viii leqcia

22
VIII ლექცია სიტყვაწარმოება: წარმოებული სიტყვის სტრუქტურა

Upload: dgiorgobiani

Post on 27-Apr-2015

260 views

Category:

Documents


6 download

TRANSCRIPT

Page 1: VIII Leqcia

VIII ლექცია

სიტყვაწარმოება: წარმოებული სიტყვისსტრუქტურა

Page 2: VIII Leqcia

8.1 შესავალისიტყვაწარმოება ენობრივი (ლექსიკურ–მორფოლოგიურ–სემანტიკური) ცოდნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია: წესები, რომლებიც რთული სიტყვის წარმოებას უდევსსაფუძვლად არ არის ნებისმიერი. განვიხილოთ რამდენიმეწესი:*hausbar ან *befindbar გერმანულ ენაზემოლაპარაკისთვის არამართებული კომბინაცებია: სუფიქსი‘bar’ არსებითი სახელის და რეფლექსური ზმნის ძირებს არდაერთვის.თუ შედგენილი სიტყვა ბოლოვდება პრეფიქსით ‘bar’ ‘haft’ან მსგ. ერთეულით, მაშინ ის ზედსართავი სახელებისკატეგორიას მიეკუთვნება.ენის განვითარების გარკვეული ეტაპისთვის შეგვიძლიააღვწეროთ წესების სასრული რაოდენობა, რომლისსაფუძველზეც შედგენილ ლექსიკურ ერთეულებსვაწარმოებთ და ვაანალიზებთ.

Page 3: VIII Leqcia

სიტყვაწარმოება დასიტყვათშემოქმედება

სიტყვაწარმოება გულისხმობს ახალილექსიკური ერთეულის წარმოქმნას ენაში უკვეარსებული მორფემულ–ლექსიკურიინვენტარის საფუძველზე.სიტყვაწარმოება უნდა გავმიჯნოთსიტყვათშემოქმედებისგან (Wortschöpfung), რომლის დროსაც არა მხოლოდ ახალილექსიკური ერთეული, არამედ ასევე ახალიმორფემა მიიღება. სიტყვაშემოქმედებისმაგალითია ონომატოპოეტური სიტყვები(plumps, krächzen, piepsen).

Page 4: VIII Leqcia

სიტყვაწარმოება რამდენიმე ენათემცნიერული დისციპლინისფარგლებში შეისწავლება:

სიტყვაწარმოება შეისწავლება მორფოლოგიისფარგლებში, რამდენადაც საქმე სიტყვის აგებულებას, მის მორფემულ კონსტრუქციას.სიტყვაწარმოებას განიხილავენ ასევე ცალკედისციპლინადაც, რადგან მიაჩნიათ, რომმორფოლოგიის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდფლექსია, სიტყვაწარმოება კი თავისი ფუნქციითგანსხავავებული ფენომენია.გარკვეული სამართლიანობით სიტყვაწარმოებასინტაქსური თეორიის ფარგლებშიც შეიძლებაგანვიხილოთ, რამდენადაც საქმე ნიშნების ლინეარულმიმდევრობასთან გვაქვს. სიტყვაწარმოება წარმოადგენს ლექსიკოლოგიის ერთ-ერთ ქვედისციპლინას, რამდენადაც ის ლექსიკურიფონდის გამდიდრების (განვითარების) ერთ–ერთიმთავარი საშუალებაა.

Page 5: VIII Leqcia

8.2 მორფემები, როგორც წარმოებულისიტყვის შემადგენელი ელემენტები.

მორფემა ჰქვია მნიშვნელობის მქონეუმცირეს ენობრივ ერთეულს, სხვანაირად მორფემა არის მინიმალურიენობრივ ნიშანი, რომელიც რთულისიტყვის სეგმენტაციის შედეგადმიიღება. სიტყვაწარმოება მორფემათა კომბინაციისშედეგია.

