გამოსაშვები გამოცდები n3

44
უფასო Online ჟურნალი მოცემული ჟურნალი არ ეკუთვნის ,,გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ 3 2013 ოქტომბერი ,,gamosaSvebi gamocdebi

Upload: -

Post on 11-Mar-2016

265 views

Category:

Documents


13 download

DESCRIPTION

მოცემულია ჟურნალ ,,გამოსაშვები გამოცდების" N3

TRANSCRIPT

Page 1: გამოსაშვები გამოცდები N3

უფასო Online ჟურნალი

მოცემული ჟურნალი არ ეკუთვნის ,,გამოცდების ეროვნულ ცენტრს“

3

2013

ოქტომბერი

,,gamosaSvebi gamocdebi”

Page 2: გამოსაშვები გამოცდები N3

გთავაზობთ ონლაინ დამხმარე ჟურნალის ,,გამოსაშვები გამოცდების“ მესამე ნომერს.

11 ოქტომბრიდან გამოვა ჟურნალის „NAEC.GE” მეორე ნომერი. ჟურნალის კითხვისას შეიტყობთ

თუ როგორ აირჩია პროფესია გურამ დოჩანაშვილმა და ვინ არის „აკაკის მცველი“, რა პრობლემები

ჩნდება - როცა ბავშვი სასკოლო ასაკის ზღვარზეა, რა შედეგები აჩვენა საქართველომ

საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში და რა არის ერთიანი ეროვნული გამოცდების კიდევ

ერთი მნიშვნელოვანი მხარე.

ასევე, შეიტყობთ ვინ გახდა კალიგრაფთა კონკურსის გამარჯვებბული და როგორია მრგვალი

მაგიდა, როცა მას სტუდენტი, პედაგოგი, მაგისტრანტი და ცენტრის დირექტორი უსხედან.

ჟურნალს მოყვება ჩანართი, რომელშიც გამოსაშვები გამოცდების პროგრამები და რეკომენდაციებია

დაბეჭდილი.

ჟურნალი შეგიძლიათ შეიძინოთ: "წიგნები დადიანზე" - ცოტნე დადიანის ქ. N43;

,,ლატერნა" - ცოტნე დადიანის ქ. N7, (ქარვასლა) ან შოთა რუსთაველის გამზ. N16;

,,პრიმა 2" - ბუდაპეშტის ქ. N3ა; ,,საგანძური" - ქეთევან წამებულის გამზ. #43.

12 ოქტომბრიდან კი მთელი საქართველოს მასშტაბით - წიგნის მაღაზიათა ქსელში „ბიბლუსი“

გამოსაშვები გამოცდები 11 ოქტომბრიდან დაიწყება პრეტესტით

Page 3: გამოსაშვები გამოცდები N3

პრეტესტზე მოცემული იქნება 40 შეკითხვა. აქედან

ქიმია - 10

ბიოლოგია - 10

ფიზიკა - 10

გეოგრაფია -10

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

--

გამოცდების თარიღები

12 ოქტომბერი - გეოგრაფია

13 ოქტომბერი - ფიზიკა

14 ოქტომბერი - ბიოლოგია

15 ოქტომბერი - ქიმია

-------------------------------------------------------------------------------------------------------

N3 ჟურნალში მოცემულია

Page 4: გამოსაშვები გამოცდები N3

რეკომენდაციები: გამოსაშვები გამოცდებისათვის

ტესტურ დავალებათა არაოფიციალური ნიმუშები

Page 5: გამოსაშვები გამოცდები N3

გთავაზობთ NAEC.GE-ს ფიზიკის ტესტურ დავალებათა ნიმუშებს +

განმარტებებით.

ნიმუშებში შესულია როგორც მარტივი და საშუალო სირთულის, ისე რთული

დავალებები

1. რომელი ერთეული შეესაბამება მ/წმ–ს? ა) ჰც.მ ბ) მ/ჰც გ) ჰც.წმ დ) წმ/ჰც ამ ტესტში სწორი პასუხია ა) იმიტომ, რომ (ჰც) ეს არის სიხშირის საზომი ერთეული სიხშირე და პერიოდი, რომლის საზომი ერთეულია(წმ) ურთიერთ შებრუნებული სიდიდეებია და 1ჰც= 1/წმ

2. მოცემულია წრფივად მოძრავი სხეულის

სიჩქარის დროზე დამოკიდებულების

გრაფიკი. t=0 მომენტიდან რა დროში

გაივლის სხეული 40 მ-ს?

ა) 2 წმ ბ) 2,5 წმ გ) 3 წმ დ) 4 წმ

ამ ტესტში სწორი პასუხია დ)

იმიტომ, რომ როგორც გრაფიკიდან ირკვევა ეს მოძრაობა არის თანაბარ

აჩქარებული . ამ ამოცანის ამოსახსნელად საჭიროა ვიცოდეთ აჩქარება. გრაფიკიდან

აღებული მონაცემებით განვსაზღვროთ აჩქარება

a= ; a= =5მ/წმ2

გავლილი მანძილის ფორმულის გამოყენებით კი ვიპოვით 40მ-ის გასავლელად

საჭირო დროს

როგორ ვიცით s= t+ ;

40= 0 +

5 =80

=16

Page 6: გამოსაშვები გამოცდები N3

t=4წმ

3. ნახაზ a–ზე გამოსახულია გარკვეულ მომენტში სხეულის სიჩქარისა და აჩქარების

ვექტორები. ნახაზ b–ზე გამოსახული ოთხი ისრიდან, რომელი გვიჩვენებს ამ

მომენტში სხეულზე მოქმედი ძალების

ტოლქმედის მიმართულებას?

ა) 1 ბ) 2 გ) 3 დ) 4

ამ ტესტში სწორი პასუხია 2)

იმიტომ, რომ სხეულის აჩქარება ყოველთვის მიმართულია ამ სხეულზე მოქმედი

ძალების ტოლქმედის გასწვრივ

4. ჰორიზონტალურ რელსებზე უხახუნოდ მიგორავს ურიკა. მას ადგილიდან შეახტა

ბიჭი ურიკის მოძრაობის მიმართულების მართობულად. ურიკის სიჩქარე

გაიზრდება, უცვლელი დარჩება თუ შემცირდება ამის შედეგად?

ა) შემცირდება ბ) უცვლელი დარჩება გ) გაიზრდება

დ) პასუხი დამოკიდებულია ურიკისა და ბიჭის მასების ფარდობაზე

ამ ტესტში სწორი პასუხია ა)

იმიტომ, რომ ბიჭის მართობულად დახტომის შემთხვევაში იზრდება მხოლოდ

მასა. მასა თუ გაიზარდა სიჩქარე შემცირდება.

Page 7: გამოსაშვები გამოცდები N3

5. ორი მოთხილამურე, S და T, ჯოხების დაუხმარებლად ჩამოსრიალდა

გორაკის A წვეროდან მოყინულ გზაზე და სხვადასხვა გზით მიაღწიეს B სათხილამურო ბაზას. T

მოთხილამურე მოძრაობისას უფრო დაბლა

დაეშვა, ვიდრე S მოთხილამურე. (იხ. ნახ.).

სათხილამურო ბაზასთან რომელი

მოთხილამურის სიჩქარეა მეტი? ხახუნი

უგულებელყავით.

ა)აქვთ ტოლი

სიჩქარეები

ბ) მეტია T-ს სიჩქარე გ) მეტია S-ის სიჩქარე დ) პასუხი დამოკიდებულია მოთხილამურეთა მასებზე

ამ ტესტში სწორი პასუხია ა)

იმიტომ, რომ გარკვეული სიმაღლიდან დაშვებული სხეულის სიჩქარე

ტრაექტორიის უდაბლეს წერტილში დამოკიდებულია მხოლოდ დაშვების

სიმაღლეზე.

