deu

75
გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგ გგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგ, გგგგგგგგგგგ, გგგგგგგგ, გგგგგგგ- გგგგ, გგგგგგგგ, გგგგგგგგგ, გგგგგგგგგგ, გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ- გგ გგგგგგგგგ. გგგგგგგ ”გგგგგგგგგგგგ” გგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგ გგ გგგგ- გგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ. გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ, გგგგგგგგგგგგ გგგგგგგ, გგგგგგგგგ გგგგ- გგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგ. გგგგგგგგგგ გგგგგ გგგგგგ გგგგგგ გგგ გგგგგ გგგგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგ გგგ- გგგგ (გგ-15-გგ-17 გგ.-გგ), გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგ გგგგგგგგგგგ. გგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ. გგგგგგგ გგგგგგგგ-გგგგგგგგგგ გგგ გგგგგგგგგგ გ. გგგგგგგ (1589- 1677). გგგ- გგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგ გგგგგგგ გგგგგგ გგგგგ გგ გგგგგგგ- გგ გგგგგ გგგგგ. გგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგ გგგგგგგ (1818) გგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგ გგგგგგგგგ, გ. გგგგგგ გგგგგგგგგგგ ”გგგგგგგგგ გგგგგგგგგ” გგ ”გგგგგგგგგ გგგგ გგგგგგგ” (1848), გგგგგგგგგგ გგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგ- გგგგ. 1854 გგგგგგ გგგგგ გგ გგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგ- გგგ ”გგგგგგგგგ გგგგგგგგგგ” გგგგგგგგგ. 1 გგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგ- გგგ გგგ გგგგგგგგ. გგგგგ გგგგგგგ გგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგ- გგგგგგგ გგგგ-გგ, გგგ-გგ გგ გგგგგგგგგ. გგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგ- გგგგ გგგგგგგ ”გგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ” (გ. 1-4), გგგგგგგგგ- გგ: გგგგგგგ, გგგგგგგგგ, გგგგგგგ. გგგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგ, გგგგგ გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ,

Upload: john-oshea

Post on 02-Jan-2016

599 views

Category:

Documents


1 download

DESCRIPTION

vollgende

TRANSCRIPT

გერმანისტიკის შესავალი

გერმანისტიკა არის ძველ გერმანელთა ენების, ლიტერატურის, ისტორიის, ეთნოგრა-ფიის, რელიგიის, სამართლის, მეურნეობის, ჩვეულებების შემსწავლელ მეცნიერება-თა კომპლექსი. ტერმინი ”გერმანისტიკა” ხშირად იხმარება აგრეთვე ძველი და თანა-მედროვე გერმანიკული ენებისა და დიალექტების შემსწავლელი დისციპლინებისმნიშვნელობით. გერმანისტიკის ამოცანაა გერმანიკული ენების ნორმატიული დაისტორიული გრამატიკების დამუშავება, ლექსიკონების შედგენა, გერმანული მწერ-ლობის ძეგლების ფილოლოგიური დამუშავება და გამოცემა. გერმანიკულ ენათა აღწერა დაიწყო ჯერ კიდევ აღორძინებისა და რეფორმაციის ეპო-ქაში (მე-15-მე-17 სს.-ში), სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნა ცალკეული გერმანიკული ენის გრამატიკები. გამახვილდა ინტერესი ძველი ხელნაწერების შეგროვებისადმი.პირველი ფილოლოგი-გერმანისტი იყო ჰოლანდიელი ფ. იუნიუსი (1589-1677). მეც-ნიერული გერმანისტიკის ფუძემდებლები არიან დანიელი რასმუს რასკი და გერმანე-ლი იაკობ გრიმი. რასკმა გამოკვლევაში ისლანდიური ენის შესახებ (1818) დაადგინაგერმანიკულ ენათა ერთიანობა, ი. გრიმმა გამოაქვეყნა ”გერმანული გრამატიკა” და”გერმანული ენის ისტორია” (1848), გერმანიკულ ენათა პირველი შედარებითი გრამა-ტიკა. 1854 წლიდან იაკობ და ვილჰელმ გრიმები შეუდგნენ მრავალტომიანი ისტორი-ული ”გერმანული ლექსიკონის” გამოცემას. 1 მსოფლიო ომამდე გერმანისტიკის ცენ-ტრი იყო გერმანია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანისტიკა ინტენსიურად ვი-თარდება სსრკ-ში, აშშ-სა და იაპონიაში. რუსი გერმანისტების ერთობლივი მეცადინე-ობით გამოიცა ”გერმანიკული ენების შედარებითი გრამატიკა” (ტ. 1-4), რედაქტორე-ბი: გუხმანი, ჟირმუნსკი, იარცევა.გერმანისტიკა მოიცავს როგორც ლინგვისტიკას, ასევე ლიტერატურათმცოდნეობას,ლიტერატურის ისტორიას. ლინგვისტიკა ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა, რომე-ლიც წარმოიშვა ჯერ კიდევ ძველ ინდოეთსა და ძველ საბერძნეთში (ძვ. ინდოეთში-ჩვ. წთ-მდე მე-4 საუკუნეში, ცოტა მოგვიანებით საბერძნეთში). ძველ საბერძნეთშიიგი განიხილებოდა როგორც ფილოსოფიის ერთ-ერთი დარგი და ბერძნული გრამა-ტიკული აზროვნება ფილოსოფიის დიდ გავლენას განიცდიდა. ბერძნულ გრამატიკას

უდიდესი როლი მიუძღვის ევროპაში ენათმეცნიერების განვითარებაში. მაგრამ ეს გრამატიკები არ იყო ისტორიული. მათთვის უცხო იყო ისტორიული თვალსაზრისი,ამიტომ მათ ობიექტს წარმოადგენდა ენის ერთი განსაზღვრული მდგომარეობა.ისტორიული თვალსაზრისი ენათმეცნიერებაში გაჩნდა მე-19 ს.-ში, მას შემდეგ, რაცგამოქვეყნდა გერმანელი ენათმეცნიერის ფრანც ბოპის ნაშრომი ” უღლების შესახებსანსკრიტში ბერძნულ, ლათინურ, სპარსულ და გერმანულ ენებთან შედარებით(1816)ბოპის ამ ნაშრომმა საფუძველი დაუდო ისტორიულ-შედარებით ენათმეცნიერებას.ენათმეცნიერების თეორიული საფუძვლების დამუშავება წილად ხვდა მეორე გერმა-ნელ ენათმეცნიერსა და ფილოსოფოსს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტს.მე-20 საუკუნემ არსებითი ცვლილებები შეიტანა ენათმეცნიერების თეორიული საფუ-ძვლების გაგებაში. ლინგვისტიკა არის მეცნიერული დისციპლინა, რომელიც ახდენსენის, ენების და ენობრივი კომუნიკაციის აღწერასა და ახსნას. ენათმეცნიერების მთე-ლი სფერო დაყოფილია მთელ რიგ ცალკეულ დისციპლინებად, რომლებიც ერთმანე-თისაგან მკვეთრად განსხვავდება ობიექტის სფეროებით, მეთოდებით და შემეცნები-თი ინტერესებით. ენათმეცნიერების ბირთვია ენობრივი ნიშნების კვლევა სხვადასხვაიერარქიულ დონეებზე, რომლებზედაც დაყოფილია ენა მისი აღწერის მიზნით, სახელდობრ, ფონეტიკა და ფონოლოგია, გრაფემატიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, ლექსიკოლოგია, სიტყვათწარმოება, სემანტიკა. ტექსტის ლინგვისტიკა და სტილის-ტიკა ენობრივ ერთეულებს სწავლობს წინადადების დონის მიღმა. ლინგვისტურიპრაგმატიკა კი იკვლევს ენობრივი ქმედებების პირობებსა და ზოგადენობრივ მოვლე-ნებს.მაშასადამე, თანამედროვე ეტაპზე გერმანისტიკა არის სამეცნიერო დისციპლინათაკომპლექსი, რომელიც დაკავშირებულია გერმანული ენის, ლიტერატურის, ისტო-რიის, გერმანელი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის შესწავლასთან.ასევე ის არის ენათმეცნიერების სფერო, რომელიც იკვლევს გერმანიკულ ენებს, სწავ-ლობს გერმანიკული ენების წარმოშობის პროცესებსა და კანონზომიერებებს ინდოევ-როპულ ენათა ფარგლებში და მათი დამოუკიდებელი განვითარების პერიოდში, მა-თი არსებობის ფორმებს ხალხების საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებ-ზე და თანამედროვე გერმანიკული ენების ფუნქციონირებას.გენეალოგიური კლასიფიკაციის მიხედვით გერმანული ენა განეკუთვნება ინდოევ-

როპულ ენათა ოჯახის დასავლურ-გერმანიკული ენების ჯგუფს. იგი იყოფა ორ დიდდიალექტად- ქვემოგერმანულ(ჩრდილოურ) და ზემოგერმანულ (სამხრეთულ)დია-ლექტებად. ზემოგერმანული საფუძვლად დაედო თანამედროვე სალიტერატურო გერმანულ ენას. მის განვითარებაში გამოიყოფა სამი ძირითადი და ერთი გარდამავა-ლი პერიოდი: ძველი ზემოგერმანული ( 8-11 სს.), საშუალო ზემოგერმანული (12-13 სს), ადრეული ახალი ზემოგერმანული ( 14-16 სს.), და ახალი ზემოგერმანული (მე-17საუკუნიდან დღემდე). დამწერლობა ჩამოყალიბდა მე-8 საუკუნეში ლათინური გრა-ფიკის საფუძველზე. საერთოდ გერმანიკულ ენათა ჯგუფი იყოფა: ჩრდილო გერმანი-კულ (სკანდინავიურ) ქვეჯგუფად, რომელშიც შედის : დანიური, შვედური, ნორვეგი-ული, ისლანდიური), დასავლურ გერმანიკულ ქვეჯგუფად: ინგლისური, გერმანული,ჰოლანდიური, ფლამანდიური (ჰოლანდია და ბელგიის ჩრდილო პროვინციები), ფრიზიული ( ნიდერლანდები), იდიში (ანუ ახალი ებრაული), აღმოსავლეთ გერმანი-კული ქვეჯგუფი : ვესტგუთური და ოსტგუთური გადაშენებულია.გერმანული ენა ეს არის გფრ-ის, ავსტრიის, შვეიცარიის ერთი ნაწილის, ლიხტენშტაი-ნის, ლუქსემბურგის ერთ-ერთი ოფიციალური ენა. სულ გერმანულ ენაზე ლაპარა-კობს 100 მლნ.-ზე მეტი ადამიანი როგორც მშობლიურ ენაზე.გერმანული ენის სხვა დიალექტებია: ფრანკიული, საქსონური, ტიურინგიული, ბავა-რიული, შვაბური, რაინლენდური, ჰესენური, ფრიზიული, ვესტფალური.მორფოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით, რომელშიც ენათა 4 ტიპს განასხვავებენ:

1) ფლექსიური ენები, 2) აგლუტინაციური ენები, 3) ძირეული, ანუ იზოლირე-ბული ენები, 4) პოლისინთეზური, ანუ ინკორპორაციული ენები, გერმანული უფროფლექსიური ენაა( გარეგანი ფლექსია წარმოებს აფიქსებით, ხოლო შინაგანი-ხმოვნისაბლაუტით ( ich schreib-e, du schreib-st, er schreib-t, der Vater- die Väter), ხოლო გრამა-ტიკული და ლექსიკური მორფემების ერთმანეთთან დაკავშირების, ანუ სინთეზისხარისხის მიხედვით ანსხვავებენ სინთეზურ და ანალიზურ ენებს. სინთეზურში გრა-მატიკული მნიშვნელობები თვითონ სიტყვებში გამოიხატება, ხოლო ანალიზურშიიგივე მნიშვნელობები დამხმარე სიტყვებით არის გამოხატული. გერმანული უფროანალიზურია, ვიდრე სინთეზური ( მაგ. მე ვაჭრევინებ თმას- ich lasse mein Haar schneiden ). ამ თვალსაზრისით-ქართული, ბერძნული, ლათინური, რუსული-სინთე-ზური ენებია, ხოლო გერმანული, ინგლისური, ფრანგული- ანალიზური ენებია.

თემა 2. გერმანიის გეოგრაფიული მდებარეობა. ფედერალური მიწები. სახელმწიფო

წყობა და უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ( გფრ-die BRD) მდებარეობს ცენტრალურევროპაში. იგი ესაზღვრება ჩრდილოეთით დანიას, დასავლეთით- ნიდერლანდებს,ბელგიას, ლუქსემბურგს და საფრანგეთს, სამხრეთით- ავსტრიასა და შვეიცარიას,ხოლო აღმოსავლეთით - ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთს.გერმანიის ტერიტორია 357 000 კმ2-ია, სადაც ცხოვრობს დაახლოებით 82 მილიონიადამიანი (მათ შორის 7,5 მილიონი უცხოელია).გერმანელი ხალხი შეიქმნა სხვადასხვა ტომების შერწყმის შედეგად. ადრე არსებობდ-ნენ ფრანკები, საქსები, ბავარები და შვაბები, ვიდრე ისინი გერმანელებად ჩამოყალიბ-დებოდნენ. გერმანელი ხალხი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდი და მცირეერთობების სახით არსებობდა. პარტიკულარიზმი გერმანიის ისტორიის მუდმივ მოვ-ლენას წარმოადგენდა. ძველი ტომები თავდაპირველი სტრუქტურით დიდი ხანიააღარ არსებობენ. ამჟამად ტომები არ არის ცალკეული ფედერალური მიწის მოსახლე-ობის იდენტური, მაგ. ბავარიაში ცხოვრობენ არა მარტო ბავარიელები, არამედ ფრან-კებიც და შვაბებიც. თანამედროვე ინდუსტრიული სახოგადოების მობილურობის შე-დეგად უზრუნველყოფილია მოსახლეობის შერევა ერთმანეთში, ამიტომ დიფერენცი-აციები მათ შორის ნიველირებულია. მაგრამ მაინც შეიმჩნევა სახასიათო თავისებურე-ბები მშენებლობის და დასახლების სტილში, ტემპერამენტში, ადათ-წესებსა და კერ-ძებში. ეს დიფერენციაციები თითქოს დღესაც განაგრძობს არსებობას სახელმწიფო ფედერალიზმში და კულტურული ცენტრების მრავალგვარობაში.გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შედგება 16 ფედერალური მიწისაგან:

1. Baden-Württemberg- Stuttgart, 2. Bayern- München, 3. Berlin-Berlin, 4. Branden-burg- Potsdam, 5. Bremen- Bremen, 6. Hamburg-Hamburg, 7. Hessen-Wiesbaden,

8. Mecklenburg- Vorpommern – Schwerin, 9. Niedersachsen- Hannover, 10. Nord- rhein-Westfalen- Düsseldorf, 11. Rheinland- Pfalz – Mainz, 12. Saarland-Saarbrü- cken, 13. Sachsen- Dresden, 14. Sachsen-Anhalt- Magdeburg, 15. Schleswig-Hol- stein- Kiel, 16. Thüringen- Erfurt.

სახელმწიფო დროშა სამფეროვანია: შავი, წითელი, ოქროსფერი, სახელმწიფო გერბზე გამოსახულია არწივი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შეიქმნა 1949 წლის 24

მაისს, იმავე წლის 14 სექტემბერს ჩატარდა პარლამენტის (ბუნდესტაგის) პირველიარჩევნები. 15 სექტემბერს პირველ ფედერალურ კანცლერად აირჩიეს კონრად ადენა-უერი, რომელიც 14 წლის მანძილზე სათავეში ედგა მთავრობას. 1949 წლის 7 ოქტომ-ბერს შეიქმნა გდრ (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა), 1961 წელს ჩაიკეტა სა-ზღვარი ორ გერმანულ სახელმწიფოს შორის. 1990 წლის 3 ოქტომბერს კი ეს ორი გერ-მანული სახელმწიფო გაერთიანდა, ამიტომ ეს დღე აღინიშნება როგორც გერმანიისსახელმწიფოს დღე ( ანუ გერმანიის გაერთიანების დღე). გერმანიის უდიდესი ქალა-ქებია: ბერლინი (დედაქალაქი)-მოსახლეობა - 4 მილიონი, ჰამბურგი- 2 მილიონი,მიუნხენი- 1 მილიონი, კიოლნი - 500 000 მცხოვრები. გერმანიის უდიდესი მდინარე-ებია: რაინი, ელბა, ვეზერი, მაინი, რომლებიც მიედინებიან ჩრდილოეთისაკენ, დუნაიკი ჩაედინება შავ ზღვაში და სამხრეთ გერმანიას აკავშირებს ავსტრიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან.გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებია: ბუნდესტაგი, ბუნდესრატი, პრეზი-დენტის ინსტიტუტი, ფედერალური მთავრობა და ფედერალური საკონსტიტუციოსასამართლო. საკანონმდებლო ორგანოა - ბუნდესტაგი, ბუნდესრატი არის პარლა-მენტის მეორე პალატა, ეს არის მიწების წარმომადგენლობა. მიწებს მოსახლეობისრაოდენობის მიხედვით აქვთ 3-5 მანდატი. ბუნდესრატის წევრებს კი არ ირჩევენ,არამედ მათ ნიშნავენ მიწის მთავრობები. ბუნდესრატის პრეზიდენტად ირჩევენერთ-ერთი მიწის პრემიერ-მინისტრს ერთი წლის ვადით. სახელმწიფოს მეთაურიარის პრეზიდენტი. მის ფუნქციებში შედის გფრ-ის წარმოდგენა საზღვარგარეთ,შეწყალების უფლება, სახელმწიფო მოხელეებისა და ოფიცრების დანიშვნა და კა-ნონების გამოცხადება. მას ირჩევს ფედერალური კრება 5 წლის ვადით. ფედერალუ-რი კრება შედგება ბუნდესტაგის ყველა დეპუტატისა და მიწების იმავე რაოდენობისწარმომადგენლებისაგან. მისი ხელმეორედ არჩევა მხოლოდ ერთხელ არის დასაშვე-ბი. ამ თანამდებობისათვის სასურველი მინიმალური ასაკია 40 წელი. პრეზიდენტსქვეყანაში არა აქვს დიდი წონა. გერმანიისათვის ტიპიურია ფედერალური მთავრობისავტორიტარული მმართველობა, რომელიც წარმოადგენს გფრ-ის არმასრულებელ ორგანოს; მთელი ძალაუფლება კი თავმოყრილია ფედერალური კანცლერის ხელში.

ეს უკანასკნელი განსაზღვრავს გფრ-ის პოლიტიკის ძირითად მიმართულებას. ბუნ-დესტაგს მხოლოდ განსაკუთრებული პირობების დროს შეუძლია გამოუცხადოსფედერალურ კანცლერს უნდობლობის ვოტუმი. შემდეგი მნიშვნელოვანი სახელმწი-ფო ორგანოა საკონსტიტუციო სასამართლო. იგი წყვეტს საკონსტიტუციო დავებს,ასევე ადგენს, თუ რომელი კანონები, პარტიები და ა.შ. არის კონსტიტუციურად მი-საღები.გერმანიის საარჩევნო სისტემა არის მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნოუფლების კომბინაცია. თითოეულ ამომრჩეველს აქვს ორი ხმა: ერთი ხმით ის ირჩევსმისი საარჩევნო უბნის მაჟორიტარ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმით კი პარტიას, რომ-ლის საარჩევნო სიაში პარტიის წევრები რიგის მიხედვით არიან წარმოდგენილი.გერმანიის პარლამენტს მოსახლეობა ირჩევს 4 წლის ვადით, ასევე 4 წლის ვადით აირჩევა ფედერალური კანცლერი, რომლის ხელმეორედ არჩევა მხოლოდ ერთხელარის დასაშვები. სულ გერმანიის ბუნდესტაგში არის 299 მაჟორიტარული წესით არ-ჩეული დეპუტატი და 299 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი, ე.ი. სულ 598დეპუტატი. გერმანიის ბუნდესტაგში წარმოდგენილია შემდეგი პარტიები: ქრისტია-ნულ-დემოკრატიული კავშირი (CDU), გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარ-ტია (SPD), თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP), ქრისტიანულ-სოციალურიპარტია (CSU), 90-ელთა კავშირისა და მწვანეების კოალიცია (Bündnis 90/ Die Grünen),და ასევე გერმანული სოციალიზმის პარტია (PDS), ეს უკანასკნელი წარმოადგენს გდრ-ის ყოფილი მმართველი პარტიის (გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტი-ის - SED ) მემკვიდრეს.

თემა 3. ძველი გერმანები და მათი ცხოვრების წესი. გერმანული ენის წარმოშობა და გერმანული ენის ისტორიის პერიოდიზაცია.

იულიუს კეისარი და ტაციტუსი გვაწვდიან საინტერესო ცნობებს უძველესი გერ-მანელების ცხოვრების, საზოგადოებრივი წყობისა და ეკონომიკურ-კულტურულისაქმიანობის შესახებ. იმ პერიოდში გერმანელები ცხოვრობდნენ გვაროვნულ-პატ-რიარქალური წყობის სისტემით. ისინი დასახლებული იყვნენ გვარებად და გვა-როვნულ ჯგუფებად და მისდევდნენ მეცხოველეობას, აგრეთვე პრიმიტიულ მი-წათმოქმედებას. გერმანელი ტომების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკა-ვია ”ხალხთა დიდ გადასახლებას”. იგი იწყება აღმოსავლეთის გერმანელების გა-დაადგილებით, აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია გუთების გადაადგილება. გერმა-ნელთა ეს ტომი მოვიდა ევროპაში სკანდინავიის კუნძულებიდან, შემდეგ ისინიბალტიის ზღვის სანაპიროებიდან სამხრეთისაკენ დაიძრნენ. ხალხთა დიდი გადა-სახლების ეპოქაში გერმანელთა ტომებს: ფრანკებს, ალემანებს, საქსებს, თიურინ-გებს და ბავარებს ეჭირათ გერმანიის დასავლეთი ნაწილი. აქვე ცხოვრობდნენ არა-გერმანელი ხალხებიც. ფრანკების სახელმწიფოში მეროვინგებისა და კაროლინგე-ბის დინასტიის დროს დასავლეთი ნაწილი უმეტესად რომანული იყო, ხოლო აღ-მოსავლეთი- გერმანული. ენობრივი განსხვავება შეინიშნება მხოლოდ კარლოს დიდის ეპოქის შემდეგ. ენობრივი განსხვავების საბოლოო გაფორმების საქმეშიდიდი როლი შეასრულა ამ იმპერიის დაყოფამ 843 წ. დასავლეთის (მომავალი სა-ფრანგეთი), აღმოსავლეთის ( მომავალი გერმანია) და სამხრეთის (მომავალი იტა-ლია) სახელმწიფოებად. საერთო გერმანული ენა თავიდანვე არ იყო ერთიანი და ერთგვარი, სხვაობა შეიმ-ჩნეოდა ცალკეული ტომების მიხედვით. ამჟამად დადგენილია, რომ განსხვავებაგერმანელთა ტომების ან ტომთა ჯგუფების მეტყველებაში დროთა ვითარებაშიიმდენად გაიზარდა და გაღრმავდა, რომ მე-3 საუკუნიდან უკვე აღარ შეიძლებავილაპარაკოთ სერთო გერმანული ენის შესახებ. იმ დროისათვის ენობრივი სხვა-ობა ტომების მეტყველებაში იმდენად დიდია, რომ მათ უკვე ცალკეულ გერმანი-კულ ენებად თვლიან. მიღებულია გერმანელთა ტომების დაყოფა სამ დიდ ჯგუ-

ფად: დასავლეთის გერმანელები, აღმოსავლეთის გერმანელები და ჩრდილოეთისგერმანელები. საერთო გერმანულში თანდათანობით გამოიკვეთა და შემდეგ გამო-იყო ცალკეული გერმანიკული ენები, რომელთა შორისაც ზოგიერთს უკვე მე-4 სა-უკუნიდან აქვს საკუთარი დამწერლობითი ძეგლები.. დასავლეთ გერმანულში გა-ერთიანებული იყო ძველი ზემოგერმანული (althochdeutsch), ძველი საქსონური(altsächsisch), ანგლოსაქსონური (anglosächsisch), ძველი ფრიზიული altfrisisch),ძველი ქვემოფრანკიული (altniederfränkisch). მათი განვითარების საფუძველზემივიღეთ თანამედროვე გერმანიკული ენები: გერმანულს საფუძვლად დაედოძველი ზემოგერმანული, ინგლისურს - ძველი ანგლოსაქსონური, ჰოლანდიურს-ძველი ქვემოფრანკიული. ძველი საქსონურისა და ძველი ფრიზიულისაგან დამო-უკიდებელი ენები არ განვითარებულა. მეცნიერებაში ხშირად ვხვდებით გერმა-ნული ისტორიის პერიოდების სხვადასხვაგვარ დაყოფას, უფრო მოსახერხებელიაშემდეგი ძირითადი პერიოდების გამოყოფა: 1) ძველი ზემოგერმანული (8-11 სს.),2) საშუალო ზემოგერმანული (11-13 სს ), 3) ადრეული ახალი

ზემოგერმანული ( 14-16 სს.), 4) ახალი ზემოგერმანული -მე-17 ს.-დან-დღემდე..ძველი ზემოგერმანულის პერიოდის დასასრულისათვის უკვე ვხვდებით გამოთქ-მას dia diutisca zunge (გერმანული ენა), სიტყვა diutisc ნიშნავდა გერმანული ტომე-ბის ენას, უფრო გვიან კი გადაიქცა გერმანელი ხალხის და გერმანული ენის საერ-თო სახელად.ძველი ზემოგერმანულის უმნიშვნელოვანესი თავისებურებებია ხმოვნის გაუმლა-უტების პროცესის დაწყება, ხმოვნების დიფთონგიზაცია, აბლაუტის გაძლიერება,მამრობითი სქესის არსებითი სახელების ბრუნების მკვეთრი დაპირისპირება მდე-დრობითი სქესის არსებითი სახელების ბრუნებისადმი, წინადადების წევრთა ად-გილის გამოყენება წინადადებათა სახეების განსასხვავებლად და სხვა.მე-12, მე-13 სს.-ში გერმანული ენის სამყარო აღმოსავლეთისაკენ გაფართოვდა.ამ დროს ვითარდება მდიდარი კულტურა, რომლის მატარებელიც იყო რაინდობა.ამ პერიოდს გერმანული ენის განვითარების ისტორიაში განიხილავენ როგორცსაშუალო ზემოგერმანულს. ენაში იჭრება ფრანგული სიტყვების ნაკადი, რაც თან

