ივ. ჯავახიშვილის სახელობის...

17
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ფიზიკის მიმართულება ბიოფიზიკის ქვემიმართულება ჰულეიმათ მამედოვა სისხლის ცილები საბაკალავრო ნაშრომი შესრულებულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ხელმძღვანელი: ნინო შენგელია ბიოლოგიის დოქტორი თბილისი 2013

Upload: others

Post on 28-Aug-2021

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიფიზიკის მიმართულება ბიოფიზიკის ქვემიმართულება

ჰულეიმათ მამედოვა

სისხლის ცილები

საბაკალავრო ნაშრომი შესრულებულია ზუსტ დასაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

ხელმძღვანელი: ნინო შენგელიაბიოლოგიის დოქტორი

თბილისი 2013

Page 2: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

ა ნ ო ტ ა ც ი ა

ა ნ ო ტ ა ც ი ა

სისხლის ცილები

ჰულეიმათ მამედოვა

ცოცხალი ორგანიზმები რთული ბიოლოგიური სისტემებია, რომელთასრულყუფილი ფუნქციონირება ბევრადაა დაკავშირებული ერთიან, შეთანხმებულმოქმედებაზე. ამ ფუნქციის განხორციელებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებსშინაგანი გარემომო (ჰომეოსტაზი), რომელიც რამოდენიმე სისტემას აერთიანებს. ესენიასისხლი, ლიმფა და ქსოვილური სითხე.

წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება სისხლის ცილური კომპონენტების შესწავლას,მათ დახასიათებას და ფუნქციების განხილვას. სახელდობრ, სისხლის შედედებისპროცესს, იმუნიტეტის არსს და სხვა.

Blood proteins

Huleimat Mamedova

Page 3: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

შინაარსი:

შესავალი 4 გვ1. სისხლი: შედგენილობა და ფუნქციები 5 გვ2. სისხლის გადასხმა 10 გვ3. სისხლის დამცველობითი ფუნქცია 12 გვ4. იმუნიტეტის ფორმები 13 გვ

დასკვნა 16 გვგამოყენებული ლიტერატურა 17 გვ

Page 4: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

-4-შესავალი

მთლიანად სისხლის ქიმიური შემადგენლობის შესწავლა ფართოდ გამოიყენებადაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობაზე კონტროლის მიზნით. გამოკვლევისშედეგების ინტერპრეტაციის გაადვილების მიზნით სისხლის შემადგენლობაში შემავალნივთიერებებს ყოფენ რამდენიმე ჯგუფად.

პირველ ჯგუფში შედიან ნივთიერებები (წყალბადის იონები, ნატრიუმი, კალიუმი,გლუკოზა და სხვ.), რომელთაც გააჩნიათ მუდმივი კონცეტრაცია, რაც აუცილებელიაუჯრედების გამართული ფუნქციონირებისათვის. მათ მიმართ გამოიყენება შინაგანიგარემოს მუდმივობის (ჰომეოსტაზის) ცნება.

მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან ნივთიერებები (ჰორმონები, პლაზმა სპეციფიკურიფერმენტები და სხვ.), რომლებიც პროდუცირდებიან სპეციალური სახის უჯრედების მიერ;მათი კონცეტრაციის ცვლილება მეტყველებს შესაბამისი ორგანოს დაზიანებაზე.

მესამე ჯგუფი მოიცავს ნივთიერებებს (ზოგიერთი მათგანი ტოქსიკურიცაა),რომლებიც ორგანიზმიდან გამოიყოფა მხოლოდ სპეციალური სისტემების მეშვეობით(შარდოვანა, კრეატინინი, ბილირუბინი და სხ.); მათი სისხლში დაგროვება მეტყველებსაღნიშნული სისტემების დაზიანებაზე.

მეოთხე ჯგუფს შეადგენენ ნივთიერებები (ორგანო სპეციფიკური ფერმენტები),რომლებითაც მდიდარია მხოლოდ ზოგიერთი ქსოვილი; მათი სისხლის პლაზმაში გაჩენამეტყველებს აღნიშნული ქსოვილების უჯრედების დაშლაზე ან დაზიანებაზე.

მეხუთე ჯგუფში შედიან ნივთიერებები, რომლებიც გამომუშავდებიან მცირერაოდენობით; პლაზმაში ისინი ჩნდებიან ანთებების, ახალწარმონაქმნების არსებობის,ნივთიერებათა ცვლის დარღვევის და სხვ. დროს.

