საპრეზენტაციო პროგრამა openoffice.org impress · 2...

13
1 - საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS შორენა აბესაძე 2006

Upload: others

Post on 13-Sep-2019

14 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS · 2 საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org Impress

1

-

საპრეზენტაციო პროგრამა

Openoffice.org

IMPRESS

შორენა აბესაძე

2006

Page 2: საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS · 2 საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org Impress

2

საპრეზენტაციო პროგრამა

Openoffice.org Impress

შესავალი

ელექტრონული პრეზენტაციის შესაქმნელად საჭიროა საპრეზენტაციო პროგრამა. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა არის Openoffice.org Impress. ელექტრონული პრეზენტაცია წარმოადგენს სლაიდების ერთობლიობას. სლაიდი შეიძლება შეიცავდეს ტექსტს, სურათს, ცხრილს, დიაგრამას და ა.შ. პრეზენტაციის მომზადება და შენახვა ხდება კომპიუტერში. გამზადებული პრეზენტაციის ჩვენება ხდება ეკრანზე. თუმცა შესაძლებელია პრეზენტაციის ამობეჭდვაც.

Impress პროგრამის დახმარებით შეიძლება მოამზადოთ ერთი გაკვეთილის პრეზენტაცია, ან რამოდენიმე გაკვეთილი ერთ პრეზენტაციაში გააერთიანოთ; შეიძლება ერთი თემის ასახსნელად გამოიყენოთ პრეზენტაცია, ან ბავშვების ნამუშევრები მოათავსოთ პრეზენტაციაში და სტუმრებს აჩვენოთ. შეიძლება Impress რაიმე ღონისძიების დაგეგმისთვის გამოიყენოთ. ერთი სიტყვით არჩევანი დიდია, შედეგი კი საკმაოდ ეფექტური.

პრეზენტაციასთან მუშაობის დაწყება

Impress პროგრამის ასამუშავებლად ორჯერ დააჭირეთ სამუშაო მაგიდაზე გამოტანილ

შესაბამის პიქტოგრამას ან K მენიუდან აირჩიეთ office ჩანართი, ხოლო შემდეგ openoffice.org Impress პუნქტი.

პროგრამის პირველად გაშვების დროს გამოჩნდება პრეზენტაციის შექმნის ოსტატის ფანჯარა – Presentation Wizard.

ოსტატის პირველ ფანჯარაში ხდება პრეზენტაციის ტიპის არჩევა:

• Empty presentation/ცარიელი პრეზენტაცია – ამ პუნქტის არჩევით შეიქმნება ახალი პრეზენტაცია;

• From template/შაბლონის მეშვეობით – ამ პუნქტის არჩევით შეიქმნება ახალი პრეზენტაცია ადრე შენახული (უკვე არსებული) შაბლონების საშუალებით;

• Open existing presentation/გაიხსნას რომელიმე არსებული პრეზენტაცია – გაიხსნება ადრე შენახული პრეზენტაცია.

ნახ.1

Page 3: საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS · 2 საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org Impress

3თუ გსურთ ამ ეტაპზე წარმოიდგინოთ, როგორი იქნება თქვენი პრეზენტაცია, მონიშნეთ

ჩამრთველი Preview უჯრაში. ხოლო თუ გინდათ Impress პროგრამის შემდეგი გაშვების დროს პრეზენტაციის შექმნის ოსტატი აღარ გამოვიდეს ეკრანზე, მონიშნეთ ჩამრთველი Do not show this wizard again უჯრაში.

ოსტატის შემდეგ ფანჯარაში გადასასვლელად დააჭირეთ ღილაკს Next>>

ნახ. 2 ნახ.3

ოსტატის II ფანჯარაში ხდება სლაიდის სტილის და პრეზენტაციის ჩვენების საშუალებების განსაზღვრა (ნახ.2).

ოსტატის III ფანჯარაში შესაძლებელია განისაზღვროს სლაიდებს შორის გადართვის პარამეტრები (ნახ.3).