შემოყვა სარაინდო კულტურასა და ლიტერატურას. ფრანგულის გავლენა კარგადშეიმჩნევა საშუალო გერმანულის პოეზიის ენაში. ფეოდალიზმის ეპოქის გერმანი-აში გაბატონებული იყო ცალკეული სამთავროების დაქუცმაცებული, კარჩაკეტი-ლი ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება. ამიტომ ამ დროისათვის არ არსე-ბობდა ერთიანი ლიტერატურული ენა, იყო მხოლოდ ცალკეული პროვინციებისა-თვის დამახასიათებელი დიალექტები. ამ პერიოდის ძირითადი თავისებურებააენაში ახალი თანხმოვანი ფონემების წარმოქმნა, უმლაუტის დამკვიდრება-გავრ-ცელება, ახალი დიფთონგების გაჩენა, ფრანგული სუფიქსის -ieren შეთვისება,კნინობითი სუფიქსების გაჩენა, ისეთი კომპოზიტების წარმოქმნა, რომლებიც სინ-ტაქსური კონსტრუქციების შერწყმის შედეგს წარმოადგენენ. მე-14 ს.-დან იწყება ახალი ზემოგერმანულის ადრეული პერიოდი. ამ დროს ყალი-ბდება გერმანული ენის წერითი ნორმები. აბსოლუტურმა მონარქიამ დასავლეთევროპის სახელმწიფოებში ბოლო მოუღო ფეოდალურ დაქუცმაცებულობას და კარჩაკეტილობას, მოახდინა ქვეყნების შიგნით ტერიტორიული და ეკონომიკურიგაერთიანება, შეიქმნა პირობები საერთო ეროვნული ენის ჩამოყალიბება-განვითა-რებისათვის. გერმანია ამ დროს დაყოფილია წვრილ სამთავროებად. ეს მდგომარე-ობა ხელს უშლიდა გერმანულის როგორც ერთიანი ეროვნული ენის შექმნას. ამავედროს სულ უფრო მწიფდებოდა ერთიანი ენის შექმნის საჭიროება, ყალიბდება ქვემოგერმანული, შუაგერმანული და ზემოგერმანული საურთიერთობო ენები,მათი ელემენტების გაერთიანებით იქმნება ნარევი ენა. მომდევნო საუკუნეებშიფეხს იდგამს ბურჟუაზიული ურთიერთობა, რაც მოითხოვს ტერიტორიულად დიდი მანძილით დაცილებული ადამიანების ურთიერთდაკავშირებას. საერთოსაურთიერთო ენის ჩამოყალიბება გარდაუვალ აუცილებლობად იქცა. ამას თანდაერთო წიგნის ბეჭდვის გამოგონება, რამაც დიდად შეუწყო ხელი ენობრივ უნი-ფიკაციას. ნაბეჭდი წიგნის საშუალებით გახდა შესაძლებელი საერთო ენის დიდტერიტორიაზე გავრცელება.გერმანული სამწერლო ენის ნორმების დადგენისა და საერთო ენის დამკვიდრებისსაქმეში დიდი როლი შეასრულა რენესანსის ეპოქის გამოჩენილმა გერმანელმა მო-

ღვაწემ მარტინ ლუთერმა. მან სრულიად ახალი ენა კი არ შექმნა, არამედ თავისმრავალრიცხოვან ნაშრომებში გამოიყენა უკვე არსებული საკანცელარიო ენა, მაგრამ იგი გაწმინდა ზედმეტი ელემენტებისაგან, გამოაცოცხლა, გაამდიდრა დაშეავსო ახალი ფორმებით. მან ფართოდ ისარგებლა გერმანული ხალხური მეტყვე-ლების სიტყვობრივი მასალით. ლუთერის მიერ ჩამოყალიბებულ ენობრივ ნორმე-ბში გარკვეული ცვლილებები და შესწორებები შეჰქონდათ მე-16, მე-17 სს.-ის დაშემდგომი პერიოდის ლიტერატურულ და საზოგადო მოღვაწეებს. ამავე დროსხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები ენის ბგერით სისტემასა, მორფოლოგიასადა სინტაქსში. იქმნება სპეციალური ლექსიკა, რომლის ნაწილსაც შემდეგ ითვი-სებს საერთო ენა. მე-17 ს.-დან- ახალი ზემოგერმანულის პერიოდიდან-უკვე იწყე-ბა ბრძოლა გერმანულში უცხოური ელემენტების შეჭრის წინააღმდეგ, იქმნება ენის დაცვის საზოგადოებები. მომდევნო პერიოდში გერმანული ენა მდიდრდებაროგორც ნასესხები სიტყვებით, ისე რომანტიკოსი და კლასიკოსი მწერლების მიერაღდგენილი, გაცოცხლებული და ნაწარმოები მრავალი სიტყვით.გერმანული ენა არ შექმნილა ერთი რომელიმე ტერიტორიული დიალექტის საფუ-ძველზე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა სხვა ქვეყნებში. გერმანული ხალხური ენის უნიფიცირებას ერთი დიალექტის საფუძველზე დიდად უშლიდა ხელს ისეთი საერთო სამეურნეო, კულტურული და ადმინისტრაციული ცენტრის უქონ-ლობა მაშინდელ გერმანიაში, როგორიც იყო პარიზი საფრანგეთისათვის ან ლონ-დონი ინგლისისათვის. ლუთერის ენა ერთბასად არ დამკვიდრებულა. ენობრივიჰეგემონიისათვის ბრძოლა, რომელიც მე-16 საუკუნიდან დაიწყო, დასრულებუ-ლად შეიძლება ჩაითვალოს მე-18 ს.-ის ბოლოს. გერმანიის დასავლეთსა და სამხ-რეთ ნაწილში ლუთერის ენა სწრაფად დამკვიდრდა, სამაგიეროდ ავსტრიასა დაბავარიაში დიდხანს შეიმჩნეოდა ადგილობრივი თავისებურებანი. მაგრამ ენისსაერთო ნორმების დამკვიდრება მაინც ყველაზე მეტად ქვემოგერმანულის ტერი-ტორიაზე გაძნელდა. საბოლოოდ გაიმარჯვა ზემოგერმანულმა ენამ. მაგრამ ქვემო-გერმანულმა ძირითადად განსაზღვრა საერთო გერმანულის წარმოთქმის ნორმე-ბი. ერთი ცნობილი ფონეტიკოსი კარგ გერმანულად მიიჩნევდა ზემოგერმანულისენობრივ ფორმას ქვემოგერმანულ წარმოთქმაში.

გერმანული სამწერლო ენის ფორმების დადგენა-განმტკიცება მოხდა მე-18 ს.-ისმეორე ნახევარში და მე-19 ს.-ის დასაწყისში. ამ პერიოდში მთავრდება გერმანულიეროვნული ენის ჩამოყალიბების პროცესი. ახალ ზემოგერმანულ პერიოდში გერ-მანულმა ენამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. იგი გამდიდრდა, დაიხვე-წა, უფრო მოქნილი და სრულყოფილი გახდა. ჩამოყალიბდა ერთიანი ეროვნულიგერმანული ენა, რომელიც გამოიყენება სკოლებში, მწერლობაში, სახელმწიფო და-წესებულებებში, მეცნიერების და საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყვე-ლა უბანზე.გერმანული ნაწილია უფრო დიდი ერთეულისა, რომელსაც გერმანიკულ ენათაშტოს უწოდებენ. თავის მხრივ გერმანიკული ენების შტო ერთიანდება უფრო დიდენობრივ ერთეულში - ინდოევროპულ ენათა ოჯახში

თემა 4. გერმანიის განათლების სისტემა (სკოლა, უნივერსიტეტი, კვლევა, კვალიფიკაციის ამაღლება)

ძირითადი კანონის მიხედვით სასკოლო განათლების სფერო სახელმწიფო კონტ-როლს ექვემდებარება. ეს ეხება კერძო სკოლებსაც. გერმანიაში სავალდებულო სას-კოლო განათლება იწყება 6 წლის ასაკიდან და გრძელდება 18 წლის ასაკამდე, ე.ი.მისი ხანგრძლიობა 12 წელია. ყველა საჯარო სკოლა უფასოა. სასკოლო სახელმძ-ღვანელოები მოსწავლეებს ეძლევათ ნაწილობრივ უფასოდ. ხელმოკლე მოსწავ-ლეები ღებულობენ დახმარებას. წესისამებრ ვაჟები და გოგონები ერთობლივკლასებში სწავლობენ. 6 წლის ასაკში ბავშვები მიდიან დაწყებით სკოლაში(Grundschule). ის მოიცავს 4 წელიწადს. დაწყებით სკოლაში ყველა ბავშვი დადის,შემდეგ კი მათი გზები იყოფა: მათ აქვთ არჩევანი რამდენიმე შესაძლებლობას შო-

რის. ბევრი მოსწავლე თავდაპირველად ირჩევს საორიენტაციო საფეხურს (Orien-tierungsstufe) – 5-6 კლასები), სადაც ისინი ირჩევენ შემდგომში სკოლის განსაზღვ-რულ ტიპს, ანუ ღებულობენ გადაწყვეტილებას, თუ რომელ სკოლას აირჩევენ შემ-დგომში. ბევრი მათგანი მიდის ძირითად სკოლაში (Hauptschule). ვინც ამ ტიპისსკოლას 15 წლის ასაკში დატოვებს, იწყებს პროფესიულ განათლებას, რომელსაც18 წლამდე იღებს პროფესიულ სკოლაში (Berufsschule). ძირითადი სკოლის დამ-თავრების შემდეგ მოსწავლეებს გზა აქვთ გახსნილი ხელოსნობისა და სამრეწვე-ლო დარგების პროფესიებში. რეალური სკოლა (Realschule) წესისამებრ მოიცავს6 წელს- მე-5-დან მე-10 კლასამდე. მისი დასრულების შემდეგ მოსწავლეები ღებუ-ლობენ საშუალო განათლებას (განათლების საშუალო საფეხურს). ეს სკოლა დგასძირითად სკოლასა და გიმნაზიას შორის. რეალური სკოლის დასრულების შემ-დეგ ახალგაზრდებს უფლება ეძლევათ გააგრძელონ სწავლა დარგობრივ ან უმაღ-ლეს დარგობრივ სკოლაში (Fachschule). ამგვარი სკოლა არის წინაპირობა ეკონო-მიკასა და ადმინისტრაციაში საშუალო დონის კარიერისათვის. 9-წლიანი გიმნა-ზია (Gymnasium) -5-13 კლასები) არის ტრადიციული სკოლის მაღალი საფეხურიგერმანიაში. დღეისათვის რეფორმირებული მაღალი კლასები (11-13 კლასები)წესად იქცა, სადაც საკურსო სისტემამ შეცვალა თავდაპირველი კლასები. კურსებ-ზე მოსწავლეები ძირითადად იმ საგნებს სწავლობენ, რომლებიც მათ განსაკუთრე-ბით აინტერესებთ. ამ გზით მათ უადვილდებათ უმაღლესი სკოლების განათლე-ბის სისტემაზე გადასვლა. გარდა რეფორმირებული ზედა საფეხურის მქონე გიმ-ნაზიებისა არსებობენ აგრეთვე გიმნაზიის სპეციალური ფორმები, როგორიცააეკონომიკური გიმნაზია და ტექნიკური გიმნაზია. გიმნაზიის სიმწიფის ატესტატიუფლებას აძლევს კურსდამთავრებულებს სწავლა განაგრძონ სამეცნიერო უმაღ-ლეს სკოლებში. ბოლო წლებში გაჩნდა ე.წ. ერთობლივი სკოლა (Gesamtschule).ეს არის ექსპერიმენტული ტიპის სკოლა, რომელიც სამ საფეხურად დაყოფილსკოლის ფორმებს აერთიანებს და ხელმძღვანელობს მოსწავლეებს მე-5-დან მე-10კლასამდე; ზოგიერთ ერთობლივ სკოლას გააჩნია თავისი საკუთარი ზედა საფე-ხური (Oberstufe), რომელიც გიმნაზიის ზედა საფეხურის მსგავსად არის აგებუ-

ლი. მოსწავლეს შეუძლია თავისი უნარ-ჩვევების მიხედვით აირჩიოს ამ სკოლისმაღალი ან შედარებით მარტივი საფეხური. ერთობლივი სკოლის ატესტატი ყვე-ლა ფედერალურ მიწაზეა აღიარებული. არსებობს აგრეთვე საღამოს გიმნაზიები,სადაც დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი შრომითი საქმიანო-ბის პარალელურად 3-6 წელი მოემზადონ სიმწიფის ატესტატის გამოცდისათვის.ასევე შეიძლება საღამოს სკოლებში ძირითადი ან რეალური სკოლის სიმწიფისატესტატის მიღება. სკოლის ყოველი ტიპისათვის სპეციალურად მომზადებულიპედაგოგთა კადრები არსებობს. უმაღლესი განათლება ყველასათვის აუცილებე-ლია, მაგრამ სწავლის შინაარსი და ხანგრძლიობა განსხვავებულია: დაწყებითიდა ძირითადი სკოლების მომავალი მასწავლებლები ზოგადად სწავლობენ 6 სე-მესტრის მანძილზე, ზოგიერთ ფედერალურ მიწაზე დამატებით კიდევ სპეცია-ლურ პედაგოგიურ ინსტიტუტებში, უმეტესად კი უნივერსიტეტებში. უფრო ხან-გრძლივი საუნივერსიტეტო განათლება სჭირდებათ რეალური სკოლების, სპეცი-ალური სკოლების, გიმნაზიების და პროფესიული სკოლების მომავალ მასწავლე-ბლებს. პედაგოგის თანამდებობის ყველა კანდიდატმა სწავლის დასრულებისასუნდა ჩააბაროს გამოცდა; შემდეგ მათ უნდა გაიარონ პრაქტიკა და ჩააბარონ კი-დევ ერთი გამოცდა. ვინც ამ ეტაპებს წარმატებით გადალახავს და მოიპოვებს სა-მუშაო ადგილს, იგი მთელი ცხოვრების მანძილზე აღიარებული იქნება მასწავლე-ბლის თანამდებობაზე.უმაღლესი განათლება. ამ სფეროს გერმანიაში ხანგრძლივი ისტორია აქვს. გერმა-ნიის უძველესი უნივერსიტეტი-ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი დაარსდა 1386 წ.ბევრი უნივერსიტეტი 500 წელზე მეტ ხანს ითვლის. მათ გვერდით არის აგრეთვესრულიად ახალი უნივერსიტეტები, რომლებიც დაარსდნენ 1960 წლიდან. გარდატრადიციული უნივერსიტეტებისა შეიქმნა აგრეთვე ტექნიკური, პედაგოგიურიდა დარგობრივი უმაღლესი სკოლები. უმაღლესი სასწავლებლები გერმანიაში მი-წების სახელმწიფო დაწესებულებებია. სახელმწიფო არეგულირებს მხოლოდ უმა-ღლესი განათლების ზოგად დებულებებს; იგი მონაწილეობას ღებულობს უმაღ-ლესი სასაწავლებლების მშენებლობის და კვლევის დაფინანსებაში. უმაღლეს სას-

წავლებლებს აქვთ თვითმმართველობის უფლება. სახელმწიფომ არ უნდა მოახ-დინოს გავლენა სასწავლო პროცესზე სასწავლო მასალის სფეროში. ყოველ უმაღ-ლეს სასწავლებელს მოქმედი კანონების ფარგლებში გააჩნია თავისი საკუთარიკანონმდებლობა. ადრე უმაღლესი სასწავლებლის სათავეში იდგა რექტორი, რომე-ლიც ირჩეოდა პროფესორთა წრიდან 1 წლის ვადით და იგი ამ თანამდებობას ასრულებდა სწავლებისა და კვლევითი მოღვაწეობის პარალელურად. ამჟამადუმაღლესი სასწავლებლის მართვა ეკისრება საშტატო ერთეულზე მყოფ რექტორსან პრეზიდენტს, რომელიც აირჩევა რამდენიმე წლით. სწავლა სამეცნიერო უმაღ-ლეს სასწავლებელში მთავრდება სამაგისტრო, სადიპლომო ან სახელმწიფო გამო-ცდით. ამის შემდეგ შესაძლებელია შემდგომი კვალიფიკაცია დოქტორის ხარის-ხის მოპოვების მიზნით (Promotion). თავისი სწავლის აგებაში სტუდენტები ტრა-დიციულად თავისუფალნი არიან: მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი სასწავლო კურსებისათვის შემოტავაზებულია სასწავლო გეგმები და საჭირო შუა-ლედური გამოცდები, სტუდენტებს მაინც შეუძლიათ თვითონ აირჩიონ განსაზღ-ვრული სასწავლო კურსები და საგნები. უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვისსტუდენტებს სწავლის საფასური არ მოეთხოვებათ. დღეისათვის ყოველი მე-10სტუდენტის განკარგულებაშია ადგილი საერთო საცხოვრებელში შედარებითმცირე ოდენობის ქირით. 1971 წლიდან ყველა სტუდენტი დაზღვეულია როგორცჯანმრთელობის, ასევე უბედური შემთხვევის მხრივ. რადგან სტუდენტთა რიცხ-ვი უმაღლეს სასწავლებლებში სულ უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ ზოგიერ-თი საგნებისათვის შემოღებულია დაშვების შეზღუდვები (numerus clausus). სტუდენტების სასწავლო ადგილებს ანაწილებს ცენტრალური სამსახური დორტ-მუნდში. ისეთ სპეციალობებზე, როგორიცაა მედიცინა, სტომატოლოგია, ვეტერი-ნარული მედიცინა, გათვალისწინებულია შერჩევის მეთოდი. გარდა ამისა მედი-ცინის ფაკულტეტისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაშვების ტესტისა და გასა-უბრების შედეგებს. დღეისათვის ყოველი მესამე სტუდენტი 25 წელზე მეტი ასა-კისაა. ყოველი სტუდენტი საშუალოდ 12 სემესტრს, ანუ 6 წელს ატარებს უნივერ-სიტეტში, რაც საკმაოდ დიდი დროა. ამის გამო უკვე დიდი ხანია შემუშავებულია

სწავლის რეფორმა, რომელიც ასევე ითვალისწინებს სწავლის პერიოდის შემცირე-ბას.კვლევა (Forschung). გერმანია დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა მეცნიერე-ბის ქვეყნად. საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების ბევრ დის-ციპლინებში გერმანული უნივერსიტეტები მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტე-ბად ითვლებოდა. გერმანული მეცნიერების საერთაშორისო რანგის მაჩვენებელიიყო ნობელის პრემიების რიცხვი: მე-2 მსოფლიო ომამდე 45 ნობელის პრემიიდანფიზიკაში და 40 ქიმიაში, 10 ფიზიკის დარგში და 16 ქიმიის დარგში გერმანელ მე-ცნიერებზე მოდიოდა. გერმანიაში არის 3 დიდი სფერო, რომლებშიც წარმოებსკვლევა: უმაღლესი სკოლები, კვლევითი დაწესებულებები უმაღლესი სკოლებისგარეთ და მრეწველობა. უმაღლეს სასწავლებელში დღესაც არის მეცნიერის ტრა-დიციული ტიპი, რომელიც მარტო ან პატარა ჯგუფთან ერთად მუშაობს რომელი-მე თემაზე. ამგვარი კვლევა მომავალშიც გაგრძელდება. კვლევის განსაზღვრულიამოცანები შეიძლება დაძლეულ იქნას მხოლოდ დიდ ჯგუფებში და დიდი ხელსა-წყოებით, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამგვარი დიდიმასშტაბის კვლევები ტარდება ისეთ კვლევით ცენტრებში, როგორიცაა ბირთვუ-ლი ენერგიის, კოსმოსური ფრენის, მედიცინის და მოლეკულარული ბიოლოგიისკვლევითი დაწესებულებები. რაც შეეხება ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიე-რებებს, აქ დიდი მასშტაბის კვლევა ნაკლებად წარმოებს, მაგრამ ასევე სახეზეა,ასე მაგალითად, გერმანული ენის ინსტიტუტი მანჰაიმში იკვლევს გერმანულ ლექსიკას ელექტრონულ მონაცემთა დამუსავების თანამედროვე მეთოდებით.ინდუსტრიულ კვლევას აწარმოებენ არა მხოლოდ დიდი კონცერნები, არამედასევე მნიშვნელოვანია საშუალო ბიზნესის წარმატებები ამ სფეროში. სახელმწი-ფო სხვადასხვა გზით ეხმარება კვლევას, მაგ.: გერმანიის კვლევითი საზოგადოე-ბის საშუალებით (DFG), რომელიც წარმოადგენს მეცნიერების თვითმმართველო-ბის ორგანიზაციას. ყოველ მეცნიერს შეუძლია მოითხოვოს და განაცხადი გააკე-თოს პროექტის დაფინანსებაზე. ეს ფინანსდება ფედერაციისა და მიწების მიერ.მაქს პლანკის საზოგადოებას აქვს 63 საკუთარი ინსტიტუტი, რომლებსაც ის აფი-ნანსებს. ეს ინსტიტუტები ძირითადად კვლევებს ატარებენ საბუნებისმეტყველო

მეცნიერებებში. გერმანიაში არსებობს აგრეთვე დიდი სამეცნიერო ფონდები:ფოლკსვაგენის ფონდი, ფრიც ტისენის ფონდი და ფონდის დამფუძნებელთა კავ-შირი გერმანული მეცნიერებისათვის. თავისი კერძო დაფინანსებით ისინი წარ-მოადგენენ კვლევის და განსაკუთრებით საუნივერსიტეტო კვლევის სასურველპარტნიორებს.კვალიფიკაცია (Fortbildung). გერმანიაში არის 860-მდე სახალხო უმაღლესი სკო-ლები, რომლებსაც აფინანსებენ ადგილობრივი სათემო საბჭოები, ოლქები ან და-რეგისტრირებული კავშირები; მიწები გამოყოფენ მათთვის ფულად შესაწევარს.სახალხო უმაღლესი სკოლები არ განეკუთვნება რომელიმე პარტიას ან რელიგი-ურ მიმდინარეობას. არსებობს სახალხო უმაღლესი სკოლის ორი ფორმა: საღამოსსახალხო უმაღლესი სკოლები და სახალხო უმაღლესი სკოლა-ინტერნატები, სა-დაც ტარდება მრავალდღიანი ან მრავალკვირიანი სასწავლო კურსები. ეკონომიკაკვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისათვის მილიარდობით ევროს ხარჯავს.გერმანიაში არის 11 ზერეგიონალური ეკონომიკის სასწავლო საწარმოები და 30კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინსტიტუტები. დიდისაწარმოები დამატებითატარებენ საკუთარ კურსებს ყველა თანამშრომლისათვის. ამ კურსების მონაწი-ლეებმა უნდა მიიღონ ან უფრო მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია (Aufstiegs-fortbildung), ან განაახლონ შესწავლილ პროფესიაში მიღებული უნარ-ჩვევები(Anpassungsfortbildung), ან სრულიად ახალი პროფესია შეისწავლონ (Umschulung)საკვალიფიკაციო ღონისძიებების დროს მონაწილეები ღებულობენ ფულად დახ-მარებას სუბსიდიების ან სესხის ფორმით. განსაკუთრებით ხშირად იყენებენ კვა-ლიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს უმუშევრები მათი დასაქმების შანსების გაუ-მჯობესების მიზნით. ხშირად ისინი 6 თვეში სამუშაო ადგილსაც შოულობენ.

