miguel de unamuno - api.ning.comapi.ning.com/files/gat6ovdcmtqdfdhmstx8p-kbtza9backi3... · miguel...

166
მიგელ დე უნამუნო ბურუსი. წმინდა მანუელ სათნო, წამებული MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRT IR Traducido al georgiano por Meri Titvinidze ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინიძემ ბურუსი რომანი პროლოგი დონ მიგელ დე უნამუნო დაბეჯითებით მოითხოვს დავუწერო პროლოგი წიგნისა, რომელშიც მოგვითხრობს ჩემი კეთილი მეგობრის, აუგუსტო პერესის სევდიანი ცხოვრებისა და იდუმალი სიკვდილის ამბავს; უარი ვერ შევბედე - სენიორ უნამუნოს სურვილი ჩემთვის კანონია. მართალია, იმ უკიდურეს, ჰამლეტისებურ სკეპტიციზმამდე არ მივსულვარ, რომ ჩემი მეგობრის, პერესის მსგავსად საკუთარ არსებობაშიც კი ეჭვი შევიტანო, მაგრამ საკმაოდ კარგად მესმის, რამდენად უცხოა ჩემთვის ის თვისება, რასაც ფსიქოლოგები ნებელობის თავისუფლებას უწოდებენ; თუმცა თავს იმით ვინუგეშებ, რომ თვით დონ მიგელისთვისაც უცხოა იგი. მკითხველს ალბათ გაუკვირდება - დონ მიგელისთანა ღირსეული და სახელგანთქმული მწერლის წიგნის პროლოგს ვწერ მე, ესპანური ლიტერატურის სამფლობელოში სრულიად უცხო კაცი; პროლოგებს, ჩვეულებრივ, უფრო ცნობილი მწერლები წერენ, მაშასადამე, მკითხველი საზოგადოების წინაშე წარადგენენ ხოლმე ნაკლებად ცნობილთ. მაგრამ მე და დონ მიგელი შევთანხმდით, ბოლო მოვუღოთ ამ მავნე ჩვევას და პირუკუ მოვიქცეთ: ამჯერად, უცნობმა წარადგინოს ცნობილი. სიმართლე ითქვას, წიგნებს უფრო შინაარსისთვის ყიდულობენ, ვიდრე პროლოგისთვის, ამდენად, ისიც ბუნებრივია, თუ ჩემისთანა ახალგაზრდა დამწყები მწერალი, საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, ლიტერატურის ვეტერანს კი არ დააწერინებს საკუთარი წიგნის პროლოგს, არამედ სთხოვს, თქვენი წიგნის პროლოგი დამაწერინეთო. აი, როგორ შეიძლება გადაწყდეს მამებისა და შვილების მარადიული დავის კიდევერთი საკითხი. ესეც არ იყოს, მე და დონ მიგელ დე უნამუნოს სხვაც ბევრი რამ გვაკავშირებს. ამ წიგნში - რომანს დავარქმევთ მას, თუ რიმანს (იხილეთ გვ. 151, სადაც აშკარად ჩანს, რომ ეს სიტყვა მე გამოვიგონე) დონ მიგელი გადმოგვცემს ჩემი საუბრების შინაარსს ბედშავ აუგუსტო პერესთან და გვიყვება ჩემი ვაჟიშვილის, ვიქტორსიტოს ნაგვიანევი დაბადების ამბავს.

Upload: lynhan

Post on 07-Oct-2018

223 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მიგელ დე უნამუნობურუსი. წმინდა მანუელ სათნო, წამებული

MIGUEL DE UNAMUNONIEBLASAN MANUEL BUENO, MÁRTIR

Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინიძემ

ბურუსირომანი

პროლოგიდონ მიგელ დე უნამუნო დაბეჯითებით მოითხოვს დავუწერო პროლოგი წიგნისა,რომელშიც მოგვითხრობს ჩემი კეთილი მეგობრის, აუგუსტო პერესის სევდიანიცხოვრებისა და იდუმალი სიკვდილის ამბავს; უარი ვერ შევბედე - სენიორ უნამუნოსსურვილი ჩემთვის კანონია. მართალია, იმ უკიდურეს, ჰამლეტისებურ სკეპტიციზმამდე არმივსულვარ, რომ ჩემი მეგობრის, პერესის მსგავსად საკუთარ არსებობაშიც კი ეჭვიშევიტანო, მაგრამ საკმაოდ კარგად მესმის, რამდენად უცხოა ჩემთვის ის თვისება, რასაცფსიქოლოგები ნებელობის თავისუფლებას უწოდებენ; თუმცა თავს იმით ვინუგეშებ, რომთვით დონ მიგელისთვისაც უცხოა იგი.

მკითხველს ალბათ გაუკვირდება - დონ მიგელისთანა ღირსეული და სახელგანთქმულიმწერლის წიგნის პროლოგს ვწერ მე, ესპანური ლიტერატურის სამფლობელოშისრულიად უცხო კაცი; პროლოგებს, ჩვეულებრივ, უფრო ცნობილი მწერლები წერენ,მაშასადამე, მკითხველი საზოგადოების წინაშე წარადგენენ ხოლმე ნაკლებად ცნობილთ.მაგრამ მე და დონ მიგელი შევთანხმდით, ბოლო მოვუღოთამ მავნე ჩვევას და პირუკუ მოვიქცეთ: ამჯერად, უცნობმა წარადგინოს ცნობილი.სიმართლე ითქვას, წიგნებს უფრო შინაარსისთვის ყიდულობენ, ვიდრე პროლოგისთვის,ამდენად, ისიც ბუნებრივია, თუ ჩემისთანა ახალგაზრდა დამწყები მწერალი,საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, ლიტერატურის ვეტერანს კი არდააწერინებს საკუთარი წიგნის პროლოგს, არამედ სთხოვს, თქვენი წიგნის პროლოგიდამაწერინეთო. აი, როგორ შეიძლება გადაწყდეს მამებისა და შვილების მარადიულიდავის კიდევერთი საკითხი.

ესეც არ იყოს, მე და დონ მიგელ დე უნამუნოს სხვაც ბევრი რამ გვაკავშირებს. ამ წიგნში -რომანს დავარქმევთ მას, თუ რიმანს (იხილეთ გვ. 151, სადაც აშკარად ჩანს, რომ ეს სიტყვამე გამოვიგონე) დონ მიგელი გადმოგვცემს ჩემი საუბრების შინაარსს ბედშავ აუგუსტოპერესთან და გვიყვება ჩემი ვაჟიშვილის, ვიქტორსიტოს ნაგვიანევი დაბადების ამბავს.

Page 2: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

პერესთან და გვიყვება ჩემი ვაჟიშვილის, ვიქტორსიტოს ნაგვიანევი დაბადების ამბავს.გარდა ამისა, დონ მიგელს, ვგონებ, შორეულ ნათესავადაც ვერგები - ჩემი გვარი მისსაგვარტომოში მოიხსენიება, რასაც ჩემი მეგობრის, სამეცნიერო სამყაროში დიდადსახელგანთქმული ანტოლინ ს. პაპარიგოპულოსის უმეცნიერულესი გენეალოგიურიგამოკვლევებიც ადასტურებს. წინასწარ ძნელია თქმა, თუ როგორ მიიღებს მკითხველიდონ მიგელის ამ წიგნს და რა აზრი შეექმნება ავტორზე.

კარგა ხანია თვალყურს ვადევნებ დონ მიგელის ხელჩართულ ბრძოლას ჩვენისაზოგადოების მიამიტობასთან და, უნდა გამოვტყდე, გაოცებას ვარ, რაოდენ შეუპოვარსადა ალალმართალ ბრძოლას ეწევა იგი. „მუნდო გრაფიკოში“ გამოქვეყნებულისტატიებისა და სხვა მსგავსი წერილების დაბეჭდვის შემდეგ მან აურაცხელი ბარათი დაპროვინციული გაზეთების ამონაჭრები მიიღო, რამაც თვალნათლივ დაანახვა ჩვენსხალხში ჯერ კიდევ შემორჩენილი მიამიტი მინდობილობისა და შეუბღალავიგულმართლობის ჭეშმარიტი საგანძური, ეს ხალხი ხან იმას ცდილობს, განმარტოს სენიორუნამუნოს ნათქვამი, ვითომ სენიორ სერვანტესი (ისიც დონ მიგელი) არცთუ უნიჭო კაციიყოო და ეტყობა, ცოტა აღშფოთებულიც არის მისი „უპატივცემულოდ“ მოხსენიების გამო;ხან თითქოს გული მოულბებათ ხოლმე სენიორ უნამუნოზე, რომელიც ასერიგადდაასევდიანა ფოთოლცვენამ; მერე ერთბაშად აღფრთოვანდებიან ლოზუნგით: „ომი -ომს!“, გულისტკივილით რომ აღმოხდენია იმ ხალხის შემხედვარეს, რომელიც იხოცება,თუმცა არავინ კლავს; ხან კაფეებში, თავყრილობებსა თუ კლუბებში დონ მიგელის მიერაკრეფილ უკბილო, ძალზე გაცვეთილსა და უხამსზე უხამს ჭეშმარიტებებს იმეორებენ,რადგან თავისად ცნობენ და უხარიათ: ერთი უცოდველი კრავი კიდეცბრაზობს, როგორ მოუვიდა დონ მიგელს, სიტყვის ამ უბადლო ოსტატს, „კულტურა“ასომთავრულით რომ დაუწერია და ისიც „K“ ასოთი თანაც აკი იმითაც ტრაბახობს,მკითხველის გატაცების დიდი უნარი მაქვსო და იქვე აღიარებს, ქათინაურისა დაკალამბურისა არაფერი გამეგებაო; მიამიტ მკითხველს რომ ჰკითხო, ნიჭიერება დამომხიბლაობა სწორედ ქათინაურსა და კალამბურში ჩანს. კიდევ კარგი, ეს მართლაცდამიამიტი მკითხველი დონ მიგელს ზოგიერთ ეშმაკობას ვერ მიუხვდა და, აი, კერძოდ, რას:როცა დონ მიგელს მოეპრიანება ხალხს თვალებში ნაცარი შეაყაროს, დაწერს სტატიას დაზოგიერთ სიტყვას, სადაც მოხვდება და როგორც მოხვდება, ხაზს გაუსვამს, ამასაც არიკმარებს, ისე აურ-დაურევს ფურცლებს ერთმანეთში, რომ თავადაც ვერ მიაგნოს, სად რაგახაზა; ეს რომ გამიმხილა, ვკითხე, მერე ამას რატომ სჩადიხარ-მეთქი, და ასეთი პასუხიგამცა: „აბა, რა ვიცი!.. ალბათ, თავის შესაქცევად! ესეც ერთგვარი პირუეტია! ამის გარდა,ამ კურსივებმა და ხაზგასმებმა მთლად გული გამიწყალა! მკითხველის შეურაცხყოფა დააბუჩად აგდებაა და მეტი არაფერი, თითქოს აფრთხილებდე - ეი, შენ, ბრიყვო, დააკვირდი,რა ღრმა აზრი დევს აქაო! სწორედ ამიტომ ვურჩიე ერთ ვაჟბატონს, სტატიები თავიდანბოლომდე კურსივით წერე, თუ გინდა, ხალხმა დაგაფასოს-მეთქი. კურსივები და სხვაამისთანა რამეები მხოლოდ მწერლის პანტომიმაა, რაკი თავის სათქმელს ინტონაციითადა მახვილით ვერ გამოხატავს; სხვათა შორის, ნურც ის დაგავიწყდება, ძვირფასოვიქტორ, რომ უკიდურეს მემარჯვენე გაზეთებში ეგრეთ წოდებული„ტრადიციონალისტები“ მხოლოდ კურსივით წერენ, სულ დაყოფებსა დაასომთავრულებს, ძახილის ნიშნებსა და ტიპოგრაფიის სხვა ათას ხერხს იშველიებენხოლმე. პანტომიმა, პანტომიმა, პანტომიმა! ასეთი პრიმიტიულია გამოხატვის მათისაშუალებანი, ან უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ მათ კარგად იციან თავიანთიმკითხველის მიამიტობისა და უბირობის ამბავი. ამ მიამიტობას კი უკვე დროა ბოლომოეღოს“. მახსოვს, ერთხელ დონ მიგელი მეუბნებოდა, იუმორმა, ჭეშმარიტმა ცოცხალმაიუმორმა ესპანეთში სულ ვერ მოიკიდა ფეხი და ალბათ, ვერც მოიკიდებსო. დონ მიგელსრომ ჰკითხოთ, ისინი, ვისაც ესპანეთში იუმორისტებს ეძახიან, სინამდვილეში ანსატირიკოსები არიან, ან ირონისტები, თუკი უბრალოდ, ლაზღანდარებს არ ვუწოდებთ.მაგალითად, ტაბოადას იუმორისტად მონათვლა ამ ტერმინის ბოროტად გამოყენებაიქნებოდა. ანდა, კევედოს სატირა ავიღოთ - გესლიანი, ნათელი და გამჭვირვალე, ეს რაიუმორია, უმალ ქადაგებას გაგახსენებთ. ჩვენში ერთადერთიიუმორისტი სერვანტესი იყო,- მეუბნებოდა დონ მიგელი, - რამდენს იცინებდა ჩვენი ბერიკაცი, რომ წამომდგარიყო დაენახა, რარიგად დაობდნენ ზოგიერთები, გენიოსიამეთქი რომ განვაცხადე და, რაცმთავარია, რა მხიარულ გუნებაზე დააყენებდა იმ მიამიტების ამბავი, რომელთაცსრულიად სერიოზულად მიიღეს მისი ყველაზე ბასრი ხუმრობა, - ეჭვიც არ არის, რომ იგიხუმრობდა და ხუმრობ- და ძალზე სერიოზულად, - როცა სარაინდო რომანების სტილს

Page 3: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

აბიაბრუებდა; ზოგიერთ გულუბრყვილო სერვანტესოლოგს მისი სტილის ნიმუშად მოჰყავსასეთი წინადადება: „როგორც კი სახეშეფაკლული ფებოსი და ასე შემდეგ...“ მაგრამ ეს ხომუბრალოდ მახვილგონივრული კარიკატურაა ბაროკოს კაზმულსიტყვაობაზე. ანდა ის რადღირს, იდიომად რომ მიიჩნევენ გამოთქმას: „ალიონისა დაწყებულიყო...“, რომლითაციწყება ერთ-ერთი თავი და წინა კი მთავრდება სიტყვით ...მგზავრობა“.

ჩვენი საზოგადოება, სხვა უკულტურო საზოგადოებისა არ იყოს, ბუნებით ეჭვიანია და,სხვათა შორის, ეს მთელს ჩვენს ხალხზეც ითქმის. ესპანელს არ უყვარს და არც მოითმენს,ვინმეს თავი აბუჩად ააგდებინოს, გაბრიყვება და გაპამპულება შეარჩინოს; როგორც კიდაელაპარაკებით, უმალ იმაზე იფიქრებს, სახუმაროდ მოვემზადო, თუ სერიოზულისაუბრისთვისო; ჩემი აზრით, არც ერთი ეროვნების ადამიანს ისე არ აბრაზებს ხუმრობისადა სიმართლის ერთმანეთში აღრევა, როგორც ჩვენსას; აბა, მაშინ ნახეთ მისი გაშმაგება,როცა ვერ ხვდება, რა კილოზე ელაპარაკებიან! ახლა სცადეთ და საშუალო ფენისწარმომადგენელს შეასმინეთ, რომ ერთსა და იმავე რამეზე, ერთსა და იმავე დროს,შეიძლება კიდეც იხუმრო და სერიოზულადაც ილაპარაკო, ერთი და იგივე რამპატივისცემითაც მოიხსენიო და უპატივცემულოდაც.

დონ მიგელს ყველაზე მეტად ტრაგიკული მასხარას სახე აღელვებს და არაერთხელუთქვამს კიდეც ჩემთვის, ისე არ მოვკვდები, ტრაგიკული ბუფონადა ან ტრაგედია-ბუფი არდავწეროო; მაგრამ თუ დავწერ, ისე დავწერ, რომ ტრაგიკული და გროტესკულ-სახუმაროერთიმეორეს კი არ ენაცვლებოდეს, არამედ ერთიანად შერწყმულ-შედუღაბებულიიყოსო. როცა მას თავგამოდებული რომანტიკოსი ვუწოდე, მომიგო: „არ გედავები, მაგრამგანსაზღვრებანი ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს; მართალია, უკვე ოცი წელია კლასიკოსებზევკითხულობ ლექციებს, მაგრამ კლასიციზმმა, რომანტიზმის ამ მტერმა, მაინც ვერდამასნებოვნა. ამბობენ, ელინებმა იცოდნენ მოვლენათა განსხვავება, განსაზღვრა დადაყოფაო, მე კი მათი არევ-დარევა და ერთმანეთში გადახლართვა უფრო მეხერხება“.

ამ სიტყვებში მე ვხედავ კონცეფციას, უფრო მეტიც, მსოფლაღქმას, რომელსაცპესიმისტურს მარტო იმიტომ ვერ ვუწოდებ, რომ კარგად მომეხსენება, რარიგად ეჯავრებადონ მიგელს ეს სიტყვა. მას ერთი აკვიატებული, თითქმის მანიაკური იდეა აწამებს - თუკიმის სულსა და საერთოდ ადამიანის მოდგმას ან ამქვეყნად არსებულ ყვე ლა სულიერსადა უსულოს უკვდავება არ უწერია (თანაც იმ უკვდავებას გულისხმობს, შუა საუკუნეებისმიამიტ კათოლიკებს როგორც ესმოდათ), მაშინ ყველაფერს ჯანდაბამდის გზა ჰქონია დაარც არაფერს ჰქონია ამ ცხოვრებაში ფასიო. აქედან მომდინარეობს ლეოპარდისჭმუნვაც, რაკიღა ყველაზე დიდი ნუგეში მოეშალა: „...რომ მწამდა ჩემი უკვდავებისა...“

და მარადიული ცხოვრების იმედიც გაუცრუვდა. აი, რატომ უყვარს დონ მიგელს სამიმწერალი, - სენანკური, კენტალი და ლეოპარდი.

მაგრამ ეს აღრეული, სასტიკი და გესლიანი იუმორი ძალზე აბრაზებს და აღიზიანებს ჩვენსეჭვიან ესპანელს, რომელმაც უნდა იცოდეს, რა განზრახვით მიმართავენ მას. ესპანელსსიცილი უყვარს, მაგრამ საჭმლის მონელებისათვის და გულის გადასაყოლებლად უფროიცინის, ვიდრე იმისთვის, შეცდომით გადასანსლული და კუჭისთვის მავნებელიამოანთხიოს, ან, მით უმეტეს იმისთვის, რომ წყენა მოინელოს. დონ მიგელი კი იმას სულარ დაგიდევთ, დიაფრაგმის შეკუმშვა საჭმლის მონელებას ხელს უწყობსო, იგი ცდილობსხალხი გააცინოს, რათა უკანვე ამოანთხევინოს, რაც შეუსანსლავს, რამეთუ ცხოვრებისა დამთელი ამ სამყაროს აზრიც მაშინ უფრო ნათლად გამოჩნდება ხოლმე, როცა კუჭინუგბარი და ზედმეტი ხორაგისაგან თავისუფლდება. დონ მიგელისთვის არც ირონიაარსებობს ღვარძლის გარეშე და არც ზომიერი იუმორი; მისი სიტყვები რომ გავიმეოროთ,ის ირონია რა ირონიაა, თუკი ერთი წვეთი ბალღამი მაინც არ ურევია, ზომიერება კიიუმორის ანდა, როგორც თავადვე უყვარს ხოლმე თქმა, ღვარძლიანი იუმორის მტერიაო.

სწორედ ეს რწმენა უბიძგებს დონ მიგელს, მეტად უსიამოვნო და უმადურ საქმეს შეეჭიდოსდა ამას იგი „საზოგადოებრივი მიამიტობის მასაჟს“ ეძახის. მისთვის მთავარია, გაიგოს,აბა, ჩვენი ხალხის კოლექტიური გენია თანდათანობით თუ იხვეწება და ფაქიზდებაო. იმისთაობაზეც აშმაგებს სჯა-ბაასი, ვითომ ჩვენი ხალხი, განსაკუთრებით კი სამხრეთელები,მეტად ნიჭიერები არიანო. „ხალხი რომ ხარების ბრძოლით გაერთობა და ესოდენპრიმიტიული სანახაობა ასე შეიყოლიებს და ამხელა სიამოვნებას მოჰგვრის, აბა, მისი

Page 4: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

გონებისა რა იმედი უნდა გვქონდეს!“ და დასძენს, კორიდის თავგამოდებულ მოყვარულზეუფრო გონებაჩლუნგი და ყეყეჩი არავინ მეგულებაო. განა რაში გამოადგებაიუმორისტული პარადოქსები ისეთ კაცს, რომელიც ეს-ეს არის აღტაცებით შეჰყურებდავისენტე პასტორის დაშნის ცემას! ახლა ისა თქვით, რარიგად სძულს დონ მიგელს ხარებისბრძოლის კომენტატორთა, ამ ქურუმთა ქარაფშუტული სტილი, მერედა როგორეთაყვანებიან ისინი ჩვენი ახალგამოჩეკილი გენიოსების კალამბურებსა და ათასგვარხელწამოსაკრავ აბდაუბდას.

თუ იმასაც ვიტყვით, რომ თავად დონ მიგელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს კალამბურობა,ოღონდ მეტაფიზიკური იდეებით, მაშინ ცხადი გახდება, რატომაც სძულს ბევრს მისიწიგნები. ზოგს თავის ტკივილი აუტყდება ხოლმე, ზოგსაც, რაკი შესისხლხორცებული აქვსწესი - წმინდაზე წმინდა ენით უნდა ილაპარაკო, - ამისთანა მატერიებზე ხუმრობა დალაზღანდარობა უღირსად მიაჩნია. დონ მიგელი კი პასუხის მაგივრად თავადვე ეკითხებამათ: თუკი ჩვენი სულიერი წინაპრები წმიდათაწმიდაზე, ანუ თვისთა ძმათა სანუგეშო,რწმენასა და იმედებზე იცინოდნენ, ჩვენრაღად უნდა ვიმსჯელოთ სერიოზულად ყველასხვათა შესახებ? თუკი მოიძევებოდნენ ღმერთის აუგად მახსენებლები, ჩვენ ვინღააგვიკრძალა გონებაზე, მეცნიერებასა ანდა ჭეშმარიტებაზე სიცილი? თუკი ჩვენცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი და სანუკვარი იმედი წაგვართვეს, სწორედაც რომთავდაყირა უნდა დავაყენოთ ყველა ჭეშმარიტება, რათა მოვკლათ დრო, მარადისობა დაჯავრიც ვიყაროთ!

ადვილი შესაძლებელია, ზოგიერთმა მკითხველმა ამ წიგნში უწმაწურობა და, თუ გნებავთ,პორნოგრაფიაც კი აღმოაჩინოს, მაგრამ დონ მიგელმა ესეც გაითვალისწინა და ამისთაობაზე მე მათქმევინა რამდენიმე სიტყვა რიმანის ტექსტში. ამგვარ ინსინუაციათასაწინააღმდეგოდ ავტორი ამტკიცებს, წიგნში საჩოთირო სცენები ხორციელი ჟინისგაღვივების მიზნით კი არ არის ჩართული, პირიქით, მათი დანიშნულებაა სხვა გზითწარმართოს წარმოსახვაო.

ვინც კი დონ მიგელს იცნობს, ისიც კარგად მოეხსენება, რარიგად სძულს პორნოგრაფიისყოველგვარი გამოვლინება და სძულს არა მარტო საყოველთაოდ მიღებული ზნეობრივიმოსაზრებების გამო, არამედ იმიტომ და უფრო იმიტომაც, რომ მტკიცედ სწამს,სექსუალური შეჭირვება აზრის ყველაზე საშიში მტერიაო. მისი თქმით, პორნოგრაფიისათუ ეროტიკისკენ მიდრეკილი მწერლები ყველაზეგონებაჩლუნგები და ყეყეჩები არიან. არაერთხელ მსმენია მისგან ისიც, რომ ადამიანურმანკიერებათა კლასიკური სამეულიდან - იგულისხმება ქალი, ბანქო და ღვინო, - პირველორს გაცილებით დიდი ვნება მოაქვს გონებისთვის, ვიდრე მესამეს. თავად დონ მიგელიწყლის მეტს არაფერს ეკარება. ერთხელ მითხრა: „მთვრალ კაცს კიდევ შეიძლება რაიმეშეასმინო, ლოთს ზოგჯერ რაღაც აზრიანიც წამოსცდება, მაგრამ მებანქოვისა დამექალთანის ლაყბობა მართლაც ძნელი ასატანია, ამაზე უარესი მარტო კორიდისენთუზიასტის მონაჩმახი თუ იქნება, მართლაც სიბრიყვის ზღვარი და მწვერვალი“.

სხვათა შორის, სულაც არ მიკვირს ეროტიკისა და მეტაფიზიკის შერწყმა, რამეთუ ჩვენიხალხი, რამდენადაცვიცი, ამას მისი ლიტერატურაც ადასტურებს, თავდაპირველადმეომარი და მორწმუნე იყო, მერე კი ეროტიკისა და მეტაფიზიკისკენ გადაიხარა და ქალისკულტი კონსეპტიზმის ეპოქაში სინატიფის კულტს დაემთხვა. ჩვენი ხალხის სულიერიალიონი შუა საუკუნეებში დადგა, როცა ბარბაროსული საზოგადოება რელიგიური,თითქმის მისტიკური და ამავე დროს მეომრული ეგზალტაციით აღივსო და ხმლის ტარსაცჯვრის ფორმა ჰქონდა მაშინ; მაგრამ ქალს მათ წარმოდგენაში ძალზე პატარა, აშკარადმეორეხარისხოვანი ადგილი ეკავა; ხოლო თეოლოგიის საბურველში გახვეულიფილოსოფიური იდეები საეკლესიო კრებებზე თვლემდა მხოლოდ და მხოლოდ.ეროტიკა და მეტაფიზიკა ერთდროულად ვითარდება. რელიგია მეომრულია, მეტაფიზიკა- ეროტიკული და ავხორცი.

რელიგიურობა ადამიანს მეომრად, მოჩხუბრად აქცევს, ან პირიქით, სწორედ მეომრულისული მოაქცევს მას რელიგიისკენ. მეორე მხრივ, არსებობს მეტაფიზიკური ინსტინქტი,სწრაფვა იმის შეცნობისა, რაც არ გვეხება, ერთი სიტყვით, პირველცოდვა, - სწორედ ესაღვიძებს ადამიანში ვნებას. ანდა პირიქით, სწორედ ვნება აღვიძებს ჩვენში მეტაფიზიკურ

Page 5: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ინსტინქტს, ევას მსგავსად, კეთილისა და ბოროტის შეცნობის წყურვილს. ამის გარდა,არსებობს კიდევ მისტიკაც, ანუ რელიგიის მეტაფიზიკა, ვნებისა და მეომრული სულისნაყოფი.

ეს ყოველივე კარგად უწყოდა ათენელმა კურტიზანმა ქალმა თეოდოტემ, რომლისშესახებაც ქსენოფონტე მოგვითხრობს თავის „მოგონებებში“: სოკრატესთან საუბრისას,ჭეშმარიტების ძიების, ანდა უფრო ზუსტად, ჭეშმარიტების დაბადების ხელშეწყობის მისიმეთოდებით აღტაცებულმა ქალმა, თურმე ფილოსოფოსს შუამავლობაც კი შესთავაზა(თანამოსაქმე, ასეა ნათქვამი ტექსტში, ასევე განმარტა ძველბერძნულის პროფესორმადონ მიგელმა და მანვე გამაცნო ეს ყოვლად საინტერესო და ბევრის მთქმელი ფაქტი) დაასე ვთქვათ, დახმარებაც სთხოვა საყვარლების მოპოვების საქმეში. ეს ფრიადსაყურადღებო საუბარი კურტიზან ქალ თეოდოტესა და სოკრატეს, ფილოსოფოს -ბებიაქალს შორის აშკარად ადასტურებს მათი ხელობის შინაგან ნათესაობას -ფილოსოფია ხომ მნიშვნელოვანწილად შუამავლობაც არის, ხოლო შუამავლობა -ფილოსოფია.

თუკი ყველაფერი ეს ისე არ არის, როგორც მოგახსენეთ, გონებამახვილობაში ხომ მაინცვერავინ შემომედავება და ესეც კმარა.

სხვათა შორის, ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩემი ძვირფასი მაესტრო დონ ფულხენსიოენტრამბოსმარეს დე აკილონი (რომლის ამბავი წვრილად მოგვითხრო დონ მიგელმათავის რომანსა თუ რიმანში „სიყვარული და პედაგოგიკა“) არ დაეთანხმება ჩემს დაყოფას- რელიგია და მეომრული სული, ერთი მხრით, ხოლო ფილოსოფია და ეროტიკა - მეორემხრით; წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ „არს მაგნა კომბინატორიკას“ სახელგანთქმულიავტორი თავადავე მიაგნებს ასეთ დაყოფას - მეომრულ რელიგიას და ეროტიკულრელიგიას, მეომრულ მეტაფიზიკას დაეროტიკულ მეტაფიზიკას, რელიგიურ ეროტიზმს და მეტაფიზიკურ ეროტიზმს,მეტაფიზიკურ მეომრულობას და რელიგიურ მეომრულობას; ხოლო მეორე მხრით -მეტაფიზიკურ რელიგიას და რელიგიურ მეტაფიზიკას, მეომრულ ეროტიზმს დაეროტიკულ მეომრულობას. ეს ყველაფერი, გარდა რელიგიური რელიგიისა,მეტაფიზიკური მეტაფიზიკისა, ეროტიკული ეროტიზმისა და მეომარული მეომრულობისა,საბოლოო ჯამში შეადგენს თექვსმეტ წყვილ კომბინაციას; აღარას ვიტყვი ამგვარივესამმაგ კომბინაციაზე, მაგალითად: მეტაფიზიკურ-ეროტიკული რელიგია, ანდამეომრულელიგიური მეტაფიზიკა. მაგრამ ვაი, რომ მე არც დონ ფულხენსიოსკომბინატორული ნიჭით ვარ დაჯილდოებული და არც, მით უმეტეს, დონ მიგელისყველაფრის ერთმანეთში არევდარევისა და გაბუნდოვანების უნარით!

კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა ამ ამბის მოულოდნელი დასასრულისა და ჩემი უბედურიმეგობრის, აუგუსტოს სიკვდილის დონ მიგელისეული ვერსიის თაობაზე, - მე მისი ვერსიამცდარი მგონია, - მაგრამ მართებული არ არის პროლოგშივე გავუმართო კამათიავტორს, რომელსაც თავადვე წარვადგენ მკითხველის წინაშე; ამავე დროს, სინდისიცმქენჯნის, რომ დაბეჯითებით ვერ ვამბობ, აუგუსტო პერესი თავის მოკვლას აპირებდა,ბოლო შეხვედრის დროსაც მითხრა ეს და, ღრმად დარწმუნებული ვარ, თავი ნამდვილადმოიკლა-მეთქი. არადა, მისი თვითმკვლელობის დამადასტურებელი საბუთებიც ხელთამაქვს, თან იმდენი და ისეთი დამაჯერებელი, რომ ეს აზრი უფრო და უფრო მიმტკიცდებადა თანდათან ვრწმუნდები კიდეც ჩემი თვალსაზრისის სისწორეში.

ამით დავასრულებ.

ვიქტორ გოტი

პოსტპროლოგიდიდი სიამოვნებით შევეკამათებოდი ჩემი წიგნის პროლოგის ავტორს, ვიქტორ გოტის

Page 6: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ზოგიერთი მტკიცების გამო. მაგრამ რაკი მისი, ანუ გოტის არსებობის ამბავი ფრიადგასაიდუმლოებულია, მირჩევნია, რაც კი რამ პროლოგში ითქვა, მის სინდისზე მივაგდო.ესეც არ იყოს, თავად ვთხოვე პროლოგი დაეწერა და დავპირდი კიდეც წინასწარ ანუ, „apriori“, რასაც დაწერდა, ყველაფერზე თანახმა ვიქნებოდი და ამიტომ ახლა, ანუ a posteriori,ვეღარაფერზე ვიტყვი უარს და ვეღარც პროლოგს შევუსწორებ თუ დავაზუსტებ, მაგრამთან ვფიქრობ, რატომ უნდა დავხუჭო თვალი გოტის ზოგიერთ მსჯელობაზე და ჩემისაკუთარი არ დავურთო? არ ვიცი, რამდენად მართებულია, სააშკარაოზე გამოვიტანოთძალზე ინტიმურ ვითარებაში ნათქვამი აღსარება და გავაგებინოთ ხალხს ესა თუ ისმოსაზრება ანდა შეფასება, როცა ამის საჯაროდ განცხადება არ იყო გათვალისწინებული.თავად გოტი სულ არ მომერიდა და პროლოგში გამოამზეურა ჩემი მსჯელობები,რომელთა მიტანას მკითხველი საზოგადოების ყურამდე არც ვაპირებდი. ყოველშემთხვევაში, ისეთი დაუმუშავებელი სახით მაინც არ მინდოდა მათი გამოქვეყნება,როგორც კერძო საუბარში იტყვი კაცი.

რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ უბედურმა... თუმცა, რატომ უბედურმა? კარგი, დავუშვათ,რომ აუგუსტო მართლაც უბედური იყო; მაგრამ გოტი რომ იჩემებს, უბედურმა, თუროგორიც იყო, აუგუსტო პერესმა თავი მოიკლაო და ვითომ ისე არ მომკვდარა, როგორცმე აღვწერე, ესე იგი, ჩემი ნებითა და გადაწყვეტილებით, უბრალოდ სასაცილოდაც არმყოფნის, ღმერთმანი, ასეთი მსჯელობა მხოლოდ ღიმილს მგვრის. ამიტომ ჩემსმეგობარსა და პროლოგის ავტორს, ვიქტორ გოტის ჩემივე გადაწყვეტილებების თაობაზეჩემთან კამათის დროს ცოტა მეტი სიფრთხილის გამოჩენა ჰმართებს, თორემ თუმეტისმეტად მომაბეზრა თავი, მასაც ისეთსავე საქმეს დავმართებ, რაც მის მეგობარპერესს დავმართე: ან ვაცლი, თავისი სიკვდილით მოკვდეს ან არადა, მე თვითონმოვკლავ და ისე მოვკლავ, როგორც ეს ექიმებმა იციან. ალბათ, ჩემს მკითხველს კარგადმოეხსენება, რა დილემის წინაშე დგანან ხოლმე ექიმები: იმის შიშით, ავადმყოფი არშემოგვაკვდესო, აცლიან თავისით მოკვდეს, ან იმის შიშით, მაინც თავისი სიკვდილითმოკვდებაო, თვითონვე კლავენ. ასე რომ, თუ შევამჩნიე, გოტი სიკვდილს აპირებს-მეთქი,შეიძლება მე თვითონ მოვკლა ან არადა, ვაცლი, თავისით მოკვდეს. თუკი შემეშინდება,მაინც ჩემი ხელით სიკვდილი უწერია-მეთქი.

აღარ მინდა ამ პოსტპროლოგის გაგრძელება, მგონია, საკმარისზემეტი ვთქვი ჩემიმეგობრის ვიქტორ გოტის პროლოგის გასაწონასწორებლად და ახლა მინდა მადლობამოვახსენო მას გაწეული შრომისათვის.

მ. დე. უ.

„ბურუსის“ ამბავიეს ჩემი ნაწარმოები - ვითომ მარტო ჩემი? - 1914 წელს პირველად გამოსცა „ბიბლიოტეკარენასიმენტომ“, ბოლოს რომ თაღლითობამ და თაღლითებმა დაღუპეს. მგონი, მეორე,1928 წლის გამოცემაც არსებობს, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ბიბლიოგრაფიულიცნობარიდან ვიცი. თავად თვალითაც არ მინახავს და არცაა გასაკვირი, რამეთუ იმჟამადხელისუფლების სათავეში დიქტატურა იდგა, მე კი ანდაიში გახლდით გადასახლებული,რათა მისთვის ჯეროვანი პატივი არ მიმეგო. 1914 წელს რომ გამაძევეს, უფრო სწორად,სალამანკის უნივერსიტეტის რექტორის პოსტიდან რომ გადამაყენეს, ახალი ცხოვრებადავიწყე და დავიწყე პირველი მსოფლიო ომის ქარტეხილში, რომელმაც ჩვენი ესპანეთიცშეძრა, თუმცა კი ომში არ მონაწილეობდა. ომმა ესპანელები დაჰყო გერმანოფილებად დაანტიგერმანოფილებად ანდა, თუ გნებავთ, ანტანტოფილებად. და დაჰყო უფროტემპერამენტის მიხედვით, ვიდრე ომთან დაკავშირებული მიზეზების გამო. ამ დაყოფამზეგავლენა მოახდინა მთელი ჩვენი ისტორიის შემდგომ განვითარებაზე, ვიდრე ეგრეთწოდებულ 1931 წლის რევოლუციამდე, ბურბონთა მონარქიის თვითმკვლელობამდე. აი,სწორედ მაშინ შემომებურა გარს ბურუსი ჩვენი ესპანეთის ისტორიისა, ჩვენი ევროპისა დამთელი ჩვენი კაცობრიობისა.

Page 7: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

1935 წელს, როცა „ბურუსის“ ხელახლა გამოცემის საშუალება მომეცა, კვლავ გადავხედეწიგნს და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს თავიდან ვქმნიდი, თავიდან განვიცდიდიმას; დაე, გაცოცხლდეს წარსული, მასთან ერთად ხომ გაცოცხლდება და გარდაიქმნებამოგონებებიც; ახლა კი, ეს ჩემთვის სრულიად ახალი წიგნია და, დარწმუნებული ვარ, ჩემიმკითხველიც ახლებურად აღიქვამს, თუკი ინებებს და თავიდან გადაიკითხავს. დაე,კითხვის დროს მეც გამიხსენოს და ჩემი ნააზრევიც წაიკითხოს. ერთი წუთით ჩავფიქრდი,იქნებ სულაც თავიდან დამეწერა და გადამესხვაფერებინა-მეთქი, მაგრამ მაშინ სულ სხვაწიგნი გამოვიდოდა... სულ სხვა? როცა ოცდაერთი წლის წინათ შექმნილი ჩემი აუგუსტოპერესი კვლავ სიზმარში გამომეცხადა, - მაშინ ორმოცდაათი წლისა გახლდით - უკვეკარგა ხნის მოკლული მყავდა და ისე ვინანე, რომ გადავწყვიტე, ჩემს გმირს უეჭველადმკვდრეთით აღვადგენდი; მაგრამ მან მკითხა, განა შესაძლებელია დონ კიხოტემკვდრეთით აღდგესო? ვუპასუხე, შეუძლებელია-მეთქი და მან მითხრა: „მერე, ჩვენ ყველა,გამოგონილი არსებანიც ხომ ასეთსავე დღეში ვართ!“ მე ვკითხე: „თუ კვლავაც გიხილავსიზმრად?“ მან მომიგო: „ერთსა და იმავე სიზმარს ორჯერ ვერ იხილავ; თუკი მაინც იხილავდა ის კაცი მე გეგონები, სულ ერთია, სხვა იქნება“. „სხვა?“ რარიგად ამეკვიატა ის სხვა დაახლაც არ მასვენებს! ამისთვის საკმარისია, ნახოთ ჩემი ტრაგედია „სხვა“. ხოლო რაცშეეხება დონ კიხოტეს მკვდრეთით აღდგენას მჯერა, სერვანტესის გმირი სწორედ მეაღვადგინე და ვფიქრობ, ასევე აღადგენს ყველა, ვინც კი მას თვალსა და ყურს მიაპყრობს;მაგრამ, რასაკვირველია, მე მეცნიერებსა და სერვანტესოლოგებს როდი ვგულისხმობ.გმირის მკვდრეთით აღდგენა ქრისტიანთა შორის ტარსოსელი პავლეს მიერ ქრისტესმკვდრეთით აღდგენას მაგონებს.

ასეთია ეს ამბავი, თუ გნებავთ, ლეგენდა. ესაა სწორედ აღდგომა და სხვა არცა ეგების.

გამოგონილი არსებანი? რეალური არსებანი? გამონაგონის რეალობიდან ნასესხებიარსებანი, რაიც არის გამონაგონი რეალობისა. ერთხელ, ჩემი შვილი პეპე, სულ პატარაბიჭი რომ იყო, თოჯინას აფერადებდა და თან თავისთვის ბუტბუტებდა: „მე ნამდვილი ვარ,დახატული კი არა“, - ამას თავისი ჭკუით, თოჯინას ათქმევინებდა, - ვუყურებდი მას დათითქოს კვლავ ჩემს ბავშვობას განვიცდიდი, ბავშვობას დავუბრუნდი და შიშმა ამიტანა, ესიყო მოჩვენების გამოცხადება. მერე, სულ ახლახან, ჩემმა შვილიშვილმა მიგელინომმკითხა, ფელიქსი, აი, ის კატა, საბავშვო ზღაპრებში რომ წერენ, ნამდვილია თუ არაო.როცა შეგონება დავუწყე, კატა ზღაპარია, გამოგონილია, სიზმარია-მეთქი, სიტყვაგამაწყვეტინა: „სიზმარი ხომ ნამდვილია!“ ესაა მთელი მეტაფიზიკა ანდა, თუ გნებავთ,მეტაისტორია.

ერთხანს ისიც ვიფიქრე, ჩემი აუგუსტო პერესის ბიოგრაფიას განვაგრძობ, სხვა სამყაროში,სხვა ცხოვრებაში მისი ყოფნის ამბავს მოვყვები-მეთქი. მაგრამ ეს სხვა სამყარო, სხვაცხოვრება ხომ თვით ამ სამყაროსა და ამ ცხოვრების შუაგულშია მოქცეული. ყოველპერსონაჟს თავისი ბიოგრაფია აქვს და თავისი უნივერსალური ისტორია, სულ ერთია,გინდ ისტორიული პერსონაჟი იყოს და გინდ ლიტერატურული ან გამოგონილი. ისიც კივიფიქრე, თვითონ აუგუსტო პერესს ვაიძულებ და ავტობიოგრაფიას დავაწერინებ-მეთქი,ჩემს დაწერილსაც გავასწორებინებ და იმასაც ვაამბობინებ, თუ როგორ ნახა საკუთარითავი სიზმარში. მაშინ ამ ამბავს ორი დასასრული ექნებოდა - პარალელური ტექსტებიც კიშეიძლებოდა მოგვეყვანა, რომ მკითხველს ის აერჩია, რომელიც მოესურვებოდა. მაგრამესეც კია, მკითხველი ამდენს არ მოითმენს, არც იმას გაპატიებს, საკუთარი სიზმრიდანგამოიყვანო და სიზმრის სიზმარში ჩააყვინთვინო, შემზარავი ცნობიერების ცნობიერებაში,ამ მტანჯველ პრობლემებში გაახვიო. მკითხველს როდი სურს, რეალობის ილუზიაწაართვა. მსმენია, ერთი სოფლელი ღვთისმეტყველი ქრისტეს ვნებათა ამბავს უყვებოდასოფლელ ღვთისმოსავთ და როცა ისინი გულამოსკვნით აქვითინდნენ, შესძახა: რაგატირებთ, ეს ხომ ლამის ცხრამეტი საუკუნის წინათ მოხდა და ვინ იცის, იქნებ სულაც არმომხდარა ისე, როგორც მე მოგიყევითო... ზოგჯერ კი სჯობია, მსმენელს პირდაპირახალო: „სწორედ ასე მოხდა...“

ერთი ამბავიც მსმენია, ვინმე ხუროთმოძღვარ-არქეოლოგის შესახებ, რომელმაც თურმე Xსაუკუნის ბაზილიკის დანგრევა და თავიდან აშენება დააპირა, რადგან მისი ფიქრით, ისეარ იყო აშენებული, როგორც უნდა ყოფილიყო სინამდვილეში. თანაც იმ ეპოქის ნახაზებისმიხედვით უნდოდა აეგო და, ირწმუნებოდა, ნახაზიც აღმოვაჩინეო. ერთი სიტყვით, X

Page 8: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

საუკუნის ხუროთმოძღვრის „პროექტს“ გულისხმობდა. პროექტს? ჩვენმახუროთმოძღვარმა, ეტყობა არ იცოდა, რომ X საუკუნეში ბაზილიკები თავისთავადწარმოიქმნებოდა, არავითარ ნახაზს არ ემორჩილებოდა და თვითონვე აძლევდა გეზსმშენებელს. სწორედ ასევე იქმნება რომანის, ეპოპეისა და დრამის ნახაზიც, მაგრამ შემდეგ,რომანი, ეპოპეა თუ დრამა აუჯანყდება თავის ავტორს, პერსონაჟებიც, რომლებიც თავისისაკუთარი ქმნილებანი ჰგონია მწერალს, გაიბრძოლებენ ხოლმე მის წინააღმდეგ. ასეაუჯანყდნენ იაჰვეს ჯერ ლუციფერი და სატანა, მერე კი ადამი და ევა. აი, რა არისჭეშმარიტი რიმანი, ოპოპეა, ტრიგედია! ასევე ამიჯანყდა მე აუგუსტო პერესიც, ჩემი„ბურუსი“ რომ გამოქვეყნდა, ეს ტრიგედია შეამჩნია კრიტიკოსმა ალეხანდრო პლანამ,ჩემმა კეთილმა კატალუნელმა მეგობარმა, სხვები კი, თავიანთი გონებრივი სიზანტისგამო, მაინცდამაინც ამ ჩემს ეშმაკეულ გამოგო ნებას - რიმანს ჩააფრინდნენ.

ამ წიგნის რიმანად მონათვლის აზრი სინამდვილეში მე არც მომსვლია და ამას ტექსტშივევადასტურებ, - სრულიად სხვა, უვნებელი ეშმაკობისა და კრიტიკოსთა დასაინტრიგებლადდაიბადა. ჩემი წიგნი ნამდვილი რომანია, ყველა სხვა, ჩვეულებრივი რომანის მსგავსი,მაგრამ რას უშლის, რომ რიმანი ერქვას, თუკი ჩვენთან „დარქმევა“ „ყოფნას“ უდრის! ვინათქვა, რომანის ანდა ეპიკური პოემის ეპოქამ თავისი დრო მოჭამაო? სანამ გარდასულსაუკუნეთა რომანები ცოცხლობენ, რომანიც სულ იცოცხლებს და აღორძინდება. ეგ არის,ამბავი ხელახლა უნდა განიცადო სიზმრად.

სანამ აუგუსტო პერესი სიზმრად გამომეცხადებოდა და მისი რიმანის თაობაზე დავიწყებდიოცნებას, სიზმრადვე განვიცადე კარლისტური ომები, რომლის მოწმე გახლდითბავშვობაში და დავწერე ისტორიული რომანი „მშვიდობა ომის დროს“, ანუ უკეთ რომვთქვათ, ეს იყო ჟანრის აკადემიური წესების გათვალისწინებით დაწერილირომანიზებული ისტორია, იმ ჟანრის წესებისა, რასაც რეალიზმს უწოდებენ. ათი წლისასაკში განცდილს, ხელახლა განვიცდიდი ოცდაათი წლისა, როცა ამ რომანს ვწერდი. ესგანცდა ახლაც არ მტოვებს, დღევანდელი ისტორიის დინების პროცესში, ისტორიისა,რომელიც მიედინება ჩემ თვალწინ, მიედინება და მაინც რჩება, მერე სიზმარშივე ვნახეჩემი არანაკლებ მტანჯველი ტრაგედია „სიყვარული და პედაგოგიკა“ - ყოველშემთხვევაში, ჩემთვის მაინც მტანჯველი იყო, - რომელიც 1902 წელს გამოქვეყნდა; როცაეს ჩემი ტანჯვა ქაღალდზე გადამქონდა, სულ იმას ვფიქრობდი, მე გავთავისუფლდები დამკითხველს გადავულოცავ-მეთქი. „ბურუსში“ კვლავ გამოჩნდა ტრაგიკომიკური,ბურუსოვანრიმანული დონ ავიტო კარასკალი, ვინც აუგუსტოს აუხსნა, ცხოვრებასმხოლოდ ცხოვრება გვასწავლის და სიზმრების ხილვასაც - მხოლოდ სიზმრებიო. მერეკიდევ, 1905 წელს გამოქვეყნდა „დონ კიხოტესა და სანჩოს ცხოვრება“, მიგელ დესერვანტეს საავედრას წიგნის მიხედვით, განმარტებული და კომენტირებული მიგელ დეუნამუნოს მიერ, ესეც ასევე ხელახლა სიზმრად ნანახი, განცდილი და გარდასახული. ეგებჩემი დონ კიხოტე და სანჩო სერვანტესისას არა ჰგვანან? მერე რა? დონ კიხოტეები დასანჩო პანსები მარადისობაში ცხოვრობენ. მარადისობა დროის მიღმა კი არა, მისშუაგულშია. მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული, - ისინიმარტო სერვანტესს როდი ეკუთვნიან, ანდა მე, ანდა სხვას ვისმეს, ვინც კი სიზმრადიხილავს მათ; ეგ არის, თითოეული ჩვენგანი ხელახლა აცოცხლებს მათ. მე მაინცვიტყოდი, რომ დონ კიხოტემ სწორედ მე გამანდო ის სანუკვარი საიდუმლოებანი, რაცსერვანტესს დაუმალა, მეტადრე ალდონსა ლორენსოსადმი თავისი სიყვარულის ამბავი.1913 წელს „ბურუსის“ გამოქვეყნებამდე დაიბეჭდა ჩემი მოთხრობების წიგნი, რომელსაც,ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით, სათაურად „სიკვდილის სარკე“ ვუწოდე. „ბურუსის“შემდეგ კი, 1917 წელს გამოვაქვეყნე „აბელ სანჩესი“. „ერთი ვნების ამბავი“, ჩემს მიერჩატარებულ ექსპერიმენტთა შორის ყველაზე მტკივნეული, ისეთი მტკივნეული, თითქოსმთელი ჩვენი რასისთვის საერთო სენს, საშიშ სიმსივნეს დანა დავუსვიო.1921 წელსგამოვეცი რომანი „დეიდა ტულა“, რომელმაც გერმანული, ჰოლანდიური და შვედურითარგმანების წყალობით ამ ბოლო დროს ფართო გამოხმაურება ჰპოვა ცენტრალურიევროპის მთელ ფროიდისტულ წრეებში. ბუენოსაირესში დაიბეჭდა მომდევნო წიგნი,ავტობიოგრაფიული რომანი „როგორ იქმნება რომანი“, რომელმაც ჩემი კეთილიმეგობარი და ბრწყინვალე კრიტიკოსი ედუარდო გომეს დე ბაკერო, იგივე ანდრენიოთავისი მიუხვედრელობის მიუხე დავად, კინაღამ მახეში გააბა, რიმანისა არ იყოს დაგანაცხადა: ვიფიქრე, რომანი პირდაპირ იმაზეა აგებული, თუ როგორ იქმნება რომანიო.ბოლოს, 1933 წელს გამოქვეყნდა „წმინდა მანუელ სათნო, წამებული და სამი სხვა ამბავი.

Page 9: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

თითოეული ეს ნაწარმოები ბურუსიან სიზმართა ნაყოფია.

ჩემი წიგნები თარგმანის ღირსად მიიჩნიეს და მგონი, თხუთმეტ ენაზე მაინც თარგმნეს ჩემსჩაურევლად - გერმანულზე, ფრანგულზე, იტალიურზე, ინგლისურზე, ჰოლანდიურზე,შვედურზე, დანიურზე, რუსულზე, პოლონურზე, ჩეხურზე, უნგრულზე, რუმინულზე,ხორვატულზე, ბერძნულსა და ლატვიურზე. ამათგან ყველაზე ხშირად „ბურუსს“თარგმნიდნენ თავდაპირველად, 1921 წელს, რომანის გამოქვეყნებიდან შვიდი წლისშემდეგ, წიგნი იტალიურად თარგმნა ჯილბერტო ბეკარიმ და წინასიტყვაობა დაურთოეციო ლევიმ; 1922 წელს უნგრულად თარგმნა გარადი ვიქტორიმ; 1926 წელს ფრანგულადგამოსცა კოლექსიონ დე ლა რევიუ ევროპეენ“ და თარგმნა ნოემი ლარტმა; 1927 წელსგერმანულად თარგმნა ოტო ბუკმა და ფანტასტიკური დაარქვა; 1928 წელს შვედურადთარგმნა ალან ვუტმა და ინგლისურად (ტრაგიკომიკური რომანი) - უორნერ ფაიტმა დაგამოიცა ნიუ-იორკში; პოლონურად - დოქტორმა ედვარდ ბოიემ; 1929 წელს რუმინულადთარგმნა ლ. სებასტიანმა და ხორვატულად (ზაგრები) - ბოგდან რადიჩმა; და ბოლოს,1935 წელს ლატვიურად (რიგა) თარგმნა კონსტანტინ რაუდივემ. ეს არის სულ ათითარგმანი, ორით მეტი, ვიდრე „სამი სამოძღვრებო ნოველა და ერთი პროლოგი“,რომელშიც შედის აგრეთვე, „ნამდვილი მამაკაცი“.

რატომ აქვს „ბურუსს“ ასეთი უპირატესობა? როგორ მოხდა, რომ სხვა ენებზე მოლაპარაკეხალხმა ჩემი ნაწარმოებებიდან მაინცდამაინც ეს რომანი გამოარჩია, რომელსაცგერმანელმა მთარგმნელმა ოტო ბუკმა „ფანტასტიკური რომანი“ უწოდა, ხოლოამერიკელმა უორნერ ფაიტმა - „ტრაგიკომიკური“? ეტყობა, ფანტაზიისა დატრაგიკომიზმის გამო. არ შევმცდარვარ, როცა თავიდან ვივარაუდე, ეს ჩემი რიმანადწოდებული წიგნი ყველაზე დიდ აღიარებას მოიპოვებს-მეთქი. არა „ცხოვრებისტრაგიკული გრძნობა“ (ექვსი თარგმანი), რომელიც მოითხოვს გარკვეულფილოსოფიურსა და თეოლოგიურ ცოდნას, თან ჩვენ რომ გვგონია, იმაზე გაცილებითმეტს, ამიტომაც გამაკვირვა ამ წიგნის პოპულარობამ ესპანეთში: არა „დონ კიხოტესა დასანჩოს ცხოვრება“ (სამი თარგმანი), რამეთუ სერვანტესის კიხოტე ჩვენშიც კი არ არისსაკმაოდ ცნობილი და პოპულარული, არათუ ესპანეთის ფარგლებს გარეთ; ასეფიქრობენ ჩვენი თანამემამულე ლიტერატორები; მე კი გავთამამდები და წინასწარგანვაცხადებ, რომ სწორედ ჩემი „ბურუსის“ მსგავსი წიგნები შეუწყობენ ხელს მის ფართოდდა კარგად გაცნობას. სწორედ ეს წიგნი და არა სხვა რომელიმე. მისი ეროვნულიხასიათის გამო? მაგრამ გერმანულსა და ჩეხურ ენებზე ხომ ითარგმნა ჩემი „მშვიდობაომის დროს“? ეტყობა, მიზეზი მაინც ისაა, რომ ჩემი „ბურუსის“ ფანტაზია და ტრაგიკომიზმიუფრო მეტს ეუბნება ადამიანს, როგორც პიროვნებას, საერთოდ ადამიანს, რომელიცყველა კლასზე, კასტასა და სოციალურ ფენაზე მაღლა დგას და ამავე დროს, დაბლაც;ადამიანს, ღარიბი იქნება ის, თუ მდიდარი, მდაბიო თუ კეთილშობილი, პროლეტარი თუბურჟუა; ეს მშვენივრად უწყიან კულტურის ისტორიკოსებმა, იმათ, ვისაც სწავლულებსუწოდებენ.

ვეჭვობ ამ პროლოგი-მეტალოგის დიდი ნაწილი, რომე ლიც შეიძლება თვითკრიტიკადაცკი მიიჩნიონ, სწორედ იმ დონმა შთამაგონა, - იგი უკვე ამ წოდებასაც იმსახურებს, - ვინცბუნდოვან მოჩვენებასავით გამომეცხადა ბურუსში. დიახ, იმან, დონ ანტოლინ სანჩესპაპარიგოპულოსმა, იმან, XXIII თავში რომა მყავს გამოყვანილი, თუმცა კი ვერ მოვახერხეამ დაუვიწყარი, ღრმა მკვლევარის მკაცრი ტექნიკა პროლოგში მაინც გამომეყენებინა. ეეჰ,ნეტავი შემძლებოდა, მის იდეებს მივყოლოდი და იმ ხალხის ამბებისათვის მომეკიდახელი, რომლებიც წერას აპირებდნენ და სისრულეში კი ვერ მოიყვანეს თავიანთიჩანაფიქრი! ამ ჯურს, ამ ტიპს განეკუთვნებიან ჩვენი საუკეთესო მკითხველებიც, ჩვენითანამშრომლები, თანაავტორები, უკეთესი იქნებოდა მეთქვა, ჩვენი თანაშემოქმედნი-მეთქი, რომლებიც რაიმე ამბავს წაიკითხავენ თუ არა, თუნდაც ჩემს რიმანს, - მაშინვე ამასიტყვიან: „მეც ხომ ასე ვფიქრობდი და უფრო ადრეც! აი, ამ გმირსაც ვიცნობდი! ზუსტადიგივე მეც მომსვლია აზრად!“ რამდენად განსხვავდებიან ისინი იმ გულდაჯერებულუბირთაგან, რომლებიც თავს იმტვრე ვენ ეგრეთ წოდებულ სიმართლეს მიმსგავსებულამბებზე. ანდა იმათგან, ვისაც ჰგონია, ცხადად ვცხოვრობო, და კი არ იცის, ცხადად მარტოის ცხოვრობს, ვინც მიხვდება - „ვოცნებობო“. ჭკუათამყოფელიც მხოლოდ ისაა, ვინცშეიგნებს თავის სიგიჟეს: „თუ სხვას არ უბნევ თავგზას, თავად აგებნევა ჭკუაგონება“ -ეტყოდა ხოლმე პერესს ჩემი ნათესავი ვიქტორ გოტი.

Page 10: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

სამყარო, სადაც ცხოვრობენ ჩემი პედრო ანტონიო და ხოსეფა იგნასია, დონ ავიტოკარასკალი და მარინა, აუგუსტო პერესი, ეუხენია დომინგო და როსარიტო, ალეხანდროგომესი - „ნამდვილი მამაკაცი“ - და ხულია, ხოაკინ მონეგრო, აბელ სანჩესი და ელენა,დეიდა ტულა, მისი და, დის ქმარი და დისშვილები, წმინდა მანუელ სათნო და ანხელაკარბალინო - ეს ანგელოზი, დონ სანდალიო და ემეტერიო ალფონსო, სელედონიოიბანიესი, რიკარდო და ლიდუვინა, მთელი ეს სამყარო გაცილებით რეალურად მიმაჩნია,ვიდრე სამყარო კანოვასისა და საგასტასი, ალფონსო XIII-ისა, პრიმო დე რივერასი,გალდოსისა, პერედასი, მენენდეს ი პელაიოსი და სხვა დანარჩენთა, ვისაც ვიცნობდი დაახლაც ვიცნობ, ვისაც ვხვდებოდი წინათ და ვხვდები ახლაც; ჩემს სამყაროში მე საკუთართავს გამოვხატავ, თუკი საერთოდ გამოვხატავ და გამოვხატავ გაცილებით უკეთ, ვიდრეამ სხვათა სამყაროში.

ეს ორი სამყარო ეყრდნობა მეორე სუბსტანციურ, მარადიულ სამყაროს, სადაც მესიზმრად ვხედავ საკუთარ თავსაც და იმათაც, ვინც იყო - ბევრი დღემდე რჩება - ხორციჩემი სულისა და სული ჩემი ხორცისა; სამყარო ცნობიერებისა, სივრცისა და დროის მიღმა,სადაც ცხოვრობს ცნობიერება ჩემი ხორცისა, ვითარცა ტალღა ზღვაში. როცა აუგუსტოპერესს შეწყალებაზე უარი განვუცხადე, შემომეპასუხა: „თქვენ არ გინდათ ჩემი „მე“შემარჩინოთ, საშუალებას არ მაძლევთ გამოვიდე ბურუსიდან, ვიცხოვრო, ვიცხოვრო,ვიცხოვრო, გავიგონო, მოვისმინო, შევიგრძნო საკუთარი თავი, ვიტანჯო, ვიყო, ერთისიტყვით, თქვენ ეს არ გინდათ! მაშასადამე, გამოგონილ არსებად უნდა მოვკვდე! კეთილიდა პატიოსანი, ჩემო ძვირფასო შემქმნელო დონ მიგელ; თქვენც ხომ მოკვდებით, დიახ,მოკვდებით და დაუბრუნდებით არარას, საიდანაც მოგვევლინეთ!.. აღარც ღმერთიგიხილავთ სიზმარში! თქვენ მოკვდებით, დიახ, კი დეც რომ არ გნებავდეთ, მაინცმოკვდებით; თქვენც მოკვდებით და ისინიც, ვინც ჩემს ამბავს წაიკითხავს, ყველა, ყველაუკლებლივ დაიხოცებით! ჩემსავით გამოგონილი არსებებიც დაიხოცებიან, ჩემნაირები!დაიხოცებით ყველა, ყველა, ყველა!“ დიახ, სწორედ ასე მითხრა და აი, უკვე ოც წელზემეტია გამუდმებით ჩამესმის ეს სიტყვები, ეს მუქარა, ძლივს გასაგონი ჩურჩული, ვითარცაბიბლიური იაჰვეს ღაღადისი, წინასწარმეტყველური და აპოკალიფსური! ამ ხნისმანძილზე ვკვდებოდი მე, და არა მარტო მე, იხოცებოდნენ და დაიხოცნენ ჩემიახლობლები, ვინც კი ჩემი უკეთესობისთვის ზრუნავდა და უკეთესსაც მხედავდა სიზმრად,ცხოვრების სული წვეთ-წვეთად, ხან კი ნაკადად მიედინებოდა ჩემგან. ზოგიერთ ყეყეჩსჰგონია, ჩემი საკუთარი მოკვდავობის გამო ვიტანჯები! საბრალო კაცუნები!

არა, მე ვიტანჯები ყველა იმათ გამო, ვინც ვიხილე და კვლავაც ვიხილავ სიზმრად, იმათგამო, ვინც მიხილა და კვლავაც მიხილავს სიზმრად, უკვდავება ხომ სიზმარივით ანყველას ხვედრია ან არავისი. არ მახსენდება არც ერთი წასული იმათგან, ვისაცნამდვილად ვიცნობდი, - ნამდვილად ცნობა კი ლამის სიყვარულია, თუნდაც გეგონოს,რომ გძულს, - რომელსაც ჩემთვის ცალკე, ჩუმად არ ეთქვას: „ახლა შენ რა ხარ? რადაემართა შენს ცნობიერებას? რა ვარ ახლა მე შენს ცნობიერებაში? რა დაემართა ჩემსადრინდელ მე-ს!“ აი, რა არის ბურუსი, რიმანი, ლეგენდა, მარადიული ცხოვრება... და ესარის სიტყვა ცხოველმყოფელი, სიზმრისმომგვრელი.

ლეოპარდის, ამ ტრაგიკულ მესიზმრეს, ერთი ნათელი ხილვა აქვს - „ველური მამლისსიმღერა“, იმ გიგანტური მამლისა, რომელზედაც ბიბლიის თარგუმი გვიყვება, იმ მამლისა,რომელიც მარადიულ ხილვაზე მღეროდა და მოკვდავთ მოუხმობდა, გაიღვიძეთო.სიმღერა ასე მთავრდება: „დადგება დრო და ჟამი აღსასრულისა, არარა დაშთება არცაამა სამყაროსი და არცა ბუნებისა, და ვითარცა არარა შემორჩა ბრწყინვალე სამეფოთადა სამფლობელოთაგან ანთუ მათ დიდებულ საუკუნო საქმეთაგან, არცა რა დაშთებაქვეყნისაგან ამისა, არცა რამ ნიშანი მოვლენათა და ბედუკუღმართობათა, არცა უსულოთადა სულიერთა. მარტოოდენ დუმილი და ღრმა მყუდროება აღავსებს უკიდეგანო სივრცეს.საოცარი და შემზარავი იდუმალება ყოვლისა არსებულისა, აუხსნელი და გამოუცნობი,გაქრება და აღიგვება პირისაგან მიწისა“.

მაგრამ არა, დარჩება მაინც სიმღერა ველური მამლისა და მასთან ერთად იაჰვესჩურჩული: დარჩება სიტყვა, რომელ იყო პირველ და იქნება დასასრულ, ქროლვა ქარისადა ჩვენთვის ბოძებული ძალა სულისა, რომ მოვბოჭოთ ბურუსი და სახეებად შევადედოთიგი. აუგუსტო პერესი ჩვენ ყველას დაგვემუქრა, - ყველას, ვინც იყო და არის „მე“, ყველას,

Page 11: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ვინც იყო საგანი ღმერთის სიზმრისა ან, უკეთ რომ ვთქვათ, სიზმარი მისი სიტყვისა, -ვითომ ჩვენ ყველა სიკვდილის შვილები ვიყვნეთ. ჰო, კვდება ხორცი სივრცითი, მაგრამსიზმრისეული ხორცი, ცნობიერების ხორცი არა კვდება. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ,ჩემი „ბურუსის“ მკითხველნო, ვინც კი იხილეთ სიზმრად ჩემი აუგუსტო პერესი და მისისამყარო - ეს არის ბურუსი, ეს არის რიმანი, ლეგენდა, ისტორია, ეს არის თვით ცხოვრებამარადიული.

სალამანკა, თებერვალი, 1935 წელი.

Iაუგუსტო პერესმა სახლის ზღურბლს გადმოაბიჯა. მაშინვე მარჯვენა ხელის ზურგი ცასშეუშვირა, თვალები ზემოთ აღაპყრო და ერთი წუთით ასე, დიდებული ქანდაკების პოზაშიგაირინდა. არა, გარე სამყაროს თავის სამფლობელოდ ვერ მიიჩნევდა, მხოლოდშეამოწმა, ისევ წვიმს, თუ არაო. ხელის ზურგზე ცივი წვეთები რომ იგრძნო, შეიჭმუხნა. არა,წვიმას როდი შეუშფოთებია, უბრალოდ, ქოლგის გაშლა ეზარებოდა. მერედა რა კოხტადა მოხდენილია შალითაში მოთავსებული ქოლგა! დიახ, დაკეცილი მართლაც ლამაზია,მაგრამ გაშლილი - უშნო!

„რა საშინელებაა, რომ იძულებული ვართ ვიხმაროთ და გამოვიყენოთ ნივთი, -ფიქრობდა აუგუსტო, - ხმარება აფუჭებს და სპობს ყოველგვარ სილამაზეს. ნივთიჭვრეტის ობიექტი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ - აი, მისი ყველაზე კეთილშობილურიდანიშნულება. რა მშვენიერია ფორთოხალი, სანამ შევჭამდეთ! ცვლილება მხოლოდზეცაში ხდება, როცა ჩვენი საქმენი დაეშვება, ანდა უფრო სწორად, ამაღლდებამარტოოდენ ღმრთის ჭვრეტის სურვილამდე და მასში ხომ ყოველივეს ვჭვრეტთ! აქ, ამჩვენს უბადრუკ ცხოვრებაში, მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რა გამოვრჩეთ უფალს; არციმაზე ვიტყოდით უარს, ქოლგასავით გადაგვფარებოდა და ყოველგვარი შეჭირვებისგანდავეფარეთ!“ - წარმოთქვა აუგუსტო პერესმა და შარვლის ტოტების ასაკეცად დაიხარა.ბოლოს ქოლგაც გახსნა, მაგრამ კვლავ შეყოვნდა, წამით ჩაფიქრდა: „ახლა საით წავიდე?მარჯვნივ თუ მარცხნივ?“ საქმე ისაა, რომ აუგუსტო ამ ცხოვრებაში გამვლელი კი არ იყო,მოსეირნე გახლდათ. „დავიცდი, სანამ ძაღლი არ ჩაივლის და მეც მას გავყვები“, - უთხრათავის თავს.

იმავე წამს, ძაღლმა კი არა, კოხტად ჩაცმულმა ყმაწვილმა ქალმა ჩაიარა და მისმათვალებმა ისეთი ანდამატური ძალით მიიზიდა, რომ იგი თავისდაუნებურად უკან გაჰყვა.ასე გაიარა ერთი ქუჩა, მეორე, მესამე.

„ნეტავ, ეს ბიჭი რაღას აკეთებს? - ჩაილაპარაკა აუგუსტომ; კი არ ფიქრობდა, თავის თავსესაუბრებოდა, - მიწაზე რას დამხობილა, ჭიანჭველას ხომ არ ათვალიერებს? ჭიანჭველა!აი, ამისთანა თვალთმაქცი ქმნილების მნახველი კი არა ვარ! უქნარაო, რომ იტყვიან,სწორედ ეგ არის, დასეირნობს აღმა-დაღმა, ჩვენ კი გვგონია, შრომობსო, იმისი არ იყოს,იმ უსაქმურისა, თავქუდმო გლეჯილი რომ გარბის და მუჯლუგუნებით მიიკვლევს გზას.ნაძლევს დავდებ, საქმე არა აქვს, ანდა, კაცმა რომ თქვას, რა საქმე უნდა ჰქონდეს!ისეთივე უქნარაა, როგორიც... არა, მე უქნარა როდი ვარ! ჩემი გონება გამუდმებითმუშაობს. უქნარა ისაა, ვინც ამბობს, ვშრომობო, სინამდვილეში კი თავს იტყუებს და აზრსიხშობს. აი, მაგალითად, ის მახინჯი შოკოლადის გამყიდველი ვთქვათ, ვიტრინასთან რომმოკალათებულა და ხალხის დასანახად ფილთაქვა მოუმარჯვებია. შრომისექსჰიბიციონისტი თუ გინდათ, ეგაა! აი, ამას ჰქვია უქნარობა! მაგრამ რა ჩვენი საქმეა,თუნდ იშრომოს, თუნდა არა! შრომა! შრომა! თვალთმაქცობა! თუ შრომობს, აი, ისუბედური ხეიბარი შრომობს, ფეხებს ძლივძლივობით რომ მიათრევს... მაგრამ, აბა, მერაღა გამეგება? მომიტევე, ძმაო! - ეს კი ხმამაღლა თქვა. - ძმაო? სადაური ძმები ჩვენავართ! ეს ხოაკინიტოც ადამის შვილია? მშვიდობით, ხოაკინ! აი, უკვე მანქანაც მიქრის, რაბუღი დააყენა! აბა, რა აზრი აქვს გზის ასეთ შემოკლებას? მოგზაურობის მანიასტოპოფობია წარმოშობს და არა ფილოტოპია; თავგამოდებული მოგზაური იქიდანგარბის, სადაც არის და სულაც არ მიისწრაფვის იქითკენ, სადაც მიდის. მოგზაურობა...

Page 12: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მოგზაურობა... ოჰ, როგორ მიშლის ხელს ეს ქოლგა!.. მოიცა, ვნახოთ, რა მოხდება?“

იგი შეჩერდა სახლთან, სადაც კოხტად ჩაცმული ქალიშვილი შევიდა და ისიც თანგაიყოლა თავისი თვალებით-ანდამატებით. მაშინღა მიხვდა აუგუსტო, რომ მას მისდევდა.მეკარე ქალმა ეშმაკური ღიმილით გამოხედა და სწორედ ამ ღიმილმა უკარნახააუგუსტოს, რაც უნდა ექნა. „ეს ცერბერი მელოდება, რომ მივალ და სენიორინას სახელსვკითხავ, - უთხრა თავის თავს, - მის ვინაობას გამოვიძიებ და, რაღა თქმა უნდა, ასეცმოვიქცევი. შემეძლო, არც არაფერი მეღონა, მაგრამ, რატომ? რასაც დაიწყებ, ბოლომდეუნდა მიიყვანო. არ მიყვარს დაუბოლოებლობა!“ - ჯიბეში ხელი ჩაიყო და ერთი დუროიპოვა; დახურდავება არ ღირდა, დროც დაეკარგებოდა და შემთხვევასაც ხელიდანგაუშვებდა.

- კეთილო ქალბატონო, - მიმართა მან მეკარეს. ხელი კი ჯიბიდან არ ამოუღია, - იმსენიორიტას სახელს ხომ ვერ მეტყოდით, ახლა რომ შემოვიდა? მენდეთ, ეს ჩვენს შორისდარჩება.

- რას ბრძანებთ, კაბალერო, ან რა დასამალია, ან რა დანაშაული!

- მით უმეტეს.

- დონა ეუხენია დომინგო დელ არკო გახლავთ.

- დომინგო? იქნება დომინგა...

- არა, სენიორ, სწორედ დომინგო. დომინგო მისი გვარის პირველი ნაწილია.

- მაგრამ, როცა ქალია ამ გვარისა, მაშინ დომინგა უნდა ითქვას, სქესთა შეთანხმების წესიხომ უნდა დავიცვათ!

- მე ამისა არა გამეგება რა, სენიორ!

- ერთი ესეც მითხარით... ნუ დამიმალავთ... - ხელი კვლავ ჯიბეში ედო, - ასე მარტო რატომდადის? ქალიშვილია თუ გათხოვილი? მშობლები ჰყავს?

- ქალიშვილი გახლავთ, ობოლია, ნათესავებთან ცხოვრობს...

- დედის მხრიდან ენათესავებიან თუ მამის?

- აბა, რა ვიცი, ნათესავები რომ არიან, გამიგია.

- ესეც საკმარისია და საკმარისზე მეტიც.

- ჰო, ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლის.

- ალბათ, კარგად უკრავს.

- ეგ კი აღარ ვიცი.

- კეთილი და პატიოსანი, შესანიშნავია, საკმარისია; ეს კი ჩემგან მიიღეთ შეწუხებისათვის.

- გმადლობთ, სენიორ, გმადლობთ, მეტი ხომ არაფერი გნებავთ? მიმსახურეთ. იქნებწერილის გადაცემას ინებებდით?

- სხვა დროს... სხვა დროს... ახლა არა... მშვიდობით ბრძანდებოდეთ!

- მიმსახურეთ, კაბალერო, დარწმუნებული ბრძანდე ბოდეთ, საიდუმლოს შეგინახავთ.

„ასე და ამგვარად, სენიორ, - უთხრა აუგუსტომ თავის თავს, როცა მეკარე ქალს დაშორდა,- ნეტავ რას იფიქრებს ეს კეთილი ქალი, შუა გზაზე რომ შევჩერდე; ალბათ, თავსაცშევირცხვენ და ღირსებასაც დავკარგავ მის თვალში! მაშასადამე... ეუხენია დომინგა,დომინგო დელ არკოდ წოდებული? დიდებულია, ჩავიწერ, თორემ დამავიწყდება.მნემოტექნიკის ხელოვნებაში მთავარია უბის წიგნაკი, ამას ამბობდა ჩემი დაუვიწყარი დონ

Page 13: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ლეონსიო; „ნუ გამოივსებთ თავს იმით, რაც ჯიბეებშიც კარგად თავსდება!“ მე კი მეტისრულყოფილებისათვის ასე ვიტყოდი: „ნუ გამოივსებთ ჯიბეებს იმით, რაც თავშიაცკარგად თავსდება!“ მეკარე ქალი რომ დამავიწყდა?! სახელი უნდა მეკითხა“. იგი უკანგაბრუნდა.

- ისევ უნდა შეგაწუხოთ, კეთილო ქალო...

- მიბრძანეთ!

- თქვენი სახელი მინდა გავიგო!

- ჩემი? მარგარიტა მქვია!

- ძალიან კარგი, ძალიან კარგი... გმადლობთ!

- არაფერს!

აუგუსტომ გზა განაგრძო და ცოტა ხნის მერე ალამედას პროსპექტზე ამოყო თავი.

აღარ ჟინჟღლავდა. აუგუსტომ ქოლგა დაკეცა და შალითაში მოათავსა. სკამთან მივიდა,ხელი გადაუსვა, სველი იყო; გაზეთი ამოიღო, გაშალა და დაჯდა. მერე უბის წიგნაკიმოიმარჯვა და ავტოკალამი დაიქნია. „რა სასარგებლო რამაა, - თქვა მან, - უამისოდ რაუნდა მექნა? ფანქრით რომ ჩამეწერა, ხომ წაიშლებოდა სენიორიტას სახელი. ნეტავ თუწაიშლება მისი სახე ჩემს მეხსიერებაში? თუმცა... მაინც როგორია ნეტავი მშვენიერიეუხენია? მარტო თვალები მახსოვს... თითქოს გამგმირეს ამ მშვენიერმა თვალებმა... ჰო,სანამ იმ ლირიკული მსჯელობებით ვიყავი გართული, ვიღაცის მზერამ ტკბილად მიიზიდაჩემი გული, ვნახოთ, ეუხენია დომინგო, დიახ, დომინგო დელ არკო. დომინგო? ვერა დავერ შევაჩვიე ყური ამ დომინგოს... არა, იძულებული გავხდები, გვარი შევაცვლევინო, დაე,დომინგა დაირქვას. მაშინ, ჩვენმა ბიჭებმა რაღა ქნან, მათ ხომ მეორე გვარი დომინგაექნებათ? ეს ჩემი საძაგელი გვარი პერესი კი ჩამოშორდება, შეიკვეცება და მარტო პ.დარჩება, მაგრამ ჩვენს პირმშოს მაინც აუგუსტო პ. დომინგას დაუძახებენ. ხედავ, საითმიმაქანებ, ჩემო გიჟურო ფანტაზიავ?“ უბის წიგნაკში ჩაიწერა: ეუხენია დომინგოდელარკო, ალამედას პროსპექტი, 58. ამის ზემოთ ლექსის ორისტრიქონი ეწერა: „საწოლსდაჰკრავს სევდის ჩრდილი, სიხარული აკვანსაო...“

„ესეც ასე, - უთხრა თავის თავს აუგუსტომ, - აკი არ შემაწყვეტინა ამ ეუხენიტამ, მუსიკისმასწავლებელმა, ტრანსცენდენტალური ლირიკული ლექსის დიდებული დასაწყისი!დამრჩა დაუმთავრებელი! დაუმთავრებელი?.. დიახ, ყველა მოვლენასა თუ ბედისტრიალში ჩვენთვის ჩვეული სევდისა და მხიარულების საზრდოს ვეძებთ მხოლოდ დამხოლოდ. ერთი და იგივე შემთხვევა შეიძლება სევდიანიც იყოს და სიხარულისმომგვრელიც; ყველაფერი თანდაყოლილ მიდრეკილებებზეა დამოკიდებული. ეუხენია?წერილი უნდა მივწერო, მაგრამ აქ ვერ დავწერ, შინ მირჩევნია, ანდა იქნებ კაზინოშიწავსულიყავი? არა, შინ, შინ.

ამისთანა დროს სახლი სჯობია, კერა. კერა? ჩემი სახლი კერა არ არის, კერა... კერა... არა,ნაფუძარი! ოჰ, ჩემო ეუხენია!“

და აუგუსტომ შინისკენ გასწია.

IIროცა მსახურმა კარი გაუღო... აუგუსტო მდიდარი იყო და მარტოსული. მოხუცებული დედაექვსიოდე თვის წინ გარდაეცვალა, სანამ ეს პატარპატარა ამბები მოხდებოდა; მთელიმისი ჯალაბი მსახური და მზარეული იყო, რომელთა მშობლებიც პერესების ოჯახსემსახურებოდნენ იმთავითვე. მსახური და მზარეული ცოლქმარი იყვნენ, შვილები არჰყავდათ.

როცა მსახურმა კარი გაუღო, აუგუსტომ ჰკითხა, ჩემს შინ არყოფნაში ხომ არავინ

Page 14: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მოსულაო.

- არა, სენიორიტო.

კითხვაც და პასუხიც უბრალოდ წესად ჰქონდათ, თორემ აუგუსტო შინ თითქმის არავისიღებდა. იგი კაბინეტში შევიდა, აიღო კონვერტი და დააწერა: „სენიორიტა დონYა ეუხენიადომინგო დელ არკოს. პირადად“, მერე წინ დაიდო ქაღალდის სუფთა ფურცელი,მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, თავი ხელებში ჩარგო და თვალები დახუჭა. „ჯერ ამაზევიფიქროთ“, - თქვა მან და სიბნელეში მთელი მონდომებით დაიწყო ფიქრი იმაზე, თუროგორ კიაფობდა მისი თვალები და როგორ გაიყოლია იგი მისდაუნებურად.

ერთხანს ასე გარინდებული იჯდა და ეუხენიას იერის გახსენებას ლამობდა; ქუჩაში აბა, რასდააკვირდებოდა და ამიტომ თავს ძალა დაატანა, რომ წარმოედგინა; იმდენად დაძაბულიფიქრობდა, მართლაც დაინახა ლიცლიცა, ოცნების საბურველში გახვეული სხეული და ამდროს კიდეც ჩაეძინა. ჩაეძინა იმიტომ, რომ წინა ღამეს ძილი გაუტყდა.

- სენიორიტო!

- ჰა! - წამოიძახა მან და გაეღვიძა.

- საუზმე მზადაა!

ვერ გაიგო, სინამდვილეში რამ გააღვიძა, მსახურის ხმამ, თუ შიმშილმა, და ეს ხმაცშიმშილის ექოდ ჩაესმა. ფსიქოლოგიის საიდუმლოებანი! ამას ფიქრობდა სასადილოოთახისაკენ მიმავალი აუგუსტო: „ოოჰ, ეს ფსიქოლოგია!“

მან დიდი სიამოვნებით მიირთვა თავისი ყოველდღიური ულუფა: ერბო-კვერცხი,კარტოფილიანი ბიფშტექსი და ყველის ნაჭერი, მერე დააყოლა ყავა, სარწეველასავარძელში ჩაესვვენა, სიგარეტს მოუკიდა, „ოოჰ, ჩემო ეუხენიაო“, წარმოთქვა და მასზესაფიქრებლად მოემზადა.

„ჩემი ეუხენია, დიახ, ჩემი - ამბობდა იგი, ჩემი, რომელსაც მე ვქმნი ჩემთვის, მარტო, და არასხვა, სისხლისა და ხორცისგან ქმნილი, ჩემი სახლის წინ გაელვებული შემთხვევითიზმანება, არა ის, ვისზეც მეკარე ქალი მელაპარაკა! შემთხვევითი ზმანება? განა ყველაზმანება შემთხვევითი არ არის? რაში გამოიხატება ზმანებათა ლოგიკა! ეს მე ჩემი სიგარისბოლში წარმოქმნილ სახეთა მონაცვლეობის ლოგიკას მაგონებს. შემთხვევა! შემთხვევასამყაროს შინაგანი რიტმია, შემთხვევა პოეზიის სულია! ოოჰ, ჩემო შემთხვევითო ეუხენია!მთელი ჩემი ცხოვრება, ჩუმი, მოწიწებული, ერთფეროვანი, სანიადაგდღეო უთვალავიწვრილმანისგან შეკოწიწებული, პინდარესეული ოდაა მხოლოდ! სანიადაგდღეო? პურიჩვენი არსობისა მოგვეც ჩუენ დღეს! მომეც, უფალო, ეს უთვალავი სანიადაგდღეოწვრილმანი არსობისაი. ჩვენ, ადამიანები, დიდი ტანჯვისა ან დიდი სიხარულისგან როდიდავშვრებით, რამეთუ ეს ტანჯვაცა და სიხარულიც მხოლოდ წვრილ-წვრილ მოვლენათასქელი ბურუსით შესუდრული აღწევს ჩვენამდე; ჩვენი ცხოვრებაც ბურუსია, ცხოვრება -ნისლეული. ააჰ, მივხვდი, რა ხანია მას დავეძებდი და ამ ძებნაში აკი თავად შემომეგება!იქნება სწორედ ამაზე იტყვიან, ჰპოვებდეო?

ალბათ, ასეა - როცა ადამიანი ეძიებს ზმანებას, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ჰპოვებს,როცა ზმანება თავადვე მოიღებს მოწყალებას და შეეგებება. იქნება და, ამერიკაც ასეშეეგება კოლუმბს? იქნებ ეუხენიაც ასე შემომეგება მე? ეუხენია! ეუხენია! ეუხენია!“

და აუგუსტომ ენაზე იკბინა, რადგან სახელს ხმამაღლა იმეორებდა. სწორედ ამ დროსჩაუარა მსახურმაც სასადილო ოთახს და მისი ხმა რომ შემოესმა, შევიდა:

- ხომ არ მეძახდით, სენიორიტო?

- არა, შენ არა! მოიცა, შენც ხომ დომინგო გქვია?

- დიახ, სენიორიტო, - მიუგო დომინგომ და სულაც არ გაუკვირვებია ამ კითხვას.

- დომინგო, რატომ გქვია მაინც დომინგო?

Page 15: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- იმიტომ, რომ ასე მეძახიან.

„კეთილი და პატიოსანი, - თავისთვის თქვა აუგუსტომ, - იმას გვეძახიან, რაც გვქვია.ჰომეროსის დროს სულიერსაცა და უსულოსაც ორი სახელი ერქვა, ერთს თვითონადამიანები არქმევდნენ, მეორეს - ღმერთები. ნეტავ მე რას მეძახის ღმერთი? ეგებსახელი გამოვიცვალო, რომ ის არ მერქვას, რასაც სხვები მეძახიან, ეგებ ეუხენიასაც სხვარამ სახელი მოვუგონო, რომ ის არ ერქვას, რასაც სხვები, მაგალითად, მეკარე ქალიმარგარიტა ეძახის! ნეტავ რას დავარქმევდი?“

- შეგიძლია წახვიდე, - უთხრა მან მსახურს.

აუგუსტო სავარძლიდან წამოდგა და კვლავ კაბინეტისკენ გაემართა, კალამი აიღო დაწერა დაიწყო:

„სენიორიტა! ამ დილით, ნაზი ციური წვიმის დროს, ვითარცა შემთხვევითმა ზმანებამ,ჩაუარეთ სახლს, სადაც ჯერ კიდევ ვცხოვრობ, მაგრამ უკვე აღარა მაქვს კერა, ატაცებულიგამოგყევით და სახლის კარამდე ფეხდაფეხ გდიეთ, მაგრამ არ ვიცი, გაქვთ კი თქვენ მანდკერა! თქვენმა თვალებმა მომიყვანა იქ, მარჩბივმა ვარსკვლავმა, რომელმაც ჩემსბურუსიან ცხოვრებაში შემოანათა. მომიტევეთ, ეუხენია, და ნება მიბოძეთ, შინაურულადგიწოდოთ ეს უნეტარესი სახელი; მაპატიეთ ეს ლირიკა. მე მუდმივსა და უსასრულოლირიკულ დინებაში ვცხოვრობ. მეტი რა გითხრათ, აღარ ვიცი; არა, არა, ვიცი, მაგრამიმდენი რამ მაქვს სათქმელი, იმდენი, რომ მირჩევნია სხვა დროისთვის შემოვინახო: იმდროისთვის, როცა ერთმანეთს შევხვდებით და ვისაუბრებთ. ახლა მარტო ამასღავნატრობ, შეგხვდეთ, გესაუბროთ, გაგიცნოთ. მერე კი… მერე... დაე, ღმერთმა და ჩვენმაგულებმა თქვან სათქმელი!

ისურვებდით კი ყური მოგეპყროთ ჩემს სასმენად, ეუხენია, ჩემი სანიადაგდღეო ცხოვრებისტკბილო ზმანებავ! საკუთარი ცხოვრების ბურუსში ჩანთქმული თქვენს პასუხს ელისაუგუსტო პერესი“.

ბოლოს ხელი მოაწერა და თქვა: „მომწონს ხელის მოწერის ჩვევა, მომწონს მისი სრულიუსარგებლობის გამო“. აუგუსტომ წერილი დაკეცა და კვლავ ქუჩაში გავიდა.

„მადლობა უფალს, - ამბობდა იგი, როცა ალამედას პროსპექტს მიუყვებოდა, - მადლობაუფალს, ვიცი საით მივდივარ და მისასვლელიც მაქვს! ჩემი ეუხენია მართლაც ღვთისწყალობაა. აკი მან მომცა ეს მიზანიც და ჩემს უგზო-უკვლოდ ხეტიალსაც მან დაუდოზღვარი; ახლა არის სახლი, რომლის გარშემო შემიძლია რამდენიც მინდა ვიარო და არისსანდო მეკარე ქალიც...“

ასე, საკუთარ თავთან საუბარში გართულმა, გვერდითჩაუარა ეუხენიას და კი ვერ შეამჩნია.მეტისმეტად სქელი ბურუსი შემობურვოდა მის სულს. მაგრამ ამჯერად თვით ეუხენიამმიაქცია მას ყურადღება და თავისთვის გაიფიქრა: „ნეტავ ვინ არის ეს ახალგაზრდა კაცი?სანდომიანი შესახედავიც არის და, თან, ეტყობა, შეძლებულიც!“ მერე უეცრად გაახსენდა,მგონი, ამ დილით, სწორედ ეს კაცი მიჰყვებოდა ფეხდაფეხ. ქალმა ყოველთვის იცის,როდის უყურებენ, თუნდაც ვერ ხედავდნენ, და იცის, როდის ხედავენ, თუნდაც არუყურებდნენ.

და ორივენი, აუგუსტოცა და ეუხენიაც თავ-თავიანთ გზას გაუყვნენ, თავ-თავიანთი სულითგაჰკვეთეს ქუჩის დახლართული სულიერი ქსელი, რამეთუ ქუჩა მართლაც არის ვნებიან,შურიან, ზიზღიან, თანამგრძნობ, მოყვარულ, მოძულე მხარეთა, სულგაქვავებულ,მოძველებულ სიტყვათა, აზრთა, სწრაფვათა ქსოვილი, იდუმალი საბურველი,სუდარასავით რომ შემოხვევია გამვლელთა სულებს.

ბოლოს აუგუსტო კვლავ მეკარე ქალის, მარგარიტას წინაშე აღმოჩნდა, მოღიმარიმარგარიტას წინაშე. ქალმა შორიდანვე მოჰკრა მას თვალი და წინსაფრის ჯიბიდან ხელიამოიღო.

- საღამო მშვიდობისა, მარგარიტა.

- საღამო მშვიდობისა, სენიორიტო.

Page 16: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- აუგუსტო მქვია, კეთილო ქალო, აუგუსტო.

- დონ აუგუსტო, - დაუმატა ქალმა.

- მაგრამ „დონი“ რომ ყველას არ შეჰფერის! - შენიშნა აუგუსტომ, - აუგუსტო და დონაუგუსტო ისევე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც ხუანი და დონ ხუანი. თუმცა...თქვენი ნებაა! სენიორიტა ეუხენია უკვე წაბრძანდა?

- დიახ, ეს-ეს არის წავიდა.

- საით წავიდა?

- იქით.

აუგუსტოც იქით გაემართა, მაგრამ მაშინვე უკან მობრუნდა, კინაღამ წერილი დაავიწყდა.

- სენიორა მარგარიტა, ქენით სიკეთე და ეს წერილი სენიორიტა ეუხენიას გადაეცით,იცოდეთ, პირადად მას გადაეცით, თოვლივით ქათქათა ხელში ჩაუდეთ.

- დიდი სიამოვნებით.

- იცოდეთ, პირდაპირ სენიორიტას თოვლივით ქათქათა ხელში, კლავიშებივით,სპილოსძვლისფერი თითებით შეეხოს, კლავიშებსავე რომ ეფერებიან.

- დიახ, გასაგებია, სხვა დროსაც ხომ გადამიცია.

- სხვა დროსაც?

- დიახ, სხვა დროსაც, ამისთანა წერილს პირველად როდი ვხედავ, კაბალერო!..

- ამისთანასო? თქვენ რა იცით, როგორია ჩემი წერილი?

- როგორ არ ვიცი, რაც სხვებისაა, ესეც იმისთანა იქნება!

- სხვებისა? ვინ სხვებისა?

- განა ერთი და ორი თაყვანისმცემელი ჰყოლია სენიორიტას!..

- აჰა! მაგრამ ახლა ხომ თავისუფალია?

- ახლა? არა, არა, სენიორ, მგონი, საქმრო ჰყავს... თუმცა, ალბათ. ჯერ იმედი აქვს, საქმროგავხდებიო... ანდა რა ვიცი, იქნებ სენიორიტას მისი გამოცდა უნდა... ან სულაც ისე,დროებით...

- რატომ დროზე არ მითხარით?

- თქვენ ხომ არც გიკითხავთ...

- მართალია. არა უშავს, ეს წერილი მაინც გადაეცით, პირადად მას გადაეცით, პირადად,გასაგებია? ჩვენ ჩვენსას ვეცდებით, ვიბრძოლებთ! აჰა, კიდევ ერთი დურო!

- გმადლობთ, სენიორ, გმადლობთ.

აუგუსტო ძლივს გაშორდა იქაურობას; ბურუსიანი, სანიადაგდღეო, წვრილმანი საუბარიმეკარე ქალთან რაღაც კმაყოფილებას ჰგვრიდა. განა ესეც დროის მოკვლის საშუალებაარ არის?!

„ჩვენ ჩვენსას ვეცდებით, ვიბრძოლებთ!“ - გზადაგზა საკუთარ თავს ეუბნებოდა აუგუსტო, -დიახ, ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და ვიბრძოლებთ! მაშასადამე, მას ჰყავს საქმრო, თუსაქმროს წოდების მაძიებელი... ჩვენ ჩვენსას ვეცდებით! ბრძოლაა ადამიანთა ცხოვრებაამ მიწაზე. აჰა, ცხოვრებაში მიზანიც გამიჩნდა, გამოჩნდა ქალი, ვინც ბრძოლით უნდამოვიპოვო. ოჰ, ეუხენია, ჩემო ეუხენია, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემი გახდები! დიახ, ჩემი

Page 17: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

უნდა გახდეს ეუხენია, რომელიც მე თვითონ შევქმენი, როცა მისმა თვალებმა - მარჩბივმავარსკვლავმა, ჩემს ბურუსიან ცხოვრებაში შემოანათა; ეს ეუხენია უნდა გახდეს ჩემი,თორემ ის, ვისი სახლის წინაც მეკარე ქალი ზის, ვისაც უნდა, იმას ეკუთვნოდეს! ჩვენჩვენსას ვეცდებით, ვიბრძოლებთ და მე გავიმარჯვებ, მე ვიცი გამარჯვების საიდუმლო. ოჰ,ეუხენია, ჩემო ეუხენია!“

და იგი შეჩერდა კაზინოს შესასვლელთან, სადაც უკვე ელოდა ვიქტორი, რომ ჭადრაკისყოველდღიური პარტია ეთამაშათ.

III- რა მოგივიდა, აუგუსტო, - უთხრა ვიქტორმა, - შენისთანა პუნქტუალურ კაცს ეკადრებადაგვიანება? მაინც რა მოხდა?

- საქმეები... საქმეები...

- შენ და საქმეები?

- როგორ გგონია, მარტო ბირჟის მაკლერებს აქვთ საქმეები? ცხოვრება იმაზე რთულია,ვიდრე შენ წარმოგიდგენია.

- მე კი იმაზე მარტივად წარმომიდგენია, ვიდრე შენ ფიქრობ...

- შესაძლოა.

- კარგი, ახლა შენი სვლაა!

აუგუსტომ ორი უჯრით გადაადგილა მეფის პაიკი; თამაშის დროს არიების სიმღერაუყვარდა, ახლა კი თავისთვის ბუტბუტებდა: „ეუხენია, ეუხენია, ჩემო ეუხენია, ჩემიცხოვრების მიზანო, ბურუსში მარჩბივი ვარსკვლავის მოციმციმე სინათლევ; ჩვენ ჩვენსასვეცდებით, ვიბრძოლებთ! ჭადრაკში ლოგიკა ბატონობს, მაგრამ რაოდენი ბურუსი დაშემთხვევითობა სუფევს ამ თამაშშიც! და განა თვით ლოგიკა შემთხვევითი დათვითნებური არ არის? ანდა ეუხენია ვთქვათ, საიდან მომევლინა? იქნებ ესეცლოგიკურია? ვინ იცის, ეგებ ეს სვლაც ჭადრაკის ღვთიურ დაფაზეა ჩაფიქრებული?“

- ყური დამიგდე, - შეაწყვეტინა ფიქრი ვიქტორმა, - აკი შევთანხმდით, სვლას უკან აღარდავაბრუნებთო? თუკი ფიგურას ხელი ახლე, სვლაც გაკეთებულია!

- მართალი ხარ, შევთანხმდით!

- ჰოდა, მაგ კუს მოგიკლავ.

- სწორია, სწორი, სულ ჩემი დაბნეულობის ბრალია!

- შენც ნუ დაიბნევი, ჭადრაკის თამაში ფაფის ჭამა ხომ არ გგონია - ფიგურას რომ ხელსშეახებ, გინდაც სვლა გაგიკეთებია.

- ჰო, ამას აღარაფერი ეშველება!

- აბა, რა გეგონა, ამაშია თამაშის აღმზრდელობითი აზრიც.

„ნეტავი რატომ არ შეიძლება თამაშის დროს დაიბნე კაცი? - ეუბნებოდა თავის თავსაუგუსტო, - განა ჩვენი ცხოვრება თამაში არ არის? რატომ არ შეიძლება სვლის უკანდაბრუნება? აი, ლოგიკა! იქნებ ეუხენიამ კიდეც მიიღო წერილი! არჩევანი გაკეთებულია!თუ ჭაპანში შეები, კიდეც უნდა გასწიო! ხვალ! ხვალინდელი დღე ღმერთისაა! გუშინდელივიღასია? გუშინდელი დღე ვიღას ხვედრია? გუშინდელი დღე ძლიერთა განძია! წმინდაგუშინდელი დღე ჩვენი სანიადაგდღეო ბურუსის სუბსტანციაა!“

- ქიში! - კვლავ გააწყვეტინა ფიქრი ვიქტორმა.

Page 18: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- სწორია, სწორი... ვნახოთ... აქამდე მაინც როგორ მივიყვანე საქმე?

- ჩვეულებრივი დაბნეულობაა. დიახ, ეგ შენი დაბნეულობა რომ არა, აქ, ჩვენთან, პირველიმოჭადრაკე გახდებოდი.

- ერთი ეს მითხარი, ვიქტორ, ცხოვრება თამაშია თუ დაბნეულობა?

- მაგრამ თამაში მეტი რაღაა, თუ არა დაბნეულობა?

- მაშინ ისიც სულ ერთია, რაში გამოიხატება!

- მხოლოდ თამაშში, კარგ თამაშში!

- თუ ასეა, რატომ ცუდად არ ვთამაშობთ? საერთოდ ან ცუდი თამაში რას ნიშნავს ანკარგი? რატომ არ შეიძლება ჩვენს ნებაზე გადავსვა-გადმოვსვათ ფიგურები?

- იმიტომ, რომ ასეთია ჩვენი თეზისი, ჩემო აუგუსტო; ეს შენ თვითონ არ მასწავლე, დიდოფილოსოფოსო?

- კარგი, თუ გინდა, ახალ ამბავს გეტყვი.

- მითხარი.

- გაიკვირვე მაინც, შე კაი კაცო!

- მე რომ იმათ რიცხვს არ ვეკუთვნი, ვისაც „ა პრიორი“, ანუ წინასწარ უკვირს!

- მაშინ ყური დამიგდე, იცი, რა ხდება ჩემს თავს?

- როგორ არ ვიცი, რაც დრო გადის, უფრო იბნევი.

- საქმე ისაა, რომ შეყვარებული გახლავარ!

- ააჰ, ეს ხომ ისედაც ვიცოდი.

- საიდან იცოდი!..

- იქიდან, რომ შენ გიყვარს აბ ორიგინე, ანუ დაბადები- დან; მაშასადამე, თანდაყოლილიშეყვარებულობა გჭირს.

- ჰო, სიყვარული ხომ ჩვენთან ერთად იბადება.

- სიყვარული კი არა, შეყვარებულობა-მეთქი. შენ რომ არ გეთქვა, ისედაც მივხვდებოდი.ვიცოდი, რომ შეგიყვარდა ან უფრო ზუსტად, შეყვარებული ბრძანდები. ეს შენზე კარგად მევიცი.

