პროექტი "იცოდე ვის და რისთვის...

55
1 აააააააა ააააააა აააააააააა აააააააა 2012 wlis 1 oqtombris saqarTvelos parlamentis arCevnebTan dakavSirebuli gzamkvlevi proeqti: ,,icode vis da risTvis irCev!” Funded through Democracy Commission Small Grants Program, the U.S. Embassy in Georgia dafinansebulia saqarTveloSi aSS-is saelCos demokratiis ganviTarebis mcire sagranto programis mier Georgian Young Lawyers” Association Kutaisi branch saqarTvelos axalgazrda iuristTa asociaciis quTaisis filiali ,,demokratia ar aris kenWisyra, demokratia xmebis daTvlaa”

Upload: maka-cercvadze

Post on 09-Aug-2015

122 views

Category:

Documents


0 download

DESCRIPTION

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი

TRANSCRIPT

1

ამ ბროშურის მიზანია ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების და პარლამენტის შესახებ ამ ბროშურის მიზანია ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების და პარლამენტის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად.საქართველოს მოქალაქეები ოთხ წელიწადში ერთხელ მონაწილეობას იღებენ საპარლამენტო არჩევნებში და ირჩევენ

2012 wlis 1 oqtombris saqarTvelos

parlamentis arCevnebTan

dakavSirebuli gzamkvlevi

proeqti: ,,icode vis da risTvis irCev!”

quTaisi 2012

Funded through Democracy Commission Small Grants Program, the U.S. Embassy in Georgia

dafinansebulia saqarTveloSi aSS-is saelCos demokratiis ganviTarebis mcire sagranto

programis mier

Georgian Young Lawyers” Association Kutaisi branch

saqarTvelos axalgazrda iuristTa asociaciis

quTaisis filiali

,,demokratia ar aris kenWisyra, demokratia xmebis daTvlaa”

2

წარმომადგენლობით ორგანოს-საქართველოს პარლამენტს, რომელიც ხალხის მიერ მინიჭებული მანდატით ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. ყურადღება!

საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 01 აგვისტოს N 01/08/01 განკარგულებით საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2012 წლის 1 ოქტომბერს

გახსოვდეთ! საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა

ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.

შინაარსი1. საქართველოს პარლამენტი

2. საქართველოს პარლამენტის წევრი

3. პარლამენტის ურთიერთობა ამომრჩევლებთან

4. არჩევნები და საქართველოს პარლამენტი

5. ამომრჩეველთა სიები

6. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)

7. კენჭისყრა

12

1

1

1

1

1

1

3

8. კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამება და შემაჯამებელი ოქმები

9. განცხადებები და საჩივრები

10. ადგილობრივი დამკვირვებლების რეგისტრაცია და მათი უფლებები

11. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება

12. არჩევნები და მედია

13. მოქალაქე და შემოწირულობა

14. არჩევნები და სამართლებრივი პასუხისმგებლობა

15. ამომრჩევლის მოსყიდვა

16. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი

17.საარჩევნო კომისიების საკონტაქტო ინფორმაცია

1. საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს კონსტუტიცია, მუხლი 48

საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 481 (1.07.2011 N4985) (24.09.2009 N 1674 ამოქმედდეს საქართველოს ცენტრალური

საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების

11

1

1

1

1

1

1

1

1

4

დღიდან)

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 49, პუნქტი 1(27.12.2011. N5630 ამოქმედდეს 2012 წლის მორიგი საპარლამენტო

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.)

საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.

საქართველოს პარლამენტი თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.

გახსოვდეთ

პარლამენტის სხდომები საჯაროა. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით პარლამენტს შეუძლია ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომა

ან მისი ნაწილი დახურულად გამოაცხადოს.

პარლამენტის ღია პლენარული სხდომის ოქმი საჯაროა

2. პარლამენტის წევრი

საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით.

თავისუფალი მანდატი პარლამენტის წევრს არ ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან.

პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებებს და მიიღოს მათგან პასუხი.

(1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო

5

დაწესებულებას და მიიღოს მათგან პასუხი. (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 59, პუნქტი 1, 15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.)

საქართველოს პარლამენტის წევრს საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად აქვს საკანონმდებლო ინიციტიავის უფლება.

პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს:

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კომიტეტში (კომიტეტის სამუშაო ჯგუფში), ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, საგამოძიებო ან სხვა დროებით კომისიაში, ინტერფრაქციულ ჯგუფში საქმიანობით;

ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, მათ მიერ დასმულ საკითხებზე რეაგირებით;

სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობით.

პარლამენტის წევრი ვალდებულია:

დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე;

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;

ხელი შეუწყოს საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს პარლამენტს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომიტეტს; პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;

პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია;

დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის დადგენილი ქცევის სტანდარტები.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობა

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის (შემდგომ – მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებული არიან, უზრუნველყონ იგი სამუშაო ოთახით, ადმინისტრაციულ საზღვრებში გადასაადგილებლად სატრანსპორტო საშუალებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯზე გაუწიონ დახმარება მაჟორიტარ პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით. პარლამენტის წევრი ვალდებულია წელიწადში

6

ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ამ პუნქტის შესაბამისად გაწეული დახმარების შესახებ. ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიურო, რომლის ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. პარლამენტის ურთიერთობა ამომრჩევლებთან

3.1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად არანაკლებ 30 000 ამომრჩეველს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

3.2. პეტიცია

საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ პეტიციით მიმართონ საქართველოს პარლამენტს (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 240, პუნქტი 1, პეტიცია არის პირთა ჯგუფის წერილობითი მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივ ან საერთო პრობლემებიდან გამომდინარე საკითხს ) . პეტიციის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას, რეზოლუციას ან სხვა გადაწყვეტილებას.

