2016-2017-iaasb-handbook-volume-1 unlocked geo...სარჩევი ნაწილი i xarisxis...

1600

Upload: others

Post on 24-Aug-2020

10 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია® იგივე IFAC® ხელს უწყობს IAASB-ს ორგანიზაციული სტრუქტურისა და იმ პროცესების განხორციელების მხარდაჭერას, რომელსაც ეფუძნება IAASB-ს საქმიანობა. IAASB და IFAC პასუხს არ აგებენ იმ ზარალზე, რომელიც განიცადა პირმა, წინამდება-რე გამოცემაში გამოყენებული მასალის საფუძველზე მოქმედების ან თავის შეკავების შედეგად, მიუხედავად იმისა, რითი იყო გამოწვეული ეს ზარალი, დაუდევრობით თუ სხვა მიზეზით. International Standards on Auditing (აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს), International Standards on Assurance Engagements (მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტანდარტებს), International Standards on Review Engagements (მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტებს), International Standards on Related Services (აუდიტთან დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებს), International Standards on Quality Control (ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებს), International Auditing Practice Notes (აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის შენიშვნებს), განსახილველ პროექტებს, საკონსულტაციო დოკუმენტებსა და IAASB-ს სხვა პუბლიკაციებს გამოსცემს IFAC და საავტორო უფლებაც IFAC-ს ეკუთვნის.

    საავტორო უფლება © 2016 წლის დეკემბერი, ეკუთვნის IFAC-ს. ყველა უფლება დაცულია. პირადი ან არაკომერციული სარგებლობისთვის (ე.ი. პროფესიული ან კვლევის მიზნებისთვის) შესაძლებელია ამ სახელმძღვანელოს ორიგინალური ვერსიის უფასოდ გადმოწერა, ან ყიდვა International Auditing and Assurance Standards Board® (IAASB®) ვებგვერდის მეშვეობით: www.iaasb.org. ამ დოკუმენტის თარგმნის, გამრავლების, შენახვის, გადაცემის ან სხვა ანალოგიური წესით გამოყენებისთვის აუცილებელია IFAC-ის წერილობითი ნებართვა.

    The ‘International Auditing and Assurance Standards Board’, ‘International Standards on Auditing’, ‘International Standards on Assurance Engagements’, ‘International Standards on Review Engagements’, ‘International Standards on Related Services’, ‘International Standards on Quality Control’, ‘International Auditing Practice Notes’, ‘IAASB’, ‘ISA’, ‘ISAE’, ‘ISRE’, ‘ISRS’, ‘ISQC’, ‘IAPN’ და ლოგო IAASB IFAC-ის სავაჭრო ნიშნებია, ან IFAC-ის რეგისტრირებული სავაჭრო და მომსახურების ნიშნებია აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.

    საავტორო უფლების, სავაჭრო ნიშნებისა და ნებართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ permissions ან დაგვიკავშირდეთ [email protected].

    529 Fifth Avenue, New York, NY 10017 T +1 (212) 286-9344 F +1 (212) 286-9570

    www.iaasb.org

    ISBN: 978-1-60815-318-3

  • წინამდებარე ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი, 2016-2017 წლის გამოცემა, რომელიც მოამზადა International Auditing and Assurance Standards Board (IAASB) და 2016 წლის დეკემბერში ინგლისურ ენაზე გამოსცა International Federation of Accountants (IFAC), ქართულ ენაზე თარგმნა საქართველოს პროფესიონალ ბუღალ-ტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ (ბაფ) 2017 წლის ოქტომბერში და გამოიცემა IFAC-ის ნებართვით. ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარის 2016-2017 წლების გამოცემის თარგმნის პროცედურული პროცესი განიხილა IFAC-მა და თარგმანი შესრულდა „დადგენილება პოლიტიკის შესახებ - IFAC-ის მიერ გამოცემული სტანდარტების თარგმნისა და გამრავლების პოლიტიკა“ - შესაბამისად. ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარის 2016-2017 წლის გამოცემის დამტკიცებულ ტექსტად მიიჩნევა IFAC-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოცემული ტექსტი.

    ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი, 2016-2017 წლების გამოცემა, ინგლისურენოვანი ტექსტი © 2016 წ. International Federation of Accountants (IFAC). ყველა უფლება დაცულია.

    ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი, 2016-2017 წლების გამოცემა, ქართულენოვანი ტექსტი © 2017 წ. International Federation of Accountants (IFAC). ყველა უფლება დაცულია.

    ორიგინალური ვერსიის სახელწოდება: Handbook of International Quality Control, Auditing, Review, Other Assurance, and Related Services Pronouncements, 2016-2017 Edition, ISBN: 978-1-60815-318-3

  • სავაჭრო ნიშნები, რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები და მომსახურების ნიშნები

    International Auditing and Assurance Standards Board®

    IAASB®

    International Standards on Auditing® International

    Standards on Assurance EngagementsTM International

    Standards on Review EngagementsTM International

    Standards on Related ServicesTM International

    Standards on Quality ControlTM International Auditing

    Practice NotesTM

    ISA®

    ISAETM

    ISRETM

    ISRSTM

    ISRSTM

    ISQCTM

    IAPNTM

  • INTERNATIONAL AUDITING AND ASSURANCE STANDARDS BOARD®

    saqarTvelos profesional buRalterTa

    da auditorTa federacia

    xarisxis kontrolis, auditis,

    mimoxilvis, sxva marwmunebeli

    da dakavSirebuli

    momsaxurebis saerTaSoriso

    dokumentebis cnobari

    2016-2017 wlებis gamocema

    I tomi

    თბილისი 2017

  • მთავარი მთარგმნელი და რედაქტორი: babi alaverdaSvili

    მთარგმნელები: ნინო ლაღიძე, მარინა რევაზიშვილი, ნიკოლოზ ნებიერიძე

    ექსპერტები: თეიმურაზ ფარცხალაძე (საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია)