რადგან A წერტილში ორივე სხეულის სრული მექანიკური ენერგია

Eპ+ Eკ=mgh+0=mgh, B წერტილში კი ორივე სხეულის სრული მექანიკური

ენერგია Eპ+ Eკ= 0+mv2/2; ენერგიის მუდმივობის კანონის თანახმად mgh=mv2/2

v=√2gh ამრიგად, რადგან ორივე ერთიდაიგივე სიმაღლიდან ეშვება სიჩქარეც

ერთნაირი ექნებათ.

6. ნახაზზე გამოსახული 1 კგ მასის ერთგვაროვანი ბერკეტი

წონასწორობაშია. მარცხენა სხეულის მასაა 2 კგ. რისი ტოლია მოდებული

F ძალა?

ა) 0,5 ნ ბ) 1ნ გ) 5 ნ დ) 10 ნ

ამ ტესტში სწორი პასუხია დ)10ნ

იმიტომ, რომ ბერკეტის წონასწორობის პირობის თანახმად

= ე.ი = ჩავსვათ რიცხვები = პას: F=10ნ

Page 8: გამოსაშვები გამოცდები N3

7. კუბი ჩაძირულია სითხეში. სითხის წონით გამოწვეული

წნევა კუბის ზედა წახნაგზეა P, ქვედაზე კი 1,2 P. სითხის

ზედაპირიდან რა სიღრმეზეა ჩაძირული კუბის ზედა წახნაგი,

თუ კუბის წიბოს სიგრძეა L ?

ა) 3L ბ) 5L გ) 6L დ) 8L

ამ ტესტში სწორი პასუხია ბ)5L იმიტომ, რომ ზედა წახნაგზე სითხის მიერ წარმოებული წნევა P= gh (1) ქვედა წახნაგზე სითხის მიერ წარმოებული წნევა შესაბამისად 1,2 P= g(L+h) (2)

1- ლი ჩავსვათ 2-ში 1,2 gh= g(L+h)

1,2h=L+h

0,2h=L h= 5L

8. ერთნაირი ზომების ორი ძელაკი ტივტივებს ერთი და იგივე სითხეში ისე,

როგორც ნაჩვენებია ნახატზე. h ძელაკების სიმაღლეა. განსაზღვრეთ ძელაკების

ნივთიერებათა სიმკვრივეების ρ1 /ρ2

შეფარდება.

ა) 1/2 ბ) 2/3 გ) 3/2 დ) 2

ამ ტესტში სწორი პასუხია გ)3/2

სითხეში მოთავსებული თითოეული სხეულის სიმკვრივე გამოვთვალოთ

სითხის სიმკვრივის დახმარებით. როგორც ვიცით სხეულის სიმკვრივის

გამოსათვლელად სითხის სიმკვრივე უნდა გავამრავლოთ სხეულის

მოცულობის იმ ნაწილზე რომელიც სითხეშია მოთავსებული.

პირველი სხეულისათვის 1სხ= სით

მეორე სხეულისათვის 2სხ= სით

= =

Page 9: გამოსაშვები გამოცდები N3

9. სხეულის რხევის ამპლიტუდაა 0,2 მ. რისი ტოლია სხეულის გადაადგილება

რხევის პერიოდის განმავლობაში? ა) 0 ბ) 0,2 გ) 0,4 დ) 0,8

ამ ტესტში სწორი პასუხია ა) 0

იმიტომ ,რომ ერთი პერიოდის გასვლის შემდეგ სხეული კვლავ უბრუნდება

თავის საწყის მდგომარეობას. ე.ი მოძრაობს შეკრულ ტრაექტორიაზე. შეკრულ ტრაექტორიაზე მოძრაობისას გადაადგილება 0-ის ტოლია

10. გრძელი თოკის გასწვრივ ვრცელდება განივი ტალღა. ABCDEFG

მრუდი წარმოადგენს თოკის ფორმას დროის ერთ–ერთ მომენტში. ტალღის

სიგრძეს შეესაბამება შემდეგი სიგრძე

ა) AC მონაკვეთის სიგრძე ბ) BF მონაკვეთის სიგრძე გ) ABC რკალის

სიგრძე დ) ABCDE რკალის სიგრძე ამ ტესტში სწორი პასუხია ბ) BF მონაკვეთის სიგრძე იმიტომ, რომ ტალღის სიგრძე ესაა მანძილი ორ ამობურცულ წერტილს( ან ორ ჩაღრმავებას) შორის ე.ი მანძილი რომელზეც ტალღა ვრცელდება ერთი პერიოდის განმავლობაში 11. რომელ ნახატზეა სწორად წარმოდგენილი ელექტრომეტრთან

დამუხტული ღეროს მიახლოების (და არა შეხების) შედეგი?

ა) 1 ბ) 2 გ) 3 დ) 4

ამ ტესტში სწორი პასუხია გ)3

იმიტომ ,რომ ელექტომეტრის ღეროსთან დადებითად

დამუხტული სხეულის მიახლოებისას ადგილი ექნება გავლენით

დაელექტროებას. დადებით ად დამუხტულ სხეულთან ახლოს

Page 10: გამოსაშვები გამოცდები N3

ღეროზე განთავსდებიან უარყოფითი მუხტები( დადებითი და

უარყოფითი მუხტები ურთიერთ მიიზიდება) . მეორე ბოლო კი

დარჩება დადებითად დამუხტული

12. ქვემოთმოყვანილიდან რომელი აღნიშვნა შეესაბამება

რეოსტატს?

ა) 1 ბ) 2 გ) 3 დ) 4 ამ ტესტში სწორი პასუხია ა) 1 იმიტომ, რომ რეოსტატს აქვს ცოცია და სქემატურად ასე გამოისახება

Page 11: გამოსაშვები გამოცდები N3

13. რომელი ნათურა (ნათურები) აინთება K2 ჩამრთველის ჩართვისას (იხ. ნახ.)?

ა) არც ერთი არ აინთება ბ) მხოლოდ I ნათურა გ) მხოლოდ II ნათურა დ) ორივე

ნათურა ამ ტესტში სწორი პასუხია დ) იმიტომ, რომ k2-ის ჩართვით წრედი იკვრება და დენი გაივლის ორივე ნათურაში

14. რისი ტოლია R წინაღობა ნახატზე გამოსახულ წრედში?

ა) 1 ომი ბ) 2 ომი გ) 4 ომი დ) 6 ომი

ამ ტესტში სწორი პასუხია ბ) 2

იმიტომ, რომ ომის კანონი ს გამოყენებით ტუ გამოვთვლით წრედის სრულ

წინაღობას R სრ= R სრ=10ომის; მიმდევრობითი შეერთებისას კი Rსრ=R1+R2+R3

ე.ი 10 = R+ 4+4 R=2ომს

Page 12: გამოსაშვები გამოცდები N3

15. რომელ ნახატზე გამოსახული სქემა გამოგვადგება გამტარის R

წინაღობის გასაზომად?

ამ ტესტში სწორი პასუხია 4

იმიტომ, რომ წრედში ამპერმეტრი ყოველთვის ირთვება მიმდევრობით, ხოლო

ვოლტმეტრი პარალელურად იმ ხელსაწყოსთან რომლის ბოლოებზეც ვზომავთ

ძაბვას.

Page 13: გამოსაშვები გამოცდები N3

16. არაგამტარ სადგამებზე მოთავსებულია A და B ლითონის დაუმუხტავი

ბურთულები ეხებიან ერთმანეთს (ნახ. (a)). A ბურთულას მიუახლოვეს შეხების

გარეშე უარყოფითად დამუხტული ღერო (ნახ. (b)). შემდეგ, ღეროს გაუნძრევლად,

B ბურთულა დააშორეს A ბურთულას, რის შემდეგაც ბურთულებს მოაშორეს

დამუხტული ღერო (ნახ. c). როგორი მუხტები იქნება ბურთულებზე ამის შემდეგ?

ა) ორივეზე დადებითი ნიშნის ბ) ორივეზე უარყოფითი ნიშნის

გ) A–ზე დადებითი, B–ზე უარყოფითი დ) A–ზე უარყოფითი, B–ზე

პას: უარყოფითი ღეროს

მიახლოებით ბურთულებში

მყოფი უარყოფითი ნაწილაკები

გადაადგილდებიან B

ბურთულისაკენ. რადგან

მოხდება განზიდვა.