თემა 5. მასმედია და საზოგადოებრივი აზრი. რადიომაუწყებლობა და ტელევიზია.ჩვეულებრივ პრესას და ყველა მასმედიას უწოდებენ პარლამენტის, მთავრობისდა სასამართლოს გვერდით ” მეოთხე ხელისუფლებას”. ფაქტიურად თანამედრო-ვე საზოგადოებაში მასმედიას მნიშვნელოვანი ამოცანა აკისრია. თავისუფალი, ოფიციალური ხელისუფლებისაგან არამართვადი, ცენზურისაგან თავისუფალი

პრესა არის თავისუფალი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ელემენტი; განსაკუთრე-ბით აუცილებელია თანამედროვე დემოკრატიისათვის რეგულარულად გამომავა-ლი პრესა. მოქალაქე უნდა იყოს ყოველმხრივ ინფორმირებული, რათა მან შეძლოსგადაწყვეტილებების მიღება, ასევე მან უნდა იცოდეს ის მოსაზრებები, რაც სხვებსგააჩნიათ. პრესა მოიძიებს ინფორმაციას, გამოხატავს თავის პოზიციას მის მიმართდა წარმოადგენს საორიენტაციო ძალას საზოგადოებრივი დავის დროს. მასმედიე-ბი ინფორმაციებს იღებენ როგორც საკუთარი კორესპონდენტებისაგან, ასევე ად-გილობრივი და საზღვარგარეთის საინფორმაციო სააგენტოებისაგან. გარდა გერმა-ნიის პრესის სააგენტოსი (dpa) და გერმანიის დეპეშათა სააგენტოსი (dap), არსე-ბობს კიდევ გერმანულენოვანი სამსახურები Associetes Press (ap), Agence FrancePresse (afp), Reuter. ფედერალური მთავრობის პრესისა და ინფორმაციის სამსახუ-რი წარმოადგენს შუამავალს მთავრობასა და საზოგადოებას შორის. ხსენებულისამსახური მოახსენებს ფედერალურ პრეზიდენტს, ფედერალურ მთავრობას დაგერმანიის პარლამენტის დეპუტატებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთსაზოგადოებრივ აზრში არსებული პროცესების შესახებ. პრესის ფედერალურ სამ-სახურს ხელმძღვანელობს ფედერალური კანცლერის ერთ-ერთი დაქვემდებარე-ბული სახელმწიფო მდივანი, რომელიც ასევე არის მთავრობის სპიკერი.მთელ ფედერაციის ტერიტორიაზე გავრცელებული (ზერეგიონალური) სააბონე-მენტო გაზეთებია: „Die Welt“ (კონსერვატიული), ”Frankfurter Allgemeine Zeitung“(FAZ)- კონსერვატორულ-ლიბერალური), „Süddeutsche Zeitung (SZ)“, „FrankfurterRundschau“ (FR)“. პრესა გერმანიაში კერძო სამეურნეო მეწარმეობის ხელშია.ჟურნალისტები ცდილობენ უფრო მეტად იყვნენ დამოუკიდებელი გამომცემელ-თან მიმართებაში და სურთ გააჩნდეთ მთავარი რედაქტორის არჩევის უფლება.ჟურნალების რაოდენობა, რომელიც გამოდის გერმანიაში, ძალიან დიდია. ამჯგუფს განეკუთვნება გასართობი, დარგობრივი, საწარმოს, სახლის, კლიენტთაჟურნალები, ასევე პატარა და დიდი გაერთიანებების წევრთა ჟურნალები.საჟურნალო პრესის სექტორის სათავეში დგას ბაუერის გამომცემლობის ჯგუფი

და ბურდა-ჯგუფი. ამ სექტორში მუშაობს აგრეთვე სააქციო საზოგადოება აქსელშპრინგერის საგამომცემლო ჯგუფი, რომელიც ეკონომიური თვალსაზრისითშერწყმულია ბურდა-ჯგუფთან. საქონელბრუნვის მხრივ ყველაზე ძლიერიასააქციო საზოგადოება ბერტელსმანი. მის განკარგულებაშია წიგნისა და ჟურნა-ლების გამომცემლობები, ტიპოგრაფიები, მეწარმეობები მუსიკალური პროდუქ-ციის, კინოსა და ტელევიზიის სფეროში., .რადიო და ტელევიზია. გფრ-ში არის 9 მიწის რადიომაუწყებლობის დაწესებულე-ბა, 2 მათგანი ფედერაციის კომპეტენციაშია (Deutschlandfunk und Deutsche Welle)და გერმანიის მეორე სატელევიზიო არხი (ZDF), რომელიც ფედერალური მიწებისსახელმწიფო ხელშეკრულებიდან იღებს სათავეს. მიწის მაუწყებლობები მოქმედე-ბენ გერმანიის ოფიციალურ-სამართლებრივი რადიომაუწყებლობის სამუშაო ჯგუფში (ARD). თითოეულ მათგანს გააჩნია რამდენიმე რადიოპროგრამა. ერთო-ბლივად გადმოსცემენ ისინი სატელევიზიო პროგრამას, რომელსაც ოფიციალუ-რად ეწოდება „Deutsches Fernsehen“, მაგრამ ზოგადად ეწოდება ”პირველი პროგ-რამა” და რომლის მიღება გერმანიის მთელ ტერიტორიაზე შეიძლება. ამასთან ერ-თად მათ აქვთ რეგიონალური ”მესამე პროგრამა” ტელევიზიისათვის. ZDF - არისწმინდა სატელევიზიო დაწესებულება, რომლის რეზიდენცია არის მაინცში დაგადმოსცემს ფედერაციის მასშტაბით მეორე პროგრამას. ოფიციალურ-სამართლე-ბრივი მაუწყებლობები გადმოსცემენ აგრეთვე სატელიტურ პროგრამებს, რომელ-თა მიღება შეიძლება საკაბელო არხებით. გერმანიის რადიო და ”გერმანიის ტალ-ღა” (DW) თავისი რადიოგადაცემებით გვაწვდიან ყოვლისმომცველ ინფორმაცი-ებს გერმანიის შესახებ. ისინი გადმოსცემენ პროგრამებს გერმანულ და რამდენიმეუცხოურ ენაზე. მიწის რადიომაუწყებლობებს აქვთ 2-4 კონტრასტული რადიოპროგრამები. მათ აქვთ სხვადასხვა გადაცემები: გასართობი, მუსიკალური, სპორტუ-ლი და საინფორმაციო გადაცემები, რადიოსპექტაკლები, რადიოოპერები და სხვა.სპეციალური გადაცემები განკუთვნილია უცხოელი მუშებისათვის შესაბამის ენე-ბზე. ARD და ZDF- ის პროგრამებში დიდი ადგილი უჭირავს პოლიტიკურ კორეს-პონდენციებს, ადგილობრივ და უცხოეთის დოკუმენტურ მასალას, ასევე სატელე-

ვიზიო ფილმებს, კინოფილმებს და გასართობ პროგრამებს. მათ გააჩნიათ კორეს-პონდენტების ფართო ქსელი და ბევრ ქვეყანაში აქვთ საკუთარი სტუდიები.გარდა ამისა არსებობს კერძო ტელევიზიები: „RTL plus“ und „SAT 1“, რომელთაგადაცემები მიიღება სატელიტით და მათი მიღება ფედერაციის მასშტაბით შეიძ-ლება კაბელის საშუალებით. ამგვარად შეიძლება მთელი რიგი საზღვარგარეთისტელეპროგრამების მიღება. ვისაც გააჩნია საკაბელო ჩართვა, შეუძლია მიიღოს17 პროგრამა ოფიციალური და კერძო მიმწოდებლისა, როგორც ადგილობრივი,ასევე უცხოეთისა. საკაბელო ქსელის დამატებას წარმოადგენს სატელიტური პროგრამების ინდი-ვიდუალური მიღება, რომელიც შესაძლებელია სატელევიზიო სატელიტის მე-შვეობით. ამ პროგრამების მიღება შესაძლებელია პერსონალურად პარაბოლურიანტენების გზით.

თემა 6. წიგნით ვაჭრობა და ბიბლიოთეკები. მუზეუმები, კოლექციები, გამო-ფენები.გფრ-ში არის დაახლოებით 2000 გამომცემლობა. ყველაზე დიდი საგამომცემლომეწარმეობაა ბერტელსმანის საგამომცემლო ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს სა-შუალო და მცირე გამომცემლობების გაერთიანებას. გარდა ამისა გფრ-ში არისწიგნის საზოგადოებები, როგორიცაა მაგალითად გუტენბერგის წიგნის გილდია.დღეისათვის არსებობს 10 წიგნის საზოგადოება 6 მილიონამდე წევრით. წიგნისბაზრობის დაგვირგვინება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ფრანკფურტშიშემოდგომაზე, არის გერმანიის წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრიზის მინიჭება.ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ ბოლო წლებში მაქს ფრიში, ასტრიდ ლინდ-გრენი, იეჰუდი მენუხინი და სხვები. საბირჟო კავშირის დარგობრივი ორგანოა”გერმანიის წიგნით ვაჭრობის საბირჟო გაზეთი”, რომელიც კვირაში ორჯერ გა-მოდის.გერმანიას სხვა ქვეყნებთან შედარებით არ გააჩნია დიდი, მრავალსაუკუნოვანი

ეროვნული ბიბლიოთეკა. მხოლოდ 1912 წელს გერმანიის ბიბლიოთეკის დაარ-სებით ლაიპციგში საფუძველი ჩაეყარა საბიბლიოთეკო საქმეს.. ამ ბიბლიოთეკისმიზანი იყო შეეგროვებინა ყველა გერმანულენოვანი ლიტერატურა 1913 წლიდან.1946 წელს ფრანკფურტშიც დაარსდა გერმანული ბიბლიოთეკა, იგი 1969 წლიდანფედერაციის დაწესებულებაა. გარდა გერმანულენოვანი ლიტერატურისა იგი აგროვებს 1945 წლიდან საემიგრაციო ლიტერატურასაც, ანუ ნაწარმოებებს, რომ-ლებიც შეიქმნა ემიგრანტი გერმანელი მწერლების მიერ 1933-1945 წლებში. მისისაწიგნო ფონდი მოიცავს 3,9 მილიონ ტომს.ყველაზე დიდი ბიბლიოთეკაა ბავარი-ის სახელმწიფო ბიბლიოთეკა მიუნხენში 5,5 მილიონი ტომით. უმნიშვნელოვანე-სი ბიბლიოთეკების რიცხვს განეკუთვნება ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა-პრუსიის კულტურული მონაპოვარი. გფრ-ში არის 15 ათასამდე საჯარო ბიბლიო-თეკა 30 მილიონი ტომით, რომელთაც აფინანსებენ თემები და ეკლესიები.მუზეუმები, კოლექციები, გამოფენები. გფრ-ში არის 2000-მდე სხვადასხვა ტიპისმუზეუმი: სამხარეო, საქალაქო, კორპორაციული, მიწის და კერძო მუზეუმები,საგანძურები, სატაძრო, სარეზიდენციო, სასახლის და ღია ცისქვეშ მუზეუმები.მუზეუმების დიდი ქსელია თავმოყრილი ბერლინში. გერმანიაში არის ხელოვნე-ბის, საბუნებისმეტყველო, ტექნიკური და კულტურის ისტორიის მუზეუმები,ასევე ისეთი სპეციალიზირებული მუზეუმები, როგორიცაა მუსიკალური ყუთე-ბის მუზეუმი ბილეფელდში, პურის მუზეუმი ულმში. არის აგრეთვე მუზეუმები,რომლებიც ეძღვნება ან რომელიმე ხელოვანს, ან ხელოვნების რომელიმე ჟანრს:კოლბეს მუზეუმი ბერლინში, ძველი ქანდაკების მუზეუმი ფრანკფურტში. არისაგრეთვე შერეული ტიპის მუზეუმები, რომელშიც გაერთიანებულია ერთ ჭერქვეშსაბუნებისმეტყველო და ხელოვნების მუზეუმი(ჰანოვერში, ვისბადენში).გერმანიის უმნიშვნელოვანესი და დიდი მუზეუმებია: გერმანიის მუზეუმი მიუნ-ხენში, გერმანული ეროვნული მუზეუმი ნიურნბერგში, ლინდენის მუზეუმი შტუტგარტში,დრეზდენის გალერეა და სხვა. რამდენადაც საუკუნეების მანძილზეშექმნილი მუზეუმები ასახავენ გერმანიის ფედერაციულ სტრუქტურას, ამიტომ აქარ არის ცენტრალური ნაციონალური მუზეუმის წარმომადგენლობა, როგორიცაალუვრი პარიზში. ცენტრალურად მართული სამუზეუმო პოლიტიკა გერმანიაშიარ არის. მაგრამ არის მთელი რიგი ამოცანებისა, რომლებიც ერთობლივად უნდაგაშუქდეს და ათვისებულ იქნას, როგორიცაა რესტავრაციისა და მუზეუმების უსა-ფრთხოების საკითხები, ასევე ცენტრალური დოკუმენტაციის კვლევის კოორდი-

ნაციის და მეთოდური საფუძვლების შემუშავების საკითხები. ამ საქმეს ემსახურე-ბა 1917 წელს დაარსებული გერმანიის სამუზეუმო კავშირი, რომელშიც გაერთია-ნებულია გფრ-ის ყველა მუზეუმი. უმეტესწილად გფრ-ის მუზეუმები მიწისა დათემების საკუთრებაშია. მუზეუმის დირექტორები და მეცნიერ-მუშაკები არიანმოხელეები. მუზეუმები უფრო მიმზიდველი რომ გახდეს, ამისათვის გამოყენებუ-ლია საშუალებები, რომლებიც ნაწილობრივ გადმოღებულია ამერიკიდან. დღეი-სათვის უმეტეს მუზეუმებში არის კაფეები, საღამოს ცვლის საათები, უფასო მეგ-ზურობა, შეძლებისდაგვარად არის ბავშვთა განყოფილებები. ბოლო წლებში შესა-ძლებელი გახდა მრავალი მუზეუმისათვის საერთაშორისო გამოფენების მოწყობა:მაგ.: ტუტანხამონის გამოფენა და ვენეციის სან-მარკოს საგანძურის გამოფენა, ანპეკინის სასახლის მუზეუმის გამოფენა ” აკრძალული ქალაქის საგანძური

თემა 7. გერმანიის გამოჩენილი ადამიანები. გერმანიის ისტორია სავსეა გამოჩენილი ადამიანებით. ყველას დასახელება ალბათ ძნელი იქნება, მაგრამ დავასახელებთ იმათ, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეი-ტანა ამა თუ იმ სფეროში.მარტინ ლუთერი (1488-1546) -პროტესტანტიზმის ფუძემდებელი, ფილოსოფიისადა თეოლოგიის პროფესორი, ბიბლიის მთარგმნელი. მას დიდი წვლილი მიუძღ-ვის გერმანული ენის სალიტერატურო ნორმების ჩამოყალიბების საქმეში.გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (1646-1716)-ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, უნივერ-სალური სწავლული, მათემატიკური ლოგიკის წინამორბედი. მან დიდი გავლენამოახდინა გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიაზე. ბერლინში დააარსა მეცნიერება-თა აკადემია.ალექსანდრ გოტლიბ ბაუმგარტენი (1714-1762)-გერმანელი ფილოსოფოსი,იდეა-ლისტი, ესთეტიკის როგორც დამოუკიდებელი ფილოსოფიური დისციპლინისშემქმნელი.გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831)-იდეალისტი ფილოსოფოსი,ფილოსოფიაში დიალექტიკის ფუძემდებელი.ემანუელ კანტი (1724-1804)-გერმანული კლასიკური ფილოსოფიის პირველიწარმომადგენელი, მატერიალისტური ფილოსოფიის მიმდევარილუდვიგ ფოიერბახი (1804-1872)-მატერიალისტური ფილოსოფიის მნიშვნელო-ვანი წარმომადგენელი, იდეალიზმის კრიტიკოსი.ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე (1844-1900)-ფილოსოფოსი და მწერალი, ინდივიდუა-ლისტური ელიტარული თეორიის წარმომადგენელი.

რობერტ კოხი (1843-1910)-ექიმი, ბაქტერიოლოგი და მიკრობიოლოგი, თანამედ-როვე ბაქტერიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აღ-მოაჩინა ტუბერკულოზის ბაცილა და ქოლერის გამომწვევი, აღმოაჩინა ინფექ-ციური დაავადება ციმბირის წყლული. ნობელის პრემიის ლაურეატივილჰელმ კონრად რენტგენი (1845-1923)-ფიზიკოსი, 1895 წელს აღმოაჩინა რენტ-გენის ”სხივები”, პირველი ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში.მაქს პლანკი (1858-1947)-გერმანელი ფიზიკოსი თეორეტიკოსი, კვანტური ფიზი-კის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ნობელის პრემიის ლაურეატიჰაინრიხ შლიმანი (1822-1890)-თვითნასწავლი სწავლული, გერმანელი არქეოლო-გი. თავდაპირველად იყო ვაჭარი, შემდეგ მიატოვა საკომერციო საქმე და დაიწყოჰომეროსის მითებში მოხსენებული ადგილების ძებნა. აწარმოებდა გათხრებს ტროაში, მიკენესა და ტირინთოსში, აღმოაჩინა ჰომეროსამდელი დროის ეგეო-სის კულტურა.ალბერტ აინშტაინი (1879-1955)-ფიზიკოსი, შექმნა ფარდობითობის თეორია.გამოდიოდა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენები-სათვის. ნობელის პრემიის ლაურეატი.ასევე ცნობილია ფილოსოფოსები: ფიხტე, შლაიერმახერი, ვიტგენშტაინი,შელინგი, შოპენჰაუერი და მრავალი სხვა.

თემა 8. რელიგია და ეკლესიები. გერმანიის მოსახლეობის 35% აღიარებს ორიდანერთ-ერთ კონფესიას, კერძოდ ნახევარი რომაულ-კათოლიკურს, ხოლო მეორე ნა-ხევარი ევანგელისტურს (პროტესტანტულს, ანუ ლუთერანულს). სხვა უმცირესო-ბები სხვა ქრისტიანულ საზოგადოებებშია გაერთიანებული.. ევანგელისტური კონფესიის მორწმუნეთა ნაწილი უფრო ჩრდილოეთშია, ხოლო კათოლიკურიგერმანიის სამხრეთით. გერმანიაში არ არის სახელმწიფო ეკლესია. სახელმწიფოსნეიტრალური პოზიცია უკავია რელიგიებისა და მსოფლმხედველობების მიმართ.მაგრამ ეკლესიები არ წარმოადგენენ კერძო გაერთიანებებს, არამედ ისინი არიანგანსაკუთრებული ტიპის ოფიციალურ-სამართლებრივი ორგანოები, რომლებიცსახელმწიფისთან დაკავშირებული არიან პარტნიორული ურთიერთობით. სახელ-მწიფოსა და ეკლესიების ურთიერთობა დარეგულირებულია გარდა კონსტიტუ-ციისა, კონკორდატებითა და ხელშეკრულებებით. მათი ინტერესების დაცვის მიზ-ნით ფედერალურ მთავრობასა და პარლამენტში არის ბერლინში მათი რწმუნებუ-

ლი. ეკლესიების ქონებრივი უფლებები გარანტირებულია. ისინი სახელმწიფოსა-გან მოითხოვენ ფინანსურ ანარიცხებს; ეს უკანასკნელი იხდის სუბსიდიებს სასუ-ლიერო პირთა ჯამაგირისათვის და თავის თავზე იღებს მთლიანად ან ნაწილობ-რივ ხარჯებს განსაზღვრული საეკლესიო დაწესებულებებისათვის, მაგ. საბავშვობაღების, საავადმყოფოებისა და სკოლებისათვის. ეკლესიებს აქვთ უფლება, რომთავიანთი წევრებისაგან მოითხოვონ გადასახადები. ახალგაზრდა სასულიეროკადრები განათლებას ღებულობენ ძირითადად სახელმწიფო უნივერსიტეტებში.ეკლესიები აქტიურად მოღვაწეობენ საავადმყოფოების, მოხუცებულთა და ინვა-ლიდთა სახლების, საკონსულტაციო და მომსახურეობის დაწესებულებების, სკო-ლების და განათლების კერების შენახვასა და რჩენაში, რაც მათი მხრიდან საქველ-მოქმედო და სოციალური აქტიურობაა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრებისაუცილებელი ნაწილია.ევანგელისტური ეკლესია გერმანიაში არის 17 ლუთერანული, რეფორმირებულიდა უნიფიცირებული ეკლესიების კავშირი. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოასინოდი, უმაღლესი მმართველი ორგანო კი ევანგელისტური ეკლესიის საბჭო.ფედერალურ მთავრობაში ევანგელისტურ ეკლესიას თავისი რწმუნებული ჰყავს.17 ეკლესიიდან 7 არის ლუთერანული, 2 -რეფორმირებული, 3- უნიფიცირებულირეფორმირებულს უწოდებენ ეკლესიას, რომელიც კალვინის მოძღვრებას ეყრდნო-ბა. უნიფიცირებული ეწოდება ეკლესიას, რომელშიც გაერთიანებულია რეფორმი-სტები და ლუთერანები. ევანგელისტური ეკლესიები შედიან ეკლესიათა ოკუმე-ნურ საბჭოში (მსოფლიო საეკლესიო საბჭო). გერმანიის მიწების ეკლესიები მონა-წილეობას ღებულობენ აგრეთვე მსოფლიო ლუთერანული კავშირის ან მსოფლიორეფორმირებული კავშირის მუშაობაში.გერმანიაში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის 5 საეკლესიო პროვინციაა. ისინიაერთიანებენ 22 საეპისკოპოსს,რომელთაგან 5 არის არქისაეპისკოპო. არქიეპისკო-პოსები და ეპისკოპოსები იხილავენ ერთობლივ საკითხებს გერმანიის საეპისკოპოკონფერენციაზე, რომლის სამდივნო არის ბერლინში. გერმანიაში არის აგრეთვე

ე.წ. თავისუფალი ეკლესიები (Freikirchen). ორი უდიდესი ევანგელისტური თავი-სუფალი ეკლესია: მეთოდისტები და ევანგელისტური საზოგადოება გაერთიანდაევანგელისტურ-მეთოდისტურ ეკლესიად. გარდა ამისა არსებობს კიდევ ევანგე-ლისტურ-თავისუფალი ეკლესიის მრევლთა კავშირი (ბაპტისტები), მენონიტებისმრევლი, მეგობართა რელიგიური საზოგადოება (კვაკერები) და ხსნის არმია, რომ-ლებსაც თავიანთი სოციალური აქტიურობის გამო საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგი-ლი უკავიათ საზოგადოებაში.გერმანიაში ცხოვრობს დაახლოებით 15 ათასი ებრაელი, რომლებიც არ არიანებრაული საზოგადოების წევრები. ებრაული მრევლის ცენტრალური ორგანიზა-ცია არის გერმანიის ებრაელთა ცენტრალური საბჭო. 1979 წელს ჰაიდელბერგშიდაარსდა ებრაული კვლევის უმაღლესი სკოლა, რომელმაც საერთაშორისო აღი-არება მოიპოვა. გერმანიაში მრავალრიცხოვანი უცხოელი მუშის ყოფნამ და ასევემათი ოჯახის წევრებისა დიდი მნიშვნელობა შესძინა რელიგიურ საზოგადოებებსეს ეხება ბერძნულ-მართლმადიდებლურ ეკლესიას და განსაკუთრებით ისლამს.დღეს გერმანიაში ცხოვრობს 1,8 მილიონზე მეტი მუსულმანი, უმეტესად თურქე-ბი. კონფესიებს ახლო ურთიერთობა აქვთ საზოგადოებასთან. განსაკუთრებითაღსანიშნავია ორი სამოყვარულო მოძრაობა : გერმანელ კათოლოკთა დღე დაგერმანული ევანგელისტური ეკლესიის დღე. ეკლესიები ინტენსიურად ახორციე-ლებენ საქველმოქმედო მუშაობას: კათოლიკურ მხარეს ეს არის გერმანული საქ-ველმოქმედო საზოგადოება, ევანგელისტურ მხარეს კი -დიაკონური სამსახური.

თემა 9. გერმანიის სახალხო დღესასწაულები.

შობა (Weihnachten) – 25/26 დეკემბერი. შობა ეკლესიის მიერ ახსნილია როგორციესო ქრისტეს დაბადების გახსენება. დღეისათვის შობა უპირველეს ყოვლისაარის დიდი ოჯახური დღესასწაული. ოთხ კვირას შობამდე ეწოდება Advents-sonntage). ეს არის მოლოდინისა და ზეიმისათვის მზადების დრო. ამ პერიოდშიმზადდება საადვენტო გვირგვინი, რომელიც შედგება ნაძვის ტოტებისაგან, რო-

მელზეც მოთავსებულია 4 სანთელი. ადვენტის ყოველ კვირას ინთება თითო სან-თელი. ადვენტის მე-4 კვირას ანთია ოთხივე სანთელი. ადვენტის პერიოდს ემთ-ხვევა ნიკოლოზობა (Nikolaustag)- 6 დეკემბერს. ეს არის ბავშვების დღესასწაული:ბავშვების ფეხსაცმელს ავსებენ ღამით ტკბილეულით. ქალაქის ცენტრში ეწყობასაშობაო ბაზრობა, რომელზეც იყიდება სათამაშოები, ტკბილეული, საშობაო ნამ-ცხვარი და ნაძვის ხეები. ნაძვის ხე მორთულია ნაძვის ხის სათამაშოებით და სან-თლებით. 24 დეკემბრის ღამეს (Heiligabend) ხდება დასაჩუქრება. ძღვენების მაგი-დაზე ყველა საჩუქარი ლამაზადაა დაწყობილი, საჩუქრებს შორის დევს ნაძვის ტოტები, დგას სანთლები და ფერადი თეფშები საშობაო ნამცხვრებით და ტკბი-ლეულით. ოჯახის წევრები სხედან მყუდროდ მაგიდასთან, სვამენ პუნშს, მღე-რიან საშობაო სიმღერებს და ბოლოს მიირთმევენ საშობაო კექსს (Stollen), რომელ-საც რამდენიმე კვირით ადრე აცხობენ.