მეექვსე ჯგუფს მიეკუთვნებიან ეგზოგენური წარმოშობის ტოქსიკურინივთიერებები.

ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გაადვილების მიზნით შემოღებულია ნორმის ანუსისხლის ნორმალური შემადგენლობის ცნება – კონცეტრაციების დიაპაზონი, რომელიც არმეტყველებს დაავადების არსებობაზე. თუმცა საზოგადოდ მიღებული ნორმალურისიდიდეები ყველა ნივთიერებისთვის ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. სირთულემდგომარეობს იმაში, რომ უმეტეს შემთხვევაში ინდივიდუალური განსხვავებებიმნიშვნელოვნად აღემატება კონცეტრაციების მერყეობას ერთი და იმავე ადამიანშისხვადასხვა პერიოდში. ინდივიდუალური განსხვავებები დაკავშირებულია ასაკთან,სქესთან, ეთნიკურ წარმომავლობასთან (ნივთიერების ნორმალური ცვლის გენეტიკურადგანპირობებული ვარიანტები), გეოგრაფიულ და პროფესიულ თავისებურებებთან,განსაზღვრული საკვების მოხმარებასთან.

Page 5: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

- 5-

1. სისხლიშედგენილობა და ფუნქციები

ადამიანის ორგანიზმის შინაგან თხევად გარემოს ქმნის სისხლი, ქსოვილურისითხე და ლიმფა.

სისხლი სისხლძარღვებში მომწყვდეული სითხეა. უწვრილესისისხლძარღვებიდან კაპილარებიდან უჯრედშორის სივრცეში გამუდმებით იჟონებასისხლის თხევადი ნაწილი - პლაზმა, რომელშიც ჟანგბადი და საკვებინივთიერებებია. ეს სითხე ავსებს ქსოვილის უჯრედებს შორის სივრცეს დაქსოვილურ სითხეს წარმოქმნის.

ქსოვილურ სითხეს უშუალო კონტაქტი აქვს ორგანიზმის ყოველ უჯრედთან.სწორედ მისგან იღებენ უჯრედები სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს და მასშივეგამოყოფენ დაშლის პროდუქტებს. უჯრედში ჟანგბადი და საკვები ქსოვილური სითხისგავლით შეაღწევს. ცვლის პროდუქტები უჯრედიდან ისევ ქსოვილურ სითხეშიგამოიყოფა. ამრიგად, ქსოვილური სითხე შუამავლის როლს ასრულებს უჯრედსა დასისხლს შორის. ჭარბი ქსოვილური სითხე ლიმფურ კაპილარში გადადის და ლიმფადგადაიქცევა. ლიმფა გამჭირვალე სითხეა და შედგენილობით ქსოვილურ სითხეს ჰგავს. ისმოძრაობს ლიმფურ ძარღვებში.

Page 6: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

-6-

სისხლი თხევად, შემაერთებელ ქსოვილს განეკუთვნება. სისხლის თხევადინაწილია პლაზმა. პლაზმაში მრავალი უჯრედია.

სისხლი ადამიანის მასის 1/3 ნაწილს შეადგენს, და მას მრავალი ფუნქცია აკისრია.

sisxli

plazma

55%

formiani elementebi

45%

90% wyali,

10% _

• cilebi,

• cximebi,

• naxSirwylebi,

• min. marilebi,

funqcia:

• nivTierebisgadatana

• sisxlisSededeba

eriTrocitebi

leikocitebi

Trombocitebi

Page 7: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

_- 7-

სურ.1 ადამიანი სისხლი: ა - ერითროციტები;ბ- ნეიტროფილები; გ - ეოზინოფილები; დ- ლიმფოციტები.

სურ.2 მარცხნიდან მარჯვნივ – ერითროციტები,თრომბოციტები, ლეიკოციტები

ერითროციტებს წითელ შეფერილობას ცილა - ჰემოგლობინი აძლევს.ჰემოგლობინი რკინას შეიცავს. მას ადვილად შეუძლია მიიერთოს ჟანგბადი და ასევეადვილად გასცეს. ამით ის უზრუნველყოფს ჟანგბადის გადატანას ფილტვებიდანქსოვილებში.

