ძუნწი და ოქრო1

8
ძძძძძ ძძ ძძძძ (სსსსსს-სსსს სსსსსსსსსს სსსსს)

Upload: mziaegiashvili

Post on 19-Jun-2015

421 views

Category:

Education


2 download

TRANSCRIPT

Page 1: ძუნწი და ოქრო1

ძუნწი და ოქრო

(სულხან-საბა ორბელიანის იგავი)

Page 2: ძუნწი და ოქრო1

ერთმა კაცმა დიდძალი ოქრო მიწაში ჩაფლა. ყოველდღე მიდიოდა და იმ ადგილს ნახულობდა.

Page 3: ძუნწი და ოქრო1

შეამჩნია სხვა კაცმა და თქვა: უნდა მივიდე, გავთხარო ადგილი, რომელსაც ის კაცი ხშირად ნახულობს, და ვნახო, იქ რა ძევსო. მივიდა ღამით, ამოთხარა ოქრო, წაიღო და მის წილ ლოდი ჩამარხა.

Page 4: ძუნწი და ოქრო1

მოუნდა კაცს ნახვა თავისი ოქროსი. მოთხარა, ნახა-ოქროს ნაცვლად ლოდი იყო. დაიწყო ტირილი და ვაება.

Page 5: ძუნწი და ოქრო1

მივიდა კაცი იგი მომპარავი და ჰკითხა:-რადა სტირიო? მან შესჩივლა:-ოქრო დავმალე, დახარჯვა არა მენება, მოუპარავთ და მის წილ ლოდი ჩაუფლავთო.მაშინ კაცმა უთხრა:-ვაი შენ! რად სტირი? მაგ მიწაში თუნდაც ოქრო იდოს, თუნდაც ქვა, თუკი არ დახარჯავდიო!

Page 6: ძუნწი და ოქრო1

მორალი: არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია

Page 7: ძუნწი და ოქრო1

პრეზენტაციაზე მუშაობდნენ:

ანა ალავიძე,მარი ხითარიშვილი,

თამარ პაპიაშვილი,ლარისა ხითარიშვილი,

გურამ ლომიძე და ქეთევან იაკობაძე.

2014 წელი

Page 8: ძუნწი და ოქრო1

გმადლობთ ყურადღებისთვის!