ბუნების უცნაურობანი

21
ბბბბბბბ უუუუუუუუუუუ

Upload: keti-papava

Post on 25-May-2015

539 views

Category:

Education


8 download

TRANSCRIPT

Page 1: ბუნების უცნაურობანი

ბუნების უცნაურობანი

Page 2: ბუნების უცნაურობანი

ბუნება, ისეთი როგორიც არის ჩვენს პლანეტას განებივრებული ვყავართ ულამაზესი ხედებითა და ბუნებრივი მოვლენებით. მეცნიერებამ საკმაო პროგრესი განიცადა და დედამიწაზე მიმდინარე ბევრი პროცესის ახსნა შეძლო. თუმცა არსებობენ ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენების ისეთი უჩვეულო სახეცვლილებები, რომლებიც დედამიწის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას ხდება და კლასიკური მეცნიერული ახსნები აქ უძლურია ამიტომ გასულ ზამთარს მემოგიმზადეთ ინფორმაცია ისეთზე რომელიც თქვენ არ იცოდით და შეიძლება ვერც გაიგებდით დედამიწის უჩვეულ და ულამაზეს ადგილებზე.

Page 3: ბუნების უცნაურობანი

დანსიას ფერადი მთები დანსიას ფერადი მთები ჩინეთში, პროვინცია განსუში- ცისარტყელას ფერების მთები შექმნილია დანალექი ქანების ცარცულ პერიოდში. წარსულში აქ დიდი ტბა მდებარეობდა, რომელშიც მრავალი მდინარე ჩაედინებოდა, რომლებსაც ბევრი სახეობის ქვიშა ჩამოჰქონდა. ეს დანალექი შეიცავს მრავალი სახის ლითონებს და ოქსიდებს, რომლებმაც ასეთი მრავალფეროვანი პალიტრა შექმნეს ამ ადგილას. 2010 წელს, უნიკალური მთები შევიდა მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაში.

Page 4: ბუნების უცნაურობანი

საქანელა "სამყაროს დასასრულში" საქანელა "სამყაროს დასასრულში", ბანოსი, ეკვადორი- ეკვადორის უკიდურეს წერტილში დგას მორყეული, ძველი სახლი ხეზე, რომელიც აქტიურ ვულკანს გადაჰყურებს. სახლიდან პირდაპირ უფსკრულში საქანელა ეშვება და მხოლოდ ყველაზე გაბედულ, რისკის მოყვარულ თავგადასავლების მაძიებლებს შეუძლიათ მასზე ქანაობა გაბედონ.

Page 5: ბუნების უცნაურობანი

დიდი ლურჯი ღრმული

დიდი ლურჯი ღრმული, ბელიზი, ცენტრალურ ამერიკა- ჩაძირული წყალქვეშა ნავი წყალში ქმნის დიდ ლურჯ ღრმულს ბელიზის სანაპიროსთან. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი წყალქვეშა მყვინთავებისთვის, რომლის სიღრმე 125 მეტრია.

Page 6: ბუნების უცნაურობანი

ტიტების ველები ტიტების ველები, ნიდერლანდები- ბევრ ადამიანს ეს ადგილი კეუკენჰოფში ეშლება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ევროპის ბაღი. სინამდვილეში კი ტიტების ველები სწორედ ამ ბაღების გარეთ მდებარეობს და ძირითადად კერძო საკუთრებას წარმოადგენს.

Page 7: ბუნების უცნაურობანი

ჰენგ სონ დონგის მღვიმე ჰენგ სონ დონგის მღვიმე, ვიეტნამი- ეს არის მსოფლიოში უდიდესი მღვიმე, რომელიც წარმოიქმნა 2-5 მილიონი წლის წინ. მასში 800 კვადრატული მეტრის სიდიდის 40-სართულიანი შენობები შეიძლება განთავსდეს.