31 დეკემბერი და 1 იანვარი(ახალი წელი) (Silvester und Neujahr). სილვესტერის ღამეს მხიარულება და სიხარული უმაღლეს მწვერვალს აღწევს.ახალ წელს ეგებებიან მუსიკით. შუაღამისას რეკავს ზარები, აფეთქებენ საახალ-წლო ტკაცუნებს და ახალ წელს ხვდებიან შეძახილებით Prosit Neujahr! ფეიერვერ-კი მხიარულ განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს.ბევრი ატარებს სილვესტერს რეს-ტორანში ცოცხალი მუსიკის ქვეშ, ბევრი კი ძველ წელს ემშვიდობება ოჯახურ ან მეგობრების წრეში. ამ დღეს დასაჩუქრება არ ხდება. ისმევა შამპანური და პუნში.ბევრი ადამიანი ამ დღეს იმოსება საკარნავალო ტანსაცმლით, ან იკეთებს სახისნიღაბს ან თავზე ქაღალდის ქუდს იხურავს. ვიდრე მხიარული ზეიმი დაიწყება,რადიოში გაისმის ლამაზი კლასიკური მუსიკა, უმეტესად უკრავენ ბეთხოვენისმე-9 სიმფონიას. 1 იანვარი გფრ-ში ოფიციალურად დასვენების დღეა.ფაშინგი (კარნავალი-Fasching) - იანვარი/თებერვალი-მოძრავია. იმ ტერიტორიებ-ზე, სადაც ძირითადად კათოლიკური სარწმუნოების მოსახლეობა ცხოვრობს, სა-ხალხო დღესასწაულად კარნავალიც ითვლება. კარნავალს ზეიმობენ მარხვის დაწ-ყების წინა პერიოდში. ზეიმის დროს სუფევს სრული საკარნავალო თავისუფლება(Narrenfreiheit), გართობა და მხიარულება. იქმნება 11-თა საბჭო, რომელიც შედგე-ბა 11 პირისაგან. თერთმეტთა საბჭო წარმოადგენს საკარნავალო საზოგადოებების

გამგეობას, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი-მასხარათა მეთაური, რო-მელიც ემზადება მსვლელობებისა და ნიღაბთა ზეიმისათვის. დამფუძნებელ კრე-ბაზე მღერიან სახუმარო სიმღერებს, წარმოთქვამენ საოხუნჯო და სატირულ სიტ-ყვებს. ბოლოს ირჩევენ კარნავალის პრინცს და პრინცესას, რომლებიც გადაიბარე-ბენ ხელმძღვანელობას, გეგმავენ საზეიმო ღონისძიებებს და ზრუნავენ მხიარულგანწყობილებასა და საკარნავალო საზოგადოებაზე. ამ ზეიმის უმაღლესი წერტი-ლია სამი ”გიჟური დღე” : Fastnachtssonntag, Rosenmontag und Veilchendienstag.ამ დღეებში შეგიძლია გააკეთო და სხვას გააკეთებინო, რაც გსურს. ”ვარდებისორშაბათს” იწყება საკარნავალო მსვლელობა ქუჩების გასწვრივ ურიკით. რესტორ-ნებში გვიან ღამემდე ცეკვავენ, მაგრამ Aschermittwoch-ზე ყველაფერი დასრულე-ბულია. შუარამისას იხსნიან ნიღბებს და ამ დღიდან მორწმუნეებისათვის იწყებამარხვის პერიოდი, რომელიც გრძელდება 44 დღე აღდგომამდე.აღდგომა (Ostern) - მარტი/აპრილი-მოძრავი. გერმანული სიტყვა Ostern იაკობ გრიმის მიხედვით უკავშირდება ძველი გერმანული გაზაფხულის ქალღმერთის”ოსტარას” სახელს, რაც ნიშნავდა ამომავალ მზეს. აღდგომა ყოველთვის ემთხვევაკვირადღეს (პირველ კვირადღეს პირველი სავსე მთვარის შემდეგ გაზაფხულზე).ეკლესიურად ამ დღეს აღნიშნავენ იესო ქრისტეს აღდგომის დღეს. ეს არის გაზაფ-ხულის დღესასწაული და მეორე დიდი დღესასწაული შობის შემდეგ. აღდგომამ-დე ბოლო პარასკევს ეწოდება Karfreitag - წითელი პარასკევი, რომელიც დიდი საე-კლესიო დღეა. ეკლესიებში ტარდება წირვები. რადიოში გადაიცემა სერიოზული,უმეტესად საეკლესიო მუსიკა. ამ დღეს არ ცეკვავენ, მორწმუნეებს ეკრძალებათყოველგვარი სიამოვნება. თვითონ აღდგომა მხიარული გაზაფხულის დღესასწაუ-ლია. მშობლები მალავენ ფერადად შეღებილ კვერცხებს და ბავშვები ეძებენ სამა-ლავებს ამ საჩუქრებით, რომლებიც მათთვის ”სააღდგომო კურდღელმა” მოიტანა(Osterhase) და დამალა. საზეიმოდ გაწყობილი მაგიდა მორთულია ყვავილებითდა ფერადი კვერცხებით. კვერცხი უკვე ძველი დროიდან ითვლება დასაბამისა და

ნაყოფიერების სიმბოლოდ. აღდგომის კვირადღეს ტარდება ტრადიციული სააღდ-გომო სეირნეობა. 40 დღის შემდეგ აღდგომიდან და ყოველთვის ხუთშაბათს აღნი-შნავენ საეკლესიო დღესასწაულს-იესო ქრისტეს ამაღლებას. ამ დღეს ტარდება მამაკაცთა ქალაქგარეთ სეირნობა ბუნების წიაღში. 10 დღის შემდეგ, მაისს/ივნის-ში არის სამების დღესასწაული (Pfingsten), ეს ბერძნული სიტყვაა და მომდინარე-ობს სიტყვიდან Pentekoste- დან და ნიშნავს ”ორმოცდამეათეს”. ეს დიდი რელიგი-ური დღესასწაულია, ამ დროს ზეიმობენ სულთმოფენობას (სული წმინდა მოეფი-ნა ქრისტეს მოწაფეებს). თავდაპირველად ეს იყო მიწათმოქმედთა და მესაქონლე-თა გლეხური დღესასწაული. ძველი ადათ-წესის მიხედვით სამების დღესასწაუ-ლის დროს ქუჩებს, სახლებს და ბინებს არყის ხის ტოტებით რთავენ.

თემა 10. გერმანიის მუსიკალური კულტურა. თეატრი, კინო.ცნობები ძველი გერმანული მუსიკის შესახებ გხვდება შუა საუკუნეების წერილო-ბით ძეგლებსა( უმთავრესად ”ნიბელუნგების სიმღერა”) და სახვით ხელოვნებაში.მუსიკა დიდ როლს თამაშობდა გერმანელთა ყოფა-ცხოვრებაში, სამხედრო ლაშ-ქრობებში. გავრცელებული იყო სამონადირო და სამხედრო ბუკები და ლირისმსგავსი საკრავები. გერმანული ხალხური მუსიკა, მისი თვითმყოფადი ინტონა-ციურ-რიტმული წყობა ვითარდებოდა მეზობელ, მათ შორის სლავურ კულტურა-სთან კავშირში. კათოლიკური ეკლესიის მიერ დევნილ საერო სიმღერებს ზეპირადავრცელებდნენ ვაგანტები და შპილმანები (შუა საუკუნეების მოხეტიალე პროფე-სიონალი მუსიკოსები), უფრო გვიან მონასტრებისა და ეკლესიის მუსიკოსებიციყენებდნენ კათოლოკურ ღვთისმსახურებაში გლეხური მუსიკის ელემენტებს.ხალხური სასიმღერო შემოქმედება იძენს კონკრეტულ რევოლუციურ შინაარსს(გლეხთა ომი, 30-წლიანი ომი და ა.შ.). მე-12-მე-13 სს.-ში ფეოდალიზმის აყვავე-ბასთან ერთად განვითარდა რაინდული ხელოვნება, შეიქმნა მინეზინგერებისსკოლა. ქალაქების წარმოშობასთან ერთად ვითარდება ბიურგერული მუსიკა,ხოლო მე-14 ს.-დან მაისტერზინგერების ხელოვნება. მე-14-მე-15 სს.-ში საუძველიეყრება მრავალხმიანობას საგალობლებში. მე-16 ს.-ში განვითარდა ვოკალური დავოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა. დიდი მნიშვნელობა მოიპოვა საორგანო მუსიკამ. წარმოიშვა ახალი ჟანრი საერო სოლო სიმღერა, ვითარდება საკლავიროდა საორკესტრო სუიტის ჟანრები, საგუნდო უვერტიურები. გერმანულ მუსიკა-

ლურ თეატრში გაბატონებული იყო იტალიური ოპერა. პირველი გერმანულიეროვნული საოპერო თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნისკაიზერსა და ტელემანს. 1723 წ.-დან ლაიპციგში მოღვაწეობდა ი. ბახი, რომლისშემოქმედებაში პოლიფონია უმაღლეს მწვერვალს აღწევს. მას დაწერილი აქვს200 კანტატა, საშობაო ორატორიები, სონატები ორგანისათვის, ვიოლინოსა დაჩელოსათვის და უამრავი სხვა. დიდი ღვაწლი დასდო გერმანულ მუსიკას, კერძოდ ოპერასა და ორატორიას, გ. ჰენდელმა. იგი დიდი ხნის განმავლობაშიმოღვაწეობდა ინგლისში, დაწერილი აქვს ორატორიები, კანტატები, საორგანოკონცერტები, ოპერები. მე-18 ს.-ში ქალაქურ ყოფაში მკვიდრდება ხალხური სასი-მღერო ჟანრი, რამაც განაპირობა ზინგშპილის წარმოშობა. გერმანულ მუსიკაშიჩნდება ლიტერატურაში ცნობილი ”ქარიშხლისა და შეტევის” მსგავსი მიმდინა-რეობა, ვითარდება კლასიკური მუსიკა. შეიქმნა ვენის კლასიკური სკოლა, სადაცმოღვაწეობდნენ გლუკი, ჰაიდნი, მოცარტი და ბეთხოვენი. ეს უკანასკნელი იყოკლასიკის დიდოსტატი, დაწერილი აქვს 9 სიმფონია (მათ შორის გამოირჩევამე-5 ”ბედის სიმფონია”, მე-9 სიმფონია, რომელშიც არის მუსიკა გუნდისათვისშილერის ლექსზე ”სიხარულის ოდა”), ოპერა ”ფიდელიო”, მუსიკა გოეთეს ”ეგმონ-ტისადმი”, 32 საფორტეპიანო, 10 სავიოლინო და 5 ჩელოს სონატები, 5 საფორტე-პიანო კონცერტი, 16 სიმებიანი კვარტეტი, კამერული მუსიკა, სიმღერები და ა.შ.ისე როგორც მე-18 ს.-ში ბახმა, ისე მე-19 ს.-ში ბეთხოვენმა შექმნა ახალი ეპოქამსოფლიო მუსიკის ისტორიაში. მე-19 ს.-ის 20-იან წლებში გერმანულ მუსიკაშიმკვიდრდება რომანტიზმი. ეს პროცესი დაკავშირებულია ავსტრიელი კომპოზი-ტორის ფ. შუბერტის შემოქმედებასთან. გერმანიის მუსიკალური რომანტიზმისდემოკრატიულმა ნაკადმა გამოხატულება ჰპოვა ვებერის ოპერაში ”თავისუფალიმსროლელი”, რომელშიც განვითარებულია ზინგშპილის ხალხური ელემენტები.1848-49 წწ.-ის რევოლუციის წინა პერიოდის საზოგადოებრივი ცხოვრების აღმავ-ლობამ წინ წამოსწია გამოჩენილი მუსიკალური მოღვაწეები-მენდელსონ-ბართო-ლდი, რ. შუმანი, რ.ვაგნერი, რომელთა შემოქმედებამ ღრმა კვალი დაამჩნია გერმა-ნულ მუსიკას. გერმანული მუსიკის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა აგრეთვე უნგრელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა ფერენც ლისტმა, რომელიც იყო

ვაიმარის სკოლის მამამთავარი. ბეთხოვენის კლასიკური მუსიკის ტრადიციებისმემკვიდრე და გამგრძელებელი იყო იოჰანეს ბრამსი. თავისი სიმფონიური პოემე-ბით იგი გვიანდელი რომანტიზმის ხაზს ავითარებს, ხოლო რიხარდ შტრაუსი ექს-პრესიონიზმს უახლოვდება. მე-19 და მე-20 სს.-ის მიჯნაზე დიდი მნიშვნელობაჰქონდა ავსტრიელი კომპოზიტორების ბრუკნერისა და მალერის შემოქმედებას.მე-19-მე-20 სს.-ში გერმანიაში მოღვაწეობდნენ თვალსაჩინო შემსრულებლები:პიანისტები: ფ.ლისტი, კლარა ვიკი (შუმანი), ბიულოვი; დირიჟორები: ვებერი,მენდელსონ-ბართოლდი, ვაგნერი, მალერი, რ.შტრაუსი, ჰერბერტ ფონ კარაიანი.მრავალი საოპერო შენობიდან ყველაზე ძველია ჰამბურგის საოპერო თეატრი, იგიაშენდა 1678 წ. საოპერო თეატრებია ბერლინში, მიუნხენში, შტუტგარტში, ფრანკ-ფურტში, კიოლნში, დიუსელდორფში, დრეზდენში, ვაიმარში, ლაიპციგში.ყველაზე ცნობილი ორკესტრებია: ბერლინის ფილარმონიის ორკესტრი, რომელ-საც დიდი ხნის განმავლობაში დირიჟორობდა მე-20 საუკუნის გამოჩენილი დირი-ჟორი ჰ. ფონ კარაიანი; მიუნხენის ფილარმონიის ორკესტრი, ბამბერგის სიმფონი-ური ორკესტრი, რადიომაუწყებლობის ორკესტრი. კონსერვატორიები და უმაღ-ლესი სკოლები ამზადებენ მომავალ პროფესიონალ მუსიკოსებს და პედაგოგებს.გერმანიაში ტარდება სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიებები: მიუნხენში ტარდე-ბა საოპერო ფესტივალები, კასელში-მუსიკალური დღეები. ხშირად ფესტივალისცენტრში რომელიმე კომპოზიტორის შემოქმედება დგას: მიუნხენში ტარდება რი-ხარდ შტრაუსის ფესტივალი, ვიურცბურგსა და აუგსბურგში -მოცარტის ფესტივა-ლი, ბაიროთში -რიხარდ ვაგნერის ფესტივალი, ანსბახში ტარდება ბახის კვირეუ-ლი, ბონში- ბეთხოვენის ფესტივალი. 1986 წლიდან შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწაზეტარდება მუსიკალური ფესტივალი, სადაც ყოველწლიურად იკრიბებიან საერთა-შორისო დონის მუსიკოსები.თეატრი. თეატრალური ლანდშაფტი გერმანიაში ძალიან მდიდარი და მრავალ-სახოვანია. აქ არ არსებობს ”თეატრის დედაქალაქი”, რომელიც გამოჩენილ ხელო-ვანებს მოიზიდავდა. ამ როლს რამდენიმე საუკუნის მანძილზე ასრულებდა ბერ-

ლინი. გერმანულ თეატრს ყოველთვის რამდენიმე ცენტრი გააჩნია,რომლებიც ერთნაირი რანგით გამოირჩევა და კარგი სპექტაკლების ნახვა ბევრ ადგილას შეი-ძლება. დღევანდელი სახელმწიფო თეატრები აღმოცენდა მე-17 და მე-18 საუკუნე-ების სამეფო კარის თეატრებიდან. სახელმწიფო და ქალაქის თეატრები თავიანთიმუდმივი ანსამბლებით დღესაც წარმოადგენენ თეატრალური ცხოვრების ხერხე-მალს. სუბსიდიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ღებულობენ არა მარტო სახელმწი-ფოს საკუთრებაში არსებული თეატრები, არამედ აგრეთვე კერძო თეატრებიც.გერმანიაში ძალზე გავრცელებულია სააბონენტო სისტემა. მთელი თეატრალურისეზონის განმავლობაში შეიძლება წინასწარ 10-12 სპექტაკლის დაჯავშნა. ბევრთეატრში 90% წარმოადგენს სააბონენტო მაყურებელს.გფრ-ის მნიშვნელოვანი თეატრებია: შილერის სახელობის თეატრი, თავისუფალისახალხო თეატრი, რენესანსის თეატრი, შოუ-თეატრი ბერლინში, მსახიობთა თეა-ტრებია: ბოხუმში, ბრემენში, დიუსელდორფში, ესენში, ფრანკფურტში, კიოლნში,ჰამბურგში, მიუნხენში და შტუტგარტში. ბოლო 30 წლის მანძილზე იდგმება ისეთავტორთა პიესები, როგორიცაა: შექსპირი და გერმანელი კლასიკოსები: შილერი,ლესინგი და გოეთე. ჩვენი საუკუნის დრამატურგებიდან პირველ ადგილზე დგა-ნან: ბერნარდ შოუ, ბერტოლდ ბრეხტი და ჟან ანუი.კინო. გერმანულ კინოს ერთ დროს მსოფლიოში დიდი რეიტინგი ჰქონდა. 20-იანდა 30-იან წლებში მან მიაღწია თავისი აღმავლობის უმაღლეს წერტილს. ჰიტლე-რის დიქტატურამ ამ წარმატებულ აღმავლობას წერტილი დაუსვა. დიდი რეჟისო-რებისა და გამოჩენილი მსახიობების უმეტესობა იძულებული იყვნენ ემიგრაცია-ში წასულიყვნენ. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია მაშინვე ვერ შეუერთდა სა-ერთაშორისო კინოს განვითარების პროცესს, გერმანული ფილმები ჩამორჩებოდ-ნენ საერთაშორისო დონეს. 60-იანი წლების შუახანებში დაიწყო აღმავლობის ახა-ლი პერიოდი, რომელსაც ეწოდებოდა ”ახალგაზრდა გერმანული კინო”. ბევრმაახალგაზრდა რეჟისორმა თავისი ფილმებით სახელი გაითქვა. მათ შორის უნდაგამოვყოთ ალექსანდრე კლუგე, ფოლკერ შლონდორფი და რაინერ ვერნერ ფასბინ-დერი. ფოლკერ შლონდორფმა ფილმით ”კატარინა ბლუმის დაკარგული ღირსება”

(ჰ. ბიოლის ნოველის მიხედვით) კომერციული წარმატება მოიპოვა და ამ წარმა-ტებას გადააჭარბა თავისი შემდეგი ლიტერატურული ადაპტაციით შექმნილი ფილმით ”თუნუქის დოლი” (გ.გრასის რომანის მიხედვით). ამ ბოლო ფილმისათ-ვის მან მოიპოვა 1979 წ. ”ოქროს პალმის” პრიზი კანის ფესტივალზე და ”ოსკარი”საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში. ფასბინდერმა, რომელიც 1982 წელსგარდაიცვალა, სახელი გაითქვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა : ”მარია ბრაუნისქორწინება”, რის შემდეგაც ის გახდა ყველაზე წარმატებული კომერციული რეჟი-სორი. მას 1982 წელს ფილმისათვის ” ვერონიკა ფოსის ნატვრა” მიენიჭა ბერლინისკინიფესტივალზე ”ოქროს დათვის” პრიზი. კინოპროდუქციამ ახალი იმპულსებიშეიძინა ორი კინოსკოლის-ბერლინში და მიუნხენში დაარსების შედეგად, სადაცთეორიულ და პრაქტიკულ განათლებას ღებულობს სტუდენტთა განსაზღვრულირაოდენობა მომავალი სარეჟისორო პროფესიისათვის. მნიშვნელოვანი კინოფეს-ტივალებია: ბერლინის კინოფესტივალი (ძირითადი პრიზი ”ოქროს დათვი”),მანჰაიმის საერთაშორისო ფილმის კვირეული (რომელიც ანიჭებს ”კინოდუკა-ტებს”), მოკლემეტრაჟიანი ფილმების დღეები ობერჰაუზენში.

თემა 11. არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, დიზაინიგერმანიის ტერიტორიაზე ნაპოვნია პალეოლითის, ბრინჯაოს და რკინის ხანისხელოვნების ნიმუშები. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში გერმანიის სამხრე-თსა და დასავლეთში აღმოცენდა ძველი რომაული ქალაქები და სამხედრო ბანა-კები. საკუთრივ გერმანული ხელოვნება ჩამოყალიბდა შუა საუკუნეებში. მე-8,მე-9 სს.-ში ხელოვნება დაკავშირებული იყო ”კაროლინგურ აღორძინებასთან”,ვითარდებოდა ქვის ხუროთმოძღვრება. კაროლინგური ტრადიციები დაედოსაფუძვლად გერმანულ ადრერომანულ ”ოტონურ ” ხელოვნებას (მე-10-მე-11 სს.).ფეოდალური საზოგადოების განვითარებასა და ეკლესიის გაძლიერებასთან არისდაკავშირებული მომწიფებული რომანული სტილი, რომელიც გერმანიაში თით-

ქმის მე-13 ს.-ის 1 ნახევრამდე არსებობდა. ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი პირ-ველ ქალაქებს. მკაცრი სტილის ასკეტიზმი შეცვალა ქანდაკებაში თავისუფალმაპლასტიკამ და მოცულობითმა ფორმებმა. ფრესკებთან ერთად იქმნება ვიტრაჟები.მე-13-მე-15 სს.-ში ვითარდება გოტიკის კულტურა; აშენებენ ქალაქის სიმაგრეებს,აგურის რატუშებს, სავაჭრო რიგებს, ციხე-დარბაზებს, ვრცელ და ნათელ ფართო-სარკმლებიან დარბაზულ ეკლესიებს. მე-14 ს.-ში იქმნება დაზგური ფერწერა დახის ქანდაკება. მე-15 ს.-ში გერმანიის ხელოვნება თანდათან თავისუფლდება ეკ-ლესიის ბატონობისაგან და იძენს აღორძინების ჰუმანისტური ხელოვნების ნიშ-ნებს. ამ პერიოდის მხატვართა ნამუშევრებში ჩნდება საყოფაცხოვრებო, ლირიუ-ლი მოტივები. გერმანული აღორძინების უდიდესი ისტატები არიან ალბრეხტდიურერი, ჰოლბაინ უმცროსი, ლუკას კრანახი და სხვა. მე-16 ს.-ში წამყვანი ად-გილი დაიკავა მხატვრულმა ხელოსნობამ. მე-18 ს.-ში დაიწყო ხუროთმოძღვრე-ბის ახალი აღმავლობა. გვიანი ბაროკოს პათოსი შეერწყა როკოკოს თავისებურდეკორს. განვითარდა მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნება, ოქრომჭედლო-ბა, ავეჯისა და ფაიფურის წარმოება. ნაგებობებშიც იგრძნობა კლასიციზმზე გადა-სვლა (მე-18-მე-19 სს.). კლასიციზმი იმავე პერიოდში დამკვიდრდა ფერწერასა დაქანდაკებაშიც. დაიწყო თეატრების, მუზეუმების და სასწავლო დაწესებულებებისმშენებლობა. მე-19 ს.-ის რომანტიზმში იგრძნობოდა ბრძოლა პიროვნების თავი-სუფლებისათვის და სწრაფვა ეროვნული ერთიანობისაკენ. მე-19 ს.-ის 10-იან წლე-ბში ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების კათოლიკური რელიგიისა და მე-15 ს.-ის გერ-მანული და იტალიური აღორძინების ხელოვნების სტილიზაციით გამოხატულინაზარეველთა ხელოვნება. რომანტიზმის კვალდაკვალ ვითარდებოდა ბიდერმაი-ერის წვრილ-ბურჟუაზიული დემოკრატიული ხელოვნება. მე-19 ს.-ში კლასიციზ-მი შეიცვალა ეკლექტიკური სტილით. განვითარდა სამშენებლო ტექნიკა, აიგოლითონის ხიდები, სარკინიგზო ბაქნები, კარკასულად გადახურული უზარმაზა-რი დარბაზები. გერმანულ ხელოვნებაში წამყვანი ადგილი დაიკავა რეალისტურ-მა მიმართულებამ. ამ პერიოდში განვითარდა ”ნეოიდეალისტების” (”გერმანელირომაელების”) ხელოვნება. გერმანიაში ფეხი მოიკიდა იმპრესიონიზმმა, სიმბოლი-

ზმმა და ”მოდერნის” სტილმა (ე.წ. ”იუგენდსტილი”). მე-19-მე-20 სს.-ის მიჯნაზეარქიტექტურაშიც განმტკიცდა იუგენდსტილი, ძირითადად ინტერიერის გაფორ-მებაში. მე-20 ს.-ის 20-იან წლებში მშენებლობაში ფართოდ დაინერგა ბეტონი დალითონი, რამაც გამოიწვია ახალი არქიტექტურული ესთეტიკისაკენ სწრაფვა, რაცგამოიხატებოდა ისტორიული ტრადიციების ნოვატორულ გადამუშავებაში.ახალ არქიტექტურულ ძიებათა ცენტრი გახდა ”ბაუხაუზის” სკოლა (ვაიმარი, დე-საუ). აქ მოღვაწეობდნენ ისეთი ხელოვანები, როგორიცაა: გროპიუსი, მაიერი, კან-დინსკი, ვან დერ როე. მე-19 ს.-ის დასასრულსა და მე-20 ს.-ის დასაწყისში ასპარე-ზზე გამოვიდა კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელ გრაფიკოსთა ჯგუფი:ჰაინე, ცილე, კოლვიცი, მოქანდაკე კოლბე. ამავე პერიოდში წარმოიშვა ექსპრე-სიონიზმი თავისი გაერთიანებებით ”ხიდი” და ”ლურჯი მხედარი”.ჰუმანისტური მოწოდება იგრძნობა მოქანდაკისა და გრაფიკოსის ბარლახის შე-მოქმედებაში. მე-20 ს.-ის 20-იან წლებში განვითარდა აბსტრაქტული ხელოვნება.ფაშიზმის დიქტატურის პერიოდში პროგრესული მხატვრები არალეგალურადმუშაობდნენ. ფაშიზმის დამარცხების შემდეგ კვლავ აღორძინდა გერმანული ხე-ლოვნების დემოკრატიული ტრადიციები.