    დავით სხილაძე (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური)

    ზურაბ მამუკელაშვილი („ქეი-ფი-ემ-ჯი“)

    ნინო ქადაგიშვილი („ფრაისუოთერჰაუსკუპერსსაქართველო“)

    თამარ ნაცვლიშვილი („დელოიტ ენდ ტუში“)

    გიორგი ხმალაძე (საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოება)

    ვანო ჟუჟუნაშვილი („ბიდიო საქართველო“)

    მიხეილ აბაიაძე („მორისონ ჯორჯია“)

  • სარჩევი ნაწილი I

    xarisxis kontrolis, auditis,

    mimoxilvis, sxva marwmunebeli da

    dakavSirebuli momsaxurebis

    saerTaSoriso dokumentebis cnobari

    ნაწილი I

    sarCevi

    გვერდი

    ცნობარის 2015 წლის გამოცემაში შესული ცვლილებები და უახლესი გამოცემები ......................................................................... 1-6

    ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის როლი ............................. 7-8

    აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული დოკუმენტების სტრუქტურა .......................................................................................... 9

    ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების წინასიტყვაობა ............................... 10-16

    ტერმინების გლოსარი .................................................................... 17-63

    xarisxis kontrolis saerTaSoriso standartebi

    ხკსს 1 - ხარისხის კონტროლი ფირმებისთვის, რომლებიც ასრულებენ ფინანსური ანგარიშგების აუდიტსა და მიმოხილვას და სხვა სახის მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების გარიგებებს ....... 64-115

    gasuli periodebis finansuri informaciis auditi

    200-299 zogadi principebi da pasuxismgeblobebi

    ასს 200 - დამოუკიდებელი აუდიტორის საერთო მიზნები და აუდიტის ჩატარება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ... 116-160

    ასს 210 - აუდიტორული გარიგების პირობებზე შეთანხმება ............ 161-194

    ასს 220 - ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხარისხის კონტროლი ................................................................................................. 195-220

    ასს 230 - აუდიტის დოკუმენტაცია ........................................................ 221-240

    ასს 240 - აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტში თაღლითობასთან დაკავშირებით ....................................... 241-308

  • სარჩევი ნაწილი I

    ასს 250 - კანონმდებლობის გათვალისწინება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროს ............................................................... 309-329

    ასს 260 (გადასინჯული) - მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირების ინფორმირება ............................................................................................. 330-372

    ასს 265 - მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირებისა და ხელმძღვანელობის ინფორმირება შიდა კონტროლის ნაკლოვანებების შესახებ .................................................. 373-389

    300-499 riskis Sefaseba da Sefasebul

    riskebze reagireba

    ასს 300 - ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვა .................... 390-409

    ასს 315 (გადასინჯული) - არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენა და შეფასება სამეურნეო სუბიექტისა და მისი გარემოს შესწავლის გზით ....................................................................... 410-496

    ასს 320 - არსებითობა აუდიტის დაგეგმვისა და ჩატარების დროს .. 497-510

    ასს 330 - აუდიტორის პროცედურები შეფასებულ რისკებზე რეაგირებისათვის ................................................................... 511-545

    ასს 402 - აუდიტორული მოსაზრებები სამეურნეო სუბიექტის მიერ მომსახურე ორგანიზაციის გამოყენებაზე ................................... 546-581

    ასს 450 - აუდიტის პროცესში გამოვლენილი უზუსტობების შეფასება ...................................................................................................... 582-600

    500-599 auditoruli mtkicebuleba

    ასს 500 - აუდიტორული მტკიცებულება .............................................. 601-627

    ასს 501 - აუდიტორული მტკიცებულება - სპეციფიკური საკითხების გათვალისწინება შერჩეული მუხლებისათვის .................................... 628-642

    ასს 505 - გარეშე მხარეების დადასტურება ........................................... 643-659

    ასს 510 - პირველი აუდიტორული გარიგება – საწყისი ნაშთები ..... 660-679

    ასს 520 - ანალიზური პროცედურები .................................................... 680-692

    ასს 530 - აუდიტორული შერჩევა ........................................................... 693-717

    ასს 540 - სააღრიცხვო შეფასებების, მათ შორის რეალური ღირებულების სააღრიცხვო შეფასებებისა და შესაბამისი განმარტებითი შენიშვნების აუდიტი ....................................................................................................... 718-783

    ასს 550 - დაკავშირებული მხარეები ...................................................... 784-824

  • სარჩევი ნაწილი I

    ასს 560 - შემდგომი მოვლენები .............................................................. 825-842

    ასს 570 (გადასინჯული) - ფუნქციონირებადი საწარმო ..................... 843-884

    ასს 580 - ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილი ოფიციალური ინფორმაცია ................................................................................................ 885-906

    600-699 sxvebis mier Sesrulebuli samuSaos gamoyeneba

    ასს 600 - სპეციფიკური საკითხები – ჯგუფის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (კომპონენტის აუდიტორების სამუშაოს ჩათვლით) .......... 907-975

    ასს 610 (გადასინჯული 2013 წელს) - შიდა აუდიტორების სამუშაოს გამოყენება ............................................................................... 976-1008

