემოს შექმნისათვის. მადლობა აღმზრდელებს: ნანა სიხარულიძეს და ნინო ხიჯაკაძეს, მუსიკის მასწავლებელ მაყვალა ხიჯაკაძეს, ძიძა შორენა მდივ-ნიშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომლებმაც ჩვენი შვილების აღზრდასა და განათლებაში მიიღეს მონაწილეობა.

ჩვენ, ექვსწლიანი ბავშვების მშობ-ლები, მადლობას გიხდით ჩვენს შვი-ლებზე დახარჯული ენერგიისათვის. გისურვებთ, მრავალი თაობა აღგე-ზარდოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ ბაღის დაარსებასა და განვითარებაში მიიღო მონაწილეობა.

ვარძიის საბავშვო ბაღის ექვსწლიანი აღსაზრდელების

მშობლები

მადლობა ზრუნვისათვის

(გვიამბობს კულტურის ცენტრის თანამშრომელი დავით ჭყოიძე)

შარშან სოფლებში კულტურის ცენტრის თოჯინების თეატრი სპექტაკლებს მართავ-და. მგლის როლის შემ-სრულებელი გიორგი ჭიპაშვილი სხვაგან წა-ვიდა. რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ მითხრა, რომ მე უნდა მეთამაშა მგელის როლი. ვიუარე.

-არა უშავს, შენ თო-ჯინა ათამაშე, ტექსტი ბევრი არაფერია, მო-გეხმარებიო.

ირინე ბეკეკას როლს ასრულებდა. დაასრულა ირინემ ტექსტი და მე, ანუ მგელმა, უნდა შევჭამო.

დამავიწყდა, რა უნდა ვქნა. ამ დროს ირინე მეძახის, - შემჭამე, მგე-ლო, შემჭამე.

შემჭამე, მგელო

ახმედ გოგოლაძის წიგნიდან „თუ დამივიწყებ, იმასაც ვნახავ”კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა

***

***

***

***

*** ***

***