თემა 12. სპორტი გერმანიაში. გერმანიის ყოველი მესამე მოქალაქე არის რომელი-მე სპორტული კავშირის წევრი. სპორტის მიმდევრების განკარგულებაშია სპორ-ტული და სკოლის სპორტული მოედნები, სპორტული, ტანვარჯიშის და სპეცია-ლური დარბაზები (ჩოგბურთის, ცხენოსნობის და ყინულის სპორტისათვის) დაასევე საცურაო აუზები. სპორტის სახეობებს შორის ყველაზე პოპულარულია ფეხ-ბურთი. გერმანიის საფეხბურთო ფედერაცია არის წევრებით ყველაზე მრავალრი-ცხოვანი კავშირი გფრ-ში. ადამიანები, რომლებიც მისდევენ სპორტს კავშირებში,სპორტის მოყვარულები არიან. პროფესიონალი სპორტსმენები ძირითადად არიანჩოგბურთში, ფეხბურთსა და საცხენოსნო სპორტში. გერმანული სპორტისათვისნიშანდობლივია ავტონომია. სპორტის ორგანიზაციები თვითონ არეგულირებენთავიანთ საქმეებს, სახელმწიფო მხოლოდ მაშინ ეხმარება მათ ფინანსურად, როცასპორტული ორგანიზაციების შესაძლებლობები არ არის საკმარისი. დიდ სპორტს

აფინანსებს ფედერაცია, ხოლო მასობრივ და თავისუფალი დროის სპორტს -მიწე-ბი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.. სპორტული თვითმმართ-ველობის სათავო ორგანიზაცია არის გერმანიის სპორტის ფედერაცია ( DSB).იგი წარმოადგენს ცალკეული წევრი ორგანიზაციების ინტერესებს სახელმწიფოსადა საზოგადოების წინაშე. ფედერაცია უზრუნველყოფს დახმარებებს (ფულად სა-ხსრებს) წვრთნისა და შეჯიბრების პროგრამებისათვის, სპორტსმენების სამედიცი-ნო მომსახურებისათვის, მწვრთნელების განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღ-ლებისათვის და მათი დასაქმებისათვის, სპორტული ნაგებობების აშენებისა დასპორტის მეცნიერული კვლევისათვის. ასევე ფინანსური დახმარება ეძლევათ პროფესიონალ სპორტსმენებსა და ნაკრებებს საერთაშორისო შეჯიბრებებში, ევ-როპისა და მსოფლიო ან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისათვის.თავისუფალი დრო და შვებულება. სტატისტიკის მიხედვით ნორმალური ბიუ-ჯეტი დღეისათვის თავისი შემოსავლის ერთ მეხუთედს თავისუფალი დროისორგანიზაციისათვის გაიღებს.სულ უფრო მეტად ხდება თავისუფალი დრო სა-მეცნიერო კვლევის ობიექტი; ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებლებში უკვე არსე-ბობს სასაწავლო საგანი ” თავისუფალი დროის პედაგოგიკა”. დემოსკოპიურიგამოკვლევები თავისუფალი დროის ორგანიზების შესახებ ერთობ რთულია დახშირად განსხვავებულ შედეგებს იძლევა. გამოკითხულები ხშირად ამბობენ, რომისინი თავისუფალ დროს უფრო მეტად სპორტს მისდევენ ან სეირნობენ. მაგრამწიგნებისა და ჟურნალების კითხვა, ტელევიზორის ყურება, ასევე საშინაო საქმეე-ბის კეთება და ხელმარჯვეობაც წარმოადგენენ თავისუფალი დროის სასურველსაქმიანობებს. არსებობს მრავალი სხვა სახეობა თავისუფალი დროის გასატარებ-ლად: დაწყებული სტუმრებთან საუბრით და დამთავრებული კლუბის ან რომე-ლიმე კავშირის კრებით. თავისუფალი დროის მნიშვნელოვანი სფეროა შვებულება. ყოველ დასაქმებულადამიანს აქვს კანონიერი უფლება მოითხოვოს 3 კვირა ფასიანი შვებულება წელი-წადში. სატარიფო ხელშეკრულებებში შეთანხმებული შვებულების ფაქტიური ხანგრძლიობა უმეტესი მუშაკისათვის მოიცავს 5-6 კვირას. შვებულების დროს გერმანელების ერთი მესამედი თავის ქვეყანაში რჩება. საზღვარგარეთის ქვეყნები-დან გერმანელები უპირატესობას ანიჭებენ იტალიას, ესპანეთს, ავსტრიას, საფრან-გეთს და შვეიცარიას მოგზაურობისათვის. დედამიწის თითქმის ყველა ქვეყანაშიშეხვდებით გერმანელ დამსვენებლებს. სწორედ ამის გამო გერმანელები ითვლე-

ბიან ”მსოფლიო ჩემპიონებად” მოგზაურობაში. გფრ-ში არსებობს 1979 წლიდანთავისუფალი დროის გერმანული საზოგადოება. ეს გაერთიანება დასაქმებულიათავისუფალი დროის თავისებურებების საფუძვლების კვლევით, ინფორმაციით,დოკუმენტაციით და კონსულტაციით; მას შეუერთდა 30 წამყვანი ორგანიზაციასხვადასხვა სფეროებიდან.

თემა 13. გერმანული ახალგაზრდობა.ახალგაზრდები ქმნიან გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ასაკობრივ ჯგუფს.ეს არის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი. გერმანიის მთავრობა ახორ-ციელებს ახალგაზრდების დახმარების პოლიტიკას, რადგან ახალგაზრდობა არისქვეყნის მომავალი. ამისათვის არსებობს სხვადასხვა პროგრამები და სტიპენდიებიახალგაზრდებისათვის, რომლებიც სკოლაში ან უმაღლეს სასწავლებელში სწავ-ლობენ. აკადემიური წარმატების მიხედვით ახალგაზრდებს შეუძლიათ აირჩიონუნივერსიტეტი ან უმაღლესი სკოლა, სადაც მათ შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა.ამჟამად არც ისე იოლია კარგი განათლების მიღება, რომელიც ყველასათვის სასუ-რველია. სასწავლო-სტუდენტური ადგილები სამუშაო ადგილების მსგავსად შემ-ცირდა. მხოლოდ სურვილის ქონა არ არის საკმარისი. საჭიროა კარგი აკადემიურიწარმატების ქონა და ყოველთვის იმის დასაბუთება, რომ შეგიძლია ისწავლო უმა-ღლეს სასწავლებელში. როცა ახალგაზრდები უკვე სწავლობენ უმაღლეს სასწავ-ლებელში, მათ ბევრი შესაძლებლობები გააჩნიათ. არსებობს ბევრი ბიბლიოთეკა,სამკითხველო დარბაზი, ლაბორატორია, კომპიუტერული კლასი, რომლებიც ტექ-ნიკურად კარგადაა აღჭურვილი. გერმანელ ახალგაზრდებს შეუძლიათ რამდენიმესემესტრი სხვა ქვეყანაში ისწავლონ. მათ შეუძლიათ თვითონ აირჩიონ ერთი ანრამდენიმე ქვეყანა და იქ გაემგზავრონ სასწავლებლად. ამ გზით მათ შეუძლიათგაიუმჯობესონ უცხო ენის ცოდნა, გაიცნონ სხვა ადამიანები, უცხო ქვეყნის კულ-ტურა და ადათ-წესები. ფულს მგზავრობისათვის და შვებულებისათვის ახალგა-ზრდები თვითონ გამოიმუშავებენ ხოლმე. სწავლასთან ერთად ისინი დრო და დრო მუშაობენ კიდეც. ახალგაზრდებს სურთ თავიანთი მშობლებისაგან დამოუ-კიდებელნი იყვნენ. ისინი ცხოვრობენ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებში ან

ბინების ამხანაგობებში (Wohngemeinschaften) ან ქირაობენ მეგობრებთან ერთადბინას ან ოთახს. ამისათვის მათ სჭირდებათ სამუშაო. სწავლის შემდეგ არც ისეიოლია სამუშაო ადგილის შოვნა. ამისათვის საჭიროა დიდი ძალისხმევა, რომდამქირავებელი (Arbeitgeber) დაარწმუნო, რომ კარგი მუშაკი ხარ და საკმაოდგამოცდილი, რომ მიიღო ესა თუ ის სამუშაო ადგილი.გერმანიაშიც, ისევე როგორც ყველგან, ახალგაზრდებს აქვთ პრობლემები. პირველრიგში ეს არის თაობათა პრობლემა. ხანდახან მშობლებს არ სურთ გაიგონ, რომახლანდელი ახალგაზრდობა განსხვავდება მათი დროის ახალგაზრდობისაგან.ხანდახან ახალგაზრდები თვითონ არიან ძალიან აგრესიულები ხანდაზმულიადამიანების მიმართ და არ ეკიდებიან გაგებით მათ პრობლემებს და მათ ცხოვრე-ბას. ზოგჯერ ბავშვები, რომლებსაც აკლათ ყურადღება და ხელშეწყობა ოჯახში,მიდიან ქუჩაში და შეიძლება ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულნი გა-ხდნენ. სხვა პრობლემაა მტრული განწყობა უცხოელების მიმართ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გერმანიაში. როცა ბავშვები სკოლაში სიარულსიწყებენ, უმეტესი კლასები ინტერნაციონალურია. მასწავლებლები ზრუნავენ იმა-ზე, რომ არ წარმოიშვას სიძულვილი უცხოელების მიმართ. გერმანიაში ცხოვრობსბევრი თურქი, ყოფილი იუგოსლავიის მოქალაქეები, იტალიელები, ბევრი რუსე-თის გერმანელიც, რომლებიც გაემგზავრნენ გერმანიაში საცხოვრებლად. გერმანე-ლი ახალგაზრდობა ადრეული ასაკიდან ეჩვევა შრომას. ბევრი იწყებს მუშაობასუმაღლესი სასწავლებლის მაღალ კურსებზე, რადგან მათ იციან, რომ უმაღლესისდამთავრების შემდეგ შეუძლებებლია მაშინვე მაღალანაზღაურებადი სამუშაოსპოვნა, რომელიც ასევე საინტერესოც იქნება, რადგან მათ არა აქვთ გამოცდილება.მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ ისინი იძენენ გამოცდილებას. წარმატებისმისაღწევად საჭიროა დაძლიო სიძნელეები, დაისახო მიზანი, იქონიო მოთმინება,მიზანდასახულობა, პროფესიული ცოდნა და კარგი ჯანმრთელობა.

თემა 14. გერმანიის კულტურული ცენტრები, მათი ისტორია და ტრადიციები გერმანიის დედაქალაქი ბერლინი, მისი ისტორია და კულტურა.ბერლინი არის ქალაქი-სახელმწიფო, ერთ-ერთი ფედერალური მიწა. მე-2 მსოფ-

ლიო ომამდე ბერლინი იყო სავაჭრო ცენტრი და სატრანსპორტო კვანძი ცენტრა-ლურ ევროპაში. მაგრამ დღესაც იგი არის დიდი სამრეწველო ქალაქი: აქ იწარმოე-ბა ელექტროხელსაწყოები, მანქანები, ტანსაცმელი, ოპტიკური საქონელი, ფარმა-ცევტული და პოლიგრაფიული ნაწარმი. ბერლინი არის ევროპის ერთ-ერთი წამყ-ვანი კონგრესისა და ბაზრობის ქალაქი. მე-2 მსოფლიო ომის დროს ქალაქი საგრ-ძნობლად დაზიანდა. ამჟამად ბერლინში დაახლოებით 4 მილიონი მცხოვრებია.ბერლინი არის დიდი კულტურული ცენტრი: აქ არის სამი საოპერო შენობა (გერ-მანული ოპერა, გერმანიის სახელმწიფო ოპერა უნტერ დენ ლინდენზე, კომიკურიოპერა). ბევრი დიდი ორკესტრი, უამრავი თეატრი. ის დღესაც როგორც ადრე არისმსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მუზეუმების ქალაქი. მსოფლიოშია ცნობილი ბერ-ლინის მუზეუმები: პერგამონის მუზეუმი, ძველი მუზეუმი, ეგვიპტური მუზეუმი.აქ არის დიდი გაზეთების რედაქციები, როგორიცაა: Berliner Morgenpost, BerlinerZeitung, Tagesspiegel, ზერეგიონალური გაზეთის ”Welt ”-ის რედაქციაც არის ბერ-ლინში. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში არის ჰუმბოლტის უნივერსიტეტი, რომე-ლიც ატარებს ძმების-ვილჰელმ და ალექსანდრე ჰუმბოლტების სახელს. ქალაქისდასავლეთ ნაწილში მდებარეობს 1948 წელს შექმნილი თავისუფალი უნივერსი-ტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი. ბერლინი დაარსდა მე-13 საუკუნეში. ქალა-ქი მდებარეობდა სავაჭრო გზებზე და სწრაფად ვითარდებოდა. მე-19 ს.-ში ის იყოერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ევროპაში. 1871 წელს ბერლინი გახდა გერმანიის იმ-პერიის დედაქალაქი. 1948 წლიდან 1989 წლამდე ბერლინი ორ ნაწილად იყო გაყო-ფილი. 1989 წელს დაინგრა ბერლინის კედელი და იგი კვლავ იქცა გფრ-ის დედა-ქალაქად. დღეს ბერლინი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ინდუსტრიული,სამეცნიერო და კულტურული ცენტრი. უამრავი ტურისტი ჩამოდის ბერლინში,რათა დაათვალიეროს მისი ღირსშესანიშნაობები. ბერლინის სიმბოლო არის ბრან-დენბურგის ჭიშკარი. 200 წლის განმავლობაში ეს ჭიშკარი არის გერმანიის ისტო-რიის უტყვი მოწმე. აქ იწყება ბერლინის ერთ-ერთი ლამაზი ქუჩა ”Unter den Linden”. ეს ქუჩა 300 წელზე მეტი ხნისაა, იგი ისეთივე ცნობილია მსოფლიო-ში როგორც წითელი მოედანი მოსკოვში და ნევის-პროსპექტი სანქტ-პეტერ-

ბურგში. ბერლინის მეორე სიმბოლოა იმპერატორ ვილჰელმის ეკლესია, რომე-ლიც მდებარეობს კიურფიურსტენდამზე ( Ku-Damm- როგორც მას უწოდებენ-არის ერთ-ერთი უსაყვარლესი ქუჩა ბერლინელებისათვის), ასევე ცნობილიაალექსანდრეს მოედანი - Alexanderplatz, რომელსაც შემოკლებით უწოდებენAlex. გერმანელები ამაყობენ თავისი დედაქალაქით და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად მიაჩნიათ.

ჰამბურგი. იგი მდებარეობს 120 კმ-ით ზევით იმ ტერიტორიიდან, სადაც ელბაჩაედინება ჩრდილოეთის ზღვაში. ის არის გერმანიის უდიდესი და მნიშვნელო-ვანი ნავსადგური და საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი. აქ განვითარე-ბულია გემთმშენებლობა, ნავთობგადამუშავება და სხვა. სიდიდით ის მეორე ქა-ლაქია გერმანიაში, მასში ცხოვრობს 2,8 მილიონი ადამიანი. იგი არის ბანკებისადა სამომსახურეო ცენტრი ევროპაში და ამავე დროს მასმედიის მეტროპოლი.აქ თავმოყრილია გერმანიის უდიდესი საგაზეთო გამომცემლობები, გერმანიისპრესის სააგენტო, უამრავი სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის დაწესებუ-ლებები და სტუდიები. ჰამბურგი არის აგრეთვე კულტურის ქალაქი. აქ 1678 წელსდაარსდა პირველი ოპერა. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენი-ლი ადამიანები, როგორიცაა: ჰენდელი, ბრამსი, კლოპშტოკი. 1767 წელს აქ დაარს-და გერმანიის ნაციონალური თეატრი, რომელმაც წამყვანი ადგილი დაიმკვიდრაშექსპირის პიესების დადგმით. ჰამბურგში არის ”კონგრესის ცენტრი”, სადაც ტარ-დება საერთაშორისო დარგობრივი გამოფენები, ევროპის კონგრესები. ჰამბურგიითვლება ”მწვანე ქალაქად” გაშენებული პარკების, ხეივნების, საბაღე და სატყევენაკვეთებით. ჰამბურგი დაარსდა მე-9 საუკუნეში. უკვე მე-19 ს.-ში იგი გახდა გერ-მანიის სიდიდით მეორე ქალაქი ბერლინის შემდეგ. იგი არის ჰანზა-ქალაქი, ისევეროგორც ბრემენი. (ჰანზა ნიშნავდა ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქების სავაჭრო დაპოლიტიკურ კავშირს შუა საუკუნეებში).

ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწა. მისი დედაქალაქია შტუტგარტი. ესმიწა მდებარეობს გფრ-ის სამხრეთ-დასავლეთით. იგი ესაზღვრება საფრანგეთსადა შვეიცარიას, ამასთან მდინარე რაინი უმეტესწილად ქმნის საზღვარს. ზედარაინის ზეგანზე მდებარეობს შვარცვალდი, ტყით მდიდარი საშუალო სიმაღლისმთიანეთი, რომელიც ჯანმრთელი და მაღალმთიანი კლიმატის გამო არის სასურ-

ველი დასასვენებელი ადგილი. სამხრეთში ეს მიწა აღწევს ბოდენზეემდე, რომელ-საც უწოდებენ ”შვაბურ ზღვას”. რაინისა და დუნაის გარდა აქ ნეკარიც მნიშვნე-ლოვანი მდინარეა. შტუტგარტი მდებარეობს ნეკარის აუზში. იგი არის მიწის ეკო-ნომიკური და კულტურული ცენტრი. სამრეწველო ცენტრებია: მანჰაიმი, კარლს-რუე,შტუტგარტი და ულმი. ამ მიწის ზოგიერთი პროდუქცია მსოფლიოშია ცნო-ბილი: ავტომანქანები -დაიმლერ-ბენცი (მერსედესი), პორშე; სამკაულები, შვარც-ვალდის საათები, ასევე ელექტრონიკის, ზუსტი მექანიკის, ქიმიისა და ოპტიკისპროდუქცია. ეს ფედერალური მიწა ცნობილია თავისი ღვინის პროდუქციით.აქ დაიბადნენ: შილერი, ფრ.ჰოლდერლინი; ფილოსოფოსები: ჰეგელი, ჰაიდეგერიამ მიწაზე არის ისეთი დაწესებულებები, როგორიცაა კარლსრუეში-ბირთვულიკვლევის ცენტრი, ჰაიდელბერგში-კიბოს კვლევითი ცენტრი, მაქს პლანკის ინსტი-ტუტები და 9 უნივერსიტეტი. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი დაარსდა 1386 წელსდა არის უძველესი უნივერსიტეტი გერმანიაში, კარლსრუეში კი არის უძველესიტექნიკური უმაღლესი სასწავლებელი. გარდა ამისა ამ ქალაქში არის ფედერალუ-რი უზენაესი სასამართლოსა და ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოსრეზიდენცია.

ბავარია. იგი ტერიტორიით ყველაზე დიდი ფედერალური მიწაა, იგი ბელგიისადა ნიდერლანდების ტერიტორიების ტოლია. იგი მდებარეობს სამხრეთ გერმანი-ის აღმოსავლეთ ნაწილში. სამხრეთში ის ესაზღვრება ავსტრიას, აღმოსავლეთში კი ჩეხეთსა და სლოვაკეთს. ალპიური მთისწინეთის ცენტრში მდებარეობს მიწისდედაქალაქი მიუნხენი, რომელშიც ცხოვრობს 1 მილიონი ადამიანი და ბევრი უწოდებს მას ”გერმანიის ფარულ დედაქალაქს”. აქ განვითარებულია ისეთი სამ-რეწველო დარგები, როგორიცაა: ელექტრო და საფეიქრო მრეწველობა, მანქანათ-მშენებლობა, სატრანსპორტო და ქიმიური მრეწველობა, სათამაშოების მრეწველო-ბა. ნიურნბერგში ტარდება ყოველწლიურად სათამაშოების საერთაშორისო ბაზ-რობა. რეგენსბურგში განვითარებულია საავტომობილო ინდუსტრია (BMW),ინგოლშტადტში სატრანსპორტო მშენებლობის ადგილია (AUDI). ბავარიის სხვაადგილებში: ალპებსა და ალპიურ მთისწინეთში განვითარებულია მეტყევეობადა სოფლის მეურნეობა. ასობით ლუდსახარშ ქარხნებში მზადდება ბავარიის

ცნობილი ლუდი, რომელსაც შემდეგ ასხამენ ოქტომბრის დღესასწაულის დროსლუდის დიდ კასრებში. ასევე ცნობილია ფრანკიული ღვინო, რომელიც აქ მზად-დება. ბავარია ყველაზე ძველი და სტაბილური ფედერალური მიწაა. სამი მეოთხე-დი საუკუნის მანძილზე მას მართავდა ვიტელსბახერების დინასტია. ბავარიელე-ბი ამაყობენ თავისი ხანგრძლივი ისტორიით და იცავენ თავიანთ დამოუკიდებ-ლობას ცენტრალური მმართველობისაგან. მიუნხენი არის მეცნიერებისა და კვლე-ვის მნიშვნელოვანი ცენტრი. აქ არის უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი სასწავ-ლებლები, მაქს პლანკის ინსტიტუტი და ატომური კვლევის რეაქტორი. 1992 წლი-დან მიუნხენში ფუნქციონირებს აეროპორტი, რომელიც საერთაშორისო საჰაერომიმოსვლის ბაზად იქცა. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მხატვარი ალბრეხტდიურერი, კომპოზიტორი რიჰარდ ვაგნერი. მიუნხენში არის მრავალრიცხოვანიმუზეუმი, ისტორიული ნაგებობა, ხელოვნების ცნობილი კოლექციები და თეატ-რები. ყოველწლიურად აქ წარმოადგენენ რ.ვაგნერის ოპერებს ბაიროითის ფესტი-ვალების დროს. ბავარიის ბევრი ეკლესია შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტუ-რული მემკვიდრეობის ნუსხაში.

ჰესენის ფედერალური მიწა. ამ მიწის დედაქალაქია ვისბადენი. ამ მიწის ერთ-ერ-თი ცნობილი ქალაქია ფრანკფურტი (მდინარე მაინზე), სადაც დაიბადა გამოჩენი-ლი გერმანელი მწერალი იოჰან ვოლფგანგ გოეთე. გარდა ამისა ის არის ხელოვნე-ბის, თეატრების და გამომცემლობების ქალაქი. აქ ყოველწლიურად ტარდება წიგ-ნის საერთაშორისო ბაზრობა. გერმანიის ისტორიაში ჰესენმა როგორც მიწამ მხო-ლოდ მცირე ხნით ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, კერძოდ მე-16 ს.-ში,როცა ჰესე-ნის ლანდგრაფი ფილიპე დიდსულოვანი რეფორმაციის ერთ-ერთი პოლიტიკურიწინამძღოლი გახდა. ასევე ეროვნულ სახლ-მუზეუმად იქცა ფრანკფურტის პავლესეკლესია, სადაც 1848-49 წლებში ჩატარდა ეროვნული კრება-პირველი დემოკრა-ტიული ლეგიტიმური გერმანული პარლამენტი.

რაინლანდ-პფალცი. მიწის დედაქალაქია მაინცი. რაინისა და მოზელის ხეობებიგანსაკუთრებით მჭიდროდ არის დასახლებული. აქ არის უძველესი რომაული

ქალაქები: კობლენცი, ტრირი, მაინცი, ვორმსი. რაინის შუა ხეობაში არის ციხე-სი-მაგრის ნანგრევები. ამ მიწაზე გაშენებულია ვენახები, განვითარებულია მეღვინე-ობა. აქ ბევრი დასასვენებელი კურორტია. ეს მიწა ცნობილია ევროპის უდიდესიქიმიური საწარმოებით-ლუდვიგსჰაფენში, მაინცში არის ZDF-ის უდიდესი ევრო-პული რადიომაუწყებლობა, პოლიგრაფიული ხელოვნების მსოფლიო მუზეუმი,გუტენბერგის მუზეუმი. ტრირში დაიბადა ფილოსოფოსი და ეროვნული ეკონო-მიკის კრიტიკოსი- კარლ მარქსი. კაიზერსლაუტერნში იმპერატორმა ფრიდრიხბარბაროსამ აღმართა 1132 წელს საიმპერატორო სასახლე (”ბარბაროსას სასახლე”).

ბრანდენბურგი. ეს მიწა გარს აკრავს გერმანიის დედაქალაქს. ბერლინის ჭიშკარისწინ მდებარეობს მიწის დედაქალაქი -პოტსდამი, რომელიც პოტსდამის კონფერენ-ციის ისტორიული ადგილია, სადაც 1945 წელს ზაფხულში აშშ-ის, დიდი ბრიტა-ნეთის და სსრკ-ის პოლიტიკურმა ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილებები დამარ-ცხებული გერმანიის მომავლის შესახებ. მე-18 ს.-ში პოტსდამი იყო მეფე ფრიდრიხმეორის რეზიდენცია. აქ მდებარეობს შესანიშნავი პარკი ”სანსუსი”. აქ განათლებუ-ლი მონარქი ფილოსოფიურ საუბრებს ატარებდა მეგობრებთან, მათ შორის იყო ფრანგი განმანათლებელი ვოლტერი. აქ იღებდა ის სხვა გამოჩენილ სტუმრებს,მაგ. ბახს. მიწის მოსახლეობის რაოდენობაა ამჟამად 2,5 მილიონი.

საქსონია. დრეზდენი, რომელიც არის ”ბაროკოს მარგალიტი”, არის ამ მიწის დე-დაქალაქი. ლაიპციგი, რომელიც წარმოადგენს ბაზრობის ტრადიციულ ქალაქსდა რომელსაც გოეთე ”პატარა პარიზს” უწოდებდა, იყო ერთ დროს მნიშვნელოვა-ნი სავაჭრო ადგილი და ამასთან საგამომცემლო საქმის ცენტრი. ამ ტრადიციას ისდღესაც აგრძელებს. დრეზდენს უწოდებენ ”ფლორენციას ელბაზე”, ის არის კულ-ტურის მეტროპოლი, პირველი რანგის მუსიკალური ცენტრი რესტავრირებულიოპერით, რომელიც ააგო გოტფრიდ სემპერმა იტალიური რენესანსის სტილში სა-ხელმწიფო კაპელით და გუნდით. ის არის აგრეთვე სახვითი ხელოვნების ელდო-

რადო თავისი მდიდრული კოლექციით ”მწვანე თაღში” (Grünes Gewölbe) და ევ-როპული ფერწერის შედევრებით სურათების გალერეაში ”ძველი ოსტატები”(Alte Meister). ელბის ქვიშაქვის მთიანეთში ”საქსონიის შვეიცარიაში” არის მიმზი-დველი ღირსშესანიშნაობა ამ მიწისა. მაისენში 1710 წლიდან დღემდე არის ფაი-ფურის წარმოება. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისეთი პიროვნებები, რო-გორიცაა: ლაიბნიცი, ლესინგი, კომპოზიტორი შუმანი და რ.ვაგნერი. მიწის მოსახ-ლეობის რაოდენობა შეადგენს 4,7 მილიონს.

ტიურინგია. ეს მხარე ტყეებით არის მდიდარი, რის გამოც მას უწოდებენ ”გერმა-ნიის მწვანე გულს”. მიწის დედაქალაქია ერფურტი, რომელსაც უწოდებენ ”ბაღე-ბის ქალაქს”,იგი დაარსდა მე-8 საუკუნეში. აიზენახში დაიბადა კომპოზიტორიი.ბახი, ვართბურგში კი იმალებოდა მარტინ ლუთერი, სადაც მან თარგმნა გერმა-ნულად ბიბლიის ახალი აღთქმა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ახალ გერმანულ სა-ლიტერატურო ენას. ვაიმარი იყო სულიერი კულტურის ცენტრი, აქ შეიქმნა გოე-თეს ცნობილი ნაწარმოებები. აქ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა შილერი,რომელმაც დაწერა აქ ”ვილჰელმ ტელი”. აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კომპო-ზიტორი ფრანც ლისტი. 1919 წელს ვაიმარში შემუშავდა ”ვაიმარის რესპუბლიკის”კონსტიტუცია, 1933 წელი იყო პირველი გერმანული რესპუბლიკის დაცემის წელი. ქ.იენა ცნობილია თავისი ძველი უნივერსიტეტით, რომელიც შილერისსახელს ატარებს და 450 წლისაა, ასევე ზუსტი მექანიკისა და ოპტიკური ხელ-საწყოების საწარმოებით, რომლებიც მექანიკოსის კარლ ცაისის სახელთან არისდაკავშირებული.

