საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი
პანკისის დიაბაზის მოპოვება
აგვისტო, 2015
შენიშვნა:
ბიზნეს გეგმა/კვლევა შექმნილია საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის ("GIDG") მიერ კეთილსინდისიერად, გამოქვეყნების დღისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე. საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი არ იძლევა გარანტიას დოკუმენტში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე, საიმედოობაზე, სისრულესა და გამოყენებადობაზე. საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი არ აგებს პასუხს რაიმე ზიანზე/ ზარალზე და გაწეულ ხარჯზე, რომელიც წარმოეშვება ნებისმიერ პირს ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის გამოყენებით.
1
სარჩევი
პროექტის მოკლე შეჯამება ............................................................................................................................. 3
საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი (GIDG ) და სახელმწიფო პოლიტიკა ........... 4
საქართველოს ბაზარი ..................................................................................................................................... 8
ცხრილი 1: საქართველოს მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების საბადოების განაწილება ტიპების მიხედვით ....................................................................................................................................................... 12
ცხრილი 2: საქართველოს მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების ბალანსური მარაგები ..................... 13
მსოფლიო ბაზარი .......................................................................................................................................... 14
თურქეთის ბაზარი ........................................................................................................................................ 15
თურქეთის ბუნებრივი ქვის ბაზრის დინამიკა ........................................................................................ 16
თურქეთის ბუნებრივი ქვის ექსპორტის დინამიკა ................................................................................. 17
ევროპის ბაზარი ............................................................................................................................................. 18
დიაბაზი .......................................................................................................................................................... 21
პანკისის დიაბაზი .......................................................................................................................................... 30
ქვაჩადალას საბადოს ფოტოები ................................................................................................................... 32
დიაბაზის ფიზიკურ- მექანიკური თვისებები: ......................................................................................... 33
კავკასიონის დიაბაზების ქიმიური შემადგენლობა (წონა,%) ................................................................. 33
ქვაჩადალას კარიერთან მისასვლელი გზის ნახაზი ................................................................................. 34
საბადოს გეოლოგიური რუქა ....................................................................................................................... 35
ლოკალური ხარჯთაღიცხვა საავტომობილო გზის სამუშაოებზე ......................................................... 36
საწარმოო პროცესი ........................................................................................................................................ 38
პანკისის დიაბაზის მომპოვებელი საწარმოსთვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მანქანა დანადგარებისა და მატერიალური აქტივების აღწერა: ......................................................................... 40
პროექტის საინვესტიციო გეგმა .................................................................................................................. 43
ფინანსური გეგმა ........................................................................................................................................... 46
შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურა ............................................................................................... 46
სამშენებლო-მოსაპირკეთებელი ქვის მეწარმეთა და მომპოვებელთა ასოციცია .............................. 47
2
პროექტის მოკლე შეჯამება
წინამდებარე პროექტის მიზანია ახმეტის რაიონში, პანკისის ხეობაში დიაბაზის ქვის მომპოვებელი საწარმოს შექმნა. საწარმო მოიპოვებს პანკისის დიაბაზის ქვის ბლოკებს. პროდუქცია, ძირითადად, ექსპორტზეა ორიენტირებული, თუმცა ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.
შემდეგი ფაქტორები განაპირობებენ პროექტის მომხიბვლელობას: • უნიკალური დიზაინი, დაბალი რადიაცია • კონკურენტული ფასები წარმოების ძირითად ფაქტორებზე:
მუშახელი, წყალი, ელექტროობა • მზარდი ადგილობრივი ბაზარი და ქვის დამუშავება-მოხმარების დიდი ტრდიციები • კარგი ინფრასტრუქტურა: საზღვაო პორტები, რკინიგზა და საავტომობილო გზები • კარგი წვდომა საექსპორტო ბაზრებზე: სპარსეთის ყურე, რუსეთი, თურქეთი, ევროპა, აშშ
ინსტიტუციონალური გარემო და სახელმწიფო ხელშეწყობა: • დარგის განვითარება საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის ერთ-ერთ
პრიორიტეტს წარმოადგენს - პოტენციური ინვესტორები მიიღებენ საკონსულტაციო ხელშეწყობას საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის საშუალებით (www.gidg.ge)
• შექმნილია დარგის ბიზნეს ასოციაცია (www.sqa.ge), რომლის მიზანია დარგის მოთამაშეთა მოქმედებათა კოორდინაცია: პირველადი მოპოვების სტანდარტების დამკვიდრება, ტექნიკური დახმარების რესურსების მოზიდვა, ერთობლივი საექსპორტო ღონისძიებების ჩატარება
• შესაძლებელია სახელმწიფო საინვესტიციო რესურსების მიზიდვა შემდეგი პროგრამების მეშვეობით: (ა) სუბსიდირებული სესხი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში (www.qartuli.ge), (ბ) წილობრივი მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ მიერ (www.fund.ge)
• სახელმწიფო წარმოებისთვის გამოყოფს შესაბამის მიწის ნაკვეთს ნომინალურ ფასად
პროექტის ფინანსური მაჩვენებლები: • ინვესტიციის მოცულობა - 2,326,000 აშშ დოლარი (მოიცავს შენობის
აშენების, საწარმოს ტერიტორიამდე საჭირო კომუნიკაციების მიყვანის, დანადგარების შეძენა-ტრანსპორტირების, დამონტაჟების და სხვა საწყის ხარჯებს)
• უკუგება ინვესტიციაზე (საწარმოს 100%-ით აქციონერთა კაპიტალით ფინანსირების შემთხვევაში) – IRR=66%
• პირველი სრული წლის შემოსავალი - $1.5 მილიონი • საშუალო წლიური ზრდა პირველი 5 წლის განმავლობაში =32% • Payback პერიოდი - 3 წელი
3
საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი (GIDG ) და სახელმწიფო პოლიტიკა
საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2014 წლის ოქტომბერში. ჯგუფი ხელს უწყობს საქართველოში ახალი ეკონომიკური საქმიანობების აღმოჩენას და განვითარებას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ვერტიკალური ინტეგრაციის გზით.
ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში ბევრი, ზოგჯერ რადიკალური, ლიბერალური ეკონომიკური რეფორმა განხორციელდა. ამის მიუხედავად, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა, ბევრი პარამეტრის მიხედვით, ვერ უსწრებს ან ჩამორჩება ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებს. ჯგუფის ძირითადი მიდგომის თანახმად, ეკონომიკური ზრდის წინმსწრები უნდა იყოს ახალი ეკონომიკური საქმიანობების აღმოჩენა და ექსპორტზე ორიენტირებული დარგების შექმნა-განვითარება (დივერსიფიკაცია). ახალი დარგების შექმნა მარტო კერძო სექტორს, მაღალი კომერციული რისკების გამო, არ შეუძლია, სახელმწიფოს სათანადო ჩარევის გარეშე.
სათანადო ჩარევა გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ცალკეულ საწარმოების ფლობას ან მართვას. ის გულისხმობს: (ა) განვითარების პოტენციალის მქონე დარგების, ახალი ეკონომიკური საქმიანობების აღმოჩენა-ანალიზს და ამ პროექტების განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართვას, (ბ) დარგების ვერტიკალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათ შორის დარგების წარმატებული ფუნქციონირებისთვის საჭირო ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურის შექმნას, (გ) კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობით, დარგების განვითარების ბარიერების იდენტიფიკაციას და მათ მოხსნას.
საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მიდგომა ეფუძნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილების ანალიზს, რომელიც აჩვენებს, რომ ახალ ეკონომიკურ საქმინობას, როგორც წესი, კერძო სექტორი ვერ იწყებს, რადგან რისკები ძალიან მაღალია, არ არსებობს ვერტიკალური ინტეგრაციის, ანუ ღირებულებათა ჯაჭვი და ახალი ეკონომიკური საქმიანობა დიდ მასშტაბს საჭიროებს. მაგრამ თავის მხრივ, სახელმწიფომაც არ უნდა შექმნას ახალი ეკონომიკური საქმიანობა. ტრადიციულად სახელმწიფო საწარმოები არაკონკურენტუნარიანები არიან და ბაზარში არაჯანსაღ ჩარევას აქვს ადგილი. რისკების გადანაწილებისათვის საჭიროა მჭიდრო კოოპერირება მთავრობასა და კერძო სექტორს შორის - Public Private Partnership.
ეკონომიკის ნახტომისებური განვითარება არ მოხდება ეკონომიკის დივერსიფიკაციის, ახალი ეკონომიკური საქმიანობის შექმნის გარეშე. ეკონომიკის განვითარებისათვის საჭიროა ეკონომიკური საქმინაობის(ების) აქტიური დივერსიფიკაცია. ახალი ეკონომიკური საქმიანობები დაგვეხმარება
4
აღმოვაჩინოთ პოტენციური შეფარდებითი უპირატესობა საქართველოსთვის მსოფლიო ბაზარზე.
ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა ჩამოაყალიბა 2 ძირითადი პრინციპი: ეკონომიკის დივერსიფიკაცია ეკონომიკის ნახტომისებური განვითარება არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ეკონომიკის დივერსიფიკაციის გარეშე (ახალი ეკონომიკური საქმიანობის შექმნის გარეშე). ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებლად მიგვაჩნია ახალი ეკონომიკური საქმინაობების აქტიურად დაწყება. ახალი ეკონომიკური საქმიანობების აღმოჩენასთან პარალელურად, აუცილებელია არსებულ და ახალ სექტორებში ვერტიკალური ინტეგრაციის (ანუ ღირებულებათა ჯაჭვის) შექმნის ხელშეწყობა.
მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა (Public Private Partnership). მთავრობა უნდა დაეხმაროს კერძო სექტორს: - აღმოაჩინოს ახალი ეკონომიკური საქმიანობები, რომლებიც დიდი ალბათობით გახდება საქართველოს შეფარდებითი უპირატესობა, - ჩაატაროს ტექნოლოგიური კვლევა, - აღმოაჩინოს ღირებულებების ჯაჭვში კერძო სექტორისთვის დაუძლევადი რგოლები და დასახოს გეგმა მათ დასაძლევად, - შეიმუშაოს ბიზნეს მოდელი და გააკეთოს გენერალური ბიზნეს გეგმა, - კოორდინაცია გაუკეთოს კორძო სექტორის ჩართვას, რომელიც განახორციელებს ინვესტიციებს და თავის თავზე აიღებს კომერციულ რისკს, - ხელი შეუწყოს დარგის კერძო მოთამაშეების თანამშრომლობას - დაეხმაროს ბიზნეს ასოციაციების, კოოპერატივების და სხვა არამომგებიანი ორგანიზაცების შექმნა-განვითარებას, - კოორდინაცია გაუწიოს არსებული ფინანსური რესურსების და ინსტრუმენტების მობილიზებას პროექტების განსახორციელბლად, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, საპარტინიორო ფონდი, თანადაფინანსების ფონდი და ა. შ. - გარკვეული, წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, მთავრობა უნდა გამოვიდეს ამ ახალი ეკონომიკური საქმიანობიდან და უზრუნველყოს მთლიანად კერძო სექტორის მონაწილეობა ვერტიკალური ჯაჭვის ყოველ რგოლში. მთავრობამ შეიძლება დაიტოვოს კვლევის და სხვა საკოორდინაციო როლი, რომელიც განხორციელდება უნივერსიტეტების ან სხვა არამომგებიანი ორგანიზაციების დონეზე. ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ეკონომიკური საქმიანობის აღმოჩენა-განვითარებას კერძო სექტორისა და მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობით გზით. დღეისათვის ინდუსტრიული განვითარების გჯუფის პროექტების პორტფელში 30-დე პროექტია.
5
ჯგუფმა შეიმუშავა მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც შეუძლია მიუთითოს ამა თუ იმ სექტორის უპირატესობაზე და დაყოს ამ სექტორის შექმნის ამოცანა კონკრეტულ პროექტებად, სადაც განსაზღვრული იქნება სახელმწიფო ჩარევის და „ეგზიტის“ (ამ ჩარევის დასრულების) სტრატეგიები. ეს პროექტები უნდა ატარებდნენ სტრატეგიულ ხასიათს იმ გაგებით, რომ პროექტის განხორციელებას უნდა ახლდეს ეკონომიკურ-სოციალური „გადადინებები“ - პროექტის განხორციელების შედეგად განვითარების სტიმული/საშუალებები ეძლევა სხვა მომიჯნავე საწარმოებს და დარგებს. ჯგუფმა შექმნა პოტენციური დარგების ე.წ. რუკა, რამაც საშუალება მოგვცა გამოგვეყო რამოდენიმე პრიორიტეტული პროექტი:
6
ამ მომენტისთვის ჯგუფი მუშაობს 30-დე პროექტზე, მათ შორისაა: • ბუნებრივი ქვის მოსაპირკეთებელი ფილების წარმოება • კერამიკული ფილების წარმოება • იმერული მწვანილის ექსპორტის ხელშეწყობის პროექტი • რძის გადამამუშავებელი საწარმო • ეთერზეთების წარმოება • დაფნის ფოთლის გადამუშავება და ეთერზეთის წარმოება • მეაბრეშუმეობის აღორძინების პროექტი • სამკერვალო საწარმოების ხელშეწყობის პროექტი • ტექსტილის წარმოება • ცვეთამედეგი ინსტრუმენტების წარმობა • ავტომობილების წარმოება iStream ტექნოლოგიით • კალციტის მოპოვება-გადამუშავება • ჯავშანმანქანების წარმოება • პოლიმერული მასალების წარმოება • ფოლადის მილების წარმოება • ქაღალდის და შესაფუთი მასალის წარმოების ხელშეწყობა • სხვა.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია: დივერსიფიკაციის ხარისხი, სირთულე, აპრობირებული ტექნოლოგიის ხარისხი, გადადინებადობის ხარისხი, ექსპორტის პოტენციალი, მასშტაბირებადი, დასქმების პოტენციალი, დანერგვის დრო და ა.შ.
ჯგუფი განაგრძობს ახალი პროექტების აღმოჩენას, ანალიზს და მათზე მუშაობას.
7
საქართველოს ბაზარი ქართული ქვა გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და კარგი მექანიკურ-ფიზიკური თვისებებით, რაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა მოთხოვნის განსასაზღვრათ, თუმცა დღეს მას დაბალი ფასი აქვს რადგანაც, არ ხდება საერთაშორისო სტანდარტებით მისი მოპოვება და დამუშავება. საქართველოში ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვების ფართო არჩევანია, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. საქართველოში ბუნებრივი ქვის სამშენებლო მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენების მრავალსაუკუნოვანი კულტურაა და ის პირდაპირ არის დაკავშირებული არქიტექტურული ხუროთმოძღვრების განვითრებასთან, რომელიც სათავეებს იღებს პალეოლითის ხანიდან და გრძელდება დღემდე. ამის დასტურია საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ აშენებული მრავალი ეკლესია-მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ისტორიული მნიშვნელობის მრავალსაუკუნოვანი ხიდი, ციხე კოშკები და გალავნები, არქიტექტურული ნაგებობა და ისტორიული სასახლეები. ყველა ზემოთხსენებული ნაგებობა შესრულებულია ქართული ბუნებრივი ქვით და ნაგებობების უმეტესობა დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, რაც ქართული ბუნებრივი ქვის ხარისხზე და ქვის მოხმარების მაღალგანვითარებულ კულტურაზე მიგვანიშნებს. საქართველო, საბერძნეთისა და იტალიის მსგავსად, უნიკალური ქვეყანაა საშენი და მოსაპირკეთებელი ქვების საბადოების გავრცელების თვალსაზრისით. XX საუკუნეში, საჭოთა კავშირის მინერალური რესურსების სამინისტროს მიერ ჩატარებული გეოლოგიური საძიებო, კვლევითი სამუშაოების საუძველზე, საქართველოში 231 საბადო აღირიცხა, რომელიც მიეკუთვნება სხვადასხვა ტიპს და გამოირჩევა დეკორატიული თვისებების მრავალფეროვნებით (ცხრილი #1). საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტის მიერ საქართველოში გაცემული არის ბუნებრივი სამშენებლო მოსაპირკეტებელი ქვის მოპოვება გადამუშავების 219 ლიცენზია, ამას ემატება შესწავლა ძიების ლიცენზია. საქართველოს სამშენებლო მოსაპირკეთებელი ქვების მარაგები ძალზედ მნიშვნელოვანია: ისინი მთლიანობაში 1.5 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება (ცხრილი 2). ამასთან, ისინი კარგი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ხასიათდება, მრავალფეროვანია ფერთა გამმა, ტექსტურა და ბუნებრივი დიზაინი. საბჭოთა პერიოდში საქართველოს სამშენებლო მოსაპირკეთებელი ქვები დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა და ფართოდ გამოიყენებოდა რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მაგალითისთვის: მოსკოვში საბჭოთა უშიროების
8
კომიტეტის მნიშვნელოვანი შენობა ქართული ტუფითაა მოპირკეთებული, სანკტ-პეტრბურგის, ვარშავის და სხვა უცხოური ქალაქების მრავალი შენობა ქართული ნატურალური ქვებითაა მოპირკეთებული. აგრეთვე მრავლადაა ქართული გრანიტით, ტეშენიტით, მარმარილოთი და სხვა ქვით მოპირკეთებული მეტროპოლიტენის სადგურები. სალიეთის წითელი ფერის მარმარილოს ექსპორტი განხორციელდა იაპონიაში, იტალიაში და ესპანეთში. თანამედროვე საქართველოს მასშტაბით, ფაქტიურად ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, პარკებში, სკვერებში არის მოპირკეთებაში გამოყენებული ქართული ბუნებრივი ქვები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების ექსპორტი საქართველოდან შეწყდა და სამშენებლო მოსაპირკეთებელი ქვის ინდუსტრია მოექცა სრულ სტაგნაციაში. XX საუკუნის 60-80 იან წლებში საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში შექმნილი ქვის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის შეძენილი ძვირადღირებული, მაღალტექნოლოგიური დაზგა-დანადგარები დაიშალა და ჯართში ჩაბარდა ან გაიყიდა საზღვარგარეთ ჩალის ფასად. შედეგად მივიღეთ, რომ წარსულში სამშენებლო მოსაპირეთებელი ქვის განვითარებული ინდუსტრია, ექსპორტის განვითარების პოტენციალით და არსებული ბაზრით, XX საუკუნის 90-იანი წლებიდან გადაიქცა კუსტარული წესით მომუშავე მცირე და საშუალო, კერძო საწარმოებად, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ საერთაშორისო სტანდარტისთვის დამაკმაყოფილებელ ხარისხს. შედეგად მცირე რაოდენობით იწარმოება ბლოკები, ფილები და სხვა დეტალები. რაც შეეხება სტანდარტულ ბლოკებს იწარმოება მხოლოდ ბოლნისის ტუფი. ბაზარზე არის მხოლოდ ორი კომპანია, რომელიც აწარმოებს სტანდარტულ ფილებს იმპორტირებული ბლოკებისგან, მაგრამ მათი საწარმოები არ არის აღჭურვილი მაღალი ტექნოლოგიით. ექსპორტის დაკმაყოფილებაზე ლაპარაკიც ზედმეტია მაშინ, როცა ინტერესი და მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობას განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების სიმწირე იმპორტის ჩანაცვლების უდიდეს პოტენციალს იძლევა, ამჟამად ქართული ბაზარი მხოლოდ იმპორტით კმაყოფილდება. ბლოკების, სლებების, ფილებისა და დანარჩენი ქვის პროდუქტების იმპორტი ყოველწლიურად იზრდება.