17.რა გზით გადაეცემა მზიდან დედამიწას სითბო?

ა) კონვექციით ბ) მხოლოდ თბოგამტარობით

გ) მხოლოდ გამოსხივებით დ) გამოსხივებით და თბოგამტარობით პას: გ) იმიტომ, რომ თბოგამტარობით და კონვექციით სითბოს რაოდენობის გადასაცემად საჭიროა გარემო( უშუალოდ შეხება), მზიდან დედამიწის ატმოსფერომდე კი ასეთი გარემო არ არის. გამოსხივებით სითბოს გადასაცემად კი არანაირი გარემო არაა საჭირო

18. დიაგრამაზე გამოსახულია ოთხი სხეულის C

სითბოტევადობა და m მასა. რომელ სხეულებს აქვთ

ტოლი კუთრი სითბოტევადობა?

ა) 1–სა და 3–ს ბ) 2–სა და 4–ს გ) 1–სა

და 2–ს, აგრეთვე 3–სა და 4–ს დ) 1–სა

და 4–ს, აგრეთვე 2–სა და 3–ს

პას: ბ) იმიტომ, რომ კუთრი სითბოტევადობა ტოლია სითბოტევადობისა და მასის ფარდობის მე-4 და მე 2 წერთილებისათვის კუთრი სითბოტევადობა გამოდის 1-ის ტოლი. ( მე-4 და მე-2 წერტილებს თუ დააკვირდები c და m ერთმანეთის ტოლია)

Page 14: გამოსაშვები გამოცდები N3

19.რომელი იქნება ნახაზზე ნაჩვენები ისრების გამოსახულება სარკეში?

ა) 1 ბ) 2 გ) 3 დ) 4 პას: გ)3 იმიტომ,რომ სარკეში საგნის გამოსახულება მდებარეობს სარკის უკან იგივე მანძილით დაშორებული რა მანძილითაც საგანია სარკის წინ. ნახაზის აგების შემდეგ ვღებულობთ 3.

20. დაალაგეთ ყვითელი, წითელი და იისფერი სინათლე მინაში მათი

სიჩქარის ზრდის მიხედვით უმცირესიდან - უდიდესისაკენ. ა) სამივეს სიჩქარე ერთნაირია ბ) წითელი, ყვითელი, იისფერი გ) იისფერი, წითელი, ყვითელი დ) იისფერი, ყვითელი, წითელი პას: დ) იმიტომ,რომ მინაში გასვლის შემდეგ დაშლილი ფერებიდან უდიდესი სიჩქარე აქვს წითელს, ამითომ ის ზევიდან პირველია ცისარტყელას ზოლში. ქვევით -ქვევით ციჩქარე კლებულობს

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

ა x x x x x

ბ x x x x x

გ x x x x x

დ x x x x x ტესტებს განმარტებები გაუკეთა ფიზიკის პედაგოგმა: ნონა გიორგაძემ

Page 15: გამოსაშვები გამოცდები N3

ბიოლოგიაში მოსწავლეებს განსაკუთრებით გაუჭირდათ ევოლუცია. ამიტომ ერთ-ერთმა მასწავლებელმა გადმოგვიგზავნა ევოლუციის ტესტები პასუხებით. ევოლუცია

1. ცნება „ევოლუცია“ ნიშნავს:

ა) სახეობების შეგუებას გარემო პირობებთან

ბ) ცვლილებას, გარდაქმნას, განვითარებას

გ) სახეობების და პოპულაციების გადაშენებას

2. ლამარკის აზრით :

ა) ნიშან-თვისებები განვითარდეს ვარჯიშის გზით და გადაეცეს

მემკვიდრეობით;

ბ) ნიშან-თვისებები გნვითარდეს ვარჯიშის გზით , მაგრამ არ გადაეცემა

მემკვიდრეობით;

გ) ნიშან-თვისებები წარმოიქმნება გენეტიკური ცვლილებების შედეგად,

მაგრამ არ გადაეცემა მემკვიდრეობით;

დ) ნიშან-თვისებები წარმოიქმნება გენეტიკური ცვლილებების შედეგად და

გადაეცემა მემკვიდრეობით;

3. ლამარკის მიხედვით:

ა) სახეობის წარმოქმნას იწვევს გენეტიკური ცვლილებები ორგანიზმებზე,

მაგრამ არ გადაეცემა მემკვიდრეობით;

ბ) სახეობის წარმოქმნას იწვევს გენეტიკური ცვლილებები ორგანიზმებზე

და შეძენილი ნიშან-თვისებები გადაეცემა მემკვიდრეობით;

გ) სახეობის წარმოქმნას იწვევს გარემოს ზემოქმედება ორგანიზმებზე და

შეძენილი ნიშან-თვისებები გადაეცემა მემკვიდრეობით;

4. დარვინისა და უოლესის თანახმად:

ა) ბუნებრივი გადარჩევისათვის ორგანიზმების შეგუებულობას

მნიშვნელობა არა აქვს;

ბ) ბუნებრივი გადარჩევა გადაარჩევს საუკეთესოდ შეგუებულ ორგანიზმებს

და დროთა განმავლობაში ისინი მთლიანად ჩაანაცვლებენ „ძველ“

ფორმებს;

გ) ბუნებრივი გადარჩევა გადაარჩევს საუკეთესოდ შეგუებულ

ორგანიზმებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მთლიანად ვერ

ჩაანაცვლებენ „ძველ“ ფორმებს;

დ) ბუნებრივი გადარჩევა გადაარჩევს საუკეთესოდ შეგუებულ

ორგანიზმებს და დროთა განმავლობაში ისისნი ნაწილობრივ ჩაანაცვლებენ

„ძველ“ ფორმებს;

5. დარვინის აზრით:

Page 16: გამოსაშვები გამოცდები N3

ა) გარემო შემთხვევით გაჩენილი ნიშნებიდან ამოარჩევს იმ ნიშანს,

რომელიც მოცემული გარემოსთვის არის შესაფერი;

ბ) გარემო შემთხვევით გაჩენილი ნიშნებიდან ამოარჩევს ნებისმიერს;

გ) გარემო შემთხვევით გაჩენილი ნიშნებიდან ამოარჩევს ნებისმიერს,

მათთვის გარემო ფაქტორებს არა აქვს მნიშვნელობა.

6. დარვინის მოსაზრებით:

ა) გარემოს მოქმედება ორგანიზმზე იწვევს მხოლოდ სასარგებლო

ცვლილებას;

ბ) ორგანიზმების შეგუებულობა ბუნებრივი გადარჩევის შედეგია;

გ) თუ განსაზღვრული ჯიშის ძაღლებს თაობების მანძილზე მოვაჭრით

კუდს, მაშინ მათი ლეკვები უკუდოები იქნებიან;

დ) ნიჭიერი მუსიკოსის შვილები ყოველთვის ნიჭიერი მუსიკოსები არიან.

7. საერთო გარეული წინაპრებიდან წარმოქმნილი ახალი ჯიშები ადამიანის

მოთხოვნილების, მიზნებისა და გემოვნების შესაბამისად განიცდიდნენ:

ა) დივერგენციას სხვადასხვა მიმართულებით;

ბ) თანდათან ემსგავსებოდნენ, უახლოვდებოდნენ ერთმანეთსა და

საერთო წინაპარს;

გ) საერთოდ არ განიცდიდნენ არავითარ ცვლილებებს.

8. რომელი აზრი შეესაბამება დარვინის შეხედულებას ევოლუციურ

პროცესებზე:

ა) ნებისმიერი ცვლილება შეიძლება იყოს მასალა გადარჩევისათვის;

ბ) ევოლუციის მასალა მემკვიდრული ცვალებადობაა;

გ) შეგუებულობები ნებისმიერი ცვალებადობის შედეგად წარმოიქმნება;

დ) არსებობისათვის ბრძოლა ევოლუციის შედეგია.

