ყოველკვარტალური 20 ფინკა ბანკის...

8
ყოველკვარტალური 03, 2018 წელი ფინკა ბანკის გაზეთი გაზეთი ვრცელდება უფასოდ „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და ფინკა ბანკი ფერმერებს შეღავათიანი აგრო სესხის პროგრამას სთავაზობენ გვ.2 რა არის საკრედიტო ისტორია და თავდებობა გვ.4 ფინკა ბანკი სტუდენტთა დასაქმების ფორუმებზე გვ.3 აგრო სტარტაპი ფერმერებისთვის გვ.6 ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვის გავრცელებული მეთოდები გვ.7 ყოველთვის უნდა იფიქრო ბიზნესის განვითარებაზე გვ.8 2 018 წლის 5 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ფინკა ბანკი მომხმარებელს ფულად გზავნი ლებზე აქციას და ბევრ სიურპრიზს სთავაზობს. მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს გაანაღდებენ ან გააგზავნიან ფინკა ბანკის ოფისებიდან, მიიღებენ საჩუქარს 500 ლარიან დეპოზიტს. მიიღე ან გააგზავნე ფულადი გზავნილი ფინკა ბანკში და მიიღე საჩუქარი გაგრძელება მე-3 გვერდზე გაგრძელება მე-5 გვერდზე აქციაში ჩართვა მარტივია. ფინკა ბანკის ყველა სერვის ცენტრში მომხმარებელს გადაეცემა ფულადი გზავნილების სპეციალური ბარათი, სადაც აქციის დროს განაღდებულ ან გაგზავნილ ფულად გზავნილზე ჩაიკვრება პატარა სტიკერი. აქციის განმავლობაში მესამე და მეექვსე გზავნილზე მომხმარებელი მიიღებს ბრენდირებულ საჩუქარს. მათ კი, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით ყველაზე მეტ გზავნილს მიიღებს ან გაანაღდებს ფინკა ბანკში, 500 ლარიანი დეპოზიტი გადაეცემა. ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქციას 20 გამარჯვებული ეყოლება, ისინი 2019 წლის 10 იანვარს დასახელდებიან. 20 ავტორი: ვუსალ ვერდიევი, ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ლევანდელი წელი ფინკა ბანკი საქართველოსთვის განსაკუთ რებით საპასუხისმგებლოა, რად გან ჩვენი საქმიანობის 20 წელი უნდა შევაჯამოთ და საზოგადოებას შედეგები წარვუდგინოთ. 20 წლის წინ, 1998 წელს, როდესაც ფინკას საერთაშორისო საფინანსო ჰოლდინგმა საქართველოში შემოსვლის გადაწ ყვეტილება მიიღო, ქვეყანა განსა კუთრებულად მძიმე გამოწვევების წინაშე იდგა: აფხაზეთისა და სამოქალაქო ომის შემდგომიპერიოდი,უშუქობა,უმუშევრობა... ფინკას პირველი ფილიალი თბილისში 1998 წელს გაიხსნა და პირველი სესხიც თბილისში გავეცით. ეს მართლაც იყო ახალი გამოცდილება ამ ქვეყანაში და წარმატების დასაწყისი. ჩვენი პირველი გზავნილი ასე ჟღერდა „მცირე სესხები დიდი ცვლილებები“ და ეს იდეა მომხმარებლებთან ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობაში ავსახეთ. ვცდილობდით მათთვის დაგვენახებინა, რომ ნელნელა, ნაბიჯნაბიჯ, მცირედით დაწყებული და სწორად წარმართული ურთიერთობით, დიდი ცვლილების მოხდენა მართლაც შესაძლებელია. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. 90იან წლებში, როცა საქართველოში საქმიანობა დავიწყეთ, ქვეყანაში საფინანსო ინსტიტუტებთან ურთი ერთობის გამოცდილება და ფინანსურ რესურსებზე წვდომა მწირი იყო. გვეამაყება, რომ ფინკა საქართველოში დაკრედიტების კულტურის განვითარების საქმეში ერთერთი პიონერია. ქვეყანაში განხორციელებული სისტემური რეფორ მების პარალელურად, ვვითარდებოდით ჩვენც. ფინკა ბანკი - 20 წელია ჩვენ ერთად ვქმნით წარმატების ისტორიას

Upload: others

Post on 17-Jul-2020

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ყოველკვარტალური 20 ფინკა ბანკის ......აზღვევს, ნაწილის დაზღვევა კი მათ საკუთარი

• ყოველკვარტალური • 03, 2018 წელი

ფინკა ბანკის გაზეთიგაზეთი ვრცელდება უფასოდ

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ და ფინკა ბანკი ფერმერებს შეღავათიანი აგრო სესხის პროგრამას სთავაზობენ გვ.2

რა არის საკრედიტო ისტორია და თავდებობა გვ.4

ფინკა ბანკი სტუდენტთა დასაქმების ფორუმებზე გვ.3

აგრო სტარტაპი ფერმერებისთვის გვ.6

ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვის გავრცელებული მეთოდები გვ.7

ყოველთვის უნდა იფიქრო ბიზნესის განვითარებაზე გვ.8

2018 წლის 5 აპრილიდან 31 დე კემბრის ჩათვლით ფინკა ბანკი მომხმარებელს ფულად გზავნი­ლებზე აქციას და ბევრ სიურპრიზს

სთავაზობს. მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს გაანაღდებენ ან გააგზავნიან ფინკა ბანკის ოფისებიდან, მიიღებენ საჩუქარს ­ 500 ლარიან დეპოზიტს.

მიიღე ან გააგზავნე ფულადი გზავნილი ფინკა ბანკში და მიიღე საჩუქარი

გაგრძელება მე-3 გვერდზე

გაგრძელება მე-5 გვერდზე

აქციაში ჩართვა მარტივია. ფინკა ბანკის ყველა სერვის ცენტრში მომხმარებელს გადაეცემა ფულადი გზავნილების სპეციალური ბარათი, სადაც აქციის დროს განაღდებულ ან გაგზავნილ ფულად გზავნილზე ჩაიკვრება პატარა სტიკერი. აქციის განმავლობაში მესამე და მეექვსე გზავნილზე მომხმარებელი მიიღებს ბრენდირებულ საჩუქარს. მათ კი, ვინც

31 დეკემბრის ჩათვლით ყველაზე მეტ გზავნილს მიიღებს ან გაანაღდებს ფინკა ბანკში, 500 ლარიანი დეპოზიტი გადაეცემა. ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქციას 20 გამარჯვებული ეყოლება, ისინი 2019 წლის 10 იანვარს დასახელდებიან.

20

ავტორი: ვუსალ ვერდიევი, ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი

წლევანდელი წელი ფინკა ბანკი საქართველოსთვის განსა კუთ­რებით საპასუხისმგებლოა, რად­გან ჩვენი საქმიანობის 20 წელი

უნდა შევაჯამოთ და საზოგადოებას შედეგები წარვუდგინოთ.

20 წლის წინ, 1998 წელს, როდესაც ფინკას საერთაშორისო საფინანსო ჰოლ დინგმა საქართველოში შემოსვლის გადა წ­ყვეტილება მიიღო, ქვეყანა განსა­კუთრებულად მძიმე გამოწვევების წინაშე იდგა: აფხაზეთისა და სამოქალაქო ომის

შემდგომი პერიოდი, უშუქობა, უმუშევრობა...