ქვეყნის ერთ-ერთი სიმდიდრე არის უნიკალური და ეკსკლუზიური, მალაქიტის ფერის ქვა - დიაბაზი. ბუნებრივი ქვა დიაბაზი გამოიყენება საგზაო ქვის (ქვაფენილი, ტროტუარის ქვა), რიტუალური ნაკეთობების წარმოებისას, პრეცენზიურ მანქანათმშენებლობაში, მშენებლობაში, როგორც ცოკოლის ქვა, ბლოკების და მოსაპირკეთებელი სამშენებლო მასალების (ფილების) დამზადებაში, რომლის ნარჩენებიც მიდის ღორღის წარმოებაში, გამოიყენება
9
ფართო მოხმარების ღუმელების წარმოებაში და საუნებში. მსოფლიოში არსებობს ბლოკური დიაბაზის წარმოების სამი ძირითადი რეგიონი: ავსტრალიური, რომლის ფასი რამოდენიმეჯერ აღემატება კარელიის დიაბაზს (რუსეთი), თუმცა ხარისხით თითქმის იდენტურნი არიან; უკრაინული დიაბაზი, კარელიურზე ბევრად უხარისხოა და მასზე თითქმის 2-ჯერ იაფი ღირს. კარელიის დიაბაზი გამძლეობით გამოირჩევა(ნაკეთობები რამოდენიმე ასწლეულს დგანან, ალბათ უფრო მაღალი სიმკვრივის გამო). უკრაინული დიაბაზი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინის მინარევებს, რაც უარყოფითად მოქმედებს შემდეგ პარამეტრებზე: ჭრილზე არსებული ნახატის შეუნარჩუნებლობა, 2-3 წლის შემდეგ სურათი იწყებს ე.წ. „ტირილს“ - გამკრთალებას, უარესდება ფერთა გამა, რკინის მინარევების შედარებით დიდი შემადგენლობის გამო დიაბაზს აქვს მიდრეკილება კოროზიაზე, დამუშავებულ ზედაპირზე ჩნდება ყავისფერი ლაქები და ზედაპირი ჟანგდება. კარელიის დიაბაზის ჭრილის ნახატი არ ფერმკრთალდება, აქვს მაღალი დეკორატიული თვისებები და ყველა პარამეტრით პასუხობს საამშენებლო მასალის მოთხოვნებს, თუმცა მწვანე ფერი არა აქვს (შავია), რითიც ბევრად აგებს საქართველოში არსებულ ღია ნაცრისფერ და მწვანე დიაბაზის ფერთა გამასთან.
საქართველოს გააჩნია აუცილებელი განვითარებული ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები, შედარებით იაფი ძირითადი რესურსები - ელექტროენერგია, მუშახელი(500-600 ლარი) და წყალი, მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა: გასასვლელი შავ ზღვაზე (პორტები: ფოთი და ბათუმი), რაც ხელმისაწვდომს ხდის ევროპის და აზიის ბაზრებს. ქვეყანას აქვს დიდი ექსპორტის პოტენციალი, რადგანაც დღესდღეობით ბლოკებზე, ფილებზე და დეტალებზე არის მზარდი მოთხოვნა, როგორც საერთაშორისო ბაზარზე, ისე − რეგიონში. მოსახერხებელი მდებარეობის გამო შესაძლებელია იმპორტირებული ბლოკების დამუშავება და რეექსპორტი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი წიაღისეულის კვლევა-შესწავლას ახორციელებს. 80-90 წლის წინ XX საუკუნეში, საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩატარებული საძიებო კვლევითი სამუშაოების შემდგომ, დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ბაზაზე განხორციელდა საქართველოს ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვების კვლევა ძიების პროექტი, პროექტის ხელმძღვანელის - ვაჟა გელეიშვილის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მეცნიერებმა მოიძიეს და აღრიცხეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მინერალური ნედლეულის 114 საბადო; ლაბორატორიულად შეისწავლეს თითოეული ქვის ქიმიური შემადგენლობა და შექმნეს მონაცემთა ელექტრონული ბაზა. მოსაპირკეთებელი ქვების მოცულობა მთელი
10
მინერალური ნედლეულის მოცულობის 20 პროცენტს აღწევს და მისი ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდი დოლარია. ქართული ქვის უპირატესობა ისაა, რომ ის დაბალი რადიაციით ხასიათდება და საუკეთესო დეკორატიული და კარგი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით გამოირჩევა. კვლევის შედეგები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი პრაქტიკაში გამოყენებაც შეიძლება. საუბარია ინვესტორების მოზიდვაზე, კვლევის შედეგების სამშენებლო საქმიანობაში გამოყენებაზე. აქამდე არ არსებობდა ქვეყანაში არსებული მინერალური სიმდიდრეების სრული აღწერა. კვლევის შედეგად შედგა სამშენებლო და მოსაპირკეებელი ქვების სრული რეესტრი. ჩვენ სრულად უნდა გამოვიყენოთ ის ანალიტიკური და ინფორმაციული პოტენციალი, რომელიც თსუ-სა და მინერალური ნედლეულის ინსტიტუტს გააჩნია.
მოქმედი საწარმოები: „კამარას“ მთავარი საქმიანობა ბუნებრივი ქვების დაჭრა, დამუშავება და ქვით მოპირკეთებაა. ის წარმატებით დაიმკვიდრდა საქართველოს ბაზარზე და 2003 წლიდან ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გახდა. პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის (თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, ირანი და სხვა), თუმცა მისი დამუშავება და სარეალიზაციოდ გამზადება ადგილზე ხდება. შპს”მარმარილო” ერთ-ერთი ქვის დამამუშავებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2002 წელს და ეწევა ბუნებრივი ქვის იმპორტსა და რეალიზაციას. ფირმის ძირითადი სპეციალიზაცია არის ბუნებრივი ქვის: მარმარილოს, გრანიტის, ბაზალტის, ტრავერტინისა და დიაბაზის დამუშავება და მონტაჟი. ფირმა ასევე აკეთებს ბუხრების, კიბეების, იატაკის, სვეტების ბუნებრივი ქვით მოპირკეთებას.