Page 6: VIII Leqcia

მორფემების სიტყვაწარმოებითი ფუნქციასიტყვაწარმოებითი კონსტრუქციის აგებისას ყველა მორფემას თანაბარიმნიშვნელობა და ფუნქცია არ გააჩნიათ:

მაგალითად მორფემებიდანhoch’, ‚haus’ ‚ung’, ‚ver’’‘lich‘. პირველ ორს(‚hoch’, ‚haus’)აქვს (დამოუკიდებელი) ლექსიკური მნიშვნელობა,სხვა ელემენტებთანკომბინაციისას არ არისფორმალურად შეზღუდული(haushoch, häuslich)და შეიძლება შეგვხდნენ ცალკესიტყვის სახითაც. მორფემებმა‘hoch’ და ‘haus’ ნაწარმოებსიტყვაში შეიძლება როგორცსაწყისი, ისე დამამთავრებელიპოზიცია დაიკავონ (haushoch, Hochhaus).

დანარჩენ მორფემებს (‚lich‘‚ung’, ‚ver’) საპირისპიროდ:არ გააჩნიათ დამოუკიდებელილექსიკური მნიშვნელობა, მეტყველებისას გვხვდებიანმხოლოდ ნაწარმოები სიტყვისფარგლებში, კომბინაციურად შეზღუდულიარიან (არ დაერთვიან ფუნქციითთავისივე მსგავს მორფემებს –*unglich წარმოუდგენელიკონსტრუქციაა) და იკავებენ ყოველთვისგანსაზღვრულ პოზიციას

Page 7: VIII Leqcia

8.3 მორფემათა კლასიფიკაციისკრიტერიუმები:

მორფემის მნიშვნელობა/ფუნქციამისი ბმულობის ხარისხიმისი პოზიცია.მისი რეპროდუქციის უნარი.

Page 8: VIII Leqcia

8.3.1 მნიშვნელობა/ფუნქცია

მნიშვნელობის/ფუნქციის მიხედვითერთმანეთსგან შეგვიძლია განვასხვავოთ:ძირეული/საბაზისო მორფემები: აფიქსებიმაერთი ელემენტები (გერმ. Fugenelement)

Page 9: VIII Leqcia

ძირეული მორფემები და აფიქსებისაბაზისო/ძირეული მორფემას უწოდებენ(დამოუკიდებელი) ლექსიკური მნიშვნელობისმქონე (უმცირს) ენობრივ ერთეულს. ძირეულიმორფემები შეიძლება შეგვხვდნენ რთულისიტყვის ფუძის/ბაზისის სახით.აფიქსები ძირეული მორფემებისგანგანსხვავებით მხოლოდ აბსტრაქტულ დაგრამატიკულ ინფორმაციას შეიცავენ. (აფიქსებიარ შეიძლება შეგვხდნენ ფუძის სახით (ძალიანმცირე გამონაკლისის გარდა: urbar, urtümlich)

Page 10: VIII Leqcia

სიტყვაწარმოებითი და ფლექსიურიაფიქსები

ფლექსიური აფიქსების ფუძეზე დართვითვიღებთ ახალ სიტყვა–ფორმას (სინტაქსურსიტყვას), სიტყვაწარმოებითი აფიქსებისფუძეზე დართვით კი – ახალ ლექსიკურერთეულს. ფლექსიური აფიქსები სიტყვის ლექსიკურ(აღწერით) მნიშვნელობას არ ცვლიან, ფლექსიური აფიქსების მეშვეობით კი სიტყვისმნიშვნელობის მოდიფიკაცია ხდება.

Page 11: VIII Leqcia

მაერთი ელემენტები (Fuge)მაერთი ელემენტები ძირითადი მახასიათებლები:ისინი ყოველთვის მოთავსებული არიანწარმოებული სიტყვის შუაში, მორფემათაშესაყარზე.არ გააჩნიათ რაიმე ცნებითი ან გრამატიკულიმნიშვნელობა. მაერთების ფუნქცია იმით ამოიწურება, რომისინი ხაზს უსვამენ რთული სიტყვის უწოდებენ.მაერთს გააჩნია ასევე სიტყვათგანმასხვავებელიფუნქცია, მაგ. შდრ. Landsmann –‘თანამემამულე’ და Landmann – ‘გლეხი’.