3.3. პარლამენტის წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან

პლენარული სხდომების კვირის მომდევნო კვირის სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი განკუთვნილია პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის. შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ ფრაქციათა აპარატები.პარლამენტის მუშაობის მოქალაქეთათვის უკეთ გაცნობის, მათ საჩივრებსა და განცხადებებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით პარლამენტის აპარატში ფუნქციონირებს მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღები.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღები მუშაობს ყოველდღე, გარდა კვირისა.

ყურადღება!

3.4. პარლამენტი და მოქალაქეთა საჩივრები

7

პარლამენტის წევრები, სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები ვალდებული არიან, განიხილონ მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები და მათზე მოახდინონ სათანადო რეაგირება. პასუხი 1 თვის განმავლობაში ეცნობება ავტორს.

(საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 244)

4. არჩევნები და საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევა არის არჩევნების – საარჩევნო პროცესის დანიშნულება და შედეგი. არჩევნებისას საქართველოს მოქალაქეები საქართველოს კონსტუტიციის შესაბამისად უზრუნველყოფილი არიან აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებით.აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების

თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში;საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება, რაც გულისხმობს იმას, რომ აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად საქართველოს საარჩევნო კოდექსით შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;

პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად;

საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.ყურადღება!

2014 წლის 1 იანვრამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს

საქართველოში და საქართველოს კონსტიტუციის 1044

მუხლის ამოქმედების მომენტისათვის (2012 წლის 29 მაისი) აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

8

რა არის საარჩევნო პროპორციული საარჩევნო სისტემა?

პროპორციული საარჩევნო სისტემა ნიშნავს იმას, რომ არჩევნების დროს თქვენ ხმას აძლევთ სასურველ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს.

რა არის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა?

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს შენ ხმას აძლევ პირდაპირ კანდიდატს.

შენ შეგიძლია, ერთდროულად ხმა მისცე როგორც პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, ასევე, აირჩიო შენთვის სასურველი მაჟორიტარი კანდიდატი.

5. ამომრჩეველთა სიები

რა არის ამომრჩეველთა ერთიანი სია?

ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.

რა ინფორმაცია შეიტანება ამომრჩეველთა ერთიან სიაში?

ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის

მოწმობის მიხედვით); დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს

ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“ ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);

ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სად და როგორ შემიძლია გადავამოწმო საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში?

თქვენ გაქვთ უფლება, გაეცნოთ ამომრჩეველთა ერთიან სიას.

ამომრჩეველთა ერთიანი სია საჯარო ინფორმაციაა.

თქვენ უფლება გაქვთ, გაეცნოთ საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე www.cec.gov.,ge.

თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ მხოლოდ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და

9

მათში ცვლილების შეტანა.

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება აქვთ, გაეცნონ ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა. ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.შესაძლებელია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა?

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის მიზნით, 2011 წლის 15 ნოემბერს შეიქმნა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია (შემდგომში - კომისია), რომელშიც თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შედიან ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სულ 21 წევრი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 184; ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის დებულება).

ყურადღება!

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრები და რეგიონალური წარმომადგენლობების უფროსები უფლებამოსილები არიან, არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-14 დღის (17 სექტემბერი) შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილების

საფუძველზე განახორციელონ ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონიტორინგი ნებისმიერ დროს, მათ შორის, კენჭისყრის დღეს (1 ოქტომბერი) საარჩევნო უბნებზე.

2012 წლის 1 აგვისტოდან არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-14 დღისა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესულ განცხადებებს საარჩევნო ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ გადასცემს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას. კომისია ვალდებულია საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული ან პირდაპირ კომისიაში ამ პუნქტით დადგენილ ვადებში წარმოდგენილი განცხადების თაობაზე განცხადების შესვლიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ აცნობოს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომლის საფუძველზედაც სათანადო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის განკარგულებას.

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-11 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.

გახსოვდეთ

აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების

10

დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-13-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

როგორ მოვიქცე, თუ კენჭისყრის დღეს აღმოვაჩენ, რომ არ ვარ ამომრჩეველთა ერთიან სიაში?

კენჭისყრის დღეს საარჩევნო სიაში არყოფნის შემთხვევაში, თქვენ ვერ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას!

საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს გამონაკლისს მხოლოდ იმ ამომრჩეველთათვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს საკუთარი თავის გადამოწმება ამომრჩეველთა ერთიან სიაში იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საზღვარგარეთ, სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებასა ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.

ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველმა უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას და უნდა წარადგინოს ერთ-ერთი დოკუმენტის ფოტოასლი: პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონალური სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ.

რა არის ამომრჩეველთა სპეციალური სია?

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, სპეციალური სია არის სია, რომელშიც შეჰყავთ:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ

არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან.

გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან.

დ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეები.

დ.გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა;

ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან;

ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს:

ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე გარდა სამხედრო

11

მოსამსახურეებისა.

ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში თუ იგი ხმას აძლევს სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

საქართველოს პარლამენტის პროპორციული/მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში მონაწილეობის მიზნით ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევს სამხედრო შენაერთის დისლოკაციის ადგილის მიხედვით. თუ ამ ამომრჩეველს ხმის მიცემა უნდა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მან არჩევნებამდე არა უგვიანეს 16 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანის მოთხოვნით.