თემა 15. გერმანული ლიტერატურა შუასაუკუნეებიდან დღემდე.გერმანული ლიტერატურის ჩვენს დრომდე შემორჩენილი უძველესი ძეგლებიგანეკუთვნება მე-7-მე-9 საუკუნეებს. ეს არის უპირატესად საკულტო მნიშვნელო-ბის ძეგლები: შელოცვები, ლოცვები, გლოსები, სახარების თარგმანები, ფსალმუ-ნები, ჰიმნები და ა.შ. ასევე შემორჩენილია ძალიან მწირი ნარჩენები ადრეულიშუასაუკუნეების ხალხური პოეზიიდან, რომ არაფერი ვთქვათ უძველესი გერმა-ნული პოეზიის შესახებ, რომელსაც მოიხსენიებდა რომაელი ისტორიკოსი ტაცი-ტუსი და რომელიც მთლიანად დაკარგულია. ჩვენს დრომდე მოაღწია მხოლოდ

პირველმა ნაწილმა გმირული სიმღერისა ”ჰილდებრანტის შესახებ”, რომელიცგვამცნობს ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქის მნიშვნელოვანი მოვლენებისშესახებ. მე-12-მე-13 სს.-ში რაინდული კულტურის აღმავლობასთან დაკავშირე-ბით გერმანული ლიტერატურა უფრო საერო ხასიათს ღებულობს. რაინდულ მა-მაცობას ქება-დიდებას ასხამს კონრად რეგენსბურგელი თავის ნაწარმოებში ”სი-მღერა როლანდზე”, რომელიც წარმოადგენს ფრანგული თანამოსახელე პოემისთავისუფალ თარგმანს. იმ პერიოდში გაჩნდა პირველი კურტუაზიული რომანე-ბი, რომლებშიც მოთხრობილია რაინდულ გმირობაზე. ამ მიმართულების ავტო-რთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ: ჰარტმან ფონ აუე (”საბრალო ჰაინ-რიხი”), ვოლფრამ ფონ ეშენბახი (”პარციფალი”) და გოტფრიდ სტრასბურგელი(”ტრისტანი და იზოლდა”). ამ მწერლებმა დიდი გავლენა მოახდინეს გერმანულილიტერატურის განვითარებაზე. რომანთან ერთად განვითარდა რაინდული ლი-რიკაც (მინეზანგი). ამ ჟანრში გამოირჩეოდნენ ისეთი პოეტები, როგორიცაა: კიუ-რენბერგერი, დიტმარ ფონ აისტი, ფრიდრიხ ფონ ჰაუზენი და განსაკუთრებითვალტერ ფონ დერ ფოგელვაიდე. მე-13 ს.-ში ჩნდება ბიურგერული ლიტერატურისპირველი მნიშვნელოვანი ნიმუშები, რომლებიც შვანკის სტილში იყო შესრულე-ბული. რაინდული პოეზია კარგავს თავის პირვანდელ მნიშვნელობას და გერმა-ნული ლიტერატურა იძენს უპირატესად ბიურგერულ ხასიათს. რაინდული მინე-ზანგი ადგილს უთმობს ბიურგერულ მაისტერზანგს, რომელშიც აისახება ხშირადანტიკლერიკალური და ანტიფეოდალური სულისკვეთება. მე-15 ს.-ში იქმნება გერმანული ჰუმანიზმი. იგი იბრძოდა ადამიანის მიწიერი უფ-ლებების დაცვისათვის და გამოდიოდა ტრადიციული ეკლესიური შეხედულებე-ბის წინააღმდეგ. გერმანიის თითქმის ყველა გამოჩენილი ჰუმანისტი იყო სატირი-კოსი. ოპოზიციის დაუდგრომელი სულისკვეთებით იყო გამსჭვალული ხალხურილიტერატურის მრავალი ძეგლი, მათ შორის გამოირჩევა პოემა ”რაინეკე მელა”,რომელშიც ფეოდალური სამყარო წარმოდგენილია როგორც სისხლმოწყურებუ-ლი მტაცებელ ნადირთა სამეფო. ასევე პლებეური სილაღით არის აღვსილი ხალ-ხური წიგნი ტილ ოილენშპიგელზე, დაუდგრომელი ქარგალისა და მაწანწალის

შესახებ. მარტინ ლუთერის გამოჩენა ერთგვარი სიგნალი იყო რეფორმაციის დაწ-ყებისა, რომელიც შემდგომ გადაიზარდა გლეხთა დიდ ომში. ამ პერიოდში ძალი-ან პოპულარული გახდა ლექსი საწყალი კონრადის შესახებ. განსაკუთრებით მნი-შვნელოვანი ბიურგერული პოეტია მე-16 ს.-ისა ჰანს საქსი, რომელიც თავის ალე-გორიულ ლექსში ”ვიტენბერგელი ბულბული” მიესალმება ლუთერის გამოჩენასდა უკვე სცილდება რელიგიური თემატიკის საზღვრებს. განსაკუთრებული ადგი-ლი უკავია შვანკებს, რომლებიც იუმორითაა გამსჭვალული.მე-16 ს.-ში ფეხს იკიდებს გერმანული კლასიციზმი. მისი წარმომადგენელო მარ-ტინ ოპიცი ისწრაფვის დაუქვემდებაროს გერმანული ლიტერატურა ”გონებისა”და ”კარგი გემოვნების” კანონებს, აიყვანოს იგი თანამედროვე ევროპული ესთეტი-კური პრინციპების სიმაღლეზე, გაამდიდროს მისი პოდეტური ფორმები სონე-ტით, ოდით, ელეგიით, მოახდინოს გერმანული ლექსთა წყობის რეფორმირება.ღრმა ისტორიულმა ძვრებმა განაპირობა მე-17 ს.-ში ბაროკოს ლიტერატურის გან-ვითარება მისი ტრაგიკული მსოფლმხედველობით. ამ პერიოდის მწერლებია გრი-ფიუსი და გრიმელსჰაუზენი. მათ ნაწარმოებებში მოცემულია ტირანიის წინააღ-მდეგ ბრძოლის თემა, უბრალო ადამიანების ტრაგიკული ბედი 30-წლიანი ომისდროს. მე-18 ს.-ის პირველ ნახევარში გერმანულ ლიტერატურაში იწყება განმანა-თლებლობის ეპოქა. ადრეული განმანათლებლური კლასიციზმის იდეოლოგიიყო გოტშედი, რომელიც ებრძოდა ბაროკოს სტილს გერმანულ სცენაზე და ცდი-ლობდა დაენერგა რეპერტუარში კლასიციზმის სკოლის პიესები. ამ პერიოდში ვითარდება სატირული ლიტერატურა. ამ მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელო-ვანი წარმომადგენელია კლაისტი. მე-18 ს.-ის 60-იან წლებში იწყება გერმანულიგანმანათლებლობის სიმწიფის პერიოდი, რომლის ცენტრალურ ფიგურას წარმოა-დგენს ლესინგი, როგორც გერმანული ეროვნული ლიტერატურის ფუძემდებელი.იგი ბრძოლას აწარმოებდა გერმანული ლიტერატურის განთავისუფლებისათვისკლასიციზმის ბორკილებისაგან, ისწრაფვოდა მისი თვითმყოფადი განვითარები-სათვის, რომელიც პასუხობდა ეროვნულ აზროვნებას. მისი ცნობილი ნაწარმოებე-ბია კომედია” მინა ფონ ბარჰელმი”, ტრაგედია ” ემილია გალოტი”, ფილოსოფიუ-

რი დრამა ”ნათან ბრძენი”. ასევე აღნიშვნის ღირსია კლოპშტოკი-პოეტი, რომელიცხოტბას ასხამს სიყვარულს, ბუნებასა და შემოქმედებით სიხარულს, ვილანდი თა-ვისი პოემებით. გერმანული ლიტერატურის განვითარებისათვის დიდი მნიშვნე-ლობა ჰქონდა გამოჩენილი ფილოსოფოსის და ხელოვნების თეორეტიკოსის ჰერ-დერის შრომებს.მე-18 ს.-ის მოლოს გერმანულ ლიტერატურაში ფეხს იკიდებს ”ქარიშხლისა დაშეტევის” მოძრაობა (Sturm und Drang). ეს მოძრაობა ლიტერატურული რევოლუ-ციის ტოლფასი იყო. ამ მოძრაობის წარმომადგენლები გერმანული ლიტერატუ-რის განახლების ძირითად წყაროდ მიიჩნევდნენ ხალხურ შემოქმედებას. ამ მო-ძრაობის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო ახალგაზრდა გოეთე. პოეტისმეამბოხე გრძნობები, მისი პროტესტი სულიერი მარწუხების წინააღმდეგ, ბუნე-ბასთან სიახლოვის შეგრძნება და თავისუფლებისაკენ სწრაფვა აისახა მის ოდებსადა ჰიმნებში ”პრომეთე”, ”მაჰომეტი” , დრამაში ”გოც ფონ ბერლიჰინგენი”, ეპისტო-ლარულ რომანში ”ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი” ეს დაუცხრომელი პროტესტიახალი ძალით აღორძინდა ფრიდრიხ შილერთან, იგი თავის დრამებში ”ყაჩაღები”.”ვერაგობა და სიყვარული”, ”დონ კარლოსი” ილაშქრებს ტირანიისა და დესპოტი-ზმის წინააღმდეგ. მე-18 ს.-ის 90-იან წლებში შილერი დაუახლოვდა გოეთეს. მათიშემოქმედებითი სიმწიფის პერიოდში იქმნება ისეთი ნაწარმოებები, როგორიცააგოეთეს ”იფიგენია თავრიდში”, ”ტორკვატო ტასო”, ”ვილჰელმ მაისტერის სწავლისწლები”, ”ვილჰელმ მაისტერის მოგზაურობის წლები”, ფილოსოფიური ტრაგედია”ფაუსტი”, შილერის ” ვალენშტაინი”(ტრილოგია),, ”ორლეანელი ქალწული”, ”ვილჰელმ ტელი” და მრავალი სხვა. მე-18 ს.-ის დასასრულს გერმანულ ლიტერა-ტურაში ფეხს იკიდებს რომანტიზმი. მისი წარმომადგენლებია: ძმების შლეგელე-ბი, ტიკი, ნოვალისი, ფრ.ჰოლდერლინი, ამ უკანასკნელის ცნობილი ნაწარმოებე-ბია ”ჰიპერიონი” და ” ემპედოკლეს სიკვდილი”. გერმანული რომანტიზმის ახალიეტაპი დაკავშირებულია ისეთ მწერლებთან, როგორიცაა: არნიმი, ბრენტანო, ძმე-

ბი გრიმები, აიჰენდორფი, რომლებიც თავის ნაწარმოებებში მიმართავენ გერმანი-ის ძველ ისტორიასა და კულტურას. გამოჩენილი რომანტიკოსი იყო ჰოფმანი, რო-მელიც რომანტიკული სატირის დიდოსტატი იყო და თავისი გესლიანი სარკაზ-მით ამათრახებდა ფილისტერობასა და ფეოდალურ კარჩაკეტილობას.რომანტიზმის დემოკრატიული ტენდენციები ვლინდება ახალგაზრდა ჰაინეს შე-მოქმედებაში. იგი იყო გამოჩენილი გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.მისი ცნობილი ნაწარმოებებია: ” სიმღერების წიგნი”, ”მოგზაურობის სურათები”,”ლუტეცია”, ”ატა ტროლი”. ”ზაფხულის ღამის სიზმარი”, პოემა ”გერმანია-ზამთ-რის ზღაპარი”. მე-18 ს.-ში ჩნდება აგრეთვე მწერალთა ჯგუფი სახელწოდებით ”ახალგაზრდა გერმანია”, რომლის შემადგენლობაში იყო კარლ გუცკოვი, რომლის დრამა ”ური-ელ აკოსტა” რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ მიმართული პათოსით პასუ-ხობდა ეპოქის განწყობილებებს.მე-19 ს.-ის მე-2 ნახევარში გზას იკაფავს გერმანულ ლიტერატურაში კრიტიკულირეალიზმი. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებია : თ.შტორმი (”იმენზეე”, ”მხე-დარი თეთრ ცხენზე”), თ. ფონტანე (”ქალბატონი ჯენი ტრაიბელი”, ”ეფი ბრისტი”)ამ მიმართულების წარმომადგენლები აჩვენებდნენ ოფიციალური მორალის სიყა-ლბეს და იუნკერული გერმანიის განწირულებას. მე-19 ს.-ის ბოლოს გერმანულ ლიტერატურაში გზას იკაფავს ნატურალიზმი. ამ მიმდინარეობის უდიდესი წარ-მომადგენელია გ.ჰაუპტმანი -დრამატურგი, პროზაიკოსი, პოეტი (დრამა ”ფეიქრე-ბი”, ”ჩაძირული ზარი”, ”საბრალო ჰაინრიხი”, ”ვირთხები”). მე-19 ს.-ის ბოლოს დამე-20 ს.-ის მიჯნაზე ჩნდება პოსტნატურალისტური მიმდინარეობა გერმანულ ლიტერატურაში, ანუ ე.წ. ნეოკლასიციზმი. მისი წარმომადგენლები იყვნენ: ფონლილიენკრონი, შტეფან გეორგე, პოეტი ქალი რიკარდა ჰუხი. მე-20 საუკუნის 1 ნახევარი იყო კრიტიკული რეალიზმის ახალი აღმავლობისხანა. ამ პერიოდში ლიტერატურულ ასპარეზზე გამოდის გამოჩენილ გერმანელმწერალთა მთელი პლეადა: ძმები ჰაინრიხ და თომას მანები, კელერმანი, ჰერმანჰესე, ლ.ფრანკი (თუმცა ლ.ფრანკი უფრო ექსპრესიონიზმის მიმდინარეობის წარ-მომადგენლად ითვლება). ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები იყვნენ აგრეთვეავსტრიელები: ფონ ჰოფმანსტალი, რილკე. ისტორიული თემატიკისადმი ინტე-

რესით გამოირჩევა ლიონ ფოიხტვანგერი (”იუდეველთა ომი”, ”ესპანური ბალა-და”), მე-20 ს.-ის 30-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის პერიოდი აისახა ჰ. ფა-ლადას შემოქმედებაში (”გლეხები, ბონზები და ბომბები”, ”აწ რაღასა იქმ, პატარაკაცო?” ”ვისაც ერთხელ უგემია ციხის ულუფა”). ამ პერიოდის გამოჩენილი მწერ-ლები იყვნენ: კ.ტუხოლსკი, ა.ცვაიგი, კ.ვოლფი, ე.კესტნერი, დრამატურგი ბ. ბრეხ-ტი (”კავკასიური ცარცის წრე”, ”დედილო კურაჟი და მისი შვილები”, ”გალილეისცხოვრება”, ”სეჩუანელი კეთილი კაცი”), რემარკი ”სამი მეგობარი”, ”ტრიუმფალუ-რი თაღი”, ”დასავლეთის ფრონტი უცვლელია”, ”შავი ობელისკი”და სხვა.

1933-45 წლებში ფაშისტური რეჟიმის დროს მძიმე ხანა დაუდგა მთელ გერმანულლიტერატურას და კულტურას, ემიგრაციაში წავიდა მწერალთა დიდი ჯგუფი:ბრეხტი, ძმები მანები, ზეგერსი და სხვები. მაგრამ ისინი ემიგრაციის პერიოდშიცარ წყვეტდნენ თავის ლიტერატურულ მოღვაწეობას. მეორე მსოფლიო ომის შემ-დეგ შეიქმნა ორი გერმანული სახელმწიფო-გფრ და გდრ. გდრ-ის მიწაზე დაბრუნ-დნენ ისეთი მწერლები, როგორიცაა: ბეხერი, ბრეხტი, ზეგერსი, ვაინერტი, ა.ცვაი-გი, ვოლფი, კუბა. გფრ-ში მოღვაწეობდნენ ისეთი მწერლები, როგორიცაა: ბორხერ-ტი-ანტიფაშისტური ლიტერატურის ფუძემდებელი გერმანულ ლიტერატურაში,ლ.ფრანკი. ომის შემდგომ გაჩნდა მწერალთა ორგანიზაცია ”ჯგუფი 47”. ამ ჯგუფმადაამკვიდრა ჰუმანიზმის, ადამიანური ღირსებების პატივისცემის პრინციპები.ამ ჯგუფთან იყვნენ დაკავშირებული ისეთი გამოჩენილი გერმანელი მწერლები,როგორიცაა: ჰაინრიხ ბიოლი ” სად იყავი, ადამ?”, ”და არ უთქვამს არც ერთი სიტ-’ყვა”, ”უპატრონო სახლი”, ”ბილიარდი ათის ნახევარზე”, ”კლოუნის თვალებით”,გიუნტერ გრასი, ავტორი რომანებისა ” თუნუქის დოლი”, ”ძაღლური წლები”,ზიგფრიდ ლენცი ”გერმანულის გაკვეთილი” და ა.შ..თანამედროვე გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა ტრადი-ციების რღვევა, ახალი გზების ძიება, ექსპერიმენტულობა. მათი თემატიკა მრა-ვალფეროვანია. ბოლო პერიოდის გერმანულ ლიტერატურაში შეიმჩნევა ორი ძი-რითადი მიმართულება- რეალიზმი და სიურრეალიზმი, თუმცა არც ერთი ეს მი-მართულება აბსოლუტურად წმინდა სახით არ გხვდება.

თემა 4. გერმანული ენა გერმანულენოვან ქვეყნებში და გერმანული ენის საერთა-შორისო რეიტინგი.გერმანული ენა არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ავსტრიის, შვეიცა-რიის ერთი ნაწილის, ლიხტენშტაინის, ლუქსემბურგის ერთ-ერთი ოფიციალური ენა ფრანგულ ენასთან ერთად. გფრ-ის დედაქალაქია ბერლინი, ავსტრიის -ვენა, შვეიცარიის ბერნი, გერმანული შვეიცარიის დედაქალაქია ციურიხი, ლიხტენშტა-ინის -ვადუცი, ლუქსემბურგის - ლუქსემბურგი. გფრ, ავსტრია და შვეიცარია- ფე-დერალური სახელმწიფოებია, ლიხტენშტაინი არის სათავადო, ლუქსემბურგი-სა-ჰერცოგო. სულ გერმანულ ენაზე ლაპარაკობს 100 მლნ.-ზე მეტი ადამიანი რო-გორც მშობლიურ ენაზე. გერმანული სამწერლობო ენის ისტორია იწყება მე-8 საუ-კუნიდან. აღნიშვნა lingua theodisca - ხალხის ენა წერილობით პირველად გაჩნდა 788 წელს, თუმცა გერმანული ენის განვითარების ახალ პერიოდამდე მაინც ლათი-ნური ენა ითვლებოდა უნივერსალურ ენად. მხოლოდ გვიან საუკუნეებში იქცნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ენები ლათინური ენის სერიოზულ კონკურენ-ტებად, მათ შორის გერმანული ენაც. მე-15 საუკუნის ბოლოს ესპანურმა და პორ-ტუგალიურმა ენებმა საერთაშორისო მნიშვნელობა მოიპოვეს. ამერიკის აღმოჩე-ნამ და ოკეანის მიღმა კოლონიების დაარსებამ გამოიწვია ის, რომ დღეისათვის 220 მილიონი ადამიანისათვის ესპანური ენა მშობლიური ენაა, მათ შორის მხოლოდ 13% ცხოვრობს ესპანეთში. ინგლისური ენის მყარი პოზიციის ერთ-ერთი სერიო-ზული საფუძველია ბრიტანული კოლონიური იმპერიის შექმნა მე-17 საუკუნი-დან. რაც შეეხება ფრანგულ ენას, მან მყარად გაიკაფა გზა ევროპაში, რადგან საფ-რანგეთი გერმანიისაგან განსხვავებით უკვე მე-16 საუკუნეში იყო ერთიანი და მყა-რი ეროვნული სახელმწიფო და საფრანგეთის აკადემიის მეშვეობით ატარებდა

თავის სასარგებლო ენობრივ პოლიტიკას. ამიტომ მე-17 საუკუნის ბოლოს ლუთე-რის ენამ შევიწროება განიცადა. დიპლომატიაში მხოლოდ ფრანგულად ლაპარა-კობდნენ და გერმანიის ბურჟუაზიაც ლაპარაკობდა მეზობელი ქვეყნის ”დახვე-წილ” ენაზე, რადგან ვოლტერის აზრის გავლენით ისინი ფიქრობდნენ, რომ გერ-მანული არის მხოლოდ ჯარისკაცების და ცხენების ენა. მხოლოდ მე-20 საუკუნე-ში ფრანგულმა ადგილი დაუთმო ინგლისურს, რადგან ერთა ლიგის დაარსების შემდეგ ინგლისურმა ფეხი მოიკიდა დიპლომატიაში. გერმანული ენა ამ ბაბილონურ-ენობრივად აღრეულ სამყაროში 2800 ენიდან ერთ-ერთი ენაა. ეს ენები თავის მხრივ იყოფა 12 000 დიალექტად . გერმანულის მნიშვ-ნელობა საერთაშორისო თვალსაზრისით არც ისე დიდია, ინგლისური არის ნომერ პირველი საერთაშორისო ენა, თუმცა ის მშობლიურ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდე-ნობის მიხედვით მეორე ადგილზე დგას ჩინურის შემდეგ. მაგრამ მაინც ნახევარი მილიარდი ადამიანისათვის ის მაინც არის მშობლიური ან მეორე ენა. გარდა ამისა ბრიტანელების ენა ითვლება მარტივ და მოსახერხებელ ენად ვაჭრობის, მეცნიე-რების და პოლიტიკის სფეროში. თუ რამდენად უმნიშვნელოა გერმანული ევრო-პის ფარგლებს გარეთ, ჩანს იქიდან, რომ გერმანული მხოლოდ ერთადერთ არაევ-როპულ ქვეყანაში, სახელდობრ ნამიბიაში, არის ოფიციალური ენა. გერმანულენო-ვანი რეგიონები აქა-იქ არის შემორჩენილი აშშ-ში, კანადასა და სამხრეთ ამერიკაში ევროპულ პერსპექტივაში გერმანული ენის სტატუსი შედარებით უკეთესია. გერ-მანული არის 8 დიდი ენიდან ერთ-ერთი ენა, რომელზეც ძველ სამყაროში საერთო ჯამში მოსახლეობის 30% ლაპარაკობს როგორც მშობლიურ ან მეორე ენაზე. 64 ევ-როპული ენიდან გერმანული ენა დგას

მესამე ადგილზე ინგლისურისა და ფრან-გულის შემდეგ. გერმანულენოვანი მოსწავლეების რიცხვიც ევროპის მასშტაბით იზრდება. გერმანული უმცირესობები არის ჩრდილოეთ შლეზვიგში და აღმოსავ-ლეთ ბელგიაში, ლოტარინგიის განაპირა ტერიტორიებზე და ელზასში, ასევე სამ-ხრეთ ტიროლში, რომლებიც დაუბრკოლებლად იცავენ გერმანული ენის თვით-მყოფადობას. და მაინც ევროპაში გერმანული ენის რეიტინგი უპირველეს ყოვლი-სა ორი მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან დაეცა. 1945 წლიდან იგი არაგერმანულ-ენოვან ქვეყნებში არ იყო პირველი უცხო ენა ან საურთიერთო ენა. გერმანულენო-ვანი რეგიონები აღმოსავლეთ ევროპაში სულ უფრო მცირდება: რუმინეთსა და უნგრეთში გერმანულ ენაზე ლაპარაკობს ასი ათასი საქსონელი და შვაბი როგორც მშობლიურ ენაზე. ჩეხეთში გერმანული ენა საერთოდ იკარგება, ყოფილ სსრკ-ში ერთ მილიონამდე გერმანული უმცირესობაა. რაც შეეხება გერმანულს როგორც უცხო ენას ყოფილ სსრკ-ში სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი სწავლობს გერმანულს როგორც უცხო ენას, დასავლეთ ევ-როპაში - 4 მილიონი, რომლებიც სკოლებში, უნივერსიტეტებსა და მოზრდილთა კურსებზე იღებენ ცოდნას გერმანულ ენაში. ავსტრიის კულტურის და გერმანიის გოეთეს ინსტიტუტები ცდილობენ აამაღლონ დაინტერესება გერმანული ენისად-მი სხვადასხვა ქვეყნებში. ავსტრიას გახსნილი აქვს კულტურის ინსტიტუტები 5 ქვეყანაში, გოეთეს ინსტიტუტს კი აქვს 149 ფილიალი საზღვარგარეთ და 16 ენობ-რივი ინსტიტუტი გერმანიაში. ბოლო წლებში ცოტათი გაიზარდა ინტერესი გერ-მანელი ენისადმი რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მაგ. საფრანგეთში, სადაც გერ-მანული ენა ისწავლება უმაღლეს სასწავლებლებში და ენობრივ კურსებზე, ასევე დიდ ბრიტანეთში: ინგლისის სკოლებში ყოველმა მოსწავლემ ერთი უცხო ენა მაინც უნდა ისწავლოს და უცხო ენებს შორის გერმანული ლიდერობს. აღმოსავ-ლეთ ევროპაშიც გაიზარდა ინტერესი გერმანული ენისადმი. არაევროპული ქვე-ყნებიდან გერმანულ ენაზე მოთხოვნა გაიზარდა სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღ-მოსავლეთ აზიაში, პირიქით, გერმანული იაპონური ენის ჩრდილში ექცევა, ავსტ-რალიაში იგი არასახარბიელო მდგომარეობაშია, აქ მას არ სწავლობენ. აშშ-ში გა-მოკითხვის შედეგად გერმანული ენისადმი დაუინტერესებულობას თავისი მიზე-ზი აქვს: გერმანული ენა ითვლება რთულ ენად. ზოგიერთი ამერიკელი ასე ფიქ-რობს: French is chic, Spanish is easy, ანდა იშველიებს ინგლისელი მწერლის ოსკარ უაილდის სიტყვებს : “Life is too short to learn German” (სიცოცხლე საკმაოდ ხანმო-კლეა, რომ გერმანული ისწავლო).

