წყალში ხსნადი ვიტამინები

21
ვვვვვვვვვვ- ვვვვვვ ვვვვვვ ვვვვვვვვვვ ვვვვვ ვვვვვვვვვვვვ ვვვვვვვვვ ვვვვვვვვვვ ვვვვვვვვვვვვ ვვვვვ ვვ ვვვვვვვვვვვვვვვვვ ვვვვვვვვვვვვ ვვვვვ ვვვვვვ:ვვვვვვვ ვვვვვვვვვვვვ

Upload: -microfinance-organization-big

Post on 27-Jun-2015

1.864 views

Category:

Presentations & Public Speaking


11 download

DESCRIPTION

წყალში ხსნადი ვიტამინები

TRANSCRIPT

Page 1: წყალში ხსნადი ვიტამინები

ვიტამინები-წყალში ხსნადი ვიტამინები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა

ავტორი:ქეთევან ლაიბურიშვილი

Page 2: წყალში ხსნადი ვიტამინები

ვიტამინები ეს არის ორგანული

ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია

ადამიანის ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო

ბიოლოგიური ფუნქციის უზრუნველსაყოფად. ჩვენს ორგანიზმს არ

შეუძლია მათი დამოუკიდებლად გამომუშავება და

ვიტამინების ძირითად ნაწილს საკვების

საშუალებით ვღებულობთ, ხოლო მათი

ნაწილი ჩვენს ორგანიზმში

სინთეზირდება

Page 3: წყალში ხსნადი ვიტამინები

ვიტამინები არ წარმოადგენენ ენერგიის წყაროს, თუმცა ისინი აუცილებელია სხვადასხვა სასიცოცხლო

პროცესის ნორმალური მიმდინარეობისათვის: სისხლის და ძვლოვანი უჯრედების წარმოქნისათვის,

კბილებისა და კანისთვის, ნერვული იმპულსების გადაცემისათვის, იმუნური სისტემის

ფუნქციონირებისათვის, ვიტამინები ასევე აქტიურად მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში.

Page 4: წყალში ხსნადი ვიტამინები

ვიტამინები იყოფა ორ ჯგუფად: წყალში და ცხიმში ხსნად ვიტამინებად.

Page 5: წყალში ხსნადი ვიტამინები

წყალში ხსნად ვიტამინებს

მიეკუთვნებიან B ჯგუფის ყველა ვიტამინი და

ვიტამინი C, ასევე ფოლიუმის მჟავა,

ნიაცინი (РР), ბიოტინი (Н). ხოლო ცხიმში

ხსნად ვიტამინებს - რეტინოლი (A), კალციფეროლი

(D), E და K ვიტამინები.

Page 6: წყალში ხსნადი ვიტამინები

განვიხილოთ წყალში ხსნადი ზოგიერთი ვიტამინი

ვიტამინი B1 (ტიამინი)

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)

B9 (ფოლიუმის მჟავა)

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)

ვიტამინი C

Page 7: წყალში ხსნადი ვიტამინები

B1 ვიტამინი ნახშირწყლების ცვლის პროცესზე ახდენს გავლენას.იგი აუცილებელია იმ ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირებისათვის,სადააც უფრო

ინტენსიურია ნახშირწყლების ცვლა,ესენია ნერვული სისტემა,გული,კუნთები..

Page 8: წყალში ხსნადი ვიტამინები

როცა საკვებში B1 ვიტამინი არ არის,ვითრდება მძიმე დაავადება ბერი-ბერი.. ასეთი დაავადების დროს ნერვული სისტემის მოქმედება აღინიშნება ,იწყება

კრუნჩხვები და ვითარდება დამბლა..ადამიანებს დღე-ღამეში 2-3 მგ B1 ვიტამინი ესაჭიროებათ..მას შეიცავს

გაუსუფთვებელი მარცვლოვანები,კვერცხის გული,კომბოსტო,სტაფილო,ვაშლი და სხვა..

Page 9: წყალში ხსნადი ვიტამინები

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – გავლენას ახდენს უჯრედების ზრდასა და აღდგენაზე, შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქსოვილებში მიმდინარე დაჟანგვის რეაქციებში

და ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლის რეგულაციაში. უკმარისობა ვლინდება მადის

დაქვეითებაში, წონის კლებით, სისუსტით, თავის ტკივილით, მხედველობის პრობლემით, ტუჩის კუთხეში

ნაპრალების გაჩენით და დერმატიტით.

Page 10: წყალში ხსნადი ვიტამინები

B2-ს შეიცავს:რძე, ღვიძლი, თირკმელები, საფუარი, მწვანე ფურცლიანი ბოსტნეული, პომიდორი, ასკილი, კომბოსტო, კვერცხი.