თუ კენჭისყრის დღეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-14 დღისა (17 სექტემბერი) ვერ მოასწრო მიემართა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა საავადმყოფოდან, განთავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან), შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში (ცნობა საზღვრის გადაკვეთის შესახებ - ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერის შესახებ, ან ცნობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ), მას სპეციალურ სიაში რეგისტრაციაში გაატარებს საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს წარდგენილი დოკუმენტების ფოტოასლებს (საარჩევნო კოდექსი მუხლი 31.12).

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეგვიძლია?

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველი საუბნო საარჩევნო კომისიას წერილობით ან სატელეფონო შეტყობინებით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც (28 სექტემბერი). კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში უთითებს განცხადების/შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დროს/ტელეფონის ნომერს.

კომისიის მდივანს ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში შეჰყავს იმ შემთხვევაში, თუ იგი შეყვანილია ამომრჩეველთა ერთიან სიაში და მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი მიეკუთვნება იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიას, სადაც იგი რეგისტრირებულია.

რას ნიშნავს ამომრჩევლის ბარათი?

საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება:

ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის

ნომრები;გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო

ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის

12

(ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები;ე) საარჩევნო უბნის ნომერი; ვ) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი

(რიცხვი, თვე, წელი); ზ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.

ყურადღება!

ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.

6. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)

რა არის წინასაარჩევნო კამპანია?

წინასაარჩევნო კამპანია არის საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

რა არის წინაასარჩევნო აგიტაცია?

წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან

საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

როდის იწყება წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია?

წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით ამ კანონით დადგენილი წესით.

2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღედ 1 ოქტომბერი განისაზღვრა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია 1 აგვისტოდან დაიწყო.

ვის არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის განხორციელებაში?

წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;ბ) მოსამართლისა; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის

სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;

დ) გენერალური აუდიტორისა; ე) საქართველოს სახალხო დამცველისა;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;

13

ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; თ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოების საჯარო მოხელეებისა, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს(;

ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.

შესაძლებელია თუ არა, პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის გამოიყენონ სახელმწიფოს კუთვნილი შენობები და სხვა მატერიალური საშუალებები?

აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში:

ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;

ბ) სასამართლოები;

გ) სამხედრო ნაწილები.

წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში შემდეგი სახის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება.

რა საშუალებებით ახორციელებს კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას/აგიტაციას?

წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია შეიძლება განხორციელდეს: ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით, კერძოდ, ტელევიზიის,რადიოს, პრესისა და ინტერნეტის საშუალებით; მასობრივი ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები მოსახლეობასთან, საჯარო დებატები და დისკუსიები, შეკრებები და მანიფესტაციები); ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით; ხმის გამაძლიერებელ საშუალებათა გამოყენებით

საარჩევნო პროგრამები

საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

14

ყურადღება!

წინასაარჩევნო პერიოდში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებისას, თუ კი ხელი ეშლება ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობას, ორგანიზატორები ვალდებულნი არიან, შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს წინასწარ არაუგვიანეს 5(ხუთი) დღით ადრე, წერილობით აცნობონ აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ. ისინი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოებას.

დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის აკრძალვა და შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს მოწოდებებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და დარღვევისაკენ, ეროვნული, ეთნიკური, კუთხური, რელიგიური და სოციალური შუღლის გაღვივებისაკენ, კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლისაკენ, აგრეთვე, ომისა და ძალადობის პროპაგანდას.

გახსოვდეთ: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

რა არის პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა?

პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი

ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

ყურადღება! პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა "ფასიანი პოლიტიკური რეკლამა" ან "უფასო პოლიტიკური რეკლამა".

რა არის სააგიტაციო მასალა?

არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს, დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო მასალას. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

15

აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით.

დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული.

ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები უნდა წარედგინოს იმ საარჩევნო კომისიას, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია.

შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.

აკრძალულია არჩევნებისას საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება

წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება

რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს:

ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;

გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. აღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებს პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როცა ხდება ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენება.

მიაქციეთ ყურადღება!!!

პოლიტიკური თანამდებობის პირებს წარმოადგენენ: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები და მათი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი, სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი;

ყურადღება:

16

არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში, ასევე იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, არაგეგმური ტრანსფერების ინიცირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

მნიშვნელოვანია! საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, მათთან შეთანხმებით, ადგენს საარჩევნო ღონისძიებების გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდებიან, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება წინასაარჩევნო პერიოდში?

ყურადღება! მასობრივი ღონისძიებების ჩატარების დროს წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს, გამოიყენოს მხოლოდ სააგიტაციო მასალა.

წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში:

მოერიდეთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან მისი ასლის ვინმესთვის გარკვეული დროის განმავლობაში გადაცემას.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი

ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე რიგითი ნომრის აღნიშვნა საარჩევნო სუბიექტს ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიენიჭება აღნიშნული ნომერი.

საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

აკრძალულია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია.

აკრძალულია კენჭისყრის დღეს წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.

7. კენჭისყრა

როგორ უნდა მოეწყოს კენჭისყრის შენობა?