ფინკას პირველი ფილიალი თბილისში 1998 წელს გაიხსნა და პირველი სესხიც თბილისში გავეცით. ეს მართლაც იყო ახალი გამოცდილება ამ ქვეყანაში და წარმატების დასაწყისი.

ჩვენი პირველი გზავნილი ასე ჟღერდა „მცირე სესხები ­ დიდი ცვლილებები“ და ეს იდეა მომხმარებლებთან ჩვენს ყოველ დღიურ ურთიერთობაში ავსახეთ. ვცდილობდით მათთვის დაგვენახებინა, რომ ნელ­ნელა, ნაბიჯ­ნაბიჯ, მცირედით დაწყებული და სწორად წარმართული ურთიერთობით, დიდი ცვლილების

მოხდენა მართლაც შესაძლებელია. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს.

90­იან წლებში, როცა საქართველოში საქმიანობა დავიწყეთ, ქვეყანაში საფინანსო ინსტიტუტებთან ურთი­ერთობის გამოც დილება და ფინანსურ რესურსებზე წვდომა მწირი იყო. გვეამაყება, რომ ფინკა საქართველოში დაკრედიტების კულტურის განვითარების საქმეში ერთერთი პიონერია. ქვეყანაში განხორ ციელებული სისტემური რეფორ­მების პარალელურად, ვვითარ დებოდით ჩვენც.

ფინკა ბანკი - 20 წელია ჩვენ ერთად ვქმნით წარმატების ისტორიას

Page 2: ყოველკვარტალური 20 ფინკა ბანკის ......აზღვევს, ნაწილის დაზღვევა კი მათ საკუთარი

2 ფინკა ბანკის გაზეთი. #03, 2018 წელი 20

ფინკა ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც კომპანიები ფერმერებს აგრო სესხსა და მოსავლის დაზღვევაზე სპეციალურ, შეღავათიან პირობებს სთავაზობენ.

მიმდინარე თვეს უკვე ძალაში შედის სახლმწიფო სუბსიდირების პროექტის ახალი რეგულაციები. ფინკა ბანკისა და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ეს ერთობლივი პროექტი აქტუალურია ფერმერებისთვის, რომელთა მოსავლის ნაწილს სახელმწიფო

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ და ფინკა ბანკი ფერმერებს შეღავათიანი აგრო სესხის პროგრამას სთავაზობენ

აზღვევს, ნაწილის დაზღვევა კი მათ საკუთარი სახსრებით უწევთ, რაც დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამ შემთხვევაში ფერმერები, რომლებიც მოსავალს დააზღვევენ „ჯიპიაი ჰოლდინგში“, ისარგებლებენ სპეციალური სადაზღვევო პირობებითა და 0%­იანი აგრო განვადებით ფინკა ბანკში. გარდა ამისა, 3 000­დან 60 000 ლარამდე აგრო სესხს ფინკა ბანკში ფერმერები შეღავათიანი პირობებით მიიღებენ.

ვუსალ ვერდიევმა, ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა: „ჩვენი მიზანია მომხმარებლებს ჰქონდეთ სტაბილური გარემო ფერმერული მეურნეობების განსავითარებლად. რისკების დაზღვევა ამის ერთერთი აუცილებელი პირობაა, ამდენად მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომხმარებლებს კომპლექსურ მომსახურებას ვთავაზობთ, რაც გულისხმობს სპეციალურ პირობებს აგრო სესხებზე, 0%­იან აგრო განვადებასა და მოსავლის დაზღვევას. გვჯერა, ეს სიახლე მეტ სარგებელს მოუტანს და ხელს შეუწყობს ფერმერებს მეურნეობის განვითარებაში.“

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: „ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელი შევუწყოთ ფერმერებს ხელმისაწვდომი, შეღავათიანი პირობებით შეძლონ რისკების შემცირება და მეურნეობის განვითარება. ვფიქრობთ, ჩვენი შეთავაზება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მისცემს ფერმერებს აგრო სექტორში წინსვლისათვის. სოფლის მეურნეობაში რისკების განსაზღვრა და საფრთხის პრევენცია პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ამიტომაც ძალიან მნიშვნლოვანია, დროულად განხორციელდეს აგრო დაზღვევა და რაც შეიძლება მეტი ფერმერი ჩაერთოს პროექტში. მემორანდუმის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ფინკა ბანკთან ერთად შევეცადეთ მათზე მორგებული, შეღავათიანი და კომფორტული პირობები შეგვექმნა, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ფერმერის საქმიანობას, არამედ, ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებას.“

შეთავაზებული შეღავათიანი აგრო სესხისა და დაზღვევის პირობები გავრცელდება ფერმერებზე, რომლებსაც 5 ჰექტრამდე ვენახი და ბახჩეულის ბაღები აქვთ, ასევე მათზე, ვისაც 30 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მარცვლეულის კულტურები მოჰყავთ.

2018 წელს ფინკა ბანკიც შეურთდა ბორჯომის ტყის აღდგენის კამ­პანიას და თანამ­

შრომლების და პარტნიორების სახელით გადამწვარი ტყის აღსადგენად 1000 ხეს დარგავს და ამით უნიკალური ეკო­სისტემის აღდგენას შეუწ ყობს ხელს.

„ჩვენი დიდი ოჯახის ყველა წევრმა იცის და გრძნობს, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გ ვაკეთოთ იმ საზოგადოების განვი­თარებისთვის, სადაც ვმუშაობთ. ჩვენ დავრგავთ ხეებს ბორჯომის ტყეში და ვიწვევთ საზოგადოების თითეულ წევრს ­ შემოგვიერთდით! ყოველი ხით ჩვენ წვლილი შეგვაქვს იმ ეკოსისტემის აღდგენაში, სადაც ვცხოვრობთ და რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის. გთხოვთ, შემოგვიერთდით!" ­ აღნიშნა ვუსალ ვერდიევმა, ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ხეების დარგვა მაისის თვეშია დაგეგილი.

ფინკა ბანკი Treepex Georgia-თან თანამშრომლობით ბორჯომში 1000 ხეს დარგავს

ფინკა ბანკმა, პარტნიორებისა და თანამშრომლების სახელით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის” დღის

ცენტრის ბავშვებს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და მათი სენსორული ოთახი ახალი სათამაშოებითა და სხვადასხვა ნივთებით განაახლა. სენსორული ოთახით ყოველწლიურად აუტიზმის სპექტრის მქონე 500­მდე ბავშვი სარგებლობს. მსგავსი სივრცეები ბავშვების განვითა­რებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

უკვე ორი თვეა „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრის ბავშვები განახლებული სენსორული ოთახით სარგებლობენ.

ფინკა ბანკმა ბავშვთა სენსორული უნარების განვითარების ოთახი განაახლა

2017 წლის საუკეთესო მუშაობისთვის და მიღწეული შედეგებისთვის, ფინკა ბანკის 8 თანამშრომელი ევროპის

საგზურებით დასაჩუქრდა და რომსა და ბარსელონაში გაემგზავრა.

ფინკა ბანკი მუდმივად ზრუნავს თანამ შრომლებზე და ცდილობს შექმნას საუკეთესო სამუშაო გარემო.

ფინკა ბანკის თანამშრომლები ევროპის საგზურებით დასაჩუქრდნენ

Page 3: ყოველკვარტალური 20 ფინკა ბანკის ......აზღვევს, ნაწილის დაზღვევა კი მათ საკუთარი

3ფინკა ბანკის გაზეთი. #03, 2018 წელი20

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“ ფინკა ბანკის მომხმარებლებისთვის ტრენინგების სერია გამართა. შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან თბილისში, სენაკში, ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და გორში გაიმართა.