- ჰო, მაგრამ საიდან იცი, ვინ გითხრა, გამაგებინე!

- ვის უნდა ეთქვა, შენს მეტი ვინ მეტყოდა!

- ნუთუ! თუმცა მართალი ხარ...

- აკი გეუბნებოდი! ახლა ის მითხარი, ქერაა თუ შავგვრემანი?

- გამოგიტყდები, არც კი ვიცი, მგონი, არც ქერაა და არც შავგვრემანი, შეიძლება სულაცწაბლისფერთმიანია.

- მაღალია თუ დაბალი?

- არც ეგ მახსოვს, ალბათ, საშუალო ტანისაა, მაგრამ რა თვალები აქვს. რომ იცოდე, რათვალები აქვს ჩემს ეუხენიას!

- ეუხენიაო?

Page 19: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- დიახ, ეუხენია დომინგო დელ არკოზე მოგახსენებ, ლამედას პროსპექტზე,ორმოცდათვრამეტში რომ ცხოვრობს.

- მუსიკის მასწავლებელზე?

- სწორედ იმაზე, მაგრამ...

- ჰო, ვიცნობ, ახლა კი... ისევ ქიში!

- მაგრამ...

- ქიში-მეთქი, გეუბნები!

- კარგი...

და აუგუსტომ მეფეს მხედარი ჩამოაფარა. ბოლოს და ბოლოს, პარტია მაინც წააგო.

დამშვიდობებისას ვიქტორმა კისერზე უღელივით დაადო მკლავი და ყურში წასჩურჩულა:

- მაშ ასე, ეუხენიტა, პიანისტი, არა? ეეჰ, დიდებულია, აუგუსტიტო, დიდებული, გამარჯვებაგანაღდებული გაქვს.

„ოოჰ, ეს კნინობითი სახელები, - გაიფიქრა აუგუსტომ, - ეს საშინელი კნინობითისახელები!“ და ქუჩაშიგავიდა.

IV„ნეტავი კნინობით სახელებს სიყვარულის ნიშნად რად მიიჩნევენ? - ფიქრობდასახლისკენ მიმავალი აუგუსტო, - განა სიყვარული სიყვარულის საგანს აკნინებს?შეყვარებული ვარ! შეყვარებული ვარ! ვინ იფიქრებდა!.. იქნებ ვიქტორი მართალია? იქნებმართლაც დაბადებიდან ვარ შეყვარებული? თითქოს ასეცაა, სიყვარულის გრძნობა წინუსწრებს სიყვარულის ობიექტს; უფრო მეტიც, სწორედ ჩემმა სიყვარულმა შვა ეუხენია,გამოიხმო იგი პირველქმნილი ბურუსიდან. მეფე რომ ეტლით ამეყვანა, შამათს ვერგამიკეთებდა, ვერა. მაინც რა არის სიყვარული? ვინ განსაზღვრა მისი არსი? სიყვარულირომ განსაზღვრო, კიდეც გაქრება... ღმერთო ჩემო, რატომ რთავს ნებას ალკალდი ასეთისაზიზღარი ასოებით დაწერილი აბრები გამოაკრან? კუთი არასწორი სვლა გავაკეთე.მაინც რამ შემაყვარა, როცა რიგიანად არც კი ვიცნობ? ეეჰ! გაცნობა უფრო გვიან ხდებახოლმე. სიყვარული წინ უსწრებს გაცნობას. გაცნობა კი სიყვარულს კლავს. ჩვენ არ გვსურსის, რაც არ ვიცით, მასწავლიდა მამა სარამილიო; მაგრამ მე საპირისპირო დასკვნამდემივედი და აი, რა დასკვნამდე: ჩვენ არ გვეცოდინება ის, რაც არ გვსურს. ნათქვამია, გაგებამიტევებას ნიშნავსო, არა, პირიქით, მიტევება ნიშნავს გაგებას. ჯერ იყო სიყვარული, მერეცნობა! კარგი, მაგრამ ის მაინც როგორ ვერ შევამჩნიე, რომ შამათი გამიკეთა? რა არისსაჭირო სიყვარულისთვის? დანახვა! დანახვა სიყვარულის ინტუიციაა. დანახვა ბურუსში!მერე ყველაფერი ზუსტდება, ნათდება, ბურუსი იფანტება, იშლება წვეთებად, სეტყვად,თოვლად ანდა ქვებად. ცოდნა ქვების სეტყვაა. არა, არა, ბურუსია, ბურუსი! მხოლოდარწივს აქვს მომადლებული უნარი ღრუბელთა ბურუსიან წიაღში ლივლივისა დაღრუბლებს მიღმა კი მზის, ამ ბურუსოვანი შუქურის ჭვრეტისა.

ოჰ, არწივი! რა გაანდვეს ნეტავი ურთიერთს პატმოსიდან აფრენილმა წმინდა იოანესარწივმა, მზეს რომ უსწორებდა თვალს, უკუნეთში კი ვერას ხედავდა და ოლიმპოდანწამოსულმა მინერვას ბუმ, უკუნეთში რომ მშვენივრად ხედავდა და მზეს კი ვერ უსწორებდათვალს?“

ამ დროს აუგუსტომ გვერდით ჩაუარა ეუხენიას და ვერ შეამჩნია.

„გაცნობა გვიან ხდება, - განაგრძობდა იგი მსჯელობას, - მაგრამ... რამ გაიელვა?დავიფიცებ, მარჩბივმა ვარსკვლავმა გადაჰკვეთა ჩემი ორბიტა... ის იყო? გული მითქვამს...მაგრამ იყუჩე, უკვე შინა ვარ!“ იგი სახლში შევიდა. აუგუსტო პირდაპირ საწოლი

Page 20: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ოთახისაკენ გაემართა და ლოგინს რომ თვალი შეავლო, თქვა: „მარტოსული!

ძილითაც მარტო მძინავს! ოცნებითაც მარტო ვოცნებობ! როცა ორს სძინავს, მაშინსიზმრებსაც ერთნაირს ნახუ ლობენ უთუოდ, იდუმალი ფლუიდები აერთიანებს ორთაგონებას, ანდა, ვინც იცის, ეგებ რაც უფრო უახლოვდებიან გულებით ურთიერთს, მითუფრო შორდებიან გონებით! შესაძლოა ასეც არის, შესაძლოა, სულ საწინააღმდეგომიმართებაა. თუ ორი შეყვარებული ერთნაირად ფიქრობს, მაშინ გრძნობებიურთიერთსაპირისპიროა; თუ ერთი გრძნობით არიან შეპყრობილი, მაშინ თითოეულიმათგანი სხვა რამეზე ფიქრობს და იქნებ სრულიად საწინააღმდეგოზეც კი. ქალს თავისიმამაკაცი მანამდე უყვარს, სანამ იგი მასავით არ ფიქრობს, ანუ, უბრალოდ, სანამ ფიქრობს.აბა, მოდი, ჩვენს პატივცემულ ცოლ-ქმარს დავაკვირდეთ!“

საღამოობით, ძილის წინ აუგუსტო ხშირად ეთამაშებოდა ხოლმე თავის მსახურ დომინგოსერთ პარტია ტუტეს, დომინგოს მეუღლე კი, მზარეული, მათ თამაშს ადევნებდა თვალს.

დაიწყო პარტია.

- ოცი კიკოთი! - წაიღიღინა დომინგომ.

- რა იქნება, ცოლი რომ შევირთო? - წამოიძახა უცბად აუგუსტომ.

- ძალიანაც კარგი იქნება, სენიორიტო! - თქვა დომინგომ.

- გააჩნია ვის... - გაბედა სიტყვის ჩართვა მისმა ცოლმა, ლიდუვინამ.

- შენ როგორ გათხოვდი? - ჰკითხა აუგუსტომ.

- გააჩნია ვისზე, სენიორიტო.

- რას ნიშნავს ეგ შენი „გააჩნია“, გამაგებინე ერთი.

- ცოლის შერთვა ადვილია, მაგრამ როცა უღელს დაიდგამ, აღარც ისე ადვილიმოგეჩვენება.

- ამას ამბობს ხალხური სიბრძნე, წყარო...

- სენიორიტო, როგორია ის, ვისი ცოლად შერთვაც დაგიპირებიათ? - შეაწყვეტინა სიტყვალიდუვინამ, რაკი შეეშინდა, აუგუსტო ერთ გაუთავებელ მონოლოგს წამოიწყებსო.

- როგორია? აბა, ჯერ შენ მითხარი, როგორი წარმოგიდგენია ჩემი ცოლი? მითხარი, ჰო,მითხარი!

- თქვენ ისეთი კეთილი ხართ, სენიორიტო, რომ...

- ჰო, თქვი, გულახდილად თქვი.

- გაიხსენეთ, რას იტყოდა ხოლმე ნეტარხსენებული სენიორა...

დედის ესოდენ მოწიწებით ხსენება საკმარისი იყო, რომ აუგუსტოს ერთბაშადწამოშლოდა მოგონებები და ქაღალდი მაგიდაზე დაეწყო. ამ წყნარ, მრავალტანჯულქალს არაერთხელ უთქვამს: „დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩენია, შვილო, მამაშენიუკვე თავისთან მიხმობს. იქნებ შენზე მეტად იმას ვჭირდები. აი, მეც წავალ ამ ქვეყნიდან დამარტო დარჩები. შეირთე ცოლი, ნუღარ დააგვიანებ, ცოლი შეირთე. ამ სახლს ქალბატონიდა დიასახლისი სჭირდება; იმიტომ კი არა, რომ ჩვენს ძველ, ერთგულ მსახურებს არვენდობი, არა, მაგრამ ამ სახლს დიასახლისი სჭირდება. სწორედ დიასახლისი უნდა იყოსის ქალი, შვილო, დიასახლისი; დაე, ის გახდეს შენი გულის, შენი ქისის, შენი ქონების, შენისამზარეულოსა და შენი გადაწყვეტილებების გამგებელი. ეძებე ქალი მტკიცე, რომელიცშეგიყვარებს და... წარმართავს შენს ცხოვრებას“.

- ჩემი ცოლი პიანინოზე დაუკრავს, - თქვა აუგუსტომ, თითქოს უნდა მოგონებები და სევდაგაფანტოსო.

Page 21: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- პიანინოზე? მერედა, რა საჭიროა? - ჰკითხა ლიდუვინამ.

- რა საჭიროაო? ამის მთელი მომხიბლაობაც ისაა, რომ საჭირო არ არის, დასწყევლოსეშმაკმა, ყველაფერი საჭირო და გამოსადეგი როგორ უნდა იყოს? საჭირო... მომბეზრდა...

- ჩვენი სამსახურიც ხომ არ მოგბეზრდათ?

- არა, თქვენი არა! პიანინო კი მაინც საჭიროა, თუნდაც იმიტომ, რომ ჰარმონიით აღავსოსოჯახური კერა; თორემ ნახანძრალს დაემგვანება.

- ჰარმონია! ეს რომელი ხელითღა იჭმება?

- ლიდუვინა... ლიდუვინა...

მზარეულმა თავი დახარა, დაირცხვინა ამ მორიდებული საყვედურის გამო. ასე იყო მათშორის მიღებული.

- იგი პიანინოზე დაუკრავს იმიტომ, რომ მუსიკის მასწავლებელია.

- მერე აღარ დაუკრავს, - მტკიცედ განაცხადა ლიდუვინამ, - აბა, რაღას თხოვდება, თუკი...

- ჩემი ეუხენია... - წამოიწყო აუგუსტომ.

- აჰა, მაშასადამე, ეუხენია ჰქვია და თანაც მუსიკის მასწავლებელია? - ჰკითხა მზარეულმა.

- ჰო, მერე რა?

- იმაზე ხომ არ ამბობთ, ბიძასთან და მამიდასთან რომ ცხოვრობს, ალამედას პროსპექტზე,სენიორ ტიბურსიოს მაღაზია რომ არის, იმ სახლში?

- ჰო, იმაზე, იცნობ?

- მხოლოდ შორიდან...

- არა, შენ კიდევ რაღაც იცი, ლიდუვინა, მითხარი, მე მითხარი, ეს ხომ შენი ბატონისმომავალსა და ბედ-იღბალს ეხება...

- კარგი გოგონაა, კარგი გოგონა...

- თქვი, ლიდუვინა, თქვი!.. ცხონებული დედაჩემის პატივისცემის გამო მაინც თქვი!..

- სენიორიტო, გაიხსენეთ მისი დარიგებები. რა ხმაურია სამზარეულოში, კატა ხომ არარის?

მოსამსახურემ სამზარეულოს მიაშურა.

- იქნებ დავამთავროთ? - ჰკითხა დომინგომ.

- მართალი ხარ, დომინგო, სად გაგონილა, პარტიისშუა გზაზე მიტოვება, ვისი სვლაა?

- თქვენი, სენიორიტო.

- ეგრე იყოს.

ეს პარტიაც, კვლავ თავისი დაბნეულობის გამო, წააგო.

„ასე და ამგვარად, ჩემო ბატონო, - ეუბნებოდა თავის თავს საწოლი ოთახისკენ მიმავალიაუგუსტო, - ყველა იცნობს, ყველა, ჩემს მეტი. აი, სასწაული სიყვარულისა.

ხვალ? ხვალ რაღა იქნება? ააჰ, ხვალემ იზრუნოს ხვალისა. ახლა კი ძილის დროა!“

და იგი ლოგინში ჩაწვა.

Page 22: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მაგრამ ლოგინშიც კვლავ განაგრძობდა: „დიახ, მთავარი ისაა, რომ თავადაც არ მცოდნია,თურმე რარიგად მტანჯა ვდა მოწყენილობა ამ ორ, მომაკვდინებელ წელიწადს, რაც ჩემიუსათნოესი დედა გარდაიცვალა... დიახ, დიახ, არსებობს შეუცნობელი მოწყენილობა.თითქმის ყველა ადამიანი იტანჯება და კი ვერ შეიმეცნებს ამას. მოწყენილობაა მთელიჩვენი ცხოვრების საფუძველი, მოწყენილობაა მშობელი ყოველი თამაშისა, გართობისა,რომანებისა და სიყვარულისა. ცხოვრების ბურუსი აპკურებს უტკბეს მოწყენილობას,რაღაცნაირ მომწარო-მოტკბო ნექტარს. ეს სანიადაგდღეო წვრილ-წვრილი მოვლენები,ვითომ საამო საუბრები, ჩვენ რომ გვგონია დროის მოკვლისა და სიცოცხლისგაგრძელების საუკეთესო საშუალებააო, განა უტკბესი მოწყენილობა არ არის? ოჰ,ეუხენია, ჩემო ეუხენია, ჩემი შეუცნობელი მოწყენილობის ყვავილო, მოდი ჩემთან, დარჩიჩემს სიზმრებში, იოცნებე ჩემზე და ჩემთან ერთად!“

და მას ჩაეძინა.

Vსხივმოსილი არწივივით მიქროდა ღრუბლებში, ღონიერ მხრებზე ცვარი ეფრქვია,თვალები მიეპყრო მზიური ბურუსისათვის, ქარიშხლებში ნაწრთობი მკერდის ჯავშანქვეშკი თვლემდა ტკბილად მოწყენილი გული; ირგვლივ სუფევდა დედამიწის შორეულიგუგუნისაგან ნაქსოვი დუმილი, იქ კი, ზევით, ცაში მარჩბივი ვარსკვლავი აპკურებდაუხილავ ბალზამს. „ლა კორესპონდენსია!“... გაჰკვეთა სიჩუმე გამკივანმა შეძახილმა დააუგუსტომ იგრძნო შუქი განთიადისა.

„მძინავს თუ მღვიძავს? - ჰკითხა თავის თავს და ისევ საბანში გაეხვია. - არწივი ვარ თუადამიანი? რა წერია გაზეთში? რა სიახლეს მომიტანს ეს დღე? იქნებ წუხელისკორკუბიონში მიწისძვრა იყო? ანდა, იქნებ, სულაც - ლაიფციგში? ოჰ, იდეების ლირიკულიასოციაციები, პინდარესეული არეულობა! სამყარო კალეიდოსკოპია. ადამიანს შეაქვსმასში ლოგიკა. უმაღლესი ხელოვნება მხოლოდ შემთხვევის ხელოვნებაა. ამიტომ სჯობს,კვლავ დავიძინო“, - და ისევ კედლისკენ იბრუნა პირი.

„ლა კორესპონდენსია!“, „ძმარი!“... მერე ეკიპაჟი და ავტომობილი და კიდევ ბავშვებისყვირილი. „შეუძლებელია! - კვლავ გამოელაპარაკა თავის თავს აუგუსტო, - ესააცხოვრება, სულ რომ ტრიალებს და სიყვარულიც მასთან ერთად... რა არის სიყვარული?იქნება განწმენდა ყველაფერ ამისგან, იქნება მოწყენილობის არსია? ისევ ეუხენიაზევიფიქრებ, სწორედ რომ დროა!“

თვალები დახუჭა, რომ ეუხენიაზე ეფიქრა. ეფიქრა?

მაგრამ ფიქრმა დაიწყო დნობა, ლხობა და მალე მელოდიად გადაიქცა. ეს მელოდიაპოლკა იყო, ეტყობა მეარღნე გაჩერდა ქვემოთ, ფანჯარასთან და არღანი აახმიანა. ამჰანგს აჰყვა აუგუსტოს სულიც და ფიქრი გაუწყდა.

სამყაროს არსი მუსიკაშია, - დაასკვნა აუგუსტომ, როცა არღნის უკანასკნელი ბგერაცმიწყდა. - ჩემი ეუხენიაც ხომ ესოდენ მუსიკალურია? ყოველი კანონი რიტმის კანონია,რიტმი კი სიყვარულია. ამ ღვთიურმა დილამ და ახალმა ქალწულებრივმა დღემ მომიტანაეს აღმოჩენა: სიყვარული რიტმია. რიტმის მეცნიერება მათემატიკაა; სიყვარულისმგრძნობელობითი გამოხატულება - მუსიკა. სწორად გაიგეთ, რეალიზაცია კი არა,გამოხატულება“.

ფიქრი კარზე კაკუნმა გააწყვეტინა.

- შემოდით!

- დამიძახეთ, სენიორიტო? - ჰკითხა დომინგომ.

- დიახ, საუზმე!..

Page 23: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

თურმე თვითონაც ვერ შეამჩნია, როდის დაუძახა მსახურს, საუზმობამდე ნახევარი საათიმაინც რჩებოდა, მაგრამ რაკი მოიხმო, საუზმეც უნდა მოეთხოვა. მერე რა, რომ ადრე იყო.

„სიყვარული აცხოველებს და ასწრაფებს მადას, - განაგრძობდა აუგუსტო მსჯელობას, -უნდა იცხოვრო, რომ გიყვარდეს! დიახ, და უნდა გიყვარდეს, რომ იცხოვრო!“

იგი ადგა, რომ ესაუზმა.

- როგორი ამინდია, დომინგო?

- ჩვეულებრივი, სენიორიტო.

- მაშასადამე, არც კარგი, არც ცუდი.

- ასეა, დიახ!

ეს იყო მსახურის თეორია, რამეთუ მსახურსაც ჰქონდა თავისი თეორიები.

იმ დილით აუგუსტო იბანდა, ივარცხნიდა, იცვამდა და ირთვებოდა ვითარცა კაცი,რომელსაც მიზანიც აქვს ცხოვრებაში და ეს ცხოვრებაც ჭეშმარიტ კმაყოფილებას ჰგვრის,თუმცა კი მელანქოლიით ოდნავ შეფერილ კმაყოფილებას. იგი ქუჩაში გავიდა, მაგრამსულ მალე გული ძალუმად აუძგერდა. „იყუჩე! - უთხრა თავის თავს, - მე იგი მინახავს დაკარგა ხანია ვიცნობდი კიდეც, დიახ, მისი სახე ჩემთან ერთად იშვა!.. დედიკო, მიშველე!..“და როდესაც ეუხენიამ გვერდით ჩაუარა, ქუდი კი მოუხადა, მაგრამ თვალებით უფრომიესალმა.

ის-ის იყო მობრუნება და უკან გაყოლა დააპირა, რომ საღმა აზრმა და მეკარე ქალთანგამოლაპარაკების სურვილმა სძლია.

„ისაა, დიახ, ისაა, ის, - განაგრძო მან, - სწორედ ისაა, ვისაც წლების მანძილზე შეუცნობლადვეძებდი, ისაა, ვინც მეძებდა მე. ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით განკუთვნილი წინასწარდადგენილ ჰარმონიაში; ჩვენ, ერთმანეთის შემავსებელი ორი მონადა. ოჯახისაზოგადოების ჭეშმარიტი უჯრედია; მე კი მოლეკულა ვარ. ღმერთო ჩემო, რამდენიპოეზიაა მეცნიერებაში! დედა, ჩემო დედიკო, ისმინე ჩემი მანდ, ზეცაში, შენი შვილი გთხოვსრჩევას! ეუხენია, ჩემო ეუხენია!..“

მან მიიხედ-მოიხედა, ვინმე ხომ არ მიყურებსო, რადგან ერთბაშად გონს მოეგო, თურმე ნუიტყვით, ჰაერის მოხვევნას ლამობდა, და უთხრა თავის თავს: „სიყვარულიექსტაზია, იგი თავს გვავიწყებს“.

იგი რეალობას დაუბრუნა, - განა რეალობას? - მარგარიტას ღიმილმა.

- ახალი ხომ არაფერია? - ჰკითხა აუგუსტომ.

- არაფერი, სენიორიტო, ამ დილაადრიან რა უნდა მომხდარიყო.

- წერილი რომ გადაეცით, გკითხათ რამე?

- არაფერი.

- არც დღეს?

- დღეს კი, გამომკითხა, სად ცხოვრობსო, ვინ არის და შენ თუ იცნობო; ჰო, ისიც მითხრა,წერილზე მისამართი დავიწყებიაო, მერე დამავალა...

- დაგავალათ? რა დაგავალათ? თქვით, ნუ გერიდებათ.

- დამავალა, თუ კიდევ მოვა, უთხარი, დანიშნულია, საქმრო ჰყავს-თქო.

- საქმრო?

- აკი გითხარით, სენიორიტო.

Page 24: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ეგ არაფერი, ჩვენ ჩვენსას ვეცდებით, ვიბრძოლებთ!

- თქვენ იცით!

- მარგარიტა, იმედია, მე დამიჭერთ მხარს.

- რაღა თქმა უნდა!

- მაშინ ჩვენ გავიმარჯვებთ!

ამ სიტყვებით დაშორდა მეკარეს აუგუსტო და ალამედასკენ აიღო გეზი, ამწვანებულმიდამოებში იქნებ ცოტათი გაენელებინა გრძნობები, ჩიტების გალობისათვის მიეგდოყური, ისინიც ხომ სიყვარულზე მღერიან დღენიადაგ; თითქოს გულიც აღიღინდა, თითქოსიქაც, შიგნითაც სტვენდა ბულბული და ეს ბავშვობის ტკბილ მოგონებათა სიმღერასჰგავდა. დედის ციური ხსოვნა იყო, უპირველეს ყოვლისა, ესოდენ ნაზსა და საამურ შუქსრომ ჰფენდა მის მოგონებებს.

აუგუსტოს ბუნდოვნად ახსოვდა მამა; იგი წარმოედ გინა მითიურ აჩრდილად, სადღაცშორს რომ იკარგებოდა და გასისხლიანებულ ღრუბლად მოჩანდა დასალიერზე. ასეჩარჩა მეხსიერებაში, რადგან სულ პაწაწა იყო, სისხლის ღებინების მერე ერთიანადწითლად შეღებილი და გახევებული მამა რომ ნახა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ დაკვლავ ჩაესმოდა დედის კივილი - „შვილო!“ ამ კივილმა გაავსო მთელი სახლი და ვერგაიგებდით, სულთმობრძავს მიმართავდა იგი, თუ აუგუსტოს, გაშტერებული დაგაშეშებული რომ იდგა სიკვდილის იდუმალების წინაშე.

ცოტა ხნის შემდეგ კი მწუხარებისგან ათრთოლებული დედა შვილს მკერდში იკრავდა დამოთქვამდა: „ჩემო შვილო! ჩემო შვილო!“ და მდუღარე ცრემლით უნამავდა სახეს,ტიროდა აუგუსტოც, მაგრად ეკვროდა დედას და თავის მობრუნებას ვერ ბედავდა, ამთბილ, მთრთოლვარე უბის სიბნელიდან თავის ამოყოფის ეშინოდა, „ბუას“ დამშეულთვალებს არ შევეფეთოო.

ასე გადიოდა ცრემლიანი და თალხი დღეები, მაგრამ ნელ-ნელა პირი იბრუნა და შიგნითჩატრიალდა ცრემლები, ნელ-ნელა გაიცრიცა ძაძები.

სახლი მყუდრო და თბილი იყო. შუქი ატანდა ფარდებზე ამოქარგულ თეთრ ყვავილებში.გაბავშვებული მოხუცებივით გულიანად გეპატიჟებოდნენ სავარძლები. ყოველთვისთვალსაჩინო ადგილზე იყო საფერფლე, მამის მიერ უკანასკნელად მოწეული სიგარისფერფლი რომ შემოენახა. კედელზე ეკიდა ქორწინების დღეს გადაღებული დედ-მამისსურათი; კაცი მაღალი იყო, იჯდა, ფეხი ფეხზე გადაედო და ფეხსაცმლის ენა მოუჩანდა;ქალი ტანმორჩილი ჩანდა, კაცის გვერდით იდგა და ნაზი ხელით მსუბუქად ეყრდნობოდამას; ისეთი ნაზი ხელი ჰქონდა, იფიქრებდით, სწორედ ამისთვისაა შექმნილი, ასე მსუბუქად,მტრედივით წყნარად დაენდოს მეუღლის მხარს, ჩაბღაუჭება როდი შეუძლიაო.

დედა უხმაუროდ, ჩიტივით დადიოდა, სულ ძაძები ეცვა და იღიმებოდა; მაგრამ ამღიმილშიც იგრძნობოდა ქვრივობის პირველი დღეების ცრემლი, სამუდამოდ რომშეჰყინვოდა მის ბაგესა და გამჭრიახ თვალებს. „მე შენთვის ვცოცხლობ, შვილო, მხოლოდშენთვის!“ - ეუბნებოდა ხოლმე აუგუსტოს ღამღამობით, ძილის წინ. ძილშიც თანმიჰყვებოდა შვილს მისი ცრემლით დანამული ამბორი.

ტკბილი სიზმარივით გადიოდა მათი ცხოვრება.

საღამოობით დედა უკითხავდა ხოლმე ხან წმინდანთა ცხოვრებას, ხან ჟიულ ვერნისრომანს, ხანაც რაიმე მიამიტურ, უეშმაკო ზღაპარს. ზოგჯერ თვითონაც გაიცინებდა,უხმაუროდ, მორიდებულად, მაგრამ ამ სიცილშიც იგრძნო ბოდა ადრინდელი ცრემლები.

მერე აუგუსტო ინსტიტუტში შევიდა და საღამოობით დედა გაკვეთილებს უმოწმებდახოლმე. თავადაც სწავლობ და, რომ მიხმარებოდა შვილს. ლამის ყველა უცნობი სახელიდაიზეპირა, რაც მსოფლიო ისტორიაში შეხვდა და ღიმი ლით ეტყოდა ხოლმე: „ღმერთოჩემო, რამდენი სისასტიკე ჩაუდენია ადამიანს!“ ამ სათნო ქალმა მათემატიკაც აითვისა,

Page 25: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

თანაც შესაშური ნიჭი გამოავლინა. „დედაჩემს რომ მათემატიკისათვის თავის დროზემოეკიდა ხელი...“ - ფიქრობდა აუგუსტო და ახსენდებოდა, რა მონდომებით ხსნიდაკვადრატულ განტოლებებს დედამისი; ფსიქოლოგიასაც სწავლობდა, მაგრამ ყველაზემეტად ეს საგანი უძნელდებოდა: „როგორ ართულებენ ყველაფერს!“ - იტყოდა ხოლმე;სწავლობდა ფიზიკას, ქიმიას, ბუნებისმეტყველებას. ეგ არის, მცენარეთა და ცხოველთააღმნიშვნელი უცხო სახელები არ მოსწონდა; ფიზიოლოგია ხომ პირდაპირ თავზარსასცემდა; ამ საგანში გაკვეთილების შემოწმებაზეც კი უარი განაცხადა; გულისა დაფილტვების გამოსახულება ქმრის სისხლიან სიკვდილს აგონებდა: „რა შემზარავია ეს,შვილო, - ეუბნებოდა აუგუსტოს, - არ მინდა, ექიმი გამოხვიდე, ჯობია, სულ არ იცოდე,როგორები ვართ შიგნით“.

როცა აუგუსტომ ბაკალავრის ხარისხი მიიღო, დედამ ხელი მოხვია და გულაჩუყებულმაუთხრა: „მამაშენი რომ ცოცხალი ყოფილიყო!..“ მერე ძალით დაისვა მუხლებზე; აუგუსტომდაირცხვინა, რადგან კარგა მოზრდილი ყმაწვილი გახლდათ; ერთხანს ასე გაყუჩებულიიჯდა დედაშვილი და ქალი მდუმარედ დასცქეროდა განსვენებულის საფერფლეს.

შემდეგ უნივერსიტეტში სწავლის, სტუდენტური მეგობრობის დრო დადგა და საბრალოდედა კიდევ უფრო დასევდიანდა, რადგან ხედავდა, შვილი თანდათან ფრთებს შლიდადა ხელიდან უსხლტებოდა. „მე შენთვის ვცოცხლობ, მარტო შენთვის, - უმეორებდამალიმალ, - შენ კი!.. ვინ იცის, ვისთვის გზრდი!.. თუმცა რას იზამ, ასეთია ცხოვრება,შვილო!“ იმ დღეს, სამართლის ლიცენციატის ხარისხი რომ მიიღო და სახლში დაბრუნდა,დედა ხუმრობანარევი სერიოზულობით მოეხვია და ყურში უჩურჩულა: „მამიკო გლოცავს,ჩემო შვილო!“ დედა შვილს ძილს როგორ დაასწრებდა, ჯერ ის უნდა მიეცილებინასაწოლამდე და ეკოცნა; ამიტომ არც აუგუსტო აგვიანებდა ხოლმე ღამღამობით, დედამუდამ მის გვერდით იყო, თვალს გაახელდა და უკვე სასთუმალთან ეჯდა; თუ შვილს რაიმეკერძი არ მოეწონებოდა, არც დედა ახლებდა ხელს. სეირნობითაც სულ ერთადსეირნობდნენ, მიდიოდნენ მდუმარედ, დედა განსვენებულ ქმარზე ფიქრობდა, შვილი კი -რაც თვალში მოხვდებოდა, იმაზე, დედა სულ ერთსა და იმავეზე, სანიადაგდღეო საქმეებზელაპარაკობდა, ამ სამყაროსავით ძველი რომაა და სულ ახალი კი გვგონია.

ხშირად ასეთი სიტყვებით იწყებდა საუბარს: „როცა და ქორწინდები...“

თუ გზად ლამაზი ანდა უბრალოდ სანდომიანი გოგონა შემოხვდებოდათ, დედა მალულადგადახედავდა ხოლმე შვილს.

მერე სიკვდილის ჟამი დადგა, შემოდგომის ერთ საღამოს მოვიდა სიკვდილი ჩუმი,დარბაისლური, თვინიერი და უმტკივნეულო, თითქოს ფეხის წვერებზე შემოიპარაო,უხმაუროდ, უცხო ფრინველის ნარნარი ფარფატით გადაევლო თავს და წაიყვანა დედა;ისე მიიცვალა, წამით თვალი არ მოუცილებია შვილისთვის; აუგუსტოს მისი ხელი ეჭირა დაგრძნობდა, როგორ ცივდებოდა, ნელ-ნელა როგორ უქრებოდა თვალებში შუქი. მერეხელი გაუშვა, მხურვალედ ეამბორა და თვალები დაუხუჭა. საწოლთან მუხლებზე დაეშვადა ამ წუთებში თვალწინ ჩაუარა ბოლო წლების ამბებმა; და ამ ამბებს ზღვარსა დასხვაობას ვერ მოუძებნიდით.

ახლა კი ალამედას პროსპექტზე სეირნობდა, თავს ჩიტები დასჭიკჭიკებდნენ და იგიეუხენიაზე ფიქრობდა. მას ჰყავს საქმრო. „თუ მეშინია, ჩემო შვილო, - ხშირად ეტყოდახოლმე დედა, - იმ წუთისა მეშინია, როცა გზაზე პირველი ეკლები შემოგხვდება“. ცოცხალირომ ყოფილიყო, ამ პირველ ეკლებს ვარდებად აქცევდა.

„დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო, უთუოდ გამოსავალს მონახავდა, - უთხრა თავის თავსაუგუსტომ, - ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ კვადრატულ განტოლებაზე ძნელი არ არის დაარსებითად, კვადრატულ განტოლებაზე მეტიც არ არის“.

მონოლოგი სუსტმა, შესაბრალისმა წკმუტუნმა შეაწყვეტინა. აუგუსტომ მიიხედმოიხედა დამწვანე ბუჩქებში ლეკვს მოჰკრა თვალი, ისე მიცოცავდა, თითქოს ამქვეყნიურ გზას ეძებსო;„საბრალო! - თქვა მან, - თვალის გახელაც არ აცალეს, ისე გადააგდეს, ეგებ მოკვდესო,გამბედაობაც არ ეყოთ, რომ მოეკლათ“, - და ლეკვი ხელში აიყვანა.

ლეკვი დედის ძუძუს ეძებდა. აუგუსტო მყისვე წამოდგა და შინისკენ გასწია, გზადაგზა

Page 26: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ფიქრობდა: „როცა ეუხენია ამ ამბავს შეიტყობს, მაშინ კი კაი დღე გაუთენდება ჩემსმეტოქეს! ეუხენიას უეჭველად შეუყვარდება ლეკვი! მერედა რა ლამაზია, რა კარგი!საცოდავი, ხელს მილოკავს!..“

- რძე მოიტანე, დომინგო, ჩქარა, - უთხრა მსახურს, როგორც კი მან კარი გაუღო.

- ძაღლი რამ გაყიდინათ, სენიორიტო?

- არ მიყიდია, დომინგო; ეს ლეკვი მონა კი არა, თავისუფალი ძაღლია! ვიპოვე.

- მაშ, მიგდებული ყოფილა.

- ჩვენ ყველანი მიგდებულები არა ვართ, დომინგო! რძე მოიტანე.

დომინგომ რძეს ჩვარიც მოაყოლა, რომ ლეკვს იოლად ამოეხვრიპა რძე, მერე კიაუგუსტომ საწოვარაც აყიდვინა ორფეოსისთვის, - ასე მონათლა ძაღლი და თუ რატომ,აუხსნელი დარჩა.

ამიერიდან ორფეოსი გახდა მისი ავანჩავანი, მისი მონოლოგებისა და ეუხენიასადმი მისისიყვარულის საიდუმლოებათა რწმუნებული.

„მომისმინე, ორფეოს, - გუნებაში ეუბნებოდა აუგუსტო, - უნდა ვიბრძოლოთ, შენ რასმირჩევ? ააჰ, ნეტავი კი დედაჩემს ენახე... მაგრამ მოიცადე, მოიცადე, დადგება დღე დაეუხენიას მუხლებზე დაიძინებ, მის თბილსა და ნაზ ხელს იგრძნობ ზურგზე. მაგრამ მანამდერა ვიღონოთ, ორფეოს?“

იმ დღეს უხალისოდ ისადილა, უხალისოდ ისეირნა, ჭადრაკის პარტიაც უხალისოდითამაშა, სიზმრებიც უხალისო ნახა იმ ღამეს.

VI„რაიმე გადაწყვეტილება უნდა მივიღო, - ეუბნებოდა აუგუსტო საკუთარ თავს, როცაალამედას პროსპექტზე, №58 სახლის წინ სეირნობდა, - მეტი აღარ შემიძლია“. იმავე წუთსმეორე სართულის აივანზე, სადაც ეუხენია ცხოვრობდა, კარი გაიღო და გამოვიდა ხმელ-ხმელი, ჭაღარა ქალი, ხელში გალია ეჭირა, ეტყობა, იადონი გამოიყვანა მზეზე. მაგრამროგორც კი გალია დაკიდა, ლურსმანი მოძვრა და გალია ძირს ჩავარდა. „ვაიმე! ჩემოპაწაწა!“ - გაისმა სენიორას განწირული კივილი. აუგუსტომ უმალ ხელი დასტაცა გალიას,რომელშიც შეშინებული იადონი ფართხალებდა.

აუგუსტო კიბეებს აუყვა; ჩიტი გალიაში ფართხალებდა, გული - მკერდში. ქალი კარებშიშეეგება. ოჰ, რა მადლობელი ვარ, რა მადლობელი, კაბალერო! რას ბრძანებთ,მადლობელი მე უნდა ვიყო, სენიორა! ჩემი პაწაწა! ჩემი პაწაწა ჩიტუნია! ჩუ, დაწყნარდი,დამშვიდდი! ხომ არ შემობრძანდებით, კაბალერო!

დიდი სიამოვნებით, სენიორა!

და აუგუსტო შევიდა.

ქალი სასტუმრო ოთახში შეუძღვა, - „ერთი წუთით, ჩემს ჩიტუნიას გავიყვან“, - უთხრა დამარტო დატოვა.

იმავე წამს ოთახში შემოვიდა შუახნის მამაკაცი, მუქი სათვალე ეკეთა და თავზე ფესიეხურა. რაღა თქმა უნდა, ეუხენიას ბიძა იყო. იგი გვერდით მიუჯდა აუგუსტოს და მაშინვესაუბარი გაუბა (ესპერანტოზე ლაპარაკობდა და მისი ნათქვამი ასე შეიძლებოდაგაგეგოთ: „მეთანხმებით თუ არა, რომ მალე დადგება საყოველთაო მშვიდობა დადადგება სწორედ ესპერანტოს წყალობით?“).

აუგუსტომ იფიქრა, გავიქცევიო, მაგრამ ეუხენიასადმი სიყვარულმა შეაჩერა. მამაკაცი კიკვლავ ესპერანტოზე განაგრძობდა ლაპარაკს.

Page 27: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ბოლოს აუგუსტომ გაბედა და უთხრა:

- ერთი სიტყვაც ვერ გავიგე, კაბალერო.

- რას გაიგებდით, იმ წყეულ ჟარგონზე გელაპარაკებათ, ესპერანტოს რომ ეძახიან, - თქვაეუხენიას მამიდამ, რომელიც ის-ის იყო შემოვიდა სასტუმრო ოთახში, მერე ქმარსმიუბრუნდა, - ფერმინ, ამ ბატონმა იადონი ამოგვიყვანა.

- იქნებ გგონია, მე შენი ენა უკეთესად მესმის, ვიდრე შენ ჩემი ესპერანტო? - მიუგო ქმარმა.

- ჩემი საბრალო ჩიტუნია აივნიდან რომ გადამივარდა, ამ ბატონმა ამოიყვანა-მეთქი!უკაცრავად, - მიუბრუნდა აუგუსტოს, - თქვენი სახელი?

- აუგუსტო პერესი გახლავართ, სენიორა, განსვენებული ქვრივის, პერეს როვირას შვილი,ალბათ იცნობდით.

- დონია სოლედადის ვაჟიშვილი?

- სწორად ბრძანებთ, დონია სოლედადისა.

- როგორ არა, ძალიან კარგად ვიცნობდი, კეთილშობილ ქალბატონს, სამაგალითოქვრივი იყო და სამაგალითო დედა, ასეთი დედის ყოლა ნამდვილი ბედნიერებაა.

- ისიც ბედნიერებაა, რომ იღბლიანმა შემთხვევამ საშუალება მომცა თქვენ გამეცანით.

- იღბლიანიო?! ეს სავალალო შემთხვევა თქვენ იღბლიანად მიგაჩნიათ?

- ჩემთვის იღბლიანი იყო.

- მადლობას მოგახსენებთ, კაბალერო, - თქვა დონ ფერმინმა და განაგრძო: - ადამიანებსადა მათ საქმეთ იდუმალი კანონები განაგებს, რომელთაც მაინც ამოიცნობენ ხოლმებოლოს. მე, სენიორ, თითქმის ყველაფერზე გამაჩნია საკუთარი შეხედულება...

- მორჩი, ამ აბდაუბდას, ადამიანო! - წამოიძახა მამიდამ, - მაინც როგორ გაჩნდით აქ ასესწრაფად, ჩემი ჩიტუნიას ბედად?

- ვერ ვიცრუებ, სენიორა, უნდა გამოგიტყდეთ, თქვენი სახლის წინ დავსეირნობდი.

- ჩვენი სახლის წინ?

- დიახ, სენიორა, თქვენ ისეთი მომხიბლავი ძმისწულიგყავთ...

- ახლა კი გასაგებია, სენიორ! აი, თურმე რატომ ყოფილა ეს შემთხვევა თქვენთვისიღბლიანი, ეტყობა, მართლაც არსებობენ წინასწარმეტყველი იადონები.

- ვინ უწყის გზანი განგებისანი? - თქვა დონ ფერმინმა.

- მე ვუწყი, ჩემო ძვირფასო, მე! - წამოიძახა სენიორამ და აუგუსტოს მიუბრუნდა, -თქვენთვის ამ სახლის]კარი მუდამ ღიაა... ოღონდაც! დონია სოლედადის ვაჟისთვის!.. სხვარომ არაფერი, იმაში მაინც დამეხმარებით, ჩვენს გოგონას ხელი ავაღებინოთ იმ თავისახირებაზე.

- მერედა თავისუფლება! - ჩაერია დონ ფერმინი.

- გაჩუმდი-მეთქი, კაცო, მაგ შენი ანარქიზმით გული ნუ გამიწყალე.

- ანარქიზმითო? - წამოიძახა აუგუსტომ.

ფერმინს კმაყოფილებისგან სახე გაებადრა და დათაფლული ხმით განაცხადა:

- დიახ, ჩემო ბატონო, ანარქისტი გახლავართ, მისტიკური ანარქისტი, მაგრამ იცოდეთ,მხოლოდ თეორიულად; სწორად გამიგეთ, თეორიულად-მეთქი. ნუ გეშინიათ, მეგობარო, -დაუმატა მან და მუხლზე დაადო ხელი, - ყუმბარებს კი არ ვისვრი, ჩემი ანარქიზმი წმინდა

Page 28: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

სულიერი ხასიათისაა. საქმე ის არის, ჩემო მეგობარო, რომ თითქმის ყველაფერზე ჩემისაკუთარი აზრი გამაჩნია...

- თქვენც ანარქისტი ბრძანდებით? - ჰკითხა აუგუსტომ მამიდას, ოღონდ კი რამე ეთქვა.

- მე? რა სისულელეა, განა შეიძლება, ვინმემ არ მართოს ეს ქვეყანა? თუ გამგებელი არგვეყოლება, ვინ ვის დაემორჩილება? განა არ გესმით, რომ ეს შეუძლებელია?

- მცირედ მორწმუნენო, რას ეძახით შეუძლებელს!.. - წამოიწყო დონ ფერმინმა.

მაგრამ ცოლმა გააწყვეტინა:

- კეთილი, ძვირფასო სენიორ დონ აუგუსტო, ჩვენ უკვე შევთანხმდით. ჩემი აზრით,ღირსეული პიროვნება ბრძანდებით, კარგად აღზრდილი, პატიოსანი ოჯახიშვილიდა რენტაც საკმარისი გაქვთ... არაფერია... არაფერი... გადაწყდა, დღეიდან თქვენ ჩემიკანდიდატი ხართ.

- ისეთი პატივი დამდეთ, სენიორა...

- დიახ, ეს გოგონა ჭკუაზე უნდა მოვიყვანოთ. იცით, ანჩხლიაო, ვერ ვიტყვით, მაგრამძალზე ახირებულია... გა საკვირიც არ არის, ბავშვობაში ისე ანებივრებდნენ!.. როცაჩემს უბედურ ძმას ის კატასტროფა შეემთხვა...

- რა კატასტროფა? - ჰკითხა აუგუსტომ.

- დიახ, ეს ამბავი თითქმის ყველამ იცის და არც თქვენ დაგიმალავთ. ეუხენიას მამამ თავიმოიკლა მარცხია ნი საბირჟო ოპერაციის გამო და მისი ქონება ისეთ თანხაზე დააგირავეს,რომ ეუხენიას მთელი რენტა მარტო ვალების დაფარვას ხმარდება. საბრალო გოგონამგადაწყვიტა, გაკვეთილებით მოაგროვოს ფული და როგორმე გამოისყიდოს თამასუქი;მაგრამ აბა, რას გახდება, თუნდაც სამოცი წელიწადიც რომ იმასწავლებლოს!

ამ წუთში აუგუსტოს აზრმა გაჰკრა, სულგრძელმა და გმირულმა აზრმა.

- გოგონა სულაც არ არის ავი, - განაგრძობდა მამიდა, - მაგრამ მაინც ძნელია მასთანსაერთო ენის გამონახვა.

- აი, ესპერანტო რომ გესწავლათ... - წამოიწყო დონ ფერმინმა.

- მოეშვი ამ უნივერსალურ ენებს. მშობლიურზე ხომ კარგად ვუგებთ ერთმანეთს და ახლარაღაც უცხო შემოგვაჩეჩე!

- თქვენ როგორ ფიქრობთ, სენიორა, - ჰკითხა აუგუსტომ, - ყველა რომ ერთ ენაზეალაპარაკდეს, უკეთესი იქნებოდა?

- იქნებოდა, იქნებოდა, - საზეიმო ხმით წამოიძახა დონ ფერმინმა.

- დიახ, სენიორ, - თქვა მამიდამ მტკიცედ, - ურიგო შეიძლება არც იქნებოდა, მაგრამ ეს ენამხოლოდ კასტილიური უნდა იყოს, ყეყეჩ მოსამსახურეებს კი ასტურიულზე ველაპარაკოთ.

ეუხენიას მამიდა ასტურიელი გახლდათ, მოსამსახურეც ასტურიელი ჰყავდა და სულასტურიულად ტუქსავდა ხოლმე.

- რაღა თქმა უნდა, თეორიულად, - განაგრძო მან - ალბათ, ურიგო არც იქნებოდა, ყველასმათ ენაზე ესაუბრა, მაგრამ ჩემი ქმარი თეორიულად ქორწინების წინააღმდეგიც არის.

- ბატონებო, - თქვა აუგუსტომ და წამოდგა, - მომიტევეთ შეგაწუხეთ...

- ეს რა შეწუხებაა კაბალერო, - უპასუხა მამიდამ, - იცოდეთ, ხშირად უნდა გვესტუმროთხოლმე. ახლა თქვენ ჩემი კანდიდატი ხართ.

დონ ფერმინმა დრო იხელთა, როცა სტუმარს აცილებდა და ყურში ჩასჩურჩულა:

Page 29: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

„აზრადაც არ გაივლოთ!“ - „რატომ?“ - ჰკითხა აუგუსტომ. - „რაღაც წინათგრძნობა მაქვს,კაბალერო, წინათგრძნობა...“

მამიდამ კი დამშვიდობებისას ასე უთხრა: „თქვენ ჩემი კანდიდატი ხართ, გახსოვდეთ!“

როცა ეუხენია შინ დაბრუნდა, მამიდამ მაშინვე ახარა:

- რომ იცოდე, ვინ იყო ჩვენთან! დონ აუგუსტო პერესი!

- აუგუსტო პერესი... აუგუსტო პერესი... აჰა, დიახ! მერე, ვინ მოიყვანა?

- ჩემმა პაწაწამ, იადონმა.

- რაო, რისთვის მოვიდა?

- ეგ რა კითხვაა! შენთვის მოვიდა.

- ჩემთვის მოვიდა, იადონმა მოიყვანა! არაფერი მესმის! შენც რომ ძია ფერმინივითესპერანტოზე ლაპარაკობდე, მგონი აჯობებდა.

- გეუბნები, შენი გულისთვის მოვიდა-მეთქი; ახალგაზრდა კაცი, სასიამოვნო შესახედავი,ტანადი, კარგად აღზრდილი, ჭკვიანი და, რაც მთავარია, მდიდარია, ჩემო გოგონა,საკმაოდ მდიდარი!

- მისი სიმდიდრე რაში მარგია, ჩემს სამყოფს მეც ვშოულობ და სხვის ქონებას არდავხარბდები.

- ამას ვინ გეუბნება, ფხუკიანო!

- გვეყოფა, მამიდა, გვეყოფა, ასეთ ხუმრობებს თავი დავანებოთ.

- აი, ნახავ მას, ჩემო გოგონა, ნახავ და აზრსაც შეიცვლი.

- ამის იმედი ნუ გექნებათ...

- მაინცდამაინც თავს ნუ გამოიდებ, წინასწარ არ იცი, რა მოხდება.

- შეუცნობელ არიან გზანი განგებისანი! - წამოიძახა დონ ფერმინმა. - ღმერთი...

- აბა, რას ამბობ, - შეაწყვეტინა ცოლმა. - ღმერთი და ანარქიზმი ერთად რასახსენებელია? ერთხელ არ მითქვამს და ორჯერ, მეათასეჯერ მაინც გეუბნები, თუ ამქვეყანას გამგებელი არ ეყოლება, ღმერთი რიღას მაქნისია-მეთქი.

- მე მისტიკური ანარქისტი გახლავართ, ვგონებ ჩემგანაც ათასჯერ გსმენია, ჩემომეუღლევ, მისტიკური ანარქისტი-მეთქი; ღმერთი ადამიანივით კი არ განაგებს, ისიცანარქისტია... ღმერთი კი არ განაგებს, არამედ...

- იქნება ისიც თქვა, ემორჩილებაო?

- მართალს ბრძანებ, ჩემო მეუღლევ, მართალს, ეს სიტყვები თვით ღმერთმა შთაგაგონა...მოდი აქ! დონ ფერმინმა ცოლს ხელი მოჰკიდა, სახეში შეხედა, შუბლიდან თეთრი თმისკულულები სულის შებერვით გადაუყარა და მერე უთხრა:

- თვით ღმერთმა შთაგაგონა ეგ აზრი, დიახ, სწორედ ღმერთი ემორჩილება...ემორჩილება...

- მარტო თეორიულად არა? შენ კი ეუხენიტა, სისულელეებს მოეშვი, ამისთანა დიდებულსაქმროს ვერ ეღირსები.

- მეც ანარქისტი გახლავარ, მამიდა, მაგრამ ძია ფერმინივით კი არა, მისტიკის გარეშე.

- ამასაც ვნახავთ! - დაასრულა საუბარი მამიდამ.

Page 30: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

VII„ოოჰ, ორფეოს, - უკვე სახლში განაგრძობდა აუგუს ტო და თან ძაღლს რძეს ასმევდა, - ოჰ,ორფეოს, დიდი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგი; მის კერიას მივაღწიე და მის ტაძარშიშევდგი ფეხი. გესმის კი, რას ნიშნავს გადამწყვეტი ნაბიჯი? ბედის ქარები მიგვაქანებს დათითოეული ჩვენი ნაბიჯი გადამწყვეტია. ჩვენი? ჩვენი ნაბიჯი? ჩემო ორფეოს, ჩვენმივაბიჯებთ გაუვალ, უდაბურსა და გაუკაფავ ტევრში, ბილიკს ჩვენი ნაბიჯები კვალავს,ჩვენი ალალბედზე გადადგმული ნაბიჯები. ზოგი ფიქრობს, ბედის ვარსკვლავიმიმიძღვისო, მე კი ვიცი, ორი ვარსკვლავი, მარჩბივი ვარსკვლავი მინათებს გზას.ვარსკვლავი მხოლოდ ბილიკის პროექციაა ცაზე, შემთხვევითობის პროექცია.

გადამწყვეტი ნაბიჯი! მითხარი ორფეოს, განა ასე აუცილებელია ღმერთი ან თუნდაც ესსამყარო ანდა კიდევ სხვა რამ, რა ვიცი, რა! რატომ უნდა არსებობდეს მაინცდამაინცრამე? არ გიფიქრია, რომ აუცილებლობის იდეა მხოლოდ უმაღლესი ფორმაა, რასაცშემთხვევითობა იღებს ჩვენს ცნობიერებაში?

საიდან მომევლინა ეუხენია? ისაა ჩემი ქმნილება, თუ მე ვარ მისი ქმნილება? ანდა იქნებჩვენვე შევქმენით ერთმანეთი, მე ის და მან მე, ან იქნებ მთელი ცალკეულისაგან დაცალკეული მთელისგანაა შექმნილი? და საერთოდ, რა არის ქმნილება? რა ხარ შენ,ორფეოს? რა ვარ მე?

ხშირად ისიც მიფიქრია, იქნებ სულაც არ ვარსებობ, ან ქუჩაში რომ დავეხეტები, ხალხისულაც ვერ მამჩნევს-მეთქი; ზოგჯერ მგონია, ხალხი ისეთს კი ვერ მხედავს, როგორსაც მეთვითონ ვხედავ საკუთარ თავს და, მე რომ წარმომიდგენია, სრულიად ჩვეულებრივად,დარბაისლურად მივაბიჯებ-მეთქი, სინამდვილეში ვჯამბაზობ, გამვლელები იცინიან,მასხრად მიგდებენ, მე კი ვერ ვამჩნევ. შენ არ დაგმართნია ასეთი რამ, ორფეოს? ანდარატომ უნდა დაგმართოდა, შენ ხომ ჯერ პატარა ხარ და ცხოვრებისეული გამოცდილებაცარ შეგიძენია. ესეც არ იყოს, მაინც ძაღლი ხარ.

ერთი ეს გამაგებინე, ორფეოს, ძაღლი არასოდეს არ წარმოიდგენს თავს ადამიანად? აი,ადამიანს ზოგჯერ თავი ძაღლი ჰგონია.

ხედავ, რა ცხოვრება მაქვს, ორფეოს, რა ცხოვრება მაქვს, მით უმეტეს, დედაჩემისგარდაცვალების შემდეგ! ყოველ საათს გარდასული საათი უდგას უკან და უბიძგებს; მე არვიცოდი, რა იყო მომავალი. ახლა კი, როცა თანდათან, ბუნდოვნად ვხედავ მას, უკვემგონია, მალე ესეც წარსულად გადაიქცევა. ეუხენიაც თითქმის უკვე მოგონებად მექცა. ესწარსულისაკენ მიქცეული დღეები... ეს მარადიული წარსულისაკენ მიქცეული დღე...მოწყენილობის ბურუსში გაითქვიფება და აღარც დღევანდელი დღე განირჩევაგუშინდლისაგან და აღარც ხვალინდელი დღევანდლისაგან. ორფეოს, შეხედე მამაჩემისმიერ დატოვებულ ფერფლს, შეხედე...

აი, მარადისობის სიმბოლო, ორფეოს, საშინელი მარადისობისა... როცა კაცი მარტორჩება და აღარ გასცქერის მომავალსა და ოცნებას, თვალწინ გადაეშლება შემზარავიუფსკრული მარადისობისა. მარადისობა! მარადისობა მომავალი არ არის. როცამივიცვლებით, სიკვდილი დაგვატრიალებს ჩვენს ორბიტაზე და კვლავ უკან დაგვაბრუნებსწარსულისაკენ, იმისკენ, რაც იყო. ასე უსასრულოდ ვარღვევთ ჩვენი ბედის გორგალს,ვსპობთ ყველაფერს უსასრულოს, რამაც შეგვქმნა მარადისობაში, მივდივართ არარაშიდა მაინც ვერასოდეს მივაღწევთ იქამდე, რამეთუ არც არასოდეს არა არსებულა რა.

ჩვენი არსებობის ამ დინების ქვეშ, მის სიღრმეში სხვა ნაკადი მიედინება საპირისპიროდ,აქ ჩვენ მივემართებით გუშინდლიდან ხვალისაკენ. იქ კი - ხვალინდლიდანგუშინდლისაკენ. ჩვენი ბედი კიდეც იქსოვება და კიდეც ირღვევა ერთსა და იმავე დროსდა ზოგჯერ ამ, სხვა სამყაროდან, ამ ჩვენი სამყაროს შუაგულიდან ჩვენამდეც აღწევსქროლვა, სუნი და იდუმალი ხმები. ისტორიის გულგვამი ისტორიის საპირისპიროა დასაპირისპირო პროცესია იმისა, რაც ჩვენ ვიცით; მიწისქვეშა მდინარე ზღვიდან წყაროსკენმიედინება.

ახლა კი ჩემი მარტოობის ცაზე ბრწყინავს ეუხენიას თვალები, სულ რომ დედაჩემის

Page 31: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ცრემლებს მახსენებს და მაიძულებს ვირწმუნო ჩემი არსებობა, ტკბილი ილუზია! მიყვარს,მაშასადამე, ვარსებობ! ეს სიყვარული მადლიან წვიმას ჰგავს, ორფეოს, წვიმას,რომელშიც განიბნევა და ლეკერტებად შეიკვრება არსებობის ბურუსი. სიყვარულისწყალობითაა, რომ ვეხები და შევიგრძნობ ჩემს სულს. სული პირდაპირ შუაგულშიამტკივდება ხოლმე, ეს ხომ სიყვარულის წყალობითაა, ორფეოს; და განა თვით სულისიყვარული არ არის, განსახიერებული ტანჯვა არ არის?

მოდიან და მიდიან დღეები, სიყვარული კი რჩება. იქ, შიგნით, ღრმად, ერთმანეთს ეხებიანდა ეჯახებიან ამ სამყაროსა და იმ, სხვა სამყაროს ნაკადები; მათ შეხებისა და შეჯახებისშედეგად იბადება ყველაზე სევდიანი და ყველაზე ტკბილი ტანჯვა - ტანჯვა არსებობისა.

შეხედე, ორფეოს, აი, საყრდენი, საფუძველი, შეხედე როგორ გადი-გამოდის ჯარა, წინ დაუკან, როგორ თამაშობს ძაფი, მაგრამ აბა, მითხარი, რომელ ღერძზე ეხვევა ჩვენიარსებობის ქსოვილი? სად არის ეს ღერძი, სად?“

ორფეოსს არასოდეს ენახა საქსოვი ჯარა და ვერც თავის პატრონს გაუგებდა რასმე,მაგრამ სანამ იგი ლაპარაკობდა, თვალებში შესციცინებდა და თითქოს კიდეც უხვდებოდააუგუსტოს გულისნადებს.

VIIIაუგუსტოს აკანკალებდა; სავარძელში კი იჯდა, მაგრამ თავი ეშაფოტზე ეგონა, ისეთიგრძნობა დაუფლებოდა, ძლივს იკავებდა თავს, რომ არ წამომხტარიყო, არ შემოერბინასასტუმრო ოთახი; სურდა ხელები ზევით აღეპყრო, ეყვირა, ჯამბაზივით ყირაზეგადასულიყო და საკუთარი არსებობა დაევიწყებინა. ვერც დონია ერმელინდას, ეუხე ნიასმამიდას და ვერც დონ ფერმინს, მის მეუღლეს, ამ თეორიულ ანარქისტსა და მისტიკოსს,ვერასგზით ვერ მოებრუნებინათ იგი სინამდვილისაკენ.

- დონ აუგუსტო, ჩემი აზრით, - ამბობდა დონია ერმელინდა, - კარგს იზამდით, ცოტა კიდევმოგეცადათ, საცაა ისიც მოვა; აქ შემოვიყვან, ნახავთ ერთმანეთს, გაიცნობთ, ნაცნობობაკი, მოგეხსენებათ, უკვე პირველი ნაბიჯია; ამგვარი ურთიერთობები ერთმანეთისგაცნობით იწყება, ასე არ არის, განა?

- რასაკვირველია, სენიორა, - თითქოს სულ სხვა სამყაროდან გამოეპასუხა აუგუსტო, - ჯერუნდა ნახო და გაიცნო...

- მჯერა, როცა გაიცნობთ... მერე ყველაფერი ნათელი გახდება!..

- ამის იმედი ნუ გექნებათ, - შენიშნა დონ ფერმინმა, - გზანი განგებისანი შეუცნობელ არიანმუდამ... მეეჭვება, რომ ქორწინებისთვის ჯერ შეცნობა იყოს სასურველი და აუცილებელი...მეეჭვება... ჭეშმარიტი შეცნობა მხოლოდ და მხოლოდ ხდება ქორწინების შემდგომ, მეუკვე გითხარი ჩემო მეუღლევ, თუ რას ნიშნავს ბიბლიის ენაზე შეცნობა და დამიჯერე,ურთიერთშეღწევადზე უფრო არსებითი და სუბსტანციური შეცნობა არ არსებობს...

- გაჩუმდი, კაცო, გაჩუმდი, რას ლაპარაკობ!

- შეცნობა, ჩემო ერმელინდა...

გაისმა ზარის ხმა.

- აი, ისიც მოვიდა! - წამოიძახა ბიძამ იდუმალი ხმით.

აუგუსტოს მოეჩვენა, თითქოს რაღაც ცეცხლოვანმა ტალღამ წამოიწია იატაკიდან, თავზეგადაევლო და სადღაც ზევით აიჭრა. გულმა ბაგაბუგი დაუწყო.

გაიგონა, როგორ გაიღო კარი, გაიგონა ნაბიჯების ხმაც, სწრაფი, თანაბარი ნაბიჯებისა დააუგუსტომ თავისდა გასაოცრად იგრძნო, რომ უცებ დამშვიდდა.

Page 32: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- დავუძახებ! - თქვა დონ ფერმინმა და წამოიწია.

- არავითარ შემთხვევაში! - წამოიძახა დონია ერმელინდამ და ზარი დარეკა.

შემოვიდა მოსამსახურე.

- სთხოვე სენიორინა ეუხენიას, ჩვენთან შემოვიდეს! სიჩუმე ჩამოვარდა. სამივენიშეთქმულებივით დუმდნენ. აუგუსტო თავისთვის ამბობდა: „ნეტავ თუ გავუძლებ?

როცა მისი თვალები შემოსასვლელში შემოანათებს, ალბათ, ან ყაყაჩოსავითგავწითლდები ან შროშანასავით გავფითრდები, ვაითუ, უეცრად გული გამისკდა!“

გაისმა შრიალი, გეგონებოდათ, მტრედი შეფრთხიალდაო, მერე მსუბუქი, უცაბედიწამოძახილი „ააჰ!“ და ეუხენიას თვალებმა, - მისი სხეულის ამ გვირგვინმა, სხეულისა,რომელიც მიწასაც კი არ ამძიმებს, მის ქორფა, ნათელსახეს უცხო, იდუმალი შუქი მოჰფინა;და აუგუსტომაც მაშინვე სიმშვიდე იგრძნო, უსაზღვრო სიმშვიდე, ისეთი გრძნობა მოერია,თითქოს მცენარესავით შეეზარდაო სავარძელს, თითქოს ამ იდუმალ სულიერ შუქშიგაეხვიაო; ამ შუქს ეუხენიას თვალები აფრქვევდნენ. როცა დონია ერმელინდამ თავისძმისშვილს მიმართა „ეს ჩვენი მეგობარი გახლავთ, დონ აუგუსტო პერესი...“ - მაშინღამოეგო გონს, წამოდგა და გაღიმებაც კი სცადა.

- ჩვენს მეგობარს, აუგუსტო პერესს შენი გაცნობა სურს...

- მგონი თქვენ ამოიყვანეთ იადონი, არა? - ჰკითხა ეუხენიამ.

- დიახ, სენიორიტა, - მიუგო აუგუსტომ, მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა. უეცრად გაუელვა:„ეს ხელი ცეცხლს წამიკიდებს!“

მაგრამ არაფერიც არ მომხდარა; როგორც კი ამ თოვლივით ცივი და თეთრი ხელისშეხება იგრძნო, მთელ მის არსებაში საოცარი ნათელი ჩაიღვარა.

ეუხენია დაჯდა.

- ამ ბატონმა... - წამოიწყო მუსიკის მასწავლებელმა.

„ამ ბატონმა... ამ ბატონმა... - გაუელვა აუგუსტოს, - ამ ბატონმა!.. ბატონობით მომმართავს!ეს რაღაც ავის მომასწავებელია!“

- ამ ბატონმა, ჩემო გოგონა, ბედნიერი შემთხვევის წყალობით...

- დიახ, იადონის წყალობით...

- შეუცნობელ არიან გზანი განგებისანი! - განაცხადა ანარქისტმა.

- ამ ბატონმა, - განაგრძო მამიდამ, - ბედნიერი შემთხვევის წყალობით გაგვიცნო დააღმოჩნდა, რომ იგი გახლავთ ვაჟიშვილი ჩემი ნაცნობი, დიდად პატივსაცემიქალბატონისა; და აი, იგი ჩვენი ოჯახის მეგობარიც გახდა, და, რა თქმა უნდა, შენიგაცნობაც მოისურვა, ეუხენია.

- და შესაძლებლობა მომეცა ჩემი აღტაცება გამომეთქვა... - დაუმატა აუგუსტომ.

- აღტაცება? - წამოიძახა ეუხენიამ.

- დიახ, აღტაცებული ვარ თქვენი პროფესიით!

- ააჰ, რა სათქმელია!

- წარმომიდგენია, რარიგად გიყვართ ხელოვნება...

- ხელოვნება? მუსიკას გულისხმობთ?

- რასაკვირველია!

Page 33: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- მაშინ მოგახსენებთ, რომ ცდებით, დონ აუგუსტო!

„დონ აუგუსტო! დონ აუგუსტო! - გაიფიქრა მან, - დონ!.. რაღაც ავის მომასწავებლადჟღერს ეს „დონ“ და „ბატონზე“ ნაკლები არც არის“. ხმამაღლა კი, აი, რა ჰკითხა:

- განა არ გიყვართ მუსიკა?

- სულ არა, მერწმუნეთ!

„ლიდუვინამ მართალი თქვა, - გაიფიქრა აუგუსტომ, - გათხოვდება და კლავიშებს თითსაცარ დააკარებს, მით უმეტეს, თუ ქმრის იმედი ექნებაო“. მაგრამ ხმამაღლა კიკვლავ სხვა თქვა:

- აი, ხედავთ, თქვენზე ამბობენ, შესანიშნავი პედაგოგიაო...

- მეტი რა გზა მაქვს, რაკი მუსიკა ჩემი საარსებო წყაროა, მეც ვცდილობ,კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემი მოვალეობა...

- საარსებო წყარო... - წამოიწყო დონ ფერმინმა.

- კმარა ამაზე ლაპარაკი, გეყოფათ, - შეაწყვეტინ სიტყვა მამიდამ; - სენიორ დონ აუგუსტო,ვგონებ, ყვე ლაფერს მიხვდა...

- ყვეელაფერს? მაინც რა ყველაფერს? - გამომწვე ვად იკითხა ეუხენიამ და ასადგომადწამოიწია.

- აი, თუნდაც გირავნობის ამბავს...

- რაო? - წამოიძახა ქალიშვილმა და ფეხზე წამოხტა, - ეს რაღას ნიშნავს? ეს არის თქვენისტუმრობის მიზანი?

- აკი გითხარი, ჩემო ძმისწულო, ამ ბატონს შენი გაცნობა სურს-მეთქი... აბა, ასე რამგაგაწიწმატა?

- მაგრამ ხომ არის რაღაც...

- აპატიეთ მამიდას, სენიორიტა, - შეევედრა აუგუსტო და ისიც წამოდგა; მამიდა და ბიძაცერთდროულად წამოდგნენ, - მერწმუნეთ, მე მხოლოდ თქვენი გაცნობა მსურდა... რაცშეეხება გირავნობის ვალს, თქვენს თავდადებასა თუ შრომისმოყვარეობას, არც კი მიცდია,ეს წვრილმანები გამომეკითხა მამიდათქვენისთვის. მე...

- დიახ, თქვენ მხოლოდ იადონი ამოიყვანეთ, სულ ორიოდე დღის წინ კი წერილიგამომიგზავნეთ...

- სრული სიმართლეა და არც უარვყოფ.

- კეთილი, სენიორ, გიპასუხებთ იმ თქვენს წერილზე, გიპასუხებთ მაშინ, როცა მომესურვებადა როცა ძალას არავინ დამატანს. ახლა კი ჯობს, გაგეცალოთ.

- მშვენიერია, დიდებულია! - წამოიძახა დონ ფერმინმა, - აი, ამას ჰქვია სიმტკიცე დათავისუფლება! აი, ამას ჰქვია მომავლის ქალი! ასეთი ქალები ბრძოლით უნდამოიპოვოთ, ჩემო მეგობარო პერეს, ბრძოლით უნდა მოიპოვოთ!

- სენიორიტა!.. - ლამის შეევედრა აუგუსტო ქალს და მიუახლოვდა.

- მართალი ბრძანდებით, შევრიგდეთ, - თქვა ეუხენიამ და დამშვიდობებისას ხელიგაუწოდა, თოვლივით თეთრი და ცივი ხელი.

როცა მისი თვალები, ეს იდუმალი სულიერი შუქის წყარო, გაუჩინარდა, აუგუსტოს თითქოსკვლავ ცეცხლოვანი ტალღა გადაევლო, გული აუბორგდა, შუბლი გაუხურდა.

- ცუდად ხომ არა ხართ? - ჰკითხა დონ ფერმინმა.

Page 34: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ეს რა გოგოა, ღმერთო ჩემო, რა გოგოა! - წამოიძახა დონია ერმელინდამ.

- დიდებული! მომაჯადოებელი! გმირი! ქალია, ნამდვილი ქალი! - თქვა აუგუსტომ.

- მეც ამასვე ვფიქრობ! - დაუმატა ბიძამ.

- მომიტევეთ, სენიორ დონ აუგუსტო, მომიტევეთ, - ისევ გაიმეორა მამიდამ, -გვაპატიეთ, ესგოგო ცოტა ენამწარეა. ვინ იფიქრებდა...

- მე კი მოხიბლული ვარ, სენიორა, მოხიბლული! მისი ხასიათის სიმტკიცემ დადამოუკიდებლობამ, რაც თავად სულ არ გამაჩნია, ნამდვილად დამატყვევა; ის, მხოლოდის, სწორედ ის ქალია, რომელიც აუცილებელია ჩემთვის!

- დიახ, სენიორ პერეს, დიახ, - განაცხადა ანარქისტმა, - ეუხენია მომავლის ქალია!

- მე ვიღა ვარ? - ჰკითხა დონია ერმელინდამ.

- შენ წარსულის ქალი ხარ! სულ იმას გავიძახოდი: ეუხენია მომავლის ქალია-მეთქი! უქმადარ უსმენია ჩემთვის, მომავალი საზოგადოებისა და მომავალი ქალის თაობაზე რომვსაუბრობდი ხოლმე და ტყუილად არ გავრ ჯილვარ, როცა ვცდილობდი, მისთვისანარქიზმის გამათავისუფლებელი იდეები შთამეგონებინა... ოღონდ ყუმბარების გარეშე!

- მე რომ მკითხოთ, - თქვა განაწყენებულმა მამიდამ, - ასეთი ქალი არც ყუმბარებისსროლაზე დაიხევს უკან!

- დაე, ასეც იყოს!.. - ჩაურთო სიტყვა აუგუსტომ.

- არა, არა! ეს უკვე მეტისმეტია! - თქვა ბიძამ.

- რაღა განსხვავებაა!

- დონ აუგუსტო! დონ აუგუსტო!

- ჩემი აზრით, - დაუმატა მამიდამ, - რაც მოხდა, მოხდა, ამან ხელი არ უნდა აგაღებინოთგანზრახვაზე...

- ცხადია, არა! ჩემს თვალში ეუხენია კიდევ უფრო ამაღლდა!

- მოიპოვეთ იგი! ჩვენ თქვენს მხარეზე ვართ, შეგიძლიათ მოხვიდეთ როცა კიმოგესურვებათ, სულ ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ეწყინება თუ გაუხარდება ეუხენიას.

- მაგრამ ეუხენიას ხომ არც გამოუთქვამს უკმაყოფილება დონ აუგუსტოს სტუმრობის გამო,ერმელინდა... მის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო, ჩემო მეგობარო, ბრძოლა! აი,გაიცნობთ და გაიგებთ, რაოდენი სიმტკიცე აქვს. ნამდვილი ქალია... დონ აუგუსტო, მისმოსაპოვებლად ძალა გჭირდებათ, ბრძოლა! განა არ გინდათ მისი ახლოს გაცნობა?

- როგორ არა, მაგრამ...

- ცხადია, ჩემო მეგობარო, ცხადია, მაშ იბრძოლეთ!

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! ახლა კი დაგემშვიდობებით! დონ ფერმინმა განზე გაიხმოაუგუსტო და უთხრა:

- სულ დამავიწყდა გამეფრთხილებინეთ, როცა ეუხენიას წერილს მისწერთ, არდაგავიწყდეთ, მის სახელში ასო „ხოტა“ და გვარში „K“ ჩასწეროთ, ეუხენია დომინგოდელარკო.

- რატომ?

- იმიტომ, რომ სანამ კაცობრიობისთვის ის ბედნიერი დღე არ დადგება, როცაერთადერთი ენა, მთელი ხალხისთვის ერთადერთი ენა ესპერანტო გახდება,კასტილიურად მხოლოდ ფონეტიკური ორთოგრაფიით უნდა წერდნენ. არავითარი „C“.

Page 35: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ძირს „C“ და კიდევ „h“, „h“ სულაც უნდა ამოვარდეს! „h“ აბსურდია, რეაქციაა,თვითმპყრობელობაა, შუა საუკუნეებია, ჩამორჩენილობაა! ძირს „h“!

- მაშასადამე, თქვენ ფონეტიკოსიც ბრძანდებით, ამის გარდა?

- ამის გარდაო? რის გარდა?

- ანარქიის და ესპერანტოს გარდა, კიდევ...

- ყველაფერი ეს ერთია, სენიორ, ერთია, ანარქიზმი, ესპერანტიზმი, სპირიტიზმი,ვეგეტარიანიზმი, ფონეტიზმი... ყველაფერი ერთია! ძირს თვითმპყრობელობა! ძირსმრავალენიანობა! ძირს საძულველი მატერია და სიკვდილი! ძირს ხორციელი! ძირს „h“!მშვიდობით!

ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ და აუგუსტო ქუჩაში გავიდა, გულზე მოეშვა და რაღაცკმაყოფილებაც კი იგრძნო. რას იფიქრებდა, თუ ასეთი სულიერი მდგომარეობაშეექმნებოდა. ეუხენია, იმ სახით, როგორითაც ამ პირველი შეხვედრისას, ახლოს, წყნარვითარებაში წარმოუდგა, სულაც არ ჰგვრიდა ტანჯვას, პირიქით, თითქოს მეტ გზნებასა დასიმხნევესაც კი ჰმატებდა. თითქოს ეს სამყაროც გაფართოვდა, ჰაერი დაიწმინდა, ცაგანათდა; ისეთი განცდა ჰქონდა, გეგონებოდათ, პირველად ამოისუნთქა თავისუფლადო.სულის სიღრმეში დედის ხმა უნანავებდა: „დაქორწინდი!“ ყველა ქალი, ვინც კი გზადშემოხვდებოდა, ლამაზი ეგონა, ზოგი უმშვენიერესიც და არც ერთი გონჯად არმოსჩვენებია. ეს სამყაროც, რაღაც უცხო, უცნაური შუქით განათდა; ამ შუქს ორი იდუმალივარსკვლავი აფრქვევდა. სადღაც შორს, ლურჯი ცის დასალიერზე რომ ბრწყინავდა.ამიერიდან იწყებდა ამ სამყაროს შეცნობას და აუგუსტომ უნებურად დაიწყო ფიქრი იმაზე,თუ რაოდენი ღრმა აზრი აქვს ჩვეულებრივი ხორციელი ცოდვის აღრევას ჩვენს მამათაცოდვით დაცემასთან, რომელთა იგემეს ნაყოფი ხისაგან ცნობადისა კეთილისა დაბოროტისა.

ამის გარდა, დონ ფერმინის შეცნობის წყაროს თეორიის სათავესაც ჩაუფიქრდა.

როცა აუგუსტო შინ დაბრუნდა და ორფეოსი შემოე გება, ლეკვი ხელში აიყვანა,მიუალერსა და უთხრა: „ორფეოს, დღეიდან ჩვენ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. ნუთუ ვერაგრძნობ, რომ ეს სამყარო გაფართოვდა, ჰაერი დაიწმინდა, ცა განათდა? ეეჰ, ორფეოს,ნეტავი გენახა და გაგეცნო!.. აი, მაშინ კი დაგწყდებოდა გული, ნეტავ ძაღლად არგავჩენილიყავიო! თუმცა მეც ხშირად მითქვამს, ნეტავ კი ადამიანი არ ვიყო-მეთქი! ერთიეს გამაგებინე, ორფეოს, თქვენ, ძაღლებს, საიდან გაქვთ ცოდნა, თუკი არ სცოდავთ? თუკითქვენი შემეცნება საერთოდ ცოდვა არ არის, მაშინ რა შემეცნებაზე ან რა გონიერებაზეუნდა ვილაპარაკოთ! შემეცნება შეცოდების გარეშე არარაციონალურია“.

სადილს რომ უწყობდა, ერთგულმა ლიდუვინამ გულისყურით შეხედა თავის ბატონს.

- რატომ მიყურეებ ასე? - ჰკითხა აუგუსტომ.

- რაღაც შეცვლილი მეჩვენებით!

- რაზე მატყობ?

- სხვანაირი სახე გაქვთ.

- გეჩვენება.

- არა მგონია, ეგებ პიანისტთან საქმე მოაგვარეთ...

- ლიდუვინა! ლიდუვინა!

- ნება თქვენია, სენიორიტო, აღარაფერს გეტყვით, მაგრამ იცოდეთ, მაინც ძალიანმაწუხებს თქვენი ბედნიერების ამბავი!

- ვინ უწყის, რა არის ბედნიერება!..

Page 36: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ესეც მართალია...

ორივემ თვალები დახარა; იატაკს ჩააჩერდნენ, თითქოს ბედნიერების საიდუმლოება მისქვეშ ყოფილიყო დამალული.

IXმეორე დღეს ეუხენია კვლავ იმავეს უმეორებდა ახალგაზრდა მამაკაცს მეკარე ქალისსენაკში; თავად მეკარე ვითომ გარიდებოდა, სუფთა ჰაერზე გასულიყო, გარეთსადარბაზოსთან იდგა.

- მაურისიო, ამას ბოლო უნდა მოეღოს, - ეუბნებოდა ეუხენია, - მეტის გაძლება აღარშემიძლია, მით უმეტეს, რომ ის ვაჟბატონი გუშინაც გვესტუმრა.

- ჰო, აკი მითხარი, - უთხრა მაურისიომ, - მაინც რა აბეზარი ყოფილა ეგ შენითაყვანისმცემელი! თან რაო, როგორა თქვი, ნამდვილი ღვთის გლახააო!

- ეგეცაა, მაგრამ სამაგიეროდ, მდიდარია და მამიდაჩემი არ მომასვენებს.რასაკვირველია, არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ მოთმინებასაც ნუ დამაკარგვინებენ!..

- მაშინ გააგდე და ის იქნება!

- საიდან გავაგდო, ჩემი ნათესავების სახლიდან? მერე არ იკითხავ, მომიწონებენსაქციელს?

- მაშინ არაფრად ჩააგდო!

- ასეც ვიზამდი, მაგრამ იმ საცოდავს მაინცდამაინც მაშინ მოუნდება ხოლმე მოსვლა, როცაშინა ვარ! არ ვიცი, რა ვქნა, ოთახში ხომ არ ჩავიკეტები; კარგი, ვთქვათ, კიდეც მოვერიდე,არ შევეჩეხე, მაინც არ მოიშლის ამ მდუმარე მარტვილის სახით სიარულს.

- იაროს და იაროს!

- მათხოვარს ხელს ხომ ვერა ვკრავ, მით უმეტეს, ისეთ მათხოვარს, ვინც თვალებითგთხოვს მოწყალებას! ნეტავ იცოდე, რა თვალებით მიყურებს!

- გეტყობა, მაინც მოქმედებს მისი თვალები!

- ჯერ ერთი, მაწუხებს, მერე, არ დაგიმალავ, დიახაც, მოქმედებს!

- იქნება გეშინია კიდეც!

- რა სისულელეებს ჩმახავ! რისი უნდა მეშინოდეს! ვითომ არ იცოდე, ჩემთვის შენს მეტირომ არავინ არსებობს ქვეყანაზე!

- ვიცი! - გულდაჯერებით თქვა მაურისიომ და მუხლზე ხელი დაადო.

- დროა გადაწყვიტო, მაურისიო!

- რა გადავწყვიტო, ჩემო ძვირფასო, რა?

- როგორ თუ რა! არ იცი, რა? ბოლოს და ბოლოს, არ უნდა დავქორწინდეთ?

- კარგი, დავქორწინდეთ, მაგრამ რისი იმედით!

- მე ვმუშაობ, ადექი და შენც გაისარჯე!

- მანამდე რა ვქნათ, შენს ხარჯზე ვიცხოვროთ?

- რა მოხდა, ეს ჩემი საზიზღარი მუსიკა როგორმე თავს გაგვატანინებს!

Page 37: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- მაშასადამე, შენ გიყურო ხელებში? არა, ასე არ გამოვა! არასოდეს! არასოდეს!არასოდეს! რაც გინდა ის მითხარი, მაგრამ ეს აღარ გამაგონო! აი, მოვძებნი სამუშაოს, ჰო,ცოტაც მოიცადე და რამეს მოვძებნი...

- მოიცადე... მოიცადე... სულ ამას გაიძახი, წლები კი გადის! - წამოიძახა ეუხენიამ დაიატაკზე ფეხი დააბაკუნა, ის ფეხი, რომელზედაც მაურისიოს ხელი ედო.

მაურისიო მაშინვე მიხვდა და ხელი მოაშორა, მაგრამ იმავე წუთს კისერზე შემოხვია, მისსაყურეს გაეთამაშა. ეუხენიამ ეს ცელქობა დაუთმო.

- დამიგდე ყური, ეუხენია, ცოტა-ცოტა კიდეც გაეთამაშე ხოლმე იმ ღვთის გლახას,გაერთობი, სხვა არა იყოს რა.

- მაურისიო!

- კარგი, არ გაბრაზდე, ჩემო საუნჯევ! - და მან მიიზიდა ეუხენია, ტუჩებით ტუჩები მოუძებნა,თვალები დახუჭა და ხანგრძლივი კოცნით დაეწაფა.

- მაურისიო!

მაურისიომ ახლა თვალები დაუკოცნა.

- მეტი აღარ შემიძლია, მაურისიო!

- რატომ? განა ამაზე უკეთესად ვიქნებით როდისმე? არა, ამაზე უკეთესად ვერასოდესვიქნებით.

- გეუბნები, მაურისიო, ასე გაგრძელება აღარ შეიძ ლება-მეთქი. სამუშაო მოძებნე, ხომ იცი,როგორ მძულს მუსიკა.

საბრალო ეუხენია ქვეშეცნეულად გრძნობდა, მაგრამ ცხადად მაინც ვერ წარმოედგინა,რომ მუსიკა მუდმივი მზადებაა, მზადება გამარჯვებისთვის, რომელიც არასოდეს დადგება,მუდმივი დასაწყისი, რომელსაც დასასრული არ უჩანს, და მუსიკა საბოლოოდ შესძულდა.

- სამუშაოს ნამდვილად მოვძებნი, ეუხენია, მოვძებნი!

- სულ მაგას გაიძახი, მაგრამ არაფერი გამოდის.

- შენ ასე გგონია?..

- ასეა, მე ხომ ვიცი, რა ზარმაციც ბრძანდები, მე თუ არ გამოგინახე საქმე, შენ ხელსაც არგაანძრევ; თქვენ, მამაკაცებს ლოდინი არ გიჭირთ!..

- შენ, ასე გგონია?..

- დიახ, დიახ, რასაც გეუბნები, სწორად გეუბნები და კიდევ ერთხელ გიმეორებ, აღარმინდა ამ სენიორიტო დონ აუგუსტოს მავედრებელ თვალებს, მშიერი ძაღლის თვა-

ლებს ვუცქირო...

- რას არ იტყვი, ჩემო გოგონა!

- ახლა კი გარეთ გაბრძანდი, ჰაერზე გაისეირნე, ცოტა დამშვიდდები, - ეუხენია წამოდგადა მაურისიოს ხელი მოიშორა, - მეტი ვერაფერი გიშველის!

- ეუხენია! ეუხენია! - ძლივს გასაგონად ჩასჩურჩულა ყურში აღელვებულმა მაურისიომ, -შენ რომ გიყვარდე...

- მაურისიო, თუ სწავლაა, სიყვარულიცა და კაცობაც შენ უნდა ისწავლო! დროზე მოძებნესამუშაო და დროზე გადაწყვიტე! თუ არა და, რა გაეწყობა, მარტო მე ვიმუშა-

ვებ, ოღონდ დროზე მოიფიქრე რამე თორემ...

Page 38: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- თორემ, რა?

- არაფერი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს საზღვარი აქვს!

ეუხენიამ პასუხიც არ აცალა, სენაკიდან გავიდა და როცა მეკარე ქალს გაუსწორდა, უთხრა:

- თქვენს ძმისშვილს მიხედეთ, სენიორიტა მარტა, ურჩიეთ, რამე მოიფიქროს და დროზეგადაწყვიტოს...

ეუხენია ამაყად, თავაწეული მიდიოდა; ქუჩაში ვიღაც არღანს აჭყვიტინებდა და პოლკისჰანგი მთელ იმ არემარეს აყრუებდა. „რა საშინელებაა, რა საშინელებაა, რა საშინელებაა!“- წამოიძახა ქალიშვილმა და ლამის სირბილით განაგრძო გზა.

Xეუხენიას მონახულების მეორე დღეს, სწორედ იმ დროს, როცა იგი მეკარე ქალის სენაკშითავის შარახვეტია საქმროს ჰკიცხავდა, აუგუსტო ვიქტორის შესახვედრად კაზინოსკენმიეშურებოდა, არ შეეძლო ვინმესთვის არ გაეზიარებინა თავისი განცდები.

აუგუსტო სრულიად სხვა ადამიანად გრძნობდა თავს, მოულოდნელად გამოცხადებულმაძლიერი ქალის სახემ, - ეუხენიას თვალები კი ნამდვილად ასხივებდა ძალას, - ისეგადაუტრიალა სული, ვითარცა სახნისი გადააბრუნებს მიწას და აქამდე მიჩქმალულიწყარო აღმოუჩინა. უფრო მტკიცედ დაადგა მიწაზე ფეხი, უფრო თავისუფლად ამოისუნთქა.

„ცხოვრებაში მიზანი გამიჩნდა, გზას დავადექი, - ეუბნებოდა იგი საკუთარ თავს, - ან მეუნდა მოვიპოვო ეს ქალი, ან არა და, მას უნდა მოვაპოვებინო თავი. ეს კი ერთიდა იგივეა. სიყვარულში ყველაფერი ერთი და იგივეა, გა მარჯვებული გამოხვალ თუდამარცხებული. თუმცა არა... არა! ახლა დამარცხება იმას ნიშნავს, რომ სხვას დაუთმო.დიახ, სხვას, რამეთუ ეჭვგარეშეა, არსებობს სხვა. სხვა? იქნებ მე თვითონ ვარ ის სხვა? მევარ თაყვანისმცემელი, მაძიებელი, სხვა კი... სხვა კი, ჩემის აზრით, აღარცთაყვანისმცემელია და აღარც მაძიებელი, იგი არც არაფრის მიღწევას ცდილობს და არცეძიებს, მან უკვე ჰპოვა. რასაკვირველია, მშვენიერი ეუხენიას სიყვარულის მეტი არცარაფერი უპოვია... მეტი არც არაფერი!..“

ქალის სხეულმა გაიელვა იქვე, გვერდით; ქორფა, ჯანმრთელი, სიხარულის მომგვრელიიყო იგი და აუგუსტოს მონოლოგი შეაწყვეტინა, თვალი მოსტაცა და უნებურად თანგაიყოლია; გაჰყვა ქალს, იმ სხეულს, თან თავისთვის მსჯელობდა:

„რა ლამაზია! ესეც და აი, ისიც, მეორეც. ის კი, ის სხვა, ჩემი მეტოქე, ვინ იცის, იქნება არცარაფრის მიღწევას ცდილობს და არც არაფერს ეძიებს; მგონი, პირიქითაც კია, მისმოპოვებას ცდილობენ და მას ეძებენ; იქნებ მისი ღირსიც კი არ არის... მაინც რამშვენიერია ეს გოგონა, რა ჯანმრთელია! საიდან აქვს ასეთი თვალები? სულ ეუხენიასთვალები კი აქვს! ალბათ, რა ტკბილად დაგავიწყდება კაცს სიცოცხლეცა და სიკვდილიცმის მკლავებში, ისე ინებივრებ, ვითარცა თბილ ტალღებში. სხვა!.. მაგრამ ის სხვა ეუხენიასსაქმრო არ არის, ის არ არის, ვინც მას უყვარს; ის სხვა მე ვარ. დიახ, სხვა მე ვარ! მე ვარსხვა!“ როცა აუგუსტომ ეს დასკვნა გამოიტანა, იმ დროს ქალიშვილი, რომელსაცმისდევდა, სახლში შევიდა, აუგუსტო შეჩერდა და შენობა შეათვალიერა. მაშინღა მიხვდა,რომ ქალიშვილს მიჰყვებოდა და მაშინღა გაახსენდა, რომ კაზინოში უნდა წასულიყო.მაშასადამე, აქეთ კი არა, იქით ჰქონდა გზა და მან ფიქრი განაგრძო: „მაინც რამდენილამაზი ქალია ამ ქვეყანაზე. ღმერთო ჩემო! თითქმის ყველა ლამაზია, დიდება შენდაუფალო, დიდება! დიდება შენი, უფალო, ქალის სილამაზეშია! მაინც რა თმა აქვს, ღმერთო,ეს რა თმა აქვს!

ეს მშვენიერი თმა მოსამსახურე გოგოს ჰქონდა, რო მელსაც ხელში კალათი ეჭირა და იმწუთას წინ გადაურბინა აუგუსტოს. ახლა მისკენ შეტრიალდა: მისი თმის ოქროში მზე

Page 39: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

გიზგიზებდა, თითქოს მაგრად დაწნული ნაწნავიდან გამოშლას ლამობდა, რომ ამსხივიანსა და წმინდა ჰაერში გაბნეულიყო. თმის ბულულში ღიმილით ანათებული სახემოუჩანდა.

„მე სხვა ვარ. მე სხვა ვარ, - განაგრძობდა აუგუსტო და მიჰყვებოდა ქალიშვილს,რომელსაც კალათი ეჭირა, - მერედა, სხვა ქალები აღარ არიან? კი, მაგრამ სხვებისხვებისთვის არიან! ჩემი ეუხენიასთანა, ჩემი ერთადერთისთანა მაინც არავინ არის!არავინ! სხვა ყველა მხოლოდ მინაბაძია მისი, ჩემი ერთადერთი, ტკბილი ეუხენიასი!

ჩემი? დიახ, გონებისა და სურვილის ძალით მე იგი ჩემად ვაქციე. ის სხვა, უფრო სწორად,ის პირველი, შეიძლება მას ფიზიკურად დაეუფლოს, მაგრამ მისი თვალების იდუმალი შუქიმარტო მე მეკუთვნის! მარტო მე! მაგრამ განა ეს ოქროს თმა კი არ ასხივებს იდუმალსულიერ შუქს? ამქვეყნად მხოლოდ ერთი ეუხენიაა თუ ორი? ერთი ჩემია, მეორე სხვისი,მისი საქმროსი! მაგრამ თუკი ასეა, თუ მართლა ორი ეუხენია არსებობს, მაშინ ისვაჟბატონი თავის ეუხენიასთან დარჩეს, მე კი ჩემი დამანებოს. როცა სევდა შემომაწვება,მეტადრე კი ღამღამობით და თავად არ ვიცი, რატომ, ტირილი რომ მომინდება ხოლმე,რარიგ საამოა, ალბათ, ეს ოქროს თმა გადაიფინო პირისახეზე, თვალებზე და ასეჩაისუნთქო გაწმენდილი და სურნელოვანი ჰაერი! მაგრამ...“

უეცრად იგრძნო, კვლავ რაღაცამ გაუწყვიტა აზრი, მოსამსახურე გოგოს ამხანაგი შეხვდადა საუბარი გაუბა. აუგუსტო ერთი წუთით შეყოვნდა, მერე თქვა: „მაინც რამდენი ლამაზიქალი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ეუხენია გავიცანი!“ - და ისევ კაზინოსკენ განაგრძო გზა.

„თუ მაინცდამაინც თავისას არ იშლის და ის, ანუ პირველი, ურჩევნია ჩემს თავს, მაშინ ისღადამრჩენია, რაიმე გმირული გადაწყვეტილება მივიღო და ჩემი სულგრძელობით ყველასბურთი ჩავჩარო პირში. ვუყვარვარ თუ არა მას, ამას აზრი აღარა აქვს, მაგრამ მისი ვალისამბავს კი ასე არ დავტოვებ!“

ამ დროს გაისმა კისკისი, გეგონებოდათ, ეს ხმა მოწმენდილი ციდან ჩამოვიდაო და ისევშეაწყვეტინა მონოლოგი. იქვე, სულ ახლოს, ორი ქალიშვილი იცინოდა და იფიქრებდით,ყვავილნარში ჩიტები ჟღურტულებენო. სილამაზეს დახარბებული თვალებით მიაშტერდამათ აუგუსტო და წამით, ერთ გაორებულ სხეულად მოეჩვენა ისინი. ქალიშვილებიხელიხელგაყრილები მიდიოდნენ და, აუგუსტოს დაუოკებელი სურვილი მოერია,გაეჩერებინა ისინი, თავად გაეკეთებინა ხელკავი და ასე ცადაპყრობილი თვალებითევლო მათ შუა, როგორც მოუხდებოდა, საითაც წაიღებდა ცხოვრების დინება. „არა, მაინც,რამდენი ლამაზი ქალი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ეუხენია გავიცანი“ - ამბობდა იგი დაკისკისა ქალიშვილებს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, - ნამდვილად სამოთხეა და ეგ არის! რათვალები! რა თმა! რა ღიმილი! ერთი ქერაა, მეორე - შავგვრემანი, მაგრამ რომელია მათშორის ქერა? რომელია შავგვრემანი? ერთმანეთში ამერია!..“

- რა დაგემართა, კაცო, გძინავს თუ გღვიძავს?

- გამარჯობა, ვიქტორ!

- კაზინოში გელოდებოდი და რაკი არ მოხვედი...

- სწორედ იქ მოვდიოდი...

- თუ იქ მოდიოდი, აქეთ რა გინდა? რამ გადაგრია?

- ჰო, მართალი ხარ, მაცალე, ყველაფერს აგიხსნი. მგონი უკვე გელაპარაკე კიდეცეუხენიას შესახებ...

- პიანისტზე ამბობ? ჰო, მელაპარაკე.

- ჰოდა, ისეთი თავდავიწყებით შემიყვარდა, როგორც...

- როგორც ყველა შეყვარებულს... აბა, განაგრძე.

- ლამის გავგიჟდე, ძმაო, ლამის გავგიჟდე. გუშინ ეუხენიას ნათესავებს ვესტუმრე და ისიცვიხილე...

Page 40: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ვიხილე...

- და მან შემოგხედა! ჰო, თუ არა? და შენც ღმერთი იწამე?

- არა, არ შემოუხედავს, თავის მზერაში გამახვია და ღმერთი კი არა, ლამის ვიწამე, თავადვარ-მეთქი ღმერთი!

- მაგრად კი დაგრია ხელი!..

- მერედა, როგორ გაბრაზდა! ერთი რამ ვერ გამიგია, რა დამემართა, რომ მას შემდეგყველა ქალი ლამაზი მეჩვენება; ნახევარი საათიც არ გასულა, რაც სახლიდან გამოვედიდა სამი ქალის შეყვარება მოვასწარი, რას ვამბობ, სამისა კი არა, ოთხისა. ერთს იმისთანასაოცარი თვალები ჰქონდა, მეორეს იმისთანა ბრწყინვალე თმა, სულ ახლახან კი ორიერთდროულად შემიყვარდა, შავგვრემანი და ქერა, ანგელოზებივით იცინოდნენ. ყველასსათითაოდ ავედევნე. მითხარი ერთი, ამას რა ჰქვია?

- ძვირფასო აუგუსტო, აქამდე სიყვარულის წყაროს შენს სულში ღრმად ეძინა,უსარგებლოდ იყო დაგუბებული, მაგრამ როცა ეუხენია გამოჩნდა, ის შენი პიანისტი,კარგად შეგანჯღრია, აგაფორიაქა და თავისი თვალებით ააზვირთა გუბე, სადაც შენსსიყვარულს მშვიდად ეძინა; გაიღვიძა სიყვარულმა და აჩუხჩუხდა, პირთამდე გაგავსო დანაკადულებად გადმოიღვარა ყოველ მხარეს, როცა შენისთანა კაცს ჭეშმარიტისიყვარულით შეუყვარდება, შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ქალიც კი შეუყვარდეს.

- მე კი მეგონა, პირიქით იქნებოდა... მოიცა, აგერ რა მშვენიერი შავგვრემანი ქალი მოდის!ვარსკვლავიანი ღამეა! სწორად უთქვამთ, სინათლეს ყველაზე მეტად შავი ფერი ნთქავსო!ხედავ, რაოდენი დაფარული სინათლე იგრძნობა მის თმაში, მისი თვალების გიშერში?მოდი, გავყვეთ...

- შენი ნებაა...

- ჰო, ასე მეგონა, ყველაფერი პირიქით იქნებოდა, როცა კაცს ჭეშმარიტი სიყვარულითშეუყვარდება; მანამდე თუ ეს სიყვარული ყველაზე განიბნეოდა, მერე ერთ ქალზეშეჩერდებოდა და სხვა ყველა არარაობად მოეჩვენებოდა, აღარავის მიაქცევდაყურადღებას... მაგრამ!.. შეხედე, შეხედე, რა ათინათი ადგას შავ თმაზე!

- კარგი, ვეცდები, როგორმე გაგაგებინო; ეტყობა, შენდაუნებურად შეგიყვარდა ქალი,მაგრამ ერთი გარკვეული ქალი კი არა, არამედ ქალი აბსტრაქტულად, მერე, როცა უკვეეუხენიას შეხვდი, აბსტრაქტული კონკრეტულად გადაიქცა, ზოგადი ქალი - გარკვეულქალად და შენ ის შეგიყვარდა, ახლა კი, მართალია ეუხენია არ გავიწყდება, მაგრამ ესსიყვარული გადაგაქვს ყველა ქალზე, გიყვარს ქალი კოლექტიური სახით, სახეობრივად,მაშასადამე, აბსტრაქტულიდან გადადიხარ კონკრეტულზე, კონკრეტულიდანსახეობრივზე, ზოგადი ქალიდან ერთ ქალზე, ერთი ქალიდან კვლავ ზოგადად ქალებზე.

- ეს ხომ მეტაფიზიკაა!

- მერედა, სიყვარული განა მეტაფიზიკა არ არის?

- შეიძლება...

- განსაკუთრებით კი მოცემულ შემთხვევაში, შენი სიყვარული ხომ სრული ცერებრულისიყვარულია, ანუ, როგორც ჩვეულებრივ უწოდებენ, გონებისმიერი.

- შენ ასე გგონია?.. - წამოიძახა, ცოტა არ იყოს, განაწყენებულმა და გულმოსულმააუგუსტომ; გონებისმიერი სიყვარულის ამბავი შიგ გულში მოხვდა.

- თუ შემეკამათები, უფრო მეტს გეტყვი: შენ თავად, განა მხოლოდ წმინდა იდეა დაგამოგონილი არსება არა ხარ?..

- გეტყობა არა გჯერა, რომ ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი გამაჩნია, ყველა სხვათამსგავსად...

- ჰო, როგორ არა, მჯერა, ჭეშმარიტი სიყვარულით კი გიყვარს, მაგრამ გიყვარს მხოლოდ

Page 41: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

გონებით, გგონია, რომ შეყვარებული ხარ...