სისხლის ქსოვილებთან (ერითროციტებთან) ჟანგბადის გადატანა ხორციელდებასპეციალური ცილების – ჟანგბადის გადამტანები ცილების მეშვეობით. ესენი არიანრკინის ან სპილენძის შემცველი ქრომოპროტეინები, რომელთაც ეწოდებათ სისხლისპიგმენტები. თუკი გადამტანი დაბალმოლეკულური ნაერთია, ის ზრდის კოლოიდურ–ოსმოსურ წნევას, თუკი მაღალმოლეკულური – ზრდის სისხლის სიბლანტეს და აძნელებსმის მოძრაობას. ჟანგბადის გადატანა ერითროციტების იმდენად მნიშვნელოვანიფუნქციაა, რომ მათ ბირთვი „გაწირეს“.

_- 7-

სურ.1 ადამიანი სისხლი: ა - ერითროციტები;ბ- ნეიტროფილები; გ - ეოზინოფილები; დ- ლიმფოციტები.

სურ.2 მარცხნიდან მარჯვნივ – ერითროციტები,თრომბოციტები, ლეიკოციტები

ერითროციტებს წითელ შეფერილობას ცილა - ჰემოგლობინი აძლევს.ჰემოგლობინი რკინას შეიცავს. მას ადვილად შეუძლია მიიერთოს ჟანგბადი და ასევეადვილად გასცეს. ამით ის უზრუნველყოფს ჟანგბადის გადატანას ფილტვებიდანქსოვილებში.

სისხლის ქსოვილებთან (ერითროციტებთან) ჟანგბადის გადატანა ხორციელდებასპეციალური ცილების – ჟანგბადის გადამტანები ცილების მეშვეობით. ესენი არიანრკინის ან სპილენძის შემცველი ქრომოპროტეინები, რომელთაც ეწოდებათ სისხლისპიგმენტები. თუკი გადამტანი დაბალმოლეკულური ნაერთია, ის ზრდის კოლოიდურ–ოსმოსურ წნევას, თუკი მაღალმოლეკულური – ზრდის სისხლის სიბლანტეს და აძნელებსმის მოძრაობას. ჟანგბადის გადატანა ერითროციტების იმდენად მნიშვნელოვანიფუნქციაა, რომ მათ ბირთვი „გაწირეს“.

_- 7-

სურ.1 ადამიანი სისხლი: ა - ერითროციტები;ბ- ნეიტროფილები; გ - ეოზინოფილები; დ- ლიმფოციტები.

სურ.2 მარცხნიდან მარჯვნივ – ერითროციტები,თრომბოციტები, ლეიკოციტები

ერითროციტებს წითელ შეფერილობას ცილა - ჰემოგლობინი აძლევს.ჰემოგლობინი რკინას შეიცავს. მას ადვილად შეუძლია მიიერთოს ჟანგბადი და ასევეადვილად გასცეს. ამით ის უზრუნველყოფს ჟანგბადის გადატანას ფილტვებიდანქსოვილებში.

სისხლის ქსოვილებთან (ერითროციტებთან) ჟანგბადის გადატანა ხორციელდებასპეციალური ცილების – ჟანგბადის გადამტანები ცილების მეშვეობით. ესენი არიანრკინის ან სპილენძის შემცველი ქრომოპროტეინები, რომელთაც ეწოდებათ სისხლისპიგმენტები. თუკი გადამტანი დაბალმოლეკულური ნაერთია, ის ზრდის კოლოიდურ–ოსმოსურ წნევას, თუკი მაღალმოლეკულური – ზრდის სისხლის სიბლანტეს და აძნელებსმის მოძრაობას. ჟანგბადის გადატანა ერითროციტების იმდენად მნიშვნელოვანიფუნქციაა, რომ მათ ბირთვი „გაწირეს“.

Page 8: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

-8-

ჰემოგლობინი ნახშირორჟანგსაც იკავშირებს, მიაქვს ფილტვებში და იქ გასცემს.ერითროციტები სატვირთო მანქანას ჰგავს, რომელსაც აირები გადააქვს.

sisxlis ujredebi

eriTrocitebi leikocitebi Trombocitebi

სისხლის ფუნქციები

axorcielebsJangbadis gadatanas

axorcielebsfagocitozs

gamoimuSavebsantisxeulebs

sisxlisSededeba

ნახშირბადის მონოოქსიდი (მხუთავი აირი), რომელიც წარმოიქმნება ბუნებრივიაირების არასრული წვის შედეგად, ჰემოგლობინთან მტკიცე ნაერთს წარმოქმნის. ამიტომამგვარი აირის დიდი რაოდენობით ჩასუნთქვამ შესაძლოა ადამიანის დაღუპვაგამოიწვიოს.