11
ცხრილი 1: საქართველოს მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების საბადოების განაწილება ტიპების მიხედვით
ნედლეული ობიექტების რაოდებობა
%
გაბრო და გაბრო-„რიკოთიტი“ 8 3.5
გრანიტი 6 2.6
სიენიტი 1 0.4
კვარციანი დიორიტი 9 3.9
ტეშენიტი 5 2.2
დიაბაზი და გაბრო-დიაბაზი 25 10.8
ბაზალტი და დოლერიტი 46 19.9
ანდეზიტი და დაციტი 15 6.5
დეკორატიული ტუფი 30 13
მარმარილო 9 3.9
მარმარილოსებრი კირქვა 24 10.4
საშენი კირქვა 53 22.9
მთლიანად 231 100
12
ცხრილი 2: საქართველოს მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების ბალანსური მარაგები
ნედლეული მარაგები, ათ. მ3
გაბრო და გაბრო-„რიკოთიტი“ 120,000
გრანიტი 42,000
სიენიტი 10,000
კვარციანიდიორიტი 70,000
ტეშენიტი 50,000
დიაბაზი და გაბრო-დიაბაზი 135,000
ბაზალტი და დოლერიტი 270,000
ანდეზიტი და დაციტი 221,000
დეკორატიული ტუფი 145,000
მარმარილო 25,000
მარმარილოსებრი კირქვა 125,000
საშენი კირქვა 301,000
მთლიანად 1,514,000
13
მსოფლიო ბაზარი იტალიური კომპანია „International Marble and Machinery Research Office“-ის 2013 წლის მოხსენების თანახმად, რომელიც შეეხება ქვის ინდუსტრიას და იმპორტ-ექსპორტს, ჩინეთი არის მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა ყველაზე დიდი ბაზრის წილით და მოიცავს მსოფლიო ექსპორტის 34.3%-ს. 2013 წელს საერთაშორისო სავაჭრო ბაზარზე დაფიქსირდა ქვის მასალების 4.3%-იანი ზრდა, რომლის მთლიანი ბრუნვაც აღემატებოდა €22.3 მილიარდს. ეს მოხდა იმიტომ, რომ მკვეთრად გაიზარდა ერთეულის საშუალო ღირებულება ქვისგან დამზადებულ პროდუქტებზე, ხოლო ქვა მასალის სახით უფრო ნაკლებად იყიდებოდა, შესაბამისად მისი ფასი ერთ ტონაზე გაიზარდა €197-დან, რომელიც 2011 წელს იყო €264-მდე 2013 წელს. ინდოეთი არის რიგით მეოთხე ქვეყანა მსოფლიო ბაზრის წილის მიხედვით, ჩინეთის, იტალიის და თურქეთის შემდეგ. მისი ექსპორტი შეადგენს €1.3 მილიარდს, რაც 2012 წელს 3.4%-ით გაიზარდა. ინდოეთის იმპორტმა ბუნებრივ ქვებზე 2013 წელს შეადგინა €308 მილიონი, საიდანაც 35% იტალიიდან იყო იმპორტირებული. ბუნებრივი ქვების მთავარი მომპოვებლები არიან: ჩინეთი, ინდოეთი, იტალია, ირანი, თურქეთი, ბრაზილია, ეგვიპტე, პორტუგალია, ამერიკა, საბერძნეთი, საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკა, ხოლო ქვისგან დამუშავებული საბოლოო პროდუქტის მთავარი მომხმარებლები არიან: ჩინეთი, ამერიკა, ინდოეთი, ესპანეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, ტაივანი, ბრაზილია და ინგლისი. იტალია უკვე დიდი ხანია არის დომინანტი ბუნებრივი ქვების ინდუსტრიაში, არა მხოლოდ ქვისგან დამუშავებული საბოლოო პროდუქტის მოხმარებაში, არამედ ნედლეულის მოპოვებაში, აგრეთვე იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებაში და დამუშავებული საბოლოო პროდუქტის ექსპორტში. დღეს მოსაპირკეთებელი ქვის ბაზარი განვითარებულ გლობალურ ბიზნესს წარმოადგენს. მსოფლიოში სამშენებლო ინდუსტრიაში მოსაპირკეთებელ მასალებს 70%-იანი წილი უჭირავს. სპეციალისტების შეფასებით ბუნებრივი ვულკანური ქვების საბადოები მსოფლიოში არათანაბრად არის გადანაწილებული. მსოფლიოში მოპოვების 2/3 მოდის მეტ-ნაკლებად 5-6 ქვეყანაზე: ჩინეთი, იტალია, ირანი, ბრაზილია, ინდოეთი. ამასთან გასაღების არეალი არის ევროპა, აშშ და იაპონია. ყოველ წელიწადს მსოფლიო ბაზრის მოთხოვნა 7-9%-ით იზრდება და დღეს საერთო მოხმარება თითქმის 100 მლნ მ2 შეადგენს. ეს ფაქტი მეტყველებს ბუნებრივი ქვის მაღალ კონკურენტუნარიანობაზე. დიაბაზის მიმზიდველობა პირველ რიგში კი, მის ბუნებრივ მაღალ დეკორატიულობასა და გამძლეობაშია. ამ ქვას, მისი
14
საექსპლოატაციო მოთხოვნების სწორად გამოყენებისას, შეუძლია ბევრად შეამციროს შენობების ექსპლუატაციის ხარჯები, ხოლო მისი გამძლეობა ხელოვნურ იმიტაციასთან შედარებით 8-ჯერ მეტია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბუნებრივი ქვის მომპოვებელი კომპანიები ძირითადად ორიენტირებულნი არიან აშშ-ს და ევროპის ბაზარზე, მაგალითად აშშ-ში 2011 წელს დიაბაზის ქვის ექსპორტმა მთლიან დიაბაზის ქვის ექსპორტში 33% დაიკავა, ხოლო ევროპაში - 29%. დიაბაზის (მწვანე დიაბაზის) აშშ-ში ძირითად მიმწოდებლად ითვლება იტალია და შემდგომ ბრაზილია. ახლად გამოჩენილი ბრაზილიის კომპანიები ძირითადად ქვის რაოდენობაზე აკეთებენ აქცენტს და დიაბაზის ყველა სახეობას აწვდიან ბაზარს (შავი, ნაცრის ფერი, ყვითელი ჩანაერთებით). იტალიურ მხარეს უფრო მაღალ ხარისხზე აქვს მიმართულება, თუმცა მისი ექსპორტი მარტო იტალიიდან არ არის. იტალიური კომპანიები დიაბაზს ყიდულობენ მთელს მსოფლიოში (მათ შორის უკრაინაში) და შემდგომ გადამუშავებას ადგილზე აკეთებენ ტრანსპორტირებას, სადაც იტალიელი სპეციალისტების მონაწილეობით და იტალიურ მოწყობილობებზე ამუშავებენ. ზოგჯერ ლოდები მართლაც იტალიაში გადააქვთ და იქ ამუშავებენ.
თურქეთის ბაზარი თურქეთი არის მარმარილოს ექსპორტის მსოფლიოს ლიდერი საერთო ჯამური ღირებულების და რაოდენობის მიხედვით. იგი მოიცავს ქვის ლოდის მსოფლიო ექსპორტის 43%-ს და გადამუშავებული პროდუქტების 20%-ს. თურქეთის ლიდერობა მსოფლიო ბაზარზე გამოწვეულია ფასის კონკურენციით.
15
საექსპორტო ბაზარზე თურქეთის უმაღლესი ხარისხის გადამუშავებული ქვის პროდუქტის ერთეულის საშუალო ღირებულება არის €372 ტონაზე, როდესაც იტალიის მიერ გადამუშავებული ქვის პროდუქტის ერთეულის საშუალო ღირებულებაა €1000 ტონაზე. თურქეთის ბუნებრივი ქვის ბაზრის დინამიკა
ქვის დასახელება
2009
2010
2011
2012
ერთეული
იგნიმბრიტი
66,794
52,055
55,873
8,984
მ3
მარმარილო
2,715,601
3,352,070
4,086,222
4,488,947
მ3
ონიქსი
2,322
2,113
7,678
4,867
მ3
ტრავერტინი
1,002,866
879,319
1,685,049
760,549
მ3
სულ
3,787,583
4,285,557
5,834,822
5,263,347
მ3
ადენზიტი
1,908,544
6,436,380
2,878,093
2,873,932
ტონა
ბაზალტი
12,963,003
20,320,391
18,656,135
16,862,087
ტონა
გრანიტი
324,718
239,819
245,911
505,317
ტონა
დეკორატიული
ქვა და ფიკალის მოზაიკა
112,318
207,961
651,932
397,035
ტონა
სერპენტინი
14,000
26,745
2,514,601
1,025,427
ტონა
სამშენებლო ქვა
270.27
62.865
ტონა
დიაბაზი
5,538
1,969
293,777
94,835
ტონა
სულ
15,328,121
27,233,265
25,510,719
21,821,498
ტონა
16
თურქეთის ბუნებრივი ქვის ექსპორტის დინამიკა
პროდუქტი
Unit
2010
2011
2012
2013
მარმარილოს
ბლოკი
რაოდენობა
ტონა
2,338,986
4,885,601
5,180,441
5,692,132
ღირებულება
(1000 $)
363,676
776,000
926,394
1,123,673
დამუშავებუ-
ლი მარმარილო
რაოდენობა
ტონა
1,580,714
1,670,771
1,837,252
2,061,131
ღირებულება (1000 $) 774,239 818,910 902,828 1,022,715
გრანიტის ბლოკი
რაოდენობა
ტონა
64,067
549,693
784,515
578,436
ღირებულება
(1000 $)
701
21,001
23,367
17,687
დამუშავებუ- ლი გრანიტი
რაოდენობა
ტონა
23,983
20,813
21,394
21,657
ღირებულება
(1000 $)
18,346
12,678
16,318
14,052
სხვა
რაოდენობა
ტონა
2,633,157
155,057
71,188
88,012
ღირებულება
(1000 $)
411,257
45,533
32,519
46,909
სულ
რაოდენობა
ტონა
6,640,908
7,281,935
7,894,790
8,441,368
ღირებულება
(1000 $)
1,568,219
1,674,122
1,901,426
2,225,036
17
ევროპის ბაზარი ევროპის ქვეყნები არიან ბუნებრივი ქვების და გადამუშავებული ქვის პროდუქტების ტრადიციული მომხმარებლები და აქვთ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე. ქვის საბოლოო პროდუქტის მოხმარებით კუბური მეტრების მიხედვით ევროპის ქვეყნების ტოპ ათეული წარმოადგენს მსოფლიო მოხმარების 84%-ს. იტალია ევროპაში არის გადამუშავებული ქვის პროდუქტების ყველაზე მასშტაბური მომხმარებელი.
