ექვთიმე თაყაიშვილი

19
ეეეეეეე ეეეეეეეეეე - იიიიიიიიიი, იიიიიიიიი იი იიიიიიიი იიიიიიი

Upload: marina-77

Post on 25-May-2015

1.661 views

Category:

Education


6 download

TRANSCRIPT

Page 1: ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი - ისტორიკოსი, არქეოლოგი და

საზოგადო მოღვაწე

Page 2: ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა  1863 წლის 3 იანვარს (სხვა ვერსიით -

5 ივნისს) ოზურგეთის მაზრის სოფ.ლიხაურში.მშობლები მალე გარდაიცვალნენ,ამიტომ ექვთიმესა და მისი და-ძმების აღზრდაზე

ზრუნავდნენ ბებია, მამიდა, უფროსი და და სიძე.

ე. თაყაიშვილი იხსენებს: „ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა

ფეხი მომიტეხია.”ამის გამო ის მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი

სიარული უყვარდა.

Page 3: ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილის მშობლები

მამა-აზნაური სვიმონ თაყაიშვილი.

ის რუსეთის ჯარში მსახურობდა

დედა- ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის

ასული

Page 4: ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე სწავლობდა ოზურგეთისა და ფოთის სამაზრო სასწავლებლებში, შემდეგ კი- ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

ხელმოკლეობის გამო მოწაფეებს ამზადებდა და ასე იღებდა შემოსავალს. ექვთიმე მოწინავე მოწაფე იყო და გიმნაზია

ვერცხლის მედლით დაამთავრა  1883  წელს.

ლიხაური

ქუთაისი

Page 5: ექვთიმე თაყაიშვილი

1883-1887  წლებში  ექვთიმე  პეტერბურგის უნივერ-სიტეტის ისტორია-ფილოლოგიის

ფაკულტეტზე სწავ-ლობდა, რომელიც დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით.

პეტერბურგშივე მიიღო კანდიდატის ხარისხი.

„მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან

უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი...”

Page 6: ექვთიმე თაყაიშვილი

მოღვაწეობა საქართველოში   ისტორიკოს  დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად ექვთიმე მოგზაურობდა საქართველოს კუთხეებში. ისინი ეძებდნენ, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში ქართულ ხელნაწერებს. 1888 წელს  წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში  გამგეობის წევრად შეიყვანეს. 1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“ და შატბერდული „მოქცევაი ქართლისაი.“ 1891  წელს მან გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ე. თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ  „ვეფხისტყაოსნის“  17 ძველ ხელნაწერსა და „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერს. 1892  წელს ე. თაყაიშვილი  ილია ჭავჭავაძეს ეხმარებოდა განჯიდან  თბილისში  ნიკოლოზ ბარათაშვილის  ნეშტის გადმოსვენებაში.  ე. თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი  ლეჩხუმსა  და  სვანეთში, მონაწილეობდა  ვანის აკროპოლისის გათხრებში.

ე. თაყაიშვილი სვანეთში ექსპედიციის

წევრებთან  და მასპინძლებთან

ერთად

Page 7: ექვთიმე თაყაიშვილი

ე.თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა თურქეთის საქართველოში. შეისწავლა ტაძრები, ციხეები, ჭედური ხატები, საეკლესიო ჭურჭელი, მინიატურები; აღმოაჩინა და გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა, გაარკვია მანამდე უცნობი ზოგიერთი მონასტრის სახელი.

“ვინც ამ კულტურას, ასე თუ ისე, არ იცნობს, ის არასოდეს არ იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი, მას

გადაგვარება მოელის, თუ უკვე გადაგვარებული არ არის.” ( ე. თაყაიშვილი )

Page 8: ექვთიმე თაყაიშვილი

თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობა, რომელიც 1918 წელს გადაეცა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს

1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი ასწავლიდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში ბერძნულ-ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრა-ფიას. 1894-1904 წლებში კი იგი განაგებდა სათავადაზ-ნაურო გიმნაზიას, რო-მელიც ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად წარმოადგენდა ქართული ეროვნული განათლების უმთავრეს კერას.

Page 9: ექვთიმე თაყაიშვილი

1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსდა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელსაც

1921 წლამდე ხელმძღვანელობდა. უდიდესია ამ საზოგადოების დამსახურება ქართული იტორიულ-

კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და შესწავლის საქმეში. ექვთიმეს რედაქტორობით გამოვიდა ამ საზოგადოების კრებულები:  ,,ძველი საქართველო’’

და ,,საქართველოს სიძველენი’’.  

ე. თაყაიშვილის ძეგლი თბილისში ე. თაყაიშვილის ძეგლი ქუთაისში

Page 10: ექვთიმე თაყაიშვილი

დიდია ე. თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი იყო უნივერსიტეტის

ერთ-ერთი პირველი პროფესორი. უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს პირველი სხდომაც მის ბინაში

გაიმართა. 1918 წლის 21 მაისს უნივერსიტეტის საბჭომ ე. თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

Page 11: ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი პოლიტიკური მოღვაწეც გახლ-დათ. იგი იყო საქართველოს ეროვნულ-

დემოკრატი-ული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წწ. იყო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის

მოადგილე.