ერითროციტების ან მასში ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებისშემთხვევაში ვითარდება დაავადება რომელსაც ანემია ჰქვია.

სისხლში ფორმიანი ელემენტების შემცველობის განსაზღვრისას ნორმისშემთხვევაში შემდეგი მაჩვენებლები ფიქსირდება:

Page 9: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

-9-

1 mm3

sisxlSi

4-5 milioni

eriTrociti

6-8 aTasi

leikociti

250-400 aTasi

Trombocitი

Page 10: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

-10-

2. სისხლის გადასხმა

ანემიის დროს ხშირად სისხლის გადასხმას მიმართავენ. ადამიანს, რომელიცსისხლს გასცემს, დონორი ჰქვია, ხოლო რომელიც სისხლს იღებს - რეციპიენტი.

ამ პროცედურის ჩატარების წინ აუცილებელია დადგინდეს ავადმყოფისსისხლის ჯგუფი, ვინაიდან ადამიანების სისხლი ერთმანეთისაგან ერითროციტებითა დაპლაზმის შედგენილობით განსხვავდება. ამ განსხვავების მიხედვით ავსტრალიელმამკვლევარმა კარლ ლანდშტაინერმა 1901 წელს სისხლი დაყო ოთხ ჯგუფად - I, II, IIIდა IV. მანვე მოგვაწოდა სისხლის გადასხმის სქემა, სადაც მოცემულია შეთავსებაამ ჯგუფებს შორის. სისხლის ჯგუფების შეუთავსებლობა სისხლის გადასხმის დროსსიკვდილს იწვევს.

სისხლისჯგუფი

შეიძლება გადაესხასშემდეგ ჯგუფებს

შეიძლება მიიღოს შემდეგიჯგუფებიდან

I I, II, III, IV I

II II, IV I, II

III III, IV I, III

IV IV I, II, III, IV

ამ სქემის მიხედვით პირველი ჯგუფის სისხლი შესაძლებელია გადაესხასყველა დანარჩენ ჯგუფს, რის გამოც მას უნივერსალურ დონორად მიიჩნევენ, ხოლომეოთხე ჯგუფი განიხილება, როგორც უნივერსალური რეციპიენტი, რადგან ყველადანარჩენი ჯგუფისგან შეიძლება მიიღოს სისხლი.

ადამიანების სისხლი ერთმანეთისგან ე.წ. რეზუს ფაქტორითაც განსხვავდება.რეზუს ფაქტორი ანტიგენია (ცილა), რომელიც ერითროციტების ზედაპირზეაგანლაგებული. დადგენილია, რომ ადამიანების 85%-ს აქვს რეზუს-ფაქტორი - მათ რეზუს- დადებითებს უწოდებენ, ხოლო დანარჩენ 15%-ს ეს ფაქტორი არ აქვს - ისინი რეზუს -უარყოფითები არიან.

რეზუს-ფაქტორის დადგენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სისხლისგადასხმისა და ფეხმძმობის დროს. იმ შემთხვევაში, თუ რეზუს-უაარყოფითი დედისორგანიზმში რეზუს -დადებითი ნაყოფი ვითარდება, პლაცენტის

Page 11: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

- -11-

უმნიშვნელო დაზიანებისას ნაყოფის ერითროციტები დედის სისხლში ხვდება.დედის ორგანიზმი მას აღიქვამს, როგორც უცხოს და გამოიმუშავებს მის საწინააღმდეგოანტისხეულებს. ეს ანტისხეულები პლაცენტაში გადადის და უტევს ნაყოფისერითროციტებს - შლის მათ. ნაყოფის სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინისრაოდენობა საგანგაშოდ ეცემა. ვითარდება ანემია, რაც ნაყოფს დიდ საშიშროებასუქმნის.

სისხლის ჯგუფი და რეზუსი სიცოცხლის მანძილზე არ იცვლება და სისხლისგადასხმის დროს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

სისხლს შედედების უნარი აქვს. ის ამ დროს ჟელესმაგვარ მასად -კოლტად გარდაიქმნება.