Page 12: VIII Leqcia

მაერთი ელემენტები გერმანულშიგერმანულ ენაში შემდეგი მაერთი ელემენტები გვხვდება: -e-, -s-, -es-, -n-, -en-, -er-, ძალიან იშვიათად ასევე -t-, -i-ც(სიტყვებში Bräutigam, Fahrt).გერმანულში რთული სიტყვის ლექსიკური მთლიანობისსიგნალიზება ხდება ასევე (e ან en) ბგერის/ბგერებისამოვარდნის მეშვეობითაც: Endkampf, Sprachwissenschaft, Kästchen. გერმანული მაერთი ელემენტები განვითარდნენ ნათესაობითიბრუნვის ნიშნისგან des Lebens müde - lebensmüde, des Nächsten Liebe – Nächstenliebe.თუმცა დღეისთვის მაერთ ელემენტს ნათესაობით ბრუნვასთანარაფერი აქვს საერთო, ამაზე მეტყველებენ თუნდაც ისსიტყვაწარმოებითი კონსტრუქციები, სადაც ‘–s’ მაერთიმდედრობითი სქესის სახელებსაც დაერთვის, მაგ. Hilfsbereitschaft, Arbeitsamt. (გენიტივში გვაქვს der Hilfe, der Arbeit).

Page 13: VIII Leqcia

8.3.2 ბმულობის ხარისხითავისუფალი მორფემა: თავისუფალია მორფემა, თუ ისდამოუკიდებელი სიტყვის სახითაც შეიძლება შეგვხვდეს(‚schön’, ‚hand’, ‚frei’). ბმული მორფემები: ბმულია მორფემა, თუ ის მხოლოდსხვა მორფემასთან კომბინაციით იღებს სიტყვის სტატუსს(Sitzung, Verzehr). სხვა მორფემასთან კომბინაციითიღებს სიტყვის სტატუსს (Sitzung, Verzehr). ბმულიმორფემები ჩვეულებრივად მხოლოდ აფიქსები და მაერთიელემენტები არიან, ხოლო თავისუფალი მორფემები -საბაზისო მორფემები. მცირე გამონაკლისი: ნასესხებმორფემათა მნიშვნელოვანი ნაწილი (‘soph’ სიტყვაშიPhilosoph, ‘hard’ სიტყვაში Hardrock ან ‘boy’ სიტყვაშიPlayboy და მსგ.

Page 14: VIII Leqcia

8.3.3 ადგილმდებარეობაადიტიური მორფემები:

პრეფიქსები, რომლებიც ძირეულ მორფემებსდაერთვიან [გრაფიკულად] მარცხნიდან(verzehren);ინფიქსები, რომლებიც გვხვდება ძირეულიმორფემების შესაყარზე (Hilfskraft);სუფიქსები, რომლებიც ძირეულ მორფემებსდაერთვიან მარჯვნიდან (Sitzung);ცირკუმფიქსები, რომლებიც ძირეულ მორფემებსდაერთვიან (Gedränge, Beamte) ორივე მხრიდან .

Page 15: VIII Leqcia

8.3.4 რეპროდუქციის უნარირეპროდუქციის უნარი გულისხმობს მორფემისთვისებას, შეგვხდეს სხვადასხვა კომბინაციაში. (Kopftuch, Kopfschmerzen, Kopfzerbrechen, Tischler Schwindler, Übergewichtler.ის არ ახასიათებს მხოლოდ ე.წ უნიკალურიმორფემებს, რომლებიც მხოლოდ ერთკომბინაციაში გვხვდებიან, მაგალითად, მორფემები ‘brom´ და ‘him’ გვხდებიანმხოლოდ სიტყვებში Brombeere დაHimbeere.

Page 16: VIII Leqcia

8.4 წარმოებული სიტყვისსინტაქსური სტრუქტურა

წინადადადების მსგავსად წარმოებული სიტყვისანალიზიც სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზეხორციელდება. ცალკეული მორფემები მხოლოდანალიზის ბოლო საფეხურზე გამოიყოფა, თავდაპირველადკი გამოვყოფთ ე.წ. უშუალო შემადგენლებს (გერმ. Unmittelbare Konstituente – UK), რომელიც შეიძლებამოიცავდეს როგორც ცალკეულ მორფემას ასევე მორფემათაჯგუფს. (მაგ. სიტყვაში Umweltschutz უშუალოშემადგენლებია ´Umwelt´ და ‘Schutz’, აქედან მხოლოდმეორე UK არის ერთი მორფემით წარმოდგენილი, პირველი ორ მორფემას ‘um’ და ‘welt’–ს აერთიანებს).