თემა 5. ინგლისური ენის მზარდი გავლენა გერმანულ ენაზე. მიზეზები, პარალე-ლები, შეფასებები.გერმანული ენის ლექსიკის გამდიდრების ერთ-ერთი გზაა სესხება სხვა ენებიდან. გარდა გერმანულ სიტყვათა მარაგისა, გერმანულში გამოყოფენ უცხო სიტყვათა ელემენტებს. გერმანიას ადრეულ გერმანიკულ პერიოდში ჰქონდა მჭიდრო ურთი-ერთობა სხვა ხალხებთან, რამაც ასახვა ჰპოვა გერმანული ლექსიკის განვითარება-ში. სხვადასხვა ხალხებს ერთმანეთთან ჰქონდათ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, რაც იწვევდა ენების ურთიერთზეგავლენას. არ არსებობს ქვეყანა, რომ სხვა ქვეყნებისაგან სავსებით იზოლირებულად განვითა-რებულიყო. რომაულმა კულტურამ დიდი ზეგავლენა მოახდინა გერმანიაზე და გერმანულ ენაზე. ძველი გერმანები იღებდნენ ბევრ ახალ სიტყვას, რომლებიც გა-ნეკუთვნებოდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს. ლათინუ-რი სიტყვები უხვად შემოვიდა გერმანულ ენის ლექსიკაში და მოხდა მათი გერმა-ნიზაცია (Eindeutschung). მაგ. სოფლის მეურნეობის სფეროში:

planta-Pflanze, caseus-Käse, korbis-Korb, vinum-Wein, caulis – Kohl, სამხედრო სფეროში: campus-Kampf, strata- Straße, მშენებლობის სფეროში: murus- Mauer, fenestra-Fenster, came-ra- Kammer, tegula-Ziegel, ვაჭრობის სფეროში: mercatus-Markt, moneta- Münze, სას-კოლო განათლების სფეროში: discus- Tisch, scola- Schule, tabula-Tafel და ა.შ. მე-14 საუკუნიდან იწყება ლათინური ენის გავლენის შესუსტება გერმანულზე. ძველი კლასიკური ენებიდან ბერძნულიც ახდენდა გავლენას გერმანული ენის ლექსიკური მარაგის განვითარებაზე, მაგრამ ბერძნული სიტყვები შემოდიოდა გერმანულში ლათინური ენის მეშვეობით. ბერძნული წარმოშობისაა ისეთი სიტ-ყვები, როგორიცაა: Bibliothek, Charakter, Chor, Kirche, ასევე მე-19 საუკუნის ნეო-ლოგიზმები: Phonetik, Telefon, Vitamin და ა. შ. ფრანგული ენის გავლენა დაიწყო პირველად მე-11, მე-12 საუკუნეებიდან, მეორე საფეხური დაიწყო მე-17, მე-18 სს.-ში, ხოლო მესამე საფეხური მე-18, მე-19 სს.-ში ფრანგული ნასესხებებია: Palast, Pavillon, Manier, Mode, Parade, Armee, Garnison, Kommandeur, Revolution, Republik, Demokrat, Klasse, sozial, Möbel, nett, blond, elegant, Abenteuer, Form, kokett და ა.შ. ეს სიტყვები დღესაც არსებობენ ინტერნაცი-ონალური სიტყვების ჯგუფში. გერმანულ ენაში არსებობს აგრეთვე იტალიური ნა-სესხებები. ისინი შემოვიდნენ გერმანულ ენაში მე-15, მე-16 სს.ში :Oper, Tenor, Konzert, Galerie, Korridor, Fassade, Bank, Soldat, Panzer, Granate, Samt, Spinat, Makkaroni. გარდა ამ ნასესხები სიტყვებისა გერმანულში გვაქვს სხვა ენებიდან ნა-სესხები სიტყვებიც, მაგ. ესპანურ-პორტუგალიური: Gitarre, Marmelade, Serenade, ირანული: Basar, Kiosk, Schach, lila, Paradies, არაბული სიტყვები: Algebra, Admiral, Atlas, Sofa, Ziffer, თურქული : Tulpe, Ottomane, ამერიკული: Ananas, Kakao, Mais, Tabak, Schokolade, ინდური : Reis, Veranda, Dschungel და ა. შ. ინგლისური ნასესხები სიტყვები გერმანულში შემოვიდა მე-14, მე-17 სს.-ში. განსა-კუთრებით ეკონომიკისა და სპორტის სფეროებში: Import, Prozent, Tunnel, Klub, Reporter, Box, Fußball, Interview, Rekord, Hockey, Sport, Tourist, trainieren, Bar, Pudding, Picknick, Punsch და ა.შ. ტერმინის ”ნასესხები სიტყვების” ქვეშ იგულისხმება ყველა უცხოენოვანი ელემენ-ტი მისი სესხების დროისა და ასიმილაციის ხარისხისაგან დამოუკიდებლად. ყვე-ლა ნასესხები სიტყვა იყოფა სამ ჯგუფად: 1) გერმანული სიტყვები, რომლებიც სრულიად ასიმილირებულია და ზოგად ლექსიკასთან სავსებით შერწყმული ნასე-სხები სიტყვებია, 2) ინტერნაციონალური სიტყვები, რომლებიც მსოფლიოს უმე-ტეს ენებშია გავრცელებული და გასაგები, 3) უცხო სიტყვები, რომლებიც ინარჩუ-ნებენ უცხოენოვან წარმომავლობის ნიშნებს, მაგრამ ისინი არ იქცნენ ინტერნაციო-ნალიზმებად. ანგლო-ამერიკული გავლენა განსაკუთრებით გაძლიერდა გერმანულ ენაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსაკუთრებით ეს ეხება რადიომაუწყებლობისა და კინე-მატოგრაფიის სფეროებს, მაგ.: Star, Girl, Song, Jazz, Show, Teenager ხშირად უცხო სიტყვის შემოსვლა სინონიმიის გამდიდრებას უწყობს ხელს. ეს სიტყვები გერმა-ნულ სიტყვებთან ერთად თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, მაგ.: Team-Kollektiv, Party-Fest. მე-20 საუკუნიდან იწყება ანგლიციზმების დიდი რაოდენობით შემოსვლა გერმა-ნულ ენაში. ეს იმის შედეგია, რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ძლიერ განვი-თარდა საკომუნიკაციო ტექნიკა, ასევე ეკონომიკის მზარდმა აღმავლობამ უდიდეს კაპიტალისტურ ქვეყნებში და უპირველეს ყოვლისა აშშ-ში უფრო გააძლიერა ინგ-ლისური ენის პოზიციები მთელს მსოფლიოში, იგი გახდა ნომერ პირველი საერ- თაშორისო ენა. განსაკუთრებით იმძლავრა ანგლიციზმებმა კომპიუტერული ტექ-ნიკის განვითარების შედეგად, შემოვიდა

ისეთი სიტყვები, როგორიცაა: e-mail, mouse, surfen, anclicken, chatten(sichunrehalten, plaudern), Manager, CV (Lebenslauf), იყო დრო, როცა უცხო სიტყვების ბოროტად გამოყენება ნეგატიურ რეაქციებს იწ-ვევდა გერმანიაში, აღმოცენდა მიმდინარეობა უცხო სიტყვების გადაჭარბებული ხმარების წინააღმდეგ, მოძრაობა გერმანული ენის გაწმენდისა ნასესხები სიტყვე-ბისაგან. ამ ენობრივ მიმდინარეობას ეწოდა პურიზმი (purus-rein, ლათ. სუფთა, წმინდა). პურიზმი ნიშნავს ენის გაწმენდას . ეს მოვლენა ბევრი ენისათვის არის დამახასიათებელი, განსაკუთრებით ეროვნული ენის აღმოცენებისა და განვითა-რების პერიოდში. გერმანულ პურიზმში თავს იჩენდა ორი მიმართულება: პოზი-ტიური და ნეგატიური (ულტრაპურიზმი ან ჰიპერპურიზმი). პოზიტიურმა პური-ზმმა ბევრი რამ გააკეთა გერმანული ენის გაწმენდისა და გამდიდრებისათვის, რადგან იგი წმენდდა ენის ლექსიკას ჭარბი, უსარგებლო უცხო სიტყვებისაგან. ამასთან ის ინახავდა ყველაფერ იმას, რაც ხალხისათვის ნაცნობი და მშობლიური იყო, მაგ.:Mundart-Dialekt, Zahl- Numerus, Mittelpunkt-Zentrum, Zweikampf-Duell, Rechtschreibung- Orthographie, Springbrunnen-Fontaine, Rundfunk-Radio, Fernsprecher-Telefon, Augenblick-Moment და ა.შ. ჰიპერ, ანუ ულტრაპურიზმი ის-წრაფვოდა იმისკენ, რომ სრულად აღმოეფხვრა ყველა უცხო სიტყვა მიუხედავად მათი საჭიროებისა და შენაცვლების შეუძლებლობისა. ამ მიმართულების წარმო-მადგენლები ცდილობდნენ ყველა უცხო სიტყვა შეეცვალათ გერმანული ვარიან-ტებით, მაგ.: Fenster- Tagesleuchter, Natur- Zeugemutter aller Dinge, Tempo-die rechte Zeit, Revolution – Umwälzung, Januar- Neujahrsmonat, September- Weinmonat, März- Frühlingsmonat, Null-Hohlziffer, Quadrat-Gevierte, Kalender – Zeitweiser და ა. შ. ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური პურიზმი, ისევე როგორც პროგრე-სული სესხება ხელს უწყობს ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.

თემა 6. გერმანული სალიტერატურო ენის ნორმები ენის სხვადასხვა დონეზე. ფონეტიკა არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს დანაწევრებულ ბგერებს. გერმა-ნულ ხმოვანთა სისტემაში გვაქვს ოპოზიციები ენის აწეულობის, ლოკალური რი-გის და ბაგეების მონაწილეობის მიხედვით. ენის აწეულობის მიხედვით განასხვა-ვებენ სამ საფეხურს: დაბალს, საშუალოსა და მაღალს. დაბალი აწეულობისაა ხმო-ვანია a, საშუალო აწეულობის ხმოვნებია : e, ö, o, მაღალი აწეულობისაა: i, ü, u . ლოკალური რიგიც სამია: წინა, შუა და უკანა. წინა რიგის ხმოვნებია: e, i, ö, ü, შუა რიგისაა :a, უკანა რიგისაა: o, u. ბაგეების მონაწილეობის მიხედვით გამოიყოფა ლაბიალური (ბაგისმიერი) და არალაბიალური ხმოვნები. ლაბიალურია: o,u,ö,ü, არალაბიალურია: a,e,i. ხმოვნებს ახასიათებთ კიდევ სიგრძე-სიმოკლე, ხმოვანთა ხანგრძლიობას ფონოლოგიური დანიშნულება აქვთ : Saat- satt, Berr-Beet,Stahl-Stall. თანამედროვე გერმანული სალიტერატურო ენის ფონეტიკურ სისტემაში დასტუ-რდება 16 ხმოვანი, 3 დიფთონგი: ei, au, eu, 19 თანხმოვანი : b,c,d, f, g, h, k,l, m, n, p, q, r,, s, t, v, w, x, z, და ორი აფრიკატი (ხშულნაპრალოვნები) : pf, tsch. სიტყვის ან ძირის თავში ხმოვნები წარმოითქმის ძლიერი შემართვით, ყრუ თანხმოვნები p,t.k ფშინვით, სიტყვის ან მარცვლის ბოლო მჟღერი თანხმოვნები ყრუვდება. მახვილი და ინტონაცია ზევიდან ერთვიან ბგერებს. ასეთ ერთეულებს ეწოდება ზესეგმენტური, ანუ სუპრასეგმენტური ერთეულები. მახვილი ორგვარია: ლოგი-კური და ლინგვისტური. ლინგვისტური, ანუ ენობრივი მახვილი სხვადასხვაა ენიდან ენაში, ე.ი. ყველა ენას მისთვის დამახასიათებელი მახვილის წესები აქვს. ლინგვისტური მახვილი შეიზლება იყოს დინამიური და ტონური (მუსიკალური) დინამიური მახვილი შეიძლება იყოს მოძრავი (თავისუფალი) და ფიქსირებული. მოძრავი მახვილი გვაქვს

რუსულში. ფიქსირებული მახვილის ადგილი წინასწარ არის განსაზღვრული, რადგანაც იგი სიტყვებს მოუდის ან თავში ან ბოლოში. გერ-მანულში გვაქვს ფიქსირებული მახვილი. ინტონაცია წინადადების აუცილებელი კომპონენტია. იგი პროსოდული ელემენტია, რომელიც ერთ მთლიან სტრუქტუ-რად ქმნის წინადადებას ფონეტიკური თვალსაზრისით, გამოხატავს რა სხვადა-სხვა მოდალობას. ინტონაციის მიხედვით ჩვენ ვანსხვავებთ თხრობით, კითხვით, ძახილის წინადადებებს. გრამატიკა ენის უფრო მაღალი დონეა, ვიდრე ფონეტიკა/ფონოლოგია. იგი შედგე-ბა მორფოლოგიისა და სინტაქსისაგან, რომლებიც ერთნანეთთან მჭიდროდაა და-კავშირებული. მორფოლოგია შეისწავლის გრამატიკულ კატეგორიებს, მეტყველე-ბის ნაწილებს. გერმანულში ტრადიციულად ანსხვავებენ 10 მეტყველების ნაწილს რომელთაგან 6 ავტოსემანტიკურია, ანუ სრულმნიშვნელოვანი სიტყვებია, ხოლო დანარჩენი 4 კი დამხმარე სიტყვებია, სინსემანტიკურია. ავტოსემანტიკურია: არ-სებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა, ზმნიზედა; სინსემანტიკურია: თანდებული, კავშირი, ნაწილაკი, შორისდებული. არსებითი სახელის გრამატიკული კატეგორიებია: ბრუნვა, რიცხვი, სქესი, განსა-ზღვრულობა/განუსაზღვრელობა. ბრუნვა არის 4: სახელობითი, ნათესაობითი, მი-ცემითი, ბრალდებითი (Nominativ, Genitiv, Dativ, Akkusativ). გრამატიკული სქესი სამია: მამრობითი, მდედრობითი, საშუალო, რომელიც გამოიხატება არტიკლებით განსაზღვრული : der, die, das და განუსაზღვრელი : ein, eine, ein. რიცხვი არის ორი: მხოლობითი და მრავლობითი (Singular, Plural). ზმნას გააჩნია პირისა და რიცხვის კატეგორია, უღლების სისტემას ქმნის ზმნის ცვლა პირისა და რიცხვის მიხედვით. არის უღლების ორი ძირითადი ტიპი: ე. წ. სუსტი, სუფიქსური წარმოებისა, მაგ.: machen-machte-gemacht (პროდუქტიული ტიპი) და ძლიერი, აბლაუტური წარმო-ებისა (ზმნების გარკვეული ჯგუფი): gehen-ging-gegangen, kommen-kam- gekommen ზმნის კატეგორიებიდან აღსანიშნავია დროის კატეგორია. დასტურდება 6 დრო : Präsens, Präteritum, Perfekt, Plusquamperfekt, Futurum 1, Futurum 2, კილოს კატეგო-რია , კილო სამია: თხრობითი კილო, კავშირებითი კილო და ბრძანებითი კილო ( (Indikativ, Konjunktiv, Imperativ) , გვარის კატეგორია : 2 გვარი: მოქმედებითი და ვნებითი (Aktiv und Passiv). ზედსართავს აქვს შედარების ხარისხები: დადებითი, შედარებითი და აღმატებითი (Positiv, Komparativ, Superlativ ). პირის ნაცვალსახე-ლები იბრუნვის. სიტყვათწარმოებაში გავრცელებულია დერივაცია და უფრო მე-ტად კომპოზიცია, მაგ.: Tischler, Gebäude ( დერივაცია), Silbermünze, Weißbrot (კო-მპოზიცია). სინტაქსის ობიექტია წინადადება. ზმნის პირიანი ადგილი თხრობით წინადადებაში მყარია, ანუ პირიანი ზმნა მე-2 ადგილზე დგას. შედგენილი წინა-დადების უპირო ნაწილი დამოუკიდებელი წინადადების ბოლოშია და პირიან ფორმასთან ერთად ქმნის ე. წ. ჩარჩოიან კონსტრუქციას, ხოლო დამოკიდებულში ბოლო სიტყვის წინ, მაგ.: Der Vater ist gestern aus Berlin in Tbilissi angekommen. Der Schüler hat die Hausaufgabe schon gemacht. Die Mutter sagt, dass die Tante gestern abend angekommen ist. Er sagt nicht, wann ich ins Institut gehen soll. ჩარჩოიან კონს-ტრუქციას ქმნის აგრეთვე არსებითი სახელი, არტიკლი და ზედსართავი სახელი გფრ-ის ავსტრიის და შვეიცარიის თანამედროვე სალიტერატურო გერმანულ ენას აქვს ზოგიერთი ნორმატიული სხვაობა, უპირატესად ლექსიკის და ორთოეპიის სფეროში ( ე. წ. აუსტრიაციზმები და ჰელვეციზმები). ზეპირ მეტყველებაში შემო-რჩენილია დიალექტური დიფერენციაცია, რაც აისახება მხატვრულ ლიტერატუ-რაშიც. თემა 7. გრაფემატიკა და ორთოგრაფია. გერმანული ანბანი. ტრანსკრიპცია და ტრანსლიტერაცია.

გრაფემატიკა არის მეცნიერება დამწერლობის შესახებ. დამწერლობა კაცობრიობის უდიდეს აღმოჩენათა რიცხვს განეკუთვნება. მას სამართლიანად ენიჭება გადამწყ-ვეტი მნიშვნელობა კაცობრიობის კულტურის განვითარების ისტორიაში. დამწერ-ლობას ახასიათებს ისეთი თვისებები, რაც მას ბგერითი ენისაგან განასხვავებს. ბგერითი ენა შეზღუდულია დროსა და სივრცეში, მისი საშუალებით კონტაქტი შეიძლება დამყარდეს მხოლოდ ახლო მანძილზე, შორ მანძილზე კი იგი უვარგი-სი ხდება. გარდა ამისა, ზეპირმეტყველებას ისტორია არა აქვს, მისი ისტორია წარ-მოთქმისთანავე მთავრდება. ამიტომ ბგერითი ენა ვერ იქნება ინფორმაციის შენახ-ვისა და თაობიდან თაობაში გადაცემის კარგი საშუალება. განვითარებულ ადამი-ანს დამწერლობის შექმნის საჭიროება გაუჩნდა და შექმნა კიდეც იგი. ამ დარგში პიონერები იყვნენ ძველი ეგვიპტელები, შუმერები და ძველი ჩინელები. ეგვიპტუ-რი და შუმერული დამწერლობა შეიქმნა ჯერ კიდევ მე-4 ათასწლეულში ჩვ. წთ. აღ.-მდე. ცოტა მოგვიანებით შეიქმნა ჩინური დამწერლობა, რომელიც დამოუკი-დებლად წარმოიშვა. პირველი დამწერლობა არ იყო ანბანური, იგი იყო პიქტოგრა-ფიული (ლათ. pictus - ნახატი, grapho - ვწერ). პიქტოგრაფიული დამწერლობა დამ-წერლობის უძველესი საფეხურია, მაგრამ იგი დღესაც გამოიყენება; რეკლამები, რომლებიც მაღაზიის ფირნიშებზეა გაკეთებული, მიგვანიშნებენ იმაზე, თუ რა იყიდება ამა თუ იმ მაღაზიაში (ხორცი, ფეხსაცმელი, ქალის თუ კაცის ტანსაცმე-ლი). ზოგიერთ ტომებში პიქტოგრაფიული დამწერლობა დღესაც ერთადერთია.შედარებით მაღალი საფეხურია იდეოგრაფიული დამწერლობა. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე ჰგავს იმ საგანს, რომელსაც ის აღნიშნავს, ე.ი. ის იკონურობის პრინციპს ემყარება. იდეოგრაფიულ დამწერლობას საფუძვ-ლად უდევს პირობითობის პრინციპი. ამ დამწერლობით აღინიშნება იდეები, ცნე-ბები და არა ბგერები. ამგვარ იდეოგრამებს წარმოადგენენ მაგ. ციფრები: 0, 1, 2, 3 და ა.შ., რომლებსაც ჩვენ ნებისმიერ ენაზე ვკითხულობთ სწორედ იმიტომ, რომ ბგერებს არ გამოხატავენ. იდეოგრაფიულ დამწერლობას სხვაგვარად იეროგლი-ფურსაც უწოდებენ, ხოლო იდეოგრამებს - იეროგლიფებს. ეგვიპტურ დამწერლო-ბაში ჩაისახა დამწერლობის ის ტიპი, რომელსაც ჩვენ დღეს ანბანურ დამწერლო-ბას ვუწოდებთ და რომელშიც ასოები აღნიშნავენ არა იდეებს, არამედ ბგერებს. ან-ბანური დამწერლობა შექმნეს ფინიკიელებმა, მას საფუძვლად დაედო ეგვიპტური. ფინიკიური დაედო შემდეგში საფუძვლად ძველ ბერძნულ დამწერლობას. ბერძ-ნულ დამწერლობას ემყარება ისეთი ცნობილი დამწერლობები, როგორიცაა ლა-თინური, სლავური, ქართული, სომხური და ა.შ. ფინიკიური დამწერლობის მეორე განშტოებაა არამეული, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო სირიულ, ებრა-ულ, არაბულ და სხვა დამწერლობებს. ამრიგად, ანბანური დამწერლობის საფუძ-ველს ფინიკიური დამწერლობა ქმნის, რომლის ორი დიდი განშტოება(ბერძნული, არამეული) შემდეგში უამრავ სხვადასხვა ანბანურ დამწერლობაში გადაიზარდა. ანბანური დამწერლობა ეგვიპტური დამწერლობის მრავალგზის ტრანსფორმაციის შედეგია. ანბანური დამწერლობა უმაღლესი საფეხურია დამწერლობის განვითა-რების ისტორიაში. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ანბანური დამწე-რლობით ნიშნის აღსანიშნი კი არ გამოიხატება უშუალოდ, არამედ აღმნიშვნელი ბგერები. ანბანურ დამწერლობაში აღსანიშნ ბგერებთან მიმართების თვალსაზრი-სით განასხვავებენ სამ სხვადასხვა პრინციპს: 1) ფონეტიკურს, 2) მორფოლოგიურს და 3) ისტორიულს, ანუ ტრადიციულს. ამ პრინციპების ერთიანობა ქმნის ორთო-გრაფიას, რომელიც აწესრიგებს მართლწერის საკითხებს ამა თუ იმ ენაში. ორთო-გრაფიასთან დაკავშირებულია ერთოეპია,

რადგანაც ორთოეპიის საკითხები სა-ლიტერატურო ენაში დაისმება ხოლმე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმოითქვას ესა თუ ის სიტყვა. გერმანული დამწერლობა ჩამოყალიბდა მე-8 სა-უკუნეში ლათინური გრაფიკის საფუძველზე:A-a O-oB-b P-pC-c Q-qD-d R-rE-e S-sF-f T-t G-g U-uH-h V-vI-i W-wJ-j X-xK-k Y-yL-l Z-zM-mN-n

ტრანსკრიფცია. იგი არის სხვადასხვაგვარი: პრაქტიკული, ფონეტიკური და ფონო-ლოგიური. პირველი მნიშვნელობით ტრანსკრიფცია ნიშნავს უცხოური ენის ბგე-რების მეორე ენის ასოებით გამოხატვას (საკუთარი, გეოგრაფიული სახელები, მე-ცნიერული ტერმინები), მაგ.: ქართული სახელი ”გივი”, რუსულად იქნება:Гиви ,ხოლო ფრანგულად - Guivi. თუ g- ს შემდეგ არ დაუმატეთ- u , მაშინ ”გ” თანხმო-ვანი ფრანგულში წაიკითხება როგორც ”ჟ”. ფონეტიკური ტრანსკრიფცია მიზნად ისახავს ბგერების ზუსტ გრაფიკულ გამოხატვას, ამიტომ ამგვარი ტრანსკრიფცია აუცილებელია იმ უცხოურ ენათა ლექსიკონებში, სადაც დამწერლობა და წარმო-თქმა ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულია, მაგ. ინგლისურში. ლექსიკონებში ინგლისური სიტყვები წარმოდგენილია როგორც ანბანური დამწერლობით, ისე ტრანსკრიბირებული სახითაც : name [neim], child [tjaild]. ფონოლოგიური ტრანს-კრიფციით გადმოიცემა არა ბგერები, არამედ ფონემები, მაგ.: ვთესავ ფონეტიკუ-რი ტრანსკიფციით იქნება : ftesaf, ხოლო ფონოლოგიური ტრანსკრიფციით: vtesav. ტრანსლიტერაცია გულისხმობს ერთი ანბანით ჩაწერილი სიტყვების მეორე ანბა-ნით გამოხატვას: თბილისი, Тбилиси, Tbilissi; მგელი, мгели, Mgeli.ლექსიკოგრაფია. იგი იკვლევს ლექსიკონების შედგენის მეთოდიკისა და ხელოვ-ნების საკითხებს. ლექსიკონები მრავალგვარია. პირველ რიგში უნდა განვასხვა-ვოთ ერთმანეთისაგან ენციკლოპედიური და ლინგვისტური (ენობრივი)ლექსი-კონები. ენციკლოპედიურ ლექსიკონებში განმარტებულია არა სიტყვები, არამედ ის მოვლენები, რომლებსაც ესა თუ ის სიტყვა გამოხატავს, მაგ. სიტყვა ”ენა” გან-მარტებულია აქ როგორც ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის საშუალება, სი-ტყვა ”ფონემა” როგორც უმცირესი სიტყვათგანმასხვავებელი ერთეული ენისა და ა.შ. ლინგვისტური ლექსიკონები შეიძლება იყოს ერთენოვანი, ორენოვანი და მრა-ვალენოვანიც. განმარტებით ლექსიკონებში სიტყვები იმავე ენაზეა განმარტებუ-ლი. განმარტებით ლექსიკონებს შორის ცალკე უნდა გამოიყოს უცხო სიტყვათა ლექსიკონი, სადაც მხოლოდ ნასესხები სიტყვებია ახსნილი. ორ ან მრავალენოვან ლექსიკონებს პარალელურ ლექსიკონებსაც უწოდებენ. აქ ერთი ენის სიტყვა მეო-რე ენაზეა თარგმნილი, ე. ი. დაძებნილია მოცემული ენის სიტყვათა სემანტიკური ექვივალენტები მეორე ენაში. ამიტომ