დღესდღეობით ქვების მოხმარების მიხედვით ევროკავშირს საერთაშორისო ბაზრის ყველაზე დიდი წილი უჭირავს. კუბური მეტრის მიხედვით ევროპის ტოპ 10, გადამუშავებული ქვის პროდუქტების, მომხმარებელი ქვეყანა შეადგენს მსოფლიო მოხმარების 27%-ს. იტალია და ესპანეთი არიან მსოფლიო მოხმარების ხუთეულში. ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში მარმარილოს და ქვის მოპოვება-გადამუშავების რიცხვი გაორმაგდა, რაც მოხდა ახალი ტექნოლოგიების, გამოკვლევების წყალობით, რომლებიც იძლევა საბადოების გამარტივებული ხერხებით დამუშავების შესაძლებლობას.
2008 წელს ევროკავშირმა აწარმოა €8.4 მილიარდის ღირებულების ბუნებრივი ქვა და ქვის პროდუქტები, საიდანაც €1.3 მილიარდის ღირებულების შუალედური ქვის პროდუქტები იყო. ევროპის ქვეყნების მოთხოვნა არის უზარმაზარი და ის ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნების ექსპორტიორებს აქვთ უდიდესი შესაძლებლობა, რომ შევიდნენ ევროპის ბაზარზე, განსაკუთრებით იმათ, ვისაც ხარისხით კონკურენციის გაწევა შეუძლიათ, მაგრამ მაღალი ხარისხის მისაღწევად საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ტექნოლოგიაში.
2008 წელს ევროპის ქვეყნებმა ექსპორტზე გაიტანეს 11 მილიონი ტონა ბუნებრივი ქვა და €3.9 მილიარდი ქვისგან დამზადებული პროდუქტები. ბუნებრივი ქვის იმპორტი ევროპაში შეადგენდა €3.7 მილიარდს და ის არის 15 მილიონი ტონა. ევროპაში იმპორტირდება 72% გადამუშავებული ქვის საბოლოო პროდუქტები, რომლებიცაა: კვარცისგან დამზადებული დაკრძალვის და ხელოვნების სხვა ნაკეთობები(22% მთლიანი ევროპის იმპორტის), ფიქალის სამშენებლო ქვები (12%), ბორდიურის ქვები და ფილები (11%) და კირქვის დაკრძალვისა და ხელოვნების სხვა ნაკეთობები (9.5%).
განვითარებადი ქვეყნებისგან ევროპაში იმპორტირდება ბუნებრივი ქვის 54% და უდიდეს ხუთეულს წარმოადგენს: ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა. იმპორტი განვითარებადი ქვეყნებიდან გაცილებით სწრაფად იზრდება ვიდრე სხვა ქვეყნებიდან, აგრეთვე იზრდება გადამუშავებული ქვის საბოლოო პროდუქტების რიცხვი შუალედურ ქვის პროდუქტებთან შედარებით. განვითარებადი ქვეყნების კონკურენტული უპირატესობის მიზეზებია: დაბალი დანახარჯები, მძლავრი წარმოების და ვაჭრობის მოცულობა, რომელიც გამოწვეულია აქტიური, მუდმივი კომერციული ძალისხმევით. ჩინეთიდან ევროპის ბაზარზე გატანილი ბუნებრივი ქვებიდან გადამუშავებული
18
ქვის საბოლოო პროდუქტები არის 92%, ხოლო ეს რიცხვი თურქეთში შეადგენს 71%-ს, ინდოეთში 59%-ს, ბრაზილიაში 59%-ს და ეგვიპტეში 35%-ს. ევროპაში ბუნებრივი ქვების იმპორტიორი ბევრი კომპანია დაეძებს მსოფლიოში მაღალი ხარისხის ბუნებრივ ქვებს მისაღებ ფასად.
შუალედური ქვის პროდუქტების მწარმოებლები
ღირებულების მიხედვით
სხვა 22%
ესპანეთი
48%
იტალია 30%
გადამუშავებული ქვის პროდუქტების მომხმარებლები
სხვა 33%
იტალია 27%
ესპანეთი 18%
ინგლისი 10% საფრანგეთი
12%
19
ბუნებრივი ქვის მომპოვებლები
გერმანია
4% სხვა 16%
ინგლისი 5%
საფრანგეთი 7%
ესპანეთი 24%
იტალია 44%
დასრულებული ქვის პროდუქტების მწარმოებლები
ღირებულების მიხედვით
ინგლისი 5%
საფრანგეთი 7%
ესპანეთი 24%
სხვა 20%
იტალია 44%
20
დიაბაზი
დიაბაზი, აგრეთვე ცნობილი როგორც დელორიტი, არის მუქი ფერის ვულკანოგენური ქვა. ის არის კომპოზიციურად გაბრო და ბაზალტის ექვივალენტი, მაგრამ ფაქტურის მიხედვით არის მათ შორის. ქიმიურად და მინეროლოგიურად დიაბაზი მეტად ემსგავსება ვულკანურ ქვას ბაზალტს, მაგრამ ის გარკვეულწილად არის უხეში და შეიცავს მინას. დიაბაზი გავრცელებული ქვის ტიპია და არის ძალიან მყარი და გამძლე. დიაბაზი მიეკუთვნება ბაზალტს, როდესაც ის მკვრივდება სწრაფად, ხოლო თუ დიდი დრო მიეცემა კრისტალების ზრდას, გადაიქცევა გაბროდ. ტერმინი მიკრო-გაბრო ხშირად გამოიყენება ამგვარი ქვების დასახასიათებლად.
ტერმინ „დიაბაზს“ აქვს დიდი და კომპლექსური ისტორია. მისი პირველი განსაზღვრება ფრანგმა გეოლოგმა ალექსანდრე ბრონგნიარტმა შექმნა 1807 წელს. ბრონგნიარტმა დაარქვა ეს სახელი იმ ქვებს, რომლებიც შედგებოდა მინდვრის შპატისგან და ამფიბოლისგან. შემდგომ 1827 წელს ბრონგნიარტმა თვითონვე გადწყვიტა გაეუქმებინა ტერმინი დიაბაზი, მაგრამ გერმანელმა მეცნიერებმა განაგრძეს მისი გამოყენება, რის შედეგადაც ეს ტერმინი გადარჩა. დღესდღეობით დიაბაზი გამოიყენება ისეთი ქვების აღსაღწერად, რომლებიც შედგებიან პიროქსენისგან და პლაგიოკლაზისგან.
დიაბაზი წარმოდგენს შესანიშნავ მონუმენტურ ქვას და არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დეკორატიული ქვა. საუნების გამათბობლებში გამოყენებული ქვები ხშირად შედგება დამსხვრეული დიაბაზისგან.
დიაბაზში პიროქსენისა და პლაგიოკლასის კრისტალების დახმარებით ყალიბდება განსხვავებული ტექსტურა, რომელიც ცნობილია, როგორც დიაბაზური. პიროქსენის უფრო დიდმა მარცვლებმა შესაძლოა მთლიანად გადაფაროს პლაგიოკლასი, თუმცა პლაგიოკლასის მოცულობის ზრდა მის პიროქსინთან თანაფარდობას გამოიწვევს.
21
Diabase is a popular ornamental stone. This sample of diabase is from a tombstone workshop. Unknown
locality. The width of the view is 25 cm.
22
Mushroom Rock in Death Valley is carved from diabase. Width of the view is about 25 cm.
White phenocrysts are plagioclase and black phenocrysts are pyroxene crystals. Tenerife, Canary Islands. The width of the view is 14 cm.
23
Diabase from Portrush, Northern Ireland. The width of the view is 9 cm.
24
Diabase (microgabbro) from Estonia. This sample is taken from a drillcore. The width of the view is 4 cm.
25
Porphyritic mafic volcanic rock with large plagioclase phenocrysts. Brown spots are left by sea animals that were attached to the rock. The Isle of Mull, Scotland. The rock is 8 cm in length.
26
A piece of a diabase dike of the Troodos sheeted dike complex in Cyprus.