    ასს 620 - აუდიტორის ექსპერტის სამუშაოს გამოყენება ................. 1009-1037

    700-799 auditoruli daskvnebi da daskvnis Sedgena

    ასს 700 (გადასინჯული) - მოსაზრების ჩამოყალიბება და დასკვნის წარდგენა ფინანსური ანგარიშგების შესახებ .................................... 1038-1115

    ასს 701 - აუდიტის ძირითადი საკითხების შესახებ ინფორმირება დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაში ........................................ 1116-1152

    ასს 705 (გადასინჯული) - მოსაზრების მოდიფიცირება დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაში ........................................ 1153-1194

    ასს 706 (გადასინჯული) - მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცი და სხვა გარემოებათა ამსახველი აბზაცები დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაში ........................................ 1195-1218

    ასს 710 - შესადარისი ინფორმაცია - შესაბამისი ციფრები და შესადარისი ფინანსური ანგარიშგება ........................................................................ 1219-1245

    ასს 720 (გადასინჯული) - აუდიტორის პასუხისმგებლობა სხვა ინფორმაციასთან მიმართებით ............................................................ 1246-1311

    800-899 specializebuli sferoebi

    ასს 800 (გადასინჯული) - სპეციფიკური საკითხები - სპეციალური დანიშნულების საფუძვლების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ........................ 1312-1344

    ასს 805 (გადასინჯული) - სპეციფიკური საკითხები - ერთი ფინანსური ანგარიშგებისა და ფინანსური ანგარიშგების კონკრეტული ელემენტების, ანგარიშების ან მუხლების აუდიტი ......................... 1345-1385

    ასს 810 (გადასინჯული) - გარიგებები დასკვნის შედგენაზე კრებსითი ფინანსური ანგარიშგების შესახებ ................................... 1386-1424

  • სარჩევი ნაწილი I

    auditis saerTaSoriso praqtikis SeniSvnebi

    ასპშ 1000 - ფინანსური ინსტრუმენტების აუდიტის თავისებურებები ................................................................................... 1425-1534

    axali da gadasinjuli standartebi, romlebic

    jer ar aris ZalaSi Sesuli

    ასს 250 (გადასინჯული) - კანონმდებლობის გათვალისწინება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროს ...................................... 1535-1588

  • 1 ცვლილებები

    cnobaris 2015 wlis gamocemaSi Sesulicvlilebebi da uaxlesi gamocemebi

    წყაროები

    წინამდებარე ცნობარი შეიცავს მინიშნებებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებსა (ბასს) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს სტანდარტები). თუ სხვა რამ არ არის სპეციალურად მითითებული, ბასს-ებსა და ფასს სტანდარტებზე მი-ნიშნებებში იგულისხმება ის ბასს-ები და ფასს სტანდარტები, რომლებიც მოქმედებდა კონკრეტული ოფიციალური დოკუმენტის მომზადების დროს. შესაბამისად, მკითხველებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ თუ ამის შემდეგ გამოსულია გადასინჯული ბასს ან ფასს სტანდარტები, უნდა მიმართონ ბასს-ებისა ან ფასს სტანდარტების ბოლო ვერსიას.

    წინამდებარე ცნობარში, სადაც ნახსენებია „ქვეყანა“, უნდა ვიგულისხმოთ „ქვეყანა“ ან „იურისდიქცია“.

    აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული დოკუმენტები

    წინამდებარე ცნობარში შესულია აუდიტისა და მარწმუნებელი მომსა-ხურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ ხარისხის კონ-ტროლთან, აუდიტთან, მიმოხილვასთან, სხვა მარწმუნებელ და დაკავ-შირებულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოცემული ოფიციალური დოკუმენტების სრული კომპლექტი, ასევე არაოფიციალური (არასავალ-დებულო) დოკუმენტები „აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის შენიშვ-ნები“ (ასპშ). გარდა ამისა, ცნობარი შეიცავს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული დოკუმენტების წინასიტყვაობას, ტერმინების გლოსარსა და სხვა არა-ოფიციალურ მასალას. წინამდებარე ცნობარმა ჩაანაცვლა ამ ცნობარის 2015 წლის გამოცემა.

    დამატებები და ცვლილებები

    ცნობარის I ნაწილი

    აუდიტორის დასკვნის შედგენა

    ქვემოთ ჩამოთვლილია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები, რომ-ლებიც ცნობარს დაემატა არსებული ასს-ების შეცვლის მიზნით, ან წარ-მოადგენს ახალ სტანდარტებს, რომლებიც გამოცემულია „აუდიტორის დასკვნის შედგენა“ პროექტის ფარგლებში:

    სარჩევში დაბრუნება

  • ცნობარის 2015 წლის გამოცემაში შესული ცვლილებები და უახლესი გამოცემები

    ცვლილებები 2

    ასს 260 (გადასინჯული) - „მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პი-რების ინფორმირება“;

    ასს 570 (გადასინჯული) – „ფუნქციონირებადი საწარმო“;

    ასს 700 (გადასინჯული) - „მოსაზრების ჩამოყალიბება და დასკვნის წარდგენა ფინანსური ანგარიშგების შესახებ“;

    ასს 701 - „აუდიტის ძირითადი საკითხების შესახებ ინფორმირება დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაში“;

    ასს 705 (გადასინჯული) - „მოსაზრების მოდიფიცირება დამოუკი-დებელი აუდიტორის დასკვნაში“;

    ასს 706 (გადასინჯული) - „მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცი და სხვა გარემოებათა ამსახველი აბზაცები დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაში“.