შედედების პროცესი სისხლძარღვის დაზიანებისას ავტომატურად ხდება. ნაზი,არამდგრადი თრომბოციტები ჭრილობის უსწორ-მასწორო ზედაპირთან და ჰაერთანშეხებისას სკდება. გამოიყოფა ნივთიერება, რომლის მოქმედებითაც სისხლში არსებულიხსნადი ცილა - ფიბრინოგენი უხსნად ცილად - ფიბრინად გარდაიქმნება. კოლტი, ანუთრომბი შედგება ფიბრინის ბადისაგან, რომელშიც გაჭედილია სისხლის უჯრედები.ის ეცობა ჭრილობას, აჩერებს სისხლს და მიკრობებს ორგანიზმში შეღწევის საშუალებასარ აძლევს. კოლტი ცოტა ხანში გადაიქცევა ფუფხად (სისხლის გამშრალ ქერქად).დაზიანებული სისხლძარღვის აღდგენისა და ჭრილობის შეხორცების შემდეგ, ფუფხითვითონ სცილდება.

Page 12: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

-12-

3. სისხლის დამცველობითი ფუნქცია

ადამიანის ორგანიზმი ციხესიმაგრეს ჰგავს, რომელსაც გარს მრავალი „მტერი“ახვევია. მათ პირველ რიგში დაავადების გამომწვევი ბაქტერიები და ვირუსებიმიეკუთვნება. ისინი გამუდმებით ეძებენ ორგანიზმის სუსტ წერტილებს მასშიშესაღწევად. თუმცა ეს არცთუ ადვილია მათთვის. ადამიანის ორგანიზმს ძლიერიდამცავი იმუნური სისტემა გააჩნია. იმუნური სისტემის მთავარი ფუნქციააშეინარჩუნოს „თავისი“, არ შეუშვას და მოიშოროს უცხო. ორგანიმის ამ უნარს იმუნიტეტიჰქვია.

ორგანიზმის დაცვაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანისა და ლორწოვანი გარსებისმთლიანობას, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მიერ გამოყოფილ სეკრეტებს,ნაღველის, კუჭის ჭვენს, ლორწოს.

დაცვის რთულ სისტემაში აქტიურადაა ჩართული ლეიკოციტები. მათი ერთინაწილი ფაგოციტოზის გზით შთანთქავს და ინელებს მიკრობებს. ამ ლეიკოციტებსამებოიდური მოძრაობა ახასიათებთ. ისინი გამოდიან სისხლძარღვიდან და მოძრაობენუჯრედშორის სივრცეში, ანტიგენის შეჭრის ადგილისაკენ. ასეთ ლეიკოციტებსფაგოციტები ეწოდება. მათი უმრავლესობა ბაქტერიებთან ბრძოლაში იღუპება.

დაღუპული ლეიკოციტებისა და ბაქტერიების გროვა ჩირქს წარმოქმნის.თუ ფაგოციტმა ვერ შეძლო მიკრობების დამარცხება, ის იშველიებს ლეიკოციტის

სხვა სახეს - ლიმფოციტს, რომელიც ამოიცნობს რა „უცხოს“, იწყებს მათისაწინააღმდეგო სპეციფიური იარაღის - ანტისხეულების გამომუშავებას. ანტისხეულებიმიკრობებს ბოჭავს და ხელს უწყობს მათ გაუვნებლებას.

მიკრობთა მრავალფეროვნების გამო, ლიმფოციტები ყველას თავის საწინააღმდეგოანტისხეულს „უმზადებს”. ლიმფოციტები ამ მიკრობებს კარგად იმახსოვრებენ დაგანმეორებითი შეხვედრისთანავე იწყებენ ანტისხეულების გამომუშავებას. ამ დროსდაავადება აღარ ვითარდება. ამიტომაა, რომ ზოგიერთი დაავადების გადატანის შემდეგადამიანი ამ დაავადებით განმეორებით აღარ ავადდება - მას ამ დაავადების მიმართ უკვეგამომუშავებული აქვს იმუნიტეტი.

Page 13: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

-13-4. იმუნიტეტი და მისი ფორმები

იმუნური სისტემა ორგანიზმს მიკრობებისა და გარემოს სხვა დამაზიანებელიაგენტებისგან იცავს. იმუნური სისტემის უჯრედებს აქვთ უნარი განასხვაონ საკუთარი დაუცხო უჯრედი. ამ სისტემის მთავარ სპეციალიზირებულ უჯრედებს ლიმპოციტებიწარმოადგენს და ისინი სხვა უჯრედებთან კოოპერაციაში ახორციელებენ სრულყოფილიმუნურ პასუხს.