9. სახეობის ევოლუციის პროცესი შეიძლება შენელდეს, თუ:

ა) გარემო მუდმივად იცვლება;

ბ) მკაცრია კონკურენციის პირობები;

გ) გარემო პირობები შედარებით მუდმივია;

დ) ყველა ჩამოთვლილ სემთხვევას აქვს ადგილი.

10. იპოვეთ არასწორი ფრაზა:

ა) პოპულაცია სხვადასხვა სახეობის ინდივიდთა ერთობლიობაა, რომელსაც

განსაზღვრული არეალი უკავია;

ბ) ერთი პოპულაციის ინდივიდები თავისუფლად ეჯვარებიან ერთმანეთს;

გ) პოპულაციის გენოფონდი არის გენებისა და ალელების ჯამი;

Page 17: გამოსაშვები გამოცდები N3

დ) პოპულაციაში შემავალი ინდივიდები არაერთგვაროვანია გენეტიკური

შედგენილობის მიხედვით.

11. პოპულაცია ეს არის:

ა) ერთი სახეობის ინდივიდთა ჯგუფი

ბ) ერთი სახეობის ინდივიდთა ჯგუფი, რომელუც გარკვეულ ტერიტორიაზე

ბინადრობს

გ) სხვადასხვა სახეობის ინდივიდთა ჯგუფი, რომელიც ერთ ტერიტორიაზე

ბინადრობს

დ) ერთი სახეობის ინდივიდთა ჯგუფი სხვადასხვა ტერიტორიაზე.

12. ევოლუციური თეორიის მიხედვით არსებობისათვის ბრძოლა

განსაკუთრებით მძაფრია, როცა ერთ ტერიტორიაზე მცხოვრები

ორგანიზმები ეკუთვნის:

ა) ერთსა და იმავე სახეობას; ბ) ბევრ სხვადასხვა სახეობას;

გ) ორ მონათესავე სახეობას; დ) ორ სხვადასხვა სახეობას.

13. გენების დრეიფი არის:

ა. ამ გენების მატარებელი ინდივიდებიის დაღუპვა არსებობისათვის

ბრძოლაში;

ბ. ამ გენების მატარაბელი ინდივიდების გადარჩენა არსებობისათვის

ბრძოლაში;

გ.ამ გენის ალელების სიხშირის ცვლილება, რომელიც არსებობისთვის

ბრძოლის პროცესში ხდება.

14. გენების ნაკადი არის:

ა.პოპულაციებს შორის ინდივიდების მიგრაციის შედეგად გენების მიმოცვლა;

ბ. არსებობისთვის ბრძოლის დროს უკეთ შეგუებულთა გადარჩენა;

გ. ცოცხალი ორგანიზმების მიგრაცია ერთი ადგილიდან მეორეში;

დ. მუტაციის შედეგად ახალი ალელების წამოშობა პოპულაციაში;

15. გენების ნაკადი და დრეიფი იწვევს;

ა.პოპულაციის გენოფონდის ცვლილებას;

ბ. პოპულაციის ფენოტიპის ცვლილებას გენოფონდის შეუცვლელად;

გ. პოპულაციის მიგრაციას ერთი ტერიტორიიდან სხვაგან;

დ. პოპულაციის დრეიფს საცხოვრებელი ტერიტორიიდან.

16. დამფუძნებლის ეფექტი ნიშნავს:

ა. პოპულაციის წარმომადგენლების ნაწილის გასვლას პოპულაციიდან და

სხვაგან დასახლებას;

Page 18: გამოსაშვები გამოცდები N3

ბ. პოპულაციის წარმომადგენლების ნაწილს დაღუპვას გენების დრეიფის

პროცესში;

გ. პოპულაციის წარმომადგენლების ნაწილს გასვლას პოპულაციიდან და სხვა

პოპულაციასთან მიერთება:

დ. პოპულაციის წარმომადგენლების ნაწილის გასვლას პოპულაციიდან და

არსებობისთვის ბრძოლაში გამარჯვებას;

17. იზოლაციის პროცესში:

ა.პოპულაცია იზოლირებულია სხვა, ამავე სახეობის პოპულაციისაგან;

ბ. პოპულაცია იზოლირებულია სხვა სახეობის პოპულაციისაგან;

გ. ერთმანეთისგან იზოლირებულია ერთი პოპულაციის სხვადასხვა

დაჯგუფება;

დ. პოპულაცია იზოლირებულია არაცოცხალი ფაქტორების მავნე

ზემოქმედებისაგან.

18. არსებობისთვის ბრძოლაში გადარჩევა ის პოპულაცია, რომელმაც განიცადა:

ა. გენების დრეიფი და იზოლაცია;

ბ. გენების ნაკადი და იზოლაცია;

გ. გენების დრეიფი, ნაკადი და იზოლაცია;

დ.გარემოსთან შესაგუებლად სასარგებლო ცვლილებები.

19. სქესობრივი გადარჩევა ნიშნავს:

ა. ერთი რომელიმე სქესის ინდივიდების ინტენსიურ დაბადების

პოპულაციაში;

ბ. საწინააღმდეგო სქესის ინდივიდების ბრძოლას არსებობისათვის

გ.გამრავლების პროცესში ერთი სქესის ინდივიდის მიერ მეწყვილეს შერჩევას;

დ. მამრი ინდივიდების უპირატესობას მდედრების მიმართ ბუნებრივი

გადარჩევის პროცესში.

20. კოევოლუცია არის:

ა.ერთი სახეობის განვითარება მეორე სახეობის ევოლუციის საპასუხოდ;

ბ. ერთი სახეობის ევოლუცია არსებობისათვის ბრძოლის პროცესში

გ. პოპულაციის შედარებით დამოუკიდებელი არსებობა გარკვეულ

ტერიტორიაზე;

დ. ევოლუციის ფორმა, რომელიც იწყება გარკვეულ პოპულაციაში ამ

პოპულაციის ინდივიდების ნაწილის სხვებისგან იზოლაციის გამო.

21. შეგუებულობის მაგალითია:

ა. გენების დრეიფი;

ბ. გამაფრთხილებელი შეფერილობა;

Page 19: გამოსაშვები გამოცდები N3

გ. კოევოლუცია

დ. იზოლაცია

22. დივერგენციის მაგალითია:

ა.სელაპის ფარფლი და ვეფხვის კიდურები;

ბ. თევზის და დელფინის ფარფლი;

გ. კალმახის და ლოქოს ფარფლი;

დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი

23. ხელოვნური გადარჩევის დროს:

ა. ცოცხალი ორგანიზმები იმარჯვებენ არსებობისათვის ბრძოლაში და

ინტენსიურად მრავლდებიან;

ბ.ადამიანი გადაარჩევს მისთვის სასურველი ნიშან-თვისებების მატარებელი

ორგანიზმებს;

გ. ადამიანი იმარჯვებს სხვა ცოცხალ არსებებთან არსებობისთვის ბრძოლაში;

დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი

24. საერთო გარეული წინაპრიდან წარმოქმნილი ახალი ჯიშები ადამიანის

მოთხოვნილების , მიზნებისა და გემოვნების შესაბამისად:

ა) დივერგენციას სხვადასხვა მიმართულებით;

ბ) თანდათან ემსგავსებოდნენ, უახლოვდებოდნენ ერთმანეთსა და საერთო

წინაპარს;

გ) საერთოდ არ განიცდიდნენ არავითარ ცვლილებებს.

25. მის შიგნით მიმდინარეობს მიკროევოლუციის პროცესი:

ა) სახეობა; ბ) გენთა ნაკადი;

გ) გენთა დრეიფი; დ) პოპულაციური ტალღები.

26. ერთი სახეობის თავისუფლად შეჯვარებად ინდივიდთა ერთობლიობაა:

ა) სახეობა; ბ) გენთა ნაკადი;

გ) გენთა დრეიფი; დ) პოპულაცია.

27. პოპულაციაში ინდივიდთა რიცხობრივ მერყეობას იწვევს:

ა) იზოლაცია; ბ) გენთა ნაკადი;

გ) გენთა დრეიფი; დ) პოპულაციური ტალღები.

