€¦ · web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი...

26
გგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგ გგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგ

Upload: others

Post on 24-May-2020

7 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია

გარემოს და სოციალური გავლენის წინასწარი შეფასების ანგარიში

თებერვალი 2017

Page 2: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

პროექტის აღწერაპროექტი განხორციელდება ქალაქ გურჯაანში, დიდების მემორიალის კომპლექსში, რომელიც მოიცავს 2400 მ2-ს. კომპლექსი მდებარეობს ცივი გომბორის ქედის სამხრეთ განშტოებაზე - კახეთის ქედზე. კომპლექსი გადაჰყურებს კურორტ ახტალას, რომელიც მდებარეობს ახტალის აუზში, ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებს. კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური კოშკის სტილში აშენებულ ქვის ხუთ ბურჯს. II ტერასაზე მდებარეობს სამი შადრევანი და თავისუფალი ტერიტორია. რაც შეეხება მესამე ტერასას, ის წარმოადგენს კომპლექსის ყველაზე მაღალ წერტილს. რიყის ქვით ნაშენ პოსტამენტზე აღმართულია მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი კინო ფილმის ჯარისკაცის მამის“ გმირის 15 მეტრიანი ბრინჯაოს მონუმენტური ქანდაკება. ტერასაზე არის მუზეუმი, სადაც გამოსახულია მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე შესრულებული მხატვრობები და სკულპტურები. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ბოლნისის ქვისაგან გაკეთებული მემორიალური დაფა, რომელზეც ამოტვიფრულია გურჯანის მუნიციპალიტეტიდან ომში დაკარგული ყველა სოფლის 4000 შინმოუსვლელი ჯარისკაცის სახელი და გვარი. ამ ტერიტორიაზეა „მარადიული ცეცხლი“. მესამე ტერასაზე მდებარეობს ასევე ქართული საბრძოლო სიმბოლიკის ამსახველი „მრგვალი ციხე“ და ღია ამფითეატრი. კომპლექსი ქალაქ გურჯაანის სავიზიტო ბარათია და გურჯაანის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. ამჟამად კომპლექსის ტერიტორია საჭიროებს რეაბილიტაციას.

ქვე-პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი სამუშაოები:

1. I ტერასაზე განთავსდება ტურისტული საინფორმაციო დაფა2. შეკეთდება ქვის ხუთ ბურჯს შორის დაზიანებული კიბის 220 საფეხური და II

ტერასაზე არსებული სამი შადრევანი 3. მოეწყობა 2 ხის ქოხი, სადაც გაიყიდება ეთნოკულტურის პროდუქცია და

სუვენირები4. შადრევნების ტერიტორიაზე განთავსდება ხის 3 სკამი5. III ტერასაზე „მრგვალი ციხის“ ტერიტორიაზე დამონტაჟდება ტურისტული

ტელესკოპი, მის გვერდით განთავსდება ორენოვანი (ქართული,ინგლისური) პანორამული რუქა, რომელშიც აისახება ტელესკოპით დანახული შესაბამისი ინფორმაცია

6. დამონტაჟდება 2 ხის სკამი ვიზიტორების დასასვენებლად. მოხდება რეაბილიტირებული კომპლექსის ელექტროფიცირება - განათდება 6 წერტილი.

გურჯაანის თვითმმართველობა განახორციელებს პროექტით გათვალისწინებული მატერიალური ინვესტიციას- აღადგენს საპირფარეშოს. უზრუნველყოფს სანიტარულ ნორმების დაცვას, დასუფთავებას.

გარემოს გავლენის წინასწარი შეფასება და კლასიფიკაცია

Page 3: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

(ა) ზემოქმედების იდენტიფიცირება

გამოიწვევს თუ არა ქვე-პროექტის განხორციელება გარემოზე შესამჩნევ ზემოქმედებას?

სარეკონსტრუქციო პერიოდი მოიცავს 8 თვეს. შესაბამისად, ქვე პროექტის განხორციელება გარემოზე მხოლოდ მცირედ ზემოქმედებას გამოიწვევს მხოლოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას, მაშინ როდესაც ხანგრძლივ პერსპექტივაში, გარემოზე ბუნებრივი და სოციალური გავლენა იქნება დადებითი.

რა სარგებელს მოუტანს და რა ზიანს მიაყენებს გარემოს ქვე-პროექტის განხორციელება?

ქვე-პროექტს ექნება პოზიტიური ხანგრძლივვადიანი გავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მუზეუმის ეზოს მოწყობის და ტურისტულად მიმზიდველად ქცევის გზით. ტურისტების მზარდ ნაკადს დასაქმების შესაძლებლობების შექმნით პოზიტიური სოციალური გავლენა ექნება. გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურიზმზე დაფუძნებული ეკონომიკის და კულტურული მარშრუტების განვითარებას კახეთის რეგიონში.