გრანულოციტები იმუნოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წარმოქმნისა დაბაქტერიული იმფიცირების უბნებში დიდი რაოდენობით დაგროვების უნარითხასიათდება. ნეიტროფილების მაღალი ფაგოციტური აქტივობა მიკრობებისა დაკონკრეტული ანტიგენების რაოდენობის შემცირებას უზრუნველყოფს. სრულყოფილიიმუნური პასუხის განხორციელებისთვის უჯრედები უშუალოდ ან სპეციალურიშუამავლების-ციტოკინების მეშვეობით ურთიერთქმედებს.

ციტოკინები - ცილებია, რომლებიც აუტოკრინული ან პარაკრინული გზითმოქმედებს. ციტოკინები სამიზნე უჯრედების ზედაპირზე სპეციალურ რეცეპტორებსუკავშირდება და რეაქციათა კასკადის წარმოქმნის გზით გენების აქტივაციის ინდუქციას,გაძლიერებას ან დათრგუნვას იწვევს. არსებობს იმუნური პასუხსი ორი ფორმა:1.უჯრედული - უცხო ან ვირუსულ უჯრედებთან უშუალოდ ურთიერთქმედებს დააინდუცირებს მათ.2. ჰუმორული - ანტისხეულებთან არის დაკავშირებული. ორგანიზმში მოხვედრისას უცხოსხეული (ანტიგენი) არა მთლიანი არამედ გარკვეული უბნები იწვევს იმუნურ პასუხს.იმუნური პასუხის ჩამოყალიბებაში ანტიგენის გამოცნობის ორი გზაა- ანტისხეულები დაT ლიმფოციტების ანტიგენ- სპეციფიური რეცეპტორების მიერ ხორციელდება.ანტისხეულები - სპეციფიური ცილაა რომელიც გააქტიურებულია B ლიმფოციტებში. მასაქვს Y პორმა და ორი იდენტური მსუბუქი და ორი იდენტური მძიმე ჯაჭვისგან შედგება.იმუნოგლობულინის მოლეკულაში არჩევენ ცვალებად და მუდმივ უბნებს.მსუბუქ ჯაჭვს აქვს- ერთი ცვალებადი და ერთი მუდმივი ჯაჭვი; მძიმეს- ერთი ცვალებადიდა სამი მუდმივი უბანი. ასევე მასზე არჩევენ Fc ფრაგმენტი რადგან COOH ბოლოადვილად კრისტალდება. Fab ფრაგმენტი, რომლსაც მსუბუქ ჯაჭვზე ანტისხეულებისოთხი N ბოლო ქმნის. განარჩევენ A G D E M ანტისხეულებს.G- ყველაზე ბევრია ცირკულაციაში. ერთადერთი იმუნოგლობულინია, რომელიცპლაცენტურ ბარიერს გადის და ახალშობილობის პერიოდში პასიური იმუნიტეტისარსებობას უზრუნველყოფს.A-ძირითადად არის ცრემლში, ხსენში, ნერწყვში, ცხვირის, ბრონქების, ნაწლავისა დაპროსტატის სეკრეტში გვხვდება. სეკრეტული A დიმერია იგი ორ მონომერისდამაკავშირებელია , ამასთან ცილისა და სეკრეტული კომპონენტისგან შედგება.A დიმერებს რეცეპტორით წარმოებულოი ენდოციტოზის გზით ითვისებს.

Page 14: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

-14-

კომპლექსი გადასერავს ეპითელურ უჯრედს და აპიკალური ზედაპირიდან სანათურშიგამოიყოფა. აქ იგი მიკროორგანიზმების გამრავლებას უშლის ხელს.M პენტამერის ფორმის მოლეკულაა. Dდა M წარმოადგენს B ლიმფოციტების მარკერს.E ალერგიული რეაქციების მიმდინარეობაში მონაწილეობს. სისხლში მისი დაკავშირებარეცეპტორებთან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამონთავისუფელბას უწყობსხელს.

იმუნურ პასუხში მონაწილეობს ნეიტრალიზაციის-იმუნოგლობულინთან დაკავშირებაანტიგენს სამიზნე უჯრედთან დაკავშირების საშუალებას აღარ აძლევს და ხდებანეიტრალიზაცია, ოფსონიზაციის - იმუნოგლობულინი იმუნოგენს გარედან ფარავს Fcფრაგმენტი უკავშირდება იმუნოგლობულინს და ბაქტერია შთაინთქმებადა კომპლემენტისსისტემა-ნაწილი ოფსონიზირდება ნაწილი ფაგოციტებს მოიზიდავს და ლიზისი დაიწყება.