27
Sheeted dikes in Cyprus are composed of diabase.
28
A contact between basalt (on the left) and diabase in Cyprus. The basaltic dike is fine-grained because it is younger and was chilled (it lost heat rapidly to the diabase dike on the right).
29
ყაზბეგის დიაბაზი
პანკისის დიაბაზი რეგიონისათვის ერთ-ერთ ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქვად შეირჩა პანკისის დიაბაზი მისი სხვადასხვა მახასიათებლების გამო. განსაკუთრებით, აღსანიშნავია მისი შეფერილობა(მომწვანო), რის გამოც პანკისის დიაბაზი ხვდება ყველაზე ძვირფასი ქვების კატეგორიაში, ახლო აღმოსავლეთის მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის გემოვნებიდან გამომდინარე. აგრეთვე, ევროპაშიც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ასეთი ტიპის ქვაზე. პანკისის დიაბაზის საბადოს მარაგი დიდია 4-5 მლნ კუბ მეტრი. საშუალო მომპოვებელი საწარმოს სავარაუდო წლიური ოპტიმალური დატვირთვაა 20 000 კუბ. მეტრი. ამ ტემპით ათვისების პირობებში პანკისის დიაბაზის საბადო ექსპლუატაციაში 200 წელი იქნება. არსებულ საბადოში დიაბაზის ქანი ხასიათდება ლამაზი გარეგნული ფაქტურით და წარმოადგენს მოსაპირკეთებელი ქვის ფილების დასამზადებელ შესანიშნავ ნედლეულს. ამავე დროს, რადგან წიაღისეული, მისი გავრცელების ფარგლებში ხასიათდება დიდი ერთგვაროვნებით, კომპლექსი პერსპექტიულად მიჩნეულია მოსაპირკეთებელი ქვის ბლოკებისა და ფილების წარმოებისთვის.
30
საბადო ქვაჩადალა
ადგილმდებარეობა საბადო განლაგებულია ქ. ახმეტიდან 30 კმ, პანკისის ხეობაში, ბირკიანის და ომალოს ჩრდილოეთით, ქვაჩადალას ტერიტორიაზე, ზრვის დონიდან 2250მ სიმაღლეზე.
წიაღისეული ბაზალტოიდი -დიაბაზი: საამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვა, ნარჩენები გამოყენება ღორღის სახით.
სავარაუდო და საბადოს მარაგები ვიზუალური შეფასებით შეადგენს რამოდენიმე დამტკიცებული მლნ მ3 , თუმცა C-1 კატეგორიის ათვლების მიხედვით მარტო ერთი მარაგები კლდე გარეთ გამოსულ 4-5 მლნ მ3 შეადგენს. ამასთან, საბადო
ხასიათდება ხელსაყრელი სამთო-ტექნოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობებით. მიდამოები დაფარულია დიდი ზომის კაჭარებით (ლოდებით), რაც გაადვილებს წინასწარი სამუშაოების ჩატარებას ქვის ზოგად ხარისხის შესწავლისათვის და მასზე გადამამუშავებელი სამუშაოების ჩატარების შემდგომ მდგომარეობას.
ქვაჩადალას დიაბაზის ბლოკების საწარმო არის ასოციაციის წევრი, რომელშიც ერთიანდება რამოდენიმე არსებული და განხორციელების ეტაპზე მყოფი პროექტი, ესენია: არსებული ბოლნისის საწარმო და განხორციელების ეტაპზე მყოფი თბილისის და ფოთის საწარმოები, რომლებიც იქნებიან ქვაჩადალას ბლოკების საწარმოს მიერ მოპოვებული ბლოკების იმ ნაწილის მომხმარებლები, რომლებიც არ გავა ექსპორტზე.
31
ქვაჩადალას საბადოს ფოტოები
32
დიაბაზის ფიზიკურ- მექანიკური თვისებები:
• სიმკვრივე - 3.07 g/cm3; • სიმტკიცის ზღვარი კუმშვისას - 311 მპა; • წყლისშთანთქვა - 0.1% ; • ყინვამედეგობა - 100 - მდეციკლი; • ცვეთადობა - 0.07 g/cm3; • რადიოაქტიურობა - 300 Bq / kg - მდე; • ცეცხლგამძლეობა - 1700 0С
კავკასიონის დიაბაზების ქიმიური შემადგენლობა (წონა,%)
№ კომპონენტი 1 2 3 4 5 6 7 8 1 SiO2 53.90 53.30 52.01 51.84 52.31 52.94 51.75 47.25 2 TiO2 1.04 0.90 0.98 0.98 0.89 0.93 1.03 3.50 3 Al2O3 2.77 2.35 3.22 2.99 3.30 3.08 3.02 5.69 4 FeO 5.30 5.18 6.34 7.20 5.40 5.71 6.73 6.75 5 MnO 0.13 0.12 0.20 0.18 0.15 0.16 0.16 0.1 6 MgO 16.89 17.00 14.43 14.12 15.01 14.87 14.54 19.00 7 CaO 21.51 21.41 22.48 22.10 22.66 22.26 22.54 10.80 8 Na2O 0.58 0.40 0.81 0.67 0.57 0.86 0.72 3.50 9 K2O 0.01 0.01 0.01 0.01 0.1 0.01 0.01 0.39
10
ჯამი 102.13 100.67 100.48 100.08 100.29 100.81 100.49 96.98
FeO განსაზღვრულია როგორც FeO+ Fe2O3
ქვაჩადალას კარიერთან მისასვლელი სატრანსპორტო გზა სოფელ ხადორიდან 10კმ-ის მანძილზეა, რომელიც გადის ძირითადად მდ. ქვაჩადალას კალაპოტში, მიმდებარე ნაპირებზე და კვეთს მდინარეს 5-ჯერ. აღნიშნული მისასვლელი გზის გაუმჯობესება, მისი მდინარის რომელიმე ნაპირზე განლაგებით მიზანშეუწონელია, რადგანაც ასეთი ტიპის მშენებლობა გამოიწვევს სერიოზულ ხარჯებს. ამასთან ერთად გაიკაფება ტყის დიდი მასივი , აქედან გამომდინარე ტრასამდე მისასვლელი 10კმ-იანი გზა უნდა დარჩეს უცვლელად , მისი მუდმივი ექსპლუატაციის პირობებში. ასევე მადნეულის ჩამოტანა უნდა წარმოებდეს მაღალგამავალობის მქონე სამხიდიანი ტრანსპორტით. რაც შეეხება საპროექტო კარიერთან მისასვლელ გზას , იგი იწყება მდ. ქვაჩადალას მარცხენა შენაკადის გადასასვლელთან.
33
ქვაჩადალას კარიერთან მისასვლელი გზის ნახაზი
განიხილება კარიერზე მისასვლელი 2 ვარიანტი, მაგრამ უპირატესობა ენიჭება პირველ ვარიანტს, სირთულებიისა და მანძილის მიხედვით.
I ვარიანტი(ძირითადი)
გზა იწყება ღელის გადაკვეთამდე, მიემართება აღმოსავლეთის მიმართულებით, ძველი გზის ნაწილობრივი გამოყენებით, გადის ტყით დაფარულ მდგრად ფერდზე. შემდეგ გზა იყოფა I და II უბნის მიმართულებით. ტრასის სიგრძე 3550 მეტრი.
II ვარიანტი(სათადარიგო)
გზა გადის დასავლეთის მიმართულებით. ჰკვეთს ტყიან ზოლს 4 სერპანტინს საშუალებით, შემდე ალპურ ზოლში გადადის ხევის თავზე და I-უბანს ექცევა თავზე. მისი სიგრძე 4250 მეტრია.
საინჟინრო გეოლოგიური თვალსაზრისით მოცემულ რაიონში გავრცელებულია კლდოვანი, ნახევრადკლდოვანი, შეკავშირებული-თიხოვანი, ფხვიერი და მონატეხი გრუნტები.
კლდოვანი, ნახევრადკლდოვანი გრუნტები წარმოდგენილია საშუალო და დაბალი სიმტკიცის თიხაფიქლებით და ასევე კლდეზვავების სახით ჩამოშლილი ლავობრექჩიებით, რომლებიც მაღალი სიმტკიცით გამოირჩევიან.
არაკლდოვანი გრუნტებიდან მოცემულ რეგიონში გავრცელებულია მაგარპლასტიკური თიხნარები 10%- მეტი ღორღის ჩანართით და ფიზიკური დაქუცმაცებული მონატეხოვანი მასალა.