გარემოსა და სოციუმზე მოსალოდნელი უარყოფითი გავლენა იქნება მოკლევადიანი: ახალი კიბეების მოწყობისას და სამშენებლო ტექნიკის მუშაობისას წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მტვერი, გაიზრდება ხმაური და სამუშაოები გამოიწვევს ვიბრაციის ხარისხის გაზრდას. მოსალოდნელია სხვადასხვა სახის სამშენებლო ნარჩენების წარმოქმნა, თუმცა ეს ტრანსპორტის გადაადგილებას არ შეაფერხებს. უნდა აღინიშნოს, რომ ქვე-პროექტის განხორციელების ადგილი არ არის დასახლებული მოსახლეობით.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების პერიოდში აღნიშნულ ლოკაციაში ტურისტების ნაკადს შეიძლება ჰქონდეს გარემოზე არაპირდაპირი გავლენა: ნარჩენების გამრავლება ა.შ

ექნება თუ არა ქვე-პროექტის განხორციელებას ადგილობრივ თემზე რაიმე პოტენციური გავლენა?

ხანგრძლივ ვადიან პერსპექტივაში, ქვე-პროექტის განხორციელება გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ტურისტული ნაკადების გაზრდას, რასაც თავის მხრივ ექნება დადებითი გავლენა როგორც მოსახლეობაზე, ასევე ტურისტებზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება იქნება მოკლევადიანი და განისაზღვრება მხოლოდ

Page 4: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

სამშენებლო არეალით. შესამჩნევი სოციალური გავლენა სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, როგორიცაა დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლა ან მოსახლეობის განსახლება მოსალოდნელი არ არის.

რა გავლენას მოახდენს ქვე-პროექტის განხორციელება ადამიანთა ჯანმრთელობაზე?

ქვე-პროექტის განხორციელებისას, დიდი მოცულობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაგეგმილი არ არის. შესაბამისად, სამუშაოებისას წარმოქმნილ მტვერს, ვიბრაციასა და ხმაურს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება. ქვე-პროექტის განხორციელების არეაში საცხოვრებელი სახლები არ არის.

(ბ) გავლენის შემცირების საშუალებები

იყო თუ არა განხილული ქვე-პროექტის დიზაინის ალტერნატივები და მისი უარყოფითი ზეგავლენის შემცირების რა გზები არის გათვალისწინებული?

პროექტის დიზაინის მომზადების პროცესში ალტერნატიული ვარიანტები არ განხილულა, რადგან ქვე-პროექტის განხორციელება მოიზიდავს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელი ვიზიტორებს, რაც თავისთავად გამოიწვევს სოციუმზე დადებით გავლენას.

გაითვალისწინეს თუ არა ქვე-პროექტის მომზადებისას ადგილობრივი თემის საჭიროებები და იყვნენ თუ არა ისინი მომზადების პროცესში ჩართულნი?

თემის მობილიზაციისას გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტი სკვერის რეაბილიტაციის, სასმელი წყლის სისტემისა და გზების შეკეთების ჩათვლით. რადგან ეს უკანასკნელი ორი პირდაპირ არ მიემართებოდა ტურიზმს, ამიტომ გადაწყდა საჯარო პარკის რეაბილიტაცია.

Page 5: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

(ბ) კატეგორიზაცია და დასკვნა

გარემოს შეფასების დასკვნა:

ქვე-პროექტი უარყოფილია □ ქვე-პროექტი მიღებულია ■

ქვე-პროექტი შეფასებულია როგორც გარემოს დაცვითი კატეგორია Bდა საჭიროებს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმას (გმგ) ■

ქვე-პროექტი შეფასებულია როგორც გარემოს დაცვითი კატეგორია Cდა არ საჭიროებს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმას (გმგ) □

Page 6: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

ქვე-პროექტის სოციალური და კულტურულ რესურსებზე შესაძლო ზეგავლენის წინასწარი შეფასება

ინფორმაცია სოციალური ზეგავლენის შესახებ კი არა

1 არის თუ არა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ქვე-პროექტის განხორციელებისთვის განკუთვნილი მიწის და/ან შენობის საკუთრებისა და ამ საკუთრებით სარგებლობის უფლების შესახებ (შეფასება ვერ დასრულდება ამ ინფორმაციის მოპოვების გარეშე)

2 შეამცირებს თუ არა ქვე-პროექტის განხორციელება სხვა ადამიანების წვდომას მათ ეკონომიკურ რესურსებთან, როგორიცაა მიწა, საძოვარი, წყალი, მუნიციპალური მომსახურება და სხვა, რაზეც დამოკიდებულები არიან?

3 გამოიწვევს თუ არა ქვე-პროექტის განხორციელება ინდივიდების ან ოჯახების არანებაყოფლობითი განსახლება ან მიწის გამოსყიდვას (კერძო ან სახელმწიფო საკუთრების, დროებით ან მუდმივად)

4 გამოიწვევს თუ არა ქვე-პროექტის განხორციელება დროებით ან მუდმივად მოსავლის, მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნარგაობების, ან ოჯახის ინფრასტრუქტურის (გარე ტუალეტი, სამზარეულო, ბეღელი და ა.შ.) დაკარგვას ან მოშლას?