28. თავისუფლად შეჯვარებად ინდივიდთა ერთობლიობა არის:

ა) სახეობა; ბ) გენთა ნაკადი;

გ) გენთა დრეიფი; დ) პოპულაცია.

29. პოპულაციის ალელების სიხშირეების შემთხვევითი, არამიმართული

ცვლილება, ბუნებრივი გადარჩევისაგან დამოუკიდებლად, არის:

ა) იზოლაცია; ბ) გენთა ნაკადი;

Page 20: გამოსაშვები გამოცდები N3

გ) გენთა დრეიფი; დ) პოპულაციური ტალღები.

30. პოპულაციებს შორის გენთა მიმოცვლას ხელს უწყობს:

ა) სახეობა; ბ) გენთა ნაკადი;

გ) გენთა დრეიფი; დ) პოპულაცია.

31. ერთი სახეობის ინდივიდებს შორის თავისუფალი შეჯვარებისათვის

ზღუდეებს წარმოქმნის:

ა) იზოლაცია; ბ) გენთა ნაკადი;

გ)გენთა დრეიფი; დ) პოპულაციური ტალღები.

32. პოპულაციის გენეტიკურ მრავალფეროვნებას ზრდის:

ა) იზოლაცია; ბ) გენთა ნაკადი;

გ) მუტაციური პროცესი; დ) პოპულაციური ტალღები.

33. ევოლუციის მიმართულ ძალას წარმოადგენს:

ა) იზოლაცია; ბ) გენთა ნაკადი;

გ) ბუნებრივი გადარჩევა; დ) პოპულაციური ტალღები.

34. გენოფონდში ალელების სიხშირეს ცვლის:

ა) იზოლაცია; ბ) გენთა ნაკადი;

გ) გენთა დრეიფი; დ) პოპულაციური ტალღები.

35. ევოლუციის პროცესში გენთა ახალი კომბინაციები წარმოიქმნება:

ა) კომბინაციური ცვალებადობის დროს;

ბ) მუტაციური ცვალებადობის დროს;

გ) ქრომოსომული ცვალებადობის დროს;

დ) საერთოდ არ წარმოიქმნება.

36. მუტაციური პროცესი :

ა) არ იწვევს პოპულაციის გენოფონდის ცვლილებებს;

ბ) აძლევს ევოლუციას მიმართულებას;

გ) იწვევს პოპულაციაში ახალი ალელების გაჩენას;

დ) უზრუნველყოფს შედარებით სიცოცხლისუნარიანი ფენოტიპების

შერჩევას.

37. მოქმედებს გარემოს ცვალებად პირობებში და ხელს უწყობს ნიშან-

თვისებების შუალედური მნიშვნელობებიდან გადახრების შენარჩუნებას:

ა) მასტაბილიზებელი გადაჩევა;

ბ) მამოძრავებელი გადარჩევა;

გ) დიზრუპტული გადარჩევა.

38. ხელს უწყობს ნიშან-თვისებების შენარჩუნებას გარემოს შედარებით

მუდმივ პირობებში:

Page 21: გამოსაშვები გამოცდები N3

ა) მასტაბილიზებელი გადაჩევა;

ბ) მამოძრავებელი გადარჩევა;

გ) დიზრუპტული გადარჩევა.

39. მოქმედებს გარემოს განსხვავებულ პირობებში და ხელს უწყობს

გნსხვავებული ჯგუფების ჩამოყალიბებას:

ა) მასტაბილიზებელი გადაჩევა;

ბ) მამოძრავებელი გადარჩევა;

გ) დიზრუპტული გადარჩევა.

40. ბუნებრივი გადარჩევის რომელი ფორმის მოქმედების შედეგია

ხერხემლიანი ცხოველების სისხლში ჰორმონებისა და გლუკოზის

შედარებით მუდმივი კონცენტრაცია:

ა) მასტაბილიზებელი გადაჩევა;

ბ) მამოძრავებელი გადარჩევა;

გ) დიზრუპტული გადარჩევა.

41. ბუნებაში დღესაც შემორჩენილია მტევანფარფლიანი თევზი ლატიმერია,

გადარჩევის რომელმა ფორმამ მოიყვანა ისინი დღემდე:

ა) მასტაბილიზებელი გადაჩევა;

ბ) მამოძრავებელი გადარჩევა;

გ) დიზრუპტული გადარჩევა.

42. ტარაკანების მდგრადობა შხამქიმიკატებისადმი შედეგია:

ა) მასტაბილიზებელი გადაჩევის;

ბ) მამოძრავებელი გადარჩევის;

გ) მიმართული მემკვიდრული ცვალებადობის;

დ) შხამების არასრულფასოვნების.

43. ევოლუციის პროცესში უდაბნოს გვალვიანი პირობების გამო კაქტუსს

ფოთლების ნაცვლად ეკლები განუვითარდა, რა გახდა ამის მიზეზი:

ა) მოდიფიკაციური ცვალებადობა და მამოძრავებელი გადარჩევა;

ბ) მემკვიდრული ცვალებადობა და მამოძრავებელი გადარჩევა;

გ) მოდიფიკაციური ცვალებადობა და მასტაბილიზებელი გადარჩევა;

ბ) მემკვიდრული ცვალებადობა და მასტაბილიზებელი გადარჩევა;

44. ევოლუციის პროცესში მგლებში ორი სახეობის წარმოქმნა შედეგია:

ა) მასტაბილიზებელი გადაჩევის;

ბ) მამოძრავებელი გადარჩევის;

გ) დიზრუპტული გადარჩევის.

45. ახალი ჯიშების წარმოქმნა ხდება:

Page 22: გამოსაშვები გამოცდები N3

ა) ბუნებრივი გადარჩევის გზით;

ბ) ხელოვნური გადარჩევის გზით;

გ) როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური გადარჩევის გზით.

46. ახალი სახეობებისწარმოიქმნა ხდება:

ა) ბუნებრივი გადარჩევის გზით;

ბ) ხელოვნური გადარჩევის გზით;

გ) როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური გადარჩევის გზით.

47. ზღვაზე თოლიები ეცილებიან პელიკანებს თევზის მოპოვებაში,

არსებობისათვის ბრძოლის რომელ ფორმას ეკუთვნის:

ა) ბრძოლა ერთი სახეობის ინდივიდებს შორის;

ბ) ბრძოლა სხვადასხვა სახეობის ინდივიდებს შორის

გ) ბრძოლა გარემოს არახელსაყრელ ფქტორებთან.

48. ლომი კაწრავს ხეებს რათა მოინიშნოს თავისი ტერიტორია და დაიცვას ის

სხვა ლომებისაგან, არსებობისათვის ბრძოლის რომელ ფორმას ეკუთვნის:

ა) ბრძოლა ერთი სახეობის ინდივიდებს შორის;

ბ) ბრძოლა სხვადასხვა სახეობის ინდივიდებს შორის

გ) ბრძოლა გარემოს არახელსაყრელ ფაქტორებთან.

49. მუქი პეპლები სამრეწველო რაიონებში უფრო მეტი რაოდენობით გვხდება

, ვიდრე ღია ფერის, რადგან:

ა) უფრო მეტ კვერცხებს დებენ; გ) ადვილად მოიპოვებენ

საკვებს.

ბ) უფრო კარგად იტანენ გარემოს დაბინძურებას;დ) ნაკლებად შესამჩნევია

ფრინველებისათვის;

50. წიწვოვან ტყეში ნაკლებად იზრდება ყვავილოვანი მცენარეები,

არსებობისათვის ბრძოლის რომელ ფორმას ეკუთვნის:

ა) ბრძოლა ერთი სახეობის ინდივიდებს შორის;

ბ) ბრძოლა სხვადასხვა სახეობის ინდივიდებს შორის

გ) ბრძოლა გარემოს არახელსაყრელ ფაქტორებთან.