ასეთ ლექსიკონებს თარგმნით ლექსიკონებ-საც უწოდებენ, ასეთი ლექსიკონებია: რუსულ-ქართული, გერმანულ-ქართული ლექსიკონები და ა.შ. ლექსიკონთა სპეციალურ ტიპს განეკუთვნება საგნობრივი და იდეოგრაფიული ლექსიკონები. საგნობრივ ლექსიკონებში საგნის დახასიათება ხდება , მაგ. სიტყვა Haus (სახლი) როგორც საგანი წარმოდგენილია არა იზოლირე-ბულად, არამედ ყველა იმ საგანთან კავშირში, რაც კი სახლთან შეიძლება მიმარ-თებას ამყარებდეს: სამზარეულო, მისაღები ოთახი, სამუშაო კაბინეტი, ეზო და სხვა. იდეოგრაფიულ ლექსიკონებში სიტყვები დაჯგუფებულია იმის მიხედვით, თუ რა საერთო ცნებას გამოხატავენ ისინი. შეიძლება იყოს სალიტერატურო ენისა და დიალექტების ლექსიკონები, გვაქვს აგრეთვე ტერმინოლოგიური ლექსიკონე-ბი ამა თუ იმ მეცნიერების ან მეცნიერების რომელიმე დარგის მიხედვით (მაგ. ახ-მანოვას ლინგვისტურ ტერმინთა ლექსიკონი), არსებობს აგრეთვე სინონიმთა და ომონიმთა ლექსიკონები, ფრაზეოლოგიზმების, იდიომატური გამოთქმების, ფრთოსანი სიტყვების, ეტიმოლოგიური, ორთოგრაფიული და ორთოეპიური ლექ-სიკონები. თემა 8. ლექსიკოლოგია. სემანტიკური ველები. ჰიპონიმია, სინონიმია, ომონიმია ტერმინი ”ლექსიკოლოგია” შედგება ორი სიტყვისაგან (ლათ. Lexus - სიტყვა, ბერძ. logos - მოძღვრება). იგი წარმოადგენს მოძღვრებას სიტყვების შესახებ, ე. ი. ლექსი-კოლოგიის საგანია სიტყვები, ენის ლექსიკა. ლექსიკოლოგია სიტყვას სწავლობს გარკვეული თვალსაზრისით: ესაა სიტყვათა კვლევა იმის მიხედვით, თუ რას აღ-ნიშნავენ ისინი გარე სამყაროში, ე. ი. როგორია სიტყვათა მნიშვნელობა ენაში. ამ-გვარად ლექსიკოლოგიის ობიექტია სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა, ე.ი. იმ მი-მართებების დადგენა, რომელსაც მოცემული ენის სიტყვები ამყარებენ გარე სამყა-როსთან. სიტყვის მნიშვნელობა ცნებაა და არა უბრალო მიმართება ბგერებისა სა-განთან. ბგერა საგანთან მიმართებას ამყარებს არა უშუალოდ, არამედ ცნების სა-შუალებით. ცნება იშლება გარკვეულ სემანტიკურ კომპონენტებად, ანუ სემებად, რომელთა ერთობლიობა წარმოქმნის გარკვეულ აზრს, ცნებას საგნის შესახებ. ამიტომ სიტყვის მნიშვნელობა სწორედ ცნებაა და არა რაღაც გაუგებარი მიმართე-ბა ბგერასა და საგანს შორის. სიტყვის სემანტიკური მიმართებები ერთმანეთთან უნდა ვიკვლიოთ ერთი სემანტიკური ველის ფარგლებში. ამგვარი სემანტიკური ველებია: ნათესაობის, ფლორისა და ფაუნის, წონისა და ზომის, სილამაზის, სამ-ხედრო წოდებების და სხვა სემანტიკური ველები. მაგრამ ასეთი სემანტიკური ვე-ლები აბსტრაქტულია, რომელთა შიგნით უნდა გამოიყოს შედარებით უფრო კონ-კრეტული სემანტიკური ველები. მაგ. ფაუნის სემანტიკურ ველის ფარგლებში ჩვენ გამოვყოფთ ცხოველების, ფრინველების, თევზების, მწერების სემანტიკურ ვე-ლებს და ა.შ. სემანტიკურ ველებში სიტყვები გაერთიანებულია არა ქაოტურად, არამედ ჰიპონიმიის პრინციპის მიხედვით და გულისხმობს ერთი სიმრავლის ჩარ-თვას მეორეში, მაგ. სიტყვა die Tulpe (მიხაკი) სემანტიკური თვალსაზრისით ჩარ-თულია სიტყვაში die Blume (ყვავილი), რადგან ეს უკანასკნელი მიხაკსაც მოიცავს. საერთოდ უფრო სპეციფიკური მნიშვნელობის სიტყვა ყოველთვის ჩართულია უფრო ზოგადი სიტყვის მნიშვნელობაში. უფრო ზოგადი მნიშვნელობის მქონე სი-ტყვა ერთი სემანტიკური ველის ფარგლებში ყოველთვის იქვემდებარებს უფრო სპეციფიკური მნიშვნელობის მქონე სიტყვას, მაგ. სიტყვა Adler (არწივი) სემანტი-კური თვალსაზრისით დაქვემდებარებულია სიტყვაზე Raubvogel (მტაცებელი ფრინველი), ეს უკანასკნელი თავის მხრივ ექვემდებარება სიტყვის Vogel (ფრინ-ველი) უფრო ზოგად კლასს. ჰიპონიმიის შემთხვევაში

ცალმხრივ იმპლიკაციას-თან გვაქვს საქმე, მაგ. ”მიხაკი” სემანტიკური თვალსაზრისით გულისხმობს ”ყვა-ვილის” მნიშვნელობას, მაგრამ არა პირიქით. საერთო წევრი გულისხმობს იმ მნი-შვნელობას, რომელიც კლასისათვის არის დამახასიათებელი და სწორედ ამიტომ ეს წევრი გაერთიანებულია მოცემულ კლასში, მაგრამ კლასი არ გულისხმობს თა-ვისი წევრის მნიშვნელობას. ზოგადი ცნება( Oberbegriff) არის ჰიპერონიმი, მაგ. Tier (ცხოველი), ხოლო ჰიპონიმი დაქვემდებარებული ცნებაა, მაგ. Hund (ძაღლი), ანუ (Unterbegriff). სინონიმია და ომონიმია. ხშირად ერთი და იგივე მნიშვნელობა ენაში სხვადასხვა აღმნიშვნელით გამოიხატება ერთსა და იმავე ენაში და პირიქით სხვადასხვა მნი-შვნელობას ერთი და იგივე აღმნიშვნელი გამოხატავს. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს სინონიმიასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში ომონიმიასთან. სინონიმიაზე როცა ვლაპარაკობთ გასარკვევია, თუ რა მნიშვნელობას გამოხატავენ ისინი-რეფე-რენციალურს თუ დიფერენციალურს. რეფერენციალური მნიშვნელობის მიხედ-ვით სინონიმები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა,

ისინი მაინც სხვადასხვა ცნებებს გამოხატავენ, ე. ი. ერთსა და იმავე რეფერენტს სხვადასხვა თვალსაზრისით ახასიათებენ. სინონიმები ისეთი სიტყვებია, რომ-ლებიც ერთმანეთს ემთხვევა რეფერენციალური მნიშვნელობის მიხედვით,მაგრამ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან დიფერენციალური მნიშვნელობით, ე.ი. კონცეპ-ტუალური მნიშვნელობით, მაგ. essen, fressen, speisen( ჭამს, ცოხნის, მიირთმევს). სინონიმიის საწინააღმდეგო მოვლენაა ომონიმია. ომონიმები ისეთი სიტყვებია, რომელთაც სხვადასხვა რეფერენტი შეესაბამებათ და ამდენად სხვადასხვა ცნებებს გამოხატავენ, მაგრამ მოცემულ ორ სხვადასხვა ცნებას ერთი და იგივე აღმნიშვნე-ლი შეესატყვისება. ომონიმებს შორის დამთხვევა ხდება არა კონცეპტების, არამედ ბგერითი აღმნიშვნელების მიხედვით,მაგ. Die Bank- die Bänke -გრძელი ხის სკამი, die Bank – die Banken (ფულადი ოპერაციების განმახორციელებელი დაწესებულე-ბა), die Bar -ბარი , das Bar - ჰაერის წნევის საზომი ერთეული, der Bar - მაისტერზი-ნგერების მრავალსტროფიანი სიმღერა. ყველა ომონიმს თავისი სპეციფიკური გა-რემოცვა აქვს და ამიტომ წინადადებაში ისინი ყოველთვის ცალსახა ინტერპრეტა-ციას ექვემდებარებიან. სხვაობა გარემოცვის მიხედვით კი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ომონიმები სხვადასხვა სემანტიკურ ველებშია გაერთიანებული და მაშასადამე სხვადასხვა ცნებებს გამოხატავენ, ე. ი. მათთვის სემანტიკურ კომპო- ნენტთა სხვადასხვა ერთობლიობაა დამახასიათებელი, მაგ. der Leiter - ხელმძღვა-ნელი და die Leiter - მისადგამი კიბე.პოლისემია. ანტონიმია. ტერმინოლოგია. პოლისემია არის სიტყვის მრავალმნიშვ-ნელიანობა. სიტყვის მრავალი მნიშვნელობიდან ძირითად მნიშვნელობად მიიჩნე-ვენ პირველს, ხოლო სხვები გადატანითია. ძირითადი გამოდის სიტყვის ის მნიშ-ვნელობა, რომელშიც თავს იყრის სემანტიკურ კომპონენტთა მაქსიმალური რაო-დენობა, ხოლო გადატანითია სიტყვის ის მნიშვნელობა, რომელშიც სემანტიკური კომპონენტების გარკვეული სიმრავლიდან მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი. განსხვავება ძირითად და გადატანით მნიშვნელობებს შორის რაოდენობრივიცაა და თვისობრივიც. პოლისემია სხვა რიგის მოვლენაა, ვიდრე ომონიმია. პოლისე-მიის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ერთი აღმნიშვნელით გამოხატული გან-სხვავებული მნიშვნელობების დაყვანა ერთ ძირითად მნიშვნელობაზე, მათი გა-ერთიანება ერთ ჭერქვეშ. ომონიმიის შემთხვევაში კი ორ ან მეტ განსხვავებულ მნიშვნელობასთან გვაქვს საქმე, რომლებიც ერთ ძირითად

მნიშვნელობაზე არ და-იყვანება, მაგ.: Pferd- 1) Tier; 2) Turngerät; 3) SchachfigurDer Zug – 1) Lokomotive oder Triebwagen; 2) sich fortbewegende Gruppe, Kolonne; 3) das Bewegen, Weiterrücken einer Figur; 4) Schluck; 5) Rohr für die Luft im Ofen oder Kamin; 6) Linienführung einer Schrift oder Zeichnung; 7) Typische Linie des Gesichts. ანტონიმია. ანტონიმები ეწოდება საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებს. საპირისპიროა ორი ისეთი მნიშვნელობა, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ რო-გორც ერთი სემანტიკური კომპონენტის ორი პოლარული წერტილი. ორივე ამ წე-რტილის ინტერპრეტაციაა დასაშვები მოცემულ ენაში. ასე მაგალითად, თუ ავი- ღებთ ორ წყვილს: Mensch- Unmensch (ადამიანი-არაადამიანი, ან befriedigend – un-befriedigend (დამაკმაყოფილებელი-არადამაკმაყოფილებელი), დავინახავთ, რომ წყვილის ოთხივე წევრის ინტერპრეტაცია შესაძლებელია. ’არაადამიანი” ასევე ადამიანს ნიშნავს, მაგრამ უარყოფითი თვისების თუ თვისებების მატარებელს. დამაკმაყოფილებელი ნიშნავს ”სამიანს”, არადამაკმაყოფილებელი ”ორიანს” ცო-დნის შეფასების ხუთბალიანი სისტემის მიხედვით. მაგრამ სხვაგვარია ამ თვალ-საზრისით წყვილები ”წიგნი-არაწიგნი”, ”ხე-არახე”, რადგან მოცემული წყვილე-ბის უარყოფითი წევრების ინტერპრეტაცია არ ხდება. ამრიგად, დადებითი მნი-შვნელობის მქონე სიტყვების ანტონიმებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ უარ-ყოფითი ნაწილაკით ნაწარმოები ისეთი სიტყვები, რომელთა სემანტიკური ინ-ტერპრეტაცია მოცემულ ენაში შესაძლებელია. ასევე ანტონიმებად უნდა განვი-ხილოთ რაიმეს მქონეობის ან უქონლობის აღმნიშვნელ სიტყვათა წყვილები, რა-დგან ოპოზიციის უარყოფითი წევრი ინტერპრეტაციას ექვემდებარება, მაგ.: klar- unklar, deutlich-undeutlich, natürlich-unnatürlich, sicher- unsicher usw. წინააღმდეგ შემთხვევაში ანტონიმებად შეგვეძლო ჩაგვეთვალა ყოველგვარი სა-პირისპირო მნიშვნელობის ორი სიტყვა : და-ძმა, დედ-მამა. ანტონიმები უნდა წა-რმოადგენდნენ რაღაც თვისების გრადაციის ორ სხვადასხვა საფეხურს, ამიტომ შემთხვევითი არაა ის გარემოება, რომ ყველაზე მეტი ანტონიმები ზედსართავ სა-ხელებსა და ზმნიზედებს აქვთ: heiß-kalt, gut-schlecht, schwarz-weiß, dunkel-hell, mehr-weniger, länger-kürzer. ტერმინოლოგია. მეცნიერების, ტექნიკის და დიპლომატიის წარმოშობა-განვითა-რებამ განაპირობა გარკვეული სიტყვების წარმოქმნა, ესაა ტერმინები. ტერმინი ცალსახად და ზუსტად უნდა გამოხატავდეს ცნებას, ამიტომ ტერმინის დონეზე პოლისემია დაუშვებელია. ტერმინი სიტყვის მნიშვნელობიდან ვითარდება. სი-ტყვის მნიშვნელობის განვითარება გარკვეულ საზღვარს აღწევს ტერმინში, რო-მლის იქითაც მოცემული სიტყვის ვარირება არ შეიძლება, ამიტომ ეწოდება მას ტერმინი (საზღვარი). ამრიგად, ერთი და იგივე სიტყვა ენაში შეიძლება იყოს ტე-რმინიც და ბუნებრივი ენის სიტყვა, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის. ამ უხე-რხულობის თავიდან ასაცილებლად ხშირად მიმართავენ ლათინურ და ბერძნულ სიტყვებს, აძლევენ რა მათ ტერმინების მნიშვნელობას. მაგ. სიტყვა ”დისტრიბუ-ცია” ნიშნავს განაწილებას, როგორც ტერმინი ეს სიტყვა აღინიშნა ლათინური სი-ტყვით, რამაც შესაძლებელი გახადა ორი სიტყვის ერთმანეთისაგან განსხვავება, ასე მაგ. ფრაზაში ”სტუდენტების განაწილება” არ იგულისხმება ”სტუდენტების დისტრიბუცია”. ტერმინების შესაქმნელად გამოიყენება ბერძნულ-ლათინური წარმოშობის სიტყვები მეცნიერებასა და ტექნიკაში. ლათინური და ბერძნული სიტყვების საფუძველზე ნაწარმოები ტერმინები ინტერნაციონალურია და ამდე-ნად საყოველთაოდ გასაგები. ყველა ენა რომ საკუთარ ლექსიკურ ფონდზე დაყ-რდნობით აწარმოებდეს ტერმინებს, მაშინ ძნელი იქნებოდა ზღვარის გავლება ტერმინებსა და სიტყვებს შორის და

ტერმინოლოგია დაკარგავდა ინტერნაციო-ნალურ ხასიათს. თემა 9. სემანტიკა. სიტყვის მნიშვნელობის ელემენტები. დენოტაცია. კონოტაცია. მეტაფორა. მეტონიმია. სინექდოქა. ევფემიზმი და ტაბუ.ენობრივი ნიშანი მიმართებას ამყარებს რეფერენტთან და ამ მიმართებას იკვლევს ენათმეცნიერების ცალკე დარგი-სემანტიკა. მაგრამ ენობრივი ნიშანი მიმართებას ამყარებს მის მომხმარებელ სუბიექტთანაც, რომელიც მეტყველების პროცესში იყენებს ენობრივ ნიშნებს ინფორმაციის გადაცემისა და მიღების მიზნით. ენობრი-ვი ნიშნის მიმართებას სუბიექტთან იკვლევს პრაგმატიკა. ენის კვლევა პრაგმა-ტულ ასპექტში შესაძლებელია ენობრივი იერარქიის ყველა დონეზე, მაგრამ ყვე-ლაზე საინტერესო ამ თვალსაზრისით სემანტიკის დონეა.

სიტყვებს ენაში გააჩნიათ როგორც დენოტაციური, ასევე კონოტაციური მნიშვნე-ლობა. დენოტაციური მნიშვნელობა ეს არის საგნობრივი, პირდაპირი მნიშვნელო-ბა, ანუ ეს ის მნიშვნელობაა, რომელზედაც სიტყვა მიუთითებს გარე სამყაროში არსებულ საგანსა ან მოვლენაზე. მაგრამ სიტყვას შეიძლება ჰქონდეს კონოტაციუ-რი, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა, ანუ დამატებითი მნიშვნელობა, ენობრივი ერთეულის ემოციური, შეფასებითი ან სტილისტური შეფერილობა. ეს არის ნები-სმიერი კომპონენტი, რომელიც ავსებს საგნობრივ-ცნებით (დენოტაციურ) მნიშვ-ნელობას და ანიჭებს მას ექსპრესიულ ფუნქციას.მეტაფორა სიტყვის მნიშვნელობის გადატანას ნიშნავს. მნიშვნელობის გადატანა ხდება რეფერენტების მსგავსების მიხედვით. მეტაფორიზაციის შემთხვევაში იც-ვლება არა მარტო რეფერენტი, არამედ სათანადო ცნებაც, რადგანაც ამ უკანასკ-ნელს აკლდება რომელიმე სემანტიკური კომპონენტი ან კომპონენტები, მაგ.: სიტ-ყვა die Schlange - პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ”გველს”, გადატანითი მნი-შვნელობით ნიშნავს ”ადამიანთა რიგს”. ასევე მეტაფორებს წარმოადგენენ შემდე-გი სიტყვათშეთანხმებები: hartes Wort, bitterer Blick, seidene Stimme, weiche Worte. რა თქმა უნდა პირველი მნიშვნელობა არის ძირითადი, მეორე გადატანითი, ამი-ტომ რეფერენტის ცვლა მეტაფორიზაციის დროს გარკვეულ ცვლილებას იწვევს თვითონ ცნებაში სემანტიკურ კომპონენტთა შემადგენლობის თვალსაზრისით. მეტონიმიაც ასევე მნიშვნელობის გადატანაა, მაგრამ არა მსგავსების, არამედ მო-საზღვრეობის წესის მიხედვით, მაგ. Auditorium - შენობასაც აღნიშნავს და მსმე-ნელთა კრებულსაც. მეტონიმიის შემთხვევაში იცვლება როგორც რეფერენტი, ისე სათანადო ცნებაც, მაგ. Die Schwelle (Haus), vier Wände (Wohnung). სინექდოქა მნიშვნელობის ისეთი გადატანაა, როდესაც ნაწილი მთელით აღინიშ-ნება ან პირიქით, მთელით ნაწილი იგულისხმება. ამიტომ რომაელები პირველ შე-მთხვევას უწოდებენ pars pro toto (ნაწილი მთელის ნაცვლად),მაგ.: Mein Fuß wird deine Schwelle nie betreten (mein Fuß-ich), ან totum pro parte (მთელი ნაწილის ნაცვ-ლად): Die ganze Welt klatschte Beifall. Die ganze Stadt machte einen Spaziergang. ევფემიზმი და ტაბუ. ენობრივ კოლექტივში ყოველთვის გვაქვს გარკვეული სტე-რეოტიპები, რომელთა მიხედვითაც მნიშვნელობათა ერთი წყება დადებითად ფა-სდება, ხოლო მეორე უარყოფითად. მნიშვნელობების უარყოფითად შეფასება ხდება სწორედ საფუძველი ტაბუსა და ევფემიზმების არსებობისა ენაში.ის სიტყ-ვები, რომლებიც ენაში უარყოფითად ფასდება, სხვა უფრო ”კეთილშობილი” სი-ტყვებით იცვლება, ანდა ასეთი სიტყვების ხმარება საერთოდ იკრძალება. პირველ მოვლენას

ეწოდება ევფემია (ზრდილობიანად, ლამაზად ლაპარაკი), ხოლო მეო-რეს - ტაბუ (აკრძალული), მაგ. სიტყვა ”სიკვდილი” შეცვლილია სიტყვებით: entschlummern, der ewige Schlaf, die ewige Ruhe, den Geist aufgeben usw.Gott – der Allwissende, der Allmächtige, himmlischer RichterTeufel – Schwarzer, Henker, böser Feind, lügen- phantasieren, dichten, spinnen;Toilette- Kabinett, ein gewisser Ort, Nummer Null, Befreiungsstelleschwanger sein – in guter Hoffnung sein, in anderen Umständen seinerschießen – den Fall erledigen, Schluß machen.

თემა 10. ფრაზეოლოგია და იდიომები. ფრაზები, როგორც წესი, სინტაქსში განიხილება, მაგრამ გვაქვს ისეთი ფრაზები, რომლებიც ცალკეულ სიტყვებს ემთხვევა, ე. ი. ადგილი აქვს ფრაზის ლექსიკალი-ზაციას, რის შედეგადაც ფრაზა ლექსიკურ ერთეულს უტოლდება, ასე მაგ. ფრაზის das weiße Gold - მნიშვნელობაა ”ბამბა”, das schwarze Gold ნიშნავს ”ნავთობს”. ფრაზეოლოგიზმები სამი სახისაა: 1)ფრაზეოლოგიური შენაზარდი- Zusammenbil-dungen : durch die Lappen gehen (entwischen)- გაპარვა, an j-m, etw. einen Narren gefressen haben ( j-n sehr gern haben)- ჭკუას ვკარგავ ვინმეზე ან რაიმეზე. აქ ზოგა-დი მნიშვნელობა არამოტივირებულია, 2) ფრაზეოლოგიური შენაერთი- phraseo-logische Einheit : große Augen machen (staunen), auf die Beine kommen (genesen) -აქ ზოგადი მნიშვნელობა მოტივირებულია, 3) ფრაზეოლოგიური კონსტრუქცია- phraseologische Verbindungen: Verwendung finden- verwenden, zum Ausdruck bringen-ausdrücken, გამოირჩევა ნაწილობრივი გადააზრებით და სრული მოტივა-ციით. აქ მხოლოდ ზმნა გამოიყენება მეტაფორულად, მაშინ როცა ნომინალური ნაწილი ჩვეულებრივ ინარჩუნებს თავის საგნობრივ მნიშვნელობას. სინქრონული თვალსაზრისით ფრაზეოლოგიური შენაზარდის მოტივაცია უცნობია. ასეთი შე-ნაზარდი თავისი მნიშვნელობით სიტყვის ექვივალენტურია, მაგრამ ეს მნიშვნე-ლობა დაკავშირებული არ არის ფრაზეოლოგიზმის შემადგენელ კომპონენტებთან და მათგან არ გამოიყვანება. ფრაზეოლოგიური შენაერთის მნიშვნელობა არ უდრის თვითონ ფრაზეოლოგიზმის შემადგენელი კომპონენტების მნიშვნელობა-თა ჯამს, მაგრამ ეს მნიშვნელობა მოტივირებულია, განსხვავებით ფრაზეოლოგი-ური შენაზარდებისაგან. ფრაზეოლოგიური კონსტრუქციები თავისებური კლიშე-ებია ენაში. ამ ტიპის ფრაზეოლოგიზმებში მნიშვნელობა ყოველთვის დაიყვანება ფრაზის შემადგენელი კომპონენტების მნიშვნელობაზე, მაგრამ რადგან ასეთი გა-მოთქმები კლიშეებად არის ქცეული, ამიტომაც ისინიც ფრაზეოლოგიზმებად უნდა მივიჩნიოთ. თავისებურ გამოთქმებს ეწოდება იდიომები: den Rubikon über-schreiten (რუბიკონის გადალახვა), ანუ დიდი ფიქრის შემდეგ რაიმე დადებითი გადაწყვეტილების მიღება. იდიომების ერთობლიობას ეწოდება იდიომატიკა. იდიომას სპეციალური მნიშვნელობა აქვს, რომლის გამოცნობა თვითონ იდიომა-ში შემავალი სიტყვების მიხედვით შეუძლებელია, ასეთებია:Den Augiasstall reinigen (etwas in Ordnung bringen)-ავგიას თავლის გაწმენდა(წესრი-გის დამყარება რაიმეში)Sisyphusarbeit(sinnlose, vergebliche Anstrengung)- სიზიფეს შრომა (უმიზნო შრომა)

Den gordischen Knoten durchhauen (eine Schwierigkeit einfach lösen)-გორდის კვან-ძის გახსნა (რაიმე სირთულის მარტივად გადაწყვეტა). იდიომების წყარო ხშირად ლიტერატურული ნაწარმოებებია. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანისნავია ბიბ-ლია, ასეთი ბიბლეიზმებია:Sündenbock - განტევების ვაციPerlen vor die Säue werfen - ღორებისათვის მარგალიტების დაყრა (ვინმესთვის ისე-თი რაიმის გაკეთება, რომლის ღირსიც არ არის)seine Hände in Unschuld waschen - ხელების დაბანა (პასუხისმგებლობის მოხსნა).