ბოლოს დააჭირეთ ღილაკს Create/შექმენი და გაიხსნება Impress პროგრამის ფანჯარა;

თქვენ ასევე შეგიძლიათ პირველივე ფანჯარაში დააჭიროთ Create ღილაკს და ოსტატის დაუხმარებლად შექმნათ პრეზენტაცია. ასეთ შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება ცარიელი პრეზენტაციის პირველი სლაიდი.

პროგრამის ფანჯარა

ფანჯრის პირველი სტრიქონი არის სათაურის სტრიქონი; აქ ასახულია იმ ფაილის სახელი, რომელთანაც მუშაობთ (ნახ. 4-ზე მოცემულ შემთხვევაში ფაილის სახელი არის Untitled1) და პროგრამის სახელი Openoffice.org Impress, ხოლო მარჯვენა ნაწილში მოთავსებულია სამი ღილაკი: minimize - ფანჯრის ჩაკეცვის maximize - ფანჯრის გაშლის და

close - დახურვის.

ფანჯრის II სტრიქონი მენიუს სტრიქონია; სტანდარტულად, აქ მოთავსებულია ცხრა მენიუ. თითოეული მათგანი შეიცავს Impress-ის შესაბამის ბრძანებებს. შევთანხმდეთ რომ, ვთქვათ, მენიუს File პუნქტის Save ბრძანების დასაწერად გამოვიყენებთ ასეთ ჩანაწერს: File/save.

სათაურის სტრიქონი

ნახ. 4

Page 4: საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS · 2 საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org Impress

4ფანჯრის III და IV სტრიქონი (ნახ 4.-ის მიხედვით) ინსრუმენტების პანელია. თუ თქვენთვის

საჭირო ინსტრუმენტების რომელიმე პანელი არ არის გამოტანილი ეკრანზე, მაშინ შეასრულეთ ბრძანება: View/Toolbar და გამოსულ სიაში დააჭირეთ იმ სახელს, რომელი ინსტრუმენტების გამოტანაც გსურთ ეკრანზე. მაგ: თუ გსურთ სახატავი ინსტრუმენტების გამოძახება, უნდა შეარჩიოთ Drawing პუნქტი. ეკრანზე გამოსული ინსტრუმენტების პანელის სახელის წინ მონიშნულია ჩამრთველი. ინსტრუმენტების პანელი ეკრანზე სხვადასხვა ადგილზე შეიძლება იყოს მოთავსებული.

ფანჯრის ცენტრალურ ნაწილში მარცხენა მხარეს მოთავსებულია slides/სლაიდების პანელი; მარჯვენა მხარეს კი Tasks/ამოცანათა პანელი; ხოლო შუა ნაწილში ჩანს აქტიური სლაიდის სამუშაო არე; პრეზენტაციის დასათვალიერებლად სლაიდების პანელზე დააჭირეთ იმ სლაიდზე, რომლის დათვალიერებაც გსურთ და იგი აისახება სამუშაო არეში.

სამუშაო არის მარჯვენა და ქვედა ნაწილში მოთავსებულია გადაფურცვლის ზოლები. ჩვენს შემთხვევაში პრეზენტაცია შედგება მხოლოდ ერთი სლაიდისგან.

ამოცანათა პანელზე ოთხი ჩანართია მოთავსებული:

• Master pages – შაბლონების ასარჩევი ჩანართი;

• Layout – სლაიდის სქემის ასარჩევი ჩანართი.

• Custom Animation – სლაიდის ობიექტების ანიმაციის შესაქმნელი ჩანართი;

• Slide Transition – სლაიდების შენაცვლების შესარჩევი ჩანართი.

ფანჯრის ქვედა ნაწილში მოთავსებულია საინფორმაციო სტრიქონი; აქ აისახება ცნობები სამუშაო არის მდგომარეობის შესახებ. საინფორმაციო ზოლის გაქრობა-გამოჩენა ხდება ბრძანებით: View/Status Bar.

Impress პროგრამის მუშაობის დამთავრება რამოდენიმე ხერხით შეიძლება:

ბრძანებით: File/Exit

Impress ფანჯრის დახურვის ღილაკზე დაჭერით;

კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Control+Q.