51. არსებობისათვის ბრძოლაში გადარჩენა ნიშნავს:

ა) არსებობისათვის ბრძოლაში წარმატებული სახეობა ივითარებს ახალ

ნიშან-თვისებებს, რომელიც აქამდე მას არ ჰქონდა;

ბ) არსებობისათვის ბრძოლაში წარმატებული სახეობა მრავლდება , აჩენს

ახალ თაობას, რომელიც აღწევს ისეთ ასაკს, რომ თავად შეუძლია ახალი

თაობის მოცემა;

Page 23: გამოსაშვები გამოცდები N3

გ) არსებობისათვის ბრძოლაში წარმატებული სახეობა ივითარებს ისეთ

ნიშან-თვისებებს რომლების არ ახასიათებდა მის წინაპარ სახეობას.

52. სახეობათაშორისი ბრძოლის მაგალითია:

ა) სიმბიოზი კოჟრის ბაქტერიასა და პარკოსან მცენარეს შორის;

ბ) დათვების ზამთრის ძილი;

გ) კაქტუსებში ეკლების განვითარება.

53. შიდასახეობრივი ბრძოლის მაგალითია:

ა) ფოთოლცვენა შემოდგომაზე;

ბ) საკვების ნაკლებობისას ზოგიერთი ფრინველი ბუდიდან აგდებს

მართვეს;

გ) სიმბიოზი კოჟრის ბაქტერიასა და პარკოსან მცენარეს შორის;

ბ) დათვების ზამთრის ძილი;

54. შაშვები ზოლიანი ნიჟარის მქონე ლოკოკინებს იმიტომ ერჩიან, რომ:

ა) მრავალრიცხოვანი არიან; გ) შეუმჩნეველნი არიან;

ბ) შესამჩნევი არიან; დ) შენიღბულნი არიან.

55. რომელი სიტუაცია ასახავს ევოლუციის პროცესს:

ა) ყველა ხოჭო ფოთლით იკვებება. 2 წლის განმავლობაში ხოჭოებს

საკვები მოაკლდა. ყველა ხოჭოს გამრავლებისა და განვითარების თანაბარი

შანსი აქვს. ხოჭოები ზომაში შემცირდნენ.

ბ) ხოჭოების 90%-ს მწვანე ფერის გამსაზღვრელი გენი აქვს, ხოლო 10 %-ს

ყავისფერი. 2 წლის შემდეგ სიტუაცია შეცვლილია. პოპულაციაში

ყავისფერი ხოჭოები ჭარბობს.

56. ქარხნების მშენებლობასთან ერთად შემცირდა ლიქენების რაოდენობა,

რადგან:

ა) გარემო მეტად დაბინძურდა; გ) მომრავლდა ყავისფერი

ფერის პეპლები;

ბ) მომრავლდა თეთრი ფერის პეპლები; დ) მოხდა ტემპერატურის

ცვლილება.

57. პალეონტოლოგია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს:

ა) ინდივიდთა ნიშან-თვისებებს; გ) ცოცხალ ბუნებას;

ბ) ნამარხ ფორმებს; დ) არაცოცხალ ბუნებას.

58. ცოცხალი ორგანიზმების განამარხებული ფორმები არის:

ა) მინერალებით ამოვსებული ქსოვილები, რომლებიც ხანგრძლივად

ინახება მიწის ფენებში;

Page 24: გამოსაშვები გამოცდები N3

ბ) ცოცხალი ორგანიზმების ის თვისებები, რომლებიც მიუთითებს მის

წარმოშობაზე წინაპრული ფორმისაგან;

გ) ცოცხალი ორგანიზმის რომელიმე ორგანო, რომელიც აგებულებით გავს

სხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმის ორგანოს;

დ) დედამიწის ის ფენა, რომელშიც პალეონტოლოგი პოულობს ცოცხალი

ორგანიზმის ნაშთს.

59. გარდამავალი ფორმა არის:

ა) ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც აქვს საკუთარი სახეობის და აგრეთვე,

მისგან წარმოშობილი ახალი სახეობის ნიშან-თვისებები;

ბ) ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც აქვს საკუთარი სახეობის და აგრეთვე,

წინაპრის ნიშან-თვისებები;

გ) ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც აქვს საკუთარი სახეობის ნიშან-

თვისებები და ამავდროულად ყველა სხვა არსებული სახეობის ნიშან-

თვისებების.

დ) ცოცხალი ორგანიზმები, რომელსაც აქვს მხოლოდ საკუთარი სახეობის

ნიშან-თვისებები.

60. ატავიზმი არის:

ა) ინდივიდში ახალი ნიშან-თვისება;

ბ) ინდივიდში შორეული წინაპრების ნიშნების გამოჩენა;

გ) ინდივიდისათვის დამახასიათებელი არსებული ნიშან-თვისება;

დ) არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ არის სწორი.

61. მორფოლოგიურ (სტრუქტურულ) ადაპტაციას ეკუთვნის:

ა) მცენარეებში ფოთოლცვენა; ბ) ზამთრის ძილი;

გ) თითებს შორის საცურაო აპკის გაჩენა; დ) ფრინველთა მიგრაციები.

62. ფიზიოლოგიური ადაპტაციაა:

ა) ფრთების განვითარება; ბ) კანქვეშა ცხიმის

დაგროვება;

გ) ფოთოლცვენა; დ) ზრუნვა

შთამომავლობაზე.

63. ქცევითი ადაპტაციის მაგალითია:

ა) ორთაბრძოლა მდედრებისათვის; ბ) ჰომეოსტაზი;

გ) თერმორეგულაციის უნარი; დ) ფრთების განვითარება.

64. მიმიკრიის მაგალითია:

ა) ჭიამაიას შეფერილობა;

ბ) ტყის ბაყაყის მწვანე შეფერილობა;

Page 25: გამოსაშვები გამოცდები N3

გ) კრაზანას მსგავსი ბუზის მსგავსება კრაზანასთან;

დ) პოლარული თეთრი დათვის შეფერილობა.

65. თოვლში მცხოვრები ცხოველების თეთრად შეფერილობა არის:

ა) მფარველობითი შეფერილობა; ბ) დანაწევრებითი შეფერილობა;

გ) გამაფრთხილებელი შეფერილობა; დ) არცერთი არ არის სწორი.

66. მწველი სითხის გამოყოფის უნარი ცხოველებში არის :

ა) მფარველობითი შეფერილობა; ბ) დანაწევრებითი შეფერილობა;

გ) გამაფრთხილებელი შეფერილობა; დ) არცერთი არ არის სწორი.

67. ცხოველთა მიგრაციები არის:

ა) ფიზიოლოგიური ადაპტაცია;ბ) ქცევითი ადაპტაცია;

გ) მორფოლოგიური ადაპტაცია; დ) მფარვ ელობითი

სეფერილობა.

68. ფრინველებში ფრთების განვითარება არის:

ა) ფიზიოლოგიური ადაპტაცია; ბ) ქცევითი ადაპტაცია;

გ) მორფოლოგიური ადაპტაცია; დ) მფარვ ელობითი

შეფერილობა.

69. ჰომეოსტაზის მაგალითი არის:

ა) ფიზიოლოგიური ადაპტაცია; ბ)ქცევითი ადაპტაცია;

გ) მორფოლოგიური ადაპტაცია; დ) მფარვ ელობითი

სეფერილობა.

70. ზებრას ზოლებიანი შეფერილობა არის:

ა) მფარველობითი შეფერილობა; ბ) დანაწევრებითი შეფერილობა;

გ) გამაფრთხილებელი შეფერილობა; დ) არცერთი არ არის სწორი.