თუ ამ კითხვებზე პასუხები (გარდა პირველი კითხვისა) არის „კი“, მაშინ OP/BP 4.12 არანებაყოფლობითი განსახლება უნდა ამოქმედდეს და უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებელი ღონისძიებები უნდა განხორციელეს განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად

ინფორმაცია კულტურული რესურსებზე ზემოქმედების შესახებ კი არა5 განხორციელება თუ არა ქვე-პროექტი კულტურული მემკვიდრეობის

ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე?

6 საჭიროებს თუ არა ქვე-პროექტის განხორციელება მიწის სამუშაოებს კულტურული, ისტორიული ან არქეოლოგიური ძეგლების სიახოვეს?

თუ მეხუთე კითხვაზე პასუხი არის „კი“, მაშინ OP/BP 4.11 ფიზიკური კულტურული რესურსებიამოქმედეება. ამ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ქვე-პროექტის შესახებ კონსულტაცია გაიარა და მის განხორციელებაზე თანხმობა მოიპოვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესაბამისი უწყების წარმომადგენლისაგან.

Page 7: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმა

Page 8: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

ნაწილი ა: პროექტისა და სამიზნე არეალის შესახებ ინფორმაცია

ინსტიტუციური და ადმინისტრაციული

პროექტის სახელწოდება საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრომეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა

ქვე-პროექტის სათაური გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია

პროექტის განხორციელების ადგილთან დაკავშირებული საქმიანობა

ქვე-პროექტის განხორციელებისას შესრულდება შემდეგი სამუშაოები: (1) I ტერასაზე განთავსდება ტურისტული საინფორმაციო დაფა; (2) შეკეთდება ქვის ხუთ ბურჯს შორის დაზიანებული კიბის 220 საფეხური და II ტერასაზე არსებული სამი შადრევანი; (3) მოეწყობა 2 ხის ქოხი, სადაც გაიყიდება ეთნოკულტურის პროდუქცია და სუვენირები; (4) შადრევნების ტერიტორიაზე განთავსდება ხის 3 სკამი; (5) III ტერასაზე „მრგვალი ციხის“ ტერიტორიაზე დამონტაჟდება ტურისტული ტელესკოპი, მის გვერდით განთავსდება ორენოვანი (ქართული,ინგლისური) პანორამული რუქა, რომელშიც აისახება ტელესკოპით დანახული შესაბამისი ინფორმაცია; (6) დამონტაჟდება 2 ხის სკამი ვიზიტორების დასასვენებლად. მოხდება რეაბილიტირებული კომპლექსის ელექტროფიცირება - განათდება 6 წერტილი.

ინსტიტუციური მოწყობა(WB) ჯგუფის ლიდერი: გლორია ლა კავა

უსაფრთხოების სპეციალისტები:

დარეჯან კაპანაძე (გარემოს დაცვა)

დავით ჯიჯელავა (სოციალური საკითხები)

განმახორციელებელი ორგანიზაციის მოწყობა შემადგენლობა

განმახორციელებელი ერთეული

„ქვემო ალვანი XXI”

სამუშაოების ზედამხედველი:

ელკანა

სამუშაოების კონტრაქტორი:

დაზუსტდება

სამიზნე ადგილის აღწერილობა

ვინ არის შენობის მესაკუთრე რომელიც უნდა

აშენეს/გაფართოვეს ან გადაკეთდეს?

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ვინ ფლობს ქვე-პროექტისათვის გამოყოფილ მიწას? ვინ

სარგებლობს მისით? (ფორმალურად/არაფორმალურა

დ?)

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

სამიზნე ადგილის გარშემო ფიზიკური და ბუნებრივი გარემოს

და სოციო-ეკონომიკური

გურჯაანის მუნიციპალიტეტი ზღვის დონიდან 415 მეტრზე მდებარეობს, გომბორის ქედის ჩრილო-აღმოსავლეთით. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით 10,129