პრეზენტაციის გახსნა, შენახვა, დაბეჭდვა;

ახალი პრეზენტაციის შექმნა

დისკზე არსებული პრეზენტაციის გასახსნელად:

ავირჩიოთ ბრძანება File/Open. გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მოვძებნოთ და მოვნიშნოთ საჭირო პრეზენტაციის ფაილი და დავაჭიროთ open ღილაკს.

დავაჭიროთ Open ღილაკს ინსტრუმენტების პანელიდან;

კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Ctrl + O.

პრეზენტაციის შესანახად:

Page 5: საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS · 2 საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org Impress

5 ავირჩიოთ ბრძანება File/ save ან File/save as. ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა Save as.

სათაურის სტრიქონის ქვემოთ მითითებულია იმ საქაღალდის სახელი, რომლის შიგთავსიც ასახულია ფანჯრის ძირითად ნაწილში (ნახ. 5 წარმოდგენილ სიტუაციაში პრეზენტაციის შენახვა მოხდება /home/user საქაღალდეში). მიუთითეთ საქაღალდე, რომელშიც გსურთ შეინახოთ პრეზენტაცია. თუ პრეზენტაციას ინახავთ Home კატალოგში, შეგიძლიათ დააჭიროთ ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ Home პიქტოგრამაზე

(პიქტოგრამაზე გამოსახულია სახლი); შემდეგ მიუთითეთ პრეზენტაციის სახელი File Name ველში და დააჭირეთ save ღილაკს. ამავე ფანჯარაში თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ფაილის ტიპი File type ველში. ხოლო თუ გსურთ ფაილის გახსნის დროს სისტემამ მოითხოვოს პაროლის შეყვანა, მაშინ ამავე ფანჯარაში მონიშნეთ Save with password ჩარმთველი და შემდეგ დააჭირეთ save ღილაკს. სისტემა მოგთხოვთ პაროლის და პაროლის დადასტურების ველის შევსებას და შემდეგ მოხდება ფაილის შენახვა.

დავაჭიროთ Save ღილაკს ინსტრუმენტების პანელიდან;

კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Ctrl + S.

ახალი პრეზენტაციის შესაქმნელად:

შეასრულეთ ბრძანება File/New/Presentation;

დავაჭიროთ New ღილაკს ინსტრუმენტების პანელიდან;

კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Ctrl + N.

პრეზენტაციის დასაბეჭდად:

შეასრულეთ ბრძანება File/Print; ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა Print. Print/Name ველში უნდა მიუთითოთ აქტიური პრინტერის სახელი: პრინტერის სახელი გამოჩნდება Name ჩანართის გაშლის დროს, თუ ეს პრინტერი დაინსტალირებულია კომპიუტერზე. Print range ველში შეგიძლიათ მიუთითოთ ბეჭდვის დიაპაზონი: All - მთლიანი

დოკუმენტი; Pages - რომელიმე სლაიდის თუ selection - მონიშნული არის. Copies ველში მიუთითეთ რამდენი ასლი უნდა დაბეჭდოთ. ბოლოს დააჭირეთ OK ღილაკს.

დავაჭიროთ Print ღილაკს ინსტრუმენტების პანელიდან;

ნახ. 6

ნახ.5

Page 6: საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS · 2 საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org Impress

6 კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Ctrl + P.

Standard/სტანდარტული ინსტრუმენტების პანელის სხვა ღილაკების დანიშნულებები:

- Spelling –მართლწერის შემოწმება;

- ორთოგრაფიული შესწორება (არასწორ ინგლისურ სიტყვას ქვეშ წითელი ხაზი გაესმება).

გაცვლის ბუფერთან (ClipBoard) სამუშაო ინსტრუმენტები:

- Cut – მონიშვული ობიექტის ან ტექსტის ამოჭრა და გადატანა ბუფერში - [Ctrl + X];

- Copy – მონიშნული ობიექტის (ტექსტის) კოპირება ბუფერში -[Ctrl + C];

- Paste - ბუფერიდან მონაცემების ჩასმა პრეზენტაციაში - [Ctrl + V];

მოქმედების გაუქმება:

- Undo – ბოლო მოქმედების გაუქმება - [Ctrl + Z];

- Redo – გაუქმებული ბოლო მოქმედების აღდგენა.