ტრენინგების მთავარი თემები იყო ფინანსების მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა, საბანკო პროდუქტები და მათი ეფექტურად გამოყენება, ვალუტის გაცვლითი კურსის გავლენა ბიზნესზე, ონლაინ სესხები, აგრო დაზღვევა და სხვა.

გიორგი კეპულაძე, საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი: „ჩვენმა ტრენინგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მოხარულები ვართ, რომ ვუპასუხეთ მეწარმეების ყველა კითხვას და შესაბამისად, უფრო ეფექტურად შეძლებენ თავისი შემოსავლების დაგეგმვასა და ბიუჯეტის სწორად შედგენას“.

ვუსალ ვერდიევი, ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის, ფინკა ბანკისთვის მნიშნელოვანია, კლიენტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ფინანსური მომსახურება, არამედ მივცეთ ცოდნა და განათლება, რათა შეძლონ ფინანსების სწორად და მიზნობრივად გამოყენება. ამ ტრენინგის შემდეგ მათ დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითრებისთვის ბიუჯეტის დაგეგმვა, საბანკო პროდუქტების სწორად შერჩევა, სესხის გააზრებულად აღება და ბანკთან ურთიერთობა. იმედი გვაქვს, რომ დღეის შემდეგ ჩვენი კლიენტების საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება. მადლობა ჩვენს პარტნიორებს თანამშ­რომლობისთვის“.

სალომე მოისწრაფიშვილმა, გერმანული შემნახველი ბანკების წარმომადგენელმა აღნიშნა: „პროექტის მიზანი იყო მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების დონის ამაღლება. სათანადო ფინანსური განათლება ხელს შეუწყობს ფინანსების უკეთ მართვას, ბიუჯეტის დაგეგმვას, საბანკო პროდუქტების სწორად შერჩევას, მოსალოდნელი რისკების შეფასებასა და მათ თავიდან აცილებას. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, მცირე ბიზნესის განვითარებას ემსახურება.“

პროექტის ფარგლებში 6 ქალაქში გამართულ ტრენინგებს 200­მდე ადგილობრივი მეწარმე დაესწრო. პროექტი „ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან თანამშრომლობით განხორციელდა.

მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ფინანსების მართვის თემებზე ტრენინგები გაიმართა

გაგრძელება პირველ გვერდიდან

„მოხარულები ვართ, რომ ფულად გზავნილებზე მომხმარებლებს მოსახერხებელ და სწრაფ მომსახურებას ვთავაზობთ ქვეყნის 35 ქალაქში, ყველგან სადაც ფინკა ბანკის სერვის ცენტრებია განლაგებული. საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. ახლა კი სიახლეც გვაქვს, დავიწყეთ წამახალისებელი აქცია და ერთგულ და ლოიალურ მომხმარებლებს საჩუქრებს გადავცემთ. გირჩევთ, რომ ჩაერთოთ გზავნილების აქციაში, მიიღოთ სპეციალური ბარათი და დაიწყოთ თქვენი გზავნილების ისტორიის შექმნა ფინკა ბანკში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მომხმარებელს, ვინც ისარგებლებს ფულადი გზავნილების აქციით, ისინი დამატებით სარგებელს მიიღებენ. კერძოდ: სპეციალური საპროცენტო განაკვეთი 6 და 9 თვემდე ლარში განთავსებულ ვადიან ანაბარზე. ასევე, მინიმუმ 2 ფულადი გზავნილის მიღების/გაგზავნის საფუძველზე, ყოველგვარი დამატებითი საბუთების გარეშე, ისარგებლებენ სპეციალური პირობებით სესხებზე“ ­ ამბობს თამარ სოფრომაძე, ფინკა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქცია ქვეყნის შიდა გზავნილებზე არ ვრცელდება.

ფინკა ბანკი წელს საქართველოში საქმიანობის 20 წელს აღნიშნავს. საიუბილეო წელთან დაკავშირებით ბანკში ბევრი სიახლე და აქციაა დაგეგმილი.

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

თამარ სოფრომაძე ­ ფინკა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი

ფინკა ბანკი განაგრძობს სტუდენტებისთვის დასაქმების შესაძლებლობის შეთავაზებას. ამჯერად, ფინკა ბანკის თანამშრომლები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნი­ვერსიტეტის მიერ გამართულ დასაქმების ფორუმზე შეხვდნენ სტუდენტებს

და სხვადასხვა მიმართულებით დასაქმება შესთავაზეს. ფინკა ბანკის თანამშრომლებმა ფორუმზე წარადგინეს ისეთი ტიპის ვაკანსიები, რომლებიც არ მოითხოვდა სამუშაო გა მოცდილებას.

ფინკა ბანკის მიზანია მოიძიოს მოტივირებული და მიზანდასახული კანდიდატები, რომლებთაც აქვთ სურვილი ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.

ფინკა ბანკი სტუდენტთა დასაქმების ფორუმებზე

Page 4: ყოველკვარტალური 20 ფინკა ბანკის ......აზღვევს, ნაწილის დაზღვევა კი მათ საკუთარი

4 ფინკა ბანკის გაზეთი. #03, 2018 წელი 20

საკრედიტო ისტორია აქვს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სესხი აუღია ბანკიდან თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან. საკრედიტო ისტორიის ამონაწერში დეტალურად არის მოცემული ყველა ის საკრედიტო პროდუქტი და ორგანიზაცია, რომლითაც მომხმარებლებს უსარგებლიათ. ასევე,

მითითებულია თითოეული სესხის ვალუტა და დაფარვის გრაფიკი.

არსებობს 2 სახის ჩანაწერი ­ პოზიტიური და ნეგატიური. ის მომხმარებელი, რომელსაც თავისი საკრედიტო ისტორიის მანძილზე არ ჰქონია ვადაგადაცილება, ხვდება პოზიტიურ ჩანაწერში. სხვა შემთხვევაში მისი მონაცემები ნეგატიურ ჩანაწერში გადადის. თავის მხრივ, ნეგატიური ჩანაწერი 2 სახისაა. თუ მოხმარებელმა სრულად დაფარა ვადაგადაცილებული სესხი, მისი საკრედიტო ისტორიის ჩანაწერს მიენიჭება „იყო ნეგატიურის“ სტატუსი. თუ ვადაგადაცილებული სესხი არ არის დაფარული და მომხმარებელს მიმდინარე დავალიანება უფიქსირდება, მას ენიჭება „არის ნეგატიურის“ სტატუსი.

როგორ შეიძლება საკრედიტო ისტორიის ნეგატიური სტატუსის პოზიტიურით ჩანაცვლება?

მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, თუ როგორ შეიძლება წაიშალოს მათი მონაცემები ე.წ „შავი სიიდან“, რომელიც არასწორი ტერმინია და იგულისხმება ნეგატიური ჩანაწერი. ვადაგადაცილებული სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ საკრედიტო ისტორიის ჩანაწერში კრედიტის შესახებ ინფორმაცია იშლება. ხოლო, რაც შეეხება იმ სესხების ჩანაწერს, რომელიც მომხმარებელმა გრაფიკის მიხედვით დაფარა, იშლება დაფარვიდან 7 წლის შემდეგ.

საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია ორგანიზაცია „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში (www.creditinfo.com). მოხმარებლებს საშუალება აქვთ პირადობის მოწმობის საფუძველზე საკრედიტო ისტორიას წელიწადში ერთხელ უფასოდ გაეცნონ, ხოლო თუ მომხმარებელს სურვილი აქვს მუდმივი წვდომა ჰქონდეს ამ ინფორმაციაზე, მაშინ ეს მომსახურება ფასიანია.

რა არის თავდებობა

თავდებობა ეს არის ვალდებულება. თავდები პირი გულისხმობს მესამე პირს და თუ ძირითადი მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, გადააცილებს გადახდის თარიღს ან მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ბანკი უფლებამოსილია ვალის გადახდა მთლიანად თავდებს დააკისროს. სესხის დამტკიცების დროს საფინანსო ინსტიტუტი ითვალისწინებს როგორც მსესხებლის, ისე თავდების ფინანსურ მდგომარეობას და განიხილავს მათ საკრედიტო ისტორიას. შესაძლებელია ერთი ადამიანი იყოს რამდენიმე სესხის თავდები პირი. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც თავდებს სურს სესხის აღება, ბანკი აღნიშნულ სესხებს განიხილავს როგორც მის ვალდებულებებს.

დღეს თავდებობა საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ხშირად მომხმარებლები არ ეცნობიან ხელშეკრულებას და ისე ხდებიან თავდები პირები და არ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას. პრობლემური სესხის შემთხვევაში კი ის ისეთივე პასუხისმგებელია თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით,

სტატია მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ თანამშრომლობით

რა არის საკრედიტო ისტორია და თავდებობა

როგორც ძირითადი მსესხებელი.

პირველ რიგში, როდესაც ვხდებით თავდები აუცილებელია სრულად გავეცნოთ ხელშეკრულებას და შემდეგ მოვაწეროთ ხელი. ყურადღება მიაქციეთ:

• სესხის თანხას, ვალუტას და დაფარვის პერიოდს

• სესხის პროცენტს

• თანხის იმ მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც ვართ პასუხისმგებელი

• ვადაგადაცილების ჯარიმებს

• სესხის გაპრობლემების შემთხვევაში მოსალოდნელ სანქციებს

მნიშვნელოვანია, ვაკონტროლოთ თუ რამდენად დროულად ფარავს ყოველთვიურ გადასახადს ძირითადი მსესხებელი.

თავდებს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდების შესახებ ინფორმაცია, როგორც მოვალისგან, ასევე ბანკისგან. ამით თავიდან ავიცილებთ დამატებით პრობლემებს და გაურკვევლობას.

სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ საფინანსო ინსტიტუტს სესხის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, რათა შეგვიმცირდეს ყოველთვიური შენატანი და თავიდან ავიცილოთ ჯარიმები.

ფინკა ბანკი მომხმარებლებისთვის აგრძელებს აგრო განვადების შეთავაზებას. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს აგრო განვადებას სასოფლო­სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარისა და მასალების შესაძენად.

მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ ფინკა ბანკის პარტნიორ აგროპროდუქტების მაღაზიებს და იქვე, ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების და საბუთების გარეშე, 15 წუთში ისარგებლონ აგრო განვადებით.

ფინკა ბანკის აგრო განვადება 15 წუთშირა უპერატესობები აქვს ფინკა ბანკის აგრო განვადებას?

აგრო განვადებით სარგებლობისთვის საკმარისია მაღაზიაში ან სერვის ცენტრში მხოლოდ ერთი ვიზიტი. არ არის საჭირო რაიმე დამატებითი, შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი და ცნობა. მხოლოდ პირადობის მოწმობით შესაძლებელია განვადების დამტკიცება. აგრო განვადების მინიმალური თანხა 150 ლარიდან იწყება და მაქსიმალური თანხა 3 000 ლარია. განვადების საშეღავათო პერიოდი 11 თვეა, გაცემის საკომისიო კი 0 %.

აგრო განვადების გადახდა შესაძლებელია როგორც ბანკში მოსვლის, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებების საშუალებით.

რა პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი აგრო განვადებით?

განვადებით შეგიძლიათ შეიძინოთ სათესლე მასალები, სასუქები, შხამ­ქიმიკატები, სასათბურე პოლიეთილენი და სასოფლო­სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა, ხელსაწყოები და სხვა საშუალებები.

რომელ ქალაქებშია შესაძლებელი აგრო განვადებით სარგებლობა?

დღეისათვის აგრო განვადებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში: ლაგოდეხი, გურჯაანი, თელავი, გორი, ახალციხე, ახალქალაქი, ყვარელი, ზესტაფონი, ბაღდათი, ჩხოროწყუ, სამტრედია, ახმეტა.

პარტნიორ მაღაზიათა ქსელი და მომსახურების არეალი ფართოვდება.

Page 5: ყოველკვარტალური 20 ფინკა ბანკის ......აზღვევს, ნაწილის დაზღვევა კი მათ საკუთარი

5ფინკა ბანკის გაზეთი. #03, 2018 წელი20

ამ 20 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გადავლახეთ. მათ შორის ორგანიზაციის ჯერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, შემდეგ კი, 2013 წელს, კომერციულ ბანკად გარდაქმნა. დღეს ფინკა ბანკი არის სრულყოფილი კომერციული ბანკი ყველა პროდუქტითა და სერვისით. ფინკა ბანკის პროფესიონალთა გუნდი ქვეყნის 35 ქალაქში 100 000­ზე მეტ მომხმარებელს უწევს სრულ საბანკო მომსახურებას. ჩვენი მომსახურება მუდმივად ხელმისაწვდომია დისტანციურადაც, ფილიალში მისვლის გარეშე.

რაც არ შეიცვალა ამ 20 წლის განმავლობაში არის ჩვენი მისია, ხედვა და მიზანი ­ მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ვიყოთ მომხმარებლებთან ძალიან ახლოს. დღეს ჩვენი მომხმარებლების 79% სოფლად მცხოვრებია. ჩვენი უახლესი სოციალური მისიის კვლევები გვიჩვენებს, რომ 80 000­ზე მეტი ადამიანის საარსებო წყარო სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც ფინკა ბანკი აფინანსებს. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, რადგან ამ ადამიანების უკან მათი ოჯახებია. საქართველოში ამ 20 წლის მანძილზე გაზიარებული ჩვენი საერთაშორისო გამოცდილებით თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ათობით ათასი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისაკენ შევცვალეთ.

რა არის ჩვენი შემდეგი გეგმები საქართველოში? რა თქმა უნდა, პროდუქტების გამრავალფეროვნება, სერვისების დახვეწა, ჩვენს მომხმარებელთან კიდევ უფრო ახლოს ყოფნა და ფინანსური წიგნიერების ამაღლება. ასევე ვაცნობიერებთ,

ფინკა ბანკი - 20 წელია ჩვენ ერთად ვქმნით წარმატების ისტორიას

რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლებს ვასწავლოთ დისტანციური სერვისების გამოყენება, ავუხსნათ, როგორ დაეხმარება ეს მათ დაზოგონ დრო და რესურსები. 2018 წელს აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის შეხვედრების ჩატარებას, რადგან ვხედავთ, რამდენად დიდი მოთხოვნაა ჩვენს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე, კონსულტაციებსა და საინფორმაციო შეხვედრებზე.