- ასე იყოს, მაგრამ თუ შეყვარებული ხარ, კიდეც უნდა გეგონოს, რომ შეყვარებული ხარ, ესხომ ერთი და იგივეა!

- არა, არა, ჩემო კარგო, შენ რომ წარმოგიდგენია, ეს ყველაფერი იმაზე რთულია...

- სჯობია, ამაზე ლაპარაკს მოვეშვათ და სხვა რამეზე ვისაუბროთ.

აუგუსტო შინ რომ დაბრუნდა, ორფეოსი ხელში აიყვანა და უთხრა: „ჩემო ორფეოს, მოდივიფიქროთ, როგორ უნდა განასხვავო კაცმა, შეყვარებული ხარ, თუ გგონია, რომშეყვარებული ხარ? განა მე არ მიყვარს ეუხენია? მაშ მის დანახვაზე გულს ბაგაბუგი რატომგააქვს ან სისხლი რატომ მიჩქროლდება? მეც ხომ ჩვეულებრივი მამაკაცი ვარ? არა,ორფეოს, უნდა დავამტკიცო, რომ მეც მათივე მსგავსი ვარ!“

სამხრობისას ლიდუვინას ჰკითხა:

- ლიდუვინა, ერთი ეს მითხარი, რაზე ატყობ კაცს, რომ შეყვარებულია?

- ეს რა აზრები მოგდით, სენიორიტო!..

- მითხარი, რაზე ატყობ?

- აბა, როგორ გითხრათ... ჯერ ერთი იმაზე, რომ კაცი ამ დროს ბევრ სისულელეს ამბობსდა სჩადის კიდეც; მით უმეტეს, თუ ნამდვილად შეუყვარდა ქალი და გადაირია, უკვეადამიანიც აღარ არის...

- მაშ რა არის?

- აი, რაღაც... როგორ ვთქვა... რაღაც... ნივთად თუ ცხოველად გადაიქცევა ხოლმე... დამაშინ ქალი, რასაც უნდა, იმას ჩაადენინებს.

- რაკი ასეა, როცა ქალს შეუყვარდება მამაკაცი და, როგორც შენ ამბობ, მასზე გადაირევა,მაშინ ისიც, რასაც უნდა, იმას ჩაადენინებს!

- შეიძლება ასეცაა, მაგრამ ეს ერთი და იგივე მაინც არ არის...

- რატომ არ არის?

- ამის ახსნა ძნელია, სენიორიტო, რაო, მართლა შეგიყვარდათ?

- მე თვითონ ვერ გამირკვევია, მაგრამ ერთი კია, ჯერ არც სისულელეებს ვამბობ და არცჩავდივარ... ასე მგონია...

ლიდუვინას ხმა აღარ ამოუღია. აუგუსტომ კი თავის თავს ჰკითხა: „ნუთუ მართლამიყვარს?“

XIმეორე დღეს, აუგუსტო დონ ფერმინსა და დონია ერმელინდას ესტუმრა; მოსამსახურესასტუმრო ოთახში შეუძღვა და უთხრა: „ახლავე მოვახსენებ!“ აუგუსტო ერთი წუთითმარტო დარჩა და თავი თითქოს სრულ სიცარიელეში იგრძნო. გულზე მარწუხებმამოუჭირა; უცხო შიშის გრძნობა დაეუფლა ამ საზეიმო წუთის მოლოდინში. დაჯდა, მაგრამმაშინვე წამოხტა და თავის დასამშვიდებლად კედლებზე ჩამოკიდებული სურათებისთვალიერებას შეუდგა, მათ შორის, ეუხენიას პორტრეტიც იყო. უეცრად გონებაში გაუელვა,გავიქცევი და თავს ვუშველიო, მაგრამ სწორედ ამ დროს გაისმა სწრაფი ნაბიჯების ხმა.თითქოს გულში ხანჯალი გაუყარესო, თავიც თითქოს ბურუსით გაევსო. სასტუმრო ოთახისკარი გაიღო და გამოჩნდა ეუხენია. საბრალო აუგუსტო სავარძლის საზურგეს დაეყრდნო,ერთბაშად მკვდრის ფერი დაედო, მისი შემხედვარე ქალიც გაფითრდა და შუა ოთახში

Page 42: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

შეჩერდა; მერე მიუახლოვდა და ათრთოლებული ხმით, ძლივს გასაგონად ჰკითხა: - რადაგემართათ, დონ აუგუსტო, ცუდად ხომ არახართ?

- არა, არა! არა მიჭირს რა, არ ვიცი...

- რა გიშველოთ? ხომ არაფერი გნებავთ?

- ერთი ჭიქა წყალი, თუ შეიძლება...

ეუხენიასთვის დიდი შვება იყო ეს თხოვნა; მაშინვე გავარდა წყლის მოსატანად დასწრაფად შემობრუნდა; ჭიქაში წყალი ლიცლიცებდა და აუგუსტომ რომ გამოართვა,კინაღამ დაეღვარა; წამით არ მოუცილებია მზერა ეუხენიას თვალებისთვის, ისე დალიაწყალი და ნიკაპზეც კი ჩამოეწვეთა.

- იქნებ ჩაი მიირთვათ! - უთხრა ეუხენიამ, - ახლავე ვუბრძანებ, მოგიმზადონ, ანდა ეგებმანსანილია ან ცაცხვის ნაყენი გეამოთ? უკვე გაგიარათ?

- არა, არა, ნუ შეწუხდებით, აღარაფერი მიჭირს, გმადლობთ, ეუხენია, გმადლობთ, - და მანნიკაპი მოიწმინდა.

- კეთილი, ახლა კი დაბრძანდით, - როცა დასხდნენ, განაგრძო, - ამ დღეებში გელოდითდა მოსამსახურეც გავაფრთხილე, შემოეპატიჟეთ, თუნდაც მამიდა და ბიძა შინარყოფილიყვნენ. ცალკე მინდოდა თქვენთან საუბარი.

- ოჰ, ეუხენია, ეუხენია!

- ასე არ უნდა აჰყვეთ გრძნობებს. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩემთან შეხვედრა თქვენზეამდენად იმოქმედებდა, სულ მკვდრის ფერი გედოთ, კინაღამ გული გამისკდა.

- მართალს ბრძანებთ, სწორედ რომ სიკვდილის პირასვიყავი.

- უნდა მოგელაპარაკოთ.

- ეუხენია! - წამოიძახა საბრალომ და ხელი გაუწოდა, მაგრამ მაშინვე უკან წაიღო.

- მე მგონია, ჯერ ვერ შეძლებთ წყნარად და კეთილმეგობრულად ვილაპარაკოთ, აბა! აბა!- და მან ხელი მოჰკიდა, ვითომ მაჯისცემა უნდა გაესინჯა.

საბრალო აუგუსტოს ისე შმაგად უცემდა მაჯა, ისე გაწითლდა და ისე უხურდ შუბლი, რომვეღარც ეუხენიას თვალებს ხედავდა და ვეღარც სხვა რასმე. მხოლოდ ბურუსი ედგათვალწინ, წითელი ბურუსი. ერთი წამით მოეჩვენა, გონებას ვკარგავო.

- შემიბრალეთ, ეუხენია, შემიბრალეთ!

- დაწყნარდით, დონ აუგუსტო, დაწყნარდით!

- დონ აუგუსტო... დონ აუგუსტო... დონ... დონ...

- ჰო, ჩემო კარგო დონ აუგუსტო, დაწყნარდით და მერე ვილაპარაკოთ...

- ნება მიბოძეთ... - და მან ორივე ხელი მოჰკიდა მის თოვლივით თეთრსა და ცივ ხელს; ესგრძელი თითები თითქოს მარტო იმისთვის იყვნენ შექმნილი, რომ პიანინოს კლავიშებსმიჰფერებოდნენ და ტკბილი არპეჯიო აეხმიანებინათ.

- როგორც გენებოთ, დონ აუგუსტო.

აუგუსტომ ტუჩებთან მიიტანა ქალის ხელი და კოცნა დაუწყო, მაგრამ განა კოცნაგაალხობდა მათ სიცივეს?

- როცა კოცნას მორჩებით, მერე ვილაპარაკოთ, დონ აუგუსტო!

- ეუხენია, ყური დამიგდე, მე ხომ...

Page 43: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- არა, არა, ასეც ნუ გამითამამდებით! - ხელი გამოართვა და განაგრძო, - არ ვიცი, მაინც რაიმედები ჩაგისახეს ჩემმა ნათესავებმა, უფრო სწორად, მამიდაჩემმა, მაგრამ ვფიქრობ,შეგაცდინეს.

- როგორ თუ შემაცდინეს!

- ისე, უბრალოდ, შეგაცდინეს. ჯერ ერთი, უნდა ვთქვათ, რომ მე მყავს საქმრო...

- ეს ვიცოდი.

- იმათ გითხრეს?

- არა, არავის უთქვამს, მე თვითონ ვიცოდი.

- მერე...

- კარგი, თუნდაც ასე იყოს, ეუხენია, მე ხომ არც არაფერს ველი და არც არაფერს ვითხოვ,არც ვცდილობ. იმითიც კმაყოფილი ვიქნები, ნება მომცეთ ხანდახან მაინც გესტუმროთ,თქვენი თვალების შუქში განვიბანო სული და თქვენი სუნთქვით დავთვრე...

- რას ამბობთ, დონ აუგუსტო, ასე ხომ მარტო წიგნებში ლაპარაკობენ; მე თქვენთვის აქსიარული არ ამიკრძალავს, როცა მოგეპრიანოთ, მობრძანდით და რამდენიც გინდათმიყურეთ და მათვალიერეთ, თუნდაც... აი, ხომ ხედავთ, ხელზე კოცნის უფლებაც კიმოგეცით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, მე საქმრო მყავს, მიყვარს და მასზე გათხოვებასვაპირებ.

- მერე, ნამდვილად გიყვართ?

- ეს რა კითხვაა?

- დიახ, მითხარით, მაინც რაზე ატყობთ, რომ გიყვართ?

- რას ამბობთ, ჭკუაზე მწყრალად ხომ არ ბრძანდებით, დონ აუგუსტო?

- არა, არა, ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მითხრა, ბევრსაჰგონია შეყვარე ბული ვარო, სინამდვილეში კი არ არისო.

- ალბათ, თქვენ გგულისხმობდათ, არა?

- დიახ, მე, მერე რა?

- თქვენით თუ განვსჯით, შეიძლება ასეც იყოს...

- ნუთუ თქვენ ფიქრობთ, ნუთუ შენ ფიქრობ, ეუხენია, რომ ჭეშმარიტი სიყვარულით არმიყვარხარ?

- ასე ხმამაღლა ნუ ლაპარაკობთ, დონ აუგუსტო, მოსამსახურე გაიგონებს...

- დიახ, დიახ, - განაგრძო მან მომეტებული გზნებით, - ზოგიერთს ჰგონია, ჭეშმარიტისიყვარულის უნარი არ გამაჩნია!..

- უკაცრავად, ერთი წუთით დაგტოვებთ! - სიტყვა შეაწყვეტინა ეუხენიამ და გავიდა.აუგუსტო მარტო დარჩა. რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა და ძალზე მშვიდად ჰკითხა:

- აბა, დონ აუგუსტო, უკვე დაწყნარდით, თუ არა?

- ეუხენია! ეუხენია!

სწორედ ამ დროს გაისმა ზარის ხმა და ეუხენიამ თქვა:

- აი, მამიდა და ბიძა მობრძანდნენ! - და იმავე წუთს ისინიც შემოვიდნენ.

- დონ აუგუსტო გესტუმრათ, მე შევხვდი და შემოვიპატიჟე; წასვლა უნდოდა, მაგრამ არ

Page 44: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

გავუშვი, მალე მოვლენ-მეთქი და აი, კიდეც მოხვედით!

- დადგება დრო და ყოველგვარი სოციალური პირობითობა მოისპობა! - წამოიძახა დონფერმინმა, - დარწმუნებული ვარ, კერძო საკუთრების ყოველგვარი ღობეები და კედლებიმხოლოდ მათი საცდუნებელია, ვისაც ჩვენ ქურდებს ვეძახით, სინამდვილეში კი ქურდებისხვები არიან, დიახ, სხვები, - კერძო მესაკუთრეები! იმაზე საიმედო საკუთრება რა უნდაიყოს, რასაც ღობეები არა სჭირდება და ყველასთვის ხსნილია. ადამიანი კეთილიიბადება, იგი ბუნებით კეთილია. საზოგადოება კი აფუჭებს და რყვნის მას...

- ერთი წუთით მაინც გაჩუმდი, კაცო, - შესძახა დონია ერმელინდამ, - დამაცადე, იადონსმოვუსმინო! თქვენ გესმით მისი ხმა, დონ აუგუსტო? რა ნეტარებაა! ეუხენია რომ პიანინოსმიუჯდებოდა ხოლმე სამეცადინოდ, მაშინ უნდა გენახათ, როგორ მღეროდა იადონი; ეს კიარა, ამის წინ რომ მყავდა, ისე აღიგზნებოდა ხოლმე, რომ ეუხენიასაც არ აცლიდა, რაცუფრო ხმამაღლა უკრავდა, მით უფრო თავგამოდებით უსტვენდა. აკი იმსხვერპლა კიდეცმეტისმეტმა მონდომებამ...

- შინაური ცხოველებიც კი ავადდებიან ჩვენი მანკიერებით! - დაუმატა ბიძამ, - აი, როგორვუსპობთ ბუნებრივ მდგომარეობას იმ არსებებს, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ!ოჰ, ეს ცივილიზაცია, ცივილიზაცია!

- დიდხანს გველოდით, დონ აუგუსტო? - ჰკითხა მამიდამ.

- ოჰ, არა სენიორა, არა, სულ ერთი წუთი, ერთი წამი... ყოველ შემთხვევაში, მე ასემომეჩვენა...

- მართლა?

- ჰო, მამიდა, მართლა, მართლა. სულ ცოტა ხანს გელოდათ, ისიც სულის მოთქმასმოანდომა, რადგან დონ აუგუსტო ქუჩაში ცუდად გამხდარიყო...

- რას ამბობთ!

- ისეთი არაფერი, სენიორა, ისეთი არაფერი...

- ახლა კი დაგტოვებთ, - თქვა ეუხენიამ. ხელი გაუწოდა აუგუსტოს და სასტუმროოთახიდან გავიდა.

- აბა, ახლა მითხარით, როგორაა თქვენი საქმე? - ჰკითხა მამიდამ აუგუსტოს, როგორც კიეუხენია წავიდა.

- რაზე მეკითხებით?

- რასაკვირველია, სიყვარულზე!

- ცუდად, ძალიან ცუდად! გამომიცხადა, საქმრო მყავს და ცოლად მივყვებიო.

- აკი გეუბნებოდი, ერმელინდა, აკი გეუბნებოდი!

- არა, ეს არ იქნება, არა! შეუძლებელია! საქმროს ამბავი მტკნარი სიცრუეა, დონ აუგუსტო,სიგიჟე!

- თუკი უყვარს, სენიორა!..

- მეც ამას არ ვამბობ? - წამოიძახა ბიძამ, - მეც ამას არ ვამბობ? მაშინ თავისუფლება,წმიდათაწმიდა თავისუფლება, არჩევნის თავისუფლება სადღაა?

- არა, ეს არ იქნება, არა და არა! იცის კი ამ გომბიომ რას აკეთებს? განა შეიძლება, თქვენხელი გკრათ, თქვენ, დონ აუგუსტო? წარმოუდგენელია!

- კარგი, მაგრამ, თქვენც დაფიქრდით, სენიორა, გაიგეთ... არ შეიძლება და არც გმართებთ,ძალა დაატანოთ ყმაწვილი ქალის ნებას, ეუხენიას ნებას... ეს ხომ მის ბედნიერებას ეხება,ჩვენ მარტო ერთი რამ უნდა გვაწუხებდეს - ოღონდ ის იყოს ბედნიერი და მსხვერპლსაც კი

Page 45: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

არ უნდა დავერიდოთ...

- თქვენც, დონ აუგუსტო, თქვენც?

- დიახ, მეც, მეც, სენიორა! მზად ვარ მსხვერპლი გავიღო, ოღონდ კი ეუხენია იყოსბედნიერი; თქვენი ძმისწულის ბედნიერება ჩემი ბედნიერებაცაა!

- აი, ყოჩაღ! - წამოიძახა ბიძამ, - ყოჩაღ! თურმე ვინ ყოფილა გმირი! თურმე ვინ ყოფილაანარქისტი... მისტიკური ანარქისტი!..

- ანარქისტი? - იკითხა აუგუსტომ.

- დიახ, ანარქისტი, რამეთუ ჩემი ანარქიზმი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყოველმაჩვენგანმა მსხვერპლი გაიღოს სხვისთვის, ყველა ბედნიერი იყოს და სხვასაც მოუტანოსბედნიერება. რომ...

- მაშინ რატომ ვერ ითმენ ხოლმე, ფერმინ, სადილი ზუსტად თორმეტ საათზე თუ არმოგართვეს და ათი წუთით დაგიგვიანეს?

- ერმელინდა, შენ მაინც იცი, რომ მხოლოდ თეორიულად ვარ ანარქისტი... სურვილიდიდი მაქვს სრულყოფილებას მივაღწიო, მაგრამ...

- ბედნიერებაც მარტო თეორიულად არსებობს? - წამოიძახა აუგუსტომ მწუხარე ხმით,გეგონებოდათ, საკუთარ თავს ეკითხებაო, - გადავწყვიტე, ეუხენიას ბედნიერებისათვისმსხვერპლი გავიღო, გმირული საქმე ჩავიფიქრე...

- რა საქმე?

- მგონი, თქვენ მეუბნებოდით, სენიორა, ეუხენიას სახლი, უბედურმა მამამისმა რომდაუტოვა...

- დიახ, დიახ, ჩემმა საბრალო ძმამ...

- ...დაგირავებულია და თუკი ეუხენია რამეს შოულობს, სულ ვალის დაფარვას ხმარდებაო.

- დიახ, სენიორ!

- მაშ, ასე, მე ვიცი, რასაც ვიზამ! - და იგი კარებისკენ გაემართა.

- მაგრამ, დონ აუგუსტო...

- დიახ, აუგუსტო გრძნობს, რომ მზადაა ნამდვილი საგმირო გადაწყვეტილებისთვის, დიდიმსხვერპლისთვის. დაე, ყველამ გაიგოს, მარტო გონებით როდი უყვარს, გულითაცშეუძლია სიყვარული. მართლა შეუყვარდა, კი არ გამოიგონა ეს სიყვარული! ბატონებო,ეუხენიამ გააღვიძა ჩემში ცხოვრების გრძნობა, ჭეშმარიტი ცხოვრებისა და მიბიძგაცხოვრებისკენ! ამიერიდან ვისაც უნდა, იმას ეკუთვნოდეს, მე მაინც საუკუნოდ მისიმადლიერი ვიქნები. ახლა კი დაგემშვიდობებით!

და მან საზეიმოდ დატოვა ოთახი. როგორც კი გავიდა, დონია ერმელინდამ მაშინვეგასძახა: გოგო!

XII- სენიორიტო, თეთრეული მოიტანეს, - მოახსენა აუგუსტოს მეორე დღეს ლიდუვინამ.

- თეთრეული? ჰოო, შემოვიდეს!

შემოვიდა ყმაწვილი ქალი, ხელში დაუთოებული თეთრეულით სავსე კალათი ეჭირა. მათერთმანეთს შეხედეს და საბრალო გოგონამ იგრძნო, რომ სახეზე წამოენთო; ამისთანარამ არასოდეს დამართნია. ერთხელ და ორჯერ ხომ არ ყოფილა ამ სახლში. ადრე

Page 46: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ბატონი თითქოს ვერც ამჩნევდა ხოლმე; ეს რაღაცნაირად კიდეც აწუხებდა და კიდეცაბრაზებდა, თუმცა იცოდა თავისი ფასი; ყურადღებას არ აქცევს, სხვა კაცებივით ისე არუყურებს! თვალებით არ ნთქავს, ან უფრო სწორად, თვალებით არ ელამუნება თვალებზე,პირზე, მთელ სახეზე!

- რა დაგემართა, როსარიო? თუ არ ვცდები, როსარიო გქვია, არა?

- დიახ, როსარიო მქვია.

- რა დაგემართა?

- რა უნდა დამმართოდა, სენიორ აუგუსტო?

- ასეთი გაწითლებული არასოდეს მინახიხარ და, საერთოდ, რაღაც სხვანაირი მეჩვენები.

- მე კი მგონია, თქვენა ხართ სხვანაირი...

- შეიძლება... შეიძლება... აბა, ერთი ახლოს მოდი.

- რა დროს ხუმრობაა, ანგარიში გამისწორეთ!

- ხუმრობა? რა სათქმელია? გგონია ვხუმრობ? - ძალზე სერიოზული ხმით წარმოთქვა მან,- აბა, ახლოს მოდი, კარგად შემოგხედო.

- პირველად ხომ არა მხედავთ?

- რასაკვირველია, პირველად არა გხედავ, მაგრამ წინათ როდი გამჩნევდი, რა ლამაზიყოფილხარ თურმე...

- ამეებს რატომ მეუბნებით, სენიორიტო, რატომ დამცინით... - გოგონას სახე უვარვარებდა.

- დღეს მაინც რა ფერი გაქვს! ეს მზეც...

- გეყოფათ...

- მოდი აქ, მოდი! ალბათ, გუნებაში ამბობ, სენიორიტო აუგუსტო რამ გააგიჟაო. არა, არა!გიჟი აქამდე ვიყავი, თუ გინდა მართალი იცოდე, ყეყეჩი ვიყავი, ნამდვილი ყეყეჩი; ბურუსშიგზააბნეული, ბრმა... თვალი ახლახან ამეხილა. თავად განსაჯე, რამდენჯერ მოსულხარ აქ,გიყურებდი და ვერ გხედავდი; თითქოს არც ვცხოვრობდი, როსარიო, თითქოს არცვცხოვრობდი... ყეყეჩი ვიყავი, ყეყეჩი... მაინც რა დაგემართა გოგონა, რა დაგემართა?

აღელვებული როსარიო სკამზე დაეშვა. სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. აუგუსტოწამოხტა, კარი მიხურა, ქალიშვილთან მივიდა, მხარზე ხელი დაადო და რბილი,გამსჭვალავი ხმით ჩასჩურჩულა:

- რა დაგემართა გოგონა, რა მოხდა?

- თქვენმა სიტყვებმა გული ამიჩუყა, დონ აუგუსტო...

- ციურო ანგელოზო!

- ასეთ სიტყვებს ნუ მეუბნებით, დონ აუგუსტო...

- აბა, როგორ არ გითხრა! ნამდვილი ბრმა ვიყავი, ვცხოვრობდი და არც ვცხოვრობდი,გესმის, სანამ არ გამოჩნდა ქალი, გესმის?.. სხვა ქალი, რომელმაც თვალები ამიხილა დადამანახვა ეს სამყარო! რაც მთავარია, მე ვისწა ვლე თქვენი დანახვა, თქვენი, ქალებისდანახვა ვისწავლე...

- ის ქალი, ალბათ... ცუდი ქალია...

- ცუდი? ცუდიო, თქვი? რას ამბობ, როსარიო, გესმის, რას ამბობ? იცი კი რას ნიშნავსცუდი? არა, არა, ის ქალი შენსავით ანგელოზია, მაგრამ მე მას არ ვუყვარვარ... არვუყვარვარ... არ ვუყვარვარ... - ამ სიტყვებზე აუგუსტოს ხმა ჩაუწყდა და თვალზე ცრემლი

Page 47: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მოადგა.

- საბრალო დონ აუგუსტო!

- ჰო, მითხარი, როსარიო, გაიმეორე! მართლაც რომ საბრალო დონ აუგუსტო! კიდევმითხარი, საბრალო დონ აუგუსტო-თქო! მოაშორე ეს „დონ“ და ისე თქვი: „საბრალოაუგუსტო!“

- მაგრამ სენიორიტო...

- ჰო, მითხარი, საბრალო აუგუსტო-თქო!

- რაკი ასე გნებავთ, საბრალო აუგუსტო!

აუგუსტო დაჯდა.

- მოდი აქ! - დაუძახა მან.

თითქოს ზამბარებზე იჯდაო, ისე წამოხტა ქალიშვილი და მონუსხულივით,სუნთქვაშეკრული მივიდა მასთან. აუგუსტომ ხელი სტაცა და მუხლებზე დაისვა, მაგრდჩაიკრა მკერდში, ლოყით გახურებულ ლოყაზე მიეკრა და მოჰყვა:

- ოჰ, როსარიო, როსარიო! არ ვიცი, რა ხდება ჩემს თავს, რა მეწია! იმ ქალმა, შენ რომთქვი ცუდიაო, თუმცაკი არ იცნობ, ჯერ თვალი ამიხილა და მაშინვე დამაბრმავა. ადრე არვცხოვრობდი, ახლა ვცხოვრობ; მაგრამ ახლა, როცა ვცხოვრობ, ცხადად ვიგრძენი, თურას ნიშნავს სიკვდილი. მინდა რომ თავი დავიცვა იმ ქალისგან, მისი მზერისგან. შენდამეხმარები, როსარიო, დამიცავ იმ ქალისგან?

ძლივს გასაგონი „დიახ“, ვითარცა ოხვრა, ვითარცა გამოძახილი სხვა სამყაროდან, ისეჩაესმა აუგუსტოს.

- აღარ ვიცი, როსარიო, რა მემართება, რას ვამბობ, რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ; უკვე ისიცაღარ ვიცი, მიყვარს თუ არა ის ქალი!..

- დონ აუგუსტო, მე...

- უბრალოდ აუგუსტო დამიძახე, აუგუსტო...

- ნება თქვენია, აუგუსტო, მე...

- კარგი, გეყოფა, გაჩუმდი... - და მან თვალები დახუჭა, - აღარაფერი თქვა, მაცადესაკუთარ თავთან, მარტო საკუთარ თავთან ვილაპარაკო. სულ ასე ვცხოვრობდიდედაჩემის სიკვდილის შემდეგ, მარტო საკუთარ თავთან, მარტო საკუთარ თავთან, მეძინადა ვიყავი ასე... და მე არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ძილი ერთად, ერთი და იმავე სიზმრებისხილვა ერთად, ძილი ერთად! ის კი არა, რომ გვერდიგვერდ იწვეთ და სხვადასხვასიზმარი იხილოთ, არა, ერთად გეძინოთ, ერთად და ერთი და იგივე სიზმრები იხილოთ!რა იქნება, რომ მე და შენ ერთად დავიძინოთ და ერთი და იგივე სიზმარი ვიხილოთ,როსარიო?

- მაგრამ ის ქალი... - ცრემლნარევი ხმით წამოიწყო საბრალო გოგონამ, თან აუგუსტოსმკლავებში ცახცახებდა.

- იმ ქალს, როსარიო, მე არ ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ... მაგრამ მანდამანახვა, რომ სხვა ქალებიც არსებობენ, მისი წყალობით გავიგე, რომ თურმე სხვაქალებიც არსებობენ... და რომ შეიძლება რომელიმე მათგანმა მეც შემიყვაროს... შენშემიყვარებდი, მე, როსარიო, მითხარი, შემიყვარებდი? - იგი შმაგად იკრავდა გოგონასმკერდში.

- მე მგონია, კი... შეგიყვარებდით...

- შეგიყვარდები-თქო, როსარიო, შეგიყვარებდი-თქო!

Page 48: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- შეგიყვარებდი...

- ასე, ასე, როსარიო, ასე! ეეჰ!

ამ დროს გაიღო კარი და გამოჩნდა ლიდუვინა, ერთი კი შესძახა „ვაიმეო“ და მაშინვეკარი გაიხურა. აუგუსტო როსარიოზე მეტად შეწუხდა, ქალიშვილი იმ წუთშივე წამოხტა,თმაზე ხელი გადაისვა, კაბა გაისწორა და ათრთოლებული ხმით თქვა:

- მაშ ასე, სენიორიტო, გავასწოროთ ანგარიში!

- მართალი ხარ, მაგრამ ხომ მოხვალ, ხომ ისევ მოხვალ?

- ჰო, მოვალ.

- მაპატიებ ყველაფერს, მაპატიებ?

- გაპატიებთ?.. რა უნდა გაპატიოთ?

- ეს, ეს... ეს რა სიგიჟე იყო! მაპატიებ?

- საპატიებელი არაფერი ჩაგიდენიათ, სენიორიტო, უბრალოდ იმ ქალზე აღარ უნდაიფიქროთ, ეგ არის და ეგ.

- შენ კი იფიქრებ ჩემზე?

- ახლა უნდა წავიდე...

ანგარიში შეამოწმეს და როსარიო წავიდა. როგორც კი კარი გაიხურა, ლიდუვინამაც არდააყოვნა.

- სენიორიტო, ამას წინათ მკითხეთ, რაზე ატყობ, როცა კაცი შეყვარებულიაო!

- მართალია, გკითხე!

- მე გიპასუხეთ, იმაზე, რომ სისულელეებს ამბობს და სჩადის-მეთქი. აი, ახლა კი შემიძლიადარწმუნებით გითხრათ, რომ შეყვარებული ბრძანდებით!

- აბა, ვინ მიყვარს? განა როსარიო?

- როსარიო?.. რას ბრძანებთ! სულ სხვა!

- ეს რაღამ გაფიქრებინა, ლიდუვინა?

- ეეჰ, იმან, სენიორიტო, რომ თქვენ ამას ისე ელაპარაკებოდით და ისე ექცეოდით, იმმეორეს რომ ვერ დაელაპარაკებით და ვერ მოექცევით.

- ასე გგონია?..

- არა, არა, რასაკვირველია, ცუდი არაფერი მიფიქრია, მაგრამ...

- ლიდუვინა, ლიდუვინა!

- ნება, თქვენია, სენიორიტო!

საბრალო აუგუსტო დასაწოლად გაემართა, ლამის თავი უსკდებოდა; საწოლზე რომდავარდა, რომლის კუთხეში ორფეოსი თვლემდა, აღმოხდა: „ეეჰ, ორფეოს, ორფეოს,რომ იცოდე, რას ნიშნავს მარტო ძილი, მარტო, მარტოდ-მარტო ძილი და მარტო სიზმრისნახვა! როცა მარტო ნახავ სიზმარს, ეს ილუზიაა, მოჩვენებაა, როცა ორი ერთად იხილავთ,მაშინ სინამდვილეა, რეალობაა; რეალური სამყარო ხომ სხვა არა არის რა, თუ არასიზმარი, რომელსაც ყველა ვხედავთ, სიზმარი ყველასთვის საერთოა“.

და სიზმრებში ჩაეფლო.

Page 49: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

XIIIამ ამბის შემდეგ რამდენიმე დღეს არ გაუვლია, რომ ლიდუვინა დილაადრიან შევიდააუგუსტოს ოთახში და განუცხადა, ვინმე სენიორიტა გკითხულობთო.

- სენიორიტა?

- დიახ, აი, ის, პიანისტი.

- ეუხენია?

- სწორედ ეუხენია, როგორც ჩანს, მარტო თქვენ არ გადარეულხართ.

საბრალო აუგუსტოს გული აუფანცქალდა. საქმე ის იყო, რომ იგი თავს მაინც დამნაშავედგრძნობდა; ადგა, სასწრაფოდ დაიბანა, ჩაიცვა და გავიდა; ყოველნაირიმოულოდნელობისთვის გამზადებული.

- სენიორ დონ აუგუსტო, - ამაყად მიმართა ეუხენიამ, როგორც კი აუგუსტო ოთახში შევიდა,- გავიგე, რომ ჩემი ვალი გადაგიხდიათ და სახლის საგირავნო ფურცელი ხელთაგქონიათ.

- მართალს ბრძანებთ.

- რა უფლების ძალით გააკეთეთ ეს?

- ჩვეულებრივი მოქალაქის უფლების ძალით, სენიორიტა. ყოველ მოქალაქეს აქვს ნივთისყიდვის უფლება, თუკი მოეწონება და თუკი მის პატრონს ამ ნივთის გაყიდვის სურვილიექნება.

- ამაზე არ გელაპარაკებით, თქვენ ის მითხარით, რა მიზნით იყიდეთ?!

- იმ მიზნით, რომ გული მეთანაღრებოდა, ვიღაც უსულგულო ვაჭრუკანაზე რომ იყავითდამოკიდებული, რომელსაც, ჩემი აზრით, სულაც არ ენაღვლებოდით.

- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა გინდათ თქვენზე ვიყო დამოკიდებული, მით უმეტეს,რომ ჩემს მიმართ გულგრილი არა ბრძანდებით...

- ოჰ, არა, არა! არა, ეუხენია, არა! ამაზე სულ არ მიფიქრია. ეგ თქვენი ეჭვი პირდაპირშეურაცხმყოფს. აი, ნახავთ... - და საშინლად აღელვებული აუგუსტო გავიდა, ქალი მარტოდატოვა ოთახში.

რამდენიმე წამში უკანვე დაბრუნდა, ხელში ქაღალდები ეჭირა.

- ინებეთ, ეუხენია, აი, თქვენი ვალის ლიკვიდაციის დამადასტურებელი საბუთები, აიღეთდა რაც გინდათ, ის უყავით.

- რაო?

- დიახ, აიღეთ. ეს ქაღალდები თქვენ გეკუთვნით, ამისთვის შევისყიდე, სხვა მიზანი არამქონია.

- ასეც ვიცოდი! მაშასადამე, ახლა თქვენზე უნდა ვიყო დამოკიდებული და მადლიერებისგრძნობით შებოჭილი! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ყიდვა მოგინდომებიათ!

- ეუხენია! ეუხენია!

- დიახ, თქვენ ჩემი ყიდვა გინდათ, ჩემი ყიდვა გინდათ, დიახ, ყიდვა გინდათ... თქვენსიყვარულის ყიდვა კი არ გინდათ, არა, კარგად იცით, რომ სიყვარულის ყიდვა არშეიძლება, თქვენ ჩემი სხეულის ყიდვა მოინდომეთ!

- ეუხენია, ეუხენია!

Page 50: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ეუხენია, ეუხენია!

- დიახ, სწორედ ასეა, შეიძლება კი არ გიფიქრიათ, მაგრამ მაინც ასე გამოდის, ეს უკვეუსინდისობაა, ნამდვილი უსინდისობა!

- ეუხენია, თუ ღმერთი გწამს, ეუხენია!

- ახლოს არ მოხვიდეთ, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ!

- პირიქით, მოვალ და, რაც გინდა ის მიყავი, თუ გინდა, გამარტყი, გამარტყი, უხენია, თუგინდა, მომაფურთხე, შეურაცხყოფა მომაყენე!

- ამასაც არ იმსახურებთ! - ეუხენია წამოდგა, - მე მივდივარ, მაგრამ იცოდეთ, თქვენსმოწყალებას არ მივიღებ, თქვენი საჩუქრები არა მჭირდება! უფრო მეტს ვიმუშავებ, ჩემსსაქმროსაც ვაიძულებ იმუშაოს, მალე ჩემი ქმარიც გახდება და, ორივე ერთად როგორმეთავს გავიტანთ. ჩემი სახლი კი თქვენთვის მიჩუქებია.

- მერედა, წინ როდის გადაგეღობეთ, გათხოვდით იმ თქვენს საქმროზე!

- რაო? რას ამბობთ?

- განა ეს იმისათვის მოვიმოქმედე, რომ მადლიერების გრძნობით შემებორკეთ დაიძულებული გამეხადეთ ჩემზე გათხოვილიყავით? მე ხომ ჩემს ბედნიერებაზე არცმიფიქრია, უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი ბედნიერება სწორედ ის იქნება, თქვენ იყოთბედნიერი და ბედნიერი იყოთ იმ ადამიანთან, ვისაც ქმრად ამოირჩევთ!..

- ახლა კი გავგიჟდები! რა დიდებული როლი აგირჩევიათ, გმირული მსხვერპლის,წამებულის როლი! აჰა, ჩემი სახლი, თქვენთვის მიჩუქებია!

- მოიცა, ეუხენია, ეუხენია!..

- კმარა!

შეხედვაც არ აღირსა, ისე გაუჩინარდა მისი ელვარე თვალები.

აუგუსტო ერთი წამით დარეტიანებული იდგა, იმასაც ვერ გრძნობდა, არსებობდა თუ არა;როცა შეძლო გარშემობურული შეშფოთების ბურუსი ჩამოეფერთხა, უმალ ქუდსწამოავლო ხელი და ქუჩაში გავარდა. თავადაც არ იცოდა, საით მიდიოდა და როცა სანმარტინის ეკლესიასთან ამოყო თავი, შევიდა კიდეც. თუმცა არ ესმოდა, რასა იქმოდა. იქაცვერაფერი დაინახა, მხოლოდ კანდელი ღაფავდა სულს მთავარი საკურთხევლის წინ.ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს სიბნელის სუნი ეცა, სიძველის, საკმევლით შებოლილისიძველისა და საუკუნოვანი კერიის სუნი; ხელისცეცებით მივიდა სკამთან და კი არ დაჯდა,დაეცა ლამის. დაღლილობა იგრძნო, საშინელი დაღლილობა, თითქოს ამ სიბნელისა დასიძველის სუნი მძიმედ, ტყვიასავით დააწვა გულზე. შორიდან, ძალიან შორიდან ჩუმიხველა მოისმოდა ხანგამოშვებით. აუგუსტოს დედა გაახსენდა.

თვალები დახუჭა და კვლავ თვალწინ დაუდგა მყუდრო და თბილი სახლი; ოთახებშიფარდებზე ამოქარგულ ყვავილებში ატანდა შუქი. კვლავ წარმოუდგა დედა, სულ რომფეხაკრეფით დადიოდა, მუდამ დათალხული, წარმოუდგა მისი ღიმილი, ცრემლნარევიღიმილი; გაახსენდა მთელი თავისი ცხოვრება, ის დრო, როცა მხოლოდ შვილი იყო,მხოლოდ ნაწილი თავისი დედისა და მის ფრთებქვეშ შეყუჟული; ცხადად დაინახასიკვდილი საბრალო ქალისა, ჩუმი, დარბაისლური, თვინიერი და უმტკივნეულო, რაუხმაუროდ გაფრინდა მისი სული, რა უცხო ფრინველივით აფარფატდა! მერემოგონებებში თუ ზმანებებში ორფეოსი ამოტივტივდა; სულ მალე რაღაც ძილბურანშიჩაეფლო, კინოს კადრებივით, მონაცვლეობით ჩაუარა უცნაურზე უცნაურმა ხილვებმა. იქვე,გვერდით ვიღაც ლოცულობდა თავისთვის, ჩუმად; ცოტა ხნის შემდეგ უცნობიგასასვლელისკენ გაემართა და აუგუსტოც მას მიჰყვა. სანამ გარეთ გავიდოდა, მან წმინდაწყლით სავსე ფიალაში მარჯვენა ხელის შუა და საჩვენებელი თითები დაისველა,აუგუსტოსაც შესთავაზა და პირჯვარი გადაიწერა. ისინი ერთად გავიდნენ კარიბჭეში.

- დონ ავიტო! - შეჰყვირა აუგუსტომ.

Page 51: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- დიახ, მე გახლავარ, აუგუსტიტო, მე გახლავარ!

- აქ რამ მოგიყვანათ?

- იმან ჩემო კეთილო, რომ ცხოვრება ბევრს გვასწავლის, სიკვდილი - უფრო მეტს დაორივე ერთად კი გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე რომელიმე მეცნიერება.

- რასა იქმს გენიოსობის თქვენი კანდიდატი?

დონ ავიტო კარასკალმა თავისი ვაჟიშვილის სამწუხარო ამბავი მოუთხრო აუგუსტოს დასიტყვა ასე დაასრულა: „ახლა ხომ გესმის, აუგუსტიტო, რამაც მომიყვანა აქ...“

აუგუსტომ უსიტყვოდ დახარა თვალები. ისინი ალამედას პროსპექტზე მიდიოდნენ.

- ასეა, ასე აუგუსტო, - განაგრძო დონ ავიტომ, - ცხოვრების ერთადერთი მოძღვარი ისევცხოვრებაა, სხვა არავითარი პედაგოგიკა არ არსებობს, ცხოვრებას მხოლოდ ცხოვრებაგვასწავლის და ყოველი კაცი თავიდან უნდა შეუდგეს ამ მეცნიერების შესწავლას.…

- თაობათა მიერ გაწეულ შრომაზე, საუკუნეთა მემკვიდრეობაზე რაღას იტყვით, დონავიტო?

- მემკვიდრეობის ორად ორი სახე არსებობს მხოლოდ: ერთია ილუზია და მეორეიმედგაცრუება, ერთსაცა და მეორესაც იქ უნდა ეძებდე, სადაც ახლახან შევხვდითერთმანეთს, ტაძარში. ეჭვი არ მეპარება, შენ იქ ან დიდმა ილუზიამ მიგიყვანა, ან მწარეიმედგაცრუებამ.

- ერთმაცა და მეორემაც.

- ჰო, ერთმაცა და მეორემაც, რამეთუ ილუზია და იმედი მშობელია იმედგაცრუებისა დამოგონებისა, ხოლო იმედგაცრუება და მოგონება, თავის მხრივ, მშობელია ილუზიისა დაიმედისა. მეცნიერება სინამდვილეა, აწმყოა, ძვირფასო აუგუსტო, მე კი ძალა აღარ შემწევსაწმყოთი ვიცხოვრო. მას შემდეგ, რაც ჩემი საბრალო აპოლოდორო, ჩემი მსხვერპლი... -ამ სიტყვებზე ხმა გაებზარა, - გარდაიცვალა, უფრო სწორად, თავი მოიკლა, ჩემთვისაღარც აწმყო არსებობს, აღარც მეცნიერებაში ვეძებ რასმეს დააღარც სინამდვილეში. მოგონებები და იმედიღა მაცოცხლებს მხოლოდ; და აი, მოვედი აქ,ეკლესიაში, რაიცა არის კერა ყოველი ილუზიისა და იმედგაცრუებისა!

- მაშასადამე, თქვენ იწამეთ!

- აბა, რა ვიცი!..

- მაშინ, არ იწამეთ!

- ვერც იმას ვიტყვი, ვიწამე-მეთქი და ვერც იმას, რომ არ ვიწამე... ის კი ვიცი, რომვლოცულობ, თუმცა რიგიანად ისიც არ ვიცი, რაზე ვლოცულობ. საღამოობით აქრამდენიმე კაცი შევიკრიბებით ხოლმე და ვლოცულობთ. მე მათ არ ვიცნობ, ისინი - მე,მაგრამ რაღაც გვაკავშირებს თითქოს, რაღაც სულიერი ერთობის გრძნობა. ახლა უკვეიმასაც ვფიქრობ, ამ დაწყევლილ კაცობრიობას გენიოსი სულაც არა სჭირდება-მეთქი.

- თქვენი მეუღლე რაღასა იქმს, დონ ავიტო?

- ეეჰ, ჩემი მეუღლე? - წამოიძახა კარასკალმა და თვალებში აბრჭყვიალებული ცრემლიახლა თითქოს შინაგანი შუქით აენთო. - ჩემი მეუღლე! მე ხომ იგი ახლაღა აღმოვაჩინემხოლოდ! სანამ ეს საშინელი უბედურება არ დამატყდა თავს, არ მესმოდა, თურმე რაადამიანი ყოფილა ჩემს გვერდით. ცხოვრების იდუმალებას მხოლოდ იმ საშინელღამეებში ჩავწვდი, როცა აპოლოდორომ თავი მოიკლა; ჩემს მეუღლეს კალთაში თავსჩავუდებდი და ვტიროდი, ვტიროდი, ვტიროდი; ის კი დედასავით ჩამიკრავდა, ნაზადმისვამდა თავზე ხელს და მეუბნებოდა: „ჩემო საბრალო ბავშვო! ჩემო საბრალოვ!“ ასეთიდედაც არ მახსოვს, მაშინ, როცა იგი დედა გავხადე, - მერედა, რატომ, ნუთუ მარტო

Page 52: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

იმიტომ, რომ მომავალი გენიოსის შესაქმნელად მასალა ყოფილიყო? - მაშინ აზრადაც არმომსვლია, რომ დადგებოდა დღე და ჩემთვისაც სწორედ დედასავით საჭირო დააუცილებელი შეიქნებოდა. მე ხომ დედაჩემს არც კი ვიცნობდი, აუგუსტო, სულ არვიცნობდი, მე ხომ დედა არცა მყავდა, არ მესმოდა, რას ნიშნავს დედა, სანამ მე და ჩემმაცოლმა ჩვენი შვილი არ დავკარგეთ და სანამ ჩემმა მეუღლემ კვლავ დედად არ იგრძნოთავი, ჩემს დედად. შენ ხომ გახსოვს დედაშენი, აუგუსტო, უბადლო დონია სოლედადი;რომ არ გხსომებოდა, გირჩევდი, ცოლი შეირთე-მეთქი.

- დიახ, მახსოვს, დონ ავიტო, მაგრამ მეც ხომ დავკარგე იგი; იქ, ეკლესიაში სწორედ მასვიგონებდი...

- მაშინ, თუ გსურს კვლავ ჰპოვო იგი, ცოლი შეირთე, აუგუსტო, ცოლი შეირთე!

- სხვა დედას ხომ უკვე ვეღარ ვპოვებ...

- მართალს ამბობ, მაგრამ მაინც შეირთე ცოლი!

- რა გზით? - ნაძალადევი ღიმილით ჰკითხა აუგუსტომ, რადგან დონ ავიტოს ერთ-ერთითეორია გაახსენდა, - დედუქციისა თუ ინდუქციის გზით?

- ხუმრობის თავი აღარ მაქვს, თუ ღმერთი გწამს, ჩემს ტრაგედიას ნუ გამახსენებ! მაგრამასეა თუ ისე, შენი ხუმრობის სტილით რომ ვთქვათ, ისევ ინტუიციის გზით აჯობებდა!

- თუკი ქალს, ვინც მე მიყვარს, არ ვუყვარვარ?

- მაშინ ის შეირთე, ვისაც შენ ეყვარები, გირჩევნია შენ არ გიყვარდეს, გირჩევნია შენისიყვარულის მოპოვებას ცდილობდნენ, ვიდრე შენ ცდილობდე მისი სიყვარულისმოპოვებას. ეძიებდე ქალს, ვინც შეგიყვარებს!

აუგუსტოს უცბად სარეცხის დამტარებელი გოგონას სახემ გაუელვა გონებაში, რადგანწარმოიდგინა, იმ საბრალოს შევუყვარდიო.

აუგუსტო, როგორც იქნა, დაემშვიდობა დონ ავიტოს და კაზინოსკენ გასწია, იფიქრა,ვიქტორს ჭადრაკს ვეთამაშები, იქნებ თავიდან და გულიდან ბურუსი გადავიყაროო.

XIVაუგუსტომ შეამჩნია, რომ მისი მეგობარი ვიქტორი რაღაც უჩვეულო გუნებაზე იყო; ერთიპარტიაც კი ვერ მოიგო, დაღვრემილი და გაჩუმებული იჯდა.

- ვიქტორ, ნამდვილად რაღაც ხდება შენს თავს...

- ჰო, მეგობარო, ხდება, უსიამოვნებას გადავეყარე, მოდი, ქუჩაში გავიდეთ, მშვენიერისაღამოა და იქნებ გული გადავაყოლო, თან ყველაფერს მოგიყვები.

ვიქტორი, აუგუსტოს უახლოესი მეგობარი, ხუთი-ექვსი წლით იქნებოდა მასზე უფროსი,თითქმის თორმეტი წლის დაოჯახებული იყო, სულ ახალგაზრდამ შეირთო ცოლი,როგორც ამბობდნენ, სინდისის მოსაწმენდადო, მაგრამ შვილები არ ჰყავდათ.

ქუჩაში გავიდნენ და ვიქტორმა თავისი ამბის თხრობა დაიწყო:

- შენ ხომ იცი, აუგუსტო, საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, დაოჯახება რომ მომიხდა...

- მოგიხდა!..

- კარგი, კარგი, ისე ნუ დაიჭერ თავს, ვითომ პირველად გესმოდეს; ჭორებს შენს ყურამდეარ მოუღწევია, თუ რა? თითქმის ბავშვები ვიყავით მე და ელენა, მშობლებმა რომდაგვაქორწინეს; ჩვენ მაშინ ცოლქმრობა თამაში გვეგონა და აკი ვთამაშობდით კიდეც,მაგრამ თურმე, სულფუჭი იყო შიში...

Page 53: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ვერ გავიგე, რისი შიში?

- იმისი, რისთვისაც დაგვაქორწინეს: ჩვენი მშობლების გადამეტებული პატიოსნება!ერთხელ, როცა ჩვენი შეცოდების ამბავი გაიგეს, აყალმაყალი ატეხეს, არც კი მოიცადეს,შედეგი მოჰყვება თუ არაო და სასწრაფოდ დაგვწერეს ჯვარი.

- კარგიც ქნეს!

- აბა მე მკითხე! საქმე ისაა, რომ არც ჩვენს პირველ შეცოდებას და არც მომდევნოს დამრავალს, რაც ქორწინებას მოჰყვება ხოლმე, არავითარი შედეგი არა ჰქონია.

- შეცოდებას?

- დიახ, სწორედ რომ შეცოდებას; ვცოდავდით, აკი გითხარი, ცოლქმრობანასვთამაშობდით-მეთქი.

- კარგად გამაგებინე, ადამიანო!

- არა, ცუდი არაფერი იფიქრო! ძალზე ახალგაზრდები ვიყავით და ბუნებრივია,გარყვნილებისგანაც შორს ვიდექით. შენ წარმოიდგინე, დღემდე ასეა. მაგრამ ოჯახისშექმნაზე მაინც არც ერთს არ გვიფიქრია, უბრალოდ, ახალგაზრდა წყვილი ეგრეთწოდებულ ცოლქმრულ ცხოვრებას ეწეოდა, ეგ იყო და ეგ. მაგრამ აი, გავიდა ერთი წელიდა შედეგი კი არ იყო. ერთმანეთს დავუწყეთ დამდურება, ხომ იცი, ალმაცერი გადახედვა,უსიტყვო საყვედურები, და ასე, ვერასგზით ვერ შევრიგებოდი აზრს, რომ მამა არ გავხდი.კიდეც დავვაჟკაცდი, ოცდაერთი წელი შემისრულდა და გულწრფელად ვაღიარებ, ვერადა ვერ შევეგუე იმ ამბავს, რომ სხვაზე უარესი გამოვდექი, იმ ყეყეჩზე უარესი, რომელთაცქორწინებიდან ზუსტად ცხრა თვის თავზე და ზოგჯერ უფრო ადრეც უჩნდებათ ხოლმეთავიანთი პირმშო.

- მერედა, ვისი ბრალი იყო?

- ცხადია, მაშინ ამას პირდაპირ ვერ ვეტყოდი, მაგრამ ყველაფერს ელენას ვაბრალებდი,„ეს ქალი ბერწია, სულ მაგის გამოა, რომ დამცინიან-მეთქი“, ის კი თავის მხრივ მემადანაშაულებდა და იმასაც კი ეჭვობდა, ვითომ მე...

- რა, შენ?..

- არაფერი, მაგრამ, როცა ერთი წელი გავა, ერთს მეორე მიჰყვება და ცოლ-ქმარს შვილიარ უჩნდებათ, ცოლი ფიქრობს ქმარია დამნაშავე, უთუოდ რაღაც ავადმყოფობის მიზეზია,რომ ასეთი უიღბლო ქორწინება... ლამის მტრად გადავეკიდეთ ერთმანეთს, ჩვენს სახლშიდემონმა დაიბუდა. ბოლოს დემონმა თავისი გაიტანა: დავუწყეთ ერთმანეთს საყვედურები:„რისი მაქნისი ხარ?“ „მე კი არა, შენახარ, რაცა ხარ!“ და სხვა ამისთანები.

- ამიტომ იყო, სულ ცხვირ-პირი რომ ჩამოგტიროდა, შეფიქრიანებული, პირქუში დაუგუნებო რომ დადიოდი იმ ორ-სამ წელიწადს და მერე სანატორიუმში სამკურნალოდწახვედი?

- არა, მხოლოდ ეგ როდი იყო მიზეზი... უფრო უარესი რამ დამემართა.

სიჩუმე ჩამოვარდა. ვიქტორმა თვალები დახარა.

- კარგი, კარგი, ნუ იტყვი, არ მინდა საიდუმლო გამოგძალო.

- არა, შენ გეტყვი! როცა ამ ცოლქმრულმა განხეთქილებებმა მეტისმეტად შემაღონა,თანაც წარმოვიდგინე, რომ საქმე ინტენსიურობაში კი არ არის, არამედ რაღაც სხვაშია დაკერძოდ, სიხშირეში... ხომ გესმის?

- ჰო, მგონი მესმის...

Page 54: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ჰოდა, მხეცივით დავიწყე ჭამა, თუკი რამ ყუათიანი და მოსაღონიერებელი იყო, არაფერსვიკლებდი, თანაც ზედ ათას წამალს ვაყოლებდი, განსაკუთრებით ისეთ წამლებსვეტანებოდი, აღმგზნებს რომ ეძახიან. რაც შეიძლებოდა მოვუხშირე ჩემს ცოლთან... დაცხადია...

- ავად გახდი?..

- რასაკვირველია! დროზე რომ არ მოვგებოდით ჭკუას და ექიმისთვის არ მიგვემართა,კარგა ხანია იმ ქვეყანას ვიქნებოდი. მაგრამ, სამაგიეროდ, საფუძვლიანად მიმკურ ნალეს,ისევ დავუბრუნდი ცოლს, ბოლოს კი დავწყნარდით და შევურიგდით ჩვენს ხვედრს.სახლში ნელ-ნელა სიმშვიდემ თუ არა, ბედნიერებამ მაინც დაისადგურა. ოთხიხუთი წლისმანძილზე ხანდახან მაინც ვუჩიოდით ხოლმე მარტოობას. მაგრამ მერე ნუგეშიც ვპოვეთდა ასე თუ ისე, ამ მდგომარეობასაც შევეგუეთ. ბოლოს და ბოლოს, აღარც უშვილობაგვაწუხებდა, მოწყენილობამაც გაგვიარა და ზოგჯერ ისინიც კი გვეცოდებოდა, ვისაცშვილები ჰყავდათ. ერთმანეთს შევეთვისეთ, უერთმანეთოდ ვეღარა ვძლებდით. შენ ამასვერ გაიგებ...

- ჰო, შეიძლება ვერ გავიგო.

- ჰოდა, ასე ვიქეცი მე ჩემი ცოლისთვის ჩვევად, ის ჩემთვის. ჩვენს სახლში ყველაფერიზომიერების ჩარჩოში მოექცა, ჭამაც კი; ზუსტად თორმეტ საათზე უკვე სადილსმივირთმევთ, არც ერთი წუთით ადრე და არც ერთი წუთით გვიან, ყოველდღე თითქმისერთი და იგივე კერძი გვაქვს, ვიკვებებით ერთი და იმავე თანმიმდევრობითა დარაოდენობით. ვერც მე ვიტან ცვლილებებს, ვერც ელენა, ცხოვრება საათობით გვაქვსგამოზომილი.

- თქვენი ამბები ჩვენი მეგობრის, ლუისის სიტყვებს მაგონებს, რომერას ოჯახზე რომ თქვა,მარტოხელა ცოლქმარიო.

- სწორია, რომ იცოდე, მართლაც არ არსებობს უშვილო ცოლიან კაცზე უფრომარტოხელა. ერთხელ ძაღლი ავიყვანეთ, უფრო სწორად, ვიშვილეთ. ვიფიქრეთ, ბავშვისმაგივრობას გაგვიწევსო; როგორც ეტყობა, მაინც არ ჩაგვიქრა მე მამობრივი, მას კიდედობრივი გრძნობები. მაგრამ ძაღლს ყელში ძვალი გაეჩხირა და მოგვიკვდა; ჩვენსთვალწინ დაიხრჩო, ცრემლიანი თვალებით შემოგვყურებდა და თითქოს გვევედრებოდა,მიშველეთ რამეო; ისე დაგვამწუხრა და დაგვადარდიანა ამ ამბავმა, რომ ძაღლი კი არა,არა სულიერი აღარ გვინდა სახლში. მუყაოს თოჯინებითაც იოლას გავდივართ, ხომგინახავს ჩვენთან დიდი თოჯინები, ელენა ერთობა ხოლმე, ხან ჩააცმევს, ხან გახდის.

- ისინი ხომ მაინც არ დაგეხოცებათ!

- მართალი ხარ. ერთი სიტყვით, ყველაფერი მშვენივრად აეწყო, კმაყოფილები ვიყავით,არც ბავშვის ტირილი მიფრთხობდა ძილს და არც ის მაღელვებდა, ბიჭი გვეყოლებოდა,თუ გოგო, ან რა დადგებოდა მისგან. ესეც არ იყოს, ჩემი ცოლიც მარტო მე და მუდამ მემეკუთვნოდა, არც ფეხმძიმობა უშლიდა ხელს და არც ძუძუს წოვება. მოკლედ, ცხოვრებაკი არა, უსასრულო ნეტარება გვქონდა!

- იმაზე თუ გიფიქრია, რომ ასეთი ცხოვრება თითქმის არაფრით განსხვავდება...

- რისგან? უკანონო კავშირისგან, არა? კი, მიფიქრია, უშვილო ოჯახი რაღაც დაკანონებულთანაცხოვრებას ემსგავსება, კარგად აწყობილ, ჰიგიენურ და ლამის უბიწოთანაცხოვრებას. კარგადაა ნათქვამი, მარტოხელა ცოლ-ქმარიო, მართლაცმარტოხელები, ერთ ჭერქვეშ მცხოვრები მარტოხელები! ჰოდა, ასე გავიდა თერთმეტწელზე მეტი, მალე თორმეტი შესრულდება... მაგრამ ახლა... იცი, რა დამემართა?

- აბა, საიდან უნდა ვიცოდე!

- ვერ ხვდები, რა დამემართებოდა?

- ნუთუ ფეხმძიმედაა?!

Page 55: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ჰო, ჰო! წარმოგიდგენია, რა მეხი დაგვეცა?

- რას ამბობ, აკი სულ ამას ნატრობდით?!.

- ჰო, ვნატრობდით, მაგრამ დასაწყისში, პირველი სამი-ოთხი წელი მართლაც გვიჭირდა,მაგრამ ახლა, ახლა... ისევ დაბრუნდა ჩვენს სახლში დემონი. ისევ თავიდან დაიწყოუსიამოვნებები, ერთმანეთის გადაბრალება. იცი, რას ვეძახით იმ მომავალ... არა, არა, ვერგეტყვი...

- თუ არ გინდა, ნუ მეტყვი.

- გეტყვი, „თავხედს“ ვეძახით! სიზმარშიც კი ვნახე, ვითომ ყელში ძვალი გასჩხეროდა დაიხრჩობოდა...

- რა საშინელებაა!

- მართალი ხარ, საშინელებაა, მაშ რა არის! ერთი სიტყვით, უნდა დავემშვიდობოთ ჩვენსაწყობილ ცხოვრებას, წესრიგს, ჩვევებს! გუშინ ელენას აღებინა, ეს ხომ ეგრეთ წოდებული„საინტერესო მდგომარეობის“ ერთ-ერთი ნიშანია. საინტერესო! საინტერესო!საინტერესო! კარგი საინტერესო ეგ არის! ღებინება! ამაზე უფრო საზიზღარი დაუწმინდური არაფერი მინახავს!!

- სამაგიეროდ, დედობით იქნება კმაყოფილი.

- ვინ? ელენა? ოღონდაც! გეუბნები, ან განგებამ მოგვიწყო ეს ბოროტი ოინი, ან ბუნებამ, ანარ ვიცი, რამ. ბედის დაცინვაა!.. ადრე, როცა ჩვენ, უცოდველი კრავები, ველოდით ბიჭიგაგვიჩნდება, თუ გოგო, ან სულერთია, რაო, და მშობლის გრძნობაზე მეტადპატივმოყვარეობა გვაწუხებდა, რადგან ვფიქრობდით, სხვაზე ნაკლები რითი ვართო, აი,მაშინ რომ გაჩენილიყო, ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად აეწყობოდა! მაგრამახლა? ახლა? აკი ვამბობ, დაცინვაა-მეთქი. რომ არა...

- რაო, რას ამბობ?!

- იმას, რომ შენ გაჩუქებდი, ორფეოსს ამხანაგად გამოადგებოდა.

- დამშვიდდი და ასეთ სისულელეებს ნუ ამბობ...

- მართალი ხარ, სისულელეა. მაპატიე, მაგრამ განა ეს სამართალია, თორმეტი წლისშემდეგ, როცა ყველაფერი ასე მშვენივრად აეწყო, როცა უკვე იმ გულუბრყვილოახალდაქორწინებულთა პატივმოყვარეობისგანაც განვიკურნეთ, აკი არ დაგვატყდაუეცრად მეხი? რა მშვიდად და უზრუნველად ვცხოვრობდით, ჩვენი ხვედრითკმაყოფილები?..

- კმარა! კმარა!

- მართალი ხარ, ჰო, მართალი ხარ, მაგრამ აბა, ახლა ელენას ჰკითხე, ყველაზე საშინელიისაა, რომ საბრალოს სირცხვილით გარეთ თავი ვერ გაუყვია, ჰგონია ქვეყანადამცინებსო, წარმოგიდგენია?

- საამისოს ვერაფერს ვხედავ...

- ვერც მე, მაგრამ აბა, იმასა ჰკითხე; რცხვენია და რას იზამ, ისე იქცევა, მეშინია კიდეც... იმთავხედს რამე არ...

- რას ამბობ? - წამოიძახა შეშინებულმა აუგუსტომ.

- არა, არა, აუგუსტო, არა! ჩვენ ჩვენი ზნეობრივი საფუძვლები ჯერ არ დაგვიკარგავს; ხომიცი, ჩემი ელენა ღრმად მორწმუნეა და, რაც არ უნდა გაუჭირდეს, განგების ნებას წინ მაინცარ აღუდგება; დედობისთვის მზადაა და ეჭვი არ მეპარება, კარგი დედაც იქნება, ძალიანკარგი; მაგრამ იმდენად სტანჯავს ის გრძნობა, რომ სასაცილო მდგომარეობაშია, ისეცდილობს დამალოს თავისი ფეხმძიმობა, მეშინია, რამე არ ჩაიდინოს!.. ერთი სიტყვით,

Page 56: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ამაზე ფიქრიც არ მინდა. მთელი კვირაა სახლიდან გარეთ გასვლა აიკრძალა; მეუბნება,მრცხვენია, მგონია, ქუჩაში ყველა მე დამიწყებს ყურებასო. მეხვეწება, სხვაგან სადმეწავიდეთო; ბოლო თვეებში მაინც ჰაერზე და მზეზე ყოფნა ესაჭიროება და აქ კი ამას ვერახერხებს, ნაცნობებს ვერ ეჩვენება, მოლოცვებს დამიწყებენო, ეშინია.

მეგობრები ცოტა ხანს გაჩუმდნენ და მერე ვიქტორმა ამ სიტყვებით დაასრულა თავისიამბავი:

- აი, ასეა და ამგვარად, ჩემო აუგუსტო, წადი, შეირთე ცოლი, რომ შენც განიცადოამისთანა რამ; ადექი და შეირთე ის შენი პიანისტი!

- ვინ იცის!..

- თქვა აუგუსტომ, გეგონებოდათ, თავის თავს ელაპარაკებაო, - ვინ იცის, იქნებ ცოლი რომშევირთო, კვლავ ვპოვო დედა...

- დედა? ჰო, - ჩაურთო სიტყვა ვიქტორმა, - შენი შვილების დედა, თუკი გეყოლებაშვილები...

- და კიდევ ჩემიც! ვიქტორ, ახლა შენს ცოლში იქნებ დედაც კი ჰპოვო, შენი დედა.

- დაკარგული ღამეების მეტს ვერასა ვპოვებ...

- თუ მოგებული ღამეებისა, ვიქტორ, მოგებული...

- ერთი სიტყვით, ვერ გამიგია, რა ხდება ჩემს თავს, რა ხდება ჩვენს თავს. მე კი შემიძლია,შევეგუო, მაგრამ ელენა, ჩემი საბრალო ელენა... საცოდავი!

- აი, ხედავ? კიდეც გეცოდება!

- იცი, რას გეტყვი, აუგუსტო, სანამ იქორწინებდე, დაფიქრდი, კარგად დაფიქრდი!

ასე დაშორდნენ ერთმანეთს.

აუგუსტო შინ დაბრუნდა, დონ ავიტოსა და ვიქტორის ამბებმა სულ დაავიწყეს ეუხენიაც,მისი თამასუქიც და ის თეთრეულის დამტარებელი გოგოც.

ორფეოსი მხიარულად, ხტუნვა-ხტუნვით შეეგება. აუგუსტომ ძაღლი ხელში აიყვანაკისერზე ნაზად მოუსვა ხელი, გულში ჩაიკრა და უთხრა: „ძვლებს უფრთხილდი, ორფეოს,ძვლებს უფრთხილდი, გესმის? ვაითუ ყელში გაგეჩხიროს და დაიხრჩო, არ მინდა ასეთყოფაში გნახო, არ მინდა მევედრებოდე, მიშველე რამეო... იცი, ორფეოს, დონ ავიტო,პედაგოგი, თავის წინაპართა რელიგიას დაუბრუნდა... ესეც მემკვიდრეობა! ვიქტორსმამობა არ სურს. ერთი შვილის დაკარგვას წუხს, მეორე - შეძენას. მაგრამ რა თვალებიაქვს, ორფეოს, რა თვალები! მაინც როგორ უელავდა, როცა მეუბნებოდა: „თქვენ ჩემიყიდვა გინდათ! თქვენ ჩემი ყიდვა გინდათ! რადგან იცით, სიყვარულს ვერ იყიდით, ჩემისხეულის ყიდვა გინდათ!.. აჰა, მიჩუქებია ჩემისახლი თქვენთვის!“ მისი სხეულის ყიდვა?! მისი სხეულისა... ჩემსას რა ვუყო, ის არ ვიცი,ორფეოს, ჩემსას რა ვუყო!.. მე სული მჭირდება მისი, სული, მისი მგზნებარე სული, მისთვალებში რომ სჭვივის. მისი სხეული კი... მისი სხეული... ჰო, როგორ არა, მშვენიერი კიარის, ბრწყინვალე, ღვთაებრივი, მაგრამ ჩემთვის მისი სხეული მაინც სულია, წმინდა სული,ესაა თვით ცხოვრებაც, ყველაფერი, რასაც აზრი აქვს ამ ქვეყანაზე, აზრი, იდეა! მე სხეულიარ მინდა, ორფეოს, მე სხეული როდი მჭირდება, მხოლოდ სული მინდა მისი. ანდაპირიქით, მჭირდება სული, ვინაიდან არ მჭირდება სხეული! საკუთარ სხეულს კიდეცშევეხები, ორფეოს, ხელის შეხებითაც ვიგრძნობ და დავინახავ კიდეც, მაგრამ სულს?!.. სადარის ჩემი სული? მაქვს კი? მისი თრთოლვა მაშინ ვიგრძენი მხოლოდ, როცა როსარიოსვეხვეოდი, მაშინ, მუხლებზე რომ მეჯდა, პატარა, საბრალო როსარიტო, როცა ისიცტიროდა და მეც. ამ ცრემლებს ჩემი სხეული როდი აფრქვევდა, სული ღვრიდა, ჩემი სული.სული წყაროა, მხოლოდ ცრემლებად დაღვრილი წყარო. სანამ ჭეშმარიტ ცრემლებს არდაღვრი, ვერც იმას იტყვი, სული

Page 57: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მაქვსო. ახლა კი წავიდეთ, და, თუ შევძლებთ, დავიძინოთ, ორფეოს“.

XV- ეს რა ჩაიდინე, გოგო? - ჰკითხა ძმისწულს დონია ერმელინდამ.

- რა ჩავიდინე? სინდისი, სინდისი თუ გაქვთ, დარწმუნებული ვარ თქვენც იმავესმირჩევდით! ჩემი ყიდვა უნდოდა! ჩემი ყიდვა!..

- ყური დამიგდე, ჩემო ძვირფასო, სჯობია გიყიდონ, ვიდრე გაგყიდონ, ეჭვიც არშეგეპაროს!

- მე მიყიდონ? მე?!

- ეუხენია, მართლა ასე ხომ არ არის! ეს სულგრძელობით, გმირული სულის კარნახითმოიმოქმედა...

- მე კი გმირები სულაც არ მომწონს, ვერ ვიტან ხალხს, ვინც გმირობაზე დებს თავს.ბუნებრივად რომ ჩაიდენ კაცი გმირობას, ძალიან კარგია! მაგრამ ანგარიშით? ჩემი ყიდვაუნდოდა! ჩემი ყიდვა, ჩემი! მამიდა, გეუბნები, ამას ძვირად დავუსვამ, ძვირად დავუსვამ-მეთქი, იმ...

- ვის? ბარემ თქვი!..

- ვის და, იმ... აბეზარა ღვთის გლახას. მაინც არ არსებობს ჩემთვის და არა. არ არსებობს!

- აბა, რა სისულელეებს ამბობ...

- მამიდა, ნუთუ გჯერა, რომ ამ ახირებულ ბიძას...

- ვის? ფერმინს?

- ფერმინი რა შუაშია? იმას, იადონი რომ ამოგიყვანათ, იმას, გჯერა, რომ შიგნით რაიმეაქვს?

- ყოველ შემთხვევაში, შიგნეულობა მაინც ექნება...

- გგონიათ შიგნეულობა კი აქვს? არა! სიცარიელის მეტი არაფერიც არა აქვს. ისეთიცარიელია, ჰაერი გასდის...

- აბა, დაწყნარდი, გოგონა, დაწყნარდი და მშვიდად ვილაპარაკოთ, სისულელეებსმოეშვი, ყველაფერი დაივიწყე. ჩემი აზრით, უნდა დათანხმდე...

- რომ არ მიყვარს, მამიდა, რა ვქნა...

- აბა, შენ რა გაგეგება სიყვარულისა? ან საამისო გამოცდილება სადა გაქვს! მერვედი დაოცდამეთორმეტედი ნოტებისა კი გესმის, არ გედავები, მაგრამ სიყვარულის...

- მამიდა, ეს ლაპარაკი ნამდვილი წყლის ნაყვაა...

- აბა, სიყვარულის რა გაგეგება, ბავშვო?

- სხვა ხომ მიყვარს.

- სხვა? ის შარახვეტია მაურისიო?! ის ღარიბ-ღატაკი? ამას შენ სიყვარულს ეძახი? ეგ არისშენი სხვა? აუგუსტო მართლაც მხსნელად მოგევლინა. მერედა რა სანდომიანია, რამდიდარი და რა კეთილი!..

- სწორედ მაგისთვის არ მომწონს, რომ, თქვენ როგორც ბრძანეთ, კეთილია... საერთოდ,კეთილი მამაკაცები სულაც არ მეპიტნავებიან...

Page 58: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- არც მე, შვილო, არც მე, მაგრამ...

- მაგრამ, რა?

- ისა, რომ ქმრებად ეგენი სჯობიან, ამისთვის არიან გაჩენილნი და კარგი მეუღლეობისგაწევაც იციან.

- ცოლად როგორ გავყვე, თუ არ მიყვარს?

- როგორ და ისე, გაჰყვები და მორჩა! მეც ასე გავყევიბიძაშენს...

- მაგრამ, მამიდა...

- ჰო, ახლა მიყვარს კიდეც, ჰო, მგონი მიყვარს კიდეც, მაშინ კი, როცა მივყვებოდი, არამგონია, მყვარებოდა. იცი, რას გეტყვი, სიყვარულზე მარტო წიგნებში წერენ; სიყვარულიმარტო იმისთვისაა მოგონილი, რომ მასზე ისაუბრონ და წერონ; პოეტების ბოდვაა.მთავარია ქორწინება. სამოქალაქო კოდექსში სიყვარულზე ერთი სიტყვაც არა წერია,სამაგიეროდ, აბა, ნახე, ქორწინებაზე რეებია ნათქვამი.

სიყვარული მუსიკასავითაა...

- მუსიკასავით?

- ჰო, მუსიკასავით, ის ხომ მაინც კარგად მოგეხსენება, რა ხეირი ყრია მაგ შენს მუსიკაში,პატარა შემოსავალს გაძლევს, ეგ არის და ეგ. ახლა კი ამ შემთხვევას თუ ხელიდანგაუშვებ, იცოდე, მაგ შენი სალხინებლიდან თავს ვეღარასოდეს დააღწევ...

- მერე, განა რამეს გთხოვ? ჩემს თავს მე თვითონ ვპატრონობ, ტვირთად ხომ არგაწევართ!

- რა გაბრაზებს, შე ფხუკიანო. აბა, ამას როგორ მეუბ ნები! გინდა მართლა წავიჩხუბოთ?სიტყვა მაინც დამცდენოდეს ოდესმე! რასაც გეუბნები, ისევ შენი კეთილდღეობისთვისგეუბნები.

- დიახ, ჩემი კეთილდღეობისთვის... სენიორ დონ აუგუსტო პერესმაც ჩემიკეთილდღეობისთვის გამოიჩინა რაინდობა... ჩემი კეთილდღეობისთვის... რაინდობა!კარგი რაინდობაც ეს არის! ჩემი ყიდვა მოინდომა! ჩემი ყიდვა მოინდომა... ჩემი... ჩემი!..ნამდვილი რაინდია, ვერაფერს იტყვი! კარგად გავიგე, რა უხეშები და პირუტყვებიცბრძანდებიან მამაკაცები, თავაზიანობის ნატამალიც არა სცხიათ, სიკეთეს რომშეურაცხყოფა არ მიაყოლონ, ისე როგორ იქნება...

- ყველა ასეთია, განა?

- ყველა, დიახ, ყველა! რა თქმა უნდა, ნამდვილ მამაკაცებს ვგულისხმობ!..

- აჰა!

- დიახ, ასეა! მაგრამ თუ კაცი არც უხეშია, არც პირუტყვი და არც თავკერძა, მაშინ არცმამაკაცი ყოფილა!

- აბა, რაღაა?

- რა ვიცი... ქალაჩუნა!..

- ეს რაღა თეორიებია, გოგო!

- ამ სახლში თეორიების მეტს რას შეიძენ!

- ამისთანა რამ, მგონი, ბიძაშენისგანაც არ უნდა გაგეგონა!

- არც გამიგონია; ეს ჩემი საკუთარი აზრია; მეც ვაკვირდები ადამიანებს.

- ბიძაშენსაც?

Page 59: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ბიძაჩემი ხომ მამაკაცი არც არის... ის არ არის ასეთი...

- თქვი ბარემ, ქალაჩუნა-თქო, ასე გგონია, არა?

- არა, არა, ამას ვერ ვიტყვი. ბიძაჩემი არის... არ ვიცი, როგორ ვთქვა... ბიძაჩემი...ასეთნაირი არ წარმომიდგენია... სისხლისა და ხორცისგან შექმნილი...

- აბა, როგორი წარმოგიდგენია?

- მხოლოდ და მხოლოდ... არ ვიცი, როგორა ვთქვა, მხოლოდ ბიძაჩემად... თითქოსსინამდვილეში არც კი არსებობსო.

- ტყუილად გგონია, ჩემო კარგო! აი, რას გეტყვი: ბიძაშენი არსებობს და ძალიანკარგადაც არსებობს!

- ყველანი პირუტყვები არიან, პირუტყვები. იცით, როგორ მოექცა ის არამზადა მარტინრუბიო საბრალო დონ ემეტერიოს, რომელსაც ცოლი მოუკვდა?

- არ ვიცი, არ გამიგონია.

- მაშინ იცოდეთ. ეს მოხდა ეპიდემიის დროს. ხომ გახსოვთ, მთელი ქვეყანა გადაირიაშიშისგან, იმ დღეებში სახლიდან გარეთ თავს არ მაყოფინებდით, სულ ანადუღარ წყალსმასმევდით, ხალხი ერთმანეთს სათოფეზე არ ეკარებოდა, თუკი ვინმეს სამგლოვიაროტანსაცმელში დაინახავდნენ, ჭირიანივით გაურბოდნენ. ხუთი-ექვსი დღე იყო, ალბათ,გასული, რაც დონ ემეტერიო დაქვრივდა, რომ ქუჩაში მოუხდა გასვლა. რასაკვირველია,თალხი ეცვა. გამოვიდა თუ არა, სწორედ იმ არამზადა მარტინს არ გადაეყარა? მარტინმათვალი მოჰკრა და შორიდანვე დაუძახა: „რა იყო, რა დაგემართათ, უბედურება ხომ არგეწიათ?“ „დიახ, სულ ახლახან ცოლი გარდამეცვალა!“ - უპასუხა საბრალო დონემეტერიომ. „მონაწილე ვარ თქვენი მწუხარებისა! რისგან გარდაიცვალა!“ „ნაადრევიმშობიარობისგან!“ - უპასუხა დონ ემეტერიომ. „მაშ საშიში არა ყოფილა!“ - უთხრა იმარამზადა მარტინმა, მაშინღა მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა. განა ამისთანა რაინდიგინახავთ? რა ვაჟკაცობაა! აკი გეუბნებოდით, ყველანი პირუტყვები არიან-მეთქი და მეტიარაფერი!

- იმ შენ ჩიტირეკია მაურისიოს, მე რომ მკითხო, კიდევ პირუტყვი სჯობია. არ მესმის, იმუქნარამ ასე როგორ აგიბნია თავგზა... ძალზე სარწმუნო წყაროდან გავიგე, დამიჯერე, ისმცონარა თავს მაინცდამაინც არ იკლავს ეუხენიას სიყვარულითო...

- სამაგიეროდ, მე მიყვარს და ესეც საკმარისია!

- დარწმუნებული ხარ, რომ ეგ შენი... ვითომ საქმრო ნამდვილი მამაკაცია? ასე რომ იყოს,აქამდე სამუშაოსაც მოძებნიდა და შენც არ დაგიხვევდა ხელზე!

- თუ მამაკაცი არ არის, მე გამოვასწორებ, მართალია, თქვენი თქმისა არ იყოს, ნაკლიაქვს, მაგრამ შეიძლება მეც სწორედ მაგის გამო მიყვარს. ახლა, რაკი დონ აუგუსტომასეთი ვაჟკაცობა გამოიჩინა... ჩემი ყიდვა მოინდომა, ჩემი!.. გადავწყვიტე, ყველა ღონევიხმარო, ოღონდ კი მაურისიოს გავყვე ცოლად.

- ერთი ისიცა თქვი, შე საწყალო, რითი იცხოვრებთ?

- ჩემი შემოსავლით! კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებ, თუ აქამდე ვინმეს უარს ვეუბნებოდი,ახლა აღარც ერთ მოსწავლეს არ გავუშვებ ხელიდან. ასეა თუ ისე, სახლსუკვე დავემშვიდობე, აუგუსტოს ვაჩუქე; ახირება იყო და მეტი არაფერი, იმ სახლში კიდავიბადე, მაგრამ სამაგიეროდ, ახლა გულზე მომეშვა; აღარც ის საშინელი მოგონებამაწუხებს და აღარც საგირავნო. თუკი რამ ძალა შემწევს, ვიმუშავებ. როცა მაურისიოდაინახავს, ორივეს მაგივრად მუშაობსო, მეტი რა გზა ექნება, თვითონაც მოძებნისსამუშაოს, საქმეს დაადგება, თუ სინდისი აქვს!..

- ვაითუ, არა აქვს!

Page 60: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- მაშინ ჩემი სარჩენი იქნება და ეგ არის!

- ოღონდაც, პიანისტის ქმარი!

- დაე, ასე იყოს! სამაგიეროდ, ის ჩემი იქნება, დიახ, ჩემი, და რამდენადაც მეტად იქნებაჩემზე დამოკიდებული, იმდენად უფრო მეტად იქნება ჩემიც.

- შენი კი იქნება... როგორ არა... ძაღლივით გეყოლება გამობმული; ამაზე აღარ იტყვიან,კაცი იყიდაო?

- რა განსხვავებაა, თუკი იმასაც ჩემი ყიდვა უნდოდა? მაშ, რაღად გიკვირთ, რომ მე, ქალმა,ჩემი შრომის საფასურად კაცი ვიყიდო?

- ეგ შენი მსჯელობა ბიძაშენის ფემინიზმის თეორიას მაგონებს.

- არ ვიცი და არცა მჭირდება მაგის ცოდნა, მაგრამ იმას კი გიმეორებთ, მამიდა, კაცი არმეგულება, ჩემი ყიდვა რომ შეეძლოს. ჩემი ყიდვა? ჩემი?..

ამ დროს მოსამსახურე შემოვიდა და მოახსენა, დონ აუგუსტო მობრძანდა და სენიორასნახვა სურსო.

- ის? მოშორდეს აქედან! თვალით არ დამენახოს! გადაეცი, რომ ჩემი სათქმელი უკვევუთხარი.

- ცოტა დაფიქრდი, გოგონა, დამშვიდდი! ყველაფერზე კი არ უნდა გადაირიო. დონაუგუსტოს ნამდვილად ვერ მიუხვდი განზრახვას.

აუგუსტომ დიდის მოწიწებითა და მორიდებით მოახსენა დონია ერმელინდას, თურარიგად ატკინა გული ეუხენიას უნდობლობამ. ჩემი კეთილი განზრახვა ვერ გაიგოო,სახლისა და ადგილ-მამულის გამოსყიდვა მის პატრონს თავის უფლებას უბრუნებსო,მაგრამ თუ გაჯიუტდა და რენტაზე უარი თქვა, მაშინ ფული სულ უსარგებლოდ დარჩება,ბანკში გადაინახება პატრონის სახელზეო. ისიც უთხრა, ეუხენიას ხელის თხოვნაზე ხმასაცარ ამოვიღებ, მისი ბედნიერების მეტი არაფერი მინდაო; მზად ვარ, თვით მაურისიოსაც კიდავეხმარო, სამსახური ვუშოვო, რომ ცოლის სარჩენი არ გახდესო.

- პირდაპირ ოქროს გული გაქვთ! - შესძახა დონია ერმელინდამ.

- ახლა კი, სენიორა, თქვენი ვალია, ეუხენიას, თქვენს ძმისწულს, ჩემი განზრახვისჭეშმარიტი აზრი გააგებინოთ და თუ საგირავნოს ვალის გადახდას კადნიერებადჩამითვლის, მაპატიოს, მაგრამ, ვფიქრობ, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. თუ თქვენიძმისშვილი უარს არ იტყვის, შემიძლია, მისი მეჯვარეც ვიყო; შორეული და ხანგრძლივიმოგზაურობისთვის ვემზადები და სულ მალე დაგემშვიდობებით.

დონია ერმელინდამ მოსამსახურეს უბრძანა, ახლავე ეუხენიას დაუძახეო, ვითომ დონაუგუსტოს რაღაც ჰქონდა სათქმელი. „სენიორიტა, ეს წუთია, წავიდა“, უპასუხამოსამსახურემ.

XVI- მეტის ატანა შეუძლებელია, მაურისიო, - ისევ ისე უმეორებდა ეუხენია თავის სატრფოსმეკარე ქალის სენაკში, - ყოვლად შეუძლებელია! თუ ასე გაგრძელდა, თუ ჭკუას არმოეგები და სამუშაოს არ მოძებნი, რომ დაქორწინების საშუალება მოგვეცეს, ნამდვილადრაიმე სიგიჟეს ჩავიდენ.

- მაინც რა სიგიჟეს ჩაიდენ? აბა, მითხარი, ჩემო ძვირფასო, - მაურისიოს თითზე დაეხვიაქალიშვილის კულული და თან კისერზე ხელს უთათუნებდა.

- ყური დამიგდე, თუ გინდა ვიქორწინოთ და მე ვიმუშავებ... ორივეს მაგივრად...

Page 61: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- კარგი, ვთქვათ, კიდეც დაგიჯერე, მერე იმას აღარ იკითხავ, ჩემზე რას იტყვიან?

- მე რა მენაღვლება, რაც უნდა, ისა თქვან!

- არა, არა, ამას კარგი დაფიქრება უნდა!

- ეს ჩემი საქმე არაა; ოღონდ კი დროზე გვეშველოს რამე და...

- განა, ასე კი ცუდად ვართ?

- დიახ, ცუდად ვართ, ძალიან ცუდად. თუ დროზე არ გადაწყვიტე, არ ვიცი, რას ვიზამ...

- მაინც რას, თქვი!

- იმას, რომ ავდგები და დონ აუგუსტოს დავთანხმდები...

- ცოლად გაჰყვები?

- არა, არასოდეს! ჩემს სახლს დავიბრუნებ, საჩუქრად მივიღებ.

- ასეც მოიქეცი, ძვირფასო, ასეც მოიქეცი! თუკი მარტო ამაზეა ლაპარაკი და სხვაარაფერზე...

- მერე, შენ გაბედავ და...

- რა არის გასაბედი. ეგ შენი უბადრუკი დონ აუგუსტო, ეტყობა, დიდი ახირებული ვინმეა დათუ ესეც ერთი ასეთი ახირებაა, ჩვენც ნუ შევუშლით ხელს...

- მაშასადამე, შენ...

- აბა, რა, ცხადია, ძვირფასო, ცხადზე ცხადი!

- მართლა რომ მამაკაცი ხარ, ნამდვილი მამაკაცი!

- მთლად ისეთი არა, შენ რომ მოგეწონება, მაგრამ... მოიწიე ახლოს...

- კმარა, თავი დამანებე, მაურისიო, რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ ხარ ასეთი...

- ალერსიანი?

- არა, ასეთი... პირუტყვი!.. ახლა დაშოშმინდი და თუ გინდა რომ დაგიჯერო, გულზე ხელებსნუ დაიკრებ, მოძებნე სამუშაო და მერე ვნახოთ, რა ჭკუასაც გამოიჩენ. ხომ არ დაგავიწყდა,ამას წინათ კარგი სილა რომ გაგაწანი?

- მერედა როგორი სასიამოვნო იყო! კიდევ გამაწანი, ძვირფასო, აჰა, რაკი ასე გინდა,გამაწანი! - და მან ლოყა მიუშვირა.

- ბევრს ნუ ლაპარაკობ...

- აჰა, გამაწანი!

- არა, ასეთ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებ!

- არც სხვანაირს?

- გეუბნები, პირუტყვი ნუ ხარ-მეთქი და კიდევ ერთხელ გიმეორებ, თუ დროზე არ მოძებნისამუშაოს, იცოდე, ავდგები და დავთანხმდები.

- მაშ კარგი, ეუხენია, სიმართლე თუ გინდა, გეტყვი და გულახდილად გეტყვი, სრულსიმართლეს გეტყვი...

- მითხარი!

- მე შენ ძალიან მიყვარხარ, მართლა ძალიან მიყვარხარ, პირდაპირ ვგიჟდები შენზე,

Page 62: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მაგრამ ოჯახი მაშინებს, ნამდვილად შიშის ზარს მცემს. არ გედავები, ეტყობა, უქნარაგავჩნდი, ასეთი ხასიათი დამყვა; ყველაზე დიდი სატანჯველი ჩემთვის მუშაობაზე ფიქრია,როცა წარმოვიდგენ, რომ უნდა დავქორწინდეთ და შეიძლება შვილებიგვეყოლოს...

- ეგღა მაკლია!

- მაშინ სხვა რა გზა მექნება, ვიმუშავებ და მეტსაც ვიზამ, რადგან ცხოვრება ძალზე ჭირს.ვერც იმას ავიტან, რომ მარტო შენ იმუშაო, ვერა, ვერ ავიტან, ვერა! მაურისიობლანკო კლარა ქალის სარჩენად თავს არ გაიხდის. მაგრამ გამოსავალი მაინც შეიძლებამოინახოს და ყველაფერი ისე მოგვარდეს, რომ არც მე მომიხდეს მუშაობა და არც შენ...

- რა გამოსავალი?

- ერთი სიტყვით... მაგრამ ჯერ შენ დამპირდი, ჩემო გოგონა, რომ არ გამიბრაზდები!

- ჯერ თქვი!

- თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც მე იმ ღვთის გლახაზე, დონ აუგუსტოზე გამიგონია,იმ უბადრუკსა და უგვანოზე, ისე გამოდის, რომ...

- თქვი, განაგრძე- მაგრამ, იცოდე, არ გამიბრაზდე!

- გეუბნები, განაგრძე-მეთქი!

- ისე გამოდის... როგორ გითხრა... გეგონება, იღბლადგამოჩნდაო... იქნებ სჯობდეს, მარტოსახლზე კი არა, არამედ...

- რა!

- ეგებ ცოლობაზეც დათანხმებულიყავი...

- რაო?! - და ეუხენია ფეხზე წამოიჭრა.

- მერე რა მოხდა, თუკი კაცად კაცი დიდი ვერაფერი შვილია... შეიძლება ყველაფერიმოგვარებულიყო...

- როგორ თუ მოგვარებულიყო?

- ისე, რომ ხარჯები მისი იქნებოდა, ჩვენ კი...

- ჩვენ, რა?!

- რა და, ჩვენ...

- გეყოფა!

და სახეალეწილი ეუხენია გარეთ გავარდა, თან გაიძახოდა: „მაინც რა პირუტყვობაა, რაპირუტყვობაა! ამას როგორ ვიფიქრებდი... რა პირუტყვობაა!“ როცა შინ მივიდა, მაშინვეთავის ოთახში შეიკეტა და იმდენი იტირა, იმდენი, რომ სიცხეც მისცა და ლოგინში ჩაწვა.

მაურისიო ერთხანს დაბნეული იდგა, მაგრამ მალე მოეგო გონს, სიგარეტს მოუკიდა,ქუჩაში გავიდა და პირველივე შემხვედრ შნოიან ქალიშვილს ქათინაური მიაგება.

იმავე საღამოს კი თავის ამხანაგს დონ ხუან ტენორიოზე ემასლაათებოდა.

- ჩემს თვალში ამ კაცს დამაჯერებლობა აკლია, - ამბობდა მაურისიო, - მაგისთანებისადგილი მარტო თეატრშია.

- ამას შენ ამბობ, მაურისიო? ტყუილად გეძახიან მეორე ტენორიოს, მაცდუნებელს?

Page 63: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- მაცდუნებელსო? მე და მაცდუნებელი? მიგონებენ, როხელიო!

- აბა, ის შენი პიანისტი...

- ეეჰ, გინდა, სიმართლე გითხრა, როხელიო?

- ბრძანე!

- მაშ კარგი, ამისთანა სასიყვარულო ამბავში, მეტნაკლებად პატიოსან ურთიერთობაზემოგახსენებ, რა თქმა უნდა, ასში ერთი თუ შემხვედრია იმაზე პატიოსანი, ვისზეც მეკითხები;ეეჰ, ისე კი ქალისა და კაცის ამგვარი დამოკიდებულების დროს, ასში ოთხმოცდაათზე მეტშემთხვევაში ქალია მაცდუნებელი, კაცი კი ცდუნებული.

- იქნებ დამარწმუნო, მეც ეუხენიამ მაცდუნაო.

- შენ წარმოიდგინე, ასეა, სწორედ მან მაცდუნა, მე არც არაფერი მიღონია.

- ცრუპენტელა!

- რაც გინდა, ისა თქვი და ასეა... მან... მან... მე წინააღმდეგობა ვერ გავუწიე.

- ეგ სულ ერთია...

- ახლა აი, როგორც ვატყობ, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა და ისევ თავისუფალივიქნები. ცხადია, მისგან გავთავისუფლდები, თორემ საკუთარ თავს თავდებად ვერდავუდგები, სხვა ვეღარავინ მაცდუნებს-მეთქი; ისეთი სუსტი ვარ, ისეთი... ქალად უნდადავბადებულიყავი...

- კარგი, მაგრამ რაზე ატყობ, რომ ყველაფერი დამთავრდა?

- იმაზე, რომ... იმაზე, რომ მე თვითონვე გავები მახეში! ვითომ მინდოდა ესდამოკიდებულებაც შემენარჩუნებინა, და თან, როგორც იტყვიან, ურთიერთობებიცმომეგვარებინა, ოღონდ, ვალდებულებები და შედეგები ამეცილებინა... მაგრამ, ჩანს, გზამომეჭრა. ამ ქალს ჩემი გადასანსვლა უნდა...

- კიდეც გადაგსანსლავს!

- ვინ იცის!.. ისეთი სუსტი ვარ! თუ ვარ, ისევ ქალის იმედით ვარ, მაგრამ თან არც ღირსებამინდა შემებღალოს, გასაგებია? თუ არა და არა!

- მერედა, რას ეძახი შენ ღირსებას? შეიძლება აგვიხსნა?

- აბა, ეს რა კითხვაა! განა ამის ახსნა შეიძლება?

- სწორია! - დაუდასტურა როხელიომ და დაუმატა, - ერთიც ვნახოთ და იმ შენმა პიანისტმამართლაც მიგატოვა, მერე რას იზამ?

- რას ვიზამ და ვიქნები ასე, თავისუფალი, დაველოდები, სანამ ვინმეს არ მოუნდება ჩემიგულის მონადირება. განა ერთხელ და ორჯერ ვყოფილვარ ამ დღეში?.. მაგრამ ამან მაინცმეტისმეტი დამმართა, მთლად გადამრია, ჭკუა-გონება დამიბნია, ისეთი ხასიათი აქვს,არაფერს დამითმობს, სულ პატიოსნების თვალით ზომავს ყველაფერს. მართალიგითხრა, არის კიდეც პატიოსანი. აი, ნახავ, თუ ბოლოს მაინც თავის ჭკუაზე არ მომაქცევსდა ჩემგან იმას არ დააყენებს, რაც თვითონ უნდა! ახლა კი, საბოლოოდ რომ მიმატოვოს,მეწყინება და ძალიანაც მეწყინება, მაგრამ, სამაგიეროდ, თავისუფლებას ხომ მაინცმოვიპოვებ.

- თავისუფლებას?

- ჰო, თავისუფლებას... სხვისთვის...

- დარწმუნებული ვარ, შერიგდებით...

Page 64: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ვინ იცის!.. თუმცა მეეჭვება, იმისთანა თავისნათქვამაა... დღეს კი მართლა ვაწყენინე,მართლა ვაწყენინე.

XVII- აუგუსტო, გახსოვს, დონ ელოინო როდრიგეს ი ალვარეს დე კასტრო? - ჰკითხავიქტორმა.

- რომელი, ფინანსთა სამინისტროს მოხელე, ცნობილი მუსუსი, სულ მსუბუქი ყოფაქცევისქალებს რომ დასდევდა?

- სწორედ ის; ჰოდა, ცოლი შეირთო!

- ვის ერგო წილში ის ჩაჩანაკი?!.

- ჯერ იკითხე, როგორ შეირთო! კარგად მომისმინე და ყურად იღე. ალბათ, გაგიგონია,რომ დონ ელოინო როდრიგეს ი ალვარეს დე კასტროს, დიდგვაროვნობის მიუხედავად,საკუთარი საწოლიც კი არა აქვს და ფინანსთა სამინისტროს ჯამაგირის გარდა სხვაშემოსავალი არ გააჩნია, თან ჯანმრთელობაც გვარიანად აქვს შერყეული.

- იმისთანა ცხოვრებას ეწეოდა, მაშ რა მოუვიდოდა!

- თურმე იმ საცოდავს გულის რაღაც უკურნებელი სენი სჭირს და ცალი ფეხი სამარეშიუდგას. ახლახან ისეთი მძიმე შეტევა გადაუტანია, რომ სიკვდილამდე მიუყვანია და მერეკი, წარმოიდგინე... ქორწინებამდეც. მაგრამ მობრუნებულა. საქმე ისაა, რომ ამ საცოდავმა,ეტყობა, ბინა ვერსად დაიდო, სულ პანსიონიდან პანსიონში სირბილს უნდებოდა. აბა,ოთხი პესეტი რას გასწვდებოდა ამისთანა მოთხოვნილების კაცს, ჩიტის რძეს ვინ მიართმევდა; თანაც, უსუფთაობასაც უჩიოდნენ. და ასე, კარდაკარ ხეტიალში, ფრიადსაპატივცემულო მატრონას სახლში ამოუყვია თავი. ის ქალი ხანში შესული ყოფილა, მასზეუფროსიც კი, - ჩვენი დონ ელოინო, მოგეხსენებათ, ორმოცდაათს გადაცილებული, სამოცსმიტანებულია, - ესეც არ იყოს, ქალს ორჯერ დაქვრივებაც მოუსწრია; პირველი ქმარიხურო ჰყოლია, საწყალს თავი მოუკლავს, ხარაჩოებიდან გადმოვარდნილა; თურმე სულიმის ხსენებაშია, ჩემი როხელიოო; მეორედ კარაბინერთა სერჟანტს გაჰყოლია, მაგრამისიც მალე მიუღია უფალს. სიკვდილის შემდეგ ცოტაოდენი თანხა კი დაუტოვებია, რაცქვრივს დღეში ერთი პესეტის შემოსავალს აძლევდა. ასე იყო თუ ისე, ჩვენი დონ ელოინო,ერთ დღესაც, თურმე ამ ქვრივი სენიორას სახლში აღმოჩნდა; იქ ცუდად გამხდარა, ისეცუდად, ისე, რომ იმედი გადაუწყვეტიათ, აქეთ პირს ვეღარ იზამსო. მოუყვანეს ექიმები, ჯერდონ ხოსე, მერე დონ ვალენტინი, მაგრამ არაფერი შველის, კვდება კაცი, თან იმისთანასენი სჭირს, ერთი წუთით მოვლა-პატრონობა არ უნდა მოაკლდეს. აბა, თან ვინგადაჰყვებოდა; მაგრამ წარმოიდგინე, დიასახლისი ისე დასტრიალებდა თავს, რომ სხვამდგმურები უკვე აბუზღუნდნენ, აქედან წავალთო; დონ ელოინოს კი ამასობაში ფულიცშემოელია. ორჯერ დაქვრივებულიც ამდგარა და პირდაპირ გამოუცხადებია, თქვენიგადამკიდე, ზარალის მეტს ვერაფერს ვხედავ და ამ სახლში მეტს ვეღარ გაგაჩერებთო;„თუ ღმერთი გწამთ, სენიორა, ქენით მადლი! - ევედრებოდა, როგორც ჩანს, კაცი, - ესდაუძლურებული ავადმყოფი სად წავიდე, ვინშემიკედლებს, თუ აქ არ დამაყენებთ, მაშინ საავადმყოფოს კარს უნდა მივადგე და იქამომხდეს სული... ღვთის გულისათვის ქენით მადლი! ორიოდე დღის სიცოცხლედამრჩენია!..“ მართლაც დარწმუნებული იყო, სულ მალე მოვკვდებიო. ქალი კი, რაგასაკვირია, პასუხობდა, ჩემი სახლი საავადმყოფო არ არის, მაგით მიდგას სული,თქვენგან კი სიკეთეს არაფერს ველიო. ერთხელაც დონ ელოინოს რომელიღაცთანამშრომელს აზრმა გაუელვა, იფიქრა, კარგი გამოსავალი მოვნახეო და კიდეც უთხრა:„დონ ელოინო, თუ გინდათ ამ ქალმა გიპატრონოთ, ამისათვის ერთადერთი გზაარსებობს“. „მაინც რა?“ - ჰკითხა მან. „ჯერ თქვენ გამაგებინეთ, - უთხრა ამხანაგმა, - თავად

Page 65: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

რას ფიქრობთ საკუთარ მდგომარეობაზე!“ „ეეჰ, ორიოდე დღე დამრჩენია, იქნება ჩემმაძმებმაც ვერ ჩამომისწრონ ცოცხალს!“ „ნუთუ მართლა ასე ცუდად ხართ?“ „ჰო, უკვევგრძნობ, სიკვდილი კარს მომდგომია...“ „მაშინ, თუ გინდათ, რომ ამ კეთილმა ქალმაქუჩაში არ გაგაგდოთ საავადმყოფოს კარს არ მიადგეთ, ერთადერთი ხსნაღა გაქვთ!..„მაინც რა?“ „ცოლად უნდა შეირთოთ“. „ცოლად შევირთო? სახლის პატრონი? ვინ? მე?მე, როდრიგეს დე ალბუკერკე ი ალვარეს დე კასტრომ? ეს რა ხუმრობაა!“ მაგრამ,ეტყობა, ამხანაგის სიტყვამ ბოლოს მაინც გაჭრა და ცოტა ხანში ჭკუაში დაუჯდა.