ობიექტების ჩამატება სლაიდში:

- Insert table – ცხრილების ჩასმა პრეზენტაციაში;

- Insert Chart – გრაფიკების ჩასმა პრეზენტაციაში;

- Insert Hyperlink - ტექსტის ფრაგმენტზე ან ობიექტზე ბმულის მიმაგრება;

- Display Grid – ეკრანის ბადის ჩვენება;

- Navigator - ნავიგაცია პრეზენტაციაში;

- Zoom - მასშტაბირება.

სლაიდის სტრუქტურა

Tasks/Layouts ჩანართში შეგიძლიათ შეარჩიოთ სლაიდის სტრუქტურა. პირველი სლაიდი თითქმის ყოველთვის პრეზენტაციის სათაურს ასახავს; ამიტომ უმჯობესია Title სახელის მქონე სტრუქტურის შერჩევა. თუ გინდათ სლაიდზე სათაური და ტექსტი იყოს მოთავსებული, მაშინ შეარჩიეთ Title, Text სტრუქტურა (რაც მონიშნულია ნახ. 7 სურათზე);

სლაიდის სამუშაო არეში სათაურის ბლოკზე დაჭერით, კურსორი აღმოჩნდება სათაურის ბლოკში და შეგიძლიათ აკრიფოთ სათაური; ასევე შეგიძლიათ დაწეროთ ტექსტი შესაბამის

ნახ. 7

Page 7: საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS · 2 საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org Impress

7ბლოკში (სადაც მითითებულია Click to add text). ანალოგიურად, შეგიძლიათ შეარჩიოთ სურათის, ცხრილის, მარკირებული სიების, დიაგრამის და სხვ. ჩასასმელი სტრუქტურები.

სტრუქტურის შესაცვლელად შეარჩიეთ სხვა ფორმა და სამუშაო ფურცელზე არსებული სტრუქტურის ფორმა ავტომატურად შეიცვლება.

Drawing ინსტრუმენტების პანელიფანჯრის ქვედა ნაწილში მოთავსებულია Drawing ინსტრუმენტების პანელი; ამ პანელზე

მოთავსებული ინსტრუმენტების დახმარებით შეგიძლიათ სლაიდზე მოათავსოთ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ტექსტის ბლოკები, სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები, წინასწარ გამზადებული ფორმის ფიგურები; შეგიძლიათ ამ ფიგურების და ტექსტის გადაადგილება, მობრუნება, პოზიციების განსაზღვრა, სურათების ჩასმა და სხვა.

ქვემოთ მოცემულია ინსტრუმენტების სახელები და დანიშნულებები:

Line – სწორი ხაზის დასახატი ინსტრუმენტი ;

Line Ends with Arrow – ისრის დასახატი ინსტრუმენტი;

Rectangle – მართკუთხედის დასახატი ინსტრუმენტი (shift ღილაკთან ერთად იხატება კვადრატი);

Ellipse – ელიფსის დასახატი ინსტრუმენტი (shift ღილაკთან ერთად იხატება წრეწირი);

Text – ჰორიზონტალური ტექსტური ბლოკი; Vertical Text – ვერტიკალური ტექსტური ბლოკი;

სხვადასხვა ფორმის ფიგურების შემცველი ინსტრუმენტები:Curve – მრუდის (წირის) დასახატი ინსტრუმენტი;Connector – შემაერთებელი მრუდის დასახატი ინსტრუმენტი;Basic Shapes – ძირითადი ფორმების დასახატი ინსტრუმენტი;Symbol Shapes – სიმბოლური ფორმები;Block arrows – ისრების სხავადასხვა ფორმები;Flow charts – ბლოკ-სქემები;Callouts – შენიშვნები და სქოლიოების დასახატი ინსტრუმენტი;Stars – ვარსკვლავები;

Fontwork Galeri – დეკორატიული ტექსტების შესაქმნელი გალერეა;

From File – სურათის ჩასმა ფაილიდან;

Gallery – ნახატების გალერეა;

Page 8: საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS · 2 საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org Impress

8

Rotate – მონიშნული ობიექტის მობრუნება;

Alignment – მონიშნული ობიექტის განთავსება სხვა ობიექტების მიმართ;

Arrange – ობიქტების განლაგების მოწესრიგება.