17

კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არა უგვიანეს ერთი დღისა, მოაწყონ კენჭისყრის შენობა. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მოაწყოს (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 58.4.ა-გ):1. ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდები (ერთი

სარეგისტრაციო მაგიდა ყოველ 300 ამომრჩეველზე (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 61.2.ე.ბ);

2. ფარული კენჭისყრის კაბინები: ერთი კაბინა ყოველ 500 ამომრჩეველზე. კაბინის ერთი მხარე ღია უნდა იყოს ნახევრამდე, ხოლო ზედა ნახევარი ფარდით დაფარული. ფარული კენჭისყრის კაბინაში უნდა იყოს საწერი კალამი; ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია ბიულეტენი ბათილი;

3. სპეციალური კონვერტების მაგიდა (უნდა იდგეს საარჩევნო ყუთთან ახლოს);

4. აწყობილი საარჩევნო ყუთები (დალუქვის გარეშე).

კენჭისყრის შენობაში გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილზე მოთავსებული უნდა იყოს ისე, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს მასთან და კონვერტის ჩაშვების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვოს საარჩევნო უბანი.

საარჩევნო უბანში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 58.4.დ; 58.5):

5. ამომრჩეველთა სიები; 6. არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სია (პარტიული სიები,

მაჟორიტარ კანდიდატთა სიები); 7. ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენების შევსების

წესი;8. ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია ბიულეტენი

ბათილი;9. კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმები.

თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას, როგორც საარჩევნო უბანში, ისე ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში).

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო- და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

როდის იმართება კენჭისყრა?

კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე.

კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა.

როგორ ტარდება კენჭისყრა?

ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანმიმდევ-რობის დაცვით: კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი ნაკადის მომწესრიგებელთან გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი:

არეგულირებს საარჩევნო უბანში შემოსული ამომრჩევლების ნაკადს;

სთხოვს ამომრჩეველს წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/ID ბარათი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

yuradReba!

18

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 1851 მუხლით დადგენილი წესით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს საარჩევნო სიაში რეგისტრირებულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც დაბადებულია და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში. ასეთი პირი საარჩევნო უბანზე მისვლისას საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ნაცვლად წარადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტს.

ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს, აღენიშნება თუ არა ამომრჩეველს მარკირება;

ამოწმებს, თუ რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან. თუ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი დგას, დროებით აყოვნებს კენჭისყრის ოთახში მორიგი ამომრჩევლის შესვლას;

მიუთითებს ამომრჩეველს, მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის პირველი ასო. ყურადღება! თუ ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მისი ვინაობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

ამომრჩეველი რეგისტრატორთან გადის რეგისტრაციას. ამომრჩეველთა რეგისტრატორი: სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/ID ბარათი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – დევნილის მოწმობა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად). ერთიან სიაში რეგისტრირებულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს სთხოვს წარმოადგინოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტი;

ყურადღება!

1. თუ ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები არ მოიძებნა, რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს მიუთითოს, მიმართოს ბოლო რეგისტრატორს მისი მონაცემების გადასამოწმებლად. აღნიშნული რეგისტრატორი ამომრჩევლის მონაცემებს ამოწმებს ამომრჩეველთა სიაში ანბანურად დალაგებული სიების შემდეგ შეყვანილ ამომრჩევლთა მონაცემებში, ჩანაწერით − „რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ ამ შემთხვევაშიც არ მოიძებნა ამომრჩეველი სიაში, უბანზე ელექტრონული სიების არსებობის შემთხვევაში, მონაცემთა გადამოწმებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ამომრჩეველი მოძებნოს ელექტრონულ სიებში და ამომრჩეველს მიაწოდოს ინფორმაცია იმ უბნის შესახებ, რომელშიც ის არის რეგისტრირებული).

2. "sაქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" saqarTvelos kanonis me-4 muxlis me-2 punqtis Tanaxmad: სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებას არ საჭიროებს. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში გრაფა „მისამართი“ შეუვსებელია, მასთან ერთად შეიძლება მოთხოვნილ იქნეს რეგისტრაციის მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც ასევე არ საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას.

19

3. თუ საარჩევნო უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელსაც ერთიან სიაში მინიჭებული აქვს სტატუსი ”არის საზღვარგარეთ”, აღნიშნული ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს ზოგადი წესით.

ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ყოფნის დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს მის მარკირებას (მარკირება არ გამოიყენება პატიმრობის/თავისუფების აღკვეთის დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სამკურნალო დაწესებულებებში)(ყურადღება! მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა).

აკეთებს ხელმოწერას ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას;

საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ხელს აწერს მის (მათ) უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს (ბიულეტენების) ამოწმებს სპეციალური ბეჭდით.

ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს ბიულეტენს. საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება(ყურადღება! თუ ამომრჩეველს არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, მას უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 65.3).

ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან და სპეციალური კონვერტების ზედამხედველის მითითებით იღებს სპეციალურ კონვერტს, ათავსებს მასში ბიულეტენს (ბიულეტენებს).

საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი:

მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს, ხსნის საარჩევნო ყუთის ჭრილს და მიუთითებს ამომრჩეველს მოათავსოს სპეციალური კონვერტი საარჩევნო ყუთში.

ამომრჩეველი სპეციალურ კონვერტს აგდებს საარჩევნო ყუთში.კონვერტის ყუთში ჩაშვების შემდეგ ამომრჩეველი ტოვებს

საარჩევნო უბანს.

ყურადღება! საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი

ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება.

დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის და მედიის წარმომადგენელს უფლება აქვს დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას.

კენჭისყრის პროცესი

20

როგორ ხდება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა?

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა

კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს გადასცემს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას, სპეციალურ კონვერტებს და ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს.

ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებაში მონაწილეობენ წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები თავიანთი სურვილისამებრ.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2

მეთვალყურისათვის.

ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი მიეკუთვნება იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიას, სადაც იგი რეგისტრირებულია.

ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გადასატანი გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლი მონაწილეობს პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებულ არჩევნებში თუ ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს ეძლევა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა შეჯამდება შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ისინი ცალკე შეინახება. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასთან; იდენტურია წარმომადგენლისა და დამკვირვებლის უფლებამოსილებებიც.

21

8. კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამება და შემაჯამებელი ოქმები

ხმების დათვლა საუბნო საარჩევნო კომისიაში

საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს დგება 2 შემაჯამებელი ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით.

საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს.

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ფაქსით, სადაც არის ამის შესაძლებლობა) გაუგზავნოს ცესკოს.

კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებისა და რაიონული/საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე, კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში, რომლებსაც არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.

განცხადების/საჩივრის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.

თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანში (უბნებში) და ამ უბანში (უბნებში) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ისეთია, რომ განმეორებითი

22

კენჭისყრა გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო ოლქში არჩეული ან მეორე ტურში გასული პირის (პირების) გამოვლენაზე, საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულ ან მეორე ტურში გასულ პირს (პირებს) დაადგენს ამ უბნის (უბნების) გაუთვალისწინებლად.

საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომლებიც ესწრებიან კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში

ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა, თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს.

ოქმის ერთი ცალი ინახება ცესკოში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული

ასლები – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ

თუ ზემოაღნიშნული წესით განაწილების შემთხვევაში რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა მაინც

23

6-ზე ნაკლებია, თითო მანდატი 6-მდე შესავსებად რიგრიგობით აკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც 6 მანდატს აღემატება და ამ მოკლების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს არ დარჩება 7 მანდატზე ნაკლები.

თუ ზემოაღნიშნული პროცედურების შემდეგ კიდევ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.

თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც ცესკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

თუ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეულად ითვლება. პარტიულ სიაში მის ადგილს

იკავებს კანდიდატი ამ კანონის 130-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.

თუ საარჩევნო ოლქში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტში და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე, ან რამდენიმე უბანში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე,

მაჟორიტარული არჩევნების შედეგები საარჩევნო ოლქში ბათილად ჩაითვლება და ცესკო ამ ოლქში ხელახალ არჩევნებს ნიშნავს.

თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.

განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, ცესკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული დალუქული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ, ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში ცესკოს უფლება აქვს, არჩევნების შედეგები შეაჯამოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისას ცესკო ამ უბანში ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ შემთხვევაში, თუ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების სხვაობა ნაკლებია ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. თუ ამ შემთხვევაშიც გაბათილდა კენჭისყრის შედეგები, არჩევნების შედეგები ამ უბნის გაუთვალისწინებლად შეჯამდება.

არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები, ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო

24

რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.

აკრძალულია

ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.

რა არის კენჭისყრის/არჩევნების შემაჯამებელი ოქმი?

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

ვის აქვს უფლება გაეცნოს და მიიღოს კენჭისყრის/არჩევნების შემაჯამებელი ოქმი?

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის.

საუბნო საარჩევნო კომისია ოქმის ასლს (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს

პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს ან პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.

კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. აღნიშნული ასლები დამოწმებული უნდა იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით და საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს.

ცესკო საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პარალელურად უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა ცესკოს ვებგვერდზე განთავსებას.

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო თავის

25

ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით და არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს მას პრესას და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს.

ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებით; ამასთანავე, თუ საარჩევნო უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცესკო ვალდებულია ოფიციალური შეტყობინებისთანავე გააკეთოს სათანადო აღნიშვნა ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის ოქმზე.

9. განცხადებები და საჩივრები

სად და რა ვადაში საჩივრდება საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები?

საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. რაიონული/საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სად და რა ვადაში საჩივრდება საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება?

საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტიელების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

26

სად საჩივრდება და რა ვადაში ცესკოს გადაწყვეტილება?

ცესკოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტიელების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

რა ვადაში უნდა იქნეს შედგენილი განცხადებები და საჩივრები კენჭისყრის პროცედურების დარღვევებზე?

საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სარჩევნო კოდექსი” დარღვევის შემჩნევისთანავე კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

რა ვადაში უნდა იქნეს შედგენილი საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით?

განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.

ზემოაღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისია გადასცემს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში (საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საბუთების მიღების ამ კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით). განმცხადებელმა/მომჩივანმა იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში შეიძლება უშუალოდ გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.

გახსოვდეთ!

განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი

27

განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი.

რა უნდა მიუთითოთ განცხადებაში/საჩივარში?

ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო; ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და

რეგისტრაციის

ადგილი; გ) საარჩევნო უბნის ნომერი; დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და

რეგისტრაციის ადგილი;ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის

მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა;ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის

შემთხვევაში); თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული განცხადების/საჩივრის განხილვისას იმსჯელოს შესაბამისი უბნის შედეგების ბათილობის საკითხზე.

რას ნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი?

საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი).

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით.

არავის არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში.

საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე

ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე

28

ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.

ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის

განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების

29

შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

საარჩევნო ადმინისტრაციაში წარსადგენი საჩივრების ფორმები შეგიძლიათ იხილოთ ცესკოს ვებგვერდზე www.cec.gov.ge, ხოლო სასამართლოში წარსადგენი სარჩელის ფორმები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე www.supremecourt.ge.