- რას წააგებდა!

- ამხანაგმა აცალა, სანამ პირველი ელდა გაუვლიდა და მერე აუხსნა, ამ ქორწინებასთუნდაც ის აზრი აქვს, რომ პენსია უსარგებლოდ არ დაიკარგება, სახელმწიფოს არშერჩება, შენ კი ამ ქვრივის მადლს მოისხამ, რაც არ უნდა იყოს, ცამეტი დურო მაინც ხელსგაუმართავსო. აი, ხომ ხედავ...

- დიახ, ასეა, ჩემო ვიქტორ, მეც არაერთხელ მსმენია, ხშირად მარტო იმიტომქორწინდებიან, ქვრივის ფული სახელმწიფომ არ შეინარჩუნოსო. აი, მოქალაქეობაც ამასჰქვია!

- ახლა წარმოიდგინე, თუ დონ ელოინო ასე აღაშფოთა ამ წინადადებამ, დიასახლისირაღას იტყოდა. „მე? მე, ამ ხნის ქალი გავთხოვდე, თანაც მესამედ და თანაც ამისთანაჩაჩანაკზე? რა საშინელებაა!“ მაგრამ მაინც მოეთათბირა ექიმს და როცა იმანაცდაუდასტურა, დონ ელოინოს სულ ორიოდე დღის სიცოცხლე დარჩენიაო, თქვა: „სწორია,ცამეტი დურო ზედმეტი მართლაც არ მომივა“, ადგა და დათანხმდა. მერე მოიწვიესმრევლის მღვდელი, კეთილი დონ მატიასი, ეს ღვთისნიერი კაცი, - შენც იცნობ, - რათასაბოლოოდ დაერწმუნებინა ქალი, ავადმყოფს სააქაო პირი აღარ უჩანსო. „დიახ, ასეა,ასე! - ამბობდა დონ მატიასი, - აბა, საცოდავი, საცოდავი!..“ და დაარწმუნა კიდეც. მერედონ ელოინომ თურმე კორეიტას ნახვა მოისურვა, ნაჩხუბარი ყოფილა მასთან დაშერიგება მინდაო, უთქვამს. თან მეჯვარეობაც უთხოვია. „მართლა ცოლს ირთავთ, დონელოინო? თქვენ?“ „ჰო, კორეიტა, ჰო, მე, და ცოლად ვირთავ დიასახლისს! დონიასინფოს! ჰო, მე, როდრიგეს დე ალბუკერკე ი ალვარეს დე კასტრო! ხომ წარმოგიდგენია!იმიტომ ვირთავ, რომ სულ ორიოდე დღის სიცოცხლე დამრჩენია და ეგებ მომხედოს...ისიც კი არ ვიცი, ჩემი ძმები ცოცხალს ჩამომისწერებენ თუ არა... ის კი იმიტომ მომყვება,ქვრივობის პენსია, ცამეტი დურო რომ დავუტოვო!“ ამბობენ, როცა კორეიტა შინ მივიდადა, ბუნებრივია, ეს ამბავი თავის ცოლს, ემილიას უამბო, იმან ასე წამოიძახა: „რა ყეყეჩიხარ, პეპე, ვერ ურჩიე, ენკარნა შეირთე-თქო, - ენკარნასიონი მისი მოსამსახურეა, არცახალგაზრდა და არც შესახედავი, ემილიას მზითევში მოჰყოლია, - თუკი ცამეტ დუროს,ქვრივობის პენსიას დაუტოვებდა, არც ეს მოუვლიდა იმ დედაკაცზე ნაკლებად“. თვითონენკარნას დაუმატებია: „ჭკვიანური აზრია, სენიორიტა, ამისთანა გათხოვებაზე არც მევიტყოდი უარს. სანამ იცოცხლებდა, კიდეც მოვუვლიდი, განა მე კი მაწყენდა ცამეტიდურო!“

- ვიქტორ, ეს ამბავი სულ გამოგონილსა ჰგავს.

- საქმეც ისაა, რომ გამოგონილი არ არის; ამისთანა ამბავს კაცი ვერ გამოიგონებს; უფრომეტსაც გეტყვი, დონ ვალენტინმა მიამბო, - ის ხომ დონ ხოსეს შემდეგ ყველაზე ხშირადდადიოდა დონ ელოინოსთან, - ერთ დღესაც, სანახავად რომ მოსულა და იქ შემოსულიდონ მატიასი დახვედრია, უფიქრია, ეტყობა, ავადმყოფის საზიარებლად მოუყვანიათო,მაგრამ უთქვამთ, ჯვრისწერააო; მერე, ცოტა მოგვიანებთ კიდევ რომ მოუნახულებია,მესამეჯერ ჯვარდაწერილსა და შეშინებულს ასე უკითხავს: „თქვენ მაინც მითხარით, დონვალენტინ, კიდევ დიდხანს იცოცხლებს?“ „არა, სენიორა, არა, სულ ორიოდე დღე თუგაძლო, დიდი ამბავია“, „მალე მოკვდება, არა?“ „დიახ, ძალიან მალე!“ „მართლამოკვდება?“

- რა საშინელებაა!

- მოიცა, ჯერ არ დამიმთავრებია, დონ ვალენტინს დაურიგებია, ავადმყოფს სულ ერთიბეწო რძის მეტი არაფერი მისცეთო. დონია სინფოს კი თურმე ერთი თავისიმდგმურისთვის უთქვამს: „რა სალაპარაკოა, მაგრამ არაფერს ვაკლებ, დიდი დღე მაინც

Page 66: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

არ დარჩენია და გული რაზე დავწყვიტო!..“ მერე დონ ვალენტინს ისიც უთქვამს, ოყნა უნდაგაუკეთოო და დიასახლისს ამაზე უპასუხია: „ოყნა? რა საძაგლობაა! ამისთანა ჩაჩანაკს?ვერა, ვერ გავუკეთებ! ეს რომ იმათ დასჭირვებოდა, კიდევ ჰო, ორივენი მიყვარდა დაჩემივე სურვილით გავყევი! მაგრამ ამას? მე?

არავითარ შემთხვევაში!..“

- ფანტასტიკური ამბავია!

- არა, ნამდვილია. თურმე დონ ელოინოს ნათესავები რომ ჩამოსულან, მისი და და ძმა, ამუბედურებით შეძრწუნებულ ძმას უთქვამს: „ჩემმა ძმამ ცოლი შეირთო, ჩემმა ძმამ,როდრიგეს დე ალბუკერკე ი ალვარეს დე კასტრომ და მერე ვინ - პელეხეროსის ქუჩისპანსიონის დიასახლისი! ჩემმა ძმამ, სარაგოსას, სა-რა-გო-სას აუდენსიის პრეზიდენტისძემ, და თანაც ვინ... დონია სინფო!“ მართლაც შეძრწუნებული იყო. თვითმკვლელისქვრივი - მომაკვდავის ახლანდელი ცოლი კი თავისას გაიძახოდა: „აი, ნახავთ, ეს ჩემიახალი მოყვრები ისე წავლენ, პანსიონის ქირასაცარ გადამიხდიან, მე ხომ ამით მიდგას სული!“ მაგრამ, ეტყობა, იმათ თავიანთიცგადაუხადეს და მისი ქმრისაც, სამაგიეროდ, ძმის მოოქრულბუნიკიან ხელჯოხს ვერშეელივნენ და ხელს გააყოლეს.

- მერე, მოკვდა?

- მოკვდა, მაგრამ კარგა მოგვიანებით. მანამდე კიდევ მომჯობინებულა, საკმაოდმომჯობინებულა. დიასახლისი მაინც თავისას იმეორებდა: „ეს სულ იმ დონ ვალენტინისბრალია, კარგად კი ამოიცნო მისი ავადმყოფობა!.. მეორე სჯობდა, დონ ხოსე, სულარაფერი გაეგებოდა, იმას რომ ემკურნალა, აქამდე გამოტირებულიც მეყოლებოდა დაარც ასე გავწვალდებოდი...“ ამ ჩვენს დონია სინფოს პირველიქმრისაგან ორი ვაჟიშვილი დარჩენია, მეორისაგან, კარაბინერისაგან - ქალიშვილი. ცოტახანს არ გაუვლია, რაც შეუღლდნენ და დონ ელოინო ეუბნება თურმე მის ქალიშვილს:„მოდი აქ, მოდი, ერთს გაკოცებ, ახლა ხომ შენი მამა ვარ, შენ - ჩემი ქალიშვილი...“„ქალიშვილი კი არა, - ეუბნება დიასახლისი, - ნაშვილები!“ „გერი, სენიორა, გერი! მოდიაქ... ისედაც მალე დაგემშვიდობებით...“ დედა კი ამ დროს ბუზღუნებს: „რა უსირცხვილობაა,ხელის მოთათუნება უნდა... გინახავთ ამისთანა რამ!..“ ბოლოს და ბოლოს კი ერთი დიდიჩხუბიც მოსვლიათ: „როგორ მოვტყუვდი, რანაირად გამაცურეს, დონ ელოინო, აკიცოლად იმიტომ გამოგყევით, რომ დამარწმუნეს, მოკვდებაო, ძალიან მალე მოკვდებაო,ერთი მცოდნოდა... რა ოინი მომივიდა!.. როგორ მოვტყუვდი, როგორ მოვტყუვდი!“ „მეცხომ მოვტყუვდი, სენიორა; აბა მე რაღა ვქნა? თქვენს საამებლად ხომ ვერ მოვკვდები?“„ჩვენ კი ასე შევთანხმდით და...“ „მაინც მოვკვდები, სენიორა, მაინც მოვკვდები... უფროადრე მოვკვდები, ვიდრე გგონიათ... მე, როდრიგეს დე ალბუკერკე ი ალვარეს დეკასტრო!..“

ერთხანს კიდევ იკინკლავეს პანსიონის ქირის თაობაზე და დიასახლისმა ბოლოს მაინცმიაბრძანა. „მშვიდობით, დონ ელოინო, ყოველივე სიკეთეს გისურვებთ!“ „ღმერთი იყოსთქვენი მსაჯული, დონია სინფო!“ და როგორც იყო, ამ სენიორას მესამე ქმარიც მიიღოუფალმა: ქვრივს დარჩა პენსია ორი პესეტი და თხუთმეტი სენტავო დღიური შემოსავალი,ამას გარდა დასაფლავების ხარჯებისთვის კიდევ ხუთასიც დაუმატეს, მაგრამ,რასაკვირველია, ამ ფულს იმას უკვე აღარ მოახმარდა, დიდი-დიდი, ორი წირვაგადაეხადა სინდისის დასამშვიდებლად და ქვრივობის პენსიის - ცამეტი დუროსსამადლობლად.

- ღმერთო დიდებულო, ასეთი რამ არ გამიგონია!

- ჰო, აბა მოგონილიც რომ არ არის! ამისთანა ამბავს ვერც კი გამოვიგონებ: გადავწყვიტე,ამ ტრაგიკომედიის, ამ დასაფლავების ფარსის ამბები წვრილად გამოვიკითხო. თავიდანმინდოდა საინეტე დამეწერა, მაგრამ მერე ვიფიქრე, ავდგები და სერვანტესის ყაიდაზე,„კიხოტეში“ რომ აქვს ნოველები, ჩემს რომანშიც ისე ჩავურთავ-მეთქი; ჰო, ამას წინათდავიწყე, გულისგადასაყოლებლად ვწერ, თორემ ჩემი ცოლის ფეხმძიმობამ უამრავი

Page 67: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

საზრუნავი გამიჩინა.

- მაშ, რომანების წერას მიჰყავ ხელი?

- აბა, შენი აზრით, რა უნდა ვაკეთო?

- მაინც რა სიუჟეტი მოიფიქრე, თუ საიდუმლო არ არის?

- ჩემს რომანს სიუჟეტი არ ექნება, ანდა, მართალი გითხრა, რა სიუჟეტიც გამოვა, ის იქნება.სიუჟეტი თავისთავად დაიბადება.

- როგორ თუ თავისთავად?

- გეტყვი, ყური დამიგდე. ერთ დღეს უცნაურმა წუხილმა ამიტანა, რაღაცნაირადავწრიალდი, თითქოს ფანტაზიის ღიტინი ვიგრძენი, თან რაღაც მინდოდა გამეკეთებინადა თან არ ვიცოდი, რისთვის მომეკიდა ხელი, რაზე გადამეყოლებინა გული და ვუთხარიჩემს თავს: ავდგები და რომანს დავწერ, მაგრამ ისე დავწერ, როგორც ცხოვრებამიედინება, მივყვები ამ დინებას, წინასწარ არ მეცოდინება, რის შემდეგ რა მოხდება-მეთქი.დავჯექი, ავიღე ქაღალდის რამდენიმე ფურცელი და დავიწყე წერა; ვწერდი, რაც კი თავშიმომდიოდა, იმაზე არ მიფიქრია, ამის მერე რა დავწერო-მეთქი; არც გეგმა შემიდგენია.ჩემი პერსონაჟები მათივე მოქმედებებიდან და საუბრებიდან იბადებიან, განსაკუთრებითსაუბრებიდან, ხასიათიც თანდათან ყალიბდება, მაგრამ ეს ხასიათი ზოგჯერ სწორედხასიათის უქონლობაში ვლინდება.

- გეგონება, ჩემზე წერდე!

- არ ვიცი, მერე გამოჩნდება. მე მათ მივენდე და მათ მივყავარ.

- მერედა ფსიქოლოგია, აღწერები?

- მხოლოდ დიალოგი იქნება, ჰო, უმეტესწილად დიალოგი... მთავარია, პერსონაჟებილაპარაკობდნენ, თუნდაცაზრიანს არაფერს გვეუბნებოდნენ.

- ალბათ, ეს აზრი ელენამ გიკარნახა, არა?

- რატომ გგონია?

- იმიტომ, რომ ერთხელ მეც მითხრა, რაიმე რომანი მათხოვეო, - დროის მოსაკლავად თუუნდოდა, - თან მახსოვს, ისიც დაუმატა, კარგია, თუ ბევრი დიალოგი იქნება, სხვადანარჩენი კი ნაკლებიო.

- სწორია, როცა წიგნში გრძელ აღწერებს, ქადაგებებსა თუ თხრობას შეხვდება,გამოტოვებს ხოლმე და ამბობს:„სისულელეა, სისულელეა, სისულელე!“ მისი აზრით,მარტო დიალოგი არ არის სისულელე. სხვათა შორის, ქადაგების დიალოგად დაყოფაცმშვენივრად მოხერხდება...

- კარგი, მაგრამ, რისთვის?

- იმისთვის, რომ ხალხს საუბარი საუბრის გულისთვის უყვარს, თუნდაც აზრიანს არაფერსეუბნებოდნენ ერთმანეთს. ზოგიერთები ნახევარსაათიან მოხსენებასაც ვერ უძლებენ,სამაგიეროდ, შეუძლიათ სამი საათი ილაყბონ კაფეებში. საუბრის მომხიბლაობაც ეს არის,საუბრისა საუბრისთვის, ცოცხალი და სხარტი საუბრისა.

- მეც ძალიან მღლის გაბმული ლაპარაკი...

- დიახ, კაცს სიამოვნებას ჰგვრის საუბარი, ცოცხალი საუბარი... და განსაკუთრებით ისმოგვწონს, როცა ავტორი თვითონ არ ლაპარაკობს, თავს არ გვაბეზრებს თავისიპიროვნებით, თავისი სატანისებური „მე“-თი. თუმცა, რასაკვირველია, რასაც ჩემიპერსონაჟები ლაპარაკობენ, ამას სინამდვილეში მე ვამბობ...

- გარკვეულ ფარგლებში ასეცაა...

Page 68: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- გარკვეულ ფარგლებში რაღას ნიშნავს?

- იმას, რომ თავიდან გგონია, შენ მიგყავს ისინი, მერე რწმუნდები, რომ პირიქითაა, მათმიჰყავხარ. ხშირად ისიც ხდება, რომ ავტორი თავისივე ქმნილებათა ხელში სათამაშოდგადაიქცევა...

- შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ამ რომანში, რაც კი თავში მომივა, ყველაფერიშევიტანო და ვნახოთ, რა გამოვა!

- მაშინ ეს რომანიც აღარ იქნება.

- არა, მაშინ იქნება... იქნება რიმანი...

- რიმანი რაღაა?

- აი, რა: მანუელ მაჩადოსაგან გამიგონია, პოეტი რომაა, ანტონიოს ძმა, ერთხელ მივიდათურმე დონ ედუარდო ბენოსთან, მიუტანა ალექსანდრიული ლექსით გაწყობილი თურაღაც ერეტიკული ფორმის სონეტი, წაუკითხა დონ ედუარდოს, ის კი ეუბნება: „აბა, ესროგორი სონეტია!..“ „არა, სენიორ, - მიუგო მაჩადომ, - სონეტი მართლაც არ არის... ესარის სინეტი“. ასეა ჩემი რომანიც, თუ რომანი არ გამოვა, მაშინ... როგორა ვთქვი?რამონი... რემანი, არა, რიმანი, დიახ, რიმანი ხომ გამოვა! ასე რომ, იმას მაინც ვეღარავინიტყვის, ჟანრის წესები დაარღვიაო... მე გამოვიგონე ჟანრი, ხოლო ჟანრის გამოგონებაიმას ნიშნავს, რომ ახალი სახელი გამოიგონო, ჰოდა, წესებსაც ისეთს გამოვიგონებ,როგორიც მე თვითონ მომეწონება, თან სულ დიალოგით გავაწყობ.

- როცა პერსონაჟი მარტო დარჩება, მაშინ რაღას იზამ?

- მაშინ... მონოლოგი იქნება, მაგრამ მაინც რომ დიალოგს დაემგვანოს, ამიტომგამოვიგონებ კიდევ ძაღლს, ვისაც პერსონაჟი მიმართავს ხოლმე.

- იცი, რას გეტყვი, ვიქტორ, ისე ვატყობ, შენ მე გამოგიგონებივარ...

- შეიძლება ასეცაა!

როცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, აუგუსტომ უთხრა თავის თავს: „მაინც რა არის ჩემიცხოვრება, რომანია, რიმანი, თუ რამე სხვა? ის, რაც ჩემს თავს ხდება, ან რაც ჩემსგარშემომყოფთ ემართებათ, რეალობაა, თუ გამონაგონი? ეგებ ეს ღმერთის სიზმარიაანდა ვინმე სხვისა და ჩვენც ვლოცულობთ, ჰიმნებსა და საგალობლებს აღვუვლენთ, რათაგავაგრძელოთ მისი ძილი და სიზმარი, თორემ თუ გაიღვიძა, ეს სიზმარიც სულ ერთიანადგაიფანტება. იქნებ ყოველგვარი რელიგიისთვის ლიტურგია ღმერთის ძილისგაგრძელების საშუალებაა მხოლოდ და მხოლოდ, რომ არ გაიღვიძოს და არ გაუწყდესსიზმარი, სულ გვხედავდეს სიზმრად? ოჰ, ჩემო ეუხენია! ჩემო ეუხენია! და ჩემო როსა-რიტო!..“

- გამარჯობა, ორფეოს!

ორფეოსი ხტუნვა-ხტუნვით შეეგება პატრონს, მუხლებზე შეახტა. აუგუსტომ ხელში აიყვანადა ძაღლმა ლოკვა დაუწყო.

- სენიორიტო, - უთხრა ლიდუვინამ, - როსარიტო გელოდებათ, დაუთოებული სარეცხიმოიტანა.

- რატომ შენ თვითონ არ გაუსწორე ანგარიში?

- აჰა, რა ვიცი... ვუთხარი, სენიორიტოს დაგვიანება არა სჩვევია და, თუ გინდა, მოუცადე-მეთქი...

- მაინც შეგეძლო შენ თვითონ გაგესტუმრებინა, ყოველთვის ასე იქცეოდი ხოლმე და...

- ჰო, მაგრამ... ერთი სიტყვით, ალბათ, გამიგებთ...

Page 69: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ლიდუვინა, ლიდუვინა!

- სჯობია, თქვენ თვითონ გაუსწორდეთ!

- მივდივარ!

XVIII- გამარჯობა, როსარიტო! - წამოიძახა დონ აუგუსტომ მის დანახვაზე.

- საღამო მშვიდობისა, დონ აუგუსტო, - ქალიშვილს მშვიდი და კრიალა ხმა ჰქონდა დაასეთივე მშვიდი გამომეტყველება.

- რატომ ლიდუვინასთან არ გაასწორე ანგარიში, აკი სულ ასე იქცეოდი, როცა მე შინ არვიყავი!

- რა ვიცი, მან მითხრა, მოუცადეო. მეც ვიფიქრე, რაიმე სათქმელი აქვს-მეთქი და...

„რა არის ეს, მიამიტობა თუ რამე სხვა?“ გაიფიქრა აუგუსტომ და ერთი წუთით შეჩერდა.უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, მძიმე და დაძაბული სიჩუმე.

- როსარიო, გთხოვ, რაც ამას წინათ ჩვენს შორის მოხდა, დაივიწყო, აღარ გაიხსენო, ხომგესმის!

- კეთილი, ნება თქვენია...

- ჰო, ეს სიგიჟე იყო... სიგიჟე... არ ვიცოდი, რას ჩავდიოდი და რას ვამბობდი... ახლაც იგივემემართება... - და იგი ნელ-ნელა უახლოვდებოდა ქალიშვილს.

ქალიშვილი მშვიდად და მორჩილად უცდიდა. აუგუსტო დივანზე ჩამოჯდა და დაუძახა:„მოდი აქ!“ მერე ისევ ისე, როგორც ადრე, მუხლებზე დაისვა და ისევ ისე შეაცქერდათვალებში. ქალიშვილმა მას მშვიდი მზერა შეაგება, თუმცა კი წნორის ფოთოლივით,ერთიანად თრთოდა.

- რატომ კანკალებ, გოგონა?..

- მე? არა, მე მგონია, თქვენ კანკალებთ...

- ნუ ცახცახებ, დაწყნარდი.

- ისევ არ ამატიროთ...

- მე კი ვფიქრობ, სწორედაც გინდა, რომ ისევ აგატირო. ახლა მითხარი, საქმრო გყავს?

- რატომ მეკითხებით...

- მითხარი, გყავს?

- საქმრო... საქმრო... არა!

- როგორ დავიჯერო, რომ აქამდე არავინ გაგარშიყებია?

- იცით, რა, დონ აუგუსტო...

- მერე, რა პასუხი მიეცი?

- ზოგი რამის თქმა არ შეიძლება...

- მართალია, მაგრამ მაინც მითხარი, გიყვართ ერთმანეთი?

- დონ აუგუსტო, თუ ღმერთი გწამთ!..

Page 70: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- მომისმინე, შენ თუ ახლა ატირდები, ავდგები და წავალ.

ქალიშვილმა თავი აუგუსტოს მკერდში ჩარგო, არ უნდოდა ცრემლი დაენახვებინა,ქვითინს ძლივს იკავებდა.

„გული მაინც არ წაუვიდეს ამ საცოდავს!“ - ფიქრობდააუგუსტო და თან თმაზე ხელსუსვამდა.

- დაწყნარდი, დაწყნარდი!

- ის ქალი?.. - თავაუღებლად, ცრემლების ყლაპვით ჰკითხა როსარიომ.

- აჰ, კიდევ გახსოვს? საბოლოოდ უარი მითხრა. არც არასოდეს დამიგულებია ჩემად,მაგრამ ახლა სამუდამოდ დავკარგე, სამუდამოდ!

ქალიშვილმა თავი ასწია და პირდაპირ სახეში შეაცქერდა, თითქოს უნდოდადარწმუნებულიყო, მართალს მეუბნება თუ არაო.

- გინდათ მომატყუოთ... - წაიჩურჩულა მან.

- რისთვის უნდა მოგატყუო? აჰა, მაშასადამე, ეჭვიანობ კიდეც, აკი შენ თვითონვე მითხარი,საქმრო მყავსო.

- არაფერიც არ მითქვამს...

- დაწყნარდი, დაწყნარდი! - როსარიტო დივანზე დასვა, თავად კი ადგა და ოთახშიგაიარ-გამოიარა.

მაგრამ როცა ისევ მისკენ იბრუნა პირი, დაინახა, რომ საბრალო გოგონას სახეშესცვლოდა და ცახცახებდა. ახლაღა მიხვდა, რომ სრულიად უმწეო იყო, იჯდა მარტო, მისწინ, სულ ახლოს, დივანზე, დამნაშავესავით, განაჩენის მოლოდინში და ლამის გულიწასვლოდა.

- მართალია! - წამოიძახა მან. - რაც უფრო ახლოს ვართ, მით უფრო ნაკლებიასაშიშროება.

იგი კვლავ დაჯდა, კვლავ დაისვა ქალიშვილი მუხლებზე, მკლავები შემოხვია და მკერდზემიიკრა. საბრალომ მხარზე ხელი დაადო, თითქოს საყრდენს ეძებსო და ისევ ისე მიეხუტამკერდზე. მაგრამ მისი გულის ბაგაბუგი რომ გაიგონა, შეეშინდა.

- ცუდად ხომ არა ხართ, დონ აუგუსტო?

- კარგად ვინ არის?

- ეგებ წამალი მოვატანინო!

- არა, არა, არ მინდა. მე თვითონ ვიცი ჩემი ავადმყოფობის წამალი. მოგზაურობის მეტიარაფერი მიშველის, - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ კი დაუმატა, - შენ არ გამომყვებოდი თან?

- დონ აუგუსტო!..

- მოეშვი ამ „დონს“. გამომყვებოდი?

- თუ ინებებდით...

აუგუსტოს გონებას ბურუსი შემოებურა; სისხლი საფეთქლებს მიაწყდა, გული შეეკუმშა დამერე, ცოტა შვება რომ იგრძნო, როსარიოს თვალები დაუკოცნა; რა უნდა ექნა გოგონას,დახუჭა თვალები. მაგრამ აუგუსტო უეცრად წამოხტა, ხელი გაუშვა და წარმოთქვა: -დამტოვე, დამტოვე! მეშინია!

- რისი გეშინიათ?

Page 71: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ქალიშვილის მოულოდნელმა სიმშვიდემ კიდევ უფრო დააფრთხო იგი.

- მეშინია და არ ვიცი, რისი, შენი, ჩემი თავის, რისიც გინდა! ლიდუვინასი! მომისმინე, ახლაწადი, მაგრამ ისევ დაბრუნდი, ხომ დაბრუნდები?

- თუკი ინებებთ...

- სამოგზაუროდ ხომ გამომყვები?

- თუკი მიბრძანებთ...

- ახლა წადი, წადი!

- მერე ის ქალი...

აუგუსტო გოგონას მივარდა, ხელი მოხვია, მკერდში აიკრა, მშრალი ტუჩებით დაეწაფა მისტუჩებს, კი არ ჰკოცნიდა, ტუჩი ტუჩზე მიდებული ერთხანს იდგა ასე გაყუჩებული და თანთავზე ხელს უსვამდა. მერე გაუშვა: „წადი, გამეცალე!“

როსარიო წავიდა. როგორც კი კარი გაიხურა, აუგუსტო, თითქოს აღმართი აირბინაო,ქანცგაწყვეტილი საწოლზე დაეცა, შუქი ჩააქრო და კვლავ მონოლოგი წამოიწყო:

„მასთანაც ვიცრუე და საკუთარ თავთანაც, მუდამ ასეა! ყველაფერი ფანტაზიაა და მეტიარაფერი. კაცი რომ ლაპარაკობს - ცრუობს, მაშინაც კი ცრუობს, როცა საკუთარ თავსელაპარაკება ანუ როცა ფიქრობს და იცის, რომ ფიქრობს, მაინც ცრუობს.ფიზიოლოგიური სიცოცხლის გარდა სხვა ჭეშმარიტება არ არსებობს. სიტყვასაზოგადოების პროდუქტია და სიცრუისთვისაა შექმნილი. ჩვენი ფილოსოფოსისგანგამიგონია, ჭეშმარიტებაც, სიტყვის დარად, საზოგადოების პროდუქტიაო, მისი ყველასსჯერა და რაკი სჯერა, ერთმანეთისაც ესმითო. საზოგადოების ყოველგვარი პროდუქტი -სიცრუეა...“

ამ დროს ხელზე შეხება იგრძნო და წამოიძახა: „ააჰ, ორფეოს, უკვე აქა ხარ? შენ არლაპარაკობ და მაშასადამე, არც ცრუობ; ასე მგონია, არც ცდები და არც საკუთარ თავთანცრუობ; მაგრამ მაინც შინაური ცხოველი ხარ და შეიძლება ესეც ადამიანისგანგადაგდებოდა... ჩვენ ხომ სულ ვცრუობთ და თავი მოგვაქვს. სიტყვა იმისთვის შეიქმნა,რომ ჩვენი შეგრძნებები და შთაბეჭდილებანი გაგვეზიარებინა... ან იქნებ იმისთვისაც, რომჩვენ თვითონვე გვერწმუნა მისი; სიტყვაც და ყოველგვარი პირობითი ექსპრესიაც,მაგალითად, კოცნა, ხვევნა... ჩვენ ხომ მარტო იმას ვიქმთ, რომ ჩვენ ჩვენ როლსვთამაშობთ. ყველანი პერსონაჟები ვართ, ნიღბები, კომიკოსები! არც ერთი ისე არიტანჯება ან უხარია, როგორც ამბობს და გამოხატავს, თუმცა შეიძლება კი ჰგონია, რომასევე უხარია და იტანჯება: არა, არა, თორემ სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. სულისსიღრმეში კი რარიგად მშვიდად ვართ. ჩემი არ იყოს, ახლა მე მარტო წარმოვადგენ ჩემსკომედიას, მარტო, ერთდროულად მსახიობიც ვარ და მაყურებელიც. მხოლოდ ფიზიკურიტკივილი კლავს კაცს. ერთადერთი ჭეშმარიტება ადამიანის ფიზიოლოგიაა, აქ არცსიტყვაა და არც სიცრუე...“

კარზე კაკუნი გაისმა.

რა ამბავია?

დღეს ვახშმობას არ აპირებთ? - ჰკითხა ლიდუვინამ.

მართალია, მაცალე, ახლავე გამოვალ.

„მერე დავიძინებ, დღესაც ისევე დავიძინებ, როგორც სხვა დროს დამიძინია და ისიცდაიძინებს. დაიძინებს კი როსარიტო? განა არ ავუმღვრიე მას სულის სიმშვიდე? მერედა,რა ბუნებრივად იქცევა, ნეტავ მიამიტობაა ეს, თუ ვერაგობა? თუმცა კი მიამიტობაზე უფროდიდი ვერაგობა რა უნდა იყოს, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ვერაგობაზე დიდი მიამიტობა!..დიახ, დიახ, ადრეც მიფიქრია, არსებითად, მიამიტობაზე უფრო... უფრო... როგორ ვთქვა...უფრო ცინიკური არაფერია-მეთქი. დიახ, ეს სიმშვიდე, რა სიმშვიდითაც იგი მნებდებოდადა რამაც აგრერიგად შემაშინა, თუმცა თავადაც არ ვიცი, რატომ. დიახ, ეს სიმშვიდე, სხვა

Page 72: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

და რამაც აგრერიგად შემაშინა, თუმცა თავადაც არ ვიცი, რატომ. დიახ, ეს სიმშვიდე, სხვაარაფერია, თუ არა მიამიტობა. თან როგორ თქვა: „მერე ის ქალი?“ განა ეს ეჭვიანობაა?ეჭვიანობა! ალბათ, სიყვარული ეჭვიანობასთან ერთად იბადება, სიყვარულს მხოლოდეჭვიანობა ავლენს. როგორც არ უნდა უყვარდეს ქალს მამაკაცი, ანდა მამაკაცს ქალი,ისინი ამას მანამდე არ შეიგრძნობენ, და არც თავს უტყდებიან, ანდა ასე ვთქვათ,ერთმანეთი სინამდვილეში მანამდე არ შეუყვარდებათ, სანამ კაცი არ შეამჩნევს, რომქალი სხვა მამაკაცს უყურებს და ქალი არ დაინახავს, კაცი სხვა ქალს უყურებსო.შეუძლებელია, ამქვეყნად მარტო კაცსა და მარტო ქალს, საზოგადოების გარეშე,ერთმანეთი შეუყვარდეთ. იმაზე აღარას ვიტყვი, რომ ყოველთვის საჭიროა მესამე -სელესტინა, სელესტინა კი ამ შემთხვევაში საზოგადოებაა, დიდი მაჭანკალი!ბრწყინვალეა! დიახ, დიდი მაჭანკალი! თუნდაც მხოლოდ გრძელი ენის გამო! ამიტომაცსიყვარულზე ლაპარაკი სიცრუეა და სხვა არაფერი. ფიზიოლოგია რაღაა? ეეჰ,ფიზიოლოგია სიყვარული არ არის და მას არც არაფერი შეენაცვლება! ამიტომაცააჭეშმარიტება! თუმცა... წავიდეთ, ორფეოს, წავიდეთ, ვივახშმოთ, ვახშამი ხომ მაინც არისჭეშმარიტება!

XIXარ გასულა ორი დღე და აუგუსტოს მოახსენეს, ვინმე სენიორა გეახლათო. იგი გავიდა დადონია ერმელინდას შეეფეთა, რომელმაც მის შეძახილზე „თქვენ?“ მიუგო: „რაკი თქვენაღარ ინებეთ ჩვენთან მობრძანება!..“

- ვიფიქრე, მიხვდებოდით, სენიორა, - მიუგო აუგუსტომ, - რომ ჩემი ორი ბოლოსტუმრობის შემდეგ, - ერთი, როცა პირისპირ ველაპარაკე ეუხენიას და მეორედ, როცა მანაღარ ისურვა ჩემთან შეხვედრა, ცხადია, მოსვლაც აღარ მმართებდა...

- მე კი საგანგებო დავალებით გეახელით და სწორედ ეუხენიას დავალებით...

- პირადად მისი?

- დიახ, მისი. არ ვიცი, რა მოუხდა საქმროსთან, მაგრამ ისეა გაჯავრებული, მისი სახელისგაგონებაც არ უნდა; იმ დღეს, შინ რომ მოვიდა, მაშინვე თავის ოთახშიშეიკეტა და ვახშმადაც არ გამოსულა! ტირილისაგან სულ თვალები ჰქონდადაწითლებული, გესმით? ეს სიმწრისა და სიბრაზის ცრემლები იყო.

- აჰა, მაშასადამე ცრემლების სხვადასხვა სახეობაც არსებობს?

- რასაკვირველია, ზოგჯერ ცრემლი კაცს კიდეც ახალისებს და გულს შვებას აძლევს,ზოგჯერ კი წვავს და სულს უმძიმებს. ის, ეტყობა, ტიროდა, არც კი ივახშმა. ერთთავადიმეორებდა, მამაკაცები პირუტყვები არიან და მეტი არაფერიო. ეს რამდენიმე დღეამოღუშული დადის, საშინელ გუნებაზეა. ბოლოს, გუშინ დამიძახა და მითხრა, ძალზევნანობ, ასე რომ ველაპარაკე, მოთმინება დავკარგე და ნამდვილად უსამართლოდმოვექეციო. აღიარა, რომ მართლა პატიოსანი და კეთილშობილური განზრახვაგამოძრავებდათ და ამიტომ გთხოვთ, აპატიოთ ის სიტყვები, მაშინ რომ გითხრათ, ვითომმისი ყიდვა გინდოდათ. განსაკურებით დაჟინებით მიმეორებდა, არათუ მაპატიოს, ნურცდაიჯერებსო, უპირველეს ყოვლისა, ვთხოვ, ნუ დაიჯერებსო, რადგან აღშფოთებისა დასიბრაზის წუთებში წამომცდა, თორემ ასეთი რამ ფიქრადაც არ გამივლიაო...

- მჯერა, რომ ფიქრადაც არ გაუვლია.

- მერე... მერე დამავალა, დიპლომატიურად გამომერკვია...

- ყველაზე კარგი დიპლომატია ის არის, სენიორა, როცა დიპლომატიის გარეშელაპარაკობდა და განსაკუთრებით, ჩემთან...

- დიახ, მთხოვა, გამიგე, ხომ არ ეწყინება, თუ მის საჩუქარს, ეს იგი, ჩემს სახლს რაიმევალდებულების გარეშე მივიღებო...

Page 73: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ვალდებულების გარეშე რას ნიშნავს?

- იმას, რომ თუ საჩუქარია, ბარემ საჩუქარი იყოს...

- მაშ სხვანაირად როგორ იქნება, საჩუქარი მხოლოდ საჩუქრად უნდა მიიღოს!

- ისიც ამას ამბობს, თუკი მართლა საჩუქრად მივიღებ, ამით ჩემს კეთილ განწყობასაცდავუმტკიცებ და ჩემი სინანულის გულწრფელობაშიც დავარწმუნებო, მაგრამ ამასთანესოდენ გულუხვი საჩუქარი არ უნდა გულისხმობდეს...

- კმარა, სენიორა, კმარა! ჩემი აზრით, იგი თავისდაუნებურად კვლავ შეურაცხყოფასმაყენებს...

- მართლაც, უნებურად...

- ჰოდა, ყველაზე საშინელ შეურაცხყოფას, როგორც იტყვიან, სწორედ უნებურად აყენებენხოლმე.

- ვერ მივხვდი...

- რა ძნელი მისახვედრი ეს არის! ერთხელ სტუმრად ვიყავი, იქ ერთი ნაცნობი შემხვდა დაარ მომესალმა. შინ რომ ვბრუნდებოდი, ამხანაგს შევჩივლე, ასე და ასე იყომეთქი, და იმანამიხსნა: „ეს რა საწყენია, განგებ ხომ არ უქნია, უბრალოდ, ვერ შეგამჩნია“. მე ვუპასუხე:„ყველაზე დიდი უზრდელობაც ეგ არის, რომ ვერ შემამჩნია, თორემ მოსალმებას რა აზრიაქვს!“ „უნებურად მოუვიდა, დაბნეული კაცია...“ - მითხრა ამხანაგმა; მე კი ვუპასუხე: „აბა,უზრდელობა მეტი კი არაფერია, როცა სხვების მიმართ იჩენ დაბნეულობას“. მე ესმაგონებს ეგრეთ წოდებულ უნებლიე გულმავიწყობას, სენიორა, თითქოს რაიმესნებაყოფლობით დავიწყება შეიძლებოდეს. უნებლიე გულმავიწყობაა სწორედუზრდელობა.

- ამას რაზე ბრძანებთ?

- იმაზე, დონია ერმელინდა, რომ მას შემდეგ, რაც ეუხენიამ იმ ვითომ უნებლიეშეურაცხყოფის პატიება მთხოვა, თითქოსდა მე მისი საჩუქრით ყიდვა და მადლიერებისგრძნობით მისი შებორკვა მქონდა განზრახული, ვეღარ გამიგია, რატომ იღებს ჩემსსაჩუქარს და თუ იღებს, რაღაზე უსვამს ხაზს იმ გარემოებას, ვალდებულების გარეშევიღებო. რომელ ვალდებულებაზეა ლაპარაკი, სენიორა?

- ასე რატომ ცხარობთ, დონ აუგუსტო!..

- მოდი და ნუ გაცხარდები. სენიორა, ნუ გაცხარდები!.. ამ... ამ... გოგონამ... ჩემიგამასხარავება მოინდომა. რატომ ჰგონია, რომ მე მისი სათამაშო ვარ, რატომ! - და ამსიტყვებზე როსარიო გაახსენდა.

- ღვთის გულისათვის, დონ აუგუსტო, ღვთის გულისათვის!..

- მე უკვე მოგახსენეთ, რომ გირავნობის ფურცელი გაუქმებულია და თუ საკუთარ სახლზეუარს განაცხადებს, მე მით უმეტეს, სულ არა მაქვს მასთან ხელი. ჩემთვის სულერთია,მადლობელი დამრჩება, თუ არა!

- ამას რატომ ბრძანებთ, დონ აუგუსტო! მას თქვენთან შერიგებისა და მეგობრობის მეტიარაფერი უნდა!..

- რასაკვირველია, ახლა, როცა იმ მეორეს წაეჩხუბა, არა? აქამდე მე ვიყავი მეორე, ახლაპირველი გავხდი, არა? უკვე ჩემი გამოჭერა მოუნდა?

- განა რაიმე ამის მსგავსი გაკადრეთ?

- არა, მაგრამ, რა ძნელი მისახვედრია!

- მე კი გეტყვით, რომ ცდებით. როცა ჩემმა ძმისწულმა ყველაფერი წვრილად მიამბო, - აკითქვენც მოგახსენეთ, - ვიფიქრე, ახლა, რაკი იმ თავის ჩიტირეკია საქმროს ჩამოშორდა,

Page 74: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ვურჩევ, დავარიგებ, იქნებ სცადოს და როგორმე ისევ თქვენი გული მოიგოს-მეთქი, ხომგესმით...

- დიახ, მესმის, როგორმე გული მომიბრუნოს...

- ცხადია, მაგრამ გგონიათ, ჩემს რჩევას ყური ათხოვა? მაინც თავისას იმეორებდა, არა დაარაო. სამეგობროდ ძალიან მომწონს და დიდ პატივსაცა ვცემ, მაგრამ საქმროდ ვერწარმომიდგენია, თუ კაცი არ შემიყვარდა, ცოლად ვერ გავყვებიო...

- მე ვერ შემიყვარებს, არა?

- არა, ეს არ უთქვამს...

- მე კი მგონია, თქვა, მაგრამ ესეც დიპლომატიაა...

- როგორ თუ დიპლომატია?

- როგორ და ისე, რომ თქვენ მარტო პატიების სათხოვნელად როდი მობრძანდით...უფრო ნიადაგის მოსინჯვა გინდათ, აბა თუ დავიყოლიებ, რომ გაუმეოროს წინადადებაო...განა ასე არ არის? თუ მე ყაბულს ვიქნებოდი, აღარც მისი დაყოლიება გაგიჭირდებოდათ...

- გეფიცებით, დონ აუგუსტო, განსვენებული დედაჩემის წმინდა სახელს გეფიცებით...

- გაიხსენეთ, არა ცილი ჰფუცო...

- მაშინ დავიფიცებ, რომ თქვენც დაგავიწყდათ, რასაკვირველია, უნებურად, ვინ ვარ მე, ვინგახლავთ ერმელინდა რუის ი რუისი!

- ასე რომ იყოს...

- დიახ, ასეა, ასე, - ეს სიტყვები ისეთი კილოთი წარმოთქვა, რომ ეჭვის შეტანა უკვე აღარშეიძლებოდა.

- მაშინ... მაშინ... გადაეცით თქვენს ძმისწულს, რომ მისმა ახსნა-განმარტებამ სავსებითდამაკმაყოფილა და უღრმეს მადლობასაც მოვახსენებ, შეუძლია კვლავაც მეგობრადმიგულოს, ერთგულ და თავდადებულ მეგობრად, თუმცა მხოლოდ მეგობრად, ეეჰ,მეგობრად და სხვა არაფრად, მხოლოდ მეგობრად... იმის თქმა არ ღირს, რომ მეფორტეპიანოდ არ გამოვადგები, რომელზედაც, რაც მოეპრიანება, იმას დაუკრავს, რომმე იმ მამაკაცთა რიცხვს არ ვეკუთვნი, ვისაც დღეს მოიპოვებენ და ხვალ მიაგდებენ, რომმე არა ვარ შემცვლელი, ვიცე-საქმრო, ანდა მეორე თავი კერძი...

- ასე ნუ ცხარობთ...

- სულაც არ ვცხარობ! იყოს ნება თქვენი, მეგობრობაზე უარს როგორ ვიტყვი...

- და აღარც სტუმრობაზე...

- ეს კი...

- იცოდეთ, თუ არ მოხვალთ, საბრალო გოგონა მარტო სიტყვას არ დასჯერდება დაძალიან დაწყდება გული.

- აბა, როგორ დაგპირდეთ, სენიორა, ხანგრძლივი და შორეული მოგზაურობისთვისვემზადები და...

- გამოსამშვიდობებლად ხომ მაინც მოხვალთ...

- კარგი, ვნახოთ...

ასე დაშორდნენ ერთმანეთს. როცა დონია ერმელინდა შინ მივიდა და თავის ძმისწულსაუგუსტოსთან საუბრის შინაარსი გადასცა, ეუხენიამ თავისთვის თქვა: „ეჭვი არ მეპარება,სხვა გამოჩნდა. ახლა ისევ თავიდან უნდა ვცადო მისი გულის მონადირება!“

Page 75: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

აუგუსტოც, მარტო რომ დარჩა, ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა და თან ასე მსჯელობდა:„თავის ნება-სურვილზე უნდა მათამაშოს, თითქოს მისი ფორტეპიანო ვიყო... მიმაგდებს,გამიხსენებს, ისევ მიმაგდებს; მარქაფში მიყოლიებს... მაგრამ ცხადია, მაინც ელოდება,რომ კვლავ გავუმეორებ წინადადებას; ანდა იქნებ ჩემი მეშვეობით იმ მეორეზე უნდაიძიოს შური, აეჭვიანოს და უკან დაიბრუნოს... თუ ფიქრობს, რომ მისი თოჯინა ვარ, რაღაცნივთი, დონ არავინ... ნურას უკაცრავად, მე ჩემი საკუთარი ხასიათი მაქვს, დიახ, მაქვს, მევარ, მე! დიახ, მე ვარ, მე! მართალია, ეს სულ მისი წყალობითაა, ეუხენიას წყალობით, ამასვერც უარვყოფ, მან გააღვიძა ჩემში სიყვარულის უნარი, მაგრამ რაკი ერთხელ გააღვიძადა გააცოცხლა ჩემში ეს გრძნობა, თავად იგი აღარც მჭირდება, ქალების მეტი რაა!“

ამაზე ვიქტორის ნათქვამი გაახსენდა და ღიმილი ვერ შეიკავა; როცა მათმა საერთომეგობარმა ხერვასიომ ჯვრისწერის მერე გამოაცხადა, დროის გასატარებლად ცოლთანერთად პარიზს მივემგზავრებიო, ვიქტორმა უთხრა: „კაცი პარიზს მიდიოდეს და ცოლთანერთად? ეს ხომ იმასა ჰგავს, შოტლანდიაში მიდიოდე და თან ვირთევზა მიგქონდეს!“მაშინ გულიანად იცინა აუგუსტომ ამ მოსწრებულ სიტყვაზე.

და აუგუსტომ განაგრძო: „ქალების მეტი რაა. რაოდენი მომხიბლაობაა როსარიოსვერაგულ მიამიტობაში და მიამიტურ ვერაგობაში, ამ მარადიული ევას ახალ გამოცემაში!რა მომხიბლავი გოგონაა! ეუხენიამ აბსტრაქტულიდან კონკრეტულზე დამიყვანა, მან კი -სახეობრივამდე; ირგვლივ კი ამდენი მომხიბლავი ქალია, ამდენი... მაინც რამდენიეუხენიაა, რამდენი როსარიო! არა, ასე არაფერი გამოუვათ, სათამაშოდ ვერავინგადამაქცევს და მით უმეტეს, ქალი! მე ვარ მე! დაე, პატარა სული მქონდეს, მაგრამ ჩემიიყოს, საკუთარი!“ და მან იგრძნო, რარიგად აღიგზნო და თანდათან გაღივდა მისი „მე“;იმდენად გაღივდა, რომ სახლიც ეპატარავა და აუგუსტო ქუჩაში გავიდა, სივრცე უნდოდა,გასაქანი.

ორიოდ ნაბიჯი გადადგა, მაღლა ცას შეხედა, გამვლელები შეათვალიერა, ყველა თავისსაქმეს ეშურებოდა, მას ვერავინ ამჩნევდა, - რასაკვირველია, უნებურად, არ იცნობდნენ დაარც ყურადღებას მიაქცევდნენ, - და აუგუსტომ მყისვე იგრძნო, რომ მისი „მე“, მისი „მე ვარმე-ს მე“ ნელ-ნელა ისევ დაპატარავდა, დაპატარავდა და კვლავ მისივე სხეულში ჩაძვრა,ჩაეტია, ჩაეტია კი არა, იქაც პატარა კუნჭულის ძებნა დაიწყო, რომ მიმალულიყო, არავისდაენახა. ქუჩა სინემად ეჩვენა, საკუთარი თავი ეკრანზე ჩრდილად, მოჩვენებადწარმოიდგინა; ბრბოში აღრევა, ამ მოფუსფუსე ხალხში ათქვეფა, რომელმაც არცარაფერი იცოდა მის შესახებ და არც იცნობდა, ყოველთვის ბუნებასთან შერწყმის, უძიროცის ქვეშ მონავარდე ქართან ზიარების დარად მოქმედებდა მასზე.

მხოლოდ მარტომყოფი შეიგრძნობდა საკუთარ თავს, მხოლოდ მარტოდმარტოსშეეძლო თავის თავთან ლაპარაკი და ალბათ, იმიტომ, რომ თავადვე დაეჯერებინა „მევარ - მე!“ ხალხში, ამ მხიარულ თუ შეფიქრიანებულ ბრბოში აღრეული კი სრულიადკარგავდა საკუთარი თავის შეგრძნების უნარს.

ბოლოს განაპირა რაიონში ამოყო თავი, სადაც თვითონ ცხოვრობდა, უკაცრიელმოედანზე გავიდა და მყუდრო ბაღშიც გადაუხვია. ეს კი ნამდვილად წყნარი ყურე იყო; აქმუდამ ბავშვები თამაშობდნენ, არ დაგრუხუნებდა ტრამვაები და არ დაქროდა მანქანები;გვიანი შემოდგომის საამო დღეებში მოხუცები მოდიოდნენ ხოლმე აქ და მზესეფიცხებოდნენ, ღობის გადაღმა კი ჩრდილოეთის ქარისგან დაწიოკებული ინდურიწაბლის ფოთლები ტრიალით ცვიოდა ქვაფენილზე და მწვანე, ქორფა ფოთლისფრადშეღებილ ხის სკამებს ეფინებოდა. ამ მოშინაურებულ, ქალაქურ, მწყობრად დარგულ ხეებსყოველთვის, როცა კი წვიმა დააგვიანებდა, ერთსა და იმავე საათებში არხიდანრწყავდნენ, თუმცა ფესვები ქვაფენილს ქვეშ გაედგათ; დატყვევებული ხეები მორჩილადელოდნენ, როდის ამოიწვერებოდა და როდის მიიმალებოდა მზე სახლის სახურავებისმიღმა; ტყეს მოშორებული და დანაღვლიანებული ეს ტუსა ღები რაღაც იდუმალი ძალითიზიდავდნენ აუგუსტოს. მათ კენწეროებში ჩიტები ჟღურტულებდნენ, მათსავით ქალაქურიჩიტები, ბავშვების მორიდებას მიჩვეულები, ფრთხილად ეპარებოდნენ მოხუცებს და ისინიპურის ნამცეცებით უმასპინძლდებოდნენ.

რამდენჯერ მოსულა აქ, ამ პატარა მოედანზე, დამჯდარა მწვანე სკამზე მარტოდმარტო დათვალი ვერ მოუცილებია სახლის სახურავებზე აგიზგიზებული ჩამავალი მზის

Page 76: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ხანძრისთვის; რამდენჯერ შეუვლია თვალი მახლობელი სახლის მილზე მეწამული მზისცეცხლოვან შუქში შავი კატის სილუეტისათვის; ახლა კი შემოდგომა იდგა, ცვიოდაფოთლები, ყვითელი, ვაზის ფოთლებივით დაკბილული, მუმიის დამჭკნარ ხელისმტევნებს რომ ახსენებდა, ცვიო და ბაღის შუაგულში, ცვიოდა და ბუჩქებს, ბილიკებსა დაყვავილის ქოთნებს ეფინებოდა. ბავშვები კი თამაშობდნენ გამხმარ ფოთლებში, ზვინებადაგროვებდნენ და სულაც ვერ ამჩნევდნენ აგიზგიზებულ დასალიერს.

იმ დღეს, როცა ამ მყუდრო მოედანზე მოვიდა და სკამზე დაჯდა, აუგუსტოს ხმელიფოთლების გადაფერთხვა არ დავიწყებია, აკი შემოდგომა იდგა; იქვე, ჩვეულებრივ,ბავშვები თამაშობდნენ; ერთმა მათგანმა მეორე ინდური წაბლის ხესთან მიიმწყვდია,მაგრად ააკრა ხის ტანს და უთხრა: „შენ ტყვე იქნები, ვითომ ყაჩაღებმა ჩაგიგდეს ხელში...“„მე ხომ...“ - შეეპასუხა უკმაყოფილო ბიჭი, მაგრამ პირველმა არ აცალა: „არა, შენ უკვეაღარა ხარ - შენ...“ აუგუსტოს გულზე მოხვდა ეს სიტყვები, ადგა, სხვა სკამზე გადაჯდა დაუთხრა თავის თავს: „ასე ვთამაშობთ ჩვენც, დიდები. შენ არა ხარ - შენ! მე არა ვარ - მე! ესსაცოდავი ხეები, განა ისინი არიან? მათ ხომ უფრო ადრე სცვივათ ფოთლები, გაცილებითადრე, ვინემ მათ ნათესავებს იქ, მთებში; მერე ჩონჩხებად იქცევიან და ელექტრონის შუქზემათი დაპატარავებული ჩრდილები ქვაფენილზე გაწვება. ელექტრონის შუქითგანათებული ხე! რა უცნაური, ფანტასტიკური სანახაობაა მათი გვირგვინი გაზაფხულზე,როცა ვოლტის რკალი ლითონივით ააელვარებს!.. არც ზღვის სიო არხევს... საბრალოხეები, რა იციან მინდვრად, უკუნეთ, უმთვარო ღამეში, მთრთოლვარე ვარსკვლავების ქვეშყოფნის სიამისა! ასე იფიქრებთ, როცა აქ, ამ მოე დანზე სათითაოდ ჩარგეს, კიდეცდაუბარეს: „თქვენ აღარა ხართ - თქვენ!“ და ეს რომ არ დავიწყებოდათ და არცდასძინებოდათ, ღამის განათებაც არ მოაკლეს... საბრალო მეღამურეები! არა, არა,ამისთანა ოინს ვერავინ მიზამს!“

და იგი ადგა, ქუჩას გაუყვა, მთვარეულივით წაფარფატდა.

XXღირდა კი სამოგზაუროდ წასვლა? მაგრამ მან უკვე ორჯერ გამოაცხადა მივდივარო,ერთხელ როსარიოს უთხრა, თუმცა კი თავადაც არ იცოდა, რატომ ეუბნებოდა. ისე,უბრალოდ, სიტყვამ მოიტანა და უთხრა. თან მისი გამოცდაც უნდოდა, აბა, თუწამომყვებაო; მეორეჯერ დონია ერმელინდასთანაც წამოსცდა, რათა დაემტკიცებინა...რა? ნეტავი რა უნდოდა ამით დაემტკიცებინა? ყველაფერი, რაც გინდა! ჰოდა, მეტიმიზეზიც არ იყო საჭირო; ორჯერ დასცდა, ორჯერ გამოაცხადა ხანგრძლივი და შორეულიმოგზაურობისათვის ვემზადებიო, აკი თავი მოაქვს, ჩემი საკუთარი ხასიათი მაქვს,ნამდვილი სიტყვის კაცი ვარო! ნამდვილი სიტყვის კაცი კი თავისი განზრახვის თაობაზეჯერ ხმამაღლა იტყვის, მერე მოიფიქრებს, კარგად აწონდაწონის და ბოლოს მაინცშეასრულებს, რაც არ უნდა უგუნურად ეჩვენოს. ნამდვილი სიტყვის კაცი ერთხელ ნათქვამსარამც და არამც აღარ გადათქვამს და აღარც აღარაფერს შეცვლის. მან კი თავისიხანგრძლივი და შორეული მოგზაურობის თაობაზე უკვე ხმამაღლა განაცხადა.

ხანგრძლივი და შორეული მოგზაურობა! რატომ? რისთვის? როგორ? სად?

ამ დროს მოახსენეს, ვინმე სენიორიტა გეახლათო. „სენიორიტა?“ „დიახ, - უთხრალიდუვინამ, - მე მგონია, ის უნდა იყოს... პიანისტი!“ „ეუხენია!“, „სწორედ ის!“ აუგუსტოსნირი ეცვალა, რეტი დაესხა, შეტორტმანდა, წამიერმა აზრმა გაჰკრა, უკანვე გავისტუმრებ,შევუთვლი, ვითომ შინ არა ვარო. „იმიტომ მობრძანდა, რომ კვლავ დამეპატრონოს,გართობა მოუნდა, თითქოს მისი სათამაშო ვიყო, თოჯინა, - თქვა მან, - იმის მაგიერი...“მერე უფრო გონივრულად განსაჯა: „არა, ამჯერად მე ვაჩვენებ ჩემს ძალას: დიახ, ჩემსძალასაც ვაჩვენებ!“ გადაეცი ახლავე გამოვა-თქო. ამ ქალის სითამამეს აღტაცებაშიმოჰყავდა. „უნდა ვაღიარო, ნამდვილი ქალია, თავისი ხასიათის პატრონი! რაშეუპოვრობაა! რა გამბედაობა! მერე როგორი თვალები აქვს! მაგრამ არა, არა და არა,ვერ გამტეხს! ვერ დამიმორჩილებს!“

როცა აუგუსტო სასტუმრო ოთახი შევიდა, ეუხენია ისევ ფეხზე იდგა. მან სკამი შესთავაზა,

Page 77: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ის მაინც არ დაჯდა და შესძახა: „დონ აუგუსტო, თქვენც მოგატყუეს და მეც!“ ამ სიტყვებისგაგონებაზე, საბრალო აუგუსტომ სულ დაყარა ფარ-ხმალი, აღარ იცოდა, რა ეთქვა:ბოლოს დასხდნენ, ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა.

- დონ აუგუსტო, აი, რისთვის მოვედი: ერთხელ გითხარით და კვლავაც გიმეორებთ, თქვენშეგაცდინეს, დიახ, თქვენ ჩემზე გითხრეს ტყუილი, მე - თქვენზე! ეს არის და ეს!

- მაგრამ აკი ჩვენ თვითონ ვილაპარაკეთ, ეუხენია!

- იმას ნუღარ გაიხსენებთ, რაც იყო, იყო!

- რასაკვირველია, ასეა, რაც იყო, იყო! აბა, სხვანაირად როგორ იქნება!

- ახლა კი მიმიხვდით: ერთი სიტყვით, მინდოდა, თქვენს ესოდენ გულუხვ საჩუქარზე ჩემითანხმობა ცუდად არ გაგეგოთ.

- სხვა სურვილი არც მე მქონია, სენიორიტა, და ბუნებრივია, ძალიან მეწყინებოდა, რომთქვენ მიგეცათ სხვა მნიშვნელობა.

- აი, ასე, გულახდილად უნდა ვაღიაროთ, გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენს შორისმოხდა და ითქვა, მაინც ვერ მოვიფიქრებდი თქვენი გულუხვი საჩუქრისთვის სხვა რამსამაგიერო მომეზღო, თუ არა წმინდაზე წმინდა მადლიერება და ვფიქრობ, თქვენისმხრით...

- ნამდვილად ასეა, სენიორიტა, მეც ჩემი მხრით, მას შემდეგ, რაც ჩვენს შორის მოხდა დაითქვა უკანასკნელი შეხვედრის დროს და მერე, რაც მამიდათქვენისგან მოვისმინე დათავად რასაც დაახლოებით ვხვდები, ვეღარც მე ვისურვებდი სხვა საზღაურს ჩემისულგრძელობისთვის, რაც არ უნდა მინდოდეს!

- მაშასადამე, თანხმობისთვის მიგვიღწევია!

- სრული თანხმობისთვის, სენიორიტა!

- მაშ, იმედი მქონდეს, რომ კვლავაც მეგობრები, კარგი მეგობრები, ნამდვილი მეგობრებივიქნებით?

- რატომაც არა!

ეუხენიამ ხელი გაუწოდა და მის თოვლივით თეთრსა და ცივ ხელს, გრძელ, კლავიშებისდამორჩილებას მიჩვეულ თითებს, აუგუსტომ მყისვე თავისი აკანკალებული ხელი შეაგება.

- მაშასადამე, მეგობრებად დავრჩებით, დონ აუგუსტო, კეთილ მეგობრებად! თუმცა ესმეგობრობა ჩემთვის...

- რა?!

- საზოგადოების თვალში შეიძლება...

- რა შეიძლება?..

- ის, რომ ამ მწარე გამოცდილების შემდეგ, ალბათ, იძულებული გავხდები ზოგიერთრამეზე უარი ვთქვა...

- ვერაფერს ვხვდები, სენიორიტა, გარკვევით თქვით, კარგად გამაგებინეთ!

- გეტყვით, დონ აუგუსტო, თუმცა ისედაც გასაგები უნდა იყოს. როგორ ფიქრობთ, მასშემდეგ, რაც თქვენ ჩემი მემკვიდრეობის გირავნობის ფურცელი გამოისყიდეთ და ამხელასაჩუქარი მომიძღვენით, თან ამ ამბავს ჩვენი ნაცნობებიც გაიგებენ, კიდევ მოიძებნება კაცი,ვინც მე გარკვეული სახის წინადადებას მომცემს?

„ეს ქალი თვით ეშმაა!“ - გაიფიქრა აუგუსტომ და თავი დახარა, იატაკს ჩააშტერდა,საპასუხო სიტყვა ვერ მოძებნა. ერთი წუთის შემდეგ ზევით რომ აიხედა, ეუხენია თვალზე

Page 78: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

უნებურად მომდგარ ცრემლს იწმენდდა.

- ეუხენია! - წამოიძახა მან ათრთოლებული ხმით.

- აუგუსტო! - თვინიერი ჩურჩულით წარმოთქვა ქალმა.

- მითხარი, რა ვიღონოთ, რა ვქნათ?

- ოჰ, არაფერი, ეს ხომ ბედისწერაა, ბედისწერა, და ჩვენ მხოლოდ სათამაშოები ვართ მისხელში! რა უბედურებაა!

აუგუსტო სავარძლიდან წამოდგა და ეუხენიას გვერდით, დივანზე ჩამოჯდა.

- ყური დამიგდე, ეუხენია, ღმერთი იწამე და ასე ნუ მტანჯავ! ბედისწერა შენ თვითონა ხარ,შენს მეტი ბედისწერა მე არ ვიცი. შენ მომაჯადოვე და გადამრიე, როგორც გინდა, ისემატრიალებ, თუ მოინდომებ, უმტკიცეს გადაწყვეტილებებზეც კი ხელს ამაღებინებ. შენიწყალობით მე აღარ ვარ - მე...

აუგუსტომ კისერზე ხელი შემოხვია და თავისკენ მიიზიდა, მკერდზე მიიხუტა. ქალმამშვიდად მოიხადა ქუდი.

- ასეა, აუგუსტო, ბედისწერამ ჩაგვაგდო ამ დღეში! ვეღარც თავს მოვიტყუებთ და ვეღარცვიცრუებთ! განა შენ კი მოგეწონება, ჩემს თვალში იმ კაცად დარჩე, ვისაც ჩემი ყიდვაუნდოდა? თუმცა კი სიბრაზის წუთებში ესეც კი გითხარი. ანდა მე შემიძლია იმავე ქალადმოგაჩვენო თავი, ვისაც შენ მოადგილედ, ვიცე-საქმროდ, მეორე თავკერძად ესახებოდი,შენ რომ მოახსენე მამიდაჩემს? მე მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორმოგიზღო შენიგულუხვობის სამაგიერო...

- მერედა ჩვენთვის რა აზრი აქვს რანაირები გამოვჩნდებით? ვის თვალში?

- ჩვენსავე თვალში.

- რა მოხდა, მერე, ჩემო ეუხენია?..

მან კვლავ ჩაიკრა ქალი მკერდში, შუბლი და თვალებიდაუკოცნა. ორთა სუნთქვა ისმოდამხოლოდ.

- გამიშვი, გამიშვი! - თქვა ქალმა და გასწორდა, თმაზეხელი გადაისვა.

- არა, შენ... შენ... შენ... ეუხენია... შენ...

- არა, მე არა, არ შემიძლია...

- იმიტომ, რომ არ გიყვარვარ?

- მიყვარხარ?.. ვინ იცის, რა არის სიყვარული! მე არ ვიცი... არ ვიცი... არაფერი გამეგება...

- ერთი წუთის წინ!

- ეს იყო... საბედისწერო წუთი! სინანულის გამო... საიდან უნდა ვიცოდე... ჯერ უნდაგამოვცადო, შევამოწმო თავი... ესეც არ იყოს, აკი შევთანხმდით, აუგუსტო, მეგობრებადდავრჩებითო, მხოლოდ და მხოლოდ კარგ მეგობრებად?

- კარგი, მაგრამ... მსხვერპლი! აკი თავადვე თქვი, შენი საჩუქრისა და შენთან მეგობრობისგამო, თუნდაც მარტო მეგობრობის გამო, ხელს აღარვინ მთხოვსო...

- აჰ, ამას რაღა მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილება მაინც მივიღე!

- იქნებ მას შემდეგ, რაც თქვენს შორის შავმა კატამ გაირბინა?..

- იქნებ...

- ეუხენია, ეუხენია!

Page 79: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ამ დროს გაისმა კარზე კაკუნი და აცახცახებულმა და სახეანთებულმა აუგუსტომ ცივადგასძახა: „რა მოხდა?“

- როსარიო გელოდებათ! - გამოეპასუხა ლიდუვინა. ნირწამხდარ აუგუსტოს მკვდრისფერი დაედო.

- აჰა! - წამოიძახა ეუხენიამ, - მე ხელს შეგიშლით, ის... თქვენი როსარიო გელოდებათ. ხომხედავთ, რომ სხვა გზა არცა გვაქვს, მეგობრობის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია... კარგიმეგობრობისა!..

- მაგრამ, ეუხენია...

- აკი როსარიო გელოდებათ!..

- თუკი შენ ხელი მკარი, ეუხენია, თუკი თავიდან მომიშორე, მერე ისიც მაკადრე, ვითომშენი ყიდვა მინდოდა და კიდეც გამაფრთხილე საქმრო მყავსო, მეც რაღა დამრჩენოდა?მას შემდეგ, რაც შენ გნახე და გავიგე სიყვარულის მადლი, რა უნდა მექნა? ნუთუ არ გესმის,რას ნიშნავს სასოწარკვეთილება, რას ნიშნავს უარყოფილი სიყვარული?

- კმარა, აუგუსტო, აჰა ჩემი ხელი, ჩვენ ისევ შევხვდებით, მაგრამ გახსოვდეთ, მოსახდენიმოხდა...

- არა, არ მომხდარა, არ მომხდარა, არა! არა! არა!

- კარგი, კარგი, როსარიო გელოდებათ...

- ღვთის გულისათვის, ეუხენია...

- მერე რა მოხდა, რა არის გასაკვირი, იყო დრო, როცა მეც მელოდებოდა... ჩემიმაურისიო. ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. უფრო სერიოზულები ვიქნებით და უფროპატიოსნებიც საკუთაარი თავის წინაშე.

ეუხენიამ ქუდი დაიხურა და ხელი გაუწოდა. აუგუსტომ მაშინვე ჩამოართვა, ტუჩებთანმიიტანა და კოცნა დაუწყო; მერე კარებამდე მიაცილა და თვალი არ მოუცილებია, სანამკიბეებზე ჩადიოდა; მაინც რა მომხიბლავი იყო, რა მტკიცედ მიაბიჯებდა! ქვედა ბაქანზეშეყოვნდა, თავი ასწია, დამშვიდობების ნიშნად ერთი ამოხედა და ხელი დაუქნია. აუგუსტომიბრუნდა და პირდაპირ კაბინეტისკენ გაემართა. შუა ოთახში კალათით ხელშიმომლოდინე როსარიო რომ დაინახა, მკვახედ მიახალა: „რა ამბავია?“

- დონ აუგუსტო, მე ვფიქრობ, ის ქალი გატყუებთ...

- მერედა ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?

- რაკი თქვენ გეხებათ, მნიშვნელობა აქვს.

- ეგებ ისიც მითხრა, რომ მე კიდევ შენ გატყუებ...

- აი, ამას კი ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა.

- როგორ დავიჯერო, ეჭვიანობა არ გალაპარაკებს, მით უმეტეს, რომ რაღაც იმედებიჩაგესახა!

- დონ აუგუსტო, ნეტავი იცოდეთ, რა პირობებში და რა ოჯახში ვიზრდებოდი... მაშინ კიმიხვდებოდით, რომ ჩემი სიყმაწვილის მიუხედავად, ეჭვიანობაზე ლაპარაკისასაცილოდაც არ მყოფნის... ჩემი მდგომარეობის ქალიშვილები...

- გაჩუმდი!

- ნება თქვენია, მაგრამ გიმეორებთ, ის ქალი გატყუებთ. ასე რომ არ იყოს, რა მრჯის, თუკიგიყვართ და არჩევანიც მასზე შეაჩერეთ, რაღა მაქვს სათქმელი, ბედნიერებასგისურვებდით და დაგლოცავდით.

Page 80: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ამას გულწრფელად ამბობ?

- დიახ, გულწრფელად.

- რამდენი წლისა ხარ?

- ცხრამეტის.

- მოდი აქ, - და მან ორივე ხელი მხრებში ჩაავლო, სახით თავისკენ მიაბრუნა დათვალებში ჩახედა.

მაგრამ ფერი ეცვალა აუგუსტოს და არა ქალს.

- მართალი გითხრა, გოგონა, მე შენი ვერაფერი გამიგია.

- ვიცი.

- ვერ გამიგია, რა ჰქვია ამას, მიამიტობა, ვერაგობა, დაცინვა თუ ნაადრევი მანკიერება...

- მხოლოდ სიყვარული...

- სიყვარული? მერედა რისთვის?

- გინდათ, გითხრათ, რისთვის? არ გეწყინებათ, რომ გითხრათ? დაიფიცეთ, რომ არგეწყინებათ!

- არ მეწყინება, თქვი.

- კეთილი... იმისთვის, რომ... იმისთვის, რომ... უიღბლო ხართ, საცოდავი!..

- შენც?

- თუ გნებავთ... მაგრამ ენდეთ გოგონას, ენდეთ... თქვენს როსარიოს... ყველაზე მეტად ისგიერთგულებთ... ორფეოსზე მეტადაც კი!

- სამუდამოდ?

- სამუდამოდ!

- რაც არ უნდა მოხდეს?

- რაც არ უნდა მოხდეს!

- შენ... შენ... ნამდვილად... - და კვლავ მოეხვია.

- არა, ახლა არა... როცა დამშვიდდებით და როცა...

- კარგი, გასაგებია.

და ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ.

მარტო რომ დარჩა, აუგუსტომ უთხრა თავის თავს:

„ერთიცა და მეორეც ჭკუაზე შემშლიან... მე უკვე აღარა ვარ - მე...“

- სენიორიტო, მე თუ მკითხავთ ყველაზე კარგი ის იქნებოდა, პოლიტიკისათვის ან სხვარამე ამის მსგავსი საქმისთვის მოგეკიდათ ხელი, - უთხრა ლიდუვინამ, როცა სადილსუწყობდა, - გულს მაინც გადააყოლებდით.

- ჩემო ღვთისნიერო ქალო, ეს რაღამ გაფიქრებინა?

- იმან, სენიორიტო, რომ სჯობია კაცმა თავისი გასართობი თვითონვე მონახოს, ვიდრესხვის გასართობად გაიხადოს თავი... განა ვერ ხედავთ!..

Page 81: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- კარგი, მაშინ, სადილს რომ მოვრჩები, შენი ქმარი დომინგო მომიხმე, ერთი პარტია ტუტემინდა ვეთამაშო... აი, რაზე გადავაყოლებ გულს!

როცა დასხდნენ, აუგუსტომ უეცრად სათამაშო ქაღალდის დასტა მაგიდაზე დადო დაჰკითხა:

- დომინგო, ერთი ეს მითხარი, თუ კაცს ორი ან ორზე მეტი ქალი ერთად შეუყვარდა, შენიაზრით, როგორ უნდა მოიქცეს?

- ვითარებას გააჩნია!

- იმას, რომ თუ კაცი ფულიანია და თან გულმაგარიც, მაშინ ყველა ქალს ერთდროულადშეირთავდა, თუ არა და, სულ არ შეირთავდა.

- მაგრამ მაგ შენი წინადადების განხორციელება რომ არ შეიძლება?

- ფული ბლომად იყოს და ყველაფერიც შეიძლება!

- მერედა, ქალებმა რომ გაუგონ?

- აინუნშიც არ ჩააგდებენ.

- რას ამბობ, რომელი ქალი მოითმენს ქმრის სიყვარულში სხვა შეეცილოს!

- მოითმენს კი არა და თავისი წილითაც კმაყოფილი იქნება, სენიორიტო, ოღონდ კიარაფერი შემოაკლდეს; ქალი მარტო მაშინ გამწარდება, თუ ქმარი ფულს არ აძლევს დათავის ნებაზე ვერ ხარჯავს საჭმლისთვის, ტანსაცმლისა თუ სხვა ათასი წვრილმანისთვის,მაგრამ თუ კაცი საკმაოდ ხელგაშლილია და მასაც ნებას აძლევს, რამდენიც უნდახარჯოს... თუმცა კი, როცა შვილები ჰყავთ, მაშინ...

- მაშინ რაღა ხდება?

- მაშინ ის ხდება, რომ იწყება ეჭვიანობა; ეჭვიანობის მიზეზი ხომ მარტო შვილები არიან!ერთ დედას მეორე დედა სძულს, ანდა ის, ვინც დედობას აპირებს; არც ერთი დედა არმოითმენს, მის შვილებს, სხვისი შვილებისთვის ან სხვა ქალისთვის ლუკმა გაუყონ. მაგრამთუ შვილები არა ჰყავს და არც იმას უანგარიშებენ, რამდენი დახარჯა საჭმელში,ტანსაცმელში თუ სხვა ფუფუნებასა და გასართობში, მორჩა, სადარდებელიც არაფერიექნება... მაგრამ თუ კაცს იმ ქალის გარდა, რომელიც მას საკმაოდ ძვირი უჯდება, სხვაცაჰყავს და მას კაპიკსაც არ ახარჯებს, მეორე სულაც არ დაიწყებს იმაზე ეჭვიანობას, ვინც მისქმარს კაპიკიც არ უჯდება... მაგრამ თუ მეორე, ამის გარდა, კიდევ ფულებსაც აძლევს კაცსდა ის კი ამ ფულებს მხოლოდ ერთ ქალს ახარჯებს, მაშინ...

- მაშინ რა?

- მაშინ, ის, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, დამიჯერეთ, სენიორიტო, მდედრობითი სქესისოტელო ჯერ არ დაბადებულა...

- და არც მამრობითი სქესის დეზდემონა...

- შეიძლება!..

- საუბარიც ამას ჰქვია...

- მე კი, მოგეხსენებათ, სანამ ლიდუვინაზე ვიქორწინებდი და თქვენთან დავიწყებდისამსახურს, ბევრი სხვა უცოლო ბატონი გამოვიცვალე... და ამისთანა საქმეებშიკბილი მაქვს მოცვეთილი...

- თქვენს წრეში როგორღა ხდება?

- ჩვენს წრეში? ეჰა, ამისთანა ფუფუნების უფლება ვინ მოგვცა...

Page 82: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ფუფუნებას რას ეძახი?

- ყველაფერს, რასაც თეატრებში უჩვენებენ და რასაც რომანებში წერენ...

- მაგრამ განა თქვენს წრეში კი არ მომხდარა დანაშაული სიყვარულისა და ეჭვიანობისნიადაგზე?..

- ეჰა, რომ მომხდარა, იმიტომ მომხდარა, რომ ეს ქარაფშუტები თეატრებშიცდაბრძანდებიან და რომანებსაც კითხულობენ! ეს რომ არა...

- მაშინ რა იქნებოდა?

- სენიორიტო, ჩვენ ყველა ვთამაშობთ, ჰო, რაიმე როლს ამოვირჩევთ და ვთამაშობთ დაკიდეც მოგვწონს, არა კაცს არ უნდა თავისი თავი იყოს, ყველა სხვისი წამხედურობითცხოვრობს.

- მართლაც რომ ფილოსოფოსი ყოფილხარ...

- ჩემი წინანდელი ბატონიც ამას მეუბნებოდა, მაგრამ, ეტყობა, ჩემს ლიდუვინას მართალიუთქვამს, ურიგო არ იქნებოდა, პოლიტიკისთვის მაინც მოგეკიდათ ხელი.

XXI- დიახ, მართალს ბრძანებთ, - ეუბნებოდა დონ ანტონიო აუგუსტოს იმავე საღამოს, როცაკაზინოს ერთ მყუდრო კუთხეში ისხდნენ და განმარტოებით საუბრობდნენ, - მართალსბრძანებთ, ჩემს ცხოვრებაში უთუოდ არის რაღაც სავალალო, ძალზე სავალალოსაიდუმლოება. ზოგ რამეს, ალბათ, ისედაც მიხვდებოდით, თუმცა კი იშვიათადესტუმრებოდით ხოლმე ჩემს დანავსულ კერას. მაგრამ მაინც შეამჩნევდით, რომ...

- დიახ, რაღაც მართლა მეზიდებოდა თქვენკენ, უცნაური და ამოუცნობი რამ სევდა, თუ...

- შვილები კი მყავს, ჩემი საბრალო ბავშვები, - მაგრამ ჩემი კერა დაცარიელებულიგეჩვენებოდათ, თითქოს იქ არც ცოლ-ქმარი და არც ბავშვები არ ჭაჭანებენო...

- არ ვიცი... არ ვიცი...

- შორიდან ჩამოვედით, ძალიან შორიდან, უფრო სწორად, გამოვიქეცით, მაგრამ ზოგჯერუბედურება კაცს ფეხდაფეხ დასდევს, რაღაცნაირ იდუმალებაში გაახვევს, შემოებურება დაშესუდრავს. ჩემი საბრალო ცოლი...

- დიახ, თქვენი ცოლის სახეზე ამოიკითხავთ ცხოვრებას...

- ბარემ თქვით, წამებულისას-თქო. ასეა, ჩემო მეგობარო, დონ აუგუსტო. თუმცა თავადაცარ მესმის, რატომ, ეგებ აუხსნელი სიმპათიაა; ისეთი გულითადობა და თანაგრძნობაგამოიჩინეთ ჩვენს მიმართ, რომ თუნდაც ერთი წამით მომინდა ვირწმუნო, ვითომ მძიმელოდი მომეხსნა გულიდან და გიამბოთ ჩემი ბედუკუღმართობის ამბავი. ეს ქალი, ჩემიშვილების დედა, ჩემი ცოლი არ არის.

- ასეც ვიფიქრე, მაგრამ რაკი თქვენი შვილების დედაა და ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, აბარა არის!

- არა, მე სხვა ცოლი მყავს... როგორც იტყვიან, კანონიერი ცოლი. თქვენ ვისაც იცნობთ, ისარ არის ჩემი ცოლი;

ასევე ეს ქალიც ანუ ჩემი შვილების დედა, გათხოვილია, მაგრამ არა ჩემზე...

- აჰა, მაშასადამე ორმხრივი...

- არა, ოთხმხრივი და ახლავე აგიხსნით. მე ვიქორწინე ქალზე, რომელიც გაგიჟებით

Page 83: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მიყვარდა, მართლაც გაგიჟებით, მეტისმეტად გულჩათხრობილი და ჩუმი იყო, საერთოდძალიან ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ სულ ეჭვი მღრღნიდა, რომ ამ ცოტას მიღმა რაღაცუფრო მეტი იმალებოდა, ნაზი, ცისფერი თვალები ჰქონდა, ძალიან ნაზი, გეგონებოდათ,სულ ეძინებაო; იშვიათად თუ გაიღვიძებდა, მაგრამ როცა გაიღვიძებდა, სულ ნაპერწკლებსისროდა. ერთიანად ასეთი იყო. მის გულს, სულს, მთელ მის სხეულს თითქოს ეძინა, მერეუეცრად გაიღვიძებდა და ასევე უეცრად დაიძინებდა, თითქოს ცხოვრების ელვა ჩაქრაო,მერედა როგორი ცხოვრებისა!.. ამის შემდეგ, თითქოს არც არაფერი მომხდარაო,ყველაფერს პირწმინდად ივიწყებდა, ისე გამოდიოდა, რომ ყოველთვის თავიდან უნდამომეპოვებინა იგი. თითქოს ბნედის ერთი შეტევის დროს დამთანხმდა ცოლობაზე დამეორე შეტევის დროს კი პირდაპირ საკურთხევლის წინ მითხრა „ჰო!“ ვერა და ვერვეღირსე იმის გაგებას, ვუყვარდი, თუ არა, ქორწინებამდეც და ქორწინების შემდეგაცარაერთხელ ვკითხე და მუდამ ერთსა და იმავე პასუხს ვიღებდი: „ეს რა კითხვაა;ყველაფერი სისულელეა!“ ერთხელ ისიც თქვა, ზმნას „მიყვარხარ“ ახლა მარტოთეატრებში და წიგნებში ამბობენო, და თურმე, ნუ იტყვით, თავის დროზე რომ მიმეწერა „მეშენ მიყვარხარ“, ალბათ, კინწისკვრითგამომისტუმრებდა. ორ წელიწადზე მეტი ვცხოვრობდით ერთად ამ უცნაური ქორწინებითშეუღლებულნი და ყოველდღე თავიდან უნდა მომეპოვებინა ეს სფინქსი. შვილები არაგვყავდა. ერთ ღამეს შინ აღარ მოვიდა, კინაღამ გავგიჟდი, სად არ ვეძებე, მეორე დღესმოკლე, მშრალი ბარათი მივიღე, მატყობინებდა, სხვა მამაკაცს გავყევი და ძალიან შორსწავედითო...

- კარგი, მაგრამ ნუთუ მანამდე ეჭვიც არაფერზე აგიღიათ, სულ არაფერი შეგიმჩნევიათ!..

- არაფერი! სახლიდან კი საკმაოდ ხშირად გადიოდა, ხან დედასთან წავიდოდა, ხანმეგობრებთან, მაგრამ მისი უცნაური სიცივე ეჭვიანობის საბაბს არ მაძლევდა, ვერაფერივერ გამეგო, რა ხდებოდა ამ სფინქსის გულში! მამაკაცი, ვისაც გაჰყვა, ცოლიანი იყო დამასაც თურმე ცოლი და პატარა შვილი მიეტოვებინა ჩემი ცოლის გულისთვის; თან ამასაცარ დასჯერებია და ცოლის ქონებაც გაუტაცია, კაი გვარიანი ქონება, თუმცა მანამდეც არდაუკლია ხელი. ერთი სიტყვით, მიტოვებით ხომ მიატოვა, თან პირწმინდად გაძარცვა. იმმოკლე და მშრალ ბარათში გადაკვრით იყო ნათქვამი ჩემი მეუღლის გამტაცებლისსაბრალო ცოლის სავალალო მდგომარეობის ამბავიც. გამტაცებელი თუ გატაცებული...რას გაიგებ!.. რამდენიმე დღე თვალზე რული არ მომკარებია, არც მიჭამია და არცდამისვენია; დავეხეტებოდი ქალაქის გარეუბნებში და მზად ვიყავი ყველაზე მდაბალსა დაუღირს მანკიერებებს ავყოლოდი. და როცა ჩემი სატკივარი ოდნავ მიყუჩდა და ფიქრისუნარი დამიბრუნდა, გამახსენდა საბრალო ქალი, მსხვერპლი, რომელსაც სიყვარულიწაართვეს და სრულიად უმწეო მდგომარეობაშიც ჩააგდეს. სინდისმა შემაწუხა, რაკი მისიუბედურების მიზეზი ჩემი ცოლი იყო და თავი ვალდებულად ჩავთვალე, სხვა თუ არაფერი,ფულადი დახმარება მაინცგამეწია, მით უმეტეს, რომ ღვთის წყალობით, ქონებითდაჩაგრული არ ვიყავი.

- უკვე ვხვდები, რაც ამას მოჰყვებოდა, დონ ანტონიო.

- ძნელი მისახვედრი არ არის. წავედი მასთან. ახლა წარმოიდგინეთ ჩვენი პირველიშეხვედრა, მოვყევით და ვიწუწუნეთ ჩვენ ჩვენს უბედურებაზე, ჩვენს საერთო უბედურებაზე.გულში კი ვამბობდი: „ეს ქალი თავისმა ქმარმა ჩემი ცოლის გულისთვის მიატოვა!“ - დაგამოგიტყდებით, რაღაცნაირად კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა. მიჭირს კი ამისახსნა, მაგრამ თითქოს უკეთესი არჩევანის საშუალება მომეცაო, და, ალბათ, მისი ქმარიცამასვე აღიარებდა: თურმე ნუ იტყვით, ეს ქალიც იმასვე ფიქრობდა და აკი მითხრა კიდეცმერე. ფულადი დახმარება შევთავაზე, ნუ მომერიდებით-მეთქი. პირველად უარი მითხრა:„ვიმუშავებ და მე და ჩემი შვილი თავს როგორმე გავიტანთო“, მაგრამ რაკი ერთხელვთქვი, აღარ მოვეშვი და ბოლოს მაინც დავითანხმე. ამის შემდეგ ფრთხილად შევაპარე,ეგებ საცხოვრებლადაც ჩემთან გადმოხვიდეთ და თან ეკონომად დადგეთ-მეთქი. ამისმერე, ცხადია, მშობლიური მხარე უნდა მიგვეტოვებინა და სადმე გადავსახლებულიყავით;კარგა ხნის ფიქრის შემდეგ ამაზეც დავიყოლიე.

- გასაგებია, რაკი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდით...

Page 84: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- არა, უფრო გვიან, გაცილებით გვიან... ალბათ, ეს იყო ერთად ყოფნის შედეგი,შურისგების გრძნობა, სასოწარკვეთილება, აბა, რა გითხრათ, კიდევ რა... ძალიან მივეჩვიე,მაგრამ დედაზე მეტად შვილს, ჩემი ცოლის საყვარლის საბრალო გოგონას. მისადმიმამობრივი სიყვარული გამიჩნდა, ნამდვილი მამობრივი სიყვარული და ეს გრძნობადღემდე მომყვება; ისე მიყვარს, ისე, საკუთარ შვილებში ვერ ვარჩევ. მახსოვს, ავიყვანდიხოლმე ხელში, ჩავიკრავდი გულში, ვკოცნიდი და თან ვტიროდი. საბრალო მეკითხებოდა,„მამა, რა გატირებს?“ ვასწავლე, მამა დამიძახე-მეთქი და მამადაც მთვლიდა. ჩემსშემხედვარეს, საბრალო დედამისსაც აუჩუყდებოდა გული და ზოგჯერ ერთად ვნამავდითჩემი ცოლის საყვარლის, ჩემი ბედნიერების დამანგრეველის ქალიშვილის ქერა თმას.

- ერთხელ, - განაგრძო მან, - გავიგე, რომ ჩემი ცოლი თურმე შვილს ელოდებოდა თავისისაყვარლისაგან. იმ დღეს, ჩემში ყველაფერი თითქოს ერთიანად გადატრიალდა,ცხოვრებაში ამისთანა ტანჯვა არ განმიცდია, შემეშინდა, ვაითუ გავგიჟდე-მეთქი, თავისასიკვდილოდ არ მენანებოდა; მაშინ მივხვდი, რა იყო ეჭვიანობა, ნამდვილი მხეცურიეჭვიანობა; ჭრილობა, უკვე შეხორცებული რომ მეგონა, ისევ გამეხსნა და სისხლადვიცლებოდი... ვიცლებოდი და თან ვიწვოდი!.. ორ წელიწადზე მეტი ვცხოვრობდით ერთადდა შვილი არ გვყავდა! იმ ყაჩაღთან კი... წარმოვიდგინე, ახლა ჩემი ცოლი, ალბათ,მთლად გამოფხიზლდა და სულ ნაკვერჩხალივით ღვივის-მეთქი. ეს ქალი, ეტყობა,რაღაცას მიხვდა და მკითხა: „რა დაგემართა?“ ბავშვის გამო ერთმანეთს „შენობით“ველაპარაკებოდით. „თავი დამანებე!“ - შევუბუზღუნე, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერივუამბე, ის მისმენდა და თან ერთიანად ცახცახებდა, ჩემი შმაგი ეჭვიანობა მასაც გადავდე...

- და მერე, ცხადია...

- არა, უფრო გვიან და სულ სხვანაირად მოხდა ყველაფერი. ერთხელ ბავშვი მუხლებზემეჯდა და ზღაპარს ვუყვებოდი, თან ვკოცნიდი და თან რაღაც სისულელეებს ვჩმახავდი; ამდროს მოგვიახლოვდა დედამისი და იმანაც დაუწყო ბავშვს ალერსი. მაშინ საბრალოპატარამ ორივეს გადაგვხვია ხელი და გვითხრა: „მამიკო... დედიკო... ერთი პატარა ძამიკომეც მომიყვანეთ, რომ ვეთამაშო, თორემ სხვა გოგონები თავიანთ ძამიკოებთანთამაშობენ, მე კი სულ მარტო ვარ...“ ჩვენ ერთბაშად გავხევდით, ისეთი თვალებითშევხედეთ ერთმანეთს, სულს რომ აშიშვლებს, ისე შეგვრცხვა, აღარ ვიცოდით, რა გვექნადა კვლავ ბავშვს დავუწყეთ კოცნა, მაგრამ მარტო მას როდი ხვდებოდა ჩვენი კოცნა. იმღამეს, ცრემლისა და ეჭვიანობის მოზღვავების წუთებში ჩაისახა კიდეც ჩემი ბედნიერებისგამტაცებლის შვილის პირველი ძმა.

- უცნაური ამბავია!

- ჩვენი სიყვარული, თუკი ინებებთ და ამას სიყვარულს დაარქმევთ, მშრალი და ჩუმი იყო,ცეცხლისა და რისხვისგან შეკოწიწებული, სინაზის გამომხატველი ერთი სიტყვაც კიარასოდეს დაგვცდენია. ჩემი ცოლი, უფრო სწორად, ჩემი შვილების დედა, რაკი მაინც ესარის ჩემი ცოლი და არა ის, მეორე, - თავად ნახეთ, საკმაოდ მიმზიდველი ქალია,შეიძლება ითქვას, ლამაზიც, მაგრამ ამ სიახლოვის მიუხედავად, ჩემში მგზნებარე სურვილსვერ აღვიძებს. მას შემდეგაც კი, რაც ჩვენს შორის მოხდა, - აკი მოგიყევით, - ვფიქრობდი,სიყვარულით მაინცდამაინც არ მიყვარს-მეთქი, მაგრამ მერე სულ სხვა რამეშიდავრწმუნდი. ერთხელ, მეოთხე შვილზე რომ მშობიარობდა, ძალზე ცუდად გახდა,იმდენად ცუდად, ლამის იმედი გადავწყვიტე, სააქაო პირი აღარ უჩანს-მეთქი; ბევრისისხლი დაკარგა, სანთელივით გაყვითლდა, თვალის გახელა უჭირდა... მეგონა,ვკარგავდი და კინაღამ გადავირიე. იმაზე უარესად მე გავხდი, ფერი დავკარგე, ძარღვებშისისხლი გამიშრა, სადღაც კუთხეში მივიყუჟე, თვალს მოვეფარე, დავიჩოქე და ღმერთსშევევედრე, უწინ მე მომკალი, მე გამომასალმე წუთისოფელს, ამ უცოდველი ქალისსიკვდილს ნუ მომასწრებ-მეთქი. ვტიროდი, თმას ვიგლეჯდი, მკერდი ისე ჩამოვიღადრე,სულ სისხლი მდიოდა. მაშინღა გავიგე, თურმე რა ძალით ვიყავი მიჯაჭვული ჩემიშვილების დედასთან. როცა უკვე საშიშროებამ გაიარა, ცოტა მომჯობინდა, მოიხედა,თუმცა ჯერ ისევ ლოგინში იწვა და დაბრუნებულ სიცოცხლეს უღიმოდა, მივედი მასთან,დავიხარე და ყურში ისეთი რამ ჩავჩურჩულე, რაც მანამდე ხომ არ მითქვამს, და არა,მაგრამ, ალბათ, ვერც მერე ვეტყოდი ასე. გაყუჩებული იღიმებოდა და იღიმებოდა,თვალები ზევით აღეპყრო; ტუჩები ტუჩებთან მივუტანე, მან შიშველი მკლავები კისერზეშემომხვია და ჩემი ცრემლები მის ცრემლებს შეერთო. და მაშინ მითხრა: „მადლობას

Page 85: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

გწირავ, ანტონიო, მადლობას გწირავ, ჩემი, ჩვენი შვილებისთვის, ყველასთვის...ყველასთვის... მისთვისაც, რიტასთვისაც!“ რიტა ჩვენი უფროსი შვილია, იმ ყაჩაღის შვილი...არა, არა, ჩვენია, ჩემია, იმ ყაჩაღის სხვაა, ის, რომელიც იმ ქალთან გაუჩნდა, ქალთან,ვისაც ოდესღაც ჩემს ცოლად ვთვლიდი. ახლა ხომ ყველაფერი გაიგეთ!

- დიახ, გავიგე და კიდევ სხვა ბევრი რამ გავიგე, დონ ანტონიო.

- სხვაც ბევრი რამ?

- დიახ, ბევრი! თუნდაც ის, რომ თქვენ ორი ცოლი გყავთ, დონ ანტონიო!

- არა, მარტო ერთი მყავს, ჩემი შვილების დედა. მეორე ხომ ჩემი ცოლი არც არის, არ ვიცი,ვისია, თავისი შვილის მამის ცოლი კი არის?

- ესეც ხომ სავალალოა...

- კანონი მუდამ სავალალოა, დონ აუგუსტო, მაგრამ უფრო სავალალოა სიყვარული,რომელიც მეორე სიყვარულის საფლავზე აღმოცენდება. იმ მცენარის მსგავსად, სხვამცენარის დამპალი ძირებით რომ იკვებება. ჩვენ კი დანაშაულმა შეგვყარა, დიახ,დანაშაულმა, მაგრამ ჩვენი კავშირიც ხომ დანაშაული არ არის! მათ გაწყვიტეს ის, რაცარუნდა გაეწყვიტათ, ეგებ ჩვენ მაინც შევაერთოთ ეს გაგლეჯილი ძაფები!

- ამის გარდა სხვა აღარაფერი შეგიტყვიათ?

- არც გვიცდია. ესეც არ იყოს, ჩვენი რიტა უკვე შეღერებული ქალიშვილია და ერთმშვენიერ დღეს გათხოვდება... ბუნებრივია, ჩემი გვარით გათხოვდება, დიახ, ჩემიგვარით და კანონი ვერას გახდება. იგი ჩემი შვილია და არა იმ ყაჩაღისა! ის მე გავზარდე!

XXII- როგორ არის საქმე? - ჰკითხა აუგუსტომ ვიქტორს, - როგორ შეხვდით „თავხედს?“

- ოჰ, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ მოხდებოდა! მშობიარობის წინადღეს ხომ ვშფოთავდით და ვშფოთავდით, მერე, სანამ ბავშვი დღის სინათლეზეგამოსასვლელად იბრძოდა, კიდეც ვიჩხუბეთ; რომ იცოდე, რა არ მაკადრა ელენამ,პირდაპირ შავი დღე მაყარა: „სულ შენი ბრალია, შენი!“ მოჰყვა და რა მოჰყვა: „წადიაქედან, თვალით არ დამენახო! რას დაყუდებულხარ, აღარც კი გრცხვენია? თუ მოვკვდი,იცოდე, ჩემი ცოდვა შენს კისერზე იქნება!“ რა ვიცი, კიდევ რა მითხრა: „ეს პირველი დაუკანასკნელი იქნება, უკანასკნელი!“ მაგრამ დაიბადა ბავშვი, და ყველაფერი ერთბაშადშეტრიალდა, გეგონება, ეს-ეს არის გავიღვიძეთო, ახალჯვარდაწერილებივით დავუტკბითერთიმეორეს. თვალები ამება, მთლად დავრბმავდი, ბავშვმა დამაბრმავა, ისე ამებათვალები, რომ ელენასაც კი ვერ ვამჩნევ ცვლილებას. სხვები ამბობენ ფეხმძიმობამ დამშობიარობამ ტანი დაუუშნოვა, ძალიან გახდა და ათი წლით მაინც დაბერდაო, თორემ, მეასეთი ქორფა, ახალგაზრდა, გაფურჩქვნილი და ხორცსავსე ელენა არც კი მახსოვს.

- იცი, ვიქტორ, შენი ამბავი პორტუგალიაში გაგონილ ფოგეტეირუს ლეგენდას მაგონებს.

- აბა, მოყევი!

- მოგეხსენება, პორტუგალიაში ფეიერვერკი, პიროტექნიკა, ნამდვილ ხელოვნებადითვლება. თუ პორტუგალიაში ფეირვერკი არ გინახავს, ისე ვერ წარმოიდგენ, რა ძალაჰქონია ცეცხლს, ღმერთო ჩემო, ნეტავ იცოდე, რა სანახაობაა!

- აბა, მოყევი ეგ შენი ლეგენდა!

- ერთი სიტყვით, პორტუგალიის რომელიღაც სოფელში ცხოვრობდა ვინმეპიროტექნიკოსი ანუ ფოგეტეირუ, რომელსაც თურმე ჰყავდა თვალთუნახავი სილამაზის

Page 86: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ცოლი, მისი იმედი, სათაყვანო და საამაყო. სიყვარულით ხომ გაგიჟებით უყვარდა იგი,მაგრამ კიდევ უფრო მეტად ამაყობდა. ერთი ნეტარება იყო მისთვის, რომ მოკვდავთშურის გრძნობას აღუძრავდა; ისე მიაბიჯებდა მის გვერდით, თითქოს ხალხს ეუბნებოდა:„ხედავთ ამ ქალს? მოგწონთ განა? ჰოდა, იგი ჩემია, მხოლოდ ჩემი! სხვა ყველაფერიეშმაკსაც წაუღია!“ სულ ცოლის ქება-დიდებაში იყო, მისი სილამაზე ცამდე აჰყავდა,პიროტექნიკური კომპოზიციების შთამაგონებლად და ფეიერვერკის მუზად სახავდა.ერთხელ, როცა ჩვეულებრივად ფეიერვერკს ამზადებდა და თავისი მზეთუნახავი ცოლიც,რა თქმა უნდა, შთამაგონებლად იქვე, გვერდით ედგა, უეცრად დენთში ნაპერწკალიჩავარდა და აფეთქდა. ბოლი რომ გაიფანტა და ცოცხალ-მკვდარი ცოლ-ქმარიგამოიყვანეს, ძლივსღა იცნეს; ცოლს სახე და მკერდი ისე დასწვოდა, მთლადდასახიჩრებულიყო, ფოგეტეირუ კი ბედად მარტო დაბრმავებულიყო; ასე რომ, თავისდამახინჯებულ ცოლს ვეღარასოდეს დაინახავდა; ახლა ეს სილამაზით განთქმული ქალიმარტო მეგზურობას თუ გაუწევდა; ფოგეტეირუ ისევ ადრინდელივით ამაყობდა, თავიმოსწონდა მისი სილამაზით და ქედმაღლური, გამომწვევი სახით დაჰყვებოდა; „ოდესმეთუ გინახავთ ამაზე ლამაზი ქალი!“

- ეკითხებოდა ხალხს და ყველა, ვინც მისი უბედურების ამბავი იცოდა, სიბრალულითიმსჭვალებოდა საწყალი ფოგეტეირუსადმი და ისინიც ქება-დიდებას ასხამდნენ მისიცოლის მშვენიერებას.

- კარგი, მაგრამ მის თვალში ხომ მაინც მშვენიერი დარჩა?

- შეიძლება მეტიც! შენც იგივე არ დაგემართა? განა შენი ცოლი იმაზე ლამაზი არგეჩვენება, რაც „თავხედის“ გაჩენამდე იყო?

- ასე ნუ ეძახი!

- აკი შენ თვითონ დაარქვი!

- ჰო, მაგრამ სხვისი ნათქვამი მაინც არ მსიამოვნებს.

- ასეა, ჩვენივე მოგონილი მეტსახელი სხვისგან სხვანაირად გვესმის...