თუ გამოიყენებთ ტექსტური ბლოკის შექმნის ინსტრუმენტს, ფანჯრის ზედა ნაწილში ავტომატურად გამოჩნდება ტექსტის დაფორმატების ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებით შეგიძლიათ შრიფტის სახის, ზომის, ფერის, მოხაზულობის და ა.შ. განსაზღვრა; უკვე არსებული ტექსტის რედაქტირებისთვის თაგვის მაჩვენებელი მიიყვანეთ ტექსტურ ბლოკში და 2-ჯერ დააჭირეთ– ტექსტის კურსორი სტრიქონში აღმოჩნდება. ხოლო თუ გსურთ ტექსტის დაფორმატება, ჯერ მონიშნეთ იგი, შემდეგ გამოიყენეთ ფანჯრის ზედა ინსტრუმენტების ზოლში გამოსული ფორმატირების ინსტრუმენტები.

Line and Filling ინსტრუმენტების პანელი

თუ, იყენებთ გრაფიკული ობიექტის დასახატ ინსტრუმენტს, მაშინ ფანჯრის ზედა ნაწილში გამოდის გრაფიკული ობიექტის დასაფორმატებელი ინსტრუმენტები Line and Filling/ჩარჩო და შევსება:

1 2 3 4 5 6 7 8 9

1. Line – ამ ინსტრუმენტზე დაჭერით ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა Line:

გამოსულ ფანჯარაში მოთავსებულია სამი ჩანართი: Line, Line Styles, Arrow Styles. ამ ჩანართებში შეგიძლიათ დაამატოთ ან შეცვალოთ ხაზის და ისრის ფორმა, ფერი, ზომა; დაიმახსოვროთ ცვლილება ახალი სახელით და შემდეგ გამოიყენოთ სხვადასხვა ფიგურების შექმნის დროს. ამისათვის გამოიყენეთ Add…, Modify…

, Delete… ღილაკები. 2. Arrow style – ისრების სტილის შერჩევა;3. Line style – ხაზის სტილის შერჩევა;4. Line width – ხაზის სისქის შერჩევა;5. Line color – ხაზის ფერის შერჩევა;6. Area – ამ ინსტრუმენტზე დაჭერით ეკრანზე გამოდის

დიალოგური ფანჯარა, რომლის დახმარებით ასევე შესაძლებელია ჩრდილების, ფერების, გრადიენტის და ა.შ. დამატება, შეცვლა ან წაშლა შესაბამის პალიტრაში Add… , Modify…, Delete… ღილაკებით.

ნახ. 8

ნახ. 9

Page 9: საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS · 2 საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org Impress

97. Area Style/filling – ამ ინსტრუმენტზე (ინსტრუმენტის მარჯვენა მხარეს მდებარე შავ

სამკუთხედებზე) დაჭერით ხდება ფიგურის შევსების სახის არჩევა: Invisible/შეუმჩნეველი, Color/ფერი, Gradient/გრადიენტი, Hatching/დაშტრიხვა, Bitmap/ სურათი; შეარჩიეთ რომელიმე მათგანი და შემდეგ გადადით მე-8 ინსტრუმენტზე;

8. ამ ინსტრუმენტზე დაჭერით ხდება ფიგურის კონკრეტული შევსების შერჩევა.9. Shadow – ფიგურისთვის ჩრდილის შექმნა.

