ეკა ლ

3
გაკვეთილის გეგმა 1 პედაგოგი მაძიებელი- ელენე ლურსმანაშვილი 2 გაკვეთილის თემა აკაკი წერეთლის ,,დათუნა გოცირიძე,, 3 სწავლების საფეხური და კლასი საბაზო მე-5 4 მოსწავლეთა რაოდენობა 28 5 გაკვეთილის მიზანი და განსავითარებელი უნარები მოსწავლეებმა მოისმინონ და ამოიცნონ ნაწარმოების მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები. დაახასიათონ ისინი თავიანთი სიტყვებით. განმარტონ პერსონაჟთა ქცევის მოტივი და შეაფასონ მათი საქციელი , მსჯელობა განამტკიცონ არგუმენტებით. ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოიტანონ დასკვნა და ჩაწვდნენ ტექსტის მთავარ სათქმელს. განსავითარებელი უნარები; * მხატვრული ტექსტის ადეკვატურად გაგება გაანალიზების უნარი; * შემოქმედებითი უნარი; * თვითშეფასება და ურთიერთშეფასება; * მოსმენის უნარი; * მსჯელობის უნარი. 6 გ–ით მისაღწევი შედგები/ინდიკატორები მიმართულება: ზეპირმეტყველება ქართ.5.4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი. * ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს(ლექსს,ნოველას,მოთხრობას) და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. * მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ. * ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან. მიმართულება: კითხვა ქართ.5.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება– გაანალიზება. * საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს. * გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან. * განარჩევს მთავარ და მეორე ხარისხოვან პერსონაჟებს. * გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ. 7 მეთოდები კითხვა პასუხის მეთოდი ( მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, განწყობის შექმნა); კითხვა პაუზებით (ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება)

Upload: mziaegiashvili

Post on 06-Jul-2015

148 views

Category:

Education


5 download

TRANSCRIPT

Page 1: ეკა ლ

გაკვეთილის გეგმა

1 პედაგოგი მაძიებელი- ელენე ლურსმანაშვილი

2 გაკვეთილის თემა აკაკი წერეთლის ,,დათუნა გოცირიძე,,

3 სწავლების საფეხური და

კლასი

საბაზო

მე-5

4 მოსწავლეთა რაოდენობა 28

5 გაკვეთილის მიზანი და

განსავითარებელი უნარები

მოსწავლეებმა მოისმინონ და ამოიცნონ ნაწარმოების

მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები. დაახასიათონ

ისინი თავიანთი სიტყვებით. განმარტონ პერსონაჟთა

ქცევის მოტივი და შეაფასონ მათი საქციელი , მსჯელობა

განამტკიცონ არგუმენტებით. ტექსტის მთლიანი

გააზრების საფუძველზე გამოიტანონ დასკვნა და

ჩაწვდნენ ტექსტის მთავარ სათქმელს.

განსავითარებელი უნარები;

* მხატვრული ტექსტის ადეკვატურად გაგება –

გაანალიზების უნარი;

* შემოქმედებითი უნარი;

* თვითშეფასება და ურთიერთშეფასება;

* მოსმენის უნარი;

* მსჯელობის უნარი.

6 ე ს გ–ით მისაღწევი

შედგები/ინდიკატორები

მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ.5.4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების

ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.

* ისმენს მხატვრულ

ნაწარმოებს(ლექსს,ნოველას,მოთხრობას) და გამოხატავს

საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს.

* მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ

გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთარ

დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ.

* ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის

საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.

მიმართულება: კითხვა

ქართ.5.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის

მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად

გაგება– გაანალიზება.

* საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს.

* გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან.

* განარჩევს მთავარ და მეორე ხარისხოვან

პერსონაჟებს. * გამოაქვს

დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული

ურთიერთობის შესახებ.

7 მეთოდები

კითხვა – პასუხის მეთოდი ( მოსწავლეების

მოტივაციის ამაღლება, განწყობის შექმნა);

კითხვა პაუზებით (ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება)

Page 2: ეკა ლ

კლასის ორგანიზების

ფორმები

;

3/2/1- ის მეთოდი;

ინდივიდუალური.