- ჰო, იმასაც ამბობენ, საკუთარ ხმას ვერავინ ცნობსო...

- და ვერც საკუთარ სახესო; ჩემს თავზე გამომიცდია, როცა მარტო ვყოფილვარ დასარკეში ჩამიხედავს, ელდა მცემია; მართალი გითხრა, ზოგჯერ საკუთარ არსებობაშიც კიეჭვი შემპარვია, თითქოს სულ სხვა არსება ვიყო, გამოგონილი, თავი სიზმარში მგონებია...

- შენც ნუ ჩაიხედავ...

- თავი ვერ შემიკავებია, ეტყობა, ინტროსპექციის მანია მჭირს.

- ასე შეიძლება ფაკირადაც გადაიქცე, ამბობენ, ისინი სულ საკუთარი ჭიპის ჭვრეტაშიარიანო.

- თუკი ადამიანი თავის ხმასა და სახეს ვერა სცნობს, მაშინ, ალბათ, ვერც სხვას რასმეთავისას იცნობს, თუნდაც საკუთარი არსების ნაწილს...

- მაგალითად, თავის ცოლს, არა?

- ნამდვილად! ეტყობა, შეუძლებელია შეიცნო ქალი, რომელიც შენს გვერდით ცხოვრობსდა ასე თუ ისე, მაინც შენი არსების ნაწილს წარმოადგენს. არ გაგიგონია, რას ამბობს ამისთაობაზე ჩვენი დიდი პოეტი კამპოამორი?

- არა, რას ამბობს?

- აი, რას: ჭეშმარიტად შეყვარებულმა კაცმა ქორწინების პირველ ხანებში საკმარისიაცოლს თითი დააკაროს, მაშინვე აღიგზნება და სურვილით აინთება, ხოლო დრო როცაგაივლის და მიეჩვევა, გინდა საკუთარ ბარძაყს შეხებია და გინდა, მისას. მაგრამ აბა, ერთი,ცოლს ბარძაყი მოჰკვეთონ, მაშინვე ისეთ ტკივილს იგრძნობს, ვითომც საკუთარი

Page 87: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მოეჭრათო.

- მართალია! ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიტანჯებოდი ელენას მშობიარობის დროს!

- ის კი შენზე მეტად.

- ვინ იცის!.. ახლა კი როცა დავრწმუნდი, ნამდვილად ჩემი არსების ნაწილი ყოფილა-მეთქი, ვეღარც ცვლილებას ვატყობ და ვეღარც დაუშნოებას, სხვები რომ არ ამბობდნენ...ასეა ადამიანი, საკუთარ სიბერეს, ცვლილებასა და დაუშნოებას ვერასოდეს ამჩნევს.

- ვითომ ვერ ამჩნევს? მართლა გჯერა, რომ ვერ ამჩნევს, როგორ ბერდება და შნოვდება?

- მჯერა, ასეა, თუნდაც თვითონვე აღიაროს; მით უმეტეს, როცა სიბერე ნელ-ნელა დაშეუმჩნევლად ეპარება; რასაკვირველია, იმაზე არას ვამბობ, თუ კაცს მოულოდ ნელადშეემთხვევა რამე... თავის თავს ვერავინ ამჩნევს, თორემ სხვის სიბერესა და დაუშნოებაზეთუ მიდგა საქმე, არავის არაფერი გამოეპარება. რაღა შორს წავიდეთ, მე თავადაც ახლაშევატყვე თავს, რაც ბავშვი გვეყოლა... ხომ გაგიგონია, მშობლები იტყვიან ხოლმეთავიანთ შვილებზე: „აი, ვინ გვაბერებს!“ მე თუ მკითხავ, ყველაზე სასიამოვნოცა დაყველაზე უსიამოვნოც ის არის, როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ იზრდება შენიშვილი. ნუ შეირთავ ცოლს, აუგუსტო, თუ გინდა, მარადიული ახალგაზრდობის ილუზიითდატკბე, ნუ შეირთავ...

- მაშ რა ვქნა, თუ ცოლიც არ შევირთე, როგორ გავლიო ჟამი?

- ფილოსოფიას მიჰყევი.

- მერედა, ფილოსოფიის საუკეთესო და ერთადერთი სკოლა განა ქორწინება არ არის?

- არა, ჩემო კარგო, არა! აბა გაიხსენე, რამდენი და რა დიდი ფილოსოფოსები იყვნენბერბიჭები! ბერებს გარდა, თუნდაც დავასახელოთ დეკარტი, პასკალი, სპინოზა, კანტი,ახლა მარტო ესენი გამახსენდნენ...

- ფილოსოფოს ბერბიჭებზე ნურაფერს ვიტყვით!

- ახლა სოკრატე ვთქვათ. გახსოვს, სიკვდილის დროს თურმე თავისი ცოლი ქსანტიპაც კიდაითხოვა, ფიქრს მიშლიო!

- ნურც ამაზე იტყვი ნურაფერს, მეეჭვება, რომ პლატონის მონათხრობი მხოლოდრომანია...

- თუ რიმანი...

- როგორც გენებოს...

აუგუსტომ ერთბაშად მოუჭრა სიტყვა. მიატოვა ეს სასიამოვნო საუბარი და გავიდა.

ქუჩაში მათხოვარი მიუახლოვდა და უთხრა: „მოიღეთ მოწყალება, სენიორიტო, ღვთისგულისათვის, შვიდი შვილის მამა ვარ!..“ „მერე, რა საჭირო იყო ამდენის მომრავლება!“ -მიუგო გაბრაზებულმა აუგუსტომ. „ერთი ჩემს ადგილზე იყოთ, - შეეპასუხა მათხოვარი, დადასძინა, - მეტს რას ელით ჩვენგან, ღარიბებისგან, თუ შვილებიც არ გაგიჩინეთ... თქვენ,მდიდრებს!“ „მართალი ხარ, - დაუდასტურა აუგუსტომ, - აჰა, ეს შენი ფილოსოფიისთვის!“ -და პესეტი გაუწოდა. მათხოვარმა მაშინვე მახლობელ ტავერნას მიაშურა, ერთი სულიჰქონდა, სანამ დახარჯავდა.

XXIIIსაბრალო აუგუსტო დაღვრემილი იყო. ის არ კმაროდა, რომ ბურიდანის ვირივითეუხენიასა და როსარიოს შუა დაყუდებულიყო, ქალი აღარ დარჩა, რომელზედაც გული არშეჰქანებოდა; თანაც ეს გრძნობა არათუ უნელდებოდა, პირიქით, უფრო და უფრო

Page 88: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

უღვივდებოდა და ბოლოს, რაღაც ფატალურიც კი აღმოაჩინა.

- გამეცალე, გამეცალე, ლიდუვინა, თუ ღმერთი გწამს, გამეცალე! წადი, მარტო დამტოვე!წადი! დამტოვე!

- უთხრა ერთხელაც თავის მოსამსახურეს.

როგორც კი ქალი გავიდა, აუგუსტო მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, თავზე ხელებიშემოიჭდო და თქვა: „საშინელებაა, მართლაც საშინელება! მგონი, ჩემდაუნებურად ესეცშემიყვარდა... ნუთუ ლიდუვინაც შემიყვარდა! საბრალო დომინგო! ჰო, უეჭველად ასეა...ორმოცდაათი წლის კია, მაგრამ მშვენივრად გამოიყურება, რაც მთავარია, ხორცსავსეა,სამზარეულოდან ხელებდაკაპიწებული რომ გამოვა, ეს შემრგვალებული მკლავები რომმოუჩანს... ნამდვილად გავგიჟდები!.. ახლა ღაბაბი თქვით, ანდა ნაკეცები კისერზე...საშინელებაა, საშინელება, საშინელება!..“

„მოდი ჩემთან, ორფეოს, - განაგრძო მან და ძაღლი ხელში აიყვანა, - შენ რას მირჩევ, რავიღონო, რანაირად დავიცვა თავი, სანამ ცოლის შერთვას გადავწყვეტდე? ააჰ, რაბრწყინვალე აზრი მომივიდა, ორფეოს! აი, რა ვქნათ, თუ ქალი ასე ამეკვიატება, ავდგეთდა გამოკვლევის საგნად ვაქციოთ! როგორ გგონია, იქნებ ქალის ფსიქოლოგიისშესწავლას მოვკიდო ხელი? ჰო, მოდი, მე დავწერ ორ მონოგრაფიას, მით უმეტეს, რომახლა მონოგრაფიებს დიდი გასავალი აქვს; ერთს ვუწოდებ „ეუხენიას“, მეორეს -„როსარიოს“, თან ასეთ ქვესათაურებს დავურთავ - „ეტიუდი ქალზე“. არ მოგწონს ეს აზრი,ორფეოს?!

აუგუსტომ გადაწყვიტა, ამის თაობაზე მოთათბირებოდა ანტოლინ ს-ს, ანუ სანჩეს-პაპარიგოპულოსს, რომელიც იმხანად დიდად იყო გატაცებული ქალთმცოდნეობით,თუმცა მისი კვლევა უფრო წიგნებს ეფუძნებოდა, ვიდრე ცხოვრებისეულ გამოცდილებას.ანტოლინ ს. პაპარიგოპულოსი გახლდათ, როგორც იტყვიან, ერუდიტი; ეს ახალგაზრდაკაცი ილტვოდა საყოველთაო აღიარება მოეტანა თავისი სამშობლოსათვის,გამოემზეურებინა მისი აქამდე უცნობი ღირსშესანიშნაობანი, და თუ მისი სახელი ჯერკიდევ არ ქუხდა შმაგ ახალგაზრდებს შორის, ანუ იმათ შორის, ვინც ცდილობს ხმაურითმიიქციოს ხალხის ყურადღება, მარტო იმიტომ, რომ მომადლებული ჰქონდა ძალისჭეშმარიტი თვისება - მოთმინება; ამასთან საკუთარი თავის ყადრიც იცოდა და ხალხისპატივისცემაც ჰქონდა, ამიტომაც მოთმინებით ელოდა თავის საათს და მანამდე არწარსდგებოდა მათ წინაშე, სანამ თვითონვე არ იგრძნობდა, რომ საამისოდ უკვე კარგადშემზადებულიც იყო და გზის არჩევანშიც საბოლოოდ დარწმუნებული.

მას აზრად არასოდეს მოსვლია ეძებნა რაიმე არაჩვეულებრივი სიახლე, მოეპოვებინასხვათა უვიცობაზე აგებული, ეფემერული და მყვირალა სახელი; მის ყოველლიტერატურულ ჩანაფიქრში ჩანდა მხოლოდ და მხოლოდ სწრაფვა სრულყოფისაკენ,რამდენადაც ეს ადამიანის შესაძლებლობებს არ აღემატება და, რაც მთავარია, სულახსოვდა, რომ კეთილგონიერებასა და კარგი გემოვნების საზღვარს არ უნდაგასცდენოდა; იმისიც ეშინოდა, სიყალბე არ ეთქვა, - მარტო იმიტომ, ოღონდ ჩემი ხმაგაიგონონო, - მაგრამ კი სწყუროდა თავისი უკვე კარგად გაწაფული ხმა აეყოლებინაჭეშმარიტად ეროვნულისა და თვითმყოფადის მშვენიერი სიმფონიისთვის.

ს. პაპარიგოპულოსს ჰქონდა ნათელი, უპირველეს ყოვლისა, ნათელი დაარაჩვეულებრივად გამჭვირვალე გონება; მისთვის უცხო იყო ყოველგვარი დაბინდულობადა ხლართები; იგი აზროვნებდა წმინდა, აუმღვრეველი კასტილიურით, რომელსაცსაძაგელი ჩრდილოური ბურუსისა და პარიზული ბულვარების დეკადანსის ქრთილისოდენა ელფერიც კი არ დაჰკრავდა, ამიტომაც გეჩვენებოდათ მისი ნააზრევი ესოდენსაფუძვლიანი და ღრმა; მასთან ხომ ხალხის სული იყო, ის ასაზრდოებდა და თავადაც მისიწყალობით ედგა სული, ჰიპერბორეული ბურუსები შემაგრებული ლუდისმომხმარებელთათვის ალალიც არისო, ფიქრობდა, მაგრამ მზიურ ესპანეთში,მოკრიალებული ცისა და ჯანმრთელი, ჩაკირული ვალდეპენიასის ქვეყანაში - არამც დაარამც. იგი ბედშავ ბესერო დე ბენგოას ფილოსოფიის მიმდევრად თვლიდა თავს, ვინცშოპენჰაუერს ახირებული ბიძა უწოდა და ირწმუნებოდა, არც ასეთი აზრები მოუვიდოდადა არც ასეთი პესიმისტი იქნებოდა, ლუდის მაგივრად ვალდეპენიასი რომ ესვაო; იმასაც

Page 89: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ამტკიცებდა, ნევრასთენიის მიზეზი სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის ჩვევაა და ამის წამალიწიწმატიაო.

ს. პაპარიგოპულოსს სწამდა, რომ ყველაფერი ბოლოს და ბოლოს, ფორმამდე დადის,რაც ასე თუ ისე, შინაგანია; თვით ეს სამყარო ერთისა და მეორის კომბინირებულფორმათა კალეიდოსკოპია და დიდი ნაწარმოებები მხოლოდ ფორმის წყალობითცოცხლობენ საუკუნეობით; ამიტომ აღორძინების დიდოსტატების გულმოდგინებითხვეწდა ენას, რომლითაც თავისი შრომები უნდა დაეწერა.

იგი ვირტუოზული შეუპოვრობით ეწინააღმდეგებოდა ნეორომანტიკულისანტიმენტალიზმის ყოველგვარ მიმართულებას და ეგრეთ წოდებული სოციალურისაკითხების დამღუპველ მოდას; სოციალური საკითხების გადაჭრა ამქვეყნადშეუძლებლად მიაჩნდა, რადგან დარწმუნებული იყო, ყოველთვის იქნებოდნენ მდიდრებიდა ღარიბები და ერთადერთ ხსნად ისევ პირველთა გულმოწყალება და მეორეთამორჩილება ესახებოდა. ამიტომ არიდებდა თავს ყოვლად უსარგებლო კამათს დახელოვნების წმინდა, შეუბღალავ სფეროში ეძებდა მისაფარს; მხოლოდ აქ ვერ აღწევსშმაგი ვნებები და მხოლოდ აქ პოულობს ცხოვრებაში იმედგაცრუებული კაციც მყუდროსავანეს. მას უნაყოფო კოსმოპოლიტიზმიც სძულდა, გონებას დამაძაბუნებელ ოცნებებსადა დამაჩლუნგებელ უტოპიაში აგდებსო, მაგრამ უყვარდა თავისი სათაყვანო ესპანეთი,ცილდაწამებული და ბევრი თავისი შვილისთვის უცნობი ესპანეთი, ის ესპანეთი, რომელიცსაზრდოს მისცემდა მის მომავალ შრომებს, მისი მომავალი დიდების საწინდარს.

პაპარიგოპულოსმა თავისი სულის მთელი ძალა მიმართა გარდასულ საუკუნეებში ჩვენიხალხის ყოფა-ცხოვრების შესწავლისაკენ და შრომა მისი იყო თავგანწირული დასაფუძვლიანი. სხვა თუ არაფერი, იმის იმედი მაინც ჰქონდა, თანამოძმეთა თვალწინწარსულს ანუ ჩვენს წინაპართა აწმყოს აღვადგენო. ისიც იცოდა, რამდენად ილუზორულიამათი ცდა, ვინც წმინდა ფანტაზიას ეყრდნობა და ამიტომ დაუზარებლად ეძებდაძველთაძველ ძეგლებს, რათა მყარ ბურჯზე აეგო ისტორიული მეცნიერების თავისიშენობა. წარსულის ნებისმიერი მოვლენა, სხვას რომ უმნიშვნელო მოეჩვენებოდა, მისთვალში ფასდაუდებელ განძად წარმოდგებოდა.

მისი რწმენით, მთავარია, შეგეძლოს ეს სამყარო წყლის წვეთშიაც კი დაინახო; აკიპალეონტოლოგი ერთი ძვლის მიხედვით მთელ ცხოველს წარმოიდგენს, ხოლოარქეოლოგისთვის ქოთნის ერთი ყურიც საკმარისია ძველი ცივილიზაციის აღსადგენად;იცოდა ისიც, რომ არ ღირს ვარსკვლავები მიკროსკოპით ათვალიერო, ინფუზორიები კი -ტელესკოპით; ეს იუმორისტების ხელობად მიაჩნდა, რაკი ისინი სულ ნაცარს გვაყრიანთვალებში. მართალია, არასოდეს დაეჭვებულა, გენიოსი არქეოლოგისთვის ქოთ ნისერთი ყურიც კმარა დავიწყების მორევში ჩანთქმული ხელოვნების აღსადგენადო, თავსგენიოსად არ თვლიდა, რაკი მაინც თავმდაბალი გახლდათ, და, ერთ ყურს მაინც ორიერჩივნა. რაც მეტი იქნება, მით უკეთესიო, მაგრამ მთელ ქოთანს უფრო ამჯობინებდა.

„იმას, რასაც გგონია, სიბრტყეში მოვიგებთ, სიღრმეში წავაგებთ!“ - ასეთი იყოპაპარიგოპულოსის დევიზი; კარგად მოეხსენებოდა, რომ საგანგებო ნაშრომებში თუყველაზე კონკრეტულ მონოგრაფიებშიც კი შეიძლება ფილოსოფიური აზრები ჩადო;განსაკუთრებით სჯეროდა შრომის დიფერენციაციის გზით წარმოქმნილი სასწაულებისადა სწამდა აგრეთვე მეცნიერების გამალებული პროგრესისაც; რასაც ბაყაყისმკვლევართა, ასოთმჩხრეკელთა, თარიღისმაძიებელთა, წვეთდამთვლელთალეგიონების თავდადებამ მისცა ბიძგი.

უპირველეს ყოვლისა, მის ყურადღებას იპყრობდა ჩვენი ლიტერატურის ისტორიისყველაზე რთული და ძნელი პრობლემები, მაგალითად პრუდენციუსის სამშობლოსდადგენა; მაგრამ ბოლო ხანებში, ხმა დაირხა, რაღაც სასიყვარულო მარცხის გამოპაპარიგოპულოსმა ხელი მოჰკიდა გარდასულ საუკუნეთა ესპანელი ქალების კვლევასო.

ს. პაპარიგოპულოსის შრომებში, თუმცა კი, ერთი შეხედვით, შესაძლოა, არცთუ დიდადმნიშვნელოვანი მოგჩვენებოდათ, დაინახავდით და აღგაფრთოვანებდათ მისიმგზნებარება, საღი აზრი, მიხვედრილობა, ბრწყინვალე ისტორიული ალღო დაკრიტიკული წვდომის უნარი. ეს თვისებები სწორედ იქ ვლინდებოდა, რაც კონკრეტულზე,

Page 90: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ცოცხალზე იყო დართული და არა აბსტრაქტულში ან წმინდა თეორიაში. ის უნდა გენახათმისივე სამყაროში. თითოეული მისი დისერტაცია იყო ინდუქციური ლოგიკისდასრულებული კურსი და ტირიფის მუხლუხის შესახებ ლიონეს შრომის დარად გასაოცარმონუმენტად ჩათვლიდით, მაგრამ, რაც მთავარია, წმინდა ჭეშმარიტების უმწიკვლოსიყვარულის დასტურად წარმოგიდგებოდათ. ანტოლინ ს. პაპარიგოპულოსი შავიჭირივით გაურბოდა ფანტაზიას და სჯეროდა, რომ თუ ღვთაებრივი ჭეშმარიტებისპატივისცემას მივეჩვევით სულ მცირედში, მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჯეროვანი პატივიმივაგოთ მას დიდშიც.

იგი გამოსაცემად ამზადებდა პოპულარულ „ქილილა და დამანას“ იგავებს თავისივეწინასიტყვაობით, რომელშიც ლაპარაკი იქნებოდა ინდური ლიტერატურის გავლენისშესახებ შუა საუკუნეების ესპანურ ლიტერატურაზე. ამ შრომის გამოქვეყნება რომმოეხერხებინა, მისი მკითხველი მართლაც მოსწყდებოდა ტავერნებსა და აუხდენელიეკონომიკური განთავისუფლების მავნებელ დოქტრინებს. პაპარიგოპულოსი ამზადებდაკიდევ ორ შრომას „ბნელი“ ესპანელი მწერლების შესახებ, ესე იგი, იმ მწერლებისა,რომელთაც ან სულ არ ახსენებენ ლიტერატურის ისტორიებში ანდა მარტო გაკვრითაღნიშნავენ ხოლმე, ვითომდა მათ ნაწარმოებებს არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვსო. ასეუნდოდა გაესწორებინა დროის უსამართლობა; ეს უსამართლობა კი სავალალოც იყო დასახიფათოც; იგი იკვლევდა აგრეთვე მწერლებს, რომელთა ნაწერებიც დაკარგულა დაავტორის სახელის ან დიდი-დიდი, ნაწარმოების სათაურის მეტი არაფერი შემორჩენილა.ამის გარდა, კიდევ აპირებდა მოეთხრო იმათ ბედზეც, ვინც ჩაიფიქრა, ოღონდ კი ვერმოახერხა დაეწერა.

ს. პაპარიგოპულოსმა თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მას შემდეგ, რაცსამამულო ლიტერატურის უხვი საკვებით კარგად იჯერა გული, უცხოურ ლიტერატურაშიცჩაიყურყუმალავა, მაგრამ ეს ცოტა არ იყოს, ეძნელა, რამეთუ უცხო ენების შესწავლისსაკმაო ნიჭი არ აღმოაჩნდა და თანაც დროსაც ბევრს წაართმევდა, დროს კი უფრომნიშვნელოვანი კვლევისთვის ზოგავდა; ამიტომ თავისი ცნობილი მასწავლებლის ნაცადხერხს მიმართავდა - კითხულობდა მხოლოდ მთავარ კრიტიკულ შრომებს დალიტერატურის ისტორიებს, თუ რამ საზღვარგარეთ გამოდიოდა და ფრანგულადითარგმნებოდა. ოღონდ, როგორც კი დაინახავდა ამა თუ იმ ავტორის შესახებ ამა თუ იმსანდო კრიტიკოსის შეხედულებები ჩემსას ემთხვევაო, სწრაფად გადაფურცლავდა, რათასუფთა სინდისით აეტაცა სხვისი მსჯელობა და საკუთარი კრიტიკის უმწიკვლოებისთვისჩრდილი არ მიეყენებინა.

ალბათ ხედავთ, რომ ს. პაპარიგოპულოსი სულაც არ ეკუთვნის იმ ნიჭიერიახალგაზრდების რიცხვს, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაქრიან აზრთა სივრცეებში დაფანტაზიის სფეროებში და თავიანთი ნიჭის ნაპერწკლებს აქეთ-იქით აბნევენ, არა! იგიმიდიოდა მკაცრად და ზუსტად გამო ზომილი ნაბიჯით; ის იყო ერთი იმათგანი, ვინცმტკიცედ მიემართება თავისი მიზნისკენ და თუ მის შრომებში რაიმე თვალშისაცემი არგამოვლენილა, მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ყველაფერი მწვერვალთა დონეზე იყო, ანდა,უფრო სწორად, ზედმიწევნით წააგავდა უკიდეგანო, ოქროსფრად მოლივლივე მძიმეთავთუხებით აბიბინებულ მზიან კასტი ლიურ ვაკეებს.

ღმერთმა ნუ მოუშალოს ესპანეთს ანტოლინ სანჩეს პაპარიგოპულოსთანა ადამიანები!იქნებ სწორედ მათი მეოხებით გავხდეთ ჩვენი მამაპაპისეულ სავარგულთა ბატონ-პატრონები და დიდძალ დოვლათსაც დავეპატრონოთ. პაპარიგოპულოსს იმედი ჰქონდადა დღესაც არ დაუკარგავს, რამეთუ იგი ცოცხალია და ისევ ისე განაგრძობს თავისრუდუნებას, ეგებ ჩემს წინამორბედებთან შედარებით ერთი სანტიმეტრით უფრო ღრმადჩავსვა ჩემი კრიტიკულსახნისი მიწაში, რომ ახალი წვენის წყალობით ჯეჯილი უფროგაღივდეს, თავთავი უფრო გაივსოს, ფქვილი გაგემრიელდეს და ჩვენმა ესპანელებმაშედარებით ნოყიერი საზრდოც მიიღონ და შედარებით იაფიცო!

უკვე ვთქვით, პაპარიგოპულოსი შრომას განაგრძობს და წიგნებს გამოსაცემადამზადებსო. ასეა, აუგუსტოს საერთო ნაცნობებისგან გაეგონა მისი ქალთმცოდნეობითგატაცების ამბავი, თუმცა იმ დროისთვის ჯერ კიდევ არაფერი გამოექვეყნებინა და სხვათაშორის, აქამდეც არ გამოუქვეყნებია.

Page 91: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ძნელი არ იყო ისეთი ერუდიტების მოძებნა, რომელთაც თავისი მოდგმისთვისდამახასიათებელი გულღრძოობის გამო მარტო ყური თუ მოეკრათ პაპარიგოპულოსისსახელისთვის და წინასწარ კი შურდათ მისი, რაკი ფიქრობდნენ, სახელი და დიდება არასცდებაო; ამიტომ ყოველნაირად ცდილობდნენ დაეკნინებინათ მისი მნიშვნელობა.ერთნი ამბობდნენ, პაპარიგოპულოსი მელას ჰგავს, თავის კვალს თავისივე კუდით შლის,აქეთ-იქით აწყდება, ფაციფუცობს, ოღონდ მონადირე კვალს ააცდინოსო, მაგრამ იმასვერავინ ხვდება, როდის ან სად წაატანს ქათამს კბილსო. სინამდვილეში თუკი იგისცოდავს, აი, რაში სცოდავს: როცა კოშკის შენებას მორჩება, ხარაჩოებს ზედვე ტოვებსხოლმე, ამით მნახველის თვალთაგან ფარავს ნაგებობას და აღტაცების საშუალებასაცუსპობს. ზოგიერთები დაცინვით სიტყვათმთხზველს უწოდებენ, თითქოს, სიტყვათთხზვაუმაღლესი ხელოვნება არ იყოს, სხვები უფრო შორს მიდიან და ბრალად სდებენ, ანუცხოურ იდეებს თარგმნის ან პირდაპირ გადმოაქვს მათი შინაარსიო, მაგრამ ერთი რამ კიავიწყდებათ, თუ პაპარიგოპულოსმა ეს იდეები წმინდა გამართულ და გამჭვირვალეკასტილიურ ენას შეუფერა, ამით უკვე კასტილიურადაც აქცია და თავისადაც, ისევეროგორც პადრე ისლამ აქცია თავისად ლესაჟის „ჟილ ბლასი“. ზოგიერთებიც გესლიანადამბობენ, მისი ერთადერთი საყრდენი გარშემომყოფთა უვიცობის ღრმა რწმენააო, მაგრამამ ყაიდის მსაჯულთ როდი იციან, რომ რწმენა მთასაც კი დაძრავს; ესეც არ იყოს, როგორცერთთა, ისე მეორეთა მხრიდან ამისთანა გაბოროტებული განსჯა დიდი უსამართლობაა,მით უმეტეს, რომ პაპარიგოპულოსს მათთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია; ესუსამართლობა კი, იმედია, ადრე თუ გვიან გამომჟღავნდება, ხოლო თუ კიდევ იმასაცგავითვალისწინებთ, რომ პაპარიგოპულოსს ჯერ არაფერი გამოუქვეყნებია, ცხადიგახდება, როგორ ავყიაობენ, ჭორაობენ და უბრალოდ, ენებს იქავებენ მისიავადმახსენებლები.

და ბოლოს, ამ განსაკუთრებულ ერუდიტზე არ შეიძლება სხვაგვარად წერო, თუ არაწყნარად და გულდამშვიდებით, ყოველგვარი რიმანული ეფექტების გარეშე.

ერთი სიტყვით, ეს კაცი ანუ ეს ერუდიტი გაახსენდა აუგუსტოს, რაკი გაგონილი ჰქონდამისი ქალების კვლევით გატაცების ამბავი, თუმცა კი, იგი წიგნებს ემყარებოდა, სადაც ისინინაკლებსახიფათოდ გამოიყურებიან; ასევე იკვლევდა იგი გარდასულ საუკუნეთაქალებსაც, რადგან, დღევანდელი ქალების გვერდით არც ისინი უქმნიდნენ მკვლევარსრაიმე საფრთხეს.

აი, ამ ანტოლინ ერუდიტ-მეუდაბნოესთან წავიდა იგი. ანტოლინთან, რომელიც თავისისიმორცხვის გამო ცხოვრებაში კი არ იკვლევდა ქალებს, არამედ წიგნებში სწავლობდა,რომ ამ თავისი სიმორცხვის გამო ამით მაინც ეძია მათზე შური; დიახ, სწორედ მასთანწავიდა რჩევის საკითხავად აუგუსტოც.

ვერც მოასწრო სტუმრობის მიზანი აეხსნა, რომ ერუდიტმა დაასწრო:

- ააჰ, საბრალო სენიორ პერეს, რარიგად თანაგიგრძნობთ! ქალების შესწავლადაგიპირებიათ? კარგი ამოცანაა!..

- მერედა, განა თქვენ არ სწავლობთ?..

- ვსწავლობ და მსხვერპლადაც ვეწირები. ეს გამოკვლევა ესოდენ შეუმჩნეველი,გაუსაძლისი, ჩუმი, მთელი ჩემი ცხოვრების მიზნადაც იქცა. თუმცა მოგეხსენებათ, ძალზეთავმდაბალი მსახური გახლავართ აზრისა, მეტისმეტად თავმდაბალი; მე ხომ,სინამდვილეში, ვაგროვებ და ვაწესრიგებ მასალებს, რათა გავუადვილო შრომა იმათ, ვინცჩემს კვალად ამ საქმეს შეეჭიდება. ადამიანის შემოქმედება კოლექტიურია: რაცკოლექტიური არ არის, არც მყარია და არც დღეგრძელი.

- დიდ გენიოსთა ქმნილებებზე რაღას იტყვით? „ღვთაებრივი კომედიის“, „ენეიდას“,შექსპირის ტრაგედიების, ველასკესის სურათების შესახებ...

- ეს ყველაფერი კოლექტიურია, გაცილებით უფრო კოლექტიურია, ვიდრე ხალხს ჰგონია...მაგალითად, „ღვთაებრივი კომედია“ მოამზადა მთელმა...

- ჰო, ეს ვიცი.

Page 92: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- რაც შეეხება ველასკესს... ჰო, მართლა, ჟიუსტის წიგნს თუ გაეცანით ველასკესზე?

ანტოლინის თვალში, ადამიანის ნიჭით შექმნილი უნიკალური შედევრების მთავარი დალამის ერთადერთი ღირებულება ისაა, რომ კრიტიკული შრომებისა თუ კომენტარებისსაბაბს იძლევა; დიდი ხელოვანნი, პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები, ისტორიკოსები,ფილოსოფოსები მარტო იმისთვის გაჩნდნენ ამ ქვეყანაზე, რომ ვინმე ერუდიტმა მათიბიოგრაფია შეადგინოს, კრიტიკოსმა მათ თხზულებებს კომენტარები დაურთოს და, რომარც ერთი დიდი მწერლის არც ერთ ფრაზას არავითარი ფასი არა აქვს მანამდე, სანამ მასერუდიტი არ გაიმეორებს და არ მიუთითებს ამ ნაწარმოების გამოცემასა და გვერდს,თურმე ნუ იტყვით, ყოველგვარი ლაპარაკი კოლექტიური შრომის სოლიდარობაზეშურისა და უძალობის გამოვლინების მეტი არაფერი ყოფილა. პაპარიგოპულოსიმიეკუთვნებოდა ჰომეროსის კომენტატორთა იმ კლასს, ვინც, თვით ჰომეროსი რომგაცოცხლებულიყო და თავისი სიმღერებით მათ კაბინეტში შესულიყო, კინწისკვრითგამოისტუმრებდა, მუშაობაში, - ხომ წარმოგიდგენიათ, ჰომეროსისავე ნაწარმოებებზე,მისივე მკვდარ ტექსტებზე მუშაობაში, თუ რაღაც „აპექსის“ ძიებაში, - ხელს მიშლიო.

- კარგი, მაგრამ ქალის ფსიქოლოგიაზე მაინც რა აზრის ბრძანდებით? - ჰკითხა აუგუსტომ.

- ესოდენ ფართო, ყოვლისმომცველი და აბსტრაქტული საკითხის ზუსტი განსაზღვრა,ჩემო მეგობარო პერეს, არ არის ადვილი, მით უმეტეს, ჩემისთანა თავმდაბალიმკვლევარისთვის, რომელიც არც გენიოსია და არც გენიოსობაზე დებს თავს?..

- ჰო, არ დებს. ამისთანა რამეს კაცი როგორ შეეჭიდება! ერთი სიტყვით, თქვენი კითხვა,ჩემი აზრით, დაკონკრეტებას საჭიროებს და ამდენად, სანამ პასუხს გაგცემდეთ, ჯერ უნდა...

- ჰო, გასაგებია! ამასთან დაკავშირებით ერთი თქვენი კოლეგა გამახსენდა, რომელმაცესპანელთა ფსიქოლოგიაზე წიგნი შეადგინა, მგონი ის თავად ესპანელია, ესპანეთშიცხოვრობს, მაგრამ უკეთესი რომ ვერაფერი მოიფიქრა, დაწერა, მავანმა ესა თქვა, მავანმაესაო, ბიბლიოგრაფია დაურთო და ამით დაამთავრა.

- ააჰ, ბიბლიოგრაფია! ჰო, უკვე ვხვდები...

- კმარა, თუ შეიძლება, ნუღარ განაგრძობთ, ძვირფასო პაპარიგოპულოს, ახლა მოკლედ,კონკრეტულად ამიხსენით, რა იცით ქალის ფსიქოლოგიის შესახებ.

- მაშინ თავიდანვე უნდა გამოგვეკვეთა პირველი კითხვა და აი, როგორ - აქვს თუ არაქალს სული!

- ოღონდაც!

- ამის დაუფიქრებლად და გადაჭრით უარყოფაც არ შეიძლება...

„ნეტავი თავად მაინც თუ აქვს სული!“ - გაუელვა აუგუსტოს და მერე თქვა:

- დაე, ასე იყოს, მაგრამ მაშინ რა უწევს სულის მაგივრობას? ამაზე რას მეტყვით?

- თუ პირობას მომცემთ, რომ ჩემს ნათქვამს საიდუმლოდ შეინახავთ, ჩემო მეგობაროპერეს, მაშინ გეტყვით... თუმცა, არა, არა, თქვენ ხომ ერუდიტი არა ხართ!

- ეს რაღას ნიშნავს?

- იმას, რომ თქვენ არ ეკუთვნით მათ რიცხვს, ვისაც სულ იმაზე უჭირავს ყური, ეგებ რამეგავიგო და მერე ჩემად გავასაღოო...

- ასეთებიც გვყვანან?..

- ეეჰ, ჩემო მეგობარო პერეს, ერუდიტი ხომ ბუნებით ქურდბაცაცაა: ამას მე ვამბობ, მე,თავად ერუდიტი! ჩვენი ხელობა სხვა რაა: თუ ერთმანეთს არ გამოვცინცლეთ პატარ-პატარა მიგნებები, არ შევამოწმეთ და... თან კიდეც გვეშინია, ვაითუ, სხვამ დაგვასწროსო.

- ცხადია, მაღაზიის დარაჯი უფრო ზრუნავს საქონელზე, ვიდრე ფაბრიკის პატრონი: წყალს

Page 93: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ჭაში უნდა გაფრთხილება და არა წყაროში.

- ალბათ, ასეა. მაშინ რაკი თქვენ ერუდიტი არა ბრძანდებით და თანაც პირობას მაძლევთ,მანამდე შეინახავთ საიდუმლოს, სანამ მე თვითონ არ გავამჟღავნებ, გაგანდობთ XVIIსაუკუნის ერთი „ბნელი“, ამიტომ უცნობი და ჩემს მიერ აღმოჩენილი, ჰოლანდიელიმწერლის მეტად საინტერესო თეორიას ქალის სულის თაობაზე...

- საყურადღებოა...

- ეს მწერალი წერს, - წერს, რასაკვირველია, ლათინურად, - რომ თუ ერთ, ცალკე აღებულმამაკაცს აქვს საკუთარი სული, ქალებს, ერთად აღებულს, აქვს ერთადერთი და ისიცკოლექტიური სული, ავეროესის ქმედითი გონების მსგავსი რამ, ყველაში ერთადგანაწილებულიო. და კიდევ იმასაც ამბობს, დაკვირვებათა შედეგად, შეიმჩნევასახეობრივი სხვაობანი გრძნობებში, აზროვნებასა თუ სიყვარულში და ცალკეულ ქალში ესსხვაობანი წარმოდგება სხეულებრივი სხვაობის საფუძველზე, რაც რასის, კლიმატის,კვებისა და სხვა მიზეზებითაა გაპირობებული და ამიტომ მცირე მნიშვნელობა ენიჭებაო. ესმწერალი იმასაც ამბობს, რომ ქალები უფრო ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე მამაკაცები დაამის მიზეზი ის არის, რომ ყველა ერთად აღებული ქალი საბოლოოდ ერთ ქალსწარმოადგენსო...

- ახლა კი მივხვდი, ძვირფასო პაპარიგოპულოს, რომ თურმე საკმარისი ყოფილა ერთიქალი შემყვარებოდა და მაშინვე რამდენიმე ერთდროულად შემიყვარდა.

- ცხადია! და აი, კიდევ რას ამბობს ეს მეტად საინტერესო და თითქმის უცნობიქალთმცოდნე: ქალში გაცილებით მეტია ინდივიდუალობა და გაცილებით ნაკლებიპიროვნება, ვიდრე მამაკაცში. ისინი უფრო ინდივიდუალურები არიან, ვიდრე მამაკაცები,თუმცა ნაკლები შინაარსის მქონეო.

- დიახ, დიახ, მგონი ვხვდები.

- ამიტომაც, ჩემო მეგობარო პერეს, სულ ერთია, ერთ ქალს გამოვიკვლევთ, თურამდენიმეს, მთავარია, ჩაუღრმავდეთ იმას, რომლის შესწავლისთვისაც თავს გადადებთ.

- ეგებ სჯობდა შედარებით შესწავლისთვის ორი ან თუნდაც მეტი ქალი შეგერჩიათ?მოგეხსენებათ, ახლა ყველას შედარებითი მეთოდი აკერია პირზე.

- მეცნიერება ხომ მართლაც შედარებაა; თუმცა ქალის საკითხში შედარებისაუცილებლობა თითქოს არ დგება. თუ იცნობ ერთსა და იცნობ საკმაოდ კარგად,მაშასადამე, იცნობ ყველას, იცნობ ქალს. ესეც არ იყოს, მოგეხსენებათ, რასაც სიბრტყეშიმოიგებ, იმას სიღრმეში წააგებ.

- მართალი ბრძანებაა. ახლა შევუდგები ქალის ინტენსიურ და არა ექსტენსიურ შესწავლას,ოღონდ ორისას, სულ ცოტა, ორი ქალის შესწავლას...

- არა, ორისას არა! არამც და არამც! თუ ერთი გეცოტავებათ, რაც პირადად მესაკმარისად და საუკეთესოდაც მეჩვენება, თან არც ისე პატარა ამოცანაა, მაშინ აიღეთსამი. წყვილები თითქოს არ იკვრება.

- რას ნიშნავს, წყვილები არ იკვრება?

- იმას, რომ ორი ხაზით სივრცეს ვერ შემოფარგლავ, ყველაზე მარტივი მრავალკუთხასამკუთხედია. მაშინ აიღეთ, სულ ცოტა, სამი.

- სამკუთხედს რომ სიღრმე არა აქვს! ყველაზე მარტივი მრავალწახნაგა - კუბია; ასე რომ,სულ ცოტა, მაინც ოთხი გამოდის.

- მაგრამ ორი კი არავითარ შემთხვევაში! თუ ერთი არ კმარა, მაშინ უკიდურესშემთხვევაში, სამი შეარჩიეთ, მაგრამ მაინც ერთს ჩაუღრმავდით.

- ასეც მოვიქცევი!

Page 94: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

XXIVპაპარიგოპულოსისგან რომ წამოვიდა, აუგუსტომ გზად ასე განსაჯა: „მაშასადამე, ან ერთ-ერთზე უნდა ავიღო ხელი ან მესამე მოვძებნო; სხვათა შორის, ფსიქოლოგიურიკვლევისთვის მესამე წევრად, შედარების თვალსაზრისით, წმინდა იდეალურ ნიმუშადლიდუვინაც გამომადგება; ესე იგი ვიღებ სამს: ეუხენიას, რომელიც ასაზრდოებს ჩემსწარმოსახვას, გონებას; როსარიოს, რომელიც ასაზრდოებს ჩემს გულსა და ლიდუვინას,ჩემს მზარეულს, რომელიც ასაზრდოებს ჩემს კუჭს. გონება, გული და კუჭი სიმბოლურადგამოხატავს სულის სამ თვისებას, რასაც სხვანაირად ჰქვია გონი, გრძნობა და სურვილი.ფიქრობენ გონებით, გრძნობენ გულით და სურთ კუჭით. ეს ცხადია! ახლა კი...“

„ახლა კი, - განაგრძო მან ფიქრი, - ბრწყინვალე აზრია, უბრწყინვალესი! - თავს ისედავიჭერ, ვითომ მაინც ვცდილობ ეუხენიას დაბრუნებას! კვლავ გავუმეორებ წინადადებასდა ვნახავ, თუ დამთანხმდება; რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ გამოსაცდელად მჭირდება,მხოლოდ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტისათვის, თორემ ისედაც ვიცი, უარს მეტყვის...ვაითუ, არ მითხრას! უეჭველად უარი უნდა მივიღო, ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა და,რაც ბოლო შეხვედრის დროს გამომიცხადა, შეუძლებელია, დამთანხმდეს. დარწმუნებულივარ, თავისი სიტყვის პატრონია.

მაგრამ... განა ქალები სიტყვას ასრულებენ? განა ქალი, ნამდვილი ქალი, ერთადერთი დაამავე დროს მილიონობით ქალში განსხეულებული, ასე თუ ისე მშვენიერი და უფრო მეტადმშვენიერი, ვალდებულია სიტყვა შეასრულოს? ეგებ სიტყვის შესრულება მხოლოდმამაკაცის თვისებაა! მაგრამ არა! ეუხენიასგან თანხმობას ტყუილად ველი; მე მას არვუყვარვარ. არ ვუყვარვარ და ჩემი საჩუქარი კი მიიღო!

და თუ საჩუქარი მიიღო და კიდეც სარგებლობს, აბა, ჩემი სიყვარული რაღაში სჭირდება!

„მაგრამ... თუ მაინც გადაუხვია სიტყვას!.. - გაიფიქრა მან, - „ჰო“ მითხრა და დამთანხმდა!ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონო. ვთქვათ, დამთანხმდა! მაშინ ის მაჯობებს! ჩემივეანკესზე წამომაგებს და ეგ არის! რა სანახავი იქნება საკუთარ ანკესზე წამოგებულიმეთევზე! არა, არა, არა! ეს არ მოხდება! და თუ მაინც მოხდა! ეეჰ, მაშინ რაღა გაეწყობა,დავუთმობ. დავუთმობ? დიახ, დავუთმობ, კაცმა უნდა იცოდეს, ბედნიერ შემთხვევასროგორ დაუთმოს. იქნებ ყველაზე რთული მეცნიერება იმის უნარია, რომ ბედნიერებასდაუთმო. განა პინდარეს არ უთქვამს, ტანტალის ყველა ბედუკუღმართობის მიზეზი ის იყო,რომ უნარი არ გააჩნდა, ბედნიერებას შეჰგუებოდაო. ბედნიერებას უეჭველად უნდადაუთმო! თუ ეუხენია ყაბულს იქნება, დამთანხმდება, მაშინ... ფსიქოლოგია გაიმარჯვებს!გაუმარჯოს ფსიქოლოგიას! მაგრამ არა, არა, არა! არ დამთანხმდება შეუძლებელია, არდამთანხმდება თუნდაც იმიტომ, რომ თავისნათქვამაა. ეუხენიასთანა ქალთან თამაშიცეცხლთან თამაშს უდრის; როცა ქალი კაცს დაუპირისპირდება იმ მიზნით, რომდარწმუნდეს, აბა, რომელია ჩვენს შორის უფრო მტკიცე და მყარიო, ასეთი ქალიყოვლისშემძლეა...

არა, მე ის თანხმობას არ მეტყვის!“

- როსარიტო გელოდებათ!

ამ ორი სიტყვით, ორი მრავლისმთქმელი სიტყვით შეაწყვეტინა ფიქრები ლიდუვინამთავის ბატონს.

- ერთი ეს მითხარი, ლიდუვინა, შენი აზრით, ქალები ერთგულად იცავენ ერთხელ მიცემულსიტყვას? თქვენ, ქალებს შეგიძლიათ კი სიტყვის შესრულება?

- გააჩნია ვითარებას!

- აბა, ახლა შენც შენი ქმარივით მოჰყევი არაკებს! პირდაპირ მიპასუხე, ისე კი არა,ქალებმა რომ იცით, არც უსმენთ, რას გეკითხებიან და პასუხი იმაზე გაქვთ მზად, რაც

Page 95: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ვითომ უნდოდათ ეკითხათ.

- მერედა, რა გინდოდათ გეკითხათ?

- შეგიძლიათ თუ არა თქვენ, ქალებს, მიცემული სიტყვის შესრულება-მეთქი.

- სიტყვასაც გააჩნია.

- რას ნიშნავს, სიტყვასაც გააჩნია?

- აი, რას, ზოგჯერ სიტყვას იმისთვის აძლევენ, რომ შეასრულონ, ზოგჯერ იმისთვის, რომარ შეასრულონ, ამ დროს ტყუილზე ლაპარაკიც ზედმეტია და სიტყვის ფასიც ცხადია...

- კარგი, კარგი, უთხარი როსარიოს, შემოვიდეს. და როცა როსარიო შემოვიდა, აუგუსტომიმასაც ჰკითხა:

- როსარიო, ერთი შენ მითხარი, ქალი რომ სიტყვას მისცემს, უნდა შეასრულოს, თუ არა?

- რაღაც არ მახსოვს, თქვენთვის სიტყვა მომეცეს!..

- ამას არ გეუბნები, შენ ის მითხარი, ქალმა უნდა შეასრულოს თუ არა მიცემული სიტყვა!..

- აჰა, გასაგებია, თქვენ მეორეზე... იმ ქალზე მეუბნებით...

- ვისზეც გინდა იყოს, შენ - შენი აზრი თქვი.

- მე რომ ამისა არაფერი გამეგება...

- არა უშავს!

- კარგი, რაკი ასე გინდათ, გიპასუხებთ, სჯობია, სულ არ მისცეს სიტყვა!

- და თუ მაინც მისცა?

- არ იყო საჭირო.

„ეტყობა, ამ გოგოს ადგილიდან ძვრას ვერ ვუზამ! - თავისთვის თქვა აუგუსტომ დაექსპერიმენტსაც ჩავატარებ!“

- მოდი, აქ დაჯექი! - მიუთითა მან თავის მუხლებზე.

გოგონა უსიტყვოდ დაემორჩილა, სულ არ დაურცხვენია, გეგონებათ, ყველაფერიწინასწარ გადაწყვეტილი და გათვალისწინებული ჰქონდაო. აუგუსტო კი, პირიქით, დაიბნადა აღარ იცოდა, როგორ შესდგომოდა ექსპერიმენტს, და, რაკი არ იცოდა, რა ეთქვა,მაშასადამე... შეუდგა პირდაპირ... მოქმედებას. მან მკერდში ჩაიკრა როსარიო დააღელვებულმა კოცნა დაუწყო, თან თავისთვის ამბობდა: „მგონია, გულგრილობასვკარგავ და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტისთვის სწორედ ეს მჭირდება!“ მერე უეცრადგაჩერდა, თითქოს კიდეც დაწყნარდა, ოდნავ განზე გასწია გოგონა და უეცრად ჰკითხა: -განა არ იცი, რომ მე სხვა ქალი მიყვარს? როსარიოს ხმა არ ამოუღია, თვალებში შეხედადა მარტო მხრები აიჩეჩა.

- განა არ იცი? - გაუმეორა მან კითხვა.

- მერედა ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს?..

- როგორ თუ არა აქვს!

- ახლა არა აქვს! იმიტომ არა აქვს, რომ მე მგონია, ახლა მე გიყვარვართ!

- ახლა მეც ასე მგონია, მაგრამ...

და ამ დროს ისეთი უცნაური და დაუჯერებელი რამ მოხდა, რაც აუგუსტოს ქალისფსიქოლოგიური გამოკვლევის პროგრამაში არ გაუთვალისწინებია, - როსარიომ მაგრად

Page 96: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

შემოხვია კისერზე ხელები და კოცნა დაუწყო. საბრალოს ერთი კი გაუელვა: „ახლაექსპერიმენტს ჩემზე ატარებენ; ეს გოგო, ეტყობა, მამაკაცის ფსიქოლოგიის შესწავლასშესდგომია“, და ანგარიშმიუცემლად როსარიოს ფეხებზე აკანკალებული ხელიმოუთათუნა.

უეცრად აუგუსტო წამოდგა, როსარიოც წამოაყენა და დივანზე გადააწვინა; ქალმა აცალა,სახე კი უვარვარებდა; კაცი გაირინდა, ხელები დაუჭირა და თვალებში ჩახედა.

- არ დახუჭო თვალები, როსარიო, არ დახუჭო, თუ ღმერთი გწამს! ახლავე გაახილე, ასე,ფართოდ, უფრო ფართოდ, ჩამახედე შენს თვალებში, რომ ჩემი თავი დავინახო... თურმერა პაწაწა ვყოფილვარ...

და როცა მის თვალებში, ამ ცოცხალ სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავი დაინახა, უმალიგრძნო, რომ პირველი აღგზნება დაცხრა.

- შენს თვალებში ისე ვჩანვარ, თითქოს სარკეში ვიხედებოდე, მაგრამ რა პაწაწინა ვარ...თუმცა ასე უკეთ შევიცნობ ჩემს თავს... ქალის თვალებში არეკლილს...

სარკე რაღაც უცნაურად შესცქეროდა მას. როსარიო ფიქრობდა: „ეს კაცი სხვებს არაჰგავს და მგონი, სულაც გიჟია!“

უცბად აუგუსტო განზე გადგა, საკუთარი თავი შეათვალიერა, ტანზე ხელი მოისვა დაწამოიძახა:

- ახლა კი მაპატიე, როსარიო!

- გაპატიოთ? რა?

საბრალო როსარიოს ხმაში შიში უფრო გაისმა, ვინემ სხვა რამ გრძნობა. გაქცევა მოუნდადა თავისთვის თქვა: „კაცი რომ ამისთანა უთავბოლო ლაპარაკს მოჰყვება და ამისთანარამეებს ჩაიდენს, ვინ იცის, მერე საით გაუტევს! ვაითუ, მართლა სიგიჟემ წამოუარა დამომკლა!“ და მას თვალზე ცრემლი მოადგა.

- აი, ხომ ხედავ! - უთხრა აუგუსტომ, - ხომ ხედავ! მაპატიე, როსარიო, მაპატიე, არ ვიცოდი,რას ვიქმოდი!

მან კი გაიფიქრა, „რაც არ იციან, არცა სჩადიან!“

- ახლა კი წადი, წადი!

- მაგდებთ?

- არა, კი არ გაგდებ, თავს ვიცავ! ღმერთმა დამიფაროს, როგორ გაგაგდებ! თუ გინდა, მეთვითონ წავალ და შენ აქ დარჩი, რომ დარწმუნდე, შენი გაგდება არც მიფიქრია!

„ნამდვილად კარგად ვერ არის!“ - გაიფიქრა მან და შეებრალა კაცი.

- წადი, წადი, მაგრამ არ დამივიწყო, კარგი? - ნიკაპზე ხელი მოუთათუნა, - ნუ დამივიწყებ,ნუ დაივიწყებ საწყალ აუგუსტოს!

მან ხელი მოხვია როსარიოს და ტუჩებში მაგრად აკოცა. წასვლისას რაღაც უცნაურიშიშით გამოხედა ქალიშვილმა და როცა გავიდა, აუგუსტომ თავის თავს უთხრა: „მე მასვძულვარ. ნამდვილად ვძულვარ! მაინც რა სასაცილო ვიყავი, სასაცილო, სასაცილო...მაგრამ ამ საწყალს რაღა გაეგება, ან ფსიქოლოგიისა რა ესმის!“

საბრალო აუგუსტოს იმ წუთებში რომ როსარიოს გულში ჩაეხედა, უფრო მეტისასოწარკვეთილება დაეუფლებოდა, რამეთუ მიამიტი გოგონა ფიქრობდა: „მზად ვარ,როცა უნდა, მაშინ დავუთმო ამისთანა წუთი იმ... კახპას!..“

აუგუსტოს კვლავ აღგზნება მოერია, მიხვდა, რომ ვეღარც დაკარგულ დროს დაიბრუნებდადა ვეღარც ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას. საკუთარ თავზე ბრაზობდა. ლიდუვინასდაუძახა; დრო უნდოდა გაეყვანა, თორემ თავადაც არ იცოდა, რისთვის უხმობდა. მაგრამ

Page 97: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

როგორც კი ამ თვინიერ, ფუნთუშა, ეშმაკურად მომღიმარ ქალს თვალი შეავლო, კვლავუცნაურმა გრძნობამ აიტანა და მაშინვეშესძახა: „წადი, წადი!“ - და ქუჩაში გავარდა, შეეშინდა, ვაითუ თავი ვერ შევიკავო და ახლალიდუვინას ვეცეო.

ქუჩაში გონს მოეგო. ბრბო ტყესა ჰგავს, უმალ თავის ადგილს მიუჩენს კაცს.

„ნეტავი გონება ხომ არ ამემღვრა! - ფიქრობდა აუგუსტო, - ვაითუ, მე რომ მგონია, ქუჩაშისერიოზულად მივდივარ, ყველა სხვა ნორმალური ადამიანის მსგავსად, - მაინც რასნიშნავს ნორმალური ადამიანი? - ვინ იცის, სინამდვილეში ვიმანჭები, ვიგრიხები, ხელებსვიქნევ, ხალხი კი, მე რომ მეჩვენება ამ დროს თავისთვის მიდი-მოდის, ვერ მამჩნევს დასრულიად გულგრილად ჩამივლის-მეთქი, ვაითუ, მიყურებს და დამცინის ან ვეცოდები?..ვაითუ, თვით ეს აზრიც სიგიჟის ნიშანია? ნუთუ გავგიჟდი? ასეც რომ იყოს, მერე რა მოხდა?თუ ადამიანი კეთილია, მგრძნობიარეა, წესიერიც არის და მაინც არ გიჟდება, მაშინ,უბრალოდ, ყეყეჩი ყოფილა და მეტი არაფერი. ვინც გიჟი არ არის, ის ან ყეყეჩია ანგარეწარი. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გარეწრები და ყეყეჩები არშეიძლება გაგიჟდნენ...

„რაც მე როსარიოსთან დამემართა, სასაცილო იყო, - განაგრძო მან ფიქრი, - მართლასასაცილო იყო. ნეტავი რას იფიქრებდა? თუმცა რაში მენაღვლება, რას იფიქრებდაამისთანა გოგო!.. საბრალო! თუმცა... მაინც რა მშვიდად მნებდებოდა! აი, ფიზიოლოგია!მართლაც რომ ფიზიოლოგიური არსებაა, ცარიელი ფიზიოლოგია და მეტი არაფერი. ამშემთხვევაში ფსიქოლოგიაზე ლაპარაკიც ზედმეტია! აბა, რა აზრი ჰქონდა, მარტოფსიქოლოგიური ექსპერიმენტის გულისთვის საცდელი ცხოველივით, ბაყაყივით რომდავუფლებოდი! აიღე და დაიღე, ფიზიოლოგიური... ნუთუ ფსიქოლოგია, მით უმეტეს,ქალის ფსიქოლოგია, უფრო მეტია, ვიდრე ფიზიოლოგია ანდა, თუ გნებავთ,ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია? ანდა, ნეტავი თუ მართლა აქვს ქალს სული? მე რომფსიქოფიზიოლოგიური ექსპერიმენტისთვის საჭირო ტექნიკური მომზადება მაკლია!ლაბორატორიაშიც არა ვყოფილვარ... ესეც არ იყოს, არც აპარატურა გამაჩნია;ფსიქოფიზიოლოგიისთვის კი აუცილებელია აპარატურა. მართლა ხომ არ გავგიჟდი?“

ამ ფიქრებმა ცოტა შვება მოჰგვარა აუგუსტოს. ქუჩამ, მისი სატკივარისადმი ესოდენგულგრილმა ქუჩამ და შეფიქრიანებულმა ბრბომ კიდეც დააწყნარა და იგი შინ მიბრუნდა.

XXVაუგუსტო ვიქტორთან სტუმრად წავიდა. იფიქრა, მის ნაგვიანევ შვილს მოვინახულებ,მივეფერები, ცოტა გულს გადავაყოლებ, დავისვენებ, მის კერას დავხედავ, ახალბედნიერებას ნაზიარებ კერას და თან მეგობარს ჩემს სულიერ მდგომარეობაზემოვეთათბირებიო. მარტო რომ დარჩნენ, ჰკითხა: - როგორ მიდის იმ რომანის, თუ რადაარქვი, ჰო, რიმანის საქმე... ამას წინათ რომ მეუბნებოდი, ალბათ, ბავშვმა სულგადაგავიწყა!..

- არა, ტყუილად გგონია, რაც მამა გავხდი, მით უფრო გამიცხოველდა წერის სურვილი დასწორედ მასში ვაქსოვ ჩემს კარგ განწყობილებას.

- ერთ-ორ ნაწყვეტს ხომ არ წამიკითხავდი?

ვიქტორმა ხელნაწერი ამოიღო და მეგობარს რამდენიმე ნაწყვეტი წაუკითხა.

- ერთი შეხედეთ! ასე რამ გამოგცვალა, ადამიანო! - შესძახა აუგუსტომ.

- რაზე ამბობ?

- იმაზე, რომ ალაგ იმისთანა საჩოთირო სცენებია... თითქოს პორნოგრაფიის ელფერიც

Page 98: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

დაჰკრავს...

- პორნოგრაფიისაო? არავითარ შემთხვევაში! შეიძლება აქა-იქ მართლაც წააწყდე რაიმესაჩოთიროს, მაგრამ პორნოგრაფიას - არამც და არამც! ანდა იქნებ ვინმე დაი-

ნახო ტიტველი, მაგრამ გაშიშვლებით არავინ გამიშიშვლებია... სამაგიეროდ, აბა ნახე,როგორი რეალიზმია!..

- რეალიზმი კია, მაგრამ კიდევ...

- ცინიზმიც ხომ არა...

- ჰო, ცინიზმიც!..

- კარგი, მაგრამ ცინიზმი ხომ პორნოგრაფია არ არის. ეს ვითომდა საჩოთირო სცენებიმხოლოდ ხერხია, რომ წარმოსახვა უფრო გაამძაფროს და მკითხველიც აიძულოს ღრმადჩასწვდეს რეალობას, თან რაღაც ისეთიც დაჰკრავს, როგორ გითხრა... აღმზრდელობითი!ჰო, აღმზრდელობითი!

- და კიდევ ცოტა გროტესკულიც!..

- მართალი ხარ, მიყვარს ბუფონადა!

- შიგადაშიგ ჭმუნვა რომ დაჰყვება ხოლმე, არა?

- ჰო, სწორედ ასეთი! იმ ხუმრობისა არაფერი მწამს, თუ ჭმუნვა არ ურევია, ხოლომახვილგონიერებისა, - თუ სამგლოვიარო ელფერი არ დაჰკრავს. სიცილი სიცილისთვისკიდეც მაბრაზებს და კიდეც მაშინებს, სიცილი ხომ მარტო ტრაგედიისთვის შემზადებაა!

- მე თუ მკითხავ, უწმაწური ბუფონადა მხოლოდ ზიზღსა მგვრის.

- იმიტომ, რომ შენ მარტოსული ხარ, აუგუსტო, მარტოსული. კარგად გამიგე, მარტოსული...ასეთნაირად იმიტომ ვწერ, რომ განვიკურნო... არა, არა, არაფრისთვისაც არა ვწერ,უბრალოდ, ვერთობი, მაგრამ თუ ჩემთან ერთად მკითხველიც გაერთობა, ამაზე მეტსაზღაურს არც ვინატრებდი; ხოლო თუ კიდევ იმასაც მივაღწევ, რომ შენისთანამარტოსულს განვკურნავ, შენისთანა მარტოსულს, ორმაგად მარტოსულს...

- ორმაგად?

- ჰო, ორმაგად, სულითა და ხორცით ეულს.

- მართლა, ვიქტორ...

- უკვე ვხვდები, რისი თქმაც გინდა. შენ ხომ იმისთვის მოხვედი, რომ საკუთარ სულიერმდგომარეობაზე მომთათ ბირებოდი! კარგა ხანია გამჩნევ, როგორა ხარ აფორიაქებული,საკმაოდ აფორიაქებული, ასეა თუ არა?

- ჰო, ასეა!

- ესე იგი, მივმხვდარვარ. თუ მართლა ასეა, აუგუსტო, ადექი და ცოლი შეირთე, იცოდე,დროზე შეირთე!

- კარგი, მაგრამ რომელი შევირთო?

- ჰოო, მაშასადამე, ასარჩევად გაქვს საქმე!

- ეს როგორღა გამოიცანი?

- ძალიან უბრალოდ. შენ რომ გეკითხა: „ვინ შევირთოო?“ მაშინ აზრადაც არმომივიდოდა, ერთზე მეტია ან თუნდაც ერთი მაინც არის-მეთქი. მაგრამ შენ მკითხე,„რომელიო“ და ეს თავისთავად გულისხმობს ორს, სამს, ათს და სხვა რომელიმეს N-რაოდენობიდან.

Page 99: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- სრული სიმართლეა.

- მაშინ შეირთე, რომელიც გინდა იმ N-რაოდენობა ქალებიდან, რომელიც გიყვარს,რომელიც პირველი მოგხვდება ხელში და ბევრსაც ნუ იფიქრებ: შენც ჩემსავით შეირთე.არც მე მიფიქრია ბევრი, აკი ჩვენ ისე, სახელდახელოდ დაგვწერეს ჯვარი.

- მგონი გითხარი, ქალის ფსიქოლოგიის კვლევით ვარ გატაცებული-მეთქი.

- მერე, ქალის ფსიქოლოგიის გამოკვლევის ერთადერთი საშუალება ხომ სწორედქორწინებაა. თუ ცოლი არა გყავს, ქალის ფსიქოლოგიას ვერაფერს გაუგებ; ამისთანაგამოკვლევის ერთადერთი ლაბორატორია ანდა როგორც იტყვიან,გინეკოფსიქოლოგია, მარტო ქორწინებაა.

- მაგრამ ეს ხომ შეუქცევადი პროცესია?

- ყოველი ნამდვილი ექსპერიმენტი შეუქცევადია; თუ ექსპერიმენტს ატარებ და თანუკანდახევის შესაძლებლობასაც ინარჩუნებ, ხიდებს არა სწვავ, რიგიანად ვერაფერსგაიგებ; ნურასოდეს ნუ ენდობი ქირურგს, ვისაც თავად არა აქვს ამოკვეთილი რაიმეორგანო, ან ფსიქიატრს, თუ თავად არ არის გიჟი. და საერთოდ, თუ გინდა გაიგო, რა არისფსიქოლოგია, ცოლი შეირთე!

- გამოდის, რომ მარტოხელა!..

- მარტოხელას არავითარი ფსიქოლოგია არა აქვს. მას მხოლოდ და მხოლოდმეტაფიზიკა ან, როგორც იტყვიან, ფიზიკურს მიღმა, ბუნებრივს მიღმა, რაღაც თუ გააჩნია!

- ეს რაღას ნიშნავს?

- დაახლოებით იმასვე, რაც შენს თავს ტრიალებს.

- მაშასადამე, შენ რომ გკითხო, მეტაფიზიკაში გადავვარდნილვარ! ამაზე, ჩემო ძვირფასოვიქტორ, გიპასუხებ, რომ ბუნებრივს მიღმა კი არა, ჯერ ბუნებრივთანაც არ მივსულვარახლოს-მეთქი!

- რა განსხვავებაა!

- როგორ თუ რა განსხვავებაა!

- შენ რა გგონია, ბუნებრივს მიღმა იმას ნიშნავს, რაც გამოღმა და სივრცის მიღმა ყოფნაციგივეა, რაც გამოღმა; ამ ხაზს ხომ ხედავ, - და მან ქაღალდზე ხაზი გაავლო, - ორივემხარეს გააგრძელე უსასრულობამდე და ნახავ, რომ მისი ბოლოები ერთმანეთს შეხვდებადა ერთმანეთს გადაკვეთს უსასრულობაში, სადაც ბოლოს ყველაფერი ერთმანეთსხვდება და უკავშირდება. ნებისმიერი სწორი ამავე დროს მრუდიცაა, წრის მონაკვეთიუსასრულო რადიუსით უსასრულობაში შეიკვრება. მაშასადამე, ბუნებრივს მიღმა, თუგამოღმა ერთი და იგივეა. ახლა მაინც თუ გაგინათდა გონება?

- არა, უფრო დამიბნელდა და ძალიანაც დამიბნელდა.

- მაშინ, რაკი ასე დაგიბნელდა, ცოლი შეირთე!

- კარგი, მაგრამ... ეჭვები, მომეძალა!..

- მერედა, ამას რა ჯობს, ჩემო პატარა ჰამლეტ, რა ჯობს! ეჭვები მოგეძალა! ესე იგი,ფიქრობ და თუ ფიქრობ, მაშასადამე, არსებობ!

- ჰო, ასე გამოდის, ვეჭვობ მაშასადამე, ვაზროვნებ!

- აზროვნება კი მარტო იმას ნიშნავს, რომ ეჭვობ და მხოლოდ ეჭვობ. სწამთ, შეიცნობენ,წარმოიდგენენ ეჭვის გარეშე; არცა რწმენა, არცა ცოდნა, არცა წარმოსახვა ეჭვს არგულისხმობს, ეჭვმა შეიძლება ისინი კიდეც დაამსხვრიოს, მაგრამ აზროვნება ეჭვის გარეშეშეუძლებელია! რწმენას, ცოდნას, რაც თავისთავად სტატიკურია, წყნარია და მკვდარი,აზრად აქცევს მხოლოდ ეჭვი, რაც თავისთავად დინამიკურია, დაუდგრომელი და

Page 100: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ცოცხალი!

- მერედა წარმოსახვა?

- დიახ, არც წარმოსახვა გამორიცხავს ეჭვს. ეჭვი მღრღნის, როცა ჩემი რიმანის გმირებსვაიძულებ იმოქმედონ და ილაპარაკონ; მაშინაც კი, როცა ისინი მოქმედებასა დალაპარაკს იწყებენ, კვლავ ეჭვი გადამძლევს ხოლმე, ვაითუ კარგად არ გამომივიდა, ანკიდევ, ამ სახეს იქნებ ეს საქციელი სულაც არ შეეფერება-მეთქი, მაგრამ... ასე თუ ისე, თავსმაინც ვერევი! დიახ, დიახ, დიახ, წარმოსახვაც აზროვნებაა და ამიტომ ისიც შეიცავს ეჭვს.

(სანამ აუგუსტო და ვიქტორი ამ რიმანულ საუბარში იყვნენ გართულნი, მე, ავტორი ამრიმანისა, - რომელიც ახლა გიპყრია ხელთ, ჩემო მკითხველო, და ალბათ კითხულობ, -ჩემთვის, ჩუმად ვიცინოდი, რადგან ვხედავდი, ჩემი რიმანული პერსონაჟები ჩემსდასაცავად გამოდიოდნენ და მამართლებდნენ მეცა და ამართლებდნენ ჩემს ხერხებსაც;და ვეუბნებოდი ჩემს თავს: „საბრალოები, სულ არ ესმით, რომ მხოლოდ იმისგამართლებას ცდილობენ, რაც მე მათ დავმართე! როცა კაცი თავის გამართლებასცდილობს, იგი სინამდვილეში ამართლებს მხოლოდ ღმერთს და მე ამ ბეჩავი კაცუნებისღმერთი გახლავარ!“).

XXVIაუგუსტო ეუხენიასთან წავიდა, გადაწყვიტა, საბოლოო ფსიქოლოგიურ ცდას ჩავატარებო.მაგრამ თან ეშინოდა, ვაითუ უარი მითხრასო. ქალი კიბეზე შემოხვდა - ჩადიოდა, რომგარეთ გასულიყო, აუგუსტო კი ადიოდა, რომ სახლში შესულიყო.

- ჩვენთან მობრძანდებით, დონ აუგუსტო?

- დიახ, თქვენთან მოვდიოდი, მაგრამ რაკი მიდიხართ, სხვა დროს გეახლებით, აღარშეგაწუხებთ.

- არა, რას ბრძანებთ, ბიძაჩემი ხომ შინ არის.

- მე თქვენთან მოვდიოდი. თქვენთან მინდოდა საუბარი და არა ბიძათქვენთან. ჯობს სხვადროისთვის გადავდოთ.

- არა, მაშინ აღარ წავალ, საქმის გადადება არ შეიძლება!

- ბიძათქვენი რომ შინაა...

- რა უშავს, ის ხომ ანარქისტია! ჩვენც ნუ დავუძახებთ!

და მან ძალისძალით აიყვანა აუგუსტო ზემოთ. საბრალო ექსპერიმენტატორი სხვაზეაპირებდა ცდის ჩატარებას და თავად კი ჩავარდა საცდელი ბაყაყის დღეში.

როცა სასტუმრო ოთახში მარტონი პირისპირ აღმოჩნდნენ, ეუხენიამ, რომელიც ისევ ისეჩაცმულ-დახურული ფეხზე იდგა, უთხრა:

- კეთილი, აბა, რისი თქმა გნებავდათ!

- ერთი სიტყვით... ერთი სიტყვით... - შესაბრალისად ალუღლუღდა აუგუსტო, - ერთისიტყვით...

- ჰო, მერე, რა?

- ეუხენია, ვერა და ვერ დავწყნარდი, სულ ის საუბარი მიტრიალებს თავში, ჩვენი ბოლოსაუბარი! ყველაფერი ავწონ-დავწონე, მაგრამ მაინც ვერ შევრიგებივარ, ვერშევრიგებივარ... არ შემიძლია, არა!..

Page 101: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- რას ვერ შერიგებიხართ?

- იმას, ეუხენია, იმას...

- რას - იმას?

- იმას, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები უნდა ვიყოთ...

- მხოლოდ მეგობრები!.. განა ეს გეცოტავებათ, სენიორ დონ აუგუსტო? იქნებ აღარცმეგობრობა გინდათ?

- არა, ეუხენია, არა, ამაზე არ ვლაპარაკობ!..

- მაშ რაზე?

- თუ ღმერთი გწამთ, ასე ნუ მტანჯავთ...

- თქვენი წამების მიზეზს თქვენვე იგონებთ!

- ვერა, ამას ვერ შევურიგდები, ვერა!..

- მაშ რა გნებავთ?

- ის, რომ ჩვენ გავხდეთ... ცოლი და ქმარი!

- ამაზე ლაპარაკი დავამთავროთ!

- რომ დავამთავროთ, ჯერ უნდა დავიწყოთ!..

- კარგი, მაგრამ, აკი სიტყვა მომეცით!

- მაშინ არ ვიცოდი, რას ვამბობდი!

- იმ როსარიოს რაღას უპირებთ?..

- ოოჰ, ღვთის გულისათვის, ეუხენია, ახლა როსარიო რა სახსენებელია! იმაზე არც უნდაიფიქროთ!

ეუხენიამ ქუდი მოიხადა, მაგიდაზე დადო, დაჯდა და მერე მშვიდად და საზეიმოდგანაცხადა:

- კეთილი და პატიოსანი, აუგუსტო, რაკი შენ, მამაკაცს, ნამდვილ მამაკაცს, სიტყვის გატეხაარაფრად გიღირს, მაშინ მე, ქალს და მხოლოდ ქალს, რაღა მომეთხოვება! ესეც არ იყოს,მინდა იმ როსარიოსგანაც გადაგარჩინო და საერთოდ, ყოველი მისი მსგავსისგანაც,როსარიო იქნება თუ პეტრა, არ გამიხარდება, რომ მისთანებმა ჩაგითრიონ. იქ, სადაც ვერგაჭრა ვერც შენი უანგარობით გამოწვეულმა მადლიერების გრძნობამ, ვერცსასოწარკვეთილებამ მაურისიოსთან დაშორების გამო, - აი, ხედავ, რა გულახდილი ვარ, -გაიმარჯვა თანაგრძნობამ; დიახ, აუგუსტო, მე შენ მებრალები, ძალიან მებრალები! - ამსიტყვებით მან ოდნავ მოუთათუნა მარჯვენა ხელი მუხლზე.

- ეუხენია! - და მან ხელები გაიწოდა, მოხვევნა უნდოდა.

- ეჰე! ფრთხილად! - შესძახა ქალმა და განზე გაიწია, გაეცალა, - ფრთხილად!

- აკი ამას წინათ... ბოლოს რომ...

- მაშინ სხვა იყო...

„ახლა მე ვარ ბაყაყი!“ - გაუელვა ფსიქოლოგ-ექსპერიმენტატორს.

- დიახ, - განაგრძო ეუხენიამ, - მეგობარს შეიძლება პატარა თავისუფლება მისცე, მარტომეგობარს, მაგრამ, საქმროს!..

Page 102: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ვერ მივხვდი!

- როცა დავქორწინდებით, მერე მიხვდები, აუგუსტო, ახლა კი დაწყნარდი, კარგი!

„ყველაფერი რიგზეა!“ - გაიფიქრა აუგუსტომ და თავი ნამდვილ დასრულებულ ბაყაყადიგრძნო.

- ახლა, - დაუმატა ეუხენიამ და წამოდგა, - წავალ და ბიძაჩემს დავუძახებ.

- რისთვის?

- არ უნდა გავაგებინოთ?

- მართალია! - წამოიძახა ნირწამხდარმა აუგუსტომ.

იმავ წამს დონ ფერმინიც შემოვიდა.

- ძია, მომისმინეთ, - უთხრა ეუხენიამ, - თქვენს წინაშეა, დონ აუგუსტო პერესი, რომელიცმობრძანდა ჩემი ხელის სათხოვნელად! მე მას თანხმობა განვუცხადე!

- შესანიშნავია, შესანიშნავი! - შეჰყვირა დონ ფერმინმა, - მოდი, ჩემო შვილო, მოგეხვიო!მშვენიერია!

- ძია, ნუთუ ასე ჩვენმა გადაწყვეტილებამ აღგაფრთოვანათ!

- არა, მე აღმაფრთოვანა, მართლა დამარეტიანა და ფარ-ხმალი დამაყრევინა საქმისგადაწყვეტის თქვენმა ხერხმა, ორმა, შუამავლის გარეშე... გაუმარჯოს ანარქიას! რასამწუხაროა, რა სამწუხარო, რომ თქვენი გადაწყვეტილების დასაგვირგვინებლადიძულებული ხართ ხელისუფლებას მიმართოთ. რასაკვირველია, გულში არავითარიპატივისცემა არა გაქვთ ხელისუფლების მიმართ, ეეჰ, ფორმალობა, მხოლოდფორმალობა! ვიცი, რომ უკვე ცოლ-ქმრადაც გრძნობთ თავს, ყოველ შემთხვევაში, მე,ანარქიის ღმერთის სახელით, მარტო მე შეგაუღლებთ! საკმარისი იქნება. ბრწყინვალეა,ბრწყინვალე! დონ აუგუსტო, ეს სახლი ამიერიდან თქვენად იგულეთ!

- ამიერიდან?

- დიახ, ამიერიდან. თუმცა ყოველთვის თქვენი იყო ჩემი სახლი... განა ჩემი? ეს სახლი,სადაც ახლა ვცხოვრობ, მუდამ იყო თქვენიც და ყოველი ჩემი ძმისაც! მაგრამ ამიერიდან...ხომ გესმით!

- დიახ, ესმის, ძია!

ამ დროს გაისმა ზარის ხმა და ეუხენიამ თქვა:

- აი, მამიდაც მოვიდა!

როცა მამიდა სასტუმრო ოთახში შემოვიდა და ისინი დაინახა, შესძახა:

- უკვე გასაგებია! მაშასადამე, ყველაფერი მოგვარებულია! ასეც ვიცოდი!

აუგუსტო კი ფიქრობდა: „ბაყაყი! ნამდვილი ბაყაყი! აკი გამომიჭირეს კიდეც!“

- დღეს, რა თქმა უნდა, სადილად ჩვენთან დარჩებით, ხომ უნდა აღვნიშნოთ... - თქვადონია ერმელინდამ.

- რა გაეწყობა! - წამოსცდა საბრალო ბაყაყს.

Page 103: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

XXVIIამ დღიდან დაიწყო აუგუსტომ ახალი ცხოვრება. თითქმის მთელ დროს თავისსაცოლესთან ატარებდა სწავლობდა უკვე არა ფსიქოლოგიას, არამედ ესთეტიკას.

როსარიო რაღას იქმოდა? როსარიო უკვე აღარ დადიოდა აუგუსტოსთან, სახლში.დაუთოებული თეთრეულიც სხვა ქალმა მოიტანა. ერთხელ აუგუსტომ კინაღამ ჰკითხა,რატომ როსარიო არ მოვიდაო. განა საკითხავი იყო, თავადაც მშვენივრად იცოდა. ეს იყოზიზღი, სხვა არაფერი; და ეს, მისთვის კარგად ნაცნობი ზიზღი სულაც არ სწყინდა,პირიქით, კიდეც სიამოვნებდა: არა უშავს, ამას ეუხენიაზე ავანაზღაურებო; ის კი კვლავთავისას განაგრძობდა: „დაწყნარდი და ხელები გააჩერე!“ ახლოსაც არ იკარებდა, ნებასარაფრისას აძლევდა.

ეუხენია მარტო შორიდან აყურებინებდა, მადას უღვივებდა; ერთხელ აუგუსტომ უთხრა:

- ძალიან მინდა შენს თვალებზე ლექსი შევთხზა.

- შენი ნებაა!

- მაგრამ ლექსი რომ შევთხზა, - განაგრძო მან, - პიანინოზე უნდა დაუკრა, მუსიკაშთამაგონებს.

- მერე, ხომ იცი, აუგუსტო, რომ მას შემდეგ, რაც შენი ხელგაშლილობის წყალობითგაკვეთილებზე უარი ვთქვი, პიანინოს ახლოსაც არ გავკარებივარ, მთლად შემძულდა. ანრა სიამოვნება მახსოვს მისგან!

- სულ ერთია, ეუხენია, ჩემი ხათრით დაუკარი, მარტო იმისთვის, რომ ლექსი დავწერო!

- კარგი, ოღონდ იცოდე, მეტი აღარასოდეს აღარ მთხოვო!

ეუხენია პიანინოსთან დაჯდა და სანამ უკრავდა, აი, რა დაწერა აუგუსტომ:

განშორებოდა ჩემი სული საკუთარ სხეულსდა წმინდა აზრის გაუმჭვირვალ ბურუსში ვლიდა.

ბორიალობდა იმქვეყნიურ ტკბილ ხმათა შორის,

ზესთა ქვეყნიდან რომ იღვრება, როგორც ამბობენ;

ხოლო სხეული, სულისაგან მიტოვებული,

ძირს ბოგინობდა, უსიცოცხლო, უსიხარულო,

გაჩენილები იმისათვის, რომ ეს ცხოვრებაერთად განევლოთ, აქამომდე კი არ ცოცხლობდნენ,

რადგან სხეული გვამი იყო და სული - სულთქმა,

ერთურთს ეძებდნენ, ჩემო ტკბილო ეუხენია!

მაგრამ უეცრად გაარღვიეს შენმა თვალებმამძიმე ბურუსი, გაანათეს თვალსაწიერიდა შეპყრობილი ჩემი სული ზესთა ქვეყნიდანეჭვების მერყევ ქვეყანაში ჩამოაბრუნეს,

კვლავ ჩაასახლეს ჩემს სხეულში და მე მას შემდეგ,

მხოლოდ მას შემდეგ, ვარ ცოცხალი, ეუხენია!

Page 104: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

შენი თვალებით, ცეცხლოვანი ორი სამსჭვალით,

მილურსმნულია ჩემი სული ჩემსავ სხეულზე,

სისხლში მხურვალე სურვილების ბორგვა ვიგრძენიდა უცებ ჩემმა იდეებმა ხორცი შეისხა.

მაგრამ თუ ისევ უნდა ჩაქრეს სიცოცხლის შუქი,

ისევ დაირღვეს სულისა და ხორცის კავშირი,

კვლავაც ვარსკვლავთა ნისლეულში ჩავიკარგები,

შევუერთდები პირველქმნილი ბურუსის წიაღს.

- აბა, როგრია? - ჰკითხა აუგუსტომ, როცა ლექსი ხმამაღლა წაუკითხა.

- სულ ჩემს პიანინოსა ჰგავს, მუსიკისა არაფერი სცხია, ხოლო ეს „როგორც ამბობენ...“

- ჰოო, მეტი უშუალობა მინდოდა მიმეცა და...

- „ტკბილო ეუხენიაც“ ცოტა არ იყოს, გაფუყული მეჩვენება.

- რაო? შენი სახელი და გაფუყული?

- ამ ლექსში კი ასე ჟღერს! მაგრამ ესეც რომ არ იყოს, მაინც ყველაფერი რაღაც ძალიან...ძალიან...

- ჰო, ვთქვათ, ძალიან რიმანულია!..

- ეს რაღას ნიშნავს?

- არაფერს, უბრალოდ, მე და ვიქტორი ვხუმრობთ ხოლმე...

- იცი, რას გეტყვი, აუგუსტო, ქორწინების შემდეგ ჩემს სახლში აღარავითარი ხუმრობა არგავიგონო, გესმის? არც ხუმრობები მესიამოვნება და აღარც ძაღლები! ერთი სიტყვით,დროზე იფიქრე ორფეოსზე...

- ღვთის გულისათვის, ეუხენია! ამ ლეკვის ამბავი ხომ იცი, როგორ ვიპოვე... ამას რომ თავიდავანებოთ, ჩემი მესაიდუმლეც არის!.. ყველა ჩემს მონოლოგს მის წინაშე წარმოვთქვამხოლმე!..

- დაქორწინების შემდეგ აღარც მონოლოგები გავიგონო ჩემს სახლში! მით უმეტეს,ძაღლი რა საჭიროა!

- თუ ღმერთი გწამს, ეუხენია, სანამ ბავშვი გვეყოლება, მანამდე მაინც ნუ გავაგდებთ...

- თუკი გვეყოლება...

- რასაკვირველია, თუკი გვეყოლება; თუ არადა, ძაღლი რას დაგვიშავებს! ასე რატომამოიჩემე, ნუთუ არ გაგიგონია, რა სამართლიანადაა ნათქვამი, ძაღლი ადამიანისყველაზე კარგი მეგობარი იქნებოდა, ფული რომ ჰქონოდაო...

- ფული რომ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, აღარც ადამიანის მეგობარი იქნებოდა,ფული არა აქვს და, სწორედ ამიტომაა მისი მეგობარი.

მეორე დღეს ეუხენიამ აუგუსტოს უთხრა:

- ყური დამიგდე, აუგუსტო, ერთ მეტად სერიოზულ საქმეზე მინდა მოგელაპარაკო, ძალზესერიოზულ საქმეზე და წინასწარ გთხოვ, მაპატიო, თუ ჩემი ნათქვამი...

- თქვი, ეუხენია, თუ ღმერთი გწამს, თქვი!

Page 105: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- კარგად იცი, რომ საქმრო მყავდა...

- ჰო, ვიცი, მაურისიო...

- მაგრამ ის არ იცი, რატომ მოვიშორე თავიდან ის უსინდისო!..

- არც მინდა, ვიცოდე!

- ეს შენ ღირსებას გმატებს! ერთი სიტყვით, ის უქნარა და უსინდისო ვითომ კიჩამოვიშორე, მაგრამ...

- მაინც დაგდევს?

- ჰო, დამდევს!

- აჰ, ერთი ხელში ჩამივარდებოდეს!..

- არა, შენ რომ გგონია, იმიტომ არ დამდევს, სულ სხვა მიზანი აქვს.

- აბა, მითხარი, მითხარი!

- ნუ ღელავ, აუგუსტო, ნუ ღელავ, საწყალი მაურისიო მხოლოდ იყეფება, თორემ კი არიკბინება!

- აჰა, მაშინ გაიხსენე არაბული ანდაზა: თუ ყოველი ძაღლის ყეფაზე შეჩერდები, გზისბოლოში ვერასოდეს გახვალო! არც ქვების სროლა ღირს, ჯობია, მართლაც, ძაღლად არჩააგდო!

- მე მგონია, სხვა უკეთესი საშუალებაც არსებობს.

- რა საშუალება?

- ჯიბეში პურის ნატეხი უნდა ჩაიდო და როცა დაგიყეფებს, გადაუგდო, ძაღლებს ხომშიმშილი აყეფებთ!

- ვერ მიგიხვდი, კარგად გამაგებინე!

- მაურისიო ახლა სამსახურის მეტს არაფერს თხოულობს, საარსებო წყაროს ეძებს, თურამეს გამოუძებნი, თავს დამანებებს, თუ არა და...

- თუ არა და...

- თუ არა და, თავს მოგჭრიო, მემუქრება...

- უსინდისო, ავაზაკი!

- შენ ამაზე ნუ გაბრაზდები, ჩემი აზრით, სჯობია, რამე ვიღონოთ და გზიდანჩამოვიშოროთ; მართლა რაიმე სამსახური რომ გამოუძებნო, საქმეს მოეკიდება და თავსდაგვანებებს, თანაც თუ უშოვი, სადმე შორს უშოვე, რაც არ უნდა იყოს, მაინც მეცოდება, ისსაწყალი, ისეთი...

- ალბათ, მართალი ხარ, ეუხენია, იმედია, ყველაფერს მოვაგვარებ. ხვალვემოველაპარაკები ერთ ჩემს ამხანაგს და მართლა რამე სამსახურს გამოვუძებნით.

და კიდეც გამოუძებნა; ამასთან, ყოველი ღონე იხმარა, რაც შეიძლება, შორსგაემწესებინათ.

XXVIII

Page 106: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ერთ დილას ლიდუვინამ მოახსენა აუგუსტოს, ვიღაც ახალგაზრდა კაცი გეახლათო; იგიდაიმანჭა, მაშინვე მიხვდა, მაურისიოს მეტი არავინ იქნებაო. ულაპარაკოდ უარსშეუთვლიდა, მაგრამ ასე იოლად ვერ შეელეოდა იმ კაცის უნახაობას, ვინც სულ ახლახანეუხენიას საქმროდ ითვლებოდა; აკი ეს კაცი ადრე უყვარდა და ვინ იცის, სადღაც გულისკუნჭულში კიდევ ბჟუტავდა ადრინდელი გრძნობა. ესეც არ იყოს, მაურისიომ, ეტყობა, ზოგიისეთი რამ იცოდა მისი მომავალი მეუღლის შესახებ, რაც აუგუსტოსთვის ჯერაცდაფარული იყო; ეს კაცი... თითქოს რაღაცნაირად მათი დამაკავშირებელიც კი იყო.

- სენიორ, მე გეახელით, - მორიდებით დაიწყო მაურისიომ, - რათა მადლობაგადაგიხადოთ იმ ფასდაუდებელი დახმარებისთვის, რაც ეუხენიას წყალობით გამიწიეთ...

- სალაპარაკოც არ არის, სენიორ, მაგრამ იმედია, დღეიდან ჩემს მომავალ მეუღლესჩამოეხსნებით!

- განა მე იგი შევაწუხე?

- რაკი ვამბობ, ესე იგი, საბაბიც მაქვს!

- მას შემდეგ, რაც მან უარი მითხრა, - კარგი კი ქნა, აბა, რა მისი ღირსი მე ვიყავი, - დიახ,მას შემდეგ, როგორღაც ხომ უნდა მენუგეშებინა თავი... ბედმა მიმტყუნა და რაღადამრჩენოდა, მის გადაწყვეტილებას წინ მაინც ვერ აღვუდგებოდი... თუ მან რამე სხვაგითხრათ...

- გთხოვთ, ჩემს მეუღლეს ნურანაირად ნუ ახსენებთ და მაგ გადაკრულ სიტყვებსაცმოეშვით, მით უფრო, რომ სიმართლეს არ შეეფერება! როგორც გენებოთ, ისე ინუგეშეთთავი და ჩვენ მოგვეშვით!

- მართალი ბრძანდებით! დიდ მადლობას მოგახსენებთ ორვეს გაწეულიდახმარებისთვის. საქმეს მოვეკიდები, ვიმუშავებ და თავსაც რამენაირად ვინუგეშებ!..სხვათა შორის, თან ერთი ქალიშვილი მიმყავს...

- მერედა ეგ რა ჩემი საქმეა, სენიორ!

- მგონი იცნობდით და...

- რაო, რაო? კიდეც ხუმრობთ?

- არა... არა... როსარიოზე მოგახსენებთ, სამრეცხაოში რომ მუშაობს, თქვენთან თეთრეულიდაჰქონდა...

აუგუსტოს მკვდრის ფერი დაედო. „ნუთუ ყველაფერი იცის!“ - გაუელვა გონებაში და ამანუფრო შეაძრწუნა, ვიდრე იმ კაცისა და ეუხენიას ურთიერთობით გამოწვეულმაწეღანდელმა ეჭვმა, მაგრამ მაშინვე გონს მოეგო და წამოიძახა:

- მერე მე რას მითანხმდებით!..

- მე მგონია, - განაგრძო მაურისიომ, თითქოს მისი ნათქვამი არც გაუგონიაო, - ჩვენ,მიტოვებულებს მეტი აღარაფერი დაგვრჩენია და ერთმანეთი მაინც ვანუგეშოთ!

- რაო, რას ამბობთ? რას ამბობთ? - და თავში გაუელვა, ამ მაურისიოს აქვე მოვახრჩობ, ამადგილზევე, სადაც მე და როსარიოს შორის უკანასკნელი სცენა გათამაშდაო.

- ასე რატომ აღელდით, დონ აუგუსტო, რატომ აღელდით? ამის მეტი არაფერი მქონიასათქმელი!.. როცა მან... ვისი სახელის ხსენებასაც თქვენ მიკრძალავთ, თავიდანმომიშორა, მიმატოვა, ამ საბრალო გოგონას გადავეყარე, რომელიც ჩემსავითმიეტოვებინა სხვას და...

აუგუსტოს მოთმინების ფიალა აევსო; ჯერ გაფითრდა, მერე წამოენთო, ზეზე წამოიჭრა,მაურისიოს ორივე ხელი ჩაავლო, წამოაყენა და დივანზე დაახეთქა. თავადაც არ ესმოდა,რას აკეთებდა. იმ წუთში დასახრჩობად არ დაინდობდა; მერე უკვე დივანზე წამოქცეულმამაურისიომ ძალზე გულგრილად წარმოთქვა: - ახლა თვალებშიც ჩამხედეთ, დონ აუგუსტო,

Page 107: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ჩამხედეთ, აი, თურმე რა პაწაწინა ყოფილხართ. საბრალო აუგუსტოს მიწა რომგასკდომოდა, ის ერჩივნა; ხელები ჩამოუცვივდა, ოთახი თითქოს ბურუსით გაივსო; და მანგაიფიქრა: „ნუთუ მძინავს?“ მაგრამ იმავე წამს დაინახა, რომ მაურისიო წამოდგა, მის წინგაიჭიმა და ეშმაკური ღიმილით შეაცქერდა: - ოოჰ, არა უშავს, დონ აუგუსტო, ვითომ არცარაფერი მომხდარა! მაპატიეთ! მაინც რა დამემართა... არ ვიცი, ეს რა დამემართა... სულარ მიფიქრია... და კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას! კიდევ ერთხელ გიხდითმადლობას! მადლობელი ვარ თქვენიც და... იმისიც! მშვიდობით ბრძანდებოდეთ!

როგორც კი მაურისიო გავიდა, აუგუსტომ მაშინვე ლიდუვინას დაუძახა.

- ლიდუვინა, მითხარი, ახლა აქ, ჩემთან ვინ იყო?

- ახალგაზრდა კაცი!

- როგორი შესახედავი იყო?

- მაინცდამაინც მე უნდა მათქმევინოთ?

- კარგი, მითხარი, იყო კი ნამდვილად აქ, ჩემთან ვინმე?

- სენიორიტო!

- არა... არა... დაიფიცე, რომ აქ იყო ახალგაზრდა კაცი, მაღალი, ქერა, ულვაშებიანი,კეხიანი ცხვირი ჰქონდა, გამხდარი არ ეთქმოდა, უფრო მსუქანი იყო... მართლა ნახე აქასეთი გარეგნობის კაცი თუ არა?

- ცუდად ხომ არა ხართ, დონ აუგუსტო!

- ნუთუ ეს სიზმარი არ იყო?

- აბა, ორივე ერთად ხომ ვერ ვნახავდით ამ სიზმარს?

- არა, ორი ადამიანი ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე სიზმარს ვერ ნახავს. სწორედამით მიხვდები, სიზმარი იყო თუ არა...

- მაშინ დაწყნარდით! დიახ, აქ მართლა იყო კაცი, ვისზეც თქვენ მელაპარაკებით.

- წასვლისას რა თქვა?

- ჩემთვის არაფერი უთქვამს... თვალიც ძლივს შევავლე...

- შენ არ იცი, ვინ არის ის კაცი ლიდუვინა?

- ვიცი, როგორ არ ვიცი. იმისი საქმრო გახლდათ...

- ჰო, გასაგებია. ახლა ვისია?

- ეს უკვე აღარ ვიცი!

- თქვენ, ქალებმა ხომ ბევრი ისეთი რამ იცით, რაც არ უსწავლებიათ...

- და პირიქით, ვერაფრით ვისწავლით იმას, რისი სწავლაც საჭიროა!..

- მაშინ სიმართლე მითხარი, ლიდუვინა, გეცოდინება, ახლა ვის ეარშიყება ეს... ვიგინდარა!

- არ ვიცი, მაგრამ ვხვდები.

- რანაირად?

- იმნაირად, რანაირადაც თქვენ მეკითხებით!

- კარგი, ახლა დომინგოს დაუძახე!

- რისთვის?

Page 108: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- იმისთვის, რომ გავიგო, მღვიძავს, თუ მძინავს, ცხადია ეს, თუ სიზმარი, რომ შენ მართლაშენა ხარ, ლიდუვინა, მისი ცოლი და რომ...

- იქნებ დომინგოსაც ეზმანა? თუმცა უფრო კარგი აზრი მომივიდა.

- რა აზრი?

- ორფეოსი მოვიყვანოთ.

- მართალია, ორფეოსს კი ნამდვილად არ ეზმანებოდა! ლიდუვინამ გასვლა ვერმოასწრო, რომ ძაღლიც შემოვიდა.

- მოდი აქ, ორფეოს, - უთხრა პატრონმა, - მოდი აქ! საბრალო! დიდი ხანი აღარდაგრჩენია, ის ამ სახლში აღარ გაგაჩერებს! რა გიყო, სად გაგიშვა! უჩემოდ რას იზამ?ვაითუ მოკვდე? დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება! მხოლოდ ძაღლი შეიძლება მოკვდეს,როცა პატრონს დაკარგავს. მე კი შენთვის პატრონზე მეტი ვიყავი, მამა ვიყავი შენი,ღმერთი ვიყავი! ამ სახლში აღარ გაგაჩერებს, შენი თავიდან მოშორება გადაწყვიტა!ჩემთვის კი ერთგულების სიმბოლო შენ იყავი! ნეტავი სახლში ყოფნით რას დაუშავებ? ვინიცის, ეგებ ძაღლი ადამიანის ყველაზე იდუმალ ფიქრებსაც ხვდება, როცა მის გვერდითცხოვრობს და თუმცა უტყვია... სხვა გამოსავალი აღარა მაქვს, ცოლი უნდა შევირთო... თუარ შევირთავ და ვერასოდეს დავაღწევ თავს ძილსა და ზმანებებს! უნდა გავიღვიძო!..

ასე რატომ მიყურებ, ორფეოს? ასე მგონია, უცრემლოდ ტირიხარ!.. იქნებ რამის თქმაგინდა! ვხედავ, რარიგად იტანჯები უენობით, ტყუილად ვიფიქრე, არაფერი ეზმანება-მეთქი! ახლა გიყურებ და ვხედავ, რომ შენც გეზმანება, ორფეოს! განა ჩვენ, ადამიანები,ადამიანები ვიქნებოდით, ძაღლები რომ არ არსებობდნენ ან კატები, ცხენები, ხარები,ცხვრები ანდა სხვა შინაური ცხოველები? განა ადამიანი თავის ადამიანობასშეინარჩუნებდა ამ შინაური ცხოველების გარეშე, რომლებიც ცხოვრების მთელპირუტყვულ სიმძიმეს საკუთარი მხრებით ზიდავენ! მას რომ ცხენი არ მოეშინაურებინა,განა ჩვენი მოდგმის ერთი ნახევარი მეორე ნახევარს ზურგზე აეკიდებოდა? დიახ, თქვენიწყალობით არსებობს ეს ცივილიზაცია და კიდევ ქალების წყალობითაც. ვაითუ ქალიცშინაური ცხოველია! ანდა ვთქვათ, განა კაცი ქალის გარეშე კაცი იქნებოდა? ოჰ, ორფეოს,მალე მოვა ქალი და გაგაგდებს!“

და მან მკერდში ჩაიკრა ორფეოსი. ძაღლიც, თითქოს მართლა გული აუჩუყდაო, ნიკაპსულოკავდა პატრონს.

XXIXქორწინებისთვის თითქმის ყველაფერი მზად იყო. აუგუსტოს უნდოდა ეს დღე სადად,მყუდრო ვითარებაში აღენიშნა, მაგრამ მისმა მომავალმა მეუღლემ ისურვა ფუფუნებისადა ზეიმის ელფერი მიეცა.

რაც უფრო ახლოვდებოდა დათქმული ვადა, მით უფრო დაბეჯითებით ცდილობდასაქმრო მცირეოდენი თავისუფლება და ნდობა მაინც მოეპოვებინა, რადგან ვნებათანდათან უღვივდებოდა, მაგრამ ეუხენია მეტისმეტად თავშეკავებული გახლდათ.

- სულ ორიოდე დღეც და რაღამ გაგვყო, ეუხენია!

- მით უმეტეს! აქედანვე უნდა მივეჩვიოთ ერთმანეთის პატივისცემას.

პატივისცემას!.. პატივისცემას!.. პატივისცემა რომ სიყვარულს გამორიცხავს!..

- შენ გგონია ასე... კმარა, ამაზე ლაპარაკი აღარ გავიგონო!

ზოგჯერ აუგუსტოს რაღაც უცნაური და მეტისმეტად დაძაბული ეჩვენებოდა საცოლე,

Page 109: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ზოგჯერ ისიც უფიქრია, თვალს მარიდებსო. და მას ახსენდებოდა დედა, საბრალო დედა,რარიგად სწადდა შვილის ბედნიერება! მაგრამ ახლა, როცა ქორწინების დღე ლამისკარზე მოსდგომოდა, უფრო მეტად შფოთავდა, ხოლო მაურისიოს სიტყვებმა, როსარიოთან მიმყავსო, მთლად დაუკარგა მოსვენება; ეჭვიანობა მოეძალა, შმაგი ეჭვიანობა. თანბრაზობდა, ან ეს შემთხვევა როგორ გავუშვი ხელიდან ან იმ გოგოს თვალში ასესასაცილო მდგომარეობაში როგორ ჩავიგდე თავიო. „ახლა, ალბათ, ერთად იცინიან, -ამბობდა თავისთვის, - ანდა რატომ არ იცინებენ, მით უმეტეს ის იცინებს, აბა რას იზამს,ეუხენია ხომ მიატოვა და გული ატკინა, ახლა როსარიოც ცხვირწინ ამაცალა“. უცბადდაუოკებელი სურვილი მოერია, მოვალეობები რას მიქვია, ავდგები და როსარიოსდავიბრუნებ, იმ მაურისიოს სულ ცარიელზე დავტოვებო.