სლაიდის ფონის შექმნა

სლაიდის ფონის შესაქმნელად შეასრულეთ ბრძანება: Format/Page და აირჩიეთ Background ჩანართი. Fill მენიუში დააჭირეთ შავ სამკუთხედებზე და აირჩიეთ შევსების სტილი: color/ფერადი, Gradient/გრადიენტი, Hatching/დაშტრიხული და Bitmap/სურათი. შემდეგ მონიშნეთ რომელიმე კონკრეტული ფერი და დააჭირეთ OK

ღილაკს.

ეცადეთ ყოველთვის მუქ ფონზე წეროთ ღია ფერით და პირიქით, ღია ფონზე – მუქად, იმისათვის, რომ ნაწერი კარგად იკითხებოდეს; ანუ ფონის და ნაწერის ფერი კონტრასტული უნდა იყოს. გაითვალისწინეთ, რომ უკეთ იკითხება მუქად დაწერილი ტექსტი ღია ფონზე!

Presentation ინსტრუმენტების პანელი

Presentation პანელზე სტანდარტულად მოთავსებულია სამი ღილაკი; ახალი სლაიდის დამატების, სლაიდის დიზაინის შექმნის და ანიმაციის

ჩვენების ღილაკი.

- New Slide – ახალი სლაიდის დამატება პრეზენტაციაში; გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომლიდანაც ხდება სლაიდის ფორმის შერჩევა;

სლაიდის დამატება ასევე შესაძლებელია Insert / New / Slide ბრძანებით.

- სლაიდის დიზაინის აწყობა. ამ ბრძანების შედეგად ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ სლაიდის შაბლონები;

- Slide Show - პრეზენტაციის ჩვენება.

სლაიდის წაშლა ხდება ბრძანებით: Edit / delete slide. წაიშლება ის სლაიდი, რომელიც მოთავსებულია სამუშაო არეში. ასევე შეგიძლიათ მონიშნოთ სლაიდი Slides არეში და დააჭიროთ კლავიატურის Delete ღილაკს.

Page 10: საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS · 2 საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org Impress

10პრეზენტაციასთან მუშაობის რეჟიმები

სლაიდის სამუშაო არის ზედა ნაწილში მოთავსებულია სამუშაო რეჟიმების გადასართავი ღილაკები:

Normal, Outline, Notes, Handout, Slide Sorter.

Normal რეჟიმში ხდება სლაიდის დამუშავება; ეს რეჟიმი ავტომატურად არის აქტიური. Outline რეჟიმში შესაძლებელია სლაიდის სტრუქტურის დათვალიერება, რომელიც წარმოდგენილია იერარქიული სიის სახით. Notes რეჟიმი საშუალებას გვაძლევს თითოეულ სლაიდს

მივუწეროთ შენიშვნები ტექსტის სახით. ეს ტექსტი განკუთვნილია პრეზენტაციის ავტორისთვის და იგი არ აისახება პრეზენტაციის ჩვენების დროს. Handout რეჟიმში შეგიძლიათ სლაიდები მოათავსოთ ერთ გვერდზე და აღწეროთ ისინი. Slide Sorter რეჟიმი განკუთვნილია სლაიდების მიმდევრობის მოსაწესრიგებლად.

სხვადასხვა ტიპის ობიექტების ჩასმა

ობიექტის ჩასმა სლაიდში შესაძლებელია Insert მენიუს ბრძანებებიდან შესაბამისი პუნქტის შერჩევით.

როგორც ნახ.11 ჩანს სლაიდში შეგიძლიათ ჩაამატოთ თარიღი და დრო, სლაიდის ნომერი, სურათები, ხმა, კლიპები და სხვა. ასევე შეგიძლიათ შექმნათ კოლონტიტულები.

სლაიდის ობიექტების ანიმაციური ეფექტები

სლაიდზე მოთავსებული ობიექტების ანიმაციის შესაქმნელად უნდა გამოიძახოთ Custom Animation – სლაიდის ობიექტების ანიმაციის შესაქმნელი ფანჯარა; ამისათვის დააჭირეთ Tasks

ნახ. 10

ნახ. 11 ნახ. 12

Page 11: საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS · 2 საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org Impress

11პანელზე მოთავსებულ ჩანართზე Custom Animation ან Slide Show მენიუს პუნქტიდან შეარჩიეთ იგივე დასახელების ჩანართი.