71. ხელოვნური გადარჩევის მამოძრავებელი ძალებია:

1. ბიოტური ფაქტორები 2. აბიოტური ფაქტორები

3. ანთროპოგენული ფაქტორი

ა)1, 2 ბ) 1,3

გ) 2,3დ) 1,2,3

72. ბუნებრივი გადარჩევის დროს ინდივიდები გადაირჩევიან:

ა) სახეობისთვის სასარგებლოდ ბ) ადამიანისათვის სასარგებლოდ

გ) ორივე ერთად დ) კანონზომიერების გარეშე

73. ბუნებრივი გადარჩევის მამოძრავებელი ძალებია:

1. ბიოტური ფაქტორები 2. აბიოტური ფაქტორები 3. ანთროპოგენული

ფაქტორი

ა) 1,2 ბ) 1,3

Page 26: გამოსაშვები გამოცდები N3

გ) 2,3 დ) 1,2,3

74. ბუნებრივი გადარჩევის შედეგია:

1. ახალი სახეობის შექმნა 2. ბიომრავალფეროვნება 3. შეგუებულთა

გადარჩენა

ა) 3 ბ) 1,3

გ) 2,3დ) 1,2,3

75. ხელოვნური გადარჩევის შედეგია:

1. ახალი ჯიშის შექმნა 2. ვიწრო შეგუებულობა

3. სახეობისათვის სასარგებლო ნიშნების განვითარება

ა)1,2ბ) 1,3

გ) 2,3 დ) 1,2,3

76. ორგანოებს, რომელთაც დაკარგეს ფუნქცია ევოლუციის პროცესში და

სახეცვლილი ფორმით არიან შემორჩენილი, ეწოდებათ:

ა) ატავიზმი ბ) რუდიმენტი

გ) ნაშთი დ)დანამატი

77. არსებობისათვის ბრძოლის რომელ სახეს მიეკუთვნება ინდივიდების ჭარბი

რაოდენობის დროს ზოგიერთი ფრინველის მიერ შთამომავლობის ნაწილის

განადგურება?

ა) შიგასახეობრივი ბ) სახეობათაშორისი გ) ბრძოლა გარემოსთან

დ) სამივე ერთად

78. სახეობათაშორისი ბრძოლა მიმდინარებს:

ა) კულტურულ მცენარეებს შორის ბ) მტაცებელსა და მსხვერპლს

შორის

გ) მწერიჭამია ფრინველებს შორის დ) მარტორქასა და ჩიტს შორის

დ) სიცოცხლის წარმოშობას დედამიწაზე

79. მიგრაცია/ემიგრაცია, შობადობა და სიკვდილიანობა ძირითადად

განაპირობებს:

ა) პოპულაციის რიცხობრიობას ბ) ეკოსისტემის მდგრადობას

გ) ეკოლოგიური ფაქტორების მართვას დ) მაკროევოლუციას

80. რა კავშირი არსებობს მელიებისა და კურდღლების პოპულაციათა შორის?

ა) კურდღლები ყოველთვის მეტნი არიან მელიებზე

ბ) მელიები ყოველთვის მეტნი არიან კურდღლებზე

Page 27: გამოსაშვები გამოცდები N3

გ) მელიებისა და კურდღლების რაოდენობა ბალანსშია

დ) კავშირი არ არის

81. კონვერგენცია არის:

ა) ევოლუციის პროცესში არამონათესავე ჯგუფების ორგანიზმებში ნიშან-

თვისებების დამთხვევა;

ბ) ევოლუციის პროცესში მონათესავე ჯგუფების ორგანიზმებში ნიშან-

თვისებების დამთხვევა;

გ) ევოლუციის პროცესში არამონათესავე ჯგუფების ორგანიზმებში ნიშან-

თვისებების დაცილება;

82. მაკროევოლუციის პროცესში წარმოიქმნება:

ა) ახალი სახეობები;

ბ) ახალი პოპულაციები;

გ) ახალი კლასები.

83. მცენარის რომელი ორგანოს ჰომოლოგიურია ხახვის ბოლქვი:

ა) ფესვის; ბ) ღეროს;

გ) ყვავილის; დ) ყლორტის.

84. ატავიზმის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს:

ა) ახალზელანდიურ კივებში ფრთების გაქრობა;

ბ) ზვიგენისა და დელფინის წინა კიდურის მსგავსება;

გ) ადამიანში ჭია ნაწლავის არსებობა;

დ) ზოგიერთი ადამიანის უნარი, ამოძრაოს ყურები.

85. კონვერგენციის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს დელფინის გარეგანი

მსგავსება:

ა) სელაპთან; ბ) ზვიგენთან;

გ) ლურჯ ვეშაპთან; დ) ყველა ამ ცხოველთან.

86. ჩამოთვლილთაგან რომელი მაგალითი არ არის ჩვენს თვალწინ მიმდინარე

ბიოლოგიური პროგრესიის შემთხვევა:

ა) ხოჭოს ახალი სახეობის წარმოქმნა;

ბ) ინსექტიციდების მიმართ გამზლე ტარაკნების გაჩენა;

გ) ანტიბიოტიკების მიმარტ მდგრადი ბქტერიების წარმოქმნა;

დ) გრიპის ვირუსის ახალი ფორმების წარმოქმნა.

87. ევოლუციის მიმართულება , რომელიც იწვევს ორგანიზმის

ორგანიზაციური დონის ამაღლებას, ფართო მნიშვნელობის

შეგუებულობების განვითარებას და საარსებო გარემოს გაფართოებას, არის:

Page 28: გამოსაშვები გამოცდები N3

ა) ალოგენეზი; ბ) აროგენეზი;

გ) კატაგენეზი; დ) არცერთი ამათთაგანი.

88. ევოლუციის მიმართულება, რომელსაც თან ახლავს იდიოადაპტაციების ,

კონკრე-ტულ საარსებო გარემოსთან შეგუებულობების, შეძენა, რომელიც

სასარგებლოა არსებობისათვის ბრძოლაში არის:

ა) ალოგენეზი; ბ) აროგენეზი;

გ) კატაგენეზი; დ) არცერთი ამათთაგანი.

89. ევოლუციის განსაკუთრებული მიმართულება, რომელიც დაკავშირებულია

ორგანიზაციისა და ცხოვრების ნირის მკვეთრ გამარტივებასთან, არის:

ა) ალოგენეზი; ბ) აროგენეზი;

გ) კატაგენეზი; დ) არცერთი ამათთაგანი.

90. არომორფოზის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს:

ა) ფრინველის ბუმბული;

ბ) სამოთხის ჩიტის ლამაზი შეფერილობა;

გ) კოდალის მაგარი ნისკარტი;

დ) ყანჩას გრძელი ფეხები.

91. მიმიკრია არის:

ა) დეგენერაციის მაგალითი;

ბ) არომორფოზის მაგალითი;

გ) იდიოადაპტაცის მაგალითი.

92. დეგენერაციის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს:

ა) გველებში კიდურების არქონა;

ბ) ღორის სოლიტერში საჭმლის მომნელებელი სისტემია არქონა;

გ) ფრინველებში კბილების არქონა.

93. ქამელეონის გრძელი, ლორწოვანი ენა, რითაც ის მწერებს მოხერხებულად

იჭერს, შეიძლება განვიხილოთ, როგორც:

ა) არომორფოზი ; ბ) დეგენერაცია;

გ) იდიოადაპტაცია; დ) დივერგენცია.

94. იპოვე მცდარი დებულება:

იდიოადაპტაციის მაგალითებია:

ა) ფსკერის თევზების გაბრტყელებული ფორმა;

ბ) ცოცხალმშობიარობა ძუძუმწოვრებში;

გ) ფოთლების ზედაპირის ცვილით დაფარვა აორთქლების

შესამცირებლად.

95. მფარველობითი შეფრილობა არის:

Page 29: გამოსაშვები გამოცდები N3

ა) დეგენერაციის მაგალითი;

ბ) არომორფოზის მაგალითი;

გ) იდიოადაპტაცის მაგალითი.

96. სქესობრივი გამრავლება არის:

ა) დეგენერაციის მაგალითი;

ბ) არომორფოზის მაგალითი;

გ) იდიოადაპტაცის მაგალითი.

97. ჩლიქოსნების ფეხებზე თითების შემცირება:

ა) დეგენერაციის მაგალითი;

ბ) არომორფოზის მაგალითი;

გ) იდიოადაპტაცის მაგალითი.