    ეს სტანდარტები ცნობარის 2015 წლის გამოცემაში წარმოდგენილი იყო 806-1022 გვერდებზე, რომლებიც მოიცავდა ზემოაღნიშნული პროექტით განპირობებულ შესაბამის ცვლილებებს და ასევე სხვა ცვლილებებსაც, საჭიროებისამებრ.

    გარდა ამისა, შემდეგი სტანდარტები გადაისინჯა და მცირე ცვლილებები შევიდა - „აუდიტორის დასკვნის შედგენა“ - პროექტის ფარგლებში გამოცემული ახალი და გადასინჯული სტანდარტების შესაბამისად.

    ასს 800 (გადასინჯული) - „სპეციფიკური საკითხები - სპეციალური დანიშნულების საფუძვლების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი“;

    ასს 805 (გადასინჯული) - „სპეციფიკური საკითხები - ერთი ფინან-სური ანგარიშგებისა და ფინანსური ანგარიშგების კონკრეტული ელემენტების, ანგარიშების ან მუხლების აუდიტი“;

    ასს 810 (გადასინჯული) - „გარიგებები დასკვნის შედგენაზე კრებ-სითი ფინანსური ანგარიშგების შესახებ“.

    „აუდიტორის დასკვნის შედგენა“ - პროექტის შედეგად სხვა ასს-ებში შეტანილი ცვლილებები მოიცავს:

    სხვა ასს-ებში შესულ შესაბამის ცვლილებებს, რომლებიც მოცემუ-ლია 2015 წლის გამოცემის ცნობარის 1 ნაწილის 1023-1088 გვერ-დებზე; და

    ცვლილებებს, რომლებიც შეტანილია ყველა სათანადო ასს-ში, ახალ და გადასინჯულ სტანდარტებზე მინიშნებების გასაახლებლად.

  • ცნობარის 2015 წლის გამოცემაში შესული ცვლილებები და უახლესი გამოცემები

    3 ცვლილებები

    აუდიტორის დასკვნის შედგენასთან დაკავშირებული ახალი და გადა-სინჯული სტანდარტები (მათ შორის, ასს 800, ასს 805 და ასს 810) ძალაში შედის იმ პერიოდების ფინანსური ანგარიშგების აუდიტისთვის, რომელიც მთავრდება 2016 წლის 15 დეკემბერს ან მის შემდეგ.

    ასს 720 (გადასინჯული)

    ასს 720 - „აუდიტორის პასუხისმგებლობა აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების შემცველ დოკუმენტებში წარმოდგენილ სხვა ინფორ-მაციასთან დაკავშირებით“, რომელიც შეტანილი იყო ცნობარის 2015 წლის გამოცემის I ნაწილში, ჩაანაცვლა ასს 720-მა (გადასინჯული) - „აუდი-ტორის პასუხისმგებლობა სხვა ინფორმაციასთან მიმართებით“ .

    ასს 720-ში (გადასინჯული) გამოცემის შედეგად ცვლილებები შევიდა სხვა ასს-ებშიც, ასს 720-ით (გადასინჯული) განპირობებული შესაბამისი ცვლი-ლებების (რომლებიც ცნობარის 2015 წლის გამოცემის I ნაწილში მოცე-მული იყო 1023-1088 გვერდებზე) ასახვისა და ამ გადასინჯულ სტან-დარტზე მინიშნებების განახლების მიზნით, საჭიროებისამებრ.

    ასს 720-ში (გადასინჯული) ძალაში შედის იმ პერიოდების ფინანსური ანგარიშგების აუდიტისთვის, რომელიც მთავრდება 2016 წლის 15 დეკემბერს ან მის შემდეგ.

    ფინანსურ ანგარიშგებაში გასამჟღავნებელი ახსნა-განმარტებების განხილვა ფინანსური ანგარიშგების აუდიტში

    ქვემოთ ჩამოთვლილ ასს-ებში ცვლილებები შევიდა - „ფინანსურ ანგარიშ-გებაში გასამჟღავნებელი ახსნა-განმარტებების განხილვა ფინანსური ანგა-რიშგების აუდიტში“ - პროექტის შედეგად:

    ასს 200 - „დამოუკიდებელი აუდიტორის საერთო მიზნები და აუდიტის ჩატარება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესა-ბამისად“;

    ასს 210 - „აუდიტორული გარიგების პირობებზე შეთანხმება“;

    ასს 240 - „აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტში“;

    ასს 260 (გადასინჯული) - „მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირების ინფორმირება“;

    ასს 300 - „ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვა“;

    ასს 315 (გადასინჯული) - „არსებითი უზუსტობის რისკების გამოვ-ლენა და შეფასება სამეურნეო სუბიექტისა და მისი გარემოს შესწავლის გზით “;

  • ცნობარის 2015 წლის გამოცემაში შესული ცვლილებები და უახლესი გამოცემები

    ცვლილებები 4

    ასს 320 - „არსებითობა აუდიტის დაგეგმვისა და ჩატარების დროს “;

    ასს 330 - „აუდიტორის პროცედურები შეფასებულ რისკებზე რეაგირებისათვის“;

    ასს 450 - „აუდიტის პროცესში გამოვლენილი უზუსტობების შეფასება“;

    ასს 700 (გადასინჯული) - „მოსაზრების ჩამოყალიბება და დასკვნის წარდგენა ფინანსური ანგარიშგების შესახებ “.