34
საბადოს გეოლოგიური რუქა
35
ლოკალური ხარჯთაღიცხვა საავტომობილო გზის სამუშაოებზე სახარჯთაღრიცხვო ღირებულება დარიცხვებით - 352,000 ლარი
N
სამუშაოთა ან დანახარჯთა
ერთეულის
ერთეულის
ერთეულის
საერთო ღირებულება
რიგზე დასახელება განზომილება რაოდენობა ღირებულება ლარებში ლარებში დარიცხვებით
1 3 4 5 6 7
1
მშენებლობისათვის
გამოყოფილი მიწის მაგიერ ახალი მიწების
ათვისებისათვის ხარჯების ანაზღაურება და დაკავებული
მიწების კომპენსაცია 3,3 ჰა - 33,000მ2
33,000X1.0 ლარი მიწის ვაკისის მოწყობა
ლარი
-
-
41,250
2
კიუვეტების დამუშავება გრეიდერით, გრუნტის 20მ
გადაადგილებით
1,000მ3
0.836
566.83
593
3
გრუნტის გადაადგილება
1,000მ3
153,046
4
მე-7 კატ. გრუნტის დამუშავება კუივეტებში
100მ3
0.64
14,237
11,390
5 მე-6 კატ გრუნტის დამუშავება
კუივეტებში 100მ3
2.54 11,146 35,389
6
მე-2 კატ გრუნტის დამუშავება 10მ ნაყარში გადაადგილებით
1,000მ3
108.674
176.47
23,973
36
1 3 4 5 6 7
7
მე-2 კატ გრუნტის დამუშავება ბულდოზერით 20მ
ყრილში გადაადგილებით
1,000მ3
10.604
294.97
3,910
8
ყრილის დატკეპნა პნევმატური სატკეპნით 20სმ
სისქით 6 ჯერადი გავლით
1,000მ3
10.604
51.7
6,853
9
კლდოვანი გრუნტების დამუშავება
მაღალმწარმოებლური ბულდოზერით 10მ გადაადგილებით ნაყარში
1,000მ3
21.88
1,566.8
42,853
სულ დარიცხვებით ლარი 319,257 გზის სამოსის მოწყობა
1 ხრეშოვანი გრუნტის დატვირთვა 0.65მ3
ექსკავატორით თვითმცლელებზე 1,000მ3 3.195 742.08 2,964
2 გრუნტის გადაზიდვა 2 კმ-ზე საგზაო საფარის მოსაწყობად
ტ 6230.3 1.35 10,514
3 სამუშაოები ნაყარში 1,000მ3 3.195 77.9 311
4
მოზიდული გრუნტით ნამგლისებური პროფილის 30სმ სისქის ღერძზე საფარის
მოწყობა
1,000მ2
106.5
47.99
6,389
სულ დარიცხვებით ლარი 20,178
1 3 4 5 6 7 ლითონის მილები
დიამ. 1.0მ (3ც)
1 მიწის მოშანდაკება ბულდოზერით 1,000მ3 0.32 2.08 1
2
ფოლადის მილების მოწყობა დიამ. 1.0მ ზიდვა 10 კმ-ზე
გრძ.მ
30
334.62
12,549
სულ დარიცხვებით ლარი 12,549
37
საწარმოო პროცესი
1. ექსკავატორითა და ვერტიკალური ბუღით კლდის ზედაპირის მომზადება ბლოკის ამოსაჭრელად.
2. საბადოდან ბლოკის ამოჭრა სპეციალური ქვის ხერხებისა სხვა დამხმარე მექანიზმების საშუალებით.
3. ბლოკის ამოღება სპეციალური ამწეს მეშვეობით 4. დაზიანების კონტროლი სპეციალური მოწყობილობით 5. ბლოკის დაჭრა სარეალიზაციო ზომის ბლოკებად დამხმარე ხერხების მეშვეობით 6. ზომის კონტროლი სპეციალური მოწყობილობებით 7. ბლოკების შემდგომი დამუშავება სახეხებით და წუნების აღმოფხვრა 8. დამუშავების კონტროლი სპეციალური მოწყობილობით 9. ბლოკების გადატანა საბადოზე არსებულ დროებითი საწყობის ტერიტორიაზე
ქვეშიანი ამწეს მეშვეობით 10. ადგილობრივი წარმოებისთვის ბლოკების დასატვირთად გამზადება და
საბოლოო შემოწმება 11. საექსპორტო ბლოკების დასატვირთად გამზადება 12. ადგილობრივი ბლოკების მიტანა ფილების ქარხნის ტერიტორიამდე 13. საექსპორტო ბლოკების ნაწილის მიტანა ფოთის პორტის საწყობამდე 14. საექსპორტო ბლოკების დარჩენილი ნაწილის მიტანა რკინიგზის
ჩიხამდე(წინასწარი გათვლებით ფილების ქარხნის ტერიტორიაზე)
38
39
პანკისის დიაბაზის მომპოვებელი საწარმოსთვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მანქანა დანადგარებისა და მატერიალური აქტივების აღწერა:
1) მთავარი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხერხი- გამოიყენება ამოსაჭრელი ბლოკის კედლების გამოყვანისთვის და გამოიყენება ამოსაჭრელი ბლოკის ფსკერის(ძირის) წაკვეთის დროს
CHAINTRONIC CH60
40
1) ექსკავატორი--გამოიყენება კლდეზე ბლოკის ამოჭრისათვის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების დროს; ვერტიკალური ხერხის ნახერხი ნაგვის გასატანად, ასრულებს მტვირთავის როლს; აგრეთვე ინფრასტრუქტურული განახლებების შემთხვევაში, მაგ. გზის გასუფთავება ნაშალისაგან და აშ.
2) ბულდოზერი--გამოიყენება გზების გასუფთავებაში ექსკავატორთან ერთად. უნიკალურია სწორი ჰორიზონტალური ზედაპირების შექმნაში.
3) მუხლუხოიანი ამწე-- გამოიყენება ნაშალის, ლოდების და ნაგვის დატვირთვასა და გატანაში
4) ქვეშიანი ამწე -- გამოიყენება ბლოკების დასატვირთად 5) ფრონტალური დამტვირთავი -- გამოიყენება ბლოკებისა და ლოდების
გადასაზიდად 6) წყალსაქაჩი -- უზრუნველყოფს საბადოსათვის წყლის მიწოდების 7) დიზელ-გენერატორი-- ხერხების მუშაობისათვის საჭიროა საწარმოო დენი.
ამ დენს უზრუნველყოფს დიზელ-გენერატორი. 8) ავტოპიკაპი-- უზრუნველყოფს თანამშრომელთა გადაადგილებას 9) ავტობუსი-- სამუშაო ადგილსა და საცხოვრებელ ადგილს შორის
სატრანსპორტო საშუალება თანამშრომლებისათვის. 10) ვერტიკალური ბურღვის დანადგარი-- უზრუნველყოფს კლდის ზედაპირის
ბურღვას სასურველ ქანამდე.
ვერტიკალური ბურღვის დანადგარი
11) რელსებიანი ამწე-- ტვირთავს ბლოკებით დატვირთულ კონტეინერს ვაგონზე. ამ მანქანის შეძენა აუცილებელია ექსპორტზე გატანისათვის.
12) დამხმარე ჰორიზონტარული ხერხი-- გამოიყენება დიდი ბლოკების დასაჭრელად რამოდენიმე სარეალიზაციო ბლოკის დასაჭრელად
41
13) დამხმარე ვერტიკალური ხერხი-- გამოიყენება სარეალიზაციო ბლოკის დასაჭრელად. დამხმარე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხერხების ერთდროულად მუშაობა აჩქარებს დაჭრის პროცესს 80-100%-ით კომბინირებულ ხერხთან შედარებით.მართალია, სტარდარტული ბლოკის წარმოების პროცესი არ საჭიროებს დამხმარე ხერხებს, თუმცა რეკომენდირებულია მათი გამოყენებაც, რადგანაც, მთავარ ხერხს ყოველ 2-3 დღეში სჭირდება გაცვეთილი თავების გამოცლა, აუცილებელია დამხმარე ხერხების მუშაობა რათა არ შეწყდეს წარმოების პროცესი.
14) ხარისხის კონტროლის მოწყობილობები -- გამოიყენება ბლოკის ზედაპირის დაზიანებების, ბზარების, ზომებისა და აშ სარეგისტრაციოდ.
15) ბორტიანი ავტოსატვირთო-- გამოიყენება ბლოკების, ნაშალისა და სხვა სახის ტვირთის გადასაზიდად
16) ტრაილერი-- გამიზნულია ბლოკების საზიდად საქართველოს ტერიტორიაზე 17) ვაგონი-- დორებითი საცხოვრებელი დარაჯებისთვის. დროებითი
თავშესაფარი ბუნებრივი სტიქიის დროს. სეიფი. 18) საწყობი-- აღჭურვილობის, მანქანა დანადგარებისა და მზა ან ნახევარ-მზა
პროდუქციის შესანახი ადგილი 19) მსუბუქი კონტრუქცია-- ბუფეტი და თანამშრომლების პირადი ნივთების
საწყობი. ოფისი, ადმინისტრაციის მუდმივი დისლოკაციის ადგილი. 20) მიწა-- ყველასათვის და ყველა სამუშაოსთვის საჭირო მატერიალური აქტივი
42
პროექტის საინვესტიციო გეგმა
გათვლები გაკეთებულია აშშ-ს ვალუტაში. საინვესტიციო გეგმა გათვლილია 10 წელზე.