10. ადგილობრივი დამკვირვებლების რეგისტრაცია და მათი უფლებები

ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება (სადამფუძნებლო დოკუმენტი) რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:

ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრისა;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა;

30

ე) მოსამართლისა;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;

ზ) პროკურატურის თანამდებობის პირისა;

თ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

ი) საარჩევნო კომისიის წევრისა.

რისი უფლება აქვს დამკვირვებელს?

(საარჩევნო კოდექსი, მუხლი 41)

დამკვირვებელს უფლება აქვს თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას - კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის დღემდე პერიოდს, კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდს; დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს; კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ; დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად; დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს; დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს; დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას; დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას; განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას; გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.

31

რისი უფლება არ აქვს დამკვირვებელს :

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 41)

ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე; აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე; დაარღვიოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები; საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.

11. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება

საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს შესაბამის საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში.

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ერთი ან რამდენიმე სახის არჩევნებისას დანიშნოს მხოლოდ 2 წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში.

საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარმომადგენლები დანიშნოს შესაბამის საარჩევნო კომისიებში.

საარჩევნო სუბიექტმა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით ცნობად იღებს ინფორმაციას წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ და საარჩევნო კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

ყურადღება!

საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი სარგებლობს იგივე უფლებებით, რითაც სარგებლობს ადგილობრივი დამკირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი

32

ყურადღება!

საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

12. არჩევნები და მედია

აქვს თუ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს უფლება დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს?

საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.

ვინ ახორციელებს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას?

რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

რა ვადაში წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ?

განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა(28 სექტემბერი 18 სთ-მდე).განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

ყურადღება!

კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.

რა უფლებები აქვთ მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის დღეს?

33

მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

თავისუფლად და დაუბრკოლებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, - გააშუქონ კენჭისყრის დღე, კენჭისყრის დღემდე პერიოდი და კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდი.

შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს; კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ

კენჭისყრის შენობაში;

შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად, კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად, დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს.

რისი უფლება არ აქვთ მედიის წარმომადგენლებს არჩევნების დღეს?

მედია წარმომადგენლებს არა აქვთ უფლება :

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 41.2.ა-დ; 41.4)

ჩაერიონ საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

გავლენა მოახდინონ ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

აგიტაცია გაუწიონ ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

ატარონ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი.

მედიის წარმომადგენლებს არ აქვთ საჩივრის წარდგენის უფლება

აქვთ თუ არა მედიის წარმომადგენლებს უფლება გაეცნონ საარჩევნო დოკუმენტაციას?

საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასათვის. მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ მოითხოვონ საარჩევნო დოკუმენტაციის გაცნობა.

საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს დაინტერესებულ პირს.

მედიის წარმომადგენელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობითი განცხადებით, უფლება აქვს მოითხოვოს საარჩევნო დოკუმენტაციის ასლების გაცემა.

აქვს თუ არა მედიის წარმომადგენლებს უფლება დაესწრონ საარჩევნო კომისიის სხდომებს?

34

საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს(საქართველოს საარჩევნო კოდექსი მე-8 მუხლი, ნაწილი 15).

13. მოქალაქე და შემოწირულობა

საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ განახორციელონ შემოწირულობა.

შემოწირულებად ითვლება პარტიის ანგარიშზე საქართველოს მოქალაქის მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) და მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი).

შემოწირულებად ითვლება აგრეთვე პარტიის მხარდასაჭერად გაცემული ფულადი სახსრები, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით გაცემული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა ან გაწეული მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი).

ყურადღება

აკრძალულია

ა) სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოძრაობებისაგან, ლექციების, სემინარებისა და სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;

ა1

) იურიდიული პირებისაგან, მათი გაერთიანებებისაგან, სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნებისაგან;

ბ) სახელმწიფო ორგანოსაგან, სახელმწიფო ორგანიზაციისაგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საზოგადოებისაგან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) არასამეწარმეო იურიდიული პირისაგან და რელიგიური ორგანიზაციისაგან, ლექციების, სემინარებისა და სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;

დ) მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;

ე) ანონიმური ფორმით

შემოწირულების განხორციელებისას პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

ზემოაღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე შეტანილი ფულადი სახსრები ითვლება ანონიმურად. ანონიმური შემოწირულობები პოლიტიკური გაერთიანების საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

პარტიისთვის ამ თავით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული

35

საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.

პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. პარტიის თითოეული წევრის საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს.

შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15%-ზე მეტი მიღებულია მის სასარგებლოდ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით.

მოქალაქემ შემოწირულებები შეიძლება განახორციელოს წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ, მაგრამ აღნიშნულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას − 60 000 ლარს.

ზემოაღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა სახის შემოწირულებაზე, მათ შორის, პარტიის მიზნებისათვის და მისი სახელით გაწეულ მომსახურებებზე.

პარტიის მიერ საწევრო შენატანები, აგრეთვე მოქალაქისაგან შემოწირულებების სახით ფულადი სახსრები მიიღება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწირულება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში არსებული, შემომწირველის ან საწევრო შენატანის განმახორციელებელი პირის კუთვნილი ანგარიშიდან.

შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელება კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის სხვაგვარად გვერდის ავლა გამოიწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა

თუ შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან (ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან ან მათთან დაკავშირებული პირებისაგან), მაშინ მათ მიერ ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, ამასთანავე, თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულებების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. ამ მუხლით გათვალისწინებული ზღვრების დარღვევასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გაერთიანებებსა და შემომწირველებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, თუ მათთვის ცნობილი არ იყო შესაბამისი ნორმის დარღვევის შესახებ. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია განსაზღვროს არანაკლებ 5 დღის ვადა შესაბამისი დარღვევის აღმოსაფხვრელად.

14. არჩევნები და სამართლებრივი პასუხისმგებლობა

სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს:

36

არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით;ბ) მოტყუებით;გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით;დ) ჯგუფურად,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია,- ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“.

არჩევნებში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნულის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბება, ხმების განზრახ არასწორად დათვლა, არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ,-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დროს სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ან არაერთგზის ხმის მიცემა,–-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება,– -ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

წინასაარჩევნო პერიოდში აკრძალულია:

საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა – რაც, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირთა მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმ დაწესებულებათა შენობებში, რომლებიც აკრძალულია და ასეთი ნებართვის გაცემა უფლებამოსილი პირის მიერ – რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

უნდა იცოდეთ!

კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

37

წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა –გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ბეჭდვითი მედიის საშუალებისას – 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, –გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ბეჭდვითი მედიის საშუალებისას − 1 500 ლარის ოდენობით.

საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის არასწორი მონაცემებით წარდგენა – გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, –გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის საჭირო მასალებისა და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

გახსოვდეთ!

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება – გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის დაჯარიმებას – თითოეულისა 2 000 ლარის ოდენობით.

წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაცემის ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევა –გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა –გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების ამ კანონით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დაკისრებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, რეაგირებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის საარჩევნო კომისიებს ან/და სამართალდამცავ ორგანოებს.

38

15. ამომრჩევლის მოსყიდვაგახსოვდეთ!არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნები დან არჩევნ ების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:

საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);

ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.

ყურადღება:საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ზემოაღნიშნულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.

!!! იცოდეთ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა აგრეთვე დასჯადია სისხლისსამართლებრივი წესით!!!მოსყიდვაში იგულისხმება:

საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება.

აღნიშნული ქმედების განხორციელება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

გახსოვდეთ!

39

ზემოაღნიშნულ ქონებაში არ იგულისხმება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარები − მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავსი ნივთები.

პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სადღესასწაულო ღონისძიების აღნიშვნის ფარგლებში მცირე ღირებულების მქონე, წლის განმავლობაში არა უმეტეს 5 000 ლარის საერთო ღირებულების ნივთების საჩუქრად შეთავაზებისათვის, დაპირებისათვის ან გადაცემისათვის, აგრეთვე ამგვარი საჩუქრის მიღებისათვის.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება პირი, რომელსაც შესთავაზეს ან დაჰპირდნენ საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის გადაცემას ან გაწევას, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებით, თვალთმაქცურ ან სხვა გარიგებაში მონაწილეობას, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.

პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პოლიტიკური და საარჩევნო დაპირებებისთვის, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანხის ოდენობა (გარიგების ღირებულება) არ აღემატება 100 ლარს.

16.საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2012 წლის 09 მარტს მიღებული იქნა №14/2012 დადგენილება "საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ"

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში „კოდექსი”) ადგენს ქცევის წესს, რომელიც სავალდებულოა საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერი მოხელისათვის.

კოდექსის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” (შემდგომში „საარჩევნო კოდექსი”), საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

კოდექსის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

40

ა) საარჩევნო ადმინისტრაცია – ცესკო, ცესკოს აპარატი, უსკო, უსკოს აპარატი, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები; (22.03.2012 N 17/2012)

ბ) ოჯახის წევრი – მოხელის მეუღლე, შვილი და გერი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

კოდექსის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის პრესტიჟის ამაღლებას, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების წევრთა ნდობის განმტკიცებას, საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების მიმართ ამ ქცევის წესების დაცვასა და დამკვიდრებას.კოდექსის ამოცანაა მოსამსახურეთა პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულების, მაღალი ზნეობრიობის განმტკიცება და სამსახურებრივ მოვალეობებთან მიმართებაში პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.

კოდექსის მოქმედება ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეებზე.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა (შემდგომში – მოხელეთა) საქმიანობის ძირითადი პრინციპები

მოხელე ვალდებულია: 1. პატივი სცეს კანონს:უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და

თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყოს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი.

2. იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი:

ა) უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა;

ბ) თავი აარიდოს ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს რომელიმე პარტიისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერად/წინააღმდეგ ქმედებად;

გ) მოხელის ოჯახის წევრის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან/და ცესკოში 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომლის წარუდგენლობაც აღნიშნულ ვადაში შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი;

დ) არ მიიღოს საჩუქარი ან რაიმე სარგებელი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციისა ან იმ პირისაგან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში;

ე) საარჩევნო პერიოდში არ დაესწროს წვეულებებს, ბანკეტებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს, რომელიც ორგანიზებულია პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის ან იმ პირის მხრიდან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში;

ვ) საარჩევნო პერიოდში თავი აარიდოს ადგილობრივი თუ სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან პირადი ხასიათის შეხვედრებსა და ვიზიტებს.

მოქმედებდეს გამჭვირვალედ:ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს საარჩევნო

პროცესთან ან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღებაში (გარდა ამომრჩევლთა სიებში პირადი ნომრის შემცველი ინფორმაციისა).