- ხომ არ გაგიგია, რა დღე ეწია იმ გოგოს, როსარიოს?

- ჰკითხა ეუხენიამ აუგუსტოს ქორწინების წინა დღეებში.

- რა დროს ახლა იმისი გახსენება იყო?

- აჰა, თუ არ გსიამოვნებს, არც გაგახსენებ!

- არა... არა... მაგრამ!..

- უბრალოდ, ერთხელ შეხვედრა ჩაგვიშალა და... აღარაფერი გაგიგია? - და მან თვალიაარიდა აუგუსტოს, სივრცეს მიაპყრო მზერა, სადღაც შორს გაიხედა.

საქმრო უცნაურმა წინათგრძნობამ აიტანა. „უეჭველად რაღაც იცის!“ - თქვა თავისთვის დახმამაღლა კი ესა ჰკითხა:

- შენ ხომ არაფერი იცი!

- მე? - მეტისმეტად გულგრილად ჰკითხა და კვლავ შეხედა საქმროს.

მათ შორის საიდუმლოს ჩრდილი ჩამოწვა.

- იმედია, დაგავიწყდა კიდეც...

- ასე დაჟინებით რატომ მელაპარაკები იმ... გოგოზე?

- არ ვიცი... თუ გინდა სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. გინდაც იმაზე, თუ რა დღეში ვარდებახოლმე კაცი, როცა ხელიდან გამოაცლიან ქალს, ვისთანაც გარკვეული ურ-

თიერთობა ჰქონდა...

ამის გაგონებაზე აუგუსტოს ლამის თავში სისხლი აუვარდა; იფიქრა, ახლა კი მართლაგავვარდები, იმ როსარიოს სადმე მოვძებნი, მოვუყვან აქ ეუხენიას და ვეტყვი: „აჰა, ისიც,იგი ჩემია და არა იმ... შენი მაურისიოსი!“

ქორწინებამდე სამი დღე დარჩენილიყო. აუგუსტო საცოლის სახლიდან ღრმადჩაფიქრებული გამოვიდა. იმ ღამეს ძლივძლივობით ჩაეძინა.

მეორე დილით, ჯერ თვალიც არ გაეხილა, რომ მასთან ლიდუვინა შევიდა:

- სენიორიტო, თქვენს სახელზე წერილია; ეს წუთია მოიტანეს, მგონი, სენიორიტაეუხენიასგან უნდა იყოს...

- წერილი? მისგან? მისგან წერილიო? დამიტოვე და წადი!

ლიდუვინა გავიდა. აუგუსტო ცახცახმა აიტანა. უცხო შიში ჩაუდგა გულში; ჯერ როსარიოგაახსენდა, მერე მაუ რისიო, მაგრამ წერილს ხელი მაინც ვერ ახლო, შეშფოთებით კიდაჰყურებდა. მერე ადგა, დაიბანა, ჩაიცვა, საუზმე მოატანინა, ჭამა. „არა, არა, შინ ვერწავიკითხავ“, - თქვა მან. სახლიდან გავიდა, უახლოესი ეკლესიისკენ გასწია და იქ, წირვისმოსასმენად მოსულ ხალხში გახსნა ბარათი. „აქ თავის შეკავება მმართებს, - თქვათავისთვის, - რაღაც ავს მიგრძნობს გული!“ ბარათი იუწყებოდა: „პატივცემულო აუგუსტო,

Page 110: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

როცა ამ სტრიქონებს წაიკითხავ, უკვე გზაში ვიქნები; მაურისიოსთან ერთადმივემგზავრები იქ, სადაც შენი გულკეთილობის წყალობით მან სამუშაო იშოვა; რაკი მეცჩემი რენტა დავიბრუნე, ახლა მისი ჯამაგირიც საკმარისი იქნება, არცთუ ღარიბადვიცხოვროთ. მე შენ პატიებას არა გთხოვ, რადგან ამის შემდეგ მაინც დარწმუნდები, რომმე შენ ბედნიერებას ვერ მოგანიჭებდი და მით უმეტეს, შენ - მე. პირველი ელდა რომგაგივლის, კიდევ მოგწერ და უფრო კარგად აგიხსნი, რამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი დათან ასეთ ვითარებაში. მაურისიოს უნდოდა, ქორწინების დღეს გავქცეულიყავით,ეკლესიიდან გამოსვლისთანავე, მაგრამ მე ეს გეგმა ძალზე რთულიც მეჩვენა და სწორიგითხრა, უაზროდ სასტიკიც.

გიმეორებ, იმედი მაქვს და პირველად არ გეუბნები, კვლავ მეგობრებად დავრჩებით. შენიმეგობარი ეუხენია დომინგო დელ არკო“.

P. S. როსარიო ჩვენ არ გამოგვყოლია. ის შენ დაგიტოვეთ და შეგიძლია ნუგეშიც მასთანჰპოვო“.

აუგუსტო მეხდაცემულივით ჩაიკეცა სკამზე. ცოტა ხნის მერე დაიჩოქა და ლოცვა დაიწყო:

როდის-როდის გავიდა ეკლესიიდან, იფიქრა, უკვე დავმშვიდდიო, მაგრამ ეს იყოშემზარავი სიმშვიდე შეურაცხყოფისა. იგი ეუხენიას სახლისკენ გაემართა, სადაც ძალზედამწუხრებული ბიძა და მამიდა დაუხვდნენ. ძმისწულს მათთვისაც წერილითშეეტყობინებინა ეს ამბავი და იმ ღამეს შინაც არ მისულიყო. თურმე ბოლო შეხვედრისშემდეგ, დაემშვიდობა თუ არა აუგუსტოს, მაშინვე თავის სატრფოს მიაშურა; იმავე საღამოსისა და მაურისიო მატარებელში ჩამსხდარიყვნენ და წასულიყვნენ.

- ახლა რაღა ვქნათ? - იკითხა დონია ერმელინდამ.

- აბა, რა უნდა ვქნათ, სენიორა, - მიუგო აუგუსტომ, - მოთმინების მეტი რაღა დაგვრჩენია!

- ეს უღირსი საქციელია! - წამოიძახა დონ ფერმინმა.

- ამისთანა საქციელი დაუსჯელად არ ჩაუვლის!

- ამას თქვენ ამბობთ, თქვენ, დონ ფერმინ, თქვენ, ანარქისტი?

- ანარქიზმი რა შუაშია? ამას საქციელი ჰქვია? გაგონილა კაცის ასე მოტყუება?

- ის, მეორე ხომ არ მოუტყუებია! - ცივად თქვა აუ გუსტომ და თავისივე სიტყვების სიცივემშეაშინა.

- აი, ნახავთ, თუ იმასაც არ მოატყუებს!.. მოატყუებს!.. ეჭვი არ შეგეპაროთ!..

აუგუსტო დემონურმა სიხარულმა აიატანა იმის გაფიქრებაზე, რომ ეუხენია, დღეს იქნებათუ ხვალ, მაურისიოსაც მოატყუებსო. „მაგრამ ჩემთან მაინც არა...“ - ისეჩუმად თქვა, თვითონვე ძლივს გაიგონა.

- რაღა გაეწყობა, ბატონებო, ძალიან ვწუხვარ, ასე რომ მოხდა. კიდევ უფრო ვწუხვართქვენი ძმისწულის გამო, მაგრამ ახლა უნდა დაგტოვოთ!

- ალბათ გესმით, დონ აუგუსტო, რომ ჩვენ... - წამოიწყო დონია ერმელინდამ.

- მესმის, მესმის, მაგრამ...

მეტის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, კიდევ რამდენიმე სიტყვა და აუგუსტო წავიდა.

იგი შეძრწუნებული იყო თავისი თავით, ესე იგი იმით, რაც მის თავს ხდებოდა, უფროსწორად, რაც არ ხდებოდა. ამ სიცივემ, თუნდაც მოჩვენებითი ყოფილიყო, ამ სიმშვიდემ,რა სიმშვიდითაც ამ დაცინვასა და დარტყმას შეხვდა, საკუთარ არსებობაშიც კი დააეჭვა.„მე რომ სხვა მამაკაცებს ვგავდე, - ამბობდა გულში, - მათსავით გულადი ანდა სულაცჩვეულებრივი ადამიანი მაინც რომ ვიყო და სინამდვილეში მართლა ვარსებობდე, განაამისთანა დარტყმას ასე უდრტვინველად შევხვდებოდი?“ და მან ანგარიშმიუცემლად

Page 111: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მოისინჯა სხეული, იჩქმიტა კიდეც, აბა თუ მეტკინებაო.

და უეცრად ფეხებზე გახახუნება იგრძნო. ორფეოსი იყო, ეტყობა, მის შესახვედრადგამოსულიყო, მის სანუგეშებლად. ორფეოსის დანახვამ, - ძალზე საოცარი კია, - მაგრამმეტისმეტად გაახარა აუგუსტო, ძაღლი ხელში აიყვანა და უთხრა: „გიხაროდეს, ორფეოს,გიხაროდეს! ორივემ ერთად გავიხაროთ! ვეღარავინ გაგაგდებს ჩემი სახლიდან!ვეღარავინ მომაშორებს შენს თავს! ვეღარავინ დაგვაშორებს ერთმანეთს! ერთადვიცხოვრებთ და ერთად დავიხოცებით! ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია, თუნდაცძალიან დიდი იყოს ჭირი, სიკეთე კი სულ ერთი ბეწო, ანდა პირიქით... შენა ხარ ჩემიერთგული, ორფეოს, მარტო შენა ხარ ჩემი ერთგული! ვიცი, რომ ზოგჯერ სახლიდანგაიქცევი ხოლმე, ბუნებრივია, შენი ტოლი გინდა მონახო, მაგრამ ამის გამო ხომ მაინც არმიმატოვებ, სულ არ წახვალ! შენ, მარტო შენა ხარ ჩემი ერთგული. მომისმინე, ოღონდ არწახვიდე ხოლმე და სახლში მოგიყვან შენ ტოლს, ჰო, სახლში მოგიყვან მეგობარს, იმიტომ,რომ არ ვიცი, ახლა ჩემს შესახვედრად, შენი უბედური პატრონის სანუგეშებლადგამოხვედი, თუ გზად შემთხვევით შემომეყარე, მეგობართან შეხვედრის მერე შინ რომბრუნდებოდი, მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც შენ ხარ ჩემი ერთგული და ჩემი სახლიდანაცვეღარავინ გაგაძევებს, დიახ, ამიერიდან ერთმანეთს ვეღარავინ დაგვაშორებს!“

შინ რომ მივიდა, მაშინღა იგრძნო მარტოობა. ქარიშხალი ამოვარდა სულში, თუმცა კიმანამდე ეგონა, უკვე სიმშვიდე ჩადგაო. უცნაური გრძნობა დაეუფლა და ამ გრძნობაშიერთმანეთს შეერწყა სევდა, მწარე სევდა, ეჭვი, რისხვა, შიში, სიძულვილი, სიყვარული,თანაგრძნობა, ზიზღი და, რაც მთავარია, სირცხვილი, უზომო სირცხვილი და საშინელიშეგრძნება სასაცილო მდგომარეობაში ყოფნისა.

- მან მე მომკლა! - უთხრა ლიდუვინას.

- ვინ?

- მან!

და იგი თავის ოთახში შეიკეტა. ეუხენიას და მაურისიოს სახეთა გვერდით მის ფიქრებშიწარმოსდგა როსარიოს სახებაც და ისიც ასევე დასცინოდა მას. და მაშინ გაახსენდა დედა.პირქვე დაემხო საწოლზე, ბალიშს კბილებით ჩააფრინდა, ხმის ამოღება აღარ შეეძლო,მონოლოგებიც დადუმდა მის სულში, თითქოს სული მთლად დაუმუნჯდაო და ცრემლიღაწასკდა. იგი ტიროდა, ტიროდა და ამ უხმო ტირილში ნელ-ნელა ლხვებოდა ფიქრები.

XXXროდესაც ვიქტორი აუგუსტოს სანახავად მივიდა, ასე თი სურათი დაუხვდა: აუგუსტოდივანზე იჯდა, კუთხეში მიყუჟულიყო და იატაკს ჩასჩერებოდა.

- რა დაგემართა? - ჰკითხა ვიქტორმა და მხარზე ხელი დაადო.

- მე მეკითხები? განა არ იცი, რაც დამემართა?

- ვიცი, როგორ არ ვიცი, მაგრამ მე, ასე ვთქვათ, ვიცი ის, რაც გარეთ მოხდა, ესე იგი, ის,რაც მან ჩაიდინა, მაგრამ ის აღარ ვიცი, რაც შიგნით ხდება, ესე იგი, რაც შენში ხდება; არმესმის, რატომ ზიხარ ასე...

- წარმოუდგენელია!..

- კარგი, ვთქვათ, სატრფომ მიგატოვა, მოდი, აღვნიშნოთ იგი ასოთი „a“, მაგრამ ხომდაგრჩა კიდევ „b“ ანდა „c“ ანდა თუნდაც „d“ - ნებისმიერი ერთეული N-რაოდენობიდან.

- მე მგონია, ხუმრობის დრო არ არის!

Page 112: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- პირიქით, სწორედ ხუმრობის დროა!

- ხომ არ გგონია, სიყვარულის გამო ვიტანჯები, არა, მე ვიტანჯები იმიტომ, რომ დამცინეს,დამცინეს, მასხრად ამიგდეს, სულელურ მდგომარეობაში ჩამაყენეს; ამით უნდოდათდაემტკიცებინათ, რომ... რომ მე არ ვარსებობ...

- მერედა, ამას რა სჯობს?

- ეს რა სახუმაროა, ვიქტორ?

- დიახ, სწორედაც რომ სახუმაროა! აჰა, ჩემო ძვირფასო ექსპერიმენტატორო, ეგეც შენიბაყაყი. აკი შენ გინდოდა ცდა მასზე ჩაგეტარებინა, იმან კი დაგასწრო და შენგაქცია ბაყაყად. ახლა რაღას იზამ? ჩაიყურყუმალავე გუბეში, იყიყინე და იყავი!

- გეყოფა, გთხოვ!..

- არ ვიხუმრო? მე მაინც ვიხუმრებ, ამისთანა დროს ხუმრობა პირდაპირ მისწრებაა.

- მე კი სულ ერთიანად მაბნევს.

- კიდეც უნდა დაგაბნიოს; შენც ადექი და ყველაფერი აურდაურიე, ჰო, ჰო, ყველაფერიერთმანეთში აურ-დაურიე, ყველაფერი; სიზმარი და ცხადი, გამონაგონი და სინამდვილე,ტყუილი და მართალი, ყველაფერი ერთმანეთს შეურიე და ერთიან ბურუსში ათქვიფე.იმისთანა ხუმრობას რა ფასი აქვს, თუ არ გაბნევს, ბავშვი ტრაგედიაზე იცინის, მოხუცივოდევილზე ტირის. შენ გინდოდა ის გექცია ბაყაყად. მან კი შენ გაქცია. მაგრამ დაე, ასეიყოს, ადექი და შენივე თავისთვის იქეცი ბაყაყად.

- რაო, რისი თქმა გინდა?

- ცდა საკუთარ თავზე ჩაატარე.

- ესე იგი, თავი მოვიკლა, არა?

- ვერც ჰოს გეტყვი და ვერც არას. ერთი გადაწყვეტილება მეორის ბადალია. ვინ იცის,რომელია უკეთესი.

- იქნებ ისინი მოვძებნო და დავხოცო?

- მკვლელობა მკვლელობისთვის - სიგიჟეა. თუმცა კი სულის დამთრგუნველისიძულვილისაგან განთავისუფლების საუკეთესო საშუალებაცაა, არა ერთი და ორიმაგალითი გამიგონია, როცა ვინმე ავკაცს ჯავრი ამოუყრია და მძულვარებადაუშოშმინებია, მერე თავისი მსხვერპლის მიმართ მარტო სიბრალული კი არა, ლამისსიყვარული უგრძვნია. ავის ქმნა ავი გრძნობებისგან ათავისუფლებს ადამიანს. ალბათ,ამიტომაა კანონშივე რომ ძევს ცოდვა.

- მაშ რა ვქნა?

- რა უნდა ქნა! ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი, თუ შენ არ შეჭამ, შენ შეგჭამენ...

- ჰო, ან ასულელებ, ან გასულელებენ.

- კიდევ მესამე საშუალებაც არსებობს - საკუთარი თავი უნდა შეჭამო და გაასულელო, აი,რა! საკუთარი თავი შეჭამე! ის, ვინც ჭამს, სიამოვნებას განიცდის, მაგრამ არ ავიწყდება,რომ ამ სიამოვნებას დასასრული აქვს, ამიტომ იგი პესიმისტი ხდება, ის კი, ვისაც ჭამენ,იტანჯება, მაგრამ მაინც აქვს იმედი, რომ ტანჯვას ბოლო მოეღება და ამიტომ ხდებაოპტიმისტი. შეჭამე საკუთარი თავი და ნახავ, როგორ შეერწყმება სიამოვნება ტანჯვას დაგააჯერებს მას; ამით მიაღწევ სულის სრულ წონასწორობას!.. ათარაქსიას; შენ გახდებისანახაობა, სანახაობა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის...

- მერედა, ამას შენ მეუბნები, ვიქტორ, შენ?

Page 113: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ჰო, აუგუსტო, მე, მე გეუბნები!

- მაგრამ აქამდე რომ ასე არ ფიქრობდი... ასე უთავბოლოდ!..

- მაშინ არც მამა ვიყავი!

- მამა რომ გახდი, მერე...

- ყოველ მამას, თუ იგი ან გიჟი არ არის, ან ყეყეჩი, უჩნდება ყველაზე უფრო საშინელიადამიანური გრძნობა- პასუხისმგებლობის გრძნობა! მე ჩემს შვილს გადავცემკაცობრიობის უკვდავ ანდერძს. მამის საიდუმლოებას რომ ჩაუფიქრდე, ნამდვილადგაგიჟდები, და თუ მამების უმრავლესობა არ გიჟდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ყეყეჩებიარიან... ანდა უბრალოდ, მამები არ არიან. მაშ გიხაროდეს, აუგუსტო, ეუხენიას გაქცევამმამობას გადაგარჩინა! თუმცა კი გარწმუნებდი, ცოლი შეირთე-მეთქი, მაგრამ მამა გახდი-მეთქი, არ მითქვამს. ქორწინება ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია, ხოლო მამობა...პათოლოგიური.

- მაინც რომ გავხდი მამა, ვიქტორ!

- როგორ? ვისი მამა გახდი?

- საკუთარი თავისა! და მგონი სწორედ ამ გზით ვიშვი კიდეც ნამდვილად, ვიშვი, რათავეწამო და მოვკვდე.

- დიახ, მეორედ დაბადება უფრო ჭეშმარიტია, რამეთუ ტანჯვის გზით დაბადებაა.მხოლოდ მაშინ შევიგნებთ სიკვდილის უსასრულობას, შევიგნებთ, რომ გამუდმებითვკვდებით! მაგრამ, თუკი საკუთარი თავის მამა გახდი, მაშინ საკუთარი თავის შვილიცგამხდარხარ!

- დაუჯერებელია, ვიქტორ, პირდაპირ დაუჯერებელია, რომ მას შემდეგ, რაც მე თავსგადამხდა, რაც მე იმან დამმართა... კიდევ როგორ შემრჩა მოთმინება, შენი პარადოქსები,შენი ქილიკობა და შავბნელი ხუმრობები მშვიდად ვისმინო... მაგრამ ეს კიდევ არაფერი,უარესი ისაა...

- რა?

- ის, რომ ამით კიდეც ვერთობი, მაგრამ თან ჩემს თავზეც ვბრაზობ!

- ეს ხომ კომედიაა, აუგუსტო, კომედია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენივე თავისწინაშე, ასე ვთქვათ, სინდისის სამსჯავროს წინაშე, ჩვენივე შემეცნების სცენაზედა ერთი და იმავე დროს მსახიობებიც ვართ და მაყურე ბლებიც. მწუხარების სცენაშიმწუხარებას ვთმაშობთ, თუ უეცრად სიცილის გუნებაზე ვდგებით, სიყალბე გვგონია დაამაზე კიდევ უფრო მეტად გვეცინება. კომედია, მწუხარების კომედია!

- და თუ მწუხარების კომედია თვითმკვლელობამდე მიგვიყვანს?

- მაშინ ეს იქნება თვითმკვლელობის კომედია!

- მაგრამ სინამდვილეშიც რომ კვდებიან!

- ესეც კომედიაა!

- მაშ, რეალური რაღაა, ჭეშმარიტი და განცდილი?

- ვინ გითხრა, კომედია ჭეშმარიტი, რეალური და განცდილი არ არისო?

- ესე იგი, გამოდის, რომ...

- გამოდის, რომ ყველაფერს ერთი ფასი ჰქონია, რომ ყველაფერი ერთმანეთში უნდა აურ-დაურიო, აუგუსტო, ჰო, აურ-დაურიო, თორემ თუ შენ არ დაასწარი და არ აურდაურიე,

Page 114: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

შენვე გაიხლართები.

- ვინც არ აურ-დაურევს, ისიც რომ გაიხლართება ხოლმე!

- ასეც ხდება.

- მაშინ რა უნდა ვქნათ?

- მაშინ... ყბედად უნდა გადაიქცე, ბრძნული აზრები გამოთქვა, სიტყვებითა და ვნებებითითამაშო... დრო გაატარო!..

- აი, ისინი კი ნამდვილად ატარებენ დროს!..

- არც შენ ატარებ ურიგოდ! განა ოდესმე ასეთი საინ ტერესო ყოფილხარ შენი თავისთვის,როგორიც ახლა ხარ? სხვა ადამიანი, საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილს მანამდე ვერშეიგრძნობს, სანამ არ ასტკივდება.

- კარგი, მაგრამ ახლა რა ვქნა?

- რა ქნა... რა ქნა... რა ქნა... აი, ხომ ხედავ, თავი ლამის დრამისა თუ რომანის გმირადწარმოიდგინე! ახლა ამას დავჯერდეთ, რომ გმირები ვართ... რიმანისა!.. ქმნა... ქმნა...

ქმნა... შენ გგონია, ლაპარაკით ცოტას ვიქმთ? ამას ჰქვია მოქმედების მანია, ანდა, ასევთქვათ, პანტომიმის მანია, ამბობენ, დრამაში ბევრი მოქმედებააო, თუ მსახიობებიდადიან, ხელებს იქნევენ, დუელში იბრძვიან, ხტუნაობენ და... პანტომიმა! ზოგჯერ იმასაცამბობენ, მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობენო! გეგონებათ, ლაპარაკი მოქმედებას არნიშნავდეს. პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვიდან წარმოდგა ყველაფერი. და ახლა, აქ,კარადის უკან ვინმე რომ იყოს დამალული, ვთქვათ, ვინმე რიმანისტი, ჩვენი ლაპარაკიჩაიწეროს და მერე გამოაქვეყნოს, ადვილი მოსალოდნელია, მკითხველმა თქვას, აქარაფერიც არა ხდებაო და მაინც...

- ოჰ, ვიქტორ, გარწმუნებ, მათ რომ ჩემს სულში ჩაეხედათ, ამას არ იტყოდნენ!

- სულში? ვის სულში? შენს სულში? ჩემს სულში? სადა გვაქვს მერე სული? ამას მარტომაშინ იტყოდნენ, როცა საკუთარ სულს დაინახავდნენ, მკითხველის სულს, დრამისა თურომანის ან რიმანის პერსონაჟების სული ხომ ისაა, რასაც მასში ჩადებს...

- ჰო, მისი ავტორი.

- არა, მკითხველი.

- მაგრამ გარწმუნებ, ვიქტორ!..

- ნუ მარწმუნებ, შეჭამე საკუთარი თავი და ეს იქნება ყველაზე სწორი.

- აკი ვჭამ კიდეც, ვჭამ! თავდაპირველად ლანდივით დავიწყე ცხოვრება, ვიქტორ,გამოგონილი არსების მსგავსად, მთელი ეს წლებიც მოჩვენებასავით, ბურუსოვანითოჯინასავით დავბორიალობდი, საკუთარი არსებობისაც არ მწამდა, თავი ფანტასტიკურპერსონაჟად წარმომედგინა, ვინმე იდუმალმა გენიოსმა საკუთარი თავის სანუგეშოდ თუგულის გადასაყოლებლად რომ შექმნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მე თავს გადამხდა, რაც მემათ დამმართეს - როგორ დამცინეს, რა სასტიკად დამცინეს! - მას შემდეგ საკუთართავსაც ვგრძნობ და ვხედავ და აღარც საკუთარი არსებობის ნამდვილობაში მეპარებაეჭვი.

- კომედია, კომედია, კომედია!

- როგორ?

- როგორ და, ვინც კომედიაში მეფეს განასახიერებს, მეფედაც გრძნობს თავს.

- ბოლოს და ბოლოს, რას მირჩევ?

Page 115: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- გაერთე! ესეც არ იყოს, აკი გითხარი, ჩვენ რომ ვინმე რიმანისტი ჩუმად გვისმენდეს,ყველაფერი ჩაიწეროს და ერთ მშვენიერ დღეს გამოაქვეყნოს, იმ რიმანის მკითხველიერთი წამით მაინც დაეჭვდებოდა საკუთარ რეალობაში და იფიქრებდა, იქნებ არც მე ვარრიმანის პერსონაჟის მეტი არაფერი, ჩვენივ მსგავსი პერსონაჟისა, ჰო, როგორებიც ჩვენავართ, მე და შენ!

- მერე ეს რაღაში გამოადგებოდა?

- განთავისუფლებაში!

- ჰოო, ამბობენ, ხელოვნების გამათავისუფლებელი ძალა უპირველეს ყოვლისა ის არის,რომ ადამიანს არსებობას ავიწყებსო. ზოგი იმისთვის კითხულობს რომანს, რომ საკუთართავს გაექცეს, თავისი დარდი გაიქარწყლოს...

- არა, ჩემი აზრით, ხელოვნების გამათავისუფლებელი ძალა ის არის, რომ ადამიანსსაკუთარ არსებობაში ეჭვი შეატანინოს.

- მერედა რას ნიშნავს არსებობა?

- აი, ხედავ, უკვე მოკეთების პირიც გიჩანს, საკუთარი თავის ჭამაც დაიწყე და ამას ესკითხვაც ადასტურებს. „ყოფნა - არყოფნა?“ - როგორც ამბობს ჰამლეტი, ერთიიმათგანი, ვინც შექსპირი გამოიგონა...

- მე კი ეს სიტყვები - „ყოფნა - არყოფნა“, რატომღაც მუდამ მაღალფარდოვანუქმსიტყვაობად მეჩვენებოდა.

- რაც უფრო ღრმააზროვანია გამონათქვამი, მით უფრო გეჩვენება უქმსიტყვაობად.ყველაზე ღრმა ჭა უძიროა. ყველაზე დიდ ჭეშმარიტებად რა მიგაჩნია?

- რა და... რა და... დეკარტის სიტყვები: „ვაზროვნებ მაშასადამე, ვარსებობ!“

- მე თუ მკითხავ, ამაზე უფრო ჭეშმარიტია A=A.

- ეს არაფერიც არ არის!

- სწორედ ამიტომაცაა, ყველაზე დიდი ჭეშმარიტება, რომ არაფერიც არ არის, მერედა შენდეკარტის ამ ცარიელ ფრაზას უკამათოდ აღიარებ?

- ნუთუ ესეც საკამათოა!..

- ისიც გჯერა, რომ ეს მართლა დეკარტმა თქვა?

- მჯერა!

- მე კი ვერ დაგეთანხმები, რადგან თვით დეკარტი ჩემთვის გამოგონილი არსებაა,ისტორიის შეთხზული და ვინ იცის, იქნებ არც არსებობდა და... არც აზროვნებდა!

- მაშ ეს ვინა თქვა?

- არავისაც არ უთქვამს, თავისთავად ითქვა.

- გამოდის, რომ არსებობდა და აზროვნებდა თვით აზრი?

- ცხადია! ნუთუ ვერ გაგიგია, ეს იგივეა, რომ თქვა: ვარსებობ, მაშასადამე, ვაზროვნებო,ხოლო ვინც არ აზროვნებს, ის არც არსებობს!

- ცხადია!

- ამიტომაც ნუ ფიქრობ, აუგუსტო, ნუ ფიქრობ, და თუ მაინც აჰყვები ფიქრებს...

- მაშინ რა?

Page 116: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- შეჭამე საკუთარი თავი!

- მაშასადამე, სიცოცხლეს გამოვესალმო?..

- ეს უკვე ჩემი საქმე არ არის, შენ თვითონ გადაწყვიტე, უჩემოდ! მშვიდობით!

და ვიქტორი წავიდა; დაბნეული და შეცბუნებული აუგუსტო მარტოდმარტო დატოვა თავისფიქრებთან.

XXXIაუგუსტოს სულში ამოვარდნილ ქარტეხილს, ვითარცა ქარტეხილის შემდეგ ჩამოწოლილისიმშვიდე, ისე მოჰყვა თავის მოკვლის გადაწყვეტილება. დიახ, ასეთი განაჩენი გამოუტანასაკუთარ თავს, რამეთუ საკუთარ თავშივე ხედავდა ყველა თავის ბედუკუღმართობათასათავეს. მაგრამ სანამ ამ საბედისწერო განზრახვას სისრულეში მოიყვანდა,წყალწაღებულივით ხავსს ჩაეჭიდა - იფიქრა, ჯერ მე, ანუ ამ ამბის მთხრობელსმომთათბირებოდა, სწორედ იმხანად, თურმე ერთი ჩემი ესეიც წაეკითხა, სადაც, სხვათაშორის, თვითმკვლელობის თაობაზეც ვწერდი და ისეთი ძლიერი შთაბეჭდილებამოეხდინა მასზე, როგორსაც ჩვეულებრივად ახდენს ხოლმე ჩემი ნაწარმოებები, -გადაწყვიტა, მანამდე არ გამოსალმებოდა ამ წუთისოფელს, სანამ მე არ გამიცნობდა არმესაუბრებოდა. ამ მიზნით ჩამოვიდა აუგუსტო სალამანკაში, სადაც აი, უკვე ოც წელიწადზემეტია ვცხოვრობ.

მისი მოსვლის ამბავი რომ მომახსენეს, იდუმალმა ღიმილმა გადამირბინა სახეზე დამაშინვე ვუბრძანე, სტუმარი კაბინეტში შემოეყვანათ.

აუგუსტო მოჩვენებასავით შემოვიდა, თვალი შეავლო წიგნების თაროებს ზემოთჩამოკიდებულ ზეთის საღებავებით შესრულებულ ჩემს პორტრეტს და როცა ვანიშნე,დაბრძანდი-მეთქი, ჩემს პირდაპირ დაჯდა. მან საუბარი ჩამოაგდო ჩემს ლიტერატურულსადა ასე ვთქვათ, ფილოსოფიურ თხზულებებზე და საკმაოდ კარგი ცოდნაც გამოამჟღავნა,რითაც მე, ცხადია, დიდად მასიამოვნა; მერე თავისი ცხოვრებისა და ბედუკუღმართობისმოყოლა დაიწყო და მაშინ კი სიტყვა გავაწყვეტინე, ამაზე დროს უქმად ნუ კარგავ, რადგანშენი ცხოვრებისა და ბედუკუღმართობის ამბავი შენზე ნაკლებად არც მე ვიციმეთქი დამყისვე დავუმტკიცე კიდეც - მისი ბიოგრაფიიდან ზოგიერთი ისეთი წვრილმანი შევახსენე,რომ ეგონა, ჩემს მეტმა არავინ იცისო. აუგუსტო გულწრფელი შიშით შემომცქეროდა,თითქოს სასწაულს რასმე შეეფეთაო, მომეჩვენა, თითქოს ფერმა გადაჰკრა და სახისნაკვთებიც შეეცვალა, ცახცახმა აიტანა, მონუსხულივით მომშტერებოდა.

- წარმოუდგენელია! - გაიძახოდა იგი, - წარმოუდგენელია! საკუთარი თვალით რომ არმენახეთ, არ დავიჯერებდი... ვერ გამიგია, მძინავს, თუ მღვიძავს...

- არც გძინავთ და არც გღვიძავთ, - ვუპასუხე მე.

- ვერ გამიგია, რა ხდება ჩემს თავს, - განაგრძობდა იგი, - თუ თქვენ ჩემი ამბავი ჩემზე უკეთიცით, მაშინ ჩემი მოსვლის მიზანსაც ამოიცნობდით...

- რა თქმა უნდა, მივუგე მე, - შენ, - თან ვცადე „შენ“ მეტი ავტორიტეტითა და ხაზგასმითწარმომეთქვა, - შენ, ამ უბედურებით შეჭირვებულმა, თავს თვითმკვლელობის სატანურიაზრი ჩააგონე, მაგრამ სანამ განზრახვას სისრულეში მოიყვანდი, ჩემთან მოხვედიმოსათათბირებლად, მით უმეტეს, რომ ჩემს ბოლო ესეიში გამოთქმულმა რომელიღაცმოსაზრებამ შეგაგულიანა.

საბრალო, შეშლილი თვალებით შემომყურებდა და სინდიყით მოწამლულის მსგავსადერთიანად ცახცახებდა, ადგომაც სცადა, ეტყობა, გაქცევა დააპირა, მაგრამ ფეხი ვერმოიცვალა, თავს ვეღარ ერეოდა.

- არ გაინძრე! - ვუბრძანე მე.

Page 117: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- მაგრამ მე... მაგრამ მე... - ლუღლუღებდა იგი.

- ჰო, შენ, რაც არ უნდა მოინდომო, თავს ვერ მოიკლავ!

- როგორ თუ ვერ მოვიკლავ! - შესძახა მან, მაგრამ მაშინვე დარწმუნდა თავის უძალობასადა უსუსურობაში.

- ჰო, ვერ მოიკლავ, დამიჯერე, აბა, მითხარი, რა არის საჭირო იმისათვის, რომ კაცმა თავიმოიკლას? - ვკითხე მე.

- გამბედაობა! - მიპასუხა მან.

- არა, - მივუგე მე, - უპირველეს ყოვლისა, ცოცხალი უნდა იყოს!

- რა თქმა უნდა!

- მერედა, შენ გგონია, ცოცხალი ხარ?

- როგორ თუ არა ვარ, მაშ მკვდარი ვარ? - და მან უნებურად ტანზე ხელი მოისვა.

- არა, ჩემო კარგო, არა! - ვუთხარი მე, თავიდან კი გითხარი, არც გძინავს, არც გღვიძავს-მეთქი, ახლა გეუბნები, არც ცოცხალი ხარ, არც მკვდარი.

- ბოლოს და ბოლოს გამაგებინეთ, თუ ღმერთი გწამთ, გამაგებინეთ, რა ხდება ჩემს თავს! -შემევედრა სასოწარკვეთილი, - დღეს მე ისეთი რამ მესმის და ისეთ რამესვხედავ, რომ შეიძლება მართლაც ჭკუიდან შევიშალო!

- მაშ, კარგი, სიმართლეს გეტყვი, ძვირფასო აუგუსტო, - ვუთხარი ცოტა დამტკბარი ხმით, -თავს მართლა ვერ მოიკლავ, რაკიღა ცოცხალი არა ხარ, უფრო სწორად, არც ცოცხალიხარ და არც მკვდარი, საერთოდ არ არსებობ...

- როგორ თუ არ ვარსებობ? - შესძახა მან.

- არ არსებობ. იმიტომ არ არსებობ, რომ გამოგონილი არსება ხარ, შენ არა ხარ შენ,საბრალო აუგუსტო, შენ ხარ მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი და კიდევ იმათი, ვინც შენიცხოვრების, შენი თავგადასავლებისა და ბედუკუღმართობათა შესახებ ჩემს მიერდაწერილ ნაწარმოებს კითხულობს. შენ ხარ პერსონაჟი ჩემი წიგნისა, რაც გინდა, ისდაარქვი, გინდა რომანი, გინდა რიმანი. ახლა უკვე შენი საიდუმლოც გაიგე.

საბრალომ ეს სიტყვები რომ მოისმინა, ჯერ მე მომაპყრო გამსჭვალავი მზერა, მერეწიგნების თაროებს ზემოთ ჩამოკიდებულ ზეთის საღებავებით შესრულებულ ჩემსპორტრეტს ახედა და მის სახეს თითქოს კვლავ ბუნებრივი ფერი დაუბრუნდა, თითქოსსუნთქვაც დაუწყნარდა; აშკარა იყო, გონს მოდიოდა. მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, სახეხელებზე დაანდო, შემომხედა, თვალებით გამიღიმა და სვენებ-სვენებით წარმოთქვა: -ყური დამიგდეთ, დონ მიგელ... იქნებ ცდებით და თქვენ რომ გგონიათ და ამბობთ, ისე კიარა, ყველაფერი პირიქითაა!

- როგორ თუ პირიქით? - ვკითხე მე, ცოტა არ იყოს, შეშფოთებულმა, რადგან ვხედავდი,ჩემს თვალწინ დამოუკიდებულობას იძენდა...

- როგორ და ისე, ჩემო ძვირფასო დონ მიგელ, - განაგრძო მან, - ეგებ სულაც თქვენა ხართგამოგონილი პერსონაჟი, არც სინამდვილეში არსებობთ, არც ცოცხალი ხართ და არცმკვდარი... ანდა სულაც საბაბი ხართ იმისა, რომ ჩემი ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგოს...

- ესღა მაკლდა! - წამოვიძახე შემცბარმა.

- ასე რატომ ცხარობთ, სენიორ უნამუნო, - შემეპასუხა იგი, - დამშვიდდით. ჯერ ხომ თქვენშეგეპარათ ეჭვი ჩემს არსებობაში...

- ეჭვი კი არა, - გავაწყვეტინე სიტყვა, - სრულიად დარწმუნებული გახლავარ, რომ ჩემირომანის გარეშე არ არსებობ.

Page 118: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- რაკი ასეა, მაშინ ნურც თქვენ გეწყინებათ, თუ მეც, ჩემის მხრით, თქვენს არსებობაშიშევიტან ეჭვს და არა ჩემსაში. ახლა ბარი ბარში ვართ. თავად განსაჯეთ, აკი თქვენვეამტკიცებდით, დონ კიხოტე და სანჩო პანსა გაცილებით უფრო რეალურები არიან, ვიდრესერვანტესიო!

- არ უარვყოფ, მაგრამ ეს სულ სხვა აზრით იყო ნათქვამი...

- დაე, ასე იყოს, ამაზე ნუღარ ვიდავებთ და სხვა ვთქვათ, ახლა მე გეკითხებით, როცა კაცილოგინში წევს, წყნარად სძინავს და სიზმარს ხედავს, რომელი უფრო რეალურია,ზმანებაში მყოფი მისი გონება, თუ თავად ზმანება?

- და თუ მას თავისივე არსებობა, თავისივე თავი ეზმანება? - შევეპასუხე მე.

- კეთილი და პატიოსანი, მეგობარო დონ მიგელ, ახლა კიდევ გეკითხებით, როგორარსებობს ადამიანი, მძინარე, რომელსაც ეზმანება, თუ როგორც მისსავე მიერ სიზმრადნანახი არსება? სხვათა შორის, ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ კამათს გამიმართავთ,ამით ჩემს დამოუკიდებელ არსებობასაც აღიარებთ.

- არა, არა! - ფიცხლად ვუპასუხე მე, - კამათი ჩემთვის აუცილებელია, კამათისა დაწინააღმდეგობების გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია; და როცა მოკამათე არამყავს, თვითონვე გამოვიგონებ ხოლმე და ვეკამათები. ჩემი მონოლოგები ყოველთვისდიალოგებია.

- დიალოგები კი - მონოლოგები...

- შეიძლება ასეცაა, მაგრამ ერთხელ გითხარი და კვლავ გიმეორებ, ჩემს გარეშე შენ არარსებობ-მეთქი!..

- მე კი გარწმუნებთ, რომ სწორედ თქვენ არ არსებობთ ჩემს გარეშე, და კიდევ სხვა თქვენიპერსონაჟების გარეშე, რომელთაც თურმე თავადვე იგონებთ და თხზავთ.

დარწმუნებული ვარ, დონ ავიტო კარასკალიცა და დიდი დონ ფულხენსიოც მე დამიჭერენმხარს...

- ნუ მიხსენებთ იმ...

- მაშინ ნურც თქვენ დასცინით... ახლა ის მითხარით, მაინც რას ფიქრობთ ჩემითვითმკვლელობის თაობაზე?

- იმას ვფიქრობ, რაც უკვე მოგახსენე. რაკი შენ არ არსებობ ჩემი ფანტაზიის გარეშე, არცუნდა ჩაიდინო და ვერც ჩაიდენ იმას, რაც მე არ მსურს; მე კი ნამდვილად არ მსურს, რომთავი მოიკლა. ამაზე ლაპარაკიც არ ღირს, მე ჩემი სათქმელი ვთქვი და დავამთავრე!

- მსურს, არ მსურს - რაოდენ ესპანურია, სენიორ დე უნამუნო, ან რაოდენიუპატივცემულობა! ესეც არ იყოს, ვთქვათ, დავიჯერე ეგ თქვენი უცნაური თეორია, ვითომმართლა არ ვარსებობ, თქვენ კი არსებობთ, ვითომ მარტო გამოგონილი პერსონაჟივიყო, თქვენი რომანული თუ რიმანული ფანტაზიის ნაყოფი, სულერთია, მაგ თქვენსსურვილებსა და ახირებებს მაინც ვერ დავემორჩილები. წარმოიდგინეთ, იმ ეგრეთწოდებულ გამოგონილ არსებებსაც გააჩნიათ თავიანთი შინაგანი ლოგიკა...

- დიახ, დიახ, ეს სიმღერაც კარგად მეცნობა!

- ამიტომ რომანისტსა თუ დრამატურგს არავითარი უფლება არა აქვს, როგორცმოეპრიანოს, ისე მოექცეს თავის შეთხზულ პერსონაჟს; ხელოვნების კანონის მიხედვითვერც რომანის პერსონაჟი, გამოგონილი პერსონაჟი ჩაიდენს რაიმე ისეთს, რასაცმკითხველი არ ელოდება...

- რომანული პერსონაჟისაგან!

- დიახაც.

Page 119: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- მაგრამ რიმანული პერსონაჟი...

- ასეთი ხუმრობა შეურაცხმყოფს და მაბრაზებს, დონ მიგელ! კი არ ვიცი, ვის უნდავუმადლოდე, საკუთარ თავს, როგორც მე მგონია, თუ თქვენ, როგორც თქვენ გგონიათ,მაგრამ ის მაინც ვიცი დანამდვილებით, რომ საკუთარი ხასიათიც მაქვს, საკუთარიცხოვრების წესიც, შინაგანი ლოგიკაც და აი, სწორედ ამ ლოგიკის თანახმად უნდამოვიკლა თავი...

- შენ კი ასე გგონია, მაგრამ ცდები!

- რატომ ვცდები? აბა, რაში ვცდები? დამანახვეთ ჩემი შეცდომა! ამბობენ, ყველაზერთული მეცნიერება საკუთარი თავის შეცნობააო, მაშინ ადვილი მოსალოდნელია, მეცვცდებოდე, და თვითმკვლელობა ჩემი ბედუკუღმართობის ყველაზე უფრო ლოგიკურიდასასრული არც იყოს, მაგრამ, აბა, დამიმტკიცეთ, რომ ასე არაა! რასაკვირველია, ჩემომეგობარო დონ მიგელ, ძნელია საკუთარი თავის შეცნობა, მაგრამ თუ მკითხავთ, ამაზეუფრო ძნელია...

- რა? - ვკითხე მე. მან შემომხედა, სახეზე იდუმალმა თუ ცბიერმა ღიმილმა გადაურბინა დადინჯად წარმოთქვა:

- დიახ, ეგებ საკუთარი თავის შეცნობა მართლაც ძნელია, მაგრამ ვფიქრობ, არცრომანისტის თუ დრამატურგისთვის უნდა იყოს მაინცდამაინც იოლი იმ პერსონაჟთაშეცნობა, რომლებიც თვითონ გამოიგონა ანდა ჰგონია, რომ გამოიგონა...

აუგუსტოს საქციელი, ცოტა არ იყოს, მაშინებდა კიდეც და ნელ-ნელა მოთმინებასაცმაკარგვინებდა.

- მე მაინც ჩემსას ვიტყოდი, - განაგრძო მან, - დავუშვათ, მართლაც თქვენ მომანიჭეთყოფიერება, მაგრამ ნუთუ თავის მოკვლაშიც ხელი უნდა შემიშალოთ, რაკი ერთხელაიხირეთ, რაც მომესურვება, იმას გიზამო?

- კარგი, გეყოფა! გეყოფა! - შევძახე მე და მაგიდას მუშტი დავარტყი, - გაჩუმდი! რაუტიფრობაა! მერე ვინ მიბედავს, ვინ! ჩემივე ქმნილება?! ბევრს აღარ გავაგრძელებ, რაკიასე გამომიყვანე მოთმინებიდან და უკვე აღარ ვიცი, რა გიყო, ასე გადავწყვეტ: შენ თავსვერ მოიკლავ, მაგრამ ჩემი ხელით კი მოკვდები; დიახ, მოკვდები და თანძალიან მალე! ძალიან მალე!

- როგორ თუ მოვკვდები! - წამოიძახა შეშინებულმა აუგუსტომ, - ესე იგი, თქვენ ნებასმაძლევთ მოვკვდე, მაიძულებთ მოვკვდე, ერთი სიტყვით, თქვენ მე მკლავთ?!

- ჰო, რამეს ვიღონებ, რომ მოკვდე!

- ოჰ, არა! არა! არა! - შეჰყვირა მან.

- ხედავ! - ვთქვი მე და თან სიბრალულით და თან რისხვით შევხედე, - აკი შენ თვითონაპირებდი თავის მოკვლას, ახლა აღარ გინდა, რომ მე მოგკლა? აკი შენ თვითონვეგინდოდა სიცოცხლეს გამოსალმებოდი, ახლა მე მიწევ წინააღმდეგობას, არ გინდა, მეგამოგასალმო სიცოცხლეს, არა!

- მერე, ეს ხომ ერთი და იგივე არ არის...

- მართალი ხარ, ამისთანა შემთხვევა ბევრი გამიგია; მაგალითსაც გეტყვი, თურმე ერთმაკაცმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, აიღო რევოლვერი და სახლიდან გავიდა, გზაშიქურდები დაეცნენ, ის გაუძალიანდა და ამ დაკადაკაში ერთი კაცი კიდეც შემოაკვდა,სხვები გაიქცნენ; როცა ამ კაცმა დაინახა, საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიკვდილის ფასადდამიჯდაო, თავის მოკვლის ჟინმაც მყისვე გადაუარა.

- გასაგებია, - მითხრა აუგუსტომ, - გამოდის, რომ იმ კაცს, უბრალოდ, ვინმე უნდა მოეკლადა რაკი ეს აღასრულა, საკუთარ თავს რაღას ერჩოდა! თვითმკვლელების უმრავლესობახომ ხელმოცარული მკვლელები არიან; თავსაც მარტო იმიტომ იკლავენ, რომ ვაჟკაცობა

Page 120: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

არა ჰყოფნით, სხვა მოკლან...

- აჰა, მიგიხვდი, აუგუსტო, მიგიხვდი! მაშ ვაჟკაცობა რომ გქონოდა და ისინი დაგეხოცა, ანეუხენია ან მაურისიო მაინც, თავის მოკვლაზე აღარც იფიქრებდი, არა?

- არა, ისინი არა, მაგრამ...

- მაშ ვინ?

- თქვენ! - და მან თვალებში შემომხედა.

- როგორ თუ მე? - წამოვიძახე და ფეხზე წამოვხტი, - როგორ თუ მე? მაშ შენსცნობიერებაში ჩემი მოკვლის აზრმა გაიელვა; ჩემი? შენ მე მომკლავდი? შენ?

- დაბრძანდით და დამშვიდდით. ნუთუ დარწმუნებული ბრძანდებით, ჩემო მეგობარო დონმიგელ, რომ ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა გამოგონილი პერსონაჟი, - თქვენივესიტყვები რომ გავიმეორო, - მოკლავდა იმას, ვინც არსებობა მიანიჭა. გამოგონილიარსებობა?

- ეს უკვე მეტიმეტია, - გავიძახოდი და თან კაბინეტში ბოლთასა ვცემდი, - ეს უკვეყოველგვარ საზღვრებს სცილდება! ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მარტო...

- რიმანში! - დაასრულა მან იქედნურად.

- კარგი, კმარა! კმარა! კმარა! მეტს ვეღარ მოვითმენ! ვერ გამიგია, ჩემთანმოსათათბირებლად ჩამოხვედი, თუ სადავოდ! ან როგორ ბედავ, რომ ჩემივეარსებობაარარსებობაზე მეკამათები, ჩემს უფლებებს, ჩემს შესაძლებლობებს ეჭვქვეშაყენებ! თუ მომეპრიანება, დიახაც, რასაც მინდა, იმას დაგმართებ... დიახ, რასაც მინდა იმასგიზამ!..

- რაოდენ ესპანელი ხართ, დონ მიგელ...

- ისევ შენსას გაიძახი, უგუნურო! დიახ, სწორედ რომ ესპანელი ვარ, ესპანელი ვარწარმოშობით, აღზრდით, ესპანელი ვარ სულითა და ხორცით, ენით, პროფესიით დასაქმიანობით, ესპანელი ვარ უპირველეს ყოვლისა და ყველაფრის მიუხედავად, ესპანიზმიჩემი რელიგიაა, თვით ეს ცა, ასერიგად რომ მინდა ვიწამო, ვარსკვლავიანი დამარადიული ესპანეთია, ჩემი ღმერთი ესპანელი ღმერთია - ჩემიცა და ჩვენი სენიორ დონკიხოტესიც, ღმერთი, რომელიც ფიქრობს ესპანურად და ესპანურადვე თქვა: იქმენინნათელი, და მისი სიტყვა იყო ესპანური სიტყვა...

- კარგი, მაგრამ, მერე რა?.. - გამაწყვეტინა მან და ისევ რეალობისკენ მიმაბრუნა.

- რა და, ჩემი მოკვლის აზრი არ უნდა მოგსვლოდა! ჩემი მოკვლისა, ჩემი? შენ? ჩემივექმნილების ხელით უნდა მოვმკვდარიყავი? ამას კი ვეღარ გაპატიებ, როგორ გაბედე დაამ უტიფარი, დამანგრეველი, ექსტრავაგანტური, ანარქიული იდეებით ჩემთან როგორგამოცხადდი! ამისთვის დაგსჯი და სიკვდილის განაჩენს გამოგიტან! როგორც კი შინმიხვალ, მაშინვე მოკვდები, მოკვდები, მოკვდები, გეუბნები, მოკვდები-მეთქი!

ღვთის გულისათვის!.. - შემევედრა აუგუსტო, ფერდაკარგული იყო და შიშისაგანცახცახებდა.

- ღმერთი ვეღარას გიშველის, მოკვდები!

- არა, მე სიცოცხლე მწყურია, დონ მიგელ, სიცოცხლე მწყურია, სიცოცხლე...

- აკი თავის მოკვლას აპირებდი!

- ოჰ, არა, გეფიცებით, სენიორ დე უნამუნო, თავს აღარ მოვიკლავ, არ მოვიკლავ, არგამოვესალმები ამ ღვთისა თუ თქვენს მიერ ნაბოძებ სიცოცხლეს, გეფიცებით...

ახლა, როცა ჩემი მოკვლა გადაწყვიტეთ, უკვე სიცოცხლე მომინდა, სიცოცხლე, სიცოცხლე,სიცოცხლე...

Page 121: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ამას თუ სიცოცხლე ჰქვია! - შევძახე მე.

- რაც არ უნდა ერქვას, მაინც სიცოცხლე მირჩევნია, დაე, კვლავაც დამცინონ, რამდენიცუნდათ, დამცინონ, ეუხენიამაც, მაურისიომაც და სხვებმაც, მაინც სიცოცხლე მირჩევნია,სიცოცხლე, სიცოცხლე!..

- შეუძლებელია... შეუძლებელი.

- სიცოცხლე მწყურია, სიცოცხლე... და მინდა, რომ მე ვიყო მე, მე...

- თუ მე არ მსურს, ვერ იქნები...

- მე მინდა, რომ მე ვიყო - მე, მე! მინდა, ვიცოცხლო!

- და მისი ხმა ცრემლმა გაბზარა.

- შეუძლებელია... შეუძლებელია...

- ჩემიც შეისმინეთ, დონ მიგელ, თქვენი შვილების სახელით, თქვენი მეუღლის, ანდა თუკივინმე გყავთ კიდევ საფიცარი... თქვენც მოკვდებით... თქვენც აღარ იქნებით...

იგი მუხლებზე დაეცა ჩემს წინაშე და შემევედრა:

- დონ მიგელ, ღვთის გულისათვის, სიცოცხლე მინდა, მე - მე მინდა ვიყო!

- შეუძლებელია, საბრალო აუგუსტო, - ხელი მოვკიდე და წამოვაყენე, - შეუძლებელია! ასემიწერია და ვეღარაფერს გადავასწორებ! შენ აღარ იცოცხლებ. არ ვიცი მეტი რა გიყო დაროცა უფალმა ღმერთმა არ იცის, რა გვიყოს, მაშინ გვკლავს ხოლმე. ესეც არ იყოს, ვერგაპატიებ, რომ ჩემი მოკვლის აზრი დაგებადა...

- მაგრამ, დონ მიგელ, მე ხომ...

- ამას მნიშვნელობა არა აქვს, ვიცი, რასაც ვამბობ! თუ მე არ მოგკალი, თუ სასწრაფოდ არმოგიღე ბოლო, შეიძლება შენ დამასწრო და მომკლა!

- მერედა, აკი შევთანხმდით, რომ...

- შეუძლებელია, აუგუსტო, შეუძლებელია. შენი საათიც დადგა. უკვე ყველაფერიდაწერილია და უკან დასახევი გზაც აღარ დამრჩა, შენ მოკვდები; კარგი, მაგრამ ამისთანაძვირფასი მაინც რა გრჩება ამ ცხოვრებაში!..

- სულერთია... ღვთის გულისათვის...

- ღმერთიც ვეღარას გიშველის, წადი!

- მაშ ასე? - მითხრა მან, - მაშ ასე, არა? არ გინდათ შემარჩინოთ ჩემი „მე“. არ გინდათგამოვიდე ბურუსიდან, ვიცხოვრო, ვიცხოვრო, დავინახო ჩემი თავი, გავიგონო ჩემი ხმა,შევეხო საკუთარ სხეულს, შევიგრძნო, ვეწამო, ვიყო, მაშასადამე, თქვენ ეს არ გნებავთ,არა? მაშ გამოგონილ პერსონაჟად უნდა მოვკვდე? დაე, ასე იყოს, ჩემო ძვირფასოშემქმნელო დონ მიგელ, მაგრამ თქვენც ხომ მოკვდებით, დიახ, თქვენც მოკვდებით დადაუბრუნდებით არარას, საიდანაც მოგვევლინეთ!.. ვეღარც ღმერთი გიხილავთ სიზმარში!თქვენც მოკვდებით, დიახ, მოკვდებით, თუმცა კი არ გსურთ სიკვდილი. თქვენც მოკვდებითდა ისინიც დაიხოცებიან, ვინც ჩემს ამბავს წაიკითხავს. ყველა, ყველა უკლებლივდაიხოცებით! ჩემსავით გამოგონილი არსებებიც, ჩემნაირები, დაიხოცებით ყველა, ყველა,ყველა! ამას მე გეუბნებით, მე, აუგუსტო პერესი, თქვენსავით გამოგონილი პერსონაჟი,თქვენსავით რიმანული გმირი, რაკიღა თქვენც, დონ მიგელ, ჩემო შემქმნელო, სხვა არახართ, თუ არა რიმანული არსება და თქვენი მკითხველებიც რიმანული არსებები არიან,ჩემივე მსგავსნი, ჩემნაირნი, დიახ, ამას მე ვამბობ, აუგუსტო პერესი, თქვენი მსხვერპლი...

- მსხვერპლი? - წამოვიძახე მე.

Page 122: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- დიახ, მსხვერპლი! რაღას გამომიგონეთ, თუ მომკლავდით! მაგრამ თქვენც ხომმოკვდებით! მოკვდებით, რადგან გამომგონებელიც გამონაგონია და თუ გამონაგონია,კიდეც მოკვდება. დიახ, თქვენც მოკვდებით, დონ მიგელ, მოკვდებით თქვენც და ისინიც,ვინც ჩემზე ფიქრობს! რაკი ასეა, ყველანი დავიხოცებით!

სიცოცხლისადმი ესოდენ ძლიერმა ლტოლვამ, უკვდავების ესოდენ დიდმა წყურვილმაერთიანად დაშრიტა უბედური აუგუსტო.

მე მას კარებისკენ ვუბიძგე და იგი თავჩანქინდრული წალასლასდა. მერე, თითქოსსაკუთარ არსებობაში უკვე თავადვე ეჭვი შეეპარაო, ხელით მოისინჯა სხეული, მე კითვალზე უნებურად მომდგარი ცრემლი შევიმშრალე.

XXXIIაუგუსტო იმავე საღამოს გაემგზავრა სალამანკიდან, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.გულით მიჰქონდა სასიკვდილო განაჩენი და მაინც დარწმუნებული იყო, რაც არ უნდამოენდომებინა, თავს მაინც ვერ მოიკლავდა. საბრალო ფეხს ითრევდა, შინ მისვლასაყოვნებდა, მაგრამ რაღაც იდუმალი ძალა, შინაგანი იმპულსი მაინც იქით მიაქანებდა.ძალზე მოსაწყენი იყო მგზავრობა; მატარებელში სულ წუთებს ითვლიდა: ერთი, ორი, სამი,ოთხი... მთელი თავისი ბედუკუღმართობა, ეუხენიასა და როსარიოსადმი სიყვარულისსევდიანი სიზმარი, ჩაშლილი ქორწილის ტრაგიკომიკური ამბავი ერთიანად წაიშალა მისმეხსიერებაში, უფრო სწორად, ერთიანად აითქვიფა ბურუსში. იჯდა და სკამს ვერგრძნობდა, სკამს კი არა, საკუთარ სხეულსაც ვერ გრძნობდა. „იქნებ მართლა არვარსებობ?“ - ეუბნებოდა თავის თავს; - ვინ იცის, ის კაცი სწორი იყო და სინამდვილეშიმართლა მისი ფანტაზიის ნაყოფი და მისი შეთხზულ-გამოგონილი ვარ?!

აი, ასეთი სამწუხარო და სავალალო იყო ბოლო დროს მისი ცხოვრება, მაგრამ ესყველაფერი არარად ჩანდა იმ აზრთან შედარებით, რომ თურმე ეს მხოლოდ სიზმარიყოფილა, თანაც მისი სიზმარი კი არა, ჩემი! არარსებობა მას მწუხარებაზე საშინელიეჩვენებოდა. როცა კაცი თვითონ იხილავ სიზმრად, რომ ცოცხლობ... კიდევ ჰო, მაგრამ თუეს სულაც სხვისი სიზმარი ყოფილა, მაშინ...

„ნეტავი რატომ არ უნდა ვარსებობდე? - ეკითხებოდა თავის თავს, - რატომ? დავუშვათ,რომ იმ კაცმა მართლა გამომიგონა, სიზმარში მნახა, ანდა წარმოსახვის ძალით შემქმნა,მაგრამ სხვათა წარმოდგენაში ხომ მაინც უნდა ვარსებობდე!.. თუნდაც იმათწარმოდგენაში, ვინც ახლა ჩემი ცხოვრების ამბავს კითხულობს! და თუ ამდენი ადამიანისწარმოდგენაში ვარსებობ, მაშინ რა უფრო რეალურია, ის, რასაც ბევრი ფიქრობს, თუ ის,რასაც ერთი ფიქრობს? და რაკი მაინც ვარსებობ წიგნის ფურცლებზე, რომელშიცმოთხრობილია ჩემი გამოგონილი ცხოვრების ამბავი, ან რაკი ვარსებობ მკითხველისგონებაში, ვინც ახლა კითხულობს ამ წიგნს, მაშ რატომ არ უნდა ვარსებობდე ვითარცამარადიული და მარად ტანჯული სული, რატომ?“

საბრალომ დასვენებითაც კი ვერ დაისვენა. მის თვალწინ გაშლილიყო კასტილიისმინდვრები, მუხნარი, ფიჭვნარი, მთაგრეხილთა დათოვლილი მწვერვალები, უკანმოიხედავდა და ბინდბუნდში წარმოუდგებოდა თავისი ცხოვრების თანამგზავრნი, კაცებიდა ქალები და გრძნობდა, რა ძალით ეზიდებოდა თავისკენ სიკვდილი.

სახლსაც მიაღწია, ზარი დარეკა და ლიდუვინამ კარი რომ გაუღო, მის დანახვაზე ქალსელდა ეცა.

- რა იყო, ლიდუვინა, რამ შეგაშინა?

- წმინდაო იესო! წმინდაო იესო! სენიორიტო, მკვდარი ხართ, თუ ცოცხალი!.. იმისთანასახე გაქვთ, კაცი იფიქრებს, საიქიოდან დაბრუნებულაო...

- სწორედ რომ საიქიოდან მოვედი, ლიდუვინა, და იქავ მივდივარ. ჰო, არც ცოცხალი ვარდა არც მკვდარი.

Page 123: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ვაიმე, გონება ხომ არ აგემღვრათ, სენიორიტო! დომინგო! დომინგო!

- შენი ქმარი ვერას მიშველის, ლიდუვინა! ნუ გეშინია, მართლა ჭკუაზე კი არ შევმცდარვარ!არა!.. მართლა კი არ მოვმკვდარვარ!.. თუმცა მალე მოვკვდები... მაგრამ ცოცხალიც რომარა ვარ!..

- რას ამბობთ!

- იმას, ჩემო ლიდუვინა, რომ არ ვარსებობ. მე გახლავარ გამონაგონი, მხოლოდ დამხოლოდ რომანის პერსონაჟი...

- ვაიმე! ეს სულ წიგნების ბრალია! რამე გასამაგრებელი დალიეთ, სენიორიტო, დაწექით,კარგად ჩათბით და ამისთანა რამეებზე აღარ იფიქროთ...

- ლიდუვინა, შენ კი გჯერა, რომ ვარსებობ?

- კმარა, სენიორიტო, კმარა, მოეშვით ამ სისულელეებს. ივახშმეთ და დაწექით! გათენდებადა მერე ვნახოთ!

„ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ! - ჩაილაპარაკა თავისთვის აუგუსტომ და დაუმატა, -ყველა, ვინც კი აზროვნებს, არსებობს და ყველა, ვინც არსებობს, აზროვნებს კიდეც. დიახ,ყოველი არსებული აზროვნებს. მე ვარსებობ, მაშასადამე, ვაზროვნებ!“

უეცრად სულ დაეკარგა მადა და ვახშამზე უარს იტყოდა, მაგრამ ჩვევასა და ერთგულიმსახურების თხოვნას დაჰყვა და მხოლოდ ორი თოხლო კვერცხი მოატანინა, შედარებითმსუბუქი კერძიაო, მეტი არაფერი ისურვა, მაგრამ როგორც კი ჭამას შეუდგა, ისეთისაოცარი შიმშილი იგრძნო, იფიქრა, ვერაფერი მომპირავსო, ორი კვერცხი კიდევმოითხოვა და მერე ბიფშტექსი დააყოლა.

- აი, ასე, აი, ასე! - ეუბნებოდა ლიდუვინა, - ჭამეთ, ეტყობა, დასუსტდით, მეტი არაფერიგჭირთ; ვინც არ ჭამს, სწორედ ის კვდება.

- ვინც ჭამს, ისიც რომ კვდება, ლიდუვინა! - ნაღვლიანად დაუმატა აუგუსტომ.

- ჰო, მაგრამ შიმშილისაგან ხომ მაინც არ კვდება!

- რა მნიშვნელობა აქვს, შიმშილისაგან მოკვდება, თუ სხვა რამ ჭირისგან?

მერე გაიფიქრა: „თუმცა არა, არა! აბა, მე რა მომკლავს. კვდება ის, ვინც ცხოვრობს, ვინცარსებობს, მე კი არ ვარსებობ და რაკი არ ვარსებობ, არც უნდა მოვკვდე!..

მე უკვდავი ვარ! განა არის კი სხვა უკვდავება, რაც ჩემსავით არდაბადებულსა დაარარსებულს აქვს ნაბოძები? გამოგონილი არსება იდეაა, ხოლო იდეა მუდამ უკვდავია...“

- მე უკვდავი ვარ! მე უკვდავი ვარ! - შესძახა აუგუსტომ.

- რაო, რას ამბობთ? - გამოცოცხლდა ლიდუვინა.

- რა და... მომიტანე რამე ისეთი... ვთქვათ, ლორი, ცივი საუზმე, პაშტეტი, რა ვიცი, რაცგაგაჩნია... რაღაც საშინელი გაუმაძღრობა დამემართა.

- აი, ახლა კი მომწონხართ, სენიორიტო! ჭამეთ, ჭამეთ, რაკი მადა გაქვთ, მაშასადამეჯანმრთელიც ხართ, ხოლო თუ ჯანმრთელი ხართ, კიდეც იცოცხლებთ!

- ეეჰ, ჩემო ლიდუვინა, ცოცხალი მაინც არა ვარ და არა!

- რას ამბობთ?

- ჰო, აბა, ცოცხალი არა ვარ. ჩვენ, უკვდავები ხომ ცოცხლებში არა ვწერივართ! ასეა, მეარა ვარ ცოცხალი, მაგრამ ყველას კი მოვინელებ! მე ვარ იდეა! იდეა ვარ! მერე ლორსადა პაშტეტს დააცხრა. „მე ვჭამ, მაშასა დამე, ვცოცხლობ! - ეუბნებოდა იგი თავის თავს, -ვჭამ, მაშასადამე, ვარსებობ! ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ვჭამ, მაშასადამე, ვარსებობ!

Page 124: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ამისთანა მხეცური მადა არასოდეს მქონია!“ - და მაშინღა გაახსენდა, რომ წიგნებშიამოეკითხა, სიკვდილმისჯილები აღსრულების ჟამს ძალიან ბევრსა ჭამენო. „ეს კი ჩემთვისმართლაც გაუგებარია!.. - გაიფიქრა მან, - მაგრამ ის, რასაც რენანი ჰყვება თავის დრამაში„ჟუარეს მონასტრის წინამძღვარი“, მესმის... ჭამისა რა მოგახსენოთ და, სიკვდილმისჯილწყვილში გვარის გაგრძელების ინსტინქტმა რომ გაიღვიძა, ნამდვილად მესმის!.. თუმცა კი,ალბათ, ასეთ დროს იღვიძებს სხეულში თავდაცვის ინსტინქტი. ჰო, როცა სულისიკვდილის მოახლოებას იგრძნობს, ეტყობა, ან სევდა შემოაწვება, ან აღგზნება მოერევა,ხოლო სხეულს, მით უფრო ჯანმრთელ სხეულს, შმაგი შიმშილის გრძნობა უფროდაეუფლება! ჰოდა, ჩემს სხეულსაც იგივე დაემართა, ჩემი სხეული თავს იცავს. ასე იმიტომვნთქავ, რომ მერე მოვკვდე!“

- ლიდუვინა, ახლა ყველი და ვერმიშელი მომიტანე და... ხილიც...

- სენიორიტო, დამიჯერეთ, ეს უკვე ზედმეტი მოგივათ, ცუდად არ გახდეთ!

- აკი შენ თვითონ მითხარი, ვინც ჭამს, ის კიდეც იცოცხლებსო!

- გითხარით, მაგრამ ამდენი ჭამეთ-მეთქი კი არ მითქვამს... ანდაზა მაინც არ გაგიგონიათ,სენიორიტო: ვახშამმა უფრო მეტი მოკლა, ვიდრე ავიცენამ მოარჩინაო?..

- მე ვახშამი ვერას დამაკლებს!

- რატომ?

- იმიტომ, რომ არ ვარსებობ, გეუბნები, ცოცხალი არა ვარ-მეთქი!

ლიდუვინა თავისი ქმრის დასაძახებლად გავიდა და უთხრა:

- დომინგო, მგონი სენიორიტო გაგიჟდა... რაღაც უცნაურად ლაპარაკობს... სულ წიგნებშიამოკითხულ რამეებს გაიძახის... არ ვარსებობო და რაღაც ამისთანებს, რა ვიცი, კიდევრას...

- რა დაგემართათ, სენიორიტო? - შესვლისთანავე ჰკითხა დომინგომ, - რა მოხდა?…

- ოჰ, დომინგო, - უთხრა აუგუსტომ არაამქვეყნიური ხმით, - საკუთარ თავს ვეღარ ვერევი,ლოგინში ჩაწოლისაც კი მეშინია!..

- თქვენც ნუ ჩაწვებით!

- აბა, რა ვქნა, ფეხზე ძლივს ვდგავარ!

- მე მგონია, ვახშმის შემდეგ გასეირნება უფრო მოგიხდებათ; ძალიან ბევრი მიირთვით.

აუგუსტომ ზეზე წამოდგომა სცადა.

- აჰა, ხომ ხედავ, დომინგო, ხომ ხედავ! ფეხზე დადგომის თავიც კი აღარა მაქვს!

- აბა, რა მოგივიდოდათ, ისე ამოიყორეთ მუცელი...

- პირიქით, უნდა იყოს, სიმძიმეს მეტი სიმყარე აქვს! მაგრამ საქმე ისაა, რომ მე არვარსებობ. მომისმინე, როცა ვჭამდი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მთელი ამოდენახორაგი პირდაპირ უძირო ორმოში ინთქმებოდა. ლიდუვინამ მართალი თქვა, ვინც ჭამს,ის ცოცხლობსო, მაგრამ ვინც ჩემსავით ჭამს, აი, ისე, მე რომ ამ საღამოს ვჭამე, მხოლოდსასოწარკვეთილებისგან ჭამს და ასეთი კაცი არც არსებობს. მე არ ვარსებობ...

- კარგი, კმარა, მოეშვით ამ სისულელებს, ახლა დალიეთ ყავა, მერე ცოტაც გადაკარით,რომ კარგად შეგერგოთ და სასეირნოდ წავიდეთ. მე გამოგყვებით.

- არა, არა, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ფეხზე ვეღარ ვდგები?

- მართალია!

Page 125: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- მოდი, დაგეყრდნობი. ამაღამ ჩემს ოთახში დაწექი, დომინგო, მოიტანე შენი ლოგინი და...თან ყურსაც მომიგდებ...

- არა, სენიორიტო, რა დამაძინებს, სავარძელს დავიდგამ და გვერდით მოგიჯდებით,დამიჯერეთ, ასე აჯობებს.

- არა, არა, მე მინდა, რომ დაწვე და დაიძინო, შენი ძილი მინდა ვიგრძნო, შენი ხვრინვაგავიგონო, ასე მირჩევნია...

- როგორც გენებოთ.

- ჰო, აი კიდევ რა მინდა გითხრა: ქაღალდის ფურცელი მომიტანე, მე დეპეშას დავწერ დაროგორც კი მოვკვდები, დანიშნულების ადგილზე გაგზავნე...

- აბა, რას ამბობთ, სენიორიტო!

- რასაც გეუბნები, გაიგონე!

დომინგოც აღარ შეპასუხებია. მოუტანა ქაღალდი, მელანი და აუგუსტომ დაწერა.

„სალამანკა. უნამუნოს.

აღსრულდა თქვენი სიტყვა. მე გარდავიცვალე. აუგუსტო პერესი“.

- როგორც კი მოვკვდები, გაგზავნე, გესმის?

- თქვენი ნებაა, - მიუგო მსახურმა. პატრონთან კამათს აზრი აღარ ჰქონდა.

საწოლი ოთახისკენ ერთად გაემართნენ. საცოდავი აუგუსტო ისე ცახცახებდა, რომტანისამოსის გახდაც კი ვერ შეძლო.

- შენ გამხადე! - უთხრა დომინგოს.

- რა მოგდით, სენიორიტო! ასეთი რა ეშმა შეგიჯდათ! მთლად თოვლივით გათეთრდითდა გაცივდით! მოდი, ექიმს მოვიყვან!

- არა, არა, არ არის საჭირო!

- ლოგინს მაინც გაგითბობთ...

- არა, არც ესაა საჭირო! შენ მხოლოდ ტანისამოსი გამხადე, ყველაფერი გამხადე, მთლადგამაშიშვლე, დედიშობილა დამტოვე, როგორც დავიბადე, ისე... თუკი დავიბადე!..

- ასე ნუ ლაპარაკობთ, სენიორიტო!

- ახლა ლოგინში ჩამაწვინე, განძრევის თავიც აღარმაქვს.

ბეჩავ დომინგოს სულ თავგზა აებნა და თავისი ბატონი ძლივძლივობით ჩააწვინალოგინში.

- დომინგო, ახლა კი ჩუმად, ჩურჩულით წამიკითხე „მამაო ჩვენო“, „წმინდაო მარიამ“ და„უფალო შეგვიწყალე“... ასე... ასე... ნელ-ნელა... ნელ-ნელა... - მერეთვითონ იმეორებდა გუნებაში ამ ლოცვებს, - მიყურე, ახლა აიღე ჩემი მარჯვენა ხელი და...ასე მგონია, სხვისია-მეთქი... მთლად წამერთვა... და პირჯვარი გადამაწერინე...

ასე... ასე... ეს ხელი, მგონი, უკვე მოკვდა კიდეც... აბა, ნახე, მაჯა თუ მიცემს... კარგი, მაცალე,ეგებ ცოტა ჩავთვლიმო... შენ მხოლოდ დამაფარე, კარგად ამომიგე...

- ჰო, სჯობს დაიძინოთ, - უთხრა დომინგომ და საბანი ამოუგო, - დაიძინეთ და ყველაფერიგაგივლით.

- ჰო, დავიძინებ და ყველაფერი გამივლის... აკი ძილის მეტი არც არაფერი მიკეთებია!.. და

Page 126: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

სიზმრების ხილვის მეტი... იყო კი სხვა რამ ბურუსის გარდა?

- კმარა, კმარა, ამისთანა ლაპარაკს შეეშვით. სულ წიგნების ოინებია, ჩემი ლიდუვინამართალს ამბობს.

- წიგნების ოინები... წიგნების ოინები... რაღა არ არის წიგნების ოინები, დომინგო? განაწიგნებამდე, მოთხრობამდე, სიტყვამდე თუ აზრამდე იყო რამე? ანდა აზრის გაქრობისმერე კი დარჩება რამე? წიგნების ოინებიო! ვიღა არ არის წიგნების ნაოინარი! შენ იცნობდონ მიგელ დე უნამუნოს... დომინგო?

- ჰო, გაზეთებში წამიკითხავს. ამბობენ, დიდი უცნაური ბატონი ბრძანდებაო, რაღაც-რაღაცჭეშმარიტებებს წარმოთქვამს და თანაც სულ უადგილო ადგილასაო...

- შენ ის მითხარი, თუ იცნობ!

- მე? აბა, საიდან უნდა ვიცნობდე!

- გეუბნები, ის უნამუნოც წიგნის ოინია და... ჩვენც, ყველანი... მაგრამ არც ის შეაბერდება ცას,ისიც მოკვდება, დიახ, ისიც მოკვდება, თუმცა სიკვდილი არ სურს... მოკვდება და ეს იქნებაჩემი შურისგებაც! არ უნდოდა ცოცხალი დავეტოვებინე? დიახ, ისიც მოკვდება, მოკვდება!

- კარგი, გეყოფათ, იმ კაცს თავი დაანებეთ. მოკვდება და მოკვდეს! როცა ღმერთი ინებებს,მოკვდება, აბა რა დაემართება! ოღონდ თქვენ დაიძინეთ!

- ძილი... ძილი... სიზმარი... სიკვდილი... ძილი... ძილი... და სიზმრები!.. მე ვაზროვნებ,მაშასადამე, ვარსებობ; მე ვარსებობ, მაშასადამე, ვაზროვნებ!.. მე არ ვარსებობ, არა! მე არვარსებობ!.. დედაჩემო!.. ეუხენია!.. როსარიო!.. უნამუნო!.. - და მას ჩაეძინა.

სულ მცირე ხანს არ გაუვლია და აუგუსტო ლოგინშიწამოჯდა. ერთიანად გათეთრებულიიყო და სულს ძლივს იბრუნებდა. ფართოდ გახელილი, შიშჩამდგარი თვალები სიბნელესმიაპყრო და წამოიძახა: „ეუხენია! ეუხენია!“ დომინგო მაშინვე მივარდა, მაგრამ აუგუსტოსთავი მკერდზე ჩამოუვარდა და სულიც ამოხდა.

როცა ექიმი მოვიდა, იფიქრა, იქნებ კიდევ ეშველოს რამეო და სისხლის გამოშვება დამდოგვის საფენების დადება დააპირა, მაგრამ მალე დარწმუნდა სავალალოსინამდვილეში.

- გულის შეტევა... გულის შეტევამ მოკლა... - დაასკვნა ექიმმა.

- არა, სენიორ, - უპასუხა დომინგომ, - მოუნელებლობამ უყო, რაც უყო, თავის დღეშიამდენი არ უჭამია, მიუჩვეველი კაცისთვის ასეთი ჭამა... გეგონებოდათ...

- ჭამას ვეღარ მოესწრებაო, არა? ეტყობა, გულმა უგრძნო სიკვდილის მოახლოება!

- მე თუ მკითხავთ, - თქვა ლიდუვინამ, - მიზეზი თავში ჰქონდა. მართალია, ბევრი კი ჭამა,მაგრამ ისე ჭამდა, თითქოს ვერც გრძნობსო. თან ათას სისულელეს მიედ-მოედებოდა...

- მაინც რა სისულელეებს?

- არ ვარსებობო და რაღაც ამისთანებს...

- სისულელესო! - თავისთვის ჩაილაპარაკა ექიმმა, - ნეტავი თუ მართლა იცის ვინმემარსებობს, თუ არ არსებობს! ადამიანმა ყველაზე ნაკლებად თავისი არსებობის ამბავიიცის!.. ისინი აკი სხვათათვის არსებობენ.

ხმამაღლა კი ეს დასძინა:

- გული, კუჭი და თავი, სამივე ერთად ქმნის ერთ მთლიანს...

- დიახ, ისინი ქმნიან სხეულს... - დაასრულა დომინგომ.

- ჰო, ერთი მთლიანი სხეულია!

Page 127: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ნამდვილად ასეა!

- მერე მთავარიც ესაა, თქვენ კი გგონიათ...

- თქვენ რა იცით, მე რა მგონია, სენიორ!..

- ესეც მართალია, გეტყობა, სულელი არ უნდა იყო!

- არც მიმაჩნია თავი სულელად, სენიორ ექიმო და არც იმ კაცისა მწამს, ვინც ერთი ნახვითკაცს სულელად გამოაცხადებს. მერე კი დარწმუნდება, პირიქით ყოფილაო.

- ერთი სიტყვით ასეა, - განაგრძო ექიმმა. - მოგეხსენებათ, რომ კუჭი გამოყოფს წვენს,რომელიც წარმოქმნის სისხლს, გული ამარაგებს სისხლით თავსა და კუჭს, თავი კი გულისადა კუჭის მუშაობას განაგებს. ამდენად, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სენიორაუგუსტოს სიკვდილის მიზეზი სწორედ ამ სამი ორგანოს და, სინთეზში, მთელი ორგანიზმისმოშლა გახდა.

- მე თუ მკითხავთ, - ჩაერია ლიდუვინა, - ჩვენმა სენიორიტომ აიჩემა მოვკვდებიო და თუკაცმა ერთი კი აიჩემა, მოვკვდებიო, აბა, რა დაემართება!

- ცხადია, - თქვა ექიმმა, - როცა კაცი თავს შთააგონებს არ მოვკვდებიო, აგონიაშიც რომიყოს, მაინც მობრუნდება, მაგრამ საკმარისია, თუნდაც ეჭვი შეეპაროს, ვაითუ მოვკვდეო,მორჩა, აღარაფერი ეშველება!

- ჩვენი სენიორიტოს სიკვდილი ნამდვილად თვითმკვლელობა იყო და მეტი არაფერი.აბა, კაცი ასე რომ ჭამს და ასე მოიქცევა, სხვა რა უნდა იფიქრო! მაინც თავისი გაიტანა!

- ალბათ, უსიამოვნებები შეხვდა...

- დიდი, ძალიან დიდი!.. ქალები!..

- გასაგებია, გასაგებია! ახლა სხვა რაღა დაგვრჩენია, დასაფლავებისთვის უნდავიზრუნოთ!

და დომინგო აქვითინდა.

XXXIIIსაბრალო აუგუსტოს სიკვდილის მაუწყებელი დეპეშა რომ მივიღე და მისიგარდაცვალების მთელი გარემოება შევიტყვე, ღრმად ჩავფიქრდი, კაცმა თავის მოკვლაგადაწყვიტა, ჩემთან საგანგებოდ ჩამოვიდა მოსალაპარაკებლად და მე კი ასე სასტიკადმოვექეცი. სინანულმა შემიპყრო, რატომ მოვკალი-მეთქი, ვიფიქრე. აუგუსტო მართალიიყო, ნება უნდა მიმეცა და დაე, რაც თვითონ უნდოდა, ის ექნა, გინდაც თავი მოეკლა;მაგრამ მერე აზრად მომივიდა, მეც ავდგები და მკვდრეთით აღვადგენ-მეთქი.

„დიახ, - ვთქვი მე, - აღვადგენ მკვდრეთით და მერე თვითონ იცის, რაც უნდა, ისა ქნას. თუასე ძალიან სწადია სიცოცხლის მოსწრაფება, დაე, კიდეც მოისწრაფოს!“

ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა.

ჩავთვლიმე თუ არა, აუგუსტოც გამომეცხადა სიზმარში. ღრუბელივით თეთრი იყო დაჩამავალი მზის შარავანდედით გასხივოსნებული. დაჟინებით შემომხედა და მითხრა:

- აჰა, ისევ გამოგეცხადეთ!

- ახლა რაღამ მოგიყვანა? - ვკითხე მე.

- უნდა გამოგემშვიდობოთ, დონ მიგელ, უნდა გამოგემშვიდობოთ! სანამ მარადისობაშიარ შევხვდებით, ვეღარა გნახავთ. თან უნდა გიბრძანოთ, დიახ უნდა გიბრძანოთ, კი არ

Page 128: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

უნდა გთხოვოთ, გიბრძანოთ, რომ ჩემს თავგადასავალზე რიმანი დაწეროთ...

- უკვე დავწერე!

- ვიცი, რომ დაწერეთ, მაგრამ ამჯერად საგანგებოდ გეახელით, რათა გაგაფრთხილოთ,ჩემი მკვდრეთით აღდგენა ფიქრადაც არ გაივლოთ-მეთქი! აბა, რისთვის უნდააღმადგინოთ მკვდრეთით, იმისთვის, რომ მერე მე თვითონ გამოვასალმო ჩემი თავისიცოცხლეს, არა? ეს არა მარტო სისულელეა, შეუძლებელიცაა...

- შეუძლებელი? - ვკითხე მე. რასაკვირველია, ყველაფერი სიზმარში ხდებოდა.

- დიახ, შეუძლებელია! იმ საღამოს, თქვენს კაბინეტში რომ ვისხედით და ვსაუბრობდით,ხომ გახსოვთ, მაშინ არც გეძინათ და არც არაფერი გეზმანებოდათ, - როგორც ახლაგძინავთ და გეზმანებათ, - მაშინ გითხარით, ჩვენ, გამოგონილ არსებებს, - რასაც თქვენვეგვეძახით, - ჩვენი საკუთარი ლოგიკა გაგვაჩნია და თუ ჩვენი შემთხზველ-გამომგონებლები რაც მოესურვებათ, იმას დაგვმართებენ, აქედან არაფერი სიკეთე არგამოვა-მეთქი, გახსოვთ?

- დიახ, მახსოვს.

- ახლა კი დავრწმუნდი, რომ თუმცა ნამდვილი ესპანელი ბრძანდებით, აღარავითარისურვილები აღარა გაქვთ, იქნებ მართალს არ ვამბობ, დონ მიგელ?

- მართალს ამბობ, ასეა, სურვილები ნამდვილად აღარა მაქვს.

- როცა კაცს სძინავს და მარტო სიზმარშია ჩაფლული, აბა, რაღა სურვილები უნდაჰქონდეს! თქვენ და თქვენს თანამემამულეებს კი გძინავთ და სულ სიზმრებში ხართჩაფლული, სიზმრადღა ხედავდეთ, ვითომ რაღაც სურვილები გაქვთ, მაგრამ არა,სინამდვილეში არავითარი სურვილები არ გაგაჩნიათ.

- კიდევ კარგი, მძინავს, - ვუთხარი მე, - თორემ...

- თორემ, რა... კიდევ გიმეორებთ, რაც შეეხება ჩემი მკვდრეთით აღდგენას, არაფერიგამოგივათ, რაც არ უნდა დიდი სურვილი გქონდეთ ანდა სიზმარში ხედავდეთ, ვითომსურვილი გაქვთ, სულერთია, ამას მაინც ვერ იზამთ...

რატომ?

- იმიტომ, რომ გამოგონილი არსება, ისევე როგორც სისხლისა და ხორცისგან შექმნილიადამიანი, - როგორც თქვენ ეძახით სისხლისა და ხორცისგან შექმნილს და არაგამოგონილი სისხლისა და გამოგონილი ხორცისგან შექმნილი ადამიანი, - შეიძლებაკიდეც შვა და კიდეც მოკლა; მაგრამ თუ ერთხელ მოკალი, მკვდრეთით ვეღარ აღადგენ,ვეღარ! ადამიანის, უბრალო მოკვდავის, ხორციელის, სისხლისა და ხორცისგან ქმნილის, -ჩვეულებრივად ჰაე რით რომ სუნთქავს, - შექმნა ძალიან ადვილია, ძალიან ადვილია,საუბედუროდ, ძალიან ადვილი... ხორციელი ადამიანის, უბრალო მოკვდავის, სისხლისადა ხორცისგან ქმნილის, - ჰაერით რომ სუნთქავს, - მოკვლაც ძალიან ადვილია, ძალიანადვილია, საუბედუროდ, ძალიან ადვილია...

მაგრამ მისი მკვდრეთით აღდგენა?! ნურას უკაცრავად, მკვდრეთით აღდგენაშეუძლებელია!

- მართალი ბრძანებაა, - ვუთხარი მე, - შეუძლებელია!

- ჰოდა, მეც ამას ვამბობ, - მიპასუხა მან, - დიახ, სწორედ იგივე ითქმის ჩვენზეც, ვისაცგამოგონილ არსებებს გვეძახით. ადვილია, სიცოცხლე მოგვანიჭოთ, ალბათ, ძალიანადვილია, უადვილესია, ჩვენი მოკვდინებაც ადვილია, ალბათ, ძალიან ადვილია, მაგრამმკვდრეთით აღდგენა? ფიქრადაც არ გაივლოთ, აქამდე არ გამიგია, ვინმეს გამოგონილიარსება მკვდრეთით აღედგინა, თუკი იგი ნამდვილად მოკვდა. დარწმუნებული ხართ, რომდონ კიხოტეს მკვდრეთით აღდგენა შეიძლება? - მკითხა მან.

- შეუძლებელია! - ვუპასუხე მე.

Page 129: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- მერე, განა ჩვენც, ყველა გამოგონილი არსებებიასეთსავე დღეში არა ვართ?

- და თუ მე კვლავ გიხილავთ სიზმრად?

- ერთი და იმავე სიზმარს ორჯერ ვერ იხილავ. ის, ვისაც სიზმრად ნახავთ და მეგეგონებით, სინამდვილეში მე არ ვიქნები, სხვა იქნება, ახლა კი, ახლა, როცა თქვენგძინავთ და სიზმარსაც ხედავთ, თვითონვე აღიარებთ, რომ გძინავთ და გეზმანებათ,აღიარებთ, რომ მეც ზმანება ვარ და მეც გეთანხმებით, ზმანება ვარ-მეთქი, ახლა იმსიტყვებს გაგიმეორებთ, რამაც მაშინ ასე რიგად აღგაშფოთათ: ფრთხილად, ძვირფასოდონ მიგელ, ვაითუ, თქვენც გამოგონილი პერსონაჟი ბრძანდებით, სინამდვილეში არარსებობთ, არც ცოცხალი ხართ და არც მკვდარი... ვაითუ, მხოლოდ საბაბი ხართ, რათაჩემი და სხვა მსგავსი ამბები მთელ ქვეყანას მოედოს! მერე კი, როცა სულ მოკვდებით,ჩვენ თან წავიღებთ თქვენს სულს. არა, არა, ნუ შფოთავთ, მართალია გძინავთ დასიზმრებს ხედავთ, მაგრამ ჯერ ისევ ცოცხალი ხართ! ახლა კი დაგემშვიდობებით!

და იგი შეერია შავ ბურუსს. მერე მეზმანა, ვითომ ვკვდებოდი და სწორედ იმ წუთში, როცამეზმანებოდა უკვე სულს ვღაფავ-მეთქი, გულის უჩვეულო ტკივილმა გამომაღვიძა.

აი, ასე იყო აუგუსტო პერესის ამბავი.

სამგლოვიარო სიტყვაეპილოგის მაგიერწესის მიხედვით, რომანის დასასრულს, როცა გმირი თუ პროტაგონისტი კვდება ანდაცოლს ირთავს, უნდა გიამბოთ, რა ბედი ეწიათ დანარჩენ პერსონაჟებს. მაგრამ ჩვენ არცამ წესს მივყვებით და არც იმას მოგითხრობთ, თუ რა გადახდათ თავს ეუხენიას დამაურისიოს, როსარიოს, ლიდუვინას და დომინგოს, დონ ფერმინსა და დონიაერმელინდას, ვიქტორსა და მის ცოლს ან სხვა დანარჩენ პერსონაჟებს, ვინც კიაუგუსტოსთან ერთად წარმოდგა ჩვენს წინაშე; არც იმას მოგიყვებით, თუ რა იფიქრეს ანრა იგრძნეს მათ, როცა აუგუსტოს უცნაური სიკვდილის ამბავი შეიტყვეს. მხოლოდ ერთგამონაკლისს დავუშვებთ, გიამბობთ იმაზე, ვინც ყველაზე უფრო ღრმად დაგულწრფელად დაამწუხრა აუგუსტოს სიკვდილმა; მის ძაღლზე, ორფეოსზე მოგახსენებთ.

ორფეოსი მართლაც დაობლდა. როცა ძაღლი პატრონის საწოლზე შეხტა, დაყნოსა დასიკვდილის სუნი იგრძნო, მის ძაღლურ სულს სქელი, შავი ბურუსი შემოებურა; ორფეოსიმანამდეც წასწყდომია სიკვდილს, დაუყნოსავს და უნახავს კიდეც მკვდარი ძაღლები თუკატები; თავადაც მოუკლავს თაგვი, მკვდარი კაცის სუნიც უყნოსავს, მაგრამ თავისიპატრონი უკვდავი ეგონა, რადგან პატრონი ლამის ღმერთად მიაჩნდა. ახლა კი, როცამისი სიკვდილიც ნახა, ძაღლმა იგრძნო, რომ მის სულში შეირყა თვით საძირკველიცხოვრების რწმენისა და ამ სამყაროზე წარმოდგენისა, და საშინელმასასოწარკვეთილებამ აღავსო მისი გული.

იგი თავის პატრონის ფეხებთან მოიკუნტა და ფიქრებს მიეცა: „საბრალო ჩემი პატრონი,საბრალო ჩემი პატრონი! ის მოკვდა, ის მე მომიკვდა! ყველა კვდება, ყველა, ყველა,ყველა და ყველაფერი! ჩემს ირგვლივ რომ ყველა და ყველაფერი კვდება, ეს უფრომიმძიმს, ვიდრე ის, რომ მე მოვკვდე ყველასთვის. საბრალო ჩემი პატრონი, საბრალო ჩემიპატრონი! ეს არ არის ჩემი პატრონი, ეს თეთრი და ცივი გვამი, შესაჭმელად განწირულილეში, რომელსაც უკვე ხრწნის სუნიც დაჰკრავს. არა, ეს ის არ არის! ნეტავი სად წავიდაჩემი პატრონი? სად არის ახლა ის, ვინც მეალერსებოდა და მელაპარაკებოდა?

რა უცნაური ცხოველია ადამიანი? არასდროს არ ხედავს იმას, რაც მის თვალწინაა.გვეალერსება და ვერ ვხვდებით, რატომ, თან იმ დროს კი არ მოგვეფერება, როცა ჩვენთვითონ ვეტმასნებით და ფეხქვეშ ვეგებით, პირიქით, სწორედ მაშინ გაგვაგდებს დადაგვტუქსავს, თან ვერასგზით ვერ მიხვდები, რა უნდა; ან თავად კი იცის, რა უნდა? სულ

Page 130: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

გვეჩვენება, რომ სხვაგან დაქრის მისი გონება, იმაზე კი არ ფიქრობს, რაზეც ვითომფიქრობს, იმას არ ხედავს, რასაც ვითომ უყურებს, ასე გეგონებათ, მისთვის სულ სხვასამყარო არსებობსო. მაგრამ სხვა სამყარო რომ არსებობდეს, მაშინ ეს რაღად იქნებოდა!

ესეც არ იყოს, ადამიანი ძალზე რთულად მეტყველებს, თუ ყეფს. ჩვენ ვყმუით, ხოლო მისიწამხედურობით ყეფასაც ვსწავლობთ, მაგრამ მაინც ვერ ვუგებთ; ჩვენ მარტო მაშინგვესმის მისი, როცა ისიც ყმუის; დიახ, როცა ის ყმუის, ყვირის და ბობოქრობს, მაშინ ჩვენ,ცხოველები, კარგად ვუგებთ; ოღონდაც! მაშინ ხომ არც იმ თავის მეორე სამყაროშია!..მაგრამ იგი მაინც თავისებურად ყეფს ანუ ლაპარაკობს, სწორედ ამის გამოა, რომყოველთვის იმას გამოიგონებს, რაც არ არის და ვერ ამჩნევს იმას, რაც არის. მაგრამსაკმარისია, რაიმე საგანს სახელი დაარქვას, უკვე ვეღარც ამჩნევს. ან მარტო ესმის, ანმარტო დაწერილს ხედავს, მეტი არაფერი. ენა იმად სჭირდება, რომ იცრუოს, გამოიგონოსის, რაც არ არსებობს და საკუთარი თავი დააბნიოს; ყველაფერში სხვებთან თუ თავისთავთან ლაპარაკის საბაბს ეძებს. ეს სენი მან, ჩვენ, ძაღლებსაც გადმოგვდო!

ადამიანი ნამდვილად ავადმყოფი ცხოველია. იგი მუდამ ავადაა! მხოლოდ ძილში თუმოიკეთებს, ისიც იშვიათად, რადგან ხშირად ძილშიც ლაპარაკობს! ესეც გადმოგვდო ჩვენ.მაინც რამდენი რამ გადმოგვდო! ამის გარდა, შეურაცხყოფასაც გვაყენებს ხოლმე! აბა,მაშ რა არის, თავხედობასა და უსინდისობას ძაღლობასა და ქოფაკობას რომ არქმევს!იგი გახლავთ უპირატესად მლიქვნელი ცხოველი. მლიქვნელად კი ენამ აქცია. თუუსინდისობას ცინიზმი ჰქვია, მაშინ მლიქვნელობას ანტროპიზმი უნდა ეწოდოს. მასუნდოდა, ჩვენ, ძაღლებიც მლიქვნელებად ან, როგორც იტყვიან, კომიკოსებად დამასხარებად გადავექციეთ! მაგრამ ადამიანმა ჩვენ, ძაღლები ხარებივითა და ცხენებივითროდი მოგვათვინიერა და მოგვაშინაურა! ჩვენ მასთან ნებაყოფლობით,ურთიერთსარგებლიანობის პრინციპით გავერთიანდით, რომ ერთად გვენადირა, ჩვენნადავლი მოგვეძებნა, იმას მოეკლა და წილი მოეცა. და აი, ასე, სოციალურ შეთანხმებისსაფუძველზე დაიბადა ჩვენი თანამეგობრობაც.

აბა, ახლა ჰკითხეთ, რითი გვიხდის სამაგიეროს, - გვრყვნის და შეურაცხგვყოფს, მასხრადგვიგდებს, გვამაიმუნებს და გვწვრთნის! გაწვრთნილ ძაღლებს კი, მოგეხსენებათ,ოინბაზობაში გაწაფულ ძაღლებს ეძახიან. აი, იმათ, რომელთაც შემოსავენ ხოლმე დაუკანა თათებზე სიარულს ასწავლიან! გაწვრთნილი ძაღლები! ხოლო ადამიანები ამმანჭვა-გრეხასა და ორ ფეხზე სიარულს განსწავლულობას არქმევენ. ჰოდა, ცხადია, ორფეხზე მოსიარულე ძაღლი უნამუსოდ და ცინიკურად აჩვენებს ყველას თავისუსირცხვილობას! თუმცა ადამიანსაც იგივე დაემართა, როცა ორ ფეხზე დადგა დაგამართულად მოსიარულე ძუძუმწოვრად გადაიქცა, მაგრამ მან მალე იგრძნოსირცხვილის დაფარვის მორალური აუცილებლობა. ამაზე მათ ბიბლიაშიც კია ნათქვამი;გამიგონია, პირველმა ადამიანმა, ესე იგი, ორ ფეხზე პირველმა მოსიარულემ, უმალიგრძნო, ღმერთის წინაშე შიშვლად წარდგომა სირცხვილიაო, ამიტომაც გამოიგონესტანსაცმელი, დიახ, სქესი რომ დაეფარათ; მერე იყო და, ყველამ ერთნაირად დაიწყოჩაცმა, ქალმაცა და კაცმაც, ერთმანეთისგან ვეღარც გაარჩევდით; აქედან მოდის ყოველიადამიანური სისაძაგლე. თუმცა ადამიანი ამასაც ძაღლურსა და ცინიკურს არქმევს. ჩვენ,ძაღლებიც, ადამიანმა გაგვრყვნა, გაგვამამაძაღლა და ცინიკოსებად გვაქცია. და აჰა,ჩვენი მლიქვნელობის სათავეც: რამეთუ ძაღლური ცინიზმი ისეთივე მლიქვნელობაა,როგორიც ადამიანური მლიქვნელობაა ცინიზმი. ჩვენ ერთმანეთი დავასნებოვნეთ!

თავდაპირველად ადამიანები, ქალებიცა და კაცებიც, ერთნაირად იყვნენ ჩაცმულ-დახურული, მაგრამ ბოლოს ისე აირ-დაირივნენ ერთმანეთში, რომ იძულებულნი გახდნენგანსხვავებულად ჩაეცვათ. და აი, შარვალიც პირდაპირ შედეგია იმისა, რომ ადამიანი ორფეხზე დადგა.

მაინც რა უცნაური ცხოველია ადამიანი! არასოდეს არ არის იქ, სადაც უნდა იყოს, ანუ იქ,სადაც მისი გვამია; ლაპარაკითაც მარტო იმისთვის ლაპარაკობს, რომ იცრუოს და თანშემოსილიც რომ დაბრძანდება. საბრალო ჩემი პატრონი! მალე კიდეც დაასაფლავებენმისთვის საგანგებოდ განკუთვნილ ადგილას. მერედა როგორ უვლიან და როგორჩქმალავენ ადამიანები თავიანთ მკვდრებს, მალავენ, რომ ძაღლებსა და ყვავ-ყორნებს არგაუხადონ საძიძგნად! მაგრამ ბოლოს ადამიანისგანაც რომ იგივე რჩება, რაცცხოველისგან - ძვლები! ისინი კი მაინც მალავენ თავიანთ მკვდრებს! ადამიანი ცხოველია,

Page 131: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

რომელიც ლაპარაკობს, იმოსება და მალავს თავის მკვდრებს! საბრალო ადამიანი!