ჩვენ, ფინკა ბანკის თითოეულმა წევრმა, 20 წლის განმავლობაში ბევრ მიზანს მივაღწით. ის, რაც წლების წინ ოცნებად გვეჩვენებოდა, დღეს უკვე რეალობად ვაქციეთ, მაგრამ წინ კიდევ უფრო საინტერესო გზა გველოდება, რომელსაც ვაგრძელებთ ამ გზავნილით ­ ადამიანები ქმნიან ისტორიას, ჩვენ ერთად ვქმნით ჩვენი წარმატების ისტორიას.

გაგრძელება პირველ გვერდიდან

ფინკას ისტორია საქართველოში: • 1998 წელი - ფინკა საქართველო, საერთაშორისო მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ქსელის - FINCA International Inc.,-ის ფილიალი გაიხსნა• 1998 წლის ივლისი - თბილისში გაიცა პირველი სესხი• 2008 წელი - ფინკას უკვე 10 სერვის ცენტრი ჰქონდა რეგიონებში• 2008-2015 წლები - ფინკა გაფართოვდა დასავლეთ საქართველოში• 2013 წლის აგვისტო - ფინკა საქართველომ საბანკო ლიცენზია მიიღო• 2015 წელი - ფინკა ბანკმა 20 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა• 2015 წლის ოქტომბერი - თბილისში ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრი გაიხსნა• 2016 წელი - ფინკა ბანკს საერთაშორისო SMART სერტიფიკატი გადაეცა, როგორც კლიენტების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტური • 2018 წელი - ფინკა ბანკი საქართველოში მუშაობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

Page 6: ყოველკვარტალური 20 ფინკა ბანკის ......აზღვევს, ნაწილის დაზღვევა კი მათ საკუთარი

6 ფინკა ბანკის გაზეთი. #03, 2018 წელი 20

ავტორი: ნიკა გეგეჭკორი

პომიდორი ერთწლიანი მცენარეა, რომელიც მსოფლიოში სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის რეგიონებიდან გავრცელდა. დღეისათვის იგი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გვხვდება. პომიდორი საქართველოს ყველა რეგიონში მოჰყავთ, მისი ნაყოფი მდიდარია ვიტამინებითა და

სასარგებლო ნივთიერებებით.

პომიდორი სითბოს, ტენისა და სინათლის მოყვარული მცენარეა. მისი ჯიშები ზრდის სიმაღლის მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად: დაბალმზარდი და მაღალმზარდი. ფორმის მიხედვით არსებობს ბრტყელი, მრგვალი და წაგრძელებულ­ოვალური, ფერის მიხედვით კი წითელი, ვარდისფერი და ყვითელი პომიდორი.

ჩითილის მომზადება

პომიდორი მოჰყავთ როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში. პომიდვრის ნაადრევი მოსავლის მისაღებად ჩითილები გამოჰყავთ ერთჯერად ჭიქებში ან კუბურებში ჩათესვით, პიკირებით ან პიკირების გარეშე სათბურებში.

ჩასათეს სათავსოში აუცილებლად უნდა იყოს ტყის მიწა, გადამწვარი ნაკელი, ტორფი და მინერალური სასუქები. თესლს წინასწარ, 24 საათის განმავლობაში წყალში ალბობენ, შემდეგ აშრობენ და ისე თესავენ. თესლის თითოეულ კასეტაში ან ჭიქაში თესავენ ერთ მარცვალს, ხოლო თუ თესლი კერძო ფერმერულ მეურნეობაშია ნაწარმოები, მაშინ მეტი აღმონაცენის მიღების მიზნით სასურველია 2­3 მარცვლის ჩათესვა. თესლის ჩათესვისთანავე დაფარეთ ნიადაგით და მორწყეთ.

ნორმალური ჩითილის მისაღებად კვალსათბურებში და სათბურებში აუცილებელია სითბოსა და ტენის რეჟიმი. აღმოცენებიდან პირველი ნამდვილი ფოთლის განვითარებამდე ტემპერატურა უნდა იყოს 10­12°C ფარგლებში, ხოლო შემდეგ ფოთლის გამოტანის დაწყებიდან 20­21°C, მზიან ამინდში 23­28°C, ხოლო ღრუბლიანში ­ 18­20°C, ღამით კი სასურველია 15­17°C. ამ პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში ჩითილი გამოდის არასტანდარტული და აწოწილი.

ამ გზით მიღებული ჩითილი უკვე 35­40 დღის ასაკში მზადაა გადასარგავად. ამ დროისათვის ჩითილს უნდა ჰქონდეს 5­7 ნამდვილი ფოთოლი. ჩითილობის გამოსაყვანად ერთი ჰექტარისათვის საჭიროა 300­500 გრამი სათესლე მასალა.

კვლების მომზადება

კვლები წინასწარ უნდა მომზადდეს. ჰექტარზე რგავენ 20 000­25 000­მდე მცენარეს. როგორც წესი ღია გრუნტში რგავენ დაბალმზარდ ჯიშებს. მანძილი მწკრივებს შორის უნდა იყოს 60­70 სმ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 30­35 სმ­ის დაცილებით,

ჩითილობის გადარგვის წინ ნაკვეთი უნდა მოსწორდეს და ხელით დარგვის შემთხევაში გაკეთდეს კვლები 6­8 სმ­ის სიღრმის. გადარგვის წინ ჩითილები უნდა შეიწამლოს ბორდოს 0,6­1%­იანი ან სპილენძის შემცველი პრეპარატების

რუბრიკა - აგრო რჩევები

პომიდვრის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიური პროცესი

ხსნარით. დარგვისთანავე საჭიროა მორწყვა. ამისათვის მწკრივების გასწვრივ უნდა გაკეთდეს 16­18 სმ სიღრმის სარწყავი კვლები.

პირდაპირ ღია გრუნტში დათესვის შემთხვევაში პომიდვრის ნერგები უფრო მეტად გამძლეა ვირუსული და სხვა დაავადების მიმართ, ხანგრძლივად მსხმოიარეა, მაგრამ ნაკლებ მოსავალს იძლევა, ვიდრე ჩითილებით დარგული. ამასთან გრუნტში პირდაპირ თესვისას გაძნელებულია საჭირო რაოდენობის აღმონაცენის თანაბრად განლაგება და მისი დაცვა სარეველებისაგან.

სარეველებისგან დაცვა

სარეველებისგან დასაცავად თესვის დროს თესლს ურევენ გრანულირებულ სუპერფოსფატს, ნახერხს ან ქვიშას. როცა მცენარე კარგად განვითარდება ,აუცილებელია რიგთაშორისების კულტივაცია და დამატებით გამოკვება აზოტოვანი სასუქებით.

წვრილ ფერმერულ მურნეობაში პომიდვრის ნერგები უნდა აიკვრას სარზე ან ჭიგოზე. ეს მანამდე უნდა გავაკეთოთ, სანამ ნერგი მიწაზე დაწვება. სამაგრზე აკრული პომიდვრის ნერგი უხვ და ხარისხიან მოსავალს იძლევა.

პომიდორი უკეთ ხარობს შემაღლებულ კვლებზე, რადგანაც გაზაფხულზე ნიადაგი კვლებზე სწრაფად თბება და მცენარეც უკეთ ვითარდება.