Page 9: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

კონტექსტის აღწერა ადამიანი ცხოვრობს გურჯაანში, მათ შორის 95 იძულებით გადადგილებული და 486 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზომიერად ტენინანი სუბტროპიკული კლიმატური ზონაა. აღმოსავლეთის მხარეს ზომიერად ტენიანი კლიმატია და ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. გომბორის ქედი ხასიათდება ზომიერად ტენიანი კლიმატით და ცხელი ზაფხულით. ივრის ზეგანი ხასიათდება მშრალი სუბტროპიკული კლიმატით, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა 12.4 ºC; იანვარში, რომელიც ყველაზე ცივი თვეა, ტემპერატურა 0.9 ºC ჩამოდის; ივლისში, რომელიც ყველაზე ცხელი თვეა, 23.6 ºC აღწევს. საშუალო წლიური ნალექი ტერიტორიის დიდ ნაწილზე 800მმ-ა და ზეგანის მხარეს მცირდება 500-600 მმ-მდე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის რელიეფი დაბალმთიანია, ზოგიერთ ადგილებში კი საშუალო სიმაღლის მთებიც გვხვდება. სიმაღლე ძირითადად 300-450 მეტრს შორის მერყეობს, ზოგიერთ ადგილზე კი 850-1000 მეტრია. მუნიციპალიტეტი მდებარეობს ალაზნის ველზე და გომბორის მთა მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. გომბორი ცარცული და ნეოგენური ფენებისგან შედგება, ქვაქვიშიანი, კირქვიანი, ტუფოგენური შრეებით. გურჯაანის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთიდ მდებარეობს მთათაშორისი ალაზნის ველი. ალაზანი ხასიათდება უმნიშვნელო საგაზაფხულო ადიდებებით, რასაც იწვევს თოვლის დნობა და შემოდგომის წვიმები.

ქვე-პროექტი მდებარეობს ქალაქის ცენტრში და ტერიტორია ანთროპოგენული ზეგავლენის შედეგად მწირი ფლორით და ფაუნით ხასიათდება.

რომელ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს/

რეაბილიტირებულ პუნქტს უკავშირდება სამიზნე ადგილი?

რეგიონალური განვითარების პროექტი აფინანსებს ტურისტული ინფასტრუქტურის, წყლის სისტემებისა და გურჯაანის ყველაწმიდა სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას.

კანონმდებლობა

ეროვნული და ადგილობრივი კანონმდებლობა/ ნებართვები, რომელიც საჭიროა პროექტის

განხორციელებისათვის

საქართველოს 2008 წლის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ კანონის თანახმად ქვე-პროექტი არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და გარემოსდაცვით ნებართვას.

ქვე-პროექტი იწვევს მსოფლიო ბანკის OP/BP 4.01 გარემოს შეფასების და OP/BP 4.11 ფიზიკური კულტურული რესურსების შესახებ რეგულაციების ამოქმედებას. ამ რეგულაციების და პროექტის საქართველოს ტურიზმის სფეროში ჩართული ღარიბი თემების და მიკრომეწარმეების გაძლიერების გარემოს მართვის ჩარჩოს თანახმად, ქვე-პროექტი შეფასებულია, როგორც გარემოზე ზემოქმედების B კატეგორია და საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმას.

საჯარო კონსულტაცია

Page 10: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

როდის/სად გაიმართა/გაიმართება საჯარო

კონსულტაციები?

ქვე-პროექტთან დაკავშირებული გარემოს მართვის გეგმა ხელმისაწვდომი იქნება გურჯაანის მოსახლეობისთვის მუზეუმის წარმომადგენლებისთვის და განიხილეს საკონსულტაციო შეხვედრაზე 2017 წლის 7 მარტს.

დანართები

დანართი 1: არეალის გეგმა და ფოტომასალა

დანართი 2: მხარდაჭერის წერილი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან

Page 11: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

ნაწილი ბ: ინფორმაცია უსაფრთოების შესახებ

გარემოს/სოციალური შემოწმება

მოიცავს თუ არა სამიზნე ადგილზე ჩასატარებელი საქმიანობა ჩამონათვალიდან რომელიმეს?

აქტივობა სტატუსი იწვევს მოქმედებასA. შენობის რეაბილიტაცია [X] კი [ ] არა იხილეთ სექცია A

B. ახალი მშენებლობა [X] კი [ ] არა იხილეთ სექცია A

C. ინდივიდუალური კანალიზაციის სისტემის მოწყობა [ ] კი [X] არა იხილეთ სექცია B

D. ისტორიული შენობა და უბანი [ ] კი [X] არა იხილეთ სექცია C

E. მიწის შეძენა1 [ ] კი [X] არა იხილეთ სექცია D

F. საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები2 [ ] კი [X] არა იხილეთ სექცია E

G. ტყეზე ან დაცულ ტერიტორიაზე ზეგავლენა [ ] კი [X] არა იხილეთ სექცია F

H. სამედიცინო ნარჩენების დამუშავება/ მართვა [ ] კი [X] არა იხილეთ სექცია G

I. მოძრაობა და ქვეითთა უსაფრთხოება [ ] კი [X] არა იხილეთ სექცია H

1 მიწის შეძენა მოიცავს მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, საცხოვრებელი პირობების შელახვას იმ პირების კერძო საკუთრებაზე, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ ადგილზე.2 ტოქსიკური/სახიფათო ნივთიერებები მოიცავს მაგრამ არ არის შეზღუდული შემდეგით : აზბესტი, ტოქსიკური საღებავი, მავნე ზემოქმედების ნივთიერებები, ტყვიის შემცველ საღებავს და ა.შ

Page 12: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

ნაწილი გ: შემსუბუქების გზები

აქტივობა პარამეტრი გავლენის შემცირების სიაზოგადი პირობები ინფორმირება და

მომუშავე პირთა უსაფრთხოება

(a) ადგილობრივი სამშენებლო და გარემოს ინსპექციები და თემები ინფორმირებული არიან დაგეგმილ აქტივობებზე.

