სათბურის ეფექტი

9
პპპპპპპ: პპპპპპპპ პპპპპპ

Upload: ana-lipartia

Post on 17-Jan-2017

99 views

Category:

Education


3 download

TRANSCRIPT

Page 1: სათბურის ეფექტი

პროექტი: სათბურის ეფექტი

Page 2: სათბურის ეფექტი

დედამიწას მზე ათბობს. მზის სხივების სითბური ენერგია დედამიწაზე რჩება, ნაწილი კი დედამიწის ზედაპირიდან აირეკლება და კოსმოსში ბრუნდება. ამ ორი პროცესის შედეგად დედამიწაზე მყარდება სითბური ბალანსი. ამ სითბური ბალანსის შედეგად დედამიწაზე ტემპერატურა საშუალოდ 15◦C-ია, რაც მასზე სიცოცხლის არსებობის უმნიშვნელოვანესი პირობაა. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის გაზრდა საფრთხეს უქმნის დედამიწასა და კოსმოსს შორის არსებულ სითბურ ბალანსს. ყველა შემთხვევაში სათბობის წვის შედეგად ატოსფეროში ნახშირორჟანგი გამოიყოფა ჩვეულებრივად ნახშირორჟანგი მუდმივ წრებრუნვაში - ორგანული ნივთიერებების წვის შედეგად წარმოქმნილი CO2 ზღვისა და ოკეანის წყალში იხსნება, ფოტოსინთეზის გავლენით კი ისევ ცოცხალ სამყაროს უბრუნდება. ნახშირორჟანგის გამოყოფისა და შებოჭვის, შთანთქმის პროცესებს შორის მყარდება დინამიკური თანასწორობა. დღევანდელ პირობებში ეს დინამიკური თანასწორობა დარღვეულია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დაგროვებამ დედამიწაზე „სათბურის ეფექტი“ გამოიწვია.

Page 3: სათბურის ეფექტი

სითბოს მიმოცვლა დედამიწასა და კოსმოსს შორის მუდმივად მიმდინარეობს: ნახშირორჟანგი ატარებს მზის სხივებს და ხელს არ უშლის დედამიწის ზედაპირის გათბობას ამავე დროს ის აკავებს სითბოს დედამიწაზე ამ პროცესში ატმოსფეროს ზემოქმედებს როგორც სათბურის კედელი. რომ არა ნახშირორჟანგის ფენა სითბო კოსმოსში გაიფანტებოდა მაგრამ როდესაც ნახშირორჟანგის შემცველობა ატმოსფეროში ნორმაზე მეტია, ფერხდება სითბოს მიმოცვლა დედამიწასა და კოსმოსს შორის, რამაც შესაძლებელია დედამიწაზე კლიმატის შცვლა გამოიწვია.

Page 4: სათბურის ეფექტი

სათბურის ეფექტს ატმოსფეროს მიერ დედამიწის  ინფრაწითელი გამოსხივების დაჭერის შედეგად დედამიწის ზედაპირის გათბობის პროცესს უწოდებენ. ეს დასახელება მომდინარეობს არასწორი ანალოგიიდან სათბურთან, რომლის შიგნით ჰაერი თბილია, გარეთ კი — ცივი. სინამდვილეში სათბურის ეფექტს სათბურთან საერთო ცოტა აქვს. ენერგიის გადაცემა კოსმოსს, დედამიწის ატმოსფეროსა და დედამიწის ზედაპირს შორის. სათბურის ეფექტს ატმოსფეროს მიერ დედამიწის ზედაპირის თბური გამოსხივების დაჭერის უნარი განაპირობებს

Page 5: სათბურის ეფექტი

ატმოსფეროს იმ კომპონენტებს (აირებს), რომლებიც თბურ (ინფრაწითელ) გამოსხივებას იჭერს, "სათბურის აირებს" უწოდებენ. დედამიწის ატოსფერო ძირითადად ჟანგბადის და აზოტის აირებისგან შედგება, რომლებიც სათბურის აირებს არ განეკუთვნება. სათბურის ეფექტს ატმოსფეროს სხვა დანამატები იწვევს. თბური გამოსხივების ძირითადი შთანმთქმელები დედამიწის ატმოსფეროში არიან: წყლის ორთქლი (H2O), ნახშირორჟანგი (CO2) და ოზონი (O3). მნიშვნელოვანი შთანთქმის უნარი აქვთ აგრეთვე მეთანს (CH4), აზოტის ჟანგს (NO2) და ქლორფტორნახშირწყალბადებს, თუმცა მათი კონცენტრაცია ატმოსფეროში ნაკლებია.

Page 6: სათბურის ეფექტი

სათბურის ეფექტი 1824 წელს იოზეფ ფურიემ აღმოაჩინა, 1896 წელს კი სვანტე არენიუსმა რაოდენობრივად შეისწავლა. სათბურის ეფექტის გარეშე დედამიწის ზედაპირი დღევანდელთან შედარებით 33°–ით უფრო ცივი იქნებოდა. ითვლება, რომ XX საუკუნეში დედამიწის კლიმატის გლობალური დათბობა ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების კონცენტრაციის ზრდითაა გამოწვეული.

Page 7: სათბურის ეფექტი

დედამიწა უწყვეტად იღებს ენერგიას მზის გამოსხივების სახით. ამ ენერგიის 30%–ს დედამიწა ირეკლავს, 70%–ს კი შთანთქავს, რაც ხმელეთის, ატმოსფეროს და ოკეანისგაცხელებას იწვევს. თავის მხრივ ცხელი სხეულები თბურ ენერგიას ასხივებს. დედამიწის ტემპერატურის სტაბილურობა მის მიერ მზის გამოსხივების შთანთქმასა და თბური ენერგიის გამოსხივებას შორის დამყარებული ზუსტი ბალანსით აიხსნება.

მზის ხილული გამოსხივების სპექტრი, დედამიწის ატმოსფეროში და ზღვის დონეზე.

Page 8: სათბურის ეფექტი

ატმოსფეროს მიერ თბური გამოსხივების შთანთქმის უნარი მასში სათბურის აირების კონცენტრაციაზე არის დამოკიდებული. რაც მეტია კონცენტრაცია, მით მეტ სითბოს იჭერს ატმოსფერო და მით მაღლა იწევს დედამიწის ზედაპირის და ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა. მაგრამ თავის მხრივ სათბურის აირების კონცენტრაცია ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირის ტემპერატურაზე არის დამოკიდებული: რაც მეტია ტემპერატურა, მით მეტია კონცენტრაცია. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციასა და ატმოსფეროს ტემპერატურას შორის დადებითი უკუკავშირი არსებობს.

მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მოვლენათა ასეთი განვითარების შედეგად ტემპერატურა დედამიწაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა, არსებობს მოსაზრებები, რომ მოვლენები შესაძლოა პირუკუ განვითარდეს და ზვავურმა ეფექტმა არა გლობალური დათბობა, არამედ გლობალური გამყინვარება მოუტანოს დედამიწას.

Page 9: სათბურის ეფექტი

გმადლობთ ყურადღებისათვის♥♥♥