Page 12: ექვთიმე თაყაიშვილი

„საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა

უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა

და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ

ამიტანა ფანატიკურმა მისწრა-ფებამ, რაც

შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან

აღარავინ მისდევდა ამ საქმეს ... ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა

კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-

პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის

აუცილებლობას.” ( ექვთიმე თაყაიშვილი )

Page 13: ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილის ფოტოფონდიდან

.

ხობი, მაცხოვრის ოქროს ხატი, XIII ს.მარტვილის მონასტრის განძი (სახარება)

“ამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთა ვითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგან, მისცა უნარი

სიმტკიცისა, გამძლეობისა და ყოველი ჭირის გადატანისა.” ( ე. თაყაიშვილი )

Page 14: ექვთიმე თაყაიშვილი

ემიგრაცია ( 1921-1945 წწ. ) 1921 წ. 25 თებერვალს საქარ-თველოში საბჭოთა ხელის-უფლების დამყარების გამო სა-ქართველოს მენშევიკურმა მთავ-რობამ საფრანგეთში გაიტანა სა-ბანკო ვალუტა და ქვეყნის სამუზეუმო განძი. 1921 - 1945 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა და უდიდესი ნებისყოფითა და თავდადებით იცავდა საქარ-თველოს ეროვნული საგანძურს. ის ვერ გატეხა გაუსაძლისმა გაჭირვებამ და 1945 წ. 11 აპ-რილს მთელი განძი უკლებ-ლივ ჩამოიტანა საქართველოში

. "ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მოვიხადე ვალი

სამშობლოსა და ხალხის წინაშე," - თქვა ექვთიმემ

თვითმფრინავიდან ქართულ მიწაზე ჩამოსვლისას .

Page 15: ექვთიმე თაყაიშვილი

„ ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან... 82 წლის მოხუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა, დავუბრუნდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძი.“

(ე.თაყაიშვილი)

Page 16: ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე და ნინო ექვთიმე თაყაიშვილმა ილია ჭავჭავაძის ჩარევით 1895 წელს შეირთო   იურისტ ივანე  პოლტორაცკის მშვენიერი ასული ნინო. ჯვარი და-იწერეს სამების ტაძარში, მეჯვარები იყვნენ ოლღა გურამიშვილი და ილია წინამძღვრიშვილი. ნინოს პარიზში ჰქონდა დამთავრებული კონსერვა-ტორია. იგი ძალიან დიდ დახმარებას უწევდა ექვთიმეს მუშაობაში.  ნინო პოლტარაცკაია- ექვთიმეს ყველაზე ახლო მეგობარი და  ნუგეში- გარდაიცვალა 1931 წელს საფრან-გეთში. 1987 წ. 22 თებერვალს  ნინოს ნეშთი ლევილიდან თბილისში ჩამო-ასვენეს და დაკრძალეს ქმრის საფ-ლავის გვერდით.“გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ მემორჩილება.

ნინო აღარ მყავს! ეს ალბათ საკმარისია, რომ ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობა უსიტყვოდაც კარგად გაიგო.”

( ე. თაყაიშვილი )

Page 17: ექვთიმე თაყაიშვილი

ე.თაყაიშვილი გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს უკიდურეს გაჭირვებაში. ამჟამად მისი საფლავი საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონშია.  2002 წლის

17 ოქტომბერს  საქართველოს მართლ-მადიდებელმა ეკლესიამ  ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთიკაცი უწოდა . მისი ხსენების დღედ დაწესდა 3

იანვარი.

 

ექვთიმე ღვთისკაცის ხატი ე. თაყაიშვილის საფლავი მთაწმინდის პანთეონში

Page 18: ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმები

ოზურგეთი, სოფელი ლიხაური

სახლი თბილისში, სადაც ექვთიმე სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა

"ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული.

მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის.”( პროფ. მიხეილ წერეთელი  )

Page 19: ექვთიმე თაყაიშვილი

გამოყენებული წყაროები 1.http://ka.wikipedia.org/wiki/ექვთიმე_თაყაიშვილი 2.http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000001/ 3. http://www.buki.ge/author-2057.html 4. http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/03-eqvtime.htm 5.

http://www.tsu.edu.ge/ge/departments/library/about/history/ekvtime_takaishvili

6. http://burusi.wordpress.com/history/ekvtime-takaishvili/ 7. ვიდეოფილმები :

http://www.youtube.com/watch?v=eXf9DnVWAMw http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=l

UAFXMNlcJE http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=

0JxmygLb0gw8. დოკუმენტური ფილმი “საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი”(რეჟ.რ.თაბუკაშვილი) http://geocinema.ge/ge/index.php?filmi=31539. რადიოგადაცემა “დიდი ქართველები”-ექვთიმე თაყაიშვილი

http://www.palitratv.ge/gadacemebi/didi-qarthvelebi/15605-didi-qarthvelebi-eqvthime-thayaishvili-natsili1.html