98. ძუძუმწოვრების ბეწვი არის:

ა) დეგენერაციის მაგალითი;

ბ) არომორფოზის მაგალითი;

გ) იდიოადაპტაცის მაგალითი.

99. ზოგიერთი პეპლის მსგავსება მცენარის ფოთლებთან:

ა) დეგენერაციის მაგალითი;

ბ) არომორფოზის მაგალითი;

გ) იდიოადაპტაცის მაგალითი.

100. მცენარის ფოთლებზე მკვეთრი კუტიკულა:

ა) დეგენერაციის მაგალითი;

ბ) არომორფოზის მაგალითი;

გ) იდიოადაპტაცის მაგალითი.

Page 30: გამოსაშვები გამოცდები N3

ევოლუცია ---- პასუხების ფურცელი:

1. ბ 2. ა 3. გ 4. ბ 5. ა 6. ბ 7. ა 8. ბ 9. გ 10. ა 11. ბ 12. ა 13. გ 14. ა 15. ა 16. ა 17. ა 18. დ 19. გ 20. ა

21. ბ 22. ა 23. ბ 24. ა 25. ა 26. დ 27. დ 28. ა 29. გ 30. ბ 31. ა 32. გ 33. გ 34. გ 35. ა 36. გ 37. ბ 38. ა 39. გ 40. ა

41. ა 42. ბ 43. ბ 44. გ 45. ბ 46. ა 47. ბ 48. ა 49. დ 50. ბ 51. ბ 52. ა 53. ბ 54. ბ 55. ა 56. ა 57. ბ 58. ა 59. ბ 60. ბ

61. გ 62. გ 63. ა 64. გ 65. ა 66. გ 67. ბ 68. გ 69. ა 70. ბ 71. გ 72. ა 73. ა 74. დ 75. ა 76. ბ 77. ა 78. ბ 79. ა 80. გ

81. ა 82. გ 83. დ 84. დ 85. გ 86. ა 87. ბ 88. ა 89. გ 90. ა 91. გ 92. ბ 93. გ 94. ბ 95. გ 96. ბ 97. გ 98. ბ 99. გ 100.ბ

Page 31: გამოსაშვები გამოცდები N3

მოცემული წერილი მოგვივიდა ჩვენს FB გვერდზე

: გამოსაშვები გამოცდების უპირატესობა ალაბათ ის არის რომ ის თანაბარ სიტუაციაში

აყენებს საქართველს ყევლა სააჯრო სკოლის მოსწავლეს, აქ არ გაქ არავის იმედი,აქ ვერავინ

დაგეხმარება, ერთადერთი რისი იმედიც უნდა უნდა გქონდეს ესაა საკუთარი ნიჭი,

განათლება და რათქაუნდა მომზადება კონკრეტულ საგანში დადებული პროგრამის

შესაბამისად.

მაგრამ დღეს რომ კითხო აბიტურიენთა 90%-ი(მათ შორის მეც ) თანახმა იქნება და დიდი

სიხარულით დათანხმდება საატესტატო გამოცდების მოხსნას, გაუქმებას . ამის ერთადერთი

მიზეზი კი ნერვიულობაა, ნერვიულობა რომელიც თან ახლავს ამ გამოცდებს , მაგრამ მე

მჯერა და დარწმუნებული ვარ ყველა აბიტურიენტს რობლებმსაც ამ ზაფხულს არ

დაგვისვენია და ეს არდადაგები სწავლაში გავატარეთ დაგვიფასდება ეს შრომა , ეს

წუთისოფელი ხომ წამების, წუთებისგან შედგება, ამიტომ როდესაც გამოხვალ საგამოცდო

ოთახიდან და გაახარებ ნათესავებს და მეგობრებს მაღალი ქულით და სიამყის გძნობა

გაგიჩნდება ,მიხვდები რო აი ამ წამისთვის ღირდა ცხოვრება

Page 32: გამოსაშვები გამოცდები N3

ამიტომ ყველა აბიტურიენტი მინდა დავამშვდო და ვუთხრა მათ რომ ყველაფერი კარგად

იქნება მიუხედავდ იმისა რომ მეც ძალიან ვნერვიულობ

გთავაზობთ ფიზიკის ტესტურ დავალებათა ნიმუშებს

Page 33: გამოსაშვები გამოცდები N3
Page 34: გამოსაშვები გამოცდები N3
Page 35: გამოსაშვები გამოცდები N3
Page 36: გამოსაშვები გამოცდები N3

ბიოლოგია

როგორ შევძლოთ გენეტიკური ამოცანების მარტივად და სწრაფად გამეორება?

გენეტიკური ამოცანების ამოხსნა არ წარმოადგენს მოსწავლეებისთვის დიდ სირთულეს

როგორც წესი, ისინი სწრაფად ეუფლებიან ამოცანის ამოხსნისთვის საჭირო ცოდნასა და

უნარებს. ჩვეულებრივ, პრობლემას წარმოადგენს დათიშვის განსხვავებული კანონზომიერების

დამახსოვრება და ამ ცოდნის სწორად გამოიყენება ამოცანების ამოხსნის დროს.

ქვემოთ მოცემულია მონოჰიბრიდული და დიჰიბრიდული შეჯვარების მაგალითები და

დათიშვის კანონზომიერები სხვადასხვა შეჯვარების დროს. იმედია, მოცემული ცხრილი

დაგეხმარებათ ცოდნის განმტკიცებასა და გამეორებაში;

Page 37: გამოსაშვები გამოცდები N3

N მშობლიური

ფორმები

წარმოქმნილი

გამეტები

ჰიბრიდები

დათიშვის ფორმა

გენოტიპური ფენოტიპური

1 AA X aa A და a Aa ყველა ინდივიდის

გენოტიპი ერთნაირია

- 100%, ანუ დათიშვას

ადგილი არ აქვს

ყველა

ინდივიდის

ფენოტიპი

ერთნაირია -

ანუ დათიშვას

ადგილი არ

აქვს.

ვლინდება

დომინანტური

ნიშანი.

2 Aa x aa A, a და a Aa, aa 1 Aa : 1 aa 1:1 ( 50 / 50)

3 Aa x Aa A, a და A, a AA, Aa, Aa, aa 1 AA : 2 Aa : 1 aa 3: 1 ( 75 / 25)

ჰიბრიდების

3/4 ნაწილში

ვლინდება

დომინანტური

ნიშანი, 1/4

ნაწილში -

რეცესიული

არასრული დომინირება

4 AA X aa A და a Aa ყველა ინდივიდის

გენოტიპი

ერთნაირია - 100%,

ანუ დათიშვას

ადგილი არ აქვს

ყველა

ინდივიდის

ფენოტიპი

ერთნაირია -

ანუ დათიშვას

ადგილი არ

აქვს.

ვლინდება

შუალედური

ნიშანი

5 Aa x aa A, a და a Aa, aa 1 Aa : 1 aa 1:1 ( 50 / 50)-

ინდივიდების

ნახევარს აქვს

შუალედური

ნიშანი,

ნახევარს -

რეცესიული

6 Aa x Aa A, a და A, a AA, Aa, Aa, aa 1 AA : 2 Aa : 1 aa

1: 2: 1 (

25/50/25)

1/4 -

დომიმანტური

ნიშანი;

1/2 -

შუალედური

ნიშანი;

1/4 -

Page 38: გამოსაშვები გამოცდები N3

ბიოლოგიის გენეტიკური ამოცანები:

რეცესიული

ნიშანი;

Page 39: გამოსაშვები გამოცდები N3
Page 40: გამოსაშვები გამოცდები N3
Page 41: გამოსაშვები გამოცდები N3
Page 42: გამოსაშვები გამოცდები N3
Page 43: გამოსაშვები გამოცდები N3
Page 44: გამოსაშვები გამოცდები N3

გისურვებთ წარმატებებს გამოცდაზე.

შემდეგ ნომერში:

,,ეროვნული გამოცდების ტესტური დავალებების

ნიმუშები“

Facebook.com/Gamocdebi2013

2013-2014