(b) მედიის გამოყენებით და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში შესაბამისი ინფორმაციის განთვსებით ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებულია სამიზნე უბნებში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

(c) სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კანონმდებლობით საჭირო ნებართვები გაცემულია.

(d) კონტრაქტორი ფორმალურად თანახმაა, რომ ყველა შესასრულებელი სამუშაო ჩატარდება უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით და დისციპლინირებულად, რათა მეზობლად მცხოვრებ პირებსა და გარემოზე ზემოქმედება შემცირდეს.

(e) მუშების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები საერთაშორისო პრაქტიკასთან (ჩაფხუტები ყოველთვის, საჭიროების შემთხვევაში ნიღბები, უსაფრთხოების სათვალეები, ფეხსაცმელები ა.შ.) შესაბამისობაში იქნება.

(f) სამუშაოების მიმდინარეობის ადგილას შესაბამისი სამუშაოს მიმდინარეობის ნიშნები მუშებს გააცნობენ ძირითად წესებს და რეგულაციებს.

A. ზოგადი სარეაბილიტაციო და/ან სამშენებლო აქტივობები

ჰაერის ხარისხი (a) პირველი სართულის ზემოთ ინტერიერის დანგრევისას ბუნკერი იქნება გამოყენებული.

(b) სამშენებლო ნარჩენები შეგროვდება კონტროლორებად ტერიტორიაზე და დასველდება წყლით, რათა შემცირდეს სამშენებლო მტვერი.

(c) კედლის პნევმატიური ბურღვის დროს სამშენებლო მტვერი დასველდება წყლით, რათა სამიზნე ადგილის მიმდებარედ შემცირდეს მტვრიანობა.

(d) გარშემო ტერიტორია (ტროტუარი, გზა) დაცული იქნება ნამსხვრევების/ნანგრევებისგან, რათა შემცირდეს მტვერი.

(e) სამშენებლო ნარჩენი მასალები სამიზნე ადგილას ღიად არ დაიწვება.(f) უფუნქციო სამშენებლო ტექნიკა სამიზნე ადგილას არ გაჩერება.

ხმაური (a) სამშენებლო ხმაური აიკრძალება ღამის საათებში. (b) სამუშაოების შესრულებისას გენერატორების, ჰაერის კომპრესორების და სხვა

მძლავრი აღჭურვილობის სახურავი დაიხურება. წყლის ხარისხი (a) სამუშაო არეალზე დაწესდება ეროზიის ან ნალექისგან კონტროლის ზომები,

როგორიცაა თივის შეკვრა ან/და ჭუჭყისგან დამცავი ღობეები, რათა შეაკავოს ნალექის ადგილიდან გასვლა და ახლოს მდებარე დინებების და მდინარეების ჭარბი ამღვრევა.

ნარჩენების მართვა (a) სამშენებლო ნარჩენების შეგროვების და დასაწყობების გზები და ადგილები

Page 13: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

განისაზღვრება ყველა ძირითადი სამშენებლო ნარჩენისთვის, რომელიც დარჩება დანგრევის და მშენებლობის შემდეგ.

(b) მინერალური სამშენებლო და ნანგრევების ნარჩენები განცალკევდება საერთო, ორგანული, სითხის ან ქიმიური ნარჩენებისაგან, ადგილზე დახარისხდება და შეინახება შესაბამის კონტეინერებში.

(c) სამშენებლო ნარჩენები შეგროვდება და დახარისხდება ლიცენზირებული შემგროვებლის მიერ.

(d) ნარჩენების გადაყრის დოკუმენტაცია შეინახება, გეგმის შესაბამისად ნარჩენების მართვის დასტურად.

(e) როდესაც შესაძლებელია, კონტრაქტორი გამოიყენებს და გადაამუშავებს შესაბამის და გამოსადეგ მასალას (გარდა აზბესტისა).

B. ინდივიდუალური წყალმომარაგების სისტემა

წყლის ხარისხი (a) საკანალიზაციო წყლების მართვის პროცესი უნდა შეთანხმდეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

(b) მიმღებ წყლებში ჩასვლამდე საკანალიზაციო სისტემიდან გამდინარე წყლები უნდა დამუშავდეს, რომ შეესაბამებოდეს ქვეყნის კანომდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ სტანდარტებს.

(c) ახალი საკანალიზაციო სისტემის მონიტორინგი (მოწყობმდე და შემდეგ) განხორციელდება.