საბრალო ჩემი პატრონი! საბრალო ჩემი პატრონი! ის ადამიანი იყო. დიახ, ის იყოადამიანი და მხოლოდ ადამიანი! მაგრამ ჩემი პატრონიც რომ იყო! თუმცა არ იცოდა, დავერც ვერასოდეს გაიგებდა, რამდენად იყო ჩემგან დავალებული... რამდენად... ბევრი რამკი ვასწავლე მას ჩემი დუმილით. მაშინ, როცა მე ვლოკავდი და ის მელაპარაკებოდა,მელაპარაკებოდა, მელაპარაკებოდა! „ნეტავ თუ გესმის შენ ჩემი!“ - მეკითხებოდა ხოლმე.დიახ, მესმოდა, მესმოდა, როცა ვითომ თავის თავს ელაპარაკებოდა და სინამდვილეში მემომმართავდა. როცა ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა; როცა ვითომ მემომმართავდა და სინამდვილეში თავის თავს ელაპარაკებოდა, იგი მიმართავდა ძაღლს,რომელიც იჯდა მის გვამში. არ ვანებებდი, მის არსებაში ცინიზმს ჩაეთვლიმა.

ძაღლურ ცხოვრებას კი ეწეოდა, მართლა ძაღლურს. რა დიდი ძაღლები იყვნენ, უფროსწორად, რა მდაბალი ადამიანები იყვნენ ის ორნი! კაცური სიმდაბლე ჩაიდინა მის წინაშემაურისიომ, ქალური - ეუხენიამ! საბრალო ჩემი პატრონი!

და აი, ახლა იგი ასვენია აქ, თეთრი, ცივი, გახევებული და შემოსილი, უკვე ვეღარას ეტყვისვეღარც სხვასა და ვეღარც თავის თავს. არც შენი ორფეოსისთვის გაქვს რაიმე სათქმელიდა ვეღარც შენი ორფეოსი გეტყვის რასმე თავისი დუმილით. საბრალო ჩემი პატრონი!ახლა რაღა ეშველება? სად წავა ის, რაც მასში იჯდა და ლაპარაკობდა თუ ოცნებობდა!ვინ იცის, იქნებ ამაღლდეს კიდეც, ავიდეს იქ, ზევით, წმინდა სამყაროში, მაღალ სფეროში,მიწისგან შორს, სადაც ყველაფერი წმინდა ფერისაა: აკი ასე ხედავდა ღვთაებრივადწოდებული პლატონიც. ალბათ ზეცამდე ამაღლდება, საიდანც ცვივა ძვირფასი ქვები დასადაც ბინადრობენ განბანილი და განწმენდილი ადამიანები, ჰაერს რომ სვამენ დაეთერს სუნთქავენ. იქ წმინდა ძაღლებიც ბინადრობენ, წმინდა ჰუმბერტოს მწევრები დაწმინდა დომინგო დე გუსმანისაც, ჩირაღდანი რომ უპყრია კბილებით, და, კიდევ წმინდაროკესიც, რომელზედაც ერთ ქადაგს უთქვამს და თან მის გამოსახულებაზე უჩვენებია:„თქვენს წინაშეა წმინდა როკე თავის ძაღლთან ერთად და სხვა დანარჩენებთან...“ იქ,წმინდა პლატონურ სამყაროში განხორციელებულ იდეათა სამყაროში, წმინდა ძაღლიცაა,ჭეშმარიტად ცინიკოსი ძაღლი და იქ არის ჩემი პატრონიც!

ვგრძნობ, რომ ჩემი სული იწმინდება ამ სიკვდილთან, ჩემი პატრონის ამ განწმენდასთანერთად და მიილტვის ბურუსისკენ, რასაც საბოლოოდ შეერწყა, ბურუსისკენ, საიდანაც იგიიშვა და სადაც დაბრუნდა...“

ორფეოსმა იგრძნო, როგორ ჩამოწვა ბურუსი ბინდბუნდისა... უკვე ჩქარობდა კიდეც,ხტუნვა-ხტუნვით და კუდის ქიცინით მიისწრაფოდა თავისი პატრონისკენ. „ჩემო პატრონო!ჩემო პატრონო! საბრალო ადამიანო!“ დომინგომ და ლიდუვინამ აიღეს საცოდავიძაღლის გვამი, პატრონის ფეხებთან რომ დაელია სული; ისეთი სუფთა იყო, ისეთი, რომბინდბუნდის ღრუბლებში შესუდრული გეჩვენებოდათ; მათ შემხედვარე საწყალ დომინგოსგული აუჩუყდა და ცრემლები გადმოსცვივდა; ერთია, ვერ მიხვდებოდით, პატრონსდასტიროდა თუ ძაღლს, ამ მართლაცდა გასაოცარი ერთგულებისა და თავდადებისგამომხატველ სურათს გულგრილად ვინ შეხედავდა! და მან თქვა: კიდევ იტყვიან,მწუხარებისგან არა კვდებიანო!

„ბურუსის“ დასასრული.

დანართიინტერვიუ აუგუსტო პერესთანალბათ, ჩემი მკითხველი უკვე შეეგუა ჩემი პიროვნებისგან მომდინარე თვითნებობასა დაპერსონალიზმს. ამიტომაც კითხულობენ მიგელ დე უნამუნოს და არა სხვას ვისმეს. ესეც არიყოს, კიდეც მიმიხვდნენ, რომ საკუთარი პიროვნების ასე დაბეჯითებით დაცვითა დაგანდიდებით, მე ვიცავ და განვადიდებ ყოველ პიროვნებას, თითოეულ პიროვნებას, ვინც

Page 132: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

კითხულობს ან არ კითხულობს ჩემს ნამოღვაწარს. ყველას ჩვენ-ჩვენი „მე“ გვაქვსნაბოძები, დიახ, ყველა თქვენგანს, მკითხველო, თქვენი „მე“ გაქვთ, ამიტომაცაა, რომამქვეყნად ყველაზე უფრო ყოვლისმომცველ და ალტრუისტულ პოზიციად ეგოიზმიამიჩნეული. მე, გერმანიზმის მოციქული ფიხტეს მსგავსად, როდი ვიცავ და ვქადაგებ წმინდა„მეს“.

მისი „მე“ სხვა არა არის რა, თუ არა „მე“, მაშინ, როცა მე ვიცავ და ვქადაგებ შერეულ „მეს“,რომელიც თანაბრად მოიცავს ჩემთან ერთად, სხვა ადამიანებსაც, რამეთუ მე, - ოჰ, ჩემომკითხველო, - მინდა ვიყო საკუთრივ მეც და ამავე დროს ვიყო „თქვენც“, ვიყო რაღაც და,ამავე დროს, ვიყო თითოეული თქვენგანიც. მე რომ მხოლოდ მე ვიყო, მე, მიგელ დეუნამუნო, მაშინ აღარც ერთი თქვენგანი, ვინც კი ჩემს წიგნებს კითხულობთ, აღარწამიკითხავდა მე. მე რომ არ გეუბნებოდეთ იმას, რაც უკვე თქვენი სულის სიღრმეშიაჩაბეჭდილი, თუმცა კი შეიძლება, ეს თქვენ თვითონაც არ იცოდეთ, განა მეწამიკითხავდით? ერთი სიტყვით, ვცდილობ თქვენი სულის ბნელი თუ ბუნდოვანი ნააზრევირაღაც ფორმაში მოვაქციო. და თუ ჩემი ნათქვამი ზოგჯერ კიდეც გაგაბრაზებთ დააღგაშფოთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლაც შევხებივარ თქვენი ცნობიერებისნაოჭებსა და ხვეულებში ღრმად მიმალულ წამების მიზეზს.

„კაცმა რომ თქვას, რა საჭიროა ასეთი შესავალი?“ - იკითხავს რომელიმე მკითხველი. მეკი ასე ვუპასუხებდი: „ვაითუ, ეს ჩემი წიგნიც მხოლოდ შესავალია! განა არ შეიძლება, რომმთელი წიგნი მარტო შესავალი, თუ პროლოგი იყოს? ანდა, წიგნების უმრავლესობამარტო პროლოგები არ არის? მე თუ მკითხავთ, საუკეთესო წიგნი მხოლოდ პროლოგიასხვა წიგნისა, რომელიც, საბედნიეროდ, არასოდეს დაიწერება.

ძვირფასო მკითხველო, არ ვიცი, გაიგეთ, თუ არა, რომ რამდენიმე თვის წინათგამოქვეყნდა რომანი, ან თუ გნებავთ, რიმანი, - რომლის სათაურია „ბურუსი“. „ეეჰ, -იტყვით თქვენ, - თურმე საკუთარი წიგნის პოპულარიზაციას ეწევა!“ მირჩევნია ცინიკოსადჩამთვალონ, ვიდრე პირმოთნედ, მძულს ყოველგვარი თვალთმაქცობა და ამიტომვუპასუხე: „დიახ!“ რაკი თავგამოდებულმა კრიტიკოსებმა, ნამდვილმა კრიტიკოსებმა, არვიცი, გულმოწყალებისა თუ გულღვარძლიანობის გამო, კრინტიც არ დაძრეს ჩემსრომანზე, ავდგები და მე თვითონ განვმარტავ ზოგიერთ რამეს, ანდა რატომაც არ უნდაგანვმარტო?

ეს რომანი თუ რიმანი - რაც შეეხება სიტყვას რიმანი, ამაზე უკვე ამ წიგნშივე ითქვაყველაფერი, - ასევე პროლოგია. დიახ, პროლოგია სხვა წიგნისა, რომელსაც, ღვთისმადლით, არასოდეს დავწერ.

საქმე ისაა, რომ ერთხელ ჩემში ჩაისახა ავბედითი გამოგონილი არსება, რომანისათვისნამდვილი მიგნება, ჭეშმარიტი პერსონაჟი, ჰომუნკულუსი და მთხოვა, სიცოცხლე მიბოძეო.საბრალოს ყოფნა, არსებობა სწყუროდა; მე ვერ მივხვდი რანაირად ამესრულებინა მისიწადილი: მერე შოპენჰაუერის იდეა გამახსენდა - შეყვარებულ წყვილს ერთმანეთისკენპოტენციური არსება, მომავალი ადამიანი უბიძგებსო. ასეა, გვარის გენია წარმოშობსსიყვარულს, ხოლო გამონაგონის გენია გვაიძულებს ვწეროთ. სერვანტესის კალამს დონკიხოტე უჩვენებდა გეზს. ჩემი საბრალო ჰომუნკულუსი, ჩემი აუგუსტო პერესიც, - ასედავარქვი თუ მოვნათლე, - ამნაირად ჩაისახა ჩემი ტვინის წიაღში და შემევედრა,სიცოცხლე მიბოძეო. ასე დაიწყო ჩვენი ჭიდილი.

ჩემს რომანში მე თქვენ გიხსნით იმას, თუ როგორ მიხვდა ბოლოს და ბოლოს ესსაცოდავი ლიტერატურული პერსონაჟი, რომ იგი იყო მხოლოდ და მხოლოდგამოგონილი არსება და ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, მერე, როცა ყველაფერი ცხადადწარმოიდგინა, როგორ შეიპყრო ტრაგიკულმა გრძნობამ და საერთოდ, გიამბობთ მისმთელ შემდგომ ტრაგედიას. როცა იგი ტიროდა, მეც მეტირებოდა, მაგრამ არ მინდოდაცრემლი შეემჩნია ჩემს თვალზე და ამიტომ დავუწყე დაცინვა, ის კი არა, საკუთარი თავიცარ დავინდე, საკუთარი სიცილი.

როცა ამ ბედშავმა აუგუსტო პერესმა თქვა, ხელოვნების გამათავისუფლებელი ძალა ჩემისაზრით ისაა, რომ ადამიანს თავის არსებობას ავიწყებსო, - აკი უმეტესობა რომანებსმართლაც იმიტომ კითხულობს, რომ საკუთარი დარდი, საკუთარი თავი დაივიწყოს, -

Page 133: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მისმა მეგობარმა, ჩემი „ბურუსის“ პროლოგის ავტორმა ვიქტორ გოტიმ უპასუხა:„ხელოვნების უზენაესი გამათავისუფლებელი ძალა ისაა, რომ ადამიანს თავისარსებობაში ეჭვს შეატანინებს!“ მე თუ მკითხავთ, იგი მართალი გახლდათ. მე მგონია,ადამიანი, რომელიც არასოდეს დაეჭვებულა თავის მატერიალურ არსებობაში, არუფიქრია, ეგებ რაღაც უფრო მეტი ვარ, ვიდრე გამონაგონი, ლანდი, სიზმარი ანდარომელიმე ლანდის სიზმარიო, - როგორც პინდარეს უთქვამს, - ასეთი ადამიანივერასოდეს მიაღწევს თავისუფლებას. და, ალბათ, საბრალო აუგუსტოც საკმაოდ ახლოსმივიდა ჭეშმარიტებასთან, როცა ჩემგან თავისი გარდუვალი სიკვდილის ამბავი შეიტყოდა შესძახა, ყველა, ვინც კი ჩემს ამბავს წაიკითხავს, ჩემსავით გამოგონილი არსებებიარიანო. რამეთუ შემზარავია ადამიანი, რომელიც ღრმადაა დარწმუნებული თავისმატერიალურ რეალობაში.

ასე და ამგვარად, აუგუსტო პერესი კვლავ გამომეცხა და სიზმრად; როცა ვამბობგამომეცხადა-მეთქი, ვითარცა იოსებს ანგელოსი უფლისა (მათე I, 20), ის მინდა ვთქვა,რომ მეზმანა, ვითომ გამომეცხადა, და მან უკვე „შენობით“ მომმართა და მითხრა: - აჰა,კვლავაც წარვდექი შენს წინაშე. მოვედი შენს შემწედ. ვიცი, სამშობლოში მოგზაურობამგონებრივად დაგშრიტა და აღარაფერი მოგდის აზრად. ისიც ვიცი, რომ ომზე ფიქრებმაიმდენად შეგმუსრა, სხვა ვეღარაფერზე გიზრუნია და ველაფერი, რასაც წერ, ისევ და ისევომის გარშემო მსჯელობად იქცევა.

- შენ როგორღა ცხოვრობ იმქვეყნად? - ვკითხე მე.

- სად იმქვეყნად? - შემომიბრუნა კითხვა, - რას ნიშნავს იმქვეყნად და ამქვეყნად? რასვუძახით იმ ქვეყანას? იქნებ გგონია, რომ ერთზე მეტი ქვეყანა მართლა არსებობს?

- იმქვეყნად, სადაც დასაფლავების შემდეგ აღმოჩნდი, - ვუთხარი მე.

- ეს ხომ იგივეა, რაც ჩემს გაჩენამდე იყო! თუმცა მოდი, მოვეშვათ ფილოსოფიას. მეშენთან მარტო იმისთვის მოვედი, რომ მეთქვა, თუ როგორ მომრავლდნენ მანდ, თქვენსდედამიწაზე გამოგონილი პერსონაჟები, ბურუსოვანი, რომანული გმირები. იფიქრებთ,უმრავლესობა რეალობის მიღმა ცხოვრობსო.

- მერედა, სადაა რეალობა? - შევბედე კითხვა.

- მართალი ხარ, - მომიგო მან, - ვინ გაარჩევს, სადაა რეალური და სად იდეალური! მითუფრო ახლა, როცა ხალხი ერთხმად გაიძახის სანტიმენტებს მოვეშვათ და სარგებელზევიფიქროთო. ვისიც გინდა, იმის იყოს ეს სარგებელი, გინდა ინდივიდუუმისა, გინდაკოლექტივისა, ერთი ადამიანისა, თუ ხალხისა, ერისაო. დამიჯერე, გრძნობა გაცილებითუფრო საიმედო წინამძღოლია, ვიდრე ეგრეთ წოდებული სარგებელი. ადამიანმა ბევრადუკეთესად იცის, რას გრძნობს, უყვარს თუ სძულს და ბევრად უარესად, რა არის მისთვისსასარგებლო. ახლა ევროპის ხალხთა უმრავლესობა სისხლისმღვრელ ომშია ჩაბმულიდა ზოგიერთს ჰგონია, საბაბი სარგებლის დაცვაა. მე კი ვიტყოდი, რომ ადამიანსსარგებლიანობისა არაფერი გაეგება, მაგრამ აბა, ნახეთ, საკუთარ ვნებებში როგორერკვევა! როცა ჰგონია, სარგებლისთვის ვირჯებიო, მაშინაც კი მხოლოდ ვნებებსემორჩილება!..

- საბედნიეროდ! - გავბედე სიტყვის ჩართვა.

- რასაკვირველია, საბედნიეროდ! ყოველთვის და ყველაზე მეტად ის ცდება, ვინცფიქრობს, სარგებლისთვის ვიღვწიო. ვინ იცის, რა არის მისთვის სარგებელი? ანდაპირიქით, ყველამ კარგად იცის, რა უყვარს და რა სძულს! მაგრამ აქ, შენს სამშობლოში...თორემ ჩვენ, გამოგონილ არსებებს ხომ სამშობლო არცა გვაქვს...

- გაქვთ, როგორ არა გაქვთ, გამოგონილი სამშობლო ხომ გაქვთ, - გავაწყვეტინე სიტყვა.

- ყოველი სამშობლო გამოგონილია. ჰო, კარგი, აქ, შენს სამშობლოში ისეთი ნეიტრალებიანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ისეთი უსქესონი გამოჩნდნენ, რომლებიც ამტკიცებენ,გვირჩევნია სამშობლოს სარგებლიანობაზე ვიფიქროთ, ვიდრე სიმპათიებსა დაანტიპათიებს ავყვეთო; თითქოს სიმპათიასა და ანტიპათიაზე უფრო მაღალი სხვა

Page 134: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

სარგებლიანობა იყოს კიდევ რამე! გეგონებათ, სიმპათია და ანტიპათია სარგებლიანობისსაუკეთესო ნაყოფი და მისი უმაღლესი გამოვლინება არ იყოს! მერე კი აღმოჩნდება, რომვინც ამ თვალსაზრისზე დგას, ვისაც დღე და ღამე მარტო სარგებლიანობა აკერია პირზე,ყველაზე მეტად ის ნებდება ვნებებს, თანაც მდაბალ ვნებებს და სწორედ ისინი არიანწმინდა სულელები ანუ დადებითი და აგრესიული სულელები...

- ეს რაღას ნიშნავს? - ვკითხე მე.

- აკი გერმანული ფილოსოფია შეისწავლე! მაშინ სიწმინდის იდეაც უნდა იცოდე,პლატონისგან რომ ისესხეს გერმანელებმა, რაინჰაიტ, ასე არ უწოდებენ? არის წმინდაიდეა, წმინდა მეცნიერება, წმინდა გონება... და არიან წმინდა სულელები, განსაკუთრებულისულელები, უპირატესად სულელები, ისეთები, რომელთაც სისულელის მეტი სხვა თვისებაარ ურევიათ. წმინდა სულელის არსი ისაა, რომ იგი ვერც ხვდება თავის სისულელეს.წრფელად სჯერა საკუთარი გონიერებისა და, რაც უფრო მეტ სისულელეს იმეორებს, -სისულელეს კი არათუ ამბობენ, არამედ იმეორებენ კიდეც, - მით უფრო რწმუნდება, ძალზეღრმა აზრს გამოვთქვამო. ამიტომ წმინდა სულელი არის დადებითი, აგრესიული დაშემტევი, არაწმინდა სულელის საპირისპიროდ, რომელიც უარყოფისა და თავდაცვისსაზღვრებს არა სცილდება.

- არაწმინდა სულელის არსი რაღაა?

- ახლავე გეტყვი. შენს სამშობლოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა დანარჩენ ქვეყნებში,სულელები მუდამ იყვნენ, არიან და იქნებიან; მაგრამ აქამდე ყველას მიაჩნდა, რომ მათიუმეტესობა არაწმინდა, ნეგატიური, თავდამცველი სულელი იყო, რომელმაც თავისისისულელის ამბავი კი იცოდა, მაგრამ მაინც ცდილობდა დაჭკვიანებულიყო, რათა თავიდაეცვა...

- განა, ისეთი სულელებიც მოიპოვებიან, თავიანთი სისულელის ამბავი რომ იციან? -შევაწყვეტინე სიტყვა.

- აბა, რა გგონია! რამდენიც გინდა. თან ბევრმა ისიც კარგად იცის, რომ სულელებადთვლიან და როცა საკუთარ თავთან, საკუთარი სინდისის სარკის წინ მარტო რჩება,აღიარებს კიდეც თავს სულელად. მთლად სწორი არ უნდა იყოს, ვითომ ადამიანისაკუთარ თავს არ იცნობსო. მე უფრო იმას ვფიქრობ, ადამიანი საკუთარი სინდისისსამსჯავროს წინაშე თავის თავს სათანადოდ ვერ აფასებს, თუმცა სხვათა წინაშე ასე თუ ისეთავისი სისულელის დამალვას ახერხებს; მაგრამ თუ ამას მაინც გრძნობს, სულ ერთია,თავი ჭკვიანი კაცივით უჭირავს, ერთიც ვნახოთ და ვინმე მოვატყუეო. და, წარმოიდგინე, ამსხვათა დარწმუნებადაჯერებაში თავადაც ირწმუნებს, სულელი არა ვყოფილვარო.ადამიანებს ხომ იმდენად სწამთ თავიანთი თავისა, რამდენადაც სხვებს სწამთ მათი. იქნებაგაგიგონიათ ერთი ხვლიკის ამბავი, ზოოლოგები მოლოქს რომ უწოდებენ?

- როგორ არ გამიგონია, - ვუთხარი მე, - იმ უწყინარ ცხოველზე არ მეუბნები, მიმიკრიისწყალობით მტაცებლად რომ ითვლება? თურმე, როცა თავს დაესხმიან, კუდს აბზეკს,მკაცრ იერს მიიღებს და საკუთარი შიშით სხვის დაშინებას ცდილობს!

- ჰოდა, მეც მაგაზე მოგახსენებ. სწორედ იმ ხვლიკსა ჰგავს ნეგატიური ანუ თავდამცველისულელიც; როცა რაიმე სისულელე მოუვა თავში, თან იცის, რომ ეს სისულელეა, როცაუნდა ცოცხალი აზრის რომელიმე ზოგადი ადგილი გაიმეოროს, - უხამსობის ეს სარკე, -ისე ბრტყლად და საზეიმოდ გამოაცხადებს, თითქოს რაიმე ღრმააზროვანი აფორიზმიწარმოთქვა ან სრულიად ახალი, გენიალური პრინციპი აღმოაჩინაო; თან ამას იმიტომსჩადის, რომფიქრობს, ეგებ ვინმე ჩემივ მსგავსი მაინც გავაბა მახეშიო:„თქვენ მე მთვლითსულელად? მე კი თავს ვიცავ და ვცდილობ, ჭკვიან, ანდა უფრო ზუსტად, ცოცხალიაზროვნების კაცად მოგაჩვენოთ თავი“. და ამას ბრწყინვალედაც ასრულებს. აი, როგორიათავდამცველი ანუ ნეგატიური სულელი.

ახლა, ნელ-ნელა უკვე თქვენთან, ესპანეთშიც გამოჩნდნენ ეს დადებითი და აგრესიულისულელები, წმინდა სულელები, ისეთები, რომელთაც არათუ ჭკვიანად მოაქვთ თავი,არამედ, თავადაც გულწრფელად სჯერათ თავიანთი სიჭკვიანის ამბავი. მერწმუნე,აგრესიულობა დღეს მოდაში შემოდის.

Page 135: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მახსოვს, ომის დაწყებამდე, კარგა ხნით ადრე, ესპანეთში ტრაიჩკეს ხსენებაც რომ არ იყო,შენ ხშირად მოგყავდა მისი ციტატები...

- სწორია, - ვუპასუხე მე, - ომს არ დავლოდებივარ, ტრაიჩკე წამეკითხა და მით უმეტეს არდავლოდებივარ, რომ ჩემი თანამოძმეები გამეფრთხილებინა, რა საშიშროებამოჰყვებოდა ჩვენთვის ოთხქიმიანი K-თი დაწერილ „კულტურას“. 1913 წლის დასაწყისშიუკვე განგაშიც ავტეხე.

- ალბათ, მაშინ კითხულობდი „პოლიტიკაში“ მაგ ტრაიჩკეს სტრიქონებს სულელებისთაობაზე. აი, ვინ იცნობდა მათ! პირველი წიგნის ორმოცდამეათე თავში ამბობს - როგორცჩანს XIX საუკუნეში ადამიანის სისულელის ფარგლები ბევრად გაფართოვდაო,სამოცდამეათე თავში კი წერს, XIX საუკუნემ სწავლულთა წრეში უფართოესი სისულელე -სტუპიდიტატ - მისივე სიტყვას ვიმეორებ - წარმოაჩინაო და დასძენს: „წინათ ადამიანებიისეთი სულელები არა ყოფილან, როგორიც ჩვენს დროში“. მერე სისულელის პარტიებისშესახებაც ლაპარაკობს. სისულელის პარტია - მართლაც დიდებული ნათქვამია! ამისშემდეგ ამტკიცებენ: პრუსიელებს ფსიქოლოგიური ალღო არ გააჩნიათო! მართალია,ვუნდტს, თავისი ექსპერიმენტული თუ ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის - მიუხედავად,აზრადაც არ მოსვლია სისულელის პარტია, სამაგიეროდ, ტრაიჩკეს მოუვიდა, მასავითგერმანელს! გეუბნები, „სისულელის პარტია“, მართლაც მიგნებაა!

- მერე, შენ გგონია, ჩვენთან ასეთი პარტია უკვე არის, ანდა უკვე იქმნება?

- ჰო, რაღაც მაგის მსგავსი თითქოს გაჩნდა. სულელებს შორის თვითშემეცნებაც კიშეიმჩნევა. ყველა საცოდავი გამოგონილი არსება, ვისაც ეჭვი არ გასჩენია თავისიირრეალობის შესახებ, ყველა, ვინც ერთხელაც არ დაფიქრებულა, არათუ თავისარსებობაზე, არამედ თავის მნიშვნელობაზეც კი. ყველა წმინდა სულელი ან დადებითი დააგრესიული სულელი, ყველა თავს იყრის სისულელის დროშის ქვეშ, რომელსაც ცოცხალაზრს არქმევს. ამ სისულელის პაროლი და მცნებაა: ეროვნული სარგებლიანობაუპირველეს ყოვლისა! მაგრამ ის არ იციან, რაში მდგომარეობს ეს სარგებლიანობა დასისულელის მარტო ერთ მდაბალ ვნებას არქმევენ ამ სახელს...

- ... ანუ შურს! - დავასრულე მისი აზრი.

- სწორია, წმინდა სულელს, უპირველეს ყოვლისა, აღიზიანებს სხვისი პიროვნება,საერთოდ, ყოველგვარი სუბიექტური, ბუნებრივია! რადგან თავად სულელი შეიძლებაიყოს მხოლოდ ობიექტი, თანაც მისივ მსგავსთან ერთად კლასიფიკაციის, ნუმერაციისა დაორგანიზაციისთვის საკმაოდ მარჯვე ობიექტიც. ასეთ ადამიანებს დღეს საფიცრად აქვსმაგიური სიტყვა „ორგანიზაცია“.

- აბა, მეტი რაღა დარჩენიათ იმ საცოდავებს? - ვკითხე მე.

- როგორ თუ რა დარჩენიათ? თვითმკვლელობა!

- თვითმკვლელობა? - წამოვიძახე და მყისვე გამახსენდა, რომ აუგუსტო პერესს თავისმოკვლის ნება არ მივეცი და ვაიძულე ჩემი, ესე იგი, ავტორის ნება-სურვილითმომკვდარიყო.

- დიახ, თვითმკვლელობა! მაგრამ ისეთ თვითმკვლელობაზე როდი გეუბნები, რასაც მეთვითონ ვაპირებდი და შენ უფლება არ მომეცი; მათ ბოლო უნდა მოუღოს სისულელისგანთავის დაღწევის მათივე უიმედო ცდამ. სულელის მორალური ვალია, - რამდენადაც იგიმაინც არის ადამიანი, - აღარ იყოს სულელი ანდა სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოცხალიაზრის პრინციპები საკუთარი გონების დასკვნებად გადააქციოს, დამოუკიდებლადგაიაზროს ზოგადი ადგილები, რაც მერე ზოგადიც აღარ იქნება, გააკრიტიკოსყოველგვარი უხამსობა. სულელი ცდილობს ეს ყველაფერი როგორმე დაძლიოს, მაგრამმეტისმეტად უმძიმს, ამიტომ ერთხელაც ადგება, ამ თავის სისულელეს და თავის გონებასადა მერე სიცოცხლესაც ბოლოს მოუღებს, ერთი სიტყვით, თავს მოიკლავს. მაშასადამე,მასაც იგივე დაემართება, რაც იგავ-არაკის ბაყაყს დაემართა, ხარს რომ გაეჯიბრა დაბოლოს გასკდა. აი, ასე უნდა გასკდეს სულელი!

Page 136: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ამას წინათ, აქ, საიქიოს გამონაგონთა ჩვენს სამყაროში პაპინის წიგნი „გულადობა“მოიტანეს. მოგეხსენება, მე, შენი ფანტაზიის თუ წარმოსახვის პირმშოს, რარიგად მიტაცებსპარადოქსების ოსტატები ანდა უფრო სწორად, ადამიანები, ვინც აზროვნებისდამოუკიდებლობას ნერგავენ. პაპინი კიდეც მხიბლავს და კიდეც მართობს. მის წიგნშიწავიკითხე: „მთელი სერიოზულობით ვამბობ, ძალზე მაწუხებს, რომ მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანი ცდილობს გენიოსი გახდეს!“ ბრწყინვალედაა ნათქვამი. განა ყოველიადამიანი არ უნდა ესწრაფოდეს გენიალობას?

- მაგრამ შენნაირი... - გავბედე სიტყვის გადაკვრა.

- ასე შენ მიგაჩნია, რადგან გგონია, შენვე შემქმენი, გამომიგონე, ის კი გავიწყდება, როგორამტკიცებდი, სერვანტესს დონ კიხოტემ ააღებინა კალამიო, თუმცა მან ბოლომდე მაინცვერ გაუგო თავის გმირს, ყოველ შემთხვევაში, სანჩო პანსას მაინცო! და მეც, აუგუსტოპერესი, ასევევამტკიცებ, რომ შენ, მიგელ დე უნამუნო კარგად ვერ მიცნობ. თუმცა კიდარწმუნებული ხარ, ვითომ შენ შემქმენი...

- ნეტავი თავად მაინც თუ იცნობ საკუთარ თავს? - შევაწყვეტინე სიტყვა.

- აბა, რა სათქმელია! ჯერ კიდევ ისეთი წმინდა სულელი არ გავმხდარვარ, რომ ვამტკიცო,საკუთარი თავი შევიცანი-მეთქი. რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ მე ჩემს წარმავალ, შენსმიერ ნაბოძებ ამ გამოგონილ არსებობაშიც კი, ჩემებურად ვესწრაფოდი გენიალობას,ჩემებურად ვცდილობდი მიმეღწია გენიალობისთვის და სწორედ მაგისთვის მეწიასიკვდილიც! შენ თვითონ გახდი იძულებული მოგეკალი, რადგან გზა ვერ მონახე, ჩემთვისგენიალობა გებოძებინა! შენ ადამიანის ნაცვლად ჰომუნკულუსი შექმენი, მე კისრულყოფისაკენ, გაადამიანურებისაკენ ჩემმა ლტოლვამ მიმიყვანა სიკვდილამდე.სიკვდილი ჩემთვის უფრო თვითგანმტკიცება იყო და სულელის თვითგანმტკიცების გზაცესაა მხოლოდ. მათ სხვისი პიროვნების დათრგუნვა კი არ უნდა ეცადათ, პირიქით,საკუთარი გაებერათ და იქამდე გაებერათ, სანამ გასკდებოდნენ. მაგრამ ისინი ოღონდრომანულ ანარქიულობაზე ალაპარაკე და საკუთარი თავი რაღას გაახსენდებოდათ!ვისაც თავისი თავის ორგანიზების უნარი შესწევს, ის არც მოძალადეობრივ, გარედანთავსმოხვეულ ორგანიზაციისკენ მოუწოდებს, ჩვენ გვწამს შემთხვევისა და იმპროვიზაციისსასწაული, ამიტომ გვძულს ეს გარეგანი მექანიკური ორგანიზაციაც. მოგეხსენება, მეყოველთვის უფრო შემთხვევას ვენდობოდი...

- ჰო, აკი შენგანაც შემთხვევის პირმშო მინდოდა შემექმნა, - ვთქვი მე, - სწორედ მაშინ,როცა ჩემი ფანტაზია შენ გშობდა, შემთხვევითობის ფილოსოფიაზე ვფიქრობდი დაკურნოს ვკითხულობდი.

- წიგნებს მოეშვი, ირწმუნე შემთხვევითობა და იქნებ განგებაც, აკი შემთხვევა და განგებალამის ერთი და იგივეა; შემთხვევა განგებითია და განგება შემთხვევითი. და კიდევირწმუნე იმპროვიზაცია! თუ მავანი და მავანი წმინდა სულელი მთელი წელი იმისთვისემზადებოდა, ვარჯიშობდა და თავს წვრთნიდა, რომ შენთვის დარტყმა მოეყენებინა, იმიმედით, რომ თავდაცვის იმპროვიზაციის უნარი არ გაგაჩნია, შენ ამას სიცილით უნდაშეხვედროდი, რადგან მან ეს ორმოცი წელიწადი საკუთარი სისულელის და საერთოდ,სისულელის მონობაში გაატარა. შენ კი ამასობაში შენთვის უზრუნველად, ნამდვილიცხოვრებით ცხოვრობდი და თუ მაინც შეძლო და დარტყმა მოგაყენა, ის ხომ მაინცსულერთია, ისევ წმინდა სულელად დარჩება!

- მაგრამ ეს ყველაფერი ბოლოს მაინც ისე გამოვა, როგორც მან ჩაიფიქრა! - წამოვიძახემე.

- ჩაიფიქრა? მერედა, რა ჩაიფიქრა? საერთოდ, რა უნდა ჩაეფიქრებინა? ეეჰ, რა ტყუილადარა გჯერა საკუთარი თავისა! მე რომ შემეძლოს, მე, ვისაც შენ გამოგონილ არსებად დასაკუთარი იუმორისტული ფანტაზიის პირმშოდ მთვლი, დიახ, მე რომ შემეძლოს შენიძალის ისეთივე რწმენა შთაგაგონო, როგორიც მე თვითონ მაქვს!.. აი, ხედავ, რა ვნებამოგიტანა სიწმინდისა და იდეალიზმის ფილოსოფიის შესწავლამ! როგორ გწამს, შესაცოდავო, მეტაფიზიკური გამარჯვებისა!

- მეტაფიზიკურ გამარჯვებას რაღას გადასწვდი? - ვკითხე მე.

Page 137: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ნუთუ არ წაგიკითხავს ამას წინათ „ბერლინელ ტაგებლატში“ რომ წერდნენ:„გერმანელთა გამარჯვება შემთხვევითი კი არა, მეტაფიზიკური აუცილებლობა იყო. თუხალხთა ბედის წარმმართველი ძალები სინამდვილეში უზენაესის ნებაზეადამოკიდებული, რომელსაც სხვაობის გავლების უნარი შესწევს, ჩვენც შეგვიძლია დაკიდეც უნდა ვირწმუნოთ, რომ განგებამ მოგვიმზადა დიდებული აღსრულებანი“. მშვენიერიტექსტია, ოღონდ კარგი გამგები უნდა. აქ ის აზრია გატარებული, რომ გერმანიამ თურმეგანგებას მოუმზადა დიდი როლი, რამეთუ განგება, როგორც ეტყობა, კანტისფილოსოფიის შესწავლას შესდგომია; მეორე მხრივ კი, გერმანელთა გამარჯვებისმეტაფიზიკური აუცილებლობის თაობაზე ნათქვამი ეს სიტყვები მარტო იმას უნდანიშნავდეს, რომ გერმანელებისთვის სწორედ მეტაფიზიკური გამარჯვება ყოფილააუცილებელი. მეტაფიზიკური გამარჯვება კი, მოგეხსენება, იმის რწმენაა, ვითომ გაიმარჯვე.

- მაშინ ის გამონათქვამიც მართალი უნდა იყოს, ერთ გენერალს რომ მიაწერენ -გამარჯვება იმის რწმენაა, რომ გაიმარჯვეო?! - ვკითხე მე.

- აი, სწორედ ეგ არის გენერალური სისულელე. პირიქით, გამარჯვება უფრო ხშირად იმაშიმდგომარეობს, რომ თავი დამარცხებულად წარმოიდგინო. მხოლოდ სულელს მიაჩნიათავი უძლეველად. აბა, გაიხსენე, აქ, შენს სამშობლოში სამოქალაქო ომის დრო! ესუბადრუკები და უგუნურები რომ გაიძახოდნენ - უძლეველები ვართ, რამეთუ რწმენას წინვერაფერი აღუდგებაო. მერე კი, როცა დამარცხება იგემეს, ღრიალებდნენ - „ღალატია!“ანდა ირწმუნებოდნენ, მორალურად მაინც გამარჯვებულები გამოვედითო. „რომ არა...“ამბობდნენ ისინი; ჰოდა, სწორედ ეს „რომ არა“ და „თუ არა“ გვშველის, თორემ პირს ხავსიმოგვედებოდა. შეამზადე თავი იმისთვის, რომ მალე ყველა სულელი ამ ჰანგზე დაიწყებსსიმღერას. თან არც ის დაგავიწყდეს - ახლა სულელების ლეგიონი კი არა, უკვე პარტიაცაა.

და აუგუსტო პერესი კვლავ შავ ბურუსს შეერთო. როცა გავიღვიძე, ჩემს თავს ვკითხე: „ვისშემოაქვს წესრიგი, ლოგიკა და კავშირი, ანუ ვინ აგვარებს ყველაფერ ამას?!“

სალამანკა, ოქტომბერი. 1915 წელი.

წმინდა მანუელ სათნო, წამებულიუკუეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთაკაცთასა ვართ“.

(პავლე მოციქულის წიგნი კორინთელთა მიმართ, პირველი, XV, 19).

ხმა დაირხა, ჩვენი დონ მანუელის, ჩვენი წმინდა მანუელის, აქაური მრევლის მღვდლის, აწგანსვენებულის კანონიზაციისთვის თავგამოდებით იღვწის რენადის ეპისკოპოსიო, -რომლის ეპარქიაში შედის ჩვენი სოფელი, ჩემი სათაყვანო ვალვერდე დე ლუსერნა, - დამეც გადავწყვიტე, თუკი რამ ვიცოდი და მახსოვდა ამ პატრიარქალური ყაიდის ადამიანისშესახებ, ყველაფერი გამეხსენებინა და მეამბნა აღსარებასავით, მაგრამ რა მიზნით,ღმერთმა უწყის, თავად არ ვიცი, - რამეთუ ამ ადამიანმა აღავსო იდუმალი ცხოვრება ჩემისულისა, იგი იყო ჩემი სულიერი მამა, მამა სულისა, ჩემში რომ სუფევს, ანხელაკარბალინოს გვამში რომ დგას.

ჩემი ნამდვილი, ხორციელი მამა თითქმის აღარ მახსოვს, რადგან დიდხანს არ უცოცხლია,სულ პაწაწინა ვყოფილვარ, რომ გარდაცვლილა. ის კი ვიცი, სხვა მხრიდან ჩამოსულა დადედაჩემზე რომ უქორწინია, ვალვერდე დე ლუსერნაში დამკვიდრებულა; ორიოდე წიგნისმეტი თან არაფერი ჩამოჰყოლია - „დონ კიხოტე“, კლასიკური თეატრის პიესები, რაღაც-რაღაც რომანები, ისტორიული თხზულებები, „ბერტოლდოს“ დაფლეთილი ტომი, დასოფელში სხვა საკითხავი არც მოიძევებოდა. ბავშვობისასდიდი გატაცებითვკითხულობდი ამ წიგნებს და იმ დროიდან გამომყვა ეს ოცნებებიც. არ ვიცი, რა

Page 138: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

საქმიანობას ეწეოდა მამაჩემი, ამის თაობაზე ჩემი გულმოწყალე დედა არაფერსჰყვებოდა, დონ მანუელის საქმემ და სიტყვამ მის მეხსიერებაში მთლად წაშალა მეუღლისსაქმეცა და სიტყვაც; დონ მანუელს კი ნამდვილად აღმერთებდა, - თუმცა კი ვინ არაღმერთებდა მას ჩვენს სოფელში, - დედაჩემს იგი ძალიან უყვარდა და, რა თქმა უნდა,უყვარდა უბიწო სიყვარულით, ხოლო ქმარი უფალს მიანდო და ბეჯითად ლოცულობდამისი სულის საცხონებლად.

ჩვენი დონ მანუელი ისეთი მახსოვს, როგორიც აღიბეჭდებოდა ათი წლის ბავშვისმეხსიერებაში: იმ დროიდან მახსოვს, სანამ საეპარქიო ქალაქ რენადაში წამიყვანდნენ დამონასტრის პანსიონში მიმაბარებდნენ. იმხანად ჩვენი წმინდანი ასე, ოცდაჩვიდმეტი წლისაიქნებოდა - მაღალი, გამხდარი, წელში გამართული დადიოდა და თავი ისე ეჭირა, ჩვენიქორის ფრიალოს რომ უჭირავს თავისი ქიმი, მის თვალებში კი ჩვენი ტბის უძიროსილურჯე ირეკლებოდა. ყველას თვალსა და გულს სტაცებდა, ხოლო თვითონ რომგვიყურებდა, ასე გვეგონა, პირდაპირ ჩვენს გულებში იხედებოდა. ყველას ერთნაირადგვიყვარდა, ოღონდ ბავშვებს - განსაკუთრებით. მერედა რაზე აღარ გვესაუბრებოდა! ესსიტყვები კი არა, არ ვიცი, რა იყო! სოფლელებმა უკვე გუმანით იგრძნეს მისგან მონაბერისიწმინდის სურნელი, რამაც ასე რიგად აღავსო და გააბრუა მთელი ვალვერდე დელუსერნა.

სწორედ იმხანად იყო, რომ ჩემმა ძმამ, ლასარომ, - მაშინ ამერიკაში გახლდათ, იქიდანბეჯითად გვიგზავნიდა ფულს და მისი წყალობით არცთუ ხელმოკლედ ვცხოვრობდით, -დედაჩემი შეაგულიანა, ანხელა მონასტრის პანსიონში მივაბაროთ, მარტო სოფლისსკოლას ნუ დასჯერდება, ბარემ სრული განათლება მიიღოსო, თუმცა მონაზვნები თავადდიდად არ ეფონებოდა გულზე. „რამდენადაც ვიცი, მანდ, თქვენთან ჯერ არა გაქვთ საეროდა პროგრესული სკოლები, მით უმეტეს, ქალთა სკოლები და მოდი, ამ შესაძლებლობასხელიდან ნუ გავუშვებთ, - სწერდა იგი დედაჩემს - მთავარია, ანხელიტამ წესიერი აღზრდა-განათლება მიიღოს და სოფლის გომბიოებში არ გაერიოს!“ ასე და ამგვარად გამამწესესპანსიონში; თავიდან ისიც კი გავიფიქრე, ბარემ აქვე დავრჩები მასწავლებლად-მეთქი,მაგრამ მერე და მერე პედაგოგიკაზე, ცოტა არ იყოს, გული ამიცრუვდა.

პანსიონში ქალაქელი გოგონები გავიცანი და ზოგიერთს კიდეც დავუმეგობრდი, მაგრამკვლავ მაინც ჩემი სოფლის ამბები და ადამიანები უფრო მიზიდავდა; იქიდან ხშირადჩამომდიოდა ცნობებიც და ხანდახან სტუმრებიც. მალე პანსიონამდეც მოაღწია ხმამ ჩვენიმრევლის მღვდლის შესახებ, რადგან საეპარქიო ქალაქშიც უკვე ალაპარაკდნენ დამონაზვნებმა მეც დამიწყეს მისი ამბების გამოკითხვა.

ადრეული ბავშვობიდანვე, - კი არ ვიცი როგორ და რანაირად, ეტყობა, ნაწილობრივმამაჩემის წიგნების წყალობით, - გულში ცნობისმოყვარეობა, სწრაფვა, თუ რაღაც წუხილიაღმეძრა და ახლა, პანსიონში, კიდევ უფრო მწვავედ ვიგრძენი ეს; ამას დიდად შეუწყოხელი ერთ ამხანაგთან ურთიერთობამ, რომელიც უსაზღვროდ შემეთვისა; იგი ხან იმასმეუბნებოდა, მოდი, ერთად, ერთ მონასტერში აღვიკვეცოთ მონაზვნად, სამუდამო დობაშევფიცოთ ერთმანეთს და ფიცი სისხლით დავწეროთო, ხანაც მორცხვად თავდახრილიმოჰყვებოდა საქმროების თაობაზე, მიამბობ და რაღაც თავგადასავლებს, ქორწინებითრომ მთავრდება ხოლმე. მართალი გითხრათ, მას შემდეგ აღარაფერი შემიტყვია, რაბედი ეწია და სად არის.

ერთი სიტყვით, როცა კი ჩვენს დონ მანუელს ვახსენებდი, ან თუ დედაჩემის წერილსწავუკითხავდი, - ხოლო დედაჩემი ისე წერილს არ მომწერდა, დონ მანუელის ამბებიწვრილად არ მოეთხრო, - ჩემი ამხანაგი უცნაური აღტაცებით შესძახებდა: „რაბედნიერებაა, რომ შენს გვერდით ცხოვრობს ნამდვილი წმინდანი, ცოცხალი წმინდანი,სისხლისა და ხორცისგან ქმნილი და შეიძლება მას ხელზე ემთხვიო! შინ რომდაბრუნდები, სოფელში, გრძელი, ძალიან გრძელი წერილები მომწერე და, რაც შეიძლებაბევრი მომიყევი მასზე!“

ხუთ წელიწადზე მეტი დავყავი პანსიონში, ახლა ასე შორეულად და დილის ბურანიდანძლივს გამოტანილი სიზმარივით რომ მეჩვენება და დავბრუნდი შინ, ჩემს მშობლიურვალვერდე დე ლუსერნაში. დავბრუნდი და, რა დამხვდა - სოფელი ვინა და ერთი კაციო, -დონ მანუელი მთის ძირას და დონ მანუელი ტბაზე. ერთი სული მქონდა სანამ მეც

Page 139: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

დავუახლოვდებოდი, მის მფარველობას მოვიპოვებდი და ეგებ ცხოვრების გზაც დაესახა.ამბობდნენ, სემინარიაში რომ შევიდა, მღვდლობას აპირებდაო, თავისახალდაქვრივებულ დას მხარში უნდა ამოსდგომოდა და მისი ობლებისათვის მამობაგაეწიაო; იმასაც ამბობდნენ, სემინარიაში მეტისმეტი ცოცხალი გონებითა და ნიჭითგამოირჩეოდა, ბრწყინვალე სასულიერო ასპარეზიც ელოდა, მაგრამ ვერაფერმამოხიბლა, დიდება ამა სოფლისა მოიძულა და კვლავ თავის მშობლიურ მხარეს მიაშურა,თავის ტბასა და ტბაში მომზირალ მთას შორის გულქანდასავით ჩასმულ ვალვერდე დელუსერნას არ უღალატაო.

რარიგად უყვარდა მერე თავისი სამწყსო! მთელი მისი ცხოვრების აზრი ის იყო,დაეზავებინა ნაჩხუბარი ცოლქმარი, შეერიგებინა შვილები მშობლებთან და მშობლებიშვილებთან, ენუგეშებინა გულგატეხილნი და გულაცრუებულნი და შემწეობა გაეწიახალხისთვის - კეთილდღეობაში გაელიათ თავიანთი ცხოვრება.

რომელი ერთი გავიხსენო... აი, თუნდაც მეწვრილმანის უიღბლო, გზასაცდენილიქალიშვილის ამბავი ვთქვათ, ქალაქიდან ცოდვის შვილით რომ დაბრუნდა, უქმროდ,უიმედოდ. დონ მანუელმა მანამდე ვერ მოისვენა, სანამ პირველ საქმროსთან,პეროტესთან არ შეარიგა. იმდენი უჩიჩინა იმ პეროტეს, სანამ ცოლად არ გააყოლა დაბავშვიც არ აშვილებინა.

- დამიჯერე, მიიღე ეს ცოდვის შვილი, ზეციერი მამის მეტი ხომ მას არავინ გააჩნია.

- მაგრამ, მე ხომ არ მადევს მაგისი ცოდვა, დონ მანუელ!..

- ვინ უწყის, შვილო, ვინ უწყის! მაგრამ ეს ხომ ცოდვაც არ არის!..

ახლა კი საბრალო პეროტეს, დამბლადაცემულსა და უმწეოს, ერთადერთ ნუგეშად დაპატრონად ცხოვრებაში სწორედ ის ვაჟი ჰყავს, ვისაც მამობა გაუწია და სულ დონმანუელის წყალობით, რადგან მისი სიწმინდე გადაედო.

ჩვენს სოფელში წმინდა იოანეს ღამეს, წელიწადის ყველაზე მოკლე ღამეს,ჩვეულებისამებრ, ტბასთან შეიყრებიან ხოლმე ბედუკუღმართი ქალები, - თუმცა არცკაცები აკლდებიან, - ისეთი ქალები, ვინც ეშმაკისაგან შეპყრობილს ეძახის თავის თავს,სინამდვილეში კი ისტერიის მეტი არაფერი სჭირთ, ზოგჯერ კი ბნედაც; დონ მანუელმა კიისე მოაწყო, რომ ჩვენი ტბა ლამის სილოამის საბანელად აქცია, ოღონდ კი როგორმეშეემსუბუქებინა მათი ტანჯვა და თუ შეძლებდა, მიეცა მათთვის კურნება. მართლაც რომგანუზომელი იყო ხალხზე მისი ზემოქმედების ძალა; მარტო მისი აქ ყოფნაც კმაროდა,მაგრამ ისეთი იყო მისი მზერა, მისი სიტყვების უტკბესი ძალა და მით უმეტეს ხმა(ჭეშმარიტად სასწაულებრივი ხმა), რომ ყველაზე უიმედოებიც კი განუკურნავს. ამან კიდევუფრო შორს გაუგდო სახელი და კიდევ უფრო მეტი ხალხი მოაწყდა სხვადასხვა მხრიდან.ერთხელ სულ უცხო ქალი მიადგა კარზე და შეევედრა, მოახდინე სასწაული, შვილიგანმიკურნეო. დონ მანუელმა კი სევდიანი ღიმილით უპასუხა: - რა ვქნა, სენიორა,ეპისკოპოსს რომ ჩემთვის ნებართვა არ მოუცია სასწაულები მოვახდინო!

მისი ერთი მთავარი საზრუნავი ისიც იყო, რომ ყველა სუფთად ყოფილიყო ჩაცმულ-დახურული. როცა კი ვინმეს დახეულ ტანსაცმელს დაუნახავდა, მაშინვე ეტყოდა: წადიმნათესთან და გააკერინეო, - ჩვენი მნათე თერძობასაც გვიწევდა. ახალი წლის პირველდღეს ყველა მასთან მივიდოდა და ანგელოზის დღეს მიულოცავდა. - მისი მფარველიანგელოზი კი თვით უფალი ღმერთი იესო ქრისტე გახლდათ, - თანაც ახალი პერანგიუნდა ჩაეცვათ, ხოლო ვისაც არა ჰქონდა, იმას თვითონ აჩუქებდა.

ყველას ერთნაირ სიყვარულს მიაგებდა და თუ მაინც გამოარჩევდა ვინმეს, ისევ ყველაზებეჩავს და უნიათოს. ჩვენს სოფელში ერთი ბედკრული კაცი ცხოვრობდა, დაბადებითჭკუასუსტი, ბლასილიო-სულელს ეძახდნენ. აი, ვის ეფერებოდა, თუ ეფერებოდა; ზოგიისეთი რამეც ასწავლა, სასწაულად გეჩვენებოდათ, საწყალმა ეს როგორ შეითვისაო;მაგრამ როგორც ეტყობა, პაწაწა ნაპერწკალი თუ მაინც უღვიოდა თავში იმ სულელს,სწორედ მაშინ გაუნათდებოდა, როცა თავის სათაყვანო დონ მანუელს საბრალობელიმაიმუნივით ჰბაძავდა ხოლმე. სხვა რომ არა ვთქვათ რა, ხმაც კმაროდა: მართლაცსაუცხოო ხმა ჰქონდა დონ მანუელს, ღვთაებრივი ხმა! უსმენდი და უნებურად ცრემლი

Page 140: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მოგადგებოდა. საზეიმო წირვაზე შესავალ ლოცვას რომ გალობდა, მთელი ეკლესიაგუგუნებდა და მსმენელს ტანში სულ ჟრუანტელი უვლიდა. მისი ხმა ტაძარს გასცდებოდადა მხოლოდ ტბის თავზე თუ მთის კალთაზე მიყუჩდებოდა, ან როცა ვნების პარასკევსქადაგებდა და ქრისტეს სიტყვებს წარმოთქვამდა: „ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო!რაისთვის დამიტევე მე?“ - მთელი მრევლი ისე აცახცახდებოდა, ჩრდილოეთის შმაგიქარი რომ ააცახცახებს ჩვენი ტბის წყალს. ისეთი გრძნობა დაეუფლებოდათ, თითქოსთავად უფალი ღმერთის იესო ქრისტეს ხმა ესმოდათ და ეს ხმა იმ ძველთაძველიჯვარცმიდან მოდიოდა, რომლის წინაშე დედათა ამდენ თაობებს გადაუშლია თავისიმწუხარება, ერთხელ მისივე დედას, დონ მანუელის დედას, დაჩოქილი ჩუმად რომლოცულობდა, გულმა ვეღარ გაუძლო და შეჰკივლა: „შვილო ჩემო!“ - და ყველა იქ მყოფიაქვითინდა და ეს იმგვარად მოხდა, იფიქრებდით, მშობლის ეს კივილი შვიდი ლახვრითგულდაკოდილ მწუხარე ღვთისმშობელს აღმოხდაო, რომლის ხატიც იქვე, ერთ-ერთსამლოცველოში ესვენა. ბლასილიო-სულელმაც აიტაცა ეს სიტყვები, გაიწაფა და მისი ხმახშირად პათეტიკურ ექოდ გაისმოდა სოფლის გზებზე: „ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო!რაისთვის დამიტევე მე?“ - თან ისეთი ხმა ჰქონდა, მისი გამგონი ცრემლს ვერ შეიკავებდა.სულელი კი ბედნიერი იყო და ამაყობდა, ასე კარგად რომ გამოუდიოდა მიბაძვა.

ისეთი რიდი ჰქონდა ხალხს დონ მანუელისა, რომ მისი თანდასწრებით ვერავინგაბედავდა ტყუილის თქმას; ყველას მისთვის უნდოდა ეთქვა აღსარება დასააღმსარებლოში სიარულიც აღარ იყო სავალდებულო. ეს ლამის წესადაც იქცა დაერთხელ, როცა მეზობელ სოფელში საშინელი დანაშაული მოხდა, მსაჯულმა, - ეტყობა,ისედაც ჭკუამოკლე იყო და თან დონ მანუელსაც კარგად იცნობდა, - თავისთან იხმო იგიდა უთხრა: - აბა ერთი დონ მანუელ, ეგებ თქვენ ათქმევინოთ სიმართლე ამ ავაზაკს!

- მერე რომ დასაჯოთ, არა? - მიუგო წმინდა კაცმა, - არა, ბატონო მსაჯულო, მე ვერავისდავაძალებ სიმართლის თქმას, თუკი ეს სიმართლე სიცოცხლის ფასადდაუჯდება. დაე, უფალი ღმერთის წინაშე აგოს პასუხი... ადამიანური მართლმსაჯულებაჩემი საქმე არაა. ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ, უბრძანებია უფალსა ჩვენსა...

- სენიორ მღვდელო, მე ხომ...

- ცხადია, სენიორ მსაჯულო, მიეცით კეისრისა კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა.

წასვლისას დონ მანუელმა პირდაპირ შეხედა ბრალეულსა და უთხრა:

- კარგად დაფიქრდი, შეგინდობს კი უფალი, მთავარი ესაა...

სოფელში წირვას არავინ დააკლდებოდა, ოღონდ კი მისთვის ემზირათ და ესმინათ.ამბიონზე რომ დადგებოდა, სულ ერთიანად გარდაიქმნებოდა ხოლმე, სახეზე ნათელიგადაეფინებოდა. მან ერთი ასეთი საღვისმეტყველო სავარჯიშო შემოიღოსაზოგადოებრივ კულტმსახურებაში - მთელი სოფელი შევიკრიბებოდით ტაძარში, ქალითუ კაცი, დიდი თუ პატარა და ყველა ერთხმად, ერთსულოვნად ვკითხულობდით„მრწამსს“: „მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა დაქვეყნისა...“ და ასე ბოლომდე. მაგრამ ეს არ იყო ქორო, არამედ ერთი მთლიანი,შერწყმული ხმა, ყველას ხმას რომ შთანთქავდა და აღიმართებოდა მაღლა, ვითარცა მთა,რომლის მწვერვალიც ზოგჯერ ლამის ღრუბლებსაც სწვდებოდა და ეს იყო დონ მანუელისხმა; ხოლო როცა წარმოვთქვამდით: „მოველი აღდგომასა მკვდრეთით, და ცხოვრებასამერმისა მის საუკუნესასა, ამინ!“ - დონ მანუელის ხმა უკვე მთელი სოფლის ხმაშიჩაიკარგებოდა, ვითარცა ტბაში და მაშინ იგი დადუმდებოდა. მე კი მესმოდა ზარებისრეკვა, მესმოდა ქალაქიდან, გადმოცემით ჩვენი ტბის ფსკერზე რომაა დაფლული დაწმინდა იოანეს ღამესაც იქიდან მოისმის ზარების ხმა. და რეკდნენ ზარები ჩვენი სოფლისსულიერ ტბაში დაფლულ ქალაქში, მე კი მესმოდა მიცვალებულთა ხმები, ვინც ჩვენშიაღდგა ლიტურგიის წესის დროს, როცა შესაწირავი უფლის ხორცად და სისხლადგარდაიქმნება. მოგვიანებით, ჩვენი წმინდანის საიდუმლო რომ გავიგე, მაშინღა მივხვდი,ეს ჰგავდა იმ ამბავს, უდაბნოში ხეტიალის დასასრულს, როცა მიზანს ლამის აღარაფერიაკლია, ქანცგაწყვეტილი წინამძღოლის უსულო სხეულს ზურგით რომ მიიტანს თვისტომიაღთქმულ მიწამდე.

Page 141: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

აღსრულების ჟამს ბევრი მარტო იმას ნატრობდა, მის ხელს იმედის ღუზასავითჩასჭიდებოდა.

დონ მანუელს ქადაგების დროს აუგად არასდროს მოუხსენებია არც მასონები, არცერეტიკოსები, ცოდვილნი ან ლიბერალები; თუ ასეთები სოფელში არ ბოგინობდნენ,რიღასთვის უნდა ეხსენებინა; არც გაზეთების წინააღმდეგ დასცდენია სიტყვა არასდროს,მაგრამ ავი ენების წინააღმდეგ კი ხშირად ულაპარაკია და, საერთოდ, ეს ერთ-ერთისაყვარელი თემა იყო მისი ქადაგებისა. თუმცა კი თავად ყველასა და ყველაფერსშეუნდობდა, მაინც ძნელად დაიჯერებდა, მავანსა და მავანს გულში ავი ზრახვები უდევსო.

- შური იმათი მონაჩმახია, ვინც ერთი აიჩემებს, ჩემი შურთო, და მეტწილად, ეს დევნისმანიას უფრო ჰგავს, - იტყოდა ხოლმე იგი.

- მაგრამ ასეც ხომ არ არის, დონ მანუელ, როცა ამას მეუბნებოდნენ, მაშასადამე,გულისხმობდნენ, რომ...

დონ მანუელი კი უპასუხებდა:

- მთავარი ის კი არ არის, რას გულისხმობენ, არამედ, რასაც თავისდაუნებურად ამბობენ.

იგი უფრო ქმედით ცხოვრებას ეწეოდა, ვიდრე მჭვრეტელობითს და ყოველნაირადერიდებოდა უქმად ყოფნას. როცა ცნობილ გამოთქმას შეახსენებდნენ, ვითომ უქმადყოფნა ყოველი მანკიერების მშობელიაო, ის მაშინვე დასძენდა: „ამაზე უარესი უქმადფიქრიაო“. ერთხელ კიდეც ვკითხე, უქმად ფიქრი რაღას ნიშნავს-მეთქი და მან მომიგო:„უქმად ფიქრი ფუჭი ფიქრის აყოლაა, მარტო საბაბია, გულხელდაკრეფილი იჯდე დაიმაზე იფიქრო, რაც უკვე გაკეთებულია და არა იმაზე, რაც გასაკეთებლია. გარჯილობასამოჰქონდა საწუთრო დაულეველიო! კაცი სულ საქმეს უნდა ეძებდე, ამაო წუხილზე უარესიამქვეყნად არაფერი ვიცი. უკვე მაშინ მივხვდი, დონ მანუელი ფუჭ ფიქრსა თუ მარტოობაშიფიქრს იმიტომ გაურბოდა, რომ რაღაც აზრი მოსვენებას არ აძლევდა.

მუდამ მოუცლელი იყო და მაინც სულ საქმეს ეძებდა; წერით ძალიან ცოტას წერდა დაამიტომ თითქმის არაფერი დაუტოვებია - არც ჩანაწერები და არც შენიშვნები,სამაგიეროდ, ყველას მწერალი იყო, უწინ კი დედებისა, სახლიდან წასულ შვილებთანწერილებს სულ ის უწერდა. არც ფიზიკურ შრომას თაკილობდა და სოფლელებს აქაცმხარში ედგა, ალოობა დაიწყებოდა - კალოზე ნახავდით, ლეწავდა და ანიავებდა, თანგლეხებს ემასლაათებოდა, რჩევასაც აძლევდა და კიდეც ეხუმრებოდა; ავად გახდებოდავინმე და მის მაგივრად გავიდოდა სამუშაოდ. ერთხელ, ცივ ზამთარში, - ასეთი ცივიზამთარი კი არასდროს ყოფილა, - გზაზე ერთიანად გაყინულ-გათოშილი ბიჭი შემოეყარა,მამას ტყეში გზააბნეული ძროხის საძებნელად გაეგზავნა.

- ახლავე შინ გაიქეცი და გათბი, მამაშენს უთხარი ძროხას მე თვითონ მივუყვან.

და როცა დონ მანუელს ძროხა მიჰყავდა, იმ ბიჭის მამაც შესაგებებლად გამოქცეულიყოდა ძალზე დარცხვენილი გზაზე შეხვდა. ზამთრობით გაჭირვებულებს შეშასაც უპობდა.როცა დიდი კაკლის ხე გახმა, - „მატრიარქალურს“ რომ ეძახდა და ბავშვობისას მისჩრდილში თამაშობდა ხოლმე, მისი ნაყოფითაც ბევრს გამასპინძლებია, - ნებართვა აიღო,ხე მე დამითმეთო; შინ წაიღო, ექვსი ფიცარი გამორანდა და საწოლის ბოლოში დაიწყო,დანარჩენი დახერხა, დააპო და ღარიბებს დაურიგა. ბიჭებს ბურთებსაც უკეთებდა ხოლმედა პატარებს ათასგვარ სათამაშოს.

დონ მანუელს ჩვევად ჰქონდა, ექიმთან ერთად ევლო ავადმყოფების სანახავად დაერთთავად იმას უჩიჩინებდა ხალხს, ექიმის რჩევა-დარიგება ზედმიწევნით შეასრულეთო.ყველაზე უფრო ბებია-ქალისა და ბავშვთა კვების საქმეს ადევნებდა თვალყურს; უდიდესმკრეხელობად მიაჩნდა, როცა მითქმა-მოთქმას მოჰყვებოდნენ იმის თაობაზე,ვითომღმერთის მოცემული ღმერთმავე წაიყვანაო, ანდა ანგელოზი ღვთისააო! და სხვა ასეთს;გულით გლოვობდა, როცა პატარა იღუპებოდა.

- ყველაზე შემზარავი, თუკი რამ ვიცი, ორი საიდუმლოა: ერთი როცა ბავშვი მკვდრადიბადება ან დაბადებისთანავე კვდება, - წარმოუდგენელია, ჩვილმა ჯვარცმის ტანჯვა

Page 142: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

შეიცნოს! - და მეორე - თვითმკვლელობა; აი, რა ვერ ამომიცვნია!

ერთხელ ჩვენს სოფელში მავანმა თავი მოიკლა. მამამისი რომ ჩამოვიდა და დონმანუელს სთხოვა, ნება მომეცით შვილი ნაკურთხ მიწას მივაბაროო, დონ მანუელმა უთხრა:

- განა ეს საკითხავია, აკი უკანასკნელ წუთებში მოინანია, ამაში ხომ ეჭვიც არავის ეპარება!დონ მანუელი სკოლაშიც დადიოდა ხოლმე და მასწავლე ბელს ეხმარებოდა, მასთანერთად ამეცადინებდა ბავშვებს და მარტო კატეხიზმოში როდი წვრთნიდა. ამდენ საქმესიმიტომ ეჭიდებოდა, მარტოობასა და უქმად ყოფნას გაურბოდა, იმდენად გაურბოდა, რომზაფხულობით სოფლის ახალგაზრდობასთან ერთად ყმაწვილების ცეკვა-თამაშსაცესწრებოდა. არაერთხელ ყოფილა, ტამბურინზეც დაუკრავს; იქნება ეს ზოგიერთსსასულიერო წოდების გროტესკულ შებღალვადაც მოსჩვენებოდა, მაგრამ დონ მანუელსრაღაც მღვდელმსახურებასავით თუ ღვთისმსახურებასავით გამოუდიოდა. დარეკავდაანგელუსი და თავს მოიშიშვლებდა, ლოცვას დაიწყებდა, სხვებიც მას მიბაძავდნენ.„მთავარანგელოზმა აუწყა მარიამს: გიხაროდენ ქალწულო...“ და მერე იტყოდა: ახლა კიდილამდე მოვისვენოთო.

- სოფელი, უწინარეს ყოვლისა, კმაყოფილი უნდა იყოს, ყველა ბედნიერად უნდა რაცხდესთავს, რომ ამქვეყნად ცხოვრობს, - იტყოდა ხოლმე დონ მანუელი, - მთავარია, ყველაკმაყოფილი იყოს და სიკვდილს არავინ ნატრობდეს, სანამ თავად უფალი ღმერთი არუხმობს.

- აი, მე კი ვნატრობ, - უპასუხა ერთხელ ახალდაქვრივებულმა ქალმა, - მე ჩემს ქმართანმირჩევნია...

- მერედა რისთვის? - ჰკითხა დონ მანუელმა, - განა აქ ყოფნა არა ჯობს? ილოცებ დაუფალს შესთხოვ აცხონოს მისი სული.

ერთხელაც იყო და ქორწილში თქვა: „ეეჰ, ნეტავ შემეძლოს, ჩვენი ტბის წყალი ღვინოდგადავაქციო, მსუბუქ ღვინოდ, რომ სვამდე, სვამდე და არა თვრებოდე, უფრო მხიარულხასიათზე დგებოდე, და თუ მაინც დათვრები, სიმთვრალეც მხიარული გქონდეს კაცს!“სოფელში ერთხელ ღარიბთა ცირკმა ჩამოიარა, რომელსაც მოთავეობდა ერთი საწყალიჯამბაზი; მისი დასი მძიმე ავადმყოფი, ამასთან დღეღეზე მოსალოგინებელი ცოლი და სამიბავშვი გახლდათ. მთელი ოჯახი მონაწილეობდა წარმოდგენაში; როგორც შეეძლოთ, ისეეხმარებოდნენ მარჩენალს. იმ დროს, როცა ჯამბაზი სოფლის მოედანზე შეყრილ დიდსადა პატარას ამხიარულებდა, მისი ცოლი ისე ცუდად შეიქნა, რომ იძულებული გახდა შინწასულიყო; ქმარმა იგი შიშით სავსე მზერით გააცილა, ბავშვებმა კი სიცილ-ხარხარით,მაგრამ მას დონ მანუელი გაჰყვა ფუნდუკამდე, რომლის საჯინიბოშიც დაბინავებულიყოცირკი და იქ, ერთ კუნჭულში მიიცვალა ის უბედური ქალი, დონ მანუელის წყალობითმშვიდად მიაბარა სული უფალს. როცა წარმოდგენა დამთავრდა, მთელმა სოფელმაც დაჯამბაზმაც მაშინ გაიგეს ეს უბედურება, ყველა ერთად გაეშურა ფუნდუკისაკენ და ამსურათის მნახველმა ჯამბაზმა თქვა: - მართალს ამბობენ თქვენზე, სენიორ მღვდელო,წმინდანიაო, აკი ჭეშმარიტად წმინდანიც ყოფილხართ! - მიუახლოვდა და ხელზე უნდოდაეკოცნა, მაგრამ დონ მანუელმა არ დაანება, ხელი მოხვია და მთელი სოფლის წინაშე ასემიმართა: - წმინდანი თავად ყოფილხარ, პატიოსანო ჯამბაზო, სულ თვალს გადევნებდი,სანამ სცენაზე ასეთ ჯაფას ეწეოდი და მივხვდი, მარტო შვილებისათვის ლუკმაპურისმოსაპოვებლად როდი ირჯებოდი, სხვათა შვილებისთვისაც გინდოდა მიგენიჭებინასიხარული; ამასობაში შენმა მეუღლემ, შენი შვილების დედამ, სანამ იქ, მოედანზეცდილობდი ხალხისთვის სიხარული მოგეტანა, მშვიდად განუტევა სული და მე მასსამუდამო საუფლოსკენ გზა დავულოცე. თქვენ კვლავ შეხვდებით იქ ერთმანეთს და შენცსიცილით შეგეგებებიან ანგელოზები, რამეთუ ანგელოზები მხოლოდ კმაყოფილებითიცინიან, მათ შენი ხელოვნება ახარებთ.

ყველა ტიროდა, დიდიც და პატარაც და ტიროდა არა იმდენად ამ სავალალო შემთხვევისგამო, რამდენადაც გამოუცნობი ნეტარებისაგან, რომელიც ამ უბედურებას ანელებდა.

კარგა ხნის შემდეგ, ამ საზეიმო წუთს რომ ვიხსენებდი, მივხვდი, დონ მანუელის ესუშფოთველი სიცოცხლისმოყვარეობა მიწიერი იყო, უსასრულო, მარადიული სევდისწარმავალი ფორმა, რასაც მოწამეობრივი გმირობით ფარავდა ხალხის თვალთაგან და

Page 143: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ყურთაგან.

დონ მანუელის გამუდმებული ფუსფუსი, მთელი სოფლის შრომისა და მხიარულებისფერხულში დაუზარელი მონაწილეობა, ალბათ, საკუთარი თავისაგან, საკუთარიმარტოობისაგან განრიდების საშუალება თუ იყო, „მეშინია მარტოობისა“, - იტყოდახოლმე, მაგრამ მაინც მარტო დადიოდა ტბის სანაპიროზე და ცისტერციანელთა ძველისააბატოს ნანგრევებზე, სადაც ისტორიისაგან მივიწყებული, ღვთისმოსავცისტერციანელთა სულები დღემდე ბოგინობენო, ამბობენ; იქ თურმე აქამდეშემორჩენილა სენაკი წინამძღვრისა, მამაო-კაპიტანს რომ ეძახდნენ და მისი სისხლისწვეთები დღესაც ლაქებად ამჩნევია სენაკის კედლებს, რადგან ხორცისმოკვდინებისათვის იგვემდა თავს. ნეტავ რაზე ფიქრობდა ამ დროს ჩვენი დონ მანუელი?კარგად მახსოვს, როცა ერთხელ სიტყვა სააბატოზე ჩამოვარდა, ვკითხე, რატომ ბერადარ აღიკვეცეთ-მეთქი და მან ასე მიპასუხა: - არა, არ გეგონოს, ჩემს ქვრივ დასა დადისშვილზე ზრუნვამ შემიშალა ხელი; მართალია, უჭირდათ და ჩემითაც ედგათ სული,მაგრამ გაჭირვებულთა იმედი და ქომაგი ხომ უწინ უფალია! მიზეზი ისაა, რომ მე ღმერთსარც განდეგილობისთვის გავუჩენივარ და არც მეუდაბნოვედ. მარტოობა სულსჩამიკლავდა, ჩემი მონასტერი ჩემი ვალვერდე დე ლუსერნაა; მე ვერც მარტოობაშისიცოცხლეს შევძლებდი და ვერც მარტოობაში სიკვდილს! მხოლოდ ჩემი სოფლისთვისუნდა ვიცხოვრო, ჩემი ხალხისთვის და მათთვის უნდა მოვკვდე. ვით გადავარჩენ საკუთარსულს, თუ უწინ ხალხის სულზე არ ვიფიქრე!

- განა წმინდა განდეგილები, წმინდა მეუდაბნოეები არ იყვნენ?.. - ვკითხე მე.

იყვნენ, როგორ არა, მაგრამ მათ უფალმა გარდმოუვლინა მარტოობის მადლი, მე კი უარიმითხრა და სხვა რა გზა მაქვს, უნდა დავემორჩილო მის ნებას. საკუთარი სულისგადარჩენისთვის ჩემს ხალხს ვერ ვუღალატებ, ასეთი გამაჩინა უფალმა. უდაბნოსცდუნებებს ვერ გავუძლებდი, დაბადების ჯვარს მარტოობაში ვერ ვზიდავდი.

ამ მოგონებებში, ასე რომ აცხოველებს ჩემს რწმენას, მინდოდა ის სახე შემენარჩუნებინადონ მანუელისთვის, როგორიც დარჩა თექვსმეტი წლის გოგონას მეხსიერებაში,როგორიც დამხვდა, რენადის მონასტრის პანსიონიდან რომ დავბრუნდი ჩვენსმონასტერში - ვალვერდე დე ლუსერნაში; დავბრუნდი და დავემხე ჩვენი წინამძღვრისწინაშე.

- ოჰო, ამას ვის ვხედავ, ჩვენი სიმონას ქალიშვილი! - შესძახა მან ჩემს დანახვაზე, - როგორდაქალებულა, ფრანგულადაც ტიტინებს, ქარგვაც უსწავლია, ფორტეპიანოზე დაკვრაც დასხვა ათასი სიბრძნე! მაშ უკვე მზადებასაც უნდა შევუდგეთ, სულ მალე, ალბათ, სოფელსახალი ოჯახი შეემატება! შენი ძმა ლასარო როდისღა დაგვიბრუნდება? ისევ ახალსამყაროშია?

- დიახ, სენიორ, ამერიკაში გახლავთ...

- ახალ სამყაროში!.. ჩვენ კი ძველში ვცხოვრობთ... როცა წერილს მისწერ, არდაგავიწყდეს, ჩემს მაგივრად შეუთვალე, ჩვენი მღვდელი მოუთმენლად ელის, როდისდაბრუნდები ახალი სამყაროდან ძველში და მანდაურ ახალ ამბებს როდის ჩამოუტან-თქო. ისიც მისწერე, მთა და ტბა ისევ ისეთი დაგიხვდება, როგორიც დატოვე-თქო.

როცა მასთან აღსარების სათქმელად მივედი, ისე დავიბენი, ხმა ვერ ამოვიღე.„სიმრავლითა ცოდვითა...“ - ავლუღლუღდი, ცოტაც და ტირილს მოვრთავდი, მაგრამ მანაღელვება შემატყო და მითხრა:

- რა იყო, რა დაგემართა, პატარა კრავო? ვისი ან რისი გეშინია? ვითომ ცოდვებისსიმძიმისაგან ცახცახებ უფალი ღმერთის წინაშე? არა მგონი, შენ ჩემი უფრო გეშინია!

მე ავტირდი.

- ასეთი მაინც რა გითხრეს, რა ზღაპრები გიამბეს ჩემზე? ეგებ დედაშენმა... კარგი,დაწყნარდი, წარმოიდგინე რომ საკუთარ ძმას ესაუბრები...

გული გავიმაგრე და მოვყევი ჩემი შიშის, ეჭვისა და წუხილის ამბები, ყველაფერი

Page 144: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

დაუფარავად ვუამბე.

- ერთი შეხედე!.. მაინც საიდან გაიგე ამდენი რამ, ჩემო მწიგნობარო? ეს ხომლიტერატურაა, მარტო წმინდა ტერესაც რომ იკითხო, ისიც მეტისმეტია, ხანდახან „ბერ-ტოლდოც“ გადაფურცლე ხოლმე, მამაშენმაც ასე იცოდა.

ამ პირველი აღსარების შემდეგ ჩვენი წმინდანისაგან სრულიად დამშვიდებული წამოვედი.შიშის გრძნობა, მოწიწებისა კი არა, სწორედ შიშისა, რასაც პირველი შეხვედრისასგანვიცდიდი, ახლა ღრმა სიბრალულით შემეცვალა. ამ დროს სულ ყმაწვილი, ლამისბავშვი ვიყავი, მაგრამ ჩემში ნელ-ნელა იღვიძებდა ქალი და უკვე დედობის შინაგანიმოთხოვნილებაც მიჩნდებოდა; და როცა სააღმსარებლოში ამ წმინდა მამის ხმამომესმოდა, მის მორჩილ ჩურჩულში თითქოს რაღაც უთქმელი აღსარება ამოვიცანი დათვალწინ დამიდგა ის დღე, როცა მან ეკლესიაში წარმოთქვა ქრისტეს სიტყვები -„ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რაისთვის დამიტევე მე?“ - და დედამისმა, დონ მანუელისდედამ, დაჩოქილი რომ ლოცულობდა, შეჰკივლა - „შვილო ჩემო!“ ახლაც ყურებში მიდგასის შეძახილი, რომელმაც დაარღვია ტაძრის ჩვეული სიმყუდროვე. და მე კვლავ მივედიაღსარების სათქმელად, რათა ნუგეში მეცა მისთვის.

ერთხელაც, სააღმსარებლოში ერთს ჩემს ეჭვს რომ ვუზიარებდი, მითხრა:

- ასეთ შემთხვევაში, მოგეხსენება, კატეხიზმოს სიტყვები უნდა გაიმეორო; ამეებს მე ნუმკითხავთ, უმეცარს, წმინდა დედა-ეკლესიას ჰყავს ღვთისმეტყველი დოქტორებიდა ისინი გიპასუხებენ.

- მაგრამ ჩვენი დოქტორი ხომ თქვენა ხართ, დონ მანუელ!

- მე და დოქტორი? ეს რა სათქმელია. აი, შენ კი მართლა ხარ დოქტორი, მე ერთისაწყალი სოფლელი მღვდელი ვარ, ეგ არის და ეგ. თუ გინდა, გეტყვი, ვინც გკარნახობსდა ჩაგჩურჩულებს მაგ კითხვებს... ეშმაკი... სხვა არავინ!

გული მომეცა და შევძახე:

- ნეტავ ვიცოდე, რას იზამდით, დონ მანუელ, თქვენთვის რომ ჩაეჩურჩულებინა?

- ვისთვის, ჩემთვის? ჩემო გოგონა, ჩვენ ხომ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ, სულ არვიცნობთ!

- მაინც რომ ჩაეჩურჩულებინა?

- ყურსაც არ ვათხოვებდი. მოდი, ამაზე ლაპარაკი დავამთავროთ. მე ნამდვილიავადმყოფები მელოდებიან.

შინისაკენ მივდიოდი და გზადაგზა ვფიქრობდი, ჩვენს დონ მანუელს, ეშმაკისაგანშეპყრობილთა სახელგანთქმულ მკურნალს, ეშმაკის არსებობა თავად არ სწამს-მეთქი. წინბლასილიო-სულელი შემომხვდა, - სულ ტაძრის მიდამოებში დაეხეტებოდა, - თან ჩემსდანახვაზე მოინდომა თავისი ხელოვნებით ვესიამოვნებინე - „ღმერთო ჩემო! ღმერთოჩემო! რაისთვის დამიტევე მე?“ - თავისდაუნებურად შესძახა მან. შინ ძალზეაფორიაქებული მივედი და მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე, მინდოდა ტირილით გულიმომეოხებინა, მაგრამ დედაჩემი ფეხდაფეხ შემომყვა.

- ანხელიკა, ძალიან მოუხშირე სააღმსარებლოში სიარულს, მონაზვნად აღკვეცა ხომ არდაგიპირებია?

- ნუ გეშინია დედა, - ვუპასუხე მე, - აქაც საკმაო საქმეები მაქვს, ჩემი მონასტერი ჩემივალვერდე დე ლუსერნაა.

- სანამ გათხოვდებოდე!..

- ამაზე კი სულ არ მიფიქრია!..

Page 145: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

და როცა ამის მერე დონ მანუელს შევხვდი, პირდაპირ თვალებში შევხედე და ვკითხე: -დონ მანუელ, ჯოჯოხეთი ხომ მაინც არსებობს?

მან უყოყმანოდ მიპასუხა:

- შენთვის არ არსებობს, ჩემო გოგონა!

- სხვებისთვის?!..

- შენ თუ არ მოხვდები იქ, სულ ერთი არ არის, არსებობს თუ არა?

- სულ ერთი როგორ არის, როცა სხვები...

- შენ ზეცა ირწმუნე, ზეცას მართლა ვხედავთ, აბაუყურე!..

და მან ჯერ მაღლა მთის წვერისკენ გაიშვირა ხელი, მერე მისი ანარეკლი დამანახვატბაში.

- მაგრამ თუ ზეცას ვირწმუნებთ, ქვესკნელისაც უნდა გვჯეროდეს!.. - შევეპასუხე მე.

- ჰო, რა თქმა უნდა, რასაც ჩვენი წმინდა დედა - კათოლიკური სამოციქულო რომისეკლესია გვასწავლის, ყველაფერი სარწმუნოა! კმარა!..

მის თვალებში, ჩვენი ტბის წყალივით კამკამა ცისფერ თვალებში, ღრმა და იდუმალისევდა წავიკითხე.

ის წლები სიზმარივით გაილია. რაც დრო გადიოდა, მით უფრო დიდ ადგილს იკავებდაჩემს გულში დონ მანუელი, თუმცა კი თავადაც ვერ ვამჩნევდი, რამეთუ იგი ისეთისანიადაგდღეო, ისეთი არსობითი იყო, ვითარცა პური, ყოველ ცისმარე დღეს რომშევთხოვთ ხოლმე უფალს, „მამაო ჩვენოს“ კითხვისას. მართლაც თავდაუზოგავადვეხმარებოდი დონ მანუელს, ვნახულობდი მის ავადმყოფებს, ვამეცადინებდი მისმაგივრად მოსწავლეებს, ვაწესრიგებდი საბურველებსა და შესამოსელს. ერთი სიტყვით,ლამის დიაკვნის მოვალეობას ვასრულებდი და აკი დიაკვანიც შემარქვა. ერთხელამხანაგმა დამპატიჟა და რამდენიმე დღით ქალაქში წავედი; მაგრამ ვერ გავძელი დამალევე დავბრუნდი, სული შემეხუთა, თითქოს რაღაც მაკლდა, ჩვენი ტბისნახვაწყურვილად მექცა, ჩვენი მთის კალთებისა - შიმშილად; მაგრამ დონ მანუელი მაინცყველაზე მეტად მენატრებოდა, ასე მეგონა, შორიდან მიხმობდა. მეშინოდა, ჩემსარყოფნაში რაიმე ხიფათი არ შეემთხვას-მეთქი, მეჩვენებოდა, რაღაც უჭირდა. ჩემშითანდათან იზრდებოდა დედობრივი გრძნობა ჩემი სულიერი მამის მიმართ და მუდამ იმისფიქრში ვიყავი როგორმე შემემსუბუქებინა მისთვის ჯვრის სიმძიმე, დაბადებიდანვე რომეზიდებოდა.

ასე გადიოდა დრო და ოცდაოთხი წელი რომ შემისრულდა, ამერიკიდან ჩემი ძმალასაროც დაბრუნდა, თან საკმაო ფული ჩამოიტანა. ჩვენთან, ვალვერდე დე ლუსერნაშიიმ განზრახვით მოდიოდა თურმე, რომ მე და დედაჩემი საცხოვრებლად ქალაქშიგადავეყვანეთ, იქნებ სულაც მადრიდში.

- სოფლად ადამიანი ჩლუნგდება, უხეშდება და სულიერად ღატაკდება, - გაიძახოდა ჩემიძმა, - ცივილიზაცია სოფლური, ჩამკვდარი ცხოვრების საპირისპიროა, -არავითარიიდილიები. განა იმისთვის გასწავლე პანსიონში, რომ მთელი ცხოვრება ამ მიყრუებულსოფელში, ხეპრე გლეხებს შორის უღიმღამოდ გაატარო?

ჩუმად ვუსმენდი, მაგრამ გულში უკვე გადაწყვეტილი მქონდა, ქალაქში გადასახლებაზეარამც და არამც არ დავთანხმებულიყავი, მაგრამ დედაჩემმა, - ის უკვე სამოც წელს იყოგადაცილებული, - პირველივე სიტყვაზე იფეთქა: „ჩემს ასაკში ბუდის მოშლა გაგონილა?“ -ჯერ ეს თქვა და მერე უკვე მტკიცედ განაცხადა, ერთი დღე ვერ ვიცხოვრებ იქ, სადაც ჩემიტბა, ჩემი მთა და, რაც მთავარია, ჩემი დონ მანუელი არ იქნებაო.

- ორივე კატებივით ხართ მიჩვეული თქვენს კერას! - მაინც თავისას გაიძახოდა ჩემი ძმა.

მაგრამ მერე და მერე, როცა ლასაროც მიხვდა, ზემოქმედების რა ძალა ჰქონდა დონ

Page 146: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მანუელს მთელ სოფელზე და, მით უმეტეს, ჩვენზე, ახლა მისი რისხვა უკვე დონ მანუელსაცმისწვდა. ჩემმა ძმამ ჩვენი მღვდლის სახით წარმოიდგინა ეკლესიის ბნელიძალმომრეობა, რასაც მისი აზრით, მოეცვა მთელი ესპანეთიც, მერე მოჰყვა და რა მოჰყვა,ანტიკლერიკალური, ანტირელიგიური გაცვეთილი ფრაზებისა და კიდევ უფრო უარესი, იმთავისი ახალი სამყაროდან განახლებული სახით ჩამოტანილი ანტიკლერიკალური დაპროგრესისტული აზრების კორიანტელი დააყენა.

- ესპანეთის ოდინდელი ბოროტება სულ მამაკაცთა უნებისყოფობიდან მოდის, -გაიძახოდა იგი, - აქ მუდამ მღვდლები მეთავეობდნენ ქალებს, ქალები კი მამაკაცებს და...ახლა ამას სოფლის უღიმღამო ცხოვრებაც დავუმატოთ, ჩამკვდარი ესპანური სოფელიწარმოვიდგინოთ, ერთიანად ფეოდალური...

ლასაროსთვის ყველაზე ბასრი სიტყვა „ფეოდალური“ იყო და კიდევ „შუასაუკუნეობრივი“,- ამ ორ ეპითეტს მაშინ მოიშველიებდა, როცა დაუნდობლად სჯიდა რაიმეს.

მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაინახა, რომ ეს ლაპარაკი ჩემზე დადედაჩემზე ხომ არავითარ გავლენას არ ახდენდა და არა, მაგრამ სხვებიც, მთელისოფლელებიც მარტო გულგრილი მოწიწებით უსმენდნენ. „ამ გლეხებს ხომ ვერაფერსშეასმენ!“ - მაგრამ ჩემი ძმა მაინც გონიერი კაცი იყო და ამდენად კეთილიც; დიდი ხანი არდასჭირვებია, ვითარებაში გარკვეულიყო და გამოეცნო, მაინც რა ისეთი ძალა ჰქონდადონ მანუელს, რომ მთელი სოფელი მოაჯადოვა; მალე ჩაწვდა კიდეც საქმის არსს,საქმისას, რაც ჩვენი სოფლის მღვდელმა თვითონვე იტვირთა.

- არა, იგი სხვებს არა ჰგავს, - ახლა უკვე ამას გაიძახოდა ჩემი ძმა, - მართლა წმინდანია!

- შენ რა იცი, სხვები როგორები არიან? - შევეპასუხებოდი ხოლმე, ის კი მომიგებდა:

- წარმომიდგენია!

მაგრამ ეკლესიაში კი ფეხს მაინც არა დგამდა და ისევ ისე მოჰქონდა თავი ურწმუნოებით,თუმცა კი უნდა ითქვას, დონ მანუელის ხსენებას ყოველნაირად ერიდებოდა. ხოლოსოფლელები, არ ვიცი რატომ, მაგრამ სულგანაბულები ელოდებოდნენ ჩემი ძმისა დადონ მანუელის გარდუვალ ორთაბრძოლას; უფრო სწორად, ხალხს გულში იმედი ჰქონდადონ მანუელი დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოაქცევს ლასაროსო და ეჭვიც კი არეპარებოდათ, რომ ჩვენი მოძღვარი თავის სამწყსოში მიიყვანდა ჩემს ძმას. ლასაროსაცთავის მხრივ, ერთი სული ჰქონდა, - მოგვიანებით თვითონვე გამომიტყდა, - როდისწავიდოდა ეკლესიაში, საკუთარი თვალით ნახავდა და საკუთარი ყურით მოისმენდა,გამოელაპარაკებოდა დონ მანუელსა და ეგებ იმ საიდუმლოსაც დააცდენინებდა, თუ რახერხით მოიპოვა ასეთი სულიერი ძალა მთელს სოფელზე. ყველა ღონეს ხმარობდა, რომმე და დედაჩემი გამოვეწვიეთ და ჩვენვე გვეთხოვა, როგორმე დაგვეყოლიებინაეკლესიაში წასულიყო; მართლაც, იმდენი ქნა, რომ ბოლოს, ვითომ ისევ ჩვენს ნებასდაჰყვა და წავიდა ეკლესიაში, აბა ვნახოთ, მაგ თქვენს დონ მანუელსაც მოვუსმენო, თანიხტიბარსაც არ იტეხდა, ცნობისმოყვარეობამ თავისი გაიტანაო.

- ჰოო, მართლა სულ სხვანაირი ყოფილა, მითხრა წირვის შემდეგ, - სხვებს ნამდვილადარა ჰგავს, მაგრამ არც ჩემი მოტყუებაა იოლი, ვერ დავიჯერებ, რომ თვითონ სწამდეს ის,რასაც სხვებს უქადაგებს, საამისოდ მეტისმეტად ჭკვიანია.

- იქნება თქვა, ფარისეველიაო! - ვუთხარი მე.

- ფარისეველი... არა! მაგრამ ესაა მაგისი ხელობა და ეგ აცხოვრებს!

ჩემი ძმა სულ იმას მიჩიჩინებდა, ჩემი ჩამოტანილი წიგნები წაიკითხე და ახლებიცშეიძინეო.

- მაშასადამე, შენი ძმა ცდილობს წიგნი შეგაყვაროს არა? - მითხრა დონ მანუელმა, - მერე,შენც დაუჯერე და იკითხე, მის საამებლად მაინც იკითხე. ეჭვი არ მეპარება, ურიგოსარაფერს წაიკითხავ, თუნდაც რომანები იყოს, ზოგჯერ რომანი ნამდვილ ისტორიასაც კიარ ჩამოუვარდება, ჯობია გონება წიგნებით ასაზრდოო, ვიდრე სოფლური ჭორებითა დამითქმა-მოთქმით და, რაც მთავარია, სულის გასანათლებელი წიგნები იკითხე. აი, საიდან

Page 147: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

გაიგებ ცხოვრებით ტკბობას, უშფოთველი და უდრტვინველი ტკბობის გემოს.

მაგრამ ნეტავ თვითონ თუ იცოდა ეს!

იმ ხანად დედაჩემი მძიმედ იყო დასნეულებული და მალე მიიცვალა. უკანასკნელ დღეებშიმარტო ერთი ნატვრა ჰქონდა: ნეტავ ოცნება ამიხდებოდეს, დონ მანუელი ლასაროსმოაქცევდეს, რომ ვარსკვლავეთში კვლავაც ვიხილო იგი, სადმე ერთ მყუდრო ადგილასშევხვდე, საიდანაც ჩემი ვალვერდე დე ლუსერნას მთასა და ტბას დავინახავო. და ესქვეყანა დატოვა, რომ უფალი ღმერთი ეხილა.

- შორს არსად მიდიხართ, აქვე დარჩებით, - ანუგეშებდა დედაჩემს დონ მანუელი, - თქვენიგვამი ამ მიწაში დარჩება, სული კი სახლში, ასე რომ, მუდამ თვალწინ გეყოლებათ თქვენიშვილები და მოუსმენთ კიდეც, ეგ არის, ისინი ვერ დაგინახავენ და თქვენ ხმას ვერგაიგონებენ...

- მაგრამ, მამაო, უფალი ღმერთის ხილვა ხომ მაინც მეღირსება? - ეკითხებოდა დედაჩემი.

- შვილო ჩემო, იგი ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს, მას აქედანაც იხილავ, აკიმასში ყოველ ჩვენგანს ვჭვრეტთ და ყოველ ჩვენგანში - მას.

- ღმერთმა ნუ მოგაკლოთ წყალობა, - უპასუხებდა დედაჩემი.

- დედაშენი კმაყოფილი მიდის ამ ქვეყნიდან, - მითხრა მღვდელმა, - ეს იქნება კიდეც მისიცხოვრება მერმისსა მის საუკუნესა.

მერე ჩემს ძმას, ლასაროს მიუბრუნდა და უთხრა:

- მისთვის ჭეშმარიტი ციური ნეტარება ისაა რომ სულ შენ გიმზიროს და მისი სულისგადარჩენაც შენ გმართებს, ნუ გაუცუდებ იმედს, აღუთქვი, შენთვის ვილოცებ-თქო.

- კარგი, მაგრამ...

- არ გამაგონო „მაგრამ“! აღუთქვი, შენთვის ვილოცებ-თქო, მან ხომ შენ სიცოცხლე გაჩუქა,მე კი მწამს, რომ თუ დაჰპირდები, ილოცებ კიდეც ისიც ვიცი, თუ ილოცებ...

ჩემი ძმა თვალცრემლიანი დაიხარა მომაკვდავისკენ და შეჰფიცა, შენთვის ვილოცებო.

- მე კი ზეცაში ვილოცებ შენთვის, თქვენთვის, ორივესთვის, - უთხრა დედამ და ჯვარცმასემთხვია. მერე დონ მანუელს მიაპყრო მზერა და სული განუტევა.

- განუსვენე სულსა მონისა შენისასა... - დაიწყო ლოცვა ჩვენმა წმინდანმა.

დავრჩით მარტო მე და ჩემი ძმა. დედაჩემის აღსრულების ჟამს მათ შორის ნათქვამი ისორიოდე სიტყვა გახდა საწინდარი დონ მანუელსა და ლასაროს შემდგომიურთიერთობისა. დონ მანუელი ისე დასტრიალებდა თავს ჩემს ძმას, ლამის თავისიავადმყოფები და ტანჯულებიც კი გადაავიწყდა. შებინდებისას ან ტბის სანაპიროზედასეირნობდნენ, ან ხშირი სუროთი გადაბარდნილი ცისტერციანელთა სააბატოსნანგრევებზე.

- საკვირველი ადამიანია, - მეტყოდა ხოლმე ჩემი ძმა, - კარგად იცი თქმულება, რომ ჩვენიტბის ფსკერზე ქალაქია დაფლული და წმინდა იოანეს ღამეს, ზუსტად თორმეტ საათზეიქაური ეკლესიიდან ზარების რეკვა ისმის ხოლმე.

- ჰო, როგორ არა, ფეოდალური და შუასაუკუნეობრივი ქალაქი... - ვუპასუხე მე.

- ჰოდა, ჩვენი დონ მანუელის სულის სიღრმეშიც ასეა დაფლული და დამარხული ქალაქიდა ზოგჯერ იქიდანაც ისმის ხოლმე ზარების რეკვა, - განაგრძობდა იგი.

- ჭეშმარიტად ასეა, დონ მანუელის სულშიცაა დაფლული ასეთი ქალაქი და შენს სულშიც,ლასარო, განა არა?

- ვუთხარი მე, - ეს ქალაქი სასაფლაოა, სადაც განისვენებენ ჩვენი წინაპართა სულები,

Page 148: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მათი სულები, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია ვალვერდე დე ლუსერნაში, ჩვენს სოფელში... ამფეოდალურსა და შუასაუკუნეობრივ სოფელში...

საქმე ისე წარიმართა, რომ ჩემი ძმა აღარც ერთ ღვთისმსახურებას აღარ აკლდებოდა,ოღონდ კი დონ მანუელისთვის ესმინა და ემზირა, ხოლო როცა ხმამაღლა დაიწყესლაპარაკი, მალე ჩვენს მრევლს ლასაროც შეემატებაო და ტაძრის საერთო ზიარებისდღეს ეზიარებაო, სოფლელებმა გულით გაიხარეს, რადგან მათთვის ეს ამბავი ლასაროსთემში დაბრუნებას მოასწავებდა.

და ბოლოს დადგა დღე ლასაროს ზიარებისა. ყველას თვალწინ და ყველასთან ერთადუნდა მიეღო ზიარება; და როცა მისი ჯერი მოვიდა, დონ მანუელს შევხედე, იანვრისთოვლი რომ ძევს ჩვენი მთის მწვერვალზე, ისეთი თეთრი იყო და მთელი ტანითცახცახებდა; ასე ცახცახებს ხოლმე ჩვენი ტბის წყალიც, ჩრდილოეთის შმაგი ქარი რომგადაურბენს. დონ მანუელი მიუახლოვდა ჩემს ძმას, ხელში ზიარების ჭურჭელი ეპყრა,როცა პირთან ზიარების პური მიუტანა, ისე აუკანკალდა ხელი, ისე შეტორტმანდა, რომხელიდან გაუვარდა, ჩემმა ძმამ თვითონ აიღო და პირთან მიიტანა. დონ მანუელისცრემლის დანახვაზე მთელი სოფელი აქვითინდა და დაიწყეს ჩურჩული: „როგორშეიყვარა იგი!“ და მაშინ იყივლა მამალმა, რადგან ჟამი იყო ალიონისა. შინ რომდავბრუნდით, კარის მიხურვა ძლივს მოვასწარით და ჩემს ძმას კისერზე ჩამოვეკიდე, თანვკოცნიდი და თან ვეუბნებოდი: - ოჰ, ლასარო, ლასარო, რომ იცოდე, როგორ გაგვახარეყველა, ყველა, მთელი სოფელი, ცოცხლებიც და მკვდრებიც, ყველაზე უწინ კი დედაჩვენი,ჩვენი დედა! დაინახე, სიხარულისგან როგორ ტიროდა საბრალო დონ მანუელი? აჰ,ლასარო, რამხელა სიხარული მოგვიტანე ყველას!

- აკი ამიტომაც ვეზიარე! - მიპასუხა ჩემმა ძმამ.

- რაო? განა მარტო ჩვენი გულისთვის ეზიარე! არა, ეს შენ თვითონ გინდოდა, რომ ჩვენიეკლესიის წიაღში დაბრუნებულიყავი.

ამ დროს ჩემი ძმა დონ მანუელზე უარესად გაფითრდა და აცახცახდა. მან დედაჩემისსავარძელში ჩამსვა, სული მოიბრუნა და დაიწყო აღსარება; ამაზე გულწრფელი აღსარება,ალბათ არასდროს არავის უთქვამს, თუმცა კი ახლა ამ აღსარებას ძმა ეუბნებოდა საკუთარდას და საკუთარ სახლში: - კარგად მომისმინე, ანხელიტა, - დაიწყო მან, - დადგა დროროცა სიმართლე უნდა გაგიმხილო, სრული სიმართლე და ვალდებულადაც ვთვლი ჩემსთავს გითხრა ის, რაზეც ვეღარ გავჩუმდები და არც უნდა გავჩუმდე, რადგან ადრე თუგვიან თვითონვე გაიგებდი ან მიხვდებოდი, მაგრამ თან შემეშინდა, ვაი თუ ბოლომდე ამსიმართლეს ვერ ჩასწვდეს-მეთქი.