Page 11: წყალში ხსნადი ვიტამინები

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირებს

არტერიულ წნევას. მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების და ცხიმების

ცვლაში, სისხლის წარმოქმნის პროცესში, ამაღლებს ტვინის მუშაობის

ეფექტურობას. B6-ის დეფიციტი ვლინდება დერმატიტით, მეხსიერების და ყურადღების გაუარესებით, თავის ტკივილით, ანემიის განვითარებით,

მადის დაკარგვით, ნერვული სისტემის დარღვევით.

Page 12: წყალში ხსნადი ვიტამინები

B6-ის წყაროა: გაღვივებული მარცვლეული, თხილი, ისპანახი, კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ლობიო,

მარწყვი, ლიმონი, ფორთოხალი, ღვიძლი, კვერცხი, თევზი.

Page 13: წყალში ხსნადი ვიტამინები

B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) -უჯრედის დაყოფის ხელშემწყობი კოფერმენტია. გვხვდება ღვიძლში, მწვანე ბოსტნეულში, მარცვლეულში. ნაკლებობა იწვევს ანემიას.

Page 14: წყალში ხსნადი ვიტამინები

B9-ის წყაროა: კომბოსტო, ისპანახი, პარკოსნები, სალათი, მწვანე მუხუდო, ლობიო, მწვანე ხახვი, ჭარხალი, სტაფილო, პომიდორი, უხეშად დაქუცმაცებული ფქვილი,

ღვიძლი, თირკმელები, ყველი, ხიზილალა, ხაჭო, საფუარი.

Page 15: წყალში ხსნადი ვიტამინები

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) - მთავარ როლს თამაშობს ნერვების მიელინის გარსის ჩამოყალიბებაში და იცავს მათ დაშლისაგან. B12 მნიშვნელოვანია მჟავების -

გენეტიკური მასალის წარმოებისათვის. B12-ის დეფიციტის სიმპტომებია: თავბრუსხვევა,

დაღლილობა, დეპრესია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევა, ანემია. B12-ის

ხანგრძლივი უკმარისობა იწვევს ზურგის ტვინის და ნერვული სისტემის მოშლას.

Page 16: წყალში ხსნადი ვიტამინები

B12-ის წყაროა: გული, თირკმელები, ღვიძლი, ხამანწკები, ზღვის პროდუქტები, თევზი, ყველი,

კვერცხის გული.

Page 17: წყალში ხსნადი ვიტამინები

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - უზრუნველყოფს რკინის და კალცის ათვისებას, ის ადამიანის

ორგანიზმისთვის აუცილებელ ანტიოქსიდანტად ითვლება. ზრდის იმუნიტეტს, ეხმარება ორგანიზმს

დაავადებების და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.გარდა ამისა, ვიტამინი C საჭიროა

კოლაგენის სინთეზისთვის, რომელიც მონაწილეობს ქსოვილების ფორმირებაში. ნაკლებობა იწვევს სურავანდს (კაპილარების კედლების სკდომა),

იმუნიტეტის დაქვეითებას.

Page 18: წყალში ხსნადი ვიტამინები

ვიტამინი C-ს შეიცავს ციტრუსები, ნესვი, ბრიუსელის და ყვავილოვანი კომბოსტო, შვი მოცხარი, ბულგარული წიწაკა, მარწყვი, პომიდორი, ვაშლი, გარგარი, ატამი,

ასკილი, ღვიძლი და თირკმელები.

Page 19: წყალში ხსნადი ვიტამინები

საინტერესოა,რომ ვიტამინი A და D ორგანიზმს არ მიეწოდებიან დამოუკიდებელი სახით, ისინი შემდგომ

სინთეზირდებიან..აგრეთვე B ვიტამინები - მაღალ ტემპერატურაზე იშლებიან და მათ ცხოველური წარმოშობის

საკვები შეიცავს.C ვიტამინი - ჟანგბადთან შეხებისას იშლება.

Page 20: წყალში ხსნადი ვიტამინები

დასკვნა!ადამიანის კვება

მრავალფეროვანი უნდა იყოს, რომ საკმარისი

რაოდენობის ვიტამინების მიწოდება მოხდეს ორგანიზმისათვის.

ერთი ან მეტი ვიტამინის დეფიციტს შეუძლია იმ

ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევა,

რომელზეც ის არის პასუხისმგებელი. გარდა

ამისა, ორგანიზმში ვიტამინების ქრონიკულ უკმარისობას ზოგიერთი

დაავადებების გამწვავება შეუძლია. მიიღეთ

ვიტამინები და გაიხანგრძლივეთ

ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა!

Page 21: წყალში ხსნადი ვიტამინები

მადლობა ყურადღებისათვის!