8 წინასწარი ცოდნა მოსწავლეები იცნობენ ამ ნაწარმოების ავტორს , შესწავლილი

აქვთ პირველი ნაწილი

9 საგანმანათლებლო

რესურსები და

გამოყენებული

ლიტერატურა

ტექნიკა–ინსტრუმენტები:კომპიუტერი, პროექტორი ; დაფა,

ცარცი; ინფორმაციული წყაროები: ქართული ენა და

ლიტერატურა მე-5 კლასის სახელმძღვანელო. ავტორები:

ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2011 წ.

10 შეფასება განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა

მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე.

11 გაკვეთილის მსვლელობა/

საკლასო მენეჯმენტი და

დრო

გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წთ.

გაკვეთილის მიზანი და განსავითარებელი უნარები

ნაჩვენებია მონიტორზე . გაკვეთილის თემა დაწერილია

დაფაზე.

ა ფაზა( გამოწვევა) 13წთ

(მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) 3 წთ.

მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზანს და

გასავითარებელ უნარებს, შემდეგ ვამოწმებ საშინაო

დავალებას და ვაკითხებ 1–2 მოსწავლეს. შემდეგ კითხვა –

პასუხის საშუალებით გამოვიკითხავ:

–1–ლი ნაწილის მიხედვით, ვინ არიან მოთხრობის

მთავარი გმირები? როგორ დაახასიათებენ მათ?

- რა თვისება არ მოსწონთ მათი?

მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ მათ მიერ შესწავლილი აკაკი

წერეთლის ლექს-იგავი ,,ღამურა”.

–რა თვისებამ დაღუპა ღამურა?

–ხასიათდება თუ არა იმავე თვისებით ბიძა– დისწული?

–თქვენი აზრით, რა მოხდება მოთხრობის მეორე ნაწილში?

10წთ.

B ფაზა (შინაარსის რეალიზება) 20 წთ.

ვკითხულობ ამ მოთხრობის მეორე ნაწილს პაუზებით,

ვიყენებ ბლუმის ტაქსონომიას, პირველი აბზაცის შემდეგ

ვსვამ კითხვას:

–რა გადაწყვიტა დათუნა გოცირიძემ?

მომდევნო აბზაცის წაკითხვის შემდეგ ბავშვებს ვეუბნები:

თქვენი სიტყვებით მითხარით, რატომ მოიქცა დათუნა

გოცირიძე ასე ?

მომდევნო აბზაცის წაკითხვის შემდეგ:

–შეიძლება თუ არა მსგავსი სიტუაცია მოხდეს

თანამედროვე ეპოქაში და თქვენ როგორ მოიქცეოდით

მსგავს სიტუაციაში?

შემდეგი აბზაცის წაკითხვის მერე:

Page 3: ეკა ლ

შეადარეთ ერთმანეთს ივანე კვიტაშვილისა და დათუნა

გოცირიძის საქციელი, რა მსგავსება– განსხვავებას ხედავთ?

ბოლო აბზაცების წაკითხვის შემდეგ:

–რა მოხდებოდა, არც ერთს რომ არ ეპატიებინა

ერთმანეთისთვის?

შემდეგ დავსვამ კითხვას:

– თქვენი აზრით, რა არის მოთხრობის მთავარი

სათქმელი?

C ფაზა( გამთლიანება) 10წთ.

აქტივობა 3/2/1. მოსწავლეებს ვთხოვ, შეაჯამონ მთლიანად

ნასწავლი მოთხრობა, გამოყონ 3 რამ, რაც

დაამახსოვრდათ; 2 რამ, რაც მოეწონათ; 1 რამ, რასაც

შეცვლიდნენ.

12 საშინაო დავალება ,, სანამ გარეშე მტერი არ მოგვიგერიებია, შინაური

მტრობა რჯულის უარყოფაა ” (ამ მოთხრობის მიხედვით)

2 წთ