    ეს ცვლილებები, სტანდარტების შემუშავებასთან დაკავშირებული სხვა პროექტებით განპირობებულ შესაბამის ცვლილებებთან ერთად, მოცემული იყო ცნობარის 2015 წლის გამოცემის I ნაწილში 1023-1088 გვერდებზე. ამ ცვლილებების გასათვალისწინებლად ყველა შესაბამის ასს-ში შეიცვალა შესაბამისი მინიშნებები.

    ასს-ებში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ ანგარიშგებაში გასამჟღავნებელი ახსნა-განმარტებების აუდიტთან, ძალაში შედის იმ პერიოდების ფინანსური ანგარიშგების აუდიტისთვის, რომელიც მთავრდება 2016 წლის 15 დეკემბერს ან მის შემდეგ.

    კანონმდებლობის გათვალისწინება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროს

    წინამდებარე ცნობარის I ნაწილი მოიცავს ასს 250-ში - „კანონმდებლობის გათვალისწინება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროს“ - კანონმ-დებლობის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვ-ნების გასათვალისწინებლად განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ შეიტანა პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსში (რომლებიც ძალაში შევა 2017 წლის ივლისიდან). აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ მცირე ცვლილებები შეიტანა ასს 250-ში (გადასინჯული) და სხვა საერთაშორისო სტანდარტებში, რომლებიც წარმოდგენილია წინამდებარე ცნობარის I ნაწილში, 1535-1588 გვერდებზე. ზემოაღნიშნული ცვლილებები ეხება კანონმდებლობის დარ-ღვევის ფაქტობრივ და სავარაუდო შემთხვევებს, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენასა და ამგვარ დარღვევებზე აუდი-ტორის რეაგირების მიდგომებს.

    ასს 250 (გადასინჯული) ძალაში შევა იმ პერიოდების ფინანსური ანგარიშგების აუდიტისთვის, რომელიც იწყება 2017 წლის 15 დეკემბერს ან მის შემდეგ და იგივე ძალაში შესვლის თარიღი ექნება სხვა მომსა-ხურებისთვის განკუთვნილ სტანდარტებში შეტანილ ცვლილებებსაც.

  • ცნობარის 2015 წლის გამოცემაში შესული ცვლილებები და უახლესი გამოცემები

    5 ცვლილებები

    ცნობარის II ნაწილი

    ცნობარის II ნაწილში ცვლილებები არ შესულა. კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარ-ტებში შესული ყველა ცვლილება მოცემულია წინამდებარე ცნობარის I ნაწილში (იხ. ზემოთ). ცნობარის III ნაწილი

    ცნობარის III ნაწილშიც არაფერი შეცვლილა.

    ოფიციალური დოკუმენტების გაუქმება

    ქვემოთ ჩამოთვლილი სტანდარტები, რომლებიც შეტანილი იყო ცნობარის 2015 წლის გამოცემაში, გაუქმდა და ჩანაცვლდა გადასინჯული სტანდარტებით, რომლებიც ახლა მოქმედებს.

    ცნობარის I ნაწილი

    ასს 260 - „მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირების ინფო-რმირება“;

    ასს 570 – „ფუნქციონირებადი საწარმო“; ასს 700 - „მოსაზრების ჩამოყალიბება და დასკვნის წარდგენა ფინან-

    ური ანგარიშგების შესახებ“;

    ასს 705 - „მოსაზრების მოდიფიცირება დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაში“;

    ასს 706 - „მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცი და სხვა გარემოებათა ამსახველი აბზაცები დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაში“;

    აუდიტორის დასკვნის შედგენა

    ასს 720 - „აუდიტორის პასუხისმგებლობა აუდიტირებული ფინან-სური ანგარიშგების შემცველ დოკუმენტებში წარმოდგენილ სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით“;

  • ცნობარის 2015 წლის გამოცემაში შესული ცვლილებები და უახლესი გამოცემები

    ცვლილებები 6

    სტანდარტები, რომლებიც ეხება აუდიტირებულ ფინანსურ ანგა-რიშგებას ასს 800 - „სპეციფიკური საკითხები - სპეციალური დანიშნულების

    საფუძვლების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი“;

    ასს 805 - „სპეციფიკური საკითხები - ერთი ფინანსური ანგარიშ-გებისა და ფინანსური ანგარიშგების კონკრეტული ელემენტების, ანგარიშების ან მუხლების აუდიტი“;

    ასს 810 - „გარიგებები დასკვნის შედგენაზე კრებსითი ფინანსური ანგარიშგების შესახებ“.

    ცნობარის II ნაწილი

    ცნობარის II ნაწილში არ გაუქმებული არც ერთი სტანდარტი.

    2016 წლის 15 დეკემბრის შემდეგ გამოცემული საბოლოო ოფიციალური დოკუმენტები და სტანდარტების განსახილველი პროექტები

    2016 წლის 15 დეკემბრის შემდეგ გამოცემული საბოლოო ოფიციალური დოკუმენტების გასაცნობად და განხილვის სტადიაზე მყოფი სტანდარ-ტების პროექტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ვებგვერდს www.iaasb.org