მორწყვა

პომიდვრის მცენარე ყველაზე მეტად წყალს მოითხოვს ყვავილობისა და ნაყოფის ზრდის პერიოდში. მორწყვა უკეთესია დღის მეორე ნახევარში, აგრილებისას. კარგი შედეგი მოაქვს, მორწყვასთან ერთად, დამატებით გამოკვებას. ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა 2­3 აზოტოვანი გამოკვება.

მავნებლებთან ბრძოლა

პომიდორს აზიანებს დაავადებები და მავნებლები და მათ წინაამღდეგ გამოიყენება სხვადასხვა პესტიციდები და ფუნგიციდები. მათი გამოყენების შემთხვევაში

აუცილებელია ლოდინის პერიოდის დაცვა, მცენარეზე შესხურებიდან მოსავლის მოკრეფა­გამოყენებამდე. ამ პერიოდში ხდება პესტიციდების დაშლა და იმ ნიშნამდე დაყვანა, რომელიც უვნებელია ადამიანისათვის.

მოსავლის აღება

მოსავალი უნდა დაკრიფოთ დილით და შემდეგ გადაიტანოთ ჩრდილში. დამწიფებული ნაყოფი ინახება 7­10°C­ზე, ერთი ჰექტარიდან მოსავალი მერყეობს 30­40 ტონის ფარგლებში.

წყარო: ი.მჭედლიძე­ მებოსტნეობა

ძვირფასო მკითხველებო, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ რომელ თემაზე გსურთ რუბრიკაში „აგრო რჩევები“ ვისაუბროთ და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ.

ჩვენი საკონტაქტო მონაცემებია: 2 24 49 49, [email protected]

ავტორი: მარიამ ესებუა

ფინკა ბანკი უკვე 20 წელია ფინანსურ მომსახურებას უწევს მომხმარებლებს ქვეყნის 35 ქალაქში. ბანკის მომხმარებელთა 70%­ზე მეტს რეგიონებში მცხოვრები მცირე მეწარმეები და ფერმერები არიან, რომელთაც ხშირად სჭირდებათ არამარტო სტანდარტული, არამედ სპეციალური, მათ

ინტერესებზე მორგებული საბანკო პროდუქტები და მომსახურება.

ფინკა ბანკი მუდმივად სწავლობს მომხმარებელთა საჭიროებებს და ცდილობს საბანკო პროდუქტები და მომსახურება მაქსიმალურად იყოს მორგებული მომხმარებელთა ინტერესებზე, რომელთა შემოსავლები დამოკიდებულია სეზონურობაზე, სწორად დაგეგმილ ბიზნესზე...

ფინკა ბანკმა მიკრო ფერმერული მეურნეობების მქონე პირებისათვის ახალი პროდუქტი, აგრო სტარტაპი შექმნა.

ვისთვის არის აგრო სტარტაპი?

აგრო სტარტაპი იმ ფერმერებისთვისაა, რომლებსაც უკვე აქვთ თავიანთი მეურნეობა და სურთ დაიწყონ ახალი, სხვა სახის სასოფლო­სამეურნეო საქმიანობა. ფინკა ბანკი ასეთ ფერმერებს სთავაზობს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას და რაც მთავარია, ბანკის აგრო ექსპერტების რჩევებსა და რეკომენდაციებს, რაც

აგრო სტარტაპი ფერმერებისთვის დიდწილად განსაზღვრავს მომავალი, ახალი მეურნეობის ბიზნეს გეგმის სწორად შედგენას. მაგალითად, თუ ფერმერის შემოსავლის წყარო მევენეხეობაა და მას აქვს სურვილი იყიდოს 10 სული მეწველი ძროხა და ახალი მიმართულების განვითარება დაიწყოს, იმისათვის რომ მევენახემ არ მოაკლოს თავის არსებულ ბიზნესს ფინანსური რესურსები, ფინკა ბანკი შეისწავლის ფერმერის იდეას, შეაფასებს ახალი მიმართულების განვითარების პოტენციალსა და საჭირო რესურსებს და შესაბამი საპროგნოზო შემოსავლების საფუძველზე განსაზღვრავს თანხას, ასევე საპროგნოზო შემოსავლების მიხედვით ფერმერთან ერთად დაგეგმავს სესხის გადახდის გრაფიკს.

რატომ არის აგრო სტარტაპი ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობა?

აგრო სტარტაპის მიმართულების განვითარებით ფერმერები მიიღებენ ორმაგ სარგებელს ­ საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას ახალი მეურნეობის განვითარებისთვის.

აგრო სტარტაპისთვის სესხის თანხა 3 000 ლარიდან 60 000 ლარამდეა, საშეღავათო პერიოდი 11 თვემდე, სესხის ვადა 60 თვემდეა. აგრო სტარტაპის განაცხადის შესავსებად არ არის საჭირო ბიზნეს გეგმის დოკუმენტურად წარმოდგენა.

აგრო სტარტაპის განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, ისე სატელეფონო ცენტრის დახმარებით *4949.

Page 7: ყოველკვარტალური 20 ფინკა ბანკის ......აზღვევს, ნაწილის დაზღვევა კი მათ საკუთარი

7ფინკა ბანკის გაზეთი. #03, 2018 წელი20

მეთოდი „50­30­20“

შემოსავლის 50% შეგიძლიათ დახარჯოთ ყველაზე აუცილებელ შენაძენებზე ­ საკვებ პროდუქტებზე, კომუნალურ გადასახადებზე, სამკურნალო პრეპარატებზე, საწვავზე, სადაზღვევო შენატანებსა და ძირითად სამოსზე.

შემოსავლის 30% შესაძლებელია დაიხარჯოს სიამოვნებაზე ­ სასურველ შენაძენებზე და გართობაზე.

დარჩენილი 20% აუცილებელია დაიტოვოთ მაგალითად, კრედიტის დასაფარად და დანაზოგის შესავსებად, მაგრამ მაშინაც კი, თუ არ გაქვთ ვალი, ამ თანხის ნაწილი რეკომენდირებულია განათავსოთ დეპოზიტზე საერთო შემოსავლის სამომავლოდ გაზრდისათვის.

სქემა „50­30­20“ იდეალურად ითვლება ­ ის ეტალონია, რომელიც ორიენტირად შეიძლება მივიჩნიოთ. მაგრამ შესაძლოა თქვენი ოჯახური ბიუჯეტი ამ ეტაპზე არ იყოს საკმარისი ეკონომიის კონკრეტული გეგმის განსახორციელებლად.

მეთოდი „10­20%“

ოჯახური ბიუჯეტის გონივრულად ორგანიზების ერთ­ერთი გავრცელებული მეთოდია „10 პროცენტი“. საერთო შემოსავლიდან ყოველთვიურად უნდა გადაიდოს თანხა, შემოსავლის არანაკლებ 10%.

რეკომენდირებულია დამატებითი საბანკო ბარათის გაკეთება და ხელფასის ჩარიცხვის დღესვე სახელფასე ბარათიდან დამატებით ბარათზე თანხის 10 ან 20%­ის ავტომატურად გადარიცხვა. ეს დამატებითი ბარათი უმჯობესია სახლში შეინახოთ, რათა თავიდან აიცილოთ მასზე არსებული თანხის დახარჯვის ცდუნება.

ექსპერტების რჩევაა, რომ თავიდანვე იქნას განსაზღვრული, თუ რა მიზნით იგეგმება დაზოგილი თანხის დახარჯვა: მსხვილი შენაძენი, მოგზაურობა, დასვენება, რაც დამატებითი მოტივაციის როლს შეასრულებს, რათა არ დაიხარჯოს თანხა არამიზნობრივად. გარდა ამისა, ეს ფული გაუთვალიწინებელი მდგომარეობის შემთხვევაში „ფინანსური ბალიშის“ როლს შეასრულებს.

ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმვის რჩევები

• ბიუჯეტის დაგეგმვა აწარმოეთ ყოველთვიურად და სტაბილურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის ეფექტიანი;

• გამოიმუშავეთ მუდმივი შემოსავლის 10­20%­ის გადადების ჩვევა ოჯახის სარეზერვო ფონდის წარმოებისთვის.

• ფული შეინახეთ საბანკო ბარათზე ­ ნაღდი ფულის დახარჯვის სურვილი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ბარათზე არსებულის.

• შეგიძლიათ ბანკში გახსნათ ანგარიში და დეპოზიტზე დადოთ თანხის ნაწილი. რა თანხას „შეინახავთ“ პირადი საქმეა, თუმცა, ეტაპობრივად გაზარდეთ გადასადები თანხის ოდენობა.

• ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ცხოვრების გარკვეული პერიოდის დასრულების შემდეგ (მაგალითად, ნახევარი წელი), ოჯახის წევრები რაიმე მოულოდნელობით/სიურპრიზით შეგიძლიათ გაახაროთ: დაუგეგმავი ნივთის ყიდვით, საინტერესო გართობით;

• ოჯახის თითოეული წევრთან ერთად ნათლად გაანალიზეთ, თუ რისთვის ხდება ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვა.

• შეადგინეთ აუცილებელი გადასახადებისა და საყიდლების სია, როგორიცაა კრედიტის დაფარვა, პროდუქტების, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო საქონლის შესაძენი ხარჯი, კომუნალური გადასახადები და სხვ. შეადარეთ დაგეგმილი ხარჯი თქვენს შემოსავალს და განსაზღვრეთ, რაზე შეგიძლიათ გაწიოთ ეკონომია. ამ გზით ზუსტად გეცოდინებათ სად მიდის ფული. ეს მეთოდი მოგცემთ საშუალებას, გააკონტროლოდ ხარჯი;

რუბრიკა - ფინანსური წიგნიერება

ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვის გავრცელებული მეთოდებიბევრს მიგვაჩნია, რომ ვერ გამოვიმუშავებთ იმდენ ფულს, რომ შევძლოთ შეგროვება. მთელი შემოსავალი კი მიმდინარე ხარჯებში მიდის.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხერხდება გარკვეულ თანხაზე ეკონომიის გაკეთება/დაზოგვა, მაინც მყისიერად ვხარჯავთ თანხას არასავალდებულო საჭიროებისთვის.

ხშირ შემთხვევაში არ ვიცით, სწორად როგორ განვკარგოთ ჩვენი ფინანსები.

ავტორი: მარიამ ესებუა

დაფიქრებულხართ, თქვენ რა გიშლით ხელს დაზოგვაში? ..

• დაადგინეთ პირადი ბიუჯეტი და ჩამოწერეთ თქვენი საჭიროებები და სურვილები. განსაზღვრეთ, რა თანხა შეგიძლიათ დახარჯოთ პირადი საჭიროებისთვის, რაც თავის მხრივ გულისხობს იმ ნივთებსაც, რომლების გარეშეც არ შიგიძლიათ ცხოვრება;

• გამოიყენეთ ფასდაკლების ბარათები. ასეთი ბარათები და სხვადასხვა სახის ფასდაკლებები თანხის საკმაო ნაწილს დაგიზოგავთ;

• აუცილებელად განსაზღვრეთ მიზანი ­ ფულს ვაგროვებთ დასვენებისთვის, მანქანის/კომპიუტერის ან სხვა ძვირადღირებული ნივთის შესაძენად და ა.შ.;

• მაქსიმალურად აიცილეთ გაუთვალისწინებელი კრედიტები/ვალები;

• თუ თქვენი შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა, ნუ იჩქარებთ ცხოვრების სტილის შეცვლას. გაიხსენეთ, რომ გაცილებით ნაკლები შემოსავლითაც ახერხებდით ცხოვრებას, ახლა კი შეგიძლიათ დეპოზიტზე განსათავსებელი თანხის ოდენობა 10%­დან 20%­მდე გაზარდოთ.

საბავშვო დეპოზიტი - საუკეთესო საჩუქარი ბავშვებს

დაფიქრებულხართ, ბავშვებისთვის ისეთი რამ გეჩუქებინათ, რაც მათ მომავალზე იქნება ორიენტიერებული? სათამაშო, ახალი ტანსაცმელი და ტკბილეული კარგია, თუმცა, საბავშვო ანაბარზე მცირედით დაწყებული დაგროვება არის ზრუნვა და ინვესტიცია მათ მომავალში.

განვიხილოთ მარტივი მაგალითი. თუ თქვენი შვილი 8 წლისაა (სრულწლოვნებამდე კიდევ 10 წელია), სულ მცირე 20 ლარით თუ გაუხსნით საბავშვო ანაბარს, და ყოველ თვე 50 ლარს შეიტანთ (რა თქმა უნდა, მეტი ან ნაკლებიც შეიძლება), ათი წლის შემდეგ თქვენს სრულწლოვან შვილს 10 000 ლარზე მეტი ექნება შეგროვებული, რომელიც სწავლის დასაფინანსებლად, ან სხვა მისთვის მნიშვნელოვანი მიზნებისათვის აუცილებლად გამოადგება.

მნიშვნელოვანია, რომ ანაბარი ბავშვებთან ერთად გახსნათ, ბავშვებს აუხსნათ რა არის ანაბარი და რატომ არის თანხის დაგროვება მნიშვნელოვანი. ბევრ ქვეყანაში ბავშვებს ჯერ კიდევ სკოლაში ასწავლიან ფულის დაზოგვის მნიშვნელობას.

არ გადადოთ! დაიწყეთ ბავშებისთვის თანხის დაგროვებით, თუნდაც 10 ლარით და ფინკა ბანკი წლიურ 11.5%­მდე (ეფექტური 11.5%­მდე) დაამატებს, რომ უფრო სწრაფად დააგროვოთ სასურველი თანხა.

გაზარდეთ ანაბარი ბავშვის უკეთესი მომავლისთვის!

Page 8: ყოველკვარტალური 20 ფინკა ბანკის ......აზღვევს, ნაწილის დაზღვევა კი მათ საკუთარი

8 ფინკა ბანკის გაზეთი. #03, 2018 წელი 20

სარედაქციო კოლეგია

გვანცა კიკალიშვილიმარიამ ესებუანატა ობოლაძენიკოლოზ გეგეჭკორი

დიზაინი: GT ჯგუფი

ფოტოგრაფი: სალვატორე კოსტა

ყველა უფლება დაცულია

გაზეთი ვრცელდება უფასოდ

ფინკა ბანკის სერვის ცენტრების მისამართები თბილისიგლდანიგლდანი, მუხიანის გადასახვევიდიდუბეწერეთლის გამზირი/საგურამოს ქ.2ვარკეთილი17 შინდისელი გმირის ქ. 17ლილოლილოს ბაზრობის ტერიტორიაპირადი საბანკო მომსახურების ს/ცჭავჭავაძის გამზ.52

აჭარაბათუმიგორგასალის ქ. 49

ქობულეთიაღმაშენებლის 133ხელვაჩაურიფრიდონ ხალვაშის 350ხულომამულაძის 2

იმერეთიბაღდათირუსთაველის ქ.15ზესტაფონიაღმაშენებლის ქ. 59სამტრედიაჯავახიშვილის ქ.7ასაჩხერეთამარ მეფის ქ.2ქუთაისითამარ მეფის 37

ჭიათურანინოშვილის ქ.13

კახეთიახმეტაგ. ჭანტურიას ქ.11გურჯაანირუსთაველის ქ.4თელავიალაზნის ქ. 6 ლაგოდეხიქიზიყის 31საგარეჯოაღმაშენებლის ქ.39ყვარელიგურამიშვილის 2წნორიაღმაშენებლის ქ.28

რაჭაამბროლაურიმახალდიანის ქუჩა

სამეგრელოზუგდიდიკოსტავას 5სენაკირუსთაველის ქ.255ფოთიკოსტავას ქ.22ჩხოროწყუდ.აღმაშენებლის ქ. 14

სამცხე-ჯავახეთიახალქალაქირუსთაველის ქ.21ახალციხე49-51 კოსტავას ქუჩა.