ოდითგან ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მტერი ინფექციური დაავადებებისგამომწვევებია. ისტორიაში შემონახულია ყვავილის, შავი ჭირის, ქოლერის, ტიფის,გრიპის ეპიდემია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ინფექციებთან ბრძოლის ახალი ერა ვაქცინის შექმნის შემდეგ დაიწყო. სამედიცინოპრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება ვაქცინაცია - ვაქცინის ორგანიზმში შეყვენა.ვაქცინა - ეს პრეპარატია, რომელიც დამზადებულია დასუსტებული ან მკვდარიმიკრობისაგან, ან მათი შხამიანობადა კარგული ტოქსინებისაგან. ისინი დაავადებას ვერიწვევენ, მაგრამ ორგანიზმი „ტყუვდება“ და მათ საწინააღმდეგოდ ანტისხეულების

გამომუშავებას იწყებს. ასეთ იმუნიტეტს აქტიურს უწოდებენ, ვინაიდან ანტისხეულებსთვითონ ორგანიზმი გამოიმუშავებს.

ახალშობილებს ცრიან ბავშვთა ინფექციური დაავადებების ყივანახველას,პოლიომიელიტის, წითელას, დიფტერიის, ყბა-ყურას, ტუბერკულოზისა დასხვათა საწინააღმდეგოდ, რის შედეგადაც ეს დაავადებები ძირითადადლიკვიდირებულია.

ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ სამკურნალო შრატებსაც იყენებენ.მათ დაავადებაგადატანილი ადამიანის ან ვაქცინირებული ცხოველის სისხლისშრატიდან ამზადებენ. ის მზა ანტისხეულებს შეიცავს. შრატის შეყვანის შემდეგჩამოყალიბებულ იმუნიტეტს პასიური იმუნიტეტი ეწოდება, ვინაიდან ანტისხეულებსთვითონ ორგანიზმი არ გამოიმუშავებს.

Page 15: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

- 15 -

იმუნიტეტი

ბუნებრივი ხელოვნური(შეძენილი)

სახეობრივი(თანდაყოლილი)

მემკვიდრეობითი(პასიური)

შეძენილი(აქტიური)

ვაქცინაციისშემდეგ(აქტიური)

სამკურნალოშრატების შეყვანისშემდეგ (პასიური)

ადამიანები არავადდებიან სხვასახეობისთვისდამახასიათებელიდაავადებებით

მუცლად ყოფნისპერიოდში დედისსისხლიდან დაახალშობილსკვებისას რძიდანგადაეცემა მზაანტისხეულები

დაავადების გადატანისშემდეგ გამომუშავე-ბული ანტისხეულები

Page 16: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

- 16–

დ ა ს კ ვ ნ ა

სისხლის ქიმიური შემადგენლობის შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს

დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობაზე კონტროლის მიზნით. ამასთან

გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაციის დროს გასათვალისწინებელია

ინდივიდუალური განსხვავებები დაკავშირებულია ასაკთან, სქესთან, ეთნიკურ

წარმომავლობასთან (ნივთიერების ნორმალური ცვლის გენეტიკურად განპირობებული

ვარიანტები), გეოგრაფიულ და პროფესიულ თავისებურებებთან, განსაზღვრული

საკვების მოხმარებასთან და სხვა.

Page 17: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ...conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd80bbb4516... · 2013. 6. 28. · ადამიანის ორგანიზმის

- 17 –

გამოყენებული ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო

ენციკლოპედია”. თბილისი, 2005.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო

ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური

მედიცინა” . N: 28. 2006.

3. Биофизика. Учебник для вузов под редакцией В.Ф.Антонова. М. "Владос". 2003.

4. Мельников А.А., Викулов Л.Д. Реологические свойства крови спортсменов.// Фи-

зиология человека,. Т. 29, №2, С.48. 2003

5. Физиология человека. Под ред. В.М. Покровского и Г.Ф. Коротько. Медицина. 2007

6. Your blood – a textbook about blood and blood donation (PDF). p. 63, 2008.

8. 7 adverse reactions to transfusion. Pathology Department at University of Michigan. 2004.

8. Blood tests normal ranges. Monthly Prescribing Reference. 2012.