  • 7 ინფორმაცია ბსფ-ის შესახებ

    buRalterTa saerTaSoriso

    federaciis roli

    ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია (ბსფ), ემსახურება რა საზოგადოების ინტერესებს, ხელს უწყობს ძლიერი ორგანიზაციების, ბაზრებისა და ეკონომიკის ფორმირებასა და განვითარებას. ასევე ხელს უწყობს ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობას, შესადარისობასა და საჯარო ანგარიშვალდებულებას; ბუღალტრის პროფესიის განვითარებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას იმის შესახებ, რამ-დენად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბუღალტრები საერთაშორისო ფინანსურ ინფრასტრუქტურაში. ბუღალტერთა საერთაშორისო ფედე-რაციაში, რომელიც ოფიციალურად 1977 წელს დაფუძნდა, ამჟამად გაერ-თიანებულია 175-ზე მეტი წევრი და ასოცირებული წევრი ორგანიზაცია მსოფლიოს 130 ქვეყნიდან და იურისდიქციიდან. ამ ორგანიზაციებში წარ-მოდგენილია დაახლოებით 2,84 მლნ წევრი ბუღალტერი, რომლებიც დაკა-ვებულნი არიან საზოგადოებრივი პრაქტიკით, მოღვაწეობენ განათლების სფეროში, სახელმწიფო სამსახურში, მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორში.

    საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, ბსფ ხელს უწყობს მაღალი ხარისხის აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებას, აღიარებასა და დანერგვას, უპირველეს ყოვლისა, აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს საქმიანობის მხარ-დაჭერით. ბსფ ხსენებულ დამოუკიდებელ სტანდარტების დამდგენ ორგანოს უზრუნველყოფს შრომითი რესურსებით, ეხმარება მართვაში, ინფორმაციის გაცვლის პროცესების ორგანიზებასა და დაფინანსებაში, ასევე საბჭოს წევრების კანდიდატურების შერჩევისა და დანიშვნის პრო-ცესში.

    აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტან-დარტების საბჭო თვითონ განსაზღვრავს საკუთარ დღის წესრიგს და თვითონ ამტკიცებს თავის პუბლიკაციებს, დადგენილი პროცედურული პროცესის შესაბამისად, ბსფ-ის მონაწილეობის გარეშე. ბსფ-ს არ გააჩნია მის დღის წესრიგზე ან პუბლიკაციებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. ბსფ გამოსცემს ცნობარებს, სახელმძღვანელოებს, სტანდარტებსა და სხვა დოკუმენტებს და საავტორო უფლებები ბსფ-ს ეკუთვნის.

    სარჩევში დაბრუნება

  • ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის როლი

    ინფორმაცია ბსფ-ის შესახებ 8

    აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტან-დარტების საბჭოს დამოუკიდებლობა დაცულია რამდენიმე საშუალებით: საზოგადოების ინტერესების საზედამხედველო საბჭო ფორმალურ,

    დამოუკიდებელ ზედამხედველობას უწევს სტანდარტების შემუშა-ვების საქმიანობას (დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ვებგვერდს www.ipiob.org), რაც მოიცავს მკაცრად დადგენილ პროცე-დურულ პროცესს, რომელიც ითვალისწინებს საჯარო კონსულ-ტაციებს;

    ნომინაციის პროცესში მონაწილეობს საზოგადოება და ნომინაციის/ კანდიდატების შერჩევის პროცესს ფორმალურ, დამოუკიდებელ ზედამხედველობას უწევს საზოგადოების ინტერესების საზედა-მხედველო საბჭო;

    სავსებით გამჭვირვალეა სტანდარტების შემუშავების პროცედურუ-ლი პროცესი, ასევე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია აუდი-ტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტან-დარტების საბჭოს დღის წესრიგის მასალები, სხდომები და თითო-ეული სტანდარტის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით გამოქვეყ-ნებული დასკვნის საფუძვლები;

    სტანდარტების შემუშავების პროცესში მონაწილეობენ კონსულ-ტანტ-მრჩეველთა ჯგუფი და დამკვირვებლები; და

    აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტან-დარტების საბჭოს წევრებს, ასევე ბსფ-ის თითოეულ წევრ ორგანი-ზაციას მოეთხოვებათ, მხარი დაუჭირონ საბჭოს თავისი მისიის რეა-ლიზებაში - შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, პატიოსნება და ემსა-ხუროს საზოგადოების ინტერესებს.

    დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბსფ-ის ვებგვერდს: www.ifac.org

  • 9 სტრუქტურა

    auditisa da marwmunebeli momsaxurebis

    saerTaSoriso standartebis sabWos

    mier gamocemuli oficialuri

    dokumentebis struqtura

    ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი

    აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული ოფიციალური დოკუმენტებით მოცული

    მომსახურების სახეები

    ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (ხკსს) 1-99

    გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის აუდიტი და

    მიმოხილვა

    მისს-ები 2000-2699 მიმოხილვის გარიგებების

    საერთაშორისო სტანდარტები

    დაკავშირებული მომსახურებები

    დასს-ები 4000-4699 დაკავშირებული მომსახურებების საერთაშორისო სტანდარტები

    მასს-ები 3000-3699 მარწმუნებელი გარიგებების

    საერთაშორისო სტანდარტები

    სხვა მარწმუნებელი გარიგებები

    ასს-ები 100-999 აუდიტის საერთაშორისო

    სტანდარტები

    მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტრუქტურული საფუძვლები

    სარჩევში დაბრუნება

  • წინასიტყვაობა 10

    xarisxis kontrolis, auditis, mimoxilvis,

    sxva marwmunebeli da dakavSirebuli

    momsaxurebis saerTaSoriso

    dokumentebis winasityvaoba

    (ძალაშია 2011 წლის 15 დეკემბრიდან)

    შინაარსი პუნქტები

    შესავალი ........................................................................................................... 1-2

    აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტან-დარტების საბჭოს დოკუმენტები ............................................................. 3-4

    აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტე-ბის საბჭოს ოფიციალური დოკუმენტები ..................................................... 3-4

    აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული საერთაშორისო სტანდარტების უფლებამოსილება ........................................................ 5-17 აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები ........................................................ 11 ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები ................................ 12

    სხვა საერთაშორისო სტანდარტები ........................................................... 13-16

    პროფესიული განსჯა .......................................................................................... 17

    საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება ............................................. 18-19

    არაოფიციალური მასალა ........................................................................ 20-22 აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის შენიშვნები .................................... 21-22

    სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებული პრაქტიკის შენიშვნები ......................................................................................... 23

    აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს თანამშრომლების პუბლიკაციები ........................... 24

    ენა .......................................................................................................................... 25

    სარჩევში დაბრუნება

  • ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების წინასიტყვაობა

    11 წინასიტყვაობა

    შესავალი

    1. ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარის წინასიტყვაობა გამოიცა იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტან-დარტების საბჭოს მიერ გამოცემული დოკუმენტების მოქმედების სფეროსა და უფლებამოსილების უკეთ გაგებას, რაც ჩამოყალიბებუ-ლია დოკუმენტში - აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების სა-ერთაშორისო სტანდარტების საბჭოს კომპეტენცია.

    2. აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტან-დარტების საბჭოს ევალება საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა დოკუმენტების კომპლექტის შემუშავება, რომელიც საყოველთაოდ იქნება აღიარებული მთელს მსოფლიოში. საბჭოს წევრები მოქ-მედებენ მსოფლიო მასშტაბით საზოგადოებისა და ბუღალტრის პროფესიის ინტერესების სასარგებლოდ. ამის გამო, ამა თუ იმ საკითხზე საბჭოს წევრების პოზიცია შეიძლება არ შეესაბამებოდეს მათი ქვეყნების ან ფირმის პრაქტიკას, ან იმ ორგანიზაციების პოზიციას, რომლებმაც წამოაყენეს მათი კანდიდატურა აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს წევრობისთვის.

    აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს დოკუმენტები

    აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ოფიციალური დოკუმენტები

    3. აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტან-დარტების საბჭოს ოფიციალური დოკუმენტები არეგულირებს აუდიტის, მიმოხილვის, სხვა სახის მარწმუნებელი და დაკავშირე-ბული მომსახურების გარიგებებს, რომლებიც ტარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს დოკუმენტები არ აუქმებს ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლებიც ეხება გასული პერიოდების ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, ან სხვა ინფორმაციის მარწმუნებელ გარიგებებს და რომელთა შესრულებაც მოითხოვება ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული სტანდარ-ტებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნები განსხვავდება ან ეწინააღმდეგება აუდიტისა და მარწმუ-ნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს სტანდარტებს ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე, გარიგება, რომელიც შესრულდება ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესა-

  • ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების წინასიტყვაობა

    წინასიტყვაობა 12

    ბამისად, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ შესრულებულია აუ-დიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარ-ტების საბჭოს სტანდარტების მოთხოვნები. პროფესიონალმა ბუღალ-ტერმა არ უნდა განაცხადოს, რომ დაიცვა აუდიტისა და მარწმუნებე-ლი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს სტანდარ-ტების მოთხოვნები, თუ მან სრულად არ დააკმაყოფილა კონკრე-ტული გარიგების შესაფერისი ყველა სტანდარტის ყველა მოთხოვნა.

    4. აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტან-დარტების საბჭოს ოფიციალური დოკუმენტებია საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ქვეყნდება აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დად-გენილი, სტანდარტების დამტკიცებისა და გამოცემის პროცედუ-რების (პროცედურული პროცესის) დასრულების შემდეგ.

    აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული საერთაშორისო სტანდარტების უფლებამოსილება

    5. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ასს) უნდა გამოიყენებოდეს გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის აუდიტში.

    6. მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტები (მისს) უნდა გამოიყენებოდეს გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის მი-მოხილვაში.

    7. მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტანდარტები (მასს) უნდა გამოიყენებოდეს ისეთ მარწმუნებელ გარიგებებში, რომელიც არ წარმოადგენს გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის აუდიტსა და მიმოხილვას.

    დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები (დასს) უნდა გამოიყენებოდეს კომპილაციურ გარიგებებში, ინფორმაციის მიმართ შეთანხმებული პროცედურების გამოყენების გარიგებებსა და სხვა სახის დაკავშირებულ მომსახურებაში, რომელსაც ადგენს აუდი-ტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტე-ბის საბჭო.

    8. ასს-ს, მისს-ს, მასს-სა და დასს-ს ერთად ეწოდება აუდიტისა და მარ-წმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს სტანდარტები.

    9. ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (ხკსს-ები) უნდა გამოიყენებოდეს ყველა სახის მომსახურებაში, რომელსაც მოი-

  • ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების წინასიტყვაობა

    13 წინასიტყვაობა

    ცავს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს სტანდარტები.

    აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები

    10. ასს-ები შემუშავებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ფინან-სური ანგარიშგების აუდიტში1 გამოყენების მიზნით. ადაპტირებული სახით მათი გამოყენება შესაძლებელია სხვა სახის გასული პერიო-დების ფინანსური ინფორმაციის აუდიტშიც. ასს-ების უფლებამო-სილება განსაზღვრულია ასს 200-ში.2

    ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (ხკსს)

    11. ხკსს-ები ფირმებმა უნდა გამოიყენონ ყველა ისეთი ტიპის მომ-სახურების მიმართ, რომლებსაც მოიცავს აუდიტისა და მარწმუნებე-ლი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს სტანდარ-ტები. ხკსს-ების უფლებამოსილება განსაზღვრულია ხკსს-ების შესავალ ნაწილში.

    სხვა საერთაშორისო სტანდარტები

    12. მე-6-8 პუნქტებში მითითებული ზოგიერთი საერთაშორისო სტან-დარტი მოიცავს: მიზნებს, მოთხოვნებს, განყოფილებას „გამოყენება და სხვა ახსნა-განმარტებითი მასალა“, ამოსავალ საცნობარო ხასიათის მასალასა (შესავალს) და ტერმინების განმარტებებს. ეს ტერმინები ამ სტანდარტებშიც ზუსტად ისეთივე მნიშვნელობით გამოიყენება, როგორც განმარტებულია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის კონტექსტში ასს 200-ის შესაბამისად.

    13. მე-6-8 პუნქტებში მითითებული სხვა საერთაშორისო სტანდარტები შეიცავს ძირითად პრინციპებსა და აუცილებელ პროცედურებს (ტექ-სტში გამოყოფილია მუქი შრიფტით და გამოხატულია სიტყვებით "უნდა" ან "სავალდებულოა"), აგრეთვე შესაბამის მითითებებს ახსნა-განმარტებებისა და სხვა მასალის, მათ შორის დანართების სახით. ძი-რითადი პრინციპებისა და აუცილებელი პროცედურების გაგება და გამოყენება უნდა ხდებოდეს იმ ახსნა-განმარტებებისა და სხვა მასა-ლის კონტექსტში, რომელიც შეიცავს მითითებებს მათი გამოყენების შესახებ. მაშასადამე, ძირითადი პრინციპებისა და აუცილებელი პრო-

    1. თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის მითითებული, „ფინანსური ანგარიშგება“

    აღნიშნავს გასული პერიოდების ფინანსურ ინფორმაციას. 2. ასს 200 – „დამოუკიდებელი აუდიტორის საერთო მიზნები და აუდიტის

    ჩატარება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.

  • ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების წინასიტყვაობა

    წინასიტყვაობა 14

    ცედურების გასაგებად და გამოსაყენებლად აუცილებელია სტანდარ-ტის მთელი ტექსტის განხილვა და გათვალისწინება.

    14. სტანდარტის ძირითადი პრინციპები და აუცილებელი პროცედურები აუდიტორმა უნდა გამოიყენოს ყველა შემთხვევაში, თუ ისინი შეესაბამება მოცემული გარიგების კონკრეტულ გარემოებებს. თუმცა, გა-მონაკლის შემთხვევებში, პროფესიონალმა ბუღალტერმა შეიძლება აუცილებლად მიიჩნიოს საბჭოს სტანდარტების რომელიმე ძირითადი პრინციპიდან ან აუცილებელი პროცედურიდან გადახვევა, მოცემული პროცედურის მიზნის მისაღწევად. ასეთ შემთხვევაში, პროფესიონალ ბუღალტერს მოეთხოვება, დოკუმენტურად გააფორმოს, როგორ მიაღწია ალტერნატიული პროცედურების ჩატარებით პროცედურის მიზანს და, თუ აშკარად არ ჩანს, უნდა დაასაბუთოს სტანდარტის მოთხოვნიდან გადახვევის მიზეზებიც. იგულისხმება, რომ პროფე-სიონალ ბუღალტერს ამა თუ იმ აუცილებელი პროცედურიდან გადახვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში დასჭირდება, როდესაც კონ-კრეტული გარიგების კონკრეტულ გარემოებებში მოცემული პროცედურის გამოყენება ეფექტური არ იქნებოდა.

    15. დანართები, რომლებიც გამოყენების შესახებ მომზადებული მასალის ნაწილია, სტანდარტის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. დანართის გამოყენების მიზანი ახსნილია შესაბამისი სტანდარტის ტექსტში, ან თვითონ დანართის სათაურსა და შესავალ ნაწილში.

    პროფესიული განსჯა

    16. აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტან-დარტების საბჭოს სტანდარტები მოითხოვს პროფესიული განსჯის განხორციელებას მათი გამოყენების დროს.

    საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება

    17. კონკრეტული საერთაშორისო სტანდარტის მოქმედების სფერო, ძალაში შესვლის თარიღი და ნებისმიერი სპეციფიკური შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია ნათლად არის მითითებული სტანდარტში. თუ რომელიმე საერთაშორისო სტანდარტში სხვა რამ არა არის სპეციალურად აღნიშნული, პროფესიონალ ბუღალტერს უფლება აქვს, მოცემული სტანდარტი გამოიყენოს მისი ძალაში შესვლის თა-რიღამდე.

    18. საერთაშორისო სტანდარტები შესაფერისია სახელმწიფო სექტორის გარიგებებში გამოყენებისთვისაც. საჭიროების შემთხვევაში, სტან-დარტში მოცემულია სახელმწიფო სექტორის სამეურნეო სუბი-ექტების აუდიტში გასათვალისწინებელი მოსაზრებები:

  • ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების წინასიტყვაობა

    15 წინასიტყვაობა

    ა) აუდიტისა და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარ-ტების შემთხვევაში - თვითონ საერთაშორისო �