Page 8: ბუნების უცნაურობანი

ჰიტაჩის ზღვისპირა პარკი ჰიტაჩის ზღვისპირა პარკი, იაპონია- გაზაფხულზე პარკის ბუჩქნარი სხვადასხვა ფრად ჰყვავის და ტურისტები ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს, რათა იხილონ მილიონობით მინდვრის ლურჯთვალა ყვავილი.

Page 9: ბუნების უცნაურობანი

მენდენჰოლის მღვიმე მენდენჰოლის მღვიმე, ალასკა, აშშ- მენდენჰოლის ყინული უამრავ ფოტომოყვარულს იზიდავს. ყოველწლიური დნობის და გაყინვის შედეგად, მისი ფორმები მუდმივად იცვლება. ყინულის შიგნით არის მღვიმე, სადაც პატარა ნაკადული მოედინება. ყინულის სიგრძე 20 კილომეტრია.

Page 10: ბუნების უცნაურობანი

მთა რორაიმა მთა რორაიმა, ვენესუელა, ბრაზილია- სწორი ზედაპირის მქონე ეს მთები მსოფლიოში ყველაზე ძველ გეოგრაფიულ ფორმირებად მიიჩნევა. გადმოცემის მიხედვით ის დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა. მთა ასევე არის სამმაგი საზღვარი ბრაზილიას, გუენსა და ვენესუელას შორის.

Page 11: ბუნების უცნაურობანი

ანატოლიის უძველესი რეგიონი ანატოლიის უძველესი რეგიონი, კაბადოკია, თურქეთი- ეს ადგილი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ის ასევე არის საყვარელი ადგილი საჰაერო ბუშტებით გასეირნების მოყვარულთათვის.

Page 12: ბუნების უცნაურობანი

თეთრი სამოთხის სანაპიროთეთრი სამოთხის სანაპირო, ავსტრალია- ეს სანაპირო თავის ლამაზი თეთრი ქვიშითაა ცნობილი გადმოცემის მიხედვით, ქვიშა მილიონობით წლების წინ სანაპიროზე ზღვამ მორიყა. ქვიშა ძალიან წვრილია და არ ხურდება, რაც სანაპიროს გასწვრივ ფეხით სეირნობას სასიამოვნოს ხდის.

Page 13: ბუნების უცნაურობანი

დიდი კანიონი დიდი კანიონი, არიზონა, აშშ- ეს მომაჯადოებელი სილამაზის კანიონი 445 კილომეტრის სიგრძის და 29 კილომეტრის სიგანისაა. ის ბუნების შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია.

Page 14: ბუნების უცნაურობანი

სიყვარულის გვირაბი სიყვარულის გვირაბი, უკრაინა- გარდა იმისა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული ადგილი შეყვარებულებისათვის, ამ გვირაბში დღეში სამჯერ მატარებელი გადის, რომელსაც გადააქვს საჭმელი ერთ-ერთი ქარხნისთვის.

Page 15: ბუნების უცნაურობანი

ციცინათელების მღვიმე ციცინათელების მღვიმე, ახალი ზელანდია- პატარა ციცინათელები მღვიმეში ვარსკვლავების ეფექტს ქმნიან ჭერზე. აღნიშნული სანახაობა ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს.

Page 16: ბუნების უცნაურობანი

დილის საუცხოო მშვენება „დილის საუცხოო მშვენება“ ავსტრალიის ჩრდილოეთით, კარპენტარიის ყურის თავზე შეგიძლიათ იხილოთ. „დილის საუცხოო მშვენება“ –ეს ხატოვანი სახელი შეარქვეს ღრუბლების გრძელ, მრგვალ მილებს, რომლებიც ძირითადად შემოდგომის თვეებში „გადაიჭიმება“ ხოლმე ზღვის ზემოთ, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება და ძირითადად ჭექა–ქუხილს მოსდევს.

