I ჯგუფი კახა წარმატებული მოსწავლეა. წინა დღით სკოლაში არ იყო, ვერც გაკვეთილები ჩაინიშნა და დავალება ვერ შეასრულა ნინოს სთხოვა დავალების რვეული და ჩუმად იწერდა დავალებას. ეს ამბავი გუგამ მასწავლებელს შეატყობინა. მასწავლებელმა გუგას უსაყვედურა და არა გიორგის.
II ჯგუფი თინა მორიდებული და წყნარი გოგონაა. ყოველთვის ერიდება ჰკითხოს მასწავლებელს ის რაც ვერ გაიგო, რადგან მოსწავლეების დაცინვის ეშინია, ამიტომ ყოველთვის დაბალ შეფასებას იღებს.
III ჯგუფიტესტირების დროს მასწავლებელმა შეამჩნია. რომ ლანა გიორგისგან იწერდა, ამიტომ შენიშვნა მისცა და დაბალი შეფასება დაუწერა. განაწყენებულმა ლანამ მასწავლებელ უთხრა, რომ ნანა და მზიაც იწერდნენ გიორგისგან. მასწავლებელს ეს არ შეუმჩნევია, მაგრამ გადაწყვიტა რომ მათთვისაც დაბალი ქულა დაეწერა.
IV ჯგუფი კლასში არის ერთი წყნარი და სუსტი გოგონა რომელსაც გამუდმებით დასცინის, ძედმეტ სახელს ეძახის და ჩაგრავს გიგა. ბავსვები არ ერევიან მათ ურთიერთობაში. მასწავლებელი ბავშვებს უკრძალავს ამბის მიტანას, შესაბამისად ეს პედაგოგმა არ იცის.
V ჯგუფი მასწავლებელი ყოველთვის არიგებს თავის მოსწავლებს არასოდეს დააბეზრონ მეგობარი. თემომ დაინახა რომ გიამ ლიკას ჩუმად ჩანთიდან ფული ამოაცალა და დამალა. ლიკამ მასწავლებელს შესჩივლა. მასწავლებელმა ბავსვები გაჩხრიკა და ვერაფერი იპოვა. თემომ არაფერი არ თქვა დუმილი არჩია.
თვითშეფასება
1 დაასახელე პერსონაჟები
2 აღწერე პრობლემა
3 დაასახელე პრობლემის გამომწვევი მიზეზები
4 ჩაწერე პრობლემის გადაჭრის გზა
5 მიეცი რჩევა პერსონაჟს.
6 თქვენ როგორ მოიქცეოდით.
1.რა მოლოდინით დაიწყეთ მუშაობა?
2.რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
3.ყველაზე უკეთ გამოგვივიდა?
4.ჩვენთვის რთული აღმოჩნდა.
5.სიახლე აღმოვაჩინეთ ის რომ...
6.რა მოგვცა სამომავლოდ ამ გაკვეთილმა.