(d) სამშენებლო აღჭურვილობა და დანადგარები უნდა გაირეცხოს მათთვის გამოყოფილ ადგილებში, სადაც ნარეცხი არ შეერევა ბუნებრივ წყლებს.

C. ისტორიული ნაგებობები

კულტურული მემკვიდრეობა

(a) თუ შენობა არის კულტურული ძეგლი, მასთან ძალიან ახლოს, ან მდებარეობს ისტორიულ უბანში, აუცილებელია განაცხადის გაკეთება და სამშენებლო სამუშაოებისათვის ადგილობრვი ხელისუფლებისგან თანხმობის/ ნებართვის მიღება, და ყველა დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობა შესაბამისობაში უნდა იყოს ადგილობრივ და ეროვნულ კანონდებლობასთან.

(b) მშენებლობის ან გათხრების პროცესში არტეფაქტების ან შემთხვევითი აღმოჩენების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათთვის ყურადღების მიქცევა და რეგისტრაცია, სათანადო ოფიციალურ პირთან დაკავშირება და ამ აღმოჩენების გათვალისწინებით სამუშაოების და საქმიანობის შეჩერება ან შეცვლა.

აქტივობა პარამეტრი გავლენის შემცირების სია

D. მიწის შეძენა მიწის შეძენის გეგმა/ ჩარჩო

(a) თუ მიწის ექსპროპრიაცია არ იგეგმებოდა, მაგრამ აუცილებელია, ან მიწის კანონიერ ან უკანონო მოსარგებლეს დაუგეგმავად შეიძლება შეუმცირდეს შემოსავალი, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბანკის დავალებათა ჯგუფის ლიდერს.

Page 14: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

(b) მიწის შეძენის გეგმა/ ჩარჩო განხორციელდება (თუ მოითხოვს პროექტი).E. ტოქსიკური ნივთიერებები

აზბესტის მენეჯმენტი

(a) თუ აზბესტი განთავსებულია პროექტის განხორციელების არეალში, ის მკაფიოდ უნდა მოინიშნოს საშიში მასალის აღმნიშვნელი ნიშნით.

(b) როდესაც შესაძლებელია, აზბესტი შესაბამისად დაილუქება, რომ შემცირდეს გამოსხივება.

(c) აზბესტის მოხსნამდე (თუ მოხსნა აუცილებელია) ის დასველდება, რომ შემცირდეს აზბესტის მტვერი.

(d) აზბესტს დაამუშავებს და გადაყარის გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტი.(e) თუ აზბესტის მასალა ინახება დროებით, მაშინ ნარჩენები უსაფრთხოდ უნდა

მოთავსდეს სათავსოში და მოინიშნოს შესაბამისად. უსაფრთხოების წესები იქნება გატარებული მისი სათავსოდან უნებართვოდ გატანის წინააღმდეგ.

(f) ხმარებიდან ამოღებული აზბესტი განმეორებით აღარ გამოიყენება.ტოქსიკური/ საშიში ნარჩენების მართვა

(a) მავნე ან ტოქსიკური სუბსტანციების დროებითი შენახვა პროექტის განხორციელების არეალში უნდა მოხდეს უსაფრთხო პირობებში, კონტეინერებში, რომელზეც დატანილი იქნება აღმნიშვნელი ინფორმაცია.

(b) მავნე სუბსტანციების კონტეინერები მოთავსდება ჰერმეტულ კონტეინერებში, რათა თავიდან ავიცილოთ მისი დაღვრა ან გამოჟონვა.

(c) ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდება სპეციალურად ლიცენზირებული გადამზიდვების მეშვეობით და განთავსდება ლიცენზირებულ ადგილას.

(d) ტოქსიკური ინგრედიენტებით ან გამხსნელებით შეღებილი მასალა არ იქნება გამოიყენებული.

F. ტყეზე ან დაცულ ტერიტორიაზე ზეგავლენა

დაცვა (a) დასახლებული არეალი, ჭაობი ან დაცული ტერიტორია, რომლებიც მდებარეობენ პროექტის განხორციელების უშუალო სიახლოვეს, არ დაზიანდება ან გამოიყენება. ყველა თანამშრომელს აეკრძალება ნადირობა, საკვების მოპოვება, ხე-ტყის დამზადება და სხვა ზიანის მომტანი საქმიანობა.

(b) მშენებლობის სიახლოვეს მოხდება დიდი ხეების აღწერა და ინვენტარიზაცია. დიდი ხეები მოინიშნება და შეიღობება, მათი ფესვთა სისტემა იქნება დაცული და ნებისმიერი ზიანი იქნება აცილებული.

(c) ჭაობები და ნაკადულები იქნებიან სამშენებლო ნარჩენების ჩარეცხვისგან და შესაბამისი ეროზიისგან და ნალექისგან დაცული, რაც მოიცავს თივის შეკვრებს და ჭუჭყისგან დამცავ ღობეებს.