Page 17: VIII Leqcia

წარმოებული სიტყვის “Stimmengleichheit” სინტაქსურიანალიზი

Page 18: VIII Leqcia

ნაწარმოები სიტყვის ბინარულობათითქმის ნებისმიერი სიტყვაწარმოებითიკონსტრუქცია ბინარული ხასიათისაა: ის ორუშუალო შემადგენელს მოიცავს. ისეთირთული კონსტრუქციაც კი, როგორიცააLandgeschwindigkeitsrekordbrecherpreis, მარტო ორ უშუალო შემადგენელს მოიცავს(Land…brecher და preis).გამონაკლისს ქმნიან სინტაქსურიკომპოზიტები, როგორიცაა Tunichtgut, Vergissmeinnicht და ა.შ., ასევე შემოკლებებიFAZ, AG და მსგ.)

Page 19: VIII Leqcia

რთული სიტყვის “თავი” და “ბირთვი”რთულ სიტყვაში ინფორმაცია გრამატიკულიკატეგორიის შესახებ მხოლოდ ერთ–ერთი (გერმანულშიყოველთვის მეორე) კომპონენტით არისწარმოდგენილი: შდრ. Hochhaus [არს. [ზედს. Hoch] [არს. haus]] და [ზედს. [არს. haus] [ზედს. hoch]]. გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელ უშუალოშემადგენელს რთული სიტყვის “თავს“ უწოდებენ(„Kopf“, Head“).„თავი“ შეიძლება ძირითად სემანტიკურ ინფორმაციასაცმოიცავდეს, მაგ. სიტყვის Hochhaus რეფერენტიგანსაზღვრულია მეორე კომპონენტით haus, პირველიკომპონენტი მხოლოდ აზუსტებს ნაწარმოები სიტყვისმნიშვნელობას (Hochhaus კატეგორიის HAUS ერთ–ერთი ტიპია.) ძირითადი სემანტიკური მნიშვნელობისმატარებელ კომპონენტს რთული სიტყვის ბირთვსუწოდებენ (”Kern“, „Nukleus“)´.

Page 20: VIII Leqcia

8.5 წარმოებული სიტყვის სემანტიკურისტრუქტურა: კომპოზიციურობის პრინციპი

წარმოებული სიტყვის სემანტიკურიინტერპრეტაცია წინადადების მსგავსადძირითადად კომპოზიციურობის პრინციპისსაფუძველზე ხორციელდება:

კომპოზიციურობის პრინციპი გულისხმობს, რომ კომპლექსური ენობრივი ერთეულისმნიშვნელობა მიიღება მისი შემადგენელიელემენტების მნიშვნელობისა და მათიურთიერთმიმართების მნიშვნელობისკომბინაციის საფუძველზე.

Page 21: VIII Leqcia

კომპოზიციურობის პრინციპი დასიტყვაწარმოებაშდრ.

Schichtarbeit – ‘Arbeit in Schichten’ –‘ცვლაში მუშაობა’Schieferdach – ‘Dach, das mit Schieferplatten bedeckt ist’ -შიფერის/შიფერით გადახურულიbreitschultrig – ‘breite Schultern habend’ –‘ბეჭებგანიერი’, ‘განიერი ბეჭების მქონე’schlampig – ‚in der Art von der Schlampe’ –‘მოუწესრიგებელი’ სიტყვასიტყვით ‘ისეთიროგორც მოუწესრიგებელი ადამიანია’

Page 22: VIII Leqcia

წარმოებული სიტყვები იდიომატიზაციისხარისხის მიხედვით:

სრულად მოტივირებული რთულისიტყვები (Hochhaus, Lehrer), ნაწილობრივ მოტივირებული რთულისიტყვები (Tischler, რადგან ამ სიტყვისმეორე კომპონენტს მნიშვნელობაშეცვლილი არ აქვს)იდიომატიზებული რთული სიტყვები(Eigenbrödller, Buchhalter)