იყოს პროფესიონალი, მოწესრიგებული და პუნქტუალური:ა) მიიღოს მონაწილეობა მისთვის ჩატარებულ ტრენინგებში

და ზედმიწევნით შეისწავლოს საარჩევნო პროცედურები;ბ) არ დაუშვას სამსახურებრივი დროისა და ქონების

გამოყენება არასამსახურებრივი მიზნებისათვის;გ) იყოს კომუნიკაბელური და თავი აარიდოს პირადი თუ

სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან მათ გაღვივებას;

41

დ) საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად გამოხატოს დასაბუთებული კრიტიკა;

ე) იყოს პუნქტუალური და იმოქმედოს კანონით დადგენილი ვადების შესაბამისად.კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და მასზე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა საარჩევნო კოდექსითა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით დადგენილი წესით.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც არ არიან საჯარო მოხელეები და მათზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხს აგებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილი ზომების შესაბამისად და წესით.

17. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

კომისიის თავმჯდომარე: ზურაბ ხარატიშვილიკომისიის მდივანი: გიზო მჭედლიძემის. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.ტელ. +(32) 251- 00 – 51

საოლქო საარჩევნო კომისიები

#35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიაკომისიის თავმჯდომარე: იმედო ლაცაბიძეკომისიის მდივანი: მზია გელაშვილიმის. ქ. ხაშური, კოსტავას №7ტელ. +(995 368) 24 59 27

#44 ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისიაკომისიის თავმჯდომარე: გერონტი გოგსაძეკომისიის მდივანი: თამაზ შაუთიძემის. ამბროლაური, აღმაშენებლის ქ. #25ტელ. +(995 439) 22 17 18

42

#45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისიაკომისიის თავმჯდომარე: მერაბ ჩაკვეტაძეკომისიის მდივანი: გოჩა მდივანიმის. ცაგერი, რუსთაველის ქ. #41ტელ. +(995 238) 22 13 88

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაკომისიის თავმჯდომარე: კახაბერ გოლუბიანიკომისიის მდივანი: მაყვალა სულაქველიძემის. ხარაგაული, 9 აპრილის ქ. #46ტელ. +(995 433) 22 13 09

#54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაკომისიის თავმჯდომარე: ავთანდილ ლომიაკომისიის მდივანი: კობა სიხარულიძემის. სამტრედია, რაზმაძის ქ. #2ტელ. +(995 411)22 21 33

#55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისიაკომისიის თავმჯდომარე: ია კუჭუხიძეკომისიის მდივანი: შორენა ფანცულაიამის. ხონი, კაკაბაძის ქ. #2ტელ. +(995 495) 22 12 28

#57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაკომისიის თავმჯდომარე: თემურ კაკუშაძეკომისიის მდივანი: დარეჯან ბოჭორიშვილიმის. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. #8ტელ. +(995 497) 22 22 11

#58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაკომისიის თავმჯდომარე: ზოია ფანცხავაკომისიის მდივანი: ნათია მახაჭაშვილიმის. წყალტუბო, ალ. ყაზბეგის ქ. #2ატელ. +(995 240) 22 44 30

#65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაკომისიის თავმჯდომარე: გრიგოლ ბართაიაკომისიის მდივანი: ეკატერინე ჯანაშიამის. მარტვილის, გამსახურდიას ქ. #4ტელ. +(995 418) 22 00 81

43

#69 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაკომისიის თავმჯდომარე: თეიმურაზ კუტუბიძეკომისიის მდივანი: გელა ცინცაძემის. ჩოხატაური, დუმბაძის ქ. #35ტელ. +(995 419) 22 23 46

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისები.

თბილისის ოფისიჯ. კახიძის ქ. №15, 0102ტელ: +(995 32) 1936101/2952353ელ-ფოსტა: [email protected]

ქუთაისის ფილიალიმ. კოსტავას ქ. №11, 4600ტელ: +(995 431) 241192ელ-ფოსტა: [email protected]://www.facebook.com/gylakutaisi

აჭარის ფილიალიბათუმი, გორგასლის ქ. №89, 6000ტელ: +(995 422) 276668ელ-ფოსტა: [email protected]

გორის ოფისისტალინის ქ. №19, 1400ტელ: (995 370) 272646ელ-ფოსტა: [email protected]

რუსთავის ოფისიკოსტავას № 15 ა/5, 3700ტელ: +(995 341) 255337ელ-ფოსტა: [email protected]

თელავის ოფისიბარნოვის ქ. №10,2200ტელ/ფაქსი: +(995 350) 271371ელ-ფოსტა: [email protected]

44

ოზურგეთის ოფისიგაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №25/10,3500ტელ: +(995 496) 273 138 ელ-ფოსტა: [email protected]

დუშეთის ოფისირუსთაველის ქ. №29, 1810ტელ: +(995 346) 221554ელ-ფოსტა: [email protected]

yuradReba!

winsaarCevno periodSi, arCevnebis dRes da mis Semdgom dafiqsirebuli savaraudo darRvevebisa konsultaciebisaTvis SegiZiliaT mogvmarToT saqarTvelos axalgazrda iuristTa asociaciis quTaisis filials an

dagvikavSirdeT cxel xazze +(995 431)214585.

igive informacia nebismier pirs SeuZlia ganaTavsos internetportalze www.electionsportal.ge sadac aseve muSaobs ufaso SMS nomeri 2500, romelzec informaciis gagzavna SesaZlebelia nebismieri mobiluri

operatoris meSveobiT, rac ganTavsdeba saarCevno portalze.

47

48

45