(d) არ იქნება გამოყენებული არალიცენზირებული კარიერები და ნაგავსაყრელები, განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებში.

G. სამედიცინო ნარჩენების მართვა

სამედიცინო ნარჩენების მართვის

ინფრასტრუქტურა

(a) ეროვნული რეგულაციების მიხედვით, კონტრაქტორი უზრუნველყოფს ახლადაშენებულ ან რეაბილიტირებულ სამედიცინო პუნქტებს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო ნარჩენების მართვას. ეს მოიცავს არა მარტო შემდეგს: სპეციალურ ნაგებობას დახარისხებული სამედიცინო ნარჩენების (მათ შორის

Page 15: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

„ბასრი“ ინსტრუმენტების და ადამიანის ქსოვილის და სითხეების) სხვა ნარჩენებისგან გამოსაყოფად;

შესაბამის შემნახველ ნაგებობას სამედიცინო ნარჩენებისთვის; და თუ აქტივობა გულისხმობს ადგილზე მკურნალობას, ნარჩენების მოცილების

შესაძლებლობას. H. მოძრაობა და ქვეითთა უსაფრთხოება

სამშენებლო სამუშაოების

მიმდინარეობისას პირდაპირი თუ არაპირდაპირი

ზიანი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და

ქვეითებზე

(a) ეროვნულ რეგულაციებთან შესაბამისობაში, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს სამიზნე უბანში ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობა და მისი რეგულირება. ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული შემდეგით: სანიშნე და გამაფრთხილებელ ნიშნებს, ბარიერებს, ან მოძრაობის

განმასხვავებლებს: სამუშაო არეალი უნდა იყოს ყველასთვის ხილვადი და საზოგადოებას უნდა ეცნობოს ყველა შესაძლო საფრთხის შესახებ.

მოძრაობის მართვის სისტემას და თანამშრომლების დატრენინგებას, განსაკუთრებით სამუშაოების ადგილებამდე მისვლაზე და მასთან ახლოს ინტენსიურ მოძრაობაზე. ფეხით მოსიარეების უსაფრთხო გადასასვლელებით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მშენებლობასთან დაკავშირებული მოძრაობაა.

სამუშაო საათების მორგება ადგილობრივი მოძრაობის თავისებურებებთან. მაგალითად, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო აქტივობების შემცირება პიკის საათებში და საქნონლის გადაადგილების დროს.

საჭიროების შემთხვევაშისამიზნე არეალთან საზოგადოებისთვის უსაფრთო და მოსახერხებელი გადასასვლელს, სადაც დატრენგებული და კომპეტენტური თანამშრომელი მოძრაობას დაარეგულირებს.

უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფას ოფისებთან, მაღაზიებთან, საცხოვრებელ ადგილებთან იმ შემთხვევაში, თუ ეს შენობები ღიაა საზოგადოებისთვის მშენებლობის პროცესში.

Page 16: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

ნაწილი დ. მონიტორიგნის გეგმა

აქტივობარა

(პარამეტრის მონიტორინგი ხდება?)

სად

(ხდება პარამეტრის

მონიტორინგი?)

როგორ

(ხდება პარამეტრის

მონიტორინგი?)

როდის

(განსაზღვრეთ მონიტორინგის

სიხშირე/ ან განგრძობითობა

)

რატომ

(არის საჭირო პარამეტრის

მონიტორინგი?)

ვინ

(არის მონიტორიგნზ

ე პასუხისმგებე

ლი?)

სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტრანსპორტირება

სამშენებლო ტექნიკის გადაადგილება

მანქანა-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობა

სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა

ტრანსპორტის მოძრაობის დადგენილი საათებისა და მარშუტების გათვალისწინება

ადგილზე

ინსპექტირების საშუალებით

სამუშაოების მიმდინარეობისას წინასწარი გაფრთხილების გარეშე ინსპექტირება

გამონაბოლქვის, ჰაერის ემისიისა და მიწის დაბინძურების შეზღუდვა

ადგილობრივი მოსახლეობისა და თემის შეწუხება ხმაურისა და ვიბრაციისაგან

სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება.

ელკანა

მიწის სამუშაოები (მცირე მასშტაბიანი)

გათხრის შედეგად წარმოქმნილი მასალების დროებითი განთავსება წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე; მასალების გამოყენება ორმოების შესავსებად, ან წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში მათი განთავსება.

შემთხვევითი აღმოჩენების შემთხვევაში, სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმირება. სამუშაოების განახლება მხოლოდ სამინისტროსგან ფორმალური

ადგილზე

ინსპექტირების საშუალებით

მიწის სამუშაოების შემთხვევაში

ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

კულტურული რესურსების დაზიანების და განადგურების თავიდან ასაცილებლად

ელკანა

Page 17: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

თანხმობის მიღების შემდეგ.

ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების შეზღუდვა

მოძრაობის შემაფერხებელი ნიშნების მოწყობა

სამშენებლო მასალების შენახვა და ნარჩენების დროებითი განთავსება იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს მოძრაობას.

სარეაბილიტაციო ადგილზე

ინსპექტირების საშუალებით

სარეაბილიტაციო სამუშაოებისას

სატრანსპორტო ავარიების თავიდან აცილება

ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილება

ელკანა

ადგილზე მომუშავე პირების უსაფრთხოების დაცვა

მომუშავე პირებს უნდა ეცვათ სამუშაო ფორმები და შესაბამისი დამცავი ქუდებიმომუშავე პირების ინფორმირება უსაფრთხოებაის წესებზე და მანქანა-დანადგარების გამოყენებაზე, ამ წესების/ინსტრუქციების მკაცრი დაცვა

ადგილზეინსპექტირების საშუალებით

სამუშაოების მიმდინარეობისას წინასწარი გაფრთხილების გარეშე ინსპექტირება

დასაქმებულ პირთა დაზიანების თავიდან ასაცილებლად

ელკანა

სამუშაოების დასრულება და კონტრაქტორის დემობილიზაცია

სამუშაო არეალი უნდა გასუფთავდეს სამშენებლო ნარჩენებისაგანმშენებლობის ადგილის ისტორიული სახის შენარჩუნება

რებილიტირებულ ადგილზე

ინსპექტირების საშუალებით

არეალის გამოყენების პროცესში

დაბინძურების და ნარჩენების არასწორი მართვის თავიდან აცილება.მშენებლობის პროცესში არეალის სახეცვლილების თავიდან აცილება

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

Page 18: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

დანართი 1: ადგილის რუქა და ფოტო მასალა

Page 19: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

დანართი 2: ქვე-პროექტის მხარდაჭერის პროექტი გურგაანის მუნიციპალიტეტისაგან

Page 20: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

გურჯაანის სათემო კრების ოქმითარიღი: 2017 წელი, 7 მარტიადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ქალაქი გურჯაანიდონორი: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ იაპონიის სოციალური

განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.მიზანი: პროექტების „სოფელ გურჯაანში ნატო ვაჩნაძის მუზეუმის ეზოს მოწყობისა“ და „გურჯაანის პარკის რეაბილიტაციის“ დეტალური გარემოს დაცვის და სოციალურ მართვის გეგმის გაცნობა ადგილობრივ მოსახლეობისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ელკანას“ მსოფლიო ბანკის პროექტის მენეჯერი, ააიპ „კახეთის მედია ცენტრი“-ს, „ვეჯინი“-სა და ადგილობრივი გამგეობის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები. სულ შეხვედრაში მონაწილეობდა 14 ადამიანი, მათ შორის 11 ქალი.„ელკანას“ თანამშრომლებმა მოსახლეობას გააცნეს დაგეგმილი აქტივობები, გურჯაანის გამგეობასთან შეთანხმებული რეაბილიტაციის ნახაზები, სავარაუდო ბიუჯეტი. მთავარი აქცენტი გაკეთდა პროექტის გარემოზე სავარაუდო გავლენაზე. მონაწილეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული გარემოს მართვის გეგმა და გაეცნენ გარემოზე ზემოქმედების შემსუბუქების გზებს. შეხვედრის დროს დაისვა შემდეგი კითხვები:კითხვა: გამოიწვევს თუ არა ქვე-პროექტის განხორციელება ხეების მოჭრას?პასუხი: არა, მსგავსი აქტივობა არ განხორციელდება

კითხვა: ვინ იქნება პასუხისმგებელი სამშენებლო ნარჩენების გატანაზე?პასუხი: სამშენებლო ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს გურჯაანის

მუნიციპალიტეტი, რაც დადასტურებულია 2016 წლის 4 ოქტომბერს წარმოდგენილი წერილის საფუძველზე.

კითხვა: ვინ იქნება პასუხისმგებელი ხის ქოხების შეკეთებაზე?პასუხი: ქოხების შეკეთებას უზრუნველყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტი, რაც

დადასტურებულია 2016 წლის 4 ოქტომბერს წარმოდგენილი წერილის საფუძველზე.

კითხვა: ვინ დაფარავს Wifi-ის ღირებულებას ვაჩნაძის მუზეუმში?პასუხი: გურჯაანის ბიბლიოთეკების გაერთიანება და მუზეუმი დაფარავს აღნიშნულ

ხარჯებს, რაც დადასტურებულია 2016 წლს 24 ნოემბერს წარმოდგენილ წერილში.

მოსახლეობა დიდი ინტერესით გაეცნო აღნიშნულ პროექტს და გარემოს მართვის გეგმას დაუჭირეს მხარი.დამსწრეთა ხელმოწერა:

Page 21: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური

შეხვედრის ფოტომასალა

Page 22: €¦ · Web view2005/02/02  · კომპლექსი შედგება სამი ტერასისაგან: I ტერასა მოიცავს სვანური