მონიშნეთ ის ობიექტი, რომელზედაც გინდათ ანიმაციის შექმნა. Custom Animation ფანჯარაში გააქტიურდება ღილაკი Add. მასზე დააჭირეთ და გაიშლება ფანჯარა, რომელშიც ჩამოთვლილია სხვადასხვა ანიმაციის სახელები. რომელიმე მათგანზე დააჭირეთ და მიეცით OK ბრძანება. თუ გინდათ წინასწარ ნახოთ მონიშნული ობიექტი როგორ იმოძრავებს, მონიშნეთ Automatical preview ჩამრთველი.

Custom Animation ფანჯარაში ასევე შესაძლებელია ანიმაციის შეცვლა Change ღილაკით და ანიმაციის წაშლა Remove ღილაკით. ორივე ეს ოპერაცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მონიშნულ ობიექტს უკვე აქვს ანიმაცია. ასევე შეგიძლიათ ანიმაციის სიჩქარის შეცვლა Speed ღილაკით და ანიმირებული ობიექტების ჩვენების თანმიმდევრობის შეცვლა Change order განყოფილებაში მოთავსებული ისრებით.

სლაიდების შენაცვლების ეფექტები

სლაიდების შენაცვლების ეფექტების დასაყენებლად გახსენით Slide Transition ფანჯარა; Apply to selected slide ჩანართში მონიშნეთ საჭირო ეფექტი; აქვე შეგიძლიათ მიუთითოთ ეფექტის

სიჩქარე Speed ინსტრუმენტით; Sound განშლად სიაში შეგიძლიათ ხმის დაყენება; ასვე შესაძლებელია მიუთითოთ ანიმაციის ჩვენების დროს სლაიდიდან სლაიდზე გადასვლა მოხდეს თაგვის ღილაკზე დაჭერით /On Mouse click თუ ავტომატურად/Automatically განსაზღვრული დროის შემდეგ; შეგიძლიათ ეს ეფექტები გამოიყენოთ აქტიური სლაიდისთვის ან ყველა სალიდისთვის, თუ დააჭირეთ Apply to All Slides ღილაკზე.

ასევე შეგიძლიათ Play ღილაკით ნახოთ როგორია თქვენს მიერ შერჩეული კონკრეტული ეფექტი, ან მთლიანი პრეზენტაცია Slide Show ღილაკზე დაჭერით.

იარაღების პანელი

თუ რომელიმე ინსტრუმენტების პანელზე არ არის თქვენთვის სასურველი ინსტრუმენტი, მის გამოსატანად შეასრულეთ ბრძანება: Tools/Customize… გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში შეარჩიეთ Toolbars ჩანართი. Toolbar განშლად სიაში აირჩიეთ საჭირო ინსტრუმენტების პანელის დასახელება, ხოლო

ნახ. 13

ნახ. 14

Page 12: საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS · 2 საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org Impress

12Commands ველში მონიშნეთ საჭირო ინსტრუმენტი; მაგ. Drawing ინსტრუმენტების პანელზე არ

არის ჩართული 3D Objects ინსტრუმენტი; მონიშნეთ ჩამრთველი და დააჭირეთ OK ღილაკს.

ამ ინსტრუმენტის საშუალებით შეგიძლიათ დახატოთ სამგანზომილებიანი გეომეტრიული ფიგურები (იხ. ნახ.15)

მმართველი ღილაკები

პრეზენტაციის ჩვენების დროს შეიძლება დაარღვიოთ სლაიდების ჩვენების რიგი; ანუ საჭიროების შემთხვევაში მართოთ პრეზენტაცია. ამისათვის სლაიდზე მოათავსეთ რაიმე გრაფიკული ობიექტი, მონიშნეთ და შეასრულეთ ბრძანება SlideShow/Interaction ან Drawing ინსტრუმენტების პანელზე დააჭირეთ Interaction ღილაკს (მარჯვნივ

ბოლოში).