ქვემო ქართლიბოლნისისულხან-საბას ქ. 112 დმანისიცხრა აპრილის ქუჩა 27 მარნეულირუსთაველის ქ.64რუსთავითოდრიას ქ.17 შიდა ქართლიგორიცხინვალის გზატკეცილი 9კასპიაღმაშენებლის 6ხაშურიიმერეთის ქ.3

საკონტაქტო ინფორმაცია

ავტორი: გვანცა კიკალიშვილი

27 წლის ნინო ფეიქრიშვილი ყვავილებით 18 წლის ასაკში დაინტერესდა, მაშინ ცნობილ ყვავილების დიზაინერთან სპეციალური კურსები გაიარა, ისწავლა ყვავილების ფერების შეხამება, კალათების მოწვნა, შეისწავლა ყვავილების ხასიათი, ბუნება, რა მოსწონათ, რომელ გარემოში ჭკნებიან,

ან პირიქით, იფურჩქნებიან. ისწავლა მომხმარებლის გემოვნებაც და საჭიროებებიც. სწავლის შემდეგ დრო იყო ეს ცოდნა გამოეყენებინა და ამიტომაც თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, თავისი მაღაზია გახსნა. მაშინ, 10 წლის წინ, ყვავილების ბაზარი საქართველოში არც ისე განვითარებული იყო. როგორც თვითონ ამბობს, ბიზნესი მიზერული თანხით დაიწყო. თავდაპირველად 1 მაღაზია ჰქონდა, ახლა კი უკვე 5 მაღაზიის მეიჯარეა. ერთ მაღაზიაში თავად მუშაობს, დანარჩენებში სხვებს ასაქმებს.

„დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ტრადიციულ თაიგულებზე მეტად, სხვა რამეც უნდა შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის, ამიტომაც საქორწილო თაიგულები, ღონისძიებების გაფორმება, კორპორატიული შეკვეთები დავამატე. ჩემი მაღაზიები 24 საათი მუშაობენ, ასევე უკვე მაქვს 24 საათიანი შეკვეთის და სახლში მიტანის სერვისი. შეკვეთებს ვიღებ ფეისბუქის გვერდით და უკვე საიტიც გვაქვს ­ orientali.ge. მივხვდი, რომ საჭირო იყო ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის მქონოდა ყვავილები და გამეთვალისწინებინა მათ შესაძლებლობები. აუცილებელია ფეხი აუწყო თანამედროვე ტენდენციებს, თორემ ჩამორჩები“ ­ გვიყვება ნინო.

მის მაღაზიაში მართლაც იმდენი ფერის ყვავილია, შეუძლებელია ამ სილამაზით აღტაცებული არ დარჩე. აქ ყველანაირი ყვავილია ­ ჰოლანდიური ტიტები, ლილიები, ორქიდეა, ქართველების საყვარელი წითელი ვარდები, რომელთა გვერდით სტაფილოსფერი, თეთრი, ყვითელი ვარდები და მინდვრის ყვავილებია...

როგორც ყველა საქმეს, ყვავილების ბიზნესსაც თავისი სპეციფიკა ახასიათებს ­ დღესასწაულებზე, როცა ყველა ისვენებს, ნინო დილიდან ღამემდე მუშაობს. როგორც გვიყვება, ახალ წელს ზუსტად 12­ზე მისულა სახლში და თავისი თავის მეკვლე თვითონ ყოფილა.

„ფინკა ბანკში გასულ წელს მივედი. მჭირდებოდა კალათების შეძენა. ბევრი მომხმარებელი კითხულობდა ფერად კალათას ყვავილებით, ამიტომაც საჭირო იყო მათი სასწრაფოდ ყიდვა. როცა მომხმარებელს აქვს მოთხოვნა, აუცილებლად უნდა უპასუხო მას. შემდეგ უკვე ვიყიდე ფერადი ყუთები, რომელიც დღეს ასე მოდურია“ ­ ამბობს ნინო.

ჩემს კითხვაზე, რატომ აირჩიეთ ფინკა ბანკი, მპასუხობს, რომ თავდაპირველად პირობებით დაინტერესდა, შემდეგ კი ფილიალში მისულს, საუკეთესო სერვისიც დახვა, „ფინკა ბანკთან თანამშრომლობა მაშინ დავიწყე, როცა ახალი შესაფუთი მასალებით მუშაობა გადავწყვიტე. ფინკა ბანკი ძალიან დამეხმარა, თანხა ძალიან მალე მივიღე, სერვისი იყო სწრაფი და გამართული. სასიამოვნო გარემოა, კარგი პერსონალი. ურთიერთობა და კომუნიკაცია ძალიან მარტივი იყო“ ­ ამბობს ნინო და იქვე დასძენს, რომ სწორად გამოყენებული სესხი, ბანკის თანამშრომლის სწორი რჩევები და მხარდაჭერა, ბიზნესს განვითარებაში მხოლოდ ეხმარება.

კითხვაზე, რა არის ბანკთან ურთიერთობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი,

ყოველთვის უნდა იფიქრო ბიზნესის განვითარებაზე

ამბობს ­ პასუხისმგებლობა, თუმცა პასუხისმგებლობა ნებისმიერ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია.

ახალგაზრდა მეწარმეს სჯერა, რომ მონდომებით და სიყვარულით წარმატების მიღწევა შესაძლებელია. „გირჩევთ, რომ აკეთეთ ის, რაც მოგწონთ, აუცილებლად კარგად გაიცანით თქვენი მომხმარებელი და მასთან ერთად განვითარდით. შეიძლება თქვენი საქმე თავიდან არ იყოს მომგებიანი, მაგრამ დროთა განმავლობაში ისწავლით, გაიწაფებით და მოგებაც გექნებათ. წარმატებები ყველას, ვინც ახლა იწყებს ან აპირებს თავის მცირე ბიზნესის დაწყებას“ ­ ასე დავემშვიდობე ახალგაზრდა მეწარმეს და თან გამოვიყოლე ყვავილების დაუვიწყარი სურნელი და შთაგონება, რომ ნინოსნაირ გოგოებთან ერთად ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.

თუ დაბადების დღეზე მიდიხართ, ან მეგობრისთვის საჩუქარს არჩევთ, გახსოვდეთ, რომ ყვავილები მართლაც საუკეთესო საჩუქარია.

რუბრიკა - წარმატების ისტორია

ნინო ფეიქრიშვილი ­ მეყვავილე