პროექტის ჯამური ღირებულება -- 2,326,000
აქტივები
ღირებულება აშშ დოლარში
1 ძირითადი საშუალებები 1,620,000 3 მიწა ნომინალური 4 შენობა ნაგებობები 51,000 5 გზის მოწყობა 352,000 6 გაუთვალისწინებელი ხარჯები 303,450
სულ: 2,326,000
დაშვებები
წლიური სამუშაო დღეების რაოდენობა 310, ძირითადი თანამშრომლები: 38 ადამიანი, ორი 19 კაციანი ცვლა, თითო ცვლის სამუშაო საათების რაოდენობა - 8 სთ. მაქსიმალური წლიური სიმძლავრე არის 20 000 კუბური მეტრი. 1 კუბ. მეტრი ბლოკის გასაყიდი ფასია 300$.
წარმოების სიმძლავრეების გამოყენება წლების მიხედვით:
წელი: სიმძლავრე: 1 25% 2 50% 3 70% 4 80% 5 85%
43
ადმინისტრაცია: 3 ადამიანი:
ინჟინერ-
1 1,000
ბუღალტერი 1 700 მენეჯერი 1 1,200 სულ 2,900
სამუშაო ძალის გადანაწილება 1 ცვლაში:
მთავარი ალმასის ჯაჭვური ხერხი 1 ექსკავატორი 1 ბულდოზერი 1 რელსებიანი ამწე 1 მუხლუხოიანი ამწე 1 ქვეშიანი ამწე 1 ფრონტალური დამტვირთავი 1 ბორტიანი ავტოსატვირთო 1 ავტოპიკაპი 2 ავტობუსი 1 ვერტიკალური ბურღვის დანადგარი 1 დამხმარე ჰორიზონტ ხერხი 1 სატვირთო ტრაილერი(semi tractor trailer)
1
ხარისხის კონტროლის მოწყობილობები 1 დამხმარე ვერტ ხერხი 1 ასისტენტ ტექნიკოსი 1 მენეჯერის ასისტენტი 1 დაცვა 1 სულ 19
44
ძირითადი მანქანა-დანადგარები და სატრანსპორტო საშუალებები
1 მთავარი ალმასის ჯაჭვური ხერხი 1 ცალი
250,000 2 ექსკავატორი 1 ცალი 300,000 3 ბულდოზერი 1 ცალი 300,000 4 რელსებიანი ამწე 1 ცალი 120,000 5 მუხლუხოიანი ამწე 1ცალი 100,000 6 ქვეშიანი ამწე 1 ცალი 100,000 7 ფრონტალური დამტვირთავი 1 ცალი 100,000 8 ბორტიანი ავტოსატვირთო 1 ცალი 50,000 9 წყალსაქაჩი 1 ცალი 10,000 10 დიზელ-გენერატორი 1 ცალი 20,000 11 ავტოპიკაპი 2 ცალი 20,000 12 ავტობუსი 1 ცალი 20,000 13 ვერტიკალური ბურღვის დანადგარი 1 ცალი 100,000 14 დამხმარე ჰორიზონტალური ხერხი 1 ცალი 25,000 15 სატვირთო ტრაილერი(semi tractor trailer truck) 1 ცალი 70,000 16 ხარისხის კონტროლის მოწყობილობები 1 ცალი 10,000 17 დამხმარე ვერტიკალური ხერხი 1 ცალი 25,000
ჯამი 1,620,000
მსუბუქი კონსტრუქციები ტიპი ფართობი 1 მ2 აშენების ფასი ჯამი
1 საწყობი 200 კვ. მ 150 30,000 2 ოფისი, ბუფეტი, პერსონალის
გამოსაცვლელი. 100 კვ. მ 200 20,000
მშენებლობის მთლიანი ღირებულება 50,000
45
ფინანსური გეგმა შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურა
ბლოკების საწარმო I წელი II წელი III წელი IV წელი V წელი
შემოსავლები
გაყიდული პროდუქციის მოცულობა(მ3)
5,000 10,000 14,000 16,000 17,000
ფასი $/მ3 300 300 300 300 300
შემოსავლები $ 1,500,000 3,000,000 4,200,000 4,800,000 5,100,000
ხარჯები
ნაწილები 65,000 130,000 182,000 208,000 221,000
საწვავი 340,000 680,000 952,000 1,088,000 1,156,000
საპოხი 8,500 17,000 23,800 27,200 28,900
მუშახელი 58,065 116,129 162,581 185,806 197,419
ადმინისტრაცია 34,800 34,800 34,800 34,800 34,800
სხვა 160,000 160,000 160,000 160,000 160,000
ხარჯები სულ $ 828,365 1,299,929 1,677,181 1,865,806 1,960,119
EBITDA 833,635 1,862,071 2,684,819 3,096,194 3,301,881
ცვეთა 162,000 162,000 162,000 162,000 162,000
მოგება 671,635 1,700,071 2,522,819 2,934,194 3,139,881
მოგების გადასახადი 100,745 255,011 378,423 440,129 470,982
სუფთა მოგება $ 570,890 1,445,060 2,144,396 2,494,065 2,668,899
46
სამშენებლო-მოსაპირკეთებელი ქვის მეწარმეთა და მომპოვებელთა ასოციცია
საქართველოში ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვების ფართო არჩევანია, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ამავე დროს, მათი ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე მსოფლიოშია მიღებული. საქართველოში აღრიცხულია 231 საბადო, რომელიც მიეკუთვნება სხვადასხვა ტიპს და გამოირჩევა დეკორატიული თვისებების მრავალფეროვნებით, კარგი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით, მრავალფეროვანი ფერთა გამით, ტექსტურით და ბუნებრივი დიზაინით. საბადოების მარაგი მთლიანობაში 1.5 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტის მიერ საქართველოში გაცემული არის ბუნებრივი სამშენებლო მოსაპირკეთებელი ქვის მოპოვება-გადამუშავების 219 ლიცენზია. დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს არცერთი თანამედროვე საწარმო, რომელიც მოიპოვებს ქართულ ქვებს, გადაამუშავებს და გაყიდის მათ ადგილობრივ, ან მსოფლიო ბაზარზე. საზღვარგარეთ არსებობს ასოციაციები, რომლებიც თავის წევრებს ხელს უწყობენ მრავალი კუთხით, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასა და თვიანთი პროდუქციის გასაღებაში. საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის ხელშეწყობით ქართული ბუნებრივი ქვის ინდუსტრიის განვითარების მიზნით დაფუძნდა სამშენებლო-მოსაპირკეთებელი ქვის მეწარმეთა და მომპოვებელთა ასოციაცია. სამშენებლო-მოსაპირკეთებელი ქვის მეწარმეთა და მომპოვებელთა ასოციაცია აერთიანებს ბუნებრივი ქვის ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციებს:
• მომპოვებლები • მეწარმეები • არქიტექტორები - დიზაინერები • გეოლოგები და ექსპერტები • ლაბორატორიები
47
ასოციაციის შექმნა ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭირო სფეროების პროპორციულად გაფართოებას. ასოციაციის მიზნები: • ხელი შეუწყოს არსებულ კომპანიებს ოპერირებაში • დაეხმაროს ქვების გატანაში საერთაშორისო ბაზარზე • გააცნოს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, უახლეს მანქანა-დანადგარებსა და
კომპლექსურ გადამამუშავებელ მოწყობილობებს • შექმნას მიზნობრივი ჯგუფები, კოოპერატივები, კლასტერები მსხვილი
პროექტების განხორციელების მიზნით • შექმნას ევროპული სტანდარტი • ხელი შეუწყოს სტრუქტურული ინჟინერიის, სწორი გამოთვლების, პროექტის
მენეჯმენტის და დიზაინის ჩამოყალიბებას ქვის მიმართულებით
პირველი ქმედება, რაც ქართული ბუნებრივი ქვის ინდუსტრიის გასანვითარებლად განხორციელდა, იყო დუბაის საერთაშორისო ქვის გამოფენაში ქართული მხარის მონაწილეობა. 2015 წლის მაისის ბოლოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა მოაწყო ვიზიტი დუბაიში და გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ასოციაციის სახელით, სადაც წარადგინა ქართული ქვების ნიმუშები. გამოფენა გრძელდებოდა 4 დღე დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე. გამოფენაზე, მიმდინარეობდა ქართული ქვების პოპულარიზაცია. ოთხი დღის განმავლობაში მოხერხდა შეხვედრა დაახლოებით ორას დაინტერესებულ პირთან, რომელთა შორისაც იყვნენ ტრეიდერები, არქიტექტორები, ქვის მომპოვებლები და ბუნებრივი ქვებით დაინტერესებული უამრავი ადამიანი. ივნისის თვეში ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წევრებმა ასოციაციის სახელით მონაწილეობა მიიღეს რუსეთის საერთაშორისო ქვების გამოფენაზე, სადაც განხორციელდა წარმატებული შეხვედრები საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან.
48