Page 17: ბუნების უცნაურობანი

პენიტენტებიყინულის ამ ბასრ წარმონაქმნებს პენიტენტებს ეძახიან (პენიტენტები წვეტიანი ქუდებია, რომლებიც გასულ საუკუნეებში ეხურათ ცოდვების მონანიების დროს). მათი ნახვა შესაძლებელია ჩილესა და არგენტინას შორის ანდებში 4000 მეტრის სიმაღლეზე. ზოგიერთი მათგანი 4 მეტრამდე სიმაღლისაა. ვარაუდობენ, რომ ისინი წარმოიქმნებიან თოვლის პირდაპირი აორთქლებით – სუბლიმაციით, გადნობის გარეშე. შემდეგ კი ეს ორთქლი პირდაპირ იყინება, თხევად მდგომარეობაში გადაუსვლელად. ამას იწვევს აქაური უაღრესად მშრალი, ცივი ჰაერი და ჰაერის სწორედ ის ტემპერატურა, (ამ ტერმინის ქართული შესატყვისი ვერ მოვიძიე), რომელზეც ხდება ყინულის პირდაპირი აორთქლება ან პირიქით, თხევადი მდგომარეობის გამოტოვებით.

Page 18: ბუნების უცნაურობანი

მოძრავი ლოდების „შეჯიბრი“ამ მოძრავი ლოდების „შეჯიბრი“ შეგიძლიათ ნახოთ კალიფორნიის მკვდარი ხეობის ეროვნულ პარკში, სადაც მდებარეობს ამომშრალი ტბა Racetrack Playa ( რაც დაახლოებით „სარბენ პლიაჟს“ ნიშნავს). NASA –ს „კომპეტენტური“ განცხადებით, ისინი გადაადგილდებიან ძლერი გრიგალების დროს. მაგრამ ლოდი რომ ადგილიდან დაიძრას, აუცილებელია სულ ცოტათი მაინც „აიწიოს“ მიწიდან. სავარაუდოდ, ლოდებში არსებული ყინულის პატარა ნატეხების აორთქლებით მათ ეძლევათ მცირეოდენი ბიძგი და დანარჩენს უკვე ქარი აკეთებს. თუმცა NASA–ს დაავიწყდა აეხსნა, იგივე გრიგალი რატომ არ შლის ქვის ნაკვალევს.

Page 19: ბუნების უცნაურობანი

კრისტალების გამოქვაბული მექსიკაში, ჩიხუახუას უდაბნოს ქვეშ მდებარე კრისტალების გამოქვაბული სავსეა უზარმაზარი, 10 მეტრის სიგრძის სელენიტის ( კალციუმის სულფიტის) კრისტალებით. მათ მილიონობით წელი უნდა დასჭირვებოდათ ამხელა ზომების მისაღწევად. საკვირველი კიდევ ის არის, რომ როგორც წესი, სხვა მინერალების მსგავსი ტიპის იდიომორფული კრისტალები იმტვრევიან და დიდ ზომებს ვერ აღწევენ. მიუხედავად ლამაზი სანახაობისა, ამ გამოქვაბულში ჩასვლა არ არის რეკომენდირებული, რადგან 90% სინოტივისა და მუდმივი 50 გრადუსიანი სიცხის გამო ადამიანი მაქსიმუმ ნახევარ საათში იღუპება.

Page 20: ბუნების უცნაურობანი

შარკ ბეის სანაპიროავსტრალიაში, შარკ ბეის სანაპიროზე ასეთ სურათს წააწყდებით. ერთი შეხედვით დიდი არაფერი – ბაქტერიების ცოცხალი კოლონიები – სტრომატოლიტები სხვაგანც შეიძლება შეგვხვდეს. მაგრამ რა განცდა დაგეუფლებათ, როცა გაიგებთ, რომ ამ კოლონიის მაცხოვრებლები უძველესი ციანობაქტერიები არიან. ეს ბაქტერია ყველაზე „ხნიერი“ ცოცხალი ორგანიზმია ჩვენს პლანეტაზე, ანუ, სხვა სიტყვებით, სწორედ ის იყო პირველი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ოდესღაც წარმოიქმნა დედამიწაზე.

Page 21: ბუნების უცნაურობანი

ყურადღებისთვის

გმადლობთ