ეკრანზე გამოვა ბრძანებების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება შესრულდეს, თუ პრეზენტაციის ჩვენების დროს დააჭერთ მონიშნულ ობიქტზე; მაგ: შეგიძლიათ შეარჩიოთ Go to last slide (გადადი ბოლო სლაიდზე) ბრძანება. მაშინ პრეზენტაციის ჩვენების დროს ამ ობიექტთან თაგვის მაჩვენებლის მიტანით თაგვის კურსორი მიიღებს ხელის ფორმას და ობიექტზე დაჭერით გადახვალთ ბოლო სლაიდზე. ასევე შესაძლებელია პირველ სლაიდზე, სხვა დოკუმენტზე გადასვლა. თუ გსურთ რომელიმე სლაიდის შერჩევა, აირჩიეთ ბრძანება Go to page or object. ასევე შეგიძლიათ პრეზენტაციის ჩვენების დროს რაიმე პროგრამის გამოძახება, მუსიკის დაკვრა და პრეზენტაციიდან გამოსვლა.

პრეზენტაციის ჩვენება

გამზადებული პრეზენტაციის ჩვენება კომპიუტერის ეკრანზე ხდება მენიუს ზოლის Slide Show პუნქტის Slide Show ბრძანებით; ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კლავიატურის F5 ღილაკი. პრეზენტაციის ჩვენება ხდება იმ სლაიდიდან, რომელიც არის აქტიური. მომდევნო სლაიდის გასააქტიურებლად საკმარისია დააჭიროთ თაგვის მაცხენა ღილაკს ან გამოიყენოთ კლავიატურის ღილაკები . პრეზენტაციის ჩვენების დროს კლავიატურის B ღილაკზე დაჭერით ხდება შავი ეკრანის

გამოტანა/გაქრობა; ხოლო W ღილაკზე დაჭერით თეთრი ეკრანის გამოტანა/გაქრობა.

პრეზენტაციის ჩვენების შეწყვეტა შეგიძლიათ კლავიატურის Esc ღილაკზე დაჭერით.

Slide Show პუნქტით გამოძახებულ მენიუში, მოთავსებულია ასევე Custom Animation და Slide Transition ჩანართები.

ნახ. 16

ნახ. 15

Page 13: საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org IMPRESS · 2 საპრეზენტაციო პროგრამა Openoffice.org Impress

13ს ა რ ჩ ე ვ ი .................................................................................................................................................................................. 1 საპრეზენტაციო პროგრამა .................................................................................................................................. 1 Openoffice.org IMPRESS ....................................................................................................................................... 1 შორენა აბესაძე ...................................................................................................................................................... 1

საპრეზენტაციო პროგრამა .................................................................................................................................. 2 Openoffice.org Impress .......................................................................................................................................... 2 შესავალი ................................................................................................................................................................ 2 პრეზენტაციასთან მუშაობის დაწყება .............................................................................................................. 2 პროგრამის ფანჯარა ............................................................................................................................................. 3 პრეზენტაციის გახსნა, შენახვა, დაბეჭდვა ...................................................................................................... 4 ახალი პრეზენტაციის შექმნა .............................................................................................................................. 4 სლაიდის სტრუქტურა ........................................................................................................................................ 6 Drawing ინსტრუმენტების პანელი ................................................................................................................... 7 Line and Filling ინსტრუმენტების პანელი ........................................................................................................ 8 სლაიდის ფონის შექმნა ....................................................................................................................................... 9 Presentation ინსტრუმენტების პანელი ............................................................................................................. 9 პრეზენტაციასთან მუშაობის რეჟიმები ......................................................................................................... 10 სხვადასხვა ტიპის ობიექტების ჩასმა ............................................................................................................. 10 სლაიდის ობიექტების ანიმაციური ეფექტები .............................................................................................. 11 სლაიდების შენაცვლების ეფექტები ............................................................................................................... 11 იარაღების პანელი .............................................................................................................................................. 12 მმართველი ღილაკები ...................................................................................................................................... 12 პრეზენტაციის ჩვენება ...................................................................................................................................... 12