და მან ძალიან ხმადაბლა, დინჯად, ფრთხილად გამანდო, ამბავი, რამაც ისე ღრმასაგონებელში ჩამაგდო, ისე ღრმად დამამწუხრა, რომ ჩვენი ტბის სიღრმე ამასთანმონაგონია. წვრილად მომიყვა, თუ როგორ ცდილობდა დონ მანუელი დაეყოლიებინაიგი, ცისტერციანელთა ძველი სააბატოს ნანგრევებზე რომ დასეირნობდნენ, თურმე სულამაზე ელაპარაკებოდა. ერთთავად უმეორებდა, ეზიარე და მორწმუნე თემის ცხოვრებაშიჩაები, ნუ აუმღვრევ ხალხს გონებას, სათნოების მაგალითი აჩვენე მათ, ოღონდ კი თავიმორწმუნედ მოაჩვენე და დაე, გულში ნუ იწამებ, საკუთარი აზრები ღრმად ჩაიმარხეო.მაგრამ თან არც შეგონების გზით უცდია მოექცია იგი.

- დაუჯერებელია! - შევძახე შეძრწუნებულმა.

- არა, დაო, სწორედაც რომ დასაჯერებელია და მერე როგორი! მაშინ ვუთხარი: ნუთუ ამასთქვენ მირჩევთ, მღვდელი, თქვენ მეუბნებით, თავი მოაჩვენეო! მან დარცხვენითჩაიბუტბუტა: „თავი მოაჩვენეო! განა ამას თავის მოჩვენება ჰქვია? ვიღაცას უთქვამს, თუერთიორჯერ თითებს ნაკურთხ წყალში დაისველებ, რწმენაც თავისთავად მოვაო“. მეთვალებში შევხედე და ვუთხარი: „აკი მთელს ცხოვრებას წირვა-ლოცვაში ატარებთ, დონმანუელ, მერედა მოვიდა რწმენა?“ ის კი მიწას ჩაშტერებოდა და თვალზე ცრემლიმოადგა. აი, ასე დავაცდენინე თავისი საიდუმლო.

- ლასარო! - დავიკვნესე მე.

Page 149: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

იმ წუთას ქუჩაში ბლასალიო-სულელმა ჩაიარა და შესძახა: „ღმერთო ჩემო! ღმერთოჩემო! რაისთვის დამიტევე მე?“ და ლასარო ისე შეკრთა, თითქოს დონ მანუელის, ანდათვითონ უფალი ღმერთის, ჩვენი იესო ქრისტეს ხმა შემოესმაო.

- მაშინღა მივუხვდი განზრახვას, - განაგრძო ჩემმა ძმამ, - და მით უფრო გაცხადდა მისიწმინდანობაც, რამეთუ იგი ჭეშმარიტად არის წმინდანი, დაო, ნამდვილი წმინდანი!.. დაროცა მან მიზნად დაისახა ჩემი მოქცევა, - ხოლო საქმენი მისნი წმინდა არის და ამაზეწმინდა არ ვიცი, - იგი იმისთვის კი არ იღვწოდა, რომ გამარჯვება ეზეიმა, არამედმშვიდობისა და ბედნიერებისთვის და, თუ გნებავს, იმათი ილუზიისთვის, ვინც მინდობილიამის ზრუნვას და მე მივხვდი: დაე, კვლავაც იცრუოს ხალხის წინაშე, თუკი ამას სიცრუესდავარქმევთ. - ის საკუთარ განდიდებაზე კი არ ზრუნავს. მე მის დასკვნებს დავემორჩილედა სწორედ ეს არის ჩემი მოქცევის ჭეშმარიტი არსიც. არასდროს დამავიწყდება ის დღე,როცა მას ვუთხარი: „მაგრამ ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება უწინარეს ყოვლისა, დონ მანუელ!“ის კი ათრთოლებული დაიხარა და თუმცა კი მარტონი ვიყავით ტრიალ მინდორში, ყურშიჩამჩურჩულა: „ჭეშმარიტება? ვაითუ ეს ჭეშმარიტება რაღაც უფრო შემზარავი აღმოჩნდეს,ლასარო, გაუსაძლისი და ეგებ მომაკვდინებელიც!.. უბრალო ადამიანები ხომ ასეთისიმართლით ვერ იცხოვრებენ!“ - მე ვუთხარი: „მერედა ახლა, რომ მიმხელთ ამას,აღსარების თქმა ხომ არ გინდოდათ?..“ მან მომიგო: „ახლა რომ არ მეთქვა, ისეგამაწამებდა ამაზე ფიქრი, ბოლოს და ბოლოს, ალბათ, სოფლის მოედანზე გავიდოდი დასაჯაროდ გამოვაცხადებდი! ეს კი არ ეგება! არ ეგება! აქ მისთვის ვარ, რომ ცხოველვყოჩემი სამწყსო, ვასწავლო მათ ბედნიერება და რამენაირად შემწეობა გავუწიო, ბოლომდენახონ სიზმარი უკვდავებისა და არა იმისთვის, რომ ჩავკლა, მთავარია მათ იცხოვრონჯანსაღი ცხოვრებით, ხოლო ამ სიმართლით, ჩემი სიმართლით ისინი ცხოვრებას ვერშეძლებენ. დაე, იცხოვრონ! ესაა ეკლესიის მიზანიც, სწორედ მან უნდა წააქეზოს ხალხი,რომ იცოცხლონ. ჭეშმარიტი რელიგიაო? ყოველგვარი რელიგია ჭეშმარიტია, სანამ იგიხალხს, ვინც მას აღიარებს, სულიერად ცხოველყოფს, ნუგეშს აძლევს მათი ხვედრის გამო,- კაცი ამქვეყნად იმისთვის გაჩნდა, რომ მოკვდეს. და ყოველი ხალხისთვის ყველაზეუფრო ჭეშმარიტი რელიგიაა მისი საკუთარი რელიგია, ის, რაც მან თვითონ შექმნა. ჩემირელიგია რაღაა? ჩემი რელიგია ის არის, რომ ვეძიებ ნუგეშს სხვათა ნუგეშისცემაში, თუმცაკი ნუგეში, რაიც შემიძლია მათ მივცე, ჩემი ნუგეში არ იქნება...“ ვერასდროს დავივიწყებ ამსიტყვებს.

- მაშასადამე, მკრეხელობა ჩაგიდენია, რომ ეზიარე! - თავი ვერ შევიკავე და მაშინვევინანე, რომ ვერ შევიკავე.

- მე ჩავიდინე მკრეხელობა? მაშ იმან რაღა ჩაიდინა, რომ მაზიარა? ანდა როცა წირვა-ლოცვას მსახურობს, მაშინ რაღას სჩადის?..

- რა სატანჯველია! - წამოვიძახე მე.

- სამაგიეროდ, ახლა მას ჰყავს თანამოსაგრე, რათა ნუგეში სცეს ხალხს, - თქვა ჩემმა ძმამ.

- რათა მოატყუოს ისინი! - კვლავ შევეპასუხე მე.

- არა, პირიქით, - მიპასუხა ჩემმა ძმამ, - რათა განუმტკიცოს მათ რწმენა.

- ხალხს, ხალხს მაინც ხომ მართლა სწამს? - ვკითხე მე.

- აბა, რა გითხრა!.. სწამს თავისდაუნებურად, სწამს ჩვევისა თუ ადათის მიხედვით. მაგრამმთავარია, რომ არ გაიღვიძოს!.. დაე იცხოვრონ თავისთვის, განცდათა ჩვეულ სიღატაკეში,მარტო ეს თუ იხსნის მათ ზედმეტი და ამაო ტანჯვისაგან. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა...

- ესეც დონ მანუელისგან ისწავლე, ჩემო ძმაო? ახლა ის მითხარი, სიკვდილის წინდედაჩემს რომ აღთქმა მიეცი, ხომ არ დაგვიწყებია, ლოცულობ კი მისი სულისთვის?

- ამას რატომ მეკითხები, ნუთუ გგონია, რომ სიტყვის გატეხვაც შემიძლია! რაც არ უნდაიყოს, მშობელ დედას სასიკვდილო სარეცელთან მივეცი სიტყვა.

- აბა, მე რაღა ვიცი! ეგებ ისიც მოატყუე, ოღონდ კი სიკვდილის წინ გენუგეშებინა.

Page 150: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ფიცი რომ გავტეხო, მე თვითონ მომეშლება ნუგეში ცხოვრებაში...

- ეგებ...

- ვასრულებ კიდეც სიტყვას და ყოველ ცისმარე დღეს ვლოცულობ!..

- მარტო მისთვის?

- მაშ რიღასთვისღა?

- საკუთარი თავისთვისაც!.. აწ და მარადის დონ მანუელისთვის!..

ასე დავშორდით ერთმანეთს, ის თავის ოთახში შევიდა, მე ჩემსას მივაშურე; მთელი ღამეტირილში გავათენე და ღმერთს ვევედრებოდი, დაუბრუნე რწმენა ჩემს ძმასა და დონმანუელს-მეთქი. ლასარო რაღას იქმოდა, ეს კი არ ვიცი.

იმ დღიდან ყველაზე მეტად დონ მანუელთან მარტო დარჩენისა მეშინოდა, თუმცა კიკვლავინდებურად ვეხმარებოდი საღვთისმეტყველო საქმიანობაში. მაგრამ მგონია, მაინცშეამჩნია ჩემი სულიერი მდგომარეობა და მიზეზსაც კარგად მიხვდა, როცა დადგა დროდა მის წინაშე წარვსდექი მონანიებისა და განკითხვისათვის, - ვინ იყო გამკითხავი და ვინმონანიე, - ორივემ თავები ჩავქინდრეთ და ორივეს თვალზე ცრემლი მოგვადგა. ისევ დონმანუელმა დაარღვია მძიმე დუმილი; ყრუდ, თითქოს სამარიდან, მოისმა მისი ხმა.

- შენ, ანხელიტა, შენ მაინც ხომ გწამს, ისევ ისე გწამს, ათი წლის წინ რომ გწამდა?.. გწამს!..

- მწამს, მამაო!..

- გწამდეს მარადის!.. და თუ ეჭვმა აგიტანოს, საკუთარ თავსაც ნუ გამოუტყდები... უნდაიცხოვრო...

გული გავიმაგრე და ცახცახით ვკითხე:

- თქვენ, მამაო, თქვენც ხომ გწამთ!

ერთი წამით შეყოყმანდა, მერე თავს მოერია და მითხრა:

- მწამს!

- რა, მამაო, რა გწამთ? გწამთ ცხოვრება მერმისა მის საუკუნესასა? გწამთ, რომსიკვდილთან ერთად ყველაფერი არ კვდება ჩვენში? გწამთ, რომ კვლავაც შევხვდებითერთმანეთს და კვლავაც გვეყვარება ერთმანეთი იმქვეყნად? გწამთ სიკვდილისშემდგომიცხოვრება? საბრალო წმინდანი ქვითინებდა.

- გემუდარები, შვილო, ამაზე ნურაფერს მეტყვი. და ახლა, როცა ამ მოგონებებს ვწერ,საკუთარ თავს ვეკითხები; რატომ ჩემთანაც არ იცრუა? რატომ არ სცადა ჩემთვისაც ისევეაება თვალი, როგორც სხვებს უბამდა? რატომ დანაღვლიანდა ასე რიგად? რატომ ვერიცრუა საკუთარ თავთან, რატომ ვერ იცრუა ჩემთან? და მე მინდა დავიჯერო, იგი იმიტომდანაღვლიანდა, რომ ვერ იცრუა საკუთარ თავთან, რომ ეცრუა ჩემთან.

- ახლა კი ილოცე ჩემთვის, შენი ძმისთვის, შენთვისვე, ყველასთვის. - და მერე დასძინა: -უნდა ვიცხოვროთ და მივცეთ სხვებსაც ცხოვრება.

მცირე ხნის დუმილის შემდეგ, მკითხა:

- რატომ არ გათხოვდები, ანხელიტა?

- განა არ იცით, მამაო?..

- არა, არა, უნდა გათხოვდე. მე და ლასარო შენ საკადრის საქმროს გამოგიძებნით. უნდაგათხოვდე, რომ ასეთ აბეზარ ფიქრებს თავი გაართვა.

- განა აბეზარს, დონ მანუელ?!

Page 151: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ჰო, აბეზარს, დამიჯერე, და სხვებისთვის ასეც ნუ იდარდებ; ჩვენ ყველას ისედაცგვყოფნის ჩვენ-ჩვენი სადარდებელი, რას იზამ, ყველამ თავის თავზე უნდა აგოს პასუხი.

- ნუთუ ამას თქვენ მეუბნებით, მამაო, ნუთუ თქვენ მაძლევთ ამ რჩევა-დარიგებას, დონმანუელ! ნუთუ თქვენ მირჩევთ გათხოვდი და მარტო საკუთარ თავზე იზრუნეო, სხვებზე ნუინაღვლებო! განა ეს თქვენა ხართ?..

- მართალია, ანხელიტა, თავადაც არ ვიცი, რას ვამბობ, რას მივედ-მოვედები იმ წუთიდან,რაც შენს წინაშე ეს აღსარება დავიწყე, და მაინც გეტყვი, ჰო, ჰო, უნდა ვიცხოვროთ, უნდავიარსებოთ...

და როცა წასასვლელად წამოვიწიე, მითხრა:

- ახლა კი, ანხელა, ჩვენი თანასოფლელების სახელით უნდა შემინდო.

ისეთმა გრძნობამ შემიპყრო, თითქოს რაღაც იდუმალი ძალით სასულიერო წოდება რამემებოძაო და ვუთხარი:

- სახელითა მამისათა, და სულისა წმინდისათა... შეგინდობთ, მამაო...

ეკლესიიდან რომ გამოვდიოდი, ვგრძნობდი, როგორ ფეთქავდა ჩემში შინაგანიდედობრივი გრძნობა.

ჩემი ძმა მთელის არსებით გადაეგო დონ მანუელის საქმეს, მისი ერთგული თანამოსაგრედა ამხანაგი გახდა. ესეც არ იყოს, მათ საერთო საიდუმლოებაც აკავშირებდათ.

ჩემი ძმა ყველგან თან ახლდა - ავადმყოფების სანახავად წავიდოდა თუ სკოლაში, მთელითავისი ფულიც ამ წმინდა კაცს გადასცა: ცოტაც და წირვა-ლოცვის დროს მსახურებასაცისწავლიდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ღრმად სწვდებოდა მისი სულის დაფარულსიღრმეებს.

- ეს რა ადამიანია! - გაიძახოდა ჩემი ძმა, - გუშინ, ტბის სანაპიროზე რომ ვსეირნობდით,იცი, რა მითხრა:

„აი, სად არის ჩემი უდიდესი ცდუნებაო“, - გაკვირვებით რომ შევხედე, ამიხსნა:„განსვენებული მამაჩემი მიამბობდა ხოლმე, რომ მთელი თავისი სიცოცხლე, -ოთხმოცდაათ წლამდე კი იცოცხლა, - თურმე თვითმკვლელობის ცდუნება აწამებდა;აღარც ახსოვდა, რა დროიდან აეკვიატა ეს აზრი, - სისხლში მაქვსო, იტყოდა, - მთელისიცოცხლეც ამ ცდუნებასთან ბრძოლაში გაატარა. ეს იყო კიდეც მისი ცხოვრება. ცდუნებასრომ არ დანებებოდა, სასიცოცხლო ძალებს ერთიანად სიცოცხლის შენარჩუნებისთვისბრძოლას ანდომებდა. შემზარავ სურათებს მიხატავდა ხოლმე. ჩემი აზრით, ეს სიგიჟისერთგვარი გამოვლინება იყო და ეტყობა, მეც მემკვიდრეობით გადმომეცა, ისე დაჟინებითმიხმობს ეს წყალი, ესოდენ მაცდური სიმშვიდით რომ ირეკლავს ცას და მისი ზედაპირისქვეშ, სიღრმეში კი ბობოქრობს წყალქვეშა დინება!.. ჩემი ცხოვრება, ლასარო, რაღაცუსასრულო თვითმკვლელობასა ჰგავს, ანდა, თუ გნებავს, თვითმკვლელობისცდუნებასთან ჭიდილს, თუმცა კი ეს ერთი და იგივეა, მაგრამ ოღონდ კი ჩვენებმაიცოცხლონ, მათ კი იცხოვრონ და...“ მერე დასძინა: „ჩვენს ტბაში ჩაედინება მდინარე დასწორედ აქ, ამ ადგილას წარმოქმნის ყურეს, მერე მისი წყალი მიექანება ქვემოთზეგანისკენ, ჩანჩქერად ვარდება და მჩქეფარე ნაკადად მიედინება ხეობებსა და მთისვიწროებში ქალაქისაკენ. აი, ასევე წარმოქმნის ცხოვრება თავისებურ ყურეს ჩვენსსოფელშიც. მაგრამ, თვითმკვლელობის ცდუნება შემზარავ ჩანჩქერთან იმდენად ძლიერიარ არის, რამდენადაც ყურესთან, რომელშიც ვარსკვლავიანი ცა ირეკლება. იცი, ლასარო,მთელი ცხოვრება სულ იმის ფიქრში გავატარე, ნეტავ კი ეს საცოდავი გლეხები, - თავიანთპატარა სოფელს რომ არ გასცდენიან, - ასევე უბირნი, უმეცარნი წავიდნენ ამა სოფლიდან-მეთქი, მაგრამ მაინც ვხვდებოდი, ზოგჯერ მათივე ნათქვამიც გამიგონია, რაც იყო მათისიკვდილის ჭეშმარიტი მიზეზი და მათ სასიკვდილო სარეცელთან არაერთხელჩამიხედავს ცხოვრებისადმი მათი სიძულვილის შავბნელ უფსკრულში. ეს კი ათასჯერუფრო შემზარავია, ვიდრე შიმშილი. მაშ, დაე ჩვენი საქმე და ჩვენი სოფელი იყოს ჩვენითვითმკვლელობა, ლასარო, დაე ჩვენმა სოფლელებმა სიზმრად იხილონ ეს ცხოვრება,

Page 152: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ისე, ვითარცა ჩვენი ტბა ხედავს სიზმრად ცას“.

მერე კიდევ იყო და, - მიამბობდა ჩემი ძმა, - სეირნობის დროს მთის ძირას, ბექობზემწყემსი გოგონა დავინახეთ, იდგა და მღეროდა, ჩვენი ტბის წყალზე უფრო კრიალა ხმაჰქონდა; დონ მანუელმა გამაჩერა და მითხრა: „შეხედე, ლასარო, გეგონება, დროგაიყინაო, თითქოს ეს გოგონა მუდამ აქ იდგა, ასე მღეროდა, მაშინაც აქ იდგა, სანამ ჩემშიგაიღვიძებდა ცნობიერება და მანამდე იდგება, სანამ ეს ცნობიერება არ ჩაქრება. ესგოგონა ამ კლდეებთან, ღრუბლებთან, ხეებთან, წყალთან ერთად თითქოს ბუნებისნაწილია და არა ისტორიისა“. მერედა როგორ გრძნობს დონ მანუელი ბუნებას, როგორასულიერებს მას! არ დამავიწყდება, ერთხელ, თოვის დროს მითხრა: „ლასარო, აი, კიდევერთი უდიდესი საიდუმლო: ტბის წყალზე რომ ფიფქი ეცემა, მაშინვე კვდება, მთას კითეთრ სუდარად ეფარება!..“

დონ მანუელს ხშირად უხდებოდა ხოლმე ჩემი ძმის დაოკება, რადგან ყოველიახალმოქცეულის მსგავსად, ისიც მეტისმეტად თავგამოდებული და ფიცხი გახლდათ.

ერთხელ, როცა ყური მოჰკრა, ზოგიერთ ხალხურ ცრურწმენებს კიცხავსო, დონ მანუელმათავი ვალდებულად ჩათვალა, გაეფრთხილებინა:

- მოეშვი მაგათ, ძალიან ძნელია გააგებინო, სად მთავრდება ჭეშმარიტი რწმენა და სადიწყება ცრურწმენა, მით უმეტეს, ჩვენთვისაა ძნელი; თავი დაანებე, მაგათთვის მთავარია,რაღაცით ინუგეშონ თავი. სჯობია, რაღაც სწამდეთ, თუნდაც სულ ერთიმეორისსაწინააღმდეგოც კი, ვიდრე სულ არაფერი არა სწამდეთ. ამაზე სჯააასი, ვითომ ვისაცძალიან სწამს, საბოლოოდ სულ დაკარგავს რწმენასო, პროტესტანტებისაგან მოდის დაჩვენ მაინც ნუ განვაცხადებთ პროტესტს. პროტესტი კმაყოფილების გრძნობას კლავს.

ერთხელაც, მთვარის მოვანების დროს, - ესეც ჩემი ძმის ნაამბობიდან ვიცი, - ისა და დონმანუელი თურმე სოფელში ბრუნდებოდნენ, ტბის სანაპიროს მოჰყვებოდნენ; მთიდანმონაბერი ქარი ტბის ზედაპირს აჭავლებდა და სავსე მთვარის სხივები ჭავლზეთამაშობდა. დონ მანუელს უთქვამს: - შეხედე, წყალი ლოცულობს, ახლა იგი ჩურჩულებს:„მოწყალებისა კარი განგვიღე...“ და თურმე წამწამები დაენამა, ორი კურცხალი ჩუმადჩამოუგორდა თვალთაგან და ბალახში ჩავარდა. სავსე მთვარის სხივებმა ისეააბრჭყვიალა მისი ცრემლიც, ვითარცა ცვარი.

დრო გადიოდა და მე და ჩემი ძმა ვამჩნევდით, როგორ ელეოდა თანდათან დონ მანუელსძალა, ვამჩნევდით, როგორ უჭირდა იმ თავისი გაუნდობელი ნაღველის დამალვა, რავერაგულად უღრღნიდა უცხო სენი ხორცსა და სულს. ლასარომ, ოღონდ კი დონ მანუელსრამეზე გული გადაეყოლებინა და, შესთავაზა, რა იქნება, ეკლესიასთან კათოლიკურისასოფლო-სამეურნეო სინდიკატის მსგავსი რამ ჩამოვაყალიბოთო.

- სინდიკატიო? - ნაღვლიანად იკითხა დონ მანუელმა, - ეს რაღა ბედენაა? მე მარტოერთი სინდიკატი ვიცი- ეკლესია... არ გახსოვს, „მე არა ვარ სოფლისა ამისგან...“ არც ჩვენა ვართ, ლასარო,სოფლისა ამისგან...

- მაშ იმ სოფლისაგან?

დონ მანუელმა თავი დახარა:

- არა, ლასარო, ამქვეყნად ორი სოფელია, უფრო სწორად, ორი სამყარო... კარგი, მეც არვიცი, რას ვამბობ... მაგრამ რაც შეეხება სინდიკატს, ეს შენი პროგრესისტული პერიოდისგამოძახილია. არა, ლასარო, არა, რელიგიის მიზანი ის კი არ არის, ამქვეყნადეკონომიკური და პოლიტიკური დავა გადაწყვიტოს, ეს ღმერთმა ადამიანს მიანდო; რათვალსაზრისზეც უნდა იდგეს ხალხი, რაც არ უნდა ქნას, სულ ერთია, ნუგეშს მაინც იმაშიუნდა ხედავდეს, რომ ამქვეყნად გაჩნდნენ, რათა იცხოვრონ, კმაყოფილები იყვნენთავიანთი ხვედრისა, შეინარჩუნონ ილუზია, რომ ამ ცხოვრებაში რაღაც აზრი მაინც არის.ჩემი მიზანი სულაც არაა, დავუმორჩილო ღარიბები მდიდრებს ანდა ვუქადაგო ღარიბებს,მდიდრებს დაემორჩილეთ-მეთქი. მორჩილება და გულმოწყალება ყოველთა და

Page 153: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ყოვლისათვისო! განა მდიდარს კი არ სჭირდება შეურიგდეს სიმდიდრესაც დაცხოვრებასაც? ანდა ღარიბს არ ჰმართებს გულმოწყალება მდიდრის მიმართ?სოციალური საკითხები? დაანებე ამას თავი, ჩვენ ეს არ გვეკითხება. დავუშვათ, კიდეცჩამოყალიბდა ახალი საზოგადოება, სადაც არც ღარიბები იქნებიან და არც მდიდრები,ქონება სამართლიანად განაწილდება და ყველას ყველაფერი ექნება, მერე რა მოხდება?განა საერთო კეთილდღეობა უფრო არ გაამძაფრებს ცხოვრებისადმი სიძულვილისგრძნობას? გამიგონია, სოციალური რევოლუციის ბელადს უთქვამს, რელიგია ხალხისოპიუმიაო. ოპიუმი... ოპიუმი... არის კიდეც ოპიუმი. მაშ მივცეთ მათ ეს ოპიუმი, რომ იძინონდა იხილონ სიზმრები.

მე თავადაც ასე არ ვცხოვრობ? მთელი ჩემი სასოწარკვეთილი მუშაკობა ხომ მარტოოპიუმის დოზების შედეგია!.. სულ ერთია, გულისძილით მაინც ვერ დავიძინებ და ვერცკარგ სიზმრებს ვნახავ... მუდამ ეს საშინელი სიზმარი... მეც უნდა ღვთიური მოძღვრისკვალად ვიმეორებდე: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე...“ არა ლასარო,არა, არავითარი სინდიკატი არ უნდა შეიქმნას ჩვენი კარნახით. აი, თავადვე რომშეექმნათ, შეიძლება ურიგო არ ყოფილიყო, რადგან ამით კიდეც გაერთობოდნენ. დაეითამაშონ სინდიკატობანა, თუკი თამაში მათ კმაყოფილებას მოჰგვრის!..

მთელმა სოფელმა შეატყო დონ მანუელს, რომ ძალღონე გამოელია, ვეღარც თვითონმალავდა უილაჯობას, ხმაშიც კი, სასწაულებრივ ხმაში უცხო შინაგანი თრთოლვა შეეპარა.სულ მცირე მიზეზი კმაროდა, რომ თვალზე ცრემლი მოსდგომოდა, განსაკუთრებით მაშინაუჩუყდებოდა ხოლმე გული, როცა ხალხს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ელაპარაკებოდა, -ხანდახან გაყუჩდებოდა და მდუმარედ, თვალდახუჭული იდგა. „უკვე ხედავს კიდეციმქვეყანას...“ - ამბობდნენ სოფლელები. და ასეთ წუთებში ყველაზე მწარედ ბლასილიო-სულელი ტიროდა. საერთოდ, იმჟამად უფრო მეტს ტიროდა, ვიდრე იცინოდა და თუიცინოდა, მისი სიცილიც ტირილივით ისმოდა.

დადგა ვნების კვირაც, დონ მანუელმა ჩვენთან ერთად ამა სოფელში, ჩვენ სოფელშიუკანასკნელად იზეიმა.

ხალხი ისეთმა წინათგრძნობამ შეიპყრო, თითქოს ტრაგედია დასასრულსუახლოვდებოდა. მერედა როგორ გაისმა მაშინ სიტყვები: „ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო!რაისთვის დამიტევე მე?“ - როცა უკანასკნელად ლამის ქვითინით წარმოთქვა ხალხისწინაშე. ან როგორ ჟღერდა მისი ხმა, როცა გაიმეორა კეთილი ავაზაკის მიმართ ნათქვამიღვთიური მოძღვრის სიტყვები - „ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“, - ყველაავაზაკი კეთილიაო, იცოდა ხოლმე დონ მანუელმა თქმა. ან თუნდაც ბოლო საერთოზიარება, ჩვენი წმინდანის ხელიდან რომ მივიღეთ უკანასკნელად! მაგრამ ამჯერად ჩემიძმის ჯერი რომ დადგა, დონ მანუელს ხელი აღარ აჰკანკალებია და წმინდა ლიტურგიისსიტყვების შემდეგ „საუკუნო ცხოვრება“ იგი დაიხარა და ლასაროს ყურში ჩასჩურჩულა:„არის მხოლოდ ერთი საუკუნო ცხოვრება და ესაა. დაე, მათ ძილში ეზმანებოდეთ, რომსაუკუნოა... საუკუნოა ეს მცირე დრო...“ ხოლო როცა მე მაზიარებდა, ეს მითხრა: „ილოცე,შვილო ჩემო, ილოცე ჩვენთვის“. და მერე, თითქოს საიქიოდან მოისმა მისი ხმა, ისეთისაკვირველი რამ მითხრა, რომ ეს სიტყვები სამუდამოდ ჩამებეჭდა გულში, ვითარცაუდიდესი საიდუმლო: „და კიდევ ილოცე უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესთვისაც...“

ძალაგამოლეული წამოვდექი, თავი ძილ-ბურანში მეგონა. თითქოს ეს ყველაფერიმართლაც სიზმრად ხდებოდა და ვფიქრობდი: „და კიდევ უნდა ვილოცო ჩვენიტბისთვისაც და მთისთვისაც...“ და კვლავ გამიელვა: „ნამდვილად შეპყრობილი ვარ! შინრომ მივედი, მაშინვე ჯვარცმა ავიღე, დედაჩემს სიკვდილის წინ რომ ეპყრა და ცრემლიანითვალებით დავცქეროდი კარგა ხანს, ხოლო ყურში კვლავ მესმოდა: „ღმერთო ჩემო!ღმერთო ჩემო! რაისთვის დამიტევე მე?“ ეს სიტყვები ყოვლად მიწიერისა, ჩვენი სოფლისქრისტესი და მე ვლოცულობდი: „იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასაზედა...“ და კიდევ „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენბოროტისაგან... ამინ“. მერე დავიჩოქე შვიდი ლახვრით გულგანგმირული მჭმუნვარეღვთისმშობლის ხატის წინაშე - ეს ხატი იყო განსვენებული დედაჩემის ყველაზე სევდიანინუგეში, - და დავიწყე ლოცვა: - „წმინდაო მარიამ, ღვთისმშობელო... ნუ უგულებელსყოფხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე ვითარცა სახიერმან შეწევნად ჩვენდა...აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე...“ და როგორც კი ლოცვა დავამთავრე, გამიელვა:

Page 154: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

„რაო? ცოდვილთაო? ჩვენა ვართ ცოდვილნი? ნეტავ რა ცოდვა მიგვიძღვის? რა?“ დამთელი დღე მოსვენება დამაკარგვინა ამ კითხვამ.

მეორე დღეს მივედი დონ მანუელთან; მას უკვე დასალიერის ნათელი ეფინა სახეზე, - დავუთხარი:

- გახსოვთ, მამაო, რამდენიმე წლის წინ ერთ კითხვაზე რომ მიპასუხეთ, ამას მე ნუმეკითხებით უმეცარს, წმინდა დედა-ეკლესიას ჰყავს ღვთისმეტყველების დოქტორები დაისინი გიპასუხებენო...

- მახსოვს, როგორ არა... ისიც მახსოვს, ამ კითხვას ეშმაკი ჩაგჩურჩულებს-მეთქი, გითხარი...

- ჰოდა, მამაო, ახლა ამ ეშმაკისაგან შეპყრობილი, კვლავ თქვენ მოგმართავთ და ამკითხვას კვლავაც ჩემი მფარველი ეშმაკი ჩამჩურჩულებს...

- მკითხე...

- გუშინ, როცა მაზიარებდით, მითხარით, ილოცე ყველასთვის და მისთვისაცო...

- კარგი, ნუ დაასახელებ და განაგრძე…

- მივედი შინ და დავიწყე ლოცვა, როცა წავიკითხე „ნუ უგულებელსყოფ ხმასა ცოდვილთავედრებისასა...“ შინაგანმა ხმამ ამომძახა: „ცოდვილთაო? განა ჩვენა ვართ ცოდვილნი?“მერედა რა ცოდვა მიგვიძღვის, მაინც რა შევცოდეთ, მამაო?

- რა ცოდვა? - შემომიბრუნა კითხვა დონ მანუელმა.

- ამ კითხვას უპასუხა ერთმა ღვთისმეტყველების დიდმა დოქტორმა, ესპანურისამოციქულო კათოლიკური ეკლესიის სიამაყემ, დიახ, ამ კითხვას პასუხი გასცა დიდმადოქტორმა, ვინც შექმნა „ცხოვრება სიზმარია“ და მანვე თქვა: ადამიანის უდიდესი ცოდვაისაა, რომ იგი ამ ქვეყანაზე გაჩნდაო, და ეს არის კიდეც ჩვენი ცოდვა, შვილო ჩემო, - ჩვენიცოდვა ისაა, რომ ამქვეყნად გავჩნდით.

- მერედა, განა აღარ არის კურნებაო, მამაო?

- წადი შინ და ილოცე!.. ილოცე ჩვენთვის, ცოდვილთათვის აწ და მარადის, უკუნითიუკუნისამდე... ბოლოს ეგებ ამ სიზმრებისგანაც განვიკურნოთ და ამ ცხოვრებისგანაც... დააღსრულდება ჯვრის წამებაც, რისთვისაც გაგვწირა ჩვენ დაბადებამ... და ვითარცა ბრძანაკალდერონმა, კეთილი საქმე და კეთილი ტყუილი ძილშიც არ ჩაგვივლის ამაოდ... და აჰა,მისი სიკვდილის საათიც დადგა; ხალხი უკვე გრძნობდა ამ საათის მოახლოებას; დონმანუელის სიკვდილი გახდა ჩვენი ყველაზე დიდი გაკვეთილი. მან არ ისურვა თავისაღსასრულს გულხელდაკრეფილი შეხვედროდა, მარტომყოფი. საკუთარ ტაძარშიაღესრულა ქადაგების დროს. დამბლადაცემულს თავად აღარ შეეძლო სიარული დასანამ ტაძარში გადაყვანაზე იზრუნებდა, მე და ლასარო გვიხმო და როცა ჩვენ სამნიმარტო დავრჩით, გვითხრა: - ისმინეთ ჩემი, ნუ მოაკლებთ ზრუნვას ჩვენს სამწყსოს, ჩვენსსაბრალო კრავებს, მათ უნდა ჰპოვონ ნუგეში ამ ცხოვრებაში და სწამდეთ ის, რაც მე ვერვიწამე... შენი კი, ლასარო, როცა შენი საათიც დადგება, აღესრულე ვითარცა მე, ვითარცაჩვენი ანხელა აღესრულება, ჩვენი კათოლიკური რომის სამოციქულო ეკლესიის წიაღსაშინა. რასაკვირველია, ჩვენს წმინდა დედას, ჩვენი სოფლის, ვალვერდე დე ლუსერნასეკლესიას ვგულისხმობ და სამუდამოდ გემშვიდობებით, რამეთუ დასასრულსუახლოვდება სიზმარი ჩემი ცხოვრებისა...

- მამაო, მამაო! - დავიკვნესე მე.

- ნუ იდარდებ, ანხელა, ილოცე ყველა ცოდვილთათვის ადრინდებულად, ილოცეყოვლისა დაბადებულისთვის. დაე, კვლავაც იძინონ და იხილონ სიზმრები. რარიგადმინდა მეც ვიძინო და ვიძინო უსასრულოდ, ვიძინო საუკუნოდ და აღარ ვიხილო სიზმრები,დამავიწყდეს სიზმარი! ჩემი კუბოსთვის ის ექვსი ფიცარი გამოიყენეთ, ბებერი კაკლისხისგან რომ გავთალე, იმ კაკლისაგან, - საბრალო ბებერი, - რომლის ჩრდილშიბავშვობისას ვთამაშობდი ხოლმე, როცა ის-ის იყო იწყებოდა ჩემი სიზმარი...

Page 155: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ხალხისთვისაც ესაა რწმენა... ის ექვსი ფიცარი, ჩემი ხელით გამორანდული, საწოლისბოლოში აწყვია.

ქოშინი აუვარდა და ხმა წაერთვა; სული რომ მოიბრუნა, განაგრძო:

- ალბათ, გახსოვთ, როცა ერთხმად, ერთი გრძნობით, მთელ ხალხთან ერთადვკითხულობდით „მრწამსს“, ლოცვის დასასრულ ვდუმდებოდი. როცა დამთავრდაისრაელთა ხეტიალი უდაბნოში, უთხრა უფალმა მოსესა და აჰრონს: „არა შეიყვანოთკრებული ესე ქვეყანა მას, რომელი მივეც მათ“!, რამეთუ, არა იწამეთ თქვენ ჩემი დაუბრძანა აღეყვანათ ისინი ორდ მთად და მოსემ, ვითარცა უბრძანა უფალმა, განსძარცვააჰრონს სამოსი და მოკვდა იქ აჰრონი, ხოლო მოსე აღვიდა არაბეთდ მთასა ზედაფაიგასა, რომელი არის პირის-პირ იერიქონისა და უჩვენა მას უფალმა ქვეყანაგალადისაი, ვიდრე დანადმდე, რომელიც განუმზადა მის ხალხს, მაგრამ უთხრა: „ხილვითიხილო ქუეყანაი იგი შორით, ხოლო შენ არა შეხვიდე მუნ“. და მოკვდა იქ მოსე და არვინიცის საფლავი მისი დღემდე. და დატოვა მან წინამძღვრად ერისა თვისასა ისო, ძე ნავესი.მაშ იყავ, ლასარო, შენც ჩემი ისო და თუ ძალგიძს გააჩერო მზე, გააჩერე იგი დაპროგრესზე ნუღარ იზრუნებ, ვითარცა, მოსემ, ვცან მე უფალი, უდიდესი ჩვენი სიზმარდავიხილე პირი მისი, ხოლო შენ იცი, რას ღაღადებს საღმრთო წიგნი: „არა არს კაცი,რომელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა“. ვინც იხილა თვალნი მისნი, როცა გვიმზერს ისსიზმრისეული სახე, იგი მოკვდება და აღარ იქნება არცა კურნებაი და არცა დაბრუნება.მაშ, დაე ნუ იხილავს სიცოცხლეში ჩვენი ხალხი სახეს უფლისას, რამეთუ სიკვდილისშემდეგ არავინ აღარაფერს იხილავს და შეგვიძლია ამაზე არცა ვიზრუნოთ...

- მამაო, მამაო, მამაო! - ისევ ქვითინით შევძახე მე. მან კი მითხრა:

- ანხელა, ილოცე კვლავინდებურად, ილოცე მუდამ, რათა ყველა ცოდვილისიკვდილამდე ხედავდეს სიზმარს მკვდრეთით აღდგომისას და ცხოვრებისას მერმისა მისსაუკუნესას...

ველოდი, რომ დასძენდა: „ვინ იცის!“ მაგრამ ისევ ქოშინი აუვარდა.

- ახლა კი, ანხელა, რაკი დადგა ჟამი ჩემი სიკვდილისა, თადარიგი უნდა დავიჭიროთ, ამსავარძლითვე გადამიყვანეთ ეკლესიაში, იქ ჩემი ხალხი მელოდება და უნდადავემშვიდობო. სავარძლითვე წაიყვანეს იგი ეკლესიაში და საკურთხევლის წინ ეკვდერშიდასვეს, ხელში ჯვარცმა ეპყრა. მე და ჩემი ძმა გვერდით დავუდექით, მაგრამ ბლასილიო-სულელმა ყველაზე ახლოს მოიკალათა. იგი დონ მანუელის ხელს ეპოტინებოდა დაერთი-ორმა კიდეც სცადა იქიდან მოეშორებინა, მაგრამ დონ მანუელი გამოექომაგა დათქვა: - მოუშვით ჩემთან ახლოს. ბლასილიო, მოდი აქ და მომეცი შენი ხელი. - სულელისიხარულისგან ტიროდა. მერე დონ მანუელმა თქვა: - სულ ორიოდე სიტყვა მინდაგითხრათ, ჩემო მეგობრებო. იმდენი ძალაღა დამრჩა, რომ მოვკვდე. სათქმელიც უკვეგითხარით და ახალს ვეღარაფერს გეტყვით. იცხოვრეთ მშვიდობიანად და სიკეთით. ნუმოიშლით იმედს, რომ ჩვენ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს ღამეულ ვარსკვლავეთშიჩაკარგულ სხვა ვალვერდე დე ლუსერნაში, ჩვენს ტბაში რომ ირეკლება. ილოცეთუწმინდესი მარიამის მიმართ, ილოცეთ ჩვენი უფლის მიმართ, იყავით სათნონი და კმარა.შემინდეთ შეცოდებანი ჩემნი ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვით თუ საქმით, ცნობით თუუმეცრებით...

ახლა გაკურთხებთ და მერე ყველამ ერთად წარმოვთქვათ „მამაო ჩვენო“, „გიხაროდენმარიამ“, „ყოვლად წმინდაო დედოფალო“ და ბოლოს „მრწამსი“.

მან ჯვარცმით აკურთხა ხალხი; მისი შემყურე ყველა ტიროდა, ქალიც და ბავშვიც დაწარმოიდგინეთ, ზოგი მამაკაციც აცრემლდა. მერე ყველამ ერთად დაიწყო ლოცვა:

დონ მანუელი ჩუმად უსმენდა, ბლასილიო-სულელისათვის ხელი აღარ გაუშვია; იმსაწყალს კი გალობაში ნელ-ნელა ჩასთვლიმა. ჯერ „მამაო ჩვენო“ წაიკითხეს - „იყავნ ნებაშენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა...“ მერე „გიხაროდენ მარიამ“ - „ნუუგულებელსყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩვენდა...“შემდეგ „ყოვლად წმინდაო დედოფალო“ - „ღვთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთჩვენ, ცოდვილნი ესე და გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღადვჰყოფ სიღრმით

Page 156: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

გულისათ...“ და ბოლოს „მრწამსი“. და როცა წარმოვთქვით სიტყვები - „მოველიაღდგომასა მკვდრეთით. და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა. ამინ...“ ყველამერთბაშად იგრძნო, რომ ჩვენმა წმინდანმა სული განუტევა, თვალებიც კი ვერ დავუხუჭეთ,თვალდახუჭული აღესრულა. და როცა ბლასილიოს დავუწყეთ გაღვიძება, ვნახეთ, რომმასაც საუკუნოდ მისძინებოდა. ახლა ორი მიცვალებული გვყავდა დასამარხი.

ხალხი მყისვე წმინდანის სახლისკენ გაეშურა, რათა სამახსოვროდ რელიკვიებიწამოეღოთ; თუნდაც მისი შესამოსელის თითო ნაგლეჯი რგებოდათ, ოღონდ კიდალოცვილი წამებულის დანატოვარი ჰქონოდათ რამე მოსაგონებლად. ჩემს ძმას მისიკურთხევანი ერგო, რომელშიც გამხმარი მინდვრის მიხაკი იდო, როგორც ჰერბარიუმში,ფურცლებს შორის, და ამ ფურცლებზე ჯვარი და რაღაც თარიღი იყო გამოსახული.

სოფელში არავის უნდოდა დაეჯერებინა მისი სიკვდილი, სულ ელოდებოდნენ, აი ახლადავინახავთ სადმეო და ეგებ მართლაც ხედავდნენ - ან ტბის სანაპიროზე ჩაივლიდა დატბაში აირეკლებოდა, ან მთის ძირას გამოჩნდებოდა; ისევ ისე ესმოდა ხალხს მისი ხმა დამისი საფლავი ლამის მომლოცველობის ადგილად აქციეს. შეპყრობილი ქალები დღეს არგააცდენდნენ, ხელი არ შეეხოთ მისი საფლავის ჯვრისათვის, - აკი იმ კაკლის ხისგან კუბოსფიცრებიცა და ჯვარიც თვითონვე გამოთალა. მაგრამ ყველაზე მეტად მე და ჩემს ძმასმოგვაკლდა იგი და ყველაზე მეტადაც ჩვენ გვიჭირდა დაგვეჯერებინა მისი სიკვდილი.

ლასარო ჩვენი წმინდანის ანდერძს პირნათლად იცავდა და ყველაფერს აღნუსხავდა, რაცკი მისგან მოესმინა და გაეგო; ის ჩანაწერები მეც გამომადგა ჩემი მოგონებებისთვის.

- მან სრულიად ახალი ადამიანი შექმნა ჩემგან, მკვდრეთით აღმადგინა, ვითარცანამდვილი ლაზარე, - ამბობდა ჩემი ძმა, - მე მან რწმენა მომცა.

- რწმენა? - შევაწყვეტინე სიტყვა.

- ჰო, რწმენა, რწმენა იმისი, რომ ცხოვრებაში შეიძლება ნუგეშიც ჰპოვო და კმაყოფილებაც,მანვე განმკურნა პროგრესის კულტისაგან! აი, რატომ, ანხელა: ამქვეყნად ორი ჯურისადამიანი არსებობს - საშიში და მავნებელი, - ერთნი, ვისაც მტკიცედ სჯერა საიქიოსცხოვრება და მკვდრეთით აღდგომა და ვითარცა წმინდა წყლის ინკვიზიტორი, რანიცსინამდვილეში არიან კიდეც, სხვებსაც აწამებენ, რადგან მოითხოვენ სძულდეთ ესცხოვრება, ვითარცა წარმავალი, რომ ამ სიძულვილით დაიმსახურონ საიქიო ცხოვრება,და მეორენი, რომელთაც სწამთ მხოლოდ სააქაო ცხოვრება...

- შენსავით... - ვუთხარი მე.

- ჰო, ჩემსავით და დონ მანუელივით. მაგრამ თუკი მხოლოდ სააქაო ცხოვრებას იწამებენ,მაშინ რაღაც მომავალი საზოგადოების იმედიც უნდა ჰქონდეთ, ხალხს კი ნუგეშს უსპობენ,რომ სხვა ცხოვრება იწამონ...

- მაშასადამე...

- მაშასადამე, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ხალხი ილუზიებით ცხოვრობდეს.

საბრალო მღვდელი, დონ მანუელის ნაცვლად რომ დაგვინიშნეს სამრევლოში,ვალვერდე დე ლუსერნაში თავისი წმინდა წინამორბედის ხსოვნით დათრგუნვილიჩამოვიდა და მთლიანად მე და ჩემს ძმას მოგვენდო, ჩვენ უნდა დაგვეყენებინა გზაზე დაჩვენი წმინდანის კვალზე. ჩემი ძმა ეუბნებოდა: „რაც შეიძლება ნაკლებიღვთისმეტყველება, ნაკლები ღვთისმეტყველება, მთავარია რწმენა!“ მის სიტყვებზემეღიმებოდა, რადგან ჩვენი საუბრებიც ასე თუ ისე, მაინც ღვთისმეტყველებას ჰგავდა.

იმ ხანად ჩემი საბრალო ძმა, ცოტა არ იყოს, მაშინებდა; მას შემდეგ, რაც დონ მანუელმადაგვტოვა, შეიძლება ითქვას, რომ ლასარო არცა ცხოვრობდა. ყოველ ცისმარე დღეს მისსაფლავზე დადიოდა, საათობით იდგა ხოლმე და ტბას გასცქეროდა. მოსვენება სულდაეკარგა.

- ამდენ ხანს რას დასცქერი იმ ტბას, - ვეტყოდი ხოლმე.

Page 157: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

- ნუ გეშინია, დაო, მე სულ სხვა ტბა და სულ სხვა მთა მიხმობს... უიმისოდ სიცოცხლე არშემიძლია...

- მერედა, ცხოვრებით კმაყოფილება, ლასარო, ცხოვრებით კმაყოფილება!

- ეს სხვა ცოდვილთათვისაა ნათქვამი, ჩვენთვის არა, იმათთვის არაა ნათქვამი, ვინციხილა სახე უფლისა და ვინც თვალებში შეხედა ცხოვრების სიზმარს...

- რა იყო, დონ მანუელთან ხომ არ ეშურები?

- არა, დაო, არა, ახლა, როცა აქ, ჩვენს სახლში, მარტო ორნი ვართ, მინდა სრულისიმართლე გითხრა, ეგებ ეს სიმართლე ზღვის წყალივით მწარე კი იყოს, იმ ზღვისა,საითკენაც ჩვენი ტბის წყალს მიაქანებს მდინარე, მაგრამ მაინც უნდა გითხრა, თუმცა კივიცი, ამის გაგონებაც არ გინდა...

- არა, ლასარო, არა, ეს სიმართლე არ არის!

- ჩემთვის არის!..

- შენთვის, კარგი, მაგრამ...

- მისთვისაც...

- ახლა აღარ, ლასარო, ახლა აღარ... ახლა მას სულ სხვა რამ სწამს, ახლა სწამს...

- ყური დამიგდე, ანხელა, ერთხელ დონ მანუელმა მითხრა, არსებობს ისეთი რამ,მხოლოდ საკუთარ თავს რომ გაუმხელ და სხვასთან კრინტსაც ვერ დასძრავო. მევუთხარი, რაკი ამას ამბობთ, ეტყობა, საკუთარი თავის წინაშე აღიარებთ-მეთქი. დასწორედ მაშინ გადამიშალა გული და გამანდო თავისი სანუკვარი საიდუმლო - ჩემი ღრმარწმენითო ერთ ყველაზე დიდ, ანდა, ეგებ უდიდეს წმინდანსაცო, ისე მიიცვალა, საიქიოცხოვრება არა სწამდაო...

- არ შეიძლება!..

- შეიძლება და მეტი არა?!.. ოღონდ იცოდე, დაო, ჩვენს სოფლელებთან სიტყვა არდაგცდეს, ეჭვი არავინ აიღოს ჩვენს საიდუმლოზე...

- ეჭვიო, ამბობ? - ვკითხე მე, - რომ გავგიჟდე კიდეც და ამ სიგიჟის წუთებში ვცადო ესამბავი მათ გავაგებინო, მაინც ვერაფერს მიხვდებიან, სიტყვები ხალხის შეგნებამდე ვერაღწევს, მათ მხოლოდ ჩვენი საქმენი ესმით. გინდა მათთვის ეს ამბავი გითქვამს და, გინდარვა წლის ბავშვისთვის წმინდა თომა აქვინელის ერთი ფურცელი წაგიკითხავს, თანაცლათინურად...

- კეთილი, ასე იყოს... როცა მოვკვდები, ილოცე ჩემთვის, მისთვის და ყველასათვის...

აჰა, დადგა მისი საათიც. კარგა ხანია ლასაროს ჯანსაღ სულსა და სხეულს უცხო რამ სენიღრღნიდა და ახლა, დონმანუელის სიკვდილის შემდეგ, თანდათან გაუმწვავდა.

- საკუთარი თავი ისე არ მენანება სასიკვდილოდ, როგორც ის მენანება, რომ ჩემთანერთად მოკვდება დონ მანუელის სულის რაღაც ნაწილი, - მეუბნებოდა უკანასკნელდღეებში, - მაგრამ შენშიც ხომ რჩება კიდევ რაღაც ნაწილი და კიდევ იცოცხლებს, სანამჩვენ, ყველა, მკვდრები ხელმეორედ არ დავიხოცებით...

ლასაროს აგონიის ჟამს მთელი სოფლელები ჩვენთან შეიკრიბნენ, - ასეთი ჩვეულებააჩვენში, სულთაბრძოლას უნდა დაესწრონ, - და მათ დაიწყეს ლოცვა, ჩემი ძმის სულს ჩვენსწმინდა მანუელს აბარებდნენ, ჩვენს სათნოს, ჩვენს წამებულს. სიკვდილის წინ ლასაროსაღარაფერი უთქვამს, და აღარც ჰქონდა სათქმელი, რაც უნდოდა, უკვე თქვა და რაც არა,მეხსიერებაში დარჩა. ორ ვალვერდე დე ლუსერნას შუა, - პირველი, რაც წყლისსიღრმეშია დამარხული და მეორე, რაც მის სარკეში ირეკლება, - კიდევ ერთი მოწმეცგაჩნდა. ჩემი ძმა იმ მიცვალებულთა რიცხვს შეემატა, ვინც ცხოვრებაში თან დაგყვება,თავისებურად ერთი ჩვენი წმინდანთაგანი.

Page 158: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

დავრჩი სულ მარტო, აუწერელი დარდითა და მწუხარებით გულდამძიმებული, მაგრამდავრჩი ჩემს თანასოფლელებთან და ჩემს სოფელში. და ახლა, როცა აღარა მყავსწმინდა მანუელი, ჩემი სულიერი მამა, აღარა მყავს ლასარო, ჩემი ძმა, ხორციელზე მეტადსულიერი ძმა, ახლაღა შევამჩნიე, რომ დავბერებულვარ და მერე როგორდავბერებულვარ! მაგრამ განა მართლა დავკარგე ისინი? განა მართლა დავბერდი? განაჩემი აღსასრულიც ახლოვდება?

არა, უნდა ვიცხოვრო! მან მასწავლა ცხოვრების მადლი, ჩვენ ყველას გვასწავლაცხოვრების მადლი, ცხოვრების გრძნობა, მისი აზრი, მთის სულში ჩაწვდომა, ტბის სულშიჩაღრმავება, ჩვენი სოფლელების სულის ამოცნობა, ხალხში გათქვეფა, რომ სამუდამოდდავრჩეთ მათში. თავისი ცხოვრებით მან გვაჩვენა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ჩვენისოფლის ხალხის ცხოვრებაში გაითქვიფო და მე საათის, დღისა თუ წლის დინებას ჩვენიტბის წყლის დინებაზე უკეთ ვერ ვამჩნევდი. ასე მეგონა, ჩემს ცხოვრებაშიაღარაფერიშეიცვლება-მეთქი. ვერც კი ვგრძნობდი, რომ ვბერდებოდი.

უკვე საკუთარ თავსაც აღარ ვეკუთვნოდი, მე ვცხოვრობდი ჩემს ხალხში და ჩემი ხალხიცხოვრობდა ჩემში. ჩემს სათქმელს ისინი ამბობდნენ უნებურად, ისინი ამბობდნენ, ვინცჩემთან, ჩემს გვერდით იყო. გავიდოდი ქუჩაში, - ჩვენი ქუჩა კი იგივე ორღობეა, - და ვინცკი შემხვდებოდა, ყველას ვიცნობდი, და მე მავიწყდებოდა საკუთარი თავი, მავიწყდებოდა,რადგან მათში ვცხოვრობდი. აი, მადრიდში კი, სადაც მე და ჩემი ძმა რამდენჯერმევიყავით, საშინელ მარტოობას განვიცდიდი, იქ არავის ვიცნობდი და ამდენი უცნობისყურება მხოლოდ ტანჯვას მგვრიდა.

და ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ამ სულის აღსარებას, რომელშიც გიყვებით იმაზე,თუ როგორ შევიცანი მოყვასის წმინდანობა საკუთარი გამოცდილებით, მე მჯერა, დონმანუელ სათნოს, ჩემს წმინდა მანუელს და ჩემს ძმას, ლასაროს, სიკვდილის ჟამსაცსწამდათ, რომ არ სწამდათ ის, რაც უმთავრესია; მაგრამ მაინც სწამდათ თავიანთიურწმუნოება; რამეთუ მათი რწმენის საგანი იყო სასოწარკვეთილება ქმედითი დამორჩილი.

ხშირად ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს, მაინც რატომ არ სცადა დონ მანუელმა ჩემი ძმასიცრუის გზით მოექცია-მეთქი, რატომ არ ითვალთმაქცა და მორწმუნედ არ მოაჩვენათავი, თავისი ურწმუნოების მორწმუნედ!.. და მე მივხვდი, დონ მანუელმა იცოდა, ჩემს ძმასადვილად ვერ მოატყუებდა, რომ სიცრუეს აზრი არა ჰქონდა, მისი მოქცევა შეიძლებოდამხოლოდ სიმართლის გზით, თავისი სიმართლით; იგი ვერაფერს გახდებოდა, თუ ჩემიძმის წინაშე გაითამაშებდა კომედიას, - უფრო სწორად, ტრაგედიას, - რასაც ხალხისწინაშე თამაშობდა, მათივე გადარჩენის გულისთვის და მან მართლაც მიიმხრო ჩემი ძმა,ჩააბა თავის თამაშში, დაე, თუნდაც მაცდურ თამაშში, მაგრამ, სამაგიეროდ ღვთისმოსავთამაშში და იმას მიაღწია, რომ სიკვდილის სიმართლის გზით ცხოვრებისგონივრულობაში დაერწმუნებინა. ამავე ხერხით გადამიბირა მეც: არასდროს არავისთანარ დამცდენია სიტყვა მათი ღვთისმოსაობისა და უწმინდესი თამაშის შესახებ. არდამცდენია, რადგან მწამდა და მწამს, რომ ჩვენს უფალს იდუმალი და წმინდა ზრახვებიამოძრავებდა, როცა მათ ჩაუნერგა რწმენა საკუთარ ურწმუნოებისა და ეგებ ამ მიწიერიხეტიალის დასასრულს, კიდეც აეხილათ თვალი. მე თვითონ კი მწამს?

და ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ ჩემს ძველ, მშობლიურ სახლში - უკვე ორმოცდაათსგადავაბიჯე, უკვე დამეფიფქა თმაცა და მოგონებებიც, - ფანჯრის მიღმა ცვივა თოვლი,აცვივა მთას, ტბას, ნამქერი ფარავს უცხო მხრიდან ჩამოსული მამაჩემის ხსოვნას,დედაჩემის ხსოვნას, ჩემი ძმის, ლასაროს, ჩემი წმინდა ბლასილიოსი, - დაე გადმომხედოსმან ზეციდან, - თოვლმა გადაასწორა ირგვლივ ყველაფერი, ჩრდილებიცა და კუთხეებიც,თოვლმა, ღამითაც რომ ანათებს; და მე არ ვიცი, რა არის ნამდვილი და რა გამონაგონი,რა ვიხილე სიზმრად და რა ცხადად, ან თუ რამ ვიცოდი, ან თუ რამ მწამდა. ისეთი გრძნობამიპყრობს, თითქოს ამ თოვლივით თეთრ ქაღალდზე გადმოვღვარე ყველაფერი, რითაცსავსე იყო ჩემი სული. ახლა იგი აავსებს ქაღალდს, ხოლო ჩემი სული დაცარიელდება... არვიცი, რიღასთვის მინდა ის სისავსე...

განა ვიცი კი რამე? განა მწამს კი რამე? განა ეს ჩემი მონათხრობი სინამდვილეში კი იყოდა სწორედ ისე მოხდა, როგორც მე მოგიყევით? განა ეს ყველაფერი რაღაც უფრო მეტია,

Page 159: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ვიდრე თვით სიზმარი, ძილში რომ მეზმანა? ნუთუ მე, ორმოცდაათი წლის მოხუცი, ანხელაკარბალინო, მთელსოფელში ეროთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც გულს უღრღნის ასეთიფიქრები, სხვებს რომ უცნაურად ეჩვენება? ნეტავ იმათ კი სწამთ, ვინც ჩემს გარშემოტრიალებს? ანდა რას ნიშნავს რწმენა? ყოველ შემთხვევაში, ისინი მაინც ცხოვრობენ!.. დაახლა სწამთ, სწამთ წმინდა მანუელ სათნოსი, წამებულისა, რომელსაც თავად არა ჰქონდაუკვდავების იმედი და სხვებს კი უღვივებდა საუკუნო ცხოვრების რწმენას.

როგორც გავიგე, მისი უწმინდესობა სენიორ ეპისკოპოსი, - ის, ვინც პირველმა წამოიწყოჩვენი ვალვერდე დე ლუსერნას წმინდანის კანონიზაციისათვის ბრძოლა, - ჩვენიწმინდანის ცხოვრებაზე სახელმძღვანელო ტრაქტატის მსგავსი წიგნის დაწერას აპირებსო,რომელშიც აღწერს მრევლის სამაგალითო მღვდლის ამბებს და ამ მიზნით, თურმეცნობებს აგროვებს. მეც დაჟინებით მთხოვდა ამ ცნობებს და არაერთხელ კიდეც მესაუბრა,ყველაფერი წვრილად ვუამბე, რაც კი ვიცოდი, მაგრამ სიტყვაც არ დამცდენია დონმანუელისა და ჩემი ძმის ტრაგიკული საიდუმლოების თაობაზე. საოცარი კია, მაგრამ მასეჭვითაც არაფერი უეჭვია და მეც იმედი მაქვს, რომ მის ყურამდე არასოდეს მიაღწევს ესამბავი, რასაც თქვენ განდობთ ამ ჩანაწერებში. დიდი შიში მაქვს მიწიერ ხელისუფლებისა,წარმავალთა ხელისუფლებისა, თუნდაც ეს საეკლესიო ხელისუფლება იყოს. მაგრამ აქყველაფერია ნათქვამი და რაც იქნება, იქნება.

ალბათ იკითხავთ, საიდან ჩამივარდა ხელში ანხელა კარბალინოს ეს ჩანაწერები! ამაზე,ჩემო მეგობარო მკითხველო, სჯობს გავჩუმდე. მე ამ ქაღალდებს იმ სახით გაბარებთ, რასახითაც ჩემამდე მოაღწია და თავად განსაჯეთ. მხოლოდ ალაგ-ალაგ გავასწორე და ისიცსულ მცირე სტილობრივი ახირებები. შენის აზრით, ანხელა კარბალინოს ჩანაწერებიძალიან ჰგავს ჩემს ნაწერებს? ეს სულაც არ აყენებს ეჭვქვეშ მათს ობიექტურობას დაორიგინალურობას! აბა, მე რა ვიცი, ეგებ მე თვითონვე შევქმენი ჩემს მიღმა მცხოვრებირეალური და მოქმედი არსებანი - უკვდავი სულის მქონენი? არ ვიცი, ეგებ ჩემი ნივოლის„ბურუსის“ გმირი აუგუსტო პერესი მართალიც იყო, რომ აცხადებდა, მე გაცილებითრეალური და ობიექტური ვარ შენზეო, როცა მე თვითონ ვაცხადებ, მისი შემქმნელიგახლავარ-მეთქი? აზრადაც არ მომივა, ეჭვი შემეპაროს წმინდა მანუელ სათნოს,წამებულის რეალობაში, რომელიც ხელახლა შექმნა მისი მოწაფისა და სულიერი შვილის,ანხელა კარბალინოს კალამმა. და მე მისი რეალობა უფრო მეტად მწამს, ვიდრე თვითონწმინდანსა სწამდა და უფრო მეტად, ვიდრე მე მწამს ჩემივე რეალობა.

ახლა კი, სანამ ამ ეპილოგს ჩავამთავრებდე, ჩემო სულგრძელო მკითხველო, მინდაშეგახსენო, მივიწყებული მოციქულის წმინდა იუდას ეპისტოლეს მეცხრე მუხლი, -ჭეშმარიტად რაა სახელი! - სადაც ნათქვამია, რომ ჩემი ზეციერი მფარველი... მიქაელმთავარანგელოსი „ოდეს იგი ეშმაკსა მას ესჯოდა, და ეტყოდა მოსეს ხორცთათვის, ვერიკადრა სასჯელი გმობისა მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმან...“(მიქაელი ნიშნავს „ღმერთის გარდა ვინ?“ ხოლო მთავარანგელოზი - მთავარ მაცნეს;ეშმაკი - მბრალდებელს, პროკურორს), ხოლო ვისაც უნდა რომ შერისხონ, კიდეცშერისხავენ.

და აი, კიდევ რა მინდოდა მეთქვა, - რაკი ანხელა კარბალინომ თავის თხრობაში ჩაურთოსაკუთარი გრძნობები და მე აღარ ვიცი, რა დავუმატო, - მინდა მისი სიტყვები მაინცგანვმარტო; ის ამბობს, დონ მანუელსა და მის მოწაფეს, ლასაროს ხალხის წინაშე რომაღსარება ეთქვათ და თავიანთი რწმენის ჭეშმარიტი სურათი დაეხატათ, ხალხი მათვერაფერს გაუგებდაო, - და არც დაუჯერებდა-მეთქი, დავძენ მე. ხალხს მათი საქმისასწამდა და არა მათი სიტყვისა, რამეთუ სიტყვები საქმის განსამტკიცებელი სულაც არ არის,საქმე თავის თავზე მეტყველებს! ხალხისთვის, თუნდაც ვალვერდე დე ლუსერნასმკვიდრნი იყვნენ, არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტება - ნამოქმედარი. მათ არ იციან, რაარის რწმენა და ეგებ არც ანიჭებენ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მშვენივრად მომეხსენება, რომ ეს ამბავი, - თუმცა კი შეიძლება მას რომანის პრეტენზიაცჰქონდეს (მე კი ვიტყოდი, რომანი ყველაზე უფრო შინაგანი ისტორიაა, ყველაზე უფრომართალი-მეთქი, ამიტომ ვერ გამიგია, რატომ უნდა აღშფოთდეს კაცი, როცა სახარებასზოგჯერ რომანსაც უწოდებენ ხოლმე, არსებითად ხომ ამით მატეანეზე მაღლა აყენებენ!) -დიახ, მშვენივრად მომეხსენება, რომ ჩემი ნაამბობი სულ არ იძვრის; მაგრამ ჩემის აზრით,ეს იმიტომ ხდება, რომ მასში ყველაფერი თავის ადგილზე რჩება, ისევე, როგორც თავიანთ

Page 160: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ადგილზე რჩებიან ტბა, მთები, წმინდანთა უბრალო სულები, რომელთაც შეძლესდაეძლიათ რწმენაც და სასოწარკვეთილებაც და თავშესაფარი ეპოვათ სწორედ ამმთებსა და ტბებში, ისტორიის მიღმა, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ ღვთაებრივ რომანში.

სალამანკა, ნოემბერი, 1930 წელი.

მიგელ დე უნამუნო - ანტინომიური დუალისტური სული„ეპოქის ყველა თვალსაჩინო მწერალი სიკვდილის შემდგომ გაივლის განსაწმენდელს,რათა ჰპოვოს სამუდამო განსასვენებელი ან რჩეულთა შორის, დიდების სამკვიდრებელში,ანდა დავიწყების ჯოჯოხეთში. უნამუნოს, ეჭვგარეშეა, ოდენ დიდების სამკვიდრებელიეკუთვნოდა“ - წერს კრიტიკოსი ფერნანდო საბატერი. ჩვენ კი დავძენდით, სანამ დონმიგელი დიდების სამკვიდრებელს მიაღწევდა, გაიარა ამქვეყნიური განსაწმენდელიც დაჯოჯოხეთიც, განიცადა იმედგაცრუებაც და აღმაფრენაც, დაცემაც და ამაღლებაც, მაგრამიგი მიწყივ მიილტვოდა სრულქმნისკენ, რამეთუ მისი რწმენით, „რაც უფროავმაღლდებით, მით უფრო ამაღლდება ეს სამყაროც.“ ამაზე მეტყველებს მიგელ დეუნამუნოს ესეი „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული!“ - რომელშიც გახსნილიამწერლის მთელი სულიერი სამყარო და, რომელიც განსაზღვრავს და წარმართავს მისშემოქმედებას, ეს არის მისი ეთიკური და ესთეტიკური კრედო და საერთოდ, მისიცხოვრებისა და მოღვაწეობის იმპერატივი.

პიროვნების მეხოტბე, პიროვნების ფილოსოფიის შემქმნელი, უნამუნო, უწინარესყოვლისა, თავადვე გახლდათ სრული პიროვნება, ძლიერი ინდივიდუუმი. ვისაც ერთხელმაინც უნახავს იგი და, მით უმეტეს, იცნობდა მას, ყველა ერთნაირად იყოაღფრთოვანებული და გაოცებული ესოდენ უნიკალური პიროვნებით; ამას აღიარებდნენისინიც, ვინც სავსებით იზიარებდა და იღებდა მის პიროვნებასა და შემო ქმედებას დაისინიც, ვინც ეკამათებოდა, ან ეწინააღმდგებოდა მას. ცნობილი ფილოსოფოსი ხოსეორტეგა ი გასეტი წერდა: „უნამუნოზე უფრო სრული და კომპაქტური პიროვნება არმეგულება, როგორც კი იგი შემოვიდოდა ოთახში, უმალვე ისე აღმართავდა ხოლმე თავის„მე“-ს, ვითარცა სენიორი ფეოდალი საგვარეულო დროშას ბრძოლის ველზე და ჩვენისღა დაგვრჩენოდა, გარს შემოვხვეოდით და გვესმინა მისთვის“ მაგრამ საკუთარიპიროვნების ასეთი წარმოჩინება არ ყოფილა არც თვითმიზანი და არც ნარცისიზმი,რამეთუ მას სჯეროდა „საკუთარი პიროვნების ესოდენ დაბეჯითებით დაცვითა დაგანდიდებით მე ვიცავ და განვადიდებ ყოველ პიროვნებას, ცალკეულ პიროვნებას“, რაციმაზე მეტყველებს, რომ მისთვის სამყაროს უმაღლესი ფასეულობა ადამიანი იყო,თითოეული პიროვნების უნიკალობა საერთოდ, და, კერძოდ, „ყოველი ესპანელისა,თითოეული ესპანელისა.“

„უნამუნოსგან დაიწყო ჩვენი შეგნებული ფიქრი და ზრუნვა ფილოსოფიაზე...“ - წერდადიდი ესპანელი პოეტი ხუან რამონ ხიმენესი; მაგრამ არა მარტო ფილოსოფიაზე, ძალზედიდი იყო მისი როლი თავისი დროის აზროვნების ჩამოყალიბება-დადგენაში, ცნობილია,რომ დღესაც ისეთივე სიმწვავით დგას უნამუნოს მიერ წამოჭრილი პრობლემებიისტორიის, რელიგიის, ესპანეთის რეგიონების ურთიერთდამოკიდებულების, განათლებისსისტემის სფეროში, აქტუალურია მის მიერ დასმული საერთო ეროვნული ენისა თულინგვისტიკის კერძო საკითხები, ხელოვნების ადგილისა და დანიშნულების, თეატრის,მამებისა და შვილების ურთიერთმიმართების, საერთოდ, პოლიტიკისა თუ სოციალურისაკითხები და სხვა. ასევე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ უნამუნომ დაასწრომრავალ მხატვრულ ფორმას, ექსპერიმენტს, ეგზისტენციალისტურ კონცეფციებს, რაცმოგვიანებით იქნა მიგნებული და გაფორმებული ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა მისიპრიორიტეტის აღიარება დაგვიანდა და კიდეც გაძნელდა გარკვეული მიზეზების გამო.

მიგელ დე უნამუნო, უაღრესად მრავალმხრივი შემოქმედი, პიროვნება, უნივერსალურადგანათლებული, მწერალი, ფილოსოფოსი, ბრწყინვალე და ორიგინალური ესეისტი,

Page 161: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

პოეტი, კრიტიკოსი, დიდი ეროვნული მოღვაწე სიცოცხლეშივე ლამის ლეგენდად იქცა; მასუწოდებდნენ ანარქისტსაც და რევოლუციონერსაც, განყენებულ მჭვრეტელსაც და აქტიურპოლიტიკოსსაც, ირრაციონალიზმის ქომაგსაც და ინტელექტუალიზმის ქადაგსაც,ინდივიდუალისტს, პერსონალისტს, პიროვნების ფილოსოფიის მამამთავარს, საუკუნისპირველ ეგზისტენციალისტს, დემოკრატსაც და ნაციონალისტსაც. მრავალი კრიტიკოსიაღნიშნავს, რომ იგი მართლაც არ იყო თანმიმდევრული; მისი პიროვნებაც დაშემოქმედებაც ერთიანად წინააღმდეგობებით, პარადოქსულობით, კრიზისებით, მუდმივიძიებებით, დაუღალავი ბრძოლითაა აღბეჭდილი, რასაც თავად ასე განმარტავდა: „მე არმინდა შერიგდნენ ჩემი გული და გონება; არა, დაე ებრძოლონ ერთმანეთს, მე ვარსებობდა მინდა ვიყო ანტინომიური, დუალისტური სული!“

მიგელ დე უნამუნო ნამდვილად რთული განსხვავებული, ძალზე თავისებური და ამასთან,ძნელად გასაშიფრი მწერალია, მასზე აურაცხელი წიგნია დაწერილი, ასევეურთიერთსაწინააღმდეგო და სადავო, მწერლის განსხვავებულობა, თავისებურება დასირთულე კი ვლინდება მისი შემოქმედების საოცარ კალეიდოსკოპურობაში,მოზაიკურობაში, სადაც ერთმანეთს ერწყმის, ენაცვლება და თანაარსებობს სრულიადსხვადასხვა ფასეული, საპირისპირო, ზოგჯერ რადიკალურად შეუთავსებელი სახეები,მოვლენები, კონცეფციებიც კი, ამიტომ ძნელდება მისი ფილოსფიური სისტემის,კონცეფციების, მხატვრული მეთოდის ჩაწვდომა და ახსნა-გაშიფვრა. მისი ნაწარმოებებისარქიტექტონიკა, მასში წარმოდგენილი რეალური და ილუზორული სამყაროს, სახისა დანიღბის გაცალკევების სირთულე, საერთოდ, ანტითეზა, კონტრაპუნქტი, პარაბოლა,განსაკუთრებით ავტორისა და პერსონაჟის (მით უფრო, მისი გმირი-აგონისტის) გათიშვა-გამიჯვნის თითქმის შეუძლებლობა, რის გამოც მწერალი ზოგჯერ მრუდე სარკეშიარეკლილ გამოსახულებადაც კი წარმოგვიდგება, - და სხვა უამრავი კომპონენტიმართლაც იმდენად რთულ კომპლექსს ქმნის, რომ საბოლოოდ, თითქოს ძნელადაღსაქმელ მხატვრულ ჰიბრიდად გვესახება. ამ რთულ კომპლექსში განსაკუთრებულმნიშვნელობას იძენს და ყველაზე ძნელად გასაშიფრ ფენომენად წარმოგვიდგება თვითავტორის პიროვნება, რომლისგან აბსოლუტურად მოწყვეტით მისი მხატვრულინაწარმოებები თითქმის არ განისჯება, მით უმეტეს, რომ მწერლის მიერ შექმნილწარმოსახვით-ილუზორულ სამყაროსა და მისსავე რეალურ სამყაროს, თვით მწერლისადა მისივე შექმნილი პერსონაჟების შეპირისპირებისას, გაცილებით უფრო ღრმადჩაგვაფიქრებს კვლავ მწერლის პიროვნება და მისი რეალური სამყარო, ამასთან, ავტორიპრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს შემოქმედისა და მისი შემოქმედების ერთიანობას:„ყოველი მწერალი ავტობიოგრაფიაა, იგი ცდილობს გახსნას თავისი თავი, ასახოს თავისითავი და, უფრო მეტიც, გახსნას და ასახოს ის, ვინც მას უნდოდა, რომ ყოფილიყო“. აქიგულისხმება საკუთარი თავის, პიროვნების მუდმივი ქმნადობა, საკუთარი რომანის შექმნა,რასაც ახორციელებს წარმოსახვა და, რაც ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ მთავარსაფუძველსა და ლამის სუბსტანციურ უნარს წარმოადგენს, და შემდეგ დასძენს: „ჩვენიგადარჩენა ან დაღუპვა იმაზე კი არ არის დამოკიდებული, თუ რანი ვართ, არამედ იმაზე,თუ რანი გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით, ღმერთი გვწყალობს, არ გვწირავს იმისათვის,თუ რა უნდოდა, რომ ყოფილიყო ადამიანს...“ ამ დებულებაში იღებს სათავეს უნამუნოსკარდინალური თემები - მარტოობა, ეჭვი, კონფლიქტი გონებასა და გრძნობას შორის,სახე და ნიღაბი, ილუზორული და რეალური სამყარო და მწერლის ყველაზე უფროორიგინალური ცნება - „აგონია“ (აქედან გმირი-აგონისტი), რაც ასე შეიძლებაგანიმარტოს - „აგონია“ არის სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნა, სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილი,ცხოვრების განსაკუთრებული ტრაგიკული გრძნობა, სიცოცხლის ლიმიტირებულობისაღიარება, უსასრულობის იმედი, უაზრობის გაგება, მაინც რაღაცის რწმენა და კვლავცხოვრების აზრის ძიების ცდა; „აგონია“ იგივე ეგზისტენციური მდგომარეობაა, მაგრამგანსხვავებით ევროპელი ეგზისტენციალისტებისაგან, მისი გმირი, აგონისტიწინააღმდეგობრივი სულია, იგი ებრძვის სიკვდილს, არარას იმითი, რომ ცდილობს რაიმეფორმით აღბეჭდოს თავისი თავი ამ ცხოვრებაში - „მე მსურს მატერიალური უკვდავება,მსურს ყოფნა ჩემივე ფორმითა და არსით, მინდა ვიყო მე, მე...“ - ავტორის კვალადიმეორებენ მისი პერსონაჟებიც.

მიგელ დე უნამუნო ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „1898წლის თაობის“ ანუ „კატასტროფის თაობის“ აღიარებული იდეური ბელადია, ხოლო მისიფრთიანი გამოთქმა „მე მტკივა ესპანეთი!“ - მთელი თაობის დევიზი, რაც პირდაპირ

Page 162: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მიესადაგებოდა თვით მწერლის პიროვნებასაც და გამოხატავდა მთელი „თაობის“განწყობილებასაც. „თაობის“ მოღვაწეობას სათავე დაუდო კვლავ უნამუნოს წიგნმა„ოდინდელობისთვის“ (1895). „თაობის“ უპირველესი პრობლემა იყო ესპანეთი, რომელიცამ დროისათვის მძიმე კრიზისს განიცდიდა. მათ სამშობლო წარმოედგინათ როგორცპრობლემა, რომელიც ელოდა გადაჭრას, ამოცანად, რომელიც უნდა ამოეხსნათ - რატომდაკნინდა წარსულში ესოდენ ძლიერი ქვეყანა, როდის და სად იქნა დაშვებულისაბედისწერო შეცდომა, რის გამოც „გოლიათისგან დარჩა მხოლოდ ჩონჩხი“. და აქ,უნამუნომ წამოაყენა და ჩამოაყალიბა თავისი ისტორიისა და „ინტრაისტორიის“ ცნობილიმოძღვრება, რომლის თანახმად ისტორიული რეალობა შეიცავს ორ ფენას - „გარეგანს“ანუ საკუთრივ ისტორიას და „შინაგანს“ („შიდას“) ანუ „ინტრაისტორიას“, პირველსგანეკუთვნება შემეცნებისათვის მისაწვდომი, თვალსაჩინო, ნათელი, რაც არისოფიციალური მატიანე, სახელმწიფოებრივი პიროვნებებისა და სახელმწიფოებრივიმნიშვნელობის მოვლენების აღნუსხვა, ხოლო „ინტრაისტორია“ არის ჭეშმარიტადეგზისტენციური, შეუცნობელი და შეუმეცნებელი, ასე ვთქვათ, „ნალექი“ „გარეგანი“ისტორიისა; ადამიანებს კი აერთიანებს სწორედ „ინტრაისტორიის ელემენტები - ენა,ხალხის სული, კულტურა“; „ინტრაისტორიის“ შეცნობა შეიძლება მხოლოდ ხალხის წიაღში,მათ ტრადიციებში, ხელოვნებაში, პოეზიაში, ფოლკლორში, ყველაფერში, რაც კიშემოუნახავს ხალხის სულს. „ინტრაისტორია“ არის ხალხის ცხოვრება, რომელიც „დუმს,ლოცულობს, გადასახადებს იხდის და არაფერი გაეგება არც სახელმწიფოებრივიინტერესებისა და არც მათი საქმეებისა, საუკუნეებიდან საუკუნეებამდე ცხოვრობს თავისიადათ-წესებით, ჩვეულებებით, საკუთარი შეგნებითა და ტრადიციებით“ - ასე განმარტავსუნამუნო თავის ამ კონცეფციას და იდეას, „ესპანეთის მომავალი თვლემს ჩვენიისტორიული საზოგადოების სიღრმეში, ინტრაისტორიაში, შეუცნობელ ხალხში“ და ამპრობლემას ავითარებს როგორც ესეებში, ისე რომანებში „მშვიდობა ომის დროს“,„წმინდა მანუელ სათნო, წამებული“, „დონ კიხოტესა და სანჩოს ცხოვრება...“ და სხვ.

ესპანეთის კრიზისის პერიოდში, საერთო ეროვნული, „ეგზისტენციალური“ კრიზისის ძნელპერიოდში, უნამუნოს წინაშე, უპირველეს ყოვლისა, წამოიჭრა პიროვნების პრობლემა,ყველაზე უფრო მტკივნეული პრობლემა და ამ პრობლემამ მიიყვანა იგი სრულიადდამოუკიდებელი კონცეფციის ჩამოყალიბებამდე, რაც უშუალოდ იყო დაკავშირებულიკვლავ ესპანური სინამდვილის გააზრებასთან.

პიროვნების, პიროვნულობის პრობლემა მწერლისათვის უწინ სულიერი მდგომარეობისპირობაა, რადგან ამ სამყაროს უმაღლესი ფასეულობა მისთვის ადამიანის პერსონაა დაეს სამყაროცა და მისი კანონებიც იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მასშიაირეკლება პიროვნება და პირიქით, რაკი პიროვნება ამ სამყაროს ცენტრია, მისიგაქრობა, ანუ სიკვდილი გაიაზრება, როგორც აბსოლუტური არარას გამარჯვება,სამყაროს დასასრული. მწერალი ფილოსოფიისა და საერთოდ, შემოქმედების ყველასახის ძირითად პრობლემად მიიჩნევს პიროვნების მიმართება-დამოკიდებულებასდროისა და კოსმოსისადმი, ცოდნისა და რწმენისადმი, საზოგადოებისადმი.

„ჭეშმარიტება არის ის, რისიც სწამთ მთელი სულითა და გულით!“ - ასეთია ჭეშმარიტებისუნამუნოსეული გაგება და სწორედ ფილოსოფიური ჭეშმარიტების პიროვნული ხასიათისგამო მას მიიჩნევენ ეგზისტენციალური ფილოსოფიის ერთ-ერთ უდიდესწარმომადგენლად და მამამთავრად XX საუკუნეში, ხოლო მის ფილოსოფიას ხშირადუწოდებენ პერსონალიზმს. უნამუნოს პერსონალიზმის ყველაზე ცოცხალი მაგალითი კი,შეიძლება ითქვას, თავად მისივე პერსონაა, რომელმაც იგრძნო და განიცადასინამდვილეში ის, რაც მის შემოქმედებასა და ფილოსოფიურ კონცეფციებშია მოცემული.უნამუნოს პერსონალიზმი გულისხმობს ჭეშმარიტების შერწყმას ეგზისტენციალიზმთან, ანუმისთვის ეგზისტენციალიზმის ამოსავალი წერტილი არის კვლავ ადამიანის სულიერება,ადამიანის შემეცნების მდგომარეობა, აქედან გამომდინარე, შემოაქვს ცნება „ადამიანი-იდეა“, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც ტანჯვით გამოიტანს თავისჭეშმარიტებას, შეუძლია შთაბეროს მას სიცოცხლე, ეს კი თავისთავად არის კვლავადამიანის სულიერი მდგომარეობა, მისი სიმშვიდე, განცდა, სიმტკიცე, მერყეობა, ეჭვი.ამიტომაა, რომ უნამუნოს ყველაზე მეტად აწუხებს პრობლემა ადამიანისა, რომელიციბადება, იტანჯება და ეს არის ხორციელი ადამიანი, მე, შენ, ის, ყველა, ვინც კი ამქვეყნადცხოვრობს და „თუ უნივერსუმისთვის მე ვარ არარა, ჩემთვის მე ვარ ყველაფერი!“ -

Page 163: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

სწორედ ეს არის მისი, როგორც ეგზისტენციალისტის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი -ადამიანებში, მათ ურთიერთობებში, მათ ირგვლივ შექმნილ ვითარებაში იგი ეძებდა არაიმდენად კონკრეტულს, რამდენადაც უნივერსალურს, არა იმდენად შემოზღუდულ-ინდივიდუალურს, რამდენადაც საერთო საკაცობრიოს. ამიტომ იყო, რომ სულ ქადაგებდა„ამომრჩეველთა და გადასახადის გადამხდელი ესპანელები ჯოგიდან გადაიქცნენხალხად, რომელიც შედგება „მე“-სგან“, - რომ გამოევლინებინა პიროვნება, მიეცა მისთვისთვითგანმტკიცების, თვითიდენტიფიკაციის შესაძლებლობა, რომ ადამიანს აღმოეჩინასაკუთარ თავში პიროვნება; ამ იდეის შესაბამისად მისი დევიზია „ჩემი სამყარო ჩემშივეა!“და რომ „ადამიანის შიგნით უნდა ვეძიოთ ადამიანი, ადგილობრივისა და კერძოს შიგნით -უნივერსალური და დროებითისა და წარმავლის სიღრმეში - მარადიული!“ - აქედან კიკვლავ მისი დევიზი „ვიყოთ მარადისტები და არა მოდერნისტები!“. პიროვნებისპრობლემა პირდაპირ უკავშირდება და ლამის გაიგივებულია უკვდავებისპრობლემასთან. მარადიული არსებობის სურვილი მისთვის „ღვთაებრიობის დაუოკებელიწყურვილი“, „ყოფიერების გიჟური შიმშილია“ და დარწმუნებულია, „რაც უნდა საშინელიიყოს ჯოჯოხეთის იდეა, ის მაინც უფრო სანუგეშოა, ვიდრე აბსოულუტური არარა, ყველაზესაშინელი ჯოჯოხეთი არარაა...“

საოცარი ძალითაა გადმოცემული სიცოცხლის ეს წყურვილი რომანში „სიყვარული დაპედაგოგიკა“ (1902), რომლის პერსონაჟი-აგონისტი დონ ფულხენსიო ენტრამბოსმარესიებრძვის სიკვდილს, ეძებს სიცოცხლის აზრსა და მიზანს, საკუთარი თავის რეალიზებისგზებს. ეს არის უნამუნოს პირველი რომანი, რომელშიც არაჩვეულებრივი ოსტატობითგამოიკვეთა გროტესკის, იუმორის, ეგზისტენციალური მსოფლაღქმის, მეტაფიზიკის,ბუფონადისა და ტრაგედიის იშვიათი შერწყმა. ამიტომაა, რომ ნაწარმოებს ხშირადუწოდებენ ხან ტრაგიკომედიას, ხან ტრაგიკულ ბუფონადას და ხანაც გროტესკულტრაგედიას. რომანში ყველაზე უფრო ჩამაფიქრებელია ცხოვრების ფარსის მწარე განცდადა ეს იმგვარი ფორმითაა მოცემული, რომ აღიქმება, როგორც ტრაგედია კომედიაშიანდა პირიქით. ნაწარმოები, რომელიც ერთი წაკითხვით შეიძლება სქემატურიც კიგვეჩვენოს, ორპლანიანია - ერთი ყოფითი, კომიკური ან ტრაგიკომიკური დაფილოსოფიური.

მასში წამყვანია პირობითობა, პარაბოლურობა და, რაც მთავარია, ირონიული ინტონაცია.ამ რომანით უნამუნომ აღასრულა დანაპირები: „მინდა ვცადო იუმორისტული ჟანრი. ესიქნება რომანი ტრაგიკულსა და გროტესკულს შუა; ყველა პერსონაჟი იქნებაკარიკატურული“. ნაწარმოები აშკარად განეკუთვნება ექსპერიმენტული რომანის ნიმუშს,რომელსაც ჟანრის თავისებურებისა და განსხვავებულობის ნათელსაყოფად ავტორიუწოდებს „ნივოლას“ ანუ „რიმანს“

(ნოველა - რომანი), ხოლო პერსონაჟებს (ავიტო კარასკალს, დონ ფულხენსიოენტრამბოსმარესს) - აგონისტებს; როგორც ფორმის, ისე შინაარსის მიხედვით იგიუპირისპირდება კლასიკურ, ტრადიციულ რომანს და ანტირომანის მკვეთრად გამოხატულნიშან-თვისებებს ატარებს, ხოლო პერსონაჟები ნამდვილი ანტიგმირები არიან. თამამადშეიძლება ითქვას, რომ მიგელ დე უნამუნო გვევლინება ნოვატორად, XX საუკუნის ახალიტიპის რომანის ერთ-ერთ წამომწყებად.

„ბურუსი“ (1914) უნამუნოს ყველაზე პოპულარული რომანია, რომელსაც იგი ასევეუწოდებს ნივოლას ანუ რიმანს. იგი ითარგმნა მრავალ ენაზე და ძალზე დიდი ინტერესიგამოიწვია; ნაწარმოები, მეტად ორიგინალური შინაარსისა და ფორმის გამო, საკამათოგახდა, ერთნი მას ტრაგიკომედიად ნათლავდნენ, მეორენი - გროტესკულ რომანად დაზოგნი ფანტასტიკადაც კი. რომანის არქიტექტონიკა (პროლოგი, პოსტპროლოგი,„ბურუსის“ ამბავი, სამგლოვიარო სიტყვა, ეპილოგის მაგიერ, ინტერვიუ აუგუსტოპერესთან) მწერალს მეტ გასაქანს აძლევს სრულად წარმოგვიდგინოს საკუთარიმსოფლაღქმა, თავისი „ტანჯვით გამოტანილი“ კონცეფციები, გახსნას პიროვნებისშინაგანი სამყარო, ილუზორული და რეალური სამყაროს, სახისა და ნიღბის, „მე“-სმულტიპლიკაციის ყველაზე საინტერესო პრობლემები. ნაწარმოებში დიდი მნიშვნელობაენიჭება ანტითეზას - ცხოვრება-სიზმარია და საერთოდ, უნამუნომ კალდერონის პიესის ესღრმად ფილოსოფიური აფორიზმი-თეზა „ცხოვრება სიზმარია“ კონცეფციის რანგშიაიყვანა და განავითარა მრავალ ესეიში, პიესასა და მოთხრობაში. „ბურუსში“ ორი

Page 164: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

მთავარი პრობლემაა დასმული - უკვდავება და შემოქმედება. მწერალს ასეთი დასკვნაგამოაქვს - ჭეშმარიტად უკვდავი და რეალურია პიროვნება, რომელსაც ქმნის შემოქმედიდა არა მისი ცხოვრებისეული პროტოტიპი, ხოლო აქედან გამომდინარეობს უნამუნოსცნობილი დებულება „დონ კიხოტე უფრო რეალურია, ვიდრე სერვანტესი“, თუგამოგონილი პერსონაჟი არის იდეა, მაშასადამე, იგი უკვდავიცაა, რადგან იდეა უკვდავია.„ბურუსიც“ ორპლანიანია - ყოფითი, კომიკური ან ტრაგიკომიკური და სიმბოლურ-ფილოსოფიური. რომანის მეტაფორული აზრია - ცხოვრება ყველა გამოვლინებაშიბურუსია. ნაწარმოები თავისი პარაბოლურობით, ორპლანიანობით, პერსონაჟთამარიონეტულობით, ტრაგედიისა და ბუფონადის, ილუზორული და რეალური სამყაროს,სახისა და ნიღბის შეპირისპირებით და რაც მთავარია, პიროვნების პრობლემის ღრმაწვდომის თვალსაზრისით, „მე“-ს მულტიპლიკაციის მეტად საინტერესო ინტერპრეტაციით,მჭიდროდ უკავშირდება რომანს „სიყვარული და პედაგოგიკა“ და ორივეში ერთნაირადაადასმული უნამუნოს ყველაზე მტკივნეული და წამყვანი პრობლემები.

მცირე რომანში „აბელ სანჩესი“ (1917) მთელი სიცხადით გამოვლინდა უნამუნოს ეთიკური,ესთეტიკური და ფილოსოფიური შეხედულებები, ადამიანის - პიროვნების, სულის,ხასიათის, ვნებების, რწმენის (და საერთოდ, რელიგიის) მისეული ინტერპრეტაცია. თავადუნამუნო წერს: „1917 წელს გამოვაქვეყნე „აბელ სანჩესი“. ერთი ვნების ამბავი“, ჩემს მიერჩატარებულ ექსპერიმენტთა შორის ყველაზე მტკივნეული, ისეთი მტკივნეული, თითქოსჩვენი რასისთვის საერთო სენს, საშიშ სიმსივნეს დანა დავუსვიო... მე მინდოდა ჩამეღწიაადამიანის სულის ისეთ სიღრმეებსა და სამალავებში, გულის ისეთ კატაკომბებში,ადამიანებს რომ ეშინიათ ჩაღრმავება...“ უკვე სათაურშივეა მინიშნებული ნაწარმოებისბიბლიური წყარო, მაგრამ მწერალს ბიბლიური ლეგენდა ესპანეთის ნიადაგზე გადმოაქვს,თანამედროვე ინტერპრეტაციით წარმოგვიდეგენს და გლობალურ ადამიანურგანზოგადებამდე აჰყავს. ყველაზე უფრო საინტერესოა ის, რომ ბიბლიურ პერსონაჟებსუნამუნო როლებს უცვლის და მათ სრულიად საპირისპირო თვალსაზრისით წარმოაჩენს.მთავარი გმირი ხოაკინ მონეგრო, კაენის პროტოტიპი, გაცილებით უფრო მაღალიღირსებებითა და ნიჭით დაჯილდოებული, ნამდვილი „ანტაგონისტი“ - მსხვერპლია,ხოლო აბელი ცხოვრებისაგან განებივრებული, პასიური, თვითკმაყოფილი, მკვეთრადგამოძერწილი ანტიგმირია, „აბელ სანჩესში“ კიდევ უფრო მძაფრად ჩანს უნამუნოსშემოქმედების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მარტოობისა და გაუცხოების პრობლემა.საერთოდ, აბელისა და კაენის ბიბლიური ლეგენდა უნამუნოს შემოქმედებაში ერთ-ერთიწამყვანი თემაა, რადგან მწერალი ამ ლეგენდაში აბელისა და კაენის ამ ტრაგედიაშიხედავს ადამიანისა და მთელი კაცობრიობის ბედუკუღმართობის პირველმიზეზს დაძმათამკვლელობის დასაბამს, რასაც თავის მხრივ, განაპირობებს შური დათვითგანმტკიცებისათვის ბრძოლა. მაგრამ მწერალი კიდევ უფრო შორს მიდის, როცაწერს „... და მოიხილა ღმერთმან აბელისა ზედა და ძღუენთა მისთა ზედა, ხოლო კაინისზედა და მსხვერპლთა მისთა ზედა არ მოიხილა“ ... და ირონიით დასძენს: „... აბელისკრავები ხომ ეამებოდა უფალს და მას, ცხოვართა მწყემსს მოწყალე თვალითაც უყურებდაუზენაესი; ხოლო კაინის, ქუეყანისა მშობელისა მიერ მირთმეული ნაყოფთაგანი მიწისა არეამებოდა და კაინმაც დაკარგა უფლის წყალობის იმედი. აბელი იყო უფალიღმერთისაგან გალაღებული და განებივრებული, კაინი მისგან მოძულებული...“

აქ მჟღავნდება უნამუნოს ყველაზე მტკივნეული და მტანჯველი ეჭვი (დუდა), მისი რწმენისადა ურწმუნოების ჭიდილი, მისი პირადი და მთელი შემოქმედების დაუძლეველიპრობლემა, რაც კიდევ უფრო გამოიკვეთა მცირე რომანში „წმინდა მანუელ სათნო,წამებული“ (1930). ეს არის რომანი-აღსარება, რომლის გმირი-აგონისტი, სოფლისსულიერი მოძღვარი, მამა მანუელი, ხალხის მიერ წმინდანად და სათნოდ აღიარებული,შეიძლება ითქვას, თვით უნამუნოს პროტოტიპია; წმინდა მანუელს თითქოს სწამს, მაგრამმერყეობს, ეჭვი აწამებს, მისი ცხოვრება ნამდვილითვითგვემაა, მაგრამ როდესაც უკვე „დასასრულს უახლოვდება სიზმარი მისიცხოვრებისა“, იგი ერთ თავის სულიერ შვილს გაუმხელს საიდუმლოს, რომელსაც მძიმელოდად ატარებდა მთელი ცხოვრება: „ჩემი რელიგია ის არის, რომ ვეძებ ნუგეშს სხვათანუგეშისცემაში, თუმცა კი ნუგეში, რაც შემიძლია მათ მივცე, ჩემი ნუგეში არ იქნება“ ეს თვითუნამუნოს აღსარებაა, მისი სულის კივილია „მინდა მწამდეს!“ ("Quiero creer!" Quiero queDios exista"! Quiero saber! ") ეს რომანი უნამუნოს დაუზოგავი თვითანალიზის იშვიათი

Page 165: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze

ნიმუშია, გაშიშვლებული გონების წინააღმდეგობრიობა, ვნებისა და რწმენის გამუდმებულიჭიდილია. თუმცა მწერალი თავს არიდებს ღმერთის არსებობა-არარსებობაზე პირდაპირმსჯელობას ან მტკიცებას, მაგრამ არც აღიარებს მას, როგორც თუნდაც უმაღლეს გონს!იგი ორჭოფულად გვეუბნება: „ჭეშმარიტება? ვაითუ ,ეს ჭეშმარიტება რაღაც უფროშემზარავი აღმოჩნდეს, გაუსაძლისი და ეგებ მომაკვდინებელიც კი! უბრალო ადამიანებიხომ ასეთი სიმართლით ვერ იცხოვრებენ!“ ან „მე მწამდა და მწამს, რომ უფალმა ჩვენმა,ვისაც იდუმალი და წმინდა მიზანი ამოძრავებდა, უთუოდ ორივეს შთაუნერგა რწმენასაკუთარი ურწმუნობისა“.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია უნამუნოს კიდევ ერთითავისებურება - ყველა ესფილოსოფიურ-რელიგიური კონცეფციები, ეთიკურ-ესთეტიკური შეხედულებები,ეროვნულ-პოლიტიკური მრწამსი, მხატვრული მეთოდის განსხვავებულობა, იმგვარადააგადმოცემული მის შემოქმედებაში, რომ მკითხველი ვერც გრძნობს მათ სირთულეს; ესკარგად აღნიშნა ანტონიო მაჩადომ, რადგან „სწორედ ხალხს ელაპარაკებოდა იგიჭეშმარიტად ადამიანურ ენაზე“; რადგან იგი მკითხველს მიიჩნევს თავის თანა-ავტორად,თანა-მშრომლად, თანა-შემოქმედად, იქნება იგი მორწმუნე თუ ურწმუნო, ესპანელი თუსხვა ეროვნებისა და რჯულისა, თითქოს ყველაფერი ეს იყო, არის და იქნება ყველგანყველას თავს და ყველა დროში. ამიტომ მიმართავს იგი მკითხველს: „მე რომ არგეუბნებოდეთ იმას, რაც უკვე თქვენი სულის სიღრმეშია ჩაბეჭდილი, თუმცა კი შეიძლება ესთქვენ თვითონაც არ იცოდეთ, განა მე წამიკითხავდით? ერთი სიტყვით, ვცდილობ თქვენისულის ბნელი თუ ბუნდოვანი ნააზრევი რაღაც ფორმაში მოვაქციო და თუ ჩემი ნათქვამიზოგჯერ კიდეც გაგაბრაზებთ და აღგაშფოთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლაცშევხებივარ თქვენი ცნობიერების ნაოჭებსა და ხვეულებში ღრმად მიმალული ტანჯვისმიზეზს“.

დასასრულ, მიგელ დე უნამუნოს პორტრეტს შევავსებთ მისი თანამოაზრის, ცნობილიესპანელი მწერლის, ასორინის გამონათქვამებით: „... იგი გახლავთ პარადოქსული სული,დაუდეგარი... ალბათ სხვადასხვა ენაზე აურაცხელი წიგნების კითხვის წყალობით...გულჩათხრობილი და ხანდახან აგრესიულიც კი... თითქოს ერთი ადამიანი კი არფიქრობს, მასში ზის რამდენიმე, თორემ აბა, როგორ აიხსნება მისი ასეთი პარადოქსებიდა გენიალური აზრები... პოლემისტი და დიდი მოპაექრე, ღრმად მარტოსული, უნამუნორამდენიმე ადამიანი იყო, იგი პოეტიც გახლდათ, ესეისტიც, რომანისტიც და...“

მერი ტიტვინიძე

Page 166: MIGUEL DE UNAMUNO - api.ning.comapi.ning.com/files/GAt6ovdCmTqdFDHmSTx8p-KbTZa9BaCKI3... · MIGUEL DE UNAMUNO NIEBLA SAN MANUEL BUENO, MÁRTIR Traducido al georgiano por Meri Titvinidze