ძუნწი და ოქრო1

Post on 19-Jun-2015

421 Views

Category:

Education

2 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

ძუნწი და ოქრო

(სულხან-საბა ორბელიანის იგავი)

ერთმა კაცმა დიდძალი ოქრო მიწაში ჩაფლა. ყოველდღე მიდიოდა და იმ ადგილს ნახულობდა.

შეამჩნია სხვა კაცმა და თქვა: უნდა მივიდე, გავთხარო ადგილი, რომელსაც ის კაცი ხშირად ნახულობს, და ვნახო, იქ რა ძევსო. მივიდა ღამით, ამოთხარა ოქრო, წაიღო და მის წილ ლოდი ჩამარხა.

მოუნდა კაცს ნახვა თავისი ოქროსი. მოთხარა, ნახა-ოქროს ნაცვლად ლოდი იყო. დაიწყო ტირილი და ვაება.

მივიდა კაცი იგი მომპარავი და ჰკითხა:-რადა სტირიო? მან შესჩივლა:-ოქრო დავმალე, დახარჯვა არა მენება, მოუპარავთ და მის წილ ლოდი ჩაუფლავთო.მაშინ კაცმა უთხრა:-ვაი შენ! რად სტირი? მაგ მიწაში თუნდაც ოქრო იდოს, თუნდაც ქვა, თუკი არ დახარჯავდიო!

მორალი: არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია

პრეზენტაციაზე მუშაობდნენ:

ანა ალავიძე,მარი ხითარიშვილი,

თამარ პაპიაშვილი,ლარისა ხითარიშვილი,

გურამ ლომიძე და ქეთევან იაკობაძე.

2014 წელი

გმადლობთ ყურადღებისთვის!

top related